შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი გული,განსხვავებული სამყაროებიდან(თავი8)


27-11-2023, 14:37
ნანახია 1 464

-სხვა გყავს ხო ?- ამოიკრუსუნმა ქალმა
- და ის მართლა მყვარებია ანი !-ამ სიტყვებზე ელისაბედს გახედა,მას კი ათასი ემოცია გამოესახა სახეზე,გაფართოვებული თვალებით შეჰყურებდა მამკაცის სიყვარულით სავსე თვალებს
-ნუთუ არასდროს გიყვარდი?
-ანი გთხოვ რა,უკვე ვილაპარაკეთ
-მარტო შენ საუბრობდი ერეკლე,მე არმილაპარაკია,დღეს შევხვდეთ და ვისაუბროთ,შენი უფროსის ბარში,1 საათში მუდარით უთხრაბიჭს
-კარგი შევხვდეთ-ყურმილი დაკიდადა ბალიშზე დააბრუნა თავი,ელისაბედი უხმოდ უყურებდა ბიჭის ქმედებას,ხმას არ იღებდა,არ უნდოდა რამე ცუდად ეთქვა და მერე ენანა,ასე ჩუმად იყვნენ რამდენიმე წუთი ,სიჩუმე კი ერეკლემ დაარღვია
-არც კი ვიცი როდი შეგიყვარე ასე ძალიან ?- თავი საწოლზე წამომჯდარი ქალისკენ გაატრიალა და მის ნაკვთებს დააკვირდა - რა ლამაზი ხარ ელისაბედ - ისეთი ბოხი ხმით წარმოთქვა მისი სახელი,გოგონას ეკლებმა დააყარეს სხეულზე, არ იცოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა,გაუნძრევლად იჯდა და ბიჭია სახეს უყურებდა -ნეტა მამაშენი რომ არა ერთმანეთს შევხვდებოდით ? - გოგონას მის ამ კითხვაზე ჩაეღიმა
-შენი ხასიათი რომ ვიცი ,რამე სისულელეს და არაადეკვატურს ჩაიდენდი და ხშირად გადდავეყრებოდით ერთმანეთს
-ხო მაგრამ დღემდე არ ვიცი,არ მეუბნები რატომ არ გინდოდა კომპანია,რატომ არ დადიოდი ჩემთან და მამაშენთან ერთად ? - გოგონამ ამ შეკითხვაზე დიდი ნერწყვი გადაყლაპა
-მთელი ბავშვობა მამაცემის სამსახურმა წამართვა და ამიტომ, ყოველთვის მუშაობდა,სახლში გვ იან ბრუნდებოდა, დაღლილი იყო ,ჩემთან არც თამაშის თავი ჰქონდა და არც ლაპარაკის, ათი წლის ბავშვს მალე არ გაუვლის მამის სიშორე ეკე, წლები გადიოდა მე სულ წიგნებში ვიყავი,მამაჩემი სულ საბუთებში, კალიფორნიის უნივერსიტეტში გამიშვეს გაცვილთ ორწლიან პროგრამაზე,მერე ჩამოვედი,აქ კიდევ რაღაც კურსები გავიარე,საბოლოო ჯამში იდეალური განათლება მივიღე ,მაგრამ მამაჩემთან დისტანცია დავიჭრე,ისე აღარ მინათდებოდა სახე მის დანახვაზე როგორც ადრე,ყოველჯერზე მახსენდებოდა რომ დედაცემი ღამეებს მარტო ატარებდა ,მამის ლოდინშ,მამა არ ჩანდა. რაც არ უნდა იდილია სუფევდეს ოჯახში,არ ჩხუბობდნენ,ერთმანეთში თბილად იყვნენ,ეს საკმარისი არ არის ხვდები?ცოლს ყურადღება და სითბო სჭირდება ,შვილს კი უფრო მეტი.როცა მირეკავდა და მეუბნებოდა მედა ერეკლე ვართ აქ გამოდი იქ გამოდი , ძალიან ვბრაზდებოდი,მწყინდა ,რადგან შენთან უფრო მეტ დროს ატარებდა ვიდრე ჩემთან , 6 წელი მასთან მუშაობდი და ისე გექცეოდა როგორც შვილს,ამ ექვსი წლის განმავლობაში კი მე ყოველდღე ველოდებოდი რომ სადმე წავიდოდით დავსხდებოდით ,ვილაპარაკებთიდ და ისევ ის გოგი იქნებოდა ვიც აქამდე ,მაგრამ ეს არ მოხდა. შენი და მამაჩემის ურთიერთობის მართლა მშურდა,კეთილი შურით მშრდა - გაუღიმა მამაკაცს და თავი ჩახარა,თითებს დაუწყო წვალება
-ახლა ზუსტად ვიცი რომ,მამაშენი ყველაზე ბედნიერი კაცია იმიერ საქართველოში
-მიზეზი ? -მხოლოდ ახლაღა გაუსწორა თვალი
-მიზეზი შენ ხარ ჩემო ! - გოგონას კისერში შეუცურა ხელი და გულიანად აკოცა
-იცი ანუკის ცუდად ესაუბრე , რაც არუნდა იყოს ამას არ იმსახურებს, ძაან არასტაბილური გახდი , გუშინ ალექსანდრესთანაც იდიოტურად მოიქეცი ,მესმის რომ ნასვამი იყავი და ნუ ემოციები ოქეი , მაგრამ არ შეგეფერება 20 წლის ბიჭივით მოქცევა
-ხანდახან ემოციებს ვეღარ ვთოკავ, ნევროზი გამიჩნდა უნამუსო ვიყო ,თინეიჯერი ბიჭივით ავტყდი გუშნ და შენ რომ არა ალბათ ვცემდი იმ ტიპს, და ანუკის რაც შეეხება მაგარი არაკაცურად მოვექეცი,მაგრამ რა ვქნა ამ გოგოს ისტერიკებს საზღვარი არ აქვს, იცი რამდენჯერ ველაპარაკე? ვუხსნიდი რომ როცა ურთიერთობა დავიწყეთ მაშნ ყველაფერი მეტნაკლებად კარგად იყო,მაგრამ ახლა? თავისი პირით მითხრა რომ ფული რომ შეომაკლდა აღარ ყოფნიდა ეს ყველაფერი , მხოლოდ სეირნობა და იაფფასიან ბარებში სიარული არ აკმაყოფილებდა.
-მაგრამ მეტი სერიოზულობა და გაგება გმართებს
- ვინმე სხვა შენს ადგილას დედას მიტირებდა - გაეცინა ბიჭს- საწოლში ყოფილზე მელაპარაკებაო
-ნუ ხარ იდიოტი , ადექი და შეხვდი,მეც მივხედავ რაღაცებს ,კომპანიის საქმეებსაც გადავხედავ და გადავწყვეტ როდის აღვადგინო მუშაობა
-მოდი ჩემთან - მკლავზე დაქაჩა და ძლიერად ჩაიხუტა ქალი , ცოტახანს ასე ჰყავდა ჩახუტებული,კოცნიდა ,ეფერებოდა . ძლივს შეელია. მერე ორივე ძლივს წამოდგა საწოლიდან,განსაკუთრებით ელისაბედს სტკიოდა სხეული,მამაკაცი სახლიდან გააცილა, ოთახები მიაწესრიგა და კომპანიის საქმეებში გადაეშვა .
თინათინი & ნიკოლოზი
-თი რას შვები? - ზურგიდან მოესმა საყვარელი მამკაცის ხმა
-ნიკუ - შემობრუნდა და კისერზე ჩამოეკიდა მამაკაცს
-რას შვება ჩემი ბაჭია ?
-გელოდებოდი , ნაგავი გამოვიტანე და სახლში მივცუნცულები - გაიპრანჭა
-წამო შევიდეთ ცივა - ხელი მოჰხვია ქალს და სახლში შევიდნენ -რაღაცას გკითხავ და არ დამიწყო მიკიბვ-მოკიბვები
-რა ხდება ? - სავარძელში ცაეშვა ნიკოლოზი და მის მუხლებზე დაიკავა თინათინმა ადგილი
-ერეკლესა და ელისაბედს შორის რამე ხდება ? -ამის გაგონებაზე თინათინს ფერეი ეცვალა,გაახსენდ აახალიწლის სარამო ,როგორ დაპირდა ელისაბედი მას და დეას ყველაფერს გეტყვითო და იმის მერე არ ულაპარაკიათ
-წარმოდგენა არ მაქვს , სიმართლე გითხრა მეც მაწუხებს ეგ კითხვა და შენ რატომ დაინტერესტი ?
-გუშნ კონცერტები გამართა ბატონმა კაჭომ ჯერ ანუკის ეუხეშა და სრული მნიშვნელობით გააჯ**ვინა ,მერე კიდე ელო ვიღაც ბიჭთან ერთად ვახშმობდა,ამ ყლ*მ ეს რო დაინახა წამოფრინდა მაგიდიდან,ელისაბედმა ძლივს გააჩერა თორე იქ ამბებს დაატრიალებდა , წაიგდებდა ჩვარივით იმ ბიჭს,მაგარი არაადეკვატური გახდა და მიზეზად მხოლოდ ელისაბედი მომდის - გაოგნებული უსმენდა თინათინი ნიკოლოზს
-მაგ პელენწუკამ არც კი მითხრა ,სიტყვა არ დაუხსენებია
-რას გეტყოდა ერეკლესთან ერთად წავიდა ,ვინ იცის შეიძლება მასთანაც დარჩა,მაგარი მთვრალი იყო
-და ანუკიმ რაო ?
-რა უნდა ეთქვა ბაჭიავ, წამოვარდა და გაიქცა
-ძაან ცუდად იქცევა ,ისიც ხო ადამიანია
-ხო და იმიტომ ვიძახი,მიზეზი ელისაბედია მეთქი მაგისი არაადეკვატურობის და შიზოფრენიკობის
-მერე დაველაპრაკები ქალბატონს ,მაინტერესებს რა ხდება
-ქორწილში გვაგუგუნებენ ვატყობ - გაეცინა ბიჭს ,მაგრამ თინათინს ნაკლებად,ქორწილის ხსენებაზე დაიგრუზა , მისი ოცნებააა საყვარელი მამაკაცის გვერდით თეთრ კაბაში ყოფნა,გონებაში სულ წარმოიდგენს როგორ დგანან საკურთხეველთან,მაგრამ ნიკოლოზი ჯერ არ ჩქარობს ,სიტყყვას არ ახსენებს ქორწილზე ,მათი ერთადყოფნის 5 წლისთავია ორ დღეში,ამდენი წელია ორი გული ერთმანეთისთვის ფეთქავს და ნიკოლოზი მაინც არ დგამს სამომავლო ნაბიჯს -ბაჭიავ რამე მოხდა ?- ნიკოლოზის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან
-რა ? აა არაფერი ნიკუ ,ჩავფიქრდი ,ვისაუზმოთ წამო - უცბად წამოხტა და სამზარეულოში გავიდა,რო ნიკოლოზს ზედმეტი შეკითხვა არ დაესვა . ბიჭს მისმა საქციელმა ღიმილი მოჰგავარა სახეზე,მიხვდა მისი დაღვრემის მიზეზს ,მაგრამ გოგონამ რა იცოდა რომ ორ დღეში დიდი სიურპრიზი ელოდა .
დეა & გიორგი
საწოლში გემრიელად ნებივრობდა გიორგი ,როცა კარზე უწყვეტად გაისმა ზარის ხმა
-აუ ეს თუ ერეკლეა მოვუტ*ნავ კარგის ტრ*კს -დაიჯიჯღინა და საცვლის ამარა წავიდა კარის გასაღებად - ერეკლე ხაშია ?!- თვალებს იფშვნეტდა ,ზღურბლზე კი მისი სხეულის ფორმებისგან მოხიბლული დეა ,თვალებგაფართოებული იდგა .
-დილამშვიდობის ტარზან - დეას ხმაზე თვალები გაახილადა გაკვირვებული მიაშტერდა
-გოგო ხაშია ? ვინმე მოკვდა? ომია ? გავრბივართ?- მიაყარა კითხვები
-საათი 12-ს აცვენებს პრიმატო,რა დროს ძილია . - ბიჭი ერთი ხელის მოსმით გასწია და სახლში ტავისუფლად შეაბიჯა , ცანთა მაგიდაზე და დო და დივანში თავისუფლად ჩაეშვა
-მე არ მაინტერესებს რომელი საათია,მე მეძინება - დივანზე გაიშოტა და თავი მუხლებზე დაადო გოგოს
-ნუ ხარ ზარმაცი ,აეგდები ახლა და მე და ნიკოლოზს გამოგვყვები ნიშნობის ბეჭდის ასარჩევად - ნიკოლოზზე და ნიშნობის ბეჭედზე თვალები გაუფართოვდა გიორგის
-ნიკოლოზი ვინ არ გოგო?! რა ბეჭეზე მიგყავარ ? - ხმა აიმაღლა ,მის საქციელზე დეას გულიანად გაეცინა
-ელისაბედის ბიძაშვილი ნიკოლოზი ,თქვენი ძმაკაცი ნიკოლოზი - თან ხარხარებდა
-ეგრე გეთქვა - დამშვიდდა და თავი ისევ მის მუხლებზე დააბრუნა
-რაო პატარავ იეჭვიანე ? - კეკლუცურად მიუგო დეამ
-არ მაქვს საეჭვიანო თუ ? - ქვემოდან ახედა გოგოს
-რავიცი საბაბი მოგეცი ? - წარბი აუწია ქალმა
-რაში მჭირდება საბაბი , შენი გარეგნობაც საკმარისია ამისთვის
-აუჰ ,ახლა წესით უნდა გავწითლდ,დავიმორცხვო,მიწაშ ჩავძვრე ხო ? -ახარხარდა
-გველი ხარ შვილო ! - გაიბუსხა და თავი გაატრიალა
-რაო ჩემო პატარა გამებუტე - ისე ესაუბრებოდა თითქოს პატარა ბავშვი ჰყოლოდა მკლავებში -ჩემო პაწაწინა,ჩემო ტარზანო - თან ლოყებზე ეფერებოდა,ბიჭი აშკარად მოლბა ,ეღიმებოდა და სიამოვნებდა საყვარელი ქალის ეს ქმედება,მაგრამ არ ნებდებოდა,არ ტყდებოდა - ჩემი ბიჭი გამებუსხა? აღარ შემირიგდება ? კარგი მაშინ მე წავალ- ბოლო სიტყვები ცუმად ჩაილაპარაკა,ზუსტად იცოდა რომ წასვლის უფლებას არ მისცემდა , ასეც მოხდა დეა უკვე ფეხზე იყო რომ გიორგი წამოფრინდა და ქალი ძლიერად მიიკრა სხეულზე
-არსად არ წახვალ
-ოჰ,აღარ ხარრ გაბუტული - წარბი აუწია გოგომ
-ნწუ - გაუღიმა და ნაზად ეამბორა ტუჩებზე
-ეს რა იყო ახლა ? - თვალები გაუფართოვდა დეას,ყველაფერს მოელოდა ,მაგრამ კოცნას არა
-გამოუცდელი ბიჭის კოცნა - წარბები აუთამაშა
-მაშინ გამოგცდი - გველურად ჩაიღიმა და ახლა თვითონ დაეწაფა ბიჭის ბაგეებს,ერთ წამს გაგოგნდა გიორგი მერე კი დიდი მონდომებით და სიამოვნებით დაუკოცნა სასურველი ტუცები ქალს.
მართა & საბა
მთელი ღამე არ ეზინა მართა ს, საბასთან შეკამათება მოუვიდა , ბიჭი ზედმეტად ტოქსიკური იყო,ყველაფერზე შეეძლო ჩხუბი ,გუშნ საღამოს კი როცა ბარიდან გამოდიოდნენ ნაცნობი შეხვდა მართას ,გამოელაპრაკა მოიკითხა,ამაზე მთვრალ საბას ელეთ-მელეთები დაემართა და დახოცეს ერთმანეთი . მართა ეჩხუბა თუ მეგობრები ვართ რატომ ერევი ჩემს საქმეში ვინ გეკითხებაო , საბამაც არ დააკლო ყველა სირ*თან ასეთუ მოიქცევი ისიც აღარ ვიქნებით რაც ვართო და დაიშალნენ. ტირილშ დაათენდა თავზე .ძლივს წამოდგა საწოლიდან,შხაპი მიიღო და ერეკლეს მიწერა
„არ ვიცი გუშინდელი შენი საქციელი რას ნიშნავდა,მაგრამ მადლობელი ვიქნები თუ იმას მაინც გამაგებინებ რომ ცოცხალი ხარ ‘’
ცხელი შოკოლადის ჭიქა მოიცია ხელებშ და თან მობილურში რაღაცასს სქროლავდა. უცბად ესემესი შემოუვიდა საბასგან
„რას შვები ფსიხო“
დააიგნორა,პასუხის გაცემა არ უნდოდა,დანაშაულს თავად უნდა მიმხვდარიყო.
„ვიცი რომ არ გძინავს,მიპასუხე ნუ მაგიჟებ !!!!!“ - კიდევ ერთი ესემესი ,მაინც არ გასცა პასუხი,მერე ორჯერ დაურეკა,ორჯერვე ბოლომდე დააცადა ზარს სანამ თავად არ გაითიშებოდა ,მერე კი ისევ მშვიდად სქროლვა დაიწყო, ცხელი შოკოლადი გემრიელად მიირთვა ,ჭიქა გარეცხა და ისევ სავარძელშ ბრუნდებოდა,კარზე ზარის ხმა რომ გაიგო,იფიქრა ერეკლე იქნებაო და ნელი ნაბიჯებით გაემარტა გასაღებად,იქვე ჩამოკიდებუ სარკეში თავს თვალი შეავლო
-რას მიგავს თვალები ღმერთო ჩემო - ჩაილაპარაკა და საკეტი გადაატრიალა
-შენ გოგო ცუდად ხო არ ხარ ?! - იჟივით შემოვარდა საბა
-საბა?! - გაოცება ვერ დამალა
-ჰო საბა, სხვას ხო არ ელოდი,ნიკას,თორნიკეს,ვანოს ან რავიცი !
-შენი თავი არ მაქვს - ხელი აიქნია და მისაღებშ შევიდა , ფეხები აიკეცა და დივანზე კომფორტულად მოტავსდა
-მაიგნორებ კიდეც? ინდა სულ გამაგიჟო ? ერეკლე სად არი მოენძ*იოს აქ ! რო ვუთხრა მისი და როგორ ალხეინად ელაპარაკება ყველა მეორე ბიჭს - კბლებში გამოსცრა და სავარძელშ მძიმედ მოტავსდა, მართა ჩუმად იყო,არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, ტელეფონი აიღო და მშვიდად ათვალიერებდა რაღაცას,ამაზე უარესად ბრაზდებოდა საბა , ეცა და ტელეფონი სადღაც მოისროლა
-რას აკეთებ ველურო ?- უყვირა გოგომ
-როცა გელაპარაკები უნდა მისმენდე !
-თვალებშ უნდა გიყურო? თუ რა ხდება ვერ გავიგე
-თუ საჭიროა თვალებშ უნდა მიყურო !- მკაცრად უთხრა ბიჭმა
-გუშინდელი ფსიქოპატობები არ გეყო და დღესაც უნდა განარძო?
-მართა ! მართა! რა ფსიქოპატობა, ვინ ჩემი ყ*ეები იყვნე ნ ის ბიჭები,რატო ელაპარაკებოდი,რატო გადაეხვიე? ვინ იყვნენ?
-შენ ვინ გეკითხება საბა? რა უფლებიტ ?რომელი უფლებით ? - უკვე ბოლო ხმაზე ყვიროდა და თვალებზე ცრემლები აწვებოდა
-აი ამ უფლებით - ტუჩებზე დაეწაფა და ამოუსუნთქავად დაუკოცნა სანატრელი ბაგეები ქალს ,მართას სუნთქვა შეეკრა ,ერთ ადგილს მიეყინა , ჩაწითლებული და დასიებული ზღვისფერი თვალები მიაპყრო მამაკაცს - შენს თვალებში ვიკარგები კაჭარავა ! - მკაცრად უთხრა და ლოყაზე ცივი თითები ჩამოუსვა, ქალს ჟრუანტელმა დაუარა ,ცივმა ტალღამ შემოურბინა სხეულში
-გეყოფა ,გამიშვი - მხოლოდ ამის თქმა შეძლო და ბიჭის ხელებიდან ამაოდ სცადა ტავის დაღწევა
-ტიროდი? - ზურგით მიიკრა სხეული და მის კისერშ ჩარგო თავი
-რა მნიშვნელობა აქვს საბა - დანანებით ჩაილაპარაკა და ნება მისცა მამაკაცს კიდევ უფრო ძ₾იერად მოჰხვეოდა
-ჩემი სულელი ქალი - დაიჩურჩულა და როგორც პატარა ბავშვი ისე მიიხუტა სხეულზე ,მართას ხმა არ ამოუღია ,მძმედ სუნთქავდა საყვარელი მამაკაცის ყელთან და მის გახშირებულ გულისცემას ყურს უგდებდა - მაპატიე გუშინდელი,როცა საქმე შენ გეხება თავს კარგავ - სიჩუმე დააარღვია და ქალს თავზე ეამბორა
-ეგ როდის დაიწყო - ჩუმად ჰკითხა ,ბიჭს გაეღიმა
-საუკუნეების წინ - უფრო შესამჩნევად გახსნა ბაგეები - მაშინ ,როცა დახრჩობას გადაგარცინე
-დახრჩობას გადამარჩინე ? - თავი წამოყო - რა გადამარჩინე იდიოტო,გეგონა რომ ვიხრჩობოდი , კამერა ისე მესროლე და დამახტი თავზე გავითიშე,თუ შენი გაფუჭებულის გამოსწორება იგულისხმე ,მაშნ კი გადამარჩინე ,ტაში - საბას სიცილს ყურადღებაა რ მიაქცია და ისევ გაბუსხულმა დააბრუნა თავი მის ადგილას
-18 წლის ლაწირაკი იყავი ,აბა რა გეგონა რო მოინდომე პრანჭვა-გრეხვა
-აუ ახლა მიგაკლავ - წამოწევა და ხელის მოქნევა სცადა,მაგრამ საბამ ძლიერად გააკავა მკლავებშ
-არც იფიქრო, შენს ძმას დალურჯებული სიძე არ სჭირდება
-ძაან ხო არ ფანტაზიორობ - გაეცინა ,ვითომ არ მოეწონა ეს „სიძის“ სტატუსი რომ მიიკუთვნა
-ეჰ ეს ხუთი წელი რაც ვიოცნებე და ვიფანტაზიორე ,მეყო . ახლა ოცნებების ახდენას ვიწყებ - ფართოდ გაუღიმა და მის ალუბლისფერ ბაგეებს დაეწაფა .



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ეს მომეწონა ადამიანურად რომ ელაპარაკა და ისევ არაკაცულად არ მოექცაა ... შემდეგს ველიიი მალეეეე

 


ახალი თავი უკვე ავტვირთე , იმედია მალე დაიდება <3 heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent