შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი გული,განსხვავებული სამყაროებიდან(თავი 6)


23-11-2023, 21:47
ნანახია 1 420

-ნეტა იცოდე რა სექსუალური ხარ - აღმოხდა მამაკაცს და მისი ცხელი სუნთქვა ყელზე მიეფრქვია გოგო,ჟრუანტელმა დაუარა ,სხეულში სიმხურვალე იგრძNო ,ეცადა არ შეემჩნია ,მაგრამ დეას და თინათინს მისი არეული სახე არ გამოჰპარვიათ. ძლივს მოეგო გონს და აკაკის გვერდით დაჯდა,მეორე გვერდზე ერეკლე მიუჯდა,მისკენ გახედვასაც ვერ ბედავდა ,ღრმად სუნთქავდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა . მიმტანიც მოვიდა ბიჭებმა სუფრა გაავსებინეს ,იმდენი რამე შეუკვეთეს.ელისაბედი გახევებული იჯდა ,მათ საუბარს ყურადღებას არ აქცევდა,ერეკლემ მისი ეს დაძაბულობა შეამჩნია თუმცა ანუკის ისტერიკების გამო ვერ გაბედა მასთან საუბარი.
-აკაკი ხარ თუ კაკი,ჩემო ძმაო დაქალის გვერდით ვერ დამსვამ?- წამოიძახა დეამ
-აკაკი მქვია ჩემო ძმაო,მაგრამ მეგობრებისთვის კაკი ვარ - გაეცინა ბიჭს- მოდი ჰა დაჯეეე -ადგა და გიორგის გვერდით დაიკავა ადგილი,დეა ელისაბედს მიუსკუპდა და მის გვერდით კი თინათინი და ნიკოლოზი ისხდნენ/
-რა ჯანდაბა გეტაკება შენ ? - მკლავზე უცქმიტა გოგოს ,ელისაბედი შეხტა და ძლივს მოეგო გონს
-რა? რა გინდა ქალო? -წამოიძახა ელისაბედმა
-რა გეტაკა მეთქი , რა სახე გქონდა , ან ამ მუტრუკმა რა გითხრა ასეთი რომ სახეზე ფერები დაკარგე - საბასთან მოლაპარაკე ერეკლეზე გაამახვილა ყურადღება დეამ
-არაფერი ხალხო,დაწყნარდით რა. მერე მოგიყვებით
-მეტი არ მინდა არ მოგიყოლია,თოვლშ ჩაგახრჩობ - გამოსცრა თინათინმა
-ფისო,თქვენ აქ რას ჩურჩულებთ? -მოულოდნელად უთხრა ერეკლემ
-არაფერს კაჭო,დაქალური ჭორაობა - გაუღიმა დეამ . ელისაბედი ხმას არ იღებდა,ცალი იდაყვით დაეყრდნო მაგიდას და ნიკაპი ხელებში მოითავსა, ისე მჭდროდ ისხდნენ მაგიდასთან რომ ერთი მხრიდან დეას ხელფეხი ეხახუნებოდა,მეორე მხრიდან კი ერეკლესი. მიმტანმა ცხელცხელი საჭმელი ჩაალაგა ,ყველა გემრიელად შეექცა საჭმელს თან ამბებს იხსენებდნენ,ელისაბედი კოკაკოლას წრუპავდა და სრულიად სხვა განზომიებაში იყო მისი გონება,ვერ იგებდა ერეკლეს საქციელებს,ახსნას ვე უძებნიდა,ისე ექცეოდა თითქოს მის მიმართ მეგობრობაზე მეტს გრძნობა,ამაზე მისი კომენტარებიც მეტყელებდა,მაგრამ იქნებ უბრალოდ მას ეჩვენებოდა ასე , ერეკლე მასთან მუდამ გახსნილი იყო და ალბათ ამის გამო იქცეოდა ასე .
-ფისო,რაღაც ვერ ხარ ხასიათზე ,რა ხდება - მოულოდნელად წაუჩურჩულა ბიჭმა და მის შიშველ ბარძაყს დაადო თბილი ხელი,მოულოდნელობისგან შეკრთა
-არაფერი ეკე - ეცადა თბილად გაეღიმა
-მატყუებ ,ადექი გარეთ გავიდეთ და დამელაპარაკე
-გააფრინე ,ამ გოგოს ისეც არ მოვდივარ თვალში და ახლა შენთან ერთად რომ გამოვიდე ღმერთმა იცის რას იზამს
- ანის ისტერიკები,რაღაც გჭირს და მიმალავ,ახლა ავდგები და გავალ,ზუსტად ორ წუთში უკან გამომყვები .არ გამაბრაზო
-ნუ ბოდიალობ ,დაჯექი -გამოსცრა გოოგო,ბიჭი მაინც წამოდგა და გასასვლელად მოემზადა
-ერო საით? -ქვემოდან ახედა მამაკაცს ანუკიმ
-გარეთ ანი,მალე მოვალ საქმემაქვს - უხეშად უპასუხა გოგოს და გარეთ გავიდა. ელისაბედი ორ წუთზე მეტხანს იჯდა გაუნძრევლად, არც უნდოდა გასვლა გარეთ,რას ეტყოდა ერეკლეს, გულში ჩამივარდი და შენი საქციელი მაბნევს ,მთელი საღამოა ამაზე ვფიქრობ და ვერ ვიგებ რას ცდილობო, მაგრამიცოდა რომ ასე ადვილად არ შეეშვებოდა ერეკლე,კიდევ რამდენწამიანი ფიქრის შემდეგ ტელეფონის ზარის ხმა მოესმა ‘’ ეკე „ ძარღვებიი დააეჭიმა,ერთადერთი რაც მოიფიქრა პასუხი და თვალთმაქცობა იყო
@
-გისმენ დედა - ხმამაღლა წარმოთქვა,რომ ყველას გაეგო
-რა დედა ელის,გარეთ გამოდი არ გამაგიჟო - გაბრაზება ეტყობოდა ხმაზე
-მოიცა გავალ გარეთ და გადმოგირეკავ, რესტორანში ვარ ჩვენებთან ერთად - გაიღიმა და ფეხზე წამოდგა,პალტოს დასწვდა ცალი ხელით
-გელოდები - თქვა და ყურმილი დაკიდა .
-ელო მშვიდობაა? - ნიკოლოზმა იკითხა
-კი ნათიამ დამირეკა,როგორც ჩანს ბარბარე აწვალებს,დავურეკავ და მოვალ ,ბოდიშ რა თქვენთან
-რა ბოდიში ძმა, მიდი - გაიღიმა კაკიმ
-აუ ელისაბედ იმ მოზვერს დაუძახე რა,სად აგდია ამდენი ხანი - შეეხვეწა მართა
-თუ დავინახავ სადმე ოქეი - გაუღიმა და გასასვლელისაკენ დაიძრა. ფეხები უკან რჩებოდა, რა უნდა მოეფიქრებინა რომ ერეკლეს კითხვებისთვის თავი დაეღწია . გარეთ გასულმა იქაურობა მოათვალიერა მაგრამ ერეკლე ვერსად დაინახა,ბოლოს რესტორნის უკან გადაყვიტა გასვლა,იქნებ იქ მაინც ეპოვა,ასეც მოხდა, უკანა ეზოში ხის კოტეჯის საერთო აივანზე იდგა და ტელეფონსში გამალებით ჩაშტერებოდა
-ერეკლე - დაუძახა და კაცმა წამში მიაპყრო თვალები,ხელით ანიშნა რომ მისულიყო,თოვლში გაიკვლია გზა და ფეხები კიბესთან დაიფერთხა
-სად ხარ ამდენხანს ? - ტონი აიმაღლა ბიჭმა
-რა მექნა ეკე? გამოვქცეულიყავი ? გარეთ ერეკლე მელოდება და უნდა დაგტოვოთ მეთქი ? - გაფართოებული თვალებით შეხედა ბიჭს და საფეხურებს ნელა აუყვა
-ოხ! მომეცი ხელი თორე ასრიალდები - ხელი გაუწოდა,ბოლო საფეხურზე ფეხი მოათავსა და ის იყო ადიოდა რომ გასრიალდა ,ერეკლემ თავის მკლავებში მოიქცია და სხეულზე აიკრა ქალი
-აჰა ხო გითხარი ასრიალდები მეთქი !
-ვანგახარ - გაბრაზებით წარმოთქვა გოგომდა მისი ხელები მოიშორა
-რაღაც მენაგლები მთელი საღამოა,ყურადღებასაც არ მაქცევ და ვაფშე არ ხარ ამ სამყაროში
-ყურადღებას არ გაქცევ?- ირონიულად გაეღიმა გოგოს - მემგონი შენს შეყვარებულშ გერევი კაჭარავა
-ეგ როგორ გავიგო - წარბები შეკრა ბიჭმა
-ოო კაჭო რა ,- თვალები აატრიალა და მოაჯირს მიეყრდნო
-რა კაჭო ?! გეუბნები უცნაურად მექცევი მეთქი ,რა ხდება ჩვენს თავს ელისაბედ? - მკლავები მოაჯირს ჩასჭიდა და შუაში მოიქცია ქალი ,სახე ახლოს მიუტანა და თვ ალებში ჩააშტერდა
-არაფერი არ ხდება ,რა ნდა რომ ხდებოდეს,უბრალოდ მეგობრები ვართ ,მე შენი მესმის ,შენ ჩემი. ვსო ! სულ ეს არის
-ანუ უბრალოდ მეგობრები ვართ და სხვა არაფერი გვაკავშირებს ?
-რა გვაკავშირებს ერეკლე? გეფიცები თუ ვხვდებოდე რა გინდა და რატომ მეჩხუბები?
-გოგო! რამდენს ნიშნავ ჩემთვის ეგ თუ იცი?! რას მებოდიალები ახლა?! არ გამაგიჟო - ყვირილზე გადადიოდა ერეკლე
-მაინც რამდენს ?! - სახე ახლოს მიუტანა და მკაცრად განუცხადა
-იმდენს რამდენსაც შენი ტვინი ვერ გასწვდება! - ისე ახლოს მიუტანა სახე რომ მათი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდა
-მადლობა შეურაცხყოფისთვის ,შევდივარ მე - ნაწყენმა და თან გაბრაზებულმა მოიშორა მამაკაცი და ნელა დაიძრა კიბეებზე
-ელისაბედ ნუ მაგიჟებ ! - უკან აედევნა ერეკლე,მაგრამ ელისაბედს უკან არც მოუხედავს ,გიჟივით შევარდა შენობაში , გაცოფებულმა მოიხსნა პალტო დაგადაკიდა სკამზე, ყველამ გაოცებული სახე მიაპყრო
-შვილო კარგად ხარ ? -თინათინმა წარბები აზიდა
-ყველაფერი რიგზეა თინა- მკაცრად წარმოთქვა და სკამში ჩაესვენა
-ერეკლე სად ჯანდაბაშია ? ამდენი ხანი რა საქმე აქვს - წაიფრუტუნა ანუკიმ
-კაი მოვა ,რა იყო - თვალები ააატრიალა მართამ
-აჰა გამოჩნდა მუტრუკიც - წამოიძახა გიორგიმ და წარბებშეკრული სახით მომავალ ერეკლეს გახედა ყველამ,ელისაბედის გარდა,არც მიუქცევია ყურადღება ბიჭისთვის,ისე ჩამოჯდა მის გვერდით ,მასაც არ შეუხედავს ელისაბედისთვის, უკვე 23:00 იყო ,ერთ საათში გააცილებდნენ ძველ წელს,მაგრამ ელისაბედი და ერეკლე ერთმანეთს ზედაცარ უყურებდნენ,. ელისაბედი ტელეფონში კომპანიის ხარჯთაღრიცხვას ჩაჰყურებდა და ცდილობდა გონება მხოლოდ მასზე მიეპყრო ,ერეკლე დანარჩენებს ესაუბრებოდა . მასაც ყურადღების გადატანა უნდოდა .მალევე დაიშალნენ რესტორნიდან და კაკის სახლისკენ გაემართნენ ,თორმეტ სააათამდე უნდა მიესწროთ სახლში რომ, ახალწელსაც შეხვედროდნენ და ერთმანეთისთვის საჩუქარიც გადაეცათ . ელისაბედი უხმოდ ავიდა თავის ოთახში რომელიც კაკიმ შეურჩია ,გაცოფებულმა გაიხადა ფეხსაცმელი,კაბაბის თასმებს დასწვდა და სულ გლეჯვით გაიხადა ,ქვედა საცვლის ამარა იმყოფებოდა ოთახში ,როცა ერეკლემ შემოგლიჯა კარი და შიგნიდან გადაატრიალა საკეტი
-ჯანდაბა რას აკეთებ?! - უყვირა გოგომ და საწოლზე მიფარებული გადასაფარებელი სწრაფად მოგლიჯა,სხეულზე მიიფარა
-მე რას ვაკეთებ ?! ამას სერიოზულად მეკითხები ?! - არც ბიჭმა დააკლო და ახლაღა შეამჩნია რომ ქალი შიშველი იყო
-იქნებ რას ვაკეთებდი ველურივით რომ შემოვარდი ?
-მიდი რამე ჩაიცვი ,თავს ისეც ვერ ვაკონტროლებ და ნუ დამიმატებ ! - გამოსცრა კბილებში და აივანზე გავარდა
-პირუტყვი ხარ ერეკლე,პირუტყვი! -მიაძახა, პლედი მოიქნია საწოლის მიმართულებით და ჩანთიდან ბიუსჰალტერი და სპორტულის ზედა-ქვედა ამოიღო , უცბად ჩაიცვა და წინდებს დასწვდა , გაბრაზებულმა ამოიცვა . ამასობაში ერეკლეც შევიდა ოთახში და საწოლზე მჯდომ გოგოს ზემოდან დახედა
-ან ამიხსნი რა გეტაკა ან მაგრად ვიჩხუბებთ !
-ჩვენ ისეც ვიჩხუბეთ ერეკლე ,ასე რომ უაზრო მუქარებისგან თავი შეიკავე ! - საწოლიდან წამოდგა,საათს დახედა 23:47, ჩანთიდან ერეკლესთვის განკუთვნილი საჩუქრის პარკი ამოიღო და საწოლზე დადო,სულ არ ახსოვდა რომ მისთვის უნდა ეჩუქებინა და ბიჭი მარტივად მიხვდებოდა ვისგანაც იყო საჩუქარი. ერეკლეს არ გამოჰპარვია სახალწლო ქაღალდის პარკში გახვეული საჩუქარი,მაგრამ ახლა ელისაბედზე ისე ბრაზობდა რომ სხვა რამეზე ფიქრი არ შეეძლო
-მწყინს შენი ასეთი საქციელი ელის და იმედი მაქვს ამას ხვდები - ჩუმად წარმოტქვა , გოგო არც შებრუნებულა მისკენ ,გულზე რაღაც უცნაურად მოხვდა მისი სიტყვები,თავი დამნაშავედ იგრძნო , სულ არ იყო ერეკლეს ბრალი რომ ელისაბედ ის მეგობარზე უფრო ძლიერი გრძნობით შეუყვარდა,იქნბე ბიჭი სულაც არ აძლევდა ამისთვ ის არანაირ საბაბს ,მაგრამ შეყვარებულ ქალს ყველა მისი ქმედება საბაბი ეგონა.
-ერეკლე შემეშვი გთხოვ - ძლივს წარმოთქვა სიტყვები - თითქმის თორმეტია , დაბლა უნდა ჩავიდეთ
-ანუ არ გინდა ჩემთან საუბარი -გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა მამაკაცმა - კარგი,მე ჩავალ და შენც ჩამოდი - ჩუმად წარმოთქვა და ოთახი დატოვა. ელისაბედი მძმედ ჩაეშვა საწოლში და შუბლზე ხელები მიიიბჯინა , საკუთარ ტავზე გაბრაზდა რომ მას ასე მოექცა,მაგრამ ვერ ხვდებოდა ერეკლეს მისგან რა უნდოდა. თავი გაააქნია ფიქრების გასაფანტად და საჩუქართან ერთად ჩავიდა დაბლა. ყველანი სამზარეულოში ისხდნენ,ნაძვისხეს მიუახლოვდა საჩუქარი მის ქვეშ დადო და სამზარეულოში გავიდა
-5 წუთი და ახალი წელიც მოაკაკუნებს კარზე - წამოიყვირა მართამ,მის საქციელზე საბას გაეღიმა
-ყველამ მოათავსეთ საჩუქრები ნაძვისხესთან ? -დეა ჩაერთო საუბარშ
-დიახ,დიახ - წარმოთქვა გიორგიმ
-გაემზადეთ და გავდივართ გარეთ - ტაში შემოჰკრა თინათინმა
-ელის შენ აქ იჯექი თბილად ,გავუშვებთ მაშხალებს და შემოვალთ - თილად უთხრა დეამ და მაგიდიდან რამდენიმე მაშხალა აიღო
-შენ რატო არ გამოდიხარ? - იკითხა ანუკიმ
-არ უყვარს ფოიერვერკები - თინათინმა ელისაბედ ტუჩის კვნეტით შეხედა
-გეშინია თუ რა პონტია ? - ახლა კაკი შეეკითხა
-მე არა,ცხოველებს . კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ ყველაფრის - ნაძალადევი ღიმილი აიკრა სახეზე , ერეკლემ ტუჩის კუთხე ჩატეხა ,ესიამოვნა რომ ცხოველები მართლა მტელი გულით უყვარდა ელისაბედს
-ააა ოქეი გასაგებია - წარმოტქვა აკაკიმ- არ გაგიტყდეს რა ჩვენ გავალთ - ელისაბედმა მხრები აიჩეჩა და ხელით ანიშნა შეგიძლიათ გახვიდეთო .ყველანი გარეთ გავიდნე ნ ერეკლეს ჩათვლით, ელისაბედი ბუხრის წინ პუფში ჩაეშვა და ტელეფონი აიღო,ბუხრის მეორე კუთხეში მდგომ ნაძვისხეს ფოტო გადაუღო და გასთორა წარწერით „ გილოცავთ ახალ წელს „ . მერე ნათიას დაურეკა
@
-გილოცავ დედი
-მეც გილოცავ დე
-აბა როგორ დროს ატარებთ
-რავიცი აბა ვმხიარულობთსავით ,ყოველშემთხვევაში მე ასე ვარ- მამამისი გაახსენდა ,უკვე მეორე დღე იყო მის საფლავზე არ ყოფილა და სიცარიელე იგრძნო
-არაუშავ დედი დროს თვითონ მოაქვს ყველაფერი
-ვიცი დედა, ვიცი. მისმინე საჩუქრები რომ დაგიტოვე ჩემი ბავშებისთვის -თანამშრომლები იგულისხმა- ყველას აწერია მისამართი და ჩემ თავს გაფიცებ გააგზავნე რა , რაც მალე იზამ უკეთესი
-კაი დედი , ახლავე გავუგზავნი ყველას
-მიდი დე ,ნინოს და კახას მიულოცე ჩემგან
-შენც მიულოცე ბავშვებს , გაოცე ე
-მეც დე - დაემშვიდობა ქალს და ყურმილი დაუკიდა. ცოტაანს ტელეფონში იყო,ბარის თანამშრომლების ჩათში წერდნენ,ერთმანეთს ულოცავდნენ ახალწელს,ელისაბედმაც მიულოცა ყველას და წარმატებული წელი უსურვა.ამასობაშ დანარჩენებიც შემოვიდნენ სახლში
-აბა საჩუქების დროა - დაიკივლა დეამ
-აბა პირველი ვინ იწყებს? - წამოიწყო კაკიმ
-ჯერ ქალები - მხიარულად თქვა მართამ -ყველაზე პატარა მე ვარ ,ამიტომ ჯერ მე ,მერე ელისაბედი,მერე დეა და თინა და ბოლოს ანუკი
-ოქეი დავიწყეთ - ტაში შემოჰკრა კაკიმ
ყველამ თავისი სახელი მოძებნა და საჩუქარი წამოიტაცა . ერეკლემ წამშივე დაწვა რომ ელისაბედმა მას უყიდა საჩუქარი ,ტუჩის კუთხე მაინც უნებურად ჩაუტყდა და საჩუქარი გახსნა, დიდი გამჭვირვალე ციფერბლატიანი საათი იყო,გრავირებით ‘’ერეკლე კაჭარავა „ ,ბიჭი აღფრთოვანდა ,მაგრამ გაბრაზების გამო დამალა ემოციები . ელისაბედმა ნაზად შემოაძარცვა ქაღალდი საჩუქარს, ულამაზესი მარგალიტის ყელსაბამი ,სამაჯურთან ერთად .გაეღიმა,მართლა მოეწონა საჩუქარი . მისი წრფელი ღიმილი არ გამოჰპარვია ერეკლეს და სიამოვნებისგან მასაც გამოესახა ღიმილი . დანარჩენებიც უზომოდ კმაყოფილები იყვნენ, ვერ ხვდებოდნენ ვის ვისგან ერგო საჩუქარი ,მათ შორის ელისაბედიც,მხოლოდ ერეკლემ იცოდა რომ ელისაბედი იყო მისი სეკრეტ სანტა.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

აუ არ მეყო.. დიდი თავები დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent