შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრუდე ბილიკები ( თავი 2)


27-11-2023, 18:08
ავტორი თუკა
ნანახია 4 034

ჰამაკში იწვა გიგა, ცალი ხელი გადმოეწიაა და ალმასხანას ეფერებოდა. მეორე თავქვეშ ამოედო და ფიქრებში წასულს არაფერი ესმოდა.
ვარსკვლავებით გადაჭელილ ცას აყურებდა.. ბავშობაში რამდენი ღამე გაუტეხია ასე ოცნებაში. ახლა არც კი ახსოვდა რაზე ოცნებობდა მაშინ. ღამის სიმშვიდეში სოფელი მუცო სულ სხვანაირი იყო. რაღაც სხვა ვნებას აღძრავდა ადამიანში.
ტყიდან ნადირის და ფრინველის ოდნავ შეპარული ხმაური ისმოდა.. მთის მწვერვალებიდან წამოსროლილი ქარი საამოდ უვლიდა ხეებს და ფოთლებს შრიალით ანებივრებდა. ხალხისაგან მიტოვებულ კოშკებზე შემომჯდარი ფრინველი ღმუილით იკლებდა მიდამოს..
- რად მისცემიხარ ფიქრებს გიგიავ?- მინდიას ხმაზე გაეცინა და ძმაკაცს შეუსტვინა.
- ნუ ხარ შენ პატარა ხევისბერი რა - მაშინვე დაუტია ძმაკაცს და ჰამაკიდან ფეხები გადმოსწია.
- რა გჭირს მართლა? - ინტერესით დაეკითხა ისევ და გვერდით მიუჯდა. რაზე გავარდი თბილისში. გგონია აქ ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდა? - ბაღათერა პაპაც მიხვდა , მაგრამ გაგიშვა..- მისმინე ძმაო. ერთი აზრი არ მასვენებს . პაპაშენს ასე ძალიან უყვარხარ, მზადაა შენს გამო მთელი ხევსურეთი აკუწოს და რატომ გაიძულებს ქეთოს ცოლად მოყვანას? იქნება რაიმე სხვა არსი უდევს ამ ქორწინებას?იქნებ რაიმე მიზეზი აქვს. რანაირად მოხდა ასე რომ ბავშობაში დაინიშნეთ და მხოლოდ ახლა გავიგეთ?
- რას აჩმახებ ახლა. რა აზრი ედება. სისხლის აღების წესი აქ კაი ხანია არავის უხსენებია და ესეც სანამ პაპაჩემია ხევისბერი მანამდეა წესები რა გგონია მერე ვინმე ამაზე ფიქრით თავს შეიწუხებს? ესეც ხევისბერის ტრადიციებისადმი დიდი სიყვარულია, ისე ძალიან მიკვირს ჩემი დაც რომ არავისზე დანიშნა.
- მასე გგონია? რაღაც არ მეჯერება ძმაო. ისე , მერე შენ იქნები ხევისბერი , დასახლდები აქ და გეყოლება პატარა ბალღები..
- ფანტაზიას არ უჩივი ხო იცი.. - სიცილით გაკრა მხარი ძმაკაცს და თვალი ჩაუკრა.. - ხო, მართლა, კიდევ კარგი გამახსენდა, წეღან გოჩა ვნახე. მითხრა თქვენთან მინდა მოსვლა, დალაპარაკებაო. ეტყობა თაიას ამბავიაა. - ეს ჩემი დაც ისეა გაყურსული იქნება რაიმე ხდება და არ ვიცით ჩვენ მინდი - ალმაცერად გახედა ძმაკაცს და თვალებში ჭიკნკები ჩაუდგნენ..
- გოჩას უნდა რომ ხევისბერს თაიას თავი სთხოვოს? - ერთიანად წამოენთო ბიჭი სახეზე და აჭარხალებული სახის დამალვას შეეცადა..
- ხო , ეტყობა- ამაოდ არ ტყდებოდა გიგიაც. - მასეა ეტყობა. აბა ჩემს სათხოვნელად არ მოვა ეგ და, აქამდე არაფერი საქმე არ ქონია მაგას პაპასთან..
- ვაფშე დასირდი? ჩემი თაია მაგას როგორ უნდა გააყოლო გიგა..
- შენი თაია? - ფეხზე წამოდგა გიგა და მინდიას წინ გაჩერდა... ვერ მივხვდი..
- ხო რა, ჩემი არაა? მარტო შენი და ჯარჯისი ხომ არაა?!- მაშინვე შეეცადა გამოსწორებას და ძმაკაცისაკენ ზურგით დატრიალდა..
- მე კიდევ მგონია , რომ ის მხოლოდ შენია.. - სიცილით უთხრა და უკნიდან წამოარტყა თავში. შე სირო, რა გგონია ვერ ვხვდები ჩემი დის სიყვარულით რომ ჩამოიშალე მუცოს ციხესავით? თუ შენც სანამ რეაბილიტაცია არ დაგჭირდება მანამდე არ მეტყვი..
- მეტყობა ტო? - უნებლიეთ იკითა და გიგას გახედა..
- მაგ ლამაზ სიფათზე გაწერია ზედ მინდია.. რა პონტში მიმალავდი რომ ჩემი თაია გიყვარს?- მეგონა მე და შენ დამალული არაფერი გვქონდა. მაგრად გამიტყდა- ალმაცერად გახედა ძმაკაცს და გვერდით მიუდგა
- არ ვიცოდი როგორ მეთქვა, მეგონა გაბრაზდებოდი . რა არ ვიფიქრე, როგორ არ ვეცადე და ვერაფერი გამომივიდა. როდის მიხვდი?- ინტერესიანი თვალები შეანათა გიგას და სიგარეტს მოუკიდა..
- ახლახანს რომ ამოვედი და გოჩაზე ბობოქრობდი მივხვი რომ სიყვარული იყო შენი მიზეზი... ხო იცი სიყვარულს ვერავინ დაემალება.
- ქეთო ნახე? - უთხარი მაინც რომ ყველაფერი კარგადა და მოაგვარე?
- ნწ, არ მინახავს. არ შემიძლია მისი ნახვა. დღეს მაინც ყოველ შემთხვევაში არ შემეძლო. ძაან რთული დღე იყო. ხვალ ისედაც ვნახავ.
- მიყვარს ხატობა დღე.. ბავშობიდან მიყვარს და არ ვიცი რატომ, რაღაც განსაკუთრებულს ველი სულ - ბავშვივით ჩაილაპარაკა მინდიამ და მათკენ მომავალ თაიას გახედა.
თვალებში ვნება ჩაუდგა, თავიდან ფეხებამდე ჩააყოლა მზერა და მოზრდილი ნერწყვი გადააგორა გამომშრალ ყელში. აფორიაქებული ძმაკაცის სახის დანახვაზე მიხვდა გიგია ყველაფერს. სახლში შესვლა მოიმიზეზა და საკუთარი და ძმაკაცს შეატოვა..
- რაო მნათეებმა დასრულეს ყველაფერი?- ინტერესით დაეკითხა თაიას და ნერვიულობისაგან გათანგული ხელები ისევ ჯიბეებში ჩამალა.
- თითქმის დამთავრდა. შიგნით არიან საუბრობენ. ხვალ უკვე ხატობაა რაიმე რომ ვერ მოესწროს ხო იცი ხევისბერი გადაირევა..
- მოესწრება ყველაფერი, მოესწრება თაია. მაგრამ ჩვენ რა გვეშველება?- იმდენად დიდი დარდით სავსემ წარმოსთქა სიტყვები. ტანში გააკანკალა თაიას და სახეზე ჩამოშლილი ჟღალი თმა უკან გადაიწია.
- ჩვენ? რა უნდა გვეშველოს ჩვენ მინდია? - რაზე ამბობ? - ძალა მოიკრიბა და მზერა გაუსწორა.
- წამო გავიაროთ - მშვიდად ამოიფრუტუნა, ხელი ჩაკიდა და სახლის უკანა ეზოში გაიყვანა..
- რას აკეთებ? შენ თავი თბილისში ხომ არ გგონია? რომ დაგვინახოს ხევისბერმა ან ლელამ გადაირევიან ..
- ხოდა გადაირივნენ. მეც ეგ მინდა.. თაია, დავიღალე. რამდენი წელიწადია დავიღალე ამისი მალვით , მიყვარხარ და მორჩა. ყველას ვეტყვი. ყველას გავაგებინებ . არ მაინტერესებს შენს თავს არავის დავუთმობ. შენ მხოლოდ ჩემი ცოლი იქნები - მითხარი რომ გიყვარვარ, ვიცი რომ გიყვარვარ მხრებში მაგრამ ჰყავდა ჩაფრენილი და სულმოუთქმელნად ეფრუტუნებოდა დამფრთხალ გოგოს.
- რას ბოდავ?- რაზე ლაპარაკობ მინდია, მეტჯერ ეგ არ თქვა, თუ მართლა მაფასებ მეტჯერ არ გაიმეორო. ზედმეტ პრობლემას ნუ შევქმნით. ხო იცი რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სურვილია.
- სურვილია? რა მარტივად შეგიძლია მელაპარაკო სიყვარულზე, მარტივად გადამთელო და ჩემი გრძნობა არაფრად ჩააგდო. გასაგებია, სალაპარაკოც არაფერია. სახლში შევიდეთ დაგვინახავენ - ჯიბრზე უთხრა და აცრემლებულ გოგოს წინ გაუძღვა.
სავარძელში იჯდა გიგა და ტელეფონს ხელში ნერვიულად ატრიალებდა.. ცდილობდა სიმვიდე შეენარჩნებინა და ხევისბერს თვალში ხინჯად არ მოსდებოდა.. ანთებულ ეკრანს ამღვრეული თვალები დაანათა და სახეზე ფერი დაკარგა.. იცოდა რომ ეს გოგო არ მოასვენებდა, არ გამოუვიდოდა მისგან მარტივად თავის დაღწევა. მაგრამ ბოლო სიტყვა მისი იყო, მან განაცხადა თანხმობა ქორწინებაზე, მან მიიღო გადაწყვეტილება ,რომ მაიკოსთან ყველაფერი დაესრულებინა..
პატარა ასაკიდან ასწავლიდა პაპა რომ ,ოჯახი ყველაზე წმინდა იყო, რაც კი ადამიანს გააჩნდა,რწმენის და სიმტკიცის კედელზე უნდა ყოფილიყო აგებული, საფუძვლად კი ურთიერთგაგება და სიყვარული ჰქონოდა..
ახლა მწარედ ეცინებოდა, რადგან ხევისბერის სიტყვები ამაოება იყო, მის ქორწინებას არანაირი სიყვარული და გრძნობა არ გააჩნდა, პატივისცემის გარდა..
**
- კიდევ არ გძინავს?- ფანჯრის რაფაზე შემომჯდარ დაქალს მხრით მიეყრდნო ნუცა და ეზოში მორნებალ ხალხს გადახედა..
- დიდი ამბავია არა? არ მეგონა ძველ ტრადიციებს ასე თუ მიყვებოდნენ ჯერ კიდევ თქვენთან ქეთ. მხოლოდ წიგნებში წამიკითხავს, თურმე ვცდებოდი..
- ჩვენთანაა მხოლოდ ასე შემორჩენილი ნუცა, გიგას პაპა ძალიან მკაცრი ადამიანია, წარმოიდგინე შთამომავლობით მოსდგამთ ხევისბერობა, მისი მამა და პაპაც სოფლის თავი იყო. პაპა მიყვებოდა ხოლმე მისი ისე ეშინოდა მთელს მუცოს ,თვალს ვერც ქალები და ვერც კაცები ვერ უსწორებდნენო.. წარმოიდგინე და ეს კაცი ახლაც ასე მიყვება ადათებს. ამიტომ დაგვნიშნა მეც და გიგაც ასე პატარები...მგონი მადლობა უნდა ვუთხრა სხვა ყველა ტრადიცია რომ გვერდზე გადასწია. იცი რომ ხევსურეთში ცოლ-ქმარს ერთად ცხოვრება არ შეეძლო?
- როგორ ?- გაოცებულმა შეხედა დაქალს.
- როგორ და ქორწილი ჯერ ბიჭის სახლში იმართებოდა, მერე მშობლებს გოგო უკან მიყავდათ და ორი წლის მანძილზე არ შეეძლო ქმართან ცხოვრება. ორი წლის მერე კი ქორწილს გოგოს მშობლები იხდიდნენ და მხოლოდ მერე შეეძლოთ ერთად ცხოვრება.
- პირველად მესმის , აქ იმდენ რამეს ვიგებ რომ მგონი დროა შემეშინდეს მეც არავინ დამიტოვოს.
- ხო ბევრი ტრადიცია აქვს მთას, მაგრამ ბევრს აღარ ვემორჩილებით.
- როგორ მაინტერესებს მაგ ბიჭის ნახვა, აი ინტერესით ვკვდები, მხოლოდ ამიტომ მინდა რომ მალე გათენდეს- ღიმილით უთხრა და დაქალს ლოყაზე მაგრად აკოცა..
- მისმინე, წესები ხო გითხარით, იქ ლაპარაკი ზედმეტი სიცილი და ცანცარი აკრძლულია ნუცა. ელენესაც კიდევ უთხარი რა, მზეომ ისედაც იცის ყველაფერი. არ მინდა თვალში ზედმეტად მოვედო ვინმეს..
- მოიცა, ეგ გავიგე მაგრამ, რა გამოდის ვერ გავიცნობ სიძეს? და შენ რა არ გინდა მასთან ლაპარაკი და მის გვერდით ყოფნა?
- ნუ სულელობ, ამისი დრო იქნება, რა თქმა უნდა ლაპარაკი შეგვიძლია, იმედია თავად ექნება ამისი სურვილი ნუციკო. თორემ მე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ...
- დამშვიდდი , ეგ ბიჭი იმაზე მეტად თამამია ვიდრე ჩანს და ისიც ზუსტად ვიცი , როგორც შენმა დამ თქვა კაი სიყვარულის გადაბუგული ამბების სუნი დატრიალდება..
- ნუ სულელობ, ადამიანმა მესამედ უნდა მნახოს. ისე მიყურებს როგორც რიგით მეზობელს. - სახედამანჭულმა უთხრა დაქალს და გაიცინა..
დილით ადრიანად გაახილა თვალი მწვანეში ჩაფლულმა სოფელმა. ღამინდელი ლეგა ღრუბლები უკვე გადაეყარა ნიავს, და თავს უხრიდა მხის სხივებით აკრიალებულ ცის კაბადონს..
ბალახს წკრიალა ცვარი ჯერ კიდევ შერჩენოდა...
ჰაერში საამო სურნელი იგრძნობოდა..
სანამ ჯერ კიდევ ეძინა მთელს სახლს, აივანზე იჯდა ნიკოლოზი და ცოლს ესაუბრებოდა..
- როგორ მეშინია , რომ რაღაც ისე არ იქნება.. მაშინებს გიგას ეს უცაბედი თანხმობა, მისი დუმილი. სევდიანი და ნერვიულობისაგან გატანჯული სახე.. - გული მიკვდება, მინდა მივიდე და ვუთხრა გაშალოს ფრთები, მაგრამ არ შემიძლია.. - წუხილით გახედა ცოლს და თავი გაიქნია.
- მე კიდევ პირიქით მგონია, ქალური და დედის ინტუიცია მეუბნება რომ გიგა კარგადაა, უბრალოდ არსებულ სიტუაციაზე ნერვიულობს. ეს ყველაფერი აშინებს და აშფოთებს მას... ქეთოს არ იცნობს და სწუხს. თანაც რაც არ უნდა იყოს ნიკა, ყველა მათ უყურებს , ახლა ყველას ისინი ხვდებიან თვალში და იძაბებიან.
- ეგეცაა, თბილისში რომ ვიყოთ ასე არ იქნებოდა დაძაბული. ხო იცი მამაჩემის ამბავიც, სულ იმაზეა ორიენტირებული ახლა გიგა როგორ იქცევა..
- მოდი დღეს ეს ამბავი დავასრულოთ მშვიდობით , მერე ნიშნობის და ქორწილის დღე დავთქვათ და ბავშვები უკან გავუშვათ მე და შენ კიდევ დავრჩეთ ცოტა ხნით რას იტყვი?
- გასაგებია, საითან მიგყავს საუბარი ქალბატონო ნინო- ასაკში მოგინდათ თაფლობის თვე?- ეჭვით გახედა ცოლს და ხელზე აკოცა.
- კარგად მიხვდი, ვიმსახურებთ ჩვენ ამას ნიკა, ნამდვილად ვიმსახურებთ და სულაც არ ვართ ისეთი ბებრები როგორც შენ გგონია - ღმილით გაეპასუხა ნინო ქმარს და საძინებელში შევიდა.
მზე კარგად იყო ამოწვერილი ეზოში სწრაფი ნაბიჯით რომ გავიდა გიგა, უკან ბიჭები და თაია მიყვებოდა.
გორაზე უკვე მოეყარა მთელს სოფელს თავი.. ხევისბერი გულით ლოცავდა შეკრებილთ და თვალებით ეძებდა გიგიას. მისი სახის დანახვაზე სახეზე მასაც ღიმილი მოედო და ხელით ანიშნა მოდიო...
ცეცხლზე შემომდგარ უზარმაზარ ქვაბებში სადილი კეთდებოდა, სოფლის მკვიდრების მიერ მიტანილ ხავიწს (ქადა) ხევისბერი ოთხად ჭრიდა და მომსვლელთ ლოცავდა..
შუადღეხანს ყველა ერთიანად მიუჯდა სუფრას. მალულად გააპარა თვალი გიგამ ქეთოს მაგიდისაკენ სადაც მხოლოდ ქალები ისხნენ , და მათი თვალების გადაკვეთლს წერტილმა ადგილზე გააქვავა. რაღაც ქონდა ამ გოგოს რასაც გიგა ვერაფრით ხსნიდა, ვერ წვდებოდა მისი თვალების სიღრმეს. პირიქით მისი მზერა სულს უფორიაქებდა..
სულამღვრეული უსმენდა ხევისბერის სიტყვებს, და იმაზე ფიქრიც არ უნდოდა რომ საღამოს მომავალ ცოლთან ისევ მოუწევდა პირისპირ ყოფნა..
მალე შეზარხოშდა ყველა. ახლად ნახადმა ლუდმა ყველას ერთიანად დარია ხელი. თვალებანთებული უყურებდა გიგა ქეთოს და მისი შავი კაბით დაფარული კაბის ქვეშ შეღწევას ლამობდა..
ცოტა ხანში ხალხს გამოეყო. ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და ტყისკენ ნელი სვლით გასწია. პატარა ბილიკს ჟინატანილი მიუყვებოდა, და ნერვიულად იმტვრევდა თითებს. თავქვე დაუყვა ნაკადულისკენ, სახეზე გრილი მთის ყინულივით წყალი შეისხა და თითქოს ცოტა გონს მოეგო.ფეხის ხმაზე სწრაფად დატრიალდა ზურგისკენ და მის წინ მდგარ გოგონას ალმაცერად ააყოლა თვაალი.
- რატომ გამომყევი? - დაეჭვებულმა ჰკითხა და მისკენ ერთ ნაბიჯი გადადგა..
- დავინახე რომ აქეთ წამოხვედი და , ვიფიქრე რომ ცუდად იყავი..
- კარგად ვარ მაგრამ, ხომ იცი ხევისბერმა რომ დაგვინახოს, დღესვე გამომაყოლებს შენს თავს ცოლად - ხუმრობა სცადა და აცრემლებულ გოგოს გახედა..
- შენ ერთი თვის მერეც არ გინდა ეს დღესვე კი არა - ჩუმად გაეპასუხა და წასასვლელად გატრიალდა რომ წვრილ მკლავში სტაცა ხელი და მაშინვე თავისკენ დაატრიალა. დამფრთხალი გოგო მთელი ტანით აეკრა ზედ გიგას და ხელები მის ძლიერ მკერდზე მოათავსა. ერთიანად აეფაკლა ლოყები და შავი თვალების მზერა დახარა..
- საით? რადგან მოხვედი ბარემ დარჩი. უფრო მეტად გათამამდა გიგა და ორივე ხელი მხრებიდან მაჯეების მიმართულებით დაუსვა გოგოს..
- წვიმას აპირებს. გადაჭრით უთხრა და ხელები გაითავისუფლა. ცას ახედე როგორ გადაშავდა ყველაფერი....
- სახლამდე ვერ მივასწრებთ , წამოდი ... - ხელი ჩაკიდა და სირბილით წაიყვანა შუაგული ტყისკენ.. პატარა ქოხში შევიდა და კარი მთელი ძალით მიხურა.. - ეს სახლი მამაჩემმა აგვიშენა ბიჭებს, მთელი ბავშობა აქ ვიყავით ხოლმე. არც მეგონა თუ კიდევ ცოცხალი იქნებოდა..
- რა საყვარელია - ბავშვივით აღტაცებულმა წამოიძახა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.. - მართლა ძალიან საყვარელი სახლია, არასოდეს შემიმჩნევია..
- საკმაოდ შორს ვართ სახლისაგან და ამიტომ ალბათ.. ერთიანად დაეშვა წვიმა თქეშით და გრუხუნმა მთელი მიდამო გააყრუა. შეშინებული მივარდა ქეთო ზედ გიგას და მაგრად მოუჭირა ხელები მკლავზე..
- ვერ ვიტან აქ წვიმას, იმდენად ახლოს ქუხს ხოლმე გული მისკდება სულ- მოწყენილმა ამოიქშუტუნა და მიწაზე დაეშვა..- ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ეს როდის გადაიღებს? იქნება წავსულიყავით.
- ხო არ გადაირიე? გაიხედე როგორ წვიმს, გეუბნები შორს ვართ სახლისაგან ქეთო - დავსველდებით .
- მაგრამ არ დავდნებით და არ მოვკვდებით, რა მოხდა არასოდეს დასვენებულხარ?- დამცინავი ტონი მოირგო მაშინვე და გიგას გახედა.
- რა თქმა უნდა, ახლა სიამოვნებით გავიგრილებდი გავარვარებულ სხეულს, მაგრამ შენ გაცივდები, მერე ავად გახდები, მერე ქორწილი გადაგვედება, ანუ გამოდის რომ, ვერ შევძლებ კარგა ხანს მოგიახლოვდე, გაკოცო, და ჩემად გიგულო - სრული სერიოზულობით უთხრა დამფრთხალ გოგოს და გაუღმა.- გეხუმრე- მაგრამ ტყუილი არაფერი მითქვამს - შენი პირველი დანახვისთანავე მკლავს ეს სურვილი, რომ უფრო მეტად ჩაგხედო ამ შავ და გაუვალ თვალებში. ორი თითი ნიკაპს ქვემოდან ამოსდო და ოდავ შეახო გავარვარებული ტუჩები შუბლზე.
- ასე ნუ მექცევი , მე პატარა არ ვარ . და ნუ ცდილობ ჩემს დაბნევას გასაგებია? - აფორიაქებულმა უთხრა და მისგან უკან დაიხია..
- არც მიცდია. უბრაალოდ მინდოდა მეკოცნა და სულ ეს იყო.- მხრები აიჩეჩა გიგამ, გოგონას ხელები გაუშვა და იატაკზე მიყრილ თივაზე მიწვა..
- შენ რა აპირებ აქ დაიძინო? გიგა, არ დაიძინო, მეშინია გთხოვ. ნახე როგორ დაბნელდა - ხვეწნით მიუჩოჩდა ქეთო და პატარა ბავშვივით მოიკუნტა..
- სიმართლე გითხრა , მაგრად მეძინება, წვიმა რომ გადაიღებს გამომაღვიძე.. - გვერდი იცვლა და თავი ძილს მისცა..
**
და როდის დგება ადამიანის ცხოვრებაში გაზაფხული?- გაზაფხული ადამიანის ცხოვრებაში სწორედ მაშინ იწყება , როდესაც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად იგრძნობ რომ ზეცაში მონარნარე ფრინველები შენს სულში იწყებენ ფარფატს..როცა მწვანედ აბიბინებული ბალახისა და ახლად გადაკვირტული ხეების სურნელი ცხვირში გიმძაფრდება და სახეზე ის უნებული ღიმილი გესახება რასაც უკვდავი ბედნიერება ქვია..
როცა თამამად შეგიძლია ქუჩაში გასვლა.. უმისამართოდ სიარული და ფიქრი არაფერზე და შენთვის ყველასა და ყველაფერზე..
სწორედ ახლა ჰქონდა ეს პერიოდი გიგას, მას ცხოვრებას გაზაფხული წვეოდა, მოულოდნელი და ცხოვრებისაგან საჩუქრებით დატვირთული..
ზუსტად იცოდა რომ ხევისბერი ყველაფერს დააჩქარებდა, იმის შიშით რომ გიგას უარი არ ეთქვა ქორწინებაზე, ეს კიდევ უფრო მეტად აფრთხობდა მას და უნდოდა როგორმე ქორწინება გადაევადებინა...
აივანზე იჯდა და მდელოს გადაყურებდა. წუხანდელი საშინელი ამინდის მერე , საკმაოდ გრილოდა . ხეების ფოთოლთა შრიალი ფიქრს უფრთხობდა , ფიქრში კი მხოლოდ ორი ადამიანი და ორივე ქალი იყო..
ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა ბოლომდე, სწორად იქცეოდა თუ არა. ერთადერთი რაც იცოდა, მხოლოდ ის იყო რომ პაპას გულს არ სტკენდა. მაგრამ იმასაც ვერ ხვდება ამ ყველაფრის ფონზე, უნდოდა კი მაიკოსთან ყოფნა? თუ დროებითი თავშესაფარი იყო და მხოლოდ ახლა ელოდა წინ ბედნიერება...
- რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის ბიჭო?- აივანზე გასულ მინდიას გახედა და მზერა გაუსწორა..
- ვერ ვარ ხასიათზე..
- რა მოხდა მინდი. მიდი ამოღერღე- ღიმილით უთხრა და გვერდით დაისვა.. რა პრობლემაა რომ ასე დაუღონებიხარ ..
- პრობლემა შენი დააა გიგა, არ ვიცი რა უნდა, ვერ ვიგებ.გუშინ ვუთხარი ყველაფერი. როგორც პატარა ბავშვი ისე გადაირია, მითხრა ეს მარტო სურვილია და ამ სურვილს მხარს არავინ დაუჭერსო. ვერ ვხვდები რატომ ამბობს ამას...
- თუ იქიდან ვიმსჯელებთ რომ ხევისბერი ჯერ კიდევ ძველი ტრადიციების თანახმად მექცევა და ქეთოზე მაქორწინებს, ეტყობა თაიას ჰგონია რომ რადგან ერთად ასე გავიზარდეთ პაპა ამის უფლებას არ მისცემს..
- ხო , მაგრამ ეს ხომ არაა მთავარი მიზეზი , იქნებ არ უნდა უბრალოდ ჩემთან და ასე ამიტომ იქცევა.
- ნუ ბოდავ, მოდი ეს დღეები მშვიდობით ჩამამთავრებინე და გპირდები თვითონ დაველაპარაკები ჩემს დასაც და ხევისბერსაც..
- შენ რაღაცა ძალიან როლში შეხვედი ხომ იცი გიგა, ისე მოგეწონა ეს სიძის როლის თამაში პირდაპირ ბოლომდე გაქვს გათავისებული რაა.
- ნუ ახურებ მინდია, ისედაც ლამისაა თავი გამისკდეს რაა. ხო იცი დღეს მათთან მივდივართ. ცხოვრებაში პირველად მინდა ეს დღე მალე დამთავრდეს და თბილისში დავბრუნდე, ჰაერი არ მყოფნის ამხელა მთებში, ისე მძიმედ ვარ, გულზე მაწევს მთელი დედამიწის სიმძიმე ასე მგონია ძმაო..
- კაი დამშვიდდი , ქეთო კარგი გოგოა, აგერ ნახავ ყველაფერი როგორ კარგად იქნება გიგა. თავადაც კი გაგეცინება ამ ყველაფერზე..
- ეჭვი მეპარება. შენ მარტივი გგონია იმ ადამიანის გვერდით ყოფნა და ცხოვრება რომელიც არ გიყვარს? არც კი იცნობ? - ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო მაგრამ ძალიან ვნერვიულობ. არ ვიცი პაპამ რატომ დაიჩემა ასე ძალიან ეს ქორწინება..
- მეც არ ვიცი ძმაო, რა გითხრა, წამო , წამო, ადე, საუზმის დროა. მერე გავიაროთ ცოტა, ხასიათზე მოხვალ, ბავშობა გაავიხსენოთ . ცოტა წავიცელქოთ . და..
- და თან საღამოც მოვა და ჩემს განაჩენსაც გამოიტანენ არა?!- დამწუხრებულმა აიხედა მინდიას მიმართულებით და ფეხზე წამოდგა..
- არ მინდოდა მასე გამომსვლოდა. მისმინე ხო იცი მე და ჯარჯი სულ შენთან ვართ, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა იყოს.. ვიცი რომ ეს ყველაფერიც მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ასეა საჭირო გიგა. მოდი ასე ვიფიქროთ..
- აუუ მაგრად ახურებ ძმურად რაა. ზუსტად პაპაჩემივით დემაგოგობ , ახლა ყველაფერს ბედს და უფალს ნუ ჩამოვაწმინდავთ .. - მე თავად გავყავი ამ ყლუფში თავი იმ სკამსაც მე წავაქცევ რომელზედ ვდგავარ ძმაო..- წამო გველოდებიან- ხელი მხარზე შემოხვია მინდიდას და სამზარეულოსაკენ წავიდნენ..
ტანზე შემოწყობილი წითელი კაბა ეცვა ქეთოს და ნერვიულობისაგან წვრილ თითებს იმტვრევდა. დივნის კუთხეზე იყო ჩამომჯდარი და საკუთარ ფეხებს დაჰყურებდა.. ამღვრეული თვალებით უყურებდა დავითი შვილს, ბოლოს მაინდ გადაწყვიტა მასთან მისვლა,ოთახიდან ყველ დაითხოვა და შვილი გვერდით მოისვა.. თბილი ხელებით გადაუწია სახეზე ჩამოშლილი თმა და სახე ააწევინა..
- ვერ გავიგე, ასე რა განერვიულებს? ქეთო რაც აქ ჩამოვედით მარტო იმაზე ვლაპარაკობთ რა უნდა გიგას, როგორ უნდა გიგას, შენ როგორ გინდა ეს არავის უკითხავს შვილო, ახლა მე გეკითხები როგორც მამა, გინდა ეს ქორწინება? შენ როგორ გინდა რომ მოვიქცეთ?
- სიყვარულისაგან დაბინდული თვალებით ახედა მამას- და მხნე ღიმილი გადაეფარა სახეზე დავითს..- მამა მე..
- გასაგებია. შენ ეს ბიჭი და ეს ქორწინებაც გინდა.. მეტს არაფერს გკითხავ. იცოდე თუკი მოგინდება ამ ყველაფრის გაუქმება, წინ ვერავინ დაგვიდგება შენ მხოლოდ მოდი და მითხარიი მამა..
- მიყვარხარ მა..- პატარა ხელები შემოხვია მამას და ლოყაზე აკოცა..
დრო იმაზე სწრაფად გადიოდა ვიდრე ქეთოს უნდოდა. ნერვიულობისაგან აფაკლულ ლოყებს ვერაფერს შველოდა..
რვა ხდებოდა შათეკაურების მთელი ოჯახი რომ ეწვია დაიაურებს. წინ თავაწეული, ამაყად მიუძღვებოდა ოჯახს ხევისბერი და სახეზე ბედნიერება ეწერა... პაპის მხარდამხარ მოდიოდა გიგა და თვალებს მიწას არ აშორებდა. მიუხედავად იმისა რომ გააზრებულად დგამდა ამ ნაბიჯს მაინც უჭირდა ამ ყველაფრის გაკეთება.. შინაგან ფორიაქს ვერაფერს უხერხებდა..
სახლში შესულს პირდაპირ შეანათა მზერა ქეთომ, და ისიც უმალ გადავარდა ამ თვალთა მორევში, შავი წამწამების ჩრდილში დაექცა და წამიერად მოწყდა რეალობას.
თითზე აბრდღვიალებული ბეჭედი წამოაცვა ქეთოს და ნაზად აკოცა ლოყაზე. ამ წუთებს ელოდა, რამდენი დღე და რამდენი ღამე ელოდა, ელოდა რომ შეეხებოდა მის სათუთ კანს, სხეულს და ბროწეულივით მოელვარე წითელ ტუჩებს.
გარეთ ისევ გაუსაძლისი ამინდი იყო..
მთებიდან მონაბერი ქარი ზრიალით აწყდებოდა მინებს და შიგნით შესვლას ლამობდა თითქოს.. გვერდით ეჯდა მომავალი ცოლი და მალულად აპარებდა მისკენ მზერას.. სასიკვდილო სურვილი კლავდა ერთხელ მაინც შეხებოდა მის ტუჩებს, მაგრამ იცოდა ახლა ეს აქ წარმოუდგენელი სურვილი იქნებოდა..
წვიმას გადაეღო, ქარიც ჩამდგარიყო. ღრუბლებისაგან მთლიანად გადაწმენდილიყო ცა... სოფლის ბილიკზე მხოლოდ ორნი მიდიოდნენ. ის და ის....
სურვილმა სძლია. ძლიერი მკლავი შემოხვია გოგონას და მის თეძოზე ნელა მოათავსა თლილი თითები. ბედნიერმა ახედა და გაუღიმა. მიხვდა უნდოდა.. მისი ალერსი და სითბო მასაც ისევე უნდოდა როგორც თავად.
- ჩვენს ქოხში წავიდეთ? - მაინც შეფარვით ჰკითხა და შედგა..
- წავიდეთ - დაბალ ხმაზე უჩურჩულა ქეთომ და მაგრად მიეკრა მკლავზე...
გარიჟრაჟი იყო.. მწვანეში ჩაფლულ ხეობას მალე მოედებოდა მზის ანარეკლი. მაგრამ მანამდე შეეძლოთ ერთმანეთის ალერსით დატკბობა.. პატარა ქოხის შუაგულში გაჩერდა და თავი დახარა... საკუთარი გულის ძგერას ისე მკვეთრად გრძნობდა. ეგონა მარტო მას კი არა მთელ მუცოს ხეობას ესმოდა.. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გიგა და ვნებისაგან გათანგულ თვალებზე ფრთხილად შეახო ცხელი ტუჩები...
პატარა ხელები ნელა შემოალაგა საყვარელ მამაკაცს კისერზე და თვალები დახუჭა.. მათი ცხელი სუნთქვა ერთმანეთს უერთდებოდა და ვნების ქარიშხალს ქმნიდა.. კაბის ელვას ნელა ჩააყოლა ხელი გიგამ და მხრებიდან გადაუწია.. უპატრონოდ დარჩენილი კაბა მიწაზე უენერგიოდ დაეცა. ცხელი კოცნა მოაფრქვია მხარზე და მთელი ტანით აიკრა ზედ მის წინ შიშვლად მდგარი გოგონა...
აცახცახებული თითები ნელა წაატანა მამაკაცის პერანგის ღილებს და ერთმანეთის მიყოლებით ჩაუხსნა.. ძლიერ მკლავებზე დაუსვა ტუჩები და საკუთარმა ქცევამ კიდევ უფრო გაათამამა ქეთო..
აუტანელი ფიქრები არ ასვენებდა არც ერთს.. ორივემ იცოდა რომ ერთმანეთი იმაზე მეტად სჭირდებოდათ ვიდრე ეს მათიანებს ეგონათ. სულში მოვარდნილ გაზაფხულს ვერ ერეოდა ქეთო... სხეულში დატრიალებულ სიამოვნების ხმას ვერ თოკავდა და ხელებს მაგრად უჭერდა მასზე მოთავსებულ მამაკაცს. არ ნებდებოდა დაღლას , არ ეპუებოდა სურვილს, უნდოდა ბოლომდე ეგრძნო გიგას არსებობა მასში... ოფლისაგან დაცვარებულ შუბლზე ნელა მოისვა ხელის ზურგი და გვერდით გადაწვა.. მის გვერდით მწოლიარე შიშველ სხეულს გარყვნილი მზერა კიდევ ერთხელ მოავლო და ნაზად დაუსვა ხელი მკერდიდან მუცლის მიმართულებით .. ერთიანად გაეხვია გოგონა სიამოვნებისაგან დაყრილ ბუსუსებში . სახეზე ურცხვა ღიმილმა გადაურბინა და შიშველი სხეულით აეკრო ზედ ვაჟის გავარვარებულ სხეულს..
თვალებდახუჭულმა გადაატარა თითები ტუჩებზე და საკუთარი ტუჩები კბილებს შორის დაიქცია.. რაც ნამდვილად არ გამოპარვია გიგას. სახეზე მხნე ღიმილი გადაეკრა ზურგიდან აეკრა გოგონას და მთელი ძალით მიიკრა ზედ. თავი კისერში ჩაუდო და გაიტრუნა...
ქეთოს პირველი დანახვის წუთიდან ეგონა რომ ეს ყველაფერი მისი შეხებისათანავე დასრულდებოდა მაგრამ ახლა ხვდებოდა რომ ცდებოდა. სხეული კიდევ უფრო მეტი სურვლით ქონდა გატენილი. კიდევ და კიდევ უნდოდა მისი შეხება. მისი გალეული სხეულის სათითაო ნაკვთის დაკოცვნა..
ახლა იცოდა რომ ეს ყველაფერი რაც ვნებას მიაწერა, მხოლოდ ვნება არ იყო.. ეს ყველაფერი ერთიანად ერეოდა სულში და არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო...
- ალბათ შენ ერთადერთი ხევსური ქალი ხარ, რომელსაც პირველი ღამე ქოხში, საკუთარ ტანსაცმელზე წამოგორებულს ქონდა- სიცილით უთხრა და თმაზე ნაზად აკოცა..
- მერე რა. მთავარია პირველი ვარ და ბოლოც ვიყო..- ტკივილნარევი ხმით გაეპასუხა და ცრემლები ფრთხილად მოიწმინდა რომ გიგას არ დაენახა..
- შენ რა ტირიხარ? - სწრაფად წამოჯდა გიგა და გოგონა მისკენ გადაატრიალა. საკუთარი პერანგი შემოახვია და შარვალი სწრაფად ამოიცვა.. - არ მითხრა რომ რაც მოხდა ამის გამო ტირიხარ ქეთო ..
- არა. იმის გამო რომ არ გიყვარვარ, იმის გამო რომ სხვა გიყვარს და ჩემთან მაინც გქონდა სექსი..
- არა მოიცადე. რა გინდა ამით ახლა რომ თქვა? რომ შენთან მხოლოდ იმიტომ მქონდა სექსი რომ უბრალოდ მინდოდი? - გაბრაზება ვერ დამალა და გოგონას აცრემლებულ თვალებში ჩააჩერდა. და ახლა რას ფიქრობ რომ რადგან ერთად ვიყავით ჩემთვის უინტერესო გახდი?
- არ ვიცი გესმის? შენ იმდენად წინააღმდეგი იყავი ჩვენი ქორწინების არ ვიცი ახლა რა უნდა ვიფიქრო..
- მისმინე ქეთო, ჩვენ ადამიანები ყველანი ხომ სხვადასხვანაირად ვფიქრობთ არა? შენ მარტივად შეეგუე ამ აზრს, მე კიდევ გამიჭირდა, იმ ქალის ცოლად მოყვანა ვისაც ოდნავაც კი არ ვიცნოდბი..
- და ახლა მიცნობ? ახლა მერამდენედ მნახე გიგა, თუ საამისოდ არაა საჭირო იცნობდე ადამიანს ? თუ სექსი ისეთი მცნებაა შენთვის რომ საჭიროა მხოლოდ სურვილის დაკმაყოფილება და დანარჩენი სულ ერთია..
- ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე - ნერვიულად ჩამოისვა ხელი ნიკაპზე და ნელა აკოცა გაბერილ ტუჩებზე. ვაღიარებ რომ დანახვისთანავე რაღაც სხვა განცდა დამეუფლა შენს მიმართ და იმ წამიდან შენს კოცნაზე დავიწყე ფიქრი, მხოლოდ არ ვიცოდი ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. ამას არ ვუარყობ, მაგრამ ნაგავი არ ვარ. კი ჩემი ბრალია რომ თავი ვერ მოვთოკე ახლაც, სურვილს ვერ გავუძალიანდი მაგრამ. განა სულ ერთი არაა, ჩვენი ერთად ყოფნა დღეს იქნებოდა თუ ერთი თვის მერე? შენ ისეც და ასეც ჩემი ცოლი იქნები ..
- შენი ბრალი არააა. მეც მინდოდა , ეს ნაბიჯი გააზრებულად გადავდგი მაგრამ მეშინია რომ თბილისში დავბრუნდებთ და შეიცვლები გიგა რატომ არ გესმის?!- ძლივს გაუსწორა თვალი ბიჭს და კაბას წაატანა ხელი.
- მოიცადე მე რომ შეცვლა მინდოდეს აქაც შევიცვლები, რა გგონია აქ არ შემიძლია ჩემი ოჯახის ზურგს უკან ნაგავი ვიყო? ამას ხომ მეუბნები ქეთო..
- მე უბრალოდ მეშინია , რომ ყველაფერი ეს დასრულდება როგორც კი რეალობას დავუბრუნდებით .
- ამაოდ , და ტყუილად გეშინია.. მე შენ არ მიგატოვებ..
- მხოლოდ იმის გამო რომ ფიცი მიეცი პაპაშენს არა? პირობა მიეცი რომ ეს ოჯახი შეიქმნებოდა.. იცი მე და შენ იმ ორი არაგვივით ვართ ერთ მხარეს რომ მიდიან და ვერ ერთდებიან გიგა. თითქოს ერთი სურვილით ერთ მიზნისაკენ მივდივართ ორივეს და მაინც სხვადასხვა ადგილას ვართ ახლაც კი. - დამაჯრებელად უთხრა და ზურგით დაუდგა ბიჭს რომ კაბის ელვის შეკვრაში დახმარებოდა..
**
ხევსურეთიდან ჩამოსვლის მერე ყოველ დღე სამსახურში დადიოდა. გაცდენილი დღეების ანაზღაურება ახლა ყველაზე მეტად უნდოდა. ახალი საპასუხისმგებლო სამე ჰქონდა და ამას ასე მარტივად ვერ ჩაატარებდა..
თავი უსკდებოდა.. გარეთ მის ჯინაზე საოცრად ცხელოდა.. მეორე დღე იყო ქეთოსთან არ დაერეკა და იცოდა ალბათ ახლა მის გულში ტკივილს ტკივილი ემატებოდა..
მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს ხელი წაატანა და ჯერ კიდევ უცხო ნომერზე დარეკა. მისი ხმის გაგონებაზე სახეზე ღმილი გადაეფინა და საკუთარ თავზე თავადაც გაეღმა..
- აქამდე ვერ დაგირეკე, იმედია არაფერი იფიქრე ცუდი - თითქოს თავის მართლებას შეეცადა და გაიტრუნა..
- არა , რატომ უნდა მეფიქრა, პირიქით. დრო გვჭირდებოდა ორივეს..
- ქეთო ასე ნუ ლაპარაკობ. გეგონება რაიმე სასიკვდილო დანაშაული ჩავიდინეთ . იქაც გითხარი და აქაც გეტყვი რომ შენი მიტოვება, ჩემს გეგმებში არ შედის. არ გინდა გნახო ? - რამეს აკეთებ თუ გცალია?
- არა , გოგოები უნდა მენახა , მაგრამ შენ გნახავ. -შენ ახლა პირველ ადგილას ხარ - სიცილით გაეპასუხა და საკუთარ გაცხელებულ ლოყებს თითები მიადო.
- არა მასე არ გამოვა. გოგოებიც წამოიყვანე. ჩემს დას და მინდიას დავურეკავ მეც და შევხვდეთ ..
- ჯარჯი? - არ ჩამოსულა?
- არა, იქ დარჩა. ერთ კვირაში ჩამოვა. კაი მიდი გაემზადე შვიდზე გამოგივლი და მზად იყავი გაიგე?
- გავიგეეე - იცოდე არ მალოდინო . გამაფრთხილებელი ტონი აიფარა ქეთომ და ტელეფონი გათიშა..
გული გამალებით უძგერდა, იცოდა რომ ისევ გადააწყდებოდა მის თვალებს. ისევ შეძლებდა შეხებოდა მის ტუჩებს და მისი სხეულის სითბო თუნდაც ასე შორიდან ეგრძნო..
კარადასთან კარგა ხანს იყურყუტა, ბოლოს ჯინსის შარვალსა და შავ მაისურში გამოეწყო, შავი თმა ცალ გვერდზე გადაიყარა. საკუთარ ანარეკლს გაუღიმა სარკეში და კარში გასაღები გადაატრიალა...
ეზოში მანქანას მიყრდნობილი ელოდა მთების პრინცი, ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული , მისი საყვარელი თეთრი პერანგი შარვლიდან ამოჩეჩვოდა , სიცხისაგან დაკუჭვოდა კიდევაც, მაგრამ ქეთოსთის ის ყველაზე სასურველი და ძლიერი მამაკაცი იყო მთელს დუნიაზე..
სწრაფი ნაბიჯით წავიდა მისკენ და მოულოდნელად შემოხვია ხელები.... პატარა თითები დაუსვა ზურგზე და მაშინვე იგრძნო ძლიერი ხელები ზურგზე..
ორივე გრძნობდა რომ მათ ცხოვრებაში რაღაც შეცვლილიყო, მაგრამ რა ხდებოდა ჯერ კიდევ ვერც ერთი ვერ იგებდა. ერთმანეთს დაბნეული თვალებით შესცქეროდნენ და ორივეს ეგონა რომ ერთი და იგივე სიზმარს ხედავდნენ..
აივანზე ისხდნენ და ძველ ამბებს ბედნიერები ყვებოდნენ. კონიაკით ნახევრად გავსებულ ჭიქას თამამად უჭახუნებდა ქეთო გოგოებს და იღიმოდა.
- ხომ ვამბობდი სახლში უკეთესად გავერთობით-თქო. არ მიჯერებდით - თამამად განაცხადა თაიამ და ძმას გახედა..
- ნუ ხარ გოგო მწარე. ერთხელ რაღაცას გაარტყი და გგონია მაგარი ხარ? - ვალში არ დარჩა და თვალი ჩაუკრა.
- წესიერად ილაპარაკე შენ- უნებლიედ ჩაერთო და-ძმის კამათში მინდია და მიხვდა რომ უადგილო იყო..
- სწორია, სწორიააა. დაიცავი ეს გოგო- თორემ ასეთი სასტიკი ძმის ხელში კიდევ კარგადააა- მაშინვე შეეცადა შეცდომის გამოსწორებას ქეთო და გიგას გახედა..
- აუცილებლად დაიცავით ყველამ თაია, თორემ შეიძლება შემომაკვდეს. მეჩვენება თუ შენც მულის მხარეს ხარ? მგონი შენ ჩემი ცოლი ხარ - სახეზე ბედნიერების ღიმილი გადაეფარა გიგას და ხელი შემოხვია ქეთოს.
- ჯერ არ ვარ შენი ცოლი როგორც მახსოვს..
- მე რომ ვამბობ ესეიგი ხარ !- და მოდი ამაზე არ გვინდა კამათი ქეთო, ბევრჯერ ვილაპარაკეთ უკვე..
- რამე ხდება და არ ვიცით ?- ალმაცერად გახედა დაქალს ნუცამ და ფეხი ფეხზე გადაიდო..
- არა ნუცა, რაც საჭიროა ყველაფერი იცით ყველამ დამიჯერე. რაღაც ხომ არის რაც მხოლოდ ჩვენია- მხოლოდ ჩვენი - უკანასნელი სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა გიგამ და ქეთოს ლოყაზე მაგრად აკოცა..
ფიქრებში გართული წრუპავდა სასმელს ქეთო და დაქალების საუბარზე გულიანად იცინოდა. ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის იყო არც კი ახსოვდა.. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ მის გვერდით ის ადამიანი იყო რომელიც უკვე მერამდენე წელიწადი იყო უგონოდ უყვარდა.. თავი სიზმარში ეგონა და ეშინოდა რომ ეს სიზმარი ერთ დღეს დასრულდებოდა..
ყველა ადამიანს ცხოვრებაში არსებობს გრძნობების ის რითმები რასაც ნამდვილი სიყვარული ქვია.. ყველა ადამიანს აქვს თავისი წილი ბედნიერება... ახლა ზუსტად ამ ბედნიერების მიღების დრო იყო. ახლა მათ გულებში ნაადრევად დამდგარი გაზაფხული ყვაოდა..
- არ წავიდეთ? - გვიანია უკვე, დედა ინერვიულებს - დას გახედა თამრომ და საათზე დაიხედა თან.
- წავიდეთ , რა თქმა უნდა წავიდეთ .. - გულდაწყვეტილმა უთხრა დას და ფეხზე წამოდგა.. მოულოდნელად იგრძნო როგორ დაუარა სასმელმა ერთიანად მთელს სხეულში და ტვინში აასხა. გიგას ძლიერ მკლავს ჩაებღაუჭა და პირზე იტაცა ხელი..
სააბაზანოს ოთახში ორნი იდგნენ. წელზე ძლიერი ხელი ჰქონდა შემოხვეული გიგას და მთელი ძალით იჭერდა გოგოს რომ არ დაცემულიყო.. მეორე ხელით კი ცივ წყალს უსვამდა აწითლებულ სახეზე.
- გული მერევა კიდევ- სლუკუნით ჩაილაპარაკა და ზედ მიეკრა..
- მისმინე, წამოდი დაგაწვენ კარგი? ასე როგორ უნდა წახვიდე.
- არა, დედა მეჩხუბება.. - რიტმულად იმეორებდა ქეთო და თვალებს ვერ ახელდა..
სწრაფად აიყვანა ხელში დალელული გოგო და ზედ მიიკრა გულზე. თამარს მაშინვე ეცვალა ფერი, მიხვდა მისი და ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ წავიდოდა.. ტუჩები ნერვიულად გადმოატრიალა და გიგას გახედა..
- თამარ, მისმინე, ასე ვერ წამოვა- შენც კარგად იცი დედაშენი გაგიჟდება.. იქნება დარჩეს?
- კარგი არ ინერვიულო, თაკოს ჩვენთან წავიყვან, შენ ამ გოგოს მიგვიხედე გიგა- დაძაბული სიტუაცია გამოასწორა ელენემ და გიგას ხელებში მოთავესულ დაქალზე გაეცინა..
- ხო მომიწევს ღამე გავუთენო- რომ მცოდნოდა ასეთ ლოთი იყო, ნიშნობაზე უარს ვიტყოდი- სრული სერიოზულობით განაცხადა და მეგობრებს მზერა მოავლო..
- რა აუტანელ ხარ , ახლა რომ ეს გაიგოს ქეთომ გული უნდა ეტკინოს- ოდნავაც არ იცი ქალის ფსიქოლოგია რაა - მაშინვე დაუტია თაიამ და გვერდში გამობწკინა ძმას..
- შენ რომ კარგად ერკვევი კაცის ფსიქოლოგიაში იმიტომ ვართ აშენებულები - გულდაწყვეტილმა თქმა მინდიამ და თაიას გახედა..



ხევსურეთი და ხევსურები ძალიან მიყვარს❤️
ეს ისტორია რაღაცნაირად მისტიურია, ხევისბერითა და თავისი ტრადიციებით :)
ველოდები შემდეგ თავს❤️

 


№2 სტუმარი En

dade ra maleee

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

როდის დაიდება შემდეგი თავი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent