შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღევანდელი დღე ( სრულად )


28-11-2023, 17:24
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 12 238

- შენ რომეო იქნები, -ერთად შეკრული რამდენიმე ფურცელი დაუდო წინ და ისეთი ხმით უთხრა, მიხვდა ნატალია რომ ეს წინადადება განხილვას არ ექვემდებარებოდა, წარბაწეულმა შეათვალიერა მის წინ მდგომი ეშმაკურად მომღიმარი თხუთმეტიოდე წლის ულამაზესი ქერათმიანი გოგონა, რომელსაც ის კაბა ეცვა წინა წელს იტალიაში მოგზაურობისას რომ იყიდა, გრძელი, ჰაეროვანი, მაქმანებით და ნაქარგებით მორთული, სწორედ რომ ჯულიეტას როლისთვის შესაფერისი...
- ახლა რაღა მოიფიქრე? -სათვალე მოიხსნა, გვერდზე გადადო და ლეპტოპი დახურა, -ხომ ხედავ ვმუშაობ, არ მცალია, ხვალისთვის უამრავი რამ მაქვს მოსასწრები.
- შენ სულ მუშაობ და ჩემთვის საერთოდ არ გრჩება დრო, რანაირი უფროსი და ხარ, საერთოდ არ ცდილობ რომ დამეხმარო, -ცოტა ხნის წინ მომღიმარი სახე წამში მოეღრუბლა და სატირლად მოებრიცა ტუჩები, სიცილი რომ შეძლებოდა ნატალიას ალბათ ახლა გულიანად გადაიხარხარებდა, მშვენივრად იცნობდა პატარა დაიკოს და იცოდა რა კარგი მსახიობიც იყო.
- ხომ იცი რომ ვერ მომატყუებ თათა, ბოლოს როდის იტირე? -უემოციო ხმით უთხრა და ქაღალდებს დასწვდა, -მიდი მითხარი რა უნდა გავაკეთო.
- ვიცოდი რომ არ გამწირავდი, -გულზე მიიდო ხელი, თვალები აატრიალა, მერე კი დაიხარა და რევერანსი გაუკეთა, მსახიობობისთვის იყო დაბადებული და მთელი ოჯახი ყველანაირად ცდილობდა მის წახალისებას, მამა, დედა, ნატალიაც კი რომელიც არ იმჩნევდა თორემ მთელ ქვეყანას ერჩია პატარა დაიკო, ისიც გრძნობდა მის სიყვარულს, ერთადერთი იყო ვინც იმ ნიღბის შიგნით რომელსაც ნატალია მოუხსნელად ატარებდა მის ნამდვილ მეს ხედავდა...
- დავიწყოთ? ბევრი დრო არ მაქვს, -ფურცლებს გადახედა და ტუჩი აიბზუა, -რატომ მაინცდამაინც ეს სცენა?
- იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეს სცენა მიჭირს, დამაჯერებლად ვერ ვთამაშობ, არადა მინდა რომ საუკეთესო ვიყო, თაკო ხომ იცი ჩემი კლასელი, გონია რომ ეს როლი ნაცნობობის გამო მომცეს, უნდა დავუმტკიცო რომ კარგი მსახიობი ვარ და არავის ნაცნობობა არ მჭირდება როლის მისაღებად.
- მართლა გადარდებს თაკო რას იტყვის?
- არა მაგრამ დედა და მანჩო ხომ მეგობრები არიან, ჰოდა ყველა ფიქრობს რომ...
- ესე იგი მაინც გადარდებს, ჩემი რჩევა იქნება რომ არავის არ მიაქციო ყურადღება, წინ იყურე და საკუთარი თავის და შესაძლებლობების გჯეროდეს.
- მადლობა დაიკო, -მისი სიტყვებით გამხნევებული და გახალისებული ეცა და ორივე ლოყა დაუკოცნა, იჯდა ნატალია გახევებული, კალთაზე ხელებდაკრეფილი და სახეზე ერთი ნაკვთიც კი არ ეძვროდა.
- დავიწყოთ, დროს ნუ კარგავ, სამისთვის ოფისში უნდა ვიყო, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და ვერ გამოვტოვებ, უცხოელ ინვესტორებს ვხვდები, შენს გამო რომ დამაგვიანდეს და რამე ისე ვერ წავიდეს შემომაკვდები, -როგორც იქნა მისი ხელები მოიშორა და ერთადერთი ჩამოშლილი კულული საგულდაგულოდ გაისწორა, ყურს უკან გადაიწია, თეთრი პერანგის ღილები ბოლომდე შეიკრა და წელში გასწორდა.
- ტყუილად ნუ მემუქრები და მოდუნდი ნატალია, ასე გაშეშებული ნუ ზიხარ, რომეოს როლი უნდა ითამაშო ახლაც შეხვედრაზე კი არ ხარ, -ახლა უკნიდან ამოუდგა და დაჭიმულ მხრებზე დაუწყო მასაჟის კეთება, -არა ასე არაფერი გამოვა, უნდა გამოიცვალო, მოიცადე არაფერი მითხრა ახლავე მოვალ, -შეწინააღმდეგება არ დააცადა, ოთახიდან გავარდა და ხმაურით აირბინა მეორე სართულზე ასასვლელი კიბეები, ორიოდე წუთში დაბრუნდა გულზე ახუტებული ტანსაცმლით.
- ახლა არ მითხრა რომ ეს უნდა ჩავიცვა, ამას არ გავაკეთებ, -კატეგორიული ტონით გამოუცხადა...
- სხვანაირად არ გამოვა, ხომ დამთანხმდი რომ დამეხმარებოდი, -ისევ ჩვეულ ხერხს მიმარტა თათამ და თვალები აიცრემლიანა.
- შენ მართლა სცენაზე ხომ არ გგონია საკუთარი თავი, ეს უბრალოდ რეპეტიციაა და ამ ტანსაცმლითაც მშვენივრად ვითამაშებ, -ატყობდა რომ უკვე მოთმინებას კარგავდა, თუმცა ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას, თათა ერთადერთი იყო ვისთვისაც რამის დათმობა შეეძლო თუნდაც იმ ძვირფასი დროის რომლის ყოველი წუთი და წამი ჰქონდა გათვლილი.
- გთხოვ ჩაიცვი, არც კი იცი რამდენი ვეხვეწე მანჩოს რომ ეს ტანსაცმელი მოეცა.
- დემუ სად გყავს? დაგეძახა, სიამოვნებით ითამაშებდა რომეოს როლს, უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის, ერთად უკეთ არ გამოგივიდოდათ?
- დღეს არ ცალია, რაღაც საქმე ჰქონდა და...
- და მე მნახე უსაქმური.
- გთხოვ ნატალია, სულ რაღაც ერთ კვირაშია სპექტაკლი, ჩაიცვი ეს ტანსაცმელი, როლში რომ შევიდე ჩემს წინ ნამდვილი რომეო უნდა იდგეს, შენ კი მონაზონს გავხარ.
- რა მიგავს მონაზონს? -გრძელმკლავიან გულდახურულ თეთრ პერანგზე და შავ თავისუფლად გაშვებულ კაბაზე დაიხედა რომელიც მუხლს ქვემოთ სწვდებოდა, მერე კეფაზე საგულდაგულოდ შეკრულ თმაზე გადაიტარა ხელი, -ესე იგი მონაზონი არა? -დაწვრილებული თვალებით შეხედა მისი დაბნეულობით და ყოყმანით გახალისებულ გოგონას მერე გაგულისებულმა გაუწოდა ხელი, -მომეცი ჩავიცვავ.
ცოტა ხანში რომეოს კოსტიუმში გამოწყობილი იდგა თავისი ნამოქმედარით კმაყოფილი დის წინ და წარბებშეჭმუხნული იმეორებდა ტექსტს.
- ეს კოსტუმი ძალიან მოგიხდა, გაგაახალგაზრდავა, ახლა ნამდვილად ოცდაოთხი წლის გოგოს გავხარ და არა ორმოცდაშვიდი წლის ქალს, რა იქნება რომ იმ საძაგელ ტანსაცმელს არ იცმევდე, არადა რა კარგი ტანი გაქვს, წვრილი წელი, გრძელი ფეხები, ეს დიდი მწვანე თვალები ხომ ერთ რამედ ღირს, -მთლად ენად გაიკრიფა თათა, კაცმა რომ თქვას არც აზვიადებდა, მშვენიერი იყო, უცხო სილამაზის პატრონი, -თმაც გაშლილი უფრო გიხდება, ლამაზ შავ თმას ჩამოაყოლა ხელი რომელიც მხრებს ქვემოთ სწვდებოდა ნატალიას...
- ბევრს ლაპარაკობ, ჯობია დავიწყოთ, -უხეშად გააწყვეტინა სიტყვა თუმცა სადღაც გულის სიღრმეში ესიამოვნა მისი სიტყვები, დიდხანს იდგა თათას წინ და ყველანაირად ცდილობდა აყოლოდა, თვითონაც რომ არ ელოდა ისე ჩაითრია და შეიყოლია თამაშმა, სახლის ტელეფონმა რომ დარეკა და აღარ გაჩერდა მაშინღა გამოერკვა.
- აღარც მახსოვდა თუ მუშაობდა, -გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და ყურმილი აიღო.
- როგორ გამომრჩა, უნდა გამეთიშა ეს ტელეფონი, -ჩაიბუზღუნა თათამ და გაბრაზებულმა დააბაკუნა ფეხი, ნატალია სერიოზული სახით უსმენდა ვიღაცას და თანდათან ეცვლებოდა გამომეტყველება, მშვიდი სახე მოეღუშა, ხოლო თვალებში ბრაზი ჩაუდგა, ყურმილი მთელი ძალით დაახეთქა.
- მაგვიანდება, -ხმამაღლა იყვირა და იქვე დივანზე მიგდებულ ტელეფონს დასწვდა, -გათიშულა, არადა ერთი საათის წინ უნდა დაერეკა, დაყენებული მქონდა, ჩემი ტანსაცმელი, ტანსაცმელი სად არის? -გაცეცხლებული მიუბრუნდა თათას, -სად ჯანდაბაშია, წეღან რომ გამოვიცვალე აქვე მივაწყვე რომ მერე უცბად ჩამეცვა.
- სარეცხ მანქანაში შევყარე, -მხრები აიჩეჩა თათამ და ისე ჩაიღიმა სხვა დროს აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას ნატალია და მიხვდებოდა კიდეც რომ რაღაცას მაიმუნობდა ეს პატარა ეშმაკუნა მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე იყო კონცენტრირებული რომ სამსახურში არ დაგვიანებოდა, ბევრი არ უფიქრია, ტელეფონს და საფულეს დაავლო ხელი და კარისკენ წავიდა.
- ასე მიდიხარ? არ მჯერა, ქალბატონი ნატალია რაზმაძე ქუჩაში რომეოსავით გამოწყობილი გადის? დავიჯერო ოფისში ასე შეხვალ და ყველას იმაზე აალაპარაკებ რომ შეიშალე? -სიცილს ძლივს იკავებდა და ყველანაირად ცდილობდა როგორმე შეეყოვნებინა.
- ნაკლებად მაინტერესებს ვინ რას იტყვის, სამსახურში გამოსაცვლელი ტანსაცმელი ყოველთვის მაქვს ხოლმე სათადარიგოდ, მთავარია იქამდე მივაღწიო.
- ღმერთო ჩემო მგონი შენი მანქანა მიყავთ, -ფანჯარასთან მდგარმა მოულოდნელად ისეთი ხმით იკივლა ნატალია ერთ ადგილზე შეხტა.
- რას ამბობ? რა მიყავთ?
- შენი მანქანა მიყავს ევაკუატორს, იქ რატომ დააყენე სადაც გაჩერება არ შეიძლება? არადა თვალსაჩინოდ დგას ნიშანი.
- ჯანდაბა, ჯანდაბა, მართლა მიყავთ, -ეს უკვე ზედმეტი იყო, მისნაირი მშვიდი და ცივსისხლიანი ადამიანისთვისაც კი ზედმეტი იყო, შეშლილი სახით გადაყურებდა უკვე ევაკუატორზე მოთავსებულ პატარა მწვანე ავტომობილს.
- სად მიყავთ? რატომ მიყავთ? სადგომზე მეყენა იქ სადაც არავის არაფერში უშლიდა ხელს, ეტყობა რაღაც აერიათ, ვუჩივლებ, აუცილებლად ვუჩივლებ მაგ უსაქმურებს, ოღონდ პატიოსან ხალხს ფული წაგლიჯონ და რას აღარ კადრულობენ, -მეტი აღარაფერი უთქვამს, სირბილით გავარდა ბინიდან და კიბეზე დაეშვა, ქვემოთ რომ ჩავიდა ევაკუატორი უკვე წასული იყო, გაშლილ გაწეწილ თმაში შეიცურა თითები და ერთ ადგილზე დატრიალდა, ყურადღებას არ აქცევდა გამვლელებს რომლებიც სიბრალულით სავსე თვალებით უყურებდნენ და ვიშვიშით უვლიდნენ გვერდს.
- ტაქსი, ტაქსი უნდა გავაჩერო, -როგორც იქნა გადაწყვიტა და ტროტუარს ერთი ნაბიჯით გადასცდა, მოუთმენლად ხტოდა ერთ ადგილზე, ტაქსი კი არად არ ჩანდა, იმედი რომ გადაეწურა, იქვე მდგარმა ძველისძველმა ალაგ-ალაგ საღებავ აქერცლილმა და გვარიანად დაჟანგულმა პიკაპმა მიიქცია მისი ყურადღება, რომლის ჩამოწეული მინებიდანაც ქუჩაში სასიამოვნო მელოდია იღვრებოდა, ფეხაკრეფით მიუახლოვდა ისე თითქოს რაღაც დანაშაულს სჩადიოდა, ტროტუარის მხრიდან დაეყრდნო მინას, საჭესთან ოცდახუთიოდე წლის მამაკაცი იჯდა, ძველისძველი გახუნებული მაისური და ბევრი რეცხვისგან გაცრეცილი ჯინსის შარვალი ეცვა, მოკლედ შეჭრილი წითური წვერი და ამავე ფერის გრძელი თმა ჰქონდა კეფაზე დაუდევრად შეკრული, თვალდახუჭული იჯდა, ეტყობა ეძინა, ჰმ, არასდროს მოსწონდა წითურები არადა ეს ბიჭი... მის ძლიერ დაკუნთულ მკლავებს და გრძელ თითებს ჩამოაყოლა თვალი... ამაზე ფიქრის დრო არ იყო, თავი გამეტებით გადააქნია რომ ისეთი აზრები გამოებერტყა გონებდან რაც ახლა არაფერში სჭირდებოდა, მერე კარი გამოაღო და მის გვერდით მოკალათდა.
- რა ხდება? -გაოცებული ხმით იკითხა ძილბურანიდან გამორკვეულმა მძღოლმა და ულამაზესი ნაცრისფერი თვალები მიანათა ნატალიას, პირდაღებული ათვალიერებდა უცნაურად გამოწყობილ უმშვენიერეს გოგონას რომელიც უმეტყველო სახით უყურებდა პირდაპირ თვალებში, ვერ ხვდებოდა რა უნდა ეფიქრა.
- თხუთმეტ წუთში ამ მისამართზე თუ მიმიყვან რამდენსაც მეტყვი იმდენს გადაგიხდი, -მისამართი ისეთი ხმით უკარნახა ნატალიამ თითქოს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს ქუჩაში უცნობი მამაკაცის ავტომობილში ჩასკუპება და მისთვის გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ ფულის შეთავაზება.
- რამ გაფიქრებინა რომ შეგიძლია ასეთი რამ შემომთავაზო? -ირონიული ღიმილით ჰკითხა, მის ხმაში სიბრაზის ამოცნობა არ ყოფილა ძნელი მაგრამ ნატალიას მაგრამ უკან დახევა არ სჩვეოდა.
- კიდევ გიმეორებ, რამდენსაც მეტყვი გადაგიხდი ოღონდ იჩქარე, ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე მაგვიანდება.
- გგონია ფულით ყველაფერს იყიდი? -ამჯერად ზიზღი გაკრთა მძღოლის ხმაში.
- არ მგონია, დარწმუნებული ვარ, ყველა იყიდება თუკი საკმარისად გადაუხდი, -უპასუხა და როცა ბიჭმა ავტომობილი დაძრა წამიერად სახეზე რაღაც ღიმილის მაგვარმა გადაურბინა, -მე არასოდეს ვცდები, -ჩაილაპარაკა და ჩვეული უმეტყველო მზერა გაუშტერა ქუჩაში მოძრავ სხეულებს.
-
- დემუ არც კი იცი შენი როგორი მადლობელი ვარ, -თათა გაბრწყინებული სახით საუბრობდა ტელეფონზე და თან თვალს არ აშორებდა ქუჩაში მდგარ ნატალიას რომელიც უშედეგოდ ცდილობდა ტაქსის გაჩერებას.
- მადლობელი? მთელი ცხოვრება ვერ ამოხვალ ჩემი ვალიდან, შენმა დამ რომ გაიგოს გასაღები მოპარე და მერე მე მომეცი რომ მისი მანქანა არასწორ ადგილზე დამეყენებინა ორივეს მოგვკლავს.
- კარგად მოვიფიქრე არა? მანქანა გადავაყენეთ, მერე დავრეკეთ გასასვლელს კეტავსო...
- ნამდვილი ინტრიგანი ხარ, ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებ.
- ხომ აგიხსენი, მინდა რომ ცოტა გამოვაფხიზლო, რომ ნახო რამდენს მუშაობს, რობოტივით აქვს გათვლილი ყოველი წამი, საერთოდ ვერ იცლის საკუთარი თავისთვის, მეგობრები არ ჰყავს, არც შეყვარებული, იცი რამდენი ხანია დასასვენებლად არ ყოფილა?
- და გგონია ასეთი საქციელით გამოაფხიზლებ?
- ასე მიცნობ? ხომ იცი არ მიყვარს მარტივი გეგმები, ეს მხოლოდ შესავალი იყო... მოიცა, რაღაც ხდება.
- რა, რა ხდება? მეც მითხარი რა ხდება? რა ხმა გქონდა?
თათა თვალებგაფართოებული უყურებდა ავტომობილის კარზე დაყრდნობილ ნატალიას, გაკვირვებულმა დაუსტვინა როცა დაინახა როგორ გამოაღო კარი და როგორ ჩაჯდა შიდ, რამდენიმე წუთში გააანალიზა სიტუაცია, ნომერს რომელიც მშვენივრად ჩანდა ფოტო გადაუღო უცნაურად აჟიტირებულმა...
- დემუ ცოტა ხნით ჩემთან გამოდი რა, გეგმა უნდა შევცვალო და შენი დახმარება მჭირდება...






- იცოდე ლელა მეორედ აღარ გავიმეორებ რასაც ახლა გეტყვი, კიდევ ერთი ასეთი შეცდომა და სამსახურს დაკარგავ, ხელფასს იმისთვის იღებ რომ ჩემი მარჯვენა ხელი, თვალი და ყური იყო ამ კომპანიაში...
- ჰო მაგრამ ყველაფერმა ხომ ძალიან კარგად ჩაიარა, რა პრობლემაა? -გაბედა და შეაწყვეტინა საცოდავად აწურულმა გამხდარმა წაბლისფერთმიანმა გოგონამ რომელსაც თვალები ისე საეჭვოდ ჰქონდა აწყლიანებული აშკარა იყო რამდენიმე სიტყვაც და ცრემლებს გადმოყრიდა.
- ამას ეძახი კარგად ჩავლას? -ცივად ჩაეცინა ნატალიას, ჯერ კიდევ თეატრალურ სამოსში გამოწყობილი იჯდა სავარძელში და იმ ძვირფას კალამს ათამაშებდა თითებში მამამ რომ აჩუქა წინა დაბადების დღეზე, წამოდგა, მოღუშულმა დახედა თითებში მოქცეულ ნივთს და იქვე მაგიდის ფეხთან მდგარ ნაგვის ურნაში ჩაუძახა.
- რას აკეთებთ? -იმწამსვე ჩაიმუხლა ლელამ, ამოიღო, საგულდაგულოდ გაასუფთავა ხელსახოცით და ისევ მაგიდაზე დააბრუნა.
- შეეშვი მამაჩემის საჩუქარია, -ხელი ჩაიქნია ნატალიამ და მძიმე ნაბიჯებით მივიდა ფანჯარასთან, ჟალუზი გადაწია და ეზოს გადახედა.
- მითუმეტეს თუ მამათქვენის საჩუქარია, უფრო არ უნდა გაუფრთხილდეთ? -ერთი კი იფიქრა ლელამ რა მალაპარაკებსო მაგრამ ასეთი იყო, ენაზე რაც მოადგებოდა ყველაფერს დაუფიქრებლად ამბობდა და ამის გამო ხშირად საქმესაც აფუჭებდა მაგრამ სწორედ ამ თვისების გამო ვერ ელეოდა ნატალია, გულწრფელი იყო ლელა შრომისმოყვარე და პატიოსანი.
- ასეთი კიდევ ცამეტი მაქვს, -მისკენ შემობრუნდა ნატალია და ზურგსუკან ხელისგულებით დაეყრდნო რაფას, -უკვე კარგახანია ყოველ დაბადების დღეზე ამ კალმებს მჩუქნის არადა როცა სხვების საჩუქრებზე მიდგება საქმე ფანტაზია არ ღალატობს, -უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, მიხვდა, პატარა დაბოღმილი ბავშვივით საუბრობდა თანაც ვისთან უბრალო თანამშრომელთან რომელსაც წესით საერთოდ არ უნდა ცოდნოდა რა ხდებოდა მის ოჯახში.
- მამათქვენი როცა გაიგებს რომ ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმეთ თქვენით იამაყებს, -სიტუაციის განმუხტვა ცადა ლელამ, მაგრამ როცა დაინახა როგორ შეხედა ნატალიამ მაშინვე უკან დაიხია, -ჯობია წავალ და თქვენს ტანსაცმელს გამოვიტან ქიმწმენდიდან.
- ჯობია თორემ ასე ჯამბაზივით სიარული ნამდვილად არ მეხალისება, წესით ის ტანსაცმელი კარადაში უნდა ყოფილიყო, ისეთ მდგომარეობაში რომ გამოცვლა შემძლებოდა.
- ჰო მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, გუშინ დილით დამლაგებელმა შემთხვევით მიასხურა რაღაც ხსნარი, გუშინვე წავიღე ქიმწმენდაში მაგრამ მაშინვე ვერ მოასწრეს გაწმენდვა თანაც ზუსტად მაგ სასცენო კოსტუმის დამსახურებაა რომ ასე უპრობლემოდ გააფორმეს ხელშეკრულება...
- თავის გამართლება კარგად გეხერხება, ვერ ნახე შეხვედრაზე ასე რომ შევედი პიერმა როგორ შემომხედა?
- ჰო მაგრამ როცა გაიგო რაშიც იყო საქმე და ასე შენი პატარა დის დასახმარებლად იყავი გამოწყობილი მაშინვე კეთილად განეწყო თქვენს მიმართ...
- კარგი, კარგი წადი, დროს ნუღარ დამაკარგვინებ, -ბოლოს მაინც ვერ შეიკავა ღიმილი, -რომას უთხარი დღეს დილანდელი იმ კამერის ჩანაწერი გამომიგზავნოს ეზოში შემოსასვლელს რომ უყურებს, -მიაძახა უკვე ღია კარში მდგომს, მაშინვე შემობრუნდა ლელა და ცნობისმოყვარეობით სავსე თაფლისფერი თვალები მიპყრო.
- მოხდა რამე?
- არაფერი, უბრალოდ რაღაც უნდა გადავამოწმო.

რამდენიმე წუთში გამოუგზავნა დაცვის უფროსმა ჩანაწერი, თვალებმოჭუტული ჩაფიქრებული უყურებდა ძველისძველ, საღებავაქერცლილ, ალაგ-ალაგ დაჟანგულ პიკაპს, გარკვევით ჩანდა როგორ გადმოვიდა ნატალია და ზუსტად ორ წუთში ავტომობილიც დაიძრა და თვალს მიეფარა.
- არ დამელოდა, არადა ვუთხარი დამლოდებოდა და თანამშრომელს ფულს გამოვატანდი, ხომ ვუთხარი რომ გადავუხდიდი თუ აქამდე მომიყვანდა, არაფერი უთქვამს თუმცა დუმილი ხომ თანხმობის ნიშანია, ესე იგი თანახმა იყო რომ გადამეხადა, დამელოდეთქო და მაშინაც არაფერი უთქვამს, უბრალოდ შემომხედა იმ ულამაზესი ნაცრისფერი თვალებით და რაღაც უცნაურად გამიღიმა...
ჩანაწერზე მშვენივრად ჩანდა როგორ გადიოდა ნატალიას შემოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დაცვის ერთ-ერთი წევრი რათა მძღოლისთვის თანხა გადაეცა და როგორ ბრუნდებოდა უკან გაწბილებული, ვერაფერს იტყოდა ქალბატონი ნამდვილად დააინტერესა იმ წითურთმიანმა მაგრამ ახლა ამ ყველაფერზე ფიქრის დრო ნამდვილად არ ჰქონდა, თავით გადაეშვა დაგროვილ საქმეებში და ცოტა ხანში უკვე საერთოდ აღარ ახსოვდა აღარაფერი თავი რომ ასწია უკვე საღამოს რვა საათი იყო...
- შეიძლება? -კარი შემოაღო მაღალმა სიმპათიურმა ახალგაზრდა მამაკაცმა და ისე რომ პასუხს არც დალოდებია შემოვიდა, ზუსტად ნატალიას წინ მოკალათდა სავარძელში, შავი თვალები მიაპყრო და მაგიდაზე აათამაშა თითები.
- რა ხდება, რა გაცვია? რამე კოსტიუმირებული წვეულება გვაქვს და გამომრჩა? კარგ დროს ჩამოვსულვარ, უბრალოდ თავიდანვე რომ მცოდნოდა...
- რა გინდა გოგა? ისევ ნერვები უნდა მომიშალო? -ხმაურით დახურა ლეპტოპი და საზურგეზე გადაწვა, -ახლა რაღა მოიფიქრე?
- კარგი რა, რა უემოციო ხარ, -სახეზე შეახმა ღიმილი გოგას, -ათი დღეა ერთმანეთი არ გვინახავს, ახლა აეროპორტიდან მოვდივარ, ჩემებმა ისიც კი არ იციან რომ ჩამოვედი, პირველი შენთან მოვედი შენი ნახვა მინდოდა, მომენატრე შენ კი როგორ მხვდები?
- ოჰო, ახალი ტაქტიკა შეიმუშავე? გინდა რომ თავი ცუდად მაგრძნობინო იმის გამო რომ საშინლად გექცევი? კარგ მოქცევას იმსახურებ? ეს კომპანია მხოლოდ ჩემი არ არის გოგა, აქაურობის ოცდათხუთმეტი პროცენტი გეკუთვნის, არადა ყველაგფერს მე ვაკეთებ, შენ მხოლოდ ხარჯავ და ერთობი, ხომ იცოდი რომ დღეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვქონდა, პიერი ორივეს გველოდა.
- ჰო მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა.
- გგონია არ ვიცი სად იყავი და ვისთან ერთად, როგორ დაისვენე? ნათკა კმაყოფილი დარჩა? -ჩაეღიმა როცა დაინახა როგორ აუწითლდა გოგას სახე და როგორ შეკრა მუშტები.
- მშვენივრად იცი რომ ჩემსა და ნათიას შორის არაფერი სერიოზული არ ხდება, რატომ აზვიადებ ამ ყველაფერს ვერ ვხვდები, -ჯერ კიდევ ინარჩუნებდა სიმშვიდეს და ცდილობდა ყველაფერი წყნარად მოეგვარებინა თუმცა იმასაც კარგად ხვდებოდა რომ ნატალია ასე მარტივად არ დაუთმობდა.
- დამშვიდდი, ვიცი რაც ხდება თქვენს შორის, ხანდახან როცა ერთღამიანი ურთიერთობები მოგბეზდება, ნათიას აკითხავ ხოლმე და რამდენიმე დღე იკარგებით, ბოლოსდაბოლოს ამდენია ხანია იცნობთ ერთმანეთს და მხოლოდ კარგ სექსს არ გთავაზობს, შენი მეგობრის და ფსიქოლოგის ფუნქციასაც ითავსებს, მაგ გოგოს ძალიან უყვარხარ გოგა, თუმცა სამწუხაროა რომ ერთი გრამი თავმოყვარეობაც კი არ გააჩნია, ითხოვ და ისიც უპრობლემოდ გაძლევს სხეულსაც და გონებასაც, შენც იღებ და მოდიხარ მერე ჩემთან დამშვიდებული, გაბრწყინებული სახით და მეუბნები როგორ მოგენატრე, სერიოზულად? ნუ მაცინებ გოგა, სინდისი გყოფნის რომ იმის მერე რაც სადღაც რომელიღაც კუნძულზე მასთან ერთად გაერთე ჩემთან მოხვიდე და პრეტენზია გამოთქვა თუ რატომ შეგხვდი ასე ცივად?
- რატომ ხარ ასეთი? -გოგას უფრო და უფრო უჭირდა თავის შეკავება, უკვე ექვსი თვეა ჩემი საცოლე ხარ და შენგან ერთი ღიმილი, ერთი თბილი სიტყვაც კი არ მღირსებია, კოცნის უფლებასაც კი არ მაძლევ სხვა რამეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია არადა შენი ერთი გაღიმება სულ მცირედი სითბო და სიახლოვე იქნებოდა საკმარისი რომ არავისკენ გამეხედა, მშვენივრად იცი რომ ვგიჟდები შენზე...
- გეყოფა, -ხმას აუწია და ხელის აქნევით შეაწყვეტინა მონოლოგი, -შენი საცოლე არ ვარ გოგა, ეს შენ და ჩვენს მშობლებს უნდათ რომ ვიყო თუმცა რატომღაც ჩემთვის არაფერი გიკითხავთ, იმისდა მიუხედავად რომ ერთი წლის წინ უარი გითხარი მაინც მიხვედი ჩემებთან, მამაჩემს ტვინი გადაუტრიალე დაითანხმე და მანაც მთელი ქვეყნის გასაგონად გამოაცხადა რომ დავინიშნეთ, შენი აზრით ამან რამე შეცვალა ჩვენს ურთიერთობაში? ხომ იცი ნაკლებად მაინტერესებს ხალხის აზრი, გეგონა რომ თუ ყველა გაიგებდა ჩვენს შესახებ იძულებული გავხდებოდი დაგთანხმებოდი? არადა რა კარგი მეგობრები ვიყავით...
- ვერ დამაჯერებ რომ ვერ ხვდებოდი რას ვგრძნობდი შენს მიმართ, ათი წელია მიყვარხარ...
- ათი წლის წინ თოთხმეტი წლის ვიყავი შენ კი ცხრამეტის, არადა ძალიან კარგი დაკვირვების უნარი მაქვს, შენი პედოფილობა როგორ გამომეპარა, -ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და არ გაკვირვებია როცა დაინახა როგორ წამოიჭრა ფეხზე გაცოფებული გოგა.
- მართლა ავადმყოფი ვარ რომ შენნაირი ცივი და უგულო არსება მიყვარს, -გამწარებულმა დაიღრიალა, თითქმის სირბილით გავარდა ოთახიდან და ზურგსუკან გამეტებით მოიჯახუნა კარი.
- ესეც ასე, -ხელები კმაყოფილი სახით გაუხახუნა ერთმანეთს ნატალიამ, -რაკი გოგაც მოვიშორე ახლა დროა სახლში წავიდე და ერთი კარგად გამოვიძინო.
-
- ვაიმე, -მთელი ხმით იკივლა როცა უკვე ჩაძინებულმა იგრძნო როგორ მოეხვია წელზე მკლავი, შეშინებული და ნახევრად გათიშული წამოხტა და ფეხებში აბლანდული გადასაფარებლის გამო მტკივნეულად დაენარცხა იატაკზე, -მგონი რაღაც მოვიტეხე, ჩაიბუზღუნა და როგორც იქნა ტუმბოზე მდგარი სანათის ჩამრთველსაც მიაგნო და თითი დააჭირა, წარბი მაღლა ასწია გაოცებულმა როცა საწოლში მჯდარი ვარდისფერ საღამურებში გამოწყობილი თმააბურდული თათა დაინახა.
- რას აკეთებ? რა ქენი ცოტა ხნის წინ ვერ მივხვდი, -თათას ჯერ ვერ გადაეწყვიტა ეს სიტუაცია სასაცილო იყო თუ არა.
- შენ ხარ? გული გამიხეთქე, -ჩაილაპარაკა და მტკივანი თეძო დაიზილა, -აქ რას აკეთებ სახლში არ უნდა წასულიყავი?
- კარგი რა, ასე ძალიან არ გაგიხარდა რომ შენთან დავრჩი? უბრალოდ მინდოდა შენთან ჩახუტებულს დამეძინა, -საყვარლად გაბუსხა ტუჩები და ნატალიამაც როგორც ყოველთვის ახლაც ვეღარ გაუძლო, საწოლში ჩაწვა და ანიშნა ჩამეხუტეო, ეშმაკურად მომღიმარი თათაც მაშინვე პატარა კნუტივით მიუცუცქდა.
- არ გინდა რომ შენთან გადმოვიდე საცხოვრებლად? მამა და დედა მაინც სულ აქეთ-იქით დადიან და მოგზაურობენ, არ ჯობია შენთან ვიცხოვრო? -შემპარავი ხმით ჰკითხა.
- ჯერ ის მითხარი სად იყავი გვიანობამდე, რომ მოვედი აქ არ ყოფილხარ ახლა კი უკვე თერთმეტი საათია, სად იყავი?
- აქვე პარკში ვისხედით მე და დემუ, დაგინახეთ რომ მოხვედი უბრალოდ ლაპარაკს შევყევით და შემაგვიანდა.
- ისევ დემუ? არა რა სად იპოვეთ ერთმანეთი ასე ერთი ჭკუისებმა, ბედი შენი რომ ახლა ძალიან დაღლილი ვარ თორემ გაჩვენებდი სეირს.
- რას გულისხმობ? -თათას ცუდად ენიშნა უფროსი დის სიტყვები?
- რას ვგულისხმობ? შენი აზრით არ გავარკვევდი რატომ წაიყვანეს ჩემი მანქანა როცა ძალიან კარგად მახსოვს რომ ყველა წესის დაცვით ეყენა ავტოსადგომზე?
- კი მაგრამ, შენ... როგორ... -ენა აებნა თათას, აირია და სირცხვილისგან ლოყები აუწითლდა, ღიმილი ვერ შეიკავა ნატალიამ, მიიხუტა და აჩეჩილი თმა უფრო მეტად აუჩეჩა.
- იმ მარკეტის კამერების ჩანაწერები ამოვაღებინე მოპირდაპირე მხარეს რომ არის და აბა თუ მიხვდები რა ვნახე? მიხვდი ბოლოს და ბოლოს რომ ვერაფერს გამომაპარებ, არ ვიცი შენ და დემუ რის გაკეთებას ცდილობთ მაგრამ მეორედ ასეთი რამ აღარ ჩაიდინო, მიყვარხარ, ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ შენც კი არ გაპატიებ თუკი შენი სისულელეების გამო ჩემს საქმეს ზიანი მიადგება.

უკვე ღამის პირველი საათი იყო, ღრმად ეძინა ნატალიას მაგრამ არ ეძინა თათას, საწოლში იჯდა და ჩაფიქრებული სახით დაყურებდა ტელეფონს, მერე თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო, სახე ღიმილმა გაუნათა და შეტყობინების წერა დაიწყო, იქვე ახლოს რამდენიმე ქუჩის დაშორებით ხუთ სართულიანი საცხოვრებელი შენობის ბოლო სართულზე მდებარე ბინის ერთ-ერთ საძინებელში დაიწკრიალა ტელეფონმა, ბალიშში თავჩარგული წელსზემოთ შიშველი ბიჭი ზურგზე გადმობრუნდა და უკმაყოფილოდ შეჭმუხნა საყვარლად აპრეხილი ცხვირი, იქნებოდა ასე თექვსმეტიოდე წლის, დატალღული მოგრძო წაბლისფერი თმით და ღაწვებზე აქა-იქ გაბნეული ჭორფლებით, ტელეფონმა უკვე მესამედ რომ დაიწრიპინა გაბრაზებულმა გაახილა დიდი თაფლისფერი თვალები, გადასწვდა და ღილაკს დააჭირა თუმცა ეკრანზე გამოსახული ფოტო და სახელი რომ დაინახა გაბრაზება წამში შეცვალა ღიმილმა და საყვარელი ფოსოები გაუჩნდა ლოყებზე.
- დემუ აქ ხარ? -წერდა თათა.
- აქ ვარ, რა ხდება? -მიწერა, წამოჯდა, საწოლის თავს მიეყრდნო და ზურგსუკან ბალიში ამოიდო, იცოდა რომ დიდხანს მოუწევდა მასთან საუბარი.
- გადავწყვიტე რომ ოპერაცია უნდა დავაჩქაროთ.
- შენ არ ამბობდი ცოტა მოვიცადოთო?
- აზრი არ აქვს, რამდენიც არ უნდა ვიცადოთ ნატალიას მაინც არაფერი ეშველება ასე რომ ხვალვე ვიწყებთ მოქმედებას, მზად იყავი, ორ დღეში სპექტაკლია, როგორც კი ჩაივლის მეორე დღესვე უნდა განვახორციელოთ რაც დავგეგმეთ, ხვალ დილიდან კი ინფორმაციის მოპოვებას უნდა შევუდგეთ.
- მოკლედ არ ეშვები კუპიდონობას, -გაეცინა დემუს და საპასუხოდ მხიარული ჩაფხუკუნებაც რომ მიიღო მკერდზე მთელი ძალით მიიჭირა ხელი, ეგონა ის უცნაური გრძნობა ამ ბოლო დროს რომ შემოეჩვია სადაც იყო გულის ფიცარს გამოანგრევდა და გარეთ გადმოიღვრებოდა.
- რაღაც უნდა გითხრა, -ხმა დაუსერიოზულდა თათას.
- მითხარი.
- რა კარგია რომ მყავხარ...
უცნაური ღამე იდგა თბილის ქალაქში, ალაგ-ალაგ მოღრუბლული და ალაგ-ალაგ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰფენოდა მიძინებულ სახლებს და ქუჩებს, ეძინა ნატალიას და სიზმარში დაჟანგულ პიკაპს და სავარძელზე ნებივრად მიწოლილ ცეცხლისფერთმიან მამაკაცს ხედავდა, მის გვერდით მშვიდად ეძინა თათას და ალბათ სიზმარში ახალ-ახალ ცუღლუტურ გეგმას სახავდა, დემუსაც ეძინა, ეძინა ხელში მაგრად ჩაბღუჯული ტელეფონით და ძილშიც კი არ შორდებოდა სახეზე ღიმილი...
-
- დღეს ძალიან ხალისიანი ჩანხართ, -ლელამ ქაფქაფა ყავით სავსე ჭიქა დაუდგა წინ.
- გუშინ ჩემი დის სპექტაკლი იყო, ძალიან ნერვიულობდა მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, -თბილად საუბრობდა ნატალია, ეტყობოდა როგორ უყვარდა თათა და როგორ ამაყობდა მისით, ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა სიტყვა, ისე უპასუხა არც დაუხედავს თუ ვინ ურეკავდა.
- რა? სად? მისამართი მითხარით, -იყვირა სახეშეშლილმა და ფეხზე წამოხტა, ცოტა ხანს კიდევ უსმენდა, მერე გათიშა და იქვე მიაგდო ტელეფონი.
- ყველა შეხვედრა გააუქმე ლელა, დღეს არავისთვის არ მეცლება, თათას მანქანა დაეჯახა, სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავიდე.

არ ახსოვს როგორ მივიდა იქამდე, შეშლილივით მართავდა ავტომობილს, მიმღებში იკითხა სად უნდა ენახა თათა და სანამ იქამდე მიაღწევდა სადაც იყო კინაღამ მოკვდა, პალატის კართან მდგარი დემუ რომ დაინახა და მის სახეზე მკრთალი ღიმილიც რომ შეამჩნია როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა, მაშინვე მიხვდა რომ სერიოზული არაფერი მომხდარა.
- კარგია რომ მოხვედი თუმცა სანერვიულო არაფერია, თათა კარგად არის, -ხმა უთრთოდა დემუს.
- სად არის? უნდა ვნახო, -პალატისკენ გაიწია თუმცა დემუმ არ გაუშვა.
- აზრი არ აქვს, დამამშვიდებელი გაუკეთეს და ძინავს, დაჯექი დაისვენე, დამშვიდდი და მანამდე თათაც გამოფხიზლდება, ნუ გეშინია არაფერი სჭირს, ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს.
- რა მოხდა? -როგორც იქნა თავისუფლად ამოისუნთქა და კედელს მიეყრდნო თავი რომ შეემაგრებინა.
- იცი რა, მე და თათას ცოტა გვეჩქარებოდა ჰოდა ქუჩაზე იქ გადავდიოდით სადაც გადასვლა არ შეიძლება, დამშვიდდი ავტომობილი საერთოდ არ შეხებია, დამუხრუჭება მოასწრო, უბრალოდ თათა შეშინდა და წაიქცა მძღოლმა კი საავადმყოფოში წამოგვიყვანა, უნდა დავრწმუნდე რომ ყველაფერი რიგზე აქვსო.
- ვინ იყო? ახლა სად არის? -იკითხა და დემუმაც ანიშნა შებრუნდიო, ზუსტად მის ზურგს უკან იჯდა იქვე კედელთან მიდგმულ სკამზე, შემოსვლისას შეშინებულს და აფორიაქებულს საერთოდ არ შეუმჩნევია ახლა კი უყურებდა და ლამის იყო სასწაულების ერწმუნა, იჯდა თავით კედელს მიყრდნობილი, თვალებდახუჭული და მშვიდად სუნთქავდა, ისევ ის გაცრეცილი ჯინსი და მაისური ეცვა, ცეცხლისფერი თმა ისევ კეფაზე ჰქონდა შეკრული, თითქოს იგრძნო რომ ვიღაც დაჟინებით უყურებდა, შეირხა, გრძელი წამწამები აახამხამა და ნაცრისფერი თვალები შეანათა ნატალიას...





- ესე იგი შენს გამო მოხვდა ჩემი და საავადმყოფოში? -გაბრაზებულმა დააკვესა თვალები და მისკენ დაიძრა, ჯერ ისევ წყნარად იჯდა წითურთმიანი მაგრამ როგორც კი ნატალია მიუახლოვდა წამოდგა და მკერდზე ხელებ გადაჯვარედინებული აისვეტა მის წინ, ზემოდან დაჰყურებდა საომრად გამზადებულს, თვალებანთებულს და იმის მაგივრად რომ ამ დაუმსახურებელი ბრაზისა და უმადურობის გამო გაბრაზებულიყო თავს ძლივს იკავებდა რომ გულიანად არ გაეცინა, ლამაზი იყო ნატალია, ძალიან ლამაზი და ეს მკაცრი გამომეტყველება იმდენად უხდებოდა...
- დღეს მონაზვნის როლში ხარ? -სრულიად არაადეკვატური პასუხი გასცა კითხვაზე და გაეცინა როცა მისი დაბნეული გამომეტყველება დაინახა.
- რას გულისხმობ? რა მონაზონი? რას ამბობ? -ნატალიას ცოტა აკლდა რომ აფეთქებულიყო.
- პირველად რომ შევხვდით რომეოს კოსტუმი გეცვა ახლა კი აშკარად მონაზონს თამაშობ, -ბოლო ღილამდე შეკრულ თეთრ გრძელმკლავიან პერანგზე შავ თავისუფლად გაშლილ კაბაზე ანიშნა რომელიც მუხლს ქვემოთ წვდებოდა.
- შენი აზრით ხუმრობის დროა? შენს გამო ჩემს დას შეიძლებოდა რამე სერიოზული მოსვლოდა და ასე მშვიდად ხარ? საერთოდ არ გადარდებს? -იშვიათად უთრთოდა ხმა თუმცა როცა საქმე თათას ეხებოდა თავის გაკონტროლება უჭირდა, ერთი სული ჰქონდა ამ თვითკმაყოფილი და სიტუაციის მიუხედავად რატომღაც ძალიან მშვიდი ინდივიდისთვის პირში მიეხალა ყველაფერი რასაც მასზე ფიქრობდა და ოდნავ მაინც დამშვიდებულიყო.
- ნატა მისი ბრალი არ ყოფილა, -დემუ მკლავში სწვდა და აიძულა მისთვის მიექცია ყურადღება, -მართლა არ ყოფილა მისი ბრალი, თავის გზაზე მიდიოდა, სიჩქარესაც არ აჭარბებდა, უბრალოდ მე და თათამ იქ გადავწყვიტეთ ქუჩაზე გადასვლა სადაც არ შეიძლებოდა, მასზე ნუ გაბრაზდები, პირიქით მისი სწრაფი რეაქცია რომ არა...
- ამ ყველაფერს თვითონ ვერ მეტყოდა? -ხმა შეურბილდა ნატალიას, -აშკარაა რომ მშვენივრად შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა.
- პასუხის გაცემას არ აცლი და... -დემუმ ისეთი სასაცილოდ ჩაიფხუკუნა ნატალიას წინ მდგარმა წითურმაც ვერ შეიკავა სიცილი.
- ნიკა მქვია, -სიცილნარევი ოდნავ ბოხი ხმით თქვა და ხელი გაუწოდა ნატალიას, ნატალია არც დაფიქრებულა ისე შეაგება ხელი, გრძელი თითები ჰქონდა ნიკას, მოქნილი თუმცა გაუხეშებული, აშკარა იყო რომ ამ თითების პატრონისთვის ფიზიკური სამუშაო უცხო არ უნდა ყოფილიყო, დაძარღვულ მკლავებს ააყოლა მზერა, უნებურად ღრმად შეისუნთქა მისგან მომავალი სასიამოვნო სურნელი...
- მე ნატალია ვარ და თუ მართლა ისე იყო საქმე როგორც დემუ ამბობს მადლობა მქონია გადასახდელი, თუმცა არ მიყვარს როცა ვინმესთან ვალში ვარ, -ჩანთა რომ გახსნა და საფულე ამოიღო შეამჩნია როგორ შეეცვალა მის წინ მდგომს სახე და როგორ მოიღუშა თუმცა ამ მომენტში ეს მისთვის სულ ერთი იყო, ვერაფერს ხედავდა იმაში ცუდს რომ ადამიანებისთვის მათი გაწეული სამსახურის გამო გადაეხადა თანხა, რამდენიმე მსხვილი ქაღალდის კუპიურა ამოიღო და გაუწოდა.
- იმედია ეს თანხა საკმარისი იქნება იმ დროის საკომპენსაციოდ რაც ჩვენს გამო დაკარგეთ.
ერთიანად გაწითლდა ნატალიას გვერდით მდგარი დემუ, უხერხულად ჩაახველა, უკან დაიხია და კედელს მიეყრდნო, წარბი რომ ასწია ნიკამ და ალმაცერად რომ დახედა ფულს იფიქრა რომ შეიძლებოდა ნატალია იქვე მიეგუდა, ან სულ მცირე ძალიან უხეშად მაინც ეთქვა რამე, რა აღარ წარმოიდგინა რამდენიმე წამში, უკვე ნანობდა რომ თათას ამ სულელურ გეგმაზე დათანხმდა, წინასწარ შეემზადა რომ ნატალიას დახმარებოდა მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა რომ ჩარევა საჭირო გამხდარიყო.
- ისევ ფული? ერთხელ მაინც გიცდია რომ დახმარებისთვის უბრალოდ მადლობა გადაგეხადა? -უცნაურად თბილი ხმა ჰქონდა ნიკას, მშვიდად იდგა და ისეთი მზერით დაჰყურებდა ნატალიას საშინლად აბნევდა, ვერ იგებდა მართლა ასეთი იყო თუ თამაშობდა და ამ ღიმილის და კეთილგანწყობის უკან რაღაც იმალებოდა, ვერ ხსნიდა, მისი მზერის მიღმა ვერაფერს კითხულობდა და ეს არ მოსწონდა, არ იყო შეჩვეული ვინმეს წინ ასე პატარა დაბნეული გოგოსავით დგომას.
- ამდენს რატომ ფიქრობ? მიდი გაბედე და თქვი მადლობა გელოდები, -მოუთმენლობა შეეტყო და ხმა დაუსერიოზულდა, გაუუხეშდა...
- ალბათ გეცოტავა, პრობლემა არ არის, მითხარი რამდენი გინდა, -თვითონაც ვერ ხვდებოდა უბრალო ბოდიშის მაგივრად ეს სიტყვები რატომ უთხრა მაგრამ ახლა უკან ვერ დაიხევდა, ხელში ჩაბღუჯულ ფულს რამდენიმე კუპიურა კიდევ დაამატა და გაუწოდა.
- გეყოფა ნატა, არა მგონია ნიკას ფულის გამო გამოეჩინა ყურადღება, -როგორც იქნა ჩარევა გადაწყვიტა დემუმ, ღიმილით გადახედა ნიკამ სირცხვილისგან ლოყებაწითლებულ ბიჭს, თვალი ჩაუკრა და ფული გამოართვა ნატალიას, არაფრად ჩაუგდია გოგოს მოღუშული სახე უდარდელად მიეყრდნო ნაცრისფრად შეღებილ კედელს, თავი გადააქნია ნატალიამ და უცნაურად ჩაიღიმა, დემუს ისეთი მზერა შეავლო თითქოს ეუბნებოდა ხომ ხედავ რაც მოხდაო.
- პალატაში შევდივარ, რომ გამოვალ მე და შენ სერიოზულად ვილაპარაკებთ, -მკაცრად უთხრა და მხრებში გამართულმა ამაყად თავაწეულმა შეაღო კარი.
იმედგაცრუებული ადევნებდა თვალს დემუ მომღიმარ ნიკას, ჯიბიდან ძველისძველი, ტყავის საფულე რომ ამოაცოცა ბიჭმა ის იყო იფიქრა რომ ფული უნდა ჩაედო მაგრამ პირიქით ერთი იმდენი თუ არა ცოტა მეტი მაინც ამოიღო, ხელში მოქცეულ ფულს დაამატა, საფულე ჯიბეში ჩააბრუნა და ნელი ნაბიჯით დაიძრა მათგან სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდებარე პალატის წინ მდგარ სკამზე მჯდარი ახალგაზრდა ქალისკენ, საცოდავად მობუზული იჯდა ქალი თავდახრილი, უბრალო ნაცრისფერი სარაფანი ეცვა ყვითელი ყვავილებით მოხატული, გრძელი თმა რომელსაც მისი ასაკის მიუხედავად უკვე ჭაღარა ჰქონდა შერეული დაუდევრად შეეკრა კეფაზე, გამხდარი ხელები ეწყო მუხლებზე და დროდადრო აცახცახებული თითებით იწმენდდა ცრემლებს.
- ნეტავ რამდენი ხანია აქ ზის? -უნებურად ხმამაღლა ჰკითხა თავის თავს დემუმ, როგორ მოხდა რომ აქამდე ვერ შეამჩნია, თათაზე და ნიკას და ნატას შეხვედრაზე ფიქრით გონებაარეულს არც შეუმჩნევია ასე საცოდავად მტირალი ადამიანი რომელსაც ვინ იცის რა უჭირდა, ყურადღებით მიადევნა თვალი ნიკას რომელიც არ ესმოდა რაზე ესაუბრებოდა მაგრამ სახე რომ შეეცვალა ქალს, ფეხზე რომ წამოხტა და მთელი ძალით რომ ჩაეხუტა ნიკას, გაოცებისგან პირი დააღო, ერთხანს კიდევ საუბრობდნენ, მერე დაინახა ფულთან ერთად როგორ მიაწოდა ქალს სავიზიტო ბარათი, კიდევ უთხრა რამდენიმე სიტყვა და სკამისკენ ანიშნა რომ დამჯდარიყო, დაიხარა მხარზე დაადო ხელი გაუღიმა და მერეღა შემობრუნდა, წელში გამართული, მძიმე ნაბიჯებით მოუახლოვდა დემუს.
- იქ რა მოხდა? -დემუ ჯერ კიდევ ვერ ანალიზებდა მომხდარს.
- შვილი ჰყავს ცუდად, -ხმაში სევდა გაერია ნიკას, -პატარა გოგო თორმეტი წლის, ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება.
- ის ფული ამიტომ მიეცი?
- ის ფული ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც ჭირდებათ მაგრამ ყველაფრის მოგვარება შეიძლება, პატარა ნინიკოს აუცილებლად უმკურნალებენ, ამაზე მე ვიზრუნებ, -თბილი ხმა ჰქონდა, იმედიანი და ისევ არ შორდებოდა ღიმილი სახეზე.
- კი მაგრამ შენ რა იცოდი რომ ფული ჭირდებოდათ?
- რა მნიშვნელობა აქვს, -თავი გვერდზე გადახარა და თათას პალატის კარს შეავლო მზერა, -მე მივდივარ, ახლა რაკი ის აქ არის ჩემი დახმარება აღარ გჭირდებათ, თავს გაუფრთხილდით, ხარჯებსაც აღარ გადავიხდი როგორც ვატყობ ქალბატონ ნატალიას ნამდვილად თავზესაყრელად აქვს ფული, -ბოლო სიტყვები ამრეზით წარმოთქვა, თვითონაც რომ ეუცხოვა საკუთარი თავისგან ისეთი ზიზღი გაერია ხმაში, ყბები დაეჭიმა, წარბები შეჭმუხნა, მერე თითქოს ისევ მოვიდა გონსო გაიღიმა და ასე ღიმილით დაემშვიდობა მისი საქციელით გაოგნებულ და ერთ ადგილზე გაშეშებულ დემუს, ჩაფიქრებულმა დატოვა საავადმყოფო, ძველისძველი პიკაპის საჭეს რომ მიუჯდა ერთხანს სავარძელზე თავმიდებული და თვალდახუჭული ცდილობდა არეული გონების მოკრებას და ფიქრების დალაგებას.
- ძალიან ლამაზია, ულამაზესი და უსაშველოდ სასურველი მაგრამ აუტანელი, უხეში, უტაქტო და უგულო, არადა ძალიან მომწონს, მიზიდავს, ნეტავ რა მოხდა მის ცხოვრებაში ასეთი რომ ასეთ ადამიანად ჩამოყალიბდა და ცხოვრების ხალისი დაკარგა, ისე იქცევა თითქოს ოთხმოც წელს მიტანებული მოხუცი იყოს, ჯანდაბა, მისი ხმა და ის დიდი თვალები რომ მახსენდება ბრაზისგან რომ უელავდა... -ხმადაბლა ლაპარაკობდა და თვითონვე ეღიმებოდა საკუთარ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებზე, მშვენივრად შეეძლო ადამიანთა ნამდვილი ბუნების ამოცნობა და იცოდა სულაც არ იყო ნატალია ისეთი როგორადაც გარშემომყოფებს აჩვენებდა თავს, უბრალოდ მუდმივი თამაშის გამო უკვე ნამდვილივით ჰქონდა შესისხლხორცებული ის ნიღაბი რომელსაც დღე და ღამე ატარებდა...

აზარტული იყო ნიკოლოზი ხანდახან ზედმეტადაც კი თუკი რამეს ჩაიფიქრებდა ყოველთვის ბოლომდე მიყავდა, იმპულსური იყო, ფიცხი, მოულოდნელი და უეცარი გადაწყვეტილებების მიღება სჩვეოდა, ერჩივნა დღევანდელი დღით ეცხოვრა ვიდრე ძვირფასი დრო ყოყმანში დაეკარგა და გაეფლანგა, თუმცა იმ დღეს საავადმყოფოს ეზოში სავარძელზე მიწოლილს ნატალიას სახე რომ ედგა თვალწინ, თავში არაჩვეულებრივი გეგმა დაებადა.
- მგონი კარგად გავერთობით, -მხიარული ხმით ჩაილაპარაკა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა.
-

საავადმყოფოს პალატაში საწოლთან იჯდა და თვალდახუჭულ თათას დასცქეროდა ფრთხილად გაუსწორა ბალიშზე უწესრიგოდ დაყრილი თმა და ლოყაზე მოუთათუნა ხელი.
- ვიცი რომ გღვიძავს, უკვე ორი საათია აქ ვარ და შევამჩნიე რომ გამოფხიზლდი, თავს ნუ იმძინარებ, ნუ გეშინია არ გეჩხუბები, -თბილი ხმით უთხრა და თათამაც მაშინვე დააჭყიტა თვალები.
- მართლა არ მიბრაზდები?
- არ ვბრაზობ მაგრამ უნდა გითხრა რომ ძალიან შემაშინე, ცოტა უფრო ფრთხილად უნდა იყო, რამე რომ მოგსვლოდა... კიდევ კარგი დედას და მამას არაფერი გაუგიათ თორემ მაგათ რა გაუძლებდათ, არაფრისგან კატასტროფას შექმნიდნენ.
- მათთვის არ გითქვამს?
- არა და კარგი იქნება თუ შენც არ ეტყვი.
- მადლობა ნატ და იცოდე რომ ნიკას არ ეჩხუბო ჩემი ბრალი იყო, მე გადავდიოდი არასწორ ადგილზე და მან დროზე დაამუხრუჭა თორემ...
- ნიკა? -უკვე მოასწარი რომ გაგეცნო?
- ჰო ძალიან საყვარელი ვინმეა არა? ნახე? გარეთ იყო დემუსთან ერთად, -ეშმაკურად აუციმციმა თვალები და ერთი სული ჰქონდა მისი რეაქცია დაენახა თუმცა ნატალიას ჩვეული შეუვალი გამომეტყველება ჰქონდა აკრული სახეზე.
- ჰმ, საყვარელი? სულაც არა, -უხეშად უპასუხა და თვალწინ მისი ულამაზესი ნაცრისფერი თვალები დაუდგა, საშინელმა სიბრაზემ შემოუტია როცა გაახსენდა როგორ გამოართვა ფული, -არაფერი განსაკუთრებული, ის გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა და შესაბამისად გადავუხადე.
- რა გააკეთე? -გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა თათას, -როგორ თუ გადაუხადე?
- აი ასე ჩვეულებრივად, ფული შევთავაზე, მანაც აიღო და წავიდა, აქ არაფერია გასაკვირი, ეს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, მისნაირი ადამიანები ყველაფერს აკეთებენ ფულის გამო.
- რა გჭირს? რატომ ხარ ასეთი? -მთელი ხმით რომ იკივლა თვალცრემლიანმა თათამ მაშინღა მოვიდა გონს ნატალია, -რა ჯანდაბა გჭირს? გგონია ფულით ყველასა და ყველაფრის ყიდვა შეგიძლია? რატომ შესთავაზე რომ ფული აეღო, ეს რატომ გააკეთე? რას ნიშნავს მისნაირი, რაკი მდიდარი არ არის ფიქრობ რომ ადამიანობაც არ გააჩნია?
- იმის მაგივრად რომ მასზე გაბრაზდე ჩემზე ბრაზობ? -მაღლა აზიდა წარბი და გაბრაზებული წამოდგა ფეხზე, -ჯერ პატარა ხარ და ადამიანებს კარგად არ იცნობ, როგორც შენ ამბობ ისეთი არაჩვეულებრივი ვინმე რომ ყოფილიყო ფულს არ აიღებდა, მაინ კი აიღო და წავიდა, არ შემეპასუხო, ახლა შენთან კამათი არ მინდა, წავალ ექიმს დაველაპარაკები, -ხელით ანიშნა შენს მოსმენას არ ვაპირებო, ზურგი შეაქცია აცრემლებულ გოგოს და სწრაფი ნაბიჯით გავიდა პალატიდან, მიიხედ მოიხედა და იქვე მდგარ დემუს ჩაავლო მკლავში ხელი.
- უნდა გელაპარაკო ვაჟბატონო, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა ცუდ გავლენას ახდენ ჩემს დაზე, იმის მაგივრად რომ მოუფრთხილდე და დაიცვა სისულელეების გაკეთებაში უწყობ ხელს, ბოლოს და ბოლოს მასზე ორი წლით დიდი ხარ.
მთლად გაფითრდა დემუ ენა ჩაუვარდა რომ წარმოიდგინა ამ ყველაფერს რაც შეიძლებოდა მოყოლოდა საშინლად იგრძნო თავი, იცოდა ნატალიას სიმკაცრის ამბავი, თუ თათას მასთან ურთიერთობას აუკრძალავდა...
- მისმინე ნატა, ყველაფერს აგიხსნი, -მღელვარებისგან ხმა უცახცახებდა.
- მაპატიეთ, შეიძლება რომ დაგელაპარაკოთ? -მორიდებით ნათქვამმა სიტყვებმა შეაწყვეტინათ საუბარი, ის ნაცრისფერ სარაფნიანი ქალი იდგა მათ წინ, ამჯერად აღარ ტიროდა, სახე უბრწყინავდა და თვალები უციმციმებდა, ისე შეჰყურებდა ნატალიას თითქოს მის წინ რაღაც საოცრება მდგარიყოს.
- გისმენთ, რა გნებავთ? -ჩვეული უხეშობა გაურია ხმაში ნატალიამ, ქალს გაოცების ტალღამ გადაუარა სახეზე თუმცა მალევე გამოიდარა.
- მადლობა მინდა გითხრათ, მე ნათია მქვია, თორმეტი წლის გოგონა მყავს ნინიკო რომელიც ძალიან მძიმედ არის ავად, ჩემს მეტი არავინ ყავს მე და ის სრულიად მარტონი ვართ ამ ქვეყნად, ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო მაგრამ მკურნალობა საკმაოდ ძვირი ღირს და თქვენ რომ არა დღეს სახლში მომიწევდა მისი წაყვანა ახლა კი თქვენი წყალობით სრულ კურს გაივლის და ექიმები მაიმედებენ რომ განიკურნება, არც კი იცით როგორი მადლობელი ვარ, -სიტყვა დაასრულა თუ არა, ხელები მოხვია და მთელი ძალით ჩაეხუტა, გაშეშებული იდგა ნატალია და ვერ გაეგო რა ხდებოდა, დემუ კი უკვე იაზრებდა ყველაფერს და ჩუმ ჩუმად ეღიმებოდა.
- მგონი რაღაც გეშლებათ ქალბატონო, მე თქვენთვის თანხა არ მომიცია.
- ნიკამ მითხრა რომ ძალიან თავმდაბალი ხართ და არ გიყვართ როცა თქვენს ქველმოქმედებაზე საუბრობენ მაგრამ ვერ მოვითმინე რომ არ მოვსულიყავი, -ოდნავ მოშორდა და მორცხვად დახარა თავი, -მე თუ ვერა ღმერთი გადაგიხდით ამ სიკეთეს.
- ნიკა? ვის გულისხმობთ?
- იმ ახალგაზრდას გრძელი წითური თმით თქვენთან ერთად რომ იყო, პალატაში შეხვედით თუ არა ჩემთან მოვიდა და მითხრა რომ ჩემი დახმარება გინდოდათ, ცოტაოდენი ნაღდი ფული გადმომცა და შემპირდა რომ სრულად დამიფინანსებდით მკურნალობას.
- ასე შეგპირდა? -პირში ძლივს მოატრიალა ენა ნატალიამ, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, როგორ შეეძლო ასეთ რამეს დაპირებოდა, ნამდვილად არ ჰგავდა ისეთ ადამიანს რომელსაც ამის შესაძლებლობა ექნებოდა და ახლა რა გამოდიოდა, ამ ქალს ასე ტყუილუბრალოდ უნდა გასცრუებოდა იმედი?
- ერთი საათის წასულიც არ იყო როცა ექიმმა მითხრა რომ მთლიანად დაიფარა ჩვენი მკურნალობის ხარჯები, ნამდვილად ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი, -ქალმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და შვილის პალატისკენ წავიდა.
- აქ რა ხდება? -მხიარულად მომღიმარ დემუს შეხედა გაოგნებულმა, უცნაურად გრძნობდა თავს, ცალკე ნიკას საქციელი აკვირვებდა და ცალკე ნათიას ბედნიერი სახე არ ამოსდიოდა გონებიდან, ქალმა მადლობა გადაუხადა იმის გამო რაც არ გაუკეთებია არადა რატომღაც ამ ყველაფერმა მაინც ძალიან კარგად აგრძნობინა თავი, ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.
- მგონი ვხვდები რაც ხდება, -გვერდით მიუჯდა დემუ.
- მართლა? კარგი წამოდი პატარა ნინიკო მოვინახულოთ და თან მომიყვები რაც იცი, იცოდე არაფერს დამიმალავ თორემ ამჯერად აღარ გაპატიებ, -მოჩვენებითი მუქარით დაუქნია თითი და უცნაურად გახალისებული წამოდგა ფეხზე...




დემუსთან ერთად იჯდა ნატალია საავადმყოფოს გვერდით არსებულ პატარა მყუდრო კაფეში და უგემურად ღეჭავდა შემწვარ კარტოფილს.
- ვფიქრობ და ვერ ვხვდები ეს ყველაფერი რატომ გააკეთა, -ჩაფიქრებული მზერა მიაპყრო ეშმაკურად მომღიმარ ბიჭს, -ასე ნუ მიყურებ იცოდე შენზე და თათაზე ისევ გაბრაზებული ვარ და ჯერ არ მომიფიქრებია როგორ დაგსაჯოთ, ხომ იცი შემიძლია რომ შენთან ურთიერთობა ავუკრძალო.
- რას ამბობ, ამას ვერ გააკეთებ, -დემუს წამსვე ჩამოერეცხა სახიდან უდარდელი ღიმილი და ფრთამოტეხილი ფრინველივით მოხარა მხრები, -კარგი რა ნატალია, ამას მართლა გააკეთებ? -საცოდავი ხმით ჰკითხა თვალებამღვრეულმა.
- ბედი შენი რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ, -ნატალიას გაეცინა, ახალისებდა მის წინ მჯომი ბიჭის რეაქცია და გულის სირღმეში უხაროდა რომ მის პატარა დაიკოს ასეთი ერთგული ადამიანი ჰყავდა გვერდით, -ჰოდა იმას ვამბობდი რომ რატომღაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, შეიძლება ითქვას რომ ბედნიერი ვარ და ამიტომ ყველა ცუღლუტობას დავივიწყებ რაც აქამდე ჩაგიდენიათ.
- უუჰ მადლობა ღმერთს, -შვებით ამოისუნთქა დემუმ და თითები მაგრად მოუჭირა ცივი წვენით სავსე ჭიქას, იმაზე ფიქრიც კი აშინებდა რომ შეიძლებოდა თათა ვეღარ ენახა, დამშვიდებულმა ღიმილით შეხედა
- რა გჭირს ასეთი ხალისიანი კარგა ხანია არ მინახიხარ
- არ ვიცი, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ.
- შემთხვევით ამაში ნიკას ხელი ხომ არ ურევია?
- ეგ ვინ არის? -წამში შეკრა წარბები და მაგიდაზე აათამაშა თითები თუმცა მალევე გაეღიმა და უდარდელად აიჩეჩა მხრები.
- კარგი, ვაღიარებ რომ მისმა საქციელმა გამაკვირვა და გამახალისა მაგრამ იმ ქალის თვალები... დაინახე როგორ მიყურებდა? თავი ასე უცნაურად არასოდეს მიგრძვნია, ისიც კი ვერ მოვახერხე მეთქვა რომ მისი შვილის მკურნალობის ღირებულება მე არ გადამიხდია, თუმცა ძალიან მესიამოვნა ის რომ კარგ ადამიანად ჩამთვალეს, უცნაური გრძნობა ყოფილა...
- ახლა რას გააკეთებ?
- დავეხმარები რომ ის პატარა ანგელოზი საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს, თურმე რა არასწორად ვიქცეოდი აქამდე დემუ.
- შეენ? -გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ბიჭს.
- მე, შენ წარმოიდგინე სულაც არ ვარ იდეალური, საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვამჩნევდი, უფრო სწორად რომ ვთქვა არ მინდოდა რომ შემემჩნია, მთელი ცხოვრებაა ასე ვცხოვრობ მან კი...
- სასწაული მოახდინა და შეგცვალა.
- მთლად ასეც ვერ ვიტყოდი, უბრალოდ მისმა საქციელმა ჩემზე იმოქმედა, უცნაური და საინტერესო ვინმეა, თუმცა თავის მობეზრებაც ეხერხება, -უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები ნატალიამ და საყვარლად მომღიმარ დემუს გადახედა, -შენც მოგეწონა არა?
- რას ნიშნავს მეც?
- დაივიწყე მგონი რაღაცას ვბოდავ, ფეხზე წამოხტა და ზურგი შეაქცია რომ როგორმე აწითლებული ღაწვები დაემალა.
-

ნამიან ბალახზე იწვა თუმცა მის გახურებულ სხეულს ვერც დილის გრილი ნიავი და ვერც ბალახის სისველე ვერ აურვებდა, ღრმად სუნთქავდა ბაგეებ გაპობილი, მის სიახლოვეს გრძნობდა, სრულიად შიშველი, თმაგაშლილი, თვალდახუჭული იწვა და ელოდა როდის მიუახლოვდებოდა, მსუბუქი ნაბიჯების ხმა მოჰქონდა ნიავს თუმცა ის ვისი სურვილიც კლავდა რატომღაც არ ჩქარობდა მასთან მისვლას და შეხებას ნატალიას კი სული ელეოდა ისე უნდოდა იმ ულამაზესი თითების და ვნებიანი ტუჩების საკუთარ სხეულზე შეგრძნება, თვალების გახელას ცდილობდა რომ დაენახა მაგრამ ვერ ახერხებდა, არ იცოდა ვინ იყო ცდილობდა მისი სახე გაეხსენებინა მაგრამ სულ ტყუილად, ერთადერთი რასაც გრძნობდა იყო ის რომ თუ არ შეეხებოდა არ მოეფერებოდა, არ აკოცებდა, ჭკუიდან შეიშლებოდა...
როგორც იქნა გახშირებული სუნთქვის ხმა მოესმა და სულ ახლოდან შეიგრძნო მისი სხეულის სითბო, ხელები ასწია მისი მკლავები იპოვნა, იგრძნო როგორ დაიძაბა მამაკაცი, ზემოთ აუცურა თითები, მხრებზე მოხვია და მიიზიდა, თითქოს მის ნებას დაჰყვა სასურველი, ნაზი შეხება იგრძნო ბაგეებზე რომელიც მალე ველურ ამბორში გადაიზარდა, გახელებული დაატარებდა მის სხეულზე გრძელ მოქნილ თითებს, გამაგრებულ ძუძუსთავებს უსრესდა, გახურებული ბაგეებით უშანთავდა ყოველ მილიმეტრს, მისი ყოველი შეხება უსაზღვრო სიამოვნებას განაცდევინებდა და მაინც არ ჰყოფნიდა ნატალიას, უფრო და უფრო მეტი უნდოდა, ფეხები შემოხვია წელზე, მაღლა აზიდა სხეული...
პირველ ბიძგთან ერთად შეძლო თვალების გახელა და გაოგნდა, დილის ამომავალ მზის სხივებზე ცეცხლმოკიდებულივით ელავდა ძლიერ მხრებზე უწესრიგოდ ჩამოშლილი თმები, დაუოკებელი ვნებითა და სურვილით სავსე ნაცრისფერი თვალებით დაჰყურებდა ზემოდან, კიდევ ერთი ბიძგი, კიდევ ერთი, უფრო სწრაფად, სწრაფად...

სულმთლად სველს გამოეღვიძა, გაოფლილს სუნთქვა აჩქარებულს, მოთენთილს და კმაყოფილს, ერთხანს თვალებმინაბული იწვა გულაღმა და სიზმრად ნანახის გააზრებას ცდილობდა, მერე ყველაფრის დეტალურად გახსენებას შეეცადა, ფრთხილად გადაიტარა თხელ პენუარს შიგნით მაცდურად ამობურცულ მკერდზე თითები, მეორე ხელი ფეხებს შორის ჩაიცურა, გამშრალი ტუჩები მოილოკა, ისევ წარმოიდგინა მისი შეხება, ხმამაღალი კვნესა დასცდა...
- ჯანდაბა, რას ვაკეთებ, რაზე ვფიქრობ, -ხმამაღლა იყვირა და საწოლიდან წამოხტა, ეროტიული სიზმრისგან მოგვრილი შეგრძნებებისგან გონებაარეული და დეზორიენტირებული მთელი ძალით შეასკდა კარადას, გამწარებულმა ისეთი უშვერი სიტყვებით შეუკურთხა სიზმარში უკითხავად მოვლენილს თვითონაც გაუკვირდა საკუთარი თავის, ბარბაცით მივიდა სააბაზანომდე ცივი წყალი მოუშვა და შხაპის ქვეშ დადგა.
- რამ დამასიზმრა, არა, აშკარად ვერ ვარ კარგად, ორად ორჯერ ვნახე, არადა საერთოდ არ მომწონს წითურები, არც ისეთები არაფერს რომ არ წარმოადგენენ, არ მინდა არა, რატომ დამესიზმრა, მასზე აღარ უნდა იფიქრო ნატალია, არ იფიქრო, თავში აზრადაც არ უნდა გაივლო, -ყინულივით ცივი წყლის ქვეშ მდგარი ბუტბუტებდა, თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებდა რაღაცას, ეშინოდა, პირველად იყო ასე დაბნეული, პირველად გრძნობდა რომ შეიძლებოდა მის ცხოვრებაში რაღაც შეცვლილიყო და ეს არ მოსწონდა, უკვე სისხლში ჰქონდა გამჯდარი როგორც თათა იტყოდა ‘’მოსაწყენი სტაბილურობა’’
- მასზე ფიქრს მირჩევნია გოგაზე ვიფიქრო ხოლმე, -ისე წამოიყვირა თითქოს უნდოდა ვინმეს გაეგო, -ჰო ასეა გოგაზე ვიფიქრებ, ძილის წინ მას წარმოვიდგენ ხოლმე და მერე ის საძაგელი წითური აღარ დამესიზმრება, მაგრამ გოგა რომ ვერ აღმაგზნებს? მის მიმართ არაფერს ვგრძნობ, საერთოდ არაფერს, რატომ უნდა დამესიზმროს... -უცბად გაჩუმდა, შეშფოთების ტალღამ გადაუარა სახეზე, თითქოს ისეთი რამ წამოსცდა რისი ხმამაღლა აღიარებისაც ძალიან ეშინოდა, თავზე შემოიჭდო თითები, ამოიოხრა, ზურგით მიეყრდნო სველ კედელს და დაბლა ჩაცურდა...
-
- როგორც იქნა მოხვედი, -მკაცრი გამომეტყველების მქონე მაღალი, გამხდარი სამოცდაათ წლამდე მამაკაცი სავარძლიდან წამოდგა და შუა ოთახში შეეგება ნიკას, გადაეხვია და ლოყაზე აკოცა, -სად ხარ დაკარგული? უკვე ორი დღეა რაც ჩამოვედი და ჯერ თვალით არ მინახიხარ, მომენატრე საძაგელო.
- მეც მომენატრე ბაბუ, -ნიკამ სიცილით მოუთათუნა მხარზე ხელი, იქვე მდგარ რბილ სავარძელთან მივიდა, დაჯდა და თვალდახუჭულმა მიაყრდნო თავი საზურგეს.
- რა გჭირს არ გამოიყურები კარგად, რა სეგემთხვა, -მოხუცი მის მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა და დაკვირვებით შეათვალიერა შვილიშვილი, უბრალო სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, ზეთით დალაქავებული ჯინსის შარვალი და მაისური, დაღლილი ჩანდა.
- კარგად ვარ ბატონო ნიკოლოზ, უბრალოდ დავიღალე, ეს ბოლო ორი დღე კახეთში ვიყავი, ჯერ კიდევ უამრავი საქმეა გასაკეთებელი, აქეთ მომავალს ავტომობილი გამიფუჭდა გზაში და საკმაოდ ვიწვალე, ძლივს შევაკეთე, მერე შენ დამიბარე სასწრაფოდ და სახლში მისვლა ვეღარ მოვასწარი რომ გამომეცვალა, პირდაპირ აქ წამოვედი.
- არა რა შენი გამოსწორება არ იქნება, -მკაცრად ჟღერდა უფროსი ნიკოლოზის ხმა თუმცა ნიკა კარგად იცნობდა გამზრდელ ბაბუას და მშვენივრად იცოდა რომ მზე და მთვარე მასზე ამოდიოდა, -ნიკა მისმენ? შემომხედე რომ გელაპარაკები, როდემდე უნდა გააგრძელო ასე...
- ასე როგორ? -ეშმაკური ღიმილით შეხედა მოღუშულ მამაკაცს, -მაინც რა არ მოგწონთ ბატონო ნიკოლოზ?
- ნუ მასხარაობ თუ კაცი ხარ, მშვენივრად იცი რაც არ მომწონს, დავიწყო ჩამოთვლა? ჯერ ერთი რას ჰგავხარ, რანაირად ჩაცმული დაიარები, ან ეს თმა რას გიგავს.
- რას ერჩი ჩემს თმას? -კეფაზე შეკრულ თმაზე გადაისვა ხელი, ეს ის საკითხი იყო რომელზეც ვერასოდეს თანხმდებოდნენ ბაბუა და შვილიშვილი.
- მისმინე შვილო, უზარმაზარი კომპანიის მფლობელი ხარ...
- მე კი არა შენ ხარ მფლობელი და საერთოდ ჩემი თმა რა შუაშია ამ კომპანიასთან.
- ნუ მაწყვეტინებ, ჩემი ერთადერთი მემკვიდრე ხარ და ყველაფერი რაც ახლა მე მეკუთვნის ერთ დღეს შენი გახდება, შენ კი ჯერ ვერაფრით გამოხვედი იმ ასაკიდან ასეთი მაისურები და დაჟანგული ავტომობილები რომ მოსწონთ, სამსახურში ასეთ ფორმაში მოდიხარ, დილიდან საღამომდე სხვადასხვა ობიექტზე და სხვადასხვა ქალაქში ხარ და მუშებთან ერთად მუშაობ, წვეულებებს და ბიზნეს შეხვედრებს თავს არიდებ, არადა მინდა რომ უფრო სერიოზულად, უფრო სოლიდურად გამოიყურებოდე, ჩვენი თანამშრომლების და პარტნიორების უმეტესობა არ გიცნობს...
- დამშვიდდი, მოვა დრო და ყველას გავიცნობ, ჰოდა ძირადღირებულ ტანსაცმელს და ავტომობილს რაც შეეხება, ეგ რომ განსაზღვრავდეს ადამიანის ზრდასრულობას კარგი იქნებოდა, ტყუილად ნუ ვიკამათებთ, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს, არ ვაპირებ ძვირფასი ტყავის სავარძლების და რამდენიმე დამატებითი აქსესუარის გამო მანქანის შეცვლას მაშინ როცა ჩემიც მშვენივრად ასრულებს იმ საქმეს რაც ევალება, ნაკლებად მაინტერესებს ვინ რას იტყვის, იმ საქმეს რასაც ხელს ვკიდებ ყოველთვის უშეცდომოდ ვასრულებ და მნიშვნელობა არასდროს ჰქონია იმას თუ რა მაცვია, რომელიმე ბრენდის ძვირად ღირებული პიჯაკი თუ ბაზრობაზე შეძენილი უბრალო მაისური.
- ეს ყველაფერი კარგი და ჩემს შვილიშვილზე რას იტყვი, -პირდაპირ მიახალა და პატარა ჯიუტი ბავშვივით დაიკრიფა გულზე გადაჯვარედინებული მკლავები.
- რომელ შვილიშვილზე? -მიამიტურად აახამხამა თვალები ნიკამ.
- მშვენივრად იცი რომელზეც, უკვე სამცდაჩვიდმეტი წლის ვარ...
- არადა სამოცდაათზე მეტს ვერ მოგცემს კაცი, -მხიარულად გაეკრიჭა.
- ნუ მაწყვეტინებ, -ხმას აუმაღლა და გაბრაზებულმა მუქარით დაუქნია თითი ცხვირწინ, -მინდა სანამ მოვკვდები ვნახო როგორ დაქორწინდები, შენი შვილი მინდა ვნახო, ხელში ავიყვანო, ჩავიხუტო, მინად რომ ბაბუა დამიძახოს, ასე ძნელს რას ვითხოვ.
- არადა მართლა ძნელ რამეს ითხოვ, -ამჯერად აღარ გაუღიმია ნიკას, -ჯერ მხოლოდ ოცდაექვსი წლის ვარ ბაბუ, გპირდები როგორც კი ვინმე ისეთს შევხვდები ჩემს ცხოვრებას და ფიქრებს თავდაყირა რომ დააყენებს ქორწინებაზეც ვიფიქრებ მანამდე კი შენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად უნდა გითხრა რომ უსიყვარულოდ ცოლის მოყვანას არ ვაპირებ.
- კარგი, რაც არის არის, -ხელი ჩაიქნია ბატონმა ნიკოლოზმა, თუმცა გადაღლილ ნიკას იმაზე არ გაუმახვილებია ყურადღება რომ ბაბუამისი საეჭვოდ ადვილად დანებდა, რაც ნამდვილად არ სჩვეოდა, -არ მინდა გეკამათო რამდენიმე დღეში ისედაც დიდხანს მომიწევს შენთან გამომშვიდობება, დღეს კი სანამ წავალ შენი წარდგენა მინდოდა თანამშრომლებისთვის, რამდენიმე თვეა აქ არ ყოფილხარ, ბევრი ახალი კადრი გვყავს.
- ჰო მაგას მივხვდი, შენმა მდივანმაც ვერ მიცნო, ეტყობა ისიც ახალია და თან ძალიან აგრესიული, აშკარად არ მოვუვედი თვალში, კინაღამ დაცვას გამოუძახა, -გულიანად გაეცინა და მერე საათს დახედა.
- ისევ გარბიხარ არა? -უკმაყოფილება ვერ დამალა მოხუცმა.
- ცოტას დავისვენებ და ისევ უკან უნდა დავბრუნდე კახეთში, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს მოსაგვარებელი.
- დასვენებას როდისღა აპირებ?
- დასვენება მაშინ დამჭირდებოდა იმ საქმეს რომ ვაკეთებდე რომელსაც ვერ ვიტან, მსიამოვნებს ის ყველაფერი რასაც ვაკეთებ, უმოქმედობა უფრო მღლის ხოლმე.
- ვამაყობ შენით, -სახეზე ნათელი ღიმილი გადაეფინა კაცს, ერთი წუთითაც კი არ ვიფიქრებ აქაურობაზე როცა პენსიაზე გავალ, დარწმუნებული ვარ ყველაფერს მშვენივრად მიხედავ.
- კარგი ახლა ნუ გამაწითლებ, -ფეხზე წამოდგა ნიკა და ღიმილით წავიდა კარისკენ.
- მოიცადე, -კართან დაეწია ბატონი ნიკოლოზი და ხელში საქაღალდე შეაჩეჩა, -სახლში როგორც კი მიხვალ აუცილებლად გადახედე, -სამშენებლო კომპანიაა, ახლა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში არიან და ჩვენი დახმარება სჭირდებათ, პარტნიორობას გვთავაზობენ, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენც გვაწყობს მათთან თანამშრომლობა.
- მერე მე რა შუაში ვარ?
- მინდა რომ ამ საქმეს პირადად შენ მიხედო, სასწრაფოა და არ გადადო, ხელმძღვანელს შეხვდი, გაესაუბრე, დარწმუნებული ვარ შეთანხმდებით, ვიცი რომ არ გიყვარს სამშენებლო საქმე მაგრამ ჩვენი კომპანიის შემოსავლის ორმოცდაათი პროცენტი სწორედ ამ საქმიდან შემოდის.
- კარგი მივხედავ, -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და უხმაუროდ გაიხურა კარი.
- მიხედავ აბა რას იზავ, რათქმაუნდა მიხედავ, -ეშმაკურად გაიღიმა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, პატარა ბავშვივით აცეტებულმა აკრიბა ნომერი და შეთქმულივით აჩურჩულდა.
- ნუგზარ, მეგობარო შენს შვილიშვილს გადაეცი რომ მე ჩემი საქმე გავაკეთე.
- ... ... ...
- სამადლობელი რა არის, პირიქით, მე უნდა ვუთხრა მადლობა დემუს, ჭკვიანი ბიჭი გყავს, ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს ეგ ცუღლუტი ეგ.
- ... ... ...
- გამოვა, აუცილებლად გამოვა, ვიცი ეგ გოგო თუ მოამტვრევს რქებს ამ უჟმურს.
- ... ... ...
- რათქმაუნდა ყველაფერს გაგაგებინებ.
გაღიმებულმა გათიშა ტელეფონი, მინის კედელთან მივიდა და ზაფხულის მწველ სიცხეში გახვეულ თბილისს მოატარა მზერა, საკუთარ ხელებს დახედა, ერთმანეთზე გადაჯვარედინებული მიიტანა მკერდთან, წამოიდგინა როგორ ეწვა მკლავებში პატარა, ცეცხლისფერთმიანი საყვარლად მომღიმარი არსება, მისი ნიკას ნაწილი, მისი სიცოცხლის გაგრძელება...
-
- დახმარების მაგივრად ნერვებს მიშლი გოგა, გადი და მარტო დამტოვე, -ადგილს ვერ პოულობდა ნატალია, არ იყო მიჩვეული წარუმატებლობას არადა ახლა იძულებული იყო ვიღაცისთვის ეთხოვა დახმარება, ვერ ხვდებოდა როგორ და სად გაეპარა შეცდომა.
- იქნებ ცოტა ხნით გავიდეთ, სადმე დავსხდეთ რამე დავლიოთ, დაისვენებ და უკეთ იფიქრებ, -გოგა ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა, მშვიდად მიირთმევდა ყავას და ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში მოსიარულე ნატალიას საჯდომს არ აშორებდა მზერას რომელიც გრძელი თუმცა ვიწრო კაბიდან მადისაღმძვრელად მოუჩანდა.
- გთხოვ გოგა შემეშვი, დღეს დილიდან იმის მაგივრად რომ გამოსავლის ძიებაში დამხმარებოდი ჩემს მდივანთან ფლირტის და ჩემი საჯდომის თვალიერების მეტი არაფერი გაგიკეთებია, დასვენება კი არა ახლა იმაზე ვფიქრობ დამთანხმდება თუ არა ბატონი ნიკოლოზი შეხვედრაზე, თურმე ძალიან მკაცრი ყოფილა, თანაც სამოცდაჩვიდმეტი წლისაა არ ვიცი ერთმანეთს როგორ გავუგებთ.
- ისე ლაპარაკობ თითქოს პაემანზე მიდიოდე და არა საქმიან შეხვედრაზე, -ჩაიფრუტუნა გოგამ.
- ეგ რა შუაშია უბრალოდ ვფიქრობ რომ საქმის შესახებ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვევა.
- იქნებ მაინც გეფიქრა შესვენებაზე.
- გეყოფა გოგა.
- უბრალოდ ვცდილობ რომ მოდუნებაში დაგეხმარო, -ფეხზე წამოდგა, ნატალიას მიუახლოვდა, მხრებში ჩაავლო ხელი და აიძულა გაჩერებულიყო, ფრთხილად მიიყვანა სავარძელთან და დასვა, მკერდზე ჩაუცურა თითები და ყელამდე შეკრული პერანგის ღილების გახსნა დაუწყო.
- რას აკეთებ? -წამოდგომა სცადა ნატალიამ მაგრამ გოგამ არ დაანება.
- დამშვიდდი, უბრალოდ მასაჟს გაგიკეთებ რომ ცოტა მოდუნდე, -პერანგი მხრებზე გადაუღეღა, აღარაფერი უთქვამს ნატალიას, თვალები დახუჭა და მის თითებს მინებდა, იჯდა და ყველანაირად ცდილობდა მოდუნებულიყო, ცდილობდა დაკვირვებოდა გრძნობებს რომლებსაც გოგას თითების შეხება იწვევდა, მისი მოქმედება უფრო მოფერებას ჰგავდა ვიდრე მასაჟს, ჯერ ლოყაზე მერე ყელზე მერე კი მხარზე რომ იგრძნო მისი ტუჩების შეხება მაშინაც არ განძრეულა, უკვირდა რატომ ვერ გრძნობდა ვერაფერს, არც კი აღელვებულა მაშინ როცა იმ საძაგელმა წითურმა სიზმარშიც კი შეძლო და ორგაზმი განაცდევინა...
მისი უმოქმედობით და დუმილით გათამამებულმა გოგამ თითები მკერდისკენ რომ გააპარა მაშინღა გამოფხიზლდა ნატალია და უხეშად მოიშორა, ღილები შეიკრა და წამოდგა.
- ჯობია თუ წახვალ, -ცივად მიმართა და რატომღაც გულში რაღაც ჩაწყდა მის თვალებში უზომოდ დიდი სევდა და გულისწყვეტა რომ შეამჩნია.
- ჩემს მიმართ საერთოდ არაფერს გრძნობ არა?
- ამაზე პასუხი ხომ იცი გოგა, რაღატომ მეკითხები?
- არ ვიცი რატომ ვიფიქრე რომ როდისმე შეძლებდი და შემიყვარებდი, -დანანებით გადააქნია თავი.
- მაინცდამაინც არ გიწვალია იმისთვის რომ ჩემთვის თავი შეგეყვარებინა, -გაეღიმა ნატალიას, -რატომღაც მგონია რომ შენც არ გიყვარვარ და ჩვენი მშობლების შეგონებებით გაქვს თავი გამოტენილი, შენ არ ხარ ის კაცი ვინც ჩემნაირი ქალის ატანას შეძლებს.
- ისე მელაპარაკები ალბათ შემდეგი წინადადება ის იქნება რომ მეგობრებად დავრჩეთ.
- მე ისედაც მეგობრად გთვლიდი.
- ვიფიქრებ მაგაზე, ახლა კი უნდა წავიდე ნათია მელოდება, -წამიერად გარდაქმნილმა მხიარულად მომღიმარმა გოგამ თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა, შვებით ამოისუნთქა ნატალიამ და ის იყო სავარძელში ჩაეშვა რომ ტელეფონი აწკრიალდა, ისე უპასუხა ნომრისთვის არც დაუხედავს.
- გისმენთ.
- ნიკოლოზ ცინცაძის დავალებით გირეკავთ თქვენი სამშენებლო კომპანიების თანამშრომლობასთან დაკავშირებით, -საიამოვნოდ წკრიალა ხმით ჩამოარაკრაკა გოგონამ.
- დიახ, გისმენთ, -ყველანაირად შეეცადა ხმაზე აღელვება არ შეტყობოდა.
- ხვალ დილით თქვენთან შეხვედრა სურს მომავალი პარტნიორობის დეტალების განსახილველად, ზუსტ მისამართს მოგწერთ.
- საჭირო არ არის, ვიცი მათი კომპანიის ოფისი სადაც მდებარეობს.
- საქმე იმაშია რომ ოფისში არ სურს შეხვედრა ასე რომ მისამართს შეტყობინების სახით გამოგიგზავნით.
- კარგი გელოდებით, -ტელეფონი გათიშა გაკვირვებულმა და რამდენიმე წამში მოსული შეტყობინება რომ წაიკითხა თვალები გაოცებისგან შუბლზე აუვიდა.
ხვალ, დილის ცხრა საათი, კახეთი... -ეწერა შეტყობინებაში...


- შენებმა იციან რომ ჩემთან რჩები? -დემუმ ბატიბუტით სავსე უზარმაზარი თასი საწოლზე წამოგორებულ თათას დაადო მუცელზე და პულტს დააჭირა.
- მთავარია რომ ნატალიამ იცის, თუ რამეა ის მოაგვარებს დედასთან, რა კარგია რომ შენები ჩემებს არ გვანან და არ უკვირთ თქვენთან რომ ვრჩები ხოლმე, მე დედასთვის რომ მეთქვა ის მამას ეტყოდა მამა კი ისედაც ბრაზობს ხოლმე ჩვენზე, არ მოსწონს ასეთი ურთიერთობა რომ გვაქვს.
- როგორი ასეთი? -გულუბრყვილო გაოცებით სავსე თვალებით შეხედა დემუმ.
- როგორი და ახლო, -საწოლის თავზე მიყრდნობილ ჩამოადო თავი მხარზე და ტელევიზორში უაზროდ მორბენალ ზომბებს ცხვირაბზუებულმა გახედა, -უკეთესი ვერაფერი შეარჩიე?
- კარგი რა თათა, რა დროს ფილმია, მამაშენი მართლა გიშლის ჩემთან ურთიერთობას?
- არ მითქვამს რომ მიშლის.
- არ გითქვამს მაგრამ ასე გამოვიდა.
- უბრალოდ ფრთხილობს, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს, მისი და დედას ლაპარაკს შევესწარი, კაბინეტში საუბრობდნენ და ჩუმად მივაყურადე, არ მომწონს ასე ახლოს რომ არიან ერთმანეთთან, კოტემ რომ გაიგოს რას იფიქრებსო.
- კოტე ვინღაა და საერთოდ რა შუაშია?
- როგორ არ გახსოვს, მამას მეგობარი კოტე ძია, ამასწინათ ჩვენთან იყო მოსული, ცოტა დალიეს მან და მამამ მერე მე მითხრა მალე ჩემი რძალი გახდებიო.
- რაო, რა გახდებიო? -დემუ სიბრაზისგან სულ მთლად გაწითლდა.
- რა და რძალიო, -ისე გააგრძელა თათამ დემუს მდგომარეობა არც შეუნიშნავს, -მისი შვილი ლევანიც გეხსომება ამერიკაში რომ ყავთ გაგზავნილი საცხოვრებლად ერთი წლის შემდეგ ბრუნდება და კოტეს და მამას მოულაპარაკებიათ რომ უნდა დაგვნიშნონ, როგორც კი სრულწლოვანი გავხდები დაგვაქორწინებენ, ხომ იცი საერთო ბიზნესი აქვთ და ალბათ ასე ცდილობენ რომ უფრო ძლიერები გახდნენ, ყველაფერი საერთო ექნებათ თუ დანათესავდებიან...
- გაჩუმდი, -მოულოდნელად ხმამაღლა იყვირა დემუმ, შეშინებული შეხტა ნატალია და გაფართოებული თვალები მიაპყრო სახეშეშლილ ბიჭს.
- რა გჭირს? რა გაყვირებს?
- რა მაყვირებს? ხვდები რას ამბობ? როგორ შეგიძლია ამ ყველაფერზე ასე მარტივად ისაუბრო, ან შენ მშობლებს როგორ შეუძლიათ ასე უბრალოდ ადგნენ და გაგათხოვონ ვიღაც ლევანიზე, თუ იქნებ სულაც არ არის ვიღაც და ძალიანაც მოგწონს.
- გაგიჟდი? -სიცილი წასკდა თათას, -ძალიან ხომ არ აზვიადებ ამ ყველაფერს, როგორ უნდა მომწონდეს როცა ბოლოს შვიდი წლის წინ ვნახე, თანაც ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წლის ვარ, რა დროს ჩემი მოწონება და მითუმეტეს გათხოვებაა.
- ჰო მაგრამ შენი მშობლები ასე არ ფიქრობენ, დაგნიშნავენ და მერე სამუდამოდ დაგკარგავ, ჩემს ნახვას აგიკრძალავენ, მე კი ამას ვერ შევეგუები, -საწოლიდან წამოდგა, კეფაზე შემოიჭდო ხელები და ნერვიულად დაიწყო აქეთ-იქით სიარული, წარმოდგენაც არ შეეძლო იმის რომ შეიძლებოდა თათა ვეღარ ენახა, რომ შეიძლებოდა ამ პატარა, საყვარელ, მუდამ მომღიმარ გოგონას რომელიც სიცოცხლეს უხალისებდა სხვისი შეყვარებული, საცოლე, ცოლი დარქმეოდა, სხვისი...
- ნუ ნერვიულობ, ეს საქმე უკვე მოვაგვარე, მოდი მომიწექი და დამშვიდდი, -ღიმილით დაატყაპუნა ხელი საწოლზე და საყვარლად აუხამხამა თვალები.
- როგორ მოაგვარე, ასეთი რა გააკეთე?
- ნატალიას მოვუყევი ყველაფერი და შემპირდა რომ დედას და მამას დაელაპარაკება, ასე მითხრა არ დავუშვებ რომ ისეთი რამის გაკეთება მოგიწიოს რაც არ გენდომებაო.
- მართლა? -ამჯერად შვებით ამოისუნთქა ბიჭმა, იცოდა თუ ნატალია რამეს იტყოდა წყალი არ გაუვიდოდა, საკუთარი თავივით ჯეროდა მისი, შედარებით დამშვიდებული ავიდა საწოლზე, ბატიბუტით სავსე თასი ააცალა თათას, წამოწვა და მუცელზე დაადო თავი, თმაში თითების თამაში რომ იგრძნო ცოტა დააკლდა რომ კატასავით არ აკრუტუნებულიყო.
- რა თქვა ბაბუაშენმა არ მომიყვები? ერთი სული მაქვს გავიგო ჩვენი გეგმა როგორ მიდის, -სადღაც შორიდან ჩაესმა თათას ხმა მოდუნებულს.
- თავიდან გაუკვირდა როცა ვთხოვე რომ მეგობართან დაერეკა მერე ყველაფერი კარგად რომ მოვუყევი დამთანხმდა, დაურეკა და ვერ წარმოიდგენ რა მოხდა, თურმე ბატონ ნიკოლოზს ერთი სული აქვს შვილიშვილი დააქორწინოს და რაც შეიძლება მალე იხილოს შვილთაშვილი.
- ანუ ესე იგი დაგვთანხმდა? არ მეგონა ასე მარტივად თუ მოვახერხებდით, საერთოდ მაგრად გაგვიმართლა რომ ბაბუაშენი და ნიკას ბაბუა დიდი ხნის მეგობრები აღმოჩნდნენ.
- ჰო ეს ამბავი სრულიად შემთხვევით გავარკვიე, ერთი სიტყვით, ისაუბრეს და ბატონი ნიკოლოზი ყველანაირად გვეხმარება.
- დეტალები მაინტერესებს, -ხმაში მოუთმენლობა გაერია თათას.
- ჯერჯერობით არაფერი ვიცი, მე მომანდეთო თქვა.
- აუუ რა მოითმენს, -საყვარლად აწუწუნდა და დემუმაც სიცილი ვერ შეიკავა, ახლა იმაზე აუშარდა თათა რატომ დამცინიო და ძლივს შემოირიგა შოკოლადის ტორტის უზარმაზარი ნაჭრის სანაცვლოდ, შუაღამემდე უყურებდნენ ფილმებს, საუბრობდნენ, იცინოდნენ, მომავლის გეგმებს აწყობდნენ, ღამე უკვე იცრიცებოდა ერთმანეთზე ჩახუტებულებს რომ ჩაეძინათ.
-
დაძაბული მართავდა საჭეს ნატალია, ბრაზობდა თუმცა თავს ზემოთ ძალა არ ჰქონდა, იძულებული იყო ბატონი ნიკოლოზის ხუშტურებზე ეარა ცოტა ხნით მაინც, მანამდე სანამ მის კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა, მთელი ღამე არ უძინია, საბუთებს აწესრიგებდა, მოლაპარაკებისთვის ემზადებოდა, უნდოდა ყველაფერს უნაკლოდ ჩაევლო, ერთი წამითაც კი არ მოუხუჭავს თვალი და ახლა ლამის იყო საჭეზე ჩამოძინებოდა, საშინლად იყო დაღლილი იმდენად რომ თვალის დახუჭვა და რამდენიმე საათი გადაბმულად ძილი ყველაფერს ერჩივნა თუმცა თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა, საქმეს ვერ გააფუჭებდა ყველაფერს მოაგვარებდა და მერე იქნებ მოეხერხებინა კიდეც ორიოდე დღით სადმე დასასვენებლად წასვლა, სადმე სადაც სიწყნარე და სიმშვიდე დახვდებოდა...
უკვე ცხრა ხდებოდა როცა დანიშნულების ადგილს მიუახლოვდა, სვლა შეანელა, დაეჭვებულმა დახედა ნავიგატორს და მერე გზის ორივე მხარეს გადაშლილი თვალუწვდენელი ზვრები შეათვალიერა, წესით ახლა მარცხნივ უნდა შეეხვია, გადაუხვია, კიდევ რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა და ხის ჭიშკარს მიადგა, იქვე დააყენა ავტომობილი და გადმოვიდა, მოხიბლა ირგვლივ გამეფებულმა სიმშვიდემ და სილამაზემ, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა გრილი, სუფთა ჰაერი, უკანა სავარძელზე უპატრონოდ მიგდებული, საბუთებით სავსე ჩანთა არც გახსენებია ისე შეაღო კარი, რატომღაც სიბრაზეს აღარ გრძნობდა და ახლა დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით იყო შეპყრობილი, აინტერესებდა რატომ დაუთქვა შეხვედრა აქ, ამ ადგილზე ბატონმა ნიკოლოზმა, კაცმა რომლის სიმკაცრეზე და მოუხელთებლობაზე ლეგენდები დადიოდა.
ეზოში შევიდა თუ არა უკონტროლო ღიმილმა გაუპო ბაგე, ულამაზესი იყო იქაურობა, ვიწრო, ფერადი ქვით მოკირწყლული ბილიკი მიდიოდა ხით ნაშენი პატარა, ერთსართულიანი სახლისკენ, მწვანე ბალახით იყო დაფარული ეზო ხეებით დაჩრდილული და უამრავი სხვადასხვანაირი ფერადი ყვავილით სავსე, რამდენიმე წამს ერთ ადგილზე იდგა და გარემოს ათვალიერებდა, მაშინღა გამოერკვა როცა გაავებული ყეფა მოესმა და დაინახა როგორ მორბოდა მისკენ უზარმაზარი თეთრი ნაგაზი.
- ბომბორა, გაჩერდი ბომბორა, გაჩერდი, -უკან დაბალი წითელ ლოყებიანი კაცი მოსდევდა ძაღლს შეშინებული ჩანდა, ნატალიას ერთი წამითაც კი არ შეშინებია.
- დაჯექი, ცივი ხმით უბრძანა უკვე მოახლოებულ ნაგაზს და გაშლილი ხელით მიუთითა რომ დამჯდარიყო, გაოგნებული შედგა ბომბორა, მიჩვეული იყო ამ უცხოსავით დაუპატიჟებელი სტუმრები როგორ გარბოდნენ მისი დანახვისას შეშინებულები და როგორ კიოდნენ განწირული ხმით, უკანა თათებზე ჩაჯდა, საყვარლად გადააგდო თავი გვერდზე, ენა გამოყო და აქასქასდა.
- დაბმა დამავიწყდა, -როგორც იქნა კაცმაც მოაღწია და აქოშინებული შეჩერდა მის წინ, -უნდა დამება არადა გამომრჩა, ხომ არაფერი დაუშავებია, დიდია და შეხედულებით აშინებს ხოლმე ხალხს თორემ ისე პატარა ბავშვივით უწყინარია, მე შალვა მქვია, თქვენ ვისთან ხართ? -შეუსვენებლად ქაქანებდა, არ ჩუმდებოდა, აშკარა იყო რომ ნატალიაზე მეტად იყო შეშინებული და აღელვებული.
- არაფერია ნუ ნერვიულობთ, -ხელი ჩაიქნია ნატალიამ, -კარგად ვარ, ბატონი ნიკოლოზის ნახვა მინდა, ცხრა საათზე უნად შევხვედროდი, თუ შეიძლება გადაეცით რომ მოვედი.
- ბატონი ნიკოლოზი? -შალვამ გაოცებულმა მიმოიხედა ირგვლივ.
- იმედია მისამართი არ შემშლია, -ნატალიამ უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები, -ნიკოლოზ ცინცაძეს უნდა შევხვედროდი.
- აა გასაგებია, ბატონი ნიკოლოზი, გასაგებია, -სულ მთლად დაიბნა შალვა, -ბატონი ნიკოლოზი ახლა ვენახშია, მობრძანდით სახლში დაელოდეთ, სულ რაღაც ერთ საათში მოვა შეიძლება ცოტა დააგვიანდეს მაგრამ მანამდე თქვენც დაისვენებთ, -შალვამ სახლისკენ ანიშნა და წინ გაუძღვა.
- მოიცადეთ, -შეაჩერა ნატალიამ, -იმდენი დრო არ მაქვს რომ ასე უბრალოდ დასვენებაში დავკარგო, მითხარით სად არის და მივაკითხავ.
- ჯობს თუ დაელოდებით, ასე იქ ვერ წახვალთ, -მხრები უხერხულად აწურა მამაკაცმა და ნატალიას მაღალქუსლიან ფეხსაცმელს დახედა.
- თქვენ უბრალოდ მაჩვენეთ საით წავიდე, იხტიბარი არ გაიტეხა და როგორც კი შალვასგან საჭირო მითითება მიიღო გზას გაუყვა, ვენახში შევიდა თუ არა, მაშინვე მიხვდა რომ ამ ქუსლებით შორს ვერ წავიდოდა, იძულებული გახდა გაეხადა, ფეხქვეშ ბალახი რომ იგრძნო უცნაურად შეაჟრჟოლა თუმცა ეს ნამდვილად არ ყოფილა უსიამოვნო შეგრძნება.
- რა ჯანდაბას ვაკეთებ, ვერ ვხვდები რა აქვს ჩაფიქრებული იმ კაცს, -ჩაიბურტყუნა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს, მიდიოდა და გრძნობდა როგორ მშვიდებოდა ნელ-ნელა, მსუბუქი ნიავი უწეწავდა გაშლილ თმას, ასე ნანატრ და იშვიათ სიჩუმეს დახარბებული ბედნიერ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან, თვალები დახუჭა ერთ ადგილზე დატრიალდა მერე გაჩერდა, თავი უკან გადააგდო და სახე მზის სხივებს შეუშვირა.
- აქ არ გელოდი, -სრულიად მოდუნებულს და გაბრუებულს რომ ჩაესმა ხმა შიშისგან შეხტა და შეჰკივლა, თვალები გაახილა...
- მეჩვენები? -აღმოხდა გაოგნებულს, მის წინ ნიკა იდგა, ზემოდან დაჰყურებდა ეშმაკური ნაპერწკლებით სავსე ნაცრისფერი თვალებით, მზეზე უბზინავდა ცეცხლისფერი თმა, უნებურად სიზმრად ნანახი ამოუტივტივდა გონებაში ნატალიას, სველი ბალახი, ვენახი, მისი შეხება, კოცნა, მათი ერთობა...
დაიძაბა, მთელი ძალით შეკრა მუშტები, სუნთქვა აუჩქარდა, სხეული ისე აეწვა, ისე მოუნდა მისი შეხება მზად იყო საკუთარი ხელით გაეძრო კანი ოღონდ როგორმე სიმშვიდე მოეპოვებინა, თვალს არ ახამხამებდა ისე უყურებდა ნიკას რომელსაც ახლა შარავანდედივით ადგა თავზე მზის სხივები და ყოველ წამს ერთი ასად სასურველი ხდებოდა მისთვის.
- კარგად ხარ? რა გჭირს? -გამოხედვა შეეცვალა ნიკას, თვალებში შეშფოთება ჩაუდგა, მის სახეზე გამკრთალი შიში რომ დაინახა მაშინღა იგრძნო რომ ძლივს იდგა ფეხზე და ნელ-ნელა სამყარო მის გარშემო იწყებდა ბრუნვას.
- არ ვარ კარგად, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა, თვალები თავისთავად დაეხუჭა და ბოლოს რაც იგრძნო მის სხეულზე დამცავი ფარივით შემოხვეული ძლიერი მკლავები და საოცრად სასიამოვნო სურნელი იყო...




დასვენებულმა გაიღვიძა, ბედნიერმა, კმაყოფილმა, მოთენთილი იწვა, მოდუნებული და საერთოდ არ ჩქარობდა თვალების გახელას, როდის როდის დაიწყო მისმა გონებამ მისთვის მეტად უჩვეულო სიტუაციის აღქმა, მამაკაცის მშვიდი ფშვინვის ხმა, უკვე ნაცნობი და სასიამოვნო სურნელი, მის წელზე მოხვეული ძლიერი, დაძარღვული მკლავი...
- რა ჯანდაბა ხდება? -ჩაიჩურჩულა და ჯერ ცალი თვალი გაახილა, ფრთხილად მოათვალიერა გარემო, წამოიწია, პატარა, საკმაოდ ღარიბულად მოწყობილ საძინებელში მდგარ საწოლზე იწვა, რატომღაც საკუთარი ტანსაცმლის მაგივრად მამაკაცის მაისური ეცვა და არც მეტ არც ნაკლები მის გვერდით წელს ზემოთ შიშველ ნიკას ეძინა, თვითონაც გაუკვირდა როცა სიბრაზის მაგვარი ვერაფერი იგრძნო, ღრმად ეძინა ბიჭს, ცალი ხელი ბავშვივით ჰქონდა ლოყის ქვეშ ამოდებული ხოლო მეორე ხელი მის წელზე ედო, დროდადრო ისე საყვარლად იღიმოდა აშკარა იყო რომ რაღაც სასიამოვნო სიზმარს ხედავდა, არაფერზე უფიქრია ისე წაიღო ხელი მისი სახისკენ, ნაზად, ძალიან ნაზად შეეხო ღაწვზე, მერე შუბლზე, თმაზე გადაუსვა თითები, ნიკა რომ შეიშმუშნა და მხარი შეათამაშა მაშინღა მოვიდა გონს...
- გაიღვიძე, -ფრთხილად შეანჯღრია და საპასუხო რეაქცია რომ ვერ მიიღო ცოტა არ იყოს გაბრაზდა, -გაიღვიძე მეთქი არ გესმის? -იყვირა, იქვე ტუმბოზე მდგარ წყლით სავსე ჭიქას დასწვდა და თავზე დააცალა მძინარეს, წამის უსწრაფესად გამოფხიზლდა ნიკა, წამოჯდა სახე მოიწმინდა ერთხანს გაოცებული თვალებით შეჰყურებდა უტეხად მომზირალ მოღუშულ ნატალიას მერე ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში, მოეხვია, ბალიშებზე გადააწვინა, ზემოდან მოექცა და თავს ზემოთ დაუჭირა ხელები.
- ახლავე გამიშვი, რა აკეთებ, -ნატალიას ხმა არც თუ ისე მტკიცედ ჟღერდა, თვალებგაფართოებული შეჰყურებდა ქვემოდან მის თავთან დახრილს და გული ისე უცემდა ეგონა სადაცაა საგულედან ამოუხტებოდა.
- გამაღვიძე, დამასველე, მიყვირე, შენი აზრით რას იმსახურებ? -არც თუ ისე არასერიოზულად ჟღერდა ნიკას ხმა, თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა ნატალიას, წამიერად გაქრა სადღაც მისი შემართება, ტუჩები თავისდაუნებურად მოებრიცა სატირლად, გულში თავბედს იწყევლიდა რომ საერთოდ წამოვიდა ამ გადასაკარგავში.
- გამიშვი, -მოცახცახე სუნთქვას ამოაყოლა ერთადერთი სიტყვა.
- ასე უბრალოდ გაგიშვა? ვფიქრობ რომ დასჯას იმსახურებ, -ანთებული თვალებით და უცნაური ღიმილით დაიხარა მისკენ ნიკა, ახლოს, სულ ახლოს მიუტანა სახე, დაიძაბა ნატალია, საერთოდ შეწყვიტა სუნთქვა, წინააღმდეგობის გაწევა რატომღაც არც უფიქრია, მზად იყო მიეღო ‘’სასჯელი’’ რაც არ უნდა ყოფილიყო ის, თვალები მაგრად დახუჭა და თავი გვერდზე გადახარა.
- საჭმელს შენ მოამზადებ ეს იქნება შენი სასჯელი, -სახეზე მიაფრქვია ცხელი სუნთქვა და ხელი უშვა, ერთბაშად წამოდგა საწოლიდან და კარისკენ წავიდა, სიმსუბუქე რომ იგრძნო ნატალიამ და რატომღაც შეამცივნა მაშინღა გამოფხიზლდა და საკუთარ თავზე, საკუთარ უნებისყოფობაზე გაბრაზდა, გაცეცხლებული წამოხტა და უკვე ოთახიდან გასულ ნიკას დაედევნა.
- მოიცადე, -სამზარეულოს კართან დაეწია და მკლავში წვდა, -ყველაფერი უნდა ამიხსნა, რა ჯანდაბა ხდება? ამ სახლში რატომ ვარ ან შენ რას აკეთებ კახეთში.
- იმას არ მკითხავ ჩემი მაისური რატომ გაცვია? -ღიმილით შეათვალიერა გოგო და ნატალიამაც ახლა გაიაზრა რა მდგომარეობაშიც იყო, ფეხშიშველი თმააბურდული იდგა მის წინ, ფართო მაისური ძლივს უფარავდა საჯდომს, სახე შეეცვალა მთლად გაწითლდა და სიბრაზისგან აცახცახდა, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი საყვარელი და სასურველი ისე უხდებოდა ავარვარებული ღაწვები და დიდი მწვანე თვალები რომლებიდანაც ცეცხლს აფრქვევდა... ძლივს მოახერხა ნიკამ გონების მოკრება და იმ სურვილის დაიგნორება რომ ეს ულამაზესი ქმნილება გულში ჩაეკრა და მისი ათრთოლებული ბაგეები ასე რომ იწვევდნენ დაეკოცნა.
- მოიცადე სანამ რამე უცნაურს და არასწორს იფიქრებდე მომისმინე, -ხელები ასწია და ორი ნაბიჯით უკან დაიხია რომ მოსალოდნელი თავდასხმის შემთხვევაში გაქცევა შეძლებოდა, -ვენახში ვიყავი როცა არსაიდან გამომეცხადე, მერე გული წაგივიდა და იძულებული ვიყავი რომ აქ მომეყვანე, ტანსაცმელი კი იმიტომ გაგხადე რომ შენი პერანგი და კაბა ძალიან ვიწრო და მოუხერხებელი იყო საიმისოდ რომ დასვენება და გამოძინება მოგეხერხებინა, ჰოდა რაკი ამ სახლში მხოლოდ ერთი საძინებელია და მეც ძალიან დაღლილი ვიყავი იძულებული გავხდი შენს გვერდით დავწოლილიყავი, ეს იყო და ეს.
- ვერ ვხვდები, მაინც ვერ ვხვდები, შენ საერთოდ რა შუაში ხარ? აქ საიდან აღმოჩნდი, მე ბატონ ნიკოლოზთან შესახვედრად ჩამოვედი და... ღმერთო ჩემო, -პირზე აიფარა ხელი და დაფეთებულმა მიმოიხედა ირგვლივ, -შეხვედრა გამომრჩა, რომელი საათია? უნდა დავრეკო, ტელეფონი სად არის?
- დამშვიდდი, დამშვიდდი პანიკა საჭირო არ არის, ბატონი ნიკოლოზი აქ არ არის და დღეს არ ჩამოვა, მთხოვა გამეფრთხილებინე რომ შეხვედრა გადაიტანა, -ნიკამ ძალით მიიყვანა ანერვიულებული ნატალია დივანთან დასვა და თვითონაც მის პირდაპირ ჩამოჯდა, შვებით ამოისუნთქა ნატალიამ, ერთბაშად გაუხარდა რომ შეხვედრა არ ჩაშლილა და თან გააბრაზა ასეთმა უპასუხისმგებლობამ.
- ესე იგი აქ ტყუილად ჩამოვედი, -გამწარებულმა კბილი კბილს დააჭირა რომ ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდა, კარგი სხვა რა გზაა წასვლა მომიწევს.
- მოიცადე, ხომ გითხარი რომ შეხვედრა გადაიტანა, დიდი ალბათობით ხვალ დილით ჩამოვა, რა აზრი აქვს წასვლას აქ დარჩი.
- აქ? -ოთახს თვალი მოავლო დაბნეულმა ნატალიამ, -რას ნიშნავს აქ, ამ სახლს გულისხმობ?
- ამ სახლს ვგულისხმობ, ახლო მახლო სასტუმროს მაგვარი არაფერია ახლა კი თბილისში წასვლას და მერე ისევ ჩამოსვლას აზრი არ აქვს, უბრალოდ ერთი ღამის გათევა მოგიწევს აქ, ხვალ შეხვედრას ჩაატარებ და უკან დაბრუნდები, კარგად დაფიქრდი და მიხვდები რომ რასაც ვამბობ ამ მომენტში ყველაზე ლოგიკური გამოსავალია.
ყველანაირად ცდილობდა ნატალიას დარწმუნებას, იცოდა ახლა აქედან რომ გაეშვა კიდევ დიდხანს აღარ მიეცემოდა მასთან დაახლოების შანსი, დაძაბული უყურებდა ჩაფიქრებულ გოგონას, დიდხანს არ უფიქრია ნატალიას.
- მგონი მართალი ხარ, -დაღლილი ხმით თქვა და ლამაზი თხელი თითებით მოისრისა საფეთქლები, - მხოლო ერთი ღამით შემიკედლე ოღონდ ბოლოს და ბოლოს კარგი იქნება იმას მაინც თუ მეტყვი ვინ ხარ და შენ რატომ გთხოვა ბატონმა ნიკოლოზმა ჩემთვის გადმოგეცა შეხვედრის შესახებ.
შვებით ამოისუნთქა ნიკამ და მოდუნებული მიეყრდნო საზურგეს, ახლა ისღა დარჩენოდა რაც შეიძლება დიდხანს დაეყოვნებინა აქ.
- მასთან ვმუშაობ, შეიძლება ითქვას რომ მისი მარჯვენა ხელი ვარ, -ამაყად გამოუცხადა ღიმილით.
- მართლა?
- რა მოხდა, უზარმაზარი ჰოლდინგის მფლობელის მარჯვენა ხელს არ ვგავარ?
- არა უბრალოდ ვიფიქრე რომ... -უხერხულად აიწურა მხრები ნატალიამ, -ვიფიქრე რომ, თუ ასეა წესით არც თუ ისე ცოტა შემოსავალი უნდა გქონდეს და...
- და იფიქრე რომ სასახლეში უნდა ვცხოვრობდე და ძვირფასი ავტომობილი უნდა მყავდეს? კიდევ რა, მოსამსახურეები? დამხმარეები? ვერ ვხვდები რატომ ანიჭებთ ამ ყველაფერს ასეთ მნიშვნელობას, რა მნიშვნელობა აქვს რა ბრენდის სამოსი მეცმევა და რამდენიმე ათასიანი საათი მეკეთება თუ არა, ისე პირადი ტაშის დამკვრელებიც ხომ არ დავიქირავო როგორც შრეკშია გახსოვს? -ბრაზი შეეპარა ხმაში და გამწარებული წამოხტა ფეხზე, -როგორი იდეაა რას იტყვის თქვენი აღმატებულება? ჩემი შემოსავალი ნამდვილად მაძლევს ამის საშუალებას.
- შრეკი რაღა შუაშია, -ნატალია გაოგნებული და ცოტა არ იყოს შეშინებული უყურებდა ნიკას.
- როგორ თუ რა შუაშია, შრეკი არ გაქვს ნანახი? იმ საძაგელ პატარა მეფეს რომ შეკვეთით უკრავენ ხოლმე ტაშს, მართლა არ გაქვს ნანახი? -გვერდით ჩამოუჯდა დივანზე და გამომცდელად ჩააცქერდა თვალებში, -მატყუებ არა? -ისე საყვარლად უყურებდა ნატალიას ვეღარ გაეგო რა უნდა ეფიქრა.
- არ მინახავს, რა არის აქ გასაკვირი, არასდროს მეცალა მულტფილმების საყურებლად, -საცოდავად ამიკნავლა და გვერდზე გაიწია რომ დისტანცია დაეცვა.
- მეჩვენება თუ ჩემი გეშინია? -გულზე მიიდო თითი ნიკამ და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
- არა რატომ უნდა მეშინოდეს, უბრალოდ ცოტა ხნის წინ ისეთი გაბრაზებული იყავი, ახლა კი რაღაც შრეკზე მესაუბრები.
- არასდროს გავაკეთებ რამე ისეთს რომ გაწყენინო ან გული გატკინო, უბრალოდ ნერვებს მიშლიან ისეთი ადამიანები სხვა ადამიანებს მხოლოდ მსხვილი საბანკო ანგარიშებით რომ აფასებენ თუმცა შენ ასეთი არ ხარ.
- შენ რა იცი მე როგორი ვარ?
- ვიცი, უბრალოდ ყველას თავს აჩვენებ თითქოს უგულო რობოტი იყო არადა შენზე მგრძნობიარე და თბილი ადამიანი ერთი-ორი თუ დააბიჯებს ამ დედამიწაზე, მე კი საოცრად იღბლიანი ადამიანი ვარ რადგან მთელი ცხოვრება შენ გელოდი და საბოლოოდ გიპოვე, -ფრთხილად გადაიხარა მისკენ, ორივე ხელით დაუჭირა სახე და მისი სიახლოვისგან გაშეშებულს ნაზად აკოცა შუბლზე, თვალები მილულა ნატალიამ და ერთიანად მოდუნდა და მოითენთა.
- საძინებლის კარადაში ჩემი ტანსაცმელია და რაც გინდა ის ამოარჩიე შენთვის, მე საჭმელს გავამზადებ ვჭამოთ და მერე აქაურობას დაგათვალიერებინებ, მინდა გაჩვენო რას ნიშნავს ხანდახან მაინც იცხოვრო დღევანდელი დღით ისე რომ ხვალინდელზე არ იფიქრო, რას იტყვი? -უკვე სამზარეულოდან გამოსძახა ნიკამ ჯერ კიდევ ერთ ადგილზე გაშეშებულს და თვალდახუჭულს.
-
ყოველთვის ვიღაცის სურვილს ასრულებდა, ყოველთვის ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა, იძულებული იყო გამუდმებით რაღაც ემტკიცებინა, მშობლებისთვის, პარტნიორებისთვის, თანამშრომლებისთვის, დღითიდღე უფრო და უფრო ეჩვეოდა რკინის ნიღბის ტარებას და საბოლოოდ ისე შეისილხორცა ცივი და უგულო ქალის როლი რომ უკვე თვითონაც ასეთი ეგონა საკუთარი თავი, თუმცა გამოჩნდა ეს უცნაური წითურთმიანი გრძნეული და სულ მცირე ხანში მოახერხა მისი ცხოვრების თავდაყირა ამოტრიალება, მოსწონდა, აინტერესებდა, საშინლად იზიდავდა, რა მოხდებოდა რომ ეცადა, რა მოხდებოდა რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეფიქრა საკუთარ თავზე და სურვილებზე...

უკვე ერთი კვირა იყო კახეთში იმ პატარა ხის სახლში მასთან ერთად რჩებოდა, იმ დღის შემდეგ ბატონ ნიკოლოზზე და მასთან შეხვედრაზე აღარ უსაუბრიათ მეორე დილით უთხრა ნიკამ რომ ჯერ ვერ ახერხებდა ჩამოსვლას და როგორც კი მოიცლიდა ჩამოვიდოდა, ეს იყო და ეს, ნატალიასაც აღარაფერი უკითხავს, საქმე თანაშემწეებს გადააბარა, მშობლებს გამოუცხადა არ მომიკითხოთ უნდა დავისვენოო და ცოტა ხნით მთლიანად მოსწყდა იმ სამყაროს რომელშიც აქამდე ნიკას გარეშე ცხოვრობდა, ერთ საწოლში ეძინათ ჩახუტებულებს, დილით მასთან ერთად დგებოდა, ერთად ამზადებდნენ საუზმეს, მეღვინეობის ბევრი არაფერი გაეგებოდა მაგრამ მოსწონდა ნიკასთან ერთად ყოფნა და მთელი დღე არ შორდებოდა გვერდიდან, დღითიდღე უფრო და უფრო იხიბლებოდა მისით, აღაფრთოვანებდა მისი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ, მოსწონდა მისი შეხედულებები, საუბრის სტილი, ღიმილი და სულაც არ აშინებდა იმის შეგრძნება რომ ნელ-ნელა მასზე დამოკიდებული ხდებოდა, მისი იქ ყოფნიდან მეშვიდე დღე იწურებოდა როცა საღამოს იქაურ თანამშრომლებთან ერთად ბაღში ვახშმობისას შალვას რომელიც ნატალიას გვერდით იჯდა წამოცდა რომ ნიკა ბატონი ნიკოლოზის შვილიშვილი და მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო.
რატომღაც არ გაბრაზებული ნატალია ამ ტყუილის გამო, ახლა უფრო მეტად დააფასა ნიკა, იჯდა და თვალს ვერ აშორებდა შალვას შვილიშვილებთან თამაშში გართულს, არაფერი უთქვამს იმის შესახებ რაც გაიგო ან რა საჭირო იყო.
- რაზე ჩაფიქრდი, გვერდით მიუჯდა ნიკა და წელზე მოხვია ხელი, -ხომ არ შეგცივდა?
- არა, ძალიან კარგად ვარ, პირველად ვგრძნობ თავს ასე კარგად, მართლა, -მხარზე ჩამოადო თავი გაღიმებულმა და არ გამოპარვია როგორ დაიძაბა ბიჭი.
- წამოდი გავისეირნოთ სანამ მზე ჩასულა და დაბნელებულა, -ცოტა ხანში როცა თანამშრომლები დაიშალნენ წამოდგა ნიკა და ხელი გაუწოდა.

უყურებდა მის წინ ზვრებს შორის მიმავალს და სიზმარი ახსენდებოდა, ძალაუნებურად აკვირდებოდა მისი მკლავებისა და მხრების მოძრაობას, მზით გარუჯულ კისერს, კეფაზე შეკრულ ცეცხლისფერ თმაში ჩამავალი მზის სხივების ელვარებას...
- არ მოდიხარ? -მისკენ შემობრუნდა, ხელით მოიჩრდილა მზე და გულიანად გაუღიმა.
ნატალიასთვის რომ გეკითხათ როდის მოხდა მის გონებაში გარდატეხა, საბოლოოდ როდის გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის შანსის მიცემა და საკუთარი სურვილების სამზეოზე გამოტანა გეტყოდათ რომ მაშინ, ზუსტად იმ მომენტში ზვრებს შორის მდგარ მომღიმარ ნიკას რომ უყურებდა რომელსაც თვალები მხოლოდ მისთვის უნათებდა.
- მოვდივარ, -თვითონაც საპასუხო ღიმილი შეანათა და ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ, მიუახლოვდა, ფეხის წვერებზე აიწია და მხრებზე მოეხვია მისი საქციელით გაოგნებულს.
- ესე იგი დღევანდელი დღე არა? -უკვე მის ყელში ცხვირჩარგულმა ჩაიჩურჩულა, საპასუხოდ ნაზი შეხება იგრძნო სახეზე და მერე მისმა ბაგეებმაც იგემა სასურველი კოცნა...
-
- სერიოზულად? მართლა ასეთი სიზმარი ნახე? -არე მარეს ედებოდა ნიკას გულიანი სიცილი.
- შევცდი არ უნდა მეთქვა, -გაბუტული სახით მისცხო მხარზე ხელი და წამოდგომა სცადა, თუმცა ნიკამ არ დაანება, -ბალახებზე იწვნენ გულაღმა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდნენ.
- რას იტყვი, შენი სიზმარი რეალობად ხომ არ ვაქციოთ? -ზემოდან მოექცა და კიდევ ერთხელ დაუკოცნა გაბუტული ტუჩები, მთლად ჩაადნა ხელებში ნატალია, მასთან ერთად თავს საოცრად კარგად გრძნობდა ხელები მოხვია და საპასუხო კოცნებით დაუფარა სახე.
- წინააღმდეგი არ ვარ, -მაისურის ქვეშ შეუცურა ხელები.
- ან იქნებ წავიდეთ და შრეკის მეხუთე სერიას ვუყუროთ, -წამოდგა, ხელში აიტაცა საყვარელი ქალი და სიცილით წაიყვანა სახლისკენ.
- დამსვი მძიმე ვარ, -მის მკლავებში აფართხალდა ნატალია.
- შემიძლია მთელი ცხოვრება ასე ხელში აყვანილი გატარო, -ზემოდან დახედა მის მკლავებში განაბულს და მის თვალებში საკუთარი თავი რომ დაინახა მიხვდა, მისთვის ნამდვილად ღირდა ლოდინი.
-
-
- ნეტავ როგორ არიან? -დემუმ მის მკერდზე პატარა ღუნღულა კნუტივით მოფუზულ თათას თმებში შეუცურა თითები და აათამაშა, მისი ბინის თავზე მოწყობილ ტერასაზე მდგარ დივანზე ისხდნენ და საწვიმრად მოქუფრულ ცას აჰყურებდნენ.
- დარწმუნებული ვარ ნატალია მასთან ერთად თავს კარგად გრძნობს, -იმედიანად ჟღერდა თათას ხმა, -ასე რომ არ იყოს იქ ერთი წამითაც კი არ გაჩერდებოდა.
- მითუმეტეს მას შემდეგ რაც გაიგეს რომ ყველაფერი მოწყობილი იყო.
- რას ნიშნავს გაიგეს? როგორ თუ გაიგეს? -თათა ბიჭს მოშორდა და საზურგეს მიეყრდნო, -ჩემთვის არაფერი გითქვამს, ეს როგორ მოხდა?
- მაპატიე ეტყობა გამომრჩა, ბაბუაჩემის და ნიკას ბაბუას საუბარი მოვისმინე, ნიკა მაშინვე მიმხვდარა ყველაფერს როცა ის საქაღალდე უნახავს ბაბუამისმა რომ გაატანა და აღმოუჩენია რომ ნატალიასთან ქონდა შეხვედრა, მაშინვე უეჭვია რომ რაღაცაში იყო საქმე თუმცა ბაბუამისი ამბობდა რომ დამირეკა სულაც არ ჩანდა უკმაყოფილო პირიქით მთხოვა არაფერში ჩაერიოო.
- ოჰო და ნატალია? მან საიდან გაიგო ყველაფერი?
- ეს ჩემი ვარაუდია, ვფიქრობ შენი და საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის რომ ვერაფერს მიმხვდარიყო, უბრალოდ თვალს ხუჭავს ყველაფერზე და თუ იცი ეს რას ნიშნავს?
- რას ნიშნავს? -ჩაფიქრდა თათა, -გგონია რომ...
- ჰო ასეა, ვფიქრობ რომ ნატალია შეყვარებულია.
- რა კარგია, მალე პატარა დისშვილები მეყოლება, -თათა გახარებული წამოდგა ფეხზე და ხტუნვა ხტუნვით შემოირბინა ტერასა, -როგორც იქნა.
- მგონი ძალიან აჩქარებ მოვლენებს, ჩაეცინა დემუს.
- შეხედე წვიმს, -მსხვილ წვეთებს შეუშვირა ხელი თათამ.
- მოდი აქ დაჯექი თორემ დასველდები და გამიცივდები, -ხელით მოიხმო გახარებული გოგო და მის გვერდით დაჯდა თუ არა ისევ გულზე მიიკრა.
- ნეტავ ახლა იქ თუ წვიმს, შენი აზრით რას აკეთებენ? -მაინც ვერ ისვენებდა თათა.
- ალბათ ზიან სამზარეულოში, ჩაის სვამენ და საუბრობენ.
- რა მოსაწყენია, -ტუჩი აიბზუა და უფრო მეტად მიეკრა ბიჭს, გაეღიმა დემუს, დაიხარა და ნაზად აკოცა შუბლზე.
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი სტუმარი ლუსი

კარგი იყო მარა არასაკმარისიიიი

 


№2 სტუმარი ნანამია

ძალიან საყვარლობა იყო... პატარა, სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორია... სულ გაღიმებულმა წავიკითხე...

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ისტორია იყო

 


№4 სტუმარი სტუმარი ნონა

მშვენიერი სახალისო და პოზიტიური ისტორიაა????❤

 


№5 სტუმარი სტუმარი Katerina

ძალიან კარგი და საინტერესოა, მაგრამ პატრა ისტორიაა❤️❤️‍????

 


№6  offline წევრი Annia

კარგი იყო და საინტერესო, უფრო ღრმად შესვლაც შეიძლებოდა მაგრან მაინც ვისიამოვნე

 


№7 სტუმარი თთთ

ძალიან კარგი იყო, მაგრამ არ ველოდი ასე მალე დასრულებას! ნეტავ კიდევ გააგრძელებდეთ!!!!

 


№8 სტუმარი ნასწია

რა მალე დამთავრდააააა,არველოდი, რაღაც დამაკლდა,თუმცა ზედმეტ ბანალურობას კი ჯობდა.ისე მომწონს საერთოდ არმიდა რომ დამთავრდესხოლმე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent