შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (თავი 19)


3-12-2023, 20:34
ავტორი Holly_Holly
ნანახია 1 317

- ამის დედას შევ*ცი - ტუმბოდან ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გადაყარა და სახლი დატოვა,დამტოვა გაურკვევლობაში და გაქრა დადიანი,ცრემლები მდიოდა, რატო იყო ასეთი პრობლემა ჩვენი ერთად ყოფნა,რატო გვიშლიდა ყველა და ყველაფერი ხელს ვერ ვხვდებოდი, ჩემი ბრალი იყო რომ ვენდე ისეთ კაცს როგორიც დადიანი იყო,ის არ იყო ურთიერთობებისთვის და ოჯახისთვის,ის მხოლოდ გართობისთვის იყო და მეტს რას ველოდი მისგან?! დავტოვე დადიანის სახლი და სახლში წავედი, არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა, მინდოდა მარტო ვყოფილვიყავი ჩემს თავთან.. გადიოდა დღეები.. დადიანი ისევ და ისევ მხვდებოდა სახლთან, სამსახურში,ახსნას ცდილობდა მაგრამ აღარ მჯეროდა მისი,ეს ალბათ დასასრული იყო.. თამთა და გიორგი დაქორწინდნენ, ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადეს, ირაკლიც იქ იყო ძალიან ბევრს სვავდა,სამსახურშიც კი შეწყვიტა სიარული, ბიჭებიც კი ვერ ცნობდნენ მას, ყველა მე მსაყვედურობდა თითქოს ჩემი ბრალი იყო მისი ასეთი საქციელები.. ყველაზე მეტად მე მტკიოდა.. თვალი არ მოუშორებია იმ საღამოს ჩემთვის , მენატრებოდა.. ძალიან მენატრებოდა , მაგრამ შეიძლება ენდო ამ ადამიანს და დაივიწყო ყველაფერი რამაც ასე ძალიან გული გატკინა?! როგორ ვერ ვიტან ამ ფრაზას “დრო ყველაფერს კურნავს” ეს დიდი აბსურდია, როგორ შეიძლება დრო კურნავდეს იმ იარებს რომელმაც შეიძლება დაგიტოვოს ისე ღრმად რომ.. დრო არ კურნავს არანაირად, ვეგუებით უბრალოდ იმ ადამიანების გარეშე ყოფნას და ცხოვრებას.. გულის ტკენაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას უზამ ამ ტკივილს. გადაწყვეტ, რომ ებრძოლო და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდე, თუ გაუთავებლად ჩაიციკლო წარსულზე, რომელსაც ვერ შეცვლი?
თავიდან რა სიხარულით და ბედნიერებით იწყება ურთიერთობები და მერე რა ხდება? დაშორების პირველი კვირა ტირი, მეორე კვირას წევხარ და არავის დანახვა არ გინდა, მესამედან აზრზე მოდიხარ, მეოთხედან კი ცდილობ ცხოვრება თავიდან დაიწყო. ყოველთვის მაინტერესებდა, ვის უფრო უჭირს დაშორება კაცს თუ ქალს ?! საერთოდ რომელს უფრო შეუძლია სიყვარული? ზოგს თუ დავუჯერებთ, კაცებმა საერთოდ არ იციან ეს რას ნიშნავს, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ "ყველა ერთნაირი " არ არის და ზოგიერთ მამაკაცსაც შეუძლია ნამდვილი, გულწრფელი, უღალატო სიყვარული. ისეთი ძლიერი, ცხოვრებაში ერთხელ რომ მოდის მხოლოდ, მართალია ასეთი შემთხვევები იშვიათადაა ხოლმე, მაგრამ იმედი ხომ ბოლოს კვდება და მეც ვცდილობ ვაცოცხლო. თამთას ქორწილი რომ არა საერთოდ არ მივიდოდი იქ სადაც დადიანი იქნებოდა, სუნთქვა არ შემეძლო , ცრემლები მახრჩობდა , ვერანდაზე გავედი და კედელს მივეყრდენი, ღრმად შევისუნთქე ჰაერი
- არ შეგცივდეს - ზურგიდან მომესმა დადიანის მტკიცე ხმა
- რატო დამყვები ირაკლი? რა გინდა? რა? - ვიღრიალე
- ტონს დაუწიე ერთი - მშვიდად მომიგო და სიგარეტს მოუკიდა
- შემეშვი უკვე! მორჩა!
- ლანგრით გადაეცი ჩემი თავი სხვას?
- შენ საერთოდ საღად აზროვნებ? რა გადაცემაზე მელაპარაკები შენ თუ ხარ არაკაცი!
- ენა გოგო! - მკლავზე მომკიდა ხელი და სწრაფად ავაშვებინე
- ნუ მაზიზღებ უარესად თავს ირაკლი! მოვრჩი შენთან მე!
- ახსნის საშუალებაც არ მომეცი გოგო გეუბნები გამიჩალიჩა იმ ახვარ*ა გოგომ
- არ მჯერა შენი ირაკლი - ირონიულად გავუღიმე და ცრემლი მოვიწმინდე - შენ ისიც ვერ გაიხსენე მე რო მელაპარაკე ღამე და ის გახსოვს ვიღაც გა*იმე თუ არა? საერთოდ რატო დამიმალე მასთან რომანი რომ გქონდა? ან რატო ამუშავებდი ისევ შენთან? საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა ირაკლი! ამდენ კითხვაზე პასუხს ვერ გამცემ და არც ველი შენგან რამეს! მორჩა ყველაფერი! შენ შენს ცხოვრებას მიხედე მე ჩემსას მივხედავ!
- ანუშკი დარწმუნებული ხარ რასაც მეუბნები? - სიგარეტი ისროლა და ჩემი სახე მუჭში მოიქცია
- კი - სწრაფად გავეცი პასუხი
- ანუ ამთავრებ ჩემთან ყველაფერს?
- ირაკლი კი! მორჩა! - თავი დავიღწიე მისგან და სწრაფად შევვარდი დარბაზში,ყველას დავემშვიდობე და სახლისკენ ავიღე გეზი..
ირაკლი გატყდა,ძალიან გატყდა, ცხოვრება ეკაიფებოდა,უძლური იყო, სტკიოდა, ძალიან სტკიოდა რომ არ სჯეროდა საყვარელ ქალს მისი.. ბაგრატიონი საშუალებას არ აძლევდა რომ დაცლილიყო და ყველაფერი აეხსნა როგორც იყო.. რა უნდა აეხსნა, როგორ უნდა აეხსნა ქალს იმიტო ვერ ვუშვებ სამსახურიდან რომ ბავშვი ყავს ცუდად და ისე ვერ გადაუხდიდა ვერავინ როგორც თვითონ, როგორ უნდა აეხსნა ისე რომ ანისთვის გული არ ეტკინებინა, იმ ქალს ძლიერ უყვარდა დადიანი იმდენად ძლიერ რომ ყველაფერზე წავიდოდა, იმ ღამეს გაუჩალიჩა დადიანს ეს ტრიუკი, დადიანიც დამნაშავე იყო იმაში რომ ანის არაფერი მოუყვა როცა ეჭვიანობდა და მართალიც იყო.. ამაში დამნაშავე იყო,მაგრამ ეს ის სიტუაცია არ იყო ისეთი საგანგაშო რომ აქამდე მისულიყვნენ, მაგრამ ერთი პატარა უთქმელი სიტყვა დიდ მოხვეულ თემაში გადადის და თურმე დაშორებამდეც მივიდა.. ირაკლი ბევრს სვავდა , ბევრს ფიქრობდა მაგრამ ხვდებოდა რომ ანი მტკიცედ ლაპარაკობდა და ვერ გადაათქმევინებდა სიტყვას, ამიტომ არჩია დრო მიეცა..

მათი დაშორებიდან ზუსტად 1 თვე გავიდა.. ეს მათთვის საუკუნე იყო.. განიცდიდა ბაგრატიონი, ცდილობდა იქ არ გამოჩენილიყო სადაც დადიანი იქნებოდა, ეშინოდა რომ ისევ დაუჯერებდა ირაკლის სიტყვებს და შეურიგდებოდა,ეშინოდა..
ირაკლი ანისთან დაშორების შემდეგ სულ გაფუჭდა, მარტოობას დალევით კლავდა, მონატრებას დარდით.. სული ეხუთებოდა გვერდით რომ არ ყავდა.. სვავდა, ყოველ ღამე ბაგრატიონის ფანჯარასთან იდგა , ქალის ყველა ნაბიჯი იცოდა, მას სიყვარული ეგოისტობაშიც კი გადაუვიდა..
მისი დამლაგებელი გაფრთხილებული ყავდა დილით ისე მოსულიყო მას რო არ შეხვედროდა და ისე წასულიყო რომ არ გადაეკვეთა მასთან გზა, უნდოდა სამსახურიდან გაშვება მაგრამ ვერ გაიმეტა საცოდავი, ქალი იმაზეც იყო თანახმა ბაგრატიონს შეხვედროდა და ყველაფერი ეღიარებინა მაგრამ ირაკლიმ არ დაუშვა, უნდოდა თავისით მოეპოვებინა ანისთან ნდობა..

გიორგი & თამთა

- თამთა ჩემი შავი მაისური სადაა - ჩქარობდა ქარხანაში წასასვლელად ავალიანი
- საძინებელშია - დავუყვირე და კიტრის მწნილი გავხსენი
- ვიპოვე - გამეკრიჭა და ოდნავ მობერილ მუცელზე მაკოცა
- როდის მოხვალ? - მოწყენილმა გავხედე
- დღეს ბევრი საქმე მაქვს პატარავ , თუგინდა ანუშკასთან დაგტოვებ ან ვეტყვი გამოვიდეს - შუბლზე მაკოცა და კურტკა მოიცვა
- არა ანის თავისი გაჭირვება აქვს - მუცელზე ხელი მოვისვი და შოკოლადი გავხსენი
- გუშინ მე წავიყვანე სახლში კლუბიდან ირაკლი , ფეხზე ვერ იდგა
- ძაან გული მწყდება მათი დაშორება რა
- ასეთი ირაკლი არავის უნახავს და ვიცი მაგრად განიცდის
- მართლა უყვარს ანი?
- თავსაც არ მოიკლავს მის გამო?
- მინდა რო შერიგდნენ რა
- კაი პატარავ წავედი - ტუჩებში მაკოცა და კარს მიეფარა
სამსახურში ვიყავი დიტომ რომ დამირეკა და ბარში გასვლა მთხოვა, ოც წუთში ბართან ვიდექი,შევედი და მარტო შემრჩა ხელში ცაგარელი, მივხვდი უკვე რაზეც უნდა ელაპარაკა, მის გვერდით დავიკავე ადგილი
- ანუშკი რას შვები? - გამომხედა გვერდულად ცაგარელმა და ვისკი მოსვა
- სამსახურში ვიყავი და ეგრევე წამოვედი რომ დამირეკე - პალტო გავიხადე
- რა ხდება შენსა და ირაკლის შორის საერთოდ მომიყევი აბა
- დიტო არაფერია მოსაყოლი დავშორდით საბოლოოდ
- ატრა*ებ ეხლა
- სერიოზულად დიტო
- ვაა რა ჩაი*ვა ეგეთი?
- არ აქვს აზრი ისეთ ადამიანთან ყოფნას რომელიც სულ მართალია
- ძაან ცუდად არის
- მეც ცუდად ვარ დიტო
- ილაპარაკეთ მაინც ტო
- აზრი არ ააქვს არა არ მინდა - თმა ავიწიე და წყალი დავლიე
- გინდა მე ველაპარაკო?
- დიტო გთხოვ რა
- კაი კაი როგორც გინდა
- მეგანი სადაა?
- სოფელშია ბებიამისია ცუდად და დროებით ჩავიდა.. თავი დავუქნიე და ბარი დავტოვე..
დღეები მდინარესავით მიედინებოდა,ჩემი ყოველდღიურობა სახლი, სამსახური იყო.. ბარშიც იშვიათად თუ გავიდოდი არ მინდოდა იქ ყოფნა სადაც დადიანი გადამეყრებოდა..
ტელეფონზე ზარი შემოვიდა თამთა იყო,დუმილის შემდეგ გადავწყვიტე მეპასუხა
- ხო თამთა
- რას შვრები?
- რა ხდება?
- ბარში გამოდი ცოტახნით
- მშვიდობაა?
- კი გამოდი - მითხრა და გამითიშა,უცნაური ხმა ჰქონდა,არ მინდოდა წასვლა მაგრამ უნდა წავსულვიყავი.. 10 წუთში ბართან ვიდექი,შევედი თუ არა მეცნო სახეები და მივუახლოვდი ბავშვებს.. დადიანის სახე არ გამომპარვია , ფხიზელი იყო რამაც გამაკვირვა
- რა ხდება? - გამეღიმა და თამთას მოვეხვიე
- დაჯექი
- დავლიოთ ცოტა - ჩაეღიმა ცაგარელს
- რამდენი ხანია არ გვინახიხარ წესივრად - ტუჩის კუთხე ჩატეხა ავალიანმა
- საქმეს ვერ გავექცევი - ხელები ავიჩეჩე
- მორჩი ცინიზმს ანი - ისე ამოიღო დადიანმა ხმა სახეშიც არ მიყურებდა
- ამაღამ მიფრინავს ირაკლი ინგლისში - ამოიღო ხმამ მეგანმა და ადგილზე გავშრი,დარწმუნებული ვარ ფერი მეცვალა მაგრამ შემჩნევა არ მინდოდა
- ვა მაგარია გილოცავ
- ვიცოდი რომ დიდი სიხარულით გამაცილებდი იმიტო დაგიძახეთ - თვალი ჩამიკრა დადიანმა
- შენი კარგი ყოველთვის გამიხარდება - გავუღიმე და სარკაზმი არ დავაკელი.

ბარი მალევე დავტოვე,გულში რაღაც ჩამწყდა თითქოს, არ მინდოდა მართალია მასთან შერიგება მაგრამ არ შემეძლო მის გარეშე სუნთქვა ამ ქალაქში.. ვერ გავძლებდი მის გარეშე ყოფნას.
დასაძინებლად დავწექი მაგრამ ვერ ვიძინებდი იმის ფიქრით რომ დადიანი დილით მიფრინავდა და მას ვეღარასდროს ვერ ვნახავდი ცუდად ვხდებოდი,სუნთქვა მეკვროდა.. სიყვარული რას არ გვაკეთებინებს არა? არჩევანი უნდა გამეკეთებინა ცუდსა ან უარესობას შორის..
საათი 2;40 ანახებდა როცა დადიანის ნომერი მოვიძიე და თითების კანკალით გადავწყვიტე მასთან დარეკვა , ზარი გადიოდა მაგრამ არ მპასუხობდა.. ბიჭებთან არ მინდოდა დარეკვა ამ შუა ღამეს და გადავწყვიტე ირაკლისთან წასვლა,ვკანკალებდი ნერვიულობისგან მაგრამ ჩვენთვის შანსი უნდა მიმეცა, გული მკარნახობდა.. შავი ჯემპრი მოვიცვი და შარვალი,ფეხებზე უგები ამოვიცვი და გარეთ გავვარდი,მანქანაში ჩავჯექი და გეზი ირაკლის ბინისკენ ავიღე.. ორასი მეტრი იყო დარჩენილი პოლიციის და სასწრაფოს ხმა რომ მომესმა,კანკალმა უფრო ამიტანა,თითქოს რაღაც საშინელებისთვის ვემზადებოდი,გული ამომივარდებოდა ისე მიცემდა და გაამართლა კიდეც, შუა გზაში ისე მივაყენე მანქანა აღარ მახსოვს,მანქანიდან სწრაფად გადავედი და ძირს დამხობილს ყვირილით მივვარდი,სისხლისგან იცლებოდა დადიანი,თვალებს ვერ ახელდა, მასთან ჩავიკუზე და ხელებით მისი სახე დავიჭირე
- ირაკლი არ დახუჭო თვალები - ვყვიროდი ტირილით
- ქალბატონო არ შეიძლება გთხოვთ - ხელი მომკიდა პოლიციის თანამშრომელმა
- ირაკლი გთხოვ მიყურე - ტირილს არ ვწყვეტდი, თვალები ოდნავ დამიხამხამა , გამიღიმა და გაითიშა..
გაითიშა აქედანვე ჩემი გონებაც,გულიც და სხეულიც.. ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობდი..



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

აი ახლა იქნება, რაც იქნება. როდის იქნება შემდეგი თავი?შემეცოდა ირაკლი pensive

 


№2 სტუმარი ნესტან

რაიყო ეს დავიშოკე ესე დამთავრება შეიძლებოდა კარგი თავი იყო მომეწონა ველოდები ახალს მადლობა წარმატებები

 


№3  offline წევრი Holly_Holly

მადლობააა <333

 


№4 სტუმარი სტუმარი სოფო

ეს რა იყო ეხლაააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent