შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგვიანებული ნაბიჯი (სრულად)


7-12-2023, 20:39
ავტორი tamro
ნანახია 39 579

1 თავი
იდგა და უყურებდა ცრემლით და უდიდესი ტკივილით სავსე თვალებს. ხედავდა და გრძნობდა თითოეულ ჩამოვარდნილ ცრემლს. თითოეული ცრემლი გულზე ეკალივით ესობოდა. უძლური იყო ამ ყველაფრის წინაშე. არ შეეძლო ენუგეშებინა ვინმე, დაემშვიდებინა თუნდაც ერთი მათგანი და ეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. როგორ იტყოდა, როცა თვითონაც არ სჯეროდა ამის. არადა უკვე აღარ შეეძლო ამდენი სიშავის ყურება, არ შეეძლო ამდენი ჩამქრალი თვალების ცქერა. ხედავდა როგორ აპარებდნენ დროდადრო მისკენ თვალს. თითქოს მისგან ელოდნენ რაღაცას. ალბათ ყველა იმას ელოდებოდა, რომ ახლავე იპოვიდა ამ სიტუაციიდან გამოსავალს. მაგრამ ვაი, რომ ყველასთვის იმედის გაცრუება მოუწევს. უკვე ვერც ამ მომლოდინე მზერას უძლებდა.
ერთი სულის მოთქმით გამოცალა სასმელი და სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
-ნოე მოიცადე! არ წახვიდე!_ ძლიერად ჩაავლო მკლავში ხელი.
-მათე შემეშვი! _ შეეცადა თავი გაენთავისუფლებინა
-არ გაგიშვებ!
-შემეშვი- მეთქი! _ხმას აუწია
-ახლა მაინც ნუ წახვალ. დაკრძალვა ცოტა ხნის წინ დასრულდა, ახლა შენებს ჭირდები
-შემეშვი! _ბოლო ხმაზე უღრიალა და მკლავი გამოგლიჯა
-ნასვამი ხარ, საჭესთან ნუ დაჯდები! თავს ისევ რამეს აუტეხავ! ნოე გესმის რას გეუბნები?! _ამაოდ ცდილობდა მათე მის შეჩერაბას. სწრაფად დაჯდა მანქანაში და ადგილს მთელი სისწრაფით მოწყდა. სულ არ აქცევდა მათეს ყვირილს ყურადღებას. გიჟივით მიქროდა ქუჩაში. დაშვებულ სიჩქარეს საგრძნობლად გადააჭარბა. მინები ჩამოსწია და ქარს უფლება მისცა სახეზე შეხებოდა. სუსხი პირდაპირ სახეში ხვდებოდა და თვალებს უწვავდა, მაგრამ ახლა ამას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ვერაფერს გრძნობდა. უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს. ცდილობდა ამ ყველაფრისგან შორს წასულიყო, გაქცეოდა ყველაფერს რაც თავს დაატყდა, რაც მოსვენებას არ აძლევდა და გამუდმებით, საშინელი სიმწარით ახსნებდა თავს.
თითქოს მთელ შიგნეულობას უღრღნიდა რაღაც და გარეთ გამოსვლას ასე ცდილობდა. კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს. ცდილობდა ეს რაღაც უკან ჩამოეტოვებინა, ცდილობდა გაესწრო მისთვის და სულ ერთი წამით მაინც ეგრძნო სამუდამოდ დაკარგული სიმშვიდე.
*****
-არ გესმის რას გეუბნები?
-მესმის მეგი, მესმის.
-მერე?
-ერთი კვირაც დავრჩეთ და მერე წავიდეთ, გთხოვ. _ თვალების ფახუნით ახედა დივანზე წამოწოლილმა დეიდაშვილს. ასე იცოდა ხოლმე თავის მოსაწ....ბა, რაც ყოველთვის ამართლებდა.
-სესილი!
-გთხოვ. მხოლოდ ერთი კვირა. თან ხომ იცი კვირის ბოლოს კახის დაბადების დღე აქვს. _ ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაიბურტყუნა.
-სულ გამოგაშტერა მაგ ბიჭმა! ვერ ხვდებოდე მაინც რომ არ აინტერესებ!
-ეგ რა შუაშია. _არ ესიამოვნა მეგის სიტყვები
-შუაში კი არა თავშია. ბიჭზე ჭკუას კარგავ, მას კი შენთან მხოლოდ გართობა უნდა! რა დიდი ფილოსოფია ამის მიხვედრას უნდა?!
-მეგი!
-ვიცი, რომ გწყინს ჩემი სიტყვები, მაგრამ შენც ხომ ხვდები, რომ მართალს გეუბნები.
-კარგი აღარ გვინდა მაგ თემაზე საუბარი. _ თავი კვლავ წიგნში ჩარგო და უაზროდ მიაშტერდა ერთ სიტყვას.
-ანუ, ზეგ ვბრუნდებით თბილისში ხო?
-კარგი. _ ჩუმად ამოიჩურჩულა. იცის, რომ კახი ისეთი სულაც არ არის როგორადაც მეგი ახასიათებს, უბრალოდ დეიდაშვილთან მაგ თემაზე კამათი არ უნდა.
-ბარგს როდის ჩაალაგებ? _სამზარეულოსკენ მიმავალმა ჰკითხა.
-დილით. _ფეხზე წამოდგა.
-საით? _წარბაწეულმა შეხედა კარისკენ მიმავალ სესილის.
-მალე მოვალ.
-ამ დროს ვინ გადის გოგო, გარეთ?! თან ამ სიცივეში!
-ცოტა ხნით ზღვაზე გავივლი.
-სესეილი ათი საათია!
-მერე რა? პირველად ხომ არ მივდივარ ამ დროს. მალე მოვალ, არ ინერვიულო.
-გოგო, ვინ დადის ამ დროს ზღვაზე?! _სამზარეულოდან წინსაფარ მოფარებული მეგი გამოვარდა.
-ნუ ნერვიულობ, არ მომიტაცებენ. _სიცილით ჩაუკრა დეიდაშვილს თვალი და სწრაფად გავიდა გარეთ, რომ აგრესიის მორიგი ტალღა აერიდებინა.
ბავშვობიდან ძალიან უყვარს ბათუმი. განსაკუთრებით ზღვის გამო. საღამოობით ყოველთვის გამოდის ხოლმე სანაპიროზე სასეირნოდ. არ აქვს ამინდს მისთვის მნიშვნელობა. საოცრად მოქმედებს ტალღების ხმაური სესილიზე. ერთგვარი დამამშვიდებელივითაა მისთვის.
საბერძნეთში წასვლამდეც დეიდასთან და მეგისთან ერთად ცხოვრობდა ბათუმში. ბავშვობის საუკეთესო მოგონებებიც ამ ქალაქს უკავშირდება. სასკოლო ასაკამდე აქ ცხოვრობდნენ, შემდეგ უკვე მარინასაც გაუჭირდა ორი ბავშვის მოვლა და იძულებული გახდა ბავშვებთან ერთად საბერძნეთში წასულიყო თავის მეგობართან, სამუშაოდ. დედის გარდაცვალების შემდეგ დეიდა საკუთარი შვილივით უვლის. მეგისგან არაფრით ანსხვავებს. ზოგჯერ უფრო მეტ ყურადღებასაც უთმობს ალბათ. მეგიც რა თქმა უნდა საკუთარ დად მიაჩნია.
სწავლის დამთავრების შემდეგ მეგიმ აიჩემა საქართველოში უნდა დავბრუნდეო. სესილიც სიამოვნებით გამოყვა დეიდაშვილს. თბილისში ბებიას დატოვებულ ბინაში ცხოვრობენ, ბათუმში კი ძირითადად მაშინ ჩადიან, როცა თავისუფალი დრო აქვთ. მართალია მარინას დიდად არ მოწონს გოგონები მარტო, რომ არიან საქართველოში, მაგრამ არც ზედმეტად ზღუდავს. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა მიეჩვიონ დამოუკიდებლად ცხოვრებას. არც ერთი აღარაა უკვე იმ ასაკში, რომ მშობელზე იყვენენ დამოკიდებულები.
ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა სანაპიროს. აბობოქრებულ ტალღებს სიამოვნებით უდგებდა ყურს. სიცივის მიუხედავად მაინც მოწონს აქ ყოფნა. თავის ამოჩემებულ ადგილას ჩამოჯდა და სრულიად ცარიელ სანაპიროს თვალი გააყოლა. კვლავ კახიზე აეკვიატა ფიქრები, თითქოს არც არაფერიო და ამასობაში ვერაფრით ეშვება ამ ადამიანზე ფიქრს. რა თქმა უნდა თვითონაც ხვდება, რომ ძალიან მოსწონს მამაკაცი, მაგრამ ისიც იცის კახის, რომ არ მოწონს. დანაღვლიანებულმა ღრმად ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა. კიდევ უფრო მიუახლოვდა ბობოქარ ტალღებს. ხელები ჯემპრის ჯიბეში ჩაიწყო და თავჩაქინდრულმა განაგრძო სეირნობა.
****
-მეგობარო, ვიკეტებით. _ზურგსუკან ვიღაცის ხმა ჩაესმა.
-მერე, მე რა?! _შეუღრინა
-კაფე უნდა დატოვოთ.
-რა შენი საქმეა დავტოვებ თუ არა! _ფეხზე წამოვარდა. იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი საფეთქლებში.
-დამშვიდდით თუ შეიძლება, თორემ პოლიციას გამივიძახებ. _რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია ბიჭმა.
-ფეხებზე , შენი პოლიციაც დ შენც! დაახვიე აქედან! _ხმას აუწია და ხელით ანიშნა იქაურობას მოშორებოდა.
-ნუ უხეშობთ ძალიან გთხოვთ, მე უბრალოდ...
-დაახვიე მეთქი არ გესმის?!! _განრისხებული, პერანგში წვდა ბიჭს და მთელი ძალით მიახეთქა კედელს. - ერთხელ როცა გეტყვი რამეს კარგად შეუშვი მაგ გამო*****ბულ თავში გაიგე?! _ბოლო ხმაზე უღრიალა და კიდევ უფრო მაგარდ ააკრა კედელს ისედაც დამფრთხალი ბიჭი. შიშისგან ხმის ამოღებას ვერ ბედავდა საწყალი. ნოეს სიბრაზისგან ანთებული თვლების დანახვისას ნერვიულად იცქირებოდა ირგვლივ, თითქოს ვინმესგან დახმარებას ელოდებაო. ნოემაც შეამჩნია ბიჭის შეშფოთება, წამიერად მოეგო გონს. მიხვდა, რომ სისულელეს აკეთებდა ბრაზის სხვაზე გადმონთხევით. სწრაფად შეუშვა ხელი და არეულმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან.
-ბოდიში, მე... _ისე უთხრა წესიერად ზედაც არ შეუხედია. ბიჭმა ალბათ არანორმალურად შერაცხა. - უბრალოდ... _სიტყვა აღარ დაუსრულებია. მაგიდაზე დადგმულ არყის ბოთლს ხელი დაავლო, ჯიბიდან ფული ამოიღო მაგიდაზე დააგდო და კაფიდან არეული ნაბიჯით გავიდა.
ქარის შეხება ესიამოვნა. რამდენიმე წუთი ასე გაუნძრევლად იდგა. საათს დახედა, უკვე შუა ღამე იყო. მანქანისკენ არც გაუხედავს, გზა გადაკვეთა და გეზი სანაპიროსკენ აიღო. დროდადრო არყის ბოთლს მიიყუდებდა და სულმოუთქმელად სვამდა.
ნელა მიუყვებოდა ბილიკს. ბოლოს ქვიან სანაპიროზეც გავიდა. სიმთვრალის გამო ძლივს ახერხებდა წონასწორობის შენარჩუნებას. ალკოჰოლის საკმაოდ დიდი დოზის მიღების მიუხედავად თავი მაინც ათასნაირი ფიქრებით ჰქონდა გამოტენილი. კვლავ ის საშინელი ავარია, დამტყვრეული მანქანა, საავადმყოფო, ძმის ცხედარი და გამწარებული მშობლები ედგა თვალწინ.
კიდევ ერთი დიდი ყლუპი მოსვა და ნელი ნაბიჯით წავიდა ზღვისკენ. ტალღების ხმაური ყურთასმენას უხშობდა, თითქოს მათი შხუილი ტვინს უცარიელებდა და საფიქრალისგან ათავისუფლებდა. თვალები დახუჭა და სახე ცას მიუშვირა.
თვალები გაახილა, ჩაშავებულ ცას მიაშტერდა. ცოტა ხანი ასე გაუნძრევლად იდგა, შემდეგ ნელი ნაბიჯით კიდევ უფრო მიუახლოვდა სანაპიროს, აბობოქრებულ ზღვას ამღვრეული თვალებით შესცქეროდა.
-მე, უნდა ვყოფილიყავი შენს ადგილას. _ჩახლეჩილი ხმით ამოილუღლუღა. სასმლის ბოთლი ზღვაში მოისროლა და იქვე ჩამოჯდა. თვალები დახუჭა და ტალღების ხმაურს მიაყურა. თითქოს სრულიად გამოეთიშა სამყაროს, დროის აღქმის უნარი სრულიად დაკარგა. არ ახსოვს რამდენი ხანი იყო ასე, თვალები რომ გაახილა მოულოდნელობისგან ცოტა არ იყოს შეცბა. მისგან მოშორებით თითქოს რაღაც მოძრაობდა. რაღაც კი არა ვიღაც. ხო, ზუსტად შეეძლო ეთქვა, რომ ადამიანი იყო, ქალი. ნელი ნაბიჯით მიუყვებიდა სანაპიროს და თანდათან უახლოვდებოდა იმ ადგილს, სადაც ნოე იყო. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, რომ უკეთესად გაერჩია მოსიარულე სილუეტი.
ტალღოვან თმას ქარი ნაზად ურხევდა. ხელები ჯემპრის ჯიბეში ჩაეწყო და ღრმად ჩაფიქრებული, ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა სანაპიროს. საკმაოდ ახლოს მივიდა ნოესთან, მაგრამ საერთოდ ვერ შეამჩნია. ნოე კი თვალებ ამღვრეული შესცქეროდა მისგან სულ რამდენიმე ნაბიჯში მოფარფატე სხეულს. კიდევ უფრო დაძაბა მხედველობა, რომ სახის ნაკვთების გარჩევა შეძლებოდა. გოგონა შეჩერდა, ზღვისკენ გაიხედა და დროდადრო ხელებს პატარა ბავშვივით აქანავებდა წინ და უკან.
ვერც კი გაიაზრა როდის აღმოჩნდა ქალის ზურგს უკან. მისმა ნაზმა სურნელმა ნესტოები აუწვა, ისედაც არეულს სულ მთლად აურ-დაურია აზრები. ქარისგან აწეწილი თმა სახეში ხვდებოდა და კიდევ უფრო უმძაფრებდა თავის წინ მდგომი არსების შეხების სურვილს. თვალები ნეტარად მილულა და მძიმედ გადაუშვა ნერწყვი სასულეში. ფრთხილდან შეახო ხელი მხარზე. გოგონაც მაშინვე მოვიდა აზრზე. შეხებისას შეკრთა და სწრაფად მოტრიალდა ნოესკენ. წამიც არ დასჭირვებია მისი უნაკლო სახის ნაკვთების აღსაქმელად. გოგო შეშინებული გახტა უკან. უეცარი ქმედების გამო, ქვაზე ფეხი წამოკრა და წონასწორობა დაკარგული ზურგით დაეცა ძირს. ფორთხვით მიდიოდა უკან-უკან და თან ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად წამომდგარიყო ფეხზე. იქეთ-აქეთ ატრიალებდა თავს, თითქოს საიდანღაც შველას ელოდებაო. იდგა და უყურებდა მის დამფრთხალ ქმედებას და უფრო და უფრო ემატებოდა მისი დასაკუთრების სურვილი. ნელა დაიხარა გოგონასკენ რაზეც ბოლო ხმაზე კივილი ატეხა. ზღვის ტალღების საშინელი ხმაური, რომ არა, ალბათ მთელ ქალაქს მიწვდებოდა ხმა. დენდარტყმულივით იმოქმედა ნოეზე ამ ხმამ, თვალები რისხვით აევსო, სუნთქვა გაუხშირდა. ერთ ნაბიჯში შეამცირა მათ შორის მანძილი, მთელი ძალით ჩააფრინდა გოგონას მკლავებში და აფართხალებულის ერთ ადგილას გაჩერებას ცდილობდა.
-გამიშვი!! არ მომეკარო, არაკაცო! _ ნოეს,თითქოს საერთოდ არ ესმოდა მისი ხმა. ერთ ხელში მოიქცია გოგონას სუსტი და საოცრად ნაზი ხელები, ცალი ხელით კი სხეულიდან მატერიის მოშორებას ცდილობდა. მთრთოლვარე ტუჩებიდან ამომავალი სუნთქვა პირდაპირ სახეში შეეფრქვა, რამაც საერთოდ გადაუკეტა აზროვნების უნარი. მატერიის გახევის ხმაზე მიხვდა, რომ მიზანთან კიდევ უფრო ახლოს იყო, რამაც უფრო და უფრო გააცხოველა. უხეშად აასრიალა ხელები მკერდსა და მხრებზე და გაშმაგებით დააცხრა ტუჩებზე. ამავდროულად მწვავე ტკივილი იგრძნო, სისხლის გემო და ამასთან ერთად საშინელი ტკივილი თავში. თითქოს რაღაც მაგრად ჩაარტყეს. იგრძნო როგორ გამოეცალა ხელიდან ის არსება, რისკენაც ასე დაჟინებით მიილტვოდა. ბუნდოვნად ხედავდა როგორ შორდებოდა მას და როგორ მიიკვლევდა გზას ქვიან სანაპიროზე. შემდეგ კი ირგვლივ სრული უკუნეთი ჩამოწვა, გონება დაკარგა.
****
გაურკვეველი მიმართულებით მირბოდა, არაფერზე ფიქრობდა. მხოლოდ ის უნდოდა, რომ იქაურობას რაც შეიძლება სწრაფად გაცლოდა. გზადაგზა შემოხეულ ტანსაცმელს ისწორებდა და სახეზე ჩამოგორებულ ცრემლებს მუშტებით იწმენდდა. უკან მიხედვა არ უნდოდა. ეშინოდა, რომ კვლავ დაინახავდა იმ მონსტრს. სულ უფრო და უფრო უმატებდა ნაბიჯს, როგორც კი სანაპიროდან გავიდა, სირბილზე გადავიდა, სიცივე სრულიად არ მოქმედებდა ამ წუთას მასზე. მთელი ძალით გარბოდა, ჯერ კიდევ ეგონა, რომ კიდევ შეეხებოდა ის არამზადა და კვლავ შეეცდებოდა მის დამორჩილებას. ნიაღვარივით ჩამოსდიოდა ცრემლები, გაწეწილი თმა სახეზე ეყრებოდა, ფეხები უკანკალებდა, მძიმედ სუნთქავდა. საშინლად დაიღალა თუმცა სირბილი მაინც არ შეუწყვეტია. როცა ნაცნობ კორპუსს მიაღწია მაშინღა ამოუსუნთქა. გაუჩერებლად აირბინა კიბე. დაქანცული ჩაცურდა სახლის კართან. მთელი სხეული უცახცახებდა, მძიმედ სუნთქავდა და შეშინებული ირგვლივ აცეცებდა თვალებს. აკანკალებულ ხელებს აცახცახებულ მხრებზე ისვამდა. ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა გონს, დამფრთხალმა მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ რამდენიმეჯერ მსუბუქად დაეკაკუნებინა კარზე. გაიღო კარგი და ზღურბლზე მეგის სილუეტი გამოჩნდა. დეიდაშვილის ასეთ მდგიმარეობაში დანახვამ, თავიდან დააბნია, შემდგე კი დამფრთხალი მიეჭრა.
-სესილი? სესილი, რა გჭირს?! _მეგი კიდევ უფრო შეშფოთდა. მაგარდ მოხვია გოგონას ხელები. -სესილი, ამოიღე ხმა!
-ი..ის... ის.. _ჩუმად ლუღლუღებდა და დაუკითავად სცვიოდა თვალებიდან მუშტისოდენა ცრემლები.
-ღმერთო ჩემო, სესილი, სულ მთლად კანკალებ. ადექი სახლში შევიდეთ. _ძლივს მოახერხა მეგიმ გოგონას ფეხზე წამოყენება.- ამიხსენი რა მოხდა, ნუ გამაგიჟე! _ სესილი ოთხად მოკეცილიყო სავარძელში და ერთ ადგილს მიშტერებოდა.
-სესი რა მოხდა გემუდარები მითხარი _მეგის ხმაში შეშფოთება იგრძნობოდა. დეიდაშვილის ასეთ მდგომარეობაში დანახვა, ძალიან აშინებდა. -ვინმე დაგესხა თავს? _ამის თქმა იყო და გოგონას კიდევ ერთხელ წამოუვიდა ცრემლები. ხელები თავის მუხლებს შემოხვია და ჩუმად ასლუკუნდა. მთელი სხეული უთრთოდა. როგორც კი თვალებს დახუჭავდა, მაშინვე ის ამაზრზენი შეხება ახსენდებოდა. მთელ ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა.
-ახლავე პოლიციაში დავრეკავ. _სწრაფად წამოდგა მეგი ფეხზე და ტელეფონი მოიმარჯვა.
-არ გინდა. _ ძლივსგასაგონად ამოიჩურჩულა.
-რას ნიშანვს არ მინდა სესილი?! ვერ ხედავ რა დღეში ხარ? იმასაც არ მეუბნები რა მოგივიდა, ლამისაა ჭკუიდან შევიშალო! _ თანდათან ხმას უწევდა მეგი.
-გთხოვ, ახლა არა. _ თვალების დახუჭვა არ უნდოდა, იცოდა მაშინვე თვალწინ ის ინციდენტი დაუდგებოდა.
სწრაფი ნაბიჯით შევიდა სამზარეულოში და იქედან წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა. შეშინებულ დეიდაშვილს მიაწოდა და თვითონაც გვერდით ჩამოუჯდა.
-სესი, ნუ გეშინია ახლა უკვე სახლში ხარ, საშიში არაფერია. _ნაზად უსმევდა თმაზე ხელს და ცდილობდა დაემშვიდებინა. -გთხოვ, მითხარი რა მოხდა, თუ არ მეცოდინება როგორ შევძლებ შენს დახმარებას? _ გულის სიღრმეში მეგის ეჭვი ჰქონდა, მაგარამ არ უნდოდა ამის დაჯერება. სურდა ყველაფერი სესილისგან მოესმინა და ყველაფერში ასე გარკვეულიყო. -ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. გთხოვ მომიყევი.
-არ ვიცი ახლა სად არის _ ტირილნარევი ხმით ამოილუღლუღა. _რომ იცოდე როგორ შემეშინდა მეგი. _ მაგრად მოეხვია დეიდაშვილს. -მგონი... მოვკალი. მეგი... _ამის თქმა იყო და ბოლო ხმაზე ატირდა. ძლივს მოახერხა დამშვიდებულიყო და ყველაფერი მოეყოლა. თითოეული დეტალის გახსენებაზე საშინელი შეგრძნება ეუფლებოდა. მეგი განაბული უსმენდა. როგორც კი მოყოლა დაამთავრა, მაგრად მოეხვია სესილის და გულში ჩაიკრა.
-ნუ ნერვიულობ საყვარელო, შენ მხოლოდ თავს იცავდი, შენი ბრალი არ არის.
-მოვკალი, გესმის მოვკალი... მ..მე... ადამიანი მოვკალი.... _გაუჩერებლად ტიროდა.
-შენ ისიც კი არ იცი ნამდვილად მოუვიდა თუ არა რამე იმ კაცს. არაფერი დაგინახავს და საიდან დაასკვენი, რომ მოკვდა?!
-არ.. ვიცი, მე ხომ თავში ჩავარტყი...
-სესილი, დამშვიდდი. ზუსტად არაფერი იცი ჯერ. დილით იმ ადგილას მივალ და ყველაფერს გავიგებ.
-არა! არ მიხვალ, იქ არ მიხვიდე! _ აღელვებული მიუბრუნდა.
-თუ არ გავარკვევთ რა მოუვიდა იმ კაცს, ვერც შენ იქნები მშვიდად და ვერც მე.
-არ ვიცი, ძალიან მეშინია...
-დამშვიდდი საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, რომ შენ კარგად ხარ და არაფერი დაგიშავა იმ არაკცმა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მასზე ფიქრობ და წუხხარ რამე არ დაგეშავებინა მისთვის! _ განრისხებულმა ჩაილაპარაკა და მაგარად მოეხვია დეიდაშვილს.
****
საშინელმა თავის ტკივილმა მოიყვანა გონს. ყურები უწიოდა და საფეთქლებში მძიმედ „ურტყამდა“ რაღაც. თვალების გახელა ძლივს შეძლო. ოდნავ წამოწია თავი. ზღვის დანახვაზე, დაბნეულმა აახამხამა თვალები. თავიდან ვერ მიხვდა სად იყო, ან საერთოდ აქ რას აკეთებდა. წამოჯდომა სცადა, მაგრამ თავის ტკივილმა უარესად შეუტია. წამში გაახსენდა გუშინდელი საღამო. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, შემდეგ კი რეაქტიული სიჩქარით ამოძრავდა მკერდში. გაახსენდა ყველაფერი! კაფეს ინციდენტი, შემდეგ შუა ღამით ქუჩაში ხეტიალი და... ის გოგო... სუნთქვა შეეკრა, ჰაერი აღარ ეყო და უღონოდ დაიწყო ხრიალი. ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, თითქოს იგუდებოდა. ყველაფერი ცხადად წარმოუდგა თვალწინ. გაახსენდა როგორ ცდილობდა გოგონა მისგან დასხლტომას, როგორ უძალიანდებოდა..... წამით უდიდესი შვება იგრძნო იმის გახსენებისას, რომ გოგონამ მისგან თავის დაღწევა მოახერხა, მაგრამ შემდეგ სინდისმა ორმაგად შეუტია. ვერაფრით იშორებდა მის სახეს თავიდან. მისი განწირული ყვირილი, ახლაც ყურში ჩაესმოდა. მთელი ძალით მიიჭირა ყურებზე ხელი, თითქოს ასე ცდილობდა ამ ხმისგან განთავისუფლებას. „მოძალადე!“ მთელი სიმწრით ჩაყვიროდა საკუთარი მე. ხმა კიდევ უფრო იზრდებოდა გონებაში. თვითონ კი კიდევ უფრო მაგრად იჭერდა ყურებზე ხელს. მაინც არ შველოდა. სიმწრისგან, მოთმინება დაკარგულმა ბოლო ხმაზე იღრიალა. საფეთქლებზე მონაცრისფრო მფეთქავი ძარღვი მოუჩანდა, კისრის ძარღვები ერთიანად დაჭიმული ჰქონდა. საშინელი ტკივილი იგრძნო თავში მაგრამ ხმა შეწყდა. ნელა მოიშორა ყურებიდან ხელი და ძალაგამოცლილი, მოდუნებული გადაწვა ზურგზე. გაუნძრევლად იწვა სანაპიროზე. დროის შეგრძნება საერთოდ დაკარგული ჰქონდა. ერთადერთი რაც უნდოდა აქედან გაქცევა იყო. უნდოდა რაც შეიძლება მალე მოშორებოდა აქაურობას. ჯიბიდან გაჭირვებით ამოიღო ტელეფონი და სწრაფად აკრიფა მათეს ნომერი.
-ნოე _ მაშინვე გაისმა მეგობრის ხმა.
-მათე...
-ნოე, სად ხარ?!
-მათე, მიშველე _ძლივს ამილუღლუღა
-ნოე, რა გჭირს? სად ხარ? _შეშფოთებულმა მიაყარა კითხვები.
-არ ვიცი სად ვარ. მიშველე, მათე!
-მიიხედე ირგვლივ რას ხედავ მითარი, გიპოვი და წამოგიყვან!
შეეცადა გონება დაეძაბა და გუშინდელი საღამო უკეთ გაეხსენბინა. გაახსენდა ბარის ინციდენტი. იქედან გამოსვლის მომენტი და შუა ქუჩაში მთვრალი სიარული.
-ზღვაზე ვარ, გონიოში. ახლოს სადმე პატარა კაფე იქნება... _ თვალდახუჭულმა, ჩახლეჩილი ხმით ამოილუღლუღა და ტელეფონი ყურიდან მოიშორა.
თავი ოდნავ წამოწია, მაგრამ ტკივილი იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ კვლავ უღონოდ გაწვა ნაპირზე. თვალი მოკრა სისხლიან ქვას და კიდევ ერთხელ წარმოუდგა თვალწინ გუშინდელი ღამე. იმ გოგონას სახე... კიდევ უფრო მძლავრად შეუტია სინდისმა. მაგრად დახუჭა თვალები, ცდილობდა ასე მაინც წაეშალა მხედველობიდან ეს საზარელი სურათი თუმცა პირიქით, ყველაფერი უფრო ცხადად წარმოუდგებოდა. თითქოს საკუთარი გონებაც კი თავისი წინააღმდეგი იყო. სიმწრით დამუშტა ხელები, მყარი სხეულის შეგრძნებისას კვლავ გახსნა შეკრული მუშტი. ხელში მომცრო ყელსაბამი ეჭირა. უცნაურია აქამდე რომ ვერ შეამჩნია. კარგად დააკვირდა ცრემლის გამოსახულების პატარა, სადა კულონს. სისხლი უსწრაფესად აუჩქროლდა ძარღვებში.
„მისია“ გაიფიქრა. მაგრად შეკრა მუჭი და ყელსაბამი ჯიბეში ჩაიდო.
თავლები დახუჭა და ტალღების ხმაურს დაუგდო ყური. თითქოს ტალღების ხმას ქალის ყვირილის ხმაც ერეოდა და ნოეს ყურამდე მოჰქონდა. საოცრად ნაცნობი ხმა, რომელიც ალბათ სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში. მთელ სხეულს უღრნიდა, შემზარავ ტკივილს გრძნობდა მკერდში, თითქოს გულზე ეკალივით ესობოდა რაღაც. უკვე ნერვული დაბოლოებები ეწვოდა, ეგონა ცოტაც და ჭკუიდან შეიშლებოდა.
-ნოე! _ მეგობრის ხმის გაგონებისას, საოცარი შვება იგრძნო. გაჭირვებით მიატრიალა თავი სირბილით მომავალი მათესკენ.
-ნოე! ნოე, რა გჭირს?! ვინმე თავს დაგესხა?! შენი გაძარცვა უნდოდათ?! კარგად ხარ? ამოიღე ხმა ადამიანო ნუ გამაგიჟე!
-წავიდეთ აქედან... _ ხმაჩახლეჩილმა ამოილუღლუღა.
-საავადმყოფოში წაგიყვან...
-არა! ექიმს დაურეკე და სახლში მოიყვანე. _ ფეხზე წამომდგარი მათეს მხარს დაეყრდნო.
-ჯანდაბა, ნოე, მითხარი რა გჭირს?! თავი სულ მთლად სისხლიანი გაქვს! რამე სერიოზული რომ იყოს?!
-მათე, მერე გეტყვი ყველაფრეს, ახლა აქაურობას მოვშორდეთ. _ თავი საშინლად ტკიოდა. ახლა არაფრის ახსინის თავი არ ჰქონდა. როცა ცოტა დამშვიდდებოდა მერე დაწვრილებით მოუყვებოდა ყველაფერს. მათესაც მეტად აღარ დაუძალებია. გაჭირვებით გაიყვანა სანაპიროდან, ფრთხილად ჩასვა მეგობარი მანქანაში, თვითონაც სწრაფად მიუჯდა საჭეს და გიჟივით მოსწყდა ადგილს.
2თავი
-გახსოვს მისი სახე? _ თვალებში ჩააშტერდა მათე. თანხმობის ნიშნად მძიმედ დაუქნია თავი.
-მგონი ვერც ვერასდროს დავივიწყებ. _ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა. -რომ ვიხსენებ, როგორ ცდილობდა ჩემგან თავის დაღწევას.... _სიტყვა გაუწყდა. მთელ სხეულში უსიამოვნოდ აჟრჟოლებდა.
-ნოე..
-ღმერთო ჩემო მართლა, რომ დამეშავებინა მისთვის რამე მერე რა უნდა მექნა?! _ ნერვიულად შეიცურა ხელი თმაში და თავი უკან გადასწია.
-მთავარია, რომ არაფერი მომხდარა.
-ეგ რო რამეს ცვლიდეს მათე, ეგ რო რამეს ცვლიდეს... _ ძლივსგასაგონად ამოიხრიალა.
-ნეტა მას ახსოვხარ? დაგინახა?
-არ ვიცი. არც მინდა, რომ ვიცოდე. მთავარია მე მახსოვს! მე მახოსვს და მის სახეს ვერ წავშლი ასე უბრალოდ ჩემი გონებიდან! არ მინდა ოდესმე სადმე შემხვდეს და მოძალადე მიწოდოს! განა იმიტომ რომ არ ვიმსახურებ? ვიცი თავს ვერ გავკონტროლებ ამის შემდეგ და...
-ეგ არც კი იფიქრო! ეგ უკვე წარსულს ჩაბარდა! წამლებს არასოდეს გაეკარები გესმის არასოდეს!! ეგ ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო და მაშინ საშინელება გადავიტანეთ ყველამ. შენ უბრალოდ არ გაქვს იმის უფლება ამ ყველაფრის შემდეგ ასე მოექცე შენებს. იცი ახლა რა დღეშიც არიან? ყველა შენ გიყურებს და შენგან ელოდებიან ნაბიჯს.
-რაღაც მღრღნის შიგნიდან. უნდა, რომ გარეთ გამოვიდეს და შუაზე გამგლიჯოს.
-ნოე შესანიშნავად მესმის შენი, მაგარმ ახლა სისუსტის გამოჩენის უფლება არ გაქვს. სერგის გარდაცვალების შემდეგ ბერვი რამეა შენზე დამოკიდებული.
-ვიცი მათე, ვიცი. მაგრამ.... ეს ყველაფერი ისე რთული ასატანია, რომ...
-მჯერა, რომ ყველაფერს გაართმევ თავს. 17 წლის ბიჭი აღარ ხარ, რომ ვერაფერს ხვდებოდა. ვიცი ახლა რამდენადაც გიჭრს, ვიცი რომ სინდისი გქენჯნის ამ ამბის გამო, მაგარმ უნდა შეეცადო, გესმის? უნდა შეეცადო.
-ვერასდროს წარმოვიდგენდი ამის გაკეთება თუ შემეძლო. _სიმწრით ჩაიცინა - ყოველთვის ზიზღით ვუყურებდი მოძალადეებს. ახლა კი... მე თვითონ რა გავაკეთე.
-ნოე... _ მათე მის წინ ჩაიმუხლა და მეგობარს მხარზე ხელი დაადო. -შენ მთვრალი იყავი, ვერც კი აცნობიერებდი რას აკეთებდი. ორივემ ვიცით, რო ფხიზელ მდგომარეობაში მსგავს რამეს აზრადაც კი არ გაივლებდი.
-ეგ არაფერს ცვლის მათე, ჩემთვის _ძარღვებ დაბერილმა ამოისისინა.
-შენ მოძალადე არ ხარ. შენისთანა სულზე ბევრი ოცნებობს.
-მიმიფურთხებია ასეთი სულისთვის!
-ჯობს ამ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ. ისედაც მძიმე მდგომარეობაში ხარ. _ თავის ქნევით ჩაილაპარაკა მათემ.
ფეხზე წამოდგომა სცადა თუმცა თავის ტკივილმა შეახსენა თავი და ისევ ადგილს დაუბრუნდა.
-რა გინდა მე მითხარი.
-წყალი დამისხი რა. _ სახედამანჭულმა დადო თავი ბალიშზე. მათემ წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა.
-ნოე
-გისმენ
-სახლში როდის მიხვალ? ხომ იცი დედაშენი და მამაშენი...
-შევეცდები ხვალ მივიდე. მარიამმა ასეთი თავით, რომ დამინახოს სულ შეიშლება - შეხვეულ თავზე ანიშნა.
-დილით მიგყვან. მე თუ რამით შემიძლია დაგეხმარო ხომ იცი აქ ვარ.
-ვიცი მათე. ჯერ მამაჩემს უნდა დაველაპარაკო, სერგის დაკრძალვის შემდეგ წესიერად არც მინახავს. თანაც სახლში ხვალ უკვე სიმშვიდე იქნება, ყოველგვარი ნათესავებისგან, მეზობლებისგან და ცნობისმოყვარე თვალისგან დაცლილი იქნება. მშვიდად მაინც შევძლებ დალაპარაკებას.
-მერე რას აპირებ?
-ჯერ სახლში შევხედავ ვითარებას, მერე ერთი პატარა საქმე უნდა მოვაგვარო და მერე უკვე თუ ყველაფერი კარგად იქნება გერმანიაში დავბრუნდები.
-გაგიჟდი?
-მე აქ რომ დავრჩე უფრო გავგიჟდები!
-ვიცი ნოე მაგრამ ახლა ხომ...
-ახლა არც არსად ვაპირებ წასვლას.
-შენებს არ მოეწონებათ ეგ გადაწყვეტილება.
-ადრეა ჯერ მაგაზე ლაპარაკი _თვალები დახუჭა და შეეცადა დაეძინა.
****
დილიდან მთელი სახლი გადაატრიალა. ყველა კუთხე-კუნჭული გადაქექა მაგრამ უშედეგოდ. გუშინდელი საღამოს შემდეგ ისედაც განერვიულებული ახლა კიდევ უფრო ღიზიანდებოდა. თვალებში ცრემლებჩამდგარი დადიოდა მთელ სახლში და უკვე მეათედ ამოწმებდა ერთი და იმავე ადგილს.
-მეგი, ვერსად ვპოულობ! _ნამტირალევი ხმით ამოილუღლუღა
-დამშვიდდი სესი, სადმე აქ იქნება.
-მთელი სახლი გადავქექე!
-დარწმუნებული ხარ, რომ სახლში გქონდა? იქნებ რომელიმე მეგობართან დაგრჩა.
-გუშინ დილით მეკეთა. სად უნდა დამრჩენოდა _პარალელურად დივანზე დადებულ ბალიშებს იღებდა და გაფაციცებით აკვირდებოდა, იქნებ სადმე დაუვარდა კულონი და ვერ შეამჩნია.
-სესი...
-რა?
-გუშინ მთელი დღე გეკეთა?
-კი.
-როდის შეამჩნიე, რომ დაკარგე? _მეგის ეჭვნარევი ხმა არც მისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი.
-დღეს დილით. რა იყო?
-იქნებ... გუშინ...
-არ არსებობს! _ ნერვებმოშლილმა ამოიტირა. -სანაპიროზეა ალბათ. _თავი ხელებში ჩარგო.
-კარგი დამშვიდდი. _მეგიც გვერდით ჩამოუჯდა.
-როგორ დავმშვიდდე, ერთადერთ ნივთს ვერ გავუფრთხილდი რაც დედაჩემისგან დამრჩა. ახლავე წავალ და მოვძებნი! სულ არ მაინტერესებს ის არაკაცი იქ იქნება, თუ არა! _ფეხზე წამოვარდა.
-მოიცადე გოგო, სად მიდიხარ ამ დილით! _მეგიც უკან აედევნა.
-ზღვაზე. _ქურთუკს დაავლო ხელი.
-დამელოდე მეც წამოვალ. მარტო არავითარ შემთვევეაში არ გაგიშვებ. _მეგიც სწრაფად გაყვა უკან.
ნახევარ საათში უკვე სანაპიროზე იყვნენ, იმ ადგილას სადაც გასულ ღამით სესილი სეირნობდა. იმ ადგილთან მიახლოებისას, ლამის გული გაუჩერდა, მთელ ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. იქაურობა სრულიად ცარიელი იყო. თითქოს გულიდან უზარმაზარი ლოდი მოეხსნა. იქვე მიგდებული სისხლიანი ქავის დანახვისას ერთიანად გააცახცახა. მეგის, რა თქმა უნდა, არ გამოპარვია დეიდაშვილის სახის ცვლილება, როგორც კი მისი მზერის ობიექტს თვალი გაუსწორა, თვითონაც შეკრთა. სწრაფად აიღო ქვა ხელში და ზღვაში მოისროლა.
-მეგი, რას აკეთებ?
-ჩვენ აქ ყელსაბამის მოსაძებნად მოვედით! _ მტკიცედ უპასუხა და იქაურობის დათვალიერება განაგძო. სესილი რამდენიმე წამი იმ ადგილს უყურებდა სადაც მეგიმ ქვა მოისროლა. მალევე მევიდა გონს, სწრაფად მოაშორა თვალი და თვითონაც ძებნა დაიწყო.
თითქმის ყველა ქვა შეამოწმეს, ასჯერ მაინც უვლიდნენ ერთი და იმავე ადგილებს. ორივე ხვდებოდა, რომ ძებნას აზრი არ ჰქონდა მაგრამ მაინც ჯიუტად განაგრძობდნენ.
- აქ არაფერია!
-სესილი დაწყნარდი, ვიპოვით სადმე აქ იქნება
-მეგი ვერ ხედავ, რომ არსად არ არის? უკვე ყველაფერი შევამოწმე...
-გთხოვ დამშვიდდი ძვირფასო, ახლა განერვიულებული ხარ წვრილმანებზეც ღიზიანდები. ეს კონცენტრაციაში ხელს გიშლის. კარგად დაფიქრდი იქნებ აქ მოსვლამდეც არ გეკეთა ყელსაბამი.
-არა, დარწმუნებული ვარ მეკეთა. სახლიდან, რომ გავდიოდი მეკეთა.
-იქნებ ადგილი გეშლება. დარწმუნებული ხარ, რომ ეს ადგილია?
-კი!
-იქნებ გეშლება
-რა მეშლება მეგი რა?! არ იცოდე მაინც, რომ ყოველთვის ამ ადგილას მოვდივარ...
-კარგი არაუშავს, ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ყელსაბამია.
-შენთვის მხოლოდ ყელსაბამია, ჩემთვის კიდევ ბევრს ნიშნავს. ერთადერთია რაც დედაჩემისგან დამრჩა სახსოვრად.
-კარგი დამშვიდდი.
-ალბათ იმ არაკაცმა წაიღო. _ამოისისნა
-რად უნდოდა მერე ვიღაცის ყელსაბამი? ამით უფრო ბევრ პრობლემას არ შეუქმნის თავს?
-რა ვიცი მე! _ნაპირზე ჩამოჯდა
-სესილი, იქნებ ცადო იმ კაცის სახის გახსენება...
-როგორ გავიხსენებ იმას რაც ნორმალურად არც კი დამინახავს. ძალიან ბნელოდა, თანაც წესიერად არც კი შემიხედავს მისთვის. _ იმ ღამის გახსენებაზე ერთიანად გააჟრჟოლა.
-ღმერთს მადლობა, რომ ვერაფერი დაგიშავა. _გვერდით მიუჯდა მეგი.
-ოხ, ყელსაბამს მაინც რაღას ერჩოდა! _წამოიყვირა მოთმინება დაკარგულმა -ის არ ეყო რასაც მე მიპირებდა?!
-შეიძლება მას არც წაუღია და ვინმე სხვამ იპოვა.
-არ ვიცი, შეიძლება. სიმართლე გითხრა სხვას, რომ წაეღო ალბათ მაშინ უფრო მშვიდად მივიღებდი ამ ამაბავს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ...
-მესმის შენი.
-ნეტა საერთოდ არ მოვსულიყავი აქ. რა ჯანდაბა მინდოდა შუა ღამეს, რომ ზღვა ავიჩემე! რამე, რომ დაეშავებინა იმ არაკაცს მერე რა უნდა მექნა?! _ თვალებში ცრემლები ჩაუდგა.
-კარგი სესი, დამშვიდდი. უმჯობესია სახლში წავიდეთ, აქ მაინც არაფერია, აზრი არ აქვს ტყუილად ხეტიალს. _მეგობარს მოეხვია და ფეხზე წამოაყენა.
****
-ნოე, გირეკავენ.
-ვინ არის?
-მიაა _ მათეს აშკარად ეტყობოდა ხმაში მღელვარება, ეს არც ნოეს დარჩენია შეუმჩნეველი სწრაფად გამოართვა მეგობარს ტელეფონი.
-გისმენ მია.
-ნოე სად ხარ? _ ნამტირალევი ხმით ამოულუღლუღა გოგონამ.
-რა მოხდა მია, რატომ ტირი? დედას რამე ხომ არ მოუვიდა?
-ნოე გთხოვ მალე მოდი, მამა ცუდადაა. საავადმყოფოში წაიყვანეს... _უმცროსი დის სიტყვების გაგონებისას ლამის გული გაუჩერდა. ელვისუსწრაფესად წამოვარდა ფეხზე. მათეც გაფაციცებული შეცქეროდა მეგობარს.
-რა?! რა მოხდა?! რა დაემართა?!
-გულის შეტევააო თქვეს _სუნთქვა შეეკრა. თითქოს ჰაერი არ ყოფნიდა. იგივე შეგრძნება დაეუფლა რაც მაშინ როცა სერგის უსიცოცხლო გვამს ხედავდა, როცა მის წინ იყო და ვერფრით ეხმარებოდა. კიდევ ერთხელ იგრძნო უძლურობა, მუხლებში თითქოს ძალა გამოეცალა. შეეცადა ეს საშინელი გრძნობები ჩაეხშო და გონს მოსულიყო.
-რომელ საავადმყოფოშია?
-რესპუბლიკურში._ აღარაფერი უთქვამს ისე გათიშა ტელეფონი. მაშინვე მათეს მიუბრუნდა -საჭესთან დაჯექი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივდივართ!
-ნოე..
-ლევანს გულის შეტევა აქვს! _ორივენი სწრაფად გავიდნენ სახლიდან. მათე გიჟივით ატარებდა მანქანას. იცოდა ახლა რა მდგომარეობაშიც იყო მეგობარი. უსიტყვოდ ესმოდა მისი.
საავადმყოფოში მისულები გიჟებივით მირბოდნენ ჰოლში. ნოე თავის ტკივილს საერთოდ ვეღარ გრძნობდა, ერთადერთი რაც ამ წუთას სურდა ჯანმრთელი მამის დანახვა იყო.
-ნოე. _ მარიამის ხმა ჩაესმა მოულოდნელად. როგორც კი დედას მოჰკრა თვალი მაშინვე მისკენ გაქანდა.
-როგორაა?!
-არ ვიცი. ექიმები არაფერს ამბობენ. _ ხელსახოცით შეიმშრალა ქალმა ცრემლები.
-რა მოუვიდა?
-კიბეზე, რომ ჩამოდიოდა, მოულოდნელად ცუდად გახდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, მკერდში რაღაც მტკივაო გაიძახოდა, მერე კი დაეცა. გააზრებაც ვერ მოვასწარით ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი. ვეღარ გაუძლო მისმა გულმა ამდენს, ვერ გაუძლო.. _ ტირილით დაასრულა ქალმა სიტყვა.
ნოეს თითქოს სადღაც შორიდან ჩაესმოდა დედის სიტყვები. თავს არწმუნებდა იმაში, რომ ლევანი კარაგდ იქნებოდა და ყველაფერი მწყობრში ჩადგებოდა. სულ რაღაც ორი დღის წინ დამარხა ძმა, ახლა კი იმის წარმოდგენაც კი, რომ შეიძლება მამამისს რამე დაემართოს სულს შუაზე უგლეჯს.
-ლევან წერეთელის ახლობლები თქვენ ხართ? _ექიმი მათ წინ გაჩერდა.
-დიახ! _ერთხმად უპასუხეს დედა-შვილმა.
-როგორ არის ჩემი მეუღლე ექიმო?
-დამშვიდდით ქალბატონო, უკვე ყველაფერი კარგადაა. პაციენტი თავს ცოტათი სუსტად გრძნობს, თუმცა მის მდგონარეობაში ეს ნორმალურიცაა. ინფაქტის ნიშნები ჰქონდა, თუმცა გადავრჩით. რაღაცაზე ძალიან ინერვიულა და სწორედ ამან გამოიწვია ყოველივე. ახლა ისვენებს, მაგარმ დაჟინებით მოითხოვს ვიღაცის ნახვას.
-ვისი ნახვა სურს? _ჰკითხა მარიამმა.
-ვიღაც ნოეს ეძახის, ამბობს ჩემთან მოვიდესო.
-შეიძლება ვნახო? _ნოე ერთი ნაბიჯით წაიწია რეანიმაციისკენ.
-შეიძლება, მაგრამ იცოდეთ ძალიან ცოტა ხნით.
-კარგი. _სწრაფად დაუქნია თავი და ექიმს უკან გაჰყვა.
ფრთხილად შეაღო პალატის კარი და ფეხაკრეფით შევიდა. ლევანი თვალებმინაბული იწვა და ღრმად სუნთქავდა. შვილის დანახვისას ოდნავ წამოწია თავი.
-მოდი ნოე _ჩახშული ხმით დაუძახა.
-როგორ ხარ? _იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-ამჯერადაც გადავურჩი სიკვდილს. _თვალები დახუჭა.
-ნუ ლაპარაკობ მასე. ყველა ძალიან ვნერვიულობთ შენზე...
-ვიცი. სერგის შემდეგ არ მაქვს უფლება ასე უნამუსოდ მოგექცეთ. _თვალებში ცრემლები ჩაუდგა ლევანს. ნოემ სწრაფად დახარა თავი, რომ ძმის სახელის ხსენებით სახეზე აღბეჭდილი ტკივილი მამისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
-მინდოდა პირველი შენ დაგლაპარაკებოდი. ვერ წარმოიდგენ როგორ შემეშინდა როცა ცუდად გავხდი, შემეშინდა, რომ ასე უგულოდ მოგექცეოდით და მეც დაგტოვებდით.
-მამა...
-ვიცი ნოე, შენც ისევ გტკივა როგორც ჩვენ. შეიძლება მეტადაც....
-ნუ ამბობ მაგას! მე არ შემიძლია გავიგო შვილდაკარგული მამის ტკივილი რამდენად მწარეა.
-ღმერთმა დაგიფაროს ჩემო ბიჭო, ღმერთმა დაგიფაროს.
-მალე კარგად გახდები!
-ვინ იცის ნოე, ვინ იცის.
-მე ვიცი!
-სულელი ვიყავი როცა ვფიქრობდი, რომ ბედნიერება უსასრულოა. ყველაფერს აქვს დასასრული შვილო. _წამით გაჩუმდა, ღრამდ ჩაისუნთქა და კვლავ განაგრძო - სერგი მენატრება ნოე.
-მეც მამა _ აცრემლებული თვალებით შეხედა ლევანს.
-როცა პატარები იყავით ზუსტად ვიცოდი, რომ მთლიანად ჩემზე იყავით დამოკიდებული და ყველაფერისგან შემეძლო თქვენი დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ დრო გადიოდა და თქვენც იზრდებოდით ამ შეგრძნებას ერთი წუთითაც კი არ მივუტოვებივარ. კვლავ პატარა ბავშვებად აღგიქვამდით და კვლავ მეგონა, რომ თქვენი დაცვა შემეძლო. მაგრამ ბოლოს ისეთი ძალით შევასკდი სინამდვილეს, რომ გააზრებაც კი ვერ მოვახერხე. წამში გამოვფხიზლდი და ირეალურობას თავი დავაღწიე, მაგრამ რის ფასად? სერგის სიცოცხლის. _ ხმა გაებზარა, თვალები დახუჭა და მძიმედ გადაუშვა ნერწყვი ყელში.
-ჩემი ბრალია...
-ეგ აღარ გაიმეორო! _წამში გაუმკაცრდა ხმა ლევანს - არ გაბედო იმის თქმა, რომ სერგის სიკვდილი შენი ბრალია.
-რთულია ჩაახშო გონებაში ეს ხმა და საკუთარ თავს შეეწინააღმედეგო.
-შენ არ გჭირდება არაფერთან შეწინააღმდეგება, რადგან დამნაშავე არ ხარ არაფერში.
-საშინლად ვგრძნობ თავს. სული მტკივა მამა.
-მესმის ნოე, ძალიან კარგად მესმის შენი. მისმის, რომ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. _ნოეს ხელს თავისი დაადო.
-როგორ შეგიძლია მამა ასე ილაპარაკო მაშნ როცა ვიცი რამდნეად გტკივა შენც. ვიცი რამდენად რთულია ეს შენთვის და...
-თავი ხელში უნდა ავიყვანოთ ნოე! უფალმა ერთი შვილი წამართვა, მაგრამ ორი შვილი კვლავ დამრჩა და არ მივცემ თვით ღმერთსაც კი იმის უფლებას, რომ ისინიც დავკარგო! _უსმენდა მამას და ჯერაც ვერ გაეგო სად ჰქონდა ამ კაცს ამხელა ძალა, რომლის წყალობითაც ყველაფერს უძლებდა.
-გამაგრდი შვილო, თავი ხელში აიყვანე.
-ძნელია თავს კონკრეტული მითითება მისცე, როცა მისი შესრულება ასე რთულია. თითქოს ამ ფიქრებს, გრძნობებს, განცდებს თავიდან მოიშორებ, სადღაც კუთხეში გადამალავ, მაგარამ ერთხელაც მთელი სიმწრით ამოხეთქავს და მარტივად გაგანადგურებს.
-ნოე, შენ ძლიერი პიროვნება ხარ. არაფერს არ მისცე შენი განადგურების უფლება. მით უმეტეს ახლა, როცა ყველას ასე გვჭირდები. შენი ეს მდგომარეობა ბუნებრივია, თუმცა შეეცადო უნდა.. შეეცადე შვილო...
-ძნელია ასეთ დროს იყო არაბუნებრივი _თვაჩაქინდრულმა ჩაილაპარაკა.
-შეუძლებელი არაფერია! _შეძლებისდგავრად გაიმკაცრა ხმა ლევანმა. -მთავარია თავი არ დაკარგო, ასეთი დროსაც კი. დაიმახსოვრე ნოე, ახლა ყველას შენი იმედი აქვს. მათ შორის მეც.
-ერთად გავივლით ამასაც! _ ნაღვლიანი მზერით შეხედა მამას
-ნოე _შვილს თვალებში შეხედა -თუ მე რამე დამემართა...
-ლევან!
-კარგი, კარგი_ ტუჩის კუთხეში ნაღვლიანი ღიმილი გაუკრთა კაცს.
-დედა გელოდება, ჭირდები მარიამს.
-მეც მჭირდება ჩემი მარო. _ღრმად ჩაისუნთქა კაცმა.
-დაისვენე _ფეხზე წამოდგა ნოე. მამას ოდნავ გაუღიმა და პალატიდან გამოვიდა.
რამდნეიმე წამით კართან შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და ოჯახისწევრებისკენ წავიდა.
-როგორ არის? _მაშინვე მივარდა მარიამი.
-კარგადაა დედა, დამშვიდდი. ცოტა დაიღალა, ახლა ისვენებს, ალბათ, მოგვიანებით შეგიშვებენ. _ მარიამს შვების ცრემლებმა დაუსველა სახე. ფრთხილად მოეხვია ნოე დედას და ნაზად აკოცა თავზე.
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.
-მეშინია ნოე _ამოიტირა ქალმა. _მეშინია, რომ სერგის შემდეგ ლევანსაც დავკარგავ...
-ყველაფერი კარგად იქნება დედა! _ჩუმად უთხრა და კიდევ ერთხელ ნაზად აკოცა დედას შუბლზე.
****
-როგორ ხარ სესი?
-კარგად კახი.
-არ შემომიშვებ? _ალმაცერად აათვალიერა მამაკაცმა გოგონა
-შემოდი _გზა დაუთმო.
-უკვე მიდიხართ თბილისში? _გამზადებულ ჩემოდნებს შეავლო თვალი
-კი _უემოციოდ უპასუხა.
-მეგონა კიდევ ცოტა ხნით დარჩებოდი.
-ასე გამოვიდა _მხრები აიჩეჩა.
-მეგი სადაა?
-ოთახშია, თავის ტანსაცმელს ალაგებს.
-მინდოდა ჩემს დაბადების დღეზე ყოფილიყავით _ხმა დაუთბა მამაკაცს.
-არაუშავს კახი, სხვა დროს იყოს _თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ ან როგორ ახერხებდა კახისთან ასე ცივად საუბარს. ადრე ხომ მასზე ჭკუას კარგავდა.
-სესილი მოხდა რამე? ჩემზე ნაწყენი ხარ?
-არა, რა სისულელეა _სწრაფად გააქნია თავი.
-მისმინე.. თუ მარის გამო ხარ ნაწყენი მინდა იცოდე, რომ მე და მარი მხოლოდ მეგობრები ვართ...
-კახი _შეაწყვეტინა -მე ეს საერთოდ არ მაინტერესებს.
-სესილი რა გჭირს? _ცოტა არ იყოს გაკვირვებული იყო მამაკაცი გოგონას ასეთი სიუხეშით და სიცივით.
-რა უნდა მჭირდეს?! _სიბრაზისგან სახეზე წამოწითლდა.
-მგონი რაღაცაზე ხარ გაბრაზებული... _გოგონასკენ დაიძრა და ფრთხილად შეახო მხარზე ხელი.
-ნუ მეხები! _წამოიყვირა და დენდარტყმულივით გახტა უკან.
-სესილი რა გჭირს? ცუდად ხარ?
-არაფერი კახი! უბრალოდ შემეშვი! _გრძნობდა რომ თანდათან უფრო და უფრო უჭირდა თავის გაკონტროლება.
-სესი რა მოხდა? _ოთახიდან მეგი გამოვიდა -ვა კახი, შენ ხარ?
-როგორ ხარ მეგი? _ღიმილით მიესალმა გოგონას.
-კარგად, რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ?
-დამშვიდობება უნდოდა _შეაწყვეტინა სესილიმ -და უკვე მიდის! _მეგიც და კახიც გაკვირვებულები შესცქეროდნენ სესილის. მამაკაცმა გაოგნებულმა გააქნია თავი, როცა მიხვდა რომ სესილი არ ხუმრობდა, მეგის სწრაფად დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა.
-რა იყო ეს? _წინ დაუდგა მეგი.
-არაფერი! _ თავი გააქნია დადივანზე ჩამოჯდა.
-სესილი....
-არაფერი მეგი! _ხმას აუწია გაღიზიანებულმა, ფეხზე წამოხტა და სწრაფად შვეიდა ოთახში. პირქვე დაემხო საწოლზე, თავი ბალიშში ჩარგო და ცრემლებს გასაქანი მისცა.
-სესილი, ერთ საათში გავდივართ _კარზე დაუკაკაუნა მეგიმ და ოთახს მოშორდა.
****
„-ხომ გახსოვს რა გითხარი? _სიცილით დაკრა ძმას მხარზე ხელი.
-აბა რა!
-იცოდე შენი იმედი მაქვს.
-ოდესმე გამიცრუებია შენი იმედი?
-ჩამოვთვალო შემთხვევები?
-გადი რა _სწრაფად წამოარტყა თავში ხელი და სიცილით დაუბრუნდა თავის ადგილს.
-მოგამრტვრევ ბიჭო ხელებს! როგორ უბედავ უფროს ძმას _ სერგიმაც უთავაზა მუშტი მხარში...
-წინ იყურე! _თავზე ხელებს იფარებდა, რომ დარტყვები მოეგერიებინა.
-მოიცა მე შენ გაჩვენებ!.. _ ახლა უკვე ორი წლის ბავშვებივით გაემართათ ჩხუბი.
-პატარას უნდა მოუთმინო _ახლა თვითონს გადავიდა შეტევაზე.
-ნოე, ნუ გადამაჯექი თავზე საჭესთან ვზივარ. _ხელის კვრით სავარძელზე დააბრუნდა ძმა და სიცილით გადახედა. -გადარეული ხარ რა...
-სერგი ფრთხილად!!!“
გიჟივით წამოვარდა საწოლში. სულ მთლად ოფლში ცურავდა და გახშირებულად სუნთქავდა. მთელი სხეული დაჭიმვოდა. ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი და საწოლიდან წამოდგა. ფანჯარა გამოაღო და ღრმად დაიწყო სუნთქვა. თვალები ერთმანეთს დააჭირa, შეეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა. ზამთრის სუსხლი ერთიანად ატანდა ძვლებში, თუმცა ამ წამს ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია მისთვის. მთავარი იყო როგორმე თავი ხელში აეყვანა, თუ არ სურდა რომ საბოლოოდ შეშლილიყო.
ფანჯარას მოშორდა და ოთახს თვალი მოავლო. იმდენად დაბურული და ბნელი ეჩვენა რომ სულიც კი შეეხუთა. სწრაფად გადაიცვა იქვე მიგდებული სპორტული მაისური და ოთახიდან გავიდა. ჯერ ისევ ღამე იყო, თუმცა შორს წამოჭვრეტილი მზის მკრთალი სხივები აუწყებდნენ რომ მალე გათენდებოდა. სახლიდან გავიდა. იგრძნო როგორ შებოჭა სიცივემ მისი სხეული წამში. ის იყო შიშველი ფეხით სველ მიწას უნდა შეხებოდა, როცა მოულოდნელად ზურგსუკან ვიღაცის შეხება იგრძნო. სწრაფად შებრუნდა უცნობისკენ და მთელი ძალით მიახეთქა კედელს.
-ნოე, მე ვარ! _მისი დის შეშინებული ხმა იცნო. თანდათან თითქოს აზროვნება და მხედველობაც დაუბრუნდა და ნათლად გაარჩია მიას დამფრთხალი სახეც.
-შ..შენ... რა გინდა აქ? _სწრაფად მოშორდა დას.
-დაგინახე როგორ გამოდიოდი. რატო არ გძინავს?
-ვერ დავიძინე მია _ღრმად ჩაისუნთქა.
-ვერც მე...
-სახლში შედი გაცივდები...
-და შენ რომ ამ ამინდში ფეხშიშველი აპირებდი გარეთ გასვლას ეგ არაფერი? _ახლაღა გაიაზრა რომ ფეხზე არაფერი არ ეცვა.
-ა... ხო. _თმაზე გადაისვა ხელი _ წამო სახლში შევიდეთ. მიას უკან მიჰყვა და კვალავ სახლში შებრუნდა. სასტუმრო ოთახისკენ აიღო გეზი, დივანზე ჩამოჯდა და თავი საზურგეს დაადო. მიაც გვერდით ჩამოუჯდა და თბილი ხალათი მჭიდროდ შემოიხვია.
-არ გეძინება? _თვალდახუჭულამ ჰკითხა დას.
-არა
-არც მე.
რამდენიმე წუთი ორივენი ჩუმად ისხდნენ და სახლის შემაწუხებელ სიჩუმეს უგდებდნენ ყურს. ორივეს რომ აჟრჟოლებდათ სწორედ იმ სიჩუმეს და მაინც არ არღვევდენენ დუმილს. თითქოს ესეც საკმარისი იყო ერთმანეთის ენის გასაგებად, ან არ იყო საკმარისი და ამ გზით გაურბოდნენ სულის ამაფორიაქებელ თემას.
თემას, რომელიც ორივეს იმდენად აწუხებდა რომ, ორივეს კლავდა, ცალ-ცალკე და თავისებურად.
-ნოე...
-გისმენ მია
-სერგი მენატრება...
-მეც მია, მეც მენატრება _თვალები გაახილა-როგორი ცარიელია სახლი.
რამდენიმე დღეში უკვე ლევანი სახლში გამოწერეს და ყველას შვების ოხვრა აღმოხდა. თუმცა ამით არც არაფერი შეცვლილა სიხარულიძეებთან. ყველა და ყველაფერი ისევ დუმდა. სახლს და მარიამს ერთნაირი ფერი მიეღოთ. შავი. ხედავდა ნოე ქალს, დედას, რომელც მის წინ დნებოდა, თუმცა მიანც მყარად იდგა. ერთგვარი კონტრასტი იყო ნოეს თვალში ეს.
ლევანი ჩვეულ დუმილს არ არღვევდა, მუდამ მომღიმარი და მოკისკისე მიაც კი ჩუმად იყო. ალბათ, ყველა ერეოდა საკუთარ თავს, მხოლოდ ნოე ვერ უხერხებდა ვერაფერს ემოციებს, რომლებიც მთელი ძალით ასკდებოდა მის ტვინს და მეხსიერებაში ღრმად იბეჭდებოდა.
-მია, სკოლა როდის გეწყება? _ვახშმობისას ჰკითხა ტელეფონში ჩამძვრალ დას, რომელიც არავის აქცევდა ყურადღებას.
-მია! _მაგიდაზე ხმაურით დადგა ჭიქა, რაზეც გოგონა შეცბა.
-ჰა?
-სკოლა, როდის გეწყება-მეთქი!
-15 იანვარს
-მერე? არ უნდა მოემზადო?
-მეხუმრები ნოე?
-ასე ვხუმრობ ხოლმე? _მტკიცე იყო ნოეს ხმა.
-ნოე... _შეაწყვეტინა ლევანმა. -შენთან სალაპარაკო მაქვს. _ორივენი წამოდგნენ ფეხზე და კაბინეტში შევიდნენ.
-მოხდა რამე?
-გთხოვ შვილო, მიას შეეშვი. ცოტა დრო მიეცი, რომ ვითარებას შეეგუოს...
-მამა, არ ვიცი თქვენ როგორ ეგუებით ვითარებას, მაგრამ მე გამუდმებით დუმილში, მწუხარებასა და გამუდმებულ ცრემლისღვრაში ცხოვრება არ შემიძლია. თქვენ თუ ამას შეგუებას ეძახით მე თვითგვემას ვეძახი და სულაც არ ვაპირებ ამას თავი გავანდგურებინო, რამდენადაც არ უნდა მინდოდეს. ყველას გვტკივა მამა სერგი! _ლევანმა მდუმარედ შეხედა შვილს და სიტყვის უთქმელად მოარიდა მზერა.
-მინდა საქმეზე დაგელაპარაკო... _თემა შეცვალა.
-რა საქმეზე?
-კომპანიის თაობაზე. _სავარძელში ჩამოჯდა ლევანი -ბოლოდროინდელი სიტუაციიდან გამომდინარე არავის არ გვახსოვდა კომპანია. გუშინ დამირეკეს და მითხრეს რომ რაღაც პრობლემებია და სასწრაფოდ უნდა მივხედოთ.
-მერე?
-მინდა, რომ შენ წახვიდე თბილისში და ყველაფერს მიხედო. მე არც სურვილი მაქვს და არც შესაძლებლობა ამ წამს მაგ პრობლემებზე ფიქრისა, მაგრამ ვიცი რომ აუცილებელია და ხელს ვერ ჩავიქნევ. არ მინდა ჩვენი ოჯახის ამდენი შრომა, ის რასაც წლების განამვლობაში ვაშენებდით წყალს გავატანო
-მე რით უნდა დაგეხმარო? შენ იცი რომ კომპანიაში არასდროს მიმუშავია...
-სამაგიეროდ გერმანიაში ყოფნისას მუშაობდი მსგავს საკითხებზე და იცი რაც უნდა გააკეთო. ნოე, აქამდე ამ ყველაფერს სერგი აკეთებდა, მაგრამ ახლა ის ჩვენ გვერდით არ არის. ხედავ როგორ აღიქვამენ ამას შენი და და დედა. მე ვერ დავტოვებ მათ.
-მესმის მამა შენი _თანხმობის ნიშნად დაუკრა თავი -უბრალოდ არ ვიცი მე ეს რამდენად კარგად გამომივა.
-გამოგივა, აუცილებლად გამოგივა _გამამხნევებლად გაუღიმა შვილს -მე შენ გვერდით ვარ ნებისმიერ სიტუაციაში.
-ვიცი მამა.
-ვიცი ნოე, შენთვის რამდენად რთულია ყოველივე ეს. შენი ცხოვრება აქ ჩამოსვლამდე რადიკალურად განსხვავებულლი იყო, ზედმეტი სირთულეების გარეშე, მაგრამ ერთ წამში ყველაფერი თავდაყირა დადგა...
-ჩემი ცოხვრება ის ხალხია ვინც მიყვარს. მათი კარგად ყოფნისათვის კი იმას გავაკეთებ რაც საჭიროა.
-მიხარია, რომ ჩემ გვერდით ხარ.
-როდის უნდა წავიდე?
-რაც უფრო მალე მით უკეთესი. _თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და ფეხზე წამოდგა.
-ხვალ წავალ. _კაბინეტიდან გავიდა და საძინებელში ავიდა. დაწოლას აპირებდა, როცა საწოლის გევრდით კომოდზე დადებულმა ბრჭყვიალა ნივთმა მოჭრა თვალი. გაახსენდა ყელსაბამი, რომელიც იმ ღამიდან შემორჩა. სწრაფად აიღო ხელში და რამდენიმე წამი თვალმოუშორებელი აკვირდებოდა ცრემლის ფორმის გამოსახულებას, შემდეგ კი სწრაფდ ჩადო კომოდის უჯრაში და ტანსაცმლისამარა გაწვა საწოლზე. გრძნობდა როგორ აეწვა საფეთქლები, როგორ აუხურდა სხეული და რამდენად სწრაფად დაიწყო სისხლმა ვენებში ჩხრიალი. მთელი ძალით დააჭირა თვალები ერთმანეთს, მაშინვე ცხადად წარმოუდგა მსხვერპლის სახე და სწრაფად გაახილა თვალი. სუნთქვა გაუჭირდა, ცდილობდა აცახცახებული კუნთების დამორჩილებას, ცდილობდა გონებაში გაჩენილი ხმები ჩაეხშო და გაღვიძებული სინდისი დაემშვიდებინა თუ, რასაკვირველია, ეს შესაძლებელი იყო.
3 თავი
-ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი რომ უჩემოდ თბილისმა უკვე მოიწყინა _ხელები ერთმანეთს გაუხახუნა მათემ და მეგობარს გვერდით ამოუდგა.
-რა გინდა შენ აქ? _გაკვირვებულმა გადახედა მეგობარს.
-რას აკეთებენ ხოლმე სადგურში?
-მე მაცილებ? _წარბები აწკიპა
-შენ გაცილებ არა ისა... აქეთ გამაცილე თუ გინდა! _მეგობარს ხელი აუქნია და თავისი ჩანთა ხელში აიღო.
-მათე სად მოდიხარ?
-სულ შენთან მოვდივარ რა ხო იცი? _მხარი აიქნია და შენობაში შევიდა. ნოეც უკან მიჰყვა. -არა, ისე პრინციპში შენთან მოვდივარ. შენი ბინის გასაღები ხო მე მაქვს _გაეკრიჭა.
-და რატომ გაქვს შენ?
-რა კითხვებს სვამ? _მათეს ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ამ შეკითვით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს. -ნუთუ არ გახსოვს ნოეკო ჩვენი ერთად გატარებული ღამეები _ხმამაღლა დაიწყო მოთქმა მთელს სადგურში.
-რას ღრიალებ ?! _თვალები დაუბრიალა ნოემ და კბილებშუა გამოსცრა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა _გააფრინე ხო? არა აქმადეც რო არ იყავი დალაგებული ეგ ისეც ვიცოდი, მაგრამ ეს.... _ნოე ცდილობდა კულტურილად დაეიგნორებინა ხალხის გაოცებული მზერა.
-ხო კაი რა მოხდა, ფეხბურთს ვუყურებდით ერთად _ისე წამოიძახა მათემ, თითქოს ამით დიდ საიდუმლოს ახადა ფარდა.
-არ მაქვს სურვილი თბილისში ჩასვლამდე ვინმემ ჩამქოლოს ჩემი ჭკუათხელი ძმაკაცის გამო _აფერისტულად გაუღიმა მათეს.
-აფსუს! ქე ხარ ღირსი მიგაგდოს კაცმა მარტო, მაგრამ ჩემს მგრძნობიარე გულს რა ვუთხრააა!!
-ნუ ღრიალებ ბიჭო მარტო! _უკვე ნოესაც უჭირდა სიცილის შეკავება.
-ერთად ვიღრიალოთ? _წარბები აათამაშა მათემ. ამაზე უკვე ნოემაც ვერ შეიკავა თავი და სიცილი წასკდა.
-გაადგი ფეხი, გაგავასწრო მატარებელმა! _ შეკავებული სიცილით წამოარტყა მეგობარს ხელი და წინ წავიდა. მათეც უკან გაეკიდა.
-რამდენ ხანში უნდა ჩამოვიდეთ ისე?
-არ ვიცი ვნახოთ, როგორც ლევანი ამბობს კარგი არაფერი ხდება კომპანიაში და...
-აუ! _მოულოდნელად წამოიყვირა მათემ
-რა იყო?!
-ჩემოდანი დამრჩა ბიჯო მანქანაში! _თავში ხელი შემოირტყა.
-რა დროს ჩემოდანია მათე, გავიდა მატარებელი საცაა....
-აუ მოიცა რა, ავიღებ უცებ და მოვალ _ერთი ჩემოდანი ნოეს მიუგდო და მეორეს მოსატანად გავარდა -გააჩერე მაატარებელი, არ წახვიდე უჩემოდ! _შორიდან გამოსძახა და კიდევ ერთხელ დაიმსახურა გამვლელების გაოცებული მზერა.
****
-მეგი, ეს წიგნები შენია?
-აჰ, კი კი ჩემია. თურმე აქ დამრჩენია. არადა რამდენი ვეძებე.
-ხო, ჩემს ოთახში იყო. კარადის თავზე ვიპოვე
-შენი წიგნებიც აქ არის?
-კი _დივანზე ჩამოჯდა.
-კარგია რომ დავბრუნდით თბილისში.
-ხო.
-არ გშია?
-კი, მოვამზადებ რამეს...
-იყავი შენ, მე მოვამზადებ _სამზარეულოსკენ წავიდა მეგი, სესილიც უკან გაჰყვა.
-მეგი, თქვენთან, სარეკლამო კომპანიაში ხომ არ იცი ვაკანსიები არის?
-არ ვიცი _მხრები აიჩეჩა -თუ გინდა გაგიგებ.
-კარგს იზამ. არ მინდა უსაქმოდ ვიჯდე სახლში, მინდა სამსახური დავიწყო...
-იქნებ ჯობს ცოტა ხნით დაისვენო. ძალიან დიდი სტრესი მიიღე სესი...
-მე სახლში რომ ვიყო უფრო დიდ სტრესს მივიღებ _სიმწრით ჩაიცინა.
-ჯერ კიდევ ვერ დაივიწყე?
-ნუ ვილაპარაკებთ მაგ თემაზე! _უხეშად შეაწყვეტინა
-მაპატიე, არ მინდოდა შენი წყენინება...
-პირიქით, მე მაპატიე, შენ რა შუაში ხარ _ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი და საძინებლისკენ წავიდა. ემბრიონის ფორმაში მოკლათდა საწოლზე და თვალები დახუჭა.
-გინდა სადმე გავიდეთ? _ოთახში მეგი შევიდა.
-მეძინება.
-რა დროს ძილია, ჯერ მხოლოდ რვა საათია.
-დავიღლე მეგუშ, მთელი დღეა სამსახურის საქმეებზე დავდივარ. ბევრ ადგილას დავტოვე სივი.
-იმედია დაგირეკავენ. მე მაინც გავარკვევ ჩემთან თუ არის ადგილები.
-კარგი _ოდნავ გაუღიმა დეიდაშვილს და თვალები დახუჭა.
-რამე ხომ არ გინდა მოგიტანო?
-არა, არაფერი.
-თუ რამე დამიძახე
-კარგი _ოდნავ გაუღიმა მეგობარს და თვალები დახუჭა.
*****
-თბილისს გათქათას თბილის თვალწარმტაცს.....
-მათე, ეგ ბათუმზეა! _სიცილით გადახედა მეგობარს და ტაქსიდან ჩემოდნები გადმოიღო.
-კარგი ბატონო იყოს! _თავი დუაქნია _მაშინ თბილისოოო, მზის და ვარდების მხარეოოოო...
-მათე გაიგო სამეზობლომ რომ ჩამოვედით გეყო გააღვიძებ ყველას! _სიცილით მიკრა ხელი და ლიფტში შეაგდო.
-მერე რა? _მხრები აიჩეჩა -ხო ისე რისი კითხვა მინდოდა, ის ნატაშა რომ იყო შენი მეზობელი _წარბები ეშმაკურად აათმაშა -ისევ იქ ცხოვრობს?
-არა! გადავიდა! _სერიოზული სახით უპასუხა.
-რას მებღვირები შენ კიდე ეჭვიან ცოლივით?
-გაადგი რა ფეხი ძმურად _ხელი მიკრა და ლიფტიდან გააგდო -გააღე კარი, გასაღები შენ გაქვს.
-ახლავე უფროსო! _სრაწფად მოიმარჯვა გასაღები ხელში და საკეტს მოარგო. -სამსახურში ხვალ გადიხარ?
-კი. _სახლში შევიდნენ.
-ლევანი ბიძიას უკვე ელაპრაკე?
-ხვალ დავურეკავ, ახლა გვიანია.
-ხომ იცი რომ მამაშენი შენს ზარს ელოდება და მისთვის დროს არ აქვს მნიშვნელობა _მხარზე ხელი დაადო მეგობარს. ნოემაც ტელეფონი მოიმარჯვა და მამის ნომერი აკრიფა.
-გახმა კუჭი, გაქვს რამე სახლში?
-არაფერი რა უნდა იყოს? ქვემოთ სუპერმარკეტი ღიაა და შეგიძლია ჩახვიდე?_თხოვა მეგობარს.
-დღეს ზედმეტად კეთილი ვარ _თვალები გადაატრიალა მათემ და უკან გაბრუნდა. თვითონაივნის კართან მივიდა და განათებულ თბილისს შეავლო თვალი ტელეფონზე პასუხის მოლოდინში. წამით მზერა იქვე თაროზე დადებულ ფოტოზე მიეყინა. სურათზე თვითონ და სერგი იყვნენ გამოსახულები პატარა მიასთან ერთად. გაბუტულ მიას ორივე ძმა ლოყებს უკოცნიდა, სწორედ ამ დროს იყო ფოტოც გადაღებული. სურათი ხელში აიღო და უკეთ დააკვირდა. იგრძნო როგორ მოაწვა ცრემლის გორგალი ყელში. მძიმედ გადააგორა ნერწყვი და თვალები ერთმანეთს დააჭირა. წამით შეეცადა წარმოედგინა, რომ სერგი ისევ მის გვერდით იყო და არაფერი შეცვლილიყო მათ ცხოვრებაში, თუმცა ყოველივე ეს მხოლოდ უშედეგო, უსუსური მცდელობა იყო.
ჯერ ისევ ჰგონია რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარია და მალე გამოფხიზლდება. გამოფხიზლდება და სერგის მომცინარ სახესაც დაინახავს, თუმცა....
ძნელია, ძალიან ძნელია სიკვდილს შეეგუო, მონატრება ამ დროს ყველაზე მეტად გებღაუჭება და როცა გგონია, რომ ყველაფრის გაძლება შეგეძლო, სინამდვილეში შენი ძალა ერთ ამოსუნთქვას მიაქვს და მარტო გტოვებს ამ ტკივილთან.
-ნოე _ლევანის ხმის გაგონებაზე სწრაფად გამოფხიზლდა.
-მამა...
-კარგია რომ დარეკე. დედაშიენი ნერვიულობდა.
-კარგად ვარ, ნუ ნერვიულობთ. თქვენ როგორ ხართ?
-ჩვეულებრივად _ნაღვლიანად ჩაილაპარაკა კაცმა.
-შენ როგორ ხარ? რამე ხომ არ გაწუხებს?
-მე კარგად ვარ, ჩემი დარდი ნუ გაქვს შვილო. შენ ის მითხარი როდიდან იწყებ?
-ხვალიდან. დილით მივალ ოფისში.
-კარგია. მათე შენთან ერთადაა?
-კი _ოდნავ ჩაეცინა ნოეს.
-კარგია რომ ერთად ხართ.
-კი, კარგია.
-ნოე, კომპანიაში შენს უფლებებს რაც შეეხება იცოდე რომ ყველა ის უფლება გაქვს რაც აქამდე მე მქონდა. ვიცი ყველაფერს სწორად გააკეთებ, მჯერა შენი.
-ეგრეც ნუ დიაბან მამა ხელებს _სიცილით უთხრა. -თანამშრომელები შენს დაბრუნებას ელოდებიან.
-შენც შეგეჩევვიან, ნუ ღელავ.
-იმედია.
-აბა შენ იცი. _მამას დაემშვიდობა, ტელეფონი გათიშა და იმ წუთას სახლში შემოსულ მათეს მიუბრუნდა.
-რა ქენი, იყიდე რამე?
-კი, რაღაცები ამოვიტანე, ხვალ ჩადი მაღაზიაში და იყიდე პროდუქტი. მეც სახლში წავალ ხვალ.
-მეგონა ჩემთან აპირებდი გადმობარგებას _ჩაიცინა და მაგიდას მიუჯდა.
-მაცდური წინადადებაა ლამაზო, მაგრამ შევიკავებ თავს _სიცილით უპასუხა და პარკების განთავისუფლებას შეუდგა ნოესთან ერთად.
****
-რა იყო ბიჭო ძილი არ გაქვს? რომელია საათი?
-გადავხედავ ამ საბუთებს და დავწვები, _კომპიუტერისთვის თვალმოუშორებლად უპასუხა.
-მოიცა დაგეხმარები მეც...
-არ არის საჭირო, უკვე მივხვდი რაც ხდება _უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-ცუდადაა საქმე?
-არც ისე, რომ გამოსწორება არ შეიძლებოდეს!
-ანუ ხვალ მძიმე დღე გელის მეგობარო _დივანზე გაწვა მათე.
დილით ადრევე გაეღვიძა, სწრაფად მოიწესრიგა თავი და მალევე გავიდა სახლიდან. სანამ მის მანქნას მიაკითხავდა წყნეთის სახლში, მანამდე მოუწევდა ტაქსით ან კომპანიის მანქანით გადაადგილება. ტაქსი გააჩერა და ოფისისკენ წავიდა.
შენობაში შესვლისთანავე იგრძნო ყველა მხრიდან დაჟინებული მზერა. ერთხელ ჩაისუნთქა და იქაურობას თვალი მოავლო.
-ნოე _ მისი სახელის გაგონებაზე სწრაფად მიბრუნდა უკან. ბავშვობის მეგობრის დანახვაზე ბედნიერს გაეღიმა და მაშინვე მაგრად გადაეხვია გოგონას.
-როგორ ხარ თამო?
-მე კარგად, შენ როგორ ხარ?
-არამიშავს _მხრები აიჩეჩა -მომენტარეთ
-ჩვენც ძალიან მოგვენატრე. ძალინ გამიხარდა როცა გავიგე, რომ წასვლას არ აპირებ.
-ჯერჯერობით ასეა და შემდეგ ვნახოთ რა იქნება.
-მიხარია რომ ჩვენთან ხარ _ღიმილით უთხრა გოგონამ
-როგორ მიდის საქმეები.
-არცთუ კარგად. მგონი უკვე შენც იცი არა ყველაფერი?
-კი, თამარ ვიცი და მაგიტომ ვარ აქ.
-შენი კაბინეტი უკვე მზად არის. მეხუთე სართულზე, შენი ძველი ოთახი.
-მადლობა, მაგრამ მანამდე ერთი სათხოვარი მაქვს.
-გისმენ
-თანამშრომლები სხდომათა დარბაზში შეკრიბე, მინდა პირადად გავეცნო ყველას.
-კარგი _ღიმილით დაუქნია გოგონამ თავი. თვითონ კი კაბინეტისკენ წავიდა.
-ახლა გაახსენდა კომპანია _ზურგსუკან ვიღაცის ჩუმი საუბარი მოესმა. ერთიანად მოაწვა სისხლი საფეთქლებს, კბილები გააღრჭიალა გაბრაზებულმა, თუმცა უკან არ მოუხედავს. იცოდა თუ შებრუნებდოა „უბრალო“ ვეღარ მობრუნდებოდა, ამ წუთას კი ყველაზე ნაკლებად უნდოდა აყალმაყალის ატეხვა, ამიტომ დიდი ძალისხმევის ფასად აიყავანა თავი ხელში და კაბინეტში შვეიდა. სამუშაო ოთახს თვალი მოავლო და მაგიდას მიუჯდა.
ცოტა ხანში თამარიც გამოჩნდა და ამცნო რომ თანამშრომლები უკვე სხდომათა დარბაზში ელოდებოდნენ. თვითონაც სწრაფად წამოდგა ფეხზე და თამარს უკან მიჰყვა.
როგორც კი დარაბზში შევიდა, მაშინვე შეწყდა ხმამაღალი ზუზუნი და მთელი ყურადღება ყველამ ნოეზე გადაიტანა.
-მოგესალმებით მეგობრებო_თვალი მოავალო იქ მყოფებს - ალბათ ყველამ იცით უკვე რისთვისაც შევიკრიბეთ აქ, მაგრამ მე მაინც შევეცდები ყველაფერი მოკლედ და კონკრეტულად აგიხსნათ. რასაკვირველია, ყველამ იცით ჩვენს ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ და თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა თანაგრძნობისათვის. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით მამაჩემი, ლევან სიხარულიძე, დროებით კომპანიის საქმეებს ჩამოშორდა და მის მოვალეობას დღეიდან მე შევასრულებ. ვიცი ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ, რადგან გასული წლები საქართველოში არ ვყოფილვარ და არც კომპანიის საქმეებში ვერეოდი. მაგრამ ახლა აქ ვარ და დიდი იმედი მაქვს თქვენი თანადგომისა და დახმარების. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიაში შექმნილ პრობლემებს ერთად მოვაგვარებთ. კომპანიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დეტალს ამ იერიდან ჩემთან განიხილავს თითოეული თანამშრომელი. არ ვიცი რა ხდებოდა ჩემმადე აქ, მაგრამ ამ წუთიდან ამ ფირმაში იმუშავებს ერთიანი გუნდი და არა ცალკეული პიროვნებები. სწორედ გუნდური მუშაობის იმედი მაქვს მთელი იმ დროის განმავლობაში სანამ მე ვიქნები აქ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის, რაც შეეხება კომპანიაში განხორციელებულ ცვლილებებს ყველაფერს ხვალ დილით თათბირზე შეგატყობინებთ. _თავის დაკვრით დაემშვიდობა თანამშრომლებს და დარბაზიდან გავიდა.
-თამო, ჩემთან წამო შენ _სხდომათა დარბაზიდან გამოსულ თამარს მიუბრუნდა.
-რა ცვლილებებზე ლაპარაკობდი ნოე? რამის შეცვლას აპირებ?
-კი. მცირე ცვლილებები იქნება და ეს შენც შეგეხება ჭინკა _ცხვირზე თითი ჩამოკრა და კაბინეტში შევიდნენ.
-მანამდე კიდევ რაღაცები უნდა გთხოვო.
-გისმენ _მის წინ ჩამოჯდა გოგონა.
-როგორც ვიცი, კომპანიის მთავარი ბუღალტერი ახლა აქ არ არის არა?
-არა, სერგის დაკრძალვის შემდეგ არ მინახავს. _მორიდებით ახსენა სერგის სახელი.
-კარგი, გასაგებია _არც ნოემ შეიმჩნია -შეეცადე დაუკავშორდე და უთხრა რომ სასწრაფოდ გამოცხადდეს სამსახურში.
-ყველაფერი კარგადაა?
-კი, სამსახურიდან მიდის. ბატონი გურამი არა?
-რა? კი მაგრამ რატომ?
-თამარ, შეიძლება მთელი ეს დრო აქ არ ვიყავი და თქვნეთან ერთად არ ვმუშაობდი, მაგრამ ბიზნესში მეც მშვენივრად ვერკვევი. გუშინ გადავხედე კომპანიის საბუთებს და მივხვდი სადაც გვაქვს პრობლემა. ბატონმა გურამმა კიდევ მადლობა თქვას, რომ პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში არ მოუწია მისვლა. ესეც მხოლოდ იმის გამო რომ მრავალი წელი მუშაობდა აქ.
-და ახლა რა უნდა ქნა?
-კომპანიის მთავარი ბუღალტერი დღეიდან შენ ხარ ძვირფასო...
-რა? _თვალები გაუფართოვდა გოგონას -ნოე, ასე არ შეიძლება, მე...
-მე სანდო პირები მჭირდება გევრდით ამ წუთას. შესბამისად შენი პროტესტი არ მიიღება.
-ხო მაგრამ...
-თამო! _წარბაწეულმა ანიშნა აღარ შეკამათებოდა.
-დიდი მადლობა ნდობისთვის _ღიმილით უთხრა გოგონამ.
-კიდევ ერთი რაღაც.
-გისმენ.
-რომ გახვალ ქრისტინე აბაშიძე მომიძებნე და უთხარი ჩემთან შემოვიდეს.
-ქრისტინე? სერგის მდივანი?
-ხო
-ის აქ აღარ მუშაობს ნოე.
-რა? _სწრაფად წამოიწია სავარძელში.
-ხო, ერთი კვირის წინ წავიდა სამსახურიდან. მას შემდეგ რაც სერგი.... _თავი ჩაქინდრა თამარმა.
-კარგი, და სად წავიდა?
-არ ვიცი ზუსტად. როგორც მან მითხრა საცხოვრებლად სხვაგან გადადიოდა.
-სად?
-არ ვიცი.
-თბილისში თუ ქალქგარეთ?
-არ ვიცი ნოე.
-კარგი თამუ მადლობა. _ფეხზე წამოდგა თამარი და კარისკენ შეჩერდა.
-ნოე, ქრისტინე წავიდა და შენ ასისტენტი აუცლებლად დაგჭირდება.
-ხო, ეგეც მართალია _წამით ჩაფიქრდა.
-იცი, მე უკვე ვიფიქრე ამაზე და გასაუბრება დღეს არის დანიშნული. მგონი აჯობებს ყველაფერი სწრაფად მოვაგვაროთ და მალევე შეუდგე მუშაობას.
-ყოჩაღ თამრი_სიცილით შეხედა - ვინმე კარგი შემირჩიე მაშინ. ლადოსაც უთხარი და დაგეხმარება. _თვალი ჩაუკრა მეგობარს და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში. მაშინვე მათეს დაურეკა.
-გისმენ ნოე.
-მათე, შეგიძლია კომპანიაში მოხვიდე?
-ამ წამს შემოვედი. შენ სად ხარ?
-ჩემს კაბინეტში. მეხუთეზე.
-აჰამ, ორ წუთში მანდ ვარ. _ტელეფონი გათიშა და მათეს მოლოდინში მაგიდაზე თითების რიტმულად თამაში დაიწყო. რამდენიმე წუთში მათემაც შემოყო კაბინეტში თავი.
-ოჰ, ქე მოერგე სიმონ სკამს!
-მოვერგე არა ის... _ხელი აიქნია და ფეხზე წამოდგა.
-წამო სასადილოში ჩავიდეთ და რამე შევჭამოთ, თორე გახმა კუჭი.
-წამო. _ორივე ერთად გავიდა კაბინეტიდან. -გაეცანი უკვე თანამშრომლებს?
-კი, რამდენიმე წუთის წინ. იმედია კარგად წავა ყველაფერი, ზედმეტი გართულების გარეშე.
-ნამდვილად არ ვისურვებ მეგობარო შენს ადგილას ყოფნას.
-გამიკვირდება ეგ საერთოდ ვინმეს რომ მოუნდეს _ჩაიცინა და სასადილოში შევიდა მათესთან ერთად.
-ახლა რა გგემები გაქვს?
-ჯერჯერობით მინდა ფირმაში დარეგულირდეს სიტუაცია, მერე მამას მინდა დაველაპარაკო.
-რაზე?
-მინდა ისინიც თბილისში დაბრუნდნენ საცხოვრებლად. წყნეთის სახლში.
-ნოე, ხომ იცი დედაშენი არავითარ შემთხვევაში არ წამოვა აქ.
-ვიცი მათე, და ამიტომაც ვიფიქრე მამასთან დალაპარაკება. მინდა სერგის ცხედარი აქ გადმოვასვენოთ. _ღრმად ჩაისუნთქა. -მინდა ოჯახი გვერდით მყავდეს და არა ასობით კილომეტრის მოშორებით.
-ხოო, ამაზე ლევანი ბიძიას უნდა დაელაპარაკო _თავი დაუქნია მათემ.
-კი, მაგრამ ეგ ცოტა მოგვიანებით. ახლა კიდევ ერთი პატარა საქმე უნდა მოვაგვარო _ყავა მოსვა და მათეს შეხედა.
-და ჩემიდახმარება გჭირდება _მიუხვდა მზერას.
-გახსოვს ადრე ბექამ ერთი დეტექტივი რომ დაიქირავა თეონას სათვალთვალოდ, სანამ დაქორწინდებოდნენ.
-კი მახსოვს, მერე? მე ვუთხრაი იმ დეტექტივზე..
-მეც უნდა შემახვედრო მაგ კაცთან. შეგიძლია უთხრა რომ მოვიდე დღეს კომპანიაში?
-რისთვის? ახლა არ მითხრა მეც უნდა მივუსიო გოგოსო _თვალებგაფართოებულმა ჰკთხა.
-მმ... დაახლოებით _სიცილით დაუკრა თავი.
-ჰა? ვის?
-ქრისტინე აბაშიძეს.
-ქრისტინე აბაშიძეს? სერგის მდივანს?
-ხო, სერგის მდივანს.
-რად გინდა?
-ცოტა ხანი მოიცადე და მერე ყველაფერს გავიგებთ. ახლა კიდევ მაგ დეტექტივს დაურეკე და უთხრაი მოვიდეს. _მათეს ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს, თუმცა გაკვირვებული უყურებდა ნოეს კმაყოფილ სახეს. ტელეფონით შეტყობინება გააგზავნა სწრაფად და ნოეს შეხედა.
-მოვა.
-ნამდვილად?
-მოვა!
-კარგია.
-შემდეგი ნაბიჯი რა გაქვს?
-ჯერჯერობით არაფერი ისეთი.
-ხომ იცი მე თუ რამით შემიძლია დაგეხმარო აქ ვარ.
-მაგაზე მოგვიანებით _თვალი ჩაუკრა ძმაკაცს და ჭამა განაგრძო.
-არ მომწონს რაღაც ეგ შენი თვალების ჟუჟუნი... _ეჭვის თავლით შეხედა ნოეს.
-ჭამე, ჭამე _სიცილით მიუთითა თეფშზე.
-ხო ისე რა მინეტერესებს -ყოყმანით დაიწყო მათემ.
-რა?
-ჩემი თამო ისევ აქაა?
-შენი? _სიცილით ჰკითხა და ალმაცერად აათვალიერა მეგობარი.
-შენ ის მითხრაი აქაა?
-კი აქაა..
-ანუ ხშირად შემოგივლით ხოლმე _ეშმაკურად ჩაიცინა.
-ეგრეც ნუ იტყვი.
-რათა ვითო? _გაიკვირვა.
-არაფერი, ისე ვთქვი _თავი გააქნია.
-ნოე! არ მომწონს-მეთქი ეგ შენი ტონი _თითი დაუქნია.
-არ წავედით? _სიცილით ჰკითხა მეგობარს
-მორჩი უკვე ჭამას? _ჯერ ისევ ვერ ხვდებოდა მათე რა ჰქონდა მეგობარს ჩაფიქრებული.
-კი.
-კაი, წავიდეთ. _სასადილოდან გავიდნენ და კვლავ კაბინეტში დაბრუნდნენ.
-ოჰო, მოუსწრიათ _მაგიდაზე დახვავებულს საბუტებზე ანიშნა მათემ მეგობარს.
-ხო, საქმე ბევრია. _მაგიდას მიუჯდა და ერთ-ერთი საქაღალდე აიღო ხელში.
-კი, ნამდვიად ბევრია. და რითი იწყებ სამუშაოს?
-პირველ რიგში ასისტენტი დამჭირდება, გასუბრება ახლა მიმდინარეობს.
-მოიცა და ძველი მდივანი ხომ იყო.
-იყო, სამსახური დატოვა.
-ანუ, ამ ქრისტინეს ვეძებთ არა?
-ხო.
-ცუდია, რო წავიდა.
-ხო, იმედია ვინმე კარგი გამოჩნდება მის ნაცვლად.
-წამო ჩვენც დავესწროთ გასაუბრებას.
-მოიცა რა _ხელი აუქნია -მიხედავენ თამარი და ლადო ყველაფერს.
-ნოე 24 საათი საბუთებში ქექვა არაა საჭირო, მერეც მიხედავ მაგ საქმეს, თან ბოლოს და ბოლოს შენს ასისტენტს ირჩევენ. რა იცი იქნებ ვინმე კაი გოგოსაც გამოკრა ხელი _ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა მეგობარს თვალი.
-მასხარა ხარ! _თვითონაც გაეცინა.
-წამო, წამო _სწრაფად წამოხტა ფეხზე მათე და ნოესთან ერთად კაბინეტიდან გავიდა.
-რა არის, რა გაცვია ეს? _ წარბაწულმა შეავლო თვალი ჯინსის შარვალსა და სპორტიულ მაისურში გამოწკეპილ მათეს.
-რა მაცვია? _ტანზე დაიხედა.
-დღეიდან მოგიწევს შარვალ-კოსტიუმის მორგება ბატონო ვიცე პრეზიდენტო._მათეს ამის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა და ხველება აუვარდა.
-რა ვიცე პრეზიდენტი? შენ ხო არ გაუბერე?
-რა იყო? ხო გაინტერესებდა რატო ვიცინოდი ასე უცნაურად, ხოდა პასუხიც მიიღე _მხარზე გამამხნევბებლად დაჰკრა ხელი.
-ნოე, ნუ ხუმრობ ეგრე _ ჩაიცინა.
-ხუმრობის დროს ასეთი სახე მაქვს ხოლმე?
-მე სხვა სამუშაო მაქვს ხომ არ დაგავიწყდა?
-დიდი ამბავი, უკვე ახალი გაქვს. _მხრები აიჩეჩა.
-არა ძმაო, ეგრე არ გამოვა. მე ჩემი საქმეც მყოფნის, ძლივს შევეგუე იმ სამსახურსაც.
-ანუ მეგობრისთვის ამასაც ვერ გააკეთებ? _სწრაფად შეჩერდა და მათეს შეხედა.
-კაი რა ნოე, ნუ გიყვარს ხოლმე ყველაფრის გაბუქება! _ბავშვივით დაიწუწუნა -მე ხომ არ....
-კარგი, გასაგებია! _წარბშეკრული ჩამოშორდა მეგობარს.
-ნოე, მოიცა რა _უკან აედევნა -ნოე
-რა?! _ხმას ოდნავ აუწია.
-ჯანდაბას, თანახმა ვარ! _მათეს სახის დანახვისას თვითონაც შეწუხდა, თუმცა დასახულ გეგმას ბოლომდე მიყვა. გულში კი ხალისობდა, ასე ოსტატურად რომ გამოუვიდა „გაბრაზება“.
-ხოდა ხვალიდან მოგიწევს შენი პიერ კარდენის მაისურებზე უარის თქმა, რაღაც სასწაული თანხები რომ გაქვს გადახდილი. _თვალი ჩაუკრა და არხეინად დაკრა მეგობარს მხარზე ხელი.
-შენც კაი აფერისტი ხარ! _თავის ქნევით ჩაილაპარაკა მათემ, როცა მეგობარს ეშმაკობას მიუხვდა.
-წამო დროზე თორე დამთავრდა გასაუბრება _სწრაფად შეაღო ერთ-ერთი ოთახის კარი.
-თამრიკოს გაუმარჯოს! _ხელის აწევით მიესამა მათე.
-ნოე, რა უნდა ამ უსაქმურს აქ? _ წარბაწეულმა შეხედა ბიჭებს.
-როგორ მელაპარაკები ამხელა ვიცე პრეზიდენტ კაცს?!
-ჰა? _წამოიძახა გოგონამ -ნოე, შენ ჩემი სიკვდილი თუ გინდა პირდაპირ მითხარი!
-ნელი და სასტიკი მეთოდი მირჩევნია თამო _სიცილით ჩამოუჯდა მეგობარს გვერდით.
-აი სად დაგერხა ლამაზო! _ მაფიოზივით ჩაიცინა მათემ.
-ვერ არის ეს თავის ჭკუაზე _თავის ქნევით ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ლადო სადაა?
-არ ვიცი სადღაც გამეპარა. გოგონებზე თვალის პაჭუნის მეტს მაინც არ აკეთებდა არაფერს.
-აარჩიეთ ვინმე?
-ჯერ ვერა ბატონო ვიცე პრეზიდენტო! _აგდებით უპასუხა თამარმა და ჩაიფხუკუნა.
-შემახსენე მოგვიანებით ნოე, ამ ენაგრძელ თანამშრომელს ხელფასი დავუქვითო.
-ხარაშო _სიცილით დაუკარა თავი ნოემ -გავაგრძელოთ ახლა, თორემ ისედაც ბევრი საქმე გვაქვს. დროზე მოვრჩეთ ამას.
-კანდიდატები მაინც გყავს?
-ჯერ არა, ბატონო ვიცე პრეზიდენტო.
-რამდენი დარჩა?
-ოთხი დარჩა. სამი ქალი და ერთი კაცი.
-ძალიან კარგი, ჩვენც დავესწრებით ამ ოთხთან გასუბრებას, ვნახოთ ერთი თუ ასრულებ მითითებებს ზუსტად _ თვალებდაწვრილებულმა შეხედა თამარს და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-დაუძახეთ შემდეგს _სიას გადახედა ნოემ.
ბიჭები კი აპირებდნენ გასაუბრებაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ თამარი არ ერთს ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა. დაახლოებით ერთი საათი მხოლოდ ორ ადამიანს მოანდომა, მაგრამ ისეთი სახით უყურებდა ორივეს, ბიჭებისთვის ცხადი იყო არც ერთი მათგანით რომ არ დარჩენილა მოხიბლული. არადა ორივე მშვენიერი გოგონა ჩანდა.
-თამო, მაგ ტემპით თუ განაგრძე შენ ასისტენტის გარეშე დამტოვებ _სიცილით უთხრა ნოემ.
-ხელს ნუ მიშლი ძვირფასო! ხომ მითხარი საუკეთესო ასისტენტი შემირჩიეო ხოდა მადროვე ახლა. _ნიშნისმოგებით ჩაუკრა მეგობარს თვალი.
-როგორც იტყვი _ჩაიცინა -ოღონდა დანარჩენებთან ჩემ გარეშე გაარკვიეთ.
-რაო, მოგბეზრდა არა უკვე აქ ყოფნა. აბა მე მკითხე რა დღეში ვარ.
-ნუ წუწუნებ თამრიკო!
-მათე, თამრიკოს ნუ მეძახი! _კბილებშუა გამოსცრა
-თქვენ ერთმანეთი არ დაჭამოთ და მე წესიერი ვინმე მიშოვეთ _თვალი ჩაუკრა მეგობრებს და კარისკენ წავიდა. ის იყო კარი გააღო, როცა ვიღაც წონასწორობა დაკარგული წავიდა მისკენ. სწრაფად რომ არ ემოქმედა ფაქტია სტუმარი იატაკს გემრიელად ჩაეხუტებოდა.
-ფრთხილად! _მის მკლავებში ჩავარდნილი გოგონა ნელა წამოაყენა ფეხზე.
სახეზე ჩამოშლილი გრძელი, ტალღოვანი თმა გადაიწია, არეული ტანსაცმელი სწრაფად შეისწორა.
-უკაცრავად _ ათრთოელებული ხმით მოიბოდიშა და ძირს მიმოფანტულ რამდენიმე ფურცელს დასწვდა. ნოეც მიეხმარა შეგროვებაში და ყველაფერი მიაწოდა.
-მადლობა_ ჩუმად ჩაილაპარაკა გოგომ და თავისი დიდრონი თვალები ნოეს მიანათა. ქალის სახის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, ერთ ადგილას გაშრა, საგრძნობლად აუჩქარდა გულის ცემა. თვალები რამდნეჯერმე დაახამხამა თავის აზრში დასარწმუნებლად. <შეუძლებელია> ნერწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში. გაოცებულ მზერას არ აშორებდა ისედაც დაბნეულ გოგოს და ამით კიდევ უფრო აბენვდა. ხედავდა როგორ საცოდავად აცეცებდა თვალებს და ცდიობდა მის ასეთ დაჟინებულ მზერას გაქცეოდა.
-მობრძანდით _თამარის ხმამ თითქოს განმუხტა სიტუაცია - რამე ხომ არ დაიშავეთ, კარგად ხართ?
-მადლობა, კარგად ვარ _ოდნავ გაიღიმა და მის წინ გაშეშებულ ნოეს ჩაუარა. ქალის უკვე ნაცნობმა სურნელმა ნესტოები აუწვა და ძველი განცდები აუშალა. ძარღვებ დაბერლიმა გააყოლა გოგონას მზერა.
-თამარ ბაკურიძე _ღიმილით გაეცნო თამარი და ხელი გაუწოდა - ეს მათე მაჩაბელია, კომპანიის ვიცე პრეზიდენტი, ეს კი... _ ის იყო ნოესკენ გაიხედა თმარმა, როცა მამაკაცი გიჟივით გავარდა გარეთ და კარი მაგრად გაიჯახუნა. -მოგვიანებით გაგაცნობ იმ მეტად ზრდილობიან ყმაწვილს. _წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა.
-სესილი გიორგობიანი.
-დაბრძანდით სესილი.
-ქალბატონებო, მე დაგტოვებთ _მათეც ფეხზე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან, მაშინვე ნოეს კაბინეტს მიაშურა. სწრაფად შეაღო კარი, ნოე იქვე სავარძელში იჯდა და ნერვიულად ათამაშებდა იატაკზე ფეხს, თითებს კი ერთმანეთში ხლართავდა.
-რა იყო ეს? ხომ კარგად ხარ?
-...
-ნოე!
-ის იყო მათე! _მცირე პასუხის შემდგეს ძლივს ამოიღო ხმა და ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი.
-ვინ ის?
-ის გოგო.... სანაპიროდან _ მათეს მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა.
-არ არსებობს! რა უნდა აქ?
-შენი აზრით?_კოპებშეკრულმა შეხედა მეგობარს.
-ამხელა ქალაქში ამ ფირმის მეტი გასაუბრებას არავინ ატარებს მაინცდამაინც აქ რომ მოვიდა? _ხელბის შლით ლაპარაკობდა მათე.
-რა ვიცი მე!
-ნეტა გიცნო?
-არამგონია, მაშინ ასეთი რეაქცია არ ექნებოდა. _ძარღვებდაბერილი საუბრობდა.
-მართალი ხარ. _რამდენიმე წუთი ხმა არცერთ არ ამოუღია. ოთახში მხოლოდ ნოეს გახშირებული სუნთქვა ისმოდა. მოუოდნელად ფეხზე წმაოხტა და მთელი ძალით დაარტყა კედელს შეკრული მუშტი.
-ნოე, დამშვიდდი რა. იმ გოგომ ვერც კი გიცნო...
-ეგ რამეს ცვლის? _გაბრაზებული მიუბრუნდა მათეს. კვლავ საშინელი დუმილი ჩამოვარდა.
-არ ავიყვანოთ სამსახურში და მორჩა. თამარი დორზე გავაფრთხილოთ. _ფეხზე წამოდგა მათე. _მე ვეტყვი რომ ეს გოგონა არ გვჭირდება. _ სწრაფად გავიდა კაბინეტიდან და კვლავ თამართან დაბრუნდა.
-სად არის ის გოგო?
-სესილი?
-ხო, ვინც არის.
-წავიდა _საბუთებიდან თავაუღებლად პასუხობდა მათეს კითხვებს.
-ანუ?
-ანუ ის რომ არც ის გამოდგა კარგი კანდიდნატი. _ფეხზე წამოდგა თამარი.
-მოიცა ანუ არ მოგეწონა? _გულზე მოეშვა მათეს.
-კარგი გოგოა, განათლებულია ნამდვილად და თავისი საქმეც ესმის, მაგრამ ნოეს ასისტენტობისთვის ვერ გამოდგება _მხრები აიჩეჩა თმარმა.
-ჰა, ძალიან კარგი _გახარებულმა უთხრა.
-შენ რა გაგიხარდა ასე? _ეჭვის თვალით შეხედა გოგონამ. -იცნობ?
-მე? არა საიდან? _წამში დასერიოზულდა.
-ხო რავიცი. და ის ვაჟბატონი სად გავარდა? _ნოეს კაბინეტისკენ ანიშნა.
-აა ისა... რაღაც მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა.
-ვიცი მე თქვენი მნიშვნელოვანი საქმე! _წარბაწეულმა შეხედა.
-შენ ის მითხარი, ნოეს ასისტენტი რომ ვერ აურჩიე რა უნდა ვქნათ?
-ისევ თანამშრომლებიდან ავარჩევ ვინმეს. _ხელში მოქცეული საქაღალდე თავის მდივანს გადააწოდა და კაბინეტში შევიდა თამარი.
-მინუს ერთი პრობლემა _ღრმად ამოისუნთქა მათემ და კვალავ ნოეს კაბინეტისკენ წავიდა.
4 თავი
-სესი შეიძლება?
-კი, მეგი, შემოდი _თმის საშრობი გამორთო და სავარცხელს დასწვდა.
-რა ქენი დღეს გასაუბრებაზე?
-სამწუხაროდ ვერაფერი. _მხრები აიჩეჩა.
-მოიცა როგორ, არ აგიყვანეს?
-არა. ხომ იცი მეგუშ, დღეს ყველას გამოცდილი კადრები სჭირდებათ. მე კი ჯერ გამოცდილებაც არ ამქვს მუშაობის. სულ ერთი წელია რაც სწავლა დავამთავრე.
-ხო მაგრამ თუ შანსს არ მოგცემენ, როგორ გინდა რომ გამოცდილება გქოდეს?
-რას ვიზამთ მეგი. სერიზოული კომპანიაა და გამოცდილი თანამშრომლები სჭირდებათ.
-ეგრე როგორ შეიძლება! _გაბრაზებულმა წამოიძახა მეგიმ.
-არაუშავს, ხვალ სხვაგანაც ვცდი. თუ აქ არაფერი გამოვა მაშინ მომიწევს ისევ საბერძნეთში დეიდასთან დაბრუნება.
-რას ამბობ, გაგიჟდი?! _ფეხზე წამოხტა მეგი
-ეგრე ნუ ნერვიულობ. აქამდეც ხომ იქ ვცხოვრბდით. თანაც ჯერ ხომ დაზუსტებით არ ვამბობ არაფერს. ჯერ მინდა კიდევ რამდენიმე ადგილას ვცადო და მაგაზე მერე ვიფიქროთ.
-ჯერჯერობით არც ჩემთანაა ვაკანსიები, თორემ აუცილებლად გაგიწევდი რეკომენდაციას.
-ვიცი მეგი _თბილად გაუღიმა დეიდაშვილს. -ხვალ ისევ ვცდი სხვაგან. რა იცი იქნებ ხვალ გამიმართლოს.
*****
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. როგორც კი დაძინებას შეედებოდა, მაშინვე სესილის სახე წარმოუდგებოდა. კადრებად ეშლებოდა თვალწინ სანაპიროს ინციდენტი. ამას პლუს დღევანდელი დღე და ამ ყველაფრის გამო ლამისაა შეიშალოს. წამით არ ტოევბს საშინელი სინდისის ქენჯნა. საწოლზე წამოჯდა და ხელებით მუხლებს დაეყრდნო. ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი. ერთ რაღაცას მიხვდა რომ საკუთარი თავისთვისაც და სესილისთვისაც რაღაც უნდა მოეხერხებინა, თორემ ასე ყოფნა მალე ალბათ ჭკიუდან შეშლის. გრძნობს როგორ ეყინება ხელისგულები და როგორ ასხამს მთელ ტანზე ცივი ოფლი ყველაფრის გახსენებისას. სიმთვრალე ბევრისთვის გასამართებელი საბუთია, ზოგისთვის კი გასაკიცხავი. თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა. აბაზანაში შევიდა და ცივი წყალი მოუშვა. ვინმეს რომ დაენახა იტყოდა გიჟია, ამ სიცივეში რა დროს ცივი წყალიაო, მაგრამ მას აშკარად ესიამოვნა წყლის შეხება.
მიხვდა რომ ვერაფრით შეიბრუნებდა ძილს. აბაზანიდან გამოსული საწოლზე გაწვა და ჭერს მიაჩერდა. უამრავი აზრი უტრიალებდა ამ წამს თავში. საწოლის გვერდით კომოდის უჯრა გამოაღო და იქედან ყელსაბამი ამოიღო. ბრის მკრთალ შუქზე ბრჭყვიალებდა პატარა ცრემლის კულონი. თვალმოუშორებელი აკვირდებოდა ნოეც და ნათლად წარმოუდგებოდა დიდრონი მწვანე თვალები.
რა მოხდებოდა სამსახურში რომ აეყვანა? უფრო დაამძმებდა საკუთარ მდგომარეობას? არც ახლაა უკეთეს დღეში. თუმცა ამაზე ფიქრი უკვე გვიანიას. თითებში შეათამაშა კულონი და თვალებდაწვრილებულმა უფრო უკეთ დააკვირდა. მოულოდნელად ტელეფონის ზარის გაგონებაზე შეხტა. სწრაფად დასტაცა ხელი და უპასუხა.
-გისმენ მათე.
-რა ხმა გაქვს რა იყო? _ნამძინარევი ხმით ამოიბუზღუნა მათემ.
-რა გინდა ამ დროს? დაგესიზმრე? _თვალები გადაატრიალა.
-ხო დამესიზმრე ჩემთან მორბოდი..
-მათე, მორჩი ეხა ხუმრობას თქვი რაც გინდოდა.
-სად გაქვს ბიჭო ტელეფონი? ის დეტექტივი მე უნდა მირეკავდეს შენი საქმის გამო?
-როდის დაგირეკა? _საწოლზე წამოჯდა.
-რამდენიმე წუთის წინ.
-აბაზანაში ვიყავი და ვერ გავიგე როგორც ჩანს. რა მინდაო?
-გაარკვია მგონი რაც გინდოდა და შენთან შეხვედრა უნდა ხვალ დილით.
-სხვა არაფრეი უთქვამს?
-ტელეფონით ეგ ბევრს არ საუბრობს.
-კაი, შევეხმიანები მე. კარგად.
-გკოცნიი _ძილისგან დაბოხებული ხმით დაუყმუვლა მათემ და ტელეფონი გათიშა. მეგობრის ქცევაზე ოდნავ ჩაეღიმა ნოეს. მაშინვე დეტექტივის ნომერი აკრიფა და პასუხის მოლოდინში ოთახში ბორიალს მოჰყვა.
დილით ყავის ჭიქით ხელში გამოვიდა სამზარეულოდან. რამდენჯერმე მოსვა ცხელი სითხე და მაგიდაზე დადგა ჭიქა. საჭირო საქაღალდეები პორთფელში ჩაალაგა, მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან გავიდა. თავისი „range roveri” უკვე კორპუსის წინ იდგა.
სანამ სამსახურში მივიდოდა, მანამდე დეტექტივს უნდა შეხვდეს და იმედია მისთვის სასურველ ინფორმაციას დღესვე მოისმენს. დიდხანს ლოდინი არ უყვარს როცა რაიმეს გარკვევას ცდილობს. საბედნიეროდ ყველაფერი ისე დასრულდა როგორც თავად ელოდა. ყველაფერი გაიგო რაც აინტერესებდა. უკვე იცის სადაც ცხოვრობს ქრისტინე და თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ დროს დაადგეს თავზე.
მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და ოფისში შევიდა. კაბინეტთან მისულმა შეამჩნია
მათე პირდაპირ კართან ელოდა.
-რაო? რა უნდოდა? _ოთახში შესულმა სწრაფად მიხურა კარი და სავარძელში ჩამოჯდა.
-მათე, რამდენიმე დღით რუსთავში მივდივარ.
-რა გინდა რუსთავში?
-რაღაც პატარა საქმე მაქვს.
-ნოე! _წარბაწეულმა შეხედა მათემ მეგობარს.
-ქრისტინე იპოვა.
-უკვე?
-კარგად მუშაობს ეგ შენი დეტექტივი. _თვალი ჩაუკრა ძმაკაცს.
-რა გაარკვია კიდევ.
-მხოლოდ მისამართი მაინტერესებდა მე.
-დანარჩენი იცი?
-კი.
-მაინც რა?
-რომ გითხრა სერგის და ქრისტინეს რომანი ჰქონდათ-მეთქი გაგიკვირდება? _ წარბშეჭმუხნულმა ჰკითხა და მათეს რეაქციას დაელოდა.
-რა? _თვალები გაუფართოვდა მამაკაცს - მაგრად!
-და კიდევ რომ გითხრა ეს რომანზე მეტი იყო-მეთქი მაშინ რას იტყვი?
-რამდენად მეტი?
-შვილი ჰყავთ.
-რა?! _ბოლო ხმაზე წამოიყვირა მათემ და თვალებგაფართოებული წამოვარდა ფეხზე. -ღადაობ არა? რა შვილი მოიცა რა, თან სერგის რო შვილი ყოლოდა ვინმეს დაუმალავდა? არა, შანსი არაა!
-რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ასეა.
-შენ საიდან გაიგე? და ასე მშვიდად ხარ? როდის გაიგე საერთოდ?!
-სერგიმ მითხრა _წამიერად გაჩუმდა - ავარიის დღეს.
-მაპატიე, არ მინდოდა ამის გახსენბა.
-არაუშავს. ახლა როცა აქ სიტუაცია მეტნაკლებად დარეგულირდა მინდა ჩავიდე ქრისტინესთან და ბავშვიც ვნახო. სამი წლისაა _ღიმილით ჩაილაპარაკა.
-მოიცა რა ნოე, სამი წლის შვილი ჰყავდა სერგის და ამას მალავდა? რატომ?
-მიზეზი არ ვიცი რატომ იყვნენ ჩუმად. სიმართლე გითხრა ეგ ახლა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. ახლა მთავარია ჩემი ძმიშვილი ვნახო.
-აუ მეც მინდა პატარა სერგის ნახვა _ბუზღუნით წამოდგა ძლივს დამჯდარი მათე ფეხზე.
-ჯერ მაცადე, ასე უბრალოდ ხომ ვერ დავადგები ქალს თავზე. წესიერად არც კი ვიცნობ მხოლოდ რამდენჯერმე მყავს ნანახი.
-როდის მიდიხარ?
-ხვალ.
-აქაურობას მე და თამრიკო მივხედავთ _ეშმაკურად აათამაშა წარბები.
-წარმომიდგენია უკვე როგორც მიხევდათ _თავის ქნევით ჩაილაპარაკა -იმედია კომპანია მთელი და საღსალამათი დამხვდება.
-იმედია _თვითონაც დაეთანხმა.
-ანუ, მაინც ვერ შეაბი ჩვენი თამრიკო? _სიცილით ჰკითა.
-იოცნებოს! _მოულოდნელად გაისმა თამარის ხმა. ბიჭები დენდარტყმულებივით შეხტნენ.
-ვა, თამო როდის შემოხვედი? _ძლივსშეკავებული სიცილით ჰკითხა ნოემ.
-ორი წამის წინ! _წარბაწეულმა შეხედა -ამაზე ხელი მომიწერე.
-კარგი. _სწრფად მოაწერა ხელი.
-თქვენც ბატონო ვიცე პრეზიდენტო! _ კბილებშორის გამოსცრა.
-კაბინეტში შემომიტანე ეგ _ფეხზე წამოდგა მათე და პიჯაკი შეისწორა.
-რა საჭიროა, როცა შეგიძლია აქვე მოაწერო ხელი?! _გაღიზიანებულმა შეუბღვირა.
-ნუ ჯიუტობ თამარჩიკ _ცხვირზე ხელი დაჰკრა და გასასვლელისკენ წავიდა.
-მხოლოდ თქვენს შემდეგ _წელში ოდნავ მოიხარა და ხელით ანიშნა კარისკენ.
გაბარზებული წავიდა თამარი გაგასვლელისკენ და ისე ჩაუარა მათეს, ზედაც არ შეუხედავს. მათემ გასვლისას ეშმაკური ღიმილით გადმოხედა ნოეს, თვალი ჩაუკრა და კარი გაიხურა.
-გადარეულია რა _თავის ქნევით ჩაილაპრაკა
****
-მეგი, ამიყვანეს! _გახარებულმა ჩასძახა ტელეფონში.
-ვაიმე, რა მაგარია. სად დაიწყე მუშაობა?
-გუშინ რომ გითხარი ღვინს მწარმოებელი კომპანიაა-მეთქი აი მანდ. ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა.
-სწრაფად მომიყევი ყველაფერი! როგორი უფროსი გყავს? კარგად მიგიღეს? როდიდან იწყებ?
-ამ წამს გამოვედი გასაუბრებიდან. როგორც კი სახლში მივალთ საღამოს მოგიყვები ყველაფერს _სიცილით უპასუხა.
-კარგი საყვარელო, საღამომდე. _ტელეფონი გათიშა, ქურთუკი შეისწორა და ფეხით დაუყვა გზას.
ის იყო ტაქსიში უნდა ჩამჯდარიყო როცა გაიგო როგორ იძახდა ვიღაც მის სახელს. სწრაფად მიბრუნდა უკან და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა როცა კახი დაინახა.
-კახი? _გაკვირვებულმა შეხედა მომღიმარ მამაკაცს.
-როგორ ხარ სესი? _მისკენ წამოვიდა და გადაეხვია. სესილი კი ერთ ადგილას სიმივით მოჭიმული იდგა.
-როდის ჩამოხვედი თბილისში?
-გუშინ _ღიმილით უპასუხა. -კარგად გამოიყურები _თვალი შეავლო გოგონას.
-მადლობა. _ოდნავ გაუღიმა.
-კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ.
-მგონი არ გაგიხარდა ჩემი დანახვა.
-არა, რას ამბობ, უბრალოდ არ გელოდი აქ.
-ხო, ნაჩქარევად მივიღე გადაწყვეტილება.
-სამსახურის გამო ჩამოხვედი?
-არამხოლოდ. შენ რას აკეთებ? სადმე მუშაობ?
-ეე.. კი დღეს დავიწყე სამსახური.
-წამო, სადმე ჩამოვჯდეთ და ცოტა ვისაუბროთ. დიდი ხანია არ მინახავხარ. მომენატრე.
-იცი, მეგი მელოდება სახლში და მინდა მალე დავბრუნდე. სხვა დროს იყოს კარგი? _შეეცადა სიუხეშე დაეფარა და ისე დაეძვრინა თავი.
-კარგი რა სესილი, მხოლოდ რამდენიმე წუთით. აქვე კარგი კაფეა, სევიდეთ ყავა დავლიოთ, თან დავილაპარაკებთ და შემდეგ წახვალ. ხომ არ გაკავებ.
-კარგი _მცირე ყოყმანის შემდეგ დასთანხმდა და იქვე მდებარე კაფესკენ წავიდნენ.
****
დროის გაწელვა აღარ სურდა, ამიტომ მეორე დღეს დილითვე წავიდა რუსთავში.
მთელი გზა ერთ ადგილას ცქმუტავდა და ნერვიულად ათამაშებდა თიტებს საჭეზე. ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა პატარა ძმისშვილს.
საურველ მისმაართს კითხვა-კითხვით მიაგნო.
მანქანიდან გადავიდა და ერთ-ერთი კორპუსისკენ დაიძრა. ფეხით ასვლა არჩია და ნელი ნაბიჯით აუყვა კიბეს. მეორე სართულზე შეჩერდა და ბინის ნიმრები შეათვალიერა. ერთ-ერთის წინ შეჩერდა და ზარი დარეკა კარზე. რასაკვირველია, ძალიან უნდა ძმიშვილის ნახვა, ცოტას ნერვიულობს კდიეც. ადვილი ხომ არ არის ამდენი ამბის შემდეგ ასე მოულოდნელად გამოეცხადო ადამიანს. თანაც ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქრისტინეს ნორმალურად არც კი იცნობს. არ უნდა მისი მოულოდნელი გამოჩენით დააფრთხოს ქალი. კარი გაიღო და მის წინ ლამაზი ქალი გამოჩნდა. მუქი შავი ფერის თმა მაღლა აეწია და კოსად შეეკრა. ტანზე წინსაფარი მიემაგრებინა და ხელები დაეკაპიწებინა. როგოც ჩანს რაღაცას ამზადებდა. დიდრონი ცისფერი თვალები ნოეს დანახვისას გაუფართოვდა და სახეზე აშკარად დაკარგა ფერი. მიხვდა ნოე, რომ ქალმა იცოდა ვინც იყო და მისი ეს რეაქცია ამის ბრალი იყო.
-ბატონო ნოე? _ფერწასულმა ამოილუღლუღა.
-გამარჯობა ქრისტინე. _თავაზიანად მიესალმა. აცდილობდა მაქსიმალურად თავშეკავებული ყოფილიყო, თუმცა ამასთან ერთად ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა სერგის შვილს. მალულად გააპარა თვალი სახლისკენ, მაგრამ იმ ტერიტირიაზე, რომლსაც თვითონ ხედავდა კარიდან, ბავშვი არ ჩანდა.
-გ..გამარჯობა _დაბნეულმა ამოილუღლუღა.
-როგორც ჩანს გახსოვარ არა? _ოდნავ გაუღიმა ქალს.
-დიახ, როგორ არა. ჩვენ შევხვდერილვართ ადრე კომპანიაში _დააზუსტა ქალმა.
-ხო. შეიძლება შემოვიდე?
-რა თქმა უნდა, მობრძანდით _გზა დაუთმო ქალმა. აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა და დაბნეულობა. ნელი ნაბიჯით შევიდა ნოე სახლში და იქაურობას თვალი მოავლო. აშკარად არ იყო დიდი ბინა და არც კეთილმოწყოლბილი ეთქმოდა. ადვილად მიხვდა, რომ ქრისტინეს მხოლოდ საკუთარი შემოსავლით უხდებოდა თავის რჩენა. ცოტა არ იყოს გაუკვირდა, როცა ვერც ბავშვი და ვერც ვერანიარი საბავშვო ნივთი ვერ დაინახა სახლში.
-დაბრძანდით _დივანზე მიუთითა ქრისტინემ. -რას მიირთმევთ?
-ყავას, თუ შეიძლება _თბილად გაუღიმა გოგონას. ისიც სწრაფად შევიდა სამზარეულოში. ერთ ადგილას გაჩერება უჭირდა ნოეს. <ნეტა ბავშვი სადაა?> თავისთვის ფიქრობდა. <ალბათ, ბაღში დაჰყავს, ან სძინავს>. ნერვიულად ათამაშებდა ფეხს იატაკზე და ასე ცდილობდა დროის შემცირებას.
-მიირთვით _ყავის ჭიქებით ხელში გამოვიდა ქრისტინე.
-მადლობა _გაუღიმა.
-ბატონო ნოე, მწუხარების მონაწილე ვარ... _ ხმა გაუწყდა. ეს ნოემაც შეამჩნია. შენიშნა მის თვალებში აციმციმებული ცრემლები და ამ წამს ალბათ ყველაზე მეტად ქრისტინე შეეცოდა. ქალი, რომელსაც ხმის ტემბრზეც კი ეტყობა თუ როგორ უყვარს დღემდე სერგი, თუ რაოდენი ტანჯვა გადაიტა ამის გამო.
-მადლობა _ოდნავ დაუკრა თავი. -ქრიტინე, ვიცი უცნაურია ის რომ მე ამ წამს აქ ვარ, მაგრამ...
-უკვე ყველაფერი იცით _წინადადების დასრულება არ აცადა. ცისფერი თვალები ნოეს მიანათა და ნაღვლიანად გაუღიმა.
-მართალი ხარ. ვიცი _თავი დაუკრა.
-როგორ გაიგეთ?
-სერგიმ მითხრა... ავარიის დღეს.
-რადგან სერგიმ გითხრათ, ასეც ყოფილა საჭირო.
-მაგას იმიტომ ამბობ რომ აქამდე არ ახმაურებდით თქვენს ურთიერთობას?
-ეს უფრო ჩემი გადაწყვეტილება იყო.
-ხო, მაგრამ რატომ? ვერ დავიჯერებ რომ სერგის არ უნდოდა მისი ცოლ-შვილი ყველასთვის გაეცნო.
-ცოლ-შვილი? _ნაღვლიანად ჩაიცინა. -მე არ ვყოფილვარ სერგის ცოლი და ვერც ვერასდროს გავხდებოდი.
-ასე რატომ ამბობ?
-მე არა ეს დედათქვენის სიტყვებია.
-დედაჩემის?
-ხო. როცა სერგიმ თქვენი ოჯახის გასაცნობად მიმიყვანა სახლში, დედათქვენმა იქვე დააფიქსირა საკუთარი აზრი. მას არ უნდოდა უბრალო გოგო რძლად, მაშინ როცა ბევრი ჩემზე უკეთესი გაუწევდა სერგის ცოლობას.
-ეს დედაჩემმა გითხრა? _ყურებს ვერ უჯერებდა ნოე.
-თავად ჰკითხეთ თუ გნებავთ _მხრები აიჩეჩა ქრისტინემ
-განაგრძე.
-სათქმელი არც არაფერია. მე და სერგიმ ურთიერთობა რომ დ ავიწყეთ გევგონა ყველაფერი ასევე კარგად გაგრძელდებოდა, თუმცა როგორც უკვე იცით შევცდით.
მიუხედავად იმისა, რ ომ სერგი ძალიან მიყვარდა არ მქონდა იმის სურვილი დედა შვილს შორის უთანხმოების მიზეზი გავმხდარიყავი. ამიტომ ვთხოვე ურთიერთობის გაწყვეტა.
-სერგი ამას არ დათანხმდებოდა.
-არც დათანხმებულა. _თავი დაუქნია - ხოლო როცა ცემი ფეხმძიმობის შესახებ გაიგო, შმედეგ დაშორებაზე საუბარიხ კი ზედმეტი იყო. სერგის უნდოდა ეს ოჯახისთვსი ეთქვა თუმცა მე ვთხოვე არაფერი ეთქვა. ვიცოდი ეს კიდევ უფრო მეტ უსიამოვნებას გამოიწვევდა. ლამის დავემუქრე თუ ვინმეს რამეს ეტყოდა ბავშვს მოვიშორებდი და საბოლოოდ წავიდოდი მისი ცხოვრებიდან. რასაკვირველია, ამის გამკეთებელი არ ვიყავი, მაგრამ იმ წამს საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა ჩემი სიტყვები. ლამის გადაირია, ბოლო ხმაზე ყვიროდა რომ საკუთარი შვილის დამალვას არავისთვის არ აპირებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დავითანხმე.
-მერე რა მოხდა?
-მერე ის რომ, ბავშვი გავაჩინე_ ბედნიერმა გაიღიმა -თუ არ ვცდები მშობიარობის დღეს ჩამოსული იყავი გერმანიიდან. ასე მითხრა ძმას გამოვექეციო.
-25 დეკემბერი? _ღიმილით ჰკითხა ნოემ.
-ხო.
-სწორედ მაგ დღეს ჩამოვფრინდი. აეროპორტში თვითონ დამხვდა. ერთად მივდიოდით სახლში როცა დაურეკეს და როგორც ჩანს შენს შესახებ უთხრეს. მაშინვე გადამსვა ტაქსიში და ისე გამიშვა სახლში, თვითონ კი სადღაც გავარდა _სიცილი ვერ შეიკავა გახსენებისას.-ნეტა მაშინ მცოდნოდა რა ხდებოდა...
-რას ვიზამთ ასე მოხდა. _მხრები აიჩეჩა.
-სამწუხაროდ.
-ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავდა, რადგან სერგი ყოველთვის ჩევნთან იყო როცა გვჭირდებოდა. ნებისმიერ მომენტში შეეძლო ყველაფერი მიეტოვებინა და ჩევნთან მოსულიყო. როცა პატრამ პირველად დაიძახა მამა, უნდა გენახა რა დღეში იყო _ნაღვლიანად გაიღიმა. თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი. ნოესაც ნაღვილანი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-როგორ შევცდი როცა ვფიქრობდი რომ მუდამ ასე იქნებოდა _ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე- ვერ წარმოიდგენთ რამდენად რთული იყო ჩემი შვილისთვის იმის ახსნა, რომ მამა, რომელიც სულ თავს დასტრიალებდა აღარ მოვიდოდა. _ცრემლები შეიმშრალა.
-ქრისტინე.... _მძიმედ გადააგორა ყელში გაჩხერილი ცრემლის გორგალი -შენ მარტო არ ხარ...
-იცით, სერგის გარდაცვალების შემდეგ...
-დეე... _მოულოდნელად შეწყვიტა საუბარი როცა გვერდითა ოთახიდან პატრა ბავშვის ხმა მოიმა. ნოე მაშინვე ფეხზე წამოდგა და გაფაციცებით მიაჩერდა კარს, საიდანაც წამის შემდეგ დათუნიებიან პიჟამაში გამოწყობილი პატრა, ფეხების ბაკუნით და თვალების ფშვნეტით გამოვიდა. წამით ეგონა რომ მის წინ პატარა სერგი იდგა.
-დედიკო გაიღვიძე? _წამში დაუთბა ქრისტინეს ხმა და პატრასთან მივიდა.
-დედიკო...._ამოიბუზღუნა პატრამ და ისედაც გაბერილი ლოყები კიდევ უფრო გაბერა. ნოე ერთ ადგილას გაშეშებული იდგა და ისე მისჩერებოდა პატრას.
-დედიკო, სტუმარს არ უნდა მიესალმო? _ხელში აიყვანა პატარა კაცი.
-გამაჯობა _პატრა ხელი გამოუწოდა ნოეს. რაზეც მამაკაცმა ღიმილი ვერ შეიკავა.
-გაგიმარჯოს _თავისი ხელი შეაგება. -შეიძლება ავიყვანო? _ქრისტინეს შეხედა.
-რა თქმა უნდა _გაუღიმა დ ა პატარას ბუთხუზა ლოაზე აკოცა. -დედიკო მიდი ბიძიასთან.
-მე რო არ ვიცნობ? _გაკვირვებულმა შეხედა დედას და პატარა ხელები გაშალა.
ამაზე ნოესაც და ქრისტინესაც გაეცინათ.
-მართალი ხარ _თავი დაუკრა ნოემ. -მე შენი ბიძია ვარ. შენი მამიკოს ძმა.
-ჩემი მამიკოს? _წამში გაუნათდა ს ახე და ნოესკენ გადაიწია მთელი ტანით. მამაკაცმაც სრწაფად აიყვანა ხელში და მასთან ერთად დაჯდა დივანზე.
-ხო, შენი მამიკოს _თბილად გაუღიმა პატრას.
-ჩემი მამიკო, რო აღარ მოვა? _ თაფლისფერი თვალები მიანათა ნოეს პასუხის მოლოდინში. ნოეს ნაღვლიანად გაეღიმა და პატარას შუბლზე აკოცა.
-შენ ის მითხარი რა გქვია?
-ლაზარე. შენ?
-ნოე.
-ნოე ბიძია _თავის ქნევით თქვა და ნოეს გაუღიმა, ვერც კაცმა შეიკავა ღიმილი. -ჩემ მამიკოს გავხარ იცი?
-შენ უფრო გავხარ _გაუცინა ნოემ.
-დედიკოც მაგას მეუბნება _იქვე მდგომ ქრისტინეს გახედა.
-მართლას გეუბნება.
-იცი მე ბაღში დავდივარ _გაუცინა.
-მართლა? _სიცილით ჰკითხა.
-ხო, მართლა და ლიკა მასწავლებელი სულ მეუბნება კარგი ბიჭი ხარო. _სიამაყით განაცახადა და შექების მოლოდინში გაიტრუნა.
-უყურე შენ _ჩაიცინა ნოემ. -რა ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ.
-დედიკო ნახე, ნოე ბიძიამაც მითხრა ყოჩაღი ბიჭი ხარო _გახარებულმა შეხედა დედას და ნოეს მუხლებიდან ჩამოხტა.
-ლაზარე _დაუძახა ნოემ -გინდა შენ და დედიკო ჩემთან წამოხვიდეთ?
-მინდა! მინდა! _წამოიძახა და ქრისტინეს ფეხზე შემოეხვია.
-საყავრელო, მოდი ტანზე ჩავიცვათ დ ა ბიძიას მერე ველაპარაკოთ კარგი?
-მე ავალჩევ _დედას ხელი შეუშვა და მაშინევ საძინებლისკენ გაიქცა.
-ნოე _წარბშეკრულმა დაიწყო ქალმა -მესმის ის რომ ახლა გაიგე ლაზარეს არსებობის შესახებ და გინდა რომ ნახო ხოლმე. ამის წინააღმდეგი არც მე ვარ, მაგრამ, ძალიან გთხოვ ლაზარესთან ისეთ თემებზე ნუ ილაპარაკებ, რაც ჩემთან არ გაქვს შეთანხმებული. შენ ლაზარეს ბიძია ხარ მე კი დედა. ასე რომ გთხოვ შემდეგში...
-მესმის შენი ქრიტინე, და აქ სწორედ მაგიტომ ვარ. გასაგებია უკვე რის გამოც წამოხვედი თბილისიდან, მაგრამ ახლა მინდა გთხოვო, რომ შვილთან ერთად დაბრუნდე. ლაზარე ჩემი ძმისშვილია და არ მინდა ის ჩემგან შორს იზრდებოდეს. მე არაფერს გაძალებ. ეს მხოლოდ თხოვნაა და შენც ხვდები რომ ასე ორივესთვის უკეთესია. რამდენი რამის გაკეთებას აპირებ შვილისთვის მარტო? სამსახური, სახლის საქმე, ბავშვის მოვლა და კიდევ უამრავი რამ. ეს სახლიც ქირით გაქვს არა? როგორ ფიქრობ როდემდე შეძლებ ასე ცხოვრებას?
-ნოე, ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა...
-ცდები, მხოლოდ შენი პრობლემა არაა. როგორც შენ თქვი შენი შვილი, ჩემი ძმიშვილია.
-მე არ მინდა ლაზარეს შესახებ ვინმემ რამე გაიგოს...
-მე არც მითქვამს, რომ ვინმე რამეს გაიგებს. მხოლოდ იმას გთოხვ რომ თბილისში დაბრუნდეთ თქვენს სახლში. მინდა ბავშვის ნახვა ნებისმიერ დროს შემეძლოს. სამსახურს რაც შეეხება შეგიძლია ჩვენთან დაბრუნდე და იმუშაო. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვმართავ ასე რომ სანერვიულო არაფერი გაქვს მაგ მხრივ. მე ყველანაირად დაგეხმარები და იცოდე რომ შენს მხარეს ვარ. რაც შეეხება ლაზარეს, შენც ხვდები რომ მის არსებობას სამუდამოდ ვერ დამალავ. როცა საჭიროდ ჩათვლი მაშინ გაუმხილე ყევლას. მე არფერს გაძალებ.
-არ ვიცი ნოე რა უნდ ა გიპასუხო ამ წამს. _აშკარად ეტყობოდა ქალს, რომ ნოეს სიტყვებმა აზრი შეუცვალა.
-ხვალ მომიწვეს თბილისში დავბრუნდე. მინდა თქვენც ჩემთან ერთად წამოხვიდეთ.
-ნოე მე დრო მჭირდება მოსაფიქრებლად...
-რა თქმა უნდა მოიფიქრე. მაგრამ მგონი ხვდები, რომ თქვენი თბილისში დაბრუნება ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალია.
-დედა... _ოთახიდან ლაზარეს ხმა გაისმა.
-მოვიდვარ საყავერლო. _გასძახა ქრისტინემ -მაპატიე, ბავშვს უნდა მივხედო.
-მეც დავემშვიდობები და წავალ.
-კარგი.
****
-კახიმ დაგირეკა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ?
-არა. მარტივად მივახვედრე რომ არ მინდოდა ჩვენზე საუბარი _ჩაის ჭიქით ხელში ჩმოჯდა დივანზე.
-მერე რაო?
-არაფერი. ვცდილობდი ზოგად თემებზე გვესაუბრა და ჩვენს ურთიერთობას არ შეხებოდა თემა. ხომ გითხარი დიდიხნას არ გავჩერებულვარ-მეთქი მასთან. მალევე წამოვედი.
-როგორ ფიქრობ შენთან რაიმე იმედი აქვს?
-არ ვიცი რისი იმედი აქვს, მაგრამ ის კი ვიცი რომ სულ ტყუილად.
-არადა მოგწონდა ადრე.
-მართალი ხარ, მომწონდა.
-კარგია, თუ აზრი შეიცვალე.
-შენ ის მითხარი სამსახურში რა ხდება შენთან. გუშინ რომ გაგიჟებული მოვარდი სახლში.
-ოჰ, ნუ მკითხავ.
-რა მოხდა?
-ახალი უფროსი გვყავს. ის წაკლა ქალი ხომ მოგვშორდა ახლა კიდევ ვიღაც ოხუნჯი დანიშნეს. აზრზე არ არის საქმის. ყველაფერს უპასუხისმგებლოდ ეკიდება. შემდეგ კი როცა რაიმე არ გამოდის შენიშვნებს ჩვენ გვაძლევს. გუშინ ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.
-რაო რა მინდაო _სიცილით ჰკითხა.
-რომ იცოდე როგორი მექალთანეა! _თვალები გადაატრიალა მეგიმ.
-ოჰო ჰო ... უყურე ერთი ბიჭს.
-მაგრამ ნახავს ეგ! სულ ნერწყვები თუ არ ვაყლაპინო, დამაცადოს!
-ზედმეტი არ მოგივიდეს ძვირფასო -თვალი ჩაუკრა დეიდაშვილს და ფეხზე წამოდგა. ის იყო სამზარეულოში უნდა შესულიყო, როცა სადარბაზოდან რაღაც ხმაური შემოესმათ.
-რა ხდება გარეთ? _ფეხზე წამოდგა მეგი?
-ჩხუბია?
-არამგონია, მგონი რაღაცის დავარდნის ხმა იყო. ორივე სწრაფად მივიდნენ კართან და სადარბაზოში გავიდნენ.
-ქრისტინე? _ძველი მეზობლის დანახვაზე ერთდროულად წამოიძახეს გოგონებმა.
-სესი, მეგი _ ღიმილით წამოვიდა ქალი მათკენ და ორივეს გადაეხვია.
-მოიცა, ისევ აქ ბრუნდები? _ ოქვე დაწყობილ ჩემოდნებს მოავლო ტავლი მეგიმ.
-კი _ღიმილით უთხრა.
-ჩვენი ბიჭი როგორაა? ძალიან მომენტარა.
-სახლში შევიყვანე. გზაში ჩაეძინა. მაპატიეთ თქვენც აგაფორიაქეთ. ჩემოდანი წამექცა შემთხვევით.
-რას ამბობ. თუ რამით შეგვიძლია დაგეხმარებით _შესთავაზა სესილიმ.
-არა, მადლობა ლაზარეს ბიძია გვეხმარება. მან ჩამოგვიყვანა.
-ბიძია? _გაუკვირდა მეგის.
-ქრისტინე ეს ბოლო ჩანთაა _ლიფტიდან გამოსული კაცის დანახვაზე სამივე იქეთ შებრუნდა.
-მადლობა ნოე. _ღიმილით უპასუხა ქრისტინემ. სესილის მაშინვე ეცნო ეს მამაკაცი. ეს ხომ ნოე სიხარულიძე იყო. იმ კომპანიის უფროსი სადაც რამდნეიმე დღის წინ სცადა სამსახურის დაწყება. მიხვდა რომ მამაკაცმაც იცნო. და კვლავ დაიწირა ის დაჟინებული მზერა, რომლეიც ასე აფორიაქებდა.
5 თავი
აშკარად ბედი დასცინის. აბა სხვა როგორ შეიძლება გაიგოს ყოველივე ეს. გაშეშებული იდგა ერთ ადგილას და თვალმოუშორებელი აკვირდებოდა დაბნეულ მწვანე თვალებს. მძიმედ გადაუშვა ნერვი და ჩემოდანი ძირს დადგა.
-მადლობა ნოე _ღიმილით უთხრა ქრისტინემ.
-საღამო მშვიდობისა _მეზობელ კართან მდგომ გოგონებს მიესალმა.
-გამარჯობა _სესილის ხმის გაგონებისას ერთიანად გააჟრჟოლა.
-ნოე, ეს ჩემი მეგობრები და მეზობლები არიან. მეგი და სესილი. _ნოემ გასაგებიას ნიშნად თავი დაუქნია. -ეს კი ლაზარეს ბიძიაა, ნოე სიხარულიძე.
-სასიამოვნოა _გაუღიმა მეგიმ და სესილის ოდნავ გაჰკრა მხარი რომ რაიმე ამინც ეთქვა. შენიშნა ნოემ რომ გოგონაც მორიდებით იდგა მის წინ. მისი ნება რომ იყოს საერთოდ ხმას არ ამოიღებდა და სულ აორთქლდებოდა აქედან, მაგრამ ამ წამს როცა ერთმანეთი იცნეს იძულებულია ზრდილობის გამო მაინც გამოელაპარაკოს.
-ჩემთვისაც _ოდნავ გაუღიმა მეგის და მზერა ისევ სესილიზე შეაჩერა.
-თქვენ, იცნობთ ერთმანეთს? _ იკითხა ქრისტინემ და ნოეს და სესილის გადახედა.
-მე, რამდენიმე დღის წინ ბატონი ნოეს კომპანიაში ვიყავი გასაუბრებაზე _ მორიდებით გაუსწორა მამაკაცს თვალი და სწრაფად აუხსნა ქრისტინეს ყველაფერი.
-და არ აგიყვანეს არა?! _წამოენთო მეგი, რაზეც სესილიმ ოდნავ გაჰკრა მხარი და თვალები დაუბრიალა. ამაზე ნოემ ღიმილი ვერ შეიკავა, თუმცა სწრაფადვე დაიჭირა სერიოზული სახე.
-მწუხვარ. იმედი მაქვს უკვე მოაგვარე სამსახურის პრობლემა.
-დიახ, მოაგვარა! _ნიშნისმოგებით უპასუხა მეგიმ სესილის ნაცვლად.
-ძალიან კარგი _ მეგიდან მზერა სესილიზე გადაიტანა, რომელსაც ეტყობოდა რომ მის მსგავსად ვერც თვითონ იკავდებდა ღიმილს.
-დაგეხმარებით ქრისტი _სწრაფად შეცვალა საუბრის თემა.
-არა, გოგონებო არ შეწუხდეთ. ისედაც გვიანია, თან ამ წუთას არაფრის თავი არ მაქვს. არ მინდა ხმაურზე ლაზრემ გაიღვიძოს. ამიტომ მირჩევნია ხვალ მივხედო ყველაფრეს.
-მაშინ ხვალ მოვალთ და ყველაფერში დაგეხმარებით _შესთავაზა მეგიმ.
-არ მინდა შეგაწუხოთ გოგონებო.
-ნუ სულელობ, რა შეწუხებაა.
-ქრისტინე, თუ სხვა არაფერი გჭირდება მე წავალ. _ უთხრა ნოემ.
-არა რაფერი. მადლობა დახმარებისთვის.
-თუ რამე დაგჭირდეს მაშინვე დამირეკე.
-კარგი.
-ნახვამდის _გოგონებს თავის დაკვრით დაემშვიდობა და ლიფტში შევიდა. ეგონა ცოტაც და გული გაუსკდებოდა. ლიფტის კედელს ზურგით მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა. როგორც კი გარეთ გამოვიდა და ცივი ქარის შეხება იგრძნო სახეზე ცოტათი მოეშვა.
აშკარად ბედი დასცინის. თავი უკმაყოფილოდ გააქნია და მანქანში ჩაჯდა. მაშინვე ჩამოხსნა სარკეზე დაკიდებული ცრემლის გამოსახულები კულონი და მაგრად ჩაბღუჯა ხელში.
-რას აკეთებ ნოე _საკუთარ თავს შემოუძახა. ერთხანს კულონს მისჩერებოდა, შემდეგ ისევ სარკეზე დააბრუნა და სწრაფად წავიდა სახლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გზა ცდილობდა თავიდან მოეშორებინა სესილიზე ფიქრები, ყველა მცდელობა ამაო გამოდგა. ტუჩის კუთხეში ღიმილი უკრთებოდა როცა მის სახეს წარმოიდგენდა, როგორ არიდებდა თვალს, როგორ ეღიმებოდა მისი დაქალის სიტყვებზე. რა საოცრად ლამაზია. საკუთარ თავს გამოუტყდა ნოე. საკუთარ მეზე ნერვებმოშლილმა მკვეთრად დაამუხრუჭა. მთელი ძალით მოუჭირა თითები საჭეს და თვალები დახუჭა. იგრძნო როგორ დაეჭიმა მთელი სხეული. დასამშვიდებლად რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და თითები დიდი გაჭირვების ფასად, რიტმულად აათამაშა საჭეზე.
-სისულელზე ფიქრის დრო არ გაქვს ნოე! _თავისთვის ჩაილპარაკა და მანქანა კვლავ აამუშავა. ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და ამით თავი ხელში აეყვანა.
-საქმეზე იფიქრე ნოე, სა ქმე ზე! _საკუთარ თავს შემოუძახა და გონებაში კომპანის ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღდგენას და წარმოდგენას ცდილობდა.
***
თვითონაც ვერხვდება რატომ აფორიაქდა ასე ნოეს დანახვისას. ახსოვს მაშინ კომპანიაში, ისე სწრაფად გავარდა კაბინეტიდან ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, თუმცა ის დაჟინებული მზერა ახლაც ახსოვს. სწორედ ასე უყურებდა მამაკაცი ახლაც. ისე თითქოს იცნობდეს. ან იქნებ იმიტომ რომ მოეწონა.
-რა სულელი ხარ სესილი! _თავს შემოუძახა და გვერდი იცვალა. არადა ძალიან სიმპათიურია. ტუჩი მოიკვნიტა და ოდნავ გაეღიმა. ზედმეტად სიმპათიურია.
-უსამართლობაა ადამიანს ამხელა დოზით ჰქონდეს შარმი! _თავისთვის ჩაიბურდღუნა და კიდევ ერთხელ იცვალა საწოლში გვერდი.
-მორჩი სესილი, ნუ გადაჰყვები ერთ შემოხედვას. _თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და შეეცადა როგორმე დაეძინა. კიდევ კარგი რომ ხვალ კვირაა და გამოძინების საშუალება ექნება, თუ, რასაკვირველია, ახლა შეძლებს ნოეზე ფიქრის თავიდან მოშორებას და დაძინებას.
დილით ადრევე გაეღვიძათ გოგონებს. ქრისტინესთან და პატარა ლაზარესთან ერთად ისაუზმეს და როგორც გუშინ დაჰპირდნენ ბინის დალაგებაში დაეხმარნენ. ლაზარე შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა დედას და გოგონებს და წიგნებს რომელიც ძირს ელაგა თითო-თითოდ აწვდიდა სესილის, რომ თაროზე დაელაგებინა.
-იცი ეს წიგნი? _ლაზრეს ჰკითხა ღიმილით დახედა ასტრიდ ლინდგრენის წიგნს „სახურავის ბანადარ კარლსონს“.
-არა _თავი გააქნია პატრამ.
-გინდა წაგიკითხო როცა სახლის დალაგებას მოვრჩებით?
-მე დედიკო წამოკითხავს ან ბიძია ნოე. _ქრისტინეს ყურებამდე გაღიმებულმა შეხედა.
-წაგიკითხავ დედიკო _თავზე ხელი გადაუსვა ქრისტინემ.
-და ბიძია ნოე?
-ისიც წაგიკითხავს.
-ქრისტი, ეგ ნოე ლაზარეს მამის ძმაა?_შედარებით დაბალ ხმაზე ჰკითხა მეგიმ.
-ხო _თავი დაუქნია. -ცოტა ხნის წინ გაიგო ლაზარეს არსებობსი შესახებ და უნდა რომ მასზე იზრუნოს. _ შვილს გადახედა.
-ძალიან კარგია, რომ გეხმარებათ.
-ხო კარგია _მაგიდიდან მტვერი გადმოწმინდა - თქვენზე მომიყევით გოგონებო რამე. დიდი ხანია რაც საბერძნეთიდან ჩამოხვედით?
-სამი თვე იქნება, ალბათ, რაც აქ ვართ. _უპასუხა მეგიმ და თაროების გადმოწმენდა დაიწყო.
-ანუ საბოლოოდ გადმოხვედით არა?
-კი. იმეიდა დედაც მალე ჩამოვა _ღიმილით უპასუხა.
-სესილი, შენ რა მითხარი სად ვმუშაობო?
-ხარძიანის ღვინის მწარმოებელ კომპანიაში. ჯერჯერობით გამოსაცდელი ვადით ვარ, რადგან გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ამაზეც მადლობელი ვარ ბატონი გიორგის.
-ეგ ვინაა?
-გიორგი ბენდელიანი? ჩემი უფროსი. ძალიან კარგი კაცია. მისი წყალობით ვარ იქ. იმეიდა გამსოაცდელ ვადასაც გადავიტან _ჩაიცინა.
-ოჰ, ოჰ, ოჰ აბა ჰე თქვენ იცით სვანებმა ერთმანეთი უნდა გაიტანოთ _ გაიცინა მეგიმ.
-ეგ მეგრელებზეა ცნობისთვის _ენა გამოუყო.
-აბა, აბა მეგრელებს შევეშვით _სიცილით დატუქსა სესილი ქრისტინემ.
-ჩუმად ვარ! _დანებების ნიშნად ასწია ხელები ჰაერში.
****
-ნოე, შალვა ხარძიანმა შეხვედრის დრო შეგვითანხმა. _გახარებულმა ამცნო მათემ.
-კარგია _კმაყოფილმა დაუქნია თავი. -ახლა ყველაზე მთვარი ისაა რომ ისეთი წინადადება შევთავაზოთ, რომელიც დააინტერესებთ.
-მგონი აჯობებს სხდომათა დარბაზში შევკრიბოთ ყველა და ამ საკითხზე დავილაპარაკოთ _უთხრა თამარმა.
-მართალი ხარ. სასწრაფოდ გვჭირდება ახალი პარტნიორები, თორემ ცუდ დღეში აღმოვჩნდებით.
-ნოე, იქნებ იოჰანს შეეხმიანო გერმანიაში. რას იტყვი?
-ჯერ ადგილობრივ ბაზარს მივხედოთ მათე. ამ ეტაპზე ხარძიანებთან კონტრაქტი ყველაზე მომგებიანი იქნება ჩვენთვის. ბაზარზე ერთ-ერთ წამყვანი ადგილი სწორედ მათ უჭირავთ. შესაბამისად თუ მათ დავაინტერესებთ როგორმე მაინც, შანსი გვექნება კომპანიაში სიტუაცია გამოვასწოროთ.
-როგორ ფიქრობ მამაშენი უნდა ჩაერიოს ახლა?
-არ მინდა ლევანი ვანერვიულო ზედმეტად, ამიტომ თავს შევიკავებ მასთან საუბრისგან. თუ საჭირო იქნება ღამეებს გავათენებ აქ და გამოსავალს ვიპოვი, მაგრამ გაკოტრებას არ დავუშვებ! _შეკრული მუშტი რიტმულად აათამაშა მაგიდაზე.
-კარგი _სწრაფად გავიდნენ მათე და თამარი კაბინეტიდან.
მთელი დღე მართლაც კომპანიაში გაატარა და ათას წვრილმან საკუთარი თვალით ამოწმებდა. არ უნდოდა სულ მცირე დეტალი ამინც გამორჩენოდა, რომელიც შემდეგ პრობლემას შეუქმნიდა. თანამშრომლები ნელ-ნელა იცლებოდნენ, თვითონ კი კვლავ კომპიუტერში იყო ჩამძვრალი. ტელეფონის ხმაზე გამოფხიზლდა, თვალები მოიშვნიტა და უპასუხა.
-გისმენთ.
-ნოე, როგორ ხარ? _ქრისტინეს ხმა მაშნვე იცნო.
-კარგად ქიტო, თქვენ როგორ ხართ? _ღიმილით უპასუხა.
-კარგად ვართ, უბრალოდ პატრა ვაჟბატონი გკითხულობს მთელი დღეა.
-მართლა? აბა დამალაპარაკე _ლაზარეს ხმის გაგების მოლოდინში ფეხი რიტმულად აათმაშა იატაკზე. ძალიან გაუხარდა, რომ ასე მალე შეძლო პატრას გულის მოგება.
-ნოე ბიძიაა _მხიარული ხმით ჩაჰყვირა ტელეფონში. -როგორ ხარ?
-კარგად ვარ ძია, შენ როგორ ხარ?
-მე მოვიწყინე.
-რატომ? _სიცილით ჰკითხა.
-იმიტო, რო დღეს არ მოხვედი ჩემთან.
-მაპატიე პატრა კაცი, გპირდები ხვალ აუცილებლად მოვალ და გინახულებ.
-მართლა მინახულებ? _მაშნვე დაეტყო ბავშვის ხმას გამოცოცხლება.
-გპირდები _ღიმილით უთხრა.
-ჩოკოლადებს ხო მიყიდი? _ლაზარეს სიტყვებზე ღიმილი ვერ შეიკავა. ქრისტინეს ხმაც გაიგო, რომელიც შვილს ეუბნებოდა რომ ასე მოქცევა არ შეიძლება.
-გიყიდი ძია, ბევრს გიყიდი.
-დედიკო გიყიდიო! _გახარებულმა დაიჭყიპინა და ტელეფონი ქრისტინეს მიაჩეჩა.
-ტერორისტია, ხალხს ატერორებს _სცილით უთხრა ქრისტინემ.
-დღეს ვერ შევძელი მოსვლა. ჯერ ისევ კომპანიაში ვარ, რაღაც საქმეები ამქვს, მაგრამ ხვალ გგინახულებთ.
-ნოე, ჩვენ გამო არ მოცდე. მიხედე საქმეს.
-არა, ნუ ღელავ. თან შენთან სალაპარაკოც მაქვს.
-მოხდა რამე?
-არა, არაფერი. ხვალ განხავთ კარგი?
-კარგი, კარგად. _ტელეფონი გათიშა და კვლავ მაგიდაზე მიმოფანტულ საბუთებს მიუბრუნდა.
-ამას უყურე რა! _მოულოდნელად გაისმა მათეს ხმა.
-რა გინდა შენ აქ.
-სამსახურში რა უნდა მინდოდეს? _მხრები აიჩეჩა.
-გვიანია უკვე, წადი შენც სახლში.
-მოიცა, ნუთუ ფიქრობ რომ შენ გათენებამდე აქ იმუშავებ მე კი სახლში წავალ და დავიძინებ? _წარბაწეულმა შეხედა მათემ.
-მათე, მოდი ახლა არ გვინდა კარგი კამათი. მივხედავ მე ყველაფერს...
-ორივე ერთად უფრო სწრაფად მივხედავთ. _ჰალსტუხი და პიჯაკი შეიხსნა და იქვე დივანზე მოისროლა.
-სამივე ერთად კი კიდვე უფრო სწრაფად. _კართან მდგომი თამარის დანახვისას გაკვირვებულებმა გადხედეს ერთმანეთს.
-შენ რაღა გინდა აქ?
-როგორც ვიცი მeც შენთან ვმუშაობ ნოეკო და თანაც კომპანიის მთავარი ბუღალტერი ვარ. _საქაღალდეები მაგიდაზე დაალაგა და მათეს გვერდით მიუჯდა. -ასე რომ სწრაფად შევუდგეთ მეგობრებო მუშაობას. _უყურებდა ნოე მის წინ მყოფ მეგობრებს და უდიდეს მადლიერებას გრძნობდა მათ მიმართ. უახროდა რომ ასეთი ხალხი ჰყავდა გვერდით და ნებისმიერ დროს შეეძლო მათ დაყრდნობოდა.
-კარგი, მაშინ თამო შენ ფინანსურ საკითხებს გადახედე, ყველეფრი კომპიუტერშია.
მათე მე და შენ კი დანარჩენს მივხედოთ.
-კარგი.
*****
-სესილი ეგრე ნუ ფორიაქობ რა
-არ მინდა პირველივე დღეს დავაგვიანო.
-ჯერ ადრეა.
-ხო, მაგრამ მაინც. მგონი ჯობია ადრე რომ მივიდე ხო?
-დაგვიანებას ჯობია _ჩაიცინა მეგიმ.
-კარგი, კარგი წავედი აბა. _ჩანთას ხელი დასტაცა და სწრაფად გავიდა სახლიდან. სადარბაზოში გასულს ქრისტინე და ლაზარე შეხვდენე.
-დილა მშვიდობისა სესი.
-დილამშვიდობის ქრისტი. ჩვენი ბიჭი როგოპრ არისო? _პატრას ლოყები დაუკოცნა -ამ დილით სად მიიჩქარით.
-ლაზარე ახალ ბაღში უნდა მივიყვანო.
-დედიკო არ მინდა ბაღი _ფეხები ააბაკუნა.
-დედა, ხომ შევთანხმდით რომ ბაღში აუცილებლად ივლიდი? _დაუყვავა ქრისტინემ.
-მერე ნოე ბიძია რომ მოვა და სახლში არ დავხვდებით?
-სახლში რომ ვიქნებით ნოე ბიძია მაშინ მოვა.
-ასე მალე შეეჩვია? _ღიმილით ჰკითხა ს ესილიმ და ლიფტში შევიდნენ.
-კი, უკვე გიჟდება მასზე. _შვილს თავზე გადაუსვა ხელი. -რასაც თხოსვ ყველაფერს უსრულებს. მასაც ძალაინ უყვარს ლაზარე.
-კარგია რომ ადვილად შეეგუა. _ერთად გავიდნენ ეზოში და მოხტუნავე ლაზარესთან ერთად წავიდნენ გაჩერებისკენ.
-ახალი სამსახური გიხმობს არა?
-ხო. არ მინდა პირველივე დღეს დავაგვიანო.
-მიდი გაიქეცი აღარ მოცდე. ლაზარეს ბაღი აქვეა. ჩვენ ფეხით გავივლით.
-კარგი, აბა საღამომდე _ქრისტინეს და პატარას დამეშვიდობა და ტაქსი გააჩერა.
სამსახურში მისულს ფეხები უკანკალებდა. ეს მისი პირველი სამსახურია და ძალაინ ნერვიულობს. გასაუბრებაზე კი მოაწონა თავისი ცოდნით ბატონი გიორგი, მაგრამ ეს ყველაფრის დასასრული არ არის. ეშინია ზედმეტი ენრვიულობით საქმე არ გააფუჭოს. ყოველთვის ზედმეტად ემოციურია მსგავს საკითხებში.
კარზე ფრთხილად დააკაკუნა და როგორც კი ნებართვა მიიღო კაბინეტში შევიდა.
-გამარჯობა ბატონო გიორგი. _ღიმილით მიესალმა.
-დილა მშვიდობისა სესილი, მოდი, მოდი _ღიმილით იხმო მამაკაცმა. -როგორ ხარ?
-მადლობა კარგად.
-კარგია, ხომ არ ნერვიულობ?
-ცოტა _ ცოტა კი არა ლამისაა გული საგულედან ამოუხტეს.
-ხო, შესამჩნევია _ჩაიცინა გიორგიმ. -მოდი პირდაპირ საქმით დავიწყოთ კარგი?
-კარგი.
-იქედან გამომიდნარე, რომ ამჟამად მხოლოდ მე და ბატონი შალვა ავრთ კომპანიაში ძირითადი შეხებაც ჩვენთან გექნება. უფრო ხშირად ჩემთან. გამოსაცდელი ავდა ერთი კვირა გექნება, რ ოგორც უკვე გითხარი. გასაუბრებაზე საკმაოდ კარგად წარმოაჩინე თავი, ამიტომ მინდა პირდაპირ სერიოზულ საქმეზე გადავიდეთ. დღეს ერთ-ერთ ფირმასთან გვაქვს შეხვედრა. ამთ წარმომადგენლებს მე შევხვდები და მინდა შენც იქვე იყო. შესაძლოა ეს ფირმა ჩვენი მომავალი პარტნიორი გახდეს. რაც შეგეხება შენ, მოგიწევს ყველა მათ სემოთავაზებულ საკითხს კარგად დააკვირდე, ასე ვთქვათ გამოთვალო თუ რამნდენად მომგებიანი იქნება ეს შეთანხმება ჩვნეთვის და ა.შ გასაგებია?
-დიახ, დიახ _სწრაფად დაუქნია თავი.
-შესაძლოა მნიშვნელოვანი არაფრის გაკეთება არ მოგიწიოს, მაგრამ ამ ეტაპზე მაინტერესებს შენი შეხედულება მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. კარგი? _გამამხნევებლად გაუღიმა გოგონას.
-კარგი _თავი დაუკრა.
-შეხვედრის დაწყებამდე კი მოდი მცირე დავალებას მოგცემ. შეეცადე სწრაფდ დაასრულო. _რამდენიმე საქაღალდე გაუწოდა გოგონას -თუ რაიმეს ვერ გაიგებ შეგიძლია მკითხო ან ჩემს ასისტენტს შეეკითხო.
-კარგი _ტავი დაუქნია.
-შეგიძლია შეუდგე სამუშაოს. შენი სამუსაო მაგიდა გვერდით ოთახშია, სხვა გოგონებიც არიან შენთან ერთად, იმეიდა ერთმანეთს შეეწყობით. _სესილი კაბინეტიდან გააცილა და თავისი სამუშაო ოთახი უჩვენა. მის გარდა სხვა ორი გოგონა იყო იქ. გიორგის გასვლის შემდეგ გოგონები გაიცნო, ერთი შეხედვით ორივე მოეწონა. იმედია ბოლომდე ასეთი შთაბეჭდილება ექნება მათზე.
თავის მაგიდას მიუჯდა და უფროსის მიერ მითითებული დვალების შესრულებას შეუდგა.
****
-ნოე გავდივართ?
-კი, კი წავედით. _ფეხზე წ ამოდგა ნოე და მათესთან ერთად გავიდა კაბინეტიდან.
-იმედია გაგვიმარტლებს და ახალი პარტნიორი გვეყოლება_პიჯაკი შეისწორა მათემ.
-იმედია. არ მინდა კიდევ უფრო დიდი პრობლემები სეგვექმნას.
-დამშვიდდი, ყველაფერი გამოვა.
-იმედია მათე, იმედია _ღრამდ ჩაისუნთქა და შენობიდან გასულები ავტოსადგომისკენ წავიდნენ.
-ქრისტინე ძველ სახლში დაბინავდა.
-კარგია. და ძალიან მაინტერესებს მე როდის უნდა გავიცნო პატარა ვაჟკაცი? _მოჩვენებითი წყენით ჰკითხა მათემ.
-ცოტაც მოითმინე და მერე აუცილებლად გაიცნობ. იცი რა საყვარელი ბავშვია? _ლაზარეს გახსნეებისას გაეღიმა -ზედგამოჭრილი სერგია. თვალები, თმა, ცხვირი, ტუჩები, ასე მგონია პატარა სერგის ვუყურებ _ნაღვლიანად ჩაიცინა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
-ქრისტინე რ ოგორ სეეგუა შენს გამოჩენას?
-თავიდან ცოტა ანერვიულდა, მაგრამ მიხვდა რომ მათთვის მხოლოდ კარგი მინდა. ძალიან კარგი გოგოა და ძალიან ძლიერი. ვერ წ არმოიდგენ როგორ მეცოდება ქრისტინე. სულ მარტო დარჩნენ იმ ამბის შემდეგ. წარმოგიდგენია, სერგის დაკრზალვაზეც კი ევრ შეძლო მოსვლა. ვერ წარმოიდგენ როგორ უფრთხილდება შვილს. თითოეულ სიტყვაში დაინახავ რამდენად ზრუნავს ლაზარეზე.
-ეჭვიც არ მეპარებოდა რომ სერგის ცოლი საუკეთესო იქნებოდა.
-მართლაც ასეა. _გაიღიმა. -მინდა რითაც შევძლებ ყველაფრით დავეხმარო.
-ერთი სული მაქვს უკვე როდის გავიცნობ მათ. _მათესაც გაეღიმა.
შეხვედრაზე მისვლამდე მთელი გზა ძირითადად პატარა ლაზარეზე საუბრობდნენ.
იქ მიუსლებს გიორგი ბენდელიანი შეხვდათ, ხარძიანის კომპანიის წარმომადგენელი.
-გამარჯობა ნოე _ხელი ჩამოართვა გიორგიმ.
-გამარჯობა გიორგი. გაიცანი მათე მაჩაბელი, კომპანიის ვიცე პრეზიდენტი.
-სასიამოვნოა. _მათესაც ხელის ჩამორთმევით მიესალმა. -სხდომათა დარბაზში შევიდეთ. _ბიჭები უკან მიყვნენ გიორგის და ის იყო ერთ-ერთ ოთახში უნდა შესულიყვნნე როცა, ნოეს ზურგსუკან ნაცნობი ხმა მოესმა.
-ბატონო გიორგი _სამივე ერთდროულად მიტიალდა უკან და მათკენ მომავალ გოგონას შეხედეს. ნოეს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. ნამდვილად არ ელოდა სესილის აქ ნახვას, თუმცა მალევე მოეგო გონს. აი მათე კი პირდაპირი მნიშვნელობით პირდაღებული უყურებდა სესილის რომელიც გიორგის რაღაც საბუთებს აწვდიდა.
-მათე, დახურე პირი! _ მეგობარს მხარი გაკრა და ტუჩების ოდნავი მოძრაობით გადაუჩურჩლა, რომ არავის შეემჩნია.
-მოიცა ტო, ეს... ეს ის არ არის? _მათე ახლა თვალებგაფართოებული ნოეს მიშტერებოდა.
-ის არის. _ შეუმჩნევლად გადაულაპარაკა და კვლავ სესილისკენ გადაიტანა მზერა.
სესილიმაც შენიშნა სტუმრები და ოდნავი ღიმილით დაუკრა თავი მისალმების ნიშნად. ნოემაც იგივე ჟესტით უპასუხა და სწრაფად მიბრუნდა უკან.
-სესილი, შემოდი _გიორგიმ გოგონას ანიშნა რომ მათთან ერთად შესულიყო დარბაზში.
-მათე! _თვალები დაუბრიალა მეგობარს როცა კვალავ წააწყდა მის გაოცებულ სახეს.
-ეს გოგო ლატარიაში მოიგე თუ რა არის? _ტუჩების ოდნავი მოძრაობით გადაულაპარაკა და გიორგისთან ერთად მრგვალ მაგიდასთან დასხდნენ ყველანი.
მთელი შეხვედრის განმავლობაში ამქსიმალურად ცდილობდა კონცენტრირება მხოლოდ საქმეზე მოეხდინა. გრძნობდა როგორ ეყინებოდა და უოფლიანდებოდა ხელისგულები, თუმცა ცდილობდა მაქსიმალურად აეყვანა თავი ხელში. ცდილობდა სესილისთვსი ყურადღება საერთოდ არ მიექცია. მეტნაკლებად გამოსდიოდა კიდეც, თუმცა როგორც კი გოგონა ხმას ამოიღებდა მაშინვე იქცევდ ა მის ყურადღებას. კიდევ კარგი მათეც იქ იყო და საჭირო დროს გიორგისთან საუბარს თვითონ გააბამდა, რათა ნოეს ნერვიულობა შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
-მოხარული ვიქნებით თუ შეთანხმებას მალევე მივაღწევთ _შეხვედრის დასასრულს ფეხზე წამოდგნენ.
-ჩვენც ასევე _ხელი ჩამოართვა გიორგიმ. -კარგი იქნება თუ შემდეგ შეხვედრაზეც შევთანხმდებით. სწრაფად დაემშვიდნობნენ ერთმანეთს და შენობიდან გამოვიდნენ.
-იღბალი დღეს ჩვენს მხარესაა _მხიარული ხმით ჩაილაპრაკა მათემ. ნოე კი მაშნვე მანქნაისკენ წავიდა.
-საწესთან დაჯექი რა. _მათეს აგადუგდო გასაღები და მგზავრი ადგილი დ აიკავა თვითონ.
-ნოე, ახლა რომ გითხრა დამშვიდდი-მეთქი სისულელე იქნება, იმიტომ რომ მეც არანაკლებ ავნერვიულდი იმის გაცნობიერებისას რომ ხშირად მოგიწევს მაგ გოგოს ნახვა.
-ქრისტინეს მეზობელია. _გზისთვის თავლი არ მოუშორებია ისე უთხრა.
-ვისი? სერგის ცოლის? აქ თბილისში? _ყურებს არ უჯერებდა მათე.
-ხო.
-მოიცა, ანუ აქამდე კიდევ შეხვდი სადმე?
-კი.
-ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა რა _ჩაიფრუტუნა მათემ. ნოე ჩუმად იყო და ფიქრებით გონებაში ამოტივტივებულ აზრს განიხილავდა. ცდილობდა მიმხვდარიყო რამდენად მართალი იქნებოდა თუ სე მოიქცეოდა როგორც ამ წ ამს ფიქრობდა. მზერა სარკეზე ჩამოკიდებულ ყელსაბამზე შეაჩერა. სწრაფად ჩამოხსნა და ხელში შეათამაშა.
-მისია? _ პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია.
-ყველგან აპირებ მაგ ყელსაბამის ტარებას და ეგრე ყურებას? _გზისთვის თვალმოუშორებლად ჰკითხა მათემ.
-მათე _შეპარვით დაიწყო.
-ჰო
-სესილი უნდა გავიცნო. _კულონი თითებში შეათამაშა.
-რა?! _ იმდენად მკვეთრად დაამუხრუჭა მათემ რომ, ლამის საქარე მინას თავით შესაკდნენ.
-აბა შენ იცი, როგორმე თუ დავიხოცოთ! _თვალები დაუბრიალა ნოემ.
-მოიცა რა თქვი წეღან, რა უნდა ვქნაო?
-სესილი უნდა გავიცნო! _მშვიდად გაუმეორა.
-გააფრინე ხომ?
-არა.
-ნოე...
-მათე, მე ასე არ შემიძლია. არ ვარ ის ადამიანი ვინც რაიმეს გამო დაიმალება. თუ შეცდომა დავუშვი ახლა შვეცდები გამოვასწორო ეს შეცდომა.
-და ფიქრობ რომ ეს სწორია?
-კი, ვფიქრობ რომ ეს სწორია! სესილის გავიცნობ, შევეცდები დავუახლოვდე და ვეცდები სიმართლე ვუთხრა. ვეცდები გამოვასწორო ის რაც გავაფუჭე.
-ნოე, იმაზე არ ფიქრობ რომ მაგას შეიძლება სხვა რამეც მოჰყვეს?
-მაგალითად?
-რომ შეგიყვარდეს?
-ეგ არ მოხდება! _დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა.
-დარწმუენბული ხარ?
-ასი პროცენტით.
-მაშინ მე რა შემიძლია გითხრა, როცა საკუთარ გადაწვეტილებაში ასე ხარ დარწმუნებული. იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც გეგმავ._ მანქანა აამუშავა მათემ და გზა განაგრძეს.
***
-ქრისტი თუ გინდა ლაზარეს გავასეირნებ სანამ, საჭმელს გაუკეთებ.
-არ გინდა სესი, ისედაც დაღლილი ხარ. ჯობია ის მომიყვე პირველი დღე როგორი იყო?
-თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ბატონმა გიორგიმ დამამშვიდა, ყველაფრეში მეხმარება და ხელს მიწყობს. ძალიან კარგი კაცია.
-ხომ ვთქვი სვანებს ერთმანეთი გააქვთ-მეთქი _სიცილით შევიდა მეგიც სამზარეულოში.
-გშურდეს _ენა გამოუყო დეიდაშვილს. -საბოლოოდ კარგად ჩაიარა ყველაფერმა. უი ხო, იცი იქ ბატონი ნოე ვნახე.
-ნოე?
-ხო როგორც ჩანს პარტნიორობას აპირებენ. თავიდან რომ დავინახე მეც გამიკვირდა _მხრები აიჩეჩა სესილიმ.
-ძალიანაც კარგი! დაინახოს რომ მასზე კარგი სამსახური გაქვს! _ჯიბრიანად ჩაილაპარაკა მეგიმ.
-მეგი რატომ ამბობ ეგრე _სიცილით ჰკითხა ქრისტინემ -ძალიან კარგი კაცია ნოე.
-ნუ აზვიადებ ხოლმე რა _სესილისაც გაეცინა -მართლა კარგი კაცია _ტუჩი მოიკვნიტა.
-ოჰ, ოჰ ერთი ამას უყურეთ რა. რა ზედმეტად ხომ არ მოგწონს ეგ ნოე ძვირფასო? _წარბები აათამაშა მეგიმ.
-და რა არის ამაში ცუდი?
-ნუ სულელობთ _შეაწყვეტინა სესილიმ -რა შუაშია მოწონება, უბრალოდ რაც შევატყვე ჩემი თვალით ის ვთქვი. ნუ იცი ხომლე მეგი. _ხელი აიქნია. კარზე ზარის გაგონებისას სწრაფად წამოდგა ფეხზე.
-მე გვაღებ. _ლაზარეს სათამაშო გემი დაუბრუნა და კარისკენ წავიდა. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა როცა კარის გაღების შემდეგ ხელში დიდი დაღუნია შერჩა.
-ქრისტი ეს ლაზარეს... _ნოეს სიტყვა გაუწყდა როცა ქრისტინეს ნაცვლად სესილი დაინახა კართან. -საღამო მშვიდობისა _თავაზიანად მიესალმა.
-გამარჯობა _ გაუღიმა გოგონამ.
-ქრისტინე და ლაზარე სად არიან?
-სამზარეულოში _ხელით ანიშნა.
-არ შემომიშვებ? _ღიმილით ჰკითხა გოგონას.
-აჰ, უკაცრავად. _სწრაფად დაუთმო გზა. ნოეს მის ქცევაზე შესამჩნევად ჩაეცინა.
როგორც კი ლაზარემ ნოე უზარმაზარი დათუნიით ხელში დაინახა მაშინვე გაექანა მისკენ და კისერზე ჩამოეკიდა.
-როგორაა ჩემი ბიჭი?
-ძია ეს მე მომიტანე? _აჟიტირებულმა ჰკითხა.
-აბა რა. მოგწონს? _დივანზე დასვა დათუნია.
-ძალიან! _წამოიძახა პატრამ და დივანზე აცოცდა თვითონაც.
-რა საჭირო იყო ნოე. გთხოვ ნუ წუხდები ეგრე...
-ქიტო _წარბაწულმა შეხედა ქალს. -როგორ ხარ შენ?
-არამიშავს _მხრები აიჩეჩა -მოდი ვახშამი უკვე მზადა და ყველამ ერთად ვივახშმოთ.
-სიამოვნებით -ხელები ერთმანეთს გაუხახუნა. -მგელივით მშია.
-იმედია კერძებს არ დამიწუნებ. _სამზარეულოში შევიდნენ სადაც სესილი და მეგი უკვე მაგიდას შლიდნენ.
-გამარჯობა მეგი _თავაზიანად მიესალმა გოგონას.
-გამარჯობა _ალმაცერად აათვალიერა უჩვეულოდ გამხიარებული მამაკაცი მეგიმ.
-სესილიმ გვითხრა რომ დღეს შეხვედრილხართ. _უთხრა ქრისტინემ და მაგიდას მიუჯდა.
-და ხშირად საუბრობთ ხოლმე ჩემზე? _ეშმაკურად ჩაიცინა და მომღიმარ სესილის მიუბრუნდა, რომელსაც მაშინვე ჩამოერეცხა სახიდან ღიმილი და ერთიანად აწითლდა.
-ა..აარა _ძლისვ ამოილუღლუღა -უბრალოდ...დღეს...
-საუბარს მოყვა უბრალოდ _სწრაფად უსველა ქრისტინემ -ლაზარემ გიკითხა და.
-აა _გასაგებიას ნიშნად თავი დაუქნია და ჯერ ისევ აწითლებული სესილისკენ გააპარა მზერა. გოოგნა ნერვიულად ხლართავდა თიტებს ერთმანეთში და აშკარად არიდებდა მამაკაცს მზერას.
-ანუ მანდ დაწყე მუშაობა? _ნოე ცდილობდა, მაქსიმალურად მეტი სასუბრო თემა ეპოვა გოგონასთან, რადგან მართლაც სურდა მათესთვის გამხელილი იდეა სისრულეში მოეყვანა.
-ხო _თავი დაუქნია სესილიმ და წვენი მოსვა.
-კარგია.
-თქვენ რომ აგეყვანათ თავის დროზე, თქვენთან იმუშავებდა _ნიშნისმოგებით უთხრა მეგიმ.
-რას ვიზამთ, შეცდომები მოგვდის ხოლმე _ ჩაიცინა ნოემ.
-როგორ მიდის კომპანიაში საქმეები? _ჰკითხა ქრისტინემ.
-უშენოდ ვიძირებით ძვირფასო _ხუმრობით უპასუხა.
-ნუ აფერისტობ _ქრისტინესაც გაეცინა.
-ანუ სამსახურით კმაყოფილი ხარ? _კვლავ მიაჩერდა სესილის, რომელიც ვერ ხვდებოდა რატომ დაინტერესდა მამაკაცი ასე მისი სამსახურით.
-ძალიან კმაყოფილია _სესილის მაგივრად უპასუხა მეგიმ, რაზეც ყველას გაეცინა.
-ვფიქრობ რომ სესილის უკეთ შეუძლია ჩემ კითხვებზე პასუხის გაცემა მეგი. _მშვიდად უთხრა მეგის და კვლავ სესილის მიუბრუნდა. გოგონას უკვე ჭამის მადაც კი დაეკარგა. ძალიან აბნევს მამაკაცი, თან როცა ასე უყურებს. ცდილობს თვალი მოარიდოს, თუმცა მის დაჟინებულ მზერას ვერსად გაურბის.
-კი, კმაყოფილი ვარ. თუმცა ჯერ გამოსაცდელი ვადა მაქვს. _სწრაფად უპასუხა და ფეხზე წამოდგა. -ქრისტი, ემ ლაზარეს გავიყვან კარგი ცოტა ხნით.
-კარგი, ოღონდ რამე მოაცვი. აცივდა უკვე.
-კარგი.
-ლაზარე მიგყავს სასეირნოდ? _ჰკითხა ნოემ. გრძნოდა რომ გოგონა თავს არიდებდა და ეს სულ არ მოსწონდა ამ წამს.
-ხო.
-მეც წამოვალ. თან ცოტას წავეთამაშები _ფეხზე წამოდგა.
-დიხანს ნუ გაჩერდებით _თხოვა ქრისტინემ.
-არის ბოს! _თვალი ჩაუკრა ნოემ და სესილის უკან გაჰყვა.
-ლაზარე წამო, ქვევით ჩავდივართ _ ხელში აიტაცა ბავშვი და გასასვლელისკენ წაიყვანა.
-ჯერ მოსაცმელს გამოვუტან. _უთხრა სესილიმ.
-გელოდებით _გოგონას გახედა და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
6 თავი
-როგორც ჩანს მეგი გაბრაზებულია ჩემზე _უთხრა ნიემ და ლაზარე ძირს დასვა. ისიც მაშინვე ერთ-ერთი საქანელასკენ გაექნა.
-მეგი ცოტათი ემოციურია _ჩაიცინა სესილიმ -ცუდად არ გაუგოთ. _ჯემპრის ჯიბეში ჩაიწყო ხელები.
-ხო, ცოტათი _ნოესაც გაეცინა.-რამდენი წლის ხარ?
-ოცდაოთხის.
-გაგიმართლა სწვალსი დასრულებისთანავე, რომ შეძელი სამუშაოს პოვნა.
-ჯერჯერობით მხოლოდ გამსოაცდელი ვადით ვარ _იქვე მდგომ გრძელ სკამზე ჩამოჯდა სესილი. ნოეც მის გევრდით დაჯდა და პატარა ლაზარეს გახედა რომელიც საქანელაზე ირწეოდა.
-ხო, მაგრამ ეგეც მნიშვნელოვანია. _შენიშნა როგორ სცადა სესილიმ მისგან ოდნავ შორს გაწევა.
-ბატონო ნოე, იცით...
-ბატონობით ნუ მომმართავ _სესილის თვალებში შეხედა -მე ხომ შენი უფროსი არ ვარ.
-ხო, მაგრამ...
-უბრალოდ ნოე.
-კარგი _სწრაფად მოარიდა მამაკაცს თვალი. ნოე კი ესევ ისე უმზერდა ახლა უკვე მის პროფილს. სწორი პატრა ცხვირი, გრძელი წამწამები, რომლიდანაც დაბნეული თვალები იცქირებოდნენ, სქელი ტუჩები. წამით მზერა ტუჩებზე მიეყინა, გაახსენდა ის საშინელი რამე, როცა ამ ტუჩებს უხეშად ეხებოდა, როცა ცდილობდა ამ სიფრიფანა არსებისთვის, რომლეიც ახლა მის წინ ზის რამე დაეშავებინა. ო, ღმერთო რა რთულია ამ წამს მის გვერდით ყოფნა და ფიქრი იმაზე რომ ყველაფერი კარგად იქნება მომავალში. თავადაც ეჭვი ღრნის, აფიქრებს ის მომენტი, თუ რამდენად შეძლებს გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანას.. ან საერთოდ შეძლებს კი? მძიმედ გადაუშვა ნერწყვი და მზერა მოარიდა სესილის.
-ნოე ბიძია _სწრაფად მიირბინა ლაზარემ ნოესთან დ ა შეწუხებული სახით მიაჩერდა.
-რა მოხდა?
-ჩემი ჯვარი დავკარგე _შეშფოთებულმა, თვალებგაფართოებულმა უთხრა პატრამ ჩამწყდარი ხმით და ბიძამისს მიაჩერდა.
-როდის? _ფეხზე წამოდგა ნოე და პატარას წინ ჩაიმუხლა.
-არ ვიცი... _ხმა აუკანკალდა ბავშვს. სესილიმაც დ ა ნოემაც შენისნეს რომ მალე ტირილს დაიწყებდა. თანდათან პატარა თვალები უცრემლიანდებოდა და ქვედა ტუჩი კიდევ უფრო უცახცახებდა.
-ლაზარე, საყვარელო დამშვიდდი _დაუყვავა სესილი -ახლავე მოვძებნით მე დ ა ნეო ბიძია და ვიპოვით. _თბილად გაუღიმა.
-აბა რა ძია. თუ ვერ ვიპოვით ახალს გიყიდი _თავზე ხელი გადაუსვა.
-არ მინდა ახალი _ობოლი ცრემლი ს ახეზე ჩამოუგორდა ბავშვს -ეს მამიკომ მაჩუქა. _ჩუმად ამოილუღლუღა და კიდევ ერთი ცრემლი გადმოუვარდა. სესილიც და ნოეც წამით დაბნეულები მისჩერებოდნენ პატარას. ორივემ სევდიანი მზერით გადახედეს ერთმანეთს.
-ახლავე მოვძებნით! _მტკიცედ თქვა ნოემ და ფეხზე წამოდგა -შენ აქ დაჯექი _ლაზარე სკამზე დასვა და თვითონ იმ ადგილისკენ დაიძრა სადაც რამდენიმე წუთის წინ ბავშვი თამაშობდა. სესილიც უკან მიყვა. ორივე გულდასმით ათვალიერებდნენ ყველაფერს, თუმცა საღამოს ბინდი ხელს უშლიდათ. ცდილობდნენ ტელეფონის სინათლით მოეძებნათ, მაგრამ ამაოდ.
-ნოე, უკვე ღამდება, ასე ვერაფერს ვიპოვით.
-მოვძებნოთ, იქნებ იყოს რამე! _თავი არ აუწევია ისე განაგრძო ძებნა. პატარა ლაზარეც თავის ადგილას იჯდა მობუზული და აცრემლებულ თვალებს მუშტებით იწმენდდა. პატარა ხელები მუხლებს შუა მოექცია და ტავლებს გაფაციცებით აცეცებდა მოლოდინში.
-იქნებ აქ არც დაუკარგავს და მხოლოდ ახლა შენიშნა რომ არ უკეთია.
-შეიძლება _წელში გაიმართა ნოე. მაშინვე ლაზარესკენ წავიდა და მის წინ ჩაიმუხლა.
-ძია, ახლა შეამჩნიე რომ ჯვარი არ გეკეთა?
-ხო _ხმის კანკალით თქვა.
-იქნებ სადმე სახლში დაგივარდა.
-არ ვიცი _მხრები აიჩეჩა და შეუკავაბლად გადმოცვივდა ცრემლები.
-კარგი საყვარელო ნუ ტირი გთხოვ _გვერდით მიუჯდა სესილი და მაგრად მოხვია ხელები.
-მამ..იკო რომ მოვა და ჯვარი ა..აღარ მექნება ეწყინება _სლუკუნით ჩაილაპრაკა პატრამ და სესილის მიეხუტა. ნოეს ლამის სუნთქვა შეეკრა. ერთიანად მოაწვა ყელში მძიმე გორგალი. ამ წამს ტკივილამდე მოუნდა სერგის ნახვა, მისი ჩახუტება, მისი ხმის გაგონება.
-ლაზარე... _ხრინწიანი ხმით დაიწყო ნოემ. ოდნავ ჩაახველა რომ ხმა ჰქონოდა და ბავშვისთვის რამსი თქმა მაინც შეძლებოდა.
-ლაზარე _სესილიმ შეაწყვეტინა _იცი, ადრე მეც მქონდა ერთი პატარა კულონი, რომელიც დედამ მაჩუქა. _პატარა მუხლებზე დაისვა და ჩუამდ გააგრძელა საუბარი. -ხომ იცი კულონი რაც არის? _პატრამა თავი დაუქნია -მეც შენსავით ძალიან მიყვარდა ის ყელსაბამი და სულ თან ვატარებდი, მაგრამ ერთხელ მეც შენსავით დავკარგე.. _აქ სესილი წამით შეყოვნდა. ოდნავ ჩაისუნთქა და პატარას გაუღიმა. ნოე თვალმოუშორებელი უყურებდა გოგონას და თვალწინ სწორედ ეს კულონი წარმოუდგა, რომელიც ამ წამს მაქნანის სალონში ეკიდა. -მეც ძალიან მეწყინა, რადგან დედის საჩუქარი იყო და ძალიან ვუფრთხილდებოდი, მაგრამ რას ვიზამთ ასე მოხდა.
-შენი დედიკო გაბრაზდა? _გულუპრყვილოდ ჰკითხა ლაზარემ.
-არა საყვარელო, არ გაბრაზებულა. _ღიმილით გადაუსვა თმაზე ხელი.
-მართლა? _თვალები ააფახულა.
-მართლა. _თავი დაუკრა.
-მეც არ გამიბრაზდება მამიკო? _ცრემლები შეიმშრალა.
-არა.
-მართლა ძია? _ახლა ნოეს მიუბრუნდა.
-რა თქმა უნდა, არა. _მაშინვე გამოფხიზლდა ნოეც და ბავშვს გაუღიმა. - წამო, სახლში ავიდეთ, თორემ გავცივდებით. ნახე წვიმა დაიწყო _სწრაფად აიყვანა ლაზარე ხელში და სესილისთან ერთად სადაბაზოში შევიდნენ და კიბეს აუყვნენ.
-დედიკოს შენ ეტყვი? _მავედრებეილი თვალებით გახედა ნოეს.
-მგონი აჯობებს, თუ შენ ეტყვი. _გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
-ვუთხრა ხომ დამეკარგა?
-აუცილებლად _სესილიც დაეთანხმა -დედიკოს ყოველთვის სიმართლე უნდა უთხრა და არ მოატყუო.
-თორემ დიდი ცხვირი გამეზრდება ხომ? _სიცილით იკითხა. ამაზე ნოესაც დ ა სესილისაც გაეცინათ.
-მე სახლში შევეალ, გვიანია უკვე _სახლის კართან მისული დაემშვიდობა ნოეს და ლაზარეს და კარი შეაღო.
-სესილი _სახლში შესვლამდე შეაჩერა ნოეს ხმამ.
-გისმენ _სწრაფად მიბრუნდა.
-მადლობა. _ოდნავ გაუღიმა.
-სამდლობელი არაფერია.
****
დილის თათბირის შემდეგ კაბინეტში იჯდა და მნიშვნელოვან საკითხებს მათესთან ერთად აგვარებდა.
-ესეც ასე _სკამზე გადაწვა მათე და კიდევ ერთი საქაღალდე გადახურა.
-ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ _ნოემაც მათეს მიბაძა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა.
-ნუ ერთი კვირის წინ რა სიტუაციაც იყო, იმას ნამდვილად ჯობია.
-ნამდვილად.
-შენ ის მითხარი, შენი იდეა ისევ ძალაშია სესილისთან დაკავშირებით?
-კი _ღრმად ჩაისუნთქა -გუშინ ვნახე. ქრისტინესთან იყვნენ სესილი და მისი დედიაშვილი.
-მერე? _მეგოვარს ყველაფერი მოუყვა გუშინდელი საღამოს შესახებ და მის პასუხს დაელოდა.
-აუ ნოე, ძალიან მინდა რომ რამით მაინც გაგამხნევი, მაგრამ მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, მაგარ შარში ხარ!
-ვიცი მათე, ვიცი _თავი დაუქნია და სიმწრით ჩაიცინა.
-მე შენს ადგილას... _მათეს სიტყვა ნოეს ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. ერთიანად შეკრა კოპები როცა ნომერს დახედა მამაკაცმა.
-გისმენ კობა. _ერთი-ორი წუთი ცუმად იყო და მოსაუბრეს უსმენდა. დროდადრო წარბებს უფრო და უფრო კრავდა და მათე ამით ხვდებოდა, რომ კარგი არაფერი ხდებოდა. როგრც კი საუბარი დაასრულა ნერვებისგან დამუშტა ხელები და ღრამდ ჩაისუნთქა.
-მათე, ბათუმში უნდა წავიდე სასწრაფოდ!
-რა მოხდა? რამე პრობლემაა?
-კი, პრობელმაა.
-და რა ჰქვია ამჯერად ამ პრობლემას?
-მია! _კბილებს შორის გამოსცრა და სწრაფად წამოდგა ფეხზე.
-რა სჭირს?
-მესმის რომ ძალაინ განიცდის. პატრაა და ჯერ ყველაფერს ვერ აცნობიერებს, მაგრამ ის პრობელმები რასაც ახლა უქმნის დედფას და მამას უკვე ზედმეტია! _გაღიზიანებულმა თქვა.
-სერგის ამბავს ძალაინ განიცდის არა?
-კი განიცდის და საშინელი დეპრესია ჰქონდა ჩემს წ ამოსვლამდეც, მაგრამ ახლა უკვე....
-ნოე, ძალიან მკაცრიც ნუ იქნები. ის ჯერ კიდევ ბავშვია
-მესმის მათე, რომ ბავშია და მაგიტომაც ვიკავებ ამ წუთას თავს.
****
-მეორე დილითვე წავიდა ბათუმში, საღამოსთვის უკვე იქ იყო და საკუთარი სახლის ეზოშიც შეაბიჯა. აივანზე არხეინად გაწოლილი ბომბორა პატრონის დანახვაზე მაშინვე ფეხზე წმაოხტა და ყეფით გაექანა ნოესკენ.
-რაო ბომბორ, მოგენატრე? _სიცილით წაეთამაშა ძაღლს და ეზოს თავლი მოავლო. მაშინვე შენიშნა სახლიდან გამოსული დედა.
-ნოე _გახარებული შეეგება შავებში შემოსილი მარიამი შვილს.
-როგორ ხარ დე? _მაგრად მოხვია ხელები და მონატრებული გულში ჩაიკრა.
-მოგვენატრე ჩემო ბიჭო _ნოეს სახე ხელებში მოიქცია და ნაზად მოეფერა თითებით.
-მეც დედა, მეც ძალიან მომენატრეთ.
-სახლში შემოდი, გარეთ ცივა _ სწრაფი ნაბიჯით შეუძღვა შვილს სახლში.
-მამა სადაა?
-კაბინეტშია. დღეს არ გელოდით.
-მია? _შეცვლილი ტონით იკითხა.
-თავის ოთახშია.
-კარგი.
-ნოე, სანამ მიას დაელაპარაკები მინდა გითხრა რომ ლევანმა არაფერი იცის მის შესახებ, რომ ცუდი რეპუტაციის ხალხს დაუმეგობრდა, გაკვეთილებს რომ აცდენს და ასე შემდეგ.
-დამშვიდდი დე, მამას არაფერს ვეტყვი. არ მინდა კიდევ ერთხელ სეაწუხოს გულმა. მიას დაველაპრაკები და ყველაფერს მოვაგვარებ. მაგრამ მანამდე ერთი რაღაც უნდა გთხოვო.
-გისმენ დედა.
-რა გადაწყვეტილებაც არ უდნა მივღო მასთან დაკავშირებით, გთხოვ ხელს ნუ შემიშლი კარგი?
-ვიცი რომ, არასწორად არ მოიქცევი. _თბილად გაუღიმა შვილს. -ისიც ვიცი, რომ ჩემი ბარლია ასე რომ მოხდა. სერგი შემდეგ ვერ დავუთმე სათანადო ყურადღება, მან კი საკუთარი ძალებით ევრ შეძლო გამკლავება და... _თვალები აწყლიანდა მარიამს.
-დედა, ყველაფრეი კარგად იქნება გპირდები.
-იმედია _ნაღვალიანად გაუღიმა შვილს.- არ გშია? დაღლილი იქნები. შენი ოთახი მზადაა. გუშინ გავამზადე, მაგრამ...
-ნოე _მისი დის ხმის გაგონებაზე კიბისკენ მიბრუნდა, სიადნააც მია უცქერდა. წამით ძალაინ გაუხარდა მონატრებული დის ნახვა, მაგრამ როცა მის სახეს, მის ჩაცვენილ თვალებსა და აგცრეცილ ტუჩებს თვალი სეავლო ერთიანად მოაწვა სისხლი საფეთქლებში.
-მოდი აქ შე ქაჯო _სიცილით გაუწოდა ხელი დას. მია ცოტა დაბნეული და აშკარად გაკვირვებული წ ავიდა ძმისკენ და ჩაეხუტა. მთელი ძალით მოხვია ნოეს ხელები და მაგარდ მიეკრა გულზე. იგრძნო ნოემ დის სისუსტე და ამ წამს ის ბრაზიც გაუქრა რაც შერცენილი ჰქონდა. შეეცოდა, ძალიან შეეცოდა. მიას შუბლზე აკოცა და ოდნავ ჩამოკრა ცხვირზე თითი.
-ნოე _კაბინეტიდან გამოსულ ლევანს შვილის ნახვა ძალიან გაუკვირდა. წიგნი იქვე მაგიდაზე დადო და ნოესკენ გახარებული წ ავიდა. -როგორ ხარ? როის ცამოხვედი.
-კარგად ვარ, ეხლახანს ჩამოვედი.
-ხომ მშვიდობაა? რამე ხომ არ მოხდა? _შეშფოთება დაეტყო ხმაში ლევანს.
-ნუთუ არ შეიძლება მონატრებული ოჯახი ვინახულო. _მოჩვენებითი წყენით იკითხა.
-როგორ არ შეიძლება შვილო _კიდევ ერთხელ გადაეხვია ლევანი შვილს.
-დედიკო, ვახშამი მზადაა უკვე და მოდი ერთად ვივახშმოთ. მოშიებული იქნები _აფუსფუსდა მარიამი. ცოტა ხნაში კი ყველანი ერთ მაგიდასთან ისხდნენ და საჭმელს შეექცეოდნენ ჩუმად. ხედავადა ნოე, რომ ის დაძაბული სიტუაცია რაც ადრე იყო თითქოს მეტწილად გაქარწ....ბულიყო, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა სიცარიელე სახლში.
-რადგან ყველანი აქ ვართ. მინდა ერთი რაღაც გითხრათ _დაიწყო ნოემ.
-ვიცი რომ ისე როგორც ჩემთვის თქვენთვისაც ძალაინ რთულია რომ ერთმანეთისგან ასე შორს ვართ. იმის გამო, რომ კომპანიაში ამ წუთას გარკვეული პრობლემებია მე ვერ მოვახერხებ, ალბათ კიდევ დიდი ხნით აქ ჩამოსვალს. ამიტომ მინდა გთხოვოთ რომ თქვენ დაბრუნდეთ თბილისში, წყნეთის სახლში.
-ნოე.. _დაწიყო მარიამმა.
-ვიცი დედა რაც ამ წამს განერვიულებს და არა მხოლდო შენ _მამამისსაც გაადხედა. -და ამიტომ მინდა გითხრათ რომ სერგის ცხედრის გადმოსვენება მინდა თბილისში. ამ საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგები და არ მინდა რომ... _წამით შეჩერდა და ღრმად ჩაისუნთქა- მოკლედ, ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინტერესებს. და იმედი მაქვს რომ დამთანხმდებით.
-ნოე, მოდი ნუ ავჩქარდებით _თქვა ლევანმა.
-არა ლევან _შეაწყვეტინა მარიამმა. -აღარ მინდა ჩემი სვილებისგან შორს ყოფნა.
-მამა მართალია, არ მინდა ვიჩქაროთ _დედას შეხედა
-არ ვჩქარობ ნოე _გამამხნევებლად გაუღიმა შვილებს და ქმარს.
ვახშმის შემდეგ ცოტა ხანი მამასთან საუბრობდა განცალკევებით. საშინლად მონატრებია ლევანთ ერთად ყოფნა და მისთვის გულის გადაშლა. საოცრად სიამოვნებდა ეს სიტუაცია, ოჯახთან ახლოს ყოფნა და გამუდმებით მათ გარშემო ტრიალი.
-მია, წამო საქმე მაქვს შენთან _დას სთხოვა უკან გაჰყოლოდა. სწრაფად აიარა კიბე და მიას ოთახის კარი შეაღო. წამით ვერც კი იცნო იქაურობა. ერთ დროს საოცრად მოწესრიგებული და და მისი პირადი ნივთები თითქოს სადღაც გამქრალიყო. ოთხაში სრული დომხალი იყო. სავარძელზე მიმოყრილი ტანსაცმელი აიღო, გევრდით გადადო და თვითონ დაჯდა. მია უხერხულად იშმუშნებოდა და ძმაზე თვალის გასწორებაც ერიდებოდა.
-დედამ ყველაფერი გითხრა არა? _ბოლოს გაუბედავად წარმოთქვა.
-მაინც რა უნდა ეთქვა?
-არ გინდა ნოე.... ვიცი რომ ჩემ გამო ჩამოხვედი აქ.
-მერე?
-რა მერე? რას ელოდები ჩემგან?
-რას ველოდები? ახსნას, ყველაფრის განმარტებას. მინდა შენეული ვერსია მოვისმინო.
-ასახსნელი არც არაფერია. ვიცი რომ ჩემს დასჯას აპირებ...
-რატომ ფიქრობ რომ ყველაფერი დასჯით მთვარდება მია? ნუთუ არ გიფიქრია ოჯახზე, ნუთუ არ ფიქრობ რამდენად მტკივნეულია ეს ჩვენი ოჯახისთვის?
-ოჯახი? რომელი ოჯახი ნოე! რომელი ოჯახი? შენ არსდროს არ ყოფილხარ ჩვენთან და არ იცი რა ხდებოდა სახლში. არასდროს დაინტერესებულხარ იმ პრობლემებით, რომლებიც გვქოდა. ერთადერთხელ იკადრე სახლში დაბრუნება და მაშინაც სერგის სიცოცხლის სანაცვლოდ...
-კიდევ ერთი სიტყვა სერგიზე და მე გაძლევ იმის პირობას რომ ამ სახლის კედლებს ვეღარასოდეს დაინახავ! _მშვიდად და გარკვევით წარმოთქვა თითოეული სიტყვა. უდიდესი ნებისყოფის ფასად უჯდებოდა ამ წ ამს თავის შეკავება. თვალებდაწვრილებული უყურებდა მიას, რომელიც მაშინვე გაჩუმდა, რადგან მშვენივრად მიხვდა რომ მისი ძმა არ ხუმრობდა. -დაჯექი! _თავით ანიშნა მის წინ დამჯდარიყო. მიაც უხმოდ დაემორჩილა.
-ახლა მე მომისმინე პატარა ქალბატონო! _კვლავ მშვიდად საუბრობდა და დას თვალს არ აშორებდა.- ოჯახის პრობლემებზე ლაპარაკობ? ღელავ იმ ოჯახზე, რომელსაც როგორც შენ ამბობ მე არასდროს ვაქცევდი ყურადღებას? მაშინ ალბათ, იმაზეც გექნება პასუხი რატომ უმატებ შენ ამ ოჯახს პრობლემებს, მაშინ როცა ვიღაც ყალთაბანდებთან ერთად ხან ერთ ეზოში აბოლებ უამრავ საზიზღრობას და ხან მეორეში. რატომ არ ფიქრობ ოჯახზე მაშინ, როცა ამავე ყალთაბანდებთან ერთად ყოველ დღე აცდენ სკოლას?! _მშვიდი ტონით ესაუბრებოდა - რა იყო? ფიქრობდი რომ არ ვიცოდი ეს ყველაფერი და მხოლოდ დედას მონათხრობს დავჯერდებოდი? _მიას გაოცებული სახის დანახვისას არ გაჭირვებია მისი ფიქრების ამოცნობა.-მართალი ხარ, მე არ ვნერვიულობ იმ პრობლემებზე, რომელიც ამ წამს ოჯახში გვაქვს და იცი რატომ? ცხოვრებაში არ ღირს ნერვიულობა ორ რამეზე _ორი თითი ჰაერში ასწია მიას დასანახად -პირველი: იმაზე რაც მოგვარებადია და მეორე: რისი მოგვარებაც უკვე აღარ შეიძლება. ამ ეტაპზე ჩვენს ოჯახში ერთადერთი მოუგვარებელი პრობელემაა. ხოლო დანარჩენს ყველაფერს ეშველება. გაინტერესებს როგორ? პირველ რიგში შენგან დავიწყებ მია! ნამდვილად არ მაქვს სურვილი ან დედამ ან მამამ შენ გამო კიდევ ერთი ტრაგედია გადაიტანონ. არავითარი სურვილი არ მაქვს ყოვეელ დღე შენს უაზრო ისტერიკებს ვუსმინო, რომელიც თურმე ჩვენი ძმის დაღუპვით არის გამოწვეული. შეგახსნებ რომ ის ჩემი ძმაც იყო და სიკვდილის წინ მე ვხედავდი მას _უკვე ხმის გაკონტროლება უჭირდა -მე ვხედავდი როგორ გადავარდა მანქანა ხიდიდან, მეც იქ ვიყავი როცა წყლიდან ამოიყვანეს! აი ამ ხელებში დალია სული, მიუხედავად იმისა რომ იქ ვიყავი ვერაფრით დავეხმარე! გესმის? იქ ვიყავი და იმაზე მეტად მტკიოდა ვიდრე შენ ოდესმე წარმოგიდგენია! _მთელი სხეულით დაჭიმული მისჩერებოდა მიას, რომელიც პირველად ხედავდა ასეთ ნოეს. -მეც მტკივა მია ჩვენი ძმა, მაგრამ სწორედ ეს ტკივილი არ მაძლევს საშულაებას რომ დავეცე! _სიჩუმე ჩამოვარდა. ვერც მია ამბობდა რაიმეს და აღარც ნოე. წამით ისევ ისე უყურებდა თავჩახრილ დას, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.
წუთით შეყოვნდა და კვლავ მიას შეხედა.
-ადექი და ბარგი ჩაალაგე. ხვალ აქედან მიმყავხარ!
-რა? _გაოცებულს აღმოხდა.
-დაყრუვდი?
-ს..სად მივდივართ?
-სოფელში იცხოვრებ გარკვეული პერიოდი, ბებოსთან და ბაბუსთან. _უემოციო სახით უპასუხა.
-რა? _ფეხზე წმაოდგა მია -ნოე, რა მინდა მე სოფელში? ხუმრობ არა?
-არა მია, ისევე არ ვხუმრობ მე, როგორც შენ არ ხუმრობდი რამდენიმე წუთის წინ, როცა ჩემთვის საკმაოდ მაღალ ტონალობაში მესაუბრებოდი და პრეტენზიებს მიყენებდი._ თითოეულ სიტყვას მკაფიოდ და გამოკვეთილად ამბობდა.
-ნოე... შენ ასე ვერ მომექცევი! მე... მე ხომ ვსწვალობ...
-უკაცრავად? _წარბები აწკიპა ნოემ -სწავლობ? და შეგიძლია მითხრა ბოლოს როდის მიიღე სკოლაში დადებითი ნიშანი? ან საერთოდ ბოლოს რომელ გაკვეთილს დაესწარი? _თვალებდაწვრილებულმა შეხედა დას.
-სოფელში რა უნდა ვქნა?! _ყურებს არ უჯერებდა მია.
-სამუშაო ბევრია, შენთვისაც გამონახავენ რამეს. სწვალა შენ არ გინდა, მშვიდად ცხოვრება შენ არ გინდა და რას ითხოვ აბა სხვას?
-ნოე.... არ გაქვს ამის უფლება!
-უფლებებზე ნუ მელაპარაკები მია!
-მამამ არაფერი იცის არა სახლიდან რომ მიგყავარ? ყველაფერს ვეტყვი და არ მოგცემს მაგის უფლებას! _ცრემლებამდე მივიდა მია.
-ახლავე შენს ოთახში ადი და ბარგი ჩაალაგე. მეტად აღარ გამამეორებინო, თორემ შემდეგ მამა კი არა მამაზეციერიც ვეღარ გიშველის! _კბილებსშორის გამოსცრა და ოთახიდან გავიდა.
***
დილითვე ელაპარაკა მამას მიას სოფელში წაყვანასთან დაკავშირებით. არ სურდა ლევანს რამე ეეჭვა ამიტომ მიასთან „შეთანხმებით“ ამცნეს მამას რომ მია დორებით სოფელში წავიდოდა საცხოვრებლად.
საღამოს მიასთან ერთად უკვე იმერეთში, დედულეთში საყვარელ ბებიასთან და ბაბუასთან იყვენენ.
-არაფრის დარდი არ გქონდეს შვილო _მხარზე ხელი გამამხნევებლად დაჰკრა თედო ბაბუამ. -დაისვენებს, ცოტას წავამუშავებთ, აზრებს მოიკრებს, ჩამოყალიბდება და ისევ ის ძველი მია დაგვიბრუნდება. _სითბოჩამდგარი თვალებით შეხედა ბაბუამ ქეთო ბებიასთან მოსაუბრე შვილისვილს.
-მაგიტომაც წამოვიყვანე აქ. არ მინდა მხოლოდ ერთ ოთახში ჩავკეტო და სიტუაცია გავამწვავო ბაბუ.
-არ ინერვიულო ბაბუ შენ. წამო ახლა ცოტა რამე ამინც შეჭამე ამხელა გზაზე ჩამოხვედი.
-წამო ბაბუ _ღიმილით წამოდგა ფეხზე და ბაბუასთან ერთად სახლში შევიდა.
-ბებია, აგერ ეგიც გედეიღე _ხელებში ახალი კერძი მიაჩეჩა ქეთო ბებომ შვილისვილს. -მიაკო ბებო ხაჭაპური გედეიღე, ჭამეთ ბებია, ჭამეთ _ქოთქოთებდა ქალი.
-აცალე ქალო ბაღნებს პირის გაღება _უკმაყოფილოდ გაშალა ხელები თომამ.
-ჰო, ჰო ვაცდი _ ერთ ადგილას ცქმუტავდა ქეთო და არ იცოდა შვილისვილებისთვის რით ესიამოვნებინა. ნოეს ბებია-ბაბუის შემყურეს სახეზე ღიმილი ეფინებოდა. ყოველთვის როცა აქ მოდის ხოლმე სულიერად მშვიდდება. ქეთო ბებოს თბილი ხელები და ბაბუას დარიგებები ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა მისთვის. ბავშვობიდან მოყოლებული განსაკუთრებითაა შეყვარებული აქაურობაზე.
-რა გჭირს ბებია შენ? _საღამოს როგორც ადრე ბავშობაში იცოდა ხოლმე ბებიას მუხლებზე მოათავსა თავი და თვალები ნეტარად მილულა.
-ბაღნობაში იცოდი ბებია ასე, რამეს რომ დააშავებდი მეირბენდი ჩემთან და დამიწვებოდი _დანაოჭებული თბილი ხელებით შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია. -რა იყო ბებია, ახლაც რამე დააშავე?
-კი ბებია, დავაშავე, ძალაინ დავაშავე _ნაღვლიანი ხმით ჩაილაპრაკა ნოემ.
-მერე ბებია, ბოდიში სახლში დაგრჩა? _დაუცაცხანა ქეთომ. ამაზე ნომე ხმამაღლა გაიცინა.
-აუ ბებო როგორ მომენატრა შენთან ყოფნა რომ იცოდე _სწრაფად წმაოიწია და მოხუცს ლოყები დაუკოცნა.
-მერე ჩამოით ბებია მალ-მალე _შეიცხადა ქალმა. -ან მიას რა ეტკა კი მარა ბებია? რამ შეშალა ეს გოგო ჰა?
-რავიცი ბებო აბა _ღიმილით გადაწვა ტახტზე.
- რა დრო მევიდა, ნენა რა დრო?! ამ ახალგაზრდებს ყველაფერი თავის ჭკუაზე უნდათ რომ წეიყვანონ. ბეჩა, მე არ ვიყავი ახალგაზრდა თუ რა? _ნოე უსმენდა და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.
-დაღალე ხომ ბაღანა _ოთახში შემოვიდა თომა.
-ოჰ, სენ მეიცა ახლა! _შეუტია ქმარს.
-მიამ უკვე დაიძინა?
-კი, ბაბუ დაიძინა.
-ბებია, შენ რამდნეი ხნით რჩები აქანა?
-ხვალ დილით წავალ ბებო თბილისში.
-უი, ეს რა მითხარი, ბებო! მოგიკვდეს ბებია! რას იტყვიან მეზობლები შვილიშვილი ერთ დღეზე გეექცაო! _არ ცხრებოდა ქეთო ბებო.
-კაი ქალო რათ უნდა ქოთქოთი! ჩამოვა კიდე ხომ არ დეიკარგება!
-მასე დამპირდა სერგიც! _აცრემლებული თვალებით შეხედა ნოეს და თომას. მოხუც უკვე ტუჩები უცახცახებდა.
-ბებო, გპირდები ჩამოვალ და დიდ საჩუქარსაც ცამოვიყოლებ _ქალი სახე ხელებში მოიქცია და ორივე ლოყა დაუკოცნა.
-შენ ჩამოი ბებია და საჩუქარი მე რათ მინდა.
-ეს სხვანაირი საჩუქარია ბებო.
*****
მეორე დილით დიდი ქოთქოთით და ალიაქოთით გამოაცილეს ქეთომ და თომამ შვილიშვილი. ნოე მიასაც დაემშვიდობა. ეტყობოდა გოგონას რომ ჯერ ვერ შეეგუა აქაურობას, მაგრამ ნოე იმედოვნებდა რომ მალე ყველაფერს მიეჩვეოდა.
საღამოს უკვე თბილისში იყო. მათეს დ აურეკა და ჩამოსვლის ამბავი შეატყობინა. სახლში მისვლამდე გადწყვიტა ქრისტინე და ლაზარე მოენახულებინა. ის იყო მანქანიდან გადავიდა, როცა იქვე სკვერში მდგომი წყვილი დიანახა. თავიდან სიბნელის გამო ცოტა გაუჭირდა აგრჩევა. მაგრამ სემდგე სესილი ამოიცნო, რომლეიც ვიღაცას ელაპარაკებოდა. არა უფრო სწორად ეს არ იყო ჩვეულებრივი საუბარი, გოგონას დ ა მამაკაცის მიმიკებით თუ იმსჯელებდა კამათს უფრო ჰგავდა. თვალები დააწვრილა და უფრო უკეთ დააკვირდა. რამდნეჯერმე მამაკაცი აშკარად უხეშად სეეხო სესილის, რის გამოც გოგონა დამფრთხალი გახტა უკან და მამაკაცის ხელი მოსორებას შეეცადა. რამდენიმე წამი იდგა და შორიდან უყურებდა, არ უნდოდა სხვის საქმეში ჩარეულიყო, ამგარმ ვერც ასე უბრალოდ მიდიოდა. თავიდაუნებურად გადადგა წინ რამდენიმე ნაბიჯი და სესილის და უცხო მამაკაცს მიუახლოვდა, თუმცა მათი საუბრის გარჩევას ვერ ახერხებდა.
ის იყო სესილიმ წამოსვლა დააპირა, როცა მამაკცმა მკლავსი ჩაავლო ხელი და უკან მიაბრუნდა. აშკარად დააფრთხო გოგონა ამ საქციელმა რის გამოც ხმამაღლა შეჰყვირა. ეს უკანასკნელი წვეთი იყო ნოესთვის. მაშინვე გაიხსენა სესილის შემზარავი კივილი სანაპიროზე, იმ საშინელ ღამეს და მტელი სხეული გიტარის სიმივით მოეჭიმა. ლამის სირბილით მიეჭრა უცხო მამაკაცს და გოგონა ხელიდან გამოგლიჯდა, თავად მას კი ტელი ძალაით მოსდო მუშტი სახეში. კაცმა წონასწორობა დაკარგა და პირდაპირ ძირს გაიშოტა.
-არ შეეხო! _კბილებშორის გამოსცრა და საჩველებელი თითი გამაფრთხილებლად მიუშვირა -მიკარებაც კი არ გაბედო! _ შეუღრინა. თვალები ერთიანად ჰქონდა ჩაწითლებული, კბილებს იმდენად მაგრად აჭერდა ერთმანეთს, რომ ყბები დასჭიმვოდა. მუშტები კი მთელი ძალით შეეკრა.
-ნოე... გთხოვ _მხარზე ხელის შეხებისას და გოგონას შეშინებული ხმის გაგონებისას აზრზე მოვიდა და სწრაფად შებრუნდა სესილისკენ, რომელიც აცრემლებული თვალებით მისჩერებოდა. სწრაფად ჩაჰკიდა გოგონას ხ ელი და თავისი მანქანისკენ წაიყვანა. როცა სესილი აზრზე მოვიდა უკვე მთელი სისწრაფით მიჰქროდა ნოე სადღაც. ერთიანად დაძაბულები იყვნენ ორივენი. ნოე ვერც კი ამჩნევდა სესილის ცახცახს ზედმეტად მაღალი სიჩქარის გამო. მხოლდო მაშინღა მოვიდა აზრზე, როცა გოგონას მისუსტებული ხმა შემოესმა.
-ნოე.. გეხვეწები გააჩერე _ათრთოლებული ხმით ამოილუღლუღა, თუმცა ნოესთვსი ესეც გასაგები იყო. მაშინვე გააჩერა მანქანა და მაგრად მოუჭირა საჭეს თითები, რათა ემოციები გაეკონტროლებინა. სესილი კი სწრაფად გადავიდა მაქანიდან. გოგონა ღრამდ სუნთქავდა და მოწოლილი ცრმელების შეკავებას ამაოდ ცდილობდა. ნოეც მაშინვე გადავიდა მანქანიდან და სესილის გვერდით ამოუდგა. ამ წამს ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყო იგი. იცოდა, თუ რის გამო ჰქონდა გოგონას ასეთი მძაფრი რეაქცია უხეშად შეხებაზე, იცოდა რის გამოც იყო ეს ცრემლები, მაგრამ იძულებული იყო რომ ჩუმად ყოფილიყო. როცა გოგონას აწყლიანებული დიდრონი მწვანე თვალები დაინახა, იმ წამს ასმაგად იგრძნო ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. არ შეეძლო, არ ჰქონდა იმის უფლება რომ დაემშვიდებინა და მისთვის თუნდაც ერთი სანუგეშო სიტყვა ეთქვა, ამის უფლება არ ჰქონდა. სესილისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა და კვლავ ძირს ჩამოუშვა. ეს, ალბათ ბოლო წვეთი იყო მისი მოთმინების. არა, ნამდვილად არ შეეძლო, უბრალოდ ვერ გაუძლებდა. ვერ გაუძლებდა კიდევ ერთხელ მის სახეზე ცრემლების დანახვას, ამ ტკივილის დანახვას. სინდისი უკვე ყელში ჰქონდა მობჯენილი და თავისუფლად სუნთქვის საშუალაებასაც კი არ აძლევდა. თვალები მაგარდ დააჭირა ერთმანეთს და შეეცადა ნამსხვრვებად ქცეული გამბედაობა აღედგინა. არ შეეძლო უბრალოდ ასე გაგრძელება
-სესილი.... _ჩამწყდარი ხმით დაიჩურჩულა მისი სახელი -მაპატიე!..
7 თავი
-სესილი, სად უნდა ჩახვიდე ნუ გადამრიე! _ყვიროდა მეგი.
-მეგი, დამშვიდდი, უბრალოდ დაველაპარაკები. გავიგებ რა უნდა.
-შენ არ ამბობდი გუშინ ვიკამათეთო?
-ხო მეგი, ვიკამათეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არც უნდა მოვუსმინო. უბრალოდ გავიგებ რა უნდა და ხუთ წუთში ამოვალ ისევ. _თხელი ჯემპრი მოიცვა და მეგის, ბუზღუნის მიუხედავად, მაინც ჩავიდა ეზოში კახისთან შესახვედრად. ეს ბოლო ორი დღეა მამაკაცი განსაკუთრებით გააქტიურდა და სესილისთან ურთიერთობის აწყობას დიდი მონდომებით ცდილობს . მართალია გოგონას არანაირი სურვილი არ აქვს მასთან ურთიერთობის, მაგრამ არ სურს ზედმეტად უხეშად გამოუვიდეს ყველაფერი. გუშინ როცა სამსახურის წინ შეხვდა კახი, შეეცადა მარტივად და მშვიდად აეხსნა მისთვის რომ მასთან დაკავშირებით მამაკაცს გეგმები არ უნდა ჰქონოდა. ამის გამო იკამათეს კიდეც. საშინლად არ მოსწონდა როცა კახი მასთან ხმას უწევდა და ისე ესაუბრებოდა. შესაძლოა რამდენიმე თვის წინ მამაკაცის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა. ეზოს თვალი მოავლო და იქვე სკვერში მყოფი კაცის დანახვისას, მისკენ დაიძრა.
-მადლობა რომ მოხვედი _როგორც კი სესილი მივიდა, მაშინვე მისკენ დაიძრა.
-ეს ჩვენი ბოლო საუბარია კახი -ხელით შეაჩერა. კარგად აათვალიერა მამაკაცი და მიხვდა რომ ნასვამი იყო. მაშინვე აიტანა ნერვიულობამ და შიშმა. -თუ ისევ გუშინდელ თემაზე აპირებ საუბრას, პირდაპირ გეტყვი, რომ არ მოგისმენ და ახლავე წავალ! _მკაცრად უთხრა.
-სესილი... გთხოვ უბრალოდ მომისმინე. _ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა -ვიცი, გუშინ ცოტა ემოციებს ავყევი და ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ახლა აქ იმიტომ ვარ რომ მშვიდად დავილაპარაკოთ.
-შეგეძლო, როცა გამოფხიზლდებოდი მერე მოსულიყავი. _სიმთვრალეზე გაამახვილა ყურადღება.
-ნუ ღელავ, არაფერს დაგიშავებ სესი _ფრთხილად შეახო გოგონას მკლავს თავისი ხელი, რაზეც უსიამოვნოდ შეიშმუშნა გოგონა და სწრაფად გააშვებინა მამაკაცს ხელი.
-კახი, რის სათქმელად ხარ მოსული?
-სესი, არ მინდა რომ ასე ცუდად დავამთვაროთ ჩვენი ურთიერთობა... ხომ იცი, რომ არ ვარ შენს მიმართ გულგრილი. რატომ არ მომცემ შანსს ჩემი შეცდომა გამოვასწორო? _კიდევ ერთხელ შეეხო სესილის და მისი ჩახუტება სცადა.
-კახი, გამიშვი! _კბილებშორის გამოსცრა და სწრაფად დაუსხლტა ხელებიდან. ერთიანად აკანკალებს როცა წარმოიდგენს რომ მის წინ მთვრალი მამაკაცი დგას.
-საუბარი მორჩა! სახლში წადი და ჩემთან აღარ მოხვიდე! _სწრაფად მიბრუნდა და სახლისკენ დააპირა წასვლა, თუმცა კახიმ ამის ნება არ მისცა. მჭიდროდ ჩაავლო ხელები მკლავებში და უკან მიაბრუნდა.
-კახი, გამიშვი! _შეშინებულმა წამოიკივლა.
-სესი, გთხოვ... ხომ იცი, რომ მიყვარხარ..
-გამიშვი! _კიდევ ერთხელ გაიბრძოლა.
-რატომ არ მაძლევ შანსს?! სხვა გიყვარს არა?! _რისხვით აენთო მამაკაცს თვალები და უფრო მაგრად მოუჭირა მკლავებზე თითები, რაზეც ტკივილისკან და შიშისგან შეჰკივლა გოგონამ. ერთიანად ცახაცებდა უკვე და თვალები ცრემლებით ევსობოდა. მოულოდნელად იგრძნო, როგორ მოაშორა რაღაც ძალამ მამაკაცს. სიბნელის მიუხედავად გაარჩია ნოეს დაჭიმული სახის ნაკვთები. როცა კახის სახეში დაარტყა შიშისგან შეჰკივლა სესილიმ. მაშინვე მიეჭრა მამაკაცს და აცახცახებული ხელით ქურთუკში სწვდა. ვერც კი გაიაზრა როდის აღმოჩნდა ნოეს მანქანაში. ერთადერთი რაზეც ახლა ფიქროდა კახი იყო, მისი საშინლად უხეში შეხება. ახლაც უხურდა ის ადგილები, სადაც მამაკაცი ეხებოდა. თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და ხელები სხეულზე შემოიჭირა. ერთიანად ცახცახებდა. თვალწინ კადრებად უდგებოდა ის დღე, როცა ბათუმში ის არაკაცი თავს დაესხა. როგორ ეზიზღებოდა ის სუნი, ის შეხება, ყველაფერი რაც იმ ღამესთან და უცნობთან აკავშირებდა. მთელი სხეული უცახცახებდა, კბილებს ქვედა ტუჩს მთელი ძალით აჭერდა, რომ როგორმე მოწოლილი ცრემლები შეეჩერებინა. გრძნობდა, რომ უკვე სუნთქვაც კი უჭირდა. ძლივს მოახერხა რომ ნოესთვის მანქანის გაჩერება ეთხოვა.
ტირილით გადავიდა და მანქანის ბორბალთან ჩაიმუხლა. ცდილობდა, მთელი ძალით ცდილობდა ცრემლების შეკავებას, გონებაში აშლილი კადრების ისევ, სადღაც კუთხეში ჩამალვას, მაგრამ არ გამოსდიოდა. ოთხად მოკეცილიყო და მთელი სხეულით ცახცახებდა. იგრძნო როგორ მიუახლოვდა ნოე, თუმცა ზედმეტად ახლოს არ მისულა მასთან, თითქოს დისტანციას იჭერდა. თვალები ერთმანეთს ისე დააჭირა რომ ქუთუთოები აეწვა და ღრმად სუნთქვა დაიწყო, მაგრამ ვერეს ეს შველოდა.
-სესილი... მაპატიე _ნოეს ხმის გაგონებაზე დიდრონი თვალები მას მიანათა. ლამპიონების სინათლეზე გაარჩია მამაკაცის ნაღვლიანი სახე. მისი თვალები ისე უმზერდნენ სესილის თითქოს უდიდესი დანაშაულის პატიებას სთხოვდნენ.
-მაპატიე.. _კიდევ ერთხელ დაიჩურჩულა ნოემ. გოგონა კი ტირილს განაგრძნობდა.
-გთხოვ... სახლში წამიყვანე _საცოდავად ამოიკნავლა და გაჭირვებით წამოდგა ფეხზე.
-სესილი... _ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ნოე, მაგრამ მიკარებისგან მაინც თავს იკავებდა. არ უნდა კიდევ უფრო შეაშინოს გოგონა, ხედავდა როგორაა გაფითრებული, როგორ თრთის. -მომისმინე გთხოვ... _მძიმედ გადაუშვა ნერწყვი და მთელი გამბედაობა მოიკრიბა.
-გეხვეწები სახლში წამიყვანე... _ხმამაღლა ამოიტირა. გრძნობდა რომ კიდევ დიდხანს ასე ყოფნას ვერ გაუძლებდა. უკვე ბუნდოვნად ხედავდა ნოეს სახეს, იგრძნო, როგორ მოეკვეთა მუხლი და მამაკაცის სწრაფი მოქმედება რომ არა, ალბათ სველ ასფალტზე დაეცემოდა.
-სესილი! _ასფალტზე მუხლებით დაჯდა ნოე და გოგონას გონდაკარგული სხეული ხელებში მჭიდროდ მოიქცია. მამაკაცს სახე შეშლილს უგავდა. გაგიჟდებოდა სესილის რომ რამე მოსვლოდა. -სესილი, გესმის ჩემი? _ცალი ხელით გოგონას სხეული გულზე მიიკრა, მეორეთი კი სახეზე ჩამოუსვა. -სესილი გეხვეწები გამეცი ხმა _ნერვიულობისგან ჩამწყდარი ხმით ამოიხავლა. -გთხოვ, გაახილე თვალი, სესი... _იგრძნო როგორ შეარხია გოგონამ წამწამები, თუმცა თვალის გახელა ვერ შეძლო. ნოეს საშინლად აუჩქარდა გულისცემა. სწრაფად აიყვანა გოგონა ხელში და მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინა. მაშინვე მიუჯდა საჭეს და მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. დროდადრო სარკიდან გახედავდა უგონოდ მყოფ გოგონას. მხოლოდ ახლაღა გაახსენდა მის წინ მოქანავე ყელსაბამი. უარესად აუჩქარდა გულისცემა, სუნთქვა შეეკრა, იგრძნო როგორ მიაწვა სისხლი საფეთქლებს. ლამის ჩამოგლიჟა ყელსაბამი სარკიდან და სწრაფად ჩაიდო ჯიბეში. ხვდებოდა, რომ ახლა ამის დრო არ იყო.
გიჟივით შევარდა საავადმყოფოში, ხელში აყვანილი სესილის ერთად და ექთნის მიერ მოტანილ საკაცეზე დააწვინა.
-რა მოუვიდა? _ჰკითხა ექთანმა.
-გული წაუვიდა.
-პირველი შემთხვევაა თუ უკვე ჰქონია მსგავსი შემთხვევა?
-არ ვიცი, მგონი პირველია. _განერვიულებული იძლეოდა პასუხებს დ ა გოგონას სახეს თვალს არ აშორებდა.
-პაციენტის სახელი?
-სესილი გიორგობიანი _ერთ-ერთმა ექთანმა ჩაიწერა ყველაფერი, რაც ნოემ უთხრა.
-აქ არ შეიძლება თქვენი შემოსვლა. _სწრაფად მიუხურა ექთანმა ცხვირწინ კარი. ნერვიულობისგან სად წასულიყო არ იცოდა. გაუჩერებლად დაიარებოდა და სიახლეს ელოდებოდა. როგორ შეეძლო, ასე როგორ მოექცა გოგოს! სად ჰქონდა გული! ერთიანად დაძაბულმა, მთელი ძალით დაარტყა კედელს მუშტი. სულ არ მიუქცევია ყურადღება გაოცებული ხალხისთვის. კედელს ზურგით მიეყრდნო და ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელები. დაახლოებით ნახევარ საათში ექიმი გამოვიდა, იმ ოთახიდან სადაც სესილი შეიყვანეს.
-თქვენ სესილის ახლობელი ხართ?
-დიახ. _მაშინვე მიეჭრა კაცს -როგორაა? გონს მოვიდა?
-დამშვიდდით, გოგონა კარგადაა. დამამშვიდებელი გავუკეთეთ, გონსაც მოვიდა.
თქვენ პაციენტის ვინ ბრძანდებით?
-მეგობარი _ექიმის სიტყვებმა ბევრად დაამშვიდა.
-ხომ არ იცით, რაიმე ავადმყოფობა ხომ არ გადაუტანია?
-ა..არა, უფრო სწორად არ ვიცი, არამგონია._მხრები აიჩეჩა ნოემ.
-გოგონამ მძიმე ემოციური შოკი განიცადა და გონების დაკარგვაც ამან გამოიწვია. ხომ არ იცით რას შეიძლებოდა გაენერვიულებინა ასე? _ჰკითხა ექიმმა. კიდევ ერთხელ იგრძნო სუნთქვის უკმარისობა.
-არა _მძიმედ გადააგორა ნერწყვი და სწრაფად აარიდა ექიმს თვალი. -შეიძლება ვნახო?
-კი, შეგიძლიათ ნახოთ.
-როდის გაწერთ?
-დღესვე, თუ ანალიზების პასუხებიც წესრიგში იქნება.
-რამდენ ხანში იქნება ანალიზები მზად?
-წესით უკვე მზად უნდა იყოს. ყველაფერს შევამოწმებ და პასუხს გაცნობებთ. _თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა ნოემ და პალატის კარი ფრთხილად შეაღო.
სესილი საწოლზე იწვა და თვალები მიელულა. კარის ხმაზე უფრო ფართოდ გაახილა თვალები და ნოეს შეხედა.
-როგორ ხარ? _ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა. ხმაზე მაინც რაღა დაემართა.
-კარგად _ჩუმად ამოილუღლუღა სესილიმ.
-ძალიან შემაშინე _იქვე მდგომი სკამი ახლოს მოიწია და სესილის წინ ჩამოჯდა.
-ნოე.. ძლაიან დიდი მადლობა, რომ დამეხმარე...
-ეგ რა სამადლობელია. _ოდნავ ჩაიცინა მამაკაცმა. -ლამის გული გამისკდა გონება რომ დაკარგე.
-მაპატიე... _ჩუმად ამოიულუღლუღა გოგონამ და თვალი აარიდა.
-რა გაპატიო? _გაუკვირდა ნოეს.
-როგორ შეგაშინე და განერვიულე. ზედმეტი სანერვიულო გაგიჩინე. ბოდიში, უბრალოდ ძალიან ვიყავი აღელვებული და...
-სესილი _შეაწყვეტინა -ჩემთან ეგ მეორედ აღარ გაიმეორო! _წარბები შეკრა. -ჩემთვსი მთავარი შენ ხარ. _წამის შემდეგ გააცნობიერა რაც თქვა -მთავარია, რომ უკვე კარგად ხარ. _სცადა ოდნავ მაინც გადაეკეთებინა ნათქვამი.
-მადლობა.
-სესილი!
-კარგი, ხო.. _გაეცინა.
-ექიმი მალე გაგწერს და სახლში წაგიყვან...
-ვაიმე! _მოულოდნელად შეცბა გოგონა.
-რა? რა მოხდა? _ნოეც აფორიაქდა.
-ვაიმე, რა სულელი ვარ. მეგის ვუთხარი მალე ამოვალ-მეთქი და რამდენი ხანია გამოსული ვარ სახლიდან. წარმომიდგენია რა დღეშია და როგორ ნერვიულობს.
-კარგი, დამშვიდდი. შენ არ ინერვიულო. დაურეკე მეგის და უთხარი რომ ჩემთან ერთად ხარ.
-მართალი ხარ... _თავი დაუქნია -მაგრამ ჩემი ტელეფონი? _ჯიბეზე იტაცა ხელი -სადაა ჩემი ტელეფონი?
-არ ვიცი. ალბათ, მანქანაში დაგივარდა ან გული რომ წაგივიდა იქ ამოგივარდა ჯიბიდან.
-ალბათ _შეწუხებულმა თქვა.
-ჩემი ტელფონით დარეკე _სწრაფად მიაწოდა თავისი ტელეფონი. სესილიმაც მაშინვე აკრიფა მეგის ნომერი.
-გისმენთ._მალევე გაისმა მეგის განერვიულებული ხმა.
-მეგი, მე ვარ.
-ვაიმე, სესილი, სად ხარ? ლამისაა ჭკუიდან შევიშალოთ, მე და ქრისტინე! სად ხარ? რამე ხომ არ დაგიშავა მაგ კაცმა? ტელეფონს რატომ არ პასუხობდი?
-მეგი, დამშვიდდი კარგად ვარ. _ძლივს მოახერხა სიტყვის თქმა - ნოე შემხვდა ქვევით და მასთან ერთად ვარ.
-რა? ვინ ნოე? ლაზარეს ბიძია?
-ხო.
-სად ხართ კი, მაგრამ ტელეფონს რატო არ პასუხობდი გოგო!
-მეგი დამშვიდდი კარგად ვარ და მალე სახლში ვიქნები. რომ მოვალ მერე ვილაპრაკოთ კარგი?
-კარგი. _ტელეფონი გათიშა და კვლავ ნოეს მიაწოდა.
-მადლობა. და როდის წავალთ სახლში? _დიდრონი თვალები ნოეს მიანათა.
-ექიმი როგორც კი გაგწერს _ამის თქმა იყო და პალატის კარში ექიმი გამოჩნდა.
-თავს როგორ გრძნობ სესილი? _თბილად მოიკითხა კაცმა.
-მადლობა, კარგად. შემიძლია სახლში წავიდე?
-კი, უკვე შეგიძლიათ, მაგრამ როგორც კი სახლში მიხვალთ აჯობებს თუ დაისვენებ. ჯერ ისევ დამამშვიდებლის ზემოქმედების ქვეშ ხარ.
-კარგი. _თავი დაუქნია.
საავდმყოფოდან ნოემ ხელში აყვანილი გაიყვანა და ისე ჩასვა მანქანაში. დამამშვიდებელი მართლაც მოქმედებდა და გაბრუებულს თავისუფლად გავლაც კი არ შეეძლო. სახლშიც ნოემ აიყვანა ხელში აყვანილი. როგორც კი მეგიმ ეს დაინახა, ლამის გადაირია ნერვიულობით. უამრავ კითხვას აყრიდა გოგონას, სესილის კი არაფრის თავი არ ჰქონდა.
-მეგი, მგონი აჯობებს რომ ახლა დაისვენოს. _ნოემ _საწოლზე დააწვინა გოგონა და მეგის მიუბრუნდა.
-ნოე მართალია მეგი._დაეთანხმა ქრისტინეც -აჯობებს თუ ხვალ დაილაპარაკებთ.
-ნოე, რა მოხდა? რა ჭირს? _აცრემლებული თვალებით შეხედა მამაკაცს.
-დამშვიდდი, არაფერია საშიში. უბრალოდ გული წაუვიდა და ექიმთან წავიყვანე, მაგრამ უკვე კარგადაა. დასვნება სჭირდება, ხვალ თვითონ მოგიყვება ყველაფერს.
-კარგი._თავი დაუქნია მეგიმ და ყველანი ერთად გავიდნენ საძინებლიდან. გასვლამდე ნოემ კიდევ ერთხელ შეავლო მზერა მძინარე სესილის და კარი გაიხურა.
-მე წავალ. _ნოე წასასვლელად მოემზადა -ლაზარეს სანახავად მოვდიოდი, მაგრამ ახლა ალბათ სძინავს.
-ხო, უკვე დაიძინა _თავი დაუქნია ქრისტინემ. -მეც წავალ მეგი. ხვალ შემოგივლით.
-კარგი. ნახვამდის. _ნოე და ქრისტინე ერთად გავიდნენ სახლიდან.
-ქრისტი, ხვალ შეძლებ რომ სამსახურში გამომიარო?
-კი, როგორ არა. მოხდა რამე?
-ისეთი არაფერი. რაღაც საკითხზე მინდა დაგელაპარაკო.
-კარგი, მოვალ. _სწრაფად დაემშვიდობა ნოე ქრისტინეს და სახლისკენ წავიდა.
გრძნობდა, როგორ აწვა მთელი დღის დაღლილობა მხრებზე.
***
-ნოე, შეიძლება?
-მოდი ქრისტი, მოდი. _ღიმილით შეიპატიჟა კაბინეტში.-ლაზარე ბაღშია?
-ხო, ცოტა ხნის წინ დავტოვე და პირდაპირ აქ წამოვედი. რა საქმე გქონდა? _ნოეს წინ მდგომ სავარძელში ჩამოჯდა.
-ქრისტინე, უკვე გითხარი, რომ კომპანიას სერგის გარდაცვალების შემდეგ მე ვუძღვები, რადგან მამას მდგომარეობაც არ არის სახარბიელო. არ ვიცი ეს სიტუაცია კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება, ამიტომ გადავწყვიტე მნიშვნელოვან თემაზე დაგლაპარაკებოდი, რომელიც შენ და ლაზარეს გეხებათ.
-გისმენ.
-კომპანიაში აქციების 20-20% სერგის, მე და ჩვენს დას მიას გვეკუთვნის. დანარჩენი კი, მამაჩვენს. სერგის გარდაცვალების შემდეგ, მისი ერთადერთი მემკვიდრე ლაზარე გახდა. ამაზე უკევ ვესაუბრე ადვოკატს, მაგრამ ლაზარე კომპანიის აქციების განკარგვის სრულ უფლებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც სრულწლოვანი გახდება. მანამდე კი თავისუფლად შეგიძლია შენ, როგორც მისმა მეურვემ დაიკავო კომაპნიაში შენი ადგილი. _ყველაფერი უთხრა ქრისტინეს და მის პასუხს დაელოდა.
-ნოე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე ზრუნავ ჩვენზე. ლაზარე სერგის შვილიცაა და როცა თვრამეტი წელი შეუსრულდება თავად გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს. რაც შემეხება მე, დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ მირჩევნია ამ აქციებს ისევ შენ განაგებდე. თუ საჭირო იქნება მინდობილობას შენს სახელზე გავაფორმებთ.
-ქრისტინე ეს ასე მარტივი არ არის. ხომ ხვდები რომ ლაზარე არაფრის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ და ვერ დარჩება...
-ნოე, მე ამაზე არაფერს ვამბობ, რადგან ლაზარეზე გარკვეული უფლებები შენც გაქვს, როგორც მის ბიძიას. მაგრამ რაც შეეხება აქციებს, მეც უფრო მშვიდად ვიქნები, თუ ამას შენ მიხედავ. მე კი თუ, ნებას მომცემ კვლავ ძველ თანამდებობას დავუბრუნდები _ბოლო სიტყვები ღიმილით უთხრა.
-ქრისტინე, აქციონერობაზე უარს ამბობ და მდივნად გინდა დაბრუნება? _სიცილით ჰკითხა.
-ხო, თუ, რასაკვირველია, შესაძლებელია. _მასაც გაეცინა.
-თუ შენ ეგერე მიგაჩნია სწორად, მაშინ მე ისღა შემიძლია გითხრა, რომ ხვალ გელოდები დილის ცხრა საათზე.
-დიდი მადლობა _თბილად გაუღიმა ქალმა.
-სამადლობელი არაფერია.
-კარგი, მე წავალ, აღარ მოგაცდენ.
-მოიცა, მეც მოვდივარ.
-ლაზარე რომ სახლში არ არის?
-სესილი უნდა ვნახო, რაღაც უნდა გადავცე._ფეხზე წამოდგა.
-აა _მრავალმნიშვლეოვნად ჩაილაპარაკა და ოდნავი ღიმილი გაუკრთა სახეზე.
-ხომ არ იცი როგორ არის? _კაბინეტიდან გასვლისას ჰკითხა.
-ცუდად. _შეწუხებული სახე მიიღო ქრისტინემ და შეეცადა ნოესთვის თვალებში არ შეეხედა, რომ ტყუილში არ გამოეჭირა.
-რ..რა სჭირს?! _წამში დ აკარგა ნოემ სახეზე ფერი. -ისევ ცუდად გახდა?_შეეცადა თავი ხელში აეყვანა.
-ხო, ღამით გვიან გაეღვიძა და ძალაინ ცუდად იყო. მეგიმ მეც კი გამაღვიძა.
-მერე სასწრაფო არ გამოიძახეთ? _გრძნობდა როგორ უხურდა მთელი სხეული ნერვიულობისგან და როგორ აუჩქარდა გული.
-კი, როგორ არა...
-ნოე _მათეს ხმსი გაგონებისას სწრაფად შებრუდნენ უკან. -გადიხარ?
-კი, კი გავდივარ! -სრწფადა უპასუხა მეგობარს. მათემ ინტერესით შეხედა ქრისტინეს და წარბები გაკვირვებულმა აწკიპა.
-ნუთუ, ბოლოს და ბოლოს წილად მხვდება ამ ქალბატონის გაცნობა.
-ხო, მართლა ქრისტი ეს მათეა, ჩემი საუკეთესო მეგობარი. ეს კი ქრისტინეა სერგის ცოლი და ლაზარეს დედა. _სწრაფად მიაყარა სიტყვები. ფეხები გასასვლელისკენ გაურბოდა. უნდოდა რაც შეიძლება ამლე გასულიყო შენობიდან.
-ძალაინ სასიამოვნოა _გაუღიმა ქრისტინემ. მიხვდა რომ მათე ნოესთვის სანდო პიროვნება იყო და მან ყველაფერი იცოდა.
-ჩემთვისაც. დიდი იმედი მქონდა, რომ პატარა ვაჟკაცსაც გავიცნობდი, მაგრამ რას ვიზამთ... სხვა დროს იყოს.
-ხო სხვა დროს იყოს, მოდი სწრაფად წავიდეთ რა. კარგი? _ქრისტინეს მიუბრუნდა ნოე.
-სად გეჩქარება ასე? _ჰკითხა მათემ.
-ეე... სესილის თავისი ტელეფონი ჩემს მანქანში დაუვარდა და უნდა მივუტანო. _სწრაფად უთხრა და ქრისტინეს ხელი მოხვია წელზე, რომ გასასვლელისკენ წაეყვანა. საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება მათეს გაკვირვებული სახისთვის. იცოდა მისთვის მაინც მოუწევდა ყველაფრის თქმა, თუმცა ამ წამს ამაზე ფიქრის არც დრო ჰქონდა და არც სურვილი.
-ნოე, ასე სად გეჩქარება? _გამომცდელად შეხედა ქალმა.
-უბრალოდ მალე შეხვდრა მაქვს და მინდა სწრაფად დავბრუნდე._ მანქნაის კარი გაუღო ქრისტინეს და თვითონაც სწრაფად დაიკავა თავისი ადგილი.
***
-ჯერ კიდევ არ შემიძლია დავიჯერო. რა ნამუსით მოდი შენთან და გეუბნება მიყვარხარო როცა ადრე იმ ქუჩის ქალს დასტრიალებდა თავს.
-ეგ მას ჰკითხე.
-კიდევ კარგი, რომ დროზე მოვიდა ნოე.
-ვერ წარმოიდგენ, როგორ შემრცხვა მისი, როცა პალატაში შემოვიდა.
-რა არის მანდ სასირცხვილო?
-იცი რა სახე ჰქონდა? ძალიან ინერვიულა._ყავის ჭიქა უკეთ მოიქცია თითებში.
-ოფ, ნუ იცი ხოლმე შენ! _ხელი აიქნია მეგიმ.
-მეგიი... _შეპარვით დაიწყო. ცდილობდა ღიმილი შეეკავებინა.
-რა იყო? კიდევ რაღაც მოხდა არა?
-ნუ, ისეთი არაფერი, მაგრამ... _ფართედ გაეღიმა და მეგის ინტერესით აღსავსე მზერა, რომ შენიშნა თვალი მოარიდა.
-აბა ჰე, გისმენ! _სმენად იქცა მეგი.
-იცი, ნოემ რა მითხრა?
-არა _ გაეცინა მეგის.
-საავადმყოფოში ჩემს სანახავად, როცა შემოვიდა, მითხრა ჩემთვის მთავარი შენ ხარო. _სახეგაბადრული უყურებდა დეიდაშვილს და ღიმილს ვერ იშორებდა.
-ოჰო, სესი რა ხდებაო? _მეგისაც გაეცინა.
-იცი, როგორი ყურადღებიანია ნოე... _პატარა ბავშვივით დაიმორცვა და ჭიქაზე თითებით დაწყო გაურკვეველი ფიგურების ხატვა.
-მოიცა, მოიცა... _გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა მეგის -გინდა თქვა, რომ ნოე მოგწონს?
-არა, ნუ ეგრეც ვერ ვიტყვი. უბრალოდ ვამბობ რომ ძალიან კარგი ადამიანია და ძალიან მსიამოვნებს მისი მხრიდან ყურადღება.
-ე.ი მოგწონს. _განაჩენი გამოიტანა მეგიმ.
-არ ვიცი მეგი, მართლა არ ვიცი. უბრალოდ... _სიტყვა კარზე ზარის ხმამ გააწყვეტინა.
-მე გვაღებ. _ სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარი გააღო. გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, როცა ზღურბლზე ნოე დაინახა. მამაკაცს ხელები ზურგსუკან შეეკრა და მომღიმარე სახით უყურებდა სახეგაბადრულ, ლოყებაფარკლულ გოგოს.
-როგორ ხარ? _ღიმილით მოიკითხა ნოემ.
-კარგად. _თვითონაც გაეღიმა -შენ?
-არამიშავს _მხრები აიჩეჩა.
-შემოდი. _გზა დაუთმო რომ სახლში შესულიყო.
-არა, ორი წუთით შემოგიარეთ. ამის მოცემა მინდოდა შენთვის _სესილის ტელეფონი გაუწოდა -ჩემს მანქანაში იყო.
-კარგია, რომ არ დავკარგე. მადლობა. _გაუღიმა.
-არაფრის._ნოემაც გაუღიმა -დღეს არ მუშაობ?
-არა, დღეს ვისვენებ. _ნემ გასაგებიას ნიშნად თავი დაუკრა. გონებაში ასჯერ ჰკითხა თავის თავს დაესვა თუ არა გუშინდელ დღეზე კითხვა სესილისთვის.
ბოლოს ისევ გაჩუმება არჩია.
-მე წავალ, მეჩქარება. სამსახურში უნდა დავბრუნდე._სესილის დაემშვიდობა და კიბეებს დაუყვა. „აშკარად უკეთ გამოიყურება დღეს“ თავისთვის ფიქრობდა.
8 თავი
-მეგი, რამე ხომ არ გვრჩება?
-არა ქრისტი, ყველაფერი ჩანთებშია.
-მე ტაქსის გამოვიძახებ და წავიდეთ _თქვა სესილიმ და ტელეფონი ხელში აიღო.
-კარგად მოიფიქრე სესილი, ძველი ნივთების ბავშვთა სახლში ჩაბარება.
-ტყუილად იდო სახლში, მერე მოგვბეზრდება და გადავყრით და აჯობებს თუ იმათ დავეხმარებით, ვისაც ნამდვილად სჭირდება ეს. _მხრები აიჩეჩა.
-ხო _თავი დაუკრეს გოგონებმა.
-მაშინ ქვევით ჩავიდეთ და იქ დავიცადოთ. სანამ ამ ჩანთებს ჩავზიდავთ, მანამდე ტაქსიც მოვა.
-ლაზარე, დედიკო წამო მივდივართ. _დივანზე წამოსკუპებულ შვილს გასძახა ქრისტინემ, რომელიც თამაშში იყო გართული.
-წავედიით! _აჟიტირებული ჩამოხტა ძირს და დედას უკან მიჰყვა. ის იყო კარი გააღეს, როცა ზღურბლზე ზარის დასარეკად ხელშემართული ნოე და მათე დახვდნენ.
-ნოე ბიძია! _შეჰყვირა ლაზარემ და ნოეს მუხლებზე მოეხვია.
-მოდი ძია, ჩემთან. _ღიმილით აიყვანა ძმიშვილი ხელში და ლოყები დაუკოცნა -თქვენ სად მიდიხართ ასე ერთად? _სამივეს შეავლო თვალი.
-ბავშვთა სახლში. _უპასუხა მეგიმ.
-რა გინდათ ბაშვთა სახლში?
-ძველი ნივთები რაც გვაქვას და აღარ ვიყენებთ, სათამაშოები და კიდევ რაღაც წვრილმანები გვინდა მათ მივუტანათ.
-ყოჩაღ ქიტო, კარგად მოგიფიქრებიათ.
-ჩვენ რა, სესილიმ მოიფიქრა. _კართან ატუზულ გოგოს მკლავი გაჰკრა. ნოემ გასაგებიას ნიშნად თავი დაუკრა.
-მე კიდევ მათე წამოვიყვანე, ლაზარეს გაცნობა უნდოდა. _მეგობარს გახედა, რომელიც გაოცებული უყურებდა ბავშვს.
-როგორ ჰგავს სერგის. _გაოცებულს აღმოხდა ჩუმად, რაზეც ნოეს კმაყოფილს ჩაეღიმა.
-ლაზარე იცი ეს ბიძია ვინ არის? _ბავშვმა უარის ნიშნად გააქნია თავი.
-ჩემი ძმაა.
-ისე როგორც მამიკო? _გულუპრყვილოდ იკითხა.
-ხო, ისე როგორც მამიკო. _შუბლზე აკოცა.
-გაუმარჯოს, პატარა კაცი. _ხელი გაუწოდა მათემ.
-გამარჯობა. _გაუღიმა პატარამ.
-მე მათე ვარ, მათე ბიძია _სიცილით უთხრა პატარას და ქრისტინეს მიუბრუნდა -ძალიან საყავრელია. _ქალმაც ღიმილითვე უპასუხა.
-ნოე, ხომ ვერ დაგვეხმარებით თუ არ გეჩქარებათ? _სთხოვა ქრისტინემ.
-კი, კი დაგეხმარებით. რა გავაკეთოთ?
-მალე ტაქსი მოვა და ეს ჩანთები ქვემოთ ჩაგვატანინეთ.
-რად გინდათ ტაქსი ჩვენ წაგიყვანთ. _უთხრა მათემ.
-ხო, ჩვენ წაგიყვანთ. _ნოეც დაეთანხმა.
-თუ არ მოგაცდენთ...
-შენ ლაზარეს მოჰკიდე ხელი და ქვევით ჩადით ოთხივე და ჩვენ ამათ წამოვიღებთ. _ჩანთებზე ანიშნა.
-მეგი, სად წახვედი? _სახლში შებრუნებულ მეგის გასძახა ქრისტინემ.
-მე ვერ წამოვალ. _მოღუშულმა ჩაილაპრაკა მეგიმ და ტელეოფნი გათიშა.
-რატომ? _ერთხმად ჰკითხეს სესილიმ და ქრისტინემ.
-სამსახურიდან დამირეკა ჩემმა უფროსმა! _თვალები გადაატრიალა. -სასწრაფოდ უნდა მივიდე.
-ოო, მაინც და მაინც ახლა?_სესილისაც არ მოეწონა ახალი ამბავი.
-რა ვქნა. _მრები აიჩეჩა გოგონამ. -თქვენ წადით, მე სამსახურში უნდა გავიქცე. _ყველას დაემშვიდობა და სწრაფად დაეშვა კიბეზე.
-ოფ რა... _ამოიფრუტუნა სესილიმ და უკმაყოფილომ გამობურცა ტუჩები. წამით ნოეს მზერას შეეჩეხა. მაშინვე წამოუხურდა ლოყები და სწრაფად მოარიდა თვალი. მამაკაცი მართლაც აკვირდებოდა გოგონას და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეპარვოდა. უყურებდა და ვერ იშორებდა ღიმილს სახიდან. მისი გაბრაზებული სახის ნაკვთების შემყურეს ურეაქციოდ ყოფნა არც შეეძლო. თავიდან ბოლომდე აათვალიერა გოგონა. ამ წუთას სკოლის მოსწავლეს უფრო ჰგავდა ვიდრე 24 წლის გოგოს. ჯინსის კომბინიზონსა და ფერად ზოლიან მაისურში გამოწყობილი. თმები ორ ნაწნავად გადმოეშვა მხრებზე, დიდრონ თვალებს გამუდმებით აფახულებდა და ცდილობდა მის მზერას გაქცეოდა. მათეს მოულოდნელი მუჯლუგული, რომ არა, ალბათ კიდევ გააგრძელებდა სესილის თვალიერებას.
-წავედით? _იკითხა მათემ. ქრისტინემ ლაზარე ჩაიყვანა კიბეზე, სესილიმ კი ერთ-ერთ ჩანთას მოჰკიდა ხელი.
-შეეშვი, მე წამოვიღებ! _ახლოს მივიდა ნოე და ჩანთა გამოართვა.
-იყოს, მძიმე არაა. _მამაკაცს ახედა და ახლა მეორე ჩანთა აიღო ხელში.
-სესილი! _წარბები შეკრა მამაკაცმა და მეორე ჩანთაც გამოართვა. იგრძნო, როგორ შეკრთა მისი შეხებისას და წამშივე წაეშალა სახიდან ყოველგვარი გამომეტყველება.
-მაშინ ამ ზურგჩანთას წამოვიღებ. _სიტუაციის განმუხტვა ისევ სესილიმ სცადა და იქვე დადებული ზურგჩანთა მხარზე მოიკიდა.
-იცით, სადიანღაც მეცნობი. _საუბარში მათე ჩერია და სესილის ინტერესით აღსავსე თვალები მიაპყრო. ისე იქცეოდა თითქოს მართლა არ იცოდა ვინ იყო სესილი და სად ჰყავდა ნანახი.
-მე გასაუბრებაზე ვიყავი თქვენს ოფისში. _ღიმილით შეახსენა სესილიმ.
-ააჰ, ხო გამახსენდა. _თითქოს გონება გაუნათდა მათეს. -წავედით ხო? _ჩანთები ხელში აიღო მანაც.
-აჰამ. _თავი დაუკრა გოგონამ და კიბეზე დაეშვა.
-მასხარად უნდა დაბადებულიყავი! _ მხარზე ჩანთა მიარტყა ნოემ ძმაკაცს.
-გეშლება, მსახიობად. _შეუსწორა და სიცილით ჩაირბინა კიბე. -აი შენ კი _კიბის საფეხურზე შეჩერდა და ნოეს ახედა. -თავი აკონტროლე! _გამაფრთხილებლად უთხრა და გზა განაგრძო.
ბავშვთა სახლში მისვლამდე მთელი გზა ჩუმად ისხდნენ. მხოლოდ ლაზარე და მათე ლაპრაკობდნენ. მათე აღფრთოვანებული იყო პატარა ვარჟკაცით, მასში მეორე სერგის ხედავდა, თითქოს მისი მეგობარი არ მომკვდარიყოს და ახლა თავიდან უყურებდა მის ბავშვობას. ლაზარეც ენას არ აჩერებდა და კიდევ ერთი ბიძიის შეძენით გახარებული, კაცს ყურებს უჭედავდა თავისი ამბების მოყლით. თუ როგორი კარგი ბიჭი იყო მასწვალებლის თქმით, რამდენ გოგოს მოსწონდა ბაღში, თვითონ მას ვინ მოსწონდა და ა.შ.
ნოე კი მთელი გზა ჩაფირებული იჯდა და მათეს სიტყვებს ჩაღრმავებოდა. მართლაც საჭირო იყო თავი ეკონტროლებინა. მართალია, სესილისთან დაახლოება და მისთვის ყველაფრის თქმა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაცილებოდა საზღვრებს. უბრალოდ ამის უფლება არ ჰქონდა. წამით, მალულად გააპარა თვალი სარკიდან სესილისკენ. გოგონას თავი ფანჯრის მინაზე მიედო და თვალები დაეხუჭა. როგორც კი თვალები გაახილა სწრაფად მოაშორა მზერა. ბავშვთა სახლში მისვლამდე კვლავ, მხოლოდ მათე და ლაზარე საუბრობდნენ გაუჩერებლად.
ბიჭებმა ტანსაცმლით, სათამაშოებით და სურსათით სავსე ჩანთები შენობაში შეიტანეს და გამზრდელებს ჩააბარეს.
სესილი მაშინვე აჟიტირებულ ბავშვებს შეუერთდა პატრა ლაზარესთან ერთად, რომელიც განსაკუთრებით მოიხიბლა ამდენი ბავშვით გარშემორტყმული. ქრისტინეც შვილს ამოუდგა გვერდით და პატარებს ეთამაშებოდა.
-ბიჭები არ ითამაშებთ? _ღიმილით შეხედა იქვე ხესთან ჩამმომჯდარ მათეს და ნოეს.
-ჩვენ? _გაუკვირდა ნოეს.
-ხო, თქვენ. _ღიმილით დაუკრა თავი.
-კი ბატონო! _სწრაფად წამოხტა მათე ფეხზე და ბავშვებს შეუერთდა. ნოე ადგილიდან არ დაძრულა.
-არ მოხვალ? _ისევ შეეკითხა სესილიმ და მასთან ახლოს მივიდა.
-მაგ ასაკში ვარ? _სიცილით ახედა თავზე წამომდგარ გოგოს.
-რომელი ბავშვები ჩვენ გვნახე აბა?_მოჩვენებითი წყენით შეუტია და ხელები წელზე შემოიწყო. -წამო, წამო. _სწრაფად ჩაავლო მკლავში ხელი და ფეხზე წამოაყენა კაცი. ნოეს მისი შემხედვარე ეღიმებოდა. ის ისეთი ლაღი და თავისუფალი იყო, რომ შუძლებელი იყო მისთის უემოციოდ გეყურებინა. ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა სრულიად უცხო ბავშვებისადმი და მაქსიმალურად ცდილობდა ყურადღება არავისთვის მოეკლო.
-წამო ბავშვებს ფეხბურთი ვეთამაშოთ!_ისევ მათეს ყურში ჩაყვირებამ მოიყვანა გონს და აიძულა სესილისთვის თვალი მოეშორებინა. მათეს უკან მიჰყვა და მოთამაშე ბავშვებს შეუერთდა.
ცოტა ხანში იმდენად გაერთნენ ნოე და მათე ბავშვებთან ფეხბურთის თამაშში, რომ დროის შეგრძნება სულ დაკარგეს. საღამოს მოახერხეს ბავშვთა სახლიდან გამოსვლა, ისიც მხოლოდ იმ პირობით რომ აუცილებლად დაბრუნდებოდნენ ისევ.
განსაკუთრებით კმაყოფილი ამ დღით პატრა ლაზარე იყო, რომლიც აღფრთოვანებას ვერ მალავდა. მანქანაში არავის მისცა მოსვენება და ყველას კვლავ ყურებს უჭედავდა. ქრისტინეს და სესილის ლამის ფიცის დადება მოუხდათ, რომ მალე ისევ მივიდოდნენ ბავშვების სანახავად.
-როცა წასვლას გადაწყვეტთ, გვითხრაით და ჩვენც შევეცდებით საჭირო რაღაცები შევაგროვოთ. _სესილის გადახედა მათემ.
-კარგი იქნება. _ღიმილით დაუკრა თავი.
-მგონი დღეს წიგნები არ წაგვიღია ხომ? _ახლა ნოემ გახედა სარკიდან.
-არა.
-ხოდა შემდეგ წასვლამდე ვიყიდოთ და მივუტანოთ.
-ძალიან გაუხარდებათ. _ქრისტინესაც მოეწონა იდეა და უკვე ყირაზე გადასული ლაზარე კვლავ სავარძელზე დააბრუნდა.
-დედიკო, მშია. _განაცხადა პატარა კაცმა.
-აი, მოვედით და იმედია შენი დედიკო ჩვენც არ დაგვტოვებს მშიერს. _სიცილით გადახედა ნოემ დედა-შვილს.
-მაშინ სწრაფად ავიდეთ და უცებ გავამზადებ რაღაც-რაღაცებს. _შვილს ლოყაზე აკოცა ქრისტინემ და მანქანის კარი გააღო. სადარბაზოსკენ ყველანი ერთად მიდიოდნენ, როცა იქვე მდგომი კახი დაინახეს. სესილი საშინლად აღელდა, თუმცა შეეცადა მაქსიმალურად გაეკონტროლებინა თავი და დამშვიდებულიყო. ნოე კი ერთიანად დაიძაბა. იმის წარმოდგენაზე, რომ ეს კაცი ისევ მივიდა სესილისთან, იმის წარმოდგენაზე, რომ მას შეეძლო ისევ შეეშინებინა გოგონა, საშინელი სიბრაზე ემატებოდა. ხელები სიბრაზისგან დამუშტა და გამეტებით დააჭირა ყბები ერთმანეთს. სწრაფად შეხედა სესილის, რომელსაც სახეზე ეტყობოდა ნერვიულობა. ამაზე კიდევ უფრო გაღიზიანდა და მაშინვე კახის მიმართულებით წავიდა. მოულოდნელობისგან ერთ ადგილას გაშეშდა და ეგონა მთელ სხეულზე ჭიანჭველებმა გადაურბინეს, როცა სესილიმ მაჯაში ხელი ჩაავლო და შეაჩერა.
-გთხოვ... _მავედრებელი თვალებით ახედა მამაკაცს.
-რა უნდა აქ?! _გონზე მოსულმა კბილებშორის გამოსცრა.
-ა..არ ვიცი _ჩუმად ამოილუღლუღა.
-რას ნშნავს არ იცი?!_სესილის მთელი ტანით მიუბრუნდა. მათე და ქრისტინეც მიხვდნენ რაშიც იყო საქმე. -აბა თავისით მოვიდა?!
-ხო... _ნოეს შეცლილი ტონის გამო კიდევ უფრო დაფრთხა. -დაველაპარაკები და გავიგებ რა უნდა. _ხმა ჩაეხლიჩა ბოლო სიტყვებზე, როცა ნოეს სახე შენიშნა.
-რისთვის?! _საშინლად ღიზიანდებოდა, როცა ხედავდა რომ სესილი კვლავ ასე მშვიდად ცდილობდა იმ კაცთან რაღაცის გარკვევას. ხვდებოდა, რომ მისი რეაქციით გოგონა საშინლად იბნეოდა, მაგრამ სხვანაირად არც შეეძლო. ეს ხომ მასაც ეხებოდა, მისი საქმეც იყო. მისი საქმე კი არა, აქ მთავარი როლი მას ეკუთვნოდა. მთვარი, საშინელი როლი. როცა სესილიმ ხელი გაუშვა ერთიანად დაუარა მთელ ტანში სიცივემ. უყურებდა როგორ მიიწევდა გოგონა იმ კაცისკენ და სურვილი კლავდა შეეჩერებინდა. მხარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა.
-ნოე, თავი აკონტროლე. _ჩუმად გადაულაპრაკა მათემ.
-რა ხდება? რა უნდა იმ კაცს აქ? _იკითხა ქრისტინემ.
-მგონი ჯობია სახლში ავიდეთ. _ორივეს გადახედა მათემ. -თანაც აქ ბავშვია. _იქვე მოხტუნავე ლაზარეზე ანიშნა.
-თქვენ ადით! _მკაცრად თქვა ნოემ.
-ნოე...
-მათე ადით! _კიდევ ერთხელ უთხრა. მათემაც ქრისტინეს ანიშნა წასულიყვნენ. რამდენიმე წუთი ასე დაძაბული იდგა და უყურებდა მოსაუბრეებს. შენიშნა სესილიც მალევე მოშორდა კაცს და სადარბაზოსკენ წავიდა. თვითონაც უკან აპირებდა გაყოლას, როცა მისკენ მომავალი კახი შენიშნა და ერთ ადგილას გაჩერდა.
-არ მეგონა სესილის თუ დაცვა სჭირდებოდა. _როგორც კი მოიუახლოვდა მაშინვე ხმა ამოიღო კახიმ.
-სანამ კიდევ ბევრ სისულელეს იტყოდე მე მომისმინე! _შეაწყვეტინა ნოემ და ერთი ნაბიჯით შეამცირა მათ შორის მანძილი. -საერთოდ არ მაინტერესებს და არც მინდა ვიცოდე რას წარმოადგენ და რა ურთიერთობა გქონდა სესილისთან ადრე! მაგრამ, თუ ახლა, ჩემს აქ ყოფნაში, კიდევ ერთხელ მიუახლოვდები ან მასთან მიახლოებას გადაწყვეტ, დამერწმუნე ისე მარტივად არ დასრულდება ყველაფერი როგორც იმ ღამით! _მშვიდად და მკაფიოდ წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას. -უბრალოდ სცადე, მასთან მიკარება და შედეგსაც ნახავ! დაიმახსოვრე მე ყველგან ვარ სადაც კი გაიხედავ და რომ რამე ისეთი შევნიშნო, ისე გაგაქრობ, შენს სულს ანგელოზებიც ვერ იპოვიან! _სხვა აღარაფერი უთქვამს ისე გაეცალა მამაკაცს და სადარბაზოში სწრაფი ნაბიჯით შევიდა. იქ ნანახმა კი ადგილზე გააშეშა. სესილი კიბეზე იდგა გაშეშებული და ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში.
-რას აკეთებ აქ?! _ჰკითხა ნოემ.
-რა უთხარი?
-კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ! _რამდენიმე საფეხურით მიუახლოვდა გოგონას, სესილიმ უკან დააპირა ნაბიჯის გადადგმა, თუმცა კიბის საფეხურს წამოედო და რომ არა ნოეს სწრაფი ქმედება ძირს დაეცემოდა. მაგრად ჩაავლო კაცმა მკლავში ხელი და თავისკენ მიიზიდა.
-როცა ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტ გზას უნდა უყურო! _ სახესთან ახლოს უჩურჩულა. ერთიანად დაუარა გოგონას მთელ ტანში ჟრუანტელმა.
-რ..რა უთხარი? _ენის ბორძიკით ამოილუღლუღა და დიდირონი, მწვანე თვალები მინათა. უყურებდა გოგონას თვალებს და გრძნობდა როგორ ითრევდნენ ისინი.
-ძალიან გაინტერესებს? _მამკაცის სუნთქვა სახეზე მიეფრქვა და წამით თვალები დახუჭა. პასუხად მხოლოდ თავის დაკვრა მოახერხა.
-ეგ მხოლოდ მე და მას გვეხება! _მკაცრად უთხრა და გოგონას მოშორდა. კიბეზე სვლა განაგრძო, სესილიც დაბნეული მიჰყვა უკან.
-ნოე, რატომ აკეთებ ამას?
-რას?
-იცი შენ რაზეც გეუბნები! _ერთ ადგილას შედგა სესილი.
-არა, არ ვიცი სესილი შენ რა გინდა.
-მე კი არა, შენ რა გინდა?
-შენი ბედნიერება. _გაუცნობიერებლად წამოსცდა. წამით თვალები დახუჭა და თავისი დაუფიქრებლობა ინანა. სწრაფად დარეკა კარზე ზარი.
-ოჰ, დიდიება თქვენს მობრძანებას! _ხელები გაშალა მათემ. ნოე ისე შევიდა სახლში უკან არ მიუხედავს და არც მათესთვის უთქვამს რამე.
-სესილი, შენ არ შემოხვალ? _ერთ ადგილას გაჩერებულ გოგოს მიუბრუნდა.
-არა, მე სახლში წავალ. _უარის ნიშნად თავი გააქნია და თვისი ბინის კარი შეაღო.
****
მომდევნო ორი კვირა ზედმეტად დატვირთული იყო. პირველ რიგში, სერგის ცხედრის გადმოსვენების საკითხი მოაგვარა ლევანის დახმარებით. ამასთან ერთად, მშობლებიც დაბრუნდნენ წყნეთის სახლში, რაც ნოესთვის მეტად სასიხარულო ამბავი იყო. მართალია, ჯერჯეობით მათთან ერთად ცხოვრებას ვერ ახერხებდა, თუმცა ცდილობდა ყოველდღიური კონტაქტო ჰქონოდა მათთან. სოფელშიც ხშირად რეკავდა. ბაბუისგან იგებდა მიას შესახებ ამბებს. ძალიან ენატრებოდა თავისი პატრა და, თუმცა ისიც იცოდა, რომ ეტაპზე მიას იქ ყოფნა მართებული გადაწყვეტილება იყო. პატარა ძმიშვილთან ბოლო დროს მხოლოდ ტელეფონით ახერხებდა საუბარს. ისიც საშინლად ენატრებოდა, თუმცა კომპანიაში შექმნილი მდგომარეობა არ აძლევდა მოდუნების საშუალებას. კიდევ კარგი, რომ თამარი და მათე სულ გევრდით ედგნენ და მასთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობდნენ.
თითქოს ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა, თუმცა ერთი რამ მაინც უღრღნიდა გულს. ყოველ ჯერზე, სახლში მისული, როცა პატარა კულონს თვალს შეავლებდა, ერთდროულად გრძნობდა სიბრაზეს, სინდისის ქენჯნას, სინანულს, მონატრებას. ყველაზე მეტად კი ეს აგიჟებდა. ენატრებოდა, გრძნობდა როგორ უძლიერდებოდა ყოველდღიურად სესილის ნახვის სურვილი და იმასაც ხვდებოდა, რომ დადებული პირობის შესრულება დღითიდღე უფრო და უფრო გაუჭირდებოდა.
-ნოე, ხომ არ იცი დღეს ქრისტინე რატო არ მოვიდა სამსახურში? _ჰკითხა მათემ.
-დილით დამირეკა, ავად ვარო. სიცხე აქვს და ვერ მოახერხა მოსვლა. დამავიწყდა შენთვის მეთქვა.
-ეგ არაფერი, მთავარია კარგად იყოს. ლაზარეს ვინ უვლის მერე?
-სესილი და მეგი მეხმარებიანო._იგრძნო როგორ შეეცვალა ხმის ტემბრიც კი მისი სახელის წარმოთქმისას.
-ნოე, რა გჭირს?
-არაფერი. _მხრები აიჩეჩა.
-მე მაინც ნუ მაბოლებ. _ჩაიცინა მათემ.- ვხედავ ბოლო დღეები ვერ ხარ ფორმაში. რომ არ გიცნობდე უბრალოდ გადაღლას დავაბრალებდი ამ ყველაფერს. _ნოე ჩუმად იჯდა და ცდილობდა მათესთვის თვალი აერიდებინა.
-მოდი, შვეცდები გამოვიცნო, რა ჰქვია შენი შფოთის მიზეზს. _წამით ჩაფიქრდა მათე. -სესილი! _ისე წამოიძახა თითქოს გონებაში ნათურა აუნთეს.
-ნუ დაიწყებ თავიდან. _თვალები გადაატრიალა ნოემ.
-თავიდან არა, იქედან ვაგრძელებ სადაც გავჩერდით. _თვალი ჩაუკრა ძმაკაცს. -რაო, გაები?
-მათე!
-სახეზე გაწერია ყევლაფერი. გეტყობა, რომ მის მიმართ არ ხარ გულგრილი.
-ეს უბრალო სიბრალულია...
-ვის მიმართ? სესილის? მე დამცინი თუ საკუთარ თავს? გეცოდება იმის გამო რაც გაუკეთე? არა ნოე, არ გეცოდება. _ნოემ ღრმად ამოისუნთქა და თვალები ერთმანეთს დააჭირა.
-რა ვქნა მათე? მირჩიე როგორ მოვიქცე.
-ჩემი რჩევა თავიდანვე ის იყო, რომ მაგ გოგოს ახლოს აღარ უნდა გაკარებოდი, მაგრამ შენ არ დამეთანხმე. ახლა ისღა შემიძლია გითხრა, რომ რაც მალე ეტყვი სესილის ყველაფერს მით უკეთესი.
-მათე, ეს მოვალეობის მოხდა არ არის. მე ეს იმისთვის არ გადამიწყვეტია, რომ მის წინაშე რაიმე ვალდებულება მაკისრია და ეს ვალი უნდა მოვიხადო. გგონია ვეტყვი ყევლაფერს და ამის შემდეგ დავმშვიდდები? წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რა მოუვა როცა ამას გაიგებს?! არ არის ისე მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უთხარი და მორჩა? არა, არ მორჩა!
-შენ იმის გეშინია, რომ შეგიძულებს და არ გაპატიებს. _მიზანში გაარტყა მათემ. თვითონაც იცოდა, რომ გულის სიღრმეში ყველაზე მეტად ამის ეშინოდა. პასუხად მათესთვის არაფერი უთქვამს. კალამს რიტმულად ათამაშებდა თითებში და ერთ წერტილს მისჩერებოდა.
-კარგი, აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი. შენ ის მითხარი, მია როგორაა? შეეგუა სოფელს?
-სხვა რა გზა აქვს. რაც მალე შეიგნებს რა არის მისთვის უკეთესი, მით მალე დაბრუნდება სახლშიც.
-მართალი ხარ, მაგრამ მაინც ცოდოა. ჯერ ბავშვია და ვერ აცნობიერებს რას აკეთებს, თანაც სერგის დაკარგვასთან შეგუება ვერაფრით შეძლო.
-როგორ ფიქრობ მათე, მე შევძელი? _მეგობარს ნაღლიანი ღიმილით შეხედა.
-ნოე, შენ თავს მიას ნუ შეადარებ. გაიხსენე, მის ასაკში შენ უარესებს ჩადიოდი. როგორც შენ გააცნობიერე დროთა განმავლობაში, რომ ეს არ იყო სწორი გზა, ასევე გაიგებს მიაც.
-შეიძლება მალე მიხვდეს რა არის სწორი და რა არასწორი, მაგრამ სერგის სიკვდილს ვიცი, რომ ვერ მაპატიებს.
-რას ნიშნავს ვერ გაპატიებს?
-სოფელში სანამ წავიყვანდი, მითხრა შენს გამო დავკარგეთ სერგიო.
-კაი, ღადაობ? _თვალები გაუფართოვდა მათეს. -სულ უფრო ვრწმუნდები,რომ ჯერ კიდევ ბავშვია.
-შეიძლება მია ბავშვია, მაგრამ ამ შემთხვევაში მართალია.
-რას ბოდავ! შენ გინდოდა, რომ ასე მომხდარიყო?! გინდოდა, რომ ყველაფერი ასე შეცვლილიყო?! მაგაზე დიდი სისულელე ვერ მოიფიქრე?!
-არა მათე, არა. დაუკვირდი და თავად მიხვდები, რომ ცამდე მართალია მია. რომ არ ჩამოვსულიყავი საქართველოში ეს ყევლაფერი ხომ არ მოხდებოდა. არა მხოლოდ სერგის, სესილისაც ვგულისხმობ. იმ წყეულ ღამეს ხომ არ მოვხდებოდი სანაპიროზე და არც ახლა იქნებოდა ეს სიტუაცია, არც მამას ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე, არც მარიამი ივლიდა ცოცხალ-მკვდარივით, არც მია იქნებოდა ამ დღეში და არც ლაზარე და ქრისტინე დარჩებოდნენ მამისა და ქმრის გარეშე. ხედავ მათე? დომინოს ქვებივით არის აწყობილი ყველაფერი ერთმანეთზე. და ამ ქვების სათავეში ვინ დგას? მე!
-ნოე, ეს შეიძლება ნებისმიერს მოსვლოდა. შენ არფერ შუაში ხარ. სერგი იმ დღით მაინც აპირებდა წასვლას...
-იცი სერგის საფლავზე საერთოდ ვერ მივდივარ. ხომ იცი დაკრძალვაზეც კი ვერ მივუახლოვდი საფლავს. რა სინდისით მივიდე? ან რომ მივიდე რა ვუთხრა? მე ვარ იმაში დამნაშავე რომ დღეს შენი შვილი უმამოდ იზრდება-მეთქი? ორი თვე გავიდა და მაინც ვერ შევძელი.
-ნოე, ეს ყველაფერი აბსურდია. ეს ავარია სხვისი ბარლი იყო, თქვენ დაგეჯახეს, გზა სველი იყო და, ფაქტობრივად, შეუძლებელი საჭის დამორჩილება.
-მე ხომ მოვაწარი გადმოხტომა...
-სერგის ღვედი ეკეთა. პოლიციამ გარკვევით გითხრა, რომ ღვედმა შეუშალა ხელი თავის დროულად განთავისუფლებაში...
-რატომ ცდილობ გამამართლო?
-შენ რატომ ცდილობ დაიდანაშაულო თავი იმაში რაშიც არ ხარ დამნაშავე!_ხმას აუწია მათემ. -კარგი, გასაგებია რომ სესილის ცუდად მოექეცი, მაგრამ სხვა ცოდვას ნუ მიიწერ! ვერ ხვდები რომ ამისთანა თვითგვემა ბოლოს მოგიღებს, გაგანადგურებს! შენ ძმა დაკარგე, მაგრამ გთხოვ, მეც ნუ გამიმეტებ იგევე ტკივილისთვის! _სწრაფი ნაბიჯით გავიდა მათე კაბინეტიდან და კარი გაიჯახუნა.
***
-ქრისტი, შენ დაწექი. ლაზარეს მე ვაჭმევ. _შესთავაზა სესილიმ.
-მადლობა, რომ მეხმარები, სესი._თბილად გაუღიმა ქალმა და დივანზე წამოწვა.
სესილიმ ლაზარეს მოჰკიდა ხელი და სამზარეულოში შეიყვანა. კარზე ზარის ხმის გაგონებისას, სანამ ქრისტინე წამოდგებოდა მანამდე გავიდა სამზარეულოდან და სწრაფად გააღო კარი. ზღურბლზე ნოეს დანახვისას, იგრძნო როგორ დაუარა მთელს სხეულში სიხარილის ტალღამ.
-სესილი? _ცოტა არ იყოს გაუკვირდა გოგონას ნახვა.
-მოდი, ქრისტინე წევს. _გზა დაუთმო მამაკაცს, რომ სახლში შესულიყო.
-უი, ნოე შენ ხარ? _გაჭირვებით წამოიწია ქალი დივნიდან.
-იწექი, არ ადგე. _სწრაფად შეაჩერა. -რაღაცები მოგიტანეთ _ხელში მოქცეულ პარკებზე ანიშნა.
-რა საჭირო იყო?
-ისეთი არაფერია. _მხრები აიჩეჩა და ს ამზარეულოსკენ წავიდა. პარკები მაგიდაზე დააწყო და მაშინვე ლაზარეს მიუბრუნდა, რომლიც გახარებული უკვე ფეხზე ეხვეოდა.
-როგორ ხარ პატრა კაცი? _ღიმილით აიყვანა ხელში.
-მე კარგად, მაგრამ დედიკო ცუდადაა. _მოწყენილმა უთხრა.
-შენ არ ინერვიულო, მივხედავთ დედიკოს და მალე გამოკეთდება. _პატრას ლოყები დაუკოცნა. -იცი მე შენ რა მოგიტანე?
-რა? _წამში აენთო თვალები. ნოემ ჯიბიდან პატარა ტომარა ამოიღო და ლაზარეს ხელში ჩაუდო.
-რა არის?
-გახსენი და ნახავ. _ლაზარემაც სწრფად შეხსნა ტომარა და იქედან პატარა ჯვარი ამოიღო.
-ჯვარი მიყიდე? _გახარებულმა წამოიჭყიპინა და ნოეს კისერზე მოხვია ხელები.
-მოგწონს? _ღიმილით ჰკითხა.
-კი, კი! _გახარებულმა შეძახა და სწრაფდა ჩამოხტა ნოეს ხელებიდან, რათა დედისთვის ეჩვენებინა ბიძიას საჩუქარი. როგორც კი ლაზარე სამზარეულოდან გავიდა იქვე მდგომ სესილის მიუბრუნდა, რომელიც პროდუქტებს მაცივარში ალაგებდა. ამ წამს, როცა სესილი ასე ახლოს იყო მასთან, ორმაგად გრძნობდა თუ როგორ ენატრებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში.
-როგორ ხარ? _გაუღიმა და პარკებიდან პროდუქტის ამოლაგება დაიწყო თვითონაც.
-კარგად. _სესილიმაც გაუღიმა -იყოს, მე მივხედავ.
-დაგეხმარები. _ნატურალური წვენების შეკვრა მიაწოდა.
-შენ როგორ ხარ? დიდი ხანია არ გამოჩენილხარ.
-არამიშავს. ბევრი საქმე მქონდა და ვერ ვახერხებდი შემოვლას. _გოგონამ გასაგებიას ნიშნად მხოლოდ თავი დაუკრა. ერთგვარი დაძაბული ატმოსფერო იყო შექმნილი. თითქოს ორივე ცდილობდა საუბრის გაგრძელებას, მაგრამ საწირო სიტყვებს ვერ პოულობდნენ. ვერ ხვდებოდნენ რა შეიძლება ეკითხათ ერთმანეთისთვის.
-პურს მომაწოდებ? _თხოვა სესილიმ. ნოემაც სწრაფად მიაწოდა პარკი.
-თუ იცი, ქრისტინე ექიმთან იყო?
-არა, დილით წამლები დალია და მას შემდეგ წევს.
-მგონი ჯობია ექიმს დავურეკო.
-შენც არ გამოიყურები კარგად.
-დაღლილობის ბარლია. _საოცრად ესიამოვნა სესილის მხრიდან ყურადღება.
-სამსახურში რამე პრობლემებია?
-ცდილობ ინფორმაცია გამომძალო, რომ კონკურენტ კომპანიას მიაწოდო? _სიცილით ჰკითხა ნოემ.
-არა, არა ეგ არც მიფიქრია. უბრალოდ, რადგან თქვი გადავიღალეო, ვიფიქრე რომ ბევრი სამუშაო გექნებოდა და...
-დამშვიდდი, ვიხუმრე. _გოგონას დაბნეულობაზე გაეცინა.
-ცუდად ხუმრობ._წყენით ჩაილაპარაკა სესილიმ.
-ნუ იბუტები.
-არ ვიბუტები! _წარბაწეულმა შეხედა და მაცივრის კარი დახურა.
-ვაშლი?
-ვაშლს მანდ არ ვაწყობთ! _პარკი ხელიდან გამოსტაცა დ ა ხილისთვის განკუთვნილ კალათაში ჩაალაგა.
-დაგეხმაროთ რამეში? _ქრისტინე შემოვიდა სამზარეულოში.
-რატომ ადექი?
-დავიღალე ნოე, ამდენი წოლით. მთელი დღეა სესილი თავს დაგვტრიალებს მე და ლაზარეს.
-ეგ რა სათქმელია. ისე ამბობ თითქოს ძალით ავკეთებდე რამეს. _ტვალები გადაატრიალა გოგონამ.
-მოდი შენ, აქ დაჯექი და მე გაგიკეთებ ჩაის. _პერანგის სახელოები შეიხსნა და სწრაფად აიკეცა ნოემ. -სესილი დამეხმარები? _გოგონას გადახედა რომელიც ლაზარეს ახალ ჯვარს უკეთებდა. -შენ უკეთ იცი სად რა დევს.
-კი, ახლავე._სწრფად ჩაუარა ნეოს ცხვირწინ და ერთ-ერთ კარადას მიადგა. გოგონას სასიამოვნო სურნელმა ნესტოები აუწვა და სახე სასიამოვნოდ გაებადრა.
ქრისტინეს დაცემინებაზე სწრაფად გამოფხიზლდა.
-უი, ბოდიშით. _ჯემპრი მთელ ტანზე მჭიდროდ შემოიჭირა.-მგონი ისევ მაქვს სიცხე.
-არაუშავს, აი ნოე ჩაის გაგიკეთებს და მაშინვე გამოკეთდები. _სიცილით თქვა სესილიმ და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა.
-ეჭვი გეპარება?_ალმაცერად შეხედა გოგონას. -დამითმე ასაპარეზი. _სესილის ანიშნა გაზქურას მოშორებოდა. ისიც ხელებაღმართული გამოვიდა.
-ხო მართლა, სადარბაზოდან რაღაც ნივთები გაჯქონდათ და რა ხდება ხომ არ იცით?_გოგონებს გადახედა.
-ჩვენს ზევით, კალანდაძეები გადადიან და ბინას ყიდიან. _უთხრა ქრისტინემ. -დღეს, როგორც ჩანს ნივთები გაიტანეს. _ნოემ გასაგებიას ნიშნად თავი დუაკრა და უკვე გამზადებული ჩაი წინ დაუდო ქრისტინეს.
-აბა რძალო, შემაფასე! _ხელები ერთამანეთს გაუხახუნა.
-ობიექტური ვიქნები. _ჩაიცინა ქრისტინემ.
-გაითვალისწინე ხვალ სამსახურში ხარ მოსასვლელი.
-აშკარა შანტაჟს აქვს ადგილი. ეგ რა წესია?! _გააპროტესტა სესილიმ.
-ჩემი წესია. _ოდნავ ჩამოკრა სესილის ცხვირზე ხელი და სამზარეულოს დახლს მიეყრდნო.
****
-გეფიცები ჩემი ხელით დავახრჩობ! _დილის შემდეგ ცეცხლეს აფრქვევდა მეგი.
-ხომ ხვდები რომ ძალით გიკეთებს არა?
-სესილი, უფროსი რომაა, მაგიტომ არ ვეუბნები არაფერს, თორეე...
-წარმომიდგენია. _ჩუმად ჩაიფხუკუნა სესილიმ.
-რომ იცოდე როგორი უტაქტო კაცია. _ვერ ცხრებოდა მეგი. -რომ კითხო პროფესიონალია.
-რას ერჩი იცის კაცმა თავისი საქმე. ერთი-ორჯერ თვალი თუ ჩაგიკრა დიდი ამაბვი ახლა.
-შენც ნუ მიმატებ რა! _შეუბღვირა დეიდაშვილს.
-კარგი, ბატონო ჩუმად ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ სიმპათიური უფროსი გყავს და როგორც ვხედავ შენ მიმართაც არაა გულგრილი.
-ვიცი მე მაგას რაც უნდა. _ჩაიცინა მეგიმ და სადარბაზოდან შემოსულ ხმაურზე გვარიანად შეხტა.
-რა არის კი მაგრამ მთელი დღე რომ ეზიდებიან ზევით ქვევით რაღაცებს?!
-მგონი ახალი მეზობლები გადმოდიან. -მხრები აიჩეჩა სესილიმ და კარისკე წავიდა.
-ასე მალე გაიყიდა კალანდაძეების ბინა? _მეგიც უაკნ გაჰყვა სესილის.
-როგრც ჩანს. დღეს მთელი დღეა ავეჯს ეზიდებიან. _კარი გააღო და სადარბაზოში მოსიარულე მუშებს გააყოლა თვალი.
-ანუ ახალი მეზობლები გვყავს. _მხარზე ჩამოეკიდა მეგი სესილის.
-მეზობლები არა, მეზობელი. _მოულოდნელად გაისმა ნოეს ხმა, რომელიც კიბეზე დინჯი ნაბიჯებით ამოდიოდა. სესილი ერთ ადგილს მიეყინა. გაშეშებული უყურებდა მომღიმარ მამაკაცს, რომელიც უკვე მის წინ ასვეტილიყო.
-ისე გაგიხარდა ჩემი გადმოსვლა, რომ ემოციებისგან ხმას ვერ იღებ? _გაოგნებულ სესილის სიცილით ჰკითხა. <ესეც ასე> საკუთარი თავით კმაყოფილი ფიქრობდა და გოგონას დიდრონ თვალებს უყურებდა.
-რატომ? _ დაბნეულმა იკითხა სესილიმ.
-რატომ გადმოვედი? _წარბაწეულმა ჰკითხა.
-ხო._თავი დაუქნია.
-ასე უფრო ახლოს ვარ ჩემთვის ძვირფას ხალხთან. _თვალი ჩაუკრა და კიბეზე სვლა განაგრძო.
9 თავი
-სპეციალურად აკეთებს მეგი, სპეციალურად იქცევა ასე ხომ? _ წინ და უკან დადიოდა და ადგილს ვერ პოულობდა. ნერვიულობისაგან ლამის ყველა ფრჩხილი დაიჭამა.
-არც კი ვიცი რა გითხრა. _მეგი ერთ ადგილას იჯდა და მოსიარულე სესილის თვალს აყოლებდა.
-შემატყო, ნამდვილად მიხვდა რომ მომწონს და ამიტომ მოიქცა არა ასე? _საცოდავად ამოიკნავლა.
-იქნებ ლაზარეს და ქრისტინეს გამოა აქ?
-კარგი რა მეგი, ლაზარეს და ქრისტინეს ისეც ყოველ დღე ნახულობდა. _ხელებს უმისამართოდ იქნევდა ჰაერში. -სპეციალურად აკეთებს ამას არა?
-იქნებ მასაც მოსწონხარ?
-ვის? ნოეს? მე? მე მოვწონვარ? _სიმწრით ჩაეცინა.
-სესილი! _წარბაწეულმა შეხედა მეგიმ დეიდაშვილს. -სარკეში საკუთარ თავს შეხედე და მითხარი, რომელი კაცი დარჩება შენი შემხედვარე უკმაყოფილო?!
-ოფ, არ ვიცი უკვე აღარფერი არ ვიცი. _დივანზე მოწყვეტით დაეშვა. -შემიწირავს მე ეგ კაცი. რა უნდა კი, მაგრამ, რატომ იქცევა ასე?!
-ადი და თვითონ ჰკითხე. _მხრები აიჩეჩა მეგიმ.
-მართალი ხარ! _სწრაფად წამოხტა ფეხზე. -ავალ და ვკითხავ! _ელვის სისწრაფით გავარდა სახლიდან. მეგის ყვირილისთვის სულ არ მიუქცევია ყურადღება ისე აუყვა სირბილით კიბეებს. ღრმად ჩაისუნთქა საკუთარ თავში დარწმუნებულმა, სასურველი კარის წინ შედგა და მთელი ძალით დააბრახუნა მუშტი კარზე.
აი აქ, კი წამში ნამსხვრევებად იქცა მისი თვითდაჯერება. ახლაღა გააცნობიერა რა სისულელე ჩაიდინა აქ ამოსვლით. ამოვიდა და რა უნდა უთხრას? იქნებ მამაკაცი მართლაც თავისი ძმიშვილის გამოა აქ. მაშინ რაღა უნდა ქნას? ასე ხომ საკუთარ თავს ბოლომდე გაყიდის. გონებაში სრული დომხალი ჰქონდა. არ იცოდა რა გაეკეთებინა. ნერვიულობისგან ხელისგულები სულ გაუოფლიანდა. საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოშორებოდა კარს და სახლში დაბრუნებულიყო, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ გონებაში გავლილი აზრი იყო, რადგან ნოე უკვე მის წინ იდგა და ერთდროულად გაკვირვეული და ინტერესით აღსავსე სახით უყურებდა გოგონას.
-სესილი? _ცოტა არ იყოს გააკვირვა გოგონას ვიზიტმა.
-ხო... მე ვარ... _დაბნეულმა ამოილუღლუღა და სხე სიმწრის ღიმილმა გაუპო.
-ასე მალე არ ველოდი სტუმრებს, თუმცა მაინც მოხარული ვარ. _სიცილით უთხრა მამაკაცმა და ღამის პერანგში გამოწყობილი გოგონა აათვალიერა. -კარგად ხარ? _ეჭვის თვალით შეხედა ერთიანად აჭარხალებულს. ძლივს იკავებდა თავს ამ წუთას, რომ რაიმე კომპლიმენტი არ ეთქვა.. იმდენად საყვარელი და ლამაზია ამ წამს, რომ სურვილი უჩნდება მთელი ძალით მოეხვიოს.
-აჰ, კი კარგად ვარ._სწრაფად დაუქნია აფორიაქებულმა თავი და დიდრონი თვალები სწრაფად ააფახულა. გრძნობდა ნოე, როგორ ითრევდნენ ეს თვალები დროდადრო უფრო და უფრო მეტად. სრულ ჭაობს ხედავდა მათში და სწორედ ეს ჭაობი იზდავდა ასე. მწვანე ირისები ამ წამს კიდევ უფრო გამუქებული ეჩვენა.
-რამე გინდოდა? _ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას და მასთან საკმაოდ ახლოს დადგა. არ უნდოდა ამ ირისებს მოშორებოდა. სურდა კიდევ უფრო დიდხანს ეცქირა მათთვის. სურვილი კლავდა ისე უნდოდა სათითაოდ დაეკოცნა ორივე თვალი.
-ეე... ისა.. მინდოდა მეკითხა რამეში დახმარება ხომ არ გჭირდება? _სწრაფად მოუყარა სიტყვებს თავი. გრძნობდა მამაკაცის სიახლოვეს და ეს კიდევ უფრო მეტად აბნევდა, თუმცა ვერც ნაბიჯის უკან გადადგმა მოეხერხებინა. -გჭირდება რამე? _მწვანე თვალები მიანათა ნოეს.
-კი, მჭირდება. _ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა ნოეს. ამ წამს მთელი გულით უნდოდა სესილისთვის ეთქვა, რომ სწორედ ის ჭირდებოდა, მაგრამ მთელი ნებისყოფის ფასად იკავებდა თავს. -მაგრამ ვფიქრობ შენ ვერ დამეხმარები.
-აჰა, კარგი... _ღრმად ამოისუნთქა სესილიმ და კვლავ სიმწრის ღიმილმა გაუპო სახე. -წავალ მე მაშინ...
-მოიცა მეც მივდივარ, დამელოდე. _წამით სახლში შებრუნდა ნოე, გასაღები აიღო და გარეთ გამოვიდა.
-აქ არ რჩები?
-ჯერ დასალაგებელია. დღეს მხოლოდ შევამოწმე. _კარი დაკეტა და სესილისთან ერთად დაუყვა კიბეს. გოგონას სახლის კართან წამით შეჩერდა თვითონაც.
-კარგად. _თბილად გაუღიმა სესილიმ.
-ძილინებისა. _მისკენ გადაიხარა ნოე და ნაზად აკოცა გოგონას ლოყაზე. სესილი ერთ ადგილს მიეყინა. ეგონა ცეცხლი მოეკიდა მთელ სახეზე. როდის და როგორ შეაღო სახლის კარი აზრადაც ვერ მოვიდა. უაზროდ ეღიმებოდა და სახიდან ხელს არ იშორებდა. მეგის კითხვაზე კი, თუ რა უთხრა ნოეს, პასუხად ისტერიული სიცილი აუვარდა.
***
-თამარი და მათე სად არიან?_ჰკითხა მდივანს.
-ბატონმა მათემ, ქალბატონი თამარი ექიმთან წაიყვანა, დილით ცუდად გახდა...
-რა მოუვიდა?! _თვითონაც ანერვიულდა და ქალის პასუხს არ დალოდებია ისე აკრიფა მათეს ნომერი.
-გისმენ, ნოე. _მალევე გაისმა მათეს ხმა.
-რა დაემართა თამოს?
-ექიმმა თქვა მოიწამლაო, გადასხმა გაუკეთეს.
-ახლა როგორაა?
-უკეთ. სახლში მივიყვანე და წევს. შეიძლება ცოტა ხნით შემაგვიანდეს მე.
-ეგ არაფერი, მთავარია კარგად იყოს. საღამოს მეც შემოგივლით.
-კარგი. _ნოეს დაემშვიდობა მათე და დივანზე მწოლიარე თამარს გახედა, რომელიც თვალებს ძლივს ახელდა.
-მათე, მართლა არ არის საჭირო მთელი დღე აქ იყო. უამრავი საქმე გაქვს, თანაც მეც უკეთ ვარ.
-თამრიკო, ტყუილად რომ ლაპარაკობ თუ ხვდები? _გოგონას თვალი ჩაუკრა -რამე ხომ არ გინდა რომ მოგიტანო?
-მათე, თამრიკოს ნუ მეძახი! და არაფერი არ მინდა._წარბაწეულმა შეხედა მათეს და დივანზე წამოჯდა.
-დღეს არ ადგე. დაისვენე, როგორც ექიმმა გითხრა. _სახლში სიარულს მოჰყვა და იქვე თაროებზე განთავსებული სურათების თვალიერება დაიწყო.
-ისედაც იმდენი საქმეა სამსახურში. _ამოიოხრა გოგონამ
-შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ. _ისე უპასუხა ერთ-ერთი ფოტოსთვის თვალი არ მოუშორებია. ფოტოზე თამარი, მეგობრებთან ერთად იყო გამოსახული. სკოლის ბოლო დღეს, თუმცა ისიც კარგად ჩანდა, რომ გოგონას თვალები აცრემელბული ჰქონდა. მშვენივრად ახსოვდა მათეს ეს დღე და ისიც კარგად იცოდა რის გამო ჰქონდა თამარს ასეთი გამომეტყველება.
-კარგი ფოტოა. _სურათი ხელში აიღო და თამარს დაანახა. გოგონა უხერხულად შეიშმუშნა ფოტოს მათეს ხელებში დანახვისას
-ა.. ხო კარგი ფოტოა. _დივნიდან ფეხები ჩამოაწყო.
-სკოლის ბოლო დღეა ხომ? _ოდნავ ირონიული ტონით იკითხა და ინტერესით სავსე თვალები მიაპყრო გოგონას, რომელსაც აშკარად დაეტყო გაღიზიანება.
-ხო! _უხეშად უპასუხა, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-და რატომ ტირი? _კიდევ ერთხელ დააკვირდა ფოტოს და თამარს უკან მიჰყვა.
-არ ვტირი! _შეუბღვირა.
-არა? _თავისას არ წყვეტდა მათე. -არადა აშკარად ჩაწითლებული გაქვს თვალები.
-რა გინდა მათე?! _გაბრაზებულმა აუწია ხმას და ჭიქა სამზარეულოს მაგიდაზე ხმაურით დადგა.
-რა მინდა? _გაოცებული სახე მიიღო.
-რატომ მეკითხები იმას რაც ისეც მშვენივრად იცი?! _კვლავ იგრძნობდა თამარის ხმაში გაბრაზება, თუმცა მამაკაცმაც შენიშნა რომ უკვე წყენაც გაერია ხმაში.
-მაინტერესებს რამდენად კარგად გახსოვს. _თვალი ჩაუკრა მათემ და ირონიულად ჩაიცინა.
-ცინიკოსი ხარ! _კბილებსშორის გამოსცრა. -ისეთივე ცინიკოსად დარჩი, როგორიც მაშინ იყავი! _სურათზე მიუთითა და სამზარეულოდან გასვლა დააპირა, თუმცა მათეს მკლავებმა გზა მოუჭრა და კვლავ სამზარეულოს მაგიდასთან დარჩა მომწყვდეული.
-ადამიანების შეფასებაში ხუთიანს გიწერ. _ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
-დროს ჩამორჩი ძვირფასო, ახლა უკვე ათ ბალიანი სისტემაა. _ირონიულად გაუღიმა თამარმა.
-სწორედ მაგიტომ გიწერ ხუთიანს. _არც მათემ დააკლო.
-გაიწიე! _შეუბღვირა.
-იქნებ ერთად გავიხსენოთ ეს დღე? _თვალით სურათზე ანიშნა. -თუ პირდაპირ ის ვთქვათ როტომ ტირის ჩვენი თამრიკო?
-მათე გეყოფა. _აშკარად შეეტყო ქალს ხმაში წყენა.
-იქნებ იმიტომ, რომ ერთმა ზედმეტად სიმპათიურმა ყმაწვილმა გამოსამშვიდობებლად მიაკითხა ამ დღეს სკოლაში და გამოსამშვიდობებლი კოცნაც დაუტოვა? _მაინც თავისას აგრძელებდა მათე.
-ან იქნებ იმიტომ, რომ ეს ყმაწვილი ჩვეულებრივი გაიძვერა და კლოუნი აღმოჩნდა?! _სცადა თავი გაენთავისუფლებინა მამაკაცის ხელებიდან თუმცა ამაოდ.
-ან იქნებ იმიტომ, რომ მონატრებით კვდებოდა?
-მათე... _მძიმედ გადააგორა ნრწყვი თამარმა.
-ან იქნებ იმიტომ, რომ დღემდე კვდება მონატრებით? _უფრო მიუახლოვდა გოგონას, რომელიც აშკარად ააფროიაქა მამაკაცთან სიახლოვემ.
-მათე, ჩვენ უკვე ბავშვები არ ვართ..._ჩუმად ამოილაპარაკა და იგრძნო როგორ ჩაუდგა თვალებში ცრემლები.
-ხო უკვე დიდი გოგო ხარ! _ჩაიცინა მათემ -დიდი გოგო, რომელიც დაკომპლექსებული, გაუბედავი ქალივით იქცევა და ოსტატურად ფარავს საკუთარ სურვილებს.
-შენ არ იცი მე რა მსურს.
-ჩემზე უკეთ ეგ არავინ იცის. _სახესთან ახლოს უჩურჩულა.
-თუ იცოდი მაშინ რატომ წახვედი? _საბოლოოდ ამოთქვა ის რაც ამდენი ხანი აინტერესებდა.
-იცოდი რატომაც მივდიოდი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც არ გამომყევი.
-რომელ გამოყოლაზე საუბრობ მათე, მაშინ ბავშვები ვიყავით....
-ახლაც ბავშვები ვართ?
-არა... _ღონემიხდილმა ჩამოადო მამაკაცს მკერდზე თავი.
-მაგრამ მაინც ანალოგიურად იქცევი.
-იმიტომ რომ შენი ქცევა მაიძულებდა ასე მოქცევას. ყოველთვის არასერიოზულად უდგებოდი ყველაფერს.
-ოპტიმიზმს და პოზიტივს ნუ დამაკარგვინებ. _ოდნავ ჩაიცინა მათემ.
-შენ დღემდე არასერიოზული ხარ. _სიმწრის სიცილი გაუკრთა სახეზე.
-ამაზე სერიოზული ბოლოს როდის მნახე? _ორი თითით ააწევინა გოგონა თავი და თვალებში შეხედა. -ვფიქრობ დროა ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ.
****
-ანუ ხვალიდან გადმოდიხარ?
-ხო. უკვე ყველაფერი გადმოვიტანეთ, მხოლოდ ჩემი ნივთებიღა დამრჩა. ძველ ბინასაც უკვე გამოუჩნდა კლიენტი და მალე გაიყიდება.
-ძალიან კარგია. _ყავით სავსე ჭიქა მიაწოდა და დივანზე ჩამოჯდა. - თუ რამით შემიძლია დაგეხმარო არ მოგერიდოს.
-არა, არაფერი._უარის ნიშნად თავი გააქნია. -შენ ის მითხარი, ექიმთან იყავი?
-კი ვიყავი და საშიში არაფერია, უბრალო გაციება იყო, ხომ ხედავ უკვე კარგად ვარ.
-თავს უნდა მიხედო ქრისტი.
-დედიკო, მშია. _სათამაშო დათუნიასთან ერთად გამოვიდა ლაზარე ხტუნვით და დედას და ბიძიას წინ დაუსკუპდა.
-გაგიმზადებ დე ახლავე. _ღიმილით წამოდგა ქრისტინე ფეხზე და სამზარეულოსკენ წავიდა. -ნოე, შენც ხომ ივახშმებ ჩვენთან ერთად?
-არა, არა, წამოსვლამდე მათესთან ერთად ვჭამე. _ქრისტინეს გასძახა და ლაზარე მუხლებზე დაისვა.
-აბა, როგორ მიდის ბაღში საქმეები?
-ცუდად. _წარბები შეჭმუხნა პატარამ და თავი უკაყოფილოდ გააქნია. ამ წამს ისე ძალიან ჰგავდა სერგის, რომ ნოეს სახე გაებადრა. უყურებდა პატარას, რომელიც მეტად სერიოზულ თემაზე ცდილობდა ბიძიასთან დალაპარაკებას და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.
-რატო, რა ხდება?
-ნიკას ვეჩხუბე. _ხელები გულზე გადაიჯვარედინა და სამზარეულოსკენ გააპრა თვალი იმის შესამოწმებლად გაიგო თუ არა დედამ მისი სიტყვები. -დედიკოს არ უთხრა. _უჩურჩულა ნოეს.
-რატომ ეჩხუბე?
-ცუდი რაღაცები მითხრა. _თითქოს ცდილობდა ბავშვი, რომ მთავარი სათქმელისთვის თავი აერიდებინა.
-მაინც რა გითხრა? _ამჯერად ნამდვილად დაინტერესდა ნოე.
-გამაბრაზა.
-ლაზარე _ ბავშვს თვალებში შეხედა. -აბა მითხრაი ეხა, რატო ეჩხუბე იმ ბიჭს?
-ნიკამ მითხრა შენი მამიკო აღარ მოვაო. _თავი ჩაქინდრა და ხელში მოქცეულ დათუნიას წვალება დაუწყო. ასე ცდილობდა ცრემლების შეკავებას.
-მერე... _ერთიანად დაიძაბა ნოე. -შენ რა უთხარი?
-მე დავარტყი. _ისეთი სახით ჩაილაპარაკა თითქოს თავის საქციელს არც კი ნანობდა.
-ლაზარე, ასე არ უნდა მოქცეულიყავი. მშვიდად უნდა დალაპარაკებოდი და ჩხუბი არ უნდა დაგეწყო...
-ვიცი, რომ ჩემი მამიკო აღარ მოვა. _ბიძიას სიტყვა გააწყვეტინა და თვალებში შეხედა. ხედავდა ნოე ბავშვის თვალებში აკიაფებულ ცრემლებს.
-ეგ ვინ გითხრა? ხომ იცი მამიკოს როგორ უყვარხარ?
-ვიცი, რომ ვუყვარვარ. მაგრამ ვიცი, რომ აღარ მოვა. მარის ბაბუაც ასე წავიდა და აღარ მოვიდა. მარი ბაღში სულ ტიროდა, მაგრამ მერე მითხრა რომ მისი ბაბუა ანგელოზებთან წავიდა და იქ დარჩება. ხოდა მეც მივხდი რომ მამიკო ანგელოზებთან წავიდა და იქ დარჩება. _ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა ლაზარეს სახეზე. ნოე გაოცებული უსმენდა ბავშვს და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. -მამიკოს იქ ყოფნა უფრო მოსწონს და მაგიტო დარჩა ხომ იქ? _კვლავ შეხედა ნოეს.
-კი, მოსწონს... _მძიმედ გადააგორა ნერწყვი.
-იქ იმიტომ წავიდა, რომ ჩვენთან აღარ უნდოდა დარჩენა არა?
-არა, საყავრელო, არა. მამიკოს ძალიან უნდოდა თქვენთან ყოფნა, მაგრამ...
-სანამ წავიდოდა მისი ნაჩუქარი მანქანა გავტეხე. _დამნაშავესავით ამოილუღლუღა და მუჭით მოიწმინდა კიდევ ერთი ცრემლი. -ეწყინა და მაგიტომ წავიდა ხომ?
-არა ლაზარე, ამამიკო შენზე არ განაწყენებულა. მას ყველაზე მეტად უყვარხარ. უბრალოდ ის ჩვენთან ვერ მოვა, ჩვენ კი მასთან ვერ მივალთ, მაგრამ იცოდე, რომ შენი მამიკო ყოველთვის გხედავს და ყოველთვის შენს გვერდითაა. უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ მას. _იცოდა რამდენად რთული იყო სამი წლის ბავშისთვის ამ ყველაფრის გაგება, მაგრამ სხვაგვარად ახსნა უბრალოდ არ შეეძლო.
-სულ მხედავს? _თვალები გაუფართოვდა პატარას.
-აბა რა, ყოველთვის გხედავს.
-მე რატომ ვერ ვხედავ მაშინ?
-იმიტომ რომ ის უხილავია. _უჭირდა, ძალიან უჭირდა ლაზარესთვის ამის ახსნა. რაც უფრო მეტ კითხვაზე სცემდა პასუხს, მით მეტი ახალი შეკითხვა უჩნდებოდა.
-დედიკოს არ ვუთხრათ კარგი?
-რა არ ვუთხრათ?
-მამიკო, რომ არ მოვა. ჯერ არ იცის. არ მინდა რომ მასაც ეწყინოს, მეც აღარ ვიტირებ და ვერ მიხვდება. _ნოეს ეგონა გულ-მუცელი ამოუშანთეს. ერთიანად შეძრა ამ ბავშვის მზრუნველობამ. ყელში მომდგარი ცრემლის გორგალი ძლივს გადააგორა.
-კარგი... _ჩახლეჩილი ხმით უთხრა და თბილად გაუღიმა პატრას. -დედიკოს არ ვეტყვით.
-თორემ ისევ ცუდად გახდება და წაიქცევა. _ჩუმად ამოიბუტბუტა.
-რა? _ვერ მიუხვდა ნათქვამს.
-აღარ მინდა დედიკო, რომ წაიქცეს. _ჩუმად თქვა და კვლავ გააპარა სამზარეულოსკენ თვალი.
-ლაზარე, დედიკო წაიქცა?
-კი. _თავი დაუქნია.
-როცა გაციებული იყო მაშინ?
-არა.
-აბა, უფრო ადრე? _ბავშვმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-არ იცი რა დაემართა?
-არა. _თავი გააქნია.
-ლაზარე, დედიკო, მოდი გაგიმზადე საჭმელი. _სამზარეულოდან გამოვიდა ქრისტინე.
-მოვდივარ. _დათუნია იქვე დივანზე დასვა და თვითონ სამზარეულოში შევარდა. ნოე წამით დაფიქრდა ლაზარეს სიტყვებზე. ქრისტინეს ეჭვის თვალით შეხედა. აშკარად კარგად გამოიყურებოდა, ნუთუ ისე ცუდად გახდა, რომ ბავშვის წინ გონება დაკარგა.
-ქრისტი, მოიცადე. _ფეხზე წამოდგა.
-გისმენ.
-ხომ კარგად ხარ?
-კი, რატომ მეკითხები?
-გავიგე გული წაგსვლია და იქნებ მითხრა რისი ბრალი იყო?_ნამდვილად არ აპირებდა რამის დამალვას. სურდა მალევე გაეგო თუ რა სჭირდა ქალს. ქრისტინეს აშკარად შეეტყო სახის ცვლილება.
-ლაზარემ გითხრა? _დანებების ნიშნად ამოიოხრა.
-პატარაა, მაგრამ შენზე ძალიან ნერვიულობს.
-არ მინდოდა, რომ ასე გაგეგო ეს ყველაფერი. _ნერვიულად მოისრისა შუბლი.
-რა ყველაფერი? ხომ კარგად ხარ? _ხმაში შეშფოთება დაეტყო ნოეს.
-ნოე... _ყოყმანით დაიწყო ქრისტინემ.- ფეხმძიმედ ვარ. _იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რომ წამით დაიბნა.
-მოიცა... ანუ შენ.... _დაბნეული აბლუყუნდა. აზრადაც არ მოსდიოდა ამ წამს რა უნდა ეთქვა.
-ორი თვის ვარ. თბილისში როცა დავბრუნდით მაშინ გავიგე. აქამდე ვერ მოვახერხე თქმა.
-ანუ მეორე შვილი გეყოლება? _როგორც კი ნათქვამი გაიაზრა წამში მოიცვა სიხარულმა და ერთიანად გაებადრა სახე. -გილოცავ. _გახარებულმა მოხვია გოგონას ხელები, რომელიც უკვე ტირილის პირას იყო მისული.
-ქრისტი, რა გატირებს? ეს ხომ არაჩვეულებრივი ამბავია! _აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნოე.
-არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ნოე. _ობოლი ცრემლი გადმოუგორდა სახეზე. -სერგი ჩვენთან აღარ არის. არ ვიცი როგორ შევძლებ ამას...
-ქრისტინე, რას ამბობ? ნუთუ, ბავშის მოშორებას აპირებ? _თვალები გაუფართოვდა ნოეს.
-რა სისულელეა ნოე! ამას როგორ ამბობ? _აცრემლებული თვალებით შეხედა.
-მაპატიე, უბრალოდ ვიფიქრე, რომ...
-რა თქმა უნდა, არ მოვიშორებ ბავშვს. როგორ შემიძლია ეს გვააკეთო. უბრალოდ, ძალიან რთულია ჩემთვის იმის გაცნობიერება, რომ სერგი ამ ყველაფერს ვერ ხედავს და ჩვენთან არ იქნება._სახეზე ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა.
-ვიცი, რომ ვერანაირი სიტყვებით ვერ შეგიმსუბუქებ ამ დანაკლისს, მაგრამ იცოდე, რომ მე ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები. რაც არუნდა დაგჭირდეთ. თუნდაც თქვენი სახლის კართან მომიწიოს ღამეების თენება. ეს პატარა, მხოლოდ ჩემი ძმიშვილი არაა. მასაც ისევე ვთვლი საკუთარ შვილად როგორც ლაზარეს.
-ძალიან დიდი მადლოობა ნოე. _ღიმილით ახედა ქალმა.
-ჩემი იმედი გქონდეს. _მაგრად მოეხვია ქრისტინეს ხელები.
-დედიკოო, კომპოტი დამექცაა _სამზარეულოდან ლაზარეს წუწუნი გაისმა, რაზეც ორივეს გაეცინათ.
****
-მეგი, რომელი საათია? _თვალების ფშვნეტით გავიდა საძინებლიდან.
-ათია. ამდენი ძილი შეიძლება გოგო? დღეს უნდა გაათენო? _შოკოლადის ფილას კუთხე მოატეხა და გემრიელად ჩაკბიჩა.
-ძალიან დავიღალე დღეს სამსახურში. იმდენი საქმე იყო რომ... _სავარძელში ჩაესვენა.
-მთავარია, რომ გამოსაცდელი ვადა უკვე დაგიმთავრდა და ახლა სტაბილური სამსახური გაქვს. _ისევ ფილმს მიუბრუნდა მეგი. -თანდათან მიეჩვევი გრაფიკს.
-იმედია. რას უყურებ?
-მელოტ ძიძას _ჩაიცინა.
-ჰაჰ, მეც რამდენი ხანია არ მინახავს ეს ფილმი. _ღიმილით შეხედა ეკრანს.
-შემთხვევით წავაწყდი. _მხრები აიჩეჩა. -უი, სესი, სულ დამავიწყდა, შენი ტელეფონით ლაზარე თამაშობდა საღამოს და აღარ გამომირთმევია.
-მოეწონა ახალი თამაშები? _გაიცინა.
-ძალიან, მაგრამ ბრაზობს, სულ ვაგებო.
-ეძინება, ალბათ, უკვე. გავალ და გამოვიტან ტელეფონს.
-აჰამ. _თავი დაუკრა მეგიმ და კვლავ ფილმს მიუბრუნდა.
სადარბაზოში გასულმა, მალულად ახედა მესამე სართულზე ამავალ კიბეებს და რამდენიმე წუთი ჩუმად იდგა კიდეც, თუმცა ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა. მხოლოდ მეზობელი ბინიდან გამოსული, ტელევიზორის ხმა ისმოდა. დაღვრემილმა ამოისუნთქა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა რამდენჯერმე.
<<დღეს არ მოსულა. აბა რისთვის იყიდა მაშინ, ბინა?>> არც მისი მანქანა შეუნიშნავს ქვევით. მაინც ვერ ხვდება რის მიღწევას ცდილობს ნოე ამ საქციელით. ნუთუ ასე ეტყობა, რომ მამაკაცის მიმართ სერიოზული სიმპათიები აქვს. ეს თუ მართლაც ასე შესამჩნევია, გამოდის რომ ნოემაც შენიშნა და...
-უი სესილი, შენ ხარ? _ქრისტინეს ხმამ ფიქრი შეაწყვეტინა.
-ხო, მე ვარ. _გაუღიმა -ტელეფონის წასაღებად მოვედი. ლაზარე თამაშობდა და...
-აჰ, კი, კი მოდი. სამზარეულოში დავდე თაროზე. _გზა დაუთმო გოგონას რომ სახლში შესულიყო. -შენ აიღე, მე ლაზარეს დავაწვენ კარგი? _ჩურჩულით უთხრა. -მულტფილმებს უყურებდნენ და ჩაეძინათ. _ჩაიცინა.
-კარგი, მიდი შენ, ავიღებ მე. _თბილად გაუღიმა უკვე ვიწრო კორიდორში ფეხაკრეფით მიმავალ ქრისტინეს. თვითონაც ფრთხილი ნაბიჯით დაიძრა სამზარეულოსკენ. სასტუმრო ოთახში შესულს, კი დივანზე თვალებმინაბული ნოეს დანახვისას, თვალები გაუფართოვდა. პატარა დივანზე, ამხელა კაცის დანახვამ ღიმილი მოჰგვარა. გაუცნობიერებლად მიუახლოვდა მამაკაცს და უბოდიშოდ დაიწყო მისი სახის ნაკვთების შესწავლა. ერთი ხელი თავქვეშ ჰქონდა შემოდებული ნოეს, მეორე კი მუცელზე ედო და მშვიდად სუნთქავდა. ყოველთვის აკვირდებოდა მამაკაცს, როცა ხედავდა, მაგრამ ასე ახლოს არასდროს მისულა და მით უმეტეს მისი თვალიერება არ დაუწყია. უფრო იმიტომ, რომ ვერ ბედავდა. ბრინჯივით იბნეოდა ნოეს ერთ შემოხედვაზეც კი. წელში ოდნავ მოხრილმა ფრთხილად წაიღო ხელი მისი სახისკენ და ნაზად ჩამოუსვა თლილი თითები. საკუთარ საქციელზე ჩაეცინა.
-მართლაც უსამართლობაა ადამიანს ამ დოზით ჰქონდეს შარმი! _თავისთვის ჩაილაპარაკა.
-ყოველთვის ვიცოდი, რომ ზედმეტად სიმპათიური ვიყავი. _მოულოდნელად შეირხა მამაკაცის ბაგეები. ჩუმად, მაგრამ გარკვევით წარმოთქვა თითოეული სიტყვა და ცისფერი თვალები სესილის მიანათა. გოგონა მაშინვე დენდარტყმულივით მოშორდა და ხელები ზურგსუკან დამალა. ნოე ნელა წამოჯდა დივანზე. თვალები თითებით მოიფშვნიტა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და წამწამებს ქვემოდან ახედა სესილის, რომელსაც სახეზე უკვე ჭარხლის ფერი ედო და ვერ გაეგო სად წასულიყო. ასე საშინლად უხერხულ სიტუაციაში ბოლოს როდის აღმოჩნდა არც კი ახსოვს. თვალსაც კი ვერ უსწორებდა მამაკაცას, გრძობდა სახეზე მოკიდებულ მხურვალებას. რას აცეცებდა ხელებს მამაკაცის სახეზე! რა უნდოდა, რომ მიუახლოვდა საერთოდ. გრძნობდა მამაკაცის მზერას და სურვილი უჩნდებოდა ფეხქვეშ მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა.
-გაიღვიძე ნოე? _ ქრისტინეს გამოჩენამ ერთიანად მოგვარა შვება. -ვიფიქრე აღარ გავაღვიძებ-მეთქი.
-ხო, შენ კი შემიცოდე, მაგრამ აი სესილიმ არ დამინდო. _ალმაცერად შეხედა გოგონას და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-მაპატიე, არ მინდოდა შენი გაღვიძება. _ჩუმად ამოილუღლუღა. -ავიღებ ტელეფონს... _ქრისტინეს გახედა და სწრაფად შევარდა სამზარეულოში. მაშინვე დასტაცა ხელი ტელეფონს და ისევ უკან გამოვარდა.
-ღამე მშვიდობისა. _ჩუმად ამოილუღლუღა და კარისკენ წავიდა.
-მოიცა სესილი, მეც მოვდივარ. _ნოეს ხმის გაგონებაზე ერთიანად დაუარა ტანში ჟრუანტელმა. მამაკაცი ფეხზე წამოდგა, სწრაფად დაემშვიდობა ქრისტინეს და სესილისთან ერთად გავიდა სახლიდან. გაშეშებული იდგა ერთ ადგილას და არ იცოდა რა გაეკეთებინა. აშკარად გრძნობდა მწველ მზერას.
-ღამე მშვიდობისა. _ჩუმად ამოილუღლუღა და სახლისკენ გადადგა ნაბიჯი, როცა ნოემ მაგრად ჩაავლო მკლავში ხელი და კვლავ თავისკენ შეატრიალა გოგონა. ხედავდა, სესილის დამფრთხალ თვალებს, იგრძნო, როგორ გაუხშირდა გოგონას სუნთქვა. არც თვითონ იყო ნაკლებ სიტუაციაში. გრძნობდა როგორ იწვევდნენ ეს თვალები, ეს ტუჩები, მისი სურნელი.
-ნოე... _ჩამწყდარი ხმით ამოილუღლღა და სცადა მამაკაცის ხელი მოეშორებინა, თუმცა ამის სანაცვლოდ, მაგრად მოხვია ნოემ გოგონას ხელი, საკუთარ სხეულზე აიკრო და სესილის სქელ ბაგეებს დაეწაფა. იცოდა, რ ომ ამით კიდევ ერთი უდიდესი შეცდომა დაუშვა, თუმცა ამ წამს არ შეეძლო ამ ნეტარებაზე უარის თქმა. იმდენად მაგრად ჰყავდა სესილი მკლავებში მოქცული, თითქოს ეშინოდა ვინმეს არ წაერთვა, ან არ გაქცეოდა. წამით მოშორდა ათრთოლებულ ტუჩებს, დაბინდული მზერა შეავლო სესილის სახეს, შემდეგ კი ნაზად, მაგრამ საოცრად მომთხოვნად, კიდევ ერთხელ შეეხო გოგონას ტუჩებს.
10 თავი
იცოდა, იცოდა, რომ შეცდომა შეცდომაზე დაუმატა, მაგრამ უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა. გრძნობდა როგორ აუცახცახდა ხელები, მთელ ტანზე ცივი ოფლი ასხამდა. რისთვის გააკეთა ეს? ნუთუ არ ეყოფოდა ის, რაც აქამდე დააშავა. დამდუღრულივით მოშორდა გოგონას და მის დაბნეულ თვალებს მზერა გაუსწორდა. იგრძნო, როგორ შეუტოკდა გული, როცა სესილის თვალებში საკუთარი ანარეკლი დაინახა. ასმაგად შეუტია სინდისმა. როგორ არ სურდა მისგანაც იგივე ეგრძნო, მაგრამ გოგონას თვალები უკვე ყველაფერს ცხადყოფდნენ. იგრძნო, როგორ მოიშორა სესილიმ მისი ხელები. გოგონამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ზურგით კედელს აეკრო. აკანკალებული ხელი ტუჩებთან მიიტანა და იეე,რ ომ ნოესთვის მეტად აღარ შეუხედავს სახლში შევარდა. ნოე კი ერთ ადგილას გაშეშებული იდგა. როგორ გააკეთა ეს? ისევ ისე მხეცურად მოექცა გოგონას. როგორ შეძლო? ნუთუ არც ამჯერად დაინდო?! ამ წამს თავისი გრძნობები სულ ფეხებზე ეკიდა. ერთადერთი რაც აფიქრებდა ეს სესილის მდგომარეობა იყო. ხვდებოდა რამდენად გაურკვევლ სიტუაციაშიც აღმოჩნდებოდა ამჟამად გოგონა. იცოდა, რამდენად რთული იქნებოდა მისთვისაც ნოეს საქციელის ახსნა. მერე რა, რომ სესილის მიმართ გრძნობები გაუჩნდა. არ აქვს ამის უფლება! არ აქვს უფლება კიდევ ერთხელ ატკინოს. ვერც კი გაიაზრა როდის აღმოჩნდა თავის მანქანაში. ერთადერთი რასაც გრძნობდა საჭეზე მთელი ძალით ჩაფრენილი ხლები იყო. სპიდომეტრის ისარი სულ უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა. კადრებად ეშლებოდა თვალწინ „სანაპიროს ღამე“. მეხსიერების კუნჭულიდან აძრობდა თითოეულ მოგონებას. იცოდა რომ ამ აზრებისგან დამალვას მაინც ვერ შეძლებდა, მაგრამ ვერც მუდმიავდ ამ ყველაფერზე ფიქრში შელებდა ცხოვრებას. უბრალოდ ეს, სულიერად დაშლიდა. ამ წამამდე, თითქოს ეგონა, რომ გამძვინვარებული სინდისის მიუხედავად მაინც შეძლებდა თავის გაკონტროლებას და სწორი ნაბიჯების გადადგმას. მაგრამ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ შეცდა. ხო, კდიევ ერთხელ. ვერასდროს წარმოიდგენდა ოდესმე ქალისთვის ხმის აწვას მაინც თუ გაბედავადა, იმ ღამემ კი ყველა ეს წარმოდგენა ნამსხვრევებად უქცია და საკუთარი თავიც კი შეაზიზღა. ვერასდროს წარმოიდგენდა თუ საყვარელ ადამიანს ასე გაიმეტებდა და ისეთ საშინელ მდგომარეობას შეუქმნიდა, როგორშიც ახლა სესილი დატოვა. კიდევ ერთი იმედგაცრუება, კიდევ ერთი უპატივცემულობა საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანის მიმართ.
„-რომ შეგიყვარდეს?“-ერთიანად შეუტოკდა გული, მათეს სიტყვების გახსენებისას და საშინლად დაძაბულმა კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს. სწორედ ამ დროს,
ისე მოულოდნელად მოჭრა თვალი საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მანქანის შუქმა, რომ ძლივს მოასწრო საჭის დამორჩილება და მკვეთრად დაამუხრუჭა. მჭახე სიგნალით აუქცია მანქანამ გვერდი და თითქოს ამ გამაყრუებელი სიგნალსი ხმამ გონს მოიყვანა. რამდენჯერმე დაახამხამა თვალები აზრზე მოსასვლელად და თავი გააქნია. სწრაფად გადააყენა მანქანა გზიდან და თვითონაც გადავიდა. ქარის შეხებამ აზროვნების უნარი დაუბრუნა. ღრმად ამოისუნთქა. თითქოს სურდა, ამ ერთი ამოსუნთქვისთვის გაეტანებინა ყველაფერი. გრძნობდა, რომ ფეხზე დგომაც კი უჭირდა. მოწყვეტით ჩამოჯდა ბარდიულზე და თავი ხელებში ჩარგო. ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლეს ვერ გაიმეტებდა. არა იმიტომ, რომ საკუთარ თავზე განსაკუთრებით დარდობდა არამედ, იმიტომ რომ მშობლებს ვერ გაიმეტებდა კიდევ ერთი დიდი ტკივილისთვის. „ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ არის გაჩენილი.“ ღიმილი მოჰგვარა ნაცნობი ფრაზის გახსენებამ. ჯერ კიდევ არ ამოსდიოდა ტვინიდან თავისი დის სიტყვები. ცამდე მართალი იყო მია. თუნდაც გაბარზებულს ეთქვა ყველა ის სიტყვა, მაინც მართალი იყო. საერთოდ რისთვის დაბრუნდა აქ? მართლაც, რომ ყველა უბედურება მას მიჰყვა თან. რამდენჯერაც და რამდენად ხმამაღლაც არ უნდა უმეორებდნენ, რომ თავად არაფერშუაშია, თვითონ ხომ მაინც იცის, რომ სწორედ თავადაა ყველაფრის დასაწყისი. სერგის დაღუპვით დაწყებული ამ დღით დამთავრებული.
-ახლაგაზრდავ. _მხარზე ხელის შეხებისას სწრაფად წამოვარდა ფეხზე.
-დამშვიდდი ბიძიკო, დაწყნარდი. _დაბალი, ჩია, შუახნის კაცის დანახვისას ცოტათი მოეშვა. -ხომ კარგად ხარ? _თბილად გაუღიმა კაცმა. -მანქანა, რომ დავინახე გადაყენებული, თან შენც ძირს იჯექი, ვიფიქრე რამე უჭირს-მეთქი.
-არაფერია, კარგად ვარ. _მცდელობა, რომ ოდნავ მაინც გაეღიმა იდეაშივე ჩაკვდა.
-ხმაზე გეტყობა ბიძიკო, რომ არ ხარ კარგად. _თვალები დააწვრილა კაცმა და ისე დააკვირდა ნოეს, რომ სიბნელეში უკეთ დაენახა მისი სახის ნაკვთები. _ჩემი რა საქმეა ბიძიკო, მაგრამ თუ რამით შემიძლია დაგეხმარო აგერ ვარ. _ხელები გაშალა კაცმა და ლაღად გაუღიმა. ამ კაცის შემხედვარეს ოდნავ ჩაეცინა. კვლავ ჩამოჯდა ძირს და თავი ხელებში ჩარგო.
-მადლობა, ნუ მოცდებით ჩემთვის. _ჩუმად უპასუხა.
-სად მეჩქარება ბიძია, რომ... _უფრო მიუახლოვდა კაცი. -გეტყობა შენ რაღაცა გაწუხებს. როგორ დაგტოვო აქ მარტო და როგორ წავიდე მე სახლში? შენხელა შვილი მყავს მეც. ახლა რომ წავიდე მერე გული არ მომასვენებს. _უცნობიც გევრდით ჩამოუჯდა.
-მადლობა. _ოდნავ გაუღიმა ნოემ.
-ცოლი-შვილი გყავს ბიძიკო? _ნოემ უარის ნიშნად თავი გააქნია.
-რატო მერე?! _ცოტათი ხმას აუწია კაცმა. -რა ჯობია ტკბილ ოჯახს?!
-არაფერი. _ჩუმად ამოილუღლუღა. ოჯახი, ამ სიტყვის ხსენებაზეც კი დედ-მამა წარმოუდგებოდა ყოველთვის თვალწინ. თავისი ოჯახი, რომელიც ასე ძალიან უყვარდა და ენატრებოდა.
-ძმიშვილი მყავს. _ღიმილმა გაუპო ბაგე.
-ოჰ, რა ჯობია მაგას! მეც მყავს ძმიშვილები. ენაცვალოთ ბიძია. _მხიარულად ჩაილაპარაკა. -ბედნიერი კაცი იქნება შენი ძმა.
-გარდაიცვალა ჩემი ძმა. _ჩახლეჩილი ხმით ამოიხრიალა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. უცნობიც კი დადუმდა და წამში შეეცვალა მხიარული გამომეტყველება სევდიანით. გრძნობდა ნოე, როგორ აწვებოდა ცრემლის გორგალი და მთელი ძალისხმევის ფასად უჯდებოდა ამ წამს მშვიდად ჯდომა.
-ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული. _ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. -რა მოუვიდა?
-ავარია... _ძლივს ამოთქვა ნოემ და აცრემლებული თვალები თითებით მოიფშვნიტა. რამდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა ისევ.
-შენც იქ იყავი ხომ? _გაკვირვებულმა შეხედა კაცს. -მივხდი ბიძიკო, მივხვდი._ნაღვლიანად გაუღიმა. -რას ვიზამთ, ზოგჯერ ასეც ხდება. გვტოვებენ ხოლმე საყავრელი ადამიანები. მთავარია სულიერად არ დაეცე. უნდა გამაგრდე. შენც, რომ რამე მოგივიდეს მერე რა ქნას შენმა მშობელმა, ჰა? ხომ გყავს მშობლები? _გულუპრყვილოდ იკითხა კაცმა. ნოემ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავის დაქნევა მოახერხა. საშინლად უჭირდა საუბარი. თვითონაც ხომ ზუსტად იგივეს ფიქრობდა რასაც ეს კაცი ამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავს სიკვდილის ღირსად თვლიდა, როგორ გაიმეტებდა მშობლებს ასე.
-წავალ მე... _მხოლოდ ესღა ამოილუღლუღა და გაჭირვებით წამოდგა ფეხზე.
-სად წახვალ ბიძიკო? _უცნობიც მაშინვე უკან მიჰყვა.
-მადლობა. _ესღა უთხრა მოხუცს და მანქანაში ჩაჯდა.
****
ერთიანად მოკეცილი იწვა საწოლზე და მთელი ძალით ჩაჰფრენოდა საბანს თითებით. ახლაც ცხადად გრძნობს მამაკაცის ტუჩებს და ერთიანად აჟრჟოლებს. საოცარი სითბო ეღვრება მთელს სხეულში, მაგრამ ნოეს სახის წარმოდგენისას, აგებული კოშკები ერთიანად ემსხვრევა. თვალიდან არ ამოსდის მამაკაცის სახე, რომელსაც აშკარად ეტყობოდა თავისი საქციელის გამო სინანული და სწორედ ეს სტეკს ყველაზე მეტად გულს. ნოე არ ჰგავს ჩამოუყალიბებელ მამაკაცს, რომელიც ვერ აცნობიერებს რა უნდა და ამის გამო ორმაგად უკვირს მისი საქციელი. რისთვის აკოცა მაშინ. თითებით შეეხო თავის ტუჩებს. ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში არასდროს ყოფილა. რატომღაც ვერ იჯერებს ან არ სურს დაიჯეროს, რომ ნოემ ეს მხოლოდ საკუთარი ჟინის დასაკმაყოფილებლად გააკეთა.
აცრემლებული თვალებით მისჩერებოდა ფანჯარას და ნოეზე ფიქრს ვერ იშორებდა თავიდან. იქნებ არასწორად მოიქცა, როცა წამოვიდა. „რატომ?“ ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევდა. ნუთუ თვითონაც არ იყო გულგრილი სესილის მიმართ. მართალია, ყოველთვის გრძნობდა ნოესგან ყურადღებას, მაგრამ ამაზე იმედები არასდროს არ აუგია. ახლა კი...
-სესი, მზადაა ჩაი, გამოდი. _სამზარეულოდან გამოსძახა მეგიმ. აღარ სურდა საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა, ამიტომ ფეხზე წამოდგა და ბნელი ოთახიდან განათებულ მისაღებში, შემდეგ კი სამზარეულოში გადაინაცვლა.
-რა გჭირს თვალებზე? ტიროდი?
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს?
-აბა მე რა ვიცი. შენ გეკითხები. _მხრები აიჩეჩა მეგიმ და სკამზე ჩამოჯდა.
-არ ვტიროდი. _ჩუმად ამოილუღლუღა და ჩაი მოსვა
-მე მატყუებ? _წარბაწეულმა შეხედა დეიდაშვილს.
-მეგი, გთხოვ ნურაფერს მკითხავ. ისედაც ცუდად ვარ.
-ნოეა ხომ მაგის მიზეზი? _სესილიმ დამნაშავესავით დახარა თავი და თვალები დაუჭა. -ოხ სესილი, რა ხდება თქვენს თავს?
-არაფერი. _მხრები აიჩეჩა.
-არაფერი ხომ?
-მეგი გთხოვ...
-კარგი ხო, აღარაფერს გეკითხები. მაგრამ ერთხელაც მოგიწევს მოყოლა დეტალებში. _გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი და ფეხზე წამოდგა.
-მეგიი... _ნაღვლიანი თვალებით შეხედა დეიდაშვილს.
-გისმენ საყვრელო.
-მგონი შეყვარებული ვარ. _სახე ხელებში ჩარგო და ამოისრუტუნა.
-შარში ხარ ძვირფასო._სიცილით „ახარა“ მეგიმ. -ისე კი მაინტერესებს, რა დროში მოასწარით თქვენ ეგ ყველაფერი. _სესილისაც ჩაეცინა დეიდაშვილის სიტყვებზე. ნუთუ მართლაც ასე ცოტა დროა საჭირო ადამიანის შესაყვარებლად. ყოველთვის წარმოედგინა, რომ სიყვარული ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად ჩნდებოდა, მაგრამ ამ წამს უკვე ყველაფერში ეპარებოდა ეჭვი.
***
ვერც კი გაიაზრა როდის აღმოჩნდა სასაფლაოზე. პირველად ამდენი ხნის შემდეგ ძმის საფლავზე იყო. პირველად გრძნობდა, რომ მისი იქ მისვლა აუცილებლობას წარმოადგენდა. დაკრძალვის დღეს საფლავს ახლოსაც კი ვერ მიუახლოვდა. ვერც გადმოსვენების დღეს. მაგრამ ახლა, გრძნობს რომ აქ უნდა იყოს. უყურებს უძრავ ქვას და ჯერ კიდევ ამობურცული მიწის გროვას და მთელ სხეულში ჭიანჭველები უვლის. უკვე აღარ შეეძლო ემოციების მოთოკვა. მიწაზე მუხლებით დაეცა. იგრძნო, როგორ გაიკვალა სახეზე მლაშე სითხემ გზა, როგორ ჩამოცურდა და როგორ შეუერთდა ეს ცრემლი მიწას.
-მოვედი... _წართმეული ხმით დაიჩურჩულა. ეგონა ეს ხმა ექოსავით გაისმა ყველგან. სიცივემ დაუარა მთელ ტანში. ხელებით დაეყრდნო მიწას და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. -ამდენი ხნის შემდეგ მაინც მოვედი. ვიცი საშინელი ადამიანი ვარ. საშინელი ძმა , ცუდი შვილი, არაკაცი, ყველასთვის უბედურების მომტანი... ვიცი რომ დმნაშავე ვარ ყველაფერში, ვიცი რომ საერთოდ არ უნდა დავბრუნებულიყავი. მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც უნდა ყოფილიყო. არ გაიზრდებოდნენ ლაზარე და ჯერ არ დაბადებული პატარა შენს გარეშე, არ შეექმნებოდა მამას ჯანმრთელობას პრობლემა, არ მივაყენებდი ამხელა ტკივილს სესილის, არც დედა, არც მია და საერთოდ არავინ არ იქნებოდა ცუდად! მაპატიე! _ერთიანად ამოხეთქა სულიდან ყველა ტკივილმა და დაძარღვულ სახეზე ცრემლის სახით გაიკვალა გზა. -სული მტიკვა ძმაო. ახლაც არ ვიცი რა სინდისით მოვედი აქამდე. გულზე სული მიჭერს! სინდისი მტკივა! ვერც იმას გთხოვ შენთან წამიყვანე-მეთქი და ვერც აქ ვახერხებ ცხოვრების გაგრძელებას! მე უნდა ვიყო შენს ადგილას... _მთელი ამ დროის ნაგროვებმა ტკივილმა ერთიანად მოტეხა. -გახსოვს.... ბაბუ, რომ გვეუბნებოდა... სინანულს იქ აყავხარ სიადანაც ჩამოვარდიო? ეს ხომ სიმართლეა?! მაშინ რატომ მივიწევ მე უფრო და უფრო დაბლა?! _მთელი ტანით გადაემხო საფლავს. საერთოდ აღარ ჰქონდა ხმა, ჩახლეჩილი ხმით ღრიალებდა და მიწას ფხოტნიდა. როგორ უნდოდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო, ამ ტანჯვას ბოლო მოღებოდა და ტკივილი გაყუჩებულიყო.
***
ქრისტინეს ჯერ კიდევ ღვიძავდა, როცა მისი ტელეფონი აწკრიალდა. სწრაფად უპასუხა, რომ მძინარე შვილს არ გაღვიძებოდა.
-გისმენთ.
-ქრისტინე, საღამო მსვიდობისა, მათე ვარ.
-გისმენ მათე.
-ქრისტი, შეგიძლია ჩემს ბედოვლათ ძმაკაცს გადასცე რომ ჯერ კიდევ ველდოები? _სიცილით უთხრა მათემ.
-ნოეს ელოდები? _ქრისტინესაც გაეცინა.
-ხო.
-ხო, მაგრამ ნოე დიდი ხანია უკვე წამოვიდა.
-სად წამოვიდა? მოიცა ჩემთან არ უნდა მოსულიყო? თუ გადამაგდო? _ხუმრობით დაასრულა სიტყვა.
-არ ვიცი მათე, შეიძლება აქ დარჩა, თავის ბინაში. თუ გინდა ავალ და ვნახავ._დივნიდან წამოდგა და სწრფი ნაბიჯით გავიდა სადარბაზოში.
-თუ ძალიან არ შეგაწუხებ. _სთხოვა მათემ.
-ახლავე, არ გათიშო. _ტელეფონი ყურიდან მოიშორა და სწრაფი ნაბიჯით აუყვა კიბეებს. ერთი სართულით მაღლა ავიდა და სასურველ ბინის კართან შეჩერდა. რამდენჯერმე დარეკა ზარი, თუმცა პასუხი არავის გაუცია. შემდეგ დააკაკუნა, მაგრამ არც მაშინ გაიღო კარი.
-მათე, მგონი აქ არ არის. ვაკაკუნებ და კარას არავინ აღებს.
-უცნაურია. _მათესაც შეეცვალა ხმა.
-ტელეფონზე დაურეკე?
-კი, ამგრამ არ მპასუხობს.
-სად უნდა წასულიყო? _შეშფოთება შეეტყო ქრისტინეს ხმაში.
-ოფისშიც არ არის, დარაჯს დავურეკე და საღამოს მერე არ გამოჩენილაო.
-იქნებ მშობლებთან წავიდა. _კვლავ სახლში შევიდა ქრისტინე.
-ხო, ეგ არ მიფიქრია. _ჩაფიქრებულმა თქვა მათემ.
-თუ რამეს გაიგებ, მეც გამაგებინე გთხოვ.
-კარგი. _ტელეფონი გათიშა და კვლავ დივანზე ჩამოჯდა. აშკარად ააფორიაქა მათეს ზარმა. რაც ნოეს იცნობს ასეთი რამ არასდროს მომხდარა. არასდროს გამქრალა მხედველობის არიდან. პირიქით ყოველთვის ცდილობს რომ ახლობლებთან ახლოს იყოს. აზრმა, რომ შეიძლება მაშობლებთან წასულიყო ცოტათი დაამშვიდა, მაგრამ როგორც კი მათეს ზარი კვლავ გაისმა და გაიგო, რომ ნოე არც წყნეთში იყო, უფრო მეტად ანერვიულდა.
-ვაიმე მათე, რამე ხომ არ მოუვიდა. ცუდად ხომ არაა?
-არ ვიცი, შენთან რომ იყო რამე ხომ ვერ შენიშნე.
-არა, მსგავსი არაფერი. პირიქით მშვენიერ ხასიათზე იყო. სესილისთან ერთად გავიდა აქედან და...
-მოიცა, იქნებ სესილისთან ერთად წავიდა სადმე.
-მოიცა, გოგონებთან გავალ და ვიკითხავ.
-კარგი, გელოდები. _სწრაფად გავიდა გარეთ და ანერვიულებულმა მაგრად დააკაკუნა კარზე. რამდენიმე წამში კარიც გაიღო და სესილი გამოჩნდა. მისი დანახვისას, თითქოს უკანასკნელი იმედიც გაუქრა ქალს.
-სესილი, ნოე სად არის? _ანრევიულებულმა ჰკითხა.
-ნოე? არ ვიცი. მოხდა რამე? _ქრისტიენს სახის დანახვისას სესილიც აფორიაქდა.
-მათე, არც აქ არის. სესილი სახლშია. სად უნდა წასულიყო?
-კარგი დამშვიდდი, მე მოვძებნი და მალე ვიპოვი. ალბათ, სადმე ნაცნობ ბარშია. არ ინერვიულოთ თქვენ.
-გამეგებინე რასაც გაიგებ.
-ქრისტი, რა მოხდა? ნოეს რამე ჭირს?! _ფერები გადაუვიდა სესილის სახეზე.
-არ ვიცი სესი. მათემ მითხრა, რომ მასთან უნდა მისულიყო, მაგრამ ამ დრომდე არ მისულა. არადა, უკვე რამდენი ხანია რაც წავიდა.
-რას ამბობ ქრისტინე? _ხმა აუკანკალდა სესილის. -სად უნდა წასულიყო?
-არ ვიცი. შენთვის ხომ არ უთქვამს რაიმე? ერთად გახვედით სახლიდან.
-არა, არაფერი. _განერვიულებულმა გააქნია თავი.
-სესილი, კარგად ხარ? ფერი დაკარგე.
-რამე ხომ არ სჭირს? _აცრემლებული თვალებით შეხედა მეგობარს. ქრისტინე მაშინვე მიუხვდა ამგვარი აფორიაქების მიზეზს.
მათე ერთ ადგილას ვეღარ ჩერდებოდა უკვე. ვისაც კი იცნობდა და სადაც კი შეიძლებოდა ნოე ყოფილიყო, ყველგან დარეკა. უკვე იმ აზრამდეც კი მიდიოდა, რომ პოლიციაში დაერეკა. ხედავდა მეგობრის მდგომარეობას და ადვილად ხვდებოდა რამდენად ცუდად იყო. იცოდა, რასაკვირველია, რომ ნოე არ მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც თავს განგებ რამეს დაუშავებს, მაგრამ მაინც საშინლად ფორიაქობს. ცალკე იმაზე ნერვიულობს, რომ ნოეს მშობლებიც ააფორიაქა.
-სად ჯანდაბაში ხარ?! _თავისთვის ბუტბუტებდა. სწრაფად დასტაცა მანქანის გასაღებს ხელი და სახლიდან გავარდა. აზრადაც არ მოსდიოდა სად შეიძლება წასულიყო. ერთადერთი რაც ახსენდებოდა ეს სოფელი იყო, მაგრამ ყველაზე ნაკლები შანსი იყო იქ მისი ყოფნის. კიდევ რამდენჯერმე სცადა ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. მიდიოდა, მაგრამ თავადაც არ იცოდა სად. ასე დაუსრულებლად ხომ ვერ შემოივლიდა მთელ ქალაქს. აწკრიალებული ტლეფონის ხმაზე მალევე გამოერკვა და სწრაფად უპასუხა ნაცნობ ნომერს.
-გისმენთ ლევანი ბიძია.
-მათე, იპოვე?
-ვერა. ტელეფონს ისევ არ პასუხობს. მაგრამ ყველაგნ ვეძებ. თქვენ ნუ ინერვიულებთ.
-მათე, სასაფლაოზე მიდი. _მცირე დუმილის შემდეგ უთხრა კაცმა.
-სერგის საფლავზე? _თვალები გაუფართოვდა მათეს. რასაკვირველია! აქამდე როგორ არ მოუვიდა ეს აზრი თავში.
-ხო.
-უკვე გზაში ვარ! _ტელეფონი გათიშა და სწრაფად შეუცვალა მანქანას მიმართულება. ნერვიულად ათამაშებდა საჭეზე თითებს და თანდათან უმატებდა სიჩქარეს. მართლაც, როგორ ვერ მოიფიქრა აქამდე ეს.
სასაფლაოსთან მისულმა, როგორც კი ნოეს მანქანას მოკრა თვალი შვებით ამოისუნთქა. სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ტელეფონით გაანათა მიმავალი გზა. ყველაზე მეტად იმის ეშინოდა ამ წამს, რომ რაიმე საზარელი სურათის მომსწრე არ გამხდარიყო. როგორც კი სასურველ ადგილს მიუახლოვდა, დაინახა ნოე, რომელიც მიწაზე იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო.
-ნოე! _მეგობრის დანახვით გახარებულმა დაუძახა. მამაკაცი უცნაურად შეკრთა მათეს ხმის გაგონებაზე. თითქოს აქ არ ელოდა მის ნახვას.
-როგორც იქნა! _შვების ოხვრა აღმოხდა მათეს და სრულიად სახეწაშლილ მეგობარს მაგრად გადაეხვია. ამ წამს აღარაფერი აინტერესებდა, არც ის, თუ რატომ იყო ნოე აქ, არც ის, თუ რა სჭირდა. მთავარი იყო, რომ იპოვა.
****
მთელი ღამე ვერაფრით მოხუჭა თვალი. პლედში გახვეული ფანჯრის რაფაზე იჯდა და ეზოში იყურებოდა. საშნლად აანერვიულა მათეს სიტყვებმა. ნუთუ ამ დრომდე არ გამოჩენილა. ვერ დაიჯერებდა იმას, რომ რაიმე ცუდი შეემთხვა ნოეს, უბრალოდ არ სურდა ამის დაჯერება. ნერვიულობისგან თითებს ერთმანეთში ხლართავდა და თავს მსუბუქად, რიტმულად არტყამდა კედელს.
-გეხვეწები გამოჩნდი... _ტირილნარევი ხმით ამოიკნავლა.
-სესილი, ისევ არ გძინავს? _თვალების ფშვნეტით შევიდა მეგი ოთახში.
-მეგი, მეშინია... რამე რომ მოუვიდეს?
-დამშვიდდი, ცუდზე ნუ ფიქრობ. იქნებ უკვე იპოვა მისმა მეგობარმა.
-აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ოღონდ გამოჩნდეს და სხვა არაფერი მინდა. _აცრემლებული თვალებით გადახედა ეზოს და ახლადგაჩერებული მანქანის დანახვისას გული რეაქტიული სიჩქარით აუმოძრავდა მკერდში. მაშინვე ჩამოხტა ფანრის რაფიდან და ცხვირი მინას მიაჭირა. დაინახა, როგორ დაეხმარა მათე ნოეს მანქანიდან გადმოსვლაში. მაშინვე მოშორდა ფანჯარას.
-მოვიდნენ! _აფორიაქებულმა წამოიძახა და ოთახიდან გავარდა.
-სესილი, სად მიდიხარ? _მეგის ძახილისთვის სულ არ მიუქცევია ყურადღება, ისე გავარდა სახლიდან პიჟამოსამარა და გიჟივი ჩაირბინა კიბეები. კაცს რომ ეკითხა სად მიდიოდა, ნორმალურ პასუხსაც ვერ გასცემდა. ერთადერთი იცოდა, რომ ნოე უნდა ენახა, ჯანმრთელი და საღსალამათი. სწრაფად ჩაათავა კიბეები და ახლადშემოსული მამაკაცების დანახვისას ერთ ადგილზე შედგა. ნოეს სახის დანახვისას, ეგონა გული გაუჩერდებოდა. მამაკაცს სახეზე ფერი არ ედო, თუმცა შენიშნა როგორ ეცვალა გამომეტყველება მისი დანახვისას. არც აცია არც აცხელა, სწრაფად მიეჭრა და მაგრად მოხვია წელზე ხელები. ამ წამს მხოლოდ იმის შეგრძნება სურდა, რომ ნოე კარგად იყო.
გაოცებული იდგა ნოე და ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა. ერთიანად დაუარა მთელ ტანში ცხელმა ტალღამ და ეკლებმა დააყარა. გაშეშებული იდგა და მათეს უყურებდა, რომელიც არანაკლებ გაოცებული იყო.
-სესილი... _ჩამწყდარი ხმით, ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა გოგონს სახელი.
-არაფერია _მამაკაცს მოშორდა სესილი და თავი გააქნია. -უბრალოდ, მიხარია, რომ კარგად ხარ. _მხრები აიჩეჩა და აცრემლებული თვალები რომ დაემალა სწრაფადვე მიბრუნდა კიბისკენ. ნოეს მუხლები ეკვეთებოდა და თვალები ეხუჭებოდა. აშკარად არ იყო კარგად, მაგრამ მაინც მოახერხა მისმა ტვინმა სესილის სიტყვების გაანალიზება და უზომო სითბო ჩაეღვარა სხეულში. არ იმსახურებდა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც უსაზღვროდ ესიამოვნა. მათეს ხელები, რომ არა ძალაგამოცლილი ჩაიკეცებოდა ძირს.
-როგორც კი სახლში ავალთ, ექიმს დავურეკავ. მანამდე კი შენს მშობლებს, თორემ საშინლად ნერვიულობენ.
-დაურეკე _ძლივსგასაგონად ლუღლურებდა, იმდენად ჰქონდა ხმა დაკარგული. -ქრისტისაც უთხარი, რომ კარგად ვარ... არ შეიძლება მისთვის ახლა ნერვიულობა. ავნებს... არც ლევანმა და მარიამმა უნდა ინერვიულონ...
-ნოე, გეხვეწები ახლა მაინც შეეშვი სხვებზე ფიქრს! _შეუღრინა მათემ და გაჭირვებით შეიყვანა სახლში. -სიცხისგან იწვი, ხმა საერთოდ არ გაქვს, ფეხზე ძლივს დგახარ და ის გაღელვებს სხვები როგორ არიან. ამაზე ფიქრის თავი მაინც როგორღა შეგრჩა ეგ გამაგებინე რა! _ტელეფონზე საჭირო ნომერს კრეფდა მათე და თან გაუჩერებლად ბუზღუნებდა.
-დაურეკე, თორემ ინერვიულებენ... _თვალებმიბნედილმა ამოილუღლუღა.
-ვურეკავ, ვურეკავ!
***
დილით მზის სხივებმა მოჭრა თვალი. საშინლად აწუხებდა თავის ტკივილი, ყელიც სტკიოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სატვირთო მანქანამ გადაურა. გაჭირვებით წამოიწია საწოლზე და ოდნავ წამოჯდა. სავარძელში „მწოლიარე“ მათეს დანახვისას გაახსენდა გუშინდელი საღამო. გაჭირვებით წამოდგა საწოლიდან, მთელი სხეული ტეხდა.
-მათე... _საკუთარი ხმა ვერ იცნო, იმდენად ჰქონდა შეცვლი. მეგობარი ოდნავ შეაქანა.
-მმ.. _მხარი აიქნია მაჩაბელმა და ძილი განაგრძო.
-ადექი, და წესიერად დაწექი საწოლში. _ხველა აუვარდა იმდენად ჰქონდა ყელი გამშრალი. როგორც იქნა მათემაც იკადრა თვალის გახელა. სავარძლიდან წამოდგა და მაგრად გაიზმორა.
-აუჰ, რა კაია. _თვალები მოსა. -შენ რატომ ხარ ფეხზე? დაწექი რა ძმობას გაფიცებ! _მაშინვე აბუზღუნდა.
-ყველაფერი მტკივა. _მძიმედ ამოიოხრა ნოემ და საწოლზე ჩამოჯდა.
-გაცივდი და სიცხე აგქვს. გუშინ სასწრაფოც გამოვიძახე. მოიცა წამლები დალიე. ყველაფერი ვიყიდე რაზეც აფთიაქში მითხრეს ეფექტურიაო. _წამლების პარკში იყო მაჩაბელი ჩამძვრალი და გაუჩერებლად ლაპრაკობდა.
-მომეცი რამე, თორემ გასკდა თავი! _ტკივილისგან სახის ანკვთები შეჭმუხნა.
-მაცადე! _რეცეპტებს ინტერესით კითხულობდა მათე და ასე ცდილობდა საჭირო მედიკამენტის პოვნას. კარზე ზარის გაგონებისას იქვე მიყარა პარკები და კარის გასაღებად წავიდა. როცა ზღურბლზე სესილი დაინახა გაკვირვებულმა აწკიპა წარბები.
-დილა მშვიდობისა. _მორიდებით მიესალმა გოგონა.
-ეს თუ მშვიდობიანია, მაშინ დილა მშვიდობისა _სიცილით მიესალმა მათე და განზე გადგა, რომ სახლში შესულიყო გოგონა.
-რატომ, რამე მოხდა? _აშკარად შეეტყო ნერვიულობა. -ნოეს რამე სჭირს?
-სჭირს და ეგაა. _ამოიოხრა მათემ. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია იმის მისახვედრად, რომ გოგონა განსაკუთრებით განიცდიდა ნოეს მდგომარეობას.
-საშინლადაა. სიცხე აქვს, ყელი ტკივა, თავი ტკივა, მოკლედ, ყევლაფერი ტკივა რა! _ჩაიცინა მათემ.
-მასე ცუდადაა? _ ნერწვი მძმედ გადააგორა.
-ხო. წეღან გაიღვიძა და წამალი უნდა დავალევინო რომ...
-საჭმელი ჭამა? _შეაწყვეტინა, თუმცა მაშინვე ინანა თავისი სიტყვები. აშკარად ზედმეტი მზრუნველობა იგრძნობოდა მისი მხრიდან. ცოტა არ იყოს მათესიც მოერიდა.
-არა. უნდა ჭამოს? _დაბნეულმა მოიქექა თავი მაჩაბელმა. სესილიმაც სწრაფად დაუქნია თავი.
-ამის ამბავი, რომ ვიცი ნახევარფაბრიკატებით ისპობს კუჭს! ჩავალ მაშინ მე რამეს ვიყიდი მაღაზიაში.
-კარგი.
-და, რა ვიყიდო? _კარისკენ წასული უკან მიბრუნდა.
-ეე...
-აუ რა სულელი ვარ. შენ, ალბათ, სამსახურში გეჩქარება. მე კიდევ დახმარებას გთხოვ...
-არა, არფერია დაგეხმარები. _მაშინვე გამოცოცხლდა.
-მერე სამსახური?
-დავურეკავ და ვეტყვი ავად ვარ-მეთქი. _სწრაფად მოუყარა ტყუილს თავი. ამ წუთას მართლა მთელი გულით უნდოდა აქ დარჩენა და ჯანმრთელი ნოეს ნახვა.
-არა, არა ეგრე არ გამოვა. ჩვენს გამო ხომ...
-არაფერია, პრობლემები არ შემექმნება. მოდი მე ჩამოგიწერ რისი ყიდვაც საჭიროა და მანამდე ჩაის გავუკეთებ, კარგი?
-კარგი. _ბოლოს მათეც დათანხმდა. სწრაფად ჩამოწერა საჭირო პროდუქტების სია და მათეს მიაწოდა. თვითონ კი ჩანთა და ქურთუკი იქვე დადო სავარძელზე და სამზარეულოში შევიდა. ხელები უკანკალებდა ნერვიულობისგან, როცა იცოდა რომ გვერდით ოთახში ნოე იყო. გულს მისი ნახვა უნდოდა, გონება კი საპირისპიროს გაიძახოდა. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა.
ნოე ამ დროს საწოლში იწვა და საშინელი ტკივილისგან იტანჯებოდა. მთელ ტანზე ოფლი ასხამდა და საშინლად აციებდა. ფეხზე წამოდგა და წამლების პარკში თვითონ დაიწყო ახლა ქექვა. ან მათე სად გაქრა ნეტა ამდენი ხანი? კარადასთან მივიდა და ახალი მაისური გამოიღო. გაოფლილი ზედა სწრაფად გადაიძრო და ახალ მაისურთან ერთად ფეხის თრევით გავიდა გარეთ. სახლში სრული სიჩუმე იყო. ნუთუ მათე სადმე გავიდა? ის იყო მეგობრისთვის უნდა დაეძახა, სამზარეულოდან რაღაც ხმები რომ გაისმა. თვითონაც იქით წავიდა, მათეს პოვნის იმედით, თუმცა ნანახმა ადგილზე გააშეშა. თავის სამზარეულოში სესილის დანახვამ ძალიან გააკვირვა. მაშინვე გუშინდელი საღამო გაახსენდა და იგრძნო როგორ გააჟრჟოლა.
-სესილი. _ჩახლეჩილი ხმით დაუძახა. გოგონა ერთიანად შეხტა მისი ხმის გაგონებისას და ხმამაღლა შეჰკივლა.
-ვაიმე, გული გამისკდა! _მკერდზე მიიდო ხელი. წელსზემოთ შიშველი ნოეს დანახვისას ერთიანად აეფარკლა ლოყები და სწრაფად მოარიდა თვალი.
-შენ აქ რა გინდა?! _მაისური გადაიცვა და სამზარეულოში შევიდა.
-შენს მოსაკითხად ამოვედი და მათემ დახმარება მთხოვა. _ჩუმად ამოილუღლუღა სამზარეულს დახლს აკრულმა. -წავალ მალე.
-რას მიკეთებ? _საუბრის თემა შეცვალა და გაზქურისკენ ანიშნა.
-ჩაის._წამწამებს ქვემოდან ახედა მამაკაცს.
-არ მიყვარს! _წარბი არ გაუხსნია ისე უთხრა.
-გაციებულზე კარგია. _მხრები აიჩეჩა. მამაკაცის დანახვით გამოწვეული სიხარული მაშინვე გაუქრა, როცა ნოესგან ასეთ უხეშ პასუხებს იღებდა. აშკარად არ უნდა მოსულიყო აქ.
-მათე სადაა? _მაგიდასთან ჩამოჯდა. ცდილობდა სესილისთვის მზერა მოერიდებინა. ეს უფრო საკუთარი გრძნობების დამალვის მცდელობა იყო. ზემდეტის უფლებას უკვე ვეღარ მისცემდა საკუთარ თავს. არადა სურვილი კლავდა, ისევე მაგრად მოხვეოდა და გულში ჩაეკრა სესილი, როგორც გუშინ თვითონ ჩაეხუტა.
-მაღაზიაში. _უკვე ადუღებულ წყლიან ჩაიდანს მიუბრუნდა. ძლივს აკავებდა ყელში მოწოლილ ცრემლის გორგალს. ზურგზე მწველ მზერას გრძნობდა და ეს კიდევ უფრო მეტად აბნევდა. სწრაფად გაამზადა ყველაფერი და უკვე გამზადებული ჩაი ნოეს წინ დაუდგა.
-წავალ მე. _ესღა ამოიბუტბუტა და საკუთარი გამომეტყველების დასამალად სწრაფად მიბრუნდა. ნოემ მაინც მოასწრო მისი აცრემლებული თვალების დანახვა, რამაც ძლივსშეკოწიწებული მოთმინება ნამსხვრევებად უქცია. სწრაფად წამოიჭრა ფეხზე, სამზარეულოდან გასულ გოგონას მკლავში ჩააფრინდა და კვლავ უკან დააბრუნა. სუნთქვაშეკრული უყურებდა აწყლიანებულ მწვანე თვალებს და გრძნობდა, რომ უკვე აღარ შეეძლო ამ თვალების ტყვეობიდან თავსი დახსნა. იცოდა, რომ ამ წამს კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც თავს არ აპატიებდა. იცოდა რომ არ ჰქონდა მასზე არანაირი უფლება, არ ჰქონდა უფლება მის მიმართ რაიმე ეგრძნო, მაგრამ საკუთარ თავს უკვე ვერაფერს უხერხებდა. ფრთხილად მოიქცია გოგონას სახე ხელებში და სასურველი ტუჩების გემო კიდევ ერთხელ გაიგო.
11 თავი
-ვიღაცას მაღალი სიცხე ჰქონდა. _მათეს ხმის გაგონებაზე ორივე ერთდროულად შეხტა. დარცხვენილი მოშორდა სესილი მამაკაცს და დასჯილი ბავშვივით თავჩახრილი დადგა. ნოემ კი უკმაყოფილო მზერით გახედა მეგობარს.
-და ვიღაც ჩაის გაკეთებას აპირებდა. _სესილიზე გადაიტანა მზერა, რაზეც გოგონა ერთიანად წამოჭარხალდა.
-გამიკეთა უკვე. _სიცილით ჩამოკრა სესილის ცხვირზე თითი და მიუახლოვდა.
მათე აშკარად ცდილობდა გაკვირვებული სახის დამალვას. ძალიან ბევრი რამის კითხვა უნდოდა ნოესთვის. თვითონაც იცოდა რომ მეგობბრის ეს საქციელი არ იყო სწორი, მაგრამ როცა ნოეს თვალები დაინახა, გაჩუმება არჩია. პირველად ხედავდა ნოეს სახეზე ამხელა სიხარულს და ამასთან ერთად ძალიან დიდ ტკივილს.
-როგრც ჩანს მე ვარ ზედმეტი. _ბოლოს თავი გააქნია უსიამოვნო აზრების გასაფანტად და მხიარული ხმით ჩაილაპარაკა.
-ა.არა რას ამბობ. _მაშინვე გამოცოცხლდა სესილი და სწრაფად მოიშორა ნოეს ხელი. -მოდი მოგეხმარები. _პროდუქტით სავსე პარკების განთავისუფლებაში ეხმარებოდა. ნოე კი სახეგაბადრული იდგა და სესილის თვალს ვერ აშორებდა.
სასიამოვნო შეგრძნებებს ერთიანად მოეცვა და ამ წამს სხვა რამეზე ფიქრის არც თავი და არც სურვილი ჰქონია.
-შენ, არ დაგვეხმარები? _ მიუბრუნდა მათე.
-მ… მე ავად ვარ. _თვალები მოისრისა თითებით და სესილის გვერდით ამოუდგა.
-რას მიკეთებ?
-წვნიანას გავაკეთებ. _ოდნავ გაუღიმა გოგონამ. შენიშნა ნოემ მის თვალებში მოხტუნავე ბედნიერების ჭინკები და მთელი სხეული გაუთბა.
-წვნიანს მიკეთებ. _ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა, გოგნასკენ გადაიწია და ლოყაზე აკოცა, რაზეც შესამჩნევად წამოწითლდა სახეზე.
-აჯობებს თუ დაწვები, სიცხე გაქვს. _მზრუნველად უთხრა მამაკაცს.
-აქ ვიქნები და დაგელოდები. _ იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-დაგველოდები! _ წარბაწეულმა შეუსწორა მათემ და მეგობარს თეატრალურად გაეკრიჭა.
-მათე, სამსახურშიც ბერვია საქმე!. _არც ნოემ დააკლო.
-უმადურო! _შეუბღვირა, რაზეც ნოესაც და სესილისაც ჩუმი ფხუკუნი აუვარდათ.
-მნახა აქ უსაქმური! დიახაც წავალ და იმას გავაკეთებ რაც ნამდვილადაა ჩემი საქმე! _ მაცივარში წვენების შელაგებას თავი მიანება და აკეცილი მკლავები შეისწორა.
-სესილი, შეძლებ ამ უმადურთან გამკლავებას? _თვალებდაწვრილებულმა შეხედა ჯერ სესილის მერე კი ნოეს.
-გავართმევ თავს. _სიცილით უპასუხა.
-ხოდა, მაშინ მე დაგტოვებთ გვრიტებო. _ტაში შემოჰკრა მათემ და სამზარეულოდან გავიდა. გასვლისას ნოეს თვალი ჩაუკრა და ეშმაკურად ჩაიცინა.
ნოესაც გაეცინა მათეს ამ საქციელზე. კმაყოფილმა შეხედა სესილის, რომელიც მისთვის საჭმლის კეთებით იყო დაკავებული. მიუხედავად, იმისა რომ თვალები ეხუჭებოდა და საშინლად სციოდა მაღალი სიცხის გამო, მაინც არ უნდოდა მისთვის თვალი მოეშორებინა და თავს აიძულებდა ფხიზლად ყოფილიყო.
-ნოე, ცუდად ხარ. წადი დაწექი და იქ მოგიტან საჭმელს. _მამაკაცს მიუახლოვდა და სახეზე ნაზად ჩამოუსვა თლილი თითები, რაზეც ნოემ თვალები ნეტარად მილულა. გოგონას ხელი თავის ხელში მოიქცია და რამდენიმე წამი ასე იყო.
-ნოე...
-მცივა. _თვალები გაახილა და სესილის ახედა.
-ადექი სწრაფად და წამომყევი. _ქუსლების კაკუნით გავიდა სამზარეულოდან და ნოეც თან გაიყოლა. მამაკაცი დივანზე დასვა, თვითონ კი იქვე დაკეცილ პლედს დასწვდა და ზედ გადააფარა.
-არ ადგე ახლავე მოგიტან ცხელ ჩაის და დალიე. _თბილად გაუღიმა ნოეს და სამზარეულოში დაბრუნდა. თავიდან დაუსხა ჩაი, რადგან ძველი უკვე გაცივებულიყო და კვლავ ნოესთან დაბრუნდა. მას კი თვალები მიელულა და მშვიდად ფშვინავდა. ღიმილი ვერ შეიკავა სესილიმ მისი შემხედვარე. ჭიქა იქვე ჟურნალების მაგიდაზე დადგა, თვითონ კვლავ სამზარეულოში დაბრუნდა და საჭმლის კეთება განაგრძო.
როგორც კი ყველაფრის გაკეთებას მორჩა, ნოეს გასაღვიძებლად გავიდა. ფრთხილად შეაქანა, რომ გაღვიძებოდა.
-ნოე, გაიღვიძე. _სახეზე თითები ჩამოუსვა და ნაზად აკოცა შუბლზე. იგრძნო როგორ დაეხორკლა მამაკაცს კანი, რაზეც მხიარულად გადაიკისკისკისა.
-ვიცი, რომ გღვიძავს. _ყურთან უჩურჩულა.
-რომელი ნორმალური ადამიანი გაახელს ამ დროს თვალს. _თვალი არ გაუხელია ისე ჩაილაპარაკა ნოემ.
-ადექი, წვნიანი მზადაა და სანამ გაცივდება შეჭამე. მერე წამალსაც დაგალევინებ.
-მმ.... _უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა. სესილის ისევ დაიხარა და კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე, რაზეც სასიამოვნო ღიმილმა გაუპო ნოეს ბაგე და ახლაღა იკდარა თვალის გახელა.
-ისევ, რომ მეძინება?
-სიცხე გაქვს და მაგიტომ! _წარბშეკრულმა უთხრა. -ერთი გამაგებინა სად გაცივდი! _დაუცაცხანა და დივანზე წამომჯდარი სწრაფადვე წამოაყენა ფეხზე.
-აბა გამისინჯე. _წვნიანით სავსე თეფში წინ დაუდო. ნატურალური წვენიც ჩაუსხა და თვითონაც გვერდით ჩამოუჯდა.
-შენ არ გშია? _სესილის გახედა, რომელიც დიდრონ თვალებს მოუთმენლად აცეცებდა ნოეს შეფასების მოლოდინში.
-არა. _თავი გააქნია.
-ვნახოთ აბა, როგორი მზარეული ხარ. _ოდნავ ჩაიცინა და სესილის შეხედა.
-ძალიან მკაცრიც ნუ იქნები. _როგორც კი პირველი ლუკმა პირში ჩაიდო, მაშინვე მიაძახა თავის დაზღვევის მიზნით.
-ჭამა შეიძლება. _შეკავებული სიცილით ჩაილაპარაკა.
-მასე ცუდია? _სახე დაბრიცა.
-ვხუმრობ. _სესილის სახის შემხედვარე სიცილით გამოუტყდა. -ძალიან გემრიელია.
-მართლა? _თვალები სიხარულით აენთო.
-საოცარი თვალები გაქვს. _მონუსხულივით ჩაილაპარაკა ნოემ მწვანე თვალების შემყურემ.
-დედიკოს ვგავარ. _პატარა ბავშვივით გაიჭიმა და თვალები ააფახულა. -სწრაფად ჭამე.
-ცხელია.
-ცხელი უნდა ჭამო.
-პირს დავიწვავ და გვინდა ახლა ეგ ჩვენ? _ალამაცერად შეხედა გოგონას და ცხელ კერძს სული შეუბერა.
-ნოე.
-ხო.
-გუშინ სად იყავი? _მორიდებით იკითხა. შენიშნა როგორ შეეცვალა მამაკაცს გამომეტყველბა. -მათე ყველგან გეძებდა.
-რაღაც საქმე მქონდა._ისე უპასუხა სესილისთვის არ შეუხედავს. გოგონა მაშინვე მიხვდა, რომ ეს პასუხი არ იყო სიმართლე და გულის სიღრმეში ძალიან ეწყინა, მამაკაცმა სიმართლე, რომ დაუმალა.
-შენ სამსახური არ გაქვს დღეს? _სესილის სახის ცვლილება არ დარჩენია შეუმჩნეველი და სცადა სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი.
-უფროსს დავურეკე და ვუთხარი ავად ვიყავი და ვერ მივიდოდი დღეს.
-ჩემ გამო? _მხიარული ჭინკები აუთამაშდა თვალებში.
-მათემ მთხოვა დახმარება. _თავი იმართლა.
-მხოლოდ მათეს თხოვნის გამო დარჩი? _ეშმაკური ღიმილი გაუკრთა სახეზე და სესილისკენ გადაიხარა.
-დაამთავრე ჭამა? _სიცილის შესდაკავებლად სწრაფად წამოდგა ფეხზე და დასვრილი ჭურჭელი მაგიდიდან აიღო. ყურადღება არ მიუქცევია ნოეს ჩუმი ფხუკუნისთვის.
-ეს წამალიც დალიე. _წამალი გაუწოდა. -სიცხე დაგიწევს და თბილად ჩაიცვი! _ბოლო სიტყვები მკაცრად წარმოთქვა.
-დავწვები და დავიფარებ რამეს. _წამალი დალია და სესილის მიუახლოვდა. -შენ კიდევ სარეცელი უნდა დამიმშვენო. _სიცილით მოხვია ხელი წელზე და სასურველ ბაგეებს ნელა შეეხო. თითოეული კოცნიას გრძნობდა როგორ ეკვროდა სუნთქვა და როგორ ჩხვლეტდა გულში რაღაც. ნეტარად უკოცნიდა გოგონას ბაგეებს და მთელ სხეულში სასიამოვნო ტალღები უვლიდა.
-ჩემი წამალი ხარ. _ღიმილით მოშორდა სესილის ტუჩებს და გოგონასთან ერთად გავიდა სამზარეულოდან.
-როგორც ჩანს უკვე უკეთ ხარ. _სიცილით უთხრა
-მოდი ჩემთან. _თავის გევრდით დასვა. -ახლა უფრო კარგად ვარ. _მკერდზე მიიხუტა გოგონა და ნაზად აკოცა შუბლზე. ერთიანად შეიპყრო სასიამოვნო შეგრძნებებმა. მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდათ.
-იცი, გუშინ რომ მაკოცე მეგონა, ნანობდი შენს საქციელს. _ნოეს მკერდზე მიხუტებულმა ამოილუღლუღა. მამაკაცმა მძიმედ გადააგორა ნერწყვი.
-ამ წუთას არაფერს არ ვნანობ, მხოლოდ ის მინდა ჩემ გვერდით იყო. _კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და მაგრად მოხვია მკლავები.
-შენი გაცნობის დღიდან იცი რამდენი რაღაც მაინტერესებდა? _სიცილით უთხრა.
-ხოდა გისმენ. _ნოესაც გაეცინა.
-სამსახურში რომ გნახე პირველად გასაუბრების დღეს, ისე მიყურებდ ძალიან შემეშინდა. გასაუბრებაზე მაგის გამო სულ დავიბენი.
-ანუ მე შეგაშინე? _სიცილით ჰკითხა.
-დიახაც! და შენი ბრალია გასაუბრება რომ ჩამიფლავდა. კიდევ ერთი მოულოდნელობა მაშინ იყო, ქრისტისთან რომ გნახე. რას წარმოვიდგენდი ლაზარეს ბიძია თუ იყავი. მაშინაც ისე მიყურებდი სადარბაზოში, რომ მას შემდეგ ჩემდაუნებურად მეფიქრებოდა შენზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მანამდეც გიცნობდი. _ნოეს ერთიანად დაეძაბა სხეული.
-იცი, ქრისტინე, რომ ორსულადაა? _სწრაფად შეცვალა თემა.
-რა? _მაშინვე წამოიწია სესილი. -ქრისტი? _თვალები გაუფართოვდა და სახე ღიმილმა გაუპო. -ანუ რა გამოდის, რომ ლაზარეს პატრა დაიკო ან ძამიკო ეყოლება? ქრისტინე კდიევ გახდება დედა! რა მაგარია! _გახარებულმა წამოიძახა.
-მე სულ გამოგრჩი ხომ მაგ ჩამონათვალში. _ჩაიცინა.-მეც ბიძია გავხდები კიდევ ერთხელ. _გაბადრულმა თქვა.
-ალბათ ძალიან მაგარი შეგრძნებაა.
-კი, საოცარი გრძნობაა. და ან ძმა არ გყავს?
-არა. არც და არც ძმა და არც მშობლები. _სევდიანი ხმით თქვა.
-ძალიან მწუხვარ. _ნოეს გული მოეწურა. -რა მოუვიდათ?
-მამა სამი წლის ვიყავი როცა გარდაიცვალა. მეზღვაური იყო. დედა არასდროს მეუბნებოდა ყველაფერს. მხოლოდ ის ვიცი, რომ გემზე უბედური შემთხვევა მოხდა..._სიტყვა გაუწყდა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა.
-ძალიან მწუხვარ. _დამწუხრებულმა უთხრა.
-დედამ მამას გარდაცვალება ვერ გადაიტანა და ისიც მალევე გარდაიცვალა. მას შემდეგ დეიდასთან ვიზრდები. დეიდაჩემი ჩემთვის მეორე დედაა, მეგი კი დაზე უფრო ძვირფასია. დარწმუნებული ვარ მისი შვილი საკუთარივით მეყვარება. _ღიმილით დაასრულა საუბარი. -ზოგადად, ბავშვები ძალიან მიყვარს.
-გეტყობოდა, ბავშვთა სახლში ყოფნისას, როგორ გიხაროდა მათთან ურთიერთობა.
-როგორ შეიძლება ბავშვები არ გიყვარდეს! _გაბრაზებული და ამავდროულად გაკვირვებული ტონით წარმოთქვა, რაზეც ნოეს გაეღიმა. -ბავშვთა სახლშიც როცა მივიდვარ, ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო ის დრო მათთან ურთიერთობისას.
-ბავშვებთან ურთიერთობისას მთავარი სწორედ სიყავრულია.
-გეთანხმები.
-საუკეთესო დედა იქნები. _გაუცნობიერებლად წამოსცდა ნოეს. თითქოს ამ ერთი ფრაზით მომავალი დახატა, მომავალი, რომელიც წარმოსახვაში მას უკავშირდებოდა და ამან ერთდროულად მიანიჭა სიხარულიც და ტკივილიც.
-ძალიან მეშინია დედობის.
-რატომ?
-ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და იმიტომ. ბევრი რამაა დედაზე დამოკიდებული, შვილების ცხოვრებაში, ხომ სწორედ დედა თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. მინდა ჩემი შვილები ჩემი ამაყობდნენ.
-დარწმუნებული ვარ ასეც იქნება.
-შენ? შენზე რას მეტყვი? _ნოეს მიანათა დიდრონი თვალები.
-აწმყოზე და წარსულზე რამდენიც გინდა იმდენს გელაპარაკები, მაგრამ მომავალზე საუბარი არ მიყვარს. მომავალი ძალიან მაშინებს.
-მაშინ წარსულიდან დავიწყოთ. _ღიმილით უთხრა.
-კი ბატონო. ბავშვობიდან დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო როგორც მე მინდოდა. მე და ჩემი ძმა ერთად აუღებელი ციხესიმაგრე ვიყავით. _გაეცინა -ხომ წარმოგიდგენია სახლში ორი ბიჭი რამდენს ნიშნავდა. ყოველთვის ვითვალისწინებდით მშობლების შენიშვნებს, თუმცა საბოლოოდ ისე მიგვყავდა საქმე, რომ მაინც საჩვენოდ წყდებოდა ყველაფერი. სადმე რამე თუ ფუჭდებოდა მე და სერგიც იქ ვიყავით. მოკლედ მოსვენება არავის არ ჰქონდა ჩვენს ხელში. მერე 11 წლის ვიყავი როცა ჩემი პატრა და, მია გაჩნდა. ეს იყო ყველაზე საოცარი რამ, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო. არასდროს ვგიჟდებოდი ბავშვბეზე, რადგან მეზობლის ბავშებიდან გამომდინარე ყველა მტირალა და საშინლად ჭირვეული მეგონა. თუმცა მიას დაბადებამ რადიკაურად შეცვალა ჩემი შეხედულება. ისეთი მშვიდი და ისეთი ბუთქუშა იყო რომ სულ გვინდოდა მოვფერებოდით. _გაეცინა. -უფრო ხშირად ვაწვალებდით, თან თვითონაც ხმას არ იღებდა. ძალიან ჩუმი და მშვიდი ბავშვი იყო. მე და სერგი სადაც წავიდოდით ყველგან თან დაგვყავდა. ხომ წარმოგიდგენია პამპერსიან დას რომ ქუჩა-ქუჩა დაატარებ. _ორივემ სიცილი დაიწყო ამის წარმოდგენისას. _ძალიან მსუქანი იყო ბავშვობაში და მისი ლოყების წვალება ყევლაზე მეტად გვიყვარდა. აწითლებულ ლოყებს დედა რომ შენიშნავდა ერთ საათიანი ლექციები გვიტარდებოდა, თუმცა ეგ არაფერი იყო. ისიც უჩვენოდ ვერ ძლებდა და ჩვენც მეტი რაღა გვინდოდა. მერე, როცა სკოლა დავამთავრე, გერმანიაში წავედი სასწავლებლად. მთელი ოთხი წელი იქ ვიყავი, მაგისტრატურაც იქ დავასრულე. მოკლედ რომ ვთქვა აქ ჩამოსვლის და ცოხვრების სურვილი არ მქონია, თუ ოჯახს არ ჩავთვლით. ასე გრძელდებოდა მანამდე სანამ რამდენიმე თვის წინ არ დავბრუნდი. _ხმა შეეცვალა. -ახალი წელი ბათუმში ერთად ავღნიშნეთ, სოფელში ვაპირებდით მე და სერგი წასვლას, გზაში კი... ის მოხდა რაც არ უნდა მომხდარიყო. _მძიმედ გადააგორა ნერწყვი.
-ძალიან მწუხვარ. არ მინდოდა ამის გახსენება შენთვის. ვიცი რამდენად რთულიცაა...
-ნუ ნერვიულობ._ოდნავ გაუღიმა სესილის.
-მოდი არ გვინდა მტკივნეულ თემებზე საუბარი და რამე სახალისო მოვყვეთ. _ნოეს მკლავებიდან გამოძვრა და დივანზე ფეხმორთხმული დაჯდა.
-კარგი. მაშინ აბა მითხარი რომ დამინახე რა იფიქრე? ეს რა სიმპათიური ბიჭიაო? _ეშმაკურად ჩაიცინა და სესილისკენ გადაიხარა.
-და შენ რა იფიქრე ჩემი დანახვისას? _სიცილით ჰკითხა და ცხვირზე ოდნავ ჩამოჰკრა თითი.
-მაშინვე მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემთვის იყავი. _მის თვალებს მზერა გაუსწორა. -რას მიკეთებს სესილი, შენი თვალები? _მართლაც უჭირდა მწვანე ირისებისთვის თვალის მოწყვეტა. გოგონამ მორცვხად დახარა თავი და ტუჩები ღიმილმა გაუპო.
-იცი, ადრე მეგონა რომ... _სიტყვა კარზე ზარის ხმამ გააწყვეტინა.
-იყავი, მე გავაღებ. _მაშინვე წამოდგა სესილი ფეხზე და კარის გასაღებად წავიდა.
-როგორც ჩანს მათეს მოვენატრეთ. _ჩაიცინა და თვითონაც ფეხზე წამოდგა.
სწრაფად გააღო კარი. ღიმილი სახეზე მიეყინა როცა ზღურბლზე შუა ხნის ქალს შეეჩეხა. შავ კლასიკურ სამოსში გამოწყობილი, შავი თმა მაღლა აეწია, ზღვისფერი თვალები კი სესილის ინტერესით შესცქეროდნენ. ნამდვილად შესაშური გარეგნობის იყო ქალი, თუმცა მისი სილამაზისთვის დროს და ცხოვრებას მაინც დაემჩნია თავისი კვალი.
-გამარჯობა. _მშვიდად მიესალმა ქალი და კიდევ ერთხელ აათვალიერა სესილი.
-გამარჯობა. _გოგონაც მიესალმა.
-მე ნოესთან მოვედი...
-მობრძანდით. _მაშინვე გაიწია სესილი და გზა დაუთმო, რომ სახლში შესულიყო ქალი. საშინლად ეუხერხულა, რომ სხვის სახლში უცხო ადამიანს თვითონ დახვდა კართან. გრძნობდა სტუმრის მხრიდან ინტერესს და ეს კიდევ უფრო ძაბავდა.
-თქვენ ვინ ხართ? _წარბაწეულმა შეხედა სესილის.
-მე...
-დედა? _ნოეს ხმის გაგონებაზე ერთდროულად მოეშვა და უფრო მეტად დაიძაბა. ნუთუ ეს ქალი ნოეს დედა იყო. უფრო მეტად შეუტია უხერხულობის გრძნობამ. რა საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდა. სახეზე თანდათან ჭარხლის ფერი ედებოდა. რას იფიქრებდა ქალი მისი დანახვისას. ნერწყვი მძიმედ გადააგორა და ნოეს მავედრებელი თვალებით გახედა.
-ნოე, როგორ ხარ? _მაშინვე მიბრუნდა შვილისკენ და მაგრად გადაეხვია. -საშინლად ვინერვიულე გუშინ, როცა მათემ დამირეკა. მთელი ღამე ვერ მოვისვენე. გუშინ ვაპირებდი მოსვლას, მაგრამ მამაშენმა არ დამანება.
-დამშვიდდი მარო, ხომ ხედავ კარგად ვარ. _ღიმილით ჩამოუსვა დედას სახეზე ხელები და შუბლზე აკოცა. -როგორ მომენატრე რომ იცოდე. _კიდევ ერთხელ ჩაიკრა დედა გულში.
-ნოე, დედა, რა გინდა აქ, რამდენჯერ უნდა გთხოვო, რომ ჩვენთან გადმოხვიდე. სულ ასე უნდა მანერვიულო არა? ჩემზე სულ არ ფიქრობ. _საყვედურნარევი ტონით დატუქსა შვილი.
-დე, ერთ თემას ასჯერ ნუ განვიხილავთ. _თვალი ჩაუკრა და გაუღიმა. -მამა როგორაა?
-უკეთ. რაც მთავარია მკურნალობას აგრძელებს. მასაც ძალიან ენატრებით შენც და მიაც. _სახეზე ხელი ჩამოუსვა შვილს. - სიცხე ხომ არ გაქვს?
-ცოტა გავცივდი, მაგრამ უკვე უკეთ ვარ. სესილი დამეხმარა. _დასჯილი ბავშვივით კართან ატუზულ სესილის შეხედა. მარიამმა მაშინვე მასზე გადაიტანა მზერა.
-სესილი? _მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა და შვილს გახედა.
-სესი, მოდი. _გოგონას ხელი გაუწოდა, რომ მასთან მისულიყო. ისიც აკანკალებული ნაბიჯით მივიდა მამაკაცთან. -გაიცანი, დედაჩემი, მარიამ არაბიძე. დედა, ეს სესილი გიორგობიანია.
-სასიამოვნოა _ხელი გაუწოდა მარიამმა და გოგონას დაბნეული და დამფრთხალი სახის დანახვისას ოდნავ გაუკრთა ღიმილი სახეზე.
-ჩემთვისაც. _ძლივს ამოილუღლუღა. -ნოე, მე წავალ. _მამაკაცს მიუბრუნდა და თავის ქურთუკს დასწვდა.
-ნუ წახვალ სესილი. _მარიამის ხმამ შეაჩერა. -თუ, რა თქმა უნდა არ გეჩქარება. დავსხდეთ და ვისაუბროთ. ერთმანეთსაც უკეთ გავიცნობთ. ყოველთვის სასიამოვნოა ჩემთვის ნოეს მეგობრების გაცნობა. _შვილს წარბაწეულმა გახედა. საშინლად არ მოეწონა სესილის მარიამის სიტყვები. მიხვდა რაც იგულისხმა და თავი საშინლად შეურაცხყოფილად იგრძნო.
-სესილი ჩემი მეგობარი არ არის! _ნოესაც არ მოეწონა დედის ასეთი საქციელი. საშინლად გაღიზიანდა, მთელი სხეული დაეჭიმა. -მე და სესილი ერთად ვართ!
-ნოე, მე წავალ. _ჩუმად ამოილუღლუღა გოგონამ.
-არ წახვალ! _მკაცრად უთხრა. ისიც მაშინვე ერთ ადგილს მიეყინა. არ იყო ნოეს მხრიდან ასეთ ტონს მიჩვეული.- მოდი ჩემთან. _წელზე მოხვია ხელი, ქურთუკი გამოართვა და კვლავ თავის ადგილას დაკიდა. -ასე ვაპირებთ დგომას კართან, თუ დავსხდეთ? _მარიამს შეხედა, რომელიც წყვილს თვალს არ აშორებდა.
-დავსხდეთ. _მშვიდად თქვა ქალმა.
-ნოე, ცუდად გამოიყურები. იქნებ ექიმისთვის დაგვერეკა? _სავარძელში მოთავსდა მარიამი და შვილს მზრუნველად ჰკითხა.
-არაა დედა საჭირო._თვითონაც დივაზე ჩამნოჯდა და სესილიც გვერდით დაისვა. ხომ გითხარი უკვე უკეთ ვარ._არ მოსწონდა, დედის საქციელის გამო სესილი ასე დაძაბული, რომ იყო.
-ხო, როგორც გავიგე სესილის წყალობით. _გოგონას გახედა. -მიხარია, რომ ნოეზე ასე ზრუნავ. _ოდნავ გაუღიმა სესილის. -წეღანდელისთვის ბოდიშს გიხდი. ცუდად არ გაიგო ჩემი სიტყვები... _მარიამს სიტყვა კარზე ზარის ხმამ გააწყვეტინა.
-გავაღებ. _სწრაფად წამოდგა სესილი ფეხზე, იმ იმედით რომ მარიამის დაჟინებულ მზერას წამით მაინც მოშორდებოდა.
-უი სესი, აქ ხარ? _ღიმილით შემოვიდა სახლში ქრისტინე.
-როგორ ხარ? _სესილიმაც მოიკითხა.
-მე კარგად. ნოე როგორაა? მათემ მითხრა ავად არისო.
-მოდი, მისაღებში არიან. _კარი მიხურა და მიმავალ ქრისტინეს უკან გაჰყვა. ქრისტინემ როგორც კი ნოე და მარიამი დაინახა, თვალები შიშისგან გაუფართოვდა, გული საშინლად აუჩქარდა. შეუმჩნევლად მოხვია მუცელს ხელები. არც მარიამს ჰქონია უკეთესი რეაქცია. თავიდან გაოცებული უყურებდა ქრისტინეს, შემდეგ კი გაოცება ბრაზმა ჩაანაცვლა.
-რას აკეთებს ეს ქალი აქ?! _ხმა გაიმკაცრა მარიამმა და ამრეზით შეხედა ქრისტინეს.
-დედა, ტონი შეცვალე, როცა ქრისტინეს ელაპარაკები. _მშვიდად უთხრა ნოემ და ფეხზე წამოდგა. -ვერ ხედავ? ჩემს სანახავადაა მოსული.
-ნოე, მეხუმრები არა? _გაოცებული იყო მარიამი. -რა საქმე აქვს ამ...
-არ გაბედო! _იმდენად მკაცრი იყო ნოეს ხმა, რომ მარიამმა სიტყვის თქმაც კი ვერ გაბედა. -არც კი გაბედო ქრისტინესთვის შეურაცხყოფის მიყნება!
-ნოე...
-ბოდიში მოუხადე!
-რა? _გაიოცა ქალმა და კედელთან ატუზულ ქრისტინეს შეხედა, რომელსაც სახეზე ფერი არ ედო.
-გაურკვევლად ვთქვი რამე?!
-მეხუმრები არა?
-ასე ვხუმრობ ხოლმე?!
-არ ვაპირებ მხოლოდ იმის გამო მოვუხადო ამ ქ ალს ბოდიში, რომ ეს შენ გინდა! _უკან არ იხევდა მარიამი.
-უკანასკნელად გეუბნები, ბოდიში მოუხადე!
-მეც გითხარი, რომ...
-ქრისტინე! _სესილის მოულოდნელმა კივილმა მიიქცია დედა-შვილის ყურადღება. წამში გადაიტანა ნოემ მზერა ქრისტინეზე. ქალი ფერწასული ჩაცურებულიყო კედელთან და გულწასული იწვა.
-ქრისტი! _მაშინვე მივარდა ქალს, ხელში აიყვანა და სწრაფად დააწვინა დივანზე. მარიამიც გაკვირვებული უყურებდა ნოეს და სესილის, რომლებიც მთელი მონდომებით ცდილობდნენ ქრისტინეს გონზე მოყვანას.
-სესილი წყალი მოიტანე! _გოგონაც მაშინვე გავარდა სამზარეულოში და წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა უკან.
-რა დაემართა? _მარიამსაც შეეტყო ხმაში მღელვარება.
-ნოე, სასწრაფოში დავრეკავ. _სწრაფად მოიმარჯვა ტელეფონი ხელში.
-ქრისტი, გაახილე თვალი ძალაინ გთხოვ. _სახეზე სველი ხელი ჩამოუსვა ნოემ.
-გამოდი! _სწრაფად გაწია მარიამმა შვილი გვედით და ქრისტინეს წინ ჩაიმუხლა.
-ოდიკოლონი გაქვს? _ნოემ სწრაფად დაუქნია თავი. -მომიტანე! _სწრაფად გავარდა ნოე აბაზანაში და რამდენიმე წამში პატარა, მინის ბოთლით ხელში დაბრუნდა. დედას მიაწოდა და ინტერესით აკვირდებოდა მის ქმედებას. მარიამი პროფესიით ექიმი იყო, შესაბამისად არანაირად არ გასჭირვებია ქრიტინეს გონზე მოყვანა. მძაფრი სურნელის შეგრძნებისას ნელა გაახილა თვალი. თავთან მჯდომი მარიამის დანახვისას ერთიანად შეკრთა.
-ქრისტი, როგორ ხარ? _შეშინებული ხმით ჰკითხა სესილიმ. ის იყო ქალს რაღაც უნდა ეთქვა, როცა მოულოდნელად პირზე იტაცა ხელი. ნოე მაშნვე მიხვდა, რომ ეს ტოქსიკოზის ბრალი იყო. სწრაფად აიყვანა ხელში და აბაზანაში შეიყვანა.
-ნოე, მე მივხედავ. _უნიტაზზე ჩამოკიდებულ ქალს მიუახლოვდა სესილი და ნოეს ანიშნა გარეთ გასულიყო.
-რა სჭირს? _ჰკითხა მარიამმა.
-შენმა გამოჩენამ განსაკუთრებით იმოქმედა მასზე დედა! _თეატრალურად გაუღიმა ქალს.
-როგორ არის? _საპირფარეშოს დახურულ კარზე ანიშნა.
-უკეთ იქნება.
-მაინც ვერ ვხდები რას აკეთებ ეს ქალი შენთან.
-დედა, მოვრჩეთ ამაზე საუბარს. _კარზე ზარის ხმის გაგონებისას სწრაფად წავიდა გასაღებად. სასწრაფო დახმარების თანამშრომელბით აივსო სახლი მალევე.
-რა საჭირო იყო სასწრაფოს გამოძახება. ხომ ხედავ რომ უკვე კარგადაა? _წარბაწეულმა შეხედა შვილს.
-მარიამ, ამ წამს არაფერს არ გეუბნები, იმიტომ რომ ვიცი, სულ მალე საკუთარ სიტყვებსაც და საქციელსაც ძალიან ინანებ და ბოდიშს ჩემი თხოვნის გარეშე მოუხდი ამ ქალს! _ დედის პასუხს აღარ დალოდებია, საძინებელში შევიდა სასწრაფოს ექიმთან ერთად და ფერწასულ ქრისტინეს მიუახლოვდა.
-უკეთ ხარ? _ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-რა დაემართა? _მარიამის ხმის გაგონებაზე ყველამ მისკენ მიატრიალა თავი. ქრისტინე განსაკუთრებით იყო დაძაბული.
-ემოციების ბრალია _უპასუხა ექთანმა - როგორც ჩანს ძალიან ინერვიულა, თანაც...
-გამდოლბთ დახმარებისთვის. _შეაწყევტინა ნოემ და კაცს ანიშნა მეტი არაფერი ეთქვა. -რამე წამალი ხომ არ სჭირდება?
-არა, არაფერი. მსუბუქი, მცენარეული დამამშვიდებელი დავალევინეთ, მალე კარგად იქნება ქალბატონი. კარგი იქნება ცოტა ხანი თუ დაისვენებს.
სასწრაფოს თანამშრომლები მალევე გააცილეს. სესილი, ქრიტინესთან ერთად იყო ოთახში. არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ მარიამმა არც ლაზარეს და არც ჯერ არ დაბადებული პატარის შესახებ არაფერი იცოდა. არც ქრისტინესთვსი სურდა ამ წამს ზედმეტი კითხვების დასმა. ორივე გასუსულები ისხდნენ ნოეს საძინებელში და სასტუმრო ოთახიდან შემომავალ ხმებს განაბულები უგდებდნენ ყურს.
-იცი, ეს ქალი ვინ არის?
-სერგის ცოლი. _მშვიდად უპასუხა.
-ცოლი? _ ჩაიცინა მარიამმა.
-არ იცოდი? _არანაკლებ გაიკვირვა ნოემაც. -სერგიმ მთელი თავისი ქონება სწორედ ქრისტინეს დაუტოვა, როგორც მის მეუღლეს.
-მეხუმრები? _თვალები გაუფართოვდა მარიამს.
-არა.
-სერგის, მაგ ქალთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია...
-ახლა მე მომისმინე დედა. ჯერ ერთი, რომ ამ ქალს სახელი აქვს და მას ქრისტინე ჰქვია. მერე მეორე, მგონი ადვილად უნდა ხვდებოდე იმას, რომ შენი შვილები პატარები დიდი ხანია აღარ არიან და შენთან არ დაიწყებენ თავიანთი ცხოვრების ყოველი დეტალის განხილვას. სერგიმ პატივი გცათ და გადაწყვიტა ქრისტიტე თქვენთვის გაეცნო, როგორც მისი მომავალი, მაგრამ შენ რა გააკეთე? ეს ჩემზე უკეთ შენ იცი. ის რომ შენ რაღაცების წინააღმდეგი ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ჩვენ გადაწყვეტილებებს შევცვლით. ბევრჯერ მაქვს შენთვის ეს გამეორებული და რაც მალე გაითავისებ ამას მით უკეთესი. აღარასოდეს გაბედო არც ქრისტინეს და არც სესილის ცუდად მოხსენიება, თორემ ასე ვეღარ დავილაპარაკებთ.
-და რას გააკეთებ?
-დედა, მე არ ვხუმრობ. კიდევ ერთი მსგავსი სიტყვა ან საქციელი და ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნება. შესაძლოა გამიჭირდეს ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ იცი, რომ გავაკეთებ. თუ საჭიროება მოითხოვს სიტყვას აუცილებლად შევასრულებ და ეს შენც იცი. _ოდნავადაც არ აუწევია ხმას. თითოეულ სიტყვას მშვიდად და გარკვევით წარმოთქვამდა. მარიამისთვისაც გასაგები იყო, რომ უაზრო შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ამით მხოლდო იმას მიაღწევდა რომ მეორე შვილსაც დაკარგავდა. რაც არ უნდა უსიამოვნო ყოფილიყო მისთვის ეს ფაქტი, მაინც უნდა შეგუებოდა.
დედის წასვლის შემდეგ გოგონებთან შევიდა ოთახში. მათი დაძაბული სახეების დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა.
-დამშვიდდი ქრისტი, არაფერზე ინერვიულო.
-მაპატიე ნოე... _ტირილი აუვარდა ქალს.
-საპატიებელი არაფერია. ბოდიში დედამ უნდა მოგიხადოს...
-ძალიან შემეშინდა. _მუცელზე შემოიხვია ხელები.
-ნუ ნერვიულობ, ხომ იციც შენთვსი არ შეიძლება. _თბილად გაუღიმა. -ხვალ ექიმთან ხომ არ წავიდეთ?
-ორი დღის წინ ვიყავი. თვის ბოლოს ვარ დაბარებული. _ცრემლები შეიმშრალა.
-კარგი, როგორც გინდა. _გაუღიმა და საწოლზე ჩამომჯდარ სესილის გახედა. გოგონამ როგორც კი მისი თბილი მზერა დაიჭირა, მაშნვე მოეშვა.
-შე მშიშარა _სიცილით უთხრა ნოემ. -მოდი ჩემთან. _ხელი გაუწოდა. სესილიც მაშინვე წამოდგა ფეხზე და მაგრად ჩაეხუტა ნოეს. მამაკაცმაც მაგრად მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა.
-ოჰო... _სიცილით შესძახა ქრისტინემ. ნოემ მხოლოდ თვალი ჩაუკრა და სესილის თავზე აკოცა.
-მართლა ასე შეგაშინა მარიამმა? _სიცილით მოიქცია მისი სახე ხელებში.
-ძალიან ვინერვიულე.
-ნუ მიაცევ დედას ყურადღებას. არაა ცუდი ქალი, უბრალოდ რიგ საკითხებში ცოტა მკაცრია, მაგრამ თვქენ ნუ ინერვიულებთ. მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება. _თბილად გაუღიამ ორივეს.
-ძალიან გაბრაზდა? _გულუპრყვილოდ იკითხა.
-უჰ, ნუ იტყვი. _სახე შეჭმუხნა ნოემ და ს ესილის დამფრთხალი თვალების დანახვისას სიცილი ვერ შეიკავა.
-ნოე! _გაგულისბულმა წამოიყვირა. -ხუმრობის დროა?
-ნუ მიყურებ ეგეთი შეშინებული თვალებით. _ნაზად აკოცა ორივე თვალზე, შემდეგ კი მადისაღმძვრელ ბაგეებს შეეხო.
-აპ, აპ, აპ _წამოიძახა ქრისტინემ. -დაგვინდეთ მეც და ჩემი შვილიც. _სიცილით წამოდგა ფეხზე და ოთახიდან გავიდა.
-ჩემი წასვლის დროცაა. _ოდნავ მოშორდა მამაკაცს.
-უკვე მიდიხარ?
-დიდი ხანია აქ ვარ.
-აუ, მგონი ისევ ცუდად ვარ. _წარბები შეჭმუხნა ნოემ და შებლზე ხელი მიიდო ტემპერატურის შესამოწმებლად.
-ნუ აფერისტობ! _გაეცინა სესილის. -დაწექი და დაისვენე. _ფეხის თითებზე წამოიწია და ლოყაზე აკოცა, რაზეც მამაკაცმა უკმაყოფილოდ შეკრა წარბები, წელზე ხელი მოჰხვია და სქელ ბაგეებს მომთხოვნად დაეწაფა.
***
-ნუ მიყურებ ეგრე!
-ყურებაც აღარ შეიძლება?!
-მათე!
-არაფერს ვამბობ!
-ნურც იტყვი!
-ჩუმად ვარ-მეთქი. _მხრები აიჩეჩა მათემ. -როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეცი.
-ცხოვრბეაში პირველად ვგრძნობ თავს ასე...
-კარგადაც და ცუდადაც! _ნოეს გულ-მუცელი ეყინებოდა, იმის გააზრებისას, რომ მათე მართალი იყო.
-რა ვქნა მათე?
-შენ რა გინდა?
-მინდა ჩემთან იყოს და მასთან ვიყო.
-მერე?
-მერე ის, რომ ეს არასწორია, მაგრამ ახლა...
-დააგვიანე.
-რა გავაკეთო.
-უფრო შორს ნუ წახვალ და უფრო მეტ შეცდომას ნუ დაუშვებ. შენ მოგიღებს ეს ბოლოს ყველაზე მეტად. _ნოეს ერთი წერტილისთვის გაეშეშებინა თვალი.
-გიყვარს ნოე.
-რატომ არ შეიძლებოდა, რომ სულ სხვა დროს, სხვა ვითარებაში შევხვდეროდით ერთმანეთს. რა დაშავდებოდა ყველაფერი სხვაგვარად რომ ყოფილიყო?! _მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს.
-გეტყოდი, მიეცი თავს ბედნიერების უფლება-მეთქი, მაგრამ ხომ გიცნობ. თავს ვერ პატიობ და რა ბედნიერებაზეა საუბარი.
-გეფიცები, როცა ჩემთანაა სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.
-სიმართლე უთხარი, სანამ ძალიან გვიანი არაა. _ტელეფონის ზარის ხმაზე უცნაურად შეკრთა. ეკრანზე სესილის სახელის წაკითხვისას გული შეეკუმშა.
-გისმენ.
-როგორ ხარ? _გოგონას მხიარული ხმის გაგონებისას თვითონაც გაეღიმა.
-არამიშავს. მე და მათე ოფისში ვართ, ვმუშაობთ. შენ რას აკეთებ?
-მეგის ვეხმარები ტანსაცმლის ჩალაგებაში.
-სადმე მიდის მეგი?
-ხო, სამსახურიდან ბათუმში უშვებენ და საღამოს მიდის.
-აა...
-ნოე, ხომ კარგად ხარ? ცუდი ხმა გაქვს.
-სესი, დღეს საღამოს სახლში იქნები?
-კი, მოხდა რამე?
-სამსახურის შემდეგ შემოგივლი. სალაოარაკო მაქვს. _მათეს შეხედა, რომელიც თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა.
-ნოე, ყველაფერი კარგადაა? _სესილის ხმაში შეშფოთება დაეტყო.
-დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ. საღამოს მოვალ კარგი?
-კარგი. _ტელეფონი გათიშა და ღრმად ჩაისუნთქა. მწარე ჩხვლეტა იგრძნო ფილტვებში და ფეხზე წამოდგა. სწრაფად შეიხსნა ჰალსტუხი და იქვე მიაგდო.
-მის თვალებში ჩემ თავს ვხედავ. ვიცი რომ ამის შემდეგ ასე აღარ იქნება.
-ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. თუ სესილისაც ისევ უყვარხარ როგორც შენ, მიხვდება რომ ძალიან ნანობ საკუთარ საქციელს. აუცილებლად დიამსახურებ მის პატიებას.
-რომელი ქალი აპატიებს კაცს ასეთ რამეს. _სიმწრით ჩაიცინა.
-შეყვარებული ქალი.
-აქ უკვე სიყვარულიც არაფერია.
-შეეცადე კარგზე იფიქრო.
-არარსებულ კარგზე ფიქრს, არსებულ ცუდზე ფიქრი ჯობია. ჯობია ყველაზე ცუდისთვის იყო მზად.
-დარწმუნებული ხარ რომ მზად ხარ?
-ამისთვის მზად ვერასოდეს ვიქნები. ადრე თუ გვიან მაინც მომიწვეს ყველაფრის თქმა. რაც მალე გავაკეთებ ამას, მით უკეთესი.
****
-სამსახურიდან დაბრუნებული მეგის ტანსაცმლის ჩალაგებაში მიეხმარა და ს ადგურამდეც მიაცილა. რაც ნოეს ელაპრაკა ვერაფრით ამოიგდო იმაზე ფიქრი თავიდან, თუ რა საქმე ჰქონდა მასთან. თანაც მამაკაცის ხმა ისეთი სხვანაირი ეჩვენა. ცოტა არ იყოს ანერვიულდა კიდეც. მართალია, უთხრა სანერვიულო არაფერიაო, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებს. გამუდმებით საათს უყურებდა და დროის გასვლას მოუთმენალდ ელოდა. კიდევ ერთხელ დარეკვაც არ უნდოდა. გარკვევით უთხრა მამაკცმა, რომ სამსახურის შემდეგ მივიდოდა. დროის გაყვანსი მზნით ცოტა ხნით ქრისტინესთან გავიდა, პატარა ლაზარესაც ეთამაშებოდა, თუმცა დიდი ხანი ვერც იქ გაჩერდა. სახლში დაბრუნებული სამზარეულოში ტრიალებდა სა ვახშამს ამზადებდა, თან თვალი ფანჯრისკენ ეჭირა. ნოე, თუ მოვიდოდა, მის მანქანას აუცილებლად შენიშნავდა. საკმაო ხანი აგვიდა, თუმცა მამაკცი არ გამოჩენილა. მაშინვე გასული დღე გაახსენდა როცა უკვალოდ გაქრა ნოე და მათე გამწარებული ეძებდა. თავისდაუნებურად შიშმა შეიპყრო.
ბოლოს დარეკვა გადაწყვიტა, თუმცა მის ზარს არ პასუხობდა.
-ალბათ, რაღაც საქმე გამოუჩნდა. _ეს უფრო თავის დასამშვიდებლად თქვა. მაცივრიდან შოკოლადის შეკვრა გამოიღო, ტელევიზორთან მოკლათდა ფილმის ყურება დაიწყო, ყურადღების გადატანის მიზნით. არმდენად გამოსდიოდა ეგ საკითხავი იყო, თუმცა უსაქმოდ ფანჯარასთან დგომას ეს აშკარად სჯობდა.
წამით ისიც იფიქრა მათესთვის დაერეკა, თუმცა მერე გაახსენდა, რომ მათეს ნომერი არ ჰქონდა. ქრისტინეს შეწუხება კი ამის გამო არ უნდოდა, ამიტომ ისევ ლოდინი არჩია. ფეხები აიკეცა დივანზე და უფრო მეტი ყურადღებით მიაჩერდა ტელევიზორს.
***
ერთ ოთახში მოეყარა ყველას თავი და ნერვიულობისგან შეშლილი სახეებით იცქირებოდნენ. არავინ არღვევდა სიჩუმეს. თითქოს ერთმანეთს ელოდნენ ვინ ამოიღებდა პირველად ხმას. ლევანი და მარიამი ერთმანეთის გევრდიგვერდ ისხდნენ და თვალებმინაბულ მწოლიარე შვილს ნაღვლიანი სახით უყურებდნენ.
ქეთო ბებია და თედო ბაბუც იქვე იდგნენ. ქეთო ვერაფრით ახერხებდა მშვიდად ყოფნას, თუმცა ვერც ხმის ამოღებას ბედავდა, ამიტომ შეწუხებული ხმით კრუსუნებდა. ნოე კი დის გვერდით ჩამომჯდარიყო საწოლზე და ჩალისფერ თმებზე ეფერებოდა საყავრელ დას.
-ნოე... _ტირილნარევი ხმით ამოიკნავლა მიამ.
-დამშვიდდი აქ ვართ ყველა. _თბილად გაუღიმა დას და შუბლზე აკოცა.
-შემეშინდა...
-არაფერია საშიში, ხომ ხედავ ექიმმაც თქვა მალე კარგად გახდებაო. გაგიმართლა, რომ ტვინის შერყევა არ მიიღე. ¬_ოდნავ ჩაიცინა. -ხომ არაფერი გინდა?
-არა. ხელი მტკივა. _წარბები შეკრა.
-მოტეხილობა გაქვს და მაგიტომ. გამაყუჩებელიც გაგიკეთეს და მალე გაგივლის._თავზე ხელი გადაუსვა.
-დეე... _მარიამ გახედა მიამ და თვალებით ანიშნა მასთან მისულიყო. ქალიც მაშინვე მივიდა შვილთან და თავთან ჩამოუჯდა.
-ხვალვე მოვჭრი კისერს იმ შეჩვენებულს! _დაიმუქრა თედომ.
-არავის თავის მოჭრა არაა საჭირო ბაბუ. _მიუბრუნდა ნოე.
-მთავარია, ყველაფერი კარგადაა უკვე. _ შვილს დაეთანხმა ლევანიც.
-როდის აიწყვიტა იმ შეჩველებულმა ვერაფრით მივხვდი, ან ამ გოგომ როდის მოასწრო ზედ შეჯდომა.
-თვალსადახელსშუა გამეპარა ბებია. _აყვა ქეთოცა.
-დამშვიდდი დედა, ხომ ხედავ უკვე კარგადაა მია. _თბილად უთხრა მარიამმა.
-რავარც კი დევინახე, მაშნვე ქალაქში ჩევიყვანე ექიმთან. _განერვიულებული საუბრობდა თედო. -მერე შენ ქე დაგირეკე ბაბუ. _ნოეს მიუბრუნდა.
-კარგად გიქნია ბაბუ. _ბაბუას ხელი გადახვია და თვილად გაუღიმა.
-მაგია ჭკვიანი ცხენი? _არ ცხრებოდა ქეთო. -ხვალვე გავაჩუქოთ. ზალიკიას ბიჭს ვაჩუქოთ. ქე უყვარს იმას მაგისთანები. _ქეთოს სიტყვებზე ყველას გაეცინა.
-გავიდეთ ჩვენ, დაისვენოს მიამ. _ფეხზე წმაოდგა ლევანი და ყველა მას მიყვა. მაისთან მხოლოდ მარიამი დარჩა.
-კი გაგიხეთქეთ გული ლევან. _ნაღვლიანად გახედა თედომ ლევანს.
-კარგა გვარიანად შეგვეშინდა, მაგრამ უკვე დავმშვიდდით.
-ერთ ბაღანას ვერ მივხედეთ! _ქოთქოთებდა ქეთო და თან სამზარეულოში ტრიალებდა.
-ბებო, ხაჭაპურს ხომ გამიკეთებ? _ყურადღების გადასატანად სხვა თემა ჩამოყგდო ნოემ.
-აბა რას ვიზამ ბებია. _შეიცხადა ქეთომ. -ამ წუთას ბებიკო. მიდი შენ მეისვენე დაღლილი იქნები, ნამგზავრი. _ნოეს ახლაღა გაახსენდა, რომ აქ წამოსვლამდე სესილისთან აპირებდა მისვლას. ალბათ გოგონა ელოდა, თვითონ კი არც გააფრთხილა, რომ მისვლას ვერ მოახერხებდა. როგორც კი მიას ამბავი შეატყობინეს, ყველაფერი გადაავიწყდა. სასწრაფოდ ჯიბეზე იტაცა ხელი, თუმცა ტელეფონს ვერ მიაგნო. მაშინვე გავიდა სახლიდან და მანქანის კარი გამოაღო.
სესილისგან ორი გამოტოვებული ზარი იყო. მაშინვე გადაწყვიტა დარეკვა, თუმცა საათს რომ შეხედა, გადაიფიქრა. ალბათ, უკვე ეძინებოდა. ხვალ, როგორც კი ქალქაში დაბრუნდება, მაშნვე მივა მის სანახავად და ყველაფერს აუხსნის, თუმცა შესაძლოა ამის ახსნა უკვე აღარც გახდეს საჭირო. მოსალოდნელი სუაბრის წარმოდგენისას, უსიამოვნოდ შეეკუმშა გული. სახლში შებრუნდა და იქვე სავარძელში ჩაეშვა. ტელეფონს ხელში ატრიალებდა და საათს თვალს ადევნებდა. ერთი სული ჰქონდა დრო სწრაფად გასულიყო.
-ნოე, კარგად ხარ? _ეჭვის თვალით შეხედა ლევანმა. პასუხად მხოლოდ თავის დაკვრაღა მოახერხა.
-ნოე, მია გეძახის. ამოვიდესო. _მარიამის ხმის გაგონებისას გამოფხიზლდა. ფეხზე წამოდგა და ხის კიბეს ნელი ნაბიჯით აუყვა.
-არ გეძინება? _ოთახში შესულმა ჰკითხა დას.
-არა. ტკივილმაც მიკლო. _ცალი მხარი აიჩეჩა. -შენც დაწექი რა. _საბანი გადასწია და ადგილი გაუთავისუფლა ძმას.
-რამ გადაგრია, ქეთოს არ იყოს? _სიცილით ჰკითხა
-დაგავიწყდა ვისი და ვარ? _მიასაც გაეცინა.
-კისერი კი არ უნდა მოიტეხო მერე. _ცხვირზე ჩამოკრა თითი. -იარე ახლა ეგრე დალილავებულმა.
-ნოე...
-ხო.
-ბოდიში. _წამწამებს ქვემოდან ახედა ძმას.
-რისთვის?
-იმ ყველაფრისთვის, რაც აქამდე გითხარი.
-მაგაზე არ იფიქრო შენ. _ოდნავ გაუღიმა.
-ძალიან ცუდად მოვიქეცი იმ დღეს. შენ მართალი იყავი როცა მითხარი, რომ ოჯახზე საერთოდ არ ვფიქრობდი.
-მია, შენ ჯერ პატარა ხარ და რთულია შენთვის ამ ყველაფრის გადატანა. ძალიან კარგად მესმის შენი.
-არა, ნოე. მე ძალიან ცუდად მოვიქეცი. არც კი ვიცი რამ მათქმევინა ის საშინელებები, მაშინ როცა ვხედავდი შენც როგორ განიცდიდი ამ ყველაფერს. ძალიან დიდი ბოდიში.
-ნუ მებოდიშები.
-ხომ მაპატიებ? _ნოეს ახედა.
-აბა რას ვიზამ. _თბილად გაუღიმა დას და ლოყაზე აკოცა. -რა უყავი ამ ლოყებს გოგო?
-სულ კი არ ვიქნებოდი აბა ისეთი მსუქანი. _სიცილით უპასუხა.
-ხვალ დედა და მამა წყნეთის სახლში წაგიყვანენ.
-არ მინდა მე წამოსვლა! _ნოეს თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა.
-რატომ?
-აქ მინდა ყოფნა და იმიტომ. სკოლის გამოცდებამდე არ წამოვალ. მერე საატესტატოს ჩავაბარებ და ზაფხულში ისევ ჩამოვალ. სექტემბრიდან კი ეროვნულებისთვის მოვემზადები.
-ასე ხომ წელს დაკარგავ?
-არაუშავს. მთავარია სწავლას ვაგრძელებ.
-და გადაწყვიტე რაზე გინდა რომ ჩააბარო?
-კი., სამედიცინოზე.
-მარიამს გაახარებ. _ჩაიცინა ნოემ. საოცრად ესიამოვნა მიას მხრიდან ამ ყველაფრის მოსმენა.
****
დილით ადრევე გაემზადა ქალაქში დასაბრუნებლად. თან გამუდმებით ტელეფონს ამოწმებდა, თუმცა მათეს გარდა არვის დაურეკავს. მარიამმა და ლევანმა ერთი დღით დარჩენა გადაწყვიტეს, რახან მია არ აპირებდა თბილისში დაბრუნებას.
საღამოსთვის უკვე თბილისში იყო. საშინლად დაღლილი იყო მგზავრობით, თუმცა ახლა ეს მეორეხარისხოვანი იყო. სადარბაზოს წინ გააჩერა მანქანა და სწრაფად აირბინა კიბეები. ღრმად ჩაისუნთქა და კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა. მალევე გაიღო კარი და თმააბურდული სესილიც გამოჩნდა. ნოეს დანახვისას მაშინვე გაუბრწყინდა თვალები. სულ დაავიწყდა გუშინდელი გაბრაზებაც და წყენაც, მამაკაცმა, რომ არ მოიკითხა. გახარებული მივარდა და მაგრად მოხვია ხელები.
ნოეს გული შეეკუმშა, მთელ სხეულში სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა. თვითონაც მაგრად შემოხვია ხელები და მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
-საშინელი ადამიანი ხარ! _წამის შემდგე მაგრად ჰკრა სესილიმ ხელი და ოდნავ მოიშრა მამაკაცი. -შენ არც კი იცი როგორ ვინერვიულე! ჯერ მითხრაი მოვალო, შემდეგ კი ისე გაქრი არაფერი გითქვამს! _თვალები აიწყლიანდა. -არაფრის ახსნას არ გთხოვდი, უბრალოდ გეთქვა რომ ვერ ახერხებდი მოსვლას. მთელი ღამე გელოდებოდი, შენ კი არც დაგირეკავს! _მძიმედ გადააგორა ნერწყვი. ნოეს სახის შემხედვარე ხვდებოდა, რომ საქმე ისე არ იყო, როგორც თვითონ ფიქრობდა, თუმცა მთელი ღამის ნაგროვებ წყენას მაინც ვერაფერი მოუხერხა.
-მაპატიე. ბოდიში, ვიცი ცუდად მოვიქეცი და ძალიან განერვიულე. _ ნაღვლიანი მზერით შეხედა გოგონას. საოცარი სითბოს გრძნობდა როცა მისი მხირდან ამოდენა მზრუნველობას ხედავდა.
-ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ შენ!
-შენ არა! ოღონდ შენ არ მითხრა ეგ! _მაშინვე გააჩუმა. - ერთადერთი ხარ ვისზეც ყველაზე მეტს ვფიქრობ და განვიცდი. მხოლოდ შენ არ მითხრა ეგ და სხვა ყველასგან ავიტან! _გოგონას მიუახლოვდა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-მეგონა რაღაც მოგივიდა... _ტუჩები აუკანკალდა.
-არ იტირო! ჩემ გამო არ იტირო. ვერც შენს ცრემლებს ავიტან. _თვალები დაუკოცნა და გულში მაგრად ჩაუკრა.
-რატომ არ მოხვედი გუშინ?
-სოფლიდან დამირეკეს. ჩემი და ცუდად იყო, ცხენიდან გადმოვარდა და გონება დაუკარგავს.
-მერე? ახლა როგორაა? _შეწუხებულმა ჰკითხა.
-კარგადაა უკვე.
-სახლში შემოდი აქ რას დგახარ. _ხელი მოჰკიდა და სახლში შეიყვანა.
-გუშინ რომ დამირეკე ცუდი ხმა გქონდა. რა უნდა გეთქვა. _ნოეს გულ-მუცელი გაეყინა. ერთიანად დაიძაბა და გული საშინლად აუჩქარდა.
-სესილი... _ოდნავ ჩაახველა, რომ ხმისთვის ხრინწი მოეშორებინა. -სანამ რამეს გეტყოდე, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ. _პირველი მიყვარხარ და ალბათ საბოლოოც. ამის გაცნობიერებისას მთელ სხეულზე ცეცხლი ეკიდება.
-ნოე, რა ხდება? _სესილიც მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მამაკაცის დაღლილი, ჩავარდილი თვალები უცნაურ, უსიამოვნო შეგრძნებებს უტოვებდა. ისეთი შეგრძნება რჩებოდა, თითქოს ნოე ემშვიდობებოდა.
-მაპატიე.... თუ შეძლებ, ოდესმე მაინც თუ შეძლებ მაპატიე... _ხედავდა სესილი როგორ მოიცვა ცისფერი თვალები სისველემ. სუნთქვა შეეკრა.
12 თავი
-ნოე, რა ხდება? _აკანკალებული ხმით ჰკითხა. მამაკაცმა ღრმად ჩაისუნთქა. ცდილობდა შესაფერისი სიტყვები და საკმარისი გამბედაობა ეპოვა.
-ვერ წარმოიდგენ რა რთულია ჩემთვის ამ ყველაფრის ახსნა. _ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი და გოგონას მიუახლოვდა.
-ნოე...
-გთხოვ არ შემაწყვეტინო! _ სწრაფადვე შეაჩერა. გრძნობდა როგორ უძნელდებოდა თანდათან რაიმეს თქმა. თითქოს ენა პირში აღარ უბრუნდებოდა. რა საშინლად რთულია,ყოველივე იმის ახსნა საყვარელი ადამიანისთვის რასაც საკუთარ თავსაც ვერ პატიობ. ამაზე რთული კი, ალბათ მისგან პატიების დამსახურებაა. თუ საერთოდ შესაძლებელია ყოველივე ეს. ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც შენი საყვრელი ადამიანისგან დიდ სიყვარულს გრძნობ, ხვდები როგორ ზრუნავს ის შენზე, როგორ გამოხატავს სითბოს, საკუთარ თავს ხედავ მის თვალებში და ეს კიდევ უფრო მეტად გითბობს სულს. გრძნობდა ყოველივე ამას ნოე და მთელ სხეულს უფორიაქებდ ა იმის წარმოდგენა, რ ომ შეიძლება ეს ყველაფერი რამდენიმე წამში სრულიად გამქრალიყო. ვეღარ შეძლებდა თბილი მწვანე თვალების დანახვას, ვერ შეძლებდა შეხებოდა სანატრელ ბაგეებს, ვერ სეიგრძნობდა მის სურნელს, ყოველგვარ უფლებას დაკარგავდა მასზე. ვერც კი შეეხებოდა, შორიდანაც კი ვერ უმზერდა.
-ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. _სიკვდილმისჯილივით მძიმედ ამოიხრიალა და სესილის თვალებს მზერა გასუწორა. ხედავადა, როგორ ფარავდა მწვანე ირისებს ცრემლები, როგორ აუთრთოლდა ტუჩები, როგორ გაუხშირდა სუნთქვა და როგორ გაიელვა თვალებში იმედგაცრუების დიდმა ნაპერწკალმა.
-რატომ? _ ათრთოლებული ხმით იკითხა და შეეცადა უკანასკნელი ძალები მოეკრიბა ცრემლების შესაჩერებლად.
-მაპატიე... _ღრმად ამოისუნთქა და მზერა სწრაფად მოარიდა. არ შეეძლო ასეთი თვალებისთვის უემოციოდ ეყურებინა. რამდენიმე წამი ყოყმანობდა, შემდეგ კი მძიმედ გააღო პირი, საბოლოო სიტყვების სათქმელად, რომელიც ყველაფერს თავის ადგილას ან თავდაყირა დააყენებდა. -მე ვიყა... _სიტყვა კარზე ზარის ხმამ გააწყვეტინა. ერთდროულად იგრძნო შვებაც და სიმძმეც. ზარის ხმა კიდევ ერთხელ განმეორდა, რაზეც სესილი შეკრთა. აცრემლებული თვალები სწრაფად შეიმშრალა, ნოეს გევრდი აუარა და კარი გააღო.
-სიურპრიზი! _მხიარული ხმით შესძახეს კარის ზღურბლზე მდგომმა ქრისტინემ და პატრა ლაზარემ. ქრისტინეს ხელში პატარა ტორტი ეჭირა, რომლებზეც ციფრებით 25 იყო გამოსახული. -რა ლამაზი დღეა... რა ნათელი მზეა.. იმიტომ, რომ დღეს სესილის... დაბადების დღეა... _ერთხმად წაიმღერეს და სახლში შემოვიდნენ.
-გილოცავ საყვარელო! _ღიმილით მიულოცა ქრისტინემ. ნოე ერთ ადგილას გაშეშებული იდგა და შეშლილი გამომეტყველბით, სახეწაშლილ სესილის უყურებდა. დაბადების დღე ჰქონდა. მან კი არ იცოდა. მაინც და მაინც დღეს დააპირა ყველაფრის გამხელა. გულზე მწარე ჩხვლეტა იგრძნო.
-ნოეც აქ ყოფილა. _თბილად გაუღიმა ქრისტინემ ერთ ადგილზე გაქვავებულ მამაკაცს. -რა გჭირს სესი, რა სახე გაქვს? მოხდა რამე? _ორივეს გადახედა ქრისტინემ.
-არაფერი. _უემოციო ხმით ამოილუღლუღა სესილიმ და სანთელს სული შეუბერა.
ერთბაშად იგრძნო ნოემ ჰაერის უკმარისობა. ნაცვლად იმისა, რომ ეს დღე მისთვის გაელამაზებინა, ალბათ ყველაზე საშინელი გახადა, იმ წუთას როცა უთხრა, რომ ერთად ვეღარ იქნებოდნენ. ერთიანად მოუჭირა სულზე დანაშაულის შეგრძნებამ. არ შეეძლო, ეს უკვე მის შესაძლებლობებსაც აღემატებოდა. სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა გოგონებს და პატარა ლაზარეს და სახლიდან გავარდა. ვერ შეძლო.
-სესი, ტორტი დავჭრათ. _ფეხზე შემოხვია პატრა ხელები ლაზარემ და გაცისკროვნებული თვალებით ახედა. თვითონ კი ერთ ადგილას გაშეშებულიყო და აცრემლებული თვალებით კარს მიშტერებოდა, საიდანაც რამდენიმე წამის წინ ნოე გავიდა.
-სესილი, მოხდა რამე? _ჰკითხა ქრისტინემ. მძიმედ გაყლაპა ყელში მომდგარი ცრემლის გორგალი და კარს მზერა მოაშორა.
-არაფერი. _ჩუმად დაიჩურჩულა.
****
-აღარ ნახავ?
-არა.
-შეძლებ მერე ამას?
-შევძლებ.
-რა გითხრა?
-არაფერი.
-იქნებ ჯობდა სიმართლე გეთქვა.
-არა.
-გგონია არ გაპატიებდა?
-ვერ.
-გაურკვევლობაშია ახლა.
-ვიცი.
-ასე უფრო ცუდად იქნები.
-ვიყო.
-სესილისაც დატანჯავ!
-....
-ფიქრებშიც კი ვერ იმეტებ ტანჯვისთვის.
-მიყვარს.
-მასაც უყვარხარ.
-....
-ვიცი, ახლა რამდენად გიჭირს და რა რთულიცაა ეს ყველაფერი შენთვის, მაგრამ უნდა შეძლო და გაუძლო სესილის გულისთვის.
-შევძლებ.
-ძლიერი ადამიანი ხარ.
-მხდალი!
-რასაც შენ აკეთებ სიმხდალე არ არის!.
-ვითომ?
-ნოე!
-წავალ.
-სად წავხალ?
-გერმანიაში.
-რა?! ხუმრობ!
-....
-შენი ოჯახი? ქრისტინეზე და ლაზარეზე არ ფიქრობ? ან იმ პატარაზე ჯერ რომ არ დაბადებულა?! არ მოგენატრებიან? მია? მიას რას ეტყვი? მას ხომ ასე ძალიან სჭირდები შენ. ნოე, არ არის ეს სწორი საქციელი.
-როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებ აქ, მაშინვე წავალ. სულ რამდენიმე კვირა მჭირდება. _ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა.
-შენებმა უკვე იციან ამის შესახებ?
-არა. დღეს სოფლიდან ჩამოვლენ და მოგვიანებით მეც ავალ წყნეთში.
-რაც გინდა ის გააკეთე! _გაბრაზებულმა მიაძახა მათემ და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
მოგვიანებით უკვე წყნეთის გზაზე იყო და მშობლების სახლში მიდიოდა.
გრძნობდა როგორ ემატებოდა ბრაზი საკუთარი თავის მიმართ. როგორადაც არ ცდილობდა, მაინც ვერ იშორებდა გონებიდან სესილის სახეს და ამის წარმოდგენაზე გრძნობდა როგორ აწვებოდა სისხლი საფეთქლებში. საბოლოოდ უმტყუნა ნერვებმა და ერთიანად ამოხეთქა ბრაზმა, ბოლო ხმაზე იღრიალა და მთელი ძალით დასცხო მუშტი საჭეს. მკვეთრად დაამუხრუჭა, მანქანიდან გიჟივით გადავიდა და ღრმად დაიწყო სუნთქვა. ცივი ქარის შეხება ესიამოვნა. ერთიანად დაძაბული სხეული შედარებით მოეშვა, თუმცა მისი სახე... მისი აცრემლებული თვალები ისევ წინ ედგა. მანქანის წინა ნაწილს მიეყრდნო და ჩაბნელებულ სივრცეს დანისნული თვალებით გახედა. რაც უფრო მეტს ფიქრობდა მით უფრო რწმუნდებოდა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. რატომ უშვებდა ყოველთვის შეცდომებს სესილისთან, რატომ ექცეოდა მხოლოდ მას ასე უსამართლოდ? ყოველთვსი იმას ფიქრობდა რომ საყვარელ ადამიანებს ვერასდროს ატკენდა გულს. ახლა კი როგორ იქცევა? რა აკეთებს? საკუთარი თავის პატივისცემას დროდადრო უფრო და უფრო კარგავს.
როგორც კი ეზოში შედგა ფეხი, მაშინვე გამოვარდა ბომბორა ყეფით. რამდენჯერმე დაუსტვინა ძაღლს. როგორც კი პატრონი ამოიცნო მაშინვე მიყუჩდა და თამაში დაუწყო გახარებულმა.
-რაო, ბომბორა _ძაღლის წინ ჩაიმუხლა და თავზე გადაუსვა ხელი. -მოგენატრე? მეც მომენატრე. _ფეხზე წამოდგა და სახლისკენ წავიდა. სანამ გასაღებს ამოიღებდა ჯიბიდან, მანამ გააღო ლევანმა სახლის კარი.
-ნოე _შვილს გაუღიმა. -ფანჯრიდან დაგინახე. _გზა დაუთმო, რომ სახლში შესულიყო.
-როგორ ხართ? მია როგორაა?
-რომ წამოვედით გაცილებით უკეთ იყო. ჩვენც არაგვიშავს.
-რა სიმშვიდეა. _თავისთვის ჩაილაპარაკა და სახლს თვალი მოავლო. თითქოს შემაწუხებელიც კი ეს სიჩუმე. თავი უზარმაზარ დარბაზში წარმოედგინა სადაც თითოეული გაფაჩუნებაც კი ექოს იძლეოდა.
-დედა სადაა?
-რაც ჩამოვედით მას შემდეგ ეზოში დადის და ყვავილებს დასტრიალებს თავს. დაიღალა და მალევე დაიძინა.
-დილით ვნახავ.
-დღეს აქ რჩები?
-კი. _თავი დაუკრა და მამასთან ერთად სავარძელში ჩაეშვა.
-ნოე, მოხდა რამე? სოფელშიც გეტყობოდა, რომ რაღაც გაწუხებს.
-არაფერია.
-ნოე, კარგად გიცნობ. ვიცი, რომ რაღაც ვერ არის კარგად.
-კომპანიაში რაღაც მცირე პრობლემებია და...
-თუ თქმა არ გინდა ნუ მეტყვი, მაგრამ ნურც ზღაპრებს მომიყვები. _მშვიდად უთხრა ლევანმა. _ნოემ მადლიერი თვალებით გახედა მამას და თავი სავარძლის საზურგეზე გადასწია.
-დღეს სასაფლაოზე ვიყავი. _ჩუმად თქვა ლევანმა. -დედაშენი ყოველ დღე დადის და ყვავილები მიაქვს.
-მამა... _ყოყმანით დაიწყო ნოემ. -მივდივარ. _ლევანს თვალს ვერ უსწორებდა.
-სად? _წამით ვერ მიუხვდა შვილს ნათქვამს. შემდეგ კი ნოეს სახის შემხედვარე ყველაფერს მიხვდა. -გერმანიაში ბრუნდები. _თავის ქნევით ჩაილაპარაკა.
-როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებ აქ, მაშინვე წავალ. _ საშინელ უხერხულობას გრძნობდა ლევანის წინაშე. საშინლად რცხვენოდა, რომ ბოლომდე ვერ იქნებოდა მის გვერდით.
-როგორც საჭიროდ მიგაჩნია. _გაგებით მოეკიდა შვილის გადაწყვეტილებას.
-ვიცი, არ ამართლებ ჩემს საქციელს, მაგრამ ჩემი აქ ყოფნა უფრო არასწორია ვიდრე წასვლა. _ჩუმად ამოილუღლუღა და კედელზე დაკიდებული საათისკენ გააპარა მზერა. ეს დღეც გავიდა.
***
არასდროს ყოფილა ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში. თავს საშინლად გრძნობდა. მოტყუებულად, დამცირებულად, იმედგაცრუებულად. ყველაფერს ერთიანად განიცდიდა. ასჯერ მაინც სცადა ამ ყველაფრისათვის სათანადო ახსნის მოძებნა, მაგრამ რეალურ მიზეზს მაინც ვერ მიაგნო. ოდნავი მოსაჭიდებელი ეჭვიც კი ვერ იპოვა. მისი ერთი ნაწილი მამაკაცს ამართლებდა და წყალწაღებულივით ცდილობდა ხავსის მსგავსად რაიმე იმედს ჩასჭიდებოდა. მეორე კი მხოლოდ იმას ფიქრობდა რომ უბრალოდ გამოიყენეს. ერთიანად ბოჭავდა და ს ულს უხუთავდა ამ ა ზრის გათავისება. საშნლად გრძნობდა თავს. გამოიყნეს! ვერც ამაზე მეტს და ვერც ამაზე ნაკლებ ახსნას ვერ უძებნიდა სიტუაციას. ცრემლები ახრჩობდა. საწოლზე ერთიანად მოკეცილიყო და მთელი ძალით ჩაჰფრენოდა ბალიშს.
როგორ უნდოდა ვინმეს ამინც დალაპარაკებოდა ამ წუთას, რ ოგორ უნდოდა ვინმესთის ამინც გაეზიარებინა მისი ტკივილი და ამ ყველაფრის ახსნა მოესმინა. იქნებ იმიტომ ვერ ახერხებს მიზეზის პოვნას რომ მოვლენებს სწორად ვერ აფასებს, ალბათ ვერ ხედავს იმასა რასაც სხვები თავისუფლად ხედავენ. ნუთუ ასე დაბრმავდა, რომ უკვე რეალობის შეგრძნების უნარი აღარ აქვს. ვერაფრით უკავშორებს მოვლენებს ერთმანეთს. უბრალოდ ვერ პოულობს მიზეზს, რის გამოც ახლა ასეთ მდგომარეობაშია. თვითონ ხომ არაფერი უცდია. ყოველთვის გრძნობდა ინიციატიოვას ნოესგან, ყოველთვსი თვითონ დგამდა ნაბიჯს წინ. ახლა კი...
ბოლოს უღებს ეს გაურკვევლობა. ამდნეი ფიქრისგან თავი საცაა გაუსკდება. საშინელ ტკივილს გრძნობს მკერდში, უსულო ტკივილს. თავისით წარმოშობილს და გაზრდილს. როგორც კი მამაკაცის სახეს წამოიდგენს, რ ოგორც კი მისი „ერთად ვერ ვიქნებით“ ახსენდება სული სტკივდება. როგორ უნდა თუნდაც სულ მცირე მიზეზის მოსმენა, რომ ოდნავ მაინც იგრძნოს შვება. მაგრად დააჭირა თვალები ერთმანეთს და ცრემლებით დასველებული სახე საბანში ჩამალა.
****
მარიამი რთულად შეეგუა... უფრო სწორად საერთოდ ვერ შეეგუა შვილის გადაწყვეტილებას. სიტყვა ვერ დააძვრევინა ნოეს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც გაიგო იყო სიტყვა „მივდივარ“. ვერფერს ხვდებოდნენ ლევანი და მარიამი. ერთი კი იცოდნენ. მათი შვილი ახლა იმაზე უფრო ცუდად იყო ვიდრე ოდესმე.
ახლა უფრო მეტ დროს ატარებდა სამსახურში. ყველანაირად ცდილობდა ს ახლშ არ მისულიყო, თუ აუცილებელი შემთხვევა არ იქნებოდა. ღამის აგსათევადაც მშობლების სახლში დადიოდა და არა საკუთარში. არ უნდოდა, ოდნავ მაინც მოეკრა სესილისთვის თავი. ეშინოდა რომ მისი დანახვისას თავს ვერ შეიკავებდა და კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებდა. გვიან ღამემდე მუშაობდა და ასე ცდილობდა ყურადღების გადატანას. მათე მრისხანებისგან ლამის იყო კედლებზე გასულიყო. ევრაფრით ეგუებოდა ნოეს ასეთ მდგომარეობას, ვერ ეგუებოდა ასეთ ნოეს. არ სურდა იმის დაჯერება, რომ ნოე გამოსავალს ვერ პოულობდა და ერთადერთ გზას ქვეყნიდან წასვლაში ხედავდა. ვერც თამარი ხვდებოდა ვერაფერს. ერთი შეხედვით თითქოს კომპანიაზე მეტი საფიქრალი არაფრი ჰქონდა, თუმცა ხვდებოდა, რომ ამ გზით ცდილობდა რაღაცისთვის თავის არიდებას და ოსტატურადაც გამოსდიოდა.
გრძნობდა ნოე ყველაფერს. ხედავდა როგორ უმზერდნენ მეგობრები, ოჯახისწევრები, თუმცა მისი პასუხი ყოველ კითხვაზე მხოლოდ და ხმოლოდ დუმილი იყო. არც კი ცდილობდა ვინმესთვსი რამე აეხსნა. ერთადერთი ადამიანი ვინც ყველაფერი იცოდა და ყველაფერი ესმოდა მათე იყო, თუმცა არც ის გამოირჩეოდა ენაწყლიანობით. (მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით)
ბინაში მისვალს თუ გადაწყვეტდა, მხოლოდ დილის საათებში მიდიოდა, რ ოცა იცოდა, რ ომ სესილი სამსახურში იქნებოდა და ვერანიარად ვერ შეხვდებოდა. ბინა თავისი ნივთებისგან საბოლოოდ დაცალა და წასვლამდე მშობლებთან გადავიდა. მარიამი თავს ვერაფერს უხერხებდა, რ ოცა იცოდა რომ მალე ნოეს უნდა დამშვიდობებოდა.
-ნოე, იმ გოგოს გამო ხარ ასე?! _ერთ საღამოს ოთახში შეაკითხა შვილს.
-ვინ გოგოს გამო დედა? _მშვენივრად მიხვდა რასაც გულისხმობდა დედამისი, თუმცა გულგრილობისა და გაურკვევლობის ნირაბი მაინც ოსტატურად მოირგო.
-სესილიზე გეკითხები.
-არა, ის არაფერ შუაშია. _უემოციოდ უპასუხა და კვლავ საწოლზე გაშლილ საბუთებს მიუბრუნდა.
-აბა ვინ?!
-არავინ.
-ნოე!
-დედა, ძალიან გთხოვ ტონი შეცვალე. ზედმეტად ფაქიზი სმენა მაქვს. _შეეცადა ოდნავი იუმორი ამინც შეეპარებინა ნათქვამში, თუმცა მაინც იგრძნობოდა სიტყვებში მკაცრი ტონი.
-როგორ შეგიძლია ასე მოიქცე...
-როგორ ასე?
-იცი რაც გადავიტანე სერგის დაკარგვის შემდეგ, იცი როგორ მენატრება მია და ამ დროს თითქოს არაფერი მიცხადებ ქვეყნიდან მივდივარო. _ცრემლი მოერია მარიამს.
-რა გინდა რომ გითხრა? _მაქსიმალურად ცდილობდა გულგრილი ყოფილიყო ამ თვალების მიმართ.
-მინდა რომ დარჩე. არ მინდა რომ წახვიდე. ვიცი, რ ომ აღარ დაბრუნდები. შეიძლება ყველა მოატყუო, მაგრამ ემ ხომ ვიცი, აღარ დაბრუნდები. _ნოე ფეხზე წამოდგა და დედას მიუახლოვდა.
-ჯერ არსად არ მივდივარ. ჯერ კიდევ აქ ვარ, შენს გვერდით. და როცა წავალ მაშინაც თქვენთან ვიქნები. _ მაგარად ჩაიხუტა დედა და შუბლზე ნაზად აკოცა.
ყველაზე მეტად ქრისტინესა და ლაზარესთვის გაუჭირდა ამ ყველაფრის ახსნა. ვერ ელეოდა პატარა ძმიშვილს. ინტერესი კლავდა ახალი წევრის ნახვის. როცა ქრისტინეს წამოზრდილ მუცელს ხედავდა ხოლმე სამსახურში ჭკუიდან იშლებოდა. უკვე იცოდა რომ საკუთარივით ეყვარებოდა ეს პატარა. სამსახურში ლამის ტვინი შეუჭამეს ქალს მათემ და ნოემ, რომ ექიმთან წასულიყო და ბავშის სქესი გაეგო. ქრისტინე ბევრს ხალისობდა ბიჭების ფორიაქზე. საბოლოოდ სამივე ერთად მივიდა ექიმთან, თუმცა სქესი მაინც ვერ გაიგეს, რადგან ჯერ ადრე იყო.
-ძია, ნახე რა გავაკეთე? _ქახალდით გაკეთებული გემი მიაწოდა ლაზარემ.
-ვაუ, შენ რა მაგარი ბიჭი ხარ.
-მამიკომ მასწავლა. _სიხარულით გაეჭიმა ბავშვი. მისი შემხედვარემ ღიმილი ვერ შეიკავა. პატარა მაგრად ჩაიკრა გულში.
-კიდევ რისი გაკეთება იცი?
-კიდევ ქუდის გაკეთება ვიცი. _ახალი ფურცელი აიღო და ქუდის კეთება დაიწყო.
-ნოე, რასაჭირო იყო ამდენი რამის მოტანა. _სამზარეულოდან გამოსძახა ქრისტინემ.
-რავიცი აბა. გამიგია ორსულობის დ როს რაღაცები უნდებოათო და... _სიცილით აიჩეჩა ნოემ მხრები.
-მე მხოლოდ ტკბილეულობა მინდება ხოლმე _სიცილით ჩაილაპრაკა ქრისტინემ და ლანგარზე დალაგებული თეფშებით გამოვიდა სამზარეულოდან. -ეს ჩემი გაკეთებული ნამცხვარია და უნდა გამისინჯოთ. _ღიმილით ჩამოულაგა ლაზარეს და ნოეს წინ.
-ძია, იცი მე დაიკი მეყოლება. _წამოიყვირა ლაზარემ და დედის მუცელს მიეკრო.
-რა იცი რომ დაიკო იქნება? _სიცილით ჰკითხა ნოემ.
-მე დაიკო მინდა და იქნება! _წარბები სასაცილოდ შეკრა და ქრისტინეს მუცელს აკოცა.
-დედი, არ შეიძლება ეგრე. ძამიკოც და დაიკოც ერთანირად უნდა გიყვარდეს. _შვილს მოეფერა ქრისტინე.
-მეყვარება, მაგრამ მე დაიკო მინდა. _შესცინა დედას და ნამცხვარს ჩანგალი მოუხერხებლად ჩაარტყა.
-რატომ მაინცდამაინც დაიკო? _ჰკითხა ნოემ.
-იმიტომ რომ მინდა დაიკო! _პირგამოტენილმა შეუტია ბიძიას, რაზეც ქრისტინესაც და ნოესაც გაეცინათ.
-ბიძია, შენ არ გყავს დაიკო? _ანთებული თვალებით შეხედა ნოეს.
-მყავს._ღიმილით უპასუხა. -ჩემი დაიკო კიდევ შენი მამიდაა.
-ვიცი, დედიკომ მითხრა.
-რამდენჯერმე მყავს მია ნანახი. ადრე კომპანიაში ხშირად მოდიოდა ხოლმე. _აუხსნა ქრისტინემ.
-ხო, ადრე ზედმეტად აქტიური იყო მია. -ჩაეღიმა. -ახლა სოფელშია ბებოსთან და ბაბუსთან.
-სად ცხოვრობენ ბებია და ბაბუა?
-იმერეთში.
-ლაზარეს შესახებ იციან? _სხვათაშორის იკითხა ქრისტინემ.
-ეგ რომ იცოდნენ ბებო ფეხით ჩამოვიდოდა აქ. _სიცილით უთხრა ნოემ. ქრისტინესაც გაეცინა.
-იქნებ ჩვენ ჩავიდეთ? _მორიდებულად შესთავაზა, რაზეც ნოემ გაკვირვებულმა შეხედა.
-სად წავიდეთ? სოფელში?
-ხო. მგონი კარგი იქნება ლაზარე თუ გაიცნობს მათ.
-ვერ წარმოიდგენ როგორ გაახარებ ბებოს და ბაბუს. ბაბუ ყოველთვის ჩემი და სერგის შვილებზე ოცნებობდა. ჩვენც ძირითადად იქ ვიზრდებოდით.
-როდის წავიდეთ?
-როცა შენ გინდა. _მხრები აიჩეჩა ნოემ.
-იქნებ ხვალ?
-კარგი. თან მიასაც გაგაცნობ. ვერ წარმოიდგენ რა დღეში ჩავარდებიან. მგონი სასწრაფო დახმარებაც უნდა წვაიყვანოთ. _სიცილით თქვა.
-ძალიან კარგი. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ქრისტინემ. კარზე ზარის ხმის გაგონებისას ნოეს სიცილი სახეზე მიეყინა. თითქოს გულმა უგრძნო, რომ კარს უკან ის იდგებოდა. მთელი არსებით მოუნდა იმ წამს აორთქლებულიყო და არავითარ შემთხვევაში არ ენახა.
-სესი, როგორ ხარ? _კარის გაღების თანავე მხიარულად მიესლამა ქრისტინე.
-კარგად ქრისტი, თქვენ? _ღიმილით მიესალამ გოგონა. ერთიანად დაეჭიმა სხეული მისი ხმის გაგონებისას. სუნთქვაც კი შეეკრა. როგორ მონატრებია თურმე. იმდენად სასიამოვნო შეგრძნებებმა დაუარა მთელ ტანში, რომ წამის წინ ნანატრი აორთქლება და გაქრობა ახლა არც კი გახსენებია.
-არაგვიშავს, შემოდი. _სახლში შეიპატიჟა გოგონა. ნოეს გული კიდევ უფრო აუჩქარდა, როგორც კი მისი სილუეტი დალანდა.
სესილი ერთ ადგილს მიეყინა ნოეს დანახვისას. მთელი ერთი კვირა იყო რაც თვალიც კი არ მოეკრა ნოესთვის. ახლა კი მისმა ნახვამ ერთიანად ააფორიაქა. იგრძნო ასმაგად როგორ შეუტია მონატრებამ, როოგრ აუჩქარდა გული, თუმცა არსებული წყენა და გულისტკივილი თითქოს მარტივად აუფერულებდა ყველაფერს. უარეს განცდებში იყო ნოე. ყველაზე უფრო მეტად სინდისი აწუხებდა. დაძაბულობა ვერაფრით მოიხსნა. ერთიანად დაჭიმული იჯდა.
-მოდი სესი, დაჯექი. _ქრისტინეს ხმის გაგონებაზე ორივე გამოფხიზლდა. სესილი ერთ ადგილას იდგა და ფეხს არ იცვლიდა. ნოე კი თვალს არიდებდა. უხერხული სიჩუმე იყო ჩამოწოლილი.
-ლაზარე, დედიკო წამოდი ხელებს დაგბან თორემ სულ მთლად დაისვარე. _სწრაფად იპოვა ქრისტინემ გამსოავალი და შვილი აბაზანისკენ წაიყვანა. კიდევ უფრო დაძაბული სიჩუმე იყო ჩამოწოლილი. სესილი კედელთან დასჯილი ბავშვივით ატუზულიყო, ნოე კი ყბებდაჭიმული იჯდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა. არ უნდოდა რამის თქმა და ამით სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, ამიტომ კვლავ წასვლა არჩია. სწრაფად წამოდგა ფეხზე.
-რატომ? _ჩუმად ამოილუღლუღა სესილიმ და აცრემლებული თვალები მამაკაცს გაუსწორა. ნოეს გული მოეწურა, სუნთქვა შეეკრა, გულმა რეჩხი უყო. -არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, არ ვიცი რით დავიმსახურე შენგან ეს ყველაფერი. ვერაფერს ვხვდები. პრობლემას საკუთარ თავში ვეძებ, მაგრამ მაინც ვერაფერს ვპოულობ. მითხარი მე დავაშავე? ჩემი ბრალია?_ცრემლები უკვე საუბარში ხელს უშლიდა. ნელა მიუახლოვდა ერთ ადგილზე მიყინულ მამაკაცს და ფრთხილად შეახო აცახახებული თითები სახეზე.
-შენ არაფერ შუაში ხარ. _თვალს ვერ უსწორებდა.
-ამიხსენი გთხოვ... _ტირილნარევი ხმით ამოიკნავლა.
-არასწორია ეს._ხრინწიანი ხმით დაიჩურჩულა ნოემ. ხელები ექავებოდა, ისე უნდოდა მაგრად მოხვეოდა და გულში ჩაეკრა. მთელი ტანით დაძაბული იდგა და ძლივს ახერხებდა თავის შეკავებას. ძლივს ეგუებოდა სესილის თითებს მის სახეზე, მის სურნელს, სუნთქვას, მის თვალებს, ცრემლებს....გული და გონება ერთმანეთის გაგლეჯას ცდილობდნენ. იცოდა ამ წამს, რომ გაქანებულიყო საკუთარ თავზე კონტროლს დაკარგავდა. საკუთარი თავის პატივისცემას საბოლოოდ დაკარგავდა. რომ შეხებოდა, საკუთარ „მეს“ საბოლოოდ გაასწორებდა მიწასთან.
-წადი! _ძილვს მოახერხა ერთი სიტყვის თქმა. ძლივს შეძლო ხმისთვის სიმტკიცის შენარჩუნება.
-რატომ? _ამოიტირა გოგონამ. -მე ხომ მინდა შენთან ვიყო. მე ხომ მიყვარხარ...
-მე არ მიყვარხარ! _არ ეგონა ამ სიტყვების შემდეგ ისევ თუ შეძლებდა სუნთქვას. ისევ თუ მოახერხებდა ფეხზე მყარად დგომას, წამით მაინც თუ გაუსწორებდა მზერას იმ თვალებს, რომელზე ყურებაც სიცოცხლეს ერჩივნა. იგრძნო, როგორ უღონოდ ჩამოსრიალდა სესილის ხელები მისი სახიდან.
-შენ მითხარი, რომ გიყვარდი. _დაიჩურჩულა სესილიმ.
-შევცდი! _ შეუვალი იყო ნოე. -არ მინდა კიდევ უფრო გეტკინოს გული. ამიტომ წადი და ნუღარ დაბრუნდები! _სესილი ერთიანად გააშეშა მამაკაცის სიტყვებმა. მის თვალებში ცდილობდა სიმართლის ამოკითხვას და სიცრუის ნაპერწკალის დანახვას, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ამ წამს სიცივისა და უძრაობის გარადა ვერაფერს ხედავდა ნოეს თვალებში. გრძნობდა როგორ ეწვოდა გული. ღონემიხდილმა მძიმედ ამოისუნთქა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.
-რატომ ექცევი ასე? _ქრისტინეს ხმა გაიგონა ზურგსუკან. -სიმართლე მაინც იყოს რასაც ამბობ. -უბრალო ხმაზეც კი გეტყობა როგორ გიყვარს...
-არ მიყვარს ქრიტი. _სწრაფად მოუჭრა და ქალს მზერა გაუსწორა. იმდენად დამაჯერებელი იყო ნოე ამ წამს, რომ ნებისმიერს დააჯერებდა თავის სიტყვებს. ეს სურდა თავადაც. რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს შეპარვოდა ეჭვი მასში.
ლაზარეს თავზე აკოცა, ქრისტინესაც დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა. სადარბაზოში ჩასულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თითქოს ჯერ კიდევ იგრძნობდა მისი სურნელი. რამდენიმე წამით შედგა კართან, შემდეგ კი უღონოდ ჩაირბინა კიბე.
***
დილით ქრისტინეს ზარმა გააღვიძა. გაჭირვებით გაახილა თვალი.
-ნუთუ ასე მალე დაგავიწყდა დაპირება სიხარულიძე? _საყვედურნარევი ხმა გაისმა. მაშინვე ამოუტივტივდა გუშინდელი დპაირება სოფელში წასვლასთან დაკავშირებით და წამში გამოფხიზლდა.
-ვინ თქვა რომ დამავიწყდა? _გაკვირვებული ტონით იკითხა და საწოლიდან წამოფრინდა. -მე უკევ გამოვდივარ სახლიდან. თქვენ თუ ხართ მზად ის მითხარი. _აბაზანაში შევარდა და სწრაფად მოუშვა ონკანი.
-მზად ვართ. მხოლდო ლაზარე ნივთებს ვალაგებ. _მხიარული ხმით უთხრა ქრისტინემ.
-ხოდა ძალიან კარგი. ნახევარ საათში მანდ ვარ. _სწრაფად გათიშა ტელეფონი და მაისური გადაიძრო. ასე სწრაფად ალბათ არასდროს მომზადებულა. გიჟივით გავარდა ოთხაიდან და ს ირბილით ჩაირბინა კიბე. ლევანი და მარიამი მაგიდასთან ისხდნენ და საუზმობდნენ. პატარა ჩანთით ხელში მიეჭრა ნოე მაგიდას და წვენით სავსე ჭიქას ეცა.
-რა ხდება ნოე? _ ჰკითხა დედამ.
-ააფერი დე, მეჩქაება. _პირეგამოტენილმა უპასუხა.
-სად? _წარბები აწკიპა ლევანმა.
-სოფელში მივიდვარ...
-მიას ხომ არ დაემართა რამე?! _ერთხმად იკითხა ცოლ-ქმარმა.
-არა, არაფერი. უბრალოდ მივივდარ რამდენიმე დღით, არ შეიძლება? _კიდევ ერთხელ მოსვა წვენი და სახლიდან გავარდა. ისე სწრაფად ატარებდა მანქნაას, რომ ნახევარ საათში მართლაც კორპუსის წინ იდგა.
-საწოლიდან ხომ არ გადმოვარდი? _სიცილით ჰკითხა ქრისტინემ.
სოფელში ჩასულებს მია ეზოში დახვდათ, ძაღლებს ეთამაშებოდა. ნოეს მანქანის დ ანხვისას გახარებული გავარდა „ჭიშკრისკენ“.
-აბა, მოემზადეთ. _სიცილით გააფრთხილა ნოემ და მანქანიდან გადავიდა.
-კიდევ სირბილის ხასიათზე ხარ შე ქაჯო? _სიცილით ჩაიკრა გულში ხელშეხვეული და.
-არგად ვარ უკვე და სულ ხომ არ ვიწვები. აუ ნოე, იცი აბბუმ ახალი ლეკვი მომიყვანა! იცი რა საყვარელია?! დიდი, ფუმფულა, ნაგაზია. _აჟიტირებულმა ამცნო ძმას და მზერა მოულოდნელად მიეყინა მანქნაიდან გადმოსულ ქრისტინეზე და ლაზარეზე. როგორც კი ბავშვს მოჰკრა თვალი, გაკვირვებულმა დააღო პირი იმდენად დიდი იყო მსგავსება სერგისა და პატარს შორის. თავიდან იფიქრა მომეჩვენაო და გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ახედა ძმას.
-მია, გაიცანი ქრისტინე და ლაზარე. სერგის ცოლ-შვილი. _ღიმილით გააცნო დას. მიას თვალები ლამის ბუდიდან გადმოუვარდა. პირდაღებული უყურებდა პატარა ძმიშვილს და აზრზე მოსვლას ვერ ახერხება.
-რა...ა? ვი...ვინ... სერგიის? _გაოცებულმა ამოილუღლუღა. პასუხად ნოემ მხოლოდ თავი დაუქნია. -ღმერთო, როგორ ჰგავს! _ სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს.
-მოდი, სახლში შევიდეთ კარგი? __დას ხელი გადხვია. -ბებო და ბაბუ სად არიან?
-სახლში. _ლაზარესთვის თვალმოუშორებლად უპასუხა. ყველანი ერთად შევიდნენ ეზოში. მალევე გაისმა ქეთოს კივილი, რომელიც შვილიშვილის ნახვით იყო გამოწვეული.
-ბებო გენაცვალოს, ჩემი სიხარული ჩამევიდა!! _სახეს უკოცნიდა შვილიშვილს.
-მოიცა ბებო, მოდი ნახე ვინ გაგაცნო. _ქრისტინე და ლაზარე წინ გამოიყვანა.
თედო ბაბუ კიბეზე ჩამოდიოდა, როცა სტუმრებს მოჰკრა თვალი.
-გაიცანით ქრისტინე და ლაზარე, სერგის ცოლ-შვილი. _ესღა თქვა ნოემ და ქეთოს ქულის წასვლა ერთი იყო.
-ბებო! _შეშლილი სახით მივარდა ქალს და სანამ ძირს დაეცემოდა მანამდე აიყვანა ხელში. ყევლა თავს დასტრიალებდა ქეთო ბებოს და მსი მოსულიერებას ცდილობდნენ. როგორც კი თვალები გაახილა, მაშინვე პატრაა ლაზარეზე მიეყინა მზერა, რომელიც შეშინებული უყურებდა დიდ ბებიას და ვერაფრით აგეგო, რატომ წაუვიდა ქალს გული.
-ჩემი სერგის ბოვშვი. _ამოიტირა ქალმა და ტახტზე წამოჯდა. -ეს ანგელოზი მისი ცოლია ხომ ბებია? _ნოეს ახედა და აკანკალებული ხელით ქრისტინეზე ანიშინა.
-კი ბებო. _ღიმილით დაუქნია თავი. -შენ ხომ კარგად ხარ ბე?
-კი, კი ბებია კარგად ვარ. _თავი დაუქნია და ლაზარეს გახედა ახლა. -მოი ბებია ჩემთან... _ტირილით გაუწოდა ხელი მოხუცმა. თედო იქვე იდგა და დინჯად აკვირდებოდა სიტუაციას. თითქოს ჯერ ყველაფერში გარკვევას ცდილობსო. ლაზარემ ჯერ დედას ახედა და როგორც კი მისგან დასტური მიიღო ბებიასთან მივიდა. ქეთო ცრემლებად დაიღვარა. ტირილით იკრავდა შვილიშვილს გულში და გამუდმებით სერგის სახელს ბუტბუტებდა.
-ბაბუ, შენ არაფერს იტყვი? _გვერდით ამოუდგა ნოე თედოს.
-სერგის ჰგავს. _ნაღვლიანი ღიმილით ჩაილაპარაკა მოხუცმა და სახეზე ჩამოგორებული ცრემლის გორგალი შეუმჩნევლად მოიწმინდა.
-კიდევ ერთი ახალი ამბავია. _ხმამაღლა თქვა ნოემ. -ქრისტი მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ, ასე, რომ კიდვე ერთხელ გავხდებით ყველა ბიძიებიც, მამიდებიც და ბებია-ბაბუებიც _სიცილით თქვა ნოემ. ამის გაგონებაზე კი ქეთო ხელები მოუდუნდა და კვლავ უსულოდ მიწვა ტახტზე.
-ბებო! _ერთხმად იყვირეს.
ერთიანად გამოაცოცხლა ახალმა ამბავმა მთელი სახლი. იმის გაგებაზე, რომ რამდნიმე დღით აპირბდნენ დარჩენას ქეთო ლამის სიხარულით შეიშალა. გამუდმებით ქრისტინეს დასტრიალებდა თავს და ხან რის ჭამას აიძულებდა ხან რისას, მია ლაზარეს არ აძლევდა მსოვენებას და გამუდმებით ეთამაშებოდა. პატარა ვაჟკაცს კი ყველაზე მეტად თედო ბაბუ აინტერესებდა. ამიტომ როგორც კი საშულაება მიეცემოდა მოხუცს გვერდით ჩამოუჯდებოდა და მთელი მონდომებით ეტიტინებოდა.
მეორე დღით ყველაფერი აუხსნა იქ მყოფებს ქრისტინესა და ლაზარეს შესახებ. მოხუცემბამ პირობა მისცეს, რომ საჭირო დრომდე სიტყვას არ დაძრავდნენ. ყველაზე მეტად ახლაც საკუთარი წასვლის შესახებ გადაწყვეტილების გამხელა გაუჭირდა. თედოს არ მოეწონა შვილიშვილის გადაწყვეტილება, თუმცა კვლავ დუმდა, ქეთო კი ქოთქოთით იკლებდა მთელ სახლს.
კიდევ ერთი კვირა გავიდა და კიდვე უფრო მოახლოვდა გადაწყვეტილების შესრულების დრო. სოფლიდან დაბრუნებულმა უკვე წასვლის დღე აცნობა ყველას. სულ რაღაც ორი დღეც და...
ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბევრად უკეთესი იყო, ამიტომ თვითონ ჩაუდგებოდა კომპანიას სატავეში. მია ისევ სოფელში აპირებდა სკოლის გამოცდებამდე დარჩენას. მათეს და თამარის დიდი იმედი ჰქონდა და იცოდა რომ ბოლომდე გვერდით ედგებოდნენ. ქრისტინეს სთოხვა სამსახურიდან წასულიყო, რადაგან მისი წასვლის შემდეგ დიდი შანსი იყო მარიამთან და ლევანთან
შეხვედრის. ასე თუ ისე თითქოს ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა და თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე იყო გარდა ერთისა...
რთული იყო გაცნობიერება იმის, რ ომ ყველაფრეი დასრულდა. ზედმეტად რთულიც კი. საკუთარ თავთან დიდი წინააღმდეგობისა და ბრძოლის მიუხედავად მაინც გადაწყვიტა და დარწმუენბულიც იყო რომ სწორად იქცეოდა. რაც უფრო შორს იქნებოდა საყვარელი ადამიანებისგან, მით ნაკლებ ტკივილს მიაყენებდა მათ.
სასაფლაოზე იდგა და ქვაზე ამოტვიფრულ წარწერებს თვალს არ აშორებდა.
-მაინც გავრბივარ. _ჩუმად ამოიჩურჩულა და ღრმად ამოისუნთქა. -მართალი იყავი როცა მეუბნებოდი, რომ ვერ გავჩერდებოდი აქ. ხუმრობა იყო, მაგრამ მაინც სიმართლე. შენმა წასვლამაც ვერ გამაჩერა. ხო, გავრბივარ, როგორც მხდალი.
მშვიდობით. _მძიმედ ამოისუნთქა და საფლავს ზურგი აქცია.
აეროპორტში მისულმა, შესასვლელშივე მათეს დანახვისას თვალები გადაატრიალა. კატეგორიულად მოითხოვა, რომ არავის გაეცილებინა, თუმცა როგორც ყოველთვის მათეს არც ახლა გაუგონია მისი.
-ვიცი, რომ აღარ ჩამოხვალ და ყოველთვის მე მომიწევს ბილეთში ფულის ხარჯვა. _ცხვირი აიბზუა მათემ, რაზეც ნოეს გაეცინა.
-ნუ ხარ ჟმოტი! _მხარი გაჰკრა მეგობარს და ერთად შევიდნენ შენობაში.
მათე თითქოს დროის გაწელვას ცდილობდა. დღეს განსაკუთრებით ბევრს, ჩვეულებრივზე უფრო ბევრს ლაპარაკობდა, თითქოს უნდოდა მეგობრის რაც შეიძლება მეტი სიტყვა დაეჭირა და მეტი დასამახსოვრებელი მომენტი ჩაენიშნა.
-პატარა რომ დაიბადება აუცილებლად შემატყობინეთ! _უკვე მეასედ აფრთხილებდა მათეს.
-პროტესტს აცხადებს ბავშვი აქედანვე. ბიძაჩემის გარეშე არ დავიბადებიო!
-ო-ს მოგცემ მე შენ! _სიცილით უთავაზა მუშტი მხარში და მაგრად გადაეხვია მეგობარს.
ჩასხდომა დაიწყო.
მძიმედ აირა ტრაპზე ნაბიჯები და საბოლოოდ შევიდა სალონში. ჩემოდანი თავის ადგილას მოათავსა და ილუმინატორთან დაიკავა ადგილი. გული ეკუმშებოდა, სული ტკიოდა იმდენად უნდოდა დარჩენა. მაგრად ჩაებღაუჭა სავარძელს თითებით და ღრმად ჩაისუნთქა. თვითმფრინავი თანდათან ივსებოდა მგზავრებით. სავარძელზე უკეთ მოკლათდა და თვალები დახუჭა. რამდენიმე წუთიც და...
ტელეფონის ზარის ხმაზე შეკრთა. გამორთვა დავიწყებია. სწრაფად ამოიღო ქურთუკის ჯიბიდან და ნომერს დახედა. ქრისტინე ურეკავდა. მაშინვე უპასუხა.
-ქრისტი რა მოხდა?
-ნოე, სად ხარ? უკვე წახვედი?
-თვითმფრინავში ვარ, რამდენიმე წუთში გავფრინდები. მოხდა რამე? სწრაფად მითხარი უნდა გავთიშო.
-ნოე... სესილი და მეგი ავარიაში მოხვდნენ. _ნოეს ეგონა თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს. მეტი არაფრეი გაუგია. ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და მუხლებზე დაეცა. სუნთქვაც კი დაავიწყდა. საშინელი ტკივილი იგრძნო მკერდში და მთელი სხეული დაეკრუნჩხა. ეგონა უჰაერობა დაახრჩობდა.
-გამატარეთ! _ჩამწყდარი ხმით დაიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა. უკვე თავბრუსხვევას გრძნობდა, იმდენად უნდოდა მოშორებოდა ამ ადგილს. ეგონა გულს შუაზე უგლეჯდნენ. არ ახსოვს, როგორ დატოვა აეროპორტი. მხოლოდ იმას ხვდებოდა, რომ უკვე სუნთქვა შეეძლო.
13 თავი
ხშირად, ყველაფრის მიტოვება, წასვლა თუ გაქცევა სულაც არ არის გამოსავალი, მაგრამ ადამიანები რთულად, გვიან ან საერთოდ ვერ ვაცნობიერებთ ამას. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიგვანიშნებენ ჩვენს არასწორ ქცევებზე და უკან მოხედვას გვაიძულებს.
-ნოე, ნოე, გაჩერდი რას აკეთებ?!
-გაწიე ხელი!! _ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
-ნოე, თავი ხელში აიყვანე... ძალიან გთხოვ დამშვიდდი! _რამდენიმე ერთად ცდილობდა მის შეკავებას.
-გამიშვით!! _ოსტატურად ახერხებდა თავის დახსნას. სირბილით მიიკვლევდა საავადმყოფოს ჰოლში გზას და ყურადღებას არ აქცევდა უკან ადევნებულ ხალხს. მოულოდნელად ადგილიდან ვეღარ დაიძრა, როცა მკლავები გადაუგრიხეს და კედელს მუცლით ააკრეს.
-გაწიეთ ხელი ამის დედა ******!!!
-ნოე, შემომხედე! _ქრისტინე გვერდით ამოუდგა. -ძალიან გთხოვ დამშვიდდი. ჯერ არაფერი ვიცით. ექიმს არაფერი უთქვამს. ასე თუ გააგრძელებ საერთოდ არ შეგიშვებენ სესილისთან!
-გამიშვით ხელი! _კბილებშუა გამოსცრა.
-გაუშვით! _დაცვის თანამშრომლები ერთხანს შეყოვნდნენ.
-გამიშვით, მშვიდად ვარ! _ღრმად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად. ერთიანად ახრჩობდა ბრაზი საკუთარი თავის მიმართ. უნდოდა, რაც ხელში მოჰყვებოდა ყველაფერი დაელეწა. სუნთქვა ეკვროდა, ისე უნდოდა სესილის ნახვა. უნდოდა ჯანმრთელი და საღსალამათი ენახა.
-ძალიან გთხოვ დამშვიდდი. ასე არ შეიძლება. მესმის რომ განიცდი, მაგრამ ყვირილით და ჩხუბით ვერაფერს მიაღწევ.
-სადაა? _მძიმედ გადააგორა ნერწყვი.
-პალატაშია. როგორც კი გავიგე მაშინვე დაგირეკე. ექიმი გასინჯავს და ყველაფერს გვეტყვის. _მაქსიმალურად ცდილობდა ქრისტინე მამაკაცის დამშვიდებას. ნოე კი თავს ვერაფრეს უხერხებდა. ხელებს სიმწრით მუშტავდა მთელი ძალით და წინ და უკან დადიოდა.
-კარგად იქნება! აუცილებლად! _თავისთვის ჩუმად ბუტბუტებდა. სული უწუხდა, კანში ვეღარ ეტეოდა. მოუთმენლობისგან და გაურკვევლობისგან ლამის იყო ჭკუიდან გადასულიყო. პალატის კარის გაღება და ექიმთან მისი მიჭრა ერთი იყო.
-როგორაა?! _შეშლილი სახით იკითხა.
-პაციენტების ახლებელი ხართ? _ჰკითხა ექიმმა.
-მეგობრები ვართ. როგორ არიან? _მოუთმენლად ჰკითხა ქრისტინემაც.
-საბედნიეროდ ავარია ძალიან მძიმე არ ყოფილა. გოგონებს დაჟეჟილობები აღენიშნებათ. სესილი გიორგობიანს ხელის მოტეხილობა ჰქონდა ამასთანავე, გამაყუჩებელი გავუკეთეთ და შესაბამისი დახმარებაც დროულად აღმოვუჩინეთ. რაც შეეხება მეგი სვანაძეს მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს. უკეთესი იქნება, თუ დღეს აქ დარჩებიან. ანალიზების პასუხებსაც დაველოდებით და უფრო დაწვრილებით შემდეგ გეტყვით.
-შეიძლება ვნახო?
-სვანაძეს სძინავს. გიორგობიანთან შეგიძლიათ შეხვიდეთ, მაგრამ დიდი ხნით ნუ შეჩერდებით... _ექიმს წესიერად არ ჰქონდა ფრაზა დასრულებული, როცა პალატაში შეიჭრა. თავდაპირველად მზერა ერთ-ერთ საწოლზე მწოლიარე, მძინარე მეგიზე მიეყინა. შემდეგ კი სესილის მიუბრუნდა, რომელსაც თვალები მიენაბა. ნოეს დანახვისას კი სწრაფად დაჭყიტა თვალები. ერთიანად მოეშვა გულს მძიმე ლოდი, როცა სესილი დაინახა. სწრაფად მიეჭრა გოგონას, მისი სახე ხელებში მოიქცია და მთელი სახე დაუკოცნა. საბოლოოდ კი სანატრელ ბაგეებს დაეწაფა.
-მაპატიე! ძალიან გთხოვ მაპატიე! _ძლივსგასაგონად დასჩურჩულა ტუჩებზე. გოგონამ ტკივილისაგან ამოიკვნესა, რის გამოც სწრაფად მოშორდა.
-რამე გატკინე?! _ფრთხილად ჩამოუსვა სახეზე ხელები და მზერა გახეთხილ ტუჩზე მიეყინა. -ბოდიში, ძალიან გთხოვ მაპატიე. _გაუჩერებლად ჩურჩულებდა.
-ნოე... _გაბზარული ხმით ამოიკნავლა სესილიმ და აცრემლებული თვალები მამაკაცს მაინათა. -მეგონა წახვედი... _ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.
-შენ, რომ რამე მოგსვლოდა... შენ, რომ რამე მოგსვლოდა, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი! _გოგონას ხელი საკუთარ ხელში მოიქცია და სათითაოდ დაუკოცნა ყველა თითი. -მაპატიე გემუდარები...
-არ წახვედი... _ტირილით ამოილაპარაკა და ბედნიერმა მიანათა მამაკაცს თვალები. - ხომ მითხარი, რომ არ გიყვა....
-ჩშ! _სწრაფად შეაჩერა და ცერა თითი ბაგეზე გადაატრა. -ეგ აღარ გაიმეორო!
-გიყვარვარ... _ტირილნარევი ხმით დაიჩურჩულა.
-ყველაფერზე მეტად! არასოდეს შეგეპაროს ეჭვი! _გოგონას თითები ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა.
-უკაცრავად _ექთნის ხმის გაგონებაზე თავი მიატრიალა. -პაციენტმა უნდა დაისვენოს. გთხოვთ პალატა დოტოვეთ. _ნოემ პასუხად თავი დ აუქნია და ფეხზე წამოდგა. ნაზად აკოცა სესილის შუბლზე.
-არ წახვალ?
-არა, შენთან ვიქნები. _კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და გასასვლელისკენ წავიდა.
-როგორ არიან? _როგორც კი პალატიდან გავიდა ქრისტინე წინ აესვეტა. მათეც მოსულიყო და ისიც მაშინვე გვერდით ამოუდგა მეგობარს.
-უკეთ.ახლა ისვენებენ.
-დღესვე გაწერენ? _ჰკითხა მათემ.
-არა, დღეს აქ დარჩებიან. ხვალ გაწერენ.
-კიდევ კარგი სერიოზული არაფერია.
-მადლობა ღმერთს. _პირჯვარი გადაიწერა ქრისტინემ.
-შენ როდისღა მოასწარი თვითმფრინავიდან გადმოხტომა?_ მეგობარს მიუბრუნდა მათე.
-სესილის სახელი ვუხსენე და... _ქრისტინეც აყვა ხუმრობაში.
-თქვენ იცინეთ და ცოტაღა მაკლდა ჭკუიდან შეშლამდე. _მძმედ ამოისუნთქა და კედელს ზურგით მიეყრდნო.
-ბარგი სად გაქვს? _ახლაღა გაახსენდა, რომ ბარგი საერთოდ არ გახსენებია აეროპორტიდან გამოსვლისას.
-გერმანიაში მიფრინავს. _ოდნავ ჩაიცინა და თვალები მინაბა.-ლაზარე სადაა ქრისტი?
-ბაღშია. სახლში წასვლისას გავუვლი და გამოვიყვან.
-რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ბატონიც იმავე მიზეზითაა აქ რა მიზეზითაც ჩვენ. _ჩაილაპარაკა მათემ და მოშორებით მდგომ მამაკაცს გახედა, რომელიც ექთანს რაღაცას ეკითხებოდა.
-საიდან ასკვნი? _მამაკაცს შეხედა ნოემაც, რომელიც უკვე მართლაც მათკენ მოდიოდა.
-აჰა, თუ არა! _ჯობრიანად ჩაილაპარაკა მაჩაბელმა, რაზეც სამივეს გაეცინათ.
-მოიცა, მოიცა ეს მეგის უფროსია მგონი. _წამით ჩაფიქრდა ქრისტინე. -რამდენიმე დღის წინ სახლში მოიყვანა და მაშინ დავინახე. _ნოემ და მათემ გასაგებიას ნიშნად ერთად დაუკრეს თავი.
-პაციენტი ამჟამად ისვენებს და ვერ შეგიშვებთ მასთან. _მშვიდად უხსნიდა ექთანი უცნობს.
-მხოლოდ ხუთი წუთით...
-მაპატიეთ, მაგრამ ვერ შეგიშვებთ სძინავს. როცა გაიღვიძებს შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ. _მამაკაცმაც თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-უკაცრავად, თქვენ მეგისთან ხართ?_თავაზიანად ჰკითხა ქრისტინემ.
-დიახ. _სწრაფად წამოდგა მამაკაცი ფეხზე. -თქვენ...
-ჩვენ მისი მეგობრები ვართ. _ბიჭებზეც მიანიშნა.
-ხომ არ იცით როგორ არის?
-უკეთაა. რაც მთავარია ექიმის თქმით საშიში არაფერია. _შენიშნეს როგორ აღმოხდა მამაკაცს შვების ოხვრა.
-როგორც ვიცი, ავარიის დროს მარტო არ ყოფილა.
-დიახ, მის დეიდაშვილთან, სესილისთან ერთად იყო. _სწრაფად აუხსნა.
-და როგორაა ის გოგონა?
-კარგად!_ქრისტინეს ნაცვლად უპასუხა ნოემ.
-მაპატიეთ, არ გაგეცანით, უჩა ბარათელი.
-ქრისტინე შენგელია.
-მათე მაჩაბელი
-ნოე სიხარულიძე.
-ხომ არ იცით როდის გაწერენ?
-სავარაუდოდ ხვალისთვის. _უპასუხა ქრისტინემ.
-ექიმი მოდის. _ჭაღარაშეპარულ, თეთრხალათიან მამაკაცაზე ანიშნა მათემ ყველას. ნოე და უჩა მაშინვე მიეჭრნენ ექიმს.
-ყველაფერი კარგადაა? _ერთხმად იკითხეს ბიჭებმა, რაზეც მათემ წარბები აწკიპა და ჩუმად ჩაიფხუკუნა.
-ანალიზების პასუხები მზადაა. შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, საშიში არაფერია. ხვალ გავწერთ გოგონებს.
-მადლობთ. _კვლავ ერთხმად უპასუხეს ნოემ და უჩამ.
-მათე, ნუ ფხუკუნებ. _მხარი გაჰკრა ქრისტინემ მეგობარს.
***
-ხომ კარგად ხარ? რამე ხომ არ გინდა? ხელი გტკივა? _ერთად აყრიდა კითხვებს.
-კარგად ვარ. _ნოეს სახის შემყურეს ეცინებოდა. -ნუ ნერვიულობ ასე.
-ხომ არ გშია? თუ გინდა რამეს მოგიმზადებ და აქვე მოგიტან.
-შენ და სამზარეულო?
-რა იყო? _წარბები აწკიპა ნოემ. -გგონია ცუდი მზარეული ვარ?
-არასდროს გამისინჯავს შენი მომზადებული კერძები და აბა მე რავიცი. _მხარი აიჩეჩა სესილიმ.
-მოგიმზადო რამე?
-არა, ჯერ არ მინდა არაფერი. _თბილად გაუღიმა მამაკაცს და საბანი გაისწორა. -მეგის ძინავს?
-არა, ქრისტინე და უჩა მის ოთახში არიან. მათე მისაღებშია ლაზარეს ეთამაშება. მეტი საქმე მაინც არ აქვს. _ჩაიცინა.
-მშვენიერი უფროსი ჰყოლია. რას ერჩის ეს გოგო არ მესმის. _ტუჩი აიბზუა და თაბაშირიან ხელს შუბლშეკრულმა დახედა.
-გტკივა?
-არა, უბრალოდ უძრავად რომ მაქვს ვერ ვეგუები.
-მოგიწევს მინიმუმ ერთი თვე შეგუება. _ცხვირზე თითი ჩამოკრა.
-მეგონა, სამუდამოდ წახვედი. _ჩუმად ჩაილაპარაკა და ნოეს მზერა გაუსწორა.
ნოე კარადაზე მიყრდნობილი იდგა. სესილის სიტყვებზე მწარე ჩხვლეტა იგრძნო გულზე.
-არც მაშინ ვიცი რა მოხდა და ვერც ახლა ვხვდები.
-ჩემი ცხოვრება ძალიან რთულია სესილი. _ნაღვლიანად უთხრა. -მეც რთული ვარ.
არის რაღაცები რაც ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს მე და ვიცი რომ უფრო დიდ ტკივილს მოგაყენებს შენ. არ შემიძლია შენი ასე გამეტება.
-მე მიყვარხარ. მთავარი ესაა. _მძიმედ გადააგორა გოგონამ ყელში მომდგარი ცრემლის გორგალი. -ვიცი, რომ შევძლებ შენს გაგებას.
-ძალიან რთულია ეს ყველაფერი. _მძიმედ ამოიოხრა და ოთახში შემოვარდნილ ლაზარეს გახედა, რომელსაც ხელში წვენით სავსე ჭიქა ეჭირა. წვენი ნახევარზე ჩამოსულიყო, ბავშვის ზედმეტად სწრაფი მოძრაობის გამო.
-წვენი მოგიტანე. _ახარა სესილის და ჭიქა ხელში მიაჩეჩა. -მათე ბიძიამ მითხრა სასარგებლოაო.
-მათე ბიძიას ყოჩაღ, კარგი რაღაც უსწავლებია, მაგრამ ის არ უთქვამს რომ ნელა უნდა გევლო? _სიცილით ჰკითხა ნოემ. ლაზარემ თითქოს ახლაღა შენიშნა სანახევროდ სავსე ჭიქა და დამნაშავემ ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია.
-უი. _უცოდველი სახით შეხედა სესილის და ნოეს, რომლებიც მხიარულად იცინოდნენ.
მთელი ერთი თვე თავს დასტრიალებდა გოგონებს. უკვე ორივენი კარგად იყვნენ, თუმცა ყურადღებას მაინც არ ადუნებდა. თითქმის ყოველ დღე სესილისთან იყო. ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მასზე ზრუნვა და მის გვერდით ყოფნა.
-ვინც სურვილს არ შეასრულებს, ჯარიმას გადაიხდის. _განაცხადა მათემ თამაშის დასრულებსი შემდეგ.
-ჩვენ არ გვითქვამს, რომ თამაში სურვილებზე იყო. _პრეტენზია გამოთქვა სესილიმ.
-და წინააღმდეგი ხარ? _ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ნოემ.
-რასაკვირველია! რადგან თქვენ მოიგეთ მაგიტო არა? მე და ქრისტინემ რა დავაშავეთ?
-ნუ ბუზღუნებ გოგო! რას მოგთხოვს ახლა ამსითანას შენი რომეო? _ჩაიფრუტუნა და ქრისტიეს გახედა. -ჩემი სურვილია, რომ ის გემრიელი, ალუბლის ნამცხვარი გამიკეთოს ერთმა ლამაზმა ქალბატონმა.
-მოგვიანებით რა მათე. _შეეხვეწა ქრისტინე.
-სურვილებს არ ასრულებთ!
-არ ვთამაშობდით სურვილებზე და იმიტომ. თანაც ჩვენთვის ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება. ქრისტი ორსულადაა, მე კიდევ ხელი მაქვს მოტეხილი. _პატარა ბავშვივით გამოუყო ბიჭებს ენა.
-სამსახურში კი კარგად გავარდი დღეს დილით. _წარბაწეულმა უთხრა ნოემ.
-რამდენი ხანი უნდა გამეცდინა? _გაკვირვებულმა შეხედა.
-ქრისტი, ხომ იცი შენს შვილსაც უნდა _სასაცილოდ გაეკრიჭა მათე.
-მათე, ნუ ხარ მსუნაგი. _მეგისთან და ლაზარესთან ერთად შევიდა თამარი ოთახში.
-მე? _საოცრად გაოცებული და შეურაცხყოფილი სახე მიიღო მათემ.
-არა, მე! _შეუბღვირა თამარმა. -რა ნამცხვარი გინდა ამ ღამეს?!
-ალუბლის. _გაეკრიჭა.
-დედიკო მეც მინდა ალუბლის ნამცხვარი. _დედასთან მიირბინა ლაზარემ -და ნუციკოსაც უნდა.
-ნუციკო ვინაა დე?
-ჩემი დაიკო. ნუციკო უნდა დავარქვა._მუცელზე თითი დაუკაკუნა დედას და მაგრად აკოცა.
-დედი, არ ვიცით ჯერ გოგო იქნება თუ ბიჭი. _სიცილით წამოდგა ქრისტინე ფეხზე და როცა შვილის შეკრულ წარბებს მოჰკრა თვალი კიდევ უფრო ხმამაღლა გაეცინა.
-მეც დაგეხმარები ქრისტი, თან ერთ გოგოს დავუმტკიცებ ჩემს კულინარიულ ნიჭს. _სესილის თვალი ჩაუკრა და ქრისტინეს სამზარეულოში შეჰყვა.
-სესი, წამალი დალიე? _წამლის კოლოფი ხელში შეათამაშა მეგიმ
-ექიმმა თქვა საჭირო აღარ არისო. თუ ტკივილს ვიგრნძობ მხოლოდ მაშინ დავლევ.
-მალე მოიხსნი თაბაშირს? _ჰკითხა თამარმა.
-სავარაუდოდ ერთ კვირაში. უკვე ვეღარ ვუძლებ.
-ერთხელ, მეც მოვიტეხე ფეხი. ერთი თვე თითქმის სულ წოლითი რეჟიმი მქონდა...
-დაგეჯერებინა ჩემთვის და არ მოიტეხდი მაგ ფეხს. _თვალი ჩაუკრა მათემ.
-შენ რომ დაგიჯერე სწორედ მაგიტომ მოვიტეხე! _სიწითლე შეეპარა ლოყებზე.
-რას გარბოდი გიჟივით? _გაუკვირდა მამაკაცს. -მერე რამოხდა თუ...
-მათე! _ბალიში ესროლა არხეინად დივანზე წამოწოლილ მამაკაცს.
-აუ! _ამოიხორა. -გაიტყიპები თამრიკო. _გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
-უაზროდ ხუმრობს. _ჩუმად ამოიბუტბუტა თამარმა, როცა მეგისა და სესილის სახეებს გადააწყდა.
-მალე იქნება ნამცხვარი? _წამოიყვირა მთემ.
-ახლა დავიწყეთ მათე კეთება. _გამოსძახა ქრისტინემ.
-რანმაირად ატევს ამდენ რამეს მუცელში? _ჩაიცინა ნოემ და მაცივრიდან საჭირო პროდუქტის გამოღება დაიწყო, როცა იქვე ლარნაკში ჩალაგებულ ვარდებს მოჰკრა თვალი.
-ვისია ეს ყვავილები? _ერთი ვარდი ამოაძრო ლარნაკიდან და ხელში შეათამაშა.
-სესილის. _ეშმაკური ღიმილით უპასუხა ქრისტინემ.
-მართლა? _სახის ნაკვთები დაეჭიმა _და ვინ მიართვა?
-თანამშრომელმა.
-თანამშრომელმა. _მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპრაკა და კბილები გააღრჭიალა.
-აჰამ, მგონი გიორგი ჰქვია. კარგი ბიჭია. _ღიმილით ჩაილაპარაკა ქრისტინემ და თავისი საქმე განაგრძო. ნოემ ზიზღით დახედა ხელში მოქცეულ ერთ ვარდს და მაშინვე ნაგვის ყუთში გაუძახა. ერთიანად შეიპყრო ეჭვიანობამ. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა. რამდენჯერმე მშვიდად ჩაისუნთქა, რომ დამშვიდებულიყო. ძლივს იკავებდა თავს, რომ ის საშინელი ყვავილები ლარნაიკანად არ მოესროლა.
მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს და სამზარეულოში შემოსულ სესილის გახედა. მაშინვე შენიშნა გოგონამ მამაკაცის დაჭიმული სახის ნაკვთები.
-ლამაზი ყვავილებია. _ მწველი მზერა მინათა სესილის და ქრისტინეს კვერცხის შეკვრა მაიწოდა.
-მეც მომწონს. _ნოეს უხეში ტონი არ შეიმჩნია და ირონიულად გაუღიმა.
-მოსწონს! _ჩაიბურტყუნა. სესილის მისი შემხედვარე ეცინებოდა. მამაკაცს მიუახლოვდა და ზურგიდან მოეხვია.
-ვიღაც ეჭვიანობს. _ეშმაკურად ჩაიცინა.
-ვინ, მე? _გაკვირვებულმა აწკიპა წარბები.
-შენ. _ფეხის ცერებზე წამოიწია და ნოეს კისერში აკოცა. იგრძნო, როგორ დაეხორკლა კანი და კმაყოფილს ჩაეღიმა.
-ნუ მაიმუნობ. _ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში. სესილისკენ მიტრიალდა წელზე მოხვია ხელები.
-და ვინა ეს გიორგი თუ ვიღაც. _თვალები გადაატრიალა სახელის წარმოთქმისას.
-ვინ გიორგი? _სესილის სიცილი აუვარდა. -ჩემი მეგობრისგანაა. მარი ჰქვია, როცა გაიგო რომ ავარიაში მოვხვდი ყვავილები გამომიგზავნა. თვითონ აქ არ ცხოვრობს. _სიცილი გააგრძელა.
-რა? _წამით შეყოვნდა ნოე და მზერა მოფხუკუნე ქრისტინეზე გადაიტანა. -აბა გიორგიო? _ქრისტინეს ახლა უკვე ხმამაღლა აუვარდა სიცილი.
-შენ რა ეჭვიანი ბიჭი ყოფილხარ. _სიცილით უთხრა სესილიმ.
-თქვენ რომ კაცი დაგიჯერებთ! _უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მომცინარ გოგონებს გადახედა.
***
-გოგოა, გოგოა! ჩემი დაიკოა, ჩემი დაიკოოაა! _ყვირილით სახლს იკლებდა ლაზარე, მას შემდეგ რაც გაიგო რომ ქრისტინე გოგოს ელოდებოდა.
-დედიკო, ნუ ყვირი. _სიცილით უთხრა ქრისტინემ.
-დედიკო, ნუციკო დავარქვათ რა. _ყელი გაიწელა პატარამ და დედას გამობერილ მუცელზე მიეკრო.
-დავარქვათ, დედას სიხარულებო. _მაგრად დაუკოცნა შვილს ლოყები და კულულა თმები აუჩეჩა.
-იეს! _ტაში შემოჰკრა და სამზარეულოში შევარდა.
-ლაზარე, ჯერ ხელები დავიბანოთ და მერე დაჯექი საჭმელად.
-კაი. _ისევ უკან გამოვიდა ხტუნვა-ხტუნვით. -ჩემით დავუბან. _ახლა აბაზანისკენ გაიქცა. ქრისტინეც უკან მიყვებოდა, როცა კარზე ზარის ხმა გაიგო.
-ლაზარე, მოიცადე და მე დაგბან, თორემ დასველდები. _სწრაფად მივიდა კართან და გააღო. ნანახმა შოკში ჩააგდო. სახეზე ერთიანად გაადუვიდა ფერები, როცა ზღურბლზე მარიამ არაბიძე დაინახა. თვითონაც არ იცის ასე რატომ შეეშინდა. დაინახა როგორ გადაიტანა ქალმა მზერა მის მუცელზე და თვითონაც გაუცნობიერებლად მოიხვია მუცელზე ხელი. თითქოს ასე ცდილობდა მისი შვილის დაცვას.
-შეიძლება შემოვიდე? _ცოტა არ იყოს ეუცხოვა ამ ქალის ასეთი ტონი.
-რისთვის?
-ვფიქრობ, რომ სალაპარაკო გვაქვს.
-ცდებით. სალაპარაკო არაფერი გავქვს ჩვენ.
-ქრისტინე, ძალიან გთხოვ. მხოლოდ ხუთ წუთს გთხოვ. _ეგონა მოესმა ეს სიტყვები. ისეთი ამაყი ქალი, როგორიც მარიამი იყო, ახლა მის წინ იდგა საოცრად შეცვლილი ტონით თხოვდა რაღაცას.
-რა გნებავთ?
-არ შემომიშვებ?
-ქალბატონო მარიამ...
-დღეს საავადმყოფოში გნახე. _ქრისტინეს თვალები გაუფართოვდა. -ვიცი, რომ ორსულად ხარ. გოგოს ელოდები. _წამით ვერ მიხვდა რა უნდა ეთქვა.
-ეს თქვენ არ ...
-სერგის ბავშვია... _აცრემლებული თვალები მიანათა ქალმა. ახლა კი მართლა ფიქრობდა ქრისტინე რ ომ მოჩვენებები დაეწყო. ვერასდროს წარმოიდგენდა ასეთ მარიამს თუ ნახავდა ოდესმე. სერგის სახელის ხსენებამ მთელი სხეული ჩაუწვა. გული მოეწურა და თვალები აუცრემლიანდა.
-ჩემი და სერგის ბავშვია! _კიდევ უფრო მაგრად შემოიჭდო მუცელზე ხელები.
-ხომ გააჩენ. _ტუჩები უცახცახებდა ქალს.
-არ მესმის აქ რისთვის მოხვედით, ყოველივე იმის შემდეგ რასაც მეუბნებოდით.
-ვიცი არაფერი მამართლებს, მაგრამ მაინც მინდა პატიება გთხოვო. მე არაფრის მოთხოვნის უფლება არ მაქვს შენთვის. უბრალოდ იცოდე, რომ...
-დედიკო, დავსველდი! _სიცილით გამოვარდა ლაზარე აბაზანიდან და ქრისტინეს გვერდით ამოუდგა ნახევარდ გაწუწული მაისურით. მარიამ ეგონა გული გაუჩერდებოდა ბავშვის დანახვისას. იმდენად დიდი იყო სერგისა და ლაზარეს მსგავსება ერთმანეთთან, რომ გაოცებას ვერ მალავდა. მთელ ტანში დაუარა ჟრუანტელმა. გაოცებულმა ჯერ ქრისტინეს შეხედა, შემდეგ კი ისევ ლაზარეზე გადაიტანა მზერა.
-არა...ა..არა ქრისტინე მითხარი რომ... _სიტყვის დასრულება ვერ შეძლო მარიამმა. ერთიანად შოკირებულს ტირილი აუვარდა. ქრისტინემ მაგრად მოხვია შვილს ხელი და ჩაიხუტა. რაც არ უნდა იყოს, ესმოდა მარიამის და ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან ეცოდებოდა ეს ქალი. არც კი უნდა იმის წარმოდგენა, თუ რას გრძნობს შვილდაკარგული დედა. ამის გაფიქრებაზეც კი საშინელი შეგრძნებები ეუფლება.
-სერგი... _ამოიტირა მარიამმა აცახცახებული ხელი ლაზარესკენ გაიშვირა.
-ჩემ მამიკოს იცნობდი? _თვალები ააცეცა ლაზარემ. ბავშვის ხმის გაგონებაზე მარიამი უფრო მეტად ატირდა. თავის შეკავება უჭირდა, არ შეეძლო. წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ შვილიშვილი ჰყავდა. პატარა, რომელიც ერთიანად აუშლიდა ყველა მოგონებას. თვალწინ კადრებივით ეშლებოდა სერგის ბავშვობა, მისი ტიტინი, სირბილი, თამაში, სიცილი, ყველაფერი ერთად და საშნელ ტკივილს გრძნობდა. თითქოს ახლა ორმაგად განიცადა შვილის დაკარგვა. წარმოდგენა იმისა, რომ ეს პატარა და ჯერ არ დაბადებული ბავშვი უმამოდ გაიზრდებოდნენ მთელ სულს უღრნიდა და ერთიანად შლიდა.
-დამშვიდდით... _ფრთხილად შეახო მხარზე ხელი. -სახლში შემოდით.
ვერაფრით მშვიდდეობდა მარიამი. ქრისტინეს ლაზარე ახლოს ჰყავდა მიხუტებული და მარიამს თვალს არ აშორებდა.
-დედიკო, რამე ტკივა? _ჩუმად იკითხა ლაზარემ, თუმცა მარიამმა მაინც გაიგო მისი სიტყვები და ნაღვლიანი ღიმილით შეხედა შვილიშვილს.
-რა ჰქვია?
-ლაზარე. _შვილს თავზე ხელი გადაუსვა. -დედა, არ უნდა მიესალმო?
-გამარჯობა. _სწრაფად მიუბრუნდა მარიამს და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ქალმა აკანკალებული თითები შეაგება პატარა ხელს. ერთიანად ჩაეღვარა სითბო მთელ სხეულში. ლაზარე ისეთი სახით უყურებდა დედას, აშკარად უნდოდა ეკითხა თუ ვინ იყო ეს ქალი, თუმცა ვერაფერს ამბობდა.
-ლაზარე იცი მე ვინ ვარ? _აკანკალებული ხმით ჰკითხა ბავშვს.
-არა. _სწრაფად გააქნია თავი.
-შენი ბებია. _ლაზარეს თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან. ჯერ დედას შეხედა, რომელმაც თანხმობის ნიშნად დაუკრა თავი, შემდეგ კი ბებიას.
-დედიკო, ყველა ახლა უნდა გავიცნო?
-ვინ ყველა დედა? _შვილის გულუპრყვილობაზე გაეცინა ქრისტინეს.
-ქეთო ბებო, თედო ბაბუ, მია მამიდა, ნოე ბიძია, მათე ბიძია, თამრიკო ბიცოლა. _თითებზე სასაცილოდ ითვლიდა უკვე გაცნობილ ნათესავებს.
-ნოემ იცოდა?
-მე ვთხოვე, რომ არავისთვის ეთქვა. ალბათ, ხვდებით რატომ.
-არ გამტყუნებ. _თავი დაუკრა ქრისტინეს და შვილიშვილს მიუბრუნდა. -შეიძლება ჩაგეხუტო? _ლაზარეც მაშინვე გაქანდა და ბებიას ჩაუხტა კალთაში. მთელი ძალით მოხვია მარიმმა ხელები და გულში ჩაიკრა.
-იცი, მე დაიკო მეყოლება. _როგორც კი თავი გაითავისუფლა მაშინვე ატიტინდა. -მისი ბებიაც ხომ იქნები?
-ვიქნები. _ტირილნარევი სიცილით ამოილაპარაკა მარიამმა. პატარას შუბლზე აკოცდა და ქრისტინეს მადლიერი თვალებით გახედა.
-ნუციკო უნდა დავარქვა. _არ ჩერდებოდა ლაზარე.
-ყავას დალევთ? _მორიდებით შესთავაზა ქრისტინემ.
***
-როგორ არ მითხარი?
-არავითარი უფლება არ მქონდა. მით უმეტეს მაშინ, როცა ვიცოდი შენი დამოკიდებულება ქრისტინესადმი.
-უფელბაც კი არ მაქვს რამის მოთხოვნის. _სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა მარიამი.
-რა სირცხვილია. როგორ ვიქცეოდი. რატომ არაფერს არ მეუბნებოდი ლევან.
_სავარძელში მშვიდად მჯდომ ქამრს მიუბრუნდა ახლა. ნოემ და ლევანმა ერთად აწკიპეს წარბები გაკვირვებულებმა.
-შენ რაღას გერჩი. _საკუტარ თავს გაუწყრა მარიამი. -იცი როგორ ჰგავს სერგის? _აცრემლებული თვალებით ახედა ქმარს.
-ნოე
-ხვალ ორივეს მოვიყვან აქ... უფრო სწორად სამივეს. _მაშინვე მიუხვდა მამას.
-საღამოს მოიყვანე. მანამდე რაიმე საჩუქარს ვუყიდი ბავშვებისთვის. _მაინც შეეტყო ლევანს მოუთმენლობა, რომელსაც ასე ოსტატურად მალავდა.
-სამი წელი, სამი წელი არაფერი ვიცოდი...
-დამშვიდდი მარო, ახლა ხომ იცი არა? _დივანზე გაწვა ნოე.
-ნოე! _ისეთი სახით შეხედა შვილს თითქოს რაღაც გაახსენდაო.
-რა იყო?
-შენ და... იმ გოგოს....
-ვინ გოგოს?
-სესილის...
-რა?
-ნოე, იცოდე შენც, რომ მითხრა შვილი მყავსო გავგიჟდები! _ თვალებგაფართოებული ელაპარაკებოდა მარიამი. ნოე წამით გაოცებული შესცქეროდა დედას და ვერ ხვდებოდა შეეტანა თუ არა მის ჯანმრთელობაში ეჭვი.
-ნოე...
-დედა! _ისეთი სახით შეხედა, რომ მარიამი მაშინვე გაჩუმდა. ჯერ ისევ მარიამის სიტყვებს ახურდავებდა. ბოლოს მაინც ვერ შეძლო თავის შეკავება და სიცილი აუვარდა.
-იცინე, იცინე!
-სესილი ვინ არის? _იკითხა ლევანმა. შენიშნა როგორ გადაურბინა ნოეს სახეზე სასიამოვნო ღიმილმა.
-გოგო, რომლის გამოც გადაიფიქრა ამ ვაჟბატონმა წასვლა. _წარბები აათამაშა მარიამმა.
***
-გოგონებო დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ. _ამაოდ ამშვიდებდა ქრისტინე.
-აეროპორტში დავრეკავ და ბილეთებს...
-სესილი, რა აეროპორტი თქვენ ხომ არ გაგიჟდით? _ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა ნოემ. -მეგი გაჩერდი! _ იყვირა. მეგიც ერთ ადგილას გაშეშდა დაჰიპნოზებულივით.
-ჯერ დამშვიდდით და მერე მიიღეთ გადაწყვეტილება.
-ნოე, დედაჩემი ცუდად არის. ვერ გაიგე რა მითხრა მანანა დეიდამ? კიბიდან დაგორდა და საავადმყოფოშიაო.
-მეგი, იმ ქალმა ისიც გითხრა რომ უკვე კარგად არისო. საბერძნეთში წასვლა ქალაქში გასეირნება ხომ არ გგონიათ თქვენ.
-სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ მანამდე ვერ დავმშვიდდები. _ცრემლებს იწმენდდა მეგი.
-ტანსაცმელს ჩავალაგებ...
-სესი, შენ დარჩი...
-არვითარ შემთხვევაში! მეც მოვიდვარ, დეიდა უნდა ვნახო.
-გოგონებო, ასე ნუ აჩქარდებით. იქნებ კიდევ დაგერეკათ და გაგეგოთ ახლა როგორ არის მარინა დეიდა.
-წასვლამდე კიდევ დავრეკავ. _ცრმელები შეიმშრალა მეგიმ. -სესილი, შენ არ წამოხვალ! სამსახურში ისედაც ამდენი გაცდენა აგქვს, პრობლემას პრობლემაზე ნუ დაამატებ. ისედაც რამდენი იწვალე რომ მუშაობა დაგეწყო. _ნოეს ეგოისტურად ესიამოვნა მეგის სიტყვები. ერთი წამითაც კი არ უნდოდა სესილისთან განშორება, თუმცა ისიც იცოდა, რომ ასეთ რამეს ვერაფრით აუკრძალავდა. იცოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის დეიდა.
-არავითარ შემთხვევაში. რა დროს სამსახურია. სულ დავანებებ თავს.
-სესი, ძალიან გთხოვ ნუ ვიკამათებთ. თანაც ხვალ ექიმთან ხარ მისასვლელი.
-შენც იცი, რომ კარგად ვარ უკვე. არავითარ შემთხვევაში არ დავრჩები.
-ბილეთებს ვიყიდი მე. _ჩუმად თქვა ნოემ.
გოგონები დილითვე გავიდნენ სახლიდან. ნოემ წაიყვანა აეროპორტში.
-როგორც კი ჩახვალთ დამირეკე. _შუბლზე აკოცა სესილის და გულში ჩაიკრა.
-აუცილებლად. _მამაკაცს ლოყაზე აკოცა. ბოლომდე ცდილობდა ნოე თავის შეკავებას თუმცა მაინც ვერ შეძლო გაჩუმება.
-მალე დაბრუნდი რა. _მძიმედ ამოისუნთქა.
-შევეცდები.
-სამსახურში მოაგვარე საქმე?
-კი, გუშინვე ველაპარაკე უფროსს. ძალიან კარგი კაცია, უპრობლემოდ გამიგო.
-სესი, წავედით. _დაუძახა მეგიმ.
-მოვდივარ. _ნოემ კიდევ ერთხელ მაგრად ჩაიკრა გულში, ნეტარად დაუკოცნა ტუჩები და ამის შემდეგ შეძლო მისი გაშვება.
***
-ხომ გითხრათ მანანამ, რომ არაფერი იყო სანერვიულო.
-ხომ იცი დე, მაინც ვერ მოვისვენებდით.
-ტყუილად მოცდით თქვენს საქმეს. როგორ შეიძლება ასე.
-შენ არ ინერვიულო დეიდა, ჩვენს მეგის ისეთი უფროსი ჰყავს... _სიცილით მიუწვა დეიდას სესილი გვერდით.
-მოკეტე ქაჯო. _ბალიში ესროლა დეიდაშვილს.
-ვინ უფროსი? რა ხდები დედა? _თბილად ჰკითხა შვილს.
-ოო არავინაც არ არის! ბოდავს ეს რაღაცას.
-მეგი. _გამომცდელად შეხედა მარინამ.
-უფროსია ჩემი. ძალიან კარგი ბიჭია.
-მერე?
-მერე ის რომ მეგუშა მოსწონს და ამასაც მოსწონს. _სიცილით მოახსენა სესილიმ.
-მართლა?
-ნუ რაღაც მსგავსი. ჯერჯერობით არაფერი მნიშვნელოვანი. _ღიმილით უთხრა მეგიმ. -ახლა კი ის კითხე ამ ქალბატონს ერთ ბიჭზე რომაა გადარეული და სიზმარშიც რომ მას ხედავს. _ენა გამოუყო სესილის.
-ოჰ, ამათ უყურე ერთი. _შეიცახადა მარინამ. -თქვენ ბერძენ ბიჭებზე აცრილები იყავით? _სიცილით იკითხა.
-სისხლის ყივილი დე.
-იცი რა კარგი ადამიანია? _ღიმილით უთხრა დეიდას.
-ნუ რაც მართალია, მართალია. _თვალები გადაატრიალა მეგიმ. - მართლა კარგი ბიჭია.
-ძალიან მიხარია გოგონებო ორივეს ასე გახარებულებს რომ გხედავთ. პატარები აღარ ხართ და უნდა ხვდებოდეთ რა არის თქვენთვის უკეთესი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ არ იჩქაროთ და დაუფიქრდით თითოეულ ნაბიჯს.
-იცი როგორ მომენატრე? _მხარზე თავი ჩამოადო სესილიმ. -კინაღამ ჭკუიდან გადავედი როცა მანანამ დარეკა და გვითხრა კიბიდან დაგორდაო.
-კიდევ კარგი რომ ახლა უკეთ ხარ. _თაბაშირიან ფეხს დახედა მეგიმ.
-სესილი, შენ როგორ გაქვს ხელი?
-კარგად. უკვე სახვევიც მოვიხსენი._ გოგონებს მარინასთვის ავარიის შესახებ არაფერი უთქვამთ. არ უნდოდათ, რომ ენერვიულა. ერთ დღეს კი სკაიპით საუბრისას შენიშნა სესილის შეხვეული ხელი, რის გამოც იძულებული გახდნენ ყველაფერი ეთქვათ. მარინა ლამის ჭკუიდან გადავიდა. საშინლად იყო ნაწყენი ორივეზე. საბოლოოდ ძლივს მოახერხეს მისი შემორიგება.
-თბილისში, როცა ჩავალ ექიმთან მივალ და საბოლოოდ შევამოწმებინებ.
-თავს მიხედეთ და იოცდეთ, მეორედ არაფერი დამიმალოთ! _გამაფრთხილებლად დაუქნია ორივეს თითი.
მარინას მოტეხილობა ჰქონდა ამიტომ ძირითადად წოლა უწევდა. სესილის ორ დღეში მოუწია დაბრუნება, რადგან სამსახურში მართლაც შეექმნებოდა პორბლემები. მეგიმ კი დარჩენა გადაწყვიტა, რათა დედისთვის მოევლო.
წამოსვლამდე ნოეს დაურეკა და შეატყობინა, რომ რამდენიმე საათში მის ნახვას შეძლებდა. სულ რაღაც ორი დღე იყო რაც ერთმანეთი არ ენახათ, მაგრამ ორივეს საუკუნედ ეჩვენებოდათ ეს დრო.
-მომენატრე! _მაგრად ჩაიკრა სესილი გულში და მთელი სახე დაუკოცნა.
-მეც ძალიან მომენატრე. _მამაკაცს მკერდზე მიეხუტა.
-როგორაა დეიდა?
-უკეთ. მეგი ცოტა ხნით კიდევ დარჩება.
-კარგია, რომ სერიოზული არაფერია.
-ღვთის წყალობით.
-დაიღალე?
-ძალიან. ერთი სული მაქვს როდის მივალ სახლში და დავიძინებ. ქრისტი და ლაზარე როგორ არიან?
-კარგად. ჩემებმა გაიგეს ლაზარესა და პატარას შესახებ.
-მართლა? მერე რა თქვეს? _ინტერესით ჭყიტა თვალები.
-ძალიან გაუხარდათ. მარიამი ბოლოს ასეთი როდის იყო აღარც კი მახსოვს. ქრისტინე და ლაზარე ახლა ჩვენთან არიან. სახლში მიგიყვან და მერე მათთან წავალ მეც, სახლში წამოვიყვან.
-რა კარგია. _გახარებულმა შემოჰკრა ტაში. -ძალიან გამიხარდა.
-ვიცი ეგოისტი ვარ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა. უფრო დიდი ხანი რომ დარჩენილიყავი იქ ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული არსად გაგიშვებდი. _სესილის თითები ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა.
-უკვე აქ ვარ. _თბილად გაუღიმა.
მანქანა კორპუსის წინ გააჩერა და სესილის გადასვლას დაელოდა.
-არ შემოხვალ?
-დაღლილი ხარ, ჯობია დაისვენო. მე კიდევ დილით გინახულებ.
-პირობა პირობაა. _გამაფრთხილებლად დაუქნია თითი. მაგრად აკოცა ლოყაზე და მანქანიდან გადავიდა. მართლაც საშინლად დაღალა მგზავრობამ. იმდენად იყო გათიშული, რომ ტანსაცმლიანად გაწვა საწოლზე და მაშინვე ჩაეძინა.
მარიამის თხოვნით ქრისტინე და ლაზარე წყნეთში დარჩნენ. დილით კი ნოესთან ერთად წამოვიდნენ. სამსახურში წასვლამდე დაპირებისამებრ გადაწყვიტა, რომ სესილისთვსი შეევლო. მანამდე მაღაზიაშიც შეიარა და რაღაცები იყიდა. საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ერთად ესაუზმათ. ბინის კართან შეჩერდა და რამდენჯერმე დარეკა ზარი, თუმცა კარი არავის გაუღია. ჯერ საკმაოდ ადრე იყო იმისთვის რომ სამსახურში წასულიყო. პროდუქტის პარკები ერთ ხელში მოიქცია და რამდენჯერმე დააკაკუნა კარზე.
-სესილი, სახლში ხარ? _პასუხი არავის გაუცია. კარის სახელური ყოველი შემთხვევისთვის მოსინჯა და მისდაგასაკვირად ღია დახვდა კარი. გაკვირვებულმა შეკრა წარბები და სახლში შევიდა.
-სესილი! _კიდევ ერთხელ დაუძახა გოგონას. სატუმრო ოთახში არავინ იყო, სამზარეულოც ცარიელი დახვდა. პარკები იქვე მაგიდაზე დააწყო და სამზარეულოდან გავიდა.
-სადაა? _თავისთვის ჩაილაპარაკა და საძინებლისკენ წავიდა. ოთახის კარზე დააკაკუნა და შევიდა. სესილის საძინებელიც ცარიელი დახვდა.
-ღმერთო, გაძლება მომეცი! _გოგონას გაუჩინარებით აშკარად გაღიზიანებულმა ამოისისინა და უკან გამობრუნდა. საძინებლიდან გასული, იმ წამს აბაზანიდან გამოსულ სესილის შეეჯახა და წაბარბაცებულ გოგონას სწრაფად მოხვია ხელი. სესილიმ მოულოდნელობისგან და შიშისგან ბოლო ხმაზე შეჰკივლა.
-ვაიმე, ნოე! _ მამაკაცის ხილვით დამშვიდებულმა შვებით ამოისუნთქა. ნოე კი ადგილს მიეყინა. ერთიანად იგრძნო მთელ სხეულში ტემპერატურის მატება, როცა სესილის თვალი შეავლო. აბაზანიდან გამოსულს ტანზე პირსახოცი შემოეხვია, რომლის მცირე სიგრძის გამოც გარკვევით იკვეთებოდა მისი ნატიფი, გრძელი და ლამაზი ფეხები. ხორბლისფერი კანი წყლის წვეთებით ჰქონდა დაცვარული. ტუჩ-ცხვირი გაღუებოდა, ტალღოვანი თმა კი სისველის გამო კიდევ უფრო დაგრძელებულიყო. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. თავიდან სესილის ვერ გაეგო რისთვის მიეწერა მამაკაცის ეს დაჟინებული მზერა, თუმცა, როგორც კი გაახსენდა რა ფორმაში იყო, ერთიანად აუჭარხალდა ლოყები და ნოეს ნახვით წამიერად მოგვრილი სიმშვიდის განცდა წამშივე გაქრა.
გაშეშებული იდგა მოულოდნელობისგან და აფორიაქებული უყურებდა მამაკაცის თვალებს, რომლებშიც უცნაურად დახტოდნენ ჭინკები. ძლივს მოიფიქრა, რომ აკანკალებული ხელები ნოესა და მას შორის ამოეძვრინა და მოღეღილი მკერდი დაეფარა. ცეცხლი ეკიდებოა იმ ადგილას, სადაც მამაკაცის ხელი ეხებოდა. გაუბედავად მოაშორა მზერა. გრძნობდა მის გახშირებულ სუნთქვას და აჩქარებულ გულისცემას, რაც საშინლად მოქმედებდა.
პარალიზებული იდგა ნოე. ამ წამს ყველაზე მშვენიერსა და საოცრად მიმზიდველს უყურებდა. ერთიანად მონუსხული იყო და სულაც არ სურდა გოგონაზე მოშორება. ერთიანად აუჩრქოლდა ძარღვებში სისხლი. გრძნობდა, როგორ ემატებოდა თანდათან მისი შეხების სურვილი. გაუცნობიერებლად დაიხარა სესილისკენ და სველ თმაზე ტუჩებით შეეხო. ღრმად შეისუნთქა საოცრად გრილი და ტკბილი სურნელი და ნეტარად მილულა თვალები. ხელები კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია. იგრძნო როგორ აუთრთოლდა მთელი სხეული გოგონას, როგორ დაეხორკლა კანი. ნაზად აკოცა ტუჩის კუთხეში.
-ნოე... _გაბზარული ხმით ამოილუღლუღა. სწრაფად გადაინაცვლა ნოემ მის ტუჩებზე და ნეტარად დაუკოცნა. არც სესილისგან იგრძნობოდა წინააღმდეგობა. წამიერად შეძლო მოშორებოდა სასურველ ტუჩებს. მწვანე თვალებს მზერა გაუსწორა და რამდენიმე წამი ასე აკვირდებოდა. თითქოს, მის თვალებში სურდა ყველაფრის წაკითხვა. ნაზად გადაატარა ბაგეზე ცერა თითი და ასევე ნაზად აკოცა კიდევ ერთხელ. იგრძნო, როგორ შემოხვია სესილიმ კისერზე ხელები და როგორ აჰყვა კოცნაში. კიდევ უფრო იმატა ვნებამ. საოცარი სისწრაფით უცემდათ გული. მაგრად მიიკრო გოგონა მკერდზე და ფრთხილად წაიყვანა საძინებლისკენ.
14 თავი
თავით იდაყვს ეყრდნობოდა და სესილის უნაკლო სახეს თვალს არ აშორებდა.
ნაზად ასრიალებდა ქალის სხეულზე თითებს და სიამოვნების ღიმილი ეპარებოდა სახეზე, როცა ხედავდა, როგორ აყრიდა ქალს მის შეხებაზე მთელ ტანზე ტაო. არაფერზე ფიქრი არ სურდა ამ წამს, გარდა იმისა, რომ თავს საოცრად კარგად გრძნობდა სესილის გვერდით. ოდნავ დაიხარა ქალისკენ და ნაზად აკოცა კისერში, რაზეც გოგონას ჩუმი კისკისი აუვარდა.
-რა გაცინებს? _ღიმილით ჰკითხა.
-წვერი მეღუტუნება. _მამაკაცს სახეზე სიცილით ჩამოუსვა ხელი.
-გავიპარსო?
-ნწ. _თავი გააქნია სესილიმ. -მე ასეც მომწონს. _ოდნავ წამოიწია და ტუჩის კუთხეში აკოცა. კიდევ უფრო სასიამოვნი ის იყო მამაკცისთვის, რომ ხედავადა სესილი არაფერს ნანობდა.
-ჩემი მწვანეთვალება. _ღიმილით უჩურჩულა და თვალები დაუკოცნა.
-სამსახურში დავაგვიანეთ...
-სამსახურის დროა ახლა? _წრაბაწეულმა შეხედა ნოემ და საკოცნელად დაიხარა.
კიდევ უფრო იწვევდა ამ წამს ქალის კანი, მისი სურნელი, სხეული. უფრო მეტად უნდოდა მისი შეხება.
-საოცრება ხარ... _ხრინწიანი ხმით დაიჩურჩულა და ქალის მადიან ბაგეებს წაეტანა. -ჩემი საოცრება ხარ. _ზემოდან მოექცა გოგონას და კოცნით ჩაუყვა კისერს. მთელი სინაზით ეალერსებოდა საყვარელ ქალს და ცდილობდა ეს წუთები ორივესთვის ყველაზე სასიამოვნო მოგონებად დარჩენილიყო.
შუადღემდე საწოლიდან ადგომა არცერთს უფიქრია. ბოლოს ისევ სესილიმ გადაწყვიტა ამდგარიყო და რამე მოემზადებინა ორივესთვის. ცდილობდა ნოეს თვალწინ დაეფარა მთელი დღის აღფრთოვანება და სხიარული. სამზარეულოში გასულმა ლამის ცეკვა დაიწყო. საკუთარ თავზე ეცინებოდა. როგორც კი ოთახიდან გამოსულ მამაკაცს მოჰკრა თვალი მაშინვე დასერიოზულდა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დილა საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში მაინც ერიდებოდა ემოციების ასე აშკარად ნოეს წინ გამომჟღავნება.
-დაგეხმარო?
-არ მინდა, დაჯექი შენ, ხუთ წუთში გავამზადებ. _ღიმილით უთხრა და სრწფადა დააწყო აშიშხინებულ ტაფაზე ლორის ნაჭრები. გრძნობდა ზურგსუკან ამმაკაცის მზერას და ცდილობდა ყურადღება არ გაფანტვიდა, თუმცა მცდელობა მცდელობადვე დარჩა, როცა მუცელზე მამაკაცის მჭიდროდ მოხვეული ხელები იგრძნო.
-ნოე, გაიწიე, თორემ ეგრე ვერ გვაკეთებ.
-მე კი ნუ მაბრალებ, ის თქვი, რომ საჭმლის გაკეთება არ მეხერხებაო
-ჰა? _გაოცებულმა ჭყიტა თვალები. -მე არ მეხერხება? მგონი ვიღაც საერთოდ მშიერი უნდა დარჩეს.
-მუქარასაც არ ვიშურებთ. _ჩაილაპარაკა და ხელიდან პურის ნაჭერი ააცალა.
-ნოე, გადი. _სიცილით მიჰკრა ხელი.
-კარგი ხო. _ბოლოს იკადრა მოშორებოდა და სამზარეულოს დახლს მიეყრდნო.
-ამ დღეებში სოფელში ვაპირებ წასვლას. წამოხვალ ჩემთან ერთად?
-მე? _გაკვირვებულმა შეხედა.
-ხო, თუ შურვილი გაქვს..
-ხო, მაგრამ, ცოტა მერიდება.
-რისი? _სიცილით ჰკითხა.
-კარგი, წამოვალ. _ღიმილით უთხრა ბოლოს.
-ძალაინ კარგი. სეიძლება ქრისტინე და ლაზარეც წამოვიდნენ. ბებოს და ბაბუს ძალიან მოენატრნენ.
-მოდი დაჯექი, მზადაა. _თეფშები მაგიდაზე გადაალაგა. მაგიდას მიუჯდა ნოე, და სესილის ხელით ანიშნა მასთან მისულიყო. მოხერხებულად ჩაისვა ქალი კალთაში და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
***
-ქრისტი ხვალ გცალია?
-კი, რა მოხდა?
-სოფელში მივდივართ და ხომ არ წამოხვიდოდით შენ და ლაზარე?
-სიამოვნებით, ნოე, მაგრამ ექიმმა დიდ გზაზე მგზავრობა ამიკრძალა. _ნაღვილანად თქვა ქალმა. -თუ გინდათ ლაზარე წაიყვანეთ. ვინ მიდიხართ?
-მე და სესილი. _გოგონას ხელი გადახვია. -თუ გამოგვყვება წავიყვანთ. შენს გარეშე არ მოიწყენს?
-არა. წამოვა, ოღონდ უხსენე თედო ბაბუა. _სიცილით უთხრა.
-ზეგ დილით წამოვალთ. დიდი ხნით არ გავჩერდებით.
-კარგი, მაშინ ჩავულაგებ ტანსაცმელს. _ფეხზე წ ამოდგა ქრისტინე და სახლიდან გავიდა.
-შენი დაც სოფელშია ხომ? _ჩაფიქრებულმა ჰკითხა სესილიმ.
-კი.
-ცოტა ვნერვიულობ. _ ღრმად ჩაისუნთქა.
-რატომ? რა არის სანერვიულო.
-რავიცი, ცოტა მერიდება ბებია-ბაბუასთან, შენს დასთანაც. _შეიშმუშნა.
-ჯერ გაიცანი და მერე თქვი თუ რამეა მოსარიდებელი. _ჩაიცინა.
-ძალიან გიყვარს შენი ოჯახი. ყოველთვის გეტყობა ეს, როცა მათზე საუბრობ.
-ცხოვრებაშიც ხომ მთავარი ოჯახია. _გულზე მიიხუტა გოგონა და შუბლზე აკოცა.
დილითვე წავიდენენ სოფელში. სესილი მაინც ნერვიულობდა, ნოე კი ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას. ლაზარე განსაკუთრებით აჟიტირებული იყო სოფელში წასვლით და როგორც ყოველთვსი არც ახლა აჩერებდა ენას. თან ყოველ საათში ერთხელ ითხოვდა ქრისტინესთან დალაპარაკებას.
სოფელში ჩასულებს მტელი ოჯახი ეზოში დახვდათ შეკრებილი. პატარა კოცონიც დაენთოთ და მის ირგვლივ ისხდნენ. ლაზარე როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, მაშინვე გაექანა ბებია-ბაბუისკენ. სესილიმ კი ნოეს მაგრად ჩასჭიდა ხელი და მორიდებით გაჰყვა.
-ნუ ნერვიულობ. _გადაულაპარაკა გიტარის სიმივით დაჭიმულ სესილის.
ქეთო, როგორც ყოველთვის ახლაც სიხარულისგან გადაირია და მთელი სოფელი შეძრა ემოციების გამომჟღავნებით. სესილის დანახვისას კი ქალმა ლამის სიმღერა დაიწყო. ხელჩაკიდებული, რომ დიანხა წყვილი ქმარს შეუმჩნევლად გაჰკრა ხელი. თედომ ანიშნა, რომ გოგონა არ შეეწუებნია, რათა უხერხულად არ ეგრძნო თავი.
სესილისაც საოცრად მოეწონა მოხუცი ცოლ-ქმარი. სახებადარული უყურებდა მთელი საღამო მათ. მიას გაცნობამ კი დაძაბულობა ცოტათი მოუხსნა. მთელი საღამო ელაპარაკებოდა სესილის და მოწყენის საშუალებას არ აძლევდა. მოგვინაებით მეზობლები ესტუმრნენ. ნოეს განსაკუთრებით გაუხარდა ბავშვობის მეგობრების ნახვა. ყველანი ერთად შემოსხდომოდნენ მაგიდას სახლის ეზოში და მხიარული სიმღერისა და სადღეგრძელოების ფონზე ატარებდნენ დროს. პატარა ლაზარე აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ამდენი ბავშვებით გარშემორტყმული. სესილი და მია კი ქეთო ბებიას ეხმარებოდნენ, შემდეგ იქვე ხის საქანელაზე ჩამოსხდნენ და საუბრობდნენ.
-ბებია, შენი საცოლეა ხომ? _ბოლოს ამინც ვეღარ მოითმინა ქეთომ და შვილიშვილს ჩუმად გადაულაპარაკა, რაზეც ნოეს სიცილი აუვარდა და ლუკმა გადასცდა.
-ნელა ბებია, ნელა არ დეიხრჩო და აფერს არ გკითხავ. _ზურგზე ხელი დაუსვა შვილიშვილს. ისე სწრაფად მოშორდა ნოეს, პასუხისთის აღარ დაუცდია. ღიმილით უყურებდა ნოე მოშორებით მჯდომ სესილის და მიას, რომლებიც რაღაცაზე საუბრობდნენ. მართლაც რა სასიამოვნო წარმოსადგენი იყო ის რომ მთელი ცხოვრების გატარება საყავრელ ადამიანთან შეეძლო. გონებაში განვლილი უსიამოვნო აზრი დააიგნორა და ყურადღება სტუმრებზე გადაიტანა.
-ერთად გაგიშალეთ ბებია, საწოლი. _ჩუმად გაადულაპარაკა დაწოლისას ნოეს და ლაზარეს შუბლზე აკოცა.
-მიაკო, ბებია ეიყვანე ბოვშვი ზევით. შენთან დეიძინოს.
-კაი ბებო, წავიყვან. _ფრთხილად იაყვანა მიამ მძინარე ლაზარე ხელში და კიბისკენ წავიდა. ნოეს კი სამზარეულოში მოფუსფუსე სესილისთან მივიდა.
-ქეთო მოხიბლულია შენით. _სიცილით უთხრა.
-მართლა? _გახარებულმა ჰკითხა.
-არ იცი, როგორ. _ჩაიცინა. -არ დავწვეთ?
-კი. _ხელები ტილოზე შეიმშრალა და სამზარეულოდნ გავიდნენ.
-ქეთომ იყოჩაღა. _ოთახში შეულმა სიცილით უთხრა ნოემ და საწოლზე ანიშნა. სესილის შესამჩნევად აუჭარხალდა ლოყები.
-აბაზანაშ შევალ. _სწრაფად აიღო თავისი ნივთები და ოთახიდან გავიდა. საშინლად უხერხულად გრძნობს თავს. განსაკუთრებით როცაყურადღების ცენტრში ექცევა. სახეზე ცივი წყალი შეისხა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა.
კიდევ კარგი ნოე მაინც ჰყავს გვერდით და ეს ცოტათი ამშიდებს, თუმცა ზოგჯერ მამაკაცის დაჟინებულ მზერას რომ გრძნობს ეს კიდევ უფრო აფორიაქებს. სწრაფად მოიწესრიგა თავი და საძინებელში დაბრუნდა. ნოე ფანჯარასთან იდგა და ტელეფონში რაღაცას უყურებდა. კარსი ხმაზე სესილისკენ შებრუნდა და ღამის პერანგში გამოწყობილი თავიდან ბოლომდე აათვალიერა.
-ნუ მიყურებ ეგრე! _შეუტია ამმაკაცს და სწრაფად შეწვა საწოლში. ნოემ სიცილი დიდი ძალისხმევის ფასად შეიკავა. საწოლს შემოუარა და სესილის გვერდით მოუწვა.
-იოცდე ზედმეტების გარეშე, თორემ მაისთან გადავალ! _როგორც კი მამაკაცმა მისკენ გააპარა ხელი, მაშინვე გააფრთხილა. ნოეს თითქოს არც გაუგიაო, ისე მოხვია წელზე ხელი და მთელ ტანზე აიკრო. თავიდან სესილიც თითქოს მოეშვა, მაგრამ როგორც კი მამაკაცმა ხელი მის ფეხზე აასრიალა, მაშინევ აწრიალდა.
-ნოე, უხერხულია.
-რა არის უხერხული? _სიცილი დაიწყო. -ოთახში კი არ გვივარდებიან. _ ჩუმად ხითხითებდა.
-ოო, კარგი რა. _ამოუბუზღუნა. _გააჩერე ხელები. ცდილობდა მამაკაცის ხარხარისთვის ყურადღება არ მიექცია. -ნუ იცინი! _გაბარზდა.
-კარგი, კარგი ჩუმად ვარ!. _მაშინვე შეწყვიტა სიცილი, როგორც კი სესილიმ ფეხზე წამოდგომა დააპირა. - გპირდები კარგად მოვიქცევი. _ეტყობოდა, რომ სიცილს ძლივს იკავებდა.
-მასხარა ხარ! _გვერდი იცვალა გაგულისბულმა და საწოლის კიდისკენ გაიწია.
-ვარ. _თავი დაუკრა და ქალისკენ გადაიწია. -მოიწი აქეთ, თორე გადავარდები. ხელ-ფეხი, რომ დაგილურჯდება ქეთო მე მომკლავს. _სიცილით ჩაიხუტა გოგონა და ტუჩები შუბლზე მიაკრო.
****
-მ.. რამდენი წიგნი გაქვს? _წიგნის თაროს ყურადღებით ათვალიერებდა.
-გიყვარს წიგნები? _პიჯაკი გაიხადა და იქვე სკამზე მიკიდა.
-ძალიან _ღიმილით უპასუხა. -როგორც ვხედავ თანამედროვე ავტორებიც მოგწონს.
-უფრო ლექსების კრებულებია მანდ.
-მე არ წამიკითხავ ლექსს? _ეშმაკურად ააფახულა თვალები.
-გამეპრანჭე ახლა? _სიცილით მიუახლოვდა გოგონას და წელზე ხელი მოხვია.
-ცოტა. _გაიცინა.
-არც კარგი ტემბრი ამქვს და ვერც კარგად ვკითხულობ ლექსებს.
-მე მაინც წამიკითხავ! _გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
-ნუ, თუ პოეზია გინდა შეგძულდეს, არა არის პრობლემა. _სიცილით უთხრა და პატარა ცხვირზე აკოცა.
სესილისკენ საკოცნელად დაიხარა, თუმცა არ დასცალდა. კარზე ზარის გაგონებისას უკმაყოფილოდ შეკრა წარბები..
-გინდა გითხრა ვინ იქნება? _თვალები გადაატრიალა. -მათე, თამარი და ქრისტი.
-რა იცი? _სიცილით ჰკითხა სესილიმ.
-ვიცი. _ღრმად ჩაისუნთქა და კარი გააღო.
-აბა, როგორაა იუბილარი? _როხროხით შევიდა მათე სახლში. უკან კი მართლაც მიჰყვნენ დამარი და ქრისტინე. სესილი მათეს სიტყვების გაგინებისას გაოგნებული დარჩა.
-დაბდების დღე გაქვს? _გაოცებულმა გახედა ნოეს.
-მოიცა, შენთვის არ უთქვამს რომეოს? _ჩაიცინა მათემ და უამრავი პარკი სამზარეულოში შეიტანა.
-ძალიან გთხოვ არ გაბრაზდე. _ მიუახლოვდა ნოე. -არ მიყვარს დაბადბეის დღის აღნიშვნა...
-მაინც უნდა მცოდნოდა. _ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. -შენ რა შუაში ხარ, მე თვითონ უნდა გამეგო. _მხრები აიჩეჩა.
-სესილი, საგანგაშო არაფერია აქ. _ნეტარად დაუკოცნა გოგონას ტუჩები.
-საჩუქარიც კი...
-სესილი _შეაწყვეტინა. -ყევლაზე დიდი საჩუქარი შენ ხარ. _ თბილად გაუღიმა და კიდევ ერთხელ აკოცა.
-ძია, ნახე მე რა გაჩუქე. _პატარა ლაზარეს ყვირილმა გამოაფხიზლა ორივე.
-აბა, მანახე რა მაჩუქე. _ლაზარეს წინ ჩაიმუხლა. სესილი კი გოგონებთან შევიდა სამზარეულოში.
-დაგეხმარებით.
-არაფერია გასაკეთებელი._ღიმილით უთხრა თამარმა. -ყველაფერი გამზადებული ვიყიდეთ, მხოლდო სუფრა გავაწყოთ.
-კარგი. _თავი დაუკრა და თეფშების გამოლაგება დაიწყო კარადიდან.
-სესი, ეს ტორტი მაცივარში შედევი რა, არ დადნეს. _ქრისტინემ პატარა ტორტი გაუწოდა.
-30 წლის გახდა? _ღიმილით იკითხა.
-ნახე რა ოსტატურად მალავს ასაკს. _ჩაიცინა თამარმა და სამზარეულოში შემოსულ ნოეს გახედა.
-არაფერსაც არ ვმალავ. _სესილის მიუხალოვდა და უკმაყოფილოდ დახედა ტორტზე გამოსახულ წარწერას, სადაც მისი ასაკი იყო მითითებული. -ან საერთოდ რა საჭირო იყო ამდენი ამბავი?
-ყოველ დღე ხომ არ ხდება ადამიანი 30 წლის. _ეშმაკური ღიმილით ახედა სესილიმ. იგრძნო, როგორ არ მოსწონდა მამაკაცს ასაკზე ყურადღების გამახვილება.
-საღამსო ჩემთან რჩები. _ყველას შეუმჩნევლად გადაულაპარაკა სესილის და ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი.
სწრაფად გაამზადეს გოგონებმა ყველაფერი და მალევე შემოუსხდნენ მაგიდას.
-შენები არ მოვლენ ნოე? _ჰკითხა მათემ. შენიშნა, როგორ დაიძაბა სესილი ამის გაგონებაზე.
-არა, დილით ვიყავი მათთან. _შეუმჩევლად ჩაეღიმა. სესილიმ კი შვებით ამოისუნთქა.
-არადა კარგი იქნებოდა, რ ომ მოსულიყვენენ. _ღიმილით თქვა თამარმა.
-ხო ძალაინ. -ეშმაკური ღიმილით გახედა სესილის, რომელიც მაშინვე მიუხვდა ამამაკცს ფიქრებს და გაგულისებულმა შეუბღვირა.
-ნოე ბიძია, ტორტი როდის უნდა დაჭრა? _შეპარვით ჰკითხა ლაზარემ.
-ლაზარე. _საყვედურნარევი ტონით უთხრა ქრისტინემ შვილს.
-როცა შენ გინდა ბიძია. _ღიმილთ ჩაისვა ლაზარე კალთაში.
-მოვიტან ტორტს. _ფეხზე წ ამოდგა სესილი.
-მოიცა, მოიცა, მოიცა! _წამოიძახა მათემ და ფეხზე წამოდგა. - თამრი სად გაქვს სანთლები?
-მათე რა საჭიროა? _ნოე ცდილობდა არ შეემჩნია.
-რას ქვია რა საჭიროა?! _სესილის სანთლები გაუწოდა. - ფირზეც უნდა აღვბეჭდო.
სიცილით გავიდა სესილი სამზარეულოში და ტორტზე სანთლები მოათავსა.
რა თქმა უნდა, მათემ თითოეული დეტალი სათითაოდ აღბეჭდა ფირზე და სულ არ აქცევდა ყურადღებას ამ ფაქტით უკმაყოფილო ნოეს.
-რატომ არ გიყვარს შენი დაბადების დღე?
-ასაკის მატება არ მიყავარს. _პატარა ბავშვივით გამოუვიდა ნათქვამი ნოეს, რაზეც სესილიმ სიცილი დაიწყო.
-რაო, გაჭაღარავების გვეშინიაო? _სიცილს აგრძელებდა.
-და შენ გეყვარები მერე ჭაღარა?
-მე მელოტიც მეყვარები. _სიცილით უთხრა დ ა მაგრად აკოცა ლოყაზე.
-მეტად სასიამოვნოა ამის მოსმენა, მაგრამ გთხოვ ასე აღარც კი იხუმრო. _მოზრდილ თმაზე ხელი გადაისვა.
სასიამოვნო საღამო გაატარეს ერთად. ბევრი სასაცილო ისტორიები გაიხსენეს, რაზეც ყველა გულიანად ხალისობდა. გვიან დაწყეს დაშლა. თამარი, მათემ მარტო არ გაუშვა და თვითონაც გაჰყვა. ქრისტინე სესილის ეხმარებოდა დალაგებაში, თუმცა გოგონამ არ დაანება და ისიც სახლში გაუშვა მძინარე ლაზარესთან ერთად. თვითონ კი დამოუკიდებლად დაიწყო მაგიდის ალაგება.
-დაგეხმარები. _ნოეც მიუახლოვდა.
-არ მინდა, ჩემით ვზიამ. _ღიმილით უთხრა და დასვრილი ჭურჭელი სამზარეულოში შეიტანა. რასაკვირველია, ნოე არ გაჩერებულა უსაქმოდ და საჭმლით სავსე თეფშებით ხელდამშვებეული შეჰყვა სამზარეულოში.
-სად წავიღო ესენი? _მამაკაცის შემხედვარეს გაეღიმა. სწრაფად გამოართვა ყველაფერი და თავთავისი ადგილი მიუჩინა.
-დაჯექი და მივხედავ მე. _კდიევ ე რთხელ სთხოვა.
-რა მხოდება, რომ დაგეხმარო? _მხრები აიჩეჩა.
-როცა ვინმე ერევა ამ საქმეში, მერე მე ვერაფრეს ვერ ავკეთებ, ამიტომ დაჯექი! _ამჯერად მკაცრად უთხრა მამაკაცს და ხელიდან ჭიქა გამოსტაცა.
-მაშინ აქ დავჯდები. _სამზარეულოში შევიდა და მაგიდას მიუჯდა. სიამოვნებით აყოლებდა სესილის თვალს, მის მიხვრა-მოხვრას, ფუსფუსს და კმაყოფილს ეღიმებოდა.
-ნუ მიყურებ ეგრე. _წამწამებს ქვემოდან ახედა გოგონამ და დაჭრილი ძეხვი პატარა კონტეინერში ჩააწყო.
-როგორ ეგრე? _ეშმაკური ღიმილით ჰკითხა.
-ნოე! _ ლოყებაწითლებულმა შეხედა და სწრაფად მიბრუნდა მაცივრისკენ.
-არ დაიღალე?
-არა. _სწრაფად უპასუხა.
-ძალიან კარგი. _კმაყოფილმა ჩაიღიმა და ფეხზე წამოდგა. ფრთხილად მიუახლოვდა სესილის, რომელიც სალათებს თავის ჭურჭელში აბრუნდებდა.
-ნოე, ხელს მიშლი. _ აფორიაქებულმა ამოილუღლუღა და სახეზე ჩამოვარდნილი თმის ღერის მოშორება სულის შებერვით სცადა.
-მე? _გაოცებული სახე მიიღო და სახიდან თმის ურჩი ღერი თითით გადაუწია. ოდნავ მოიხარა წელში და ნაზად აკოცა ლოყაზე.
-ნოე... მადროვე დალაგება...
-მერე მივხედოთ მაგას. _ზურგიდან მოეხვია ქალს.
-ნოე, გეყოს...
-რამე გავაკეთე, რომ მეყოს? _ჩაიცინა და კისერში აკოცა სესილის.
-მოითმინე. _სესილისაც გაეცინა და გაჭირვებით მივიდა მაცივრის კარამდე, რადგან მამაკაცის წელზე მოხვეული ხელები გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.
-არ გინდა ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად? _მოულოდნელმა კთხვამ საოცრად დააბნია და ერთ ადგილას გაშეშდა.
-რა მითხარი? _თვალებგაფართოებულმა ჰკითხა.
-რა გითხარი? ერთად ვიცხოვროთ-მეთქი. _მხრები აიჩეჩა ნოემ. _რა თქმა უნდა, თუ შენც გინდა.
-მე?
-ხო.
-მინდა. _უყოყმანოდ დაუკრა თავი.
-სესილი _მშვიდად დაიწყო ნოემ და ქალი თავისკენ მიაბრუნა -არ მინდა რამეს იძულებით აკეთებდე. იმიტომ კი არ უნდა მთანხმდებოდე, რომ მე მინდა ასე, ეს შენც უნდა გინდოდეს, შენი სურვილიც უნდა იყოს.
-ვინ თქვა რომ არ მაქვს ერთად ცხოვრების სურვილი? _გაიკვირვა. -უბრალოდ ძალიან დამაბნია შემოთავაზებამ.
-ანუ, თანახმა ხარ?
-კი, ოღონდ ჯერ არა. _ჩაიცინა.
-ეგ როგორ? _წრაბაწეულმა შეხედა ქალს.
-ჯერ მეგი ჩამოვიდეს და მერე.
-როდის ჩამოდის? _მოუთმენლობა შეეტყო ხმაში.
-მალე. _სიცილით ჩაუკრა თვალი, ოდნავ წამოიწია ფეხის ცერებზე და მამაკაცს ტუჩებში აკოცა.
-მალე! _თავისთვის ჩაიბურტყუნა.
-ნუ იბუტები. _ღიმილით უთხრა.
-შემორიგებაც შესაძლებელია... _მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. როგორც კი ეს შენიშნა სესილიმ, მაშინვე დააპირა ხელებიდან დახლტომოდა, თუმცა ნომ დროულად შეაჩერა.
-როგორც მახსოვს, ჩემთვის არაფერი გიჩუქებია დღეს ხომ? _ეშმაკურად აათამაშა წარბები.
-იმიტომ, რომ შენი დაბადების დღის შესახებ არაფერი ვიცოდი! _განაწყენებულმა ჩაილაპარაკა.
-ახლა ხომ იცი? _ჩაიცინა და სწრაფად შეეხო სესილის მადიან ტუჩებს. გოგონამაც მოხვია კისერზე ხელი და კოცნაში აჰყვა.
****
კვირის ბოლოს მეგი დაბრუნდა საბერძნეთიდან. მარინა თავს გაცილებით კარგად გრძნობდა და არც მეგის მისცა დარჩენის უფლება. სესილსიაც ძალაინ გაუხარდა დეიდის ამბავი და დეიდაშვილის დაბრუნება.
მეგის მისი და ნოეს შესახებ ყველაფერი მოუყვა. და ისიც უთხრა, რომ ერთად ცხოვრებას აპირებდნენ. თავიდან მეგი ცოტა შეფიქრიანდა და ბუზღუნიც დაიწყო იმის გამო, რომ სახლში მარტო მოუწევდა ყოფნა, თუმცა მალევე შეეგუა.
-ერთი სართულით ზემოთ ვიქნები. _სიცილით აიჩეჩა სესილიმ მხრები.
-ხო ვიცი, მაგრამ... _ცხვირი აიბზუა მეგიმ. -რა დროში მოასწარით ამდენი რაღაც.
-მე კი არა, შენ ის მითხარი ვინ მოგიყვანა სახლში. _ეშმაკურად აათამაშა წარბები.
-უჩა შემხვდა აეროპორტში. _სიცილით უპასუხა მეგიმ.
-შეგხვდა თუ დაგხვდა?
-ხო კარგი, დამხვდა. მაგრამ ემც არ ვიცოდი, თუ მელოდებოდა. გუშინ დამირეკა და მკითხა როდის მოდიხარო.
-უყურე შენ ბიჭს. მერე რაო?
-არაფერი, სახლში მომიყვანა და მითხრა ხვალ სამსახურში გელოდებიო. საერთოდ არაფერი არ უთქვამს გაცდენების გამო.
-კარგი რა, რა უნდა ეთქვა. თვითონ არ გაგათავისუფლა?
-ხო, მაგრამ რაც არუნდა იყოს სამსახურია დ ა უამრავი საქმეა ოფისში.
-შენ ის მითხარი კიდევ რას გეუბნება ეგ ბიჭიკო. _წარბები აათამაშა სესილიმ.
-როგორც იტყვიან „გველი ტყავს იცვლის, ხასიათს არაო“ ვერც მან მოიშალა თავისებური სისინი. ზოგჯერ ისეთ რაღაცებს მეუბნება ჭკუიდან გადავყავარ.
-რას ერჩი კარგი ბიჭია. ხომ ნახე შენზეც როგორ ნერვიულობდა. აშკარად მოსწონხარ, თორე ტყუილად ვინ გააკეთებს ამდენ რამეს?
-არ ვიცი. ბოლომდე მაინც ვერ ევნდობი. ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი ეგეთ ტიპებს, ახლა კი...
-ზუსტად ეგეთი ტიპი გინდა შენ!
-შენ ის მითხარი, შენი რომეო სადაა.
-რას აიჩემეთ შენ და მათე, ეს რომეო? სამსახურშია, უცხოელ პარტნიორებთან აქვთ შეხვედრა და ვერ ახერხებს ადრე მოსვლას.
-თურმე რატომ ზის გოგო ეკლებზე. _ჩაიფრუტუნა და ფეხზე წამოდგა. -იცის რომ ჩამოვედი?
-არა _ჩაიცინა. -წითელ ხალიჩას დაგიგებს ალბათ.
-დამიგოს უნდა, აბა რა უნდა ქნას. ანგელოზივით გოგოს ვატან. _ორივეს გაეცინათ მეგის სიტყვებზე.
*****
დილით ადრევე გაეღვიძა. მაშნვე ფანჯარას მიეჭრა. სიხარულით ლამის ცეკვა დაიწყო, როცა ნოეს მანქანა ისევ ეზოში დაინახა. სწრაფად მოიწესრიგა თავი. სამსახურში წასვლამდე გადაწყვიტა მამაკაცისთვის შეევლო. სრწფად გავიდა სახლიდან და კიბე აირბინა. ჩანთიდან გასაღები ამოიღო, რ ომელიც გუშინ ნეოს მასთან დარჩა და სახლში შევიდა. სრული სიჩუმე იყო, დაკვირვებით მოათვალიერა ყველაფერი, თუმცა ნოე არსად ჩანდა. აშკარად ჯერ ისევ ეძინა. ფრთხილად შევიდა საძინებელში და მძინარე მამაკაცს დააკვირდა. მის შემხედვარეს გაეღიმა და ნელა მიუახლოვდა. შავი თმა დაუდევრად ჩამოშლოდა შუბლზე, წარბებს დროდადრო სასაცილოდ კრავდა და მშვიდად ფშვინავდა. ფრთხილად შეეხო სახეზე და თმა გადაუწია. არ უნდოდა მისი გაღვიძება, მაგრამ გუშინდელი სიტყვებიც ახსოვდა, რომ დილით სამსახურში მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა. ტუმბოზე დადებულ საათს შეხედა. ჯერ დრო ჰქონდა, რომ საუზმე გაემზადებინა. ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გასვლას აპირებდა, როცა საათის გვერდით დადბეული წიგნისკენ გაექცა მზერა. ჩუმად აიღო ხელში და ღიმილით წაიკითხა სათაური „მთვარის მოტაცება“. ერთ-ერთ გვერდზე სანიშნის მსგავსად რაღაც ფურცელი იყო ჩადებული. ცნობისმოყვარეობას აშკარად არ უჩივის ეს გოგო. ფრთიხლად გამოაძრო წიგნიდან ფურცელი და ზედ წაწერილ ლექსის სტრიქონებს თვალი გააყოლა.
„მე კი მინდა ჩემი ცოლი გახდე,
მარტო შენი სიყვარულით დავტკბე,
და ჯიუტად შევერკინოთ ღამეს,
ნაკურთხები ემბაზიდან ვიცი ღვინოს დავლევთ.
ჩემო მწვანეთვალებავ, ზურმუხტიანო,
თეთრი შუქით დაფარულო ანგელოზო ფრთიანო,
ალაგ-ალაგ ჭორფლიანო თმა ზღვისტალღიანო,
შენით იწვის ჩემი გული ჩემო სიცოცხლიანო,
ჩვენი შვილი ბიჭი, ანდა უფრო გოგო,
შენი სახის, მწვანე თვალით, ალაგ-ალაგ ჭორფლებით,
ყოველ დღე რომ გაგვახარებს დედა, მამას ძახებით
მხოლოდ მაშინ დავისვენებ დაუმცხრალი ლოცვებით,
ერთად სულში რომ ჩაგიკრავთ შემენდობა ცოდვები
მხოლოდ მაშინ აშენდება ჩვენი სახლის კედლები
ყოველ დილა რომ გამათბობს შენი თბილი შეხებით.
მე კი მინდა ჩემი ცოლი გახდე
მარტო შენი სიყვარულით დავტკბე
და ჯიუტად შევერკინოთ ღამეს
ნაკურთხები ემბაზიდან ვიცი ღვინოს დავლევთ.“
ლექსის კითხვა გაღიმებულამ დაამთავრა და მძინარე მამაკაცს დახედა, რომელიც უკვე სულაც არ იყო მძინარე და სესილის თვალს არ აშორებდა.
-ვფიქრობ ორიგინალურია არა? _საწოლზე ჩამოჯდა და გოგონას თვალი გაუსწორა.
-რა? _ფერები გადაუვიდა სესილის სახეზე.
-მინდა ჩემი ცოლი გახდე! _ წამწამებს ქვემოდან ახედა გოგონას და მის რეაქციას დააკვირდა.
15 თავი
ჯერ კიდევ დაბნეული და გურკვევლ მდგომარეობაში მყოფი იდგა და ნოეს თვალს არ აშორებდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეს ყველაფერი სინამდვილე არ იყო, და წუთის წინ მოსმენილი სიტყვებიც ილუზიის ნაწილს წარმოადგენდა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა აზრზე მოსასვლელად.
-ცოლი? _დაბნეულმა ამოილუღლუღა. რამდენჯერ უოცნებია საკუთარ ოჯახზე, რამდენჯერ დაუხატავს თავისი ოჯახი გონებაში და საკუთარ ოცნებებში. რაც ნოე გაიცნო, მას შემდეგაც ხშირად უფიქრია ურთიერთობის ამ ეტაპზე, მაგრამ ყველაფრეი ისე სწრაფად ხდებოდა მათ შემთხვევაში, რომ გააზრებასაც კი ვერ ახერხებდა. ერთიანად იყო მოცული ამ წამს ბედნიერებით, მაგრამ ისეთ შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც აკავებდა და საბოლოო ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევდა.
-ხო, ცოლი. _ფეხზე წამოდგა ნოე და გოგონას წინ დაუდგა.
-არც კი ვიცი რა გითხრა... ძალიან დავიბენი... ისე უცებ ხდება ყველაფერი, რომ...
-მე არფერს არ გაძალებ. _გოგონას სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა. -არც ის მინდა შენი პასუხი ნაჩქარევი იყოს. ყველაფერზე დაფიქრდი და როცა დარწმუნდები მაშინ მიიღე გადაყვეტილება. ჩემი წინადადება კი ყოველთვის ძალაში იქნება. _თბილად გაუღიმა და გულში ჩაიკრა.
-არც კი ვიცი რით დაგიმსახურე. _მამაკცის მკლავებში მოქცეულმა ამოილუღლუღა. -ყველაზე კარგი ხარ შენ. უფალს მადლობა უნდა გადავუხადო, რომ შენ შეგხვდი და ახლა ჩემ გევრდით ხარ. _სესილის სიტყვები იმაზე უფრო დიდ ტკივილს აყენებდა ვიდრე წარმოედგინა. შეგრძნება რჩებოდა, თითქოს მთელ გულს დანებით უსერავდნენ და რეალურად გრძნობდა მკრდში საშინელ ტკივილს თითოეული სიტყვის გაგონებისას. იგრძნო როგორ გაუოფლიანდა ხელები, რ ოგორ ახამდა მთელ სახეზე ცივი ოფლი. უკვე მთელი არსებით გრძნობდა, რომ მეტს ვერ შეძლებდა და ვერ გადადგამდა ნაბიჯს წინ. ღრმად ჩაისუნთქა და სესილის მოშორდა.
-მოდი სანამ შენ გაემზადები მანამდე მე საუზმეს მოგიმზადებ კარგი? _გაღიმებულმა შეხედა ნოეს, სწრაფად აკოცა ლოყაზე და ოთახიდან გავიდა. ფეხის თრევით შევიდა აბაზანაში და სარკეში საკუთარ ანარეკლს მზერა გაუსწორა. გულ-მუცელი ეყინებოდა იმის წარმოდგენისას, რომ სიმართლის თქმა აუცილებლად მოუწევდა საყვარელი ქალისთვის. თითქოს ბოლო წუთამდე ცდილობდა, ყველაფრის დავიწყებას, გონებიდან ამოგდებას, იცოდა, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ მაინც ცდილობდა. წარმოდგენაც კი არ სურდა იმის, რომ შეიძლება სესილი დაეკარგა, მაგრამ მაინც ვერ გაიმეტებდა ტყუილსა და ილუზიაში ცხოვრებისათვის.
ტანზე ისე გამოიცვალა, ვერც კი შენიშნა კლასიკური სამოსის ნაცვლად ჯინსები, რომ ჩაიცვა. მძიმედ ამოიოხრა და საწოლზე ჩამოჯდა. ნერვიულად ათამაშებდა ფეხს იატაკზე. ხელები უოფლიანდებოდა, მთელი სხეულით გრძნობდა მოახლოებულ საფრთხეს. ეგონა გულ-მუცელს უშანთავდნენ, ფეხზე წამოდგა და ღრმად ჩაისუნთქა. სამზარეულოდან შემოსული ჭურჭლის წკარუნის ხმაზე ნერვიულად უტოკდებოდა საფეთქელთან ძარღვი, იცოდა, რომ იქ სესილი იყო და გული კიდევ უფრო მაგრად იწყებდა მკერდში ძგერას. კომოდის უჯრა გამოაღო, მაშინვე თვალი მოსჭრა პატარა კულონმა. უჯრიდან ამოიღო და ხელებში მოიქცია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ნივთის კანზე შეხებას ვერ გრძნობდა. ნერვიულოდ მოიფშვნიტა თვალები გაყინული თითებით. კარადას ზურგით მიეყრდნო და კიდევ ერთხელ დახედა ხელში მოქცეულ ყელსაბამს. თითქოს ორ ნაწილად იყო გაყოფილი მისი არსება. ერთი კვლავ რეალობისგან შორს გაქცევას, მეორე კი მისთვის თვალის გასწორებას ცდილობდა.
-ნოე, არ გესმის, რომ გეძახი? _სესილის ხმის გაგონებისას შეცბა და სწრაფად ჩამალა კულონი ხელში.
-რა? _სწრაფად მიაბრუნა გოგნასკენ თავი.
-საუზმე მზადაა, მოდი. _ღიმილით უთხრა. -სამსახურში არ მიდიხარ? _მამკაცის ჩაცმულობას მოავლო თვალი.
-ჰო, ახლავე. _უემოციოდ დაუკრა თავი. ეგონა ცეცხლი ეკიდებოდა იმ ხელზე, რომელშიც ყელსაბამი ჰქონდა.
-მოხდა რამე? _ ნოესკენ დაიძრა და მამაკაცის წინ დადგა. სწრაფად მოარიდა სესილის თვალი.
-ნოე, ცუდად ხარ? _აშკარად დაეტყო ხმაში შეშფოთება.
-არა. _ჩუმად ამოიხრიალა. თავით კარადას მიეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა. იგრძნო, როგორ შეახო სახეზე სესილიმ ხელები. ერთიანად დაუარა მთელ ტანში ჟრუანტელმა.
-ჩემზე ხარ ნაწყენი? _მკერზე მიეხუტა სესილი. -ვიცი, რამდენაც მნიშვნელოვანიცაა შენთვის ოჯახი. არ მინდა იფიქრო, რომ მე არ მინდა ეს. უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება. ხომ ხვდები, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ჩვენთან, რომ... _ფეხის ცერებზე წამოიწია და ნაზად აკოცა ნოეს ლოყაზე. სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა მთელ სხეულში. სწრაფად მოხვია სესილის ხელები და გულში ჩაიკრა. უნდოდა ეს წუთები რაც შეიძლება მეტხანს გაგრძელებულიყო. ღრმად ისუნთქავდა მის სურნელს და ამ არომატის გონებაში ჩაბეჭდვას მთელი მონდომებით ცდილობდა.
ძალიან ეუცნაურებოდა ნოეს ეს ქცევა, თუმცა არაფერი უთქვამს. თვითონაც მაგრად მოხვია ხელები და მთელი გრძნობით ჩაეხუტა საყვარელ მამაკაცს.
-შენ, ყველაზე კარგი ხარ. _ჩუმად ჩაილაპარაკა ნოემ და გოგონას მოშორდა. რამდენიმე წამი მის თვალებს აკვირდებოდა. სათითაოდ დაუკოცნა ორივე თვალი.
-ნოე, რა ხდება? _აშკარად გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
-ვერ შევძლებ შენთან მომავლზე საუბარს, სანამ ყველაფერი არ გეცოდინება.
-რა ყველაფერი? _მძიმედ ამოიოხრა ნოემ და მაგრად შეკრული მუშტი ფრთხილად გახსნა. პატარა კულონი, მაგიდაზე დადო და ხელი მოაშორა. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. სესილიმ მზერა მაგიდაზე გადაიტანა, ნაცნობი ნივთის დანახვისას, თავიდან სიხარული იგრძნო და სახეზე ღიმილი გადაურბინა, შემდეგ კი სიხარული გაკვირვებამ და ინტერესმა შეცვალა.
-ეს ხომ ჩემია? _კულონი ხელში აიღო და ნოეს შეხედა. მამაკაცი არ უყურებდა. კვლავ კარადაზე მიყრდნობილი იდგა და უსასრულობაში იცქირებოდა.
-კი. _ჩამწყდარი ხმით ამოიხრიალა.
-შენ საიდან გაქვს? _გაკვირვებული ახამხამებდა თვალებს და ცდილობდა საშინელი მოგონება კვლავ გონების კუნჭულში გადაემალა. არ სურდა ჯერჯერობით ნოესთან იმ საშინელ ღამეზე საუბარი. ყელსაბამის შეხებისას კიდევ უფრო ცხადად წარმოუდგებოდა თვალწინ იმ ღამის საშინელი წუთები. ერთიანად გააცია მთელ ტანში. მძიმედ გადააგორა ნერწყვი და პასუხის მოლოდინში მყოფმა, კიდევ ერთხელ შეხედა ნოეს. მამაკცის გაფითრებული სახის დანახვისას უცნაურმა შეგრძნებამ შიპყრო.
-ნოე, საიდან გაქვს ეს ყელსაბამი შენ? _გაუბედავად, ხმის კანკალით იკითხა. დაინახა, როგორ დახუჭა მამაკაცმა თვალები და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, თითქოს სახეზე ფერი კიდევ უფრო დაკარგა. ხედავდა როგორ ეჭიმებოდა ყბები ნოეს, მას კი კიდევ უფრო ემატებოდა შიში. გონებაში გაჩენილ ყველაზე დიდ უაზრობას სწრაფად გადაუსვა ხაზე და თავი გააქნია ამ აზრების გასაფანტად, თუმცა ნოეს გამომეტყველაბა ბოლომდე არ აძლევდა ამის საშუალებას. იგრძნო, როგორ აუთრთოლდა მთელი სხეული. ამაოდ ცდილობდა თავის ხელში აყვანას. ღრმად დაიწყო სუნთქვა, რათა საღი აზრების მოკრება შეძლებოდა. ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი და თვალები დახუჭა.
-სანაპიროდან... _ჩურჩულით ნათქვამი სიტყვა ყურის ბარაბნებს მთელი სიმძლავრით შესაკდა. საშინელი ტკივილი იგრძნო თავი არეში და ტკივილისგან სახე შეჭმუხნა. გონებამ თითქოს დაგვიანბულ ტემპში გადაამუშავა თითოეული ასო. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ყველაფერი თავზე ჩამოენგრა. გულმა მკერდში ძლიერი ბიძგი გააკეთა, შემდეგ კი თითქოს სრულიად დამშვიდდა. იგრძნო, როგორ დაეხვა თავბრუ. ცალი ხელით კომოდის თაროს დაეყრდნო, რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა, მეორე კი მაგრად მომუშტა, რომ კულონი ხელიდან არ გავარდნოდა. შენიშნა, როგორ გაიწია ნოე მისკენ, თუმცა სწრაფადვე შეაჩერა ხელის აწევით. თავში სრული დომხალი ჰქონდა, ყველაფერი თვალწინ ედგა, თითოეული დეტალი, წუთი, წამი. გრძნობდა როგორ ეუფლებოდა საშინელი ზიზღის შეგრძნება. თითქოს გონება თავისით ცდილობდა მაქსიმალურად დაეკავშირებინა ერთმანეთისთვის თითოეული დეტალი ორ განსხვავებულს შორის. იმ ღამის მოძალადესა და მის წინ მდგომ ნოეს შორის. დავიწყებული ამაზრზენი სურნელი კვლავ ცხვირში ხვდებოდა და გულის რევის შეგრძნებას იწვევდა. საშინლად ცივი და უხეში შეხება, კვლავ უღვიძებდა შიშს, მაგრამ ვერნავითარ ხელჩასაჭიდს ვერ ხედავდა, რასაც ნოეს შეხებასთან დააკვაშირებდა. ეგონა ორ რადიკალურად განსხვავებულ სამყაროს შორის იდგა და შუაზე იხლიჩებოდა. მოულოდნელად ისტერიულად გაეცინა, უფრო საკუთარ თავზე. დანისლული თვალებით შეხედა მის წინ მდგომ, ფერდაკარგულ ნოეს, რომელსაც სახეზე მთელი უემოციობა აეკრა და რომ არა მისი თვალები, სესილიც კი იფიქრებდა, რომ უსულო მანეკენის წინ იდგა. წაშლილი სახით უყურებდა სესილი წყალში ჩაძირულ ზღვისფერ ირისებს. თვალწინ ედგა ნოესთან გატარებული თითოეული წუთი, მისი კოცნა, შეხება, ალერსი... გრძნობდა როგორ იპყრობდა ზიზღი არა მხოლოდ ნოეს, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. წუთის წინდელი ჩაცინება, უკვე ისტერიულ სიცილში გადაეზარდა. გაუჩერებლად იცინოდა, უფრო კი საკუთარ თავს დასცინოდა. გრძნობდა, როგორ იზრდებოდა მოწოლილი ცრემლის გორგალი და როგორ ურთულდებოდა თავის შეკავება. ნოეს აღარ უყურებდა. არ უნდოდა მისი სახის დანახვა, რადგან მამაკაცის ტკივილისგან წაშლილი სახე კიდევ უფრო აეჭვებდა ყველაფერში და კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობას უქმნიდა.
იცოდა ნოემ , რომ არ იქნებოდა მარტივი, მაგრამ სესილის შემყურეს ორმაგად ემატებოდა შიში. ამ წამს არამხოლოდ მის სულიერ, არამედ ფსიქიკურ მდგომარეობაზეც საშინლად ღელავდა. მიკარებას კი მაინც ვერ ბედავდა. დაინახა, როგორ შეეცვალა მალევე გამომეტყველება და სიცილი ტირილში გადაეზარდა. მისი ცრემლების შემყურეს საკუთარი თავი ასმაგად ეზიზღებოდა. ეზიზღებიდა ყველა ის გაწელილი წუთი, რაც მასთან გაატრა, თითოეული დაგვიანებული ნაბიჯი სძულდა. ქალის ქვითინის ხმა შემზარავად მოქმედებდა მასზე. უნდოდა მიახლოებოდა, დაემშვიდებინა, მაგრამ ვერ ბედავდა. ეგონა ფეხებზე გავარვარებული შანთები ეკიდა.
-აა...არა.. არ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს... _ცრემლებს ამოაყოლა სიტყვები. ბოლომდე ცდილობდა რეალობისთვის თავის არიდებას, მაგრამ ნოეს სახე, მისი თვალები, მისი რეაქცია ყველაფერს ერთიანად ანგრევდა და იძულებულს ხდიდა მთელი ძალით და სიმწარით დაჯახებოდა სინამდვილეს. არ შეეძლო იმის დაჯერება, რომ ნოემ ამისთვის გაიმეტა. არ უნდოდა ამ ყველაფრის დაჯერება! თვალებიდან შეუჩერებლად მოსდიოდა ცრემლები. მამაკაცს მზერას არ აშორებდა, თუმცა მისი თვალების დაჭერა ვერ შეძლო.
-თქვი, რომ ტყუილია... _ჩურჩულით ამოილაპარაკა.
-სიმართლეა. _მძიმედ ამოიხრიალა ნოემ და მაგრად დააჭირა ყბები ერთმანეთს, რომ სიმწრისგან ბოლო ხმაზე არ ეღრიალა. ერთიანად ახრჩობდა ბრაზი საკუთარი თავის მიმართ. მწარედ აწვებოდა ცრემლის გორგალი ყელში და სუნთქვასაც კი უშლიდა. აცრემლებული თვალებით შეხედა მის წინ მდგომ სესილის, რომლემაც არაადამიანური ხმით დაიკივლა და ყურებზე ხელები აიფარა. მთლიანად შეძრა ქალის ხმამ და ერთიანად დაამსხვრია.
-არ არის სიმართლე... არ არის!! _ყურებზე ხელებს მთელი ძალით იჭერდა და ცრემლებს გაურკვევლად აყოლებდა სიტყვებს. სწრაფად მოიშორა სახიდან ხელები, ნოეს მივარდა და ორივე ხელით შეეხო სახეზე. ცდილობდა მისთვის თავლებში ჩაეხედა და იქ დაენახა ყველაფერი.
-გეხვეწები...გემუდარები, თქვი, რომ ტყუილია. ეს რომ მართალი ყოფილიყო ხომ მეტყოდი, აქამდეც ხომ მეტყოდი... ხომ არ დამიმალავდი...ასე ხომ არ გამიმეტებდი... _ტირილს უმატებდა თანდათან, რადგან მამაკცის უიმედოდ ჩამქრალმა თვალებმა ბოლო იმედიც გადაუწურა. უღონოდ ჩამოუსრიალდა მისი სახიდან ხელები და აკანკალებული თითები სახეზე აიფარა.
-ხომ გთხოვე, ხომ გთხოვე გეთქვა...! ხომ გთხოვე აგეხსნა ყველაფერი...!_ ჩამწყდარი ხმით ყვიროდა. -ერთადერთხელ გთოხვე...!!! მხოლოდ ერთხელ!_ ეგონა ყველა ძვალი ერთიანად გადაუმტვრიეს, მუხლები მოეკვეთა და ძალაგამოცლილი დაეშვა ძირს. ნოე მიკარებასაც ვერ ბედავდა. სული ეხუთებოდა მის შემყურეს, ეშინოდა, საშინლად ეშინოდა, ეგოსიტურად მაინც ეშინოდა მისი დაკარგვის. - ერთხელაც არ შეგეცოდე!! _ამოიტირა. -რატომ ახლა! _ფეხზე წამოდგა გამწარებული, ნოეს მიეჭრა და მაგრად დაუშინა მუშტები მკერდზე. -რატომ მაინცდამაინც ახლა!! ვერც კი წარმოიდგენ რა გადავიტანე...! რისთვის გამოჩნდი საერთოდ ჩემს ცხოვრებაში! რატომ არ გაქრი იმ დაწყველილ ღამეს!! რატომ გამოჩნდი?!! _არ ცდილობდა ნოე მის შეჩერებას, არ ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. უნდოდა ბოლომდე დაცლილიყო ემოციებისგან. - რატომ?_ ძალაგამოცლილს დამუშტული ხელები ნოეს მკერდზე მიეყინა. -საკუთარი თავი მძულს.. შენც მძულხარ... _ მამაკაცის მკერდს თავით მიეყრდნო და ყვირილისგან ჩახლეჩილი ხმით დაიჩურჩულა. იგრძნო ნოემ, როგორ მოუდუნდა ქალს მთელი სხეული და როგორ მოეკვეთა ფეხები. სწრაფად შეაშველა ხელი გულწასულს და მკლავებში მოიქცია.
-სესილი...! _სახეწაშლილმა მიაწვინა გოგონა საწოლზე და ფრთხილად ჩამოუსვა სახეზე ხელი. -გაახილე თვალი, გემუდარები! _ ნერვიულობისგან ხელები უკანაკალებდა. მთელ ტანზე ცივი ოფლი ასხამდა. -გეხვეწები გაახილე თვალი. -იმაზე ბევრად რთული იყო ამის ატანა, ვიდრე წარმოედგინა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და აბაზანაში შევარდა. ხლები ცივი წყლით დაისველა და კვალავ სესილისთან დაბრუნდა. სახეზე ფრთხილად ჩამოსუვა სველი ხელები.
-გემუდარები გაახილე თვალი. _ შეშინებულმა დაიჩურჩულა. სესილის ფერდაკარგული სახე კიდევ უფრო აშინებდა. ეგონა გული გაუსკდებოდა, გოგონას ოდნავ რომ არ შეერხია წამწამები. თვალები არ გაუხელია, თუმცა თითქოს ოდნავი, სულ მცირედი შვება იგრძნო. სწრფად აიყვანა სესილი ხელში და სახლიდან გავიდა. სახე შეშლილს უგავდა, როგორც კი ერთი სართულით დაბლა ჩავიდა იმ წუთას სახლიდან გამოსულ მეგოს შეეჩეხა.
-ვაიმე! _შეშინებულმა შეჰკივლა -სესილი! რა სჭირს?! ნოე, რა დამეართა? _ნოეს სიტყვის თქმაც კი არ შეეძლო. სწრაფად შეიყვანა სახლში და საძინებელში დააწვინა. არ ესმოდა რას ამბობდა მეგი, ან რას ეკითხებოდა. ამ წამს, მხოლოდ ქალის ფერდაკარგულ სახეს და მინაბულ თვალებს უყურებდა. შეუმჩენვლად მოიშორა სახეზე ჩამოგორებული ცრემლის ბურთულა, სესილისკენ დაიხარა, ნაზად აკოცა შუბლზე, ფეხზე წამოდგა და სწრაფად გავიდა სახლიდან. კიბეზე ნელა ჩავიდა და ეზოში გასული ქუჩას ფეხით დაუყვა. თავადაც არ იცოდა სად უნდა წასულიყო.
***
თვალები, რომ გაახილა პირველი რაც დაინახა მეგის შეშფოთებული სახე იყო. თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა, შემდეგ კი წამიერად გადაურბინა ყველაფერმა თვალწინ. სწრაფად წამოჯდა საწოლზე და მტელ ოთახს თვალი მოავლო. არ ახსოვს როდის აღმოჩნდა აქ ან სიადან. კიდევ ერთხელ მოავლო ოთახს თვალი, თითქოს ცდილობდა ვიღაც დაენახა, მაგრამ მისი და მეგის გარდა, არავინ იყო იქ.
-ნოე? _აკანკლაებული ხმით იკითხა და მეგის აცრემლებული თვალებით შეხედა.
-წავიდა. _ჩუმად უპასუხა მეგიმ. ტუჩები აუცახცახდა და დაუკითხავად გაიკვალეს ცრემლებმა გზა. სახეზე ხელები აიფარა და მთელი ხმით ატირდა. მეგი ვერფარეს ეკითხებოდა. ერთადერთს ხვდებოდა, რომ სესილის და ნეოს ურთიერთობა აქ დამთავრდა. უნდოდა დეიდაშვილისთვსი რაიმე სანუგეშო ეთქვა, თუმცა სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ან კი რა უნდა ეთქვა, როცა არაფერი იცოდა. ვერ წარმოედგინა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი, რის გამოც სესილი ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა. უყურებდა დეიდაშვილის აცახცახებულ მხრებს, აცრემლებულ თვალებს და თვითონაც ვერ იკავებდა თავს. მაგრად მოხვია მკლავები სესილის და ჩაეხუტა.
-დამთავრდა მეგი... ყველაფერი დაამთავრა... გამანადგურა და ისე წავიდა... _ხმამაღლა ამოიტირა. - სულ წავიდა... _ცრმელებს ვერ აკავდებდა, მოთქმით ტიროდა და მეგის ეხუტებოდა, თვალები სულ დაუსივდა ტირილისგან -მიყვარს მეგი... მაინც მიყვარს...
მთელი დღე ოთახში იყო ჩაკეტილი თავისთვის. უკვე ტირილსაც კი ვეღარ ახერხებდა. თვალებგაშტრებული ერთ წერტილს მისჩერებოდა სრულიად უემოციო სახით. თითქოს ცდილობდა ყველაფრეში გარკვეულიყო, უნდოდა საბოლოოდ გამოეტანა დასკვნა, თუ რას ფიქრობდა, მაგრამ ვერაფერი მოეხერხებინა. ერთიანად იპყრობდა ყველა გრძნობა. სიძულვილი, ბრაზი, ზიზღი, სიყვარული... ყველაფერს ერთხდროულად მოეცვა მისი არსება და ერთი კონკრეტულისათვის ადგილს ვერ პოულობდა. მაგრამ იმ საშინელ გრძნობას რასაც იმედგაცრუება ერქვა, ვერაფრეს უხერხებდა, გამოუდმებით აწყდებოდა ტვინის უჯრედებს და თითქოს თავიდან ახსნებდა თითოეულ განცდილ წუთს.
მეგი ჩუმად შეიხედებოდა ხოლმე, ოთახში, მაგრამ სესილი ისევ იგივე მდგომარეობაში ხვდებოდა. ოთხად მოკეცილი იწვა საწოლში და არ ინძრეოდა. მის ასეთ მდგიმარეობას ბევრად ერჩია, ეტირა, ეყვირა, ემოციები გამოეხტა და ამით დამშვიდებულიყო. ასე ვერაფრეს ხვდებოდა. სახლშ ჩამოვარდნილი სიჩუმე საშინლად აშინებდა და მაშინვე სესილისთან შერბოდა. თითქოს ეშინოდა რაიმე არ დაეშავებინა საკუთარი თავისთვის. ხედავდა, როგორ უყვარდათ ერთმანეთი და ვერავითარ ლოგიკურ მიზეზს ვერ ხედვადა მათი დაშორებისას... უნდოდა სესილისთვსი ეკითხა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ახლა ამის დრო არ იყო.
მთელი ორი დღე ოთახიდან არ გამოსულა. არც არაფერი უჭამია, არაფრის სურვილი არ ჰქონდა. მთელი დღეები საწოლში იწვა თვალებმინაბული. მეგი გაგიჟების პირას იყო სესილის ამ დმგომარეობის გამო. მზად იყო ძალით ეჭმია მისთვის საჭმელი და ძალითვე გამოეყვანა ოთახიდან. ცდილობდა ზედმეტად არაფერი დაეძალებინა, თუმცა დეიდაშვილის ეს მდგომარეობა შიშის გრძნობას კიდევ უფრო უღვივებდა.
-გეხვეწები ცოტა მაინც შეჭამე. ჩემი ხათრით მაინც. _თავთან ეჯდა სინით ხელში და სესილის თავზე ხელს უსვამდა.
-არ მშია მეგი. _ჩუ,ად ამოილუღლუღა და კვლავ დახუჭა თვალები.
-სესილი, სახეზე მკვდირს ფერი გადევს, გემუდარები ჩემი ხათრით ამინც შეჭამე. სულ ორი ლუკმა, გთხოვ. _ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ იმდენი მოახერხა, რომ ორიოდე ლუკმის შეჭმა მიახერხებინა. პარალელურად ცდილობდა, რომ საუბარში აეყოლებინა და სულ ოდნავ ამინც მოეყვანა ხასიათზე, თუმცა ყველაფერი პირიქით გამოვიდა. პირისკენ წაღებული ჩანგალი ხელიდან გაუვარდა და მოულოდნელად აუვარდა ტირილი.
-სესი, ძალიან გთხოვ მითხრაი რა მოხდა... _დამწუხრებულმა ჰკითხა მეგიმ და მოთმინებით დაელოდა, სანამ დამშვიდდებოდა. მეგის ყველაფერი მოუყვა. ტირილი საუბარში ხელს უშლიდა და სიტყვების ბოლომდე დასრულებასაც კი ევრ ახერხებდა. შოკირებული იჯდა მეგი და თვალებგაფართოებული უყურებდა დეიდაშვილს. ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინა, რომ ის რაც წუთის წინ მოისმინა სიმართლე იყო. იმდენად რთულად დასაჯერბელი იყო ეს ყევლაფერი, იმდენად რთული იყო მისთვისაც კი ნოეს მოძალადე პიროვნებად აღქმა, რომ სიტყვასაც კი ვერ ამბობდა. რომ არა სესილის სიტყვები, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, თავისი თვალით რომ არ დაენახა საყვარელი დეიდაშვილი ამ წუთას, ალბათ, არც კი დაიჯერებდა. გულამოსკვნილი ტიროდა სესილი და ცრემლებს ვერ აკავდებდა. ეგონა გული ნაფლეთებად ექცეოდა. საშინელ ტკივილს ვერაფრით აყუჩებდა. სული სტკიოდა.
-არ შემიძლია მეგი ამ ყველაფრის გაძლება. გეფიცები უკვე ზღვარზე ვარ, თავში ათასი რამ მიტრიალებს. არ მინდა აქ ვიყო. არ მინდა შემთხვევით მაინც შევხვდეთ ერთმანეთს სადმე. სამუდამოდ მინდა დავივიწყო და მისი არსებობა თვაიდან ამოვიგდო.
-შენც იცი, რომ შეუძლებელია ეს...
-უბრალოდ მინდა მისგან რაც შეიძება შორს ვიყო. არ მინდა მისი ნახვა. _ამოიტირა.
-არც კი ვიცი რა გითხრა, სესი...
-დეიდასთან წავალ. _ცრემელბი შეიმშრალა და დეიდაშვილს შეხედა.
-რა? მოიცა, სად წახვალ?_თვალები გაუფართვოვდა მეგის.
-ძალიან გთხოვ გამიგე. არ შემიძლია აქ დარჩენა, ერთხელ მაინც რომ დავინახო... _კვლავ აუწყლიანდა თვალები.
-კარგი, სესი, დამშვიდდი. როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეცი. მთავარია შენ იყო კარგად. _თბილად გაუღიმა.-დედას დავურეკავს და ვეტყვი, რომ ჩასვლას აპირებ.
-არ დაურეკო. ხომ იცი ინერვიულებს... _სახეზე ჩამოყრილი თმა ყურსუკან გადაიწია და დაუდევრად გადმოვარდნილი ობოლი ცრემლი შეიმშრალა.
-როცა მეტყვი ბილეთს გიყიდი. _ნაზად გადაუსვა თმაზე ხელი და თნაგრძნობის ნიშნად გაუღიმა.
-ხვალ. _მისუსტებული ხმით ამოილუღლუღა და ბალიშზე მიწვა. წამწამები ერთმანეთს მიაწება და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა.
საშინელი შეგრძნებაა იმედგაცრუება. მაშინ როცა ეგონა, რომ ბედნიერებას ხელით ეხებოდა, როცა ეგონა მთელი სამყარო ბედნიერი იყო, არავის ჰქონდა პრობლემა, როცა ეგონა რომ სიყვარულს ყველაფერი შეეძლო, რომ ოცნებები მართლა ხდებოდა, ყველაფერი დაინგრა და განადგურდა. თურმე არც სიყვარულს შესძლებია რამე და არც რაიმეს ძალა ჰქონია, ყველაფერი ილუზია იყო, რომელიც რეალობის გაჩენისთანავე გაქრა ისე, რომ კვალიც კი არ დატოვა.
***
სრულიად გათიშული ჰქონდა გონება. უემოციო სახით იდგა და ერთ წერტილს მისჩერებოდა. ჯერ კიდევ თვალწინ ედგა ყველაფერი. ახლაც ყურებში ჩაესმოდა ქალის შემზარავი კივილის ხმა და მთელ სხეულში დანებივით ეყრებოდა. სრულიად გამოცლილი ჰქონდა ძალა. ფეხზე როგორ იდგა იმასაც კი ვერ აცნობიერებდა.
გული აუჩქარდა, სუნთქვა გაუხშირდა, იგრძნო როგორ დაიწყო სისხლმა ძარღვებში შხუილი მისი დანახვისას. ხელები კიდევ უფრო მაგრად დამუშტა და მეტად აეფარა ხეს. ვერ გაეგო რა იყო ეს. სამუდამოდ დასრულებული ჯოჯოხეთი თუ სამოთხე. ერთს კი ხვდებოდა, რომ დამთავრდა, საბოლოოდ. დანისლული თვალებით უყურებდა, როგორ გამოდიოდა სადარბაზოდან. მისი ფერწასული სახის, ჩამქვრალი თვალების დანახვამ ერთიანად ჩაუწვა მთელი სხეული. იმაზე მეტად სტკიოდა ამ წამს სული ვიდრე ოდესმე. სინდისი ასმაგად სტკიოდა. უნოდადა ეღრიალა, ყველაფერი დაელეწა, მისულიყო და შეეჩერებინა, მთელი არსებით უნდოდა, მაგრამ ნაბიჯსაც კი ვერ დგამდა. უკანასკნელი მხდალივით სკვერში ხეს ამოფარებული იდგა და უყურებდა. „არ წახვიდე“ ათასჯერ მაინც გაიმეორა გულში. იცოდა ოდავადაც არ იმსახურებდა, არ იყო მისი ღირსი, მაგრამ თავს მაინც ვერაფრეს უხერხებდა. არაფერი იყო იმაზე მძიმე, ვიდრე ამ ყველაფრის საკუთარი თვალით დანახვა და იმის გაცნობიერება, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. ღრმად ისუნთქავდა ჰაერს. თითქოს ასე ცდილობდა მასთან მიღწევას. თითქოს იგრძნო კიდეც მისი სურნელი, ის სურნელი, რომელიც მთელ სულს უთბობდა. არ ყოფნიდა, ამ წ ამს ყველაფრეი ეცოტავებოდა, ყველაფერი მცირე იყო მისთვის. სულ ახლოსაც, რომ ყოფილიყო მაინც არ ეყოფოდა.
მანქანის ძრავის ხმამ მთელი სხეული ჩამოუშალა, გრძნობდა, რომ სხეულს ნაწილები აკლდებოდა და არაფერი იქნებოდა ისე როგორც ადრე....
როგორ უნდოდა ეწვიმა, როგორ უნდოდა წამოსული, ვერ გაჩერებული ცრემლები წვიმას დაეფარა. მძიმედ მიადგავდა ნაბიჯებს, სრულიად დაშლილი და განადგურებული ბრუნდებოდა სახლში, სადაც აღარაფერი დარჩენოდა ღირებული.
არ ახსოვს როგორ აიარა კიბე და როგორ მიაღწია სახლამდე. კარი კვალვ ღია იყო, ისე როგორც დატოვა. ან კი ვის უნდა დაეხურა. ფეხის თრევით შევიდა სახლში, ხელის კვრით მიხურა კარი. გაჯახუნებაზე უცნაურად შეკრთა, თითქოს ეს ხმა მთელ სახლში ექოსავით გავრცელდა. თითქოს თავის სახლში კი არა სადღაც უზარმაზარ, ცარიელ დარბაზში ყოფილიყო, სადაც თითოეული გაფაჩუნებაც კი ხმამაღალ ექოს იძლევა. ჩამქვრალი თვალებით მოავლო მზრა იქაურობას. ჯერ კიდევ მისი სურნელი იყო სახლში. საოცრად ნაზი, ტკბილი და ამავე დროს მძაფრი. ის სურნელი ნოეს რომ ყოველთვის ჭკუა ეკეტებოდა და ათრობდა. წამით თვალები დახუჭა და რაც შეეძლო ღრმად ჩაისუნთქა უკვე ტკივილამდე მონატრებული არომატი. გაგიჟებამდე მიჰყავდა იმ აზრს, რომ ეს უკანასკნელად ხდებოდა. ამის გაცნობიერებისას, თითქოს თავისთ იკარგებოდა მთელს სახლში სანატრელი არომატი და მხოლოდ მარტოობის მძაფრი და მეტად მწარე სუნუთ ივსებდა ფილტვებს.
16 თავი
კარზე საშინელი ბრახუნის ხმამ გააღვიძა. ძლისვ წამოწია ბალიშიდან თავი, ოდნავ წამოიწია, იგრძნო როგორ გადასრიალდა მუცლიდან სასმლის ბოთლი და ახლა უკვე სმენას მსხვერევის ხმა მისწვდა. ერთიანად შეუტია თავის ტკივილმაც, რაზეც უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი. სტუმარიც არ აპირებდა, როგორც ჩანს კარს მოშორებოდა. გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და თვალების ფშვნეტით გააღო კარი.
-სად ხარ შენ?! _ღრიალით შევიდა მათე სახლში.
-ნუ ღრიალებ თავი მისკდება. _ძილისგან დაბოხებული ხმით ამოილაპარაკა და კარი მიხურა.
-შენ შ** ხო არ გაქ?!! სად ხარ ბიჭო ამდენი დღეა!! _ვერ წყნარდებოდა მათე. -ძაღლივით მთელ ქალაქში დავრბივარ და ხან სად გეძებ, ხან სად! ტელეფონი სად გაქვს ვაბშე?! აზრზე ხარ შენ საერთოდ?!
-მოგენატრე? _ ჩაიცინა. მათემ სიმწრისგან შეკრა მუშტები და კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, რომ როგორმე თავი ეკონტროლებინა.
-რას გავხარ საერთოდ? სარკეში არ იყურები? _კბილების ღრჭიალით უთხრა.
-არ მოგწონს ჩემი ახალი იმიჯი? _მეამიტურად შესცინა და კიდევ უფრო წამოზრდილ წვერზე ხელი ჩამოისვა. იგრძნო, როგორ დაეშვა მათეს მუშტი მის სახეზე. წონასწორობა დაკარგული ძირს დაეცა. სწრაფად მიეჭრა მათე, პერანგის საყელოში ჩააფრინდა და ფეხზე წამოაყენა.
-ახლა ადგები, თავს მოიწესრიგებ და სამსახურში გამოადგამ ფეხს გაიგე?! _კბილებს შორის გამოსცრა. -მე თუ ფეხებზე მიკიდებ, მამაშენი მაინც შეიცოდე. კაცმა ექიმებთან ირბინოს, თუ კომპანიაში შენი საქმეები აკეთოს?! _მწარედ მოხვდა გულზე მათეს სიტყვები. პირველ რიგში იმიტომ, რომ მეგობარს ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვა, მეორე კი იმიტომ, რომ ასე უნამუსოდ მიაჩეჩა ლევანს ყველაფერი.
-მათე..._მძიმედ ამოიოხრა და მხარზე ხელი დაადო.-ეს დღეც მადროვე... _უემოციო სახით სთხოვა ძმაკაცს. ძმაკაცს კი არა ძმას.
-ნოე, მორჩა, დამთავრდა ყველაფერი! მესმის, რომ ცუდად ხარ, მესმის რომ ძნელია, მტკივნეულია, აუტანელია, მაგრამ დამთავრდა! აღარ დაბრუნდება! _უყურებდა მეგობრის უემოციო სახეს და მაინც ხედავდა მის თვალებში არსებულ საშინელ ტკივილს.
-ვიცი. _მძიმედ ამოიხრიალა ხმაწართმეულმა. მათემ ხელი შეუშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ნოე მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში და თვალები დახუჭა.
-მთელი ღამე სვამდი? _ბოთლის ნამსვხვრევებს თვალი მოავლო მათემ, შემდეგ კი მზერა დახურულ ღამის ფარდებზე გადაიტანა. სწრაფად მივიდა ფანჯარასთან და ფარდები გადასწია. ოთახში შემოჭრილ სინათლზე უსიამოვნოდ შეეჭმუხნა ნოეს სახე.
-დამლაგებელს გამოვუშვებ დღესვე და მოაწესრიგებს აქაურობას. _წარბშეკრულმა მოავლო არეულ სახლს თვალი. -შენ კი თავს მიხედე. _ნელი ნაბიჯით გავიდა სახლიდან. ნოე კი გაუნძრევლად იჯდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა.
უკვე ერთი კვირა ასე გრძელდებოდა. სესილის წასვლის შემდეგ, თავადაც გადაიკარგა. ყველასგან და ყველაფრისგან მოშორება უნდოდა, ცოტა ხნით მაინც უნდოდა მარტო ყოფნა. მთელი ერთი კვირა ერთმანეთის მსგავსი იყო. ჯერ კიდევ თვალწინ ედგა გოგონას სახე, მისი საოცარი თვალები, რომლებიც გულისცემას უჩქარებდა და ყველაფერს ავიწყებდა. აგიჟებდა იმის გაცნობიერება, რომ ვეღარ შეიგრძნობდა მონატრებულ სურნელს, იმ სურნელს, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდა. ტკივილამდე ენატრებოდა, მთელი სხეულით გრძნობდა მონატრებას. თავშეუკავებლობის განცდას დიდი ძალისხმევის ფასად ებრძოდა. ყველაფერს ერჩივნა სესილის მოძებნა, მისი ნახვა, მისი გულში ჩაკვრა.
მძიმედ ამოიოხრა და თვალები ერთმანეთს დააჭირა. ფიქრებში იყო გართული, როცა სადარბაზოდან შემოსულმა უცნაურმა ხმებმა გამოაფხიზლა. ფეხზე წამოდგა და გარეთ გაიხედა. მისი მოხუცი მეზობელიც სადარბაზოში იყო.
-რა ხდება ქალბატონო მანანა?
-მგონი ქვევით ვიღაც ცუდადაა. _მხრები აიჩეჩა ქალმა. ნოემაც სწრაფად ჩაირბინა კიბე და ერთ ადგილს მიეყინა, როცა კართან ჩამუხლული ქრისტინე დაინახა. ქალს ტკივილისგან სახე შეეჭმუხნა და ორივე ხელს გამეტებით იჭერდა მუცელზე.
-ქრისტი! _სწრაფად მიეჭრა ქალს.
-ნოე... მტკივა... _ძლივსაგასაგონად ამოიკნავლა ქალმა და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. შეშიშნებულს, უკვე თვითონაც არ იცოდა რა გაეკეთებინა.
-დამშვიდდი, ქრისტი, ახლავე საავდამყოფოში წავალთ! _სწრაფად მიაყარა და ფეხზე წამოდგა. -ახლავე მოვალ! _ გიჟივით აირბინა კიბეები და სახლში შევარდა მანქანის გასაღების ასაღებას.
-ნოე, მშვიდობაა? _შეშინებულმა ჰკითხა მოხუცმა მეზობელმა.
-ქრქიტინე ცუადაა. _სწრაფად მიაძახა ქალს და კვლავ ერთი სართულით დაბლა ჩავიდა. ქალი სწრაფად აიყვანა ხელში და მასთან ერთად ჩაიარა დარჩენილი კიბე.
-გაუძელი, ცოტაც გეხვეწები! _ ანერვიულებული ჩურჩულებდა.
მანქანას გიჟივით ატარებდა, სიგნალით აიკლო ქუჩები. ქრისინეს შემხედვარეს გული საშინლად უჩქარედებოდა, ხელები ნერვიულობისგან უცახაცახებდა და გამეტებით უჭერდა თითებს საჭეს. სარკიდან ხედავდა ქალი მუცელზე მთელი ძალით რომ იჭერდა ხელებს და ტიროდა. რამდნეიმე წუთში, როცა უკვე ქრისტინეს ხმა ვეღარ გაიგო, მიხვდა, რომ გონება დაკარგა, ნერვიულობამ უფრო უმატა, სახე შეშლილს მიუგავდა.
ყვირილით შევარდა საავადმყოფოში და ქრისტინე საკაცეზე დააწვინა. გზადაგზა ექთანს დასმულ კითხვებზე პასუხობდა.
-აქ ვეღარ შემოხვალთ. _ცხვირწინ მიუხურეს კარი. ნერვიულობისგან სიმწრის ოფლი ასხამდა. წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ ქრისტინეს შეიძლება პატარა დაეკარგა და მისი ძმიშვილი ვერ დაბადებულიყო. მძიმედ სუნთქავდა და გაუჩერებლად დადიოდა წინ და უკან. იმის წარმოდგენაზე, რომ შესაძლო იყო დროულად ვერ მიესწრო ქრისტინესთვის, მთელ სხეულში გააცია. საშინელი შეგრძნებები წამოეშალა და წამით მართლაც დაავიწყდა მთელი განვლილი კვირა რა მდგომარეობაში გაატარა. მათეს რომ არ გაეღვიძებინა.... წარმოდგენაც არ სურდა რა შეიძლება მომხდარიყო. ყბებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს და სიახლის მოლოდინში ადგილს ვერ პოულობდა.
-ლაზარე! _მოულოდნელად წამოიძახა და ერთ ადგილას შედგა. ინსტიქტურად იტაცა ჯიბეზე ხელი, თუმცა ტელეფონს ვერ მიაგნო. ირგვლივ მიმოიხედა და ერთ-ერთ ექტანს მიეჭრა.
-უკაცრავად, შეგიძლიათ ტელეფონი მათხოვოთ?
-ინებეთ? _ღიმილით გაუწოდა შუა ხნის ქალმა. სწრაფად აკრიფა მათეს ნომერი და პასუხის მოლოდინში კვლავ იქეთ-აქეთ სიარული განაგრძო.
-გისმენთ.
-მათე, მე ვარ.
-რა მოხდა? რა ხმა გაქვს? ვისი ნომრით მირეკავ?
-მათე, საავადმყოფოში ვარ.
-რა? ამნდ რა გინდა?
-ქრისტინე ცუდად გახდა. არ ვიცი რა სჭირს, მუცელი ასტკივდა და წამოვიყვანე.
-ახლა როგორაა?
-ჯერ არაფერი არ ვიცი, ექიმები სინჯავენ. ძალიან გთხოვ, ლაზარეს ბაღში მიაკითხე და წამოიყვანე. ლევანთან და მარიამთან წაიყვანე, მე ვერ მოვახერხებ აქედან გამოსვლას.
-კარგი, მაგაზე ნუ იდარდებ. ახლავე წავალ და წამოვიყვან. დამირეკე, როცა რამეს გაიგებ ქრისტიზე.
-კარგი. _ტელეფონი გათიშა და ექთანს დაუბრუნდა. თვითონ კი კედელს ზურგით მიეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა.
მთელი ნახევარი საათი საავადმყოფოს ჰოლში დადიოდა. როგორც კი ექიმი გამოვიდა პალატიდან, მაშინვე მიეჭრა ნოე და ერთი ამოსუნთქვით მიაყარა კითხვები.
-დამშვიდდი, პაციენტი თავს უკეთ გრძნობს. ნაყოფის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა საშიშროება ჯერ კიდევ არის. ამიტომ ქალბატონი, მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს თავს.
-გასაგებია. _შვებით ამოისუნთქა.
-ხომ არ იცით, პირველი ფეხმძიმობაა?
-არა, მეორე.
-გასაგებია. _თავის დაკვრით ჩაილაპარაკა ქალმა.
-შეიძლება ვნახო?
-კი, მაგრამ დიდიხანს ნუ გაჩერდებით.
-როდის გაწერთ?
-დღესვე. საღამოს უკვე შეძლებს სახლში წასვლას.
-გმადლობთ. _ოდნავშესამჩნევად გაუღიმა და პალატაში შევიდა.
პალატაში შესულს ქრისტინე მწოლიარე დახვდა. მუცელზე შემოეხვაი ხელები და თავისთვის ჩურჩულებდა. ნოეს დანახვისას ოდნავ წამოიწია საწოლზე და თბილად გაუღიმა.
-როგორ ხარ?
-უკეთ.
-ძალიან შემაშინე.
-მეც ძალიან შემეშინდა.
-ექიმს ველაპარაკე.
-მეც მელაპარაკა. _თავი დაუქნია ქალმა.
-ქრისტი, მგონი ჯობია, რომ ჩემებთან გადახვიდე საცხოვრებლას. ექიმმა თქვა მაქსიმალურად უნდა მიხედოს თავსო. საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს.
-ვიცი ნოე, მართალი ხარ. _მძიმედ ამოიოხრა ქალმა.
-როგორც კი გაგწერენ, წყნეთში წავალთ. დედა და მამა შენც მოგივლიან და ლაზარეს მოვლაშიც დაგეხმარებიან.
-ნოე, ლაზარე ჯერ კიდევ ბაღშია და...
-ნუ ღელავ, მათეს დ ავურეკე და გამოიყვანს ბაღიდან. ლაზარესაც ლევანთან და მარიამთან წაიყვანს, საღამოს ჩვენც წავალთ.
-კარგი. _თბილად გაუღიმა ნოეს და გაბერილ მუცელზე ხელები დაიწყო. -ნუღარ შემაშინებ დედიკო ასე. _დაუყვავა მუცლად მყოფ შვილს.
-ნოე, შენ სად იყავი ამდენი ხანი? _მამაკაცს მიუბრუნდა.-ძალაინ ვნერვიულობდით შენზე.
-ცოტა, ხნით ქალაქიდან გავედი. _იეთი ტონით უპასუხა, რომ მიხვდა ქრისტონე ამ თემაზე საუბარი არ სურდა. ორივენი ჩუმად იყვნენ. ნოე იქვე სკამზე ჩამოჯდა და საკუთარ ხელებს მიაჩერდა. არც ქრისტინე ეკითხებოდა არაფერს. მამაკაცის სახეზე ხედავდა, რამდენად რთული იყო მისთვის ეს თემა.
-სულ წავიდა? _სიჩუმე ისევ ნოემ დაარღვია. მაინც ვერაფრეი მოუხერხა სურვულს, ვერ დასძლია მოუთმენლობა. საკუთარი ხელებისთვის მზერა არ მოუშორებია.
-არ ვიცი. მეგის ვკითე, მაგრამ მანაც არ იცის ზუსტი პასუხი. დარწმუნებული ვარ მალე დაბრუნდება. _პასუხად მხოლოდ თავი დაუკრა მამაკაცმა.
-არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომაა თქვენი დაშორება.
-პირიქით ქრისტი, პირიქით. _მძიმედ ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა.-გინდა რამე მოგიტანო? არაფერს შეჭამ? _თემა შეცვალა.
-არა, მადლობა.
-მაშინ წასვლისას ვიყიდი რაღაცებს. ნუციკოს მოუნდება. _თბილად გაუღიმა და მუცელზე ანიშნა.
საღამოს უკვე წყნეთის სახლში იყვნენ მშობლებთან. მარიამმა ორივეს უსაყვედურა, რომ არაფერი უთხრეს. ძალიან გაანერვიულა ქრისტინეს ცუდად ყოფნამ. მთელი საღამო თავს დასტრიალებდა და ყურადღებას არ აკლებდა ქალს. ლევანიც შუბლშეკრული იჯდა, ლაზარე კალთაში ჩაესვა და მშვიდი გამომეტყველებით აკვირდებოდა ყევლას. როგორც კი მარიამმა ქრისტინე და ლაზარე საძინებელში წაიყვანა, მაშინვე ნოეზე გადაიტანა ყურადღება.
-რა ხდება ნოე? _მშვიდად ჰკითხა შვილს, რომელიც ამმაის ხმაზე გამოფხიზლდა.
-არაფერი. _მხრები აიჩეჩა და შეეცადა სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება.
-სად იყავი ბოლო ერთი კვირა?
-ქალაქიდან გასვლა მომიწია ცოტა ხნით.
-ისე, რომ არავინ არაფერი იცოდა?
-ხო. _მოკლედ მოუჭრა ნოემ
-მათემაც კი? _ეჭვის თვალით უყურებდა ლევანი.
-მათემაც კი.
-რა ხდება ნოე? _შეკითხვა გაუმეორა ლევანმა.
-მამა, ახლა არ მინდა ამაზე საუბარი.
-თუ გინდა საერთოდ ნურაფერს იტყვი. მე მხოლოდ ის მინდა, რომ თავი ხელში აიყვანო. _აშკარად იგრძნობოდა ლევანის ხმაში სიმტკიცე. ნოეს აღარაფერი უთქვამს. ერთ წერტილს მისჩერებოდა და ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობდა.
***
გარეგნულად თითქოს ყევლაფერს შეეგუა. ჩვეულ ფორმაში მყოფი დადიოდა სამსახურში, გვიან ღამემდე საბუთებში ჩაფლული მუშაობდა და ამაში განსაკუთრებულს ვერც ვერავინ ხედავდა, გარდა ახლო მეგობრებისა. ასე ც დილობდა ყოველგვარი აზრისგან ტვინის გათავისუფლებას და ტავსი სხვა დეტალებით გამოტენას, მაგრამ როგორც კი ოფისიდან გადიოდა, მაშინვე ყევლაფერი თავიდან იწყებოდა. პირველი დღიდანვე გაიაზრა, რ ომ ყველაფერი დასრულებული იყო და არც არაფრის იმედი უნდა ჰქონოდა, თუმცა, როგორც „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა“ ისე იყო ნოეც.
ძირითადად მშობლების სახლში რჩებოდა, თუმცა ყოველ საღამოს იდგა მისი მანქანა სადარბაზოს წინ და ერთ-ერთი ოთახის ჩაბნელებულ ფანჯრებს საათობით უყურებდა.
თვეები ნელ-ნელა მისდევდა ერთმანეთს.
-არის! _კაბინეტის კარი გახარებულმა შეაღო მათემ, უკან გაღიმებული თამარიც მიჰყვა.
-რა ხდება? _საბუთებიდან თავი აიღო ნოემ.
-ცოტა ხნსი წინ ვესაუბრე იოჰანს.
-მერე?
-თანახმა არიან პარტნიორობაზე და გერმანიაში მიგვიწვიეს. _ტაში შემოჰკრა მათემ.
-კარგია. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ნოემ და მეგობრებს გადახედა.
-შენი დამსახურებაა ნოე. _ღიმილით უთხრა თამარმა. -ბოლო თვეები განსაკუთრებით მონდომებით მუშაობდი.
-ყველას დამსახურებაა. _თვალი ჩაუკრა თამარს.
-მომდევნო კვირისთვის დაგიჯავშნის მდივანი ბილეთს.
-მოიცა, მოიცა შენ არ მოდიხარ? _მათეს მიუბრუნდა.
-მე აქ მაქვს რაღაც საქმეები. _ეშამკური ღიმილით ჩაილაპარაკა და თამარს გახედა, რაზეც გოგონას ლოყები წამოუწითლდა.
-მგონი ჯობია თუ ორივე წახვალთ. _ უხერხულობის დასაფარად საუბარი განაგრძო თამარმა.
-ნწუ. _თვალების ფახუნით გააქნია მათემ თავი და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა გოგონას. ნოეს მათი შემხედვარე ეღიმებოდა.
-რამდენი ხნით?
-როგორც კონტრაქტის პირობებში წერია სამი თვით.
-კარგი. _უპრობლემოდ დაუქნია თავი და კვლავ საბუთებში ძრომიალს მოჰყვა.
-ქრისტინე როგორაა ნოე? _თამარი შეეცადა საუბარში აეყოლიებინა.
-კარგადაა, თუმცა ძირითადად წოლითი რეჟიმი აქვს. გადაღლა არ შეიძლება.
-მერვე თვეშია ხომ?
-კი. _კომპიუტერის ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია ისე პასუხობდა.
-ნოე, წამო გავიდეთ. _ფეხზე წამოდგა მათე.
-სად?
-წამოდი! _მათეს უკვე ნერვები ეშლებოდა მეგობრის უემოციო ქცევებზე.
-მგონი ჯობია მე გავიდე. _ფეხზე წამოდგა თამარი და ოთახიდან გავიდა.
-მითხარი რა გავაკეთო?
-რა უნდა გააკეთო? _თითქოს ვერ ხვდებოდა მათეს სიტყვების შინაარსს.
-ნოე, ნერვებზე ნუ თამაშობ.
-რა გინდა რომ გავაკეთო მათე? _სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და მეგობარს ახედა.
-არ ვიცი, იყვირე, იჩუხბე, მაგრამ ასე ფიტულივით ნუ ხარ!
-მოდი არ გვინდა კარგი?
-ნოე, ვხედავ როგორც ხარ და უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო. მინდა დაგეხმარო, მაგრამ არ ვიცი როგორ. ვიცი რა მძიმედ ხარ...
-ახლა აზრი არ აქვს ამაზე საუბარს და მოდი ნურც ვიპალარაკებთ.
-და შენ ასე აპირებ ყოფნას? ყოველ ღამე სესილის სახლის წინ ტრიალს? _ნოე თითქოს გამოიჭირეს, დარცხვენილი ბავშვივით დახარა თავი.
-ასე მგონია, თუ ერთხელ მაინც არ მივალ, სწორედ მაშინ დაბრუნდება და მე ვერ დავინახავ._ჩაილაპარაკა.
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი რით შემიძლია დაგეხმარო. არ მინდა, ნოე, ასეთს გხედავდე.
****
ერთიანად გაფითრებული იჯდა იატაკზე და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს. თითქოს ტვინს ფუნქციონირება შეეწყვიტა. აბაზანის კედლებს მისჩერებოდა და ნერვიულობისგან თითებს ერთმანეთში ხლართავდა. გაუბედავად აპარებდა თვალს იატაკზე დადებული პატარა ჩხირისკენ, რომელზეც წითელი ხაზი მოჩანდა. გული რექტიულად აუმოძრავდა მკერდში, თანდათან ტვინმაც დაიწყო ნორმალურად ფუნქციონირება და არსებულის აღქმა. აცახცახებული ხელები გაუბედავად შემოიხვია მუცელზე და თვალებში ჩამდგარ ცრემლებს გასაქანი მისცა.
თანდათან ივსებოდა ჯერ კიდევ უცნაური და აქამდე ამოუხსნელი განცდებით.
ცრემლებს ქვითინი ამოაყოლა და კიდევ უფრო მაგრად შემოიხვია მუცელზე ხელები.
-ღმერთო ჩემო... _ტირილინარევი სიცილით ჩაილაპარაკა.
ბერვჯერ უფიქრია შვილზე, იმაზე თუ როგორი დედა იქნებოდა, როგორ გაზრდიდა საკუთარ შვილებს. რამდნეჯერ უოცნებია ნოესთან ყოფნისას მათ შვილებზე და ბედნიერ ოჯახზე. ერთი მხირვ უდიდეს სევდას, მეორე მხრივ კი უდიდეს ბედნიერებას გრძნობდა. აცრემლებულ თვალებს ვერ აშორებდა ორსულობის ტესტს, თითქოს ყოველივეში უფრო მეტად დარწმუნება სურდა.
-როგორ გამახარე დე... _ტირილნარევი ხმით ამოიკნავლა და იგრძნო როგორ დაუარა მთელ ტანში ჟრუანტელმა შვილის მიმართ პირველად ნათქვამი სიტყვების გამო.
-სესილი, საყვარელო რას აპირებ?
-არ ვიცი დეიდა, მართლა არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მინდა ეს ბავშვი დაიბადოს.
-მიხარია რომ ასე ფიქრობ. ჯერ კიდევ ვერ წარმოიდგენ ძვირფასო რამხელა ბედნიერებაა დედობა, ამასთან ერთად კი უდიდესი პასუხისმგებლობა. _თბილად მოეხვია მარინა დიშვილს.
-ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ იმას რომ ჩემში ახალი სიცოცხლე იზრდება. _გახარებულმა გაიცინა. -საოცარი შეგრძნებაა.
-სესი, ძალაინ კარგია რომ ბავშვის გაჩენა გადაწყვიტე, მაგრამ შენც იცი, რომ ამ ბავშვს მამაც ჰყავს. რა აპირებ? არ ეტყვი ნოეს? _ღიმილი საიხდან გაუქრა სესილის და საკუთარ მუცელს დააკვირდა.
-ჩემი ერთი ნაწილი მეუბნება, რომ არ უნდა ვუთხრა, მეორე კი პირიქით მოითხოვს.
-სესილი, ნოეს შენ გაცილებით უკეთ იცნობ, იცი როგორი ადამიანიცაა, შესაბამისად თავად უკეთ გადაწყვეტ.
-ვეტყვი... _თავი დაუკრა დედიას. - არ ვიცი რამდენად სწორია ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა იცოდეს. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენად რთულია, როცა მშობლები შენს გვერდით არ არიან. არ მინდა ჩემმა შვილმაც იგივე განიცადოს.
-ყველაფრის მიუხედავად მაინც ასე ფიქრობ?
-ყველაფრის მიუხედავად ვიცი, რომ ნოე სხვანაირია. შესაძლოა ჩემთან შეცდომა დაუშვა, მაგრამ მამობის უფლებას ვერ წავართმევ. მე არ ვამბობ რომ ამით ჩემი და ნოეს ურთიერთობაში რამე შეიცვლება, მაგრამ ბავშვი.... ორივესია...
-როდის აპირებ თბილისში დაბრუნებას?
-არ ვიცი... მალე.
-შესაძლოა შენი ბოლომდე არ მესმოდეს, მაგრამ იმას ვხედავ, რომ იმ კაცს ვერ გადაიყვარებ. _თანაგრძნობით გაუღიმა სესილის და ფეხზე წამოდგა.
არც ცდილობდა უარყოფას, რადაგან არავითარი აზრი არ ჰქონდა. ყველაფრის მიუხედავად ახლაც გრძნობს აჩქარებულ გულისცემას, ნოეს სახელის წარმოთქმაზეც კი. როცა საბერძნეთში ჩავიდა, ყველაზე რთული პირველი დღეები იყო. ვერ წარმოედგინა მამაკაცის გარეშე ერთი დღე მაინც. მონატრებისგან ლამის იყო ჭკუიდან შეშლილიყო. რამდენჯერ გაღვიძებია შუაღამისას და ტირილით გაუთენებია ის ღამე. ვერ ივიწყებდა გულის ტკივილს, იმედგაცრუებას, მაგრამ ვერც ნოეს ამოშლას ახერხებდა მეხსიერებიდან. სულის ტკივილამდე უნდოდა მისი ნახვა, ჩახუტება, მისი სურნელეის შეგრძნება, მისი თავლებსი ხილვა, რომელიც ყოველთვის იზიდავდა. საოცრად თბილი ღიმილი... ნოე ენატრებოდა.
ეგონა, რომ დროის გასვლასთან ერთად ყველაფრეი შემსუბუქდებდოა, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო გაუსაძლისი ხდებოდა ყველფრის გაძლება.
გონებაშ ჯერაც ცდილობდა მამაკაცის „აღსარებაში“ სიცრუის მარცვლის დაჭერას და ღამის მონსტრისგან მის განსხვავებას. ახერხებდა კიდეც, თუმცა ის სიტყვები, მისი სახე, არაფრისმთქმელი თავლები ყველაფერს კვლავ თავზე ანგრევდა.
რამდნეჯერ შეუწუხებია კოშმარულ სიზმრებს და რამდენჯერ გაუღვიძებია მარინას დიშვილი ძილში ატირებული და აცახცახებული. იმაზე მძიმე აღმოჩნდა ვიდრე საერთოდ წარმოედგინა.
ბოლო დღეების განმავლობაში გადამეტებით ცდილობდა უღიმღამო ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას. ძველი მეგობრები, ნაცნობები, კლასელები, ცდილობდა ყველასთან დაემყარებინა კონტაქტი და საკუთარ თავში არ ჩაკეტილიყო. წამით მაინც გაეთავისუფლებინა გონება არაფრის მომცემი ფიქრებისაგან. თითქოს შეძლო თავის დარწმუნება და მოულოდნელად მთლიანად თავდაყირა დადგა ყველაფერი. თითქოს ცხოვრება არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ნოეს მოშორებოდა. შეეძლო, რა თქმა უნდა, შეეძლო არ გაემხილა ნოესთვსი ბავშვის შესახებ, მაგრამ უბრალდო ვერ გაიმეტებდა ასე. ვერ შეძლებდა ასე მქოცეოდა მას შემდეგ, რაც ხედავდა როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ლაზარესადმი, როგორ ზრუნავდა მასზე და ზოგადად როგორ საუბრობდა ბავშვებზე.
სახეზე სისველის შეგრძნებამ გამოაფხიზლა. სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და აივანზე გავიდა.
ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აღქმული შეგრძნებებით და მოულოდნელი ემოციებით იყო სავსე. გრძნობდა როგორ უსველებდა მლაშე სითხე სახეს. ექიმის კაბინეტში მონიტორს თვალს არ აშორებდა და ბედნიერს ეღიმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერაფერს არჩევდა, მაინც უდიდეს სიხარულს გრძნობდა.
სახიდან ვერ მოშორებული ღიმილი და ჯერ არ დბადებული შვილის პირველი ფოტო. გაბადრული სახით მიაბიჯებდა ქუჩაში და მხოლოდ და მხოლოდ იმ პატარაზე ფიქრობდა, რომელსაც მუცლით ატარებდა.
***
-ქრისტი, გეხვეწები გაუძელი, გთხოვ ცოტაც მოითმინე! _გიჟივით მართავდა ნოე მანქანას. -დედა თავი დაუჭირე!
-ნოე, გზას გახედე! _უბრძანა მარიამმა.
-ჯერ ხომ ძალიან ადრეა... _ტკივილისგან მთელი სხეულით დაჭიმულიყო. ტკივილი მტელ სხეულს უღრნიდა. ღმერთს სთხოვდა, რომ პატარა ნუციკო ქვეყანას ჯანმრთელი მოვლენოდა.
-დამშვიდდი ქრისტინე, კარგად იქნება ყველაფერი. _ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელს უსვამდა მარიამი და შეძლებისდაგვარად ამშიდებდა ქალს.
-მტკივაა!!
-ქრისტი, ღრმად ისუნთქე!
მთელი ოჯახი საავადმყოფოს ჰოლში იყო შეკრებილი და სიახლეს ელოდებოდნენ. ქრისტინეს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. მშობიარობას მარიამი ესწრებოდა.
ვერავინ ჩერდებოდა ერთ ადგილას. განსაკუთრებით კი ნოე ვერ ითმენდა.
სულ რაღაც ორ დღეში გერმანიაში უწევდა წასვლა. ვერც კი წარმოიდგენდა, თუ პატარა ნუციკო დროზე ადრე ისურვებდა დაბადებს. იმსი წარმოდგენაზე, რომ შეიძლება რაღაც ცუდად დასრულებულიყო მთელ ტანში აციებდა.
ჰოლში მომავალი მარიამის დანახვისას ყველანი წამოიშალნენ.
-როგორაა?! _განერვიულებულმა მიამ ჰკითხა.
-ლაზარე მოიყვანეთ, დაიკო უნდა გავაცნოთ. _სიცილით ჩაილაპარაკა მარიამმა და გახარებულ ლევანს ჩაეხუტა. ყველამ შვებით ამოისუნთქა. ულოცავდნენ და ბედნიერებას უზიარებდნენ ერთმანეთს.
-აბა როგორ არის ჩვენი დედიკო? _სიცილით შეაღო ნოემ პალატის კარი მიასთან ერთად და ბუშტებით და დათუნიით შევიდა ქრისტინესთან.
-სადაა ჩემი ძმიშვილი? _თვალების ცეცება დაიწყო მიამ.
-ჯერ აქ ვერ მოიყვანებენ. რადგან დროზე ადრე დაიბადა რამდნეიმე დღე ჩევნ მოგვიწევს მის სანახავდ მისვლა. _სიცილით უპასუხა ქრისტინემ.
-სამაგიეროდ ჩვენ მოგვყავს ლაზარე. ვერ წარმოიდგენ რა რექაცია ჰქონდა, როცა ვუთხრაით, რომ დაიკო ეყოლა.
-წარმომიდგენია რა დღეშია. _გაეცინა.
-ბებოს და ბაბუსაც ვუთხარით. ხვალ ჩამოვლენ. _თბილად გაუღიმა ნოემ და ჰელიუმით გატენილი ბუშტები გაჭირვებით მიამაგრა საწოლის ფეხზე.
-ნახე მე რა ვუყიდე ნუციკოს? _სწრაფად ამოიღო მიამ პატარა ყელსაბამი სადაც ასევე ძალიან პატარა ანგელოზი იყო ჩამოკიდებული.
-რა ლამაზია. რატომ შეწუხდი მიაკო.
-მოიცა რა, ეგ რა შეწუხებაა. ნახე რეები ვუყიდო ჩემს პრინცესას. მამაიდას გოგო იქნება. _სახეგაბადრულამ ჩაილაპარაკა მიამ.
-ნოე, შენ როდის მიდიხარ?
-ხვალ მიწევს წასვლა, თუმცა ფეხები უკაან მრჩება. _უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნოემ. -კიდევ კარგი დაბადებისას მაინც აქ ვიყავი. _ჩაიცინა.
-ყოველ დღე გადაუღებს მამიდა ფოტოებს და გამოგიგზავნით. _სიცილით ჩაუკრა მიამა ძმას თვალი.
-გამოდის, რ ომ აქვე უნდა დაგვემშვიდობო? _ჰკითხა ქრისტინემ.
-ხო. დილით ადრეა ჩემი რეისი. მოსვლას ვერ მოვასწრებ, რომც მოვიდე არ შემომიშვებენ. _მხრები აიჩეჩა ნოემ.
-ძალაინ მოგვენატრები.
-მეც ყველა მომენატრებით.
-რა დრამები გამართეთ ხალხო. სამი თვით მიდის ბოლოს და ბოლოს, მეტით ხო არა? _მხრები აიჩეჩა მიამ და წარბაწეულ ნოეს გაეკრიჭა.
-მოიწევს ვიღაცას ჩემთან ერთად წამოსვლა.
-შანსი არაა. _საჩვენებელი თითი უარის ნიშნას გაუქანა.
ქრისტინეს საავადმოყოფშივე დაემშვიდობა. პატარა ნუციკოც მოინახულა. სახეგაბადრული უყურებდა მტელი ნახევარი საათი და მთელ სხეულში სასიამოვნო სითბო ეღვრებოდა.
ამ საღამოსაც მივიდა ჩევულ ადგილას და კვლავ უიმედოდ ელოდა ფანჯარაში შუქის გამოჩენას. სარკეზე ჩამოკიდებულ მბზინავ კულონს თვალს არ აშორებდა და მოგონებებს უღიმოდა.
დილით ადრე უკვე თვითმფრინავში იჯდა და კომპანიის საბუთებს გულდასმით ათვალიერებდა.
****
-როგორც კი ჩახვალ მაშინვე დამირეკე.
-აუცილებლად დეიდა. _მაგარად ჩაეხუტა მარინას.
-ცუდად მოვიქეცით მეგის, რ ომ არ შევატყობინეთ შენი ჩასვლის შესახებ.
-ნუ ღელავ, სიურპრიზი გამოგვივა და უფრო გავახარებთ. _გაუცინა და ჩემოდან ხელი მოჰკიდა.
-აბა კარგად საყვარელო. _დეიდას დაემშვიდობა და ნელი ნაბიჯით მიჰყვა ხალხის ნაკადს. იგივე შეგრძნება ეუფლებოდა ამ წამს რაც ორი თვის წინ აქ წამოსვლისას ჰქონდა. გული აჩქარებულად უცემდა და ახლაც ეჭვობდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, თუმცა მიღებულ გადაწყვეტილებას აღარ შეცვლიდა.
-ესეც ასე დედიკო, წავედით მამიკოსთან. _ღიმილით უჩურჩულა შვილს, თითქოს რაიმე გაეგო და კომფორტულად მოკალათდა სავარძელში ილუმინატორის გევრდით.
17 თავი
-ვაიმეე! სესი, როდის ჩამოხვედი? რატო არ მითხარი? _გაუჩერებლად გაჰკიოდა მეგი და მონატრებულ დეიდაშვილს ეხვეოდა.
-სიურპრიზის გაკეთება გვინდოდა._სიცილით უთხრა.
-ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა. არც კი იცი, როგორ მომენატრე.
-მეც ძალიან მომენატრე.
-მოდი, დაჯექი. _სწრაფად დასვა დივანზე და თვითონაც გევრდით მიუჯდა. - დედა როგორაა?
-კარგადაა, თუმცა ძალიან ენატრები.
-აბა მე მკითხეთ. ლამის გავგიჟდი ამ სახლში მარტო.
-აღარ გაგიჟდები, მეც აქ ვარ უკვე. _გაეკრიჭა.
-სიმართლე გითხრა ასე მალე არ ველოდი, რომ ჩამოხვიდოდი... ნუ რაღა მალეა, მაგრამ... _თვალები გადაატრიალა მეგიმ.
-არც მე მქონდა დაგეგმილი. ზალიან სპონტანურად გადავწყვიტე. მოვლენები ისე განვითარდა, რომ აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი.
-მოხდა რამე?
-მოხდა. _ღრმად ჩაისუნთქა.
-ნუ მაშინებ.
-დამშვიდდი, ცუდი არაფერია. პირიქით, მგონი უნდა გაგიხარდეს. _გაუღიმა დეიდაშვილს.
-აღარ იტყვი?_ერთ ადგილას ცქმუტვა დაიწყო მეგიმ.
-ორსულად ვარ.
-რა? _იმხელა ხმაზე იკივლა მეგიმ, რომ სესილი ადგილზე შეხტა. -ვაიმე, ახლა გული წამივა! _მკერდზე იტკიცა ხელი. - მოიცა, რისი თქმა გინდა, რომ დეიდა გავხვდები? _სიცილით ჰკითხა სესილის, რომელიც სახეგაბადრული უქნევდა თავს.
-ვაიმე, რა მაგარია!! _მაგრად ჩაეხუტა დეიდაშვილს გახარებული. -რა მაგარია, დეიდა გავხდები! შენ კი ყველაზე საყვარელი ორსული იქნები.
-მადლობა. _სიცილით უთხრა სესილიმ.
-მაგრამ... როგორც მივხვდი აქ იმისთვის ჩამოხვედი, რომ... _სიტყვა გაწელა მეგიმ.
-მინდა ნოეს ვუთხრა.
-დარწმუნებული ხარ? იმ ყველაფრის შემდეგ რა მოხდა...
-ბავშვის შესახებ უნდა იცოდეს. ამის სრული უფლება აქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს შორის რამე შეიცვლება. _მძიმედ გადააგორა ნერწყვი.
-ხო, მაგრამ ბავშვის დაბადება ავტომატიურად შეცვლის ბევრ რამეს.
-არ ვიცი. _თავი გააქნია. -მხოლოდ ბავშვი იქნება ჩვენი მაკავშირებელი. თუ, რა თქმა უნდა, თავადაც ენდომება შვილი. _მძიმედ დააყოლა ბოლო სიტყვები.
-მაშინ ის მითხარი, ჩემი დიშვილი გოგოა, თუ ბიჭი? _სვხა თემაზე გადაიტანა მეგიმ საუბარი.
-არ ვიცი. ჯერ ორი თვის ვარ. გუშინ ვიყავი ექიმთან, სქესის გაგება ადრეაო.
-ერთი სული მაქვს უკვე ისე მაინტერესებს. რამდნე რამეს ვუყიდი... _ფიქრებში გადაეშვა მეგი.-აუ, სესი, ბიჭი თუ იქნება კალათბურთზე შევიყვანოთ რა. _სესილის ხმამაღალი სიცილი აუვარდა მეგის შემხედვარე.
-ჯერ რა დროს ეგაა, მეგი?
-გეგონოს! იცი რა მალე გადის დრო. _ცხვირი აიბზუა. -თუ გოგოა აუცილებლად ქართულ ცეკვებზე შევიყვანოთ. _კვლავ გაებადრა სახე.
-აუცილებლად. _სიცილს ვერ იკავებდა სესილი. -შენ ის მითხარი ჩემს არ ყოფნაში შენი საქმეები როგორ მიდის? _წარბები აათამაშა.
-გააჩნია რას გულისხმობ. _გაეცინა მეგის.
-ოფ, ვერ მიხვდე ეხა.
-მოკლედ, უჩამ შეხვედრა მთხოვა. ანუ უნდა, რომ უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდეს ჩვენი ურთიერთობა...
-უყურე შენ ბიჭს. მერე შენ არ გინდა?
-მინდა, მაგრამ არ მინდა ზედმეტად ავჩქარდე. ვუთხარი კიდეც და მე არსად მეჩქარებაო. ნუ, პრიცნიპში გამოდის რომ ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გადასვლას არ ვჩქარობთ.
-მთავარია, რომ თავს კარგად გრძნობ მასთან და ბედნიერი ხარ. _თბილად გაუღიმა დეიდაშვილს.
-იცი რა კარგი ბიჭია? ზოგჯერ ახლაც მიშლის ხოლმე ნერვებს თავისი ხუმრობებით და კიდევ ათასი რამით, მაგრამ ძალიან მივეჩვიე. უკვე მგონია, რომ სხვანაირი უჩა ვერც შეიძელბა იყოს. მოკლედ, მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
-ძალიან მიხარია შენი ამბავი.
-ნუ შენმა ამბავმა მაინც მოლოდინს გადააჭარბა. _სიცილით უთხრა. -შენ ის მითხარი, ნოესთვის, როდის აპირებ თქმას?
-არ ვიცი, ალბათ, ხვალ დაველაპარაკები.
-აქ აღარ ცხოვრობს. დიდი ხანია აღარ გამოჩენილა. ეგ კი არა, ქრისტი და ლაზარეც წაიყვანა.
-მართლა?
-ხო. _თავი დაუქნია. -და სხვათაშორის ქრისტინეს ბავშვი ეყოლა. _გახარებულმა ამცნო.
-ხუმრობ? მოიცა ჯერ ადრე არ არის? _გახარებულმა იკითხა.
-ხო, მაგრამ ასე ისურვა პატარა ქალბატონმა.
-რა მაგარია. _სახებადრულმა ჩაილაპარაკა. -წარმომიდგენია ქრისტი როგორი გახარებულია. _თავადაც მუცელზე გადაისვა ხელი.
-ხვალ ვაპირებ ვინახულო. წამოხვალ?
-არ ვიცი, ალბათ, ნოეც იქ იქნება. _მძიმედ ამოიოხრა.
-ხო, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა შეხვდე? თანაც თუ გადაწყვიტე, რომ ბავშვის შესახებ უთხრა.
-არ ვიცი, ძალიან მეშინია. _ჩუმად ამოილუღლუღა.
-შენი გადასაწყვეტია.
-მოდი, სხვა დორს ვინახულებ. არ მინდა ჯერ ვინმემ გაიგოს, რომ ჩემოვედი. ჯერ ნოეს დაველაპარაკები.
-კარგი. _თავი დაუკრა მეგიმ.
-როგორ ფიქრობ კომპანიაში მისვლა აჯობებს?
-ყველაზე კარგი ვარიანტია. აბა აქ აღარ მოდის ხოლმე. _მხრები აიჩეჩა მეგიმ.
-ხვალ მივალ კომპანიაში. _ტუჩის კვნეტით ჩაილაპარაკა. იგრძნო როგორ ააფორიაქა ხვალინდელი დღის მოლოდინმა.
-ალბათ, მათე და თამარიც იქ იქნებიან.
-ალბათ. _მხრები აიჩეჩა.
დილით ადრიანად გაეღვიძა. სწრაფად წამოხტა საწოლიდან,თუმცა მაშინვე ერთ ადგილას შედგა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რომ მის სხეულში კიდევ ერთი არსებაა. უცნაური შეგრძნება აქვს. ფრთხილად გადისვა მუცელზე ხელი და სარკის წინ გაღიმებული დადგა.
-მეჩვენება, თუ გაიზარდე დე? _სახებადრულმა ჩაილაპარაკა და თითქმის შეუმჩნევლად წამოზრდილ მუცელს თვალი შეავლო. საკუთარ თავზე ეცინებოდა. სარკეს მოშორდა და აბაზანაში შევიდა თვალების ფშვნეტით. მალევე მოიწესრიგა თავი და საძინებლიდან გავიდა. მთელს სახლში სასიამოვნო სუნი ტრიალებდა. მიხვდა მეგი სამზარეულოში ფუსფუსებდა და თვითონაც იქეთ დაიძრა.
-დილა მშვიდობისა.
-ჩვენმა დედიკომ გაიღვიძა. _მხიარულად შესძახა მეგიმ.
-ასე ადრე რატომ ადექი?
-უჩამ უნდა გამომიაროს. _სახეგაბადრულმა ჩაილაპარაკა.
-ოჰო, ამათ უყურე. _სიცილით გაკრა დეიდაშვილს მხარი.
-მოდი ვისაუზმოთ და ერთად წავიდეთ. მაინც გზად უნდა გავიაროთ კომპანიასთან.
-კარგი. _ღიმილით დაუქნია თავი და მაგიდას მიუჯდა.
სწრაფად გადაანაწილა მეგიმ შემწვარი კვერცხი თეფშებზე და სესილის წინ დაუდო. როგორც კი საჭმლის სუნი ცხვირის ნესტოებს მოხვდა, საშინელი გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. სწრაფად წამოვარდა ფეხზე და აბაზანისკენ გაიქცა.
-სესილი, რა გჭირს? კარგად ხარ? _კარზე მიუკაკუნა განერვიულებულმა მეგიმ. -სესი, გააღე კარი.
-მაპატიე მეგი. _ერთიანად გაფითრებულმა გამოაღო კარი. -ტოქსიკოზი ჯერ კიდევ მაქვს და სუნზე მძაფრად ვრეაგირებ. ბოდიში.
-გაგიჟდი? რა არის საბოდიშო, ხომ კარგად ხარ? იქნებ სასწრაფო გამოვიძახოთ?
-არა, არ არის საჭირო, კარგად ვარ. _სახეზე სველი ხელი გადაისვა და აბაზანიდან გამოვიდა.
****
-მიხარია, რომ ჩვენ გვერდით ხარ, ნოე.
-მეც ძალიან მიხარია შენი ნახვა. _ღიმილით ჩამოართვა ხელი იოჰანს.
-უკვე პარტნიორები ვართ. როგორც ქართველებს გჩვევიათ, „უნდა ავგნიშნოთ“ _დამახინჯებული ქართულით უთხრა.
-სიამოვნებით. _ნოესაც გაეცინა
-მეგონა დაბრუნებას აღარ აპირებდი. იმედია მხოლოდ სამი თვით არ გაგრძელდება შენი ვიზიტი.
-წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ჯერ მხოლოდ სამ თვეზე მოვაწერე ხელი. _სიცილით ჩაუკრა თვალი ძველ მეგობარს.
-ნუთუ საერთოდ არ მოგენატრა აქაურობა.
-მომენტარა, მაგრამ საქართველოშიც ბევრი რამ შეიცვალა ამ პერიოდში, ამიტომ ჩემი იქ ყოფნა სავალდებულოცკია.
-მთვარია ახლა ჩვენთან ხარ და ისევ ძველებურად ვიმუშავებთ. _კაბინეტში შევიდნენ. -შენი სამუშაო ოთახი ეს არის.
-მადლობ.
-ცოტა ხანში შემოგივლი და თათბირზე გავიდეთ... _იოჰანს სიტვა კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა.
-შეიძლება? _ღიმილით იკითხა ქერა ქალბატონმა და კაბინეტში შევიდა. -ნოე, როგორ ხარ? _მაშინვე მამაკაცისკენ დაიძრა და გადაეხვია.
-კარგად ირენე, შენ რ ოგორ ხარ?
-ძალიან კარგად. იოჰანმა გუშინ მითხრა, რომ ჩამოხვედი. ძალიან გამიხარდა. _თვალები მაცდურად აუციმციმდა ქალს. -იმედია დიდ ხანს დარჩები ჩვენთან.
-სამი თვით.
-კარგი რა ნოე, ნუთუ სულ არ მოგნეატრეთ? _თვალისმომჭრელად გაიღიმა ქალმა.
-როგორ არა. _ნაძალადევად გაუღიმა და იოჰანს თვალებით ანიშნა დაეხსნა.
-ირენე, მგონი აჯობებს ნოეს მოთავსების საშუალება მივცეთ. _სწრაფად ჩაერია იოჰანი და ქალს წელზე ხელი მოხვია. -თათბირზე შევხდებით. _ლამის ძალით გაიყვანა ქალი გარეთ.
კმაყოფილმა მოავლო კაბინეტს თვალი და სამუშაო მაგიდას მიუჯდა. თათბირზე შესვლამდე რამდენიმე საკითხი მოაგვარა კომპიუტერით, შემდეგ იოჰანმაც შეუარა და ერთად გავიდნენ კაბინეტიდან.
-ირენე აღფრთოვანებულია შენი ნახვით. _ჩაიცინა. ნოეს აარფერი უპასუხია.
-როგორც ჩანს არ გაინტერესებს.
-სწორად მიმიხვდი. _ოდნავ გაუღიმა მეგობარს და სხდომათა დარბაზში შევიდნენ.
მთელი დღე მუშაობაში გაატარა. ცდილობდა მხოლოდ საქმეზე კონცენტრირებულიყო. სული მისდიოდა ისე უნდოდა ლაზარეს ნახვა და ნუციკოს შესახებ ახალი ამბების გაგება. უკვე სიგიჟემდე ენატრებოდა ორივე.
საღამოს სახლში მისული პირდაპირ კომპიუტერს მიეჭრა.
-როდის გამოწერენ?
-კვირის ბოლოს სახლში იქნებიან. _კომპიუტერში იკრიჭებოდა მათე. -მიამ სასწაულად მოუწყო ოთახი.
-ფოტოები მაინც გამომიგზავნეთ.
-ნუ ბუზღუნებ ხო, გამოგიგზავნი, მოიცა აბა. _კომპიუტერში ჩხირკედელაობა დაიწყო მათემ. -მანდ რა ხდება?
-კარგადაა ყველაფერი._მოკლედ მოუჭრა და ფოტოების მოლოდინში თითები რიტმულად აათამაშა მაგიდაზე.
-გამოვაგზავნე რამდენიმე ფოტო.
-ვნახავ. _სწრაფად გახსნა ერთ-ერთი ფოტო და ბავშვის ოთახის დანახვისას სახეზე ღიმილი გადაეკრა.
-იცი რამდენი რამე ვუყუდეთ უკვე? _სპეციალურად არ ჩერდებოდა მაჩაბელი.
-მათე მოკეტე! _შეუღრინა და შემდეგ ფოტოზე გადავიდა, სადაც ქრისტინე და ნუციკო იყვნენ გამოსახუელბი.
-პატარა ჭიკარტია. _სიცილით ჩაილაპარაკა გაბადრულამ ნოემ. მომდევნო ფოტოზე მია იყო აღბეჭდილი, რომელიც ბავშვის საწოლზე სათამაშოს დებდა.
-მართლა კარგად მოგიწყვიათ ოთახი.
-ის ფოტო ნახე ლაზარე და ნუციკო, რომ არიან ერთად.
-მოიცა. _სწრაფად გადადიოდა ფოტოებზე, სანამ მისი დაბადების დღის ფოტო არ შეხვდა.
-მათე, ეს რა არის? _უკან გაუგზავნა ფოტო. ღრმად ჩაისუნთქა და ყბები მტელი ძალით დააჭირა ერთმანეთს.
-ოი, შემეშალა. შემთხვევით გამომეგზავნა. როგორც ჩანს ერთ ფაილში მქონდა ყველა ფოტო. _თვალები დააწვრილა მათემ. ნოე უკვე აღარ უსმენდა. სუნთქვაშეკრული უყურებდა სურათებს
-შენი დაბადების დღის ფოტოებია. _ღიმილით უთხრა მათემ. სესილისთან ერთად იყო ფოტო გადაღებული. გოგონას თავი მამაკაცის მკერდში ჩაემალა, ნოე მხიარულად იცონოდა სესილიზე ხელგადახვეული. შემდეგ ფოტოზე უკვე სესილი ეხუტებოდა ნოეს და ლოყაზე კოცნიდა. სახეგაბადრული უყურებდა ფოტოს და კიდევ უფრო მეტად გრძნობდა მონატრებას.
-დიდი ხნის წინ მინდოდა მოცემა, მაგრამ...
-არაუშავს. _ღრმად ჩაისუნთქა.-მათე...
-გისმენ.
-რაღაც საქმე მაქვს ახლა და უნდა წავიდე. ხვალ შეგეხმიანები. _სწრაფად დაემშვიდობა მათეს და კომპიუტერიც გათიშა. გულის ჯიბეში მოთავსებული ყელსაბამი ამოიღო და თითებში შეათამაშა.
***
-რას ნიშნავს წავიდა? _თვალები გაუფართოვდა მეგის.
-მივლინებაშიაო. _მხრები აიჩეჩა სესილიმ.
-ვინ გითხრა ეგ?
-მისმა მდივანმა.
-მათე არ გინახავს?
-არა.
-რამდენი ხნით წავიდა.
-როგორც ვიცი სამი თვით.
-ღმერთო, ახლა ჭკუიდან შევიშლები! შენ ჩამოხვედი ის წავიდა. თქვენ რა იყო გრძნობთ ერთმანეთის მოახლოებას და დროულად დაკრავთ ხოლმე გასაქცევად ფეხს? _არაფერი უთქვამს მეგის სიტყევბზე.
-ახლა რას აპირებ?
-არაფერს. _მხრები აიჩეჩა. -დაველოდები როდის ჩამოვა.
-გენატრება? _შეპარვით ჰკითხა მეგიმ.
-ძალიან. _თვალებში ცრემლები ჩაუდგა. -ვერ წარმოიდგენ როგორ. ზოგჯერ მგონია, რომ ყოველთვის გამახსენდება ის ღამე და ამის გამო ვერასდროს შევძლებ მასთან ახლოს ყოფნას და მის პატიებას, ვფიქრობ, რომ ყოველთვსი შემეშინდება მისი შეხების, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ უჰაერობისგან უნდა გავიგუდო. იმდენად მენატრება, რ ომ მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის.
-როცა ბავშვის შესახებ ეტყვი, ხშირად მოგიწევთ ერთმანეთის ნახვა.
-ვიცი. _თავი დაუკრა.
-არ ვიცი რა გირჩიო. _შეწუხებულმა შეხედა მეგიმ. -მინდა, რომ კარგად იყო.
-კარგად ვიქნები. _თბილად გაუღიმა. -იყავი დღეს ქრისტინესთან? _თემა შეცვალა.
-კი ვიყავი. ჯერ კიდევ საავადმყოფოშია.
-პატარა ნახე? _ღიმილით ჰკითხა.
-კი, ვერ წარმოიდგენ, სესი, რა საყვარელი ბავშვია, სულ პატარაა, უზარმაზარი ლოყებით და ბუთქუშა ფეხებით. _სიცილით ჩაუკარკლა მეგიმ.
-რა კარგია. როდის გაწერენ?
-არ ვიცი. რადგან დროზე ადრე დაიბადა ნუციკო, ჯერ რამდენიმე დღე მოუწევთ საავადმყოფოში გაჩერება.
-იმედია ორივე კარგად იქნება.
-ხო მართლა, ქრისტინემ გიკითხა, მაგრამ არ მითქვამს, რომ ჩამოხვედი. მათეც იქ იყო და ვიფიქრე ნოესგან გაიგებდა რომ ჩამოსული იყავი, მაგრამ თურმე სადაა ჩვენი ნოე?! _ხელები ჰაერში შეათამაშა მეგიმ.
-როცა ჩამოვა მაშინ დაველაპარაკები, მეგი. _კიდევ ერთხელ უთხრა დეიდაშვილს და მუცელზე ხელი გადაისვა.
-სამ თვეში, როცა უკვე კარგად გაბერილი იქნები. _მუცელზე წკიპურტი მიჰკრა.
-მთავარია, რომ აუცილებლად ვეტყვი.
-აუ, ნეტა სქესის გაგება როდიდან შეიძლება? _ყურებამდე გაიკრიჭა მეგი.
-რატომღაც არ მინდა სქესის გაგება. _ღიმილით ჩაილაპარაკა. -მთავარია ვიცოდე, რომ ჯანმრთელია.
-კარგი რა, სესი. _მაშინვე ბუზღუნს მოჰყვა მეგი. -გავიგოთ რა თუ შესაძლებელია.
-მინდა, რომ მოულოდნელი იყოს. _ ენა გამოუყო დეიდაშვილს.
-დამერწმუნე საკმარისზე მეტად მოულოდნელი იყო ამ ციცქნას გამოჩენა. _სიცილით გაიშვირა თითი სესილის მუცლისკენ.
-ხოდა ბოლომდე დავტოვოთ ინტრიგა. _სიცილით წამოდგა ფეხზე და სამზარეულოსკენ წავიდა.
-მე ჩემს შვილს ვერ გავიმეტებ გაურკვევლობისთვის. _ჩაიბუტბუტა მეგიმ და ტელევიზორს მიუბრუნდა.
ყველაზე რთული მოლოდინი იყო ამ წუთას მისთვის. ერთი შეხედვით ძალიან მშვიდად, მაგრამ სინამდვილეში ენით აღუწერელი ემოციით ელოდებოდა ნოეს დაბრუნებას. დიდი ძალისხმევის ფასად იკავებდა თავს, რომ ყველა ემოციას ერთიანად არ ამოეხეთქა. გრძნობდა, რომ შვილი კიდევ უფრო მეტად აძლიერებდა და მოთმინების უნარს მატებდა. მთელი მონდომებით ცდილობდა ყურადღების გადატანას სხვა თემებზე. არ უნდოდა საკუთარ თავში ჩაკეტილიყო, კვლავ გასული დღეები განმეორებულიყო და ზედმეტი ნერვიულობით ბავშვისთვის რამე ევნო. ახლა პირველ რიგში შვილზე უნდა ეზრუნდა.
მეგი განსაკუთრებული მონდომებით ზრუნავდა დედიაშვილზე და პატარაზე. ერთად დადიოდნენ ხოლმე მაღაზიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ადრე იყო, მაინც სიამოვნებდათ ბავშისთვის ტანსაცმელების და სხვა საჭირო ნივთების არჩევა. პატარების ტანისამოსს როცა ხედავდა, თავს ვერაფრით იკვებდა. რამდენიმე წყვილიც კი იყიდა შვილისთვის. სულ თავთან ეწყო ყველაფერი. ყოველ საღამოს სახეგაბადრული ათვალიერებდა უკვე ათასჯერ ნანახ ნივთებს და თითოეულ ჯერზე ერთი და იგივე ემოციით იმუხტებოდა. როცა ერთ საღამსო მეგიმ სახლში საბავშვო ეტლი მოიტანა გაოცებისგან და სიხარულისგან ენაჩავრდნილი იდგა და ბედნიერი სახით ათვალიერებდა საბავშვო ეტლს.
-შევეცადე ისეთი ფერი ამერჩია, რომ ბიჭისთვისაც და გოგოსთვისაც გამოგვდგომოდა. _მხრების აჩეჩვით ჩაილაპარაკა და სახლშ შემოსულ უჩას გზა დაუთმო.
-როგორ ხარ სესილი?
-კარგად, უჩა, შენ როგორ ხარ? _თბილად გადაეხვია მამაკაცს.
-კარგად. ნახე რა ვუყიდეთ პატარას. _ზურგსუკან დამალული დათუნია აუფრიალა სესილის.
-ვაიმე რა საყვარელია. რატომ შეწუხდი?
-რა შეწუხებაა. ბევრი კარგი რაღაც ვნახეთ მაღაზიაში, მაგრამ თავი შევიკავეთ ყიდვისგან, რადგან არ ვიცით გოგოა თუ ბიჭი... _მხრები აიჩეჩა უჩამ და დათუნია ეტლში ჩასვა.
-ორივეს ძალიან დიდი მადლობა. _თბილად გაუღიმა.
-შენ როგორ ხარ? ხომ არ მოიწყინე დღეს უჩემოდ? _გვერდით ჩამოუჯდა მეგი.
-კარგად ვარ, დღეს ცოტა გავისეირნე სუფთა ჰაერზე. ექიმთანაც შევიარე. ყველაფერი ძალიან კარგად მიდისო.
-და სქესი მაინც არ კითხე ხო? _წარბები შეკრა მეგიმ.
-ნწ. _თავი გააქნია.
-აბა შენ იცი, კარგად შეინახე.
-არ უნდა ადამინას ჯერ რომ გაიგოს სქესი, რას ჩააცივდი. _თავისკენ გადაისვა უჩამ მეგი.
-ყოჩაღ თქვენს მოთმინებას. _ხელი ჩაიქნია.
-მე წავალ. _ფეხზე წ ამოდგა უჩა.
-ასე მალე? _მეგი მაშინვე წამოხტა ფეხზე.
-ვერ მელევი ლამასო? _წარბები სასაცილოდ აათამაშა უჩამ და მეგის ლოყაზე მაგრად აკოცა.
-წადი, წადი. _სიცილით გააცილა მამაკაცი.
-დილით გამოგივლი.
-კარგი.
-სესი, თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს. _ღიმილით უთხრა მამაკაცმა და სახლიდან გავიდა.
-მგონი კარგი იქნება ჩვენი აგბერილი დედიკოც თუ წავა და დაისვენებს. _სესილის მიუბრუნდა მეგი.
-მართალი ხარ. _თავი დაუკარ და ფეხზე წამოდგა.
-ძილინებისა.
-მეგი... _საძინებლისკენ მიმავალი შედგა და უკან მობრუნდა.
-ხო.
-როგორ გგონია გაუხარდება?
-ვის?
-ნოეს ბავშვის შესახებ როცა ვეტყვი.
-თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორ ზრუნავდა ლაზარეზე...
-ეგ არ მიგულისხმია. იქნებ იმ ყველაფრსი შემდეგ მანაც გადაწყვიტა, რომ ჩემთან ურთიერთობა საერთოდ გაეწყვიტა. მეც ხომ იგივეს ვაპირებდი.
-მართალი ხარ, აპირებდი, მაგრამ ბავშვის გამო დათმობაზე მიდიხარ და საკუთარ ინტერესებს უკანა პლანზე წევს. შესაძლოა ნოეს ძალიან კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ის ნამდვიალდ ვიცი, რომ უპასუხისმგებლოდ არ მოიქცევა და თვითონაც აუცილებლად ბევრს დათმობს საკუთარი შვილისთვის.
***
-გამოსამშვიდობებელი საღამო ამინც მოგვაწყობინე ნოე. _თვალების ფახუნით სთხოვა ირენემ.
-ძალიან დიდი ამდლობა ყველას ასეთ გულთბილი მასპინძლობისათვის. ყველანი ძლაიან მომენატრებით და სიამოვნებით ჩამოვალ ხოლმე სტუმრად, მაგრამ ახლა რომ საქართველოში არ დავბრუნდე არ შეიძლება. _სიცილით უთხრა მეგობრებს.
-ხო, მაგრამ კიდევ ერთი დღე რას ცვლის?
-ბევრ რამეს.
-ერთი სული აქვს, როდის ნახავს ძმიშვილებს. _სიცილით დაჰკრა იოჰანმა მხარზე ხელი.
-ნამდვილად. _ღიმილით დაეთანხმა. -ძალიან მომენატრნენ.
-მაშინ სხვა რა გზაა. თავს აღარ შეგაწყენთ და წავალთ. _ფეხზე წამოდგნენ ბიჭები.
-სასიამოვნო იყო ნოე შენი კიდევ ერთხელ ჩვენს გვერდით ხილვა. _მეგობრულად გადაეხვია მათიასი.
-იცოდე არ დაგვივიწყო. _საჩვენებელი თთი მიუშვირა იოჰანმა.
-შემდგე ჯერზე მე გეპატიჟებით საქართველოში.
-სიამოვნებით. _მხიარულ ნოტაზე დაემშვიდობა ბიჭებს. სახლში შებრუნებულს ირენე კვლავ თავის ადგილას დახვდა. ოდნავშესამჩნევად ჩაეცინა, თუმცა არაფერი უთქვამს.
-იმედია წინააღმდეგი არ იქნები კდიევ ცოტა ხნით თუ დავრჩები. მცადურად გაუღიმა ქალმა.
-როგორც გინდა. _სავარძელში ჩამოჯდა თავადაც.
-ასე ძალიან მხოლოდ ძმიშვილების გამო გინდა საქართველოში დაბრუნება? _გვერდით მიუჯდა ნოეს და ისედაც მოკლე კაბა კიდევ უფრო მაღლა აიწია.
-არამხოლოდ._მოკლედ მოუჭრა ნოემ და უემოციოდ დახედა ქალის მოშიშვლებულ ფეხებს.
-ნოე, ძალიან მომენატრები... _ვნებიანი გაუხდა ქალს ხმა. ნაზად მოხვია მამაკაცს კისერზე ხელები და მისი სახისკენ გაიწია.
-ირენე. _ქალს ხელები გაუკავა და მასთან ერთად წამოდგა ფეხზე.-შენ ძალიან ლამაზი ქალი ხარ, ძალიან კარგი მეგობარი, მაგრამ ჩვენ ვერავითარი ურთიერთობა ვერ გვექნება, გარდა კარგი ნაცნობობისა.
-ჩვენ არც არაფერი გვიცდია...
-იმიტომ, რომ არც არაფერი გამოვიდოდა. _ქალის ხელები ფრთხილად მოიშორა და გასასვლელისკენ წავიდა. კარი გააღო და უემოციო გამომეტყველებით შეხედა ქალს.
-საინტერესოა ვის გაუმართლა ასე._კიდევ ერთხელ შეავლო მამაკაცს თვალი. -ნამდვილად მშურს იმ ქალის. _ოდნავშესამჩნევად ჩაიცინა და სახლიდან გავიდა.
-ბედნიერი მგზავრობა ნოე. _გაუღიმა. თავის დაკვრით დაემშვიდობა ნოე და სახლში შებრუნდა.
ირენეს სიტყვებმა, კვლავ სესილიზე ფიქრებში დააბრუნა. სწრაფად გააქნია თავი აზრების გასაფნტად და საძინებლისკენ წავიდა.
მომდევნო საღამოს უკვე საქართველოში იყო. თთქოს ყევლაფერი შეცვლილი ეჩვენა. ახლა მიხვდა როგორ მონატრებია ყევლაფერი. არასდროს ჰქონია უცხო ქვეყანაში წასულს ნოსტალგიის განცდა, თუმცა სამშობლოში დაბრუნებული ხვდებოდა, რამდენად სიამოვნებდა ნაცნობი ადგილების დანახვდა და ყოველივე შინაურის შეგრძნება.
არავინ გაუფრთხილებია იმსი შეაახებ, რ ომ დღეს აპირებდა ჩამოსვლას. აეროპორტიდან მარტო გამოვიდა და იქვე გაჩერებული მანქანისკენ წავიდა.
-ბატონო ნოე, როგორ ხართ?
-კარგად თაზო. შენ როგორ ხარ?
-არამიშავს.
-ვინმესთვის ხომ არ გითქვამს რომ ჩამოვედი?
-არავისთვსი, როგორც მთხოვეთ მანქანა მოგიყავნეთ.
-კარგი, წავედით მაშინ. _ჩემოდნები საბარგულში ჩაალაგა და საჭეს მიუჯდა.
-თაზო.
-გისმენთ ბატონო ნოე.
-მოაშორე ეგ „ბატონო ნოე“ _თვალი ჩაუკრა მძღოლს და გზას გახედა.
_თუ გინდათ საჭესთან მე დავჯდები. დაღლილი იქნებით.
-არა, იყოს. _თაზოს სახლამდე უხმოდ მივიდნენ. შმედეგ კი მარტომ გააგრძელა გზა.
ბოლომდე ამინც ვერ გაუძლო გულმა და სახლში მისვლამდე მაინც გადაწყვიტა ტრადიციულ ადგილას შევლა.
მანქანა სადარბაზოს წინ გააჩერა და ჩაბნელებული ოთხის ფანჯარას მისჩერებოდა.
ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს წამით მისი სურნელიც კი იგრძნო. შემოდგომის გრილი სურნელით ფილტვები აივსო.
მანქნაზე მიყრდნობილი იდგა და ფანჯარას თვალს არ აშორებდა. შენიშნა სადარბაზოდან როგორ გამოვიდა მეგი და ერთ-ერთ მანქანაში ჩაჯდა. თვითონაც წასვლა დააპირა. მანქანაში ჩაჯდა და ის იყო ძრავა აამუშავა, როცა ფანჯრიდან გამომავალი შუქი შენიშნა. გული ისე შეეკუმშა, რომ ძლივს დაუბრუნდა ნორმალურ რითმს. თვალებს არ უჯერებდა. ცოტა ხნის წინ სადარბაზოდან გამომავალი მეგი, რომ არ დაენახა, ალბათ, არ ექნებოდა ასეთი რეაქცია. იგრძნო, როგორ დაეხორკლა კანი, ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა, ხელ-ფეხი ექავებოდა უკვე. გაუცნობიერებლად გადმოვიდა მანქანიდან და თავადაც კი ვერ გაიაზრა, როდის აღმოჩნდა ბინის კარის წინ. მძიმედ გადააგორა ნერწყვი და გაუბედავად წაიღო თითი ზარის ღილაკისაკენ. ეგონა მუხლები მოკევეთებოდა, როცა კარის სახელურის ჩხაკუნი გაიგო. წამიც და მართლა ფიქრობდა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო.
18 თავი
ეგონა რომ დენმა დაარტყა, თავიდან ფეხებამდე დაურბინა ამ შეგრძნებამ და ყველა დალაგებული აზრი წამოშალა, გააღვიძა და კისერზე შემოეხვია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ვიღაც სუნთქვის უნარს უზღუდავდა. თითქოს მუხლებიც ეკვეთებოდა. სუნთქვაგახშირებული უყურებდა მონატრებულ, არანაკლებ გაოცებულ სახეს. მის თვალებს, ტუჩებს. წამიერად შეავლო თვალი მის სხეულს და მზერა გამობერილ მუცელზე მიეყინა, რომელიც გარკვევით იკვეთებოდა ტანზე მომდგარ მაისურში. ამ წამს კი გულმაც შეწყვიტა წამით ძგერა, შემდეგ კი გაასმაგებული ძალით დაიწყო მკერდში ფეთქვა. თავი სიზმარში ეგონა, ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი ილუზიის ნაწილი იყო და თვალის დახამხამებაში გაქრებოდა.
-ნოე? _როცა, ქალის გაოცებული ხმა მისწვდა მის ყურთასმენას, იგრძნო, როგორ გაუჭირდა სუნთქვა. ერთიანად შოკირებულმა შეხედა სესილის, რომელიც უკვე აწყლიანებული თვალებით მისჩერებოდა. ეგონა მეტყველების უნარიც კი დაკარგა.
დიდი ძალისხმევის ფასად ცდილობდა გონებაში არეული აზრების დალაგებას.
-ნოე, შენ... აქ რას აკეთებ? _გაჭირვებით ამოილუღლუღა სესილიმ და ჯემპრი მჭიდროდ მოიხვია სხეულზე ისე, რომ მუცელი დაეფარა. გაუცნობიერებლად წაიწია ნოე სესილისკენ. ქალის მაჯები საკუთარ თითებში მოიქცია და სწრაფად მოაშორებინა მუცელს. იგრძნო, როგორ შეკრთა სესილი მის შეხებაზე და როგორ სცადა უკან დახევა, თუმცა თითქოს ამან მეორე ადგილზე გადაინაცვლა ამ წ ამს.
-ფეხმძიმედ ხარ. _გაბზარული ხმით დაიჩურჩულა. სესილისთვის ხელი არ გაუშვია. მუცლისთვის თვალის მოშორებას ვერ ახერხებდა.
-გამიშვი... _სესილისაც აუთრთოლდა ხმა. ხელების გათავისუფლება სცადა, არც ნოეს გაუწევია წინააღმდეგობა. -უნდა ვილაპარაკოთ. _ოდნავ უკან დაიხია სესილიმ. ხედავდა ნოე, როგორ უთრთოდა ქალს მთელი სხეული. პასუხად მხოლოდ თავის დაკვრაღა მოახერხა და გაუბედავად შევიდა სახლში. ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა არსებულ სიტუაციას. დასჯილი ბავშვივით თავდახრილი მიდიოდა სესილი წინ. კიდევ ერთხელ შეავლო ქალის სხეულს თვალი, თითქოს არავითარი ცვლილება არ ეტყობოდა, მაგრამ, როცა წამოზრდილ მუცელს ხედავადა მთელ ტანზე ეკლები აყრიდა. აზრები ელვის სისწრაფით უცვლიდნენ ერთმანეთს ადგილს და ვერაფრით ახერხებდა ერთი კონკრეტულის დაჭერას.
თვალები ცრემლებით ევსებოდა. ძალებს იკრებდა, რომ ამ წამს არ ეტირა. ჩუმად ამოისლუკუნა და აწყლიანებული თვალები მამაკაცისგან შეუმჩნევლად შეიმშრალა.
გაუცნობიერებლად მოეკვეთა მუხლები და დივანზე ჩამოჯდა. ნოე კი კედელს მიყრდნობილი იდგა და ჯერ ისევ გაოგნებული სახით მისჩერებოდა სესილის.
-არაფერს მეტყვი? _ბოლოს ისევ თავად დაიწყო საუბარი. არ უნდოდა სესილისთვის შეეხედა, ცდილობდა მის თვალებს გაქცეოდა. თითქოს გამოსდიოდა კიდეც, თუმცა ქალის სხეულს, მის მუცელს თვალს ვერ სწყვეტდა. ჩუმად იდგა სესილი და ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ მყოფი ვერ ახერხებდა სიტყვის თქმასაც კი.
-როდის დაბრუნდი? _ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა.
-სამი თვის წინ. შენთან დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ საქართველოში არ იყავი._უპასუხა.
-მივლინებით მომიწია წასვლა. დღეს ჩამოვედი. _წამოზრდილ წვერზე ჩამოისვა ხელი. _რამდენი თვის ხარ?
-ხუთი._ჩაისუნთქა- საჭიროდ ჩავთვალე, გცოდნოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ვალდებულებას გაკისრებ. შენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევი. _მხრები აიჩეჩა. ღრმად სუნთქავდა, ემოციების გაკონტროლებას მთელი ძალით ცდილობდა.
-წასვლამდე იცოდი?
-არა. _ჩუმად ამოილუღლუღა.
-ანუ, მამა გავხდები? _სახეზე თბილმა ღიმილიმა გადაურბინა. თითქოს ახლაღა გააცნობიერა რა ხდებოდა მის თავს. იმის წარმოდგენაზე, რომ ცულ მცირე დროში მისი სისხლი და ხორცი მოევლინებოდა ქვეყანას, რომელიც მამას დაუძახებდა მთელ სხეულში სასიამოვნოდ გააჟრჟოლა. ასეთი შეგრძნება არასოდეს ჰქონია ნოეს, თითქოს განცდებს ვერ იტევდა ამხელა სხეული. სესილი პატარა ბავშვივით დაჰყურებდა საკუთარ თითებს. მიხვდა ნოე, რომ ქალი ცრემელბის შეკავებას ცდილობდა. მძიმედ გადააგორა ნერწყვი და ოდნავ ჩაახველა, რათა ხმა ჩაეწმინდა.
-გოგოა თუ ბიჭი?
-არ ვიცი. _ჩუმად ამოილუღლუღა და წამწამებს ქვემოდან ახედა ნოეს.
-ჯერ ადრე სქესის გაგება? _უყვე ვეღარ ისვენებდა.
-არა, შეიძლება, უბრალოდ მე არ მინდა, რომ სქესი ვიცოდე. _მხრები აიჩეჩა. -იმედია წინააღმდეგი არ ხარ.
-ა..არა არა, როგორც შენ გინდა. _სწრაფად უპასუხა. კვდებოდა ისე აინტერესებდა მისი შვილი ვინაობის დადგენა, თუმცა არც ის უნდოდა ზედმეტი ზეწოლა მოეხდინა სესილიზე. ის ხომ დედა იყო, რომელსაც ეს პატარა მთელი ცხრა თვე მუცლით უნდა ეტარებინა. შეშურდა კიდეც იმის წარმოდგენა, რომ სესილი თავისუფლად შეიგრძნობდა უკვე მათ პატარას, თვითონ კი მხოლოდ წარმოსახვას უნდა მინდობოდა. თავი გააქანა სწრაფად აზრების გასაფანტად. კიდევ ერთხელ შეავლო მზერა გაბერილ მუცელზე შემდეგ კი მის თვალებს წააწყდა, ერთიანად ჩამოეშალა ყველა შეგრძნება, მძმედ გადაუშვა ნერწყვი ყელში.
-შენ, როგორ გრძნობ თავს? _მძიმედ ამოიხრიალა.
-კარგად. _უემოციო სახით უპასუხა.
-რამე ხომ არ გჭირდება? _ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაც უცნობს მოვალეობის მოხდის მიზნით ელაპარაკებოდა.
-არა.
-თუ რამე დაგჭირდება, შეგიძლია მითხრა.
-კარგი. _თავი დაუკრა სესილიმ.
-ჩემი ნომერი გაქვს... ალბათ.
-მაქვს.
-წავალ მე._ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს.
-კარგი. _ფეხზე წამოდგომას აპირებდა, თუმცა რაღაც ძალამ შეაჩერა. ნელი ნაბიჯით დაიძრა ნოე კარისკენ, ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ უნდა წასულიყო და მიუხედავად ყველაფრისა, თავს ერთბაშად ამდენის უფლებას ვერ მისცემდა.
როგორც კი კარის დახურვის ხმა გაიგო, ძლივსშეკავებული ცრემლები გადმოსცვივდა და ხმამაღლა ატირდა. იმაზე მეტად რთული აღმოჩნდა კვლავ, ვიდრე ელოდა. თითქოს ყველაფერი მარტივად გაარკვიეს, მაგრამ გულს მაინც ვერ ამშვიდებდა. მხრები უცახცახებდა ტირილისგან, ეგონა გული ამოუვარდებოდა.
მთელი სხეულით კანკალებდა, ვერფარით ახერხებდა დამშვიდებას. საკუთარ მაჯებზე, იმ ადგილას სადაც ნოე შეეხო, თითები გადაისვა. გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ნოეს თვალებში ისევ დაინახავდა იმ ნაპერწკალს, რომელსაც ადრე ხედავდა. ეგონა გული გაუსკდებოდა ამხელა ტკივილისგან. ტირილისგან სულს ვეღარ ითქვამდა, ნიაღვარივით მოსდიოდა თვალებიდან ცრემლები, გრძნობდა როგორ უსუსტდებოდა სხეული, მუცლის არეში მცირე ტკივილი იგრძნო. მოულოდნელად შეიპყრო შიშმა, რომ შესაძლო იყო პატარას რაიმე მოსვლოდა. მაგრად შემოიხვია მუცელზე ხელები და ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-მაპატიე საყვარელო... _ამოისლუკუნა. -დედიკო აღარ განერვიულებს... _ცრემელბს ხელით იმშრალებდა და თან ჩუმად ჩურჩულებდა. საშინლად შეეშინდა. აცახცახებული ხელით აიღო წყლით სავსე ჭიქა და ტუჩებთან მიიტანა.
****
ძლივს მიიტანა სხეული მათეს სახლამდე. გული ამოვარდნას ჰქონდა. ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა ამ წამს. ყველაფერს ერთად შემოეტია. ჯერ ისევ შოკში იყო. მოულოდნელი სიახლით იმდენად იყო აღტაცებული, რომ წესიერად ვერაფერზე ახერხებდა ფიქრს.
გაუჩერებლად რეკავდა კარზე ზარს, სანამ მათემ არ გაუღო.
-ნოე? _თვალებგაფართოებული უყურებდა მეგობარს. -როდის ჩამოხვედი? რატომ არ დამირეკე? _გახარებული გადაეხვია.
-მათე! _გახარებულმა შეაბიჯა სახლში. ყურებამდე გაკრეჭილი იყო.
-რა იყო ასე გაგიხარდა ჩემი ნახვა? _სიცილით ჰკითხა. -როდის ჩამოხვედი?
-სესილი ვანახე. _გაუცნობიერებლად დააბრეხვა.
-რა? სად? როდის? _თვალები გაუფართოვდა მათეს.
-დღეს, წეღან... ცოტა ხნის წინ მასთან ვიყავი. _ნერვიულობისგან ადგილზე ვერ ჩერდებოდა.
-მასთან იყავი? რა გინდოდა მასთან?
-მათე, ორსულადაა.
-რა? _ბოლო ხმაზე იყვირა მათემ და თვალები ჩოგბურთის ბურთისოდენა გაუხდა.
-მამა გავხდები გესმის? სესილი ფეხმძიმედაა. იმიტომ დაბრუნდა, რომ ჩემთვის ეთქვა ამის შესახებ...
-მოიცა, მოიცა რას ამბობ? _ჯერ კიდევ შოკში იყო მათე. -ანუ შერიგდით?
-არა. _წამში შეეცვალა სახე. -უბრალოდ საჭიროდ ჩათვალა, რომ ბავშვის შესახებ მცდონოდა.
-ოჰო, არც კი ვიცი რა თქვა. _ყურებს არ უჯერებდა მათე. -გილოცავ. _ბოლოს სიცილით დაამატა.
-მათე, ვინ არის? _სამზარეულოდან თამარის ხმა გაისმა, რამდნეიმე წამში კი თავადაც გამოჩნდა.
-ნოე? როდის ჩამოხვედი? როგორ ხარ? _თბილად გადაეხვია გოგონა.
-საღამოს ჩამოვფრინდი. არამიშავს, შენ როგორ ხარ?
-კარგად. რატომ არ გვითხარი ჩამოსვლას თუ აპირებდი, დაგხვდებოდით აეროპორტში.
-სიურპირიზის გაკეთება მინდოდა.
-გამოგივიდა. _სიცილით უპასუხა.
-მოიცა, და თქვენ ერთად... _დაბნეულმა გადახედა მეგობრებს.
-ხოო, ჩვენც გავქვს ერთი ახალი ამბავი. _ხელი გადახვია მათემ თამარს. -მე და თამრიკომ ერთად გადავწვიტეთ ცხოვრება.
-მათე! _შეუბღვირა თამარმა, რაზეც მამაკაცმა მხოლოდ თვალი ჩაუკრა და შუბლზე აკოცა.
-სიურპრიზები არ ილევა. _სიცილით ჩაილაპარაკა. -რომელს გისურვოთ გაძლება მოგცეთ-მეთქი არ ვიცი. _სიცილით ჩაიალაპარკა.
-შენ ის მითხარი, შენებს როდის ეტყვი ამ სიახლეს?
-ჯერ მააგზე არ მიფიქრია. ალბათ ცოტა ხანი მოვიცდი.
-გაგიჟდება მარიამი.
-რა ხდება? _გაურკვევლობაში მყოფმა თამარმა იკითხა.
-ოო, კარგად ჩამეჭიდე თამრიკო, თუ გინდა, რომ მოისმინო ეს ამბავი. _თვალები დააკვესა მათემ და გაღიმებულ ნოეს შეხედა.
****
სახლში დაბრუნებულ მეგის სესილი დივანზე მწოლიარე დახვდა. სწრაფად შეუშვა ჩანთას ხელი და დეიდაშვილს მივარდა.
-სესი, ცუდად ხომ არ ხარ?
-ნოე, ჩამოვიდა. _თვალდახუჭულმა ამოიჩურჩულა.
-რა? როდის? _გაკვირვებულმა ჰკითხა.
-დღეს. აქ იყო მოსული.
-რა? აქ? როდის მოვიდა?
-შენი წასვლის შემდეგ.
-მოიცა, ანუ უკვე იცის რომ...
-იცის. -თვალები გაახილა და დივანზე წამოჯდა. - ვილაპარაკეთ.
-მერე? რა გითხრა?
-არ გამოუხატავს, მაგრამ სახეზეც შეეტყო, რომ ძალიან გაუხარდა ბავშვის ამბავი.
-ეგ ხომ ისედაც ცხადი იყო. ნოე თავის შვილს ზრუნვას არ მოაკლებს.
-ვიცი. _მძიმედ ამოიოხრა.
-კიდევ რამე მოხდა? _სესილის სახის შემხედვარემ მიხვდა, რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო.- სხვა რაზე ილაპარაკეთ?
-სხვა არაფერზე, აფსოლუტურად არაფერზე. _მხრები აიჩეჩა და ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია ცრმელების შესაკავებლად.
-რა მოხდა, სესი?
-არც კი დაინტერესებულა ჩემით. _აცრემლებულმა ამოილუღლუღა და საკუთარ ხელებს მიაჩერდა. -მხოლოდ ბავშვი აინტერესებს...
-სესილი, შენი არ მესმის. თავად ამბობდი, რომ შენი და ნოეს მაკავშირებელი მხოლოდ ბავშვი იქნებოდა. იქნებ თვითონაც იგივეს ფიქრობს?
-მე ხომ მაინც მიყვარს... _ჩუმად ამოილუღლუღა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
-დამშვიდდი ძალიან გთხოვ. _მაგრად მოეხვია დეიდაშვილს. -ხომ იცი, შენთვის არ შეიძლება ნერვიულობა, თავსაც და პატარასაც უნდა გაუფრთხილდე.
-ვიცი. _თვალები შეიმშრალა.
-თავს როგორ გრძნობ?
-კარგად ვარ, ამგრამ ხვალ მინდა ექიმთან წავიდე.
-გინდა გამოგყვები.
-არა, იყოს მარტო წავალ. თან ცოტას გავისეირნებ, თორემ სახლში ყოფნაც აღარ შემიძლია.
-კარგი, როგორც გინდა.
-მეგი, მუშაობის დაწყება მინდა.
-ამ მდგომარეობაში?
-კარგი რა, ავად ხომ არ ვარ. თავისუფლად შემიძლია ვიმუშაო.
-კარგი, შემიძლია უჩას ვთხოვო.
-არა, არ მინდა ჩემ გამო შეაწუხო.
-არაფერია. თანაც ოფისში ახალი კადრებიც გვჭირდება. ხვალ დავურეკავ და უფრო ზუსტად გავიგებ ყველაფერს.
-კარგი, დიდი მადლობა.
-კარგი რა რისი მადლობა. -ფეხზე წამოდგა მეგი. -შეჭამ რამეს?
-არა, არ მშია. წვალ მე დავიძინებ. -ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა.
დილით საკმაოდ გვიან ადგა. მეგისთან ერთად ისაუზმა, შემდეგ კი ექიმთან კონსულტაციაზე წასვლა გადაწყვიტა.
-სესი, ხომ არ გადაგიფიქრებია...
-მეგი ჯერ სქესს არ გავიგებ. _სიცილით უთხრა დეიდაშვილს.
-ოოო. _ხელი ჩაიქნია მეგიმ და სამზარეულოში შებრუნდა.
სახლიდან გავიდა და კიბეზე ნელი ნაბიჯით დაეშვა, როცა მოულოდნელად ნოეს შეეჩეხა.
-სად მიდიხარ?
-ექიმთან. _მხრები აიჩეჩა.
-რატომ? მოხდა რამე? _ფერები გადაუვიდა სახეზე. -ცუდად ხარ?
-არა, უბრალოდ შემოწმებაა. თვეში ერთხელ მივდივარ ხოლმე. _მხრები აიჩეჩა. შენიშნა, როგორ აღმოხდა მამაკცას შვების ოხვრა.
-წაგიყვან. _ოდნავ გაიწია, რომ სესილისთვის გზა დაეთმო.
-თუ გეჩქარება...
-არ მეჩქარება. _სრწფად შეაწყვეტინა. სესილიმ მხოლოდ თავი დაუკრა და კიბეზე სვლა განაგრძო. ერთად გავიდნენ სადარბაზოდან. კარი გააღო და უკანა სავარძელზე დაიკავა ადგილი. ნოეს არაფერი შეუმჩნევია. უხმოდ მიუჯდა საჭეს და მანქანა ადგილიდან დაძრა. მთელი გზა იმაზე ფიქრობდა საავადმყოფოშ მისულს რა გაეკეთებინა. სურვილი ჰკლავდა ისე უნდოდა თავისი შვილი ნახვა, მაგრამ მაინც იკავებდა თავს. რადგან არ დაურეკა და გაყოლა არ სთხოვა ექიმთან, ბუნებრივია არც ის ენდომებოდა ქალს, რომ კონსტულტაციაზე ერთად მისულიყვნენ... თუმცა, რ ომელ დარეკავზეა საუბარი, ან რატომ უნდა დაერეკა. ისინი, ხომ ჩვეულებრვ ოჯახს არ წარმოადგენენ. მათ შემთხვევაში ყევლაფერი სხვანაირად იყო. ღრმად ჩაისუნთქა და მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა. სესილი მანქანიდან გადასვლას აპირებდა, როცა გაუნძრევლად მჯდომ ნოეს შეხედა.
-შენ არ შემოხვალ? _იცოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მომენტი ნოესთვის და რაც არ უნდა გულნატკენი ყოფილიყო, მაინც ვერ იმეტებდა იმ მომენტების გამოტოვებისთვის, რომელმაც თავდაპირველად მასაც ენით აღუწერელი სიხარული მოუტანა.
-მე? მე მანქანაში დაგელოდები.
-არ გინდა, რომ ნახო?
-მინდა. _სიმწრის ღიმილი გაუკრთა სახეზე.
-წამოდი. _მანქანიდან გადავიდა სესილი და ნოეს დაელოდა.
არ ახსოვს როგორ აიარა კიბეები. ექიმის კაბინეტში შესვლისას საკუთარი გულის ცემა ესმოდა, ვერაფრით მოძებნა ადგილი. პატარას გამოსახულების დანახვაზე ჯერ არ განცდილმა ემოციებმა შეიბყრო. მთელი სხეულში თითქოს ჭიანჭველები დადიოდნენ, ისეთი ჭიანჭველები ყველა უჯრედში უსაზღვრო ბედნიერება რომ შეჰქონდათ. ექიმს ეღიმებოდა მისი დაბნეული, გაბრწყინებული სახის დანახვაზე. იმ წამებში, ნოეს სჯეროდა რომ ნამდვილი ოჯახი იყვნენ, თუმცა ეს განცდაც წამიერი იყო.
უხმოდ გამოვიდნენ კაბინეტიდან. სესილის ექიმმა დასვენება სთხოვა და ურჩია ხშირად მიეღო ხილი და ნატურალური წვენები. ნოეს გონებაშ ათასჯერ გადაემეორებინა ექიმის დანიშნულება და ლამის თიტებზე დაეწყო ჩამოთვლა რისი ყიდვა იყო საჭირო. მოუთმენლად ათამაშებდა საჭეზე ხელებს და ძლივს ახერხებდა ბედნიერი ღიმილის შეკავებას. დროდადრო სესილისკენ აპარებდა თვალს, რომელსაც ხელები მუცელზე დაეწყო და რიტმულად ათამაშებდა.
-შემდეგი კონსულტაცია შემდეგ თვეშია? _გაუცნობიერებლად წამოსცდა.
-ხო. _თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
სახლში მისვლამდე არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. მანქანა სუპერმარკეტთან გააჩერა.
-რამე ვიყიდოთ და ისე ავიდეთ.
-რა უნდა ვიყიდოთ?
-ექიმმა ხომ გითხრა ხილი და წვენები უნდა მიიღოო. _მხრები აიჩეჩა ნოემ და მანქანიდან გადავიდა, სესილიც უკან მიჰყვა. საშინლად ეუხერხულებოდა სეთ სიტუაციაში ყოფნა.
-ფორთოხლის გირჩევნია თუ ვაშლის? _ნატურალურ წვენზე ანიშნა.
-არ აქვს მნიშვნელობა. _მხრები აიჩეჩა. თვალები გაოგნებულმა დააკვესა, როცა ნოემ რამდენიმე შეკვრა ერთად ჩადო საყიდლების კალათში.
-ხომ თქვი არ აქვს მნიშვნბელობაო. _სესილის სახის დანახვისას უთხრა და კალათი სხვა სექციისკენ გააგორა. სესილი ნელი ნაბიჯით მიყვებოდა უკან. ტკბილეულის სგანყოფილებასთან წამით შეჩერდა და მზერა შოკოლადის ტორტზე გადაიტანა. ტუჩები გაილოკა და ნერწყვი სასულეში გადაუშვა.
-ავიღოთ. _ნოეს ხმის გაგონებაზე თავისდაუნებურად შეკრთა.
-მგონი საკმარისია. _უკვე სავსე კალათს დახედა.
-არაფერი გინდა სხვა?
-არა. _უარის ნიშნად თავი გააქნია.
-კარგი, მიდი შენ გადი და ამათ მე წამოვიღებ. _პასუხად მხოლოდ თავი დაუკრა, ხელები ჯემპრის ჯიბეებში ჩაიწყო და გასასვლელისკენ დაიძრა. საშინლად ეუხერხულებოდა ნოესი. არ უნდოდა, რომ ამდენი ფული დაეხარჯა მათთვის. მართალია, ბავშვის მამაა და უნდა რაიმეთი ხელი შეუწყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი სიტუაციები მოსწონს. ნელი ნაბიჯით დაიძრა სახლისკენ. სანამ კიბეზე ავიდოდა ნოეც წამოეწია პარკებით დატვირთული. სწრაფად გააღო კარი და სახლში შეატარა.
-დაგეხმარები. _სცადა ოარკები აგმოერთვა, მაგრამ მამაკცმა არ დაანება.
-მძიმეა. _არ შეიმჩნია სესილის შეხებით გამოწვეული ჟრუანტელი. პარკები მაგიდაზე დაალაგა და სესილის მოუბრუნდა.
-დაგეხმარები დალაგებაში.
-არ არის საჭირო, მეგი და მე მივხედავთ. მადლობა. _ოდნავ გაუღიმა სა დამზარეულოში შემოსულ მეგის შეხედა.
-ნოე?
-გამარჯობა, მეგი. როგორ ხარ?
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-არამიშავს. _მხრები აიჩეჩა და სესილის მიუბრუნდა.
-სესი, უჩას ველაპარაკე, ოფისში რაღაც ვაკანსიები არის, თუ დაგაინტერესებს შეგიძლია მიხვიდე.
-კარგი, ორშაბათს მივალ.
-მუშაობას იწყებ? _ნოეს შეცვლილმა ხმამ შეაკრთო.
-ხო, მინდა ვიმუშაო.
-არ ღირს. _მშვიდად უთხრა.
-რატომ?
-ექიმმა ხომ გითხრა, რომ უნდა დაისვენო.
-არ დავიღლები...
-სესილი, შენთვსი გადაღლა არ შეიძლება. მგონი შენც ხვდები, რომ ბავშვისთვის მავნებელი იქნება ეს...
-ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ჩემი შვილი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს! _ნოეს თითქოსდა მშვიდი ტონის ქვეტექსტს მშვენივრად ხვდებოდა და ეს განსაკუთრებით არ მსოწონდა.
-მაშინ ნუ მაფიქრებინებ ასე. _კვლავ მშვიდი იყო ნოე. -და კიდევ ერთი, შენი არა, ჩვენი შვილი. _შარვლის ჯიბიდან საფულე ამოიღო და საკრედიტო ბარათი ამოაძრო.
-თუ, რამე დაგჭირდებათ შეგიძლია გამოიყენო. _ბარათი მაგიდაზე დადო.
-არ დამჭირდება! _მაინც ვერ შეიკავა უხეშობისგან თავი.
-წავალ მე. თუ რამე დაგჭირდეს აუცილებლად დამირეკე. _აუჩქარებლად გავიდა სახლიდან და სიბრაზისგან ხელებდამუშტული სესილი დატოვა. მეგიც კი გაოცებული იყო ასეთი ნოეს ხილვით. ყოველთვსი ხედავად როგორი სიფრთხილით ელაპარაკებოდა სესილის, როგორი თბილი იყოს მასთან მიმართებაში. ახლა კი ისე იქცეოდნენ, თითქოს სრულიად უცხო ადამიანები იყვენენ ერთმანეთისათვის. დეიდაშვილიოს აცრემლებული თვალების დანახვისას თვითონაც შეწუხდა
-სესილი, ის უბრალოდ შენზე ღელავს.
-ზღაპრებს ნუ მიყვები, მეგი. შენც დაინახე როგორ მელაპარაკებოდა. ეს უკვე ადამინაზე ზრუნვას არ ნიშნავს. ისე იქცევა, თითქოს ამ ყევლაფერს იძულებით აკეთებს. ნეტავ მცოდნოდა, რ ომ ასე მოხდებოდა, მაშნ საერთოდ აღ დავბრუნდებოდი აქ. _სახეზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი სწრაფად მოიშორა. -ამ ბარათს კი თითსაც არ დავაკარებ! სამსახურსაც დავიწყებ!
-სესი, ხომ იცი, რომ გაბრაზდება...
-ახლა იმაზე უნდა ფიქრობდეს მე როგორ ვარ გაბრაზებული!
-მეჩვენება, თუ ზემდეტად ემოციური გახდი? _სიცილით ჰკითხა მეგიმ.
-შენც მეხუმრები ხომ? _გაგულისებულმა მოკუმა ტუჩები და ხელები თეძოზე შემოიწყო.
-რა საყვარელი ხარ იცი ამ წუთას, სესი. _სიცილის არ წყვეტდა მეგი. -მოიცა იყავი სურათს გადაგიღებ. _ისე სწრაფად გააჩხაკუნა ტელეფონი, რ ომ სესილი აზრზეც ვერ მოვიდა.
-მასხარა ხარ. _თავადაც ვერ შეიკავა თავი და გაეცინა.
მომდევნო დღეები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. ნოე მხოლოდ დარეკვით და მოკითხვით შემოიფარგლებოდა. დიდი სურვილის მიუხედავად არ უნდოდა ყოველდღიური ვიზიტებით შეეწუხებინა სესილი. შვილის მიუხედავად, მაინც ცდილობდა საჭირო დისტანცია დაეცვა.
ერთხელაც სოციალურ ქსელში შესულს მეგის მიერ გამოგზავნილი ფოტო დახვდა, სადაც გაბერილი სესილი იყო გამოსახული. თავადაც არ იცის რამდენი ხანი იყო გაშეშებული და სახეგაბადრული უყურებდა ფოტოს. შემდეგმა შეტყობინებამ კი აშკარად აუჩქარა გულისცემა. „ყველაფრის მიუხედავად, მინდა რომ შერიგდეთ“.
ღრმად ჩაისუნთქა და სწრაფად დახურა ლეპტოპი.
თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ან ძმიშვილებთან ატარებდა და მათ ეთამაშებოდა ან მათესთან ერთად იყო და გამუდმებით ბავშვზე და სესილიზე ესაუბრებოდა.
-იქნებ დაილაპარაკოთ და ყველაფერი აუხსნა.
-რა უნდა ავუხსნა, მათე. _დაღლილი ხმით ამოილუღლუღა.
-აუხსენი რა მხოდა იმ ღამეს, რატომ რისთვის. მან არაფერი იცის იმ ღამსი შესახებ.
-ასახსნელი არაფერია. ცხოვრებისეული პრობლემები ადამიანურ შეცდომებს არ ამართლებს, მათე.
-კარგი რა, ნოე, ხომ ვხედავ როგორც ხარ. ეს ბავშვი კიდევ უფრო დაგაახლოებთ და ვიცი, რომ კიდევ უფრო გაგიჭირდება მის გვერდით ყოფნა.
-მე გავუძლებ, მათე. მთავარია თვითონ იყოს კარგად და ჩემი პატარა. _ბოლო სიტყვებზე ღიმილმა გაუპო სახე.
-სქესის გაგებას არ აპირებთ?
-სესილის არ უნდა, რომ გავიგოთ. მეც ვითმენ. _მოუთმენლად ამოისუნთქა. -იცი რა საყვარელია. _თვალბში ჭინკები აუთამაშდა. -ყევლაზე საყვარელია, გაბერილი ბუშტივითაა. _სიცილით ჩაილაპარაკა.
-შენ შედარებებში ძაან. _მათეც აყვა.
-მართლა გეუბნები. ჯერ მხოლოდ ხუთი თვისაა, ალბათ ჭკუიდან გადავალ მეცხრე თვემდე.
-კიდევ ეგ გინდა შენ?
-დღეს მივალ, ვინახულებ. ერთი კვირაა არ მინახავს.
-მოკლედ, სესილის ს ახლის წინ უნდა გავშალო კარავი და დავუდარაჯდე, ეგებ ასე მაინც მოვახერხო ნახვა. _წარბებშეკრულმა ჩაილაპარაკა მათემ.
სამსახურის შემდეგ სესილისთან წავიდა. სწრაფად აირბინა კიბე და სახლის კართან წამით შეჩერდა. თითქოს წამში შეიცვალა და მოწოლილი ემოციებიც სადღაც გადამალა. კარი სესილიმ გაუღო.
-როგორ ხარ? _ოდნავ გაუღიმა.
-კარგად. შემოდი. _გზა დაუთმო მამაკაცს.-შენ როგორ ხარ?
-კარგად. მეგი არ არის?
-არა, ჯერ არ დბარუნებულა სამსახურიდან.
მისაღებში შესულს დივანზე დალაგებულმა ნივთებმა მოსწყვიტა თვალი.
-ეს რა არის? _ინტერესით დახედა ბავშვის სათამაშოებს.
-დღეს მაღაზიებში გავიარე და რაღაცები ვიყიდე. _მხრები აიჩეჩა და ღიმილით დახედა პატარა ფაჩუჩებს.
-დღეს?
-ხო.
-ბარათიდან თანხა არ აგიღია. _აშკარად იგრძნობოდა მის ხმაში მკაცრი ტონი.
-არ დამჭირვებია. _მხრები აიჩეჩა და წამწამებს ქვემოდან ახედა მამაკაცს, რომელიც წარბშეკრული მისჩერებოდა.
-არ დაგჭირვებია? _წარბები მაღლა აზიდა.
-მქონდა ფული...
-არ მინდა, რომ იმუშაო ამ მდგომარეობაში მყოფმა, ამიტომაც დაგიტოვე ბარათი. რაც დაგჭირდება ყველაფერი შეგიძლია შეიძინო-მეთქი ხომ გითხარი? _ერთი შეხედვით თითქოს აფსოლუტურად მშვიდად საუბრობდა ნოე, თუმცა შეცვლილი ტონი აშკარად შესამჩნევი იყო.
-ბევრი არაფერი დამჭირვებია. რაც ვიყიდე იმისათვსი საკმარისი თანხა მქო..._ისეთი სახით უყურებდა ნოე, რომ სიტყვა შუაზე გაუწყდა. საშინლად არ მოსწონდა ნეოს ასეთი დამოკიდებულება არც მისდამი და არც ბავშისადმი. -შეგიძლია თავად უყიდო შენი ბარათით რაც მოგესურვება ის, მე არ გამოვიყენებ! _მაინც ვერ შეიკავა თავი, წარბშეკრულმა უთხრა და საძინებლისკენ წავიდა.
-სესილი, ბავშვივით ნუ იქცევი. _ნოეს ხმამ შეაჩერა.
-ბავშვობა არაფერ შუაშია, ნოე. რადგან არ მინდა ამ ბარითის გამოყენება ამასაც თავისი მიზეზი აქვს. საკმარისი შესაძლებლობა მაქვს იმისათვის, რომ ჩემს შვილს საჭირო ნივთები ვუყიდო. არ მინდა ამ მხრივ შენზე ვიყო დამოკიდებული. მე შენ არაფერს გიშლი. მამა ხარ და როცა მოგესურვება და რაც მოგესურვება ის შეგიძლია უყიდო და მოუტანო, მაგრამ მე ნუ დამავალდებულებ, რომ შენზე დამოკიდებული გავხდე. არ მინდა ასე იყოს. მუშაობაც შემიძლია და ჩვენს შვილზე გაფრთხილებაც. როცა მეუბნები, რომ ბავშვზე საკმარისად არ ვზრუნავ, ამით შეურაცხყოფას მაყენებ, რასაც არ მოვითმენ...
-მე მსგავსი არაფერი მითქვამს...
-არ გითქვამს, მაგრამ ამის თქმა გინდოდა. ფეხმძიმედ ვარ და არა ავად! _ხმას აუწია.
-დამშვიდდი. _კვლავ შეუცვლელი ტონით ესაუბრებოდა, რაც განსაკუთრებით აღიზიანებდა სესილის.
-გიყურებ და მგინია, რომ აქ დაბრუნებით ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი.
-მგონი დღეს ძალიან ხარ გაღიზიანებული.
-გაღიზიანება არაფერ შუაშია!
-ამბობ ბავშვზე ვზრუნავო, ის კი გავიწყდება, რომ ცუდი ხასიათიც კი მოქმედებს ნაყოფზე.
-ნოე...
-დამშვიდდი, ისე იყოს ყველაფერი, რ ოგორც შენ გინდა. _მხრები აიჩეჩა.
-წაიღე ბარათი, მაინც არ გამომიყენებია. _ნოეს თანხმობით გახარებულმა თავით ანიშნა კომოდის თაროზე დადებულ ბარათზე.
-კარგი. _ცოტა არ იყოს ეუცნაურებოდა კიდევ ასეთი დათმობები, მაგრამ არაფერი უტქვამს. -წვენებს სვამ?
-კი. _თავი დაუკრა და ხელში აიღო პატარა ფაჩუჩი. -ხილსაც ვჭამ, წვნიანებსაც და ხშირად ვსეირნობ ხოლმე. _პატარა ბავშვივით ჩააბარა ანგარიში.
-კარგია. ხომ იცი რამე, თუ დაგჭირდეს...
-აუცილებლად დაგირეკავ. _თავი დაუკრა ნოეს და პატარას ტანსაცმელების საძინებელში გატანა დაიწყო.
-დაგეხმარო?
-კი, ესენიც წამოიღე. _სათამაშოებზე ანიშნა. სახეგავადრული უყურებდა ნოე, ჯერ სესილის შემდეგ კი ბავშვის სათამაშოებს. ერთიანად აჟრჟოლებდა ამ საოცრებებზე შეხებისას.
-ჯერ არ ვაპირებდი ამდენი რამის ყიდვას, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. _ჩაიცინა და პატარა ფაჩუჩები ჩაიხუტა. -იმდენი საყვარელი ტანსაცმელი ვანხე, რომ ძლივს.... _მოულოდნელად გაუწყდა სიტყვა შუაზე და თვალები გაუფართოვდა.
-სესილი, რა მოხდა? _ქალის სახის ცვლილება არ გამორჩენია ნოეს და ანერვიულებული მიეჭრა.
-გაინძრა. _გაბრწყინებული თვალებით შეხედა ნეოს და მუცელზე იტაცა ხელები. -აჰ, კიდევ... _სიცილით ჩაილაპარაკა. -ნახე... _გაუცნობიერებლად წაავლო ნოეს ხელი და მუცელზე დაადებინა. ნოეს ეგონა გული გაუჩერდებოდა, როცა მცირე ბიძგი მართლაც იგრძნო. სუნთქვაც კი დაავიწყდა, გაშეშებული იდგა და გაბერილ მუცელს მისჩერებოდა. მთელ ტანში სასიამოვნოდ დაუარა ჟრუანტელმა. ამ წამს ეგონა, რომ ცას ეხებოდა ბედნიერებისგან. გული გაასმაგებულ რეჟიმში ძგერდა მკერდში.
-ღმერთო ჩემო. _ბაგეებს თავისით აღმოხდა სიტყვები.
-დედას სიხარული...
-მამას სიხარული..
ერთხმად წარმოთქმულ სიტყვებზე ერთმანეთს შეხედეს. მაშინვე ჩაითრია მონატრებულმა თვალებმა.
-აღარ ინძრევა. _კვლავ მუცელს დახედა ნოემ.
-როგორც ჩანს დღეს ამით მორჩა. _ჩაიცინა სესილიმ. ნოეს თითქოს გული დასწყდა, მაგრამ რას იზამდა. ახლაღა გააცნობიერა, რომ ხელი ისევ სესილის მუცელზე ედო. ფრთხილად მოაშორა თითები.
-დაგეხმარები დალაგებაში. _სიტუაციის განმუხტვა სცადა.
-მხოლოდ ტანსაცმელები მინდა დავალაგო. _პატარა მაისურები აიღო და ფრთხილად შეალაგა კარადაში. ნოე რასაც სესილი სთხოვდა ყველაფრეს აწვდიდა. მალევე მორჩნენ, ბავშვის ნივთების მილაგებას.
-მორჩა. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა სესილიმ.
-მე წავალ, შენ დაისვენე.
-კარგი. _თავი დაუქნია.
-ამას წავიღებ. _ერთ-ერთ ფაჩუჩზე მიუთითა, ხელში აიღო და ოთახიდან გავიდა.
19 თავი
-აბა, ჩემი საჩუქარი გახსენი. _ღიმილით გაუწოდა მეგის პატარა შეკვრა.
-რა საჭირო იყო, სესი. ძალიან დიდი მადლობა.
-არაფრის, იმედია მოგეწონება. _სახეგაბადრულმა შემოჰკრა ტაში.
-ძალიან ლამაზია. _პატარა საყურეები ხელის გულზე დაიდო მეგიმ. -მადლობა, სესი.
-მიხარია, რომ მოგწონს. უჩა არ მოვა?
-კი, როგორ არა. ცოტა ხანში გამოგვივლის და ერთად წავალთ სადმე საავხშმოდ.
-ძალიან კარგი აზრია, მაგრამ მე არ წამოვალ.
-რატომ?
-რას ნიშნავს რატომ? აბა მე რა მინდა იქ, მუმანის ეკალივით ხომ არ გაგეჩხირებით?
-ნუ სულელობს, სესილი, უჩას იდეა იყო ეს.
-მერე რა. აჯობებს თუ მარტო წახვალთ. თანაც მე დღეს საკმაოდ დავიღალე და მირჩევნია დავისვენო.
-სესილი, გინდა გამაბრაზო?
-არა, რატომ...
-რატომ კი არა, მორჩი მიზეზების ძებნას და გაემზადე. მალე მოვა უჩა და სამივენი ერთად წავალთ.
-კარგი რა, მეგი.
-იცოდე ძალიან მაწყენინებ. ბოლოს და ბოლოს ჩემი დაბადების დღეა და მინდა ისე გავატარო, როგორც მე მინდა. _გაგულისებულმა შეუბღვირა.
-ოხ, მეგი. _თვალები გადაატრიალა და ფრთილად წამოდგა ფეხზე.
მალევე გაემზადა წასასვლელად. ბალოტისფერი, მუხლამდე სიგრძის, გაშლილი კაბა ჩაიცვა. ტალღოვანი თმა ზურგზე გადაიყარა, ფეხზე კი დაბალ ქუსლზე ჩაიცვა. იცოდა ორსულებმა განსაკუთრებული ყურადღება, რ ომ უნდა მიაქციონ ჩაცმულობასაც. ყოველთვის ცდილობს თავადაც, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იყოს და არც პატარას შეუქმნად პრობლემა. კიდევ ერთხელ დატრიალდა სარკის წინ, თავისი საყვარელი სუნამო მიიპკურა და საძინებლიდან გავიდა. უჩაც უკვე მოსულიყო და მეგის ესაუბრებოდა.
-ჩვენი დედიკოც მოსულა. _ფეხზე წ ამოდგა მამაკაცი.
-როგორ ხარ? _თბილად გადაეხვია.
-კარგად, შენ როგორ ხარ? რა საყვარელი ხარ, აბა დამენახე. _სიცილით დაატრიალა სესილი.
-მადლობა.
-თუ მზად ხართ გავიდეთ. _გოგონებს გაადხედა.
-მზად ვართ. _ფეხზე წამოდგა მეგი და სახლიდან გავიდნენ.
რესტორანში მისულებს ძალიან სასიამოვნო გარემო დახვდათ. მეგის ძალიან მოეწინა ყველაფერი. ათასი მადლობა გადაუხადა უჩას, რაზეც მამაკაცი მობვეზრებით ატრიალებდა თვალებს და ატასჯერვე უმეორებდა, რომ სამადლობელი არაფერი არ იყო. სესილის თვალს არ გამორჩენია, რომ უჩა საკმაოდ ნერვიულობდა რაღაცაზე. ერთ ადგილას ვერისვენებდა, თითქოს განსაკუთრებით ფაციფუცობდა ამ წუთას.
-სესი, შენ რას დალევ?
-მე ბროწეულის წვენს._ღიმილით უპასუხა.
-ცუდია, რომ ვერ დალევ, მაგრამ მეგი მაინც უნდა დალოცო. _სიცილით ჩაუკრა თვალი უჩამ.
-აუცილებლად. _სესილისაც გაეცინა და რესტორანი მოათვალიერა. მოილოდნელად კი მზერა ერთ-ერთ მაგიდაზე მიეყინა, სადაც ნოე იჯდა. იგრძნო მისი დანახვისთანავე, როგორ შეუტოკდა გული. მამაკაციც მას უყურებდა. თავის დაკვრით ოდნავ მიესალმა და კვლავ მოსაუბრეებს მიუბრუნდა.
-სესი, მოხდა რამე? _მისი სახის ცვლილება მეგიმაც შენიშნა.
-არა, არაფერი. პატარა ცელქობს. _ღიმილით უთხრა დეიდაშვილს და მუცელზე ხელი გადაისვა.
-დეიდას სიხარულია ეგ ციცქნა. ერთი სული მაქვს, როდის დაიბადება. რომ იცოდე, როგორ მინდა ხოლმე ბევრი რამ ვუყიდო. საბავშვო მაღაზიებთან ჩავლისას ძლივს ვიკავებ თავს, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ სქესი არ ვიცი. _ბოლოს სიტყვები უკმაყოფილომ თქვა.
-ცოტაც მოითმინე. _ ოდავ გაუღიმა მეგის და მიმტან ახედა, რომელმაც შეკვეთა მოიტანა.
მთელი საღამო მშვენივრად გაატარეს. სესილიც მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ნოესთვის თვალი მოერიდებინა. გულის სიღრმეში კი ბრაზი ახრჩობდა მამაკაცის უყურადღებობის გამო. მაგიდის ქვეშ ხელებს გამეტებით მუშტავდა ხოლმე.
ბოლოს უკვე ერთ ადგილას ვეღარ ჩერდებოდა. მეგის და უჩას მოუბოდიშა და გასასვლელისკენ წავიდა. ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გავიდა. რესტორნის ეზოში მდგომ ერთ-ერთ გრძელ სკამს მიუახლოვდა და ჩამოჯდა. გულის სიღრმეში იცოდა, რომ ნოეც გამოყვებოდა უკან. სხვა თუ არაფერი, რამდენიმე დღეა რაც არ შეხმიანებია და ბავშვის შესახებ მაინც ჰკითხავს.
არც შემცდარა. მალევე გაიგონა ზურგსუკან ფეხის ნაბიჯების ხმა და რამდენიმე წამში ნაცნობი და სასურველი ხმა.
-როგორ ხარ? _გვერდით ჩამოუჯდა ნოე.
-კარგად. _მხრები აიჩეჩა. იგრძნო, რომ ეს მოკითხვა, მხოლოდ ბავშვს ეხებოდა და არა მას, რის გამოც კიდევ უფრო მეტად ეტკინა გული.
-არ გცივა?
-არა.
-თავს როგორ გრძნობ, რამე ხომ არ გჭირდება?
-თავს მშვენივრად ვგრძნობ და არაფერი არ მჭირდება. _შეეცადა ზედმეტად უხეშად არ გამოსვლოდა. არ სურდა საკუთარი გაბრაზება და წყენა გაემჟღავნებინა.
-ექიმთან აპირებ მისვლას?
-ვაპირებ.
-თუ წინააღმდეგი არ იქნები, წამოვალ.
-როგორც გინდა.
-კარგი.
-შევალ მე. ღამე მშვიდობისა. _სწრაფად წამოდგა ფეხზე და შენობისკენ დაიძრა. გამეტებით აჭრდა კბილებს ქვედა ტუჩს, რომ ცრემლები შეეკავებინა. მაგიდასთან მისვლამდე რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, სახეზე ღიმილი აიკრა და თავის ადგილას დაბრუნდა.
-რადგან სესილიც აქაა, მგონი უკვე დროა ჩემი საჩუქარი გაჩვენო. _ფეხზე წამოდგა უჩა.
-კარგი რა, უჩა, რა საჩუქარი. _თვალები გადაატრიალა მეგიმ.
-მოიცა გოგო, ეგებ რას გჩუქნი. _სიცილით ამოიღო პიჯაკის ჯიბიდან პატარა კოლოფი და ცალ მუხლზე დაეშვა. მეგის თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან.
-აბა, მეგუში, გახდები ჩემი ცოლი? _მომხიბვლელად გაუღიმა მამაკაცმა. მეგი კი ჯერ ისევ გაოცებული იჯდა და უყურებდა. სესილი ყურებამდე გაკრეჭილი მისჩერებოდა წყვილს.
-მეგი, გამოფხიზლდი! _მოუთმენლად შემოუძახა დეიდაშვილს, რომელიც მის ხმაზე შეკრთა.
-ეე... _დაბნეულმა დააღო პირი.
-მეგი! _წარბები შეკრა უჩამ, რაზეც გოგონამ სიცილი ვერ შეიკავა.
-კი. _ურებამდე გაღიმებულმა დაუკრა თავი და მაგარად ჩაეხუტა.
-რა მაგარია, გილოცავთ. _ღიმილით გადახედა სესილიმ წყვილს. -ბედნიერებას გისურვებთ.
-შენ კიდევ საჩუქარი არ გინდოდა. _სიცილით დაკრა მეგის ცხვირზე ხელი და მკერდზე მიიხუტა.
****
-რა სჭირს?!_კარის გაღებისთანავე შევარდა სახლში
-არ ვიცი, რაც სამსახურიდან დავბრუნდი, ოთახშია ჩაკეტილი და არ გამოდის. მგონი დილის მერე ასეა. ვერ ვხდები რა დაემართა, მეც არაფრეს მეუბნება.
-ოთახშია?
-კი. _მაშინვე საძინებლისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით. ფრთხილად დააკაკუნა კარზე და ოთახში შევიდა. სესილი მისგან ზურგით იწვა. საბანში ბოლომდე გახვეულიყო, მხოლოდ თავიღა მოუჩანდა ოდნავ.
-სესილი..._საწოლთან ჩამოუჯდა. -თავს როგორ გრძნობ? მეგიმ მითხრა მთელი დღე ოთახიდან არ გამოსულხარ. რამე ხომ არ გტკივა?
-არაფერი არ მტკივა._დაბალ ხმაზე უპასუხა.
-რამე გაწუხებს?
-კი.
-შემიძლია რამით დაგეხმარო?
-არა.
-სესილი, არ ვიცი რა გჭირს, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ შენზე და...
-ჩემზე არა, ბავშვზე! _უხეშად შეაწყვეტინა
-სესილი, რა გემართება? _ყურებს არ უჯერებდა ნოე. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სესილი ბავშვზე ეჭვიანობდა.
-არაფერი, ნოე, არაფერი არ მემართება. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არაფერი არ მტკივა, ჩვენი შვილიც მშვენივრად გრძნობს თავს, თუ იმას არ ჩავთვლით რომ ცოტათი შია. ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო და საკუთარ საქმეებს მიხედო. მეგის ნაცვლად მე გიხდი ბოდიშს, რომ მოგაცდინეთ.
-სესილი, ძალიან გთხოვ, შემომხედე. _მხარზე ხელი დადებას აპირებდა, მაგრამ თავი შეიკავა.
-გისმენ. _სწრაფად გადიძრო საბანი და ფეხზე წამოდგა.
-ვხედავ, რომ გაღიზიანებული ხარ, მე ეს არ მომწონს...
-რას ლაპარაკობ? მეც არ მომწონს, ნოე, ბევრი რამ! _გაღიზიანებულმა შეაწყვეტინა.
-შენი გაღიზიანების მიზეზი კი, როგორც მივხვდი მე ვარ. _კვლავ მშვიდად განაგრძნობდა ნოე. -თუ რაიმე გაწუხებს, ძალიან გთხოვ მითხარი, ნურაფერს დაიტოვებ, რასაც ფიქრობ ყველაფერი შეგიძლია მითხრა...
-ყველაფერი? _ჩაიცინა სესილიმ.-და გულახდილად ვისაუბროთ არა?
-თუნდაც, რას ხედავ ამაში ცუდს? არ ჯობია ერთმანეთში გავარკვიოთ ის პრეტენზიები, რაც ერთმანეთის მიმართ გვაქვს?
-პრეტენზიები? როგორ შეგიძლია ასეთი მშვიდი იყო?
-რა გინდა, რომ გავაკეთო?
-ისე იქცევი თითქოს არაფერი არ მომხდარა. ისე იქცევი, თითქოს, რაც მოხდა შენი ბრალი არ იყოს... _ წამით გაჩუმდა, თითქოს ინანა რაც თქვა, თუმცა ბოლომდე ვერ შეძლო თავის შეკავება. -ისე იქცევი, თითქოს ყველაფერი საკუთარი ხელით არ გაგენადგურებინოს! იმ ყველაფრის შემდეგ ისე მიყურებ, თითქოს მხოლოდ შენი შვილის მუცლით მატარებელი ვიყო. კიდევ უფრო მეტად და ასმაგადაც კი მანადგურებს იმის გაცნობიერება, რომ შენი ეს ქცევა ჩემს ფიქრებს ადსტურებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემ მიმართ არც ადრე გრძნობდი არაფერს! მკლავ, ნოე! ყოველ დღე ათას ნაწილად მშლი! შენი სიჩუმით, შენი უემოციობით! _სწრაფად აარიდა ნოემ სესილის თვალი. -არა, არ იფქირო, თითქოს ამ სიტყვებით შენთან დაბრუნებას ვითხოვდე ან რაღაც მსგავსი, უბრალდო მაინტერესებს, როგორ შეუძლია ადამიანს ასე მარტივად შეცვლა. _ნოეს წინ დაუდგა
-ერთი რაღაც მაინტერესებს? რომ არ დავბრუნებულიყავი, ოდესმე მაინც გაგახსენდებოდი? თუ ეს შენი საფირმო სიმშვიდე მაგის საშუალებას არც კი მოგცემდა?! სადაა ნოე, შენი ემოციები? შენი სიფიცხე, შენი მზრუნველობა, ყურადღება, სად წავიდა ის მგრძნობიარე ბიჭი? არ მითხრა, რომ ესეც ნიღაბი იყოს, რომელსაც ასე ოსტატურად ირგებდი...
-მე ნიღბები არ მჭირდება და ეს შენც იცი.
-მაშინ უბრალოდ მითხარი, როგორ შეგიძლია ერთდროულად ორი ადამიანი იყო?!
როგორ ფიქრობ შენი ამჟამინდელი სახე, რამით განსხვავდება იმ ღამის მოძალადისგან? _გაჭირვებით წარმოთქვა ბოლო სიტყვა, და მიხვდა კიდეც როგორ გატეხა ნოე. - როცა დავშორდით, როცა ყველაფერი მითხარი ხომ განიცდიდი არა ჩემს მდგომარეობას? ოღონდ არ მითხრა ძალიან გთხოვ, რომ ესეც ტყუილი იყო, თორემ უკვე მომბეზრდა ამდენ ტყუილში ყოფნა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ბავშვიც კი, რომელიც ჩემშია ესეც კი ტყუილია.
-ეს ბავშვი ყველაზე დიდი სიმართლე და სიწმინდეა, რაც კი ჩვენ გვაკავშირებდა და გვაკავშირებს. _ფეხზე წამოდგა ნოე და სესილის მიუახლოვდა.
-მითხარი, უბრალოდ მითხარი რა მოხდა მაშინ? თავი მაინც გაიმართლე, რაღაცით მაინც...
-არაფერია სათქმელი, მით უმეტეს კი თავის გასამართლებელი. რაც მოხდა, უკვე ვეღარ შევცვლით...
-მინდა ვიცოდე, მგონი ამის უფლება მაინც მაქვს.
-რა გინდა იცოდე, სესილი? როგორ დავთვერი იმ საღამოს და, როგორ ვცდილობდი შენს გაუპატიურებას? გინდა ყველაფერი თავიდან მოგიყვე და თავიდან გაგახსენო? გინდა იცოდე იმ წუთას რას ვგრძნობდი და რას ვფიქრობდი?
იმის მოსმენა გინდა, რომ მაშინ მხოლოდ შენი სხეულის დასაკუთრებას ვცდილობდი, ისე თითქოს ამაში გნასაკუთრებული არც არაფერი ყოფილიყოს... _სიტყვა სახეზე სიმწარის შეგრძნებამ გააწყვეტინა. მომენტალურად გაჩუმდა, ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და წამით თვალები დახუჭა.
-რატომ დამარტყი?
-ჩათვალე, რომ მეორედაც დაგარტყი. _ჩუმად ამოილუღლუღა. -მე მხოლოდ იმის გაგება მინდა, რატომ?
-მიზეზების ძებნას ახლა უკვე აზრი არ აქვს.
-ნუთუ იმასაც არ ვიმსახურებ შენგან, რომ ჩემს კითხვებს უპასუხო.
-შენს საუკეთესოს იმასუხრებ, სესილი. მაპატიე, რომ მე ასეთი არ ვიყავი.
-შენთვის რა არის საუკეთესო. ნოე?
-ჩემთვის? _ თავიდან ბოლომდე აათვალიერა სესილი, წამით მზერა მუცელზე შეაჩერა, საბოლოოდ კი სესილის თვალებზე. რამდენიმე წამი უწყვეტად მისჩერებოდა მწვანე ირისებს, შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-ძალიან გთხოვ, თავს გაუფრთხილდი. _ იგრძნო კიდევ ერთხელ, როგორ შეუტოკდა გული. ნოე წავიდა.
****
-ნახე რა საყვარელია. _ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა მეგი.
-კარგი რა, ჯერ რამ გაყიდინათ? _ბუზღუნს არ წყვეტდა სესილი.
-გოგო, მერვე თვეში ხარ, რა რამ გვაყიდინა!
-ხო მაგრამ ეს საწოლი სულ ვარდისფერია. იქნებ ბიჭია?
-ოო დიდი ამბავი, ჩავაწვენთ ვარდისფერ საწოლში ჩვენს ბიჭსაც.
-მეგი!
-კაი რა, ნუ წუწუნებ, ნახე რა საყავრელია. _თვალები ააფახულა მეგიმ. -იცი რამდენი ხანი ვფიქრობდით მე და უჩა გვეყიდა თუ არა?
-და ბოლოს მოიფიქრეთ ხომ?
-სესი, ნუ ბუზღუნებ. დავიჯერო, არ მოგწონს?
-ძალიან მომწონს, მაგრამ მე ის არ მომწონს გამუდმებით, რომ რაღაცებს ყიდულობთ და ამდენ ფულს ხარკავთ. ისედაც უკვე უამრავი რაღაც უყიდეთ.
-სესილი, იცოდე მაგას მეორედ იტყვი და ხმას არ გაგცემ.
-შეიძლება? _ნოეს ხმის გაგონებისას ორივე კარისკენ მიტრიალდა.
-ნოე?
-კარი ღია იყო. დაგიძახეთ, მაგრამ ვერ გაიგეთ, როგორც ჩანს.
-არაუშავს, მოდი ნახე რა მაგარი რაღაც ვიყიდეთ მე და უჩამ. _აღფრთოვანებას ვერ მალავდა მეგი.
-გოგოა? _თვალებგაფართოებულმა შეხედა სესილის ვარდისფერი საწოლის დანახვისას.
-არა, უფრო სწორად არ ვიცი. უბრალოდ მეგომ და უჩამ ვერ მოითმინეს და იყიდეს.
-ძალიან ლამაზია. _ღიმილით დახედა საწოლს. -ეს მე ვიყიდე... _ყოყმანით მაიწოდა სესილი პარკები. -რადგან არ ვიცით ჯერ გოგოა თუ ბიჭი, ორივესთვის ვიყიდე. _თავი მოიქექა ნოემ.
-ძალიან საყვარელია._ჩაიცინა სესილიმ და ვარდისფერი ფუშფუშა კაბა ხელში შეათამაშა.
-სესი, როდის დავდგათ საწოლი?
-ოღონდ ახლა არა მეგი. მე უნდა დავიძინო.
-კარგი რა, ძალიან გთხოვ. ჯერ ძალიან ადრეა.
-დავიღალე მეგი, მთელი დღეა წინ და უკან დავდივარ.
-მაშინ, მე და ნოე დავდგამთ ჩუმად, ისე, რომ არც კი შეგაწუხებთ. ხომ ნოე?
-ხო. _სწრაფად დაუკრა მამაკაცმა თავი. რაღა დამალოს და მასაც მეგისავით ერთი სული აქვს საწოლიც და სხვა ნივთებიც საკუთარი ხელით დააბინაოს თავიანთ ადგილას.
-კარგი, დადგით. მე გიყურებთ. _მხრები აიჩეჩა და პიჟამით შეწვა საწოლში.
-კედელთან ვდგამთ? _გოგონებს გადახედა ნოემ.
-კუთხეში. _თითით უჩვენა მეგიმ. სესილი კიდევ ცოტა ხანს უყურებდა მათ ტრიალს, შემდეგ კი მთელი დღის დაღლილობამ სძლია და თანდათან თვალებიც მიელულა.
არ ახსოვს რამდენი ხანი ეძინა, თუმცა გაღვიძებულს ნაცნობი ხმა ჩაესმოდა ძალიან ახლოს. მალევე ამოიცნო ნოეს ხმა. გრძნობდა, როგორ ეფერებოდა მამაკაცი მუცელზე. ერთიანად დაუარა მთელ ტანში სასიამოვნო შეგრძნებამ. თვალები არ გაუხელია. ესმოდა, როგორ ელაპარაკებოდა მუცლად მყოფ შვილს და, ყველაფრის მიუხედავად, გულში სასიამოვნო ჩხვლეტას გრძნობდა.
-რამდენს მოძრაობ მამიკო? _თბილი ხმით ესაუბრებოდა სესილის მუცელს. -ნეტა ბიჭი ხარ თუ გოგო? შენი ჯიუტი დედიკო არ ჩქარობს შენი ვინაობის დადგენას. _ჩუმად ჩაიცინა ნოემ და მზერა სესილის სახისკენ გააპარა.
-არ დაღალო კარგი დედიკო? _გაბერილ მუცელს აკოცა და როცა კიდევ ერთხელ იგრძნო პატარს გამოძრავება სიხარულისგან სახე გაებადრა.
-მამას სიხარული. _ჩუმად ჩაილაპარაკა და ფეხზე ნელა წამოდგა.
სახეგაბადრულმა გაახილა თვალები და მუცელზე ხელი ნაზად გადაისვა.
****
-სესილი, სად ხარ?
-სასეირნოდ გამოვედი, მეგი, მოხდა რამე?
-არა, არაფერი. სახლში, რომ არ დამხვდი ცოტა ავნერვიულდი.
-ნუ ნერვიულობ, მალე მოვალ.
-კარგი, ფრთხილად იყავი. _ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა. ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას და პარალელურად მაღაზიებში ტანსაცმელებს აკვირდებოდა. სადმე თუ ბავშვის ტანისამოსს შეხვდებოდა ცოტა ხნით ჩერდებოდა და დაკვირვებით ათვალიერებდა. საკუთარ თავში ხშირად შეუმჩნევია, რამდენად დაკვირვებული და მეწვრილმანე გახდა ბოლო პერიოდი. განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რაც ბავშვს უკავშირდება. ტანსაცმლის და სათამაშოების, ან თუნდაც სხვა ნივთების შეძენისას დიდი ყურადღებით აკვირდება ხარისხს. ზოგჯერ საკუთარ თავზე ეცინება. ჯერ არ დაბადებულა ბავშვი და ასე ფრთხილობს, როცა დაიბადება მაშინ, ალბათ ყველაზე მშიშარა და ფრთხილი დედა იქნება.
ვიტრინას თვალი მოაშორა და სვლა განაგრძო, როცა ზურგსუკან ნაცნობი ხმა მოესმა. სწრაფად მიბრუნდა და ხელთ ყურებამდე გაკრეჭილი მათე შეხვდა.
-მათე?
-სესი, როგორ ხარ? _თბილად მოიკითხა მამაკაცმა და გადაეხვაი.
-კარგად, შენ როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახავხარ.
-თვეებია. ძალიან მინდოდა მეც შენი ნახვა. ვხედავ განსაკუთრებით გალამაზებულხარ. _სიცილით დაატრაიალა გოგონა და უკეთესად შეავლო თვალი.
-ნოესგან ვიგებ ხოლმე შენზე და პატარაზე ამბებს, თუმცა პირადად ვერ მოვახერხე ნახვა.
-და შემთხვევით, რომ არ შევხვედროდით ქუჩაში კიდევ ვინ იცის რამდნეი ხანი ვერ გნახავდი.
-მართალი ხარ. აბა მითხარი როგორ მიდის საქმეები? პატარა ხომ არ გღლის?
-ძალიან მოძრავია. _მუცელზე ღიმილით გადაისვა ხელი. -მგონი მხოლოდ მაშინ ისვნებს როცა სძინავს.
-მამას გავს. _წარბები აწკიპა მათემ. სესილისაც გაეცინა ამაზე. -თუ გცალია შეგვიძლია ყავა დავლიოთ, აქვე ერთი ძალიან კარგი კაფეა.
-სიამოვნებით. _მხრები აიჩეჩა და ერთად გაუყვნენ ქუჩას.
-შენი საქმეები როგორაა? მომიყევი რამე შენზეც, თამარი როგორაა?
-ოო, მგონი გლობალური სიახლე გამოგეპარა ძვირფასო. მე და თამო ერთად ვართ.
-მართლა? რა კარგია._გახარებულმა შეძახა. -ბედნიერებას გისურვებთ.
-მადლობა. ზაფხულში ვგეგმავთ ქოწილს, რასაკვირველია, საპატიო სტუმრები შენ და შენი პატარა იქნებით. _კაფეში შეატარა სესილიდა თავადც უკან მიჰყვა.
-სიამოვნებით. მართლა ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი.
-მადლობა. _თბილად გაუღიმა სესილის და მიმტანს მიბრუნდა. -ორი ყავა და ორი შოკოლადის ნამცხვარი მოგვიტანეთ.
-ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ ასეთ ფორმაში. _მუცელზე ანიშნა მათემ.
-მადლობა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან მოვიმატე.
-სისულელე. შენს მდგომარეობაში ბუნებრივიცაა, ზედმეტი არაფერი.
-მიხარია მაგას რომ მეუბნები, იმიტომ რომ მეგი სულ მაწვალებს და გაბერილ გოჭს მეძახის. _უკმაყოფილოდ გადმოაბრუნა ტუჩები.
-რამდენი თვის ხარ?
-რვის. სულ რაღაც ერთ კვირაში უკვე მეცხრე თვეში ვიქნები.
-ნოე ეკლებზე ზის უკვე. ვერ წარმოიდგენ როგორ ელოდება ბავშვის დაბადებას.
-ხო, ეტყობა. ძალიან გაუხარდა ბავშვის შესახებ როცა გაიგო.
-კარგად მოიქეცი, რომ არ დაუმალე. ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მაინც გეუბნები. -ძალიან მნიშვნელოვნები ხართ ნოესთვის.
-ნოესთვის ბავშვია ძალიან მნიშვნელოვანი.
-ნუ ამბობ მაგას. შეიძლება ერთად აღარ ხართ, მაგრამ შენც იცი როგორ უყვარდი და უყვახარ ნოეს.
-არ ვიცი, მათე და საქმეც სწორედ მაგაშია. _მიმტანს მადლობა გადაუხადეს შეკვეთის მოტანისათვის.
-უკვე აღარ ვიცი რა არის მართალი და რა არა.
-ნოეში, მის გრძნობებში ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს.
-ადამიანი, რომელიც არც არაფერს ამბობს და არც არაფერს გამოხატავს საკმაოდ რთული წასაკითხია. მე ნათელმხილველი არ ვარ, მათე. ნოეს დაკვირვებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ აქამდეც ვცდებოდი.
-ნუ ფიქრობ მასე. იმიტომ რომ არ არის მართალი. ნოეს სიციცხლეს ურჩევნიხარ. და თუ რამეს აკეთებს ახლა ისიც იმიტომ, რომ არ უნდა შენ გატკინოს გული კიდევ უფრო მეტად. თქვენი დაშორების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ორივემ ბევრ რამეზე თქვით უარი, ბევრ რამეს ხაზი გადაუსვით.
-ყველაფრის მიუხედავად ის ხედავს ჩემს დამოკიდებულებას, მაგრამ მაინც არაფერი იცვლება.
-უნდა დაილაპარაკოთ.
-გგონია არ მიცდია? გგონია არ ვცადე ყველაფერში გარკვევა, ვთხოვე აეხსნა ჩემთვის ყველაფერი, მაგრამ არაფერს ამბობს. ყველაფერში ცუდს ხედავს, მისი აზრით არაფრის ახსნას არ აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, მინდა ეს მე თუ არა. ძალიან ბევრ რამეზე მინდოდა მასთან დალაპარაკება, მაგრამ თვითონ არ უნდა.
-იმიტომ, რომ ჰგონია რაც არ უნდა იყოს არ აპატიებ და ამით ისევ შენ გეტკინება გული.
-მათე, ვიცი, რომ შენ ყველაფერი იცი. ძალიან გთხოვ შენ მაინც ამიხსენი. არ მემსის როგორ შეუძლია ასეთი იყოს. არ მესმის როგორ შეიძლება ნოე ცუდ ადამიანად წარმოვიდგინო,მაშინ როცა ვხედავდი ყველას და ყველაფრის მიმართ მის დამოკიდებულებას.
-სესილი ეს ჩემი საქმე არ არის. ხომ ხვდები, რომ ეს ნოემ უნდა აგიხსნას.
-ხო, მაგრამ ის არაფრეს მეუბნება. რა მოხდა, მათე იმ ღამეს?
-სესილი...
-მათე, ძალიან გთხოვ. შეგიძლია სულ მოკლედ მომიყვე ყველაფერი, უბრალოდ წარმოდგენა მაინც მქონდეს. _მათეს აშკარად ეტყობოდა, რომ არ სურდა ზედმეტად ჩარეულიყო მათ საქმეში. თუმცა სესილისაც ესმოდა.
-ნოეს ეს არ მოეწონება.
-მათე, შენ თავად ამბობ, რომ უნდა ვიცოდე ყველაფერი.
-მოკლედ, ეს ყველაფრეი ნოესთვის ძალიან მძმიეა. ეგ ღამე, ალბათ იმ საშინელი ამბების დასასრული იყო, ან დასაწყისი. ეგ ჯერაც ვერ გამირკვევია. _მხრები აიჩეჩა. -შენც იცი ალბათ, რომ ნოე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში. იშვიათად ჩამოდიოდა აქ. ბოლოს დაახლოებით ორი წლის დაბრუნდა. მაშინაც მისი მორიგი ერთკვირიანი სტუმრობა გვეგონა. არაფერი უჩვეულო. მაშინაც ძალიან გაგვიხარდა მისი დაბრუნება. ოჯახისწევრები განსაკუთრებით გახარებულები იყვნენ. რამდენიმე დღე ბათუმში იყო, შემდეგ ბებიასთან და ბაბუასთან გადაწყვიტა წასვლა სოფელში. სერგიმ მარტო არ გაუშვა. ახალი წლის პერიოდი იყო, ერთი-ორი ჭიქა ჰქონდა დალეული, ამიტომ საჭესთან სერგი დაჯდა და ორივე ერთად წავიდნენ სოფელში. სერგიმ სწორედ მაშინ გაუმხილა მისი შვილის, ლაზარეს არსებოის შესახებ. მოკლედ ნოე გაოცებული იყო ამ ყველაფრით. ვერ წარმოედგინა, რომ მისი ძმა მამა იყო, მას კი ჯერ კიდევ არ ენახა ძმიშვილი. ბოლოს ისე მოხდა, რომ გზაში ავარია მოუვიდათ. ხიდიდან გადავარდნენ. ნოემ მანქნაიდან გადმოხტომა მოასწრო, სერგიმ ვერა. ვერ გადაარჩინეს. ნოეს პირდაპირ ხელებში ჩააკვდა. ვერ წარმოიდგენ რა მდგომარეობაში იყო ნოე. დღემდე საკუთარ თავს ადანაშაულებს სერგის სიკვდილში. არ უნდა ჩამოვსულიყავიო გაიძახის. ალბათ წარმოგიდგენია, ამ ამბავს მშობლები როგორ გადაიტანდნენ. პირად მე მეგონა რომ მარიამი მიწაში ჩაყვებოდა შვილს. ნოე დაკრძალვაზეც კი ვერ მივიდა. სასაფლაოზე მისვლას ვერ ბედავდა. სწორედ დაკრძალვიდან დავბრუნდით იმ დღეს. ნოეს ბაბუა ლამის ზედ გადაყვა შვილიშვილის სიკვდილს. მოკლედ მთელი ტრაგედია იყო სახლში. თქმით არავინ არაფერს ამბობდა, მაგრამ ყველა ზეწოლა ნოეზე მიდიოდა. სახლიდან გამოვარდა, მე ვერ გავაჩერე. არ ვიცი სად იყო მთელი ღამე. დილით როცა დამირეკა ძლოივს ლაპარაკობდა, სანაპიროზე ვიპოვე. თავი ჰქონდა გატეხილი. ვერ აღგიწერ სესილი როგორ ნანობდა ნოე ყველაფერს რაც იმ ღამეს მოხდა. მე არ ვცდილობ მის გამართლებას, ეს არ იფიქრო. უბრალდო მინდა იოცდე, რომ ნოეს ცხოვრებაში ეგ ერთი შეცდომა რაღაც გართობის ბრალი არ ყოფილა. მის ადგილას ბევრი საერთოდ გაიქცეოდა და ყველაფერს დაემალებოდა. არ იცი ერთდროულად რამდენ რამესთან უწევდა და უწევს შეჭიდება. ავადმყოფი მამა, რომელიც ძლივს გამოსტაცეს სიკვდილს ხელიდან, დღემდე განადგურებული მარიამი, მისი და მია, რომელსაც უამრავი პრობლემა შეექმნა, ბებია და ბაბუა, რომლებიც საშინლად შეხვდნენ ამ ამბებს, ქრისტინე, ძმიშვილები, შენ, კომპანია. არც ისე მარტივია ეს ყველაფერი. _მოკლედ დაასრულა მათემ. ახლაღა იგრძნო სესილიმ რამდენად
დაძაბული იყო თხრობის მომენტში. ხელებს სკამის სახელურებს გამეტებით უჭერდა. მხოლოდ მას შემდეგ მოეშვა სავარძელში, რაც მათემ თხრობა დაასრულა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სხეულზე მთელი ძალით შემოხვეოდა მარწუხები.
-მათე, მე წავალ. _ძლივს ამოილუღლუღა
-სესი, ცუდად ხომ არ ხარ?
-არა, კარგად ვარ. უბრალოდ სახლში წავალ.
-მე წაგიყვან, მანქანით ვარ.
-კარგი. _თავი დაუკრა მათეს და კაფედან ერთან გავიდნენ.
-არ მინდოდა ამენერვიულებინე.
-არა, კარგად მოიქეცი, რომ მითხარი. _მანქანაში ჩაჯდა და ქუჩაში მოძრავ სილუეტებს თვალი გააყოლა.
წამით შეეცედა ნოეს ადგილას დაეყენებინა თავი მათეს მონაყოლიდან. იცნობდა ნოეს და იცოდა რა მძიმედ გადაჰქონდა თითოეული პრობლემა. წარმოდგენაც კი არ სურდა იმისა თუ რა მძიმე იქნებოდა მისთვის ჯერ ძმის დაკრგვა და ამდენ პრობელმასთან გამკლავება შემდეგ კი მისი და ნოეს ურთიერთობა. ის დღე გაახსენდა, როცა ნოემ სიმართლე უთხრა. ახლაც თვალწინ ედგა მისი ჩამქრალი თვალები, მისი სახე, რომელზეც ყველა ემოცია მკვდარი იყო.
იგრძნო რამდენად რთული აღმოჩნდა ამ ყველაფრის წარმოდგენა.
-სესი, მოვედით. _მათეს ხმაზე შეკრთა. უსიამოვნო ტკივული იგრძნო მუცელში.
-მადლობა. _ოდნავ გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. ვერც კი გაიაზრა როდის ავიდა სახლამდე. არც მეგის კითხვებისთვის მიუქცევია ყურადღება. საძინებელში შევიდა და საწოლზე მიწვა. მუცელზე ხელებს რისტუმად ისვამდა, თითქოს პატარას დამშვიდებას და ტკივილის ჩაცხრომას ცდილობდა, თუმცა, როცა უკვე გაუსაძლისი გახდა ამის ატანა, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე.
-მეგი! _ხმამაღლა დაუძახა დეიდაშვილს.
-გისმენ სესი.
-მტკივა, მეგი. მუცელი მტკივა.
20 თავი
-მარიამმა საიდან გაიგო?
-თვითონაა დღეს საავდამყოფოში მორიგე ექიმი.
-ბედიც ასეთი უნდა.
-....
-რას ეტყვი, როცა მიხვალ?
-მათე, ძალიან გთხოვ სწრაფად იარე ან მე დამსვი საჭესთან. ახლა ყველაზე ნაკლებად იმაზე ვფიქრობ რას ვეტყვი მარიამს.
-კარგი, დამშვიდდი. მივედით თითქმის. _სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა მათემ.
ნერვიულად ათამაშებდა ფეხს და ერთი სული ჰქონდა, როდის გაჩერდებოდა მანქანა საავდამყოფოსთან. თავის გაკონტროლებას მაქსიმალურად ცდილობდა, თუმცა მაინც ვერ მალავდა მღელვარებას. გულში საშინელი ტკივილი იგრძნო, როცა მეგიმ დაურეკა და უთხრა, რომ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. შემდეგ კი დედამისის ზარმა ლამის ჭკუიდან შეშალა. სესილიც იმ საავადმყოფოში მიუყვანიათ სადაც მარიამი მუშაობს. რასაკვირველია ქალმა მაშინვე იცნო სესილი და მისი ამ მდგომარეობაში ხილვით გამოწვეული ეჭვებიც მაშინვე ნოეს გაუზიარა.
მართლაც ყველაზე ნაკლებად ამ წამს ვინმესთვის რაიმეს ახსნაზე ფიქრობდა. როგორც კი მანქანა გაჩერდა გიჟივით გადმოხტა და საავადმყოფოს შენობაში შეიჭრა. მათეც უკან მისდევდა. გრძნობდა, როგორ ეკვრებოდა სუნთქვა და მთელი ძალით ისუნთქავდა ჰაერს, რომ როგორმე სამშობიარო ბლოკამდე მიეღწია.
-ნოე... _ეგონა შორიდან ჩაესმა მეგის ხმა.
-როგორაა?
-არაფერი ვიცი. ნახევარი საათის წინ შეიყვანეს, არავინ არაფერს მეუბნება.
-ჯერ ხომ ძალიან ადრე. _ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი. -რა დაემართა?
-არ ვიცი. ჩვეულებრივად დაბრუნდა სახლში და საძინებელში შევიდა, ვიფიქრე ცოტას დაისვენებს-მეთქი, ცოტა ხანში დამიძახა და მითხრა, რომ მუცელი ტკიოდა. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ. ტკივილები, რომ გაუძლიერდა მივხვდი, რომ მშობიარობა ეწყებოდა. სასწრაფო მოვიდა და აქ მოვიყვანეთ.
-მე მოვიყვანე სესილი სახლში. _მხრები აიჩეჩა მათემ- მაგრამ არ შემინიშნავს, რომ რაიმე სტკიოდა.
-შენთან რა უნდოდა? _მათეს მიუბრუნდა.
-შემთხვევით შევხვდით დღეს, ცოტა ვისაუბრეთ, ყავა დავლიეთ და შემდეგ სახლში წამოყვანა მთხოვა. ვკითხე ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი, მაგრამ მიპასუხა არაო. რაიმე, რომ შემენიშნა მე თავად მივიყვანდი საავადმყოფოში.
-ექიმმა თქვა მძიმე ემოციური ან ფიზიკური დატვირთვით შეიძლება იყოს გამოწვეულიო.
-რა ფიზიკური დატვირვა მეგი, შენც იცი, რომ მთელი ეს თვეები მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევდით! _ნერვებმოშლილმა დაიღინა ნოემ.
-შესაძლოა ჩვენმა საუბარმა იმოქმედა მასზე. _ თქვა მათემ.
-რაზე ისაუბრეთ?!
-ბევრ რამეზე, მაგრამ ძირითადად შენზე, თქვენს ურთიერთობაზე...
-მათე...
-კი, ნოე, ყველაფერი ვუთხარი. მაპატიე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. _დამნაშავედ გრძნობდა მათე თავს.
-გესმის მაინც რას მეუბნები?! _ხმას აუწია ნოემ. -რამე, რომ მოუვიდეთ მერე რა გავაკეთო?! ახლა მაგის დრო იყო?!
-უკაცრავად, მაგარმ ძალიან გთხოვთ ხმას დაუწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვას დავუძახებ. _მკაცრი სახით უთხრა ექთანმა.
-ნოე დამშვიდდი, ექიმები ორივეს მიხედავენ და ყველაფერი კარგად იქნება. _მამაკაცის დამშვიდებას ცდილობდა მეგი.
-გავგიჟდები რამე, რომ მოუვიდეთ.
-ცუდზე ნუ ფიქრობ. შეეცადე თავი ხელში აიყვანო... _მეგის სიტყვა დასრულებულიც არ ჰქონდა სამშობიარო ბლოკის კარი, რომ გაიღო და მარიამი გამოვიდა. როგორც კი შვილი დაინახა, მაშინვე მისკენ დაიძრა.
-როგორ არიან?! _ შეშლილი სახით მიეჭრა დედას. პირველად ხედავად სერგის სიკვდილის შემდეგ ასეთ ნოეს ქალი.
-დამშვიდდი ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა...
-რას ნიშნავს ნორმალურად?
-მშობიარობის პროცესში სესილიმ გონება დაკარგა და იძულებული გავხდით საკეისრო კვეთა გაგვეკეთებინა. ბავშვის მდგომარეობას საფრთე არ ემუქრება, რადგან დროზე ადრე დაიბადა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ჯერჯერობით.
-სესილი? _მოუთმენლად ჰკითხა.
-ჯერ არ მოსულა გონს. კვლავ ნარკოზის ქვეშაა. მისი მდგომარებაც სტაბილურია, თუმცა ექიმები თვალყურს ადევნებენ. შეგიძლია მშვიდად იყო ნოე.
-სესილი მინდა ვნახო...
-ჯერ არ შეიძლება.
-კარგი. _უკვე დამშვიდებულმა დაუკრა თავი.
-ნოე, მგონი სალაპარაკო გვაქვს. _მაინც ვერ მოითმინა მარიამმა.
-ახლა არა დედა. _შეაწყვეტინა. - ბავშვის ნახვა მინდა.
-კარგი, წამოდი შორიდან შეძლებ მის დანახვას. _სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა დედას უკან. ნერვიულბისგან გულისცემა აჩქარებული ჰქონდა. ამ წამს ხომ პირველად უნდა ენახა თავისი სისხლი და ხორცი, პირველად უნდა შეხვედროდა თავის პატარას. იგრძნო, როგორ გაუოფლიანდა ხელის გულები, პირიც უშრებოდა. ხელები მაგრად დამუშტა და მარიამითან ერთად ერთ-ერთ ოთახთან შეჩერდა.
-აქ მოიყვანებენ? _განერვიულებულმა ჰკითხა დედას.
-არა, ამ ფანჯრიდან შეძლებ დაინახო. _შვილის დაბნეულობაზე ეღიმებოდა ქალს.
-რამდენი ბავშვია. _თვალებს იქეთ-აქეთ აცეცებდა. - რომელია?
-აი ეს. _პირდაპი ფანჯარასთან ყველაზე ახლოს მწოლიარე პატარაზე მიუთითა, რომელსაც მშვიდად ეძინა. იგრძნო, როგორ დაუარა მთელს ტანში ელექტროდენმა. სუნთქვაც კი შეეკრა და სახეზე თბილი ღიმილი გადაეფინა. ფანჯარას ხელით შეეხო და კიდევ უფრო მიუახლოვდა. ეგონა გული ამოუვარდებოდა. სულ პატარა იყო ჯერ, ერთი ციცქნა და ამოდენა სიხარულის მოტანა შენძლო მისთვის. გრძნობდა როგორ ექავებოდა ხელები, იმდენად უნდოდა ბავშვზე შეხება და მისი სურნელის შეგრძნება. რატომღაც ეგონა, რომ პატარასაც სწორედ სესილის სურნელი ექნებოდა. იგრძნო, როგორ გადმოკვეთა საზღვარი თვალიდან ობოლმა ცრემლმა და სახეზე ჩამოუგორდა. სწრაფად შეიმშრალა და ფართედ გაიღიმა.
-რა პატარაა. _დაიჩურჩულა.
-გაიზრდება. _ღიმილით უთხრა მარიამმა და შვილს მხარზე ხელი დაადო.
-გოგოა ხომ? _იმდენად ლამაზი ნაკვთები ჰქონდა ბავშვს, რომ წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი.
-კი, გოგოა.
-ჩემი პრინცესა.
-სახელი შერჩეული გაქვთ?
-არა, არ ვიცი. მე არაფერი შემირჩევია. სესილის თუ აქვს არ ვიცი. _ისე უპასუხა ბავშვისთვის თვალი არ მოუშორებია.
-როცა გონს მოვა, ერთად მოიფიქრებთ.
-დედა, ნახე ამთქნარებს. _ლამის ზედ მიეწება მინას ნოე, როცა მისი გოგონა გაინძრა და პატარა ხელებიც აამოძრავა. შვილის შემხედვარემ სიცილი ვერ შეიკავა ქალმა.
-დიდხანს აქ გაჩერება არ შეიძლება. გავიდეთ და მერე ისევ შემოხვალ.
-ცოტა ხანი ვიყოთ რა. _ბავშვივით გამოუვიდა თხოვნა.
-სესილი მალე მოვა გონს. მგონი კარგი იქნება, თუ შენც მის გვერდით იქნები.
-მართალი ხარ. _გაჭირვებით მოწყვიტა პატარას თვალი და მარიამთან ერთად უკან დაბრუნდა.
-ხომ იცი, რომ მამაშენზე თქმა აუცილებლად მომიწევს. ამას ვერ დავუმალავ.
-ვიცი. _თავი დაუკრა და მოსაცდელში მსხდომ მათეს და მეგის გვერდით მიუჯდა.
-ნახე ბავშვი? როგორაა? _მაშინვე ჰკითხა მეგიმ.
-ვნახე, კარგადაა. ექიმები აკვირდებიან, მოგვიანებით შეგვეძლება ყველამ ვნახოთ. _ღიმილით უპასუხა. -სესილი არ მოსულა გონს?
-ჯერ არა.
****
გაჭირვებით დააშორა თვალები ერთმანეთს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სატვირთომ ზედ გადაუარა. შემაწუხებელ სიმსუბუქეს გრძნობდა და დროდადრო მცირედი ტკივილიც ჩხვლეტდა. როგრც კი მხედველობა გაეწმინდა მაშინვე მიხვდა, რომ საავადმყოფოში იყო. წამში აუჩქარდა გულისცემა და მუცელზე ხელი დაიდო. კიდევ უფრო აანერვიულა ამან. შეეცადა წამომჯდარიყო, თუმცა როგორც კი თავს ძალა დაატანა, საშინელი ტკივილი იგრძნო მუცლის არეში და შეწუხებულმა ხმამაღლა წამოიკვნესა. არაფერი ახსოვდა, გარდა იმისა, რომ სამშობიაროში შემოიყვანეს ბოლოს. სიმწრის ოფლი ასხამდა მთელ ტანზე. ფეხზე წამოდგომა უნდოდა, თუმცა ვერაფერს ახერხებდა. კიდევ ერთხელ სცადა წამოჯდომა, როცა პალატაში ექთანიც შემოვიდა.
-ძალიან გთხოვთ, ნუ მოძრაობთ, საკეისრო კვეთა გაგიკეთეს და შესაძლოა ნაკერები გაგეხსნათ, თუ ფრთხილად არ იქნებით.
-ჩემი შვილი? _აკანკალებული ხმით ძლოვსგასაგონად დაიჩურჩულა.
-ნუ ღელავთ, თქვენი შვილი კარგადაა, ექიმები ყურადღებას არ აკლებენ. როგორც კი მომჯობინდებით ცოტათი, მაშინვე მიგიყვანთ მის სანახავად. გილოცავთ, ძალიან ლამაზი გოგონა შეგეძინათ. _ღიმილით ახარა ექთანმა და სესილიმაც იგრძნო, როგორ ჩაეღვარა მთელ სხეულში სითბო. მაშინვე მოეშვა საწოლში და დაძაბულობაც მოეხსნა. ერთი სული ჰქონდა თავისი პატარა ენახა.
-როდის ვნახავ? _ჩურჩულით იკითხა.
-ძალიან მალე. რამე ხომ არ გინდათ? _უარის ნიშნად თავი გააქანა. ექთანიც პალატიდან გავიდა და მარტო დატოვა. პატარა გოგონა შეეძინა, უკვე დედა გახდა. მთელი რვა თვე ისე უცებ გავიდა ვერც კი მიხვდა. ჯერ კიდევ უჭირდა რეალობის აღქმა და საკუთარი თავის დედის ამპლუაში წარმოდგენა. იმის გააზრებისას, რომ მალე თავად მოუვლიდა პატარას და მასზე ზრუნვას დაიწყებდა მთელს სხეულში სასიამოვნოდ გააჟრჟოლა. თანდათან უფრო და უფრო იპყრობდა მოუთმენლობა. კვდებოდა ისე უნდოდა პატარას ნახვა. ფიქრებიდან კარის ხმამ გამოაფხიზლა. კართან მდგომი ნოეს დანახვისას კიდევ ერთხელ შეუტოკდა გული. მაშინვე გაახსენდა მისი და მათეს საუბარი.
-როგორ ხარ? _მიუახლოვდა ნოე.
-კარგად. ბავშვი ნახე?
-კი. _ღიმილით დაუქნია თავი. -სულ ერთი ციცქნაა, ისეთი პატარაა ჯერ.
-მეც მინდა ვნახო.
-ექიმმა თქვა ხვალ ნახავსო.
-ნოე...
-ხო.
-დედაშენი ვნახე აქ მოსვლისას, ექიმი ის იყო...
-ვიცი. შენ მაგაზე არ ინერვიულო. დაისვენე და თავს მიხედე. _იმდენად დამაჯერებელი იყო ნოეს ხმა, მისი საუბარი, რომ თავისთავად მოქმედებდა ეს სესილიზე და მართლაც ყოველგვარ დაძაბულობას უხსნიდა.
-სახელი შერჩეული გაქვს? _ღიმილით ჰკითხა.
-არა, შენ?
-არც მე.
-მაშინ ერთად შევარჩიოთ.
-შენ რაც მოგწონს ის დაარქვი. _მხრები აიჩეჩა ნოემ.
-გამორჩეული სახელი არ მაქვს. ამიტომ მოვიფიქროთ. რაიმე იდეა გაქვს?
-არ ვიცი. კატო?
-კატო, კატერინა, ეკატერინე._რამდენჯერმე წარმოთქვა სახელი. -რატომ მაინცდამაინც ეს?
-ბუთხუზა ლოყები აქვს. ჩემს ერთ კლასელს ერქვა კატო, მასაც დიდი და ფუმფულა ლოყები ჰქონდა, რატომღაც ბავშვი, რომ დავინახე, პირველად ეს სახელი გამახსენდა. _გაიცინა.
-ანუ შენი კლასელის საპატივცემულოდ? _გაეცინა, თუმცა მაშინვე შეეჭმუხნა ტკივილისგან შუბლი.
-კარგად ხარ?
-ცოტათი ჭრილობა მტკივა.
-კარგი დაისვენე, გავალ მე.
-კატო დავარქვათ. _კართან მისულ ნოეს დააწია სიტყვა.
****
პირველი ვიზიტი პატარასთან მეტად ემოციური აღმოჩნდა სესილისთვის, ცრემლებს ვერ იკავებდა, ვერფერს უხერხებდა თავს. ხოლო, როცა უკვე პატარა პალატაში მიუყვანეს, მაშინ განსაკუთრებით მგრძნობიარე იყო. მთელი ძალით ისუნთქავდა პატარას სურნელს და ფრთხილად იხუტებდა გულზე.
ნოე ვერაფრით ეკარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სურვილი კლავდა ხელში ჯერ ვერ იჭერდა. ეშინოდა არაფერი ეტკინა შვილისთვის. მხოლოდ მწოლიარეს ეთამაშებოდა და ესაუბრებოდა. ლამის ყოველ დღე იპარსავდა წვერს, რომ უხეში კანით ბავშვისთვის არ ევნო.
-რა პატარაა. _ღიმილით ჩაილაპარაკა, როცა სესილის მკლავებში მოქცეულ შვილს უყურებდა.
-ჯერ სულ რამდენიმე დღისაა. _მოცუცქნულ ცხვირზე აკოცა შვილს. -არ გინდა, რომ აიყვანო ხელში?
-მინდა, მაგრამ ხომ იცი, რომ მეშინია.
-ხომ უნდა მიეჩვიო. _სცადა შეეგულიანებინა მამაკაცი.
-არა იყოს, მერე ვისწავლი დაჭერას. _ნერწყვი გადააგორა ყელში და წელში გაიმართა. სესილის ჩუმად ცაეცინა ნოეს შემხედვარეს.
-სახლში უკვე ყველაფერი მოვაწყეთ გუშინ მე, მეგიმ, მათემ და უჩამ.
-კარგია, მადლობა. _თბილად გაუღიმა ნოეს. რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებდნენ თვალმოუშორებელი. თუმცა, როგორც კი კატოს წამოტირების ხმა გაისმა, მაშინევ ორივე თავს დასტრიალებდა.
-არ იტირო მამიკო რა. ნახე დედაც აქაა. _თბილი ხმით ელაპარაკებოდა შვილს.
-შენი ხმა მოსწონს. _ჩაიცინა სესილიმ.
-მართლა? _გაუკვირდა.
-მგონი. ყოველთვის როცა ელაპარაკები, ჩუმდება. _ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სესილიმ შენიშნა ეს სიახლე და გახარებულმა ამცნო ნოესაც. რა გასაკვირი იყო, რომ კატოსაც მოსწონდა მამის საოცრად სასიამოვნო ბარიტონი.
-ნოე.
-გისმენ.
-იმ დღეს, მშობიარობა როცა დამეწყო, მათეს შევხვდი და ცოტა ვისაუბრეთ.
-ახლა არ გვინდა, სესილი, მაგაზე საუბარი. _სწრაფად შეაწყვეტინა ნოემ. სესილიც მაშინვე მიხვდა, რომ ნოესთვის უკვე ყველფერი ცნობილი იყო.
-ჩაეძინა მგონი, არ დავაწვინოთ?
-ხო, დავაწვინოთ. _დაეთანახმა სესილიც.
****
სახლში გაწერის შემდეგ, ნოე ძირითად დროს სესილისთან და კატოსთან ატარებდა. როგორც კი მათგან შორს დაიგულებდა თავს, მაშივე იპყრობდა მოუთმენლობის განცდა და გრძნობდა რა საშინლად ენატრებოდა ორივე. სესილის მონატრებით გამოწვეულ ემოციასაც ბავშვთან ურთიერთობისას ამჟღავნდებდა, თორემ სხვა შემთხვევაში შეიძლება გაგიჟებულიყო. ყოველ დღე ხედავდა საყვარელ ქალს და მასთან მიკარებაც კი არ შეეძლო. ცდილობდა ზედმეტი საუბრებისგან ყოველთვის შეეკავებინა თავი, მაგრამ სესილის დამოკიდებულების ცვლილებასაც ამჩნევდა. იცოდა ეს მისი მათესთან საუბრით იყო გამოწვეული, რაც არ მოსწონდა, მაგრამ სესილის თვალები, მისი მწვანე ირისები, სასიამოვნო სურნელი ახლა უკვე ასმაგად ურევდა გონებას. ყოველ ჯერზე სურვილი კლავდა იმდენად უნდოდა ქალის გულში ჩაკვრა. ცდილობდა მთელი კონცენტარცია კატოს მოვლაზე გადაეტანა, რომელიც საკმაოდ რთულად შეეგუა გარემოს ცვლილებას.
-მგონი ისე აღარ ჭირვეულობს არა? _უკვე ერთი კვირა იყო გასული კატოს სახლში მოყვანიდან.
-ხო, ძილ-ღვიძლის გრაფიკიც დაულაგდა. _ჩაიცინა სესილიმ და საფენებ გამოცვლილი პატარა ნოეს გადააწოდა, რომელიც უკვე პროფესიონალივით ახერხებდა შვილის დაჭერას.
-რა კარგი სუნები გაქვს მამიკო? _ ღრმად შეინუთქა შვილის სურნელი.
-სესილი, დაისვენე შენ. კატოს მე მივხედავ. _უკეთესად მოიქცია ბავშვი ხელებში.
-სამზარეულოში გავალ მე. _უარის ნშნად გააქნია თავი.
-მითხარი რა გინდა და მოგიტან.
-არა იყოს, მირჩევნია ცოტა გავიარო, თორემ სულ წოლით ძალიან დავიღალე.
-კარგი, როგორც გინდა. _თავი დაუკრა. ყურადღებით აკვირდებოდა ქალის მოძრაობას. ნელი ნაბიჯით წავიდა სამზარეულოსკენ. მაცივარი გამოაღო და წვენი გამოიღო. ჯერ კიდევ უჭირდა მკვეთრი მოძრაობების კეთება, ამიტომ ცდილობდა ზედმეტად არ დაეტვირთა თავი, შემდეგში გართულებების თავიდან ასაცილებლად. სამზარეულოს მაგიდას მიეყრდნო და ცოტა წვენი მოსვა.
ოდნავ გადაიწია გვერდით და მისაღებში მჯდომ ნოეს გახედა, რომელიც ბავშვს ეთამაშებოდა. საშინლად უნდოდა ნოესთან ყველაფერზე დალაპარაკება, თუმცა არ იცოდა, როგორ დაეწყო საუბარი. იმისაც ეშინოდა, რომ ნოე არ მოინდომებდა ამ თემაზე საუბრას. ახლა როცა მისთვის უკვე სრული სურათი იყო ცნობილი სხვა თვალით უყურებდა გარკვეულ თემებს. რასაკვირველია, დღემდე უჭირს ნოესთვის იმის პატიება, რომ დიდი ხნის განმავლობაში უმალავდა სიმართლეს, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ დღითიდღე კიდევ უფრო მეტად უჭირს ნოესთან კონტაქტი. თანაც ახლა, როცა უკვე საერთო შვილი ჰყავთ, უფრო ხშირად ხედავენ ერთმანეთს. თავადაც გრძნობს, რომ ნოეც არაა გულგრილი და მისი ეს სიმშვიდე მხოლოდ ოსტატური ტყულია, მაგრამ იცნობს მამაკაცს და იცის, რომ თავადაც ვერ პატიობს თავს დაშვებულ შეცდომას. რამდენიც არ უნდა იფიქროს ნოეს შეცდომაზე და მის დაგვიანებულ ნაბიჯზე, მაინც ერთ დასკვნამდე მიდის, რომ ამ კაცს ვერ გადაიყვარებს. პირიქით, გრძნობს, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მძაფრად უტევს ეს გრძნობა. ხვდება, რომ უკვე შეუძლია მისი პატიება.
-სესილი. _ნოეს ხმამ გამოაფხიზლა, დამფრთხალი შეხტა და შემთხვევით ჭიქა ხელდიან გაუვარდა.
-ჯანდაბა!
-შეეშვი ავიღებ, გამოდი, ხელი არ გაიჭრა. _მაშინვე მივარდა ნოე.
-მაპატიე, შემთხვევით მომივიდა. _გაჭირვებით დაიხარა ნამსხვრევების ასაღებად. იგრძნო, როგორ შეაწუხა ტკივილმა.
-სესილი, ფრთიხლად. _სწრაფად წამოაყენა ნოემ. -კარგად ხარ?
-ცოტათი მტკივა. _მუცელზე ხელი დაიდო.
-წამოდი, დაწექი. _ისე აიტაცა სესილი ხელში არც არაფერი უკითხავს. ორივეს ერთიანად დაუარათ ჟრუანტელმა. ფრთხილად დააწვინა დივანზე.
-მგონი აჯობებს თუ ექიმს დავურეკავთ. _აშკარად ეტყობოდა ნეოს ანერვიულება.
-არა, არაფერია, მალე გამივლის. _სწრაფად დაამშვიდა. -კატოს სძინავს?
-ხო, ჩაეძინა. _ღიმილით დახედა შვილს.
-აჯობებს არ გავაღვიძოთ. _ჩაეცინა სესილის.
-ოჰო, ჩვენი მშობლებიც აქ ყოფილან. _მხიარული ხმით შემოვიდა მეგი სახლში.
-ჩუმად! _ერთხამდ უთხრეს ნოემ და სესილიმ.
-მაპატიეთ. _მაშინვე დაუწია მეგიმ ხმას. -როგორაა ჩემი ანგელოზი?
-ძლივს დაიძინა. მთელი დღეა დაჭყეტილი აქვს თვალები. _ღიმილით უთხრა სესილიმ.
-მე წავალ. _ფეხზე წამოდგა ნოეც.
-ასე მალე? _თავისდაუნებურად წამოსცდა, რის გამოც ლოყები აუწითლდა.
-ხო, ხვალ მოვალ._ნოემაც შენიშნა სესილის სახის ცვლილება და გულში კიმაყოფილს ჩაეღიმა -თავს მიხედე კარგი? _გაჭირვებით მოშორდა სესილის და კატოს და სახლიდან გავიდა.
-წავიდა რომეო. _ხუმრობით აუჩეჩა თმები დეიდაშვილს მეგიმ.
-რა გავაკეთო მეგი? მინდა დაველაპარაკო.
-რაზე?
-ჩვენზე.
-მოიცა, შერიგება გადაწყვიტე?
-უბრალოდ... ხომ იცი.... კი. _ღრმად ჩაისუნთქა.
-მაგარია! _ცერა თითები მოწონების ნიშნად სიცილით ასწია.
-ხო მაგრამ არ ვიცი, როგორ დავიწყო ამსთან ამ თემაზე საუბარი, ან როდის...
-რა როდის გოგო?! ოცდაოთხი საათი ერთად ხართ ლამის. დავიჯერო დროს ვერ შეარჩევ?
-არ ვიცი, არ არის ასე მარტივი. _წარბშეკრული უყურებდა საკუთარ ხელებს.
****
საკმაოდ სწრაფად გავიდა პირველი ორი თვე. სესილიც თავს უკვე კარგად გრძნობდა და დამოუკიდებლადაც შეეძლო კატოსთვის თვალყურის დევნება, თუმცა მეგი და ნოე მაინც განსაკუთრებული მონდომებით ეხმარებოდნენ.
მამაკაცი განსაკუთრებით ზრუნავდა შვილზე. დაუღალავად შეეძლო მასთან ყოფნა, ბავშვთან თამაში და მისი გართობა. კატოც, როგორც კი მამის ხმას გაიგონებდა მაშინვე გაყუჩდებოდა და თვალებს ინტერესით აცეცებდა.
სესილიმ რამდენჯერმე სცადა ნოესთან საუბრის დაწყება, თუმცა ბოლომდე გამბედაობა არ ჰყოფნიდა. ნოეს რეაქციის ეშინოდა, ეშინოდა ამდენი ხნის შემდეგ მამაკაცს არ ეკრა მისთვის ხელი.
-სესილი, ტირის _აფორიაქებული გამოვიდა ნოე ოთახიდან პატრა კატოსთან ერთად, რომელიც გაუჩერებლად ტიროდა.
-მოდი დედიკო ჩემთან _სწრაფად მივიდა შვილთან და ხელში აიყვანა -რაო დედა, რატო ტირი? _გაბერილი ლოყები დაუკოცნა პატარას და ხელში გაარწია. კატოც მალევე მიყუჩდა და დედის მკლავებში ჩაიმალა.
-გაჩუმდა _ჩაიცინა ნოემ და ნერვიულად მოიქექა თავი. -შენთან უნდოდა.
-როგორც ჩანს _მხრები აიჩეჩა სესილიმ და პატარასთან ერთად იქეთ-აქეთ სიარულს მოჰყვა.
-ხომ არ ცივა?
-არა, სახლში ნორმალური ტემპერატურაა.
-როგორც ჩანს ჩემთან აღარ მოსწონს _ნერვიულად შეჭმუხნა შუბლი. -ძალიან ხომ არ ვაწვალებ? _სერიოზულად შეშფოთებული იყო ნოე.
-ნუ სულელობ. _სიცილი ვერ შეიკავა სესილიმ.
-აბა რატო ტირის?
-მგონი შია _პატარას ბუთხუზა ლოყაზე აკოცა -დაიჭერ?
-ისევ რომ იტიროს?
-შეეცადე გაართო._ ბავშვი ნოეს გადააწოდა და სამზარეულოში შევიდა.
-აღარ იტირო კარგი მამა? _ღიმილით შეაქანა პატარა ხელებში და ორივე ლოყა დაუკოცნა -რა ტკბილი ხარ მამიკო... _კატო მჭიდროდ მიიკრო გულზე და სავარძელში ჩამოჯდა.
-მეგი დღეს არ მოვა?
-არა, უჩასთან ერთად წავიდა წყნეთში. _სამზარეულოდან გასძახა და თავისი საქმე განაგრძო. სწრაფად მოუმზადა კატოს საჭმელი და მამა-შვილთან დაბრუნდა. რამდენიმე კოვზის შემდეგ კატომ ჭირვეულობა დაიწყო და სესილის არაფერს აცდიდა. ნოეც პატარას გართობას ცდილობდა და ხელებს შეძლებისდაგავრად უჭერდა, რომ თეფშში არჩაეკრა, სესილი კი სწრაფად აჭმევდა შვილს ფაფას.საბოლოო ჯამში სამივენი გვარიანად მოთუპნულები დარჩნენ. ამით კი მხოლოდ კატო იყო კმაყოფილი, რომელიც უდანაშაულო გამომეტყველებით უცინოდა მშობლებს.
-ნახე, როგორ იცინის, თითქოს არაფერი გაუკეთებია. _თმებიდან ფაფის ნარჩენებს იშორებდა სესილი.
-რა ქენი მამა? დასვარე დედიკო? _სიცილით შეაქანა შვილი ნოემ, რამაც პატარას კუჭში დაგროვილი ფაფის უკან დაბრუნება გამოიწვია და ნოეს პერანგზე გადაეღვარა.
-ყოჩაღ დედიკო. _ნიშნისმოგებით გაუცინა ნოეს და შვილი გამოართვა.
-ახლა რა ვქნა? _პერანგზე დაიხედა ნოემ.
-თუ გინდა შემიძლია გავრეცხო. _გაუბედავად შესთავაზა სესილიმ.
-არა იყოს, წავალ...
-მოიცა, არ წხვიდე. _სწრაფად შეაჩერა სესილიმ. ნოემ კმაყოფილი ღიმილი ვერ დამალა.
-მეც სულ დასვრილი ვარ. სწრაფად გადავივლებ წყალს, შენ მანამდე კატოს მიხედე, თან პერანგსაც გაგირეცხავ და საშრობში გავაშრობ. _სწრაფად მიაყარა, როგორც კი ნოეს სახეზე არსებული კმაყოფილება შენიშნა. თავიდან ბოლომდე აათვალიერა მართლაც მოთხუპვნილი სესილი და კატოს გამოსართმევად გაიწია.
-პერანგი მომაწოდე. _დასვრილ ზედაზე ანიშნა ქალმა. ნოემაც გაიხადა მაისური და მიაწოდა. სწრაფად მოაშორა თვალი მამაკაცის ნავარჯიშებ სხეულს და აბაზანისკენ წავიდა. გრძნობდა, როგორ უხურდა ლოყები. მამაკაცის პერანგი მთელი ძალით ჩაებღუჯა ხელებში და აბაზანის კარს მიყრდნობილი ღიმილიანი სახით აცეცბდა თვალებს. აზრზე მოსასვლელად თავი გააქანა. მაქსიმალურად სწრაფად გადაივლო წყალი და ტანზე გამოიცვალა. ღამის პერანგზე გრძელი ხალათი მოიცვა, მჭიდროდ შემოიჭირა ტანზე და მისაღებში დაბრუნდა.
-მოვედი. _გასულს ნოე დივანზე მწოლიარე დხვდა, კატოც ზედ ეწვა და ორივეს მშვიდად ეძინათ. ფეხაკრეფით მიუახლოვდა მამა-შვილს. კატო ფღტხილად აიყვანა ხელში და საძინებელში თავის საწოლში დააწვინა, შემდეგ კი ნოესთან დაბრუნდა და პლედი გადააფარა. შუქი ჩააქრო და თავადაც დასაძინებლად წავიდა.
დილით უცნაურმა ხმებმა გააღვიძა, თვალი, რომ გაახილა წელს ზემოთ შიშველი ნოე მოხვდა პირველად თვალში, რომელიც მძინარე კატოს კოცნიდა. თვალები მოიფშვნიტა და ბალიშიდან თავი წამოწია.
-ვიღაცამ მითხრა პერანგს გაგირეცხავო. _ჩუმად უთხრა ნოემ და ჩაიცინა.
-გავრეცხე და გავაშრე კიდეც, უბრალოდ შენ გეძინა. _სწრაფად წამოხტა საწოლიდან და კომოდის უჯრიდან მამაკაცის პერნაგი აიღო. -აი._ მაისური გაუწოდა და არეული ღამის პერანგი სწრაფად შეისწორა, როცა მამაკაცის მზერა იგრძნო.
-წავალ მე. _მაისური სწრაფად ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. სესილიც უკან მიჰყვა.
-ყავას შემოგთავაზებ. _გაუბედავად ჰკითხა.
-არა იყოს, ბინაში ავალ და იქ დავლევ.
-მოიცა, გუშინ აქ რჩებოდი? _თვალები გაუფართოვდა სესილის.
-ხო.
-რატომ არ მითხარი?
-რატომ არ გამაღვიძე? _ოდნავი ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-ნახვამდის, ნოე! _გაბრაზებულმა უთხრა და წინ ჩაუარა, როცა ნოემ მკლავში ჩაავლო ხელი და უკან დააბრუნა. ვერც კი გაიაზრა როდის აღმოჩნდა კედელზე აკრული. იგრძნო, როგორ აუჩქარდა გულისცემა და როგორ გაუხშირდა სუნთქვა. ანთებული თვალებით უყურებდა ნოე ქალს. თითქოს მასში რამდენიმე პიროვნება ებრძოდა ამ წამს ერთმანეთს. მძიმედ გადააგორა ნერწყვი და გაჭირვებით მოშორდა სესილის. სახლიდან ისე გავიდა უკან არ მოუხედავს. სესილი კი კვლავ ერთ ადგილას გაშეშებული იდგა.
****
-შენთვის არაფერი უთქვამს?
-რა უნდა ეთქვა, მეგი?
-მაგალითად ის, რომ რამდენიმე დღით ბათუმში აპირებდა წასვლას.
-ვინ ვარ მე, რომ ანგარიში ჩამაბაროს სად მიდის და სად მოდის?
-მისი შვილის დედა! _მტკიცედ თქვა მეგიმ. -როდის წავიდა?
-არ ვიცი. რადგან გუშინ კატოს სანახავად არ მოვიდა, ალბათ, გუშინ წავიდა.
-გამაგიჟებთ თქვენ მე! _ფეხზე წამოდგა მეგი და სამზარეულოში შევიდა. სესილი კი ერთ წერტილს მისჩერებოდა. ცდილობდა გონებაში გავლილი აფსურდული აზრი დაეიგნორებინა, თუმცა ვერაფერს უხერხებდა თავს.
-მეგიი...
-ხო.
-შეგიძლია კატოს მიხედო?
-როგორ არ შემიძლია. პირველად ხო არ ვუვლი კატოს?
-არა, ეგ არ მიგულისხმია. ორი დღით შეგიძლია დაიტოვო?
-სადმე აპირებ წასვლას?
-არ ვიცი რამდნეად სწორია ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ მინდა, რომ ვცადო.
-რა უნდა სცადო?
-ბათუმში წავალ და ნოეს დაველაპარაკები. ვფიქრობ, რომ კარგი აზრია. თუ კვალვ არაფერი გამოვა, მაშინ აღარც მე შევეცდები არაფერს.
-აი ასეთი სესილი მომწონს მე! _ღიმილით შეაქო დეიდაშვილი მეგიმ.
დილით უკვე მატარებელში იჯდა და ბათუმისკენ მიდიოდა. ხელები უკანკალებდა ნერვიულობისგან. თავადაც არ იყო დარწმუნებული იმაში რამდენად სწორი იყო იქ დაბრუნება სადაც ეს ყველაფერი დაიწყო.
საღამოს უკვე ბათუმში იყო. გაონიოს სანაპიროსკენ აიღო გეზი. ერთ-ერთ კაფეში შევიდა და კუთხეში მაგიდასთან ჩამოჯდა. ნერვიულად აკაკუნებდა მაგიდაზე თითებს. ბოლოს ტელეფონი მოიმარჯვა და ნოე ნომერი აკრიფა.
-გისმენ, სესილი. _მალევე გაისმა მამაკაცის ხმაც.
-გცალია?
-კი, მოხდა რამე? კატოს ხომ არაფერი სჭირს?
-არა, ყველაფერი კარგადაა. მე მაქვს სალაპარაკო.
-გისმენ.
-ტელეფონით არა. მინდა, რომ გნახო.
-სესილი, ახლა ბათუმში ვარ.
-ვიცი. მეც ბათუმში ვარ.
-სად ხარ?
-ამ წუთას გონიოში. შეგიძლია მოხვიდე? _წამით დუმილი ჩამოვარდა.
-ზუსტად მითხარი სად ხარ. _სწრაფად უკარნანახა კაფეს სახელი და ტელეფონი გათიშა.
სულ რაღაც ნახევარ საათში ნოე უკვე მის წინ იდგა.
-კატო სადაა?
-მეგისთან დავტოვე. აქ ვერ წამოვიყვანდი.
-მოხდა რამე, რატომ ჩამოდი?
-არ ვიცოდი როდის დაბრუნდებოდი, მე კი შენთან დალაპარაკება მინდოდა.
-რასთან დაკავშირებით?
-ჩვენთან.
-სესილი, მგონი აჯობებს თუ ამ თემას აღარ...
-ნოე, იცოდე, რომ ამ თემაზე უკანასკნელად გესაუბრები, რადგან თუ შენც არ გინდა არც მე დაგაძალებ არაფერს.
-გისმენ.
-აქ არა. _ფეხზე წამოდგა სესილი და კაფედან გავიდა. ნოეც უკან მიჰყვა.
-სესილი, არ მინდა რომ ამ თემის განხილვამ კიდევ უფრო გაართულოს ჩვენი ურთიერთობა. _ნოეს სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გააღო მანქანის კარი და წინა სავარძელზე დაჯდა. მაშინვე მოხვდა თვალში სარკეზე ჩამოკიდებული პატარა ფაჩუჩუ და თავისი ყელსაბამი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ნოეს ბინაში დატოვა. საოცარი სითბო ჩაეღვარა გულში. მამაკაციც საჭეს მიუჯდა და ძრავა აამუშავა. არც ერთი იღებდა ხმას. ნოემაც სიჩქარეს მოუმატა, როცა სესილიმ მანქანის გაჩერება სთხოვა. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა ქალმა კვლავ გაუმეორა.
-გააჩერე მანქანა.
-რისთვის? _მარტივად მიხვდა რას აპირებდა სესილი. სანაპიროც ადვილად იცნო. სწორედ იმ ადგილას იყვნენ ამ წამს, სადაც ბოლოს იმ ღამეს.
-ნოე! _მკვეთრად დაამუხრუჭა ნოემ. სესილიმ სარკეზე ჩამოკიდებული ყელსაბამი ჩამოხსნა, მაშინვე გადავიდა მანქანიდან და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა ზღვისკენ.
-სესილი! _უკან მიჰყვა ნოეც. -სესილი გაჩერდი! _ნოეს ყვირილის მიუხედავად, სულაც არ აპირებდა გაჩერებას.
-აქ დაიწყო არა ყველაფერი?! _მოულოდნელად შედგა და ნოეს მიუბრუნდა. -ეს ადგილია, გახსოვს?! _ზღვის ტალღების ხმაურის გამო თავადაც ხმამაღლა საუბრობდა.
-გეყოფა სესილი.
-აქ დაიწყო ყველაფერი და მოდი აქვე დავსრულოთ!_ყელსაბამი ზღვაში მოისრილა.
-სესილი...
-არა ნოე, არაფრის ახსნა არ მინდა. ვიცი რომ შეცდომა იყო, რომელსაც უკვე ვერ გამოვასწორებთ, წარსულში ვერ დავბრუნდებით და ვერ შევცვლით იმ ღამეს. დროა უკვე დღევანდელი დღით ვიცხოვროთ. მე არ მინდა გამუდმებით უკან ყურება. მე შენთან ყოფნა მინდა. ყველაფრის მიუხედავად! _სწრაფად მიუახლოვდა მამაკაცს, მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დაეწაფა. იგრძნო, როგორ დაუარა მთელ ტანში ცხელმა ტალღამ. წამში მოიცვა მთელი სხეული. ვერც ნოე უწევდა უკვე საკუთარ თავს კონტროლს, ძლივს შეკოწიწებული მოთმინება წამში ექცა ნამსხვრევებად. მაგრად მოხვია ხელები საყვარელ ქალს წელზე და თავადაც მთელი გრძნობით დაეწაფა ტუჩებზე. ჰაერი აღარ ჰყოფნიდათ, თუმცა ერთმანეთს მაინც ვერ შორდებოდნენ. ძლივს მოახერხა საბოლოოდ სესილის ტუჩებს მოშორებოდა. ქალის სახე ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა შუბლზე.
-მე ვერაფერს გეტყვი, სესილი, თავს ვერ გავიმართლებ შენთან...
-უბრალდო მითხარი, რომ გიყვარვარ.
-საკუთარ თავზე მეტად!
21 თავი
ვერაფრით ახერხებდა საყვარელ ქალზე მოშორებას. მთელი გრძნობით უკოცნიდა ტუჩებს. არაფრით ეთმობიდა სესილი. ძლივს მოახერხა საბოლოოდ მოშორებოდა. თვალებში ბედნიერების ჭინკები უთამაშებდა. ყველაზე დიდ სიამოვნებას კი ის ანიჭებდა, რომ სესილის თვალებშიც ამ ბედნიერებას ხედავდა.
-აღარ მინდა შენგან შორს ყოფნა, ნოე. _ტალღების, ხმაურის მიუხედავად, ადვილად გააჩნია სესილის ჩუმად ნათქვამი სიტყვები.-ვიცი, რომ შენ საკუთარ თავს ვერ პატიეობ იმ ყველაფერს, მაგრამ მე ხომ გაპატიე, მე ხომ შევძელი. ახლა მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს.
-მეც მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს.
-ნოე, მე გაპატიე.
-ვიცი, სესილი, ვიცი. ვერ წარმოიდგენ ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს.
-ეს შეცდომა იყო, დროს უკან ვერ დავაბრუნდებთ. მთავარია ახლა რას ვაკეთებთ ამ შეცდომის გამოსასწორებლად.
-საქმეც მაგაშია, რომ მე არაფერი გამიკეთებია გამოსასწორებლად.
-იმაზე მეტი გააკეთე ვიდე შეგეძლო.
-სესილი...
-ნოე, ძალიან გთხოვ. აქ დამთავრდეს ეს ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში არც ჩვენს საუბარს აქვს აზრი, თუ ისევ ისეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩემთან.
-იცი, რასაც ნიშნავს ეს ჩემთვის.
-შენ კი იცი რას ნიშნავს ეს ჩემთვის. მე და კატოს გვჭირდები. _მაგრად მოხვია ნოეს ხელები და ჩაეხუტა.
-მგონი აჯობებს თუ აქედან წავალთ.
-კარგი.
-თბილისში როდის ბრუნდები?
-დღეს საღამოს უკვე თავისუფალი ვიქნები, ხვალ კი შევძლებ წამოსვლას.
-კატოს უკვე ენატრები. _შვილის ხსენებაზე სახეზე თბილი ღიმილი გადაეკრა.
-მეც მომენატრა ჩემი ციცქნა. _ღიმილით ჩაილაპარაკა.
-მაშინ, დაგელოდები და ერთად წავიდეთ. _თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. სანაპიროდან ერთად გავიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ.
-სასტუმროში რჩები?
-არა.
-აბა სად?
-არსად, დარჩენას არ ვაპირებდი. აქ მხოლოდ შენთან სალაპარაკოდ ჩამოვედი, საღამოს კი უკან დაბრუნებას ვგეგმავდი.
-და რომ ვერ გენახე?
-რამეს მოვიფიქრებდი. _ჩაიცინა.
-ძალიან კარგი. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ნოემ.
-რა, ძალიან კარგი?
-ჩემთან წაგიყვან.
-სად შენთან?
-ჩემს სახლში. სანამ საქმეებს მოვრჩები იქ იქნები, შემდეგ კი ერთად წავალთ თბილისში.
-კარგი. _სახლში მისვლამდე ხმა არცერთს არ ამოუღია. ჭიშკარში შესვლისთანავე შენიშნა ეზოს ბოლოში მდგომი დიდი, ორსართულიანი სახლი. ეზოც არაჩვეულებრივად იყო მოწყობილი დეკორატიული ხეებით.
-ლამაზი სახლია.
-ბავშვობის ნახევარი ამ სახლში მაქვს გატარებული. _ღიმილით უთხრა ნოემ და მანქნაიდან გადავიდნენ.
-და ისა.... ამ სახლში მარტო უნდა ვიყო შენს მოსვლამდე? _მძიმედ გადააგორა ნერწყვი. საშინლად არ უყვარს სახლში მარტო ყოფნა, სხვის სახლში კი მითუმეტეს.
-გეშინია? _ალმაცერად გადახედა ნოემ.
-არა. _სწრაფად უარყო.
-სესილი.
-მართლა არ მეშინია. _სწრაფად გააქნია თავი მეტი დამაჯერებლობისთვის.
-მაშინ შევიდეთ. _ თავით ანიშნა სესილის წინ წასულიყო. სახლის კარი შეაღო და ქალი შეატარა.
-რამხელა სახლია. _თვალი მოავლო საკმაოდ დიდ სივრცეს.
-არ გიყვარს დიდი სახლები?
-არა, მეშინია.
-აბა არ მეშინიაო. _თვალებდაწვრილებულმა შეხედა ფაქტზე გამოჭერილ ქალს.
-შევეცდები ეს რამდენიმე საათი გავუძლო. _გაიცინა. სესილის სიცილიც კი საამურად ეჩვენებოდა. იდგა და მონუსხულივით უყურებდა საყვარელ ქალს.
-ნუ მიყურებ ასე. _სიცილით უთხრა.
-როგორ ასე?
-იცი, შენ როგორც.
-სხვანაირად არ შემიძლია. _ტუჩის კუთხე ჩატეხა ღიმილის ნიშნად.
-რომ იცოდე როგორ მოქმედებს ეგ ღიმილი ჩემზე. _ჩაეცინა.
-როგორ? _ცალი წარბი ასწია და კვლავ ანალოგიურად გაიღიმა. თან სესილის რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. შენიშნა, როგორ აეფარკლა ლოყები ქალს მის სიახლოვეს, რაზეც სასიამოვნოდ ჩაეღიმა.
-გეყოფა, ნოე. _მიუხვდა მამაკაცს ეშმაკობას და თავის დაძვრენას შეეცადა. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ლამის კიბეზე დაგორდა, რომ არა ნოე. სწრაფად ჩაავლო სესილის მკლავში ხელი და თავისკენ მიიზიდა.
-ფრთხილად, მანდ კიბეა. _ეშმაკურად ჩაიცინა.
-ადრე, რომ გეთქვა უკეთესი იქნებოდა.
-ახლა ხომ გითხარი. _მხრები აიჩეჩა.
-უმჯობესი იქნება ის მითხრა რა სად არის, თორემ კისერს მოვიტეხ.
-საჭირო არ არის. _ ჩუმად დაიჩურჩულა და ქალის წელზე გაჩერებული ხელები ოდავ ქვემოთ ჩააცურა. სწრაფად შემოისვა ქალი მუცელზე და კედელს ააკრო.
-რომ იცოდე, როგორ მომენატრე. _ჩახშული ხმით დაიჩურჩულა სესილის ბაგეზე და ნეტარად დააკვდა.
ნოეს მკერდზე მოკალათებული იწვა და თითებით სხვადასხვა კუბიკებს ხატავდა მუცელზე. გრძნობდა მამაკაცის თითებს მის ხერხემალზე და სასიამოვნოდ აჟრჟოლებდა.
-კანი გეხორკლება. _ღიმილით ჩაილაპარაკა.
-შენს შეხებაზე სულ ასე ვარ. _ჩაიცინა, მამაკაცს მკერდზე აკოცა და თბილად გაუღიმა.
-ჩემს შეხებაზე ხელებში მადნები. _სიცილით ჩაილაპარაკა და ქალს ზემოდან მოექცა.
-ზედმეტი წარმოდგენა ხომ არ გვაქვს თავზეო?
-რატო ზედმეტი? ცოტა ხნის წინ რა იყო აბა? _ეშმაკურად აათამაშა წარბები და შენიშნა, როგორ წამოწითლდა სესილი სახეზე.
-რომ იცოდე, როგორ მიყვარს ეგ აწითლებული ლოყები. _სიცილით აკოცა ორივე ლოყაზე.
-მგონი შენ გეჩქარებოდა! _მამაკაცი მოიშორა და საწოლზე წამოჯდა.
-შეხვედრა საღამოსაა.
-შეგიძლია უკვე დაიწყო წასასვლელად მზადება. _ცხვირი აიბზუა და საწოლიდან წამოდგა. სწრაფად დასტანაცა მამაკცის პერანგს ხელი და მოიცვა.
-ხომ არ გიჭერს? _ძლივსშეკავებული სცილით ჰკითხა და პერანგზე ანიშნა.
-ჰა ჰა. _თეატრალურად გაეკრიჭა სესილი და აბაზანაში შევიდა.
*****
მეორე დღეს შუადღისთვის უკვე თბილისში იყვნენ. ორივეს ერთი სული ჰქონდა, შვილს როდის ნახავდნენ. სიცილით აიარეს სადაბაზოს კიბე. სწრაფად შეაღო სესილიმ სახლის კარი.
-მეგი, სად ხარ? ჩამოვედით. _მეგიც მაშინვე გამოჩნდა. სახეზე აშკარად მღელვარება ეწერა.
-როგორ ხარ მეგი? _ღიმილით მიესალამა ნოე.
-კარგად.
-სადაა ჩემი ციცქნა? _გაბადრული სახით წავიდა სესილი მისაღებისკენ.
-სესი, მოიცა რაღაც უნდა გითხრა... _სწრაფად გაყვა მეგი დეიდაშვილს უკან, თუმცა უკვე გვიანი აღმოჩნდა. სესილი ერთ ადგილას გაშეშებული იდგა და დივანზე მსხდომ მარიამსა და ლევანს უყურებდა, რომლებიც ბავშვს ეთამაშებოდნენ.
-მამა? _ნოემაც ვერ დაფარა გაკვირვება. -რას აკეთებთ აქ?
-შვილიშვილის სანახვად მოვედით. _მშვიდად უპასუხა ლევანმა. სესილიმ მძიმედ გადააგორა ნერწყვი. ეგონა სადაცაა გონებას დაკარგავდა. როგორც კი ნოეს ხელის შეხება იგრძნო, ცოტათი დამშვიდდა. შეშინებული თვალებით შეხედა მამაკაცს, რომელმაც გამამხნევებლად გაუღიმა.
-ჩვენ კი, მგონი ერთმანეთს არ ვიცნობთ. _კატო მარიამს გადაწოდა ლევანმა და ფეხზე წამოდგა.
-სესილი, გაიცანი მამაჩემი ლევან სიხარულიძე. მამა, ჩემი მეუღლე, სესილი გიორგობიანი.
-სასიამოვნოა. _თბილად გაუღიმა კაცმა.
-ჩემთვისაც. _დაბნეულმა ჩამოართვა ხელი. -ჩვენი კატო აშკარად დედას ჰგავს. მხოლოდ თვალები აქვს ნოესი. _გაიღიმა კაცმა და კვლავ ბავშვს მიუბრუნდა.
-სესილი. _მარიამის ხმის გაგონებაზე დამფრთხალი შეხტა. -როგორ ხარ? საავადმყოფოს შემდეგ არ მინახავხარ.
-გმადლობთ, კარგად.
-თავს ხომ კარგად გრძნობ?
-კი, კი. _სწრაფად დაუქნია თავი და შვებით ამოისუნთქა.
-მოდი, დაჯექი, კატო ძლივს გავაჩერეთ, აშკარად შენთან უნდოდა. _ღიმილით გადახედა ქალმა პატარა გოგონას.
-მოდი მამა, ჩემთან. _მაშინვე ხელში აიყვანა ნოემ შვილი და ორივე ლოყა დაუკოცნა. -სესი, მგონი ეძინება. შეიყვან ოთახში? _ჯერ კიდევ გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფ ქალს მიმართა.
-კი, მოდი საყვრელო ჩემთან. _პატარა ხელში აიყავანა და ოთახში შევიდა. მეგიც მას გაჰყვა.
-დედა, რა საქციელია ეს?
-დედაშენი არაფერ შუაშია. მე ვთხოვე მოვსულიყავით. შენი შვილის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გავიგე როცა დაიბადა. რა გასაკვირია, რომ მისი ნახვა მინდოდა?_მშვიდად საუბრიბდა ლევანა.
-გასაკვირი არაფერია, უბრალო როცა დრო მოვიდოდა, მე თავად მოვიყვანდი ჩემს შვილს თქვენთან შესახვედრად. ბოლო პერიოდი სახარბიელო ურთიერთობა არ გვქონია მე და სესილის, შესაბამისად სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტად მეჩვენებოდა.
-ეგ მხოლოდ შენი და სესილის საქმეა. ჩვენ მხოლოდ პატარას ნახვა გვინდოდა, ნოე. _ფეხზე წამოდგა ლევანი. -ტრადიციად იქცა უკვე ჩვენს სახლში, რომ შვილიშვილების შესახებ დაგვიანებით ვიგებ ყველაფერს. _ლევანის ამ სიტყვებზე ჩაეცინა. - და ისეთი შეგრძნება მრჩება თითქოს რამე დავაშავეთ აქ მოსვლით.
-ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ მოულოდნელი იყო თქვენი აქ ნახვა.
-ახლა ამაზე საუბრის დორ არ არის. _მარიამი ჩაერთო საუბარში. - ჯობია სესილისთან მიხვიდე. თვითონაც განერვიულდა ჩვენი ნახვით. ჩვენ კი წავალთ.
-დედაშენი მართალია. როცა მოიცლით შემოგვიარეთ ხოლმე. _მშობლებისთვის სხვა არაფერი უთქვამს. ორივე გააცილა და სესილისთან და კატოსთან შევიდა საძინებელში.
-დაგტოვებთ მე. _სწრაფად გაიძურწა მეგი ოთახიდან. სესილი საწოლზე იჯდა და პატარას ართობდა. ნოეს დანახვისას სრაფად წამოდგა ბავშვთან ერთად ფეხზე.
-ნოე...
-ნუ ნერვიულობ. ბებია-ბაბუა შვილიშვილის სანახავად მოვიდნენ.
-რა აღარ ვიფიქრე უცებ. _შვების ოხვრა აღმოხდა.
-რა მშიშარა ხარ. _ჩაიცინა და შუბლზე აკოცა. თან კატოს წაეთამაშა. -მოდი მამიკო ჩემთან. რომ იცოდე, როგორ მომენატრე. _მაგრად მიიკრა კატო გულზე.
-წვერი გაგეზარდა, ბავშვს ჩხვლეტს. _ჩუმად ჩაიხითხითა.
-რაც მთავარია დედიკოს მოსწონს _ეშმაკურად ჩაიცინა თვითონაც.-თუმცა, მაინც მოგვიწევს თავის მოწესრიგება, არა მამა? _მაგრად აკოცა კატოს.
-ჭამის დრო აქვს, საჭმესლ გავუმზადებ და მოვალ.
-მე უცებ სახლში ავალ ზევით და ორ წუთში აქ ვარ. _სესილის გადააწოდა ბავშვი და სწრაფად გავიდა სახლიდან. ბინაში შესული მაშნვე საძინებლისკენ დაიძრა. კომოდის-ერთ-ერთი უჯრა გააღო და ჯერ კიდევ რამდნეიმე თვის წინ სესილისთვის ნაყიდი საქორწინო ბეჭედი ამოიღო. მაშინ არ დასცალდა ამ ბეჭდის მიცემა და საყვარელი ქალის თითზე მისი ნახვა. ახლა კი, ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ სანატრელ ბედნიერებასთან ასე ახლოს დგას. ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს სიზმარშია და როგორც კი გაიღვიძებს მაშინვე ხელიდან გამოეცლება ეს ყველაფერი. საკუთარ თავზე ჩაეცინა. ბეჭედი შარვლის ჯიბეში შეინახა და სწრაფად დაბრუნდა ქვემოთ სართულზე. სამზარეულოში შესულს სესილი და კატოც იქ დახვდნენ. ბავშვი ხელში ეჭირა ქალს და პარალელურად საჭმელს უმზადებდა შვილს.
-მომიყვანე. _კატო გამოართვა და გულზე მიიხუტა.
-მოხდა რამე?
-არა, არაფერი, რაღაც დამრჩა სახლში და ის ავიღე.
-მზადაა უკვე კატოს საჭმელი, ცოტა გაცივდეს. _ ფაფით სავსე თეფში მაგიდაზე გადმოდგა.
-ჩემთან როდის უნდა გადმოხვიდეთ? _ სესილისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ჰკითხა.
-შენთან უნდა გადმოვიდნენ? _გაოცებულამ იკითხა სამზარეულოში შესულმა მეგიმ. -და მე მარტო უნდა დამტოვოთ აქ?
-მეგი შენ უჩა არ დაგტოვებს აქ მარტოს სულ რომ ძალიან გინდოდეს . _სიცილით უპასუხა ნოემ.
-ჰა ჰა, ვისწვალეთ ხუმრობაო. _ხუთი წლის ბავშვივით დაეჭყანა მეგი, რაზეც კიდევ უფრო მეტად გაეცინა ნოეს.
-მამიკო, რა უნდა მეგი დეიდას? არ უნდა შენი დედიკო და მამიკო ერთად, რომ იყვნენ და შენთვის დაიკოზე ან ძამიკოზე იმუშაონ...
-რეებს ასწავლი ბავშვს?! _შეუტია მეგიმ. -არ უსმინო კატო მამაშენს. _სესილი მათი შემყურე სიცილს ვერ იკავებდა.
-კარგი გეყოთ. მოდი, დედიკო ჩემთან გემრიელობები უნდა ვჭამოთო. -პატარა ერთ ხელში მოიქცია, მეორეთი კი პატარა კოვზით ფაფა ამოიღო და სული შეუბერა, რომ გაეციებია.
-სესი, წავედი მე არ ამქვს ამის თავი. _ხელი ჩაიქნია მეგიმ
-კარგი. _სიცილით დაუქნია თავი და კვლავ კატოს მიუბრუნდა.
-სესილი.
-ხო. _ბავშვისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა.
-გინდა ჯვარი დავიწეროთ? _შენიშნა, როგორ გაუშეშდა ქალს ხელი ჰაერში.
-ჯვარი? _კვლავ შმეოყო მეგიმ სამზარეულოში თავი.
-მეგი!
-კარგი ხო, წავედი._ ხელები ჰაერში ასწია და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.
-ჯვარი დავიწეროთ? _სესილიც გაკვირვებული იყო.
-ხო. ჯერ ჯვარი დავიწეროთ, შემდეგ კი თუ გინდა ქორწილიც გადავიხადოთ.
-არ მინდა ქორწილი, მაგრამ თეთრი კაბა მინდა. _ღიმილით შეხედა ნოეს.
-თეთრი კაბა ყველა ქალს უნდა. _ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და ხელში შეათამაშა.
-ამ ბეჭედის მოცემა გაცილებით ადრე მინდოდა.
-ნოე, გთხოვ არ გვინდა მაგ თემაზე საუბარი. _სწრაფად შესაწყვეტინა სესილიმ.
-კარგი, მაპატიე. _თავი დაუქნია. -დავიჩოქო, თუ არ გიზიდავს რომანტიულობა? _ამ სიტყვებზე ორიევს გაეცინათ.
-როგორც წესი და რიგია. _ მოჩვენებითი სიამაყით განუცხადა.
-რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემი შვილი ჩემს ქორწილს დაესწრებოდა. _სიცილით შეხედა კატოს, რომელიც დედის მკლავებში გაყუჩულიყო და ცალ მუხლზე დაეშვა სესილის წინ.
*****
-ხვალ დეიდა ჩამოდის! _გახარებული ჩამოეკიდა ყელზე სახლში ახლად შემოსულ ნოეს.
-ძალიან კარგია. აეროპორტში დავხვდეთ.
-ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა. მთელი დღეა სახლში ადგილს ვერ ვპოულობ. _აჟიტირებული ლაპარაკობდა. -იმდენი ხანია რაც არ მინახავს.
-ანუ ჩვენს ჯვრისწერაზეც იქნება ხო?
-კი, რა თქმა უნდა. _სწრაფად დაუქნია თავი.
-ძალიან კარგი. _შუბლზე აკოცა სესილის. -კატოს სძინავს უკვე?
-კი, მთელი დღეა ვერ ისვენებს.
-რატო? რამე ხომ არ აწუხებს? _შეშფოთებულმა შეხედა.
-არა, კარგად არის. უბრალოდ მთელი დღეა მხოლოდ თამაში უნდა. რაც უფრო იზრდება, მით უფრო ეშმაკი ხდება. _ჩაიცინა.
-მეგი არ არის სახლში?
-არა, უჩასთანაა. _გასაგებიას ნიშნად მხოლდო თავი დაუკრა. აშკარად ამჩნევდა სესილი მამაკაცის უგუნებობას, იმასაც ხედავდა, რომ ნოე მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი უხასიათობის დაფარვას.
-მოდი, ერთად ვივახშმოთ. _სცადა სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება.
-მოდი, ჩემთან დაჯექი. _ქალს ხელი გაუწოდა და გვერდით დაისვა. მაგრად მოხვია ხელი და მკერდზე მიიკრო.
-ნოე, რა ხდება?
-...
-ნოე, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ ყველაფერს ძალით აკეთებ.
-რას გულისხმობ?
-იცი რასაც ვგულისხმობ. ასე მგონია არ გინდა ამ ყველაფრის გაკეთება და თავს აიძულებ.
-სესილი! _ისეთი სახით შეხედა, რომ მაშინვე გაჩუმდა.
-მაშინ ამიხსენი რა გჭირს. _ოდნავ მოშორდა მამაკაცს და თვალი გაუსწორა.
-არ ვიცი, როგორ აგიხსნა ის, რასაც ამ წამს ვგრძნობ.
-შეეცადე.
-მეშინია სესილი. _მამაკაცის ჩამქვრალი თვალების ყურებისას საკუთარ ანარეკლს ხედავდა. -მეშინია, რომ უბრალოდ ვერ დაივიწყებ იმას, რაც ჩვენ შორის იყო და ის, რაც ახლა ხდება მხოლოდ იმიტომაა, რომ გიყვარვარ და...
-და გგონია, რომ სინამდვილეში ვერ გაპატიებ. _მამაკაცის სიტყვები თავად დაასრულა.
-სესილი მე მინდა, რომ სულ გვერდით მყავდე, ყოველ დღე გეფრებოდე და ყოველი დილა შენით და კატოთი იწყებოდეს, მაგრამ.... არ ვიცი რა დავარქვა იმას რასაც განვიცდი. ალბათ, სინდისი უფროა.
-ნოე, მე შენ მიყვარხარ. მხოლოდ ეს კმარა იმისთვის, რომ გაპატიო.
-სწორედ ესაა სესილი მთავარი პრობლემა. შენ მპატიობ იმიტომ, რომ გიყვარვარ და არა იმიტომ, რომ ეს გინდა. არ ვიცი რამდენად სწორად გადმოვცემ იმას, რისი თქმაც მინდა, მაგრამ ვცდილობ შენთვსიაც გასაგები გავხადო.
-ჩემს ნაცვლად ნუ ლაპარაკობ ნოე! მშვენივრად მესმის შენი და მინდა ასევე გასაგები გავხადო შენთვის ის, რომ მე დავივწყე ის რაც მოხდა. პრობლემა ისაა, რომ შენ ვერ ივიწყებ. თუ გვინდა, რომ ერთად ბედნიერები ვიყოთ, მაშინ ერთადვე უნდა გადავლახოთ ესეც. პირველი ნაბიჯი მაშინ გადადგი, როცა სიმართლე გამიმხილე.
-ძალიან გვიან გადავდგი მე ეს ნაბიჯი. _ფეხზე წამოდგა ნოე.
-დაგვიანებული, რომ ყოფილიყო, მე და შენ დღეს ერთად არ ვიქნებოდით.
-რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ სესილი. _ქალს მიუახლოვდა და მისი სახე ხელებში მოიქცია. -ყველაფრად მიღირს ეს თვალები.
-ნოე, წარსული ბათუმში დავტოვეთ, იმ სანაპიროზე. დროა, რომ ერთად დავიწყოთ ახალი ცხოვრება. _მაგრად მოხვია ნოეს ხელები და ჩაეხუტა.
-ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
-იცი, შენი სახელი რას ნიშნავს? _ქალის თმებში თავჩარგულმა ჩაიცინა.
-კი ვიცი. „ბრმას“. _თავადაც ჩაეცინა სესილის. -მაგრამ დამერწმუნე ოდნავადაც კი არ ვარ ბრმა, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. _იგრძნო, როგორ გაეცინა ნოეს.
****
ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. მხოლოდ უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაატარეს ყველაფერი. ულამაზესი იყო სესილი. მუხლს ოდნავ აცილებული თეთრი სარაფანი ეცვა. ტალღოვანი თმები მსუბუქ ნაწნავად ჰქონდა ზურგზე გადაშვებული, მსუბუქი მაკიაჟი კი მის სილამაზეს კიდევ უფრო დიდ ეფექტს სძენდა. სესილის მეჯვარე ქრისტინე იყო, ნოესი კი, რა თქმა უნდა, მათე.
ჯვრისწერის შემდეგ პატარა კატოც მონათლეს, რომელიც მთელ ცერემონიას განაბული ადევნებდა თვალს, თუმცა როგორც კი ცივი წყალი შეეხო, მაშინვე ტირილით აიკლო ყველაფერი. ნოე და სესილი მთელი მონდომებით ცდილობდნენ პატარა ქალის დამშვიდებას.
ეკლესია ყველამ ერთად დატოვეს. ჯვრისწერის და ნათლობის აღნიშვნა წყნეთში, ნოეს მშობლების სახლში გადაწყვიტეს. საღამოს ყველა იქ შეიკრიბა და ოჯახურ წრეში აღნიშნეს.
სესილი განსაკუთრებით ბედნიერი დეიდის ჩამოსვლით იყო, რომელიც, უკვე რამდენი თვეა არ ენახა. მეგისთან ერთად ლამის მთელი საღამო მარინას გევრდით იჯდა.
-ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, რომ აქ ხარ დეიდა.
-მეც მიხარია ჩემო კარგო. ორივენი ისე მენატრებოდით, მართლა აღარ შემეძლო იქ გაჩერება. თანაც ჩემი პირველი შვილიშვილიც ხომ უნდა მენახა. _ღიმილით გადახედა მათესა და თამართან მჯდომ პატარა ქალბატონს, რომელსაც არც მოწყენილობის ეტყობოდა რაიმე და არც დაღლის.
-იმედია ჩემი და უჩას ქორწილამდე არ აპირებ არსად წასვლას. _მხრაზე თავი ჩამოადო მეგიმ დედას.
-რა თქმა უნდა, არა დედიკო. ჯერ დრო მაქვს და მინდა თქვენთან ერთად ვიყო.
-კიდევ კარგი, თორემ სახლში სულ მარტო ვარ, რაც სესილი გადავიდა.
-ისე ამბობ, თითქოს სადმე შორს წავსულიყავი. ერთი სართულით ზევით ვარ. ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე ჩემთან.
-კარგი, გოგონებო გეყოთ. _სიცილით გადაუსვა მარინამ ორივეს თავზე ხელი.
-ნახეთ როგორ უყურებენ კატო და ნუციკო ერთმანეთს. _ქრისტინეს ნათქვამზე ყველამ პატარებს შეხედეს, რომლებიც მართლაც გაფაციცებული უყურებდნენ ერთმანეთს და თავიან ენაზე რაღაცას ტიტინებდნენ.
-ნოე ძია, დედიკომ მითხრა, რომ კატოც შენი დაიკოაო. _ლაზარემ მაშინვე ნოესთან მიირბინა და მის მუხლებზე მოკალათდა.
-მართალია, ნუციკოც და კატოც შენი დები არიან.
-კატო შენი შვილია? _მომლოდინე მზერით მიაჩერდა ბიძიას.
-კი, ჩემი შვილია.
-რა მსუქანაა. _წარბშეკრულმა გადახედა ამჯერად უკვე ქრისტინეს ხელებში მოქცეულ კატოს. ნოემ ამ პასუხზე სიცილი ევრ შეიკავა. -ნუციკოზე დიდი ლოყები აქვს. _გახარებულმა აღმოაჩინა.
-მერე? _სიცილით ჰკითხა ნოემ.
-ნუციკოს, რომ ვეთამაშები დედიკო სულ შენიშვნას მაძლევს. _ჩაფიქრებულმა ჩაიალპარაკა.
-იმიტომ, რომ ნუციკოს აწვალებ. _პატარა ცხვირზე თითი დაკრა ლაზარეს, რომელიც ფაქტზე გამოჭერილივით იყურებოდა.
-კატოს არ ვაწვალებ და ხომ მათამაშებ მასთან.
-აბა რას ვიზამ ძია. _მაგრად აკოცა ძმიშვილს ლოყაზე და ძირს ჩამოსვა.
სახლში საკმაოდ გვიან დაბრუნდნენ. ჩაძინებული კატო ფრთხილად დააწვინა საწოლში და კარიც დიდი სიფრთხილით გამოიხურა, რათა პატარა ქალი არ გაეღვიძებინათ, თორემ შემდეგ ნამდვილად მოუხდებოდათ ღამის თენება.
-იმედია დღეს მამიკოს ხელს შეუწყობს. _კედელზე მიყრდნობილი ელდოებოდა ნოე. როგორც კი ბავშვის ოთახიდან გამოვიდა სესილი, მაშინვე თავსიკენ მიიზიდა.
-ჭკვიანი გოგოა, ესმის მამიკოსი. _სიცილით უჩურჩულა სესილიმ და ხელები კისერზე მოხვია. -ლამაზი დღე იყო.
-და ახლა პირველი ღამე გვექნება. _ნოეს ნათქვამზე ორივეს სიცილი აუვარდათ.
-ჩუმად. _ტუჩებზე ხელი ააფარა მამაკაცს. -რა გარყვნილი ხარ. _ჩუმად ჩაიფხუკუნა.
-კიდევ დიდხანს ვიდეგთ აქ? _წარბები აათამაშა.
-რა გარყვნილი ხარ! _ოდნავ მიკრა მხარზე ხელი. _ნუთუ არ შეგიძლია, რომ უბრალოდ მომეფერო?
-ეგ მერე იყოს, ახლა პირველი ღამის ტრადიციას ვერ დავარღვევ. _სიცილით ტხრა და სწრაფად აიტაცა ქალი ხელში.
დრო საკმაოდ სწრაფად გადიოდა. ნოეს და სესილის ჯვრისწერიდან სამი თვე გავიდა. პატარა კატოც წამოიზარდა. განსაკუთრებით ეს ლაზარეს ახარებდა, რადგან ახლა უკეთ ახერხებდა გოგონებთან თამაშს. როცა ქრისტინეს და სესილის პატარები სასეირნოდ გაჰყავდათ გვერდიდან არ შორდებოდა გოგონებს. განსაკუთრებით მაშინ ეჭვიანობდა, როცა ჩვეულებრივი გამვლელები პატარებს ეფერებოდნენ. ქრისტინე და სესილი ამაზე განსაკუთრებით ნერვიულობდნენ.
-ნახე რა საყვარლად სძინავს ქრისტი. _ღიმილით დახედა უკვე ჩაძინებულ პატარას.
-მთელი დღეა თვალი არ მოუხუჭავს, კიდევ კარგი ჩაეძინა. _ღიმილით დახედა ნუციკოს.
-რას შეუკვეთავთ? _ღიმილით ჰკითხა მიმტანმა.
-ლაზარე, დედიკო შენ რას შეჭამ?
-ხაჭაპური მინდა მე. _კატოსთან თამაში არ შეუწყვეტია ისე უპასუხა.
-ორი ნამცხვარი, ერთი ხაჭაპური და სამი ფორთხოლის წვენი. _სწრაფად შეუკვეთა ქრისტინემ.
-სამაგიეროდ ჩემი პატარა ჭინკა არ ჩერდება. მთელი დღეა მოსვენება არ აქვს. _პატარა მავნეს შეხედა, რომელიც კმაყოფილი სახით იკრიჭებოდა.
-წარმომიდგენია ეს რა გაიზრდება. _სიცილით დაკრა პატარას ცხვირზე თითი ქრისტინემ.
-ნუ იტყვი.
-სესი, სანამ შეკვეთას მოიტანენ, საპირფარეშოში გავალ.
-კარგი. _თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ის იყო ფეხზე წამოდგა ქრისტინე, როცა ვიღაც მამაკაცი დაეჯახა და ყავით სავსე ჭიქა ქალს ზედ გადაეღვარა.
-უკაცრავად, მაპატიეთ შემთხვევით მომივიდა. _სწრაფად მოუბოდიშა კაცმა.
-არაუშავს. _სწრაფად გამოართვა სესილის მიწოდებული ხელსახოცი და შეძლებისდაგვარად შეიმშრალა მაისური.
-კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში. _თავაზიანად მოუბოდიშა კიდევ ერთხელ კაცმა.
-არაუშავს. _ოდნავ გაუღიმა ქრისტინემ.
-ქრისტი, მგონი აჯობებს, რომ წავიდეთ.
-მართალია. ლაზარე, საყვერლო გაემზადე სახლში მივდივართ.
-მე შეკვეთას გავაუქმებ. _მაგიდას მოშორდა სესილი
-დედიკო, ჩემი ხაჭაპური?
-სახლში გაგიკეთებ ჩემო ს აყვარელო. _ღიმილით გადაუსვა თავზე ხელი. ლაზარე, გაბუტულმა შეხედა უცნობ მამაკცს, რომელიც ჯერ ისევ მათ გევრდით იდგა.
-როგორც ჩანს პატარა ვაჟკაცი გამინაწყენდა. _ოდნავ ჩაიცინა კაცმა და ლაზარეს ოდნავ უჩქმიტა სახეზე, რომელმაც უხეშად მოიშორა ხელი.
-ლაზარე, როგორ იქცევი?
-არაუშავს, ბუნებრივი რეაქციაა. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში. _თავაზიანად დაემშვიდობა, თუმცა ქრისტინეს კვლავ არ აშორებდა თვალს.
-წავედით. _სესილიმ ლაზარეს ჩასჭიდა ხელი და ყველანი ერთად გავიდნენ კაფედან..
-რა უდროო დროს ხდება ხოლმე ყველაფერი. _ბუზღუნით ჩაილაპარაკა.
-დედიკო, სახლში ხომ გამიკეთებ ხაჭაპურს?
-აუცილებლად საყავრელო. _პატარები მანქანაში მოათავსეს და თავადაც დაიკავეს ადგილები.
-სესი, დღეს დედა და მამა ქორწინების 35 წლის თავს აღნიშნავენ.
-ხო საღამო მოვალთ მე და ნოეც. ნოეს ძალიან უნდოდა, რომ აგვეღნიშნა. პატარა საჩუქარიც ვიყიდე გუშინ.
-მე და ლაზარემაც შევურჩიეთ ბებია-ბაბუას საჩუქარი. _ღიმილიტ გადახედა სარკიდან შვილს.
საღამოს უკვე წყნეთში, მარიამთან და ლევანთან წასასვლელეად ემზადებოდნენ.
სესილის მომზადებამდე ნოე კატოს ეთამაშებოდა. პატარა ქალბატონი მამასთან ყოფნისას განსაკუთრებით კარგ განწყობაზე იყო ხოლმე.
-სესილი, ცოტა დაუჩქარე, თორემ დაგვავგვიანდება.
-უკვე მზად ვარ, მოვდივარ. _ოთახიდან გამოსძახა
-სესილი, ცოტა დაუჩქარე, თორემ დაგვავგვიანდება.
-უკვე მზად ვარ, მოვდივარ. _ოთახიდან გამოსძახა და თმების წორებით გავიდა მომლოდინე მამა-შვილთან.
-აბა, როგორ გამოვიყურები? _ნოეს წინ დატრიალდა. მისი სახის დანახვისას კი სიცილი ვერ შეიკავა.
-ეგეთი სახით ნუ მიყურებ.
-როგორ გინდა სხვანაირად შემოგხედო? _ჩაიცინა ნოემ და ჰალსტუხი ოდნავ შეიხსნა.
-გეყოს. _სიცილით გაჰკრა მხარზე ხელი და ხელჩანთა აიღო.
-კატო არ მყავდეს აქ მე ვიცი, როგორც მეყო. _ ბავშვი უკეთ მოიქცია ერთ ხელში, მეორე კი სესილის წელზე მოხვია და ახლოს მიიზიდა.
-ულამაზესი ხარ. _ბაგეზე დასჩურჩულა და ნაზად შეეხო სესილის ტუჩებს, რაზეც ქალს სიამოვნების კვნესა აღმოხდა.
-წასვლის დროა. _ორივემ ერთხმად თქვეს და დიდი გაჭირვების ფასად მოშორდნენ ერთმანეთს. ის იყო სახლიდან უნდა გასულიყვნენ, როცა სესილი მოულოდნელად შეჩერდა კარის ზღურბლზე.
-არ თქვა რომ რამე გავიწყდება. _სიცილით მიუბრუნდა ნოე, თუმცა ქალის პასუხი, რომ ვერ მოისმინა, დასერიოზულდა.-სესი, მოხდა რამე?
-ნოე... _გაჭირვებით ამოილუღლუღა ერთი სიტყვა. იგრძნო, როგორ ეხვეოდა თავბრუ. როგორც კი ქალის ფერწასული სახე შენიშნა მაშნვე მიეჭრა ცოლს და დივანზე დაჯომაში მიეხმარა. კატოც თავის სავარძელში ჩასვა.
-სესი, რა გჭირს? კარგად ხარ?
-თავბრუ დამეხვა. მგონი წნევა დმაივარდა.
-ექიმს ხომ არ დავურეკოთ?
-არა, არ არის საჭირო. კარგად გავხდები მალე. _დივნის საზურგეს მიეყრდნო.
-სესილი, დარწმუნებული ხარ რომ სხვა რამის ბრალი არ არის? _შპარვით ჰკითხა ნოემ.
-რას გულისხმობ?
-იქნებ ორსულად ხარ? _მუცელზე ანიშნა თვალებით.
-ხომ იცი რომ ეგ გამორიცხულია. საკეისრო კვეთის შემდეგ 2 წელის მაინც არ არის რეკომენდირებული ბავშვის გაჩენა.
-ხო ვიცი, ამაზე უკვე მითხარი, უბრალოდ ვიფიქრე... _მხრები აიჩეჩა ნოემ და თითქოს გულდაწვეტილმა ჩაილაპარაკა. რასაკვირველია, მისთვის უპირველესი სესილის ჯანმრთელობაა და ისიც იცის, რომ მორიგი ორსულობა ასე მოკლე პერიოდში შესაძლოა ცუდი შედეგის მომტანი გახდეს. თუმცა ვერ უარყოფს, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს კიდევ ბევრი შვილი ჰყავდეს.
-ნოე...
-მაგაზე ნუ ინერვიულებ. ჩემთვის მთავარია შენ მყავდე კარგად. _შუბლზე ნაზად აკოცა ცოლს და თბილად გაუღიმა. -ვიცი, რომ კიდევ ბევრი შჰვილი გვეყოელბა.
მინიმუმ ხუთი. _სიცილით ჩამოკრა ცხვირზე თითი.
-ხუთი? _სესილისაც გაეცინა.
-რა იყო, წინააღმდეგი ხარ? _წარბები აწკიპა.
-არანაირად. _ხელები დანებების ნიშნად ასწია ჰაერში და ნოესკენ გადაიხარა საკოცნელად, როცა კატომ ტირილი დაიწყო.
-კარგი რა მამა, ასეთი მომენტის გაფუჭება შეიძლება? _აბუზღუნდა ნოე და შვილი ხელში აიყვანა. -ხომ შევთანხმდით, რომ მამიკოს ხელი უნდა შეუწყო.
-დედიკოს სოლიდარობას უწევს. _ პატარა კულულები ყურსუკან გადაუწია შვილს და ლოყაზე მაგრად აკოცა.
დრო კიდევ უფრო სწრაფად გადიოდა. კატო უკვე საკმაოდ წამოიზარდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ცოლ-ქმრის მთავარი საზრუნავიც სწორედ ეს ქალბატონი იყო. ერთად განიცდიდნენ მის თითოეულ წამოტირებას. ერთად ათნებდნენ ღამეებს, როცა კატოს სიცხისგან შეწუხებულს არ ეძინა ხოლმე. პირველი ნაბიჯები და პირველი კბილი განსაკუთრებით აღიბეჭდა მათ მეხსიერებაში. პატარა ქალი უკვე ლაპარაკსაც ცდილობდა და თავს აიძულებდა ნუციკოს შემდეყურე, რომელიც უკვე შეძლებისდაგვარად საუბრობდა, რომ რამდენიმე სიტყვა მაინც ეთქვა. ლაზარე განსაკუთრებით კმაყოფილი იყო დებთან ყოფნით. უკვე ორივეს შეეძლო სიარული, რაც კიდევ უფრო მეტ გასაქანს აძლევდა.
კიდევ ერთი სიახლე ის იყო, რომ მათე და თამარიც პატარას ელოდებოდნენ, რაც ყველას ძალიან ახარებდა. ისედაც გადარეული მათე, ლამის ჭკუიდან შეშლილიყო.
კატო და ნუციკო ერთად დადიოდნენ საბავშვო ბაღში, ლაზარე კი უკვე დიდი ბიჭი იყო და სკოლაში დადიოდა.

-დედიკო, გავაგიძოთ ლა. _ყელი გამოიწელა პატარა ქალმა და თვალები ააფახულა.
-ჯერ არა საყვარელო, სერგიმ ჯერ უნდა გამოიძინოს.
-სულ ძინავს. _გაბუტულმა გაბერა ლოყები და ხელები თეძოებზე შემოიწყო.
-მოდი მამა ჩემთან. _ხელში აიყვანა შვილი და ლოყები დაუკოცნა. -რატო ხარ მამა მავნე? რატო უნდა გააღვიძო?_სიცილით ჰკითხა შვილს.
-უნდა ვეთამასო. _ამოიჩლიფინა და უკვე დახურულ კარს მავნე მზერა შეავლო.
-მე მეთამაშე. _კიდევ ერთხელ აკოცა გაბერილ ლოყაზე და სათამაშოებისკენ დაიძრა კატოსთან ერთად.
-მე ლაზარეს და ნუციკოს უნდა ვეთამასო.
-როცა მოვლენ მათ ეთამაშე. ახლა მოდი ჩემთან. _მხრებზე შემოისვა შვილი და ეზოში გავიდა.
-ნოე, ფრთხილად. _ერთხამდ გასძახეს სესილიმ და მარიამმა.
-სესილი, იქნებ რამდენიმე დღით კიდევ დარჩენილიყავით ჩვენთან. ბავშვებსაც უხარიათ ერთად, რომ არიან.
-სიამოვნებით. _ღიმილით დაუკრა თავი. -ხო მართლა, მია როდის ჩამოდის?
-სწავლა ერთ კვირაში დაუმთავრდება და ზაფხულს ჩვენთან ერთად გაატარებს.
-ქრისტინეც მოვიდა. _ბავშვებთან ერთად მომავალ ქალზე ანიშნა. კატომ როგორც კი ბიძაშვილები დაინახა მაშინვე მათკენ გაქანდა. ნოე კი მინდორზე წამოწოლილი დარჩა.
-ჩემი ცოლი ჩემთან! _ეზოს ბოლოდან გამოსძახა სესილის, რომელიც სიცილით წამოდგა და ქამრთან მივიდა.
-მაქსიმუმ ერთი საათი გვაქვს დრო. _სიცილით უთხრა და მის გვერდით ჩამომჯდარი სესილი მკერდზე მიიწვინა.
-რაც მთავარია, კატოსგან გადავარჩინეთ სერგი. _მოხტუნავე კატოს გახედეს, რომელიც უკვე პატარა ლეკვს დასდევდა.
-ვის აგვს ეს ბავშვი. _ინტერესით ჩაილაპარაკო ნოემ და ცოლს გახედა.
-მე ნუ მიყურებ. მე ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი.
-ხო ვიცი, მითხრა მარინა დეიდამ. _ჩაიქირქილა. -ხო მართლა, მეგი და უჩა როდის ჩამოდიან?
-სექტემბერში. ზაფხულს სტამბოლში გაატარებენ, უჩას სამსახურის გამო სხვა გზა არ აქვთ.
-ცუდია, რომ ჩვენთან არ არიან.
-აჰამ. _თვითონაც მინდორზე გაწვა და თავი ნოეს მუცელზე დაადო. ის კი თითებს მის თმებში დაათამაშებდა.
-სესი...
-გისმენ.
-წარმოიდგინე სულ სხვა სიტუაციაში, რომ გვენახა ერთმანეთი.
-ნოე, ხომ შევთანხმდით...
-არა, ეგ არაფერ შუაშია. უბრალდო წარმოიდგინე როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა სულ სხვა ვითარებაში.
-არ ვიცი, ამაზე არასდროს მიფიქრია.
-აი მაგალითად სადმე უბრალოდ ქუჩაში, რომ გავეცნო ერთმანეთი.
-იმდენად მკაცრი შეხედულება გაქვს, რომ ალბათ ახლოსაც ვერ გაგეკარებოდი. _სიცილით უთხრა.
-მართლა? არადა მეგონა, რომ ზედმეტად სათნო სახე მქონდა.
-უჰ, ნუ იტყვი. და შენ რას იფიქრებდი სადმე ქუჩაში, რომ გენახე პირველად?
-თვალები სესი, თვალები. _ოდნავ დაჰკრა ცხვირზე ხელი.
-მართლა ასეთი ლამაზი თავლები მაქვს დავიჯერო? _ჩაიცინა
-თვითშეფასების დონე გაქვს ნული! _უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-უშენოდაც ვიცი, რომ ლამაზი ვარ, უბრალოდ მომწონს, შენ რომ ამახვილებ ამაზე ყურადღებას. _ენა გამოუყო.
-ერთი ამას უყურეთ. სად გაქრა ქალბატონო შენი თავმდაბლობა? _სიცილით წამოიწია და წამში მოექცა სესილი ზემოდან.
-ნოე, გეყოს, ბავშვებიც აქ არიან.
-სახლში, როდი ვბრუნდებით?
-მარიამმა გვთხოვა ცოტა ხანი კდიევ დარჩითო. მე მინდა აქ ყოფნა.
-მაშინ დავრჩეთ. _სწრაფად აკოცა ცოლს ტუჩებში და როცა მის ანთებულ თვალებს წააწყდა ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა.
-ბავშვებთან მივიდეთ, თორემ რამეს გააფუჭებენ.
-ქრისტი მათთანაა.
-ცოდოა, მარტო ამდენ გიჟთან. _ჩაიცინა.
-იცი ქრისტინემ და სერგიმ ერთმანეთი სად გაიცნეს?
-სად?
-ავტობუსში. სერგიმ მომიყვა რაღაცები მათ შესახებ. მაშინ ქრისტი სტუდენტი იყო. ავტობუსში ერთად იდგნენ, დამუხრუჭების გამო წონასწორობა ვერ შეიკავა და ქრისტინეს ზედ დაეცა.
-მართლა? საწყალი ქრისტი._გაეცინა სესილის.
-პირველად, რომ ჩამოვედი გერმანიიდან მაშინ მიყვებოდა მის შესახებ სერგი. უნდა გენახა რა სახე ჰქონდა ქრისტიზე საუბრისას.
-ქრისტინესაც ძალიან უყვარს შენი ძმა. რამდენიმე დღის წინ დავინახე შემთხვევით, ლაზარესთან ერთად სერგის ფოტოებს ათვალიერებდა. _ნოემ იგრძნო, როგორ მოაწვა ყელში მძიმე გორგალი. -ძალიან ძლიერი ქალია.
-ძალიან მინდა, რომ ბედნიერი იყოს. _ბავშვებთან მოთამაშე რძალს გახედა.
-წამო, ბავშვებთან მივიდეთ, თორემ ქრისტი მარტო ცოდოა.
-წამო. _ფეხზე წამოდგნენ. სესილი წინ წავიდა, ნოეც უკან მიყვებოდა ნელი ნაბიჯით. თან ეზოში მოხტუნავე ბავშვებს უყურებდა.
-დედიკოო _მაშინვე სესილისკენ გაექანა კატო.
-მოდი დედა, ჩემთან.
-დედიკო, მე და ნუციკომ ტორტი უნდა გავაკეთოთ.
-შენ და ნუციკომ, რომ ჯერ არ იცით ტორტის გაკეთება? არ გინდა, რომ მეც დაგეხმაროთ?
-გვინდა, გვინდა.
-ხოდა საღამოს ერთად გავაკეთოთ. _ლოყაზე აკოცა შვილს.
-დედიკო ლამხელაზე მიკვალხალ იცი?
-რამხელაზე?_სიცილით ჰკითხა.
-ამხელაზე. _ხელები ფართოდ გაშალა კატომ. შემდეგ კი ისევ ნუცასთან და ლაზარესთან ერთად სათამაშოდ გაიქცა.
-სესი..._მუცელზე მოხვია ცოლს ხელები ნოემ და მკერდზე აიკრო.
-ხო.
-იცი რამხელაზე მიყვახარ?
-აბა რამხელაზე?_სიცილით ჰკითხა.
-აი ამხელაზე._კატოს მსგავსად გაშალა ხელები და ცოლს კისერში მაგრად აკოცა.

დასასრული!



№1 სტუმარი ნი-კე

ძალიან მიყვარს ეს ისტორია♥️♥️,,mwerali.com"-ზე მაქვს წაკითხული..რატომღაც იმ საიტს ვეღარ ვპოულობ..სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ..,,ჭირვეულის მორჯულება"-საც თუ დადებ ძალიან გამიხარდება..წარმატებები♥️♥️

 


№2  offline წევრი tamro

ნი-კე
ძალიან მიყვარს ეს ისტორია♥️♥️,,mwerali.com"-ზე მაქვს წაკითხული..რატომღაც იმ საიტს ვეღარ ვპოულობ..სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ..,,ჭირვეულის მორჯულება"-საც თუ დადებ ძალიან გამიხარდება..წარმატებები♥️♥️


მიხარია რომ მოგწონთ blush

 


№3 სტუმარი Maria

აიი ძაან კარგი იყო.მიყვარნან????

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან მომეწონა ორივე ისტორია წავიკითხე და მიხარია რომ აღმოგაჩინეთ❤️❤️

 


№5 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა. საინტერესო იყო და კარგადაც იკითხებოდა.
წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკა

შესანიშნავი იყო ბრავო ძალიან მომეწონა❤️❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი tamro

ყველას ძალიან დიდი მადლობა შეფასებისათვის blush

 


№8 სტუმარი ნონა კვაჭაძე

ძალიან კარგია ყოჩაღ

 


№9 სტუმარი სტუმარი თეო

სასიამოვნო წასაკითხია და კიდევ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს ისტორიებს????????????????წარმატებები????

 


№10 სტუმარი სტუმარი თეო თეო

დიდი მადლობა ასეთი ლამაზი ისტორიისთვის,

 


№11 სტუმარი სტუმარი კატერინა

ძალიან, ძალიან მაგარია! ბრავო!❤️❤️‍????

 


№12 სტუმარი ტა

ძალიან კარგი იყო!!!!!!!

 


№13  offline წევრი OKI ME

ეს ისტორია არ ვიცოდი. ძალიან მომეწონა. ❤️ ემოციებით დატვირთული იყო ❤️
შემთხვევით ქრისტინეზეც ხომ არ გაქვთ დაწერილი ისტორია? რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ შესაძლოა დაწერილი გქონდეთ. კაფეს მომენტიდან გამომდინარე რატომღაც ასე ვიფიქრე. სიანტერესო იქნებოდა ისე მისი ისტორიაც ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent