შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება შევამჩნიე...


13-06-2016, 17:52
ნანახია 1 701

ბედნიერება შევამჩნიე გრძნობამოხდილი,
სიცივით დაღლილს ტანზე ცივი სევდა ეფარა.
როგორც არასდროს ისე იყო სითბომოცლილი,
თითქოს მას თავზე გამომქრალი მზე დაეფარა.
ბედნიერება შევამჩნიე ისევ ტკივილით,
ტკივილნაცვალი ღიმილები ბაგეს ეყარა.
თითქოს ცდილობდა დასხლტომოდა სევდას სიცილით,
მაგრამ ამაოდ... გრძნობა მაინც სევდას ძერწავდა...
ბედნიერება შევამჩნიე, ჩუმად ტიროდა,
ღიმილის შიგნით ჩუმი ცრემლი მთელს სულს სერავდა.
ბაგე ღიმილით, რომ გაეცნო ყველა მისიანს,
სწორედ ამიტომ მის ტკივილებს ვერვინ ხედავდა.
"უდარდელია" გაიძახდნენ მუდამ მგოსნები,
ამ დროს სულიერ დაღლილობას ვერვინ ხედავდა.
მაგრამ ერთ დღესაც, რომ დაეცა გრძნობა დაღლილი
ვერ გაიღმა... არადა მან ბევრი ეცადა....
ბევრი ეცადა გაეღიმა თუნდაც ტკივილით,
თუნდაც მის ღიმილს დამჩნეოდა ცრემლების კვალი.
სწორედ ის იყო, იღიმოდა... სულ ცოტა აკლდა,
მაგრამ წყეულმა ცრემლებმა მას წაართვა თავი.
ბედნიერება შევამჩნიე.... იცი ტიროდა,
სულ აღარავინ აღარ დარჩა მისი გამგები.
ბედნიერებამ მოიწყინა ეხლა კი იცი?
ეხლა სევდაა ჩემო კარგო მისი სახელი ...

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი Mehidos achrdili

Sagol sheni yvela leqsi magrad momwons;)

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Mehidos achrdili
Sagol sheni yvela leqsi magrad momwons;)

მადლობა თბილო <3 <3 <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№3 სტუმარი Mehidos achrdili

Arapris tkbilo<3 <3 <3

 


№4  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Mehidos achrdili
Arapris tkbilo<3 <3 <3

გენაცვალე <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№5  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Kristy
უსაყვარლესიიი ხარ და უნიჭიერესი (ხო იცი, არა?) love love

გენაცვალე <3 <3 <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent