მე შემომხედე! 1
მიკუჭული და შემდეგ კუთხეშ მიგდებული ფურცელი გინახავთ? არავინ როარ აქცევს ყურადღეებას, არადა მასზე მნიშვნელოვანი რამ წერია.სწორედ რომ ეგფურცელი ვარ მე.დიდ კორპორაციაში ვმუშაობ ჩემთვის მშვიდად და წყნარად.არავის ანაღვლებს ჩემი ბედი, მათ შორის არც მე. -ყველაფერი ჩაიწერე?.უკან მივყვები ქეთევანს და რვეულში გაკრული ხელით ჩაწერილ სიტყვებს ვადევნებდი თვალს.მეთვითონ ვერ ვკითხულობ ხოლმე ჩემს ნაწერს. -დიახ.მოკლედ მივუგე და ლიფტის ღილაკს ხელი მივაჭირე. -გრეიფრუტიანი წყალი გამიკეთე და რომ შემოხვალ ეგ ნაჟღაპნი ლამაზად დაწერილი მომიტანე,მკითხაობის თავი არმაქ.სავსე ლიფტში შეაბიჯა, მეკი დავრჩი ასე სათვალეებჩაორთქლილი.როდესაც ვნერვიულობ ლოყები მიოფლიანდება მერე კი სათვალის ქვემოთა მხარე სიმხურვალისგან მეორთქლება. ღრმად ჩავისუნთქე შემდეგ კი კიბეებს ჩავუყევი.გრეიფრუტიანი წყალი რომ გავაკეთე სასწრაფოდ დავჯექი ჩემს მაგიდასთან და „გადათარგმნა“ დავიწყე. -მოდი მალე მალე, რამდენიხანი გავიდა სალომე რაიყო.კარი შევაღე თუარა საყვედურით დამხვდა ქეთევანი. -ყველაფერი აქაა რაც ჩავიწერე,ბატონ გუბაზს უნდა დავურეკოთ, ბუღალტერს დამატებითი სამუშაოების ანაზღაურებაზე ანგარიში უნდა გავუგზავნოთ.ფურცელი წინ დავუდე თან ჩემთვის ვბუტბუტებდი.-ეს ის საბუთებია რაც პროექტებზე უნდა გავატანოთ მძღოლებს და ხო გუშინდელი ინვოისები არმოუტანიათ არც დღეს, გარდაბანში დავრეკე და ხვალისთვის აუცილებლად გამოგვიგზავნიან,ტრანსპორტირების ფულსაც თვითონ აანაზღაურებენ. -ძალიან კარგი.ჩაილაპარაკა და ფურცელს ფოტო გადაუღო.-ახლა ამ ხალხის ნომრები მომიძებნე და მერე ყველას ჩამოვურეკოთ. -ნომრები? ახლავე.თავი კალმით მოვიქექე და გარეთ გავედი.-სად ვიშოვო ამათი ნომრები.თავზე ხელი შემოვირტყი და რესეფშენზე გავიქეცი.-ნათია უნდა დამეხმარო.კატის თვალებით შევხედე მას. -რა?.წამით ამომხედა და საღეჭი რეზინის პირში ტრიალი განაგრძო. -ამათი ნომრები მინდა.სახელები ჩამოვუთვალე. -.თვალები აატრიალა და გვერდით მჯდომ გოგონას გახედა. -ნათია გთხოვ ქალბატონმა ქეთევანმა დამაბარა, ბატონმა ერეკლემ გვითხრა დაურეკეთო.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. -აი პროსტა ვერ ვხვდები შენ რატო უნდა შედიოდე ერეკლეს კაბინეტში ასე ხშირად და მე კიდე მარტო გავლით ვხედავდე.წამოდგა და ამათვალიერა. -დამიჯერე იქყოფნა არცისე კარგია.ხმადაბლა ჩავილაპარაკე და გამომშრალი ტუჩები ენით გავისველე. -მომისმინე სოფ.დაიწყო ნათიამ. -სალომე! მე სალომე მქვია.ჩავუსწორე. -რა მნიშვნელობა აქვს! ერეკლეს რომარ სჭირდებოდეს არვიზამდი.დაჯდა რამდენიმე ღილაკს ხელი დააჭირა და კვლავ ამომხედა.-მეცამეტეზე აირბინე იქ ამოვბეჭდე. -მადლობა.ცივად ვუთხარი და ლიფტთან მივედი.გამოსაძახებელ ღილაკს რომ დავაჭირე არ აინთო.-რაჭირს ამას.რამდენჯერმე ისევ დავაჭირე მაგრამ უშედეგოდ. -უი დამავიწყდა,შესამოწმებლად არიან მოსულები და გათიშულია.ნიშნისმოგებით გამომძახა და თავის მეწყვილეს მიუბრუნდა.ძუ*ნა! გულში გავივლე და უსასრულო კიბეს ავხედე. -სადხარ სალომე დაღამდა.აქოშნებული შევედი ქეთევანთან,ისკი გაბრაზებული დოინჯშემორტმული იდგა და მიყვიროდა. -ნათიამ მეცამეტეზე ამობეჭდა ლიფტი კი არ მუშაობდა.გულზე ხელი დავიდე და იქვე ჩამოვჯექი. -მაგ გოგოს ამპარტავნობა ყელშია უკვე, შენ კიდე პასუხი ვერუნდა გასცე?.მზრუნველ მზერა მომაბყრო, მეც მხრები ავიჩეჩე და დაღონებულმა შევხედე თეფშზე მოკალათებულ კრუასანს.ნერწყვი კვლავ მძიმედ გადავყლაპე, ღრძილებამდე ჩაატანა იმ კრუასანის შესაძლო გემომ და ტანში ჟრუანტელმა დამიარა.დღეს საერთოდ არ მქონდა ნაჭამი არადა უკვე ხუთი საათია.-მოდი შევუდგეთ საქმეს.ტელეფონი მომაწონდა და დასარეკ სიას ჩახედა.-დარეკე 555..... ღამის 9 საათზე მოვრჩით საქმეს და დამშეული გავემართე სახლისკენ.ისე მშიოდა შეიძლებოდა წავქცეულიყავი.კიდევკარგი სახლი სამსახურთან ახლოსაა, გიჟივით შევაღე კარები და მაცივარი გამოვაღე.გუშნდელი სოსისი და ვინიცის როდინდელი ყველი გამოვიღე.საჭმელი ერთიანად რომ მივაყარე მაშინ მივხვდი რომ კუჭი ამტკივდა, თუმცა ვინ წუხდა ამას. ჭამის მერე ძილი ისე მომერია ტანსაცმლიანა მივწექი საწოლზე და დავიძინე.დილით მაღვიძარამ გამაღვიძა.უცბად წამოვხტი, სააბაზანოში შევედი, დავიბანე და რაც პირველი მომხვდა ხელში ის გადავიცვი.სველი თმით ოქტომბერში გასვლა არაა რეკომენდირებული.თან ციოდა,ამიტომ ჟაკეტი თავზე მვიფარე და ოფისამდე სირბილით მივაღწიე.ჩემს უფერულ მაგიდას მივუჯექი და წერილების დახარისხება დავიწყე.მე ქალბატონი ქეთევანის ასისტენტი ვარ.ქეთევანი კი ბატონი ერეკლეს ასისტენტი. აი ბატონი ერეკლე ნამდვილად არაა არავის ასისტენტი, ის ამ კომპანიის ხელმძღვანელია. ეს კომპანია ცნობილია, როგორც სამშენებლო კომპანია „ერელინი“.მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან პოზიციას იკავებს და თუკი სადმე ლამაზ და უცნაურ შენობას დაინახავთ მაშინ იცოდეთ რომ ეს ბატონი ერეკლეს ნამუშევარია. -ლანჩის დროაა.მაგიდასთან მოვიდა ნინუცა და სკამიანა გამომაცურა. -ჯერ რადროს ლანჩია.საათს დავხედე და 12 ხდებოდა.რა მალე გავიდა დრო. -დროა დრო წამოდი ჭამე მერე დემონთან შედიხარ.ტელეფონს ხელი მოკიდა და ლიფტისკენ წამიყვანა. -ჩუმად მასე ნუეძახი. -რატო გაიგებს? გაიგოს მე არ მეშინია! ეს შენხარ მაგის დანახვაზე რომ იფსავ.მხარი გამკრა და ჩვენთვის რაღაცეები შეუკვეთა.მაგიდაზე დავსხედით და გოგოებიც მოგვიჯდნენ.ოღონდ მე არა ნინუცას.ის არის ჩვენ შორის ყველაზე აქტიური პერსონა მეკი როგორც ზემოთ აღვნიშნე დაკუჭლი ფურცელი ვარ. -სოფ ერეკლე კაი ტიპია?.უცებ მომიტრიალდა ერთი გოგონა. -სალომე ქვია სოფო არა.შეუღრინა ნინუცამ. -ხო რავი ერეკლეზე გკითხე.ხელი ააქნია და მომიტრიალდა. -არვიცი.მხრები ავიჩეჩე და სენდვიჩი პირისკენ წავიღე. -ახლოდან უფრო სიმპათიურია ხო?.არ ნებდებოდა. -არვიცი.ძლივს ჩავკბიჩე ნანატრი ლუკმა. -თვალები შავი აქ თუ მუქი თაფლისფერი?. -არვიცი.ლუკმა გადავყლაპე და მშრალად გავუღიმე. -აბა რაიცი?! რისთვის შედიხარ იქ?.ისე გამიბრაზდა თითქოს რამე დავაშავე. -იმისთვის რომ ყველაფერი ჩავიწერო რასაც ბატონი ერეკლე იტყვის. -დავიჯერო არასოდეს შეგიხედავს მისთვის?.ეშმაკურად მითხრა. -რეებს მეკითხები მაცადე ჭამა ძალიან გთხოვ.მკვახედ მივუგე და ჩემი ლანჩი მალე დავასრულე.სწრაფად წამოვდექი,ლიფტისკენ გავიქეცი და მონიტორს ავხედე მეოცე სართულზე იყო.მეოცე სართულზეა ბატონი ერეკლე.იქ ტარდება მასთან შეხვედრა და მხოლოდ ამ მიზეზით მიწევს დღეში ერთხელ იქ მოხვედრა.ჩვენი თანამშრომლები ოქროს სართულს ეძახიან.ბატონ ერეკლეს არუყვარს როდესაც ვინმე უმისამართოდ დაბოდიალობს მის ირგვლივ ამიტომ იზოლირებულია და მხოლოდ საშვის მქონე ხალხს შეუძლია იქ ასვლა.მე არმაქვს საშვი, მაგრამ ქალბატონ ქეთევანს აქვს და მეც მას შევყავარ.იმ მნიშვნელოვან ხალხს შორის მევარ ის მიკუჭლი ფურცელი, რომელიც ყოველდღე ერთი საათის განმავლობაში აგდია მეოცე სართულზე.ნეტავ რაფერის თვალები აქვს? არასოდეს მიცდია მასზე დაკვირვება.ყოველთვის, როდესაც თათბირია ფეხზე დგას, ნერვიულობისას გადის და გამოდის, ზოგჯერ მაგიდასაც ურტყამს ხელს.მისი ხელები ვიცი, მახსოვს.დაძარღვულია და ამის დანახვისას ყოველთვის ჟრუანტელ მივლის ტანში.მისი ხავერდის ხმა ისე ჩაგესმის ყურებში თითქოს ახლოსაა მოსული,ჯერ კისერზე სასიამოვნოდ გელამუნება შემდეგ კი ყურის ბარაბნისკენ მიიწევს და უცებ შეგახტუნებს.მისი თვალები არასოდეს დამინახავს რადგან ეს ისაა რისიც ყველაზე მეტად მეშინია ადამიანში.ლიფტის კარი უცბად გაიღო და ქეთევანი შემრჩა ხელებში. -სალომე გამოფხიზლდი.თითი ყურთან დამიტკაცუნა.-მეოცეზე ავდივართ გადმოწია შეხვედრა.ხელი მკლავზე დამავლო და ლიფტში ძალით შემტენა.-სალომე!. -დიახ ქალბატონო ქეთევან. -კონცენტრირდი.თვალები დამიქაჩა. ლიფტის კარი გაიღო და მეც გავედი.შენელებული კადრივით ვხედავდი როგორ გავიარეთ შემოწმება.როგორ ჩამოგვართვეს ტელეფონები, როგორ შემიცვალეს კალამი და როგორ წამართვეს სათვალე.დიდიხანია ვცდილობ ჩავწვდე იმ აზრს თუ რატომ აკეთებენ ამას. რა საჭიროა ასეთი უსაფრთხოება.ჩემმა კალამმა რა უნდა დამართოს ან სათვალემ. რა უნდა ჩავიწერო ისეთი ტელეფონში, რასაც კალმით ფურცელზე ვერ ჩავწერ. გრძელ მაგიდას მივუსხხედით, მე ქეთევანის გვერდით დავჯექი და კალამი იარაღივით მოვიმარჯვე.ბატონი ერეკლე ზურგით იდგა და ტელეფონით გაურკვეველ ენაზე საუბრობდა.ხმის ტემბრით მივხვდი რომ გაღიზიანებული იყო ამიტომ უფრო დავიძაბე.რომ მოტრიალდა სავარძელში დაჯდა თავზე ხელი გადაისვა და მძიმედ ამოისუნთქა. -დავიწყოთ.თქვა და ყველას ერთიანად გადაგვაფარა დაძაბულობის ტალღა. -ყველაფერი ჩაიწერე არაფერი გამოგეპაროს.თავი ქვემოთ ჩავხარე და მაგიდას მივაშტერდი.ვცდილობდი მისი ყველა სიტყვა დამეჭირა და რასაც ქეთევანს დააბარებდა ჩამეწერა.რომ დავაპირებდი თავის აწევას რაღაც ძალა ქვემოთ მქაჩავდა.ინტერესსა და უხილავ ძალას შორის ისეთი ჭიდილი მქონდა ხელები ძლიერად მოვმუშტე და კალამიც შემომატყდა.გატეხვის ხმა და ჩემკან გამოხედვა ერთი იყო.ყველა დადუმდა მათ შორის ბატონი ერეკლეც.არვიცოდი რა გამეკეთებინა,ავწითლდი ხელები ამოანკალდა. საკუთარ გულისცეას მთელი სხეულით ვგრძნობდი.თითქოს მოწიკწიკე ბომბი მქონდა გულის მაგივრად ჩამონტაჟებული ეს ბომბი კი წუთიწუთზე გააქტიურდებოდა.ღმერთს ვთხოვდი იმ მომენტში მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე თუმცა არაფერი არხდებოდა, საერთოდ არაფერი.უცებ ვიგრძენი როგორ მოუარა მაგიდას, გვერდით ამომიდგა და ჩემკენ გადმოიხარა. -ამ კალამს ფრთხილად მოებყარი.შავი კალამი გვერდით დამიდო და გამეცალა.ცხვირის რეცეპტორები წამის მეასედში გაარღვია ძვირადღირებული სუნამოს სუნმა.ეს ისეთი სუნი იყო ადამიანი ადვილად რომ მიეჩვევი და ვერასოდეს გადაეჩვევი.ზუსტად 3 წამი დამჭირდა მის შესაჩვევად და ასევე ზუსტად ვიცი რომ ეს ის სუნი იქნება რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ გადავეჩვევი. მეოცე სართულზე მიკუჭულ პატარა ფურცლის ნაგლეჯს ახლა საწერი კალამიც მიუმატეს.აი სკამიდან ადგომა რომ გეზარება.რაღაცას რომ მიკუჭავ და ნაგვის ურნას რომ დაუმიზნებ, ის ფურცელიც რომარ ვარდება და გვერდით კალამს მიუდებ.ზუსტად ეს იკითხებოდა ჩემი თანამშრომლების თვალებში. კაბინეტიდან გამოსული არვიყაი ეს აბავი მთელ 20 სართულს რომ მოედო.ლიფტიდან არვიყავი გამოსული ხალხმა ზიზღნარევი მზერით დამიწყეს ყურება, ვითომდა ეს ძალით ვქენი.ახლა მეც იმ გოგონების რიგებში ჩავეწერე ბატონი ერეკლეს ნახმარი ცხვირსახოციც კი ოქროს ბილეთი ჰგონიათ მეოცე სართულზე ასასვლელად.ძლივს გავიკვალე გზა ამდენ უცხო თუ ნაცნობ ხალხში და ქეთევანის კაბინეტში ამოვყავი თავი.ველოდებოდი როდის დამაყრიდა შენიშვნების კორეანტელს, ისკი ჩუმად იყო. თავის კუთვნილ სავარძელზე მოკალათდა, სათვალე მოიხსნა და ხელისგულები თვალზე მიიჭირა. -არაფერს მეტყვით?.შეშინებულმა ხმა ძლივს ამოვიღე. -ყურადღებით უნდა იყო სალომე.ხელებით მაგიდას დაეყრდნო და მზერა მომაბყრო. -ეს შემთხვევით მოხდა.თავი დავხარე. -მესმის! არაუშავს რაც მოხხდა მაგრამ გარეთ გაიხედე, სვავებივით არიან შეგჭამენ შე საცოდაო. -თავს გავართმევ.გავგულიანდი მწარედ რომარ მისაყვედურა. -გაართმევ კი მაგრამ გადაგყლაპავენ, დაგღეჭავენ და გადმოგაფურთხებენ. -არინერვიულოთ. -არ ვნერვიულობ! მოდი რაც გვითხრა ყველაფერი გავაკეთოთ.ხელი დამიქნია და ფურცელი ხელიდან გამომგლიჯა. ღამის 10 საათი იქნებოდა ბოლო წერილი რომ გავუშვი ადრესატთან, თბილი ჟაკეტი მოვიცვი და ლიფტთან დავდექი. ვიგრძენი როგორ ამომიდგა ორი გოგონა და ლიფტში შესლისას როგორ შემომყვნენ.ეს კარგის მანიშნებელი არუნდა იყოს.ანარეკლში მოვლანდე როგორ ანიშნეს ერთმანეთს რაღაც და საუბარი დაიწყეს. -მონადირე არმეგონე.ირონიით ჩაისისინა ერთმა. -ნახე ხმას არ იღებს.დიდხანს რომ ვდუმდი მეორე აყვა. -ოე შენ სათვალიანო გამოიხედე აქეთ.მაჯაში ხელი წამავლეს და მათკენ მიმატრიალეს. -რაგინდათ?.ხმის ტემბრს ცოტა ავუწიე. -ნახე ლაპარაკი სცოდნია. -ის კალამი მოგვეცი. -რა კალამი?. -თავს იშტერებ თუ ჩვენ გვაშტერებ.უფრო მეტად მომიჭირეს ხელი. -ხომიცით იქ ჩემი კალმით არმიშვებენ, მხოლოდ მაათი მოცემულით შევდივარ. -შენით იზამ თუ ძალით გავაკეთოთ. -ხელი გამიშვით ავადმყოფებო.გავბრაზდი და ხელი გავაშვებინე.-თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ? კალმის გამო ჩხუბი ვის გაუგია! არმინდა და არმოგცემთ! თავი გამანებეთ!.ხმამაღლა შევუღრინე და ლიფტის კარიც გაიღო.გიჟივით გავვარდი.ტურნიკეტს გადავაფრინდი და კარისკენ ავიღე გეზი. -სად გარბიხარ შე ბო*ო.ესღა გავიგე, ყურსასმენები მოვირგე და სახლის გზაზე წავედი.თავი ცუდად ვიგრძენი.ამათ შემხედვარე შაქარი დამივარდა.მაღაზიაში შევედი ფასდაკლებით პატარა შოკოლადი ვიყიდე და სახლისაკენ გავეშურე.კარგ კომპანიაში ვმუშაობ და ხელფასიც შესაბამისი მაქვს თუმცა ჩემი შემოსავლის ნახევარი ბანკებში მიდის ჩემი უფროსი ძმის გადამკიდე.ის უკვე დიდიხანია არ მინახავს ჩემი ერთადერთი პატარა ბინა ბანკში ჩადო და უკანმოუხედავად გაიქცა.მეც სხვა გზა არ მქონდა მისი სესხი უნდა გადამეხადა თორემ სახლს წამართმევდნენ.ჩემი მშბლები 4 წლის წინ გარდაიცვალნენ. დედას მკერდის კიბო ჰქონდა მამა კი ალკოჰოლიკი იყო და ციროზმა იმსხვერპლა.ქვეყნად არავინ დამრჩა დეიდის და დეიდაშვილების გარდაა.ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობენ ასერომ ხშირად ვერ ვეკონტაქტები.თუმცა ისინი ის ადამიანები არიან ვისაც ყველთვის ანაღვლებთ ჩემი ბედი. სახლში მისულმა ისევ გუშონწინდელი სოსისი შევჭამე და ტელევიზორს მივუჯექი. -ჯერ კიდევ მიმდინარეობს დავით ჯაფარიძის მკვლელობის გამოძიება, თვითმხლელების თქმით თავდასხმა მოხდა ღამის 11 საათზე, ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მიზეზი და რატომ ჩაცხრილეს თავისივე ავტოობილში ცნობილი არქიტექტორი.გაისმა ჟურნალისტის ხმა. მკვლელობა 4 დღის წინ თბილისის შესასვლელთან მოხდა.მთელი საქართველო შეძრა ამ ამბავა მათ შორის მეც.ბატონი დავითი ჩვენი კომპანიის ხშირი სტუმარი იყო.ის და ერეკლე ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ თუმცა ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.უცბად სახლში ყველაფერი ჩაქვრა.ფეხზე წამოვხტი და იქაურობა მოვათვალიერე,შემდეგ აივანზე გავედი და მეზობლებს გადავხედე.ფაქტია ჩემს უბანში და კორპუსშიც შუქი იყო, სასწრაფოდ გადავაოწმე ქვითარი და მივხვდი რომ გადასახდელი მქონდა.ნერვებმოშლილმა ტანსაცმელი გამოვიცვალე და თბილ ჟაკეტში გავეხვიე.კიბეები სირბილით ჩავირბინე და ახლომდებარე ბანკომატის ძებნა დავიწყე.გვიანი იყო, დღეს მაინც არ ჩართავდნენ ტელეფონიც დამჯდარი მქონდა. ნაცნობ მაღაზიაში შევედი, გამყიდველს ვთხოვე ცოტახნით დასატენად შემეერთებინა ტელეფონი და უბნის ბოლოში გავუყევი იქ ერთი აპარატი მეგულებოდა. როგორც იქნა გადავიხადე და ჩემი სამსახურის პარკინგისკენ გავიხედე.რამდენჯერმე რაღაცამ გაანათა, ისე თითქოს სურათს იღებენო.ინტერესმა მძლია, სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი გზას და ბატონი ერეკლეს მანქანა ამოვიცანი.ვიღაც შავებში გამოწყობილი კაცი სურათებს უღებდა. წამის მეასედში გაისმა გასროლის ხმა. ფოტოაპარატიანი კაცი ძირს დაიხარა გადატრიალდა მანქანას ამოეფარა და იარაღი ამოიღო.ერთ ადილას გავიყინე არვიცოდი რა უნდა მექნა. ერთ გასროლას მეორე გასროლა მოყვა.შემდეგ ეს კაცი წამოდგა და მანაც გაისროლა.ხხელებით ტელეფონის ძებნა დავიწყე 112-ში რომ დამერეკა თუმცა ამაოდ. მერე მივხვდი რომ თან არ მქონდა. ტვინში განგაშის სისტემა ჩაირთო.სალომე გაიქეცი აქედან ვუმეორებდი ჩემს თავს მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა.სირბილის ხმა შემომესმა. 5-ზე მეტი ადამიანი მორბოდა ამ ფოტოგრაფისკენ ალბათ მანაც გაიგო ისკი ჩემკენ გამოიქცა.შეშინებულმა ერთი შევკივლე და არვიცი რამიმართულებით გავიქეცი.ძალიან ბევრი ვირბინე, იმდენი რომ ვერც გავიგე სად ვიყავი.ჩვენი სამშენებლო ობიექტი რომ დავინახე დაცვის თანამშრომლის ძებნა დავიწყე რომ მისი ნომრით დამერეკა პოლიციაში. პატარა ჯიხურს მივადექი.იქ უნდა ყოფილიყო მაგრამ არავინ დამხვდა.იქაურობა მოვათვალიერე თუმცა ამაოდ.წამებში ისევ გაისმა გასროლის ხმა და იქვე ჩავიმუხლე.მესმოდა გაურკვეველ ენაზე როგორ საუბრობდნენ კაცები.ისინი ბატონ ერეკლესთან ერთად მინახავს. ძალიან შემეშინდა, თვალებზე ხელი ავიფარე და ღმერთს შევევდრე რომ გადავერჩინე.შიშისგან ცრემლები წამსკდა, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამირბინა.ჯერ არაფერი მქონდა გაკეთებული ისეთი რომ კმაყოფილი ვყოფილიყავი ჩემი თავით. ყველაფერი შემდგომ წლებს შემოვუნახე.შვილები,ნორმაური სამსახური მერე კი ბედნიერი სიბერე. აქედან არცერთი არმქონდა ამიტომ ვფიქრობდი რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა თუმცა სიკვდილის დრო თუ დადგებოდა არცეგ წარმომედგინა.უცებ ყველაფერი მიჩუმდა.ცოტახნით დაველოდე, ვიფიქრე მქონდა შანსი რომ გადავრჩენილიყავი, წამებს გულშ ვითვლიდი. 5 წუთზე რომ ავედი თავი ავწიე და ფანჯარაში გავიხედე. 1 2 3 და თვალებში განათდა.კიდევ ერთი გასროლა და დაჭრილი ფოტოაპარატიანი.ხმამაღლა რომარ მეკივლა ხელები პირზე ავიფარე მერე კი მის წინ დგარ სილუეტს გავხედე. ეს ბატონი ერეკლე იყო. ის იყო ადამიანი ვინაც ეს ტყვია გაისროლა და პირდაპირ შუბლში დააჭედა.ამ მომენტში ორი რამ ვიცოდი. პირველი ის, რომ ერეკლემ დაიმინახა. ხოლო მეორე ის, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა.ჯიხურის კარი გამოვაღე, დავკარი ფეხი და მთელიძალით გავიქეცი.სიმართლე გითხრათ ზურგში ტყვიას ველოდი, მაგრამ ეს უკვე აღარ მანაღვლებდა.მთელი ძალით მივრბოდი გაურკვეველი მიმართულებით, სირბილისგან ფეხები მტკიოდა.ნერვიულობისგან კუნთები დამეძაბა, ვიგრძენი როგორ შემეპარა დაღლა მთელს სხეულში და ვიფიქრე დავნებებულიყავი მაგრამ გადარჩენის ინსტიქტი იმდენად დუღდა ჩემს სისხლში რომ ყველანაირად ვცდილობდი მუხლებში ძალა შემრჩენოდა.ჰაერის ნაკადი ძლიერად შევისუნთქე და ვიგრძენი როგორ წამავლეს ხელი უკნიდან და ძირს სახით დავეცი.გადმომატრიალეს და თვალები დავხუჭე.მესმოდა დაღლილობისგან როგორ ქოშინებდა თითქოს ცდილობდა ძალა მოეკრიბა რომ რამე ეთქვა თუმცა ვერაფერს ამბობდა.ძირს ვიწექი, ის ზემოდან მაკავებდა მეკი თვალებსაც კივერ ვახელდი. -შემომხედე.გაისმა საზარელი ხმა.ხმასთან ერთად სურნელმა გაარღქვია ბარიერი და ტვინიდან მთელს სხეულში გადასტყორცნა უსიამოვნო შეგრძნება.-მე შემომხედე!.იღრიალა ბოლო ხმაზე, მეც თვალები გავახილე და ბატონი ერეკლე დავინახე. -უნდა მომკლათ?.უემოციოდ მივუგე და პასუხის მოლოდინში საკუთარი თავი გამოვიგლოვე. -არვიცი მოგკლა? ეგ შენ უნდა მითხრა.ირონიულად ჩაისისინა. -არმინდა სიკვდილი. -ენას კბილს თუარ დააჭერ მოკვდები.სახე ახლოს მომიტანა და მისი გავარვარებული ბაგეები ყურზე შემახო. ისე ჩამსისინა ენა ჩამივარდა.თითქოს ეკლები მეხებოდა მთელს სხეულზე.-ვიგრძენი როგორ წაიღო ხელი იარაღისკენ და როგორ მომადო ლულა შუბლზე.-პირდაპირ აქ დაგახლი ტყვიას სადმე ვინმესთან რამე თუ წამოგცდება, მერე კი შენს გვამს ისე დავასახიჩრებ საკუთარმა მშობელმა ვერ გიცნოს.მუქარა სიამოვნებას აყენებდა, ამას ვგრძნობდი. ისეთი ემოციით ამბობდა რთული არციყო ამოგეცნო. მძიმე სხეული მომშორდა და სიმსუბუქე ვიგრძენი. სიმსუბუქეს საშინელი ტკივილი მოჰყვა თავის არეშ, თმაშ ხელი ძლიერად წამავლო და წამომაყენა.აწურული ვიდექი მის წინ ის კი ბოლთას ცემდა.-როგორ არმინდოდა დღეს ორი ადამიანი მომეკლა.სისინებდა თავისთვის.-მითხარი როგორ დაგტოვო ცოცხალი.ჩემკენ წამოვიდა და ნიკაპქვეშ ხელი ისე მომიჭრა სუნთქვა შემეკვრა. -არაფერს ვიტყვი.ხმაჩამწყდარმა ამოვიკვნესე და მუდარის მზერა შევაგებე მის ბნელ თვალებს. -იტყვი!.მიყვირა ბოლო ხმაზე. -ბატონო ერეკლე.საუბარი შეაწყვეტინა რამოდენიმე ბიჭმა. -წაიყვანეთ და რაცგინდათ ის იქენით.მათკენ მომისროლა, მე ინერციით ძირს დავენარცხე. -კიმაგრამ?!.დაბნეულებმა ერთმანეთს გადახედეს, ალბათ არიცოდნენ რაუნდა გაეკეთებინათ. -რადა რასაც ყველას უშვებით! გააქრეთ!.ხელები მომუშტა მათკენ წამოვიდა და ფეხები ჩემს სახესთან გააჩერა. -ბატონო ერეკლე ის თქვენი ხელქვეითია.გაისმა შეშინებული ხმა. -ხელქვეითი?.დაბლა დაიხარა სახეზე ჩამოფარებული თმა გადამიწია და კარგად დამაკვირდა. -ის ქალბატონი ქეთევაის ასისტენტია. -ამის დედას*ევეცი.შეიგინა და უკან დაიხია.დიდხანს დუმდნენ, ვერავინ ვერ ბედადა ხმის ამოღებას.მე არაფრის ძალა აღარ მქონდა.ვიცოდი ამაღამ მოვკვდებოდი. -მომისმინე!.მომიახლოვდა, ჩაიმუხლა და თავი ამაწევინა.-თუ გინდა რომ ცოცხალი გადარჩე, თუ გინდა რომ სამსახური შეინარჩუნო და თუ გინდა რომ შენი საყვარელი ადამიანები ტილებივით არ ჩავხოცო ხმას არ ამოიღებ! -გპირდებით.სიცოცხლის პატარა ნაპერწკალმა გაიელვა თავში. -რას მპირდები?. -გპირდებით ხმას არ ამოვიღებ, ამ საიდუმოს საფლავში ჩავიყოლებ. გაშტერებული ვუყურებ გამორთულ ტელევიზორს.თვალებიდან წამოსული ცრემლები ცხვირიდან მდინარესავით წამოსულ სისხლს ერეოდა და კალთას მისველებდა.ჩემს თვალწინ ადამიანი მოკლეს, მოკვლით დამემუქრნენ და ვინც ეს გააკეთა ჩემი უფროსია. ამის გააზრება ძალიან მიჭირს, თავი რაღაც სერიალის გმირი მგონია.სხეული მოდუნებული მაქვს, კეფიდან მოწოილი სიმძიმე ნელნელა ნაწილდება მთელს სხეულში და ვეღარ ვამოძრავებ სხეულის ვერცერთ ნაწილს.განა რა დავაშავე ასეთი? ყოველთვის ეს კითხვა მიჩნდება. ჩემი ცხოვრება ნაწილ ნაწილაა დაშლილი.ვერაფრით ვერ მოვუყარე თავი, ვერაფრით ვერ შევავსე ტრამვებისგან მოყენებული ჭრილობები.ვინმეს რამე ვავნე? მე ვერაფერს ვიხსენებ.ნუთუ ესაა ის ბედი რაც ზემოთ პატარა წიგნშ წერია.მე საერთოდ არმომწონს ამ წიგნის ეს ნაწილი და შემდგომ რაიქნება?.უარესი? თუ უკეთესი? -სალომე.რკინის კარზე კაკუნის ხმა გაისმა.-მოვედი საყვარელო.დამძიმებული სხეული ძლივს ავწიე და საკეტი გადავწიე, ხელი ურდულს ჩამოვკარი და კარში მდგარი გიორგი დავინახე.-როგორ მომენატრე.ღრმად ამოისუნთქა, ჩემკენ დაიძრა და ტუჩებზე დამეწაფა. -ახლა გაგახსენდი?.ხელი ვკარი, ამრეზიით შევხედე, აჩქარებული გულისცემა დავარეგულირე და სახლში შევედი. -ხოიცი მე სულ მახსოვხარ.უკან მომყვა და მაჯაზე ხელი მომკიდა.-ეს რა არის.სისხლით მოსვრილი სახე რომ დამინახა მაიკის სახელურით პირი მოიწმინდა და მერე მეც მომწმინდა.-ხომ კარგად ხარ რა დაგემართა?.შეშინებულმა შემომხედა. -წავიქეცი.თავი ავარიდე მის მზერას და ფანჯარასთან მივედი. -სალომე წაქცეულს არ გავხარ, ნამტირალები ხარ ხმაზეც გატყობ.არ დანებდა. -ხომ გითხარი გიორგი წავიქეც ცხვირი მეტკინა და ტირილი დავიწყე. -იმასაც ვხვდები როდის მატყუებ. -არგატყუებ მართლა.ცრემლები კვლავ მომაწვა, თავი ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი. -მოდი ჩემთან პრინცესა.მისკენ შემატრიალა ხელები მომხვია და შუბლზე მაკოცა.-მითხარი სალო ვინ გაგაბრაზა, არაფერი დამიმალო ხოიცი მაინც გავიგებ. -ჩასარიცხად მივდიოდი როცა... ყველაფერი არ მომიყოლია, მითვის რომ მეთქვა ჩემი უფროსი არის მკვლელიო სამსახურიდან წამოსვლას მომთხოვდა მეკი არმქონდა არც იმის დრო და არც საშუალება რომ წამოვსულიყავი და სხვა მაღალანაზღაურებადი სამსახური მეშოვნა. -მაგათ დედას*ევეცი! ეგ ა*ვრები! შენ ვინ გაგიბედა მოკვლით დამუქრება!.მთელს სახლში დადიოდა და შიგადაშიგ ბილწ სიტყვებს იმეორებდა. -კარგი გიო დააწყნარდი, არც იციან ვინ ვარ ალათ. -რასქვია გოგო არიციან! ვინ ჩემი ფეხებია ჩემს შეყვარებულს ამდენს რომ უბედავს. -გეყოს ყველაფერმა ჩაირია.უკნიდან მოვხვიე ხელები, ისიც შემოტრიალდა და გულში ჩამიკრა.სითბომ მთელს ტანში გაატანა.მივხვდი რომ ეს მაკლდა. გიოს ჩახუტება ისიყო რაც ყოველთვის მჭირდება.-წამო დავიძინოთ რაა.მუდარით ავხედე და საძნებლისკენ წავედი.პიჟამო გადავიცვი და საწოლში დავწექი.ისიც გვერდით მომიწვა და ხელები სახეზე მომკიდა.-სად იყავი დაკარგული?.წყენით ავხედე. -ჩემო პრინცესა ბიჭები დავთვერით ევგენასთან მესტიაში თან ხოიცი იქ არიჭერს მერე პახმელიაზე გამოვედი და ვერ დაგირეკე, ევგენას გოგოც გადაფსიხებული იყო დღეს რომივედით. -აი პროსტა მერო დავიკარგო ამდენიხანი. -შენ ჭკვინი ხარ არ დაიკარგები.ცხვირზე ხელი დამკრა და თვალები დახუჭა. სარკის წინ ვდგავარ და ვერ ვხვდები რა გადაწყვეილება მივიღო.სამსახურისკენ წავიდე? თუ სახლში დავრჩე.ჩაშავებულ თვალებს ვუყურებ და ვხვდები რომ ეს სიგიჟეა.რაც ჩემს თავს ხდება სრული კატასტროფაა.როგორ უნდა ვიმუშაო ისეთ ადამიანთან ვისთვისაც სხვის სიცოცხლეს ფასი არააქვს.მისთვის ადამიანის მოკვლა ჭიანჭველაზე ფეხის დადგმას ჰგავს.იქ ზემოთ, მეოცე სართულზე ზის, უყურებს ქვემოთ მოსიარულე ხალხს და წამებში შეუძლია პატარა მოქმედებით ჩემი ან სხვისი ნაწვალები ცხოვრება დაანგრიოს.თავი ღმერთი ჰგონია.ის წყვეტს ვინ იცოცხლებს და ვინ არა დათუ ახლა მე ცოცხალი ვარ ეს იმის გამო, რომ იმ მომენტში ასე ჩავალა საჭიროდ და ნებისმიერ დროს შეიძლება მომიღოს ბოლო. -რაც არის არის.ღრმად ამოვისუნთქე, თვალზე მომდგარი ცრემლები შევიშრე და სამსახურისკენ მიმავალ გზას გავუდექი.ამ ამბის შემდეგ შაბათ-კვირა მოუწია და შესაბამისად სახლში გავატარე.ეს ორშაბათიც ისე მალე მოვიდა ვერ გავიაზრე თუმცა იმას კარგად ვიაზრებ რომ ახლა მთელი კვირა წინაა და ამ დროის განმავლობბაში მინიმუმ ხუთჯერ მომიწევს იმ სახის დანახვა რომელიც ასე მზარავს.ოფისში ფეხის შედგმა და მძიმე აურის შეგრძნება ერთი იყო.დაველოდე სანამ ლიფტთან ხალხი არ მოგროვდა და ისე ავედი ჩემს სართულზე.ჩემს მაგიდასთან მისულს შიშმა შემიბყრო.წარმოვიდგინე როგორ მოწამლა ჩემი რომელიმე ნივთი.როგორ ჩაამონტაჟა პატარა ბომბი ჩემს სკამზე რომელიც დაჯდომის შემდგომ აქტიურდება.არვიცი ყველა ვარიანტმა ჩამიქროლა წინ. -მოხვედი ცუნცულ?.ბეჭებზე ძლიერი შეხება ვიგრძენი და შევხტი.ნინუცა იყო.-რაიყო გოგო რამ შეგაშინა.ჩემი ადგილისკენ გაემართა და ჩემსავე სავარძელზე დაჯდა. -არდაჯდე.სიტყვა არმქონდა დასრულებული ნინუცა კომფორტულად მოკალათდა და გაოცებულმა ამომხედა. -რაიყო რაგჭირს თვალებზე? ხომ ყველაფერი რიგზეა. რომ შემომხედა ჩემკენ წამოვიდა და სახე მის ხელებში მოაქცია. -კი უბრალოდ წუხელ ფილმებს ვუყურებდი.სიმწრით გავუღიმე. -ქალბატონო სალომე! გიორგიმ გაგაბრაზა?. -არა რა გიორგიმ.მის ხელებს თავი დავაღწიე და ჩანთა მაგიდაზე დავდე. -აი ხოგეუბნები ეგბიჭი რაცაა სამი ასო, შენი ენერგიით იკვებება,შენი საჭმლით და დროდადრო შენი საცხოვრებლით, პარაზიტი გყავს! ტკიპასავით მოგეკრო სულ რაღაცას აშავებს და შენ ერთი ჩახუტებით ურიგდები. -ასე არ არის, ხომიცი გიორგი ჩემთვის მთელი სამყაროა, მის გარეშე არშემიძლია, ვუყვარვარ და მეც მიყვარს. -სალომეე!.ცოტა ხმამაღლა მოუვიდა.-მთელ თავის ფულს კაზინოებში ხარჯავს და დარწმუნებული ვარ ბო*ებში. -შენ რაიცი?.ნაწყენმა და გაბრაზებულმა ავხედე. -ის ასეთი ტიპია, შენ გიყვარს და ვერ ხვდები.გულუბრყვილო ხარ, შენთვითონაც არგიჩნდება ხოლმე უსამართლობის შეგრძნება? ამდენს შრომობ წვალობ კარგად ებყრობი ისკი ათასჯერ გივლის. -შენ გიორგის არიცნობ ნინუცა! მასთან დიდი დრო უნდა გაატარო რომ გაიცნო და მიხვდე რამდენად მოსიყვარულეა, თავიდან მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ რომ გავიცანი თავისი აზრები რომ გამიზიარა ყველაფერი შეიცვალა. -ღმერთმა დამიფაროს მასთან დიდი დრო გავატარო. -ნინუცა სერიოზულად? ასე რატომ მელაპარაკები ხომიცი გული მტკივა.საშინლად არ მესიამოვნა, ნინუცა ჩემი საუკეთესო მეგობარია, მისმა ამ სიტყვებმა გული მომიკლა. -მირჩევნია ჩემი სიმართლით გატკინო ახლა გული ვიდრე მერე შენმა იდიოტმა შეყვარებულმა რომ იცოდე ის უფრო მწარე იქნება.მოვიდა ლოყაზე მაკოცა და თავისი მაგიდისკენ წავიდა.თვალები ცრემლებით ამევსო.საშინლად მინდოდა ტირილი.საპირფარეშოსკენ სირბილით გავიქეცი და სარკესთან დავდექი.ხმა რომარ გასულიყო ონკანი მოვუშვი და ჩემი ტკივილი გამოვუშვი.ემოციებისგან რომ დავიცალე კვლავ ჩემს მაგიდას მივუჯექი და საქმეს შევუდექი.ლანჩზე არგავედი, ამის არც დრო მქონდა და არც სურვილი.ლუკმა ვერ გადამივიდოდა პირველ საათზე მეოცე სართულზე ვიყავი ასასვლელი. -წავედით.ხელი დაკრა ქეთევანმა ჩემს მაგიდას გონს რომ მოვსულიყავი და წინ გამიძღვა.არმახსოვს როგორ შევედი ლიფტში, როგორ გავიარე შემოწმება და როგორ აღვმოჩნდი ბატონი ერეკლეს კაბინეტში გრძელ მაგიდასთან.ხელები გაოფლიანებული მქონდა, თავში აზრები ერთიანად ამერია, ვიწვოდი შემდეგ ვიყინებოდი.ერთიანად ორივე ტემპერატურას ვგრძნობდი.ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა.დახშულად მესმოდა თანამშრომლების ხმა ერთმანეთში სიცილით რომ განიხილავდნენ რაღაცეებს.გაისმა“ბატონი ერეკლე მოდის“ ყველანი ფეხზე წამოვდექით, მე თავს არ ვწევდი. -დასხედით.ბასრად გაისმა მისი სიტყვა და შუაზე გამჭრა.ტანში ერთიანად ვიგრძენი ტკივილი და შიშმა შემიბყრო.-მაშ ასე დავიწყოთ.თითები გაატკაცუნა და თათბირიც დაიწყო.საათზე მეტი გაგრძელდა ბოლოს კი როგორც იქნა ხალხი წამოიშალა.ერთი სული მქონდა ამკარიდან როდის გავიდოდი.სულ რამოდენიმე ნაბიჯი და გარეთ ვარ, როდესაც გაისმა.-შენ სათვალიანო! დარჩი!.ქალბატონ ქეთევანს შეშინებულმა ავხედე და მანაც არანაკლებ შეშინებულმა შემომხედა. -დარჩი!.მხარზე ხელი დამადო ქეთევანმა.-არინერვიულო.ტუჩების მოძრაობით ამოვიკითხე რაც მითხრა და იმედისმომცემად გამიღიმა თუმცა მის თვალებში რაღაცის შიშს ვხედავდი. ყველა რომ გავიდა მარტო მე და ბატონი ერეკლე დავრჩით.მისკენ არ შევტრიალებულვარ.აწურული ვიდექი და კარის სახელურს ვუყურებდი. -მოტრიალდი.სიჩუმე მისმა ბარიტონმა გაარღვია.ნელა შევტრიალდი მისკენ, თავი არ ამიწევია.-მაშ ასე სალომე აბესაძე.ვხედავდი როგორ ნახულობდა ფურცლებში რაღაცეებს.-იცი ქეთევანს ძალიან უყვარხარ.კვლავ ვერ ვიღებ ხმას.-რა დაინახა შენში ასეთი.ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა.უკან უკან ვიხევდი როცა კედელს ავეტმასნე.შიშისგან ხელები მოვმუშტე და თვალებზე მივიფარე.ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა გავარვარებული სხეული.-ხელები ჩამოწიე.გასცა ბრძანება.მეც უმალ ჩამოვუუშვი და თვალები ძლიერად დავხუჭე.მარჯვენა ხელი ნიკაპქვეშ ამომიდო და თავი ამაწევინა.მისი შეხება ყველაზე საშინელი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში.-თვალები გაახილე.მითხრა და მეც უმალ გავახილე თუმცა გვერდით გავიხედე.-მე შემომხედე.დაიჩურჩულა მაგრამ ეს ვერ გავაკეთე.-გაგიმეორო?მე შემომხედე.ახლოს მოიტანა სახე და მეც შევხედე.-იცი რამიყვარს ადამიანებში?.ჩაიღიმა და უფრო მეტად მოწია სახე ჩემკენ, ისე რომ მისი გამონასუნთქი სახეზე მელამუნებოდა.-შიში. -ჩემს დატანჯვას აპირებთ?.ნაწილ-ნაწილ ამოვთქვი. -არა ვამოწმებ რამდენად გინდა სიცოცხლე.თითის ბალიშებით თმა გადამიწია.-მითხარი სალომე გინდა სიცოცხლე?. -მინდა.ამოვიჩურჩულე. -ვერ გავიგე?!. -მინდა. -რა გინდა?.აშკარა იყო ჩემი შიში მის ეგოს კვებავდა, ეს პროცესი სიამოვნებას აყენებდა.მეკი არშემეძლო მისთვის ამ ყვეელაფრის ჩაშხამება რადგან ზედმეტად სუსტი ვარ რომ თავი დავიცვა. -სიცოცლე, სიცოცხლე მინდა.ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადავგორე, ძალიან გამიჭირდა ტირილისგან თავშეკავება. -სიცოხლე ღირებლი რამაა და უნდა დააფასო, შენკი მას უდიერად ექცევი სულელო გოგო.ცხვირზე ხელი დამკრა და თავისი სავარძლისკენ წავიდა.-წადი!.თქვა უემოციოდ და მეც სირბილით წავედი კარისკენ.გარეთ გასული კედელს ავეტკეპნე და ძლივს შეკავებულ ცრემლებს გასაქანი მივეცი.იქვე კედელთან ჩავიმუხლე და ჩუმად ავტირდი. -ეს აიღე.მომესმა ხმა და ზევით ავიხედე.ეს ერეკლეს დაცვის ბიჭი იყო.ის იყო ვინაც უთხრა რომ მისი ხელქვეითი ვიყავი.ცხვირსახოცი მომცა მეკი არ ვართმევდი.-ნუგეშნია გამომართვი.თბილად გამიღიმა და მეც გამბედაობა შემემატა.ხომვთქვი საშინლად მეამიტი ვარ, ერთი ღიმილიც საკმარისი გული მომილბეს. -გმადლობთ.მკრთალად გავუღიმე და ცრემლები შევიშრე. -ჯობია ქვემოთ ჩახვიდე მალე გამოვა.ფეხზე წამომაყენა და ლიფტამდე მიმაცილა.-არინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.ლიფტის დახურვამდე ჩუმად გადმომილაპარაკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.