შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაჯანსაღი გონება 2


15-02-2018, 15:41
ავტორი ubraloooo tipi
ნანახია 1 370

სარკეში ჩემს გამოსახულებას ყურადღებით ვათვალიერებ. მუქი წითელი, მუხლებამდე ტანზე მომდგარი კაბა მაცვია. უნდა ვაღიარო მიხდება, არადა მამას გარდაცვალებამდე საერთოდ არ ვიცვამდი კაბებს. მაშინ არც ესეთი გაწონასწორებული არ ვიყავი.
კაბას წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შევუხამე. მამას სიკვდილის შემდეგ იმდენად ხშირად მიწევდა მათი ჩაცმა, რომ უკვე შევეჩვიე. გრძელი, ყავისფერი თმა გავიშალე და სუნამო ვიპკურე.
როცა ყველაფერს მოვრჩი, ოთახიდან გავედი და კიბეებს ნელა ჩავუყევი. დედა იქ მელოდა. ჩემს დანახვაზე გაეღიმა.
-ულამაზესი ხარ!- მითხრა მან
-გმადლობ-ვუთხარი იმის მიუხედავად, რომ მისი არ მჯეროდა-მზად ხარ?
-მე არ მოვდივარ. გეგამ შენთან პირისპირ უნდა ლაპარაკი.
-კარგი, მარტოც გავუმკლავდები.-ვუთხარი და ჩემივე თავით გაოცებული გავედი სახლიდან. მართლა ძალიან შევიცვალე. უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი გავხდი.
გამოსვლისას სახლს თვალი შევავლე. უზარმაზარი, მდიდრული სახლი გვქონდა. აქაურობა გულს მირევდა. მამას გარეშე ამხელა სახლი სულ დაცარიელდა და ვერ ვხვდებოდი რაღაში გვჭირდებოდა.
ფარეხიდან ჩემი თეთრი ტოიოტა გამოვიყვანე. მანქანის მართვა მამამ მასწავლა და თავადვე იზრუნა იმაზე, რომ მართვის მოწმობა ამეღო. მანქანა 17 წლის იუბილეზე მაჩუქა. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა მოწმობა და ეგეც რამდენიმე დღეში ავიღე.
ტოიოტა უზარმაზარი შუშის შენობის წინ გავაჩერე. შენობაში შესვლისთანავე მივიქციე ბევრის ყურადღება. როგორც ჩანს სულაც არ ვყოფილვარ ისეთი შეუმჩნეველი, როგორც მეგონა. აქ ყველა კაცს შარვალ-კოსტუმი, ქალებს კი კაბები ეცვათ. ნელი, თავდაჯერებული ნაბიჯით წავედი ლიფტისკენ.თავაწეულმა შევაბიჯე შიგნით. ჩემს ბედზე იქაურობა ცარიელი დამხვდა. ის იყო თითი 30-ს მივაჭირე, რომ ლიფტში ვიღაც შემოვარდა. პირდაპირი მნიშვნელობით შემოვარდა და კარიც დაიკეტა.
დაუპატიჟებელ სტუმარს გავხედე. უნდა ვაღიარო გაკვირვებული დავრჩი. ჩემზე ერთი ან მაქსიმუმ ორი წლით უფროსი თუ იქნებოდა. ჩემი მაღალქუსლიანების მიუხედავად, მაინც ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო. გამხდარი, მაგრამ ნავარჯიშები სხეული ჰქონდა. როგორც ჩანს სულ არ ადარდებდა სად იმყოფებოდა, რადგან შარვალ-კოსტუმის მაგივრად, დახეული ჯინსი და უბრალო, თეთრი ზედა ეცვა. შავი თმა ასჩეჩვოდა და ნაწილი სახეზე ეფხატებოდა. სავსე ვარდისფერი ტუჩები და გამოკვეთილი ყვრიმალები ჰქონდა. ცისფერი თვალებით ინტერესით მათვალიერებდა. ძალიან სიმპატიური იყო. არა, მართლა ძალიან სიმპატიური იყო. ძველი ანა ალბათ მისი სილამაზით აღტაცებული დარჩებოდა, მაგრამ ახალ ანას სულ არ ადარდებდა, რომ მასთან ერთად ლიფტში ალბათ მთელს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ბიჭი აღმოჩნდა.
ბიჭმა თითი რიცხვებისკენ წაიღო და უცებ გაუშეშდა.
-შენც 30-ე სართულზე მიდიხარ?-ხმაც ისეთივე იდეალური ჰქონდა როგორიც გარეგნობა. თავი უხმოდ დავუქნიე.
-უცნაური დამთხვევაა-აგრძელებდა ის-ვისთან მიდიხარ?
-აქ ვმუშაობ-არც კი ვიცი რატომ მოვატყუე, უბრალოდ მინდოდა შემშვებოდა.
-უცნაურია, რომ აქამდე ვერ შეგნიშნე-თავისთვის ჩაილაპარაკა, თუმცა გარკვევით გავიგონე მისი სიტყვები-რამდენი ხანია რაც აქ მუშაობ?
-დღეს ვიწყებ-მივუგე დაუფიქრებლად.
-მაშინ ყველაფერი გასაგებია. ისე აქ მუშაობისთვის ზედმეტად პატარა ხომ არ ხარ?-მკითხა გამომცდელად. მისი ირონიული ,,პატარა'' არ გამომპარვია. ბრაზი მომერია.
-როგორც ჩანს არა.-უკვე ნერვებს მიშლიდა მისი დაკითხვა.
-რა პოზიციაზე მუშაობ?
არ ვიცოდი ამ კითხვაზე რა პასუხი გამეცა. მივხვდი, რომ ვიჭრებოდი, ამიტომ კითხვა შევუბრუნე:
-თქვენც აქ მუშაობთ?
გაოცებულმა შემომხედა, თითქოს ვერც იჯერებდა, რომ ეს ვკითხე. ახლა უფრო დიდი ინტერესით შემათვალიერა. შემდეგ გრძელი, ლამაზი თითები შავ თმაში შეიცურა და თვალებიდან ისე გადაიყარა, ალბათ ნებისმიერი გოგო ამ ჟესტზე ჭკუას დაკარგავდა. როგორც ჩანს ბიჭი ჩემგანაც იგივეს მოელოდა, რადგან როცა ჩემი უემოციო სახე დაინახა ოდნავ ჩაიცინა.
-ხო აქ ვმუშაობ.-მიპასუხა საბოლოოდ.
-აქ მუშაობისთვის ზედმეტად პატარა ხომ არ ხარ?-სიტყვა ,,პატარა'' ისეთივე ირონიით წარმოვთქვი როგორც მან ცოტახნის წინ.
ჩაიცინა:
-რაო უკვე მხოლობითში ვლაპარაკობთ? რამდენიმე წუთში ასე დავახლოვდით? ძალიან სწრაფი ხარ პატარავ-მითხრა დამცინავად.
გაღიზიანებულმა შევუბღვირე. გესლიანი პასუხის გასაცემად პირი გავაღე, როცა ლიფტის კარი გაიღო. ბიჭი მაშინვე გარეთ გავარდა.
-დროებით-დამემშვიდობა უკანმოუხედავად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent