შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აჯანყებულები (ცეცხლიდან ყინულამდე) სრულად


10-12-2023, 07:15
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 2 373

აჯანყებულები

( 18+ ნოველაში აღწერილია ძალადობისა და სისასტიკის შემცველი ფაქტები)

თავი I

ადამიანები პრობლემებს სხვადასხვაგავარად აღიქვამენ, ზოგჯერ ბუზს სპილოდ აქცევენ, ზოგჯერ პირიქით. არაფრისგან ქმნიან ტრაგედიას. ზოგჯერ კი ტრაგედიას იმდენად ეჩვევიან ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.
ომი ცვლის ადამიანებს!
ზოგს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრამვები სიცოცხლეს უმწარებს, ზოგი უფრო მალე პოულობს ცხოვრების გაგრძელებისთვის საჭირო ძალას.
მართალია ომი საშინელებათა ციკლია, მაგრამ ადამიანის ბუნებაა ასეთი - ყველაფერს უძლებს და ეგუება.
ვისაც თავის თავზე აქვს გამოცდილი მთელი ეს საშინელება, მარტივად გამიგებს რის თქმას ვცდილობ. სამწუხაროდ კაცობრიობას მოკლე მეხსიერება ახასიათებს, თორემ როგორ შეიძლება მთელი ეს ტრაგედია გადაიტანო და კიდევ იგივე გაიმეორო.
ჩვენთან სამოქალაქო ომია. არ ვიცი რამდენად მართებულია სახელმწიფოსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო ამ ფორმით დაპირისპირება, ამას ალბათ ისტორია აჩვენებს მომავალ თაობებს, მაგრამ ახლა მხოლოდ სამი სიტყვისგან შემდგარი წინადადება შეესაბამება არსებულ ვითარებას - სტატისტიკად ქცეული ტრაგედიები.
სამწუხაროდ არასტაბილურ გარემოში გვიწევს ცხოვრება. არჩევანი რომ მქონოდა რა თქმა უნდა არც ამ ეპოქაში და არც ამ ქვეყანაში დავიბადებოდი, მაგრამ ამას ჩვენ არ ვწყვეტთ. ჩვენ მხოლოდ იმის არჩევა შეგვიძლია, რისთვის ღირს ცხოვრება. ამბობენ ნდობა პირველი იკარგება, როცა ღალატის მაგალითებს აწყდებიო და ასეც არის. მეც ვისწავლე სიჩუმე! ვლაპარაკობ იმას რისი თქმაც ხმამაღლა შემიძლია. არ მეშინია! მაგრამ დავიღალე... შემიძლია გავიდე და პირველივე ჟანდარმს მივახალო რასაც სინამდვილეში ვფიქრობ, მაგრამ ამით ვერაფერს შევცვლი. საკუთარ თავს ვამზადებდი კიდეც ამისთვის. მჯეროდა, რომ თავისუფლება პატიმრობით არ სრულდებოდა და ახლაც მჯერა. თუმცა პატიმარი არასდროს ვყოფილვარ და არც ტყვედ ჩავვარდნილვარ როდესმე. სამხედრო ექიმი ვიყავი ომამდე. როგორც ექიმს სინდისი სუფთა მაქვს. როგორც მებრძოლს - არ ვიცი... ზოგჯერ კოშმარები მესიზმრება, იმ ადამიანებს ვხედავ ვის გვერდითაც მიბრძოლია, მათაც ვხედავ ვინც მომიკლავს, მხოლოდ რამოდენიმეს ვცნობ ზუსტად, მაგრამ დანარჩენებზეც ვიცი რომ, ერთმანეთისან ცხოვრება გვყოფს. ვინ იცის რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ერთი ადამიანის ცხოვრება, ან რამდენი რამ დაიტიოს, მაგრამ ბოლო ყველას ერთი გვაქვს, სადღაც წავიკითხე რომ, ყველასთვის იზრდბა ერთი ხე, რომლისგანაც ადრე თუ გვიან ოთხ ფიცარს გამოთლიან... ეს სიტყვები გულში ჩამრჩა. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი რომ, ეს ხე ბევრისთვის ნაადრევად შეწყვიტდა ზრდას. იმდენად ნაადრევად რომ, შეუძლებელი გახდებოდა ფიცრის გამოთლა. აქამდე სულ ვამბობდი ყველას თავის ცხოვრების ჯვარი აქვს საზიდითქო, მაგრამ ჩემი ჯვარი იმდენად დამძიმდა - გამიჭირდა. ხშირად ვისვენებ ხოლმე და ღმერთმა უწყის როდემდე გრძელდება ეს დასვენება. ნაჭუჭში ვიკეტები, კვირიდან კვირამდე დრო ისე გადის გამარჯობასაც არავის ვეუბნები. არ მინდა ხალხთან კონტაქტი, ისინი უჩემოდ უკეთესად იქნებიან, მე - მათ გარეშე. პოლიტიკურად ჯერ კიდევ არასტაბილურ გარემოში ვცხოვრობთ, სროლა შეწყდა, თუმცა ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციამდე ჯერ კიდევ დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

***
რამდენიმე წლით ადრე

მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ აჯანყებულებმა ტერაქტი მოაწყვეს. მსხვერპლი არ ყოფილა, მხოლოდ მსუბუქად დაშავებულები მოხვდნენ საავადმყოფოებში, მაგრამ ფაქტია თავად მნიშვნელოვანი. აჯანყებულების იდეას ვიზიარებ, უფრო სწორედ იმ ფასეულობებს, რისთვისაც ისინი იბრძვიან, მაგრამ ტერორიზმის მომხრე არ ვარ! სულ დამავიწყდა მეთქვა, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო მმართველობის ფორმას - დემოკრატიას ამოფარებული ტირანია ეწოდება. შიში და ძალადობა - ორი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც ხელისუფლება გვძულს.
ნებისმიერ თავისუფალ სიტყვას დაპატიმრება მოყვება, ნებისმიერ შეკრებას - დარბევა და სისხლიანი ანგარიშსწორება, გადასახლება და ადგილზე დახვრეტაც კი. ხელისუფლებამ თავად შერაცხა ეს ადამიანები აჯანყებულებად და ამით თითქოს ბიძგი მისცა მოსახლეობას. მალე მართლაც აჯანყებაში გადაიზარდა უხმო პროტესტი და რაც მეტად ძალადობდა სახელმწიფო უბრალო ხალხზე, მით მეტი მოქალაქე უერთდებოდა მათ რიგებს. მათ შორის აღმოვჩნდი მეც.
პროფესია 16 წლის ასაკში ავირჩიე. ჩუმად ვმორიგეობდი საავადმყოფოში დედასთან ერთად და ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს მეც ჩავიცვამდი თეთრ ხალათს, გაღიმებული გამოვიდოდი საოპერაციო ბლოკიდან და პაციენტის გადარჩენას მივულოცავდი მის ახლობლებს.
მამა ადრე გარდაგვეცვალა, მე ბუნდოვნად მახსოვს, ჩემ ძმას - უკეთესად. ის ჩემზე ორი წლით უფროსია და რადიკალურად განსხვავებულიც. სკოლის დასრულების შემდეგ მან სამხედრო კარიერა აირჩია და მე და დედასაც საშინლად დაგვწყვიტა გული, რადგან ვფიქრობდით, ისიც მამასავით ქირურგი გახდებოდა, როგორც მე ვაპირებდი. ამ ამბიდან დედა მალე გარდაიცვალა. გამიჭირდა ოჯახის გარეშე, ჩემი ზედამხედველობა დეიდამ ითავა. მისი სამივე შვილი სწავლობდნენ და სტუდქალაქში ცხოვრობდნენ. ასე რომ ჩემთვის თავისუფალი ადგილის გამონახვა არ გასჭირვებია. დეიდასთან სკოლის დასრულებამდე ვცხოვრობდი, მას სურდა, რომ რაიმე ქალური პროფესია ამერჩია, მაგ:. დიზაინერობა, მენეჯერობა ან რაიმე მსგავსი, მაგრამ მე ექიმობა მქონდა გადაწყვეტილი და ისევე გავუცრუე დეიდას იმედი, როგორც ჩემმა ძმამ მე და დედას. ასე რომ ძმა სამხედრო პირი მყავს, მე კი სამხედრო ჰოსპიტალში ყველაზე ახალგაზრდა ქირურგი ვარ. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე მე და ჩემ ძმას გულახდილად არასდროს გვისაუბრია შეხედულებებზე, თუმცა ვფიქრობდი, რომ ერთ მხარეს არ ვიყავით. არც სამსახურში გამომიხატავს შეხედულებები, მხოლოდ ერთხელ ერთ პაციენტს ვთხოვე აეხსნა ყველაფერი. ზოგადად სამედიცინო პერსონალს აჯანყებულებთან კომუნიკაცია გვეკრძალება, მათ სამხედროები იცავენ და მხოლოდ მათი თანდასრებით შევდივართ შემოვლაზეც. გოგონას რომელსაც ვესაუბრე ნაცნობი ჯარისკაცი ადევნებდა თვალყურს და მისი მოვლის საშუალება მომცა. პატარა გოგო იყო, სულ რაღაც 15 წლის, მაგრამ მისი თვალები იმდენად ღრმა იყო მაშინებდნენ კიდეც. პირველად დავინტერესდი მაშინ იმით თუ რა ბედი ელოდათ გამოჯანმრთელებულ ტყვეებს. პასუხი ვერ ვიპოვე, მათ შორის ვერც ჩემ ძმასთან. ბოლოს იმდენგან და იმდენჯერ ვიკითხე ადმინისტრაცია ჩამოშორებით დამემუქრა და თან დირექტორმა დაამატა, რომ არა მამაჩემის პატივისცემა ამდენი შეკითხვის გამო, თავად ამოვყოფდი თავს დაკითხვის ოთახში. ეს კი რასაც ნიშნავდა ყველამ ვიცით. სამწუხაროა რომ ყველა ისეთი არ არის როგორიც მამაჩემი იყო...
მამას გავლენიანი მეგობრები ჰყავდა საავადმყოფოშიც და არმიაშიც. რამოდენიმე მათგანს თავადაც ვიცნობდი, სწორედ მათ ვთხოვდი სასოწარკვეთილი, ჩემი ძმა ცხელ წერტილებში არ გაეგზავნათ. მათგან დავალებული ვიყავი ამის გამო, მაგრამ აკვიატებული აზრები მოსვენებას აღარ მაძლევდა. ვგრძნობდი რომ გამოკეტილი ვიყავი და ჩემ შინაგან მეს ამ ბარიერების დამსხვრევა სურდა.
დედაქალაქში ვცხოვრობდი და სხვა ქალაქები თვალით არასდროს მენახა, დედაქალაქიც მაღალი გალავნით იყო შემოსაზღვრული, ყოველ 15 მეტრში კოშკურები იდგა და სამხედროები ამაგრებდნენ. გალავანს მიღმა ბაღები იყო, სადაც დღისით ფერმერები მუშაობდნენ ღამით კი პოლიცია მორიგეობდა. ამის შემდეგ კიდევ ერთი გალავანი იყო, რომელიც ქალაქის გალავანს ბევრად აღემატებოდა, როგორც ამბობდნენ მთელი ქვეყანა ასეთი გალავნებით იყო შემოსაზღვრული და ყველა რაიონი დედაქალაქიდან კონტროლდებოდა. გალავანს შორის გადაადგილება კი მხოლოდ სამხედროებს და სპეციალური საშვის მქონე პირებს შეეძლოთ. ომამდე ჩემი თვალით მხოლოდ დედაქალაქის მეორე გალავნიდან მქონდა ნანახი, მანდ მოქალაქეებს არ უშვებდნენ, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს, როცა ერთი-ერთი მაღალჩინოსანი გახდა ცუდად, ადგილზე ექიმი არ ჰყავდათ და ზუსტად იმ დროს მივედი ჩემი ძმის სნახავად. მაშინ პირველად მოვხვდი შტაბში, სერიოზული არაფერი იყო, სიბერის გარდა, რომელსაც მე ნამდვილად ვერ ვუშველიდი. ასეც ვაპირებდი მეთქვა - ის დროა პენსიაზე იფიქროთთქო - მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხე თავის შეკავება.
დედაქალაქის შემოგარენში კიდევ გვქონდა ერთი აკრძალული ზონა, ე.წ. "სხვების" ციხე. "ჩვენების" ციხე კი ორი იყო, გალავნის შიგნით სადაც წვრილმანი დამნაშავეები ხვდებოდნენ და გარეთ, სადაც მძიმე დანაშაულებისთვის, რეციდივისთვის ან ამბოხებისთვის იხდიდნენ სასჯელს. "სხვების" ციხის ნამდვილი არსი კი გაუგებარი რჩებოდა. ისეთი არავინ ვიცოდი ვინც იქ მუშაობდა, ალბათ ესეც გასაიდუმლოებული იყო. ადრე პატარა რომ ვიყავი სახლის სახურავიდან ვუთვალთვალებდი ხოლმე ამ ციხეს და უმარავი ბავშვური ფანტაზია მქონდა, მაგრამ არასდროს მინახავს ვინმე იქით მიმავალი ან იქიდან მომავალი. "შეიძლება სწორედ იქ მიყავდეთ გამოჯანმრთელებულები" - ვფიქრობდი ჩემთვის. გოგონას ბედი მაღელვებდა, თუ აშკარად ვიმოქმედებდი აუცილებლად ჩამომაშორებდნენ. მე კი არ შემეძლო მისი მიტოვება. ის ყველაზე პატარა პაციენტი იყო ვისთვისაც მიმკურნალია, თითქოს ჩემში დედა-შვილურმა ინსტიქტმა გაიღვიძა. მინდოდა ყველასა და ყველაფრისგან დამეცვა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ.
ცხოვრების მანძილზე ხშირად ვხვდებით ისეთ ვითარებაში საიდანაც გამოსავალს ვერ ვხედავთ, მაგრამ ყველაფერი მოულოდნელად იცვლება რაღაც წვრილმანი დეტალით და გამოსავალიც ჩნდება. გოგონა დღითი დღე უკეთ ხდებოდა და დიდხანს ვეღარ დავფარავდი ხელმძღვანელობისგან. მე მას გაქცევაში უნდა დავხმარებოდი. გეგმა შევიმუშავე და საჭირო დროს ველოდი. თუმცა დილით სამსახურში მისულს კორიდორიც და პალატაც ცარიელი დამხვდა. გულში რაღაც ჩამწყდა და ყელში მობჯენილი ბურთი ძლივს გადავყლაპე - დამაგვიანდა!
ამ ამბიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ სახლთან ორი ადამიანი დამხვდა, მითხრეს რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდათ. ბოდიში მომიხადეს და ტელეფონის დატოვება მომთხოვეს, თვალები ამიხვიეს და მანქანაში ჩამსვეს. არ ვიცოდი ვინ იყვნენ პირველად ვხედავდი ამ ადამიანებს, მაგრამ არ შემშინებია, უფრო ცნობისმოყვარეობა მძლევდა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ყველაზე კომფორტული სიტუაცია იყო ჩემ ცხოვრებაში.
დანიშნულების ადგილზე იმაზე ადრე მივედით ვიდრე ველოდი, არ ვიცი რატომ მაგრამ ვფიქრობდი, სადღაც შორს უნდა წავეყვანე ამ ხალხს. გზაში ხმა არ ამოუღიათ, არც მე მიკითხავს რამე. მოსახვევებს ვითვლიდი გზადაგზა, ადრე ეს ერთ-ერთი დეტექტიური ჟანრის ფილმში მქონდა ნანახი, მაგრამ მალევე ამერია და ოთხი-ხუთი მოსახვევის შემდეგ ვერაფრით ვიხსენებდი როდის შევუხვიეთ მარჯვნივ და როდის მარცხნივ, ასე რომ საკუთარ თავზე კიდევ ერთი ახალი ამბავი გავიგე - ჩემგან არც ისე კარგი დეტექტივი დადგებოდა!
რომ მივედით თვალებიდან სახვევები მომხსნეს. სარდაფის მაგვარ ოთახში ვიდექით და განათებაც დაბალი და მბჟუტავი იყო. მეორე ოთახი უკეთ განათებული ჩანდა, საიდანაც საუბრის ხმა ისმოდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ დაძაბულობას ვგრძნობდი. ოთახში რომ შევედით ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ის გოგონა დავინახე, რომლის ბედ- იღბალიც ასე ძალიან მაინტერესებდა. როგორც მოგვიანებით გავარკვიე ციხეში გადაყვანის დროს გაენთავისუფლებინათ. ის აჯანყებულთა ერთ-ერთი მსხვილი დაჯგუფების მეთაურის
ზედმეტსახელად - "გენერლის" შვილი აღმოჩნდა, სწორედ მას გაუწევია ჩემთვის რეკომენდაცია და ამიტომ ვიყავი აქ. გოგონამ გადაწყვიტა რომ ჩემი ნდობა შეიძლებოდა და როცა ექიმი გახდა საჭირო "გენერალმა" ჩემი მიყვანის ბრძანება გასცა. ის ფიქრობდა რომ შემეძლო დავხმარებოდი და მათი საიდუმლოც შემენახა. ჩვენ სამყაროში ნდობა რთულად მოიპოვება, მაგრამ როცა სხვა გზა არ გვაქვს, ვეყრდნობით ადამიანებს იმ იმედით რომ ყველაფერი კარგად იქნება, ადამიანების ადამიანურობა გვეიმედება. როგორღაც შევინარჩუნეთ რწმენა და ჯერ კიდევ ვეძებთ სიკეთის მარცვალს მათ თვალებში, ჯერ კიდევ გვჯერა რომ, ყველა მატყუარა და მოღალატე არ არის. თუმცა იმედგაცრუებაც, ხომ ამიტომ არსებობს, ადამიანებისგან არ უნდა ველოდოთ იმას რისი მოცემაც არ შეუძლიათ. სხვა დროს სხვა ვითარებაში უკანონოს არაფერს გავაკეთებდი, მაგრამ ახლა ყველა კანონი სულ ერთი ხდებოდა...
მაშინ პირველად შევხვდი "გენერალს", სანდომიანი სახის, ჭაღარა მამაკაცს ღია ცისფერი თვალებითა და დაღარული შუბლით. თავშეკავებულად იქცეოდა, მაგრამ მაინც შეიძლებოდა მის ქცევაში მღელვარების ამოკითხვა. მივხვდი ჩემი იქ ყოფნის მიზეზი უბრალო არ უნდა ყოფილიყო და არც შევმცდარვარ. ადამიანი რომლის გადასარჩენადაც მიმიყვანეს მისი მარჯვენა ხელი აღმოჩნდა. მთხოვეს ოპერაცია გამეკეთებინა, უფრო სწორედ მომთხოვეს, რადგან ამას მთლად თხოვნა არ ერქვა. ეს ჩემი პირველი ოპერაცია იყო არაჰოსპიტალურ გარემოში, რომელიც მთელ რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. კარიერის მანძილზე არაერთი ურთულესი ოპერაცია ჩამოტარებია წარმატებით, მაგრამ იქ საოპერაციო ბლოკში გამოცდილი ადამიანები მედგნენ გვერდით. როცა მითხრეს რომ ოპერაცია იმ მიწურში უნდა გამეკეთებინა არჩევანი არ დამიტოვეს, შეიძლებოდა ის ყოფილიყო პირველი, რომელიც ვერ გადავარჩინე. გულმკერდიდან 4 ტყვია ამოვიღეთ მე და ჩემმა ახალბედა ასისტენტმა, რომელსაც სითამამისთვის ლიტრამდე ალკოჰოლი მაინც ჰქონდა მიღებული და არ ვიცი სიმთვრალის, არ ვიცი დაძაბულობის გამო ძლივსღა იდგა ფეხზე. არც ერთი ლოგიკით არ უნდა გადარჩენილიყო, მაგრამ ახალგაზრდის სიცოცხლისუნარიანობა შესაშური აღმოჩნდა. ოპერაციის დასრულებისთანავე "გენერალი" შემოვიდა ოთახში. ჩვენ ერთხანს ვსაუბრობდით ამ ბრძოლების არსზე, თავისუფლების იდეაზე, რომელსაც დაცვა სჭირდებოდა, ვსაუბრობდით სამყაროზე სადაც ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებდნენ, სადაც ერთი სიტყვის გამო შავებში ჩაცმული ნიღბიანები არ შემოიჭრებოდნენ სახლებში და არ ააწიოკებდნენ მოსახლეობას. დიდხანს არ გვისაუბრია, მხოლოდ ფინჯანი ჩაი მივირთვით, დაღლილი ვიყავი, მაგრამ კიდევ მინდოდა გაგრძელება. საუბრის ბოლოს "გენერალმა" ტაქტიანად მიმანიშნა, რომ მომხდარი ჩვენ შორის უნდა დარჩენილიყო, რაც ისედაც ცხადი იყო. უნდა ითქვას, რომ შიში არ არის ის რის გამოც საოდუმლოს შენახვას ვაპირებდი, და კარგია რომ არ მეშინოდა, რადგან როცა გვეშინია გარკვეულწილად გვეკარგება რალობის აღქმის უნარი, ასეთ დროს კი შეცდომის დაშვების ალბათობა გაცილებით მეტია. წამოსვლამდე პაციენტი კდევ ერთხელ მოვინახულე, ჯერ კიდევ ეძინა. სიმართლე ითქვას მერჩივნა მის გაღვიძებას დავლოდებოდი და ეს დრო იმ ადამიანების გარემოცვაში გამეტარებინა ვისი იდეებიც ესოდენ მხიბლავდა, მაგრამ ვგრძნობდი რომ ფიზიკური შესაძლებლობაც აღარ გამაჩნდა. დავუბარე როგორ უნდა მოევლოთ და თუ რამე იცოდნენ სად უნდა მოეკითხათ ჩემთვის, დავპირდი რომ საჭირო მედიკამენტებსაც მივაწვდიდი და დავემშვიდობე. სახლში ისევ თვალებ ახვეული დამაბრუნეს და ისევ მომიბოდიშეს. იმდენად დაქანცული ვიყავი ვერაფერზე ვფიქრობდი, ერთადერთი ის აზრი მახარებდა, რომ მეორე დღეს სამსახურში წასასვლელი არ იყავი.

თავი II

თვალი რომ გავახილე მზე ზენიტში იდგა, -"დიდხანს მძინებია" - გავიფიქრე და მობილურს დავუწყე ძებნა. არავის გავხსენებივარ. გამიხარდა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს გახსენება კლინიკაში გამოძახებას გულისხმობდა. რაც ეს შეტაკებები დაიწყო საგანგებო რეჟიმით ვმუშაობდით. ზოგჯერ კვირა ისე გადიოდა სახლში შემორბენას და ნივთების აღებასაც ვერ ვახერხებდი. ახლა უკეთესი მდგომარეობაა, შარშანდელი კურსდამთავრებულები და წლევანდელი ბოლო კურსელები დაგვემატნენ და ცოტა ამოვისუნთქეთ. მარტივ საკითხებს ისეთებს როგორიცაა ჭრილობის დამუშავება, გაკერვა, გადახვევა და ა.შ. დამოუკიდებლად უმკლავდებიან. ჩვენ ძირითადად ოპერაციებს ვაკეთებთ. ფსიქიკა შეგვერყა ლამის, ერთი ოპორაცია თუ რამოდენიმე საათი გრძელდებოდა და რამოდენიმე ექიმის მუშაობას გულისხმობდა სხვები უყურადღებოდ რჩებოდნენ. ასე რომ იყო რისკი ერთი ადამიანის გადარჩენა, რამოდნიმეს სიცოცხლის ფასი დამჯდარიყო. ბოლოს ისეთი ქაოსი იყო ოპერაციებს, რომელიც დიდი სირთულით არ გამოირჩეოდა გამოცდილ ექთნებს ვანდობდით. შეიძლება ეს არ იყო მიზანშეწონილი, მაგრამ ადმინისტრაცია ყოველთვის ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა, როგორსაც ვითარება მოითხოვდა.
ქვევიდან რაღაც ხმაური მომესმა, ლოგინიდან წამოვიზლაზნე, მივხვდი ჩემი ძმა იყო მოსული. სულ ასე იცის ხოლმე შემოირბენს და გარბის. ჯერ არ მახსოვს გავეღვიძებინე. ერთადერთი რაზეც ვხვდები, რომ ჩემ ოთახშიც იხედება გამზადებული საუზმეა მაგიდაზე. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა და რაც მარტო დავრჩით ერთმანეთს მეტად ვუფრთხილდებით. არამგონია როდესმე თუ შევწყვეტ მასზე ისე ფიქრს თითქოს ისევ გამოუცდელი თინეიჯერი იყოს. ყოველ დღე მეშინია, რომ შეიძლება დავკარგო, მიუხედავად იმისა, ვიცი ფრონტის ხაზზე არ არის. ბრძოლები მეორე და მესამე გალავანს შორის მიდის, წესით ეს უნდა მამშვიდებდეს, მაგრამ გული სხვა რამეს მიგრძნობს ...
სამზარეულოში ზუსტად იმ დროს ჩავედი გასვლას, რომ აპირებდა. ლაპარაკი მინდოდა მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე წუთი ძლივს შევძელი მისი შეჩერება. სამხედროები საოცრად მობილიზებული და პუნქტუალური ხალხია, ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ვიცნობ ყველა ასეთია. როგოც ექიმმა კარგად ვიცი დროის ფასი, თითოეულ წამს შეუძლია რაღაც მნიშვნელოვანი შეცვალოს, მაგრამ არ ვფიქრობ თუ რომელიმე თანამშრომელს ორიოდე წუთი ვალოდინებ ამით სამყარო დაიქცევა. ჩემი ძმა კი ასეთი არ არის. დამპირდა საღამოს მოვალო და წავიდა. როგორც ყოველთვის ისევ მარტოს მომიწია მესაუზმა. თან წუხანდელ ღამეზე ვფიქრობდი, ერთის მხრივ მე ვიცოდი ის, რასაც შეეძლო ჩემი ძმა ომში ჩაეთრია, რადგან მის ბატალიონს ქალაქის დაცვა ევალებოდა, მეორეს მხრივ... მეორე მხარეზე ფიქრიც კი არ მინდოდა. ასეთ რთულ ვითარებაში მშობლების გარდაცვალების შემდეგ არ ვყოფილვარ. ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი ინერციით მიდიოდა გუშინდელ დღემდე. გუშინ კი მივხვდი, რომ მინდოდა რაღაც სხვა, ვიღაც სხვა გავმხდარიყავი. სხვა რომელიც იბრძოლებდა უკეთესი მომავლისთვის, სხვა რომელიც იზრუნებდა ქალაქის მოსახლეობის უშფოთველ ცხოვრებაზე. მომავალზე სადაც არ იქნებოდა შიში გამოხატვის თავისუფლებაზე, აღარავინ იფიქრებდა რომ პროტესტის გამო გადასახლება ელოდა. ადამიანები არ შეეგუებიან მონური შრომის პირობებს მხოლოდ იმიტომ, რომ ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ. ყველაფერს რასაც ჩვენი ერქვა მხოლოდ მოგონებად შეიძლება ქცეულიყო. როგორც უკვე ვთქვი კაბალური კანონები გვქონდა და მათი მორჩილება დაბადებიდან გვევალებოდა, ამ სამყაროში დაბადება თავისთავად ნიშნავდა მონობას. სიმართლე ითქვას, ჩვენ ოჯახში მსგავსი პრობლემა არ იყო, რადგან მშობლები თვლიდნენ, ოჯახში ყველაფერი შეთანხმების საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო. ისინი გვაძლევდნენ არჩევანის უფლებას და პატივს სცემდნენ ჩვენ აზრს, გვასწავლიდნენ საკუთარი შეხედულების დაცვას მიუხედავად ყველაფრისა. მამა ყოველთვის გვეუბნებოდა რომ არ უნდა გვიშინებოდა, არ უნდა დავნებებულიყავით, უნდა გვებრძოლა იმისთვის რისიც გვწამდა. ამ ბრძოლაში დანებებას სიკვდილს უწოდებდა, ცოცხლად სიკვდილს, მაშინ რა თქმა უნდა არ მესმოდა, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე მქონდა გამოცდილი. ჩემ ცხოვრებას არსებონა ერქვა და არა სიცოცხლე, საკუთარი თავი ხელახლა უნდა გამომეძერწა, ფერფლიდან აღმედგინა, მგრამ მე მარტო არ ვიყავი და ჩემ არჩევანს შეეძლო ჩემი ძმის ბედიც გადაეწყვიტა. ამის გაფიქრებამ შემზარა, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ ჩემ გამო, რომ რამე დამართოს. ჭამის მადა დავკარგე და ჩანგალი ისე მივაგდე მაგიდაზე თითქოს ის ყოფილიყო რამეში დამნაშავე. ოდესმე ვინმეს რომ გაეგო აჯანყებულების თავშესაფარში ვიყავი და არაფერი ვთქვი ორივეს საქმე დამთავრებული იქნებოდა, მე დამაპატიმრებდნენ, მას კი რომლიმე შორეულ მიწაზე გადაასახლებდნენ. გაურკვეველი გრძნობები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, ბრაზი და პროტესტი, რატომ უნდა ეგო ჩემ ძმას პასუხი ჩემ ქმედებებზე და კიდევ უფრო მეტად მომინდა ყველაფრის შეცვლა.
ფიქრი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა, სამსახური მიხმობდა. გუშინ კმაყოფილი ვიყავი იმ აზრით რომ, დღეს დასვენება მიწევდა, ახლა კი სწორედ მან მიხსნა აკვიატებული ფიქრებისგან. ოპერაცია რამოდენიმე საათს გაგრძელდა. კლინიკიდან საღამოს გამოვედი, თან დაპირებული მედიკამენტებიც გამოვიყოლე და სახლის გზაზე რესტორანშიც შევიარე მზა კერძების წამოსაღებად. ჩემ ძმას შინ მომზადებული საჭმელი ერჩივნა, მაგრამ ვახშმის გაკეთების თავი ნამდვილად არ მქონდა მისი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად.
სუფთა ჰაერზე გავლამ ცოტა მხნეობა შემმატა და გამომაფხიზლა. უცბად რომელიღაც სახლის კუთხიდან მამაკაცის სილუეტი გამოკრთა და სწრაფად მომიახლოვდა.
- მოიტანეთ?
- რა? - ვუპასუხე დაბნეულმა.
- წამლები ქალბატონო. - დამიკონკრეტა მან.
- როგორ არის? - სწრაფად მოვეგე გონს და მედიკამენტებით სავსე პარკი გადავეცი.
- არ ვიცი, მე მხოლოდ ეს მევალება - სწრაფადვე მიპასუხა და პარკზე მანიშნა, მერე კი არც დამმშვიდობებია ისე გაუჩინარდა. ეტყობოდა რომ ახალი იყო, იმდენად ფრთხილობდა ზედეტ ყურადღებას იქცევდა, თითქოს ყველა მისი მოძრაობა არაბუნებრივი იყო.
ვახშამმა ჩვეულწბრივად ჩაიარა, ვიხუმრეთ, ვილაზღანდარავეთ, რაღაცეები გავიხსენეთ არც თუ შორეული წარსულიდან და ბოლოს ორივე გავჩუმდით. ადრე შევთანხმდით, რომ ერთმანეთს კითხვებს არ დავუსმვამდით. ვყვებოდით იმას რისი მოყოლაც გვსურდა ან შეგვეძლო, სამსახური კი ტაბუ დადებულ თემათა შორის პირველი იყო.
- რაღაცას მიმალავ - მითხრა მან და თვალებში ისე ჩამხედა თითქოს რენდგენში მატარებდა. ის ჩემი უფროსი ძმა იყო, რაც თავი მახსოვს ყოველთვის ხვდებოდა როდის ვცრუობდი, როდის ვთაღლითობდი ან როდის მქონდა საიდუმლო, ასე რომ თუ სიმართლის თქმას არ ვაპირებდი საუბრისთვის როგომე თავი უნდა ამერიდებინა.
- ასე ძალიან მეტყობა?
- ძალიან!
- კარგია რომ ყველა შენსავით არ მიცნობს.
- არ მომიყვები?
- თუ გეტყვი რომ, ამაზე ჯერ არ მინდა საუბარი გეწყინება?
- სამსახურს ეხება?
- არა - შემეძლო მეთქვა კითქო და მეტ კითხვას აღარ დამისვამდა, მაგრამ მისი მოტყუება არ მსურდა.
- აბა რა ხდება, ვინმემ გაწყენინა?
- არა საიდან მოიტანე.
- მაშინ რაშია საქმე, ისეთია რაც არ უნდა ვიცოდე?
- კი და არაც, რაღაც ისეთი გავიგე რაც გასაქანს არ მაძლევს და მუდმივად მაიძულბს ვიფიქრო.
- მსგავსი პრობლემა მეც მაქვს, რაზეც არ ვიცი უნდა ვილაპარაკო თუ არა.
- ამას მივხვდი...
- ?!
- დიდი ხანია სახლში მხოლოდ მაშინ ვახშმობ, როცა ლაპარაკი გინდა.
- ერთ ადამიანს შევხვდი მამას ძველი მეგობარია, არ ვიცი გახსოვს თუ არა პატარები ვიყავით როცა გადაასახლეს...
- გადასახლებულებს სად შეხვდი? შენ რა რეგიონი დატოვე?
- ისინი უკვე აქ არიან.
- ეს როგორ?
- გრძელი ისტორიაა, მაგრამ მთავარი სხვა რამ არის, მათ სახლში დაბრუნება აქვთ მიზნად, ქვეყნის დაბრუნბა...
- რაც იმას ნიშნავს, რომ მოგიწევს ბრძოლაში ჩაერთო... შტაბმა იცის ამის შესახებ?
- არა, როგორც ვიცი არა - დააზუსტა მან. ვგრძნობდი რომ მეც უნდა მეთქვა და აღარ დავაყოვნე.
- მათ მეც შევხვდი, მაგრამ ვერ წამომედგინა თუ ასე მალე მოაღწევდა აქამდე ომი.
- ყველაფერი კარგად იქნება - გამიღიმა მან, ზუსტად ისე ბავშვობაში რომ მამშვიდებდა ხოლმე.
- წუხელ მათ თავშესაფარში ვიყავი, ოპერაციის გასაკეთებლად წამიყვანეს, "გენერალს" შევხვდი, არამგონია აქ ომს აპირებდნენ...
- მე კი ზუსტად ვიცი, აქაურობა მალე ბრძოლის ველად გადაიქცევა, ხალხი დაიღალა დაო. უკვე ყველა ზღვარი დაირღვა. აჯანყებულებს ფერმერები და მიწათმოქმედებიც უერთდებიან...
- ეს ვარაუდია თუ ზუსტად იცით?
- დაზვერვამ მოიტანა ამბავი საფრთხეებზე - ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ერთმანეთს დაუფარავად ვუზიარებდით ინფორმაციას - ჩემმა ლეგიონმა მიიღო ბრძანება ხვალ შუა დღისას უნდა ჩატარდეს სპეცოპერაცია.
- მერე?!
- დასამშვიდობებლად მოვედი, რადგან არანაირი ოპერაცია არ შედგება!
- რას აპირებ?!
- ფერმერბს საკმარისი იარაღი მივაწოდეთ უკვე, ხვალ ჩვენც მათ შევუერთდებით.
- გამოდის ომს აქ თქვენ იწყებთ...
- ყველაფერი არც ისე მარტივადაა, თავისუფლბის ლიგა უკვე ოც წელზე მეტია, რაც ფარულად ებრძვის ტირანიას. მე ამ ლიგაში ვარ, ჩვენი მშობლებიც ლიგაში იყვნენ.
- მე რატომ არაფერი ვიცოდი...
- დედას არ უნდოდა გცოდნოდა, მისთვის შენ ყოველთვის მისი პატარა თოჯინიანი გოგო იყავი, რომელსაც მუდამ მზად ჰქონდა გულწრფელი ღიმილი და შეეძლო მთელი დღე ეღიღინა მხიარული სიმღერები. მამას შემდეგ მხოლოდ შენ დარჩი ჩვენ ოჯახში უკეთესი მომავლის სიმბოლო. დედას დავპირდი რაც არ უნდა მომხდარიყო უსაფრთხოდ იქნებოდი, ასე რომ დროა პირობა შევასრულო!
- რას გულისხმობ?
- ახლა ჩემ გვერდით უსაფრთხოდ ვერ იქნები, აქედან უნდა წახვიდე!
- უკვე დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ, თუ მართლა გინდა კარგად ვიყო, შენთან ერთად წამოსვლის უფლება მომეცი.
- გამორიცხულია!
- ექიმი დაგჭირდებათ...
- უკვე გითხარი არათქო!
- მაშინ აჯანყებულებს შევუერთდები.
- დაივიწყე! ცოტა ხანში მანქანა მოგაკითხავს და საზღვარზე გადაგიყვანენ. იქიდან ჩვენი ხალხი მოგხედავს. ჩრდილოეთის მთებში მიდიხარ.
- უჩემოდ გადაგიწყვეტია ყველაფერი...
- ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ უნდა მენდო.
- არ მინდა წასვლა...
- ვიცი, მაგრამ დამიჯერე ორივესთვის ასე აჯობებს. თუ მეცოდინება, რომ უსაფრთხოდ ხარ შევძლებ ყურადღება იმაზე გადავიტანო, რასაც ვაკეთებ.
- კარგი წავალ, მაგრამ თუ ვითარება შეიცვალა როგორ მოვიქცე?
- რაც არ უნდა მოხდეს უჩემოდ აქ აღარ დაბრუნდე! იმ შემთხვევაშიც თუ აჯანყებულები გაიმარჯვებენ მალე არ დაბრუნდე, დაელოდე ვითარების დასტაბილურებას. მე შეიძლბა ვეღარც დავბრუნდე თუ ვერ გავიმარჯვებთ, არაფერზე იფიქრო, რაც შეიძლება შორს წადი აქედან.
- ძმაო - თვალები ცრემლებით ამევსო და ამის მეტი ვერაფერი ვთქვი.
- შენ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ რეალობას, შენი თვალით არ გინახავს და არ გიგრძვნია რაც სინამდვილეში ხდება, დაჭრილი და დასახიჩრებული სხეულები ყველაფერი არ არის! ომი მეტად ბინძური და სასტიკია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ბრძოლის ველი კი ადგილი სადაც ნებისმიერ მანიაკს შეუძლია ფანტაზიას გზა მისცეს. უნდა ვიცოდე, რომ ამ ყველაფრისგან შორს ხარ!
- ემა? - მოულოდნელად შევაწყვეტინე საუბარი, ემა ჩემი ერთადერთი მეგობარია, რომელიც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემ ძმას მოსწონდა, მაგრამ არ აღიარებდა, შეიძლება ვცდებოდი კიდეც, ურთიერთობების დიდად არაფერი გამეგება. ისე ჩემი ძმა დიდი მექალთანე ვინმე გახლავთ, არ მახსოვს მისი ყველაზე ხანგრძლივი რომანი 3-4 კვირაზე მეტი გაგრძელებულიყო. არადა ბოლოს მარტო როდის იყო აღარც კი მახსოვს.
- არამგონია კარგი აზრი იყოს.
- დღეს ჩემ მაგივრად მორიგეობს, ვინ დაუჯერებს, რომ არაფერი იცოდა.
- ძალიან ვრისკავთ!
- ამად ღირს.
რატომღაც ბიჭებისთვის ძმაკაცის დები საკუთარი დებივით არიან, მაგრამ დების დაქალები არა. მაგ.: ტომი ჩემი ძმის საუკეთესო მეგობარია და ჩემიც, ჩათვალეთ რომ, ორი ძმა მყავს და ორივე ერთმანეთზე უარესი მესაკუთრე, ცოტა სუსტი რომ ვყოფილიყავი ალბათ ვერაფრით მოვახერხებდი მათი გავლენისგან თავის დაღწევას. თუმცა გადამწყვეტ მომენტებში მაინც ყოველთვის იმას ვაკეთებ რასაც ისინი მეუბნებიან, არ ვიცი ჩვევაა თუ რაა, უბალოდ ვიცი რომ მათზე უკეთ ჩემზე ვერავინ იზრუნებს და მეც მათ ნებას მივყვები. ახლაც ასეა უფროსმა ძმამ მითხრა და მივდივარ, მიუხედავად იმისა რომ დარჩენა მინდა!

თავი III

იმ საღამოს შემდეგ ჩემი ძმა თითქმის წელიწადი აღარ მინახავს. მე და ემამ მშვიდობით გადავკვეთეთ საზღვარი და ჩრდილოეთის მთებში გავიხიზნეთ. იქ მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა. ომის ამბებს დრო და დრო სანდო წყაროებისგან ვიგებდით. ჩემი ძმაც მირეკავდა ხოლმე რაღაც დაცული ხაზით. ხშირად არა მარამ კვირა ისე არ გავიდოდა ერთხელ მაინც არ შემხმიანებოდა. მას შემდეგ რაც მეორე ფრონტის ხაზიც გაიხსნა სხვა რაიონებიც შემოარა პროტესტის ტალღამ. ხალხს იმედი მიეცა და ბრძოლაში ჩაება. მიწათმოქმედბისა და ფერმერების აჯანყებულებზე მიმხრობამ საკვები პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია, ზოგიერთ რაიონებში კი შიმშილი. მე და ემა მუდმივად ხალხის დახმარებით ვიყავით დაკავებულები, ვცდილობდით ამით გადაგვეფარა ჩვენი იქ ყოფნის რეალური მიზეზი. აჯანყებულები ხან წინ მიიწევდნენ, ხან უკან იხევდნენ. ომის ბედი გაუგებარი იყო. ამბავი მოვიდა რომ რამოდენიმე აჯანყებულთა ლიდერი მძიმედ დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა მათ შორის იყო ტომიც - ჩემი და ჩემი ძმის საუკეთესო მეგობარი. ჩემ ძმას კარგად ვიცნობდი, ვიცოდი, მთელი მისი არსება ტომის განთავისუფლებისთვის იღწვოდა და სხვა ყველაფერი მხოლოდ ნისლში ჩაძირული ირეალობა იყო. ის ვერასდროს ეგუებოდა ახლობელი ადამიანების დაკარგვას და ახლაც სანამ არ დაიბრუნებდა გონდაკარგულივით იქნებოდა. მოუსვენრობამ შემიპყრო, მივხვდი რომ იქ ვეღარ გავჩერდებოდი. ტომი ჩემთვისაც ძმასავით იყო და მეც ისევე განვიცდიდი, მაგრამ არაფერი შემეძლო. საღი აზრი მეც რომ შერჩენილი მქონოდა ფეხი არ უნდა მომეცვალა იქიდან, სანამ ომი არ დასრულდებოდა და კიდევ ერთი თავის ტკივილი არ უნდა გამეჩინა ჩემი ძმისთვის, მაგრამ როგორც ჩანს ჩემი გონებაც დაიბინდა. ცხოვრებაში პირველად მივეცი თავს უფლება ეგოისტურად მოვქცეულიყავი - ჩემი ძმა უნდა მენახა, მასთან უნდა წავსულიყავი. ემა ძლივს დავითანხმე დარჩენილიყო, ორი ქალისთვის გზა უფრო სახიფათო იქნებოდა, მით უმეტეს ის ჩემგან განსხვავებით ნაზი და ქალური არსებაა. მე კი თავის დაცვა შემეძლია ჩემი ძმისა და ტომის წყალობით. რომლებმაც იმდენად ამიყოლიეს ინტერესებში რაღაც გაგებით ბიჭს დამამსგავსეს. ამაზე აქამდე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ნადირობა, თევზაობა და ლაშქრობები, რომ არა იმის მეათედი პრაქტიკული ცოდნაც არ მექნებოდა, რაც ახლა ყველაზე მეტად მადგება. გარდა ამისა მარტოობა მხოლოდ ამიტომ არ იყო მომგებიანი. წინ გრძელი გზა მქონდა. დამოუკიდებლად ამ გზის გავლას სასწაულის მეშვეობით თუ შევძლებდი, ამიტომ გარისკვას და სასწაულის ლოდინს დახმარების თხოვნა ვამჯობინე. პირველივე თავშესაფრამდე მივაღწიე თუ არა "გენერალი" მოვიკითხე და ვთქვი, რომ მასთან მივდიოდი.
მას შემდეგ რაც მის მარჯვენა ხელს ოპერაცია გავუკეთე ამ საზოგადოების ნაწილმა გამიცნო და შემეძლო მათი იმედი მქონოდა. თუმცა ისე უნდა გადავსულიყავი სამხრეთში, შტაბში მისვლამდე ჩემ ძმას არაფერი უნდა გაეგო, თორემ უკან დამაბრუნებდა.
იქაც სიმართლე ბოლომდე არ მითქვამს, სამოქალაქო პირების ჯგუფს შევუერთდი და დილით მათთან ერთად ფაქტიურად გამოვიპარე.
ბრმად მივდიოდი და ჩემთან ერთად უცხო ადამიანები იყვნენ, რომლებიც დანიშნულების ადგილამდე უნდა მიმეყვანა. მათ ჰქონდათ კითხვები, რომელთა არიდებაც მიხდებოდა, რადგან პასუხები არ გამაჩნდა. მივდიოდი წინ, ბილიკს მივყვებოდი და ვოცნებობდი, რომ მალე დასრულებულიყო. საბედნიეროდ რამდენიმე ადამიანი ჯგუფს ჩამორჩა და გადავწყვიტე მათ დავლოდებოდი. დანარჩენებს ვუთხარი, რომ გზიდან არ გადაეხვიათ და ბილიკი მიიყვანდათ დანიშნულების ადგილზე. თუმცა ბოლომდე თავადაც არ ვიყავი დარწმუნებული, იქნებ ბილიკი სადმე ორად იყოფოდა ან სულაც არ იყო საჭირო უკიდეგანო კლდეებს შორის უსასრულოდ სიარული. მგონი ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, ოღონდ სამხრეთამდე მიმეღწია. ჩამორჩენილ ნაწილს აღმოჩნდა რომ, უფრო მეტი კითხვა ჰქონდათ ვიდრე წინ წასულთ. მეკითხებოდნენ მანძილზე და გზის სირთულეებზე მაგრამ, რა უნდა მეთქვა?! პასუხებს კი ვცემდი, მაგრამ კონკრეტულს არაფერს ვეუბნებოდი, რათა იქ ისეთი არაფერი დამხვედროდა რაზეც მათთან არ მისაუბრია, მე კი თითქმის არ მისაუბრია...შორიდან წყლის ხმაური ისმოდა, ისეთი მთის მდინარეებს რომ ახასიათებთ ხოლმე, კლდეებს შორის მივდიოდით პატარა ხეობაში და არც თუ ისე კარგი ამინდი იყო. საღამოვდებოდა და ნელ-ნელა იღრუბლებოდა, კლდეების ჩრდილში კი მეტად ბნელოდა და ციოდა. ადგილ-ადგილ ღრუბლებს ჯერ პირი არ შეეკრათ და როგორც კი მზის სხივი გვხვდებოდა სასიამოვნო სითბოს ვგრძნობდით მთელი სხეულით. რამოდენიმე წამით ვჩერდებოდით და მაქსიმალურად ვიღებდით ენერგიას მორიგ დაბნელებამდე. რაღაც მომენტში მოწინავე ჯგუფის ხმა შეწყდა, ცოტა არ იყოს შევშინდი მაგრამ გული გავიმაგრე და შეძლებისდაგვარად შეუმჩნევლად ფეხს ავუჩქარე. რაც უფრო წინ მივიწევდი წყლის ხმა უფრო ძლიერდებოდა და როგორც იქნა კლდეებში ჩაკარგული მოწინავე ჯგუფის ხმაც მოსწვდა ყურთასმენას. ახლა კი ნამდვილად შვებით ამოვისუნთქე. მივხვდი რომ მათ უკვე მიეღწიათ სათავემდე. აღფრთოვანებული შეძახილები მესმოდა, მაგრამ ჩემ წინ მხოლოდ სალი კლდეები აღმართულიყო და აღსაფრთოვანებელს ვერაფერს ვხედავდი, ყოველ შემთხვევაში ისეთს ვერაფერს რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მეგზურობას არ გვიწევდა. უნდა ითქვას რომ მიყვარს სალი კლდეების ყურება, ისინი თითქოს გულწრფელი ადამიაებივით არიან, ამაყები და სუფთა სულისანი, სიმართლესავით შიშვლები და მოხუცის ნაჯაფი ხელებივით მადლიანები. თითქოს არაფერს მალავენ, მაგრამ მაინც იდუმალებით არიან სავსენი, ბევრჯერ მინახავს ისეთი რამ რასაც მოვუჯადოებივარ და ახლაც თვალწინ ზუსტად ასეთი სანახაობა გადამეშალა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მოულოდნელობისგან გავშეშდი. კლდესა და კლდეს შორის დაახლოებით 70 მეტრამდე სიმაღლის ჩანჩქერი ცოცხალილ ფარდასავით ჩამოფარებოდა სიპი ქვების დაუსრულებელ წყებას. გრუხუნებდა, ნაპრალებს აწყდებოდა, მთელი ძალით ეხეთქებოდა და ენარცხებოდა მიწას. იქამდე ვერ ვახერხებდი განძრევას, სანამ ჯგუფის დარჩენილი ნაწილი არ წამომეწია და მათმა ხმამ არ მაიძულა გამოვფხიზლებულიყავი. რამდენმე ლოდი და ჯგუფის დანარჩენ წევრებსაც შევუერთდებოდით, რომლებიც ჩვენსავით აღფრთოვანებით შესქეროდნენ ჩანჩქერს. იმდენად მოვინუსხე, რომ რაღაც მომენტში ომიც დამავიწყდა, ჩემი ძმაც და ტომიც. ის თითქოს მიზიდავდა, რაც უფრო წინ მივდიოდი მით მეტად მაკარგვინებდა თავს თითქოს მეძახდა, არა სახელით არ მოუმართავს, მაგრამ დამეფიცება რომ მე მიხმობდა, მინდოდა მისი ნაწილი გავმხდარიყავი. ვიდექი ქვემოთ და შევცქეროდი შხეფებში გახვეული და ერთიანად სველი, აღარაფერი მესმოდა გარდა მისი გრუხუნისა, წყალთან ერთად ქარიც ეხეთქებოდა ნაპრალებს და ისე მეჯახებოდა თითქოს უნდოდა წავექციე, სუნთქვა მეკვროდა, მაგრამ ისევე უძრავად ვიდექი, როგორც ის სალი კლდეები. საოცრება იყო, საოცრება რომელიც ერთიანად მიზიდავდა და მაშინებდა კიდეც. დიახ გულის სიღრმეში მეშინოდა, რადგან ვხედავდი როგორი დიდი და მძლავრი იყო და ვგრძნოდი რამდენად სუსტი და პატარა ვიყავი მასთან შედარებით. ის თითქოს მიწევდა და მეც მინდოდა გამოწვევა მიმეღო. თითქოს ბუნებაც ხვდებოდა ჩემს სურვილებს და ალბათ მზრუნველი მამასავით გულიანად ეღიმებოდა ჩემს ასეთ უსუსურ გამოხტომაზე, რომელიც ალბათ სათავეშივე განწირული იყო, თორემ აბა სად მე და სად ის. მერე უეცრად ერთი ორად კი არა ალბათ ერთი ათად გაზრდილი ჰაერისა და წყლის ნაკადი ისე ძლიერად დამეჯახა, რომ ამოსუნთქვა ვეღარ შევძელი, თითქოს ამით მითხრა - "გამოფხიზლდი შენი ადგილი იცოდეო" და მეც ძალაუნებურად უკან დავიხიე. ის ღამე გამოქვაბულში უნდა გაგვეთია. სველი და საცოდავად მობუზული ვიყავი, უკვე გამოფხიზლებული ახლა შორიდან შევცქეროდი ჩანჩქერს და მისი სიდიადით აღფრთოვანებულს მიუხედავად სიცივისა ერთი წამითაც არ მინანია, რომ ასე გავილუმპე, ეს რომ ჩემ ძმას ან ტომის ენახა მთელი ცხოვრება არ ეყოფოდათ სასაცილოდ, მაგრამ არ უნახავთ და არც მე ვაპირებდი მოყოლას.
ბნელდებოდა, გზა უნდა გაგვეგრძელებინა და როგორმე გამოქვაბული მეპოვა. ჯგუფის წევრებს რა თქმა უნდა ეჭვიც არ შეჰპარვიათ, რომ წარმოდგენა არ მქონდა სად უნდა მეძებნა. მეც მხოლოდ ერთხელ მქონდა რუქაზე ნანახი და ახლა ვარაუდით მივიკვლევდი გზას. ამასობაში რძისფერი ნისლიც ჩამოდგა და ბინდს შეერწყა. არათუ თვალთახედვა დაიბინდა, არამედ ერთმანეთის ხმაც აღარ გვესმოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჯგუფი ერთად ვიდექით. მთებში იცის ხოლმე ესე, უეცრად არსაიდან ჩნდება და მერე უკვალოდ იკარგება, მხოლოდ დაცვარული მიდამო რჩება და ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენოდა დავლოდებოდით მალე გადაევლო. ყველაფერი კარგი ერთდროულად არ ხდება ხოლმე, ნისლის საფარველი ძლიერმა წვიმამ შეცვალა, თუმცა წვიმა უკეთესი იყო ჩვენთვის თუნდაც იმით, რომ ფანრის შუქზე მაინც შეგვეძლო გზის გაგრძელება.
მივდიოდი წინ და საკუთარ ახირებულ ხასიათს ვლანძღავდი - კარგი ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ამ ხალხს რას ვერჩოდი! რა თქმა უნდა მიზნად ცუდი არაფერი მქონია და გამოუცდელობით მომივიდა, მაგრამ ეს გამართლება არ იყო ამ მდგომარეობაში. გზას რომ ავცდეთ? რომელიმე მხეცის ლუკმა გავხდეთ? ტყვედ რომ ჩავვარდეთ? უცებ თავში მილიონმა შემზარავმა აზრმა გამირბინა და ვეღარც სიცივეს ვგრძნობდი და ვეღარც წვიმას. ყოველ მხარეს ან დავთს ვხედავდი, ამ მგელს ან ჩასაფრებული ადამიანების სილუეტებს. შიშმა ამიტანა. ღმერთს ვეხვეწებოდი დროულად მეპოვა თავშესაფარი, ალბათ ყველა ლოცვა წარმოვთქვი გულში რაც კი ვიცოდი. ასეთი უკუნეთი სიბნელე რომ არ ყოფილიყო ყველა შემამჩნევდა ამას, თან იმასაც ვაანალიზებდი, რომ მხოლოდ მე მეშინოდა და ისინი დაიმედებულები იმაში, რომ ვიცოდი რას ვაკეთებდი, მხიარული ლაზღანდარობისთვისაც პოულობდნენ დროს და ამის გამო კიდევ უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს. ყოველთვის მეშინოდა იმედი არ გამეცრუებინა იმ ადამიანებისთვის ვინც მენდობოდა, ახლა კი საკუთარ თავს უპასუხისმგებლოდ ვთვლიდი და გულით მინდოდა შემომელაწუნებინა, თუმცა ისიც ვიცოდი ამით არაფერი შეიცვლბოდა. ის იყო სასოწარკვეთა მიპყრობდა რომ, არსაიდან კიდევ ერთი ფანრის შუქი გამოკრთა და მეც ერთიანად მოვეშვი, მტერი იყო თუ მოყვარე აღარ დაგიდევდით, მთავარია ადამიანის შვილი იყო და ხმაც რომ, მოგვაწვდინა გელოდებოდითო იქვე ტალახში ჩავიმუხლე სიხარულისგან. რა თქმა უნდა მტკივან სახსარს დავაბრალე ყველაფერი, თუმცა სინდისი გასაქანს არ მაძლევდა და გამოქვაბულამდე ხმა აღარ ამომიღია. ის კი არა და ცრემლად ვიღვრებოდი მთელი დარჩენილი გზა, დაიმედებული იმით რომ ამ წვიმასა და სიბნელეში ვერავინ შეამჩნევდა რა მდგომარეობაში ვიყავი.
გამოქვაბული სულაც არ იყო ისეთი, როგორსაც ბუნებაში ვხვდებით ხოლმე. გარედან ერთი შეხედვით ვერ მიხვდებოდით იქ თუ რამე იყო, მაგრამ შიგნით, აი შიგნით სულ სხვა საქმე იყო. ბნელი ტალანების ნაცვლად გაჩახჩახებული დარბაზი დაგვხვდა, შუა ცეცხლის ნაცვლად კი სახელდახელოდ მაგრამ კომფორტულად მოწყობილი მაგიდები და გრძელი სკამები. ერთ-ერთ კუთხეში ვეებერთელა ქვაბები შემოედგათ უცნაურ მოწყობილობაზე, რომლებიც როგორც მერე გავიგე ელექტრო ენერგიაზე მუშაობდა, თუმცა ელექტრო ენერგიას როგორ იღებდნენ მიხსნიდნენ, მაგრამ ვერაფრით აღწევდა ჩემ გონებამდე. რაღაც ბუნებრივი ტურბინის მსგავსი თუ რაღაც მაგდაგვარი გვირაბი ყოფილა, რომელიც ქარს ენერგიად გადრდაქმნიდა. ვერაფერი გავიგე და შევეშვი თუმცა ინტერესით ყველაფერი მაინტერესებდა. თან სანამ ველოდებოდით სხვა რა საქმე მქონდა შეკითხვების დასმის გარდა. ბოლოს როგორც იქნა იკადრა და გამობრძანდა ჩვენი დამხვედრიც. მაღალი, საშუალო ასაკის მამაკაცი იყო, შევერცხლილი თმით, მუქი ფერის ყინულივით ცივი მზერით და ალაგ-ალაგ წვრილ-წვრილი ნაოჭებით. ნელა მოდიოდა, მხრებში გაშლილი და თავ აწეული, ერთი შეხედვით ჩანდა რომ სამხედრო პირი იყო და თან არც თუ ისე პატარა ჩინის დანარჩენების რეაქციით თუ ვიმსჯელებდით. თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისი იყო აღარასდროს დაგვიწყებოდა და შენდაუნებურად პატივისცემა გაგჩენოდა. თუმცა საიდან მოდიოდა ეს გრძნობა ან როგორ ახერხებდა ამას ვერ გეტყვით. ჩემდაუნებურად ფეხზე წამოვდექი და მეც სხვებივით დავუკარი თავი, არადა მანამდე უკმაყოფილების გამომხატველი ტექსტების მთელი კრებული მქონდა დამუშავებული თავში.
მოგვიახლოვდა თუ არა თვალი შეგვავლო და გვერდით მდგომ ახალგაზრდას გადაულაპარაკა რაღაც, აშკარა იყო ვიღაცას ელოდა. გვერდით მდგომმა ახალგაზრდამ მხრები აიჩეჩა და გავიგონე როგორ უთხრა მხოლოდ ესენი იყვნენო.
- მეგზურობას ვინ გიწევდათ? - იკითხა მან.
- მე - დამნაშავე ბავშვივით გაუბედავად წარმოვთქვი, მაგრამ მაინც ვიპოვე ძალა მისთვის თვალი გამესწორებინა. აშკარად არ მომეჩვენებია უცნაურად ამათვალიერა და შემდეგ გერდით მდგომს უბრძანა მშრალი ტანსაცმელი და საკვები მოეცა ჩვენთვის.
შებრუნდა თუ არა თავისუფლად ამოვისუნთქე, არაფერი მინდოდა ერთი ჭიქა ცხელი ჩაის გარდა, დაძაბულობისგან ვეღარც ტანზე მიკრულ სველ ტანსაცმელს ვგრძნობდი და ვეღარც შიმშილს. მხოლოდ ცხელი ჩაი და გამოძინება მჭირდებოდა. ერთი სული მქონდა გათენებულიყო და გზას გავდგომოდი. იმ დღეს კიდევ ერთი ელექტრო უცნაურობა ვნახე, ნაჭრის კარადას გავდა ერთი შეხედვით, მაგრამ გიგანტური ფენის ეფექტი ქონდა, ჩვენი სველი ტალახიანი ტანსაცმელი უზარმაზარ სარეცხ მანქანაში შეყარეს და შემდეგ ამ კარადაში შეკიდეს გასაშრობად, ჩვენ კიდევ მაღაროში, რომ მუშებს აცვიათ იმის მსგავს კომბინიზონები დაგვირიგეს და სუფრასთან მიგვიწვიეს. ჩვენ გარდა კიდევ ერთი ჯგუფი იყო, ისინიც ჩვენსავით აცეცებდნენ თვალებს, აშკარა იყო რომ ჩვენამდე ცოტა ხნით ადრე მოვიდნენ. არადა რა კარგი იქნებოდა ჩანჩქერთან მაინც დავწეოდით და მთელი ის შიში და აკვიატებული ფიქრები არ გადამეტანა. ჩემი ძმა ალბათ გაგიჟდებოდა, რომ გაეგო მარტო მივდიოდი, მაგრამ მან არაფერი იცოდა და ვერც ვერაფერს გაიგებდა, ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობდი და გული მშვიდად მქონდა. ღამის გასათევად ოთახებში გადავნაწილდით, რომელიც კედელს მიღმა იყო. თავიდან ვიფიქრე თვალი მატყუებსთქო კედელმა, რომ გახსნა დაიწყო, მაგრამ გამცილებლის ძლივს დაფარულ ღიმილზე მივხვდი არ გვეჩვენებოდა. ღმერთმა იცის რა ძალისხმევად დაუჯდა არ გადაეხარხარებინა, როცა ამდენმა ადამიანმა ერთდროულად მოვიფშვნიტეთ თვალი. საკმაოდ ფართო ჰოლში შევედით და რკინის მასიურ კარებს მიღმა ოთახებში გადავნაწილდით. დროებითი თავშესაფრისთვის შეუფერებლად კომფორტული საძინებლები დაგვხვდა, რბილი მატრასებით და სუფთა თეთრეულით, ალბათ თავის დროზე საიდუმლო ბაზა იყო, ან შეიძლება აჯანყებულებმა მოაწყვეს თავიდანვე. უპასუხო კითხვების მთელი ჯარი მესხმოდა თავს - "ხვალ აქედან მიდიხარ! უნდა გამოიძინო!" - შევუტიე საკუთარ თავს. შეძლებისდაგვარად სწრაფად უკუვაგდე ყოველგვარი ფიქრი და მაინც როდის, როდის ჩამეძინა.
დილას კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამაღვიძა, როგორც კი გავიაზრე სად ვიყავი, ფეხზე წამოვხტი და წუთიც არ დამჭირვებია ჩასაცმელად, მაშინვე სრულ მზადყოფნაში აღმოვჩნდი. ჩემ თავზე გამეღიმა, როცა არაფერი გაბადია მიზნის გარდა, სულ მზად ხარ. აღმოჩნდა, რომ წასვლამდე საუზმე გველოდა, მერე კი მეთაური მელოდებოდა თავის კაბინეტში.
- ნეტავ რა უნდა ჩემგან - შემომიჩდნენ ფიქრები და როგორც კი ის გამცილებელი დავინახე, რომელიც სინამდვილეში უნდა გამოყოლოდა ჯგუფს ყველაფერი ნათელი გახდა.
მეთაურთან საუბარმა მშფოთვარე სიმშვიდით ჩაიარა, უამრავი საყვედური და გაფრხილება მივიღე, რა თქმა უნდა მსგავს სისულელეს აღარ გავიმეორებდი. ისედაც ვსაყვედურობდი ჩემ თავს - ასე ზრდასრულები როდის აქეთ იქცევიანთქო. ერთადერთი რაც მინდოდა ჩემ ძმას არაფერი გაეგო, მაგრამ მეთაური ვერაფრით დავარწმუნე ჩემი მისთვის არ ეთქვა. ამ სამხედროებთან არაფერი გადის, არც ნუკრის თვალები და არც ხვეწნა მუდარა. აქამდეც უნდა მივჩვეოდი, ისინი ერთმანეთს მეტ პატივს სცემენ, ენდობიან და ზურგს უმაგრებენ. რა თქმა უნდა ყველაფერს ეტყოდა. კიდევ კარგი იმ ადგილიდან ძალიან შორს ვიყავით, თორემ დარწმუნებული ვარ უკან დამაბრუნედნენ.
მეორე დღეს ჯგუფი ორად გაიყო, ნაწილი დასავლეთით წავიდა მე კი სამხრეთისკენ მიმავალ ჯგუფს გამომაყოლეს.

თავი IV

ეს ალბათ შთაბეჭდილებების კვირად უნდა გამოვაცხადო. წუხელ სალი კლდეებითა და ჩანჩქერით ვიყავი მოხიბლული, გადამწვანებული ალპური მთებით, რომელიც უსასრულობის შეგრძნებას მიტოვებდა თითქოს მხოლოდ მე და ისინი ვიყავით, მხოლოდ მე და უსასრულო კლდეები. მხოლოდ ფიქრები და გამოწვევები ახალი სიმაღლეების დასაპყრობად. ყოველთვის ასეთი ვიყავი მინდოდა ყველა მწვერვალი დამეპყრო, ყველა სიმაღლე რომელიც ჩემი სახლის ფანჯრებიდან და ქალაქის გალავნიდან მოჩანდა ხოლმე, ახლა კი ჩემ წინ უამრავი სიმაღლე აღმართულიყო ერთმანეთის მიყოლებით და მეც ყველა მათგანზე მინდოდა მოხვედრა. თითქოს აქ ყველაფერი ჩემი იყო, ჩემი სულის ნაწილი, ახლობელი და მშობლიური მიუხედავად იმისა რომ აქამდე არასდროს ვყოფილვარ. ისევ ფეხით მივდიოდით, გზა რთული არ იყო, მაგრამ ცხელოდა და მიუხედავად იმისა, რომ წუხელი მთელ წვიმისაგან გამოწვეულ ღვარცოფს ვუმკლავდეოდით, დღეს ორი საათიც კი არ დასჭირვებია ისე გამოეშრო მზეს ნიადაგი კავალიც კი არ დაეტოვებინა. შუა დღის მოახლოებასთან ერთად მეტად ჩაიხუთა, სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდა და ერთადერთი მიზანი დაგვრჩა - მიგვეღწია ნაძვების პაწაწუნა ტყემდე, რომელსაც ალბათ ნახევარი კილომეტრი თუ გვაშორებდა, მაგრამ გზა მაინც უსასრულოდ დაგრძელდა. ტყე იმაზე პატარა აღმოჩნდა ვიდრე შორიდან ჩანდა, ვისაც ნამდვილი ტყე უნახავს ალბათ დამცინებდა, ამ თითო ოროლა ხის ტყედ მოხსენიების გამო, მაგრამ იმ წუთში ტყეც იყო, ჯუნგლებიც და ყელაფერიც. ჩრდილი იყო, რაც მთავარია და ამოსუნთქვის საშუალება გვეძლეოდა. შესვენების მერე ფეხები თითქოს დაგვიმძიმდა, წამოდგომა გვეზარებოდა და ისევ სიცხეში დაბრუნება, მაგრამ დრო არ ითმენდა. ნაძვნარის შემდეგ კიდევ ერთი მაღლობი უნდა გაგველო, უხალისოდ შევუდექით გზას, ზუსტად არ ვიცი რა დრო დაგვჭირდა, მაგრამ მაღლობი იმაზე სწრაფად ავიარეთ ვიდრე წარმომედგინა. მაღლობის თავზე მდელო დაგვხდა, მწვანე ხასხასა ბალახი კოჭებამდე აღწევდა და რაღაცნაირად ლივლივებდა. შუაგულში თეთრი ქვის ჯვარი იდგა. მომდევნო მთის თავზე კი გალავანი მოსჩანდა. შემდეგი გაჩერების ადგილი მიტოვებული მონასტერი იყო. ერთ ხანს მდელოზე შევჩერდით, მორწმუნეებმა პირჯვარი გადაისახეს და ჯვარს ემთხვიენ. რელიგიურად არ ვცხოვრობ, დამავიწყდა კიდეც ბოლოს როდის ვიყავი ლოცვაზე. იმიტომ არა, რომ ღმერთის არ მწამს. შეუძლებელია ჩემი ცხოვრების პატრონს რწმენა არ ჰქონდეს, მაგრამ ტაძრამდე ვერ მივდივარ. აღსარებას ვერ ვაბარებ, ვიცი რომ იქიდან გამოსულიც ზუსტად იგივეს გავიმეორებ. სინანულის გრძნობა მაკლია, გონებით ვიცი, რომ სწორი არ არის, მაგრამ გულით არ ვნანობ, ღმერთის მოტყუებას ვერ შევძლებ და არც თავის მოტყუება მინდა, ასე რომ ვარ ჩემთვის. ხანდახან უცნაური გრძნობა მიპყრობს ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ უფლება არ მაქვს რამე შევთხოვო, ადრე ასე შევთხოვდი ხოლმე - ღმერთო მომეცი მოთმინება, ნათელი გონება და საღი განსჯის უნარი-თქო” - ახლა მხოლოდ პირჯვარს ვიწერ და პატიებას ვთხოვ. ამდენი ხნის მერე აღარ მაქვს უფლება კიდევ შევთხოვო, თუმცა მის სიახლოვეს ყოველ დღე ვგრძნობ. ყოველ რთულ მომენტში, როცა აღარაფერი მიკლია უიმედობამდე, რაღაც სასწაული ხდება ჩემ ცხოვრებაში და მუდმივად მადლობელი ვარ მისი. ალბათ იკითხავთ რაში გამოიხატება ჩემი მადლიერება თუ ელემენტარულ წესებსაც კი არ ვიცავ და მართალიც იქნებით. მხოლოდ სიტყვები არ კმარა! ვიცი რომ, ოდესმე ყველაფრისთვის მომეკითხება, მაგრამ მანამდე ცხოვრება მაქვს გასავლელი და იმედი მაქვს ღირსეულად ვივლი ამ გზაზე.
როგორც იქნა კომპლექსამდე მივაღწიეთ. შუა საუკუნეებში აგებული ქვის გალავანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს რამოდენიმე ათეული წლის წინ აეგოთ ტექნოლოგიების ეპოქაში. ერთმანეთში ჩალაგებული დიდი და მცირე ზომის ქვები უბათქაშოდ შერწყმოდა ერთმანეთს. ქვაში ნაკვეთ საფეხურებს კი საერთოდ არ დასტყობოდა დრო-ჟამი. კომპლექსიც ასეთივე ქვისგან იყო ნაშენები, ვეებერთელა ლოდები ისე გამოეჭრათ და ჩაელაგებინათ სინათლის სხივიც კი არ ატანდა. არც ბათქაში ეხმარათ და არც სხვა არაფერი, თითქოს რაღაც სასწაულით ქვები შესისხლხორცებოდნენ ერთმანეთს. ცამდე აწვერილ გუმბათს კი ვერ გეტყვით რა აკავებდა, კომპლექსი ცარიელი იყო, მაგრამ კანდელი მაინც ენთო ჯვარცმის წინ.
ეზოდან თოვლის საბურველით დაფარული მწვერვალები მოჩანდა, იმდნად ახლოს და ამავდროულად იმდენად შორს იყვნენ ჩვენგან… რა საოცარია შუა ზაფხულია და თოვლს ვხედავთ, არადა ქალაქში ზამთარშიც კი გვენატრებოდა. როგორც უკვე ვთქვით მთას თავისი ხასიათი აქვს. მთელი დღე თაკარა მზე დაგვნათოდა თავზე, ჩრდილისა და ნიავის ნატვრაში ლამის ამოგვხდა სული. თუმცა ალბათ იმდენჯერ ვინატრეთ ბუნებამაც იფიქრა სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და არსაიდან ამოვარდნილმა ქარმა ღრუბლების ჯარი წამოყარა. გალავნის თავზე წამოსკუპებული ვტკბებოდი ხედებით, როცა ბარში ნისლი ჩაწვა და ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს ცასა და ცას შორის ვიყავი. აღარაფერი ჩანდა ჩვენ ქვევით ნისლი ღრუბელს გავდა და ჩვენც ზევიდან დავცქეროდით ამ ყველაფერს, ჩვენ ზევით ცაში კი საავდროდ მოყრილი ღრუბლები ასკდებოდნენ ერთმანეთს. ელვა გველეშაპივით იკლაკნებოდა ცაზე, და როცა ზევით ელავდა, ეს შუქი ნისლსაც აპობდა და ნაპრალებიდან დაცარიელებული სოფელი ჩანდა. ფაქტიურად ორივე ცაზე ერთდროულად ელავდა, მერე კი გამაყრუებელი გვრვინვა ისმოდა და მოსვენებას მიკარგავდა. არ წვიმდა, მაგრამ მაინც ვსველდებოდით, თითქოს ჰაერი გადაიქცა უწვრილეს, თვალისთვის შეუმჩნეველ წვეთებად. ეს რა ბედი მაქვს: ორი დღეა გზაში ვარ, ორი დღეა მზის “ჩამოხსნის” სურვილით ვიტანჯები და ბოლოს მაინც ერთიანად გალუმპული და ტალახში ამოსვრილი ვამთავრებ დღეს.
იმ ღამით უცნაური სიზმარი მესიზმრა, ისევ ამ ტაძარში ვიყავი, უამრავი ხალხი ირეოდა, იმდენი აქამდე, რომ არადროს მენახა ტაძარში. სანთლებით გაჩახჩახებული სამლოცველოდან გალობის ხმა ისმოდა, ეზოდან კი რაღაც ფოლკლორული ჰანგები აღწევდა და ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. შავებში შემოსილი მღვდელი ჯვრისწერის რიტუალს ატარებდა, უცნაური სახე ჰქონდა, თითქოს სიმშვიდეს და სათნოებას ასხივებდა. ფართო შუბლი, უკან გადაწეული ჭაღარა თმა, ღია თაფლისფერი თვალები, იმდენად მეტყველი, თითქოს საუბარი არც სჭირდებოდა. აქამდე არასდროს გამეგო ასეთი თბილი ხმა და არც ასეთი ხელები მინახავს როდესმე. ფერმკრთალ და ნაოჭებით დაფარულ, გრძელ თითებს არაერთი ზამთრის მძიმე კვალი გადმოჰყოლოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო სანახავი იყო. მოწითალო-მეწამული წიგნი ეჭირა ოქროსფერი ასოებით, მაგრამ არ კითხულობდა, ზეპირად იცოდა. მკაფიოდ მესმოდა ტექსტი და გულში მეც იგივეს ვიმეორებდი, თითქოს მეც ზეპირად ვიცოდი მთელი წიგნი. ნეფე-დედოფალიც ზღაპრულ წყვილს ჰგავდა, მარგალიტებით გაწყობილი გრძელი თეთრი კაბა და უსაშველოდ დიდი ფატა ეფინა ქვის იატაკზე, ნეფეც თეთრებში იყო გამოწყობილი, წელზე ოქროსფერი სარტყელი და ასეთივე ქარქაში ეკეთა. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რამდენად ბედნიერები იყვნენ იმ წუთში.
თანმხლებ ახალგაზრდებსაც უცნაური ტანსაცმელი ეცვათ, ისეთი ისტორიულ ფილმებში, რომ აცვიათ ხოლმე, წელზე მათაც ხმლები და ხანჯლები ეკეთათ, შედარებით ასაკოვან ადამიანებს კი მოსასხამები მოეგდოთ ბეჭებზე. დინჯი, მაგრამ სიხარულით სავსე გამომეტყველება ჰქონდა ყველას. ამდენი გაბრწყინებული თვალები არასდროს მენახა, ვიდექი მათ შორის და მეც ვიზიარებდი მათ სიხარულს. ჯვრისწერის შემდეგ ეზოში მიმავალ ტალღას გავყევი, ფარებისა და ხაჯლების ჭახა-ჭუხი მესმოდა, მაგრამ გარეთ რომ გამოვედი აღარავინ დამხვდა. მხოლოდ არწივები დანავარდობდნენ საავდროდ მოქუფრულ ცაზე. გალობაც მიწყდა, აღარც სანთლები ენთო, ერთადერთი კანდელი ბჟუტავდა ჯვარცმასთან იმედის ნაპერწკალივით და მეც მის წინ დავემხე.
გამომეღვიძა, მაგრამ ყველა განცდა იმდენად რეალური იყო ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე შეიძლება არც მეძინათქო, მზე უკვე იწვერებოდა, მალე გზის გაგრძელება მოგვიწევდა, მანამდე კი სამლოცველოში უნდა დავბრუნებულიყავი. ერთადერთი თხოვნა მქონდა ამდენი წლის შემდეგ - ადამიანებს დაბრუნებოდათ ის მზერა, რაც სიზმრად ვნახე, მშვიდი, უბოროტო, სიხარულით სავსე თვალები. არც ჩემ ძმაზე მითხოვია რამე, არც ტომიზე, არც ჩემზე ასეთი ეგოისტი ვერ ვიქნებოდი. მე მხოლოდ ამის უფლება შემეძლო მიმეცა თავისთვის, სანამ სანაცვლოდ არაფერს გავცემდი და მხოლოდ წყალობას ვიღებდი.
გასული ორი დღის შემდეგ კიდევ რამით თუ მოვიხიბლებოდი აღარ მეგონა, მაგრამ წინ განსხვავებული მშვენიერება მელოდა. მონასტრიდან სამანქანო გზამდე დაახლოებით ორი საათი ვიარეთ, შემდეგ კი სამხედრო მანქანებში გადავნაწილდით. ამდენი სიარულის შემდეგ ტრანსპორტი ნამდვილ ბედნიერებას გავდა. ფანჯარაზე მივაყრდენი თავი და გარემოს ხარბი მზერა მოვავლე. ფართოდ გაშლილ და სივრცეში ჩაკარგულ ტრამალს მივუყვებოდით. მწვანე მთების შემდეგ ერთფეროვანი, გადამხმარი, გადაყვითლებული ბალახით დაფარული სივრცე ვერაფერი ბედენა გახლდათ და ის იყო ძილი მომერია, რომ სასაზღვრო სათვალთვალო პუნქტბი გამოჩნდა და მეც მომენტალურად გამოვფხიზლდი. შემდეგ კიდევ ერთი მონასტერი მთელი მისი დიდებულებით. საოცარია რა ხელმა შეძლო ქვისთვის შთაებერა სიცოცხლე, გამოეჭრა, დაეღარა, გამოეკვეთა და მთლიანობად ექცია სალი კლდის დაფები. საოცარი ფერთა გამა ფრესკბზე და ისევ არწივები. რომლებიც თითქოს არას დაგიდევდნენ და ისე ახლოს დაფრინავდნენ, ვფიქრობდი ესაა დაგვეჯახებიანთქო. ისევ ფეხით ვაგრძელბდით გზას, ისევ ცხელოდა, აღმართი კი არ სრულდებოდა. მხოლოდ ერთი ბროწეულის პატარა ბუჩქი ჩანდა წინ, პატარა, მეჩხერი ბუჩქი, მაგრამ არასდროს ყოფილა ჩრდილი ისეთი სასიამოვნო, როგორიც ახლა. წყალი ცოტა გვქონდა, წყურვილი კი ძლიერი… როგორც იქნა მწვერვალს მოვექეცით… აქამდე არაერთი სიმაღლიდან დამინახავს საოცარი ხედები, მაგრამ ეს ყველასგან განსხვავდებოდა. თითქოს სამყაროს შემცირბული ვერსია მქონდა თვალწინ. ჩვენ ზუსტად სამყაროს ცნტრში ვიყავით, მზე - ზენიტში, ზუსტად ჩვენ თავზე. ჰაერი გამჭვირვალე და უსასრულოდ ვრცელი ცის კაბადონი… არ ვიცი რა მანძილის აღქმა შეუძლია ადამიანის მხედველობას, მაგრამ რასაც ვხედავდი დასასრული საოცარი ჰქონდა. ოთხივე მხარეს სადღაც უსასრულობაში ჰაერი სქელდებოდა და მუქდებოდა, თითქოს შრეებად იყოფოდა და დედამიწას უერთდებოდა. ღრუბლის ერთი ფთილაც კი არსად ჩანდა, მზე საოცარი ძალით აცხუნებდა, ჰაერიც კი მხურვალე იყო, ჩვენ კი ამ სიცხეში გაქვავებულები ვიდექით და იმდენად მონუსხულები ვუყურებდით გარემოს, მგონია რაღაც მომენტში ყველა შეგრძნება დავკარგეთ გარდა აღფრთოვანებისა. თვალსაწიერში ორი განსხვავებული სურათი იშლებოდა, ერთ მხარეს უსასრულო ტრამალები, კომპაქტური დასახლებები, მკვდარი უდაბნო, ნავთობის ჭაბურღილები და სამხედრო ბაზები მოჩანდა, მეორე მხარეს კი დათოვლილი მწვერვალები, მწვანე მთები და ჭალები, პატარ-პატარა ტბები, ვეებერთელა მდინარეები და საძოვრები, ადგილ-ადგილ კი ასანთის კოლოფისოდენა სახლები. არ ვიცი პირველმა აღფრთოვანებამ რამდენ ხანში გაგვიარა, ან გაგვიარა თუ არა საერთოდ, რომ კიდევ ერთ საოცრებას გადავაწყდით. მთას მეორე მხრიდან მოვექეცით და გვირაბში შევედით. ვერ ვიტყვი რომ, ამ ბოლო ხანებში ცოტა რამ მინახავს, მაგრამ ამგვარი აქამდე არ მენახა. გვირაბი გამოქვაბულების მთელ რიგს აკავშირებდა, თითოეული ქვაბული კი უნიკალური ფრესკებით იყო სავსე, თითქოს ექსკურსიაზე ვყოფილიყავით ისე ვათვალიერებდით მუქ ლურჯსა და იასამნისფერში გადაწყვეტილ ფრესკებს. თითოეული ქვაბული განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ფართობით, ერთმანეთში გამავალი ოთახების რაოდენობითა და დანიშნულებით, მხატვრობის ფერთა გამითა და სტილით, ერთი საოცრებიდან მეორეში გადავდიოდით და მიჭირდა გათავისება, როგორ შეიძლებოდა ადამიანს ეს ყველაფერი მოეხერხებინა იმ დროში, როცა ქვა მხოლოდ რკინის ნაჭრითა და ჩაქუჩით მუშავდებოდა. საერთოდ გადამავიწყდა ქვეწარმავლების შიში, უფრო სწორედ იქმადე არ გამხსენებია მათი არსებობის შესახებ სანამ პატარა ხვლიკი არ შევნიშნე ქვებს შორის, აღარც მერე არ შემშინებია, თითქოს ეს შიში იმ გვირაბში დავტოვე. აღარც ბნელ ტალანებში თავდაყირა ჩამოკიდებულ ღამურებს ვერიდებოდი, რომელთა სხეული უფრო ახალშობილი გოჭისას წააგავდა, ვიდრე თაგვისას. სიმართლეს ვამბობ, ცხვირებიც კი დინგებივით ჰქონდათ წინ წამოწეული და მიჭ....ტილი. ერთი შეხედვით მოცუცქნულები იყვნენ, მაგრამ როგორც კი ფრთებს შლიდნენ, პირველი შთაბეჭდილების არასანდოობაში გვარწმუნებდნენ. გვირაბის ბოლოს მთის სხვა კალთაზე ვიდექით, აღარაფრის გვეშინოდა, არ გვეშინოდა მაშინ, როცა ქვები ფეხქვეშ გვეცლებოდა და გადასარჩენად გამხმარ ბალახს ვეჭიდებოდით ჩვენ ქვევით კი ხრამს დაეღო პირი და გადაჩეხვით გვემუქრებოდა. არც არწივების გვეშინოდა, თავზე რომ დაგვშხუილებდნენ და იმდენად ახლოს დაფრინავდნენ ფრთებისაგან გამოწვეული ჰაერის ნაკადი სახეში გვცემდა, თითქოს ნადავლს ზვერავდნენ და ვერ გადაეწყვიტათ ვუღირდით თუ არა. არ გვეშინოდა, რადგან შეუძლებელია ასეთ ადგილზე იყო და რწმენა დაკარგო, ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება. რწმენამ და ღმერთის იმედმა მრავალი დღე გადამატანინა ომის დასრულებამდე, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

თავი V

ჩრდილოეთის მთებიდან სამხრეთში გადასვლა სამოთხიდან გამოძევებას გავდა. ჩრდილი, სიგრილე, გადამწვანებული ტყეები, ხასხასა მოლი და ნაკადულები უკან დარჩა. სამხრეთის ბარი კვამლსა და ბუღში იყო გახვეული, დანაცრული მინდვრები, გადამწვარი ტყეები და დაბომბილი, მიტოვებული შენობები ნამდვილ მიწიერ ჯოჯოხეთს გავდა. როგორც კი ბარში ჩავედით ჯავშანმანქანა დაგვხვდა და ბანაკში წაგვიყვანეს. "გენერალიც" იქ იყო. ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და მიზნები, მაგრამ მას არ სურდა გავეშვი, ზედმეტად სახიფათოდ მიიჩნევდა ამ წამოწყებას და და ჩემ ძმას ეთანხმებოდა ამ საკითხში. აღმოჩნდა, რომ მათ ყოველდღიური კავშირი ქონდათ და ძირითად ოპერაციებსაც ერთად გეგმავდნენ. დაჟინებით მთხოვდნენ რომ, ან დავრჩენილიყავი ან ჩრდილოეთში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ვერ დამარწმუნეს. ამხელა გზა იმისთვის არ გამომივლია, რომ უკან დამეხია. ბოლოს ორივე დანებდა და დამპირდნენ უახლოეს მომავალში შევძლებდი გზის გაგრძელებას. იმ წუთში უახლოესი მომავალი ძალიან ბუნდოვნად მომეჩვენა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ მქონდა. აჯანყებულების ბანაკში ათი უსასრულოდ გრძელი დღე გავატარე, ყოველ დღე უამრავი დაჭრილი მოყავდათ. ნაღმის ნამსხვრევები... ტყვიები... დაფლეთილი სხეულები... ამდენი სიკვდილი ერთად არასდროს მინახავს. ადამიანები განსხვავებულად კვდებიან! არც ერთი სიკვდილი არ გავს ერთმანეთს! ვერ გავუძელი! გავტყდი და მეც თეთრებში გამოწყობილ სიკვდილად ვიქეცი, ოღონდ ცელის ნაცვლად დიდი დოზით ნარკოტიკი მეჭირა ხელში. ტანჯვით სიკვდილს არ იმსახურებდა ეს ხალხი! გადარჩენა არ შემეძლო, მაგრამ შემეძლო უმტკვნეულოდ დამესრულებინა ყველაფერი! ბოლო წამები მაინც ყოფილიყო მათთვის სიმშვიდით სავსე, მერე კი ღრმად დაეძინათ გამოუღვიძებელი ძილით... სულში ქარიშხალი ბობოქრობდა, ამის მერეც შევძლებდი მეხსენებინა ღმერთი ამ უღმერთო სამყაროში! მგრამ თურმე ყველაფერი წინ მქონდა.
ის ათი დღე საველე ჰოსპიტალში გავატარე, არაფერზე ვფიქრობდი, მექანიკურად დავდიოდი პაციენტებს შორის და ვისაც რით შემეძლო ვეხმარებოდი, ზოგისთვის გადარჩენა სიცოცხლის შენარჩუნება იყო, ზოგისთვის ტანჯვის დასრულება! ჩემი ცხოვრება კი აღარასდროს იქნებოდა ისეთი როგორიც მანამდე. ალბათ ჩემი ძმა მართალი იყო - არ უნდა წამოვსულიყავი მთებიდან!
გავიცანი "გენერლის" თანაშემწეც, რომელმაც მადლობა გადამიხადა გადარჩენისთვის და სიამაყით გამომიცხადა, რომ პატივი ჰქონდა ჩემი ძმისნაირ ადამიანთან ერთად ებრძოლა. სხვა დროს აუცილებლად მესიმპატიურებოდა, მაგრამ მაშინ ვერც კი შევამჩნიე მისი დახვეწილი სახის ნაკვთები, მუქი ფერის თვალები და ათლეტური აღნაგობა. მხოლოდ იარაღმა მიიქცია ყურადღება, ალბათ ჩემი წონა მაინც იქნებოდა ის კი თითქოს ვერ გრძნობდა სიმძიმეს ისე დადიოდა ჯარისკაცებს შორის. მან და ორმა ჯარისკაცმა ითავა ჩემი გაცილება, რომლებმაც ტყვია-წამალი მოიტანეს და უკან ბრუნდებოდნენ მეორე ფრონტის ხაზზე, როგორც მივხვდი რაღაც მნიშვნელოვანი ტვირთიც გადაქონდათ, რადგან მარშრუტი წამებში გათვლილი და დაზღვეული იყო. ჩემი გადაადგილება ტვირთთან ერთად მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, მეც ხომ ძვირფას ტვირთად ვითვლებოდი!
"ტვირთი" - ალბათ ზუსტად ეს სახელი შეეფერებოდა ჩემ მდგომარეობას. "გენერლისთვის" მხოლოდ თავის ტკივილად შეიძლებოდა ვქცეულიყავი და ჩემ ძმას ტომიც ყოფნიდა საფიქრალად მე რომ არ დავმატებოდი. მაგრამ ამაზე მანამდე უნდა მეფიქრა!
წამოსვლამდე "გენრალმა" კიდევ ერთხელ გვისურვა მშვიდობიანი გზა და მითხრა, რომ ჩემი მშობლები ჩვენით იამაყებდნენ. ალბათ ჩემი მშობლების შესახებ მან უფრო მეტი იცოდა ვიდრე მე, თავისუფლების ლიგაზეც ხომ ყველაზე გვიან გავიგე... სხვა დროს გამაბედნიერებდა მისი სიტყვები, მაგრამ ახლა არც გამხარებია. ნეტავ რას იტყოდა საცოდავი დედაჩემი ეს რომ დაენახა?! ამხედრებულ სინდისს უსუსურად ვიწყნარებდი გარდაცვლილებზე შეყინული მშვიდი სახეების გახსენებით და ვფიქროდი რატომ მაინც და მაინც მე?! ეგოისტურად შემეძლო სუფთა ხელებით გამოსვლა, არავინ მავალდებულებდა! შემეძლო ყური არ მეთხოვებინა ხვეწნა-მუდარისთვის, მაგრამ როგორც ჩანს ვერ შევძელი, ახლა კი ძლაინ გვიანია! ასე რომ ყველაფერი ჩემ სინდისზეა და ოდესღაც ამაზეც მომიწევს პასუხის გაცემა.
აჯანყებულების კონტროლირებადი ტერიტორია სწრაფად გავიართ და მეორე ზოლში გადავედით. ეს საერთოდ უკონტროლო სივრცე იყო, უფრო სწორედ ომის ყველაზე ბნელი მხარე თითქოს ხორცშესხმული გადაიშალა ჩვენ წინაშე.
ყველა დროში და ყველა სივრცეში არსებობს, რაღაც დაუწერელი კანონები, არსებობს ღირსება და მორალი, მაგრამ ისეთი ადამიაებიც არსებობენ, რომელებიც მხოლოდ ფიზიკურად გავნან ადამიანებს. ყველგან, ყველა დროში ხდება დანაშაული, მაგრამ ომის დანაშაულებებთან ვერც ერთი მივა ახლოს.
ჰაერი კვამლსა და ბუღს გაესქელებინა, გახრწნილი გვამების გულისამრევი სუნი მანქანის დახურულ მინებშიც აღწევდა. გადამწვარი, მიტოვებული შენობებიდან სიცოცხლის ნიშან-წყალიც არ ჩანდა, მაგრამ სროლის ხმა მაინც აღწევდა ჩვენამდე. პირველი პუნქტი შეუფერხებლად გავიარეთ, მეორე პუნქტამდე დაახლოებით ნახევარი საათის გზა გვაშორებდა. მაინც რამდენი დროა ნახევარი საათი?! შეიძლება ძალიან მცირე, შეიძლება მთელი უსასრულობა.... ყველა ალბათ თავის საზომით იზომება და დროს აღქმას ვითარებაც განაპირობებს. მე კი ამ დროში ყველაზე საშინელი სურათი ვნახე, რაც კი ამ დრომდე მენახა. ეს ვერაფრით მივიდოდა ვერც მანამდე და ვერც იმ ათ დღეში ბანაკში ნანახთან და განცდილთან.
რაც მეტად ვუახლოვდებოდით პუნქტს მით მკვეთრად იგრძნოოდა ლეშის სუნი. ქუჩაში შიშველი, ნახევრად გახრწნილი, დაწყლულებული გვამები უპატრონოდ ეყარა. უფრო ახალ მიცვალებულებს ყორნები დასეოდნენ. შეგვნიშნეს თუ არა ერთიანად წამოიშალენ და სისხლისფერი ცაც მთლიანად გაშავდა.
- არ უყურო! - ცივად მითხრა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა და ისე გაისმა მისი ხმა, როგორც ბრძანება რომელსაც უსიტყვოდ უნდა დავმორჩილებოდი.
გამშრალს და გაყინულს ცრემლიც კი არ გადმომდიოდა. მხოლოდ მუხლები და ხელები მიკანკალებდა და შემდეგ მთელ სხეულიც, ჰაერი არ მყოფნიდა, ჩასუნთქვის იმედით ვხსნიდი პირს, მაგრამ ფილტვებამდე ჟანგბადი ვერ აღწევდა. მხოლოდ ყორნების ავისმომასწავებელი ჩხავილი მესმოდა, ბუნდოვნად შევნიშნე როგორ მოხვდა საქარე მინას ტყვია, შემდეგ მეორე და მესამე. სიჩქარეს მოვუმატეთ, მერე ისე შეგვანჯღრია თითქოს რაღაცას გადავუარეთ, იმის გააზრებაზე კი რომ ეს რაღაც, ვიღაც იყო კივილის მსგავსი ხმა აღმომხდა და გონება ნისლში ჩაიძირა.
თვალი რომ გავახილე სადღაც ბნელ ოთახში ვიყავი, ჰაერში ისევ სიკვდილის სუნი ტრიალებდა, ყველაფერი ისევ თვალწინ დამიდგა და ისევ დავკარგე გონება. შემდეგი გაღვიძების დროს თავზე ორი უცნობი მამაკაცი მადგა, არ ვიცოდი ვინ იყვნენ, მაგრამ არც სიტუაციის გაანალიზების უნარი მქონდა, ამიტომ ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ტყვედ ჩავვარდით, არც შემშინებია, მანამ სანამ გარკვევით არ გავიგონე, როგორ უთხრა ერთმა მორეს - გოგოს ჯერ ჩემთვის დავიტოვებო. მაშინ კი ელდამ დენივით გამიარა, მთელი სხეული მოიცვა და ადრენალინისგან გონებამ გამალებით დაიწყო მუშაობა. ვიგრძენი ხელფეხი შეკრული არ მქონდა, რანარი ტყვე ვიყავი ვერ მივხვდი, თავისუფალი ტყვე?!
- მაგ გოგოს გამო შარში გავეხვევით. - უთხრა მეორემ. აშკარა იყო ჩემი გამოფხიზლება არ შეუმჩნევიათ ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ვფიქრობდი. ლაპარაკი დასრულებული არ ქონდათ, რომ ჩემი თანხმლებიც შემოვიდა, ერთ-ერთი ჯარისკაცი იმ ორიდან, რომელსაც მეორე ფრონტზე გადაქონდა ტვირთი.
- გაიღვიძა? - ანიშნა ჩემზე.
- კი, თუ ისევ არ გაითიშა.
თავის მოკატუნებას აზრი აღარ ქონდა, უკვე ისე ვიყავი შეშინებული და დაძაბული ყველაფერი დამავიწყდა ნანახიც და განცდილიც, ყველაფერი საკუთარი თავის გარდა.
- ნუ გეშინია, კარგად იქნები - თითქოს მიმიხვდა ისე მითხრა იმ ჯარისკაცმა მეორე ფრონტიდან - გეგმა შეიცვალა, აქ მოგიწევს გაჩერება რამდენმე დღე სანამ დამხმარე რაზმი მოვა.
- სად აქ? სად ვარ?
- არც ისე კომფორტული ადგილია, ოთახიდან არ გახვდე და თვალში არავის მოხვდე! ამ ორის გარდა არავის ენდო! დაიმახსოვრე?
- დანარჩენები სად არიან?
- "იღბლიანი" დაიჭრა შენი გადარჩენის მცდელობისას, მძღოლი მკვდარია.
- შენთან ერთად წამოვალ.
- შენმა ძმამ თქვა, რომ უნდა დაიცადო.
- ჩემი ძმა აქ მტოვებს?! - ეჭვი შემეპარა მის სიტყვებში იმ ჭუჭყიანი სარდაფის და ორი სავარაუდო მოძალადე ჯარისკაცის ფონზე.
- აქ უსაფრთხოდ იქნები! - ისევ გაიმეორა მან - რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა დაინახო ან მოისმინო აქ დარჩი, გარეთ არავითარ შემთხვევაში არ გახვალ! აქაური ამბები შენ არ გეხება! ყურადღება არ მიიქციო! აქ მხოლოდ ორი მოკავშირე გყავს და ორივე აქ დგას! დანარჩენი შენ არ გეხება! - ცივი, მტკიცე ხმით მესაუბრებოდა თუ ამას საუბარი ერქვა და ცდილობდა ჩემი არაფრისმთქმელი თვალებიდან ამოეკითხა რა გავიგე.
მისი სიტყვები სადღაც შორიდან მესმოდა, მაგრამ გონებაში ილექებოდა.
არავის ენდო!
გარეთ არ გახვიდე!
თვალში არავის მოხვდე! დანარჩენი შენ არ გეხება!დანარჩენი შენ არ გეხება! დანარჩენი შენ არ გეხება! მთავარია გარეთ არ გახვიდე! შეშლილივით იმეორებდა გონება და არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფრი ჩემ თავს ხდებოდა.

თავი VI

მშიშარა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არც ასე მშინებია როდესმე. სიტუაცია სწორად უნდა შემეფასებინა! მოკავშირეებიო ასე თქვა იმ ჯარისკაცმა ე.ი. "ჩვენები" არ არიან. მაშინ რატომ უნდა ვნდობოდი?! მაგრამ მან მითხრა, მხოლოდ მათი ნდობა შეგიძლიაო. არ ვიცი! თავში ყველაფერი არული მაქვს! ჯერ კიდევ ნისლშია ყველაფერი...
სიკვდილის სუნი ისევ მძაფრად მცემს და დავიწყების საშუალებას არ მაძლევს, არადა როგორ მჭირდება დავივიწყო, უბრალოდ გონება გამოვრთო. არაფერზე ვფიქრობდე და არაფერს ვგრძნობდე! კარს მიღმა ფეხის ხმა გაისმა და საცოდავად მივიკუნტე საწოლზე, ალბათ შეშინებული თაგვის ფერიც მედო. ამ სარდაფში მართლაც ვგავდი თაგვს, შეშინებული და სოროში შეყუჟული. ისევ ზარივით რეკდა სიტყვები - "რაც უნდა მოისმინო და დაინახო არ გახვიდე"! ანუ სოროში დარჩი! აქამდე არასდროს დავრჩენილვარ სოროში! აქამდე არასდროს გამივლია გულგრილად იქ, სადაც დახმარება შემეძლო! ნეტავ რომელ ჯურღმულში ვარ ასეთში! გავიფიქრე და თვალწინ ისევ ის უპატრონოდ დარჩენილი გვამები დამიდგა ყორნები, რომ კორტნიდნენ. არ ვიცი რამდენი ხანი ვტიროდი, მაგრამ ცრემლებმა შვება მომგვარეს და დაღლილს, როგორც იქნა ჩამეძინა. იმ დღის შემდეგ ძილი შვება აღარ იყო, ქვეცნობიერში აღბეჭდილი კადრები კოშმარად მექცა. თვალის მოხუჭვაც კი აღარ შემეძლო. ფხიზელს უფრო მოჩლუნგებული მქონდა გრძნობები, კოშმარებში კი ყველაფერს მთელი სიცხადით ვგრძნოდი და ყველა ჯერზე ხელახლა განვიცდიდი. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე, დღე და ღამე არეული მქონდა, ისიც არ ვიცი რამდენი დღე გავიდა. არც მშიოდა, არც მწყუროდა, საწოლიდანაც კი არ ავმდგარვარ, საპირფარეშო ოთახის ბოლოს მქონდა და იქამდე მისვლაც მიჭირდა, მუხლებში ძალას ვერ ვგრძნობდი და თავბრუ მესხმოდა. ასეთი დასუსტების უფლება არ მქონდა! ოთახში შემოტანილ ლანგარზე უცნაური ფორმის პურის ნაჭერი და ლობიოპარკისგან მომზადებული მასა იდო. გადავწყვიტე მეჭამა. პირველი ლუკმა ნაძალადევად გადავყლაპე, მერე მეორე და გული ამერია. თეფშზე მოთავსებული მასა საოცრად გავდა დაწყლულებულ, ნახევრად გახრწნილ სხეულს...
ახლა უკვე ნამდვილად ვიცოდი დიდი ხანი ვეღარ შევჭამდი ვერაფერს!
კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა გაისმა, ხმა არ ამომიღია, მოკავშირეები თუ იყვნენ დაპატიჟების გარეშეც შემოვიდოდნენ. კაკუნი ისევ განმეორდა, მერე მძიმე ნაბიჯების ხმაც გაისმა
- ღიაა, შედი და სწრაფად გამოდი - თქვა მამაკაცმა.
კარი გაიღო და ოთახში ადამიანის მსგავსი ლანდი შემოვიდა, მეგონა მეჩვენებოდა, კანგადაკრულ ჩონჩხს გავდა, ჩავარდნილი ყვრიმალებით და ჩაშავებული თვალის უპეებით, ძვლებად ქცეულ ხელებში ჩვრები ეკავა და იმ ვედრის სიმძიმეც არ იქნებოდა რასაც მოათრევდა.
- ოთახს დაგილაგებს და აღარ შეგაწუხებს - მითხრა მამაკაცმა, რომელიც ჩვენი მოკავშრეებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა.
მისთვის ხმა არ გამიცია, ქალის მსგავსი არსება, ჩემ ნარწყევს წმენდდა, თეფშზე დარჩენილი მასა ვედრაში ჩაყარა, პურის ნაჭერი კი კალთაზე შეიწმინდა და ჩუმად ჩაიდო ჯიბეში. იმის წარმოდგენაზე რომ, ის შეიძლება ვინმეს ეჭამა ცოტა დამაკლდა მეორედ არ ამრეიოდა გული. ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი, მის ჩამქრალ თვალებში მხოლოდ ტანჯვას ვხედავდი და ამავდროულად იმედს, რომ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან დასრულდებოდა! ნეტავ რამდენი რამის გადატანა შეუძლია სიცოცხლის წყურვილს! ვიცოდი, რომ ნახევარი ქვეყანა შიმშილობდა, მაგრამ ცოდნა ერთია საკუთარი თვალით დანახვა მეორე და საკუთარ ტყავზე გამოცდა მესამე.
გამოლაპარაკება არ მიცდია, კატეგორიულად ვიყავი გაფრთხილებული და ზედმიწევნით ვიცავდი წესებს! - "აქაური ამბები შენ არ გეხება"! - ისევ შეშლილივით მიმეორებდა გონება, როგორც თავდაცვის ფუნქცია, მაგრამ სადამდე არ მეხებოდა?! ეს საცოდავი ადამიანსაც აღარ გავდა და მაინც ამათ ემსახურებოდა.
- გულთან ახლოს ნუ მიიტან - ცივად მითხრა ისევ იმ კაცმა, თითქოს მიმიხვდა რაზე ვფიქრობდი - მას ჩვენ ვჭირდებით გადასარჩენად სანაცვლოდ მეტი არაფერი შეუძლია.
- ამას ეძახით გადარჩენას?! - გულწრფელი ზიზღი ვიგრძენი ამ ძალად დიდსულოვნების და ამ ხალხის მიმართაც.
- დიახ! - დაბეჯითებით გაიმეორა მან - უმეტესობას უფრო მეტის გაკეთება უწევს ლუკმა-პურის საშოვნელად.
ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა ყოფილიყო, სხეულით იხდიდნენ საფასურს?! ადამიანები სხეულით ომამდეც ვაჭრობდნენ და მერეც ივაჭრებენ. ვაჭრობა არჩევანია! უარესი რაღას ნიშნავდა ვერ გავიგე იმწუთში.
ნეტავ ის საცოდავი სად არის, "იღბლიანიო" ასე უწოდა ნამდვილად იმ ჯარიკაცმა, როგორ შეიძლება ადამიანი იღბლიანი იყოს, როცა ყველა ჩვენი შეხვედრის დროს დაჭრილია?! ჯანდაბა! საერთოდ რაზე ვფიქრობ! რა დროს ეს არის! მაგრამ ის ერთადერთ ნორმალურ ადამიანად მეგულება ვისთანაც ლაპარაკი შემეძლია.
დუმილის წესი დავარღვიე და თავად ვუხმე მოკავშირეებს "იღბლიანის" ბედის საკითხავად. მოკლედ მიპასუხეს, რომ გონს მოვიდა და გადარჩებოდა, სად იყო და როდის შევძლებდი მის ნახვას უპასუხო კითხვებად დარჩა.
- უნდა მოვძებნო! - გიჟურმა აზრმა გამიელვა იმ წუთას და მალევე გავუშვი ჯანდაბაში. ამ ერთხელ მაინც უნდა მოვქცეულიყავი ისე როგორც მითხრეს! თუ მიბრძანეს!
საღამოს სროლის და მანქანების ხმა გაისმა, მოკავშირეების დაძაბულ სახეებზე შორიდანვე იკითხებოდა დაუპატიჟებელი სტუმრები შეიძლება გვყოლოდნენ. ერთ-ერთი მათგანი შემოვიდა, მიბრძანა ჩუმად იჯექი რაც უნდა მოხდესო და ისევ გაუჩინარდა ახლა უკვე ჩაბნელებულ ჰოლში. გვიანობამდე ისმოდა თავაშვებული ღრეობის და როხროხის ხმა, პერიოდულად ავტომატების კაკანი და შემზარავი კივილი, მერე ხარხარი მოყვებოდა და ისევ იგივე გამთენიამდე... ჩემი ოთახის ერთადერთ პაწაწუნა სარკმელს ალისფერი წითელი წვეთები ეღვრებოდა, მერე საერთოდ დაბნელდა და იმ დილით მზის სხივი აღარ შემოსულა. შეიძლება იმ დილით საერთოდ ჩაქრა მზე, ან არ მოინდომა ცოდვის ტრიალით დაქცეული სამყაროს ხილვა. მანქანები წავიდნენ - სისხლი დარჩა!
- უნდა წავიდეთ! - შემოვიდა ოთახში ერთ-ერთი მოკავშირე.
- სად მივდივართ?
- უსაფრთხო ადგილზე!
მისი პირიდან ამოსული უსაფრთხოება, რატომღაც უფრო მეტად საფრთხეს მივამსგავსე, მაგრამ მაინც წამოვდექი.
ჰოლი ცემენტის საფეხურებით ბოლოვდებოდა, შემდეგ ჭრიალა, ტყვიებით დაცხრილული კარი იყო და კარს მიღმა, სისხლით მოთხვრილი დარბაზის მსგავსი ოთახი. სისხლს უკვე მიჩვეული ვიყავი, გვამებსაც, ბოლოს და ბოლოს მორგშიც გვიწევდა პრაქტიკები, მაგრამ აქ სისხლსაც სხვანაირი სუნი ქონდა, სიკვდილსაც და სიცოცხლესაც. სიცოცხლე მეტად ყარდა ვიდრე ის გვამები ქუჩაში. და კიდევ ეს გვამები, რომლებზე გადაბიჯებამაც მოგვიწია!
- ასე როგორ ტოვებთ! - წარმოვთქვი გულწრფელი გაოგნებით.
- თუ არ დავტოვებთ დაღამებამდე არც ჩვენ გვეყოლება დამმარხავი! - მიპასუხა მოკავშირემ. იმდენად ცივი, ირონიული და გულისამრევი იყო მისი ნათქვამი რამდენადაც სიმართლე.

თავი VII

ის სახლი რამდენიმე ადამიანთან ერთად დავტოვეთ. იმ ქალების თვალები უნდა გენახათ ჩემი დანახვისას, თითქოს უხმოდ კითხულობდნენ მე რატომ არ ვიყავი მათ დღეში. თითქოს შემიძულეს ამის გამო. დაუფარავ ზიზღს და შურს თანაბრად ვგრძნობდი მათი მზერიდან. პირველად ვიგრძენი ჩემკენ მომართული ამდენი ბოღმა და ღვარძლი, თითქოს მე ვიყავი დამნაშვე მათ უბედურებაში. მე კი არაფერს ვგრძნობდი გარდა სიცივისა. მიკვირდა - თავადაც სიკვდილს ჩაჰყურებდნენ თვალებში და მაინც გადმოაბიჯეს უსიცოცხლო სხეულებს, ადამიანებს, რომლის გერდითაც ცხოვრობდნენ, შეიძლება ომამდე მეგობრობდნენ, ან შეიძლება ომის დროს დაიდეს ბინა ერთ ჭერქვეშ, მაგრამ ერთმანეთს იცნობდნენ. იცნობდნენ და ისე იქცეოდნენ თითქოს არც არასდროს უარსებიათ მათ ცხოვრებაში. ერთადერთი ადამიანი მათ შორის ისევ ის კანგადაკრული ჩონჩხი იყო სევდიანი თვალებით, რომ გასცქეროდა დახოცილებს. არც ეს სევდა დამავიწყდება როდესმე, უთქმელი, უცრემლო და მაინც მრავლისმეტყველი…
მანქანებში გადავნაწილდით. მე, მოკავშირეები და ჩონჩხი ერთ მანქანაში ჩავსხედით, დანარჩენები მეორეში.
უმზეო დღე იყო, უმზეო და უსინათლო. თავზე კი ყორნები დაგვჩხაოდნენ.
ჩემ ძმასთან დალაპარაკება ვითხოვე, მაგრამ კავშირი არ იყო. როგორ უნდა ვეპოვე დამხმარე რაზმს ადგილს თუ შევიცვლიდით?! უამრავი კითხვა მიტრიალებდა, მაგრამ მოკავშირეებისგან პასუხს არ ველოდი ან არ ვენდობოდი, ამიტომ არ მიკითხავს.
შორს არ წავსულვართ, რამდენიმე ქუჩის იქით უფრო პატარა სახლში მივედით ვიდრე ვიყავით. იქ სხვა ხალხი დაგხვდა, ისინიც შეიარაღებულები, მაგრამ ბანდიტებს უფრო გავდნენ ვიდრე მებრძოლებს. მანქანიდან ჯერ ერთი მოკავშირე გადავიდა, რაღაცას ელაპარაკებოდა ერთ-ერთ დამხვედრს, მერე ხელით გვანიშნა გადმოდითო. გვერდით შესასვლელისკენ წავედით და ისევ სარდაფში ამოვყავი თავი, როგორც ჩანს მომიწევდა შევგუებოდი, სოროში ცხოვრებას!
ეს სარდაფი წინასგან განსხვავებით ერთი მთლიანობა იყო, არც ფანჯარა, არც საპირფარეშო, არც ხელსაბანი, მძიმე შმორის სუნი და ჭუჭყიანი თაროები, სიძველისგან გადაქუცული ტახტი, პატარა, დამტვრეული მაგიდა და მბჟუტავი ჭრაქი შეადგენდა მთელ მის ავლა-დიდებას. ჩონჩხი ჩემთან ერთად დატოვეს, დანარჩენები კი სახლში შეიყვანეს. სამარისებური სიჩუმე იდგა, თითქოს არც კი ვსუნთქავდით. ჰაერში დაძაბულობა მეტი იყო ვიდრე ჟანგბადი. ვინ იყვნენ ეს ხალხი ჩონჩხს ეცოდინებოდა, მაგრამ მისი მჭერმეტყველების იმედი არ უნდა მქონოდა. ვისხედით და ვდუმდით მეტყველი დუმილით, სევდიანი თვალებით და გაფითრებული სახეებით. დრო უსასრულობამდე გრძელდებოდა, მერე სიბნელეში რაღაც ჩუმი ხმაურის მსგავსი გაისმა. შემდეგ პატარა ადამიანი გამოეყო სიბნელეს და გაფართოებული დიდრონი თვალები შემოგვანათა.
- თქვენ ვინ ხართ?
- სტუმარები - რაც შემეძლო თბილი ხმით ვუპასუხე ბავშვს და გავუღიმე. არ ვიცი გაღიმება, როგორ გამომივიდა, მაგრამ მისი კეთილგანწყობის მოპოვება შევძელი.
- დედა ამბობს დაუპატიჟებელ სტუმრებს მოერიდეო, თქვენ დედამ დაგპატიჟათ?
- ორმა ბიძიამ მოგვიყვანა, და რადგან დედა არ ბრაზობს ე.ი. თანახმაა შენთან ვიყოთ.
- დედა სულ ბრაზობს - სევდიანად ჩაილაპარაკა ბავშვმა.
- ჩვენზე არ გაბრაზდება - დავაიმედე რაც შემეძლო. ეს ბავშვი და მისი გულწრფელი დიდრონი თვალები ერთადერთი წმინდა რამ იყო რაც ამ მიწაზე ვნახე.
- გშია? - სიბრალულით სავსე თვალებით შეხედა ბავშვმა ჩონჩხს, მან ამ ასაკშიც კი იცოდა, რატომ იყო ეს ქალი ასე გამხდარი.
- არა - თავი ისე ჩახარა ჩონჩხმა, თითქოს შიმშილი სირცხვილი ყოფილიყო.
- დაიმალე და ვეტყვი საჭმელი მოგვიტანონ.
- არ მოგვიტანენ!
- მაინც ვცადოთ - გავუღიმე ისევ და ვანიშნე დამალულიყო. მაშინ პირველად გავიაზრე ჩემი მცირეოდენი პრივილეგია ამაში მაინც შემეძლო გამომეყენებინა!
მოკავშირეებს საჭმელი, რომ ვთხოვე ჯერ გაუკვირდათ, მერე აწოწილ კაცს ანიშნეს მოდიო, მე კი ისევ სარდაფისკენ მიმითითეს და გამაფრთხილეს სხვა დროს ჩემით აღარ ამოვსულიყავი, რაც უნდა მომხდარიყო.
იმ საჭმელს საჭმელი არ ერქვა რაც მოგვიტანეს, მაგრამ ბავშვიც და ჩონჩხიც ისე გულიანად შეექცეოდნენ, შემრცხვა, რომ მთელი ეს წლები არაფერი მომკლებია. ბავშვი გამხდარი იყო, მაგრამ სუსტად არ გამოიყურებოდა, ჭრაქის შუქზეც კი ჩანდა ავადმყოფური სიფერმკრთალე, თითქოს კედლის ფერი მიეღო. აშკარა იყო - დიდი ხანია უფანჯრო სარდაფს არ გასცილებოდა. ჩონჩხიც ჩემსავით უყურებდა ბავშვს სევდითა და ტკივილით სავსე მზერით და ძვლად ქცეული თითებით დაგლეჯილი კოფთის ბოლოს აწვალებდა, მადლობელი იყო მისი! მეც მადლობელი ვიყავი! ერთ შეკითხვაში დამანახა შესაძლებლობა, მცირედით მაინც შემემსუბუქებინა ის დღე ერთი ნატანჯი ადამიანისთვის! იმ ადამიანებისთვის ვისაც შიმშილი არ გამოუცდია, წარმოუდგენელია რა ფასი შეიძლება ქონდეს ერთ ულუფა საკვებს. ადრე ერთ ფილმს ვუყურე, რეალურ ამბავზე დაფუძნებულს, ფილმის ბოლოს გადარჩინელებთან ინტერვიუც ახლდა მეტი სიმძაფრისთვის. რომელიღაც სპორტული გუნდის სრული შემადგენლობა ლათინური ამერიკის თავზე მიფრინავდა გულშემატკივრებთან ერთად და მთებში ჩამოვარდა, მხოლოდ ყინული, თოვლი და არაფერი სხვა… არც კომუნიკაცია და არც გადარჩენის იმედი ზამთრის გადავლამდე! გადარჩენილებმა თავი გარდაცვლილი ახლობლბის გვამებით გაიტანეს! ამაზე საშინელი არაფერი მსმენოდა და ვფიქრობდი ასეთ გადარჩენას სიკვდილი ჯობდა! მაძღარ კუჭზე რთულია გაუგო მშიერს! ახლაც ვფიქრობ - ასეთ გადარჩენას სიკვდილი მირჩევნია! მაგრამ ახლაც არ ვარ შიმშილისგან გონება არეული… სტუდენტობის დროს ერთი ძალიან კარგი ლექტორი გვყავდა, ფსიქოლოგიას გვიკითხავდა, ისე გადმოსცემდა პრაქტიკული მაგალითებით, რომ დიდხანს გვამახსოვრდებოდა. ამაზე ფიქრისას მისი ნათქვამი ამომიტივტივდა - როცა პირველად ხედავ რაღაცას, ისეთი რეაქცია გაქვს როგორი პიროვნებაც ხარ! ან მისაღებია ან არა! მიუღებელიც რომ იყოს თუ ხშირად დაინახავ რეაქცია მოგისლაბდება, დროთა განმავლობაში კი შეეგუები, რადგან გონებაში თუ ერთხელ მაინც დაირღვა ზღვარი ის აღარასდროს ღდგება! ჩვეულებრივი ამბავი ხდება! ერთ დღესაც კი ისე გაიმეორებ იგივე ქმედებას, როგორც დანარჩენი სოციუმი, რომელშიც ცხოვრობ! მას შემდეგ რაც ვთვლიდი, რომ ღმერთთან მისასვლელი პირი აღარ მქონდა, პირველად გავბედე შევვედრებოდი ვეხსენი ასეთი უბედურებისგან, მეც და ეს საბრალო ადამიანებიც!

თავი VIII

- ზევით რა ხდება? - ვიკითხე სასხვათაშორისოდ ფიქრებისგან თავის დასაღწევად.
- ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ! - გაუბედავად წარმოთქვა ჩონჩხმა, მაგრამ მიმახვედრა, მეტს აღარაფერს იტყოდა.
- მე ვიცი - მითხრა პატარამ - ზევით ნარკომანები და მოსიარულე მკვდრები არიან!
ვიფიქრე რაღაც ზომბებზე ჩარჩენილ ფილმს მიყვებოდა ბავშვური ფანტაზიით გაბუქებულს, მაგრამ ჩონჩხს რომ, ფერი ეცვალა მივხვდი მის ნათქვამში იყო სიმართლის მარცვალი და აღარ ჩავუღრმავდი, უფრო იმიტომ, არ მინდოდა ბავშვისგან მეტი საშინელება მომესმინა.
- აქ სხვა ბავშვებიც არიან? - გადავიტანე თემა.
- იყვნენ, მაგრამ ცაში გაფრინდნენ- თქვა მან და ხმაში აშკარად გაურია მწუხარება - მეც მინდა ცაში, აქ არავინ მეთამაშება! - თავი ისე ასწია ჭერისკენ თითქოს სარდაფს მიღმაც შეეძლო ცის დანახვა. წამიერად გამაჟრჟოლა ნეტავ თუ იცოდა რას ნიშნავდა ცაში გაფრენა?! ან იქნებ იცოდა და მაინც ნატრობდა ფრთებს... პასუხების იმდენად შემეშინდა, შეკითხვები ვეღარ დავსი, მხოლდ ყელს მომდგარი ბურთი გადავყლაპე და თავი ჩავხარე.
არც ერთი ბავშვი უნდა იზრდებოდეს ომის პირობებში. არც ერთი ბავშვი კარგავდეს მშობელს, ოჯახს, მეგობრებს, სახლს, მზის სითბოს... ამ პატარას ეტყობოდა, განსაკთრებული ზრუნვა, მაგრამ სხვა პატარები? ამ ტერიტორიაზე ვერც კი წარმომედგინა თუ ბავშვს ვნახავდი, ეს კიდევ ახალი რეალობა იყო. ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილზე, ბავშვებიც იყვნენ, ქალებიც და მოხუცებიც... ადამიანები ვისაც თავის დაცვა არ შეეძლო, შიმშილის და ძალადობის მსხვერპლები, უკეთესი მომავლის სახელით ჯოჯოხეთში მოხვედრილები! თუმცა სიცოცხლეს ჩაბღაუჭებულები! ღირსება აყრილები, ნაჭერ პურზე გაყიდულები, გაბოროტებულები, მაგრამ ცოცხლები...
სარდაფის კარი ჭრიალით გაიღო და ოთახში საშუალო ასაკის, ვულგარულად ჩაცმული ქალი და ის აწოწილი შემოვიდა საჭმელი რომ მოგვიტანა.
- აღარ შეგაწუხებთ - ბავშვს ანიშნა წამოდიო და დაკვირვებით შეგვათვალიერა - ის რამდენად? - თავით ანიშნა ჩემზე.
- მასში უკვე გადაიხადეს! - ისე უპასუხა აწოწილმა, თითქოს იქ არც ვყოფილიყავი.
- მეტს გადავიხდი!
- არ გამოვა! ყველას დაგვხოცავენ!
- ?!
- "იღბლიანთან" ერთადაა!
ქალმა წარბის აწევით გადმომხედა, თითქოს ხელახლა შემაფასა და ბავშვთან ერთად უხმოდ გავიდა.
მეექვსე დღე იწურებოდა დამხმარე რაზმის მოლოდინში. მიკვირდა აქამდე, როგორ არავინ მომაკითხა! - "ნუთუ ჩემს ძმასაც უჭირს რამე?!" - მილიონი ფიქრი მოდიოდა დაუკითხავად და სულს მიმწარებდა.
გამთენია იყო ისევ იმ ადამიანებით მოვაჭრე ქალმა, რომ ჩამოგვაკითხა.
- უნდა გეთქვა ექიმი თუ იყავი! - საყვედურივით და ამავდროულად ვალდებულებასავით გაიჟღერა, თამბაქოსა და ალკოჰოლისგან დაბოხებულმა ხმამ. ისევ ისე მიყურებდა ზევიდან, თითქოს მასთან ვალში ვიყავი. - წამოდი!
არც მიპასუხია და არც ადგილიდან დავძრულვარ, სანამ მოკავშირეები არ გამოჩნდნენ. არც მათ ვენდობოდი დიდად და არც ამ ადამიანებით მოვაჭრეს, მაგრამ არჩევანი მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის მქონდა და მეც ცუდს ვირჩევდი! ის შმორის სუნიანი, ჭრაქით განათებული სარდაფი სახლზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. შესული არ ვიყავი, რომ გოგირდის, იოდის და აცეტონის ნაზავი მძაფრი სუნი მეცა, ერთ მხარეს, რომელსაც არც კი შეიძლება სამზარეულო ეწოდოს კუსტარულად ხარშავდნენ ეფედრინს, იმ მხარეს რამდენიმე მეძავი და ის მებრძოლები იყვნენ ბანდიტებს, რომ უფრო გავდნენ. მეორე მხარეს უფრო ასაკოვანი ხალხი და შიმშილისგან დაოსებული ავადმყოფები იყვნენ. "მოსიარულე მკვდრები" - გამახსენდა ბავშვის ნათქვამი და ვიფიქრე უექიმობის და უწამლობის გამო უწოდა მათ ასე.
- მაგათ თავი დაანებე! მაგათზე რესურს არ ვხარჯავთ! - მითხრა ქალმა და ნარკომანებისა და მეძავებისკენ გამიძღვა. არაფერი მიპასუხია, ჯერ კიდევ გარემოს აღქმას ვცდილობდი და ისევ ზარივით რეკდა სიტყვები - "აქაური ამბები შენ არ გეხება!".
ამფეტამინზე დამოკიდებულ ხალხს არც შიათ, არც წყურიათ, არც ეძინებათ და ორგანიზმის გამოფიტვის ხარჯზე მიღებული ენერგიით სულდგმულობენ, სანამ სასიცოცხლო რესურსი ამოიწურება. ამ ვითარებაში ალბათ ეს თავის შენახვის გზაც იყო, ზუსტად არაფრის თქმა შემიძლია, ნარკოტიკით დაბინდული გონება რეალობას განსხვავებულად აღიქვამს. როგორც ექიმმა კარგად ვიცოდი რა იყო აბსისტენცია ე.წ. "ლომკა", ერთი დოზისთვის ეს ადამიანები ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები! კუსტარულად გამოყვნილ ამფეტამინს თავისი კვალი დაემჩნია ორგანიზმისთვის, უმეტესობას დაპლასმასებული ვენები ქონდა, ერთი და იმავე ადგილზე ნანემსარს ჩირქიანი ჭები გაეჩინა და ლურჯი ვენები ანთებას გაეწითლებინა, ხელებზერომ აღარ დარჩენილა ვენები ფეხებზე გადასულან, ზოგს კი კისრამდეც მიეღწია და სუბკლავით შეყავდა შხამი, ვენერიული დაავადებების და ჰეპატიტის კვალიც აშკარად ჩანდა, როგორც ჩანს ერთჯერადი მოხმარების შპრიცი სულაც არ იყო ერთდჯერადი! ნარკოტიკისგან ცოცხლად დამპლები, მაინც იდგნენ ფეხზე და მათ ხელში იარაღი კიდევ უფრო უკონტროლოდ გამოიყურებოდა! როცა ვულგარულად ჩაცმულ ქალს ვუთხარი ერთ-ერთ მეძავზე დიდი დრო აღარ დარჩათქო, მხოლოდ ის მითხრა - კარგია რომ მითხარიო და შორიახლო მდგომ ახმახს ანიშნა რაღაც. ერთადერთი კარგი რაც იმ დღეს მოხდა დაჭრილი "იღბლიანის" ნახვა იყო. არ მეგონა სრულიად უცნობი ადამიანის ხილვა თუ გამაბედნიერებდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რამდენადაც ჩემ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეულძლია. სუსტად იყო, მაგრამ იცოცხლებდა! გავიგე, რომ დილას შედარებით უსაფრთხო ადგილზე მივდიოდით და პირველად ვგრძნობდი თავს მშვიდად მთელი ამ ხნის განმავლობაში.
იმ დილით საკუთარი თვალით ვნახე რას ნიშნავდა "მოსიარულე მკვდრები"! სანამ უსაფრთხო იყო ავტომობილით მივდიოდით, შემდეგ ფეხით... დანაღმულ ტერიტორიას მივადექით, გვერდის ავლა და სხვა გზის ძიება დროს მოითხოვდა, ჩვენ კი დაღამებამდე უნდა მიგვეღწია... "მოსიარულე მკვდრების" დანიშნულებაც ეს იყო! ჩვენ მათ გაკვალულ გზაზე უნდა გვევლო! ერთ ასაკოვანს და იმ მეძავ ქალს ანიშნეს წინ წადითო წუხელ, რომ ვუთხარი ვერ გადარჩებათქო, ჩემდა გასაოცრად ნარკომანს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თითქოს სულერთი იყო, მოხუცი გაუბედავად მიიწევდა წინ, ის მეძავი კი ისე თითქოს დასასრულს ეძებდა. რამდენიმე მეტრში დასრულდა ყველაფერი, ერთ აფეთქებას მეორე მოყვა, მესამე, მოთხე, მეხუთე და მხოლოდ სისხლიანი მიწის ბელტები და ხორცის ნაფლეთები დარჩა მათგან. "მოსიარულე მკვდრები" შიშით ელოდნენ ვინ იქნებოდა შემდეგი ორი, ის ქალებიც მათ შორის იყვნენ ვინც დილით ბოღმითა და ღვარძლით მიყურებდნენ. მებრალებოდნენ, მაგრამ ვერ ვუშველიდი! არავინ ვიყავი! არაფერი შემეძლო! საკუთარ უსუსურობა მეზიზღბოდა, გულს მირევდა, მინდოდა თავი შემეკავებინა, მაგრამ ვერ შევძელი, რამდენიმე წამში ჩემი შუბლი ჩონჩხს ეჭირა და ამდენი ხნის უჭმელს მხოლოდ კუჭის წვენი გადმომდიოდა პირიდან. "მოსიარულე მკვდრებმა" წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, მაგრამ სამი დაცხრილული გვამის შემდეგ დანებდნენ. დღის ბოლოს მათი ნახევარი აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე დროულად მაინც ვერ მივედით.
ის ღამე ტყეში გავატარეთ. უცნაური ტყე იყო, ნახშირის ტყე, ხეების ფორმა შეენარჩუნებინა, მაგრამ სიცოცხლის ნიშანწყალი ვერა. "იღბლიანი" მთელი ეს დრო საკაცით მოყავდათ მოკავშირეებს, ბავშვი კი ახმახს ეკავა ხელში. რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო ბავშვს არც აფეთქებაზე ჰქონდა რეაქცია, არც ავტომატების ჯერზე და არც ამ ადამიანების სიკვდილზე, რეალურად მხოლოდ ჩემთვის იყო სიახლე, დანარჩენებისთვის ჩვეულებრივ ამბავი გახლდათ. ნაცადი და გამართლებული მეთოდი!
გამთენიას ამბავი მოგვიტანეს, რამდენიმე დღე ამ ტყეში მოგვიწევდა გაჩერება, უკან ვერ დავბრუნდებოდით, წინ ვერ მივდიოდით. არც საკმარისი საკვები გვქონდა და არც წყალი. ღამეს არა უშავდა, მაგრამ დღე სუნთქვაც კი შეუძლებელი იყო, თაკარა მზე და ცეცხლი ერთდროულად გვიტევდა. წყალს საათში ერთხელ ერთ ყლუპსაც ვერ ვსვამდით, კვამლი გვახრჩობდა და ორგანიზმი წყლის იმ რესურსაც კარგავდა რაც გაგვაჩნდა. არ ვიცი ადამიანს რამდენის გადატანა შეუძლია, ან რაზეა წამსვლელი ამ დროს. ვულგარულად ჩაცმული ქალისთვის ყველანი ტვირთი ვიყავით საკუთარი შვილის და იმ შეიარაღებული ახმახის გარდა მუდამ უკან, რომ დაყვებოდა.

თავი IX

გრძელი დღე გამოვიდა, უსაშველოდ გრძელი, დამღლელი და გამანადგურებელი. მთელი დღე დაჭრილ "იღბლიანს" დავტრიალებდი, ამ სიცხეში სიცხეს თუ გადაიტანდა ვერ წარმომედგინა, მაგრამ არ უნდა მომკვდარიყო! საკუთარი თავისა და ჩემ გამო! მის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირში იყო ჩემი მომავალი, ჩემი და ჩონჩხისაც, თუ ოდესმე აქედან გაღწევა მეღირსებოდა ის ჩემთან ერთად დატოვებდა ამ ჯოჯოხეთს! ის უკეთესს იმსახურებდა! ყველანი იმსახურებდნენ უკეთესს იმ ადამიანების გარდა ვისაც აქედან გაღწევა შეეძლო, მაგრამ ამ უბედურების ხარჯზე გამდიდრება ერჩივნა. აი მაგალითად იმ ადამიანებით მოვაჭრე ქალს, საკმარისი გავლენა და შეირაღაბული ხალხი ყავდა, მშვიდობიანად დაეტოვებინა აქაურობა, მაგრამ შვილთან ერთად რჩებოდა. მეძავებით, "მოსიარულე მკვდრებით" და კუსტარულად გამოყვანილი ნარკოტიკით ვაჭრობდა. ბავშვი მებრალებოდა, მაგრამ ეს ქალი გულს მირევდა თავის მედიდური მზერით. ბოლომდე ვერ გავიგე, რომელი იყო მთავარი მათ შორის ახმახი თუ ეს ქალი, მაგრამ მნიშვნელობა არც ქონდა! ორივე ამაზრზენი იყო! ბავშვს კი ალბათ ნორმად მიაჩნდა რაც ხდებოდა, რადგან სხვა ცხოვრება ან არ ენახა, ან თუ ენახა იმდენად პატარა იყო აღარც ახსოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩონჩხი არ საუბრობდა და მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი, მხოლოდ მისი გაძვალტყავებული და დაშრამული სხეულის ნაწილები იყო რასაც ვხედავდი, სხეულს მიღმა დანახული და საუბარზე მეტად მეტყველი მისი თვალები იყო. ვხედავდი რომ რაც უნდა გადაეტანა ამ ქალს, რაც უნდა წაერთმია მისთვის ამ ომს ვერ გაეტეხა, სიბრალული შემორჩენოდა, ყინულის ნაცვლად სევდა ჩასდგომოდა, ადამიანურობა არ დაეკარგა! ტყვიების ქარ-ცეცხლიც გამოევლო, შიმშილიც, დამცირებაც, ვინ იცის კიდევ რა არა, მაგრამ მაინც ადამიანად დარჩენილიყო. მთელ მის არსებაში არაფერი იყო ცრუ, სევდიანი ღიმილიც, ზრუნვაც, შიშიც, თანადგომაც და მწუხარებაც, უთქმელი იყო მაგრამ, გულწრფელი!
დანახშირებულ ტყეში გატარებული დღის შემდეგ ღამე შემიყვარდა, არც მანამდე მძულდა, მაგრამ ახლა ვნატროდი აღარ გათენებულიყო. მზისგან და წყურვილისგან დაქანცულები მთელი ღამე ვთხრიდით დამწვარ მიწას, რითიც შეგვეძლო. მომდევნო დღისთვის ვემზადებოდით! სიღრმეში, ცეცხლისგან გადარჩენილ, საკვებად ვარგის ბოლქვებს ვაგროვებდით. როცა საკვებს მთავაზობდნენ არ მინდოდა, ახლა ამასაც გემრიელად შევექცეოდი. გამთენიას როგორც იქნა აგრილდა და ძილს მივეცით თავი. მეორე დღეს თაკარა მზემ გამაღვიძა, ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა, ვერც იმას ვიტყვი გვერდები მეტად მტკიოდა, თავი თუ მუცელი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, წყურვილი ყველაფერს ფარავდა! ნეტავ ზურგჩანთაზე თავის დადების ნაცვლად ზურგჩანთა დამედო თავზე, ასე მაინც არ ამიდუღდებოდა ტვინი. დანახშირებულ ხეებს ჩრდილი არ ჰქონდა, სწრაფად ხურდებოდნენ და თავადაც სიცხეს გამოსცემდნენ. მიახლოებაც არ შეიძლებოდა. ერთადერთი გზა მზისგან და მტრისგან დასამალად დამარხვა იყო! არ მოგესმათ ცოცხლად უნდა დავმარხულიყავით! თითო ყლუპი წყლის შემდეგ ღამით გათხრილ მიწას მივუბრუნდით, ზურგჩანთაში ერთადერთი სახეირო გრძელმკლავიანი კოპიუშონიანი სპორტული ზედა მქონდა, და კიდევ ოდნავ სქელი შარფი, რომელიც დაჭრილს დავაფარეთ მზისგან დასაცავად. კიდევ კარგი წუხელ მთლად ასეთი სიცხე არ იყო თორემ ალბათ მეორე დღეს ვერ გადავიტანდით. ჩვენ, მე იღბლიანი და ჩონჩხი ერთ "სამარხში" მოვთავსდით პატარა ბორცვს მიღმა, მოკავშირეების დახმარებით ისეთი თავშესაფარი გავთხარეთ სიცხისგან თავის დაცვას, რომ შევძლებდით. ის დღე იმ სამახში გავატარეთ, ღამე კი ნამდვილ შვებად გვექცია გამთენიამდე...
- "მოხეტიალეები" - შემოგვესმა ყვირილი და ყველა ვისაც იარაღი ჰქონდა პოზიციაზე გამაგრდა. უთანასწორო ბრძოლა იყო, რამდენიმე ნარკომანი ავტომატით, ახმახი, აწოწილი, კიდევ სამი მებრძოლი და მოკავშირეები. მე და ჩონჩხი ბორცვს მიღმა დავიმალეთ, იღბლიანს მიწა გადავაყარეთ და გავყუჩდით. ტყვიები ზუზუნით კვეთდნენ ჰაერს, მეგონა ყველა მათგანი სადღაც ყურთან ახლოს მოჰქროდა, მაგრამ როცა მხურვალე ჰაერის ნაკადი ვიგრძენი მაშინ მივხვდი რა იყო რეალური სიახლოვე. უხმოდ ვიყავით მიწაზე გართხმულები, წინა დღეს ასე ღრმად რომ, არ გაგვეთხარა აუცილებლად დაგვინახავდნენ! ახლა კი მხოლოდ სიჩმე იყო საჭირო ჩვენი მხრიდან და ღვთის წყალობა! აქამდე არ მოსულიყვნენ.
შემწყდარი ავტომატების ხმა განწირულმა წივილ-კივილმა ჩაანაცვლა, თავი ოდნავ ავწიე, "მოხეტიელეები" ავტომატის კონდახით უმკლავდებოდნენ ცოცხლად დარჩენილებს. ის იყო წამოდგომას ვაპირებდი, ჩონჩხის ხელი ვიგრძენი პირზე და სანამ მოვიცილებდი თავში რაღაც ძლიერად მომხვდა, ბოლოს რაც მახსოვს ბავშვის განწირული, ტირილნარევი ღრიალი იყო და ყველაფერი გაშავდა. გონს რომ მოვედი თავი საშინლად მტკიოდა, თავის ტკივილი მთელი ეს დრო მუდმივად მაწუხებდა, მაგრამ ეს ტკივილი განსხვავდებოდა. ხელი კეფაზე მოვიკიდე და თმებზე შემხმარი სისხლი ჩამოიფშვნა. მომენტალურად გამახსენდა ყველაფერი! კითხვიანი თვალებით ავხედე ჩონჩხს. სახეზე უსიტყვოდ იკითხებოდა ყველაფერი, მაგრამ მაინც გავიხედე ბორცვს მიღმა. ცოცხალი არავინ გადარჩენილა! გვამებს იმ იმედით ვათვალიერებდი, რომ ბავშვის სხეულს ვერ ვიპოვიდი, მაგრამ შევცდი! მზერა მის უსიცოცხლო სხეულზე გამეყინა.
- დედამისმა გამოჭრა ყელი - აკანკალებული, ჩავარდნილი ხმით მითხრა ჩონჩხმა.
რომელ დედას შეუძლია შვილს საკუთარი ხელით გამოჭრას ყელი?! საკუთარ პირმშოს მოუსწაფოს სიცოცხლე?! ცხოველებშიც კი დედა-შვილობა ყველაზე ძლიერი ინსტიქტია, არა თუ ადამიანში. შვილზე ძვირფასი რა შეიძლება დედას გააჩნდეს?! ასე როგორ უნდა გაემეტებინა, პატარა, საყვარელი არსება?! მისთვის ყველაფერი უნდა გაეღო, სიხარულით სავსე დღეები, სითბო და სიყვარული ეჩუქებინა, ცხოვრება უნდა გაეფერადებინა! დიდრონ თვალებში ბედნიერების სხივს უნდა ეკიაფა! შვილი უნდა გადაერჩინა!
- კარგი დედა იყო - ფიქრებიდან გამომიყვანა ჩონჩხმა - მეც ასე მოვიქცეოდი!
- ?! - ერთ წამში თითქოს ყველა წარმოდგენა თავზე დამემხო, რაც გამაჩნდა.
- მათ ხელში არ უნდა მოხვედრილიყო - ისევ აკანკალებული ხმით განაგრძო მან - ყველა ეს ნაძირალა გააუპატიურებდა, ხელიდან ხელში ნივთივით გადავიდოდა, მანამ სანამ გაუძლებდა... - აქ ცოტა ხანი გაჩუმდა, უაზროდ გაყურებდა სივრცეს, რამდენჯერმე ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი, თითქოს ემოციებს გამოსვლის საშვალებას არ აძლევდა და გააგრძელა - ჩემი შვილი ვერ ვიხსენი, ომი ახალი დაწყებული იყო, თავს სახლის სარდაფს ვაფარებდით, მე, ჩემი პატარა გოგონა, ჩემი ქმარი და დედამთილი. აქედან წასვლას ვაპირებდით, მაგრამ სანამ უსაფრთხო მარშრუტი გავარკვიეთ თავს დაგვესხნენ. ჩვეულებრივი მანიაკები იყვნენ, სამხედრო ფორმებში გამოწყობილი მანიაკები. გვცემდნენ, გვაუპატიურებდნენ და ისევ გვცემდნენ გონების დაკვარგვამდე. ნეტავ არც მე გადავრჩენილიყავი! ყველაფერს ჩემ ქმარს აყურებინებდნენ. დასცინოდნენ, რომ დახმარება არ შეეძლო, სახეში აფურთხებდნენ და აიძულებდნენ თვალი არ მოეცილებინა ჩვენთვის. მან ყველა ჩვენგანის წამებას და სიკვდილს უყურა! არ ვიცი ასეთი რა წყევლა მქონდა, რომ გადავრჩი! ახლაც არ ვიცი რისთვის ვცხოვრობ! ბევრჯერ მიფიქრია ზე, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის, მეშინია, რომ იმ ქვეყნდაც ვერ ვნახავ ჩემ პატარა ანგელოზს. ნეტავ მეც შემძლებოდა მეხსნა იმ ტანჯვისგან!
ცრემლები თავისთავად მოგვდიოდა მეც და მასაც. როგორ უნდა გაუგო დედას, რომელიც შვილის მოკვლის შესაძლებლობას ნატრობს?! მისი მესმოდა, და იმ ვულგარულად ჩაცმული ქალისაც! რამხელა შენაგანი ძალა უნდა ჰქონოდა დედას, რომ ამ გზით ეხსნა შვილი. უმტკივნეულოდ, წამის მეასედებში დაესრულებინა ყველაფერი მისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც! იქნებ გარდაუვალის დაჩქარებაა გამოსავალი, როცა სხვა გზა აღარ რჩება!
ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვიყავით, ჩონჩხის და იმ ქვის წყალობით თავში, რომ მომხვდა. მე, ჩონჩხი და დაჭრილი, რომელიც არ ვიცოდი გაატანდა მეორე დღემდე თუ ვერა.
"მოხეტიალეებს" ყველაფერი წაეღოთ, მიცვალებულებიც კი გაეშიშვლებინათ. აღარაფერი გაგვაჩნდა, გარდა ჩემი ზურგჩანთისა და ორი ულუფა საკვებისა, რომლის ჭამაც მე და ჩონჩხმა ვერ მოვასწარით. რაც მთავარია წყალი არ გვქონდა! მხოლოდ რამდენიმე ყლუპი, რომელიც არავისთვის იყო საკმარისი!

თავი X

ის დღე როგორ გავიდა ბუნდოვნად მახსოვს. გამოფიტული და განადგურებული უნდა ვყოფილიყავი ყველა ლოგიკით, შეიძლება ვიყავი კიდეც, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ გავიყინე! გამთენიამდე ვთხრიდით საფლავებს დახოცილებისთვის. შიშველი ხელებით ვყრიდით მიწას, იქამდე სანამ ამის ძალა გვქონდა. არც შიმშილი, არც წყურვილი, საერთოდ არაფერი გვიგრძვნია. მდუმარედ ვთხრიდით და პერიოდულად ვიცრემლებოდით ფიქრებში წასულები. მძიმე დღის შემდეგ "იღბლიანმაც" ცოტა მოიხედა, არც ის ამბობდა რამეს, თითქოს უხმოდ გვითანაგრძნობდა. დედა-შვილი ერთად დავკრძალეთ, დანარჩენები კი ძლივს ვაი- ვაგლახით დავაწვინეთ ერთმანეთის გვერდით და მიწა მივაყარეთ.
მზე უკვე იწვერებოდა, იმ დღის შემდეგ აღარც წყალი გვექნებოდა და აღარც საკვები. წინ კი ისევ უსაშველოდ მცხუნვარე დღე გველოდა. უნდა გაგვეძლო როგორმე! ისევ თხრილში ჩავწექით და შეძლებისდაგვარად გადავიყარეთ მიწა. მზე მაინც აღწევდა ჩვენამდე, მიწაც ხურდა, მაგრამ პირდაპირ სხივებს ისევ ეს ჯობდა! "იღბლიანს" ამ თვალსაზრისით მეტად გაუმართლა სამხედრო სამოსი იცავდა გადახურებისგან, ანტიბიოტიკების ფონზე კი რომელიც ბედად ზურგჩანთაში მედო, სიცხემაც დაუწია. დრო უსაშველოდ გაიწელა, თითქოს მზე ჩასვლას არც ფიქრობდა. როდესმე გიგრძვნიათ რომ ცარიელი იყავით?! აღარანაირი ემოცია, აღარანაირი განცდა, ფიქრის გარეშე, აბსოლიტური სიჩუმე თავში. არ ვიცი ამ მდგომარეობაში რამდენი ხანი ვიყავი, დროის აღქმა ისედაც დაკარგული მქონდა, შეიძლება მეძინა და სიზმარს ვხედავდი, მიჭირს გახსენება სად გადის ზღვარი. საკუთარ თავსაც ვეღარ ვაკონტროლებდი, თითქოს რელობასაც ვეღარ აღვიქვამდი, მხოლოდ სიცხეს და წყურვილს ვგრძნობდი, იმდენად ძლიერ წყურვილს, რომ შიში დამავიწყდა, დამავიწყდა რა მოხდა წინა დღით, ყელი მიშრებოდა, სასა და ენა თითქოს გაშრა, ხაოიანი გახდა, იმდენად მეუხეშებოდა, რომ მეზედმეტებოდა. ბოლო ულუფა წყალი "იღბლიანს" მივეცით და ორივე უწყლოდ დავრჩით. მთელი დღე ირეოდა ერთმანეთში ცხადი და სიზმარი, ჩრდილოეთის მთებს ვხედავდი - ყველაზე ბდნიერ ადგილს ჩემ ცხოვრებაში! ჩემი ძმა, ემა, ტომი, ისეთი ახლობელი იყო ყველაფერი, ისეთი მონატრებული, მშობლიური სახლივით... ახასხასებულ მწვანე მოლზე დავდიოდი, მზეც იყო, ლამაზი და ფერადი, სითბოთი სავსე... წყალიც იყო, მოჩუხჩუხე, ანკარა, ცივ-ცივი, ვსვამდი მაგრამ ვერ ვკმაყოფილდებოდი და ისევ ვსვამდი. წყურვილი მაფხიზლებდა, სიცხისგან დაღლილს, ის სასიცოცხლო მარაგი რაც ორგანიზმს გააჩნდა წვეთ-წვეთად გამოდიოდა ოფლის სახით და მიწასა და მტვერში ირეოდა.
მზე გადადიოდა, როცა ჩონჩხმა მაიძულა ავმდგარიყავი, ამ ქალს მეტი ძალა ქონდა ვიდრე მე. მიწაზე გდებისგან დაბეგვილი სხეულიც აღარ მემორჩილებოდა, მთელ ტანზე მძიმედ დადიოდნენ ჭიანჭველები, ყველაფერი მტკიოდა, როგორც ჩანს მთელი ეს დრო არც კი გავნძრეულვარ. როგორც ექიმს უნდა გამხსენებოდა ყველაფერი რაც სისხლის მიმოქცევის შესახებ ვიცოდი, უნდა მემოძრავა, ცოტა მაინც მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერთან ერთად იმ დღეს ესეც დამავიწყდა! დრო დამჭირდა თავი უკეთ მეგრძნო. მიკვირდა დაჭრილი როგორ იტანდა ამ ყველაფერს, სამი დღის განმავლობაში ერთი ვაი არ დასცდენია, ბოდვის დროსაც კი არ წუწუნებდა. ექიმი მე ვიყავი და ჩონჩხი უფრო უვლიდა ვიდრე მე. ეს ქალი ყოველ დღე მეტად მაოცებდა, მისი შინაგანი ძალა კი უფრო და უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდა.
- აქ ვეღარ დავრჩებით! - მისთვის შეუფერებლად მტკიცე ხმა, გადაწყვეტილებასავით ჟღერდა. თითოს ჩვენი აზრი არც აინტერესებდა, ყველაფერზე ეფიქრა და გადაეწყვიტა.
- აქ უნდა დაველოდოთ - ნაწყვეტ-ნაწყვეტად წარმოთქვა "იღბლიანმა" - მოგვაკითხავენ!
- გვამებისთვის აღარავინ შეწუხდება! - ისევ დაბეჯითებით განაგრძო ჩონჩხმა - წინ ვერ წავალთ! უკან უნდა დავბრუნდეთ!
- დაიხოცებით!
- აქაც დავიხოცებით!
- რომელიმემ გამოყენება იცით? - ტანსაცმლიდან პისტოლეტი გამოაძვრინა და კითხვიანი მზერა მოგვაპყრო.
- შევძლებთ! - ორივეს მაგივრად უპასუხა ჩონჩხმა და ისე შემომხედა აშკარა იყო ჩემი იმედი მეტად ქონდა ვიდრე საკუთარი თავის.
- მხოლოდ ორი მჭიდი გექნებათ! მხოლოდ 16 ტყვია! უნდა გადარჩეთ, ნებისმიერ ფასად!
ჩონჩხმა უხმოდ დაუქნია თავი. ნებისმიერი ფასი, ძალიან ძვირი ხომ არ იყო სიცოცხლისთვის?! იმ ყველაფრის მერე რაც ვნახე ნამდვილად მეძვირებოდა! ღმერთთან კიდევ ერთი თხოვნა მქონდა - იქამდე წავეყვანე სანამ ადამიანის სახე მხოლოდ ვიზუალურად არ მექნებოდა!
მართალია ჩონჩხის და იღბლიანის საუბარი თითქოს სადღაც შორიდან მესმოდა და შინაარსის გაანალიზებაც მიჭირდა, არ ვიცი სიცხის ბრალი იყო, ტრამვის თუ წყურვილის, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი მის გარეშე ფეხს არ მოვიცვლიდი! ბოლო ლუკმა და უკანასკნელი წყლის მარაგი იმისთვის არ მიმიცია, აქ მარტო მომკვდარიყო!
- ან ვრჩებით, ან მიგვყავს! - ისე წარმოვთქვი ფიზიკურ შესაძლებლობებზე არც მიფიქრია. სურვილი ერთია - შესაძლებლობა მეორე...
რას გააკეთებს ადამიანი მიზნის მისაღწევად? მე არც თუ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. მიწის თხრის დროს ერთი შუშა კუსტარულად დამზადებული ამფეტამინი ვიპოვეთ, ამდენი ხნის შემდეგ შეიძლება უვარგისიც იყო, იმის წარმოდგენა, რომ არც შიმშილი შემაწუხებდა, არც დაღლა, არც ძილი მომინდებოდა და არც ფხიზელი გონებით მომიწევდა რეალობის აღქმა, მაიძულებდა დამეჯრებინა - ცდად ღირდა! გული მეკუმშებოდა იმის წარმოდგენაზე, რამდენი დაავადება შეიძლებოდა გადამდებოდა. ის ვენერიული დაავადებებიც დამიდგა თვალწინ და ქრონიკულიც, რაც იმ ხალხს სჭირდა. შეიძლება ბევრად მეტიც სჭირდათ, მაგრამ მე მხოლოდ გარეგნულ სიმპტომებით მომიწია შემეფასებინა და ესეც საკმარისი უნდა ყოფილიყო სხვა ვითარებაში კილომეტრებით შორს გავქცეულიყავი ამ შხამისგან. ახლა კი მხოლოდ რამდენიმე წვეთი ენის ქვეშ და ერთიანად გაქრა ყველაფერი გარდა წყურვილისა.
გაბრუებული ვიყავი, უცნაურ ენერგიას ვგრძნობდი, ისეთს აქამდე რომ არ მიგრძვნია, ხანდახან მეგონა მთების გადადგმაც შემეძლო, ოდნავ წამობერილ სიოსაც ისე განსხვავებულად და მძაფრად აღვიქვამდი, ყველაფერი იდეალურად მეჩვენებოდა, მხოლოდ წყალი აკლდა ამ იდილიას! ვერც დაღლა ვიგრძენი მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ საათზე მეტი იყო არ შეგვისვენა, თითქოს ყველა ძველი გრძნობა ახალმა ჩაანაცვლა, სიგიჟეა მაგრამ გაცინებაც მოვახერხე და რაღაც მომენტში სულ რამდენიმე წამი ბედნიერიც ვიყავი. რის გამო წარმოდგენა არ მაქვს, ან როგორ შეიძლებოდა ვინმე ბედნიერი ყოფილიყო ჩვენ მდგომარეობაში, მაგრამ სწორედ ეს ვიგრძენი და ამან თითქოს ახალი მუხტი მომცა, თითქოს მეორე სუნთქვა გამეხსნა! უმთვარო ღამე იყო, მაგრამ ნათელი, ხან ვისვენებდით, ხან მივდიოდით, საკაცეს ისე მივათრევდით, რამდენჯერმე კინაღამ გადმოგვივარდა, მაგრამ მთავარი იყო გზას ვაგრძელებდით. გამთენიამდე ნარკოტიკის მოქმედების დროც გავიდა და ნელ-ნელა გამოფხიზლება დავიწყე! რეალობა უფრო საშინლად მომეჩვენა, ვიდრე მანამდე და აღარ მომინდა მასში დარჩენა!
- "კიდევ რამდენიმე წვეთი არაფერს მიზავს!" - გავიფიქრე ჩემთვის და რომ გავაანალიზე რაზე ვფიქრობდი, საკუთარი თავით შეშინებულმა სასწრაფოდ გადავღვარე დარჩენილი ნაწილი. ასე უნდა მოვქცეულიყავი სანამ აზროვნება ჯერ კიდევ შემეძლო! წყურვილი მახრჩობდა, იმდენად ძლიერად მიჭერდა, რომ სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი.
- ღმერთო როგორ დაგვეხმარებოდა წვიმა! წელიწადის ამ დროს მთაში ხომ ხშირად წვიმს, რა მოხდება ბარში ერთხელ მაინც იწვიმოს. ადამიანებისგან იმედ გადაწურულს მხოლოდ ღმერთის იმედი მაშორებდა სასოწარკვეთას.
ნეტავ იმ ხალხს თუ ქონდა ღმერთის იმედი წუხელ, რომ დავასაფლავეთ, ან გზას რომ გვიკვალავდენენ, ან იმ ხალხს სარდაფს მიღმა, ან იმათ ქუჩაში რომ უპატრონოდ ეყარენ... რატომ უნდა მეფიქრა, რომ ჩემსას შეისმენდა?! ათასებში გამოარჩევდა და ისევ გადამარჩენდა. მიუხედავად ყველაფრისა იმედს არ ვკარგავდი და ეს იყო იმ წუთში ერთადერთი რაც გამაჩნდა!

თავი XI

თხრილი აღარ გვქონდა, ამდენად მოგვიწევდა დღე თაკარა მზეზე გაგვეტარებინა, კიდევ ერთ უწყლო დღეს ვეღარ გავუძლებდით, ისედაც უკვე ლანდების სამყაროდან ვხედავდი სტუმრებს, უცნაური გრძნობა მქონდა თითქოს ტვინი მიშრებოდა. ვგრძნობდი როგორ იფიტებოდა და პატარავდებოდა, სისულელე იყო, მაგრამ მაინც ცხადად ვგრძნობდი და ხანდახან პანიკა მიპყრობდა. ჩემზე უკეთ არც ჩონჩხი გამოიყურებოდა. დღის ბოლომდე თუ გადავრჩებოდით ხვალინდელი დღე ნამდვილად მოგვიღებდა ბოლოს. ჩვენც და "იღბლიანსაც"!
იქნებ ჯობდა ის ქვა არ ჩაერტყა ჩემთვის და ტყვიას მოვეკალი, ასე უფრო მარტივი იქნებოდა ვიდრე წყურვილს დავეხრჩე! მაგრამ ჩემ ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოდის! წინასწარ ვიაზრებდი მთელ იმ ტანჯვას რაც წინ გველოდა, იქნებ იმ 16 ვაზნიდან იყო ერთ-ერთი ჩემი ბოლო, გადარჩენისთვის რომ უნდა გამოგვეყენებინა?!
- ჭეშმარიტად ასეა! - მითხრა ლანდების სამყაროდან რომელიღაც ჩრდილმა.
- მაინც რა არის ჭეშმარიტება?! - შეეკითხა მეორე ჩრდილი.
- უმრავლესობისთვის ჭეშმარიტება არის ის, რისი მოსმენაც ან დანახვაც თავად სურს.
- გამოდის ადამიანთა უმრავლესობას თავისი ჭეშმარიტება ქონია...
- ასეა, ის არის ყველგან და არსად! ყველაფერში და არაფერში!
- მაშინ როგორ უნდა მიუახლოვდნენ ისე, ცდომილება ნაკლები იყოს?
- თუ ცდომილებაა, ჭეშმარიტებაც არ არის!
- გამოდის უმრავლესობისთვის ჭეშმარიტება არ ყოფილა!
- მთლად ასეც არაა! მათთვის ჭეშმარიტება ის გადაკვეთის წერტილებია სადაც აზრები ემთხვევა, რა მოსწონთ და რა არა! რას ეთანხმებიან და რას არა! დანარჩენი კი ცრუ რწმენაა!
- უმცირესობა? მათზე რას იტყვი?
- ისინი ან მორწმუნეები არიან ან ფილოსოფოსები, მათი ვალი შეხედულებების თაობებისთვის გადაცემაა, იმედის გაჩენა სუსტებისთვის და ცოდნის გაფართოება ძლიერებისთვის.
- თუ სწამთ როგორ მოიქცნენ?
- რწმენა კარგია, ისეთ რამეს შეაძლებინებს რისი წარმოდგენაც არ შეეძლო!
- აბა სუსტებისთვის არისო?
- ასე არ მითქვამს მაგრამ, სისუსტე ყოველთვის ცუდი არ არის! აი მაგალითად სიყვარული ძალაც არის და სისუსტეც. სიძულვილიც ასეთია! ისინი ზუსტად იმდენად გავნან ერთმანეთს და ზუსტად იმდენად განსხვავდებიან, რამდენადაც ადამიანები! რამდენადაც შავი და თეთრი! მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, გრძნობებიც ადამიანებივით არიან, იცვლებიან! შავ-თეთრიც იცვლება! შავიც ხუნდება და თეთრიც კარგავს სიმკვეთრეს! მხოლოდ ერთადერთი რამ რჩება უცვლელი ადამიანები ყოველთვის ეძებენ მიზეზს, ვინმეს ან რამეს, ნებისმიერ ობიექტს ან სუბიექტს, ვისაც ან რასაც თავის უბედურებას დააბრალებენ! კეთილდღეობის ჟამს კი არავინ ახსენდებათ!
- კეთილდღეობისთვის ღმერთს წირავენ მადლობას!
- რატომ სინდისი აწუხებთ? ფიქრობენ, რომ ამას არ იმსახურებენ და ღვთის წყალობად მიაჩნიათ?
- დიახ!
- იქნებ ღმერთი არაფერ შუაშია და ცხოვრებაა ასეთი!
- ასეთი როგორი?
- უბრალოდ ასეთი, ყოველგვარი დაყოფის გარეშე! არც ცუდი! არც კარგი! ასეთი, როგორიც არის!
- "ასეთად", რომ ჩათვალონ უნდა დაივიწყონ თავისუფალი არჩევანის შესახებ!
- ვინ თქვა, რომ თავისუფალი არჩევანი აქვთ?
- არ აქვთ?
- არა!
- მე ასე არ ვფიქრობ...
- შეხედე რა მდგომარეობაში არიან, თავისუფალი არჩევანი რომ ქონდეთ აქ ყოფნას აირჩევდნენ?
- არა, ეს სულ სხვა რამ არის...
- აბა რა არის?
- არჩევანი იყო, დაჭრილს მისცემდნენ წყალს თუ თავად გაინაწილებდნენ, არჩევანი იყო დატოვებდნენ თუ წამოიყვანდნენ, არჩევანი არის გააგრძელებენ გზას თუ შეეგუებიან ...
- არც ერთი მათგანი არ ყოფილა რეალურად არჩევანი! წყალი მისცეს რადგან, ცოცხალი სჭირდებოდათ, წამოიყვანეს რადგან სინდისიც სუფთა ჰქონოდათ, გზას გააგრძელებენ რადგან სხვა გზას ვერ ხედავენ ...
- გამოდის ლოგიკას ეფუძნება შეხედულებები...
- ლოგიკას ყველაფერში ვერ იპოვი, ადამიანები ყველაზე ალოგიკური არსებები არიან! აზრი არ აქვს ყოველთვის ლოგიკას მიყვე.
- აბა რას აქვს აზრი.
- იმედს! როცა იმედი აქვთ ძალაც აქვთ...
- მაშინ რატომ ურჩევ სიკვდილით გადაურჩეს სიკვდილს!
- იმიტომ, რომ ამის მოსმენა სურს!
- თავი მოიკლას?
- თუნდაც!
- მერე სამსჯავროზე?
- მან უკვე უღალატა, თავის რწმენას, როცა ტყვიაზე ფიქრი დაიწყო...
- იცი რა განსხვავებაა ვნებასა და ცოდვას შორის?
- ისევ შენებრად იწყებ?
- ვნება შეიძლება გქონდეს, მაგრამ უარყო, არ დაემორჩილო! ცოდვა მისი სისრულეში მოყვანა იქნება!
- დანებდება!
- არ დანებდება!
ჩრდილები ისევე სწრაფად გაუჩინარდნენ, როგორც გაჩდნენ, სიზმარი იყო, ცხადი თუ ჰალუცინაცია ვერ ვიტყვი. ფიქრის არც თავი მქონდა და არც დრო. ყორნების გამაყრუებელმა ჩხავილმა გამომიყვანა ბურანიდან, თვალი რომ შევახილე თავს მთელი გუნდი დაგვტრიალებდა, თითქოს სიკვდილი ეყნოსათ. ადრენალინმა ისეთი ძალით დამიარა წყურვილიც მომენტალურად დამავიწყდა და ლანდებიც. მაინც რა არის ადამიანი, რამდენიმე წუთის თუ საათის წინ სიკვდილზე ვოცნებობდი, ახლა კი როცა ასე რეალურად ვხედავდი გადარჩენა მინდოდა!
- ღრუბლები, იქნებ იწვიმოს... - პირველად აევსო თვალები სიხარულით ჩონჩხს. შიშისგან დაბრმავებულმა თუ ყორებისგან დაზაფრულმა მხოლოდ მისი სიტყვების შემდეგ შევნიშნე მზის არ ყოფნა. ცა საავდროდ მოქუფრულიყო. იმედი გაჩნდა და ძალაც მოგვეცა. მოლოდინი არც ისე მარტივი იყო, მაგრამ არც ეგ მოგვიწია დიდხანს, თითქოს მთელი ძალით შეასკდნენ ღრუბლები ერთმანეთს და სივრცე წამიერად არა ამქვეყნიურად განათდა, კვამლითა და ფერფლით გაჯერებული ჰაერიდან შეძლება ითქვას ტალახი წვიმდა, მაგრამ წყალი გაჩნდა ჩვენ უბადრუკ ცხოვრებაში და სისუფთავეს ვიღა დაეძებდა.
თავიდან ფეხებამდე სველები და ყურებამდე გაღიმებულები ვიყავით. წვიმა გადაღებას არ ფიქროდა, ხან წვრილად ცრიდა და ხან კოკისპირულად. ასეთი ბედნიერი ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ მგონი. კიდევ ერთხელ გადავრჩით! საკუთარი თავის და ღმერთის შემრცხვა იმ ფიქრებისთვის, მთელი დღე რომ მიტრიალებდა თავში. კიდევ ერთხელ ნათლად დავინახე - იმედი არ უნდა დამეკარგა! შემრცხვა რომ რაღაც მომენტში რწმენა შემერყა! როცა მთებიდან მოვდიოდი სინანულის დეფიციტი მიღრღნიდა გულს, იმ გადასახედიდან ვწუხდი რომ, საკუთარ შეცდომებს ვაანლიზებდი, მაგრამ უმეტესობას არ ვნანობდი. მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ვეძებდი და რაღაცნაირად სინდისი მშვიდად მქონდა, ახლა კი როცა რეალურად ამდენ ცოდვას ვხედავდი, ჩემ თავზე მეცინებოდა იმ მეწვრილმანეობის გამო, კამათის და წყენის საბაბი, რომ ხდებოდა. ახლა ფიქრებსაც კი ვნანობდი! ვხვდებოდი ვნებებთან ბრძოლა მომიწევდა!
სუსტი არ უნდა ვყოფილიყავი!
იმედი არ უნდა დამეკარგა!
უნდა მეცადა რომ, რეალურად გადავრჩენილიყავი და არა მხოლოდ ფიზიკურად!


თავი XII


მთელი ღამე წვიმდა, სველები, მშივრები და გაყინულები ვიყავით, მაგრამ აღარ გვწყუროდა! დანახშირებული ხეები ვერც წვიმისგან გვიფარავდნენ. ნატვრაშიც ფრთხილად უნდა იყო ადამიანი! რამდენჯერ წარმოვიდგინე ასეთი თავსხმა, წარმოსახვაში ვტკბებოდი მზისგან გადამწვარი გონებით. მაშინაც ბედნიერი ვიყავი, როცა პირველი მაცოცხლებელი წვეთი დამეცა სახეზე. პატარა ბავშვივით ვაჭყაპუნებდი ფეხებს გუბეში, როგორც კი ძალა მოვიკრიბე. ამანაც გაიარა. სიხარული, მადლიერებამ ჩაანაცვლა თუმცა ახალი რეალობა გადაგვეშალა. შიმშილმა მთელი ძალით შემოგვიტია, მაგრამ არაფერი გაგვაჩნდა. თითქოს გათენებას არ აპირებდა, არც წვიმა აპირებდა გადაღებას. სიბნელე, სიცივე და შიმშილი, მაგრამ არა წყურვილი! არეული ფიქრები ცვლიდნენ ერთმანეთს, მეცხრე თუ მეათე დღე თენდებოდა, რაც ამ წყეულ მიწაზე ვიყავი, ჩემი ძმა აქ არ დამტოვებდა ამდენი ხანი რაღაც, რომ არ მომხდარიყო, ამ ფიქრებს სასოწარკვეთამდე მივყავდი, რამის გაგება მაინც შემძლებოდა, მხოლოდ ის მინდოდა, ის მაინც ყოფილიყო კარგად, მე როგორმე გავუძლებდი…
გვიან გათენდა ან მე ვგრძნობდი ასე. ყველამ ვიცით, როგორ მიიზლაზნება დრო ლოდინში. ღრუბელი ჯერ კიდევ სქლად გადაკვროდა ცას, სანამ ისევ იწვიმებდა საკვები უნდა გვეპოვა. ერთადერთი იმედი ისევ სანახევროდ დანახშირებული ბოლქვები იყო. დამწვარი მიწის თხრა რთული არ იყო, მაგრამ რაც სახეირო შეიძლებოდა ყოფილიყო, ყველაფერი ნახშირად ქცეულიყო. სიღრმეში კი ბევრი არაფერი გვეგულებოდა. ბევრი ვერც შევაგროვეთ, მაგრამ არაფერს ჯობდა. მწირი საუზმე გვქონდა, მაგრამ წყალი გვქონდა და ცოცხლები ვიყავით. მხოლოდ თავშესაფარი გვჭირდებოდა, დაჭრილი ღია ცის ქვეშ, უწამლოდ დიდხანს ვერ გაძლებდა. ნასახლარები ჩვენგან არც ისე შორს იყო. შუადღემდე მივაღწევდით მხოლოდ მე და ჩონხი, რომ ვყოფილიყავით. მაინც ვცადეთ იქნებ დაღამებამდე მიგვეღწია. საკაცის ტარებისგან და მიწის თხრისგან დაწყლულებული ხელები გვტკიოდა, მკლავები გვიმძიმდებოდა, სიარული გვიჭირდა, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდით. მიწაზე გდებისგან და გაუწლოებისგან დაუძლურებული სხეულს მივათრევდით. არ ვჩერდებოდით რადგან გაგრძელებას ვეღარ შევძლებდით. მხოლოდ ინერციის ძალას მივყავდით წერტილიდან - წერტილამდე, ხიდან - ხემდე, ასე პატარ - პატარა მიზნებით მივღოღავდით დასახულ მიზნამდე. გული ისე მქონდა დარდისგან დამძიმებული, მარწუხებში მოქცეული და გაწურული, ფიზიკურ ტკივილს ისე ვეღარ აღვიქვამდი, როგორც მტკიოდა. თავშესაფარს ვიპოვიდით თუ არა, მათ დატოვებას და გზის გაგრძელებას ვფიქრობდი. მეშინოდა, მაგრამ გაჩერება აღარ შემეძლო. იქამდე მაინც უნდა მიმეღწია სადაც კავშირი იქნებოდა. მთელი დღე წვრილად ცრიდა. დაჭრილი მუდმივად გვთხოვდა დაგვეტოვებინა, მაგრამ ჯიუტად ვიყავით ჩაბღაუჭებულები მის სიცოცხლეზე. ღამდებოდა, ნასახლარებთან ახლოს გაურკვეველი, მოძრავი სილუეტი შევნიშნეთ და გავჩერდით. აშკარად ისიც შორიდან გვზვერავდა. ვერ გადაეწყვიტა მოგვახლოებოდა თუ არა. ერთხანს ასე გვათვალიერა, იღბლიანმა პისტოლეტის შემზადება და ლოდინი გვიბრძანა. უცნაური იყო ამ მდგომარეობაშიც, რომ ბრძანებებს გასცემდა და კიდევ უფრო უცნაური უსიტყვოდ რომ ვემორჩილებოდით. მოახლოებული სილუეტი შეშლილს უფრო ჰგავდა ვიდრე მებრძოლს ან ბანდიტს. გვემუქრებოდა, მაგრამ წამითაც არ შემშინებია. იმიტომ არა, რომ შემართულ პისტოლეტს ვმალავდი. იმიტომ რომ ადამიანს საშიშს ზრახვები ხდის და არა მუქარა. ვგრძნობდი რომ მთელი ეს წარმოდგენა, მხოლოდ სიტყვების კორიანტელი იყო და მეტი არაფერი. არ ვიცი როგორ მოვახერხე ისეთი გამომეტყველების მიღება, თითქოს ნამდვილად მეშინოდა მისი. ალბათ მსახიობობის ნიჭიც მქონდა და აქამდე არ ვაქცევდი ყურადღებას. მაგრამ აშკარად გამომადგა. მალევე თავად დაშოშმინდა და რომ დარწმუნდა საფრთხეს არ წარმოვადგენდით და აქეთ გვეშინოდა საკუთარი თავშესაფარი შემოგვთავაზა. ვერაფერი ბედენაა შეშლილთან ერთად ბნელი ღამის გატარება ერთ ჭერქვეშ, მაგრამ თავზე ჭერის არსებობის ფასი საკმაოდ მაღალი იყო. ყოველ შემთხვევაში იმ წუთში ნამდვილად გვიღირდა. თავშესაფრამდე აღარაფერი გვიკლდა, რომ საეჭვო ხმები, სადღაც ახლოდან გაისმა. შეშლილმა მხარზე გადაკიდებული ავტომატი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. შეშინებული ადამიანი სახიფათო, რამ არის, შეშინებული შეშლილი კი უფრო სახიფათო. თავიდან ჩვენ შემოგვიტია, იფიქრა სატყუარები ვიყავით. შემდეგ აზრი შეიცვალა, მაგრამ ხანდახან ისევ ბრუნდებოდა უნდობლობა. ისედაც დაძაბულ-დაზაფრულები ვიყავით და ზედმეტად თვალსაც აღარ ვახამხამებდით, მეტი აგრესია რომ არ გამოგვეწვია. ასე გავიდა რამდენიმე წუთი. ადგილს სადაც გავჩერდით საფარი არ ეწოდებოდა, ტალახში ვიწექით და საკუთარი სუნთქვისაც გვეშინოდა. გადაღვლეპილი თითები სასხლეტზე მქონდა მიბჯენილი, მაგრამ შევძლებდი კი მიზანში სროლას?! საერთოდ თუ შევძლებდი გამოკვრას. მაშინ ამ საკითხზე არც მიფიქრია, უკანასკნელ იმედს ვიყავი მოჭიდებული. თხუთმეტ ტყვიას გადასარჩენად და მეთექვსმეტეს - გადარჩენისთვის. გული ჯერ გამალებით ძგერდა, შემდეგ დამშვიდდა, გაცივდა და გაწონასწორდა. თითქოს გაყინულმა სისხლმა მდორედ დაიწყო დინება. ყველაფერი შენელდა. წვიმდა, მაგრამ სისველეს ვერ ვგრძნობდი. საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. მხოლოდ მე და პისტოლეტი დავრჩით, როგორც ერთ დროს მხოლოდ მე და სკალპელი ვიყავით. ტვინი განსხვავებულად მუშაობდა, ყველა წვრილმანს აღიქვამდა და ამუშავებდა. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი. ერთდროულად შემეძლო მეკონტროლებინა შეშლილიც და პერიმეტრიც. ვგრძნობდი, როგორ აღიზიანებდა ჩემი სიმშვიდე, მაგრამ თამაშის დრო აღარ იყო. კიდევ რამდენიმე საბედისწერო წამი, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და ზუზუნით გაკვეთა ჰაერი სინათლემ და გასროლის მიყოლებულმა ხმებმა. შემდეგ მეორე და მესამე მოკლე და გრძელმა ჯერმა ჩაახშო ყურთასმენა. არც დაფიქრებულა შეშლილი ისე გახსნა ცეცხლი, საპასუხო სროლას, ზუსტი გასროლა მოყვა და სიჩუმემ დაისადგურა ალბათ სულ ორი-სამი წამით, მაგრამ უსასრულოდ გრძელი ორი-სამი წამით. შემდეგ გადაძახილები და ფეხის ხმა სულ ახლოდან და ახლოდან. მზად ვიყავი, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. დაჭრილს, რომ არ ეთქვა ჩვენები არიანო, შეიძლება აქ დასრულებულიყო ჩემი ამბავიც.
გადავრჩით მაგრამ, არ ვიცი როგორ შევიცვალე ასე მოკლე დროში. აღარც თვალები იყო ჩემი, აღარც ღიმილი, აღარც იერი, საერთოდ არაფერი. ძველი მე ჩრდილოთის მთებში დარჩა სამუდამოდ. სამხრეთელი მეს კი, თვითონაც არ ვიცნობდი. ჩემი ძმაც შეეცვალა ომს, ადგილ-ადგილ ვერცხლისფერი შეპარვოდა თმაში, მეტად დადინჯებულიყო, იერი გამკაცრებოდა და მზერა გაყინვოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ისეთი ბედნიერი ვიყავი მისი დანახვისას, როგორც მაშინ წყურვილით დატანჯულებს წვიმამ სულზე, რომ მოგვისწრო.
მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილ სამედიცინო ბლოკში ვიყავით. თავს მადგა, უხმოდ, უსიტყვოდ, მაგრამ მაინც მილიონი საყვედურით და სიყვარულით სავსე მზერით. ისეთით მხოლოდ უფროს ძმებს, რომ შეუძლიათ შემოგვხედონ. ისეთ ძმებს მამობასაც, რომ გვიწევენ, ძმობასაც და მეგობრობასაც. ნეტავ იმ დროს, ომის ამბები მხოლოდ გადმოცემით, რომ ვიცოდით. ვიგრძენი რა უსაზღვროდ მენატრებოდა უდარდელად გატარებული დღეები, ერთი წუთიც მეყოფოდა ათწლეულების გასაძლებად, მხოლოდ წუთი, იმედებით და რწმენით გაჯერებული ბავშვობიდან. მხოლოდ წამი სიყვარულით და მზრუნველებით სავსე წუთებიდან. ნეტავ შემძლებოდა წამით მაინც დამევიწყიბინა ყველაფერი და სუფთა ფურცლიდან დამეწყო…
როგორ მოხდა, რომ ასე წავიდა ჩვენი ცხოვრბა?! ყველა ერთად ბრძოლის ველზე. ყველა ერთად ყოველ დღე სიკვდილის პირისპირ. ყველა ერთად მომავლის სახელით დანგრეული ქვეყნის შუაგულში. თავისუფლების სახელით გაუბედურებული ადამიანების გვერდით, ერთადერთი შეკითხვით - ისტორიის რომელ მხარეს ვიდექით სინამდვილეში?!... სამოთხეს გვპირდებოდნენ მაგრამ, არავის უთქვამს რომ, ამ სამოთხის გზა პირდაპირ ჯოჯოხეთზე გადიოდა. დამოუკიდებლობის სახელით მიგვიძღოდნენ წინ, უკან კი მხოლოდ გვამები, დასახიჩრებული და ნაწამები სხეულები, გაუბედურებული ოჯახები, შიმშილი და ძალადობა რჩებოდა. ნეტავ თუ ჩაწერენ გამარჯვებულები მახინჯ სინამდვილეს ისტორიაში?! არამგონია, ყოველ შემთხვევაში აქამდე არ წამიკითხავს ამის შესახებ. მხოლოდ დიადი მებრძოლების და მხედართმთავრების შესახებ ინახავს ისტორია ცნობებს. დიადი მიზნები კარგია მაგრამ, გზაც ღირსეული უნდა იყოს! ოცნებები არ კლავენ ადამიანებს, მაგრამ ოცნებაზე გამოდევნება კლავს! ზოგჯერ არ გვესმის, რომ ოცნება ბევრად უფრო მშვენიერია, სანამ ოცნებაა. არ გვესმის, რომ ყველაფერს აქვს თავისი საფასური. რად ღირს ოცნება თუ ამ გზაზე ადამიანურობას დავკარგავთ. საკუთარ ქვეყანას გავგლეჯთ და მიწასთან გავასწორებთ, საკუთარ ერს გავხლეჩთ?! რას ვერ ვპატიობთ სახელმწიფოს, გაზრდილ გადასახადებს?! სისულელეა! ომით, შიმშილისთვის გავიმეტეთ ნახევარი ქვეყანა! დაპატიმრებებს? ესეც სისულელეა, ათასობით ტყვე გვყავს ორივე მხარეს! უსამართლობას?! ომამდე წარმოდგენაც არ გვქონდა რა იყო სინამდვილეში უსამართლობა! მკვლელობებს? სისხლით ვწერთ უახლეს ისტორიას!
რა მარტივია გულანთებული ახალგაზრდების ემოციებით თამაში პატრიოტულ ნოტებზე, თავისუფლების და დამოუკიდებლობის სახელით. ნეტავ როდის დავკარგეთ პატრიოტიზმის რეალური განმარტება მაშინ, როცა სამშობლო და ერი ერთმა სიტყვამ ჩაანაცვლა და ამ სიტყვას სახელმწიფო დაერქვა?! სახელმწიფოში ხო არავინ უყურებს წარმომავლობას, კანონი წყვეტს ყველაფერს. მაგრამ არც კანონს და არც სახელმწიფოს გრძნობები არ გააჩნიათ, ემოციები არ აქვთ. სიყვარული არ შეუძლიათ. გვათანაბრებენ, მაგრამ მთავარს გვართმევენ. ეროვნულობას გვიკარგავენ, შეხედულებებად გვყოფენ. მხოლოდ ერისთვის შეიძლება იყოს სამშობლო გამაერთიანებელი, საყვარელი და ძვირფასი. მხოლოდ მას შეუძლია მოგვცეს ძალა, რწმენა და ნათელი მომავლის იმედი. გადამთიელებისთვის სულ ერთია ჩვენი მიწა-წყალი. ფესვები არ აქვთ. უფესვოდ კი ვერაფერი ძლებს დიდხანს. ვერც შენ დაეყრდნობი, წაიქცევა და წაგაქცევს. სახელმწიფო კი ზუსტად ასეთი უფესვოების ერთობლიობაა. ვისაც მამა-პაპისეული არ უყვარს, როგორ უნდა შეიყვაროს შენი? სახელმწიფოს სიყვარული გაგიგიათ? შეიძლება უცხო ქვეყანა გიყვარდეს, მაგრამ არა სახელმწიფო. ქვეყნის სიყვარულსაც აქვს მიზეზები, შეიძლება ხალხის, შეიძლება ბუნების, შეიძლება ტკბილად გასახსენებელი მოგონებების, შეიძლება სხვა მიზეზის ან მიზეზთა ერთობლიობის გამო, მაგრამ არა უმიზეზოდ. მხოლოდ სამშობლოს სიყვარულია უპირობო და მხოლოდ ერს შეუძლია შეიყვაროს უპორობოდ. მაშ რას ვაკეთებთ ჩვენ?! ამას ქვია სამშობლოს სიყვარული? რისთვის ვიბრძვით, სახელმწიფოსთვის? ძალაუფლების გადაბარებისთვის? რა უნდა მივცეთ სამშობლოს იმის ფასი რასაც ვართმევთ? განადგურებული გენოფონდით ვაპირებთ ერის ისტორიის გაგრძელებას? სამშობლოსთვის რა უნდა იყოს იმაზე უარესი ვიდრე საკუთარის სისხლის დაღვრა. რა უნდა იყოს მეტი ღალატი ვიდრე ერთმანეთის განადგურება. ალბათ როგორ სტკივა ახლა, საფლავებით გულდამძიმებულს… სამშობლო ხო იგივეა, რაც მშობელი. ალბათ ახლა იმ ქვრივივითაა შვილებიც, რომ დაკარგა და ობლად დარჩენილი შვილიშვილების გამო მაინც უნდა დადგეს ფეხზე. გენის გამგრძელებლები გამოზარდოს, გამოწვრთნას, ფეხზე დააყენოს და მშობელი მამის საფლავებზე დაყრილი მიწის სიყვარული ასწავლოს.
თავისუფლების სახელით დამონებულ ბრბოდ ვიქეცით! იმდენი დავკრგეთ უკან დასახევი აღარ დაგვრჩა. იმ გზას დავადექით, რომელიც ან გამარჯვებით ან მკერდში გაციებული ტყვიით სრულდება. სხვა გზით ვეღარც გავაგრძელებთ სიარულს, რადგან ჩვენს უკან შვილმკვდარი დედები, დაქვრივებული ცოლები, დაობლებული ბავშვები, უპატრონოდ დარჩენილ მოხუცები, თანამებრძოლების საფლავები და სუფთა სინდისი დგანან! მათთვის თვალებში შეხედვა უნდა შეგვეძლოს ამ ქვეყნად და იმ ქვეყნად.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი


(მეორე ნაწილსაც მალე დავასრულებ იმედია ????)



№1 სტუმარი Елка

1000 процентиани реалобаа самцухарод. Шемзра гамахсенда ганвлили цхоареба 90 цлебидан дгемде . Мадлоба ситхвеби ар мкофнис.

 


№2  offline წევრი Linda Gavasheli

Елка
1000 процентиани реалобаа самцухарод. Шемзра гамахсенда ганвлили цхоареба 90 цлебидан дгемде . Мадлоба ситхвеби ар мкофнис.

მადლობა თქვენ თბილი შეფასებისთვის ❤️ მძიმე პერიოდი გამოიარა ქვეყანამ, იმედი ვიქონიოთ რომ, მომდევნო თაობებს მხოლოდ ისტორიიდან ეცოდინებათ ომის შესახებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent