შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ხათრით ( სრულად )


11-12-2023, 00:57
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 17 911

- აბა რაო ტიტემ? დარწმუნებული ვარ საღამოსთვის რაღაც სიურპრიზსს გიმზადებს, -ნიტამ ჩემთვის მოდუღებული ყავა დამიდო წინ, უზარმაზარი ლოყაწითელი ვაშლი შეათამაშა ხელში, დივანზე ფეხმორთხმით მოკალათდა და ეშმაკურად აციმციმებული მწვანე თვალები მომაპყრო, უხერხულად შევიშმუშნე და ვიგრძენი როგორ გამიხურდა ლოყები, ალბათ ახლა პატარა თინეიჯერი გოგოსავით ვიყავი გაწითლებული.
- გეყოფა ნიტა, რამდენჯერ გითხარი რომ ტიტე აღარ ახსენო, თანაც ასეთ კონტექსტში, -საყვედურნარევი ხმით ვუთხარი.
- როგორ კონტექსტში? -სერიოზული სახით მკითხა თუმცა ეტყობოდა რომ ძლივს იკავებდა სიცილს.
- კარგი რა, ვიღაცამ რომ გაიგონოს მართლა იფიქრებს რომ ჩემსა და ტიტეს შორის რაღაც ხდება.
- რაში გაინტერესებს ვინ რას იფიქრებს, -უდარდელად აიქნია ხელი, -როდემდე უნდა იცხოვრო სხვისი შიშით და ხთრით, როდემდე უნდა გაინტერესებდეს თუ რას იტყვიან სხვები, ოცდათექვსმეტი წლის ხარ, ულამაზესი და სიცოცხლით სავსე, ჩემზე თუ ფიქრობ თუ ფიქრობ რომ წინააღმდეგი ვიქნები...
- ეს არაფერ შუაშია ნიტა, გთხოვ აღარ გვინდა ამაზე საუბარი, -ფეხზე წამოვდექი, ღია ფანჯარასათან მივედი, რაფას იდაყვებით დავეყრდენი და სახე ხელებში ჩავრგე, არ ვიცი არ უნდა ყოფილიყო იმაზე უხერხული ვიდრე ჩემს ცხრამეტი წლის ქალიშვილთან ჩემს თაყვანისმცემელზე საუბარი იყო რომელიც არა მხოლოდ თაყვანისმცემლის არამედ ჩემი უფროსის სტატუსსაც ატარებდა.
- რომ იცოდე ტიტე ძალიან მომწონს, კარგი რა დე, ერთხელ მაინც ხომ უნდა იფიქრო იმაზე შენ რა გინდა და რა გსურს, ჯერ იყო და მამაჩემისთვის და მისი ოჯახისთვის ცხოვრობდი, მერე ჩემთვის, შენ? შენთვის როდის უნდა იცხოვრო?
აღარაფერი მითქვამს შევბრუნდი და ჩავეხუტე, მანაც მთელი ძალით შემომხვია წვრილი მკლავები და ორივე ლოყა დამიკოცნა.
- საიდან გაჩნდი ასეთი კარგი, -გაღიმებულმა ავუჩეჩე თმები.
- კარგი რა რატომ გიყვარს თმის აჩეჩვა, ხომ იცი გასასვლელი ვარ, -საყვარლად გაბუსხა ტუჩები და მომშორდა.
- ნეტავ დედაჩემს ჩვენი საუბარი რომ მოესმინა რას იტყოდა, ალბათ სირცხვილისგან მოკვდებოდა, -უნებურად ხმამაღლა გავახმოვანე ჩემი ფიქრი, ნიტამ წარ აწეულმა შემომხედა.
- ბებია აღარ არის, ახლა მარტო ჩვენ ვართ და იმაზე აღარ იფიქრო ის რას იფიქრებდა, აი მეორე ბებია კი ნამდვილად გულის შეტევას მიიღებს შენზე და ტიტეზე რომ გაიგებს, დღეს არ მელოდო ნანუკასთან ვრჩები სამეცადინო გვაქვს და იცოდე ცოტა ხანში ტიტე მოვა და რომ დაგირეკავს უარი არ უთხრა და წაყევი, -ნაჩქარევად მომაძახა და როცა მიხვდა შეპასუხებას ვაპირებდი უკანმოუხედავად გავარდა ოთახიდან, გამეღიმა, ვიცოდი რომ მას და ტიტეს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მაგრამ მაინც მეუცხოებოდა თავიდანვე მოახერხა ნიტას გულის მოგება...
ნიტასთან საუბრით გამხნევებული შევედი საძინებელში, გავშიშვლდი და საღამოს კაბები გადმოვალაგე რომ მომესინჯა, იქნებ მართლა ღირდა რომ მეცადა, მითუმეტეს რომ ტიტე ძალიან მომწონდა, მისი სიახლოვე გულს მიჩქარებდა, ყოველ მის შემოხედვაზე პატარა გოგოსავით ვწითლდებოდი და ვდნებოდი, მისი შავი მოელვარე თვალები, თითები რომელთა ჩემს სხეულზე წარმოდგენაც სრულიად მარტივად შემეძლო...
ოთახის შუაგულში მდგარს, თვალდახუჭულს და სრულიად შიშველს ურცხვი კვნესა რომ დამცდა მაშინღა მოვედი გონს და დაფეთებულმა მიმოვიხედე ირგვლივ, მერე ჩემს თავზე გამეცინა, სარკეში ჩემს გამოსახულებას შევავლე თვალი, გაჭრილი ვაშლივით ვგავდი დედაჩემს იმ განსხვავებით რომ მის სახეზე ასეთი ლაღი და ბედნიერი გამომეტყველება არასოდეს მინახავს, ლამაზი იყო, საშუალო სიმაღლის, თხელი, სიფრიფანა, გრძელი წაბლისფერი კულულებით და დიდი ლურჯი თვალებით, მუდამ მხრებში მოხრილი და სევდიანი დაიარებოდა ჩვენს ეზო კარმიდამოში, ისეთი პატარა და სუსტი ჩანდა მაღალი ზორბა და მასზე ოცი წლით დიდი მამაჩემის გვერდით... მუდამ გრძელი ნაცრისფერი კაბა ეცვა და ლამაზი თმები ამავე ფერის თავშლით ჰქონდა გაკრული, პატარა რომ ვიყავი ხშირად ვთხოვდი ხოლმე თავშალი მოეხსნა, მომწონდა მის თმებთან თამაში, შემეშვი მამაშენი გამიბრაზდებაო უხეშად მითხრა ერთხელ, მაშინ ვერ მივხვდი რა იგულისხმა და რატომ უნდა გაბრაზებულიყო, ერთხელ შემთხვევით შევესწარი როგორ ეჩხუბებოდა ბებო, რამაზის ქორწილში იმ კაბით ვერ წახვალ, ხათრი და რიდი იქონიე, ჩემი ნაყიდი გრძელი შავი კაბა ჩაიცვი და თმაც არ გამოაჩინო არ მინდა ვინმემ თქვას ნოდარის ჯობიაო, ვერ მივხვდი რატომ ეუბნებოდა ამას და რატომ არ მოწონდათ ის რომ დედა ულამაზესი იყო...
რომ წამოვიზარდე სხვანაირად დავიწყე ყველაფრის აღქმა, პროტესტი გამიჩნდა იმის გამო რომ მამა ხშირად ტყუილუბრალოდ ეჩხუბებოდა და ატირებდა, ბებიაც მონასავით ექცეოდა და ადამიანად არ თვლიდა, ცამეტი წლის ვიყავი როცა მეზობლის ბავშვთან თამაშის დროს შემთხვევით მოვკარი ყური დედამისის და დეიდამისის საუბარს, დედაჩემზე საუბრობდნენ, საბრალოო, საწყალიო, ვაი მაგის დღეს მაგათ ხელშიო, როგორ გაიმეტეს და თხუთმეტი წლის ბავშვი ნოდარისნაირ მხეცს მიათხოვესო, ნეტავ თუ უღირდათ ის მიწა და ის საქონელი მაგის უბედურებადო.
გასუსული, სუნთქვაშეკრული ვუსმენდი სახლის კუთხეს ამოფარებული, როგორც იქნა იმასაც მოვუძებნე ახსნა თუ რატომ ექცეოდა დედაჩემი ცივად საკუთარ მშობლებს, უკვე ისიც აღარ მიკვირდა ჩემთვის საკმარისი სითბო რომ აღარ ჰქონდა შემორჩენილი.
თხუთმეტი წლის რომ გავხდი და ბებიამ ჩემთვის საქმროს ძებნა რომ დაიწყო, მამასთან ერთად რომ არჩევდა კანდიდატებს და თვალცრემლიანი დედა ვერაფერს რომ ვერ ამბობდა მაშინ საბოლოოდ დავკარგე ყველანაირი იმედი, დავიმარტოხელე თუ არა ჩავეხუტე ატირებული და ვთხოვე რომ არ გავეთხოვებინე, ერთი ცივად შემომხედა და მამაშენი როგორც იტყვის ისე იქნება სხვა გზა არ გვაქვსო მიპასუხა, იცოდე უარი არ თქვა და არ შემარცხვინო, ჩემი ხათრი იქონიე, ყველა მე მისაყვედურებს რომ კარგად ვერ გაგზარდეო, არ მინდოდა რომ ჩემს გამო დედაჩემისთვის ვინმეს საყვედური ეთქვა, დავთანხმდი...
თექვსმეტი წლის გავხდი თუ არა ნაჩქარევად გამათხოვეს, პირველად ქორწილის დღეს ვნახე ჩემი ქმარი, ჩემზე ცხრა წლით იყო დიდი და თექვსმეტი წლის ბავშვს ისეთი დაუფარავი სურვილით და ვნებით სავსე თვალებით მიყურებდა...
უზარმაზარი, პომპეზური ქორწილი გადაიხადეს, პირველ ღამეს შიშისგან და ნერვიულობისგან გული წამივიდა, გამოფხიზლებულმა აღმოვაჩინე რომ მოსახდენი უკვე მომხდარიყო და ლევანი ძმაკაცებთან იყო წასული გასართობად... ცხრა თვის შემდეგ დაიბადა ნიტა, ჩემი პატარა ლამაზი გოგონა...
თექვსმეტი წელი გავატარე ლევანის და მისი ოჯახის გვერდით იმ სახლში სადაც როგორც სრულუფლებიანი ადამიანი კი არა როგორც ნაყიდი უსულო ნივთი ისე შევედი, უამრავი დამცირება, ღალატი, დაცინვა და შეურაცხყოფა გადავიტანე, ვინ მოსთვლის რამდენჯერ მიტირია გულამოსკვნილს როცა ლევანს თავისი მეგობრების წინაშე დავუმცირებივარ და წამოუძახია რომ უსწავლელი ვიყავი და სკოლაც კი არ მქონდა დამთავრებული, თითქოს თვითონ არ აეკრძალოს სწავლა, თვრამეტი წლის რომ გავხდი ფულით ნაყიდი ატესტატი მომიტანა ქალბატონმა დედამთილმა და მომიგდო, არ მინდა ვინმემ თქვას რომ უსწავლელი რძალი ჰყავსო.
ნიტას მერე აღარ დავფეხმძიმებულვარ, გვარის გამაგრძელებელი ვერ გამიჩინე, უვარგისი ქალი ხარო მეჩხუბებოდა ხოლმე ლევანი, რამდენჯერმე სიმთვრალის დროს მცემა კიდეც, მამამისი ჩვენს ჩხუბში არ ერეოდა დედა მხარს უჭერდა, ჩემი მშობლები კი...
ჩემი გათხოვებიდან სამი წლის შემდეგ მამას დედა შემოაკვდა, ცემით მოკლა, მამა დაიჭირეს ჩემმა დედამთილმა კი დასაფლავებაზეც არ გამიშვა რომ საბოლოოდ გამოვთხოვებოდი დედას, ხალხი რას იტყვის იჭორავებენ და დაგვძრახავენო.
ნიტა უკვე თხუთმეტი წლის იყო ლევანმა რომ თავისი მეგობარი დაპატიჟა ჩვენთან ცოლ შვილით, ოცდაორი წლის ბიჭი ყავდათ, დედამთილმა ნიტას გამოპრანჭვა აიძულა მაკიაჟიც კი გაუკეთა, სანამ სტუმრები არ წავიდნენ და ლევანი და მისი მშობლები სათათბიროდ არ დასხდნენ მანამ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ნიტას ათხოვებდნენ...
პირველად მაშინ ავუწიე ხმას, ვერ დავუშვებდი ნიტას ის ყველაფერი გამოეარა რაც დედაჩემმა გამოიარა, რაც მე გამოვიარე, ეს უწყვეტი ჯაჭვი როდისმე ხომ უნდა გამწყდარიყო, ხმას ავუწიე მაგრამ საკუთარი მშობლების თვალწინ ისე მცემა ერთი კვირა საავადმყოფოს საწოლს ვიყავი მიჯაჭვული, კიბიდან დაგორდაო გამოაცხადა საავადმყოფოში რომ მიმიყვანა, იქ გავიცანი თიკა, ექთნად მუშაობდა, იმ ერთი კვირის განმავლობაში იმდენი მოახერხა, ისე დამიახლოვდა ჩემი პირით მოვუყევი ყველაფერი, პირდაღებული თავით ფეხამდე შეძრული უსმენდა ჩემს ისტორიას, იქ აღარ დაბრუნდეო მითხრა, რომ არ დავბრუნდე როგორ უნდა ვიცხოვროთქო ვკითხე, გაიღიმა და ხალათის სახელოთი მოიწმინდა ცრემლი.
-
საავადმყოფოდან მე და ნიტა თავისთან წაგვიყვანა თიკამ, მან მაიძულა განყოფილებაში მისვლა და განცხადების დაწერა, ლევანს ვუჩივლე, ჩემთან მოახლოება აუკრძალეს, მე კი თიკასთან ცხოვრების პერიოდში პირველად მივხვდი თუ სინამდვილეში როგორი უნდა იყოს ოჯახი, ახლა რომ მახსენდება რამდენი რამ გადაიტანეს ჩემს გამო, რამდენჯერ გააგდო დედამისმა ჩემს გასამწარებლად მოსული დედამთილი და რამდენჯერ მოუწიათ პოლიციის გამოძახება...
თიკასა და მისი მშობლების წყალობით თავიდან დავიწყე ცხოვრება, როგორც იქნა მივხვდი რომ დედამიწა ლევანის გარშემო არ ბრუნავდა, ნიტა ახალ სკოლაში მოაწყვეს, რამდენიმე სხვადასხვა კურსის გავლაც მაიძულეს რომ სამსახური უფრო ადვილად მეშოვა, თიკას მამამ თავის ამხანაგსაც სთხოვა დახმარება და ასე აღმოვჩნდი ტიტეს კომპანიაში მისი მდივნის თანამდებობაზე, ისეთი არაფერი მევალებოდა რასაც თავს ვერ გავართმევდი ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი სანამ მას შევხვდებოდი, მას შემდეგ კი როცა პირველად წარმადგინეს მასთან და უცნაური ცეცხლით აციმციმებულ შავ თვალებში ჩავხედე...
ტელეფონის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან, შეტყობინება გავხსენი, ტიტე მწერდა ნახევარ საათში შენთან ვიქნებიო, მე კი ჯერ ისევ შიშველი ვიდექი შუა ოთახში, სადა შავი კაბა გადავიცვი და თმა გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟიც და მზად ვიყავი, აღელვებული ვცემდი ბოლთას მისაღებში და ველოდი, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა გამიკვირდა, ტიტე არასდროს ამოდიოდა ზემოთ, აღელვებულმა გავაღე, კართან ლევანი იდგა და ამღვრეული თვალებით მიყურებდა, სასმლის სუნმა ამიწვა ნესტოები, ნებართვა არ უთხოვია, უბოდიშოდ გამწია გვერდზე და მისაღებისკენ წავიდა, უკან მივყევი.
- რა გინდა, რატომ მოხვედი? -ყველანაირად ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
- დაბადების დღე უნდა მოგილოცო, -დივანზე დაეხეთქა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, -გეგონა დამავიწყდებოდა? სად მიდიხარ ასე გამოწყობილი, -მუშტრის თვალით ამათვალიერა და ტუჩები საზიზღრად მოილოკა.
- გეყოფა, ხომ მომილოცე, ახლა ადექი და წადი, -ზურგი ვაქციე და სამზარეულოსკენ წავედი, ორ ნაბიჯში გაჩნდა ჩემთან, უკნიდან მომეხვია და შემბოჭა, -მომენატრე, -მიჩურჩულა და მოშიშვლებულ ყელზე მაკოცა, მის მკლავებში ზიზღისგან დავიკრუნჩხე და დავპატარავდი.
- ახლავე გამიშვი, ხმაწასულმა ამოვიხავლე.
- ვერ გაიგე რა გითხარი, მომენატრე მეთქი, -მთელი ხმით იღრიალა.
- ხომ არ დაგავიწყდა რომ უკვე რამდენიმე წელია დავშორდით, თანაც შენ ცოლი გყავს რომელიც შენგან ბავშვს ელოდება, -ცრემლების ყლაპვით ვცდილობდი საუბარს თუმცა ვერაფერს ვაგებინებდი, მისკენ შემაბრუნა და კედელზე მიმანარცხა.
- ნათიას დედაც, ეგონა რომ თუ ჩემგან დაორსულდებოდა შემიყვარდებოდა, მე კი შენ ვერ გივიწყებ, მინდიხარ, გგონია არ ვიცი რომ იმ სი*რ ტიტეს ხვდები, იცოდე თუ შეგეხება ორივეს მოგკლავთ, შენ ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი, გესმის? -ერთი ხელის მოსმით შემომახია კაბა და ბიუტ ჰალტერის ამარა დამტოვა, წინააღმდეგობას ვუწევდი მაგრამ ვერაფერს გავხდი, ხმაწასული ვითხოვდი შველას, ის იყო ხალიჩაზე დამაგდო და ჩემსკენ დაიხარა რომ დავინახე როგორ შემოვარდა ოთახში სახე შეშლილი ტიტე, როგორ ჩაავლო ლევანს ხელი წამოაყენა და მთელი ძალით დაარტყა სახეში, მოვიბუზე და სახე ხელებში ჩავრგე, გინების და მსხვრევის ხმა მესმოდა თუმცა ცოცხალი თავით არ ვახელდი თვალს, ჩემს გვერდით რომ ჩაიმუხლა და ძალით რომ ჩამომაღებინა ხელები ლევანი აღარსად ჩანდა, შეშინებულმა მოვათვალიერე ოთახი.
- ნუ გეშინია, აწი აღარ შეგაწუხებს, -გახეთქილი ტუჩით გამიღიმა და დავინახე როგორ შეუჭმუხნა სახე ტკივილმა.
- წადი ტიტე, წადი და აღარ მოხვიდე, -ძლივსგასაგაონად ჩავიჩურჩულე.
- რას ამბობ? -მზერა შეეცვლა, გაშრა, გაშეშდა.
- რა ვთქვი გაუგებრად, მეტად შენი დანახვა აღარ მინდა, სამსახურიდანაც მივდივარ, აზრი არ აქვს გაგრძელებას, შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ, -ამჯერად უფრო ხმამაღლა მოვახერხე რომ მეთქვა.
აღარაფერი უთქვამს, ერთხანს დაკვირვებით მიმზერდა და ღრმად სუნთქავდა, მერე ცალყბად ჩაიღიმა, წამოდგა და უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან, კარი რომ გაიხურა მაშინღა მოვეშვი, იატაკზე მოკუნტული დავწექი და ავტირდი, ტიტეს არ ვიმსახურებდი, უფლება არ მქონდა ჩემი პრობლემები მისთვის მომეხვია თავზე, რამე რომ მომხდარიყო, ლევანის მისთვის რამე რომ დაეშავებინა...
არ ვიცი რამდენ ხანს ვიწექი ასე მაგრამ ოდნავ რომ დავმშვიდდი და რომ გავაანალიზე რაც გავაკეთე კინაღამ გავგიჟდი, შემშალა იმის გააზრებამ რომ შეიძლებოდა ვეღარასოდეს მენახა.
- ღმერთო ჩემო როგორ ვუთხარი რომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი, მართლა რომ დაიჯეროს? ჯანდაბა, ალბათ დაიჯერა და ამიტომაც წავიდა, -ხმამაღლა ველაპარაკებოდი ჩემს თავს და გამალებით ვფიქრობდი იმ სისულელეზე რაც გავაკეთე, გამწარებული წამოვხტი ფეხზე, საძინებელში შევვარდი, დახეული კაბა გავიხადე, მაისური და შარვალი ჩავიცვი ფეხზე კეტები მოვირგე და სირბილით დავუყევი კიბეებს, შეშლილი სახით გავვარდი სადარბაზოდან და ეზო მოვათვალიერე, იქვე მდგარ ავტომობილზე მიყრდნობილი და მომღიმარი რომ დავინახე ერთბაშად მომეშვა და პანიკური, უკონტროლო სიცილი ამიტყდა, ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი.
- არ წასულხარ, აქ ხარ, -აღმომხდა მთლად მოდუნებულს, მკერდზე მივეყრდენი და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი.
- შენს დამშვიდებას ველოდი, -თბილი ხმით მითხრა, თავი ამაწევინა, ნაზად მაკოცა შუბლზე და ძლიერი მკლავების სითბოში გამხვია...
-
-
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი One

Lilagogo❤️
Mogvenatre))
Rogorc yoveltvis, shesanishnavia))

 


№2 სტუმარი სტუმარი სოფი

არ მეყო, რომ ვიფიქრე ეხლა იწყება საინტერესოთქო დამთავრდა

 


№3  offline წევრი Annia

დასასრულმა სიმშრალის გრძნობა დამიტოვა, იქნებ სჯობდა გაწელილიყო წერის პროცესი ასეთ ნაუცბათევ და უმარილო დასასრულს.

 


№4 სტუმარი ეკა

რა უცებ დამთავრდა :( არადა შევდიოდი უკვე როლში :), კარგი იქნებოდა ცოტა უფრო გაგრძელებულიყო

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

ასეთ დასასრულს არ ველოდი,შენგან გამიკვირდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent