ნენე (1)
Წინასიტყვაობა Ალბათ ყველას გაგვიგია გამოთქმა, მუცელში პეპლები დაფარფატებენ. Თუმცა, თქვნეთვის ეს გამოთქმა სიყვარულთან ასოცირდება, ჩემთვის კი სულ სხვა ემოციასთან. Სიყვარულზე ბევრი რამ დაწერილა,რომანი,ლექსი,ჩანახატები, მაგრამ განა რამდენი მათგანი ასახავს იმ გრძნობას,რასაც ჩვენ რეალურად განვიცდით?Თითქოს წიგნებიდან,ფილმებიდან,ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებისგან იმდენ რამეს ვსწავლობთ, იმავე შეცდომებს არ უნა ვუშვებდეთ რასაც ისინი. Ყველა წიგნში თუ ფილმში არის ერთი წყვილი მაინც,რომელი თავიდან ერთმანეთზე უსაზღვროდ შეყვარებულნი იყვნენ, მაგრამ მერე რომელიმე მათგანმა აღმოაჩინა მეწყვილის ნამდვილი სახე და მიხვდა თუ რამხელა შეცდომა დაუშვა. Მეც დაახლოებით მსგავსი რამ შემემთხვა. Და იცით რა არის ის მთავარი შეცდომა რაც მე დავუშვი? Არაფერი განსაკუთრებული და არავეულებრივი, არაფერი ისეთი რაც აქამდე არ მოგისმენიათ ან არ წაგიკითხავთ. Ამიტომ აქედანვე იცოდეთ,რომ ეს არ არის რაღაც საოცრად რომანტიული და არაჩვეულებრივი ამბავი, არა. Ეს არის ამბავი ყურებამდე შეყვარებულ ადამიანზე,რომელიც სიყვარულმა დააბრმავა. Თუ კითხვას გააგრძელებთ შეიძლება რაღაცა ისწავლოთ ჩემი შეცდომებისგან, ან იმას მაინც მიხვდებით,რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ, ან სულაც იმას გაიფიქრებთ,რომ ყველაფერს ვიმსახურებ რაც შემემთხვა. Თქვენი ნებაა. Თავი პირველი - როგორ დაიწყო ჩვენი ჩვეულებრივი რომანი Უნივერსიტეტი. Წარმოდგენა არ გაქვთ როგორ მძაგს აქაურობა და აქ სიარული. Არა იმიტომ,რომ ჩემი პროფესია არ მიყვარს, ან სწავლა მეზარება. Არა, უბრალოდ იმიტომ,რომ უნივერსიტეტი სავსეა ყოვლად ცანცარა და დაოჯახებაზე ორიენტირებული სტუენტებით, ცხოვრებისგან დატანჯული და დაბოღმილი ლექტორებისგან,რომლებიც შემდეგ სტუდენტებზე იყრიან ჯავრს და საკუთარ კომპლექსებს იმ ძალაუფლებით იხშობენ, რასაც შუალედურებზე და ფინალურებზე სტუდენტთა ჩაჭრაა. Ჩემი ნება, რომ იყოს საერთო არ ვივლიდი. Თან ბევრს არავის არ ვიცნობ. Მხოლოდ ვაჩეს. Ვაჩეც იმიტომ გავიცანი,რომ ლექტორმა დავალება მოგვცა წყვილებში. Მერე ძაან დავმეგობრდით, ზედმეტი არაფეირ მართლა. Პირველად მოხდა,რომ ბიჭთან დამეგობრება შევძელი, ზოგადად არ გამოდის ხოლმე, ან მე მომწონს , ან მას მოვწონვარ. Ვაჩე წარმოუდგენელი ადამიანია. Დიახ, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. Ზეგანათლებული, ყოველთვის ყველაფერში რო დაგეხმარება, რამეს თუ ვერ გაიგებ 100 ჯერ რო გიხსნის და მერე კი გლანზღავს ბოლოში რო გაიგებ უბრალოდ არ მისმენდი და მაგის ბრალია დებილოო, მაგრამ ამასაც სიყვარულით ამბობს :დ. Მოკლედ გისურვებთ,რომ ერთი ვაჩე ყველას გყავდეთ. Რამდენ სირბანჯოსგან დამიხსნა თქვენ ხო აზრზე არ ხართ, ხშირა დმომიტყუებია რომ ვაჩე ჩემი შეყვარებულია,რომ თავი დანებებინათ და ახლა ჩემს კურსზე მგონი ყველას გონია,რომ მე და ვაჩე ერთად ვართ. Მაგრამ ორივეს გვკიდია. Ვაჩე მაინც მაგარი მექალთანეა. Ჩემზე დიდია თან, მეორე კურსზეა. Ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა, ორივე ფსიქოლოგიას ვსწავლობთ. Ზოგჯერ კი ვფიქრობ,რომ ტყუილად ჩავაბარე აქ, რადგან რაც უფრო დრო გადის მით უფრო გული მიცრუვდება ადამიანებზე და მიქრება სურვილი მათი დახმარების. Ვაჩე კი მეუბნება, რომ მსოფლიოში უკვე თითქმის 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ყველას ერთ ქვაბში არ უნდა ვხარშავდე, მაგრამ მე მაინც ჩემ აზრზე ვარ. Შეიძლება პრობლემა ჩემშიც კი არის. Მაგრამ ვაჩესთან ამას ხო არ ვაღიარებ? Ჩემი ოჯახი? Დედისერთა ვარ. Მამა ძალიან პატარა ვიყავი,რომ გარდაიცვალა. Დედა პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა ამ ეტაპზე ორგან მუშაობს, საკუთარი მოწოდებით კერძო კაბინეტი აქვს გახსნილი და სკოლებში დადის ხოლმე და მასწავლებლბს ატრენინგებს, ბავშვებს ესაუბრება, მივლინებებიც საკმაოდ ხშირად აქვს. ნუ ასე თუ ისე კარგი ანაზღაურება აქვს, კარგად ვცხოვრობთ. არ გვიჭირს. Მეორე კურსზე მეც მინდა მუშაობის დაწყება. Მთლიანობაში ცუდი ბავშვობა არ მქონია, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი მამის დანაკლისს. Მეგობრებიც დიდად არ მყავდა ბავშვობაში, ჩემს თავში ჩაკეტილი ვიყავი, ალბათ ახლაც ასე ვარ. Არც ინტროვერტი ვარ, არც ექსტროვერტი, არ მიყვარს ადამიანებს ამ სიტყვებით რომ მოიხსენიებენ. Ვფიქრობ, უფრო ჩარჩოში გვაქცევს ეს განსაზღვრებები. Ჩემი ქცევები ადამიანების ირგვლივ ხასიათის მიხედვით უფრო იცვლება,ვიდრე ინტროვერტობის თუ ექსტროვერტობის გამო. Არც მარტოობა მიყვარს, არც დიდიხნით სხვების გარემოცვაში ყოფნა. Მოკლედ ვაჩე სულ მექაჩება,რომ სადღაც წავყვე უნივერსიტეტის ხალხთან ერთად, მაგრამ მე არ მინდა. Დღესაც შემჭამა, მშობლებმა ბინა, ნუ კერძო სახლი, უყიდეს და პატარა წვეულებასავით აწყობს და ამოდიო მწერს დილიდან. Მე სახლში მარტო ვარ , 3 რეფერატი მაქვს დასაწერი და თან გარეთ ისეთი ამინდია გასვლა არ მოგინდება. Ინგრევა ყველაფერი, ქარია, თავსხმა წვიმაა და ჭექა ქუხილის ხმა ისმის წამდაუწუმ. Მოკლედ, რა თქმა უნდა სახლში დარჩენა ვარჩიე. Დედა მივლინებაშია თან. Ისევ. Მაგრამ ვინ რას დაგაცდის? Კარზე კაკუნი რომ გავიგე,უკვე ვიცოდი ვინც იყო. Ხალათი შემოვიცვი, თმები ავიჩეჩე და ცოტა ჩავახველე, იქნება თავი ავად მოვაჩვენო თქო. -მიდი ჩაიცვი მანქანით ვარ-კედელს იყო მიყუდებული არც შემოუხედავს ჩემთვის ისე შემოვიდა სახლში,თითქოს საკუთარი ყოფილიყოს, ლოჯში შევიდა და ჩემი ყავა მოსვა-რა ვიდზე ხარ?-როგორც იქნა შემომხედა-კაი 20 წუთს გაძლევ, მოწესრიგდი და წავედით. -აუ, მგონი გავცივდი ვაჩე-კიდევ ჩავახველე მეტი დამაჯერებლობისათვის. Ეჭვის თვალით შემომხედა, ჩემი ყავა მაგიდაზე დადგა, სწრაფი ნაბიჯებით მოვიდა და შუბლზე ხელი დამადო, მერე სახეზე კარგად დამაკვირდა. -სიცხე არ გაქვს, ცხვირი წითელი არ გაქ, სურდოც არ გეტყობა, ეს ნაძალადევი ხველა კიდე გულძმარვას უფრო ჰგავს, ვიდრე სხვა რამეს. Იალა! იალა! (იალას მგონი ქართული მნიშვნელობაც აქვს და არაბულიც, ჩქარას ნიშნავს არაბულად. Ძალიან ხშირად ხმარობს ამ სიტყვას). -არ გეწყინოს გთხოვ, ხვალ ამოვალ ხო იცი არ მაქ ამდენი ადამიანის თავი, თან რეფერატი მაქვს ძალიან ბევრი გევედრები არ წამიყვანო ეხა. -ნენე-ღრმად ამოიოხრა-ნერვები არ მომიშალო ეხლა, 18 წლის ასაკში 38 წლის ადამიანივით ნუ იქცევი. Წადი ჩაიცვი ყველაზე სექსუალური კაბა რაც გაქვს და წამობრძანდი. -რა სექსუალური-უნებურად გამეცინა. -ხო, ვინმე უნდა გაგირიგო, თორე აუტანელი ხდება შენი სახლიდან გამოთრევა ყოველდღე. -ვინ გთხოვს მერე?-ცოტა მეწყინა, რას ქვია ვინმე უნდა გამირიგოს? Რათ მინდა? -ჩემი ვალია,როგორც მეგობრის. -არ არის, გათავისუფლებ. Წადი და იბედნიერე შენს 5 შეყვარებულთან ერთად, მე უშეყვარებულოდაც ბედნიერი ვარ- მართლა 5 შეყვარებული ჰყავდა, ოღონდ გთხოვთ სახელები არ ჩამომათვლევინოთ. -ნენე,-ნენე საერთოდ არ მქვია , ჩემი სახელი ელაა, მაგრამ რატომღაც ფიქრობს,რომ დედაჩემს შეეშალა სახელის ამორჩევა და ნენე უფრო მიხდება. Აბა კითხეთ ეხლა რატო. Ვერაა ცოტა- გაგტყიპავ. Კარგი მე ამოგირჩევ კაბას-სანამ მოვასწრებდი რეაგირებას, ჩემს ოთახში გავარდა და კაბაც ამორჩეული ჰქონდა და ჯინაზე ყველაზე მოღებული, მოტკეცილი, გამომწვევი, თან მოკლე. Იასამნისფერი იყო თავიდან ბოლომდე-ეს კაბა რატო არსად არ გცმია? -იმიტო რო საუნივერსიტეტო არ არის და ასეთ ამოღებულს ვერ ჩავიცმევ. -ხოდა ეხლა ჩაიცვი. Იმედია მაკიაჟსაც მე არ გამაკეთებინებ. Მიდი 15 წუთი დაგრჩა იმდენი მალაპარაკე-აზრი არ ჰქონდა ვაჩესთან კამათს, ბოლოს ხალათით წამიყვანდა. Ვიფიქრე მალე წამოვალ და გავაგრძელებ მეცადინეობას თქო. Ჩავიცვი, თმა შევიკარი, შავი პატარა გადასაკიდი ჩანთა ავიღე და ისევ ლოჯში გავედი. -ჰმ. Თმა გაიშალე და მშვენიერია. -არა, შეკრული მირჩევნია. -ნენე, ამ კაბას შეკრული თმა არ უხდება-თმიდან რეზინი მომაძრო და მაგიდაზე დადო-ვსო წავედით-ხელში ჩემი სახლის გასაღები ჰქონდა. -ვინები იქნებიან? -რატი, სალომე, ეველინა, ქეთი, კოტიკო, რავი კიდე ვიღაცეები მეტს არავის იცნობ რა. Მარა გაგაცნობ. -აუ, ეხლა იქ უხერხულში არ ჩამაგდო თორე გავრეკავ და ეგრევე წავალ. -შენ კიდე დასჯილი ბავშვივით არ დადგე და არ შემარცხვინო, რასაც მოგცემ დალევ. -ბევრს არ დავლევ-მისი სახლი ახლოს იყო ჩემთან, ამიტო მალევე მივედით. Მე მეგონა ბინა უყიდეს, თურმე კერძო სახლი ყოფილა. Ერთსართულიანი იყო , მაგრამ საკმაოდ დიდი ეზო ჰქონდა. Შიგნით უკვე დაწყებულიყო ფართი. Მუსიკა ეზოს გარეთაც კი გამოდიოდა. Მაგრამ ახალი დაწყებული ჰქონდათ, იმიტო რო apocalypse-cigarettes after sex იყო ჩართული. Გარეთ ეწეოდნენ და თან ნელა-ნელა სვამდნენ. -ეეე, ელაა, როგორც იქნა-ეველინა, უკვე მთვრალი იყო. Კისერზე ჩამომეკიდა და გადამკოცნა, მეც ზრდილობიანად გავუღიმე და ვაჩეს შევაჩეჩე ხელში. Სალომე და რატი ჩახუტებულები იდგნენ და ისე მომესალმნენ. -სად დაიკარგე? Პირველ კურსზე ამდენი მეცადინეობა შეილება გოგო?-რატი მესამე კურსზე იყო, ოღონდ მერამდენედ არ ვიცი. -აბა რომელ კურსზე შეილება? Ერთი ორჯერ რო გაამეორებ კურსს მერე? -თავისთავად-რატის ესეთი ხუმრობები არ წყინდა. -ესე იგი ვაჩე ვერ გავაჩერეთ სანამ არ წამოვიდა. Უნდა წამოვიყვანოო. Როდის გვეტყვით რო ერთად ხართ?-მე და სალომე ახლოს არ ვართ, მაგრამ მთლიანობაში ყველას შორის ერთ-ერთი ყველაზე ნორმალურია. -არ ვართ-ჩემი ბრალია ეს ჭორები რო გავავრცელე, ეხლა უკვე ცოტა გამაღიზიანებელი ხდება. -ვართ, მარა ნენეს არ უნდა რო გითხრათ-ლოყაზე მაკოცა, წელზე ხელი შემომხვია და მისკენ მიმიზიდა. Დებილი. Ზოგჯერ მგონია,რომ თავის თავსაც კი ტროლავს- შიგნით შევალ, ხალხს ვნახავ და მოვალ. -დამიტოვე რა სიგარეტი. -აჰა-მთელი კოლოფი მომცა და შევიდა. -ესე იგი ბიჭს 10 ლარიანი სიგარეტის მთელი კოლოფი რო არ ენანება… ის უკვე ქმარი უნდა იყოს რა-რატიმ თავისი ჭკუით გაიხუმრა, აქ უნდა გაიცინოთ. Უკნიდან ჭიშკრის ჭრიალის ხმა გაისმა, უკან გავიხედე და საერთოდ ვერ მივხვდი ვინ შემოვიდა. Რა თქმა უნდა ყველას არ ვიცნობდი უნივერსიტეტში, მაგრამ საერთოდ არ ჰგავდა სტუდენტს. Მაღალი, მკაცრი გამომეტყველების მქონე კაცი? Ან ბიჭი იქნებოდა. Ასაკს ვერ ვხვდებოდი.ეზოს ათვალიერებდა, აქეთ-იქით იყურებოდა, თვალებით ვიღაცას ეძებდა, მერე შიგნით შევიდა. -ეს ვინღაა?-გაკვირვებულმა ვკითხე რატის. -აზრზე არ ვარ. Ჩვენი უნივერსიტეტიდან არ იქნება-მხრები აიჩეჩა, მაგრამ ეტყობოდა რომ იტყუებოდა. Ცოტახანში ვაჩე და ის ბიჭი ერთად გავიდნენ ჭიშკრიდან და უცბად დარტყმის ხმა გავიგე. Ყველა გავცვივდით და ვაჩე ძირს დაგდებული ვნახეთ. -შენ შ*გ ხო არ გაქ-ინსტინქტურად დავუყვირე ამ კაცს, ვაჩე ეგრევე წამოხტა დასარტყამად გაიწია, მაგრამ რატიმ გააკავა. -შედით ყველა შიგნით-ვაჩემ ხელი გააშვებინა რატის, რომ არავინ მოუსმინა ხელმეორედ დაიღრიალა და ყველა შებრუნდა. Მე დავრჩი, არ ვაპირებდი შესვლას, დახოცავდნენ ერთმანეთს. -უთხარი შენ შეყვარებულს,რომ შევიდეს შიგნით-ის კაცი ზედაც არ მიყურებდა, ჭიშკარზე მიუთითა ვაჩეს და ანიშნა შეიყვანეო. Ვაჩემ თხოვნით გადმომხედა,რადგან ღრიალმა ჩემზე არ გაჭრა. -ვაჩე პოლიცია გამოვიძახო?-ტელეფონი ავიღე ხელში. -არა, შედი შიგნით ნენე, მოვალ ეხლავე. Გთხოვ. -ვაჩე, ვინ არის მეთქი? Არსად არ შევალ-მეც ძალიან აღელვებული ვიყავი ხა ვერ ვაკონტროლებდი თავს. -ჩემი ძმაა, ნენე. Შედი ეხლა შიგნით გთხოვ-ძმა? და ასე გამეტებით ურტყამს? Მეტჯერ აღარ შევწინაღმდეგებივარ და ეზოში შევედი . უკვე ყველას დავიწყებული ჰქონდა ეს ამბავი, სვამდნენ თითქოს მეტეორი უნდა დაგვცემოდა და ბოლო ღამე იყო დედამიწაზე. Პრინციპში ესენი ყოველ ფართიზე ესე არიან. Ერთ ოც წუთში ვაჩე და მისი ძმა ისე შემოვიდნენ ეზოში თითქოს არაფერი მომხდარა. Ვაჩემ რატისთან და სალომესთან მიიყვანა ეს კაცი და მერე ჩემთან მოვიდა. -ნ..ელა?-უცნაური ხმა ჰქონდა-წამო გაგაცნობ ჩემს ძმას. -სისხლი მოგდის-ტუჩზე მივუთითე, სალფეთკი აიღო და მოიწმინდა. -არაუშავს. Წამოდი-ხელი მომკიდა მკლავზე. -არ მინდა, მადლობა. Დავიღალე, წავალ. -ელა-ხვდებოდა,რომ გაბრაზებული ვიყავი და მაგ დროს ნენეს ვეღარ მეძახის ხოლმე-არც იცი რაზე ვიჩხუბეთ, დავიმსახურე. Წამო რა გაგაცნობ-ხელი მომკიდა და მის ძმასთან მიმიყვანა-გაიცანი ნერსე, ჩემი უფროსი ძმა, ამერიკაში ...-წაიბორძიკა რაღაც ჩაილაპარაკა და განაგრძო, თითქოს თავისი თავის თვითონაც არ სჯეროდა - სწავლობდა მაგისტრატურაზე და ახლახანს ჩამოვიდა. Ნერსე, ელა, ჩემი უახლოესზე, უახლოესი და უძვირაფესი დაქალი. -შეყვარებული-ნერსემ შეუსწორა და მერე მე შემომხედა დამცინავად. -არა, დაქალი-ვაჩემაც არ შეარჩინა. -არ გავს დაქალს-ისევ მე მიყურებდა, ამჯერად თვალი თვალში ჰქონდა გაყრილი. -არა, ერთი ფაქტით არ მოტყუვდე. Ამათ ყველას ფეხზე ვკიდივარ უბრალოდ. გოგო, ამოიღე ხმა-ვაჩემ მე შემომხედა. -მე შეილება მოვტყუვდე ერთი ფაქტით?-ნერსეს გავხედე-თუ თქვენ ძმები არ ხართ? -ბატონო?-ნერსემ უცნაურად გამომხედა. -შენ ძმას ხშირად ცემ?-ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა, რატი და სალომე ნელა-ნელა უკან იხევდნენ, დაძაბულობას გრძნობდნენ და წასვლა უნდოდათ. -შენ ხშირად ერევი სხვის საქმეში?-ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი. -არა, მხოლოდ ჩემი მეგობრებისაში. -არც ეგ არ არის სწორი მერე-პაუზა გააკეთა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ამათვალიერ-ჩმათვალიერა და მერე ვაჩეს გახედა- Ვამბობ, ეს გოგო შენზე შეყვარებულია ვაჩე-თითით მიუთითა ჩემზე. ვაჩე მიჩვეული იყო,ასე რომ მოგვიხსენიებდნენ და არ ღიზიანდებოდა, უკვე აღარც უსმენდა ნერსეს, სიგარეტს ეწეოდა და თან ლუდს სვამდა. -დალიე?-ვაჩემ ლუდი შემომაჩეჩა-ამასთან ლაპარაკისას თუ არ დალიე ჭკუიდან გადაგიყვანს. -იქნებ ჩემი ძმის ალკოჰოლიკობაც მე დამბრალდეს-ნერსემ ისევ მე გადმომხედა. -ისა.. Ელაა-სალომე მოვიდა და ეცადა სიტუაცია განემუხტა-წამო რა, ეველინა ცუდად არის. -ეველინა სულ ცუდად არის-სალომეს ვანიშნე,რომ არსად წასვლას არ ვაპირებდი, მით უმეტეს ეველინასთან. Რამდენჯერ ეგ დალევდა სულ მე ხო არ მოვუვლიდი. Მერე მე მიტოვებდა და მის ნარწყევს ვწმენდდი. Არა მადლობა. Თუ დალევა არ შეგიძლია არ უნდა დალიო. -აუ მაგ გოგოს იმენა უნდა ავუკრძალო დალევა. Მოვალ მე. Არ დახოცოთ რა თქვენ ერთმანეთი-ვაჩემ ნერსეს მუდარით სავსე თვალებით შეხედა, მერე სალომეს გაყვა ეველინასთან. Მე წასვლა დავაპირე, არ ვიცოდი, მეტი რა უნდა მელაპარაკა ამ პიროვნებასთან, მაგრამ რატომღაც ჩათვალა,რომ სეირნობა მინდოდა მასთან ერთად ეზოში და გამომყვა. -დიდი ხანია ჩემი ძმა გიყვარს?-ეტყობოდა,რომ ერთობოდა ამ ყველაფრით. Მეც გადავწყვიტე არ შევწინაღმდეგებოდი, რადგან ესე უფრო მუღამში შედიოდა. -არა, მაგრამ ვაჩეს არ ვუყვარვარ. -ვაჩეს არავინ უყვარს. -შენნაირი ოჯახის წევრები თუ ჰყავს სულ, არ გამიკვირდება. -არ გიფიქრია,რომ უბრალოდ ვაჩეა დამნაშავე რამეში? -არა. -იმდენად გიყვარს, რომ ბრმად ენდობი? -კი-სიჩუმე ჩამოვარდა, იმედი მქონდა ახლა წავიდოდა და თავს დამანებებდა. -ჰო, სიყვარული ნამდვილად აბრმავებს. -ამერიკიდან ჩამოსულ ამხელა კაცს, სხვა საქმე არ გაქ სტუდენტების ფართიზე პორწიალის გარდა?-ცოტა გავღიზიანდი, იმპულსური ვარ ვაღიარებ. მასაც გაუკვირდა ჩემი ასეთი თავნებობა, ეტყობოდა რომ არ იყო მიჩვეული შელაპარაკებას. -მაქვს, ჩემი ძმის მომავალ საცოლის გაცნობა მსურს. -საცოლის. Ვაჩემ თქვა,რომ ვუყვარვარ თუ რატო აიჩემე ეს შეყვარებული, შეყვარებული. -ვაჩეს მეგობარი გოგოები არ ჰყავს, ყოველ შემთხვევაში არ ჰყავდა. აი ეს ეველინაც თუნდაც-სახლისკენ გაიშვირა ხელი. -ახლა ჰყავს. -ანუ ეხლა შენ საერთოდ არ გადარდებს ეველისთან ერთად რომ არის მარტო? -ეველინასთან. Და არა. Იმიტომ,რომ არ მიყვარს. -საინტერესოა. Კბილებით კი იცავდი. -შენთვის ალბათ უცხოა საყვარელი ადამიანების დაცვა. -როცა დამნაშავეები არიან, არ ვიცავ. -და რა დააშავა ასეთი ვაჩემ? -კარგი. Შეყვარებულები არ ხართ. Მაგრამ იქნებით. Იმიტომ,რომ ვაჩეს გოგო მეგობრები არ ჰყავს. Წარმატებები ევა- ევა? რა დამიძახა? -ელა-გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე, ცივად გაბრუნდა და წავიდა. Ვაჩეს არაფრით ჰგავდა, რაღაცნაირი ნელი და უსიცოცხლო ტიპი იყო.შეილება ნახევარ ძმა არის რა ვიცი. Ვაჩეს ძებნა დავიწყე, მაგრამ საძინებლიდან მაგის და ეველინას ხმები,რომ გავიგე, მეც წასვლა გადავწყვიტე. Ჭიშკრიდან რომ გავედი მანქანას კინაღამ შევეჯახე, ნერსეს ჰქონდა პირდაპირ მოყენებული. Გვერდი ავუარე, კარი ჰქონდა მანქანის გაღებული და ლაპარაკობდა. Კარის დახურვა ვცადე,რომ იქნება მიმხვდარიყო და გაწეულიყო, მაგრამ მკაცრად გადმომხედა, ტელეფონი გათიშა და კარი თვითონ დახურა. -ვაჩე სად არის? -შიგნით. Არ ცალია. -მე გაგიყვან მაშინ-ძალაუნებურად სახე შემეცვალა, ცალი წარბი ავუწიე და გაოცებულმა გავხედე. Რატომ ეგონა, რომ სრულიდა უცხო ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ ვისი ძმაა გავყვებოდი მანქანით სადმე? Ან სახლს ვეტყოდი საცხორებელს?-დაჯექი. -ჩემით გავალ-ახლა მას შეეცვალა გამომეტყველება, როგორც ჩანს არ არის მიჩვეული უარის მოსმენას. -არ მიყვარს ადამიანებთან ხვეწნა და ორჯერ რაიმეს გამეორება. -ხოდა ნუ მეორდები-ცოტახანი იდგა მიყურა, თავიდან ბოლომდე ჩამათვალიერა, გაეცინა და მანქანაში ჩაჯდა. Მერე ვიღაცას დაურეკა ტელეფონზე, მანქანა დაქოქა, ბოლოჯერ შემომხედა, თითქოს კიდევ ერთ შანსს მაძლევდა და მერე როგორც იქნა წავიდა. Წავიდა თუ არა ჭიშკრიდან ვაჩე გამოვიდა, თან გზაში ტანსაცმელს იცვამდა, საროჩკა შეიქრა, საყელური გაისწორა და მკლავში ჩამავლო ხელი. -სად მიდიხარ ესე გვიან?-როგორც ჩანს ნერსეს დაურეკავს მისთვის. Ვერ ვხვდებოდი უნდა გამეცინა, თუ გული ამრეოდა რა სიტუაციიდანაც გამოიქცა მისი ძმის დარეკილზე. -სახლში ვაჩე. Გელოდებიან შიგნით. -არავინ არ მელოდება, შემოდი რა-მუდარით სავსე თვალებით მიყურებდა. -გვიანია, მართლა დავიღალე და რეფერატი მაქვს ასატვირთი. -ნენე,რამე გეწყინა? - მე და ვაჩე ძალიან იშვიათად ვკამათობდით, მაგრამ ვაი და თუ რამეზე უთანხმოება გვქონა, კარგა ხანი გრძელდებოდა. Ვაჩე ძალიან ჯიუტია, რაღაცა თუ დაიჟინა, ვერ გადააფიქრებინებ. Თუმცა არასდროს ყოფილა,რომ ჩემი წყენა სერიოზულად არ მიუღია, ან ეთქვას,რომ რამეს ვაზვიადებდი. -არა, უბრალოდ ცოტა უცნაურია, რომ ამდენი ხანია არ გიხსენებია რო ძმა გყავს, მერე დღეს რაც მოხდა … არაფერი ამიხსენი და პატარა ბავშვივით შემაბრუნე სახლში, როცა დახმარება მინდოდა-თითქოს შვებით ამოისუნთქა, აშკარად ეგონა სულ სხვა მიზეზების გამო ვიყავი მასზე ნაწყენი. Მერე ოდნავ გაეღიმა, ხელი მომხვია და ეზოში შემიყვანა. -მომისმინე, მე და ნერსეს ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს. Თითქმის არც. Არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ მომეყოლა , იმიტო რო არც არაფერია აქ მოსაყოლი. Თუ რამეს არ ვყვები არა იმიტო რო არ გენდობი, პროსტა ასეა საჭირო და არსებითად მე და შენ ურთიერთობასთან კავშირშიც არ არის. -ნუ მეფილოსოფოსები. Ძმასთან ასეთი ურთიერთობა საერთოდ არ გაწუხებს? -მაწუხებდა, მაგრამ რო მივხვდი რა კოც არი, აღარ. Ეხლა შემოდი და დალიე-ძმაზე რანაირად საუბრობდა. -ნერსემ დაგირეკა ჰო? -კი. -რა გითხრა? -კაი დაიკიდე ნერსე რა, წამო უნდა დაგალევინო, დარჩი ამაღამ აქ. -ვინ რჩება კიდე? -რა იყო მარტო რო დარჩე მოხდა რამე? Ჰო კაი, ქართული მენტალიტეტი და რამე მესმის. Გოგოებსაც ვთხოვ და დარჩებიან-უსიტყვოდ ესმოდა ჩემი. -ოქეი, მაშინ ლეპტოპი მათხოვე რო რეფერატი ავტვირთო. -მერე მერე, ეხლა უნდა დალიო-სახლში შევედით და გათენებამდე ვსვით, ბოლოს ისე ცუდად გავხდით სუ ყველას მიგვეძინა, ზოგს სავარძელზე ეძინა,ზოგს იატაკზე და თავქვეშ ბალიში ედო. Რომ გავიღვიძე და სამზარეულოში შევედი, ყავა გავაკეთე და მალევე მივხვდი,რომ მაგიდის ნაცვლად, მაგიდაზე მწოლიარე რატის დავადე ზემოდან. Მასაც ეგრევე გაეღვიძა, ყავა ავიღე და წამოხტა. -რას აკეთებ გოგო შენ? Ჩემი დაწვა გადაწყვიტე?-ძლივს გავარჩიე რას მეუბნებოდა, ბლუდუნებდა რაღაცას. Რატომღაც გუშინდელი ინციდენტი არ ამომდიოდა თავიდან, ჩემი ყავა ავიღე და ეზოში გავედი, მაგიდაზე ვაჩეს სიგარეტი იდო, ერთი ღერი ამოვიღე და მოვუკიდე. Ამდენი ხნის განმავლობაში თქვენი აზრით ნორმალურია ადამიანმა ძმა დამალოს? Ნერსე, მისტიური წიგნის პერსონაჟს მახსენებს, იდუმალებით მოცული, ორ სიტყვაზე მეტს არ საუბრობს, აქვს ნელი, მაგრამ დინჯი მოძრაობები. Საერთოდ, ნეტა რაში მადარდებს, ეს მათი ურთიერთობაა. Ვაჩეს აშკარად არ სურს ძმაზე საუბარი,ამიტომ აღარ ჩავაცივდები. -ნწ, როდიდან ეწევი შენ-სალომე გამოვიდა სახლიდან, საფრთხობელას გავდა. Მგონი ქვედაბოლო ტოპად ეცვა და ტოპი ქვედაბოლოს ნაცვლად. Თმები აწეწილი და მაკიაჟი ადღაბნილი. Სიგარეტი ამოაცალა მანაც ვაჩეს და დაჯდა. -შენ ხო ვაჩეს ბავშვობიდან იცნობ? -ოჰ, ხო აბა. -ნერსეს? -ნერსე?-გაკვირვებულმა გამომხედა-თავისთავად, მაგრამ ძირითადად აქ არასდროს ყოფილა. Უცხოეთში ცხოვრობს, თუ ცხოვრობდა. Მგონი ახლა ჩამოდის საბოლოოდ. Რა იყო, გუშინდელმა შეგაშინა?-სალომეს უყვარდა ჭორაობა, ნებისმიერ რამეს ათქმევინებდით, ოღონდ ელაპარაკა. -ცოტა. -ეგ იმიტო რო დედის ერთა ხარ, ზოგჯერ ისე მინდება ჩემ ძმას ვლეწო, რო აი რავი. -ხშირად ჩხუბობდნენ ადრეც? -არა, ნერსე გადაყოლილი იყო ყოველთვის ვაჩეზე. Ეს არი დაუნახავი ღორი. -სალომე, ძვირფასო-თავზე დაადგა ვაჩე, მხრებზე მოკიდა ხელი და ზემოდან გადმოხედა-რაო ვინ არიო? -დაუნახავი ღორი-სალომემ ღიმილით გაუმეორა, არ გამოუვიდა მისი შეშინება. -სულ გააფუჭე ხო ნენეც, დადე შენ ეგ სიგარეტი. -ე, გუშინ შენით მაწევინებდი-პროტესტის ნიშნად უკან გავწიე ხელი, წართმევა უნდოდა. -ნასვამზე მოჟნა. Დადე მეთქი-გამომართვა და საფერფლეში ჩააქრო-რაზე ლაპარაკობდით? -შენზე, ხო გითხარი დაუნახავი ღორი ხარ თქო-სალომემ გამომწვევად გახედა. -გოგო, ენა დაიმოკლე შენ , სად არი შენი სატრფო?-ესენი სულ ასე ჭამდნენ ერთმანეთს, რატისთან რომ არ ყოფილიყო სალომე ვიფიქრებდი, რომ ერთმანეთი მოსწონთ. -გათიშულს ძინავს სამზარელოს მაგიდაზე. Წავალ გავაღვიძებ, აუ ნენე, შენთან დავრჩები რა დღეს. Ჩემები არ არიან სახლში და გასაღები არ მაქ. -დარჩი ჩემთან-ვაჩემ სიგარეტს მოუკიდა და უკან ბოძს მიეყუდა. -არა, რა შენთან. Გაჭედავს რატი. Ნენე ფლიზ რა? -დარჩი ჰო, რა პრობლემაა-ამ დროს პრობლემაა, ვერ ვიტან ჩემს პირად სივრცეში რომ იჭრებიან. Თან გულზეც არ მეხატება დიდად სალომე, მაგრამ ჯანდაბას. Მართლა ვაჩესთან ხო არ დარჩება. -მე რატო არასდროს მიტოვებ?-ვაჩეს მსგავსი გამოხტომები ფლირტში არ აგერიოთ. Ნუ შეგიძლიათ აგერიოთ, იმიტომ რომ ყველას ეფლირტავება, მაგრამ ეს ჩვენს შემთხვევაში არაფერს ნიშნავს და ხუმრობით უფრო გულისხმობს ვიდრე სხვა კუთხით. -ორი დღე ზედიზედ შენი ატანა ცოტა ზედმეტია. Მიდი სალ მაშინ ჩაიცვი და გავედით რა. -აუ მე პახმელია მაქ და ვერ გაგიყვანთ, ტაქსს გამოგიძახებთ. -ვაიმე ნენე, შენ ტაქსის გამოძახება იცი?-სალომემ გაოცებულმა გამომხედა-თუ რატო იძახებს ეს-მერე ორივეს გაგვეცინა-არ შემიძლია ეს მაჩოს მენტალიტეტი. -ხო არა? Ხოდა გყავდეს შენი ხბოჩო მენტალიტეტიანი ლოთი შეყვარებული-ამაზე მეც და ვაჩემაც გადავიხარხარეთ. -ხბოჩო შენთითონ ხარ-ახლა რატიც გამოვიდა, უბრალოდ აღარ აგიღწერთ რატი რას გავდა,როგორც ჩანს ჩემი ყავის შემდეგ ვიღაცამ გამოყენებული ერთჯერადი თეფშები დაადო და თმაში სულ კარტოფილი ფრი ეყარა-ვერც მე გაგიყვანთ გოგოებო, თუ არ გინდათ რო დაგლეწოთ. Საღამოს მოვაკითხავ მანქანას. -ხო იასნად, აბა გასაღები მაინც აგახიე გუშინ. -რა ქენი? -არ გახსოვს?-სალომე წამოდგა, სიგარეტი მისცა და მის გვერდით დადგა-სადღაც 3 საათი იყო,რო იქაჩებოდი წავიდეთ ეხლა ყველა ჩემთან საჩხერეშიო. Მაგარ მწვადს გაჩითავს ბაბუო. -ვაჩე, ჩემ თავს გაფიცებ მეღადავება ხო?-რატიმ თმებიდან კარტოფილი ფრი გამოიღო და შეჭამა. ფუ. -არა, ნენეც აგყვა თან, ხოდა ხან შენ გეჯიკავეთ, ხან ნენეს, გასაღებს არ გვაძლევდით, ერთმანეთს ესროდით. -რაა?-რაღაცეებს მაბრალებდნენ , არაფერი მსგავსი არ მახსოვდა-კაი, აუ სალო, ეხლა გამახსენდა დღეს ჩემ ბიძაშვილებს უნდა შევხვდე, ჩემთან ამოვლენ და წამო რა დროზე. -აბა ბიძაშვილები? Მე რატო არ ვიცნობ-ვაჩესგან ეს სიტყვბი ცოტა ირონიული იყო. Მე მის ძმას არ ვიცნობდი და ბიძაშვილი რა მოსატანია? -იმიტო რო იშვიათად ვნახულობ მეც, მუშაობენ. Დედა რო არაა, თავისი ჭკუით მამოწმებენ როგორ ვიქცევი და სახლს რო ანგრეულს ნახავენ და მე პახმელიაზე ეგრევე მოუყვებიან ყველაფერს. -ბიჭები არიან?-რატიმ ჯერ სალომეს გადახედა მერე მე. -რა იყო რატი, წინასწარ ეჭვიანობ?-სალომემ გამომწვევად გადახედა შეყვარებულს. -ტყუილა ირჯები, მე და ეჭვიანობა შორს. Მიქარავ რამეს და დაგშორდები , მეტი კი არაფერი-მკაცრად უპასუხა და თვალი აარიდა. -ჩვენც რო ამოვიდეთ არა? -ვაჩემ სიგარეტი ჩააქრო, ახლა მეორეს მოუკიდა. -არა, რა გინდა რო უთხრას დედაჩემს რო ვიღაც ბიჭები ამომყავს სახლში სანამ არ არი? -სიგარეტი გამოვართვი ვაჩეს-ნუ ეწევი ამდენს-ერთი ნაპასიც მოვწიე და მერე მეც ჩავაქრე-სალო ვსო წავედით-ბიჭებს დავემშვიდობეთ და სახლში წამოვედით. Ისეთი დაღლილები ვიყავით მთელი დღე ძილში გავატარეთ, საღამოს 6 საათი იქნებოდა,რომ გამეღვიძა, სალო სახლს ალაგებდა. Ხალათი შემოვიხვიე და მისაღებში გავედი, საშინელი სიცხე იყო. Მაისისთვის ცოტა უჩვეულო. Გეგონებოდა სახლშიც კი მზე აჭერდა. -აუ ოქრო ხარ-ნახევარი სახლი უკვე დალაგებული იყო, ჭურჭელიც დარეცხილი-დაიკიდე დანარჩენს მე ვიზამ. -ელა, რაღაცაზე მინდა შენთან დალაპარაკება. -აბა? -მოკლედ, ჩემებმა გამომაგდეს სახლიდან რა…ფეხმძიმობის ამბების მერე-სალომე რამდენიმე თვის წინ ფეხმძიმედ დარჩა რატისგან, აბორტის გაკეთება გადაწყვიტა,რადგან არც ერთს არ უნდოდა შვილი 18 წლის ასაკში. Სალომეს ოჯახმა თავისთავად ეს ამბავი საშინლად მიიღო, თუმცა არ ვიცოდი რომ გამოაგდეს კიდეც-ხოდა, ხან სად ვრჩები და ხან სად. Გეხვეწები, თუ გინდა ქირის ფულსაც გადავიხდი, ვმუშაობ და არ გამიჭირდება. Რამდენიმე ხანი ვიცხოვრებ რა შენთან-აი ამას ნაღდად არ ველოდი. Რა თქმა უნდა გვქონდა ერთი ზედმეტი ოთახი, დედაც ძალიან იშვიათად იყო სახლში. Მივლინება მივლინებაზე. Მაგრამ მასთანაც უნდა გამეარა ეს საკითხი-ვიცი რო ძაან მოულოდნელია და მე და შენ არ ვართ ახლოს, მაგრამ გთხოვ , აი თუნდაც 1 თვით და მერე რამეს მოვიფიქრებთ მე და რატი , ბოლო-ბოლო ერთად ვიქირავებთ რამეს. -კარგი, რაზეა ლაპარაკი. Დარჩი რამდენი ხანიც გინდა. Ქირა არ გინდა, კომუნალურების ნაწილს გადაიხდი და კვებით რა თქმა უნდა მშიერს არ დაგტოვებთ. -არა, ხო არ ღადაობ ვიყიდი ხოლმე მეც საჭმელს. Აუ მიყვარხარ-წამოხტა და გადამეხვია. Კარგი, ვაღიარებ, შესაძლოა სალომეს მიმართ ქალური შური მამოძრავებდა. Სულ ვეჭვიანობდი,როდესაც ვაჩესთვის ის უფრო ახლო მეგობარი იყო, ვიდრე მე. Ამიტომ არ მომწონდა. მაგრამ ვნახოთ რა გამოვა ჩვენი თანაცხოვრებით. -აუ და ერთი თხოვნა მაქვს, რატი აქ არ დარჩება. Თუ რამეა ხოლმე ან რატისთან წახვალთ, ან ვაჩესთან- ნამდვილად არ მინდოდა ეს სახლი სასტუმროს დამსგავსებოდა. -არა, რა სისულელეა. Თავისთავად. Ოკეი, მოდი დავალაგოთ სახლი სანამ შენები მოვიდნენ. -სალო, რაღაც მინდა გკითხო. -მიდი-თან ლაგებას შევუდექით, მაგიდის გადასაფარებელი გასარეცხად შევაგდეთ, სალომემ ფანჯრების წმენდა დაიწყო, მე იატაკის. -რატომ დაარტყა გუშინ ნერსემ ხო არ იცი ვაჩეს? -ნენე, არც ისე დიდიხანია ვაჩეს იცნობ. Არ უყვარს ასეთ თემებზე საუბარი. არ ჩააცივდე, თორე დაკარგავ. Ვაფშე შენ მოგწონს ეგ ხო? -საიდან მოიტანე? -სულ ერთად ხართ, რავი. Არა? -არა, მეგობრები ვართ. -ეგრე ჯობს, ისევ შენთვის. Ვაჩე ბუნებით მექალთანეა, შეილება 2 დღით შენზე იყოს კონცენტრირებული მერე სხვებზე. Რამდენი ხანია ვმეგობრობთ, მაგრამ ათასში ერთხელ თუ მომიკითხავს, რატისთან ერთად თუ არ მნახავს. -იქნებ იმიტო რო მარტო არ უნდა შენი ნახვა რატის გარეშე? -შეილება. Მემგონი მოვრჩით რას იტყვი? -ეხლა, რაც შეეხება ჩემ ბიძაშვილებს. Არ ვეწევი, არ ვსვამ, გუშინ საღამოს თავი დავაკალით წიგნებს, მეცადინეობას. -რა იყო მაგასაც შეამოწმებენ? -სალო არ ვღადაობ, დედა კი არ არი ხოლმე ხშირად აქ, მაგრამ ზუსტად მაგიტო ძალიან მკაცრად მაკონტროლებს იქიდან. Ფაქტობრივად ჩემი ბიძაშვილების ხელში ვარ გაზრდილი. Ბიძაჩემი ცალკე თემაა, ის სრული მანიაკია. -რა პონტში? -ზაფხულობით მათთან ვრჩები სოფელში და 8 საათის მერე გარეთ ფეხს არ მადგმევინებს, ლაშას და პეტრეს მეგობრებს ვაფშე არ მაკარებს და სამსახურის დაწყება რო მინდოდა კაფეში ოფიციანტად ისეთი ამბავი აწია, მეზობლებმა ლამის პოლიცია გამოგვიძახეს, მე მოგცემ მაგ 300 ლარს ვიღაცის წამოსარტყმელი რატო უნდა გახდეს ჩემი ძმის შვილიო. Მოკლედ ხვდები რა მენტალიტეტიც აქვთ. Ამიტო გეხვეწები ეს 1 საათი გაძელი სიგარეტის გარეშე. -ოქეი, კაბაც ხო არ ჩავიცვა კოჭებამდე? -სალომე! -კარგი, კოჭებსაც დაფარავს. -კაი, თუ ინდა ვაფშე წადი მარტო დავხვდები. -კაი ვხუმრობ რა გჭირს. Კარგა ხანი ველოდებოდით ლაშას და პეტრეს, მაგრამ არ ჩანდნე. Ჩვენ კიდე გასვლა გვინდოდა, ვაჩე და რატი გველოდებოდნენ ისევ, ბილიარდის სათამაშოდ უნდა წავსულიყავით. Ბოლოს დავურეკე ლაშას. -ჰოუ? -რა ჰოუ, სად ხართ? -რა იყო სად გეჩქარება ესე? -სად უნდა მეჩქარებოდეს, საღამოს ამოვალთო და 9 ხდება უკვე. -ხოდა ამოვალთ რა, ჯერ ხო არ იძინებ. Თუ რამე გეგმები გაქვს?-სპეციალურად იქცეოდა ასე, პარასკევი საღამო იყო და მაიძულებდა სახლში დარჩენას. Ეს ჩემო მეგორებო არის ირიბი კონტროლის საოცარი ხერხი. Ისეთი რო ვერც შეეცილები. Ლაშა უმცროსი ძმაა, პეტრეა უფროსი. Ხასიათებით ბევრად არ განსხვავდებიან. Ლაშა 26 წლის არის, პეტრე 28. Მთელი ბავშვობა თავს დამტრიალებდნენ და ცივ ნიავს არ მაკარებდნნ პირდაპირი მნიშვნელობით. Ბიძაჩემი სულ ცდილობდა მამის როლის თამაშს, მაგრამ … რა მაგრამ, რა თქმა უნდა ვაფასებ, მაგრამ მამას ვერავინ შემიცვლის. პეტრეს ცოლიც ყავს და შვილიც, 1 წლის უსაყვარლესი და ულამაზესი ანუკი. Ლაშას შეყვარებული. Და მაინც ამდენი საქმე აქვთ როგორ ასწრებენ ჩემ კონტროლს ნეტა ვიცოდე. 11 საათი იქნებოდა კარზე კაკუნი რო გაისმა და შემოვიდნენ. Შესახედავად სხვათაშორის ორივე ძალიან სიმპატიურია, მაგრამ მენტალიტეტი ჩემთვის ყოვლად ამაზრზენია. Აი იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან მეგობრებს რომ მათ დასთან მიკარებასაც კი უკრძალავენ. Ორივე თბილად შემხვდა, გადამეხვიეს, ლამის დამახრჩვეს ისე და მერე მისაღებში შევიდნენ სალომეს გასაცნობად. Ეგრევე შევატყე ორივეს ,რომ დიდად არ მოეწონათ. Რატო არ ვიცი, მაგრამ დიდად არ აღფრთოვანებულან მარტო რომ არ ვცხოვრობდი. -ელაპარაკე დედაშენს?-პეტრე თან სახლს ათვალიერებდა და თან დაკითხვას მიწყობდა. -ველაპარაკე. -ჩვენც ველაპარაკეთ. Მე მაინც მირჩევნია რო მამასთან დარჩენილიყავი ეს დღეები. -ვიცი, რო ელაპარაკეთ. Მე კიდე ვუთხარი რო უკვე აღარ ვარ 12 წლის და შემიძლია თავის მიხედვა. Პეტრე სამზარეულოშიც კი შევიდა და მაცივარი გამოაღო. -საჭმელი არ გაქვს, რას ჭამ?-ცალი წარბი აწია და მკაცრად გამომხედა-შენ დაგავიწყდა ხო … -გეყოფა პეტრე!-მივედი და დავუხურე მაცივარი-დღეს ვჭამეთ და იმიტო არ არის. -კაი გეყოთ-ლაშა ყოველთვის შუაში იჭყლიტებოდა-კიდე 1 კვირა მარტო უნდა იყო. Გაქ ფული? Საჭმელს ამოგიტანთ. -მაქვს. -კაი ნუ ბრაზდები ესე პეტრეზე, არც მე ვგიჟდები მარტო რო ცხოვრობ. Ელე-ხო, თითქმის არავინ მეძახის ჩემ სახელს, ესენი ელეს მეძახიან, ვაჩე ნენეს, ამ დრო სმე ძალიან მომწონს ჩემი სახელი-ათასი მანიაკი და გამო…დებილებული დადის და არ გვინდა რო ესე მარტო დადიოდე, გვიან რო გამოხვალ ლექციებიდან ვინმე რო აგეკიდოს? -112ში დავრეკავ. -და სანამ 112 მოვა? -წიწაკის სპრეი მაქვს, 3 სხვადასხვა, მამაშენის ნაჩუქარი. -კარგი და ვინმეს რო მოეწონო და გადაგეკიდოს უნივერსიტეტში? -და რა პრობლემაა, მეც მომწონს იქნება და-ერთმანეთს გადახედეს, თავი გააქნიეს და ამოიოხრეს. -შენ აქ სასწავლებლად ხარ თუ გასათხოვებლად? Და ეხლა არ დაიწყო მე უკვე დიდი ვარ და ეგ დვიჟენიები, არ მადარდებს. Ჯერ ისწავლი, წესიერ ადგილას დაიწყებ მუშაობას და მერე დაფიქრდები გათხოვებაზე. Თუ აყევი შენც უკვე ტრენდებს, 9 შეყვარებული რო ყავთ გამოცვლილი 18 წლის ბალღებს-სალომეს სახე აენგრა, მეგონა ცოტაც და მაგიდას ესროდა. -და იმაზე რას იტყვით ვაფშე რო ფეხმძიმდებიან 18 წლის ასაკში?-სალომემ ვეღარ მოითმინა და გამომწვევი კითხვა დაუსვა. Თან ისეთი ტონით,რომ იმათ სალო მათ მხარეზე ეგონათ. -შენი დაქალიც კი გვეთანხმება. Ხოდა , ესეთი რამ მოვიფიქრეთ, სანამ ნანა ჩამოვა მივლინებიდან, ლაშა შენთან დარჩება. -რაა?!-მე და სალომეს თვალები გადმოგვიცვივდა-სალომე.. Მიდი გელოდებიან შენ და წადი. -სად ელოდებიან?-ლაშამ იკითხა. -აი ეგ შენი საქმე არ არის. Წადი სალომე-სალომე ბიჭებს დაემშვიდობა და წავიდა. Ნერვიულობისაგან ფეხი მითამაშებდა-არ არსებობს. -ჯერ დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ-პეტრემ ფეხზე მიმითითა, ხმა შერბილებული ჰქონდა, მიხვნდნენ რომ ჩემთან მბრძანებლური კილო აღარ ჭრიდა. -დავმშვიდდე კი არა-ეგრევე წამოვხტი სავარძლიდან, ვერ ვიტან როდესაც აღელვებულზე ,,დამშვიდდი’’ს მეუბნებიან-ძლივს ვიკავებ თავს,რომ ორივეს… თავზე არ დაგამხოთ. Შენ არ დარჩები აქ საცხოვრებლად, შენ მოეშვები ჩემს კონტროლს და ორივე ! ორივე მეთქი! … წახვალთ და თავს დამანებებთ. -ელე, წამლებს სვამ?-ლაშამ ანერვიულებული თვალებით შემომხედა, მერე პეტრეს გადახედა. -ვიცოდი, აი ველოდებოდი ამ კითხვას, ნეტა ელას ისევ მანია ხომ არ დაეწყო? Საწყალი ელა, როგორ მიხედავს თავს ის ხომ გიჟია. Იცი როგორ დავიღალე? -ნანა ნერვიულობს, ჩვენც. Იციან შენმა მეგობრებმა დიაგნოზზე? -არ იციან! Იმიტომ, რომ არავის საქმე არ არის-თავი ხელში ვერ ამყავდა, საშინლად გაღიზიანებული ვიყავი. მუდმივად ასე იქცეოდნენ, ჩემი დიაგნოზით სპეკულირებდნენ. კარგად იცოდნენ როგორ უნდა გავეგიჟებინე, მერე ეთქვათ რომ მანია მაქვს დახმარება მჭირდება და რომ ჩემი მარტო დატოვება არ შეიძლება. -ელე-ლაშა წამოდგა და მოახლოება სცადა, მაგრამ უკან დავიხიე და ხელით ვანიშნე რომ არ მოსულიყო ახლოს. -რაც ეს წყეული დიაგნოზი დამისვეს გიჟივით მექცევით მთელი ოჯახი. Დებილი არ ვარ, კარგად ვხვდები რომ ეს დიაგნოზი გენეტიკურია. Ისიც ვიცი,რომ მამა უბრალოდ თავისით არ დაღუპულა და თავი მოიკლა. Არ მოვიკლავ თავს ამიტო შეგიძლიათ მშვიდად იყოთ!-ორივეს თვალები გაუფართოვდა, არ იცოდნენ,რომ მე დედას დღიურები მქონდა წაკითხული, სადაც დეტალებში აქვს ნანას აღწერილი მამას სიკვდილი. Ამ დეტალებს ვერ მოგიყვებით.. Ზედმეტად მტკივეულია ჩემთვის. -საიდან გაიგე-პეტრეს ხმაში სიმკაცრე დაუბრუნდა. -არ აქვს მაგას მნიშვნელობა. Წადით ორივე- ამ დროს ვაჩემ დამირეკა, ტელეფონი მაგიდაზე იდო და სახელი ეგრევე გამოჩნდა. -მიდი უპასუხე-ლაშამ ტელეფონი მომაწოდა. -არ მინდა, მერე ავიღებ. -უპასუხე-პეტრემ დაჟინებული მზერით შემომხედა. Მეც სხვა გზა არ მქონდა და ავიღე. -ვაჩე მერე გადმოგირეკავ. -ხო მშვიდობაა? Გელოდებით ყველა-ტელეფონი სპიკერზე იყო ჩართული-მეორე რაუნდი დავიწყეთ უკვე ბიარ… -მერე დაგირეკავ-ეგრევე გავუთიშე. -ელე-პეტრეს ცოტა აკლდა ღრიალი რომ არ დაეწყო-წამლებზე რო დალევა არ შეიძლება ეს რამდენჯერ გითხრა ექიმმა, თუ ნანამ, თუ მე!-ჩემდა უნებურად ყურებზე ავიფარე ხელები,ფეხები მომეკეცა შიშისაგან და სავარძელზე დავვარდი. Შემდეგ გავსწორდი და დავჯექი, ისე რომ ყურებიდან ხელები არ მომიშორებია. -შენ ნორმალური ხო ხარ-ლაშამ მხარში მსუბუქად დაარტყა პეტრეს- გადი აივანზე დამშვიდდი და მერე შემოდი-პეტრემ სიგარეტი ამოიღო და აივანზე გავიდა. Კარი ისე მოიჯახუნა, მეგონა შუშა ჩამოვარდებოდა. Ლაშა სამზარეულოში გავიდა და ჩაის მზადება დაიწყო. Ამასობაში სახლის კარი გავაღე და გავედი. Გარეთ ყინავდა, არაფერი არ მეცვა მოკლმკლავიანი ზედის გარდა. Ტელეფონიც და ფულიც არ მქონა თან , სეზონის გიჟივით დავხეტიალობდი ქუჩებში. Ავტობუსი დავინახე, ნომერს არ დავკვირვებივარ ეგრევე ავედი და გავყევი ბოლო გაჩერებამდე.Სადღაც დიღომში აღმოვჩნდი. Ავტობუსის მძღოლს ტელეფონი ვთხოვე, 12 საათი იყო, მეშინოდა ასეთ მდგომარეობაში სიარული და ვაჩესთან დავრეკე. -ვაჩე კარგად მომისმინე, გთხოვ დიღმის მასივში ვარ, ჯანდაბაში,ბოლო გაჩერებაზე, მოგწერ ეხლა მისამართს და ან ტაქსით წამოდი, ან ვინმე გამოუშვი მარა დროზე, მარტო ვარ და მძღოლიც კეტავს ავტობუსს. Მოგწერ-გავუთიშე ისე რომ არ დავლოდებივარ პასუხს და 20 წუთში ავტობუსის გვერდით ლექსუსის ჯიპი გაჩერდა. Ავტობუსის მძღოლმა ეჭვის თვალით გადმომხედა. -ეს არის შენი მეგობარი?- ავტობუსის მძღოლმა მკითხა. როდესაც მანქანიდან ნერსე გადმოვიდა, გულმა კინაღამ დამარტყა. -დიახ-მძღოლი ისედაც ძალიან შევაწუხე და აღარაფერი მითქვამს-დიდი მადლობა-ავტობუსიდან ჩავედი და ნერსეს მივუახლოვდი. -წამოდი, გაგიყვან. -ვაჩე სად არის? -სახლში. -ეგ გავიგე,რატომ არ მოვიდა? -მთვრალია. Ვერ წამოგიყვანდა. Ჩაჯექი-დაპროგრამირებულ რობოტს, ხელოვნურ ინტელექტს უფრო მაგონებდა. Უკან გავიხედე, ავტობუსის მძღოლი არ მიდიოდა, მიყურებდა სანამ ჩავჯდებოდი მანქანაში, მეც სხვა გზა არ მქონდა. Ნერსეს გვერდი ავუარე და მანქანაში ჩავჯექი. Ისიც მალევე მოვიდა. Გზაში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. -ხშირად სეირნობ შუა ღამეს უტელეფონოდ, უფულოდ და ნახევრად შიშველი? Ახლა ირონიის , სარკაზმის და ცინიზმის თავი არ მქონდა. Სახე დასიებული მქონდა ტირილისაგან, კიდევ კარგი სიბნელე იყო და ვერ ამჩნევდა. -მარტო თუ ცხოვრობ.. Სახლიდან რატომ გამოიქეცი?-წინადადება შუაში გაწყვიტა, თითქოს რაღაცის თქმა გადაიფიქრა. -შენ საიდან იცი რომ მე მარტო ვცხოვრობ? -ვაჩემ მითხრა. Არ მიპასუხებ? -შენ ხო არ გიყვარს გამეორება. -სად ცხოვრობ? -აი აქ სადმე გამიჩერე და ტაქსით მივალ. -მიგიყვან, სად ცხოვრობ? -არ მინდა სახლში. -აბა სად მიდიხარ? -არ ვიცი. -კარგი, ვაჩესთან წაგიყვან. -არ მინდა!-უცნაური გამომეტყველებით გადმომხედა. -მაშინ სასტუმროში დაგტოვებ. Მივხვდი,რომ ჩემ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, პანიკური შეტევა მქონდა, მაგრამ არ მინდოდა ნერსეს გაეგო. Რამოდნიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე, ვეცადე ჩემი თავი დამერწმუნებინა,რომ არაფერი საშიში არ ხდებოდა. Გული ისეთი აჩქარებული მქონდა, ამოვარდნას იყო. Ნერსე მშვიდად აგრძელებდა გზას და არაფერს ამბობდა. Მელოდებოდა,როდის დავმშვიდდებოდი. Ცოტახანში ლისის ტბასთან აღმოვჩნდით და მანქანა გააჩერა. -აქ რა გვინდა? Არაფერი უპასუხია, გადმოვიდა, მანქანის კარი გააღო და მანიშნა გადმოვსულიყავი. Გადმოვედი თუ არა მანქანა ჩაკეტა, თავისი პიჯაკი მომახურა და ტბისკენ წავიდა. Ცოტახანი ასე ვსეირნობდით, ბოლოს მივხვდი,რომ უკვე დამშვიდებული ვიყავი და გულიც აღარ მქონდა აჩქარებული. -ბოდიში.. Უხეშობისთვის. -ჩაის დალევ?-კაფე კიდევ ღია იყო, ამიტომ შევედით, ჩაი ავიღეთ და სეირნობა გავაგრძელეთ -ბიპოლარული აშლილობა- ამ ორი სიტყვის თქმა ჩემთვის თავზარდამცევი იყო-ვაჩემ არ იცის ალბათ-პანიკური შეტევებით?-ამ მომენტში საერთოდ არ დავფიქრებულვარ საიდან მიხვდა ან იცოდა. ასე ერთი ხელის მოსმით ვერ მიხვდებოდა თუ ფსიქიატრი არ იყო. რაშიც ცოტა ეჭვი მეპარებოდა. თუმცა ფაკულტეტი არც მიკითავს არც ვაჩესთვის და არც მისთვის. -შენი საქმე არ არის. -არის, როცა საფრთხე ემუქრება შენს სიცოცხლეს. -და რატო ყ*ეზე არ გკიდია ჩემი სიცოცხლე? -ნწ,ნწ. Რას გამოექეცი? Ან ვის? -შენნაირ სტერეოტიპულ ბანძ კ… ჩემ ბიძაშვილებს. Რაც დიაგნოზი დამისვეს, იმის მერე გიჟებივით მაკონტროლებენ. -მგონი ამის საბაბი აქვთ-მართალი იყო. -ეხლა კი, აქამდე არ ჰქონდათ. -რაღაც მეეჭვება ეს პირველი შემთხვევა იყოს. Სანამ ვინმეს დააბრალებ რომ სტერეოტიპულად გექცევა, დაუფიქრდი, რატომ. -რამდენი სიტყვა თქვი ერთდროულად, შენც რამე აშლილობა გექნება-არაფერი მიპასუხა. Ძალიან მაღიზიანებდა მისი მსგავსი ქცევა. -დაურეკე-ნერსემ ტელეფონი მომაწოდა-ინერვიულებენ. -ინერვიულონ. -ელა, რამდენი წლის ხარ? -თვრამეტის. -აბა 13 წლის რებელა თინეიჯერივით რატო იქცევი?-მისგან მსგავს სიტყვებს ნაღდად არ ველოდი. Ცოტა დამცირებულად ვიგრძენი თავი, მაგრამ ესეც არ იყო მთლად ტყუილი. Გამოვართვი ტელეფონი და ლაშას დავურეკე. -გისმენთ? -ლაშა, ელა ვარ. -სად ხარ?! -ელაა? Შორიდან პეტრეს ხმა გაისმა. -მეგობართან ერთად. Ამაღამ იქ დავრჩები. -ელა , დროზე მოდი სახლში. -არ მოვალ. -წამლები აქ გაქვს ელა. -თუ მაქედან წახვალთ, მივალ. -ელა, ულტიმატუმებს აქ შენ არ აყენებ! Ან დროზე მოხვალ სახლში… -ან? -მე რა გარანტია მაქვს, რომ წავალ სახლში მიხვალ? -ლოკაციას ჩაგიგდებ. Შენც ჩამიგდე. Ეხლავე წადით ორივე. Რომ დავმშვიდდები მერე ვილაპარაკებთ. -წამლები? -აქამდეც ვსვამდი, თქვენი კონტროლი მაგაში არ მჭირდება. Წადით-და გავუთიშე. -ახლა გაგიყვანო სახლში? -ჰმ.. Ჰო-მანქანაში ჩავჯექით და სახლის გზას დავადექით. Მანქანაში ისევ სიჩუმე იყო, მაგრამ უხერხული აღარ. Ბუნებრივი, ჰარმონიული. Მინდოდა,რომ უზარმაზარ საცობში მოვხვედრილიყავით და კდიევ დიდხანს მესმინა ამ ჰარმონიული სიმშვიდისთვის. Თუმცა ნერსე ძალიან ჩქარა ატარებდა მანქანას. Ალბათ ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მიმიყვანდა. -თუ გინდა გაგაცილებ სახლამდე-ამდენის თხოვნა მეუხერხულებოდა. -არა, უბრალოდ ვაჩეს არ მოუყვე. Არც ჩემ.. Ჯანმრთელობაზე და არც დღევანდეზე. -რატომ უმალავ? -ეგ უკვე ჩემი საქმეა. -კარგი. Ღამე მშვიდობის. Სადარბაზოში ჩქარი ნაბიჯებით შევედი, არ მიყვარდა სიბნელესი მარტო სიარული. , სახლის კარი ღია იყო, ალბათ ბიჭებს დარჩათ. Რომ შევედი მისარებში ვაჩე, სალომე და რატი დამხვდნენ გაქვავებული სახეებით. Მე მგონი ამას მირჩევნოდა ისევ ლაშა და პეტრე ყოფილიყვნენ. -სად იყავი?-ვაჩე წამოდგა და მკაცრი გამომეტყველებით მომიახლოვდა-სადაა ნერსე? -ნერსე რა შუაშია?-დიდი შეცდომა იყო ამ კითხვის დასმა. Მისი პიჯაკი მეცვა ჯერ კიდევ. -აბა ჩემი ძმის პიჯაკი შენთან რანაირად აღმოჩნდა? -სალომემ არ მოგიყვა? Ჩემ ბიძაშვილებს ვეჩხუბე, სახლიდან წამოვედი და მერე შენ მოგწერე მისამართი და მოკითხვა გთხოვე, მაგრამ ნერსე მოვიდა. -ეგ დარეკილი და მისამართი 3 საათის წინ მოხდა. -ცუდად ვიყავი და ჩაიზე დამპატიჟა, რა დაკითხვებს მიწყობ?-ნერსე სპიჯაკი მოვიხსენი და ხელებში შევაჩეჩე-თუ დაიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა, შენის ნებართვით დავიძინებ-საძინებელში შევედი, მაგრამ არ მომეშვა და შემომყვა. -ნენე, მეორედ ჩემ ძმასთან არ დაგინახო. -ბატონო?-გამეცინა, გულწრფელად. Რა უფლებით მიბრძანებდა ამას. -რაც გაიგე, ნერსესთან ახლოს მეორედ არ მინდა რო დაგინახო, ან გავიგო რო ერთად იყავით სადმე, გინდ ბრძანებად მიიღე, გინდ თხოვნად თუ მოთხოვნად. -და რატო? Მოგწონვარ და არ ვიცი თუ რა ხდება? -არა, მომწონხარ არა. მიყვარხარ და თან ძალიან, იცი შენ ეს. Არ მინდა,რო ჩემი ძმისნაირ ადმაიანთან იყო. -ვერ გავიგე, რას ნიშნავს შენი ძმისნაირი. -ეგ ჩემი საქმე აღარ არის რო მოგიყვე. არც შენი საქმეა. -უმიზეზოდ მთხოვ, რო საერთოდ არ გავცე ადამიანს ხმა,რომელმაც ფაქტობრივად დღეს ქუჩაში დარჩენას გადამარჩინა? კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ჩემთვის. -ნენე, მენდობი? -რა შუაშია ეგ -მენდობი თუ არა?-ვერ ვხვდებოდი ასე დაჟინებით რატომ მოიტხოვდა მისი ძმისგან თავის შორს დაჭრას. -არ ვიცი, ხო. -ხოდა თუ მენდობი, დამიჯერე,როდესაც გეუბნები,რომ ნერსესგან თავი შორს უნდა დაიჭირო-ახლოს მოვიდა, სახეზე მომკიდა ხელები, შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა-დამიჯერე, გთხოვ. Და მეორედ ესეთი სისულელე არ გაიმეორო, სად გახტი დიღმის მასივში უყვეალფროდ ამ შუა ღამეს. Შენი შიშით ვეღარ უნდა დავლიო? Რა მოხდა?-დაეჭვდა ჩემი სიჩუმით, ოდნავ უკან დაიხია და დამაკვირდა-რაზე იჩხუბეთ ასეთზე? -არაფერი, გიჟებივით მაკონტროლებენ უბრალოდ და ყელში ამომივიდა. -გინდა დაველაპარაკო? -არა. Არ მინდა. Მართლა ძაან დავიღალე, დავიძინებ რა. -კაი, წავალთ მე და რატი. Ხვალ წესიერად ამიხსენი რაზე იჩხუბეთ. Მე მივუტან ნერსეს ამ პიჯაკს-გამომართვა და ოთახიდან გავიდა. Კარი გასაღებზე ჩავკეტე, გამოვიცვალე და წამლებიც დავლიე. Ვხვდებოდი,რომ დღენვადელმა დღემ და საერთოდ ბოლო 2მა დღემ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. Არ ვიცი ეს რამ გამოიწვია, ნერსეს გამოჩენამ და მისმა კონფლიქტმა ვაჩესთან, თუ ლაშასთან და პეტრესთან ჩხუბი, მაგრამ მათთვის ბოდიში მქონდა მოსახდელი. Გადავწყვიტე ხვალ მათთან სალაპარაკოდ წავსულიყავი. Დილით სალომე აქეთ-იქით დადიოდა და ოდნავ ხმაურობდა, გაღვიძებულზე ძილის შებრუნება არ მიყვარს ამიტომ გავედი სამზარეულოში და თურმე საუზმეს აკეთებდა. -დილა მშვიდობის. -სალო, არ ხარ ვალდებული ყოველდღე საუზმე აკეთო. -ნუ პირველ დღეს მაინც შეიძლება. Ეხლა სამსახურში მეჩქარება, არ გაგაღვიძე, მეთქი ისე დავახვედრებ თქო. Საღამოს რატის გავუვლი, კინოში წავალთ, ვაჩემ თუ ნენე წამოვა, მეც წამოვალო და მიწერე აბა. Საღამომდე-გადამკოცნა და გავარდა. Რა ენერგია მისცა ღმერთმა ამ გოგოს ნეტა ვიცოდე. Ცოტა ვისაუზმე და გავემზადე, უნივერსიტეტში წავედი. Ვაჩეს მოწერილები დამხვდა ტელეფონზე, გზაში ვნახე. ,,გამოგივლი და ერთად გავიდეთ უნივერსიტეტში’’. Მაგრამ გუშინედლის მერე მასთან ლაპარაი საერთოდ არ მინდოდა. Არაფერს მიყვებოდა, მხოლოდ ბრძანებებს იძლევა, ვერ ვხვდები მეგობრები ვართ თუ შეყვარებულები საერთოდ ამდენის უფლებას რომ აძლევს თავის თავს. Ერთი სიტყვით, არ ვაპირებდი დღეს მის ნახვას, მეტიც არც მესიჯებზე პასუხს. Საბედნიეროდ დღეს არ გვქონდა საერთო ლექციები, ამიტომ მშვიდად შევედი აუდიტორიაში. Ლექტორიც მალევე მოვიდა. Ისეთი მოსაწყენი ლექცია იყო, კოგნიტური ფსიქოლოგიის, რომ ლამის ჩამეძინა. Ამ დროს, შუა ლექცია მიდის და აუდიტორიაში ვაჩე შემოდის და გვერდით მიჯდება. -რატო არ მპასუხობ მესიჯებზე?-ყურში ჩამჩურჩულა. -ლექციას ვუსმენ, მერე ვერ დავილაპარაკებდით? -მერე სახლში წახვიდოდი და იქ ხო არ დაგადგებოდი. Ადექი, გარეთ ვილაპრაკოთ. -ლექციის მოსმენა მინდა. -ლექტორს ვთხოვ და გამოგიშვებს-მართლა იყო ამის გამკეთებელი, ამიტომ ავდექი და გარეთ გავედი, თუმცა არ დაველოდე, არ ვაპირებდი მასთან ლაპარაკს. Მაინც გამომყვა და წინ გადამიდგა. -ამიხსნი რა გეწყინა? -არა. Გამატარე რა. -ელა-ისევ გამაჩერა-ნერსეზე რაც გითხარი, თუ იმაზე ხარ გაბრაზებული, ეს არ განიხილება. Თუ ჩემი ხათრი ოდნავ მაინც გაქ, მაქსიმალურად შორს დაიჭერ მისგან თავს, რაც არ უნდა გააკეთოს, როგორც არ უნდა გეკონტაქტოს. -არ მეკონტაქტება საერთოდ. -ხოდა მშვენიერი. -შემეშვი ვაჩე რა-გვერდი ავუარე და გზა გავაგრძელე. -ვერ გავიგე რა გჭირს? -არაფერს მიყვები, არც შენს ოჯოახზე, არც ურთიერთობაზე ძმასთან, მხოლოდ ბრძანებებს იძლევი, მე რატომღაც ვალდებული ვარ ყველაფერი მოგიყვე, ჩემს ოჯახზეც, ბიძაშვილებზეც. Ეს არ არის მეგობრობა, დესპოტიზმს უფრო ჰგავს შენსას. -შენ რა ეხლა დესპოტი მიწოდე?-მკლავზე მომკიდა ხელი და გამაჩერა. -ვაჩე დავიღალე. Გეხვეწები შემეშვი რა. -ნუ მახვეწნინებ, არ მიყვარს-ამით ძალიან ჰგავდა ძმას. -როდესაც გახვეწნინებენ ან რაიმეს ორჯერ გამეორებინებენ?-თავისთავად წამომცდა, უცბად გამახსენდა ნერსესგან. -კი. Არ მიყვარს. -ხოდა ნუ გაიხდი საქმეს სახვეწრად. -ნენე, მე და ნერსეს ურთიერთობა არი… ძალიან რთული საკითხი ჩემთვის. Ეხლა არ შემილია შენთვის ამის მოყოლა. Არ დამაძალო. Გთხოვ. Აუცილებლად მოიყვები, მაგრამ ეხლა არა. Უბრალოდ მინდა რო ნერსესგან თავი შორს დაიჭირო და ამას ჩემთვის არ გეუბნები. -კარგი, გამატარე მეჩქარება, საქმე მაქვს. -რა საქმე , მე გაგიყვან. -არ მინდა-ვაჩეს ხასიათი ცოტა ფეთქებადი ჰქონდა, ამიტომ მიკვირდა ახლა რო არ ყვიროდა და ბრაზდებოდა, მაგრამ აშკარად ცოტა აკლდა და გასკდებოდა სიბრაზისაგან. Ამიტომ ისევ სვლა გავაგრძელე და ავტობუსი დავინახე თუ არა ავედი. Მეც არანაკლებ გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი მასზე. Სახლში წასვლის ნაცვლად გადავწყვიტე ბიძაჩემთან ავსულიყავი და ლაშა და პეტრეს დავლაპარაკებოდი. Სახლში ბიცოლაჩემი ნინო დამხვდა. -შემო ელა, როგორ მოგვანატრე თავი-გადამეხვია და შიგნით შემიყვანა. Ნინოს ყოველთვის ძალიან ვუყვარდი, მამას გარდაცვალების შემდეგ გვერდში ძალიან ამოგვიდგა, ხშირად ვრჩებოდი მასთან-როგორ გამხდარხარ საერთოდ არ ჭამ როგორც ჩანს-ცოტა ნანაზე ბრაზდებოდა ხოლმე ამდნი ხნით რომ მტოვებდა და წაკბენებიც ახასიათებდა-სულ არა გაქვს საჭმელი ხო? Მოგიკვდა ბიცოლა, მოდი დაჯექი გაჭამო წესიერად. Გინდა დარჩი ბიცო დღეს აქ? -შეილება დავრჩე. Შეგილია ბიჭებს დაურეკო რომ მოვიდნენ? -კი, კი მივწერ პეტრეს და ლაშა ხო მოვა ისედაც. Მომიყევი როგორ ხარ? -რავი, ვარ რა. Გუშინ ცოტა ვიჩხუბეთ და ლაპარაკი მინდოდა. -ნწ, რას ქვია იჩხუბეთ არ გადამრიოა ელე, რა დროის თქვენი ჩხუბია. -აუ ნინო შემჭამეს, ყველანაირად მაკონტროლებენ. -აბა როგორ გინდა ელე? Დასავით უყვარხარ ორივეს, მაგის გამო როგორ უნდა ეჩხუბო კარგი რა. Არ გრცხვენია ბიცო?-ზოგადად სულ ჩემ მხარეს იდგა ხოლმე, მაგრამ ახლა არა. Ცოტა მეუცნაურა კიდეც. -უთხარი შენ რა რო ცოტა დამანებონ თავი, თავისუფლება მომცენ თორ ეამომხდა სული. Ჩემ მეგობრებს ვერ ვნაულობ მაგათი შიშით საღამოს. -აბა მითხარი ეხლა, გაიჩინე შეყვარებული უნივერსიტეტში? -ჯერ არა. -ჯერ არა ანუ ვიღაცა მოგწონს ხოო-ორ წამში გაშალა მთელი სუფრა და მომიჯდა კაი ჭორიკანა დაქალივით. -არა, ერთ ბიჭთან დავმეგობრდი, მაგრამ არაფერი ისეთი. Სულ რაღაცეებს მიმალავს და მატყუებს. -მოწონხარ მაგასაც? -მე არ მომწონს. Თვითონ არ ვიცი. -რატო გიმალავს აბა რაღაცეებს? -მე რავიცი ნინო წარმოიდგინე, თავისი ძმა დამიმალა. -უი არაა მაგი კაი საქმე, რატო ცუდი ძმა ჰყავს? -კაკრას პირიქით, ნორმალური, სიმპატიური, გაწონასწორებული. -ა , მაგი მოგწონს შენ ხო?-მოკლედ ჩამაცივდა სანამ ყველაფერი არ დამტყუა, ვიცოდი, მერე ბიჭებს მოუყვებოდა, მაგრმა ასე მირჩევნოდა, ვიდრე პირდაპირ მაგათთვის მომეყოლა ყველაფერი. Ამასობაში კარი გაიღო და შიგნით ლაშა შემოვიდა. -ნინო, ნინო!-სამზარეულოში შემოვიდა-ოჰ, შენ აქ რა გინდა?-თავისთავად გაუკვირდა ჩემი ნახვა, მითუემეტეს გუშინდელის შემდგომ. -ბიცოლა მომენატრა. -დაჯექი დედა ჭამე შენც, მე მაღაზიაში ჩავალ პური დამავიწყდა დამებარებინა შენთვის თან ნინელის უნდა გამოვართვა რაღაცა აქ ჩემი-თეფში დაუდო მაგიდაზე და გავარდა. Მოკლედ ცეცხლი ბიცოლა მყავს, ეტყობა რო გურულია. -აუ ლაშა-ლეკვის თვალებით მივაჩერდი. -რა გინდა-შემომიღრინა და წინ დამიჯდა. -ხო იცი რო ზოგჯერ ზედმეტები მომდის და ვფეთქდები ხოლმე, მითუმეტეს როცა ესე მაწვებით. -მაწვებით? Შენ როდიდან ლაპარკაობ ეგეთი სიტყვებით? -ხო კაი როცა მიტევთ ესე. Სალომესთან ერთად ვცხოვრობ, მარტო არ ვარ. -სალომემ არ იცის შენ დიაგნოზზე, არც ის იცის, რო დალევა არ შეიძლება, არც ის იცის,როგორი მნიშვნელოვანია სიმშვიდე, სტაბილური გარემო და რუტინა შენთვის. -ხო ნუ არ იცის, მარა არ მიშლის ხელს არაფერში. -ელა თუ ისევ შენის მტკიცებას აპირებ რატო მოხვედი? Აგიხსენი უკვე რატომაც არ მინდა რო მარტო იყო სანამ ნანა ჩამოვა. Მე კი ვიცი შენ რატომაც არ გინდა რო მე ვიყო მანდ. Სვამ სავარაუდოდ ღამღამობით გემრიელად, ალბათ სახლშიც არ მოდიხარ რჩები სადმე. Და ეხლა არც დაიწყო ტყუილები. Როგორც გინდა ისე მოიქეცი, პროსტა მერე ჩემთან დახმარების სათხოვნელად, წუწუნით და ბოდიშებით ნუ მოხვალ. Ჭამე და თავისუფალი ხარ. -კაი ლაშა, რა გჭირს. -რა მჭირს? Არ ვაპირებ ყოველდღე იმაზე დარდს სად ხარ, სვამ თუ არა, ან კარგად ხარ თუ არა როცა შენთითონ გკიდია ეგ ყოველივე. -არ . -არ გეტყობა. Რო არ გეკიდოს სალომეს ეტყოდი ყველაფერს. Რატო არ უყვები? Რა არი დასამალი? Რევმატიზმი რო გქონდეს ხო ეტყოდი? Ან ანემია. -არაა სალომე ისეთი რო გაიგოს. -ხოდა მითუმეტეს არ გჭირება რო მანდ იცხოვროს. Კაი შემეშვი , მაინც არ მისმენ. -აუ ნუ იქცევი ეგრე. -როგორც შენ იქცევი, ზუსტად ეგრე ვიქცევი მეც. შენი აზრი. -არაა ეგ აზრზე. Კაი დღეს აქ დავრჩები და მერე 5 დღეში ნანაც ჩამოვა. -არ მინდა. Სადაც გინდა იქ დარჩი, ზრდასრული ადამიანი ხარ. -კაი ეგრე თუ უნდა მელაპარაკო წავალ-ამ დროს კარი გაიღო და პეტრეც მოვიდა, სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა სამზარეულოში და კართან გაჩერდა-როგორ მოხდა შენი ფეხით მოხვედი? -აუ შენც თუ ეგრე უნდა მელაპარკაო წავალ. -დაჯექი-დამსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა. -დაანებე რა პეტრე თავი, გაუშვი, სადაც უნდა იქ წავიდეს. -შენ ჩაყლაპე ეგ შენი ბოღმა თუ შეილება ეხლა-პეტრემ შეუღრინა და გააჩუმა-სად იყავი გუშინ?-მკაცრი ხმით მკითხა. Პეტრეს რეაქცია ბევრად განსხვავებოდა ლაშასგან, რადგან ის თვითონ მამა იყო და უფრო განიცდიდა ჩემს ამბავს, როცა ხვდებოდა,რომ მის შვილს იგივე გაეკეთებინა გადაირეოდა ნერვიულობისგან. -მეგობრებთან. -დალიე? -არა. -ნუ რას გავიგებ დალიე თუ არა პრინციპში. Მოკლედ ეს ერთი კვირა აქ რჩები. Ის სალომე დარჩეს შენთან სახლში, გინდა დილაობითაც იქ იყავი, ღამე აქ მოხვალ. -შანსი არაა-ეგრევე გავაპროტესტე, მაგრამ ამჯერად სიმშვიდე მაინც შევინარჩუნე. -ბატონო? Ოქეი, ეხლა დავურეკავთ ერთად ნანას და შენით მოუყვები გუშინდელს. Როგორ მოეწონება რო ღამის 4 საათამდე სადღაც დაბოდიალობ გაურკვეველ მეგობრებთან ერთად. Ეგრევე ჩამოვა აქ. Ნერვები მეშლებოდა, ვღიზიანდებოდი, ვგრძნობდი,რომ ცოტაც და ისევ ავფეთქდებოდი. -კარგი, ჯანდაბას დარჩეს ლაშა ხოლმე ჩემთან. -არა, ეგ უკვე აღარ მაინტერესებს. Აქ დარჩები. -კაი პეტრე გეყოს-ლაშამ შეაწყვეტინა-მე დავრჩები. -არც შენ გენდობი, რო წახვალ საღამოობით ხოლმე, კაცმა იცის ეს რას იზამს. -არსად არ წავალ ეს 1 კვირა. -ოღონდ მეგობრებთან როცა მინდა მაშინ გავალ. -როცა არა, ღამის 4 საათზე ნამდვილად არსად არ გახვალ. -მაგასაც ვნახავთ. -ელა, შენ ეხლა ეს შეჯიბრი გგონია?-ისევ პეტრემ გაგვაწყვეტინა-საერთოდ უვლი შენ თავს? Გახსოვს რა გითხრა ექიმმა? Რუტინა, ძილი, ჯანსაღი კვება, არანაირი ალკოჰოლი, სტაბილური გარემო. Ეს არაა კონტროლი, ეს არი ზრუნვა შენს თავზე. -არ მჭირდება ასჯერ გამეორება. Ვზრუნავ! -ხო არ გეტყობა. -კარგი , მარა დღეს აქ ვრჩები. -როგორც გინდა-პეტრე ძლივს დამშვიდდა და საზურგეს მიეყუდა-მეც დავურეკავ თიკას და ცოტა გვიანობამდე ვიქნები. Რაღაცეებს გამოვიძახებ. Დედა მაინც საგურამოში ავა ეხლა მამასთან. -აუ არ მოვა გია? -არა. Ამასობაში ნინოც ამოვიდა ქოთქოთით. -ბიცო, ეხლა მე შენ გაგიმზადებ ლოგინს, პირსახოცს მოგცემ, ტანსაცმელსას, მოწესრიგდი რაღაცა და დაისვენე ფერი არ გადევს. Წამლები დალიე იცოდე, არ გამაგიჟო, ბიჭებს ვუთოვებ ეხა შენ თავს გია მელოდება მშიერია იქა. Რას არ ჩამოვიდა, ვუთხარი ბავშვი მოვიდა თქო, მარა გავუვლი ამ დღეებში მიხედავენ ლაშა და პეტრეო. Ხოდა არ გეწყინოს ბიცო შენ ხო იცი ეგ როგორია , სვამს ეხლა ალბათ ეგ იქ. Ჩავიდე, მივასიკვდილო. -კაი მადლობა ნინო დიდი. -გენაცვალოს ბიცოლა, ყოველდღე მოდი და დარჩი, მეგობრებიც მოიყვანე, არაფერში შეგზღუდავთ. -ვიციი. -აბა თქვენ იცით-ნინოც მალევე წავიდა. Ბიჭებმა პიცა და ხაჭაპურები გამოიძახეს, პეტრემ თავის ცოლს დაურეკა და ისიც მოვიდოდა ცოტახანში. Ეგრევე დააღეს ფანჯრები და მოწევას შეუდგნენ. -გაიცანი ვინმე უნივერსიტეტში?-დაიწყო უაზრო შეკითხვები პეტრემ. Ამასობაში თიკაც მოვიდა და უმცირესობაში აღარ ვიყავი. თიკა პეტრეს ცოლია. Თიკასთან კარიგ ურთიერთობა მქონდა, ზოგჯერ ბავშვსაც მიტოვებდა, სანამ ჩემს აშლილობაზე არ გაიგო. Იმის მერე იმდენად აღარ მენდობოდა. Რას ვიზამთ, სტიგმა საკმაოდ ძლიერია. Როგორც ჩანს ზოგჯერ ნათესაურ კავშირებზეც კი. -შეჭამეთ ხო საწყალი ბავშვი-პეტრეს მიუჯდა გვერდით და ჩაეხუტა. -იქით შეგვჭამს თიკა ეს, არ იცნობდე მაინც-პეტრემაც ხელი გადახვია და აკოცა. Ამ დროს სალომემ დამირეკა, დამავიწყდა მეთქვა, რო დღეს სახლში არ მივიდოდი, სამზარუელოში გავედი, რომ მეპასუხა. -სად ხარ?-უკან ხმაური ისმოდა, აშკრად თვითონაც არ იყო სახლში. -ჩემ ბიძაშვილებთან, შენ? -ვაჩესთან, ცუდად არის და მოდი რა. -რატოა ცუდად? -იჩხუბა, მოდი და მოგიყვები რა გთხოვ. -კარგი, გამოვდივარ-ახლა რა ჯანდაბა უნდა მომეფიქრებინა ამათთან, ხოდა გავედი ოთახში-სალომეს გარდაეცვალა ბებია-ძალიან შოკირებული სახით ვუთხარი, იმიტომ,რომ მეთითონ გამიკვირდა მსგავსი ტყუილის მოფიქრება. -უი, რას ამბობ, რა დაემართა? -ინსულტი. უნდა წავიდე ძაან ცუდად არის. -მოიცა მე გაგიყვან-პეტრე წამოდგა, მაგრამ ეგრევე გავაჩერე. -არა, დალიე შენ ეხლა-ლუდზე მივუთითე-ჩემით წავალ, ტაქსს გამოვიძახებ. იქ დავრჩები ამაღამ სავარაუდოდ და ხვალ წამოვალ. არ ვიცი როგორ გამომივიდა, მაგრამ მოვახერხე, სირბილით მივედი გაჩერებამდე, მთელი გზა გული მისკდებოდა რომ ვფიქრობდი ვაჩეს და ნერსეს ჩხუბზე. წარმოდგენაც არ მინდოდა რა დამართეს ერთმანეთს, თან რის გამო? ძმები არიან. რა ვერ გაიყეს ამდენი ხანი? როგორც იქნა მივაღწიე ვაჩეს სახლს, ეზოში ჩვეულებრივი ჟრიამული იყო, ფართი გრძლედებოდა, ისე ვითომც არაფერი. ხოდა შევედი თუ არა სახლში, სამზარეულოში დავინახე სახეზე დასისხლიანებული ვაჩე და ნერსე, ნერსე ხელსახოცით იმშრალებდა სისხლს და ვაჩეს ყველა თავზე ეხვია. ჩანთა სავარძელზე ვისროლე და გაბრაზბეულმა შევაბიჯე სამზარეულოში. ეგრევე ყველამ გამოიხედა, მართლა სპილოსათვის მივაბიჯებდი. -თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ? ან ერთი ან მეორე-ძალიან გაბრაზებული ვიყავი-რას გავხართ?-ვაჩესთან მივედი-რა ხდება ამიხსნი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.