სიყვარულს არ უნდა სიტყვების გამოთქმა...
სიყვარულს არ უნდა სიტყვების გამოთქმა, სიყვარულს არ შვენის ტირილი და მოთქმა და მან თუ ჩაგავლო თავისი ეშვები ვერც იგრძნობ,რომ დარდის მორევში ეშვები... სიყვარულს მოუწევს მრავალი გამოცდა, მოთმენაც იქნება ამ გრძნობის გამოც და სიყვარულს არ უყვარს უიღბლო წარსული იქ რჩები,ვერც ხვდები,რომ დროა გასული... სიყვარულს ყოველთვის ცრემლებიც ერია ზოგს მისი არ სჯერა,ასეთიც ბევრია. და როცა ღალატი ცამდეა ასული, ვხვდები,რომ მისგან არვინაა დაცული... სიყვარულს არ უნდა სიტყვების გამოთქმა ის ჩვენში არსებობს,არ უნდა გამოთქვა სიყვარულს თან მოსდევს ტირილი მთვარესთან, როცა კვლავ ეულად დარჩები ღამესთან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.