შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმარი გამოძახებით ( სრულად )


11-12-2023, 21:25
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 8 987

- არსად არ წამოვალ, ვერ მაიძულებთ, -მტკიცედ განვაცხადე, ხელები მკერდთან გადავიჯვარედინენე და პატარა ჯიუტი ბავშვივით ავაბაკუნე ფეხები.
- ამას მგონი დაავიწყდა რომ ბავშვი აღარ არის და მოხუცი შინაბერაა, -ჩემმა უმცროსმა ძმამ ირონიული მზერით შემათვალიერა და ჩვენს პატარა დაიკოს რომელიც ახლახანს გახდა თორმეტი წლის სასაცილოდ ამოჩაჩული ირმებიანი ნაქსოვი ჯემპრი გაუსწორა.
- როდის აქეთია ოცდაშვიდი წელი სიბერედ ითვლება, ან შენ ვინ გკითხავს გავთხოვდები თუ არა, ბოლოს და ბოლოს შენზე უფროსი ვარ და პატივი მეცი, -განრისხებულმა დავუბრიალე თვალები მაგრამ მაგ მუტრუკის შეშინება არცთუ ისე იოლი გახლდათ.
- სულ რაღაც ორი წლით ხარ ჩემზე უფროსი და ნუ გადამატანე ზედ მაგ ორ წელს, -უდარდელად მითხრა და დედ მამას მიუბრუნდა რომლებიც გაღიმებულები უსმენდნენ ჩვენს კამათს.
- წელს ჩემი მაკოც მოდის ჩვენთან ერთად.
- წამოვიდეს მერე, უფრო ახლოს გავიცნობთ, -დედაჩემმა გახარებულმა მოიფშვნიტა ხელები და მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა, ალბათ ერთი სული ჰქონდა მომავალ სარძლოს როდის დაიმარტოხელებდა და როდის გამოკითხავდა ძირისძირობამდე ყველაფერს, აბა ხომ უნდა გაერკვია თავის ბუნჩულა და ხელისგულზე ნაზარდ ვაჟკაცს კარგ ბედში აგდებდა თუ არა და რამეს ხომ არ გაუჭირვებდა მომავალი მეუღლე.
- საწყალი გოგო, -წინასწარ უთანაგრძნო მაკოს მამაჩემმა, მაგრამ დედამ ისე შეუბღვირა და ისე ძრწოლვისმომგვრელად აუწია წარბი მაშინვე გაჩუმდა, მამა რომ გააჩუმა დედა მე მომიბრუნდა.
- უნდა წამოხვიდე სვანეთში მარტა, წელიწადში ერთხელ თუ ვახერხებთ ასე ერთად წასვლას და შენ ყოველთვის გვაკლიხარ, არ შეგიძლია რომ ერთხელ მაინც მოიქცე ნორმალური ადამიანივით?
- წესით აქამდე უნდა მიმხვდარიყავით იმას რომ არ ვარ ნორმალური, -ისე ბოროტულად გავიცინე მულტფილმებში რომ იცინიან ხოლმე ცუდი ძიები და აწკრიალებულ ტელეფონს დავწვდი.
- გისმენ რეზიკო, -გაგულისებულმა ჩავყვირე, -რეზიკო ცუდი ამბის მომასწავებელი ყორანივით იყო, კარგი საქმისთვისაც რომ დაერეკა ბოლოში აუცილებლად მოაყოლებდა მინიმუმ ერთ ცუდ ამბავს.
- მარტა ჩემო ლამაზო როგორ ხარ, -ისე დაიტკბო ხმა აშკარა იყო რაღაცის თხოვნა უნდოდა ნეტავ ახლა რა ჩაიდინა ამ უდღეურმა
- რა გინდა, -უხეშად მივახალე თუმცა არ შეიმჩნია.
- ოცდათერთმეტში უნდა შემცვალო, -მომახალა პირდაპირ.
- კარგი ერთი, -ჩამეცინა უგემურად.
- ძალიან გთხოვ რა, სიდედრმა აიჩემა ბაკურიანში უნდა წავიდეთ ყველა ერთადო, გეფიცები რომ გამოვაკლდე იმდენს იზამს ცოლთან გამყრის და ბავშვებსაც აღარ მაჩვენებენ.
- კი მაგრამ მე რა შუაში ვარ, სხვა ვერავინ ნახე?
- სხვა ვინ უნდა მენახა, ჩვენს დეპატრამენტში მარტო შენ ხარ გაუთხოვარი, -ისე გაიკვირვა თითქოს ისეთ ჭეშმარიტებას ღაღადებდა რომელზეც აუცილებლად უნდა მქონოდა წარმოდგენა.
- ჩემი გათხოვება-არგათხოვება რა შუაშია ოცდათერთმეტში მუშაობასთან, -ჩავეკითხე დასაზუსტებლად თუმცა უკვე ვიცოდი რასაც მიპასუხებდა.
- სხვას ვერავის ვთხოვდი, ზოგს ცოლი ყავს, ზოგს ქმარი, ზოგს შვილი, შენ კიდევ გასათხოვარი ხარ...
გამწარებულმა გავუთიშე ტელეფონი და მთელი ხმით ვიკივლე, ყველამ ერთდროულად აიფარეს ყურებზე ხელები, ‘’გასათხოვარი’’ ჯერ სიტყვა როგორი საძაგელია და მერე ვერ ვხვდები ავტომატურად რატომ ნიშნავს უსაქმურობას და მოცლილობას.
- მეტის ღირსი ხარ, -ნიშნისმოგებით ჩაიბუზღუნა დედაჩემმა, დარწმუნებული ვიყავი მშვენივრად ესმოდათ რასაც მეუბნებოდა რეზიკო.
- რა გინდათ რას გადამეკიდეთ, -საცოდავად ამოვიკნავლე და სავარძელში ღონემიხდილი ჩავესვენე, -რატომ ვარ მეტის ღირსი?
- როდემდე უნდა იარო ასე მარტოხელამ, ოცდაშვიდი წლის ხარ უკვე, დრო აღარ მოვიდა რომ ოჯახი შექმნა? ამხელა ქალი ხარ და შეყვარებულიც კი არ გყოლია ჯერ, არადა ტანი შენ არ გაკლია და ფეხი მარა რად გინდა, ისე აფრთხობ თაყვანისმცემლებს გამარჯობასაც აღარ გეუბნებიან, შენ თუ გიყურე დარჩები მთელი ცხოვრება ასე, ამიტომაც გადაწყვეტილია, შენც ჩვენთან ერთად მოდიხარ, თანაც იცი ჩვენს გვერდით ვინ იქირავა კოტეჯი?
- ვინ? ასეთი ვინ არის რომ თვალები გიბრწყინავს.
- ვინ არის და მანანა, მისი ჯაბაც იქ იქნება, თურმე სულ შენ გკითხულობს.
- დედაჩემის დაქალი მანანა და მისი დედისერთა დედიკოს ბიჭი ჯაბუნა რომ გამახსენდა და მისი უცნაურად ამღვრეული მზერა და მუდამ სველი ფუმფულა ტუჩები რომ წარმოვიდგინე უსიამოვნოდ გამცრა სხეულში, ვის ჰქონდა მაგის უნიათო ფლირტის ატანის ნერვები, ინსტიქტურად დავწვდი ტელეფონს.
- რეზი ვიმუშავებ ოცდათერთმეტში შენს მაგივრად, -ჩავძახე და ნიშნისმოგებით გავუღიმე დედაჩემს.
- არაფერი არ გეშველება შენ, -ხელი ჩაიქნია დედაჩემმა და ლამის ძალით გაათრია მამა ოთახიდან, ბარგის ჩალაგებაში მომეხმარეო, საწყალი კაცი თან დედას მისდევდა უკან მორჩილი ბოჩოლასავით და თან ცალი თვალით იძულებით მიტოვებულ მატჩს უყურებდა.
- წამოდი ციცქნა ჩვენც ჩავალაგოთ ბარგი, -მუტრუკმა ძმამ ჩემი პატარა დაიკო აიტაცა ხელში და ოთახიდან გაიყვანა, სულ მარტო დავრჩი, მაცივრიდან ლუდის ქილა გამოვიღე, ტელევიზორს ავუწიე და მოხერხებულად მოვკალათდი.
- მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს არავინ არ მჭირდება, -ხმამაღლა ვთქვი და გაღიმებულმა მოვსვი ლუდი, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს საკუთარ თავს ვიმხნევებდი და სინამდვილეში სულაც არ ვიყავი ბედნიერი მაგრამ მე რისი მარტა ვიყავი რომ შინაგანი ხმისთვის დამეგდო ყური...
-
- ოჰ რეზი, რეზი, ისევ შეგაცოდა თავი? -ჩემი საუკეთესო მეგობარი თეკუნა ჩამომიჯდა წინ და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- რეზი არაფერ შუაშია უბრალოდ დედაჩემი მიმათრევდა ძალით სვანეთში, მგონი ჯერ კიდევ აქვს იმედი რომ ჯაბას ისე შევხედავ როგორც კაცს და ჩემს მომავალ მეორე ნახევარს, -უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და კომპიუტერს მივუბრუნდი, მალე უნდა დამესრულებინა ყველაფერი რომ სახლში დროზე მივსულიყავი, ჩემდა უნებურად ამოვიოხრე როცა ცივი, ცარიელი და ჩაბნელებული სახლი გამახსენდა, ახლა რატომღაც აღარ მეჩვენებოდა მიმზიდველად ახალი წლის მარდოდმარტო შეხვედრა, იმედიანად ავხედე თიკუნას.
- დღეს ჩემთან დარჩი რა.
- აუუ ვერააა, -ისე გაწელა მივხვდი რომ ხვეწნას აზრი არ ჰქონდა.
- რა ხდება? რამე სერიოზულია? -მაინც ვკითხე ყოველი შემთხვევისთვის.
- მგონი დღეს დათომ ხელი უნდა მთხოვოს, -საყვარლად გაიკრიჭა და თვალები მინაბა, -მარიმ გამიმხილა სიურპრიზს გიწყობსო თან დამაფიცა არ უთხრაო, ჰოდა თუ ხელი მთხოვა გაზაფხულზე ქორწილსაც დავგეგმავთ და ეგ იქნება, დავისვენებთ ყველა.
- ვინ ყველა.
- მეც დათუნაც და ჩემი და იმის ოჯახის წევრებიც, უკვე რამდენი ხანია როდის თხოვდების მეტი არაფერი გამიგია ჩემებისგან და დამშვიდდებიან ახლა.
- რაღაც ვერ გავიგე, მაგათთვის თხოვდები თუ შენთვის?
- ჩემთვის, მარტა ჩემთვის, დათუნა მიყვარს, პატარებიც აღარ ვართ, ბავშვიც მინდა, სულ რაღაც ორიოდე წლის შემდეგ ახალ წელს ჩემს პატარა ოჯახთან ერთად შევხვდები ხოლმე..

ათი საათი იქნებოდა სამსახურიდან რომ გამოვედი, გული უცნაურად მქონდა დამძიმებული, თითქოს რაღაც მაკლდა ოღონდ ვერ ვხვდებოდი რა, ან ვხვდებოდი და ჯიუტად ვარიდებდი თავს ამაზე ფიქრს, ნაქსოვი კაშნი საგულდაგულოდ შემოვიხვიე ყელზე და ქუჩაში გავაბიჯე, დეკემბრისთვის უჩვეულოდ თბილოდა თბილისში, თოვლზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი, გაჩერებაზე დავდექი და პირველივე ავტობუსში ჩავჯექი, ნომრისთვის არც შემიხედავს, რა მნიშვნელობა ჰქონდა მაინც ყველა ჩემი სახლისკენ მიდიოდა, თავისუფალი ადგილი მოვძებნე, დავჯექი და თვალები დავხუჭე, ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა, თეკო რეკავდა.
- მარტა ხომ არ მიბრაზდები დღეს მარტო რომ დაგტოვე? -ისეთი ხმა ჰქონდა წამსვე მომილბა გული.
- არ გიბრაზდები, მაგაზე ნუ ფიქრობ ეცადე კარგად გაერთო.
- არ მინდა ეს ახალი წელი მარტომ გაატარო ჰოდა რაღაც მოვიფიქრე სპეციალურად შენთვის.
- ჰოო?
- ჰო, ლინკს გიგზავნი და ნახე აუცილებლად, -ეშმაკურად ჩაიხითხითა და გათიშა, დაინტერესებულმა გავხსენი მისი გამოგზავნილი ბმული და თვალები შუბლზე ამივიდა გაკვირვებისგან...
- ქმარი გამოძახებით -
პირველივე გვერდზე დიდი ბრჭყვიალა წარწერა დამხვდა, თავიდან გავბრაზდი მაგრამ მერე ცნობისმოყვარეობამ თავისი ჰქნა, საიტი ქმრის რამდენიმე საათით ან სულაც რამდენიმე დღით გამოძახებას თავაზობდა დაინტერესებულ მარტოხელა ქალბატონებს, შეგეძლო აგერჩია მამაკაცი, ზომის, წონის და გარეგნობის მიხედვით, მერე შეგეძლო მითითება თუ რას მოითხოვდი მისგან, მაგ: საღამოს უნდა მოსულიყო და სახლში პური და ხილი უნდა მოეტანა, შემოსვლისას აუცილებლად უნდა გაეხადა ფეხზე, მოვედი ძვირფასოო დაეძახა, მერე შუბლზე უნდა ეკოცნა დროებითი ცოლისთვის, საჭმელი ერთად უნდა მოემზადებინათ, ფილმი ენახათ ან დაელიათ, სურვილის შემთხვევაში სერვისში სექსუალური ხასიათის ელემენტების დამატებაც შეიძლებოდა მაგრამ ამ შემთხვევაში ფასი იზრდებოდა.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ საიტი საქართველოში ასე სანატრელ ბედნიერი ცოლქმრული თანაცხოვრების ილუზიას ჰყიდდა, გაოგნებული გადავედი ფოტოების გალერეაში და კიდევ უფრო მეტად გავოგნდი, პირი დავაღე და ნერწყვი მომადგა, ასეთი კაცები მართლა თუ არსებობდნენ წარმოდგენაც კი არ მქონდა, სუფთად გაპარსულები, დაკუნთულები, სხეულზე თმის ნასახიც კი არ ჰქონდათ, ახოვნები, მომხიბვლელი მაცდური ღიმილით, ნახევრად შიშვლები, ან თითქმის გახდილები, პირსახოც შემოხვეულები, მოტკეცილი ტრუსებით საიდანაც მადისაღმძვრელად ჩანდა...
ზედ ჩემს თავთან რომ ჩაიფხუკუნა ვიღაცამ მაშინღა მოვაშორე თვალი ეკრანს და გაბრუებულმა ავხედე, თავზე ოციოდე წლის ბიჭი მადგა და მთელი ძალით ცდილობდა სიცილის შეკავებას...

ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი ავტობუსიდან, რომ არ ჩამოვსულიყავი ალბათ მგზავრები ძალით ჩამომაგდებდნენ, მე და ის ახალგაზრდა ბოლო ხმაზე ვხარხარებდით, კარგად ვიხალისეთ, ბოლოს უკვე ერთად ვარჩევდით გამოსაძახებლად შესაფერის კანდიდატს, ჩამოვედი თუ არა ავტობუსიდან ისიც უკან მომყვა.
- მოიცადე საიტის ჩანიშვნა დამავიწყდა, -უკან გამომეკიდა და შემაჩერა.
- მგონი არასწორად გაიგე, ამ საიტიდან ცოლების გამოძახება არ ხდება, -უკმაყოფილოდ შევუბღვირე ბედნიერად მომღიმარს.
- რა გჭირს ეე, -ხელები ფართოდ გაშალა და შემომცინა, -ცოტა ხნის წინ რა კარგად ვხალისობდით, ახლა რა დაგემართა, ჩამაწერინე რა.
- კი მაგრამ რად გინდა?
- ეგ მე ვიცი, ერთ მუდოს სიურპრიზი უნდა გავუკეთო, -თვალი ჩამიკრა და ტელეფონი უკითხავად ამართვა ხელიდან, ორ წუთში დამიბრუნა უკან, -სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ბედნიერ ახალ წელს გისურვებ, -მომაძახა და ზურგი მაქცია, სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას.
- რა ყველა არანორმალურს მე უნდა გადავეყარო, -ჩავიბურტყუნე და იქვე მოედანზე მდგარ უზარმაზარ, ათასფრად განათებულ ნაძვისხეს შევხედე ამრეზილმა, მომინდომეს აქ ახალი წელი, ზეიმი და აღნიშვნა, რა მეზეიმება, სულ მარტო ვარ...
სახლთან ახლოს მდებარე მარკეტში რამდენიმე დღის სამყოფი პროდუქტი ვიყიდე, გულითადად მომღიმარ გამყიდველს ბედნიერი ახალი წელი ვუსურვე და ქუჩაში რომ გამოვედი გაოცებისგან რაღაც არაბუნებრივი ხმა აღმომხდა, რაღაც ბღავილსა და ხავილს შორის საშუალო, თოვდა, თოვდა ისე როგორც ალბათ არასდროს არ უთოვია თბილისში, უზარმაზარი მსხვილი ფიფქები ცვიოდა.
- იქნებ ახლა მაინც დადოს, -ჩავილაპარაკე გაბადრულმა.
- არ დადებს, ტყუილად ნუ გიხარია მალე გადაიღებს, -საიდანღაც უხმაუროდ გამოჩენილმა მოხუცმა ქალბატონმა ავისმომასწავებლად დამჩხავლა და ძველისძველი დაჟანგული ჯაბახანისკენ წააცუხცუხა ურიკა, თავი ძლივს შევიკავე რომ რამე ცუდი არ მეთქვა მისთვის, რა სიბოროტეა, რა იქნებოდა რომ არ ეთქვა და უბრალოდ მშვიდად აეარა გვერდი ჩემთვის.
- ბოროტო ალქაჯო, -მივაძახე გაგულისებულმა თუმცა უკან არ მოუხედავს, ალბათ ახლა სხვისი ნერვების მოსაშლელად მიეჩქარებოდა კუდიანს, გაფუჭებულ ხასიათს ვეღარაფერი მოვუხერხე, ყველა სიკეთესთან ერთად ლიფტიც დაზიანებული დამხვდა, ძლივს ავათრიე სავსე პაკეტები მეხუთე სართულზე, კარი გავაღე თუ არა სიბნელე და სიცივე შემომეფეთა, პროდუქტებს სამზარეულოში ადგილი მივუჩინე და გამათბობელი ჩავრთე, წითელი ღვინის ბოთლი გავხსენი, ჭიქა შევავსე და ხალიჩაზე მოვკალათდი, ცოცხალი თავით არ ვაღიარებდი რომ თავს მარტო ვგრძნობდი, არც იმას ვიმჩნევდი რომ ჩემი ტელეფონი საეჭვოდ დუმდა, არავის ვახსოვდი არადა უკვე თორმეტი ხდებოდა, დაბღვერილმა შევხედე კუთხეში საცოდავად აწურულ უზარმაზარ ნაძვისხეს რომელიც ჩემმა პატარა დაიკომ საკუთარი ხელით მორთო, ზედ უამრავი ფერადი სათამაშო აასხა და საახალწლო ნაძვისხის გარდა ყველაფერს ჰგავდა.
- ყველაფერი შენი ბრალია, შე მახინჯო, -მუქარით დავუქნიე თითი და ბარბაცით წამოვდექი, -ახალი წელი რომ არა ასე მარტო ხომ არ ვიქნებოდი, ვინმე მაინც გამონახავდა ჩემთვის დროს, მაინცდამაინც უნდა გავთხოვდე რომ ახალ წელს მარტო არ შევხვდე? ჯანდაბაში წასულა ახალი წელიც და ჩემი მომავალი ქმარიც თუ რათქმაუნდა არსებობს სადმე, არასდროს გავთხოვდები, მეტი საქმე არ მაქვს, იჯდეს და მელოდოს რამდენიც უნდა, რაში მჭირდება ქმარი, არაფერში...
ბოროტული ხითხითით გავხსენი მეორე ბოთლი და ნახევარი რომ დავცალე სულ დამავიწყდა რას ვიქადნებოდი ცოტა ხნის წინ, ძალაუნებურად დავიწყე იმაზე ფიქრი თუ რა კარგი იქნებოდა დღევანდელი დღის საყვარელ ადამიანთან ერთად შეხვედრა, რა უნდა ყოფილიყო ცუდი იმაში თუ ახლა გვერდით თბილი ტკბილი და სექსუალური მამაკაცი მეყოლებოდა რომელიც წელსზემოთ შიშველი მომიდუღებდა ცხელ შოკოლადს, ჩემთან ერთად საახალწლო ფილმს უყურებდა, მერე აბაზანას მომიმზადებდა სურნელოვანი ზეთებით, მასაჟსაც გამიკეთებდა რომ მოვდუნებულიყავი, მერე კი...
- ეჰჰჰ სადღა არსებობენ ასეთი კაცები, -ამოვიოხრე და ისევ სასმელს მივუბრუნდი, უნებურად ამომიტივტივდა გონებაში თეკოს შეტყობინება და სახეგაბადრულმა დავავლე ტელეფონს ხელი, რა უნდა ყოფილიყო იმაზე კარგი ვიდრე ისეთი ქმარია რომელიც ისე მოიქცევა როგორც გინდა და როცა მოგბეზრდება მაშინ მოიშორებ თავიდან, არანაირი პრობლემები, არანაირი ვალდებულებები...
ალბათ ასე ძალიან მთვრალი რომ არ ვყოფილიყავი ვერასდროს გავბედავდი იმის გაკეთებას რაც გავაკეთე, ტელეფონის მთავარ ეკრანზე პირველ რიგში გამოჭიმულ ნომერს ‘’ქმარი გამოძახებით’’ თითი დავაჭირე, ერთი კი გავიფიქრე როდის მოვასწარი ნომრის ასე ჩაწერათქო მაგრამ როგორც კი დაბალი, ოდნავ ხრინწგარეული და საშინლად სექსუალური ხმა მომესმა მაშინვე დამავიწყდა ყველაფერი.
- გისმენთ, -არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ მგონი ცოტა გაოცებული ხმა ჰქონდა.
- ქმარი მჭირდება, -მივახალე პირდაპირ, ამაყად გაკრეჭილმა.
- რაა, -ისეთი ხველება აუტყდა ცოტა შეფიქრიანდი.
- თქვენი ნომერი ვებ გვერდზე ‘’ქმარი გამოძახებით’’ ვნახე, იმედია სწორად ვრეკავ.
- აააა... არა, კი, დიახ, რათქმაუნდა, -საწყალი ისე დაიბნა ბრინჯივით თითქოს მე ვყოფილიყავი ქალი გამოძახებით ის კი ჩვიდმეტი წლის მორცხვი ვაჟიშვილი.
- ჰოდა ქმარი მჭირდება მაქსიმუმ ორი სამი დღით, სახლში მარტო ვარ, მერე ჩემები ბრუნდებიან სვანეთიდან და ხომ გესმის, -უცბად გადავედი შენობით ლაპარაკზე.
- გასაგებია, ანუ ქმარი გჭირდება რამდენიმე დღით, -ჩემი სიტყვები გაიმეორა და გავიგონე როგორ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
- ვიცი რომ ცუდ დროს ვრეკავ, უკვე თითქმის ახალი წელია მაგრამ ძალიან მჭირდება და რა ვქნა, იმედია თავისუფალი ქმარი გყავთ.
- თავისუფალი ქმარი? -ჩაახველა რომ ხმა ჩაეწმინდა ან სიცილი შეეკავებინა.
- რამე ისეთი ვთქვი? -დაეჭვებულმა ვკითხე.
- არა რას ამბობთ, რათქმაუნდა გვყავს ქმარი, -უცბად ისეთი სერიოზული და მტკიცე გაუხდა ხმა ტანში სასიამოვნოდ გამცრა, -რა მოთხოვნები გაქვთ ჩამაწერინეთ.
- უბრალოდ მოვიდეს და ჩემთან ერთად გაატაროს ახალი წელი, ფილმს ვუყურებთ, დავლევთ... -უნებურად საკუთარი თავი შემეცოდა ისეთი სასოწარკვეთილი ხმა მქონდა, თითქოს ამ დაქირავებული ქმრის მოსვლა არმოსვლას უნდა გადაეწყვიტა ჩემი მომავალი ცხოვრების მიმდინარეობა, საცოდავად ამოვისრუტუნე, ყურმილის მეორე მხარეს დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა.
- სულ ეს არის, სხვა მოთხოვნა არ გაქვთ? -გაისმა რამდენიმე წამის დაგვიანებით, დამთბარი ხმა ჰქონდა, ოდნავ ხალისიანი თუ რაღაცნაირად ეშმაკური, მეორე უკვე თითქმის დაცლილი ბოთლი მოვიყუდე და ბოლომდე გამოვცალე.
- მაღალი, სიმპათიური, დაკუნთული და სექსუალური უნდა იყოს, -სასმლით გაბრუებულმა ბოლომდე მივეცი გასაქანი ჩემს ფანტაზიებს
- უკაცრავად და შენ კაცი გამოძახებით გინდა თუ ქმარი გამოძახებით, -ისეთი ხმით მკითხა ალბათ ერთი სული ჰქონდა როდის გადაიხარხარებდა გულიანად.
- ერთი მეორეს არ გამორიცხავს, -შევეცადე ხმისთვის სექსუალური ელფერი მიმეცა მაგრამ ენა დამება და საცოდავად ავლუღლუღდი.
- დაელოდეთ, ერთ საათში ქმარი თქვენთან იქნება, -გამომიცხადა და ისე გათიშა ტელეფონი ერთი სიტყვის თქმის უფლებაც აღარ მომცა.
- გაიძვერა, მატყუარა, მისამართიც კი არ უკითხავს ნეტავ როგორ აპირებს მოსვლას, ასეც ვიცოდი რომ თაღლითები იქნებოდნენ, ასეთი სისულელე როგორ დავიჯერე, ვის გაუგია ქმრის გამოძახება, -ვბურტყუნებდი ნერვებმოშლილი და ვცდილობდი როგორმე ნაძვისხის განათება ამენთო, ცოტა ხანში აღარც ქმარი მახსოვდა და აღარც ის რომ მის მომსახურებაში გადასახდელი ფული არ მქონდა, საახალწლო განათებების შუქზე, ხმამაღალ მუსიკაზე ვცეკვავდი ხელში სასმლით სავსე ჭიქით, სექსუალური სნეგურაჩკის ფორმაში გამოწყობილი რომელიც თეკომ შარშან კოსტიუმირებული საახლწლო წვეულებისთვის მაჩუქა და ვერ ჩავიცვი იმიტომ რომ ძალიან მოკლე და ისეთი გულამოღებული იყო რომ მკერდს ფაქტიურად არ მიფარავდა, თავზე ირმებიანი მანათობელი თმისსამაგრი მეკეთა რომელიც მოძრაობისას წკრიალებდა...
- რა ჯანდაბაა ამ შუაღამისას ვის გავახსენდი, -მთელი ხმით ვიყვირე როცა ვიღაცამ კარზე კაკუნი ატეხა და არაფრით აღარ გაჩერდა, ფეხშიშველი მივტყაპუნდი და არც გაწეწილი თმა გამხსენებია და არც ჩემი ფორმა ისე გამოვაღე, პირი დავაღე და სალანძღავად გამზადებული სიტყვები ყელში გამეჩხირა როცა ჩემს წინ მდგომი მაცდურად მომღიმარი უსიმპათიურესი ღმერთკაცი დავინახე, მაღალი, მუქი ჩალისფერი თმით, დიდი ლურჯი თვალებით და ისეთი მზერით...
- ვინ ხარ? -ძლივს ამოვღერღე ორად ორი სიტყვა.
- გასაღები სამსახურში დამრჩა საყვარელო და იძულებული გავხდი დამეკაკუნებინა, -ძლივს მოსწყვიტა ჩემს მოშიშვლებულ მკერდს თვალი, დაიხარა, შუბლზე მაკოცა, მერე ნაზად გამწია გვერდზე და ბინაში შემოაბიჯა, პაკეტები რომელიც ხელში ეჭირა მე მომაჩეჩა, ფეხზე გაიხადა, პალტო საკიდზე ჩამოკიდა და მომიბრუნდა.
- კარი დაკეტე ძვირფასო, გარეთ ძალიან ცივა შენ კი საკმაოდ ხალვათად გაცვია...

ღია კარში ვიდექი გაშეშებული და განძრევას ვერ ვახერხებდი, როცა მიხვდა რომ უკან არ მივყვებოდი შემობრუნდა და გამომცდელი მზერით შემათვალიერა წარბაწეულმა, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და თვალები ისე საეჭვოდ აუციმციმდა აშკარა იყო სასაცილო სანახავი ვიყავი, ისევ ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი, მომიახლოვდა, პაკეტები ჩამომართვა, კარი მოხურა, საგულდაგულოდ ჩაკეტა და მერე მსუბუქად მიბიძგა ზურგზე, დასაკლავი ცხვარივით წავჩანჩალდი მის წინ და მისაღებში შესული უღონოდ დავენარცხე დივანზე, ჩემმა დაუპატიჟებელმა და ჯერჯერობით უცნობმა სტუმარმა კი რომელიც აქაურობის ბატონ პატრონივით იქცეოდა თბილად გამიღიმა.
- შენ დაისვენე, მე სამზარეულოში შევალ, პროდუქტს ამოვალაგებ და მერე თუ გინდა ისეთ ცხელ შოკოლადს მოგიმზადებ როგორიც გიყვარს.
- შენ საიდან იცი რა მიყვარს? -ძლივს ამოვღერღე საბოლოოდ გაოგნებულმა, წარბი მაღლა ასწია გაკვირვების ნიშნად და ჩაიღიმა.
- რა საკითხავია, რათქმაუნდა ვიცი რა გიყვარს და რა არა ხომ არ დაგავიწყდა შენი ქმარი რომ ვარ.
- ქმარი? რაა? რა ქმარი, მე ქმარი არ მყავს, ვინ ჯანდაბა ხარ და აქ რას აკეთებ, -მთელი ხმით ვიყვირე და გამწარებული წამოვხტი ფეხზე, ჩემდა გასაკვირად ჩემს ყვირილს მის განწყობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, მომიახლოვდა, ორივე მაჯა ოსტატურად დამიჭირა ძლიერი თითებით და თავისკენ მიმიზიდა.
- ჩუმად საყვარელო, ასეთი განწირული ხმით ნუ ყვირი თორემ მეზობლები იფიქრებენ რომ უსიამოვნებები გვაქვს, ნამდვილად არ მინდა ახლა ლამარა მოგვადგეს და ტვინი გამოგვიჭედოს შეგონებებით და ცოლქმრული თანაცხოვრების შესახებ ლაპარაკით.
ახლა კი ნამდვილად დავაღე პირი, ლამარას შესახებაც იცოდა, როგორ? რანაირად? ღმერთო მგონი მანიაკი გადავიკიდე და წარმოდგენა არ მქონდა ამის შესახებ, ალბათ მითვალთვალებდა და ამიტომ იცოდა ჩემზე ყოველი დეტალი, ჩემკენ დახრილს ქვემოდან ავხედე და სუნთქვა შემეკრა, საოცარი თვალები ჰქონდა ულამაზესი, მსხვილი მგრძნობიარე ტუჩები, თავბრუდამხვევ სურნელს აფრქვევდა ირგვლივ, მოულოდნელად ჩემმა ხელებმა ჩემგან დამოუკიდებლად იწყეს მოძრაობა, თმებში შევუცურე თითები, ჩემკენ მოვიზიდე და ისე გამწარებული ვეტაკე ტუჩებზე თვითონვე შემეშინდა საკუთარი თავის და მას რა დაემართებოდა წარმოდგენაც არ მინდა, შეიძლება გაოგნდა კიდეც მაგრამ არ შეუმჩნევია, კოცნაში ამყვა, ბუმბულივით მსუბუქად ამიტაცა ხელში, სამზარეულოს დახლთან მიმარბენინა და ზედ შემომსვა, ჩემს ფეხებს შორის მოქცეული მიკოცნიდა სახეს, ყელ მოშიშვლებულ მკერდს, მე კი ურცხვად ვკვნესოდი და ვცდილობდი მისთვის პერანგი გამეხადა...
- მშვიდად, ცოტა ნელა, ასე ნუ ვიჩქარებთ, -ისევ თვითონ მოვიდა გონს, შუბლით შუბლზე დამეყრდნო, ღრმად სუნთქავდა, მკერდი ძალუმად აუდ ჩაუდიოდა, ეტყობოდა თუ როგორ უჭირდა თავის შეკავება, ისევ ვცადე მეკოცნა მისთვის, სახე ამარიდა.
- რას აკეთებ? -უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე, ხელი ვკარი და მაგიდიდან ჩამოვხტი, თავბრუ დამეხვა და შევბარბაცდი, ხელი შემაშველა და ისევ მის მკერდზე აღმოვჩნდი აკრული, არ ვიცი სიმთვრალის ბრალი თუ იყო მაგრამ საერთოდ არ ვნანობდი ჩემს წეღანდელ საქციელს უბრალოდ ეს გაურკვევლობა მკლავდა.
- გეხვეწები მითხარი ვინ ხარ? -ლამის შევევედრე, დანისლული თვალები მომაპყრო და ისე გამიღიმა ლამის დავიფერფლე, საყვარლად გადახარა თავი გვერდზე და თეთრი, მიჯრით ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა.
- ძვირფასო იმდენი დალიე რომ საყვარელ მეუღლეს ვეღარ ცნობ?
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მეც გამეცინა, ვერ ვხვდებოდი რა თამაშს თამაშობდა თუმცა რაც ხდებოდა ნამდვილად სახალისო და სასიამოვნო იყო, ორი ერთში, იქნებ რომ მომენდომებინა სამიც გამოსულიყო, ორი ნაბიჯით უკან დავიხიე და დოინჯშემორტყმულმა თავიდან ფეხებამდე მუშტრის თვალით შევათვალიერე, ის კი უბრალოდ იდგა და იღიმოდა.
- მოგწონს? -მკითხა დაბალი ხრინწგარეული ხმით.
- რა? -თავის მოსულელება ვცადე.
- რასაც ხედავ.
ცერი ავუწიე მოწონების ნიშნად, ზურგი შევაქციე და მისაღებში გავედი სადაც კიდევ მეგულებოდა ერთი ბოთლი სასმელი, ამ ყველაფრის ატანა ფხიზელ გონებაზე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, გავხსენი და ბოთლით მოვიყუდე.
- რას აკეთებ, რა გჭირს, ს აპირებ? -ხელებში მეცა, წამართვა და ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა დაახეთქა მაგიდაზე.
- შენ თვითონ რას აკეთებ? -წარბის მაღლა აწევა ვცადე მაგრამ როგორც ყოველთვის არც ახლა გამომივიდა.
- ბევრს სვამ, საკმარისია, ალკოჰოლიკ ცოლზე ნამდვილად არ მიოცნებია, -გამომიცხადა მოღუშულმა.
- შენ თავი მართლა ჩემი ქმარი ხომ არ გგონია, -გაბრაზებულმა უხეშად ავუქნიე ხელი, უკან დავიხიე, ხალიჩას გამოვედე მაგრამ სანამ გადავვარდებოდი მოვასწარი ძვირფასი მეუღლისთვის ჩამევლო ხელი პერანგის გულისპირში და ისიც თან გადავიყოლე, არ ვიცი როგორ მოახერხა და მთელი ძალით არ დამეცა ზედ თორემ ალბათ სრულიად მარტივად გამჭ....ტდა, ზემოდან მაწვა მთელი სხეულით, ჩემს თავთან ეყრდნობოდა იატაკს იდაყვებით და ძლივს იკავებდა სიცილს.
- მგონი ნეკნი გამებზარა, -დავიწუწუნე საცოდავად და უმწეოდ დავიკლაკნე რომ წამოვმდგარიყავი თუმცა ამის საშუალება არ მომცა.
- ასე იცის ზედმეტმა ფართხალმა, -ჩაილაპარაკა ნიშნისმოგებით და უფრო მეტად დაიხარა ჩემკენ, სახე ისე ახლოს მომიტანა ზედ ტუჩებზე ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას, ლოყაზე ნაზად გამიხახუნა ცხვირი, ვიგრძენი როგორ დამეხორკლა კანი და როგორ დაიწყო ჩემმა სხეულმა ჩემს წინააღმდეგ აჯანყება, ისევ მომინდა მისი უცნაურად ტკბილი ტუჩების შეგრძნება, თვალები მაგრად დავხუჭე, კბილი კბილს დავაჭირე და თავი გვერდზე შევაბრუნე, ჩაეცინა...
- ადგომას არ აპირებ? -ხმაწასულმა ვკითხე.
- არაა, ასე კარგად ვარ, შენ როგორ გრძნობ თავს? -აშკარად ხუმრობის ხასიათზე იყო თუმცა მეტი აღარ გაუგრძელებია, წამოდგა და მეც ერთი მოძრაობით წამომაფრინა.
- ნელა ცხოველო, -ვიყვირე გამწარებულმა როცა რაღაც საეჭვოდ გამიტკაცუნდა წელში, საპასუხოდ ხელში ამიტაცა და ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა დივანთან, დამსვა და თვითონაც ჩემს გვერდით მოთავსდა, ჩემი ხელი ხელში მოიქცია და სახეგაბადრულმა ჩამხედა თვალებში.
- როგორ ფიქრობ ხომ არ ჯობია ცოტა დამშვიდდე და შეეცადო რომ მომისმინო, მგონი სალაპარაკო გვაქვს რას იტყვი? -თბილი ხმა ჰქონდა, მგრძნობიარე, ისეთი რომ ალბათ მთელი ცხოვრება არ მომბეზრდებოდა მისი მოსმენა, ისეთი თვალებით მიყურებდა მისთვის აშკარად ძვირფასი უნდა ვყოფილიყავი თუმცა მე პირველად ვხედავდი და წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან, ფაქტია არაფრის დაშავებას არ აპირებდა ასე რომ ყოფილიყო აქამდე მოახერხებდა ამას, მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი, დარწმუნებული არ ვიყავი რომ ამ სიტუაციის გარკვევა და გაანალიზება მინდოდა, ჩემს თავს არ ვუტყდებოდი თორემ მომწონდა ეს ყველაფერი, ძალიან მომწონდა იმის წარმოდგენა რომ მართლა შეიძლებოდა ასეთი ქმარი მყოლოდა და მასთან ერთად შევხვედროდი ამ წყეულ დღესასწაულს რომელიც არასდროს მყვარებია...
- რას არ მივცემდი რომ გამეგო ახლა რაზე ფიქრობ, -შეთქმულივით ჩაიჩურჩულა და მოულოდნელად წელზე ჩამავლო ხელი, რას აკეთებდა იმის გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ისე ამწია ჰაერში და კალთაში ჩამისვა, ახლა სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრი მაშორებდა მისგან.
- რას აკეთებ? -ვკითხე თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი რომ ჩემი ესმოდა, ღრმად სუნთქავდა და თითებს ურცხვად დაასრიალებდა ჩემს წელსა და ზურგზე.
- ღვთაებრივი სურნელი გაქვს, საოცნებო ქალი ხარ და მხოლოდ მე მეკუთვნი, -ჩაილაპარაკა და მხურვალე ტუჩები მომაკრო მოშიშვლებულ მხარზე, მისი შეხება და სიახლოვე ისე მსიამოვნებდა მის სიტყვებს საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას, გაშეშებული ვიჯექი და ვერ ვინძრეოდი...
- ჯობია გამოიცვალო თორემ როცა მინდა თვალებში შემოგხედო მკერდისკენ გამირბის მზერა, -გულიანად გაიცინა და კიდევ ერთხელ დამხედა მოშიშვლებულ მკერდზე ანთებული თვალებით, ცივად წამოვხტი მისი მუხლებიდან, ტელეფონს ხელი დავავლე და სირბილით გავედი ოთახიდან, უკან მომყვა, ალბათ იფიქრა რომ გაქცევას ვაპირებდი, საძინებელში შევედი და საგულდაგულოდ ჩავკეტე კარი, თეკოს ნომერი ავკრიფე აღელვებულმა, მაშინვე მიპასუხა.
- რა ხდება, ასე უცბად მოგენატრე? -მხიარული ხმა ჰქონდა, ეტყობოდა რომ დროს კარგად ატარებდა, ერთ წამს ისიც კი ვიფიქრე რომ მისი აღელვება არ ღირდა მაგრამ ვერ მოვითმინე.
- თეკო უნდა მიშველო მგონი ვიღაც მანიაკი ავიკიდე.
- რას ნიშნავს აიკიდე? სად ხარ? ამ შუაღამისას გარეთ რას აკეთებ? -მაშინვე შეეცვალა ხმა და შეშინებული აქოთქოთდა.
- სად უნდა ვიყო სახლში ვარ.
- ოჰ, კინაღამ გული გამისკდა, რა აღარ ვიფიქრე, კარი მაგრად ჩაკეტე და გარეთ არ გახვიდე, ახლა ათასი მთვრალი დაბოდიალობს ქუჩაში.
- კარის ჩაკეტვა ვერ მიშველის, სახლში მყავს მანიაკი, ახლა ჩემს მისაღებში ზის და ამტკიცებს რომ ჩემი ქმარია, ისე რომ იცოდე რა სიმპათიური და საყვარელია...
ყურმილის მეორე მხარეს უცნაური რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოწვა, მერე თეკომ უხერხულად ჩაახველა და სიცილნარევი ხმით მკითხა.
- ესე იგი ახლა შენს მისაღებში სიმპათიური და საყვარელი მანიაკი ზის რომელიც შენს ქმრობას იბრალებს?
- ჰო ნამდვილად ასეა, რა უნდა ვქნა, პოლიციაში ხომ არ დავრეკო?
- სახლში შენ შემოუშვი?
- ჰო უბრალოდ დავიბენი და...
- რამე დაგიშავა?
- არა, არაფერი, მითხრა ცხელ შოკოლადს მოგიმზადებო და მერე მაკოცა, უფრო სწორად მე ვაკოცე, ისეთია ვერ მოვითმინე, ახლა კი მგონი საერთოდ აღარ აპირებს წასვლას, რა ვქნა, პოლიციაში ხომ არ დავრეკო?
- არა რას ამბობ, ხომ არ გაგიჟდი, პოლიციას რა უნდა უთხრა? -ისეთი ხმით იყვირა ლამის ყურის ბარაბანი გამიხეთქა, -სახლში კაცი ჩემი ნებით შემოვუშვი, ვაკოცე და სანამ ცხელი შოკოლადი მოუმზადებია ჩემთვის მანამ მიშველეთ და გადამარჩინეთთქო? -დღეს რამდენი დალიე მარტა.
- ეს რა შუაშია, სულ რაღაც ორი ბოთლი ღვინო.
- იქნებ რაღაც გააკეთე და არ გახსოვს?
- რას გულისხმობ?
- ამბობს რომ შენი ქმარია?
- ჰო ასე ამბობს, შეიძლება სულაც გიჟია, ღმერთო გიჟებიღა მაკლდა, -რატომღაც ძალიან დამწყვიტა გული იმის წარმოდგენამ რომ შეიძლებოდა ჩემი ახლად გამომცხვარი ქმარი შეშლილი აღმოჩენილიყო.
- არა რას ამბობ, რა გიჟი, გახსოვს ვებ გვერდი რომ გამოგიგზავნე, ქმარი გამოძახებით, მათთვის ხომ არ დაგირეკავს?
- ჯანდაბა, მგონი მართლა მანდ დავრეკე, მაგრამ მისამართი არ მითქვამს, რანაირად მომაგნეს, როგორ? დავიჯერო მართლა ის არის?
- იცოდე არ დააფრთხო და არ გააქციო, რაკი გაბედე და დარეკე ბარემ ბოლომდე მიიღე მისი მომსახურება, ვინ იცის იქნებ ბედი გეხსნება, მითუმეტეს რომ ასეთი სიმპათიური და საყვარელი ყოფილა, ღმერთო არ მჯერა რომ ეს გააკეთე, არ მჯერა, მართლა არანორმალური ხარ, -ბოლო ხმაზე ყვიროდა და თან გულისწასვლამდე ხარხარებდა, გაბრაზებულმა გავუთიშე და ნომრები გადავამოწმე, მართლაც მქონდა დანარეკი, თავს ძალა დავატანე რომ გამეხსენებინა რა ვილაპარაკე, მაღალი, დაკუნთული, სექსუალური... გონებაში ნაწყვეტ-ნაწყვეტ ცოცხლდებოდა ჩემი მოთხოვნები.
- ეს რა გავაკეთე, -სირცხვილისგან გაწითლებულ ლოყაზე მთელი ძალით ვიტკიცე გაშლილი ხელისგული, ერთბაშად გამოვფხიზლდი და სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე ირგვლივ, წარმოდგენაც კი არ მქონდა ახლა რა უნდა გამეკეთებინა, ნასვამი და გაწეწილი სექსუალური სნეგურაჩკის ფორმაში გამოწყობილი საძინებელში ვიყავი გამოკეტილი, მისაღებში კი ჩემი მაღალი, სიმპათიური, დაკუნთული და სახიფათოდ მიმზიდველი ‘’ქმარი’’ მელოდებოდა...

ჩემს შინაგან მესთან რომელსაც საძინებლიდან გასვლა, იმ სიმპათიური უცნობის მკლავებში თავის ამოყოფა და ყველასა და ყველაფრის დავიწყება სურდა სასტიკი ბრძოლა მქონდა გაჩაღებული, სასმელიც თავისას შვებოდა და ჩემს გონებაში ჩემდა უნებურად უამრავი თამამი ფანტაზია ცოცხლდებოდა, ისეთი სცენები როგორის წარმოდგენას და მათ განხორციელებაზე ფიქრს ფხიზელ გონებაზე ვერაფრით გავბედავდი, აშკარა იყო რომ რაღაც უფრო სერიოზულ თამაშს თამაშობდა ვიდრე ამას მისი ‘’სამსახური’’ გულისხმობდა და რა მოხდებოდა თუკი ავყვებოდი...
- გამოფხიზლდი მარტა, ასე არ შეიძლება, -ისე ძლიერად შემოვირტყი ლოყაზე გაშლილი ხელი თვალებიდან ნაპერწკლები წამომცვივდა სიმწრისგან, აბაზანაში შევვარდი და გახურებულ აწითლებულ სახეზე ცივი წყალი შევისხი, გამაკვირვა სარკეში ჩემი თავის დანახვამ, თვალები მიბრწყინავდა და თითქოს ვანათებდი, ბედნიერებისგან? სიხარულისგან? უცნობი და ჯერ კიდევ ამოუხსნელი ემოციების გამო? არ ვიცი...
შეძლებისდაგვარად გამოფხიზლებული, თმადავარცხნილი და ფუმფულა საშინაო სპორტულებში გამოწყობილი, გადაწყვეტლება მიღებული გავედი მისაღებში, გავედი და გაოცებისგან პირი დავაღე, თვალები შუბლზე ამივიდა, ჩემი ‘’მეუღლე’’ დივანზე იყო წამოგორებული, თბილი ჯემპრი გაეხადა და მოკლემკლავიანი თეთრი მაისურიდან ძლიერი დაძარღვული მკლავები უჩანდა, მუცელზე ბატიბუტით სავსე თასი ედგა და გაბადრული სახით უყურებდა ფილმს ‘’მარტო სახლში’’ მისი წინდები მომხვდა თვალში ნაძვისხეებით და ფიფქებით მოხატული, ძლივს შევიკავე ღიმილი, ყველაფერი ისეთი უცნაური იყო, სიტუაცია ისეთი თბილი, ოჯახური და მიმზიდველი...
- მოდი, მოდი, მაგარი მომენტია ზუსტად ახლა შედიან სახლში მძარცველები, -დივანზე ხელი დაატყაპუნა და ისე საყვარლად გამიღიმა წამში სადღაც აორთქლდა მისი სახლიდან გასტუმრების გეგმა, მოჯადოებულივით დავყევი მის ნებას, მივედი და მის მოპირდაპირედ ჩამოვჯექი.
- გეშინია? -ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
- რისი? -გავიკვირვე ვითომ არ ვიცოდი რაზე მიმანიშნებდა.
- ჩემი სიახლოვის.
- ეგ რა შუაშია.
- აბა მანდ რატომ დაჯექი?
- უნდა ვილაპარაკოთ...
- ცხელი შოკოლადი მოგიმზადე, გასინჯე, -სიტყვა შემაწყვეტინა და მაგიდაზე მდგარ ჭიქაზე მიმითითა რომელსაც ოხშივარი ასდიოდა და საოცარ სურნელს აფრქვევდა, ნეტავ ამის მომზადება როდისღა მოასწრო...
- დალიე გთხოვ, ზუსტად ისეთია...
- მე რომ მიყვარს? -შევაწყვეტინე ამ უცნაური სიტუაციით საბოლოოდ გონებაარეულმა, ასე თუ გავაგრძელებდი არავინ იცის რაში გადაიზრდებოდა ეს გაუგებრობა ასე რომ ყველაფერი ახლავე უნდა დამესრულებინა, შეცდომა დავუშვი, სისულელე გავაკეთე რომ იმ უცნაურ კომპანიაში დავრეკე, ეს რომ მამაჩემს გაეგო ან ჩემს ძმას...
- გთხოვ, უნდა ვილაპარაკოთ, -ლამის შევემუდარე.
- ვილაპარაკოთ, -დამეთანხმა მოულოდნელად, წამოჯდა, ბატიბუტით სავსე თასი მაგიდაზე დადგა, სერიოზული სახე მიიღო და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ხელებს დაეყრდნო ნიკაპით, -ხომ გინდოდა გაგერკვია რა ხდება ჰოდა ვილაპარაკოთ ისე როგორც ზრდასრულ, ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერება, ნებისმიერი ცოლქმრის ცხოვრებაში დგება დრო როცა...
- რა ცოლქმარი, რა ცოლქმარი, კარგი რა, გთხოვ ნუღარ გააგრძელებ ამ თამაშს, ისედაც ძალიან მრცხვენია ამ ყველაფრის გამო, -სახეგახურებულმა ძლივს ამოვღერღე რამდენიმე სიტყვა, გაეღიმა რაღაცნაირად ეშმაკურად ჩაიცინა.
- მარტოობა თუ არ გიყვარს და სითბო და სიყვარული თუ გჭირდება ამაში სასირცხვილო არაფერია.
- ჰო მაგრამ ის რაც მე გავაკეთე არასწორია, ზედმეტი დავლიე და ხომ გესმით, არ მესმოდა რას ვაკეთებდი, ჯობს დავასრულოთ ეს ფარსი, მზად ვარ იმ დროისთვის გადაგიხადოთ რომელიც ჩემთვის დახარჯეთ.
- ვერ ვხვდები რას ამბობ, რა გჭირს? კარგად ხარ? როდის აქეთია ცოლი ქმარს თქვენობით ესაუბრება, ან რა სირცხვილზე და მორიდებაზე ლაპარაკობ, რა დახარჯულ დროზე და გადახდაზე, -გამომცდელად შემომხედა, მერე წამოდგა და ჩემს წინ ჩაიმუხლა, ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და ქვემოდან ამომხედა იმ ულამაზესი თვალებით რომლებითაც დანახვის წამიდანვე მომხიბლა.
- ახლა არ მითხრა რომ განქორწინება გინდა და იმიტომ იგონებ ამ სისულელეებს, -ისეთი სერიოზული იყო, იმდენი წყენა და ტკივილი ისმოდა მის ხმაში განცვიფრებული ხმას ვერ ვიღებდი, ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქა აიღო და ხელში მომაჩეჩა, -დალიე ძვირფასო, დაგამშვიდებს და მერე ვისაუბროთ იმაზე თუ რა გაწუხებს, შეგვიძლია დეტალურად განვიხილოთ ჩვენი მომავალი ურთიერთობა.
მიჟუჟუნებდა თვალებს, დათაფლული ხმით მესაუბრებოდა და ყველანაირი წინააღმდეგობის უნარს სადღაც აქრობდა, თითქოს მაჰიპნოზებდა, ჭიქა ჩამოვართვი და მოვსვი, გემრიელი იყო, უცნაური არომატით, მესიამოვნა.
- კიდევ ერთი ყლუპი, ერთიც და მორჩა, -თავისი ხელით დამალევინა დარჩენილი სითხე, მთელი სხეული გამითბა და მოვდუნდი, უკვე ორიოდე წუთში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მხრებიდან ტვირთი ჩამომეხსნა, ყველა საფიქრალი და სადარდელი სადღაც გაფრინდა და უზომოდ გავბედნიერდი, დავმსუბუქდი, ასე მეგონა თუ მოვინდომებდი გაფრენასაც შევძლებდი.
- ცეკვა მინდა, -გამოვუცხადე ჯერ კიდევ ჩემს მუხლებთან დაჩოქილს, შემომღიმა და თავი დამიკრა თანხმობის ნიშნად, წამოდგა და წამომაყენა, წყნარი მშვიდი მელოდია ჩართო და წელზე მომხვია ხელი, მისი სიახლოვე არ მიუცხოვებია, პირიქით, იმდენად მესიამოვნა რომ კისერზე ხელები შემოვხვიე და სახით ყელში შევუძვერი, შევამჩნიე როგორ შეაჟრჟოლა როცა შემთხვევით შევახე ტუჩები, უფრო მჭიდროდ მიმიკრო სხეულზე და ჩემთან ერთად დაირწა მუსიკის ჰანგებზე, მის მკლავებში მოქცეული, მის სითბოში და სურნელში გახვეული ვნეტარებდი და მეგონა სამყაროში ჩვენს გარდა არავინ და არაფერი არსებობდა, თითქოს სრულიად ბუნებრივი იყო რომ ტელეფონით გამოძახებულ ‘’ქმართან’’ ერთად ვატარებდი ახალი წლის ღამეს ჩემი მშობლების სახლში, მასთან ჩახუტებული ვცეკვავდი...
- მეძინება, თვალებს ვეღარ ვახელ, -დავიწუწუნე და ისიც თითქოს ამას ელოდაო ხელში ამიტაცა, დივანთან მიმიყვანა და წამომაწვინა, ხელი გამიშვა თუ არა მაშინვე მკლავში ვწვდი და ჩემკენ მოვიზიდე.
- არ წახვიდე, მარტო არ დამტოვო.
- არსად არ ვაპირებ წასვლას, -ჩამჩურჩულა და ნაზად ფრთხილად მაკოცა ლოყაზე, -მოდუნდი, დამშვიდდი, დაიძინე, -მონოტონური ხმით ჩურჩულებდა და ჩემს თმაში დაატარებდა თითებს, სხვა არაფერი დამრჩენოდა გარდა იმისა რომ ძილის თბილ და რომანტიულ საბურველში გავხვეულიყავი.
-
- გაიღვიძე პატარავ უკვე უკვე კარგა ხანია გათენდა, -კარგად ნაცნობი სასიამოვნოდ თბილი ხმა ჩამესმა ყურში და ტუჩების ნაზი შეხებაც ვიგრძენი ლოყაზე, ღრმად ჩავისუნთქე სუნამოს გრილ სუნთან შერეული კანის ბუნებრივად სასიამოვნო სურნელი და გამეღიმა.
- არ მინდა გაღვიძება, -ჩავიბურტყუნე და ფუმფულა ბალიშს მთელი ძალით შემოვხვიე მკლავები, ვეცადე ძილი შემებრუნებინა მაგრამ არაფერი გამომივიდა, გონებაში მოფუთფუთე აზრს რომ ეს სიტუაცია ბუნებრივი და ნორმალური არ იყო ვერაფერს ვუხერხებდი, დაეჭვებულმა გავახილე თვალები და ჩემკენ დახრილი ბედნიერად მომღიმარი მამაკაცის დანახვისას შეშინებული ისე შევხტი მთელი ძალით შევასკდი შუბლით შუბლზე.
- ჯანდაბა, რას აკეთებ, იყვირა გამწარებულმა და წამოხტა თუმცა რომ დაინახა როგორი შეშინებული და დაბნეული ვუყურებდი გულიანად გაეცინა.
- როგორი ველური ცოლი მყავს, -ჩაილაპარაკა მხიარული ხმით.
- ცოლი? რა ცოლი, რას ამბობ, გავთხოვდი და არ მახსოვს? -სასოწარკვეთილმა მოვათვალიერე საძინებელი, არაფერი მეცნობოდა, საერთოდ არაფერი, საწოლიდან წამოვხტი და ფანჯარასთან მივვარდი, ფარდა გადავწიე და გაოცებისგან რაღაც გაურკვეველი ხმა აღმომხდა, გარემო ალბათ სულ მცირე ერთი მეტრის სიმაღლის თოვლით იყო დაფარული.
- სად ვართ? ვინ ხარ? -მივუბრუნდი უცნობს რომელიც ანთებული თვალებით მომშტერებოდა, ახლაღა შევამჩნიე რომ მხოლოდ მაისური და ქვედა საცვალი მეცვა.
- გიხდება, -მაისურზე მანიშნა და ქვედა ტუჩის მარჯვენა კუთხე მოიქცია კბილებს შორის, -ასე რატომ მიყურებ, ახლა არ მითხრა რომ არაფერი გახსოვს, გუშინდელი საღამო დაგავიწყდა?
დარცხვენილი და გაწითლებული მივედი საწოლთან, ჩამოვჯექი და შიშველ ფეხებზე საბანი გადავიფარე, ნელ-ნელა ცოცხლდებოდა ჩემს გონებში გუშინდელი საღამო, უზომოდ ბევრი სასმლის დალევა მერე დარეკვა და ‘’ქმრის’’ გამოძახება, გამახსენდა, ყველაფერი გამახსენდა, მისი საქციელი, მისი ტუჩების სითბო, მომხიბვლელი ღიმილი რომლითაც ასე უბრალოდ და მარტივად მომაჯადოვა...
- შენ... ყველაფერი შენი ბრალია, -ვიყვირე და ეშმაკურად მომღიმარს გაცეცხლებული მივაჩერდი, -ახლავე მითხარი აქ და ასეთ ფორმაში რატომ ვარ და საერთოდ რა გინდა ჩემგან რას გადამეკიდე.
- რაც მთავარია გაგახსენდი, სხვა ყველაფერს მოევლება, კარადაში ჩემი ტანსაცმელია რაც გინდა აიღე და ჩაიცვი მერე კი პირველ სართულზე ჩამოდი საუზმეს მოგიმზადებ, -სრულიად მშვიდად მითხრა, სიტყვები პირზე შემატოვა და ოთახიდან გავიდა.
- მოვკლავ, აუცილებლად მოვკლავ, -ვიყვირე გამწარებულმა და მერე ხმამაღალი უკონტროლო სიცილი ამიტყდა, საწოლზე გულაღმა გადავვარდი და იმხელა ხმაზე ვხარხარებდი არ გამკვირვებია როცა ოთახში ‘’ქმარი’’ შემოვარდა შეშფოთებული სახით.
- რა გჭირს კარგად ხარ?
- ცუდად ყოფნის რა მეტყობა, -წამოვდექი და ასე ნახევრადშიშველი ავესვეტე წინ, ჩემი ცვლილებით გაკვირვებულმა წარბი აზიდა და ორი ნაბიჯით დაიხია უკან, ჩაფიქრებული სახე ჰქონდა ალბათ ცდილობდა გამოეცნო რა ჩავიფიქრე მე კი ზუსტად ახლა ამ მომენტში ასე საყვარლად დამფრთხალი და ჩაფიქრებული რომ მიყურებდა გადავწყვიტე რომ მასთან ბრძოლა სრული უაზრობა იყო მითუმეტეს რომ სიგიჟემდე მომწონდა და მინდოდა, არ მაინტერესებდა ვინ რას იტყოდა ან რა მოხდებოდა ხვალ, როგორც იქნა ჩემს ცხოვრებაშიც ხდებოდა რაღაც სასწაულისმაგვარი და დღევანდელი დღის ჯადოსნობის ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი.
- მართლა არაფერი ხდება? -დაეჭვებულმა იკითხა, თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
- ყველაფერი რიგზეა, ჩადი და ჩამოვალ, -უკვე დაწყნარებულმა მშვიდი ხმით მივუგე.
- ჩაცმას არ აპირებ? -ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი და ნიკაპზე ნერვიულად ჩამოისვა თითები.
- ჩავიცვამ, შენ კი ძვირფასო ქმარო როგორც აპირებდი საუზმე მომიმზადე, -შევღიმე, მხრებზე მოვეხვიე, ჩემკენ მოვიზიდე, მსუბუქად შევეხე ლოყაზე და მერე ერთბაშად მოვშორდი.
- ჯანდაბა, -ჩაიცინა დაბნეულმა და თმებში შეიცურა თითები, მერე კი მოულოდნელად მომიახლოვდა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ისეთი ვნებით დამაცხრა ტუჩებზე ლამის სული განვუტევე, ასეთი სიამოვნება არასოდეს განმეცადა, მთელი ძალით მიკრავდა სხეულზე, ვგრძნობდი როგორ იყო აღგზნებული...
- ჩემთან თამაშს არ გირჩევ პატარავ, -ჩამჩურჩულა როგორც კი სულის მოსათქმელად გავჩერდით, მერე კარადა გამოაღო, თბილი სპორტულები აიღო, ხელში მომაჩეჩა, ოთახიდან გავიდა და დამტოვა ასე ერთ ადგილზე გაშეშებული...
-
გემრიელად ვილუკმებოდი ის კი იჯდა და ერთი წამითაც კი არ მაშორებდა თვალს, ჩაი ტოსტები, შემწვარი კვერცხი, ყველი, სხვადასხვა სახის მურაბა...
- ეს ყველაფერი ჩემთვის მოამზადე? -პირგამოტენილმა ვკითხე, ღიმილით დამიქნია თავი, გულში უცნაური სითბო ჩამეღვარა და რატომღაც გული დამწყვიტა იმის გააზრებამ რომ ეს ყველაფერი ნამდვილი არ იყო, მოვიღუშე, მანაც მაშინვე შეამჩნია ჩემი ხასიათის ცვლილება.
- რა ხდება, რატომ მოიწყინე.
- მგონი ბოლოს და ბოლოს დრო მოვიდა რომ ვისაუბროთ, -ჭიქა გვერდით გადავდე და ჯიქურ შევხედე თვალებში, ღრმად ამოისუნთქა და თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
- მკითხე რაც გინდა, ყველა კითხვაზე გიპასუხებ, -ისეთი სახე ჰქონდა თითქოს წუთი წუთზე გილიოტინაზე უნდა გაეყვანათ თავის მოსაკვეთად.
- სად ვართ? -ყველაზე მარტივი კითხვით დავიწყე.
- ბაკურიანში ვართ ჩემს სახლში, -ბედს შეგუებულის იერით მიპასუხა.
- აქ როგორ მოვხვდით?
- წუხელ ძალიან ბევრი დალიე, მერე ჩაგეძინა, მეც ნასვამი ვიყავი, ვიცი რომ თოვლი ძალიან გიყვარს, გადავწყვიტე შენთვის სიურპრიზი მომეწყო.
- ასე უბრალოდ ადექი და მძინარე წამომიყვანე ბაკურიანში?
- მინდოდა გამეხარებინე, -საცოდავად აიჩეჩა მხრები და ისეთი თვალებით შემომხედა შრეკის კატა მონაგონი იყო, ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ასეთი ყოფილიყო ერთ წამს სახიფათოდ სექსუალური და მიმზიდველი, მეორე წამს კი ასეთი საყვარელი და გულუბრყვილო...
- ასეთი სიურპრიზები ნამდვილად არ შედიოდა თქვენი კომპანიის მომსახურებების ჩამონათვალში, ვფიქრობ ეს ყველაფერი ძალიან ძვირი დამიჯდება, -ცოტა არ იყოს ნიშნისმოგებით და გესლიანად გამომივიდა მაგრამ რატომღაც ჩემს ტონს მასზე არ უმოქმედია.
- ჰოო, აი მაგას რაც შეეხება ყველაფერი ისე მარტივად არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს... მაპატიე უნდა ვუპასუხო, -აწკრიალებულ ტელეფონს დახედა, წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა, ორიოდე წუთში შემოვიდა შეწუხებული სახით.
- მაგარ შარში ვართ, -ჩაიღრინა და ტელეფონი მთელი ძალით დაახეთქა მაგიდაზე, შეშინებული შევხტი.
- რა ხდება?
- მაპატიე შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ ჩემებს რატომღაც მაინცდამაინც ახლა მოუნდათ აქ წამოსვლა.
- შენებს?
- ჰო, მთელი ჩემი ოჯახი აქ მოდის, დედა მამა ძმა და ბებია.
- მერე რა პრობლემაა, სანამ მოვლენ მანამ წავიდეთ, -ვერ ვხვდებოდი რა ანერვიულებდა, თუ მოვინდომებდით თხუთმეტ წუთში ავორთქლდებოდით აქედან.
- ვერ მოვასწრებთ, უკვე აქ არიან, რამდენიმე წუთში მოვლენ.
- რა უნდა ვქნათ, ახლა უკვე მე შემიპყრო პანიკამ, წარმოდგენაც არ მინდოდა რას იფიქრებდნენ ჩემზე ან როგორ ავუხსნიდით ჩემს აქ ყოფნას.
- რა უნდა ვქნათ, ვეტყვით რომ ჩემი საცოლე ხარ და მალე ვიქორწინებთ, -გამოაცხადა მტკიცე ხმით ისე რომ შეკამათების სურვილს დაუკარგავდა ადამიანს.
- მე აღარაფერს მეკითხები?
- უნდა დამეხმარო მარტა, უარს ვერ მეტყვი, ძალიან გთხოვ, -ჩემს მუხლებთან დაიჩოქა და ჩემი ხელები ხელში მოიქცია, პატარა ნამდვილად აღარ ვარ და ამ ყველაფერზე ასეთი რეაქცია არ მექნებოდა ბებიაჩემი რომ არა, ისედაც სულ იმაზე ოცნებობს დაქორწინებული მნახოს და არ მინდა კიდევ ერთხელ გავუცრუო იმედი, ავად არის, გული აქვს ცუდად, მისი ნერვიულობა არ შეიძლება, ექიმმა გაგვაფრთხილა არ ანერვიულოთ თორემ ვერ გაუძლებსო, გთხოვ, მხოლოდ ორი დღე ითამაშე ჩემი საცოლის როლი და ყველაფერს შეგისრულებ რასაც მთხოვ, უარი არ მითხრა...
-
გაღიმებული ვიდექი მის გვერდით და ველოდი როდის გადმოვიდოდნენ ავტომობილიდან, ჯერ მაღალი გამხდარი მამაკაცი გადმოვიდა რომელიც დიდი ალბათობით ჩემი ‘’მეუღლის’’ მამა უნდა ყოფილიყო, მეუღლეს კარი გაუღო და გადმოიყვანა, მერე უკანა კარი გააღო და ბეწვიან მოსასხამში შეფუთნულ მოხუც ქალს ხელი გაუწოდა.
- იცოდე მხოლოდ ორი დღე, -ღიმილით გადავულაპარაკე ‘’მეუღლეს’’
- ვიცი ნუ იმეორებ, -მანაც ღიმილით გამოსცრა კბილებში.
- არ დაგავიწყდეს შემპირდი რომ ყველაფერს შემისრულებ რასაც გთხოვ.
- დამშვიდდი არ დამავიწყდება.
- ის მაინც მითხარი რა გქვია.
- დათა მქვია და გაჩუმდი თორემ გაიგებენ ყველაფერს, -ხელზე ისე მომიჭირა ხელი ლამის თითები მომტეხა და სამაგიეროც მიიღო მტკივნეული მუჯლუგუნის სახით.
- დათა საყვარელო რა კარგია რომ შენც აქ ხარ, -დედამისი ჯერ მას გადაეხვია და შემდეგ მე მომიბრუნდა ღიმილით.
- ამ საყვარელ გოგონას არ გაგვაცნობ?
დათამ ღიმილით გადახედა ოჯახის წევრებს, მეც ინტერესით შევათვალიერე ისინი, დედა და მამა აშკარად თბილი და ტკბილი ხალხი ჩანდნენ, ძმაზე ვერაფერს ვიტყოდი ისე იყო შეფუთნული მხოლოდ თვალები უჩანდა, აი ბებია კი საეჭვოდ მეცნობოდა.
- გაიცანით ეს...
- ეს თავხედი გოგო აქ რას აკეთებს? -ბებიამ შეაწყვეტინა დათას და მისი ხმა გავიგე თუ არა მაშინვე გამახსენდა ვინც იყო.
- ბოროტი ალქაჯი, -ჩემდა უნებურად ხმამაღლა წამომცდა...

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სცენა ვესტერნიდან? ოღონდ კოვბოების მაგივრად მე და დათას ალქაჯი ბებია ვდგავართ და ლამისაა მზერით გავუხვრიტოთ ერთმანეთს შუბლი, ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო საქამრეზეც კი წავივლე ხელი მაგრამ მერე გამახსენდა რომ იარაღს არ ვატარებდი.
- რასაა რომ ამბობს, -დაიწიკვინა ბებიამ, გულზე მიიჭირა ხელი და თვალები საეჭვოდ გადაატრიალა.
- დედა დედიკო, ცუდად ხომ არ ხარ, -მაშინვე ეცა დათას დედა, მხარში შეუდგა და მისი წინააღმდეგობის მიუხედავად სახლისკენ წააცუხცუხა, ბატონმა სამამათილომ კი ისე ასწია წარბი და ისე ალმაცერად გადახედა ეტრყობოდა რომ მისთვის ასეთი სპექტაკლები ჩვეულებრივი ამბავი უნდა ყოფილიყო.
- რაღას უდგეხართ შვილებო წამოდით, -სახლისკენ მიგვითითა და ცოლს და სიდედრს გაყვა უკან.
- მამაშენი კარგი კაცი ჩანს, -გაღიმებული მივუბრუნდი დათას რომელიც გაბრაზებული მიყურებდა ულამაზესი ლურჯი თვალებით.
- ეგ ვიცი, შენ ის მითხარი ბებიაჩემს რას ერჩი, -კბილებში გამოსცრა და ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ.
- ეგ მე და მას გვეხება, -გადავწყვიტე რომ არ შევპუებოდი.
- ხომ გითხარი ცუდად არის და მოფრთხილება სჭირდებათქო.
- არაფერი არ ეტყობა ცუდად ყოფნის, -ერთი ნაბიჯით დავიხიე უკან, ფეხი დამიცდა და სანამ ხელის შეშველებას მოასწრებდა მანამდე ჩავჯექი თოვლში, ამოიოხრა, ღიმილით დაიხარა ჩემკენ და ხელი გამომიწოდა.
- რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?
- კარგი რა ძმაო, ვითომ ბებიას არ იცნობდე, არ გამიკვირდება ცუდად ყოფნას რომ იგონებდეს, -დათას ძმა რომელიც აღარც კი მახსოვდა, მომიახლოვდა, უცერემონიოდ მომკიდა ხელი წელზე და ფეხზე წამომახტუნა, ამჯერად შარფი აღარ უფარავდა სახეს.
- შეენ? შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -აღმომხდა გაოგნებულს, -რა ხდება რა მაფიაა, ასე ყველა ერთად როგორ შეიყარეთ, სად მოვხვდი გამაგებინეთ.
- მოიცა, თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? -დათა ჩემზე მეტად გაოცებული ჩანდა, -ჯერ იყო და ბებია, ახლა კი თურმე თედოსაც იცნობ, რა ხდება?
- არაფერიც არ ხდება უბრალოდ დამთხვევაა, -ხელები გაშალა თედომ და გაიღიმა, -გუშინ ავტობუსში შევხვდით ერთმანეთს.
- და ასე დაამახსოვრდი? ყველა ასე კარგად გახსოვს ვისთან ერთადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ ხოლმე? -ახლა მე მომიბრუნდა გაცოფებული.
- წესით მე უნდა ვიყო გაბრაზებული და თქვენ რა დღეში ხართ, -გულთან გადავიჯვარედინე მკლავები და წარბაწეული მივაჩერდი ძმებს, თედოს მხიარულად უციმციმებდა თვალები, დათა კი ეჭვით და ბრაზით მიმზერდა.
- ყველაფერს გავარკვევთ ოღონდ ახლა არა, სახლში შევიდეთ, მერე კი ჩვენ სამნი დავსხდებით და ვილაპარაკებთ, -მუქარით დაგვიქნია თითი მე და თედოს და შებრუნდა, თედომ უდარდელად ჩამიკრა თვალი და ხელი გადამხვია.
- სახლში შევიდეთ რძალო თორემ გაიყინები და დარჩება ეს ბოთე ისევ მარტოსული და ეული, რა გაუძლებს მერე ამის წუწუნს.
- რას ბოდავ, -ჩავიღრინე და ვეცადე მომეშორებინა მაგრამ არ დამანება.
- ამაზე გეუბნები, კიბეებზე ამავალი დათასკენ გაიშვირა თითი, -რომ იცოდე უშენოდ რა ცუდად იყო.
- ახლავე მითხარი რა ხდება, -გვერდში ისე მწარედ ვუთავაზე მუჯლუგუნი, სიმწრისგან იყვირა და ერთ ადგილზე დაიწყო ხტუნაობა.
- რა ხდება, რა გჭირს? -დათა შემოტრიალდა და ტკივილიგან გაწითლებული ძმა შეათვალიერა, მერე მე შემომხედა ისე როგორც პატარა ცელქ ბავშვებს უყურებენ ხოლმე, წინასწარ რომ იციან ყველაფერი იმათი ბრალი რომ არის.
- არაფერიც არ მჭირს კენჭს დავაბიჯე ცუდად, -საცოდავად დაიღრიჯა თედო და ცალი ფეხი აიკანჭურა, დათამ ჯერ დათოვლილი ბილიკი შეათვალიერა, მერე მისი სქელლანჩიანი ფეხსაცმელი და ჩაეცინა, შემომხედა თვალი ჩამიკრა და გახალისებული აუყვა კიბეებს.
- უარესის ღირსი ვარ, რა მრჯიდა, მოვინდომე კუპიდონობა, ნამდვილი ველური ხარ, ისე ფერი ფერსო ზუსტად თქვენზეა ნათქვამი, -თომა გვერდით მომყვებოდა და თან ისე ხმადაბლა ლაპარაკობდა აშკარად არ უნდოდა რომ დათას გაეგო რამე.
- ესე იგი შენ ხარ გარეული ჩვენს საქმეში, ასეც ვიცოდი, -ნიშნისმოგებით გადავხედე წარბებშეჭმუხნულს, ავტობუსში დაგინახე თუ არა მაშინვე შეგატყვე რა ცუღლუტიც იყავი.
- გოგო რომელიც ქმარს ქირაობს ცუღლუტს მე მეძახის? -სიცილი წასკდა გამხიარულებულს.
- გაჩუმდი არავინ გაიგოს, -შეშინებულმა მიმოვიხედე ირგვლივ, -არა მგონია შენებმა შენი ძმის სამსახურის შესახებ იცოდნენ, ბებიაშენმა რომ გაიგოს სად მუშაობს ნამდვილად დაემართება შეტევა.
- მოიცა, შენ რა მართლა გგონია რომ...
საუბარი კარის გაღების ხმამ შეგვაწყვეტინა, დათას დედამ გამოგვხედა და დაგვიძახა იჩქარეთო, თომას შევხედე და ვანიშნე რამის თქმა არ გაბედოთქო, უხმოდ დამიკრა თავი, კარგი ბიჭი ჩანდა, ალბათ დროთა განმავლობაში დავმეგობრდებოდით კიდეც, თუ რათქმაუნდა ჩემი და დათას ურთიერთობა გაგრძელდებოდა, რატომღაც გული დამწყვიტა იმის გააზრებამ რომ მალე ყველაფერი დასრულდებოდა.
- რაზე ფიქრობს ჩემი ულამაზესი საცოლე? -მისაღებში შესულს დათა ამომიდგა გვერდით და წელზე მომხვია ხელი.
- ამ სიტუაციის აბსურდულობაზე ვფიქრობდი, -სხვების დასანახად შევღიმე თუმცა ვგრძნობდი რომ რაღაც მაწუხებდა ოღონდ ჯერ ვერ ვხვდებოდი რა.
- უბრალოდ მოდუნდი და ნურაფერზე იფიქრებ, ყველაფერი კარგად იქნება, მომენდე, -ლოყაზე მომაკრო ტუჩები და ვიგრძენი როგორ ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი.
-
ის დღე დათასთან და მის ოჯახთან ერთად გავატარე, ჩემებს ვუთხარი რომ თეკოსთან ვრჩებოდი, მშვენივრად ატარებდნენ დროს და მაინცდამაინც არ უდარდიათ ჩემზე, მე კი მგონი პირველად ვგრძნობდი ამ დღესასწაულზე თავს ასე კარგად, დათას ბებიის საძაგელ რეპლიკებს და კაცისმკვლელ გამოხედვას თუ არ ჩავთვლით თავს მათი ოჯახის წევრად ვგრძნობდი, თედომ და მე მისაღები საახალწლოდ მოვრთეთ და რამდენიმეჯერ მოვასწარით ჩხუბი როცა ვერ ვთანხმდებოდით სად რა უნდა დაგვეკიდა, დათა ამ ყველაფერში მონაწილეობას არ იღებდა, უბრალოდ იჯდა და სახეგაბადრული მაკვირდებოდა, რამდენჯერმე შევამჩნიე მისი ინტერესით, სითბოთი და სურვილით სავსე მზერა...
- სამზარეულოში დამეხმარები? -დათას დედამ ფქვილიანი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და ღიმილით მანიშნა წამომყევიო.
- რაში უნდა დაგეხმაროს ალბათ კარტოფილის შეწვაც კი არ იცის, -ბუხართან მოკალათებულმა ბებიამ ცინიკურად ჩაიქირქილა და რაღაც უფორმო ნივთის ქსოვა განაგრძო.
- დედაჩემს ყურადღებას ნუ მიაქცევ, სულ ასე ჯუჯღუნებს მაგრამ კარგი გული აქვს.
- სხვათაშორის მართალი თქვა არაფრის გაკეთება არ ვიცი, -უხერხულად ავიჩეჩე მხრები, -სამზარეულო ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის.
- სამაგიეროდ ჩემი ძლიერი მხარეა, ასე რომ ერთმანეთს დავაბალანსებთ, -უკნიდან მომეხვია დათა და ისე მხურვალედ მაკოცა ყელში თავი ძლივს შევიკავე რომ კატასავით კრუტუნი არ დამეწყო, თვალები მივლულე და მკლავზე მაგრად მოვუჭირე თითები.
- ვიღაც რეკავს შენთან, -თედომ გამოგვაფხიზლა, თვალები ვჭყიტე, არც დათას დედა და არც ბებია არსად ჩანდნენ, ტელეფონი მომაჩეჩა თედომ და სიცილ-სიცილით გავიდა ოთახიდან, -ზედმეტი არ მოგივიდეთ მარტო კი არ ხართ აქ, -მოგვაძახა და სასწრაფოდ გაიხურა კარი.
- მოვკლავ ამ ლაწირაკს, -ჩაიბუზღუნა დათამ და ტელეფონს დახედა, -არ უპასუხებ?
ისე ვუპასუხე ეკრანისთვის არც დამიხედავს, იმდენად ვიყავი დათას სიახლოვით გაბრუებული სულ არ მაინტერესებდა ვინ იყო.
- მარტა? მარტა შენ ხარ? -თითქოს ნაცნობი იყო ხმა.
- რომელი ხარ?
- ჯაბა ვარ, ვერ მიცანი?
- რომელი ჯაბა?
- ასე უცბად დაგავიწყდი? მეწყინა შენებს რომ არ წამოყევი, შენი ნახვა მინდოდა, მითხარი სად ხარ და მოვალ შენს წასაყვანად.
- აჰ ჯაბა, მანანას ჯაბა არა? ახლა არ მცალია, -ჩემს გვერდით მჯდარ დათას გადავხედე რომელიც სადაც იყო გალურჯდებოდა სიბრაზისგან.
- სად ხარ, რას აკეთებ? ვისთან ერთად ხარ? -ეჭვიანი ქმარივით დამიწყო ჯაბამ გამოკითხვა.
- გაინტერესებს სად ვარ? საქმროსთან და მის ოჯახთან ერთად ვატარებ დასვენების დღეებს, დაგაკმაყოფილა ამ ინფორმაციამ? მეტი აღარ მომისმენია, გავთიშე და იქვე მივაგდე ტელეფონი, დათას მივუბრუნდი.
- ჯაბა იყო, ადრე დედაჩემი მირიგებდა და...
გაცოფებული, წამოხტა, ხელი ხელში ჩამავლო და წამომაყენა, საოცრება იყო, ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლებოდა ადამიანს ასე მოხდენოდა ყველაფერი, სიხარულიც, ღიმილიც, არშიყიც, გაბრაზებაც...
- რამ გაგაბრაზა? -ისე ვკითხე თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი არადა ძალიან მსიამოვნებდა როცა ვხედავდი როგორ ეჭვიანობდა.
- იცოდე დღეიდან ვინმე რომ შეგეხოს, სულ ერთია ვინ იქნება, ცოცხალი ვერ გადამირჩება, -კბილებში გამოსცრა ავად, ახლოს მიმიზიდა და ისე დამაცხრა ტუჩებზე სუნთქვა შემეკრა.
-
- არ მეგონა თუ ერთ ოთახში უნდა დაგვეძინა, -დათას საღამურებში გამოწყობილი უზარმაზარ საწოლს დავყურებდი მოღუშული, საშინლად ვიყავი დაღლილი, ორი ჭიქა ღვინოც მქონდა დალეული და ერთი სული მქონდა სანამ დავიძინებდი თუმცა დათასთან ერთად ძილი...
- შემიძლია ხალიჩაზე გავიშალო და დავწვე, შენ საწოლში დაიძინე, -თავზე მაკოცა, ლოყაზე ნაზად მომეფერა და საწოლისკენ მიბიძგა.
- იატაკზე ვერ მოისვენებ, საწოლი დიდია და მგონი ორივე დავეტევით.
- ჰოო? თუ შენთვის პრობლემა არ იქნება, დავიძინოთ ერთად, ბოლოს და ბოლოს ცოლ ქმარი ვართ.
- ეს სასაცილოა?
- სულაც არა, არც მაშინ იყო სასაცილო ქმრის გამოსაძახებად რომ დარეკე, -მხიარულად ჩაიფხუკუნა და საბნის ქვეშ შეწვა, მეც მაშინვე მივუწექი გვერდით.
- კარგი იქნება თუ აღარ გამახსენებ, ძალიან მთვრალი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი.
- არადა სწორედ იმ სიმთვრალის გამო ხარ ახლა ჩემთან.
- შეიძლება რაღაც გკითხო? შენებმა იციან?
- რის შესახებ?
- შენი სამსახურის შესახებ.
- რათქმაუნდა იციან, მამაჩემის კომპანიაში ვმუშაობ.
- ესე იგი ‘’ქმარი გამოძახებით’’ თქვენი ოჯახური ბიზნესია? ახლა არ მითხრა რომ მამაშენი და თედოც იქ მუშაობენ, დედაშენი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე?
თვალებგაფართოებული და პირდაღებული მისმენდა დათა, მერე წამოჯდა და ისეთი ხარხარი აუტყდა ახლა ჩემი პირისდაღების დრო დადგა.
- რა გაცინებს?
- როგორი საყვარელი ხარ, როგორი გულუბრყვილო და მიამიტი, შენ რა მართლა იფიქრე რომ ქმარი გამოძახებით ვიყავი?
- არ ხარ?
- მგონი რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, ჯობია თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი, მე დათა იმნაძე ვარ, არქიტექტორი და შენზე უზომოდ შეყვარებული.
- რას ამბობ ვერაფერი გავიგე, -საცოდავად შევყურებდი ეშმაკურად მოციმციმე თვალებში და მხოლოდ იმას ვიაზრებდი რომ ჩემზე იყო შეყვარებული, კი მაგრამ როგორ? როდის? რანაირად?
- თუ მომისმენ ყველაფერს მოგიყვები, პირველად ერთი წლის წინ გნახე როცა ჩემს მეგობართან კოტესთან მოვედი სალაპარაკოდ.
- კოტე? ჩემს უფროსს გულისხმობ?
- კოტე ჩემი ბავშვობის მეგობარია, მასთან ვიყავი როცა კაბინეტში შემოხვედი, მაშინ გნახე პირველად და მოსვენება დავკარგე, მას შემდეგ ხშირად მოვდიოდი ხოლმე მხოლოდ იმიტომ რომ შენთვის თვალი მომეკრა თუმცა ვერასდროს მამჩნევდი, ისეთი მიუწვდომელი და შორეული იყავი...
- არადა სულაც არ ჰგავხარ მორცხვს, -მისი აღიარებით გათამამებულმა და გულაჩქარებულმა ათრთოლებული თითებით დავიწყე მისი სახის შესწავლა.
- ასე თუ გააგრძელებ არა მგონია თხრობის დასრულება მოვახერხო, ჩემი ხელები ხელებში მოიქცია, ჩემკენ გადმოიხარა და მსუბუქად შემეხო ტუჩებზე, -გავაგრძელო? -თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
- არასდროს მეცალა სერიოზული ურთიერთობებისთვის, მთელ ჩემს თავისუფალ დროს საქმეს ვუთმობდი და მხოლოდ მცირეხნიანი მსუბუქი გართობით შემოვიფარგლებოდი ხოლმე, მაგრამ როცა შენ დაგინახე მივხვდი რომ თურმე მთელი ცხოვრება შენ გელოდი, ერთი წელი აჩრდილივით დაგყვებოდი უკან და შენთან მოახლოებას ვერ ვბედავდი, მერე თედომ გაიგო შენს შესახებ, ჩემს ტელეფონში შენი ფოტოები ნახა და დაკითხვა ჩამიტარა, ვუთხარი რომ შეყვარებული ვიყავი...
- ვიცი რომ თედომ მოაწყო ყველაფერი ოღონდ ვერ ვხვდები როგორ.
- მე ვიცი, ცოტა ხნის წინ გამომიტყდა, ავტობუსში რომ შეგხვდა თურმე მაშინვე გიცნო, რომ ნახა რა საიტსაც ათვალიერებდი თურმე მაშინვე მოუვიდა თავში ჩვენი ერთმანეთთან დაკავშირების იდეა, იქნებ გაამართლოსო უფიქრია, შენს ტელეფონში ჩემი ნომერი ჩაწერა და ქმარი გამოძახებით მიაწერა, ჩემთან კი პირიქით გააკეთა, რომ დარეკე ეკრანზე შენი ფოტო გამოჩნდა წარწერით ‘’ძვირფასი მეუღლე’’
- ამიტომ გქონდა ასეთი გაოცებული ხმა?
- ჰო ამიტომაც და თანაც რამდენიმე ჭიქა მქონდა დალეული, ბარში ვიყავი მეგობრებთან ერთად, თუმცა როცა დამირეკე და...
- ქმარი მოვითხოვე, -ხელებში ჩავრგე აწითლებული სახე და ავხარხარდი, -ღმერთო რომ იცოდე როგორ მრცხვენია.
- ამ შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი ხომ გესმის, -სიცილით გაშალა დათამ ხელები, -ახალი წლის საღამო იყო, თან ნასვამი ვიყავი და როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე რომ შენს წინაშე წარვმდგარიყავი...
-
- ახლა რა იქნება, -მის მკლავზე მედო თავი და ირგვლივ გამეფებული სიმშვიდით და სასიამოვნო სურნელით ვტკბებოდი.
- ის იქნება რაც ჩვენ გვსურს რომ იყოს, -შუბლზე მაკოცა და მხრებზე საბანი გამისწორა, თვალები მივლულე და ის იყო უნდა დამეძინა რომ ისევ გამომაფხიზლა.
- რაღაც უნდა გკითხო მარტა, ბებიას საიდან იცნობ და რატომ ვერ იტანთ ერთმანეთს?
- ეგ მე და ბებიაშენს გვეხება, ჩვენ გავარკვევთ, დავიძინოთ რა, -უფრო ახლოს მივცოცდი მასთან და მის მკერდში ჩავგე სახე.
- მართლა მაინტერესებს.
- ავტოსადგომზე შევხვდით და ვიკამათეთ, არაფერი სერიოზული.
- არადა მგონი მოეწონე.
- საიდან მოიტანე, თუ მოვეწონე მთელი დღე რატომ მიბღვერდა.
- უბრალოდ ასეთია, არ უყვარს სითბოს გამოხატვა, ნახე რა მომცა შენთვის, არ მეგონა როდისმე ვინმესთვის თუ გაიმეტებდა, -წამოჯდა, სანათი აანთო და ხელისგულზე დადებული ულამაზესი ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი გამომიწოდა.
- ეს... ეს რას ნიშნავს? -ენა დამება მოულოდნელობისგან.
- ცოლად გამომყვები?
- ყველაზე არარომანტიული ხელის თხოვნაა რაც კი მინახავს, -ამოვისლუკუნე აღელვებულმა და მთელი ძალით ჩავეხუტე საყვარლად მომღიმარს.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან კარგი და სახალისო ისტორია იყო. ბევრიც ვიცინე. წარმატებები

 


№2 სტუმარი One

Erti eseti qmari,saaxalwlo sachuqrad yvela gasatxovar gogos))))
Rogor vikhalise))
Rogorc yoveltvis, shesanishnavi iyo:))

 


№3 სტუმარი ნინო ოთხმეზუტი

მეოცნებეთა ლიგა-ში წავიკითხე ????აქაც რომ დამხვდა შანსი არ გავუშვი???????? მრავალ შობა-ახალწელს დაესწარით❤❤❤წარმატებული მომავალი წელი????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან სახალისო, საახალწლო ისტორია იყო, ყოჩაღ! ☺️

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკა

პატარა იყო და სახალისო მომეწონა კიდევ ველი მოუთმენლად ახალს❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი ეთო

ძალიან საყვარელი, სახალისო და გასართობი ისტორია იყო. მადლობა და წარმატებები ❤️

 


№7  offline წევრი მე♥უცნაურე

ძალიან ვიხალისე, მადლობა.

 


№8 სტუმარი გიული

მომეწონა სახალისო ისტორიაა:)

 


№9 სტუმარი სტუმარი სოფი

ძალიან საყვარელია, თბილი, მხიარული და ემოციური

 


№10  offline წევრი ვიპნი

ჩემს თავს ვეკითხები ადრე რატო არ ვკითხულობდი მის ნაწარმოებებს თქო.ამას წინათ აღმოგაჩინე და ისე გამიხარდა დღეს შენი ნიკის დანახვა ♥️

 


№11 სტუმარი სტუმარი მანჩო

რაა საყვარლობა იყოოო ❤ ვიხალისე გემრიელად????

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარი იყო მომეწონა ძალიან საინტერესო საოცარი ნაწარმოები ძალიან ვიხალისე ამათ ხუმრობებზე კიდევ წავიკითხავდი ასეთ სახალისო ნაწარმოებებს მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️

 


№13  offline წევრი შარზენ

გაბრაზებული სმაილი ჩემია დდდ მალე რომ დამთავრდა

 


№14  offline წევრი Annia

ვიხალისე კარგი იყოოო

 


№15 სტუმარი Viki

ერთი ასეთი საიტი მეც მიშოვეთ????????

 


№16 სტუმარი ნათია46

ძალიან მომეწონა ისტორია და შემდეგ სხვა ისტორიებსაც გადავყევი ყველა წავიკითხე. კარგად წერთ სახალისო და საინტერესოა ყველა. მაგრამ მეცოტავა. სიამოვნებით დაველოდები თქვენს სხვა ისტორიებს????❤️

 


№17 სტუმარი ნასწია

ეს რაიყო სულ ესეთი სასიამოვნო წასაკოთხი რომანები თუ გაქვს დავრჩი სახლდაულაგებელი და ეგაა.ძალიან მომწონს სახალისოა.♥️წარმატებები♥️

 


№18 სტუმარი აზა

სუპერ. სუპერ. სუპერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent