და მაინც რას ნიშნავს ჩემთვის ახალი წელი?!
ახალი წელი?! ჰმ... რას ნიშნავს ჩემთვის ახალი წელი?! ეს კითხვა უკვე დიდი ხანია მაწუხებს. და თქვენთვის რას ნიშნავს ახალი წელი?! მე ახალი წელი ეს სიტყვა, რომ მესმის ეგრევე თავში მიტივტივდება ის ფაქტი, რომ ახალი წელი მოდის ახალი იდეებით, გრძნობებით და ახალი შანსებით. ახალი წელი ახალი ფურცელია, რომელსაც ღმერთი გაძლევს, რომ "დახატო" შენი მომავალი, აწმყო და ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. ახალი წელი ბედნიერების მომტანი უნდა იყოს. 31-ში ყველა ახალ წელს, რომ ველოდებით თითქოს ნელნელა ჩვენში ახალი წლის "სული" აღწევს და გვაბედნიერებს. თითქოს მაგ დღეს მინდა ყველას ჩავეხუტო, ყველაფერი დავივიწყო და ახალი წელი თავიან დავიწყო, წელი წარსულის გარეშე, რომელიც რაღაც მიზეზების გამო არ მოგვეწონა და ცუდი მოგონებები დაგვიტოვა. ახალი წელიც ხომ ერთი ჩვეულებრივი დღეა იმ 365დღეში რასაც ჩვენ წელს ვეძახით, მაგრამ ეს დღე მაინც გასაოცარია. ერთმანეთს იმ სითბოს ვუზიარებთ, რომელსაც ჩვენი გაბედნიერება შეუძლია თუნდაც წამით, მაგრამ მინც. ის სიმბოლური დატვირთვა რაც მას გააჩნია. საჩუქრები, ნაძვის ხე, თოვლი ეს ყველაფერი ახალ წრლთან ასოცირდება და გვაბედნიერებს. თუნდაც დედას და ბებოს შემყურე ბედნიერდები იმით თუ, როგორ ფუსფუსებენ ცოტა დაღლილი მაგარამ მაინც ბედნიერი სახეებით სამზარეულოში, მაგრამ მაინც მე მიმაჩნია, რომ ახალ წელს ამხელა მაგიდა არ უნდა იშლებოდეს, რადგან ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც ახალ წელს მოაქვს. აბა დავფიქრდეთ ზოგ ოჯახს საერთოდ ახალ წელს არაფერი არ აქვს, მაგრამ მათ მაინც უხარიათ, რადგან ერთმანეთი ყავთ. ერთმანეთის გვერდით არიან და მათთვის სწორედ ეს არის ახალი წლის ბედნიერება. ოჯახები, რომლებიც ახალ წელს სიცივეში ატარებენ და მათაც უნდათ ჩვენნაირად თბილად იყვნენ ახალ წელს და ჰქონდეთ იმის საშვალება, რომ ერთმანეთს საჩუქრები აჩუქონ, მაგრამ ისინი ხომ მაინც ბედნიერები არიან. არ მესმის იმათი ვინს ფიქრობს, რომ არ აქვს აახალწლო განწყობა, არ მესმის, როგორ არ უნდა გქონდეს, როდესაც ასეთი რამ ხდება შენს გარშემო. მოკლედ ჩემთვის ახალი წელი ყველაფერთან ახალთან და ულევ ბედნიერებასთან ასოცირდება. და მაინც თქვენთვის რას ნიშნავს ახალი წლი?! ///////////////////// მოკლედ მე დავბრუნდი ახალი ჩანახატით და ახალი იდეით. იმედი მაქვს მოგეწონებათ და მინდა თქვენც დაწეროთ კომენტარებში რას ნიშნავს თქვენთვის ახალი წელი. შემდეგ მე თქვენს კომენტარებს შევკრიბავ და ერთ თემად ვაქცევ. მინდა ასეთი რამ გავაკეთო და იმედი მაქვსყველა დამეხმარებით ამაში. მწერალი:"Life is wonderful" სიყვარულით:"მე" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.