შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნისლში დაკარგული ახალი წელი [ნაწილი I]


15-12-2023, 02:58
ავტორი ლილილი
ნანახია 1 740

-რა ლამაზი დღეა,რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ნიკას.. დაბადების დღეა.. გილოცააავ-
სიცილით,ხელებში უდიდესი ტორტით შემოდის დედაჩემი ოთახში,მას უკან მოსდევს დაბერებული მამაჩემი ჩემ პატარა, ნერვების მომშლელი ძმასთან ერთად.
-მადლობა დედა-ვუღიმი რაც შეიძლება წყნარად და ნაზად,არ უნდა შევიტყო რომ სადაცაა ვიყვირებ. საკუთარ თავს ვუმეორებ ნუ ხარ უმადურითქო.
-რისი მადლობა საყვარელო,სურვილი ჩაიფიქრე და ჩააქრე-თვალი ჩამიკრა და თავით ტორტისკენ მიმანიშნა.
სურვილი კი ჩავიფიქრე,მაგრამ არ ჩავაქრე,ასე პირიქით ხდება თურმე,არ აგიხდება,უნდა დააცადო როდის ჩაიწვება და მერე შეჭამო. ასეა ეზოთერულად. დედაჩემს ეს რომ ავუხსენი რაღაცნაირად კი გაეღიმა,თითქოს ანერვიულებული ღიმილით,მაგრამ არაუშავს,
ჩემგან ესეთები რატომ უნდა გაუკვირდეს,როდესაც ბოდიში დედა,მაგრამ თვითონაც არ არის დალაგებული.
დედაჩემმა მკითხა რა ჩაიფიქრეო,მაგრამ ვირზე შევჯექი და აღარც ჩამოვსულვარ,არ გეტყვი არ ამიხდება მეთქი,იმას ნამდვილად ვერ ვეტყოდი შაგარ დედიზე ვვოცნებობთქო, ოღონდ ძალიან მოხუცზეც არა,აი სადღაც 35-38 წელი. დედაჩემს ნამდვილად არ გაუკვირდება ამხელა ასაკის სხვაობა,როდესაც თვითონ 10 წლით უფროს მამაკაცს,მამაჩემს,
ბატონ ვახტანგს გაჰყვა ცოლად 24 წლის ასაკში. ისე სანთელს მხოლოდ შაგარ დედი არ ჩავუთქვი,სამყაროს ჩემთვის რაიმე საინტერესოს გამოგზავნა ვთხოვე.

10 დეკემბერს დაბადების დღე მქონდა,მაგრამ ოჯახური ტრადიციის გადამკიდე,რომელიც რატომღაც ზუსტად ჩემმა ძილის მოყვარულმა დედამ დაამკვიდრა,ყოველი ამა რიცხვის ზუსტად 12 საათზე სამსახურიდან მოსულს სანუკვარ ძილს მირღვევდნენ უკვე წლებია. მეოთხე კურსელს ჩემი გაჭირვება მქონდა,ისეთ კომპანიაში ვმუშაობდი სტაჟიორად სადაც ჯერ 150 ლარს ძლივს მიხდიდნენ,მაგრამ არაუშავს,რაღაციდან ხომ უნდა დაიწყოს ადამიანმა? ყოველ შემთხვევაში ასე ვიწყნარებდი თავს მე.
ხო,რას ვამბობდი. ძალიან გაჭირვებული ცხოვრება მაქვს,ისედაც მოსაწყენს უფრო მოსაწყენი სამსახური მაქვს,მეგობრებიც და ოჯახიც მოსაწყენი მყავს. მაგრამ მოსაწყენში მე მომაბეზრებელს არ ვგულისხმობ,არა. უბრალოდ არანაირი თავგადასავალი ჩვენთან არ ხდება,კი,ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე ვაკეთებთ რაღაც სიგიჟეებს როგორც დაქალებს შეეფერებათ,მაგრამ ეს იმასთან შედარებით ხომ არაფერია რასაც წიგნებსა და ფილმებში ყოველდღე ვხედავ და გული ბოღმით და შურით მეხსნება შუაზე. ოღონდ არანაირი თეთრი და მტრედისფერი შური. აი იმენა შავი შურით მშურს და ვიბოღმები არარეალური პერსონაჟების გადასარევ ისტორიებზე,რომლებსაც შემდეგ დიდი სიხარულით გაიხსენებენ თავიანთ შვილიშვილებთან თუ უბრალოდ ახალგაცნობილ ადამიანებთან ერთად.
აი დღესაც, უბრალოდ უნდა ავდგე,ჯერ უნივერსიტეტში,შემდეგ სამსახურში წავიდე,შემდეგ დაქალებთან გავიდე,კვლავ რაღაცა დავგეგმოთ რასაც უეჭველი ვერ შევასრულებთ,ბაკურიანში საახალწლოდ წასვლაც ისევ გადაიდება და საუბრისა და დაუღალლავი ჭორაობის შემდეგ ისევ სიკვდილამდე დავლევთ 20 თეთრიან ჭაჭას თექვსმეტიანების წინ გარაჟებში რომ იყიდება. სამსახურში წასვლა და იქ მთელი 8 საათის გატარება კიდევ ერთი დიდი ცოდვაა ჩემთვის, რომელსაც მხრებით ვატარებ,რადგან ძალიან ბევრ რამეს ვჩქმალავ,ბუნებით ცოტა გაიძვერა ადამიანი ვარ და ამას არ ვმალავ,მაგრამ სამაგიეროდ გული მაქვს ისეთი ბევრ ცივსისხლიანს რომ შეშურდება... ან არ შეშურდება. ყოველ შემთხვევაში ჩემი მეგობრები ასე მახასიათებენ,მაგრამ შეიძლება ისინიც იმდენად შემეჩვინენ რომ ჩემს ცუდ მხარეებს უბრალოდ აიგნორებენ და მართლა იდიოტურად და მაზოხისტურად ვუყვარვარ ყველაფრის მიუხედავად. არ ვიცი ალბათობით რატომ ვლაპარაკობ როდესაც მართლა ასეა. ვუყვარვარ,აბა ტყუილად ხომ არ გაჩერდებოდნენ ჩემთან მთელი 4 წელი,პირველი კურსიდან მოყოლებული. მითუმეტეს მდიდარი მე არ ვარ და არც პოპულარობა დაუხვავებია ღმერთს ჩემთვის. მათნაირი გაღლეტილი ვარ და საცოდავად გახვერტილი 5 თეთრიანი,გამობმული ძაფით მიგდია საფულეში. (ამაზე არ ვღადაობ,მართლა დამაქვს გახვრეტილი ხუთ თეთრიანი,საქმე იმაშია რომ მამაჩემის ძუნწი ხასიათი გამომყვა გენეტიკაში და ჩვევებს ვერაფერს ვშველი, მამაჩემმა ჩამინერგა ეს ხასიათი. „იმუშავე ეშმაკურად და არა ძლიერად“)

ჩემი სახელის ისტორია არ გაინტერესებთ? მოგიყვებით. ჩემს დაბადებამდე ექიმს შეცდომით დაუნახავს ჩემი გენიტალიები და ამიტომ უთქვამს გილოცავთ,ვაჟი შეგეძინებათო და დედაჩემიც მუცელში მზრდიდა როგორც ნიკას,მაჭმევდა როგორც ნიკას,მელაპარაკებოდა როგორც ნიკას და ყველა გარშემო ტანსაცმელს მყიდულობდა,სწორად მიხვდით,როგორც ნიკას. მაგრამ ჩემი დაბადებისას,ექიმმა როგორც კი იმ პატარა,მაგრამ იმ მომენტში გადიდებული(ისევ მაპატიე დედა) ხვრელიდან გამომაძვრინა და დაინახა რომ დედას კუ*უ*ვერება არ ვიყავი,შეიცვალა სახელი ნიკა და დამერქვა ლიკა,თუმცა მამაჩემი ზედმეტად მთვრალი იყო იმისთვის რომ ეს ამბავი გადაეხარშა,საუკეთესო მეგობრის,ძმადნაფიცის,ძუძუმტის და კიდევ უამრავი სტატუსის მქონე კაცის დაბადების დღიდან გამოაქცუნა საწყალმა დედაჩემმა და როდესაც ეს ამბავი მოისმინა,მისმა ისედაც გათიშულმა ტვინმა ვეღარ დაიმახსოვრა და საბუთებში ჩამწერა როგორც ნიკა. წლების შემდეგ კი იხსენებს ვახტანგი სიცილით,“კაცოო,მხოლოდ იმ ექთნის გაკვირვებული სახე მახსოვს და მაშინ რომ ვუყურებდი მეც კი მიკვირდა ესე რატომ მიყურებს მეთქი,მაგრამ გვიან გავიაზრე ეგ ამბავი და მერე რაღას შევცვლიდი,დედაშენს უკვე გაგებულიც ჰქონდა და კარგად მიბეგვილიც ვყავდი ახალნამშობიარებსო.“ ექიმმა ალბათ იფიქრა,უკვე ოცდამეერთე საუკუნეა და რას გაუგებ ამ ხალხსო და მიუშვა საცოდავი მამაჩემი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში დედაჩემთან. დედამ სახელი აღარ შეცვალა. რომ დაფიქრდა,მოისაზრა,იმსჯელა და გადახარშა,დაასკვნა რომ ძალიან სასაცილო ისტორია იქნებოდა მოსაყოლად და უბრალოდ დინებას და ბედისწერას მიჰყვა,თან დააყოლა,ნიკა მაინც სპარსული სახელია,თან გოგოსიო,როგორც მითოლოგიისა და ისტორიის მოყვარულს მსგავსი ფაქტები კარგად ჰქონდა ჰქონდა შესწავლილი,მაგრამ ის კი ვერ გაიაზრა რომ მომავალში ბევრ სასაცილო ისტორიასთან ერთად,რთულ სიტუაციებსაც გადამყრიდა.

ესეც გაინტერესებთ? კარგი,ამასაც მოვყვები და შემდეგ აწმყოში გადავალ,თორემ უკვე ძალიან გვაგვიანდება. 19 წლის რომ გავხდი ცხოვრებაში ბიჭი პირველად მომეწონა ისე ძლიერ,რომ ოთახში საწოლის გვერდით კომოდში მისი ფოტო მქონდა გადამალული. სათუთად ვუვლიდი იმ საბედისწერო დღემდე ამ სურათს,მერე ჩემმა მიჩიმ შეჭამა. ხო,გველი მყავს,სახელად მიჩი. იმდენად მომწონდა,რომ მთვრალზე დამალვა ვეღარ შევძელი და მის რამოდენიმე ნაცნობთან წამომცდა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,იმდენად პოპულალური და ხალხით გარემოცული იყო რომ მასთან მისვლა უბრალოდ შეუძლებელი ხდებოდა. ხოდა კარგად დალეულმა და ჩემი დაქალებისგან მოშორებით მყოფმა,წინააღმდეგობრივი ძალა რომ არ მახლდა თან,გადავწყვიტე ვინმესთვის მომეყოლა ჩემი სადარდებელი,ხოდა ვინ იქნებოდნენ ეს საბედისწერო ადამიანები თუ არა მისი სანუკვარი კურსელები,რომლებიც უბრალოდ ჩემს უფროსკურსელებს წარმოადგენდნენ? გაიგო ბატონმა ეს ამბავი. ვიცოდი ჩემზე რომ წარმოდგენა არ ჰქონდა და იმედგაცრუებისთვისაც მზად ვიყავი,თან გოგონებმა როგორც კი გაიგეს ამ ტრაგიკული ისტორიის შესახებ მაშინვე კარგად შემაფართხალეს და დამწყემსეს როგორ უნდა მოვქეუილაყი ოდესმე ის და მე ერთ წამწამზეც კი თუ მოვხვდებოდით მაინც,მაგრამ შენც არ მომიკვდე. ბატონს,მისი სახელი არ იხსენება,წარმოდგენა არ ჰქონდა ჩემზე კი არა გაგებულიც ჰქონდა და გაგებულიც,ის ღადაობით წამოსული “ჭორებიც“ კარგად ჰქონდა შესრუტული ჩემზე ჩემი სახელის გადამკიდე რომ დადიოდა და მეც უკვე შეგუებული რომ ვიყავი მათ არსებობას და კარგად რომ მეცინებოდა კიდეც,მაგრამ რას წარმოვიდგენდი ოდესმე ლავ სთორიში თუ შემეცილებოდა. იყო და არა იყო რა,გათენდა ულამაზესი დღე,მეც დიდი სიამოვნებით წამოვდექი სანუკვარი საწოლიდან და მივედი ასევე სანუკვარ უნივერსიტეტში,მაგრამ უკან გამობრუნება არ იყო არც ისეთი მარტივი. გაჩერებაზე ერთად დგომაც არ ყოფილა მარტივი იმ ადამიანთან ერთად,რომელთანაც სიმთვრალეში მაგრად ჩაა*ვი,მაგრამ რას იზამ,მიწა როდი იხსენება და ყანყალებს მაშინ როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდება და გსურს. ხუთ წუთიანი აუტანელი სიჩუმის,უხერხული სიწითლის,გულის გამაწვრილებელი მუცლის ბუყბუყის,კეფაზე კანის მოგლეჯვის და სიცივისგან კანის აგლეჯვის შემდეგ მომიბრუნდა შეხუწებული და მახარა: -მისმინე,ხომ იცი ჩემამდეც მოვიდა ამბავი,რომ გიყვარვარ და დიდი მადლობა,იმ დღის შემდეგ ვეცადე თავი ამერიდებინა,მაგრამ ხალხი ძაან ჭორაობს და ყელში ამომივიდა,თან ცოტა ცუდად გამომივიდა მგონი რომ დაგაიგნორე-პაუზა-კარგი ადამიანი ხარ-ნეტა მოგესმინათ ეს როგორი ტონით თქვა,თითქოს საჭირო სიტყვა ძლივს შეარჩიაო და ყოყმანით განაგრძო-მაგრამ...ტრანსგენდერები არ მიზიდავს-აი ხომ ისედაც მოველოდი მარცხს,იმედგაცრუებას და შეგუებულიც ვიყავი,მაგრამ ეს სიტყვა ზარივით ჩამესმა ყურებში,თავში თითქოს დიდი ქვა დამეცაო,დავრეტიანდი. აი,იმ დროს მართლა მომინდა მიწა გახსნილიყო და ყველა ჭორიკანა ამ იდიოტთან ერთად ჩავარდნილიყო უსასრულობაში.- კარგი ადამიანი...გოგო ხარ,მაგრამ..მოკლედ ხომ ხვდები..მაპატიე! კარგად-კაკრას. მისი ავტობუსიც მოვიდა და მაშველი რგოლივით ჩამოეცვა თავზე,ისე შეახტა კაციშვილი ვერ შეძლებდა მის იქიდან ჩამოგდებას. მაგრამ მე? მე რა მეშველებოდა. სიწმრის სიცილი რომ მქონდა აკრული სახეზე და შუბლზე მეწერა დიდი,წითელი ასოებით ‘’ამას შ*გ ხომ არა აქვს’’. მოწონება და ის ე.წ ქრაში წამებში გამიქრა გულიდან,წყლის წვეთივით აორთქლდა. მაგრამ ოხხ, ჭორიკნებს რომ შეასხა ბებიაჩემმა თავისი ალუბლის კომპოტი,მაგის ყურამდე რანაირად მივიდა,ან ეს როგორ აღმოჩნდა ესეთი დებილი რომ ეგ *ლეობა დაიჯერა. ყველა იდიოტი მე უნდა მომეწონოსთქო დავიწუწუნებდი,მაგრამ მართლა პირველი ბიჭი იყო ვინც გულში ამოდენა ნაპრალი გამიჩინა.. მეტი არაა ჩემი მტერი,ვხუმრობ,ზედმეტად დებილი აღმოჩნდა გული რომ დამწყდომოდა,პირიქით მგონი მადლიერიც ვარ რომ მომშორდა,თორემ ჩემმა ტვინმა ტვინი წაიღო სულ მაგაზე და მაგის იდეალურ კბილებზე ფიქრობდა.

როგორც ვთქვი,დროა აწმყოს დავუბრუნდე და უნივერსიტეტში წავიდე. რომ იცოდეთ როგორ მიხარია ამ ქუჩებს რომ მოვშორდები,ვერასდროს ვიფიქრებდი ეს ადგილი თუ შემზიზღდებოდა,მაგრამ ოთხი წელი საცობებში,გაჭედილ ავტობუსში და გადატენილ მეტროში დგომის! დგომის და არა ჯდომის შემდეგ უბრალოდ ყელში ამომივიდა ეს გადაღეჭილი ქუჩები. თან ვერც იმას ვიტყვი,რომ ჩემი პროფესია მიყვარს,უბრალოდ იმის გამო ჩავაბარე რამე რომ მეკეთებინა და მერე ჩემებს და ჩემების ჩემებს და მაგათ ნათესავებს არ წამოეძახებინათ უდიპლომო სარძლო ვის ენდომებაო,მოკლედ არ მქონდა ამათი თავი და ჩავაბარე იურიდიულზე და ამით დავღუპე უარესად ოჯახიც და დავიღუპე მეც. საშინელებაა იურიდიული და იმედია ეს საშინელება,რომელიც წვალებ-წვალებით შევისწავლე შედეგს ოდნავ მაინც გამოიღებს. მაგრამ თუ არ გამოიღებს არც ეგაა დიდი პრობლემა,ვინმე ფულიანზე გავთხოვდები,ამის გამო მაინც არ მომკლავს დედაჩემი,მაგრამ აბა ის მეთქვა მაკიაჟის სპეციალისტი მინდა გავხდეთქო,ღმერთო წარმოდგენაც არ მინდა,დედამიწას ორად გაყოფდა და მაგას მაინც არ დაუშვებდა. ხო,გათხოვებაზე რაც ვთქვი ტყუილია,ვიღაცის მილიონებს ჩემი საცოდავი 150 ლარი მირჩევნია. თან დიასახლისობას ყველაფერს ვამჯობინებ,წელში უნდა გაწყდე და რისთვის? ფულს კი არა მადლობასაც არავინ გიხდის. დედაჩემის მაგალითზე ვამბობ. უმადურები ვართ ადამიანები. მაპატიეთ,ზედმეტი ლაპარაკი მიყვარს,ენას უბრალოდ ვერ ვაჩერებ,საშინლად ჭორიკანა ვარ ,მაგრამ გულში და დაქალებთან მხოლოდ. ხო ეს ისინი არიან ვისთან ერთადაც უეჭველი უნდა წავსულიყავი ბაკურიანში,მაგრამ ჩვენ უტ*აკო მეტრ*აკეები ვართ და არაფერი გამოგვდის. გათვითცნობიერებული ფაქტია ეს. უნივერსიტეტი მალევე დავტოვე,ლექციების ნერვები უბრალოდ არ მაქვს,ტყუილად ვზივარ და მაინც არ ვუსმენ, რა აზრი აქვს. ან ვწერ,ან ვხატავ(უფრო ვჯღაბნი) და ორ საათს სრულ უაზრობაში ვხარჯავ. 12 საათზე რომ გამოვედი პირველზე უკვე იმ იურიდიულ ფირმაში ვიყავი,სადაც სტაჟიორად ძლივს ამიყვანეს და აბა გამოიცანით? დიდი ბედნიერება მეწვია,ოფიციალურად ამიყვანეს ,რაც იცით რას ნიშნავს? ჰალელუიას და იმას,რომ ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა. ხელფასი საცოდავი 150 ლარიდან არც თუ ისე საცოდავი ხუთასი ლარი გახდება. ბულკი უფროსი რომ მყავს გითხარით? შვიდი შვილი ჰყავს და ბაგა-ბაღს შეჩვეული თანამშრომლებსაც ძაან საყვარლად და თბილად ექცევა,ამიტომ გარემოც ძალიან კარგია და სინდის-ნამუსის ამბავში არც არავინ ზარმაცობს. რვა საათმა მალე დალია სული და წამოსვლისას ჩემმა ბულკმა უფროსმა კვლავ გვახარა ახალი ამბავი,20 დეკემბრიდან შევძლებდით დასვენებას 2 იანვრამდე. ეს ხომ სასწაული იყო? საახალწლო სასწაული! დაილოცოს ახალი წელი! ხანდახან ძალიან მიყვარს. 9ის წუთებზე დავტოვე სამსახური და უკვე 342 ნომერ ავტობუსში ვჯდებოდი ჩემს ტელეფონზე სასოწარკვეთილი ზარი რომ გაისმა და ტელეფონიდან კიდევ უფრო სასო წარკვეთილი დაქალის ხმა ჩამესმა ყურებში,რომელმაც მაცნობა რომ დღეს დილით ძალიან ტრაგიკულად წარეკვეთა სასო. მოკლედ,ხომ ხვდებით,დაქალური მოვალეობაა ამ დროს მაშინვე მასთან გაქანდე. მეც მიმართულება შევიცვალე,ორ ნაბიჯში რაღაც იაფფასიანი არაყი ვიყიდე ჩემი გაღლეტილი ჯიბით და ჩემი ბეჩავი დაქალის ნაქირავებში ავედი.


-იმედია ლიმონი გაქვს სახლში თორემ ეს მიგვაკლავს სადღაცას,რაღაც საშინელება ვიყიდე შვიდი ლარი ღირდა და რა იქნება ხომ წარმოგიდგენია- კედელზე ცალი ხელით რომ ეყრდნობი,ამ ხელზე ჩამოკონწიალებული უამრავი უაზრობით გატენილი ჩანთა ზედ რომ გკიდია,მეორე ფეხი ჰაერში გაქვს აწეული რამენაირად ფეხსაცმელი რომ გაიხადო და შენ მაინც ახერხებ წონასწორობის დაცვას, ჩემი აზრით ესეც ნიჭია. მაგრამ ვინ ხედავს ამ ნიჭს? არავინ! ვერავინ! უმადურები ვართ ადამიანები მეთქი ამას ვამბობდი.
-შემოდი პანჩო,შემოდი-ოო,რაღაც ეს ტონი არ მომეწონა,ნამეტანად ძლიერად ჩაქნეული ხელის ხმას ჰგავს სოფოს ხმა. ის იყო ტანზე მილიონად დახვეული კაშნე და მანტო ჩამოვიხსენი და საკიდზე მივკიდე,სამზარეულოსა და შემოსასვლელის გამყოფ ღერძთან ჩემი მესამე დაქალი ანი რომ გამოჩნდა ლუდის ცარიელი ბაკლებით და საცოდავი სახით “ხელში“. ახლა არ გამოვშტერდე, რა ხდება- რა ხდება რა ამბავია,რა გჭირთ?-ახლა ცოტა მეც დამცხა,არ მომწონს მე ეს ყველაფერი. რაღაც ცუდი დატრიალდა ჩვენს თავს. -შედი და ნახე რა დღეშია-თავი ოთახისკენ გაიქნია და ცარიელი ქილები კედელზე მიყუდებულ პარკში ჩაყარა.-მე მაღაზიაში გავალ ნაბეღლავს ამოვიტან თორე მოკვდება ეგ ხვალე,დებილი როა-ჰო მიდი მეთქი ამოვიბლუყუნე და ცოტა შიშით შევედი მისაღებში. და აბა თუ გამოიცნობთ რა დამხვდა? ირმებიან,წითელ პიჟამოებში გამოწყობილი ჩემი საყვარელი დაქალი,ბავშვობის მტერი რომ იყო და ახლა ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ წარმოგვიდგენია. დივანზე იწვა და ჩაწითლებული თვალებით უსმენდა მის წინ მჯდარ სოფოს,ჩვენს ჭკუის კოლოფს,რომელმაც უბრალოდ ყველაფერი იცოდა და ყველაფერი გაეგებოდა,მაგრამ ამას ისეთი სახე ჰქონდა უეჭველი არც კი ესმოდა რას ეუბნებოდა. ოთხთვალას(სათვალე უკეთია როგორც მიხვდით) კი უკვე აწითლებული ჰქონდა სახე ლაპარაკისგან, ალბათ იმდენი ხანი უხსნიდა რაღაცას რომ ტვინი ამასაც კი გადაწვოდა. მარიამი ცოტა შეუგნებელი და მოსულელო გვყავს. არა,ცუდად არ ვამბობ რა თქმა უნდა. აი,მაგალითად მე იმდენად პირდაპირი ვარ ზოგჯერ უზრდელობაში გადამდის. ყველა თავისებურია ხომ ხვდებით.

-აბა? რა ხდება მეც მომიყევით. სალო თან მიდი არყის ჭიქა და ლიმონი მომიძებნე რა,საშინლად დავიღალე არაფრის თავი არ მაქვს- ფეხმორთხმით იქვე ჩამოვუჯექი და სავარძლის ზურგზე გადაკიდებული ხელით ჩემს მომტირალ,თვალებ ჩაწითლებულ დაქალს კითხვის ნიშნებით აღსავსე მზერით შევხედე. ამ წლების განმავლობაში ერთად ყოფნას შედეგი გამოეღო და უკვე შეგვეძლო ერთმანეთის თვალებში ამოგვეკითხა რაღაც-რაღაცები. -სოფო გთხოვ მოუყევი,ლაპარაკის თავი არ მაქვს- სავარძლის კუთხეში მოკუნტულმა ცხვირი გემრიელად მოიხოცა და სალაპარაკოდ შემართულ სოფიკოს თავადაც ისეთი ინტერესით გახედა თითქოს ეს ამბავი მას კი არა მამაჩემის მამას გადახდომოდა ერთ დროს. -მოკლედ,ქალბატონმა ჩვენ სანუკვარ სიძეს-ყოფილ სასიძოს-დიდის ამბით ჩაეჭრა გამწარებული მარიამი- ყოფილ სასიძოს-თვალების ტრიალით შეასწორა სიტყვები ჩვენმა გენიოსმა. ეჰჰ არადა აქამდე სიძე იყო-ივაჟკაცა და თავის ერთ-ერთ თანამშრომელს გემრიელად შეუდო. ჩვენმა მარიამმა კი მაინც და მაინც,საბედნიეროდ,მაგ დროს გადაწყვიტა სიურპრიზის გაკეთება და მათთვის ინტიმური ზონა გაარღვია,კარგად მიალანძღა ბიჭიკო და გამობრუნდა უკან. ახლა დაკარგულ სიყვარულს დასტირის,აბა იქ ხომ არ ვიტირებდიო,ჭკვიანურად გაგვიზრდია ხედავ?- თავზე ამაყი დედასავით გადაუსვა ხელი სოფიკომ და მის მკერდზე აკრულს თავზე აკოცა. რა ვქნათ,დებილია მარა მაინც გვიყვარს. იმასაც ვერ ვხვდებოდით ის ბიჭი რამ მოაწონა თავის დროზე,ხელი მაგას არ ქონდა წესიერი და ფეხი,ერთი ხასიათი ჰქონდა კარგი,მაგრამ ბუნებაში ჩაუჯ*ია მამამის,რას ვიზამთ. ჯობდა ახლა გაეგო და მერე არ ენანა.
ამასობაში ანიც დაბრუნებულიყო სახლში,ლუდებით და ჩიფსებით ხელში.

-იგრიალე ოქრო,რა შეგრჩება მეტი- წარმოვთქვი სიტყვა,ჩვენთვის სადღერგძელოს რომ უდრიდა და ერთიანად გადავკარი იაფფასიანი არაყი,რომელმაც ლავად ჩაირა გულმუცელის გზაზე. მართალია რა ბებიაჩემი,როცა არ შეგიძლია უნდა დაყენდე. ლიმონმაც ვერ უშველა იმ სიმწარეს ყელში რომ დატოვა ამ დედა ნატირებმა უფერულმა სითხემ,პური სიმწრით ჩავღეჭე და დავაყოლე. აი ორი-სამი ჭიქის მერე საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი არყის სიმწარეს,ვეღარც მარიამი გრძნობდა გულის ტკივილს
-არ მაინტერესებს, მე ჩემი შვილი ფეხბურთზე უნდა შევიყვანო- ჭიქის მაღლა აწევით შეჰყვირა ომახიანად ქალბატონმა გულგატეხილმა და კიდევ ერთხელ გადაკრა პატარა ჭიქა.- ვააჰ- მდინარის პირას მჯდომარე ტარიელზე საცოდავი სანახავი იყო ჩემი საყვარელი დაქალი ამ წამს- მოდით რა გოგოებო ბაკურიანში წავიდეთ ამ ახალ წელს,მართლა არ შემიძლია ახლა ამ ყველაფრის ატანა,სულ მისი დანახვა,მისი სურნელის შეგრძნება. ჩემ წინ რომ ცხოვრობს აქამდე ყველაზე დიდი ბედნიერება მეგონა,ახლა კიდევ წყევლასავით დამყვება თან- მხატვრულად აჭიკჭიკდა ტარიელი. კაი,ხუმრობა ისევ გადავდოთ გვერდით და მრისხანება მომაწვა იმ წაკლა კაცზე. რა ჯანდაბა უნდოდა,თუ აღარ უნდოდა ეს გოგო ეთქვა და ადამიანურად დაშორებულიყვნენ- ის ქალიც მინდა გავლანძღო,მაგრამ ის რა შუაშია ჩემი შეყვარებული თუ ბო*ი აღმოჩნდა-ამოიკისკისა ბოლო სიტყვები და წამშივე მოეღუშა ისევ სახე.- მაგრამ იცით რა არ მესმის? ორივენი ხომ ქალები ვართ არა? ეს რატომ უნდა გაეკეთებინა? ასეთი უპრინციპო რატომ აღმოჩნდა-სოფოს მხარს მიეყრდნო ისევ ბავშვივით ატირებული.

- ის თუ არა სხვა იქნებოდა მარი,ხომ იცი არა?-ხმა მეც კი დამსერიოზულებოდა ამ წამს. საერთოდ ამ მომწონდა ჩემი დაქალი ამ ყველაფერს წინასაახალწლოდ რომ გადიოდა- შენს ყოფილს ღალატი უნდოდა,მასთან არა? ვინმე უცნობთან ექნებოდა. დაიკიდე რა,ამაზე კარგ რჩევას ვერავინ მოგცემს,ხოდა დაიკიდე.-ჩემ წინ მჯდომს ხელი მოკეცილ ფეხზე დავადე და მოვუთათუნე,მაგრამ ჩემგან იშვიათად ნაგრძნობმა სითბომ კიდევ უფრო აატირა და ახლა ჩემკენ გადმოწეული ჩემს მკერდზე იყო ლოყით აკრული და თეთრ ჰუდს გემრიელად მისველებდა-იცი რა? გასტყ*ნია პატრონი ყველაფერს, 20 დეკემბერს შვებულებას ვიღებ და წავიდეთ ბაკურიანში.-ჩემს გარშემო მჯდარ გოგონებს თვალი მოვავლე და თვალები დავუბრიალე,მალეთთქო.
-ჰო,წავიდეთ ბაკურიანში. დანაზოგი მაქვს ჩემი ხელფასიდან და წავიდეთ,სამსახური მაინც აღარ მაქვს და რა შემიშლის ხელს-სიტყვა შემაშველა სოფომ და მის გვერდზე მჯდარ ანის გახედა რას იტყოდა. -ჰო, გავგაზოთ,ოღონდ 27დან მეწყება შვებულება,მანამდე ბინაზე ვიჩალიჩოთ და პირველამდე დავრჩეთ.-მოკლედ გადაწყდა. მივდივართ ბაკურიანში.
უ*რაკო დაქალები არც ისეთი უ*რაკოები აღმოვჩნდით.

**
27 დეკემბერი ნელ-ნელა ახლოვდებოდა,საქმეები თავზე საყრელად გვქონდა ამიტომ დროის მსვლელობა არც ისე მწვალებლური იყო როგორც უმეტესად ხდება ხოლმე. ბინის ამბები მოგვარდა,თავიდან ცოტა კი გაგვიჭირდა იმ ამბავთან შეგუება რომ იმ საცოდავ მოცუცქნულ,მაგრამ საყვარელ კერძო ბინაში დღიურად 100 ლარს ვიხდიდით,მაგრამ არაუშავს,ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია. სხვათაშორის “დაწინაურებამ“ იმოქმედა და ახლა სამსახურში უფრო დიდი ხალისით მივდიოდი,ვმუშაობდი და სახლში შედარებით ბედნიერი ვბრუნდებოდი. 22 დეკემბერის გათენება ისე გამიხარდა როგორც ჯერ არაფერი გამხარებია,ხელფასი ავიღე თუ არა სეკრეტ სანტას საჩუქარი მივიღე(ამის თქმა მგონი დამავიწყდა,მაგრამ ვის წარმოუდგენია ახალი წელი სეკრეტ სანტის გარეშე),ჩემმა ღვთისნიერმა თანამშრომელმა 200 ლარი ჩამიჯიბა და კიდევ უფრო დიდი ბედნიერება მომანიჭა. მოკლედ,მიყვარს ახალი წელი. გოგონებისთვის და ოჯახისთვის საჩუქრები უკვე არჩეული მქონდა და ფულიც გადადებული იყო,300 ლარი ამან უკვე წაიღო,დანარჩენი კი ბაკურიანისთვის გადაიდო. ერთი სული მქონდა 27 დეკემბერი როდის გათენდებოდა,რომ ჩემს ოჯახს და სახლს მოვშორებოდი,მრავალფეროვნების განცდას ვყავდი შეპყრობილი,რამე ახალი მჭირდებოდა,ამიტომ ხუთი წლის ბავშვივით მუდამ ვცქმუტავდი და ერთ ადგილზეც ვერ ვისვენებდი,დედაჩემს უკვე ყელში ვყავდი ამოსული,მაგრამ რას ვიზამთ დედა,ჩემი ატანაც შენი დედობრივი მოვალეობაა.

22,23,24,25,26 და ძლივს,მალე 27 დეკემბერიც დადგება. ახლა დილაც მიყვარს,რადგან ხვალ ახალი დღე გათენდება. ჩემს ყოველდღიურ ძილის წამლებს უკვე მოვეთენთე და საწოლზე უძლურად მივეგდე,ვიცოდი მალე ჩამეძინებოდა,ამიტომ ყურსასმენებში წვიმის და ქარის სასიამოვნო ხმები ჩავრთე და უბრალოდ დაველოდე იმ წამს,როცა მორფეოსს ჩემთანაც მოუნდებოდა მოსვლა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია.

ჯანდაბა,რა მალე გათენებულა არადა თითქოს ხუთი წუთის წინ დავხუჭე თვალები. მანქანაშიც კი თვალები მეხუჭებოდა, ძილი აშკარად არ მეყო. მარიამის დედის მანქანით მივდიოდით ბაკურიანისკენ,ისე კი არ მჯეროდა რომ ქალბატონმა ლელაკომ მანქანა ამდენი დღით დაგვითმო,მაგრამ მარიამის ეშმაკი ხასიათი რომ ვიცი შეაცოდებდა რამით თავს. გზაში ჩვენი მგზავრობა ხომ წარმოგიდგენიათ? სიმღერა და ცეკვა თამაში. სულ ტყუილად,ყველა მიძინებულები ვიყავით მაგრამ მაინც ვცდილობდით მარიამთან გველაპარაკა,თორე იქვე მტკვარში აღმოჩნდებოდა მალე დედამისის მანქანა და ლელაკოსთან მანქანაზე დავას ისევ ეშმაკთან კამათი ჯობია,მაგ დროს მკვდარი მაინც იქნები,ლელაკო კი ნელ-ნელა,წამებით მოგკლავს. დაილოცოს რძიანი ყავა და პლედი,ასე კომფორტულად კარგა ხანია არ ვყოფილვარ. ყავასთან ერთად ლანას სიმღერები და ნისლში გახვეული გზა,იქვე შენი საყვარელი ხალხი და მოშორებით მყოფი ბაკურიანი. ეჰჰ,ხანდახან კაია ცხოვრება. გზაში ბევრი მანქანა სხვათაშორის არ შეგვხვედრია და გამიკვირდა,წესით ყველა იქით უნდა მიიწევდეს,არადა უკვე ნახევარ საათზე მეტი იქნება რაც გზაში ვართ და იმდენად ცოტა მანქანა შეგხვდა ცოტა შოკი განვიცადე,ბებერივით ჩავიფრუტუნე ეს რა მოსაწყენი ახალგზარდობა მოდის მეთქი და ყავა მოვსვი. ნისლი უფრო და უფრო იმატებს და თოვლის პატარა ფიფქებიც მოდის ციდან,მაგრამ რა თქმა უნდა აქაურობას არაფერი ეტყობა,იმედია ბაკურიანი ისევ ისეთი ლამაზია როგორც წლების წინ იყო. ოჰ,აი გვირაბიც გამოჩნდა,როგორ მიყვარს გვირაბებში შესვლა ბავშვივით მიხარია და სიბნელეში რომ შევდივართ სულ მთქნარება ამიტყდება ხოლმე. სიამოვნებისგან და ნოსტალგიისგან ჩამეღიმა. ღმერთო,რა კინოს პერსონაჟივით ვიქცევი. ნელ-ნელა დაბლა ჩავდივართ და გადახურულ გვირაბშიც მალე შევალთ, ერთი სული მაქვს. მოიცა.. ეს გვირაბი.. ამ გვირაბს აქ რა უნდა,რა დროს გვირაბია,აქ არ უნდა იყოს.. რა ჯანდაბაა,როდის გადმოიტანეს,როდის ააშენეს. სავარძელზე ალაგებული ფეხები მაშინვე ძირს ჩამოვწიე და უკვე შიგნით შესული მანქანიდან ირგვლივ მიმოვიხედე. რა ჯანდაბაა,ყბა ჩამოვარდნილმა და გაოგნებულმა ტვინში გავიფიქრე. ირგვლივ სულ ნისლია,რა ჯანდაბა ხდება,ეს რა არის.

ნერვიულობისგან გამეცინა და ჩემს გვერდით მჯდარ ანის გავხედე,რომელიც ისე იჯდა და წინ იყურებოდა თითქოს ელემენტ დამჯდარი რობოტი ყოფილიყო. დანარჩენებიც ზუსტად მსგავს მდგომარეობაში იყვნენ,ნისლი იმდენად ძლიერი და ნაცრისფერი იყო,განათებაც კი ვერაფერს აკეთებდა დიდად,მანქანა კი კვლავ იმავე სიჩქარით მიდიოდა,მარიამი შენელებას არ ფიქრობდა. მე კი ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავდი. უფალო,რა ხდება. ის ის იყო მარიამს მხარზე ხელი მივადე,რომ მისმა სიცივემ თითქოს უკან ინერციით მისროლა. ეს არ იყო მარიამი,აქამდე მთელ ხმაზე მოცინარს არაფერი ჰქონდა ჩემი მარიამის. შეშინებულმა უკან დავიწიე და სავარძლის ზურგს ავეკარი. სოფოს თვალები დაეხუჭა,თავი სავარძელზე ჰქონდა გადმოგდებული. გულ და სუნთქვა აჩქარებულმა ხელი მკერდზე დავიდე,ისე სწრაფად მიცემდა მეგონა ძვლებს და ხორცს გამოგლეჯდა და ჩემს მაგივრად გაიქცეოდა,მაგრამ სად,სად გარბოდა აზრზე არ ვიყავი. ეს გვირაბიც აღარ მთავრდებოდა. ირგვლივ ვიხედებოდი იმის იმედით რომ რამეს დავინახავდი,მაგრამ არაფერი ჩანდა.მხოლოდ სუსტი განათება უცვლიდა ნისლში გახვეულ ადგილს ფერს. მოულოდნელად მანქანამ სვლას უკლო და საბოლოოდ გაჩერდა კიდეც. მათ გადავხედე,მაგრამ ხმა ისევ ვერ ამოვიღე,სრულიად მოულოდნელად თითქოს მუნჯი გავმხდარიყავი,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ლაპარაკის უფლება წამრთმეოდა და მეც ჩმ*რულად ვეგუებოდი ამას.

მანქანის კარი რომ გამოვაღე და ძირს ჩამოვედი შიშისგან თუ სიცივისგან არ ვიცი, კანკალი დამეწყო,მოხვეული პლედი კიდევ უფრო ძლიერად შემოვიხვიე და ყოყმანით გადავდგი წინ ნაბიჯი. ვერ გადამეწყვიტა წინ წავსულიყავი და დამეთვალიერებინა იქაურობა თუ არა,მათი დატოვება არ მინდოდა,მაგრამ მგონი სხვა გზა არ მქონდა. გაყინულები იჯდნენ. მანქანას ოდნავ მოვშორდი,ნისლი იმდენად ცივი იყო,მეგონა ყინულის ლოლოებს დამატარებდნენ ტანზე. სიარული აღარ შევწყვიტე და უფრო შეგულიანებულმა წავიწიე წინ.


ნაცრისფერ,ძლიერ ნისლში სუნთქვაც კი მიჭირდა იმდენად ცივი იყო ირგვლივ ყველაფერი. სუნთქვა მეკვრებოდა,მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ გამიჭირდა ნორმალურად ფუნქციონირება როდესაც წინ ნისლში მუქად ასახული ორი ადამიანის მოძრავი სილუეტი დავინახე.მაღალი,ადამიანისთვის ზედმეტად მაღალი და უცნაური,თითქოს ჩემკენ მომზირალი არსებები. ტანში უარესად გამაცია,ფეხები ლამის მომეკეცა და საშინელი კანკალი ამიტყდა,ასეთი შიში ცხოვრებაში არ მიგვრძნია. ის ის იყო ნაბიჯი უკან რაც შემეძლო ჩუმად გადავდგი,რომ მხარზე ცივი და მძიმე საგნის შეხება ვიგრძენი,თითქოს მხარზე ხელი გადამეხვიაო.
-როგორც ჩანს შენც ხედავ- გავშეშდი. სუნთქვა ინსტიქტურად შევწყვიტე. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ასე გაოგნებულ-შეშინებული,მაგრამ ბოლოს მიწაზე მწოლიარე,ბოლო ხმაზე მომკივანი რომ ვიყავი ეს ნათლად ახსოვს ჩემს გონებას. წინ მდგომს გაფართოებული თვალებით ვუყურებდი,უკვე ქუთუთოებიც მტკიოდა დაჭიმულობისგან. მაღალი სხეული ზემოდან ღიმილით მიყურებდა და შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი თვალს არ მაშორებდა.
-სანამ დრო გაქვს ჯობია წახვიდე- სერიოზული იყო. ჩემკენ ნაბიჯი გადმოდგა და გადმოიხარა-ადექი და გაიქეცი,რაც შეიძლება სწრაფად!- ორივე ერთმანეთს თვალის მოუშორებლად ვუყურებდით თვალებში,იმდენად ახლოს ჰქონდა თავი მოწეული და თვალს თვალში ისე მიყრიდა ფიზიკურად ვერ აარიდებდი მზერას,მისი ეს სერიოზულობა კიდევ უფრო მაშინებდა. ჩემმა ფეხზე წამოხტომამ და მანქანისკენ უკან მოუხედავად გაქცევამ გაწყვიტა ეს კავშირი-მათ მოძებნას აზრი არ აქვს,აქ არ არიან. გაიქეცი და უკან არ მოიხედო! -ზურგს უკან მესმოდა მისი გაფრთხილება და სწორედ მისი სიტყვების შესრულებას ვაპირებდი. უკან არ ვიხედებოდი,მაგრამ ვგრძნობდი უკან როგორ მომყვებოდა შიშის დიდი ტალღა,რომელიც მზად იყო თან წავეყოლებინე. -აქ აღარ დაბრუნდე! -გაიქეცი! სწრაფად!-ღრიალებს.
-სწრაფად ადექი!- როდის დავეცი? სირბილი არც კი შემიწყვიტავს
-ნიკა,მალე დაგაგვიანდება!-მარჯვენა ყურში მთელი ძალით რომ ჩამყვირა ჩემმა ლაწირაკმა ძმამ და საწოლიდან ხელისკვრით გადმომაგდო მივხვდი ეს საზარელი ნისლი და უცნობი ბიჭი ჩემი წარმოსახვის და მორფეოსის დამსახურება იყო. -ჯანდაბა,ამის დედაც- საათის ისრები ზუსტად შვიდ საათს აჩვენებდნენ. მძულდა ირგვლივ ყველაფერი,გულიც ვერ უბრუნდებოდა საწყის კალაპოტს.


**
-რა გჭირს რა სახე გაქვს-მარიამის დედის მანქანაში ჩემოდნები რომ ჩავტენეთ და ყველამ ჩვენ ჩვენი ადგილები დავიკავეთ წინ მჯდომი სოფო სიცილით მომიტრიალდა-შენ გქონდა გუშინ დრამაქვინობის საღამო თუ ამას-თავით ანიშნა მარიამისკენ,რომელიც ყველასთვის სრულიად გასაკვირად ძალიან კარგ ხასიათზე იყო. არ ვიცი ეს კარგს მოასწავებს თუ ცუდს,ეს გოგო ძალიან არაპროგნოზირებადია ესეთ ამბებში. -აუ ცუდად მეძინა-ხმა ისე შემცვლოდა მეც კი დავფიქრდი ნამდვილად მე ვიყავი თუ არა. -სამაგიეროდ მე მეძინა მკვდარივით,ასე რომ შეგიძლიათ მთელი გზა გეძინოთ,მე ვატარებ-მარიამმა ღიმილით გვახარა. ჰო,სხვანაირად არც გამოვიდოდა. ანის უკვე სძინავს( ეს ჩემზე დიდი ძილის გუდაა) მე მეძინებოდა და სოფიკომ მანქანის ტარება კი არა ბრენდების ცნობაც კი არ იცის. ასე რომ დღეს მარიამს მისჯილი აქვს საჭესთან ჯდომა.

წამებში ჩამეძინა. მე ზოგადად ისეთი ღრმა ძილი მაქვს რთულია ჩემი გაღვიძება,მერე გამოფხიზლება და ადამიანივით ფუნქციონირება. ჩვეულებრივი ზომბი ვხდები ადრე გაღვიძებისას. ისე ჩავედით ბაკურიანში ვერც კი გავიგე,თვალი წამითაც არ გამიხელია,სითბოში ისე კომფორტულად ვიყავი გახვეული გამოძრავებაც არ მინდოდა,მაგრამ ჩვენი დროებითი ბინის კართან როგორც კი გაჩერდა მანქანა მარიამმა სიგნალი ატეხა და მაშინ წამოვყეთ მე და ანიმ თავები. მოცუცქნული პატარა სახლი,რომელიც დროებით ჩვენს განკარგულებაში იყო სითბოს და სიმყუდროვეს ასხივებდა. ჩალაგება-ამოლაგების პროცესი ალბათ ყველას ძალიან გვძულს არა? ბოლო ბოლო ადამიანები ვართ. 5 საათისკენ ყველაფერი გაკეთებული გვქონდა,იქვე მისაღებში მაგიდის გარშემო იატაკზე ვისხედით და ლუდს და პიცას ერთმანეთს ვაყოლებდით. მშვენიერი კომბოა. ღამის ცხრა საათამდე რომ გაგრძელდა ჩვენი სმა-ჭამა მანდ მივხვდით რომ ეს „ერთფეროვნება“ უკვე მოგვწყენოდა და მარიამის ჭკვიანმა ტვინმაც შემოგვაწოდა იდეების ახალი დასტა.

-წამო თხილამურებზე ვისრიალოთ-გაკრეჭილი ეკიდებოდა მასზე მაღალ ანის მხრებზე და სიცილით იგუდებოდა ჩვენთან ერთად. ვგიჟდები ლუდზე,ისე გემრიალად მაჟუჟუნებს როცა ვსვამ თავი ამ სამყაროს ღმერთი მგონია ხოლმე,ალბათ სწორედ ამიტომ ავყევი მარიამის წინადადებას და ჩვენი გადაწყვეტილებით ოთხი კარგად შეზარხოშებული შტერი გოგო ისე შევდექით თხილამურებზე გეგონებოდათ მსოფლიოს ჩემპიონები ვყოფილიყავით ამ საქმეში. ან ვის მოუვიდა აზრად ჩვენი იქ დაშვება? ჩემ მთვრალ გონებასაც კი ესმოდა რომ ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ლუდი ისე მომკიდებოდა ირგვლივ ყველაფერს გაორებულად ვხედავდი,არადა ორ ჭიქიანს ნამდვილად ვერ მიწოდებს ადამიანი,ტახივით ვარ. აღმართზე როგორ აღმოვჩნდით ვერ მივხვდი,როდის მოვასწარით ან ფიზიკურად ერთმანეთზე გადაკიდებულები როგორ ავძვერით მაღლა და დავეშვით ვერც ეგ გავიაზრე,მხოლოდ მოგვიანებით უკვე ინერციით რომ მივიწევდი გაყინულ გზაზე მაშინ მივხვდი რამხელა შეცდომა დავუშვი მარიამს რომ დავუჯერე,მაგრამ გვიანი იყო,გაორებულ ხეებს შორის რომელიმე უნდა ამერჩია,ან მარჯვენა მეჩვენებოდა ან მარცხენა. მარცხენა ავირჩიე.. და აი მანდ ყველაზე მეტად შევცდი!
აუფ. ჩაბნელდა.
**
ჯანდაბა,თვალებს ვერ ვახელ,ყველაფერი მტკივა თითქოს დალეწილი ვარ. რა მოხდა. საშინლად მცივა,ტანში მამტვრევს. თვალები საბოლოოდ გამოღვიძებიდან რამდენიმე წუთში გავახილე,მაგრამ მგონი ჯობდა სულ არ გამემოძრავებინა ქუთუთოები. ეს რა ხუმრობაა, რა ხდება ნიკა შენ თავს.
იმ წყეულ ნისლით გატენილ გვირაბში ვარ. ძირს გვერდულად ვწევარ ან უფრო ვგდივარ და მხოლოდ იმას ვახერხებ ირგვლივ მიმოვიხედო. ადგომის მეშინია. უკან თუ ვინმე სერიული მკვლელი მიდგას და ელოდება როდის გავიღვიძებ სულ ტყუილად. შემიძლია გაუნძრევლად ესე ვიწვე და თავი მოვიმკვდარუნო. ნამდვილ სიკვდილს ნამდვილად არ ვაპირებ,არა! არ მინდა! შეუძლებელია,ეს არ მოხდება. მითუმეტეს ამ ახალ წელს,ჩემს დაქალებთან ძლივს მოვახერხე რამე წესიერი და ჯანსაღი გამეკეთებინა და ახლა ნუ მომკლავ ღმერთო,ოღონდ ეგ არ ქნა.
-რას აკეთებ?- აი. ჩემი მკვლელიც. რა უაზროა ეს წუთისოფელი,რა ამაო ყოფილა ჩემი ცხოვრება. ახლა ავტირდები. აი ახლა. ორი წამიც. აი ცრემლებიც ჩამეღვარა. აი ცოტაც და წამოვა. ცოტაც..
-ჰეი,შენ გელაპარაკები რას აკეთებ მეთქი,ძირს რატომ წევხარ-მოიცა. თვალები წამებში გავახილე. ეს არ არის მკვლელი? -ხომ გითხარი არ დაბრუნდე მეთქი-თავი ნელა შევატრიალე მისკენ,ჩემს გაწოლილ სხეულს ზემოდან რომ გადმოჰყურებდა და სწრაფად წამოვჯექი მიწაზე. ის არის. თეთრთმიანი. -შენ? აქ რა გინდა?- საერთოდ ვერ ვხვდები რა ხდება,ამიტომ ჩემგან ნურაფერ ადეკვატურს ნუ მოელით.
-საერთოდ ამიხსნი რა ხდება? აქ რატომ ვარ? ან ამ გვირაბს რას სჭირს? ჩემი მეგობრები სად არიან? ხალხი სად არის?-კითხვა კითხვას ისე მივაყარე პასუხის გაცემა კი არა ამოსუნთქვაც არ ვაცადე,მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობა,რომელიც გაღიზიანებას და შიშს უფრო გაეზარდა,უკვე აფეთქების ზღვარზე იყო.
-საქართველოში ვართ? იცი საქართველო?- ისე ვუყურებ და ველაპარაკები თითქოს წინ ადამიანი კი არა უცხო პლანეტელი მედგას. -ქართულად გელაპარაკები,შტერო-ტუჩი ისე ამიბზუა თითქოს ის აბეზარი კოღო ვიყო ზაფხულობით რომ არავის არ ასვენებს. შტეროო მე მითხრა?
-ამიხსნი რა ხდება თუ კინკლაობა გავაგრძელოთ?უკვე ყელში ამოვიდა ეს გამოქვაბული,სად წაიყვანეთ ჩემი დაქალები? რა უქენით?-თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა,სადაც სიმპატიურ მძარცველებს სადაქალო გამოსასყიდვისთვის გაეტაცებინათ,მაგრამ ამათ აშკარად აერიათ,არასწორ მისამართზე მოხვდნენ. დედაჩემი გამოსასყიდს არ გადაიხდის. დრამები დავდგი. აქედანვე ვგრძნობ,რომ ის ერთდერთი ცოცხალი არსება,რომელიც აქ ძლივს გადამეყარა და დიდი ალბათობით ჩემს შეჭმას არ აპირებს,ჩემი დამპალი ხასიათის გამო კი მიმაგდებს. სიცივეს ალბათ მობეზრდა ჩემგან იგნორი და გადაწყვიტა მოულოდნელად მთელი სიძლიერით გაეყინა ისედაც გაყინული გამოქვაბული. ძვალ რბილში გაიარა,კინაღამ ჩავიკეცე სხეული ისე არასასიამოვნოდ დამიბუჟდა.
-ჯანდაბა,როგორ ცივა. ასე მალე როგორ აცივდა-ამოვიწუწუნე და ჩემი სქელი,ზამთრის დუტის კურტკა სხეულზე მჭიდროდ შემოვიხვიე.-მოიწი ახლოს თორემ საერთოდ ვეღარ გხედავ,რანაირი ნისლია რა არის- ჩემი წუწუნით ადამიანი შეიძლებოდა გამეგიჟებინა,მაგრამ ამას აშკარად არ აწუხებდა,რადგან სახის მიმიკა არც კი ეცვლებოდა. მხოლოდ წინ იყურებოდა,ჩემს ზურგს უკან გამალებით ეძებდა რაღაცას,თითქოს ელოდა რომ ვიღაც გამოჩნდებოდა. -მისმინე-მოულოდნელად ხელი მკლავზე ჩამავლო და ახლოს მიმწია,ტონი ძალიან სერიოზული და დაბალი ჰქონდა,სახე კი ისეთი დაძაბული თითქოს უკან ნისლი და უსასრულო გზა კი არა ჯეფრი დამერის მილიონობით კლონი მედგა.- აქ საერთოდ სხვა სამყაროა,ადამიანები აქ არ არიან,ახლა ვერაფერს აგიხსნი უბრალოდ უნდა მენდო და რაც შეიძლება ჩუმად იყო! გესმის?! ჩუმად იყავი! დანარჩენს მერე აგიხსნი- ნელ-ნელა დაბლა დაიხარა და მეც მუხლებზე დამაყენა. რაღაცას ამოვეფარეთ,მაგრამ ეს რაღაც რა იყო ვერ გავარჩიე,ისე ვიყავი მისი სერიოზული ტონით დაძაბული ყურადღებად გადავიქეცი,მაგრამ მისმა სიტყვებმა ისეთ შოკში ჩამაგდო ამოსახარხარებლად დაღებული პირი კინაღამ გამეხა,მაგრამ როგორც ჩანს მიხვდა ჩემგან წამოსულ რეაქციას და პირზე ხელი ისეთი სიძლიერით ამაფარა დიდი ალბათობა იყო იმისა რომ ნათითურები დამეტყობოდა.-შენ რა შტერთან ერთად ყრუც ხარ?-გამწარებულმა ჩემს სახესთან ახლოს ჩუმად ამოისისინა და პირზე შემოჭდობილი ხელები კიდევ უფრო მომიჭირა. ჩემი მზერა და ზმუილით გაქნეული თავი რომ დაინახა ერთ წუთს მაცადა,მაგრამ ალბათ მიხვდა ზედმეტად ჯიუტი რომ ვიყავი. პროსტა ამას ნახეთ რა ვუქნა,რეებს მიბედავს. ადამიანი მეუბნება რომ რაღაც არარეალურ სამყაროში ვარ,სადაც ადამიანები აღარ არიან,ირგვლივ ცივა და სულ ნისლია და..ჯანდაბა,ახლა გამახსენდა რომ რაღაც მოჩვენებებიც დადიან. ჰაჰა,ძალიან სასაცილოა. ანუ,ჩემი მეგობრები და ოჯახი აქ აღარ არის და ვიღაც უცნობი არც კი აპირებს ამიხსნას წესიერად რა ხდება? ახლავე უფალო,აი ახლავე.

-ეს სიცივე ძალიან ცუდ რაღაცას მოასწავებს,გესმის? ისინი მოდიან- ძალიან ჩუმად და სწრაფად მითხრა,მაგრამ ისე რომ ჩემი პირის მისი ხელისგან გათავისუფლება არც უფიქრია. ზმუილით ვანიშნე ვინ ისინი მეთქი,მაგრამ არაფრის თქმა აღარ დასჭირვებია,რადგან ძალიან,ვიტყოდი ზედმეტად ნათლად და შემზარავად ჩამესმა ის გულის გამაწვრილებელი მონსტრული ღრიალი,საიდანღაც გვირაბის სიღრმიდან რომ წამოვიდა და იმდენად ამიწიოკა ნერვული დაბოლოებები კანზე ბუსუსებმა დამაყარა. გული კინაღამ გამიჩერდა. ღმერთო ეს რა ხდება,სად ვარ.
თეთრთმიანმა მხოლოდ ერთი ამოიოხრა,ჩემგან განსხვავებით შიშისგან და გაოგნებისგან თვალები,ხელები,ფეხები და საერთოდ ყველაფერი დაძაბული რომ მქონდა,მას არაფერი ეტყობოდა,თითქოს უკვე ათასჯერ ენახა ეს სცენარი და უკვე მობეზრებულიც ჰქონოდა.
-ხომ გითხარი ჩუმად იყავი მეთქი-ერთი ეს ამოიწუწუნა,შემდეგ კი ჯიბიდან რაღაც ძალიან მნათობი ამოიღო და ფეხზე წამომდგარმა ძალიან შორს,მთელი ძალით გადააგდო-ახლა გაქცევის დროა,რა თქმა უნდა თუ ტანჯვით სიკვდილი არ გინდა-გამიღიმა და მკლავში ჩავლებული ხელით მისკენ დათრეული,წინ გამისროლა რომ ამ ადგილიდან რაც შეიძლებოდა მალე გავქცეულიყავით.

**
ხომ იცით როგორი შეგრძნებაა ღამეს,სრულიად სიბნელეში ჩაფლულ სახლს მხოლოდ ერთი ოთახი რომ ანათებს,შენ კი გიწევს სიბნელეში ჩაფლული დერეფანი გაიარო და არარსებულ მოჩვენებებს ისე სწრაფად გაექცე საწოლთან მისვლა და საბანში თავით შეძრომა უსაფრთხოდ მოასწრო. სწორედ ამას განვიცდიდი ახლა,დედას ვფიცავარ არც მეტი არც ნაკლები,თურმე ჩვენს გონებას ისეთი არარსებული უბრალოდ წარმოდგენილი და გამოგონილი ემოციების გამოგონებაც შეუძლია,რომელიც შეიძლება რეალურად არც კი განიცადოს ადამიანების 99%-მა. მაგრამ მე ამ 99% პროცენტს ნამდვილად არ მივეკუთვნები,რადგან ის მოჩვენება რომელიც დიდი ალბათობით თავაწყვეტილი მოგვზდევს ჩემი წარმოსახვის ნაწილი არ არის! არც ეს ბიჭი არ არის ჩემი სიზმრებიდან გადმოსული ზმანება! არც ეს შეხებაა გამოგონილი,ასე რეალურად რომ ვგრძნობ და თავს ცოტა არ იყოს მშვიდად მაგრძნობინებს ამ სიტუაციაშიც კი,რადგან ვიცი მარტო მე არ ვარ ამ ნისლით მოცულ ახალ სამყაროში გამოკეტილი.

გვირაბი იმაზე გრძელი აღმოჩნდა ვიდრე ვფიქრობდი. არც კი ვიცი რამდენი ხანი გავრბოდით ხელიხელ ჩაკიდებულები,მაგრამ ნისლი და ჩვენს გზაზე ადევნებული არსების ღნავილი არ ტოვებდა ჩვენს ხედვის და სმენის არეალს. გული უკვე ამოგდებას მქონდა მაგრამ სიკვდილის შიშს იქამდე მივყავდი,რომ დაღლასაც ვერ ვგრძნობდი. თეთრთმიანს აშკარად დიდი დრო გაეტარებინა აქ,ვგრძნობდი კარგად იცოდა სადაც მივდიოდით და მეც მასზე უსუსურად და ინსტუქტურად მინდობილი მის ნაბიჯებს მივყვებოდი. ასე აღმოვჩნდი მასთან ერთად მიწის ქვეშ,რომელსაც პატარა ფანრით ანათებდა და გზის გაკვალვას ცდილობდა კოჭებამდე წყლით გავსებულ ძალიან დიდ მილებში,რომლებიც გვირაბის ქვეშ გადიოდა და ერთმანეთს უკავშირდებოდა. მიწის ქვეშ გაყვანილი მილები იმდენად დიდი და მაღალი იყო,ალბათ საქართველოს ნახევარ მოსახლეობას დაიტევდა,ნახევარს თუ არა ნახევრის ნახევარს მაინც. აქ დროის გასვლას ვერ ვგრძნობდი,მხოლოდ აჩქარებული სუნთქვა მახსენებდა იმას რომ დიდი ხანი იყო რაც აჩქარებული ნაბიჯებით მივდიოდით უსასრულოდ წინ. მაგრამ საბოლოოდ დიდი წვალების შემდეგ მივაღწიეთ გზის დასასრულისკენ. სადღაც სიღრმეში კედელზე დაკიდებული ჩირაღდნებით განათებული გზა გამოჩნდა,თეთრთმიანის ფანარი ჩაქრა და ამჯერად ცეცხლისფერი სინათლის კვალდაკვალ გადაადგილდებოდა კედლის ზედაპირზე არეკლილი ორი ადამიანის ჩრდილი. ჩემს წინ მიმავალი თეთრთმიანი,რომელიც არც კი ვიცოდი საერთოდ ადამიანი იყო თუ არა,ან რეალურ სამყაროში არსებობდა თუ არა,მაღალი იყო,ჩემზე საკმაოდ მაღალი,ყელამდე ვწვდებოდი მხოლოდ. გრძელი მხარბეჭი ჰქონდა,ჯარისკაცის ფორმის მაისური საკმაო შესაძლებლობებს მაძლევდა დამენახა რომ ჩემ წინ მიმავალი ძლიერი ადამიანი იყო და რორამე მასთან ვერაფერს გავხდებოდი შიშველი ხელებით. ეს კი სარისკო იყო,მე მას არ ვიცნობდი. და ცოტა არ იყოს მეშინოდა. ჩემი ოჯახი და მეგობრები უკვე მენატრებოდნენ,მთელი ორგანიზმი უკან მექაჩებოდა თითქოს იქ უკან ვიღაც მნიშვნელოვანი დამრჩენოდა,მაგრამ ვერ ვბრუნდებოდა,მასთან ერთად წინ მივიწევდი და ცრემლებს,რომლებიც ისე უეცრად გაჩნდნენ ჩემს სახეზე,რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი უბრალოდ გზას ვაძლევდი. ჩემი სისუსტე და შიშები აქ ნამდვილად არავის გაუკვირდებოდა,მე ხომ ერთ დიდ საგიჟეთში მოვხვედრილიყავი.


**
-დალიე,გაგათბობს-ბიჭი,რომელსაც ალბათ რომ შევაჯამოთ ორი საათია ვიცნობ,თავის სიცოცხლეს რისკავს,რომ გადამარჩინოს და მივყავარ იქ,სადაც ამ მონსტრებისგან თავის დაცვა შეუძლია, ყველანაირად ცდილობს კომფორტი შემიქმნას იმ პატარა ყუთში სადაც საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობს,აქაურობას ეტყობა რომ თეთრთმიანი დიდი ხანია რაც მას თავშესაფრად იყენებს. მართლა საგიჟეთში ვარ. გვირაბიდან გამოსულები ქალაქის თავზე აღმოვჩნდით,ხალხისგან დაცლილ თბილისს,რომელიც ნისლში და თოვლში იყო ჩაფლული, ზემოდან გადმოვყურებდით. ულამაზესი იყო აქაურობა,როგორც ჩანს არარეალურ სამყაროში არსებულ თბილისს თოვლის მოსვლა ღირსებოდა. წიგნებში,ფილმებში,ნახატებში გადმოცემული მივარდნილი სამყარო,რომელიც მუდამ მიზიდავდა და რაღაცნაირ უცნაურ,ნოსტალგიურ გრძნობას აღვიძებდა ჩემში,ახლა ჩემ თვალწინ რეალობად გადაქცეულიყო. გზა ქალაქის მიმართულებით კი არა,გვირაბის თავზე, მაღლა აყოლილ ბილიკზე განაგრძო,გვიან მივხვდი რომ ეს გვირაბი მთაში იყო გამოკვეთილი და ის ადგილიც,რომელიც ახლა ჩემს გაყინულ უკანალს ათბობდა,სწორედ მთის ბილიკზე მდებარეობდა.
-ისინი რა ჯანდაბები იყვნენ-გამოწვდილ ცხელი სითხით სავსე ჭიქას ხელები ისე შემოვხვიე,თითქოს წყალში გადმოგებული მაშველი რგოლი ყოფილიყო. სიცივისგან და ჯერ კიდევ სხეულში დარჩენილი შიშისგან სხეული ისე მიკანკალებდა სკამზე ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი,ხმა ჩამხლეჩვოდა ისე თითქოს მთელი დღე ხმა არ ამომეღოს. თვალებიდან არ ამომდიოდა ის მახინჯი არსება,რომელიც მიუხედავად ძლიერი ნისლისა მაინც ნათლად აღიქვა ჩემმა გონებამ,ყოველ გაფიქრებაზე გული ხელთავიდან მიჩქარდებოდა იმდენად შემზარავი იყო საათების წინ გაგონილი ღრიალის ხმა. -მე ჯიკებს ვეძახი,რეალურად რა არიან და რა უნდათ არავინ იცის- თეთრთმიანი კედელს მხრით მიყრდნობოდა და გადაჯვარედინებული ხელებით მთლიანად ჩემკენ იყო მომართული. თვალს არ მაშორებდა,რაც მოდი ვაღიარებ, დასამალი რა მაქვს და სახეს მიცხელებდა და უხერხულში მაგდებდა. ასე თვალისმოუშორებლად ადამიანის ყურება სად გაგონილა?! მითუმეტეს ისედაც საკმაოდ დაშინებული ვარ. -ჯიკები?-მისი მზერის არ შემჩნევის მცდელობა კარგად მიდის. -ჰო,იაპონური მითოლოგიური მონსტრის შემოკლებული ვერსიაა,ძალიან გვანან-წარბის აწევით და ისეთი ტონით მითხრა,აი შენს საყვარელ სფეროზე რომ გაგიბამენ საუბარს,რაღაცნაირი აჟიტირებით. -და ეს..ჯიკები.. ადამიანებს რას უშვებიან? ჭამენ?- სამან ბოლო სიტყვას დავამატებდი ნერწყვი სასულეში ძლივს გადავიტანე. ეს რეები ხდება, რა შარში გავეხვიე. -ჰო ასეც შეიძლება ითქვას-ღმერთო ეს რა ჟმოტი ვიღაცაა,სიტყვები ვერ ამოვწიწკნე პირიდან.
-რას ნიშნავს შეიძლება ასეც ითქვას? არ შეგიძლია წესიერად ამიხსნა?-ხმაზე უკვე მეტყობოდა რომ გაღიზიანების პიკზე ვიყავი,ამიტომ გემრიელად ამოიოხრა. მიხვდა ლაპარაკს ვერ აცდებოდა და ეტყობოდა როგორ ეზარებოდა ყველაფრის თავიდან ბოლომდე ახსნა,მაგრამ ამ გაურკვევლობაში მარტოს ვერ დამტოვებდა,ბოლო ბოლო ამას მეც კი არავის გავუკეთებდი. -მოკლედ,კარგად მომისმინე მეორედ ამ თემას აღარ მივუბრუნდები!- თვალი თვალში გამიყარა. ეს თვალებში ასე უდრეკად ყურება რამე ახალი ჰობია?- ჭამენ, ანუ სულს აცლიან. არ ვიცი როგორ,უბრალოდ ამით იკვებება,ისე როგორც ჯიკინინკები,ანუ ჯიკები. დავალებული აქვთ რომ ღამღამობით ადამიანების სულებით იკვებონ,ეს ჩემი თეორიაა. ახლა ყველაფეერი გასაგებია? -ვისგან აქვთ დავალებული?-გაოცებისგან და შიშისგან ხმა წამერთვა,ანუ აქ ცალკე სამყარო იმისთვის შექმნეს რომ დედამიწა ადამიანებისგან ნელ-ნელა დაცალონ და მაინც და მაინც მე ამირჩიეს პირველ ეტაპზე? ასეთი რა დავაშავე ღმერთო,რა?! მოსაწყენ ცხოვრებაზე რომ ვწუწუნებდი ეს საერთოდ არ მიფიქრია! დამაბრუნე უკან! იმხელა ვირუსს გადავურჩი და ამას ნუ მოაკვლევინებ ჩემ თავს! -არა,იმ რეალურ ჯიკებს აქვთ დავალებული,რომ ადამიანები შეჭამონ,მე კი მგონია რომ აქაც მსგავსი თემა ტრიალებს,ხომ ხვდები? ეს სამყარო ასე უბრალოდ არ შეიქმნებოდა თავის მონსტრებთან ერთად- ამ ჯიკებზე ასე ენთუზიაზმით რომ ლაპარაკობს ცოტა ვშინდები,შეშლილს ემსგავსება- მიდი რამე კითხვა თუ გაქვს დამისვი სანამ ხასიათზე ვარ-ხელი ამიქნია. -ანუ,აქ სხვა ადამიანებიც არიან? მარტო არ ვართ ხო?-იმედიანი ღიმილით ჩავეკითხე და მის თავის დაქნევაზე შვებით ამოვისუნთქე. ამ შეშლილთან მარტო რომ არ ვიქნები უკვე კარგია. -შენ იმედია კარგი ურთიერთობა გაქვს მაგ..ადამიანებთან-ეჭვით ვიკითხე. არ გავს ეს მთლად დალაგებულს -ჰო,ცუდი ნამდვილად არ ეთქმის-თავი დამიქნია. -კარგიი,კარგია-მეც დავუქნიე. აი ეს უხერხული სიჩუმეები არ შემიძლია რა. -და ეს რა სამყაროა? აქ რატომ მოვხვდით? ხალხი სად გაქრა? შენი ნაცნობები სად არიან? იქნებ მოვკვდით და ეს არარეალური სამყარო კი არ არის, ჯოჯოხეთში ვართ?- ერთი სული მქონდა ამ კითხვებზეც გამეგო პასუხები მაგრამ ჩემს წინ მჯდომი აშკარად არ აპირებდა ჯერ ხმის ამოღებას-ჰეი,ლაპარაკი დაგავიწყდა?-თვალწინ ხელი ავუქნიე,თვალებს არ ახამხამებდა და არც მზერას მაშორებდა. ვაიმე მგონი მართლა გიჟია. ხომ არ ჯობია იმ ჯიკებთან თუ რასაც ეძახის დავბრუნდე,რაღაც ეს უფრო მაშინებს,ადამიანებს ისეთი ფანტაზიის უნარი გვაქვს დარწმუნებული ვარ რომ მოუნდეს უარესს გამიკეთებს. -გელოდები,კიდევ რამე კითხვა ხომ არ გექნება ბარემ ერთიანად გაგცემ პასუხს- ეს ვის ეღადავება.სახე მიმეჭმუხნა-კარგი,მოკლედ. ეს რა სამყაროა აზრზე არ ვარ,აქ რატომ ვართ ეგეც არ ვიცი,ხალხი სად გაქრა არც ეგ ვიცი და ჩემი ნაცნობიც აზრზე არ ვარ სადაა,ცოცხლები ვართ თუ არა ესეც არ ვიცით-მხრები უდარდელად აიჩეჩა,თითქოს დიდიხანია ამ ყველაფერს შეეგუა და უკვე აღარც აწუხებსო. ცოტა ხანი წყნარად ვუყურე,ვუსმინე და შევეცადე გამეგო და გამეაზრებინა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა,ადამიანი აშკარად ტრამვირებულია და ვერ არის ჯანსაღ გონებაზე. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად თავი ვერ შევიკავე. -აქ საერთოდ ვინმემ რამე იცის?!-წამომეყვირა. წამოვხტი. ახლა პანიკა დამეწყება,ღმერთო არ დამტოვო,აქ არ მიმატოვო ამ გიჟთან მარტო დარჩენა არ მინდა. -არა,ყველა ერთ ნეხვში ვართ-გაეცინა-ღმერთი მაგრად გვეკაიფება,აშკარად მოსწყინდა და გასართობის ძიებისას ეს მოაფიქრდა.-ჩემი წაშლილი და ნერვული შეტევისგან აკანკალებული სიფათი რომ დაინახა ამასაც ცოტა ნერვიულად გაეღიმა- ისე, არამგონია მკვდრები ვიყოთ,მკვდრები რომ ვიყოთ ჩვენს მოკვლას თავიდან ხომ აღარ ეცდებოდნენ არა? ჰაჰა- ვერ ღადაობს,ნაღდად ვერ ღადაობს და ჯობია საერთოდ გაჩუმდეს,ისედაც გული ამოვარდნას მაქვს. აი ახლა ნელ-ნელა ვიაზრებ და ვხარშავ ყველაფერს, ამდენი ინფორმაცია ერთმანეთს რომ ეწყობა ტვინი მტკივდება. შეუძლებელია ეს მომხდარიყო,დაუჯერებელი ამბავია სხვა სამყაროში გადასვლა. საერთოდ რანაირად მოხდა? ვეცადე გონებაში კადრები უკან გადამეხვია რომ გამეხსენებინა როგორ ამოვყავი აქ თავი,მაგრამ გოგონებთან დალევის გარდა არაფერი ახსოვდა ჩემს ტვინს. -იცი აქ როგორ მოხვდი? რამე გახსოვს?-თეთრთმიანი,რომელიც თავის მუხლებს მკლავებით დაყრდნობოდა და აშკარად რაღაცაზე ფიქრს წაეყვანა სადღაც შორს,ჩემს სიტყვებზე უკან ბრუნდება. მისი არარეალური სამყაროდან ჩვენს საერთო, არარეალურ სამყაროში. -არა, ბოლოს რაც მახსოვს ჩემი ძმაკაცები არიან,მათთან ერთად აუზში ვბანაობდი,მერე არაფერი,საერთოდ არცერთი მოგონება არ მაქვს ტვინში შენახული გარდა ამ სამყაროსი-თავი გააქნია და კიდევ ერთხელ გულიანი ოხვრა ამოაყოლა სიტყვებს. შუბლი ოფლისგან და ემოციების დიდი ტალღისგან,რომელიც ახლა ჩემს გონებასა და სხეულში ტრიალებს მიხურს,მგონია რომ მალე თავი ამიფეთქდება. ჩემი მშობლები? ჩემი ლაწირაკი ძმა? ისინიც აქ არიან? -დამიჯერე ნერვიულობას აზრი არ აქვს,უბრალოდ ის დაგვრჩენია რომ მოვიცადოთ,გადავრჩეთ და სხვა ადამიანები მოვძებნოთ,რამე გამოჩნდება,ერთად გამოვძვრებით-ოთახში არსებულ ერთადერთ ფანჯარასთან ვიდექი,რომელიც იქაურობას ანათებდა და ნერვიულობისგან აკანკალებული ხელები სახეზე მქონდა აფარებული რამენაირად რომ დავმშვიდებულიყავი,როდესაც კისერზე მოულოდნელად მომხვია ხელი,შემატრიალა და მკერდზე ამიყუდა. ახლა არ გამოვშტერდე,კიდე ეს მინდა? რას აკეთებს? აშკარად მეხუტება რადგან ხელს უცნაურად მითათუნებს და ნაზად მირტყამს ბეჭზე,მაგრამ ისე უცნაურად მეხუტება სადაცაა სიცილი ამიტყდება. ძალიან უცნაური რეაქციები მაქვს ნერვიულობის დროს - თუ ისედაც მკვდრები ვართ სიკვდილის აღარ უნდა გვეშინოდეს,ამიტომ არ ინერვიულო- უკანასკნელად მომარტყა და შორს გადგა. ალბათ მადლობა უნდა ვუთხრა? მაგრამ ისედაც ზედმეტად ბევრი უცნაურობა ხდება,ხმის ამოღება აღარ მინდა. მეორე მხრივ კი თავში ნელ-ნელა იმდენი კითხვა მომდის გაჩუმება შეუძლებელია,აღარ ვიცი რა ვქნა. -მკითხე
-რა?
-მკითხე რაც გაინტერესებს... ასე ნუ მიყურებ,ყველა ფიქრი სახეზე გაწერია,ჯობია მიმიკები აკონტროლო-გაეცინა.
-იქ რა გინდოდა? იმ გვირაბში. ორჯერ გნახე და ორივეჯერ იქ იყავი
-იმ ჩემს ნაცნობს ველოდებოდი,თავისიანებთან უნდა წასულიყო და რაღაცები გაერკვია ჩემთან დაკავშირებით,იმ გვირაბში უნდა დაბრუნებულიყო ერთი დღის შემდეგ მაგრამ არ დაბრუნდა,შენ რომ გამოჩნდი უკან ვბრუნდებოდი და ამ დროს დაგინახე-მოიცადეთ. მე რომ პირველად სიზმარში იქ აღმოვჩნდი ანუ სიზმარი არ ყოფილა?! ჯანდაბა! ეს ახლა გავიაზრე
-პირველად იქ რომ მოვედი იმის მერე დაახლოებით ერთი დღე იყო გასული ჩემი აქ მეორედ მოხვედრისას,ისევ იქ რა გინდოდა? ან რატომ მაფრთხილებდი წავსულიყავი? იცოდი რომ უკან დაბრუნება შესაძლებელი იყო?- მეგონა კითხვების დასმით უფრო მეტ პასუხს მივიღებდი,მაგრამ პირიქით მოხდა. თავი უფრო და უფრო მეტად მტკივდება,სადაცაა გასკდება. -გადავწყვიტე ცოტახანი კიდევ დავლოდებოდი. აქ დრო სხვანაირად გადის,როგორ აგიხსნა-ღრმად ამოისუნთქა-მოკლედ,აქ გასული ერთი დღე რეალურ სამყაროში გასულ ორ დღეს უდრის,მიხვდი? ეს საიდან ვიცით და-მიხვდა რა კითხვასაც დავუსვამდი-საათები,ფანრები და ასეთი მოწყობილობები ისევ მუშაობს,რასაც დენი არ სჭირდება,რაც უკვე დატენილი იყო,თუ დაჯდა ვეღარ დატენი,ამიტომ ძალიან ვუფრთხილდებით ყველაფერს- ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე მეგონა-უკან აღარ დაბრუნდეში კი გვირაბს ვგულისხმობდი,ის გვირაბი იმ დროს ჯიკებითაა გატენილი,მაგრამ მაინც უფრო უსაფრთხოა ვინმესთან შესახვედრად- ისე დავსერიოზულდი,უკვე აღარც ამის სიგიჟეზე მეფიქრება. -რას გულისხმობ? როგორ თუ უფრო უსაფრთხოა? -ფილმებში ხომ გინახავს,ასეთ დროს ადამიანები ჯგუფებად რომ იყოფიან-გაეცინა. რა არის სასაცილო-ბოროტი ბიძიების დაჯგუფებები აქ ბევრია,ამიტომ ღია სივრცეები ცოტა საშიშია,ამაზე ლაპარაკს ახლა აზრი არ აქვს,დაღლილი და შეშინებული ხარ. დაისვენე და მერე გავაგრძელოთ,მერე შეგიძლია მკითხო რაც დაგაინტერესებს-გამიღიმა. ჯანდაბა ჩემს ქარაფშუტა ტვინს ახლა ამის თეთრ,კიწკიწა კბილებს და ქარიზმატულობას ათიანს რომ უწერს. როგორც ჩანს მართლაც დავიღალე და დასვენება მჭირდება.

**

-გაიღვიძე-მხარზე შეხებამ და გონებაში აღქმულმა ჯერ კიდევ უცხო,შეუჩვეველმა ხმამ წამებში გამომაფხიზლა. შიშით სწრაფად წამოხვტი საწოლზე,რომელიც სხვათაშორის ძალიან კომფორტული იყო ამ ყველაფრის კვალობაზე და ფეხზე მდგარ თეთრთმიანს შეშინებულმა ავხედე,რომელიც თანაგრძნობით გადმომყურებდა მაღლიდან. -რა ხდება?- ჯანდაბა. გულის რევის შეგრძნება მაქვს,ესე მემართება ხოლმე როდესაც საკმარისად არ მძინავს. -უნდა გავიდეთ,ჩემს ნაცნობთან შესახვედრად უნდა წავიდეთ,მგონი სხვა ადამიანებთან ყოფნას შევძლებთ-გამიღიმა დასამშვიდებლად და ხელი გამომიწოდა.-მიდი ადექი და მოემზადე,მე რაღაცები გაგიმაზადე რაც დაგჭირდება სანამ გეძინა.-მის ხელს დავეყრდენი და ფეხზე წამოვდექი,ცოტა თავბრუ მეხვევა მაგრამ არ ვიმჩნევ,ნამდვილად არ მინდა რამემ შეაფერხოს ჩემს წინ მდგომი,ისედაც სიკვდილისგან მიხსნა და მეტ პრობლემას აღარ დავუმატებ. საწოლზე მიფენილ ტანსაცმელს დავხედე,ქალის იყო. გამიკვირდა ქალის ტანსაცმელი მას რად უნდოდა და ვაპირებდი მეკითხა,თუმცა როგორც წინათ, ხმის ამოღება არ დამჭირდა. -სანამ შენ გეძინა დაბლა მაღაზიებში ვიყავი ჩასული,დილით სირბილი და ვარჯიში მიყვარს და ბარემ ხელს გამოვაყოლე-გამიღიმა. ვაუ. -მადლობა-თავი რაღაცნაირად ვიგრძენი,თითქოს მას რომ ვუყურებდი ვიაზრებდი აქ სხვა ცხოვრების სტილით უნდა მეცხოვრა და დრო იყო დამეწყო,თან თავს მის წინაშე ვალდებულად ვგრძნობდი. რა ფეხზე ავდექი? რა დროს ესაა ნიკა! ასეთ დროს მხოლოდ შენს თავზე უნდა იფიქრო! ‘’მასაც რომ ასე ეფიქრა ალბათ ახლა მკვდარი იქნებოდი’’ ეს ნიკას ის მხარეა რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ ვუსმენ ხოლმე,ამიტომ ჯობია ახლაც მოკეტოს. -მიდი ჩაიცვი,მე გავალ მანქანას დავქოქავ და როცა მზად იქნები გამოდი-მოიცა,მანქანაც გვყავს? კიდევ ერთხელ ვაუ.

გავიდა თუ არა ტანსცმელს დავხედე. ახლა ნამდვილად მჭირდებოდა რაიმე სუფთა,დაბანას თუ ვერ ვახერხებდი ასე მაინც შევინარჩუნებდი სისუფთავეს. საკმაოდ თბილი და მოსახერხებელი სპორტული შარვალი და ჰუდი იყო,დიდი ალბათობით კარგადაც მექნებოდა,როგორც ჩანს მისმა მოუშორებელი მზერით ყურებამ შედეგი გამოიღო. სწრაფად გავიხადე და ერთმანეთზე დალაგებული ჰუდი და შარვალი ავიღე რომ ჩამეცვა როდესაც ჰუდის ქვეშ დადებული საცვლები შევაჩნიე. „ჯანდაბა“ სირცხვილისგან იყვირა გონებაში ვიღაცამ. ვგრძნობ რომ სახე ძალიან წითელი მაქვს,მიხურს,მეწვის. ჯანდაბას,რაც არის არის! რა არის ამაში სამარცხვინო. შავი საცვალი ავიღე და ამოვიცვი,შემდეგ კი პატარა ზომის ბიუსჰალტერს დავხედე,რომელიც ოდნავ დიდი იყო,მაგრამ მაინც კარგად მქონდა. მოვკლავ! იდიოტი,ძუძუებზე როდის შემომხედა?! გამოცვლილი ტანსაცმელი იქვე ნაგვის პარკში გავახვიე და გარეთ გასულმა შორს მოვისროლე. აქ მაინც არავინ დამაჯარიმებს.
-კიდევ ერთხელ მადლობა- ეს სიმორცხვე ან მოიშორე ან თავი მოიკალი ნიკა! -არაფერს,დაბლა რომ ჩავალთ რომელიმე მაღაზიასთან გავაჩერებ და რაღაცები აიღე რაც დაგჭირდება-ეს თქვა და მანქანა დიდი სიჩქარით დაძრა.

თბილისი ასეთ თოვლში პირველად ვნახე,ყველაფერი დათოვლილი იყო ირგვლივ,ასეთი რამ აქ არასდროს მინახავს, რაც კიდევ ამტკიცებდა იმას რომ ეს სამყარო ამ ადამიანებთან ერთად რეალური არ იყო. თბილისის გზები ამ დროს სულ გადატენილია,ხალხი აქეთ-იქით დარბის,გზაზე საცობებია რაც მუდამ ნერვებს მიშლის,ახლა კი ყველაფერი ცარიელია,შეგიძლია წყნარად იყო ნიკა,ეს ხომ ყოველთვის მინდოდა,ბევრი ხალხი არასდროს მომწონდა და სულ ვოცნებობდი სადმე წყნარ ადგილზე გასაქცევი მქონოდა, ჩემთვის მარტო რომ ვყოფილიყავი და იმდენი ხანი დამეძინა რამდენიც მომინდებოდა. ჩემი ძმაც აღარ მომიშლიდა ნერვებს,მთელი ათი წელი თითოეულ ნერვს რომ სათითაოდ მაწყვიტავდა,დედაჩემის და მამაჩემის სისულელეებიც და მუდმივი ხმაურიც აღარ შემიშლიდა დასვენებაში ხელს,მაგრამ ახლა ფანჯრიდან რომ ვიყურები და ცარიელ ქუჩებს ვუყურებ ისეთი განცდა მიჩნდება რომ მკვდართა ქალაქში დავდივარ,თითქოს მანქანის ბორბლები დაბლა ასფალტზე კი არა, გარდაცლილი ადამიანების სხეულებზე დადიან და ბორბლებ ქვეშ თელავენ. აღარ ვიცი რა მინდა,რა მირჩევნია,ერთად რომ არ ვართ და შეიძლება ისინი იქ,რეალობაში უსაფრთხოდ იყვნენ თუ აქ მათი ჩემთან ერთად ყოფნა,მე აქედან არამგონია მალე გავაღწიო. შიში ყველანაირ აზროვნების უნარს მიბლოკავს.

აფეთქება. შემზარავი ღრიალის ხმა.
ისინი არიან.
ჯანდაბა.

-ამის დედაც,რა დროს ეს იყო- საჭე მთელი ძალით მოსწია ჩემკენ და ტანითაც აქეთ გადმოიხარა,მანქანა კინაღამ გადაყირავდა იმდენად სწრაფად მოუხვია მარჯვნივ და მთელი სიჩქარით წინ წავიდა. სარკეში გავიხედე,უკან ადამიანები არიან და... ჯიკები? ისინი რა ჯიკებს ებრძვიან? სულ გაგიჟდნენ? -რა ხდება? რატომ არ გარბიან?- უკან ვიხედებოდი და თვალნათლივ ვხედავდი ვიღაც ტიპი ჩემხელა კატანით როგორ აჭრიდა ორმეტრიან მონსტრს თავს.-მათი მოკვლა შესაძლებელია? ეს რატომ არ მითხარი?!- წინ იყურება,უკან არც კი აპარებს თვალს,მეც არ მიყურებს-ხმას რატომ არ იღებ? ხომ შეგეძლო გეთქვა მეგონა უკდავები იყვნენ,შიშისგან კინაღამ ჩავიფსი-ვუყვირე. როგორ შეუძლია ესე კარგად და შემდეგ წამებში ცუდად მოიქცეს,ისე რომ გაღიზიანების პიკამდე მიმიყვანოს. -წყნარად იჯექი და სავარძელს მოეჭიდე,ახლა კარგად შევირყევით-ასეთი სერიოზული როა მაშინებს. რა ჯანდაბას აპირებს,ან ასე შუმახერივით როგორ ატარებს რა ჯანდაბაა. მგონი ჯობია უკან გადავჯდე,ეს თუ რამეს შეასკდება არ მოვკვდები მაინც. ქამრის შესახსნელად დავეჯაჯგურე სავარძელზე მიმაგრებულ რაღაცას,აზრზე არ ვარ რა ქვია და თავი რომ დავხარე მის დასანახად ზუსტად ამ დროს ვიგრძენი მანქანა ჰაერში როგორ ახტა. ვფიცავ ყველაფერი შენელებულ კადრებში დავინახე და სანამ მიწაზე „წყნარად“ არ დავეშვით იქამდე ჩემმა გულმაც ვერ შეძლო ჩეულებრივ რიტმში ჩადგომა,სიმართლე რომ გითხრათ არც მიწაზე მყარად დადგომის შემდეგ. კიდევ კაი ქამრის გახსნა ვერ მოვასწარი თორემ ეს შეშლილი და ამის შეშლილი მანქანა აქვე მიმასხმევინებდნენ ტვინს. გულზე ხელმიდებული ვიყურებოდი წინ,თვალსაც ვერ ვახამხამებდი შიშით რამე რომ არ გამომპარვოდა და კიდევ რაიმე სასწაული მანევრი არ შეესრულებინა. მომზადებული მაინც ვიქნებოდი თავის დასაცავად. ეს იდიოტი კი დიდი ღიმილით იყურებოდა წინ,კარგად ნასიამოვნები ჩანდა. -შეშლილი ხარ-ხმა ჩამწყდარმა ამოვილაპარაკე და სავარძლის ზურგს ძლიერად ავეკარი,ჯერ კიდევ მთლიანი სხეული მიკანკალებს. -ხო,ბევრჯერ უთქვამთ-გაეცინა და ფანჯარა ჩამოწია,ჰაერი გემრიელად შეისუნთქა და გადმომხედა-მიყვარს ზამთარი,აქ კი სულ ზამთარია,იცოდი?


**

-ახლა რა უნდა გავაკეთოთ-მხრები აიჩეჩა. -წესით დილით გარეთ არ არიან ხოლმე,აზრზე არ ვარ რატომ,მაგრამ უმეტესად ღამე ესხმიან თავს ადამიანებს-მანქანის ტარებას ისე აგრძელებდა თითქოს სიკვდილისგან გაქცევას კი არა მოგზაურობაში წასვლას ვაპირებდით ერთად.-ახლებმა არ იციან რომ ღამე გადაადგილება საშიშია,ამიტომ ბევრი ახალბედა კვდება. შენ გაგიმართლა დილით რომ მოხვდი აქ,თან მეც იქვე ვიყავი-ღიმილით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა. რა მეტიჩარაა,წარმომიდგენია რეალურ სამყაროში როგორი ტიპია. -მითხარი,როგორ უნდა მოვკლა? -თავს მოაჭრი და ბამ.. მკვდარია- ღიმილი ისევ არ შორდება სახიდან. ეშმაკურად გადმომხედა და თვალი ჩამიკრა,ისე თითქოს კიტკეტის პაკეტის გახსნასავით ადვილი ყოფილიყოს ეს ყველაფერი. -შენ მოგიკლავს?
-
-
-
სიჩუმე და დაძაბულოობა სრულიად მოულოდნელად გავრცელდა მანქანაში,აღარც ღიმილი აქვს სახეზე და აღარც წეღანდელი ხალისი ეტყობა. ღრმა ამოსუნთქვით ანელებს მანქანას და თავს მძიმედ მიქნევს. რამე არასწორი ვიკითხე? -აქ გავჩერდეთ,მალე დაღამდება და საშიში იქნება გადაადგილება.-ირგვლივ მიმოვიხედე,სრულიად გაშლილი ტერიტორია იყო,ბევრი მაღაზიით,მაგრამ აქ როგორ უნდა დავმალულიყავით ვერ ვხვდებოდი. -აქ უსაფრთხოდ ვიქნებით?-ცოტა უნდობლობა მეტყობოდა ხმაზე. ერთ-ერთი ჩანთა მოჭმუხნული სახით გადავიკიდე და მასთან ერთად გავაგრძელე ერთ-ერთი ტანსაცმლის მაღაზიისკენ სვლა.-ჯიკები მაღაზიებში არ დადიან?-ჰაჰა,რა სასაცილო ვარ. -ნუ ღელავ და მენდე-იმხელა ჩანთა აქვს ზურგზე გადაკიდებული აშკარად მომზადებულია ლოგიკურად რომ ვიფიქრო-იცოდი რომ ორი ნაბიჯის დაბლა დიდი გვირაბია? ოღონდ ძალიან ცივა,ამიტომ შეიძლება გახურება მოგვიწიოს-წარბების თამაშით მითხრა. ეს და ამის ვითომ ფლირტი. გამეღიმა. -ჯანდაბას შენი თავი,წამოდი მალე შევიდეთ-ნამდვილად ჯობია გავშინაურდეთ,ის აშკარად ცდილობს და ამით დაძაბულობას იხსნის,დაძაბულობის მოხსნა მეც არ მაწყენდა. ნელი,აშკარად სასაცილო სირბილით მივედი კარებთან,რადგან ზურგს უკან მისი სიცილის ხმა მომესმა. რა სასიამოვნო სიცილი აქვს,აბა მე რომ მისმინოს ადამიანმა იფიქრებს იხრჩობა ან ახრჩობენო. ჩანთა ისეთი მძიმე იყო წონასწორობას ძლივს ვიცავდი,კარებიც კი ძლივს გავაღე,უფრო სწორად ჩემი პარტნიორი დამეხმარა გაღებაში,ისე რა მაღალია ეს ოხერი ერთი ხუთი სანტიმეტრი რომ მომცა ამის სიმაღლიდან მადლს მოისხამდა და ისევ გამაღლდებოდა. -ვაუ,საეჭვოდ სავსეა პროდუქტებით აქაურობა,არადა მეგონა როგორც ზომბი ფილმებში ხდებოდა ჯგუფებად დაყოფილი ადამიანები ყველაფერს წაიღებდნენ-ყველა ჩემს სიტყვაზე რატომ ეცინება ამას? კლოუნი ვარ? არადა მართლა ასე მეგონა. -აქ იმდენნი არ ვართ,რომ ყველაფრის დაცარიელება მოვახერხოთ,ასე რომ საკვების არ არსებობის გამო კანიბალიზმი და კუების და მატლების ჭამა გამორიცხე.

სარდაფი მართლაც ძალიან ცივი აღმოჩნდა,იმდენად ცივი რომ ხელების ჯიბეებიდან ამოყოფა არ შემეძლო,წამებში მეყინებოდა,სამაგიეროდ დანარჩენი სხეულის ნაწილები მქონდა თბილად იმდენი მეცვა. სარდაფში ცეცხლის გარშემო არასდროს ვმჯდარვარ. ჩანთიდან ფიჩხები და რაღაცები რომ დააძრო კი გავვოგნდი,მაგრამ მალევე მივხვდი რომ აქ აღარაფერი უნდა გამიკვირდეს,ადამიანი გადარჩენისთვის იბრძვის და მეც არ მტოვებს სასიკვდილოდ მარტოს,ხოდა ჯობია გავჩუმდე და ცოტა მივეხმარო. უმადურები ვართ ადამიანები მეთქი ამას ხომ ვამბობდი. თერმოსით ჩაი მომაწოდა. ჯანდაბა რა კაია,შიგნეულობა გამითბო. სითბოს შეგრძნებისგან გემრიელად ჩამეღიმა,მარიამის მსუქანი კატასავით ტანსაცმელში მოვიბუზე და კედელს გემრიელად მივეყრდენი,ალბათ ისიც კომფორტულად იყო,მაგრამ მე ხომ როგორც ყოველთვის რამე უნდა ავურიო. დამაცემინა და ჩემი დაცემინება იცით რა არის? ერთი დიდი კატასტროფა,შეიძლება იმ მონსტრებს სულაც არ უნდოდეთ მოსვლა და ჩემი ცემინებით აქ გამოვიძახო. მოკლედ,ცხელი ჩაი მაისურზე გადავასხი. ისე ეს ერთი ყელიანი ზედა რომ აცვია არ ცივა? -უი,შემთხვევით გაგათბე-გავეკრიჭე წინ წამოწეულს მაისურის სველი ნაწილი სხეულისგან ორი თითით რომ მოეშორებინა და მე მიყურებდა გაკვირვებული. ნეტა რამ გააკვირვა,მოულოდნელად გადასხმულმა ცხელმა სითხემ თუ ადამიანს მსგავსი ხმის გამოცემა რომ შეუძლია?-ხომ თქვი გახურება მოგვიწევსო-გაეცინა. დაიკიდეო და მაისური გაიხადა. გაიხადა,ხო გაიხადა,რა ჯანდაბის გამო გაიხადა. რა უნდოდა,ვინ სთხოვა. ასეთ სიტუაციაშიც კი გამახსენა თავი ჩემმა ქალობამ და მისმა კაცობამ. შიშველ ტანზე ჰქონია გადაცმული ის ყელიანი ზედა. ტანი ჰქონდა? არ ვიცი,მე მსგავსი არ მინახავს ძმაო. გაშტერებული ვუყურებდი,ჩემზე დიდი მკერდი რომ ჰქონდა ცოტა კი გამიტყდა,მაგრამ ჯანდაბა! რატომ გაიხადა. ან ასე სექსუალურად რატომ გაიხადა და მერე კიდევ სხვა მაისური რატომ გადაიცვა! ვინ გთხოვა ჩაიცვიო,დაჯექი რა,კაჟივით ხარ გეტყობა. ეს დიალოგი ჩემს თავში ხდებოდა,ალბათ მიხვდებოდით. ვაიჰმეთთქო ჩემთვის ჩუმად გავიფიქრე და მისგან ზურგით შეტრიალებულმა ჩაი მოვსვი და დავიწვი,ახლა ტვინთან ერთად ენაც მეწვის. იდეალურია! -რამდენი ხანია რაც აქ ხარ-ჩუმად მჯდარს თავი დაბლა რომ დაეხარა და რაღაცაზე ზედმეტად დასევდიანებული ფიქრობდა თავი შევახსენე. არ უხდება მოღუშული სახე. ზედმეტად ფერადია ამისთვის. ნაცრისფერი ჩემი ფერია,მისი ნაღდად არა. -დაახლოებით ერთი თვეა,ამათი დროით-თვალი რაღაცაზე ჰქონდა გაშტერებული,არ მიყვარს საუბრის დროს თვალს რომ მარიდებენ და არ მიყურებენ,მაგრამ ამან ნამეტანი ყურება იცის ხოლმე,ხანდახან მგონია რომ სახეს კი არა ჩემს შინაგან მეს აკვირდება. -ანუ,იქ,რეალურ სამყაროში ორი თვეა დაკარგული ხარ?-ჩავეკითხე,ვყოყმანობდი როგორ მეთქვა,რაც ცოტა მიკვირდა,რადგან მე და ყოყმანი? სასაცილოა. -არ ვიცი,შეიძლება აქ მხოლოდ ჩვენი სულია გადმოსული და ახლა ყველა ვინც აქ ვართ კომაში ვართ,ან პარარელურ სამყაროში ვართ,ან უბრალოდ სიზმარში ყველანი ერთად გავიჭედეთ-ღიმილით მხრები აიჩეჩა და მკლავები მუხლებს დააყრდნო,ორ ხელს შორის დაჭერილი თერმოსიდან ჩაი ნელა მოსვა და თავი ისევ დაბლა დახარა. რატომ მაშტერებს, რა უნდა. თან ვერ ვხვდები მეღადავება და მსგავსი სისულელეების მართლა სჯერა თუ არა. ისე სისულელეს რომ ვუწოდებ მის სიტყვებს მე მაგრძნობინებს თავს სულელად,ეს სამყარო იმის მტკიცებულებაა,რომ არაფერზე არაფერი გადაჭრით არ უნდა ამტკიცო. ჩემში მცხოვრებ ერთ-ერთ ნიკას,რომელსაც ხანდახან ათეისტობა შემოუტევს ხოლმე გულზე მოხვდა ამ ყველაფრის გააზრება.

რეალურად ახლა იმაზე მეტად მჭირდებოდა ღმერთის არსებობა როგორც არასდროს. ხოდა,ღმერთო! შენთვისვე ჯობია არსებობდე და გადარჩენაში დამეხმარო!

-სულ ვიცოდი,რომ დედამიწაზე ცხოვრება ასეთი მოსაწყენი არ იქნებოდა,ვგრძნობდი რომ ასეთი უაზრო,ერთფეროვანი ცხოვრებისთვის არ ვიყავი გაჩენილი,მაგრამ ასეთი რამეც არ მიფიქრია როდესაც ჩემი ცხოვრების გასაფერადებლად ათას სისულელეს და სიგიჟეს ვაკეთებდი,ან ვისურვებდი ხოლმე.- რატომ არის მისი ხმა ასეთი სევდიანი,გულზე ძალიან ცუდად მხვდება,თითქოს მამძმებს. -აბა,შენ რას იტყვი...-გაჩერდა და თავი ამოსწია-ჯანდაბა,ახლა მივხვდი,რომ ერთმანეთის სახელები არ ვიცით-გაეცინა. აი ასე! ზუსტად,შენ სულ უნდა იღიმოდე. გამეფიქრა ტვინში და ღიმილიც მალევე ჩამომერეცხა სახიდან,რა სენტიმენტები მომდის თავში. რა ხდება ჩემს თავს. დავიჯერო ჰორმონებმა ტვინზეც იმოქმედეს? -ნიკა მქვია,შენ ალბათ ჯეკ ფროსტი ხარ-ღიმილით მოვიყუდე და უკვე წინასწარ ვიცოდი,რომ ჯეკ ფროსტი აუცილებლად ეცოდინებოდა და ასეც აღმოჩნდა. გაეცინა და თავი გააქნია.
-არა ჯეკი ნამდვილად ვერ ვარ,კრისტოფი მქვია -არ მეგონა ამას მე თუ ვინმეს სახელზე ვიტყოდი,მაგრამ ქართველისთვის იშვიათი სახელია -ნახევრად გერმანელი ვარ,დედა მყავს გერმანიიდან-ახლა გასაგებია ასეთი ფერმკრთალი სახე რატომაც აქვს,არაკავკასიური ვიზუალიც გასაგებია-ნიკა ქალღმერთი ნიკეს გამო დაგარქვეს?-ჩაერთო მითოლოგია დედაჩემის გადამკიდე კარგად რომ ვიცი,მაგრამ დიდად გულზე არ მეხატება და სულ ტუჩს ვიბზუებ მასზე საუბრისას. -ცოტა გრძელი ისტორიაა,მაგრამ სანახევროდ კი, შეიძლება ასეც ითქვას- თვალებ მოჭუტულმა წარმოვთქვი სიტყვა და თავი დავუქნიე. -აუ,ამაში არ გცივა?- ცოტა შეწუხებულმა შევხედე მის თხელ ჰუდს,მართლა მგონია რომ იყინება- ქურთუკი ჩაიცვი,გაიყინები და შენი გაციება ახლა არცერთს გვაწყობს- ამოვთქვი საბოლოოდ ჩემი სადარდებელი. -ჰაა-თავი დაბლა დახარა და საცოდავად გაეცინა,ძალიან საწყლად-საქმე იმაშია რომ ამდენი ნივთის ჩანთაში ტენისას ჩემი თერმული ქურთუკის ჩადება დამავიწყდა,ვიმედოვნოთ რომ არ გავცივდები-წარბები იმედიანად აზიდა. -ღმერთოო-ამოვიოხრე-მერე არ უნდა გეთქვა,იმდენი რამე მაცვია რომელიმეს მაინც გათხოვებდი-ჩემი ბეწვის მანტო,რომელიც მაღაზიაში ვიპოვე გავიხადე და მას მივეცი-შენი ხმა არ გავიგო,ჩაიცვი და გათბი-გადავუგდე,მაგრამ ის ვერ გავთვალე,რომ ამ ზედმეტი ფენის მოშორებისას ჩემში მცივანა ნიკა გაიღვიძებდა და ყველაფერს მომიყინავდა. ჯანდაბა,როგორ ცივაა,მაწაკწაკებს. ცოტა ხანი მიყურა როგორ ვწამობდი,თან აშკარად ისიც ძაან შეაწუხა სუსხმა და საბოლოოდ მოიწია ჩემკენ,ხელი გადამხვია და გვერდულად მის სხეულზე მიმიხუტა. უფალოო,არ შემაცოდინოს ამ ბიჭმა,შუა აპოკალიფსში ვართ. -მომეხვიე,გავთბებით- სიტყვები თქვა თუ არა წელზე ხელი შემოვხვიე და მეც ძლიერად მივეკარი. რა იყო კიმარა,ყველგან კუნთია? ზედმეტად სასიამოვნო იმპულსები იგზავნება სხეულში და რაღაც სიამოვნებასთან ერთდ განგაშის ზარებს მიგზავნის ეს შეგრძნებები. ნიკააა! გამოფხიზლდი! -იქ რომ მივალთ რა მოხდება? -ცდილობენ გაიგონ აქედან როგორ გავაღწიოთ,რადგან დამირეკეს ესეიგი რაღაც ახალი გაიგეს და ჩემი დახმარება სჭირდებათ -ანუ შეიძლება აქედან გავაღწიოთ?-გახარებულმა მისი მხრიდან თავი წამოვწიე და იმედიანმა შევხედე თვალებში -იმედია რამე სასარგებლო დაგვხვდება იქ ჩასულებს,ახლა დაიძინე დროც უფრო მალე გავა-თავზე ხელი დამადო და მხარზე დამადებინა. -ძილის წამლების გარეშე დაძინება მიჭირს- ეს ნაზი ხმა ჩემია? ოჰ,შემძლებია. მაგრამ რა ვქნა,ახლა ისეთი რომანტიკული გარემოა. მის მხარზე მიყუდებული მე,ფეხებზე გადაფარებული პლედი,მისი მკლავი ჩემ მხარზე,ჩემი ხელი მის წელზე. -მოიცა-ჩაიცინა და ჩანთა ჩვენკენ მოაჩოჩა. -ახლა არ მითხრა ესეც მაქვსო-წამალიც დააძრო,გზადაგზა უფრო მაოგნებს ეს ბიჭი. -ინებეთ,ნიკოლოზ- ესეც მე დამცინის,დამპალი. ხელის გულზე დამიდო ტაბლეტი და აწ უკვე გაგრილებული ჩაი მომაწოდა. ოხხ გულო რატომ ფრთხი,რა გჭირს.ნუთუ მისმა ქარიზმმა,კუნთებმა და მზრუნველობამ ასე იმოქმედა. -უკვე 28 დეკემბერია ხო?- რა ვქნა,ესე მალე ვერ მოქმედებს ეს წამლები და ენერგიაც ბლომად მაქვს. -კი- ხმის ტონალობა დაბალია,ეძინება? -შეგიძლია ისე ქნა,რომ ახალ წლამდე სახლში ვიყო?- კი აი ახლავე ნიკა,ის ხომ სუპერსიმპატიურგმირი ჰენრი კევილია შენს თვალში. -ჰო,ვეცდები- ნელ-ნელა მიდის სიზმრებში. -რორამე ახალი წელი ავღნიშნოთ კარგი? -ჰო,ავღნიშნოთ-პირი გემრიელად გააწკლაპუნა და ჩემზე მოხვეული ხელი ცოტა დაბლა ჩააცურა,გვერდი ოდნავ იცვალა და თავი მკერდზე მიმადებინა. ნიკა,წყნარად,ყველაფერი კარგადაა. -ნაძვისხე ხომ გვინდა? სად ვიშოვით -ღმერთო,ნიკოლოზ!-გაეცინა.-დაიძინე-პირზე ხელი ამაფარა და ისე გემრიელად და ძლიერად მიმიხუტა რომ კიდევ უფრო გავთბი. რა სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა ვიღაცის ძლიერ მკლავებში რომ ხარ გახვეული და უსაფრთხოდ გრძნობ თავს,ახლა მესმის მარიამო შენი. მაგრამ ასე მალე რომ მაგრძნობინებს ეს თეთრ თავიანი კაცი ამას ცოტა მაფრთხობს,ამას ესე თუ ვუყურე მალე თავსაც მომაწონებს.

მის მკლავებში გახვეულს ისე შემომეპარა სხეულში სითბო,რომ მალევე მომთენთა და მასზე მიხუტებულმა რამოდენიმე საათი გავატარე,ვერაფერს ვიტყვი საკმაოდ სასიამოვნოა კაცთან ერთად ძილი.

**

არ ვიცი რატომ მეგონა რომ ეს მონსტრები გზაზე არ გადაგვეყრებოდნენ,ან რატომ ვიფიქრე რომ სიმაღლის გამო ნელები იქნებოდნენ და ზომბების მსგავსად სირბილი არ შეეძლებოდათ. ფილმები ტყუიან,საკმაოდ სწრაფები არიან თავიანთ სხეულთან შედარებით. გზაზე ორჯერ გადაგვეყარნენ,ორივეჯერ მოვასწარით გაქცევა კრისტოფის დამსახურებით რაღა თქმა უნდა,ბომბების წუილმა გადაგვარჩინა,როგორც ჩანს ხედვა არ უვარგათ და ხმას მიჰყვებიან,რამოდენიმეს ერთად გაგებისას კი იბნევიან. -კიდევ დიდი გზა დარჩა?- როგორც ყოველთვის ჩემი სწრაფად მფეთქავი ორგანო მკერდის გამომტვრევას ნატრობდა იმდენად იყო შეშინებული,ამხელა ბომბი ვისროლე ბოლობოლო. -სადღაც 3 საათი და ჩავალთ-ისიც საკმაოდ დაძაბული იყო,როგორც ჩანს ამ დროს არ მოელოდა ამ მახინჯი ძონძების აქ გამოჩენას. მართლა საოცრად მახინჯები არიან,ძალიან მაღლები და გამხდრები,დიდი პირით და ხელებით,მოლურჯო ფერის კანით. ახლა ეშმაკები სწორედ ასე წარმომიდგენია. ისე იქნებ ეს ეშმაკის სამყაროა და მის სამყაროში გადმოგვიყვანა,იქნებ ეს მარსია და დედამიწა ღმერთის სამფლობელოა? აჰა! დამეტყო ამის გავლენა,იმაზე უარესად გავაფრინე ვიდრე აქამდე ვაფრენდი,ეს მაკლდა ზუსტად სრული ფორიაქისთვის. -რამდენი წლის ხარ?-ფეხები ფანჯარაზე შემოვაწყე,მაგრამ მერე გამახსენდა რომ შეიძლება რომელიმე მახინჯი გამოჩნდეს,მომაჭამოს და ისევ უკან დავაბრუნე. თეთრთმიანი საჭეს როგორც ყოველთვის შუმახერივით მართავს,რა გვენაღვლება საცობი ჩვენ არ გვაწუხებს და ძროხები გზაზე ჩვენ აღარ გვხვდებიან. ისე აქ ხომ არ დავრჩენილიყავი? მხოლოდ ჯიკების არსებობა თუ შემაწუხებს,დანარჩენი ყველაფერი წესრიგშია ( პოზიტივი ყველაფერში უნდა მოძებნო,მაგალითად დედაჩემის წუწუნს ვეღარ გავიგებ ჩემს „არაქალობასა“ და გაუთხოვრობაზე). -20,შენ?-თავი იცით როგორ სწრაფად გავატრიალე გაოგნებულმა? კინაღამ კისერი მომტყდა. ჩემზე პატარა რანაირადააა -ოცის?-ჩემი სახე არც კი მინდა წარმოვიდგინო როგორ გამოიყურება. -ჰო,შენ რამდენის ხარ?- არ იმჩნევს ჩემს გაოგნება-აღშფოთების ამბავს. -ოცდაორის,რანაირად ხარ ოცის ხო არ მეღადავები,რა გეტყობა შენ ოცი წლის-მართლა შოკში ვარ. მაქსიმუმ ოცდაექვსი წლის მეგონა. ამის დედაც,არადა ჩემზე დიდები მომწონს. -არც შენ გეტყობა ასაკი- რა ასაკი ბავშვო, მხოლოდ ორი წლით ვარ შენზე უფროსი. -რას საქმიანობ?-ახლა მან შემომიბრუნა კითხვა. ვუპასუხე რასაც ვსაქმიანობდი მაგრამ მე ცოტა ყბა დავაღე ამის მრბოლერობის შესახებ რომ გავიგე და ისიც რომ თურმე ამ სფეროში ძალიან პოპულარული ყოფილა,ეს მე რანაირად არ ვიცოდი,ან ჩემს დაქალებს რანაირად გამორჩათ? რეალურ სამყაროში რომ გადავალთ უნდა დავმალო,თორემ მარიამს გული დაარტყამს ამის შემხედვარე ან მე დავარტყამ. -ახლა გასაგებია ესე მართვა საიდან იცი-ჩუმად ჩავილაპარაკე ჩემთვის-ისე დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი რბოლას-გავუღიმე. -როდესაც რეალურ სამყაროში გადავალთ და შევხვდებით აუცილებლად ვიზრუნებ ამაზე-ღიმილით გადმომხედა. ახლა არ დავდნე,როგორ შეიძლება ბიჭი ასეთი ლამაზი იყოს, ეს ხომ უსამართლობაა! იცით როგორი მომენტია? ფილმის ყურებისას უეცრად ძალიან მელანქოლიური მომენტი რომ იწყება. მანქანის ფანჯრიდან გოგონა იყურება,კადრი შენელებულია,თოვლი ლამაზად ეფინება ირგვლივ არემარეს და მისი თმებიც ქარში ისე ლამაზად ფარფატებს..,უკანა ფონად კლასიკური სიმფონია ისმის,გოგონა კი ბიჭის ლამაზ ღიმილზე ფიქრობს. ბიჭის,რომელიც რაღაც არარეალურ სამყაროში გაიცნო,რომელიც მასზე პატარაა,რომელიც ღმერთმა უწყის რეალურად რანაირია,რომელმაც გადაარჩინა და შეიფარა და რომელთანაც ნაცნობობის მესამე დღეს ითვლის. საკმაოდ საინტერესოა,არა? მაგრამ ჩვენ ხომ რომანტიკულ მელოდრამაში არ ვიმყოფებით,აქ საშინელებათა ფილმია. გულში გაჩენილი პატარა ნაპერწკალი,რომელიც მისმა სიტყვებამ გააჩინა მალევე მიმავიწყდა,რადგან ნათლად ვხედავდი ჩვენ წინ გადმომხტარ მაღალ,მახინჯ მონსტრს რომელიც პირდაფჩენილი წინ გადმოგდებული დიდი ენით ჩვენკენ იყურებოდა. -ამის დედაც- დაძაბულმა და მთელი ძალით საჭეზე ჩავლებულმა ღრიალით აუარა გვერდი მოულოდნელად წინ გაჩენილ სიმახინჯეს,რომელმაც მანქანა ჰაერში ააყირავა და სანახევროდ საიქიოს გზაზე გაგვიშვა. მანქანა იმდენად მოულოდნელად ატრიალდა რომ თავის შემაგრება ვეღარ მოვახერხე და თავი აწეულ ფანჯარას მივარტყი,შეჯახება იმდენად ძლიერი იყო ფანჯარაზე ჩემ სისხლს ვხედავდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა,შოკი და შიში კვლავ ზედმეტად ძლიერად მოქმედებდნენ. ამოყირავებულ მანქანაში მხოლოდ ჩემზე გადმომხობილ თეთრთმიანს ვგრძნობდი,რომელიც ჩემკენ გადმოწეულიყო და რაღაცისგან იცავდა ჩემ სხეულს,გადამფარვოდა და ამ დროს თავად ჩემზე მეტად დაშავებულიყო.

-ჯანდაბა- სიტყვები თავისით დამცდა ტუჩებიდან,ვგრძნობდი სახეზე სისხლის წვეთები როგორ მოძრაობდნენ,იმასაც ვგრძნობდი რომ ფეხში რაღაც ძალიან ცივი მქონდა გაყრილი. ჩემზე გადმოწოლილი კრისტოფი ხმას არ იღებდა,იმასაც ვეღარ ვიგებდი საერთოდ სუნთქავდა თუ არა, მგრძნობელობა მთლიანად მქონდა დაკარგული. მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა ჩემზე გადმომხობილი ჩემ ხელებში,ჩემი გადარჩენის მცდელობისას არ მომკვდარიყო ან იმ ნაბო*არს არ მივეკალით აქვე. -შენი დედაც-სიმწრისგან ამოვიოხრე-ჰეი,კრის- სვენებ-სვენებით ვამბობდი სიტყვებს.მასთან შედარებით ძალიან დაშავებული არ ვიყავი,მაგრამ ის რაც მჭირდა ჩემთვის საკმარისი იყო.-მისმინე,თუ ცოცხალი ხარ აქ არ მოკვდე გესმის?-საკუთარი სიტყვების აზრს ვერც მე ვხვდებოდი,ტვინი სრულიად გათიშული მქონდა-გთხოვ ისუნთქე,ჯანდაბა ვერ ვხვდები მოკვდი თუ არა-გამწარებულმა ამოვიტირე. ვცდილობდი ზედმეტად არ მეხმაურა მაგრამ სლუკუნამდე ცოტაღა მაკლდა. მართლა ვერ ვგრძნობდი მის გულის ფეთქვას,არც სუნთქვის ხმა ისმოდა და გული გასკდომაზე მქონდა.-არ მოკვდე გთხოვ-ამოვიტირე და სისხლისგან გაწითლებულ თმებზე ხელი გადავუსვი-მეშინია,არ დამტოვო გთხოვ,ჩემ გამო არ მოკვდე-გული მიკვდებოდა იმაზე ფიქრით რომ ახალგაზრდა ბიჭი ახლა ჩემს მაგივრად კარგავდა სიცოცხლეს,ყველანაირ სურვილს მიქრობდა იმისას რომ გადარჩენაზე და ბრძოლაზე მეფიქრა. დაე ის თუ მოკვდებოდა მეც მას გავყოლოდი თან. ეს მიტრიალებდა თავში და მის თეთრ თმებზე დამხობილს,ისედაც სისხლისგან სველ თმას კიდევ უფრო რომ ასველებდნენ ჩემი ცრემლები,პატარ-პატარა კოცნებს ვუტოვებდი. მგონი ერთადერთი ადამიანი იყო დედაჩემის შემდეგ რომელსაც იმ დონეზე ვენდობოდი,რომ მანქანაში წინ ვუჯდებოდი,როდესაც ამდენად სწრაფად ატარებდა. პირველი იყო ვინც დედაჩემის მსგავსად ჩემს გადასარჩენად სიცოცხლე გაწირა და საკუთარი თავი ტკივილისთვის გაიმეტა და ჯანდაბა! კიდევ ერთხელ ხმამაღლა ამომხდა ტირილიანი კვნესა-ზედმეტად ახალგაზრდა და სიმპატიური ხარ აქ რომ მოკვდე, ამ სი*ულ სამყაროში-ბოლო სიტყვები ღრიალით ამოვთქვი,ახლა სულიც მეწვოდა სხეულთან ერთად. -ჩუმად,რა გაკივლებს-ძლივს გასაგონად მომესმა ეს სიტყვები რამოდენიმე წუთიანი გოდების შემდეგ. გული გამიჩერდა და მერე ისე სწრაფად დაიწყო ფეთქვა,გეფიცებით ცოტა შემეშინდა აქ და ახლა გულის შეტევა არ დამემართოს მეთქი,ასე როდის რა გამიხარდა არ მახსოვს,მგონი არც არაფერი. -ჯანდაბა შენ თავს-ტირილი და სიცილი ერთად ამიტყდა,ხმას ვეღარ ვაკავებდი,სლუკუნთან ერთად სიცილიც მიტყდებოდა და დასისხლიანებულ ხელს პირზე მთელი ძალით ვიჭერდი,რომ რამენაირად ზედმეტად აღარ მეხმაურა-ცოცხალი ხარ- ზმუილ-ტირილით წარმოვთქვი გახარებულმა. -ჩანთაში ცეცხლის მსროლელი მაქვს- ნელ-ნელა იძახდა სათქმელს და მეც სანახევროდ მასზე მქონდა ყურადღება,სანახევროდ კი გარეთ ქუჩებს ვაკვირდებოდი.- ამოიღე და ეცადე გაძვრე,თუ აქვეა დაწვი,თუ არადა გამომიყვანე- უჭირდა საუბარი,ტკივილისგან ხანდახან კბილებს მთელი ძალით აჭერდა ერთმანეთს და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს.
-მიდი,არ შეგეშინდეს მე აქ ვარ- ჯანდაბა შენ რომ აქ ხარ და ასე გამოიყურები სწორედ ეგ მაშინებს.

მისი ნათქვამი შევასრულე. მისმა საიქიოში გამგაზვრების გადადებამ ისე მომიყვანა აზრზე და უცებ დამმუხტა ძალით,რომ ფეხში გარჭობილი შუშის ნატეხითაც კი შევძელი უკან ჩაჩუთული ჩანთიდან პატარა ვერცხლისფერი იარაღის ამოღება,რომელიც მალე იმ დედამოტ*ნულს შებრაწავდა. დედასმოვუტ*ნავდი! უკვე გარეთ გაცოცებას ვაპირებდი ჩამტვრეული ფანჯრიდან, ფეხზე ხელი რომ ჩამავლო და გამაჩერა.
-რა მოხდა? ცუდად ხარ?- დაფეთებულმა ვკითხე. -თუ რამე ცუდად წავა,გაიქეცი- თვალების გახელაც კი უჭირდა,სახე მთლიანად სისხლიანი ჰქონდა,დარწმუნებული ვარ მთლიანი სხეულით დაბეჟილი იყო და სტკიოდა,მაგრამ მაინც ჩემზე,წესით ვიღაც უცხოზე ფიქრობდა. ჯანდაბა,გული მტკივა. -მოკეტე-თვალებში ცრემლები ისე მაქვს დაგროვებული ხედვა მიჭირს,ახლა ეს ნამდვილად ხელს შემიშლის და მხოლოდ ამიტომ ვტირი და გარეთ ვუშვებ-მალე მოვალ,მანამდე რამენაირად გაძელი და გიშველი,არ მოკვდე!- გამოვძვერი.
ვალის გადახდის დროა.

**

გარეთ ისეთი სიჩუმეა, ისეთი თეთრია აქაურობა და მაინც, ყველაფრის მიუხედავად,ისეთი ლამაზი...

-კარგი,მშვიდად-აკანკალებული სუნთქვით ცხვირი მოხვეულ შარფში ჩავყავი და იარაღშემართულმა ნელა განვაგრძე სიარული- აქაურობა სუფთაა,ანუ წავიდა-საკუთარ თავს დასამშვიდებლად ისე ველაპარაკები თითქოს ვიღაც მეორე პირი მყავდეს ახლოს. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ქუჩის კუთხეს ვუახლოვდები. ამ შენობის მიღმა შეიძლება ის ნაბი*ვარი დარბის და ჩვენი შეჭმა უნდა. ამის გაფიქრებისას შიშისგან მუხლები მიკანკალებს მაგრამ კრისის სახე და სიტყვები მახსენდება თუ არა მრისხანებით მევსება გული და მხოლოდ შურისძიებაზე მეფიქრება. სიარულის პარალელურად უკან ვიხედები და მოშორებით მყოფ მანქანას ვამოწმებ,იქაც სიმშვიდეა. ჯანდაბა! მიდი სწრაფად, ნუ გეშინია ამ იარაღით მოკლავ! საკუთარ თავს ვაგულიანებ. არ მინდა ის ჩემს ლოდინში მოკვდეს.
-აააა-ღრიალით მივტრიალდი აქამდე კედელზე აყუდებული და იარაღი არარსებულ მონსტრს მივუშვირე. წავიდა. აქ არ არის. აუ რა მომეშვა პროსტა. ძაან გამეცინა,კინაღამ რომ ჩავიფსი.
-კარგი,ახლა მასთან წავალ-კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას და უკან შევტრიალდი. კრის,ცოტაც უნდა გაუძლო და მერე შენი სიმპათიური სიფათი გადავარჩინოთ.
-ხელები აწიე!- გაისმა თუ არა სიტყვები ჩემი ხელებიც მომენტალურად აღმოჩნდა ჰაერში,იარაღი კი დაბლა-მოტრიალდი- უკან მიტრიალებულს წითელ კაპიუშონში და შარვალში გამოწყობილი შავი კაცი დამხვდა. ჯანდაბა,რა თქმა უნდა. ეს ხომ არარეალური სამყაროა. ვიღაც შავკანიანი,რომელიც ქართულად იდეალურად ლაპარაკობს ახლა იმ ჯიკის ნაცვლად გამასხმევინებს ტვინს და მერე ალბათ კრისს მოკლავენ თუ უკვე მკვდარი არ არის. ჯანდაბა! ისიც კი ვერ შევძელი,რომ ერთხელ მაინც გადამერჩინა,მადლობაც კი არ მითქვამს წესიერად.
შავი კაცი იარაღს დაბლა არ უშვებს,მოჭუტული თვალებით მაკვირდება და ფიქრობს,ალბათ იმაზე ფიქრობს ტყვია ჩემზე დახარჯოს თუ არა. ხომ იცით სიკვდილის წინ სიცოცხლეში განვლილი მომენტები რომ დაგირბის გონებაში,მე მხოლოდ სინანული და კრისტოფი მიტრიალებს. სახე სისხლიანია,მთელი სხეული სტკივა,ალბათ ძალიან ცივა კიდეც ან სიცივეს საერთოდ ვერ გრძნობს,ალბათ თავისი ნამდვილი სამყაროდან ვიღაცეები ენატრება და ახსენდება,ალბათ ვინმე ეძებს და ელოდება ის კი უკან ჩემ გამო ვერ დაბრუნდება, რადგან სუსტი და ლაჩარი ვარ. ლაჩარი? არა,ნამდვილად არ შემეფერება ეს სიტყვა. ლაჩარი არასდროს ვყოფილვარ,ყოველ შემთხვევაში რეალურ სამყაროში ასე არ ყოფილა.
„ხომ მაგრამ ახლა რა გაიძულებს ამას? ნახე! შენ წინ მონსტრი კი არა ადამიანი დგას,მიდი ნიკა! კრისი გელოდება“ აჰა! შიზოფრენიაც დამწყებია.
შავი კაცის უკან კიდევ ერთი შავი ახალგაზრდა გოგონა მორბის,ალბათ თინეიჯერია,ჩემზე ბევრად პატარაა,მასაც წითელი სპორტულები აცვია. ესენი რა,საგიჟეთიდან გამოიქცნენ? ამ სამყაროს თავისი საგიჟეთიც ექნება. -მამა- სირბილისგან დაღლილი მუხლებს ეყრდნობა- იქ,მანქანაში ვიღაც ბიჭია და დაჭრილია,ვერ სუნთქავს,რა ვქნათ-თვალები გამიფართოვდა მის ხსენებაზე,რაც დიდი შავი კაცის მზერას არ გამოპარვია. შუბლი შეეჭმუხნა და იარაღი უფრო ძლიერად შემართა. -შენც კარგად იცი რაც უნდა ვქნათ,შეიძლება საშიშები იყვნენ- კრისის სახე კვლავ კინო კადრივით ტვინში ტრიალებს და ვერც ვხვდები როგორ ვეშვები მუხლებზე ხელებ აწეული,აკანკალებული სხეულით და მოულოდნელად სახეზე გაჩენილი ცრემლებით. შავი კაცი გაკვირვებული მიყურებს,მაგრამ იარაღს კვლავ შუბლში მიმიზნებს. -გთხოვთ- აქვითინებულმა ამოვთქვი. ისინი მამა-შვილი არიან,მამა თავისი ნაშიერის დაცვას ცდილობს. კრისმა ახსენა ცუდი ბიძიები მაგრამ ისინი ცუდ ბიძიებს არ გვანან,პირიქით,აშკარად მათ ემალებიან. მიდი ნიკა,რამე მოიფიქრე!- ძალიან გთხოვთ არაფერი დაგვიშავოთ,მას დახმარება სჭირდება,გთხოვთ- ცრემლები ისე მალ-მალე ეშვებიან ჩემს სახეზე უკვე პირშიც ვგრძნობ მარილის გემოს- ახლახანს დავქორწინდით და მოულოდნელად აქ აღმოვჩნდით,ისედაც ვერ შევძელით ერთმანეთით ტკბობა,გთხოვთ!-ხელები შევაერთე და სლუკუნით განვაგრძე დრამა- მისი თავი არ წამართვათ,არ წაგვართვათ!-ცალი ხელი მუცელზე მივიდე,ცალით კი მიწას დავეყრდენი. ამით ყველაფერი ნათქვამია. ის მამაა და იცის როგორი გრძნობაა როდესაც შვილის დაცვა გინდა,ორსულს ვერ ესვრის. ცოტაც უნდა მოიცადო კრის,მალე მოვალ- არ მომიკლათ- საშინელი ადამიანი ვარ? არ ვიცი,მართლა არ ვიცი. მხოლოდ მისი და საკუთარი თავის გადარჩენა მინდა. თვალებგაფართოებული მიყურებდა,სახე შეჭმუხნული,იაღარს დაბლა არ უშვებდა, არც შვილის ძახილს და ხელზე მოქაჩვას აქცევდა ყურადღებას,როგორც ჩანს რაღაცას ძალიან ჰყავდა დაშინებული. -ჯანდაბას,კარგი!- იარაღი დაწია და შვილი ჩემამდე მოუშვა რომ წამოვეყენებინე,თავად კი გამწარებულმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და გვერდულად დაიწყო ჩემზე დაკვირვება გაბრაზებული სახით. გოგონამ ნაზად მომკიდა მკლავზე ხელი და ფეხზე დადგომაში დამეხმარა. -არ ინერვიულო,შენ და შენს ქმარს მე და მამა დაგეხმარებით,ხომ ასეა მამა?-მამამის გახედა,მეც კი ვამჩნევდი მის თვალებში სიტყვებს „გთხოოვ“,რამაც აშკარად გაჭრა რადგან კაცს ამოოხვრის გარდა არაფერი უპასუხია. -წამოდი,შენი ქმარი გამოვიყვანოთ-გამიღიმა. საყვარელი,მაგრამ სულელი ბავშვია. ხელკავი გამომდო ისე თითქოს მართლა ორსული ვიყავი ძალიან დიდი მუცლით რომელსაც გადაადგილებაც უჭირდა,მას კი ჩემი დახმარება სურდა. ჯერ კიდევ არ მოშორებოდა შიში ჩემს სხეულს,ძალიან დაძაბული მივდიოდი ორ შავ ადამიანს შორის რომელთაგან ერთ-ერთი თვალს არ მაშორებდა მიუხედავად იმისა რომ თავს ჩემკენ არ ატრიალებდა. მანქანასთან ახლოს როგორც კი მივედით მაშინვე დავიკიდე ფეხებზე ორი ახმახი( ეს პატარა ლაწირაკიც ჩემზე მაღალი იყო) და ამოტრიალებული,დანგრეული წითელი ჯართისკენ გავიქეცი,რომელშიც ჩემი ქმრად წოდებული მელოდებოდა.
-ჯანდაბა,მეგონა რომ მართლა დამტოვე-შიგნით თავი შევყავი თუ არა თვალებდახუჭულმა ამოიხრიალა და გაიცინა. -ნუ ღელავ,დახმარებაც მოვიყვანე,მაღიარე-გავუცინე სახეწაშლილს და გადმოსვლაში დავეხმარე. გადმოსვლისას ყველანაირად ვეცადე ნაზად გამომესრიალებინა ამოყირავებული ჯართიდან,მაგრამ იმდენად იყო შეჭეჭყილი ცოტა რთულდება ეს პროცესი.ფეხზე დამდგარი ჩემზე იყო ჩამოკიდებული,მაგრამ მეც იმდენად ვიყავი ამდენი მოულოდნელი ემოციით გამოფიტული რომ მისი შემაგრება კი არა საკუთარი თავისთვის წონასწორობის შენარჩუნებაც მიჭირდა. როგორც ჩანს პატარა,საყვარელი შავი გოგო ამჩნევდა ამას და მამამისის მსგავსად,რომელიც ახლა მარტო მე კი არა ჩემს დაჭრილ მეუღლესაც ამრეზით გვიყურებადა, თვალს არ გვარიდებდა.
-დაგეხმარები-მეორე მხრიდან ამოუდგა მხარში კრისტოფს და მათი მანქანისკენ ერთად წავიღეთ ჩვენზე ჩამოკიდებული თეთრთავიანი ქმარი.
მუცელზე კარგა გვარიანად ჰქონდა ნაჩხაპნები,დიდი ალბათობით ტვინის შერყევაც ჰქონდა და სხეული მთლიანად ექნებოდა დაბეჟილი,შავი გოგო,რომელსაც როგორვ გავიგე ლანა ჰქვია,ყველაფრით ცდილობდა მისი ჭრილობები გაეწმინდა და გადაეხვია. საბედნიეროდ საავარიო ბალიშებმა მეც და კრისიც სიკვდილისგან გვიხსნა. -ახლა სად მივდივართ? რას ვაპირებთ?-წინ მჯდომს,რომელიც პირს შემთხვევითაც კი არ ხსნიდა წარბებთან ერთად,მორიდებით ვკითხე. ნამდვილად არ ჩანს ისეთი ადამიანი,რომელთანაც ხუმრობა შეიძლება. -და თქვენ სად მიდიოდით?-წინა სარკიდან ჩემს მხარზე თავჩამოდებულს თვალს არ აშორებს და ისეთი გამჭოლი მზერით უყურებს თითქოს მასში არსებულ ბნელ ძალებს ხედავს და უფრთხისო.-ვისთან მიდიოდით?-კაცი რაღაცას ისე ჰყავს დაშინებული,რომ მთელი ამ დროის მანძილზე შეუხებლად ვგრძნობ როგორი დაძაბულია. რაღაც ისე აშინებს გეგონება ადამიანები კი არა ის მონსტრები ეჯდნენ მანქანაში,რომლებიც დამშეულები ნადირობენ ჩვენზე.
-ჩვენი მეგობრები უნდა გვენახა და თავშესაფარში უნდა წავსულიყავით,მაგრამ იმ დედამო*ყნულმა ყველაფერი აურია-თავი რა თქმა უნდა ვერ შევიკავე,რაც გასაკვირი ნამდვილად არაა. ჩემს მხარზე მიწოლილს ჭრილობაზე რომ აქვს ხელი მიდებული და წარბები შეჭმუხნული, რომ ვუყურებ მრისხანება თავიდან მაწვება და ცოტა არ იყოს ამით დავიღალე,ვიღაცაზე ნერვიულობა და ზრუნვა ყველაზე დიდი და დამღლელი ტვირთი ყოფილა. -ადამიანთა თავშესაფარი? ბევრნი არიან?- შავი კაცი მოულოდნელად დაინტერესდა ამ ამბით-როგორი ხალხია?-წარბები მაინც ისე ჰქონდა შეკრული როგორც პირველი შეხვედრისას.
-მე არ ვიცი,ჩემი ქმარი იცნობს მათ მაგრამ როგორც მითხრა კარგები არიან,ცუდ ბიძიებს ჩვენც გავურბივართ-წარბის აწევით ვუთხარი-ახლა ისეთი სიტუაციაა ჯობია ერთმანეთს ვენდოთ,რომ ამ მონსტრებს როგორმე გავცდეთ, დღეს ძალიან აქტიურობენ,აქამდე ასე არ ყოფილან-ისე ველაპარაკები თითქოს გაჩენის დღიდან ამ სამყაროში დავიარები. მათი ნდობის მოპოვება მჭირდება,კრისს კი დასასვენებლად დრო რომ გზა თავისუფლად განვაგრძოთ. ესე დიდხანს ვერ გაქაჩავს. -ჩვენც გავურბივართ ცუდ ბიძიებს- ჩვენკენ მოტრიალებულმა ლანამ ღიმილით გვამცნო ახალი ფაქტი- ბევრ კარგ ხალხსაც ვიცნობთ და მართალი ხარ,ჯობია ერთმანეთს ვენდოთ-ნდობა?-კაცმა სიტყვა შუაში გააწყვეტინა შვილს ცინიკური ჩაცინებით-ნუ მაცინებ,ლანა! შენც კარგად იცი რომ აქ,ადამიანებს ვერ ენდობი! აქ,ყველა ისეთად აჩენს თავს როგორებიც რეალურ სამყაროში ვერ იყვნენ! ყველანაირ სისაძაგლეს ჩადიან,საშიშია ახლების გაცნობა და ეს შენც კარგად იცი!-მრისხანებით სავსე მზერა არ დააკლო შვილს,რომელიც მამასავით უტეხი თვალებით შეჰყურებდა გვერდით მჯდომს. -მე მხოლოდ ის ვიცი,რომ ჩვენ ადამიანები ვართ და როდესაც სხვას გასაჭირში ვხედავთ ჩვენი ადამიანური ვალდებულებები გვაკისრებს იმას,რომ მათი უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ! აქ და ახლა გამოჩნდება რამდენად განსხვავდები მათგან,მამა!- მშვენიერია. გამეღიმა,ნამდვილად ასე უნდა იყოს. ადამიანები ვალდებულნი ვართ ერთმანეთს დავეხმაროთ,მითუმეტეს ახლა,ამ სიტუაციაში. მიდი მამიკო! ეს შენც და მეც კარგად ვიცით,ამას თავს ვერ ავარიდებთ როგორც არ უნდა გვინდოდეს! სხვაგვარად მარტო ვერცერთი გადავრჩებით,ახლა იმ პირველყოფილურ სამყაროში ვართ სადაც ადამიანები ტომებად ცხოვრობდნენ,მარტოსული მგელი ამ პირველყოფილური სამყაროს რეინკარნაციაში ვერ გადარჩება,სიკვდილისთვის იქნები განწირული. მარტო სიკვდილს კი მტერსაც არ ვუსურვებ,წარმოდგენაც კი მზარავს. მარტო,შიშში და ტკივილში. შიშში და ტკივილში მარტო? მირჩევნია აქ და ახლა გამისკდეს გული. ადამიანები მარტოსულობისთვის არ ვართ გაჩენილები,რადგან ცარიელი სხეული ვართ,რომელიც ემოციებით იმართება. -მამა?-თვალებით საუბრობენ,შვილი წარბაწეული ეკითხება ამ ტონით რაღაცას კაცს და ბატონი მამაც ვერ უძლევს ქალიშვილის უტეხ მზერას. ერთი ამოღრინვით ატრიალებს მოულოდნელად საჭეს და გზიდან საერთოდ სხვაგან უხვევს.

როგორც ჩანს ახალ სახლში მივდივართ.
-ყოჩაღ-ყურში ჩურჩულით მეუბნება კრისი. ტუჩებზე ღიმილი დათამაშებს და მეც მეღიმება,რა მელაა.

**

-გაიღვიძე საყვარელო?-თავზე დამდგარმა მაშინვე ამ სიტყვებით რომ მივმართე ახალ გამოღვიძებულს ცოტახანი გაშტერებულმა მიყურა,ეს ხომ კარგად არისო მზერით,მაგრამ თვალები რომ დავუქაჩე მიხვდა რაღაცაში რომ იყო საქმე და ღიმილით თავი დამიქნია. -როგორ ხარ? გტკივა რამე?-საწოლის გვერდზე ჩამოვუჯექი და მისი ხელი ავიღე,ეს შავი კაცი გვერდიდან ისევ არ გვშორდებოდა. დედას ვფიცავარ,მეორე დღე იყო დაწყებული რაც მათ ბანაკში ვათევდით ღამეს და სადაც არ უნდა გავსულიყავი მისი თვალებიც იქვე იყო. კრისს ამ დროის მანძლზე თითქმის სულ ეძინა და ამდენ საათიანი ძილის შემდეგ პირველად იდგა ფეხზე. იქაურობას ვათვალიერებინებდი. ბანაკი რა თქმა უნდა მიწის ქვეშ იყო და 15 ადამიანისგან შედგებოდა, არადა მეგონა ასობით იქნებოდნენ თუმცა იმ კაცის გადამკიდე არ მიკვირს.

ამდენი ადამიანისთვის პატარა სივრცე იყო,გაყინული სარდაფი იყო რა.სქლად თუ არ ჩაიცვამდი ისე ციოდა მოძრაობაც მიჭირდა,მაგრამ სულ არაფერს სჯობდა. კრისს დაჟეჟლობები სტკიოდა ამიტომ მოძრაობაც ურთულდებოდა,ხელკავი მქონდა გაყრილი და ხალხს ისე ვაცნობდი მის თავს როგორც ჩემს საყვარელ ქმარს,რომელზე ზრუნვაშიც ორი დღე გავატარე მათ თვალწინ. ყველა მაინც უნდობლად გვიყურებდა,მათი უფროსის აურა მათზეც გადასულიყო, ერთადერთი ვინც არ გვიბღვერდა საყვარელი,პატარა ლანა იყო,17 წლის გოგონა რომელსაც ასეთ პატარა ასაკში ამდენის გადატანა უწევდა სამწუხაროდ,მაგრამ მამის დამსახურებით უკვე ბრძოლაც და თავის გადარჩენაც ისე ესწავლა როგორც ჭამა და სიარული. -ეს ჩვენი ოთახია-ოთახი ხმამაღალი ნათქვამი იყო,ფარდებით იყო გამოყოფილი სხვა დანარჩენი „ოთახებისგან’’,როგორც ცოლ-ქმარს თქვენო ერთი საწოლი გეყოფათო და ასე დაგვტოვეს ორივე გაშტერებულები,მაგრამ ლოგიკურიც იყო.-ალბათ გშია,მიდი დაჯექი და მე რამეს მოგიტან,დღეს ვიყავით გასულები და რაღაცები მოვიტანეთ-ჩანთა,რომელშიც ჩემი ნანადირევი მელაგა გადმოვყარე და წინ დავულაგე,მეთქი რამე ისეთს აიღებს კუჭი რომ ამოუვსოსთქო,პური,კალბასი არ ვიცი იმდენი რაღაც მელაგა,მაგრამ ამან ეგრევე შოკოლადს ატაკა ხელი და ისე გემრიელად ჩაკბიჩა გეგონება ოქროს მაძიებელი ყოფილიყო,რომელსაც ოქრო კარგა ხნის ძებნის შემდეგ ძლივს ეპოვნა. -ძაან გაკლია აი-გამეცინა და ჩანთიდან ამოყრილი საკვები უკან ჩავაბრუნე,მაგრამ პურის ორი ნაჭერი და კალბასი დავტოვე-ამას შეჭამ და წყალსაც დააყოლებ,თორემ მალე გაუწყლოებით მოკვდები -კარგი,ცოლო-გამიღიმა.ოხხ,ვერ ვიტან რომ იღიმის,დავამუღამე თვალის მოშორება მიჭირს-ერთი საწოლის იდეაც არ არის ცუდი,გავხურდებით-თვალი ჩამიკრა და წარბები ისე ამითამაშა როგორც მაშინ. -ხოო? ვითომ რამის თავი გქონდეს-ცხვირი ავიბზუე და წამოკოტრიალებულს ფეხებთან თავისი ნაქსოვი ზედა რომ ეგდო დაკეცილი სკამზე დაკეცილი დავუდე. მგონი მართლა ცოლი ვხდები,შეგიძლიათ დამცინოთ. ჰა-ჰა. -ახხ-ამოიოხრა და ზურგზე გადმოწვა, გულზე ხელდაკრეფილი ჭერში იყურებოდა-ის კაცი, მან რამე ხომ არ გითხრა?-წარბები შემეჭმუხნა. -არა. რამე უნდა ეთქვა? -არა,უბრალოდ,მაინტერესებდა- ვუყურებდი როგორ მოეშვა დაჭიმული სახის მიმიკები,ეცადა შეუმჩნევლად ამოეშვა დამშვიდებულს სუნთქვა,მაგრამ არ გამოუვიდა,ზედმეტად დაკვირვებული ვარ იმისთვის რომ ეს ყველაფერი არ შემემჩნია და გამეტარებინა.

საუბარი არ გამიგრძელებია,პატარა ‘’საწოლზე’’,რომელზეც მისი დიდი სხეულიც კი მარტო ძლივს ეტეოდა მივწექი და ვეცადე გვერდულად ისე მოვკალათებულიყავი ზედმეტად რომ არ შემეწუხებინა. -არ ვიცი იმ კაცს რა სჭირს და ასე რატომ გაკვირდება, მაგრამ თუ შენც რამეს ეჭვობ შეგიძლია მითხრა.-ჩემს მსგავსად მწოლი,ჩემკენ იყო გადმოტრიალებული და დარწმუნებული ვიყავი არ ეძინა,რაღაცაზე ნერვიულად ფიქრობდა,ვგრძნობდი.
-ჩვენ ერთი გუნდი ვართ,მხოლოდ მე და შენ! სხვები დაიკიდე,გენდობი და შენც მენდე,სხვა ყველაფერი მთავარია არ მიღალატო,უბრალოდ თუ რამე ხდება უნდა ვიცოდე,დებილივით რომ არ ვიყო მერე-მისკენ გადავტრიალდი,თვალდახუჭული იწვა-გესმის? ახლა არაა საჭირო რამე მითხრა,მაგრამ ერთი გუნდი ვართ და ეს იცოდე-ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ძალიან ხმადაბლა და სწრაფად ვეუბნებოდი,ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს რამე გაეგონა. დარწმუნებულმა იმაში რომ ჩემი სათქმელი საბოლოოდ ვთქვი და მანაც გაიგო,გვერდი ვიცვალე და საწყის პოზიციას დავუბრუნდი,ახლა შემეძლო მშვიდად დამეძინა. ალბათ.

-მცივა,ჩაგეხუტები... -...ჩამეხუტე

ჰო,ამ დღეს ჩემი სხეული მისკენ რომ მივწიე და მანაც თავისი ცივი და მძიმე მკლავი წელზე რომ გადამადო და მუცელზე გემრიელად მომხვია ისე დამაჟრიალა,გამაკანკალა რომ მივხვდი,ეს ათრთოლება და გულის ფანცქალი კარგს არც მე მომიტანდა და მითუმეტეს არც მას. ჯობდა თავის დროზე გაქცეულიყო.

**

-მალე გავდივართ -უკვე?-ცოტა არ იყოს დაღლილი ვიყავი,ყოველდღე სანადიროდ გადიოდნენ და მეც იძილებულს მხდიდნენ მათთან ერთად წავსულიყავი. თითქოს ორ ჯგუფად იყოფოდნენ, ერთი ნაწილი ვინც გარეთ გადიოდა და მეც თან მივყავდი მე მდარაჯობდა,მეორე კი შინ დარჩენილ,დაჭრილ კრისტოფს. მართალია ამას დადებითი მხარეც ჰქონდა,ბოლო ბოლო ბრძოლას ვსწავლობდი და უკვე კარგადაც გამომდიოდა,ნუ შიშისგან აღარ ვიფსამდი მაინც. რორამე თავს ისე ადვილად არ მოვაკვლევინებდი როგორც აქამდე და კრისსაც დავიცავდი. სხვა რა გზა მქონდა? დებილივით წინ და უკან დავყვებოდი,მაგრამ იმას ითვალისწინებდნე რომ მე ორსულად ვიყავი. ერთად მარტოს კი დიდხანს არც ისე გვტოვებდნენ, მაშინაც კი როდესაც ყველანი ერთად ვიყავით.
-კარლს ველაპარაკე-შავ უფროსზე ამბობს-ხვალ წავალთ,ჩანთაში ყველაფერი ჩაალაგე რაც დაგვჭირდება -მოიცა მოიცა,რა ხდება,ასე უცბად რატომ? შენ ჯერ კიდევ არ ხარ საკმარისად კარგად-ჩანთაში მოქექიალეს,საწოლიდან რომ იღებდა რაღაცებს მკლავში ჩავავლე და გავაჩერე. ზემოდან ისეთი სერიოზული გამომეტყველებით მიყურებდა მის სახეზე დიდი ხანი რომ არ მინახავს,თითქოს რაღაც ცუდის მოლოდინში იყო და რაც შეიძლება სწრაფად სურდა გაქცევა.
-არაფერი ნიკოლოზ,უბრალოდ ასეა საჭირო და მენდე,კარგი?- გამეღიმა,ოღონდ ეს არ იყო ჩვეულებრივი გაღიმება. უფრო ცინიკური,გამწარებული ღიმილი. მისგან სულ ასეთი ფრაზები მესმოდა „უბრალოდ მენდე,მენდე და მენდე“ ნუთუ ვერ დავვახლოვდით იმდენად მაინც რომ ელემენტარული აეხსნა ჩემთვის. ალღოთი ვგრძნობდი ეს თემა იმაზე ჩახლართული იყო ვიდრე ჩანდა და ეს მოულოდნელი ჩაბარგებაც ამას შეეხებოდა. -ოღონდ გაბუტვა არა,ამის დრო არ არის-მხარზე ხელი დამადო და როგორც იცის ხოლმე თვალი თვალში გამიყარა,ოღონდ ამჯერად ძალიან დიდი თხოვნით და მუდარით სავსე მზერა ჰქონდა ოღონდ ზედმეტი არაფერი მეთქვა. -უბრალოდ ჩემს სიტყვებზე იფიქრე კარგი,კრის? უბრალოდ იფიქრე და მიხვდები რაც უნდა გააკეთო,მხოლოდ შენ არ ხარ გესმის? მეც აქ ვარ! ერთმანეთი უნდა გავითვალისწინოთ,პარტნიორები ვართ და ისე ვერ მოვიქცევით თითქოს მხოლოდ ერთის გადასაწყვეტია ჩვენი ცხოვრება- არ ვაპირებდი ახლა გატყდომას,მთელი სხეულით,გონებით,აურით არ ვიცი,რაც გინდათ ის დაარქვით მაგრამ ვგრძნობდი! რომ რაღაც ისე ვერ იყო მის თავს და ამაში კარლიც იყო გარეული. -ხვალ გეტყვი,ხვალ ყველაფერს გეტყვი,აქ საშიშია,აქ არა-ორივე მხარზე ხელები ჩამავლო და მისკენ მიმწია წარბშეკრული. ხვდებოდა რომ უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი ამ ყველაფრისგან,მასზე ზრუნვისგან,გარეთ ბოდიალისგან,კარლის მზერისგან თავის დაცვისგან,საერთოდ ამ დღეებში ყველაფრის მარტო თრევით ცოტა დაღლილი ვიყავი და ახლა მისი დახმარება მჭირდებოდა,რადგან ჩემზე გამოცდილი იყო და ეს ჩემზე ძლიერს ხდიდა!
მისი სიტყვების მერე ერთი ღრმად ჩავისუნთქე და მისი დაწყებული საქმე,რომელიც მე მივატოვებინე,განვაგრძე. ჩანთაში ყველაფერი ჩავაწყე რაც კი შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა,ჩვენი იარაღები ავიღე და თავისი ადგილი მივუჩინე.
საწოლში ჩაწოლილები ისევ ერთმანეთის სხეულს ვეკვროდით,მერამდენე ღამე იყო უკვე რაც ასე ვიძინებდით,არც კი ვიცი,მგონი სადღაც 10 დღე იყო გასული ამ ბუნკერში მოსვლის დღიდან და ეს ყველაფერი უკვე ისე გამჯდომოდა გონებაში რომ ვფიქრობ ამის გარეშე ვეღარ დავმშვიდდებოდი. გეფიცებით,ღამე მკლავებს რომ მომხვევდა სხეულზე იმ წამიდან ისე მილღვებოდა გაყინული სხეული და შიშიც ისე მერეცხებოდა გონებიდან თითქოს არც ყოფილაო,თითქოს კრისტოფის ეშინოდათ და მის ახლოს მოსვლისთანავე ყველა პრობლემა გარბოდა ან მე მეჩვენებოდა ასე. მაინტერესებდა თვითონ რას გრძნობდა ამ ყველაფრის მიმართ,იმდენად მძფრად აღიქვამდა როგორც მე? თუ უბრალოდ ჩემს დაბრეხვილ ტყუილს ყვებოდა? ბევრი კითხვა იყო,რომელზეც პასუხი ალბათ ნათელი იქნებოდა რომ არა იმ 100%-ს გამოკლებული ის 1%,რომელიც ჩემს ეჭვებს წარმოადგენდა.

დილით გაღვიძებულს კრისი უკვე ფეხზე დამხვდა. ვუყურებდი როგორი სისწრაფით მოძრაობდა ამ მოცუცქნულ ოთახში,იცვამდა და ჩანთაში რაღაცებს ტენიდა. ის უკვე აშკარად მზად იყო. სხვათაშორის ცხოვრების ახალ სტილს იმდენად შევჩვეოდი რომ ადრე ადგომა პრობლემას აღარ წარმოადგენდა. შეჩვევის ამბავი იყო. -უკვე გავდივართ? -ჰო,მიდი ადექი და ჭამე...ან არა, გზაში შევჭამთ-ხელი მომკიდა უკვე ფეხზე წამომდგარს და ჩემზე ჩავლებულმა ოთახი სწრაფად დატოვა,ორივე ჩანთა მას ჰქონდა მიმაგრებული. უკვე ოფიციალურად, გავრბოდით. -რა ხდება ამის დედაც-ხელზე მოვქაჩე და გაჩერება ვცადე,მაგრამ იმდენად იყო სხვა რამეზე გადართული რომ ძლიერად მოჭიდებულს ზედმეტი ძვრაც ვერ ვუყავი. ნებით თუ უნელიეთ მის ნებას დავყევი და მანქანაში,რომელიც როგორც ჩანს ბატონმა კარლმა გვიწილადა, ჩავჯექი. უკვე დაძრული მანქანით ბუნკერის დატოვებას ვაპირებდით როდესაც უფროსმა რატომღაც თავისი სურვილით გამოგვაკითხა და ჩამოწეულ ფანჯარას დაეყრდნო კრისის მხრიდან.
-რას აპირებთ- ისე კითხულობს თითქოს ძაან აინტერესებდეს და ამას არ უნდოდა ჩვენი აქედან გაგდება. ხელებგადაჯვარედინებულს გემრიელად ჩამეცინა. -გურიაში უნდა ჩავიდეთ,იმედია მალე ჩავაღწევთ და რამეს არ გადავეყრებით...- ჰო მიდი ჩაუკაკლე,ნერვებს მიშლი,იღბლიანი ხარ მაგ სიმპატიურ სიფათს შენი სიმპათიურობის გამო რომ არ გინგრევ.-მადლობა ყველაფრისთვის-ბოლოს სანამ დაძრავდა ჩუმად უთხრა და მანქანის მოტრიალება დაიწყო,შავი კაციც უკან გადაიწია მანქანის გასატარებლად. -შენ ხომ იცი ამას რატო ვაკეთებ არა?-ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგას და ამ დროის მანძილზე პირველად ძალიან მშვიდად და მოდუნებული ესაუბრება კრისტოფს,რომელსაც ამ დღეების მანძილზე აღრენილი ძაღლივით უმზერდა და აკვირდებოდა. ხანდახან ისე ვყავდი დაშინებული წინ გადავუდგებოდი ხოლმე ყოველი შემთხვევისთვის რომ დამეცვა. როგორც ჩანს ამოისუნთქა ჩვენი წასვლის ამბით,ეღირსა. -კარგად-საბოლოოდ გაცვალეს სიტყვა და ჩვენც მალევე მოვშორდით ამ ადგილს,მე კი საკმაოდ გვიან გავიაზრე რომ იმ პატარა გოგოსთან დამშვიდობება და მადლობის თქმაც კი ვერ მოვასწარი,რომლის დახმარებითაც აღმოვჩნდით აქ.

მანქანა ისევ დიდი სიჩქარით მიიწევდა წინ,მე კვლავ ჩიფსი მეჭირა ხელში და ვცდილობდი ფეხები მანქანის სალონზე შემომედო,მაგრამ დეჟა ვუ. მანქანაში ზედმეტად სუნთქვის ხმაც კი არ ისმოდა ჩემგან,ხმას არ ვცემდი გვერდით მჯდომს და არც გავცემდი სანამ დამაკმაყოფილებელი დოზით პასუხებს არ მივიღებდი მისგან. -კარგი რა ნიკუშ-გაეცინა. ამას ეცინება და ამით უფრო თამაშობს ჩემ ნერვებზე, ვითომ უდარდელობას რომ ცდილობს-ესე ხომ არ ვიქნებით გზის ბოლომდე,რამე თქვი-ფეხზე ხელი მომარტყა,მაგრამ ჩემი სახე რომ დაინახა ამოიოხრა და შემეშვა. გზა ისევ სიჩუმეში განვაგრძეთ,მისი ღრმა ჩასუნთქვების ფონზე რომლითაც დამშვიდებას ცდილობდა,მაგრამ აშკარად არ გამოსდიოდა. -შენ დამპირდი რომ ყველაფერს მომიყვებოდი-ფანჯრისთვის თვალი არ მომიცილებია,მისკენ არც კი გამიხედავს ისე ვთქვი ეს სიტყვები. -მე შენთვის პირობა არ მომიცია -ჩემთვის შენი სიტყვები პირობის ტოლფასი იყო -ჯანდაბა-სახეზე ხელი ჩამოისვა და ფანჯრისკენ მიტრიალდა,მის ალეწილ სახეს რომ ვხედავ კიდევ უფრო ვხვდები რომ რაღაც შარში ჩემდაუნებურად გავეხვიე მასთან ერთად.-ყველაფერს ართულებ. იცი როგორ ართულებ? საშინლად!- კვლავ ის სერიოზული ტონი რომელიც ასე მძაბავს და არ მსიამოვნებს. -შენი გადასაწყვეტია-მხრები წყნარად ავიჩეჩე,ისე თითქოს ძაან მეკიდა რამეს საერთოდ მეტყოდა თუ არა,არადა მანაც კარგად იცოდა რომ ეს ჩემი ბუნებრივი რეაქცია არ იყო,ამ დღეებში მასაც კარგად შეეცნო ჩემი პიროვნება,ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე მაინც რომ მიმხვდარიყო ახლა ამ ტონის მიღმა რა იმალებოდა. -სანამ ყველაფერს არ მოგიყვები იქამდე ასე გააგრძელებ არა?-ჩემგან კვლავ არანაირი რეაქცია და პასუხი-კარგი,კარგიი-ნერვიულად გაეცინა. ცოტახანი გაჩუმდა,არ ვიცი, ალბათ დაფიქრდა? რა მნიშვნელობა აქვს,საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ჩემთვის უნდა მოეყოლა ის,რაც ასე აწუხებდა. -აქ რომ მოვხვდი იმ დღიდანვე ძალიან დიდ შარში გავეხვიე,არასწორ ადამიანებთან დავამყარე კავშირი-ყბებდაჭიმულმა დაიწყო მოყოლა ისე რომ წამითაც აღარ შეყოვნებულა და ჩემი ყურადღებაც წამში მიიქცია-მეც იმ გვირაბში გავიღვიძე და გარეთ რომ გამოვედი მაშინვე ის გამეჩითა,წარმოდგენა არ მქონდა რა იყო,თან ღამე იყო და ხედვაც მიჭირდა,მოკლედ გახსოვს ცუდ ბიძიებზეც რომ გიყვებოდი?-ჩემკენ გამოიხედა-დაჯგუფებებს რომ ქმნიდნენ და ხალხს ატერორებდნენ -ისე როგორც ფილმებშია? -ჰო,ისე როგორც ფილმებშია-ჩემს ხმადაბალ კითხვას მანაც ხმადაბლა დაუბრუნა პასუხი-დამეხმარნენ,უფროსწორად მაშინ ეგრე მეგონა თორემ რეალურად უბრალოდ ერთობოდნენ. არ ვიცი რატო მაგრამ ბანდის უფროსს დავევასე და გაწევრიანება შემომთავაზა,მითხრა რომ დამეხმარებოდა და მეც უყოყმანოდ დავთანხმდი. მაშინვე შევამჩნიე რომ კარგი ხალხი არ იყვნენ,მაგრამ მაგრად მეშინოდა და ამიტომ მარტო ყოფნას მათთან ყოფნა ვარჩიე და მანდ მაგრად შევცდი რა-პირზე ხელი ჩამოისვა. კითხვებით არ შემიწუხებია,ვაცდიდი გადაეხარშა,ვიცოდი უკვე დაწყებულს აუცილებლად დაასრულებდა და გულიდანაც ამოიღებდა იმას რასაც ამდენი ხანი ინახავდა და აწუხებდა-მეგონა იქ ვინც იყვნენ მხოლოდ ესენი იქნებოდნენ რეალურადაც მაგრამ თავიანთ ბუნაგში რომ მიმიყვანეს მთელი ჯარი დამხვდა,ძალიან ბევრნი იყვნენ,უმეტესად ისინი ვინც რეალურ სამყაროშიც ცუდ საქმეებს ჩალიჩობდნენ რა,ხომ ხვდები. იქ მისვლიდან ერთი კვირა თან დავყვებოდი,ხალხშიც მალე გავერიე და რაღაც ისეთი გავიგე საერთოდ რომ დამშოკა-ვამჩნევდი მის შუბლზე ნელ-ნელა როგორ ჩნდებოდნენ ოფლის წვეთები და ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რა იყო მისი ასე ყოფნის მიზეზი-მე უბრალოდ მანქანას ვატარებდი,ვცდილობდი რამენაირად ავყოლოდი მაგრამ არ გამომდიოდა,ზედმეტად სხვანაირი ხალხი იყო.-ცოტახანი გაჩუმდა და მალევე მანქანაც გააჩერა-ერთ დღეს გარეთ რომ გავდიოდით ბიჭებმა ხუმრობა დაიწყეს..ხუმრობა არა,რაღაცებს ღადაობით იხსენებდნენ და ტრაბახობდნენ როგორ გააუპატიურეს სადღაც გზად გადაყრილი ქალები. იცი როგორ იცინოდნენ? ისე დასცინოდნენ იმ გოგოების ფართხალს და გაქცევის მცდელობას თითქოს ვირთხების დაჭერას ცდილობდნენ და არა ქალის გაუპატიურებას,თითქოს ვერც იაზრებდნენ რომ აუპატიურებდნენ და მე..-ისევ გაჩერდა და მასთან ერთად მე ინსტიქტურად სუნთქვა შევწყვიტე. ოღონდ ეს არა თეთრთავიანო,ოღონდ ის არ მითხრა რაზეც ახლა ვფიქრობ. -და შენ რა,კრის? და შენ რა?!-ტონალობა ისე შემეცვალა ვერც კი გავიაზრე. -ხმა ვერ ამოვიღე,ჩმორივით ვუსმენდი და თავს ვაჯერებდი,რომ უბრალოდ მეღადავებოდნენ-თავი ჩახარა.
ჯანდაბა,მადლობა ღმერთო რომ ის არ არის რაზეც გავიფიქრე თორემ...თორემ არ ვიცი რა,მაგრამ რაღაც ძალიან საშინელს ნამდვილად,ნამდვილად ვიზამდი!
-მაგრამ მერე ამათ ლიდერთან ერთად მოგვიწია გარეთ გასვლა და გზაზე ვიღაც გოგოები კიდე დაიჭირეს,მათ გაუპატიურებას აპირებდნენ,მაგრამ უეცრად ვერც მე მივხვდი როგორ ან როდის,გონზე რომ მოვედი ყველა დახოცილი მყავდა და ის ნაცნობიც,ახლა ვისთანაც მივდივართ,ჩემ გვერდით იყო,მან და მე ერთად ჩავცხრილეთ ბიჭები.-დაძაბული სხეული მოეშვა და ვერც კი წარმოიდგენთ მე როგორ მომეშვა როდესაც ის იმედები რაც მასზე მქონდა დამყარებული არ გამიცრუვდა და მათნაირი ნაბი*ვარი არ აღმოჩნდა,ამოვისუნთქე. მე ქალი ვარ! და იმის წარმოდგენაც კი,სხვა ჩემნაირს როგორ უკეთებს ამას სულს მიხუთავს,არ ვიცი,ცუდად მხდის ამაზე ფიქრი და ადამიანი,რომელიც მომწონს ასეთი რომ აღმოჩენილიყო? არ ვიცი,მართლა არ ვიცი. -გასაგებია.-ამოვთქვი საბოლოოდ მოსვებულმა და გამშრალ ყელში ნერწყვი გადავუშვი,თავდახრილს გავხედე. ხელები მუშტად შეეკრა და მუხლებზე დაეწყო. სანამ ტვინი გაიაზრებდა და გადაიფიქრებდა მანამდე სურვილს მივყევი და მომუშტულ ხელზე ხელი დავადე,ჩავკიდე-მიხარია რომ მათი დახმარება შეძელი კრის,კარგი ადამიანი ხარ,შიში კი ბუნებრივია და სამარცხვინო არ არის. მეც მეშინია,სულ მეშინია. -მხოლოდ ეს არ არის.-თავი გააქნია-იმ დღის მერე მეძებენ,რამოდენიმეჯერ შევამჩნიე ჩემი ფოტოსურათით ადამიანებს როგორ კითხავდნენ,კარლიც ერთ-ერთი მათგანია,მიცნო და ამიტომ არ გვიშვებდა ახლოს. აქამდე არ მეშინოდა, მარტო მე ვიყავი,საფრთხეში არავის ვაგდებდი. მაგრამ ახლა შენც აქ რომ ხარ მეშინია რომ ვერ დაგიცავ,ვიცი რისი გაკეთებაც შეუძლიათ და ამაზე ფიქრიც კი..-წინადადება აღარ დაუმთავრებია-ვერ წარმოვიდგენ ვიღაც ძალით როგორ გეხება..გონებაშიც კი არ დაუშვა ის რომ ვინმეს ამის უფლებას მივცემ მაგრამ რომ ვერ შევძლო და რამე დაგიშაონ,ამის დედაც..-სიტყვების თქმაც კი უჭირდა,დაძაბულობისგან მთელი სხეული უცახცახებდა და შეკრულ მუჭში მოქცეულ ჩემ ხელს ისე ეჭიდებოდა თითქოს ვიღაც ჩემს წაყვანას ძალით აპირებდა. -შემომხედე..-თავი ავაწევინე-შემომხედე!.. რომ გეუბნებოდი იარაღიდან სროლა მაგრად დავამუღამე მეთქი კი არ ვღადაობდი,არც ჩვენ პარტნიორობაზე მომიტყუებია! ასე რომ ნუ გეშინია,მე დავიცავ საკუთარ თავს და შენც დაგიცავ-სახეზე ორივე ხელი ჩავავლე-თბილისს რომ მოვშორდებით ჩვენ კვალზე ვეღარ გამოვლენ,ასე რომ არ იდარდო-მის ლოყაზე მიდებულ ჩემ ხელს მისი ზემოდან მოქცეული დიდი და თეთრი ხელები აკავებდნენ და ათბობდნენ.
ვხედავდი ჩემკენ ნელა როგორ გადმოიწია,ნერწყვი სასულეში ძლივს გადავუშვი,როდესაც ჩვენი შუბლები ერთმანეთს შეეხო,მუდმივად ცივი კანი ჰქონდა,ძალიან რბილი და სასიამოვნო,მისმა ხელმაც იპოვა დანიშნულების ადგილი და ჩემს ლოყაზე ნაზად დაეშვა,მომეფერა და ცხვირით ცხვირზე შემეხო. გულმა გასაფრენად ფრთები გაშალა. ეს რეები ხდება. გითხარით რომ ულამაზესი ცისფერი თვალები აქვს? ახლა ზუსტად ამ ლამაზ ცისფერ პლანეტებში ვიძირები და მგონი იქიდან ამოსვლის სურვილი არც მაქვს.
-მადლობა- დაიჩურჩულა.

**
მგზავრობა ძალიან დამღლელია,მითუმეტეს რომ აქ დრო საერთოდ სხვანაირად გადის და იმაზე მეტად იწელება ვიდრე ჩვეულებრივ სამყაროში,მაგრამ მოსვლის წამიდან ისე ეჩვევი თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა იყოს. გზებიც თითქოს უფრო გაიწელა,საქართველოს ტერიტორიები კი გაიზარდა რადგან ქალაქები ერთმანეთთან ისეა დაშორებული თავი სადღაც დედისტ*ვნაში რუსეთში მგონია. მგონი მართლა ორსულად ვარ,ნერვული სისტემა დანგრევის პირასააა არადა მეგონა ჩემს ძმას ჯანმრთელი ვერცერთი გადაურჩათქო,დავიჯერო მისი ყურებით დავვორსულდი? წარმოდგენაც არ მინდა მასთან სექსი რომ მქონდეს რა დამემართება. ალბათ შემომეჭმება,ან მთლიან სხეულს იმდენჯერ დავუკოცნი დადნება. თან მის სხეულს რომ ვიხსენებ ჰორმონები ისე მაწვება.. მგონი ნერვოზი სწორედ ამის ბრალია,უკრისტოფობა მჭირს. აქვე ხომ არ გავაშიშვლო? წარმოვიდგენ რამხელა შეიძლება ჰქონდეს,ყველანაირი აღვირახსნილობა მახსენდება რაც კი მინახავს და წამიკითხავს და მასზე წარმოვიდგენ,იმასაც კი წარმოვიდგენ ჩემს სუსტ წერილებს როგორ სწავლობს და ეხება,ჩემს მკერდს,კერტებს,ფეხებს შორის,ჯანდაბა,აი ის სასიამოვნო ჟრუანტელი და დაძაბულობაც ვიგრძენი მუცელში,მაგრამ ვინ გაცდის.. -ჰეი,მელაპარაკე რა- ნეტა ახლა ჩემი ფიქრები რომ ესმოდეს რას იფიქრებდა? ან რას გააკეთებდა? ვითომ აასრულებდა ჩემს ფანტაზიებს? იმედია. ისე მიკვირდა როგორ არ იღლებოდა სულ საჭესთან ჯდომით,არც უძილობა აწუხებდა ამიტომ ჩემს შეთავაზებას ადგილების გაცვლაზე სულ უარით პასუხობდა. ნამდვილად ჯობდა მას ეტარებინა,სწრაფად და ამასთანავე უსაფრთხოდ ჩავიდოდით მაგრამ მაინც მედარდებოდა ხოლმე მის სხეულზე გაჩენილი ჭრილობები და ჩალურჯებები,რომლებიც გაქრობას ჯერ ნამდვილად არ აპირებდნენ. -აზრზე არ ვარ რაზე გელაპარაკო,ახლა ისე მეძინება-დავამთქნარე.- დავიძინებ რა-ფეხები სავარძელზე ავკეცე და თვალებიც წამში მიმენაბა. ისე გემრიელად ვიწექი,ისეთ კარგ სიზმარს ვხედავდი,ძლივს ოჯახთან შეხვედრა მოვახერხე. მაგრამ ვინ გაცდის? ვიღაცამ ისეთი სიგნალი ატეხა მაშინვე გამომაფხიზლა. ინსტიქტურად გვერდით მიგდებულ იარაღს წავავლე ხელი,მაგრამ კრისის მომღიმარ სახეს რომ მოვკარი თვალი და მანქანის შენელებაც რომ ვიგრძენი მივხვდი ამჯერად სიკვდილი არ გადაგვყროდა გზად. -რა ხდება,ვინაა?-სარკეში კარგად ვხედავდი შავ ჯიპს,რომლიდანაც ვიღაც დიდი კაცი გადმოდიოდა და თან მოჰქონდა თავისი ბარგიც. -დამშვიდდი,ყველაფერი კარგადაა. გადმოდი გაგაცნობ-გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა. როგორც კი გადავედი მანქანას შემოვუხვიე და გვერდით ამოვუდექი-ამყევი-ყურში ჩამჩურჩულა და წელზე ხელის მოხვევით მიმწია კაცისკენ. -კრისტოფ რა დამთხვევაა,მიხარია შენი ნახვა,მეგონა მოკვდი-ვაუ,რა მშვენიერი მისასალმებელი სიტყვაა. ცოტა გაკვირვებული ვუყურებდი ორი ალვის ხის ერთმანეთთან გადახვევის სცენას,აღარ მიკვირს ასეთი დაბლები რატომ ვართ ქართველები,ყველას სიმაღლე ამ ორს წაუღიათ. -გაიცანი ზურა,ეს ნეკაა,ჩემი შეყვარებული- ნეკა? ამან ტვინის შერყევა რომ მიიღო ცოტა ხო არ აურია? ჩემი სახის მიმიკების აღწერას აღარ დავიწყებ,თვითონაც მიხვდებით რა და როგორ იქნებოდა. -შეყვარებული? როდის მოასწარით,სასიამოვნოა ქალბატონო-ხელი ჩამომართვა-მოკლედ,გზიდან უნდა გადაუხვიოთ,ჩემთან ერთად მოდიხართ. -რატო,რა ხდება-გაუკვირდა ჩემს შეყვარებულს,ქმარს და შვილის მამას. -თბილისში უნდა დავბრუნდეთ,ნინო და მათე ხომ გახსოვს? წინაზე მოგიყევი მათზე,ეგენი წამოვიდნენ აქეთ იარაღის საშოვნელად მაგრამ ვეღარ ბრუნდებიან მანქანა გაუფუჭდათ,ესეც ძველი ჯართია გადაგდებას და ახლის მოძებნას ვაპირებდი და კაკრას შენ შემხვდი,ახლა იქიდან რაღაცებს ავიღებ,მანამდე შენ მანქანა მოატრიალე-მხარზე ხელი მიარტყა და თავისი მართლაც ჯართისკენ დაიძრა. -იქნებ ჯერ ეკითხა გვინდოდა წასვლა თუ არა-საკმარისად მოგვშორდა თუ არა ეგრევე ბუზღუნი დავიწყე. ძალიან მესიკვდილება რა ამხელა გზის კიდევ ორჯერ გავლა-ან ეს ნეკა საიდან მოიტანე,გინდა რომ მოგკლა?-მკლავში გემრიელად ვუჩქმიტე რამდენჯერმე , ისე რომ მისი წკმუტუნისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება,ნერვებს მიშლის. -შენ აზრზე არ ხარ ეს რა ხისთავიანი სვანია,ორივეზე ცალკე გაჭედავდა და ახსნის თავი არ მაქვს,მაინც ვერ გაიგებს-გაეცინა და მკლავი,რომელმაც ჩემი მწარე ხელი იგემა დაისრისა.

მანქანაში ჩემი კუთვნილი წინა სავარძლიდან უკან გადავინაცვლე და კრისის გემრიელ სიცილსაც ვუსმინე ჩემი სახის დანახვისას. რა უწესო კაცია ღმერთო,ვის გაუგია შეყვარებულების განშორება. -იმ საქმეზე რა ხდება,რამე გაარკვიეთ? -ჯერ კიდევ პროცესშია-კრისტოფის კითხვას საჭმლით გატენილი პირით უპასუხა ზეზვამ(ზეზვას და მზიას ამბავში) -რა საქმე?-მეც ჩავერთე დიალოგში,აზრზე არ ვარ რას ლაპარაკობენ. ცოტა რამეს გავიგებ მაინც თორემ მაგარი ცუდი გრძნობაა შენ რომ არაფრის აზრზე არ ხარ და უბრალოდ ვიღაცის ნაბიჯებს მიჰყვები. -მისთვის არ გითქვამს?-მიუტრიალდა კრისს. უფს. სარკიდან დავინახე როგორი მზერით გამოიხედა ჩემკენ. ახლა მე გავიცინებ. -დეტალებში არ მომიყოლია-მხრები აიჩეჩა. -დეტალებში მოსაყოლი არც არაფერია,რა უცნაური ადამიანი ხარ კრისტოფ!- თამადები როგორ იცინიან ხომ იცით? ზუსტად ისე იცინის ზურაც- სულ ასეთი უდარდელა იყავი და ზარმაცი კიდე,კაცს წესიერად არაფერს აუხსნი-ხოო,აი ბოლოში გეთანხმები. ჩვენი მეორე შეხვედრა კარგად მახსოვს,ნერვები როგორ დამაწიწკნა სიტყვები ძლივს რომ დავაცდევინე პირიდან.-ასე არაა,ნეკა?- ღიმილით გამოიხედა ჩემკენ-უცნაურია შენი შეყვარებული- როგორი ანცი სიცილი აქვს. ძალიან უცნაურია ამხელა კაცს და სიტყვა ანცს ერთად რომ მოვიხსენიებ,მაგრამ შეეფერება ვფიცავ. -აბა,გისმენთ. არაფერი გამოტოვოთ-ბატონი ზურაბი ჭამაში იმდენად იყო გართული სულ გადაავიწყდა ჩემთან ჭორაობა. უზრდელობაა როდესაც ადამიანს ჭამის დროს ესაუბრები და ხელს უშლი? არაუშავს,არც თვითონ მყავს ზრდილობიანი. -აჰ ხო-გვერდით გადადო ჩიფსის დიდი პაკეტი და ხელები მანქანაში დაიბერტყა. ვიმეორებ,მანქანაში! იცით ეს თეთრთმიანი მანქანას ამ შუა აპოკალიფსის დროსაც კი როგორ უვლის? მაგრამ გასაკვირი ისაა რომ მხოლოდ ამრეზით გახედა მის ძაალიან დიდ და ჩასუქებულ სხეულს. მისი აშკარად რომ ეშინია ვამჩნევ და თუ არ დავცინო ამის გამო მე არ ვიყო ნიკუშა ჯაჭვლიანი!- კრისტოფმა ხომ გითხრა ტყუპი ძმები როგორ შეხვდნენ ერთმანეთს? ერთი კომაში რომ იყო წესით და მეორემ,წლები რომ უცდიდა ამის გამოღვიძებას, აქ რომ იპოვა?
-ჰო, მერე?- აზრზე არ ვარ მაგრამ მართლაც,რომ.. მერე? -რა მერე გოგონა?-ალბათ ფეხზე რომ მდგარიყო წელზე ხელებს შემოირტყავდა და მენჯსაც ჩატეხავდა- ის,რომ ჩვენი თეორის თანახმად ახლა ყველანი კომაში ვართ და ამიტომ ვართ აქ. -უკაცრავად?-გამეცინა. -არანაირი უკაცრავად-ჩიფსებს მიუბრუნდა და გემრიელად ჩაახრაშუნა. რანაირად ჭამს,მეც მომანდომა- ასეა ეს ამბავი! არ გაგიგია კომის დროს ადამიანები სხვაგან რომ ხვდებიან? ისიც არსებობს რომ ვითომ სამყაროში რჩებიან და ყველაფერი ესმით და ხედავენ რაც მათ გარშემო ხდება,ისიც გაგიგია ალბათ მკვდრებს რომ ნახულობენ. მაგრამ როგორც ჩანს რეალურად სხვა რაღაც ხდება,აქ კომაში მოხვედრილები ხვდებიან და აქ თუ გადარჩებიან უკან დაბრუნებასაც შეძლებენ.- აღარ ვიცი რა ვთქვა. მიდი აბა თუ კაცი ხარ და შეეწინააღმდეგე. ეს სამყარო ხომ თავიდან ბოლომდე სიგიჟეა,მაგრამ აშკარად რეალურია,აქ ვარ,ვხედავ,ვგრძნობ,ბოლოს და ბოლოს ამათი დროით ორი კვირაა აქ ვცხოვრობ. ამის დედაც! ანუ სადღაც ერთი თვეა რაც კომაში ვარ. დედაჩემი ალბათ გიჟს ჰგავს! ჩემი მეგობრები! ჩემი ლაწირაკი ძმა! მამა? ალბათ კაპლზე და კორსიზზე ზის. -და უკან როდის დავბრუნდებით? -არ ვიცი,განსაზღვრული ვადა როგორც ჩანს არ აქვს რადგან მეექსვსე თვე იწყება რაც აქ აღმოვჩნდი და ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ,უკან კი არ დავბრუნებულვარ-მეექვსე. მეექვსეო,ღმერთო. ექვსი თვე აქ გავგიჟდები! კი არ გავგიჟდები, ვერც გადავრჩები! აი ისევ! ვგრძნობ რომ ნერვული შეტევა მეწყება. -კარგად ხარ? სახიდან ფერი გადაგივიდა-თვალებმოჭუტულმა გადმომხედა ზურამ. -რა? ააჰ,კი კი,კარგად ვარ ხო,კარგად-გულზე ხელი მივიდე. ძალიან კარგად ვარ კი,მთელი სხეული მიკანკალებს ისე კარგად ვარ. უკარგესად. -დაიძინე,წამალი ჩანთაში დევს-სარკიდან გამომხედა კრისტოფმა. მიხვდა რომ ამ ინფორმაციამ მიწაზე მაგრად დამანარცხა. ექვსი თვე... ანუ ერთი წელი. თუ ის რასაც ისინი ამბობდნენ სიმართლეა, და დიდი ალბათობით მართლაც სიმართლეა,ანუ ამდენი ხანი ჩემი ოჯახი ჩემს ნახევრად მკვდარ სხეულს დასტირის და დარაჯობს? და ან გადავრჩები ან არა? ასე უბრალოდ უნდა მოვკვდე? მაშინ როდესაც ცხოვრება ჯერ კიდევ წინაა? როდესაც ნაბიჯების გადადგმა ახლა დავიწყე,ნელ-ნელა პატარა წარმატებას მივაღწიე,დიდი ხნის ოცნება მეგობრებთან ერთად ავიხდინე და ახლა უნდა მოვკვდე? მხოლოდ იმიტომ რომ მთვრალმა რაღაც სისულელე გავაკეთე? ამის დედაც!!! ამის დედაააც!!! ხომ შეიძლებოდა მოვფრთხილებოდი და საკუთარ სიცოცხლეზე მეზრუნა! ამის დედაც,მართლა ამის დედაც. ერთი სიცოცხლე მქონდა და რაში გავფლანგე! რა გავაკეთე...

სახლში მინდა


**
-ჰეი,გაიღვიძე-მკლავზე ნაზად მეხება ცივი თითები. წამლებისგან გაბრუებული სად ვარ და სად მივდივარ ვერც კი ვიგებ,ისე მივყვები მასზე მინდობილი თვალებს წესიერად არ ვახელ. მკლავები ჩემზე ძლიერად აქვს შემოხვეული,მათბობს. გარეთ ძალიან ცივა,თოვლი უფრო და უფრო დიდდება,ბარდნის,ფიფქები ცვივა და შიშვლად დარჩენილ გზებსაც ფარავს. -მგონი ამინდი უარესდება- ნახევრად მძინარემ,მასზე მიხუტებულმა ამოვილაპარაკე.

-ცოტახანი აქ დაჯექი,გავშლი და შემდეგ დაწექი-კედელზე მივეყუდე. ისიც ცივი იყო. დღეს ყველაფერი ცივი იყო. -მოდი-ხელი მომკიდა და რბილ მატრასზე ბავშვივით მიმაწვინა. თბილია მისი ხელები,არადა აქამდე ძალიან ცივი მეჩვენებოდა,ყინულივით.-ახლა გათბები-საბანი გადამაფარა და თავზე ხელი გადამისვა. ახლა მარტო ვერ დავრჩები,რომ მომშორდეს შეიძლება გავტყდე. მჭირდება რომ ვიგრძნო ვინმე ჩემთან არის. -ჩემთან ერთად დაიძინე რა-მისკან არ გადავბრუნებულვარ ისე ვთხოვე. ალბათ ძალიან მივეჩვიე მასთან სიახლოვეს? არ ვიცი,ეს დღეები არაფერი ვიცი და ეს ნერვებს მიშლის. ისიც ნერვებს მიშლის მის მკლავებში სიმარტოვით შეშინებული,აჩქარებული გული რომ მიმშვიდდება. რომ აღარ მეშინია.აღარც მცივა და აღარც სიმარტოვე მაშინებს. ძილიც ადვილად მოდის ის რომ გვერდით მიწევს და მეხუტება,აღარც გვერდით გადაბრუნების მეშინია. ისიც კი არ მაშინებს რომ უარს მეტყვის,იმიტომ რომ ვიცი არ. ახლახანს რომ გავიცანი და უკვე ამდენს მაგრძნობინებს,ამდენად მაჯადოვებს,ამდენად მაღელვებს და ამდენად მოქმედებს ჩემს მუდამ ბობოქარ გულზე..ეს მაღელვებს უფრო ვიდრე ნერვებს მიშლის. და ისიც მაღელვებს რომ მინდა მასაც იგივე განცდა ჰქონდეს.

მკლავებს ძლიერად მხვევს.
-ნუ გეშინია-ჩამჩურჩულა. თავზე პატარა,ნაზ კოცნას ვგრძნობ. ეს კოცნა სინათლეს უდრის.

**
დილით კვლავ გზა განვაგრძეთ. უკვე მგონია რომ მანქანაში ვცხოვრობ,აღარ შემიძლია. ამ სამყაროს დროით დაახლოებით ორი დღე გჭირდება რომ თითქმის გურიაში ჩასული უკან თბილისში დაბრუნდე. აქ დრო ჩვენთვის სწრაფად,თუმცა რეალურ სამყაროსთან შედარებით უფრო ნელა გადის სწორედ ამიტომ იქ გასული ორი დღე აქ ერთ დღეში ეტევა. რატომღაც საათები,როგორც არ უნდა ეცადო დროს არ ცვლიან,არც ფუჭდებიან და არც ჩერდებიან,მაგრამ აქაურ დროს ვერ ერგებიან,დიდი ალბათობით ეს სამყარო ისეა მოწყობილი რომ პატარ-პატარა დეტალებში დამალული საიდუმლოებების ამოცნობა შეძლო,მაგრამ ძალიან უნდა დაკვირვებოდი რამე რომ გაგეგო. როგორც ჩანს დროების სხვაობის შესახებ კრისტოფს ზურასგან გაეგო,ბოლოს და ბოლოს ეს კაცი აქ ექვსი თვეა იმყოფებოდა და ბევრიც გაეგო ამ სამყაროს არეულობაზე.

-ამდენი ბენზინი საიდან გაქვთ?-უკან სავარძელზე წამოწოლილმა უსაქმურობისგან აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა,ამდენი ძილიც უკვე აღარ შემეძლო. -ყველა მანქანიდან და ბენზინსადგურიდან ამოვიღეთ რაც კი გზად გვხვდებოდა,საკმაოდ ბევრი გვაქვს და იმედია აქედან წასვლამდე გვეყოფა-ამიხსნა ზურამ. -გასაგებია- ამ კაცის აქ ყოფნა ხელს მიშლის ფრთები ბოლომდე გავშალო,მარტო თეთრთავიანს ლაპარაკს კი ვერ გავუბამ,არც ესეთი უზრდელი ვარ. თითქმის ჩასულები ვართ,ცოტაც და თბილისში შევალთ და ვიმედოვნებ რომ ის მონსტრები გზად არ გადაგვეყრებიან,მაინც და მაინც დედაქალაქში აქვთ თავი მოყრილი უმეტესობას. რა ვჭამო? იმედი მაქვს აქაური წონა ჩემს რეალურ სხუელს არ გადაეცემა,რადგან აქაურობას უეჭველი გაღორებული დავტოვებ იმდენ ჩიფსებს და საზიზღრობებს ვჭამ. რეალურ სამყაროში ამდენ რამეს არ ვეკარებოდი,უმეტესად იმიტომ რომ ფული არ მქონდა,მაგრამ აქ ფულს ფასი არ აქვს. რა მაგარია უფასო ფული. რას ვიფიქრებდი ოდესმე ესე არარსებულ ორგანოზე თუ დავიკიდებდი მის არ ქონას. აქამდე საკუთარი თავი ხამი მეგონა,მაგრამ ახლა ძაან ,ვის ადარდებს ფული როცა ასეთ სიტუაციაში ხარ?
ჩანთაში თავით ჩავძვერი, კრისტოფს იმდენი რამე უდევს შიგნით რამის ძებნა თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს. აი მგონი ვიპოვე,იმდენად მომინდა ახლა რამის ჭამა სადაცაა ტუჩებს მოვიჭამ. ძლივს ამოვიღე ისე რომ ჩანთიდან ზედმეტად არაფერი ამომეყარა და გახარებულმა გახსნა დავიწყე მოულოდნელად ზურას ხმამაღალმა,შემაძრწუნებლად ხმამაღალმა ღრიალმა რომ ჰაერში შიშისგან ამახტუნა.

-გააჩერე!- ამხელა სხეულიდან ბოლო ხმაზე ამოშვებული ბოხი ხმა ხომ წარმოგიდგენიათ? ისიც ხომ წარმოგიდგენიათ ადამიანს,რომელიც მშვიდად მართავს საჭეს რა შოკში ჩააგდებს. გაოგნებული კრისტოფი როგორღაც კი იმორჩილებს საჭეს,მაგრამ ხიდზე იმდენად ხმამაღალი წუილით აჩერებს,რომ ყურებზე ხელებს ვიფარებ. -რა ხდება?-გაოგნებულმა კითხა მის გვერდით მჯდარ ზურას,რომელიც სავარძლიდან წამოწეული სხეულით გაფართოებული თვალებით იყურებოდა ფანჯრიდან. პასუხი არ დაუბრუნებია ისე გამოგლიჯა მანქანის კარები და გადავიდა,არც თავისი იარაღი დავიწყებია. -კრის,არ გაყვე-საჭესთან მჯდარისკენ სასწრაფოდ მივიწიე და ხელი ჩავავლე,რომ გამეჩერებინა,მაგრამ არ მომისმინა. თავი გააქნია,მანქანაში დარჩიო მითხრა და ზურას გაჰყვა,რომელიც ხიდიდან იყურებოდა. უნდა გადავსულიყავი? არა,ჯობია ზედმეტი პრობლემა არ შევქმნა.

ამ სრულიად მოულოდნელი ქმედების გამო ისიც ვერ მოვიფიქრე ჩაწეული ფანჯრიდან გადამეხედა,უბრალოდ ინსტიქტურად თავი გვერდით შევატრიალე და მაშინვე დავინახე ის რამაც სრულიად გამაშეშა. შიში,ზიზღი,გულისრევა,სიბრალული,მრისხანება.ყველაფერი ერთად მომაწვა და იმდენად ძლიერად მომაწვა რომ გაურკვეველი ემოციებისგან ვეღარ ვხვდებოდი რა გამეკეთებინა. კრისტოფის სახეზე ვკითხულობდი ემოციებს და ვხვდებოდი ისინი იყვნენ,იმ ბანდიდან იყვნენ მას რომ დასდევდნენ. არ ვიცოდი რა მინდოდა მისგან,მინდოდა რომ დამალულიყო და თავისთვის ეშველა? არა! ამ სილაჩრეს რომ წარმოვიდგენდი გული მერეოდა.
მანქანისკენ მოტრიალებული სწრაფად მოვიდა უკანა კარებთან და მთელი ძალით გააღო. ხელები უკანკალებდა,ჩანთაში იქექებოდა და ტყვიებს ეძებდა.

-ამათი დედა მოვტ*ან- გადატენილი თოფი გადაიკიდა,იმდენად ჰქონდა გონება დაბინდული ვერც კი გაიაზრა ჩემს სახეზე ჩავლებული ხელით რაოდენ ძლიერ მიჭერდა-მანქანიდან არ გადმოხვიდე ნიკა! გესმის?! გადმოსული რომ დაგინახო მაგრად დაგერხევა! დაიმალე და თუ რამე მოხდა აქედან სასწრაფოდ მოხიე!-ჩაწითლებული ჰქონდა თვალები. ვუყურებდი ჩემ სახესთან დახრილს და ვერ ვცნობდი,ვგრძნობდი როგორ მიფართოვდებოდა და მეჭიმებოდა თვალები თავადაც,სისხლი თავში მაწვებოდა,მხოლოდ იმას ვხედავდი როგორ იჯახუნებდა კარს კრისი და იარაღ გადაკიდებული ზურასთან ერთად ჩუმად გარბოდა მათ დასახმარებლად.

ჩაჩუმებულ მანქანაში ჩემი სუნთქვაც აღარ ისმოდა,ფანჯარასთან მიახლოებული სავარძლის საზურგეს ვიყავი მოჭიდებული და ჩემს დაძაბულ ხელებს მთელი ძალით იმდენად ვუჭერდი კანი მთლიანად გამწითლებოდა. ფანჯრიდან დანახული სცენა იმაზე საზარელი იყო ვიდრე აქამდე ნანახი თითოეული ჯიკი,გულს მირევდა და მაზანზარებდა,ისე თითქოს საკუთარ კანზე განვიცდიდი იგივეს რასაც ახლა ის გოგონები გრძნობდნენ.
ხიდის ბოლოში მისულ ორ სხეულს ვუყურებდი,რომლებიც ხეების მწკრივში იკარგებოდნენ და დაბლა ჩუმად ჩასვლას ცდილობდნენ,მათი შემყურე კიდევ უფრო მეძაბებოდა სხეული და თვალებიც უკვე ვეღარ ხვდებოდნენ რომელ წერტილზე მოეხდინათ ფოკუსირება. კანში ვეღარ ვეტეოდი,მეწვოდა და უმოქმედობას ისე ვყავდი შეჭმული შინაგანად კიდევ უფრო ვიწვოდი. სავარძლის ზურგს ავეკარი სუნთქვა შეკრული.
-მე არაფერი შემიძლია,ხელს უფრო შევუშლი-საკუთარ თავს ემოციებმოზღვავებულმა სრულიად უემოციოდ შევახსენე. კრისს ალბათ განარიხსებდა ჩემი დაბლა დანახვა, არა,ჯობია აქ ვიჯდე და ხელი არავის შევუშალო. მე არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა...-აააააა- ქალის გამაყრუებელ ღრიალს ჩემი კივილი მოჰყვა. ყურებზე ხელი ავიფარე და ფანჯრის მიღმა დატრიალებულ სცენას ზურგი ვაქციე. ასეთი შიში მაშინაც კი არ განმეცადა,როდესაც მონსტრს პირველად გადავეყარე. იმდენად სწრაფად ვსუნთქავდი ჰაერის ნაკადი სასუნთქ მილებში ვეღარ გაედინებოდა,მტკიოდა რაღაც მაგრამ ვერ ვიგებდი რა. ყურებიდან ხელებჩამოხსნილმა უკან მივიხედე,პირღია ხმამაღლა,ქოშინით ვსუნთქავდი,დამშვიდებას ვცდილობდი.
-ემოციებს არ აჰყვე ნიკა! ამას კარგი არავისთვის მოუტანია და ჯანდაბაა!!-წინა სავარძლებს შორის ჩაგდებულ პისტოლეტს ხელი დავავლე და მანქანიდან ისეთი სისწრაფით გადავხტი,იმდენად სწრაფად გავიქეცი ხიდის მეორე ბოლოსკენ ცხოვრებაში რომ არ მირბენია. ამათ მოვუტ*ნავ მე კარგის ტრაკს!

**
ხის უკან ამოფარებული კარგად ვერ ვხედავდი ჩემ წინ მიმდინარე სცენას,არც ხმა მესმოდა,ზედმეტად შორს იყვნენ,მიახლოების კი მეშინოდა მაგრამ იძლებული ვიყავი ოდნავ წინ წამეწია,დახმარება თუ დასჭირდებოდათ ახლოს რომ ვყოფილიყავი.
თოვლით გადაპენტილ მიწაზე ჩემი ფეხსაცმლის ნაკვალევი ჩანდა,ჰაერში კი თოვლის ხრაშა-ხრუშის ხმა ისე ისმოდა თითქოს მთელი სამყარო იმიტომ გაჩუმებულიყო მე რომ დავეჭირე ამ მონსტრებს. ნაბიჯების სიჩქარე ნელ-ნელა იზრდებოდა,ადრენალინიც სხეულში მტკიცედ მიჯდებოდა და შიშს ოდნავ მიბლოკავდა,მაგრამ მაინც,მის სიძლიერეს ვერაფერს აკლებდა,სხეულში გამჯდარი თავის ადგილს არასდროს თმობდა,ტკიპასავით იყო გამჯდარი კანში და მთელი არსებით მჭამდა.
ნელ-ნელა მათი სხეულები დიდდებოდნენ და ამასთან ერთად გოგონების გულისგამაწვრილებელი ხმაც უკეთ ჩამესმოდა ყურებში.

აფეთქების ხმა.

ტყეში რაღაც აფეთქდა და მოულოდნელობისგან ხეს სანახევროდ ამოფარებული მთლიანად ზურგით ავეკარი,გახშირებული სუნთქვისგან ფილტვები მტკიოდა,თავში დატრიალებულ კითხვებს კი პასუხებს ვერ ვცემდი იმდენი რაღაც ხდებოდა ჩემ შიგნით და ჩემ გარშემო.
როგორ უნდა მემოქმედა? სად იყო კრისი? ეს რა ხმა იყო? ვინმე ხომ არ გვითვალთვალებს?
ხელში მთელი ძალით ჩაბღუჯული იარაღი თითქოს იმედს მაძლევდა მაგრამ რეალურად ეს უფრო მაშინებდა. ადამიანის წინააღმდეგ მომართული საგანი იყო,ადამიანების წინააღდეგ უნდა გამომეყენებინა,ისინი ხომ ჯიკების მსგავსი მონსტრები არ იყვნენ! თუმცა,მოიცადე. ესენი ადამიანები იყვნენ? არა. ადამიანები ასეთ რაღაცებს არ სჩადიან.
და ამ სიტყვებმა,საკუთარი თავის გასამხნევებლად რომ იყო მომართული,რაღაც ძალა მომცა. იარაღი შევმართე და..
გასროლის ხმა..

ისინი იყვნენ.

ქალის სხეულს გადამხობილი მამაკაცის სხეულიდან სისხლი ჟონავდა. სანახევროდ ჩახდილი შარვალი ბოლომდე ჩასძვრა და შოკში მყოფი გოგონას სხეულიდან გვერდულად ჩამოცურდა. წითელ მანქანასთან შეგროვილი ხროვა სწრაფად ამოქმედდა,სანახევროდ შიშვლებმა ტანსაცმლით შეიმოსეს შიშველი ადგილები და იარაღი აისხეს. აღარავის ახსოვდა მოწყვეტით დავარდნილი,გზაზე მთელი ძალით გაქცეული და ატირებული გოგონები. სადღაც შორიახლოს იარაღიდან ისროდნენ.
წამიერად შვების ღიმილი ამეკრა სახეზე ტყისკენ გამოქცეულები რომ დავინახე, ტყის იმ მხარეს სადაც მე ვიმალებოდი. მათკენ წავიწიე,ხიდან ხეზე ამოფარებული განვაგრძბოდი ხიდის თავთან მისვლას,სულ ცოტა მანძილი მრჩებოდა გასავლელი.
-საით გაგიწევია-შიში. ძლიერი ჩარტყმით ინერციით ჩავეფალი თოვლში და ჩემ წინ მოსროლილ იარაღს თვალი გაშეშებულმა გავაყოლე.
ჯანდაბა კრის.. შარში ვარ,მაპატიე.

**
-ნახეთ რა იშვიათი თაგვი დავიჭირე-თმებში ჩავლებული ხელით მიმათრევდა ერთად მოგროვილი ხროვისკენ -ამან ივაჟკაცა?-უზარმაზარი იარაღი ჰქონდა შემოდებული მხარზე და ამრეზით მიყურებდა მის წინ მუხლებზე დაგდებულს. ვერაფერს ვიტყვი ნამდვილი ჯენტლმენების ხელში აღმოვჩნდი.
-რაღაც არ მჯერა-გვერდით ამოუდგა მეორე,არ ვიცი მეჩვენებოდა თუ არა მაგრამ ყველა ერთმანეთს გავდნენ. ერთნაირი სიფათებით მიყურებდნენ. -ვითომ რატომ?- თავი ისე მეჭირა თითქოს არ მეშინოდა და შეურაცხყოფად მივიღე,მაგრამ ვაი რომ თან ჩემი თავის გამო მეშინოდა და თან იმათი, ახლა ტყეში რომელიღაც წერტილიდან რომ უყურებდნენ ამ ყველაფერს. მგონი ჯობდა კრისისთვის დამეჯერებინა და ტ*აკი დამეყენებინა.
-რა გქვია?-ჩემკენ დახრილმა ნიკაპში ჩამავლო ხელი და მისკენ დამქაჩა. იმდენად ახლოს იყო ჩვენი სახეები ერთმანეთთან მის ამონასუნთქს კანზე ჩვეულებრივ ვგრძნობდი. გულისამრევი იყო. -შენი საქმე არ არის- მაგრად მეშინია,მაგრამ ასეთ მომენტშიც კი სიამაყე მიტევს,ამათ თავი როგორ დავაჩაგვრინო? დიდია ალბათობაა იმისა რომ გამბედაობას იქვე მყოფი კრისტოფი მაძლევს,მაგრამ მაინც ვამაყობ იმით რომ ახლა შიშისგან არ გამდის. მაგრამ საქმეც იმაშია რომ სწრაფად თუ არ იმოქმედებს მალე გამივა. -ჰაჰა-გაეცინა-კარგი კარგიი-ირგვლივ კიდევ ერთხელ გაისმა ხმაური,მაგრამ ამჯერად ჩემი კივილი იყო გემრიელი სილა რომ მომხვდა მას შემდეგ-აბა? კიდევ მაგარი გოგოობის ხასიათზე ხარ?-წარბაწევით ტუჩამზერილმა ჩემ სახესთან ახლოს დამჩურჩულა- კიდევ ვინ არის შენთან ერთად,ვიცი რომ მარტო არ ხარ-აკანკალებული სუნთქვა ვერაფრით შევიკავე,აწითლებულ,ახურებულ ლოყაზე მიდებული ცივი ხელით და სუნთქვის შენელებით დამშვიდებას ვცდილობდი,უკვე აღარ ვიცოდი რა მერჩივნა. კრისი მოსულიყო და გადავერჩინე თუ წასულიყო და თავი გადაერჩინა? მაგრამ ღმერთმა უწყის ახლა აქ ყოფნას,თანაც მარტოს,ყველაფერი მერჩივნა. იმაზე მეტად მეშინოდა ვიდრე ჯიკის ხახაში მყოფს ოდესმე შემეშინდებოდა.

გული ამოვარდნას იყო,დარწმუნებული ვიყავი ახურებულ ლოყაზე საკმაოდ მკაფიოდ იქნებოდა დატყობილი ხუთი თითი წითლად და არც ჩემი თვალები იქნებოდნენ უმეტყველოდ. ასეთი დიდი დოზით ზიზღი და მრისხანება შიშში გარეული არასდროს ეგრძნო ჩემს გულს,სხეული მიკანკალებდა იმდენად ძლიერ მსურდა ყელში ის პატარა დანა გამომესვა ახლა ფეხსაცმელში რომ მქონდა ჩატენილი. -ოხხ,ეს რა ჯიუტი ძუკნა ყოფ…-არ ვაცადე სიტყვის დასრულება ისე მიეფერა ჩემი ლორწოვანი სითხე პირდაპირ ჩემი პირის ღრუდან მის მახინჯს სახეს.
ხო,ცოტა შოკი მეც მივიღე, ეს რომ გავაკეთე,ესეთი სიმამაცე და სიბრიყვე ერთად არასდროს გამომეჩინა მაგრამ რას გაუგებ ადამიანს? ჰაჰ.
აი კიდევ ერთი სილაც,არა,ვერ გაამტყუნებს ღმერთი, დავიმსახურე.
-ფეხები და ხელები შეუკარით,პირი აუკარით-ფეხზე წამოდგა და თავის ლეკვებს გასძახა- დავიჭიროთ მისი ძვირფასი მეგობრები.
ფეხები არავის მოჭამოთქო- მინდოდა მეთქვა! მაგრამ პირი უკვე აკრული მქონდა. ჯერ პირი ამიკრეს და შემდეგ გამიკოჭეს ხელ-ფეხი. ისევ მუხლებზე ვიდექი,ხელებით ზურგსუკან შეკრული და ჩემ წინ დატრიალებულ ამბავს ვუყურებდი. იარაღში მობანავე ტიპები აქეთ-იქით მიმოდიოდნენ და ერთმანეთს რაღაცებს უჩურჩულებდნენ,რამოდენიმე მათგანი ტყეში შესული ჩემს თანამზრახველებს ეძებდა. იმდენად იყვნენ დარწმუნებულები რომ ჩემ გამო ცეცხლს არ გახსნიდნენ ტყეში შესვლა და ამ მოშიშვლებული,გახსნილი არიალის დატოვებაზე წამითაც კი არ ამოუღიათ ხმა. მართლებიც იყვნენ,კრისი იქამდე არ გახსნიდა ცეცხლს სანამ მე უსაფრთხოდ არ დამიგულებდა,ამაში ისე ვიყავი დარწმუნებული როგორც იმაში რომ ცა ცისფერი იყო და მე ნამდვილად მაკლდა ასეთ სიტუაციაში განზრახ რომ ამოვყავი თავი.

-დავიჯერო შენი მეგობრები შენს გადასარჩენად არ გამოვლენ? ამდენად არ აინტერესებ? კარგად იმალებიან და გამოსვლა ხომ არ ვაიძულოთ,თან დავტესტავთ რამდენად ადარდებ,რას იტყვი? ორივე მოგებულები დავრჩებით-გამიღიმა ჩემს მარჯვენა ლოყაზე შეყვარებულმა. ვერაფერი ვუთხარი,რანაირად მეთქვა? პირი ისე მქონდა აკრული ენის გამოძრავებაც მიჭირდა შიგნით.
-ბოს არ არიან,ყველაფერი ვნახეთ მაგრამ ვერსად ვიპოვეთ-აქოშნებული ბიჭები მიუახლოვდნენ ე.წ ბოსს. -როგორ თუ ვერაფერი! ნაკვალევიც ვერ იპოვეთ თქვე იდიოტებო- ბოლო ხმაზე უღრიალა აშკარად მათი სიდებილით გაღიზიანებულმა ბოსმა. თვალები თვითნებურად გადამიტრიალდა ასეთი სისულელის შემხედვარეს,რა არაპროფესიონალიზმი იყო. მიტაცებდნენ და თან აშკარად ვერ მიტაცებდნენ. -კარგით,მოდით აქ და კარგად მომისმინეთ-ხელი დაუქნია ბიჭებს და მისკენ მოიყვანა გაფანტულები, ისინიც მორჩილი ლეკვებივით მწკრივში ჩაუდგნენ ბოსს,მაგრამ უეცრად გასროლის ხმა გაისმა და წამიერად შეგროვებულები მაშინვე გაფანტა,ისე თითქოს ამ მომენტს ელოდნენო. მანქანას ოთხივე ბორბალი ტყის სხვადასხვა მხარეს მყოფებს ერთდროულად დაეშვათ ტყვიებით. როგორც ჩანს დაშლილიყვნენ და ტყის სხვადასხვა ტერიტორია აეთვისებინათ. რანაირად ვერ დაიჭირეს ამ მართლაც რომ სულელებმა.

-ჯანდაბა,ცეცხლი გახსენით მალე!-ბოსმა იღრიალა და დაიწყო ბახა-ბუხიც,ისე როგორც ფილმებშია,დედის წიოკი და ერთი ამბავი.
ახლა ჩემი დროათქო გავიფიქრე და მანქანის კარებს ზურგით მიყრდნობილმა ფეხსაცმლიდან დანა ამოვიღე,შემდეგ კი თოკების ჭრა დავიწყე. ამ გაწამაწიაში ჩემი დრო არავის ჰქონდა,ყველაფერი ხუთი წუთის ინტერვალში მოხდა,მე ხელები და ფეხები კრისის ბასრი დანის დახმარებით ორ წუთში გავიხსენი და ხოხვა-ხოხვით გავძვერი მანქანის ქვეშ,შემდეგ კი რაც ძალა და ღონე მქონდა გავიქეცი. გავრბოდი,ძალიან სწრაფად. ამ გაწამაწიაში გაშლილი თმები ხელს მიშლიდა,მაგრამ აღარც ამას ვჩიოდი ოღონდ რამენარიად ტყეში შემეღწია და დავმალულიყავი. მაგრამ ვინ გაცდის.

ცოტახანში ისეთი მწარე ტკივილი ვიგრძენი ჯერ ცხოვრებაში რომ არ მეგრძნო,ძალიან მწარე და თან ამავე დროს რაღაცნაირად ყრუც.

თოვლიან მიწაზე მოწყვეტით გავგორდი და რამოდენიმეჯერ გადავკოტრიალდი სწრაფად მორბენალი ინერციით რომ გავხოხიალდი. მიწაზე მკლავებით დაყრდნობილმა თავი თოვლიდან ამოვწიე და დაჭრილ მკლავს ხელი ჩავავლე,ჯანდაბა,სითხე ვიგრძენი და საკუთარი სისხლით მოსვრილ ხელს დავხედე თუ არა უფრო ამტკივდა ნატყვიარევი. აკანკალებულ ხელს ვუყურებდი და თოფების წუილი მის ფონზე მეტისმეტად ჩუმდებოდა,არა,თითქმის საერთოდ აღარ ისმოდა,მთლიანად მასზე მქონდა გონება ფოკუსირებული.მალე აკანკალებულმა ხელმა გაშავება დაიწყო,მთლიანად შავდებოდა,თოვლიც,სისხლიც და ჩემი ხელიც.
მალე სულ ყველაფერი შავი იყო.


***


-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო?-მკლავზე თბილი ხელის შეხება ვიგრძენი,თვალები ჯერ გახელილი არ მქონდა,ვერ ვახელდი აშკარად დიდი ხანი მეძინა, მთელი სხეული მტკიოდა. ჩემ წინ დანთებული ცეცხლის გამო სახე მეწვოდა,მაგრამ სასიამოვნო წვა იყო,მათბობდა. თვალები გავახილე და ჩემ გვერდით მჯდარი ზურაც დავინახე თბილად რომ მიღიმოდა და ჭიქას მაწვდიდა. წამოჯდომაში დამეხმარა და ზურგზე თბილი ნაჭერი მომახვია. რაღაცნაირად მძიმედ ვიყავი,მოძრაობა მიჭირდა და ამიტომ თითოეული მოქმედება ძალიან ზანტი იყო. ამას აღარ ვჩიოდი,ცოცხალი რომ ვიყავი ისიც კი მიკვირდა,საერთოდ როგორ გამოვაღწიეთ არ ვიცი,მახსოვს როგორ დამჭრეს და გონება დაკარგული თოვლში როგორ ჩავეფალი.
-სად ვართ?-თვალები მოვიფშვნიტე უკეთ გახელვა რომ შემძლებოდა და ცხელი ჩაი მოვსვი,ერთჯერადი პაკეტით გაკეთებული ჩაი მრავალჯერადი გამოყენების გამო ცოტა უგემური გამხდარიყო მაგრამ დამიჯერეთ,ასეთ დროს სულ არაფერს ყველაფერი ჯობია. უმადურები არ უნდა ვიყოთ ადამიანები. -გვირაბში,ვიმალებით-ფეხებმოკეცილმა ხელები მუხლებს დააყრდნო და ჩაი რაღაცნაირი სახით მოსვა,ჩაფიქრებული,უსიამოვნო. ეს მე რას გამომაპარებს. -კრისი სად არის? გარეთაა? იმ ორის მოსაძებნად წავიდა?-იქაურობას თვალი მოვავლე,მაგრამ რას ვათვალიერებდი მეც არ ვიცი. გვირაბში რა უნდა დაათვალიერო,ყველაფერი ერთნაირია. უამრავი შესახვევით,ჩვეულებრივი ლაბირინთებია და შიგნით დენის თოკების გარდა ვერაფერს ნახავ,ზოგი ადგილი წყლით არის გატენილი,ან ყარს,ან ცივა. ეს შედარებით კარგიც იყო,გულის შემაწუხებელი სუნი მაინც არ იდგა. ჯანდაბა,რამდენი რამე ვიცოდი გვირაბებზე და ზოგადად ცხოვრებაზე. გასაოცარია. ყველაფერში კარგი უნდა ეძებოო ეს ფრაზა უმეტეს შემთხვევაში მაცინებს და მაღიზიანებს მაგრამ სიმართლე ყოფილა,წარმოიდგინეთ აქაური გამოცდილება გარეთ როგორ დამეხმარება? ჰაჰ.
-დაიჭირეს
ტუჩებზე მიდებული ჭიქა გამიშეშდა. რაო ახლა ამან? ნელა ჩამოვწიე წამებში აკანკალებული ხელი და აკანკალებულ ტუჩებს კბილები ჩავავლე.
-რა?-ნერვიული ღიმილი ამეკრა სახეზე-რა თქვი?-ხომ არ მომესმას ტონით იყო გაჯერებული ჩემი კითხვა. -დაიჭირეს ნეკა,ვწუხვარ-ჩურჩულით მითხრა თავჩხრილმა. ასეთი ზორბა კაცის ესე დანახვა..ეს იმას ამბობდა რომ არ ხუმრობდა,არ ტყუოდა. კრისი დაიჭირეს. -რანაირად?-ჩამწყდარი ხმის დასაბრუნებლად ჩავახველე და ყელზე ხელი ჩამოვისვი. შეკავებული ბურთის გამო,რომელიც ყელში არასასიამოვნოდ მეჩხირებოდა,საუბარი მიჭირდა. -შენ რომ დაგჭრეს და გონება დაკარგე ცოტახანში იმათ დამხმარე ძალა მოუვიდათ ერთი მანქანით და კრისმა იძულებული გამხადა უკან დამეხია და შენც წამეყვანე,სხვა საშუალება არ მქონდა, აიტეხა მე მეძებენო-თავი კვლავ დაბლა ჰქონდა დახრილი და ფეხებზე უსულოდ მიგდებული საკუთარ ხელებს თვალდაუხამხამებლად დაჰყურებდა. -მერე? -მერე..-მისი დაბალი,ბოხი ხმა თითოეულ ნერვს სათითაოდ მიტოკებდა. ეს ჭრილობაც მაინცდამაინც ახლა გამახსენდა,საშინელ წვას ვგრძნობდი.-მერე შენ წამოგიყვანე და აქ მოგიყვანე,რომ მემკურნალა-სუნთქვა შემეკრა იმის გააზრებისას რომ ამდენ მონსტრში კრისი სრულიად მარტო დარჩა,იმისთვის რომ მე და ზურა უსაფრთხოდ გამოვსულიყავით. ღმერთო.. რას უზამენ,საერთოდ აცოცხლებენ? -რამდენი ხანია რაც დაიჭირეს-იმის შანსი კიდევ იყო..უნდა ყოფილიყო,რომ კრისი უკან ცოცხალი დამებრუნებინა. -მეორე დღე იწყება-ჯანდაბა. ამ სიტყვებზე გულში თითქოს რაღაც დიდი შემერჭოო ისე დამიწყო ჩხვლეტა. ღრმად ჩავისუნთქე დასაწყნარებად.

„დამშვიდდი ნიკა,ეს არც შენი და არც ზურას ბრალი არ არის,მადლობელი უნდა იყო სასიკვდილოდ რომ არ მიგატოვა,დამშვიდდი და საღი გონებით მოიფიქრე რა ქნათ“

შიგნით მყოფი ჩემი ხმა რაღაც ძალიან ჭკვიანურს მკარნახობს,მგონი ქვეცნობიერია,მაგრამ მისი გააზრება ისეთი რთულია,მიკვირს ემოციებისგან დაბრმავებულს საერთოდ როგორ მესმის მისი. საკუთარ ფეხებზე შემოხვეული ღრმა ჩასუნთქვებით ვცდილობ თავი დავიმშვიდო,საკუთარ თავს ტირილის უფლება რომ არ მივცე. ჯერ არც კი ვიცი მკვდარია თუ არა,რატომ უნდა ვიტირო? ვის გამო? ჯანდაბა არა..! ეს ბოლო სიტყვები საერთოდ ვერ მაწყნარებს,ძალიან დიდი სიყალბეა. -მისმინე..ნეკა... ძალიან ვწუხვარ,რომ ასე მოხდა მაგრამ გაჯიუტების დრო არ იყო,ყველა მოვკვდებოდით-ამხელა კაცი ესე პატარა ბავშვივით რომ მიხდიდა ბოდიშებს გამეცინა,ხელებში თავსჩარგულს სიცილი ამომასკდა შიგნიდან. რისთვის მიხდიდა ბოდიშს? მე? ვისთვის?
-უნდა მოვძებნოთ,უნდა ვცადოთ -რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა მოვძებნით და...საღსამალათს თუ არა ცოცხალს მაინც დავაბრუნებთ უკან-მხარზე ხელი და მისი იმედიანი ტონი ცოტა მამსუბუქებს,რომ ვიცი ამ ყველაფერში მარტო არ ვიქნები ეს ცოტა შვებას მგვრის.

როგორც კი ჭრილობა გადამიხვია მაშინვე წამოვდექი და ჩანთა მხრებზე მოვიკიდე,კრისის საძებნელად ახლავე უნდა წავსულიყავით თორემ გვიანი იქნებოდა, ვგრძნობდი,ღმერთმა იცის ერთ წამსაც კი რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახლა. -რას აკეთებ-მიწაზე მჯდარი ზურა თვალმოუშრებლად უყურებდა ჩემს თითოეულ მოქმედებას და თან ჩემი სისხლით დასვრილ ნაჭრებს პარკში ყრიდა. -მის მოსაძებნად უნდა წავიდეთ,მალე ადექი,მივდივართ-მისკენ შევტრიალდი და ისევ მიწაზე მჯდარს ზემოდან დავხედე-ზურა! -ნეკა,მისმინე-ფეხზე წამომდგარმა მხრებზე ხელი ჩამავლო და წასასვლელად შემართული მისკენ შემაბრუნა. არ ვიცი ჩემს სახეზე რა წაიკითხა ასეთი თავადაც სრულიად რომ შეეცვალა გამომეტყველება,თუმცა მისმა სიტყვებმა არც მე დამტოვა უემოციოდ,განმარისხა-ახლა ვერსად ვერ წავალთ,ღამეა და გარეთ რა დაგხვდება არავინ იცის,ცოცხლები დიდხანს ვერ დავრჩებით და ვერც კრისს გადავარჩენთ,უნდა მოვიცადოთ სანამ არ გათენდება და შემდეგ მაშინვე წავალთ
-არც კი იფიქრო რომ აქ უმოქმედოდ ერთი წუთით მაინც მოვიცდი,არა! კრისი საფრთხეშია,შენც კარგად ნახე იმ გოგონებს როგორ საშინლად ექცეოდნენ,დიდხანს ცოცხალი ვერ გადარჩება,ახლავე უნდა გავიდეთ! დროს ვერ დავკარგავთ!-ტონს ჩემდა უნებურად ავუწიე,როგორ არ ესმის რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს! -მისმინე,ცოტახანი დამშვიდდი,ღრმად ჩაისუნთქე და გაიაზრე რასაც ვამბობ,მიდი,დამიჯერე,ჩაისუნთქე და ამოისუნთქე,დაფიქრდი და მიხვდები რომ მისთვის ესე ჯობია! ჩვენ თუ მოვკდებით მას გადარჩენის ერთი პროცენტიც კი აღარ დარჩება!- მისმა მშვიდად წარმოთქმულმა სიტყვებმა გამომაფხიზლა, თვალებში მიყურებდა და წარბაწეუილი ელოდა როდის მოვეშვებოდი და მივხვდებოდი რომ სიმართლეს მეუბნებოდა. მალევე მივხვდი რომ მასთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა,მის გარეშე მე ვერაფერს ვიზამდი. კიდევ უფრო დაძაბული ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
ფეხებმოკეცილმა ცეცხლს თვალი გავუსწორე და
-დილით ცოცხალი აღარ იქნება
ლაჩარი ვარ.



№1 სტუმარი სტუმარი მაკა

ველოდები -||ნაწილს❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent