შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინ ხარ?! (სრულად)


17-12-2023, 11:28
ავტორი ვე რა
ნანახია 7 442

( ეს პატარა ცოტა სახალისო ამბავი ხუმრობით შემომეწერა და თქვენც ხუმრობად მიიღეთ, ნუ გაასერიოზულებთ, სერიოზულობა ამ გადარეულებს არ მოუხდებათ!))))))))

ვინ ხარ?!

1

ვინ იყო და საიდან გაჩნდა იმ პატარ ლიტერატურულ ჯგუფში, იმ უცნაურ, შინაურულ სივრცეში, არავინ იცოდა. არც სურათი ედო, არც რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია, რაც მიახვედრებდა ადამიანს თუ ვინ იყო სინამდვილეში. რამდენჯერმე ჰკითხეს კიდევაც, მაგრამ როგორღაც მოახერხა და პასუხებისგან თავი დაიძვრინა. მორიდებული, ზრდილობიანი, სიტყვაძუნწი, კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა მკითხველში. და მკითხველის ნდობაც მალე მოიპოვა. პირველივე ისტორიაში.

რაც უფრო ცდილობდა უჩინარი ყოფილიყო, მით უფრო ეხვეოდა იდუმალების საბურველში. ბოლოს მიეჩვივნენ კიდეც და გაითავისეს. ეს იყო, რაც სურდა. ახლა შეეძლო თავისუფლად მოეყოლა საკუთარ გრძნობებზე, ცოტაც საკუთარ ცხოვრებაზე. სულ არაფერს სჯობდა, ასე ხანდახან მაინც ჰქონოდა ნამდვილ ხალხთან ნამდვილთან მიახლოვებული ურთიერთობა. ალბათ სხვებისთვის არ იყო საკმარისი, მაგრამ მას ურთიერთობების ფუფუნების საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ ჰყოფნიდა , ან სხვა რა გზა ჰქონდა?!

იმ საღამოს მორიგ თავს ასრულებდა ნახევრად გამოგონილი, ნახევრად რეალური ამბის, რომ იმ მეორე მობილურზე უსახელო მესიჯი მოუვიდა. არც იყო სახელი საჭირო. იქ ისედაც მხოლოდ საქმეზე სწერდნენ. მობილური ცივად აიღო და შეტყობინება გახსნა. ვიღაც მელოტი შარვალ_კოსტუმიანი კაცის სურათი იყო, ფლიდი თვალებით და პრიალა შუბლით.
"იაკობ ხეცურიანი
20000 $"
სურათის ქვეშ მხოლოდ ეს ეწერა და მეტი არაფერი.
ჰაერი ჩაისუნთქა. მობილური გათიშა გვერდით გადადო და შეწყვეტილი თავის წერა ისე გააგრძელა, თითქოს აქ არაფერი.

საღამოს, როცა იმდენად შებინდდა, რომ ადამიანის ამოცნობა, შემჩნევა და დამახსოვრება გაუჭირდებოდა ჩვეულებრივ მოკვდავს. წერას თავი დაანება. მშვიდად ატვირთა მორიგი თავი, კომპიუტერი გამორთო და შეციებული ყავა გადასაღვრელად სამზარეულოში გაიტანა. რაც არ უყვარდა და სძულდა, უაზრო საუბრების გარდა, შეციებული ყავა იყო.

ნელა გამოვიდა სამზარეულოდან. შავი ტყავის ქურთუკი მოიცვა. ხელთათმანები ჯიბეში ჩაიჩურთა და იმ ზემოთხსენებულ მობილურში მოსულ სურათს კიდევ ერთხელ ყურადღებით დააკვირდა. შემდეგ კი ინფორმაცია უბრალოდ წაშალა.
გასასვლელში დაკიდულ მოგრძო სარკეს თვალი შეავლო და საკუთარ გამოსახულებას ზურგი შეაქცია.

კიბეებზე სტვენა_სტვენით დაეშვა. თან ხელში მოტოციკლის შლემს ათამაშებდა. ერთი შხედვით უდარდელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. აი ისეთის მარტოხელები რომ ცხოვრობენ საკუთარ ბიჭურ ბუნაგებში, კომპიუტერულ თამაშებს , ქალებს და ჰარლი დევდსონებს რომ არ უშვებენ ხელიდან. მაგრამ ეს იმიჯი საქმისთვის სჭირდებოდა. რას იფიქრებდნდნ მისი კლიენტები მის სახლში ფანჯრებზე შემოსკუპული ფერადი ანთურიუმები და მათი ფოთლების დანამვით გართული ანტონიო გოვერი რომ დაენახათ?!
გაეცინა, მათი სახეების წარმოდგენისას. ლამაზი სიცილი ჰქონდა, ისეთი ნდობით რომ განაწყობდა ადამიანს. და ესეც საქმისთვის სჭირდებოდა, ცოდვილი ანგელოზის უმანკო სახე.

ის იყო ორი სართულის კიბეები ჩაიარა და ბაქანზე ფეხი შედგა, გაფიქრებაც ძლივს მოასწრო: " რა ჯანდაბაა , შუქი რატომ არ აინთოო!" რომ რაღაც უხეშს შეეჯახა. ინსტიქტურად წაიღო ხელი ქურთუკის შიდა ჯიბისკენ.
ლითონის სიცივემ კუნთებში დაუარა. სწრაფად მოიყვანა გონს. სიბნელეს შეჩვეულმა კატის თვალებმა კი სწრაფად აღიქვეს სიტუაცია. კიბეზე წაქცეულს, ზედ გამხდარი მრგვალსათვალიანი გოგონა დასცემოდა ხელში უზარმაზარი ყუთით. ყუთზე ხელის გაშვება ცოცხალი თავით არ სურდა, მაგრამ უამისოდ ვერც ადგომას ახერხებდა. უმწეოდ ფართხალებდა მის ფეხებს შორის და გამხდარი იდაყვებით ლამის ნახვრეტებს უკეთებდა მუცელში.

_ გაჩერდი! შეწყვიტე ფართხალი!_ ცივად უთხრა გოგოს. და ისიც წამში გაისუსა. სათვალემ აირეკლა გოგონას მრგვალი თაფლისფერი თვალები.
ანტონიო წამოჯდა.ჯერ ყუთი ჩამოართვა, არა უფრო წაართვა და კიბეზე გვერდით დაიდო.
შემდეგ წამოდგა და გოგონაც წამოაყენა. ბეღურა გაახსენა გოგონამ. სწორედ ბეღურასავით იყო ნაზი, ფუმფულა თმით და სრულებით უწონო სხეულით.

_ გეტკინა რამე?_ ჰკითხა და შეათვალიერა. უცნაური სარაფანა ეცვა მდოგვისფერი, თეთრ მოკლემკლავიან მაისურზე გადაცმული. მოჩაჩული თხელი წინდები და ყვითელი ლაკის ფეხსაცმელები. გააოცა მისმა ჩაცმულობამ. თავად ფერადი რამე ბოლდ როდის ეცვა აღარც ახსოვდა.

_ კარგი! მაშინ მე წავალ!_ უთხრა ხელი გაუშვა და იგრძნო, რომ მისთვის ხელის გაშვება დაენანა. სასიამოვნო აურა ჰქონდა ამ პატარა სასაცილო გოგონას. დამფრთხალი ჩიტივით რომ უყურებდა მრგვალი მინებიდან, მაგრამ სიბნელის და ალბათ ცუდი მხედველობის გამოც, სავარაუდოდ ვერაფერს არჩევდა. ისევ გაეღიმა ანტონიოს. ის იქვე დატოვა. თავად კი შლემი აიღო და დარჩენილი საფეხურები სწრაფად ჩაირბინა.

მოტოციკლეტს მოაჯდა და იქით გააქროლა, საითაც საქმე ეძახდა. რა უცნაური და ერთფეროვანი ცხოვრება ჰქონდა სინამდვილეში. საკუთარი თავი პირველად შეეცოდა და მოუნდა იმ ბეღურა გოგოსთან ერთად ფილმი ენახა, პოპკორნი ეჭამა და ფანტა დაელია, როგორც სხვა ნორმალურ ადამიანებს, მაგრამ რას იზამდა, არ იყო ნორმალური. არ იყო და მორჩა.

გამთენიისას დაბრუნდა სახლში. თავის ოქროსფერ გრძელ ფარფლებიან თევზს, რომელსაც ხუმრობით რატომღაც შურას ეძახდა, საჭმელი ჩაუყარა ორი თითით. შემდეგ ის მობილური აიღო და იქსი გაგზავნა ერთადერთ ნომერზე.
ცოტა ხანში შეტყობინება მოუვიდა.
" თქვენს ანგარიშზე დარიცხულია 20 000 $" ეს შეტყობინებაც წაშალა. ტელეფონი გამორთო მაგიდაზე მიაგდო. თავად კი დივანზე წამოწვა და სიჩუმეს დაუკვირდა. ესიამოვნა სიმყუდროვის ნაცნობი შეგრძნება, სიჩუმე და სიბნელე მისი ორი ძველი ძმობილი.

ის_ ის იყო თვალი მოხუჭა, რომ საშინელმა კივილმა გააპო ღამის მყუდროება. დაფეთებული წამოჯდა დივანზე. და ახლა კივილის ექოს მიაყურადა....




2
ცოტა ხანს მიაყურადა. მაგრამ ისეთი სიჩუმე იდგა, საკუთარი გულისცემა ესმოდა. რომ არა საკუთარი ინსტიქტების უპირობო ნდობა, ალბათ დაიჯერებდა კიდეც, რომ მოელანდა, მაგრამ სწორედ ეს ინსტიქტები აჭმევდნენ პურს და მათ თუ არა აბა ვისღა უნდა ნდობოდა?

ადგა და აივანი გამოაღო.
სადღაც შორს ხმაურობდა ქალაქი.
აქ, გარეუბანში, მყუდროება სუფევდა. კარის დირეზე ჩამოჯდა და სახე ღამის გრილ ნიავს შეუშვირა.

განა ბევრი სურდა ამ ცხოვრებისგან, მაგრამ რატომღაც ყველაფერი რთულდებოდა და იხლართებოდა. ცოტაც, სულ ცოტაც, მხოლოდ რამდნიმე წელიც და ყველაფერს თავს გაანებებდა. გაეცინა საკუთარ ფიქრებზე, იმ მეძავივით ფიქრობდა, საკუთარი პროფესია ჭირის დღესავით რომ სძულს და თან ცოცხალი თავით რომ არ ეთმობა.

ჰაერი რამდენჯერმე ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. ის იყო ადგა და აივნის კარს დასახურად წაეტანა, რომ მაღლა აივნიდან მოგუდული ტირილის და კვნესის ხმა მოესმა. დაინტერესდა. იცოდა, რომ მაღლა არავინ არ ცხოვრობდა, მას შემდეგ რაც მოხუცი ლუდმილა გარდაიცვალა. აგერ უკვე სამი წელი იყო სახლი ახალ პატრონს ელოდა, მაგრამ პატრონი იგვიანებდა.

უფრო გამოვიდა აივანზე და მთლად კიდეზე გადაიწია. რამ დააინტერესა, თავადაც არ იციდა, ალბათ ლუდმილას უმნიშვნელო სიკეთეები ჯერ ისევ ახსოვდა, ჯერ ისევ ახსოვდა ამ რუს_ ქართველა ქალის ნამზადი ბლინების და კომბოსტოს ღვეზელის გემო და ალბათ ამიტომ ინსტიქტურად მიიზიდა მოხუცის სახლიდან გამომავალმა უცნაურმა ხმებმა.

კატასავით მოქნილად ახტა აივნის მოაჯირზე და ისე რომ ოდნავადაც არ უყოყმანია, აჰყვა წესით ყვავილებისთვის გაკეთებულ ცარიელ რკინის ტიხარს, რომელიც შეკვეთით ჰქონდა დამზადებული, როგორც აუცილებლობის შემთხვევაში გამოსაყენებელი, უკანა გასასვლელი.

საკუთარ მოქნილ სხეულსაც არანაკლებ ენდობოდა, ვიდრე თავის ინსტიქტებს. წამში აღმოჩნდა მეზობლის აივნის მოაჯირზე. წელში გაიმართა და სანამ უშუალოდ აივანზე ჩახტებოდა მის მიღმა მდებარე ოთახი ყურადღებით მოათვალიერა. ქვემოდან რომ ვინმეს დაენახა, უეჭველად იფიქრებდა სუიციდის მცდელობა აქვს ვიღაცასო. მაგრამ ანტონიო არ იყო ის ადამიანი, ვისი ფსიქიკაც მსხვრევადი და სათუთია. ასეთ სისულელეს თავის დღეში არ გაივლებდა გულში.

აივანზე მოფრიალე გამჭვირვალე ფარდის მიღმა თავისუფლად გაარჩია ორი ერთმანეთზე ჩახუტებული ადამიანი. და იფიქრა, აქ რა ჯანდაბა მინდაო, მაგრამ წამში გაიაზრა სასიყვარულო და რომანტიულ სცენას არ უყურებდა. ვიღაც, მოხეულიო რომ იტყვიან ისეთი ტიპი, პატარა ბავშვური აღნაგობის გოგონას ყელში გამეტებით უჭერდა ხელს. თან მეორე ხელს პირზე აფარებდა, რომ მისი ხმა არავის გაეგონა.

"ბეღურა!" გაუელვა გონებაში და თავს ისე მოულოდნელად დაესხა მოძალადეს, რომ იმ საწყალმა გააზრებაც ვერ მოასწრო, რა მოხდა მის თავს. დარტყმები წერტილოვანი და საოცრად ზუსტი იყო. კაცს გონება არ დაუკარგავს, მხოლოდ კიდურებში მოწყდა და თოკებგადაჭრილი მარიონეტივით ჩაიკეცა ძირს. ანტონიოს მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, უემოციოდ გადააბიჯა და გამხდარი სხეული სათუთათ აიყვანა ხელში.

იქვე დივანზე დააწვინა. საფეთქლები დაუზილა, შეეცადა მისი პულსი სტაბილური გაეხადა. და როცა მიხვდა გოგონა გონს მოვიდა, ისევე უხმოდ და უსიტყვიდ გაუჩინარდა, როგორც მოვიდა. საკუთარ თავს მეტის უფლებას ვერ მისცემდა, ესეც კი ბევრი იყო მისთვის , წინდაუხედავი ნაბიჯი! კარგად ახსოვდა ბოლოს რითაც დასრულდა მსგავსი საქციელი. მაგრამ ვერაფრით გაიმეტა ის ნათელთვალება გოგონა. ზურგი ვერ აქცია. ადამიანობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაკარგული. მხოლოდ დროებით ამბობდა უარს. იმედი ჰქონდა ოდესმე ყველაფერი დასრულდებოდა. მაგრამ ეს "ოდესმე" გაურკვეველი ვადით უსხლტებოდა ხელიდან.

რბილად და უჩუმრად ჩახტა საკუთარ აივანზე. და დაახლოებით სამ წუთში სადღაც შორიდან მომავალმა სირენების ხმამ დაარწმუნა, რომ გოგონა არც ისეთი სულელი იყო, როგორც შეიძლებოდა ადამიანს მოსჩვენებოდა.
ნეტავ რანაირად აუხსნიდა პოლიციას მომხდარს? ისევ გაეცინა მისი მრგვალი თვალების წარმოდგენისას. არ დაჰკვირვებია ანტონიო, თორემ ეს გოგო უკვე საკმაოზე ხშირად აღიმებდა.

იცოდა ვერაფრით დაიძინებდა, მით უფრო მანამ, სანამ მის თავს ზემოთ პოლიციელები დააბოტებდნენ. ამიტომ მაგიდას მიუჯდა და ნოუთბუკი გადახსნა.
ჯერ კიდევ დაუსრულებელი მოთხრობა ვორდშივე ჩაკეცა და ახალი ფაილი გახსნა.
რატომღაც მოუნდა საკუთარ თავზე დაეწერა, განა სრული სიმართლე, არა, უბრალოდ რაღაც, რეალურთან ძალიან მიმსგავსბული.
საკუთარი თავი სუპერგმირად წარმოიდგინა, ის სასაცილო გოგონა კი საკუთარ შეყვარებულად და ისეთი ფენტეზის წერა დაიწყო სადაც მის მიერ იმ სათვალიანი ბეღურას გადარჩენა ყოველდღიური აუცილებლობა უნდა ყოფილიყო. კარგა ხანს წერდა, სწორედ იმ ღამინდელი თავგადასავალი აღწერა, ოღონდ გაამძაფრა, გააბევრა, გააფერადა და ერთ მოზრდილ თავად ატვირთა მეოცნებეთა ლიგაში.
შემდეგ ემოციურად დაცლილი ისევ განუყრელ დივანზე კმაყოფილი გაიშოტა.

_ შურა, რა კარგია არა , ვიღაცას რომ სჭირდები? ჩვენ ვის ვჭირდებით შურა?_ თევზთან საუბარი სიცარიელესთან საუბარს ნამდვილად სჯობდა. მაგრამ მაინც უზარმაზარ სიცარიელეს გრძნობდა გულში. მაშინ პირველად ინატრა, რომერთი მეგობარი მაინც ჰყოლოდა ამ ხალხმრავალ დედამიწაზე.

კარზე გაუბედავი კაკუნი შემოესმა. თვალები გაახილა და უკვე კარგა ხნის გათენებული იყო. გაუკვირდა, რამ დააძინა ამდენ ხანს. ბავშვობის შემდეგ არ უძინია ამდენი.
კაკუნი გამეორდა. ადგა და აჩეჩილი თმები ხელით უფრო აიჩეჩა. მასთან სტუმრები არ დადიოდნენ, სტუმრები კი არა კურიერებსაც კი არასდროს იძახებდა. ისიც კი არ გახსენებია, მაისური გადაეცვა, ფეხშველი, სპორტული თავისუფალი მოჩაჩული შარვლის ამარა გატყაპუნდა კარისკენ. თან ხელში შავტარიანი ბასრი დანა შეათამაშა, რომელიც ადგომისას დივნის ბალიშის ქვემოდან გამოაძრო.
ჭუჭრუტანაში გაიხედა და გაშეშდა.

_ ამას აქ რა უნდა?_ ჩაილაპარაკა გაოცებულმა.
კიდევ გაუჭყიტა და დარწმუნებულმა, რომ საეჭვო არაფერი ხდებოდა, კარი ნელა გამოაღო.
იდგა ლურჯ ფუშფუშა წინსაფარაკრული, კოსად შეკრული თმით, ფეხებზე ჭრელი გამაშებით და სათვალის უკან აკვარკვალებდა ინტერესიან ბრიალა თვალებს.

_ გამარჯობა, თქვენ ანტონიო ხართ ხომ?_ ისე უშუალოდ ჰკითხა გაოგნებულმა ბიჭმა ხელში დაბღუჯული დანის წვერით მოიფხანა თავი. რატომღაც არც დანის დანახვა გაჰკვირვებია, არც მისი სანახევრო სიშიშვლე.
ყურადღებაც კი არ მიუქცევია.

_ შეიძლება?_ ჰკითხა და სახლის სიღრმისკენ თამამად გაიწია. ახლაღა დაინახა ანტონიომ , რომ გოგოს ხელში სალფეთქგადაფარებული მოზრდილი თეფში ეჭირა.
მიპატიჟებას ელოდა და ადგილზე ცქმუტავდა თან.

_ არ შეიძლება?_ ვეღარ მოითმინა უხერხულად გაწელილი დუმილი.

_ შემოდი!_ თავადაც გააკვირვა საკუთარმა პასუხმა, მაგრამ გასროლილ სიტყვას ხომ ვეღარ დაიბრუნებდა, ამიტომ გვერდზე მორჩილად გადგა.

_ რა თამამი ყოფილა!_ გაიფიქრა ანტონიომ გაოცებით. თითქოს იმედგაცრუებითაც.
გოგონამ ოთახში შეაბიჯა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სახლი მოათვალიერა.

_ ბიჭის კვალობაზე რა სუფთა სახლია!_ ასეთ გულახდილობაზე წარბები აწკიპა ანტონიომ. იმანაც გააკვირვა თავად მას რომ არავითარი ყურადღება არ მიაქცია ამ უცნაურმა არსებამ. როგორც წესი ქალებს ადვილად ხიბლავდა და არა მარტო ქალებს. მაისური აიღო და გადაიცვა. მაგრამ არაფერი უთქვამს, ისევ მას მიანდო ინიციატივა.

_ მართლა, მე მილა ვარ!_ ღიმილით მობრუნდა უკან და ხელი გაუწოდა.საპასუხოდ რომ შეაგება ანტონიომ ხელი, ლამის მის თითის წვერებს რომ შეეხო, მოულოდნელად გოგომ ხელი უკან გასწია.

_ უი, ცხიმით მქონია დასვრილი! მაპატიე!_ გაეცინა მხიარულად.

_მე ამის მოსატანად მოვედი!_ სალფეთქგადაფარებული თეფში მაგიდაზე ისე დადგა ქაღალდი არ გადაუხდია.
ანტონიოს კი აზრადაც არ მოსვლია მის მაგივრად ექნა ეს.

_ მე მილა ვარ! გითხარი ხომ?_ ისევ გაუღიმა გოგონამ.

_ ბებიას შვილიშვილი!_ ამ უცნაურ ფრაზას მაღლა აბზეკილი საჩვენებელი თითიც დააყოლა. ცოტა ხანს იწრიალა და მეტე
დაუმშვიდობებლად კარისკენ წავიდა.კართან მისული ისევ უკან მობრუნდა.

_ გუშინ ღამე ხომ არაფერი დაგინახავს? რამე უცნაური? სინათლე მაგალითად ..._ გაჩუმდა. დაფიქრდა და თავი გადააქნია. _ რა სისულელეებს ვამბობ!
გაუწყრა საკუთარ თავს და ასე ბუტბუტით გაიხურა ანტონიოს სახლის კარები.
მისი გასვლის შემდეგ მიხვდა ანტონიო როგორი დაბნეული და დაძაბული იდგა.
გავიდა ის უცნაური არსება და თავისი ფერადი აურაც თან გაიყოლა.
თვალი მაგიდაზე დადებული თეფშისკენ გაექცა კაცს. ნელა მიუახლოვდა, როგორც რაღაც სახიფათოს. ორი თითი მოჰკიდა სალფეთქს და სწრაფად გადახადა. წამით თვალები დაჭყიტა, შემდეგ კი ისეთი ხარხარი აუტყდა, როგორიც ალბათ დაბადების წამიდან ამ წამამდე არასდროს უცინია.
თეფშზე ერთმანეთზე უხვად და გამეტებით აკოკოლავებული დამწვარ_დახრუკული ბლინები ელაგა. ერთი ცალი ორი თითით აიღო ჯერ სინათლეზე გახედა, შემდეგ დაყნოსა და ბოლოს მაგიდის გრანიტის ზედაპირზე რამდენჯერმე დააკაკუნა.

_ ეს რა ჯანდაბაა?_ ჩაეცინა ისევ მხიარულად. _ ეტყობა
ეს გოგო სიურიკენების საიდუმლო ოსტატია!

ხელი მოხარა და ორი თითით , რომლებშიც ბლინი ეჭირა, სიურიკენის სროლის იმიტაცია გააკეთა. მერე ისევ თეფშზე დადო მოწიწებით და თბილი ღიმილით, ადიელასავით წამოახურა სალფეთქის ქაღალდი.



3

დღის მანძილზე საქმე არ ჰქონდა ანტონიოს და ფაქტობრივად მთელ დღეს უსაქმური კაცივით უაზროდ ატარებდა. სამაგიეროდ შებინდდებოდა თუ არა, გამოიყვანდა თავის მოტოს და ათას უცნაურ დავალებას ასრულებდა. ისეთ საქმეებს, რომლებზეც წარმოდგენა არც გვაქვს და არც გვინდა, რომ გვქონდეს. თვალთვალიდან დაწყებული, სახიფათო ტვირთის კურიერობით დამთავრებული, თუმცა რატომ მარტო ამით?! მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ 20 000$ მხოლოდ კურიერობაში უხდიდნენ. თუმცა ამაზე მოგვიანებით.

_ შურა, სადაა ჩემი მობილური?_ დივანი და მის წინ მდგარი პატარა მაგიდა მოათვალიერა. ისე რამდნად მარტოსული უნდა ყოფილიყო ადამიანი რომ თევზთან ესაუბრა? მერე გაახსენდა, რომ სწორედ აკვარიუმთან დატოვა წამის წინ და სამზარეულოსკენ შებრუნდა.

_ რა ჯანდაბაა?_ ამოიოხრა და აკვარიუმს სევდიანად დააშტერდა. ოქროს თევზი გულაღმა ტივტივებდა წყალში. რა სამწუხარო იყო, რომ ამდენად მოკლე სასიცოცხლო ციკლი ჰქონდათ ამ მდუმარე არსებებს. უკვე მერამდენე შურა იყო ნეტავ ანტონიოს ცხოვრებაში? მგონი მეექვსე, ან მეშვიდე.
მივიდა და მკვდარი თევზი ფრთხილად ამოიღო წყლიდან. უნიტაზში ჩსარეცხად და ნაგვის პარკში გადასაგდებად დაენანა საწყალი შურა და ბეღურას სიურიკენების გვერდით ჩადო პატარა თეთრ ფინჯანში. როცა დაბრუნდებოდა აუცილებლად მიაყრიდა ერთ მუჭა მიწას, როგორც ერთგულ მეგობარს შეეფერებოდა. ახლა კი ეჩქარებოდა.

" წერეთლის 12* _ ტაბიძის 1* 500$ 12.0*.23 02:20" სხვისთვის გაუგებარი, მაგრამ ანტონიოსთვის სრულებით გასაგები დავალება ციმციმებდა მობილურის ეკრანზე.

ის იყო ქურთუკი მოისხა, რომ ზედა მეზობლის სახლიდან ბრახუნი და ფეხების ტყაპა_ტყუპი მოესმა. წამით მიაყურადა დაძაბულმა. იფიქრა კიდევ რამე მახეში ხომ არ იყო ის პატარა ბეღურა გაბმული. მაგრამ აივანიდან გულიანი კისკისი გაიგონა მაშინვე გულზე მოეშვა.

_ მოდი აქ, თორემ დაბლა გადავარდები! _ ვიღცას ესაუბრებოდა გოგონა მხიარული ხმით. მისი ხმის გაგონებისას, ბლინებიან თეფშს ხელსახოცი ახადა ერთი ცალი აიღო. პირთან მიიტანა, მაგრამ ვერ გარისკა. ისევ თეფშზე დააბრუნა ქვასავით მაგარი ბლინი და მერე ერთიანად გადაუძახა ნაგავში.

_ სულელი!_ ჩაილაპარაკა თავისთვის და სახლის კარი გაიხურა.

_ სად ხარ კატოო! კატო მოდი აქ!_ ეძახდა მილა თავის ქუჩაში ნაპოვნ ახალ მეგობარს. აი სწორედ იმას, ყუთით რომ მიარბენინებდა კიბეზე, როცა ანტონიო გაიცნო.
თეთრი კნუტი, როგორც თეთრი კატების უმრავლესობა, სრულებით ყრუ იყო და გოგონას ძახილზე საერთოდ არ რეაგირებდა. მილას კი ალბათ ეგონა, რომ კატა უბრალოდ ურჩობდა. თანაც ქუჩას მიჩვეული კატა არც ისე ადვილად ეგუებოდა დახურულ სივრცეს. სულაც არ გასჭირვებია მილას აივნიდან ანტონიოს აივანზე ჩაძრომა და შემდეგ პირში ნადავლით უკან აივანზე დაბრუნება.

_ ვაიმე! ეს რა გიჭირავს პირში! ვაიმე! შე მართლა მხეცო!_ თავში ხელი შემოიკრა მილამ და კატას ძვირფასი ნადავლი პირიდან გამოგლიჯა. კარგად მიხვდა, ვისიც იყო აწ უკვე კუდმოჭმული პატარა თევზი.

_ ეს რა გააკეთე ჰა? ეს რა გააკეთე._ დივანზე დაჯდა და ხელისგულზე დასვენებულ ნახევარ თევზს ცრემლიანი თვალებით დააჩერდა. კატო კი ფეხებზე გაეგლასუნა აფერისტული კრუტუნით, აქაოდა დამიბრუნე ჩემი ნადავლი თავის პატრონს მაინც აღარაფერში გამოადგებაო. რა იცოდა საბრალო მილამ, რომ შურა კატოს დაუხმარებლად, სწორედ იმ საღამოდან ცურავდა თევზების სამოთხე_ ოკეანეში. უცებ იდეა მოუვიდა. თან რა იდეა! რა იქნებოდა, თუ სწორედ ასეთ თევზს შეიძენდა და ჩუმად ჩაანაცვლებდა. "თევზია რა, და ყველა თევზი ერთმანეთს ჰგავსო!" ფიქრობდა გულში.

ქურთუკს ხელი დაავლო, მოიცვა და კისრისტეხით დაეშვა კიბეებზე. სანამ ჯერ კიდევ დრო იყო, იქვე კუთხის ზოომაღაზიაში უნდა მიესწრო.
სწორედ იმ დროს მივარდა გულამოვარდნილი, როცა გამხდარი ვეტერინარი ბიჭი კარს ხურავდა.

_ მოიცადე, მოიცა!_ აქოშინებული დაეყრდნო საკუთარ მუხლებს გოგონა.

_ მოიცადე, მეგობარო, სიკვდილ_ სიცოცხლის საქმეა და შენ უნდა დამეხმარო!
ბიჭი შეშფოთებული მოუბრუნდა და ხელში გასაღები შეაყოვნა.

_ რა მოხდა?_ ჰკითხა ჯერ ისევ აქოშინებულ გოგოს.

_ აი, ასეთი მინდა!_ მუჭი გაშალა გოგონამ. და სანახევროდ მოკბეჩილი ოქროს თევზი გამოაჩინა. გაოგნებულმა ამოხედა ბიჭმა.

_ამას რა მოუვიდა?!_ დაინტერესდა თევზის ბედით. ბოლო_ბოლო ვეტერინარი იყო და აბა არ დაინტერესდებოდა?!

_ ეს გემოზე არ მომეწონა!_ სრულიად სერიოზულად მიუგო მილამ და სათვალე ცხვირზე შეისწორა. გაოგნებულმა ბიჭმა ნაბიჯით უკან დაიხია.

_ კარგი რაა!_ გულიანად გაეცინა მილას._ მისმინე, ეს მეზობლის თევზია და შემთხვევით ჩემს კატას შემოეკბიჩა! სულ შემთხვევით! ხოდა სანამ მოსულა და სამაგიერო გადაუხდია, ახალი უნდა მივუყვანო, სწორედ ასეთი!

_ სამაგიერო გადაუხდია?_ ახლა ამ სიტყვებმა დააინტერესა "ბოტანიკა" ბიჭი.

_ ხოო მანამ, სანამ იმან ჩემი კატა შეჭამა!_ ისევ სერიოზული სახე ჰქონდა გოგოს. დაფეთებული ბიჭის შემხედვარეს კვლავ სიცილი აუტყდა.

_ რა უცნაური ხარ!_ და მხარზე ხელი დაარტყა გაოცებულს. ამ ორს შორის თუ ვინმე უცნაური იყო, განახევრებული შურა თევზის გარდა, ეს ვეტერინარი ნამდვილად ვერ იქნებოდა, ხომ მეთანხმებით?!

ცოტა ხანში მილა პატარა ბუშტივით გაბერილ პარკს მიარბენინებდა სახლში, პარკში ახალი შურა ბერავდა ბუშტებს.

_ დაცენტრილი!_ ჩაილაპარაკა გაოცებისგან ჯერ კიდევ გაბრუებულმა ვეტერინარმა, როცა შინისკენ გაქცეულ გოგოს თვალი მიადევნა.

_ ამათნაირებზე კანონით უნდა იყოს აკრძალული ცხოველების მიყიდვა!_ გადააქნია თავი უკმაყოფილოდ.

სახლში კი სიხარულით აირბინა მილამ, მაგრამ როცა შიგნით შევიდა მერეღა დაფიქრდა, როგორ უნდა მოეხერხებინა ახალი თევზის აკვარეუმში უჩუმრად ჩასმა. ცოტა ხანს იდგა და ფიქრობდა. შემდეგ მზაკვრული გეგმა დააწყო და მეზობლის მოლოდინში აივანზე გამოეკიდა. წუთი წუთს მისდევდა წამი წამს, მაგრამ ანტონიო აგვიანებდა. მილას რამდენჯერმე ჩასთვლიმა კიდეც. საათს დახედა ორი იყო დაწყებული.

_სად დაბოდიალობს ეს ბიჭი ნეტა?_ გაიფიქრა გოგონამ. მერე ისევ ის საღამო გაახსენდა. ის არანორმალური ბაჩო თავს რომ დაესხა. ბაჩოს აკვიატებული ჰყავდა მილა. არ ასვენებდა, მიყვარხარო, მაგრამ აბა ხომ დარწმუნდით, რომ იმ გრძნობას სიყვარული საერთოდაც არ ერქვა. სახლიც იმიტომ შეიცვალა და ბებიის სახლშიც იმიტომ გადმოვიდა საცხოვრებლად. ეგონა ჩამოიშორა ის მანიაკი. მაგრამ...

მაგრამ ამ ამბავში მთავარი ის იყო, თუ ვინ უშველა მაშინ. ახსოვდა აივნის აფრიალებული ფარდა, ახსოვდა შავი ლანდი, ახსოვდა მისი მკლავების სიძლიერე, მაგრამ ყველაფერი ბუნდად და ნისლში. დალაგებით ვერაფრით გაიხსენა. საიდან ან როგორ მოვიდა ხსნა? პოლიციას ხომ თავად გაუღო შიგნიდან ჩაკეტილი კარი. სართულიც მაღალი იყო, რანაირად მოახერხა მხსნელმა მისი გადარჩენა?

ამ ფიქრებში იყო ჩაძირული მილა მოტოციკლის ხმა რომ მისწვდა მის სმენას. გავარდა და წინასწარ გამზადებული გაუმჭვირვალი თერმოსი აიღო ხელში, სადაც ახალი შურა იჯდა. კიბეები ბრახა_ ბრუხით ჩაირბინა და ანტონიოს სწორედ მაშინ შეეჩეხა, როცა მან საკუთარი სახლის კარი შეაღო.

_ დამეხმარე! _ ჩააფრინდა მაჯაში თავისუფალი ხელით. ბიჭს ეგონა ისევ ვინმე თუ მოსდევდა მოსაკლავად და მაშინვე მიაქცია ყურადღება.

_ რა მოხდა?_ ჰკითხა და კიბის მაღლა იარუსი შეათვალიერა. ხელი უბეში შენახული იარაღისკენ გააპარა.

_ იქ ჩემთან უზარმაზარი ტარაკანაა!_ მიახალა აღელვებულმა გოგომ.

_ რა არის?_ კიბეს თვალი მოაშორა და ლამის მკერდზე აკრულ გოგონას ჩამოხედა.

_ ტარაკანა, _ გაუმეორა მილამ.

_ უზარმაზარი?_ გაეღიმა ბიჭს.

_ უზარმაზარი!_ თავი დაუქნია გოგომ.

_ მერე, ჩუსტი არ გაქვს?_ ჰკითხა და კიდევ უფრო მოვიდა ხასიათზე ანტონიო.

_ ჩუსტი? მაქვს ჩუსტი!_მართლა ვერ მიხვდა მილა, რა შუაში იყო ჩუსტი.

_ მაგ თერმოსის აღებას, ჩუსტი აგეღო და ჩაგერტყა!_ აუხსნა ანტონიომ და სახლისკენ გაიწია.

_ ვისთვის ჩამერტყა?_ისევ ვერ მიხვდა მილა.

_ უზარმაზარი ტარაკანისთვის! იცი რომელი საათია? ამ დროს ნორმალურ ხალხს სძინავს!

_ მიდი რა მოკალი! რა უნდა, ადი და უბრალოდ მოკალი!_ ანტონიოს სევდიანად
გაეღიმა.

_ უბრალოდ მოკალი!_ ჩაილაპარაკა მილას ნათქვამი.

_ ჰო რა იყო, მე არ შემიძლია, ტარაკანაა, მაგრამ მაინც სულიერია!_ გაჯიუტდა გოგო.

_ ანუ შენ არ შეგიძლია და მე შემიძლია არა?! _ გახალისდა ანტონიო.

_ ან წახვალ და მომაშორებ იმ მონსტრს, ან მეც აქ დავრჩები!_ ხელები გულზე დაიკრიფა გოგონამ სიჯიუტის ნიშნად. ანტონიომ უცნაურად შეათვალიერა.

_ ანუ აქ დარჩები?

_ დიახაც!

_ დარჩი, მაგრამ გაითვალისწინე , მე მხოლოდ ეს ერთი დივანი მაქვს!_ თვალი ჩაუკრა მხიარულად გოგონას.
მილა შეცბა. მაგრამ არ გატყდა ერთი სული ჰქონდა ანტონიო წამით გაეტყუებინა სახლიდან, რათა ის ოხერი თევზი უჩუმრად ჩაესვა აკვარიუმში. წამით დაფიქრდა.

_ არადა ბებია ამბობდა, რომ გულისხმიერი ბიჭი ხარ!_ ახლა გარდაცვლილი ლუდმილა მოიშველია მილამ. ლუდას ხსენებამ გაჭრა. ანტონიო დანებდა აბეზარ სტუმარს და უსიტყვოდ გაემართა მის სახლში არარსებულ ტარაკანთან საომრად.

_ მე აქ დაგელოდები ხოო?_ მიაძახა გოგონამ მიმავალს და სწრაფად მოხსნა თავი თერმოსს. სწრაფადვე ჩააქცია შიგთავსი აკვარიუმში და როცა ოქროს თევზი თავისუფლად გაფართხალდა წყალში მილამ შვებით ამოისუნთქა.

_ ჰა მოვკალი ის საბრალო, ტერიტორია თავისუფალია!_ აცნობა რამდენიმე წუთის შემდეგ ანტონიომ. არანაირი ტარაკანა არ უნახავს, უბრალოდ დაამშვიდა. მილამ მადლობა მოიხადა და სულ ხტუნვა_ ხტუნვით გაემართა სახლისკენ.

_ ღმერთო მიშველე, ეს ვინ ყოფილა!_ ჩაიბუზღუნა ღიმილით ანტონიომ.

_ შურა, ვატყობ ეს ბეღურა ხშირად დაგვირღვევს მყუდროებას._ ინსტიქტურად გაესაუბრა მგობარს ბიჭი და როცა გაახსენდა, რომ თევზი აღარ ჰყავდა, მოწყენილი მიბრუნდა, რათა საპატიო დაკრძალვა მოეწყო ერთგული მეგობრისთვის და თვალები გაოცებისგან შუბლზე აასხდნენ.

_ შურაა?_ აღმოხდა ანტონიოს. დილით რომ აკვარიუმიდან საკუთარი ხელით არ ამოეღო თევზი და ფინჯანში არ ჩაედო, იფიქრებდა, რომ შურამ უბრალოდ უხეიროდ იხუმრა, მაგრამ ახლა როცა აკვარიუმში ლაღად მოცურავე შურას უყურებდა ვერაფრით ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს.
ნელა და დაეჭვებით მაღლა აიხედა. პირველად ხდებოდა, რომ აზრები ვერ დაალაგა. როგორ? რანაირად? რატომ? უპასუხოდ რჩებოდა კითხვები.

_ ვინ ხარ?_ პირველად დაინტერესდა უცხო , სრულებით უცხო ადამიანით. პირველად გაუჩნდა ინტერესის ობიექტი. პირველად მის ცხოვრებაში დაინტერესდა საპირისპირო სქესით ისე, რომ მის სათვალთვალოდ უკვე კარგად ნაცნობ ხერხს მეორედ მიმართა.

მილა კი იდგა მისაღების შუაგულში და დაფიქრებული სახით ბურდღუნებდა:

_ კი მაგრამ რა ჯანდაბა მოკლა ანტონიომ?!_ შემდეგ ეტყობა გაიაზრა, რომ სახლში შესაძლოა მართლა ყოფილიყვნენ უზარმაზარი საზიზღარი ტარაკნები და ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა ლუდმილასეული ბროლის ჭაღის ქვეშ მდგომი მაგიდისკენ ერთი ისკუპა და ზედ გაჩნდა. ასე იჯდა ღამის სამ საათზე მაგიდაზე თვალებდამრგვალებული და ოთახის ყველა კუთხეში ტარაკნები ელანდებოდა საწყალს.

4

მოქნილად აჰყვა რკინის კონსტრუქციას და ორ წამში მეზობლის აივანზე აღმოჩნდა. ფეხებში კნავილით გაეხლართა თეთრი კატა.
.
_ ოჰო! შენ ხარ ის თევზთამმუსვრელი მონსტრი?_ ხელში აიყვანა კნუტი. ვარდისფერი ცხვირი და თათები ჰქონდა კატას.

_ ბეღურა და კატა! მაგარი წყვილი ხართ!_ გაეცინა ანტონიოს. კატა ძირს დასვა და აივნის მიხურული კარი ფრთხილად შეაღო.

_ რა ხდება? _ გაიფიქრა გაოცებულმა როცა ოთახის შუაგულში უზარმაზარ მაგიდაზე მოკუნტულ გოგონას მოჰკრა თვალი. მილას ეძინა. ცალი ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და მშვიდად სუნთქავდა. ცოტა ხანს უყურა ანტონიომ, მერე თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.

_მართლა რა არანორმალურია!_ ჩაილაპარაკა და მილა ხელში აიყვანა. სანამ ლუდმილა ცოცხალი იყო, ხანდახან მოდიოდა მასთან, პატარ_პატარა დავალებებს უსრულებდა, მაგალითად ცხელ პურს ამოუყოლებდა, ან გადამწვარ ნათურას გამოუცვლიდა. ერთი სიტყვით ლუდას სახლს თვალდახუჭულიც ცნობდა. ამიტომ ჭოჭმანის გარეშე შეაღო საძინებლის კარი და მილა ბებიამისისეულ უზარმაზარ საწოლზე დააწვინა. შემდეგ იქვე სკამზე მიკეცილი თხელი პლედი აიღო და მზრუნველად დააფარა. სათვალე მოხსნა და პატარ კარადაზე დადო. ის იყო უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ მოულოდნელად გოგონამ მკლავზე ხელი წაატანა.

_ ვინ ხარ?_ ჰკითხა გამოუფხიზლებელი ხმით და მრგვალი ლამაზი თვალებით შეაჩერდა. მის აზრსმოკლებულ მზერაზე მიხვდა ანტონიო, რომ ისევ ეძინა მილას,

_ შენი მეგობარი ვარ! დაწექი დაიძინე_ დაამშვიდა გოგონა. ისიც მშვიდად გადაბრუნდა და ძილი გააგრძელა.

_ ჰოო, მგონი მთვარეულია!_ გაეცინა ანტონიოს_ მეთქი რა აკლია სრული კომპლექტისთვის?!
ღიმილით გამობრუნდა მისაღებში. ოთახი მოათვალიერა.

_რამ მოაფიქრა მაგიდაზე დაძინება? _ აიჩეჩა მხრები. " ვაითუ მთვარეულიბის გამო, რამე არაადეკვატური მოუვიდეს თავშიო!_" გაიფიქრა. აივნის კარები გადაკეტა. დიდი არაფერი შცვლილიყო ლუდას სახლში. პიანინოზე ისვ ძველებურად იდო ორი შანდალი შუაში როკოკოს უზარმაზარი ვაზით. კედელზე მოვარაყებული ვარდებიანი სარკე ეკიდა, გობელინ გადაფარებულ დივანზე ორი მომწვანო გობელინიანი ბალიში მიეყუდებინათ. მოპირდაპირე მხარეს გრძელი კედელი სულ წიგნებით იყო სავსე.
სიძველის სუნი ტრიალებდა სახლში, მაგრამ ეს სხვაგვარი სურნელი იყო. ეს უფრო სიმყუდროვის, სიმშვიდის და მოგონებების სურნელს მოჰგავდა. იატაკზე დაგებულ ხალიჩას ფეხსაცმელი აარიდა და სამზარეულოში გავიდა. აი აქ კი შეცბა და თვალებგაფართოებულმა მოათვალიერა ოთახი. უამრავი დამწვარი ნამცხვარი აეკოკოლავებინა მილას თეფშზე. ზოგს ძირი ჰქონდა გამხმარ_გაშავებული. ზოგს ზედა მხარე ზედმეტად გახრუკული. ზოგი სულაც უცხობელი იყო და გულჩავარდნილი. თავი გადააქნია. ვერ მიხვდა, რატომ ცდილობდა მილა ასეთი მონდომებით მზარეულობას.

_რაც არ გამოგდის უბრალოდ უნდა შეეშვა!_ ისე გაესაუბრა გოგონას, თითქოს უსმენდა.
უცებ ერთი უცნაური იდეა მოუვიდა. ეშმაკურად ჩეცინა და თასში კვერცხები ჩატეხა. მიქსერი არც უძებნია, ხელის სათქვეფი მოიმარჯვა და მონდომებით შეუდგა ნამცხვრის გამოცხობას. ამ ამბავს ბევრი დრო არ წაუღია, გამოცდილმა ხელმა წამში გაამზადა მშვენიერი, სურნელოვანი შავ_თეთრი ბისკვიტი. მაგიდის შუაგულში ღიმილით მოათავსა, მოქარგული ჩაის ტილო გადააფარა შეგრილბულს და სახლის კარი გაიხურა.

_ აბა როგორია, როცა სულელად გთვლიან?!_ ჩაილაპარაკა უცნაურად აჟიტირებულმა.

ლამის შუადღემდე ეძინა მილას. როცა გაიღვიძა მზე კარგახნის ამოსული იყო. გაიზმორა და კარადაზე ინსტიქტურად მოიძია სათვალე. მშვიდად გაიკეთა. საწოლიდან წამოდგა და პირველი ის გაუკვირდა, ისევ სარაფნით რომ ეძინა. მისაღებში გამოსულს კი, როცა მაგიდას შეხედა, ყველაფერი გაახსენდა. გაახსენდა არარსებული ტარაკნის შიშით მაგიდაზე როგორ აძვრა, თითქოს მწერს გაუჭირდებოდა იქ ასვლა, და შემდეგ როგორ დაეძინა. მაგრამ საწოლში როდისღა გადავიდა? მხრები აიჩეჩა. კი ხანდახან ხდებოდა ხოლმე, რომ მთვარის ძახილი უცნაურ ადგილებისკენ ეწეოდა, ამიტომ ხელი ჩაიქნია. კიდევ კარგი, რომ აივანზე არ გასულა. აივანს გახედა და უარესად გაოცდა.

_რა, აივნის კარიც დავკეტე?_ შეეკითხა საკუთარ თავს. _ ყოჩაღ მილა, მგონი ჭკვიანდები ნელ_ნელა!
გამხიარულებულმ ტაში შემოკრა. მაგიდაზე დაძინება ნამდვილად სჯობდა აივნიდან გადახტომას.
მუცელი აუწრიალდა. სამზარეულოსკენ წავიდა უხალისოდ. არ გამოსდიოდა ეს მზარეულობა და რა უნდა ექნა? კვერცხსაც კი ვერ წვავდა გემრიელად. ამიტომ უმეტესად ისეთ საკვებს ყიდულობდა, რის გამზადებასაც ბევრი ფილოსოფია არ სჭირდებოდა.
სამზარეულოს კარი გააღო და მაგიდასთან მივიდა.

_ ეს რაღაა?_ ჰკითხა საკუთარ თავს. ჩაის ტილო ხელში აიღო და გაოცებისგან დაუსტვინა.

_მილაა შენ აღარ ხუმრობ გოგოოო!_ ჯერ მაინც უნდოდ ერთი ნაჭერი ჩამოჭრა და დაჭყანული სახით წაიღო პირისკენ. მოკბიჩა.

_ ოჰოოო!__თვალდახუჭულმა შეიგრძნო ბისკვიტის გემრიელი გემო.

_მგონი მომწონს ჩემი მეორე ნახევარი!_ ერთი წამიც კი არ შეპარვია ეჭვი, რომ თავისი შემოქმედება არ იყო.
მერე იატაკს დააჩერდა, თითქოს გამჭვირვალე ყოფილიყო და გაეღიმა.

_ რამ გამახსენა ამ დილაადრიან ეს ჯეიმს ბონდი ნეტა?_ მერე ლამის განახევრებულ ნამცხვარს გადახედა სინანულით და ბებიამისის თხოვნა გაახსენდა: " ანტონიო კარგი ბიჭია შვილი, ისე იზრუნე მასზე, თითქოს შენი ახლობელი იყოს, დამპირდი, რომ ჩემს სახელზე ყოველთვის ჩააწვდი შენს გამომცხვარ ნაჭერ ნამცხვარს!" ეჰ, რა იცოდა ყოფილმა, სახელგანთქმულმა კონდიტერმა ლუდმილამ რომ მისი შვილიშვილი ასეთი ხელშებორკილი დაიბადებოდა, და არათუ ნამცხვარს, არამედ უბრალო ალადებსაც კი ვერასდროს დაამზადება.
ლამაზი თეთრი თეფში გამოიღო კარადიდან, ბისკვიტს მოზრდილი ნაჭერი მოაჭრა, ზედ სალფეთქი გადააფარა და ქვედა მეზობლისკენ ამაყად დაიძრა.
კარზე გაბმული ბრახუნი ატეხა. იცოდა მასპინძელი სახლში იქნებოდა. მანამ არ მოეშვა, სანამ კარის გაღება არ აიძულა. არ

_ დილა მშვიდობისა ჯეიმს!_ სრული სერიოზულობით მიესალმა. გაოცებულმა ანტონიომ შეპატიჟებაც ვერ მოასწრო, რომ გოგონა სამზარეულოში იდგა უკვე. ბიჭმა ამოიოხრა და კარი მიხურა.

_ ნახე რა მოგიმზადე! ტა დააამ!_ დამწვარი სურიკრნებივით კი არ დაუმალავს. საზეიმოდ მოხსნა სალფეთქი ნამცხვარს

_ მომიმზადე!_ არ უკითხავს, მხოლოდ გაიკვირვა ანტონიომ _ იჭმება? ირონია გაერია ხმაში.

_ ჰმ, შენ მე როგორ მიყურებ? არ იცი ბებია რომ კონდიტერი იყო?_ ისე ამაყად განუცხადა, თითქოს კონდიტერობა გრნეტიკურად გადაეცემოდეს ვინმეს.

_ მოდი, გასინჯე თუ არ გჯერა!_ იქვე დადებული ჩანგალი აიტაცა ნამცხვარს ლუკმა ჩამოაჭრა და ასე ჩანგალ შემართული გაემართა ანტონიოსკენ.

_ აბა თქვი ააააა!_ მოუღერა ჩანგალი.

_ რას აკეთებ? _ მართლა გაოცდა ბიჭი. და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. მაგრამ მილა არ ჩამორჩა.

_ რა იყო აბი გლუკოზა არ გაგიგია?_ ისევ სახიფათოდ შემართა ჩანგალზე საწყლად წამოგებული ნამცხვარი.

_ პირი გააღე და თქვი: ააააა!

_ღმერთო შენ მიშველე!_ ჩაიჩურჩულა ბიჭმა და _ახლა გადამარჩინე ამ შერეკილისგან და გეფიცები ყველა მავნე ჩვევას მოვიშლი ოდესმე!
მაგრამ მიხვდა ხსნის ერთადერთი გზა საკუთარი გამომცხვარი ნამცხვრის ისე დაგემოვნება იყო, თითქოს ამაზე გემრიელი არასდროს არაფერი ეჭამა.

_ აბა, როგორია!_ მოლოდინით მისჩერებოდა მილა მისგან ოდნავ უკან გადახრილ კაცს. და მასთან ერთად ოდნავ შესამჩნევად ამოძრავებდა პირს, თითქოს ისიც მიირთმევდა გემრიელ ლუკმას.

_ და გინდა მითხრა, რომ ეს საოცრება შენ მოამზადე?_ ღიმილით ჰკითხა გოგოს ანტონიომ .

_ თუ მე არა, გამოდის ჩემმა კატომ მოამზადა!_ შვებით უპასუხა მილამ.

_ შენმა კატომ!_ თავი დაუქნია ბიჭმა._ სხვა ვერსია არ გაქვს?
წამით ის მომენტი გაიხსენა გოგონამ, იმ საზიზღარი მოძალადისგან რომ იხსნა ვიღაც სუპერ გმირმა. და თავალები მოჭუტა დოინჯშემორტყმულმა.

_ არა, ის ვერ იქნებოდა. აივანი ჩაკეტილი მქონდა!_

_ ვინ ის?_ დაინტერესდა ანტონიო.

_ იცი რას გეტყვი ჯეიმს? ისეთ უცნაურ სამყაროში ვცხოვრობთ სუპერმენი რომ შემოფრინდეს ერთ დღეს აივნიდან, ეგეც არ გამიკვირდება!_ თავი დაუქნია გოგონამ მეტი დამაჯერებლობისთვის.

_ ანუ სუპერმენი არა?!_ მიხვდა, იმ შემთხვევას ახსნა რომ ვერ მოუძებნა მილამ. და გაეცინა. "სასიამოვნო გრძნობა ყოფილა კლარკ კენტისთვის სუპერმენობაო!" გაიფიქრა.

_ ხოო,შენი თევზი როგორ არის? _ საუბრის თემა შეცვალა მილამ და თვალით შურა || მოიძია. .

_ რატომ მეკითხები?_ გაეღიმა ანტონიოს.
_ ისე უბრალოდ!_ მიამიტურად აახამხამა მრგვალი თვალები გოგომ.
დაინახა აკვარიუმისთვის სარქველი მოერგო ბიჭს
_ ხოო ეს რა კარგი მოფიქრებაა ჯეიმს!_ ტაში შემოკრა გოგონამ. სულ ფიქრობდა, რა იქნება კატომ შურასთან სტუმრობა კიდევ რომ გადაწყვიტოსო. ახლა კი სარქველის დანახვისას დამშვიდდა.

_ ჯეიმსს რატომ მეძახი?_ სადღაც კი მხვდა, მაგრამ მაინც ჰკითა ბიჭმა

_ჯეიმსი, როგორც ჯეიმს ბონდი! საიდუმლო აგენტივით ხარ, სადღაც დადიხარ სულ ღამე, თან ისე უცნაურად გამოიყურები. სულ შავები გაცვია. რას საქმიანობ ჯეიმს?_ დაინტერესდა გოგონა.

_ რაც ნაკლები იციან ბეღურებმა, მით დიდხანს ცოცხლობენ!_ გაუღიმა ანტონიომ. საკუთარი ხელით გამომცხვარი ნამცხვრისთვის მადლობაც უთხრა და ფაქტობრივად ძალით გამოისტუმრა.
მხოლოდ მერე გაიაზრა მილამ, რომ მეზობლის სახლი დასტოვა, როცა ბიჭმა ღიმილით ცხვირწინ მიუხურა კარი.

_ ანუ საიდუმლოს მალავ არა?!_ ლოყაზე მიიჭირა გოგონამ საჩვენებელი თითი_ ვნახოთ, ვნახოთ!

კარის მიმართულებით მუქარით გააქნია თავი და სახლისკენ აუყვა კიბეებს.

_ სულელი!_ ჩაილაპარაკა ანტონიომ და კარის სათვალთვალოს ღიმილით მოშორდა. არა მართლაც და რა ხშირად ხდებოდა ეს პატარა გოგო მისი ღიმილის მიზეზი?!

იმ საღამოს აივანზე ფეხმორთხმით მჯდომი მილა, რიკულებს შორის ცხვირგაყოფილი უთვალთვალებდა იდუმალ მეზობელს, რომელიც მოტოციკლს მიაქროლებდა ღამის სიბნელეში, გულში კი გადაწყვეტილი ჰქონდა მისი ყველა საიდუმლოს გაგება.


5_6

ვაკანსიების გვერდზე გადაშლილ გაზეთში განცხადებიდან განცხადებაზე დააცოცებდა გაბზეკილ თითს მილა.

_ რა რთულია მშვიდი და მყუდრო სამსახურის პოვნა ამ ქვეყანაში!_ ამოიოხრა, სათვალე შეისწორა და დივნის საზურგეს მიეყრდნო. მიუხედავად იმისა რომ პატარა აღარ იყო, დამოუკიდებლად საკუთარი თავის რჩენას მაინც ვერ ახერხებდა. ორივე მშობელი ემიგრანტი ჰყავდა და ლამის მთელი ცხოვრება იყო ისინი ინახავდნენ. შეგუებულები იყვნენ, რომ მათი შვილი შარიანი და უცნაური ხასიათის გამო სამსახურს ვეასდროს იპოვნიდა.

მილას კი ლიტერატურა უყვარდა, კიდევაც დაამთავრა ფილოლოგიური, მაგრამ რად გინდა, მისი შესაფერისი სამსახური მაინც არ გამოჩნდა. არადა ვერ იტანდა და ვერ ეგუებოდა თავხედი ხელებისა და ენის პატრონ უფროსებს. ბავშვობიდან ასეთი შეუპოვარი და უკომპრომისო იყო.

უცებ მოტოციკლის ხმა ჩაესმა, გაზეთი იატაკზე მოისროლა და აივანზე გავარდა პირდაპირ ფეხშველი.

_შენ სად მუშაობ ნეტავ ეგ მაცოდინა!_ თამამად გადაეკდა აივნის მოაჯირს. ისევ ის აინტერესებდა, რაც მისი საქმე საერთოდ არ იყო. მოეჩვენა, რომ სანამ ჩაფხუტს მოიხსნიდა მანამდე ამოხედა ანტონიომაც. მილამ ხელი დაუქნია მისალმების ნიშნად. მაგრამ ანტონიო სადარბაზოში გაუჩინარდა.
ოთახში შევიდა გოგონა და დაფიქრდა. რა მიზეზი მოედო, რომ მასთან ჩასულიყო. ოთახი მოათვალიერა. ვერაფერი მოიფიქრა და ფეხი იატაკზე ნერვიულად დააბაკუნა.

_ ოჰ, რა უჟმური ბიჭია! _ ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ._ მეზობლის სანახავად მიზეზების ძებნა რატომ უნდა მჭირდებოდეს ნეტავ?!
კიდევ ერთხელ ყურადღებით მოათვალიერა ოთახი, მერე ეშმაკურად ჩაეცინა. სკამი მიიჩოჩა და სამზარეულოს განათების ნათურა ჩამოხსნა. რამდენჯერმე ძლიერად დაიქნია და ძალით გააფუჭა სპირალი. მერე ისევ მშვიდად დააყენა თავის ადგილზე და ღიღინით დაეშვა მეზობელთან.

სანამ დააკაკუნებდა თმა შეისწორა, სათვალეც მოირგო და თამამად ატეხა ბრახუნი. როგორც სჩვეოდა ანტონიომ კარი კარგა ხნის დაგვიანებით გაუღო. ერთობოდა ხოლმე გამოსახედიდან მილას გაბრაზებული და მოუთმენელი სახის ყურებით. ამ ბოლოს ხშირად ფიქრობდა მილაზე. ან სხვაგვარად როგორ იქნებოდა, ვერაფრით მოიშორა თავიდან აბეზარი მეზობელი. აჰა, ახლაც მოსული არ იყო და დაბარებულივით გამოეცხადა.
ჩვეულად, უკმაყოფილო სახე მიიღო და კარი ისე გაუღო.

_ გისმენ!_ ისე გაიხირა გაღებულ კარში, რომ გოგონას შესვლის შესაძლებლობა არ მისცა. არადა კარგად იცოდა, მილას ერთი სული ჰქონდა მის ბინაში შემძვრალიყო და პატარა აბზეკილი ცხვირი სხვის საქმეში ჩაეყო. უბრალოდ მისი წვალებით ხალისობდა.

_ საღამო მშვიდობისა!_ უგულოდ მიესალმა მილაც და მის მკლავს ქვემოდან შეიჭყიტა სახლში.

_ საღამო? საათი არ გაქვს სახლში?_ ჰკითხა ბიჭმა ცივად.

_ რომელი საათია რომ?_ ახლა საათით დაინტერესდა აბზარი სტუმარი.

_ გინდოდა რამე?_ ჩაეცინა ანტონიოს.

_ კიი! შენი დახმარება მჭირდება! აქ ვილაპარაკოთ?_ შეანათა ლამაზი მრგვალი თვალები. წამით უყურა ბიჭმა და ხელი ჩაიქნია. როგორღაც ეს სასაცილო გოგო სულ თავის ჭკუაზე ატარებდა ხოლმე.

_ შემოდი!_ ბოლოს გადგა გვერდზე მორჩილად.

_ ეგრე რა!_ შევიდა და კარები ზურგს უკან მიიხურა გოგონამ.

_ ნათურა გადამეწვა სამზარეულოში, არადა იმ ჩემი საფირმო ბისკვიტის გამოცხობა მინდოდა!_ მოიმიზეზა ურცხვად.

_ აჰა, საფირმო ესეიგი!_ ჩაეცინა ანტონიოს.

_ ხოო, არ თქვა, რომ არ მოგეწონა! მაგარი ვარ არა?_ გაიჯგიმა მილა.

_ ხოო, მაგარი ხარ! _ თავი დაუქნია და სიცილი ძლივს შეიკავა.

_ ანუ ნათურა გადაგეწვა!_ შეახსენა მოსვლის მიზეზი. მილა მისაღებში მდგარი კარადის ღია თაროებისკენ დახრილიყო და შიგთავსს ათვალიერებდა.

_ რათ გინდა ორი მობილური?_ მოუბრუნდა გაოცებული.

_ ერთი პირადია, ერთი სამსახურის!_ სწრაფად უპასუხა ბიჭმა და უჯრა ცხვირწინ დაუკეტა.

_ და სად მუშაობ?_ ჰკითხა მილამ ინტერსით.

_ უბრალოდ კურიერი ვარ!_ ნაწილობრივ იცრუა ბიჭმა.

_ და კურიერობით კარგ ფულს შოულობ?_ ახლა ხელფასმა დააინტერესა.

_ ვმყოფინობ!_ ისევ ჩაეცინა ბიჭს.
მოულოდნელად თვალი მის ქამარზე გაუშტერდა გოგოს და ისე რომ ვერც კი მოასწრო ანტონიომ მისი არიდება, ქამრიდან იარაღი ამოაცალა.

_ ოოო, რა მაგარია!_ ცხვირწინ დაიტრიალა შავი პატარა პისტოლეტი მილამ._ ნამდვილია ხომ?

ანტონიომ ამოიოხრა და წართმევა სცადა.

_ ნამდვილი?_ ძალით ჩაიცინა_ რად მინდა ნამდვილი იარაღი, უბრალოდ სანთებელაა!
რომ მიხვდა მართმევსო უკან დაიხია გოგომ.

_ არაა! ნამდვილია!_ როგორღაც მიხვდა, და შეათამაშა ხელში._ რათ გინდა იარაღი თუ კურიერი ხარ?

თავის ჭკუით ჩამჭრელი კითხვა დაუსვა. თან კედლისკენ დაიხია.

_ მილა მომეცი ეგ აქ!_ ხმა გაიმკაცრა ანტონიომ.

_ ბონდ, ჯეიმს ბონდ!_ ხუმრობის ხასიათზე იყო გოგონა. იარაღი მაღლა შემართა და ცნობილი აგენტი 007_ის ასევე ცნობილ პოზაში დადგა.

ხელი წაავლო მაჯაში ანტონიომ. თავისკენ მოქაჩა და მართლაც ბეღურასავით გოგო სულ გაუჩინარდა მის ძლიერ მკლავებში. იარაღი სწრაფად აართვა ხელიდან და ისევ კარადის თავზე შემოდო. მაგრამ მისი სწრაფი რეაქციით გაოცებისგან თვალებგამოქაჩული გოგოსთვის ხელის გაშვება არც უფიქრია.

"რა ლამაზია!" _ისე გაიფიქრა, თითქოს იმ წამს აღმოაჩინა მილას თვალების თბილი ფერი. რამდენიმე წამი ასე ჰყავდა მკლავებში გამომწყვდეული. მერე ფრთხილად გაუშვა ხელი.

_ ხომ არაფერი გატკინე?_ ჰკითხა, რადგან გოგონა საეჭვოდ დიდი ხნით დადუმდა.

_ არა! კარგად ვარ!_ უცნაურად დაბნეულმა ჩაილაპარაკა მილამ. უკან_უკან დაიხია და მერე სირბილით გაიქცა სახლისკენ. გადამწვარი ნათურაც დაავიწყდა და ისიც, სინამდვილეში ანტონიოს თვალთვალი რომ სურდა.

_ მგონი შეაშინე!_ საკუთარ თავს საყვედურნარევი ხმით უთხრა ბიჭმა. კარადის თავზე შემოდებულ იარაღს მწყრალად ახედა. ეს როგორ მოუვიდა, რომ კარი ასე დაუფიქრებლად გააღო? მგონი ამ სულელი ბეღურას გვერდით მობილიზება ავიწყდება. ანტონიო გოვერი და დაბნეულობა?! ეჭვით მოჭუტა თვალები.

_ ნეტა ამჯერად რა უნდოდა სინამდვილეში?_ ჩაილაპარაკა დაინტერესებულმა და ისე ახედა მაღლა სართულს, თითქოს მისი დანახვა შეეძლო.

დივანზე იჯდა და ზემოდან ჩამომავალ მოუსვენარ ფეხის ხმას კარგახანს აყურადებდა. ელოდებოდა როდის დაიძინებდა მისი მეზობელი. ბოლოს როგორც იქნა მილა მიყუჩდა. საათს დახედა ლამის სამი სრულდებოდა. აივანზე გამოვიდა და ღამის ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ქუჩას გადახედა და უცნაური ლანდი შენიშნა. რომელიც მაშინვე მიიმალა ბნელი ქუჩის კუთხეში. შემთხვევითობა იყო, თუ ვიღაც მათ სახლს უთვალთვალებდა? ხუთსართულიანი საკმაოდ ძველი პროექტის ბინა იყო, ასევე საკმაოდ ძველ ქუჩაზე. თუმცა მხოლოდ აივნიდან გადაშლილი ხედის გამო არ აურჩევია ანტონიოს თავის დროზე ეს ბინა. კიდევ იმ ვიწრო ქუჩების გამოც, სახლს გარს რომ ბადესავით ეხვია. სადაც მანქანით მანევრირება ძალიან ჭირდა, მაგრამ სამაგიეროდ გამოცდილ მოტომრბოლელს უამრავ ფორას აძლევდა გასაქცევად.

ასე რომ ეს მყუდრო უბანი, სწორედ რომ ვთქვათ, ძალიან ხელსაყრელი იყო იმ პროფესიის კაცისთვის, როგორიც ანტონიო იყო. აივნის ბნელ კუთხეს შეყუჟულმა
კიდევ ერთხელ ყურადღებით მოათვალიერა მქრქალი სინათლით განათებული ქუჩა და რამდენიმე ხანში ისევ შენიშნა იგივე ლანდი. მიჩვეულ და გავარჯიშებულ თვალს ლანდის ამოცნობა არ გასჭირვებია. ისე მოიპარებოდა შენობისკენ, როგორც ქურდი.

ანტონიოს ჩაეღიმა, როგორც სჩანს მოაგნეს. მაგრამ საინტერესო იყო, ვინ ეძებდა და რისთვის. როგორც კი მოთვალთვალე სადარბაზოში შემოსხლტა, ანტონიომ საკუთარი აივნის კარი გარედან გადაკუეტა და რამდენიმე გაწაფული მოძრაობით, უკვე თვალდახუჭულსაც რომ არ გაუჭირდებოდა, ისე საკუთარი აივნიდან მეზობლის აივანზე აძვრა და ინტერესით მიაყურადა სიჩუმეს. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. მალევე მოესმა საკუთარი კარის საკეტის ხმა. ძალიანაც კარგი, უცნობი მონადირე ახლა თავად იყო გაბმული მახეში, თუმცა ამის შესახებ ჯერ არა იცოდა რა. უჩუმრად გაიარა მილას მისაღები. გოგონას იქვე დივანზე ეძინა მოკუნტულს. ძირს დავარდნილი პლედი აიღო, მძინარეს გადააფარა. ლამაზ, ბავშვურ ლოყაზე ღიმილით მიეფერა და სახლიდან უხმაუროდ გავიდა. კატასავით ჰაეროვნად ჩაირბინა კიბეები და საკუთარ სახლში მართლაც მოჩვენებასავით შეიპარა.

ქუჩიდან შემომავალ სინათლეზე მალევე გაარჩია სახლში მობორიალე ლანდი. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი სტუმრებისთვის ჰქონდა იარაღი ანტონიოს. კედელს მიეყრდნო და სინათლის ჩამრთველი გადაატრიალა. სტუმარი შეცბა და წამში მობრუნდა მასპინძლისკენ.

_ დიდი ხანია არ მინახიხარ დანტე!_ მხიარულად ჩაეცინა ანტონიოს._რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ?

წამით გაოცრბული მისჩერებოდა სტუმარი მასპინძელს, რომელიც კედელს უდარდელად მიყრდნობოდა და საჩვენებელ თითზე ატრიალებდა კაცისთვის მეტისმეტად პატარა იარაღს. თუმცა მაინც სრულიად სამყოფს იმ საქმისთვის, რისთვისაც მის შემქმნელს ჩაეფიქრებინა.

_ ტონი, ძმაო!_ სახე გაებადრა დანტეს._ ანუ მართლა შენ ხარ? როგორ? რანაირად? ვერ მიხვდა, როგორ მოეპარა ასე უჩუმრად, აშკარა იყო ძველი უნარები არსად დაჰკარგვოდა.

დანტე დივანს ისე მარტივად გადმოევლო, როგორც ავაზა ხის ტოტს. ანტონიოზე ბევრად მომცრო ტანის, და აშკარად ბევრად მოქნილი უნდა ყოფილიყო.

_ იქით გასწი ეგ სათამაშო! _ მოცუცქნული იარაღი ახლოდან შეათვალიერა._ ეს რომ ბიჭებს ვუთხრა, არ დამიჯერებენ. გოვერი და კბილისსაჩიჩქნი! _ გადაიხარხარა და მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა.
ცოტა ხანში სამზარეულოს მაგიდას უჯდა დანტე, ანტონიო ტაფამწვარს უწვავდა კარგად მოშიებულ მეგობარს. თან მის საუბარს ღიმილით უსმენდა.

_ ძლივს მოვიშორე, ვინც ამაყოლეს! მესამე დღეა თავგზას ვურევ! არა, აშკარად ეტყობათ უკეთესობა!_ მხიარულად იცინოდა დანტე.

_ შენ ტყუილად არ მოხვიდოდი?!_ თეფშზე გადმოუღო საჭმელი ანტონიომ და თავად პირდაპირ დაუჯდა.

_ რა იყო, არაფერს გაჭმევდნენ?_ გაეცინა, როცა დანტემ მოზრდილი ლუკმა პირდაპირ ხელით ჩაიტენა პირში და გვერდით დადებული ჩანგლისკენ არც კი გაუხედავს.

_ არა, შენ არ შეიცვლები!_ გაეცინა ანტონიოს, თავი გადააქნია და ჩანგალი ძალით შეაჩეჩა.

_ ეჰ, სად მეცალა ჭამისთვის?! ახლა საერთოდ აღარ გვინდობენ ძმაო! თუ დაგიჭერენ, წასულია შენი საქმე! ან მათ ჭკუაზე უნდა იარაო მონასავით, ან ძველ ცოდვებს გაგიხსენებენ, თუ არ გაქვს ასეთი, არაუშავს ახალის შეთხზვაც ეხერხებათ!_ წამით დასერიოზულდა და მერე ისევ გამხიარულდა.

_ ეს რა მყუდრო უბანი გიპოვნია! ბუდეა რა! _ გატყობ დიდი ხანია აქ ხარ! შინაური ცხოველიც კი მოგიყვანია. თვალით ოქროს თევზზე ანიშნა.

_ შურა?_ გაეღიმა ანტონიოს და გაახსენდა ის სპეცოპერაცია, რომელიც მილამ ჩაატარა ყალბი შურას შემოსატყუებლად.

_ შურა?_ ჩანგალი თეფშზე დადო დანტემ.

_ შურა! გახსოვს შურა?_ ამოიოხრა სევდიანად.

_ არც დამვიწყებია!_ მუჭები შეკრა ანტონიომ.

_ ეს რა უქნეს! ასე როგორ გაიმეტეს? არაფრით გაგვამხილა, არადა ყველაზე სუსტად ვთვლიდით, ყველაზე ძლიერი კი ყოფილა!_ ძველ ლამის მივიწყებულ ამბავს იხსენებდა დანტე. შურა მათი ყველაზე პატარა ახალწვეული იყო. პირდაპირ ბავშვთა სახლიდან მოიყვანეს. გამხდარი და მოუქნელი ათი წლის ოქროსფერთმიანი და სათვალიანი ბავშვი. ლუკა ერქვა სახელად, გვარი თავადაც არ იცოდა. შურა ბანაკში შეარქვეს ბიჭებმა. სწორედ ოქროსფერი თმისა და სათვალის გამო. და კიდევ იმის გამო, რომ სწავლა უყვარდა. ფიზიკურად სუსტი გონებრივად ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. პროგრამებში ისე დახელოვნდა. მალე ლეგენდარული ჰაკერი "შურა" მთელმა ვირტუალურმა სამყარომ გაიცნო. ცამეტი წლის არც იყო თავდაცვის სამინისტროს მთავარი სერვერი რომ გატეხა და აკრძალული ინფორმაცია მოიპოვა გუნდისთვის. სწორედ მაშინ დაინტერესდნენ მისით სერიოზულად. და ბოლოს მიაგნეს კიდეც. ვერაფრით გადაიბირეს. ვერაფრით გატეხეს. როცა ბიჭებმა მიაგნეს უკვე ძალიან გვიანი იყო. ყველა თითი სათითაოდ ჰქონდა დამტვრეული შურას. ისე იყო ნაცემი, სახეზე ძვალი აღარ ჰქონდა მთელი შერჩენილი. ერთ დროს ულამაზესი ბავშვი, გოგოსავით ნაზი ნაკვთებით, გასრესილ ჭარხალს ჰგავდა. იმ დღეს დაიფიცეს ბიჭებმა, რომ შური ეძიათ ნაწამები მეგობრის გამო. სამი მაღალჩინოსანი იყო გარეული შურას მკვლელობის საქმეში. ორს მალევე მიაგნეს და ისე ააორთქლეს ნაკვალევიც კი ვერავინ მიაგნო მათი. მაგრამ მესამე ვერაფრით მოიხელთეს. ის კი არა, ისეთი მფარველები გამოუჩნდა, რომ აქეთ შეუტია ამბოხებული ლანდების ჯგუფს და იმდენს მიაღწია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა მახარეს გაფანტა ხუთ კაციანი გუნდი.

_ ჰადესი მეკონტაქტება, დავალებებს მაძლევს ზოგჯერ, მაგრამ სხვები არ ვიცი._ ნერვიულად დააკაკუნა თითი მაგიდაზე ანტონიომ. _დანარჩენების რა ისმის დანტე?

_ არ ვიცი, ჰადესის მეტი ჩემთანაც არავინ გამოჩენილა. ისევ კურიერობ?

_რა ვქნათ, ყველა ისე ვირჩენთ თავს, როგორც შეგვიძლია და როგორც გვასწავლეს! ჩვენ ასეთი ცხოვრება თავად არ აგვირჩევია!_ ფეხზე წამოდგა ანტონიო.

_ რამდენიმე დღით დავრჩები, დავისვენებ და სანამ ჩემს კვალზე გამოვლენ ისევ გავქრები!_ ხმაში გაეპარა დაღლილობის ნოტები დანტეს. განა მოსწონდა ასეთი ყოფა? ყოველთვის მუსიკოსობა სურდა. ოცნებად ჰქონდა ქცეული გიტარის ყიდვა, და ესეც კი არ ეღირსა. რა აზრი ჰქონდა გიტარის ქონას, როცა ზედ დაკვრას ვერასდროს მოახერხებდა?!
აკვარიუმთან ჩავლისას წამით გაჩერდა და თითით გარედან მიეფერა თევზს.
მერე გულდაწყვეტით ამოიოხრა და მისაღებში დივანზე გაიშხლართა. დიდი ხანი არ დასჭირვებია , წამში ამოუშვა გულიანი ხვრინვა. კარგა ხანი იყო, ასე მშვიდად არ ეგრძნო თავი და ახლა თავს უფლება მისცა ბოლომდე მოშვებულიყო და დაესვენა. ისე ენდობოდა ძველ მეგობარს, როგორც საკუთარ თავს. მის ხმამაღალ ხვრინვაზე სახე დაემანჭა ანტონიოს.

_ ძილშიც რა მუსიკალური ხარ ძმაო!_ ჩაეცინა და ქურთუკი მოისხა. მაღაზიაში წავიდა, უნდოდა იმ რამდენიმე დღის მანძილზე მაინც შეექმნა ოჯახური გარემო დანტესთვის, ვინ იცის, ეს სიმშვიდე კიდევ როდის ეღირსებოდათ.

_ კატოოო! სად ხარ კატოოო?_ აივანზე გამოვიდა მილა და ბებიასეულ სარეცხის თოკებისთვის გაკეთებულ რკინის გრძელ ჯოხზე გასული კატა რომ დაინახა გული გაუსკდა.

_ მოდი აქ კატო!_ დაუცაცხანა თავის ყრუ კატას.მან კი მხოლოდ კუდი გააქნია.

_ უი, როგორ მოხდა, რომ ეს ვამპირი დღისით_ მზისით გამოძვრა საკუთარი ბუნაგიდან?!_ აივნიდან გადაეკიდა და თვალი ისე გააყოლა ქუჩაზე ნელი ნაბიჯით მიმავალ, თავზე ქუდჩამომხობილ ბიჭს.

_ კატო, მეჩვენება თუ ანტონიოა?_ კატა ისევ არ აქცევდა ყურადღებას და რკინის სულ ბოლოში გასული არხეინად ათვალიერებდა სარეცხის თოკებზე შემომსხდარ ქედნებს.

_ კარგი! წავალ საჭმელს ვიყიდი შენთვის!_ სახელდახელოდ მოიფიქრა მილამ გარეთ გასვლის მიზეზი. ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან აჩქარებით გავარდა.
კიბეები სწრაფად ჩაირბინა და მეზობლის კართან მკვეთრად გაჩერდა.
გაოცდა, როცა შეამჩნია, რომ კარი ღია იყო. ეს როგორ მოხდა?! ანტონიომ ალბათ სიჩქარეში კარები ღია დატოვა. გახარებულმა ტაში შემოჰკრა. ისე, რომ წამითაც არ უყოყმანია, კარი შეაღო და სახლში დაუკითხავად შეიპარა.
დრო ცოტა ჰქონდა. ამიტომ სახლის დათვალიერება სწრაფად უნდა მოესწრო, მაგრამ არ დასცალდა.

_ შენ ვინ ჯანდაბა ხარ?_ მოესმა ზურგს უკან მკაცრი ხმა. შეკრთა და მობრუნებაც ვერ მოასწრო, ვიღაცამ უცებ შებოჭა.
განა რა ძალა სჭირდებოდა გამხდარი, სუსტი გოგონას დაჭერას?! უცნობმა ადვილად გამოიჭირა დაუპატიჟებელი სტუმარი და დივანზე დაჯდომა აიძულა. წარბშეკრული დანტე ზემოდან დასჩერებოდა დამფრთხალ გოგოს და ნელ _ნელა სახეზე ღიმილი ეფინებოდა.

_ ვინ ხარ?_ ჰკითხა ჯერ ისევ მკაცრად.._ ყრუ ხარ? უფრო დაიხარა და თვალებში ჩააჩერდა მოლოდინით.

_ შენ თვითონ ვინ ხარ?_ ამდენ სიმამაცეს კი მართლა არ მოელოდა უცნობისგან დანტე, რომ კითხვაზე კითხვას გაუბედავდა. მომუჭულ ხელებზე დააკვირდა და მიხვდა, სადაც იყო შიშით გული გაუსკდებოდა გოგონას, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობდა მისთვის თვალის გასწორებას. მისმა სასაცილო მრგვალმა სათვალემ და სიგამხდრემ რატომღაც შურა გაახსნა. სულ ოდნავ გაეპარა ტუჩებზე ღიმილი.

_ ვინ ხარ და აქ რას აკეთებ?_ ხმა ისევ მკაცრი ჰქონდა დანტეს. აინტერესებდა, სადამდე გაუძლებდა მის მკაცრ მზერას მამაცი გოგო.

_ მე ანტონიოს მეზობელი ვარ!_ "სხვა ვინ იქნები აბა?" გულში გაეცინა დანტეს.

_ შენ ვინ ხარ, ანტონიოს მოსაპარი არაფერი აქვს! არ არის მდიდარი!_ მიხვდა დანტე ქურდად რომ მიიჩნიეს. წელში გაიმართა და გოგონას ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
კარადისკენ გააპარა თვალი მილამ. იქ ეგულებოდა ხსნა.

დანტემ მის მზერას გააყოლა თვალი. რატომღაც იფიქრა, იქ რამე საინტერესოს უნდა მალავდეს ჩემი მეგობარიო.

_ რას უყურებ!_ დაუბრიალა ისევ თვალები. მილა შეკრთა და კარადას თვალი მოარიდა.

_ იქ მალავს შენი მეგობარი ხომ ფულს?_ ცოტას გავერთობიო იფიქრა თავისდა ჭირად. ნერწყვი გადაყლაპა მილამ. მაგრამ არ უპასუხია.
"უყურე შენ რა მამაცია!" აღფრთოვანდა გოგონას გამბედაობით.

_ ადექი!_ უბრძანა და მილამ მისი ბრძანება უსიტყვოდ შეასრულა._ მიდი კარადასთან!
მძარცველის როლის განსახიერება სულ არ უჭირდა დანტეს. თავისი მოღვაწეობის მანძილზე, არცთუ იშვიათად, ძარცვაც უწევდა ხოლმე. ამიტომ ძალიანაც ორგანულად მოირგო ეს როლი.
მილა კარადასთან მივიდა.

_ აბა გამოალაგე, სად აქვს დამალული ფული შენს ძვირფას მეგობარს?!_ მილამ ხელი კარადის თავზე მოაფათურა და სწორედ იმ წამს, როცა დანტეს უნდა ეთქვა, გეხუმრეო, გოგონამ ის პაწაწუნა პისტოლეტი მისკენ მიმართა. სათვალიდან მომზირალი ბრიალა ბავშვური თვალების მიუხედავად მშვიდად გადატენა და გაოცებისგან გაშტერებული დანტე მიზანში ამოიღო.

_ აბა ხელები ასწიე და მუხლებზე დადექი!_ ხმაც კი არ აჰკანკალებია ისე დააჩოქა ხუთიდან ერთ_ერთი ლანდი მილამ.
ეჭვიც არ შეპარვია დანტეს, რომ ეს არანორმალური დაუფიქრებლად გაასხმევინებდა ტვინს და მხოლოდ ამის მერე დაიწყებდა ტირილს ჩადენილის გამო.

_ მე ანტონიოს მეგობარი ვარ, დანტე მქვია! გეხუმრე გესმის? წეღან უბრალოდ გეხუმრე!_ მთელ დამაჯერებლობას მოუხმო მუხლებზე მდგარმა ბიჭმა. წლები დასდევდნენ ქვეყნის საუკეთესო აგენტები და ჯერ მისი დაჭერა ვერავინ მოახერხა, და აი რა სულელურად გაება ხაფანგში. თან ვისგან? ამ გამოუცდელი პატარა გოგოსგან? სიბრაზით კბილები გააღრჭიალა ბიჭმა.

_ იარაღი დაუშვი, შემთხვევით არ გაგივარდეს!_ შეუღრინა და წამოდგომა სცადა.

_განძრევა არც გაბედო!_ სკამი გამოსწია მილამ და მშვიდად დაჯდა. მობილური ამოიღო და ასევე მშვიდად აკრიფა ის სამი საშიში ციფრი, რომელსაც ასე კარგად იცნობდა დანტე.

_ თუ ანტონიოს მეგობარი ხარ, მანდ არ დარეკო!_ უთხრა შეშფოთებულმა ბიჭმა გოგონას. ყურადღებით გამოხედა მილამ.

_ რატომ?_ მხოლოდ ეს ჰკითხა ინტერესით.

_ იმიტომ რომ ეგენი ჩემთან ერთად ანტონიოსაც დაიჭერენ!_ დაეჭვდა გოგონა. აკრეფილ ნომერს დახედა და ისევ დანტეს მიაჩერდა.

_ რატომ, რა დააშავა ანტონიომ?_ საერთოდ იმის დაჯერება ძალიან ადვილია, რაც თავადაც გაეჭვებს, თუნდაც სულ ცოტათი. ჯერ კიდევ დილით არ იყო, ანტონიოს იარაღი რომ უპოვნა? აბა რად უნდოდა უბრალო კურიერს იარაღი?
ახლა ეს უცნაური ბანდიტიც უმტკიცებდა, რომ მისი მეგობარია! იქნებ ანტონიო ის არაა, ვინადაც თავს ასაღებს? იქნებ ის მართლაც სახიფათოა?! დაბნეული იყო მილა.

_ მისმინე, ანტონიოს დაველოდოთ! და მანამდე მოაშორე ეგ ოხერი იარაღი! რა გჭირთ თქვენ ორივეს, ხან ერთი მიმიზნებთ იარაღს, ხან მეორე! _საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ გაბრაზდა დანტე.

_ ადექი და აბაზანაში შედი!_ უბრძანა გოგონამ. დანტემ გაბრაზებულმა გამოხედა, მაგრამ მაინც აიზლაზნა ფეხზე.

_ შედი, შედი!_ უთხრა შორიდან მილამ. თან იარაღით ანიშნა საით წასულიყო. არაფრით მიუახლოვდა ისე ეს ეშმაკი გოგო, რომ მისი განიარაღება მოეხერხებინა დანტეს. აბაზანის კარი გააღო და მორჩილად შეაბიჯა.

_ იქ არ დარეკო იცოდე!_ კიდევ ერთხელ გააფრთხილა და კარი მიიხურა. მაშინვე ეცა მილა საკეტს და გარედან გადაკეტა კარები.

შემდეგ იარაღი ზიზღით დააგდო მაგიდაზე და დივანზე ჩამოჯდა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. ხმადაბალი სტვენით შემოვიდა ანტონიო სახლში და ნავაჭრი პარკები პირდაპირ სამზარეულოში შეიტანა.
მერე მისაღებში შეაბიჯა და გაოცებული შედგა, დივანზე დანტეს ნაცვლად მილა იჯდა და მრგვალ თვალებს ინტერესით კუსავდა.

_ მილა?_ მაგიდაზე მიგდებული იარაღიც არ გამოჰპარვია. ფრთხილად აიღო და ისევ ქამარაში გაირჭო.

_ აქ რას აკეთებ?_ ჰკითხა თან სახლი მოათვალიერა. ვერ მიხვდა, დანტე სად იყო. ან იარაღი საიდან მოხვდა მილას ხელში.

_ ის ვაჟბატონი მართლა მეგობარია?_ ჰკითხა მილამ და თავით აბაზანისკენ ანიშნა.

_ დანტე იქაა?_ ჰკითხა ბიჭმა.

_ ხო სანამ მოხვიდოდი უსაფრთხოდ დავამწყვდიე!_ ისე უბრალოდ უპასუხა გოგონამ, თითქოს დანტე პატარა პუდელის ლეკვი იყო და არა საერთაშორისო დონეზე ძებნილი ყოფილი სპეცრაზმელი.

_ რა უქენი?_ გაშრა ანტონიო.

_ აბა რა მექნა? ძალიან შემაშინა!_ მხრები აიჩეჩა მილამ.

_ აჰა, ანუ შეაგაშინა!_ მივიდა და სააბაზანოს კარი გამოაღო. გაცოფებული იდგა დანტე. თვალებიდან სულ ნაპერწკლებს ყრიდა.

_ ანუ მართალა ლეკვივით დაგამწყვდია?_ ახარხარდა უმოწყალოდ ანტონიო. მოპირდაპირე კედელს მიეყრდნო სიცილისგან დაოსებული. იცინოდა და იცინოდა. ალბათ ამდენი თავის სიცოცხლეში არ უცინია. რამდენჯერაც დანტეს მოღუშულ სახეს შეხედავდა, იმდენი თავიდან ეწყებოდა შეუკავებელი სიცილის ტალღა.

_ უბრალოდ ვიფიქრე, შემთხვევით მართლა არ გაესროლა! ხმაურის გამოწვევა არ მინდოდა!_ თავი ბავშვივით იმართლა დანტემ და ამაზე სულ გადაირია ანტონიო.

_ რა აცინებს?_ მილას ხმაზე შეკრთა დანტე. გვერდით ამოსდგომოდა გოგონა. მხრებამდეც კი ვერ სწვდებოდა, მაგრამ რად გინდა, მან ის მოახერხა, რაც ჯერ ვერავინ.

_ აი რატომ ამბობენ, ქალი ეშმაკზე ერთი დღით ადრეა დაბადებულიო!_ გაბრაზებულმა და შეურაცხოფილმა დანტემ ზურგი აქცია მილას დივანზე დაეხეთქა.

_ გეყოფა ახლა გართობა!_ შეუღრინა ანტონიოს.

_ეს რომ ჰადესმა გაიგოს, როგორ აგიყვანა ერთმა პატარა ბეღურამ ეს ლეგენდა კაცი! _ ხარხარებდა კედელთან ჩაკეცილი ანტონიო. მის სიცილზე და უფრო კი მილას მიამიტურ თვალებისფახულზე დანტესაც შეეპარა ღიმილი.

_ კარგად მოწყობილხარ ძმაო! დაცვა შენ რომ გყავს, ასეთი უნდა? მაინც რამდენს გიხდის ჰა?_ გახედა სიცილით მილას.
უკეთ რომ დააკვირდა დანტეც მოიხიბლა ამ სასაცილო და თანაც სახიფათო გოგოთი. ისედაც კარგა ხანი იყო ადამიანურ ურთიერთობებს დანატრებული იყვნენ ბიჭები. მილა კი სწორედ ამ ურთიერთობების ნაკლებობას უვსებდა მათ.

იმ საღამოს გულიანად იწვიმა. ისე იწვიმა ალბათ შემდეგი რამდენმე თვე სულ რომ აღარ ეწვიმა, ეს წვიმაც სრულებით ეყოფოდა ქალაქს.
საღამოს თავის ფეხით მიადგა ანტონიო მილას ახალი ნათურით ხელში და წინა, ვითომ, გაფუჭებული გამოუცვალა.

_ ანტონიო, დანტე რა უცნაური სახელია? მართლა დანტე ჰქვია?_ ინტერესი, აი რა იყო მილას მამოძრავებელი ძალა. მხოლოდ ინტერესი ჰქონდა ასი ადამიანის სამყოფი.

_ მე შენ რა გითხარი, რაც ნაკლები იცი, მით მშვიდად გძინავს!_ უპასუხა ბიჭმა და თვალი მაგიდაზე დაგაშლილი ვაკანსიების ჟურნალისკენ გაექცა.

_ ეს რა არის, სამსახურს ეძებ?_ მაშინვე დაინტერესდა.

_ ხო, მაგრამ ვერაფერს ვნახულობ ჯერ!_ ანტონიოს თავისთვის გაეცინა. ვერაფრით წარმოიდგინა თუ რად უნდა ემუშავა ამ სასაცილო არსებას. ალბათ ბიბლიოთეკარობა ყველაზე მეტად შეეფერებოდა. წარმოიდგინა მტვრიანი წიგნებით გამოტენილ თაროებზე ამძვრალი მილა და ისევ გაეცინა. ნამდვილად, მილას ადგილი ბიბლიოთეკაში იყო. მშვიდად, უსაფრთხოდ და დაცულად. თუმცა ამ სამმა ნიუანსმა მხოლოდ ქვეცნობიერის სიღრმეში გაუელვა და ვერც კი მიხვდა, რომ მისთვის ორგანულად აუცილებელი გამხდარიყო ამ მრგვალთავალება გოგოს უსაფრთხოება.

სახლში რომ დაბრუნდა დანტე დაფიქრებული დახვდა. აივანიდან გადაჰყურებდა ქალაქს.

_ მოხდა რამე?_ მაშინვე იაზრა, რაღაც ვერ იყო რიგზე.

_ იცი,_დაფიქრებით გამოხედა მეგობარმა._ რამდენიმე დღის უკან მომეჩვენა, თითქოს ის საძაგელი წითური დავინახე!

_ არაა! შანსი არაა! ჰადესს არ გამოეპარებოდა მისი დაბრუნება!_ უკმაყოფილოდ გააქნია თავი ანტონიომ.

_ აი მე კიდე მეეჭვება მოჩვენებები მჭირდეს ძმაო!_ ისევ ქუჩას გადახედა დაეჭვებულმა დანტემ.

_ ნახე კატო ისევ წვიმს! ჯანდაბა, არადა აუცილებლად უნდა გავიდე!_ ბურდღუნებდა წვიმიანი დღით უკმაყოფილო მილა.

მზესავით ყვითელი უზარმაზარი, მოკაუჭებულტარიანი ქოლგა გადმოიღო. მკლავზე ჩამოიკიდა და მოღუშული ჩაუყვა კიბეებს.

ვაკანსია ნახა, მიმტანს ეძებდა რომელიღაც კაფე, რამდენიმე ქუჩის გადაღმა.
ამიტომ წვიმის მიუხედავად იძულებული გახდა წასულიყო.

თუმცა კაფიდან გაცოფებული გამოვარდა მილა, კარები მთელი ძალით მიაჯახუნა და წიხლიც მიაყოლა ზედ.

_ დეგენერატი! თავხედი! ატროკებული ბებერი მძორი!_ გულიანად მიალანძღა სავარაუდოდ კაფეს მეპატრონე. _ სადმე არსად გადამეყარო, თორემ ისე დაგინაყავ მაგ გასიებულ ცხვირპირს ცხოვრებაში ვერ გაარჩიო ლამაზი და მახინჯი! შე სულით მახინჯო!
მიაყვირა გაგულისებულმა და ქოლგისფერი ბოტებით პირდაპირ გატყლაპუნდა მოზრდილ გუბეში. ქოლგის გახსნა აზრადაც არ მოსვლია, სახე ცაზე აქა იქ შერჩენილ წვეთებს შეუშვირა. არ ვიცი ასეთი რა მოხდა იმ ოხერ კაფეში , მაგრამ რამდენადაც მილას ვიცნობდი, მგონია ტყუილად არ გაბრაზდებოდა ზოგადად კეთილი და მხიარული გოგონა.


7

სახლისკენ მიმავალ აღმართს აუყვა სვნებ_სვენებით. თან გზად მაღაზიის ვიტრინებს ათვალიერებდა. მოულოდნელად ერთ უცნაურობას მოჰკრა თვალი. აი უკვე მთელი თხუთმეტი წუთი იყო მოპირდაპირე ქუჩაზე ვიღაც შავქურთუკიანი საეჭვო კაცი მოჰყვებოდა უკან. ერთ_ერთ ვიტრინასთან შეჩერდა, ვითომ გამოფენილი სამოსი შეათვალიერა და სინამდვილეში იმ უცნაურ კაცს დააკვირდა. სარკესავით პრიალა კედელი მეტისმეტად კარგადაც კი ირეკლავდა მილას ინტერესის ობიექტს. წამით შეყოვნდა უცნობი. შემდეგ ალბათ იეჭვა, რომ მილამ დაინახა და ვითომ აქ არაფერი გზა ისე გააგრძელა. მოტრიალდა გოგონა და ახლა პირდაპირ გახედა გზის გადაღმა მიმავალს. თვალში მოხვდა კაცის ცეცხლისფერი , კეფაზე შეკრული გრძელი თმა.

_ უცნაურია, ვინ უნდა იყოს! ვიღაც მანიაკია ალბათ!_ ჩაილაპარაკა თავისთვის. _ თუ უკვე პარანოია დამეწყო ანტონიოს გადამკიდეს!
ისევ აღმართზე მიმავალს გახედა.

_ თითქოს ის არ მაკლდა, ახლა დანტეც დაემატა! არა, ორივე რომ ერთნაირად უცნაურია თან? ან იარაღი რად უნდათ? ან ეს ჰადესი ვინღა ჯანდაბაა?_ საკუთარ თავთან საუბრით გაერთო. უცნობი წითური სულაც გადაავიწყდა და გზა გააგრძელა.

_ კაცს რომ ჰადესი ერქმვა, ის ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნება!_ ბურტყუნებდა თავისთვის. და ახლა უკვე თავად იქცევდა გამვლელების ყურადღებას

_ ოხ ლუდმილა! მაინც რა მოეწონა ამ აუტანელ ანტონიოში ნეტავ, თან მისი გამოკვება რომ დამავალა დიდის ამბით! _ ისე იფერებდა ბებიის დავალებას, თითქოს ერთხელ მაინც შეესრულებინა და მართლაც გამასპინძლებოდა მეზობელს საკუთარი ხელით გაკეთებული ადამიანური ნამზადით.

კუთხის მაღაზიას გაუსწორდა. რამდენიმე ნაბიჯით გასცდა და გაჩერდა. უკან დაბრუნდა და შიგნით შევიდა. შიდა საცხობში ქურდულად იყიდა რამდენიმე გულსართიანი ღვეზელი. მალულად ჩაიდო ჩანთის სიღრმეში, ალბათ ისევ თავის გამომცხვარ ტკბილეულად უპირებდა გასაღებას და ღიღინით შეაბიჯა სადარბაზოში. საერთოდ არ შეუმჩნევია, როგორ შეჰყვა ის უცნაური წითური ბიჭი.

_ უკაცრავად!_ მიაძახა წითურმა, მაგრამ მილა არ გაჩერებულა.

_ უკაცრავად გოგონა!_ ხელი წაატანა უცნობმა ჩანთაზე. აქ კი გამოფხიზლდა ფიქრებში გართული მილა. წამით ახედა მოსაუბრეს და მასში ის მოთვალთვალე ამოიცნო.

_ შენ ხარ?_ ჯერ ხმადაბლა იკითხა შემცბარმა და შემდეგ წითურისთვის სრულიად მოულოდნელად, თავისი ყვითელი ქოლგის კაუჭი სწრაფად გამოსდო კოჭებში, საკმაოდ მაღალი ბიჭი ერთი ხელის გამოკვრით წააქცია, შემდეგ გაოგნებულს გონს მოსვლა არ აცალა. ერთი ხელით თმაში დასწვდა, მეორით კი ის ოხერი ქოლგა დასცხო და დასცხო გამეტებით. თან იმხელა ხმაზე აკივლდა, მიშველეთო, მიმიქარავს სახანძროს სირენა.

_ მილას ხმაა?_ თვალები ჭყიტა ანტონიომ.

_ მგონი ეგაა!_ თავი დაუქნია დანტემაც და ორივე სასწრაფოდ მოსწყდა აივანს. შეშინებულები ელვის სისწრაფით დაეშვნენ კიბეებზე და ისეთ სურათს გადააწყდნენ ადგილზე გაშეშდნენ.
მილას ვიღაც ბრგე ტანის კაცი კუთხეში მიემწყვდია და იმ უზარმაზარი ქოლგით გამეტებით სცემდა, თან უფრო გამეტებით გაჰკიოდა, გეგონება თავადვე სტკიოდა მძიმე ქოლგის ხის ტარისგან მიყენებული დარტყმები.

_ ტონი მგონი ეს გოგო არაა მთლად ნორმალური, არა?_ გადაულაპარაკა დანტემ გაოცებულ ანტონიოს. მისმა კითხვამ მაშინვე გამოაფხიზლა ანტონიო. გაცოფებულ გოგოს წელზე ხელი მოხვია და საბრალო მსხვერპლს ძლივს ააწიწკნა. მილა კი ისევ იქნევდა ქოლგას და გაჰკიოდა.

_ შე წითურო მელა, გგონია ვერ დაგინახე, რომ მითვალთვალებდი, არა? გგონია ვერ შეგამჩნიე , არა შე მანიაკო? მიიღე, აი ასე, მიიღე!

როცა "წითურ მელად" წოდებულმა თავი უსაფრთხოდ დაიგულა, ბიჭებისკენ მობრუნდა. საამაყო წითური თმა კუდიანივით გასწეწვოდა საწყალს.
.
_ გამაგებინეთ ვინაა და რას მერჩის ბიჭებო ეს კაპასი ჩიხუახუა?_ იკითხა გაოგნებული სახით.

მის დანახვაზე ერთდროულად აუტყდათ სიცილი ბიჭებს.

_ ღადაობ არა?_ გამოხედა დანტემ ხარხარით ანტონიოს, რომელსაც ჯერ კიდევ შებოჭილი ჰყავდა მოფართხალე მილა.

_ წარმოგიდგენია? ერთ დღეში ჰადესის ლეგენდარული ლანდების ორი კაცი მოინელა ამ შენმა "უმწეო" ბეღურამ!_ ხელები გაოცებით გაშალა დანტემ.

_ კეთილი იყოს შენი გამოჩენა ლუცი!_ გაეღიმა ანტონიოს.

_ შენ კიდე გაჩერდი ბოლოს და ბოლოს!_
მხიარული ღიმილით ჩამოხედა გაანჩხლებულ გოგონას და ფრთხილად დასვა ძირს.

_ მეგობარია გესმის? მეგობარი!_ მიუთითა წითურთმიანზე.

_ ანუ მანიაკი არაა?_ გაიოცა მილამ გულუბრყვილოდ.

_ ღმერთო შენ მიშველე!_ ჩაილაპარაკა ჯერ ისევ გაოგნებულმა ლუციმ და გრძელ თმაზე ხელი გადაისვა.


9

_ ამიხსნით, ეს გიჟი ვინ არის?!_ხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა ლუციენი, როცა საამაყო თმა წესრიგში მოიყვანა.
ვერ იტანადა, უბრალოდ არ შეეძლო, რომ თმა მოუვლელი და დასავარცხნი ჰქონოდა. რამდენჯერ შეუმჩნევიათ ბიჭებს. შუა დავალების დროს თმის სწორებაში გართული ნარცისი მეგობარი. ყოველ შესაძლო მომენტში, როცა სხვები ისვენებდნენ, ის სამოსს იწესრიგებდა. როცა სხვები, მაგალითად სიგარეტის მოსაწევად გამოძებნიდნენ წამებს, ის ჩექმებს იპრიალებდა. ასეთი იყო ლილუციენი და ამას ბიჭები დიდი ხმის წინ შეეგუენ.
სამაგიეროდ ერთგულება და მეგობრობა იცოდა შესაშური. არც თავგანწირვა იყო მისთვის უცხო.
_ მილა მეზობელია!_ თითით ანიშნა ანტონიომ ზედა სართულზე.
_ და მე რა დავუშავე?_ ხელები გაშალა გაოცებით ლუციენმა.
_ ხომ გითხრა, მანიაკი ეგონე!_ ჩაიხითხითა დანტემ.
_ რა მიგავს მე მანიაკის?_ წარბები მაღლა აზიდა წითურმა.
_ ნეტა შენ რა გაცინებს?_ გახედა დამცინავად ანტონიომ დანტეს._ ეს საერთოდ აბაზანაში დაამწყვდია!
მაშინვე ჩამოერეცხა სახიდან დანტეს სიცილი, სამაგიეროდ ლუციენი ახარხარდა.
_ ჩვენ რიგებში ხომ არ მივიღოთ ჰა? მგონი ძალიანაც გამოგვადგება!_ ჩაიცინა დანტემ.
_ მილას შეეშვით და ის მითხარით, რა დამთხვევაა, რომ ამდენი წლის შემდეგ ორივე ერთად დაბრუნდით._ ანტონიოს კითხვამ ბიჭები დაასერიოზულა.
_ სამიზნე გამოჩნდა! ჰადესი მის კვალზე გავიდა, არის დახმარებით მიაგნო და მე პირადად მოვედი ამის სათქმელად. ასე ყველაზე უსაფრთხოა!_ ჩამოჯდა ლუციენი_ რას იტყვით, ისევ გინდათ შურისხიება?
_ რა თქმა უნდა!_ დაუფიქრებლად დასთანხმდა დანტე. ანტონიომ კი ინსტიქტურად მაღლა აიხედა. არა, განა უარს ამბობდა?! წამითაც არ გაუვლია აზრად. უბრალოდ, რატომღაც დაენანა, რომ მილას დიდხანს, ან იქნება სამუდამოდაც ვეღარ ნახავდა.
_ აი ამიტომ არ უნდა მიეჩვიო ძმა ვინმეს! _ ფიქრებს მიუხვდა დანტე.
_ ეგ რა შუაშია?!_ წარბები შეიკრა ანტონიომ და აივანზე გავიდა .
"რა ხდებაო?" მხრების აწევით და სახის მიმიკებით ჰკითხა ლუციმ დანტეს.
_ მგონი ჩვენი უჟმური შეყვარებულია!_ ჩაეცინა მას.
_ შეწყვიტეთ სისულელეები!_ აივნიდანვე გამოსძახა ანტონიომ მეგობრებს.
_ ანტონიო ბლინები გინდა?_ მოესმათ მოულოდნელად მილას ხმა. ანტონიომ მაღლა აიხედა, გაეცინა, მიჩვეული იყო მილა რომ სულ დარაჯობდა, აიხედა და დაინახა ნახევარი ტანით ჰაერში გადმოკიდული გოგონა.
_ გასწორდი თუ ღმერთი გწამს, რას აკეთებ!_ ასძახა შეშფოთებულმა.
_ აჰაა, რა ვთქვი მე! არ გადმოვარდე საკვალელო!_ ენას მოუჩლიქა დანტემ დაცინვით.
დანტეზე გაბრაზებულ ანტონიოს ერთი მავნე იდეა დაებადა.
_ მილა ყველას გვინდა ბლინები!_ ასძახა მავნე ღიმილით მეზობელს. იმასაც მეტი რა უნდოდა. სწრაფად დაახვავა თეფშზე დახრუკული "სურიკენები" და კიბეზე ბედნიერი დაეშვა.

მილას მოტანილი თეფში მაგიდის შუაგულში იდგა. დანტე და ლუციენი ისე დასცქეროდნენ თეფშზე ახოხოლავებულ ბლინებს, როგორც შამანი დაჰყურებს წინ გაშლილ რუნებს გაურკვეველი მომავლის ამოკითხვის იმედით.
_ რა იყოთ, არ მოგეწონათ?_ ტუჩები დაებრიცა მილას._ ასე არ ეტყობათ, მაგრამ რომ გასინჯავდეთ, გემრიელები არიან!
_ შენ უკვე ჭამე?_ მოხედა დანტემ. მილამ თავი დაუქნია, მაგრამ რაღაც არადამაჯერებლად.
_ ვაა, და მაინც ცოცხალი ხარ?!_ გაიოცა ბიჭმა.
_აბა, აბა გოგონამ გულით მოგვართვა და არ ვაწყენინოთ!_ შეაგულიანა ანტონიომ მეგობრები. მათ ერთმანეთს გადახედეს თეატრალიზებული გამომეტყველებით.
_ მშვიდობით ძმებო, ჩემთვის პატივი იყო თქვენთან ერთად ბრძოლა!_ სრული ტრაგიზმით განაცხადა დანტემ და ერთი ცალი მუქიყავისფერი ბლინადხმობილი ამოუცნობი ობიექტი პირისკენ წაიღო. მოკბიჩა და დაუღეჭავად გადაყლაპვა სცადა.
_ შანსი არაა, მე ეს რაღაც პირში ჩავიდო!_ გაჯიუტდა ლუციენი. მილას მტრულ თვალების ბრიალს გმირულად გაუძლო და სამზარეულოდან გავიდა.
_ რა აუტანელი ბიჭია! შენ კი არ გგავს!_ ხელკავი გაუყარა მილამ დანტეს და ღიმილით შეაჩერდა.
_ მართლა? და მე როგორი ვარ?_ ჰკითხა დაბნეულმა ბიჭმა.
_ შენ თბილი და კეთილი!_ მილამ ერთი ბლინისმაგვარი კიდევ აიღო და დაბნეულ ბიჭს პირში სწრაფად ჩაუტენა.
ისიც დაუღეჭავად გადაყლაპა დანტემ და თავის ქიცინით გაეცალა სამზარეულოს.
_საბედისწერო ქალიაო რომ იტყვიან, სწორედ ესაა!_ უთხრა საკუთარ თავს. რომ არა მილა ამ საძაგლობას რა აჭმევდა აბა.

ის საღამო ერთად გაატარეს, გვიანობამდე ბიჭებთან იყო მილა. და როცა საღამოს გამოაცხადა ვახშამს მე გავაკეთებო, სამივე ხელებში ეცა. ამდენი ბიჭი ვართ და ერთ გოგოს ვერ მივხედავთო?! მილა დივანზე დასვეს უგვირგვინო დედოფალივით და სამზარეულოში შელაგდნენ.

_ მგონი გადავრჩით!_ ჩაეცინა ლუციენს.

_ ამ ჯერად გადავრჩით!_ დაეთანხმა დანტე და ანტონიოს ლურჯი წინსაფარი მოირგო.
ანტონიო კი იდგა და ცდილობდა ეს მომენტები ღრმად შეენახა მეხსიერებაში. გული უგრძნობდა მალე ყველაფერი შეიცვლებოდა.

_როდის გავდივართ?_ ბიჭები კარგად ამჩნევდნენ ანტონიოს მოწყენილობას .
_ არ არის აუცილებელი ყყველას წასვლა, ხომ იცი არა?_ დანტეს გულთან ახლოს მიჰქონდა მისი სევდა. კარგად ხვდებოდა, რა დარდიც აწუხებდა მის მეგობარს. ადრე, დაახლოებით სამი წლის უკან, თავადაც განიცდიდა მსგავს მიჯაჭვულობას ერთი გოგონას მიმართ, არად ჩააგდო გულის ძახილი და ისე დატოვა, არც კი გაუფრთხილებია დაბრუნდებოდა თუ არა და ზუსტად ერთი წლის თავზე, სწორედ იმ გოგოს ქორწილის დღეს, დაბრუნდა. გული მოუკლა საყვარელი ადამიანის სხვის გვერდით ხილვამ. მაგრამ რაც მოხდა გაკვეთილად მიიღო. აღარავის მიმართ გასჩენია მას შემდეგ მსგავსი გრძნობები. მაგრამ ის კი ახსოვდა, როგორ გაუჭირდა მაშინ უსიტყვოდ წასვლა
ანტონიომ თავი გააქნია უარის ნიშნად.
_ შურათვის!_ მხოლოდ ეს ერთი სიტყვა თქვა და ამით დაასრულა.

დილით მილამ საკუთარ აივანზე ნახა შურას აკვარიუმი. პატარა სასაცილო სუპერმენის რბილ სათამაშოსთან ერთად.
არც ოთახში, არც კარის წინ, არა, პირდაპირ აივანზე და გონება გაუნათდა. აი ვინ იყო თურმე პირველი წამიდანვე მისი გმირი. აი ვინ გადაარჩინა მაშინ. სწრაფად მობრუნდა და კიბეებზე სირბილით დაეშვა. დიდხანს აბრახუნა ანტონიოს კარებზე, დიდხანს ეძახდა, მაგრამ ბიჭები უკვე წასულიყვნენ.
იქვე კიბეზე ჩამოჯდა და გულიანად ატირდა მილა. ასეა ზოგჯერ მხოლოდ დაკარგვის მომენტში აცნობიერებ, რომ ეს დანაკარგი ძალიან ძვირფასი იყო შენთვის.

ღამის სიბნელეში მაღალ გალავანს გადაევლო ოთხი ბნელი ლანდი. კატებვით მოქნილად გაცოცდნენ მწვანე მოლზე და ჩრდილები საფარად იფარეს.
სახლამდე ისე მიაღწიეს, რომ წამით არ მიუქცევიათ დაცვის ყურადღება.
თავადაც კი უკვირდათ, ასეთი უნიათო დაცვა სად იპოვნა დიმიტრი არღვანმა.
მინისტრი კაცი იყო ბოლო_ ბოლო, თანაც ყოფილი სამხედრო და მწარედ პარანოიკი. არ შეეფერებოდა ამდენად არაპროფესიანალი დაცვა.
აი სწორედ აქ უნდა ეეჭვათ , რომ საქმე ბევრად ცუდად იყო, ვიდრე ეგონათ. მაგრამ რაც წინ ელოდათ, იმას აზრადაც ვერ გაივლებდნენ ლანდები. როგორც ოდითგან ყოფილა, ქართული ციხის სიძლიერე მხოლოდ შიგნიდან ტყდებაო, ახლაც სწორედ ასე იყო. იმ წამს, როცა სახლში შეაღწიეს, მახეში აღმოჩნდნენ. ოთხივე თაგვივით გაება ძველი მეგობრის მიერ დაგებულ ხაფანგში.
_ გაუმარჯოს ჩემს სტუმრებს!_ ირონია იღვრებოდა არღვანის ხმიდან._ რაო, არ ელოდით ასეთ გულიან დახვედრას არა? რამდენი ხანია გეძებთ და აჰა, ბოლოს და ბოლოს შევხვდით! ნუ იყურებით მასეთი გაოცებული თვალებით!
დიმიტრი ზომიერად დაკუნთული, საშუალოზე მაღალი, სიმპატიურის სახის, თანაც უზომოდ ცივი თვალების და უსიამო ღიმილის კაცი იყო. ერთი შეხედვით მისი გარეგნობა ნდობასაც კი აღგიძრავდათ, მაგრამ სული ჰქონდა ფსკერამდე ამომპალი. თუმცა ამას სულ არ დარდობდა, რადგან ფული მის ჯოჯოხეთს ბროლის ჭაღივით ანათებდა.
_ არიადნა ძვირფასო, არ მიესალმები მეგობრებს?!_ არიადნას ხსენებაზე სახე მოექცა ჰადესს.
_ არი? არა შეუძლებელია!_ ამოიგმინა კაცმა. ბიჭებიც დაიბნენ. არიადნა დასავით ჰყავდათ. ჰადესს კი მის გამო შეეძლო სამყარო დაენგრია და ამ ნანგრევებზე ფეხშველს ევლო. იცოდნენ ბიჭებმა ჰადესის უპასუხო სიყვარული მათი გუნდის ერთადერთი ქალის მიმართ. და იქნებ სწორედ ამიტომაც, არასდროს შეუხედავთ ამ ქალღმერთისთვის ისე, როგორც ქალს უყურებენ კაცები.
არიადნამ არად ჩააგდო ჰადესის სიტყვები. გვერდი აუარა და ანტონიოს წინ ჩაიმუხლა.
_ როგორ ხარ ანტონიო!_ გააოცა ბიჭი ქალის უცნაურად ანთებულმა თვალებმა. დაბნეულმა გადახედა ჰადესს.
_ მას ნუ უყურებ, მე შემომხეხე! _ ავადმყოფივით აუელვარდა არიადნას მწვანე თვალები.
_ არ მიყურებ არა?_ ფეხზე წამოდგა.
_ ყველაფერი შენი და მაგ შენი უაზრო სიყვარულის ბრალია!_ ახლა ჰადესს მიეჭრა ქალი.
_ სწორედ შენს გამო, არასდროს შემოუხედავს მას ჩემთვის, ისე როგორც მე მსურდა! _გაოგნებისგან ხმა ჩაუვარდა ანტონიოს. რას ამბობდა არი?! რას გულისხმობდა?!
_ შენ ხომ იცოდი! ხომ იცოდი?!_ დაეჯაჯგურა მხრებში ჰადესს არი._ ვიცი, რომ იცოდი! ეგოისტი ხარ შენ! მძულხარ და ყველა თქვენგანი მძულს!
მძულხართ!
_ არ შურას ხსოვნას ამას როგორ უკეთებ?_ ჰკითხა დანტემ იმედგაცრუებით. არიადნას გაეცინა.
_ შურა მოკვდა, წარსულში დარჩა! დასრულდა გესმის? ხოდა, დრო მოვიდა ყველაფერი დამთავრდეს!_ არიადნამ ოთხივეს ზურგი აქცია. ერთი ჯიუტი ცრემლი უჩუმრად მოიწმინდა, და ოთახი დატოვა.

ბიჭები იმავე სახლის ქვეშ სარდაფში, სპეციალურად მათთვის მოწყობილ საპატიმროში გამოკეტეს. ეჭვი არ იყო, არღვანი მათ სათავისოდ გამოყენებას ეცდებოდა, ძველებურად დაავალებდა რაღაც ძალიან საშინელს და უპატიებელს. ქვეყნისგანაც და მათივე სინდისისგანაც.

დაახლოებით ორი კვირა ელოდა მილა ბიჭებს უიმედოდ. იმედით უთვალთვალებდა ანტონიოს სახლს. და სწორედ მაშინ, როცა იმედი გადაეწურა, მეზობლის სახლს ნამდვილი ქალღმერთი ესტუმრა. ეჭვმა მარწუხივით მოუჭირა მილას გულზე. ქალი ისე თამამად შევიდა ანტონიოს სახლში, თითქოს ძალიან ახლობელი ვინმე იყო. კიბეზე დაეშვა მილა და მეზობლის სახლის ნახევრად ღია კარში დაუფიქრებლად შეაბიჯა.
ქერა ლამაზმანი ოთახებში დადიოდა და ინტერესით ათვალიერებდა ყველაფერს.
_ ვინ ხარ?!_მილას კითხვაზე უკან სწრაფად მობრუნდა და ხელი ჯიბისკენ წაიღო. მაგრამ პატარა ტანის სათვალიანი, გულუბრყვილო გოგონას დანახვისას გადაიფიქრა.
_ თავად ვინ ხარ საყვარელო?!_ შეუბრუნა კითხვა.
_ ადრე აქ არასროს მინახიხარ!_ თვალები მოჭუტა მილამ.
_ ადრე აქ არ ვყოფილვარ!_ გაეცინა ლამაზმანს.
_ ვინ ხარ და რა გინდა ანტონიოს სახლში? მოიცადე , იცი სადაა ანტონიო? რამე ხომ არ შეემთხვა?_ კითხვები მიაყარა გოგონამ.
ლამაზმანს ჩაეცინა.

_ მშვენივრადაა ბატონი გოვერი! არაფერი უჭირს!_ თან გაახსენდა, ნაწამები და დასერილი მისი სხეული. იარები სწორედ ამ დილით რომ პირადად მიაყენა ძველ მეგობარს. მეგობარს თუ ფარულ სიყვარულს?!
__ კარგი, გადაეცით, რომ ნაწყენი ვარ მასზე!_ მოულოდნელად უცნაურმა აზრმა გაუელვა მილას თავში. ვაითუ უჭირდათ რამე?! არა, ამ ქალის ასე გაშვება არ შეიძლებოდა.
სწრაფად აირბინა სახლში. ბოტასები და მუქი ქურთუკი გადაიცვა, თმა შეიკრა და მუქი ქუდიც დაიფარა. სარკეში ჩაიხედა კმაყოფილმა. ესეც კონსპირაცია, განა ასე არ იცმევდმენ ჯაშუშურ ფილმებში?!
აივნიდან დაუდარაჯდა უცნობი ქალის გამოსვლას და როგორც კი დაინახა, მაშინვე კიბეზე დაეშვა. წასულ მანქანას თვალი მიადევნა და იქვე მაღაზიასთან გაჩერებულ ტაქსიში ჩახტა.
_ იმ მანქანას გაჰყევი ძია! აი იმას, ნაცრისფერს!_ ტაქსისტმა ჯერ გაოცებით გადმოხედა და როცა მილამ ფულის სოლიდური კუპიურა დაანახა, უსიტყვოდ აედევნა მითითებულ მანქანას.სახლი, რომლის წინაც უცნობი ქალი გაჩერდა, აშკარად არ იყო უბრალო ადამიანის სახლი. ინტერესით მოათვალიერა მილამ გარემო. ჯერ შორიდან დააკვირდა, მაღალ ნაცრისფერ ღობეს, არა უფრო სწორედ, გალავანს. დაფიქრდა მილა რა უნდა ექნა. მისამართი კარგად დაიმახსოვრა, ვინ იცის რაში დასჭირდებოდა?!
შემდეგ უზარმაზარ ჭიშკარს მიუახლოვდა და შესაჭყეტ ადგილს უიმედოდ დაუწყო ძებნა.

_ რას აკეთებ გოგონა?_ დამდუღრულივით შეხტა. უკან მოიხედა და მაღალ სერიოზული სახის კაცს შეეჩეხა.
_ ჟურნალისტი ხართ?_ ზიზღით დაიღრინა კაცმა. მიხვდა მილა ჟურნალისტებზე აცრილი იყო უცნობი და თავი უარის ნიშნად გაუქნია.
_ მე სამსახურს ვეძებ!_ უპასუხა და მიამიტად დააფახულა თვალები, როგორც სჩვეოდა.
_ ააა, ირასგან ხარ აბა?! კარგი წამოდი!_ უარის თქმაც კი ვერ გაბედა მილამ. მორჩილად წაჰყვა უცნობს. მძიმედ დაიხურა ზურგს უკან კარები. ერთი კი მოხედა საწყლად მილამ უკვე მოჭრილ უკან დასახევ გზას, მაგრამ რაღა დროს?! თანაც თავისი მძაფრი ცნობისმოყვარეობა წინ ჯიუტად უბიძგებდა. ჰაერი ჩაისუნთქა გამბედაობის მოსაკრებად და სახლისკენ მამაცად შებრუნდა.


10


ადამიანის გარეგნობა ზოჯგერ ძალიან მატყუარა და ცბიერია. შეხედავ და ბრუტალურია, კუნთები მთა_გორებს მიუგავს, მაგრამ რეალურად კატის კნუტებს კვებავს ქუჩა_ქუჩა. ანდაც შეხედავ და ნამდვილი ქალღმერთია, თითქოს ამას რა ცოდვა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ყველაფერზეა წამსვლელი საკუთარი სიხარბის გამო და ხელების სისხლში გასვრა სულაც არ უჭირს. ანდა სულაც უმწეო ბეღურას ჰგავს, მრგვალი სათვალიდან მიამიტად აფახულებს თაფლისფერ თვალებს, საშიშიაო ვიღაცამ რომ გითხრას, გაგეცინება, არადა სიცოცხლეს გასწირავს მეგობრებისთვის. ასე რომ არასდროს ენდოთ გარეგნობას. ის ვერაფერს მოჰყვება საკუთარ პატრონზე იმის გარდა, რომ წარმოაჩინოს ის ესთეტიურად, ანდაც უსიამოვნოდ.

_ სად წახვედი გოგონა?_ უკან მოიხედა მაქსიმემ, ასე ერქვა ბატონი დიმიტრის დაცვის უფროსს. რომელსაც მილა სახლთუხუცესთან მიჰყავდა.

მილა კი სასადილო ოთახის ოდნავშეღებულ კართან გაყურსულიყო და მაგიდასთან მსხდართ ყურადღებით უსმენდა.

_ სადაა სანდრო, არ მოვა?_ ჩუმი უსიამო ხმა ჰქონდა მაგიდის თავში მჯდომ ასეთივე გამომეტყველების კაცს.

_ არ მოვა, როგორც ყოველთვის!_ ჩაილაპარაკა მილს ნაცნობმა ლამაზმა ქალმა უინტერესოდ._ ბიჭს მერეც მივხედავთ, ახლა ის მითხარი, იმათ რა ვუყოთ, ჩვენს სტუმრებს?!

_ როგორც კი დავალებას შეასრულებს შენი ძვირფასი გოვერი, მაშინვე ყველას თავიდან მოიშორებ!_ ზიზღით უპასუხა კაცმა.
ანტონიოს ხსენებაზე ჭუჭრუტანას აეკრა მილა და მგონი სუნთქვაც შეწყვიტა.

_ ყველას? მაგრამ შენ ხომ..
_ აშკარად არ ესიამოვნა მისი პასუხი ქალს.
_ რა, რამის იმედი გაქვს მასთან? ისევ გგონია, რომ დაიმორჩილებ?_ ცივად გაიცინა კაცმა. უხმოდ მხოლოდ ტუჩებით.

_ ერთხელ დაშვებულ შეცდომას აღარ გავიმეორებ! ყველას ერთად მოვიშორებ და საბოლოოდ დავისვენებ!_ მუჭი დაჰკრა მაგიდას.

_ აქ რას აკეთებ გოგონი?_ მხარს უკან დაიღრინა ხმამ და მილაც ისე შეხტა, როგორც საოცრებათა ყუთიდან ჯეკი ამოხტება ხოლმე.

._ რა ლამაზი სახლია!_ გაოცებული და მიამიტი სახე მიიღო გოგონამ.

_ კი ლამაზია, მაგრამ ეგ შენ არ გეხება, შენი საქმე სამზარეულოა!_ თვალები დაუბრიალა მაქსიმემ და გამომყევიო ანიშნა.
" სამზარეულოო? რაღა მაინცდამაინც სანზარეულო?!" გაიფიქრა მილამ, მაგრამ არაფერი უთქვამს. მართლა სამუშაოდ ხომ არ იყო მოსული. მხოლოდ საკუთარი ეჭვის და წინათგრძნობის შემოწმება სურდა.
სამზარეულოში რომ შევიდნენ, მილამ გაოცებისგან ლამის ჩაუსტვინა.

_ ეს მომსახურე პერსონალის ნაწილია! აქ იქნები! რაული ნახე, იცოდე სახლში უნებართვო გადაადგილება ყველასთვის აკრძალულია! გასაგებია?!_ ბოლო სიტყვებს თავალების საკონტროლო ბრიალი დააყოლა მაქსიმემ და მილა სამზარეულოში მოფუსფუსე ხალხთან დატოვა, რომლებსაც არც კი შეუმჩნევიათ მისი არსებობა.

_ გამარჯობა!_ მიესალმა მილა ყველას ერთად. მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია.

_ გამარჯობა, ვერ მეტყვით რაული სად ვნახო?_ ოდნავ მოუმატა ხმას, მაგრამ მაინც დააიგნორეს.

_ რაო, არ გელაპარაკებიან ზომბები?_ მოესმა ზურგს უკან მხიარული ხმა. მოიხედა დაახლოებით რვა_ცხრა წლის ბიჭი დაინახა. სამზარეულოს კარადაზე შემომჯდარიყო და სენდვიჩს მადიანად მიირთმევდა.

_ გამარჯობა!_ ახლა მას გაუღიმა მილამ.
_ გამარჯობა!_ გამოაჯავრა ბიჭმა _ ვინ ხარ?
_ მე მილა ვარ.
_ მილა!_ გაიმეორა ბიჭმა და კარადიდან ჩამოხტა.
_ საინტერესოა! და აქ რატომ ხარ მილა?_ წრე დაარტყა ბიჭუნამ

_ რაულს ვეძებ.
_ რაულს? იმ ყორანს? ფუ, აუტანელი ვინმეა!_ სახეზე ზიზღი გამოეხატა.
_ მართლა?_ დააკავარკვალა ლამაზი თვალები მილამ.

_ მომწონხარ იცი? რაულს მერეც ნახავ!წამოდი! _ ბიჭმა ხელი დაავლო და სამზარეულოდან გაარბენინა. დიდად არც მილა კვდებოდა ვიღაც რაულთან შეხვედრის სურვილით. სახლის დათვალიერება უფრო ეწადა. იქნებ ბიჭები ეპოვნა.

_ კი მაგრამ მე მითხრეს, რომ სამზარეულოს არ უნდა გავცდე!_ ისე მოახსენა გოგონამ ბავშვს, როგორც რიგითი აბარებს ზემდეგს პატაკს.
_ რაულს საკუთარი წინსაფრიანი ზომბების არმიის მეტი არავინ სჭირდება, აქ თუ დარჩები, შენც მაგათ დამგავსები იცოდე! იცი მაინც საჭმლის კეთება?! რაღაც არ გემჩნევა!_ რატომ არ ემჩნეოდა ნეტა? ვერ მიხვდა მილა.
_ წამოდი ჩემს ოთახს გაჩვენებ! გინდა ვითამაშოთ!
_ რა გქვია?
_ სანდრო. უფრო სწორედ ალექსანდრე, მაგრამ მძულს ეგ სახელი. ასე რომ სანდრო დამიძახე. უფრო ადამიანურია._ ბიჭუნა გაუჩერებლად საუბრობდა. მილა კი ამასობაში სახლს გამალებით ათვალიერებდა. ბავშვმა შეამჩნია მისი ინტერესი.

_აღარ შემიძლია აქ ცოვრება! მძულს ეს სახლიც და მამაჩემიც!_ გამოაცხადა სრულიად მოულოდნელად.
_ შენი მშობლები ამ სახლის პატრონები არიან?_ ჰკითხა მილამ, როცა ბავშვმა საძინებლის კარი მიხურა.
_ მშობლები? მე მშობლები არ მყავს!_ ჩაილაპარაკა მოღუშულმა.
_ როგორ, წამის წინ არ თქვი მამაო?
_ დედა მგონი მომიკვდა, მამა კი, ეჰ! _ ამოიოხრა და კარადა გამოაღო. მგონიო? როგორ შეიძლებოდა, არ სცოდნოდა დედის გარდაცვალება. გაოცდა მილა.

_ მოდი ნახე! ეს ჩემი საიდუმლო გასასვლელია! გინახავს ასეთი?_ მილას გაეცინა. ნარნიას გზა გაახსენდა. ეს ბიჭუნა აშკარად დიდი ფანტაზიორი იყო. ალბათ ნარნიას ერთ_ერთი ფანიც.
მაგრამ რამხელა იყო მისი გაოცება, როცა ბავშვის სიტყვები მართალი აღმოჩნდა. კარადაში ფარული გასასვლელი იყო და იქიდან კიბე ხვეულად ეშვებოდა სახლის სიღრმეში.

_ ეს რა კიბეა?_ ჰკითხა გაოცებულმა.
_ ეს საიდუმლო გზაა, თუ დამპირდები, რომ ცოტა ხნით დარჩები, მეთამაშები და ამ კარადაზე არავის ეტყვი, ჩასვლის უფლებასაც მოგცემ._ ბავშვი, ყველაზე ძვირფასი საიდუმლო რაც ჰქონდა, იმას ანდობდა მილას, ოღონდაც მისი დაინტერესება გამოეწვია. ნეტავ რამდნად მარტოსული იყო ამ სასახლეში ეს პატარა ბიჭი?!
_ მერე რაული? მაქსიმე?_ სანდროს ეშმაკურად გაეცინა.
_ მაგ ზომბებს ჰგონიათ, რომ ბავშვი ვარ! მაგრამ მე მათზე ყველაფერი ვიცი!_ ისე ნიშნის მოგებით ლაპარაკობდა, აშკარად ვერ იტანდა ვერც მამამისს, ვერც რაულს, ვერც მაქსიმეს.
_ რატომ ბრაზობ მათზე?_ დაინტერესდა მილა.
_მე და დედა ბათუმში ვცხოვრობდით ბედნიერად, ერთხელ დედა ცუდად გახდა, სხვა გზა არ ჰქონდა და მამას დაურეკა! მეც მაშინ გავიგე, მამა რომ მყავდა. მან კი აქ წამომიყვანა. მას მერე დედა არ მინახავს. არავინ არაფერს მეუბნება. მითვალთვალებენ და სახლში არ მიშვებენ. დედაზე არაფერი ვიცი!_ ისეთი სევდიანი ხმა ჰქონდა ბავშვს. გული დაეწვა მილას.

_ არიადნა ვინაა სანდრო?_ სხვას ვის ჰკითხავდა და ამიტომ ისევ ბავშვს გამოჰკითხა იმ უცნაურ საშიშ ქალზე.
_ არი! არი ალქაჯია. ბოროტი ალქაჯი. იცი რა უქნა ერთ ბიჭს? სულ დაკაწრა კლანჭებით, როგორც კუდიანმა. ჩუმად ვუყურებდი სარდაფში_ ბავშვის პასუხმა გააოგნა.
_ სად არის ის ბიჭი ახლა?_ პასუხის მოლოდინში გული აუჩქარდა.
_ აუ არ გინდა ვითამაშოთ? რამდენ კითხვას მისვამ?_ ბავშვს მობეზრდა უაზრო საუბარი.
_ მოდი აგენტობანა ვითამაშოთ, ჯეიმს ბონდის გადარჩენის მისია როგორ მოგწონს? ის ბიჭი, ვინც არიმ აწამა, საიდუმლო აგენტია, თუ დაეხმარები ისიც დაგეხმარება დედის პოვნაში_ ისე გამოდიოდა, რომ ატყუებდა ბავშვს , მაგრამ ხვდებოდა მილა, დრო არც ისე ბევრი ჰქონდა. სანამ მის არსებობას მოინაკლისებდნენ ბიჭები უნდა ეპოვნა. ისედაც ბედმა გაუღიმა სანდროს რომ შეხვდა. ახლა მხოლოდ ბედის იმედად ყოფნა აღარ შეიძლებოდა. მოქმედების დრო იყო.

_ ჯეიმს ბონდის ბედი ჩვენს ხელშია მილა!_ ჩაიაპარაკა და უცებ ბიჭმა და ისეთი ანთებული თვალებით მოხედა, წამით მილამაც დაიჯრა მისი სიტყვები.
_ შევიარაღდეთ!_ გამოაცხადა ბავშვმა. თავად საიდანღაც კისტის თოფი გამოაძვრინა, ხოლო მილას ბეიზბოლის რკინის ბიტა მიაწოდა,
_ უბრალო არ გეგონოს, ტაი კობის ავტოგრაფი აქვს!_ თვალი ჩაუკრა ბიჭუნამ.
ერთი კი გაიფიქრა გოგონამ: ტაი კობი ვინ ჯანდაბააო?! და ბიტა მხარზე გაიდო.
_ აბა, მისია დაიწყო!_ საპასუხოდ ჩაუკრა ბავშვს თვალი. საფრთხეში მხოლოდ საკუთარ თავს იგდებდა, თორემ სახლის პატრონის შვილს რომ თმის ღერი არ ჩამოუვარდებოდა კარგად იცოდა მილამ.
წამის შემდეგ ორი სასაცილო ფიგურა ლეგენდარული ლანდების რაზმის დასახმარებლად დაიძრა საიდუმლო სამალავის კიბეზე და ზურგს უკან საიდუმლო კარი მიიხურა.

სანახევროდ ჩაბნელებული სარდაფის ჭერში სპეციალურად ჩამონტაჟებულ რკინის კავებზე ეკიდა ოთხი სანახევროდ შიშველი კაცი. ოთხივეს აშკარად ემჩნეოდა დალურჯებები, სისხლჩაქცევები და დაზიანებები. მაგრამ მათგან სულ ნაპირას ამ დალურჯებების გარდა, კანზე ისეთი ნაკაწრები აჩნდა, თითქოს ველურმა კატებმა დაპორჭყნესო.

_ ჰმ, კაცმა რომ თქვას მშურს ამ ბნელის!_ ჩაილაპარაკა მის გვერდით ჩამოკონწიალებულმა წითურმა. სიტუაციის მიუხედავად რომ არ ჰკარგავდა იუმორის გრძნობას.
_ რა გშურს?_ დაინტერესდა დანტე.
_ ნახე რა ლამაზი შრამები აქვს! მეც მინდა ასეთი!
_ მოკეტე!_ გამოხედა ანტონიომ ავად.
_ მიყვარხარ ბეიბიი! მიაუუ!_ ენას არ აჩერებდა ლუციენი, თან ცდილობდა გაწეწილი თმები როგორმე მხარს უკან ლამაზად გადაეყარა.
_მოვკლავ ამ უბედურს!_ ისევ დაიღრინა ანტონიომ. ჩვეული გულგრილობა სადღაც დაჰკარგვოდა და თვალებს ავად აელვებდა.
_ მიდი მერე რა გიშლის ხელს, ფისო!_ მის ნერვებზე კალიასავით დახტოდა წითური.
_ გაჩუმდი შე წითურო სატანა!_ წიხლი მოუქნია ანტონიომ და ბარძაყში მწარედ ჩაარტყა.
არც ლუციენს დაუწყია დიდხანს ფიქრი, ისიც მაშინვე გაეპასუხა.
_ ვაიმეეე! ესენი სულ ასე ბავშვებივით რატომ იქცევიან ჰა?_ ჰადესს გახედა მათი ჯაჯგურით თავმობეზრებულმა დანტემ.

მაგრამ ჰადესი საკუთარ სევდიან საფიქრალში ჩაფლულიყო და მეგობრების კინკლაობას ყურადღებასაც არ აქცევდა.
ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მისმა არიმ მოუწყო. ჯერ ცრუ კვალზე გაიყვანა და ბოლოს ხაფანგშიც გააბა. კარგი, თუნდაც მასზე ნაწყენი ყოფილიყო ამათ რაღას ერჩოდა?! არა შეუძლებელი იყო არი ამდენად ბოროტი ყოფილიყო და მას ვერ შეემჩნია. თან რაო? გოვერი მიყვარსო?! აი ამას ვერ იჯერებდა ჰადესი. თუ ასე იყო, იქ ესპანეთში რაც მოხდა მათ შორის სულ ტყუილი იყო?! ახვანხვალებულ მეგობრებს გახედა. მაღლა აწეული მკლავებით ჯაჭვებზე ჩამოკიდებულები მაინც გამეტებით წიხლავდნენ ერთმანეთს, თან ლუციენი გოვერს აგიჟებდა და შიგადაშიგ კატასავით კნაოდა.
თვალები დახუჭა, სიმწრის ბურთი გაეხირა ყელში. ნუთუ ეს მათი დასასრული იყო?! მართალი ყოფილა შურისძიების სურვილს კარგი არავისთვის მოუტანია, მაგრამ რამდენჯერაც პატარა შურას დაბეგვილ სხეულს იხსენებდა არაფერს ნანობდა ჰადესი. ერთად იბრძოდნენ, ახლა ერთად მოკვდებიან. რა უნდა იყოს ძმებთან ერთად ღირსეულ სიკვდილზე უფრო სასურველი?! ამ ფიქრებში იყო გართული, რომ ბრახვანის ხმა მოესმა. თვალი კარისკენ გააპარა და ისეთი უცნაური სანახაობა წარმოუდგა თვალწინ, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა.
ერთმანეთის მხარდამხარ სათვალიანი პატარა გოგონა ხელში ბეიზბოლის ბიტით და გამხდარი ბიჭუნა ხელში სათამაშო თოფით იდგნენ და ყბაჩამოვარდნილები შესცქეროდნენ ანტონიოს და ლუციენის ჩხუბს.

_ რა ჯანდაბას აკეთებთ ბიჭებო?_ გაისმა მილას ბავშვური ხმა და ანტონიო მაშინვე მოეგო გონს.
_ ისაა, თუ მეჩვენება?!_ ისე იკითხა მილასთვის თვალი არ მოუშორებია.

_ ვინ ის?_ დაინტერესდა ჰადესი და მილა ინტერესით შეათვალიერა.

_ოოო ქოლგებით ბრძოლის ოსტატს სლამი!_ გაიკრიჭა ლუციენი.
_ ვისო?!_ უარესად დაინტერესდა ჰადესი.

_ ამ გოგომ ლუციენი სცემა, მე ტყვედ ამიყვანა და ანტონიოს გული მოპარა!_ დაუზუსტა დანტემ.
_ ვინ ხარ?!_ გაოგნებულმა ჰადესმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა მილას ბავშვური, მიამიტი სახე.

_გაიცანი ჰადეს, შენს წინაშეა ყველაზე ეშმაკი ბეღურა ბეთურათა მთელ საგვარეულოში!_ საერთოდ არ გასცინებია დანტეს. მთელი სერიოზულიბით გააცნო მილა რაზმის მეთაურს.


11


_ მილა? აქ რა გინდა? როგორ გვიპოვნე?_ გაოცებისგან შეცვლილი ხმით ჰკითხა ანტონიომ და თვალებში სითბო ჩაეღვარა.

_ მაგას მოგიყვები, მაგრამ ჯერ ის მითხარი ეს ჯაჭვები როგორ გავხსნა?_ მათთან ახლოს მივიდა მილა და ბეიზბოლის ჯოხი სანდროს გადააწოდა.
_ გამარჯობა!_ სანდრიმ თვალი რატომღაც ლუციენს დაადგა. მის წინ მივიდა და ქვედიდან ახედა.
_ ეს დიმიტრის შვილი არა?_ შეათვალიერა ლუციმ ბავშვი.
_ მე სანდრო ვარ! _ მაშინვე გაეცნო ბიჭუნა.

_ ას ბავშვი რაღას აკეთებს აქ?_ გახედა მილას ინტერესით.

_ სხვათაშორის ეს ბავშვი დღის გმირია, ის რომ არა, მე თქვენ ვერ გიპოვნიდით! მაგრამ ახლა ამის დროა? მითხრით რა გავაკეთო!_
ანტონიომ იქვე კედელთან მდგარ მაგიდაზე ალბათ მათ გასაღიზიანებლად დადებული გასაღები დაანახა. არი თითქოს დასცინოდა ყოფილ მეგობრებს. რა უნდა ყოფილიყო ლანდებისთვის იმაზე ირონიული, რომ ხსნა ხელის გაწვდენაზე ჰქონოდათ, მაგრამ ვერაფრით მისწვდომოდნენ.
მილამ სწრაფად დასტაცა ხელი გასაღებს და პირველი, რა თქმა უნდა, ანტონიოს გაუხსნა ხელები.
დაღლილი და დაჭიმული მხრები აამოძრავა ბიჭმა. თქმით არც ერთს უთქვამს, მაგრამ საკმაოდ მტკივნეული იყო რამდენიმე დღის მანძილზე ასე მაჯებით ჩამოკიდული ყოფნა. ჯერ ჰადესს გაუხსნა, მერე დანტეს. ლუციენს კი ისე აუარა გვერდი, თითქოს იქ არც ყოფილიყო.

_ მეე?_ იმ გაოცებული ბავშვივით იკითხა ლუციმ, ვისზეც განაწილებისას შოკოლადის ულუფა თავდება ხოლმე და არაფერი ერგება.

_შენ მანდ იყავი, როცა დაჭკვიანდები არის უთხარი, დაგვირეკავს და მოვალთ შენს წასაყვანად. _ ისეთი სერიოზული ხმა ჰქონდა ანტონიოს, ყველას გაეცინა მილას გარდა.

_ მართლა აქ ტოვებთ?_ იკითხა გაოცებულმა.
_ ეეჰ ნეტავ შეიძლებოდეს! მაგრამ გვიჩივლებს არღვანი!_ სერიოზულად ამოიოხრა ანტონიომ და მეგობარი გაუნთავისუფლა.

_ ახლა რა ვქნათ?_ დანტემ სანდროს ბიტა გამოართვა და ხელში დააბზრიალა.
_ აქიდან არღვანის გარეშე წავიდეთ?! ასე ახლოს ალბათ აღარასდროს მიგვიშვებს!_ იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა ჰადესმა.

_ და არღვანის ასაკს მნიშვნელობა ააქვს?_ გაისმა მოულოდნელად სანდრის მხიარული ხმა. ყველა ბავშვისკენ შებრუნდა.

_ მე თქვენ დაგეხმარეთ! ახლა ჩემთან ვალში ხართ! დედა უნდა მაპოვნინოთ!_ მტკიცე ხმა ჰქონდა ბავშვს და თვალებში ყოყმანი საერთოდ არ ემჩნეოდა.
_ რას ამბობს ეს ბიჭი?_ მილას მიუბრუნდა ჰადესი.
_ მამამისმა მისი თავი დედამისს მოსტაცა, სანდრომ არ იცის დედა სადაა და როგორაა._ ისედაც აჩეჩილი თმა აუჩეჩა მილამ სანდროს.
_ რატომაც არა?_ მაჯების სრესვით ამოუდგა მხარში მილას ანტონიო._ დიმიტრი შვილს კვალს თავისი ფეხით გამოჰყვება.
_ იცით რას ვფიქრობ? თუ ყველაფეილრი ისეა, როგორც ვფიქრობთ, მგონი უკვე კანონითაც დავამარცხებთ. და ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება. სანდრო მათალია დედამისი უნდა ვიპოვნოთ._ ანტონიოს დაეთანხმა ლუციც. ეს კი, დამიჯერეთ, თითქმის არასდროს ხდებოდა, თან ასე ხმამაღლა.

_წასვლის დროა!_ თავი დაუქნია ჰადესმა ბიჭებს.
_აქიდან როგორ გავიპარებით? _ ინტეესით იკითხა მილამ.
_ ჭკუა უკვე ვისწავლეთ, ასე რომ მოვახერხებთ რამეს!_ ჩაეცინა დანტეს.

მილას მხოლოდ აგენტებზე გადაღებულ ფილნებში ენახა ასეთი სცენები. ბიჭების უკან მიმავალ გოგონას ხელჩაკიდებული მიჰყავდა სანდრო , რომელიც თავისუფალი ხელით მთელი მონდომებით ბაძავდა ბიჭების საბრძოლო ილეთებს.
_ ვააა, ნახე? ნახე რა უქნა!
აუუ, უყურე? მილა ნახე?_ აღფრთოვანებული ბიჭუნა თვალს არ აცილებდა თუ როგორ უმკლავდებოდნენ ლანდები მამამისის ზორბა დაცვის წევრებს.

_ მეც მასწავლიან ჩხუბს?_ ეკითხებოდა აღფრთოვანებული ბავშვი , გაოცებისგან არანაკლებ სუნთქვაშეკრულ გოგონას. რომელიც მხოლოდ ერთს უყურებდა და თვალს არ აშორებდა. მის თვალში აქამდე ამოუცნობი და უცნაური ბიჭი ახლა უკვე მართლა ხორცშესხმულ გმირად მოჩანდა.

_ დანტე შენ კარებს მიხედე, ჩვენ ტრანსპორტს ვიპოვნოთ!_უთხრა ჰადესმა და დანტე მაშინვე გაქრა.

_ ოპააა! გამარჯობა ლამაზოოო!_ სადგომზე შესულებს მოესმათ უცებ ლუციენის აჟიტირებული ხმა.
_ ეს ნახეთ რაა!_ თავალებანთებული ათვალიერებდა, რაღაც უზარმაზარ ლურჯ პიკაპს.

_ რამ შეაყვარა ამას ეს ჯაბახანები ნეტა!_ გაეცინა ანტონიოს და ათრთოლებული ხელი საკოლექციო ჰარლის გადაუსვა მონიკელებულ დეტალებზე._ ვაა, არღვანი გემოვნებას არ უჩივის!

_ ამით წავიდეთ რაა!_ ბავშვივით შეეხვეწა ჰადესს ლუციენი. ჰადესი კი დაფიქრებული შეჰყურებდა სახლიდან სადგომში ჩასასვლელ კარს.

_ არი უნდა ვნახო!_მისმა სიტყვებმა ლუციც და გოვერიც ერთნაირად შეაკრთო.

_ ახლა?
_ ახლა! _ მტკიცედ თქვა ჰადესმა.
_ წადით, ბრძანებაა! მე თავად მოვალ, დახმარება არ დამჭირდება! _ პიკაპის კარი გააღო და სანდრო ჩასვა მანქანაში.
_ მოდი მილა!_ შემდეგ გოგონას უშველა.
_ მეც ვრჩები!_ გაჯიუტდა ანტონიო. მაგრამ ჰადესმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

_ ეს მარტო მე და არიადნას გვეხება! ამის გარეშე აქიდან ვერ წამოვალ!_ ანტონიო უკმაყოფილო სახით მიუჯდა მილას გვერდით და კარი დახურა. უცებ მანქანის ძარა მძიმედ დარახუნდა.

_ რას აკეთებს ას არანორმალური?_ უკან მოხედა ანტონიომ და გულიანი ხარხარი აუტყდა.
_ მარათლა რა მავნეა ეს ოხერი?!_ ჩაილაპარაკა ღიმილით. ლუციენს მისი მოწონებული მოტოციკლი მანქანაზე შემოედო და ბედნიერი სახით იბერტყავდა ხელებს.
_ ახლა კი წავედით!_ მალევე მიუჯდა საჭეს და მანქანა დაქოქა. მთავარ ჭიშკართან დანტეც შემოუერთდათ. ამ მომცრო ტანის გამხდარ ბიჭს მხოლოდ მისთვის ცნობილი ხერხებით გაეთიშა და იქვე ბუჩქებს უკან მიეწვინა ის დევივით მაქსიმე.

_ რა უქნა?_ ჩურჩულით ჰკითხა მილამ ანტონიოს.
_ ტკბილად დააძინა._ ღიმილით უპასუხა გოვერმა._ გაიღვიძებს ცოტა ხანში, არ ინერვიულო!
_ ეეე, ეს რა მაგარი რამე წამოგიღიათ?_ დანტეს არ გამოპარვია ლუციენის მონაპოვარი.
_ აბა მორალური ზარალის ასანაზღაურებლად არაფერი გვეკუთვნოდა?_ მხიარულად გაეცინა წითურს.
_ ჰადესი არისთვის დარჩა არა?_ ამოიოხრა დანტემ_ ეგრეც ვიცოდი, ასე ადვილად არ წამოვიდოდა!
_ რატომ გააკეთა არიმ ეს?_ იკითხა მილამ და მის კითხვაზე ყველა გაჩუმდა. რადგან მართლაც არ ჰქონდათ პასუხი.
რატომ უღალატა არიადნამ გუნდს? გაიფიქრა ანტონიომ.

_ მისი მიზეზი სისულელეა, ხომ ხვდებით არა? _ ისე უმისამართოდ იკითხა, თითქოს ყველასგან ერთდროულად მოელოდა დასტურს.
_ არის ჰადესი უყვარს, ამაში ეჭვი არასდროს შემპარვია! ვფიქრობ, ახლაც ექნება რაიმე, მხოლოდ მისთვის ნაცნობი, მიზეზი!_ საკუთარ თავს ესაუბრებოდა გოვერი, რადგან საპასუხოდ ხმას არავინ იღებდა.

ამასობაში, ლურჯი პიკაპი ქალაქის საზღვრებს გასცდა და გეზი სადღაც დასავლეთის მიმართულებით აიღო.

_ სანდრო ბათუმში სად ცხოვრობდი, სანამ დიმიტრი წამოგიყვანდა? _ ჰკითხა ლუციენმა ბავშვს. სანდრომ მისამართი უთხრა.

_ როგორ გგონია, დედა კარგადაა?_ ბავშვი მილასგან ელოდა სულ მცირე იმედს.
_ ვფიქრობ, კარგად იქნება, შენ არ ინერვიულო, ბიჭები იპოვნიან. აუცილებლად იპოვნიან დედაშენს! რა ჰქვია დედას და რა გვარია? მოგვიყევი რამე, რა მოხდა სინამდვილეში?_ დეტალები აინტერესებდათ, მაგრამ არ სურდათ, ისედაც განერვიულებულ ბიჭს, რომელიც ყველანაირად ცდილობდა არაფერი შეემჩნია, უარესად ენერვიულა. რა გაუგონარი ამბავი იყო, ავადმყოფი ქალისთვის ბავშვის წართმევა? ასეთი რამე მხოლოდ დიმირტი არღვამისნაირ მონსტრს თუ მოუვიდოდა თავში. იმის მაგივრად შვილის დედას დახმარებოდა, გამოდის სასიკვდილოდ მიატოვა?!
_ დედას ქეთო ჰქვია, დავითაძეა გვარად. მეც დავითაძე ვარ. ხოდა ბათუმში ვცხოვრობდით, ხუთი წლის უკან დედას ექიმმა უთხრა, რომ ცუდი ავადმყოფობა სჭირდა, რომ ოპერაცია სჭირდებოდა. ჩვენ არავინ გვყავდა, მარტო ციცინო ბებო, მეზობელი იყო ჩვენი. თავიდან, როცა ექიმთან მიდიოდა დედა, მე ციცინო ბებოსთან ვრჩებოდი. მაგრამ ბოლოს დედამ თქვა, რომ მე მამა მყავდა, მამა რომელსაც შეეძლო ეს ჩვენი ამბავი მოეგვარებინა. და დაურეკა. იმან თავიდან არ დაუჯერა და უყვირა. მერე ანალიზი გამიკეთეს, აი ის რომ იგებენ მართლა შვილია თუ არა და როცა დარწმუნდა, რომ დედიკო არ ატყუებდა, მოტყუებით წამომიყვანა. დამპირდა, რომ დედას დაეხმარებოდა, მაგრამ მომატყუა. მას მერე დედასთან ტელფონითაც კი არ მილაპარაკია. რამდენჯერმე გაქცევა ვცადე, ერთხელ მოვახერხე კიდეც, მაგრამ მაქსიმემ მომაგნო და უკან დამაბრუნა. თქვენ რომ არა, იმ ციხეს თავს ვერაფრით დავაღწევდი!_ ამოიოხრა ბავშვმა.
გაოცებულებმა გადახედეს ბიჭებმა ერთმანეთს. ასეთი რამ არსად მოესმინათ. რა დონის არაკაცი უნდა ყოფილიყო არღვანი, რომ შვილისთვის ეს გაეკეთებინა?! არა შურას მერე და იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მათ ამ ამბიციურ განდიდების მანიით შეპყრობილ კაცზე იცოდნენ კი არაფერი უკვირდათ, მაგრამ მაინც ხომ უნდა არსებობდეს ადამიანისთვის რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც საკუთარი სინდისი და ადამიანობა არ გაუშვებს?! მაგრამ არა, როგორც სჩანს არღვანის შუბლის ძარღვი გაწყვეტილი კი არა, საერთოდ არ ჰქონდა დაბადებიდან!

_ ნეტავ ჰადესი რას აკეთებს?_ ჩაილაპარაკა დანტემ და ფანჯრიდან აჩქარებული კადრივით ცვალებად ხედს მოწყენილმა გახედა.

ჰადესმა ნელა აიარა საფეხურები და სახლის მეპატრონეების საცხოვრელ ზონაში უჩუმრად შევიდა. არც ეშინოდა, რომ დაიჭერდნენ და არც ნერვიულობდა. მაშინ იმიტომ გაებნენ ასე სულელურად, რომ არის ენდნენ. ახლა მხოლოდ საკუთარი თავის და ინსტიქტების იმედად მოქმედებდა და არც ღალატის ეშინოდა. რამდენიმე ოთახის კარი ფრთხილად შეაღო, სანამ ის არ იპოვნა, რასაც ეძებდა.
სარკის წინ იჯდა არიადნა, გრძელი ქერა თმა მარჯვენა მხარზე ჩამოეყარა და ნელა ივარცხნიდა. სარკეში არ იყურებოდა, მწვანე ლამაზი თვალები ფანჯრის მიღმა ხეზე მოხტუნავე ჩიტისთვის გაეშტერებინა და სახეზე ოდნავი, ძლივს შესამჩნები ღიმილი დასთამაშებდა. კიდევ ერთხელ აუჩქარა გული ჰადესს ქალის სილამზემ.

_ გელოდებოდი!_ ისე თქვა არიმ, რომ უკან არც მოუხედავს.
_ მელოდებოდი?!_ ირონიულად ჩაეცინა ჰადესს. _რაო სადმე ამ ძაღლის დაცვას ხომ არ მალავ? ხაფანგების დაგება ყოველთვის შენი ძლიერი მხარე იყო!
ქალს სახეზე წყენის და ტკივილის ჩრდილმა გადაურბინა. სწრაფად მიბრუნდა უკან და თავზე წამომდგარ მაღალ და საოცრად სიმპატიურ კაცს უცნაური ბრაზიანი მზერით ახედა.
_ რა მიიღე სანაცვლოდ არიადნა? რა მოგცა არღვანმა ჩვენი ღალატის ფასი?
_ ყოველთვის აფექტური იყავი საყვარელო! ახლაც არაფერი შეცვლილა! იქნებ დაფიქრდე? მე რომ მდომოდა ახლა ცოცხალი არ იქნებოდით არცერთი!
_ შენ რომ გდომოდა?_ ისევ ჩაეცინა ჰადესს და ხელით ქალის მოშიშვლებულ მხრებსა და ყელს მოეფერა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეგონა, რომ ამ ქალის ერთი კოცნის სანაცვლოდ სამყაროს გაანადგურებდა, მაგრამ გამოდის ცდებოდა. ინსტიქტურად ყელზე შემოაჭდო გრძელი, ძლიერი თითები.

_ შენ იცი, როგორც ისჯებიან მოღალატეები!_ უთხრა ავად ქალს, მკლავზე მოკიდა ხელები არიადნამ. თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა, მაგრამ წამითაც კი არ შეშინებია.

_ როგორც სიკვდილმისჯილს, უკანასკნელ თხოვნას არ ამისრულებ ჰადეს?_ ჰკითხა და თვალებში შეხედა. სწორედ ისე, როგორც ჯოჯოხეთის განმგებელს, ჰადესს თვალებში ცივი ცეცხლი უელავდა. ბრაზი, ტკივილი, შურისძიების სურვილი და მაინც საოცარი ვნება და სურვილი. თანხმობის ნიშნად ოდნავ თავი დაუქნია.

_ მაკოცე!_ კი არ სთხოვა, უბრძანა არიადნამ.

მაინც რა უცნაური რამეა სიყვარული?! რაც არ უნდა დიდი იყოს წყენა საყვარელი ადამიანისგან, რატომღაც მაინც ყოველთვის პატიებისკენ ვართ მიდრეკილები. შენაგანად გვსურს რომ ვაპატიოთ, დავივიწყოთ, უბრალოდ თუ ადამიანი გამოცდილია, იცის რომ პატიება სულაც არ გამოასწორებს მოღალატეს. ხოლო თუ ახალბედაა ადამიანი აუცილებლად მისცემს მოღალატეს ერთ, ორ, სამ ან არ ვიცი, იმდენ შანსს, სანამ თავად სადღაც შინაგანად არ გადაიწვდბა.

ვერ ვიტყვი, რომ ჰადესი სულელი იყო, ანდაც გამოცდილება აკლდა, მაგრამ ძალიან უყვარდა არი, და შინაგანად ვერ იჯერებდა მის ღალატს. იმედი ჰქონდა, რომ ეს რაღაც სხვა რამე და ის, რაც ერთი შეხედვით სჩანდა.
ნელა დაიხარა საყვარელი ქალისკენ და ისე აკოცა, როგორც მხოლოდ ძალიან მონატრებულ საყვარელს ჰკოცნიან ხოლმე. მაცდური გველივით მოხვია არიადნამ ჰადესს მკლავები და კოცნაზე თავდავიწყებით უპასუხა.
ეს კოცნა, ხანგრძლივი და სულმოუთქმელი, კმაროდა, რომ ჰადესი საკუთარ ეჭვებში დარწმუნებულიყო.

_ გამაგებინე რა ხდება?_ ისე ჰკითხა, რომ სანტიმეტრითაც არ მოშორებია ქალს.
არიადნა ოდნავ უკან გადაიხარა. ჰადესს თვალებში ჩახედა და სერიოზული ხმით უთხრა.

_ იცი, რომ არღვანს პრეზიდენტობას უპირებენ?_ "უპირებენ?! " როგორი უცნაური და სასაცილო სიტყვა იყო ამ დემონთან მიმართებაში.
_ რას ნიშნავს უპირებენ?_ გაოცდა ჰადესი.
_ მის ფიქტიურ ოპოზიციასთან კოალიცია შექმნეს, შენც ხომ იცი რაზეა წამსვლელი ეს არაკაცი?! ამისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს. სხვანაირად ვერ დავაჯერებდი, რომ მისი ერთგული ვარ! თქვენი ღალატი უნდა დაეჯერებინა , ანტონიო მხოლოდ მეტი დამაჯერებლობისთვის გავხვიე ამ ამბავში! მოიცა!_ არიმ ხელი ჰკრა ჰადესს და ნაბიჯით მოშორდა.
_ შენ რა მართლა დაიჯერე?!
_ რთულია არ დაიჯერო, როცა დაბმულს გაწამებენ!_ ჯერ კიდევ ეჭვით გაეღიმა ჰადესს.
_ მაგას არ ვამბობ! შენ რა ჩემს სიყვარულში ეჭვი შეგეპარა და ჩემი სიტყვები დაიჯერე?!_ ისეთ ცეცხლს ჰყრიდა ქალი თვალებიდან. წამით იფიქრა ჰადესმა რომ
მივეკარო დამწვავსო.

_ იმ სულელმაც დაიჯერა?! სულ გაგიჟდით თქვენ არა!_ არიადნა გაცეცხლებული იყო. არც კი უფიქრია, თუ ბიჭები მართლა დაიჯრებდნენ მის დადგმულ სპექტაკლს.
იმაზე არ უდარდია, რომ როცა საკუთარი ხელით აწამებდა მათ არღვანის თვალში, ეს ოდნავ მაინც წყენად დარჩებოდათ ლანდებს. ასეთი ტკივილი ხომ მათთვის თამაში იყო, მაგრამ ჰადესის ღალატი?! ეს როგორ დაიჯერეს?! წამით მაინც, როგორ დაუშვეს?!
პატარა შურა არის ყველაზე დიდი მეგობარი იყო. პირველმა სწორედ არიმ იპოვნა იმ დილით მისი დასახიჩრებული სხეული. არა, როგორ დაიჯერეს, რომ არი შურას დაივიწყებდა და არღვანს ჩადენილს აპატიებდა?! მაგრამ იცოდა არიმ, რომ ასეთ ადამიანს ასე მარტივად ვერ დაამარცხებდნენ. ისეთი მამხილებელი მასალა სჭირდებოდათ, ისეთი ფაქტები, რომ არღვანი ვერსად ვეღარ გაქცეოდათ. არ დაუშვებდა ბიჭებს მის ბინძურ სისხლში გაესვარათ ხელები და როგორც ქვეყნის მოღალატეები ციხეში მოხვედრილიყვნენ.
ისიც იცოდა, მის გეგმას არც ერთი დაეთანხმებოდა, ამიტომ კარგად დაგეგმა ყველაფერი და საკუათარ გეგმას ნაბიჯ_ნაბიჯ მიჰყვა. კიდევაც გააბა ცბიერი დიმიტრი საკუთარ ხაფანგში. მაგრამ იმ პატარა გოგომ ყველაფერი ჩაუშალა. რას წარმოიდგენდა თუ ასეთი მიამიტი სახის, ბავშვური, გაწრიპული გოგო, ამდენს მოახერხებდა?!
_ არიადნა!_ მიუახოლოვდა ჰადესი. ქალმა ზურგი აქცია. _ არი! გვაპატიე კარგი!
შვებით მოეხვია და გულში ჩაიკრა.
_ ყველა კაცი ერთნაირია! სულელი, ეჭვიანი და აუტანელი!_ ჩაიღრინა ქალმა.
_ უბრალოდ ..._ გაჩუმდა ჰადესი. ვერ თქვა, რომ უბრალოდ ძალიან შეეშინდა. და შიშმა დაჯაბნა მასში საღი აზრი.

_ უნდა წახვიდე ახლა! დავინახე რაც გაუკეთა დანტემ მაქსიმეს! მაგრამ ვხედავ გამოფხიზლდა უკვე და ხალხს აგროვებს! წადი, სანამ აქედან გასვლა შეუძლებელი არ გახდება!_ მოხვეულ მკლავზე მოეფერა არი.
_ დარწმუნებული ხარ რომ საფრთხე არ გემუქრება?!_ მოაბრუნა ჰადესმა და ლოყაზე მოეფერა.
_ჰოდა პატარა თეატრი დავდგათ როგორც გვჩვევია!_ გაეცინა ქალს. ნაბიჯით უკან დაიხია და თავი გვერდზე გადახარა.
_მზად ვარ, მიდი!_ უთხრა და სიყვარულით გაუღიმა.

მაქსიმემ პირველი დიმიტრის ოთახს მიაკითხა, მშვიდად კითხულობდა ანგარიშებს ბატონი მინისტრი. როგორც სჩანს არაფერიც არ გაუგია. როცა მაქსიმემ მომხდარი აცნობა, გაფითრებული წამოხტა ფეხზე. ოთახიდან გამოვარდა და არიადნას საძინებლისკენ გაიჭრა. გული უგრძნობდა, მასზე პირველს მოღალატეს მოჰკითხავდნენ ლანდები პასუხს და არც შემცდარა
არიადნა ხალიჩაზე ეგდო გულწასული, სახე დალურჯებოდა და სახის ნახევარი საგრძნობლად შესიებოდა, ხოლო გამსკდარი ტუჩიდან სისხლი მოუჟონავდა.

_ გაიქცნენ, მაინც გაიქცნენ! სად ეგდე, სად ეგდემეთქი!_ გიჟივით ღრიალებდა გავოფებული არღვანი და მასზე ერთი თავით მაღალ მაქსიმეს აჯანჯღარებდა. რა ახლოს იყო სასურველთან, სულ ერთი ხელის გაწვდნაზე და ყველაფერი ხელიდან გაუსხლტა.
მაგრამ ჭკუიდან მას შემდეგ გადაბიდა, როცა ძიძამ მოახსენა, სანდროს გაუჩინარების შესახებ.

_ შვილი მომტაცეს მაგ არაკაცებმა!_ ღრიალებდა დუჟმორეული და ახლაც კი ვერ აცნობიერებდა, რომ რამდენიმე წლის უკან თავად ამაზე ბევრად საშინელი ტკივილი მიაყენა ქეთოს. ქალს, რომელიც ოდესღაც უყვარდა, მაშინ როცა ჯერ კიდევ ადამიანი იყო და ადამიანურ ღირსებასაც ამბიციებზე მეტად აფასებდა.



12


ვინ ხარ ?! 12
#ვინხარ

ბათუმში ჯერ უსაფრთხო ადგილი მონახეს და მილა და სანდრო საიმედოდ დააბინავეს. და მხოლოდ ამის შემდეგ ისე, რომ არ დაუსვენიათ ინფორმაციის მოსაგროვებლად წავიდნენ.

_ სანდრო მოდი აქ ერთ წამს!_ დაუძახა მილამ მათი მოლოდინის რეჟიმში ფანჯრიდან გადაყუდებული ბავშვი. მიხვდა ბიჭებს რომ ელოდებოდა და მოთმინება აღარ ჰყოფნიდა.

_ რამე მომიყევი დედაშენზე!_ სთხოვა და გვერდით მოისვა.

_ დედა ყველაზე კეთილი და ლამაზია, მართლა! ვიცი ყველა ბავშვი ასე ამბობს, მაგრამ დედა მართლა განსაკუთრებული ქალია! აი ნახავ და შენ თვითონ დარწმუნდები, თუ... თუ, რა თქმა უნდა...._ სანდროს ლამაზ თვალებში ცრემლი აუკიაფდა. ვერაფრით აიძულა თავი ისეთი სიტყვები ეთქვა, რომელთა მიღმაც გზა ზღაპრის კეთილი დასარულისკენ არ მიდიოდა.

_ არ ინერვიულო! ხომ ნახე რა მაგრები არიან არა?! აუცილებლად იპოვნიან დედას!_ თმაზე მოეფერა მილა. ცოტაც და თავად უფრო პირველი ატირდებოდა. ყურადღების გადასატანად საჭმელი მოიმიზეზა, მაგრამ იმ საფირმო სურიკენებით ბავშვს ხომ ვერ გამოკვებავდა?! ამიტომ ისეთი საჭმელი მოიფიქრა, რასაც შეწვა, მოხარშვა და ღუმელთან ურთიერთობა არ სჭირდებოდა. უბრალოდ სენდვიჩები მოამზადა.
სანდრომ სენდვიჩი მოკბიჩა და ცერა თითი ასწია მოწონების ნიშნად.
_ აუ, იცი დედა როგორ კარტოფილის ღვეზელს მიცხობდა ხოლმე?!

_ შენც გიყვარს კარტოფილის ღვეზელი?_ ბავშვივით გაუხარდა მილას. _ აი ჩემი ბებია ლუდმილა, ვისი სეხნიაც ვარ, რა ღვეზელს აცხობდა იცი? მასეთი არსად გამისინჯავს. სულ ოქროსფერებს, დაბრაწულებს.
მერე თავის სენდვიჩს დახედა მოწყენილმა.

_ აი მე კი არაფერი არ ვიცი!_ ჩაილაპარაკა სევდიანმა.

_ დედას რომ გაგაცნობ, ვთხოვ გასწავლოს გემრიელი საჭმელების კეთება ანტონიოსთვის!_ ბავშვურად გულწრფელად გაამხნევა სანდრიმ მილა. ლოყები გაუწითლდა გოგონას, მალულად საათს გახედა. უკვე ძალიან იგვიანებდნენ ბიჭები.

ბავშვის მითითებულ მისამართზე, სახლი გამოკეტილი დახვდათ. შემდეგ ის ნახსენები კეთილი მეზობელი მოიკითხეს. მაგრამ უთხრეს, რომ ციცინო ბებო რამდენიმე თვის უკან გარდაცვლილიყო. ხოლო ქეთო დავითაძე კარგა ხანია აღარ გამოჩენილა და მასზე არც არაფერი გვსმენიაო.

_ დანტე, შენი კავშირები უნდა დაიხმარო! აშკარაა არღვანმა ქალის გაქობაზე კარგად იზრუნა!_ გაბრაზებით ჩაილაპარაკა ანტონიომ.

_ სანამ ჰადესი ჩამოვა ეს საქმე უნდა მოვაგვაროთ. შენ კი მანქანაზე იზრუნე, რომ.._ უკან მოიხედა და ლუციენი კი ვეღარ დაინახა.

_ სად წავიდა ეს გადარეული?_ მოათვალიერა იქაურობა და მეგობარს თვალი ბამბის ნაყინის გამყიდველის ურიკასთან მოკრა.

_ ახლა ამის დროა?!_ ხელები გაშალა გაოცებით. დანტეს გაეცინა.

_ რა გინდა, ლუციენი ყოველთვის პოულობს პოზიტივს, მაშინაც კი როცა ყველაფერი ცუდადაა!
ამასობაში წითურმა სამი უზარმაზარი ფერადი ფუმფულა ნაყინი იყიდა და მეგობრებთან ბავშვივით ბედნიერი სახით დაბრუნდა. დანტემ მაშინვე ჩამოართვა ტკბილი ბამბის ქულა. ნახევარი მოაგლიჯა და ორი თითით ჩაიტენა პირში.

_ ჰა ბნელო! ნუ იბღვირები!_ ლამის ცხვირში ატაკა სპეციალურად მისთ ლვის შერჩეული ვარდისფერი ნაყინი.

_არაა, შენი გამოსწორება არ იქნება!_ ხელი აუქნია გოვერმა.

_ ეგ სერიოზულობა მოგკლავს შენ! რა ვიცი, საკმარისია ერთმა არსებამ გამოგხედოს და ღიმილად იღვრები!_ ისევ მავნედ ჩაუღიმილა ლუციმ,

_ მოკეტე და ჭამე რა!
_ თორე ვტყუი!_ თვალი ჩაუკრა დანტეს ბამბის ნაყინით პირგამოტენილმა.

_ მაგას თუ არ უნდა მე მომეცი!_ ხარბი ბავშვივით მიაჩერდა დანტე ანტონიოს ნაყინს. ხომ გაგიგიათ მსუნაგ და უცნაურად გამხდარ ბავშვებზე, სულ რომ ჭამენ და ვერ იზრდებიან? სწორედ მასეთი იყო დანტე. ყველაზე მსუნაგი ლანდი.

_ უნდა, როგორ არ უნდა?! უყურე!_ უცებ ლუციენმა მოზრდილო ქულა მოაგლიჯა ნაყინს და ანტონიოს ზედ ცხვირ_პირზე მიასრისა. წამოხტა და მხიარული ყიჟინით გავარდა მზით განათებულ ლამაზ ბულვარში.

_ ახლა მართლა მოკლავ ამ უბედურს და აქვე ბულვარის ცენტრში დავმარხავ!_ წამოენთო გაცოფებული გოვერი და ლუციენს უკან გამოუდგა.

_ ტომი და ჯერი! _ ჩაეცინა მხიარულად დანტეს_ თუმცა აქამდე ვერ გავიგე, ესაა ტომი და ის ჯერი, თუ პირიქით!
ნელი უდარდელი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს. წინ ყიჟინით ლუციენი გარბოდა და უკან სახემოთხუპნული გოვერი მისდევდა.

იმ წუთას ვისაც არ უნდა ეთქვა, რომ ეს უდარდელი ბიჭები ის ლეგენდარული ლანდები იყვნენ, არაფრით დავიჯერებდი და ჩავთვლიდი, რომ ამის მთქმელი უბრალოდ აფრენდა.

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დანტემ ქეთო დავითაძეს იქვე ბათუმში ფსიქიატრიულ განყოფილებაში მიაგნო.
ასე ხმამაღლა თუ ვიტყვი, რომ დანტემ საბუთები გააყალბა და თავი ქეთოს ნახევაძმად გაასაღა, ალბათ არ დამიჯერებთ, რადგან ამ ამბის 98% პროცენტი ისრც არ გჯერათ მგონი, ამიტომ ამით არაფერი დაშავდება.

დანტე უბრალოდ სხვაგვარად ვერაფრით მოახერხებდა კანონის ფარგლებში ქეთოს იმ დაწესებულებიდან დახსნას.
ქეთომ კი სიცარიელეს გაშტერებული თვალები მხოლოდ მაშინ მოაშორა უხილავ წერტილს, როცა გააცნობიერა, რომ შვილის ხმა არც ელანდებოდა და არც ეჩვენებოდა. კარგა ხანს ვერ დაიჯერა ციდან ღმერთის წყალობასავით მოვლენილი სასწაული. პერიოდულად ხელით ამოწმებდა სანდროს, ხომ მართლა ხდება ეს ყველაფერიო.
ქეთოს გონზე მოსვლას დრო დასჭირდა და ალბათ ათჯერ ამდენი დრო მის რეაბილიტაციას დასჭირდებოდა. და აი ბოლოს რა უამბო ქალმა ბიჭებს:

_ მე და დიმიტრიმ ერთმანეთი თხუთმეტი წლის წინ გავიცანით! მაშინ სამართალზე სწავლობდა და ოცნებობდა სამშობლოსთვის სასახელო ღირსეული ადამიანი ყოფილიყო. თავში ათასი იდეა და ოცნება უტრიალებდა და მიკვირდა კიდეც, როგორ შეეძლო ამ ოცნებებიდან არცერთი არ ნდომოდა ეგოისტურად მხოლოდ საკუთრად.
შემიყვარდა , თავდავიწყებით შემიყვარდა და უკან გავყევი. დავტოვე სახლი, მშობლები , ყველა და ყველაფერი მივატოვე. სწავლაც კი.
მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. მეგონა მას ვჭირდებოდი და თავს არ ვზოგავდი. გაგონილი გექნებათ ალბათ, რომ ყველა ძლიერი კაცის უკან ძლიერი ქალი დგასო. თავს ამ სიტყვებით ვიმშვიდებდი. ენერგიის უკანასკნელ წვეთამდე იხარჯებოდა და დღითიდღე ნაბიჯ_ნაბიჯ მიდიოდა მიზნამდე. თანდათან ჩემთვის აღარ ეცალა, სახლშიც აღარ მოდიოდა. ბოლოს იქამდეც მივიდა საქმე, რომ თავად თბილისში გადაბარგდა მე კი ბათუმში დამტოვა, იმ მარტივი მიზეზით, რომ უქორწინო მდგომარეობაში ყოფნა მისი კარიერისთვის საზიანო იყო. ხოლო ქორწინება კი მის იმჟამინდრლ მიზნებში სულაც არ შედიოდა. ერთ დღესაც ტელევიზორით გავიგე მისი და ცნობილი პოლიტიკოსის შვილის ნიშნობის ამბავი. სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი ეს არჩევანი რატომაც გააკეთა. მაშინაც, მიუხედავად დიდი ტკივილისა, მისი ოცნება და მიზანი საკუთარზე წინ დავაყენე და უმტკივნეულოდ გავუშვი. მთელი ეს წლები არც კი გავხსენებივარ. არასდროს მოუხდია ბოდიში და არასდროს გამოუხატავს მადლიერება.
როცა აღმოვაჩინე, რომ საყვარელი კაცისგან ორსულად ვიყავი. გამიხარდა. დავურეკე და გამაოცა მისმა ცივმა უხეშმა პასუხმა. როცა ვცადე მისთვის სიმართლე მეთქვა, გაეცინა.

_ ნუ იქნები ასეთი ბანალური ქეთო! _გამაწყვეტინა სიტყვა._ აბა შეხედე საკუთარ თავს, სად შენ და სად მე?!
აბა ამის შემდეგ მისთვის რამის თქმას აზრი ჰქონდა?! ამბიციებმა გააგიჟა და დაღუპა დიმიტრი. ამიტომ გავჩუმდი და გზიდან გადავეცალე.
სანდროს გაჩენა არსდროს მინანია. შვილმა ბედნიერებით ამავსო. და დიმიტრის მადლიერიც კი ვიყავი. მაგრამ როცა გავიგე, რომ მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა და როცა ყველაფერი ძალიან გართულდა, სხვა გზა აღარ დამრჩა. ვიფქირე, რომ მას ხელს საერთოდ არ შევუშლიდი, რადგან არაფერს ვითხოვდი იმის გარდა, რომ სანამ მე ფეხზე დავდგებოდი სანდრისთვის მიეხედა. მან კი ხომ ხედავთ რაც გამიკეთა?! _ ქეთო გაჩუმდა. ფიქრებით ისევ წარსულში იყო. იხსენებდა ყველაფერს და თავიდან განიცდიდა იმედგაცრუებას.

_ დედა არ ინერვიულო! დღეიდან სულ ერთად ვიქნებით! ესენი ყველაზე მაგარები არიან, დაგვიცავენ! ხომ ასეა?_ იმედით რატომღაც ლუციენსს გამოხედა ისევ. ბავშვი იყო და კაცმა არ იცის რომელი ბავშვური ინტუიციით, სწორედ ლუციენში ხედავდა რაღაც ძალიან ახლობელს და სანდოს. როგორც წესი ბავშვები არასდროს ცდებიან ადამიანების შეფასებაში. ასე იყო ახლაც.

_ იფიქრებდი ოდესმე, რომ მოსისხლე მტრის შვილს დაიცავდი?_ საუბრობდნენ საღამოს დანტე და ლუცი აივანზე.

_ მე არც იმას ვიფიქრებდი, ეს ბნელი თუ ასე დაუწყებდა ვინმეს ყურებას!_ ანცი ღიმილით დაჰყურებდა აივნიდან მილას ცქერაში გართულ ანტონიოს.

_ ამჩნევ არა?_ გაეღიმა დანტესაც.

_ მგონი ანტონიო პირველი იქნება !_ მზერა მოაშორა მეგობარს და შორს მოლივლივე ზღვას გახედა სევდიანად .

_ პირველი?_ ვერ მიუხვდა დანტე.

_ პირველი, ვინც ლანდად ყოფნას ყოფნას რეალურ ადამიანად ამჯობინებს!

_ ბეღურას გამო?

_ ხომ მიხვდი არა, რომ არც მთლად უბრალო ბეღურაა!

ასეა, რაც არ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი საქმე, ან მოსწონდეს ცხოვრება, რომელიც აირჩია, ყოველთვის დადგება წამი, როცა ვიღაც შეუყვარდება და ყველაფერი დანარჩენი აზრსს დაკარგავს. მიზნები და სურვილები თვისდაუნებურად შეეცვლება. ვერავინ გაექცა ცხოვრების ამ უცნაურობას, არც ლანდები იყვნენ გააამონაკლისი.

_ შენ რას აპირებ, როცა დრო მოვა?_ ინტერესით ჰკითხა დანტემ წითურს.

_ მე? მე წიგნს დავწერ!_ ისე მტკიცედ გამოაცხადა, რომ დანტემ გაოცებით გადახედა.

_ რას იზამ?

_ წიგნს დავწერ!_ თავი დაუქნია წინ გადაშლილ სივრცეს ლუციენმა და უცნაურად გაიღიმა.

_ წიგნს დავწერ ლანდებზე!

_მეგონა ანტონიო გვყავდა მწერალი?_გაეცინა დანტეს._ლანდებისთვის ორი მწერალი ცოტა ზედმეტი ხომ არაა? ჰმ, მერე რას იტყვი, ვინ ვარო?!ნამდვილ სახელს გაამხელ? მთელი ცხოვრებაა ასე ასაიდუმლოებ და ახლა გაბედავ თქმას ვინ ხარ?!

_ მაგაზე არ მიფიქრია?_ საჩვენებელი თითით ლოყა მოიფხანა.

_ ლუციენ ვანსერრა!_ ჩაილაპარაკა თვალმოჭუტულმა ცოტა ხნის შემდეგ.
_ ლუვიენ ვანსერრა.აი ამ ფსევდონიმს ავირჩევ,კარგად ჟღერს ხომ იცი.

_ მე მომინდებოდა მეყიდა ლუციენ ვანსერრას წიგნი!_ მხარზე ხელი დაუტყაპუნა დანტემ ოცნებაში წასულ მეგობარს.

ამ ამბიდან მეორე დღეს დაბრუნდა ჰადესი. შემოვიდა და მაგიდაზე სქელი საქაღალდე დააბრეხვა.

_ ეს რა არის?_ ანტონიომ ყურადღებით გადაათვალიერა საბუთები.

_ ოჰოოოო! მართლა?_ ამოხედა გაოგნებულმა ჰადესს.

_ საიდან ეს ყველაფერი?_ ჰკითხა მეთაურს.

_ ეს არის უკანასკნელი საჩუქარია!_ გაეღიმა ბედნიერად ჰადესს.

_ არი? _ ამოისუნთქა შვებით ანტონიომ.

_ ხოო, რა იყო ორმაგი, არა სამმაგი აგენტი ყოფილა ჩემი გოგო! ამ ყველაფერს აგროვებდა არღვანის წინააღმდეგ თურმე!_ გაეცინა ჰადესს და სავარძელში ჩაეშვა. თვალები უბრწყინავდა. გულიდან დარდი გადაყროდა.

_ რა ვიცი კი დაგვამსგავსა დაბეგვილ კატლეტებს!_თმა შეისწორა ლუციენმა.

_ სიკვდილი მაგ ურჩხულისთვის ხსნა იყო! არი მართალია, მაგ მძორის სისხლში ხელის გასვრა არ ღირდა!

_ სად არის ახლა არი?_ დაინტერესდა ლუცი.

_ ესპანეთში გაფრინდა და მოკითხვა შემოგითვალათ!

_ შენც მასთან წახვალ არა?_ გახედა დანტემ.
ყველა მიდიოდა თავის გზაზე. ყველას ჰქონდა მიზანი დანტეს გარდა. დანტემ არ იცოდა ცხოვრება როგორ გაეგრძელებინა თუ ლანდი აღარ იქნებოდა. ამ ბიჭებიდან მხოლოდ მან არ იცოდა თავისი ნამდვილი სახელი. საერთოდ რთულია უწარსულო ადამიანითვის აწმყოში ფესვების გადგმა და მომავლისკენ ყურება.

_ რატომ მოიწყინე ბიჭო!_ მხარზე მაგრად დასცხო ხელი ჰადესმა.

_ აი ეს კი პირადად შენ არიადნასგან!_ გულის ჯიბიდან თეთრი კონვერტი ამოიღო და დანტეს გაუწოდა. უნდოდ ჩამოართვა დანტემ გახსნა და პატარა ბარათი ამოიღო.
" კახეთი, სოფ. გ..... ნუკ... ჭაბა..... ოჯახს 1986 წელს მოპარეს ვაჟი და უთხრეს, რომ გარდაიცვალა." მხოლოდ ეს ეწერა ბარათში და ბავშვის დაბადების მოწმობა იდო. ხელები აუკანკალდა დანტეს.

_ ნუთუ?_ გამოხედა ჰადესს.
მეთაურმა თავი დაუქნია.

ორ კვირაში გასკდა სკანდალი, რომელმაც ყველა ახალი ამბავი გადაფარა და ქვეყანას კეთრივით მოედო.
საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ კანდიდატად წარდგენილი დიმიტრი არღვანი საკუთარ სახლში დააპატიმრეს და ბორკილდადებული გამოიყვანეს სამართალდამცავებმა. იმდენი დანაშაული ედებოდა ბრალად ბატონ მინისტრს თითებიც კი არ იყო სამყოფი ამ ყველაფრის ჩამოსათვლელად. მავანნი ამბობდნენ, რომ კოჭებშივე ემჩნეოდა რა მოხელე_ნაჩალნიკიც იყოო. მავანნი ამბობდნენ, რომ ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო.
მავანნი დუმდნენნ და მავანნი აქციებს მართავდნენ მრავალ ჭირნახულ რუსთაველზე. მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა, რომ დიმიტრი ციხეში ჩასვეს და კარი მინიმუმ 15 წლით გამოუკეტეს.

მისი ვაჟი, რომელსაც გვარიც კი არ მისცა მამამისმა, დედასთან ერთად გაემგზავრა ევროპაში. აწი ხომ ისედაც ევროპელები ვართ არა?!

ჰადესმა ესპანეთს მიაშურა, როგორც მიხვდით.

დანტემ საკუთარი წარსულით დაიწყო ცხოვრების შცვლა.

ლუციენმა სადღაც მშრალ ხიდზე ძველმანების ბაზარში მიაგნო ძველებურ ხელით საბეედ მანქანას. თავისი ლურჯი პიკაპის ძარაზე დადო და სადღაც ტყესი და მთებში დაკარგული სოფლისკენ აიღო გეზი, მუზების საძებნელად.

მილა ბებიამისისეულ სახლს დაუბრუნდა. თავის ყრუ თოვლივით თეთრ კატას და ოქროს თევს "შურასთან" და კულინარიის წიგნი იყიდა.
რათა ბოლოს და ბოლოს ბებიის ანდერძი აესრულებინა და სათანადოდ ეზრუნა მეზობლის კეთილი ბიჭის კვებაზე.

_ ანტონიოოო!_ ჩვეულად გადაეკიდა აივნიდან.
_ ნახე რა ლამაზი ბისკვიტი გამოვაცხვე.
აივანზე ფეხმორთხმით მჯდარი ბიჭი ზანტად წამოდგა და პირდაპირ აივნიდანვე აძვრა მეზობლის სახლში. ფეხშველმა შინაურულად გაიარა მისაღები და სამზარეულოში შეაბიჯა.
გაოცდა. მართლაც სრულყოფილი ბისკვიტი იდე მაგიდის ცენტრში. გაოცებულმა აწკიპა წარბები.
_ მართალი მითხარი! ისევ საცხობში იყოდე არა?!

_ გეფიცები, მე გამოვაცხვე!_ დასვრლ ლოყაზე გადაისვა მილამ ფქვილიანი ხელი. ანტონიომ დანა აიღო და პატარ ლამაზი ნაჭერი ჩამოაჭრა ბისკვიტს. მოკბიჩა და უსიტყვოდ გადაყლაპა. სახეზე კუნთი არ შერხევია.

_აბა!_მოუთმენლად ააბაკუნა ფეხები მილამ, რადგან მისი გამომეტყველებით ვერაფრით მიხვდა, მოეწონა თუ არა ბიჭს მისი ნახელავი.

_ მართალი ხარ, ლამაზია!_ მშვიდად უპასუხა ანტონიომ.
მილამ ინტერსით მოიტეხა ლუკმა და პირში ჩაიდო. წამის შემდეგ კი ზიზღით გადმოაფურთხა.

_ ფუუუ მარილია ცარიელი! ისევ ავურიე მარილი და შაქარი ალბათ!
_ნებდები?_ გაეღიმა ანტონიოს.
_ არასდროს!_ თავი გააქნია მილამ.

_ მძინარემ თუ გამოვაცხვე ფხიზელიც შევძლებ!_ ჩაილაპარაკა ჯიუტად და ბისკვიტს ისე დააჩერდა, როგორც ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეს. ანტონიომ თვალები გადაატრიალა.
ხელი ჩაიქნია და აივნისკენ წავიდა. ქუჩა მოათვალიერა და გაეღიმა.
რა იქნებოდა, რომ ერთ დღეს ამ სახლში ეს ვაიკონდიტერი და ძალადმაცხონე ბეღურა არ მოფრენილიყო?!

_ ანტონიოო!_ მიეტუზა მხარს უკან გოგონა.
_ ჰოო?
_ რა მინდა გკითხო იცი? ოღონდ დამპირდი, რომ სიმართლეს მიპასუხებ!
_ აბა?
_მითხარი, სინამდვილეში ვინ ხარ?!_ ანტონიომ ღიმილით ჩახედა ბავშვურ, მრგვალ და თაფლისფერ თვალებში.

_მოდი ყურში გეტყვი!_ უთხრა ღიმილით. მილა ფეხის წვერებზე აიწია და ყური მიუშვირა. ბიჭი მისკენ ღიმილით დაიხარა:
_ მე ვარ .... .....

დასასრული

ვე რა



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

და შენ ძალიან ძალიან კარგი მწერალი ხარ..წარმატებები და გილოცავთ ბარბარობას...

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Daldoni Daldoni
და შენ ძალიან ძალიან კარგი მწერალი ხარ..წარმატებები და გილოცავთ ბარბარობას...

მადლობა და მეც გილოცავთ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

ამ წუთს, ამ დროს შენ ხარ ერთადერთი საუკეთესო მწერალი. თითოეული მკითხველის გულში შემოჭრილი მზის სხივი ხარ❤️
გილოცავ ბარბარობას❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ქეთა
ამ წუთს, ამ დროს შენ ხარ ერთადერთი საუკეთესო მწერალი. თითოეული მკითხველის გულში შემოჭრილი მზის სხივი ხარ❤️
გილოცავ ბარბარობას❤️

მეც გილოცავთ, და დიდი მადლობა))))

 


№5 სტუმარი One

Ra kargi iyo)) vixalise)) ❤️

 


№6 სტუმარი ნანამია

მოკლედ შენ არც კი იცი რა პოზიტივი გოგო ხარ... უბრალოდ ცუდია ის რომ ყოველთვის ღამის საათებში მიწევს კითხვა და მთელი ხმით ვერ ვიცინი... მადლობა... ძალიან დამღლელი დღის შემდეგ შენი ისტორია მისწრება იყოოოო... მადლობა... ბარბარობას გილოცავ... იქნებ ნიკოლოზობისთვისაც შემოგვთავაზო ასეთი საყვარლობა...

 


№7 სტუმარი ზამირა

კარგი ხარ ვერა,ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ შენი ისტორიებით❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნანამია
მოკლედ შენ არც კი იცი რა პოზიტივი გოგო ხარ... უბრალოდ ცუდია ის რომ ყოველთვის ღამის საათებში მიწევს კითხვა და მთელი ხმით ვერ ვიცინი... მადლობა... ძალიან დამღლელი დღის შემდეგ შენი ისტორია მისწრება იყოოოო... მადლობა... ბარბარობას გილოცავ... იქნებ ნიკოლოზობისთვისაც შემოგვთავაზო ასეთი საყვარლობა...

მიხარია რომ მოგწონთ, მადლობა ))))

 


№9  offline წევრი Annia

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ეს იყო ყველაზე სასიამოვნოდ წასაკითხი “გაბუქებული” ისტორია რაშიც შენი ნიჭი და ულევი ფანტაზია ჩანს.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ვე რა

მადლობა, უბრალოდ ჩვენს ავტორ ბიჭებს ვეხუმრე, რადგან ყველას აინტერესებს მათი ვინაობა და ესენი არაფერს ამხელენ. მიხარია თუ კოგეწონათ.

 


№11  offline წევრი Lucien Vanserra

ვამაყობ საკუთარი თავით, როგორც ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირით laughing
( მგონი ნამეტანი თავმდაბლურად გამომივიდა smile laughing )

 


№12  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Lucien Vanserra
ვამაყობ საკუთარი თავით, როგორც ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირით laughing
( მგონი ნამეტანი თავმდაბლურად გამომივიდა smile laughing )

ხოოო ასეთი თავმდაბლობაც არ შეიძლება, მიჩვევა იცის ))))

 


№13 სტუმარი სტუმარი ნა ნა

ძალიან.ძალიან კარგად წერ.წარმატებები❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent