შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულო გალაქტიკები (3)


18-12-2023, 13:55
ავტორი ლიცია
ნანახია 525

ჩემს მოკრძალებულ ოთახში შევდივარ, სკოლაში ეს ჩემი და გალაქტიკების საყვარელი ადგილია, მაგიდაზე გადაკეცილი ფურცლები მხვდება ,,ფანჯარა გაგიწმინდეთ, რომ მზემ უფრო გაგათბოთ, ლეო და გიო’’, მახსენდება, როგორ ვიწუწუნე ჩემს მოუხერხებლობაზე, რომ ვერაფრით მივწვდი ჩემი ოთახის ზედა მინას და ჩემში მზის სხივებს სითბო მოჰყვება. ისევ ფურცელს დავყურებ, ჩემი ოთახის კარი, რომ სწრაფად იღება და მრგვალი თვალებით შემომყურებს ლეო, თითოქოს მთელი დღეა დარბის და ქანცგაწვეტილი ახლა ჩემთან მოვიდა,
-მიყვარს, ამოხეთქა ვულკანის ლავასავით, სათქმელი პირზე შემაშრა, გაოგნებამ მოიცვა ჩემი სხეული
-რა? ჰა?
- შეყვარებული ვარ, ოღონდ არავის უთხრათ
- ვშიშობ უკვე შენი ხმით ყველას გააგებინე
- რა? მართლა? - გიშრები უფართოვდება და პირზე ხელს იფარებს
- მოდი დაჯექი და მომიყევი,- მაღალი სხეული პუფში მძიმედ ეხეთქება, სახე ეცვლება და უსევდიანდება,
- ლილიან
- რა?
- ლილი მიყვარს - მეორე გაოგნების ტალღამ მომიცვა,
- ლილი?
- ხო ვიცი იმდენად დაუჯერებელია, რომ მეც ძლივს დავიჯერე - გიშრებს ღიმილი ანათებს.
- გინდა რომ მომიყვე ამის შესახებ?
- თქვენ იქ იყავით, როცა შემიყვარდა, ხომ იცით, რამდენი გოგო მყავდა, წესით... წესით არ უნდა მიჭირდეს თქმა, მაგრამ რომ ვხედავ სახე მიხურს და მუხლები მიკანკალებს.
- მე ძალიან გაკვირვებული ვარ, ეს როგორ მოხდა და როგორ გრძელდება. რა მოხდა რომ თერთმეტი წელია ერთად ხართ და ახლა შეამჩნიე? ამდენი წლის შემდეგ?
- როცა იმ სავარჯიშოს ვაკეთებდით, ხომ გახსოვთ უცნაურს, რაღაც დავინახე, მისი საოცარი თვალები და ლოყები,რომ უწითლდება ისეთი საოცარია მინდა სულ ვუყურო, მოვეფერო და ვუჩქმიტო-ხოლმე, - იღიმის, რაღაცნაირად წრფელად და ბავშვურად. ახლა ნამდვილად შოკი მაქვს, ამ სიტყვებს ვისმენ კალათბურთის გუნდის კაპიტანი ლეოსგან, სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭისგან, რომელიც კლასელ ბიჭებს ასწავლიდა გოგოს ,,დაკერვის’’ ხერხებს, და ახლა მუხლები ეკვეთება კლასის გენიოსის დანახვაზე, რომელსაც საკუთარ თავში სწორედ ის სძულს, რომ ლოყები უწითლდება.
- მეგონა ასეთი რამეები მხოლოდ წიგნებში ხდებოდა
- სხვათაშორის მეც - გამხიარულდა უცებ, - მაგარია არა?
- ლეო მე ...
-არა არ გადამივლის
- სხვა რამის თქმა მინდოდა
- ბიჭები დამცინიან, რო ვამბობ რას ვგრძნობ, მამაჩემი მეუბნება ბავშვურია და გაგივლისო, არ გამივლის გესმით?! გაციებული კი არ ვარ, მიყვარს!
- გავიგე და მჯერა. დიდი სიამოვნებით მოგისმენ
- მართლა?
- მართლა, მართლა. - სახე გაუბრწყინდა, - დამეხმარებით?
- ეს როგორ უნდა ვქნა?
- როგორ ვუთხრა, - ისე დაიწყო მოძრაობა სკამზე ვეღარ ეტევა.
- შენ როგორ გინდა რომ უთხრა?
- რომ არ დამიჯეროს?
- რასაც იგრძნობ იმ მომენტში ის უთხარი და იგრძნობს, რომ გულრწფელი ხარ, ალბათ ესაა ყველაზე მთავარი იმ მომენტში.
- იცით რა? აღარ გადავდებ- ადგილიდან უცებ წამოხტა და კარიკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.
- დაიცა, ჯერ იქნებ სათქმელი დაგელაგებინა
- გრძნობებს დალაგება რად უნდა ესაა რაცაა.
- მართალი ხარ- ვპასუხობ გაოცებული ღიმილით. კიდევ ერთი გაკვეთილი მივიღე ჩემი თინეიჯერი მეგობრისგან. კიდევ ერთხელ მოიცვა ჩემი არსება ბედნიერმა გაოცებამ. კარს აღებს და ჩემსკენ ტრიალდება, ისევ იღიმის, ანათებს, ისეთი სუფთაა.
- ლილიან
- გისმენ ლეო
- ახლა მადლობა უნდა გითხრა, მაგრამ ზედმეტად მებანალურება, ამიტომ გისურვებ შენც ჩემსავით სავსე იყო, ისეთი სავსე, რომ სხეულში ვეღარ ეტეოდე, ისევე, როგორც მე ახლა.
- მგონი ეს უფრო ბანალურია ლეო,- არ შევიმჩნიე ჩემში არსებული ბნელი სივრციდან წამოსული და თვალის ჯებირებთან მოხეთქილი ცუნამი, ცხვირი ამეწვა, - წადი ლეო
- მადლობა, რომ დამიჯერეთ, ახლა მეც დავიჯერე ჩემი თავის
- მადლობა, რომ მზრდი.
ახლა უკვე სევდიანად გამიღიმა და ყავისფერი კარი ზურს უკან მოიხურა, ან მე მომეჩენა ეს ღიმილი ასე, ან ეს ჩემი ღიმილი იყო, ის რასაც არ ვხედავდი და არ მინდოდა დამენახა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent