შენსკენ სავალი გზები თავი 18
-მამიკო მამიკო დედა რატომ არ მოდის? ინტერესით იკითხეს ტყპებმა. - იცით ჩემო ლომებო დედას მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და ვერ მოვა ნუ მოიწყენთ რა - მამიკო დედიკო იმიტომ არ მოვიდა,რომ აღარ უყვარხარ? (გიგი) - მამიკო რატომა დედა ასე გაბრაზებული შენზე?( გეგა) - გპირდებით რომ მამიკო ყველაფერს გააკეთებს, რომ დედიკოს სიყვარული დაიბრუნოს, ეხლა ჩემზე გაბრაზებულია, მაგრამ დამიჯერეთ ყველაფერს გამოვასწორებ. მოწყენილ ტყუპებს წამში ბედნიერება გამოესახათ თვალებში.წამში მიეჭრნენ სანდროს. - მამიდას სიხარულები როგორ არიან? ბიჭები სიხარულით გაიქცნენ ტასოსკენ,ჩახუტებით,კოცნით გული იჯერეს, მხოლოდ მას შემდეგ მივიდა ტასო ძმასთან - გილოცავ ჩემო ,,ბებერო ძმაო,, ხომ იცი როგორ მიყვარხარ? - ჩემო ფერია,მეც მიყვარხარ, მაგრამ რა დროს ჩემი სიბერეა ჩემო ეშმაკუნა,ვერ ხედავ რა სიმპატიური ძმა გყავს? - ვიცი ვიცი. ჩემი სასწაული ხარ შენ. მთელი დღე ბედნიერად გაატარეს ერთად.სანდროსთვის ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე იყო ,რადგან მისი ორი სასწაული არსება იყო მის გვერდით,ოჯახი გვერდით ყავდა და თან ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს.ნინას არ ყოფნასაც აღარ აღიქვამდა ისე მძაფრად., რადგან იცოდა რომ დღეიდან ყველაფერი სხვანარიად იქნებდა, ნინასკენ სავალ გზას იპოვნიდა და შეძლებდა საყვარელი ქალი გვერდით ყოლოდა. -ნინ დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა წამოსვლა? - ამაზე ნუ მელაპარაკები ნატა.წადი კარგად გაერთეთ, დარწმუნებული ვარ ბექა არ მოგაწყენს. - შენ რაღაც გჭირს და მიმალავ. ეხლა დროზე მომიყევი რა მოხდა? და არ გაბედო და არ მითხრა რომ არაფერი მომხდარა? - სანდროსთან ვიწექი. - რა? ნინა ხუმრობ? შერიგდით ანუ, და რატომ მალავთ? ან რატომ არ მოდიხარ? ან ცუდ ხასიათზე რატომ ხარ? - ცოტა ნელა ნატა არ შევრიგებულვათ. - მოიცა ეს რას ნიშნავს?სექსი გქონდათ მაგრამ .. - შენ მაინც ნუ დამიწყებ ჭკუის სწავლებას. ხო შეცდომა დავუშვი ემოციებს, ვნებას ავყევი.ეს არაფერს ცვლის სანდროსთან დაბრუნებას არ ვაპირებ. - საერთოდ გესმის რომ ურთიერთ გამომრიცხავ რაღაცეებს ამბობ? შენ ხომ ესეთი არ ხარ? შენ ხომ არასდროს არიდებ რეალობას თავს? თავს რატო იტყუებ? შენ კარგად იცი, რომ სანდროს არ ვამართლებ, მაგრამ არც შენი ქცევა ეხლა სწორი. - მასთან დაბრუნება არ შემიძლია ნატა. დავიწყება არ შემიძლია. - ნუ ართულებ გთხოვ. დიდი დრო გავიდა, მასთან დაბრუნება გინდა მაგრამ სიამაყე არ გაძლევს ამის საშუალებას, მინდა გითხრა რომ ეს სიამაყე კარგს არაფერს მოგიტანს.რაღაც უნდა დათმო ბედნიერებისთვის. - დღეს ნუ ვილაპარაკებთ ამაზე გთხოვ. ნახე მგონი შენი პრინცი მოვიდა. კარი გაუღე ,მე ჩემს ოთახში ვიქნები. - როგორი მშვენიერი ხარ ჩემო ქალბატონო? - თქვენც არაგიშვათ , ჩემთან შედარებით. - მოდი აქ და ნუ ფართხალებს. - გეყობა პომადა მომშორდება. - და ვინ გითხრა რომ კოცნა მინდოდა? - მოიცა ანუ ჩემი კოცნა არ გინდა? კარგი წავალ სხვას მოვიძიებ. ვითომ გაბრაზებით მიუგო ნატამ - მოდი აქ ჩემო გიჟო, წამებში დაეწაფა გოგოს ტუჩებს, გაჩერებასაც არ ჩქარობდა სანამ ნატამ არ გაჩერა. -ბექაა გაჩერდი რა ვაგვიანებთ. - რატომ გამომიწვიე? შენი ბრალია ეხლა კი ნუ წიკვინებ. - ნინა სახლშია, თან თუ ჭკვიანად იქნები შეძლება შენთანაც დავრჩე დღეს. ეშმაკურად აუციმციმდა ნატას თვალები. - არა რა რატომ მაწამებ? იცოდე ჩემს აპარტამენტში დივნაზე წოლას აღარ ვაპირებ,გაფრთხილებ ყველაფრისთვის მზად იყავი. - არც მითქვამს, რომ დივანზე გაწვენ, - ეს მომწონს. - ხოო აივანზეც მშვენიერი ფართი გაქვს თან ზაფხულია და მისწრებაა სუფთა ჰაერი. - არა რა გიჟი ხარ, მაგრამ ასეთი მიყვარხარ, ჩემო ალქაჯო. - სარგებლობ იმით რომ მეც მიყვარხარ ხომ? გზაში უამრავ რამეზე იკინკლავეს , მარტო მათ რომ იცოდნენ ისე. სულ სხვანარი სიყვარული იცოდა ორივემ განსხვავებული, ცოტა გიჟური, ცოტა უცნაური, მაგრამ მაინც უსაზღვრო. ზუსტად უსაზღვროდ უყვარდათ ერთამანთი. საღამო იყო როდესაც სანდროს სახლში მივიდნენ - სანდრიკო გილოცავ 34 წლის იუბილეს და ჩემს თავსაც ვულოცავ იმ წარმატებას, რომელსაც შენი 34 წელი გაძლება ჰქვია. ეს ჩვენგან ამ ქალბატონმა შეარჩია. იმედია კარგად გამოიყენებ ნაყოფიერად. - მადლობა ძმაო მოდით მოდით. - გილოცავ სანდრო . -დიდი მადლობა მიხარია, რომ მოხვედი. - მიდი ნახე საჩუქარი და მითხარი თუ მოგეწონება.სანდრომ კონვერტი გახსნა და იქ პარიზის ბილეთები დახვდა. - რა ჩაიფიქრეთ? ხომ იცი ნატა, რა ჯიუტია შენი დაქალი არ გამომყვება,ძალით ხომ არ ჩავსვამ თვითმფრინავში? - სანდრო რაიყო როდის დაბერდი ასე, რომ ფანტაზია ამოგეწურა? ძალით ვერ ჩასვამ მესმის ,მაგრამ მე რისთვის ვარ აქ? ეჭვი გეპარება, რომ მოვაგვარებ ამ საქმეს? ვითომ მოწყენით დაილაპარაკა ნატამ - არა მჯერა უკვე. - ხოდა ჩემი კნუტიც დამეხმარება. თვალი ჩაუკრა ბექას. - ზუსტათ ერთნაირები ხართ ორივე. ამიტომ არ მიკვირს ერთმანეთს ასე კარგად რომ გაუგეთ. - ვერ ხედავ რა კაცი ჩაიგდო ხელთ? რატომაც არა? - არა რა სანდრო ხედავ როგორ იცის თავის ქება? ამის გამო დაგსჯი იცოდე .ჩასჩურჩულა ბექას. - სანდრიკ გიო სადა რომ არ ჩანს დაურეკე? - წუთიწუთზე უნდა მოვიდეს. ტასოს ნერვიულობა დაეტყო იცოდა გიორგი მოვიდოდა გული გამალებით უცემდა, აივანზე იჯდა განმარტოებით თავში უამრავი ფიქრი უტრიალებდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ თავი არ უნდა დაეკარგა, მაქსიმალურად უნდა მოეთოკა გრძნობები. საკუთარ თავზე გაბრაზდა წამიერად, როდესაც დაფიქრდა, რომ მის გვერდით ლაშა იყო.კაცი რომელიც მას უზომოდ დიდ პატივს სცემდა და უყვარდა. არ ქონდა უფლება სხვა კაცზე ეფიქრა. - რას აკეთებს აქ ჩემი პრინცესა ? და მოწყენილი რატომაა? - სანნ არ მინდა ეხლა ჩემი პრობლემებით დაგამძიმო.დღეს შენი დღეა. - მოიცა რას ამბობ ეხლა? რა მნიშვნელობა აქვს რა დღეა და მეორეც შენ მე არასოდეს მამძიმებ შენი პრობლემებით. ხომ იცი მე ყოველთვის შენთან ვიქნები, როცა შეცდომას დაუშვებ და დაეცემი მე წამოგაყენებ ისევ ფეხზე. მე შენ იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე შენ გგონია, ეხლა აქ ზიხარ და იმაზე ხარ აფორიაქებული, რომ გიორგი მოვა და მას ნახავ. გუშინ მელაპარაკა , ყველაფერი ვიცი. ერთი რამე იცოდე კარგად დაფიქრდი რას, როგორ იზამ ამაზეა დამოკიდებული გიორგის, ლაშას, და შენი ცხოვრებაც.რაც უნდა გადაწყვიტო მე მხარს დაგიჭერ ყოველთვის. - სან არ ვიცი რა ვქნა? როგორ მოვიქცე? აქით გიორგი იქით ლაშა. ერთი რამე ვიცი ლაშას ვერ მოვექცევი ასე, ის ისეთი კარგი ადამიანია. - მჯერა რომ კარგი ბიჭია, დამიჯერე ვცნობ ადამიანებს, მაგრამ გახსოვდეს მისი კარგი ,ადამიანობა, არაფერს შუაშია სიყვარულთან. ,,ვუი მოდი ეს ძალიან კარგი ადამიაანია და ის შეიყვარეო,, ასე არ ხდება ტასო.გულში ჩაიხედე მთავრი ისაა შენს გულს რა უნდა, მთავრია ვინ არის შენ გულში. - მიყვარხარ ძამიკო - მეც ჩემო ფერია . წამოდი ეხლა სუფრას მივუსხდეთ .გიორგიც მოვიდა და . ყველანი სუფრას მიუხსდნენ , ყველა ბედნიერი იყო. ტყუპები ყველას აბედნიერებდნენ იმდენად ასხივევდნენ სიყვარულს და სითბოს. ბექა და ნატა ჩვეულ სტიქიში იყვნენ, სანდრო თავისი ვაჟკაცებით ტკბებოდა, გიორგი კი ტასოსკენ აპარებდა მზერას, ტასოც შესაბამისად ცდილობდა მისი მზერა დაეიგნორებინა. არც გიორგი იყო კარგ დღეში,ყველაფერს მისცემდა ეხლა, რომ მასთან ლაპარაკი შეეძლოს, მისი ჩახუტება , კოცნა. მხოლოდ ის იცის რომ არაფრით უნდა დანებდეს ბოლომდე იბრძოლოს საყვარელი ქალისთვის, ტასოს მაინც არავის დაუთმობს. გვიან საღამოს დაიშლნენ.პრველად ბექა და ნატა წავიდნენ. ბიჭები ბებია და ბაბუამ წაიყვანა დასაძინებლად.მხოლოდ სანდრო ტასო და გიორგი დარჩნენ. სიჩუმე ტასოს ტელეფონის ზარმა დაარღვია.. - გისმენ ლაშ. კარგი მაშინ გამოვალ - სან წავედი მე ლაშამ მომაკითხა. - კარგი ჭკვიანად იცოდე. - აჰამ. კარგად დაემშვიდობა ორივეს და ლაშას მანქანისკენ წავიდა - როგორ ხარ ტას? მოეხვია ძლიერაად შუბლზე აკოცა - კარგად კარგად. რატომ შეწუხდი? მეც შემეძლო წასვლა მარტო სახლში. - უხერხულია შენს ძმასთან მივულოცავ დაბადების დღეს თუ წინააღმდეგი არ ხარ.მინდოდა ვახშამზეც მოვსულიყავი ,მაგრამ არ მინდოდა შენთვის უხერხულობა შემექმნა, ვიცი რომ ეხლა არ ვართ ჯერ იმ ეტაპზე რომ შენი მშობლები გამაცნო. - რატომ ხარ ესეთი კარგი? წამოდი სახლშია სანდრო და შევიდეთ ტასომ სახლში შეიყვანა ლაშა , გიორგიმ როგორც კი დაინახა ტასოს გვერდით სხვა კაცი, რომელსაც მისი ხელი ეჭირა ბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა. ნეტავ შესძლებოდა ხელი ჩაევლო მისთვის და სადღაც შორს წაეყვნა ამ კაცისგან შორს, მაგრამ სრულიად უმოქმედოდ იჯდა და უყურებდა წყვილის საკუთარ თავზე გაბრაზდა ყველაფერი ხომ საბოლოდ მის მიერ გადადგმული ნაბიჯების და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი იყო. - სანდრო გილოცავ. არ მინოდოდა შემეწუხებინე ამ დროს მაგრამ აქამდე მოვედი და ისე ვერ წავიდოდი არ მომელოცა - მადლობა ლაშა.შემოდით ცოტა ხნით. - უკვე გვიანია ტასოს მივიყვან სახლში. - კარგით მაშინ დროებით გნახავ ამ დღეებში მამაშენთან შეხვედრა გვაქ.. - .მეუბნებოდა მამა რაღაც საერთო პროექტზე გვინდაო დალაპარაკება .გნახვ და გავარკვიოთ. - დროებით აბა.. გააცილა ტასო და ლაშა და შინ შებრუნდა გიორგისთან . სახეზე ეწერა ყველაფერი და ზედმეტის თქმას არც აპირებდა - იცი მეგონა დღეს ნინა მოვიდოდა მაგრამ... შენი მესმის მეც არ ვარ უკეთეს სიტუაციაში .შენ ჩემგან განსხვავებით არ დაგიშვია მიუტევებელი შეცდომები. ცხვირი ნუ ჩამოუშვი ასეთს არ გიცნობ. - უკვე აღარაფერი ვიცი ძმაო.შენ და ნინას საერთო შვილები გყავთ და დარწმუნებული ვარ დღემდე უყვარხარ გაპატიებს ადრე თუ გვიან. მე კი არ ვიცი ისევ ვუყვარვარ თუ არა . ნახე როგორ უყურებდა ? მგონია რომ ხელიდან გავუშვი ჩემი ბედნიერება. - შეიძლება ამას არ უნდა გეუბნებოდე,მაგრამ შენ ჩემი ძმა ხარ .არამგონია ტასოს უყვარდეს ლაშა უბრალოდ მისით მოხიბლულია. უნდა ვაღიარო კარგი ბიჭია შენ რომ არა დღესაც მივიღებდი სიძედ. - სანდროო - კარგი ხო რაიყო ვიხუმრე ცოტა მოეშვი . დრო მიეცი დამშვიდდეს, გაანალიზოს ყველაფერი.ჯობია თავი აარიდო რამდენიმე დღე.მეც მაგას ვაპირებ ზუსტად,არც შევახსენებ ნინას თავს,ტაქტიკა უნდა შევცვალო, ნახავს რა შემიძლია. ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა.ნინასგან დისტანცია ეჭირა,მხოლოდ ბავშვებთან დაკავშირებით თუ შემოიფარგლებოდა მათი დიალოგი, თავიდან ეუცხოვა ნინას ეს საქციელი, თითქოს გული დასწყდა სანდროს უყურადღებობაზე, მაგრამ თავს არ უტყდებოდა. სამსახურში საქმე კარგად მისდიოდა, ხავიერთანაც მოგვარა სიტუაცია და დისტანციას იცავდა მასთან, რაზეც აშკარა უკმაყოფილებას გამოთქვამდა მამაკაცი.ეს კი ნინას მართლაც ნაკლებად ანაღვლებდა. კაბინეტში იჯდა დიანასთან ერთად და ერთერთ პროექტს განიხილავდნენ, როდესაც დიანამ შეამჩნია მეგობრის უხასიათობა, ხვდებოდა ამის მიზეზი ვინ იყო და პირდაპირ უთხრა სათქმელი. - როდემდე აპირებ იმის უარყოფას, რომ სანდრო გენატრება და მისი ყურადღება მოგაკლდა, ამიტომაც ისეთი სახით მოძრაობ მზად ხარ ყველა გაგლიჯო შუაზე ვინც შენს სანდროს მიუახლოვდება. - წარმოგიდგენია 1 თვეა ლამის წესიერად არ მილაპარაკია მასთან და გუშინ ვიღაც ქალთან ერთად ბარში ერთობოდა. - რატომ გაინტერესებს თუ სულ ერთია შენთვის? თავისუფალი კაცია ვისთანაც უნდა იმასთან იქნება. - ხო ეხერხება ქალების შებმა კარგად - ნინა რა გინდა ბოლობოლო ჩამოყალიბდი. - მასთან ყოფნა მინდა დიანა, მაგრამ არ მაძლევს ამის უფლებას ჩემი სიამაყე. - ეგ სიამაყე სად იყო 1 თვის წინ, როდესაც მასთან იყავი? ეშმაკურად აუციმციმა თვალები დიანამ - მაშინ მხოლოდ ვნებას ავყევი თავი გაიმართლა ნინამ - ვნებას და გულსაც ძვირფასო. აღიარე სანდრო ერთადერთი კაცი იყო არის და იქნება შენს ცხოვრებაში, რომელსაც შენთან მოკარების ნება მიეცი. მოეშვი უაზრო სიმაყით გამართლებას ყველაფრის, თორემ ნახავ ვიღაც სხვა ჩაიგდებს ხელში შენს სანდრიკოს. - არ ვიცი დი. თან ხვალ უნდა გავემგზავრო პარიზში საქმიანი ვიზიტი რო გვაქ. ნატა არ მომყვება არაფრით.წასვლის ხასიათზე არ ვარ ხომ იცი. იქნებ წასულიყავით შენ და ილია თან მეორე თაფლობის თვეს მოიწყიბდით. - ვერა ნინ ლილი ცუდადა ვირუსი აქვს და ვერ ვტოვებ. მარტო შენ შემიძლია განდო ეგ საქმე. ჩვენი კონპანიის სახე ხარ . - კარგი კარგი წავალ. ბავშვები სანდროს მიყავს მშობლებთან ამ მხრივ მშვიდად ვარ. მეორე დილით ნინა პარიზში გაფრინდა და წარმოდგენაც არ ქონდა წინ რა ელოდა . გვიან ღამით უკვე სასტუმროს შესასვლელში იყო ნომრის გასაღები აიღო და დაღლილმა მიაშურა ნომერს.ნივთები იქვე დატოვა და პირდაპირ აბაზანისკენ გასწია, თითქოს დაღლილობა სადღაც გაქრა . პირსახოც შემოხვეული დაბრუნდა ოთახში, როდესაც ნაცნობი სურნელი იგრძნო ზურგს უკან. - გამარჯობა პატარავ - სანდრო კი მაგრამ აქ რა გინდა? როგორ? რატომ? რანაირად? - დამშვიდდი ნუ ფორიაქობ უბრალოდ მინდა შენით დავტკბე. დიდი ხანი გალოდინეთ ვიცი.აწი ვეცდები მალ მალე დავდო ახალი თავები. იმედია მოგეწონებათ.შენიშვნებს მივიღებ და გავითვალისწინებ. მადლობა რომ კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.