ნენე (9)
-სერიოზულად მეკითხები?-სახეზე სულ წითელი ვიყავი -ოდესმე შეილება რამე ისე გააკეთოთ ან ერთმა ძმამ ან მეორემ ისე რომ მეც გამითვალისწინოთ? თუ მე ნება და სურვილი არ გამაჩნია? ა ან გამაჩნია და თვენთვის არაფერს ნიშნავს. არ მიპასუხო!-პირი ჰქონდა გაღებული, მაგრამ გავაჩუმე-აღარ მაქ დღეს თქქვენი ოჯახის ნერვები, გეხვეწები გადი ოთახიდან-ხმა ამოუღებლად გავიდ,ა იცოდა რომ ჯობდა ამ დროს თავი დაენებებინა ხოლმე. მთელი ღამე საშინლად მეძინა, ერთი იყო ნერსეს ცოლობა და მეორე აი ამ ოჯახში ცხოვრება. ყველა ერთმანეთზე უარესი იყო, დედამთილი კონტრაცეპტივებს მტენიდა ჩემი ქმრის ზურგს უკან, მერე ვაჩე ჩემს ზურგსუკან ჩემი ოჯახის წევრებს ატერორებდა, თუ რაც ქვია. ყველაზე მთავარი მთელი ოჯახი მაფიოზები იყვნენ. ან მანიური ეპიზოდი მქონდა და იმიტო მივყვებოდი ამ კაცს ცოლად, ან სერიოზულად შეშლილი ვარ და ამას არანაიარი მედიკამენტი, ფსიქოთერაპია და ვერავინ დედამიწაზე არ უშველიდა. დილის 8საათი იყო მთელ სახლში ქაოსი რომ დაიწყო. მზადება მიდიოდა ქორწილისთვის, სახლში ვიხდიდით, მაგრამ როგორც ვაჩემ მითხრა 100 კაცი იყო დაპატიჟებული. ეზო უზარმაზარი იყო, ალბათ ყველა დაეტეოდა, მაგრამ მე ის უფრო მაშინებდა ამათი სამეგობრო წრე თუ იმავე საქმეში იყო გარეული, შუა ქორწილში რას უნდა დავლოდებოდი? როგორც წესი ქორწილი ჩხუბის გარეშე არ არსებობს. ეხლა წარმოიდგინეთ მაფიოზები იარაღით ხელში რომ იწყებენ ჩხუბს იქ რა ტრიალდება? სხვა ქორწილებში პოლიცია მაინც მოვა, ან სასწრაფო, აქ ვინ გამოიძახებს 112-ს? ჩახოცავენ ერთმანეთს. ვიცი, შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ აქამდე არასდორს მქონია შეხება ამ სამყაროსთან და მხოლოდ ფილმებიდან ვიცი რას ნიშნავს იყო მაფიოზის ცოლი. და ძირითადად მაფიოზებს ცოლებს ან კლავენ, ან აუპატიურებენ სამაგიეროს მიზნით, ან იტაცებენ ან რავიცი.. დედას უ*ავენ. და საერთოდაც უკვე ბევრ რაღაცაში ეჭვი მეპარებოდა რასაც მიყვებოდნენ. ძალიან მაინტერესებდა ვინ იყო ნერსეს ყოფილი ცოლი და მართლა რატომ გაშორდა. ამ ფიქრებში გართული ვიყავი ისევ ჩემი დედამთილი რომ შემოვიდა. -დილა მშვიდობის-უკან 2 მოახლე შემოყვა და საუზმე შემომიტანეს-როგორ გეძინა? -კარგად. -ჰმ-მომიახლოვდა და სახეზე ხელი მომკიდა-თვალები ჩაშავებული გაქვს. კარგი, ეშველება ამასაც. ხომ არ ნერვიულობ? -ჯერჯერობით არა. -მალე გაემზადე, ცოტახანში წახვალთ ხელის მოსაწერად. -ესე ადრე? -ნერსეს საქმეები აქვს ოფისში, რომლებიც ვერ გადადო. მალევე დაბრუნდება და მერე დაიწყება ქორწილი. -კარგი. -რაღაც მინდა გადმოგცე-მოახლეებს თვლაით ანიშნა გადითო და ისინიც გავიდნენ. -კონტრაცეპტვიების ახალი ტალღა?-დილით ფილტრი მქონდა გაფუჭებული ტვინში, დამავიწყდა ვის ველაპარაკებოდი. თუმცა ელენემ არც შეიმჩნია, მაგრამ ალბათ ფიქრობდა რომგ აუზრდელი ვიყავი. -ეს დედაჩემის იყო, მას ბებიაჩემმა გადასცა, მე მინდოდა ჩემი შვილისთვის გადამეცა როცა გათხოვდებოდა, მაგრამ როგორც იცი არ გამოვიდა-რობოტივით საუბრობდა. ქალი გარდაცვლილ შვილზე ყვებოდა, მაგრამ სახე გაყინულივით ჰქონდა. შეილება ბოტოქსის ბრალია, მაგრამ თვალებიდან ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია. ულამაზესი ყელსაბამი ამოიღო საშუალო ზომის ყუთიდან და მე გამომიწოდა. -ძალიან .. დიდი მადლობა ქალბატონო ელენე. -დედა-შემისწორა-მესმის თავიდან გაგიჭირდება , მაგრამ ასე უფრო დავახლოვდებით. შენ ჩემი შვილის ცოლი ხარ, შესაბამისად უკვე ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდი-თავი მაღლა აწია-უკვე სამხარაული ხარ-მალე გავიგებდი რას ნიშნავდა ამ გვარის ტარება ალბათ. -ნენე-ნერსე შემოვიდა ოთახში, ელენემ საყვედურით გახედა რომ არ დააკაკუნა. -დედა, დილა მშვიდობის. ორი წუთით დამტოვე მარტო ნენესთან. -მალე-ელენე ნელი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. -მოგწონს?-ყელსაბამზე მიმითითა. -კი, ძალიან ლამაზია. -ვიცი არ გიჟდები საკმაულებზე. დედა გეტყოდა, ხელს რომ მოვაწერთ ოფისში უნდა გავიდე-ისე რაის ოფისი? არა მართლა, ნარკოტიკებს იქიდან ყიდდნენ, თუ რა ჯანდაბას აკეთებდნენ ოფისში? ექსელის ფაილებში ავსებდნენ რამდენი ჩამოვიდა და რამდენი იყიდეს? -და ოფისში რას აკეთებთ? -ელა, ბიზნესიც გვაქვს მანქანების დაგავიწყდა?-და ალბათ იმ მანქანებში დებენ მერე საქონელს რომ ჩამოაქვთ. ან რა ვიცი, მომიტევეთ დილიდან ფანტაზიორობა დავიჩემე. -ჰო. არ ვიცი. -უხასიათოდ ხარ-მომიახლოვდა და ცალი ხელით თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა-რა ხდება?-ცოტა მკაცრად მკითხა. -არაფერი-ეგრევე ავარიდე თვალები-ცუდად მეძინა. -ჰმ-ისევ ამაწევინა თავი-ცოლო-გაყინული მზერით მომაჩერდა-შეილება ჯერ კიდევ კარგად ვერ გამიცანი, მაგრამ მე გეტყვი, რომ ტყუილები ჩემთან არ ჭრის. დეტექტორივით ვიცი როდესაც ოდნავ, პატარა ტყუილსაც მეუბნებიან. -დარწმუნებული ხარ?-გამომწვევად გავხედე. -კი. გინდა გამოვცადოთ? -მიდი. -გუშინ რო მოვედი და ვაჩესთან ერთად გარეთ იდექი ჩემზე ლაპარაკობდით?-ვირი. ან მთელ სახლში მოსასმენი აპარატურა ედგა, ან არ ვიცი საიდან ხვდებოდა ამდენს. ეგრევე ავარიდე თვალი, ხელი მოვიცილე სახიდან და უკან გავტრიალდი და ჩაცმა დავიწყე-აი ხედავ? -უკან გახედვაც არ მჭირდებოდა ისე ვხვდებოდი რომ იღიმოდა და ჭკუაზე არ იყო სიამოვნებისგან, რომ ყველაფერი იცოდა. -მიკვირს მაშინ აქამდე ვაჩე როგორ არ ცემე. -არა, მე ჩემს ძმას არასდროს ვცემ... ნუ მხოლოდ მაშინ როცა სერიოზულად ვით იქცევა და ჭირდება გამოსაფხიზლებლად. -ყველა მოძალადე ეგრე ამართლებს ძალადობას-ზედა გადავიცვი და მისკენ მივბრუნდი. -პირველივე დღიდან კბილებით იცავ ვაჩეს. -და ბოლომდე დავიცავ. კარგად იცი როგორც მიყვარს. -ვიცი, რო არ გიცნობდეთ ორივეს, მეგონებოდა რომ ერთმანეთი ცოტა სხვანაირად გიყვართ-მტკიცებით წინადადებას არ გავდა, თითქოს უფრო კითხვითი იყო. -ალბათ მეც. კარგი გადი ეხლა მაცადე მოვემზადო. *** იუსტიციაში ვიყავით მე, ჩემი ერთი ყოფილი კურსელი მაგისტრატურიდან თამარი, რომელიც მეჯვარედ გავიყოლე და ნერსე. მის მეგობარს ველოდებოდით, რომელიც აქამდე მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი იმიტომ რომ მუდმივად დაკავებული იყო. ალექსანდრე ერქვა და ბევრი რამ არ ვიცოდი მის შესახებ. მაგრამ ნერსესთან ძალიან ახლოს იყო. ნახევარი საათის დაგვიანებით მოვიდა, მოგვიბოდიშა და ხელის მოსაწერად შევედით. სულ 15 წუთი დაგვჭირდა და სიმარტლე გითხრათ ვერაფერი ემოცია ვერ ვიგრძენი , რადგან მხოლოდ ფურცელზე ხელის მოწერა იყო ჩემთვის. -გილოცავთ-ალექსანდრე ორივეს გადაგვეხვია-რძალო-გამიღიმა-აწი უფრო ახლოს უნდა გავიცნოთ ერთმანეთი. სირცხვილია, უკვე ჩემი ძმის ცოლი ხარ. -ჰო-არ ვიცოდი მეტი რა უნდა მეთქვა. ალექსანდრე ძალიან ჰგავდა ნერსეს, საუბრის მანერით, ქცევებით, ხასიათითაც კი. ამიტომ სულ ვეჭვობდი რომ ისიც ამავე საქმეშია ჩართული . ნერსეს სხვა მეგობრებიც ჰყავდა, მაგრამ რატომღაც არ მაცნობდა მათ ახლოს. დიდხანს აღარ გავჩერებულვართ, ალექსანდრე და ნერსე ოფისში წავიდნენ, მე და თამარი კი სახლში წამოვედით მოსამზადებლად. -ნერვიულობ?-თამარი თმას მიკეთებდა, კარგად გამოსდიოდა და მირჩევნოდა მას გაეკეთებინა ვიდრე ელენეს მოყვანილ პარიკმახერს, დამაგლიჯა მთელი თმები. -ისე რა. მგონია რომ ცოტა ვიჩქარე. -მე არ მგონია, რამდენი წლის უნდა იყო ბოლო-ბოლო. -წლოვანებას არ ვგულისხმობ. 3 თვეა რაც ახლოდან ვიცნობ. -ადრეც ხო იცნობდი? -ხო, მაგრამ... ადრე ჩვენი ლაპარაკი ძირითადად შემოიფარგლებოდა ჩხუბით ან ერთმანეთის ისტორიების მოყოლით.. ახლა ერთად მოგვიწევს ცხოვრება, ცოტა რთული ხასიათი აქვს და სამსახურიც ისეთი. შვილიც ჰყავს. -თუ ამდენს ნერვიულობ, უთხარი უარი. -კარგი დროსია-ხელი გავაშვებინე თამზე და მივუბრუნდი-როცა მასთან ვარ... ყველაფერი სწორად მეჩვენება, მაგრამ ჩემთან ერთად როცა არ არის, სულ მეფიქრება რომ შეცდომა დავუშვი. -ეს ნორმალურია, ჯერ ერთი დღეც არ არის გასული რაც დაქორწინდით. აი ნახავ, ამაღამ ყველაფერი შეიცვლება. -დენეგერატო-სახეზე გავწითლდი და გამეცინა. მერე სასუალება მივეცი გაეგრძელებინა თმის კეთება. -ვინები დაპატიჟე? -ნუ.. ვაჩემ სალომეს, ეველინას, რატის დაურეკა, გაუგზავნა მოსაწვევები. აქ ისე ვერ შემოვლენ. -ხო, დაცვა სულ მეკითხება ვინ ვარ ხოლმე და მერე ამოწმებენ რაღაცა სიას. ისე რამდნეი ფული აქვთ რომ ესე მკაცრად იცავენ სახლს?-თამარის ამ კითხვაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მან ხომ არ იცოდა სიმართლე მათ შესახებ. -არ ვიცი, არ მიკითხავს-ცოტა უხეშად გამომივიდა-ბევრი მეგობარი არ მყავს ხო იცი, არ მიყვარს ხალხმრავლობაც. უმეტესად ჩემი ოჯახის წევრები, ძველი კურსელები და შენ იქნებით. -ისე... ეს ალექსანდრე თავისუფალია? -ანუ? -ანნუ შეყვარებული ჰყავს? -თამარ-ეგრევე გავუტრიალდი გაოცებული-ეხლა არ მითხრა რო ალექსანდრე მოგწონს-გამეცინა, მაგრამ ამავდროულად შემეშინდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ მოსწონდა. -ნუ რავი ჯერ არ ვიცი. ჰყავს ვინმე? -მგონი კი-ტყუილი, აზრზე არ ვიყავი ვინმე ჰყავდა თუ არა. თამარი ჩემსავით ფსიქოლოგი იყო პროფესიით, ბაკალავრითაც და მაგისტრატურითაც. საკმაოდ ჭკვიანი ქალი იყო და ადამიანებს ადვილად კითხულობდა, ნერსეზეც არაერთხელ უთქვამს რომ ცოტა ბნელი პიროვნებაა, ოღონდ არა გაუნათლებლობის კუთხით, არამედ სულით. მეც რამდენჯერმე ვიღადავე ამაზე, რომ სერიოზულად არ ეფიქრა ამაზე. ვუთხარი რომ უბრალოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. ალექსანდრე სხვა საკითხი იყო, მასზე არაფერი ვიცოდი და არ მინდოდა, რომ ჩემი ერთადერთი მეგობარი ისევ ასეთი ცხოვრების მსხვერპლი გამხდარიყო. -კარგი, არაუშავს. იქნება და დაშორდნენ. მზად არის. ეხლა კაბა ჩაიცვი და ჩამოდი ქვევით-კაბა პომპეზური არ იყო, თეთრი და სადა. არ მიყვარდა ფუშფუშა კაბები, სულ მეცინებოდა ქორწილში პატარძალს რომ ვხედავდი რომელსაც მანქანის ბორბლის დიამეტრის ტოლა კაბა ეცვა და ბორბალივით მიგორავდა თავისი ფუშფუშელა კაბით საქმროსკენ. ან როგორ ცეკვავდნენ მერე ერთად? შუაში კაბა იყო და მერე მოდიოდა ქმარი. რა თქმა უნდა ელენე დიდად აღფრთოვანებული არ იყო ჩემი არჩევნით მაგრამ ვინ ეკითხებოდა. ქვევით რომ ჩავედი უკვე ყველა სტუმარი მოსულიყო. ძალიან ბევრი ადამიანი მოსულიყო, მაგრამ ჩემი ბიძაშვილები ეგრევე შევამჩნიე, პირდაღებულები მომჩერებოდნენ. დედაჩემს თვალები აუცრემლიანდა. ნერსე კიბის ქვევით იდგა და მოუთმენლად მელოდებოდა. ასეთი აქამდე არ მენახა, სერიოზულად ცქმუტავდა და ადგილზე ვერ ჩერდებოდა. კიბეზე სპეციალურად ნელა ჩავედი, მომწონდა მისი წვალება. ერთი საფეხურიღა მქონდა დარჩენილი ხელი რომ მომკიდა მაჯაზე და ჩამომიყვანა მალევე. მთელი საღამო სხვადასხვა სტუმრებს მაცნობდა, ძირითადად აღმოჩნდა, რომ ბიზნეს პარტნიორები იყვნენ, მაგრამ ახლოსაც მეგობრობდნენ. მალევე მოვიდა ალექსანდრეც. -ალექს, გაართე ცოტახანი ნენე, ჟანრი მოვიდა ვნახავ და მოვალ-მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა და ვიღაც კაცისკენ წავიდა. -როგორ მოგწონს დღევანდელი საღამო?-თავი 80-იანების ფილმში მეგონა, სადღაც მეჯლისზე ისე თავაზიანად მესაუბრებოდა. დავიბენი, რა უნდა მეთქვა? ჩემი ქორწილი როგორ მომწონს იმას მეკითხებოდა. სერიოზულად დარეხვილები არიან ორივე ძმაკაცი. -კარგია-მეც მაგარი პასუხი გავეცი. -რაღაც ვერ გატყობ. -ბატონო?-გამიკვირდა ასეთი ფამილარობა. -მოიწყინე, მალე წავა ეს ხალხი და შენი მეგობრები რო დარჩებიან მერე გავაჯაზოთ-გამეცინა, როგორც იქნა გამოვიდა როლიდან. -ხო შეილება. -ძაან უცხოდ ხარ. ჩემი ბრალია ამდენი ხანია ნერსე მეხვეწება გამოდი გაგაცნო ნორმალურადო და მე ვერ მოვიცალე. აუცილებლად გამოსასწორებელი ამბავია.მე და ნერსე ბავშვობიდან ვმეგობრობთ. შემილია ყველა მაგის საშინელი ისტორიები მოგიყვე-ზუსტად ამ დროს მოვიდა ნერსე და მხარზე ხელი დაადო. -საკმარისად გაართე აღარ გააგრძელო-ნერსემ დამცინავი ღიმილით გადახედა-არ გაბედო რამის მოყოლა. -ნწ, კიდევ რამდენჯერ მომეცემა შესაძლებლობა რომ შეგარცხვინო ცოლთან-თავი გააქნია და შამპანური მოსვა. -კიდევ ერთხელ თუ მოიყვანს, ფაქტობრივად სამჯერ-მეც კარგი მწარე ენა მქონდა. ალექსანდრეს გაეცინა, შამპანური კინაღამ გადასცდა. -კარგი იუმორის გრძნობა აქვს შენს ცოლს. ნენე, ნერსე ხო იცი არაფერს მიყვება შენზე. რამდენი ხანია ვიცი, რომ ვიღაც უყვარს თავდავიწყებით და არაფერს მიყვება. ხოდა ეხლა ყველაფერი უნდა გავიგო შენზე. ვაჩე, საერთოდ გიჟს გავდა თქვენი ერთად ყოფნის ამბავი რომ გაიგო, როგორც ნერსემ მითხრა სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ვინ არის ის ადამიანი, რომელმაც ორივე სამხარაული გადამირია. -დარწმუნებული ხარ რომ აქ გინდა ეგ მოგიყვე?-მეც ნელა-ნელა მეკიდებოდა შამპანური. -სანამ ეს ელიტა ხალხი არ დაიცლება, ჩვენ მაინც სხვა ვერაფრით ვერ გავერთობით, ამიტომ სხვა რა გზა გვაქვს? -არც არის ბევრი არაფეირ მოსაყოლი, გარდა იმისა რომ შენი მეგობარია მანიაკი, რომელიც არაფრით არ შემეშვა. -მე ვარ მანიაკი? გოგო, ბოლოს ვინ წამიყვანა სახლში? -ნერსე!-მხარში ჩავარტყი-რანაირად ლაპარკაობ, ეხლა საოცრებებს იფიქრებს ეს ჩემზე-ალექსანდრე ხარხარით კვდებოდა, ხალხი უცნაურად გვიყვებოდა. ამ ბიჭს სერიოზულად არ ადარდებდა ვინ რას იფიქრებდა მასზე. მერე ყველას გახედა. -ცოტა ხმადაბლა, რომ გავიცინო, მერე ვეღარ მიხვდებით რაზე ვსაუბრობთ-დაისისინა და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა-არა, არაფერს ზედმეტს არ ვიფიქრებ დამიჯერე. მაგრამ ძალიან მომწონს თქვენი წყვილი. როგორც კი დაბურნდებით მოგზაურობიდან, აუცილებლად შევიკრიბოთ. მალე მე და ნერსეს კიდევ ერთი ძალიან ახლო მეგობარი ჩამოვა ამერიკიდან-ნერსემ უცნაურად გახედა ალექსს-ბესო. -ბესო? -ჰო, მერე მოგიყვები დანარჩენს-უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ალექსანდრემ თამარი დაინახა და მისკენ გაეშურა. ამ დროს ნათია და ნინო დავინახე. ნათია ნინოს ძიძა იყო. თითქოს მიცნო ბავშვმა და ხელებით ჩემკენ გამოწიია, მეც მივედი მასთან და ავიყვანე. ისე თბილად ჩამეხუტა, გული გამითბა-ჰეიი, ვაიმე ეს ვინ მოვიდა-ლოყები დავუკოცნე-ეხლა უნდა მეკითხა ზუსტად მამიკოსთვის სად არის ბარტყი თქო-ნერსესკენ წავედი და ნინომ ახლა მისკენ გაიწია. -მოდი მა-ნერსემ ხელში აიყვანა და შუბლზე აკოცა-ნათია ეძინა კარგად? -კი, 3 საათი ეძინა, გამოძინებულია და მშვენიერ ხასიათზე. ელა, გილოცავთ გაბედნიერებას. -მადლობა ნათია-გავუღიმე, ნათი ამართლაც კარგი ქალი ჩანდა. ნინოზე გადაყოლილი იყო, ბავშვს ეტყობოდა მისი მოვლა. -მა, გახსოვს შენ ელა?-ნინომ თვალებზე აიფარა ხელი და სიცილი დაიწყო. მერე უცბად წარმოთქვა. -ჭიტა-და ხელები მოიცილა სახიდან და მამამისს ააფარა. -მა, ეს ნათიამ გასწავლა?-ნერსეს გაეცინა. -ბიძიკოს ცხოვრება მოვიდაა-ვაჩე მოვიდა და ეგრევე წაართვა ნერსეს ხელებიდან ნინო, თავდაყირა ამოატრიალა ბავშვი და წვალება დაუწყო, მაგრამ ნინო იცინოდა. მიჩვეული იყო ამ ველურის ქცევებს-ვსო დღეს შენ ჩემთან ერთად იქნები, წამოდი ანას თმები დააწიწკნე ნერვებს მიშლის-ნინო წაიყვანა და ნათიაც თან გაიყოლა. -ნინოს შეუყვარდი-ამ დროს გამახსენდა ელენემ რაც მითხრა მის ყოფილ ცოლზე. -ნერსე, შენ ყოფილ ცოლზე რეალურად არაფერი მოგიყოლია გარდა იმისა, რომ დეპრესია დაემართა და წავიდა. -და რა უნდა მომეყოლა? როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი? -თუნდაც. დეპრესია რო არ დამმართნოდა ხო არ გაშორდებოდი. -გავშორდებოდი, იმიტო რო გარიგებით მოვიყვანე-თვალები გამიფართოვდა და ყბა ჩამომივარდა. გარიგებით? ამ დროს ვიღაც კაცი მოვიდა ცოლთან ერთად(ცოლი ეს ჩემი ვარაუდია). -ელა, საყვარელო ულამაზესი ხარ-წეღან გავიცანი მგონი კარლო ერქვა? აზრზე არ ვარ. -მადლობა. -წეღნ ვერ გაგაცანი ჩემი ცოლი, რებეკა-კარლო და რებეკა. ძლივს ვიკავებდი სიცილს. ეს ქალი მასზე ალბათ 15 წლით პატარა მაინც იქნებოდა. რა თქმა უნდა ფულის გამო, ან აქაც გარიგებით. ეს ხომ ველურების სამყაროა. -სასიამოვნოა-ხელი ჩამოვართვი და ნაძალადევად გავუღიმე. უკვე კარგი მსახიობი ვიყავი. -იმედია დავმეგობრდებით-რებეკამაც გამიღიმა. მგონი ჩემზე სულ ცოტათი დიდი იყო. ესღა მაკლდა ეხლა მაფიოზთა ცოლების კლუბში გავწევრიანებულიყავი, თუ არსებობდა ასეთი. ისე მე ხომ არ დამეარსებინა? როგორც იქნა წავიდა ეს ორი მომაბეზრებელი არსება. ცოტახანში მთლიანად დაიცალა დარბაზი, და მხოლოდ მე, ნერსე, ვაჩე, ალექსანდრე, თამარა, სალომე და რატი დავრჩით. ყველა საშინლად მთვრალი იყო, ნერსემ წინასწარ გამოართვა ხალხს მანქანის გასაღებები, რომ სახლში არავინ წასულიყო ასეთ მდგომარეობაში მანქანით. საოცარი წარმომავლობის მუსიკები ჩაირთო, სალომე და თამარა მაგიდებზე ცეკვავდნენ. ვაჩე და რატი კიდე ერთმანეთს ბიარ პონგს ეთამაშებოდნენ, ოღონდ სხვანაირად. ვაჩე პინგ პონტის ბურთს ისროდა და რატის პირით უნდა დაეჭირა. საოცარი სანახაობა იყო. მეც შევუერთდი. ბოლოს რატიმ მოიგო და მე და ვაჩეს ნახევარი ბოთლი არყის ჩაცლა მოგვიწია. -ვინ იფიქრებდა, რომ მე და შენ ნათესავები გავხდებოდით ჰა? რატი, სალომე იფიქრებდით?-ორივეს გაეცინა და თავი გააქნიეს. -ნენე დედა ნუღა სვამ ამდენს-ნანა და ელენე კიდევ აქ იყვნენ და გვამოწმებდნენ პერიოდულად-არ შეილება შენი ჯანმრთელობისთვის. -მართალია დედა-ნერსე მოვიდა ჩვენთან- უნდა წავიდეთ. -რა? ესე მალე?-გაკვირვებულმა ვკითხე. -გეტყობა რომ დაიღალე. -რა სისულელეს ამბობ, ჩვენი ქორწილია. -ჩვენი ქორწილი ამაღამ გაგრძელდება-გამომწვევად გამიღიმა, სახეზე გავწითლდი. დეგენერატი-ესენიც თუ არ დავშალეთ, ვაჩეს ახლიდან შევაბრუნებ იქ.. სადაც საჭიროა-ნანასთან სიტყვებს აკონტროლებდა. -ორი წუთი დავილაპარაკებთ და მერე წაიყვანე კარგი?-ნანამ გარეთ გამიყვანა-დედა, რაღაც მინდა გკითხო. -რა იყო? -რა ბიზნესი აქვს ამ ოჯახს?-თავზარი დამეცა. რატო გაუჩნდა ეს კითხვა? -აუ ბევრი დედა, რა ვიცი-ვერ ვიტანდი ნანას მოტყუებას.-მანქანების .. ფარმა.ც.ც..ევტული-წავიბორძიკე. -თითქოს პეტრე და ლაშას არ მოსწონთ ეს ოჯახი. -რამე გითხრეს? -ხომ ვხედავ, ნაჩხუბრებს ჰგავხართ. ბიძაშენიც რაღაც ვერ არის ხასიათზე. კარგ დროს კი გეკითხები, მაგრამ რამეში ხოარ არიან გარეული? -არა დედა რა სისულელეა, ეგენი გაბრაზნდნე იმიტომ რომ მალე გადავწყვიტე, ნერსე ტრადიციულად არ მივიდა მათთან ხელის სათხოვნელად და კიდე ბევრი რამ. მოკლედ, გადაუვლით-არ გადაუვლით. არაფერი არ გადაუვლით. ახლა საკუთარ დედას თვალებში ნაცარს ვაყრი. -კარგი, რადგან ასე ამბობ. მჯერა-გადამეხვია-დედიკო გენაცვალოს-ჩამკოცნა. -მაინც მიდიხარ უკან ხო? -შენმა ქმარმა კი მითხრა, აქ დარჩიო, სადაც გინდა იმუშავე და ყვეალფრით უზრუნველყოფთო, მაგრამ ხო მიცნობ დედა, უსაქმოდ ყოფნა არ შემილია. როგორც კი დაფეხმძიმდები ჩამოვალ და სულ შენთან ვიქნები. და ეხლა თაფლობის თვეში მე რათ გინდივარ-ორივეს გაგვეცინა-მე და შენ ამ თემაზე უკვე 15 ის რო იყავი მაშინ ვისაუბრეთ, ეჭვი მეპარება რამე ზედმეტის ახსნა დაგჭირდეს. -ორსულად ალბათ კარგა ხანი ... -კინაღამ წამომცდა, რომ ელენემ კონტრაცეპტივები მომცა, რომლების სმაც დავიწყე.. არ განმსაჯოთ. აი რომ ნახავთ რა მომავალიც მექნება, მერე გამიხსენებთ და იტყვით, რა სწორად მოიქცაო. იმედი მქონდა, რომ ამ 2 კვირაში სანამ მოქმედებას დაიწყებდა, არ დავფეხმძიმდებოდი-ანუ ალბათ ჯერ არ ვიქნები, ამიტომ მშვიდად იყავი- ხალხს გამოვემშვიდობეთ და მისი სახლისაკენ დავიძარით. ნინო და ნათია ამაღამ დედამისთან რჩებოდნენ. მანქანაში მაინც ვერ მოვითმინე და ისევ ვკითხე მის ყოფილ ცოლზე. -ნენე, შენ სერიოზულად გინდა რომ ჩვენ პირველ ღამეს ჩემ ყოფილ ცოლზე მაფიქრო?. -ჰმ... კარგი არა. მე რატო არასდროს არ მეკითხები შეყვარებულებზე არაფერს?-გაიცინა. -არა, თან ებზეო-უკვე გადაიხარხარა და ღიმილით შემომხედა. -ხო კარგი.. არ მყოლია-ნერვები მეშლებოდა, რომ ჩემს შესახებ საიდანღაც ყველაფერი იცოდა. -გინდა გითხრა რამდენი რამ ვიცი შენს შესახებ? -რაღაც მკარნახობს, რომ არა. -2 წლის იყავი სიარული რომ დაიწყე, ალერგია გაქვს მარწყვზე და კივიზე, ბაღში 4 წლის ასაკში შეხვედი, შენი საყვარელი მასწავლებელი ქეთევანი იყო... -ავადმყოფი ხარ?-შევაწყვეტინე-რა ჯანდაბად გინდოდა ეს დეტალები? -მაინტერესებს ყველაფეირ შენს შესახებ. -არა სერიოზულად მანიაკს გავყევი. -კარგი ხო, პირველად რომ გაგიცანი მერე გავიგე ეს ყველაფერი. ზოგადად ჩვენ ოჯახთან დაახლოებულ პირებს ვამოწმებთ, მაგრამ რომ მომეწონე ცოტა სიღრმისეულად ამოვქექე რაღაცეები. -მანიაკი თქო-ფანჯარაში გავიხედე, ვეღადავებოდი რომ მართლა შემეშინდა. -ისე რო იცოდე გვიანია გადაფიქრება-მაინც არ იშლიდა თავს და სიცილით კვდებოდა-უკვე კანონის და ღმერთის თვალში ჩემი ცოლი ხარ-როგორც იქნა მოვედით. მანქანიდან გადმოვედი და გაბუტული ბავშვივით წავედი სახლში. ნერსეც მოვიდა კარი გააღო, ხელში ამიყვანა ტრადიციულად და სახლში ისე შემიყვანა, მიბრუნდა და კარი ჩაკეტა. -არ დამსვავ?-გაკვირვებულმა გავხედე. -ნწ-კიბეებზე ასვლა დაიწყო და საძინებელში შემიყვანა, დამსვა, თუ არა ელვისებური სისწრაფით მიბრუნდა და კარი დაკეტა, მერე მიმაბრუნა ოთახისაკენ რომელიც სულ ვარდის ფოთლებით იყო მორთული. არ მჯეროდ არომ ასეთი ბანალური იყო, მაგრამ გული არ გავუტეხე და ბედნიერი თვალებით გავხედე და ვაკოცე. თითქოს ამას ელოდებოდა, წელზე ხელი შემომხვია, მისკენ მიმიზიდა და ვნებიანად მაკოცა. დანარჩენი რაც მოხდა მგონი მე და მას შორის უნდა დარჩეს. მაგრამ მინდა გითხრათ... ნერსემ იმედები ნამდვილად არ გამიცრუა. დილის 4 საათამდე ვლაპარაკობდით... ხო კარგი არ ვლაპარაკობდიტ, მაგრამ რა უნდა დავწერო ვერ ვხვდები. მერე ჩამეძინა. სადღაც 6 საათი იქნებოდა, რომ ორივეს გაგვეღვიძა, ნერსეს ტელეფონი ურეკავდა. პირველ ღამეს რომელ მის მეგობარს თუ თანამშრომელს არ ჰქონდა შეგნება რო არ გავეღვიძებინეთ არ მჯერა. -ჰო?-ეგრევე გამოფხიზლდა. ტელეფონი გათიშა, წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა. მერე დაცვას დაურეკა და ჭიშკარი გააღეთო უბრძანა, თან ჩაცმა დაიწყო-დაიძინე შენ, ალექსანდრე მოვიდა რაღაც საქმე გვაქვს. -რა?-წამოვჯექი-რა საქმე ნერსე-გამეცინა-დილის 6 საათზე. არ ახსოვს რო გუშინ დავქორწინდით?-შარვალი ამოიცვა, შეიკრა, მერე საწოლზე დაჯდა ჩემს მხარეს და მაკოცა. -დაიძინე, მალე მოვალ მეც-არაფერი არ ამიხსნა-ჩემი პერანგი სად არის?-ოთახი შეათვალიერა. -ამას ნამდვილად არ მოგცემ, ტრადიციაა რასაც ქვია რომ უნდა მეცვას-გაეცინა, კარადიდან ახალი პერანგი გამოიღო და ქვევით ჩავიდა. დილის 6 საათზე რა უნდა ყოფილიყო ასეთი მნიშვნელოვანი? მართლა ცხოველები იყვნენ ეს ორივე ძმაკაცი. ცოტახანში კარი გაიღო და რამდენიმე ადმაიანი შემოვიდა. -ამოღერღე-ნერსეს ხმამაღალი ხმა გავიგე, მაგრამ მალევე დაუწია ტონს და მეორე სართულზე დაიწყეს ამოსვლა. კარი ოდნავ ღია იყო დატოვებული და დავინახე, როგორ შედოიდნენ ნერსეს კაბინეტში. ცნობისმოყვარეობამ მძლია, წამოვდექი, ნერსეს პერანგი ქვევით ჩამოვიქაჩე და კართან დავდექი. ძლივს ვარჩევდი რას ლაპარაკობდნენ, მათაც კარი ოდნავ ღია ჰქონდათ დატოვებული. მგონი ორნი იყვნენ. -როდის ჩამოვიდა?-ნერსე ეკითხებოდა რომელიღაცას. -ზუსტად 18 წუთის წინ დაჯდა აეროპორტში პირადი ვერტმფრენი-ალექსანდრეს ხმა ვიცანი ეგრევე. -მარტო? -კი. მერე დაცვამ წაიყვანა სახლში ეგრევე, მაგრამ შუა გზაში დავკარგეთ რაღაცა ჩიხებით გავიდნენ და მერე უკვე ისეადაც მანქანები უდგას. -რატო ჩამოვიდა?-მესამემ იკითხა, მაგრამ ალექსანდრეს და ნერსეს პასუხი არ გაუციათ. -კარგი, გასაგებია. ვაჟას გააგებინეთ. -რას აპირებ-ალექსანდრემ იკითხა ისეთი სერიოზული ხმით, რომ გეგონება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წყდებოდა ახლა ამ დილის 6 საათზე ნერსეს კაბინეტში. -ჯერ დაველოდები თვითონ ანდრონიკაშვილი რას აპირებს და მერე გადავწყვეტთ. ანდრონიკაშვილი? საერთოდ ვის გამო ადგნენ ამ დილის 6 საათზე, ვიღაც ჩამოვიდა აეროპორტში და ეს საგანგაშოა იმიტომ რომ? ნერსე წამოდგა სავარძლიდან და კართან მივიდა დაკეტვას აპირებდა, მეგონა დამინახა, უცბად კედლისკენ გავტრიალდი, ლამპას დავეჯახე და ჩამოვარდა. -მოვალ ეხლავე-ნერსე გამოვიდა კაბინეტიდან და ოთახში შემოვიდა-კარგად არ გესმოდა მგონი-გაღიმებულმა შემომხედა, სახეზე სირცხვილისგან გავწითლდი. ელა, დაწექი-მკაცრად მიმითითა ლოგინზე. -აღარ მეძინება, ვერ დავიძინებ. -10 წუთში შემოვალ და ერთად დავიძინებთ-კარი გაიხურა და კაბინეტში გაბრუნდა. დალოდებას აღარ ვაპირებდი ისე მრცხვენოდა რომ გამომიჭირა პატარა ბავშვივით. ეგრევე საწოლში დავწექი და ძილი განვაგრძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.