ნენე(6)
უნივერსიტეტი ისე დავამთავრე, რომ სახლის და სასწავლებლის გარდა არსად მიშვებდნენ. დედა საბოლოოდ დარჩა იქ ემიგრანტად, მეხვეწებოდა წამოდი შენცო, მაგრამ არ მინდოდა. უნივერსიტეტი დავასრულე თუ არა მომცა გიამ უფლება გადავსულიყავი ისევ ჩემს ძველ ბინაში. მუშაობა სახლიდან დავიწყე კლიენტებს ვიღებდი, ჯერჯერობით სტუდენტებს. ჩემი ცხოვრება იმდენად მოსაწყენი იყო, რომ ბიპოლარული აშლილობა არც მჭირდებოდა თავის მოსაკლავ მიზეზად. მაგრამ როგორც ჩემი ფსიქიატრი ამბობდა, კარგი იყო ერთფეროვანი ცხოვრება ჩემნაირი დაავადების მქონე ადამიანებისათვის, რუტინა იმის რისკ ფაქტორს ამცირებდა რომ მანიური ეპიზოდი დამეწყებოდა. პეტრე და ლაშასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, არც ერთის დანახვა არ მინდოდა. ვერ ვპატიობდი ნერსესთან დაშორებას და ისინიც ხვდებოდნენ, თუმცა სულ იმას მიმეორებდნენ რომ ურჩევნოდათ მათზე სამუდამოდ გაბრაზებული ვყოფილიყავი ვიდრე მსგავსი ადამიანის გვერიდთ მეცხოვრა. მათთვის ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. გიამ სანამა სახლში გამომიშვებდა ბოლოჯერ გამაფრთხილა, რომ თუ კიდევ ერთხელ დამინახავდა სამხარაულთან ცხოვრებაში, ციხეში წავიდოდა ნერსეს მოკლავდა და მე მკვდრად ჩამთვლიდა. პეტრემ და ლაშამაც იგივე გამომიცხადეს. ვიცოდი რომ მართლები იყვნენ, მესმოდა, რომ ნერსე კრიმინალი იყო თავის მთელ ოჯახთან ერთად, მაგრამ უკვე გვიან იყო. მიუხედავად იმისა რომ 2 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ვნახე.. ისევ მახსოვდა მისი სურნელი, მისი ხმა, ხუჭუჭა შავი თმა და ისეთივე შავი და შემზარავი თვალები. ყოველდღე ვიხსენებდი ბოლო ნახვისას რაც მითხრა ,, ადამიანი, რომელსაც გამბეადობა არ აქვს იმის, რომ პირდაპირ მითხრას რატომ არ უნდა ჩემთან ყოფნა და იგონებს ათასგვარ მიზეზს ლაჩრულად, ჩემს გვერდით არ წარმომიდგენია. კარგად იყავი, ელა’’. მენატრებოდა, სულ იმას წარმოვიდგენდი რომ შემხვედროდა სადმე რას გავაკეთებდი და როგორც იქნა წლების მერე დამცალდა. ერთხელ სალომემ მომწერა, კურსელები ვიკრიბებით და ხო არ მოხვალო. სიმართლე გითხრათ უკვე დავიწყებულიმქონდა ის წყენა რაც მათ მიმართ მქონდა. იმდენად შეძულებული მყავდა მთელი ჩემი ოჯახი იმის გამო, რომ წლობით გამომკეტეს სახლში, რომ ახლა მათ ჯინაზე მზად ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა. ხოდა ჩავცვი ჩემი საუკეთესო წითელი კაბა, მაკიაჟიც გავიკეთე, თმებიც ავიწიე და წავედი. ეს შეკრება კი თავისთავად ვაჩეს სახლში ხდებოდა, რომელსაც საკმაოდ დიდი დარბაზი ჰქონდა მისაღბის სახით. უკვე მოსახვევშივე ისმოდა მუსიკის და სიმღერების ხმა ვაჩეს რაც ყველაზე მაგრა გამოსდიოდა ეს იყო ფართის მოწყობა. ჭიშკართან უამრავი მანქანა ეყენა, შიგნით შევედი თუ არა ეზოშივე ათ კაცს მაინც დავეჯახე ტევა არ იყო. სალომეს ძებნა დავიწყე, მაგრამ გზად იმდენი ადამიანი შემხვდა და დამიწყო ლაპარაკი, რომ შიგნით ვერ მოვახერხე შესვლა. ამ დროს მსხვერვის ხმა გავიგე, შიგნით შევედი და დავინახე, როგორ აშველებდნენ ნერსეს და ვაჩეს ერთმანეთისაგან. დეჟავიუ. ინსტინქტურად შევვარდი სამზარეულოში და მათ შორის ჩავდექი, ვაჩეს ხელი მომხვდა ცუდად, წავიქეცი და თავი ჩამოვარტყი ბარის კუთხეს. ტკივილისგან ჩავიკეცე და თავზე მოვიკიდე ხელი. დაიწყო ყვირილი, ატყდა ერთი ამბავი, ხალხმა შიშისგან გაქცევა დაიწყო. პოლიცია მოყვებოდა სასწრაფოს და აქედან სუ ყველა კაიფში იყო. -არაფერია-ნერსეს ხმა გავიგე პრიველად, ყინულს მადებდა თავზე-სისხლი არ მოსდის. არ უნდა სასწრაფო, არც ტვინის შერყევა აქვს. უბრალოდ შეეშინდა-თვალები გავახილე და მივხვდი, რომ მართლა იმ სიძლიერით არ ჩამომირტყამს რომ რამე დამმართნოდა. ნერსე სალომეს ელაპარაკებოდა-წამო, ავიყვანოთ რომელიმე ოთახში-ხელში ამიყვანა ისე რომ არც უკითხავს და საძინებელში წამიყვანა. -ნენე? აბა რა გქვია-სალომე ღადაობით მეკითხებოდა , თვითონაც კაიფში იყო თან განგრეულ. რა დაემართა? როდიდან გახდა ასეთი ნეტა? -რა მქვია კი არა.. .-თავი მისკდებოდა ისე მტკიოდა, ძლივს ვსაუბრობდ0ვაჩეს რა უქნა-ვაჩეზე ვნერვიულობდი, თავი რაც ჩამოვარტყი იმის მერე არ მინახავს. -არაფერი ისეთი, ცოცხალია დამშვიდდი-სალომემ თავისი ჭკუით დამამშვიდა. -ამჯერად რა ვერ გაიყავით?-ახლა ნერსეს მივუტრიალდი. -ეგ ჩემი და ჩემი ძმის... -საქმეა. გასაგებია-სულ ამას მეუბნებოდნენ, სიმართლეს ერთხელ ვერ დააცდენინებდი ვერც ერთს-კარგი, წავალ მე-წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ნერსემ არ გამიშვა და ცალი ხელით მომაწვა მხარზე და უკან დამაწვინა. თვალების გახელას ვცდილობდი, მისი დანახვა მინდოდა, მაგრამ მიბნელდებოდა და ვერც ვდებოდი. -იწექი ჯერ ცოტახანი თავბრუ რომ არ დაგეხვეს. მე ჩავალ, სალომე მიხედე ამას-ნერსე ქვევით ჩავიდა და ინტუიცია მკარნახობდა, რომ ისევ ვაჩეს საცემად. -სალომე გაყევი რა, მოკლავს ვაჩეს. -და მოსაკლავია მერე. -რა გააკეთა? -შენ ვერაფერს ამჩნევდი უნივერსიტეტში ლექტორების გარდა? -ვერა, რა უნდა შემემჩნია? -ვაჩე წამალზე შეჯდა. -ბატონო?-ეგრევე წამოვდექი-რას ქვია წამალზე შეჯდა? ეზიზღებოდა, იფიცებოდა ყოველთვის არასდროს გავეკარებიო, რას ბოდავ? -ხო. -მოიცა ეს... იმის მერე რაც მე.. -მთლად მაგის მერეც არა. უცნაურ ხალხთან დაიწყო მეგობრობა. -ანუ ჩემი ბრალია-სალომეს არ უნდოდა პირდაპირ დამთანხმებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჩემი ბრალი იყო ეს ყველაფერი. -ნუ... ნენე დაწექი ეხლა თორე მომკალვს ნერსე რო ამოვიდეს. -შენც კაიფში ხარ?-სალომესაც ეტყობოდა, რომ ცქმუტავდა და აქეთ-იქით დახტოდა-სალომე სუ გააფრინეთ ერთიანად? ნერსე ყიდის და თქვენ იჩხირავთ თუ რა ხდება გამაგებინე? -არა მე მარტო პლანი მაქ მოწეული. გინდა შენც? -გარეკა, ხო? არა მითხარით რო ტვინის შერყევა მაქვს და ჰალუცინაციები დამეწყო. ისე ჰქონდა ეხლა ამას მარტო პლანი მოწეული, როგორც მე არ მქონდა ბიპოლარული აშლილობა. -არა, მადლობა. და ვინ ყიდის წამალს? -ხო და.. აი მაგაზე ჩხუბობენ ზუსტადაც, ნერსეს პარავს ხოლმე რო ჩამოდის საქონელი. -და.. ეს მარტო იმაზე იჩხუბება რომ მას პარავს? -არ ვიცი ნენე რა, არ დავინტერესებულვარ, ჩემი პრობლემებიც დოხუია მაქ. რატიმ ცოლი მოიყვანა-ყველაზე ნაკლებად მადარდებდა ეხლა რატის და სალომეს დაშორება, ორივე ერთმანეთზე უარესი იყო. ან რამხელა პრობლემაა ეგ რომ საკუთარ მეგობარს ვერ დაეხმარო ნარკოტიკების დამოკიდებულებიდან თავის დაღწევაში. სალომე ფეხზე ძლივს იდგა ალბათ მალე გაითიშებოდა კიდეც. ოთახიდან გავედი და ვაჩეს ძებნა დავიწყე, აბაზანის კართან დავინახე ვიღაც გოგო იყო ჩაცუცქული და ვიღცას ეხმარაებოდა. ახლოს მივედი და დავინახე, რომ ვაჩეს გული ერეოდა. -გადი აქედან-ის გოგო ავაყენე და გავუშვი, აბაზანაში შევედი და კარი დავხურე. წყალი მოვუშვი, ხელები დავისველე და საფეთქლებზე წავუსვი ცივი წყალი-შემომხედე-სახეზე ხელი მოვკიდე და ჩემკენ გამოვახედე. ვაჩე ადამიანს აღარ გავდა, მის თვლაებში სრული სიცარიელე იყო. -ნენე-ჩემი სახელი წარმოთქვა თუ არა თვალები გაუბრწყინდა და ჩამეხუტა. -ვაჩე, მეც მომენატრე, მაგრამ ისე ყარხარ ჯერ იბანავე-მოვიცილე და კედელს მივაყუდე. გაეცინა. -მოგენატრე კი აბა-იმედგაცრუებულმა ამოიოხრა-მაგასაც იმიტომ მეუბნები, რომ.. არ ვიცი რატომ მეუბნები. -იმიტომ, რომ მომენატრე. კაი ხო იცი ვერ ვიტან ამ სენტიმენტალურ უწი პუწუებს. რა დაგემართა? -რა დამემართა? -რატო დაიწყე ნარკოტიკების ხმარება?-ყოჩაღ ნენე, ამდენი ხნის უნახავ მეგობარს ასე პირდაპირ უნდა ეცე ამ შეკითხვებით. -რავი ნენე, რატო იწყებენ ხოლმე? -ჩემი ბრალია?-ამაზეც გაეცინა. -არა ამხელა წარმოდგენა შენს თავზე ნამდვილად კარგია, მაგრამ არა. -აბა რა ხდება? -ნენე შენ დაგავიწყდა ეტყობა, რამდენს ვსვამდი. როცა სასმელი აღარ მეყო, გადავედი წამალზე-მისი დის სიკვდილის მერე მართლა ბევრს სვამდა, მაგრამ არასდროს არ მიმიქცევია ყურადღება ამისთვის. ყველა სვამდა ჩვენს ასაკში. -ხოდა ესე არ შეიძლება ვაჩე, შენს თავს ღუპავ. -და ვის ადარდებს მერე ეს? შენ? ჩემს ძმას? თუ ჩემს ოჯახს? -ხმას აუწია, მაგრამ ეტყობოდა, რომ მასაც თავი ტკიოდა და ეგრევე დაუწია ტონს. -ყველას დამიჯერე. -არა, ალბათ ისევ მარტო შენ. ეგეც იმიტომ, რომ გგონია შენი ბრალია-მანამუსებდა. -ვაჩე, რო გამოფხიზლდები მერე ვილაპარაკოთ-წამოდგომაში დავეხმარე და აბაზანიდან გავიყვანე. ნერსე აქეთ-იქით დადიოდა ეტყობა ვაჩეს ეძებდა და დაინახა თუ არა ჩვენკენ წამოვიდა. -მე გითხარი შენ დარჩი საწოლში თქო-ვაჩეს მხარი გადაიდო ზურგზე და უცბად მოიკიდა. მბრძანებლობას არც ახლა მოშვებია. -თავი დაანებე, თითი არ დააკარო თორე საოცრებას მოგიწყობ-გაეცინა და საძინებელში შეიყვანა და დააწვინა. ვაჩე უკვე გათიშული იყო. -რატო არ ახელს თვალებს?-მეგონა ზედოზირება დაემართა. -დამშვიდდი, თუ აღებინა არ მოუვა არაფერი-საბანი გადააფარა და შუქი ჩააქრო, მანიშნა გავიდეთო. მეც გავყევი. -აი აქ რა გინდა არ მესმის-კიბეებზე დაიწყო ჩასვლა, მეც ინსტინქტურად მივყვებოდი, გზადაგზა უკან იყურებოდა და მაკვირდებოდა თავბრუ ხო არ მეხვეოდა. -რას ქვია რა მინდა? კურსელების შეკრებაა-რა შეკითხვა იყო ეხლა ეს. -ნარკომანების და უსაქმურების უფრო, რომლებმაც ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში. ჩემი დიდი სურვილია რომ მეორედ აქ აღარ გნახო-ბატონო? ვერ მივხვდი, რატომ უნდა შემესრულებინა მისი სურვილები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მონატრებული მყავდა მის ასეთ მბრძანებლურ ტონს მაინც ვერ ვიტანდი. -აჰა-გამეცინა და გავჩერდი, არ მინდოდა ეხლა მასთან კამათი. მაგრამ ნერსე რა ის ნერსეა, თუ არ გაადმაყოლა დაუმორჩილებლობას. ხოდა ისიც შემოტრიალდა. -რა ვთქვი სასაცილო, მართლა მაინტერესებს-ცალი წარბი აწია და მკაცრად გამომხედა - იქნებ მითხრა, იმიტომ რომ საერთოდ არ მეცინება. კვირაში მინიმუმ სამჯერ მოვდივარ აქ, რომ ჩემი ძმა ზედოზირებული არ დამხვდეს. და შენ ეს სასაცილო გგონია? -მაგაზე არ გამიცინია-წავიბურტყუნე. პასუხს ელოდებოდა. -აბა რაზე გაგეცინა?-არ მომეშვა. -იმაზე მეცინება, რომ ახლა შენ მიკრძალავ ვაჩესთან ურთიერთობას-როცა ადრე ეს პირიქით იყო. -აკრძალვა არ ჰქვია. უფრო მეგობრული თხოვნა. აკრძალვა რომ იყოს ზუსტად ვიცი რომ პირიქით გააკეთებდი. სახლში რითი მიდიხარ?-ეს კითხვა ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, მაგრამ თუ გაიხსენებთ მე და ნერსეს ისტორიას, და საერთოდ თითოეულ შეხვედრას, ყოველი მათგანი მანქანით იწყებოდა. ნერსეს სულ სადღაც მივყავდი, მაგრამ არასდროს მივდიოდით დანიშნულების ადგილამდე. ბატონი მაფიოზი თავად წყვეტდა მარშრუტს. -როგორც ჩანს შენ მიგყავარ, რაც არ უნდა ვთქვა-ამ დროს არანაირად არ აპირებდა მემგონი ჩემს წაყვანას. -ტაქსს გამოგიძახებ-და ასეც გამოჩნდა. -არა. არ მინდა-ფაქტობრივად შევეტენე. მაგრამ ზედმეტად ნასვამი ვიყავი, ამიტომ ეს ერთი პატარა უთავმოყვარეობა მეპატიებოდა. -კარგი, წავედით-მანქანისკენ მიმითითა, ორივე ჩავჯექით და წავედით. უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა მანქანაში. -მინდა რაღაცეები აგიხსნა. -გისმენ-ცივად მიპასუხა. -ეგრე თუ უნდა მელაპარაკო საერთოდ აღარ აგიხსნი. -როგორც გინდა. -არაფრით არ შეცვლილხარ. -არც შენ-მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი მქონდა მანქანის საჭე 180 გრადუსით დამეტრიალებინა და მერე ნერსეს თავი მერტყმევინებინა გატეხილ შუშაზე, მაინც ვეცადე დამემშვიდებინა ჩემი თავი და წესიერად დავლაპარაკებოიდ. -ვაჩე და შენ რომ მოხვედით მაშინ ბიცოლაჩემის გასვენებაში, ვაჩემ პეტრეს თავი წარუდგინა როგორც სამხარაული-გავხედე, ველოდი რომ რაიმე რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ტყუილად- იმ საღამოს პეტრემ, ბიძაჩემმა და ლაშამ მეორედ მოსვლა მომიწყეს, ბიძაჩემი ისე მიყვიროდა დარწმუნებული ვარ დიღომშიც გესმოდათ. კატეგორიულად ამიკრძალეს თქვენთან გაკარებაც კი. ბიძაჩემი .. იცი ვინც არის, არ ჭირდება თანამდებობაც კი, რომ თუ ვინმეს.. ვინმე ამოიღო მიზანში, იმას ნამდვილად შეასრულებს. ხოდა... არ მინდოდა პრობლემების შექმნა არავისთვის. -და ბიძაშენის გამო რა? -მინდოდა.. არ ვიცი მინდოდ თუ არა, მაგრამ.. ძალიან მენატრებოდი. შენც და ვაჩეც-მინდა ხვდებოდეთ, რომ უზომოდ ბევრი მქონდა დალეული. ბოლოს ალბათ მართლა ვაჩეს დაბადების დღეზე დავლიე და აღარ მახსოვდა რამდენად მალე ვთვრებოდი. -რა რომანტიულია, მე და ჩემი ძმა გენატრებოდით-გაეცინა. -იცი რასაც ვგულისხმობ ნერსე-მაღიზიანებდა მისი ცინიზმი. -და რა გინდა, ამ ყველაფერს რისთვის მიყვები-ზედაც არ მიყურებდა, გეგონება ტაქსის მძღოლი ყოფილიყო და მე ჩვეულებრივი მგზავრი. -არ მინდა ჩემზე გაბრაზებული იყო-ბოლო წერტილი იყო, ამაზეც რომ უხეშად ეპასუხა უკვე ჭკუიდან გადავიდოდი. -არ გამოგივა-ასეთ სიმკაცრეს ნამდვილად არ ველოდებოდი, მეგონა გამიგებდა. -სერიოზულად ქვის გული გაქვს-ფანჯარაში გავიხედე და თვალი ავარიდე. -მე ? ყოველთვის ასეა, შენ და ვაჩე ანგელოზები ხართ, მე კიდე ქვის გულიანი-ნაწყენი ჩანდა. ნერსეს თუ გრძნობები ჰქონდა არ ვიცოდი. -ეგ არ მითქვამს. -არა ? ვაჩეს ორ წუთში შეურიგდი დანახვიდან, უბრალოდ იმიტომ რომ ვაჩეა. გინდა გითხრა კიდე რატომ? იმიტომ, რომ იფიქრე განა ვაჩე იმიტომ ხმარობს ნარკოტიკებს რომ უნდა, არა ეს მისი ძმის და ოჯახის გავლენაა. შენ ვაჩეს უდანაშაულო მსხვერპლად აღიქვამ მე კიდე ბოროტ პერსონაჟად. ვაჩეც სულ ასე იქცეოდა, ჩვენი დის სიკვდილსაც მე მაბრალებდა. თუ გინდა მესამე მსოფლიო ომიც ჩემი ბრალი იყოს, ღამე მშვიდად დაგეძინება. და საერთოდაც აფხაზეთიც ჩემ გამო დავკარგეთ-ხელებს ისე იქნევდა გული მისკდებოდა მანქანა ჩიხში არ გადავარდნილიყო. -გზას უყურე-უხეშად გამომივიდა. ისევ უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა.- არ აღგიქვამ ეგრე. -არა? მაგიტო არ დამშორდი? თუ დაშორება ერქვა მაგას-წაიბორძიკა ამ სიტყვის წარმოთქმისას, ალბათ იმიტომ რომ წამოცდა. -ნერსე.. ესე არ შემიძლია ლაპარაკი-სულ გზას მიჩერებოდა, მინდოდა წამით გაჩერებულიყო და ჩემთვის შემოეხედა. -სამწუხაროა, იმიტომ რომ შენ სახლთან მოვედით-მანქანა გააჩერა და კარი გამიღო. არ ველოდი, რომ სახლში მომიყვანდა.მ ეგონა ისევ მასთან წავიდოდით. მაგრამ არა. მართლა შეცვლილიყო. ადრე ნერსე არც მკითხავდა სად მივდვიართო და პირდაპირ მასთან წამიყვანდა, ცოტას წავიკამათებდით მე ვიტყოდი, რომ მასთან არ დავრჩებოდი და ბოლოს მაინც თავისას გაიტანდა. მერე მთელ ღამეს ლაპარაკში გავატარებდით, ალბათ დებილი ვარ რომ მეგონა ყველაფერი ძველებურად იქნებოდა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, ამ მომენტში როგორ არ ვფიქრობდი ვის მანქანაში ჩავჯექი, იქნებ გაეგო ბიძაჩემს და მართლა ორივე იმქვეყნად გავესტუმრებინეთ. არა.. იმდენი მაქვს დალეული, ალბათ ამაზე პახმელიაზე ვინერვიულებ. -შეგიძლია ორი წუთით ადამიანურად დამელაპარაკო? -ეხლა ადამიანიც ვარ? -ნერსე გეყოფა!-დავუყვირე. -ჩუმად-ტუჩზე თითი მომადო-თორე მეზობლები გაიგებენ რომ გამეკარე და ბიძიკოსთან მიიტანენ ამბავს. არ გეშინია?-მისი ხელი მოვიშორე სახიდან და დარტყმა დავაპირე, მაგრამ ხელი დამიკავა. -წამოდი-ხელის მოკიდება ვცადე და სახლში წაყვანა, მაგრამ არ გამომყვა. -ჩემი მოტაცება ეგეთი ადვილი არაა, შენ 3 კილო ხარ და არ გამიჭირდა-დამცინავად გამიღიმა-წადი სახლში, გვიანია უკვე-მანქანისკენ წავიდა. -არ წავალ. ან სახლში წამომყვები, ან ... -ან?-გაეცინა, მანქანის კარზე ხელი ჩამოდო და გამომწვევად შემომხედა, დაინტრიგდა. -არც არაფერი, სახლში არ წავალ და ვიბოდიალებ აქეთ-იქით. აბა ღამე მშვიდობის-ვიცოდი, რომ ამაზე ვეღარაფერს მეტყოდა, ან უნდა ეღიარებინა, რომ ადარდებდა ღამის 3 ზე გიჟივით რომ ვივლიდი მარტო ან უნდა წასულიყო სახლში. ხოდა მის მანქანას გავცდი თუ არა, დაკეტა კარი და მანქანაც ჩაკეტა. შემდეგ ჩემთან მოვიდა და წინ გადამეღობა. მანიპულაცია ის არ არის, რომ ადამიანს შენით გააკეთებინო რაღაცა. მანიპულაცია ის არის, რომ მას ეგონოს ეს მისი სურვილით კეთდება და ის სრულად აკონტროლებს სიტუაციას. ნერსე ბუნებით დომინანტი ადამიანი იყო, ვერ იტანდა როდესაც ულტიმატუმებს უყენებდნენ წინ. ხმა არ ამოუღია, ისე ჩამავლო მკლავში ხელი და სადარბაზოში შემიყვანა. ძლივს დავდიოდი, კიდევ კარგი ჩემი სახლი მეორე სართულზე იყო. სახლამდე ამიყვანა, მეგონა წავიდოდა კარს რომ გავაღებდი, მაგრამ შიგნით შემომყვა და კარი გადაკეტა. სამზარეულოში გავედით და ყავის მომზადება დაიწყო, მაგრამ ვინ აცადა. -დავლიოთ?-კარადიდან შამპანური გამოვიღე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.