შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფასი პირადში ( სულ_სულ ))))


26-12-2023, 10:13
ავტორი ვე რა
ნანახია 9 062

ფასი პირადში

_ გოგოო დღეს ნატოს დაბადების დღეა ხომ გახსოვს არა?_ დილაუთენია მწერს ხატია, შვიდი არაა ჯერ.

_ დილა მშვიდობისა შეენც!_ ვპასუხობ და მესიჯში გაპარულ შეცდომებზე თვალს ვხუჭავ. ძაან დილაა!!!

_ გოგოო ტორტი ვიყიდოთ და დავეცეთ!_ აშკარად მაგარი აჟიტირებულია.

_ შენ დაგეცა მეხი ამ დილაუთენია , დამაცადე ჯერ გამოვფხიზლდე!_ ჩვეულად ვჯუჯღუნებ მე.

_ ნათია სად არის ნეტა?_ ახლა ნათიას ბედით ინტერესდება ეს დამთხვეული. ნათიას მოძრავი სამსახური აქვს და მუდმივად არ სცალია.

_ მოვა გვიან, ხომ იცი მაგის ამბავი?!_ თვალებს ვიფშვნიტავ, სულ ერთია ეს მაინც აღარ დამაძინებს.

_ მიდი რა, მეც გავდივარ სამსახურში და ტორტი შენ შეუკვეთე, მე ღვინოს გამოვიყოლებ! ის მოვა გამზადებულზე, როგორც იცის!_ დაგეგმა დღე, ვერაფერს იტყვი.

_ კაი ჰოოო!_ ვთანხმდები მე, როგორც უმუშევარი და ყველაზე მოცლილი და ტელეფონს გვერდზე ვისვრი. ვფიქრობ, დილის შეტევა მოვიგერიე, მაგრამ თურმე ვცდები. ისევ წრიპინებს.

_ ოოოჰ!_ ბუზღუნით მივხოხავ მობილურისკენ.

_ იცოდე, ალუბლები, მადაგონი, ბელუჩი, ლამზირა (და კიდევ რამდენიმე) არ დამანახო!_ ისე მითვლის რუსთავში ყველაზე ცნობილ საკონდიტროებს, ერთს არ მიტოვებს იმედად.

_ აუ რამე შინაურული რააა! კაი კრემით, კაი ხილით, აუუ ბანანის თუ იქნება სუპერ, თან ლამაზიც!_ ტუჩები სატირლად მებრიცება.

_ გაუჩენარს გაგიჩენ!_ ვწერ ორაზროვნად.

_ რას?_ ვერ ხვდება.

_ ჭირს!_ ვუკონკრეტებ. ის კი გაღრეჭილ სმაილს მიგზავნის, მერე მფეთქავ გულს, მერე კოტრიალა ძაღლს და სათვალიანი პანდით აგვირგვინებს.

_ ყავა ადუღდი!_ ვიძახი ყასიდად გაბრაზებული და ყავის მოსახარშად სამზარეულოში გავდივარ.
ცოტა ხანში მობილურით ხელში ფეხაკეცილი ვზივარ. წინ ყავის ფინჯანი მისგას და ტელეფონს ვსქროლავ.
"ტორტები რუსთავში"
"რუსთავის ტორტები"
"კაი ტორტები რუსთავში"
"რუსთაველი მეტორტეები" ვწერ საძიებელში, მაგრამ ნოუ!

ერთი სიტყვით, ვერაფერს ვპოულობ. ყველაგან ზემოთ ჩამოთვლილი საკონდიტროები მხვდებიან.
ცოტა ხნის ფიქრის შემდგ, რუსთავის ჯგუფში ვწერ, ნახევარი რუსთავი აქაა და იქნებ მაპოვნინონ, რასაც ვეძებ.

" ხალხოო, ვეძებ კარგ გემრიელ ტორტს, ნატურალურს, სახლურს, (და ზემოთ ჩამოთვლილი საკონტიტროებს ვუთითებ) ამათ გარდა! ისეთ ფასში, რომ ორივე თირკმელი პატრონსვე დამრჩეს!"

ტელეფონს ვთიშავ და აბანოში მივკუსკუსებ, (აქ ენას ვუყოფ ერთ ავტორს, რომელსაც ეს სიტყვა არ უყვარს????)
ჯერ ყავა, მერე ბანა!
ასეთია ჩემი დილის რუტინა!
დაახლოებით ნახევარ საათში სამზარეულოში ვბრუნდები თავზე ფადიშახის ჩალმასავით დაგრაგნილი პირსახოცით. და ფადიშახის გახსენებაზე სადამა, ბაია და დანარჩენი პერსონაჟები მახსენდებიან. ანუ დღესაც ვერაფერს დავწერ?! არადა მალე_ მალეებს დავპირდი! მეც მინდა ვალმოხდილთა აივანზე გამოჭიმვა! ( ვინც არ იცით, რა არის ვალმოხდილთა აივანი, ეწვიეთ ჩვენს ლიტ. ჯგუფს მეოცნებეთა ლიგა????????????)

ხოდა ვიღებ ტელეფონს, ალბათ უკვე დაგროვდა ტორტის კომენტარები.
" ბელუჩი საუკეთესოა რას ერჩით?" ოოო, ეს ძაან ფანია ეტყობა.
ვაიგნორებ.

" წლებია ლამზირასთან ვყიდულობ და კმაყოფილი ვარ!"
ეს კი აშკარად ვერშემდგარი რეცენზისტია. ვაიგნორებ.

" აქ ვარ, ნატურალური, ბანანის ტორტი, უზარმაზარი, საუკეთესო ფასად. ერთ ნაჭრად შეჭამ და დამატებასაც მთხოვ კიდევ!" თვალის ჩაკვრის სმაილით. აჰაა! რა უნდა ახლა ამას? ნატურალი ბანანი ერთ ნაჭრადო?!

_ ოეე!_ საკუთარ თავს ვაფხიზლებ. _ნუ გაუტიე!
კომენტარის ავტორის სახელს ვაკვირდები.
" ივა ნე!"
სათვალის ჩამოწევის იმიტაციას ვაკეთებ.

_ ვერაა ვიღაცაა!_
და ისევ კომენტარებს ვუბრუნდები.
იმის ტორტები, ამის ტორტები. მგონია კონდიტერების ნათესავები ან მათი მეგობრები მწერენ.
და ბოლოს ერთი კომენტარი ანთია წითელი ღამის ფანარივით.

" ტკბილი ივა, სცადეთ არ ინანებთ!" ანუ ტკბილი ივა და ივა ნე ერთი და იგივეა? აუ რა იციან ეს უსახელო აქაუნთები, კაცია ქალია, ტორტია თუ ჯანდაბაა, არაფერს გარკვევით რომ არ აწერენ! ფასზე ხომ ნუ იტყვით! ისე ასაიდუმლოებენ, თითქოს სახელმწიფო საიდუმლო მასალებია.
დააწერე რა, ეს ღირს ეს! არაა!
_ფასი პირადში! კარგი ერთი!

ზემოთ კომენტარს ვუბრუნდები. იქნებ, და მართლა საკონდიტროა და ჩემმა გარყვნილმა ბუნებამ აღიქვა ისე, როგორც აღიქვა?!
ისევ ყურადღებით ვკითხულობ და ასაშარებელს ვეღარაფერს ვხედავ.

_ კაააი!_ ვამბობ ჩემთვის დაეჭვებული. და ამ ტკბილი ივას, თუ რაცაა, გვერდზე გადავდივარ. წინასწარ დაზვერვას ვატარებ.

წამლად რომ გინდოდეს ერთი პაწაწა ტორტის სურათიც კი არ უდევს, მაგრამ დაჰიპნოზებულივით მივუყვები მის გვერდს.
ეს კონდიტერია თუ ფიტნეს ტრენერი?! მიელავს ფიქრი თავში.
ტორტი არ ვიცი, მაგრამ ბიცეპსი, ტრიცეპსი და საჯდომის კუნთი კი აქვს სასწაულად მიმზიდველი. მეტი კუნთების სახელები მე არ ვიცი, თორემ , ალბათ ....

_ რა დოზანააა!_ უცბად ვფხიზლები დაელმებულ თვალებს ვასწორებ და ცხვირთან მოზუმებულ ფოტოს თავის ადგილზე ვაბრუნებ.
ცოტა ხანს ვცმუკავ და წერაატანილივით ისევ მის გვერდზე მივძვრები.
მესინჯერს ვხსნი და პირველ მესიჯზე ვფიქრობ.

_ გამარჯობა, თქვენთან ცხვება ტორტები?_ ვწერ ასეთ სულელურ ტექსტს.
თითქოს ზუსტად ჩემს მესიჯს ელოდაო.
მაშინვე მპასუხობს.

_ გამარჯობა, ტორტები? კი ჩვენთან ცხვება და სმაილი.
_ შეკვეთა მინდა და იქნებ მაჩვენოთ ნიმუში?

_ რისი ნიმუში?

_ მაგალითად ბანანის ტორტის!

_ აა ბანანის?!_ და ისევ სმაილი.

_ და სასაცილოს რას ხედავთ?_ უკვე ვნანობ, რომ მივწერე.

_ არაფერს! ისე კეთილგანწყობის ნიშნად.
ნიმუშებს ვერ გაჩვენებთ რადგან სახლში არ ვარ და სურათები ტელეფონში არ მაქვს.

ესეც მაეჭვებს, ადამიანს ნამცხვრების ბიზნესი გქონდეს და ნიმუშების სურათებს მობილურში არ ინახავდე?!
სულ ცოტა უცნაურია.

_ ისე თუ მოხვალთ ადგილზე , იქვე ნახავდით და აარჩევდით!_ მწერს ცოტა ხნის შემდეგ, როცა მე პასუხს ვუგვიანებ.

_ კარგი, მისამართი მითხარით!_ და პასუხზე გაოცებული ვაფახულებ თვალებს.

_ ლამის მეზობლები ვყოფილვართ!

_ მართლაა, მაგარია!_ მპასუხობს სწრაფადვე.
საათს ვუყურებ,

_ ასე ერთ სათში გამოვალ! გეცლებათ?

_ რა თქმა უნდა!_ მწერს და მემშვიდობება.

მანქანაც კი არ მიმყავს იმდენად ახლოა. თან მიკვირს ასეთი ბიჭი ცხოვრობდა რამდენიმე კორპუსის ქვემოთ და ერთხელაც არ დამინახავს?
არაა, რაღაცას მაიმუნობს, ასეთი ტიპი და კონდიტერი?
თან ვცდილობ წარმოვიდგინო თეთრ ხალათში თავზე კონდიტერის ქუდით.

_ ჰოოო!_ მცდება მოწონების ბგერები

_ გოგოოო!_გამაფრთხილებლად ვუღერენ ისევ საკუთარ თავს.
სადარბაზოს წინ ვჩერდები და ფანჯრებს ავყურებ თვალმოჭუტული.

_ ვაიიი! ერთი ის არ იყო, ვინადაც თავს ასაღებ შე საცოდავო!_ მუჭს ვუღერებ და კიბეებზე ავდივარ. შავ რკინის კარზე გაბმით ვრეკავ ზარს.

_ შემოდი, ღიააა!_ მესმის ბოხი სასიამოვნო ხმა.
გაუბედავად ვხსნი კარს და სურნელს მივყვები.
საოცარი სუნია ვანილის, კარამელის, კრემის. მარწყვის და ბანანის.
მაშინვე ვმშვიდდები.
ის ეგრეთწოდებული მეტორტე სამზარეულოში დგას. ჩემზე ლამის ჩემივე სიმაღლით მაღალი. ხელში ხელის სათქვეფით და კრემით სავსე ჯამით.

_ გამარჯობა!_ მიღიმის, აშკარად უკვირს ჩემი დანახვა და ვგრძნობ, მეც გაშტერებული ვუყურებ, მაგრამ განძრევას ვერ ვახერხებ.

_ რა მალე მოხვედი, ასე მალე არ გელოდი.
ისევ გაოგნებული ვაფახულებ თვალებს.

მერე თავს ოდნავ ვაქნევ, თითქოს ამ ჯადოსნური გაბრუებისგან გამოფხიზლებას ვცდილობ.

_ ხო, მე ტორტი მინდა, საღამომდე!_ დაბნეული ვარ.

_ რომელი, რანაირი?_ მიღიმის ოდნავ დამცინავად. აშკარად ხვდება, რომ ტორტების გამო არ ვარ ასე გაწყვეტილი მძივივით დაბნეული.

_ აი ის!_ თითით მოყვითალო ტორტზე ვანიშნებ.

_ რა ღირს?

_ არ გასინჯავ?_ სიტყვას ბანზე მიგდებს. მიახლოვდება და სათქვეფს მაღლა სწევს. უბრალოდ იდეალურია, იმდენად, რომ მხატვარი რომ ვიყო დავხატავდი.

_ არა!_ უკან ვიხევ_ არაა საჭირო!

_ უფასოა!_ ვერ ვხვდები ტორტზე ამბობს თუ კრემის გასინჯვაზე.

_ საღამოს მოვალ!_ ზურგს ვაქცევ და აღელვებული სწრაფად გავდივარ. ზურგს უკან კი მისი სიცილი მესმის.
კიბეებზე ჩავრბივარ და ვიღაც პუსკუნა ქერა ქალი მეჩეხება, ხელში ცელოფნის პარკებით, საიდანაც ბანანები, ფორთოხლები და სხვადასხვა ხილი მოუჩანს.
წამით მაკვირდება, მიღიმის და მერე ისევ გზას აგრძელებს.

საღამომდე არეულ_ დარეული დავდივარ. ოხ ხატია, ერთი შენი თავი გამაწეწინა.
მას კი გამოხტომები არ ელევა. შორიდან მბრძანებლობს, ხან ჰელიუმის ბუშტები უნდა, ხან წვეტიანი ქუდები, ხან რა და ხან რა.
ნატალია ბავშვი ხომ არაა არა?!
ტკბილი ივა, ტკბილი ივა...

_ ჯანდაბა, რას გადამეკიდე!_ ვბრაზობ და რაც უფრო ახლოვდება საღამო ,მით უფრო მიტანს მღელვარება.

მესენჯერში კი
შეტყობინება მომდის.

_ შენი ტორტი მზადაა, წაიღებ თუ მოგიტანო?_ რაო? რა უნდა მომიტანოს ამ არანორმალურმა.
მაგას ჰგონია მისამართს ვეტყვი?
კიი როგორ არა!!!

_ თვითონ მოვალ!_ ვწერ მოკლედ.

დაჯღანულ სმაილს მგზავნის. თავხდი.

მის კართან ისევ ყელში მებჯინება გული. ნუთუ ასე მაღელვებს ეს ერთხელ ნანახი კაცი?
კარს ქალი მიღებს. თითქოს მეცნობა.

_ გისმენთ გოგონა!_ იღიმის.

_ ტკბილი ივა მინდოდა!_ ვერც კი ვხვდები, რა დებლობას ვამბობ. ქალს ეცინება.

_ კი, დედა ვარ მისი!

_ მე ტორტი მქონდა მასთან შეკვეთილი!

_ ივასთან?_ იოცებს ქალი.

_ დედაა, ვინაა?_ მესმის ოთახის სიღრმიდან.

_ მობრძანდით!_ შიგნით მიპატიჟებს. თან ხითხითებს ჩუმად.

_ ტკბილი ივა უნდა!

_ ოჰ, მოხვედი! მოდი , მოდი!_ იმდენად ახლოსაა მუხლები მიკანკალებს მგონი.
"რა ჯანდაბა მჭირს?!" ვეკითხები საკუთარ თავს. თან თვალებდაჭყეტილი ავყურებ ამ თაფლისფერთვალება ჯადოქარს. მშველელად ხატია რეკავს.

_ სად ხარ აქამდე? ყველა შენ გელოდება!

_ ტორტზე ავედი და მოვდივარ უკვე, ნუ ყვირი!

_ მოგეხმარო?_ მეკითხება და ყუთში ჩადებულ ტორტს მიწვდის.

_ არა!_ ვცდილობ სწრაფად დავაღწიო თავი ამ სახლს. რატომღაც ჰენზელის და გრეტელის თაფლაკვერას ქოხი მახსენდება.
სწრაფად ვბრუნდები და კიბეზე ჩავრბივარ.

მხოლოდ მაშინ მახსენდება, რომ არაფერი გადამიხდია ტორტში, როცა ხატია მის ფასს მეკითხება.

_ ვაიმე!_ ვხტები ფეხზე._ ვაიმე!

_ რა იყო გოგო?_ მიყურებს შემკრთალი იუბილარი _ მშვიდობაა?

_ ფული არ გადამიხდია!_ ვამბობ საწყლად.

_ ტორტის?_ იცინის ხატია,_ რა დაბდურა ხარ.

_ადექი და ახლა გადაუხადე, რა პრობლემაა?_ მხრებს იჩეჩავს ნათია.

_ არ მინდა ისევ მისი ნახვა!_ ვლუღლუღებ მე

_ რატომ უჟმური ქალია?_ მითანაგრძნობენ გოგონები.

_ ქალი? ჰოო ქალი!_ მეცინება და მის გვერდზე გადავდივარ. მის სურათს ვაჩვენებ მათ და სათითაოდ ვაკვირდები მათ გაოგნებულ სახერბს. იშვიათად, რომ ყველას მოეწონოს ერთი კაცი, იმდენად განსხვავდებიან ხასიათებით.

_ და ამის ნახვა არ გინდა, ისევ?!_ თვალებს აბრიალებს ნათია.

_ მოდი შენ მაგივრად მე ვნახავ რაა!_ მეკრიჭება ხატია.

_ ნწ, ვინც იპოვნა იმისია!_ წერტილს სვამს ნატალია. და მეც შვებით ვსუნთქავ.
მესიჯს ვწერ. "მაპატიე, ცოტა არეული ვარ დღეს და ფულის გადხდა დამავიწყდა. რა ღირდა ტორტი, დაგირიცხავ ახლავე."

" ტორტი საჩუქარია!"

" არა, ძალან გთხოვ! მითხარი და დაგირიცხავ!"

" უფასოა, უბრალოდ დედამ აჩუქრა იუბილარს"

" დედამ?" და უცებ ვხვდები კონდიტერი დედაა და საკონდიტროს შვილის სახელი დაარქვა.
მეცინება საკუთარ თავზე.
ის და კონდიტერი? ამდენად იდეალურიც ხომ ვერ იქნებოდა.

"რა ღირს, ისე უბრალოდ გვაინტერესებს!"

" ფასს, მხოლოდ პირადში გეტყვი, როცა შემხვდები!"

ვფიქრობ, რომ ძალიან პრინციპული გოგო ვარ. და არავის მოვალე არ მსურს ვიყო.
პირადში უნდა და პირადში იყოს.

_ აბა?_ მომჩერებია ნატა და ჩანგალზე ბანანის კრემიან ნაჭერს უჟუჟუნებს თვალებს _ რაო ტკბილმა ივამ?

_ ხვალ შევხვდები და გადავუხდი!_ რაღაც ბედნიერეად ვიღიმი მე.

_ რად უნდა მაგას შეხვედრა და ხვანცალი, თქვენში გადარიცხვა არ იციან?!_ ძალიან პრაქტიკულია ეს ნათია.

_ მოკეტე რა!_ ეშმაკურად იცინის ხატია.

_ დაბადების დღეს გილოცავ ნატულ!_ ვამბობ მე მხიარულად.



ფასი პირადში 2

ყველაფერი რომ ისე არ ეწყობა, როგორც ჩვენ გვინდა, მგონი ყველას გამოგიცდიათ საკუთარ თავზე არა? ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ სწორედ ის ფეხი, რომელმაც ჩემს ბედთან მიმიყვანა, ზუსტად იმ დღეს მომტყდა, როცა მას უნდა შევხვედროდი. მომტყდა კიდევ ადვილი სათქმელია. ისე მომტყდა, რომ კოჭიდან მუხლს ზემოთ ასწვდა ის ოხერი თაბაშირი.
ასე რომ არათუ იმ საოცრება ივამდე, ტვალეტამდეც კი ვერ მივდიოდი დახმარების გარეშე.

რა თქმა უნდა, მივწერე და ბოდიშიც მოვუხადე, და ვთხოვე ანგარიშის ნომერი მოეწერა, რათა იმ ოხერი ტორტის ფული გადამეხადა ბოლოს და ბოლოს, მან კი ჩემი თხოვნა დააიგნორა და ვალის სანაცვლოდ მასთან მესიჯობა მომთხოვა. ხშირად თუ არა კვირაში რამდენჯერმე მაინც, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ასე მესიჯობაში შემომიყვარდა. მართლაც რა მშვენიერი თავსართია ეს შემო_ ადამიანს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ანთავისუფლებს.

სიყვარული თუ არა, არც კი ვიცოდი, რა შეიძლებოდა მისთვის დამერქვა. მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ვიყავი როცა ერთი საღამო მაინც ჩემს მოკითხვას დააგვიანებდა. ყველაფერს ის ემატებოდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე შენობის მიღმა მეგულებოდა და თან ასეთი... აი ახლაც სულელივით ტუჩებს ვიკვნეტ მასზე რომ ვფიქრობ. თუ არ მიყვარს მაშინ, უბრალოდ, გავგიჟდი და ეგაა.

_ როგორ ხარ პატარა?_ მესიჯის ხმაზე უკვე მუხლებში ჟრუანტელი მივლის. დიახ ბატონო რატომღაც მუხლებში და არა მუცელში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჩემი პეპლები მუცლის ნაცვლად მუხლებში მიფრთხიალებენ.

_ როგორ ხარ ტკბილო ივა?_ ხუმრობით ვუბრუნებ პასუხს და მას წარმოდგენაც არა აქვს, რომ ამ სიტყვების კომბინაციას ხუმრობით სულაც არ ვიყენებ.
დაუჯერებელია ვიცი! კაცი ორჯერ ვნახე, ისიც სულ ორ _ორი წუთით და ამ დღეში ვარ. ეს სიმართლე ვერ იქნებოდა მთელი დღე მის ინსტაგრამზე რომ არ დავძვრებოდე აგენტივით. უმცირეს დეტალებამდე მყავს შესწავლილი და თვალებს რომ ვხუჭავ, როგორც იმ სიმღერაშია, ზედ წამწამზე მაზის.

_ დღეს რას აფუჭებდი?_ მწერს ხუმრობით.

_ შენ?_ სულსწრაფად ვუბრუნებ პასუხს. და მოულოდნელად ისეთ რამეს ვაწყდები, ლამისაა ყურებიდან ბოლი გამოვუშვა. მისი გვერდზე ვიღაც ტანწერწეტა გოგონას გაზიარებაა, ისეა მიკრული მის მკლავს, როგორც ტკიპა. მკლავს, რომელზეც მე უკვე სამი თვეა ვოცნებობ.

" გაიცანით ჩემი პირადი ტრენერი ივანე!" და გულები. "პირადი" ეს ისეთი სიტყვაა რომ როცა მასთან მიმართებაში ვინმე იყენებს, უკვე ძალიან მანერვიულებს და მძაბავს.

_ რას აკეთებ, ისევ ივას ემესიჯები?_ ხატიაა.
_ კიი!

_ ამ საწყალს სულ გადაეკეტა!_ ნათიაა.
_ ვაღიარებ!

_ გიჟი თავისუფალია!_ ნატაა.
_ გიჟი არა, შეპყრობილი!

_ უნდა გამოვულოცოთ ამ უბედურს!_ მგონი მართლაც არ მაწყენდა ერთი მკითხავი.

_ სასიყვარულო ჯადოებს სად აკეთებენ არ იცით?_მგონი ასეთი სერიოზული არასდროს არ ვყოფილვარ.
თუმცა არა, ბავშვობაში დადლის რომ გავუკეთე სასიკვდილო ჯადო, აი მაშინ ვიყავი ასეთი სერიოზული. არა, ამაზე უფრო ასჯერ სერიოზულიც.
არა ნუ შეგეშინდებათ, კუდიანი არ ვარ, დადლისდა გასახარად.
ახლა ვინ არის დადლი?
ამასაც გიამბობთ და მერე გავაგრძელებ ჩემს ტკბილთან მესიჯობას.

თხუთმეტი წლის უკან, როცა ათი წლის გავხდი. მაშინ ამდენი საკონდიტროები არ იყო. ხოდა დეიდაჩემამა თავის მაგარ გადაბმულ დაქალოჩკას, იზას შეუკვეთა ჩემთვის ტორტი, უბრალო კი არა, პრინცესული სასახლე. ვარდისფერი კარამელებით, ბეზს კოშკებით და მთელი ატრიბუტიკით.

სიხარულით აღარ ვიყავი, დასაჭრელად მენანაებოდა. გავდიოდი და გამოვდიოდი და თან ამ შედევრის ცქერით ვტკბებოდი. და მოულოდნელად ისეთ ფაქტს შევესწარი რომ ათი წლის გოგონა კინაღამ მკვლელად ვიქეცი. ვინც ტორტი გამომიცხო სწორედ მისი ვაჟი მიპარვოდა ჩემს ტორტს და ერთი კედელი მთლიანად გამოეჭამა. სწორედ ისე, როგორც დადლიმ შეთქვლიფა ჰარი პოტერის საცოდავი ტორტი.ხოდა ის ბიჭი, გამწარებული , თითქოს არასდროს ეგემნა მანამდე ნამცხვარი, პირდაპირ კოტიტა თითით მიირთმევდა ჩემს სიამაყეს. გადავირიე? ეს მგონი ძალიან უბრალო ნათქვამია. ავიწიე პირინცესას ფაშფაშა, ვარდისფერი კაბა და იმ პუსკუნა დადლის თავს მგელივით დავესხი. ძლივს გამომგლიჯა დეიდაჩემმა ხელიდან. ისე დავპოტნე საწყალი, ისე დავასისხლიანე, რომ დედამიდმა ხელი დაავლო და პირდაპირ საავადმყოფოში გააქანა.
მე კი გაცოფებული მთელი დღე ვბღაოდი. ვერაფრით დავმშვიდდი. რამდენჯერაც ის ტორტი მახსენდებოდა უცნაური და ამოუხსნელი სიტყვებით ვწყევლიდი დადლის და ვპირდებოდი, რომ სასიკვდილო ჯადოს გავუკეთებდი.

ხოდა ახლაც, მთლად ისე თუ არა არანაკლებ, ვიყავი აფორიაქებული.

_ არ შემიძლია მე ამისი სისულელეების ატანა, უნდა წავიდე!_ პირველი ნათია გამოერთო ჩატს.

_ მგონი მაგ ბიჭისთვის აჯობებს, რომ სანამ თაბაშირს მოგხსნიან, მანამდე გაუჩინარდეს საქართველოდან!_ ნატაც ღიმილით ითიშება.

_ ჩემს მეზობელს ყავს მაგარი მკითხავი!_ თვალს მიკრავს ხატია.
_ მართლააა!_ მიხარია მე.
_ ვაი შენს პატრონს!_ ხარხარებს და ისიც მეთიშება.

_ არაუშავს ერთი კვირაც და თავისუფალი ვარ!_ ვიმშვიდებ თავს და ათასფერად აჭრელებული თაბაშირის ქვეშ გამწარებული ვიჩუჩხურებ გრძელ სახაზავს.
_ გატყდი, გატყდი, რა იქნება შე საძაგელო!_ ვუბრაზდები თაბაშირს.

სწორედ წინა დღეს, როცა კვლავ ახლიდან უნდა ამედგა ფეხი დეიდაჩემი სოფო ჩამოვიდა იტალიიდან. სოფო ორმოცდაათი წლის გასათხოვარი ქალია. მასთან გაუთხოვარი სიტყვა რომ წამოგცდეს, შეიძლება ლამაზმა ვეღარ გამოასწრო. დეიდა სეორედ იმ საშინელი დაბადების დღის შემდგ წავიდა ემიგრაციაში და აი ახლაღა ბრუნდებოდა უკან.
ძალიან გამიხარდა მისი დაბრუნება.

ქარიშხალივით შემოიჭრა ოთახში და ისე მაგრად ჩამეხუტა, კინაღამ ხერხემალში გადამამტვრია.

_ ნელა გოგო, ისევ არაფერი მოტეხო!_ დედაჩემი ღიმილით შემოგვყურებს.

_ ჰე რას შვები, არ თხოვდები თუ ვერ თხოვდები?_ იცინის დეიდაჩემი და ვიცი საკუთარ თავსაც ეხუმრება ამ სიტყვებით.

_ რა ვქნა დეიდა ვერავინ მოვატყუე!_ თავს ვისაწ....ბ_ არავის ვუნდივარ ცალფეხა!

_ ოოო, შენ მაგაზე არ იდარდო! ისეთი ბიჭი მყავს შენთვის გადანახული!_ იცინის და თვალს მიკრავს. რას ქვია გადანახული, რა ბუხანკა პურია?! მეცინება გულში.

_ მაინც ვინ არის ჩემი საბედო?_ მეც ხუმრობის ხასიათზე მაყენებს.

_ გოგო, ხომ გახსოვს ჩემი პადრუგა იზო? ე, იმის ბიჭი!_ თითქოს თავზე ცივი წყალი გადამასხეს.

_ ვინა ის უბედური დადლი?!_ ისე ვუბღვერ დეიდაჩემს, თითქოს მართლა მისი სიტყვით წყდებოდეს ჩემი გათხოვება არ გათხოვების საკითხი.

_ დადლი ვინაა გოგოო? იცი რა ბიჭია?!_თვალები ცისკენ აღაპყრო დეიდაჩემმა.

_ ხოო ფრთები აკლია და ანგელოზი იქნება!_ დავცინე მე.

_ ფრთიანი თუ უფრთო აუცილებლად შეხვდები!_ წერტილს უსვამს სოფომ სიტყვას. ვიცი, სანამ თავისას არ გაიტანს არ მომასვენებს. პირველად გამიხარდა, რომ ფეხი თაბაშირში მქონდა.
იმედი მქონდა ასეთ მდგომარეობაში მყოფს მაინც არ დამაყენებდა თავზე და პირდაპირ გვერდით არ მომიწვენდა. გასვლისას დეიდაჩემმა ისე ანცად გადამავლო თავლი, აშკარად მანაც ეს გაიფიქრა .

_ როგორ ხარ პატარავ?_ მომწერა საღამოს ჩვეულად ჩემმა ტკბილმა.
_ რაღა როგორ ვარ , დეიდაჩემი დადლიზე მათხოვებს!_ მივწერე მაშინვე.
_ დადლი ვინაღაა? გინდა გავულამაზო ცხვირი?
_ მართლა გინდა დადლიზე მოგიყვე?_ გამიხარდა რომელია, დავდნი მის პასუხზე.
_ მიდი აბა ავაორთქლოთ ეგ შენი დადლი!

ავდექი და ყველაფერი მოვუყევი. თუ როგორ ვცემე და დავპოტნე ის საწყალი მსუნაგი ბავშვი. თან სულ გაბერილი და ლოქო ვეძახე.

_ გაბერილი? ანუ შენი აზრით გაბერილი იყო?_ მისმა კითხვამ გამაოცა.

_ არა, არც მასე, მაგრამ გამაბრაზა და იმიტომ გავლანძღე._ ვიმართლე თავი. ისე რა წარმოდგენა დარჩებოდა ჩემზე? ალბათ ჩათვალა, რომ ბავშვები არ მიყვარდა. მე მხოლოდ დადლი მძულდა. თორემ სხვა ბავშვი არასდროს დამიჩაგრავს. თანაც მაშინ ისე დამსაჯეს, რომ სამუდამოდ დამიკაგეს ბიჭების ცემის სურვილი.

_ანუ დადლი გძულს და ერთ შანსს არ მისცემ?_ ვიფიქრე მცდიდა. ან რა უნდა მეფიქრა სხვა?!
_შანსი არა აქვს!
_ საერთოდ არანაირი?
დავფიქრდი. დადლი წარმოვიდგინე. მისი ნამდვილი სახელიც კი ვერ გავიხსენე. პირველად და უკანასკნელად ხომ 15 წლის წინ ვნახე.
ალბათ ახლა ხუთჯერ იმხელა მაინც იქნებოდა. და გამეცინა.

_ არა რატომ, ერთ შანსს მივცემ, თუ ზუსტად ახალ წელს სექსუალური სანტას ფორმაში ჩაცმული მესტუმრება და საჩუქრად ისევ ისეთ ტორტს მომიტანს!_ და გაკრეჭილი სმაილებიც გავუგზავნე იმის ნიშნად, რომ ვხუმრობდი.
მან კი ერთი სიტყვა მომწერა "გასაგებია!" და ჩატიდან გავიდა....

ფასი პირადში 3
#ფასიპირადში

მეორე დღეს ჩემი აჭრელებული ბორკილი ამხსნეს, მაგრამ მე რომ მეგონა მაშინვე ავიდგამდი ფეხს, შევცდი. მცირე ხნით დატვირთვა არ შეიძლებაო! მკაცრად გამაფრთხილეს. ანუ ისევ გადაიდო ჩვენი ნანატრი პირველი პაემანი. სხვა რა გზა იყო, უნდა მომეთმინა. თუმცა კი ნემსებზე ვიჯექი.

_ ვეროო, დეიდულა, დღეს იზოს და მის შვილს ვეპატიჟები სტუმრად და ძალიან გთხოვ, თავპატიჟი არ გამოიდო რაა!_ ისე შემეხვეწა დეიდაჩემი, უარი ვერაფრით ვუთხარი. თავი დავუქნიე და გაბრაზებული დავჯექი საწოლზე.

_კარგი ხო, ვიცი დიდად არ გიხარია, მაგრამ იქნებ ჯერ გენახა და მერე გეწუწუნა?!_ შემომიბღვირა დეიდაჩემმა და ისეთი სახით გავიდა, აშკარად ფიქრობდა: ერთი დამიხედეთ ამ უმადურსო! რა გარიგებები და ჯანდაბები აუტყდა ამ ოცდამეერათე საუკუნეში?! ბოლოს ხელი ჩავიქნიე. ხომ არ შემჭამდა არა, ეს ოხერი დადლი? თუ ვინ იცის, იქნებ მეც იმ ტორტივით შემახრამუნებდა?!

_ აბა როგორ ხარ? რას აკეთებ? _ გავიფიქრე მასზე და დაბარებულივით მომწერა კიდეც.
_ ვიპრანჭები, დღეს სტუმარი მყავს და უნდა დავხვდე! _ ირონია ვერსად დავმალე მე.
__ არ მითხრა, რომ შენი გაბერილი დადლი მოგდის!
_ ჩემი? ღმერთმა დამიფაროს!_ ავიბზუე ცხვირი.

_ იქნებ ჯერ გაგეცნო? რა იცი, ყველა იცვლება,უკვე რამდენი წელი გავიდა!
_ დადლის რა შეცვლიდა? თავიდანვე საძაგელი ბავშვი იყო და არა მგონია ბევრად უკეთესი გამხდარიყო! _ იმას ხომ არ ვეტყოდი, შენ ხარ ერთადერთი, ვისი ნახვაც მინდამეთქი?!

_ სხვა მიზეზი არ გაქვს?_ აშკარად მიმიხვდა ნაფიქრს. მინდოდა მეკითხა, შენთვის სულ ერთია მეთქი? მაგრამ ამას როგორ ვკითხავდი? სიჯიუტე უპირველეს ყოვლისა!!!

_ მისი დანახვაც კი არ მინდა!
_ არ ინანო მერე?_ დამცინოდა თუ რა ჯანდაბას აკეთებდა. თითქოს დადლის იცავდა.
თითქოს ნამუსზე მაგდებდა.
_ რატომ არ მპასუხობ გეწყინა რამე?
_ დეიდაჩემი არ მყოფნიდა,ახლა შენც დაიწყე. დადლი და დადლი! ხოდა რომ გავიცნობ მომეწონება და ცოლადაც გავყვები, დამასვენებთ მერე?!_ რომ გავგზავნე მაშინვე ვინანე. მაგრამ რაღა დროს.
_ ვერ შეგპირდები მაგას!_ მსხვილი წითელი ძახილის ნიშნით მომწერა პასუხი.

იმ საღამოს ბატონი "გოჭუნიას" ნახვას გადავრჩი. სრულებით მოულოდნელად იზომ დაურეკა დეიდაჩემს და მოუბოდიშა. ნუ იტყვით და მისი "გოჭუნია" სამსახურის საქმეებზე გამგზავრებულა სადღაც და თავად კი დედამისი სტუმრებია გაუფრთხილებლად სოფლიდან. ბედნიემა ამოვისუნთქე და ცეკვა_ცეკვით შევფარფატდი ოთახში.

_ ვაიი, გიხარია არა ალქაჯო? მოიცა გაიცნობ იმ ბავშვს და ინანებ, მაგრამ გვიანი იქნება მერე! ნეტავ ჩემთვისაც დაეძალებინა ვინმეს, თავის დროზე, ასეთი ბიჭი!_ აჯაჯღანდა სოფი.

_არც ახლაა გვიანი დეიდულას ვენაცვალე! _ ნიშნისმოგებით გამოვძახე ოთახიდან მხიარულად.
ახალი წელი ახლოვდებოდა. გოგოებმა სახლის დაქირავება და ერთად შეკრება გადაწყვიტეს, ოჯახებით სამეგობრო წრეში ახალ წელს რა სჯობს. თუმცა ფეხი მაინც მაწუხებდა. დიდხანს სიარული არ შემეძლო. მით უმეტეს სიცივეში. მაგრამ წაუსვლელად როგორ დავრჩებოდი?!

_ გოგოო ბანანიანი სანტას ტორტი გვინდა!_ ხატია ჩვეულ ამპლუაში იყო.
_ბანანიანი სანტა რა ჯანდაბაა?!_ რაც არ უნდა ჰქონოდა სათქმელი, ის ყოველთვის ორაზროვნად საუბარს არჩევდა ხოლმე და ამით ხალისობდა.
_ მიდი შენ შეუკვეთე იმ შენს სატრფოს და თავად მიხვდება.
_ აფრენ არა?_ ავიჯაგრე მე.
_ ოჰ, ქალბატონო კდემავ! ვითომ შენ კი არ გინდა!
_ რა არ მინდა?!
_ ბანანიანი სანტა!
_ ვიღაცას უნდა ვხედავ! დადქი და შეუკვეთე!
_ მომეცი ივას ნონერი და შევუკვეთავ!_ ხატიას რომ ფარ_ხმალი დააყრევინო მინიმუმ დიდი მოთმინება უნდა გქონდეს. როგორ წარმოგიდგენიათ ჩემი დაქალი ჩემს ტკბილ ივას ბანანიან სანტას რომ მოსთხოვს?! არაა! შანსი არაა!!!

_ ისემც გიქნიათ, საერთოდ ნუ გიჭამიათ ტორტი წელს!_ ისე დავუბრიალე ხატიას თვალები. გეგონება მესიჯში დამინახავდა.
_ ნუ გეშინია, არ შგიჭამთ მაგ შენ ტკბილ ივას! _ დამცინოდა კიდეც ეს კუდიანი.
_ მარტო გემოს გავუსინჯავთ!_ არა ფაქტი იყო, ის საწყალი ჩემი სისხლს მოწყურებული ვამპირი დაქალებისთვის უნდა დამემალა.

_ ვის ემესიჯები ხოლმე ნეტა, მასეთი ბედმიერი ღიმილით?!_ ისე წამომადგა ერთ საღამოს ივასთან მიმოწერაში გართულს დეიდაჩემი თავზე, რომ ვერაფერი გავიგე. ტელეფონი ხელიდან ამართვა ავი დედამთილივით და გაიქცა.

_ კაი რა სოფო, მომეცი აქ ტელეფონი!_ სად დავეწეოდი?! ამიტომ ხვეწნა დავუწყე.
_ მოიცა, ვნახო ერთი!_ მოურიდებლად ჩაძვრა ჩემს პირად შეტყობინებებში.
_ ოჰოოო?!_ წვრილი მელიის თვალების მსგავსი სათვალე გაოგნებულმა ჩამოიწია თვალებიდან.
_ რა ხდება ქალბატონო?

_ რა უნდა ხდებოდეს? რა აბა გეგონა ტყუილა არ მინდოდა ის შენი დადლი? რომ გადამაჭამე ტვინი?!_ ისე შევიფერე, ვითომ მართლა რამე პირადი ურთიერთობა მქონდა ივასთან.

_ ეს ვინაა?_ რაღაცნაირად დაეჭვებული მომაჩერდა სოფო, ცალ ხელში სათვალით ცალში ჩემი ტელეფონით.
_ ოოო, სოფოოო, მომეცი რა !_ შევეხვეწე მე.
_ ვინაამეთქი?!_ გაიმკაცრა ხმა.
_შენ იცოდი?!_ გახედა დედაჩემს. უკვე ნერვები მეშლებოდა. მართლა ბავშვი ხომ არ ვიყავი არა?!
_არაა! არაფერს მეუბნება, მარტო გოგოებს ეპუტუნება საიდუმლოდ!_ გაიბუსხა დედაჩემიც, ესღა მაკლდა!

_რა გჭირთ ხალხო თქვენ?_ შევუტიე ორივე დას. სოფოს ტელეფონი ავართვი ხელიდან და გაბრაზებული მივუჯექი გამათბობელთან დაგდებულ ყვითელ პუფს.
ორივე საეჭვოდ აჩურჩულდა. წამით მიყურებდნენ და მერე ისევ ჩურჩულს აგრძელებდნენ. მგონი ივა დიდად არ მოეწონათ. აი დარდი! მის ახალ სურათს დავაჩერდი სიყვარულით.
_მე მომწონს და ესაა მთავარი!_ ჩავილაპარაკე გაბუტულმა.

ძალიან მინდოდა ახალ წელს მაინც შევხვედროდი როგორმე. რანაირად ხდებოდა, რომ ამ საუკუნეში სამი სახლის იქით მცხოვრებ ბიჭთან შეხვედრას ვერ ვახერხებდი? მაგრამ ეს გეგმაც ხელებში ჩამადნა.
_ ქალაქიდან ვარ გასული სამსახურის საქმეზე! როგორც კი ჩამოვალ გნახავ, სულ რომ ქვეყანა დაიქცესო!_ მომწერა და ცოტათი დამამშვიდა.

ახალი წლის წინა საღამოს თოვა დაიწყო. კარგადაც დადო. კოჭებს ასცდა. ამბობდნენ: წლებია ქალაქს ასეთი თოვლი არ ახსოვსო.
იმ დღეს დეიდაჩემი უცნაურად აჟიტირებული დაცუხცუხებდა მთელ სახლში. ხან ტელეფონზე პუტუნებდა, ხან მესიჯობდა გამწარებული.
ალბათ ისევ ის დადლი უნდა მოეთრია საახალწლოდ. ის კი არ იცოდა, ამ დღესასწაულს სახლში რომ არ ვხვდებოდი.

_ გოგოოო კოსტუმირებულ დღესასწაულს ვაწყობთ! შენ ვინ იქნები, რომ არ დაემთხვეს ფორმები!_ ეს რაღა მოიგონეს ნეტა? სად უნდა მეშოვნა ახალი წლის წინა დღეს ფორმა?!

_ არ გამაგიჟოთ ახლა, ადრე მაინც გეთქვათ! ახლა ყველაფერი დაკეტილია!_არადა მეც მომინდა მათსავით თემატურად გამოწყობილი ვყოფილიყავი.
_ მოიცა, გახსოვს წინა წელს ნატამ რომ გამოიწერა ქალი სანტას ფორმა? ახლა ელფია, და მოგცემს იმ ფორმას!_ გული გამიკეთა ნათიამ.
_ ხო გოგოო ახლავე ამოგიტან_ მერე აღარ მეცლება!_ მომწერა ნატამაც.
_ პრობლემაც მოგვარდა!_ დაუსვა ბეჭედი ხატიამ.
არადა ცოტა არ იყოს მეხამუშა. ის ფორმა მთლად საწვეულებო ფორმაც არ იყო. კარგად მახსოვდა, ნატამ თავისი ქმრისთვის სიურპრიზის გასაკეთაებლად რომ შეუკვეთა და ასე გამოემშვიდობენ თავისუფალ ცხოვრებას წინა წელს, მალე კი ჩემი ნათლულიც შეეძინათ. და ახლა ის სექსუალური სანტას კაბა მე უნდა მცმოდა?!
მაგრამ არჩევანი არ მქონდა. სულ არაფერს ხომ სჯობდა. გრძელ წითელ მოსაცმელს ჩავიცმევდი და ეგ იყო. გული კი მეთანაღრებოდა, მაგრამ ხელი ჩავიქნიე.
ოც წუთში მომირბენინა და ისევ გავარდა. ფანჯრიდან დავინახე დეიდაჩემს როგორ ეჟღურტულენოდა რაღაცას და ორივე გულიანად როგორ იცინოდა.
მხრები ავიჩეჩე. არაფერი მიფიქრია, ახალი წელი, თოვლი და ბედნიერი განწყობაც ხომ მზადაა ?! რა იყო მათ სიცილში საეჭვო?

_ დეიი, ამ წელს ხომ სახლში ხარ?_ მომიცუცქდა დეიდაჩემი. მე თავი დავუქნიე და სწორედ იმ წამს მომწერა ნათიამ იმ დაქირავებული სახლის მისამართი.
_ იზო და მისი ბიჭი ამოვლენ, დავსხდეთ დავლიოთ, ვიჭუკჭუკოთ!_ თვალებს მიჟუჟუნებდა დეიდაჩემი.

"კიი, როგორ არა! დადლის მოვაშლევინებ ზუსტად ამ დაწყობილ, დავარცხნილ ნერვებს!" მეც თანხმობის ნიშნად ვუღიმოდი და ერთი სული მქონდა,ბოლო წამს თვალსა და ხელს შუა გავპარვოდი აბეზარ სოფიას.

დაახლოებით ერთი საათით ადრე, როცა დეიდაჩემი მაგიდის გაშლა_გაფორმებაზე გადაერთო, ნეტა ვის ელოდა ამდენ სტუმარს?! ოთახში შევიპარე. სწრაფად გამოვეწყვე ჩემს არცთუ მორცხვ ფორმაში. გრძელი კაპიუშონიანი ნაქსოვი კარდიგანი მოვიცვი, ბოტასები მოვირგე და ქუსლიანები თან გავიყოლე, რადგან ამ ფორმას ქუსლიანის გარეშე ეფექტი არ ჰქონდა.
და სახლიდან უჩუმრად გავიპარე.

ოც წუთში სადღაც უცხო კერძო ბინების დასახლებაში ამოვყავი თავი. ძლივს მივაგენი მითითებული მისამართი და მანქანა გავაჩერე. გარშემო ყველა სახლიდან სინათლე და მხიარულება იღვრებოდა, და რაც არ უნდა უცნაური იყოს, მხოლოდ ამ სახლში იყო სიბნელე და სიჩუმე.

_ რა ხდება ნეტა?_ ჩავილაპარაკე და მანქანაშივე მოვირგე ის ოხერი მაღლები. მანქანიდან გადმოვედი და პირველივე ნაბიჯზე ვიგრძენი ჩემი საწყალი ძვლების ჭრიალი.
ახლა თუ ამ ძლივს მორჩენილ ფეხს ჩემს ტრიპაჩობას გადავაყოლებდი ხომ ვიქნებოდი ღირსი?! მაგრამ ქალი რისი ქალია? ტკივილს არ დავნებდი და ჯიუტად გავწიე იმ ჩაბნელებული სახლისკენ.
ჭიშკარი გავაღე და შვიჭყიტე.

_ გოგოებოოო!_ დავიძახე ეჭვით.
_ რა ჯანდაბაა?!_ სახლს მივუახლოვდი და შიგნით შევაბიჯე. უცხო სახლში ვერც ჩამრთველი მივაგენი. ტელეფონის მოსაძებნად ჩანთაში მოვაფათურე ხელი და თან დაქალებს დავუძახე.

_ ხატიი? ნათიაა? ნატოოო?_ ხმა არავინ გამცა. გარედან შემომავალ სინათლეზე ჯადოსნურად ბრჭყვინავდა ნაძვისხის გირლიანდები.
ინსტიქტურად ნაძვის ხისკენ წავედი. მოულოდნელად მთლიანი ხე აბრდღვიალდა. შევცბი, მაგრამ იმდენად ლამაზი ოქროსფერი ბრჭყვიალი დაიწყო, რომ გამოკვირდა კიდეც, რა ხანი იყო ასეთი ლამაზი ნაძვის ხე არსად მენახა.

_ გამარჯობა!_ მომესმა ბოხი სასიამოვნო ხმა ზურგს უკან, ასე ნაძვის ცქერაში გართულს. მოულოდნელობისგან შევყვირე, სწრაფად შვბრუნდი, ჩემმა საწყალმა ფეხმა ამდნს კი ვეღარ გაუძლო და მიღალატა. დივანზე გადავყირავდი და ჩემი იდუმალი მასპინძელიც ქვეშ მოვიყოლე.

_ ჰოო, დახვედრაც ამას ჰქვია!_ გამიღიმა და ნაცნობმა თვალებმაც გაიელვეს.
_ შეენ?_ გაოცებისგან ისე დავიბენი, ადგომაც კი ვერ მოვისაზრე. ივა იყო, სანტას უცნაურად თანამედროვე ტანსაცმელი მოერგო რამდნადაც მივხვდი, სწორედ იმის შესაბამისი მე რომ მეცვა. თავზე კი გვერდულად გადახრილი სანტას ქუდი ჩამოემხო. ისევ ის სასიამოვნო კრემის, ვანილის და ხილის სურნელი ასდიოდა, რაც მაშინ.
_ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვიყოთ ასე!_ გამიღიმა ეშმაკურად. ახლაღა მოვედი გონს. მის მკლავს დავეყრდნი და წამოვიწიე, ღმერთო, რა საოცარი სხეული ჰქონდა. ურცხვად შევათვალიერე მისი მოღეღილი უმკლაო ფორმიდან გამომწვევად მომზირალი კუნთები.

_ ასე თუ გააგრძელებ ჩემს თვლიერებას, არც მე ვიტყვი უარს იგივეზე!_ კიდევ ერთხელ გამომაფხიზლა მისმა ხმამ ცოტა არ იყოს და უადგილო ფიქრებში გართული.
სწაფად მოვშორდი და დივნის კუთხეში გავიწიე.
_ ეს რა ჩაგიცვამს?_ მეგონა შუსაბამოდ მოკლე კაბაზე მეუბნებოდა და ინსტიქტურად ქვემოთ დავქაჩე. ფეხები დამიფარა, მაგრამ ახლა მკერდი გახდა მეტისმეტად ხილული. ივას გაეცინა. ხელი წვივზე მომკიდა და ჩემი ფეხი კალთაში ჩაიდო.
_ სულ არ უფრთხილდბი არა თავს?_ მკითხა გაბრაზებულმა და ის სახიფათო ქუსლიანები თავისი ხელით გამხადა.
_ არაფერს იტყვი?_ მკითხა ღიმილით და ზურგს უკან ჩამრთველი აატრიალა.
_შენ აქ რა გინდა?_ ვკითხე გაოცებულმა.
_ შენს საახალწლო სურვილს ვასრულებ!_ გაეღიმა და მაგიდისკენ გაიხედა. მის მზერას თვალი მივადევნე. მაგიდაზე უზარმაზარი, ბარბის, ვარდიფერი სასახლე იდო. სწორედ ისეთი, მე რომ ბავშვობაში მინდოდა. ავდექი და ახლოს მივედი. სასწაული რამ იყო. ძალიან ლამაზი დეტალებით გაფორმებული. ბედნიერებამ ფეხის თითებიდან დამიარა და მთელი სხეული ამივსო.
_ რა ლამაზია!_ წამოვიძახე გაოცებულმა.
_ და გემრიელი!_ წამოდგა და ჩემს ზურგს უკან ისე დადგა, რომ სულ სანტიმეტრიღა დატოვა ჩვენს შორის. მიბრუნება ვერ გავბედე.
_ გემრიელი?_ ვკითხე უკან მიუხდავად.
_ ჰოო! წინას ნამდვილად ჯობია._ მითხრა და ლამაზი გრძელი თითით ააცლა სასახლეს კედლის ნაწილი. გაოგნებულმა გავაყოლე თვალი მის ხელს. ჯერ ჩემსკენ გამოსწია კრემიანი თითი, თითქოს "გინდაო?" მეკითხებოდა.
უკან გადავიწიე. გაეცინა და თითი გაილოკა. აი მაშინ კი აიშალა ჩემს მუხლებში გამოსაზამთრებლად ჩაძინებული ათასი პეპლის ფარა. ვიგრძენი, რამეს თუ არ მოვეჭიდებოდი წავიქცეოდი.

_ შენ.. შენ _ ვერაფრით გავბედე დასრულება. შეუძლებელი იყო. არა შეუძლებელი კი არა არარსებული იყო. როგორ? რანაირად? ის და ეს?
_ თქვენგან ჩაგრული დადლი ვარ პრინცესა!_ წელზე ხელი მომხვია.
_რატომ? როგორ? როდის?_ ყველაფერი ერთად ვკითხე
_ რატომ? _ შენთვის!
როგორ?_ მოთმინებით!
როდის?_ მთელი 15 წელია!
_ არ მჯერა!_ გაოგნებამ პიკს მიაღწია. და თანდათან გაბრაზებაში გადაიზარდა.
_ ნახე!_ თავი გვერდზე მიაბრუნა და ნიკაპქვეშ, ყელთან, წვრილი შრამი დამანახა. გული ისე მიცემდა ლამის იყო ამოხტებოდა საგულედან და გამექცეოდა.
_ მე ჩემი პირობა შევასრულე! ახლა შენი ჯერია!_ ძალიან ხალისობდა ჩემს გაოგნებაზე
_ ჩემი ჯერი?
_ თუ ტორტს მომიტანს და სექსუალური სანტას ფორმაში მოვა, დადლის ერთ შანსს მივცემო ხომ თქვი?_ უკან დაიწია და საშუალება მომცა შემეთვალიერებინა.
_ თუ არ ვარ საკმარისად გამომწვევი?_ დამცინავად თვალიც ჩამიკრა.
_არასდროს!_ საშინლად გავბრაზდი მასზე, გოგონებზეც, დიდაჩემზეც, ყველაზე, დადლის სათამაშოდ მაქციეს?! ისე გავბრაზდი, როგორც მაშინ ბავშვობაში.

_ რა არასოდეს?_ ისევ სახიფათოდ მომიახლოვდა.
_ გადი თორემ, მაგ ლამაზ სახეს კიდევ უფრო გაგილამაზებ!_ რატომღაც მომინდა, როგორც მაშინ ბავშვობაში ისევ მეცემა და მეტკინა მისთვის. წამეშალა მისი სახიდან ეს თავხდური და თავდაჯერებული გამომეტყველება.
_ ხოო?_ მკითხა და ჩემს მიუქარით მოღერებულ ხელს თვალი უდარდელად ააყოლა.
_ აღარც შენ ხარ ის კაპარჩხანა ვითომ პრინცესა და აღარც მე ვარ ის სულელი, მტირალა ბიჭი! _ თაფლისფერი ლამაზი თვალები უცნაური ჟინით აუელვარდა.
_ შენ იცი რას ნიშნავს, ის გოგო რომ გცემს, ვინც გიყვარს?!_ აშკარად საკოცნელად დაიხარა. აქ კი გავგიჟდი. ხელი გამეტებით მოვუქნიე. მაგრამ დარტყმა ვეღარ მოვასწარი. სწრაფად დამიჭირა მაჯა. ჩემს ზურგს უკან ორივე ხელი ცალი ხელით გამიკავა და მთელი სხეულით ჩემს უკან მდგარი ტორტისკენ დაიხარა. მისი სურნელი და შეხება თავბრუს მახვევდა, მაგრამ შინაგანი სიჯიუტე დათმობის უფლებას არ მაძლევდა.
მეორე ხელით ისევ ააცალა ვარდისფერი კრემი ტორტს.
_ ისედაც დიდხანს გელოდე პატარავ!_ კრემიანი თითი მხარზე გადამისვა და ტუჩები დამაკრო ზედ.
_ აბა რას იტყვი, სათანადოდ ვიძიე შური?!_ მკითხა, როცა მხრიდან კრემი კოცნით მომაშორა.
_ აღიარე!_ მითხრა ღიმილით.
_ აღიარე, რომ გიჟდები ჩემზე!_ ძალიან საძაგელი იყო, მაგრამ თან ძალიან საყვარელი. ხოდა, მეც ხომ ადამიანი ვარ არა?! გავბედე და ჩემი უაზრო სიჯიუტე სადღაც ჯანდაბაში გადავკარგე. ავდექი და ხმამაღლა ვაღიარე:

_ ვგიჟდები შენზე დადლი!

ჯერ ხმადაბლა გაეცინა. მერე კი ორივე ხელი მაგრად მომხვია, გულში ჩამიხუტა და ხმამაღლა ახარხარდა.
_ რა ღირს ეს ტორტი?_ ვკითხე უკვე მართლა ხუმრობით.
_ ფასი პირადში პატარავ! ფასი პირადში!

დასასრული


ვე რა








№1 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან კარგი იყო. თბილი და სახალისო. მადლობა ამისთვის.

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

რა კარგი გოგო ხარ....სსიამოვნო დს ლამაზი ისტორია იყო..

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკა

აი ძალიან ძალიან მიყვარს თქვენი ისტორიები მადლობააააა❤️❤️❤️❤️დამდეგს გილოცავთ

 


№4 სტუმარი Nino

Super❤❤❤❤????????

 


№5  offline წევრი Annia

სასაცილო და საყვარლობა იყო

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ნამდვილად თბილი ტკბილი ვანილივით საინტერესო და სასიამოვნო საახალწლო ნაწარმოებია ვიმხიარულე ძალიან.მადლ9ბა დიდი წარმატებები....????????❤️♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი სოფი

ძაან საყვაარელია აი ძაან

 


№8 სტუმარი ლეილა დიაკონიძე.

რა კარგი იყო და რა კარგი ხართ თქვენ❤️????

 


№9 სტუმარი ეკა 5

ეს იყო ტორტიი❤️❤️❤️❤️ წარმატევებიიი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent