შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენე (14)


29-12-2023, 15:06
ავტორი sati
ნანახია 1 652

***
ნერსემ ბესო გაიყოლა და რამდენიმე დაცვის ბიჭი, ვხედავდი ფანჯრიდან როგორ გარბოდნენ მანქანებისაკენ. 4 მანქანა გავიდა ერთდროულად ეზოდან, კარისკენ წავედი, მინდოდა ვანოსთვის მეკითხა რა ხდებოდა, მაგრამ ალექსანდრე მედგა წინ.
-გაიწიე.
-რძალო-ამოიოხრა და გამიღიმა-ნერსე დაბრუნდება მალე და ყველაფერს აგიხსნის.
-ალექსანდრე გაიწიე მეთქი, თორე ზუსტად 5 წუთში ავუხელ თვალებს შენ პატარძალს სიმართლით-ალექსანდრეს ოდნავაც არ შეშინებია ჩემი მუქარის და არც უფიქრია გაწევა.
-რატო მაიძულებ რო უხეშად მოგექცე? 1-2 საათი ჰო შეილება მოიცადო და მოთმენით იყო.
-გაიწიე, თორე ვიკივლებ და თამარა ამოვა.
-კი ბატონო, თუ გირჩევნია ვანოსთან იჩხუბო, ვიდრე აქ მე მელაპარაკო, მიბრძანდი. განსხვავება ისაა, იმას პირდაპირ აქ ბრძანება გაცემული, რომ ვინც კი ეცდება სახლი ნერსესგან დაუკითხავად დატოვოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს სახლში შეაბრუნოს, სულ რო გაკოჭვა მოუწიოს და ოთახში ჩაკეტოს. იქნებით ეს შენ, ვაჩე თუ ნათია ბავშვთან ერთად-ნერსე ნამდვილად იყო ამის მთქმელი, ახლა ზედმეტი ჩხუბის თავი არ მქონდა. საწოლზე დავჯექი და ალექსანდრეს ზურგი მივაქციე. ოდნავ გაეცინა ჩემს საქციელზე, მერე კარი მიხურა, მოვიდა და გვერდით დამიჯდა.
-რძალო, განა არ მესმის შენი-მხარზე დამადო ხელი-ვიცი რა რთულიც არის შენთვის ასეთ სამყაროში ცხოვრება. მაგრამ უკვე არჩევანი აღარ გაქვს. ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო არის ის, რომ ენდო ნერსეს, რომ ყველაფერს მოაგვარებს. რაც უფრო ნაკლები გეცოდინება, მით უფრო მშვიდად იქნები. კაი ეხლა რძალო-ჩემ შემობრუნებას ეცადა-ჩემზე და თამარაზე თუ ხარ ნაწყენი, გპირდები, რომ მალევე ვეტყვი ყველაფერს და მერე თვითონ გადაწყვეტს როგორ მოიქცეს. ჰა შემირიგდი-შემეცოდა, არაფერი დაუშვებია ჩემთვის და მთელი საღამო საშინლად ვექცეოდი. მისკენ შევბრუნდი და ჩავეხუტე.
-ბოდიში.
-რა ბოდიში არ გრცხვენია რძალო?-ძალიან მეცინებოდა რძალს, რომ მეძახდა მერე ნორმალურად შემობრუნდი და დავჯექი, თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე-ნუ ტირიხარ, მაფიოზის ცოლს არ უხდება ტირილი. ეხლა შენ თავი უნდა აიყვანო ხელში...
-მემგონი ფეხმძიმედ ვარ.
-რძალო, ეხლა მოიცა, ჩახუტების მეტი არაფერი მიქნია, რაღაცეებს ნუ ხლართავ ჩემს წინააღმდეგ-გამეცინა, რა იდიოტი იყო-ბავშვის მამა ვინ არის?-აუტანელი ადამიანი, კიდე რამდენჯერ უნდა გამეღადავოს ამ თემაზე.
-ალექს გეყოფა-სიცილს ძლივს ვიკავებდი, თან მეტირებოდა.
-ო ეგ ჰორმონების ბრალია, თორე ისე გიჟი მეგონებოდი. მერე მაგას რა ჯობია რძალო?-გახარებული სახით მითხრა-ნათლია თუ მე ვარ არაფაერი ჯობია და თუ მე არა ვარ... არ გაგიკვირდეს სადმე თუ შემთხვევით გაქრება შენი შვილის მომავალი ნათლია. უგზოუკვლოდ-უკვე ვეღარც ვიკავებდი სიცილის, ალექსანდრე ჩემს გამხიარულებას ცდილობდა და ნამდვილად გამოსდიოდა-ბოლო-ბოლო მე შენს ქმარზე არანაკლები დარტყმული ვარ.
-მაგაში ეჭვიც არ მეპარება.
-მომისმინე, შენს შვილს განა მარტო ნერსე დაიცავს, მე ვინ ვარ? ბესო ვინ არის? ვანო? რამხელა შეურაცხყოფას გვაყენებ ამდენ ადამიანს? სატირალია ბავშვის გაჩენა? ნუ კაი გაჩენისას ნამდვილად აგეტირება ისეთი ჯოჯოხეთური ტკივილები იცის, მაგრამ როგორ შეიძლება ამაზე ეხლა ტირილი? აგერ ნახავ, მალე მოვაგვარებთ ყველაფერს-ცოტახანი გაჩერდა-ისე რძალო, თქვენ რა შუსტრები ყოფილხართ, თაფლობის თვე არ გქონიათ და უკვე ბავშვს ელოდებით, რაღაცას მაიმუნობთ თქვენ-ორივე გადავბჟირდით და ამ ხმაურზე თამარაც ამოვიდა.
-გოგო შენ მემგონი მაგრა დათვერი, 5 წუთის წინ თავზე დაგვაფარე ყველაფერი-თამარა გაკვირვებული მიყურებდა.
-თამარა ბოდიში, ეტყობა რაღაც მომენტში წამლები რო დავაგვიანე და დავლიე ცოტა ავურიე. მაპატიე.
-არა, ხო.. რა სისულელეა-დაიბნა-მესმის. ამიტო არ გინდა ხოლმე შენ ეს დალევა.
-თამარა, მინდა გითხრა ძალიან კარგი წყვილი ხართ.
-ალექსანდრე, ხო გითხარი არ მოაწევინო თქო-ალექსანდრეს სახე წაეშალა და სახის მანჭვით ანიშნებდა გაჩუმდიო. გამეცინა, ნამდვილად შეესაბამებოდნენ ერთმანეთს.
-რაი?-ალექსანდრეს გავხედე-ეხლა დაქალიც გამიფუჭე.
-რა გაგიფუჭო გოგო, თვითონ მოვიდა აქ პლანით. ვანო ხო ნახულობს ხოლმე ჩანთებს ვინც მოდის იმისას და იმან ამოუღო და სახლიდან სანამ არ წახვალ არ მოგცმეო-გადავბჟირდი, რომ წარმოვიდინე სურათი, რომ ნარკობარონის სახლში მოსულ ადამიანს ნარკოტიკებს ართმევენ, რომ სახლში არ შეიტანოს.
-თამარა ნორმალური ხარ?-თითქოს უნდა გავბრაზებულიყავი, მაგრამ მეცინებოდა. ცოტახანში ვაჩეც ამოვიდა და სასმელი ოთახში ამოგვიტანა. დიდი ხანი ვლაპარაკობდით, მერე ალექსანდრემ თამარა სახლში წაიყვანა და მე და ვაჩე დავრჩით. ვაჩეს ნახევრად ეძინა ჩემ ლოგინზე.
-ვაჩე. მემგონი ფეხმძიმედ ვარ.
-ჰმმჰჰმ..-წამოიბურდღუნა-იცის ნერსემ?
-კი.
-ანუ აბორტი დაგვიანებულია-წამოდგა.
-შენც ფიქრობ რომ აბორტი უნდა გავიკეთო?
-კი-თვალებში შემომხედა სრული სერიოზულობით-თუ გინდა რომ ბავშვმა ჯოჯოხეთში იცხოვროს მაშინ გააჩინე.
-ნინოს რა ეტყობა ჯოჯოხეთში ცხოვრების?
-არაფერი, ჯერ. შენი არჩევანია ნენე, აბორტს ვერანაირად დაგაძალებ, მაგრამ ამ შემთხვევაში როცა ანდრონიკაშვილებთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, ესეც რომ რბილად ვთქვათ, ისედაც შეილება მუცელი მოგეშალოს.
-ნერსე არ გამაკეთებინებს აბორტს.
-არც არის საჭირო ნერსემ გაიგოს რომ შენ გაიკეთე, არის მედიკამენტოზური. წამალს მოგიტან, გაიკეთებ და ვსო.
-ამ დონეზე გეზიზღება შენი ძმა?-გამიკვირდა მისი საქციელის. მის ძმისშვილზე იყო საუბარი.
-არა, ამ დონეზე მიყვარხარ შენ რომ არ მინდა კიდე უფრო დაიტანჯო.
-ნერსე?
-ნერსეს ჰყავს უკვე შვილი. და იმ ერთს ძლივს უთმობს დროს და ყურადღებას.
ამასობაში ნერსეც მოვიდა, მისი მანქანის ხმა გავიგე. ვაჩე ოთახში დავტოვე და ქვევით ჩავედი დასახვედრად. ვანოსთან ერთად შემოვიდა.
-ადვოკატს დაურეკე მოვიდეს, ბესოც და ალექსანდრეც მობრუნდნენ-მისაღებში შემოვიდა და მე რომ დამინახა ვანო გაუშვა ისევ-ეხლა არ მაქვს ჩხუბის ნერვი ნენე.
-არ ვაპირებ. ლაპარაკი მინდა.
უკანა ეზოში გავედით და გარეთ დავჯექით. სიგარეტი ამოიღო და ჩემგან ოდნავ მოშორებით დაიწყო მოწევა.
-გისმენ. აბორტის გაკეთება გინდა და მშორდები, მართალი ვარ?
-არ გშორდები.
-ანუ აბორტის გაკეთება გინდა.
-ნერსე, მემგონი ვიჩქარეთ დაქორწინება. არც შენ და არც მე არ გვაქვს გააზრებული რას ნიშნავს ოჯახი. ოჯახში ცოლიც და ქმარიც თანასწორუფლებიანები არიან, შენ კიდე გინდა რო ყველაფერი ისე იყოს როგორც იტყვი.
-აბა ისე იყოს როგორც შენ გინდა? და ჩემი შვილი უნდა მოკლა?
-ნერსე დაფიქრდი, ეხლა ბავშვის გაჩენა რამდენად ლოგიკურია? და უსაფრთხო?
-9 თვეში გაჩნდება.
-იქამდე შეილება მუცელი მომეშალოს, ან ანდრონიკაშვილებმა შენს დასაშანტაჟებლად გამოიყენონ ეს ბავში და მე რამე დამიშავონ. მერე უფრო ვერ ავიტან ამ ყველაფერს, ვიდრე ახლა დროულად რომ აბორტი გავიკეთო.
ცოტახანი გაჩუმდა, ხმას არ იღებდა. ზედ არც მიყურებდა.
-თუ აბორტს გაიკეთებ შეგილია გამშორდე.
-მაშინ გაგშორდები.
-ხოდა გამშორდი. თუ გინდა ეხლავე ჩაალაგე ბარგი და წადი ბიძაშენთან. ვანოს ვეტყვი და გაგიყვანენ.
-კარგი-მშვენივრად იცოდა რომ ბიძაჩემი უკან აღარ მიმიღებდა, არც პეტრე და არც ლაშა. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, სადმე მაინც უნდა წავსულიყავი. ოთახში ავედი უცბად რაც მომხვდა ხელში ჩავალაგე და ქვევით ჩავედი. ნერსე ისევ უკანა ეზოში იყო, არც დამშვიდობებია, არ მჯეროდა რომ ესე მშვიდად უდგებოდა ჩვენი დაშორების ამბავს. თითქოს რატომღაც დარწრმუნებული იყო, რომ ბოლოს ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც მას უნდოდა. ვანოს ვთხოვე თამარასთან წავეყვანე. რომ მივედი, კარზე კარგახანი ვაკაკუნებდი, სანამ ალექსანდრემ არ გამიღო ნახევრად შიშველმა.
-ღმერთო-თვალებზე ხელი ავიფარე და შიგნით შევედი-ჩაიცვი რამე, თამარას ძინავს?
-რა ხდება?-თამარა გამოვიდა საძინებლიდან ალექსანდრეს ზედაში-ნენე?-ჩემს ჩემოდანს შეხედა.
-ამაღამ დავრჩები რა შენთან და მერე დაველაპარაკები ჩემს ბინაში მდგმურებს და გადავალ ისევ მარტო-ჩემი ბინა გაქირავებული მქონდა და უკან ვერ ვბრუნდებოდი.
-გაშორდით?-ალექსანდრემ შეშინებულმა მკითხა-გაშორდი თუ გამოიქეცი?-მასაც კი უჭირდა დაჯერება, რომ ნერსემ ამის საშუალება მომცა.
-გეხვეწები ეხლა არ მალაპარაკო. მისაღებში დავიძინებ-სავარძელზე დავწექი და დავიძინე. მეორე დილით ალექსანდრეს და თამარას ხმაურმა გამაღვიძა.
-შენ ამოიტანე!-თამარა რაღაცაზე ეჩხუბებოდა, მაგრამ თან ეძინებოდა.
-მიდი რა გეხვეწები ეხლა არ ჩამაცვა, ჩადი უცბად ამოიტანე-თამარამ ფეხზე ჩაიცვა და ალბათ მაღაზიაში ჩავიდა. მეც წამოვდექი და სამზარეულოში გავედი.
-რძალო-სევდანარევი ხმით მომესალმა-შეჭამ რამეს?-თავი გავაქნიე პასუხის ნიშნად-მართლა გაშორდით? ნერსეს დავურეკე გუშინ და სახლშია, მეგონა სანამ მოვიდოდა იქამდე წამოხვედი-რატომ ვერ იჯერებდა, რომ ნერსემ გამომიშვა სახლიდან ჩემამდე არ მოდის. მართლა ასეთი დესპოტიც არ იყო.
-აბორტის გაკეთება მინდა თქო და მაშინ გამშორდიო.
-ნენე, ხო ვილაპარაკეთ ამაზე გუშინ.
-ვილაპარაკეთ, მაგრამ მერე ვაჩესთანაც ვილაპარაკე და მივხვდი, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. დღესვე წავალ ექიმთან.
-ეხლა არ გაგიკეთებენ, მისვლიდან რამდენიმე დღეს გაძლევენ, რომ კიდე კარგად დაფიქრდე, ამიტომ ტყუილად მიხვალ.
-არ მივალ ტყუილად, თუ ისედაც რამდენიმე დღე უნდა მომცენ, ბარემ დღეიდანვე დაიწყოს ათვლა.
-ძალიან ჯიუტი ხარ. წარმოდგენაც არ გაქვს ნერსეს როგორ უჭირს ეხლა და რამდენ ფრონტზე იბრძვის ერთდროულად, შენთან ჩხუბიღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის.
-და აქ მარტო ნერსეა ცოდო?
-ცოდო არც ერთი არ ხართ.
-ალექსანდრე, მოდი შენ თავს და შენ ცხოვრებას მიხედე და როგორმე მე და ნერსე მოვგვარდებით ჩვენთითონ-ეწყინა, თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა. არ მადარდებდა ახლა ალექსანდრეს წყენინება, რადგან ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. ტესტი გავიკეთე და როგორც ველოდი დადებითი აღმოჩნდა. აბაზანაში შევედი საბანაოდ და მზადება დავიწყე კლინიკაში წასასვლელად. ახლა რომ არ გამეკეთებინა ეს ყველაფერი შესაძლოა მართლა გადამეფიქრებინა. ნერსემ ერთი პირობით გამომიშვა სახლიდან, რომ გიგა მატარებდა სადაც დამჭირდებოდა. უსაფრთხოება ფეხზე ნამდვილად არ მეკიდა, ამიტომ ამაზე არც შევწინააღმდეგებივარ. სახლიდან უნდა გავსულიყავი, რომ ტელეფონზე უცხო ნომრისგან ზარი შემოვიდა.
-გისმენთ?
-გამარჯობა ქალბატონო ელა, თვენი ნომერი ჩემმა ერთმა მეგობარმა მომცა, მაინტერესებს კიდევ იღებთ კლიენტებს?-მამაკაცი იყო. ალბათ ჩაწერა უნდოდა სეანსზე.
-გამარჯობა, დიახ-ახლა ნამდვილად მჭირდბეოდ აკლიენტები, ჩემით მომიწევდა ისევ თავის გატანა და ნერსესთვის 10 თეთრის თხოვნასაც არ ვაპირებდი-როდის გნებავთ ჩაწერა?
-იცით რამდენიმე კვირაში მივემგზავრები უცხოეთში და რაც უფრო მალე მით უკეთესი. დღეს საღამოს ხომ არ გეცლებათ შემთხვევით?
-დიახ, არ არის პრობლემა. თქვენი სახელი?
-შიო.
-კარგი შიო, მისამართს მოგწერთ და საღამოს 7 საათზე გელოდებით.
-მადლობა, შეხვედრამდე-გამითიშა. ძლივს კარგი ამბავი მოხდა და კლიენტი ვიშოვე. ძველებთანაც უნდა დამერეკა და მეთქვა, რომ ვანახლებდი მიღებას. კლინიკაში მივედი და როგორც ალექსანდრემ თქვა უკან გამომაბრუნეს, რამდენიმე დღე მომცეს მოსაფიქრებლად. ნეტა მცოდნოდა რა მედიკამენტს მომცემდნენ და ჩემით დღესვე დავლევდი. მაგრამ უარით გამომისტუმერს. ვიცოდი, რომ გიგა ეტყოდა ნერსეს სადაც ვიყავი და რატომღაც მეგონა, რომ ნერსე მოვიდოდა კლინიკაში. შევცდი. როგორც ჩანს მართლა არ ადარდებდა რას გავაკეთებდი. იქნებ კარგიც იყო რომ გავშორდი? ახლა სულ შიშში მაინც არ ვიცხოვრებდი. თუმცა მაინც ვერ ვწყვეტდი მასზე ფიქრს. გუშინ სად წავიდა, ან რა მოხდა ასე მალე რომ მოუწია წასვლა ? უკანაც გაღიზიანებული დაბრუნდა. სავარაუდოდ ანდრონიკაშვილებმა დაიწყეს მოქმედება, მაგრამ მე ამას მაინც არ მეტყოდა. რადგან თვითონ არ მაძლევდა დახმარების საშუალებას, გადავწყვიტე ჩემით მემოქმედა და ჩემით გამეგო ყველაფერი. ჯერჯერობით არ ვიცოდი როგორ, მაგრამ აუცილებლად უნდა მომეფიქრებინა მაგ ნაბი*ვარი ოჯახის მოშორების გეგმა. მდგმურების გაშვება ვერ მოვახერხე იმავე დღეს თავისთავად, ამიტომ ერთოთახიანი ბინა ვიქირავე რამდენიმე საათით. კლიენტს არ დაუგვიანებია, ზუსტად 7 საათზე კარზე კაკუნის ხმა გავიგე. კართან მაღალი, საკმაოდ სიმპატიური შესახედაობის მამაკაცი იდგა. დინჯად შემოაბიჯა ოთახში და ხელი ჩამომართვა. შიგნით შევიპატიჟე და ყავა შევთავაზე. სანამ ვადუღებდი ერთმანეთის გაცნობაზე გადავედით.
-რამდენიმე დღეა რაც ჩამოვედი უცხოეთიდან. წლებია საქართველოში არ ვყოფილვარ, ძალიან მომენატრა აქაურობა.
-ხო, მეც არ წარმომიდგენია აქედან შორს ცხოვრება. სად ცხოვრობდით?
-ამერიკაში. ძმასთან და ბიძასთან ერთად. აქ ჩვენი ბიზნესი გვაქვს. მაგრამ აქამდე ვერ ვახერხებდით ჩამოსვლას.
-ეხლა რა შეიცვალა?-ამ კითხვაზე უცნაურად გამომხედა, რატომღაც არ ელოდა რომ დამაინტერესებდა. არც უპასუხია, მადუღარაზე მიმითითა და გამოაერთა შტეფსელიდან.
-თქვენზე რას მეტყვით?
-და რა გაინტერესებთ? ზოგადად ფსიქოლოგის მოვალეობა მოსმენაა, ამიტომ ხშირად არ ვაწყენ პაციენტებს ჩემს თავზე საუბრით თავს.
-არა, მეც მიყვარს სხვების მოსმენა. თან პირველი შეხვედრა ხომ გაცნობითია-ყავა ავიღეთ და ერთმანეთის პირისპირ დავჯექით სავარძელზე.
-კეთილი. 25 წლის ვარ, თსუ-ში მაქვს გავლილი ფსიქოლოგია, მაქვს ბაკალავრის და მაგისტრანტის ხარისხი-ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა, რომ გათხოვილი ვარ, მაგრამ ბეჭედი ჯერ კიდევ მეკეთა ხელზე და ალბათ ისედაც მიხვდებოდა ამ ფაქტს. შესაბამისად, არ ჩავთვალე საჭირო ეს დეტალი მოემყოლა მისთვის-2 წელია რაც პაციენტებს ვიღებ. ცოტახანი შეჩერებული მქონდა მიღება. და თქვენ ვინ გირჩიათ ჩემთან მოსვლა?
-ნინამ. გედევანიშვილმა, გახსოვთ?-კი ნინა ჩემი პაციენტი იყო 1 წლის განმავლობაში.
-კი, როგორ არა. ნინას ახლოს იცნობთ?
-არც ისე, კურსელები ვიყავით უნივერსიტეტში.
-გასაგებია. მოდით თქვენი მოლოდინები გამიზიარეთ, რას ელოდებით ჩვენი სესიებისგან, რისი მიღება გსურთ?
-იცით, ცოტა ტრაგიკული ბავშვობა მქონდა. მამა და დედა გარდამეცვალა ძალიან პატარა ასაკში. მშობლების გარეშე ვიზრდებოდი. ბიძამ გამზარდა, მე და ჩემი ძმა. ძალიან ტრავმულია ჩემთვის იმ პერიოდის გახსენება. რამდენიმე დღის წინ ძმაც გარდამეცვალა-მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თითქოს რაღაცაზე ეჭვი ავიღე. ძალიან ცუდად ემთხვეოდა ყველაფერი ერთმანეთს. რა ერქვა ერიკოს ძმას? რატომ ვერ ვიხსენებ სახელს? მგონი ლევანი ერქვა. ნერსეს გადამკიდე სერიოზული პარანოია დამემართა. მანაც შეამჩნია, რომ ანვერვიულდი და მოყოლა აღარ გააგრძელა.
-ნენე ცუდად ხომ არ ხართ?-ახლა საერთოდ ცუდად გავხდი. ნენე რატომ დამიძახა? საიდან იცოდა ჩემი ზედმეტსახელი? საზიზღრად გამიღიმა.
-თქვენი სახელი გამიმეორეთ?-ამჩნევდა, რომ ეჭვი ავიღე.
-შიო. შიო გელაშვილი.
-ნენე რატომ დამიძახეთ?
-ნინა გეძახდა ხოლმე ასე, ჩემთანაც ნენეთი გახსენა, მაგრამ შემრცხვა ასე ხომ არ გიწოდებდით ტელეფონში, თუ თქვენთვის არაკომფორტულია, ელათი მოგმართავთ.
-არა, არ არის პრობლემა. თქვენს ძმაზე მიყვებოდით-ცოტა დავმშვიდდი. ალბათ მართლა პარანოია მქონდა. ან რატომ მოიქცეოდა ერიკოს ძმა მასსავით დაუფიქრებლად? რატომ გარისკავდა საკუთარი ვინაობის გამხელას ჩემთვის, როცა იცოდა, რომ ნერსეს დაცვა ჰყავდა ჩემს სახლთან?
-რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
-რა დაემართა?-ზოგადად მსგავსი ჩაკითხვა არ მახასიათებდა, მაგრამ მინდოდა ბოლომდე დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ის ადამიანი არ იყო ვიზეც ვეჭვობდი. თუმცა რა დაუშლიდა ტყუილის თქმას?
-ავარიაში მოყვა. საჭესთან მთვრალი დაჯდა. თავს ნაწილობრივ დამნაშავედაც ვგრძნობ...-დააახლოებით 40 წუთის განმავლობაში მესაუბრებოდა საკუთარ ძმაზე, მეც მშვიდად ვუსმენდი. მიყვებოდა მათი ურთიერთობების შესახებ, თუ როგორ ზრუნავდა მასზე მამასავით, რადგან უფროსი იყო და პასუხისმგებლობას გრძნობდა მის კეთილდღეობაზე. ბოლოს უვკე დასასრულისკენ წავედით და შეჯამებასავით უნდა გაგვეკეთებინა. მისი ნათქვამიდან რამდენიმე საკვანძო საკითხზე გავამახვილე ყურადღება.
-და ამით იმის თქმა მინდა, რომ თქვენი ძმა.. სახელი შემახსენეთ მისი?
-არ მიხსენებია აქამდე-გამიღიმა და ოდნავ წინ გადმოიწია-ერიკო.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან კარგია, უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. აუუ არ მოკლათ რა ნერსეს და ნენეს შვილი, ერთადერთი ნათელი წერტილია მათ ცხოვრებაში(((

 


№2  offline წევრი sati

სტუმარი ლილე
ძალიან კარგია, უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. აუუ არ მოკლათ რა ნერსეს და ნენეს შვილი, ერთადერთი ნათელი წერტილია მათ ცხოვრებაში(((

მადლობა რომ კითხულოობ <3 <3 რაც შეეხება ნენეს და ნერსეს შვილს, სიმართლე რომ ვთქვა 12-ე თავამდე დაწერილი მქონდა უკვე ყველაფერი ამიტომ ამ თავიდან უკვე ნელა-ნელა ვწყვეტ რა როგორ უნდა იყოს, მხოლოდ დასასრული მაქვს განსაზღვრული. ჯერ კიდევ ვფიქრობ ნენეს და ნერსეს შვილის ამბავზე heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

sati
სტუმარი ლილე
ძალიან კარგია, უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. აუუ არ მოკლათ რა ნერსეს და ნენეს შვილი, ერთადერთი ნათელი წერტილია მათ ცხოვრებაში(((

მადლობა რომ კითხულოობ <3 <3 რაც შეეხება ნენეს და ნერსეს შვილს, სიმართლე რომ ვთქვა 12-ე თავამდე დაწერილი მქონდა უკვე ყველაფერი ამიტომ ამ თავიდან უკვე ნელა-ნელა ვწყვეტ რა როგორ უნდა იყოს, მხოლოდ დასასრული მაქვს განსაზღვრული. ჯერ კიდევ ვფიქრობ ნენეს და ნერსეს შვილის ამბავზე heart_eyes



კი მესმის, უბრალოდ ჩემი სურვილი გითხარით, მადლობა და გელოდებით heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი მინა

ძალიან კარგი წერის სტილი გაქვთ, სიტყვების მარაგი და ა.შ მაგრამ მაინტერესებს რელურად თქვენ ნენესნაირი ქალი იქნებოდით? მართლა მოგწონთ ნერსესნაირი კაცები? საქართველოში აშკარადაა ამის პრობლემა. შეიძლება იმაზე წერთ რომ არასწორია მსგავს კაცთან ყოფნა და არაჯანსაღ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე, ჯერ წინ არის ისტორია, თუმცა ნამდვილად რთული წასაკითხია როცა ქალი დამონებულია და ბაბლში ცხოვრობს. წარმატებები❤️❤️

 


№5  offline წევრი sati

სტუმარი მინა
ძალიან კარგი წერის სტილი გაქვთ, სიტყვების მარაგი და ა.შ მაგრამ მაინტერესებს რელურად თქვენ ნენესნაირი ქალი იქნებოდით? მართლა მოგწონთ ნერსესნაირი კაცები? საქართველოში აშკარადაა ამის პრობლემა. შეიძლება იმაზე წერთ რომ არასწორია მსგავს კაცთან ყოფნა და არაჯანსაღ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე, ჯერ წინ არის ისტორია, თუმცა ნამდვილად რთული წასაკითხია როცა ქალი დამონებულია და ბაბლში ცხოვრობს. წარმატებები❤️❤️

სწორედ ამ ურთიერთობის ტოქსიკურობას ვუსვამ ხაზს, არ ვიცი ნენეს ადგილას როგორ მოვიქცეოდი. რაც არ უნდა ვთქვა, რომ არ გავჩერდებოდი ასეთ ურთიერთობაში, არავინ არ ვიცით ცხოვრება რას მოგვიმზადებს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ურთიერთობა ადამიანს ცვლის. აქ ნერსეს პერსონაჟი ბავშვობიდან დესპოტი არ ყოფილა. ვაჟას აღზრდის მეთოდები კიდე გამოჩნდება მომავალ თავებში, მისი ურთიერთობის სტილი ბავშვებთან. ბავშვი სკოლის ასაკიდან დაყვებოდა მამას ბიზნეს შეხვედრებზე და 24სთ-ს მასთან ატარებდა. რთულია 26-27 წლის ასაკში 1 თვეში შეცვლა, მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა. გეთანხმებით, რომ საქართველოში ნამდვილად გვაქვს ეს პრობლემა. მადლობა რომ კითხულობთ heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი სოფო

გამიჩერდა გულიიი ახალ თავს ველოდებიიუ

 


№7 სტუმარი Nino

Au atvirte ra axali tavi ❤❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ნატო

კარგია და იმედია მაკე დაიდება შემდეგი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent