ნენე(10)
-10 წუთში შემოვალ და ერთად დავიძინებთ-კარი გაიხურა და კაბინეტში გაბრუნდა. დალოდებას აღარ ვაპირებდი ისე მრცხვენოდა რომ გამომიჭირა პატარა ბავშვივით. ეგრევე საწოლში დავწექი და ძილი განვაგრძე. დილით, ნერსეს გულმკერდზე გამომეღვიძა, ჩახუტებულები ვიწექით. საათის ნახვა მინდოდა, ხელი გავწიე ოდნავ ტელეფონისაკენ და ეგრევე გაიღვიძა, ხელი ხელზე მომკიდა და თავის სახესთან მიიტანა. -ადრეა ჯერ, დაიძინე-მეორე ხელი კი წელზე გადმომხვია. -ნერსე-გამეცინა-12 საათია. -მერე? სადმე გეჩქარება?-უფრო ახლოს მიმიზიდა და შუბლზე მაკოცა-დაიძინე. -გვიან დაწექი?-ვითომ ვერ გაიგო-ჰმ? -არა, მალევე. ნუ მაღვიძებ ნენე, ვსო მოვრჩით. -ვერ დავიძინებ ნერსე, წამალი მაქ დასალევი-ამოიოხრა და თვალები გაახილა-კაი წადი უცბად ჭამე რამე, დალიე და ამოდი. -შენ მთელი დღე ლოგინში აპირებ წოლას? -არა მარტო წოლას-გამომწვევად გამიღიმა. -კაი მაშინ მე მაინც გამიშვი. თვითონაც წამოდგა და შარვალია მოიცვა, მე ისევ მის ზედაში ვიყავი. ქვევით ჩავედი, სამზარეულოში შევედი, ფეხშიშველა ვიყავი, მეტლახი ცივი იყო და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ყავის კეთება დავიწყე, როცა უკნიდან ფეხის ნაბიჯები გავიგე. ნერსე მეგონა, გაგვტრიალდი და კისერზე ხელები შემოვხვიე როცა მივხვდი რომ ალექსანდრე იდგა ჩემს წინ. -ვაიმე!-ვიკივლე, რადგან უცბად ვერ მვიხვდი ვინ ყიო სახლში. ნერსე ჩქარი ნაბიჯებით შემოვარდა ოთახში და ალექსანდრე რომ დაინახა გაეცინა. კედელს მიეყუდა. -ეს პირველივე დღეს ღალატი.. რა იყო ნენე-ეგრევე მოვაცილე ხელები ალექსანდრეს. -ამას აქ რა უნდა?-ნერსეს უკან დავდექი , რადგან ნახევრად შიშველი ვიყავი. ალექსანდრეს ეცინებოდა, თან ნაგლად მიყურებდა, განა გაიხედებოდა. -დილა მშვიდობის რძალო, გილოცავთ უკვე აწ ოფიციალურად დაოჯახებას. -ნერსე, ეხლა ..გააჩუმე ეს და .. რა უბედურებაა ეს... ვის გაუგია ქორწინების... ღამეს მეგობრეიბს სახლში მოყვანა? რა იყო დახმარება გჭირდბეოდა?-ალექსანდრე ჩაბჟირდა, აი ნერსეს კიდე საერთოდ არ გაცინებია. მომიბრუნდა და საშინელი სახით გამომხედა. -წადი ჩაიცვი. -მე რატო უნდა ჩავიცვა, ჩემი სახლია უკვე-ალექსანდრეს გავუბრუნდი. -მაგდებ რძალო? -ჰმ.. სხვა დღე რო იყოს არ გაგაგდებდი. მაგრამ ეს დღეები ნამდვილად არ მინდა არავის ნახვა ნერსეს გარდა. და თუ ცუდად მოიქცევა ნერსესაც გამოგაყოლებ. ეხლა მე წავალ, შხაპს მივიღებ და 15 წუთში მარტო მე და ჩემი მეუღლე ვიქნებით ამ სახლში-მეორე სართულზე ავედი. ** -არ მოგიყოლია გუშინდელზე?-ალექსანდრემ ნენეს მოდუღებული ყავა აიღო და მოსვა. -არა, არც ვაპირებ. -გაიგებს მაინც ხო იცი? -რაც უფრო დიდხანს არ ეცოდინება არაფერი, მით უკეთესი. -ბიძამისის ნაჩალიჩარია გინდა დაგენიძლავო? -არ მინდა, მეც ველოდი რო რამე ჩათლახობას იზამდა. ეხლა ეგენი ესე ადვილად ნენეს ჩემთან არ გამოუშვებდნენ, მაგრამ როგორ გინდა ფაქტზე დაიჭირო ჯერ. მოკლედ ანდრონიკაშვილის დაცვიდან ვინმე მოტეხეთ და მიათრიეთ საწყობში. მერე მოვალ და მეთითონ ვაღიარებინებ. და აი ეს ნენემ საერთოდ არ უნდა გაიგოს. სულ ამის ეშინოდა და გარეკავს სერიოზულად. ამასობაში ნენეც ჩამოვიდა. -ალექსანდრე მადლობა რომ შემოგვიარე დილის 6 საათზე, გინახულებთ ამ დღეებში. -რძალო გისწავლია დიპლომატია. კარგი, წავედი ჰო, გაცდით ბედნიერებას-ორივე გადაგვკოცნა და წავიდა. -ნერსე, გუშინ რაზე მოვიდნენ?-მეც ეგრევე ვკითხე, რადგან ცნობისმოყვარეობა მახრჩობდა. -შენთვის არაფერ საინტერესოზე-ცხვირზე მაკოცა და მისკენ მიმიზიდა-თაფლობის თვეზე რო არ გვილაპარაკია? -ჯერ ხო არც ერთს გვცალია. -როგორ არა, მე განვთავისუფლდები მალევე 2 დღეში და წავიდეთ სადაც გინდა. შენ ოღონდ ხელი დაადე. -ეხლა ზულუქი ცოლივით სულ შენ ხარჯზე უნდა ვიყო? -კარგი მაშინ აი მე ავირჩევ სად წავალთ და შენ გადაიხდი. -არა ... არა მე ავარჩევ. იყოს ** სიმართლე რო გითხრათ, მე და ნერსეს ებვრი არაფერი გვიკეთებია ეს 2 დღე.. ნუ რა თქმა უნდა გვიკეთებია, მაგრამ ამას თქვენ ნამდვილად ვერ მოგიყვებით. როგორც იქნა ავარჩიეთ თაფლობის თვეს სად გავატარებდით, ბაჰამის კუნძულებზე მინდოდა სულ წასვლა ჰოდა ნერსემ წავიდეთო. ბილეთებიც ვიყიდეთ და 1 დღეში უნდა გავმგზავრებულიყავით. წინა ღამით ადრე დავიძინეთ, რომ ფრენისთვის მზად ვყოფილიყავით. თუმცა ღამე გამომეღვიძა, წყლის დასალევად ავდექი და საწოლს რომდ ავხედე ნერსე არ დამხვდა. ეზოში გადავიხედე, მისი მანქანა აქ იდგა. თუმცა ეზოში უფრო მეტი დაცვა იდგა ვიდრე ნორმალურად იყვნენ ხოლმე. კარი გავაღე და ნერსეს კაბინეტში ანთებული შუქი დავინახე. შიგნით რამდენიმე ადამიანი იქნებოდა ალბათ. მიუხედავად იმისა, რომ მე ნერსეს დავპირდი არ ჩავერეოდი ამ საქმეში.. ახლა გული ცუდს მიგრძნობდა და არ შემეძლო უკან დასაწოლად გავბრუნებულიყავი. ჩავიცვი და ჯერ ქვევით ჩავედი ყავის მოსადუღებლად. ამ დროს კაბინეტის კარი გაიღო და ქვევით ნერსე ჩამოვიდა. -რატომ არ გძინავს?-სამზარეულოში შუქი აანთო და ჩემთან მოვიდა, შუბლზე მაკოცა. -გამეღვიძა, წყალი მინდოდა. -და ყავას მაგიტო იდუღებ?-გაეცინა. -ვეღარ დავიძინებ მალე უნდა გავიდეთ ისედაც. -არ უნდა გავიდეთ მალე, ფრენა საღამოს არის. მიდი დაიძინე არ გინდა ყავა. -შენ რატომ არ გძინავს? -რაღაც საქმეები გვაქვს, მალე მოვრჩებით და დავწვები მეც. ნენე, რატო მიყურებ ეგრე. -როგორ? -საყვედურით სავსე თვალებით. ჩვენ ხო შევთანხმდით? -ნერსე.. წარმოიდგინე, რომ რაღაცას ისეთს ვაკეთებ რაც ჩემს სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და გეუბნები, რომ 6 თვე მაცადო და არაფერი მკითხო. რას მოიმოქმედებ? -ნენე, მე და შენ.. -განვსხვავდებით ერთმანეთისგან. დავიღალე ამაზე საუბრით. -ხოდა ნუღა ვისაუბრებთ. -მაშინ შენც ნუ გექნება პრეტენზიამ ომავალი 6 თვე აი ესეთ მდგომარეობაში რომ ვიქნები. -კარგი, ძალიან გთხოვ ეხლა ნუ შემეჯიბრები. წადი ზევით და დაიძინე. ჩაიდანში წყალი ადუღდა. ჭიქა ავიღე, ყავა ჩავყარე და წყალი დავასხი, შემდეგ მისკენ გავტრიალდი და მოვსვი. -2 წლის ხარ? გინდა ნათიას ვუთხრა რო შენც მოგხედოს ხოლმე?-ამოიოხრა და გაღიზიანებული მიყურებდა-კარგი, კი ბატონო. რაც გინდა ის ქენი, ფეხზე გკიდია რო ვცდილობ ვიზრუნო შენზე და შენ კარგად ყოფნაზე, დავაი გინდ 10 ყავა გაიკეთე და 1 კვირა არ გეძინოს. -გამაღიზიანებელია არა? -რა? -როცა შენს საყვარელ ადამიანზე გინდა ზრუნვა და ის საშუალებას არ გაძლევს. -ნენე, მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ჩემზე ნუ დარდობ. -ვდარდობ, ვხედავ რომ რაღაც პრობლემები გაქვს. ამდნეი ხნის განმავლობასი იმის გარჩევა მაინც ვისწავლე რა განსხვავებაა შენს ზოგად პრობლემებსა და მართლა სერიოზულ პრობლემებს შორის. ეხლა, ვხედავ რომ რაღაც სერიოზული ხდება და არ მეუბნები-გაეღიმა და ჩემკენ წამოვიდა, ეცადა შუბლზე ეკოცნა, მაგრამ გავწიე. -ნენე, გული მიჩუყდება ესე რო ნერვიულობ ხხოლმე ჩემზე მართლა-გაეღიმა-არ ვარ მიჩვეული ვინმე რომ ჩემზე ნერვიულობს. -ხოდა მიეჩვიე. -მივეჩვევი-ამასობაში ყავა გამომართვა და გადააქცია-ეხლა მაკოცნინე ჩემი ცოლისთვის თორე ვიჩხუბებთ-ახლოს მიმწია, მაგრამ ისევ ხელით გავაჩერე. -და შენ გგონია ამით რამე მოგვარდა?-ღრმად ამოისუნთქა და უკან დაიხია. -ნენე, ზევით მელოდებიან. -ადი მერე. -არ ავალ, სანამ ესე გაბრაზებული იქნები ჩემზე. -და მერე მე რა ვქნა, აგერ ჩავირთავ რამეს და ვუყურებ, მალე მივფრინავთ. -აგერევა ძილის რეჟიმი ძალიან. -მივხედავ როგორმე ჩემს თავს. შენ საერთოდ არ გძინავს ხოლმე. დღეში 3 საათი მაქსიმუმ. -კარგი, ეხლა ავალ 10 წუთში გავუშებ ბიჭებს და დავიძინოთ. -ხოდა აი რო გაუშვებ მერე ვილაპარაოკთ და საერთოდ ვინ არიან? -ალექსანდრე, ბესო და ვანო. ალექსი იცი, და ბესო ეხლა ჩამოვიდა ამერიკიდან. ვანო ჩვენი დაცვის უფროსი, მაგასაც იცნობ. -კარგი, გელოდები. ნერსე ზევით ავიდა. ** -გაჭედა კიდე?-ალექსანდრე წამოდგა ნერსეს შემოსვლისას ფეხზე. -კი, ეჭვობს რაღაცეებს, მაგრამ ეგ არაფერი. მივხედავ რო წავალთ კუნძულზე. იქამდე მიხედეთ თქვენ ანდრონიკაშვილს, თუ რამე ნენეს დავტოვებ იქ და ეგრევე ჩამოვალ. არ მინდა მაგ სირს ეგონოს რო ვინმეს ეშინია. -ნერსე აზრზე მოდი-ბესო წამოდგა-აქ შიშზე არაა. ახლა ორჯერ უფრო მეტი გაქვს დასაკკარგი, შვილი და ცოლი გყავს. -ნინოს წამით არ მოშორდეს არავინ-ნერსე ვანოს მიუბრუნდა, ვანო მისი დაცვის უფროსი და უახლოესი მეგობარი იყო-ოღონდ შესამჩნევად არ გააძლიეროთ დაცვა სახლთან, რამე რომ არ იეჭვონ. -რეალურად შენ რატო უნდა გერჩოდეს? მამაშენთან აქვს ანგარიში გასასწორებელი-ბესო ნერსესკენ გადმოიხარა და ინტერესით დაელოდა პასუხს. -ეგრე არ არის ბესო. ასეთ დროს ზუსტადაც რო შვილებს ერჩიან, შეილება მეც არა, რადგან ბიზნესში ვარ ჩართული და ანალოგიურად მიმიძღვის ბრალი ... რაშიც მიგვიძღვის მთელ ოჯახს. შეილება ვაჩეზე გადაერთოს. ხოდა, ეხლა კარგად მომისმინეთ. მე ვაჩეს დაველაპარაკები და გავაფრთხილებ რომს ანამ აქ არ ვიქნები ზედმეტად ნაბიჯს არ გადადგამს არსად, სახლში ეგდება და არანაირი ფართი არ ექნება. თქვენც გააკონტროლებთ, რომ ეგრე იყოს. არ იზამს და წამოარტყით ერთი ორჯერ. არ აწყენდა. -ოქეი-ალექსანდრე წამოდგა, მასთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო-არ ინერვიულო, მივხედავთ ყველაფერს. -უბრალოდ ეხლა რო დამექენსილებინა ეს თრიფი, ნენე უეჭველი რამეს იეჭვებდა და თან მგონია რო ჭირდება ამდენი სტრესის მერე დასვენება, თორე ანდრონიკაშვილი ახალი ჩამოსულია და რა დროს მებაჰამებოდა-ოთხივეს გაეცინა. -ეგაა ცოლი ძმაო. -არა, ნენე არაა ეგეთი. არ ადარდებს ფული, მოგზაურობა და ასე შემდეგ. -თავიდან ყველა ქალი ეგეთი ჩანს-ვანომ თვალი ჩაუკრა ბიჭებს. -არაა მეთქი ეგრე. ხო მართლა, ყოველი შემთხვევისთვის ვანო, ჩემს ყოფილ ცოლსაც ადევნე თვალი, შეიძლება ეგეც გამოიყენონ ჩემს დასაშანტაჟებლად. თვითმფრინავი ოთხჯერ მაინც შემოწმდეს აფრენამდე, შიგნიდან გარედან, ირგვლივ ყველა მხრიდან. -კარგი, წავალ დავიწყებ უკვე საქმეს. აეროპორტში გნახავთ უკვე-ვანო დაემშვიდობა ბიჭებს და ქვევით ჩავიდა. -ვანო ** ვანო დავინახე და გავაჩერე, იქნებ მას მაინც ეთქვა რაიმე ჩემთვის. -ვანო, რა ხდება ხო მშვიდობაა? -კი, აეროპორტში მივდივარ რომ დავხედო როგორ მიდის მზადება-პირადი თვითმფრინავით მივდიოდით და ლოგიკური იყო. -ჰო მაგრამ ამის შეთანხმება ნერსესთან რატომ გჭირდება? -მალე მიფრინავთ და გუშინ ვერ მოვასწარით საუბარი წესიერად როგორ უნდა რომ დაცვა იყოს განლაგებული მის სახლთან, და ასე შემდეგ-ვანო ნერსეს ყველაზე კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცი იყო, სახეზე ერთ ემოციას ვერ შეატყობდით. ნერსეზე დიდიც იყო ასაკით, ალბათ 32 წლის, ცოლი არ ჰყავდა, არც შვილი და არც ოჯახის წევრები. შესაბამისად იდეალური იყო ვანოსნაირი კაცის ყოლა გვერდით ნერსესთვის. მისი ერთგული იყო. ახლაც ისე მელაპარაკებოდა, გეგონება 3 სიტყვიდან 4-ს არ იტყუებოდა. -ვანო, ძალიან გთხოვ, თუ რამე იცი რასაც ნერსე არ მეუბნება და საფრთხეშია მითხარი-კიდე კარგად ვერ ვაცნობიერებდი ვისთან მქონდა საქმე, მეგონა ვანო მეტყოდა ყველაფერს ან შევეცოდებოდი. მაგრამ ვანომ გამიღიმა ოდნავ ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამხედა რომ დავემშიდებინე. -ყველაფერი კარგად არის და იქნება. წავალ აეროპორტში და იქ დაგხვდებით. აბა ჩალაგდით ნელა ნელა-ცოტახანი ასე მიყურებდა, შემდეგ კი უკან დაიხია და წავიდა. ამასობაში ბესო და ალექსანდრეც ჩამოვიდნენ ნერსესთან ერთად. -რძალო, ბოდიში გაგაღვიძეთ-ალექსანდრე მოვიდა და გადამკოცნა-ბედნიერ თაფლობის თვეს გისურვებთ. -ჩვენ ოფიციალურად არ ვიცნობთ ერთმანეთს-ბესომ ხელი გამომიწოდა და მეც ეჭვის თვალით ჩამოვართვი-ბესო. წესით მე უნდა ვყოფილიყავი მეჯვარე, მაგრამ ვინ დამელოდა-ნაწყენმა გადახედა ნერსეს. -კარგი გეყოთ, უნდა ჩავლაგდეთ უკვე. წადით და მიხედეთ საქმეს. -ბედნიერი მგზავრობა რძალო-ბესომაც გადამკოცნა და წავიდე. ეს რძალო რა ისწავლეს. -ჰა წამოდი დავიძინოთ ცოტახნით. 3 საათი გვაქ კიდე-ისევ გაბრაზებული ვუყურებდი. -ნენე-ამოიოხრა-კარგი, იცი რა, რაც გინდა ის ქენი, მე ეხლა ზევით ავალ, თბილ ლოგინში, დავიძინებ და გამოძინებული წამოვალ, შენ კიდე იღრინე მერე მთელი დღე უხასიათობისგან. -ნერსე-ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი-მე მაინც გავიგებ რა ხდება, ოღონდ ისე რომ ცდაც არ დამჭირდება. და იცი რატომ? იმიტომ რომ შენი ცოლი ვარ და მეც მეხება ეს ყველაფერი. ბოლო შანსი გაქვს ყველაფერი მომიყვე სანამ რაიმე მოხდება და მერე ინანებ, რომ ეს ყველაფერი ასე გავიგე და არა შენი მოყოლილით. -ვერაფერსაც ვერ გაიგებ-გამიღიმა და უცბად მაკოცა ტუჩებში, მერე ერთი ხელის მოსმით ამიყვანა ხელში და საძინებელში ავედით-მაგრამ ძალიან საყვარელი ხარ როდესაც ცდილობ რომ დამემუქრო. მეორედ აღარ გაიმეორო-ეგრევე შეეცვალა გამომეტყველება და საწოლზე დამაწვინა. -რა არ გავიმეორო? -მუქარა და ულტიმატუმები არ წამომიყენო როდესაც საქმე ჩემს სამსახურს ეხება. ამაზე უკვე შეთანხმებულები ვართ-თვითონაც დაწვა, ხელი გადამხვია და თვალები დახუჭა. არც ერთი წუთით არ დამიძინია, თვალი ვერ მოვხუჭე იმაზე ფიქრით, თუ რა ხდებოდა, რატომ იყო ამდენი ღამე ზედიზედ რომ მოდიოდა გაურკვეველი ხალხი სახლში. ეს ყველაფერი მაღელვდება, კიდევ უფრო ის მაღელვებდა, რომ რაღაც ხდებოდა და ჩვენ მივდიოდით. იქნებ ეს გაქცევა იყო და არა თაფლობის თვე? ან რაიმე თუ ხდებოდა ჩვენს ოჯახის წევრებს ვტოვებდით მარტოს საფრთხეში? ამ ფიქრებში გართული ვიყავი მაღვიძარამ რო დარეკა და ნერსესაც ეგრევე გაეღვიძა. -ნენე გღვიძავს?-თავი წამოყო და გადმომხედა, მისკენ ზურგით ვიწექი. -ეხლა გამეღვიძა. -ადე ჩემო სიცოცხლე-კისერში მაკოცა-არ დაგვაგვიანდეს-ორივე ერთდროულად წამოვდექით და მზადება დავიწყეთ-აი ნახავ როგორ გადაგივლის გაბრაზება იქ როგორც კი ჩავალთ. -ნინოს ამდენი ხანი რო ტოვებ არ მოგენატრება? -1 კვირაში ჩამოვალთ და მერე სულ ჩვენთან იქნება. მიჩვეულია ისედაც საღამომდე, რომ არ მოვდივარ ხოლმე. ჩემოდნები უკვე ჩალაგებული გვქონდა, ამიტომ მალევე გავედით სახლიდან. მანქანაში ცოტახნით ჩამეძინა, სანამ ნერსემ არ გამაღვიძა. ჯერ კიდევ სიბნელე იყო, დილის 6 ის ნახევარი იქნებოდა. უკვე თვითმფრინავთან ვიყავით მისულები მანქანით. მანქანიდან გადვმოედით, ჩემოდნებს ხელი მოვკიდეთ და ავედით. აქამდე არასდროს ვყოფილვარ პირად თვითმფრინავში, თვალები გამიფართოვდა იმხელა სივრცე იყო, ტყავის სავარძლები, ბარი და უამრავი რამ. ნერსემ ჩემოდნები შეალაგა ზევით და დაჯდა. -როგორ მოგწონს?-მატყობდა გაოცებას და რაღაცნაირად სიამოვნებდა. ზოგადად არ ვიყავი მიჩვეული ასე ცხოვრებას და როდესაც რაღაც მომწონდა სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო, სიამაყის გრძნობა ეუფლებოდა, რომ მანებივრებდა. თუ არ ჩავთვლით ჩვენს ბოლო კამათს, ახლა თავს საოცრად კარგად ვგრძნობდი. თითქოს სამოთხეში უნდა გავფრენილიყავით. ცუდი ანალოგიაა თვითმფრინავში ამაზე ფიქრისთვის. -აქამდე არასდროს ვმჯდარვარ ასეთ თვითმფრინავში-მის გვერდით დავჯექი და ამოვიოხრე-ნერსე, მე შენ დაგპირდი და ვეცდები ჩემი პირობა შევასრულო, მაგრამ მაშინ ძალიან გთხოვ მაქსიმალურად ეცადე, რომ არ შევამჩნიო ეს ყველაფერი. არ შემიძლია სულ იმაზე ნერვიულობა, რომ შენ საფრთხე გემუქრება და მე ვერაფერს ვაკეთებ. -კარგი-სახე გაუბრწყინდა, რადგან ის მიიღო რაც სურდა. -მაგრამ, რაიმე თუ შეგემთხვევა ამ 6 თვის განმავლობაში, ეგრევე მეტყვი სრულ სიმართლეს-ამაზე პასუხი არ გაუცია, უბრალოდ ხელი გადამხვია და მაკოცა. შემდეგ ღვედი შემიკრა, რადგან თვითმფრინავი აფრენისთვის ემზადებოდა. თვითმფრინავი დაიძრა და მოემზადა ასაფრენად, მაგრამ მოულოდნელად ისეთი სიძლიერით დაამუხრუჭა ალბათ ღვედები რომ არ გვკეთებოდა ორივე კისერს მოვიტეხავდით. -რა ხდება?-ნერსემ ვანოს გასძახა, რომელიც გასული იყო პილოტის კაბინაში. ისიც ეგრევე შემოვიდა. -ვიღაცის მანქანა ბლოკავს გზას. -ბატონო?-ნერსემ ეგრევე შეიხსნა ღვედი და ნელა წამოდგა-ვინ გამოუშვა მანქანა ასაფრენ ბილიკზე? -არ ვიცი, ჩავალთ ვნახავთ-ვანომ იარაღზე მოიკიდა ხელი და დაცვის ბიჭები გაიყოლა. ფანჯრიდან გავიხედე, ვანო და ბიჭები მანქანასთან მივიდნენ, იქიდან ვიღაც ხელაწეული კაცი გადმოვიდა. მარტო იყო. ნერსე მის დანახვაზე თავის ჩანთასთან მივიდა, იარაღი ამოიღო და ჩემთან მოვიდა. -დარჩი აქ, გაიგე? არ გამოხვიდე-გაშტერებული ვუყურებდი-ნენე მითხარი რო გაიგე. -გავიგე. ** -სამხარაული!-ხელებგაშლილი გაღიმებული იდგა ბატონი ანდრონიკაშვილი სრულიად შეიარაღებული და მარტოდ მოსული. საშუალო სიმაღლის, ქერა, ცისფერთვალება ეშმაკი. ასაკით ნერსეზე პატარა არ იქნებოდა-რამდენი ხანი გავიდა არა? ხელს არ ჩამომართმევ? -რა გინდა აქ?-ნერსემ ხელით ანიშნა ბიჭებს რომ იარაღები ჩაეწიათ. -შენი აზრით? -რამდენი ვერსია მაქვს, მაგრამ შენ მოგისმენ-ნერსე მიუახლოვდა და პირისპირ დაუდგა. მერე ერთ-ერთ დაცვის ბიჭს ანიშნა რომ თვითმფრინავში ასულიყო ნენესთან, ის ასეც მოიქცა. -იცი ნერსე, ძალიან ბევრს ვფიქრობდი, რა არის საუკეთესო სასჯელი ადამიანისათვის. ვითომ სიკვდილი ხო? მაგრამ არა. ჩათვალე რომ კეთილი ნებით მოვედი აქ, რომ გაგაფრთხილო. -გამაფრთხილო-ნერსეს გაეცინა-შენ ვინ რაზე უნდა გააფრთხილო? -ვიცოდი, რომ ასეთი რეაქცია გექნებოდა-ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ფოტოები ანახა ნერსეს დედამისის და ნინოსი პარკში, მერე სახლთან. მერე ვაჩეს ფოტოები ქუჩაში. -და რა, ჩემ ოჯახის წევვრებს დასდევ პატარა ბიჭივით, ფეხებს ვერ მოჭამ ვერც ერთს. აი ბავშვებით მუქარა, ისეთი დონეა, რო შენც არ გეკადრება. -კადრებაზე გვაქვს საუბარი ხომ?-კიდევ უფრო დაპატარავდა მათ შორის დისტანცია, ერიკომ უცბად ამოაცალა ნერსეს იარაღი და საფეთქელთან მიადო, მაგრამ ნერსე არც გარყეულა. თვითმფრინავში გაისმა ნენეს განწირული კივილი, მაგრამ დაცვა არ უშვებდა-შენი ცოლი ხომ გვიყურებს ახლა? მინდა კარგად შეეშინდეს, კარგად დაინახოს რა ადამიანთან აქვს საქმე და მივცე ბოლო და ერთადერთი შანსი, რომ მიგატოვოს. წინაარმდეგ შემთხვევაში... მისით დავიწყებთ-იარაღი თვითმფრინავისკენ გაიშვირა. ნერსე არ გარყეულა ადგილიდან. -დაამთავრე?-წარბიც არ შეუხრია, იარაღი უკან დაიბრუნა-რაც ჩვენ ოჯახებს შორის მოხდა, ის არც ჩემი და არც ჩემი შვილის ბრალი არ არის, მით უმეტეს ნენესი. -ვიცი, არც ჩემი ბრალი არ იყო მაგრამ რატომღაც მე დავისაჯე. ვაჟასთვის ყველაზე დიდი ტკივილი თქვენი დაკარგვა იქნება, ხოდა დავიწყებ სათითაოდ. მაგრამ ჯერ მინდა შვილების ტანჯვას უყუროს, მერე მათ სიკვდილს. ხოდა... ვაჩე როგორ უნდა დატანჯო იმაზე მეტად ვიდრე უკვე არის ჰა?-სიცილი დაიწყო ერიკომ-ნახევრად მკვდარს გავს. აი შენ, შენ ძალიან ბევრი გაქვს დასაკარგი. ახლა კი დიდი სიამოვნებით გავიცნობდი შენ საცოლეს, ნენეს ეძახი ხომ? მშვენიერი სახელი შეგირჩევიათ შენ და ვაჩეს, საერთოდ თუ იცის რომ შენ გარდაცვლილ დას ეძახდით ასე? ჰმ? ისე რაღაც მხრივ კარგიც არის რომ მოკვდა, ერთით ნაკლები სამხარაულის მოცილება დამჭირდება. -ერიკო-ნერსეს სახეზე ფსიქოპათის ღიმილი ჰქონდა-კაცი მოგიკლავს? -არა. ჯერ-ერიკომაც გაუღიმა, მაგრამ ნელ-ნელა სახის გამომეტყველებას ვეღარ აკონტროლებდა და თვალებში შიშის ნაპერწკალი ჩნდებოდა. -მე მომიკლავს-ნერსემ იარაღი შეინახა-იცი რა შეგრძნებაა? -ერიკოს პასუხი არ გაუცია-იცი რას ნიშნავს ადამიანს წაართვა სიცოცხლე? -მამაშენს ეცოდინება-ზიზღნარევი ტონით უპასუხა. -მეც ვიცი. წადი და გააგრძელე ცხოვრება, შეეშვი ჩემს ოჯახს. თუ არადა ჩემთვის, ადამიანის მოკვლა პრობლემას აღარ წარმოადგენს. ახლა უბრალოდ ჩემს ცოლს არ ვუხეთქავ გულს, თორე აქამდე როგორც მინიმუმ 8 ტყვიით ეგდებოდი ძირს, ოღონდ არა სასიკვდილო ჭრილობებით. მაგრამ საკმარისად დიდ ტკივილში მეყოლებოდი. მერე წაგიყვანდი ჩვენ ექიმთან, ჭრილობებს შეგიხვევდით, ნაკერებს დაგადებდით, მერე ახლიდან აგხსნიდი და აი ასე სანამ შენთითონ არ შემეხვეწებოდი სიკვდილს. კიდევ ერთხელ გაბედავ და გადამეღობები სადმე და აგისრულებ ამ პირობას. ერიკო არ გარყეულა, გაყინული თვალებით უყურებდა ნერსეს. -და მიგაწევ შენ მშობლებს-ეს სიტყვები ვეღარ აიტანა ერიკომ, იარაღი ამოიღო და ნერსეს ესროლა. ნერსე ძირს დავარდა და თავი დაარტყა. -მეორედ ჩემი მშობლები აღარ ახსენო! შე ნაბი*ვარო!-საშინელი სროლა ატყდა, ვანომ და დაცვის ბიჭებმა ადგილზევე ჩაცხრილეს ერიკო. ალბათ სულ მცირე 20 გასროლის ხმა მაინც გაისმა. ერიკოს სხეული მოწყვეტით დაეცა ძირს. ნენე გამოექცა გიგას თვითმფრინავიდან და კისრის ტეხით გაიქცა და ნერსესკენ, ადგილზე კი საშინელი სურათი დახვდა. ნერსე და ერიკო ერთმანეთის სისხლში იყვნენ ამოსვრილი, გუბეში იწვნენ. ნენე ნერსეს მივარდა და ეცადა ჭრილობაზე ხელი დაეჭირა, რომ სისხლი შეეჩერებინა -რას აკეთებ! ვანო გამოიძახე სასწრაფო! -ბოლო ხმაზე უკიოდა ნენე ვანოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.