შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემნაირი (თავი 7)


1-01-2024, 17:16
ავტორი ეველინა
ნანახია 1 043

ახალი სიცოხლის შვილის ყოლა ყველაზე ბედნიერი რამაა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ქალის რადგან ეს დადად გვაქცევს. ყოველი ახალი სიოცხლის არსებობა ერთგვარი დასტურია რომ ღმერთს კიდევ აქვს ჩვენი იმედი, მათ ხომ ღმერთი ჰბერავს სულს. რაოდენ საოცარი შეიძლება იყოს ფაქტი რომ შენს ორგანიზმში პატარა არსება იზრდება, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ამ არსებას ამქვეყნად მოავლენს. მისი გაჩენის შემდეგ კი შენ ხდები მისთვის ერთადერთი მფარველი ანგელოზი, რამდენი უძილო ღამეც არუნდა გქონდეს გათებენული რამდენად დაღლილი და ძალაგამოცლილიც არუნდა იყო მისი ოდნავი წამოტირებაც კი გაღვიძებს და გულში იხუტებ. მერე გიკვირს ეს როგორ შევძელი? სად ვნახე საამისო ძალა? რამ გამაძლებინა.
პასუხი მარტივია, სიყვარულმა, ჯერ კიდევ მუცლად მყოფი რომ შეიყვარე და მერე დიდობაშიც რომ ვერ შეწყვიტე სწორედ ამ სიყვარულმა.

***************************

-კესანე ორსულად ხარ, დედა გახდები
-შეუძლებელია-აღმომხდა ინტიქტურად.
-შესაძლებელია
-მზად არ ვარ-უცებ საშინელმა პანიკამ დაისადგურა ჩემში
-დედობისთვის მზად არავინაა
-არ შემიძლია, ნინო ვერ გავაჩენ
-კარგად დაფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მიიღე იცი მაიც რას ამბობ, ახლა აღელვებული ხარ
-ახლა მხოლოდ ის ვიცი რომ ძალიან მეშინია, მაშინებს ეს პატარა არსება ახლა ჩემში რომ არის.
-მე შენს გვერდით ვარ და არა მარტო მე ხომ იცი არა
-ვიცი, მაგრამ დედობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მე კი ამ პასუხისმგებლობისთვის არ ვარ მზად
-აბა რას აპირებ ? უდანაშაულო არსების მოკლვლას გეგმავ ?
-ნინო მასე ნუ ამბობ ცუდად ჟღერს
-მხოლოდ ცუდად ჟღერს? ნუ გამაგიჟებ!
-არვიცი როგრო მოვიქცე,
-გამოიცვალე, შხაპი მიიღე და დაისვენე . ხვალ ნორმალურად დაფიქრდი რის გაკეთებას აპირებ შემდეგ კი ექიმთან ჩაეწერე ვიზიტზე, მეც გამოგყვები.
ნინოს რჩევას დავუჯერე, დღეს ისედაც ემოციებით დახუნძლული დღე იყო, დასვენება არის ის რაც ნამდვიდად მჭირდება ახლა თორემ საღად აზროვნების უნარი დავკარგე. შიშმა შემიპყრო, ბავშვის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა, უდიდესი, ის მთლიანად გცვლის , მთლიანად ატრიალებს შენს ცხოვრებას, დედობაზე არასდროს მიფიქრია არასდროს მითამაშია ბავშვობაში თოჯინებით და არ წარმომიდგენია რომ ეს თოჯინები ჩემი შვილები იყვნენ. 12 წლის ვიყავი დედა რომ წავიდა, დაგვტოვა მას შემდეგ დედა საერთოდ აღარ მინახავს, მახსოვს როგორ გამეტებით ვტიროდი, ვთხოვდი რომ დარჩენილიყო მაგამ ყველა თხოვნა ამაო იყო, ყველა სიტყვა ფუჭი იყო, მას შემდეგ დედობრივი სითბო არ მიგრძვნია, არავისთვის დამიძახია დედა. დღეს კი მე უნდა გავხდე დედა და არვიცი როგორია დედობრივი მზრუნვეობა, არვიცი რა არის დედობრივი სითბო, როგორ უნდა მივცე ბავშვს ის რაც მე არასდროს მქონია და არც ვიცი რა არის. ამ ფიქრებში მყოფს არ ვიცი როდის ჩამეძინა დაღლილობა თავისი ქნა.
მეორე დღეს ძალიან გვიან გამეღვიძა. საათი უკვე 12-ს უჩვენებდა თავი მოვიწესრიგე და გარეთ გავედი, ნინო სახლში იყო და home alone-ს უყურებდა , გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა, გონებას გაახსენდა მეთე კოტეჯი თოვლი,
„მენატრები“
ინსტიქტურად მუცელზე ხელს ვიკიდებ და კიდევ უფრო დიდ ტკივილს ვგრძნობ.
-კესანე როგორ გეძინა?
-შესანიშნავად
-მოდი ხომ გიყვარს კევინი ერთად ვუყუროთ
-არ მინდა
-რატომ?
-მშია რამეს შევჭამ
-მიდი ფილმი დასრულდება და ექიმთან გავიდეთ
ფილმი დასრულდა ჩვენ უკვე საავადმყოფოსკენ მივდიოდით. იქ მისულს არ ვიცოდი რა მელოდებოდა,
-კესანე შენი ცხოვრებაა, შენ უნდა გადაწყვიტო როგორ მოიქცე, მაგრამ იცოდე რომ ამ პატარას გაჩენას თუ გადაწყვეტ ყველა შენს გვერდით ვიქნებით.-მამხნევებს ნინო
საავადმყოფოში მისულებს საშინელიი რიგი დაგვხვდა ჯერ რეგისტრატურაში, მერე ეხოსკოპიაზე. ვუყურებდი აწ უკვე დედებს და თავი მათ ადგილას ვერ წარმოვიდგინე, ვუყურებდი წყვილებს, რომელთაც ბედნიერება აღბეჭდოდათ სახეზე, ბედნიერები ელოდებოდნენ მომავალ შვილს, გონებაში გამიელვა კიდევ ერთმა „რა იქნებოდა რომმა“
რა იქნებოდა რომ დღეს მეთე ჩემს გვერდით ყოფილიყო,
ნეტავ როგორი რეაქცია ექნებოდა, ორსულობის შესახებ რომგაიგებდა, როგორი იქნებოდა მომავალი მამის რეაქცია.
ნინოს ხელს ვჭიდებ თავს მის მხარზე ვდებ და ვფანტავ შემოჩვეულ ასე მტკივნეულ ფიქრებს.
-ასე აღარ შემიძლია გურამთან ვრეკავ
-ნინო არა
- მესმის რომ არ გინდა ვინმემ გაიგოს შენს ორსულობაზე, მაგრამ თუ არ დავრეკავ აქ სიკვდილამდე მოგვიწევს ლოდინი.
-მაინც არ მინდა. დაველოდები მეც მათ მსგავსად-ვამბობ და კიდევ ერთხელ ვავლებ გარშემო თვალს
- მე არ შემიძლია-ტელეფონს იღებს და რეკავს. მალევე ჩნდება გურამი ჩვენთან
-აბა აქ რამ მოგიყვანათ?
-ორსულად ვარ- ვეუბნები და ვამჩნევ მის გაყინულ სახესაც
გურამი ნიკას ბავშვობის მეგობარია, ასევე ნინოსიც, მეც მათთან გავიცანი, შესანიშნავი ადამიანია, ნინომ მითხრა რომ ჩემდამი გრძნობები ქონდა, მაგრამ თავად ამას არასდროს აჩვენებდა. ნიკასგან გაგებული ექნებოდა რომ აქ ვიყავი და დავბრუნდი ისიც ეცოდინებოდა რომ სადღაც მთაში ვიყავი ვიღაც კაცთან ერთად. მაგრამ ნამდვილად არ იცოდა ორსულად თუ ვიქნებოდი, ამას მისი გამომეტყველებაც ადასტურებს. ნიკამაც იცოდა რომ გურამის ვუყვარდი და ახლა ვხვდები მაშინ მისი შეკრული წარბების მიზეზი გურამი იყო.
-როგორ თუ ორსულად ხარ
-გინეკოლოგი კაცი რა შეკითხვებს სვამ? როგორ ორსულდებიან ზოგადად არიცი ?
-ნინო შენც იცი რომ ეგ არ მიგულისხმია
-შეგიძლია დაგვეხმარო-ვეუბნები მშვიდი ხმით.
-გამომყევით
გურამს ეხოსკოპიაზე შევყავართ სადაც ვიგებ რომ ერთი თვის ორსულილ ვარ, ჩემდა გასაოცრად ტყუპებს ველოდებოდი. ერთის ნაცვლად ორი სიცოცხლე. გურამმა გვითხრა რომ ჯერჯერობით საშიში არაფერი იყო, მაგრამ ტყუპების გაჩენა რომ რთული იყო და შესაძლოა გართულებებიც მოჰყოლოდა არც ამის თქმა არ დავიწყებია. ისიც გვითხრა რომ ანალიზების გაკეთებაც საჭირო იყო. ვიზიტის ჩანიშნასაც კი აპირებდა
-არ გავაჩენ, აბორტის გაკეთება მინდა
-კარგად დაფიქრდი და ისე მიიღე გადაწყვეტილება
-რაზე უნდა დავფიქრდე, ბავშვის გაჩენაზე იმ მამაკაცისგან რომელმაც მიმატოვა, მისი შვილი უნდა გავაჩინო- ვამბობ და თვალები ცრემლებით მევსება
-შენი შვილებიც არიან ეს ფაქტი ნუ დაგავიწყდება, ისინი შენებიც არიან, დღესვე ნუ გადაწყვეტ ყველაფერს, რამოდენიმე დღე დაფიქრდი, თუ ისევ გადაწყვეტ რომ მათი მოშორება გინდა აღარ შეგაჩერებ. თუ გადაიფიქრებ მაშინ ყველაფერს გავაკეთებ რომ შენმა ორსულობამ უშფოთველად ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაიაროს
-მადლობა გურამ
საავადმყოფოს ვტოვებ და სახლში მივდივარ. გურამის სიტყვებმა ალბათ აზრზე მომიყვანა, ისინი ჩემი შვილებიც არიან, ჩემი ნაწილი არიან. ამ დღეს ამდენი ხნის შემდეგ პირველად დამესიზმრა მეთე რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ არ მესმოდა. სამაგიეროდ საყვედურით სავსე გამომეტყველებით მიყურებდა. გაღვიძებულს ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს იცოდა ორსულად რომ ვიყავი და აბორტის გაკეთებას ვაპირებდი, თითქოს მსაყვედურობდა რომ მისი შვილის გაჩენა არ მინდოდა, თითქოს მსაყვედურობდა რომ მისგან შვილი არ მინდოა, მაგრამ ეს ხომ ასე არაა, ვის არ მოუნდებოდა საყვარელი მამაკაცისგან შვილის გაჩენა, იმის წარმოდგენაზეც კი სითბო მეღვრება გულში რომ ორი მეთესნაირი მეყოლება, ჩემები იქნებიან ჩემთან იქნებიან. უბრალოდ ისევე როგორც ყველას მეც მეშინია, მეც მაქვს სისუსტის უფლება. მარტო არ მინდა მეთეს გარეშე არ მინდა.
ორ დღიანი სახლში ყოფნის შემდეგ გასეირნება გადავწყვიტე და პარკისკენ ავიღე გეზი, გზად მიმავალი ვერც კი ვაცნობიერებდი როგორი მონდომებით ვაკვირდებოდი მაღაზიის ვიტრინებში გამოფენილ ბავშვის ტანისამოს, საკუთარი თავი გამოვიჭირე.
პარკი ბავშვებით იყო სავსე. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც ხდება, სოციალურ ქსელშიც კი ბავშვების ვიდეოები მხვდება, ვიტრინებში ტანსაცმელები, ახლაც კი პარკში პატარა კიკინებიან გოგოს ვხედავ რომელიც საცაა უნდა წაიქცეს მაგრამ ხელს ვკიდებ და ვაჩერებ. თითქოს ბედისწერასაც უნდა რომ ისინი დაიბადნონ.
-მადლობა დეიდა- ბეუბნება და ისევ გარბის ალბათ დედისკენ
ჯანდაბა. არ შემიძლია, მათ ვერ მოვკლავ, ასეთი არ ვარ, მეშინია მაგრამ არც იმდენად რომ ეს გავაკეთო, მინდა ვნახო როგორები იქნებიან. როგორ ირბენენ, ოთახში, მინდა გავიგო როგორ დამიძახებენ დედას, მინდა მათი თბილი ჩახუტეა ვიგრძნო. გულში სითბო მეღვრება, გამიხარდებოდა ეს ყველაფერი მეთესთან ერთად რომ გამეკეთებინა მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორ ჩვენ გვინდა. ტელეფონს ვიღებ ჩანთოდან და გურამთან ვრეკავ
-გისმენ კესანე
-მზად ხარ პირობის შესასრულებლად
-რომელი პირობის გააჩნია
-იზრუნო ჩემზე ცხრა თვის განმავლობაში რომ ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიაროს
-ნებას თუ მომცემ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიზრუნებ შენზე და არამარტო
-გურამ არ გინდა
-კარგი, მიხარია რომ მათ შანსი მიეცი
-შანსი საკუთარ თავს მივეცი
გურმს ვემშვიდობები და ნინოსთან ვრეკავ ვეუბნები რომ მალე დეიდა გახდება და აქედანვე შეეჩვიოს ამ ფაქტს, მესმის მისი კივილის ხმა და ტელეფონს ყურიდან ვიშორებ რომ არ დავყრუვდე.
ექიმთან ვიზიტი განვაახლე ყველა საჭირო ანალიზი ჩავაბარე, ორსულობა შესანიშნავად მიდიოდა ჯერ ჯერობით არანაირი გართულება არ იყო, ანალიზების პასუხიც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა
-გურამ დინას და ონისეს საფლავის ნახვა მინდა და შეიძლება ჩემს მდგომარეობაში იქ წასვლა
-სამ თვემდე სიფრთხილეა საჭირო, სვანეთში წასვლის უფლებას ვერ მოგცემ, თან როცა ვიცი რომ მამაშენი იქაა
-კი მაგრამ
-გპირდები სამი თვის შემდეგ მე თვითონ წაგიყვან, ოღონდ ახლა არა, ბავშვზე იფიქრე. როგორც ექიმი ამის უფლებას ვერ მოგცემ.
-კარგი ექიმო
-წამლები მიიღე რაც დაგინიშნე
-კარგი ექიმო
-კვების რაციონიც დაიცავი
-კარგი ექიმო
-სახლამდე გაგიყვან
-კარგი ექიმო
- მაშინ წავიდეთ
-რა? მოიცადე, არ შეწუხდე ფეხით მინდა გასეირნება
-კარგი კესანე

***********************
სამი თვე ისე სწრაფად გავიდა რომ ვერც კი გავაცნობიერე, მუცელი უკვე საკმაოდ კარგად მეტყობოდა, სარკეში ვუყურებდი საკუთარ თავს და მეღიმებოდა, ნეტა ახლა მეთე მხედავდეს ნეტა რა რეაქცია ექნებოდა, ნეტავ. ტელეფონს ვიღებ და ისევ ვერ გეტყვით უკვე მერამდენედ ვრეკავ ნაცნობ ნომერზე, ისევ იგივე, უშედეგო მცდელობა მასთან დაკავშირების, უშედეგო მცდელობა, მისი ხმის გაგონების.
-კეს რაზე ფიქრობ-კაფეში მყოფს გვერდით მიჯდება ნიკა
-სახელს რატომ მიმახინჯებ -ცალ წარბს ვუწევ მაღლა
-მასწავლე რა როგორ აკეთებ
-არვიცი ასე გამოდის,
-როგორ არიან?
-როგორც გურამი ამბობს კარგად, აქ საიდან გაჩნდი?
-ვიღაც უნდა ვნახო, არმეგონა აქ თუ იქნებოდი
-ვინ ?
-კესკა რატომ გიყვარს ჩაძიება?
-კესანე მქვია და მორჩი ჩემი სახელის დამახინჯებას
-კარგი არ მცემო, აი ისიც მოვიდა, თათა მოდი-დგება და გოგოს ეხვევა მერე კი ჩემს მაგიდასთან მოყავს, სამაგიეროს გადახდის დროა
-ნიკა საყვარელო ეს გოგო ვინარის-ვეუბნები და სახეზე მატყუარას ნიღაბს ვირგებ
-კესანე ჩემი მეგობარია თათა ბერიძე გაიცანი-მეუბნება ნიკა მოგკლავ გამომეტყველებით
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა- ხელს მიწვდის თათა მეც ვართმევ
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მე კესანე ვარ ნიკას ცოლი
-რა ცოლი-კითხუნობს თათა და მის დაბნეულ სახეზე სიცილს ძლივს ვიკავებ
- კესანე რას ამბობ
-ასე ნუ მიყურებ ჩვენს ბავშვებს და მე გვაშინებ-ვამბობ და მუცელზე ვისვამ ხელ
-ორსულად ხართ
-კი უკვე ოთხი თვის ტყუპებს ველოდებით-მეღიმება
-თათა არასწორად გაიგე-ცდილობს სიტუაციის ახსნას
-ყველაფერი სწორად გავიგე-ამბობს ლამის ატირებული თათა და კაფედან გარბის, ამ გოგოს ნიკა ნამდვილად უყვარს, როგორ მეცოდება
-შენ მერე მოგხედავ-მეუბნება ნიკა და თათას მიჰყვება. 15 წუთის შემდეგ კი უკან ბრუნდებიან ორივე
-უი საყვარელო ასე მალე დაბრუნდი
-კესანე მიგახრჩობ ერთ დღეს და ავიკიდებ სამუდამოს განზრახ მკვლელობისთვის
-ბოდიში თათა გაუგებრობისთვის უბრალოდ ნიკას გამწარება მინდოდა, ვიხუმრე
-ნიკამ ამიხსნა ყველაფერი-თვალებზე ეტყობოდა რომ ნატირი ქონდა ღმერთო რა საყვარელია ეს გოგო
-ამ იდიოტის ცოლი არ ვარ, ნეტავ იცოდე როგორ მეცოდება ის ვინც ამ სტატუსს მიიღებს
-კესანე გაგიმართლა რომ ორსულად ხარ -მეუბნება ნიკა
-რომ არ ვიყო რა-ვეუბნები და ენას ვუყოფ
-დიდი ბავში რომ ხარ იცი
-კი ეგ აქამდეც უთქვამთ- ვამბობ და მახსენდება მეთეს სიტყვები-კარგი მე წვალ გურამი მელოდება
-საბრალო ჩემი ძმაკაცი როგორ მეცოდება
-უკაცრავდ-ისევ წარბს მაღლა ვწევ
-შენ რომ შეუყვარდი იმ დღიდან მეცოდება
-მე არ მითხოვია მისთვის სიყვარული
-გულს ვერ უბრძნებ თორემ შენ რა შესაყვარებელი ხარ
-თათა ეს იდიოტი არ შეგიყვარდეს მეგობრული რჩევაა
-უკვე გვიანია ვუყვარვარ-ამბობს ღიმილით ნიკა და თათა აწითლებულ ღაწვებს ეფერება
-შენ გიყვარს ნიკა?
-მიყვარს
-იმიტომ აქვს მეგობრის სტატუსი დღემდე ხომ
-უკვე აღარ ვართ მეგობრები, რასაც შენ უნდა გიმადლოდე ნაწილობრივ
-მიხარია, გილოცავთ გვრიტებო, წავედი აბა ჰეე
საავადმყოფოში მივდივარ. დღეს სქესი უნდა გავიგო. ნეტა გოგოები იქნებიან თუ ბიბი
-გოგო ბიჭი-მიცხადებს გურამი
-რაა
-ხო გოგოც გეყოლება და ბიჭიც
-ძალიან კარგია
გურამმა პირობა შეასრულო სვანეთში ნამდვილად წამიყვანა, რთული კი აღმოჩნდა ჩემთვის სვანეთში წასვლა, მაგრამ მაინ.,გზად უამრავჯერ გავაჩერებინე, საოცრად ბევრი ვეწუწუნე, ბოლოს იმის გამო ვეჩხუბე რომ დიდი სახელი ერქვა და წუწუნის დროს გურამის თქმა მეზარებოდა, გურო დამიძახეო ნახაგამოსავალი მაგრამ მე რის კესანე ვარ ამაზეც რომ არ მეჩხუბა, მოკლედ ამ დღეს დაიფიცა შენთან ერთად აღარ ვიმგზავრებ არასდროსო, ამაზეც ვეჩხუბე, და ვუთხრი რომ უკან ჩემით დავბრუნდებოდი არ შეწუხებულიყო.
სასტუმროში დავბინავდით დასვენება გჭირდება განმიცხადა გურამიმ
-დღეს დაისვენე და ხვალ გავიდეთ
-ახლა მინდა გასვლა
-კესანე დაღლილი ხარ დაისვენე ჯერ
-კარგი ბატონო ექიმო
დინას და ონისეს საფლავი მოვლილი დამხვდა საოცრად მოვლილი, ვერ ვიფიქრები, კი ვურიცხავდი მესაფლავეს თანხას მისი საფლავის მოვლისთვის მაგრამ ასე კარგად ისიც კი არ ასუფთავებდა, ახლად დაკრეფილი ვარდები რომ ვნახე ამან უფრო გამაკვირვა. გურამს ვთხოვე მანქანაში დამლოდებოდა იცის დაყვა ჩემს ნებას
-დინა ონისე, მაპატიეთ რომ ასე დამაგვიანდა თქვენთან მოსვლა, იცით ძალიან მენატრებით, უთქვენოდ სახლი ცარიელია, ვერ ვიჯერებ რომ აქ არ ხართ, ხანდახან მგონია რომ სადმე სამოგზაუროდ ხართ წასულები და მოულოდნელად შემომიღებთ კარებს, მეც თქვენკენ გამოვიქცევი და მონატრებულებს გულში ჩაგიკრავთ. ვერ ვეგუები ფაქტს რომ აღარ მყავხართ. იცით ორსულად ვარ, მალე შვილთაშვილი გეყოლებათ, თან ორი, ულამაზესი გოგო ბიჭი. გოგოს შენს სახელს ვარქმევ დინა, ნეტა აქ იყოთ როგორი ბედნიერი ვიქნებოდი ძალიან მიყვარხართ და მენატრებით
-აქ რას აკეთებ -ზურგს უკან მესმის აკაკის ხმა
-იგივე კითხვას დაგისვამ აქ რას აკეთებ აკაკი-ვეუბნები და მისკენ ვტრიალდები
-აქ მოსვლის უფლება მაქვს ისინი ჩემი მშობლები იყვნენ
-მართლა? გაგახსენდა ეგ ფაქტი რომ მშობლები იყვნენ, მეგონა მხოლოდ ფულის გამო თვლიდი მშობლებად.
-როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს -ამბობს და ხელს მაღლა სწევს მე კი დარტყმის მოლოდინში თვალის ქუთუთოებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ
-არც კი გაბედოთ-მესმის გურამის ხმა და მხოლოდ მაშინ ვახელ თვალებს-არც კი გაბედოთ მასზე ხელის აღმართვა
-ჩემს შვილს როგორც მინდა ისე მოვექცევი გამეცალე
-მე შენი შვილი დიდი ხანია აღარ ვარ.
-არ მოგცემთ მასთან მიახლოების საშუალებას
-ორსულად ხარ-ამბობს და ახლაღა აკვირდება ჩემს მუცელს-არ გათხოვილხარ და ბავშვს ვისგან აჩენ, უკანონო ნაბიჭვარს აჩენ
-ისინი ჩემი შვილები არიან, მე ვარ მათი მამა და უფლებას არ მოგცმთ მათზე ასე ისაუბროთ-ამბობს გურამი ვიცი ჩემს დახმარებას ცდილობს მაგრამ მაინც არ მომწონს ის სიტყვები, მათი მამა მეთეა და ეს არ შეიცვლება არ მინდა შეიცვალოს.
-აქედან წადი, და გვაცალე მშვიდად ცხოვრება-ვეუბნები და გურამს ვანიშნებ კარგად ვართქო
-ქვეყნიდანაც ხომ არ წავიდე, გინდა მთელი სოფელი აალაპარაკო, ან გათხოვდი ან მოიშორე ბავშვი, ისედაც შერცხვენილები ვართ
-შენ რა ადამიანი ხარ მხოლოდ საკუთარი სახელი და ფული გაინტერესებს სხვა არაფერი, მრცხვენია რომ მამაჩემი ხარ შენ საერთოდ არ იმსახურებ ამ სტატუს, არც იმას იმსახურებ რომ დინას და ონისეს შვილი იყო. შენ არცხვენ მათ, შენ გვარცხვენ ყველას.
-კესანე დამშვიდდი ასე ცუდად გახდები ბავშვებზე იფიქრე-მეუბნება გურამი
-წავედით გურამ- ვეუბნები და მანქანისკენ მივდივარ, მანქანაში ვჯდები გურამი მანქანას ქოქავს დინას და ონისეს საფლავისკენ ვიყურები და ნაცნობ სილუეტს ვხედავ რომელიც მალევე უჩინარდება საფლავებს შორის შეუძლებელია ის ვერ იქნებოდა ალბათ მომეჩვენა.ეს ხომ არაერთხელ მომხდარა, გურამი მანქანას ადგილიდან წყვეტს.
სასტუმროში ვბრუნდებით ემოციებით დაცლილის მალევე მეძინება. გონს კარის გაღების ხმას მოვყავარ, ვამჩნევ რომ უკვე საკმაოდ ბნელოდა. ნუთუ ამდენ ხანს მეძინა. ნაბიჯების ხმა მესმის, რომელიც უფრო და უფრო მიახლოვდება, გული საშინლად მიცემს მეშინია.
-გურამ შენ ხარ-ვამბობ და სინათლის ჩამრთველს ვეძებ.ხელები მიკანკალებს. ვერ ვპოულობ ჯანდაბა- ხმას თუ არ გამცემ ვიყვირებ, ვინ ხარ-ვამბობ და ჩემს წინ მდგომ სილუეტს ვაკვირდები
-გურამი არ ვარ-მესმის ნაცნობი ხმა და ადგილს ვეყინები, ჩამრთველს თვითონვე პოულობს შუქს ანთებს და მუცელზე მიყურებს,
-მეთე -ძლივს ამოვიკნავლე მისი სახელი გავიყინე ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მომაწვა
-მითხარი რომ რაც გავიგე სიმართლე არაა-ამბობს და მიახლოვდება
-მეთე რას აკეთებ-საბანს მაგრად ვეჭიდები, მაგრამ ამაოდ. საბანს მაძრობს და მუცელზე მკიდებს ხელს
-მითხარი რომ ისინი ჩემები არიან და რაც გავიგე სიმართე არაა-ამბოს და ხმაში სევდა უკრთება, ის იყო სასაფლაოზე ნამდვილად იყო
-მეთე მე-არ მაცლის სიტყვი თქმას
-მითხარი თორემ გავგიჟდები
-თუ გეტყვი რამე შეიცვლება
-კესანე ჩემს მოთმინებას ნუ ცდი
-გგონია აქ მოსვლის და ამ კითხვების დასმის უფლება გაქვს? ისინი ჩემი შვილები არიან მარტო ჩემები გესმის.
-მითხარი რომ ის არაკაცი არ შეგხებია, მითხარი რომ მათი მამა მე ვარ, მითხარი თორემ არვიცი რას ჩავიდენ.-მეუბნება და ყელში მკოცნის, ვცდილობ შევეწინააღმდეგო, მაგრამ ხელებს ძლიერად მიჭერს
-მეთე არ გინდა გთხოვ-ვამბობ და ჩემდა უნებურად მეტირება,
-შენ რა ტირი? ამის დედაც აი სადამდე მივედი-ამბობს და ხელს მიშვებს- ჭკუიდან მშლის ის სიტყვები რაც გავიგე, ყველაფრის ატანა შევძელი, მაგრამ ამას ვერ ავიტან, რადგან არაფერს უარყოფ ანუ ასეც არის. მაპატიე რომ შემოგეჭერი შეგაშინე და აგატირე-ამბობს და კარებისკენ მიდის, დეჟავუ, ეს ერთხელ უჯკვე ვნახე ერთხელ უკვე განვიცადე მეორედ არ მინდა
-ისევ მიდიხარ და მტოვებ უკვე მეორედ ამდენად მარტივია ჩემგან წასვლა ხო
-ასე არ არის ეს შენც იცი
-მაშინაც წადი, გელოდებოდი და არ დაბრუნდი- უკვე გულამომჯდარი ვაგრძელებდი საუბარს არაფერზე ვფიქრობდი უნდა მეთქვა თორემ ცუდად გავხდებოდი- ყოველდღე გელოდებოდი, არაერთხელ დაგირეკე მაგრამ უშედეგოდ, მენატრებოდი, ძალიან მენატრებოდი, მაგრამ შენ შენი პირობა გატეხე
-სამაგიეროდ შენ შეასრულე შენი და იპოვე სხვა უკეთესი ოცნების მამაკაცი
-გგონია გურამი ჩემი ოცნების მამაკაცია-საწოლიდან ვდგები და მისკენ მივდივარ- გგონია მას შეხების უფლებას მივცემდი
-მაშინ რატომ ამბობდა რომ შენი შვილების მამა იყო
-იმიტომ რომ აკაკისგან დავეცავი, იმიტომ რომ ჩემი სახელი დაეცვა.-ვეუბნები და გაბრაზებული მუშტებს ვუშენ
-კესანე
-ხო შენს შვილებს ვატარებ მუცლით, კი ორნი არიან, შენ ხარ მათი მამა და არა გურამი, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის
-ეგრე შენ ფიქრობ ვერ წარმოიდგენ ახლა ჩემს გულში რა ხდება
-არ გაპატიებ იქ მარტოობისთვის და ლოდინისთვის რომ გამწირე. არასდროს გაპატიებ
-გგონია ჩემგან წასვლის უფლებას მოგცემ, გგონია შენსგარეშე ცხოვრებას შევძლებ
-აქამდე არ გაგჭირვებია და ახლაც მოახერხებ როგორღაც
-გინდა რომ წავიდე? თუ მეტყვი რომ წავიდე წავალ, გავუჩინარდები არასდროს შეგაწუხებ ჩემი არსებობით, ვეღარასოდეს მნახავ, იცი რომ ეს გამომივა
-მემუქრები?
-არა უბრალოდ გეუბები რომ შენს ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული ყველაფერი, თუ მეტყვი რომ დავრჩე დავრჩები, მთელი ცხორება შენთან და ჩვენს შვილებთა დავრჩები. გინდა რომ წავიდე?


**************************
მეგობრებო პირველ რიგში გილოცავთ დამდეგს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
იმედი მაქვს მოგეწონებათ ახალი თავი, ველი თქვენს კომენტარებს.
აქვე გეტყვით რომ მეთეს და კესანეს ისტორია დასასრულს უახლოვდება.
პ.ს. სიყვარულით ევაკო



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან კარგი. როგორ მიხარია მეთეს გამოჩენა. ერთი აკაკის თავი მომცაა სადმე ბნელ კუთხეში გავუჩეჩქვავდი თავს. რას ქვია გურამის რამხელა ამბიციები ქონია მისი შვიკები. არა კვახიი ნიორწყალში. გადამირიეს. ბიჭი. აუ როგორ მიხარიხარ არიციი რა. ველი ახალ თავს და ბედნიერი ახალი წელი. ევაკო

ყოჩაღი გოგო ხარ. კარგი გამოგივიდა. მომწონს რომ ისტორიას ძალიან არ წელავ. მოვლენები ერთმანეთს ეწყობა და შესანიშნავია.

ოქროს გოო ხარ შენ. ასე ისტორია არ მომწონებია.

dzalian kargi iyo momwons gaagrdzele ggulshematkivrob

 


№2  offline წევრი ეველინა

სტუმარი ლიკა
ძალიან კარგი. როგორ მიხარია მეთეს გამოჩენა. ერთი აკაკის თავი მომცაა სადმე ბნელ კუთხეში გავუჩეჩქვავდი თავს. რას ქვია გურამის რამხელა ამბიციები ქონია მისი შვიკები. არა კვახიი ნიორწყალში. გადამირიეს. ბიჭი. აუ როგორ მიხარიხარ არიციი რა. ველი ახალ თავს და ბედნიერი ახალი წელი. ევაკო

ყოჩაღი გოგო ხარ. კარგი გამოგივიდა. მომწონს რომ ისტორიას ძალიან არ წელავ. მოვლენები ერთმანეთს ეწყობა და შესანიშნავია.

ოქროს გოო ხარ შენ. ასე ისტორია არ მომწონებია.

dzalian kargi iyo momwons gaagrdzele ggulshematkivrob

მიხარია რომ მოგწონთ. აკაკის კიდევ ვიხილავთ. პირველად დავწერე რაღაც და უბრალოდ მინდა კარგი გამომივიდეს, გაწელილი სიუჟეტები არც მე არ მომწონს.. მადლობა ძალიან დიდი <3 ვერ წარმოიდგენთ რამხელა მოტივაციას მაძლევთ <3 <3

 


№3 სტუმარი Nino

Au dzalian kargia male ar daamtavro ra ise shemiyvarda es istoria ver velevi warmatebebi gilocav axal wels❤❤❤

 


№4  offline წევრი ეველინა

Nino
Au dzalian kargia male ar daamtavro ra ise shemiyvarda es istoria ver velevi warmatebebi gilocav axal wels❤❤❤

მადლობა მოლოცვისათვის <3 <3 მიხარია რომ ასე მოგწონს რასაც ვწერ <3 <3 რაც შეეხება ისტორიის დასასრულს, ვერ დაგპირდები ვერაფერს <3 <3 ბოლოსდაბოლოს დასასრული ყველაფერს აქვს, ჩემს ისტორიასაც <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent