შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მეკვლე" - სრულად


4-01-2024, 23:26
ავტორი ელი
ნანახია 7 825

მაშინ, როდესაც იმ ერთ დღეს ყველა ელოდება როდის ჩამოკრავს საათის ისრები სრულ 00:00- საათს.
როდესაც მთელი დღის განმავლობაში ოჯახის ქალბატონები დაუღალავად შრომობენ და სახლს ათასნაირი გემრიელი სურნელობებით ავსებენ.
მარნებიდან თუ მიმალული კარადებიდან საფირმო ღვინოს მამაკაცები საახალწლო ნათურების სინათლეზე გამოფენენ.
შვილები სულგანაბულები ელოდებიან ოჯახში დაძახებულ „გილოცავთ!“ და თვალი მეგობრებისკენ გასაქცევად უჭირავთ.
ოჯახის პაწაწინა წევრები ნაძვისხესთან ჩასაფრებულები ელოდებიან, როდის შემოიპარება თოვლის ბაბუა საჩუქრის დასატოვებლად

ცარიელი სახლის კედლებს თვალს ვავლებ და კარს ვიხურავ.
ეზოში ჩავდივარ და მანქანაში ვჯდები.
ჩემი ტელეფონიც დაბარებულივით ნათდება
- გისმენ დედა
- ტასი, გელოდება იცოდე მამა, დე
- დედა, ხომ გაგაფრთხილე, რატომ ეუბნები რომ მოვალ?
უკვე მესამე ახალი წელია, გრინჩის იარლიყს საგულდაგულოდ ვატარებ, ალბათ ისევე როგორც შობის სულის ქურდის.
- ტაისია, გეყო დედა რა, ამოდი გელოდებით
- დედა, არ ვიქნები ქალაქში რამდენიმე დღით, გილოცავთ წინასწარ შენ და მამას და კიდევ მთელ სანათესაოს,მოგვიანებით ხაზები გადაიტვირთება და ვეღარ დაგირეკავთ
- გამაგიჟებ შენ მე - ყურმილს მაშინვე ვუთიშავ და ძრავს ვრთავ.

მთელ ქალაქში ქაოტურად მოძრაობენ მანქანები.
შუქნიშანზე დგომისას ყველა მხრიდან საახალწლო მელოდიები და ახალი წლის მოლოდინში აჟიტირებული მძღოლები და მათი თანამგზავრები იმ წამიდანვე იწყებდნენ „შეხურებას“

„ჯინგუ ბელ, ჯინგუ ბელ“- წამით ჩემ გვერდით სავარძელში გხედავ, 365 და ხანაც იმ 366 დღიდან მხოლოდ იმ ერთ დღეს ყველაზე ანცსა და მასხარას, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებულად და შენებურად გიყვარდა ეს დღე. მეღიმება, შენ ისევ ის წითელი, პომპომიანი ქუდი გახურავს თავზე და მარცხენა ლოყა გეჩვრიტება. „ამყევი ტაიი“
ისევ ღიღინებ და ღიღინებ, შენებურად ამახინჯებ სიტყვებს და დაორთქლილი მინებზე „HO”-ებს აწერ.

სიგნალის ხმაზე ვწყვეტ ცარიელ სივრცეს მზერას და ადგილიდან ვიძვრი.

მთელი ჰიპერმარკეტი გაჟღენთილი მხვდება ახალი წლის განწყობით.
მოფუსფუსე თანამშრომლები ყოველ წამს საათს დაყურებენ და გაქცევას ლამობენ.
პროდუქტებს ვაგროვებ და სალაროსთან მისული, მოლარის თავზე დაკოსებულ სანტა კლაუსის პატარა მანათობელა ფიგურებს ვუსწორებ მზერას
„All I want for Christmas is you…” -ღიღინებს გოგონა და სკანერის წრიპინს მელოდიურად აგრძელებს.

- ბედნეირი ახალი წელი ! - მთელი გულით მიღიმის და მაცილებს.


გეზი ნაცნობი, საყვარელი, ტკივილიანი და მონატრებული ადგილისკენ ავიღე.
პირველად ყაზბეგში რომ წამომიყვანე, სწორედ იმ წამს მივხვდი რომ იქედან აღარც მინდოდა წამოსვლა.
მაშინ ზაფხული იყო.
მაშინვე დამპირდი რომ ელიაზე, იმ უზარმაზარი დევების ძირში დავიდებდით ბინას.
რომ მომდევნო ახალ წელს მე და შენ იქ შევხვდებოდით და ერთმანეთს სამუდამოდ დავიბედებდით.
ელიას გზას ავუყვაბოდი მეც.
ისევ იქ იდგნენ უზარმაზარი დევ-ღმერთები და მათ ძირში ჩვენი ციცქნა სახლი.
„მხოლოდ ჩვენი სახლი, ამ მთებში, მთელი ყაზბეგის ხედით და ზურგით ამხელა მთებით, ჩვენი სიყვარულის მცველად ტაი !...“
მაშინ ჯერ კიდევ მხოლოდ კონსტრუქცია იყო ჩვენი სახლის.
„ტაი, ისეთი გამოდის შენ რომ გინდა, აი ზუსტად !“
ჩვენი ჩაბნელებული ციცქნა.
თოვლში ფალულიყო.
ქვიანი ფერდობის გამო, ავტომობილს ოდნავ ქვემოთ ვაჩერებ და პარკებით დახუნძლული თოვლის ხრაშუნით მივემართები ჩვენისკენ.
„ყველაფერს მოვრჩით ამ წამს ტაი, ხვალ ჩამოვალ, წამოგიყვან და ერთად შევხვდებით ახალ წელს !“
„ტაი, აი სახლის კარს ვკეტავ და მოვდივარ თბილისსკენ ! გაემზადე იცოდე“

კარის საკეტს გასაღებს ვარგებ და ხმაურიანად ვაღებ.
ჩაბნელებულ კოტეჯს ვანათებ და კარს ზურგს უკან ვიხურავ.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაზბეგში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად რამოდენიმე ავტომანქანა სავალი ნაწილიდანაა გადასული, ამასთანავე სამაშველო სამსახური ავრცელებს მიმართვას, რომ იძებნება 3 ავტომობილი, რომელიც მათი ვარაუდით ზვავში მოყვა. ყაზბეგში კვლავ ძლიერი თოვაა.“
„მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“
კარს ზურგით ვეყრდნობი და იქვე ვჯდები.
ისევ მესმის საკუთარი კივილი ყურებში.
ისევ მახსოვს შენი თოვლივით თეთრი სახე და ლურჯი ტუჩები.
წამწამებზე თოვლის ფანტელები გქონდა დაფენილი.
იმ წამამდე არ მჯეროდა.
ის ორი დღე კართან გელოდებოდი, რომ მოხვიდოდი, მაგრამ მერე გიპოვეს.

და ახლა მე აქ ვარ, იმ სახლში ჩემ წასაყვანად რომ მოიჩქაროდი.
ნეტავ რა იქნებოდა, მე რომ ასე არ შემყვარებოდა ეს მთები და შენ ახალი წელი?!
ნეტავ არ დამპირებოდი ჩვენ სახლში ელიაზე.
ნეტავ არ გცოდნოდა როგორ მიყვარდა თოვლი და არც მყვარებოდა საერთოდ.
ნეტავ ახლა სად ვიქნებოდით,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სად. ნეტავ ვყოფილიყავით და არ ვყოფილიყავი.

***
სადღაც ჩემი ტელეფონი ამღერდა
„დადუ“
- 3 წელი მის გარეშე - ყურმილს მიღმა შენნაირის ხმა იყო.
- მომენატრე
- იქ ხარ არა?!
იმ დღეების შემდეგ არ მინახავს დადუ.უკვე 3 წელია.
განა მარტივია ნახო მისი ასლი?! დადუ, რომელიც ზუსტად იდენტური იყო შიოსი.
ვერ შევძელი.
ამდენი ხნის მანძილზე, თითქოს ისიც ხვდებოდა და მხოლოდ დარეკვით შემოიფარგლებოდა.
იმ ერთი ციდა თბილისშიც კი ისე ცხოვრობდა, გზადაც კი არსად გადამყრია.
დადუ, რომელსაც ტყუპისცალი აღარ ჰყავდა.
- არასდროს გაგივლის და არასდროს დაგავიწყდება, იმიტომ რომ მეც ამას ვგრძნობ, მაგრამ ტასი, ცხოვრება გააგრძელე. იცოდე რომ მიყვარხარ და მინდა რომ კარგად იყო, მინდა რომ ერთ დღეს, ისე შევძლო შენი გულში ჩაკვრა, როგორც სულ მიყვარდა და არ მინდა რომ ამის შეგეშინდეს. ხო იცი, რომ მასაც არ მოეწონებოდი ასე. გილოცავ ახალ წელს, მიყვარხარ და გელოდები.
ისე დაკიდა ყურმილი ხმა ვეღარ ამოვიღე.


***
პროდუქტებს ვალაგებდი, ფანჯრიდან რომ დავინახე ბარდნიდა.
ციდან იმხელა ფანტელები ცვიოდა, არასდროს მენახა ასეთი თოვა.

უკვე თორმეტს აკლდა წუთები.
თბილ პლედში გახვეული ღუმელთან ვიჯექი და ჩვენ საყვარელ ჟოლოს ჩაის ვსვავდი.
მთებში ექოდ გაისმა ასაფეთქებლებისა და მაშხალების ხმა.
- ახალ წელს გილოცავ- მზერას კედელზე ჩვენს ფოტოებს ვუსწორებ და შენ ისევ მიღიმი.

კარზე კაკუნი სუსტად წვდება სმენას.
ფეხზე ვდგები და კარის გასაღებად მივდივარ.
უცნობი, დათოვლილი სხეულია ჩემი კარის ზღუბლზე და მის უკან ათასფრად განათებული ცა.
- ახალ წელს გილოცავ !- ნაცრისფერი პალტოდან თოვლს იფერთხავს და მიღიმის
- შემიძლია რამით დაგეხმაროთ ?
- პირველ რიგში, ახალი წელი რომ მომილოცოთ. მგონი მე ვარ თქვენი მეკვლე.ერთი წამით- თითით მანიშნებს უზარმაზარ კაშნეში გახვეული და ჯიბეებში იწყებს რაღაცის ძებნას- აი ისიც !...- შოკოლადს მიწვდის - შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი ! ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა- კვლავ იღიმის და მარჯვენა ფეხს ჩემი სახლის ზღურბლზე დგავს.
- მადლობა- ტკბილეულს ვართმევ და ისე ვიწევი კარიდან, რომ გაოცებას ვერ ვმალავ და ისიც წამში იჭრება შიგნით
- ლაზარე- ხელს მიწვდის- თქვენი მეკვლე
- ტაისია- ხელს ვართმევ და კარს ვხურავ - შეგიძლიათ ჩამოჯდეთ
პალტოს იხდის და საკიდზე ისე კიდებს, როგორც ჩემ სახლში მრავალჯერ ნამყოფი სტუმარი.
დივანზე არა,ღუმელთან პატარა ხის სკამზე ჯდება და ხელების გათბობას იწყებს.
- ნაძვისხე არ გაქვთ?- ისეთი გაოცებული მიყურებს, თითქოს ამაზე დიდი სირცხვილი არ ასებობს.
- არა
- ასე როგორ შეიძლება- თავს უკმაყოფილოდ იქნევს.
- ერთმანეთს ვიცნობთ?
- არა, მაგრამ ხომ გაგეცანით, თანაც მეკვლე ვარ- ლაზარე და თანაც როგორც ჩანს ამ ახალ წელს მარტო ხართ
- ამ დროს ელიაზე რა გინდოდათ? ჩემი სახლის გარდა აქ არაფერია.
- ამხელა მთები განა არაფერია?
- ახალ წელს, ზუსტად 12 საათზე?
სკამიდან დგება და ფანჯრისკენ მიდის
- აი იქ- თითით მიმანიშნებს შორს მდებარე სოფლებისკენ, სულ ყველაზე განაპირა კონტურისკენ- განათებეს ხედავ?
- ვხედავ
- აი იქაა ჩემი სახლი.შენ ალბათ გიჭირს აქედან დანახვა, თუმცა ჩემი სახლიდან შენი ერთი ცალი პირდაპირ ჩანს. ხო და ამდენი წლის შემდეგ, თანაც ახალი წლის ღამეს, პირველად რომ შევნიშნე აქ სინათლე, ავდექი და წამოვედი.
- ჩემი სახლია, არ იდარდო, არ შემოვპარულვარ.
- ეს რა შუაშია. უბრალოდ იმდენჯერ ვყოფილვარ აქ, არადროს არავინ დამხვედრია და მინდოდა მენახა, ამ მთებში ეს ერთი ცალი სახლი ვისი იყო.
- გასაგებია.მანქანით ამოხვედით ამ ამინდში?
- არა, სოფლის ბოლოში დავტოვე მანქანა, ისეთი თოვლია, ან შენ როგორ ამოხვედი. ფეხითაც კი გამიჭირდა ამოსვლა. დილიდან ჩაკეტავენ გზებსაც ალბათ.
- ახლა როგორ აპირებ ჩასვლას?
- ამაღამ? იმედი მქონდა ჩემს ამხელა ღვაწლს დააფასებდი და ერთი ღამეს გამათენებინებდით ამ სახლში. საერთოდ ისიც კი ვიფიქრე, იმდენს დავლევდი დაპატიჟება არც დამჭირდებოდა ისე მივითიშებოდი აქვე, თუმცა მარტო ყოფილხარ ტაი-ს

სანამ ის ერთი ცალი -ს დაამატა სული მომეწურა.
არასდროს არავის დაუძახია მის გარდა ტაი.

- წამით დაფიქრდი,რატომ უნდა ვიყო ახლა და აქ მარტო?!
სამზარეულოს მხარეს მიდის, ჩაიდანში წყალს ასხავს, ჭიქებში კი ჩაის ამზადებს, ისე როგორც მასპინძელი.
ნაცნობი მელოდიის ღიღინს არ წყვეტს,ისე ასხავს ორ ფინჯანში ცხელ წყალს.
მე ისევ სახტად ვდგავარ პასუხგაუცემლელი.
ერთ ფინჯანს მე მიწვდის და დივანზე ჯდება.
მე ფეხზე ვრჩები
- ჩამოჯექი რა, ასე ვიძაბები- მის სიტყვებს წარბის აწევით ვხვდები, თუმცა მაინც ვჯდები გვერდითა სავარძელში - პირველი - ჩაის ფინჯანი სახესთან მიაქვს და თვალებს რამოდენიმე წამით ხუჭავს - იმიტომ რომ რაღაც მიზეზის გამო მარტო გინდა ყოფნა და ამ კითხვით მიმითითებ, რომ აქ ჩემი ადგილი არაა და ჯობია გზას გავუყვე და მეორე- არავინ გყავს და მარტობაას „მარტო სახლში“ გამოექეცი, თუმცა ამ სიტუაციაშიც კი არ ვარ სასურველი არც სტუმარი, არც მეკვლე და არც ადამიანი.
არაფერი მითქვამს.
ის კი მშვიდად სვავსდა ჩაის.
- რამდენი წელია უკვე? - მისკენ ვბრუნდები, ჩვენ ფოტოებს უყურებს.
- დღეს გახდა 3
რომ გეკითხათ ვერ გეტყვით რატომ ვიჯექი იმ წამს ასე მშვიდად და რატომ ვხსნიდი იმ გუდას პირს, რომელსაც სამი წელია ასე მარტო ვებღაუჭებოდი და ყოველ დღე ნასკვებს ვუმატებდი.
- ამიტომაც აღარ გაქვს შობის სული
- ალბათ საერთოდ სული.
- იცი რომ ახალი წლის ღამეს, ჯადოსნობები ხდება?- მიღიმის და მას მარჯვენა ლოყა ეჩვრიტება.წამიერად გულში კაწვრას ვგრძნობ.
- მგონი არცერთი აღარ ვართ ამ ასაკში- ჩაის ვსვავ და მხრებზე შემოხვეულ პლედს ვისწორებ.
- წელს პირველად ვხვდები ახალ წელს ყაზბეგში, მაინცდამაინც წელს და შენც სწორედ ამ წელს ანთებ სახლში სინათლეს. განა ეს ჯადოსნობა არაა?
- უფრო დამთხვევა
- დამთხვევების არ მეჯრა
- მხოლოდ სანტა კლაუსის?
- დამცინი ტაის?
- ტაისია
- მაპატიე,დამცინი ტაისია?
- არა, არ დაგცინი.
- გოზინაყიც არ გაქვს?
- მანდარინი მაქვს
- მაჭმევ? მთელი დღეა დეიდაჩემი მაშიმშილებს,მე კი როცა, როგორც იქნა უნდა მეჭამა შენთან წამოვედი.
კარადიდან მანდარინებით სავსე თასს ვიღებ.
- მწვანე მანდარინები, ნუთუ შენც მხოლოდ მწვანეები გიყვარს?- ფინჯანს მაგიდაზე დგავს და მანდარინს ტაცებს ხელს.
- მწვანეები და მჟავეები - მის გაბრწყინებულ თვალებზე მეცინება.
- მომიყევი- მანდარინს ფრცქვნიდა, მე არც კი მიყურებდა.
- რა მოგიყვე?
- როგორი იყო - ალბათ არასდროს დამავიწყებდა ის ამოხედვა და შავი თვალები.
- მე... -აკანკალებული ხელები პლედში შევმალე
- იქ ვიყავი მეც, როცა ვიპოვეთ და შენ რომ...- მზერა ამარიდა.
- არ მინდა...- თითებით დავიჭირე ჯებირებზე მომდგარი ცრემლები
- ადამიანებს, გვიჭირს იმ ერთადერთ გარდაუვალთან შეგუება,რასაც სიკვდილი ჰქვია. მთელი გააზრებული ცხოვრების მანძილზე ვიცით რომ ერთ დღეს, აუცილებლად დატოვებ ამქვეყნიერებას როგორც თავად, ასევე შენი საყვარელი ადამიანებიც, თუმცა, როდესაც ეს ხდება მაინც ვერ ვეგუებით. ცხოვრებას ვაჩერებთ და მოგონებებით ვცხოვრობთ.სულ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ იმ საყვარელ ადამიანს, მშობელსა თუ ცხოვრების მეგზურს, ისევე ტკივა უჩვენობა, როგორც ჩვენ, იქ სადაც არ უნდა იყოს. აი ახლა, შენ მითხარი, იმით რომ აქ ხარ მარტო, ახალი წლის ღამეს. ასეთი სევდიანი და ტკივილიანი, მას რას არგებ? გგონია თუ ასე თვითგვემაში იქნები რამე შეიცვლება? არ მითხრა, არ თქვა რომ არ მესმის,რომ მე რა უნდა ვიცოდე ეს რა არის და ა.შ. არ ვიცი იქ, ამ სამყაროს მიღმა რა ხდება, თუმცა ვიცი, რომ ამ სიცოცხლეს ვეღარ გავიმეორებთ. ვერ დაიბრუნებ განვლილ დღეებს, ნუთუ ასე, მარტომ გინდა ეს ცხოვრება გაიარო? ახლა როდესაც შენ მეგობრებთან ერთად უნდა მხიარულობდე, აქ ხარ, ჩემთან ერთად და მაინც მარტო.
- აქ უნდა შევხვედროდით ახალ წელს, გულის ჯიბეში ბეჭედი ვუპოვე, თოვლიანს- არ ვიცოდი რატომ მოვხესნი საბოლოოდ გუდას თავი, სიტყვები თავისით მცდებოდნენ ბაგეებიდან- მის და დადუს გარდა არავინ მყავდა. აი ასეთი იყო შიო. საუკეთესო მეგობარი, დამრიგებელი, მრჩეველი, ყველზე ჭკუასუსტი წლის მხოლოდ ამ ერთადერთ დღეს და საუკეთესო საყვარელი ადამიანი. იმდენად ბევრი იყო, რომ მის გარდა არავინ გინდოდა. ახლა რომ ვფიქრობ, ასე მარტოსული, უსაზღვროდ ვიყავი მასზე მიჯაჭვული და როდესაც დავკარგე ის ერთადერთი და მიმოვიხედე, არავინ მყავდა იმ ერთის გამო, ყველაფერი თან წაიყოლა- პლედის კიდეებით უკვე თამამად ვიწმენდდი ცრემლებს- ალბათ ჩემ სიყვარულს მკვეთრად დაყვებოდა ავადმყოფობის ნოტებიც.
- დადუ?
- არ შემიძლია, არ შემიძლია რომ დავინახო ის.შიოს მარცხენა ლოყა ეჩვრიტებოდა, დადუს არა, შენ მარჯვენა
უცებ მოოსივა ლოყაზე ხელი.
- აღარ ველოდები, ვიცი რომ აღარასდროს მოვა, მაგრამ იმ მცირე დროის მანძილზე, იმდენი მოგონება დამიტოვა, ვერ გავრბივარ მათგან,უბრალოდ აღარ მახსოვს ცხოვრება მის გარეშე
- ამისთვის ახალი მოგონებები გჭირდება- ჩემკენ იხრება და ჩამოგორებულ ცრემლს მპარავს- უნდა გაიღიმო.არ დაგავიწყდება, თუმცა უნდა მისცე უფლება თავს რომ იყო ბედნიერი.
- სხვაც რომ წავიდეს?
- სხვა?! არ ვიცი. თუმცა ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მოსული არ წავა
- მართლაც, როგორი დამთხვევაა
- დამთხვევები არ არსებობს თქო, აკი გითხარი?
- მაშ?
- ჯადოსნობა, თანაც ახალი წლის
- სადღაც ღვინო უნდა მქონდეს- ფეხზე ვდგები და კარადებში ღვინის მოძებნას ვიწყებ- აი ისიც- ბოთლს ხელში ვათამაშებ და ფუჟერებთან ერთად მაგიდისკენ მივდივარ
- მთვრალი, აქედან ნამდვილად ვერ წავალ
- არც ისე გაგაგდებდი ამ თოვლში გარეთ- ღვინოს ვასხავ და ჭიქას მისკენ ვაცურებ.
- ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს და სასწაულებს გაუმარჯოს- ჭიქას ჰაერში წევს და შემდეგ ხმაურიანდად ეჯახებიან ჩვენი ჭიქები ერთმანეთს.
წითელი მათრობელა სითხე კი თრობის ზრახვებით მიედინება სხეულში.
***
-ისევ თოვს- აწეწილ თმას ქაოტურად ვიკრავ ზემოთ და აკეცილ მუხლს ვაყრდნობ ლოყას.
უეცრად დგება ლაზარე სკამიდან და ხელს მიწვდის.
- ჯერ ისევ ჯადოსნური ღამეა
- ჯადოსნურია- მის ხელს ჩემ თითებს ვაგებებ და სკამიდან ისე უცებ ვდგები სხეულით ვეჯახები.
ჩამოყრილ თმას ყურზე ღიმილით მიწევს ჩემზე ერთი თავით მაღალი.
- ისეთი ვარდისფერი ლოყები გაქვს და ისე უხდება შენ მწვანე თვალებს- ღიმილით მიყურებს ზემოდან.
- სულ ასე ვიცი, როგორც კი სასმელი მეკიდება- მისი თითებიდან ჩემ თითებს ვიხსნი და ორივე ხელს ლოყებზე ვიდებ.


***
-შეხედე რამხელა ფანტელები ცვივა- ქურთუკში ჩამალული ერთიანად ვწყდები და ზურგით ვწვები გაუკვალავ თოვლში - იცი ელია წინასწარმეტყველზე ამბავი, ქვრივ ქალს შვილი რომ გაუცოცხლა?
- არა- ჩემ გვერდით გაწვა თოვლში
- ღმერთმა ელია, ერთ სოფლეში მიავლინა, სადაც ქვრივთან და მის პატარა ვაჟთან ცხოვრობდა. უფლის წყალობით მათ არ ელეოდათ ფქვილი და ზეთი. ერთ დღესაც ბიჭი გარდაიცვალა. ქვრივს ეგონა, მისი ძველი ცოდვების გამო დასაჯა უფალმა და ვაჟი წაართვა. ელიამ კი ბიჭი თავის საწოლში დააწვინა და უფალს სთხოვა ”უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ბავშვის სული მის სხეულში” და უფალმაც გააცოცხლა ბიჭი.
-ეს რატომ გაგახსენდა?
- მინდა რომ აქ, ელიას მთაზე მე ვთხოვო უფალს რომ გამაცოცხლოს, ამ ჯადოსნურ ღამეს.
-ჯადოსნურ ღამეს ყველა ნატვრა ხდება.
-სულ ყველა?- მისკენ ვაბრუნებ სახეს
- იცი შენ მძინარე მზეთუნახავი, როგორ გააცოცხლა უფლისწულმა?
-ზღაპრების მართლა გჯერა?
-ზღაპრების არა, ჯადოსნურობის მჯერა, შენ არა?- ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება.
- არ ვიცი
-მომცემ უფლებას დაგაჯერო?- ერთხანს თითქოს ჩემ პასუხს ელოდა, მე კი ჯიუტად ხმას არ ვიღებდი. ფრთხილად მიახლოვდება და ისე, როგორც თოვლის ფანტელები, მისი ტუჩები ეფინება ჩემსას.
არ ვიცი, ახალი წლის ჯადოსნობის, თუ ამდენ წლიანი სიმარტოვის, თუ უბრალოდ ჰორმონების ბრალი იყო, მაგრამ იმ ერთი კოცნით, მთელ სხეულში სისხლმა სულ სხვანაირად დაიწყო მოძრაობა, ალბათ ეს ყველაფერი გაცოცხლების ტოლფასიც იყო.

***
-გინახავს ამ მთის წვერზე დილით მზე როგორ ლამაზად ამოდის?- თითით მიმანიშნებს უზარმაზარი მთებისკენ
- არასდროს...
- აი ნახე, იწყება...- თოვლში გაწოლილი დგება და მუხლის თავებზე გაყინულ ხელებს იყრდნობს - შეხედე, როგორ იპარება მზის სხივები მთის წვერებზე
მეც მასსავით ვჯდები და დათოვლილ მწვერვალებზე აკიაფებულ მზის სხივებს ვუსწორებ თვალს.
- განთიადი, ყოველივე ახლის დასაწყისია- ჩურჩულებს ის
- ჯადოსნური ღამის განთიადი
- აი, ხომ ხედავ აღიარებ შენც- სხივები შავ თვალებს რომ ეცემა, გიშრები სულში ჩამწვდომად იწყებენ ბრდღვიალს.
***
დივანზე ვზივარ და გათოშილი თითების გათბობას ვცდილობ.
ლაზარე ღუმელში გამოლეულ ცეცხლს აღვივებს და კვლავ ღიღინებს საახალწლო მელოდიას.
რა საოცარია არა ?!
პირველად იყო იდილია სახლში.
მომღიმარი მე და მოღიღინე ლაზარე.
იქნებ მართლაც ჯადოსნურია ახალი წლის ღამე?!
იქნებ ძველ წელს მართლაც შეუძლია წაიღოს ყველა შენი ცუდი, ყველა შენი ტკივილი და იმ ახალი ათვლის წამს ცხოვრების ხელახლა დაწყების შანსს გაძლევს?!

ამდენი დღის, კვირის, თვისა თუ წლის შემდეგ პირველად ვგრძნობდი ასე თავისუფლად თავს.
თითქოს მონატრებულად ისევ აივსო ფილტვები ჰაერით.
ვგრძნობდი ძარღვებში როგორ მიჩქეფდა სისხლი.
ახალი წლის პირველ დღეს.
ჯადოსნური ღამის განთიადს.

***
ტელეფონის ხმა ძალიან,ძალიან შორიდან მოწვდა ჩემ ყურთასმენას.
გაჭირვებით ვაშორებ ქუთუთოებს ერთმანეთს და ოთახს თვალს ვავლებ.
ისევ ცარიელ სახლში მეღვიძება, დივანზე მწოლიარეს.
პლედს მხრებზე ვიხვევ და ვდგები
- ლაზარე - მის სახელს წარმოვთქვავ და ერთ ციცქნა სახლში ვუწყებ ძებნას.
აღარც მაგიდაზე იყო მიმოფანტული მწვანე მანდარინის ქერქები, აღარც ღვინის ბოკლები და ჩაის ფინჯნები.
სახლი იმაზე მეტაც ცარიელი იყო, ვიდრე მოსვლისას.
ნუთუ დამესიზმრა...
ნუთუ არც ყოფილა...
კარს ვაღებ და მაშინვე სახეში თოვლის ფანტელები მეფრქვევიან.
ისე ძლიერად თოვდა აღარც განაპირა სოფელი ჩანდა და არც ჩემი დევ-ღმერთები.
- ლაზარე ! - კიდევ ერთხელ ვიძახი მის სახელს და ჩამოწოლილ ნისლსა და ფანტელების შეუწყვეტელ ფარდებში მის ძებნას ვიწყებ.
- ნუთუ დამესიზმრე...- ვჩურჩულებ და სახლში ვბრუნდები.

***
მთელი დღე გადაუღებლად თოვდა და არც ნისლი აპირებდა გაფანტვას.
მობუდულ ცაში ღამე ისე გაბატონდა, ფანტელები ისევ არ წყვეტდნენ ცვენას.
- არ ვიცი რას ნიშნავდა წუხანდელი ღამე, არც ის ვიცი ზმანება იყო თუ რეალობა, მაგრამ ვხვდები რომ უნდა გაგიშვა - ხელებში მოქცეულ შენ ფოტოს ვეფერები და თითის ბალიშებით ჯიუტად ვცდილობ აბურდული თმა დაგილაგო - შეიძლება ვერ გამიგო, შეიძლება გამიბრაზდე, მაგრამ დროა... უბრალოდ უნდა ვისწავლო ცხოვრება შენ გარეშე შიო, ფეხზე უნდა დავდგე კვლავ, დადუ უნდა დავიბრუნო და შევძლო, რომ თვალი გავუსწორო მას და არა შენ. მის მიღმა უნდა გამახსენდე შენ და არა ის, შენს მიღმა. სული უნდა დავიბრუნო შიო, შენ გარეშე ღიმილი უნდა ვისწავლო და სიარული. სამჯერ 365 გავიდა, იცი რა ბევრია? იმიტომ რომ ყველა დღე ისე იყო ტკივილით გაჟღენთილი, როგორც შენი საყვარელი ტორტის ბისკვიტი სიროფით- ძალიან,ძალიან გაჟღენთილი.ვერასდროს დავივიწყებ იმ მოგონებებს და ბედნიერებას, რაც შენ მაჩუქნე და ვერ დაგივიწყებ შენ, მაგრამ არ დაბრუნდები... ჩემი თავი მირჩევნია უშენოდ ტანჯვაში, ვიდრე შენ ჩემ გარეშე დარჩენილი. მაგრამ უნდა შევწყვიტო, ახლაც ასე, შეშლილივით გესაუბრე და ალბათ არც კი გესმის, ხედავ სადამდე ვარ შიო? ისე რომ საერთოდ აღარც ვარ, საერთოდ გავიცრიცე, იმდენი მუქი ფერია შიო, დავბრმავი, ვერაფერს ვეღარ ვხედავ. ვერ ვხედავ როგორ ვტკენ ჩემებს,იმ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვარ. უნდა გაგიშვა...- ცრემლებით დასველებულ ტუჩებს ლამაზად შეჭრილ შუბლზე გაკრობ და გულში გიკრავ.


***
რამდენიმე ზარში დედას სევდიანი ხმა მესმოდა ყურმილის მეორე მხრიდან
- ტასი დე...
- დე, როგორ ხართ?
- გირეკავდი დე, და არ იჭერდა ტელეფონი ალბათ მანდ
- ხო, ისეთი ძლიერი თოვაა აქ
- დედი, მარტო მედარდები მანდ, გთხოვ ნუ მიხეთქავ გულს
- ნუ ნერვიულ ნურც შენ და ნურც მამა. თოვა რომ შეწყდება წამოვალ თბილისში და პირდაპირ თქვენთან მოვალ
- მართლა მოხვალ დედი?
- მოვალ დე, ძალიან მომენატრე
- ჩემი გული ხარ ტასი, უყვარხარ დედას გულში და დე, დრო იყო- ბოლო სიტყვები თითქოს შიშით ამოიჩურჩულა
- მიყვარხარ დე


***
- ტაის !... - უკვე საწოლში ვიწექი და წიგნს ვკითხულობდი გარედან ჩემი სახელის ძახილი რომ შემომესმა.სუნთქვაც კი შევწყვიტე კიდევ ერთი ძახილის მოლოდინში.
- ტაისია !
საწოლიდან სწრაფად ვდგები და პირდაპირ კარისკენ გავრბივარ.
- გთხოვ, შენ იყავი...- კარის სახელურს ჩაბღაუჭებული ნატვრას ამოვთქვამ და კარს ვხსნი.
ისევ ვითოვლები, შორიდან, მკრთალად ჩანდა ნათება.
შიშველი ფეხებითა და საღამურით ისე ვეშვები სახლის კიბეებზე, ვერაფრის გააზრებას ვერ ვასწრებ.
მუხლამდე თოვლში გაჭირვებით მივიწევ იმ მანათობელი სინათლისკენ.
- ლაზარე ! - ვყვირი და სინათლეც წყვეტს მოძრაობას.
- ტაის - მესმის მისი ძახილი
თითქოს მეორე სუნთქვა გამეხსნაო,ხელებითა და ფეხებით მივიკვალავ გზას სინათლისკენ.
უკვე ვხედავ მის ლანდს და ვცდილობ უფრო სწრაფად დავფარო მანძილი.

მას ისევ ის დათოვლილი ნაცრისფერი პალტო აცვია, უზარმაზარი კაშნეთი
ადგილზე დგება და კვლავ ჯიბეების ქექვას იწყებს
-ტასი !- ისე იძახის ჩემ სახელს, სახიდან ღიმილს წამითაც კი არ იშორებს
თვალის დახამხამებაში მთელი სხეულით ფერადდება ახალი წლის ფერებით და იმ თოვლით გადაპენტილ არემარეში როგორც ნაძვის ხე, ისე ანათებდა.
ფერადი სინათლეები დათამაშებდა მომღიმარ სახეზე.

არ ვიცი რა გრძნობაა.
არ ვიცი რას ვგრძნობ.
იმ წამს თოვლში ჩაფლულს, ის გორაკი რომ დამედნო არც გამიკვირდებოდა
მთელი სისწრაფით ვფარავ ჩვენ შორის მანძლის და განათებულ სხეულს ვასკდები.
წამში ვგრძნობ სიმსუბუქეს და სიმყუდროვეს, მის მკლავებში.
გაყინულ ფეხებს წელზე მახვევინებს.
- მე ზღაპრების მჯერა და ამიტომ ვარ ბავშვი, შენ კი ასე რომ ხარ თოვლში არა?! -გაყინულ ლოყაზე მისი კიდევ უფრო მეტად გაყინული ცხვირის შეხებას ვგრძნობ და ტანში მცრის - ანცი ტასი, პატატა ტასი - ბუტბუტებს სასაცილოდ და ჩემიანად მიიკვალავს გზას.
- შენ მითხარი რომ ჯადოსნურ ღამეს მოსული, არსად წავიდოდა - მის უზარმაზარ კაშნეში სახეჩარგული ვჩურჩულებ.
- მოვედი და მოვიტანე ხურჯინი -ჩვენ უკან ციგა მოსრიალებდა, ზედ მართლაც მოთავსებული ხურჯინით.
- ამხელა გზაზე ციგით ამოხვედი?
- ამოვედი !
- რა მომიტანე?
- საჩუქრები !
- ჩქარა ლაზარე, ჩქარა - მის მკლავებში მოქცეული პატარა ანც ბავშვად ვქცეულიყავი.


მხოლოდ დივანზეღა დამსვა თოვლის კაცმა.
ნათურები სწრაფად შემოიხსნა სხეულიდან და პალტოც თან მიაყოლა.
იქვე მიფენილი პლედი აიღო და მოკუნტულს ზედ მომაფარა.
- სულ ორი წუთი და გაგათბობ, მადროვე- ჩემკენ იხრება, პლედის კიდეებს, როგორც პატარას ისე მიკუჭავს და მოულოდნელად შუბლზე მაკრობს ტუჩებს.
„ისევ არ გეძინოს გთხოვ, ოღონდ სიზმარი არ იყოს“
ღუმელში შეშას ამატებს...
წყალს დგავს ასადუღებლად და ფინჯნებს ამზადებს.
თვალს ვერ ვწყვეტდი
მეგონა წამი-წამზე გავიღვიძებდი და გაქრებოდა.
თვალის დახამხამებისაც კი მეშინოდა.
- რომ იცოდე მე შენ რაები მოგიტანე
- რა მომიტანე?
- ბევრი ტკბილეული, მანდარინი, ჩურჩხელები და იცი კიდევ რა? - ჩაის ფინჯნებით ჩემკენ მოდის და წარბებს ეშმაკურად ათამაშებს
- სულ ასეთი მხიარული ხარ?- ცხელ ფინჯანს თითებს ვახვევ და ორთქლზე სახეს ვითბობ.
- პირიქით,სულ უჟმურს მეძახიან
- კი, მაგრამ რატომ?
- ალბათ იმიტომ რომ ვარ
- მაგრამ რომ არ ხარ?
- ალბათ იმიტომ რომ შენ ჩემზე მეტად მოწყენილი ხარ - ისევ მიელულა თვალები ჩაის არომატის შეგრძნებაზე.
- რა მომიტანე კიდევ?
- სულ დამავიწყდა- ფეხზე იმართება, ფინჯანს მაგიდაზე დებს და ფეხებსშორის იქცევს უზარმაზარ ხურჯინს - აბა ვნახოთ, რამდენად კარგი გოგო იყო გასულ წელს ტაისი - მის სიტყვებსა და სერიოზულ სახეზე სიცილს ვერ ვიკავებ - აი ეს სიცილი, მთელი წლის „კარგ გოგოობად“ გეთვლება და აი რა მაქვს შენთვის ! - ხურჯინიდან უზარმაზარ, უფერადეს და უღუნღულეს შარფს იღებს და პირდაპირ კისერზე მახვევს - ვთბები !
- როგორი ლამაზია,როგორი თბილი - თითებით ვეფერები
- ძალიან გიხდება - კვლავ აწეწილ თმას მისწორებს ცალი ხელით და მოუშორებელი ღიმილით - იმდენი ტკბილეულობაა შიგნით და იცი კიდევ რა მაქვს? -ხურჯინიდან ნაძვისხეს ისე აჩენს, მხოლოდ სანტას რომ შეუძლია.
- კი, მაგრამ საიდან?
- ჯადოსნური ღამის ამბავია - იატაკზე დგავს ნაძვისხეს, რომელიც მხრებამდე უთუოდ მომწვდება - მოდი ადექი, მოვრთოთ ნაძვისხე - ხურჯინიდან პატარა ფურცლები და ფერადი ფლომასტერები ამოაქვს - სად დავდგათ?
- აი იქ ფანჯარასთან - თითით მივანიშნებ და თან ვცდილობ ცრემლები დავმალო
- ამ ფურცლებზე ის გეგმები უნდა ჩამოვწეროთ რაც ამ წელს გვინდა რომ დავისახოთ, მერე კი ნაძვის ხის ტოტოებში ჩავმალოთ, ნათურებიც კი გვაქვს, ხომ გიხარია? - ჩემკენ ბრუნდება
- ძალიან, ძალიან, ძალიან - მთელი ძალით ვხვევ ხელებს, მესმის როგორ ცემს მისი გული.


***
- იცი რომ დამებედე? - ხელს თავქვეშ იდებს და მარჯვენას მჭიდროდ მხვევს მხარზე
- დილით, რომ გავიღვიძე და არ დამხვდი, მეგონა დამესიზმრე - ნელა დავატარებ მის მკერდზე ხელს.
- 12 საათში დავრწმუნდი იმაში, რომ შემიძლია, მთელი ცხოვრება ასე, შენ გვერდით გავატარო, მთელი სამყაროსგან გამოქცეულმა და გადაკარგულმა - აბურდულ თმაში თითებს მიცურებს და მეფერება.
- მთელმა სამყარომ ახალი წლის ღამეს, კვლავ შეიძინა ფერები. ყველა ფერი შენით
- მთელი სამყაროს ფერებს გაჩუქებ ტაისია
- მხოლოდ არ წახვიდე
- აკი გითხარი, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მოსული არსად წავა თქო?
- მჯერა, შენიც და ჯადოსნური ღამისაც
- უნდა გჯეროდეს - შუბლზე ცხელ ტუჩებს მაკრობს და კვლავ ძალიან, ძალიან ჩუმად იწყებს ღიღინს.

მე ისევ მიმძიმდება თვალის დარაბები...
არ მეშინია
თვალს გავახელ და აქ იქნები
ჩემ გვერდით...



^^^^^
სულ პატარა და სულ ციცქნა
დიდხანს ჩავტოვე ფაილში, სულ სხვანაირი საახალწლო განწყობის ჩუქების სურვილით, მაგრამ იმ წამს ნაგრძნობი და "ნაქონი" ესაა...


გილოცავთ ახალ წელს !






№1 სტუმარი სტუმარი სოფი

სულ პატარა და ძალიან თბილი

 


№2  offline მოდერი ელი

სტუმარი სოფი
სულ პატარა და ძალიან თბილი



სოფი, მადლობა <3

 


№3  offline წევრი ენჯელა

ჩემი არ იყოს ახალი წლის ტკივილი ,მაგრამ თბილი წასაკითხი❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნატალია

რა საყვარელი და თბილი იყო

 


№5 სტუმარი Ana-maria

პაწაწინა თბილი,ტკბილი და სიყვარულით სავსე ისტორია იყო. ძალიან მომეწონა ❤❤❤
წარმატებები

 


№6  offline წევრი Annia

კარგი იყო გული გამითბა

 


№7 სტუმარი გიული

ძალიან კარგი,გულში ჩამწვდომი ისტორიაა❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო რაღაც ჯადოსნური როგორც ახალწელს შეეფერებოდა თბილი ცოტა სევდიანი მაგრამ კარგი დასასრულით მადლობა წარმატებები

 


№9  offline წევრი JDmini

უთბილესი და უღუნღულესი ციცქნა ისტორიაა.

 


№10 სტუმარი სტუმარი რუსა

რუსას უყვარხარ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent