შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ?! (სრულად)


6-01-2024, 13:35
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 16 076

_ღმერთო,შე კაცოო ხომ შევთანხმდით მე და შენ რომ ამ ახალ წელს ანუ თებრვლამდე ავადობანი ამაქვეყნისანი და უბედურება ყველა ქვეყნისანი მე არ უნდა შემმთხვეოდა? რა იყო? მადლობა ტყუილად გადაგიხადე?იმხელა სანთელი დავანთე ეყოფოდა ყველა ჩემ ცოდვას თუ აუცილებლად ბაფთიანი ცხვარი უნდა შემეწირა? _ გაჩერებულ მანქანასთან იდგა და მაღლა იყურებოდა.  მსხვილი ფანტელები ცვიოდა ,სახეზე ეცემოდა და სულ მთლად გაყინული იყო ,მაგრამ ემოციებით დაბინდული გონება ვეღარაფერს აღიქვამდა _ ჯერ ხომ ძლივს ვისწავლე ასი წლის ქალმა მანქანის მართვა, ოთხჯერ ჩავიჭერი და ბოლოს როგორღაც ჩავაბარე და ახლა რას მიკეთებ?  ხელოსანი უნდა გავხდე? ღიპი კი მექნება მალე ისე ვიმატებ...  გავგიჟდებიიი. რა გავაკეთო ახლა ,მშიიაააა

_ზუსტად, მხოლოდ შიმშილის შეგრძნება გხდიდა ასეთ აგრესიულს _ იმ წამს გაიყინა რა წამსაც კაცის ხმა გაიგო. გაქვავდა თითქოს ,უკან არც მიუხედავს ბიჭი გამოჩნდა . შეცვლილი,მაგრამ ყველაზე ნაცნობი და საყვარელი_მარიამ ექიმო ,მანქანების მკურნალობა რატომ არ შეისწავლეთ? _თვალებში უყურებდა, მერე მზერა შეავლო და გაეღიმა _მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მხოლოდ რესტორანში იცვამდით და ისიც სულ სხვა ფორმის ქუსლით ახლა კი თავს შესანიშნავად ართმევთ თოვლში ნერვულ სიარულს

_დამიანე დადიანო ,საქართველოში ხარ, სამშობლოს დაუბრუნდი _ პირი გაუშრა,სიტყვები ძლივს იპოვნა. არეული უყურებდა,ყველა დეტალი აინტერესებდა და არ იცოდა რას დაკვირვებოდა,ბოლოს მის თითებთან შეჩერდა, ქორწინების ბეჭედი ისევ არ ეკეთა .

_დავბრუნდი ... შენ კი ქალაქში ჩამოსვლამდე შეგხვდი

_დამთხვევები ადრეც არ აკლდა ჩვენს ცხოვრებას

_ბევრი რამ დააკლდა,დამთხვევები არ _ისევ ისეთი მზერა ჰქონდა როგორც ადრე,მარიამს რომ სულს უხუთავდა _ კარგია რომ გაჩერდა და ამ მოყინულ გზაზე არაფერი შეგემთხვა

_საბურავების გამოცვლა ვერ მოვასწარი... მოულოდნელი თოვლია _ თვალს ვერ აშორებდა. გული ეწურებოდა მონატრებისგან. თითქოს ყველა დარდი ერთად დააწვა და ყინვასავით უჭერდა სულს

_მომენატრა აქაური უპროგნოზო მოვლენები ... მე წაგიყვან და მანქანას მერე მივხედოთ

_საჭირო არ არის... დავრეკავ და მომაკითხავენ

_ტელეფონის დამტენი დაგრჩა, გათიშული გაქვს ალბათ და იმიტომ ხარ ამ მდგომარეობაში თორემ უკვე გეყოლებოდა მაშველი ძალა გამოძახებული

_დამტენი არ ,ტელეფონი დამრჩა

_წამომყვები თუ გეშინია

_უნდა მეშინოდეს? _ წარბები მაღლა აზიდა და დამიანეს ხელით ანიშნა უკანა სავარძელზე დალაგებულ ნივთებზე _ის ორი ჩანთა წამოიღე

_როგორც გენებოთ ქალბატონო მარიამ _შებრუნებულს მზერა გააყოლა მერე კი უკან მიჰყვა. მანქანაში ისე ჩაჯდა თითქოს მისი საკუთრება იყო და მძღოლი ემსახურებოდა. ღვედი შეიკრა და დაელოდა. თავს ვერ იკავებდა ისე უნდოდა ჩახუტებოდა და ასე იჭერდა გრძნობებს.

_ქორწილის გამო ჩამოხვედი?

_გიგამ ქორწილში აუცილებლად უნდა იყოო

_მეც არ გამიკვირდა როგორ შეელია გერმანიას_თქო? ანუ ქორწილის შემდეგ წახვალ

_წავალ ,აქ ისევ არავინ მაკავებს

_გაკავება ,დაჭერა და ძალადობის მსხვერპლად ყოფნა როდის მერე გჭირდება რაიმეს გასაკეთებლად

_გინდა წარსულზე ვისაუბროთ ამდენი წლის შემდეგ?

_ბოლო შეხვედრისას ხომ შევთანხმდით ,კარგ ნაცნობებად დავრჩებოდით

_ყველგან წამშალე,დამბლოკე და პირველად გხედავ ასეთს

_როგორს

_შეცვლილს ... დახვეწილს,გაზრდილს. ბავშვი დაგტოვე და ქალი დამხვდი

_აი თურმე რა,ვიღაც უცნობი გეგონე მანქანა გააჩერე და გადაწყვიტე ახალი ქალი აგეგდო ჩამოსვლისთანავე?რაო დამიკო შორიდან მოგეწონე?ხო ,ვისწავლე როგორ უნდა იყო მომხიბვლელი,მიმზიდველი და სასურველი ქალი_ ხმას აუწია,მისკენ ჰქონდა თავი შებრუნებული და სიმღერა  რომ არა სულ არ უყურებდა ფანტელებს _

 „თოვს,ყველა ფიფქი შენ სახეს გავს და მეც ფრთხილად ვცდილობ ხელის შეხებას ,მაგრამ ფიფქები დნება და შენი სახეც გაქრება

თოვს და დღეს მინდა გვერდით მყავდეს ვინც მათბობს,ვინც მიყვარს

თოვს როგორც შენ ეს წელიც მოიხურავს კარს, მაგრამ შენ აღარ მოხვალ და მე კიდევ ბევრჯერ ვნახავ როგორ თოვს ,უშენოდ

შორს,შენი სახე დარჩა სადღაც შორს

და მე ვგავარ ბავშვს ,რომელიც ელოდება თოვლს

მხოლოდ შენ ჩემთან არ ხარ

თოვს ჩვენ ვერაფერს მოვუხერხებთ დროს

 ზამთრის წიგნი არავის ინდობს

ჩვენი ისტორია გაქვს სიყვარულის ძველ რომანს“

_რამდენჯერ მოვიდა თოვლი მას შემდეგ რაც დავშორდით...

_ხუთი ზამთარი გავიდა ... მეექვსეა წელს ,თოვლი კი არ ვიცი  ფიფქებს ვერ ვითვლიდი ვერც ფიქრებს

_საცოლე არ გახლავს თან?თუ ნიადაგს ამზადებ მანანასთან შეხვედრამდე

_მე დაამიბლოკე ყველა წყარო და შენ მსტალკავ?

_მეცოდინებოდა რომ ბრუნდები

_და გზაში მანქანა არ გაგიფუჭდებოდა მე რომ არ გადაგყროდი ... შენი შეყვარებული მოგაკითხავდა ,რომელიც არ გყავს იმიტომ რომ ისევ ძველ ჩვენებას დაუბრუნდი ჩემ შემდეგ ,ურთიერთობებზე უარს ამბობ . ქორწინებაზე ხომ საერთოდ კატეგორიულად გაქვს ხაზი გადასმული

_ასე იმშვიდებ თავს? შენ ბედნიერი ხარ მე კი მარტოსული ... აუცილებლად გამაცანი შენი ბედნიერება

_ მადლობა აქვს შენთვის სათქმელი ,რომ დამშორდი და გამიშვი თორემ ხომ ვერ გადავეყრებოდი ,შენთან ვიქნებოდი,სამუდამოდ შენი

_შენ ერთგულების კოეფიციენტს შენ ტემპერამენტს და ქალების სიყვარულს რომ შევკრიბავ ერთად უკვე ყველა შემთხვევაში დაშორებულები ვიქნებოდით და მადლობა საჭირო არ არის _ სიტყვებს ცრიდა და ძლივს აკონტროლებდა ტონს.  გზას უყურებდა,ბარდნიდა და მოძრაობაც ჭირდა.

_ფრთხილად_წინ მიმავალი მანქანა რომ მოსრიალდა მარიამმა დამიანესკენ გაშალა ხელი დამიანეს მკლავი კი მარიამის გულ_მკერდთან გაჩნდა ღვედთან ერთად დამცავად

_შეეჯახნენ _ მთავარი გზიდან გადასულ მანქაანას შეხედა და თავადაც გაჩერდა. დასახმარებლად გადასულს მარიამიც მიჰყვა_როგორ ხართ ? რამე ხომ არ დაგიშავდათ

_რა ამინდია რა ხდება როგორ ამისრიალდა ძლივს არ ავაცდინე ხეეს? ბორბალი კი გაუსკდა ... _ ახალგაზრდა კაცი იდგა მანქანასთან . უკან ორი პატარა ბავშვი ჰყავდა და სავარაუდო ცოლი რომელიც ატირებულ პატარებს ამშვიდებდა

_მთავარია ყველანი კარგად ხართ ... დანარჩენს მოევლება . სად მიდიხართ

_გაიხარე ძმაო . სახლთან ვართ თითქმის ... აქვეა ჩვენი სოფელი

_რაო პატარავ  შეგეშინდა? დიდი თოვლი დაგხვდება სახლში და უზარმაზარ თოვლის პაპას გაგიკეთებს მამიკო _ ბავშვისკენ დაიხარა მარიამი. სამივეს აკვირდებოდა რამე დაზიანება არ ჰქონდეთ უყურადღებოდ დატოვებულიო.  ქალი ორსულად იყო,გვიან შეამჩნია მისი მუცელი. გოგონას აშკარად მოეწონა მისი ბრჭყვიალა ფრჩხილები და ჯიბიდან ამოღებული შოკოლადი _გიყვარს შოკოლადები? კიდევ მაქვს ბევრი და შენ ძამიკოსაც მე გავუნაწილებ_ ნახევარი თავისი ძმისკენ რომ გასწია თან გრძელ წამწამებზე დაკიდებულ ცრემლებს რომ იმშრალებდა გულში სითბო ჩაეღვაარა. ამ დროს გაიგო კიდეც დამიანეს ნათქვამი

_ჩვენ წაგიყვანთ სახლამდე. ბარგი თუ გაქვთ გადმოვიტანოთ

_როგორ შეგაწუხოთ ასე ... დაავურეკავ ჩემ ბიჭებს და გამომაკითხავს ვინმე

_სანამ დაურეკავთ, გამოვლენ და წახვალთ ბავშვები ცოდოები არიან . არ შევწუხდები არანაირად

_თქვენი მეუღლე ისე გამოიყურება აშკარად ისეთ ადგილას მიდიხართ ... არ დაგაგვიანოთ

_არა,ის უბრალოდ სამსახურიდან მოდის და ამიტომაა ასეთ ფორმაში. აბა წავიდეთ?

_რატომ არ უარყავი ,ცოლი არ არისო _როგორც კი მის გვერდით აღმოჩნდა მაშინვე გადაულაპარაკა

_რით ვერ მოიშალე მარჯვენა ხელზე ბეჭდის გაკეთება თანაც მე რომ გაჩუქე ის ბეჭედია _თვალები დააწვრილა თითქოს იმ წამს შეამჩნია და იქამდე არ იცოდა.

_მე წავიყვან ბავშვს ... ხომ მოხვალ ჩემთან? შენი სახელი არ გითქვამს ,მე მარიამი ვარ _ გოგონა აიყვანა სანამ კაცები საბარგულს ხსნიდნენ. ქუდი გაუსწორა და მერე ლოყაზე აკოცა _უიჰ მგონი წითელი პომადის კვალი დაგიტოვე

_მე ნია მქვია. შენ ძალიან ლამაზი ხარ ... ტუჩები ასე ქენი  _ სასაცილოდ გამოსწია ტუჩები და ერთმანეთს გაუსვა

_შენ ხარ ძალიან ლამაზი და საყვარელი,ნია ... რამდენი წლის ხარ ნია?

_ამდენის _ სამი თითი ასწია . ფრჩხილებზე ლაქი ესვა

_როგორი დიდი გოგო ყოფილხარ

_კი ,დიდი ვარ

_ტირილი სულ აღარ ახსოვდა . მარიამს ელაპარაკებოდა და დედასთან გადაჯდომის შემდეგაც არ კარგავდა კონტაქტს.  მისი ძმა სულ ერთი წლის აღმოჩნდა და მასზე ზრუნავდა თან . მარიამმა ჩანთიდან წითელი პომადა რომ ამოიღო და აჩუქა ლამის გაგიჟდა

_ახალ წელს გილოცავ ,უფროსო დაიკო ,ნია

_ჩემიაა?სუულ?

_ხო ,სუულ

_ალბათ სხვისთვის გქონდათ საჩუქრად...არ შეწუხდეთ რა გთხოვთ. ისედაც როგორ გვეხმარებით ,გზიდან უხვევთ ჩვენ გამო

_სხვას სხვა საჩუქარს ვაჩუქებ , ხო ნიაკო?

_დავიტოვებ რაა _ დედას მავედრებელი მზერით შეხედა და თანხმობა რომ მიიღო მაშინვე გაიმეორა სიხარულის ტალღა.

_თქვენც ახლოს ცხოვრობთ სადმე?_არა ,ჩვენ წინ დიდი გზა გვაქვს

_თუ ძალიან არ დაიგვიანებთ იქნებ შემოხვიდეთ ... ჩვენი გადარჩენის და გაცნობის დავლიოთ.

_მადლობა დაპატიჟებისთვის,მაგრამ საჭესთან მაინც ვერ დავლევ

_ერთ ჭიქას რა უჭირს ... გამოგაფხიზლებს უფრო. ასე როგორ გაგიშვათ

_არ გამოვა … ვერ ,თორემ სიამოვნებით _ ბარდნიდა .   თოვლს რომ შეხედა და მერე ქალს გახედა მანქანა ჭიშკრის წინ გააჩერა _ დიდი თოვლია … სჯობს ეზოში შეგიყვანოთ

_მე გავაღებ … მაინც რამხელა თოვლია . პატარა მანქანები ვერც გაივლიან

_მარიამი ჩუმად იჯდა,მაგრამ დამიანეს მზერის ობიექტს ამჩნევდა და მის ფიქრებსაც ხვდებოდა.  კითხვა დაასწრო და ქალს მიუბრუნდა

_კარგად ხარ?რაღაც სუნთქვა გაგიხშირდა თითქოს მოუსვენრად ხარ …

_შიშის ფონზე მოძრაობას უმატა და ამ დროს მტკივა ხოლმე სულ…

_რამდენი კვირის არის ნაყოფი?

_38 ... ექიმთან ვიყავით და იმიტომ გავედით თორემ ამ თოვლში… მტკივა _საუბარი რომ დაიწყო კიდევ უფრო გაუჭირდა . მანქანიდან გადასვლისას კი საერთოდ მოიკეცა _ მტკივა … მგონი მეწყება

_რა გეწყება… აბა ექიმმა ჯერ არაო?ცრუ განგაშიაო? რა უნდა გავაკეთო ახლა …

_საავადმყოფო შორს არის?

_სულ არაა სამშობიარო რაიონში… ქალაქამდე უნდა ჩავიდეთ .

_სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებ… გზაში მშობიარობას სჯობს სახლში გააჩინოს

_დამიანე გინეკოლოგია … ძალიან კარგი და  შეუძლია დაგეხმაროთ

_მართლა ? ღმერთო მადლობა …შენ რომ გადაგვეყარე გზად . მართლა ბიჭი თუ იქნება შენ სახელს დაავარქმევ იცოდე

_სახლში უნდა გავაჩინო? საავადმყოფოში ძლივს გავაჩინე 3 საათი ვმშობიარობდი ნიაზე და სახლში როგორ გავაჩენ

_დამშვიდდი. ყველაფერი გამოვა თუ მშვიდად იქნები და დამიჯერებ ,კარგი? სახლში მშობიარობა ერთ_ერთი აპრობირებული მეთოდია და ასე იბადებოდნენ ჩვენი წინაპრები _ საძინებელში იყვნენ უკვე. მანქანიდან ჩანთა ამოიღო რომელშიც როგორც აღმოჩნდა ყველაფერი ჰქონდა

_სასწრაფო დახმარება უკვე გამოვიძახე. მანქანებს პრობლემები აქვთო და ვერ მითხრეს ზუსტად რამდენ წუთში მოვლენ …ბავშვები ტირიან და

_შენი დახმარება დამჭირდება, მარიამ _ ქალის მუცელს პალპაციით სინჯავდა ,ნაყოფის თავი უკვე მენჯში იყო _ ხელით უნდა გაგსინჯო,კარგი?

_მტკივა … მტკივაა

_აქამდეც გქონდა შეტევა ხომ ?

_კი და მთელი გზა ვგრძნობდი მაგრამ ექიმმა ჯერ ადრეაოო … ჩემი ექიმი შვებულებაში იყო. მორიგემ მნახა _ ძლივს ამბობდა სიტყვებს _გავგიჟდებიი

_არ გაგიჟდები… მესამე ბავშვის დედა ხარ უკვე და რადგან მესამეა თან მეორეს შემდეგ მალევე ჩნდება დიდხანს აშკარად არ გაწვალებს. ძალიან ,ძალიან სულსწრაფი ვინმეა

_რა გავაკეთო _მარიამი უყუეებდა და ისედაც გრძნობებარეულს სულ დაეხვა თავბრუ

_ბავშვისთვის იპოვნე ტანსაცმელი,თეთრეული… დანარჩენი მე მაქვს

_ვხედავ შენს ყუთს. რომელი კლინიკა გაძარცვე _ ჩუმად უთხრა ,გაგიჟდებოდა ნერვიულობისგან ხუმრობაზე რომ არ გადასულიყო. ეჩურჩულებოდა და თან მის სამედიცინო ნაკრებს უყურებდა

_ხელები დაიბანე და მერე ეს ხელთათმანები ჩაიცვი …

_აღარ შემიძლიაა

_როგორ არ შეგიძლია… უკვე მშობიარობ და ამ დრომდე თავი მშვენივრად გაართვი. მშვიდად იჯექი მანქანაში და ბავშვებს ამშვიდებდი . ფეხებს თუ შეკრავ ასე არაფერი გამოვა … შენ იცი რაც უნდა გააკეთო ,პირველს არ აჩენ და თუ კიდევ მოინდომებ მომდევნო სამსაც უპრობლემოდ გააჩენ _ თან ელაპარაკებოდა და თან ეხმარებოდა_ყოჩაღი გოგო ხარ … აი მოვიდა მამიკოც _ოთახში შემოსულ კაცს გახედა  _ ისუნთქე,კივილის დროს სუნთქვა გავიწყდება. ჩაისუნთქე და ერთიც გაიჭინთე

მარიამი ნეონატოლოგის როლს ირგებდა,ბავშვის მისაღებად იყო მზად. ქალის ხელი ქმარს ეჭირა. დამიანე კი აუღელვებლად განაგრძობდა საკუთარ საქმეს. დრო ისე გავიდა საერთოდ დაეკარგა აღქმის უნარი. სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა ესმოდა უკვე ბავშვი რომ დაიბადა .  არ ახსოვდა რას აკეთებდა,მხოლოდ საკუთარი გულისცემის ხმა ესმოდა.  ხედავდა როგორ გადააჭრევინა ჭიპლარი დამიანემ ,მამა აშკარად არ იყო ის ტიპი ცოლებს რომ ამხნევებენ და სანამ თავად დაკარგავდა გონებას მანამ გავიდა. _ისუნთქე ,ყველაფერი შესანიშნავადაა _დამიანემ ყურში ჩასჩურჩულა და იქვე ლოყაზე აკოცა.

ქალი და ბავშვი ერთად გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანაში და შემდეგ მიმავალს უყურებდნენ.  

კაცი ლოცავდათ ,მის ემოციებს იზიარებდნენ . ეზო გაივსო მეზობლებით, წითელპომადიან ნიას უხაროდა  დაიკოს დაბადება, რომელსაც მარიამი დაარქვეს მშობლებმა.

...................

_სულ სხვა ბავშვის დაბადების დღეზე მივდიოდი,მიმეჩქარებოდა და ჯერ ხომ თოვლი დამეწია,მერე მანქანა გაშეშდა და ახლა რა მოხდა საერთოდ? როგორ აღმოვჩნდი სახლში მოწყობილ შენ სამშობიაროში … შენ ,შენ ასე მშვიდად როგორ იყავი_რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მთავარ გზაზე იყვნენ , კიდევ უფრო დიდი იყო თოვლი და მანქანაც ნელა მიდიოდა.

_მანქანაში ყველას უნდა ჰქონდეს პირველადი დახმარების ნივთები და მე უბრალოდ სტერილური ხელთათმანები და მაკრატელი მაქვს. ძაფიც და ერთი ორი ისეთი წამალიც რომელიც სხვას არ მოაფიქრდება და ვერც გამოიყენებს.

_როდის ჩამოხვედი

_ორი დღის წინ და განვაახლე კიდეც პრეპარატები ... დასვენებას გადავეჩვიე . ზედმეტიც კია ჩემთვის ამდენი დღე კლინიკიდან შორს ყოფნა

_მე ჯერ ვერ შევეჩვიე ... გახსოვს შენ რომ დამხმარედ მუშაობდი მაშინაც მოვხვდი სამშობიაროში და ვნახე როგორ მიიღე ბავშვი

_მახსოვს ,შენ და შენი კურსელები იდექით ჩამწკრივებულები. გადამირიეთ ქალი

_მე რა შუაში ვიყავი

_თუ გახსოვს ყველა გავაგდე შენ გარდა

_როგორი საზიზღარი ხასიათი აქვსო გოგონები ამბობდნენ ... რამ შეგაყვარა ეს უჟმურიო

_ქალი კიოდა და ისინი ლაპარაკობდნენ ,ფოტოებს იღებდნენ მე მქონდა კიდევ საშინელი ხასიათი ?

_მაშინაც შესანიშნავად გაართვი თავი... ექიმი თითქმის არც ჩარეულა. შენსავით მოთმინებით არავინ ექცევა მშობიარეს, მე ისეთები მინახავს ... ექიმები როგორ უყვირიან და ეჩხუბებიან პაციენტებს.

_შენ გიძლებდი და მშობიარეს ჭირვეულობა რა მოსატანია ...

_საცობია თუ საერთოდ არ გვიშვებენ ნეტავ. იმედია ზვავი არ არის წინ ..._ყურადღების გადატანა სცადა თორემ წარსულის უამრავი მოგონება გაცოცხლდა ერთად და საუბარსაც ვერასდროს დაასრულებდა

_და შენ ამ ამინდში მარტო აპირებდი ამხელა გზის გავლას…

_ხვალ სამსახურში უნდა ვიყო დღეს კი ჩემ ნათლულს უნდა ვულოცავდე დაბადების დღეს

_მუშაობ,ექიმი ხარ და თან რამდენად მძიმე პაციენტებთან

_ჯერ კიდევ არ ვარ ექიმი

_ჩემთან ერთად წამოსვლა რომ მოგენდომებინა,აქაურობას მიჯაჭვული, რომ არ იყო და სივრცეს არ იზღუდავდე

_სად წამოგყოლოდი ,ან ვინ ვიქნებოდი იქ შენ გვერდით. ქალი ვინც სახლში დაგხვდებოდა? შენ შენი შესაძლებლობები უნდა გამოგეყენებინა და გამოიყენე კიდეც

_შენი თვითშეფასება ისევ არ შეცვლილა?

_შენ მხრებზე აკიდებული ტვირთი აღარ ვარ ,როგორც დედაშენი ამბობდა ... დამოუკიდებელი ვარ იმდენად რამდენადაც ჩემ ოჯახში დაბადებულ ქალს შეუძლია და მივყვები დინებას. რას ელოდი სხვას ,თუმცა შენ ჩემზე ყოველთვის იმაზე დიდი წამოდგენები გქონდა ვიდრე რეალობაა. ალბათ ამიტომაც გეგონა რომ გიყვარდი _გზას უყურებდა ისევ,აქამდე როგორ არ ატირდა უკვირდა. ბოლო დროს ყველაფერზე შეეძლო ცრემლებად დაღვრა.

_მეგონა,რომ მიყვარდი... მეგონა და სინამდვილეში არ მიყვარდი. ესაა შენი დასკვნა ქალბატონო მარიამ?

_ძალიან გთხოვ ისევ ნუ ვიჩხუბებთ... გზას უყურე ,არაფერი დაგემართოს .

_ყოველთვის ასეთი ჯიუტი იყავი ... რაღაცას ამოიჩემებ,სრულიად აფსურდულს დაიჯერებ და მერე აღარ გადაიფიქრებ ,გგონია ნამდვილია

_გეთანხმები, ჩვენი ერთად ყოფნის შესაძლებლობა და მომავალი დავინახე ,დავიჯერე ... ავეხლართე ჩემ წარმოდგენებში

_სისულელის გამო რომ არ გეჩხუბა,ჭკუიდან არ გადაგეყვანე და მარტო არ გაგეშვი გერმანიაში ახლა ერთად დავბრუნდებოდით

_არ შემეძლო ...ახლაც არ შემიძლია აქედან წასვლა. ვერ დავტოვებ ყველაფერს და ვერ გადავცხოვრდები სადღაც.  ყოველთვის გეუბნებოდი ჯერ ჩემი ოჯახია და მერე მე და ჩემი სურვილები

_დედამთილები ვერ უყოფენ შვილებს რძლებს და მე რატო აღმოვჩნდი მამაშენთან კონკურენციაში . მაშინ როცა ის არ იყო წინააღმდეგი ,ველაპარაკე და იცოდა ყველაფერი . სხვის ბავშვებს რომ ეფერები ,თვალები გინათებს, ჩვენიც გვეყოლებოდა იმაზე დიდი წითელი პომადით რომ შეუღებე ტუჩები ცოტა ხნის წინ

_მამამ იცოდა და მშვიდად მითხრა სადაც გინდა იქ წადი,სრულწლოვანი ხარ როგორც გინდა ისე მოიქეცი ,მაგრამ მე და აქაურობა შენთვის დავმთავრდებითო.  ნამდვილად არ უჩხუბია ჩემთან,არც გამოვუკეტივარ სახლში და ცემა_ტყეპაც არ დაუწყია. პირდაპირ არჩევანი მომცა ისე როგორც დედაშენმა , შენ გამო დარჩება და შენთან ერთად აქ გაიყინებაო გადაწყვიტე გირჩევნია კარიერული ზრდა შეწყვიტოს ,ვიღაც იდიოტების მონად დარჩეს თუ წავიდეს და განვითარდესო.  ყველა ცუდი თვისება მაქვს რაღაც დოზით,მხოლოდ ეგოისტობა არ გამაჩნია თორემ დაგიტოვებდი ჩემთან ,ჩემთვის და იმ შენ ღალატსაც გადავყლაპავდი იმ შენ საყვარელ თეკლას შენ სახელს საერთიდ დავავიწყებდი,მაგრამ ის მოხდა რაც მოხდა და ამ წინასაახალწლოდ განწყობას ნუ ამირებ . ბავშვებს რაც შეეხება შესანიშნავად ვგრძნობ ასე თავს ,მეგობრების ბავშვების რაოდენობაც თანდათან იზრდება და მეც ბედნიერი  ვარ. დავასრულოთ,სახლამდე სიტყვა არ მითხრა _ არ ამოუსუნთქავს ისე თქვა ყველა სიტყვა ,უთვალავჯერ გადაყლაპა ყელში მობჯენილი ბურთი და თავი გვერდზე შეაბრუნა ამღვრეული თვალების დასამალად.

_ეგ ყველაფერი ჩემთვის არ გითქვამს... ღალატი მოიგონე,ისტერიკა ეჭვიანი შეყვარებულივით იქცეოდი. ჭკუიდან გადამიყვანე შენი ტოქსიკურობით მერე გამომიცხადე ბილეთი ჩემთვის არ იყიდო მე არ მოვდივარო . გითხარი თუ სტატუსია პრობლემა წასვლამდე მოვაწეროთ ხელი_თქო და გახსოვს რა მიპასუხე? არ გენდობი საკმარისად რომ ცოლად გამოგყვე და შენთან ოჯახი შევქმნაო არც მიყვარხარ მაგ დონემდე გაგიჟებულიც არ ვარ ცოლი გავხდე და ქვეყანა დავტოვო შენთან ერთად. მე ჯერ სწავლაც არ მაქვს დამთავრებული,შენ გააგრძელებ და მე რა უნდა ვაკეთო გერმანიის ქუჩებში ვიხეტიალო თუ მუშაობა დავიწყო გამყიდველად რომელიმე მაღაზიაშიო. კიდევ იმდენი რამე მითხარი მკვდარი წავედი აქედან, კი არ წავედი გავექეცი ყველაფერს. რობოტივით ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ექიმობა არ მყოფნიდა თითქოს სხვა სამსახურებიც ავიღე ერთი წუთი რომ არ მქონოდა ფიქრისთვის და ახლა რას მიყვები

_კარი გამიღე გადავდივარ ... საშინელი აზრი იყო შენთან ერთად წამოსვლა. სჯობდა მანქანაში გავყინულიყავი ვიდრე 7 წლის წინ ჩავლილ ამბავს დავბრუნებოდი

_არ გავაღებ... შემომხედე და ყველაფერი მითხარი რაც მაშინ არ თქვი და რაც მომატყუე

_შენ ხომ შესანიშნავად მიცნობდი ,მოვახერხებდი მოტყუებას?

_არ გითქვამს მამაშენის მანიპულაციის მსხვერპლი თუ იყავი და დედაჩემის ისტერიკის . საერთოდ არ ვიცოდი მანანა თუ დაგელაპარაკა. მე ისე მკითხა მარიამი არ მიგყავსო თითქოს გული ეტკინა ჩვენი დაშორების გამო

_არ აქვს მნიშვნელობა... ამალე ახალი წელია და ძლივს სახლში დაბრუნდი .მნიშვნელობა არ აქვს მანანამ რა მითხრა,დაივიწყე საერთოდ. დამთავრდა ჩვენი ამბავი დარჩეს ის მოგონებები რაც გვქონდა

_გავკარი მოგონებებს ამდენი წელი საკუთარ თავს არ ვგავდი.   ჭკუიდან გადავედი და შენ უსიყვარულობის და ეჭვიანობის გამო კი არ დამშორდი უბრალოდ ისინი დააყენე ჩვენზე წინ?

_მიყვირი ...

_არ გახსოვს მსგავსი ხომ? ჭაღარაც მექნება უკვე თმაში ... შევიცვალე მეც . ისეთი ხასიათი აღარ მაქვს შენ გვერდით მყოფს რომ მქონდა . შენგან განსხვავებით საკუთარ თავზე რომ ხარ ორიენტირებული ვითომ ,თითქოს ზრუნავ შენ ბედნიერებაზე და კარგად ხარ ასე. 

_შენ ცუდად ხარ და ახლა გინდა დაიჯერო რომ მეც არ ვარ კარგად? თავიდანვე არ მინდოდა ეს სიყვარულობანა,მეგობრად მიგიღე და გადამიყვანე შეყვარებულის სტატუსზე . შესანიშნავად ვგრძნობ თავს მარტო, მეგობრები მყავს ,საქმე მაქვს უამრავი

_მუშაობ,გძინავს და ნიღაბს ირგებ თითქოს ცხოვრებაში სრულყოფილება იპოვნე _მანქანა გააჩერა. ახლოს იყო,თავი შეაბრუნებინა , თმაზე ხელი შეახო და მერე ლოყაზე მოეფერა _ მომენატრე, უსაშველოდ მაკლდი და შენი დატოვებული სიცარიელე ვერაფერმა შეავსო . სულ’არეულობა გადამდე და თან გამატანე

_ფსიქოლოგთან იარე, შეპყრობილი ხარ მაგ აზრით და დაგეხმარება

_რატომ გეტირება ,გული რატომ გეკუმშება და ნიღაბი რატომ დაგემსხვრა მწერალო მარიამ ვერც შენ უშველე წამლად ვერ გამოადექი საკუთარ თავს?

_სახლში წამიყვანე . ახალი წლიდან სულ მთლად გაგაქრობ ჩემი გონებიდან

_აქამდე ვერ გამაქრე,ყველა ახალ წელს მაგ მიუღწეველი მიზნით იწყებ ხომ? _ ხელზე აკოცა ,მაჯაზე და მერე ხელისგულზე _ სულს მივსებ ახლოს ,რომ ხარ

_ჩემი ნაწერების კითხვა განაგრძე და ისე მელაპარაკები როგორც გაცოცხლებული პერსონაჟი?

_მე ხომ უკვე ვარ ორი ისტორიის ორი პერსონაჟი ერთი სახელითა და გვარით, დამიანე დადიანი

_და სულ სხვა კაცი დგახარ ჩემ წინ _თვალებში უყურებდა. სიგიჟემდე უნდოდა ჩახუტებოდა,მთელი ძალით შემოეხვია მკლავები და აღარასდროს გაეშვა. ასე გაქვავებულიყვნენ,ერთ მთლიანად გადაქცეულიყვნენ.

_სიმშვიდემდეც შევიშალე ...  შევიშალე უშენოდ და სიმშვიდე მხოლოდ შენ ხარ ,სხვა არავინ არსებობს . არავინ იყო და ვერც იქნებოდა ,შენ ეს იცი .

_მე არაფერი ვიცი ,მხოლოდ ის რომ დავსრულდით და მეორედ ვერ გაგიძლებ

_ახალ წლამდე დიდი დროა...კიდევ ბევრი დამთხვევა შეიძლება მოხდეს

_მიდიხარ ... ისევ არ დაბრუნდი

_აქაურობა უშენოდ არ მინდა ... მეშინია ერთ დღეს სხვის გვერდით რომ დაგინახო იმაზე ბედნიერი და ნამდვილი ვიდრე ჩემთან იყავი.

ერთი სიტყვაც აღარ უთქვამთ. წინ მიმავალი მმანქანების კოლონა ნელ_ნელა დაიძრა და გზაზე გადაადგილებაც განახლდა. დუმილი გამეფდა იქამდე სანამ კორპუსთან არ გააჩერა მანქანა დამიანემ.

_მადლობა დახმარებისთვის

_აგატანინებ ,მძიმეა და მანქანას მივხედავ ... გადმოყვანილი ეყოლებათ უკვე _საბარგული გახსნა და ჩანთები გადმოიღო

_შეყვარებული დამეხმარება, მოქმედი და არა ყოფილი _ როგორ მოხდა მაინცადამაინც მაშინ რომ გამოჩნდა ბიჭი ვერ გაიგო,მაგრამ დაუგეგმავად დალაგდა ყველაფერი

_სად გაქვს ტელეფონი ... მთელი დღეა გირეკავ მარიამ .  ინფარქტს დამმართებ ერთხელაც,გეფიცები _ მოეხვია ,თავზე აკოცა და მერე გახედა დამიანეს _გამარჯობა

_გაიცანი ,დამიანე დადიანი ... რატი ყიფიანი . მანქანა გამიფუჭდა დამიანემ შემთხვევით გამოიარა და წამომიყვანა

_სასიამოვნოა...

_ჩემთვის არ _გაწვდილ ხელზე დახედა და მერე ისევ მარიამს უყურებდა. ვერ ხვდებოდა ნამდვილი იყო თუ ყალბი. მსგავს ტყუილებს მისგან შეჩვეული არ იყო ამიტომ დაჯერება მოუხდა.

_ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გგონია ... ბედნიერ ახალ წელს გისურვებ ,დამიანე დადიანო

 

წავიდა, ის კი რატის მოეხვია . თავი მხარზე დაადო და ატირდა

_რა დაგემართა... ვინ იყო. რამე მოხდა?მარიამ ნუ მაშინებ თორემ ლიკას დავურეკავ ამ წინასაქორწილოდ გაგიჟდა შენი დაქალითქო

_მტკივა

_რა... გული? სულ რომ დრამაქვინობ მაგის გამოა. გადაყევი ამ შენს პაციენტებს. ინფარქტი გაქვს გოგო?

_სახლში ამიყვანე ...

_ცუდად თუ ხარ სახლში რა გინდა ... თოვს ,გაიყინე ხომ?დილას ადრე წამოვაო ლიკამ და ამნდრომდე გზაში იყავი?გაიყინე ხომ?

_ფიზიკურად არ

_შენ და შენი მხატვრული საუბრები... დამღალეე. რა შევცოდე ასეთი , შეყვარებულის დაქალი რატომაა ჩემი ცხოვრების წყევლა რომელსაც ვერ ვიშორებ

_ჩანთები დადე ლიფტში და მომშორდი. ლიკას უთხარი მშვიდად იმუშაოს,კარგად ვარ და ხვალ ვნახავ.

_მანქანა?

_მე მივხედავ ...

_ნამდვილად არაფერი გჭირდება?

_არაფერი ,მხოლოდ ვინ და ის ვინ არის ყველაფერი

_ვერაფერი გავიგე...სიცხე გაქვს ?

_წადი რატი, ხვალ ხელი უნდა თხოვო ლიკას და იცოდე ჩაგიშლი სიურპრიზს

_კარგი მივდივარ... ოოხ სად მივდივარ კაცო მე მეხუთეზე არ ვარ? მეზობლად გადმოჰყავს დაქალი და იმიტომ აწყობს ჩემი სიძეობა თორემ ამ არანორმალურს ვინ მოაწონებდა თავს. რას ერჩოდა იმ ბიჭს რისთვის დაშორდა

_მესმის

_გესმოდეს... ახალი წელია ამ დროს ყველა ბედნიერია და იყავი შენც _კარი მიხურა და მეზობელი,სიძედ გადაქცევის პერსპექტივით გარეთ დატოვა.

.........

გადაუღებლად თოვდა.

ნათლულის დაბადების დღის წვეულებაზე ისე შევიდა თითქოს ყველაფერი რიგზე ჰქონდა. ბავშვებთან ერთად ითამაშა, ბევრჯერ გაიცინა და ბევრი იხუმრა. დედებთან ერთად იჭორავა, უსმენდა მათ საუბრებს შვილებზე,პატარების მავნე ჩვევებზე თუ აღმოჩენებზე. იქ იყო ,უამრავი ადამიანის გარემოცვაში და მაინც მარტო.  

_რატომ დაიგვიანე … დილიდანვე ხომ გამოხვედი

_შენ რატომ გადაწყვიტე ამ მთაში გადმოცხოვრება ზამთარში

_არ ვმუშაობ და ვისვენებ … რა გჭირს მარიამ?

_არაფერი …

_დამიანე დაბრუნდა

_თამარა შენი ქმარი ჭორიკანა ქალად როდის გადაიქცა?მე ასეთ კაცს არ გავატანდი შენ თავს

_დამიანე რომ დაბრუნდა საიდან გაიგე

_შენ იცოდი და არ მითხარი?

_ხომ თქვი დასრულდა მასზე საუბარი აღარასდროს გაბედოთო და ახლა რატომ უნდა მეთქვა.  ქორწილში იქნება და ძველით ახალ წელს გაფრინდება

_ანუ ორი კვირით არის და ეს დრო შეგიძლია გამოიყენო შენი სისულელის გამოსასწორებლად . გათხოვდი და ჩამოგვეხსენი ,მურმანის ეკალო

_ახლავე მოგშორდები სიძევ, გპირდები ზღურბლს არ გადმოვლახავ თუ თავად არ მომიწვევ სხვა სტუმრებთან ერთად

_რა გჭირს გოგო ხუმრობა აღარ გესმის?

_ყველა ხუმრობაშია სიმართლის მარცვალი,დრო იშვიათად მაქვს ,მაგრამ როგორც სჩანს კიდევ უფრო უნდა შევამცირო ჩემი ყოფა თქვენს ტერიტორიაზე

_სად მიდიხარ ,კარგი რა

_წავედი … იმათ გავყვები სანამ გამასწრეს. ჩემ მანქანას მამაჩემი როდის დამიბრუნებს არც ვიცი. მორიგეობებს გადავაბავ სამსახურში და მერე დავისვენებ ,სადმე წავალ ქორწილის შემდეგ

_მარიამ

_გკოცნით… მიყვარხართ . ნახვამდის. ქორწილში შევხვდებით.

იქაურობას გაეცალა , ქალაქში ჩასულმა დროზე ადრე გააჩერებინა მანქანა . დაცარიელებულ ქუჩას ფეხით მიუყვებოდა. ფიფქები ისევ ცვიოდნენ ციდან , არ ისვენებდნენ და მარიამის თმებზე დნებოდნენ . ცრემლებმა დაუკითხავად იწყეს თვალებიდან დენა. დაიწყო და ვეღარ გაჩერდა. გულამოსკვნილი ტიროდა , ცივ ჰაერს ხარბად ისუნთქავდა და გაყინული სახიდან ცრემლებს იმშრალებდა  მობილური რომ ამღერდა. უცნობ ზარს  უპასუხა იმ აზრით რომ პაციენტი ურეკავდა

_გისმენთ

_ვამბობდი მტირალა ბავშვი ხარ_თქო და არ მეთანხმებოდი. სულ ასე იმალებოდი მარტოობაში და ქვითინებდი . მერე გიკვირდა თვალები რატომ მაქვს შეშუპებული, ალერგია ხომ არ არისო

_ არ იყო საკმარისი დღეს რაც გავიარეთ გზაში? დავიჯერო ამდენწლიანი ემიგრაციის შემდეგ ნათესავების არმია არ მოგადგა კარზე?

_ყველანი აქ არიან … არავინ მინდა ,მარტო შენ

_მთვრალი ხარ , სადღაც ახლოს მანქანაში ზიხარ და მიყურებ როგორ ვტირი?

_ნწ,მანქანიდან გადმოვედი რომ დაგინახე და გვერდით მოგყვები_ გზის მეორე მხარეს იდგა,ზუსტად მის მოპირდაპირედ მიაბიჯებდა და თან უყურებდა _ შორს დავრჩე თუ ახლოს მოვიდე

_ ეს 14 დღე ასე უნდა ვიცხოვროთ? ჩემ ცხოვრებაში უნდა იყო ძველებურად ბევრი და ჯიუტად ყველგან?

_მაგ სიჯიუტით შეგაყვარე თავი თორემ შენ ჩემთან საუბარიც არ გინდიდა…

_შემაყვარე და გადამაყვარე

_ ნასვამი არ ხარ? რატომ ტყუი? თუ შენი ჭკვიანი ტვინი სასმელიც მცირე დოზაზე არ იწყებს სიმართლის თქმას

_შენ დალიე დოზაზე მეტი

_შენი შეყვარებული შენი დაქალის შეყვარებული აღმოჩნდა … ორივეს ერთად გიქაჩავთ , სამნი ხართ ერთად თუ რა მომატყუე

_გარკვევა არ დაგეზარა?

_მინდოდა მცოდნოდა რომ გიმსახურებს ის კი თურმე ლიკუნას ბიჭია…ხვალ თხოვს ხელს შენ მომზადებულ რომანტიკულ გარემოში _გზას აგრძელებდნენ,ისევ ისე გზის სხვადასხვა მხარეს ,მაგრამ ერთნაირი ტემპით .

_შენ საცოლეს მიხედო …

_ტყუილია , არავინ მყავს . იმ ფოტოზე მეგობარია

_მეც მეგობარი ვიყავი ერთ დროს

_შენ არასდროს ყოფილხარ მხოლოდ მეგობარი… სულ მეტი იყავი და ბოლოს მოლეკულის დონემდე მიაღწიე ,ყველაფერი შენ ხარ

_დღეს რომ მარიამს დაეხმარე ამ ქვეყნად ცხოვრების დაწყებაში იმედი მაქვს ის მარიამი მაინც იქნება ბედნიერი

_თავი კარგად გაართვი… შენი გულისცემის ხმა მესმოდა და გარეგნულად სულ არ გეტყობოდა ნერვიულობა . გისწავლია ემოციების კონტროლი და მღელვარების დაფარვა

_გაყინული სახით უნდა აუხსნა მომაკვდავ პაციენტს რაც სჭირს . რისი გაკეთება შეგიძლია მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად და რისი ვერ. მეც რომ მათთან ერთად ვიტირო, ცუდად რომ არიან და სიკვდილ_სიცოცხლის ზღვარზე გადიან მეც რომ უგონოდ დავეცე ერთი დღეც ვერ ვიმუშავებდი .

_ცუდად ხარ … თავს იწამლავ იმ საქმით რაც შენი არ არის. რა განიჭებს ბედნიერებას  იქ სადაც ყოველ დღე ვიღაცის სიკვდილს უყურებ

_ის ვისაც ცოცხალს ვუშვებ სახლში … კიდევ რამდენიმე თვის ან წლის სიცოცხლე მიაქვს თან და იმედი ,იმედი რომ საყვარელ ადამიანებთან მეტ დროს გაატარებს.

_ყოველ ღამე ტირი ? _ისევ ხედავდა,ამდენი წლის შემდეგ ისევ უთქმელად კითხულობდა

_ზოგჯერ ვერ ,ზედმეტად დაღლილი ვარ და ვითიშები . ფიქრების გარეშე უბრალოდ ძილი მოდის და მეორე დილამდე ვერ ვფხიზლდები

_როდემდე აპირებ ასე ცხოვრებას

_სანამ მე არ გამიჩერდება გული … შენ? ამ წლების განმავლობაში რამდენი რთული შემთხვევა გექნებოდა

_არცერთი მშობიარე გარდაცვლილა… იყო რთული, მაგრამ მოვახერხეთ სიკვდილთან გამარჯვება . აზრი არ შემცვლია, შენი დამსახურებით ვიპოვნე ის ადგილი სადაც დაღლილობის დროსაც , ქაოსურ მორიგეობაში ვიღებ ადრენალინს და უსაზღვროდ ენდორფინს. ერთ დღე_ღამეში 15_20 მშობიარე მიმიღია . თავიდან რთული იყო , ბევრი კითხვა მქონდა ახლაც ყოველთვის არის ისეთი შემთხვევები როცა გადაწყვეტილება წამში უნდა მიიღო,მაგრამ რაც უფრო რთულია მით უფრო აზარტულია . ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თავიდან ვიბადები

_შენ “სიმშვიდემდე შეშლილის” წაკითხვამდეც გქონდა გინეკოლოგობის სურვილი და ტყუილად მომაწერ

_არა, იდეაშიც არ მქონდა მერე გადამიტრიალდა გონება და ბოლომდე მივიყვანე კიდეც საქმე. შენგან განსხვავებით … ისე ცუდად ხარ ვეღარც წერ და უფრო ეს მაშინებს. ყოველთვის ყველაზე რთულ მომენტშიც კი შეგეძლო შენი გონებიდან გასვლა და პერსონაჟების ტყავში შესვლა ახლა კი რამდენი თვეა ახალი არაფერი დაგიწერია

_ჩემი მკითხველის რიგებიდან როგორ ვერ ამოეწერე…

_სულ ვპოულობდი დროს კითხვისთვის… სხვა სიახლოვეს შენთან ვერ ვპოულობდი,მაგრამ ისეთ ამბებზე წერდი შენ ფიქრებს ,რეალურ პრობლემებს ძლივს ვპოულობდი. ვკითხულობდი და ვხედავდი როგორ გაიზარდე , დასევდიანდი . ყველა ამოსუნთქვა მესმოდა და ყველა ცრემლს ვხედავდი

_ძველ დროში ნუ მაბრუნებ ამ საუბრით

_იქ საიდანაც დავიწყეთ და ისე როგორც დავიწყეთ

_სახლში დაბრუნდ დარწმუნებული ვარ მანანას არ სძინავს და გელოდება

_მეჩხუბა და არ დამელოდება

_გეჩხუბა თუ შენ ეჩხუბე … გინდა იმ ქალმა მომკლას თუ რას აკეთებ. არაფერი უნდა მეთქვა ,ამდენი წელი გავიდა და შენ არ გესმის მასაც და მეც გვინდა ის რაც შენთვისაა უკეთესი

_არანორმალური თუ არ ხართ ორივე … როგორ არ გესმით რომ შენ გარეშე სრულყოფილი არ ვარ. როგორც კაცი არ ვარსებობ,მხოლოდ ექიმი ვარ და სხვა არაფერი . არავისთან კონტაქტის სურვილი აღარ მქონდა და არც მექნება. ისედაც არ მიყვარდა დიდად ყველასთან საუბარი და მეგობრობა ახლა ხომ საერთოდ

_აქ რისთვის დაბრუნდი, ჩემთან რატომ ხარ

_გიგას ქორწილში უნდა ვიყო შენ კი შემთხვევით გადაგეყარე

_ყველას ქორწილი გამოტოვე და გიგამ რა გითხრა ასეთი ჩამოსვლა რომ გადაწყვიტე

_შენი ფოტოები გამომიგზავნა და დააყოლა ქორწილში ხელს სთხოვს ის ბიჭი ფოტოში ვისთან ერთადაც არისო. ჩამოდი და დატკბი სანახაობითო

_და შენც დაიჯერე? ეჭვიანობის გამო დაბრუნდი? ეგოისტი იყავი და დარჩი ხომ? 7 წელია დაავშორდით

_და შენ ისევ მე გიყვარვარ ,შესაბამისად უფლებას არ მოგცემ ვინმეს გაჰყვე და ცხოვრება საბოლოოდ დაინგრიო.

_ძალიან კარგად იცოდი შეყვარებული რომ არ მყავდა და ცოლობასაც არავინ მთხოვდა მითუმეტეს გიგას ქორწილში…

_საბაბად გამოვიყენე ,თორემ ჩემ გარდა ვერავინ აგიტანს ასეთი ხასიათით . არც ჩემზე გადარეულია ვინმე რომ ამხელა რისკზე წავიდეს და შენნაირ გიჟს დაუკავშიროს მთელი ცხოვრება

_და გიჟი მერე მე ვარ

_დავლიოთ ?_გაჩერდა და გზა გადაჭრა _გავცივდებით ასე ,თანაც ორი უბანი გავიარეთ მგონი

_უნდა დამათრო? დაიცა საიდან იცი რომ ვსვამ? გიგა გიყვებოდა ხომ ყველაფერს

_გიგამ იცის ყველაფერი შენზე ?

_აბა ვინ გამყიდა

_ვერ გეტყვი,მაგრამ თუ არ გამექცევი მშიშარა ბავშვივით ,დავფიქრდები

_მხოლოდ იმიტომ რომ მაინტერესებს მოღალატის სახელი და გვარი

ორივეს გზა შენობის წინ შეერთდდა. მუსიკის ხმა გამოდიოდა,წინასაახალწლოდ ყველგან განსაკუთრებული მხიარულება იყო. ისევ მხოლოდ მზერა გაცვალეს,დამიანე ნასვამი იყო უკვე და თვალები იმაზე მეტად უბრჭყვიალებდა ვიდრე იქამდე. გვერდი გვერდ მიდიოდნენ,მარიამის თითებს შეეხო და კარიც გააღო.  

_მაგიდა იპოვნე და მეც მოვალ _რომ არ გაცლოდა თავს ვეღარ შეიკავებდა. ზღვარზე გადიოდა და მაინც შორს ვერ მიდიოდა.

 

საპირფარეშოში ,სარკის წინ იდგა და საკუთარ გამოსახულებას უყურებდა. მაკიაჟი შეისწორა,ეცინებოდა იმ დაბნეულობაზე რაც ჰქონდა. თოვლში სიარულმა იმოქმედა. მანტო და შარფი სველი ჰქონდა , თმა დაივარცხნა  მერე კი გაყინულ ხელებზე ცხელი წყალი გადაივლო. დადიანის ნაყიდი ბეჭედი ეკეთა , მისი დავიწყების ყოველი მცდელობა კრახით სრულდებოდა და თან ჰქონდა ყოველთვის რაღაც რაც მის თავს ახსენებდა,მის სიახლოვეს აგრძნობინებდა

_“გამოდი,ბევრს ნუ ფიქრობ „ _შეტყობინება მიიღო და ისევ გაეღიმა „მაჩვენე ერთი როგორი სიმთვრალე გაქვს და რამდენ ჭიქიანი ხარ“ _მეორე შეტყობინებაც ჩაიკითხა და დარბაზისკენ დაიძრა

_თეთრ ღვინოს დავლევ

_შევუკვეთე უკვე და მოიტანენ

_ბევრს ვერ დავლევ ...

_ახალ წელს დალია და დაიბედაო ასე მითხრა ჩემმა ჯაშუშმა

_შენი ჯაშუშის ვინაობას როდის მეტყვი?

_ვახშმობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გავაჟღერო სახელი სრულიად შემთხვევით... დაელოდე

_თამარა არ გააკეთებდა

_ძალიან ვუყვარვარ და სულ უნდოდა ერთად ვყოფილიყავით

_ყველას იცნობ... ნებისმიერი შეიძლება იყოს.

_მომენატრა ფიქრის დროს თვალებს როგორც ატრიალებ ... ისევ ისეთი საყვარელი ხარ

_ყველაფერი გავლილი გვაქვს ,მეორედ არ გავებმები შენს ბადეში

_მე მეგონა თავად გავები ამდენი წელი ვერ დავიხსენი თავი და შენ უკუბრალდებით ხარ? _ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. სხვადასხვა მიზეზი ჰქონდათ იქ ყოფნისთვის და აღნიშვნისთვის. რამდენიმე წუთის შემდეგ სუფრას დაჰყურებდა რომელზეც მხოლოდ მისი საყვარელი კერძები იყო . თეთრი ღვინით ჭიქა გაუვსო დამიანემ

_ეს ყველაფერი ამ წელს უნდა დავასრულოთ

_ შენ არ გიყვარს დღესასწაულები და ტყუილად ნუ მივანიჭებთ რიცხვებს მნიშვნელობას

_შევიყვარე იქნებ

_არაფერი შეცვლილა იმის გარდა რომ უფრო ლამაზი ,დახვეწილი და მიმზიდველი ხარ

_ჩემ სიწითლეს მაკიაჟი ვერ ფარავს ,ხომ?

_კიდევ უფრო მეტი ირონია... კომპლიმენტებსაც შეჩვეული ხარ და მათ დაიგნორებასაც. კიდევ რა ისწავლე მარიამო

_შენ მონატრებასთან გამკლავება ... კიდევ სადღეგრძელოები _ჭიქა აიღო და მისი ჭიქისკენ გასწია _ ცხოვრებას გაუმარჯოს , პაწაწინა ბედნიერებების შეგროვებისთვის ბრძოლას

_ სულ’არეულობაა ცხოვრება ჩემი და შენი _თვალს არ აშორებდა. აკვირდებოდა და ტკბებოდა

_ჩვენ  თრობას ვაპირებთ თუ

_შენ სხვის ღვინოს რომ სვამ ეგ ჩემი კომპანიონობის გამოა თუ ზედმეტად მძიმე დღე გამოვიდა

_ახალი წლის ბოლომდე დავასრულებთ მარნის რემონტს და ოფიციალურად მექნება ეტიკეტი ღვინის ბოთლებზე

_წიგნი?

_რა წიგნი

_გამოქვეყნებას არ აპირებ?

_რომელი ერთის

_არ დაწერ შენი ოჯახის ისტორიას?

_მე ჯერ ისევ შელამაზებულ რეალოაბზე ვწერ ... ნამდვილ ამბებზე ვერ გადავდივარ მითუმეტეს ამ გრაფიკით .  ერთ წლიანი შვებულება დამჭირდება დეტოქსისთვის და მერე მუზის დაბრუნებისთვის

_“მარტო’სული“ რომ დაწერე რას გრძნობდი... მარტო დარჩენა მაინც ვერ მიუსაჯე ანოს

_მაინც ვერ ვაპატიე

_ანოს თუ საკუთარ თავს ჩემი ღალატი

_მე გიღალატე?

_მიმატოვე ... სხვა რა არის ღალატი. უჩემოდ იცხოვრე

_კიტა მენაბდეს მკვლელობა დააბრალეს ,საკუთარი მეგობრის და ციხეში გამოკეტეს ... შენ გერმანიაში წახვედი ,ექიმი ხარ და

_ორი დასასრული დაწერე ... ორი მარიამი წერდა

_ხშირად ვდომინანტობ მწერალ მარიამზე

_იმდენად ბევრია რეალობა ბოლო დროს შენს ნაწერებში მგონი მთლიანად გააქრე crazy girl

_სულ აღარ დარჩა ჩემში და უსაზღვროდ მენატრება

_“bad boys and good girls „ისევ არ დაუბრუნე მკითხველს,ცუდი გოგო ხარ _ იცინოდა და მეორე ჭიქას ცლიდა

_შეიძლება გავგიჟდე

_“პატარძალი“ რამ დააგაწერინა მარიამ?

_არ ვიცი ... ვკვდებოდი და რომ დავასრულე მივხვდი ისევ ვერაფერი მომიღებდა ბოლოს

_არავინ გიყვარდა იმ გმირებიდან და მაინც როგორი გამოვიდა... არცერთი ზედმეტი სიტყვით

_მეც წავიკითხე

_კიდევ რა წაიკითხე

_მე ?თუ შენ რას კითხულობდი

_მე ყველაფერი წავიკითხე ... ყველა წინადადებას მშვიდად ვაკვირდებოდი თითქოს ველოდი იქ ჩაწერილ მინიშნებას . მერე გამახსენდა წერის დროს რომ არ ფიქრობ საკუთარ თავზე და შესაბამისად არც ჩემზე . ჩემი სახელიც კი არ გიხსენებია არსად . ის ამმბავი, „ნათელი წყვდიადი“ რომ დაასრულე ემოციები როგორ აღიდგინე...

_არ ვიცი ... პასუხი ისევ არ მაქვს

_ბევრი იტირე? _ თითები ლოყაზე შეახო,ფერმკრთალ პაწაწინა ხალზე მოეფერა რომელიც თითქმის შეუმჩნეველი იყო და თავი ახლოს მისწია _გიორგი კორინთელის კერპი რომ დაამსხვრიე როგორ გრძნობდი თავს ... ნინომ რომ დატოვა ბევრი იტირე?

_ბევრი

_ყველას სიყვარულით ისევ მე გიყვარვარ _ ტუჩები ყბის კუთხეში მიაწება და ცხვირის წვერით თმაზე შეეხო _ ყველას სიყვარულით მე გიყვარვარ იოანე მესხი,გაბრიელ წილოსანი,ყველა კორინთელი , ჟორდანიების მთელი კლანი  ... დაწერე და მერეც დაგრჩა ემოციები,გრძნობები რომლრბმაც დაგაწერინა“წამიკითხე“

_თავდაჯერებული დამიანე დადიანი ... განდიდების მანიით _ მარიამმა თავი შეაბრუნა ,ჭიქა აიღო და შევსებას დაელოდა

_შიშებს გაუმარჯოს... უთქმელ სიტყვებს,დამალულ ემოციებს  ისე რომ დამიმალე როგორც ლილიამ და დუდამ ერთმანეთს ცოლ_ქმრობის პერიოდში. ჩვენც ვერ წავიკითხეთ ერთმანეთი ? თუ მხოლოდ მე ვერ

_ცუდი აზრი იყო აქ ,შენთან ერთად ჯდომა კარგი მეგობარივით რომელთანაც ბევრი დაგიგროვდა საუბარი მაშინ როცა შენ ასე მიყურებ,მეფერები ,მიახლოვდები და სულს მირევ ...

_ახლა თუ წახვალ დავრწმუნდები,რომ ისევ ისე გიყვარვარ

_აქ იმიტომ ხარ ,რომ იცი მე იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე სიყვარული შეიძლება

_ნამდვილად გინდა წავიდე?

_მე წავალ სახლში, სადაც სიმარტოვე მელოდება ... დავიძინებ ,ხვალ მაღვიძარას ხმა რომ გაისმება მე უკვე  კართან ვიქნები ,ახალ წელს პაციენტებთან გავატარებ. სიკვდილის გამარჯვებას ან დამარცხებას ვნახავ და კიდევ ერთ დღეს დავასრულებ. საჩუქრებს ვაჩუქებ,მეც მაჩუქებენ და მერე დაღლილი ისევ იქ დავბრუნდები,ჩემ ცარიელ ბინაში

_ჩემთან ერთად წამოდი

_სად ,გერმანიაში?

_შენ თუ მეტყვი დავრჩები...

_მაშინაც რომ მეთქვა არ წახვიდოდი,მაგრამ მე გითხარი ჩემი ცხოვრებიდან გაქრი_თქო

_მე რომც გავქრე შენ ვერ გამაქრობ

_ცეკვა ვისწავლე ... _თვალები დახუჭა,სიმღერას უსმენდა და დაამიანეს თითების შეხება ისევ რომ იგრძნო ჩუმად თქვა სიტყვები _ შენ რომ წახვედი მერე ვისწავლე

_იქამდეც იცოდი,უბრალოდ არ გინდოდა და უარს ამბობდი. ახლა გინდა ვიცეკვოთ _ხელი ჩაკიდა და მასთან ერთად წამოდგა.

შენობიდან გავიდნენ .

თოვლის ფიფქებიც ზანტად ცვიოდნენ ციდან,ძალა გამოაცალათ ქარმა და ახლა დაქანცულები დაფარფატებდნენ. ყინავდა , დამიანემ თავისკენ მიიზიდა და თოვლში ცეკვა დაიწყო.

მარიამს თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა ,მკლავები ყელზე შემოჰხვია,თავი მკერდზე მიადო და ასე ბრმად მიჰყვა მის მოძრაობას. გრძნობდა წელზე შემოხვეულ დადიანის მკლავიდან წამოსულ მხურვალე ტალღას მთელ სხეულში რომ ვრცელდებოდა.  მისი ტუჩების შეხებას თავზე, ლოყაზე და შემდეგ ყელზე .კანზე მძივებად გაბნეულ პაწაწინა ხალებს მიუყვებოდა

„_საყვარელ ქალს უყურებდა აი ისეთს უბრალოდ რომ უყვარდებათ ,უბრალოდ და თან ბრალიანად. უყურებდა და სურვილი კლავდა, ყოველ ჯერზე მოთმინებას ცდიდა. უცქერდა ყვრიმალიდან ტუჩის კუთხემდე განლაგებულ პაწაწინა ,მკრთალ ხალებს და ისე ძლიერ სურდა სათითაოდ ყველა მათგანს შეხებოდა კაპილარებში სისხლი უდუღდა...თვალები ეწვოდა , ქვედა ტუჩს დახედა , რომელთანაც კიდევ ერთი ყავისფერი ნაზი წერტილი იწონებდა თავს, სულ მარტო იყო ,სხვებისგან შორს კაცს კი მისი კოცნის სუვრილი სუნთქვას უკრავდა. 

თავისებურად უცნაური იყო მისი ქალი ,ყველაფერი იყო მისგან მოსალოდნელი, მარიამო“ _ქალის ყურთან ჩურჩულებდა უკვე ნათქვამ სიტყვებს _გამომყევი მარიამ ...

_შენ ცხოვრებას ჩემი ცხოვრებით?_კაცის ტუჩებთან დაიჩურჩულა,მანძილი აღარ გაუზრდია,კოცნის მოლოდინში გაირინდა

_ჩვენი სულ’არეული ცხოვრებით ... გამომყვები?!

კოცნიდა ისე როგორც ყველაზე სათუთს,მოსაფრთხილებელ და საყვარელ ქმნილებას. ხელი ჩაკიდა და ხელისგულზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები

_გამომყევი გვერდით , თან , სულ

_გამოგყვები გვერდით ,თან ,სულ

 ..............
2024 წელს ისე ვიწყებ თითქოს ახლა ვიდგამ ნაბიჯებს . იმედი მაქვს ამ წელს ბევრჯერ გავუცვლით ერთმანეთს ემოციებს .
ფერებით სავსე წელს გისურვებ,შენ ჩემო მკითხველო

 

 

 

 

 

 

 

 



№1 სტუმარი სტუმარი ლუსი

კარგი იყო მაგრამ არ მეყო,კიდე მინდოდა????

 


№2 სტუმარი სტუმარი mancura

ემოციების ზღვაა ყველა შენი ისტორია.ძალიან მომენატრე მარიამო,გისურვებ ამ წელს ყოველთვის თან გსდევდეს შენი მუზა რომ ბევრი წერო და მეც გამაბედნიერო და შენც ბედნიერდებოდე ჩემი და შენი ერთგული მკითხველის კომენტარებით.

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ გამიხარდა შენი დანახვა მარიამ.გილოცავ ახალ წელს ბედნეირების წელი ყოფილიყოს შენთვის.რაც შეეხება ამ ორს როგორ მიყვარს პირველშიც და აქაციყავრს ეს წყვილი ძალიან.

 


№4 სტუმარი სტუმარი ანუკი

ვაიმე ეს სულ'არეულის გაგრძელება არია ხომ? ????????????????
როგორ მომენატრე შენი ისტორიებით და როგორ მოკლდა.
ეს ისტორია თან მძიმე იყო თან ტკბილი და მსუბუქი.
ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე. ის შეგრძნება მიყვარს, სამყაროს რო წყდები და შენი გმირების ცხოვრებით ცხოვრობ კითხვის პერიოდი, მერე ემოციევისგან დაღლილი. გთხოვ ხშირად წერე და გაგვახარე❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლუსი
კარგი იყო მაგრამ არ მეყო,კიდე მინდოდა????

♡♡♡

სტუმარი mancura
ემოციების ზღვაა ყველა შენი ისტორია.ძალიან მომენატრე მარიამო,გისურვებ ამ წელს ყოველთვის თან გსდევდეს შენი მუზა რომ ბევრი წერო და მეც გამაბედნიერო და შენც ბედნიერდებოდე ჩემი და შენი ერთგული მკითხველის კომენტარებით.

მადლობა ♡ მეც გილოცავ ♡♡♡♡♡
მადლობა იმისთვის რომ 2024 წელსაც მომყვები და კითხულობ ჩემ ნაწერს

სტუმარი თამო
როგორ გამიხარდა შენი დანახვა მარიამ.გილოცავ ახალ წელს ბედნეირების წელი ყოფილიყოს შენთვის.რაც შეეხება ამ ორს როგორ მიყვარს პირველშიც და აქაციყავრს ეს წყვილი ძალიან.

♡♡♡ მადლობა ყველაფრისთვის ♡♡♡

სტუმარი ანუკი
ვაიმე ეს სულ'არეულის გაგრძელება არია ხომ? ????????????????
როგორ მომენატრე შენი ისტორიებით და როგორ მოკლდა.
ეს ისტორია თან მძიმე იყო თან ტკბილი და მსუბუქი.
ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე. ის შეგრძნება მიყვარს, სამყაროს რო წყდები და შენი გმირების ცხოვრებით ცხოვრობ კითხვის პერიოდი, მერე ემოციევისგან დაღლილი. გთხოვ ხშირად წერე და გაგვახარე❤️❤️❤️❤️❤️

კი ეგ არის ♡
პაწაწინა გამოვიდა ორი დღე ვწერდი სულ და ისიც გადარბენაზე მაგრამ აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი იმედი მაქვს კარგი "ფეხი " ექნება ამ ისტორიას

 


№6 სტუმარი One

Bednieri weli mariam❤️
Saocari gogona khar, bevri muzebi goniero*^*

 


№7  offline წევრი Mmarriamkk

შენს 2018 წელს დადებულ ისტორიას ვკითხულობდი თან უკვე მერამდენეჯერ ვერც კი წარმოიდგენ და ვხვდები თუ რამდენად გაიზარდე, დაიხვეწე, ემოციებით აივსე???? მომენატრა სულარეული მარიამი და მისი ემოციებით სავსე ისტორიები❤️❤️ დაე მუზებით სავსე 2024 გქონოდეს????

 


№8 სტუმარი ეთო

ძალიან გამიხარდი მარიამ ❤️ სიმართლე გითხრა, გული მიგრძნობდა რომ გამოჩნდებოდი. ერთს ვკითხულობდი და თვალწინ ბევრმა შენმა ისტორიამ ჩაიარა. მიყვარხარ მარიამ, მინდა ბედნიერი იყო. მრავალს დაესწარი. მადლობა ასეთი რომ ხარ ❤️????

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

One
Bednieri weli mariam❤️
Saocari gogona khar, bevri muzebi goniero*^*

მადლობა♡ თქვენთვისაც ბედნიერი იყოს 2024
♡♡♡

Mmarriamkk
შენს 2018 წელს დადებულ ისტორიას ვკითხულობდი თან უკვე მერამდენეჯერ ვერც კი წარმოიდგენ და ვხვდები თუ რამდენად გაიზარდე, დაიხვეწე, ემოციებით აივსე???? მომენატრა სულარეული მარიამი და მისი ემოციებით სავსე ისტორიები❤️❤️ დაე მუზებით სავსე 2024 გქონოდეს????

დაე მუზებით სავსე იყოს 2024 და დრო მქონდეს წერისთვის ♡♡♡
მადლობა რომ კითხულობთ ჩემ ისტორიებს ♡♡♡

ეთო
ძალიან გამიხარდი მარიამ ❤️ სიმართლე გითხრა, გული მიგრძნობდა რომ გამოჩნდებოდი. ერთს ვკითხულობდი და თვალწინ ბევრმა შენმა ისტორიამ ჩაიარა. მიყვარხარ მარიამ, მინდა ბედნიერი იყო. მრავალს დაესწარი. მადლობა ასეთი რომ ხარ ❤️????

ვეცადე ბევრი ისტორია მეხსენებინა მაგრამ ყველა მაინც ვერ ჩავატიე ♡ შეჯამება გამომივიდა ბოლო რამდენიმე წლის ♡♡♡ მადლობა რომ კითხულობთ და მომყვებით 2024 წელსაც

 


№10 წევრი დარინა

გილოცავ მარიამ ყველაფერს ერთად და 2024 წელი შენთვის სულის სიმშვიდის ბედნიერების და მუზებით სავსე წელი ყოფილიყოს, სევდისფერი დაყვებოდა ყველა სიტყვას თუ ქმედებას და მე შენ ეგეთ მარიამს ვერ გიძლებ, მინდა სულიერად მშვიდი და ყველაზე ბედნიერი იყო ყველაზე მეტად რომ იმსახურებ შენ. მიხარიხარ და შენი არსებობა მიყვარს ❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი რუსკა

მიხარია თქვენი კვლავ გამოჩენა,არ გაქრეთხოლმე რა,ძალიან კარგად წერთ,სულს რომ აგიფორიაქებს ისე.

 


№12  offline წევრი GMG

გილოცავ მარიამ შობა-ახალ წელს და დაბრუნებას გილოცავ. ბედნიერი წელი ყიფილიყოს შენთვის და ბევრი ლამაზი ამბავი დაგეწეროს ჩვენთვის❤️

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

GMG
გილოცავ მარიამ შობა-ახალ წელს და დაბრუნებას გილოცავ. ბედნიერი წელი ყიფილიყოს შენთვის და ბევრი ლამაზი ამბავი დაგეწეროს ჩვენთვის❤️

მეც გილოცავთ ♡
იმედი მაქვს ნაყოფიერი წელი იქნება და ბევრ ამბავს დავწერ

სტუმარი რუსკა
მიხარია თქვენი კვლავ გამოჩენა,არ გაქრეთხოლმე რა,ძალიან კარგად წერთ,სულს რომ აგიფორიაქებს ისე.

მადლობა რომ კითხულობთ ♡
იმედი მაქვს მექნება დრო და მუზა წერისთვის

დარინა
გილოცავ მარიამ ყველაფერს ერთად და 2024 წელი შენთვის სულის სიმშვიდის ბედნიერების და მუზებით სავსე წელი ყოფილიყოს, სევდისფერი დაყვებოდა ყველა სიტყვას თუ ქმედებას და მე შენ ეგეთ მარიამს ვერ გიძლებ, მინდა სულიერად მშვიდი და ყველაზე ბედნიერი იყო ყველაზე მეტად რომ იმსახურებ შენ. მიხარიხარ და შენი არსებობა მიყვარს ❤️❤️❤️

დარინა ♡
მადლობა რომ ხარ ჩემი მკითხველი ♡

 


№14 სტუმარი სტუმარი გვანცა

მუდამ გელოდებით, არასოდეს მიცრუებთ იმედს. ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ, ფერადს, ნათელი და მზიანი დღეებით სავსეს♥️

 


№15 სტუმარი ინდირა მ

ერთ- ერთი მწერალი ხარ ამ საოტზე რომლის ისტორიებიც არასდროს მბეზრდება . ეს ახალი წელის დღეებიც შენი ისტორიებით დაიწყო, თითოეული ლვლავ განვიცადე და თავიდან შევიყვარე და ვიცი რო კვლავ მივუბრუნდები. ძალიან გიხარდა რომ დამხვდა დღეს . სასიამოვნო, ემოციური და სევდიანი იყო. მარიამ გისურვებ ამ 2024 წელს მუზა არასდროს მოგშორებოდეს . ამ ამონარიდმა რატო დამასევდიანა “ იმდენად ბევრია რეალობა ბოლო დროს შენს ნაწერებში მგონი მთლიანად გააქრე crazy girl

_სულ აღარ დარჩა ჩემში და უსაზღვროდ მენატრება

_“bad boys and good girls „ისევ არ დაუბრუნე მკითხველს,ცუდი გოგო ხარ _ იცინოდა და მეორე ჭიქას ცლიდა “
პატატარძალზე რაც ეწერა გამაოგნა .
მოუთმენლად ველი შენს ახალ ნაშრომებს , მუდამ შენი ერთგული მკითხველი

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი გვანცა
მუდამ გელოდებით, არასოდეს მიცრუებთ იმედს. ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ, ფერადს, ნათელი და მზიანი დღეებით სავსეს♥️

მადლობა რომ 2024 წელსაც მომყვებით ♡ იმედი მაქვს საინტერესო წელი იქნება ყველასთვის

ინდირა მ
ერთ- ერთი მწერალი ხარ ამ საოტზე რომლის ისტორიებიც არასდროს მბეზრდება . ეს ახალი წელის დღეებიც შენი ისტორიებით დაიწყო, თითოეული ლვლავ განვიცადე და თავიდან შევიყვარე და ვიცი რო კვლავ მივუბრუნდები. ძალიან გიხარდა რომ დამხვდა დღეს . სასიამოვნო, ემოციური და სევდიანი იყო. მარიამ გისურვებ ამ 2024 წელს მუზა არასდროს მოგშორებოდეს . ამ ამონარიდმა რატო დამასევდიანა “ იმდენად ბევრია რეალობა ბოლო დროს შენს ნაწერებში მგონი მთლიანად გააქრე crazy girl

_სულ აღარ დარჩა ჩემში და უსაზღვროდ მენატრება

_“bad boys and good girls „ისევ არ დაუბრუნე მკითხველს,ცუდი გოგო ხარ _ იცინოდა და მეორე ჭიქას ცლიდა “
პატატარძალზე რაც ეწერა გამაოგნა .
მოუთმენლად ველი შენს ახალ ნაშრომებს , მუდამ შენი ერთგული მკითხველი

რაღაცები იცვლება გარდაიქმნება ჩვენში ბუნებრივად და სამწუხაროდ ამ ცვლილებებს ვერ ვაჩერებთ . ვეცდები შემდეგი ისტორიები მეტად ემოციური ,საინტერესო და მიმზიდველი იყოს ♡ იმედი მაქვს გამომივა კვლავ ძველებურად ♡ მადლობა რომ კითხულობთ ,ემოციებს მიზიარებთ და არ გვივიწყებთ მე და ჩემ ისტორიებს

 


№17  offline წევრი ირო

თბილი,ტკბილი და გემრიელი.საშობაო განწყობა კიდევ უფრო რომ გაალამაზა კითხვისას.გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.ყველა სურვილის და ჩანაფიქრის ასრულებას გისურვებ.

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

ირო
თბილი,ტკბილი და გემრიელი.საშობაო განწყობა კიდევ უფრო რომ გაალამაზა კითხვისას.გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.ყველა სურვილის და ჩანაფიქრის ასრულებას გისურვებ.

მადლობა ♡
მეც გილოცავ ♡
სურვილების ასრულების წელი იყოს

 


№19 სტუმარი anuka

ოჰჰჰჰ, როგორ მიყვარს შენი ისტორიები heart_eyes მით უმეტეს "სიმშვიდემდე შეშლილი" თავის დამიანეთი და დაშნიანით. სულ'არეული რომ წავიკითხე შოკი მქონდა დამიანე იქ რომ გაცოცხლა, ახლაც შემოვედი შენს გვერდზე და დამიანე დადიანი რომ ამოვიკითხე გული ამიჩქარდა. ეს იყო ტკბილი, სევდიანი, ემოციებით დახუნძლული მარიამისეული, საშობაო ისტორია blush თითოეული სიტყვა რომ გულს მიკლავდა ან უხაროდა ზუსტად ისეთი გადმოცემა იყო. იმედია, ცოტა კიდევ განავრცობ თუ მუზა ინებებს.

წარმატებული და ბედნიერი 2024!

 


№20 სტუმარი სტუმარი მაკა

როგორ გამახარე ჩემო თბილო გოგო გილოცავ შობა ახალი წელს მრავალს დაგასწროს უფალმა ამატირე დავიცალე ემოციებისგან თითქოს შენს ცხოვრებაზე გვიყვებოდი მადლობა შენ და შენს მუზას ასეთ კარგ რაღაცეებს რომ ქმნი❤️❤️❤️❤️

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

anuka
ოჰჰჰჰ, როგორ მიყვარს შენი ისტორიები heart_eyes მით უმეტეს "სიმშვიდემდე შეშლილი" თავის დამიანეთი და დაშნიანით. სულ'არეული რომ წავიკითხე შოკი მქონდა დამიანე იქ რომ გაცოცხლა, ახლაც შემოვედი შენს გვერდზე და დამიანე დადიანი რომ ამოვიკითხე გული ამიჩქარდა. ეს იყო ტკბილი, სევდიანი, ემოციებით დახუნძლული მარიამისეული, საშობაო ისტორია blush თითოეული სიტყვა რომ გულს მიკლავდა ან უხაროდა ზუსტად ისეთი გადმოცემა იყო. იმედია, ცოტა კიდევ განავრცობ თუ მუზა ინებებს.

წარმატებული და ბედნიერი 2024!

მადლობა ყველა სიტყვისთვის და ემოციისთვის ♡♡♡ 2024 აუცილებლად უნდა იყოს კარგი წელი ყველასთვის

სტუმარი მაკა
როგორ გამახარე ჩემო თბილო გოგო გილოცავ შობა ახალი წელს მრავალს დაგასწროს უფალმა ამატირე დავიცალე ემოციებისგან თითქოს შენს ცხოვრებაზე გვიყვებოდი მადლობა შენ და შენს მუზას ასეთ კარგ რაღაცეებს რომ ქმნი❤️❤️❤️❤️

მადლობა თქვენ ♡
მიხარია ამდენად ემოციური რომ გამოვიდა

 


№22 სტუმარი სტუმარი ლინდა

მარტო მე ამეტირა მგონი მარიამო..... მომენატრა შენი ისტორიები და მომენატრე შენც...საოცარი გოგო რომ ხარ არაერთხელ მაქვს ნათქვამი... საოცრად რომ წერ ესეც... წარმატებები და გილოცავ შობას მე და ჩემი შინაგანი ქალღმერთი ....

 


№23  offline წევრი რუსკიმარუსია

შობა-ახალ წელს გილოცავ, მარიამო❤️
ხომ იცი ყოველ ჯერზე როგორ მახარებს შენი გამოჩენა❤️
წავიკითხე! სევდისფერი და სიყვარულისფერი ამბავია ❤️ წავიკითხე და მგონია, რომ ნამდვილ მარიამთან ზედმეტად ახლოს უნდა იდგეს ეს მარიამი და მერე ბევრი სევდა იყო, სიყვარულთან და უკეთესი მომავლის იმედთან ერთად რომ "გამოგყვები, თან' სულ" ❤️

"ვკითხულობდი და ვხედავდი როგორ გაიზარდე , დასევდიანდი . ყველა ამოსუნთქვა მესმოდა და ყველა ცრემლს ვხედავდი" - აღარ გვინდა ცრემლი. მგონია, ღიმილი უფრო გიხდება❤️ გაიღიმე, შენნაირი სამყაროში არავინაა❤️

"ცხოვრებას გაუმარჯოს , პაწაწინა ბედნიერებების შეგროვებისთვის ბრძოლას"
მარიამო, პაწაწინა არა, დიდი ბედნიერებების შეგროვებას გისურვებ დიდ სიყვარულთან ერთად❤️

შემდეგამდე, მარიამო❤️

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლინდა
მარტო მე ამეტირა მგონი მარიამო..... მომენატრა შენი ისტორიები და მომენატრე შენც...საოცარი გოგო რომ ხარ არაერთხელ მაქვს ნათქვამი... საოცრად რომ წერ ესეც... წარმატებები და გილოცავ შობას მე და ჩემი შინაგანი ქალღმერთი ....

ლინდაკო ♡ მომენატრე ♡ გილოცავ ახალ წელს ,დაე ბედნიერი იყოს შენთვსი ეს წელი

რუსკიმარუსია
შობა-ახალ წელს გილოცავ, მარიამო❤️
ხომ იცი ყოველ ჯერზე როგორ მახარებს შენი გამოჩენა❤️
წავიკითხე! სევდისფერი და სიყვარულისფერი ამბავია ❤️ წავიკითხე და მგონია, რომ ნამდვილ მარიამთან ზედმეტად ახლოს უნდა იდგეს ეს მარიამი და მერე ბევრი სევდა იყო, სიყვარულთან და უკეთესი მომავლის იმედთან ერთად რომ "გამოგყვები, თან' სულ" ❤️

"ვკითხულობდი და ვხედავდი როგორ გაიზარდე , დასევდიანდი . ყველა ამოსუნთქვა მესმოდა და ყველა ცრემლს ვხედავდი" - აღარ გვინდა ცრემლი. მგონია, ღიმილი უფრო გიხდება❤️ გაიღიმე, შენნაირი სამყაროში არავინაა❤️

"ცხოვრებას გაუმარჯოს , პაწაწინა ბედნიერებების შეგროვებისთვის ბრძოლას"
მარიამო, პაწაწინა არა, დიდი ბედნიერებების შეგროვებას გისურვებ დიდ სიყვარულთან ერთად❤️

შემდეგამდე, მარიამო❤️


გილოცავ 2024 წელს
გამიხარდი ისევ შენი გამოჩენით ♡
სევდისფერი ჭარბობს ჩემში ყველა სხვა ფერს , შემდეგი ისტორია თუ გამომივა ნამდვილად შეიცავს ბევრ ფერს ♡♡♡♡
შემდეგამდე ♡

 


№25 სტუმარი სტუმარი სტუმარი

უბრალოდ ვაუვ.

 


№26 სტუმარი სტუმარი მარიამი

საოცრება იყო. დიდი მადლობა თქვენ ამ ემოციისთვის

 


№27 სტუმარი სტუმარი თამთა

პირველი აბზაციდან იგრძნობა ვისი დაწერილიცაა ???????????? როგორი სევდიანი,სულში ჩამწვდომი,ემოციებით სავსე იყო....რამდენი იმედი და ტკივილი იგრძნობა როგორ მინდა ჩვენი სულ'არეული სულ'დამშვიდებული გახდეს.... ბედნიერებას და სულის სიმშვიდეს გისურვებ მთელი წელი ♥️♥️♥️ ძალიან მოგვენატრეთ მარიამო
ისე ცოდნისთვის დედოფლად მიდიხარ და ქალღმერთი გვიბრუნდები ❤️❤️❤️

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სტუმარი
უბრალოდ ვაუვ.

♡♡♡♡

სტუმარი მარიამი
საოცრება იყო. დიდი მადლობა თქვენ ამ ემოციისთვის

♡♡♡ მიხარია რომ მოგეწონათ

სტუმარი თამთა
პირველი აბზაციდან იგრძნობა ვისი დაწერილიცაა ???????????? როგორი სევდიანი,სულში ჩამწვდომი,ემოციებით სავსე იყო....რამდენი იმედი და ტკივილი იგრძნობა როგორ მინდა ჩვენი სულ'არეული სულ'დამშვიდებული გახდეს.... ბედნიერებას და სულის სიმშვიდეს გისურვებ მთელი წელი ♥️♥️♥️ ძალიან მოგვენატრეთ მარიამო
ისე ცოდნისთვის დედოფლად მიდიხარ და ქალღმერთი გვიბრუნდები ❤️❤️❤️

როგორო კომენტარი იყო არ ვიცი რა გიპასუხოთ ♡ გავწითლდი

 


№29 სტუმარი სტუმარი სოფიო

არ ვიცი შეიძლება ვცდები , სისულელეა და მეჩვენება მაგრამ იმის მიხედვით რასაც ვხედავ მაინც ვისურვებდი სიმშვიდე გეპოვოს ... მერე შეძლებდით თავისუფლად სუნთქვასაც წერასაც და აღარც მუზებს დაელოდებოდით დიდხანს , აღარც ამდენად რთული იქნებოდა ცხოვრება ... ისტორია როგორც ყოველთვის ემოციების ზღვაა ... მადლობა მარიამო

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სოფიო
არ ვიცი შეიძლება ვცდები , სისულელეა და მეჩვენება მაგრამ იმის მიხედვით რასაც ვხედავ მაინც ვისურვებდი სიმშვიდე გეპოვოს ... მერე შეძლებდით თავისუფლად სუნთქვასაც წერასაც და აღარც მუზებს დაელოდებოდით დიდხანს , აღარც ამდენად რთული იქნებოდა ცხოვრება ... ისტორია როგორც ყოველთვის ემოციების ზღვაა ... მადლობა მარიამო

♡მადლობა თქვენ
ბედნიერ წელს გისურვებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent