შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატი კლასიკურად,თავი 1


6-01-2024, 20:05
ავტორი cassteliano
ნანახია 2 252

2016,Tbilisi

      საბერძნეთიდან ახლად ჩამოფრენილ, 27წლის  ანანო კარაპეტიანს,საშინლად სტკიოდა თავი.
   ლიფტის ხმა კიდევ უფრო ნავთს ასხამდა ცეცხლს.მოკლედ ქალს ერთი სული ჰქონდა ეს ლიფტი სწრაფად ასულიყო მე-10 სართულზე და საბოლოოდ,  შეეღწია საკუთარ ბინაში, რომელიც ერთი თვე,თვალით არ ენახა.
    ლიფტის რომ გაიღო შვებით ამოისუნთქა, თხელი თეთრი ნაქსოვი მოსაცმელი,უფრო მჭიდროდ შემოიხვია სხეულზე და ლიფტიდან ხელბარგთან ერთად გავიდა.
   თან გულში ფიქრობდა იმას თუ რატომ ვერ მიხვდა, რომ დედაქალაქშიც, საბერძნეთის მსგავსი თბილი ამინდი არ იქნებოდა. თხელი შავი აბრეშუმის ზურგზე, მთლიანად ამოღებული კაბა ეცვა და რა თქმა უნდა, საშინლად სციოდა მთელი ეს გზა.
    საკუთარ ბინას, რომ მიადგა კიდევ უფრო სევდა დაეტყო სახეზე.ისევ სახლში იყო, სახლში რომლიდანაც ყოველთვის გარბოდა. ბინის ნომერი ცამეტი ყო,მისი საყვარელი რიცხვიც ხომ ცამეტი იყო.
    პატარა ოქროსფერი გასაღები ამოაცურა ჩანთიდან და კარი რომ უნდა გაეღო,მაშინ მიხვდა რომ კარი ისედაც ღია იყო.
    ქურდი? პირველი ეს გაიფიქრა გინებაში.მაგრამ როგორ? არავინ არ იცოდა, რომ აქ ცხოვრებდა გარდა ოჯახისა და მეგობრებისა. და ქურდს ამ თორმეტ სართულიან კორპუსში მაინდამაინც, მისი გაქურდვა რატომ მოუნდებოდა? კარგად იცოდა რომ  მთელ კორპუსში კარგი დაცვის სისტემა იყო,ამიტომ  საბოლოოდ
მხლოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ წასვლისას კარი არ ჩაუკეტია.
    კარი ნელა შეაღო და იმ წამსვე მთელი შესასვლელი განათდა, ინსტიქტურად თვალები დახუჭა და შესასვლელში გაშეშდა. გაოცებით აკვირდებოდა მის წინ ტორტით, ბუშტებით, სანათებით და დაბადების დღის გაფორმებით მდგარ ხალხს, რომელებიც ერთდროულად მღეროდნენ და დაბადების დღეს ულოცავდნენ.
  
-ანანო სურვილი ჩაიფიქრე და სანთლები ჩაქრე სწრაფად!-ტორტით შუაში მდგომი ქერა გოგონა, მასთან კიდევ უფრო ახლოს მივიდა და მარწყვის უზარმაზარ ტორტზე მიუთითა.
   პარალელურად ისმოდა ტაშის ხმა.
ძლივს მოაბა ანანომ თავი სანთლების ჩაქრობას, სურვილი მგონი არ ჩაიფიქრებია. განა  როდი ხდება დაბადების დღეზე ჩაფიქრებული სურვილები?თუ ხდება?
    სანთლის ჩაქრობის შემდეგ,გოგონამ ტორტი გადადო მაგიდაზე  და ქალს მჭიდროდ მოეხვია.

-გილოცავ ანანო, გილოცავვვ!! იმედი მაქვს რომ შემდეგ წელს უკვე ქმართან ერთად მოგილოცავთ, თორემ ხო ხედავ უკვე 27წლის ხარ.წლები კი არ მირბიან, მიფრინავენ...!!-ღიმილით იძახდა ქერა გოგონა და ანანოს ეხვეოდა.
   ანანოს კი უკვე იატაკზე ჩასამუხლად იყო მზად,ამ ყველაფრით გამოწვეული ხმაური კიდევ უფრო ატკიებდა თავს, საშინლად დაღლილი იყო, სანთლების სუნს კი ყველაზე მეტად ვერ იტანდა იმ მომენტში. სული ეხუთებოდა და ღიმილის გარდა ვერაფერს აკეთებდა,შიგა და შიგ ხმადაბლა იძახდა მადლობას.
    ყველა გადაეხვია,ყველა გარდა ერთისა, რომელიც სულ ბოლოს მივიდა მასთან. სულ ბოლოს შემოიხვია მკლავები და ერთიანად გათბო ქალის გაყინული სხეული, ერთდროულად მოურჩინა ყველა ტკივილი და დარდი.
  მის მკლავებში მოქცეული, ქვემოდან უყურებდა კაცს რომელის ჩახუტებაც ალბათ ყველაზე მეტად აკლდა.
მისი ცხელი ხელები წელსა და მოშიშვლებულ ცივ კანს, სასიამოვნოდ უწვავდა. კაცის ჩვეული სურნელი კი, აბრუებდა როგორც ყოველთვის.
    თმა სახიდან გადაუწია, ყურში იავნანასავით ჩაესმა კაცის მისთვის მაგიური ,, დაბადების დღეს გილოცავ ანო" .
   ცხადია ეს ყველაფერი ასე ნელა არ ხდებოდა, უბრალოდ ქალის გონება ყველა დეტალს იმახსოვრებდა და განხილვდა. თორემ შორიდან ეს ჩახუტება, შესაძლოა ჩვეულებრივ უბრალო ჩახუტებას გავდა.
    მისი თბილი და ძლიერი ხელები რომ მოშორდა ანანოს წელიდან, მხოლოდ მაშინ მიხვდა რა ხდებოდა. მაშინ გაიზარა სიტუაცია და ყველას ახლა თავიდან გადაუხადა მადლობა.
    მაგრამ დღეს ყველაზე მეტად რაც არ უნდა მათი დანახვა იყო, განსაკუთრებით კი მისი,მისი ვისზეც დაბადების დღის სურვილები უშედეგოდ გაეფლაგა.-აბა არ გადავიდეთ მისაღებში? გავჭრათ რა ტორტი, მთელი დღეა ამ მომენტს ველოდებოდი.-თქვა ღიმილით ერთ-ერთმა ბიჭმა, ტორტი აიტაცა და შესასვლელიდან მყუდრო, ნეიტრალურ ფერებში დეკორირებულ მისაღებისკენ წავიდა.

-წამოდი ანანო, წამოდი.- მისაღებისკენ ყველა ერთად გაუძღვა ანანოს ოვაციებით.
   სულ მალე უკვე ყველა დივანზე მოთავსებულიიყო,ზოგი ფოტოების უღებდა ტორტს,ზოგიც საკუთარი თავს. მხოლოდ ანანო მოკალათებული იყო ჩუმად და აკვირდებოდა ყველას. თითქოს ყველას ახლიდან შიფრავდა.
    ეს მისი სამეგობრო წრე იყო, თითოეული მათგანი მისი ყოფილი კურსელი იყო. მოკლედ ყველა ბიზნესის, ყოფილი სტუდენტები გახდათ.
    სულ  მისი ჩათვლილით ცხრანი იყვნენ.
    პირველი თავად იყო, ანანო დიასამიძე.
   მეორე ასევე 27 წლის დათა ზამთარაძე იყო, საკმაოდ ნორმალური ხასიეთების მქონე. სერიოზული სახით უყურებდა გვერდით მჯდომ ორსულ ცოლს, რომელიც უკვე მეასე ფოტოს უღებდა ტორტს. დათას მანქანების ბიზნესი ჰქონდა და კარგ ფულსაც ტეხავდა.
    მესამე დათას ცოლი, 27 წლის  ორსული ლილე ანთაძე იყო. ლაღი და ქარაფშუტა იყო ლილე. ქერებზე  სტერეოტიპს  ნამდვილად ამართლებდა.
ყველას  უკვირდა დათას მსგავსმა სერიოზულმა ტიპმა,რომ ლილეს ნაირ გოგოს დადგა თვალი. ლილე ცხადია არ მუშაობდა.
    მეოთხე სანდრო  ადანაია იყო,27 წლის მოკლედ ყველა თანატოლი იყო.
სანდრო მხიარული ადამიანი იყო, რომელიც მუდმივად ცდილობდა,ვინმე როგორმე გაეცინებინა და კლოუნი როლი მოერგო.სანდრო და დათა ერთ საქმეში იყვნენ,ორივენი მანქანებზე  აფანატებდნენ.
   მეხუთე სანდროს ცოლი,ნატალი ადვაძე იყო,ნატალი კი  სრულიად საპირისპირო ადამიანი იყო. ნატალი სერიოზული არ იყო, ნატალი უჟმური იყო და ამას საყოველთაოდ ყველა აღიარებდა. ნატალიც ცხადია არ მუშაობდა.
    მეექვსე  ირაკლი ქურხული იყო.  ვფიქრობ ყველა სამეგობროს უნდა ყავდეს ერთი ცხოვრებით შავი ტიპი. ეს ცალსახად რათქმაუნდა ხუმრობით, თუმცა ირაკლი უნივერსიტეტიდან შავობას აწვებოდა და  მთელი ცხოვრებას მხოლოდ გარჩევებზე სიარულში ატარებდა. ირაკლიმ რინგი და ჩხუბი წესების გარეშე აირჩია პროფესიად, რითაც არანაკლებ ფულს შოულობდა.
   მეშვიდე ირაკლის ცოლი  მარიტა პაიკელიანი იყო, მარიტა თავისი ქედმაღლობით და სიჯიუტით გამოირჩეოდა. ირაკლი ხუმრობით ეუბნეოდა ხოლმე ერთ დღესაც,რინგზე შენ უნდა დაგიდგეო. მარიტაც ცხადია არ მუშაობდა.
   მერვე დემეტრე დევდარიანი იყო. თავს ვალდებულად ჩავთვალი და დემეტრეზე უფრო მეტს მოგიყვებით. დემეტრე ანანოს უნივერსიტეტამდეც იცნობდა, კლასელები და ოჯახით მრავალწლის მეგობრები იყვნენ. დემეტრემ ოჯახის ბიზნესი გადაიბარა და მალევე ანანოსაც შესთავაზა მისი თანამშრომლება,ქალს ბევრი არც უფიქრია დასთანხმდა. ასე რომ ისინი ბავშვობის მეგობრები, კლასელები, კურსელები და თანამშრომლებიც კი იყვნენ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ  ნახევარი ცხოვრება ანანოს მის სიყვარულში გაეტარებინა, უხმოდ და უჩუმრად ატარებდს მთელი ეს დრო ამ დაუოკებელი გრძნობებს.      
   დემეტრეს ანანო უყვარდა მაგრამ ისე არა როგორც ანანოს დემეტრე. ანანო დემეტრეს  ერთგული და სანდო ,,ანო"  იყო,დემეტრე კი ანანოს საყრდენი ძალა და იმედი ,,დემე" იყო.  ანანოს ამდენ წლიანი სიყვარული დემეტრე მიმართ, სწორედ რომ დემეტრეს ხასიეთებიდან გამოდინარე იყო.
  მის გვერდით თავს ყველაზე დაცულად და იღბალიანად იგრძნობდი. მის გვერდით ნამდვილად ქალად იგრძნობდი თავს, ალბათ ყოველთვის ამიტომ მოსწონდა საკმაოდ ბევრ გოგონას. მის ყველა გამოხედვაში და სიტყვაში ჩანდა მისი სერიოზულობა და ქარიზმა.
   მეცხრე კი მისი ცოლი იყო.დიახ, დემეტრეც დაქორწინებული იყო. მისი ცოლი ნათია  ამილახვარი იყო. ნათია რომელმაც შეძლო და დემეტრეს გული მისაკუთრა, ნათია რომელსაც ყოველი დღე მრავალგზის სანატრელ მკლავებში უთენედბოდა. ალბათ იფიქრებთ  რომ ანანოს ნათია არ უყვარდა ან  თუნდაც სძულდა...არა ასე სულაც არ იყო. რა უფლება ჰქონდა ანანოს  თავის ,,მეგობარის" ცოლი,რომ სძულებოდა? დემეტრემ ხომ თვითონ აირჩია ნათია, ხომ თავის ნებით უბოძა თავის გული?
   მოკლედ სულ ესაა. ყველა დაქორწინებული იყო, გარდა ანანოსი.
დათა და ლილე პირველი შვილს ელოდებოდნენ,სანდროს და ნატალის სამი წლის ელი ყავდათ. ირაკლის და მარიტას ორი წლის იოანე ჰყავდათ.ხოლო დემეტრეს და ნათიას ოთხი წლის დამიანე.
    ყველა წრეზე იჯდა თავის ცოლის გვერდით,ანანო კი სადღაც დაახლოებით შუაში მოკალათებული.
ყველას ნიღაბი რომ წარმატებით ჩამოხსნა, გაეღიმა.

-საიდან გაიგეთ დღეს რომ ჩამოვდიოდი?-თქვა ანანომ ფიქრებიდან გამოერკვის შემდეგ,ფეხი ფეხზე გადაიდო და ყლუპი ტკბილი შამპანიური მოსვა, რომელიც აშკარად არ ჯდებოდა მის გემოვნებაში.
   ანანოს სამეგლბროში რკინის ლედი იყო, გრძნობების გარეშე
,რომელიც მხოლოდ კარიერაზე იყო ორიენტირებული და კაცებისთვის არ ეცელა. არადა, სინამდვილეში ხომ სხვანაირად იყო ყველაფერი.

-მე ვუთხარი.-თქვა აივნიდან ახლად შემოსულმა დემეტრემ,რომელმაც სიცივე და სიგარეტის მწვავე სუნი შემოტანა ოთახში,დივანზე ცოლის გვერდით ნელა დაჯდა და იქვე ტუმბოდან აღებულ, რამდენიმე ფოტოს თვალიერება დაიწყო.
    ანანო მთელი ეს დრო აკვირდებოდა მის თვალში უნაკლო დემეტრეს, რომელსაც ფოტოები ყურებისას შიგა და შიგ ოდნავ ეღიმებოდა.

-შენ ალბათ არც აპირებდი ჩვენთვის თქმას,რომ არა დემეტრე.-თქვა თითქოსდა მოწყენით ლილემ, ტელეფონი გადადო და თავის ქმარს ხელიდან ჭიქა გამოსტაცა.
     დათას პირთან მიტანილი სასმელი რომ ხელიდან გამოსტაცეს არ ესიამოვნა და ლილეს ისე გახედა თითქოს მისი მოკვლა უნდოდა.

-თეფშებს მოვიტან რა, თორემ  უკვე შევღონდი თქვენი ყურებით.ნახევარი საათია ამ ტორტს დასტრიალებთ,აქ დაგვათენდება.მე კი ძილი მინდა.დაიმახსოვრეთ გოგონებო, ძილი სილამაზისთვის აუცილებელი.-თქვა ნატალიმ თითის აქნევით და სამზარეულოსკენ წავიდა.

-მართლა რა სიჩუმეა...ანანო რას გაჩუმებულხარ,დაიწყე მიყევი. შენ იყავი საბერძნეთში, ჩვენ კი არა. აბა ბერძნებს როგორი კაცები ყავთ? ქართველებს სჯობიან? თუმცა შენ არცერი არ მოგწონს.-პირდაპირ იმ თემაზე დაიწყო საუბარი მარიტამ რაც თავად ყველაზე მეტად აინტერესებდა და მოსასმენად მოემზადა.
     ცოტა არ იყოს გასაკვირი იყო, ანანოს  მარტოხელობა მის დაქალებს რომ უფრო არ მოსწონდათ და აწუხებდათ ვიდრე თავად ქალს.
     ანანო კვლავ დუმდა და მის მიმართ ინტერესით წამოსულ მზერებს გრძნობდა,თუმცა თვითონ კვლავ დემეტრესკენ ჰქონდა თვალი. მონატრებული დემეტრესკენ.
    მოულოდნელად დემეტრემ რო თავი ასწია და ახლა თავის თვალები შეაგება ანანოს თვალებს,ქალმა უცბად არიდა თავი, ჟრუანტელმა დაუარა და მხოლოდ ახლა დაიწყო საუბარი.-კარგები არიან მარიტა, კარგები. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ირაკლიზე კარგები არიან.-თქვა საბოლოოდ ანანომ ღიმილით, მარიტამ კი  სახე დასერიოზულა და ფეხზე წამომხტარ ქმარს დაკვირდა.

-ისევ ჩვეულ ხოდზე ხარ არაა კარაპეტიანო?-იძახდა ირონიული ღიმილით ირაკლი, თან ანანოს გვერიდით თავისუფალ ადგილზე ჯდებოდა.-ბერძნებთან როგორ მადრი,არ გრცხვენია გოგო?-იძახოდა ღიმილით და  ახლა უკვე ასევე მომღიმარ ანანოს სახეზე ნაზად უჭერდა.

-მოიც,მოიც ვერ გავიგე.და რა გამოვიდა,მე მჯობიან ბერძენი კაცები?-ახლა გამოესარჩლა სანდრო ანანოს მეორე კუთხიდან,წამოიწია და წარბი ასწია.

-არა, სანდრო რას ამბობ შენ მთელ საბერძნეთს მირჩევნიხარ.-არ დაყოვნა ანანომ და სანდროს საწადელი პასუხი დაუბრუნა,ცხადია ეს ყველაფერი ირონიულად და ხუმრობით იყო ნათქვამი.ამაზე ირაკლის გემრიელი სიცილი აუტყდა,რასაც ვერ ვიტყვი მის ცოლზე რომელსაც სახეზე ფერი აღარ ედო და ხელებს ნერვიულად ათამაშებდა.

-ხედავ ირაკლი,მარტო შენ არ ყოფილხარ განსაკუთრებული.-თვალის ჩაკვრით თქვა სიცილით სანდრომ და საზურგეს მშვიდად მიეყრდნო.
 
-ჩემს ქმარს რა აცინებს?-თქვა სამზარეულოდან დაბრუნებულმა ნატალიმ, თუმცა მისი კითხვა ყველამ დაიგნორა.

-ჯენტლმენებო, მინდა გითხრათ რომ ტყუილად გიხარიათ. ანანო, უთხრი ერთი ამათ, რომ ჩემზე უკეთესი არავინ არააა მთელს საბერძნეთში.-ახლა დაიწყო დათამ.-ხომ ასეა ანანო?-თქვა და ხელი გაუწოდა ქალს.

-ასეა დათა,ასე.-თქვა ანანომ და ხელი ჩაურტყა მხიარულად ჩაურტყა.

-დაგვიბრუნდა მონატრებული კარაპეტიანი!-წამოიძახა ღიმილით დათამ და ქალს ხელზე ოდნავ მოუჭირა,ტრადიცისამებრ.

-ასე ალბათ შენი შვილის დაბადება არ გაიგიხარდება.-ახლა თქვა ნათიამ და ლილეს გახედა, მაგრამ,, რომ მიხვდა რომ ლილე არაფრის თქმას არ აპირებდა,  თავად სტყორცნა დათას მკვლელი მზერა.

-რას იზავ,რთულია ავი ცოლის დაქალების ყოლა.-თქვა დათამ და მანაც ლილეს გახედა. რომელსაც სულ არ ადარდებდა ახლა დათა,ისე იყო ტელეფონში გართული.

-დათა დღეს კარგ ხასიათზე ყოფილხარ.-ცოლის ავად მოხსენიება არ აპატია დემეტრემ დათას და არანაკლებ მწარედ უკბინა.  დემეტრე სიტყვების შემდეგ ყველამ სახე დასერიოზულა, ბიჭებს უკმაყოფილობა,ქალებს კი კმაყოფილობა დაეტყოთ სახეზე.
    მარიტა ნატალის კმაყოფილებით აღსავსე მზერით უყურებდა.
   ყველა დუმდა, მისაღებში მტრული სიჩუმე ჩამოწვა.

-ტორტს მე გავჭრი.-თქვა ანანომ სიტუაცის გასანეიტრალებლად,ფეხზე წამოდგა
და მარწყვის ტორტის თეფშებზე გადანაწილება დაიწყო.

-მე მახსოვდა რომ ჩვენი ბავშვობის უფრო მეტი ფოტო გქონდა ხოლმე სახლში.-უთხრა დემეტრემ ანანოს და ფოტოები ისევ ტუმბოზე გადადო, რომელსაც მთელი ეს დრო ათვალიერებდა.

-ხო,ზოგი გატყდა და გადავაგდე.-ანანო მაქსიმალურად შეეცადა უდარდელად, გულის აჩქარებისა და ხელების კანკალის გარეშე, მოკლედ, ეპასუხა დემეტრესთვის. დემეტრეს ღრმა მძიმე ამოსუნთქვამ,ყველას ყურამდე მიაღწია.

-არ მოგვიყვები საბერძნეთში რას აკეთებდი ერთი თვე?-ხმალი იშიშვლა ნათიამ,ქერა თმა ყურზე გაიდაიწია და ქმარს თავი მხარზე ჩამოსდო.

-ვისვენებდი ნათია.-მოკლედ მოუჭრა მასაც ანანომ და ერი ცალი პატარა მარწვი ენაზე დაიდო.

-ანანო შენ იმდენდ ხშირად ისვენებ რომ მეშინია, ქმრის ბიზნესი არ ჩამიგდო.-ცინიკურად თქვა ნათიამ და ტუჩები ერთმანეთზე დალაგა.
   ამ ჟესტის და სიტყვების გამო ანანოს შეეძლო დიდი სიამოვნებით ეცემა ნათია, მაგრამ ნათია დემეტრეს ცოლ იყო. ქალმა ჩაისუნთქა, საკუთარი თავი დამშვიდდა.

-დემეტრე,როგორი მოწყალე უფროსი ყოფილხარ...სხვა  შენს ადგილას ასეთ თანამშრომელს გათავისუფლებდა. გიმართლებს ანანო, ალბათ სულ ხათრით გტოვებს დემეტრე თავის ბიზნესში.-თქვა ახლა მარიტამ სერიოზული ხმით და მხრები აიჩეჩა.

-ადექი მივდივართ.-დამთავრა თუ არა წინადადება მარიტამ,ფეხზე წამოხტა ირაკლი,მარიტას ხელზე სწრაფად უხეშად მოქაჩა და წამოდგომისკენ მიუთითა.
   ანანო რომელიც ალბათ ცხოვრებაში თავს ყველაზე დამცირებულად ახლა გრძნობდა და მთელ თავში კივილის ხმა ესმოდა,ირაკლის თვალებით ანიშნებდა თავი განებეო.

-ირაკლი, გააფრინე? ვიხუმრე...ნუ მიჭერ მეტიკნა. კარგი რა ასეთ რამეს გულით როგორ ვიტყოდი.- თავს იმართლებდა მარიტა და ირაკლისგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა. ირაკლიმაც ხელი უხეშად გაუშვა და აივანზე ხმაურიანად გავიდა და მაგიდიდან კი ბოთლი ღვინო გაიყოლა.
    ანანოს ბევრი არ უფიქრია,ისე გაჰყვა ირაკლის უკან. აივანზე გასულს კვე სიგარეტით ხელში დახვდა.

-ბოდიში ანანო რა,ხო იცი ხანდახან სისულელებს იძახის ხოლომე მარიტა.-ამბობდა ირაკლი, ხედს გადაჰყურებდა და თან მარჯვენაა ხელი კლასიკური შარვლის ჯიბეში ჰქონდა ჩადებული.

-დაივიწყე არაფერია.-უთხარა ანანომ და  ახლად გამოწვდილი სიგარეტი გამოვართვი.

-ყველამ მშვენივრად იცის რომ მთელის დედაქალაქში ერთი-ერთი საუკეთესო ხარ შენს საქმეში, აზრზე არ ვარ საიდან მოაგონდა ეგ ყველაფერი. არა ცუდი გოგო მარიტა,ხომ იცნობ, მაგრამ არ ვიცი ზოგჯერ რა ემართება. ზოგჯერ მეც ყელში მაქვს ეს ყოველივე, მაგრამ ცოლია, რას ვიზავ. შენ კი მართლა ბოდიში რა.-იძახდა ირაკლი და ახლა უკვე ღვინის ბოთლს ხსნიდა.

-შენზე გავიგე რომ წინა ბრძოლაზე მაგრად გამოხვედი.გავიგე არა, უფროსწორად ვუყურე.-საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა  ქალმა და ღვინის ბოთლი გამოართვა.

-იყო რა.-თქვა ირაკლიმ და თავი ჩახარა.

-იყო რა? ირაკლი მაგრად იჩხუბე, მთელ საბერძნეთს ესმოდა შენს სახელს რომ ვყვროდი. კარგადაც დავიტრაბახ, ჩემი მეგობარი და კურსელია თქო.-ამბობდა ანანო და ირაკლის თმებს უჩეჩავდა.

-ოხ ანანო, ანანო. ისევ ისეთი ხარ, უნივერსიტეტის პირველი დღეს რომ შემეფეთა გაოცებული.-იძახდა სიცილით ირაკლი.

-შენ იცინე,იცინე და მე კი მაგრად შემაშინე მაშინ.მეთქი ეგაა  და ისეთ ტიპს გადავეყარე,მომკლავთქო.-ასევე სიცილით იძახდა ანანო.

-შენ როგორ მოგკლავდი გოგო...-იცინოდა ირაკლი და თან მოსაცმელს უსწორდება ანანოს.-წამოდი,წამოდი თორემ  გამიცივდები და შემდეგ საბერძნეთში კი არა,საფრანგეთის საავადმყოფოში მოგვიწევს გადაფრენა.
    მისაღებში შესვლისას ყველა წასასვლელად იყო გამზადებული და ყველა მათ მისჩერებოდა.
    კარიდან პირველი მარიტა გავიდა სწრაფად და შემდეგ სხვებიც მიჰყვნენ.

-სანდრო, ნათიას სახლში ხომ დატოვებ?-იკითხა დემეტრემ როდესაც უკვე ყველა მანქანაში იჯდა,სანდრომაც უხმოდ თავი დაუქნია.

-შენ არ მოდიხარ დემეტრე?-მოუბრუნდა ნათია ქმარს.
  დემეტრეს აღარაფერი უპასუხია ისე მიუხურა ცოლს სახესთსნ მანქანის კარი. სანდროს,ირაკლის და დათას მანქანები, მალევე მოსწყდა ტერიტორიას.
    ახლა დემეტრე მოუბრუნდა გაკვირვებულ ანანოს რომელიც იყინებოდა და მთლიანად თავის ნაქსოვ მოსაცმელში იყო ჩამალული.

-შენ რატომ არ წახვედი?-იკითხა გოგიონამ გაურკვეველად და წინ მდგომ კაცს გაკვირვებულმა ახედა, რომელიც შავი თვალებით დაჰურებდა აბუზულ ანანოს.

-როგორც ჩანს მე და შენ რაღაცები გვაქვს გასარკვევი.-თქვა დემეტრემ და წინ წავიდა.ანანოც უკან გაჰყვა და ყველაფერმა ერთროულად გაულევა თავში. რა არ იფიქრა ქალმა,ისიც კი გაივლო გონებაში რომ მისი მრავალწლის ნამალი გრძნობებზე რამე იეჭვა კაცმა.
   ლიფტში რომ შევიდნენ, სიჩუმე ჩამოწვა. ანანოს ფეხი ნერვიულად უთამაშებდა და ყბა დაჭიმულ დემეტრეს უყურებდა რომელსაც, თვალიც კი არ დაუხამხამებია.ანანომ  მოახერხა და ხმადაბლა ჰკითხა.

-რამე პრობლმა სამსახურში?-დემეტრეს არაფერი უპასუხია. გოგონასაც ხმა აღარ ამოუღია.
  ბინაში ორივენი უხმოდ შევიდნენ, დემეტრე სავარძელზე  მძიმედ ჩამოჯდა და კუთხეში აბუზულ ქალს დააკვირდა.

-ირაკლიმ კარგად დაგამშვიდა?-დაიწყო დემეტრემ საუბარი და ხელები შეკრა.

-სისულელელბს ნუ ბოდავ.-არ დაკლო ანანომ დემეტრეს.

-მოგწონს როცა მეაზვები?-ფეხზე წარმოდგა დემეტრე.

-არაფერსაც არ გეაზვები.-თვალი არიდა ანანომ.

- გეწყინა ნათიას და მარიტას ნათქვამი არა? მე კი მეწყინა დათას თვალწინ რომ ასეთი პასუხი დამიბრუნე. რა ქენი, შენს ჭკუაში სამაგიერო გადამიხადე დათას გამო?-სიგარეტს  მოუკიდა დევდარიანმა.

-არაფერი არ მწყენია და არც არაფერისთვის სამაგიერო არ გადმიხდია.- დაძაბულობისგან ახლა ანანო  ჩამოჯდა.

-როგორ არა,გეწყინა.მე მატყუებ ანო?გეწყინა და ნუგეშიც ირაკლისგან მიიღე. მიუხედავად იმისა, რომ შენც და მეც მშვენივრად ვიცით, რომ არცერთი სიტყვა მართალი არაა, მაინც გულთან ახლოს მიტანე. ნათიას ამაზე დაველაპარაკები,არ მინდა მასთან ცუდი ურთიერთობა გქონდეს.-კიდევ გაგრძელებას აპირებდა დემეტრე,ანანომ რომ  გაწყვეტინა დემეტრეს.

-გეყოფა, არაფერია. ახლა კი უბრალოდ წადი სახლში.-იძახდა გოგონა და თვალს არიდებდა დევდარიანს, რომელიც მოურიდებლად უყურება ქალს.

-ამ ერთ თვეში გაუცხოვდი? ანო, ასეთ საუბრით ჭკუიდან გადამიყვან იცოდე. -ქალს წინ დაუჯდა დემეტრე და მისი სახე მარჯვენა ხელში მოიქცია.- ისე ნუ მესაუბრები თითქოს გუშინ გაცნობილი ვიყო,არც სანდრო ვარ, არც დათა და შენ წარმოიდგინე არც ირაკლი. მშვენივრად იცი შენგან უხეშ საუბარს რო ვერ ვიტან, მითუმეტეს ჯერ კიდევ  გუშინ გაცნობილი ადამიანების თვალწინ.საბერძნეთიდან თუ ყოველთვის ასეთი გაუცხოებული უნდა ჩამოხვიდე, სართოდ აღარ გაგიშვებ შვებულებაში.

-ხვალ განცხადებას ვწერ.-თქვა ანომ  და ყბაზე იკბინა.

-რა განცხადებას?-ეჭვი შეპარადევდარიანს მკაცრ  ხმაში.

-სამსახურიდან წასვლის განცხადებას.

-ჩავთვალოთ რომ ეს არ გამიგონია.-სხარტად უპასუხა კაცმა  ქალს.

-საბერძნეთში გადასვლას ვაპირებ, მშობლებთან ვიქნები. სამსახურას იქ დავიწყებ, ახლა მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვედი ნივთების წასაღებად.-იძახდა მკაცრად ანანო და ახლა უკვე დემეტრეს თვალი თვალში უყრიდა.

-და ვინ გითხრა რომ გიშვებ?- ხმა კიდევ უფრო გაუმკაცრდა დევდარიანს.-შენებს მე დაველაპარაკები.

-მე არავის გაშვება არ მჭირდება დემე.ჩემები კი არაფერ შუაშია არიან,მე მინდა იქ გადასვლა.

-მიზეზი? ასე ცა მოწმენდილზე მოგინდა საბერძნეთში გადსვლა?

-ერთიდაიგივე გარემო მომწყინდა სხვა არაფერი.-უპასუხა ბანალურად ანანომ დემეტრეს, ცხადია მოატყუა. იმას ხომ ვერ ეტყოდა შენი და შენი ცოლის ერთად დანახვა მკლავსო,ხომ ვერ ეტყოდა შენი ბედნიერება მანადგურებსო.

-სისულელელა ანანო. უფრო კარგი მიზეზი მოიფიქრე და შეეცადე იმით მომატყუო.-თქვა დევდარიანი.-ვინმე შეგიყვარდა საბერძნეთში?-იკითხა ბოლოს დემეტრემ.

-შენი მიზეზი უფრო სულელური ჩანს.-წამში უპასუხა ქალმა.

-აბა რა გჭირს?როდიდან დაიწყე ჩემი მოტყუება? როდიდან აღარ მიყვები არაფერს? მე თვითონ რომ არ გამეგო რომ დღეს მოფრინავდი, შენ არც აპირებდი თქმას. როგორც მახსოვს მე და შენ მეგობრები ვიყავით რომლებსაც ერთმანეთთს არაფერს უმალავდნენ,არამცთუ ატყუებდნენ.

-გთხოვ გაჩერდი რა...-ანანოს დემეტრე ყველა სიტყვა სწვავდა. ვინ იცის რა ფასად უჯდებოდა, ახლა დემეტრეს ეს სიტყვები და ასე ახლო მაგრამ შორს ყოფნა.

-არსად არ წახვალ.დაიხურა ეს თემა.- ყოველი სიტყვა მკვეთრად წარმოთქვა დემეტრემ.

-დემეტრე ეს ჩემი ცხოვრებ-სიტყვა გაწყვეტინა დემეტრემ ანანოს.

-ვა მართლა? საბედნიეროდ არ მაინტერესებს.- ცინიზმით თქვა კაცმა ამაზე კი უკვე ანანოც გაბრაზდა. რა უფლებით უშლიდა დემეტრე რამეს?

-რა ჯანდაბა გჭირს?-თქვა ახლა უკვე ხმამაღლა ანანომ და თვალები წამოენთო.

-მე თუ შენ?-არანაკლებ ხმამაღლა უპასუხა დემეტრემ. ასე ხმამაღლა პირველად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.

-შენ დემეე!შენნ!- თქვა უკვე წყობიდან ყვირილით ანანომ და წამოხტა. ყველაზე მეტად ანანო თვით თავისუფლების დარბევას ვერ იტანდა,ახლა კი ფაქტურად დემეტრე მის თავისუფლებას ფეხით გადაუარა. ყველაზე მეტად ისე აბრაზებდა ანანოს რომ ამას დემეტრე აკეთებდა, სიმწრის ცრემლები მოადგა თვალზე ქალს.

-მოდი ანო,მოდი.-ხმა მოულბა დევდარიანს,ფეხზე წამოდგა და ხელი ოდნავ გაშალა.

-რა?-დაბნეულმა იკითხა ქალმა და უკვე აცრემლებული თვალებით გახედა კაცს.
    დემეტრეს მკლავებსაც აღარ დაუყოვნებია,ქალს მოეხვია და გულზე მიკრა.
    დევდარიანი დანებდა. ეს თვითონაც გაუკვირდა, დათმობაზე არავისთან და არავითარ შემთხვევაში არ მიდიოდა. მაგარამ ცხადია,ანოს ხმამაღლა შეპასუხება აღარ შეჰკადრა.
   
-დაბადების დღე გაგიფუჭე არა?-თქვა დემეტრემ მშვიდად და ანანოს თმაზე ფრთხილად მოეფარა.
    ქალმა ცრემლები უჩუმრად მოიშორა სახიდან, თვითონაც შემოეხვია კაცს და თავი მის მხარზე ჩამოდო, როგორც დღეს ნათიამ.
    დემეტრეს მკლავებში კომფორტს და სულელიერ სიმშვიდეს პოულობდა ქალი. დემეტრეს ერთი ჩახუტება ანანოს ყველა სენისგან წამში კურნავდა, მაგრამ ვაი რომ ხშირად დემეტრე იყო ამ სენის მიზეზი. დემეტრეს გვერდით მთელი სამყარო ჩუმდებოდა, დემეტრეს გვერდით ყველაზე დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდა თავს.
   ახლა კი როცა ასე ახლოს იყო მასთან, ყველაზე მშვიდად გრძნობდა თავს. ცოტაც და ჩაეძინებოდა ან ხელებში ჩადნებოდა კაცს.
    მოშიშვლებულ წელზე კიდევ ერთხელ გრძნობდა მის ხელებს და მთელი სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა.

-ანო, ანო, ჩემო ანოო- ყურში სასიამოვნოდ ჩაესმოდა  ქალს კაცის ხმა.
     ალბათ ასე კიდევ დიდხანს იდგებოდნენ რომ არა ტელეფონის ზარის ხმა. ხმამ ორივე გამოფხიზლა, ერთმანეთს ფრთხილად გასცილდნენ.
ანანო ისევ სავარძელზე ჩამოჯდა, დემეტრეს სურნელით გაბრუებული.
    ცხადია ნათია რეკავდა. დემეტრემ ტელეფონს დახედა,უბრალოდ გამორთო და იქვე მაგიდაზე არცისე ნაზად დადო.

-საჩუქარი არ მომიცია არა?-იკითხა კაცმა,მაგიდას მიეყრდნო და ქალს ეჭვის თვალით გახედა.

-არა...-თქვა ქალმა და სახეც გაუნათდა. დემეტრესგან მიღებული ყველა ყველა საჩუქარი უყვარდა და ყველას დღემდე ინახავდა.

-საძინებელში ვარდები გელოდება,
ბოლო ვარდი რომ დაჭკნება მხოლოდ მაშინ აღარ ვიქნები შენს ცხოვრებაში ანო.დანარჩენ ხვალისთვის გადავდებ...-თქვა კაცმა,ქალს შუბლზე აკოცა და გასასვლელისკენ წავიდა.

-ტკბილი ძილი ანო კარაპეტიანო!-თქვა გასვლისას კაცმა-გასაღების ასლი მქონდა,კარები მე გავაღე.-თქვა ბოლოს დემეტრემ და  საბოლოოდ დატოვა ანო მარტო.
    ქალი ნელი ნაბიჯებით შევიდა საძინებელში და ოთახს თვალი მოავლო. საწოლზე  101 წითელი ვარდი დახვდა, გაუკვირდა კიდეც ამ შუა შემოდგომას ასეთი ახალი და წითელი ვარდები სად იპოვა დევდარიანმაო.
    ვარდები სამ ლარნაკში გადანაწილა,ცივი შხაპი მიიღო, მისაღები მალაგა და აივანზე მოსაწევად გავიდა.
     წითელი მარლბოროს ბოლო ღერის მოწევა  და თბილისის ღამის ხედით ტკბობა რომ დასრულა, ტელეფონს გადახედა. თითქმის ყველა ულოცავდა ვისაც კი იცნობდა... სამწუხაროა. ანო ბევრ ადამიანს იცნობდა, მაგრამ მათ შორის ძალიან ცოტა იყო ისეთი ვისაც ანო ნამდვილად ენდობოდა.
   ბევრი აღარ უფიქრია, თითქმის უკვე თენდებოდა.პოლიცის გაბმული სირენები ისმოდა...დედაქალი ნელნელა იღვიძებდა,ქარი  დგებოდა და ხმაური ჩვეულად იკავებდა თავის ადგილს.
   ქალმა აივნიდან, საძინებელში გადავინაცვლა. დაწოლამდე დემეტრესგან შეტყობინება მიიღო
   ,,ხვალ არ მოხვიდე, თავს გაუფრთხილდი.CARPE  NOCTEM.",,CARPE NOCTEM"  ეს ფრაზა ანანოს ტატუ იყო მკერდზე. ქალს უნებურად გაეღიმა,თავი ატალსის ბალიშზე დადო და ტკბილი ძილს მიეცა.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესო და განსხვავებული და დამაინტრიგებელი ისტორიაა , მალე დადეთ გაგრძელება. გილოცავთ შობას, მრავალს დაესწარით

ძალიან კარგი ისტორიაა. ველით გაგრძელებას

გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

 


№2 სტუმარი ნია

ძალიან დაგვაინტერესა ამ ისტორიამ. გთხოვთ დადეთ გაგრძელება, მაინტეტესებს როგორ განვითარდება მოვლენები ანანოს და დემეტრეს გარშემო. გთხოვთ არ შეწყვიტოთ

გთხოვთ გააგრძელეთ

 


№3  offline წევრი cassteliano

სტუმარი ნანა
საინტერესო და განსხვავებული და დამაინტრიგებელი ისტორიაა , მალე დადეთ გაგრძელება. გილოცავთ შობას, მრავალს დაესწარით

ძალიან კარგი ისტორიაა. ველით გაგრძელებას

გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

გამარჯობა,დიდი მადლობა რომ კითხულობთ. მეორე თავი დავდე, ჯერჯერობით ვერ ავუწყე ფეხი ამ საიტს...მგონი დაიდო ხო?

ნია
ძალიან დაგვაინტერესა ამ ისტორიამ. გთხოვთ დადეთ გაგრძელება, მაინტეტესებს როგორ განვითარდება მოვლენები ანანოს და დემეტრეს გარშემო. გთხოვთ არ შეწყვიტოთ

გთხოვთ გააგრძელეთ

მადლობა რომ კითხულობთ♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

მალადეც.სიტყვებით ვერ გადმოვცემ მართლაც განსაკუთრებული და ერთი ჩასუნთქვა ამოსუნთქვით წასაკითხია არ დაგვაღალატო და არ შეწყვიტო წარმატებები შენ და ფელოდებით

 


№5  offline წევრი cassteliano

სტუმარი ნათია
მალადეც.სიტყვებით ვერ გადმოვცემ მართლაც განსაკუთრებული და ერთი ჩასუნთქვა ამოსუნთქვით წასაკითხია არ დაგვაღალატო და არ შეწყვიტო წარმატებები შენ და ფელოდებით

ძალიან ძალიან დიდი დიდიიი მადლობებიი თქვენ????????

 


№6 სტუმარი შანო

ანანო კარაპეტიანია თუ დიასამიძე?

 


№7  offline წევრი cassteliano

შანო
ანანო კარაპეტიანია თუ დიასამიძე?

ვაიმე????კარაპეტიანია და სადღაც შემეშალა დიასამიძე დავწერე????????♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent