და მაინც ცამეტი თარსია?!
დავდივარ თან ვითვლი ნაბიჯებს, შენამდე ცამეტი მაკლია. უშენოდ ქუჩები მაგიჟებს გჯერავს, რომ ცამეტი თარსია?! დავდივარ, ვერ ვხედავ ვერავის, თორმეტიც ვფიქრობ და ვიღიმი. თერთმეტი დავთვალე და უცებ, იქვე შენც შეგნიშნე ღიმილით. ათიც და თვალებში ჩაგხედავ, სიყვარულს აგიხსნი თვალებით. ცხრა დამრჩა გრძნობები მაგიჟებს, სულ რვაც და მე შენი გავხდები. შვიდია, გაჰყვირის გონება, ექვსიც და ნაბიჯებს ვანელებ. ვხედავ, რომ ვიღაცა ხელს გიქნევს, თან მისი მზერით გატყვევებს. ხუთიც და გიყურებ თვალებში, მაგრამ შენ გაჰყურებ სხვა გოგოს. სულ ოთხი ნაბიჯი დამრჩა და გავჩერდი, პულსი კი მატულობს. უნდა ვთქვა, სამიც და მოვედი, შენ ხელს ხვევ გოგონას "მარსიდან". მაგიჟებს, მე შენი სიცივე, ასეთი გრძნობები არმინდა. მოვბრუნდი... არ ვითვლი ნაბიჯებს, ზურგს გაქცევ და უკან მივრბივარ, "სამიც და..." გაჰყვირის გონება, მისთვის კი ეს სამიც დიდია. რამდენი ნაბიჯი გვაშორებს? სულ სამი დათვალა გონებამ, პირველი, თვალს რომ არ მაცილებ, მეორე არ მალავს გრძნობებს და მესამე ნაბიჯი მცირეა, მოვალ და ლოყაზე გაკოცებ, სულ სამი ნაბიჯი ძვირფასო, სულ სამი ნაბიჯი გვაშორებს. და მაინც, ცამეტი თარსია? როგორც ჩანს ამართლებს ცრურწმენა. მიყვარხარ, მე მეტი რა გითხრა ვხედავ, რომ ხელს მიწყობს ბუნებაც. ცაც ტირის, ვერ მოსულ სამ ნაბიჯს და საბნად იხურავს მის ცრემლებს, მიყვარხარ! გეტყვი და გავქრები, რადგან გვერდს სხვა გოგო გიმშვენებს... ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.