შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენე(16)


7-01-2024, 20:16
ავტორი sati
ნანახია 1 547

-გირიგდები-მისი სახე ჩემსკენ მოვიზიდე და ვაკოცე-არ მივცემ ანდრონიკაშვილებს იმის საშუალებას, რომ ოჯახი დაგვინგრიოს და ჩვენ საყვარელ ადამიანებს ზიანი მიაყენონ-ანდრონიკაშვილებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ წინ რა ელოდებოდათ. უკვე აღარ მადარდებდა არაფერი, არანაირი ღირებულება, მორალი, ზნეობა, ეთიკა თუ ჯანდაბა. როდესაც ჩემ ახლობლებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს ეხებიან... საკადრის პასუხს მიიღებენ. გილოცავთ, ახლა უკვე ნენე სამხარაულს იხილავთ.
-მერე ბავშვი?
-ასე ვთქვათ, თუ მოვახერხებთ ანდრონიკაშვილებთან გამკლავებას, უფროსწორად იქამდე, სანამ ეს მოხდება, მე აბორტს არ გავიკეთებ.
-მერე რომ გვიანი იქნება?
-მაშინაც არ გავიკეთებ-ბედნიერებისაგან რა ექნა ვერ მიხვდა და ისეთი სიძლიერთი ჩამეხუტა ცოტაც და ყველა ძვალს გადამიტეხავდა.
-ჩემო სიყვარულო-ნერსესგან იშვიათად მოისმენდით ამ სიტყვებს, არ სჩვეოდა ასე სითბოს გამოხატვა. ეს ბავშვი ჩვენი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. აბორტზე ფიქრიც აღარ მინდოდა. ალბათ დედაჩემს რომ გაეგო, არ მაცოცხლებდა.
-ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, ჯერ არვის არ ვუთხრათ. ვაჩემ და ბიჭებმა იციან, თამარამაც, მაგრამ ოჯახის წევრებს ვგულისხმობ. ჯერ მივაღწიო სამ თვეს და მერე ვუთხრათ.
-როგორც იტყვი-სახე დამიკოცნა და ისევ ჩამეხუტა-არ მეგონა დღეს რამე საერთოდ თუ გამახარებდა. ვაჩე მალე გამოკეთდება, ჩვენი შვილიც ჯანმრთელი დაიბადება და ანდრონიკაშვილებს
-დედას მოვუ*ნავთ-მე კი გამეცინა, მაგრამ ნერსემ გაოგნებულმა გამომხედა.
-როდიდან ისწავლე გოგო შენ ესეთი სიტყვები, რეებს ასმენინებ ბავშვს?
-აუ ნერსე ძაან მეძინება.
-დაიძინე-საბანი დამაფარა ზურგზე და ხელი გადმომხვია. პირველად დამეძინა ასე მშვიდად დიდი ხნის განმავლობაში. ერიკოს სახე აღარ მელანდებოდა ოთახში. წინა დღეებში ღამით რომ მეღვიძებოდა სულ მისი ტკივილისაგან დამანჭული სახე მელანდებოდა. მეჩვენებოდა, რომ ჩემსკენ მოდიოდა გაშლილი ხელებით და მე ვერ ვირყეოდი ადგილიდან. ბოლომდე რო მომიახლოვდებოდა, მერე მეღვიძებოდა. დღეს ღამეც გამომეღვიძა, მაგრამ ჩემს გვერდით ნერსე დავინახე და საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. მალევე ჩამეძინა ისევ და დილამდე აღარც გამღვიძებია. ნერსეს ეძინა, ადრე იყო და ამიტომ აღარ გამიღვიძებია, ისედაც სულ გამოუძინებელი დადიოდა. ავდექი, ხალათი შემოვიცვი და ქვევით ჩავედი. ნათია და ნინო იყვნენ სამზარეულოში. ნინომ ჩემს დანახვაზე სიცილი დაიწყო.
-ნე-ნე ნე-ნე-ჩემი სახელი წარმოთქვა. თვალები ამიცრემლიანდა, ამ პატარა არსებას ასე დაუმსახურებლად ვუყვარდი. მისკენ წავედი და ხელში ავიყვანე.
-ჩემი სიცოცხლე-ჩავბურჯგნე და ჩავკოცნე-ხო არ აბრაზებდი ნათიას ჰა?-თმები ავუჩეჩე, ასე ვაწვალებდი ხოლმე, ცოტას წაიწივკინებდა, მაგრამ მერე თვითონაც მიბურდავდა თმებს.
-ნე-ნე-ლოყაზე მაკოცა და ჩამეხუტა.
-ორი დღეა რაც დაამუღამა შენი სახელი და იმის მერე სულ გაიძახის, ეტყობა ნერსესგან ესმის-ნათიამ მითხრა და ბავშვი გამომართვა, სკამში ჩასვა და ჭმევა განაგრძო-ისე ენატრებოდი.
-მეც მენატრებოდა, ნათი გაიგებდი უკვე რომ ფეხმძიმედ ვარ.
-კი და გილოცავ ჩემო საყვარელო-უცნაური რეაქცია ჰქონდა, ვერ ვიტყოდი, რომ არ გაუხარდა, მაგრამ თითქმის არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. წამით ისე შემომხედა, თითქოს ვეცოდებოდი. შეილება მომეჩვენა კიდეც.
-ხოდა მინდა რო ნინოსთანაც მეტი დრო გავატარო, მასწავლე წესიერად როგორ მოვუარო, პამპერსსაც გამოვუცვლი ხოლმე, ვაბანავებ, ვაჭმევ. ისედაც დამჭირდება შენი დახმარება რომ მეყოლება ბავშვი, არ იფიქრო სამსახურს დაკარგავ, უბრალოდ არ მინდა ნინოსთვის უცხო ადამიანი ვიყო.
-რაზეა ლაპარაკი ნენე, დღეს საღამოს ვაბანაოთ ერთად და გასწავლი რაღაცეებს.
-ჰო მინდა, რომ მეტი დრო გავატაროთ ერთად, რომ მერე მეორე ბავშვზეც არ იეჭვიანოს. ჰო ნათია, ნინოს დედა ხო არ მოსულა სანამ არ ვიყავი აქ?
-ნინოს დედა...-გაკვირვებულმა შემომხედა-ნენე, რომელ დედაზე მელაპარაკები-გაოგნებულმა გამომხედა-რომელიც უკვე ...-ზუსტად ამ დროს შემოვიდა ოთახში ვანო და ნათიამ ლაპარაკი გაწყვიტა.
-დილა მშვიდობის ელა, საავადმყოფოდან დამირეკა ელენემ ვაჩესთან არის და თქვენ გელოდებიან.
-დილა მშვიდობის ვანო, დაურეკე და უთხარი მალე გამოვალთ, მინდა ნერსემ გამოიძინოს ცოტათი-ვანო ყურადღებას არ მაქცევდა, ნათიას უყურებდა უცნაურად.
-წავალ ნინოს გამოვუცვლი ტანსაცმელს, სასეირნოდ მინდა გავიყვანო-ბავშვი ხელში აიყვანა და მეორე სართულზე ავიდა. რაღაცას მიმალავენ. ნინოს დედაზე სიტყვაც არავის არ სცდება ამ სახლში. ვიფიქრე ვანოს ვკითხავ თქო, მაგრამ პირი გავაღე თუ არა ვანო გატრიალდა და ეზოში გაბრუნდა. ამ დროს მეორე სართულიდან კარის ხმა გავიგე, ნერსე ჩამოდიოდა საძინებლიდან. ყავის მოდუღება დავიწყე.
-დილა მშვიდობის ცოლო-უკნიდან ხელები შემომხვია და კისერში მაკოცა-რატო არ გამაღვიძე?
-ისედაც ცოტა გძინავს ხოლმე, ყავას ვაკეთებ.
-ხო იცი შენთვის აღარ შეიძლება.
-რატომ ვითომ?
-იმიტომ, რომ ფეხმძიმედ ხარ-გაზი გამორთო და ყავა მხოლოდ თავისთვის გაიკეთა-წესიერად უნდა იკვებო თან. ნათია ვერ აუვა ამდენ საქმეს და დამხმარე ქალს მოვიყვანე კიდე რომ დღეში სამჯერ ჯანსაღი კერძები მოგიმზადოს. ეხოზეც წავალთ, უკვე ჩაგწერე, 2 კვირაში.
-რატო ესე გვიან?
-იქამდე არაფერი არ გამოჩნდება და იმიტო. ელენეს ხო არ დაურეკავს?
-კი, ვაჩე კარგად არის და გველოდებიან. ნერსე-მის ცოლზე მინდოდა მეკითხა. გამახსენდა, რომ ჩვენი ქორწილის ღამეს ვცადე კითხვა დამესვა ნინოს დედაზე, მაგრამ მაშინაც გამაჩერა და უაზროდ მომიშორა თავიდან. პასუხი არ გამცა-წეღან ვკითხე ნათიას ნინოს დედაზე და ვერ მოასწრო მოყოლა, ვანო შემოვიდა. სად არი? ელენემ ადრე მითხრა, უნდა მოვიდეს ბავშვი ნახოსო.
-რაო?-გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრმა მალევე შეეცვალა გამომეტყველება-ხო მე არ მელაპარაკება, ალბათ ელენეს დაურეკა.
-და რა ქვია საერთოდ?
-რაში გაინტერესებს?-საჭმლის კეთება დაიწყო, აშკარად თვალს მარიდებდა.
-არ უნდა მაინტერესებდეს ვინ არის ნინოს დედა?
-არა-ცოტა უხეშად გამოუვიდა, თვითონაც დააფიქსირა და ცოტა შეარბილა ტონი-იმას ვგულისხმობ, რომ ეგ შენი სადარდებელი და საფიქრალი არ არის. ნინოს ყველაფერი აქვს და ექნება.
-მაგიტომ არ გკეითხები, უცნაურად არიდებ მაგ შეკითხვას თავს ყოველთვის-წამით ჩემსკენ გამობრუნდა და დაფიქრდა ეთქვა თუ არა სიმართლე, თვალებში ეტყობოდა, რომ მატყუებდა. უკვე აღარ მიჭირდა მისი ამოცნობა, როგორც ადრე.
-ნენე, გახსოვს რომ გთხოვე დრო მომეცი და ყველაფერს აგიხსნი თქო. ეს ნინოს დედასაც ეხება. ეხლა ფეხმძიმედ ხარ და რაც უფრო ნაკლები სანერვიული გექნება, მით უკეთესი ბავშვისთვის-და აი ისევ, კლასიკური ნერსე სამხარაული. ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც მას უნდა.
-ნერსე 6 თვის მერეც რომ არ მომიყვე ის ყველაფერი რის მოყოლასაც უკვე ამდენი ხანია მპირდები, ბავშვს ვფიცავარ გაგშორდები.
-კარგი. გვეყოს ეხლა მძიმე თემებზე ლაპარაკი. წავალ ვანოს ვნახავ დაველაპარაკები და შენ მანამდე კვერცხს მიხედე-ტაფაზე კვერცხი დაასხა შესაწვავად და ვანოსთან გავიდა ეზოში.
**
-ვანო-ნერსემ ხმადაბლა დაუძახა ვანოს და მასთან სალაპარაკოდ მივიდა.
-გისმენ-ვანო გიგასთან ერთად იდგა ეზოს ჭიშკართან, გიგა გაუშვა რაღაც საქმეზე და მარტო დარჩა უფროსთან.
-რისი მოყოლა მოასწრო ნათიამ?-კიდევ უფრო ხმამადაბალი ტემბრით იკითხა.
-ვერაფრის. ჩემთვისაც აპირებდა კითხვას, მაგრამ გამოვედი უკან.
-ხოდა ეხლა მკაცრად გააფრთხილე ყველა, რომ ქეთიზე არაფერი არ მოუყვნენ ნენეს, არც იმაზე რომ გარდაიცვალა და განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ და რა ვითარებაში. განსაკუთრებით ეხლა, ფეხმძიმედ არის და ძლივს დავითანხმე რომ აბორტი არ გაეკეთებინა.
-რაზეა ლაპარაკი, დღესვე დაველაპარაკები ნათიას.
-და ვანო, ეს ორი დღე სად დადიოდა ნენე ყველაფერი გამოკითხე გიგას და მე მითხარი.
-ვიცი უკვე, კლიენტი ჰყავდა გუშინ და სახლი ჰქონდა ნაქირავები ერთი დღით.
-და ვინ კლიენტი?
-ეგ არ მიკითხავს, გაგირკვევ.
-კარგი, რო გაიგებ მომწერე აუცილებლად. წავალ ვაჩეს ვნახავ საავადმყოფოში
***
მე და ნერსემ უცბად ვისაუზმეთ და ვაჩეს სანახავად წავედით საავადმყოფოში. მოსაცდელში ვიდექით, რადგან ჯერ შიგნით ელენე და ვაჟა იყვნენ და ოთხ ადამიანს ერთად არ გვაძლევდნენ შესვლის უფლებას. ნერსე შედარებით მშვიდად იყო, აღარ განიცდიდა ვაჩეს ამბავს, რადგან უკეთ იყო. მაგრამ მაინც ვატყობდი რომ რაღაცას ბოლომდე არ მიყვებოდა. როგორ შეიძლება დღისით მზისით ასე ჰაერზე ვიღაცას ესროლა მათთვის? ეს ხომ სრული სისულელეა, ვინ გაბედავდა და გარისკავდა დაჭერას როცა ყველა გარეთ არის გამოსული და ათასი მოწმე შეილება ყოლოდა ამ ამბავს. საერთოდ ისიც კი მიკვირს რომ საავადმყოფოში მოიყვანეს ვაჩე, რადგან ერიკოს მკვლელობის დღეს, ნერსეს პირდაპირ თვითმფრინავში გადაუხვიეს ჭრილობა და გაკერეს.
-რაზე ფიქრობ?-ნერსემ შეამჩნია, რომ ჩაფიქრებული ვიყავი და ჩემთან მოვიდა. ირგვლივ მიმოვიხედე და ყველგან ვანოს ბიჭები იდგნენ და პერიმეტრს აკონტროლებდნენ. ჰოლში პალატასთან მე და ნერსეს გარდა არავინ არ დადიოდა, ექთნებს ბეიჯებს უმოწმებდნენ და ისე უშვებდნენ.
-არაფერზე-იმდენ რამეზე ვფიქრობდი, რომ გადმოცემა და აზრებისთვის თავის მოყრა მიჭირდა. არ მინდოდა მისი კიდევ უფრო დაგრუზვა პრობლემებით, საკმარის საფიქრალს ვუმატებდი ისედაც ყოველდღე. ცოლის ნაცვლად კაპასი შეყვარებულივით ვექცეოდი და ამის შეცვლა მინდოდა.
-როგორ არაფერზე, ეხლა ვის ატყუებ-გაეცინა და ნიკაპზე ხელი მომკიდა-არ მინდა რო ნერვიულობდე, ბავშვისთვის არ არის კარგი. ამიტო საერთოდ ნუ იფიქრებ.
-აბა რა ვქნა? მანიკენივით ჩამოვჯდე სახლში, ვითომ ვიტრინაში ვარ?-მეც გამეცინა, რას ქვია საერთოდ ნუ იფიქრებ.
ამ დროს ელენე და ვაჟა გამოვიდნენ.
-ნენე შვილო როგორა ხართ?-ელენეც ბევრად მშვიდი ჩანდა, ზედმეტად მშვიდიც კი იმ ქალისთვის, რომლის შვილიც გუშინ სასიკვდილოდ დაჭრეს. მაგრამ ნენე, შენ გავიწყდება რა ოჯახში ხარ, სამხარაულებისათვის დაჭრა საუზმესავით არის, ხან ასწრებენ და ხან ვერა. თან რო მეკითხებოდა, შენ როგორ ხარო? გეგონება, ჩემი შვილი დაჭრეს და არა მისი.
-ვაჩე როგორ არის?
-ბევრად უკეთ, ხვალ უკვე გამოწერენ კიდეც.
-რას ქვია ხვალ?
-არ იყო სერიოზული ჭრილობა, უბრალოდ ბევრი სისხლი დაკარგა. კარგი ჩვენ წავალთ, შუადღეს კიდევ უნდა მოვიდეთ, საჭმელი მოვუტანო, აქ საშინელებებს აჭმევენ-ვაჟას სიტყვაც არ დაუძრავს, ტელეფონში იყურებოდა და ვიღაცას ემესიჯებოდა. მერე ერთხელ გადმომხედა.
-კარგად იყავით შვილებო-შვილებო? ერთი ეს გვითხრა, ელენეს ხელი გადახვია და გარეთ გაიყვანა მანქანასთან.
-წამო შევიდეთ-მე და ნერსე პალატაში შევედით. ვაჩე საწოლის საზურგეზე იყო მიყუდებული და წამომჯდარი უყურებდა ტელევიზორს.
-ნწ, ესე იგი მე რო არ დავეჭერი იმ სირბანჯოებს თქვენ არ შერიგდებოდით-ხასიათიც მშვენიერი ჰქონდა. მემგონი მხოლოდ მე მადარდებდა რომ გუშინ კინაღამ საიქიოში მოხვდა. ნერსე მივიდა და გადაკოცნა, ცოტა ანერვიულებული კი უყურებდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
-რა დროს ხუმრობაა ვაჩე, გუშინ კინაღამ გამოგყევი საიქიოში-თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე, მასთან მივედი და ჩავეხუტე.
-კაი, ნელა-ტკივილისგან ცოტა მოიხარა, შემთხვევით ჭრილობაზე დავადე ხელი და ეგრევე უკან გავიწიე. ნერსეს ტელეფონზე დაურეკა ვიღაცამ.
-მოვალ-და ეგრევე გავიდა ოთახიდან.
-რა ქენი შენ? სანამ შემოვიდა ის მითხარი.
-ვაჩე, კიდე მე უნდა მოგიყვე მე რა ვქენი? წესიერად ამიხსენი გუშინ რა მოხდა?
-ეგ არაა მნიშვნელოვანი, გაიკეთე აბორტი?
-არა.
სახე მოეღრიცა, აშკარად არ ესიამოვნა.
-ვერ მოასწარი?
-ვერა.
-კარგი, მე ჩაგწერ აქ კეთდება საუკეთესო მეთოდებით. მოგიყვან ისე რო ნერსე ვერაფერს გაიგებს და მერე ვიტყვით, რომ მუცელი მოგეშალა.
-ვაჩე, უკვე შევთანხმდით რომ არ გავიკეთებ აბორტს.
-შ...რა?-გაკვირვებულმა გამომხედა-სულ დაკარგე საღი აზრი? შენ აი ამ ოჯახში ბავშვის გაჩენა გინდა? ნენე შემომხედე-ირონიულად გაიცინა და ჭრილობა დამანახა-აი ეს ელის შენ ბავშვს, როგორც მინიმუმ თუ მუცელშივე არ ჩაგიკლეს იმ ნაბო*ვრებმა.
-ვაჩე ტონს დაუწიე-უკვე ყვიროდა და არ მინდოდა ნერსეს გაეგო ასე რომ მელაპარაკებოდა. მეორე ჭრილობასაც დაუმატებდა.
-მიპასუხე, ეს გინდა ბავშვისთვის? შენ გგონია ნერსე როგორც ამბობს ესე 6 თვეში მორჩება ყველაფერი? ამ ბიზნესიდან გამოსვლა ასეთი ადვილი გგონია? იცი კიდე რამდენს გადაიმტერებს? წარმოდგენილი გაქვს ვისგან ყიდულობს საქონელს საერთოდ? ან რამდენი ჩამოდის წელიწადში იცი? რამდენი ტონა ნენე საერთოდ. შენ მართლა გჯერა, რომ ნერსე აღარ გაყიდის ნარკოტიკებს და ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა? იცი რომ ვაჟა ჯერ აზრზეც არ არის ნერსეს გეგმების? და რომ გაიგებს იცი რა მოხდება? საერთოდ რომ გაიგოს რომ შენ გამო აკეთებს იცი რა დაგემართება?-პაუზა გააკეთა და თვალებში მომაჩერდა-მიპასუხე! იცი?!
-არა-შეშინებულმა ვუპასუხე.
-ხოდა მემგონი ჯობია ფეხმძიმედ იყო, ასე 9 თვე მაინც გარანტირებული გექნება რომ დარჩენილ ცხოვრებას ციმბირში არ გაატარებ-უკვე დამშვიდებული ხმით მითხრა და მუცელზე შემომხედა სევდიანი თვალებით-მე შენ გაგაფრთხილე, ათი ათასჯერ გაგაფრთხილე, გთხოვე, გეჩხუბე, რომ ჩემს ძმას ცოლად არ გაყოლოდი. მე ვერ დამაბრალებ ვერაფერს რაც აწი შენ თავს კიდევ მოხდება. ის არ გეყო, რომ შენს თვალწინ ადამიანი მოკლეს, ეხლა გინდა რომ შენი შვილიც გააუბედურო. იცი ვის იტაცებენ პირველ რიგში როდესაც ასე ებრძვიან ოჯახები ერთმანეთს? ქალებს და ბავშვებს. ჯერ კიდევ მიკვირს, რომ არ უცდიათ შენი გატაცება არც შიოს და არც ლევანს-ნეტა სცოდნოდა, რომ უცდიათ კიარა ყავა გვაქვს ერთად დალეული-ნენე მე შენ არ მისმენ.
-შენ კიდე მიყვირი. ტონს დაუწიე ვაჩე-ჰორმონების გამო თავს ვერ ვიკავებდი და ყველაფერზე მეტირებოდა. მწყინდა მისი ასეთი ლაპარაკი და ამავდროულად მაშინებდა.
-გიყვირი? მადლობა თქვი კიდე, რომ გელაპარაკები ნენე. შენ გგონია, შენ რომ რამე დაგემართოს ეს მარტო შენ შეგეხება? შენ რომ რამე დაგემართოს ჩემი ძმის გამო, ერთმანეთს მივაყოლებ ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს-ფეხზე წამოდგა და ჩემთან მოვიდა-ხოდა იცოდე, აწი, შენ ან ბავშვს რამე დაგემართებათ და პასუხს ამაზე ნერსეს ვაგებინებ. დანარჩენი შენი არჩევანი იყო.
-ნერსე არაფერ შუაშია! მეც მაქვს ჩემი ტვინი, მისი ცოლი ვარ უკვე ვაჩე და შეიგნე.
-შეგნებული მაქვს-უცნაური გამოხედვა ჰქონდა, სევდანარევი-არაუშავს ნენე, იმ ფაქტსაც მივეჩვევი, რომ მალე ჩემი ხელით მომიწევს შენი სასახლის მიტანა სასაფლაომდე და დაკრძალვა.
-ვაჩე რეებს ლაპარაკობ!-უკვე სერიოზულად მაშინებდა მისი ასეთი ლაპარაკი. მეთითონაც ვიცოდი რაზე მივდიოდი, როდესაც ნერსეს ცოლად მივყვებოდი, მაგრამ ვაჩე არასდროს არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას.
-აღიარე, გუშინ რომ გაიგე მე დამჭრეს, ხო აღარ გაგიკვირდა? რატო, იმიტომ რომ უკვე მიეჩვიე არა მსგავს ცხოვრებას? ნერსესაც ამის იმედი აქვს, რომ 6 თვეში განა თვითონ შეცვლის რამეს, არა ნენე. არამედ შენ შეგცვლის და გამოგზრდის ისე, როგორც ეს მას უნდა.
-რატომ გეზიზღება შენი ძმა ასე ძალიან?
-არ მეზიზღება-თვალებში ჩამხედა-მეცოდება.
ამ დროს ოთახში ნერსე შემოვიდა, ტელეფონი გათიშა და ვაჩესთან მივიდა.
-გააფრინე ბიჭო, წადი დაწექი ისევ-მხარზე ხელი მოკიდა და საწოლთან მიიყვანა-ნენე. წამოდი დასვენება ჭირდება ვაჩეს. მოვალ მე საღამოს-ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. გული ცუდს მიგრძნობდა. საავადმყოფოდან გავედით თუ არა, მანქანასთან მიმიყვანა ჩქარი ნაბიჯებით, მერე გაჩერდა, მისკენ მიმაბრუნა და გაცოფებულმა შემომხედა.
-ნენე, შეგიძლია ამიხსნა, როგორ შეიძლება გამოგრჩეს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალის მოყოლა, როგორცი არის შიო ანდრონიკაშვილის კლიენტად მიღება სახლში?!-არ ყვიროდა, მაგრამ თითოეულ სიტყვას ისეთი ზიზღით ამბობდა, რომ თვალებიდან სულ ნაპერწკლებს ყრიდა.
-როდის უნდა მომეყოლა?-ხელი გავაშვებინე, რადგან ძალიან მტკენდა და ოდნავ უკან დავიხიე-შენი ძმა რომ დაჭრეს მაშინ?
-ბესოს როგორ დაურეკე ჯერ?!
-ბესოს დავურეკე იმიტომ რომ მას მოეყოლა თავისით, იმედი მქონდა რამე სისულელის გაკეთების უფლებას არ მოგცემდა.
-უფლებას?-გაეცინა-ბესო არ მომცემდა უფლებას? ვისი უფლება მჭირდება შენი აზრით, რომ შიო ჩავაძაღლო და გავაგზავნო იმქყვენად მშობლებთან და ძმასთან? შენთან მოვიდა, დაგემუქრა.
-და რა? დამიშავა რამე? ხედავ აქ ვარ.
-რა უნდოდა მომიყევი?
-მოგიყვება ბესო რა მნისვნელობა აქვს.
-შენ მომიყევი!
-არაფერი ისეთი, ეგონა რომ დავშორდით და მითხრა, რომ სწორად მოვიქეცი. მერე მკითხა ფეხმძიმედ ვიყავი თუ არა და ამაზეც ვუთხარი, რომ არა. შეგილია დამშვიდდე ორი წუთი? არაფერი არ დაუშავებია.
-შენ ვერ ხვდები რა გააკეთა. ერთ დღეს ჩემი ორი ოჯახის წევრის სიცოცხლის წართმევა სცადა, შენი და ვაჩესი. სპეციალურად ნენე, რომ დამანახოს, რა ადვილად შეუძლია თქვენამდე მოღწევა.
-ნერსე, რა გინდა მითხრა, რომ შიოს მოკვლას აპირებ?
-შენ არ იყავი გუშინ რომ მეუბნებოდი ანდრონიკაშვილები უნდა ჩავაძაღლოთო?!-გამვლელები გიჟებივით მოგვჩერებოდნენ. უკვე 10 კაცი მაინც იყო გაჩერებული ირგვლივ და გვიყურებდნენ და გვისმენდნენ.
-ნერსე აქ არა-ხელი მოვკიდე მკლავში, ვეცადე მანქანაში ჩამესვა, მაგრამ ხელი გამაშვებინა.
-აქ არა? აბა სად? გაცადო კიდე როდის გამშორდები? მე ესეთი ვარ ნენე, ესეთი! არავის ვაპატიებ ჩემ ოჯახის წევრებთან მიახლოებას და მათთვის ტკივილის მიყენებას. რას გინდა დაველოდო? ნინოს რომ რამე დაემართოს? ჩემი ძმა კინაღამო მოკვდა გუშინ. სხვათაშორის შენი უახლოესი მეგობარი. და რა გინდა რომ ვქნა? პოლიციას დავურეკო, ვუთხრა ეგეც ნარკოტიკებს ყიდის და დაიჭირეთ თქო?
-კი! ნერსე! ასე ხდება ეს! და არა მკვლელობით, კარგი მოკალი შიო. ლევანი? კარგი მოკალი ლევანიც! მერე? გმაოჩნდება ვიღაცა მათი შორეული ნათესავი, იმასაც მოკლავ? რამდენი ადამიანი უნდა მოკლა სანამ შენთითონ არ მოკვდები?
-რამდენსაც შევძლებ.
-და ასეთი ადვილია არა ადამიანის სიცოცხლის წართმევა? როგორ გძინავს ღამე ნერსე ჰა?-ნერსემაც შეამჩნია რომ ირგვლივ ხალხი გვიყურებდა და ჩემს გაჩერებას ეცადა.
-წავედით, გვისმენენ.
-არა, ეხლა მე არ მინდა წამოსვლა. ყოველ ღამეს! ყოველ ღამეს მელანდება ერიკოს სისხლში ამოთხვრილი სახე, თვალებღია ერიკო, ტკივილისგან დამანჭული სახით მოიწევს ჩემკენ შურის საძიებლად. მე კიდე ვერ ვირყევი ადგილიდან. ერთ დღესაც ერიკო, თუ ერიკოს ოჯახი მართლა დამიშავებს რამეს, და მერე გვიანი იქნება შენი შურისძიებაც, ანდრონიკაშვილების ამოწყვეტაც და პოლიციაში დარეკვაც. მე შენ გითხარი, რომ ყველანაირად დაგიდები გვერდით, მაგრამ არა ასე. არა მკვლელობით. არ მოგცემ უფლებას რომ ჯერ კიდევ მუცელში მყოფი ჩემი შვილი შენ ბინძურ საქმეებში გათხვარო. და არც ჩემ შვილს არ ეყოლება მკვლელი მამა, რომელიც მკვლელობას ოჯახის დაცვით გაამართლებს-მანქანის კარი გამოვაღე და ჩავჯექი. მანქანაში არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. ისეთები გვქონდა ნათქვამი, მგონი ჯობდა საერთოდ აღარაფერი დაგვემატებინა. მგონი ასე არ უნდა დაგვეჩქარებინა ჩვენი ქორწილი. იქნებ აგვერიდებინა თავიდან ეს ყველაფერი? ბოლო ბოლო მე რომ ცოლად არ გავყოლოდი ნერსეს, ანდრონიკაშვილები ვერ დაინახავდნენ მის მთავარ სუსტ წერტილს და არ ჩამოვიდოდნენ შურის საძიებლად. სახლთან მივედით, მანქანა გააჩერა, მაგრამ შიგნიდან კარები ჰქონდა ჩაკეტილი და არ მიღებდა. წინ იყურებოდა, სადღაც გაურკვეველ წერტილს მიჩერებოდა და ხმას არ იღებდა.
-შენ თქვი რომ მზად იყავი ყველაფრისთვის.
-ვთქვი, მაგრამ არ მეგონა, რომ ყველაფერში მკვლელობასაც დავთანხმდი.
-ნენე რა არჩევანი მაქვს სხვა?
-მოვიფიქრებთ ერთად ნერსე. ძალიან ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება.
-მაგალითად?
-შენ ხომ გინდოდა ამ საქმიდან თავის დაღწევა. გადაეცი არალეგალური ბიზნესები რაც კი გაქვს ანდრონიკაშვილებს, იმის სანაცვლოდ, რომ შენს და შენ ოჯახს თავი დაანებონ. როდესაც დაგვთანხმდებიან, პოლიციაში წავალთ და დავაჭერინებთ ნარკოტიკების გასაღებაზე.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

მომწონსს ძალიან. შემდეგი თავი მალე იქნება? <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent