შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენე(15)


4-01-2024, 01:40
ავტორი sati
ნანახია 1 521

-ავარიაში მოყვა. საჭესთან მთვრალი დაჯდა. თავს ნაწილობრივ დამნაშავედაც ვგრძნობ...-დააახლოებით 40 წუთის განმავლობაში მესაუბრებოდა საკუთარ ძმაზე, მეც მშვიდად ვუსმენდი. მიყვებოდა მათი ურთიერთობების შესახებ, თუ როგორ ზრუნავდა მასზე მამასავით, რადგან უფროსი იყო და პასუხისმგებლობას გრძნობდა მის კეთილდღეობაზე. ბოლოს უვკე დასასრულისკენ წავედით და შეჯამებასავით უნდა გაგვეკეთებინა. მისი ნათქვამიდან რამდენიმე საკვანძო საკითხზე გავამახვილე ყურადღება.
-და ამით იმის თქმა მინდა, რომ თქვენი ძმა.. სახელი შემახსენეთ მისი?
-არ მიხსენებია აქამდე-გამიღიმა და ოდნავ წინ გადმოიწია-ერიკო.
-ერიკო-გავუმეორე ხმის კანკანლით-და გვარი ანდრონიკაშვილი...
-ნამდვილად, ჩემი ნახევარ ძმა იყო-ოდნავ გადმოიწია ჩემსკენ. სახეზე ეტყობოდა, რომ სიამოვნებდა ჩემი შეშინებული სახის და აკანკალებული ხელების დანახვა. ჩვეულებრივი მანიაკი იყო. მისთვის ეს თამაში იყო, ისევე როგორც მისი ძმისთვის და ალბათ ნერსესთვისაც. ამ ადამიანებისათვის სხვების სიცოცხლე უბრალოდ თამაშის ნაწილი იყო. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, ალბათ იარაღიც თან ჰქონდა, რომ ავმდგარიყავი და ხელში რაიმეს აღება მეცადა შეიძლება ესროლა. პანიკის დროც არ იყო, რაციონალურად უნდა მეფიქრა. ვეცადე დავმშვიდებულიყავი, ახლა არც პანიკაში ჩავარდნა და არც დაუფიქრებლად მოქცევა არ მიშველიდა-მომიყევი.
-რა?-რისი მოსმენა სურდა, როგორ ვუცქირე მისი ძმის სიკვდილს?
-როგორ მოკვდა. ბოდიში, მოკლეს.
-ნერსეს არ მოუკლავს.
-რა მნიშვნელობა აქვს? ნერსემ მოკლა თუ ნერსეს ქვეშევრდომებმა?
-თუ ყველაფერი იცი, რაღას მეკითხები?-როგორც არ უნდა იყოს, ვერ ვიკავებდი თავს, არ შემეძლო ამ ადამიანთან მშვიდი საუბარი. მაღიზიანებდა მისი გამოხედვა, რომელიც სავსე იყო უაზრო კმაყოფილებითა და შურისძიების სურვილით. ეს ადამიანი სიამოვნებას სხვების წვალებაში პოულობდა. იცით რა არის ფიზიკურ ტკივილზე უარესი? ფსიქოლოგიური ტერორი.
-მინდა, რომ შენით მომიყვე ბოლომდე რა როგორ მოხდა. ნენე, მე შენ არ გერჩი, ქმარს გაშორდი, შენ არც მოგიკლავს ჩემი ძმა და დარწმუნებული ვარ იმდენად შეგაშინა ამ ყველაფერმა, რომ ალბათ არც დაუბრუნდები. ამიტომ მშვიდად მომიყევი რა როგორ მოხდა, მჭირდება რომ ვიცოდე. ტყუილი არც იფიქრო, ეგრევე ვხვდები როცა ჩემს გაცურებას ცდილობენ. გისმენ-ჩემს დამშვიდებას ეცადა, სავარძლის საზურგეს მიეყუდა და ხელები გვერდებზე დაალაგა. ცდილობდა ამით ენიშნებინა, რომ ჩემთვის არაფრის დაშავებას აპირებდა. სხეულის ენა მასაც ისევე კარგად ესმოდა როგორც მე.
-არ მახსოვს. რამდენჯერაც გახსენებას ვცდილობ შენი ძმის სახე მელანდება და ყველაფერი მავიწყდება. არაფერი არ მახსოვს-სიმართლე იყო, დეტალებში ახლაც არ მახსოვდა რა როგორ მოხდა-მე თვითმფრინავში ვიყავი როცა ეს მოხდა. დაცვას ვყავდი ჩაკეტილი.
-კიდე ერთი კითხვა მაქვს, ცოტა პირადული, მაგრამ საჭიროა, რომ ვიცოდე. ნერსესგან ბავშვს ხო არ ელოდები?-ამის კითხვა და ჩემი გაშეშება ერთი იყო. ახლა არა რო მეთქვა, შეიძლება მიმხვდარიყო და უარესი რამ გამომეწვია. რომ გაეგო, რომ ფეხმძიმედ ვარ, ეგრევე მესროდა ალბათ. ამ ადამიანებისთვის არ არსებობს ისეთი გარჩევა, როგორიც არის ქალი, ბავშვი თუ ხანდაზმული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთან არ მოვიდოდა.
-ჯერჯერობით არა-ვეცადე მაქსიმალურად დამაჯერებლი ვყოფილიყავი და ცოტა ხმამაღალი ტონით ვუთხარი. ისევ ჩემსკენ გადმოიხარა, თვალები ოდნავ მოჭუტა და მერე გაეღიმა.
-გასაგებია-წამოდგა თუ არა მეც უცბად წამოვდექი და უკან დავიხიე, ხელში ვაზა ავიღე. არ ვიცი ეს ვაზა რაში მიშველიდა იარაღი რომ ამოეღო.
-ნენე, მე გითხარი რომ შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ. თუ ნერსეს არ შეურიგდები ასეც იქნება. შენ არ ხარ ამ სამყაროსთვის შექმნილი, დაუბრუნდი ბიძაშენს, თხოვე პატიება და აღარ მოგიწევს ასე მარტოდ, უოჯახოდ ცხოვრება. საშიშია შენსავით პატარა გოგოსთვის მარტო ცხოვრება ასეთ ქალაქში-ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, სახეზე უნდოდა, რომ შემხებოდა, მაგრამ ვაზა წავიღე მისკენ მუქარის ნიშნად და გაჩერდა-იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ არ მოგვიწევს გადაკვეთა.
-რატომ მოხვედი?
-მაგას ცოტა თუ დაფიქრდები შენითაც მიხვდები. წარმატებები-ოთახი შეათვალიერა-აქ არ ცხოვრობ ხო?
-არა, აქ ვცხოვრობ. დღეს ვიქირავე-გაეცინა, მიხვდა რომ ვატყუებდი. დიდხანს აღარ გაჩერებულა და წავიდა. ვაზა გამივარდა ხელიდან და სულ ნაწილებად დაიმსხვრა. ინსტინქტურად ნერსესთან მინდოდა დარეკვა, მაგრამ მეშინოდა. რომ გაეგო რამე სისულელე არ გაეკეთებინა. სახლიდან გასვლის მეშინოდა. ალექსანდრესთან ნაჩხუბარი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ქვევით გიგა იდგა, რატომღაც გული მიგრძნობდა, რომ ანდრონიკაშვილების ხალხს ეყოლებოდა სადმე წაყვანილი, რომ შიოს დანახვაზე სახლში არ ამოსულიყო ჩემს გასაფრთხილებლად. ბესოს დავურეკე და მოსვლა ვთხოვე. ჩემდა გასაკვირად მარტო მოვიდა ნერსეს გარეშე.
-რა ხდება ნენე?-კარი შემოაღო თუ არა ინსტინქტურად ჩავეხუტე, მთელი სხეული მიკანკალებდა-რა მოხდა?-ხელი შემომხვია და მხარზე დამადო-ნენე?-მერე ოდნავ გამწია, რომ ჩემი სახე დაენახა.
-გეტყვი, მაგრამ ჯერ არ დაურეკო ნერსეს-კარი ჩავკეტე და ოთახში შევედით-მემგონი შიო ანდრონიკაშვილი გავიცანი.
-ბატონო?-სახე მოენგრია, წარბები შუბლს მაღლა აუვიდა-რას ქვია მემგონი?
-დღეს ვიღაცამ დამირეკა-ოთახში აქეთ-იქით დავიწყე სიარული. როცა ვნერვიულობ ასე ვიქცევი ხოლმე-სახელი კი მითხრა, რომ შიო ერქვა, მაგრამ იმ მომენტში არ დავუკვირდი ნახევარ საქართველოს შიო ქვია.
-არ ქვია-ბესო შემეწინააღმდეგა, მაგრამ აღარ ჩამძიებია-მერე?
-ჩვეულებრივად დავიბარე სეანსზე და ბოლოს დაიწყო მოყოლა როგორ დაეღუპა ძმა. დავეჭვდი, იმიტომ, რომ ბევრი რამე დაემთხვა, თან ნენე დამიძახა. მერე ძმის სახელი ვკითხე და ერიკო ქვიაო. მაშინ მივხვდი ვისთანაც მქონდა საქმე და-ღრმად ამოვისუნთქე, რადგან ძალიან ჩქარა ვლაპარაკობდი. ერთ ადგილას გავჩერდი და ბესოსკენ მივბრუნდი-მერე მთხოვა მომეყოლა რა მოხდა ერიკოს მკვლელობის დღეს.
-და შენ რა უთხარი?
-არაფერი, ვუთხარი რომ არ მახსოვს. მერე მითხრა, რომ არაფერს დამიშავებდა, რადგან ნერსეს უკვე გავშორდი. ისიც მკითხა ფეხმძიმედ ვარ თუ არა.
-და უთხარი?
-არა. ვუთხარი ჯერჯერობით არა თქო.
-არაფერი დაუშავებია ჰო?-კარგ დროს მკითხა, ჩემი დათვალიერება დაიწყო.
-არა, არა. უბრალოდ შემეშინდა, რომ ასე ადვილად შეულია ჩემთან მოახლოება და ზუსტადაც ეგ უნდოდა ეჩვენებინა ნერსესთვის.
-კარგი, წავედით.
-სად?
-სად და სახლში ნენე, შენი მარტო ცხოვრება არ გამოვა. შენ თავზე და ბავშვზე იფიქრე.
-არა, ასე უბრალოდ ვერ წამოვალ. მე და ნერსე ნაჩხუბრები ვართ.
-მომისმინე ორი წუთით-ჩემთან მოვიდა და მკლავებზე ხელი მომკიდა-ეხლა, არც ერთის ფხუკიანობის დრო არ არის. საკუთარ თავზე თუ არ ფიქრობთ აი ამ ბავშვზე იფიქრეთ-აშკარად არ იცოდა, რომ აბორტის გაკეთებას ვაპირებდი-და აი ამ ბავშვზეც თუ არ ფიქრობთ, იმაზე იფიქრეთ რო ასე ცალ-ცალკე ცხოვრებით საფრთხეს უქმნით ერთმანეთს-ამ დროს ბესოს ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ეკრანზე დავინახე ნერსეს სახელი-გისმენ?... რა? რას ბოდავ? კარგი, კარგი მოვდივარ. დამშვიდდი მოვდივართ-ბესო სახეზე გათეთრდა. ზოგადად ნერსეს არც ერთ მეგობარს არ სჩვეოდა ემოციების გამოხატვა, ახლა კი საშინლად შეშინებული ჩანდა.
-რა მოხდა?-პასუხის მოსმენისაც კი მეშინოდა. იმდენი რამე მოხდა ბოლო დღეებში, ბესოს ასეთი რეაქციის მერე მხოლოდ აპოკალიპსს ველოდებოდი.
-ვაჩეა საავადმყოფოში, წავედით.
-რა დაემართა?-და მართლაც, ჩემთვის ეს აპოკალიპსზე უარესი იყო.
-არ ვიცი, წავედით ნენე.
ნელა-ნელა ვკარგავდი ჩემ საყვარელ ადამიანებს. ჯერ ბიცოლა, ახლა კი ვაჩე.. ვაჩეს, რომ რამე მოსვლოდა არც ნერსეს ვაპატიებდი და არც ჩემს თავს, რომ სათანადოდ არ დავიცავი და საერთოდ არ წამოვიყვანე როცა წამოვედი. გზაში გული ისე მიცემდა, მეგონა ცოტაც და ინფაქტი მექნებოდა. ბესო მანქანას გიჟივით ატარებდა, თან თავისთვის რაღაცეებს ბურტყუნებდა, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა რა ხდებოდა. ჩვენ გამო როგორც მინიმუმ ალბათ ორი საავარიო სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ბესო არ ჩერდებოდა, ყველა წითელ შუქნიშანზე გავიარეთ და როგორც იქნა მივაღწიეთ წყეულ საავადმყოფოს. მანქანიდან გიჟებივით გადავედით, კარები ისე მივაჯახუნეთ, ალბათ შუშა გაიბზარა. ვაჩე რეანიმაციაში ჰყავდათ შეყვანილი. რეანიმციასთან კი ვაჟა, ელენე და ნერსე იდგნენ.
-დაჭრეს-ნერსემ არ დააცალა ბესოს კითხვის დასმა-ეზოში ვიდექით და უცბად მხარში მოხვდა ტყვია. გზის მხრიდან ისროდნენ, ვანო და ბიჭები ეძებენ მანქანას ნომრით, მაგრამ ჯერ არაფერი.
-ეხლა როგორ არის?
-ოპერაციას უკეთებენ, ფილტვებთან ახლოს მოხვდა-ვაჟა მოვიდა ჩვენთან და ბესოს ხელი ჩამოართვა. ელენესთან მივედი, რადგან ძალიან განერვიულებული იყო, ვატყობდი, რომ ცრემლებს ძლივს იკავებდა. მათ ოჯახში ემოციები დაუშვებელი იყო, არც ნერსე და არც ვაჟა არ ამშვიდებდნენ.
-ყველაფერი კარგად იქნება-ვიცი, რომ ამ დროს ყველაზე კლიშე და ბანალური ფრაზაა, ამავდროულად გამოუსადეგარი ოპტიმიზმით აღსავსე, მაგრამ თითქოს მაინც ამშვიდებს ადამიანს ასეთ მძიმე მომენტებში და იმედის ნაპერწკალს უღვივებს. ელენე მომიბრუნდა და ჩამეხუტა. ხელებჩამოშვებული ვიდექი ცოტახნით, რადგან არ მოველოდი მისგან ამ საქციელს, მაგრამ მეც ჩავეხუტე და ვეცადე დამემშვიდებინა-აი ნახავთ, ვაჩეს ერთი ტყვია ვერაფერს ვერ დააკლებს. ბოლო ბოლო სამხარაულია. არ იდარდოთ-ამ დროს ექიმიც გამოვიდა რეანიმაციიდან.
-მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაცია დასრულებულია. ტყვია მილიმეტრებით აცდა ფილტვებს, შესაბამისად ძლიერი დაზიანება არ მიუღია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ორგანიზმზე.
-რამდენ ხანში გამოფხიზლდება?-ნერსემ ანერვიულებული ხმით ჰკითხა, თითქოს რაღაცის ეშინოდა.
-რამდენიმე საათში გაივლის ანესთეზიის მოქმედება, მაგრამ დანარჩენი როგორც უკვე გითხარით დამოკიდებულია ვაჩეს ორგანიზმზე.
-ანუ შეიძლება კომაში დარჩეს?-ელენეს ხმა აუკანკალდა.
-არა, მაგრამ შეიძლება დრო დაჭირდეს გამოსაფხიზლებლად, დანამდვილებით ამას ვერც ერთი ექიმი ვერ გეტყვით. ამაღამ რეანიმაციაში იქნება, ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ, მეც მორიგე ვიქნები, არ ინერვიულოთ. ყველაზე მძიმე მდგომაროება უკან მოვიტოვეთ.
ექიმი წავიდა თუ არა ელენემ შვებით ამოისუნთქა და ჩამოჯდა, სახეზე ფერიც მოუვიდა. აშკარად უარესს შედეგს ელოდებოდნენ. ვაჟას სახე არც შეცვლია, ტელეფონზე წერდა ვიღაცას, მერე გვითხრა შეხვედრა მაქვსო.
-ნერსე მე შეხვედრა მაქვს ხაჩიძეებთან, შენ დედა წაიყვანე სახლში ამაღამ აქ მაინც ვერაფერს იზამთ-ელენესთან არც მისულა ჩასახუტებლად, უბრალოდ გახედა რომ დარწმუნებულიყო გაიგო სადაც მიდიოდა და წავიდა. შვილი ახლახანს სიკვდილს გადაურჩა ის კიდე შეხვედრაზე მიდიოდა. ალბათ წარმოიდგენთ რა მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდათ ვაჩეს და ვაჟას. რეალურად არასდროს უხსენებია მისი მშობლები ჩემთან. ნერსე მიყვებოდა ხოლმე როგორ დაყავდა მამამისს შეხვედრებზე და როგორ უნდოდა ვაჩესაც წამოსვლა, მაგრამ ვაჟა რატომღაც არასდროს არ აქცევდა მის სურვილებს ყურადღებას. ვაჟა ვაჩესთან არც გამოირჩეოდა დიდი სითბოთი, დაბადების დღეებზე მხოლოდ ნერსე მოდიოდა, დარეკვითაც არავინ არ ურეკავდა ოჯახიდან. ელენესგანაც არ შემიმჩნევია მისი მისამართით სითბო. ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ ვაჩე ნაშვილები იყო და ნერსე ბიოლოგიური შვილი, რომელსაც აღმერთებდნენ, ან უფრო წარმატებული პროექტი. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ვაჟას ვინმე ეშვილა, საკუთარ შვილებთან არ გამოირჩეოდა დიდი მზრუნველობით და სიყვარულით და სხვისას საერთოდ არ აიყვანდა. ნერსემ ელენე ძლივს გაუშვა სახლში ბესოსთან ერთად, მაგრამ მაინც ვერ დააშლევინა გვიან ღამე მობრუნება ექიმთან სალაპარაკოდ. დავრჩით მარტო. ვატყობდი, რომ ძალიან განერვიულებული იყო და ახლა არ მინდოდა მასთან ჩხუბი. საავადმყოფოს კაფეტერიაში ჩავედი და ორი ფუნთუშა ამოვიტანე ყავასთან ერთად, ვიცოდი, რომ მთელი დღის მშიერი იქნებოდა.
-ჭამე-ხელში მივაჩეჩე და გვერდით დავუჯექი.
-მადლობა-გვერდით გადადო და ყავა მოსვა-როგორ ხარ?-ინსტინქტურად ეგრევე მუცელზე შემომხედა.
-ჯერ არ გამიკეთებია აბორტი, მაგრამ არ გვინდა ამაზე. როგორ მოხდა მომიყევი.
-ვაჩე წავიყვანე კომპანიაში სამუშაოდ როგორც დავპირდი, მანქანიდან რომ გადმოვედით უცბად მეორე შენობიდან გავიგე გასროლის ხმა და რომ გავტრიალდი ვაჩე უკვე ძირს იყო. ჩემთვის უნდოდათ სროლა თუ მისთვის ჯერ კიდევ ვერ გავარკვიეთ-მე კი ვვხვდებოდი,რომ ეს ტყვია ნამდვილად ვაჩესთვის იყო გამიზნული, მაგრამ ნერსეს ვერ ვეტყოდი ამას. ანდრონიკაშვილებს ნერსეს დაშინება უნდოდათ, უნდოდათ ეჩვენებინა თუ რა ადვილად შეეძლოთ მისი ოჯახის წევრებისთვის ტკივილის მიყენება, დაჭრა ან თუნდაც მოკვლა. უნდოდათ ეჩვენებინათ, თუ რა ადვილია მათთვის მის ცოლთან და ძმასთან მიახლოება და მათი მოკვლა, ისე რომ ნერსე საერთოდ ვერც ერთს ვერ დაგვიცავს. ახლა ვერ მოვუყვებოდი შიოსთან შეხვედრის ამბავს, თორემ საერთოდ გაგიჟდებოდა და საშინელებას დაატრიალებდა.
-კარგი-ხელი მოვკიდე, რადგან უკანკალებდა-მთავარია ვაჩე ეხლა კარგად არის და მალე გამოფხიზლდება. გაკვირვებულმა გამომხედა, აშკარად ჩემგან ჩხუბს ელოდა. ლოგიკურია, სხვა სიტუაციაში მართლა ვიჩხუბებდი, დავაბრალებდი ვაჩეს ამ მდგომარეობას, მაგრამ თავს ისე ცუდად გრძნობდა არ მინდოდა მისთვის დამემატებინა. ჩემკენ მოიწია და თავი მხარზე დამადო, თვალები დახუჭა, ეტყობოდა, რომ მთელი ღამის უძინარი იყო, პრინციპში როგორც ყოველთვის. ცოტახნით ჩაეძინა. ზუსტად ამ დროს გამოვიდა ექიმი რეანიმაციიდან.
-ვაჩეს მდგომარეობა ისევ სტაბილურია, ანესთეზიიდან გამოვიდა და უკვე გამოფხიზლდა. მაინც რეანიმაციაში დავტოვებთ ყოველი შემთხვევისთვის ამაღამ და ხვალ თუ მდგომარეობა უცვლელი იქნება, გადავიყვანთ პალატაში.
-მართლა? და ხომ კარგად არის? ხო ჩვეულებრივად იცის სად არის და რა მოხდა? ანუ ამნეზია ხომ არ ჭირს?
-არა, ისიც ახსოვს რა დაემართა და ისიც თუ ვინ არის. ნერსე იკითხა, იფიქრა, რომ ისიც დაჭრეს. ხვალ შეძლებთ ნახვას და დალაპარაკებას.
-დიდი მადლობა-ექიმი წავიდა და გადვაწყვიტე ნერსე გამეღვიძებინა, რადგან სახლში წავსულიყავით. უკვე გვიანდებოდა-ნერსე-შევეცადე მისი თავი ამეწია, რომ გამოფხიზლებულიყო, მაგრამ არც დამჭირვებია ეგრევე წამოწია-ექიმს ველაპარაკე, ვაჩე გამოფხიზლდა, მაგრამ მაინც რეანიმაციაში იქნება ამაღამ. წავიდეთ ეხლა სახლში და ხვალ მოვიდეთ.
-მოიცა გამოფხიზლდა და როგორ არის მერე?
-კარგად, არ გვინდა ეხლა იქ შესვლა არ შეგვიშებენ.
-მაცადე რას არ შეგვიშვებენ-ეს როგორ გავბედე, დამავიწყდა ვინ იყო. მას და სადმე არ შეუშვებენ?
-ნერსე იქ მარტო ვაჩე არ წევს, სხვა ავადმყოფებსაც შეაწუხებ გვიანია თან. წავიდეთ და ხვალე დილით ადრე მოვიდეთ.
-წავიდეთ?-გაკვირვებულმა შემომხედა, როგორ მინდოდა დაეიგნორებინა ჩემი ეს სიტყვა და ისე წავსულიყავით სახლში, რომ ზედმეტი კითხვა არ დაესვა. შიოსთან შეხვედრის შემდეგ სახლში წასვლის ძალიან მეშინოდა და არც მარტო დარჩენა არ მინდოდა.
-ხო, თუ გინდა გავალ ჩემთან სახლში.
-არა, წავიდეთ-ხელი მომკიდა და მანქანისკენ წავედით, მაგრამ საჭესთან მე დავჯექი. თვითონ გამოუძინებელი იყო და ავარიაში მოვყვებოდით.
-ნენე-ნახევრად მძინარე ხმით დამიძახა, თვალები დახუჭული ჰქონდა-რა მოხდა?
-რაზე?
-რატო მომყვები სახლში-ჩემკენ მოაბრუნა თავი და თვალები გაახილა.
-ჯერ კიდევ შენი ცოლი ვარ, არა?-უფრო ფართედ გაახილა ახლა თვალები და მკაცრად გამომხედა, თითქოს მანიშნებდა, რომ იცოდა რაღაცას ვუმალავდი-არ შეილება ხვალ მოგიყვე?
-კარგი-ამოიოხრა-ხვალ მომიყევი-დრო იხელთა, ჩემსკენ გადმოიწია და კისერში მაკოცა.
-ნერსე რა გინდა ეხლა ავარიაში რომ მოვყვეთ?-საჭე დაიჭირა ცალი ხელით და ისევ მაკოცა-ნერსე-ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ცოტაც და მართლა ავარიაში მოვყვებოდით. ცალი ხელით გავწიე და ისიც როგორც იქნა დაჯდა და ღვედი გაიკეთა ისევ. სახეზე სულ წითელი ვიყავი-დეგენერატო.
-ნენე.
-რა გინდა ნერსე?-ცოტა უხეშად ვკითხე და ვინანე კიდეც.
-მიყვარხარ-წითელი პამიდვრის ფერი დამედო სახეზე. გეგონება ამას საკუთარი მეუღლე არ მეუბნებოდა. ვერც მივხვდი რა პასუხი უნდა გამეცა, ამიტომ ჩუმად გავაგრძელე ტარება. ის კიდე მიყურებდა და ერთობოდა ჩემი სახის ფერით და იმით, რომ ასე ადვილად შეეძლო ჩემი წვალება. მანიაკი-ნენე.
-რა გინდა ნერსე, რა!-ახლაც მორიგ სისულელეს მეტყოდა, სერიოზულად ცდიდა ჩემს ნერვებს.
-ვერ გამშორდები. ხო ხედავ, მე შენ გაგიშვი. აი შენ კიდე უკან მეწეპები.
-შენი ძმა საავადმყოფოშია და იმასაც ხომ არ ფიქრობ, რომ მე დავჭერი ოღონდ შენთან დავბრუნებულიყავი?
-შესაძლოა, არანაკლებ დაქნეული ხარ შენც. ბოლო ბოლო სამხარული ხარ.
-არ ვარ სამხარაული.
-ხარ. შენ ვერ გამშორდები, იმიტომ რომ გიყვარვარ. აი ნახავ.
-გაგშორდები.
-ნწ-გამომწვევად გადმომხედა, ყურებამდე იღიმებოდა, სიამოვნებდა ჩემ ნერვებზე თამაში. როგორც იქნა მივაღწიეთ ნერსეს სახლს. ეზოში ვანო და ალექსანდრე იდგნენ რაღაცას არჩევდნენ. ალექსანდრეს და ბესოს მემგონი სახლი არ ჰქონდათ და სულ ნერსესთან იყვნენ. ვანოს ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა და ეგრევე ჩვენკენ წამოვიდა.
-ოჰ დაბრუნდა დიდი სახლის პატარა დიასახლისი-გადამკოცნა და ღიმილით შემომეგება-ქალბატონო ნენე, ისე დააკლდა ნერსესაც და ნინოსაც თქვენი ხელი, რომ ვერ წარმოიდგენთ.
-ჰო არა?-არ გავუტეხე ვანოს და არ შევეკამათე-სახლში როგორ მიდის საქმეები?
-როგორ წავა ჩემო ქალბატონო, ყველა სმირნაზე მყავს.
ალექსანდრეს თვალს ვარიდებდი, რადგან ვიცოდი ჩემზე ნაწყენი იყო. თუმცა არ იმჩნევდა და ალბათ ნერსეს თვალწინ ამას არც შეიმჩნევდა. ისიც ღიმილით შემხვდა და გადამეხვია. მერე მე და ნერსე საძინებელში ავედით.
-ნერსე ჩემი წამლები გაქვს კიდე?
-კი-აბაზანაში შევიდა და გამომიტანა წამლები.
-კარგი, წავალ მე იქითკენ დავწვები.
-აუ ნენე-გაეცინა-აი რა განსხვავებაა ეხლა გვერდით დაიძინებ თუ აქეთ? საერთოდ არ მაქ შენთან მოკარების ნერვი და ენერგია.
-მაშინ არ მომეკარო! ბალიშებს დავდებ შუაში.
-დადე-გამარჯვებული სახით მივიდა ლოგინთან და გახდა დაიწყო. პერანგი შეიხსნა და სავარძელს გადაადო, მერე ჩემსკენ შემოტრიალდა შიშველი ზედატანით. სპეციალურად გამობრუნდა, რომ დამენახა მისი ე.წ six pack (პრესი). მეც დემონსტრაციულად გავტრიალდი, მაგრამ სახეზე ისევ წითელმა ფერმა დამკრა. რატო მემართებოდა ასე ვერ ვხვდებოდი. დებილი ჰორმონების ბრალი იყო. ოხ ეს ფეხმძიმობა. მისი სახის დანახვა არ მჭირდებოდა, ისე ვიცოდი, რომ მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა ჩემი რეაქციის შემხედვარე. მეც ბალიშები ავიღე და სულ შუაში ჩავდე რომ არ გადმოცდენილიყო ზღვარს. მერე ტანსაცმლიანად დავწექი-ნენე, არ აპირებ გახდას?-ისევ ის დებილური ღიმილი დაჰკრავდა სახეზე.
-რატო გადარდებს შენ ეგ?-გაბრაზებულმა ვკითხე.
-ეხლა არ მადარდებს-გამიღიმა და ჩემსკენ გადმობრუნდა.
-იქით გადაბრუნდი-თვალი ავარიდე.
-რატომ?
-იმიტო, არ მინდა რომ მიყურებდე.
-მაგას ვერ დამიშლი.
-მაშინ მე გადავბრუნდები-მეორე მხარეს გადავბრუნდი. უცბად უკნიდან ბალიშები გადმოცვივდა და ძირს დავარდა. მერე ნერსემ ხელი შემომხვია წელზე და მისკენ მიმიზდა-ხო გითხარი არ მომეკარო თქო!-მისი ხელის მოცილება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ-კი ბატონო, რაც გინდა ის ქენი მე ვიძინებ-თავი მომადო კისერზე და ყურის ძირში მაკოცა. იცოდა, რომ ამ ადგილზე შეხებისას სერიოზულად ცუდად ვხდებოდი. მთელს ტანში შემაკანკალა. ინსინქტურად თავი უკან გადავწიე, რომ ვეღარ ეკოცნა. უკვე ხმამაღლა იცინოდა.
-გადმობრუნდი ჩემსკენ.
-არა.
-ნენე-ეცადა მბრძანებლური ტონი მიეღო, მაგრამ სიცილით კვდებოდა-ნენე მეთქი. კარგი, მაშინ ესე დავიძინებთ-ცოტახნით სიჩუმემ დაისადგურა. მისი სუნთქვით მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ეღვიძა. გადავბრუნდი და სახეზე შევატყვე, რომ ისევ ვაჩეს ამბავს განიცდიდა. დასევდიანდა. ასეთი ნერსე მე ჯერ არ მენახა, გული მიკვდებოდა ასეთს რომ ვუყურებდი. სახეზე დავადე ხელი და მოვეფერე.
-ვაჩე გამოკეთდება და აი იმ ანდრონიკაშვილებს სათითაოდ ჩავაწყობთ მიწაში გვერდიგვერდ. მაგის პირობას მე გაძლევ.
-მირიგდები?-გაკვირვებულმა მკითხა.
-გირიგდები-მისი სახე ჩემსკენ მოვიზიდე და ვაკოცე-არ მივცემ ანდრონიკაშვილებს იმის საშუალებას, რომ ოჯახი დაგვინგრიოს და ჩვენ საყვარელ ადამიანებს ზიანი მიაყენონ-ანდრონიკაშვილებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ წინ რა ელოდებოდათ. უკვე აღარ მადარდებდა არაფერი, არანაირი ღირებულება, მორალი, ზნეობა, ეთიკა თუ ჯანდაბა. როდესაც ჩემ ახლობლებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს ეხებიან... საკადრის პასუხს მიიღებენ. გილოცავთ, ახლა უკვე ნენე სამხარაულს იხილავთ.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

აუუ როგორ ველოდებოდი თავს, თქვენ არ იცით ^-^ გილოცავთ ახალ წელს და მადლობა <3

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატო

კარგი თუ გიყვარს ყველაფერს გაუძლებ.გილოცავთ ახალ წელს.და იმედია მსლე დაიდება ახალი თავი.

 


№3  offline წევრი sati

სტუმარი ლილე
აუუ როგორ ველოდებოდი თავს, თქვენ არ იცით ^-^ გილოცავთ ახალ წელს და მადლობა <3

ვეცდები დღესვე დავდო <3 თქვენც გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით heart_eyes მადლობა რომ კითხულობთ blush

სტუმარი ნატო
კარგი თუ გიყვარს ყველაფერს გაუძლებ.გილოცავთ ახალ წელს.და იმედია მსლე დაიდება ახალი თავი.

გეთანხმებით, სიყვარული ზოგჯერ აბრმავებს ადამიანს და ყველაფერს აკეთებინებს. თქვენც გილოცავთ ახალ წელს heart_eyes დღესვე ვეცდები დავდო ახალი.

 


№4 სტუმარი სტუმარი ლილე

sati
სტუმარი ლილე
აუუ როგორ ველოდებოდი თავს, თქვენ არ იცით ^-^ გილოცავთ ახალ წელს და მადლობა <3

ვეცდები დღესვე დავდო <3 თქვენც გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით heart_eyes მადლობა რომ კითხულობთ blush

სტუმარი ნატო
კარგი თუ გიყვარს ყველაფერს გაუძლებ.გილოცავთ ახალ წელს.და იმედია მსლე დაიდება ახალი თავი.

გეთანხმებით, სიყვარული ზოგჯერ აბრმავებს ადამიანს და ყველაფერს აკეთებინებს. თქვენც გილოცავთ ახალ წელს heart_eyes დღესვე ვეცდები დავდო ახალი.



გელით მთელი სულით და გულით... <3

 


№5 სტუმარი ნესტან

კარგი თავი იყო მომეწონა იმედია უფრო უარესი არ მოხვდება და ნენე არ ინანებს თავის გადაწყვეტილებას.ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent