შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატი კლასიკურად,თავი 3


10-01-2024, 02:46
ავტორი cassteliano
ნანახია 2 282

   შვიდ საათზე მაღვიძარამ დარეკა თუ არა, ქალმა იმ წამსვე თვალები გახილა და თავი წამოყო. ცოტახანი ისევ საწოლში იწვა,და თავს ფსიქოლოგიურად ამზადებდა დღევანდელი დღისთვის.
    შემდეგ წამოდგომაც მოახერხა, პირველ რიგში სააბაზანოში შევიდა და ცივი წყალი გადაივლო.  საქმე რომ საწოლის ალაგებზე მიდგა, კვლავ გუშინდელი გაახსენდა, თავი სწრაფად გაიქნია ვითომ ფიქრების გასაქარვად და ახლა აბრეშუმის წითელი საღამურების გახდას შეუდგა.
   კარადაც გამოაღო და მომზადება დაიწყო. შავი ფერის საცვლები მალევე ჩაიცვა და სარკის წინ დადგა, მოულოდნელობისგან ლამის იკივლა.     
    მთელი ყელი და ლავიწები ჩალურჯებებით,ჰქონდა დაფარული. ახლაღა მიხვდა რატომ ეწოდა მთელი ყელი,გასულ ღამეს.
   კარადიდან უმალვე გამოიღო მაღალყელიანი შავი  როლინგი და გადაიცვა, ამით მთელს ყელზე არსებობული ჰიკები დაფარა. შემდეგ შავი ტყავის მუხლებამდე ოდნავ შეხსნილი ქვედაბოლოც ჩაიცვა.
    მაკიაჟი დიდად არ უყვარდა, უბრალოდ წითელი ტუჩსაცხი მქრალად გადაისვა სრულ ტუჩებზე და წამწამები აიპრიხა.
    Shalimar ხელის მტევანზე და ყურებს უკან შეიფკურა,როლექსის ოქროს საათი მარცხენა ხელზე გაიკეთა , თმა კი უბრალოდ გაშლილი დაიტოვა.
   გასვლისას ტრადიციულად ერთი ღერი მარლბოროს მოწევაც მოასწრო.
   შავ ბირკინის ჩანთაში წითელი მარლბორო, ტელეფონი, თავის საშვი,პირდი დოკუმენტები, საფულე, მენთოლი,10 გრამიანი პატარა სუნამო,სველი ხელსახოცი და ტყავის ხელთათმანები ჩადო.
   გასვლისას  მაღალყელიანი შავი ტყავის ჩექმები ჩაიცვა და ამავე ფერის გრძელი პალტო.
    სახლიდან გავიდა,კარი ჩაკეტა და ლიფტში შევიდა.
   როგორ საშინლად არ უნდოდა ახლა დემეტრეს ნახვა და როგორ საშინლად სცხვენოდა ახლა მისი.
    კორპუსიდანაც მალევე გავიდა და თავის მონატრებულ მანქანაში ჩაჯდა,უკვე ცხრის ნახევარი იყო, სამსახურში ცხრა საათზე უნდა ყოფილიყო.
   მანქანა დაძრა და რაც ყველაზე მეტად არ უნდოდა ის მოხდა, საშინელ საცობში მოჰყვა. კიდევ უფრო ანერვიულდა,ვერასდროს ვერ იტანდა დაგვიანებას.
   სამსახურში რომ მიაღწია უკვე ათის ნახევარი იყო, ოცდაათი წუთით დაგვიანა.
   საშვის მეშვეობით მალევე შევიდა,დიდ მთლიანად შუშის მაღალსართულიან შენობაში. შიდა მომსახურე პერსონალს თავის დაკვრით მიესალმა, ლიფტში შევიდა და 12-იანს დაჭირა.
    სულ მალე თავის სამუშაო სექტორშო იყო, სადაც მაღალი რანგის  ადამიანები მუშაობდნენ. თვითონ უფროსიც,დემეტრეც ამ სართულზე იყო...
  ლიფტიდან გამოვიდა თუ არა,მაშინვე იგრძნო ინტერესით მიპყრობილი სახეები.
    მოულოდნელად დაინახა როგორ წამოხტა ერთ-ერთი, როგორ დაუკაკუნა დემეტრეს კარზე და შემდეგ როგორ უთხრა:

-მოვიდა, ბატონო დემეტრე!
    ქალი ოდნავ გაურკვეველობაში იყო, მანამ სანამ კაბინეტიდან კლასიკურად ჩაცმული დემეტრე არ გამოვიდა.

-როდის მერე აგვიანებ სამსახურში,თანაც ოცდაათი წუთით?ესაა შენი პასუხიმგებლობაა?- ხმამაღლა იძახდა კაცი და ფაქტიურად იქ მყოფ ოცამდე ადამიანებს, ყველაფერი გარკვევით ესმოდათ.
   ქალი არ ელოდა დემეტრესგან ასე იერიშზე გადმოსვლას, ამიტომ გაკვირვებული იდგა და უყურებდა კაცს რომელიც უყვიროდა.

-პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი საბერძნეთში დატოვე? საღამოსთვის ყველა დოკუმენტი მზად დამხვდეს,აქ იქამდე იქნები სანამ ყველაფერს არ დასრულებ.-მკაცრად იძახდა დემეტრე, ანანოს კი ჩუმი ჩურჩული ესმოდა და დამცინავ კმაყოფილ სახეებს ხედავდა.
   რთული დასაჯერებელი იყო, რომ დემეტრე ხალხის წინ ასე უხეშად ეპყრობოდა.
   ქალი დაფიქრდა,რა ექნა?იგივე უხეში ტონით ეპასუხა თუ წყნარად მისადგომოდა და ყველაფერი აეხსნა?

-კიდევ აქ დგახარ?-ახლა იკითხა ბიჭმა.
   ქალსაც ბოლო ნერვი გადაეწურა, ღრმად ამოისუნთქა და უბრალოდ თავის კაბინეტში სწრაფი ნაბიჯებით შევიდა. სხვა ვეღარაფერი ვეღარ შეეძლო...
    იქვე მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
   აბა რა ეგონა? დემეტრე სიხარულით შეხვდებოდა და გულში ჩაიკრავდა? თანაც გუშინდელის მერე? მაგრამ მის ასე დახვედრასაც არ ელოდებოდა.
    თავი კვლავ საშინლად ასტკივდა და საშინელი გუნებაზე დადგა.
   როგორც იქნა თავის სამუშაო მაგიდაზე დაჯდა და უამრავი მაგიდაზე დაყრილი დოკუმენტი  გადმოალაგა. წესით იმდენად გაბრაზებული იყო, რომ ეს ყველა დოკუმენტი ასე უნდა დაეტოვა,მაგრამ ლევანს ხათრი ვეღარ გაუტეხა.
   პალტო სავარძელზე გადაკიდა და მუშაობაც დაიწყო.
    გაბრაზებულზე კიდევ უფრო სწრაფად აკეთებდა ყველაფერს, ერთი სული ჰქონდა ამ ყველაფერს მოშორებოდა.
    საშინლად გრძნობდა თავს, თითქოს ტვინიც აღარ უმუშავებდა. მხოლოდ სახლში წასვლა და ძილი უნდოდა ახლა.
    საათს რომ ახედა ჯერ მხოლოდ შუადღის საამი საათი იყო,მას კი კიდევ უამრავი დოკუმენტი ჰქონდა მოსამზადებელი და გასასწორებლი.
კაფეტერიაშიც კი არ ჩასულიყო, ახლა მთელი კომპანია სძულდა და არავის დანახვა არ უნდოდა.
      რვა საათი იქნებოდა ყველაფერს რომ მორჩა, საშინლად გადაღლილი იყო და ფეხზე ძლივს იდგა.
  ოდნავ განსატვირთად ტელეფონი აიღო და სოციალურ მედიას გადახედა.
  პირველი რაც შეხვდს საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პოსტერი იყო, რომლის მიხედვითაც  დღეს ირაკლი ქურხულს ფინალური ბრძოლა ჰქონდა ვინმე კ.კ-სთან. გამარჯვებული კი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდა.ბრძოლა 10 საათზე იყო ჩანიშნული და ლიდერ სპორტის არენაზე იმართებოდა.
   ქალმა კომენტარებს თვალი გადავავლო.
    ,,ქურხულს ამ თვეში ისედაც ბევრი ბრძოლა ჰქონდა,დაღლილია,ამას ვეღარ მოიგებს"

,,წარმატები კ.კ-ს"

,, ჩამოვდივარ კ.კ იგებს"
      სულ მსგავსი კომენტარები იყო, ირაკლი მაღალი რანგის პროფესიონალი მოკრივე იყო და ყოველთვის დიდ კონკურენციაში იყო. ფულსაც კი სთავაზობდნენ წაგების სანაცვლოდ, მაგრამ ქურხულისთვის გამარჯვებას სულ სხვა გემო ჰქონდა.
  ქალმა ირაკლის ნომერი აკრიფა და მალევე ზარსაც უპასუხა ბიჭმა.

-ირაკლი,რას შვები იგებ დღეს?- იკითხა ქალმა.

-შენ თუ მოხვალ,ვიგებ.-უპასუხა ბიჭმა ტელეფონიდან.

-შემომოშვებენ?- კვლავ იკითხა ქალმა.

-მე გამოგივლი,არ მივსულვარ ჯერ და ერთად წავიდეთ. სად ხარ?-თქვა ირაკლიმ.

-სახურში... ნახევარსაათში  ქვემოთ ვიქნები.-თქვა ქალმაც.

-კარგი,დროებით.-თქვა კაცმაც და ანანომაც გათიშა.
    ქალმა სამსახურიდან წასვლის განცხადება სწრაფად დაწერა,ამოაქსეროქსა და ხელიც მოაწერა. მხოლოდ დემეტრეს ხელმოწერაღა უნდოდა და ოფიციალურად თავისუფალი იქნებოდა.
     განცხადება დოკუმენტებს დადო ზემოდან, მქრალო მაკიაჟი შეისწორა, კვლავ ცოტა სუნამო შეიფკურა და ფეხზეც წამოდგა.
   პალტო შემოიცვა, უამრავი დოკუმენტი მარჯვენა ხელში დაიკავა, ჩანთა კი მარცხენაში.
   როგორღაც კაბინეტის კარების გაღება და დახურვაც მოახერხა, პირდაპირ დემეტრეს კაბინეტში შევიდა და უაზრო მზერები დაიგნორა.
   დემეტრე თავის ადგილზე იჯდა და რაღაცას წერდა, ქალი რომ ოთახში შევიდა მას ახედა.
    ანანომ დოკუმენტები უხეშად დალაგა კაცის წინ და განცხადებაც ზედ დაყოლა.
    დემეტრეს აღარაფერის თქმა აღარ აცადა, სწრაფად გავიდა კაბინეტიდან და ლიფტში შევიდა.
   მალევე გავიდა, ამ მისთვის უკვე საძულველი შენობიდან.
    მისკენ მიმავალი პორშე 718 კაიენი, რომ დაინახა მიხვდა, რომ ირაკლიც მოვიდა.
   მანქანაში მალევე ჩაჯდა და ირაკლის მოეხვია,მალევე ტერიტორიას მოსწყდნენ.

-რა სახე გაქვს?-იკითხა ირაკლიმ და ქალს გახედა.

-ასე ძალიან მეტყობა?- ხელის ჩაქნევით თქვა ქალმა და მანქანის სარკეში ჩაიხედა.

-დემეტრემ გაგაბრაზა?-უმალვე მიუხვდა ირაკლი ანანოს.

-შუბლზე მაწერია თუ საიდან მიხვდი?- წარბაწევით თქვა ქალმა.

-კარგად გიცნობ კარაპეტიანო,მეტი არაფერი. დემეტრეს გამო ჩამოგტირის მერე სახე?ერთი მაგისიც და მაგის სამსახურისაც.- თქვა ირაკლიმ აგდებით, ენერგეტიკული მოსვა და რესივერი ჩართო.
   ქალსაც უხმოდ გაუწოდა, მეორე ქილა ენერგეტიკული სასმელი.

-ირაკლი,მასე ნუ ლაპარაკობ...- ამოიწუწუნა ქალმა ხმადაბლა, მიუხედავად იმისა რომ დემეზე გაბრაზებული იყო, მაინც არ მოსწონდა მასზე აგდებული საუბარი.

-კარგი,კარგი.- მოკლედ უპასუხა ბიჭმა.

-კ.კ ძლიერი მებრძოლია?-იკითხა ახლა ანანომ და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.

-საკმაოდ.-კვლავ მოკლედ თქვა კაცმა.

-შენზე ძლიერიც?

-არვიცი, ახლა გამოჩნდება.-თქვა კაცმა და მანქანაც გაჩერა.
   ქალი რატომღაც შიშმა აიტანა.

-ხომ არაფერი მოგივა?-იკითხა ანანომ როდესაც,ირაკლი მანქანიდან გადადიოდა.
   კაცს არაფერი უპასუხია,მანქანიდან გადავიდა და ქალს კარი  გაუღო. ანანოც გადავიდა და ირაკლის ხელმკლავი გაუყარა.

-მიპასუხე!-თქვა ანანომ.

-არაფერი მომივა ანანო, პირველი ხომ არ არის.-თქვა კაცმა,დაცვას თავის საშვი ანახა და ორივე უპრობლემოდ შევიდნენ მაღალ შენობაში.
   უკვე ცხრა საათი იყო, ბრძოლა ათზე იწყებოდა.

- ახლა რამდენიმე პატარა პროცედურააა,აწონვა და ა.შ. შენ პირდაპირ დარბაზში დაჯექი, ნახევარ საათში უკვე რინგზე მიხილავ.- თქვა ირაკლიმ და ქალს მიუბრუნდა.   კაცსაც ეტყობოდა რომ ნერვიულობდა.

-სხვა არავინ არ მოვა?მარიტა ან დანარჩენები?- იკითხა კვლავ ანანომ და ხელებიც ნერვიულად ათამაშა.

-არ მითქვამს მათთვის დღეს რომ მაქვს ბრძოლა, შენც რომ გაიგე გამიკვირდა.ახლა უნდა წავიდე...-მალევე უპასუხა კაცმა და უზარმაზარ დარბაზს თვალი მოავლო.

-კარგი...ირაკლი, აუცილებელი  არაა,ხომ იცი რომ მოიგო მაინც ყველამ კარგად ვიცით,რაოდენ პროფესიონალი ხარ...თუმცა ბოლომდე შენს გვერდით ვარ, მართალია რინგზე ვერ დაგეხმარები  თუმცა იცოდე რომ დარბაზში ვარ და ყოველთვის შენს მხარეს ვარ რაც არ უნდა მოხდეს. წარმატებები,მეამაყები!- თქვა ქალმა,ირაკლი მოეხვია და მარჯვენა ხელზე აკოცა.

-SUCCESS IS MY ONLY OPTION FAILURE'S NOT!-თქვა ხმამაღლა კაცმა,ქალს ოდნავ გაუღიმა და დარბაზში დატოვა.
   ანანო ნერვიულობდა,ვერ იტანდა სისხლს და ჩხუბს,ირაკლი კი ამ საქმეში იყო ჩაბმული.
   ნერვიულობისგან დარბაზის თვალიერებაღა დაიწყო, სადაც ირაკლის და კ.კ-ს დიდი პლაკატები იყო დაკიდული,რინგი დიდი ზომის იყო და მთლიანად შავ ტყავის ფერებში იყო მოწყობილი.
   ათის ნახევარზე  დარბაზი უკვე სავსე იყო განსხვავებული ხალხით. ზოგს კლასიკურად ეცვა და შედარებით დიდები იყვნენ,ზოგიც კი სრულიად თინეიჯერი იყო. ყველა ასაკის,დონის და ფენის ადამიანს შეხვდებოდით აქ.    
   ყველგან კამერები და მედიის წარმომადგენლები იყვნენ.
   ქალი კიდევ უფრო დაიძაბა, პალტო გაიახადა, ტელეფონიც გამორთო და მომსახურე სტაფს ჩაბარა. როგორღაც რინგამდე მიაღწია და წინ დადგა.
   მალევე კაცი გამოვიდა რომელიც ხალხს მიესალმა, დანარჩენი აღარაფერი მოუსმენია ანანოს.
   მაჯის საათს დახედა, უკვე ათი იყო.
  რინგზე ირაკლი ქურხულიც გამოვიდა, უამრავი ოვაცია,ხმაური,ტაში და შეძახილი გაისმა.
    რინგზე კ.კ-ც გამოვიდა და მის გამოსვლასაც ასეთი ხმაური მოჰყვა.
   გარშემო ქულების დამთვლელი 5 მსაჯი და ჟიური იყო.კრივი იყოფოფოდა 2 წუთიან რაუნდებად და სულ 10-12 რაინდი იყო.
    მოულოდნელად ხმამაღლი სიმღერაც ჩაირთო,როდესც უკვე ორივე რინგზე იდგა. ანანომ სიტყვები გარჩია...
 
"Some legends are told
Some turn to dust or to gold
But you will remember me
Remember me for centuries
Just one mistake Is all it would take We'll go down in history
Remember me for centuries "

"And I can't stop 'til the whole world knows my name 'Cause I was only born inside my dreams
Until you die for me, as long as there's a light, my shadow's over"

სიმღერა შეწყდა და ბრძოლაც დაიწყო. პირველი რაუნდი ირაკლიმ მშვიდობიანად ჩატარა და უბრალოდ შეხურდა.
    მეორე რაუნდში საქმე უფრო სერიოზულად წავიდა,კ.კ-ც საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. მეორე რაუნდი ირაკლიმ ბოლო წამს მოიგო.
     მესამე  კიდევ უფრო საშინელება იყო, ერთმანეთს გამეტებით ურტყავდნენ. 
მესამე რაუნდი კ.კ-მ მოიგო.
    მეოთხე რაუნდში კვლავ კ.კ ლოდერობდა. მისს სახელს ყვიროდა მთელი დარბაზი, ირაკლი აშკარად ხასიეთიზე არ იყო.
  მეხუთე რაუნდიც კ.კ-მ  მოიგო და ახლა 3:2 იყო. ნატალი უკვე საშინლად ნერვიულობდა და სახეზე ფერი არ ედო.
    მეექვსე რაუნდში ირაკლი მძიმედ დაეცა...მსაჯი ათვლას იწყებდა.

-ირაკლი ქურხული დაეცა! ათვლა დაიწყებულია.-თქვა მსაჯმა რომელიც დაცემულ ირაკლის თავზე ადგა.
    მსაჯი ათამდე დაითვლიდა,ამ დროში თუ ირაკლი არ წამოდგებოდა წაგებულად ჩაითვლებოდა.

-ერთი...ორი...სამი...ოთხი...ხუთი...-ყვიროდა კაცი, ირაკლი კვლავ არ დგებოდა.-ექვსი...შვიდი...-ირაკლი არ დგებოდა,ყველა საშინლად დაძაბული იყო, განსაკუთრებით კი ანანო.-რვა...ცხრა...- და აი ქურხულიც წამოდგა,ოვაციები გაისმა და ირაკლიმაც წამოდგომისთანვე შეასრულა დარტყმა.
   ქალმაც სიხარულისგან ტაში შემოჰკრა.
   მეშვიდე ტური ღირსეულად მოიგო ირაკლიმ.
   მერვე ტურიც კარგად გამარჯვებით ჩამთავრა. ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და წელზემოთ მთელი სხეული სისხლით და ოფლით ჰქონდა დაფარული, ირაკლის.
   მეცხრე რაუნდში კ.კ- დარტყმის საშუალებაც კი არ მისცა, წამით არ დაუნდია ირაკლის.
   მე-10 რაუნდში კ.კ გაითიშა, მთელი დარბაზი დადუმდა,მაშინვე  რინგზე სეკუნდანტები შევარდენენ რომლებიც პირველად დახმარებას უწევდნენ კ.კ- ს. გაითიშა, გონება დაკარგა,ცხადია ვეღარ ადგებოდა.
   უამრავი შეძახილი გაისმა,ყველა ფეხზე იდგა და ირაკლის სახელს ყვიროდა.

-THE WINNER IS IRAKLI KURKHULI!
გამარჯვებულია ირაკლი ქურხული!- გაისმა მიკროფონიდან ბოხი ხმა, რომელიც მთელ დარბაზს მოედო და ირაკლის ხელი მსაჯმა ზემოთ ასწია.
  ყველა ერთდროულად ყვიროდა,შორიდან ულოცავდნენ ქურხულს და ბოლო ხმაზე ყვიროდნენ.
  ირაკლი მთლიანად ოფლში ცურავდა და ლამის მთელი სახე ჩალურჯებული ჰქონდა.
   ანანომ კიდევ უფრო წინ გაღწია, ყველგან კამერების შუქი იყო.
   ირაკლი რინგიდან ფეხი გამოდგა თუ არა მაშინვე იქვე მდგარ ანანოს მოეხვია. ყველა ფოტოებს უღებდა ჩახუტებულ ირაკლისა და ანანოს, რომლებიც ერთმანეთს მთელი დარჩენილი ძალით ეხუტებოდნენ.

-მოიგე ირაკლი,მოიგე!- იძახდა ქალი ცრემლებით და კაცს ეხუტებოდა.
   მალევე ორივე კულისებში გადაინაცვლეს, ირაკლს ყველაფერი დაუმუშავეს, იქვე წყალიც გადაივლო და ახლა მოსასვენებელ ოთახში იწვა, ანანოც იქ იყო და თავზე ადგა.

-ჩემპიონატი 13 მაის რუსეთში,გაიმართება,რა მაგარია... ნამდვილად დაიმსახურე.-თქვა ქალმა და  ირაკლის გახედა რომელიც წყალს სვამდა.

-კარგი ფეხი გქონია...ჩემპიონატზეც წაგიყვან.-თქვა კაცმა და ქალს გაშლილ თმაზე გაეთამაშა.-წავიდეთ,ხომ მოვიგე,აქ აღაფერი დამრჩენია...-თქვა კაცმა, წამოდგა და  შეიშმუშნა. ცხადია ყველაფერი სტკიოდა.
   ქალმა პალტო ჩაიცვა რომელიც სტაფმა დაუბრუნა, ჩანთაც აიღო და კვლავ ხელმკლავი გაუყარა კაცს, წონასწორობის დასაცავად.

-ტაქსი გამოვიძახე,არ მინდა ახლა რომ საჭესთან დაჯდე.-თქვა ქალმა უკვე გარეთ რომ გავიდნენ.

-ჩემი სახლი შენს სახელზე ახლოსა,ანუ ამ დროს გინდა რომ ტაქსმა ჯერ მე დამტოვოს სახლში და შემდეგ შენ მარტო გაგიშვა ვიღაც უცნობთან ერთად, მანქანით სახლში?-თქვა ირაკლიმ და ოდნავ წარბი ასწია.- შენთან მიმართებაში არავის ვენდობი, განსაკუთრებით ღამე და მაგ შეხსნილი ლამაზი კაბით.-დაბოლოვა კაცმა.
    
-მომავალო ჩემპიონო,აბა სად წავიდეთ?-იკითხა ახლა ქალმა.

-დასალევად დაგპატიჟებდი, მაგრამ სახლში შვილი,იოანე,მელოდება,რომელსაც დავპირდი, რომ დღეს რაც არ უნდა გვიან მივსულიყავი მაინც ვეთამაშებოდი. ვცდილობ მამაჩემისავით მანიაკი მამა არ ვიყო და დაპირებებიც შევასრულო.-თქვა კაცმა და პარკინგისკენ წავიდა.

-იოანეს საბერძნეთიდან საჩუქარი ჩამოვუტანე და იმედია ოდესმე მოცემას მოვახერხებ, ყოველჯერზე მავიწყდება.-ჩაიბურტყა ქალმა და ირაკლის გაჰყვა.

-ბოლო დროს ფეხბურთითა დაინტერესებული და ეს მომწონს კიდეც,არ მინდა ჩემსავით მუდამ დალეწილი დადიოდეს.-თქვა კაცმა და საჭესთან ფრთხილად დაჯდა.

-რას ფიქრობ, ბოლომდე ამ პროფესიას გაყვები?-იკითხა კვლავ ქალმა.

-ამ საქმეში თუ ერთხელ ფეხი შედეგი, უკან დასახევი გზები ჩათვალე, რომ ჩახერგილია.- თქვა კაცმაც და მანქანა დაძრა.
    ანანო ირაკლის უხმოდ აკვირდებოდა. ირაკლი ქურხული სამეგობროდან ყველაზე ადამიანური იყო,ადამიანური გრძნობებით.
   პრობლემური ოჯახიდან იყო და ყოველთვის ოჯახური ჰარმონისკენ მისწრაფოდა. ნამდვილად კარგი მამა იყო,რომელიც შვილს გარდა ფინანსებისა, ადამიანობასაც ასწავლიდა. ქმარი, როგორც ქმარი შეიძლება არ იყო სრულყოფილი, მაგრამ ცდილობდა. მასქიმალურად ცდილობდა მარიტაში მხოლოდ კარგი  დაენახა.

-ქურსაბედიანს ქმარმა მართლა უღალატა?-ხმადაბლა იკითხა ირაკლიმ და ქალს გახედა.- არ იფიქრო რომ რამე...ცოლი მყავს,შვილი.ასეთ რამეს ვერ ვიკადრებ და ვერც მარიტას ვაკადრებ, უბრალოდ საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით შეყვარებულები. მთელი მომავალი მასთან ერთად მქონდა დაგეგმილი, მოულოდნელად ცუდ ვითარებაში დავშორდით...ხომ ხვდები,არ მინდა არასწორად გაიგო. დავშორდით, მაგრამ არასდროს არ მქონია მის მიმართ რაიმე უარყოფითი გრძნობა, ახლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ცხადია არაა როგორც ადრე.-დაბოლოვა კაცმა.

-კი ირაკლი... მართლა უღალატა.-უპასხა ქალმაც.- მისი სახელის პირველი ასო კიდევ გაწერია ყელზე?- იკითხა ხმა მომთბარმა ქალმა.

-აღარც მახსოვს როდის გავიკეთე... აღარაა ისეთი მუქი, თითქმის გაქრა.-თქვა ირაკლიმ,ხმაში შესამჩნევი სევდა დაეტყო და ქალს თავის ყელზე არსებული მქრალი  ,,მ"  დანახა.

-ისე გაქრა როგორც შენი სიყვარული მისდამი არაა?-იკითხა ქალმა.

-ხო...

-თითქმის გაქრა არა?

-თითქმის... მართალი ხარ. სხვა სამყაროში ანანო, ყველაფერი კარგად იქნებაა...სხვა სამყაროში უფრო ბედნიერები ვიქნებით.-თქვა კაცმა და მანქანა გააჩერა.

-ირაკლი, თუ მეორე ცხოვრებაც არსებობს თუ სხვა სამყაროც არსებობს...გთხოვ მეორე ცხოვრებაში,სხვა სამყაროშიც ჩემი მეგობარი იყავი.-თქვა ანანომ და ღვედი ფრთხილად შეიხსნა.

-ვფიქნები ანანო.... ვიქნები.- მოეხვია ირაკლი ანანოს და ქალმაც კარი გაღო.-სახლში მშვიდობით მიდი,კიდევ ერთხელ გილოცავ მოგებას, მე ძმა არასდროს მყოლია მაგრამ შენ ყოველთვის მყავდი! მადლობა და დროებით.-თქვა ქალმა.

-ანანო, ჩემო ანანო. ჭკუით იყავი... თუ რამე დაგჭირდა, ნებისმიერ დროს აქ ვარ.

-იოანე მომიკითხე.

-მოგიკითხავ,მოგიკითხავ!-თქვა კაცმა,ქალს გაუღიმა და მალევე მოსწყდა კიდევაც ადგილს.
    ირაკლის წასვლის შემდეგ ქალმა საშინელი სიცივე და სიცარიელე იგრძნო.
    ბინამდე უემოციოდ მივიდა და კარების გაღების დროს მიხვდა,რომ კარი უკვე ღია იყო.
    იცოდა ვინც იყო.

-ჩემს სახლში უნებვართოდ შემოსვლა რაიმე ახალია?-იკითხა ქალმა შესვლისთანავე ხმამაღლა და თვალებით მისი ძებნა დაიწყო.
   მალევე იპოვა ვისაც ეძებდა, მისაღებში,სავარძელზე დემეტრე იჯდა.

-ვინ გაგაბრაზა ანო?- ძალიან მშვიდად იკითხა კაცმა,კაცის სიმშვიდეზე ქალს კიდევ უფრო მოეშალა ნერვები.

-წადი,უნდა დავისვენო.-თქვა ქალმა მკაცრად,დიდი სიამოვნებით ჩარტყავდა დემეტრეს ახლა რამეს, რომ არ ჰყვარებოდა.

-დაგღალა ირაკლიმ?-დამცინავი ხმით თქვა კაცმა.

-შენ ხომ არ გაფრინეე?- წამოიყვირა ქალმა, ტელეფონი და ჩანთა მაგიდაზე დადო და დემეტრეს მიუახლოვდა.

-ლოგიკური კითხვა დავსვი...არა?-ფეხზე წამოდგა კაცი და მაგიდიდან რაღაც ფურცლები აიღო.-ამის დაწერა აზრად როგორ მოგივიდა?-იკითხა წარბშეუხრელად კაცმა და ანანოს სამსახურიდან წამოსვლის განცხადება უბრალოდ შუაშზე გადახია.

-არ მაქვს სამსახურიდან წამოსვლის უფლება? მორჩი ყველაფერს, შენ თავი მართლა ჩემი უფროსი ხომ არ გგონია? ვინ მოგცა ჩემთან ასეთი საუბრის ნებართვა? შენ უნდა გადამიწყვიტო სამსახურიდან წამოვალ თუ არა? სართოდ რანაირად იქცევი, განცხადებას შუაშზე მიხევ, სახლში დაუკითხავად შემოდიხარ...-ყვიროდა უკვე ქალი.

-მართალი ხარ, ყველაფერი თქვი, მაგრამ რაღაც გამოგრჩა...-გაწყვეტინა კაცმა ქალს.

-რა?-იკითხა სწრაფად ქალმა.

-გუშინდელი,ეგ მაისურს კარგად გიფარავს ყელს...

-გაჩუმდი!-ამის თქმაღა მოასწრო ქალმა კვლავ დემეტრეს ტუჩები და მკლავები რომ იგრძნო სხეულზე.
    კაცი ტუჩებზე ჰკოცნიდა და წელზე ხელებს მჭიდროდ ხვევდა.

-დემეტრე...ეს...ეს- აბუტბუტდა ქალი კაცის ტუჩებთან კოცნა რომ გაწყვიტეს, მაგრამ თან სათქმელს თავს ვერ აბამდა.

-რაო ანო,რა ეს?-ამოილაპარაკა კაცმაც ქალის ტუჩებთან და ქალის პალტო მოაშორა სხეულიდან.

-რას ვაკეთებთ...-ქალის ეს სიტყვები განგაშივით ჩაესმა კაცს ყურში.

-ანო...-ამოიჩურჩალა კაცმა და ქალს კიდევ უფრო მჭირდოდ მოეხვია.

-დემე...გაჩერდი,არ მომწონს რასაც ვაკეთებთ.-ხმადაბლა იძახდა ქალი და კაცს თვალებშიც ვერ უყურებდა.         
  თვალში უხეშად ხვდებოდა ქალს კაცის საქორწინო ბეჭედი თითზე.

-მეც მინდა რომ გავჩერდე...-კაციც დაბალი ხმით საუბრობდა და თან ქალს ნიკაპზე ჰკოცნიდა.

-დემე...-თვალებ მინაბული იძახდა ანანო,აშკარა იყო რომ კაცის შეხება მასზე ძალიან მოქმედებდა.
    მთელი გულით და სულით უნდოდა დემეტრე, მაგრამ თან იცოდა,რომ ძალიან არასწორად იქცეოდა.
    არადა დემეტრეს ჟინი და ვნება სწვავდა ქალს.
   კაცი საკუთარ ხელებსაც კი ვეღარ იმორჩილებდა, რომელიც ქალის სხეულზე დასრიალებდნენ.
     ცდუნებაა,ოოო,ეს ცუდი რამაა, ცდუნება ეშმაკსაც კი დაღუპავს.
     კაცმა წამში მოაშორა ქალს შავი მაღალყელიანი როლიგი, ხელში აიტაცა და საძინებელში გავიდა.
   ქალიც დანებდა, შეეწინააღმდეგების  აღარც სურვილი და არც ძალა ჰქონდა.
    ქალმა დემეტრეს მუქი ლურჯი პერანგის შეხსნა დაიწყო და სულ მალევე დემეტრეც წელზემოთ შიშველი დარჩა.
    ქალი მთელს ყელსა და ლავიწებზე გრძნობდს კაცის ტუჩებს, თვითონ კი თმებზე ოდნავ უჭერდა.
    ახლა ორივე ძალიან შორს იყო იმ ღირებულებებსგან,რომელიცაა ერთგულება და ღირსება.
     ახლა ქალი ჩაუყვა დემეტრეს ყელს,და ბარძაყზეც იგრძნო კაცის ცხელი ხელები.
     ანანო საშინლად იწოდა, დემეტრე კიდევ უფრო უარესი. იმდენად ვნებიანი იყო დემეტრე იმ ღამით,რომ ანანოს ხელმეორედ შეუყვარდა.
    ბიუსტჰალტერიც უმალვე შეხსნა კაცმა ქალს და იატაკზე მოისროლა.
  ტატუს ადგილზე თითებს დასრიალებდა დემე და პარალელურად ანოს ჰკოცნიდა. ანანო კი სადაც იყო კაცს ხელში ჩადნებოდა, დემეტრეს ხელში ანანო კვლავ პატარა დაუცველ ანანოდ იქცეოდა ხოლმე. ქალს ეს საშინლად არ მოსწონდა, მაგრამ ამ ფაქტს ვერაფერს სწამებდა.
    ანოს ტყავის ქვედაბოლოც, რომ მოაშორა კაცმა მთლად აკანკალდა ანანო.

-მოეშვი ანო, მოეშვი.-ყურთან ჩაესმა კაცის ღრმა ხმა, რომლის ხელებსაც ფეხებზე გრძნობდა. ქალი შეეცადა როგორმე მართლა მოდუნებული.
დემეტრე საშინლად ნაზად ეხებოდა ქალს თითქოს,ფაიფურის ჭურჭელი იყო ანო, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს გატეხილიყო.
   კაცის ფერებამ მართლაც მოუდუნა  ქალი, დემეტრე რომ ქამრის შეხსნაზე გადავიდა, თვალები ინსტიქტურად დახუჭა, იგრძნო როგორ ჩაეცინა ოდნავ კაცს და როგორ აკოცა კიდევ ერთხელ ტუჩებზე.
    დემეტრე ქალის ზემოდან მოექცა და ეიფორიაც დაიწყო.
   ქალი ყრუ ტკივილისგან კაცს მხრებსა და ზურგზე ფრჩხილებს ასობდა,რაც დემეტრეს ნამდვილად მოსწონდა,ღრმად სუნთქავდა და  ქალის ყრუ კვნესა,კიდევ უფრო ათამამებდა კაცს.
   ყველგან დემეტრე იყო,ყველგან დემეტრეს სურნელი და შეხება დასტრიალებდა ქალს.
    კაცს კი საშინლად მოსწონდა ანანოს რბილი, ნაზი სხეული, რომელიც ხელებში ადნებოდა. ანანო, რომელიც არამარტო ვნებიანი, სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა და მის ყურთან მის სახელს იმეორებდა. ლამის ჭკუიდან გადავიდა დემეტრე... ლამის ჭკუიდან შეიშალა ანანომ.
   დემეტრეს შიშველ სხეულზე იწვა ანანო,თავი კაცის მკერდზე ედო, დემეტრე კი ქალს თმასა და ზურგზე ნაზად ეხებოდა. პერიოდულად შუბლზე ჰკოცნიდა.
   უკვე ღამის სამი საათი იყო, თუმცა არცერთს არ ეძინა ან როგორ უნდა დაეძინათ.

-ჩემი სურნელი გაქვს...-თქვა მოულოდნელად კაცმა და თავი ქალის თმაში ჩარგო. ქალი კიდევ უფრო აეკრო კაცის სხეულს და თვალბი დახუჭა.

-ხვალ რა იქნება დემე?-იკითხა ქალმა მოულოდნელად და დემეტრეს მკლავებს შეაფარა თავი.-მე არ მინდოდა ასე დაგვესრულებინა...-თქვა ქალმა და იგრძნო როგორ წამოიწია და საწოლს მიეყრდნო დემეტრე.
   ანანო მიხვდა,რომ კაცი პასუხს აღარ აპირებდა.

-საბაზანოში გავალ...-თქვა ანანომ, ფრთხილად წამოდგა, ფეხებიდან ტკივილი მოსდგავდა,მაგრამ არა გაუსაძლისი, იქვე დაკიდებული აბრეშუმის პენუარი შემოიცვა და საბაზანოსკენ მიმავალს, მისაღებიდან საკუთარი ტელეფონის ზარის ხმა მოესმა. არც დაფიქრებულა, ისე გავიდა მისაღებში და ისე უპასუხა ზარს.

-გისმენ ნათია...- თქვა ოდნავი ხმის კანკალით ქალმა.

-ანანო,იმედია არ გაგაღვიძე. დემეტრე დღეს სახლში არ მოსულა, ტელეფონზე არ მპასუხობს და შენ ხომ არ იცი სადაა?-იკითხა ტელეფონიდან ნათიამ, ანანომ კი კარში მდგარ დემეტრეს გახედა.-გუშინ ღამით ვიჩხუბეთ, დილით ცუდ ხასიათზე იყო,შემორიგება მინდოდა მაგრამ სახლში არ მოსულა...-დაამატა ბოლოს ქალმა.
   რა უნდა ეპასუხა მინახავს კი არა, მასთანაც ვიწექიო?
   დემეტრემ ანანოს ტელეფონი მოულოდნელად გამოართვა.

-ნათია სამსახურში ვარ, ხვალ ვილაპარაკოთ.- თქვა კაცმა, გათიშა და აცრემლებულ ანანოს გახედა.

-იჩხუბეთ და შენც ჩემთან გამოქეცი არა?- აწყლიანებული თვალებით თქვა ანანომ, თავს ზედმეტად გამოყენებულად გრძნობდა ახლა ქალი.

-მოეშვი სისულელებს.-მოკლედ თქვა ქალმა.

-სისულელებს რომელიც სიმართლეა? ღმერთო რა ჯანდაბა გავაკეთე,შენ ცოლი და შვილი გყავს დემეე. ეს რა საშინელება ვქენი...-მოულოდნელად დაპანიკდა ქალი,კვლავ დემეტრე რომ მოეხვია.

-გაჩუმდი ანო,გაჩუმდი.- ამბობდა კაცი და ქალს ეხვეოდა.

-ახლახან შენ ცოლს მოატყუე რომ სამსახურში იყავი, სინამდვილეში კი... თქმაც არ მინდა. ჯერ კიდევ,გუშინ მეორე შვილზე საუბრობდით...ახლა...ახლა კი ღმერთო... გავგიჟდები.-უკვე ტირილით იძახდა ქალი.

-ნათიასთან ექვსი თვეა არ ვყოფილვარ, რომელ მეორე ბავშვზეა საუბარი ანო.გუშინ რომ მაკოცა,ეგეც გამიკვირდა...-იძახდა კაცი და ქალს ცრემლებს სწმენდდა.

-შენი ბრალია, ყველაფერი შენი და ჩემი გაუბედავობის ბრალია!- თქვა ემოციებისგან გადაღლილმა ქალმა.

-მე რომ ოდნავ გამბედავი ვყოფილიყავი,გეტყოდი რომ ნახევარი ცხოვრებაა შენ მიყვარხარ,მე რომ უფრო თავმოყვარე ვყოფილიყავი, ცოლიან კაცს საწოლში არ ჩავუწვებოდი. შენ, შენ რომ უფრო მიხვედრილი ყოფილიყავი, მიხვდებოდი რომ ნახევარი ცხოვრებაა მიყვარხარ, მაგრამ შენ მაინც ეს წყეული მეგობრის სტატუსი მიმარგე,დღემდე რომ ვერ მოვიშორე. ახლა რა ვარ? ახლა საყვარელი გამოვდივარ არაა?- ტირილით იძახდა ქალი და დემეტრეს ეკროდა.
    დემეტრე კი ქალს ოდნავი გაკვირვებით უსმენდა,ქალს რომელიც ესესაა სიყვარულში გამოუტყდა.

-რა იქნებოდა შენც მე რომ შეგიყვარებოდი, და არა ნათია...-გაუაზრეად იძახდა ქალი იმ სიტყვებს რასაც მრავალი წელი გულში ინახავდა.

-რომ გეთქვა ანო,რომ გეთქვა...-იძახდა დემეტრე.

-რა რომ მეთქვა დემეტრე? ნათიას აღარ მოიყვანდი ცოლად თუ საერთოდ ჩემთან მეგობრობასაც კი შეწყვეტდი?

- და ახლა რა ვქნა? ნათიას დავშორდე? დამიანესთან ერთად დავტოვე, ვუთხრა ანომ სიყვარული ამიხსნა და გშორდებითქო?

-ნათია გიყვარს დემეტრე, გიყვარს... აბა ცოლად რატომ მოიყვანდი. მე მასთან განშორებას ვერასდროს და არადროს მოგთხოვ. ეს ღამე კი მხოლოდ და მხოლოდ ცდუნების და ვნების ამბავი იყო... შენი ვნების ჩემი, კი სიყვარულის.ვერ გიტან დემეტრე...-ჩაიმუხლა ახლა ანო და დემეტრეც ქალთან მოექცა.-არ წახვიდე რა, მხოლოდ ამაღამ დარჩი...-ამოილაპარაკა ხმა გატეხილმა ქალმა და დემეტრეს ყელში ჩარგო თავი.

-იატაკი ცივია...ავდგეთ.-თქვა კაცმა.

-შენსავით დემე,შენსავით.- თქვა ქალმა და კაცმაც ჰაერში აიტაცა.
   საძინებელში გაიყვანა და სავარძელზე დასვა ქალი,რომელსაც მხოლოდ თეთრი გამჭვირვალე პენუარი ეცვა.
   დემეტრეს კი მხოლოდ შარვალის ჩაცმა მოესწრო.
   ქალი სავარძელიდან აკვირდებოდა კაცს, რომელიც საწოლს თეთრეულს უცვლიდა.
   ანანოს უხეშად მოხვდა წითელი ლაქები თეთრ თეთრეულზე, რომელიც იატაკზე ეგდო, თვალი აარიდა და კვლავ დემეტრესკენ გადაიტანა ყურადღება,რომელსაც უკვე სხვა თეთრეული გადაეკრა.
   კაცმა იატაკზე დაყრილი ქალის ტანსაცმელს, თეთრეულს და თავის ტანსაცმელს,საბაზანოში მიუჩინა ადგილი და კვლავ საძინებელში დაბრუნდა.
  
-ჯაკუზი ავავსე...შეხვალ?-თქვა კაცმა და ქალს დააკვირდა, რომელმაც წამიდგომა სცადა, მაგრამ ახლა მუცელში იგრძნო მწვავე ტკივილი და გაჩერდა.
   დემეტრემაც  ხელშიაყვანილმა გაიყვანა ანანო აბაზანაში, პენუარი ერთი ხელის მოსმით მოაშორა და ცხელ აქაფებულ ჯაკუზში ჩასვა.
   ქალს საოცრად ესიამოვნა ცხელი წყალი სხეულზე.

-ჩამოხვალ?- ჰკითხა ახლა ქალმა კაცს. დემეტრე აღარც დაფიქრებულა შარვალი გაიხადა, ანანოს უკან მოუჯდა,ქალიც წყალში ჩაცურდა ფეხები ჯაკუზის კიდეზე შემოაწყო და თავი კაცს მკერდზე დადო, რომელიც სველ თმაზე ჰკოცნიდა.
    ეფერებოდა დემეტრე ქალის დაღლილ მოთენთილ სხეულის და დროდადრო ჰკოცნიდა.
   ანანოს კი თავი დემეტრეს მკერდზე ედო და ცდილობდა ყველაფერი დაევიწყებინა.
 
-დარჩები ამაღამ?-იკითხა ქალმა. არ უნდოდა დემეტრე წასული იყო, მხოლოდ ამ ღამით, ბოლომდე უთავმოყვარეო იქნებოდა,და დემეტრეს დარჩენას სთხოვდა.
  
-დავრჩები ანო,დავრჩები... მაგრამ ქვემოთ ვარ ჩასასვლელი.- თქვა კაცმა,ქალს აკოცა და წამოდგა.

-რატომ?- ოდნავ გაკვირვებულმა იკითხა ქალმა.

-საქმე მაქვს.-თქვა კაცმა,დუშკაბინაში წყალი გადავლო და წელქვემოთ თეთრი პირსახოცი შემოხვია.-ადრე შავი სპორტულები დავტოვე,ხომ არ შეგინახავს?-იკითხა დემეტრემ.

-ჩემს კარადაშია, მარჯვნივ იდება.-უპასუხა ქალმა და დააკვირდა როგორ გავიდა დემეტრე საბაზანოდან.

-დამელოდე,მალე მოვალ. შენით არ წაიქცე,არ ამოხვიდე.-გასძახა კაცმა ქალს საძინებლიდან და მალევე ანომ გაიგო,როგორ გავიდა კაცი სახლიდან.
   ქალმა უბრალოდ თვალები კვლავ დახუჭა,ქაფი მთელს სხეულზე შემოიფანტა და მოდუნდა.
   მთელს თავში ქაოსი ჰქონდა, მაგრამ რაც მთავარია დღეს დემეტრე,მასთან რჩებოდა. არ იცოდა რა იქნებოდა ხვალ,მაგრამ რაც მთავარია დღეს დემეტრე მასთან იყო.
     კვლავ კარის ხმა რომ გაიგო, მიხვდა რომ კაცი დაბრუნება.
   მალევე საბაზანოს კარიც გაღო კაცმა, მთლიანად შავი ფართო სპორტული და მოკლესახელოიანი შავი მაისური ეცვა.

-აბა, ამოხვალ?-თქვა კაცმა,ქალიც ნელა წამოიწია,და ჯაკუზიდან პირდაპირ დუშკაბინაში შევიდა.
    დუშის ქვეშ იდგა, სხეულზე აიტარა თითები, გაახსენდა როგორ დაატარებდა თითებს მის სხეულზე დემე.თვალები დახუჭა, ღრმად შეისუნთქა ჰაერი, ისევ გრძნობდა დემეტრეს სურნელს რომელიც ცხვირს უწვავდა. თავის მარწყვის ტანის გელი აიღო და სამუდამოდ გააქრო სურნელი რომელიც მთელ ღამეს აბრუებდა.
   დუშკაბინიდან გამოსულს, დემეტრემ პირდაპირ პირსახოცი შეაგება და ქალიც მთლიანად გაეხვია ლურჯ პირსახოცში.
  საძინებელში გავიდნენ, დემეტრემ გათბობას აუწია.
   ქალი მთლიანად გამშრალდა და თავის ახალი წითელი აბრეშუმის მოკლე საღამურიც ჩაიცვა, რომელიც კანზე რბილად ედებოდა.
   დემეტრე თმას უშრობდა. სარკის წინ იჯდნენ, კაცი კი ძალიან ყურადღებით უშრობდა თმას ქალს. ქალს ეღიმებოდა, თუმცა თავს მაინც ვერ აძლევდს ბოლომდე ღიმილის უფლებას.
   საწოლში კომფორტულად მოთავსდა ანანო და დემეტრეს დააკვირდა, რომელიც სამზარეულოდან ჭიქა წყლით დაბრუნდა.
   საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე დადო წყალი და ჯიბიდან რაღაც კოლოფები ამოიღო.

-დიდად ვერ ვერკვევი, აფთიაქში ვიკითხე... ვარდისფერი ორსულობის საწინააღმდეგო აბებია,ლურჯი ტკივილ გამაყუჩებელი.-თქვა კაცმა და ქალს გახედა.
   ანანო გაკვირვებას იყო.

-ხვალ ვიყიდდი,ამ შუაღამეს რომ ჩახვედი ქვემოთ...- თქვა ქალმა და ორივე აბი დალია.

-ფეხზე ვერ დადიხარ ტკივილისგან და ხვალ სად აპირებ ჩასვლას, საინტერესოა.- თქვა კაცმა და თბილ ლოგინში ჩაწვა, ანანოს ხელი გადაჰხვია,მკერდზე მიიხუტა და შუბლზე  აკოცა.

-CARPE NOCTEM.-თქვა კაცმა თბილად და ქალს კიდევ უფრო თბილად მოეხვია.
   ანანომაც თავი ყველაზე უსაფრთხოდ  და დაცულად იგრძნო, თვალები დახუჭა, თავი კაცის ყელში ჩარგო და ტკბილ ძილს მიეცა.



№1 სტუმარი ნია

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. დემეტრე ძალიან სუსტი პიროვნება ჩანსარ იმსახურებს ანანოს. არ ჩანს ძლიერი პიროვნება. იყენებს ანოს, სიტუაციით სარგებლობს. ვნახოთ რა მოხდება...

 


№2  offline წევრი cassteliano

ნია
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. დემეტრე ძალიან სუსტი პიროვნება ჩანსარ იმსახურებს ანანოს. არ ჩანს ძლიერი პიროვნება. იყენებს ანოს, სიტუაციით სარგებლობს. ვნახოთ რა მოხდება...

საინტერესოა...ისე დემეტრე არ მოსწონს ბევრს, ნაწილობრივ კი გაგასეგბია რატომღაც????♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

არ ველოდი ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, აღარ მინდა გაგრძელება, მადლობა დდ წარმატებები❤️

 


№4  offline წევრი cassteliano

სტუმარი ლილე
არ ველოდი ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, აღარ მინდა გაგრძელება, მადლობა დდ წარმატებები❤️

ვაი...????რა მოხდა?

 


№5 სტუმარი სტუმარი mika

xalxo satauri gveubneba galati klasikurad???????

 


№6  offline წევრი cassteliano

სტუმარი mika
xalxo satauri gveubneba galati klasikurad???????

კი კიი, cheating trope არის და სხვა რას დავწერდი აბა?!

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

მალე დადეთ გაგრძელებაა, ძალიან არ გააბანალუროთ გთხოოვთ

 


№8 წევრი Daldoni Daldoni

ხოო საინტერესო ისტორიაა, უჩვეულო სამეგობრო წრე და მათი ურთიერთობები,საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები..და რისი ან ვისი გადალახვა მოუწევს ანოს შემდგომში ..

 


№9 სტუმარი სტუმარი გვანცა

საინტერესოა როგორ გაგრძელდება ანოს ისტორია.

 


№10 სტუმარი ნეა

ვერ ვხვდები ამ გულისამრეობაზე რატომ უნდა წერო, და ასეთი ბანძი ქალები რატო გყავთ სულ ისტორიებში, და ძაან ძლიერი მამაკაცები, რომლიც მკერდზეც მშვიდდება ქალი დდდ კაი რაააააა

 


№11  offline წევრი cassteliano

ნეა
ვერ ვხვდები ამ გულისამრეობაზე რატომ უნდა წერო, და ასეთი ბანძი ქალები რატო გყავთ სულ ისტორიებში, და ძაან ძლიერი მამაკაცები, რომლიც მკერდზეც მშვიდდება ქალი დდდ კაი რაააააა

ცუდია ისტორიას რომ პირველი სამი თავით საზღვრავ და პერსონაჟსაც. დემეტრეს ძლიერება კიდე სად დაინახეთ გარდა ფიზიკურობისა,როდესაც ასეთი სუსტი ხასიეთი შევაწერე? ყველაფერს სამ თავში ვერ დავწერ. უნდა გავავრცო და დროდადრო ავხსნა

ნეა
ვერ ვხვდები ამ გულისამრეობაზე რატომ უნდა წერო, და ასეთი ბანძი ქალები რატო გყავთ სულ ისტორიებში, და ძაან ძლიერი მამაკაცები, რომლიც მკერდზეც მშვიდდება ქალი დდდ კაი რაააააა

უაზრობა რაც შეხება, cheating trope არის ნამდვილად განსხვავებულია და სხვა რას ელოდით? რომანტიზმის არ ვითხოვ

სტუმარი ნანა
მალე დადეთ გაგრძელებაა, ძალიან არ გააბანალუროთ გთხოოვთ

თუ გეგმის მიხედვით ვწერე არც ბანალური დასასრული იქნება და არხ ბანალური გახდება ჩემი აზრით ♥️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნანა

გაიხარეთ. გელოდებით. ძალიან არ გაწელოთ

 


№13 სტუმარი სტუმარი ნათია

საინტერესო იქნება ბოლოს დემეტრეს არჩევანი. ველით დასასრულს. იქნებ მთლიანი დადოთ

საინყეტესოდ ვითარხება მოვლენები გააგრძელეთ

 


№14 სტუმარი მარ

მოღალატე კაცი. რომელსაც არ უყვარს ცოლი. მაგრამ ბავშვის განო ვერ დატოვებს. აბები ამოუტანა????? ამაზე დიდი დამცირება რა უნდა იყოს. გაისწორა. დარჩა გოგო გამოყენებული. საშინელი რეალობა ..იმედია ანოს შერჩება თავმოყვარეობა

 


№15 სტუმარი ნათ

როდის დადებთ ????????????

 


№16 სტუმარი ნია

გთხოვთ გააგრძელეთ

აღარ აგრძელეებთ?

 


№17  offline წევრი cassteliano

ნია
გთხოვთ გააგრძელეთ

აღარ აგრძელეებთ?

ვაგრძელებ და ვასრულებ⭐ დავდებ მალე

 


№18 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგი იქნება თუ ერთნაირად დადებთ ამ ისტორიას, დასრულებულად. წარმატებებს გისურვებთ. დაგელოდებით

 


№19  offline წევრი cassteliano

სტუმარი მარიამი
ძალიან კარგი იქნება თუ ერთნაირად დადებთ ამ ისტორიას, დასრულებულად. წარმატებებს გისურვებთ. დაგელოდებით

დასრულდა,დაიდო ბოლო ნაწილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent