შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემნაირი (სრულად)


10-01-2024, 23:51
ავტორი ეველინა
ნანახია 16 044

-სამყარო საოცარი რამეა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ წიგნს დავწერდი თანაც საკუთრ ცხოვრებაზე. თურმე რამდენის გაკეთება შეუძლია ადამიანს. ცხოვრებაში ყველაფერი გარკვეული კანონზომიერების მიხედვით ხდება. ჩემს ცხოვრებაშიც განვითარებული კარგი თუ ცუდი მოვლებენი ასე კანონზომიერეად მიეწყო ერთმანეთს და დაუსრულებელი წრე შექმნა. ამ წრიდან გამოსვლას დიდი ხანი სულაც არ ვცდილობდი, რადგან ჩემთვის მარტივი იყო თავი დაზარალებულის რანგში გამომეყვანა, მეთქვა რომ მე საწყალი ვარ და ყველაფერი სხვაზე გადამებრალებინა. თითქოსდა ამ უბედურებების გამომევევი მიზეზები ისინი იყვნენ და არა ჩემი უმოქმედობა, საკუთარ თავთან დიდ ხნიანი ფსიქოლოგიური ომის შემდეგ როგორღაც მოვიკრიბე უკანასკნელი ძალები და ამ წრის გარღვევა ვცადე. გამიჭირდა და ვაი როგორ გამიჭირდა, ბევრჯერ წავიქეცი, სასოწარკვეთილიც არაერთხევ ვყოფილვარ, მაგრამ ამ წაქცევებმა მასწავლა რა გრძნობაა წამოდგომაა , სასოწარკვეთამ კი ბედნიერის ფასი... ჩემს ცხოვრებას თვალი რომ გადავავლე და გავიაზრე რომ ის ჩემია, გავიაზრე რომ მე უნდა ვიყო მთავარი გმირი მე უნდა შევქმნა ჩემი დასასრული უმოქმედობა კი უკანა პლანზე ყოფნას ნიშნავდა, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ერთხელ ვცხოვრობთ რატომაც არა? მე მინდა ჩემი ბედნიერი დასასრული, საკმარისია უმოქმედობა, მე ეს შემიძლია, გავარღვევ ამ წრესა და ერთხელ და სამუდამოდ გავშლი ფრთებს მერე კი ლოგიკურია- გავფრინდები. ეს იყო ფრაზები, რომლებმაც გადამარჩინეს. ყოველდღე ალბათ ათჯერ ან მეტჯერ მაინც ვუმეორებდი საკუთარ თავს ამ სიტყვებს და ვერ წარმოიდგენთ როგორ შველის... ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი თუნდაც უფსკრულისაკენ თავით მიექანებოდე თუ დაიჯერებ რომ გადარჩენა და ამ უფსკრულიდან ამოსვლა შეგიძლია შეძლებ. შეუძლებელს შეძლებ. ჩემი მთავარი მიზანია ჩემმა ისტორიამ დაგარწმუნოთ ამ უკანასკნელში და დაგაჯეროთ რომ თუ არ დანებდებით ყველაფერს შეძლებთ, შეიძლება დღეს და ხვალ არა, არც ათი წლის შემდეგ, მაგრამ ბოლოს აუცილებლად. არასოდეს დანებდეთ ბედნიერება ხომ ასე ახლოსაა თქვენგან ერთ ნაბიჯში უბრალოდ უნდა წამოდგეთ და ერთი ნაბიჯი გადადგათ მერე კი ასე ნანატრი თითქოს და შეუძლებელი ბედნიერება თქვენია.
ჩემი ისტორია 1995 წლის 23 თებერვლიდან იწყება. ამ დღეს დავიბადე და როგორც შემდგომში გავიგე ოჯახისთვის ნანატრი შვილი სულაც არ ვყოფილვარ. სამწუხაროა რომ არამარტო მაშინ დღესაც ჩვენს ქვეყანაში ბიჭის დაბადება უფრო ახარებთ ვიდრე გოგოს, მამაჩემსაც სანამ დავიბადებოდი მის სიამაყედ და გვარის გამაგრძელებლად მივაჩნდი, სამწუხაროდ არ გაუმართლა გოგოდ დავიბადე. ოჯახში უკვე მესამე შვილი, მესამე გოგო ვიყავი თუნდაც ამიტომ გარკვეულწილად გასაგებია რატომაც არ გაუხარდათ ჩემი მოვლენა, მაგრამ დღემდე გულს მიკლავს ფაქტი რომ ჩენზე სახელის დარქმევაც კი არ უნდოდათ რომ არა დეიდაჩემი რომელსაც მადლობას ვუხდი ასეთი მშვენიერი სახელი „კესანე“ რომ დამარქვა. ექვს წლამდე თითქმის არაფერი მახსოვს, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო პატარა ფრაგმენტებს, რომელიც თანატოლებთანს თამაშთანაა დაკავშირებული... ამის შემგედ კი იწყება ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლებიი . სკოლა, რომელიც შავ ლაქად გასდევს დღემდე ჩემსს ცხოვრებას... აღარ გავაგრძელებ იმაზე საუბარს თუ რა წერია წიგნში... წაკითხვა, დასკვნნების გამოტანა და შეფასება თქვენთვის მომინდია... ახლა კი მოდი უშუალოდ კითხვებზე გადავიდეთ
-.ქალობატონო კესანე რამ გადაგაწყვეტინათ წიგნის გამოცემა და ელოდით რომ ასეთი გამოხმაურება მოყვებოდა?
-სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს ცხოვრებაზე წერა რომ დავიწყე მაშინ აზრადაც არ გავივლებდი, რომ ოდესმე ამას სხვას გავუზიარებდი. ვწერდი მხოლოდ გრძნობების ფურცელზე გადმოსატანად და შინაგანი მეს გასათავისუფლებად. მეგონა რომ ყოველივეს ფურცელზე თუ გადმოვიტანდი ყველა ტკივილი გაივლიდა, ყველა წყენა გაქრებოდა და დამავიწყდებოდა, თავისუფლება ვიგრძენი შვებაც, მაგრამ ტკივილი არ გამქრალა. გამოქვეყნება ჩემი საუკეთესო მეგობრის დაჟინებულმა თხოვნამ გადამაწყვეტინა... ვერ ვიფიქრებდი ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა. ახლა აქ ვზივარ, თქვენს კითხვებს ვპასუხობ და მაინც ვერ ვიჯერებ რომ ეს რეალობაა, სიზმარს გავს , იმ ტკბილ სიზმარს რომლიდანაც ყოველთვის არასასურელ დროს გამოგაღვიძებენ ხოლმე.
-რას ეტყოდით ამდენი წლის შემდეგ ადამიანებს, რომლებმაც ამდენი ტკივილი მოგაყენათ?
-არვიცი.. ადრე მათზე გაბრაზებული ვიყავი და მინდოდა ყველა იმ ტკივილისთვის რაც მომაყენეს ბოდიში მაინც მოეხადათ, ყველა იმ ცრემლისთვის მოეხადათ ბოდიში , რომელიც მათმა საქციელმა გამოიწვია... დღეს უბრალოდ მინდა მათ მადლობა გადავუხადო, მათი წყალობით ვარ დღეს ასეთი, რომ არა ისინი ალბად მე ასე ვერ გავძლიერდებოდი... ჩვენს ცხოვრებაში ყველა ადამიანს გარკვეული როლი და მისია აკისრია ისინი ტყუილად არ ჩნდებიან ხოლმე, თითოეული ადამიანი ცალკე ისტორიიაა და რაღაცას გასწავლის, რაღაც ისეთს განგაცდევინებს რაც შენში ცვლილებებს იწვევს... მადლობა ამ ცვლილებებისთვის...
-წიგნში პირველ ტრაგიკულ სიყვარულზე საუბრობთ, დღეს თუ არის თქვენს ცხოვრებაში სიყვარულის ადგილი და საყვარელი მამაკაცი?
-მოვიშველიებ ცნობილ ფრაზას „დედამიწას სიყვარული ამოძრავებს“ ჩემს ცხოვრებასაც, ჩემს ირგვლივ ყველგან სიყვარულის სურნელი ტრიალებს, დღემდე საშინელი რომანტიკოსი ვარ და მჯერა სიყვარულის ისევე როგორც პატარა ბავშს სჯერა თოვლის ბაბუის და საახალწლო სასწაულის... ჩემი გული დღემდე თავისუფალია, ელოდება მას ვინც ქარიშხალს დაატრიალებს, მაგრამ ამ ქარიშხლის შემდეგ ცისარტყელის მსგავსად სიხარულს და ბედნიერებას მომგვრის..
-საოცარი სიტყვებია... თქვენი აზრით მათ („მწვალებლებმა“) ეს წიგნი წაიკითხეს?
-შეიძლება კი, შეიძლება არა. დანამდვილებით ვერაფერს ვეტყვი, რადგან არცერთი არ შემხმიანებია.. შეიძლება ზოგს სინდისი არ აძლევს ამის საშუალებას, შეიძლება ზოგს ეს სინდისი საერთოდ არ გააჩნიათ და დიდი ხანია გაიწყვიტეს შუბლის ძარღვი... სიმართლე რომ გითხრათ გულის სიღმეში სულაც არ მსურს შემეხმიანონ...
-მშობლები? მათ რა რეაქცია ჰქონდათ?
-დედაჩემი წიგნის გამოცემამდე რამოდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა და იმის ვარაუდი თუ რა რეაქცია ექნებოდა ჩემი აზრით ზედმეტი თავის ტკივილია... ალბათ გული დასწყდებოდა, მიუხედავად იმისა რომ დედა ერქვა არასდროს შეუსრულებია დედის მოვალეობა, მაგრამ არ მძულს ვერც ვერასდროს შევიძულებ, ვერ გავაქრობ გულიდან მის სიყვარულს, არც ფილტვებს დაავიწყდებათ ოდესმე მისი სურნელი, ახლა აქ რომ იყოს, ცოცხალი რომ იყოს ისევ 5 წლის ბავშვივით გავიქცეოდი მისკენ დედა დედას ძახილით... იმედი მაქვს მაღლიდან გადმომყურებს და ამაყობს ჩემით რომ მე დღეს შემდგარი ქალი ვარ... რაც შეეხება მამაჩემს მეორე ცოლის მოყვანის შემდეგ საერთოდ არ ახსოვდა ჩემი არსებობა არ ინტერესდებოდა ჩემს ირგვლივ განვითარებული ამბებიტ. მშობელტა კრებაზეც კი არასდროს ყოფილა... ვფიქრობ როგორც მაშინ ახლაც უმოქმედობას და კულისებში მშვიდად ჯდომას გააგრძელებს.
-სამშობლოში დაბრუნებას თუ აპირებთ ?
- აუცილებლად ბილეთები უკვე დაჯავშნილი მაქვს და ვიმედოვნებ ნანატრ სიმშვიდეს იქ ისევ ვიპოვი... მშობლიური სახლის კედლებში ვერ დავბრუნდები რადგან იმ მშვიდან არასდროს ვყოფილვარ სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ იქ სიმშვიდე არასდროს ყოფილა... მაგრამ მშობლიურ ქალაქს და ზღვას ვერ შეველევი ზღვას რომელმაც არაერთხელ გაიზიარა ჩემი მწუხარება და არაერთხელ შთანთქა ჩემი ცრემლები
-სამომავლოდ თუ გეგმავთ ახალი წიგნის გამოცემას ?
-საინტერესო კითხვაა.. არ მიფიქრია... შეიძლება რაიმე დავწერო
-რაიმე სასიყვარულო ?
-თუნდაც... ალბათ შემდეგ წიგნში დავწერ როგორ შევხვდები ჩემს სოცნებო მამაკაცს.. ეს რათქმაუნდა ხუმრობით... მადლობა ყველას აქ მობრძენებისთვის და ჩემი მოსმენისთვის მადლობა რომ ასე მგულშემატკივრობთ.. ვფიქრობ დღეს აქუნდა გავჩერდეთ ყველას მშვიდ საღამოს გისურვებთ ნახვამდის..
-კესანე სად მიდიხარ?
-სახლშიი აქაურობა მახრჩობს უკვე ქეით? ხომიცი რომ სიტყვით გამოსვლები და ხალხის წინაშე საუბარი საკუთარ ცხოვრრებაზე ჩემი არაა
-მაგრამ?
-არანაირი მაგრამ
-საქართველოში მართლა ბრუნდები ?
-ტყუილებს ვერ ვიტან
-როდის მიდიხარ
-ორ დღეში
-რატომ ასე მალე?
-სამი წელია აქ ვარ ძალიან დავაგვიანე ვფიქრობ
-კარგი შენი გადასაწყვეტია მაგრამ ხომ დაბრუნდები
-არვიცი ვნახოთ
მე კესანე დადიანი ვარ .28 წლის. უკვე მიხვდებოდით რომ მწერლის კარიერა ჩემთვის ნანატრი კარიერა არასდროს ყოფილა, უბრალოდ ბავშვობაში დაწყებულმა პატარა ჩანახატებმა, რომელშიც საკუთარ გრძნობებს ვაქსოვდი დღეს 400 გვერდიანი წიგნის ფურცლებზე გადმოინაცვლა.. რას ვიფიქრებდიი რომ ასე სწრაფად ჰპოვებდა პოპულარობას... სამომავლოდ რომ არაფრის დაწერას არ ვგეგმავ ესეც ცნობილია. უბრალოდ მინდა სადღაც შორს სიმშვიდეში. სახლში გადაღლილი ვბრუნდები ვაიგნორებ ტელეფონის ზარებს, რომლებიც არ ჩერდება და ბარგის ჩალაგებას ვიწყებ...რაც შეიძლება მალე მინდა დაბრუნება საქართველოში. არ ვიცი ვერ გეტყვით და გადმოცემაც მიჭირს იმ გრძნობის რასაც განვიცდი.. ამ დოზით არასდროს მომნატრებია სამშობლო... გულს წასვლა უნდა გონება კი რატომღაც ყოყმანობს... ამერთხელ გულს მოვუსმენ და რაც იქნება იქნება.
18 დეკემბერს გამთენიისას უკვე თვითმფრინავში ვიჯექი, რომელმაც დატოვაა ნიუიორკი და ცაში სიბნელეს შეერიაა..
დამეთანხმებით თავს ვერსად იგრძნობთ ისე როგორც მშობლიურ მიწაზე.. არსად არაფერი იქნება ისე ნაცნობი როგორც სამშობლოში... როგორც კი მიწაზე ფეხი დავდგი და ფილტები გავივსე მშობლიური ჰაერით ვიგრძენი რომ სახლში ვიყავიი, მივხვდი რომ ეს ის იყო რაც მენატრებოდა და მაკლდა ამდენ ხანს... აეროპორტში ჩემი საუკეთესო მეგობარი ნინო დამხვდა , რომელმაც სახლამდე მიმიყვანა. ნინო ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილია... ის სინათლეაა რომელიც მაშინ გამოჩნდა როცა მეგონაა რომ საბოლოოდ ჩავიძირე ბნელში და მალე მშთანთქავდა წყვდიადი...
ორდღიანი საწოლში ნებივრობის შემდეგ როგორც იქნა ვიკადრე და წამოვდექი, გაგიკვირდებათ და დეკემბერს სულ არ ახლდა მისთვის დამახასიათებელი სიცივეე და ბათუმში საოცრად თბილა...პირელი რასაც ვაკეთებ ზღვაზე გავდივარ არაფერს ისე არ მოაქვს სიმშვიდე როგორც შტორმის შემდგომ ტალღებს... სახლში დავრუნება არ მინდოდა, ამიტომ ქალაქის შემოვლა გადავწყვიტე ტაქსში დავჯექი და მძღოლს ვთხოვე ზღვის პირს გაჰყოლოდა უბრალოდ ევლო უმისამართოდ... იქამდე გავცქეროდი გზას სანამ ჩემი ყურადღემა ჩვენს წინ მიმავალმა მანქანამ არ მიიქცია... მანქანის უკანა მინაზე ქართული ასოებით ეწერა „წამო მთაში“ და მაშინ ყველაზე გიჟურმა იდეამ გაიელვა გონებაში... ტელეფონი ავიღე და დავიწყე ძიება უამრავი კოტეჯი ვიპივე მთაში, მაგრამ ჩემი ყურადღება მაინც ტყეში მთლიანად ჩაფლულმა კოტეჯმა მიიქცია მაღალ მთიანი აჭარა და მისი მშვენიერებაა.. მეპატრონეს მაშინვე დავუკავშირდი და კოტეჯი 31 დეკემრიდად 15 იანვრამდე დავჯავშნე. გამიმართლა რომ ჯერ არ ჰქონდა ვინმეს ნაქირავებიი.. ახალი წელი მთა თოვლი ტყე საოცრებაა.. 15 დღინი სიგიჟე... ტაქსისტს ფული გადავუხადე მანქანიდან ჩამოვედი და გეგმების დალაგება დავიწყე...
24 დეკემბრისთვის უკვე მზად მქონდა ყველაფერიი მზად ვიყავიი ახალი მოგზაურობისთვის...სამწუხაროდ 31 დეკემბრამდე არ შემეძლოო გამგზავრება... ამავე საღამოს ნინო მატყობინებს რომ დიდი ხანია ერთად არ დაგვილევია ასე რომ ძველი დროის გასახსენებლად სადმე უნდა წავსულიყავით და თუ უარს ვეტყოდი იფიქრებდა რომ ამ სამმა წელმა ჩვენი მეგობრობაა შეარყია და ძალიან ეწყინებოდა გამეცინა მის ასეთ საქციელზეე უარი არც მითქვამს მალევე გამოვეწყვე და ნინოს ჩაგდებულ ლოკაციაზე მივედი... საკმაოდ მშვიდი ბარი აღმოჩნდა
-დიდი დრო დაგჭირდა
-რამდენი დალიე გოგო
- ორი ჭიქა შემომიერთდი- მეუბნება და არაყით სავსე ჭიქას მაწვდის
-არაყი ?
-ამით დავიწყოთ-ამბობს და იკრიჭება
ვერ გეტყვით რამდენი დავლიეთ, რამდენ მუსიკას ავაყოლეთ სხეული
-მთაში კოტეჯი ვიქირავეე-უკვე საკმაოდ მთვრალი ვამცნობ ნინოს ახალი ამბის შესახებ
-რატომ გაგიჟდი?
-რა ჯობია ახალ წელს მთაში
-შეშლილი ხარ იცი?
-ვიცი.. წამოხვალ ?
-შანსი არა უკვე დავგეგმე რაღაცეებიი არ მცალია-მეუბნება და სხეულის ნაზი რხევით უერთდება მოცეკვავეთა ბრბოს.
-მე არ მაქვს გეგმები-ზურგს უკან მესმის მამაკაცის ბოხი ბარიტონი და ინსტიქტურად ვტრიალდები.
-ანუ ?-ვერაფერი მოვიფიქრე არ ვიცოდი იმ მომენტშ რა მეთქვა.
-შემიძლია წამოვიდე-უსირცხვილოდ განაგრძობს საუბრას და და ტუჩის მარცხენა კუთხეს ტეხავს.
-საჭმლის მომზადება იცი ?-არ ვიცი ალბათ სასმელმა გამათამამ ასე ან იმ აზრმა რომ ხვალ მაინც დავიკიდებდიი ამ დიალოგს ან არ მემახსოვრებოდა.
-ვიცი.
-კარგი მაშინ წამოდი-ვეუბნები და ვიცინიი .
-ეს ჩემი ნომერია. შენს ნომერს არ მეტყვიი ?
-ნწ არაა-ვეუბნები და ნომერს ვართმევ.
-აბა როგორ შეგეხმიანო?
-მე შეგეხმიანები 31 დეკემბერს, მაგრამ იცოდე მხოლოდ ერთხელ დავრეკავ თუ არ მიპასუხებ შანსს ხელიდან გაუშვებ - ვეუბნები და მეც ნინოს ვუერთდებიი ვგრძნობ მის დაჟინებულ მზერას, რომელიც მხრებს მიწვავს მაგრამ არ ვიმჩნევ...ბარიდან გვიანდავბრუნდით სახლში. მეორე დღეს არაფერიარ მახსოვდა სამაგიეროდ თავი მტკიოდა საშინლად და უკვე მერამდენებ ცრუდ დავპირდი საკუთარ თავს რომ აღარ დავლევდიი...
რაცუფროო ახლოვდებოდა მთაში წასვლის დროო მითუფრო მოუხშირა ნინომ ჩემთან სიარულს.. გიჟადაც კი შემრაცხაა . ისიც კი მითხრა რომ არუნდოდა ერთადერთი მეგობარი ტყეში მგლების ლუკმა გამხდარიყოო .
-წერეთელის ასულო თუ არ შეწყვეთ ჩემს შეშინებას მიგაბრძანებთ ჩემი სახლიდან !
-კარგი რა იქ მარტომ რაუნდა ქნა? მე რომ შემეძლოს წამოსვლა ხომ კარგი მაგრამ უჩემოდ რას იზამ იქ?
-დავისვენებ.
-შიმშილით მოკვდებიი მაგას თუ გადაურჩი მგლების ლუკმა გახდებიი და სად მყავს მე დასაკარგი მეგობარი?
-გეყოფა დრამატიზირება აზრს მაინც ვერ შემაცვლევინებ!
-ხვალ 31 დეკემბერიაა კიდევ გაქვს დრო გადაიფიქროო დილამდე მთელი 8 საათიაა
-სულ ტყუილად ცდილობ
-რამ წამოგიარა? რა მთებიი მოგინდა? ისედაც ამდენი წელია არ მინახიხარ ისევ მიდიხარ და სადღაც იკარგები?
-გპირდებიი რომ დავბრუნდები შენთან გადმოვცხოვრდებიი და მანამ არ მოგშორდებიი სანამ არ მეტყვი წადიო
-მაგას არასდროს გეტყვი ხოიციი
-ნიკა ბატონი გათქმევინებს ხოიც როგორი დამოკიდებულება გვაქვსს
-მაგას ვინეკითხება საერთოდ
-შენი ძმაა ერთ სახლში ცხოვრობთ და აბა არუნდა ეკითხებოდეს. დიდი ხანია არ მინახავს მომენატრაა მასზე ნერვების მოშლა.. ჩვენი პუტკუნაა ნიკა
-მასაც მოენატრე
-კარგი დავიძინოთ ხვალ დიდი დღეა დიდი
-უდიდესი -მაჯავრებს ნინო
დილით ადრე ავდექიი შხაპი მივიღე და მოვემზადე ნინომ ბარგის ჩატანაში დამეხმარა. სახლის გასაღები მას ჩავაბარეე და მშვიდობიანად დავადექი გზას.. გული სიხარულით მქონდა სავსეე... ალბად ასე მშვიდათვე განვაგრძობდი გზას მოულოდნელად მანქანა რომ არ გამოჩენილიყო არსაიდან ძლივს მოვასწარი მანქანის გვერდით გაწევა და დამუხრუჭება... აურზაურის გამომწვევ მძლოლს რათქმაუნდა არ გაუჩერებია ვითომც არაფერიო ისე გააგრძელა სწრაფად სიარული... მოულოდნელი დამუხრუჭებისგან ძირში ჩავარდნილი ჩანთისა და იქედან გადმოცვენილი ნივთების აკრეფა დავიწყე უცებ სავიზიტო ბარათი რომ დავლანდე და როგროც კი ავიღე მაშინვე კადრებად გაირბინა გონებაში ბარში დატრიალებულმა მოვლენებმაა...გამახსენდა ჩემი სიტყვებიი ..
ინსტიქტურად ავიღე ტელეფონი და ნომერი ავკრიფე.. მემგონი გავგიჟდიი მართლა შევიშალე... იმედი მქონდა რომ არ მიპასუხებდა... არმინდოდა მეფიქრა რა მოხდებოდა ყურმილში მის ხმას თუ გავიგებდი.
-გისმენთ-მესმი მისი ბოხი ხმა.
-მეთე ხალვაშს ვესაუბრები?-გამახსენდა სავიზიტო ბარატზე წაკითხული სახელი გვარი .
-დიახ მე ვარ .
-იცით დღეს 31 დეკემბერია.
-ვიცი გაგიკვირდება და ისიც ვიცი რომ კვირაა
-საოცრად ხუმრაა ხარ... რას ვრეკავდი საერთოდ საჭმელს როგორღაც თვითონაც მოვამზადებ-გაბრაზებული გათიშვას ვაპირებდი ყურმილიდან მისი სიტყვებიი გავიგეე
-შანსი არაა, შენ ის გოგო ხარ ბარიდან?
-კესანე მქვია
-ანუ არ ხუმრობდი?
-ანუ გცალია??
-რათქმაუნდა... მისამართიი მომწერეე... დედაა შენ აქ რასაკეთებ?..... ამდენი საჭმელი რად მინდა?.... დედა გაფუჭდება ყველააა.... როგორ შევჭამ სახლშიი არ ვიქნებიი.... ჩემნაირი გადარეული ვიპოვე მგონი..... -მესმის ყურმილშ და რატომღაც მეცინება.
მისამართს ვწერ და ლოდინის რეჟიმზე გადავდივარ და ხო გავგიჟდიი ... შეშლილიც ვარ... მაგრამ ჯანდაბაა გული საშინლად სწრაფად ცემს...





*******************************************************
იმისდა მიუხედავად რომ ლოდინს ვერ ვიტან, უკვე ორი საათია მანქანაში ვზივარ და ველოდები ჩემთვის სრულიად უცნობ პიროვნებას, მართლა შევიშალე. რომ წავიდე და აღარ დაველოდო? გადავიფიქრე და მორჩა.. ათასი ფიქრი მიტრიალებს გონებაში. ტელეფონი რომ გავთიშო საერთოდ? გონს ტელეფონის ზარს მოვყავარ
-სად ხარ ?-მესმის მეთეს ხმა
-მანქანაში
-მასეთი კონკრეტიკაც არ მინდა, მანქანის ნომერი მითხარი
-**945**
-შავი ჯიპი, გიპოვე
ყურმილს ვკიდებ და მანქანისკენ ჩემოდნებით მომავალ მეთეს გავცქერი... საკმაიოდ მაღალია, შავგრემანი შავი თვალებით და დაბალი წვერით, საბარგულის კარს ვაღებ ჩემოდნებს ათავსებს შემდეგ კი ჩემს გვერდით წინა სავარძელში იკავებს ადგილს. მანქანას ადგილიდან ვწტვეტ და ვიწყებთ მოგზაურობას
-მოდი თავიდან დავიწყოთ -უხერხულ სიჩუმეს არღვევს მეთეს ხმა.
-რას გულისხმობ?-ვეუბნები და მისკენ ვატრიალებ თავს .
- გზას უყურე სიკვდილი არ მინდა ჯერ!
-არ ინერვიულო კარგი მძღოლი ვარ .
- მე მეთე ხალვაში ვარ.
-კესანე დადიანი, სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც და იმედი მაქვს ასე სასიამოვნოდ გაგრძელდება. სვანი ხარ?
-კი, მაგრამ იქ ბავშვობის მერე არ მიცხოვრია. აჭარის კალთებ ქვეშ გავიზარდე.
-სიმართლე რომ გითხრა, არ მეგონა რომ დარეკავდი, გამაკვირვა შენმა ზარმა.
-არც მე მეგონა რომ მიპასუხებდი.
-უცხო ნომრებს ვპასუხობ ხოლმე.
-გაგიმართლა.
-აქ გააჩერე!-მოულოდნელად მეუბნება მეთე
-რახდება?
-მარკეტში შევიდეთ, საბარგულში ისეთი არაფერი გიდევს შიმშლით აპირებ ჩემს მოკვლას?
-ჯანდაბა! ეგ არ გამხსენებია- ვამბობ და უხერხულად ვიშმუშნები.
მანქანიდან გადმოვდივართ და მარკეტში შევდივართ, სექციებს შორის დაბნეული დავაბიჯებ, მეთეც თითქოსდა განზრახ ხმას არ იღებს ასე უხმოდ მომყვება უკან.
-იცი მაინც რა უნდა იყიდო?-მეკითხება მეთე. მე კიდევ საწყალი გამომეტყველებით ვუყურებ.
-ნწ , მზარეული შენ ხარ შენ უნდა იცოდე.
-გასაგიჟებელია, მაშინ როგორც გამოცდილი მზარეული გეტყვი რომ დაგვჭირდება ზეთი ზეითუნის,... ესეც ავიღოთ... პური ვიყიდოთ თუ აჭარაში გაზრდილმა გოგომ იცი როგორ ცხვება?
-ვიყიდოთ
-შეგრცხვა თუ მომეჩვენა?
- მოგეჩვენა-ვეუბნები მართლა დარცხვენილი, პირველად შემრცხვა იმფაქტის რომ პურის დაცხობა არ ვიცოდი. მეთემ ელვის სისწრაფით გაავსო ურიკა. ყველაფერი ვიყიდეთ მგონი რაც გვჭირდებოდა და რაც არ გვჭირდებოდა..
გზად ისევ სიჩუმემ დაისადგურაა. რაც უფრო მაღლა მივდიოდით მთებისკენ მით უფრო სახიფათო ხდებოდა გზა, ამას თოვლიც ემატებოდა. ხო სწორად გაიგეთ თოვლი. მიყვარს ზამთარი, განსაკუთრებით თოვლი, დედაჩემი მოფერებით ფიფქს მეძახდა. ასე მითხრა თოვლის ფიფქებს მოყევი შენ, მათ მოგიყვანეს ჩემთანო ამიტომ ჩემი ფიფქი ხარო.. მეღიმება ამის გახსებევაზე. თურმე სასიამოვნო მომენტებიც ყოფილა ჩემს ბავშვობაში. მე კიდევ, როგორც ყველა მხოლოდ წყენას და ცუდ მომენტეებს ვიმახსოვრებდი.
-საჭესთან მე დავჯდები
-რა?
- თოვს ცუდი ხილვადობაა, თან შენც დაიღალე რამდენი ხანია საჭესთან ზიხარ
-მართვა იცი?
-როგორც დედაჩემი იტყოდა ჩემზე უკეთეს მძღოლს ვერ ნახავთ
არ ტყუოდა. საოცრად კარგი მძღოლი იყო. ვუყურებდი როგორ დინჯად და თავდაჯერებულად მართავდა მანქანას და უნებურად გამეღიმა, საკუთარი თავი გამოვიჭირე რომ მომწონდა მასზე ყურება, მომწონდა ჩემი მანქანის საჭესთან რომ იჯდა. ჩემი გოგო უნივერსიტეტი რომ დავასრულე ბაბუაჩემმა მაჩუქა. სამწუხაროს იმავე წელს გარდაიცვალა, ბაბუაჩემი იყო ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც მანქანის საჭესთან დაჯდომის უფლებას ვაძლევდი.. სხვა არასდროს არავინ ყოფილა. ახლა კი ერთი დღის გაცნობილი ადამიანი მართავს ჩემს გოგოს და მეს ეს მომწონს. მალე მოსაღამოვდა. უნაკლო არც ზამთარი არ არის.
-ამის იქით გზა არაა მანქანით ვეღარ გავალთ.
- ფეხითაც ვერ გავალთ-ვამბობ და ჩემს კამპუსებს დავყურებ.
-გამაგიჟებ იცოდი მაინც სად მოდიოდი თან მარტო?
-ვიცოდი
-მერე ჩექმები მაინც უნდა ჩაგეცვა
-ნუ მეჩხუბები
-არ გეჩხუბები ხმაც კი არ ამიწევია, იმედია ჩემოდანში გაქვს რამე?
-მაქვს-ვამბობ და გაბუტული ვაღებ მანქანის კარს
-სად მიდიხარ ? მე მოგიტან
-ჩემოდნის გვერდით აწყვია
-კოტეჯის მეპატრონეს დაუკერეკე მანამდე
მეპატრონესთან ვრეკავ, რომელიც მამცნობს რომ სამწუხაროდ გუშინ დიდი თოვლი მოსულა სამანქანო გზა თოვსლს დაუფარავს და ერთი დღე მაინც დასჭირდება გაწმენდასო. რაც იმას ნიშნავდა რომ მანქანა უნდა დაგვეტოვებინა და ფეხით წავსულიყავით. ძია თედომ ისიც გვამცნო, რომ მარტო გზას ვერ გავაგნებდით და დავლოდებოდით. დიდხანს ლოდინი არ დაგჭირვებია მალევე მოვიდა.
-შვილებო ბოდიში მომითხოვია ასეთი პრობლემა რომ შეიქმნა, ხვალ მოვა მანქანა და გაწმინდავს გზას
-არაუშავს ბატონო თედო, გთხოვთ წინ გაგვიძეხით
-სამანქანო გზით ვერ წავალთ შორია ტყის ბილიკს გავუყვებით
-კარგით
თოვლი საკმაოდ დიდია ძლივს მივაბიჯებ. ახლა ვხვდები რომ მოგზაურობის დაგეგმვას ბევრი რამ სჭირდება პირველი კი სწორი დროის შერჩევაა, როგორ ვერ ვიფიქრე რომ დეკემბრის ბოლოს აქ დითთოვლობა იქნებოდა. მეც მაგარი ვარ რა მოვინდმე მთები და 15 დღიანი ვოიაჟი.
-მახარებს თქვენნაირი ახალგაზრდების ნახვა აქ, სამწუხაროდ დღეს ახალგაზრდობამ დაივიწყა მთა, ყველა ბარისკენ მიდის და დავცარიელდით, მალე ალბათ საერთოდ აღარავინ დარჩება, სხვებს რა ვუთხრა ჩემი შვილიშვილები არ ბრუნდებიან მთაში
-მე ძალიან მიყვარს მთა, მაგრამ ზაფხულობით უფრო ვსტუმრობ ზამთრობით არასდროს ეს პირველია-ამბობს და ჩემკენ აპარებს მზერას
-ცოლს ხათრი ვერ გაუტეხე შვილო ალბათ თუ თაფლობის თვეს ატარრებთ აქ
-ეგრეა დაიჩემა და აღარ გადათქვაა- მისი თქმა და ჩემი გაოცება ერთი იყოო
-არაა ძია თედო ეგ ჩემი ქმარი
-როგორ თუ არაა-გაიკვირვა მოხუცმა
-ბრაზი ალაპარაკებს ბ. თედო მანქანაში ცოტა წავიკამათეთ და ისევ გაბუტულია- ეუბნებდა და წარბებს მაღლა წევს
-ანგელოზივით ცოლი გყავს შვილო მოუფრთხილდი და არ გააბრაზო, მე ჩემს „ნენეს“ ცივ ნიავს არ ვაკარებ
-ხელის გულზე ვატარებ, აქაც მისი ბედნიერებისთვის ვართ. მთაში უნდოდა ახალი წლის გატარება ხოდა აქ ვართ-ამბობს მათე და დამეფიცებაა იღიმის სიბნელის გამო ვერ ვხედავ მაგრამ ვიცი რომ იღიმის
-წინ მდინარეა, ქვებზე ფრთხილად გადმოდით- გვამცნობს ძია თედო, ახლაც არ ვიცი ძიას რატომ ვეძახდი.
მამაკაცები უპრობლემოდ გადავიდნენ მდინარეზე მე კიდევ დიდხანს ვიყურებდი ნეტა რას გულისხმობდა ძია თედო „პატარა მდინარეში“
-შვილო გადმოდი არაა საშიში -მამხნევებს ძია თედოო
-ძვირფასო გინდა ხელში აგიყვანო?- დამცინის მეთე და ჩემსკენ მოდის
-არა მადლობა- ვამბობ და მდინარეში ჩაწყობილ ქვებს ფრთხილად ვადგამ ჯერ ერთ მერე კი მეორე ფეხს. იმის გამო რომ ქვები გაყინულია ფეხი ამიცდა და რომ არა მეთე არც კი მინდა წარმოვიდგინო რა მოხდებოდა
-უჩემოდ რა გეშველებოდა
-უშენოდ მგონი მოვკვდები -წამოვილუღლუღე გონებაში ამოტივტივებული სიმღერის ტექსტიი
-ხელი გამომიწოდე- ჩემს პატარა თითებს მის დიდ ტორებში აქცებს და ფრთხილად მივყავარ მეორე მხარისკენ. თბილი ხელები აქვს მეთეს, საოცრად თბილი ხელები.
-როგორმე ჩემითაც შევძლებ სიარულს
-არ მინდა დაქვრივება, ქვრივის სტატუსი არ მიხდება
-ვინმეს უთქვამს რომ ხეპრე ხარ?
-პირველი ხარ
-სურვილი ჩავიფიქრო?
-თუ გინდა შეგიძლია, მაგრამ პარალელურად გამომყევი
-ბავშვებო ხომ კარგად ხართ?-ნერვიულობს ძია თედოო
-კი ბ.თედო მე და ჩემს ცოლს არაფერი გვიჭირს
-როგორ არ გრცხვენია ადამიანს რომ ატყუებ
-გინდა სიმართლე ვუთხრა? ბარში გავიცანით ერთმანეთიი და
-კარგი ხო რამოდენიმე საათი ავიტან შენი ცოლის სტატუს, არ მიხდება მაგრამ მაინც.
- ბევრი არიფიქრო მარტივად ასატანი გახდება
-შენ გეტყობა რომ საერთოდ არ ფიქრობ
-რომ დავფიქრებულიყავი რამეზე ახლა აქ მარტო იქნებოდი
-თუ გინდა წადი. არაფერი დამიძალებია
-ღირსი ხარ მართლა დაგტოვოს კაცმა
-მანქანის გასაღები მოგაწოდო?
-წასვლას თუ გადავწყვეტ ეგ არ დამჭირდება.
-ვიმედოვნებ
-გამაგიჟებ
-მე ნურაფერს დამაგრალებ ნურც შენ სიგიჟეს
-არ მიკვირს ჯერ ჯიდევ რომ გასათხოვარი ხარ
-უკაცრავად?
-მაგ ხასიათით ვინ აგიტანს
-უტაქტო
-ფრთხილად არ დაეცე
-არ დავეცემი შენი დახმარების გარეშეც შევძლებ
-უჩემოდ მოკვდები არ დაგავიწყდეს-მახსენებს ჩემივე სიტყვებს და იღიმის ნათლად ვხედვ მის ღიმილს და დიალოგის გაგრძელების უნარს ვკარგავ. რას მიკეთებს.
გზად კიდევ ბევრი ვისაუბრეთ უფრო სწორად ისაუბრეს. მთელი გზა მეთეს ჩემი ხელი არ გაუშვია. თითქოს ეშინოდა არ დავკარგოო და არცაა გამორიცხული რომ დავკარგულიყავი.კოტეჯს რომ მივუახლოვდით უკვე საკმაოდ დაღლილები ვიყავით, მაგრამ რაც დაგვხვდა იმ მშვენიერება ღირდა ეს დაღლა. ნაძვის ხეებს შორის მოქცეული ორსართულიანი კოტეკი განათებებითა და იმ სიმშვიდით რასაც ვეძებდი. სახლში შესულებს სითბო დაგვხვდა რაც ძალაინ გამიხარდა ბუხარში ნაკვერჩალი ისევ ღვიოდა...
-ძია თედო საკმაოდ გვიანია თან ბნელა იქნებ დღეს აქ დარჩენილიყავით
-კესანე შვილო ჩემი წასვლის დროა ჩემი ნენე მელოდება სახლში
- ერთი ღამით არაფერი დაშავდება
-ცოლად რომ მოვიყვანე დავპირდი რომ არცერთ ღამეს არ გაატარებდა უჩემოდ, პირობას ვერ გავტეხ შვილო, კაცი სიტყვით და საქციელით ფასობს.
-არასდროს გდომებიათ პირობის გატეხვა?
-შვილო მინდა სწორად გამიგო, მე ახლა სახლში პირობას კი არა იმ გულს მივყავარ, რომელიც ჩემს მკერდში მისთვის ცემს, იმ თვალებს მივყავარ, რომლითაც მის გაბრწყინებულ სახეს დავინახავ შინ მისული. არასდროს მდომებია საყვარელ ქალზე მიცემული პირობის გატეხვა. შემიძლია, მაგრამ არ მინდა
ფანჯრიდავ ვუყურებდი შინისაკენ, თავის ნენესთან მიმავალ ძია თედოს და თვალზე ცრემლი მომადგა. მართლაც რაოდენ დიდი სიყვარულის დატევა შეუძლია ადამიანის გულს. სამწუხაროა რომ მისი მსგავნი ცოტანი დარჩნენ. გული გამითბო მისმა სიტყვებმა და დამარწმუნა რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს, ყველას არ ეწვევა მხოლოდ იშვიათნი თუ გამოცდიან ამ გრძნობას, ვიმედოვნებ ამ იშვიათთა შორის მეც ვიქნები ოდესმე.
მეთე ბუხარს ანთებს და მახსენებს რომ სულ რაღაც ორ საათში ახალი წელი შემოაღებს კარებს. პირველი ახალი წელი ხალხის და მეგობრების გარეშე. პირველი ახალი წელი უცნობ გარემოში და უცნობ მამაკაცთან ერთად, რომელიც ახლა ყველაზე ნაცნობად მეჩვენება.
რომ დავფიქრდეთ მეთეს ადგილას მე დიდი ხნის წინ გავმართავდი ისტერიკას და წავიდოდი. ჩემს გამო რამდენი რამის გადატანა მოუხდა და ამას ჩემი მწარე რეპლიკებიც დაემატა. უმადური ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. ახლა გავიაზრე ჩემი „უშენოდ მგონი მოვკვდები“-ს სინამდვილე. წამოვედი მთაში და რეალურად არაფერი არ მქონდა მოგვარებული. მეთე რომ არა საჭმლის გარეშეც დავრჩებოდი.
-მადლობა მეთე ყველაფრისათვის.
-არაფრის მაგრამ შეგიძლია მადლობა საჭმლით გადამიხადო?
-პროდუქტი ხო მანქანაში დარჩა?
- ზურგჩანთაშია რაღაცეები წამოვიღე
- როდის ჩაალაგე კი მაგრამ ?
-შენს ჩექმებზე რომ გადავედი მაშინ
- მადლობა მაგისთვისაც
-დღეისთვის ბევრი მადლობა მივიღე მაგრამ ეგ შიმშილის გრძნობას არ გამინეებს
-საჭმლის გარდა რამეზე ფიქრი შეგიძლია
-ახლა არა
-კუჭის მონა
-გახლავართ
-კვერცხს შეგიწვავ
-ნეტა დედაჩემისთვის გამომერთმია ის საჭმლის ჩანთა
უნდა აღინიშნოს რომ საოცარი ახალი წელი გამოგვივიდა.დაუვიწყარი.ასეთი არამგონია ვინმეს ქონოდა მეორეს. საკუთარ თავს რომ დავცინი აი სადამდე მივედი. თორმეტ საათზე ჩვენს სუფრას ამშვენებდა შემწვარი კვერცხი პური და ღვინო რომელიც სამზარეულოში ვიპოვეთ.
-გილოცავ
-გილოცავ
-მიირთვი რატომ არ ჭამ ?
-საიდან დავიწყო არვიცი რამეს ხომ არ შემომთავაზებდით
-ნუ დამცინი
-შენ არა საკუთარ თავს დავცინი
-თუ არ გინდა მე შევჭამს ყველას-ვამბობ და თეფშს ხელში ვიჭერ
-მოიცადე არ მიტქვამს არმინდათქო
-არც ის გითქვამს მონდაოო
-კესანე სად მიდიხარ?
-აბა არ გინდოდა. მმმმ... ძალიან გემრიელია ცოტა მარილი აკლია
-გიჟი ხარ იცი?.
-მშიერს ჯობია
-მეც მშია
-სამზარეულო იქითა
საოცარი სანახაცია სამზარეულოში გასქურასთან მოფუსფუსე მამაკაცი. დამიჯერეთ ხცოვრებაში ერთხელ აუციებლად უნდა ნახოთ ეს სცენა დივანზე წამოწოლილმა ღვინის ჭიქით ხელში.
-ერთ დღეს ამის გამო გადაგიხდი
-ველოდები
მეთეს სამზარეულოში ფუსფუსით გართულს ერთი მეტამ მნიშვნელოვანი საკითხი ამომივარდა თავიდან და იქამდე არ გამხსენებია სანამ დაძინება არ განვიზრახეთ. კოტეჯში ერთი საძინებელი იყო და რა თქმა უნდა ერთი ორადგილიანი საწოლი.
-უკვე არ ვიცი რა ვიფიქრო-სახეზე ღიმილი დასთამაშებს მეთეს
-საწოლში მე ვიძინებ შენ დივანზე დაიძინებ როგორც ჯენტლმენი-ვანცნობ გადაწყვეტილებას
-საბანს და ბალიშს წავიღებ მაშინ
-მოიცა მე რა დავიხურო?
-ჩემზე რას იტყვი?
-ბუხარს თუ არ ჩააქრობ დილამდე სითბო იქნებაა
-ნუ სულელობ საწოლში დავიძინებთ ორივე. ნუ გეშინია არ შეგეხები, ქალებთან მხოლოდ მათი სურვილიტ ვწვები
-მადლობა უსარგებლო ინფორმაციისთვის-ვეუბნები და შხაპის მისაღებად მივდივარ . აბაზანიდან გამოსულს მეთე ოთახში არ მხვდება. ფანჯრიდან ვიხედები და აივანზე მდგარ მეთეს ვხედავ სიგარეტით ხელში ტელეფონზე საუბრობს. საწოლში ვწვები და მგონი სუნთქვასაც კი ვწყვეტ. ბალიშებს ვიღებ და საწოლის შუაში ვდებ.
მეთე მალევე ბრუნდება შხაპის მისაღებად მიდის. არ გამომპარვებია ჩაცინების ხმა ბალიშების დანახვის შემდეგ
-ხანჯალს ან ხმალს ველოდებოდი
-საზღვარს არ გადმოსცდე
- ერთხელ და სამუდამოდ შეუშვი მაგ ლამაზ თავში რომ შენი სურვილის საწინააღმდეგოს არაფერს გავაკეთებ. მანამ არ მოგეკარები სანამ არ მეტყვი. ახლა კი მშვიდად დაიძინე.
არ მახსოვს როდის ჩამეძინა. ალბათ ძალიან გვიან დილით სიმძიმის შეგრძნებამ გამაღვიძა. ცხვირი ამიწვა ნაცნობმა და თან თითქოს უცნობმა სურნელმა. გონებამ უკვე გაიაზრა რაც ხდებდა, მაგრამ ბოლომდე იმედი მქონდა რომ ასე არ იქნებოდა. მეთემ მისი სიტყვა გატეხა? თვალებს ნელა ვახელ და მეთეს სახეს ვხედავ მშვიდად სძინავს. ასე ახლოს მასთან პირველად ვარ. წარბთან ნაიარევს ვამჩნევ ალბათ რომელიღაც ჩხუბიდან დარჩა ვფიქრობ და მეცინება... კესანე სულ შეიშალე ხომ? ვიღაც მამაკაცის მკლავებში წევხარ და იმის ნაცვლად გაეცალო მის სახეს შეისწავლი და მალე სხეულის ფორმებზეც გადახვალ. სხეულის ფორმებზე გამახსენდა მაისური ფარავს, მაგრამ ისედაც ეტყობა ნავარჯიშევი სხეული. აი ახლა მართლა გავგიჟდი.. ფრთხილად ვიშორებ მეთეს ხელს და საწოლიდან ვდგები. მეთეს სიტყვა არ გაუტეხია ეს მე ვიყავი ვინც მის მხარეს გადავიდა და მიეწება. მგონი ნიკას სიტყვები მართლდება... ალბათ დიდხანს გავაგრძელებდი მძინარე მეთეს ყურებას რომ არა ძია თედოო
-ბავშვებო გძინავთ?
-მეთეს სძინავს ახალ წელს გილოცავტ ძია თედო
-მეც გილოცავთ ჩემო კარგებოო ამ წელს ყველაფერი კარგი მოეტანოს თქვენთვის და პატარა გოგო ან ბიჭი ეჩუქებინოს- დაგვლოცა ძია თედომ.. ამ ტემპით თუ გავაგრძელე გვაჩუქებს გავიფიქრე და თავი გავაქნია ფიქრების გასაფანტად
-მადლობა ძია თედო
-მანქანა დიდი ხანია მოსულია გზის წმენდას დაასრულებს და მალე შეგეძლებათ მანქანის ამოყვანა. აქ პროდუქტებია, გუშინ ვერაფრის წამოღება მოახერხეთ
-მადლობა ძია თედო არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ
- მომავალ წელსაც ამოდით ოღონ სახლში გვესტუმრეთ აქ არა
-კარგი აუცილებლად გესტუმრები
-მარტო შენ არა ქმარიც გამოიყოლე
-ბ. თედო გპირდებით მე და კესანე შემდეგ წელს აუცილებლად გესტუმრებით- ზურგს უკან მესმის მისი ხმა. როდის მოასწრო გაღვიძება არადა ორი წუთის წინ მშვიდად ეძინა.
-პირობას როგორი კაცები ტეხენ ხომიცი-ნიშნისმოგებიტ უთხრა ძია თედომ მათეს
-მაგ სიაში არასდროს მოვხვდები
-მიხარია
მეთე ძია თედოს გაყვა მანქანის გამოსაყვანად. მე კი სამზარეულოში შევედი. საჭმლის მომზადება ერთ სულიერს კი უნდა ეკისრა, მაგრამ როგორც ჩანს დაავიწყდა მისი მოვალეობა. დიდხანს ვფიქრობდი რა გამეკეტებინა ბოლოს კი სენდვიჩებზე შევაჩერე არჩევანი. მზადება დასრულებული მქონდა ნინომ რომ დამირეკა
-აბა როგორ ხარ?
-ახან წელს გილოცავ ნინო
-მეც გილოცავ, მაგრამ უჩემოდ რანაირი ახალი წელი გაქვს არვიცი
-ისევ გაბრაზებული ხარ?
-აქ მარტო დამტოვე და წადი გადაიკარგე სადღაც მთებში არ მაქვს გაბრაზების უფლება?
-შემოგთავაზე წამოსვლა
-იცოდი რომ ვერ წამოვიდოდი და მაგიტომ
-მართლა ეგრე თუ ფიქრობ მეწყინება
-ხომიცი რომ ეგრე არაა
-მომენატრე უკვეე
-თვალები მატყუებს თუ საჭმეს ამზადებ
-სენდვიჩებს
-ამდენს როდის მერე ჭამ ? კესანე რას მიმალავ
-არაფერს
- მიხარი რომ მგლების ლუკმა არ გამხდარხარ
-მალე გავხდები...
-რა თქვი?
-არაფერიი გაჭედათქო
- კესანე გზა გაწმინდეს, ჩვენს ბარგს ოთახში ავიტან მერე თუ გინდა ქალაქში ჩავიდეთ და რამე ვჭამოთ-მოულოდნელად გამოჩნდა მეთე
-კაი ნინო მერე დაგირეკავ
-რას ქვია მერე დამირეკავ. არც კი გაიფიქრო გამითიშო. ვინაა ეგ კაცი.?
-არავინ
-ვისთან ერთად გაიპარე, რას მიმალავ გოგო, აი თურმე რატომ მოუნდა მთა და დასვენება- არ ჩერდებოდა ნინო. გავთიშე და საპასუხოდ შეტყობინებაც მივიღე „მოგკლავ ყველაფერს თუ არ მომიყვები ახლა გაერთე მაგ კაცთან ერთად „








*****************************

ახალი წელი, ახალი იმედები, რაღაც ახალის დასაწყისი ესაა ის მოლოდინი რაც ახალი წლის დადგომასთან ერთად მიჩნდება, მაგრამ სამწუხაროდ ორი კვირის შემდეგ ამ იმედებს ახალი წლის ეუფორიას ვატან. ჩემი იმედები და მოლოდინებიც იშლება საახალწლო ნაძვისხის მსგავსად მერე კი თაროზე იდება, მომავალ წლამდე არ უწერია ამ ნაძვისხეს მზის სხივის ხილვა ისევე როგორც-იმედებს. მთის შვილი არასდროს ვყოფილვარ. მახსოვს ღრმა ბავშვობაში მშობლების ერთად დასასვენებლად მთაში წავედით. ადგილი მეტისმეტად მეუცნაურა თითქმის მთელი დღე ვტიროდი რომ სახლში წავეყვანე. საბრალო დედაჩემს რომ დავემშვიდებინე ათასი რამის გაკეთება მოუხდა, ბოლოს კი სასტუმროს სახურავზე ამიყვანა. რაც იქ ვნახე გონებაში ღრმად ჩამებეჭდა. მშვენიერება, რომელსაც მზის ჩასვლა ჰქვია. მთაში ჰაერის მსგავსათ მზის ჩასვლაც სხვანაირია. ვხედავდი, როგორ იკარგებოდა ნისლებში მზე, როგორ ირეკლებოდა მზის სხვები და ნარინჯისფერს სძენდა ღრუბლებს. მას შემდეგ სიმშვიდეს მხოლოდ მთაში ვპოვებ. თითქოს ჩემს დარდს მზეს ვატან, რომელსაც ჩასვლისას სადღაც ძალიან ღრმად ჩააქვს და მიტოვებს იმედს რომ იქედან ვერ გამოაღწევს. ჩემს ცხოვრებაში იმდენად ცოტა ბედნიერი წუთია რომ რაც შემიძლია ძლიერად ვეჭიდები. არ მინდა ოდესმე დამავიწყდეს როგორია იყო ბედნიერი.
მეთეს ქალაქში წასვლაზე უარი ვუთხარი. მარტო დარჩენილს კი მომეძალა ფიქრები, რომლებსაც თავს ვერ ვაღწევ. ამ სამი წლის განმავლობაში მარტო არასდროს ვყოფილვარ, ფიქრის დროც არასდროს მქონია. ყველა გადაწყვეტილება რასაც ვიღებდი იმპულსური იყო. ისევე როგორც ეს უკანასკნელი. უაზრო ფიქრები ვერც საჭმლის კეთების პროცესში ვერ მოვიშორე. აქვე დავსძენ რომ კარგი მზარეული არ ვარ, მაგრამ არც ცუდი ითქმის. თუმცა სამზარეულოში ფუსფუსი არასდროს ყოფილა ჩემი პრიორიტეტი. საჭმლის კეთებას მოვრჩი და გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი. სუფთა ჰაერი ღრმად გავუშვი ფილტვებში. თოვლის ფიფქებს მიუშვირე სახე და ვგრძნობდი როგორ ეცემოდნენ ცივები ჩემს თბილ სახეზე. თოვლის პატარა გუნდა მოვიქციე ხელში და მექანიკურად დავიწყე თოვლის ბაბუას კეთება. ვერ ჩევამჩნიე ვერ გავიაზრე როგორ ამიწვა თვალები ტკივილმა, როგორ გაიკვლიეს ცრემლებმა გზა ლოყებზე საბოლოოდ კი თოვლში გაუჩინარდნენ. ვეღარც სიცივისგან გალურჯებულ ხელებს ვგრძნობდი. ვხედავდი კადრებს რომელიც მანადგურებდა, ნაწილებად მშლიდა.
**********************************
2004 წლის 26 დეკემბერი
9 წლის ვარ. სკოლის დერეფანში ფანჯარასთან ვდგავარ და ვუყურებ როგორ ლამაზდ თოვს. სახეზე ღიმილი დამთამაშებს. წარმოვიდგენ სახლში მისული მშობლებთან ერთად როგორ ვიგუნდავებ და სიხარული მეღვრება გულში. ეს ხომ ჩევენი ტრადიცია, და არამატრო ჩვენი ასე მეგონა მაშინ. გაკვეთილი გვიცდებოდა ამიტომ დირექტორმა დერეფანში გამოსვლის საშუალება მოგვცა იმ პირობით რომ არ ვიხმაურებდით.
-კესანე შენ ხომ გიყვარს ზამთარი-მესმის ჩემი კლასელი ლიკას ხმა და გული ცუდს მიგრძნობს უკვე. ღიმილი სახეზე მეყინება
-მართლაც მასწავლებელთან ხომ ასე თქვი-ზურგს უმაგრებს გიორგიც
-კი მიყვარს-ვამბობ შიშნარევი ხმით
-წამოდი გარეთ გავიდეთ ნახე რა ლამაზად თოვს-აგრძელებს ლიკა
-თოვლის ბაბუაც ხომ არ გაგვეკეთებინა-აჟღერებს იდეას თეკლა და ამაზრზენად იცინის
-არ მინდა-ვამბობ გაბზარული ხმით მე ხომ თოვლის ბაბუის გაკეთებას დედასთან ერთად ვგეგმავდი
-როგორ თუ არ გინდა-ბრაზი ეპარება ხმაში ლიკას
-არ წამოვალ-ვამბობ და ვხედავ ჩემსკენ მომავალ გიორგის
-ხომიცი რაც მოხდება თუ არ წამოხვალ-მეუბნებ გიორგიი და უხეშად მავლებს მკლავებში ხელს
-არ შემეხოთ არ წამოვალ არ მინდა გთხოვთ...გამიშვით-ვტირი ბოლო ხმაზე მაგრამ თეკლა ხელებს პირზე მაფარებს და ყვირილის საშუალებას არ მაძლევს
-არც კი გაბედო ხმის ამოღება, ცრემლები შეიმშრალე რომ სკოლის გარეთ შევძლოთ გასვლა
ცრემლებსაც კი თავად მიმშრალებენ და გავყავარ სკოლის შენობიდან. მასწავლებელსს უთხრეს რომ გარეთ მაღაზიაში სურდათ რაღაცეების ყიდვა. ვერავინ გაიგო ჩემი ყვირილი, ვერც მასწავლებელმა შენიშნა ჩემი ცრემლიანი თვალები. მაღაზიის ნაცვლად სკოლასთან მდებეარე ძველი შენობის უკან გადავყავარ.. გიორგი უხეშად მიშვებს ხელს და თოვლში მაგდებს. ცივია მაგრამ არც იმდენად. ხელებზე ხელთათმანებს მაძრობენ და მეუბნებიან რომ თოვლის ბაბუა გავაკეთო რაზეც უარს ვეუბნები. ჩემს უარს ლიკას გაწნილი სილა მოსდევს არც ამაზე გაჩერებულან თეკლა თმებში მწვდება და ძლიერად მქაჩავს ყვირილი მინდა მაგრამ არ შემიძლია გიორგი პირზე ხელს მაფარებს.
-თუ არ გააკეთებ რაც გითხარი კიდევ მოგხვდება-მეუბნება ლიკა და ისევ ძლიერად მირტყამს სახეში

საბოლოოდ ვნებდები თოვლის პატარა გუნდას ვიქცევ ხელში და ინსტიქტურად ვიწყებ ამ ბურთის გადიდებას შიშველი ხელებით, მტკივა ხელები საშინლად მტკივა მაგრამ მათ ეს არ ესმით. თვალებიდან ცრემლები მდის მაგრამ ეს ხომ საერთოდ არ მოქმედებს მათზე. სიცივისაგან კანკალი მიტყდება. დედასთან მინდა მინდა მთელი ძალით ვიყვიროო „დეე დამეხმარე მიშველე“ მაგრამ არ შემიძლია ის ტკივილი მაშინებს რომელსაც ყვირილის შემდეგ მომელის. მეშინია საშინლად მეშინია მაშინებს მათი შემზარავი სიცილის ხმა. საოცარია როგორ შეუძლია იყოს ადამიანს ამდენად ბოროტი. არ მჯერა ფრაზის „ბავშვები უცოდველი არსებები არიან“ რადგან ისინი ვინც მე ეს დამმართა, უცოდველები არ იყვნენ. ეს ცოდვა არუნდა შერჩეთ. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უნდა ათრიონ მხრებით და სისხლს უყინავდეს.
არ ვიცი რამდენ ხანს ვაკეთებდი უაზროდ თოვლისაგან მრგვალ ბურთს უეცრად ხალხის ხმა რომ შემომესმა გადავრჩი. ეს ის ავტობუსის მძღოლები იყვნენ რომლებსაც აქაურობა საპირფარეშოდ ექციათ. არასდროს მომწონდა ეს ფაქტი მაგრამ დღეს ძლიან გამიხარდა
-თუ ვინმეს რამეს ეტყვი მოგკლავთ-მეუბნება ლიკა და სამივე ერთად გარბიან
ძირში დაგდებულ ჩემს ქურთუკს და ხელთათმანებს ვიღებებ ვიცვამ და იქაურობას ვეცლები. სკოლაში დაბრუნებული საშინლად ვკანკალებ ვერ ვჩერდები, მასწავლებელს გამოაქვს დასკვნა რომ სიცხე მაქვს და სახლში მიშვებს. სახლში დაბრუნებული თბილ ფეჩთან ვთბები მაგრამ კანკანს მაინც ვერ ვწყვეტ. მასწავლებელი მართალი აღმოჩნდა სიცხე მქონდა. დედამ წამალი დამალევინა
-კესანე რა მოხდა სკოლაში-მეკითხება დედა და იმ ლოყებზე მეფერება რომელზეც რამოდენიმე საათის წინ საშინლად დამარტყეს
-თოვლის ბაბუა გავაკეთე-ვამბობდ და ცრელმები თავისით იწყებს დენას თვალებიდან.
-მაგაში ცუდი რა არის ჩემო გოგო- მეუბენბა და მიღიმის
-დე ჩამეხუტები
დედაჩემი ძლიერად მიკრავს გულში მის მკალვებში ვმშვიდდები. მას შემდეგ არასდროს აღარ გამიკეთებია თოვლის ბაბუა.
****************************************

-კესანე რა დაგემართა-მესმის მეთეს ხმა მაგრამ გონება ვერ აღიქვამს არ რეაგირებს. ვერც იმას ვხედავ როგორ მიახლოვდება მხოლოდ ხელის შეხებას ვგრძნობ რომელსაც ჩემი გონება მტკივნეულად აღიქვამ
-არ შემეხოთ გთხოვთ, არაა... გეხვეწებით...არ მინდა...
-კესანე მე ვარ მეთე -მეუბნება და ხელებს ძლიერად მხვევს
-გამიშვით....არ წამოვალ-ვყვირი და ვცდილობ თავის გათავისუფლებას მაგრამ არ გამომდის მეთეს ძლიერად ვყავარ მოქცეული მკლავებში
-კესანე, აქ ვარ, კარგად ხარ, არაფერს დაგიშავებ, შემომხედე მე ვარ მეთე-მეუბნება და ორივე ხელს სახეზე მკიდებს მერე კი მასზე შეხედვას მაიძულებს..
-მეთე, არ გამიშვა გთხოვ... არ მინდა წასვლა
-არასად გაგიშვებ-მეუბნება და თავზე ნაზად მახებს ხელს
-აღარ მინდა ძლიერი ვიყო, აღარ მინდა გესმის, მინდა ვთქვა რომ დავირალე მინდა ვთქვა რომ მტკივა. რომ არ ვარ ის ქალი ვისი ნიღაბიც მორგებული მაქვს დამღალა ამ ნიღბის ტარებაბ ნახე სახეზე სულ ნაიარევი მაქვს. გავლილმა წლებმა გამანადგურეს გამტეხეს დავიფერფლე და ამ ფერფლიდან ძლივს შეკოწიწებული წამოვდექი, ვცდილობ ცხოვრება გავაგრძელო, მაგრამ სიმშვიდე არსად არარის, ყველგან მოგონებები და კოშმარები, წარსული თავისი ბინძური ხელებით ჩემკენ მოდის და დღითითღე უფრო ძლიერად მექაჩება თავისკენ. ვცადე ამ ხელებისგან თავის დაღწევა, გავექეცი ამ ხელებს კიდევაც მაგრამ მათი კვალი სხეულზე მაინც მატყვია, ვერ ვიშორებ.
-უნდა შეძლო და წარსულს თვალი გაუსწორო მისგან არუნდა გარბოდე, თუ მიიღებ წარსულს ისეთს როგორიც არის ყველაფერი გაივლის, თუ აპატიებ მათ ვინც ასე გატკინა ტკივლი განელდება და ასატანი გახდება- ჩემს დამშვიდებას ცდილობას მეთე. ხელში აყვანილს სახლისაკენ მივყავარ
-მათ მე ბავშვობა მომპარეს, ახლაგაზრდობა და ოცნებები წამართვეს, კომპლექსიან და შიშებით აღსავსე ქალად მაქციეს.
-დამშვიდი ასე ცუდად გახდები,
- ამაზე ცუდად ვეღარ გავხდები
-ცუდად აღარასდროს იქნები
-მეთე ჩამეხუტები?-ვეკითხებიდა ისიც ძლიერად მხვევს ხელებს. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვტიროდი მაგრამ ტირილისაგან ძალაგამოცლილმა სითბოთი გაბრუებულსმა ვერც კი გავიაზრე როგორ ჩამეძინა მეთეს მკლავებში.
არ ვიცი რამდენ ხან მეძინა მაგრამ ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს მესმის მეთეს ხმა, სავარაუდოდ ტელეფონზე საუბრობს, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ, თვვალების გახელას ვცდილობა მაგრამ ტკივილს ვგრძნობ, საბოლოოდ მაიც ვახელ თვალებს და ვხედავ საზარეულოში მოფუსფუსეს ტელეფონი სპიკერზე აქვ ჩართული და მზადების პარალეურად ვიღაცას ესაუბრება. მეღიმება.
-დედა კარგად ვარ მე
-აბა რატომ მთხოვე წვლიანის რეცეპტი?
-უცებ მომინდა და გაკეთება გადავწყვიტე
-როგორ არ გრცხვენია დედაშენი ვარ არ გიცნობდე მაინც, რომ კვდებოდე შიმშილისგან სამზარეულოში არაფრის გასაკეთებლად არ შეხვალ ახლა როგორ გინდა დავიჯერო რომ უცებ მოგშივდა.
-დედა ასე კარგად რატომ მიცნობ
-ოცდაათი წელია შენს ყველა ამოსუნთქვას და მოქმედებას ვუყურებ როგორ შეიძლება არ გიცნობდე
-მიხარია რომ დედაჩემი ხარ
-კომპლიმენტებით ნუ ცდილობ თემის შეცვლას
-დედა მაშინებ უკვე-ამბობს და იცინის მეც მეცინება და მის ყურადღებას ვიქცევ გააგრძელეთქო ვანიშნებ ხელების მოძრაობით
-სად ხარ ის მაინც მითხარი?
-რომ მეორე დღეს აქ გაჩნდე ხომ დედაჩემო
-შენც კარგად მიცნობ,
-დედა კარგად ვარ, არ მცივა, არ მშია, როდის დავბრუნდები არ ვიცი ეს ჩემზე არაა დამოკიდებული მაგრამ დავბრუნდები ახლა კი წავედი ავადმყოფმა გაიღვიძა-ამბობს და ყურმილს კიდებს დარწმუნებული ვარ რაღაცის თქმა უნოდა დედამის მაგრამ არ დააცალა
გაზქურას აქრობს წვნიანს თეფშზე ასხამს და ჩემსკენ მოდის
-ავადმყოფი არ ვარ- ვამბობ და ხელებს ვაჯვარედინებ
-კარგი არ ხარ. ოღონდ ეს წვნიანი შეჭამე ბოლომდე
-არ მომწამლავს?-ვეუბნები და წარბებს ვწევ
-მთელი ბავშვობაა ამას ვჭამ და არ მოვუწამლივარ
-იმიტომ რომ დედაშენი გიკეთებდა
-მომეცი თუ არ გინდა
-კარგი ხო ვიხუმრე ნუ ბრაზდები -ვამბობ და წვნიანის ჭამას ვიწყებ რომელიც საოცრად გემრიელია-კიდევ მინდა
-არ მოგწამლოს
-კიდევ მინდა-ვეუბნები და კატასავით საწყალი თვალებით ვუყურებ
- მასე ნუ მიყურებ
-როგორც მინდა ისე გიყურებ
-მე გაგაფრთხილე
-რასიზამ- ვეუბნები და მზაკვრული სახით ვუყურებ
-გინდა გაიგო-მეუბნება და ვხედავ თვალებში როგორ უჩნდება მოთამაშე ჭინკები
-მინდა
-იცოდე შენ გინდოდა-ამბობს და მიახლოვდება
-რას აკეთებ?
-არაფერს-ამბოს და სახეზე ხელებს მკიდებს-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი ისევ შენ დაზარალდები- მეუბენბა და მოულოდნელად მკოცნის. გაოცებისგან თვალები მიფართოვდბა. მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის. თვალებს ვხუჭავ და კოცნაში ვყვები, ნელნელა მისი კოცნა უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება-რას მიკეთებ კესანე
-არ ვიცი -ვამბობ და ახლა მე ვეტანები მის ტუჩებს- წვნიანი მინდაა
-როგორ შეგიძლა ამ მომენტში ჭამაზე ფიქრი
-აბა რაზე უნდა ვიფიქრო
-ჩემზე
-წვნიანი უფრო გემრიელი მეჩვენება
-რაიცი ჯერ ხომ არ გაგისინჯივარ
-რაც გავსინჯე ის მინდა
-კარგი მოგიტან წვნიანს
-ასე მალე დანებდი?
-კესანე!
ორი თეფში წვნიანის ჭამის შემდეგ მივხვდი რომ მოძრაობის ძალა აღარ მქონდა მთელი დღე კოტეჯში გავატარეტ და უკვე ტრადიციად ქცეულ „Home alone” ვუყურეთ. თავი მეთეს კალთაში მედო ის კი ნაზად მეფერობოდა თავზე და თითებს ჩემს თმებში ხლართავდა. ამაზე კარგად საღამო ვერ ჩაივლიდა.
-რამდენი შვილი გინდა გყავდეს-მეკითხება მოუკოდნელად
-არ ვიცი არ მიფიქრია
-მე მაკალისტერების მსგასად დიდი ოჯახი მინდა. მე დედისერთავარ თითქოსდა არაფერი მიჭირს გვერდით საოცარი ადამიანები მყავს და მათი მადლობელი ვარ მაგრამ ხშირად მიფიქრია რა იქნებოდა და ან ძმა რომ მყოლოდა, ეს სურვიილი გულის სიღმეში ღრმად დავმარხე რადგან ვიცოდი რომ ეს შეუძლებელი იყო. დედაჩემი ჩემზე მშობიარობას ლამის გადაყვა სამი ოპერაცია გაუკეთეს ერთი თვე კომაში იყო, გონს მოსულს კი ექიმებმა უთხრეს რომ ბავშვის გაჩენა აღარ შეეძლო.
-შენგან განსხვავებით დედისერთა არ ვარ დები და ძმა მყავს მაგრამ მამასთან ჩხუბის შემდეგ სახლიდან რომ წავედი ყველამ გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა დები გათხოვდნენ და როგორც გავიიგე ძალიან ბედნიერები არიან ჩემი ძმა კი საზღვაე გარეთაა იქ გადაცხოვრდა. მიუხედავად ამდენი დედმამიშვილისა თავი მეც დედისეერთა მგონია ამიტომ გული არუნდა გტკიოდეს.
-არცერთი არ შეგხმიანებია?
-არა, გამაქრეს მათი მეხსიერებიდან, სულ უმადური მეძახეს არ მინდა ამაზე საუბარი
-კარგი, ისედაც მძიმე დღე იყო
- მოდი მეორე ნაწილსაც ვუყუროთ
-კესანე ღამის პირველი საათია
-ერთმანეთი დაგვებედა
-ერთმანეთი და კევინი. მოდი ხვალ ნაძვიხე ავაწყოთ კარგი შეშველი დგას შემოსასვლელთან და შევმოსოთ
-სათამაშოები ?
-ქალაქში რომ ვიყავი მაშინ ვიყიდე იმედია მოგეწონება
-კიდევ რა იყიდე
-მაცივარში შეიხედე და ნახავ- როგორც კი მაცივარი ახსენა მაშინვე წამოვხტი დივნიდან, მავივრის კარი გავაღე და ტორტი დავინახეე
-მეთე გითხარი რომ საოცარი ადამიანი ხარ-ვამბობ და ტორტს ვიღებ
-მართლა აპირებ ახლა მაგის ჭამას
-კი ვაპირებ, მეორე ნაწილი ჩართე რა გთხოვ
-კარგი მაგრამ ეგეთ გამომეტყველებას ნუ იღებ
-როგორს-ვამბობ და მახსენდება კოცნა ლოყები მიწითლდება, ვხედავ როგორ ამოიოხრაა- ტორტი გინდაა
-რატომაც არაა
ტორტი გემრიელი იყო საოცრად გემრიელი. Home alone-ის მეორე ნაწილსაც სიამოვნებით ვუყურეთ სიცილისაგან ლოყები მტკიოდა. უსაზღვროდ მადლობელი ვარ მსახიობების და კრის კალამბუსის რომ ასეთი საოცარი ფილმი გადაიღო. უსაზღვროდ მადლობელი ვარ მეთესი რომელიც აქ გამომყვა და შეძლებისდაგვარად მიტანს. ვამჩნევ რომ მას უცხოდ აღარ ვთვლი ამ ორ დღეში შევეჩვიე. დავიბედე.

***************************
დილა საოცრად დაიწყო მუსიკის ფონზეე ნაძვის ხე მოვრთეთ განათებები დავამაგრეთ რამაც საკმაოდ დიდი დრო წაიღო ვარსკვლავიც კი ეყიდა მეთეს. საბოლოოდ დაღლილები ჩავესვენეთ დივანზე. ახლა ნამდვილად იგრძმობოდა საახალწლო განწყობა რაც მაკლდა ეს დღეები
-კარგი გამოვიდაა
-ძალიან მომწონს -ვამბობ და თვალები მიციმციმებს
-დიდი ბავშვი ხარ
-ვარ
-თოვლის ბაბუას წერილსაც ხომ არ დაუწერ
-ნწ უკვე გვიანია
-რატომ 14 იანვარი წინაა
-შენ დაუწერე?
-მე დაწერის გარეშეც ამიხდა.
-რა ისურვე
-მაგას ვერ გეტყვი, ჯერ ადრეაა შენი ტელეფონი რეკავს
ნინო მირეკავდა ვიცოდი რატომ რეკავდა და ახსნის სურვილი ნამდვილად არ მქონდა მისთვის მაგრამ რომ არ მეპასუხა ვიცოდი რომ თავზე დამადგებოდა თან იცოდა სადაც ვიყავი ამიტომ ტელეფონი გავხსენი
-ნი მომენატრე
-გეტყობა არც კი დაგირეკავს კამერა ჩართე
-რატომ რა ხდება
-კესანე ჩართე მინდა დაგინახო-კამერას ვრთავ
-კმაყოფილი ხარ?
-ჯერ არა, ახლა შეატრიალე მანახე როგორია კოტეჯი-ამბობს და ვხვდები რასაც ცდილობს ამოწმებს მარტო ვარ თუ არაა
-მაგას არ გავაკეთებ
-ხომ იცი რომ მაინტერესებს რა გინდა ცნობისმოყვარეობამ მომკლას-წუწუნებს ნინო
-შენი წუწუნის მოსმენაც დამებედაა
-კიდევ რა უფრო სწორად ვინ დაგებედა?
-ფორმაში ხარ ისევ
-თემას ნუ ცვლი - მეუბნება ნინო ვხწდავ როგორ გადის მეთე ოთახიდან და ტუჩემის მოძრაობით მეუბნებაა ისაუბრეთო
ნინოს ყველაფერს ვუყვები მეთეს შესახებ
-სულელო გოგო იცი ახლა როგორ გამოიყურები- მეკითხება ნინო
-როგორ
-თვალები გიბრწყინავს. ვაპირებდი ამოსვლას მაგრამ შენი შემხედვარე გადავიფიქრე, ვდედავ რომ ბედნიერი ხარ და მადლობა მეთეს ამისთვის. კარგად დაისვენე. ხელს აღარ შეგიშლით-თვალს მიკრავს და ყურმილს კიდებს
სააბაზანოში შევედი და სარკეში ჩავიხედე მართლაც ვამჩნენ ცვლილებებს და ამ ცვლილებების მიზეზსაც. სააბაზანოდან გავდივარ ქურთუკს ვიცვამ და მათესკენ მივდივარ.
-სტაფილო წამოიღე-შორიდან მეძახის მეთე და ვხვდები უკვე რის გაკეთებასაც აპირებს მაცივრიდან სტაფილოს ვიღებ და სწრაფადვე ვბრუნდები მასთან
-რასაკეთებ
-თოვლის კესანეს-ამბოს და იცინის
-მერე მე ამხელა ცხვირი მაქვს-ვამბობ და სახის წინ სტაფილოს ვუტრიალებ
-შეგვიძლია დავაპატარაოთ-ამბობს და სტაფილოს ორ ნაწილად ტეხს
მეთეს სიცილის შემხედვარე ყველა და ყველაფერი მავიწყდება, მისი სიცილი ფანტავს გონებაში არსებულ ცუდ მოგონებებ და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მასთან ერთად ვიწყებ თოვლის ბაბუას გაკეთებას. რას მიშვრები?
-მეთე ეს არ არის ჩემნაირი არ მგავს -ვწუწუნებ თვლისბაბუას გაკეთების შემდეგ
-შენნაირი ვერავინ და ვერაფერი იქნება-ამბობსდა ბოლო შტრიხს სტაფილოს ამაგრებს.













*******************************
ცხოვრებაში რაღაც ყოველთვის პირველად ხდება. პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯები, პიველი წაქცევა, პირველი ჩახუტება, პირველი სიყვარული, პირველი მიყვარხარ. ყველა ეს „პირველი“ რაღაცასთან ან ვიღაცასთსნ არის დაკავშირებული. წლები გადის, იზრდები, თმაში ჭაღარა გიჩნდება და იხსენებ მოგონებეს, რომლებიც ამ ვიღაცასთან არის დაკავშირეული, მოგონებების მორევში უფრო და უფრო ღრმად შესვლის პარალელურად იცვება შენი განწყობაც, ხან გამოუთქმელი სევდა მოგიკაკუნებს კარს, ხან სუთქვის შემკვრელი ბედნიერება, ხან სულის გამყინავი ტკივილი, მარტივად რომ შემოგვეჩვევა და აღარასოდეს გვტოვებს. შენზეა დამოკიდებული მოგონებათა უფსკრულში თავით ღრმად გადაეშვები და მის საწინააღმდეგობ გაცურაც თუ დინებას მიენდობი, მის ნებას დაყვები და იქამდე იტრიალებ წრეზე სანამ თვითონ დინება არ დაგანარცხებს ფსკერს მთელი სიძლიერით. დანარცხების შემდეგ უბრალოდ იშლები ნაწილებად, ტყდები.
პირველი სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვს მეწვია, მაგრამ მაშინ ეს არ ვიცოდი, არვიცოდი რა იყო სიყვარული, მაშინ როცა სამყარო ბოროტების გარდა არაფერს იმეტებდა ჩემთვისნ, ვერ ვიფიქრებდი რომ ამ საოცარ გრძნობას გამოვცდიდი.
მეექვსე კლასში ვიყავი როცა ჩემს კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა სახელად თომა. თორმეტი წლის ბავშვის კვალობაზე საკმაოდ მაღალი იყო. ზემოდან მიყურებდა თავისი ბავშვური ღიმილით და მეც მაღიმებდა ხოლმე. მასწავლებელმა ჩემს გვერდით მიუჩინა ადგილი. მახსოვს მაგ დღეს მთელი გაკვეთილი ვტიროდი . მე ხომ ბიჭთან დამაჯინეს ვერ გეტყვით რატომ მეთაკილებოდა მაშინ ეს.
-თუ აღარ იტირებ შოკოლადს მოგცემ-მეუბნება თომა და ჯიბიდან შოკოლადებს იღებს. მეც მაშნვე ვწყვეტ ტირილს. თურმე არაფრის გამო ვტიროდი
ასე დაიწყობ ჩემი და თომას ურთიერთობა, მას შემდეგ მისგან შოკოლადს ყოველდღე ვღებულობდი. თითქოს ქრთამი იყო მის გვერდით რომ ვმჯდარიყავი და არ მეტირა.
აქედან დაიწყო ჩემი ტკბილეულისადმი სიყვარულიც.
თომა ტყუილს ვერ იტანდა ყოველთვის სიმართელს ამბობდა. ადამიანი სიმართლით და პატიოსნებით ფასდებაო ამბობდა ხშირად. მეც გადამაჩვია ტყუილის თქმას მან ჩემში ბევრი რამ შეცვალა. ერთხელ სკოლაში გაკვეთილზე დაგვიანებულს მასწავლებელმა კითხა რატომ დააგვიანეო და საპასუხოდ მიუგო რომ შოკოლადებს არჩევდა და ვერ შეამჩნია დროის გასვლა. საყვედურიც მიიღო.
-სულელო რა გაცინებს? დაგსაჯეს-ვეკითხები გაკვირვებული
-შოკოლადი გინდა?
-მაგის გამო ხომ დააგვიანე
-ხომ გინდა?
-მინდა
-აიღე-მეუბნება და სხვადასხვა შოკოლადებს მიყრის ხელებში
-თომა ეს ბევრია მარტო ვერ შევჭამ
-გაკვეთილები რომ მორჩება გზაში ვჭამოთ
ამ დღის შემდეგ ყოველდღე სკოლიდან ერთად ვბრუნდებოდით სახლში, ეს ჩვენი ტრადიცია იყო, თითქოსდა განუყრელები ვიყავით. ტკბილეულით ჯიბეგამოტენილები მივუყვებოდით ქუჩას და ათას ბავშვურ სისულელეზე ვსაუბრობდით.
-კესანე დიდი რომ გაიზრდები რა გინდა გამოხვიდე?-მეკითხება მოულოდნელად და ცას გაჰყურებს
-მხატვარი მინდა ვიყო
-საერთოდ არ გაქვს ხატვის ნიჭი, სამაგიეროდ ცეკვა გიყვარს ძალიან მოცეკვავე უნდა იყო შენ
-შენ რა გინდა რომ გამოხვიდე
-კოსმონავტი, დედამ თქვა რომ მამა ცაში გაფრინდა კოსმოსში ამიტომ თუ კოსმონავტი გავხდები მამას შევხვდები-ისე უცებ მიპასუხა თითქოს ამაზე დიდი ხანია ჰქონოდა ნაფიქრი.
ვერც კი გავიაზრეთ ისე სწრაფად გავიდა სამი წელი და ჩვენც გავიზარდეთ მე უკვე 16 წლის ვიყავი დიდი გოგო მერქვა, თომა ძალიან შეიცვალა უფრო და უფრო გასიმპათიურდა. დასერიოზულდა. ბევრს აღარ მესაუბრებოდა. ვერ შევამჩნიე როგორ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება მისდამი, როგორ გაიზარდა ჩემი გრძნობები, ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. თომა ხშირად ამბოდა არ მინდა შენი მეგობარი ვიყოო. ყოველ ჯერზე მწყინდა. ჩვენს ურთიერთობას სახელი არასდროს ჰქონია საზღვრებს არასდროს გასცდენია. გავაცნობიერე რომ მის გამო მიხაროდა სკოლაში წასვლა, შოკოლადიც იმიტომ მაბედნიერებდა რომ ის მყიდულობდა. მისი ღიმილის დანახვა მახარებდა, სიახლოვე კი გულს მიჩქარებდა.მაშინ არ ვიცოდი რომ ეს სიყვარული იყო. წიგნებში წაკითხულსა და ფილმებში ნანახს ვერ შევადარე ჩემი გრძნობა. ვამჩნევდი რომ ისიც სხვანაირად მიყურებდა. ვხვდებოდი რომ ისიც არიყო ჩემდამი გულგრილი. არაფერს ვამბობდი მეგონა რომ როგორც ყოველთვის პირველ ნაბიჯს ის გადმოდგამდა.
თომას კალადბურთის თამაში უყვარდა. სპორტის გაკვეთილი გვქონდა თამაშის დროს ბურთი მოხვდა თავში. ძლიერი ნასროლი არ იყო, მაგრამ მოულოდნელად დაეცა და გაითიშა. მასთან მიახლოების საშუალება არ მომცეს. მახსოვს როგორ წაიყვანეს ექიმებმა საკაცეზე მოთავსებული.
-მსახიობობა უსწავლია-იგესლებოდა ლიკა
-როგორ შეგიძლია ასეთი უგულო იყო-აღმომხდა სიტყვები თავისით
-დარწმუნებული ვარ რაღაცას იგონებს და ცუდად სულაც არ გამხდარა-არ იშლის თავისას
-საშინელი ადამიანი ხარ
-რომეოს და ჯულიეტას მაგონებთ, ის უკვე დაეცა ახლა შენი დაცემის დროა-მეუბნება და ხელს მკრავს-გამეცალე
ერთი კვირა სკოლაში არ გამოჩენილა, არაფერი ვიცოდი მასზე და თითქოს ვიშლებოდი, ტელეფონზეც არ მპასუხობდა. მასწავლებლისგან გავიგეთ რომ კარგად იყო და არაფერი სჭირდა, მაგრამ ეს არ მამშვიდებდა უნდა მენახა, უნდა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად იყო.
ერთი კვირის შემდეგ სკოლაში მოვიდა ჩემს გვერდით ჩვეულებრივად დაიკავა ადგილი და მხარზე თავი დამადო, სკოლაში პირველები ჩვენ მოვდიოდიოდით ხოლმე. ახლაც საკლასო ოთახში მარტო ვისხედით
-მომენატრე-ცდება ეს ერთი სიტყვა ჩემს ბაგეებს
-გახსოვს ბავშვობაში რაზე ვოცნებობდი-მეკითხება მოულოდნელად
-კოსმონავტობაზე და მამის ნახვაზე-ვამბობ და ვერ ვხვდები საითკენ მიჰყვას საუბარი
-იცი კესანე ჩემი სურვილი სრულდება კოსმონავტი ვხვდები მამასთან მივდივარ შესახვედრად-ამბობს და თვალებიდან ცრელმები იწყებს დენას, თომას მამა დიდი ხანია გარდაცვლილი იყო
-მერე მე აქ მტოვებ-ვამბობ და ხმა მიტყდება
-არ მინდა წასვლა, აღარ მინდა, მაგრამ იქ მამა მელოდება-ამბობს და ჯიბიდან შოკოლადს იღებს
-თომა მე..-ვეღარაფერს ვამბობ და ტირილს ვიწყებ
-თუ აღარ იტირებ შოკოლადს მოგცემ-ამბობს და ნაძალადევად იცინის
-ჩემთან დარჩი
-შენ ხარ მიზეზი რატომაც არ მინდა წასვლა. მაპატიე შოკოლადებს ვეღარ მოგიტან ხოლმე
-თომა რას ამბობ ხვდები მაინც
-გავიგონე, ექიმმა რაც თქვა, მათ ეგონათ რომ მეძინა, სამ თვესაც ვერ მაძლევენ
-ნახავ იმკურნალებ და მალე გამოჯანმრთელდები- უკვე ხმამაღალ ტირილზე გადადვდივარ გული მეწვის, ერთადერთ ნათელ წერტილსაც მაცლის ბედისწერა, ისიც მასთან მიჰყავს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ვერ ვაჩერებ, ვერ ვტოვებ ჩემთან.
-იცი გული რაზე მწყდება? ვერაფერი გითხარი, ვერ მოვასწარი ჩემი გრძნობების შესახებ საუბარი, ვერ ვიფიქრებდი თუ ასე ახლოს იყო დასასრული, ახლაც სიკვლიდი ჩვენი საკლასო ოთახის კართან მელოდება.
-კიდევ დიდი დრო გვექნება ასე ვერ დასრულდები გესმის, ნუ ამბობ მასე.
-სულ არ გეცოდები კესანე ნუ ტირი გთხოვ, შოკოლადს არაიღებ
-მეხუმრები, არ მინდა ეს შოკოლადები, მხოლოდ იმიტომ ვიღებდი რომ შენ მჩუქნიდი გესმის
-ახლაც მე გჩუქნი, კესანე შემომხედე.
-არმინდა არ შემოგხედავ
-მიყვარხარ-მეუბნება და სკამიდან დგება
-მეც მი...
-არ თქვა-მაწყვეტინებს უცებ სიტყვას-თუ იტყვი და გავიგონებ ძალიან გამიჭირდება გესმის-მუდარასავით ჟღერდა მისი სიტყვები
-მიყვარხარ თომა არღვიანო გესმის, ძალიან მიყვარხარ, არ დამტოვო, არ წახვიდე, გთხოვ ჩემთან დარჩი-გატყდა თომა, მაგიდას ძლიერად მიარტყა ფეხი და ელვის სისწრაფით გავიდა საკლასო ოთახიდან, თან გაიყოლა სიკვდილი რომლიც უკვე 16 წელია ელოდა თურმე.
არ გავყოლილვარ საკლასო ოთახში მჯდომი ვუყურებდი თომას დატოვებულ შოკოლადებს და დიდხანს ვტიროდი, ვერც კი შევნიშნე როგორ გაივსო კლასი ბავშვებით. არმინდოდა იმის დაჯერება რომ აღარ მეყოლებოდა, როლ ვერ ვნახავდი მის ღიმილს, მის სახეს, ვერ გავიგებდი მის ხმას.
2011 წლის 25 მარტი
სკოლაში როგორც ყოველთვის ადრე მივედი საკლასო ოთახი მოვაწესრიგე და კიდევ ერთხელ ვცადე თომასთან დარეკვა ისევ უშედეგოდ. პირველი გაკვეთილი ქართული გვქონდა ერთი სული მქონდა ზარი როდის დაირეკებოდა უკვე სული ლეხუთებოდა. ზარი დაირეკა თუ არა გარეთ გავედი დერეფანს მივუყვებოდი გზად მასწავლებლების საუბარი რომ მოვისმინე
-თომა გუშინ საავადმყოფოში გადაუყვანიათ
-საბრალო ბავშვი, საშინელი დაავადებაა სიმსივნე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული
-დედამის ვესაუბრე განადგურებულია.
-ღმერთმა გამძლეობა მისცეს
ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა და კედელს რომ არ მივყრდნობოდი წავიქცეოდი კიდეც. აღარაა მორჩა წავიდა დამტოვა. არც კი დამემშვიდობა, ერთხელაც არ მომცა საშუალება მენახა. ძალა მოვიკრიბე საკლასო ოთახში შევედი და ჩანთა ავიღე. შემდეგ კი ჩქარი ნაბიჯებით გავეცალე სკოლას. ზღვისაკენ ავიღე გეზი. ზღვას გავანდე ჩემი დარდი, მოვუყევი ჩემი ტკივილის შესახე. ტალღებს შეერია ჩემი ცრემლები, მზეს გავატანე კიდევ ერთი ტკივილი ჩასვლისას. გაწვიმდა. ბუნებაც კი გლოვობდა ასეთი ნათელი სულის დაკარგვას.

*******************************


-მეთე... გაიღვიძე რა
-კიდევ ცოტა ხანი რა-ბუტბუტებს, მოულოდნელად წელზე მხვევს და მალევე საწოლში მის გვერდით ვიკავებ ადგილს
- მეთე ცივა
-თავიდანვე ეგრე გეთქვა, მოდი ჩემთან გაგათბობ-ხელებს უფრო ძლიერად მხვევს
-როგორ შეგიძლია ასეთი ძილისგუდა იყო
-ნუ ფართხალებ, დილიდან ასეთ ენერგიაზე როგორ ხარ
-მეთე მცივა, შეშა არაა
-როგორ თუ არაა?-კადრულობს თვალის გახელას-ახლოდანაც ლამაზი ყოფილხარ
-უფრო სწორად არის მაგრამ დასაჩეხია-ვამბობ თვალების ფახუნით
-ახლა გასაგებია, გინდა რომ ავდგე და შიშა დავჩეხო რომ გათბე
-შევასწორებ გავთბეთ ძვირფასო-ვამბობ და ლოყაზე ნაზად ვუსვამ ხელს
-მე ისეც თბილად ვარ-ამბობს და მეორე მხარეს ტრიალდება ზურგს მაქცევს
-ეგრე ხო დამაცადე-საწოლიდან ვდგები საბნის ბოლოებს ხელს ვკიდებ და მთელი ძალით ვქაჩავ, საბანს ხელში ვიჭერ და გავრბივარ
-კესანე დაგახრჩობ -იმუქრება მეთე
-ჯერ უნდა დამიჭირო ძვირფასო-ვამბობ და ვიცინი, ღმერთო ჩემო,
-შენი ძვირფასი როდისღა გავხდი
-შენი ცოლის სტატუსი რომ მივიღე მაშინ
-საბანი დამიბრუნე
-ნწ, შანსი არაა-ვამბობ და დივნის გარშემო ვაგრძელებ სირბილს
-მაგ ტემპით თუ ირბენ აღარ შეგცივდება
-ნუ მომსდევ
-დაგიჭირე-ამბობს და ორივე ხელით მიჭერს, საბან მართმევს შლის და მასში მახვევს-დამელოდე ჩემო ცოლო ჩავიცვამ და დავჩეხოთ შეშას, თუ გინდა რომ წელს ზევით შიშველმა გავაკეთო ეს
-მოიცა აბა დატრიალდი-ვანიშნებ თითით და თვალებით მის პრესებს ვუყურებ- არაა ცუდი იდეა-ვეუბნები და თვალს ვუკრავ ისიც მიახლოვდება ხელს მკრავს და მეც დივანზე ვეცემი, ჩემსკენ იხრება და შუბს მადებს შუბლზე, მე ინსტიქტურად ვხუჭავ თვალებს
-აი სად ყოფილა ჩემი მაისური-ამბობს მოულოდნელად და მაისურის იღებს
-ცეცხლს ეთამაშები-ვეუბნები ხელს კისერზე ვხვევ ახლოს ვიზიდავ და ვისაკუთრებ ასე მონატრებულ ბაგეებს, ახლა მე მონატრებული ვთქვი? მომიტევეთ. ისიც მყვება კოცნაში
-სიამოვნებით დავიწვებოდი-ამბობს და ხელებს წელზე მხვევს მერე კი ჰაერში მიტაცებს ფეხებს მის წელზე ვათავსებ და ვაჯვარედინებ
-შეშასავით ალბათ
-ზუსტად იცი როგორ უნდა გააფუჭო რომანტიკული მომენტი
-პროფესიონალი ვარ, კი კომფორტულად ვარ აქ მაგრამ თუ შეიძლება დამსვი
-ბუმბულივით ხარ. კაცმა რომ შემოგხედოს იტყვის ეს გოგო არაფერს ჭამს.
-ბევრს არ ვჭამ საერთობ
-ორი თეფში წვნიანი მე შევჭამე და ტორტიც მე მივაყოლე
-არ დამსვამ
მეთე ტანსაცმელს იცვამს და გარეთ გადის შეშის დასაჩეხად. შეშფოთებას გამოთქვამს იმის შესახებ თუ როგორ მოვახერხეთ ადენი შეშის დაწვა. ნეტა იმიტომ ხომარა რომ მთელი დღე სახლში ვართ და არსად არ გავსულვართ.
-მეთე იცი მაინც როგორ უნდა გამოიყენო ნაჯახი
-მეხუმრები-ამბობს და ნაჯახს ძლიერად ურტყამს ხის არც თუ ისე პატარა მორს რომელიც ორ ნაწილად იყოფა.
-უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.
ვუყურებ მეთეს და ვხვდები როგორ გავშინაურდი მასთან, ვხვდები როგორ მომწონს აქ ყოფნა ოღონდ მასთან ერთად. პირველ დღეს თუ უხერხულობის შეგრძნება არ მასვანებდა ახლა თითქოს ეს უხერხულობა სადღაც გადაიკარგა გაქრა. ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს უკვე დიდი ხანია ვიცნობ თითქოს ოჯახი ვართ. მეთე შეშის ჩეხვას მორჩა ბუხარი დაანთო და სააბაზანოსკენ აიღო გეზი.
-თუ გინდა შემომიერთდი
-გარყვნილო
-გახლავართ
-შხაპის მიღებას აპირებდი შენ
-ვაპირებ-ამბობს და მაისურს იშორებს სხეულიდან-შენს ადგილას დავფიქრდებოდი
-იდიოტო- ვეუბნები და დივანზე არსებულ პატარა ბალიშს ვისვრი მისი მიმართულებით. სამწუხაროდ მიზანს ცდება და მხოლოდ აბაზანის კარს ეხეთქება ბალიში-იდიოტო, ხისთავიანო, იმედი მაქვს ჩაიხრჩობი მაგ აბაზანაში
ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი მეთეს კომპლიმენტებით შემკობას რომ არა ტელეფონის ზარი. ვინ იქნებოდა თუ არა ნინო. რომელსაც არ ვავიწყდები მას შემდეგ რაც გაიგო რომ კოტეჯში მარტო არ ვარ
-რამ შეგაწუხა წერეთლის ასულო?
-მომენატრე დადიანის ქალიშვილო
-აფერისტობა ვისიდან გადაგედო
-შენგან
-უკაცრავად. მარტო მონატრება არ უნდა იყოს შენი ზარის მიზეზი
-კარგი რა კესანე დაქალი რომ მოვიკითხო რამე მიზეზი მჭირდება
-არ გიცბობდე მაინც
-ზოგჯერ მინდა რომ არ მიცნობდე
-არა რამ შეგაწუხა
-მარტო თუ ხარ მოგიყვები
-მარტო ვარ- ნინი იწყებს ამბის მოყოლას და მამცნობს რომ ახალ წელს ილიასთან ერთად შეხვდა, ცნობისთვის ილია მისი ბავშვობის პირველი და ერთადერთი სიყვარულია, რომლსაც მისთვის სიყვარული აუხსნია და ისიც დიდი სიამოვნებით გამოტყდომია გრძნობებში. თითქმის დედალურად ამიღწერა ილიას რეაქცია და ამინდზე საუბარიც არ დავიწყებია. მიხარია რომ მას ვიცნობ. ნინოსთან საუბარში გართულმა ვერც კი გავიგე როგორ გაღპ მეთემ აბაზანის კარი და მხოლოდ პირსახოცის ამარა გამოვიდა გარეთ
-კესანეეეეეეე! აბა მარტო ვარო-თვალები უფართოვდება ნინოს მეც ავტომატურად უკან ვიხედებიი და მეთეს დაბნეულ მზერას ვაწყდები რომელმაც გააცნობიერა რომ ტელეფონიტ ვსაუბრობდი და მალევე დატოვა ოთახი
-ნინოო დამშვიდდი
-ყოველდღე ამ სცენას უყურებ და ჯერ კიდევ არაფერი მომხდარა თქვენს შორის
-დაოკდი თუ შეიძლება დრეს პირველად გავხდი ამ სცენის მოწმე
-მოიცა რატომ არ უარყვე რომ არაფერი მომხდარაა
-ნინო ნუ გამაგიჟებ
-შენს ადგილას რომ ვიყო საუბარში დროს არ დავკარგავდი.
-გოგო რა დაგემართა როგორ საუბრობ
- როგორ ვსაუბრობ
-კი არ საუბრობ კივი ბოლო ხმაზე და მეთეს ესმის შენი ხმა
-მერე რაა მომიკითხე მეთე
-ილიამ იცის რომ გარყვნილი შეყვარებული ყავს
-არიცის მაგრამ თუ გაიგებს გაუხარდება მგონი
-ბოდიში უხერხული სიტუაციისთვის ტანსაცმლის შეტანა დამავიწყდა თან არ ვიცოდი ტელლეფონზე თუ საუბრობდი-მალევე ბრუნდება მეთე
-არაუშავს მიღებულია ბოდიში-ტიტინებს ნინო
-იმედი მაქვ თქვენი გაცნობის ბედნიერება მხვდება წილად -ერთვება მეთე
-მეც დიდი იმედი მაქვს
-დღეისათვის საკმარისია აბა კარგად- ვეუბნები ნინოს და ტელეფონს ვთიშავ
-ძია თედომ დარეკა გვითხრა რომ გაუხარდებოდა სახლში თუ ვესტუმრებოდით
-კარგი წავიდეთ-ვეთანხმები მეც მალევე
-მოემზადე და გავიდეთ
მალევე ვემზადები და მეთესთან ერთად მანქანაში ვჯდები. რომლიც ჩემი მანქანის საჭესთან მოთავსებულა ასე უსირცხვილოდ. მანქანას ქოქავს და ვტოვებს ჩვენს ქოხს. ჩვენი როდის გახდა არ ვიცი. აქ ამოსვლისას უკვე საკმაოდ ბნელოდა და მაშინ ვერ შევნიშნე ვერ აღვიქვი ეს სილამაზე. საოცარი სანახავია დათოვლილი ნაძვის ხეებს შორის გამავალი გზა. მეთემ მანქანა ორსართულიანი სახლის ჭიშკართან გააჩერა მანქანიდან გადავიდა და მერე მე გამიღო კარი
-მზად ხარ კიდევ ერთხელ მოირგო ჩემი ცოლის სტატუსი?
-სხვა გზა მაქვს?
-არა.
-მაშინ ვიქნები თქვენი ცოლი
-არაფერი გიხდება ისე როგორც ეს სტატუსი
-მოდით ბავშვებო როგორ გაახარეთ ეს მოხუცი არიცით თქვენი სტუმრობით-გვეგებება ძია თედო
-ჩვენც ძალიან გაგვახარა თქვენმა მოპატიჟებამ- ვეუბნები და ხელს ვართმევ
-წამოდით წამოდით ცივა გარეთ-გვეუბნება ძია თედო და სახლში შვყავართ-გაიცანით ეს ჩემი მეუღლეა ნენე
დარჩიძეების ამ ლამაზი ოჯახის გაცნობის და მათი სიყვარულის დანახვის შემდეგ თვალზე ცრემლი მომადგა. მთელი ბავშვობა ასეთ თბილ ოჯახზე ვოცნებობდი, მიუხედავად იმისა რომ ეს ოჯახი ჩემი არაა მაინ მაბედნიერებს მათი არსებობა. დეიდა ნენეს იდეალური სუფრა გაეშალა ჩვენთვის. მეთე თვალით მანიშნებს და მახსენდება ჩემი შემწვარი კვერცხიდა ჩვენი საახალწლო მაგიდა... მეღიმება. ყველანი სუფრას მივუსხედით მამაკაცებმა ღვინო ჩამოასხეს და სადღეგრძელოც შემოსძახეს.
-ბავშვებო სად გაიცანით ერთმანეთი-მოულოდნელად გვეკითხება ქალბატონი ნენე
-ბარში-პასუხობს მეთე და ტანში მაციებს იმედია არაპირებს სიმართლის თქმას
-ბარში?
-კი ქალბატონო ნენე. ოთხი წლის წინ ეს ლამაზი გოგო ბარში ვნახე. ისეთი ლამაზი იყო რომ ერთი ნახვით შეყვარების დავიჯერე. მაშინვე მოიგო ჩემი გული. ვხედავდი როგორ აყოლებდა მუსიკას სხეულს და ვგრძნობდი როგორ მიდუღდა სისხლი როგორ სწრაფად ცემდა გული. მაშინ პირველად გავიფიქრე რომ ეს გოგო აუცილებლად ჩემი უნდა გამხდარიყო. როგორც ხედავთ ახლა ის ჩემს გვერდითაა და ჩემის ცოლი ქვია- ამბობს მეთე და ვხვდები რომ მთვრალსაც კი საოცარი ფანტაზია აქვს. შესანიშნავი მატყუარაა
-შენ რას იტყვი კესანე-ახლა ჩემსკენ გადმოინაცვლა ქ.ნენე
-სიმართლე რომ ვთქვა პირველად რომ დავინახე მეთე საერთოდ არ მომწონებია, მაგრამ მერე გავიგე რომ საოცარი კულინარიული შესაძლებლობები ქონია და ნელნელა დავიწყე მისი მოწონება
-იტყუება დეიდა ნენე ხელი რომ ვთხოვე არც კი დაფიქრებულა ისე დამთანხმდა სიგიჟემდე შევუყვარდი თავიდანვე უბრალოდ არუნდა გამოტყდომა
-რა საყვარლები ხართ ბავშვებო-ამბობს ქ.ნენე და იცინის
საღამომ იდეალურად ჩაიარა. უამრავი ისტორია გაიხსენა ძია თედომ და მას შეუერთდა მეთეც. ბევრი ისეთი რამ გავიგე რაც მასზე არ ვიცოდი. დეიდა ნენემ რამოდენიმე კერძის რეცეპტი გამიზიარა. უფრო ზუსტად რომ გითხრათ იმ კერძების რეცეპტები რომლებიც მეთეს მოეწონა. ხშირად გაუკეთეო დამიბარა. ნეტა მართლა შემეძლოს მისთვის ხშირად კერძების მომზადება. დღეს პირველად დავიწყე ფიქრი იმაზე თუ რა მოხდებოდა ამ 15 დღის გასვლის შემდეგ. როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. რამდენადაც მინდა იმდენად მაშინებს მეთესთვის ამ კითხვის დასმა და ყველაფერს ისევ დროს ვანდობ. დროგ გვიჩვენებს რა როგორ იქნება, ახლა უბრალოდ არ მინდა ამ ფიქრებით დამძიმება.
წასვლის წინ ძია თედომ კვლავ ჩამოგვართვა პირობა რომ მომავალ წელს ისევ ვსტუმრებოდით. სახლში დავბრუნდით მეთე საშინლად მთვრალი იყო საწოლზე ძლივს დავაწვინე ფეხსაცმელები და ქურთუკი გავხადე საბანი დავახურე.
არ მიყვარს მთვრალი ხალხი, არც მთვრალ ხალხთან საუბრი, ეს კი მამაჩემის დამსახურებაა. მახსოვს როგორ ბრუნდებოდა მთვრალი მამაჩემი სახლში როგორ ვკეტავდით ოთახის კარებს რომ არ შემოსულიყო, მახსოვს დედაჩემის განწირული ყვირილის ხმა ყოველი დარტყმისას. ძარღვებში სისხლი მეყინებოდა მაგრამ სამწუხაროდ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. საბოლოოდ მამამ იმდენს მიაღწია რომ დედაჩემმა განქორწინება მოითხოვა. წავიდა თავს უშველა ჩვენ კი დავრჩით მამასთან ბედის ანაბარა და ვინ დაითვლის კიდევ რამდენჯერ მოგვიწია ღამით ოთახის კარის ჩაკეტვა.
დღეს სიმთვრალე სხვა ფორმით ვნახე. მთვრალი ძია თედო, რომელიც სიყვარულს ასხივებდა და მთვრალი მეთე, რომელიც არაფრით გავდა მამაჩემს. მთელი გზა გაბადრული სახით მიმზერდა და ვინიცის რაზე ფიქრობდა. ტანსაცმელი გამოვიცვალე და მეთეს გვერდით თბილ საწოლში დავიკავე ადგილი. მალევე ვიგრძენი თბილი ხელები მუცელზე. მეთესკენ ვტრიალდები თავს მის ყელში ვრგავს მის სურნელს ღრმად ვუშვებ ფილტვებში, ვმშვიდდები.
-დღეს ქ.ნენეს რაც ვუთხარი ტყუილი არ ყოფილა პირველად მართლა 4 წლის წინ გნახე ბარში-ბუტბუტებს მეთე
-ალბათ ვიღაცაში გეშლები
-შეუძლებელია შენ ვინმეში შემშლოდი
-რატომ არის შეუძლებელი
-შენნაირი არავინ არაა.

******************************
დილით ტელეფონის ზარის ხმა მაღვიძებს ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ტელეფონს ვიღებ და ვპასუხობ
-გისმენთ
-გამარჯობა-მესმის ქალის ხმა
-გაგიმარჯოს
-რომელი ხართ?
- კესანე დადიანი ვარ თქვენ რომელი ხართ
-მე მეთეს დედა ვარ შეგიძლია ყურმილი გადასცე?-ტელეფონს სწრაფად ვიშორებ ყურიდან და ახლაღა ვხვდები რომ მეთეს ტელეფონს ვუპასუხე შემთხვევით. ჯანდაბა.
-კარგით ახლავე გადავცემ-ვეუბნები და მეთეს ვაღვიძებ
-გისმენ დედა, ამ დილა ადრიან რა მოხდა.
-მეკითხები კიდეც, როგორ არ გრცხვენია, ხუთი დღეა სახლში არ მოსულხარ, არ ვიცი სად ხარ, ვისთან ერთად ხარ, ბოლოსდა ბოლოს ახალი წელია, ყველა ოჯახთან ერთადაა მეც მინდა ამ დროს ჩემი შვილი ჩემს გვერდით იყოს
-დედა მეტი დრამატულობისთვის შეგიძლია დაამატო რომ უმადური შვილი ვარ საერთოდ არ გიკითხავ და არ მახსოვს რომ დედა მყავს - ამბობს მათე.
აღარ ვაპირებდი მათი საუბრის მოსმენას საწოლიდან ვდგები მალევე ვიწესრიგებ თავ და სამზარეულოში ჩავდივარ. ტოსტერში ორი ცალი პურის ნაჭერი მოვათავსე და გაზქურაზე წყალი დავადგი ჩაიდანით.
მაგიდა ორისთვის გავშალე, რისი გამოლაგებაც შეიძლებოდა მაცივრიდან მგონი ყველაფერი მაგიდაზე მოვათავსე. მალე მეთეც შემომიერთდა
-თუ გინდა შეგიძლია წახვიდე ხომ იცი-ვიწყებ საუბარს
-ვიცი
-დედაშენი მართალია, ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა ხვდებოდე და არა ვიღაც უცნობ ქალთან ერთად სადღაც მთებში
-გინდა რომ წავიდე?-მეკითხება და მზერას არ მაშორებს
-გინდა რომ წახვიდე?-ვუბრუნებ კითხვას
-არ მინდა წასვლა
-არ მინდა წახვიდე-ვამბობ და ვერც კი ვიაზრებ ისე სწრაფად ფარავს მეთე ჩვენს შორის არსებულ მანძილს
-კიდევ ერთხელ თქვი
-არ მინდა წახ...-წინადადების დასრულებას აღარ მაცდის და დილას ჩემი ტუჩების დაგემოვნებით იწყებს.


***************************

დრო. რაოდენ სწრაფმავალი შეუძლია იყოს მას. არ გააჩნია ჩარჩოები, მისი დაბრუნება და გაჩერება შეუძლებელია. ხანდახან კი ისე სწრაფად იპარება თვალსაა და ხელს შუა რომ ვერ ამჩნევ. თითქოს გუშინ იყო შენი ბოლო ზარი დღეს კი შემგდარი ქალი ხარ ან თუნდაც კაცი. დრო შემოდგომის ფოთოლცვენის მსგავსად გაცლის ადამიანებს, საბოლოოდ უკან რომ მიიხედავ აცნობიერებ რომ მარტო ხარ. აღარავინ დარჩა ნამდვილი. წყენა იმედგაცრუება და ბევრი გამოუთქმელი გრძნობა გეუფლება, მერე ყელში ბურთივით გროვდება და ნელ-ნელა გახრჩობს, ეს პროცესი კი შეუქცევადია. ყვირი ბოლო ხმაზე დახმარებას ითხოვ, შენი თვალები ეძებს მას ვისშიც განკურნების ძალას იპოვის, მაგრამ არა მარტოობა არ იკუნება.
მარტო ვარ. ვერავინ მშველის, ხელს გიწვდით. დამეხმარეთ. ფულს არა სიყვარულს ვითხოვ. უსიყვარულოდ ღარიბი ვარ. მეშინია. დამეხმარეთ.

*********************************
-კესანე მიყვარხარ-სკოლის უკან მოედანზე მყოფს მიცხადებს თორნიკე სრული სერიოზულობით
-ეგ როგორ ხუმრობ?-გაოცებისაგან ლამისაა შუბლზე ამივიდეს თვალები
-როგორ და ჩვეულებრივად არ შეიძლება მიყვარდე-ამბობს და ლოყები უწითლდება ვრწმუნდები რომ გულწრფელია
-როგორ არა, მაგრამ შენ ხომ არასდროს მოგწონდი
-ეგ ხალხისთვის თვალის ასახვევად იყო, რეალურად დიდი ხანია ჩემს გულში ხარ, ადრე თომას გამო ვერ ვბედავდი ამის თქმას, ვიცოდი რომ მას უყვარდი და შენც არიყავი გულგრილი მის მიმართ
-რას ამბობ?
-დამასრულებინე, ვიცი რომ თომას ადგილს ვერასოდეს დავიკავებ, მაგრამ უბრალოდ შანს ვითხოვ
-ვერ ვიფიქრებდი, მაპატირ მაგრამ არ მჯერა
-მეც უნდა მოვკვდე რომ დამიჯერო?-ვხედავ როგორ იბნევა და ეცვლება გამომეტყველება თორნიკეს
-თორნიკე სიტყვებს დაუკვირდი!-ვერ ხვდები რატომ შეიცვალა ასე სწრაფად
-შენმა სიყვარულმა თომას მსგავსად მეც უნდა შემიწიროს?
-როგორ ბედავ მისი სახელის ხსენებას საერთოდ!?- ბრაზი მაწვება
-თომა შენს გამო მოკვდა, საბრალო ბიჭი რომ სცოდნოდა შენს გამო ასეთ უბედურებას გადაეყრებოდა ალბათ არასოდეს გაგიცნობდა-ამბობს ნაძალაადევად ვხვდები რომ ამ სიტყვების თქმა არ უნდა
-ჩემი ბრალი არაა გესმის! მას სიმსივნე სჭირდა ის ჩემს გამო არ მომკვდარა!
-არ ფიქრობ რომ დაწყევლილი ხარ, ვისაც უყვარდი ან გტოვებს ან კვდება, ვისაც უახლოვდები ყველას კლავ-არსაიდან ჩნდება ლიკა მასვე მოჰყვებიან თეკლა და გიორგი. ამათი გამოჩენაღა მაკლდა.
-ასე არაა, არაა ეგრეე!-ყურებზე ხელელბს ვიფარებ, არ მინდა მათი სიტყვების მოსმენა
-როგორ არაა, მამაშენს სძულხარ, დედაშენი სახლიდან გაქცეულა, თომა მოკვდა, გუშინ გავიგე რომ შენი ძაღლიც კი მომკვდარა, დაფიქრდი იქნებ არ ვცდები და მართლა დაწყევლილი ხარ-აგრძელებს ლიკა
-გთხოვთ გაჩუმდით.-ყურებზე რაც შემიძლია ძლიერად ვიჭერ ხელებს, მაგრამ მათი ხმა მაინც მესმის, არ მიდა მესმოდეს, მტკივა, თიოთოეილი სიტყვა ეკალივით მესობა გულში
-საბრალო ხარ! ვიფიქრე სახალისო იქნებოდა შენთვის სიყვარულის ახსნა, მაგრამ გულისრევისგან თავი ძლივს შევიკავე-მხარს უბამს თორნიკე
-საცოდავი ხარ, გულის ამრევი, შენ არასდროს არავის შეუყვარდები, თომასაც არუყვარდი. უბრალოდ ეცოდებოდი. თამაშობდა შენთან-აგრძელებს თეკლა
-შენ ვისუნდა შეუყვარდე? სახლში სარკე არ გაქვს, რას გავხარ ჩაიხედე სარკეში, უბედურების მომტანი ხარ, წყეული-ამბობს ლიკა და ცდილობს ყურებიდან ხელები ჩამომაწევინოს რაც გამოსდის კიდეც
-გამიშვი მტკივა.. გესმით მტკიცა შემეშვით..-ხელს მკრავს და ძირში მაგდებს
-თორნიკე შორიდან გიყურებდი და სიცილს ძლივს ვიკავებდი ტო ამას ხუმრობითაც არ ავუხსნი სიყვარულს-ჩაერთოო საუბარში გიორგი
-მოშორდი აქაურობას სანამ კიდევ მოუტანე ვინმეს უბედურება, შენნაირებს უბედურების გარდა არაფერი მოაქვთ. კუდიანი ხარ, ვერასდროს ეღირსები ბედნიერებას, შენნაირებს ცეცხლზე წვავდნენ ადრე და რა სამწუხაროა რომ დღეს კოცონზე დაწვა აკრძლულია-იგესლება ლიკა და სული მეყინება, თვალებიდან ცრემლები მდის ღაპაღუპით, ვერ ვჩერდები, თავს ვერ ვიკავებ
-შენს ადგილას თავს მოვიკლავდი, შენნაირი რომ ვიყო ხალხში საერთოდ არ გამოვიდოდი, თავს გარეთ საერთოდ როგორ ყოფ, როგორ შეგიძლია საერთოდ ეგრე ამაზრზენად სუნთქავდე
-ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა იწვოდე, შენნაირი მკვლელები იქ უნდა იყვნენ
-მე არავინ მომიკლავს-ძლივს ვახერხებს სიტყვების თქმას ბურთი ყელში მებჯინება და მახრჩობს
- წყეულო სანამ ჩვენც უბედურებას მოგვიტან გაეთრიე აქედან.
-გინდა დაგეხმაროთ ყველაფრისგან გათავისუფლებაში-მეუბნება გიორგი და სამართებელს მაწვდის
-უბრალოდ ორივე მაჯაზე უნდა დაისვა და მერე მორჩა ყველაფერი თომასთან წახვალ ჯოჯოხეთში-სული მეხუთება, ვერ ვსუნთქავ. გიორგი ხელში მიდებს სამართებელს. მეც ხელს ძლიერად ვუჭერ და ვხედავ როგორ იწყებს წითელი სითხე დენას. სამართებელს ხელში ვიჭერ და მარცხენა მაჯაზე ძლიერად ვისვამ. ვერაფერს ვგრძნობ. მერე მარჯვენაზე და ვხედავ როგორ იღებაბა მოედანი წითლად
-ლიკა მართლა გააკათე გაგიჟდა-მესმის თეკლას ხმა
-მასწავლებელს დაუძახეთ, სასწრაფოში დარეკეთ-ყვირის თორნიკე, თვალებზე ბურუსი იწყებს ჩამოწოლას მიკვირს ასე უცებ ღამდება.
-იმედია ბედნიერები ხართ, იმედია ამაყობთ საკუთარი თავით...-ძლივს ვახერხებს ორი წინადადების თქმას
-დამშვიდი ჩემთან დარჩი-თორნიკე ხელებზე შარფს მახვევს წამით ტკივილს ვგრძნობ მერე კი უბრალოდ ვითიშებიი ვეღარაფერს ვგრძბობ აღარაფერი მესმის.

გონს საავადმყოფოს პალატაში მოვდივარ... ესეც ვერ მოვახერხე. სიკვდილიც კი არ გამომივიდა. მართლა რა საცოდავი შეიძლება იყოს ადამიანი.
-ბაბუ მოხვედი გონს- მესმის ბაბუაჩემის ხმა
-ონისე ვერ ხედავ ახლა გაახილა თვალები დაასვენე გოგო -ქოთქოთებს ბებია
-დინა თუ ქალი ხარ მაცადე ჩემს შვილიშვილან საუბარი
-ბაბუ კარგად ვარ-ძლივს ამოვიკნავლე პირი მიშრებოდა წყალი მინდოდა ბებია მაშინვე მიმიხვდა გასაჭირს
-წყალი დალიე შვილო
-დასვენე კესანე არაფერზე იფიქრო, ჩემთან წაგიყვან, იქ ვერავინ გავნებს
დინა და ონისე, ეს ორი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩემს ცხოვრებაში. ისინი რომ არა არვიცი დღეს სად ვიქნებოდი. ონისეს არაფერი უკითხვას საავადმყოფოში ყოფნის განმავლობაში არც დინა მაწუხებდა ზედმეტი კითხვებით. მათთან გადავცხოვრდი სკოლა შევიცვალე, პოლიციაშიც მომიწია რამდენჯერმე მისვლა. მაგრამ მათთვის სულაც არ მომიყოლია რეალურად რა მოხდა, მიუხედავად იმისა რომ ასე მომქცნენ მე მათნაირი არ ვარ, ცხოვრებას ვერ დავუმახინჯებდი, არ შემეძლო. ღამით ვერ ვიძინებდი კოშმარები არ მასვენებდა, მათი ხმები ჩამესმოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თავში ვიღაც უროს მირტყამდა. არაერთხელს გამიღვიძებია კივილით. ღამე დაძინების მეშინოდა. ლამის შევიშალე.
-კესანე იქნებ მოგვიყვე რა მოხდა-დაიწყო საუბარი ონისემ
-შვილო ჩვენ შენთან ვართ, ვერავინ ვერაფერს გავნებს ვინმემ რამე თუ დაგიშავა გვითხარი
-მათ გაიძულეს?-მკითხა ონისემ და მზერა ჩემს მაჯებს მიაპყრო
-არა მათ არაფერი გაუკეთებიათ ეს მე თვითონ გავაკეთე, მე მინდოდა ასე, მაპატიე ბაბუ, მათ უბრალოდ სამართებელი მომცეს დანარჩენი ჩემით გავაკეთე, მე დავისვი ორივე მაჯაზე , ვხედავდი როგორ ვიცლებოდი სისხლისგან და ვერაფერს ვგრძნობდი. დიდი ხანია ვერაფერს ვგრძნობ. გათავისუფლება მინდოდა, დავიღალე. მთელი ბავშვობა სიყვარულს ვითხოვდი და დღეს სიყვარულის მეშინია. დახმარებას ვითხოვდი და არავის გესმოდათ. ბედნიერება მინდოდა და უბედურებას ვიზიდავდი. მინდოდა დავსრულებულიყავი. იმ მომენტში მართლა ასე ვფიქრობდი და ეს მათი კი არა ჩემი ბრალია.
-გვაპატიე რომ ამდენად ბრმები აღვმოჩნდით შვილო, გვაპატიე რომ ვერ დავინახეთ შენი ტკივილი, ვერ გავიგონეთ შენი ყვირილი. დღეიდან ყველაფერი შეიცვლება-მეუბნება დინა და გულში მიკრავს
-თვითმკვლელობა ლაჩრული საქციელია. საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო რომ შენ ყველაფერს გადაიტან, ყველაფერს შეძლებ. მხოლოდ ძლიერი წვიმების შემდეგ გამოდის მცხუნვარე მზე, ცისარტყელაც ხომ წვიმას მოყავს. უფალმა გაჩუქა სიცოცხლე და მხოლოს უფალს აქვს მისი წართმევის უფლება.-ამბობს ონისე და ოთახიდან გადის
-მართლა მრცხვენია რაც გავაკეთე იმის, ვხვდები როგორ საცოდავად მოვიქეცი, დავამტკიცე რომ საცოდავი ვარ გული მერევა ამის გამო საკუთარ თავზე, მაგრამ გპირდებით ასე აღარ მოვიქცევი, არაა საჭირო ჩემი ოთახის კართან მორიგეობით ჯდომა, შუაღამისას იმის გადამოწმება ვსუნთქავ თუ არა-ვამბობ და ხმამაღლა ვტირი
- კესანე მე და ონისეს გვიყვარხარ და არ გვინდა ჩვენი სიყვარული გაშინებდეს, მთელმა სამყარომ რომ ხელი გკრას, იცოდე რომ ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება, ჩვენ კი ხელგაშლილი დაგელოდებით გულში რომ ჩაგიკრათ მონატრებული.
-მადლობა ბე
-ონისეს ნუ გაუჯავრდები საკუთარ თავზეა გაბრაზებული შენზე არა, ბრაზობს რომ აქამდე არ წამოგიყვანა იმ სახლიდან და სკოლიდან, ნანობს რომ ყველაფერი მამაშენს მიანდო, გვიხარია რომ ბოლო წუთს მაინც მოგისწარით და ძალიან არ დავაგვიანეთ.

ამ ყოველივეს მოყვა გაუთავებელი ვიზიტები ფსიქოლოგებთან. საერთოდ არ მქონდა ძალა და არც სურვილი არსად წასვლის, მაგრამ ონისეს და დინას გამო ვაკეთებდი ყველაფერს. ვერცერთი ფსიქოლოგისგან ვერ მოვისმინე სიტყვები რაც საკუთარ თავში ძალას მაპოვნინებდა, იმედის სხივს გამიჩენდა თუნდაც ძალიან მცირეს. ჩემი არავის ესმოდა. საბოლოდ იმდენი მოვახერხე რომ სახეზე ყალბი ნიღაბი ავიკარი ყალბი ბედნიერება, მტკიოდა, ნიღბის მორგების შემდეგ მთელი სხეული. მისი მოხსნის შემდეგ ვხედავდი სახეზე უხილავ ნაიარევს, მაშინ რას ვიფიქრებდი რომ მათი რაოდენობა გაიზრდებოდა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... საბოლოოდ ფსიქოლოგებთან სიარულს შევეშვი. თავიდან ონისეს დავყავდი მაგრამ როგორც კი მარტომ დავიწყე სიარული მაშინვე მოვშორდი ყველაფერს. ფსიქოლოგის ნაცვლად ზღვაზე დავდიოდი და დამიჯერეთ მათზე მეტად ეს მშველოდა.
სკოლა ძლივს დავასრულე, იმ დღის მერე სკოლაში მისვლა არ მინდოდა, იქ დაბრუნებას და მათ ნახვას არ ვაპირებდი.. წლის ბოლოს კი სხვა სკოლაში გადასვლა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა საბოლოოდ ისე მოხდა რომ ჩემს ძველ სკოლაში მხოლოდ გამოცდების დასაწერად მივედი... არსად მინახავს „მწვალებლები“.
გამოცდების ჩაბარების შემდეგ დინამ დაიჩემა რომ უნივერსიტეტში უნდა მესწავლა. მიუხედავად იმისა რომ არ მინდოდა ჩემი უარით მათ გულს ვერ ვატკენდი და დავთანხმი. ონისემ ლეპტოპი მიყიდა და სწორედ მაშინ დავიწყე ჩემი ტკივილების ვორდის ფურცელზე გადმოტანა. უნივერსიტეტში ჩავაბარე ინგლისურ ფილოლოგიაზე მოვხვდი. ონისეს და დინას სიხარულით სავსე გამომეტყველება დღემდე მახსოვს. მათ გულს ვერ ვატკენ, იმედს ვერ გავუცრუებ ისინი ხომ ასე მგულშემატკივრობენ,
უნივერსიტეტში ჩაბარებას არ ვნანობ, რადგან იქ გავიცანი ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი. სულში შემომიჩნდა და აღარ წავიდა არსად, მას შემდეგ ჩემს ყველა ბედნიერებას და უბედურებას იზიარებდა. გიჟი იყო დალამის მეც გამაგიჟა.
მახსოვს უკვე მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი. ლექციებს მოვრჩი ზღვა უნივერსიტეტთან ახლოს იყო ამიტომ პირდაპირ ზღვისკენ ავიღე გეზი ფეხსაცმელები გავიხადე და ფეხშიშველმა გავაგრძელე გზა ქვიან სანაპიროზე, ფიქრებს ვანდობდი ზღავას
-ღმერთო ნეტავ სადაა ასე ნანატრი სიმშვიდე-აღმომხდა ხმამაღლა
-სიმშვიდე შენშია-მესმის ზურგსუკან ხმა და მიჩნდება შეგრძნება რომ ეს ხმა ნაცნობია
-როგორ თუ ჩემშია?
-შეხედე ზღვას, როგორი მშვიდია არა, მისი შემხედვარე დაიჯერებ რომ ორი დღის წიმ ისე ბობოქრობდა ლამის გაარღვია ჯებირები და გადმოვიდა. დაიჯერებ რომ ისე ეხეთქებოფა კლდეებს და ქვებს რომ მისი შემხედვარე გული აგტკივდებოდა. მიუხედავად ბობოქრობისა დღეს ის მშვიდადაა. გგონია ვინმემ დაამშვდა.. არა... ნუ ეძებ სიმშვიდეს ყველგან, ნუ ეძებ მას ვინც დაგამშვიდებს, სიმშვიდე შენშია უბრალოდ კარი უნდა გაუღო და გარეთ გამოუშვა
-არ გამოდის არ შემიძლია
-ფიქრობ რომ სხვა შეძლებს? შენ თუ არ შექმნი შენს სიმშვიდეს სხვა მითუმეტეს ვერ შეძლებს. ვერ დაანგრევს კედელს, რომელიც შენ აღმართე. ფიქრომ რომ საბრალო ხარ, ასე მარტივია ცხოვრება ხომ, გამოიკეტები საკუთარ ნაჭუჭში თავს გამოიტენი ფიქრებით რომ შენი ასეთი მდგომარეობა სხვისი ბრალია და ასე გაგიმარტივდება ცხოვრება.
-ასე არაა
-დაფიქრდი. შეიძლება ახლა შენს ნაჭუჭში კომფორტულად ხარ, მაგრამ დრო მოვა და ზუსტაგ ეგ ნაჭუჭი მოგიჭერს. სანამ ასე მოხდება გამოდი და იყავი ბედნიერი, იცხოვრე.
-მიზეზი არ მაქვს
-საშინელი თავის მართლებაა. გახედე იმ კაცს ხიდზე ინვალიდის ეტლში ზის ზღვას უყურებს და იღიმის. ფიქრობ რომ საცოდავია არა. რომ მიხვიდე და ჰკითხო რატომ იღიმის იცი რას გიპასუცებს? იღიმის იმიტომ რომ დღეს საოცრად მცხუნვარეა მზე. იღიმის იმიტომ რომ დღეს მშვიდია ზღვა, რომ დღეს ასე გემრიელი იყო საჭმელი რომელიც მიირთვა, იღიმის იმიტომ რომ დღეს საოცარი დღეა და ამ საოცარ დღეს ცოცხალია. მიუხედავდ იმისა რომ ეტლშია ცხოვრებას აგრძელებს მუშაობს და საკუთარ ბედნიერებასა და სიმშვიდეს თავად ქმნის. თავად ქმნის მიზეზებს. რამე გინდა? ადექი და აიღე, ნუ დაელოდები რომ ვინმე მოგიტანს მას ლანგარზე დადებულს. სიმშვიდე გინდა? შექმენი შენი სიმშვიდე. დასაწყისისთვის იმით დაიწყე რომ საკუთარ თავს დააჯერე საცოდავი არ ხარ.
-ასეთი მარტივიც არაა
-თავიდან ყველაფერი რთულად გვეჩვენება. მთასვლელს აშინებს აღმართი, რომელიც უნდა აიაროს, მაგრამ მაინც აგრძელებს სვლას, რადგან იცის იქ ზევით რაღაც წარმოუდგენელს ნახავს იგრძნობს.
-მე მთასვლელი არ ვარ
-რჩევა გინდა
-არა
-მაინც გეტყვი, საცოდავად ნუ დარჩები-ამბობს და მიდის ახლაღა ვიკადრე და შევტრიალდი დავინაზე როგორ მიუყვებოდა ზღვის სანაპიროს მინდოდა ამ სიტყვებისთვის მადობა გადამეხადა ვერ მოვახერხე
-მათ მე მატკინეს- შეჩერდა არ შემოტრიალებულა
-მნიშვნელოვანი ის კი არაა რომ გატკინეს, ისაა რა გააკეთე ამ ტკივილის შესაჩერებლად. თუ შენი პასუხი „არაფერია“ მაშინ დაფიქრდი, რადგან დამნაშავე ისინი არა, შენ ხარ. იმდენად შეეჩვიე ტკივილს რომ წინააღმდეგობასაც არ უწევდი მათ, იმის გეშინოდა რომ ეს ტკივილი გაქრებოდა, მერე შენს საცოდავობაში მათ ვეღარ დაადანაშაულებდი. არავის აქვს ისეთი ძალა როგორც შენ მათ შორის არც ლიკას.
-სისულელეა
-გაბრაზდი ანუ მართალი ვარ
-რა გინდა ასე მარტივად დავიჯერო რომ ცხოვრება მშვენიერია?
-ჯერ ფიქრით დაიწყე-აგრძელებს გზას ბოლოს კი უჩინარდება
და ასე არსაიდან გამოჩენილმა ადამიანმა დამაფიქრა ყველაფერზე, მართლა თითქმის არასდროს მიცდია მათზე წინააღმდეგონის გაწევა, ფინია ძაღლივიღ ვასრულებდი მათ სიტყვებს... მოიცაა ლიკა ახსენა.. მან ლიკა ახსენა..ის მე მიცნობს.. ნუთუ თორნიკე იყო. აი თურმე რატომ მეცნობოდა მისი ხმა..შეუძლებელია. როგორ შეცვლილა. დიდი დრო გავიდა.
მას შემდეგ თორნიკე არსად შემხვედრია. მისმა სიტყვებმა ძალა მომცა. ხო გაგიკვირდებათ როგორ რანაირად მაგრამ მან ის მითხრა პირდაპირ რაც არავის უთქვამს. მწარე სიმართლე მომახალა სახეში შელამაზების გარეშე. ახლა რომ ვუფიქრდები წამით იმასაც ვფიქრობ რომ მაშინ მისი გრძნობები ჩემდამი გულწრფელი იყო მისი „მიყვარხარ „ კი ნამდვილი. მას შეეშინდა ხალხის აზრის შეეშინდა და იმიტომ უარყო ყველაფერი, ხუმრობას დააბრალა. ლაჩარი აღმოჩნდა. ჯანდაბა კესანე რაზე ფიქრობ. იმის თქმას ვაპირებდი რომ ამ დღეს საკუთარ თავში საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლის ძალა ვიპოვე.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ბატონმა ონისემ მანქანა მაჩუქა. საოცრად გამიხარდა. ვერ ავღწერ. მიხაროდა რომ ისინი ჩემით ამაყობდნენ. მევ ვამაყობდი მათით. მათ გვერდით ყველა აქამდე ჩემთვის უცნობ გრძნობას ვეზიარე. დღესაც ლოცვითა და მადლობით აღსავსეს მათთვის მითრთვის ტუჩები. ონისემ მითხრა არაფერი ამშვენებს ქალს ისე როგორც საჭის ტრიალი. დამცინოდა და მის ასეთ ხუმრობაზე მეცინებოდა. მართვა თვითონ მასწავლა. მალე მართვის მოწმობაც დიდი ზარ ზეიმით ავიღე. თითქოსდა ვიგრძენი ბედნიერება. ჩემს ბედნიერებას ონისე და დინა ერქვა.
მათაც დამტოვეს, ისინიც წავიდნენ. სვანეთიდან მანქანით მომავალებს ტრაილერი დაეჯახათ. როგორც მერე შემატყობინეს ადგილზევე გარდაიცვალნენ. ამის მერე როგორ ვიფიქრო რომ ცხოვრება მშვენიერია. ონისე და დინა დიდი პატივით დავკრძალეთ. არ მემეტებოდა მიწისთვის არცერთი. დაკრძალვის მეორე დღეს ადვოკატმა დაგვიბარა და გვამცნო რომ ონისემ მთელი ქონება მე დამიტოვა. არ ველოდი, დინამ ერთხელ მითხრ ყველაფერს მამაშენს უტოვებსო, როდის მოასწრო ანდერძის შეცვლა.
-შენ აიძულე არა-ყვირილით წამოდგა მამაჩემი ბატონი აკაკი
-მე არაფერი გამიკეტებია
-ბატონო ადვოკატო დარწუნებული ვარ მისი ხელი ურევია ის გააყლბებდა ანდერძს
-დამშვიდდით ბატონო აკაკი, ანდერძი გაყალბებული არაა, მე თვითონ ვესწრებოდი მისი შედგენის პროცესს
-ისინი შენ მოკალი იცოდი რომ ქონებას შენ დაგიტოვებდნენ და მოიშორე-გამოხდა ბიძაჩემი ბატონი გიორგი
-ხვდებით მაინც რას მაბრალებთ, რანაირი ხალხი ხართ
-მთელი ქონება შენ როგორ დაგიტოვეს სულ შეიშალნენ სიბერეში, ეს ქონება ჩემი უნდა ყოფილიკო-არ ცხრება აკაკი
-გიყურებთ და გული მერევა, მათი სხეულები მიწაში ჯერ არ გაცივებულა და თქვენ ფულზე საუბრობთ. როგორ არ გრცხვენიათ ამ ოთხი წლის განმავლობაშ არავინ მოსულხართ და ახლა აქ ფულმა მოგიყვანათ-ვიფეთქე ბოლოს მეც
-ისე ნუ იქცევი თითქოს შენ ფულის გამო არ გადმოსულხარ აქ თვითმკვლელობის სცენაც მაგიტომ არ დადგი- ჩაერია გიორგი
- იმედია თანხას გაგვიყოფ ხომ ?-მეკითხება ჩემი და ლელა
-ახლავე გაეთრიეთ აქედან-მოთმინების ფიალა აივსოო ამათ ვეღარ ავიტან
-სახლიდანაც კი გვაგდებს უმადური ხარ -სიტყვით გამოვიდა ჩემი ძმაც
-წადით სანამ პოლიციას გამოვიძახე
-უმადური
-ამას ასე არ დავტოვებ
-სასამართლოში შევიტან განაცხადს
-ბატონო აკაკი აქედანვე გეტყვით რომ ტყუილად ანდერძი გადახედვას და გასაჩივრებას არ ექვემდებარება-ერთვება ადვოკატი
-ამის დედაც
- ძვირფასო წავიდეთ-ხელს კიდებს დედინაცვალი მამაჩემს
-ამას ასე არ დავტოვებ
ყველა წავიდა უზარმაზარი სახლის კედლებში მარტო დავრჩი. ტირილი მომინდა. კარებთან ჩავიკეცე და ავტირდი კიდეც. ასეთი ადამიანები რატომ არსებობენ. ფულის გამო ყვრლაფერზე წამსვლელები. საბრალო ონისე ეს სცენა რომ ენახა თავიდან მოკვდებოდა. რომ გაეგო ფულის გამო ლამის გადამთელეს საოცრად ეტკინებოდა. არვიცი მე რატომ დაპიტოვეს მთელი ქონება მაგრამ მადლობელი ვარ. მათ ყველაფერი ჩემთვის გააკეთე ჩემი ბედნიერებისთვის და მეც ყველაფერს გავაკეთებ რომ ბედნიერი ვიყო. ნინოს დავურეკე ვუთხარი რომ მჭირდებოდა ისიც მალევე მოვიდა მთელი ღამე ჩემს გვერდით იყო... სწორედ ამ დღეს ნახა ჩემს ლეპტოპში ჩემი პატარა ჩანაწერები... მეორე დღეს გავიგე რომ მამაჩემს საქმე სასამართლოში შეუტანი , მარამ უშედეგოდ.იყო მუქარები ჩემი მიმართულებით. სულ უმადურის ძახილით წამშალეს მათი ცხოვრებიდან, ამ ამბიდან ერთი კვირის შენდეგ სრულიად მარტომ წავედი ამერიკაში. აქ უკვე სული მეხუთებოდა. აღარავინ მყავდა ვის გამოც დარჩემა მომინდებოდა. მარტო ვარ, უკან ვიხედებიდა მხოლოდ ნინოს ვხედავ.

*******************************

-თუ გინდა შეგიძლია წახვიდე ხომ იცი-ვიწყებ საუბარს
-ვიცი
-დედაშენი მართალია, ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა ხვდებოდე და არა ვიღაც უცნობ ქალთან ერთად სადღაც მთებში
-გინდა რომ წავიდე?-მეკითხება და მზერას არ მაშორებს
-გინდა რომ წახვიდე?-ვუბრუნებ კითხვას
-არ მინდა წასვლა
-არ მინდა წახვიდე-ვამბობ და ვერც კი ვიაზრებ ისე სწრაფად ფარავს მეთე ჩვენს შორის არსებულ მანძილს
-კიდევ ერთხელ თქვი
-არ მინდა წახ...-წინადადების დასრულებას აღარ მაცდის და დილას ჩემი ტუჩების დაგემოვნებით იწყებს.
კოცნაში ვყვები. ხელებს კისერზე ვხვევ. ვგრძნობ როგორ სათუთად დაატარებს ხელებს ჩემი სვიტრის ქვეშ, ჯერ წელზე მუცელზე და ბოლოს მკერდთან ჩერდება.
-თუ არ გინდა შემიძლია გავჩერდე-მეუბნება და თვალებში მიყურებს თითქოს იქ ცდილობს ამოიკითხოს პასუხი
-მოკეტე და საქმეს მიხედე-ვეუბნები მაისურს ვხდი მალევე ჩემი სვიტერიც მეთეს მაისურის ბედს იზიარებს, ხელში ავყავარ და საძინებლის მიმართულებით მივყავარ
-გამაგიჟებ-მეუბნება და მკოცნის ნელ-ნელა მისი კოცნა უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება
-მეგონა მოვახერხე ეგ-ვამბობ და მეთეს ზურგზე დავატარებ თამამად ხელებს. ტუჩების ნაზი შეხებით მიუყვება მთელს სხეულს და ვგრძნობ როგორ მივლის ჟრუანტელი და სიამოვნებს ტალღა სხეულში.
-საოცარი სურნელი გაქვს-გონება დაბინდული ლუღლუღებს, ისეთი მზერით მიყურებს თითქოს გული მიჩერდება. თვალებზე ხელებს ვიფარებ, დიდხანს თუ ვუყურებ ამ მზერას მეც გავგიჟდები.
მეთე მთლიანად ისაუკუთრებს ჩემს სხეულს, მისი სიფრთხილე და ნაზი შეხება მარწმუნებს რომ ხვდება ეს ყოველივე ჩემთვის პირველი არის. მომწონს ეს დამიანი და სულ არ ვნანომ ახლა მის მკლავებში რომ ვარ მოქცეული, სულ არ ვნანობ ჩემის სხეულის ყველა დეტალს ასე უსირცხვილოდ რომ შეისწავლის და ისე მიყურებს თითქოს ჩემი სულის დანახვას ცდილობს ჩემს თვალებში. მისი მზერა მათბობს, ფიქრის უნარს მართმევს.
-მეთე რაზე ფიქრობ-ვეკითხები აწ უკვე მის მკლავებში მშვიდად მყოფი
-მეორე რაუნდზე-ამბობს და იცინის გაბრწყინებული თვალებით მიყურებს და ეს მაბედნიერებს
-გარყვნილო-ვეუბნებიდა მუშტს ვარტყამ მკერდზე
-დამილურჯდება
-არაუშავს-ვეუბნებიდა იმ ადგილას ვკოცნი სადაც რამოდენიმე წამის წინ დავარტყი
-ვინ ხარ ასეთი და რას მიშვრები-ამბობს დამოულოდნელად ზემოდამ ექცევა. ხელებს მიჭერს და ბალიშზე მადებინებს ისე რომ ხელებს არ მიშვებ. ჩემსკენ იხრება და ყელში კოცნის კვალს მიტოვებს
-მეთე რას აკეთებ?
-მიყვარს ასე რომ მეძახი-ამბობს და მკერდისკენ ინაცვლებს
-მეთე მე...-კოცნით მაჩუმებს, მომწონს ასეთი გაჩუმება
-თავს ვერ ვიკავებ.
************************************************
ბედნიერი ვარ, ლამისაა გული ამომივარდეს ვუყურებ მეთეს და ვხვდები რომ დიდი ხნის შემდეგ ცხოვრების გასაგრძელებლად ყველაზე სიპფათიური მიზეზი ვიპოვე, და მერტო ჩემი იყო ეს მიზეზი.
-რატომ იცინი-მეკითხება სამზარეულოში წელს ზევით შეშევი მოფუსფუსე
-საოცარი ხედია ვერაფერს ვიტყვი
-მე საოცარი ვარ ვიცი
-შენზე არ ვამბობ-ტუჩის კუთხეს ვტეხ და ფანჯრისკენ ვანიშნებ-ნახე რა ლამაზად თოვს
-მოდი მივირთვათ-ამბობს მეთე და მაგიდას აწტობს
-რით დავიმსაცურე ასეთი პატივი
-ვითვალისწინებ ფაქტს რომ საოცრად დაღლილი ხარ და გუშინ მთელი ძალა გამოგაცალე
-იდიოტო-თავს დაბლა ვხრი არ მინდა ჩემი წითელი ლოყები დაინახოს
-სიამოვნებით დაგიკოცნიდი მაგ წითელ ლოყებს-ამბობს და თეფშზე საჭმელს იღებს
-მერე რას ელოდები
-ჭამე რომ ენერგიის მარაგი შეივსო არმინდა გაითიშო-ამბობს და მზაკვულად იღიმის
-ხეპრე-ვეუბნები და ჭამას ვიწყებ
-კარგი გოგო ხარ-მეუბნება და მინდა სახეში ვუთავაზო. ვიცი სპეციალურად აკეთებს რომ გამაბრაზოს.
-ვიცი რომ კარგი გოგო ვარ- სკამიდან ვდგები და მასთან მივდივარ ახლოს ვიწევი სახე მის სახესთან მიმაქვს იმდენად ახლოს ვარ რომ მის სუნთქვას ვგრძნობ. ცხედავ როგორ აცურებს ხელებს ჩემს წელზე, და უტიფრად მიუყვება თეძოებისკენ
-მარილი, აი სად ყოფილა-ვეუბნებიდა ვშორდები ჩემს ადგილს ვიკავებ და ჭამას ვაგრძელებ ვხედავ მის ალეწილ სახელს მაგრამ არაფერს ვიმჩნებ
-კესანე
-ძალიან გემრიელი მადლობა კარგი ბიჭი ხარ-ვეუბნები ნიშნის მოგებით
-ხომიცი რომ ჩემგან ვერავინ და ვერაფერი გიხსნის- ჭამას ასრულებს ხელებს იბანს და ჩემსკენ მოდის
სწორებ ამ დროს აწკრიალდა ჩემი ტელეფონი და ვინ იქნებოდა თუ არა ნინო მეც მაშივვე ვუპასუხეე და მეთეს სახეზე გამეცინა
-რა გაცინებს გოგო- მიბღვერს ნინო
-მითქვამს შენთვის რომ ძალიან მიყვარხარ და მიხარიხარ-ვეუბნები სიცილნარევი ხმით, მათესაც ეცინება
-კი ტირილის და სიმთვრალის დროს არაერთხელ
-ზუსტად იცი დროის შერჩევა დასარეკად, შენი მეგობარი დიდი უბედურებისგან იხსენი-ამბობს მეთე და სუფრის ალაგებას იწყებს
-გამარჯობა ბატონო მეთე როგორ ხარ-იკრიჭება ნინო
-არამიშავს მაგრამ ცოტახანში ძალიან კარგად ვიქნები-ამბობს და წარბის აწევით მიყურებს ხველა მიტყდება
-მთვრალიც გიხსნი ხოლმე სიყვარულს
-კი, და აღარასდროს დალიო კარგი
-რატომ ასეთი მოსაბეზრებელი ვარ?
-არ მკითხო
-და ამის მერე შენ ჩემი მეგომარი გქვია-ვამბობ და თითქოს ნაწყენი თავს ვაქნევ
-გინდა სასიხარულო ამბავი გითხრა
-გისმენ
-13-ში შენთა ვიქნებით მე და ილია ნიკამ მეც წამოვალო
-მართლა, იცი რომ მიხარიხარ ხო ძალიან გამიხარდა მაგრამ ერთი პრობლემაა აქ მხოლოდ ერთი საწოლი თეთრეული და დივანია. წამოსვლისას საბანი და თეთრეული წამოიღეთ
-კესანეე თუ ერთი თეთრეული და საბანია რა გამოდის რომ შენ და მეთეს ერთ საწოლში გძინავთ-კივის ნინო
-არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ-ამბობს მეთე
-ნიკა გესმის გაგიფინდა კესანე სხვა მამაკაცთან ერთად ძინავს საწოლში-ბოლო ხმაზე ყყვირის ნინოდა მემგონი გააგონა მთელ ბაგრატიონის ქუჩას
-არამარტო ძინავს-მხოლოდ ჩემს გასაგონად ამბობს და ლოყაზე მკოცნის
-თუ არ გრცხვენიათ რა მემგონი ჩემი არსებობა დაგავიწყდათ ჰელოოუ აქ ვარ-ტელეფონის ეკრანიდან ხელს გვიქნევს ნინო
-რაო ვის სად სძინავსო-მესმის ნიკას ხმა
-ეჰ ნიკა კი ეუბნებოდი ჩემს იქით გზა არგაქვსო მაგრამ გზები ქონია შენს კესანეს-არ ცხრება ნინო
-კესანე როგორ ხარ
-კარგად ნიკა შენ როგორ ხარ
-გაბრაზებული აქ ჩამოხვედი და მე არ მნახე არადა მეგონა შენი ოცნების მამაკაცი ვიყავი, გული მეტკინა-ამძაფრებს ნიკა და არარეალურ ცრემლებს იშორებს თვალებიდან
-ჩემი ნახვა თუ გინდოდა მისამართიც იცოდი და ტელეფონის ნომერიც
-ეჰ ჩემო საბრალო ძმო გაგვიფრინდა კესანე უკვე სხვა კაცთან ერთად სძინას
-ინგლისურზე არა სამსახიობოზე უნდა ჩაგებარებინა
-კესანე რას ამბობს ეს ქალბატონი-ხმა უსერიოზულდება ნიკას ვხედავ როგორ ეცვლება მეთეს გამომეტყველება. ნიკას ხმის გაგონებაზე ვხევად როგორ აკვირდება ტელეფონის ეკრანს მეთე ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია. გამომეტყველება ეცვლება და წარბებს ჭმუხნის.
-იმას ვამბობ რომ ჩვენი კესანე ახლა მთებშია ვიღაც ზე სიმპათიურ მამაკაცთან ერთად და რა ვიცი იქ მარტონი რას აკეთებენ-ჩემს მაგივრად პასუხობს ნინოო
-სიმართლეა- მეკითხება ნიკა ვერ ვხვდები ასე რა აბრაზებს
-სიმართლეა-ვამბობ და მეთეს ვუყურებ რომელსაც წამით სახეზე ღიმილმა გადაურბინა
-ანუ ჩემი წინასწარმეტყველება არ აგიხდაა -ამბობს და წარბებს ხსნის
-რა წინასწარმეტყველება-საუბარში ერთვება ნინოო
-შენმა ხისთავიანმა ძმამ მიწინასწრმეტყველა რომ კაცზე ოცნებით ამომხდებოდა სული. და არასდროს მეღირსებოდა კაცის ალერსი
-მთლად ასე კორექტულად არ მიწინასწარმეტყველებია მაგრამ მიხარია რომ არ აგიხდა-ამბობს ნიკა და იცინის მეც მეცინებაა
-აბა ქორწილს როდის აპირებთ- კისკისებ ნინო
-დღეს აღარ მოესწრება და ხვალ იყოს- ამბობს მეთე ჩემს ზურგს უკან და კამერაში მყოფებს თავს უკრავს
-მეთე ახვლედიანი-ნიკას თვალები უფართოვდება
-შენ რა იცნობ მას-კითხულობს ნინო
-ასე გაოცებული რატომ მიყურებთ თქვენ რა არ იცნობთ-ჯერ მე მიყურებს ნიკა გაოცებული მერე ნინოს-აზრზე არ ხართ რა. მეთე მიხარია რომ შენი ახლოდან გაცნობის შესაძლებლობა მომეცემა
-მეც მიხარია-ამბობს და ისე იღიმის თავბრუს მახვევს ნეტა საიდან იცნობ ნიკა მას ალბათ ბარიდან ვასკვნი და ფიქრებს ვფანტავ
- გელოდებით მოკლედ -ვეუბი და ყურმილს ვკიდებ
-აბა ვინაა შენი ოცნების მამაკაცი?-მიყურებს და წარბებს მაღლა სწევს
-ნიკა- ვეუბნები და ელვის სისწრაფით გავრბივარ გარეთ თოვლში სიბილი მიჭირს მეთე მეწევა ხელს მკიდევბს და ორივე ძირს ვეცემით თოვლში
-ვინააო შეგიძლია კიდევ გაიმეორე -ამბობს და თოვლს დიდ გუნდას იქცევ ხელებში
-შეენ ?-ვამბობ იმ იმედით რომ ეს თოვლის მასა მე არ დამეცემაა
-მეკითხები?
-მეთე კარგი რა მართლა აპირებ მაგის სროლას
-არვაპირებ- ამბოს და ფეხზე დგება სახლისკნ მიდის სამაგიეროდ მე ვიხელთე დრო და თოვლის გუნდას ვაკეთებ და მისკენ ვისვრიი თავში ხვდებაა
-პირდაპირ ათიანში-ვივინი ხმამაღმა
-შენ დაიწყე-ამბობს და გუნდას შემკენ ისვრის და დარწმუნებული ვარ განზრახ აცილებს სამაგიეროდ მე არ ვარ ლმობიერი
მოკლედ საათნახევრიანი ბავშვური გუნდაობის შემდეგ საშინლად გაყინულები და დაღლილები ისევ თოვში ვწევართ. გვათოვს, ჩვენ ორნი ვართ. მარტონი. მე ვიპოვე ჩემი სიმშვიდე. ონისე მე ბედნიერი ვარ შეგიძლიათ შენ და დინა მშვიდათ იყოთ სადაც ხართ.
-კიდევ ერთ შანს მოგცემ. ვინაა შენი ოცნების მამაკაცი-მიყურებს და თვალებში ჭინკები უთამაშებს, მომწონს მისი ეს გამოხედვა
-შენ ხარ -ვამბობ და ვიცინი
-სწორი პასუხია- წელზე ხელებს მკიდებს ჰაერში მიტაცებს და სახლისკენ მივყავარ ასე ხელში აყვანის-გავიყინებით.


*****************************
დრო მიდის სეზონები ერთმანეთს ენაცვლება წინ მივიწევთ. ცხოვრების ფათერაკებით აღსავსე გზაზე ვიღაცეები ჩვენს გვერდით განაგრძობენ სვლას ვიღაცეები გვისწრებენ გინდა დაეწიო ხელს იწვდი მაგრამ იმდენად შორს არიან ვერ წვდები. ვიღაცეები უკან რჩებიან, მერე კი ქრებიან.საბოლოოდ სიცივის შიშით მერცხლებიც კი ტოვებენ თავიანთ ბუდეს და თბილ ქვეყნებში მიემართებიან. უკან დაბრუნებულები ან ვეღარ პოულობენ ძველ ბინას ან პოულობენ, მაგრამ მაინც ახლის შენებას იწყებენ სხვაგან და სხვასთან. ერთ დღეს შენს ცხოვრებაში გამოჩენილი შენად ქცეული ადამიანებიც წავლენ და მერე კი ნამდვილად იგრძნობ სუსხს და სიცივეს რომელიც ძვლებამდე ატანს, რომელიც შინაგანად ყინავს. მიდიან და გიტოვებენ მოგონებებს რომელთა გახსენება ბედნიერების მონიჭების ნაცვლად ტკივილს უფრო გაყენებს, მერე ჩნდება კითხვები და ბევრი „რა იქნებოდა რომ“. მათ დატოვებულ სიცარიელეს ვერავინ ავსებს. თავიდან ეს სიცარიელე გტკივა და გაწუხებს მაგრამ დროთა სვლის პარალელურად ეჩვევი მას და გგონია თითქოს ამ სიცარიელით დაიბადე ყოველთვის შენთან იყო.
რთულია ადამიანები რომ გტოვებენ ჯერ თომა წავიდა მერე დედა, დინა და ონისეც კი დავკარგე და რატომღაც იმედი მქონდა ეს უკანასკნელი იქნებოდა, იმედი მქონდა ამ გრძნობას თავიდან აღარ გამოვცდიდი. ცხოვრება მაშინ გიშენს მუშტებს ძლიერად როცა არ ელი და იქ გირტყამს სადაც ყველაზე ძლიერ გეტკინება პირდაპირ გულში. იმედის გარეშე ცხოვრება მარტივია. თავისუფალი ხარ. არაფერს ელოდები და შესაბამისად არასდროს რჩები იმედგაცრუებული. თუმცა ჩვენ ადამიანებს არ შეგვიძლია იმედების გაქრობა ისინი თავისით ჩნდებიან ისევე როგორც ბნელ ცაზე ვარსკვლავები და მერე გონებაშიც ჩნდება ბევრი „იქნებ“. სწორებ ეს „იქნებ“ გვანადგურებს და გვაძლებინებს კიდეც სწორედ ეს „იქნებ“ გვაიძულებს ლოდინს, სუნთქვას არსებობას. სიკვდილის უკანასკნელ წუთებშიც კი არ გვტოვებს, ჩვენს შემდეგ კვდება, უკანასკნელ ამოსუნთქვას მოჰყვება.
„სანამ სიცოცხლეა იმედიც არსებობს“-რამდენადაც მომწონს იმდენად ვერ ვიტან ამ ფრაზას.
***************************************
-მეთე რას აკეთებ?-ახლად გაღვიძებული მაშინვე ვეკითხები როგორც კი ჩემოდანს ვხედავ
-ბარგს ვალაგებ-ამბობს და აგრძელებს ტანსაცმლის ჩალაგებას
-ეგ ისედაც შევნიშნე მაგრამ რატომ ალაგებ?
-მივდივარ-მოკლედ მიჭრის და ვხვდები რომ ერთ დღეს მისი სიტყვა ძუნწობა შემიწირავს
-შეგილია ნორმალურად ამიხსნა?
-დამვიდდი ძვირფასო შენს მიტოვებას არ ვაპირებ, სამსახურში რაღაც პრობლემა შეიქმნა, ორ დღეში დავბრუნდები-ამბობს და მიღიმის
-მეთე დილის ხუთი საათია ამ დროს აპირებ წასვლას საშიშია
-მარტო არ ვიქნები მელოდებიან გარეთ, შენ გააგრძელე ძილი
- ანუ ორი დღე ?
-კი
-იცოდე ორ დღეში თუ არ დაბრუნდები მერე აქ აღარ დაგხვდები- ვამბობ წარბის აწევით
- დიდხანს არ გალოდინებ
-იმედია თორემ მომიწევს ახალი ოცნების მამაკაცის ძებნა
-ჩმენაირს ვერსად იპოვი
-უკეთესს ვიპოვი აუცილებლად-ვამბობ და ვხედავ სიბრაზისგან როგორ ენთება თვალები
-ანუ უკეთესს?
-კი მაგალითად ნიკას ძმაკაცი გურო
-გურო თუ გურამი?
-შენთვის გურამი მე მითხრა შენ შეგიძლია გურო დამიძახოო
-დიდ პატივში ყოფილხარ-ცრის კბილებს შორის
-იცი რა გამოხედვა აქვს, ცისფერი სფეროებით რომ შემოგხედავს როგორ გინდა გული არ გაგიჩერდეს-ვამბობ და სპეციალურად ვიქცევ ქვედა ტუჩს კბილებს შორის
-კესანე ჩემს მწყობრიდან გამოყვანას ნუ ცდილობ
-იცი ჩემი პირველი კოცნა მას ეკუთვნის მან მოიპარა-ტყუილების თქმა სპორტი რომ იყოს პირველი ადგილი და ოქროს მედალი ჩემი იქნებოდა
-შეცდომებს ყველა ვუშვებთ-ხმაშიც კი ეპარება სიბრაზე. ვხვდები რომ უნდა გავჩერდე მაგრამ არ შემიძლია თავისით მოდის
- მისი ტუჩების შეხება ახლაც მახსოვს, მისი ხელები რ...-მეთე სწრაფად მიახლოვდება და ჩემს ბაგეებს ეტანება... კოცნით მაჩუმებს
-არ მაინტერესებს ვინ ეხებოდა ამ ბაგეებს ადრე, მე ყველას კვალი წავშალე ისინი ახლა მე მეკუთვნიან-ამბობს და ცერა თითს დაატარებს ჩემს ბაგეებზე
-ეს შენ ფიქრობ რომ ყველა წაშალე- ჯანდაბა კესანე რით ვერ მშვიდდები
-ანუ კიდევ დარჩა -ამბობს და ისევ მკოცნის
- კი არც ახლა წაიშლა-ვამბობ და ახლა მე ვეტანები მის ტუჩებს
-აბა-ზემოდან მიყურებს და წარბებს წევს
-მგონი ცოტა წაიშალა-ვამბობ და ვცდილობ სიცილი შევიკავო
-ანუ ცოტა ხო
-ცოტა -ვუდასტურებ მეც, ჩემს დასტურს მოყვება მეთეს თავბრუდამხვევი კოცნა ნეტა სად ისწავლა, ალბათ უამრავ ქალზე აქვს ნაკოცნი, გამოცდილება თავისას შვრება, კესანე ახლა თინეიჯერივით ეჭვიანობ,
-მგონი საკმარისია, ორი დღის სამყოფი ენერგია გაქვს უკვე
-მე ეგრე არ ვფიქრობ, კიდევ მინდა ვამბობ და ტუჩებს საკოცნელად ვწევ
-რა მოგიხერხო?
-მაჭამე მასვი და მთელი ცხოვრება ხელის გულზე მატარე
-სულ ესაა თუ არის კიდევ რამე მოთხოვნა
-არის მაგრამ ეს მოთხოვნა არაა
-კესანე ახლა რასაც გეტყვი მინდა კარგად გაიგო და დაიმახსოვრო, შეიძლება არ დაიჯერო , მაგრამ მიუხედავად იმისა რომ არცთუ ისე დიდი ხანია რაც გიცნობ ამ მოკლე დროში მოახეხე და...-მეთეს საუბარი მანქანის გაბმულმა სიგნალმა შეაწყვეტინა
-მითხარი
-ჯანდაბა შენთან ერთად დრო სწრაფად გადის
-მეთე რის თქმას აპირებდი
-რომ დავბრუნდები მერე გეტყვი- შუბლზე მკოცნის ბარგს იღებს და მიდის, საწოლიდან ვდგები ფანჯრიდავ ვხედავ როგორ ჯდება მანქანაში და „უჩინარდება“.
ვუყურებდი მიმავალს და უცნაური გრძნობა მეუფლებოდა, ვერ აღვწერ, არ მინდოდა გაშვება, მინდოდა აქ ჩემთან დამეტოვებინა, სამუდამოდ ჩემს გვერდით.
ორი დღე საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა, ამ ორი დღის განმავლობაში პირველად გამიჩნდა შეგრძნება რომ თითქოს დრომ სვლა შეანელაა, თითქოს გაიყინა, საათის ისრების წკრიალიც კი ნერვებს მიშლიდა. უცნაური გრძნობა მთელი დღის განმავლობაში ვერ მოვიშორე. ამას ისიც ემატებოდა რომ მეთე არ რეკავდა. საღამოს ვეღარ მოვითმინე და დავრეკე, მაგრამ არავინ მიპასუხა. მთელი ღამე არ მეძინა, უაზროდ დავჩერებოდი ტელეფონს ეკრანს და მის ზარს ველოდებოდი, მაგრამ უშედეგოდ. დილით ისევ დავრეკე-ამაოდ. გადავწყვიტე დავლოდებოდი, გადავწყვიტე მეთეს ორი დღისთვის დამეჯერებინა. ფანჯარას მიველუსმნე იმის მოლოდინში რომ დავინახავდი მომავალს, მერე მოვიდოდა მომხვევდა ხელებს და გაფანტავდა უაზრო ფიქრებს ჩემს გონებაში.
ორი დღე გავიდა და არა მარტო ორი
სად ხარ?
ხომ თქვი რომ დაბრუნდებოდი
ნუთუ თამაშობდი
ნუთუ ეს ყველაფერი შენთვის გართობა იყო
ნუთუ მხოლოდ მე მომეწონა
მხოლოდ მე შემიყვარდი
ნუთუ...
ნუთუ...
ნუთუ...
არ მინოდა დამეჯერებინა რომ მეთე ჩემთან უბრალოდ ერთობოდა და მეტი არაფერი ყოფილა ჩვენ შორის. არ მინდოდა დამეჯერებინა რომ ის რასაც ვგრძნობდი მხოლოდ ჩემი წამოსახვის ნაწილი იყო. ეს რომ დამეჯერებინა კიდევ ერთხელ დავიშლებოდი დაწილებად. მიუხედავად იმისა რომ გული საშინლად მტკიოდა გონება ფიქრს არ წყვეტდა და ისედაც განგმირულ გულზე მარილს მაყრიდა. ხომ ვიცოდი რომ ყველაფერი შეიძლება ასე დასრულებულიყო, გონებაში უამრავჯერ მქონდა წარმოდგენილი ყველაფერი, მარგამ მაინც სხვაგვარი დასასრულის იმედი მქონდა. იმედი ყველაზე სასტიკი ემოციაა იმ ემოციათა შორის რაც ადამიანს გააჩნია. ფიქრებიში ღრმად წასულს კარებზე კაკუნის ხმა მაფხიზლებს
-მეთე-ვყვირი ხმამაღლა და კარისკენ გავრბივარ
-მეთე არ ვარ -კარს უკან მხვდება ძია თედო
-არაუშავს-ვამბობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმედის სისასტიკეში-შემობრძანდით
-შვილო ბუხარი რატომ არ გინთია ასე გაიყინები
-არ მცივა ძია თედო
-სახეზე ფერიც არ გაქვს სიცხე ხომ არ გაქვს
- ამ ამინდში ამხელა გზა რატომ გამოიარეთ ძია თედო
-ჩემმა ნენემ ნამცხვარი გამოაცხო თქვენთან გამომატანა და თან იმის გადამოწმება მთხოვა რამე ხომ არ ჭირდებათო
-კარგად ვარ ძია თედო სულ დამავიწყდა ყავას ხომ არ დალევთ-ვამბობ და ძია თედოს სიტყვებზე მეღიმება
-დავლევ ოღონდ ჯერ ბუხარი დავანთოთ
ძია თედო ბუხარს ანთებს, ყავას ვადუღებ და მასთან ერთად შევექცევი. ოთახი თბება. მიუხედავად იმისა რომ ჭამის მადა არ მქონდა ერთი ნაჭერი ნამცხვარი მაინც მივირთვი ძია თედოს ხათრი ვერ გავუტეხე. ვესაუბრებოდი ძია თედოს და სხვაგან ქროდა ჩემი გონება. წასვლისას ქალბატონ ნენესთან მადლობები გავატანე.
ნელნელა ბრაზი იკიდებდა ჩემში ფეხს. მეთეზე აღარ საკუთარ თავზე ვბრაზობდი. სასოწარკვეთილი ველოდებოდი კაცს რომელიც გაქრა, კაცს რომელიც ჩემს ზარებს არ პასუხობდა, მივედი დასკვნამდე რომ აქაურობას უნდა გავცლოდი, ეს სახლი უკვე მახრჩობდა, აქ ყველაგან მეთე იყო, ყველგან მისი სურნელი იყო, სახლის ყველა კუთხე მასზე მოგონებებით იყო სავსე.
რა იქნებოდა რომ მართლა ჩემი ყოფილიყავი
რა იქნებოდა რომ მართლა მქონოდა შენი ცოლის სტატუსი
რა იქნებოდ რომ ეს სახლი ერთად დაგვეტოვებინა ხელ ჩაკიდებულებს
რა იქნებოდა რომ...
რა იქნებოდა რომ...
ცაამმეტი იანვრის დილას საბოლოო დავტოვე სახლი, წარსულს ჩავაბარე მეთეზე ფიქრები. გადავწყვტე რომ ცხოვრება ჩვეულებრივად გამეგრძელებინა. ისე მოვქცეულიყავი თითქოს ის ჩემს ცხოვრებაში არასდროს გამოჩენილა... ვიცოდი რომ გამიჭირდებოდა ვიცოდი რომ მარტივი არ იქნებოდა, ვიცოდი რომ არაფერი გამომივიდოდა მაგრამ მაინც. როგორღაც უნდა მეცხოვრა. დავუბრუნდი ბათუმს. სახლში მისულს ნინო უკვე იქ მელოდებოდა
-მომიყვები-მეუბნება და ხელებს შლის
-ნი- მეც სწრაფად გავრბივარ მისკენ და ვეხუტები- წავიდა ნი, დამტოვა,
-დამშვიდდი და ისე მომიყევი
-არ შემიძლია მინდა მაგრამ არ გამომდის
-კესანე ყველაფერი კარგად იქნება მე შენს გვერდით ვარ
-მითხრა რომ დაბრუნდებოდა, ორ დღეში დაბრუნდებოდა, მითხრა რომ დავლოდებოდი, არ დაბრუნდა ნი-ცრემლებს გასაქანს ვაძლევ, ვაკეთებ იმას რაც ამდენი ხანია მინდოდა ემოციებს ვათავისუფლებ ვტირი და ჩემთან ერთად ტირის ნინოც
-იტირე, გათავისუფლდი
-სულელი ვარ ნი, ვენდე, გული გავუხსენი, ამდენი ხნის შემდეგ ვიღაცისთვის გული გავხსენი და რა მივიღე, იქნებ ლიკა მართლი იყო იქნებ მათლა დაწყევლილი ვარ, იქნებ მართლა არავინ შემივარებს არასდროს
-სისულელეებს ნუ ამბობ ლიკა მაგას შენს გასამწარებლად ამბობდა და უკვე ძალიან დიდი ხარ იმისთვის რომ ეგ სიტყვები დაიჯერო.
-არ მპასუხობს, ჩემს ზარებსაც კი არ პასუხობს
-დამშვიდდი გამოჩნდება
არვიცი როგორ მაგრამ ბოლოს მაინც ვახერხებ დამშვიდებას ბარგისამოლაგებას ვიწყებ, რესტორნიდან საჭმელებს ვუკვეთთ.მიუხედავად იმისა რომ მთაში არ გამოგვივიდა შეკრება გადავწყვიტეთ აქ მაინც მოგვეხერხებინა. სუფრა მალევე გავშალეთ. უფრო სწაორად მაგიდაზე დავალაგეთ კერძები რაც კურიერმა მოიტანა რესტორნიდან. ილია და ნიკაც შემოგვიერთდნენ.
-აბა სადაა შენი სატრფო-მომიბრუნდა ნიკა
-არ მყავს მე სატრფო
-სადაა გოგო მეთე ახლოდან მინდა მისი გაცნობა არ მოვა
-არ მოვა-ამბობს ნინო და თვალებს ქაჩავს ცდილობს ნიკას გააგებინოს რომ შეწყვიტოს ამ თემაზე საუბარი მაგრამ ამაოდ
-რა ხდება
-არაფერი არ მინდა საუბრიი
-არადა ვფიქრობდი რამოდენიმე დღის წინ ოქტაგონზე მაინც ბევრი მოხვდა და მე აღარ დავუმატებ ნორმალური ადამიანივით მოვიქცევითქო
-ნიკა რას ამბობ-თვალები მიფართოვდება მე
-არ იცოდით, ხუთი დღის წინ ბრძოლა ქონდა, ბრძოლა წესების გარეშე. საოცარი გამარჯვება აჩვენა ცოტა კი მოხვდა მაგრამ მაინც
- რას გულისხმობ-ერევა ნინო საუბარში
-თქვენ თვითონ ნახეთ- გვეუბნება მეთეს ბრძოლის ვიდეოს რთავს ტელეფონში.
-შენ საიდან გაქვს ეს ვიდეო
-საკმაოდ დახურული ორთაბრძოლა კი იყო, ზოგადად ყველა არალეგალური ბრძოლა ეგეთია მაგრამ არ არსებობს ადგილი სადაც მე ვერ შევაღწევ
-არალეგალურ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას ?
-მე მხოლოდ სამი ბრძოლა მაქვს ნანახი,
-ნიკა ნუ გამაგიჟებ ეგ ბრძოლები ხომ სიკვდილამდეა და გინდა თქვა რომ მეთე ეგეთ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას
-კი ასეა-მხრებს იჩეჩს ნიკა
რა გამოდის რამოდენიმე დღის წინ არალეგალური ბრძოლის გამო წავიდა თუ გაიმარჯვა ესეიგი ცოცხალია მაგრამ ვიღაც მოკლა. ღმერთო ჩემო. მიხაროსეს თუ მწყინდეს ვერ გამიგია, მიხარია რომ ცოცოხალია მაგრამ ის ფაქტი რომ ვიღაც მოკლა თავზარს მცემს...
აივანზე გავდივარ, სუფთა ჰაერი მჭირდება თორემ ვეღარ ვაზროვნებ, ნინო მაშინვე ამჩნევს ყველაფერს და ნიკას ეჩხუბება ასე პირდაპირ არუნდა გეთქვა ყველაფერიო. ინსტიქტურად ვიღებ ტელეფონს და ნაცნობ ნომერზე ვრეკავ. ამაოდ. „მობილური გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან „ მესმის დინამიკიდან ხმა და ტკივილს ვგრძნობ მკერდთან.
იქნებ ისიც ფიქრობს ჩემზე
იქნებ რამე დაემართა
იქნებ ახლა იქაა ჩვენ ქიხში
იქნებ...
იქნებ...

*****************************
ერთი თვე გავიდა, ისე სწრაფად რომ ვერც კი შევამჩიე. მეთე არ გამოჩენილა მასთან დარეკვასაც აღარ ვცდილობდი. იმის იმედით ვაგრძელებდი ცხოვრებას რომ ერთ დღეს აუცილებლად გამოჩნდებოდა. მაგრამ არვიცი კიდევ რამდენ ხანს დაველოდები რამდენ ხანს შევძლებ ამას. ტელეფონის ზარის ხმა რომ გავიგე კიდევ ერთხელ და ვინ დაითვლის მერამდენედ გავიფიქრე რომ ეს მეთე იყო. ტელეფონის ეკრანს დავხედე უცხო ნომერი იყო მაგრამ მაინც ვუპასუხე
-გისმენთ
-გამარჯობა კესანე დადიანს ვესაუბრები
-დიახ მე ვარ
-მე თორნიკე ვარ შენი კლასელი
-რა სურპრიზია
-კლასელებმა შეკრება გადავწყვიტეთ და მინდა რომ შენც იყო ამ შეკრებაზე შენც ხომ ჩვენი კლასის ნაწილი ხარ
-ძალიან კარგი, მოვალ ადგილი და დრო მომწერეთ
-კარგი მოგწერთ
- მაშ შეხვედრამდე თორნიკე
-შეხვედრამდე
ყურმილს ვკიდებ და ცივი ოფლი მასხამს, ლამის თვალ წინ ჩამიარა გავლილიმა წლებმა, ყველაფერი გამახსენდა, თორნიკემ მისამართი და დრო მომწერა. ხვალ იკრიბებოდნენ საღამოს შვიდ საათზე ზღვისპირა რესტორანში. დიდი დრო გავიდა ვერ ვიფიქრებდი მათთან შეხვედრის სურვილი ისევ თუ გამიჩნდებოდა. ნინოს დავურეკე და ვთხოვე მისი კაბა ეთხოვებინა მე ყიდვის არც დრო მქონდა და არც სურვილი. ერთი თვეა ნორმალურად არსად გავსულვარ.
ნინოს კაბა გამოაქვს ჩემთან, ბაგრატიონიდან რუსთაველზე გადმოსვლას იმდენი დრო მოანდომა ლამის დავბერდი და თმაში ჭაღარა შემეპარა. მის მოსვლამდე ვიბანავე თმები გავიშრე და თავის მოწესრიგებას შევუდექი. ნინომ სადა მაკიაჟი გამიკეთა, თმები ზევით ავიტანე და კოსად შევიკარი, კაბა მოვირგე, რომელსაც გახსნილი ზურგი ჰქონდა, ფეხზე მაღლენი მოვირგე და მზად ვიყავი უკვე წასასვლელად.
-აჩვენე მათ რომ შენ ძლიერი ქალი ხარ
-მაგიტომაც მივდივარ ხომიცი თორემ არავინ მომნატრებია
-ჩემნაირო
-კარგი წავედი ტაქსი მოვიდა.
ტაქსის მძღოლს მისამარტი ვუკარნახე და ისიც მალევე მოსწყდა ადგილს. რესტორანში განზრახ დავაგვიანე. მინდოდა რესტორანში შესულს მთელი ყურადღება ჩემზრ ყოფილიყო მოპყრობილი და გამომივიდა კიდეც. მალევე ამოვიცანი ნაცნობი სახეები და მაგიდისაკენ გავემართე, არ დამავიწყდება მათი გაოცებული სახეები ჩემი დანახვისას.
-კესანე როგორ ხარ-თამთა
-შესანიშნავად თქვენ როგორ ხართ, ძალიან მომნატრებიხართ ყველა-ვამბობ ნაძალადევი ღიმილით
-მე მოგენატრებოდი ყველაზე ძალიან-ამბობს ლიკა და თავს ხრის, დავიჯერო მასში სირცხვილის გრძნობამ გაიღვიძა
-ბოდიში დამაგვიანდა-ზურგსუკან მესმის თორნიკეს ხმა რომელიც ჩემს გვერდით იკავებს ადგილს- დიდი დრო გავიდა არა კესანე
-ჩვენი ბოლო საუბრიდან კი
-იმედია დაგეხმარა
-ვერ წარმოიდგენ როგორ, მაშინ ზღვაზე ისეთი რამ მითხარი რამაც დამაფიქრა
-მიხარია რომ რაღაცით შევძელი შენი დამარება
-მეც მიხარია.
ყველაფერმი კარგად მიდიოდა, სახალისო მომენტებს იხსენებდნე სვამდნენ და იცინოდნენ. თორნიკემ საცეკვაოდ გამიწვია და მეც დავთანხმდი, ცეკვა ერთადერთია რაც კარგად გამომდის და ძალიან მიყვარს, თომა მართალი იყო მოცეკვავე უნდა გამოვსულიყავი, ვიხსენებ და მეღიმება.
-იმ ავად სახსენებელი დღის შემდეგ ერთმანეთთან საუბრის საშუალება არ მოგვეცა, დიდი დრო გავიდა -ნელ მელოდიას ვაყოლებ სხეულს და წელზე მოხვეულ თორნიკეს ხელებს ვაიგნორებ მიუხედავად იმისა რომ არ მსიანოვნებს.
-საკმაოდ მთელი 10 წელი
-მაშინ რაც გითხარი სიმართელე იყო
-ანუ გიყვარდი
-მიყვარდი, მაშინ შემეშინდა
- მივხვდი ასეც ვიფიქრე
-ახლაც მიყვარხარ-მომენტალურად ვჩერდები და თორნიკეს ვუყურებ, არვიცი სახე სასმლისგან აქვს აწითლებული თუ სირცხვილის გრძნობისგან მაგრამ ისევ იმ 17 წლის ბავშვს მაგონებს სიყვარულს რომ მიხსნიდა,
-მაშინ არა მაგრამ დღეს მჯერა შენი-ვამბობ და ვაგრძელებ ცეკვას
-თუ შესაძლებელია, მინდა შენი ცხოვრების ნაწილი გავხდე
-თორნიკე ჩემი გული უკვე დაკავეებულია, ამდენი წლის შემდეგ ვიღაცისთვის უკვე გავხსენი ის, შენდა სამწუხაროდ ეს ვიღაც შენ არ ხარ
-სამწუხაროა-სევდა ერევა ხმაში
-შენზე ნაწყენი არ ვარ არც გაბრაზებული, მე მაშინ გაპატიე ყველაფერი იმ სიტყვების მერე რაც ზღვაზე მითხარი. უბრალოდ მხოლოდ ისე გიყურებ როგორც კლასელს- მუსიკა მთავრდება მაგისდისკენ მივდივარ და ჩვენსკენ მომავალ გაბრაზებულ ლიკას ვხედავ რომელიც მანიშნებს საპირფარეშოში გამოდიო და მეც მივყვები
-შენსას არ იშლი არაა-მიბრუნდება მე
-რას გულისხმობ
-თორნიკეს თავს ვერ ანებებ ხომ
-უკაცრავად
-თორნიკესაც გინდა ავნო ხომ შენი ბინძური ხელებით მას აღარასდროს შეეხო
-შენ ნამდგილად არ გკითხავ რას გავაკეთებ, თორნიკეს მინდა შევეხები მინდა ცოლადაც გავყვები და შენ ვერაფერს ვერ მიბრძანებ, უბრალოდ იდგები და შორიდან გვიყურებ
-ბინძურო კახპა- ამბობს გაბრაზებული და ცდილობს სილა გამაწნას მაგრამ ხელს ჰაერშივე ვაკავებ
-არც კი გაბედო, ის სუსტი ბავშვი არ გეგონო სკოლაში რომ ჩაგრავდი, ის სუსტი ბავშვი არ გეგონო სიკვდილის პირას რომ მიიყვანე, ჩემზე ხელი აღარასდროს აღმართო თორემ გპირდები ძირზე მოგამტვრევ-ვამბობ და ხელს ვუშვებ
- მე გაგაფრთხილე
-შენსას არ იშლი არა, ადამიანები არ იცვლებიან, როგორიც იყავი ისეთად დარჩი, თორნიკე გიყვარს არა? იმიტომ ხარ ასე გამძვინვარებული, სამწუხაროდ მას არ უყვარხარ
-შენ არ გაქვს მაგის თქმის უფლება-ამბობს და კიდევერთხელ იწევს ჩემსკენ ახლა მე ვარტყამს სახეში სილას გაოცებული მიყურებს
-რამოდენიმე წუთის წინ თორნიკე მე გამომიტყდა გრძნობებში, მაგრამ მე მისი სიყვარული არ მჭირდება, თუ გიყვარს შეეცადე ასეთი საძაგელი არ იყო და ყველგან ბოღმას არ ანთხევდე, სხვების დაჩაგვრა და მათზე დაცინვა კარგ ადამიანად არ გაქცეს ეს იცოდე. ასე თორნიკეს არასდროს მოეწონები, ასეთს არავინ შეგიყვარებს, ასეთი არავის შეუყვარდები
-შენგან რჩევის მიღებას არ ვაპირებ
-მაშინ კიდევ დიდხანს მოგიწევს თორნიკეს შორიდან ყურება, ერთ დღეს გამოჩნდება ვირაღაც ვისაც ნამდვილად ეყვარება ის და საბოლოოდ დაკარგავ მას
-არ მითხრა რომ ის ვიღაც შენ იქნები წყეულო
-არ გეტყვი რადგან ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს მამაკაცი რომელიც მიყვარ და ეს მამაკაცი თორნიკე ნამდვილად არაა. სამწუხაროა რომ არ შეცვლილხარ და ცხოვრებამ ვერაფერი გასწავლა, იმედია ისეთი ვინმე გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ვინც შეძლებს მაგ რქების მომტვრევას, რქების რომელიც საოცრად სწრაფად გეზრდება.
-შენი წიგნი წავიკითხე, საოცრად გულ ნატკენი ყოფილხარ, ყველაფერი ჩემზე გადმოგიბრალებია, კარგია ხომ სხვებზე ხელების შეწმენდა
-არმითხრა რომ სინდისმა შეგაწუხა და თავი დამნაშავედ იგრძენი
-არაფერი მაგდაგვარი უბრალოდ გამეცინა, იმაზე საცოდავი ყოფილხარ ვიდრე მე ვიფიქრებდი მაშინ
-წიგნში რაც დავწერე ყველაფერი სიმართლე იყო, შენს შესახებაც სრული სიმართლე დავწერე. მას შემდეგ არ შეცვლილხარ ისევ იგივე ავ სულად დარჩი, ერათადერთ რამეს ვნანობ მხოლოდ, მაშინ პოლიციაში თქვენი სახელები რომ არ ვახსენე, და გისოსებს მიღმა არ არმოჩნდით ყველა, არადა თქვენი ადგილი ნამდვილად იქ არის-ვამბობ და გარეთ გავდივარ
-შენ არავის შეუყვარდები, არავინ შეგიყვარებს-მემსმის ლიკას ყვირილის ხმა და მისი სიტყვები სულაც არ მხვდება გულზე არ მწყინს, სიამაყით ვივსები, საკუთარი თავით ვამაყობ რომ მე შევძელი საკუთარი თავის დაცვა. მაგიდას მივუჯექი ლიკაც მალევე შემოგვიერთდა.
მიმტანს შემწვარი ნეკნები მოაქვს მაგიდასთან და როგორც კი სუნს ვგრძნობ მაშინვე გულის რევის შეგრძნება მიჩნდება. ძლისვს მოვასწარი საპირფარეშოში შესვლა. ეს რა იყო. მაგიდასტან დავბრუნდი და ყველას ვაცნობე რომ კარგად ვიყავი.
საკმაოდ გვიანი იყო რომ დავიშალეთ. მთვრალმა თორნიკემ დაიჩემა მე უნდა გაგიყვანო სახლშიო და მანქანის გასაღების წვალება დაიწყო. ძლივს დავაჯინეთ ტაქსში და ლიკაც გვერდით მივუსვით. კარის დახურვისას თვალი ჩავუკარი ლიკას და კიდევ ერთხელ მოვახერხე მისი გაბრაზება. არც თუ ისე რთული ყოფილა.
სახლში ვერ წავედი ნინოს სახლისკენ ავიღე გეზი. მასთან ასვლამდე აფთიაქში შევიარე და ორსულობის ტესტი ვიყიდე. გული საშინლად მიცემდა. კარზე ზარს ვრეკავ და ველი როდის გამიღებს ნინო
-აბა რამოხდა- მეკითხება ყველაფერს მომიყვები თორემ დაგახრჩობ გამომეტყველებით
-ყველაფერმა კარგად ჩაიარა იმაზე კარგად ვიდგრე ვიფიქრებდი
-მაშინ რატომ გქვს ასე გაფითრებული სახე
ნინოს ვუყვები ჩემი შიშების შესახებ და სააბაზანოში შევდივარ ტესტს ვიკეთებ. დრო საშინლად ნელა გადიოდა. ხუთი წუთი უსასრულოდ მომეჩენა. ხუთი წუთის გასვლის შემდეგ პასუხს ნინო მამცნობს
-კესანე ორსულად ხარ, დედა გახდები
***********************

ახალი სიცოხლის შვილის ყოლა ყველაზე ბედნიერი რამაა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ქალის რადგან ეს დადად გვაქცევს. ყოველი ახალი სიოცხლის არსებობა ერთგვარი დასტურია რომ ღმერთს კიდევ აქვს ჩვენი იმედი, მათ ხომ ღმერთი ჰბერავს სულს. რაოდენ საოცარი შეიძლება იყოს ფაქტი რომ შენს ორგანიზმში პატარა არსება იზრდება, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ამ არსებას ამქვეყნად მოავლენს. მისი გაჩენის შემდეგ კი შენ ხდები მისთვის ერთადერთი მფარველი ანგელოზი, რამდენი უძილო ღამეც არუნდა გქონდეს გათებენული რამდენად დაღლილი და ძალაგამოცლილიც არუნდა იყო მისი ოდნავი წამოტირებაც კი გაღვიძებს და გულში იხუტებ. მერე გიკვირს ეს როგორ შევძელი? სად ვნახე საამისო ძალა? რამ გამაძლებინა? პასუხი მარტივია, სიყვარულმა, ჯერ კიდევ მუცლად მყოფი რომ შეიყვარე და მერე დიდობაშიც რომ ვერ შეწყვიტე სწორედ ამ სიყვარულმა.
**********************************************
-კესანე ორსულად ხარ, დედა გახდები
-შეუძლებელია-აღმომხდა ინტიქტურად.
-შესაძლებელია
-მზად არ ვარ-უცებ საშინელმა პანიკამ დაისადგურა ჩემში
-დედობისთვის მზად არავინაა
-არ შემიძლია, ნინო ვერ გავაჩენ
-კარგად დაფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მიიღე იცი მაიც რას ამბობ, ახლა აღელვებული ხარ
-ახლა მხოლოდ ის ვიცი რომ ძალიან მეშინია, მაშინებს ეს პატარა არსება ახლა ჩემში რომ არის.
-მე შენს გვერდით ვარ და არა მარტო მე ხომ იცი არა
-ვიცი, მაგრამ დედობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მე კი ამ პასუხისმგებლობისთვის არ ვარ მზად
-აბა რას აპირებ ? უდანაშაულო არსების მოკლვლას გეგმავ ?
-ნინო მასე ნუ ამბობ ცუდად ჟღერს
-მხოლოდ ცუდად ჟღერს? ნუ გამაგიჟებ!
-არვიცი როგრო მოვიქცე,
-გამოიცვალე, შხაპი მიიღე და დაისვენე . ხვალ ნორმალურად დაფიქრდი რის გაკეთებას აპირებ შემდეგ კი ექიმთან ჩაეწერე ვიზიტზე, მეც გამოგყვები.
ნინოს რჩევას დავუჯერე, დღეს ისედაც ემოციებით დახუნძლული დღე იყო, დასვენება არის ის რაც ნამდვიდად მჭირდება ახლა თორემ საღად აზროვნების უნარი დავკარგე. შიშმა შემიპყრო, ბავშვის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა, უდიდესი, ის მთლიანად გცვლის , მთლიანად ატრიალებს შენს ცხოვრებას, დედობაზე არასდროს მიფიქრია არასდროს მითამაშია ბავშვობაში თოჯინებით და არ წარმომიდგენია რომ ეს თოჯინები ჩემი შვილები იყვნენ. 12 წლის ვიყავი დედა რომ წავიდა, დაგვტოვა მას შემდეგ დედა საერთოდ აღარ მინახავს, მახსოვს როგორ გამეტებით ვტიროდი, ვთხოვდი რომ დარჩენილიყო მაგამ ყველა თხოვნა ამაო იყო, ყველა სიტყვა ფუჭი იყო, მას შემდეგ დედობრივი სითბო არ მიგრძვნია, არავისთვის დამიძახია დედა. დღეს კი მე უნდა გავხდე დედა და არვიცი როგორია დედობრივი მზრუნვეობა, არვიცი რა არის დედობრივი სითბო, როგორ უნდა მივცე ბავშვს ის რაც მე არასდროს მქონია და არც ვიცი რა არის. ამ ფიქრებში მყოფს არ ვიცი როდის ჩამეძინა დაღლილობა თავისი ქნა.
მეორე დღეს ძალიან გვიან გამეღვიძა. საათი უკვე 12-ს უჩვენებდა თავი მოვიწესრიგე და გარეთ გავედი, ნინო სახლში იყო და home alone-ს უყურებდა , გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა, გონებას გაახსენდა მეთე კოტეჯი თოვლი,
„მენატრები“
ინსტიქტურად მუცელზე ხელს ვიკიდებ და კიდევ უფრო დიდ ტკივილს ვგრძნობ.
-კესანე როგორ გეძინა?
-შესანიშნავად
-მოდი ხომ გიყვარს კევინი ერთად ვუყუროთ
-არ მინდა
-რატომ?
-მშია რამეს შევჭამ
-მიდი ფილმი დასრულდება და ექიმთან გავიდეთ
ფილმი დასრულდა ჩვენ უკვე საავადმყოფოსკენ მივდიოდით. იქ მისულს არ ვიცოდი რა მელოდებოდა,
-კესანე შენი ცხოვრებაა, შენ უნდა გადაწყვიტო როგორ მოიქცე, მაგრამ იცოდე რომ ამ პატარას გაჩენას თუ გადაწყვეტ ყველა შენს გვერდით ვიქნებით.-მამხნევებს ნინო
საავადმყოფოში მისულებს საშინელიი რიგი დაგვხვდა ჯერ რეგისტრატურაში, მერე ეხოსკოპიაზე. ვუყურებდი აწ უკვე დედებს და თავი მათ ადგილას ვერ წარმოვიდგინე, ვუყურებდი წყვილებს, რომელთაც ბედნიერება აღბეჭდოდათ სახეზე, ბედნიერები ელოდებოდნენ მომავალ შვილს, გონებაში გამიელვა კიდევ ერთმა „რა იქნებოდა რომმა“
რა იქნებოდა რომ დღეს მეთე ჩემს გვერდით ყოფილიყო,
ნეტავ როგორი რეაქცია ექნებოდა, ორსულობის შესახებ რომგაიგებდა, როგორი იქნებოდა მომავალი მამის რეაქცია.
ნინოს ხელს ვჭიდებ თავს მის მხარზე ვდებ და ვფანტავ შემოჩვეულ ასე მტკივნეულ ფიქრებს.
-ასე აღარ შემიძლია გურამთან ვრეკავ
-ნინო არა
- მესმის რომ არ გინდა ვინმემ გაიგოს შენს ორსულობაზე, მაგრამ თუ არ დავრეკავ აქ სიკვდილამდე მოგვიწევს ლოდინი.
-მაინც არ მინდა. დაველოდები მეც მათ მსგავსად-ვამბობ და კიდევ ერთხელ ვავლებ გარშემო თვალს
- მე არ შემიძლია-ტელეფონს იღებს და რეკავს. მალევე ჩნდება გურამი ჩვენთან
-აბა აქ რამ მოგიყვანათ?
-ორსულად ვარ- ვეუბნები და ვამჩნევ მის გაყინულ სახესაც
გურამი ნიკას ბავშვობის მეგობარია, ასევე ნინოსიც, მეც მათთან გავიცანი, შესანიშნავი ადამიანია, ნინომ მითხრა რომ ჩემდამი გრძნობები ქონდა, მაგრამ თავად ამას არასდროს აჩვენებდა. ნიკასგან გაგებული ექნებოდა რომ აქ ვიყავი და დავბრუნდი ისიც ეცოდინებოდა რომ სადღაც მთაში ვიყავი ვიღაც კაცთან ერთად. მაგრამ ნამდვილად არ იცოდა ორსულად თუ ვიქნებოდი, ამას მისი გამომეტყველებაც ადასტურებს. ნიკამაც იცოდა რომ გურამის ვუყვარდი და ახლა ვხვდები მაშინ მისი შეკრული წარბების მიზეზი გურამი იყო.
-როგორ თუ ორსულად ხარ
-გინეკოლოგი კაცი რა შეკითხვებს სვამ? როგორ ორსულდებიან ზოგადად არიცი ?
-ნინო შენც იცი რომ ეგ არ მიგულისხმია
-შეგიძლია დაგვეხმარო-ვეუბნები მშვიდი ხმით.
-გამომყევით
გურამს ეხოსკოპიაზე შევყავართ სადაც ვიგებ რომ ერთი თვის ორსულილ ვარ, ჩემდა გასაოცრად ტყუპებს ველოდებოდი. ერთის ნაცვლად ორი სიცოცხლე. გურამმა გვითხრა რომ ჯერჯერობით საშიში არაფერი იყო, მაგრამ ტყუპების გაჩენა რომ რთული იყო და შესაძლოა გართულებებიც მოჰყოლოდა არც ამის თქმა არ დავიწყებია. ისიც გვითხრა რომ ანალიზების გაკეთებაც საჭირო იყო. ვიზიტის ჩანიშნასაც კი აპირებდა
-არ გავაჩენ, აბორტის გაკეთება მინდა
-კარგად დაფიქრდი და ისე მიიღე გადაწყვეტილება
-რაზე უნდა დავფიქრდე, ბავშვის გაჩენაზე იმ მამაკაცისგან რომელმაც მიმატოვა, მისი შვილი უნდა გავაჩინო- ვამბობ და თვალები ცრემლებით მევსება
-შენი შვილებიც არიან ეს ფაქტი ნუ დაგავიწყდება, ისინი შენებიც არიან, დღესვე ნუ გადაწყვეტ ყველაფერს, რამოდენიმე დღე დაფიქრდი, თუ ისევ გადაწყვეტ რომ მათი მოშორება გინდა აღარ შეგაჩერებ. თუ გადაიფიქრებ მაშინ ყველაფერს გავაკეთებ რომ შენმა ორსულობამ უშფოთველად ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაიაროს
-მადლობა გურამ
საავადმყოფოს ვტოვებ და სახლში მივდივარ. გურამის სიტყვებმა ალბათ აზრზე მომიყვანა, ისინი ჩემი შვილებიც არიან, ჩემი ნაწილი არიან. ამ დღეს ამდენი ხნის შემდეგ პირველად დამესიზმრა მეთე რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ არ მესმოდა. სამაგიეროდ საყვედურით სავსე გამომეტყველებით მიყურებდა. გაღვიძებულს ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს იცოდა ორსულად რომ ვიყავი და აბორტის გაკეთებას ვაპირებდი, თითქოს მსაყვედურობდა რომ მისი შვილის გაჩენა არ მინდოდა, თითქოს მსაყვედურობდა რომ მისგან შვილი არ მინდოა, მაგრამ ეს ხომ ასე არაა, ვის არ მოუნდებოდა საყვარელი მამაკაცისგან შვილის გაჩენა, იმის წარმოდგენაზეც კი სითბო მეღვრება გულში რომ ორი მეთესნაირი მეყოლება, ჩემები იქნებიან ჩემთან იქნებიან. უბრალოდ ისევე როგორც ყველას მეც მეშინია, მეც მაქვს სისუსტის უფლება. მარტო არ მინდა მეთეს გარეშე არ მინდა.
ორ დღიანი სახლში ყოფნის შემდეგ გასეირნება გადავწყვიტე და პარკისკენ ავიღე გეზი, გზად მიმავალი ვერც კი ვაცნობიერებდი როგორი მონდომებით ვაკვირდებოდი მაღაზიის ვიტრინებში გამოფენილ ბავშვის ტანისამოს, საკუთარი თავი გამოვიჭირე.
პარკი ბავშვებით იყო სავსე. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც ხდება, სოციალურ ქსელშიც კი ბავშვების ვიდეოები მხვდება, ვიტრინებში ტანსაცმელები, ახლაც კი პარკში პატარა კიკინებიან გოგოს ვხედავ რომელიც საცაა უნდა წაიქცეს მაგრამ ხელს ვკიდებ და ვაჩერებ. თითქოს ბედისწერასაც უნდა რომ ისინი დაიბადნონ.
-მადლობა დეიდა- ბეუბნება და ისევ გარბის ალბათ დედისკენ
ჯანდაბა. არ შემიძლია, მათ ვერ მოვკლავ, ასეთი არ ვარ, მეშინია მაგრამ არც იმდენად რომ ეს გავაკეთო, მინდა ვნახო როგორები იქნებიან. როგორ ირბენენ, ოთახში, მინდა გავიგო როგორ დამიძახებენ დედას, მინდა მათი თბილი ჩახუტეა ვიგრძნო. გულში სითბო მეღვრება, გამიხარდებოდა ეს ყველაფერი მეთესთან ერთად რომ გამეკეთებინა მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორ ჩვენ გვინდა. ტელეფონს ვიღებ ჩანთოდან და გურამთან ვრეკავ
-გისმენ კესანე
-მზად ხარ პირობის შესასრულებლად
-რომელი პირობის გააჩნია
-იზრუნო ჩემზე ცხრა თვის განმავლობაში რომ ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიაროს
-ნებას თუ მომცემ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიზრუნებ შენზე და არამარტო
-გურამ არ გინდა
-კარგი, მიხარია რომ მათ შანსი მიეცი
-შანსი საკუთარ თავს მივეცი
გურმს ვემშვიდობები და ნინოსთან ვრეკავ ვეუბნები რომ მალე დეიდა გახდება და აქედანვე შეეჩვიოს ამ ფაქტს, მესმის მისი კივილის ხმა და ტელეფონს ყურიდან ვიშორებ რომ არ დავყრუვდე.
ექიმთან ვიზიტი განვაახლე ყველა საჭირო ანალიზი ჩავაბარე, ორსულობა შესანიშნავად მიდიოდა ჯერ ჯერობით არანაირი გართულება არ იყო, ანალიზების პასუხიც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა
-გურამ დინას და ონისეს საფლავის ნახვა მინდა და შეიძლება ჩემს მდგომარეობაში იქ წასვლა
-სამ თვემდე სიფრთხილეა საჭირო, სვანეთში წასვლის უფლებას ვერ მოგცემ, თან როცა ვიცი რომ მამაშენი იქაა
-კი მაგრამ
-გპირდები სამი თვის შემდეგ მე თვითონ წაგიყვან, ოღონდ ახლა არა, ბავშვზე იფიქრე. როგორც ექიმი ამის უფლებას ვერ მოგცემ.
-კარგი ექიმო
-წამლები მიიღე რაც დაგინიშნე
-კარგი ექიმო
-კვების რაციონიც დაიცავი
-კარგი ექიმო
-სახლამდე გაგიყვან
-კარგი ექიმო
- მაშინ წავიდეთ
-რა? მოიცადე, არ შეწუხდე ფეხით მინდა გასეირნება
-კარგი კესანე

***********************
სამი თვე ისე სწრაფად გავიდა რომ ვერც კი გავაცნობიერე, მუცელი უკვე საკმაოდ კარგად მეტყობოდა, სარკეში ვუყურებდი საკუთარ თავს და მეღიმებოდა, ნეტა ახლა მეთე მხედავდეს ნეტა რა რეაქცია ექნებოდა, ნეტავ. ტელეფონს ვიღებ და ისევ ვერ გეტყვით უკვე მერამდენედ ვრეკავ ნაცნობ ნომერზე, ისევ იგივე, უშედეგო მცდელობა მასთან დაკავშირების, უშედეგო მცდელობა, მისი ხმის გაგონების.
-კეს რაზე ფიქრობ-კაფეში მყოფს გვერდით მიჯდება ნიკა
-სახელს რატომ მიმახინჯებ -ცალ წარბს ვუწევ მაღლა
-მასწავლე რა როგორ აკეთებ
-არვიცი ასე გამოდის,
-როგორ არიან?
-როგორც გურამი ამბობს კარგად, აქ საიდან გაჩნდი?
-ვიღაც უნდა ვნახო, არმეგონა აქ თუ იქნებოდი
-ვინ ?
-კესკა რატომ გიყვარს ჩაძიება?
-კესანე მქვია და მორჩი ჩემი სახელის დამახინჯებას
-კარგი არ მცემო, აი ისიც მოვიდა, თათა მოდი-დგება და გოგოს ეხვევა მერე კი ჩემს მაგიდასთან მოყავს, სამაგიეროს გადახდის დროა
-ნიკა საყვარელო ეს გოგო ვინარის-ვეუბნები და სახეზე მატყუარას ნიღაბს ვირგებ
-კესანე ჩემი მეგობარია თათა ბერიძე გაიცანი-მეუბნება ნიკა მოგკლავ გამომეტყველებით
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა- ხელს მიწვდის თათა მეც ვართმევ
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მე კესანე ვარ ნიკას ცოლი
-რა ცოლი-კითხუნობს თათა და მის დაბნეულ სახეზე სიცილს ძლივს ვიკავებ
- კესანე რას ამბობ
-ასე ნუ მიყურებ ჩვენს ბავშვებს და მე გვაშინებ-ვამბობ და მუცელზე ვისვამ ხელ
-ორსულად ხართ
-კი უკვე ოთხი თვის ტყუპებს ველოდებით-მეღიმება
-თათა არასწორად გაიგე-ცდილობს სიტუაციის ახსნას
-ყველაფერი სწორად გავიგე-ამბობს ლამის ატირებული თათა და კაფედან გარბის, ამ გოგოს ნიკა ნამდვილად უყვარს, როგორ მეცოდება
-შენ მერე მოგხედავ-მეუბნება ნიკა და თათას მიჰყვება. 15 წუთის შემდეგ კი უკან ბრუნდებიან ორივე
-უი საყვარელო ასე მალე დაბრუნდი
-კესანე მიგახრჩობ ერთ დღეს და ავიკიდებ სამუდამოს განზრახ მკვლელობისთვის
-ბოდიში თათა გაუგებრობისთვის უბრალოდ ნიკას გამწარება მინდოდა, ვიხუმრე
-ნიკამ ამიხსნა ყველაფერი-თვალებზე ეტყობოდა რომ ნატირი ქონდა ღმერთო რა საყვარელია ეს გოგო
-ამ იდიოტის ცოლი არ ვარ, ნეტავ იცოდე როგორ მეცოდება ის ვინც ამ სტატუსს მიიღებს
-კესანე გაგიმართლა რომ ორსულად ხარ -მეუბნება ნიკა
-რომ არ ვიყო რა-ვეუბნები და ენას ვუყოფ
-დიდი ბავში რომ ხარ იცი
-კი ეგ აქამდეც უთქვამთ- ვამბობ და მახსენდება მეთეს სიტყვები-კარგი მე წვალ გურამი მელოდება
-საბრალო ჩემი ძმაკაცი როგორ მეცოდება
-უკაცრავდ-ისევ წარბს მაღლა ვწევ
-შენ რომ შეუყვარდი იმ დღიდან მეცოდება
-მე არ მითხოვია მისთვის სიყვარული
-გულს ვერ უბრძნებ თორემ შენ რა შესაყვარებელი ხარ
-თათა ეს იდიოტი არ შეგიყვარდეს მეგობრული რჩევაა
-უკვე გვიანია ვუყვარვარ-ამბობს ღიმილით ნიკა და თათა აწითლებულ ღაწვებს ეფერება
-შენ გიყვარს ნიკა?
-მიყვარს
-იმიტომ აქვს მეგობრის სტატუსი დღემდე ხომ
-უკვე აღარ ვართ მეგობრები, რასაც შენ უნდა გიმადლოდე ნაწილობრივ
-მიხარია, გილოცავთ გვრიტებო, წავედი აბა ჰეე
საავადმყოფოში მივდივარ. დღეს სქესი უნდა გავიგო. ნეტა გოგოები იქნებიან თუ ბიბი
-გოგო ბიჭი-მიცხადებს გურამი
-რაა
-ხო გოგოც გეყოლება და ბიჭიც
-ძალიან კარგია
გურამმა პირობა შეასრულო სვანეთში ნამდვილად წამიყვანა, რთული კი აღმოჩნდა ჩემთვის სვანეთში წასვლა, მაგრამ მაინ.,გზად უამრავჯერ გავაჩერებინე, საოცრად ბევრი ვეწუწუნე, ბოლოს იმის გამო ვეჩხუბე რომ დიდი სახელი ერქვა და წუწუნის დროს გურამის თქმა მეზარებოდა, გურო დამიძახეო ნახაგამოსავალი მაგრამ მე რის კესანე ვარ ამაზეც რომ არ მეჩხუბა, მოკლედ ამ დღეს დაიფიცა შენთან ერთად აღარ ვიმგზავრებ არასდროსო, ამაზეც ვეჩხუბე, და ვუთხრი რომ უკან ჩემით დავბრუნდებოდი არ შეწუხებულიყო.
სასტუმროში დავბინავდით დასვენება გჭირდება განმიცხადა გურამიმ
-დღეს დაისვენე და ხვალ გავიდეთ
-ახლა მინდა გასვლა
-კესანე დაღლილი ხარ დაისვენე ჯერ
-კარგი ბატონო ექიმო
დინას და ონისეს საფლავი მოვლილი დამხვდა საოცრად მოვლილი, ვერ ვიფიქრები, კი ვურიცხავდი მესაფლავეს თანხას მისი საფლავის მოვლისთვის მაგრამ ასე კარგად ისიც კი არ ასუფთავებდა, ახლად დაკრეფილი ვარდები რომ ვნახე ამან უფრო გამაკვირვა. გურამს ვთხოვე მანქანაში დამლოდებოდა იცის დაყვა ჩემს ნებას
-დინა ონისე, მაპატიეთ რომ ასე დამაგვიანდა თქვენთან მოსვლა, იცით ძალიან მენატრებით, უთქვენოდ სახლი ცარიელია, ვერ ვიჯერებ რომ აქ არ ხართ, ხანდახან მგონია რომ სადმე სამოგზაუროდ ხართ წასულები და მოულოდნელად შემომიღებთ კარებს, მეც თქვენკენ გამოვიქცევი და მონატრებულებს გულში ჩაგიკრავთ. ვერ ვეგუები ფაქტს რომ აღარ მყავხართ. იცით ორსულად ვარ, მალე შვილთაშვილი გეყოლებათ, თან ორი, ულამაზესი გოგო ბიჭი. გოგოს შენს სახელს ვარქმევ დინა, ნეტა აქ იყოთ როგორი ბედნიერი ვიქნებოდი ძალიან მიყვარხართ და მენატრებით
-აქ რას აკეთებ -ზურგს უკან მესმის აკაკის ხმა
-იგივე კითხვას დაგისვამ აქ რას აკეთებ აკაკი-ვეუბნები და მისკენ ვტრიალდები
-აქ მოსვლის უფლება მაქვს ისინი ჩემი მშობლები იყვნენ
-მართლა? გაგახსენდა ეგ ფაქტი რომ მშობლები იყვნენ, მეგონა მხოლოდ ფულის გამო თვლიდი მშობლებად.
-როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს -ამბობს და ხელს მაღლა სწევს მე კი დარტყმის მოლოდინში თვალის ქუთუთოებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ
-არც კი გაბედოთ-მესმის გურამის ხმა და მხოლოდ მაშინ ვახელ თვალებს-არც კი გაბედოთ მასზე ხელის აღმართვა
-ჩემს შვილს როგორც მინდა ისე მოვექცევი გამეცალე
-მე შენი შვილი დიდი ხანია აღარ ვარ.
-არ მოგცემთ მასთან მიახლოების საშუალებას
-ორსულად ხარ-ამბობს და ახლაღა აკვირდება ჩემს მუცელს-არ გათხოვილხარ და ბავშვს ვისგან აჩენ, უკანონო ნაბიჭვარს აჩენ
-ისინი ჩემი შვილები არიან, მე ვარ მათი მამა და უფლებას არ მოგცმთ მათზე ასე ისაუბროთ-ამბობს გურამი ვიცი ჩემს დახმარებას ცდილობს მაგრამ მაინც არ მომწონს ის სიტყვები, მათი მამა მეთეა და ეს არ შეიცვლება არ მინდა შეიცვალოს.
-აქედან წადი, და გვაცალე მშვიდად ცხოვრება-ვეუბნები და გურამს ვანიშნებ კარგად ვართქო
-ქვეყნიდანაც ხომ არ წავიდე, გინდა მთელი სოფელი აალაპარაკო, ან გათხოვდი ან მოიშორე ბავშვი, ისედაც შერცხვენილები ვართ
-შენ რა ადამიანი ხარ მხოლოდ საკუთარი სახელი და ფული გაინტერესებს სხვა არაფერი, მრცხვენია რომ მამაჩემი ხარ შენ საერთოდ არ იმსახურებ ამ სტატუს, არც იმას იმსახურებ რომ დინას და ონისეს შვილი იყო. შენ არცხვენ მათ, შენ გვარცხვენ ყველას.
-კესანე დამშვიდდი ასე ცუდად გახდები ბავშვებზე იფიქრე-მეუბნება გურამი
-წავედით გურამ- ვეუბნები და მანქანისკენ მივდივარ, მანქანაში ვჯდები გურამი მანქანას ქოქავს დინას და ონისეს საფლავისკენ ვიყურები და ნაცნობ სილუეტს ვხედავ რომელიც მალევე უჩინარდება საფლავებს შორის შეუძლებელია ის ვერ იქნებოდა ალბათ მომეჩვენა.ეს ხომ არაერთხელ მომხდარა, გურამი მანქანას ადგილიდან წყვეტს.
სასტუმროში ვბრუნდებით ემოციებით დაცლილის მალევე მეძინება. გონს კარის გაღების ხმას მოვყავარ, ვამჩნევ რომ უკვე საკმაოდ ბნელოდა. ნუთუ ამდენ ხანს მეძინა. ნაბიჯების ხმა მესმის, რომელიც უფრო და უფრო მიახლოვდება, გული საშინლად მიცემს მეშინია.
-გურამ შენ ხარ-ვამბობ და სინათლის ჩამრთველს ვეძებ.ხელები მიკანკალებს. ვერ ვპოულობ ჯანდაბა- ხმას თუ არ გამცემ ვიყვირებ, ვინ ხარ-ვამბობ და ჩემს წინ მდგომ სილუეტს ვაკვირდები
-გურამი არ ვარ-მესმის ნაცნობი ხმა და ადგილს ვეყინები, ჩამრთველს თვითონვე პოულობს შუქს ანთებს და მუცელზე მიყურებს,
-მეთე -ძლივს ამოვიკნავლე მისი სახელი გავიყინე ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მომაწვა
-მითხარი რომ რაც გავიგე სიმართლე არაა-ამბობს და მიახლოვდება
-მეთე რას აკეთებ-საბანს მაგრად ვეჭიდები, მაგრამ ამაოდ. საბანს მაძრობს და მუცელზე მკიდებს ხელს
-მითხარი რომ ისინი ჩემები არიან და რაც გავიგე სიმართე არაა-ამბოს და ხმაში სევდა უკრთება, ის იყო სასაფლაოზე ნამდვილად იყო
-მეთე მე-არ მაცლის სიტყვი თქმას
-მითხარი თორემ გავგიჟდები
-თუ გეტყვი რამე შეიცვლება
-კესანე ჩემს მოთმინებას ნუ ცდი
-გგონია აქ მოსვლის და ამ კითხვების დასმის უფლება გაქვს? ისინი ჩემი შვილები არიან მარტო ჩემები გესმის.
-მითხარი რომ ის არაკაცი არ შეგხებია, მითხარი რომ მათი მამა მე ვარ, მითხარი თორემ არვიცი რას ჩავიდენ.-მეუბნება და ყელში მკოცნის, ვცდილობ შევეწინააღმდეგო, მაგრამ ხელებს ძლიერად მიჭერს
-მეთე არ გინდა გთხოვ-ვამბობ და ჩემდა უნებურად მეტირება,
-შენ რა ტირი? ამის დედაც აი სადამდე მივედი-ამბობს და ხელს მიშვებს- ჭკუიდან მშლის ის სიტყვები რაც გავიგე, ყველაფრის ატანა შევძელი, მაგრამ ამას ვერ ავიტან, რადგან არაფერს უარყოფ ანუ ასეც არის. მაპატიე რომ შემოგეჭერი შეგაშინე და აგატირე-ამბობს და კარებისკენ მიდის, დეჟავუ, ეს ერთხელ უჯკვე ვნახე ერთხელ უკვე განვიცადე მეორედ არ მინდა
-ისევ მიდიხარ და მტოვებ უკვე მეორედ ამდენად მარტივია ჩემგან წასვლა ხო
-ასე არ არის ეს შენც იცი
-მაშინაც წადი, გელოდებოდი და არ დაბრუნდი- უკვე გულამომჯდარი ვაგრძელებდი საუბარს არაფერზე ვფიქრობდი უნდა მეთქვა თორემ ცუდად გავხდებოდი- ყოველდღე გელოდებოდი, არაერთხელ დაგირეკე მაგრამ უშედეგოდ, მენატრებოდი, ძალიან მენატრებოდი, მაგრამ შენ შენი პირობა გატეხე
-სამაგიეროდ შენ შეასრულე შენი და იპოვე სხვა უკეთესი ოცნების მამაკაცი
-გგონია გურამი ჩემი ოცნების მამაკაცია-საწოლიდან ვდგები და მისკენ მივდივარ- გგონია მას შეხების უფლებას მივცემდი
-მაშინ რატომ ამბობდა რომ შენი შვილების მამა იყო
-იმიტომ რომ აკაკისგან დავეცავი, იმიტომ რომ ჩემი სახელი დაეცვა.-ვეუბნები და გაბრაზებული მუშტებს ვუშენ
-კესანე
-ხო შენს შვილებს ვატარებ მუცლით, კი ორნი არიან, შენ ხარ მათი მამა და არა გურამი, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის
-ეგრე შენ ფიქრობ ვერ წარმოიდგენ ახლა ჩემს გულში რა ხდება
-არ გაპატიებ იქ მარტოობისთვის და ლოდინისთვის რომ გამწირე. არასდროს გაპატიებ
-გგონია ჩემგან წასვლის უფლებას მოგცემ, გგონია შენსგარეშე ცხოვრებას შევძლებ
-აქამდე არ გაგჭირვებია და ახლაც მოახერხებ როგორღაც
-გინდა რომ წავიდე? თუ მეტყვი რომ წავიდე წავალ, გავუჩინარდები არასდროს შეგაწუხებ ჩემი არსებობით, ვეღარასოდეს მნახავ, იცი რომ ეს გამომივა
-მემუქრები?
-არა უბრალოდ გეუბები რომ შენს ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული ყველაფერი, თუ მეტყვი რომ დავრჩე დავრჩები, მთელი ცხორება შენთან და ჩვენს შვილებთა დავრჩები. გინდა რომ წავიდე?

*******************************



„მიყვარხარ“ „მიყ-ვარ-ხარ“
„სიყვარული ისაა, როცა გინდა ვიღაცასთან ერთად წელიწადის ოთხივე დრო გაატარო. გინდა ვინმესთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გაექცე, ფეხქვეშ კი იასამნები გეფინოს, ზაფხულობით ხილი შეაგროვო და მდინარეში იბანაო. შემოდგომაზე ერთად მოხარშოთ მურაბები და სიცივისას ფანჯარა მიხუროთ. ზამთარში, გაციებაში და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დაეხმაროთ“ - რეი ბრედბერი.
„ჩაგკიდებ ხელებს გავივლით ქუჩებს
ისევ შეგახებ გაყინულს ტუჩებს
ოცნებად ქცეულს შენს ლამაზ თვალებს
კოცნით წავუშლი სულ ყველა დარდებს“.

*********************************
-გინდა რომ წავიდე? თუ მეტყვი რომ წავიდე წავალ, გავუჩინარდები არასდროს შეგაწუხებ ჩემი არსებობით, ვეღარასოდეს მნახავ, იცი რომ ეს გამომივა
-მემუქრები?
-არა უბრალოდ გეუბები რომ შენს ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული ყველაფერი, თუ მეტყვი რომ დავრჩე დავრჩები, მთელი ცხორება შენთან და ჩვენს შვილებთან დავრჩები. გინდა რომ წავიდე?
-ჩემს სიტყვაზეა დამოკიდებული ყველაფერი ? მაშინ წადი, გაუჩინარდი ისევ, გადაიკარგე,
-ეს ნამდვილად ისაა რაც გსურს
-კი ასე მსურს. უშენობას შევეჩვია ადრე მენატრებოდი, ახლა უკვე აღარ მენატრები, აღარც მახსენდები
-კარგი წავალ მაგრამ მანამდე ერთ თხოვნას შემისრულებ თუნდაც უკანასკნელს
-რა თხოვნა
-მათ დავემშვიდობები-ამბობ და ჩემს წამოზრდილ მუცელს უყურებს
-კარგი- ვეუბნები, ისიც მუხლებზე დგება და მუცელზე მკოცნის
-დედიკოს გაუფრთხილდით კარგი, არ ვიცი ოდესმე მომეცემა თუ არა თქვენ ნახვის და ხელში აყვანის შესაძლებლობა მაგრამ იცოდეთ რომ იმ წამიდან შეგიყვარეთ როცა თქვენი არსებობის შესახებ გავიგე, ვიცი დედათქვენი გაბრაზებულია, ახლა ისეთ მდგომარეობაშია მისი ანერვიულება არ შეიძლება და ამიტომ თავს ვიკავებ გავაკეთო ის რაც ამდენი ხანია თავში მიტრიალებს, იცოდეთ მამიკო ყველაფერს გააკეთებს რომ თქვენს გვერდით იყოს, სამივე ძალიან მიყვარხართ
-მეთე ორნი არიან
-ვიცი-ამბობს და დგება
-მესამე?
-იცი მაშინ მთაში სანამ წავიდოდი რაღაცის თქმა მინდოდა და არ დამცალდა, სიკვდილს თვალებში ჩავხედე მეგონა ვკვდებოდი და იცი მხოლოდ ერთადერთ რამეს ვნანობდი,
-რაზე საუბრობ რა სიკვდილი
-იცი რას ვნანობდი, ვნანობდი რომ ვერ გითხარი თუ როგორ ძლიერად მიყვარდი, იცი შენს გამო მიღირდა მხოლოდ სიცოცხლე, ღმერთისთვის არასდროს არაფერი მითხოვია მაშინ კი საწოლს მიჯაჭვული ღმერთს სიცოცხლეს შევთხოვდი, ვთხოვდი რომ კიდევ ერთხელ მომცემოდა შენი ნახვის შესაძლებლობა მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდი. ახლაც ძალიან მიყვარხარ, იმდენად მიყვარხარ რომ მზად ვარ წავიდე, არა იმიტომ რომ დარჩენა არ მინდა, არამედ იმიტომ რომ შენ გინდა ჩემი წასვლა. არ ვაპირებდი შენთან მოსვლას საფრთხეში ვერ ჩაგაგდებდი, დაგინახე სასტუმროდან როგორ გამოდიოდი და უბრალოდ უკან გამოგყევი, მინდოდა კიდევ დიდხანს მეყურებინა შენთვის, მაგრამ იმ კაცის სიტყვებმა სისხლი ამიდუღა, იქ სასაფლაოზე თავიდან მოვკვდი, არ მეგონა სიტყვას კაცის მოკვლა თუ შეეძლო. ვერ გავძელი, თავში მიტრიალებდა ეს სიტყვები და მანადგურებდა, შენგან უნდა მომესმინა სიმართლე. ახლა სიმართლე ვიცი მაგრამ ახლა შენ მკლავ შენი სიტყვებით, მეუბნები რომ გავუჩინარდი მიგატოვე, რომ მელოდებოდი, იმაზე კი არ ფიქრობ რად დამიჯდა შენგან წასვლა და რა ძლიერ მინდოდა უკან დაბრუნება.
გავშრი გავიყინე, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, ვუყურებდი მის ტკივილით სავსე თვალებს და ყველა სიტყვისთვის ბოდიშის მოხდა მინდოდა. მინდოდა მეთქვა რომ მეც ძალიან მიყვარდა მაგრამ ვერ შევძელი, ამდენი ემოციით დახულძლულმა გონი დავკარგე. გონს საავადმყოფოს პალატაში მოვედი. გურამიმ მამცნო რომ ძლიერი ემოციური ფონის გამო გული წამივიდა საშიში არაფერი იყო და ბავშვებიც კარგად იყვნენ. გურამის სიტყვები არ მესმოდა, ოთახს ვათვალიერებდი, თვალებით მეთეს ვეძებდი მაგრამ ამაოდ, ისევ წავიდა, ამჯერად ჩემს გამო წავიდა, არ მინდოდა გაშვება. მისი სიტყვების მერე არ.

************************
სავანეთიდან დავბრუნდით და ცხოვრება ისევ იგივე რუტინით გაგრძელდა. მეთე აღარ მინახავს მას შემდეგ აღარ გამოჩენილა ყველგან ვგრძნობდი მის სიახლოვეს. თითქოს ყველგან იყო, მხოლოდ ჩემთამ არ.
-კესკააააა რატომ აგვიანებს თათა ვნერვიულობ
-ნიკა კიდევ ერთხელ მომმართავ ეგრე და თათა ისე დაქვრივდება შენს ცოლობას ვერ მოასწრებს
-ეს ორსული ქალი რას იმუქრები თუ არ გრცხვენია, გქონდეს მაინც რამის თავი ძლივს დაბაჯბაჯებ
-ძვირფასო ნიკა ძილში ათასი უბედურება ხდება, გუშინ წავიკითხე სოც. ქსელში ქალს ქმრისთვის ძილში ყელი გამოუჭრია
-ნინო შენი დაქალი მაშინებს, ეს სერიული მკვლელი მომაშორეთ
-ღრმად გძინავს ხოლმე ღამით,?
-ღამე ზოგად არ მძინავს საქმით ვარ დაკავებული-ამბობს და თვალს მიკრავს
-თუ არ გრცხვენია გარყვნილო
-რატომ უნდა მრცხვენოდეს
-მგონი თათა მიხვდა საბოლოოდ ვინც იყავი და ქორწილის დღეს მიგატოვა
-მე კიდევ დღემდე მიკვირს ცოლად რატომ მოგყვება, სილამაზე შენ არ გაქვს, არც ფული, სკოლაშიც სულ ორები გყავდა . დავიჯერო მართლა უყვარხარ
-დაუნახავი და რომ გეყოლება, პლიუს დაბოღმილი შურს ჩემი, ილიას დღემდე არუთხოვია ცოლობა, დღეს თაიგული მაინც დაიჭირე დაო ეგება გეშველოს
-ღირსი კი ხარ გაგილამაზო სახე მაგრამ ვიდეოში ცუდად გამოჩნდება და თავს შევიკავებ
-შეგვიძლია გავაქროთ ეგ სილურჯეები-ამბობს გადამღები
-მე მიკეთებ ძმაო მაგას -ამბობს ნიკა
-მართლა ყვარებიხარ -ვეუბნები ნიკას და საპატარძლო კაბაში გამოწყობილ ჩვენსკენ მომავალი თათასკენ ვიხედები
ნიკას და თათას ქორწილმა იდეალურად ჩაიარა, რაც მთავარია წყვილი ძალიან ბედნიერი იყო. პატარძლის თაიგული რომ ჩემს კალთაში აღმოჩნდა თვალები გამიფართოვდა, არადა დასაჭერადაც კი არ გავსულვარ ჩემთვის მშვიდად ვიჯექი. აწ უკვე რვა თვის ორსულს სიარული ისედაც არ შემეძლო
-დაო განწირული ხარ არაფერი გეშველება-მესმის ნიკას რეპლიკა ნინოსკენ მიმართული და მეცინება
ხო დრომ ელვის სისწრაფით ჩაგვიქროლა. ნინო ჩემთან გადმოცხოვრდა, უკვე მეცხრე თვეში ხარ და მარტო არ უნდა რჩებოდე სახლშიო, თან ახალ დაქორწინებულებს შევარგებ ერთად ყოფნასოო. ნიკას ქორწილიდან ერთი კვირის თავზე გაჩნდნენ დინა და ნოე. ხელში როგორც კი ავიყვანე რაღაც საოცარი და ამოუხსნელი ვიგრძენი, როგორ მინდოდა მეთე აქ ყოფილიყო, მასაც ენახა ხელში არყვანა და მათი სურნელი ეგრძნო. სად ხარ. ყველაფრისგან დაღლილს ერთადერთი დასვენება და ძილი მინდოდა.
გონს რომ მოვედი და ბავშვები ვერ დავინახე მაშინვე მათ სანახავად წავედი, ნაცნობი სხეული რომ დავინახე კიდევერთხელ დავრწმუნდი რომ ის ყოველთვის ჩემს სიახლოვეს იყო და ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდა, ზურგით იდგა მაგრამ შევნიშნე როგორ შეიმშრალა თვალებზე ცრემლები. სული ამტკივდა. გადავწყვიტე ხელი არ შემეშალა მისთვის, ვიცოდი თუ დამინახავდა წავიდოდა, პალატაში დავბრუნდი და ცრემლებს გასაქანი მივეცი. წავიდა ისე რომ არც კი ვუნახივარ. ნეტა რას ველოდი, ჩემივე სიტყვებისთვის ვისჯები, მე ხომ განვუცხადე რომ მინდოდა წასულიყო.
*************************
ისევ ახალი წელი ისევ ახალი იმედები, რაღაც ახალის მოლოდინი, ბარგს ვალაგებ და გული ისე მიცემს თითქოს საგულედან უნდა ამოხტეს. გეზს მაღალმთიანი აჭარისკენ ვიღებ. ბავშვებს ნინოს და ჩვენს ძიძას, ნათიას ვუტოვებ რომელიც ძალია კარგია და ამ მოკლე დროში შემაყვარა კიდეც თავი. ბარგი მანქანაში ჩავალაგე ყველას დავემშვიდობე და გზას გავუდექი. არ ვიცი იქ რა მელოდებოდა მაგრამ უნდა წავსულიყავი, ვიცოდი რომ ეს ერთადერთი გზა იყო მის სანახავად.
სადგურში მივედი და „ მარშუტკაში“ ჩემი ადგილი დავიჭირე,მგზავრობამ საოცრად დამღალა და ამას ემატებოდა ხალხის უცნაური მზერაც რომელთაც არასდროს ვენახე და ეგონათ ალბათ გზა მეშლებოდა, საოცრად მაღალ ხმაზე საუბრობდნენ და პირველად ვინანე ყურსასმენები რომ არ წამოვიღე,რაღა მაინცდამაინც ახლა გახდა შესაკეთებელი ჩემი გოგო. არ ვიცი უკვე მერამდენედ ვუსმენდი კენჭიაშვილის რამდენი მალოდინეს. ალბათ ყველა ცოდვისთვის ვეწამებოდი არ სიმღერით. გამიხარდა მაღაზიასთან რომ გააჩერა, საჩუქრები და ტკბილეული ვიყიდე, ნათიასთან ალბათ მეასედ დავრეკე და ბავშვების მდგომარეობა მოვიკითხე
-კესანე კარგად არიან მაგრამ მე გავხდები ცუდად ყოველ ხუთ წუთში თუ დარეკავ
- ნინო ვღელავ არასდროს დამიტოვებია მარტო
-მსოფლიოში საუკეთესო დეიდებთან გყავს დატოვებული
-ვიცი
-ნეტა რატო მიდიხარ ძია თედოსთან
-დავპირდიტ რომ მომავალ წელს მასტან აღვნიშნავდიტ ახალ წელს
-დაპირდით ?
-უფრო სწორად დავპირდი
-დადიანის ქალიშვილო თუ გგონია რომ მომატყუებ და ვერ ვხვდები რატომ მიდიხარ ცდები
-წერეთელი კიარა კაკულია უნდა იყო გვარად
-გინდა გიტხრა რატომ მიდიხარ
-ნწ არა
-მაინც გეტყვი იმედი გაქვს რომ მეთეს ნახავ
-კარგი წავედი მივედი უკვე , ისევ დაგირეკავთ
-აღარ გიპასუხებ შევწუხდით
„მარშუტკა“ ძია თედოს სახლთამ გაჩერდა, პარკები ავირე და ჭიშკრისაკენ დავიძარი გამოჩნდა კიდეც ძია თედო რომელმაც პარკები გამომართვა და წინ გამიძღვა. სახლში შესული მეთეს ვერ მოვკარი თვალი და გული ჩამწყდა.
-როგორ ხარ შვილო
-კარგად ვარ დეიდა ნენე
-მეგონა არ მოხვიდოდით
-პირობას არასდროს ვივიწყებთ
- კარგი გოგო ხარ შენ
-მადლობა
-ქმარი სადაა შვილო შენი-დასვა კიტხვა ძია თედომ რომელზეც პასუხი არ მქონდა
- ჩვენ დავშორდით ძია თედო
-სამწუხაროა არადა როგორი კარგები იყავით, გახსოვს ნამცხვრები რომ ამოგიტანე კოტეჯში, მეთემ მთხოვა ორ დღეში თუ არ დავბრუნდი ყურადღებაა მიაქციეო ნახე როგორ არისო, ნამცხვარი მხოლოდ თვალის ასახვევად იყო,-
-კარგი კაცო ნუ შეაწუხე გოგო ამდენი კითხვით დაღლილი იქება დავასვენოთ-დეიდა ნენეს ოთახში შვყავარ-შვილო დაწექი და დაისვენე ყველაფერი რომ მორჩება გაგაღვიძებ
-არა დეიდა ნენე დაგეხმარებით
-ნუ მაწყენინებ იცოდე დაისვენე
დასვენება მართლაც მინდოდა საწოლში დავწექი და გავითიშე არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, ხმაური ხმა აღწევდა ყურებამდე და ვხვდები რომ სახლი სტუმრებით გაივსო, თავს ვიწესრიგებ და ოთახიდან გავდივარ
-დეიდა ნენე დაგეხმარებით რამეში-ვკითხულობდა ოთახს მზერას ვავლებ მეთეს ვერ ვხედავ, სახეზე მოწყენილობა მესახება
-სამზარეულოდან საცივი გამოიტანე კარგი-ამბობს დეიდა ნენე, ვხედავ როგორ საყვედურობს თვალებიტ ძია თედო მაგრამ ვერ ვხვდები რატომ,
-კარგი გამოვიტან-სამზარეულოს კარებს ვაღებ დაშევდივარ კიდეც.
-მეთე-არმოხდა ჩემს ბაგეებს, ახლა გასაგებია ძაი თედოს საყვედურით სავსე თვალები, მეთე სამზარეულოს ღია ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა
-კესანე არვიცოდი აქ თუ იყავი-ამბობს და მიახლოვდება
-არ მომიახლოვდე
-თორემ იკივლებ-ამბობს ჩემს წინ მდგომი
-თუნდაც
-გგონია ეგ შემაჩერებს-ამბობს და ძლირად მიკრავს გლში-ახლა ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ
-მე ნუ მომკლავ თუ შეიძლება გავიგუდე
-სულ არ გადაგიარა ბრაზმა
-მეც არ ვიცოდი აქ თუ იქნებოდი თორემ არ ამოვიდოდი
-გამიხარდა შენი ნახვა
-იგივეს ვერ ვიტყვი შენზე
-შვილო კესანე რა იქნა საცივი ვერ იპოვე- მესმის დეიდა ნენეს სიცილნარევი ხმა
-იპოვა დეიდა ნენე გამოიტანს მალე-პასუხობს მეთე ისე რომ ხელს არ მიშვებ
-გამიშვი
-მხოლოდ საცივის გამო, საცივმაც კი შეძლო ჩვენი დაშორება- მეუბნება და მშორდება, სიცივე ვიგრძენი,
საცივი გარეთ გამაქვს და სტუმრებს ვუერთდები მეთეც მალევე იკავებს ჩემს გვერდით ადგილს სახეზე მზაკვრული ღიმილი დასთამაშებს,
-მეთე შვილო, როგორ არ გრცხვენია- იწყებს ძია თედო
-რას გულისხმობთ
-ასეთ ანგელოზივით გოგოს როგორ დაშორდი
-ეგრე თქვა-ამბობს და წარბებს მიწევს
-კი
-არ დავშორებივართ, უბრალო წამოსვლისას ვიჩხუბეთ და ისევ გაბრაზებულია,
-მართლა შვილო
-ეგ კი არა ორი ანგელოზივით შვილი გვყავს დინა და ნოე
-გილოცავთ ბავშვებო, როგორ მიხარია,
-ტყუილი რომ სპორტი იყოს პირველ ადგილს აიღებდი- ვეუბნები მეთეს ჩუმად
-ჩენს გაბრაზებაზეც იგივეს ვიტყოდი
-არ მაქვს მიზეზი?
-არ გინდა რომ მაპატიო
-არა
-არც გინდა რომ მოისმინო რა მოხდა
-არა
-კესანე გიყვარვარ?
-არა, რაა მოიცაა-ვამბობ და ხველა მიტყდება
-პასუხი მივიღე- ამბობს და სადღეგრძელოში უერთება ვიღაც გიორგის, ჭიქას წევს მაგრამ არ სვამს რა ხდება
ახალ წელს დარჩიძეების თბილ ოჯახში შევხვდით, იმდენად იდეალური იყო ყველაფერი რომ სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი, წლის ასეთი დასაწყისის მერე შეუძლებელია რამე ცუდზე იფიქრო. ვუყურებდი მეთეს და მის ჭინკებით სავსე მზერას, არ მასვენებდა არც ტვითონ ისვენებდა, საოცრად ბედნიერი ჩანდა.
-მეთე შვილო გამომართვი-ამბობს ძია თედო და გასაღებს აწვდის
-მადლობა ძია თედო არ დაგივიწყებთ ამ სიკეთეს
-რა მოსატანია საერთოდ
-საყვარელო ჩვენი წასვლის დროა-მეუბნება მეთე და ხელს მკიდებს
-რას ნიშნავს ჩვენი წასვლის დროა
-ისედაც საკმარისად შევაწუხეთ ხალხი დროა დავემშვიდობოთ-ამბობს მეთე
-შენთან ერთად არსადაც არ წამოვალ
-ჩემთან ერთად მოგიწევს მთელი ცხოვრების გატარებე და წამოსვლაზე უარს მეუბნები
-დიახაც
-კარგი მაშინ - მეუბნება და მოულოდნელად ხელში მწევს
-მეთე რასალეთებ დამსვიი
-ნუ ფართხალებ თორემ ძირს დამივარდებიი
-შენ მთლად გაუბერე ხო-ვყვირი მის მხარზე მოქცეული-რას აკეთებ
-გიპაცებ საყვარელო ძია თედომ ნაბადი არ მაქვსო თორემ იქაც გაგახვევდი-ამბობს და იცინის
-ძია თედო თქვენ მაინც უთხარით რამე
-ცოლ-ქმის საქმეში ვერ ჩავერევი შვილო- ამბობ ძია თედო
-არაა ეს ჩემი ქმარი
-უკვე მერამდენედ უარმყოფ, გულს მტკენ-მეუბნება და მანქანაში მსვამს
-თუ არ გრცხვენია რასაც აკეთებ იმის,
-არ მრცხვენია, ადრეც მინდოდა ამი გაკეთება მაგრამ ორსულობის გამო თავი შევიკავე დღეს კი პირდაპირ სენიტ ჩამივარდი ხელებში
-არ ვიცოდი აქ თუ იქნებოდი
-ტყუილის თქმა საერთოდ არ გამოგდი-ამბობს და მანქანას წყვეტს ადგილიდან
ვიცი საითაც მიდი, ეს გზა ჩემთვის ნაცნობია, მანქანას კოტეჯთან აჩერებს და კარებს მიღებს
-გადმობრძანდით
-არ მინდა
-გინდა მე დაგეხმარო
-არა მადლობა-მანქანიდან გადმოვდივარ გაბრაზებული და სახლში შევდივარ
-როგორ მენატრებოდა აქაურობა, დღეს დამღლელი დრე იყო დავიძინოთ
-გგონია შენ გვერდით დავწვები - მახსენდება ერთი საწოლის შესახებ
-სხვა გზა არ გაქვს
-არა მადლობა მირჩევნია აქ გავიყიო ვიდრე შენთან ერთდ დავიძინო
- კარგი მაშინ გაიყინე- ამბობს და დასაძინებლად მიდის, ჩემმა გამძლეობამ ერთი საათიც კი ვერ გასტანა საშინლად გავიყინე და დანებება გადავწყვიტე ზევით ავედი და მის გვედით დავიჭირე საწოლში ადგილი.
-სულ გაყინულხარ-მეუბნება მეთემ ხელებს მხვევს და მისკენ მიზიდავს
-მეთე არ გინდა-ვამბობ მაგრამ მისი თბილი ხელების შეხება ისე მსიამოვნებს არ ვიცილებ ჩემს ხელებსაც ძლიერად ვუჭერ
-უნდა მაპატიო-თავი ჩემს თმებში აქვს ჩარგული და მის სუნთქვას ვგრძნობ კისერში- მიყვარხარ კესანე, მინდა შენთან და იმ ორ ჩევენნაირთან ერთად დიდხანს ვიცხოვრო, მინდა ისევ ვნახო როგორ იღვიძებ დილით ბუტბუტით, მინდა ვნახო როგორ ამზადებ ბიოქიმირ საშიშროებებს რომელთა ჭამაც კი მინდა, მინდა ვნახო როგორ გაიზრდებია ჩვენი შვილები, როგორ შეგვეპარება თმაში ჭაღარა, მინდა მთელი ცხოვრება შენ გიყურო, ნუ წამართმევ არ ბედნიერებას
-მე რა მინდა ამაზე არ ფიქრობ-ვეუბნები სევდანარევი ხმით ვგრძნობ როგორ მიშვებს ხელს და ნელნელა როგორ მშორდბა ისევ სიცივეს ვგრძნობ, არ მომწონს ეს სიცივე, ვტრიალდები და ახლა მე ვეწებები მთელი ძალით, ახლა მე ვრგავ ხახეს მის კისერში
-კესანე
-მიყვარხარ მეთე იმდენად მიყვარხარ რომ შენი დავიწყება ვერ შევძელი, არც მიცდია, მეც მინდა რომ მთელი ცხოვრება შენ ერთს გიყურო, მინდა რომ ჩემს გვერდიტ იყო, მინდა ყოველდღე ვგრძნობდე შენი ხელების შეხებას, მინდა ყოველდღე მიმეორებდე რომ გიყვარვარ, მეც შენნაირად მინდა მაკკალისტერების მსგავსად დიდი ოჯახი მქონდეს, მხოლოდ შენთა.
-მაპატიე
-გაპატიე უკვე დიდი ხანია გაპატიე
-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ
ისევ ვგრძნობ მისი ხელების შეხებას მის სუნთქვას და ვხვდები რომ ეს იყო ყველაფერი რაც მაკლდა ამდენი ხანი, მეთე ჩემს ყუჩებს ისაკუთრებს, მკოცნის ნაზად და მეც ვყვები კოცნაში
-ყველაფერს მომიყვები?-დავუსვი კითხვა
-ყველაფერს მოგიყვები-იყო პასუხი

***************************

„ადამიანები მთელ თავიანთ ცხოვრებას ატარებენ ბედნიერების ძიებაში, თითქმის ყველას უწევს ამ გზაზე სხვა ადამიანებთან ბრძოლა, რადგან ჰგონიათ, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან მათი უბედურების მიზეზი, თვლიან მათ მტრებად. ეს ბრძოლა ადამიანებს უამრავ ძალას ართმევს, მაგრამ რა მოაქვს შედეგად…?

დამარცხებული მოწინააღმდეგის ადგილს მუდამ იკავებს სხვა, ახალი მოწინააღმდეგე, ზოგჯერ კი რამდენიმე მათგანიც კი“.
საბოლოოდ კი ავიწყდება ყველაზე მთავარი ბედნიერებისკენ სწრაფვა და საკუთარი თავი.

***********************************
<მეთე>
-რა მოგიხერხო?
-მაჭამე მასვი და მთელი ცხოვრება ხელის გულზე მატარე
-სულ ესაა თუ არის კიდევ რამე მოთხოვნა
-არის მაგრამ ეს მოთხოვნა არაა
-კესანე ახლა რასაც გეტყვი მინდა კარგად გაიგო და დაიმახსოვრო, შეიძლება არ დაიჯერო , მაგრამ მიუხედავად იმისა რომ არცთუ ისე დიდი ხანია რაც გიცნობ ამ მოკლე დროში მოახეხე და...- წინადადების დასრულებას არ მაცლის მანქანის სიგნალის ხმა
-მითხარი
-ჯანდაბა შენთან ერთად დრო სწრაფად გადის
-მეთე რის თქმას აპირებდი
-რომ დავბრუნდები მერე გეტყვი- შუბლზე ვკოცნი, ბარგს ვიღებ და ბექას მანქანისაკენ მივდივარ, ვხდავ ფანჯარასთან მდგომმ კესანეს და არ მინდა წასვლა მინდა ფეხებზე დავიკიდო ყველაფერი, გავაქრო მთელი სამყარო და მხოლოდ ის დავტოვო.
-მეთე უნდა ვიჩქაროთ
-ეს ბოლოა ხომიცით
-ირაკლის უთხარი ეგ
- ვესაუბრე უკვე და მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდი რომ ეს ბოლო იქნებოდა, ამ ბრძოლით საბოლოოდ გავასწორებ მასთან ვალს
-ეს ქალი ვინაა
-მას ნუ ჩავრევთ, ირაკლის არაფერი უთხრა მასზე
-ვინ გგონივარ
-მისი ყურმოჭრილი მონა
-ჩავთვლი რომ არაფერი გამიგია, ბრძოლა ღამე გაიმართება ათ საათზე. ფსონები საკმაოდ მაღალია, ამ ბრძოლას თუ მოიგებ ირაკლის ვალსაც ამოხვალ და დაგრჩება კიდეც
-შენც ხომ იცი რომ არ მჭირდება ეგ ფული, სისხლიანი ფული
-აბა რასაპირებ მხატვრობით გამდიდრდები ფიროსმანო
-ხალხის ცემას ჯობია.
-სულ გაუბერე ხომ
-ზაზას ბიზნეს გადავიბარებ და ეგიქნება, ეს ვალიც ხომ ამ ბიზნესის გამოა, ზაზას გამოა რომ არ გაკოტრებულიყო
საუბრის თავი ნამდვილად არ მქონდა გზა ჩემს სახლამდე ძალიან გაიწელა. ბექამ კორპუსთან დამტოვა და მამცნო რომ საღამოს გამომივლიდა, მანამდე კი უნდა მოვმზადებულიყავი. სახლში ასვლისთანავე გადავწყვიტე კესანესთვის მიმეწერა რომ კარგად ვიმგზავრე, მაგრამ აღმოჩნდა რომ ტელეფონი ბექას მანქანაში დამრჩა , ამიტომ გეგმა სისრულეშ ვერ მოვიყვანე. არ ვიცი ზოგადად ბრძოლისთვის როგორ უნდა მოემზადე, უფრო სწორად ამ ბრძოლაში ადამიანის მოკვლისთვის, შეიძლება ბოროტულად ჟღერს მაგრამ ყველა ვინც ასეთ ბრძოლას თანხმდება ფაქტობრივად თანახმაა იმაზეც რომ მოკვდეს, თავს იკლავს სხვისი ხელით, ამიტომ არ ვთვლი რომ მათ სიკვდილში მე ვარ დამნაშავე, ამ საქმეში ისეთივე უდანაშაულო ვარ როგორვ ის ადამიანი იქნებოდა ვინც მე მომკლავდა ბრძოლის დროს. ბრძოლა წესების გარეშე, იატაკქვეშა ბრძოლები, ან ბრძოლა სიკვდილამდე, რომელიც გინდათ ის დაუძახეთ, ყველა ბრძოლა სადაც სიკვდილი ტრიალებს საშინელებაა, აბ ბრძოლაში ორი წლის წინ ჩავერთე და მხოლოდ 5 ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა, ეს მეექვსე იქნება. პირველად რომ ავედი ოქტაგონზე თავი საშინლად ვიგრძენი, დარბაზს თვალი მოვავლე და დავინახე ცხოველები რომლებიც ადამიანის სიკვდილზე ფსონებს დებდნენ, ვერ წარმოვიდგენდი ფილმში ნანახი კადრები რეალობა თუ იქნებოდა და ამას საკუთარ ტყავზე გამოვცდიდი. არასდროს მქონია სურვილი რომელიმე ბრძოლაში გამარჯვების. არასდროს მქონია მოწინააღმდეგის მოკვლის სურვილი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ახლა მისგამო მინდა გამარჯვება, მისგამო მინდა სიცოცხლე, მისი სევდისფერი თვალების გამო მინდა სიცოცხლე რომელიც ჩემი დანახვისას ბედნიერებისფერი ხდება.
დღეს საბოლოოდ დავაღწევ თავს სიბინძურეს და ცხოვრებას ახლიდან დავიწყებ, მასთან ერთად მისთვის, მისით.
ბექამ საღამოს გამომიარა და წავედით დანიშნულების ადგილისაკენ. გზად ტელეფონიც დამიბრუნა. კესანეს გამოტოვებული ზარები ვნახე და გადავწყვიტე ბრძოლის შემდეგ დამერეკა.
დიდხანს რომ არ გავაგრძელო როგორც ყველა არალეგალური ბრძოლა ეს ბრძოლაც დახურული იყო, გამივირდა ოქტგაგონზე გასულმა დარბაზში მაყურებელთა შორის ნიკა რომ ამოვიცანი, აქ როგორ მოხვდა. დიდხანს ფიქრი არ დამცალდა ჩემი მოწინააღმდეგე უკვე ჩემს წინ იდგა. საკმაოდ ახალგაზრდა ბიჭი ჩანდა, საინტერესოა ამ ბრძოლას რატომ დათანხმდა. დაკვირვების გარეშეც ვხვდები რომ აქ პირველადაა თავალებში შიში უკრთის. არ მინდოდა მასთან ბრძოლა ბრძოლაზე უარის თქმა სიკვდილს ნიშნავდა ისევე როგორც ბრძოლაში დამარცხება.
ბრძოლამ ჩემი გამარჯვებით დასრულდა მაგრამ საკმაოდ გამიჭირდა, ბევრიც მომხვდა, ახალგაზრდობის მიუხედავად საოცარი მებრძოლი იყო და სამწუხაროა რომ ასე დაასრულა სიცოცხლე.
გარეთ გამოვედი მინდოდა კესანესთვის დამერეკა, ბექა მანქანის მოსაყვანად გავიდა, ნომერი ვიპოვე ტელეფონში დარეკვას ვაპირებდი, ზურგში ტკივილი რომ ვიგძენი, ეს ტკივილი რამდენჯერმე განმეორდა,
- შენს გამო უამრავი ფული წავაგეთ, გეგონა შეგრჩებოდა- მესმის და ირგვლვ წყვდიადი მეფდება.
გონს საავადმყოფოს პალატაში მოვდივარ, როგორც აღმოჩნდა ორი კვირა უგონოდ ვიყავი, და ჩემი მდგომარეობა ისევ მძიმე იყო.
არ მანაღვლებდა როგორ ვიყავი. მხოლოდ მასთან მინდოდა დარეკვა. მხოლოდ ორი დღე ვთხოვე დამლოდებოდა, რას იფიქრებდა, ფიქრებს ადამიანის ჭკუიდან გადაყვანა ნამდვილად შეუძლია, ნეტავ მეთქვა რომ მიყვარდა. იდეალურ დროს ველოდებოდი განსაკუთრებული მინდოდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, ახლა კი შეიძლება ეს იდეალური დრო არასდროს დადგეს, მრავლობითი, დანისგან მიყენებული ჭრილობით ვწევარ რეანიმაციაში და შეიძლება ნებისმიერ წამს გამიჩერდეს გული. კიდევ ორი კვირა გავიდა და ჩემი მდგომარეობა სტაბილური იყო.
-როგორ ხარ ?-ბექა
-რაც არ გკლავს გაძლიერებს
-შეგვაშინე
-მეც შემეშინდა
-იმ ნაბი*ვრებს დავიჭრთ
-ვიცი
-ირაკლი გაცოფებულია, ამას არელოდა
-ბექა ჩემი ტელეფონი სადაა
-არვიცი ვერ ვიპოვეთ შეიძლება იმ ნაბიჭვრებმა ზღაში გადააგდეს, შენც გიპირებდნენ გადაგდებას რომ არ მომესწრო
-მადლობა რომ გადამარჩინე
- ჯობია ცოტახანი არ გამოჩნდე, იქამდე მაინც სანამ ყველაფერს არ მოვაგვარებთ და არ გავიგებთ ვინ დგას მათ უკან
-კარგი
-ყველაფერს ირაკლი მიხედავს შენ არაფერზე არ იღელვო
-ჩვენი შეთანხმება
- ვალი გასწორებულია, მორჩა შეგიძლია ახალი ცხოვრება დაიწყო
-აქედან თუ გავედი დავიწყებ
-უნდა დაიიმალო
-ეგღა მაკლდა
-ჩემი სოფლის სახლში უნდა გადაცხოვრდე
-მისი ნახვა მინდა
-საფრთხეში ვერ ჩააგდებ
-ალბათ არაკაცი ვგონივარ
-სიმართლეს რომ გაიგებს გაპატიებს
-გინდა მაგით ვინუგეშო თავი
-სხვა გზა არ გაქვს
-როგორ დამამშვიდე
-არც კი მიფიქრია ეგ
- წადი დავიღალე დასვენება მინდა
-მაგდებ ტო
-კი
საავადმყოფოდან გამომწერეს თუ არა სვანეთისაკენ გავეშურეთ ბექას სახლში, და დაიწყო ერთფეროვან დღეთა ნელი დაუსრულებელი სვლა, დღე დღეს მისდევდა, მაგრამ ახალი არაფერი იყო, უმოქმედობა მაგიჟებდა, ასე ჯდომა და არაფრის კეთება ჭკუიდან მშლიდა, ის რომ კესანეზე არაფერი ვიცოდი მაგიჟებდა, მონატრება შემომეჩვია და ჩემს გულში დაიდო ბინა. მისი ნახვა მინდოდა თუნდაც რამოდენიმე წამით, ბექას ვთხოვე მის შესახებ ყველაფერი გაერკვია. თურმე არც მე მცოდნია არაფერი.
-წიგნი რად მინდა?-ვეკითხები ბექას რომელიც წიგნს მაწვდის
-ყდას დააკვირდი
-„შესაძლებელი შეუძლებელი“-დამაფიქრებელი სახელია წიგნისთვის ცუდი არაა-,,შესაძლებელი და შეუძლებელი ერთმანეთისგან არსით კი არ განსხვავდება, არამედ სიხშირით, ხოლო ის, რაც ხშირად ხდება, შესაძლებლად წინასწარ არის მიჩნეული\"-მშვენიერი ციტატაა ავტორი განათლების ნაკლებობას არ უნდა უჩიოდეს ვფიქრობ ჩემთვის- ავტორი კესანე დადიანი -ვკითხილოვ და თვალები მითართოვდება. ბექას ტელეფონს ვართმევ და სოცილაურ ქსელში ვწერ მის სახელ გვარს და ჩემს წინ იშლება ინტერვიუთა უამრავი ვიდეო, წიგნის მიმოხივები და სხვა. დამეფიცება ბექას წასვლის შემდეგ ყველა ვიდეოს და ინტერვიუს ვუყურე. რომ გავიგე წიგნი მის ცხოვრებაზე იყო ეგეც კი წავიკითხე, თავი კიდევ უფრო დიდ არაკაცად ვიგრძენი. მის ისედაც ტკივილით სავსე გულს კიდევ ერთი ტკივილი დავუმატე
-ბექა უნდა ვნახო
-ძლივს დადიხარ ტო ვინ უნდა ნახო,
-შრიდან უბრალოდ შევხედავ
-ეგრე ძალიან გიყვარს
-მიყვარს
- სწორედ მაგიტომ უნდა დაიცოდო
უკვე სამი თვეა ციხედ ქცეულ ბექას სახლში ვიმყოფები სული მეხუთება, სიარულს უკვე გამართულად ვახერხებ მაგრამ მოძრაობა ჯერ კიდევ მიჭირს. მანქანას ვქოქავ და მესტიისკენ მივდივარ პროდუქტის საყიდლად შიმშილისგან რომ არ მოვკვდე
მანქანიდან გადმოსვლას ვაპირებდი სასტუმროდან გამოსული კესანე რომ დავინახე და გულმა ფეთქვა შეწყვიტა, მინდოდა მივსულიყავი და ჩემს მკლავებში მომექცია მაგრამ არ შემეძლო, მის გვერდით მდგომი მამაკაცი რომ დავინახე ბრაზი მომაწვა, მაგრამ გამახსენდა ბექას მოწოდებული ინფორმაცია, რომ კესანე არავის ხვდებოდა და მაქსიმალურად ვცადე ფიქრების გაფანტვა, ინსტიქტურად სადღაც მიმავლებს უკან გავყევი და მოვისმინე ის რაც არუნდა მომესმინა. „ჩემი შვილია“. ვიღაც გურამი ამბობდა რომ კესანე მისგან ბავშვს ელოდებოდა და ახლაღა ვაკვირდები მის მუცელს. „ჩემი შვილია“ არ წყვეტს გონება ფიქრს, მოსვენებას არ მაძლევს, შიგნიდან მღრღნის. სახლში ვბრუნდები სადაც ბექა მხდება
-რატომ არ მითხარი -საყელოში ვკიდებ ხელს და კედელზე ვანარცხებ
-მეთე დამშვიდდი და ამიხსენი რა არ გითხარი
-კესანეს ორსულობა რატომ დამიმალე
-რომ მეთქვა მაშინვე მასთან გაიქცეოდი და ორივე საფრთხეში აღმოჩნდებოდით-ამბობს და თავს ვერ ვიკავებ მთელი ძალით ვარტყამს მუშტს სახეში
-ნაბი*ვარო არუნდა დაგემალა
-და რაიცი რომ შენი
-არ თქვაა არც კი გაბედო
-სად მიდიხარ
-თუ არ გავიგებ გავგიჟდები
სასტუმროში წავედი მასთან სასაუბროდ, გავიგე რომ მალე მამა გავხდებოდი გავიგე რომ მუცლით ჩემს შვილებს ატარებდა, ჩემი შვილების დედა იქნებოდა და გულში სითბო ჩამეღვარა, ვიცოდი რომ გაბრაზებული იქნებოდა და სიამაყე არ მისცემდა საშუალებას ეპატიებინა ჩემტვის, მინდოდა ხელი დამევლო მისთვის ჩემთან წამეყვანო სამუდამოდ ჩემთან დამეტოვებინა მაგრამ, მათ საფრთხეს ვერ შევუქმნიდი, ამბობდა რომ უნდოდა წავსულიყავი, მმაგრამ მისი თვალები დარჩენას მთხოვდნენ. წასვლა და დანებება გადავწყვიტე, დანებება მანამ სანამ ყველაფერი არ ჩაივლიდა.
ამ დღის შემდეგ მისი ჩრდილი გავხდი, ყველგან ვიყავი, მასთან არა.
ორი თვის შემდეგ ბექამ მამცნო რომ გაარკვია ვინ სცადა ჩემი მოკვლა და შემეძლო ამაზე აღარ მეღელვა,რაც იმას ნიშნავდა რომ თავისულფად შემეძლო მოქმედება.
ბავშვების დაბადების ამბავი რომ გავიგე, ვერ მოვითმინე მათი ნახვა მინდოდა, პალატაში შესულს მძინარე კესანე რომ დამხვდა გამიხარდა, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და მადლობა გადამეხადა ყველაფრისთვის და მათ შორის იმისთვის რომ ჩემი შვილების დედობა არ გადაიფიქრა. შუბლზე ფრთხილად ვაკოცე და პალატა დავტოვე. ბავშვების სანახავად წავედი. სამწუხაროდ ხელში აყვანის უფლება არ მომცეს მხოლოდ შორიდან ვუმზერდი მათ და სახეს სიხარულის ცრემლი მისველებდა. რომ დავინახე მივხვდი რომ მათგან შორს ყოფნას ვერ გავუძლებდი.
რომ გავიგე ძიძას ეძებდნენ მაშინვე დავრეკე ნათიასთან, ის ძალიან კარგი გოგო და ბექას დიდი ხნის სიყვარულია, ნათია მეხმარებოდა ბავშვების ნახვაში და მისი მადლობელიც კი ვარ. მისგანვე გავიგე რომ კესანე ძია თედოსთან მიდიოდა, გავიგე რომ ჩემი ნახვა უნდოდა, ეს იყო ბოლო შანსი რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. უმოქმედობა დასასრულს ნიშნავდა.

*************************************
-კესანე რას აკეთებ
-წინააღმდეგობას ნუ მიწევ-ვეუბენები და მაისურს ვხდი-მაჩვენე
-კარგი-ამბობს და ტრიალდება, ვუყურებ ზურგზე მის ნაიარევს და გული მეკუმშება, ფრთხილად ვახებ თითებს
-ასე თუ გააგრძელებ ეჭვი მაქვს კარგად არ დასრულდება
-მეთე ძალიან ღრმაა-ვამბობ და ნაიარევზე დავატარებ თითებს
-ესენიც-მეუბნება და ჩემს მაჯებს იქცევს ხელებში
-არც კი მახსოვდა
-აქ რომ მოვდიოდით მაშინ შევნიშნე მაგრამ არაფეერი მიკითხავს ახლა კი ვიცი
-რა იცი
-შენი წიგნი წავიკითხე
-ალბათ გეცოდები ხომ
-სულაც არა, ძლიერიც კი მგონიხარ
-რას გულისხმობ
-იცი რაოდენ დიდია სიკვდილის შიში ადამიანში, არიცი სივდილის მერე რახდება, უბრალოდ იცი რომ დასრულდები, ამისდა მიუხედავს საუთარ თავში პოულობ ძალას გადალახო შიში და დათმო საკუთარი სიცოცხლე, ნაცნობი სიცოცხლიდან გადაეშვა უცნობ სიკვდილში. მე ასეთი ხალხი ყველაზე ძლიერები მგონიან, მაგრამ მაინც ვთვლი რომ თვითმკვლელობა ცოდვაა, ღმერთმა გაჩუქა სიცოცხლე და მხოლოდ მას აქვს მისი წართმევის უფლება, ღვთის საჩუქარზე კი უარს არ ამბობენ.
-ვიცი უბრალოდ მაშინ არაფერზე ვფუქრობდი
- შეცდომებს ყველა ვუშვებთ მთავარია მათგან ვისწავლოთ. იცი რა
-რა მოგაფიქრდა
- ჯვარი ხომ არ დავიწეროთ
-გაგიჟდი
-აქვე სხალთის მოვასტერში
-ნინო მომკლავს მისგარეშე რომ ჩაიაროს ჯვრისწერამ
-მხოლოდ ეგაა პრობლემა ანუ თანახმა ხარ
-კი, მაგრამ ბეჭედი მინდა
-კარგი გექნება, თან დაფიქრდი ძია თედოსთვის ნათქვამი სიტყვები ტყუილი არ იქნება ჩემი ცოლი რომ გერქმევა.
-მხოლოდ მაგიტომ მოგყვები
-მხოლოდ მაგიტომ ?
-და იმიტომ რომ მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ

*********************************************
„ვიდრე ადამიანი არ ნებდება, ის საკუთარ ბედზე ძლიერია“. არასოდეს დანებდე. საკუთარ ისტორიას ჩვენ თვითონ ვწერთ, ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი კარგი თუ ცუდი მოვლენები ხმოლოდ ჩვენი ბრალია. თუ შევწყვეტთ კითხვების დასმას: რა დავაშავე? ეს ყველაფერი ჩემს თავს რატომ ხდება? და ვიკითხავთ. რა გავაკეტე ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად? რა უნდა შევცვალო ? ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვლება. ცვლილებები კი ნამდვილად კარგია. არ ღირს წარსულში ქექვა და თუნდაც მასში უკან დაბრუნებაა რადგან ის არასდროს იქნება ისეთივე როგორიც წარმოგვიდგენია ან როგორიც გვახსოვს.
-კესანე სად ხარ აქამდე-მეძახის ნინო
-მოვდივარ ჩემს მდგომარეობაში ამაზე სწრაფად ვერ ვივლი
-კარგი რა კესანე მაგ ტემპით სანამ ჩვენამდე მოხვალ დავბერდებით-ერთვება ნიკა
-ნიკა გაგლახავ, ანდაც ვერა მეზარება თან დავიღლები მეთეს ვეტყვი და ის გცემს
-კესკა მაშინებ
-მეთე ნიკა კესკას მეძახის
-ცოლს ნუ მინერვიულებ
- მოდი მეგობრული ორთაბრძოლა მოვაწყოთ- იჭიმება ნიკა
-თათა შენი ქმარი წერას ყავს აყოლილი, ასე მგონია ვერ უძლებს სილურჯე რომ არ აქვს-ერთვება ნიკა
-მოვედი
-ისევ ტყუპებიო გურამმა
-კი ისევ ტყუპებიო
-გინეკოლოგი დაილია გურამისთან რომ არ მისულიყავი არა
-მეთე ეგ თემა უკვე ხომ განვიხილეთ
-არ მომწონს გინეკოლოგი სხვა თვალით რომ უყურებს ჩემს ცოლს
-როგორც პაციენტს ისე მიყურებს
-შენც იცი რომ ასე არაა
-ტორტი მოვიდა
-ბავშვები სად არიან -კიტხულობს ნინო
-მოიყვანს ნათია სადაცაა
-მალე გადის დრო უკვე 5 წლისები არიან
- როგორ გგავთ ორივე
- მართლაც
-ისინი ხომ ჩვენნაირები არიან
-ჩემნაირები და შენნაირები
-ისე ნინო ხუთი წელი გავიდა და ილიას ხელი ისევ არ უთხოვია ნამდვილად უყვარხარ მაგ ბიჭს ხომ არ ერთობა შენთან -ამბობს ნიკა და თავში ხვდება ნინოს ხელიც
-არ ვერთობი ბატონო ნიკა შეგიძლია მშვიდად იყო მანდილად მიყვარს შენი და
-მერე მოიყვანე ცოლად მე და ჩემს ცოლს მარტო გვინდა ცხოვრება, მობეზრდა თათას მულის ყურება
- შენ ისე იზამ ილიასაც ჩვენთან გადმოვიყვან საცხოვრებლად
-ტიპი ცოლობას არ გთხოვს და შენტან გადმოვა საცხოვრებლად ოცნებებში ნუ დაფრინავ დაო ჩემო
-თათა უთხარი რამე შენს ქმარს
-ეჰ ჭაღარა შეგეპარა დაო თმაში დრეს შევნიშნე ორი ღერი, თუ რამე აპირებთ ახლა ქენით მერე ხალხის სალაპარაკოს ნუ გახდიტ სიბერეში შეიშალნენოო
-რაც მართალია მართალია ძმაო- ერთვება მეთეც
-შენც ბრუტუს
-შენი საშველი არ იქნება რა ვერც იმან გიშველა რომ კესანენ მის ქორწილში თაიგული შენ მოგცან, არაფერი გეშველება
-ილიაა შენიი ბრალია ამის დასაცინი რომ გამხადე
-დამშვიდდი ძვირფასოო
-ხელს თუ არ მთხოვ დაგშორდები -ამბობს ნინოო და გულიანად მეცინებაა
-დაო მეგონა ჭკვიანი იყავი ილიას რომ დაშორდე სხვა ვინ შეგიყვარებს, ისიც მიკვირს ამან როგორ შეგიყვარაა
-ილია აღარ მეცინება, აპირებ საერთოდ ხელის თხოვნას ჩემთვის
-ნიკა წიხლებ ქვეშ ხარ გასაგდები რა გინდოდაა
- კარგი რა ძვირფასო გგონია ამ იდიოტის სიტყვები ჩემზე მოქმედებს და მაგის გამო დაგშორდები, არც კი იფიქროო
-თუ გინდა ხელს ახლავე გთხოვ
-მინდა- ამბობს ნინო და იცინის-მინდა ოღონდ მხოლოდ იმიტომ რომ ამ ტვინგადაჭიმულმა მოკეტოს
-ჩვენც მოვედით-ამბობს ნათია და ბავშვები შემოყავსს
- დეე მაა მოვედით
დინას და ნოეს დაბადებისდღემ იდეალურად ჩაიარა, ბექაც შემოგვიერთდა მალევე, ვუყურებდი მათ და ღიმილს ვერ ვწყვეტდი, ბედნიერებაა ამდენი საყვარელი ადამიანის ყურება რომელიც სიცოცხლის სურვილს გიბრუნებს. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მაგრამ ერთი მიზეზით ერთი გრძნობით შეკრებილები <3 <3
-მიხარია რომ გაგიცანი-ვეუბნები მეთეს
-მაბედნიერებ-იყო პასუხი
-სულ უნდა მყავდე
-სულ უნდა მყავდე.
**********************************************
-ვერ ვიფიქრებდი რამოდენიმე წლის წინ ხუმრობით ნათქვამი სიტყვები რეალობა თუ გახდებოდა და მე დღეს ისევ წარვსდგებოდი თქვენს წინაშე ჩემს წიგნზე სასაუბროთ აწ უკვე რომანზე
-ანუ ნამდვილად შეხვდით თქვენს საოცნებო მამაკაცს
-ბავშვობაში სევდა რომ შემომაწვებოდა და რეალობისგან გაქცევა მომინდებოდა თუნდაც რამოდენიმე საათით წიგნებს ვკითხულობდი და უფრო ხშირად რომანებს, ისინი მაძლევდნენ საშუალებას გამოგონილ სამყაროში გადავსულიყავი და გამოგონილი პერსონაჟების ცხოვრებიტ მეცხოვრა, ეს მაბედნიერებდა
-ეს როგორ გავიგოთ, ანუ მეთე არ არის რეალური ადამიანი და გამოგონილი პერსონაჟა
-მე ეს არ მიტქვამს ამას თქვენ ამბობთ, ვერვ იმას გეტყვიტ რომ რეალურია, პასუხის პოვნა თქვენთვის მომინდია
-გვტოვებთ?
-ასე ხომ არ შეიძლება, საერთოდ არაფერს გვიყვებით
-მოყოლილს წაკითხული ჯობია.
-მომავალ იატორიამდე მაშ.



*********************************************
ყველა ისტორიას აქვს დასაწყისი და დასასრული, რატომღაც მეგონა რომ ჩემი ისტორია მალე დასრულდებოდა მაგრამ წერამ იმდენად გამიტაცა რომ დასასრული სულ გადამავიწყდა. საერთოდ ვერ ვიფიქრებდი რომ ისტორიას დავწერდი სახელად „ჩემნაირი“ და აქ ავტვირთავდი. არასდროს არაფერი დამიწერია, მაგრამ წინა საახალწლოდ რა დამემართა რომ მკითხოთ ვერ გეტყვით. მადლობა თქვენ რომ მიზიარებდით თქვენს ემოციებს ვიღებდი შენიშვნებსაც რაც ორმაგად მახარებდა, მას ვინც შენიშვნას გაძლებს უნდა რომ ის გამოასწორო, უნდა რომ კარგად გამოგივიდეს, მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა თქვენ ვინც კითხულობდით. ვიმედოვნებ ჩემმა ისტორიამ რაიმე ემოცია მაინც აღძრა თქვენში თუნდაც ცუდი და თუ ეს ასე მოხდა მაშინ ჩავთვლი რომ ჩემი წილი საქმე გავაკეთე.
პ.ს. სიყვარულით ევაკო



№1  offline წევრი Ninit

უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ ერთს ვიტყვი რომ სასწაულად არის დაწერილი!

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

მადლობა შენ ასეთი მრავალი ფერის ისტორიისთვის,ისეთი შერეული ზღვა ემოციები გამოიწვია და იმდენნაირი იყო სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი . საინტერესო და არაორდინალური იყო კესანეს და მეთეს შეხვედრა და ახალი წლის დღეები..მიუხედავად იმისა,რომ ორივეს მოუშუშებელი იარები ჰქონდა ,გადალახეს ყველა ბარიერი ერთმანეთი იპოვეს ..კესანეს ბავშვობა ,როგორი ნაცნობი რეალობაა,რომელსაც ყოველთვის ვაწყდებით .და თურმე როგორი რთულია ადამიანმა ადამიანის სახე არ დაკარგოს....ძალიან ძალიან კარგი იყო კესანეს და მეთეს ისტორია...

 


№3  offline წევრი ეველინა

Ninit
უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ ერთს ვიტყვი რომ სასწაულად არის დაწერილი!

მადლობა შენ ასეთი შებასებისათვის <3 <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორ მომეწონა ევაკო სიტყვებით ვერ აღვწერ. ძალიან კარგი იყო. ნიკას მწარე რეპლიკებიც კი მომეწონა. მიხარია კეთეს და კესანეს ბედნიერება. მაშ შემდეგ ისტორიამდე ევაკო

 


№5 სტუმარი ნესტან

ძალიან განსხვავებული ისტორიაა მომეწონა ძალიან საინტერესო და საოცარი კარგია რომ წყვილი ერთად დარჩა კარგად დამთავდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️

 


№6  offline წევრი ეველინა

Daldoni Daldoni
მადლობა შენ ასეთი მრავალი ფერის ისტორიისთვის,ისეთი შერეული ზღვა ემოციები გამოიწვია და იმდენნაირი იყო სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი . საინტერესო და არაორდინალური იყო კესანეს და მეთეს შეხვედრა და ახალი წლის დღეები..მიუხედავად იმისა,რომ ორივეს მოუშუშებელი იარები ჰქონდა ,გადალახეს ყველა ბარიერი ერთმანეთი იპოვეს ..კესანეს ბავშვობა ,როგორი ნაცნობი რეალობაა,რომელსაც ყოველთვის ვაწყდებით .და თურმე როგორი რთულია ადამიანმა ადამიანის სახე არ დაკარგოს....ძალიან ძალიან კარგი იყო კესანეს და მეთეს ისტორია...

როგორ მახარებს ასეთი კომეტარები ვერ წარმოიდგენთ <3 <3 მადლობა შენ ასეთი კარგი შეფასებისათვის <3 <3 მიხარია რომ რაც ჩავიფიქრე გამომივიდა <3

სტუმარი ლიკა
როგორ მომეწონა ევაკო სიტყვებით ვერ აღვწერ. ძალიან კარგი იყო. ნიკას მწარე რეპლიკებიც კი მომეწონა. მიხარია კეთეს და კესანეს ბედნიერება. მაშ შემდეგ ისტორიამდე ევაკო

ნიკას მწარე რეპლიკები რომელიც მის დაზეა მიმართული ძირითადად და მომავალ სიძეზე მეც მომწონს <3 <3 მიხარია რომ მოგწონს <3 <3

ნესტან
ძალიან განსხვავებული ისტორიაა მომეწონა ძალიან საინტერესო და საოცარი კარგია რომ წყვილი ერთად დარჩა კარგად დამთავდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️

მიხარია რომ მოგეწონა <3 <3 ახალი თავი არ იქნება ეს დასასრული იყოო <3 <3

 


№7  offline წევრი Ninit

ეველინა
Ninit
უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ ერთს ვიტყვი რომ სასწაულად არის დაწერილი!

მადლობა შენ ასეთი შებასებისათვის <3 <3

<3 რაც არის სიმართლე იმას ვამბობ.

 


№8 სტუმარი სტუმარი ფიქრია

გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა. ძალიან მომეწონა არგი იყოო. მართლაც უამრავ ემოციას იტევდა, იმედი მაქვს ეს პირველი და უკანასკნელი ისტორია არ იქნება შენი ამ საიტზე. გელით ახალი გუჟური იდეებით. მადლობა ასეთი კარგი ისტორიისათვის.

 


№9  offline წევრი ეველინა

სტუმარი ფიქრია
გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა. ძალიან მომეწონა არგი იყოო. მართლაც უამრავ ემოციას იტევდა, იმედი მაქვს ეს პირველი და უკანასკნელი ისტორია არ იქნება შენი ამ საიტზე. გელით ახალი გუჟური იდეებით. მადლობა ასეთი კარგი ისტორიისათვის.

მადლობა ჩემო კარგო <3 მიხარია რომ მოგწონთ <3 სახეზე ღიმილს ვერ ვიშორებ, კომენტარებს ვკითხულობ და მეღიმება<3 მახარებს ტქვენი დამოკიდებულება <3 რაც შეეხება სხვა ისტორიას არვიცი წინასწარ ვერაფერს დაგპირდებით <3 <3

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

მადლობა ევაკო, ემოციით დახუნძლული ვამთავრებ ისტორიის კითხვას. მინდა ასეთი ისტორია კიდევ წავიკითხო, გელი ახალი ისტოორიით.

 


№11 სტუმარი სტუმარი ნატო

კარგი იყო. იმედი მაქვს ახალი ისტორიით გიხილავთ მალე. კარგი გოგო ხარ ევაკო შენ საოცარი ფანტაზიის უნარით და ასეთი იდეები ფუჭად არუნდა იკარგებოდეს ????????

 


№12 სტუმარი Ana-maria

საინტერესო და სასიამოვნო ისტორია იყო.კარგად იკითხებოდა. ძალიან მომეწონა
წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№13  offline წევრი ეველინა

სტუმარი ნინო
მადლობა ევაკო, ემოციით დახუნძლული ვამთავრებ ისტორიის კითხვას. მინდა ასეთი ისტორია კიდევ წავიკითხო, გელი ახალი ისტოორიით.

ახალი ისტორია არვიცი იქნება თუ არაა <3 <3 მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის

სტუმარი ნატო
კარგი იყო. იმედი მაქვს ახალი ისტორიით გიხილავთ მალე. კარგი გოგო ხარ ევაკო შენ საოცარი ფანტაზიის უნარით და ასეთი იდეები ფუჭად არუნდა იკარგებოდეს ????????

მადლობა გენაცვალე <3 <3

Ana-maria
საინტერესო და სასიამოვნო ისტორია იყო.კარგად იკითხებოდა. ძალიან მომეწონა
წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა <3 <3 მართლა მიხარია რომ ასე მოგწონთ <3 <3 ახალი ისტორია რამდენად იქნება არ ვიციი <3 <3

 


№14 სტუმარი ქეთინო ჭ.

სასიამოვნო წასაკითხია...ცოტა გაზვიადებული და დაუჯერებელი მომეჩვენა გადაკარგვის მიზეზი...დანარჩენს არაუშავს.ველოდები შემდეგს.

 


№15  offline წევრი ეველინა

ქეთინო ჭ.
სასიამოვნო წასაკითხია...ცოტა გაზვიადებული და დაუჯერებელი მომეჩვენა გადაკარგვის მიზეზი...დანარჩენს არაუშავს.ველოდები შემდეგს.

მიხარია რომ მოგეწონა <3 <3 დაკარგვის მიზეზთან დაკავშირებით შენი აზრი გასაგებია <3 იმედია მაქვს ახალი ისტორიაც მოგეწონება <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent