შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემნაირი (თავი 1)


8-12-2023, 04:38
ავტორი ეველინა
ნანახია 1 426

-სამყარო საოცარი რამეა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ წიგნს დავწერდი თანაც საკუთრ ცხოვრებაზე. თურმე რამდენის გაკეთება შეუძლია ადამიანს. ცხოვრებაში ყველაფერი გარკვეული კანონზომიერების მიხედვით ხდება. ჩემს ცხოვრებაშიც განვითარებული კარგი თუ ცუდი მოვლებენი ასე კანონზომიერეად მიეწყო ერთმანეთს და დაუსრულებელი წრე შექმნა. ამ წრიდან გამოსვლას დიდი ხანი სულაც არ ვცდილობდი, რადგან ჩემთვის მარტივი იყო თავი დაზარალებულის რანგში გამომეყვანა, მეთქვა რომ მე საწყალი ვარ და ყველაფერი სხვაზე გადამებრალებინა. თითქოსდა ამ უბედურებების გამომევევი მიზეზები ისინი იყვნენ და არა ჩემი უმოქმედობა, საკუთარ თავთან დიდ ხნიანი ფსიქოლოგიური ომის შემდეგ როგორღაც მოვიკრიბე უკანასკნელი ძალები და ამ წრის გარღვევა ვცადე. გამიჭირდა და ვაი როგორ გამიჭირდა, ბევრჯერ წავიქეცი, სასოწარკვეთილიც არაერთხევ ვყოფილვარ, მაგრამ ამ წაქცევებმა მასწავლა რა გრძნობაა წამოდგომაა , სასოწარკვეთამ კი ბედნიერის ფასი... ჩემს ცხოვრებას თვალი რომ გადავავლე და გავიაზრე რომ ის ჩემია, გავიაზრე რომ მე უნდა ვიყო მთავარი გმირი მე უნდა შევქმნა ჩემი დასასრული უმოქმედობა კი უკანა პლანზე ყოფნას ნიშნავდა, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ერთხელ ვცხოვრობთ რატომაც არა? მე მინდა ჩემი ბედნიერი დასასრული, საკმარისია უმოქმედობა, მე ეს შემიძლია, გავარღვევ ამ წრესა და ერთხელ და სამუდამოდ გავშლი ფრთებს მერე კი ლოგიკურია- გავფრინდები. ეს იყო ფრაზები, რომლებმაც გადამარჩინეს. ყოველდღე ალბათ ათჯერ ან მეტჯერ მაინც ვუმეორებდი საკუთარ თავს ამ სიტყვებს და ვერ წარმოიდგენთ როგორ შველის... ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი თუნდაც უფსკრულისაკენ თავით მიექანებოდე თუ დაიჯერებ რომ გადარჩენა და ამ უფსკრულიდან ამოსვლა შეგიძლია შეძლებ. შეუძლებელს შეძლებ. ჩემი მთავარი მიზანია ჩემმა ისტორიამ დაგარწმუნოთ ამ უკანასკნელში და დაგაჯეროთ რომ თუ არ დანებდებით ყველაფერს შეძლებთ, შეიძლება დღეს და ხვალ არა, არც ათი წლის შემდეგ, მაგრამ ბოლოს აუცილებლად. არასოდეს დანებდეთ ბედნიერება ხომ ასე ახლოსაა თქვენგან ერთ ნაბიჯში უბრალოდ უნდა წამოდგეთ და ერთი ნაბიჯი გადადგათ მერე კი ასე ნანატრი თითქოს და შეუძლებელი ბედნიერება თქვენია.
ჩემი ისტორია 1995 წლის 23 თებერვლიდან იწყება. ამ დღეს დავიბადე და როგორც შემდგომში გავიგე ოჯახისთვის ნანატრი შვილი სულაც არ ვყოფილვარ. სამწუხაროა რომ არამარტო მაშინ დღესაც ჩვენს ქვეყანაში ბიჭის დაბადება უფრო ახარებთ ვიდრე გოგოს, მამაჩემსაც სანამ დავიბადებოდი მის სიამაყედ და გვარის გამაგრძელებლად მივაჩნდი, სამწუხაროდ არ გაუმართლა გოგოდ დავიბადე. ოჯახში უკვე მესამე შვილი, მესამე გოგო ვიყავი თუნდაც ამიტომ გარკვეულწილად გასაგებია რატომაც არ გაუხარდათ ჩემი მოვლენა, მაგრამ დღემდე გულს მიკლავს ფაქტი რომ ჩენზე სახელის დარქმევაც კი არ უნდოდათ რომ არა დეიდაჩემი რომელსაც მადლობას ვუხდი ასეთი მშვენიერი სახელი „კესანე“ რომ დამარქვა. ექვს წლამდე თითქმის არაფერი მახსოვს, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო პატარა ფრაგმენტებს, რომელიც თანატოლებთანს თამაშთანაა დაკავშირებული... ამის შემგედ კი იწყება ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლებიი . სკოლა, რომელიც შავ ლაქად გასდევს დღემდე ჩემსს ცხოვრებას... აღარ გავაგრძელებ იმაზე საუბარს თუ რა წერია წიგნში... წაკითხვა, დასკვნნების გამოტანა და შეფასება თქვენთვის მომინდია... ახლა კი მოდი უშუალოდ კითხვებზე გადავიდეთ
-.ქალობატონო კესანე რამ გადაგაწყვეტინათ წიგნის გამოცემა და ელოდით რომ ასეთი გამოხმაურება მოყვებოდა?
-სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს ცხოვრებაზე წერა რომ დავიწყე მაშინ აზრადაც არ გავივლებდი, რომ ოდესმე ამას სხვას გავუზიარებდი. ვწერდი მხოლოდ გრძნობების ფურცელზე გადმოსატანად და შინაგანი მეს გასათავისუფლებად. მეგონა რომ ყოველივეს ფურცელზე თუ გადმოვიტანდი ყველა ტკივილი გაივლიდა, ყველა წყენა გაქრებოდა და დამავიწყდებოდა, თავისუფლება ვიგრძენი შვებაც, მაგრამ ტკივილი არ გამქრალა. გამოქვეყნება ჩემი საუკეთესო მეგობრის დაჟინებულმა თხოვნამ გადამაწყვეტინა... ვერ ვიფიქრებდი ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა. ახლა აქ ვზივარ, თქვენს კითხვებს ვპასუხობ და მაინც ვერ ვიჯერებ რომ ეს რეალობაა, სიზმარს გავს , იმ ტკბილ სიზმარს რომლიდანაც ყოველთვის არასასურელ დროს გამოგაღვიძებენ ხოლმე.
-რას ეტყოდით ამდენი წლის შემდეგ ადამიანებს, რომლებმაც ამდენი ტკივილი მოგაყენათ?
-არვიცი.. ადრე მათზე გაბრაზებული ვიყავი და მინდოდა ყველა იმ ტკივილისთვის რაც მომაყენეს ბოდიში მაინც მოეხადათ, ყველა იმ ცრემლისთვის მოეხადათ ბოდიში , რომელიც მათმა საქციელმა გამოიწვია... დღეს უბრალოდ მინდა მათ მადლობა გადავუხადო, მათი წყალობით ვარ დღეს ასეთი, რომ არა ისინი ალბად მე ასე ვერ გავძლიერდებოდი... ჩვენს ცხოვრებაში ყველა ადამიანს გარკვეული როლი და მისია აკისრია ისინი ტყუილად არ ჩნდებიან ხოლმე, თითოეული ადამიანი ცალკე ისტორიიაა და რაღაცას გასწავლის, რაღაც ისეთს განგაცდევინებს რაც შენში ცვლილებებს იწვევს... მადლობა ამ ცვლილებებისთვის...
-წიგნში პირველ ტრაგიკულ სიყვარულზე საუბრობთ, დღეს თუ არის თქვენს ცხოვრებაში სიყვარულის ადგილი და საყვარელი მამაკაცი?
-მოვიშველიებ ცნობილ ფრაზას „დედამიწას სიყვარული ამოძრავებს“ ჩემს ცხოვრებასაც, ჩემს ირგვლივ ყველგან სიყვარულის სურნელი ტრიალებს, დღემდე საშინელი რომანტიკოსი ვარ და მჯერა სიყვარულის ისევე როგორც პატარა ბავშს სჯერა თოვლის ბაბუის და საახალწლო სასწაულის. ჩემი გული დღემდე თავისუფალია, ელოდება მას ვინც ქარიშხალს დაატრიალებს, მაგრამ ამ ქარიშხლის შემდეგ გამონათებული ცისარტყელას მსგავსად სიხარულს და ბედნიერებას მოგვრის..
-საოცარი სიტყვებია. თქვენი აზრით მათ („მწვალებლებმა“) ეს წიგნი წაიკითხეს?
-შეიძლება კი, შეიძლება არა. დანამდვილებით ვერაფერს ვეტყვი, რადგან არცერთი არ შემხმიანებია.. შეიძლება ზოგს სინდისი არ აძლევს ამის საშუალებას, შეიძლება ზოგს ეს სინდისი საერთოდ არ გააჩნიათ და დიდი ხანია გაიწყვიტეს შუბლის ძარღვი... სიმართლე რომ გითხრათ გულის სიღმეში სულაც არ მსურს შემეხმიანონ...
-მშობლები? მათ რა რეაქცია ჰქონდათ?
-დედაჩემი წიგნის გამოცემამდე რამოდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა და იმის ვარაუდი თუ რა რეაქცია ექნებოდა ჩემი აზრით ზედმეტი თავის ტკივილია... ალბათ გული დასწყდებოდა, მიუხედავად იმისა რომ დედა ერქვა არასდროს შეუსრულებია დედის მოვალეობა, მაგრამ არ მძულს ვერც ვერასდროს შევიძულებ, ვერ გავაქრობ გულიდან მის სიყვარულს, არც ფილტვებს დაავიწყდებათ ოდესმე მისი სურნელი, ახლა აქ რომ იყოს, ცოცხალი რომ იყოს ისევ 5 წლის ბავშვივით გავიქცეოდი მისკენ დედა დედას ძახილით... იმედი მაქვს მაღლიდან გადმომყურებს და ამაყობს ჩემით რომ მე დღეს შემდგარი ქალი ვარ... რაც შეეხება მამაჩემს მეორე ცოლის მოყვანის შემდეგ საერთოდ არ ახსოვდა ჩემი არსებობა არ ინტერესდებოდა ჩემს ირგვლივ განვითარებული ამბებიტ. მშობელტა კრებაზეც კი არასდროს ყოფილა... ვფიქრობ როგორც მაშინ ახლაც უმოქმედობას და კულისებში მშვიდად ჯდომას გააგრძელებს.
-სამშობლოში დაბრუნებას თუ აპირებთ ?
- აუცილებლად ბილეთები უკვე დაჯავშნილი მაქვს და ვიმედოვნებ ნანატრ სიმშვიდეს იქ ისევ ვიპოვი... მშობლიური სახლის კედლებში ვერ დავბრუნდები რადგან იმ მშვიდან არასდროს ვყოფილვარ სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ იქ სიმშვიდე არასდროს ყოფილა... მაგრამ მშობლიურ ქალაქს და ზღვას ვერ შეველევი ზღვას რომელმაც არაერთხელ გაიზიარა ჩემი მწუხარება და არაერთხელ შთანთქა ჩემი ცრემლები
-სამომავლოდ თუ გეგმავთ ახალი წიგნის გამოცემას ?
-საინტერესო კითხვაა.. არ მიფიქრია... შეიძლება რაიმე დავწერო
-რაიმე სასიყვარულო ?
-თუნდაც... ალბათ შემდეგ წიგნში დავწერ როგორ შევხვდები ჩემს სოცნებო მამაკაცს.. ეს რათქმაუნდა ხუმრობით... მადლობა ყველას აქ მობრძენებისთვის და ჩემი მოსმენისთვის მადლობა რომ ასე მგულშემატკივრობთ.. ვფიქრობ დღეს აქუნდა გავჩერდეთ ყველას მშვიდ საღამოს გისურვებთ ნახვამდის..

-კესანე სად მიდიხარ?
-სახლშიი აქაურობა მახრჩობს უკვე ქეით? ხომიცი რომ სიტყვით გამოსვლები და ხალხის წინაშე საუბარი საკუთარ ცხოვრრებაზე ჩემი არაა
-მაგრამ?
-არანაირი მაგრამ
-საქართველოში მართლა ბრუნდები ?
-ტყუილებს ვერ ვიტან
-როდის მიდიხარ
-ორ დღეში
-რატომ ასე მალე?
-სამი წელია აქ ვარ ძალიან დავაგვიანე ვფიქრობ
-კარგი შენი გადასაწყვეტია მაგრამ ხომ დაბრუნდები
-არვიცი ვნახოთ

მე კესანე დადიანი ვარ .28 წლის. უკვე მიხვდებოდით რომ მწერლის კარიერა ჩემთვის ნანატრი კარიერა არასდროს ყოფილა, უბრალოდ ბავშვობაში დაწყებულმა პატარა ჩანახატებმა, რომელშიც საკუთარ გრძნობებს ვაქსოვდი დღეს 400 გვერდიანი წიგნის ფურცლებზე გადმოინაცვლა.. რას ვიფიქრებდიი რომ ასე სწრაფად ჰპოვებდა პოპულარობას... სამომავლოდ რომ არაფრის დაწერას არ ვგეგმავ ესეც ცნობილია. უბრალოდ მინდა სადღაც შორს სიმშვიდეში. სახლში გადაღლილი ვბრუნდები ვაიგნორებ ტელეფონის ზარებს, რომლებიც არ ჩერდება და ბარგის ჩალაგებას ვიწყებ...რაც შეიძლება მალე მინდა დაბრუნება საქართველოში. არ ვიცი ვერ გეტყვით და გადმოცემაც მიჭირს იმ გრძნობის რასაც განვიცდი.. ამ დოზით არასდროს მომნატრებია სამშობლო... გულს წასვლა უნდა გონება კი რატომღაც ყოყმანობს... ამერთხელ გულს მოვუსმენ და რაც იქნება იქნება.

18 დეკემბერს გამთენიისას უკვე თვითმფრინავში ვიჯექი, რომელმაც დატოვაა ნიუიორკი და ცაში სიბნელეს შეერიაა..

დამეთანხმებით თავს ვერსად იგრძნობთ ისე როგორც მშობლიურ მიწაზე.. არსად არაფერი იქნება ისე ნაცნობი როგორც სამშობლოში... როგორც კი მიწაზე ფეხი დავდგი და ფილტები გავივსე მშობლიური ჰაერით ვიგრძენი რომ სახლში ვიყავიი, მივხვდი რომ ეს ის იყო რაც მენატრებოდა და მაკლდა ამდენ ხანს... აეროპორტში ჩემი საუკეთესო მეგობარი ნინო დამხვდა , რომელმაც სახლამდე მიმიყვანა. ნინო ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილია... ის სინათლეაა რომელიც მაშინ გამოჩნდა როცა მეგონაა რომ საბოლოოდ ჩავიძირე ბნელში და მალე მშთანთქავდა წყვდიადი...

ორდღიანი საწოლში ნებივრობის შემდეგ როგორც იქნა ვიკადრე და წამოვდექი, გაგიკვირდებათ და დეკემბერს სულ არ ახლდა მისთვის დამახასიათებელი სიცივეე და ბათუმში საოცრად თბილა...პირელი რასაც ვაკეთებ ზღვაზე გავდივარ არაფერს ისე არ მოაქვს სიმშვიდე როგორც შტორმის შემდგომ ტალღებს... სახლში დავრუნება არ მინდოდა, ამიტომ ქალაქის შემოვლა გადავწყვიტე ტაქსში დავჯექი და მძღოლს ვთხოვე ზღვის პირს გაჰყოლოდა უბრალოდ ევლო უმისამართოდ... იქამდე გავცქეროდი გზას სანამ ჩემი ყურადღემა ჩვენს წინ მიმავალმა მანქანამ არ მიიქცია... მანქანის უკანა მინაზე ქართული ასოებით ეწერა „წამო მთაში“ და მაშინ ყველაზე გიჟურმა იდეამ გაიელვა გონებაში... ტელეფონი ავიღე და დავიწყე ძიება უამრავი კოტეჯი ვიპივე მთაში, მაგრამ ჩემი ყურადღება მაინც ტყეში მთლიანად ჩაფლულმა კოტეჯმა მიიქცია მაღალ მთიანი აჭარა და მისი მშვენიერებაა.. მეპატრონეს მაშინვე დავუკავშირდი და კოტეჯი 31 დეკემრიდად 15 იანვრამდე დავჯავშნე. გამიმართლა რომ ჯერ არ ჰქონდა ვინმეს ნაქირავებიი.. ახალი წელი მთა თოვლი ტყე საოცრებაა.. 15 დღინი სიგიჟე... ტაქსისტს ფული გადავუხადე მანქანიდან ჩამოვედი და გეგმების დალაგება დავიწყე...

24 დეკემბრისთვის უკვე მზად მქონდა ყველაფერიი მზად ვიყავიი ახალი მოგზაურობისთვის...სამწუხაროდ 31 დეკემბრამდე არ შემეძლოო გამგზავრება... ამავე საღამოს ნინო მატყობინებს რომ დიდი ხანია ერთად არ დაგვილევია ასე რომ ძველი დროის გასახსენებლად სადმე უნდა წავსულიყავით და თუ უარს ვეტყოდი იფიქრებდა რომ ამ სამმა წელმა ჩვენი მეგობრობაა შეარყია და ძალიან ეწყინებოდა გამეცინა მის ასეთ საქციელზეე უარი არც მითქვამს მალევე გამოვეწყვე და ნინოს ჩაგდებულ ლოკაციაზე მივედი... საკმაოდ მშვიდი ბარი აღმოჩნდა
-დიდი დრო დაგჭირდა
-რამდენი დალიე გოგო
- ორი ჭიქა შემომიერთდი- მეუბნება და არაყით სავსე ჭიქას მაწვდის
-არაყი ?
-ამით დავიწყოთ-ამბობს და იკრიჭება
ვერ გეტყვით რამდენი დავლიეთ, რამდენ მუსიკას ავაყოლეთ სხეული
-მთაში კოტეჯი ვიქირავეე-უკვე საკმაოდ მთვრალი ვამცნობ ნინოს ახალი ამბის შესახებ
-რატომ გაგიჟდი?
-რა ჯობია ახალ წელს მთაში
-შეშლილი ხარ იცი?
-ვიცი.. წამოხვალ ?
-შანსი არა უკვე დავგეგმე რაღაცეებიი არ მცალია-მეუბნება და სხეულის ნაზი რხევით უერთდება მოცეკვავეთა ბრბოს.
-მე არ მაქვს გეგმები-ზურგს უკან მესმის მამაკაცის ბოხი ბარიტონი და ინსტიქტურად ვტრიალდები.
-ანუ ?-ვერაფერი მოვიფიქრე არ ვიცოდი იმ მომენტშ რა მეთქვა.
-შემიძლია წამოვიდე-უსირცხვილოდ განაგრძობს საუბრას და და ტუჩის მარცხენა კუთხეს ტეხავს.
-საჭმლის მომზადება იცი ?-არ ვიცი ალბათ სასმელმა გამათამამ ასე ან იმ აზრმა რომ ხვალ მაინც დავიკიდებდიი ამ დიალოგს ან არ მემახსოვრებოდა.
-ვიცი.
-კარგი მაშინ წამოდი-ვეუბნები და ვიცინიი .
-ეს ჩემი ნომერია. შენს ნომერს არ მეტყვიი ?
-ნწ არაა-ვეუბნები და ნომერს ვართმევ.
-აბა როგორ შეგეხმიანო?
-მე შეგეხმიანები 31 დეკემბერს, მაგრამ იცოდე მხოლოდ ერთხელ დავრეკავ თუ არ მიპასუხებ შანსს ხელიდან გაუშვებ - ვეუბნები და მეც ნინოს ვუერთდებიი ვგრძნობ მის დაჟინებულ მზერას, რომელიც მხრებს მიწვავს მაგრამ არ ვიმჩნევ...
ბარიდან გვიანდავბრუნდით სახლში. მეორე დღეს არაფერიარ მახსოვდა სამაგიეროდ თავი მტკიოდა საშინლად და უკვე მერამდენებ ცრუდ დავპირდი საკუთარ თავს რომ აღარ დავლევდიი...
რაცუფროო ახლოვდებოდა მთაში წასვლის დროო მითუფრო მოუხშირა ნინომ ჩემთან სიარულს.. გიჟადაც კი შემრაცხაა . ისიც კი მითხრა რომ არუნდოდა ერთადერთი მეგობარი ტყეში მგლების ლუკმა გამხდარიყოო .

-წერეთელის ასულო თუ არ შეწყვეთ ჩემს შეშინებას მიგაბრძანებთ ჩემი სახლიდან !
-კარგი რა იქ მარტომ რაუნდა ქნა? მე რომ შემეძლოს წამოსვლა ხომ კარგი მაგრამ უჩემოდ რას იზამ იქ?
-დავისვენებ.
-შიმშილით მოკვდებიი მაგას თუ გადაურჩი მგლების ლუკმა გახდებიი და სად მყავს მე დასაკარგი მეგობარი?
-გეყოფა დრამატიზირება აზრს მაინც ვერ შემაცვლევინებ!
-ხვალ 31 დეკემბერიაა კიდევ გაქვს დრო გადაიფიქროო დილამდე მთელი 8 საათიაა
-სულ ტყუილად ცდილობ
-რამ წამოგიარა? რა მთებიი მოგინდა? ისედაც ამდენი წელია არ მინახიხარ ისევ მიდიხარ და სადღაც იკარგები?
-გპირდებიი რომ დავბრუნდები შენთან გადმოვცხოვრდებიი და მანამ არ მოგშორდებიი სანამ არ მეტყვი წადიო
-მაგას არასდროს გეტყვი ხოიციი
-ნიკა ბატონი გათქმევინებს ხოიც როგორი დამოკიდებულება გვაქვსს
-მაგას ვინეკითხება საერთოდ
-შენი ძმაა ერთ სახლში ცხოვრობთ და აბა არუნდა ეკითხებოდეს. დიდი ხანია არ მინახავს მომენატრაა მასზე ნერვების მოშლა.. ჩვენი პუტკუნაა ნიკა
-მასაც მოენატრე
-კარგი დავიძინოთ ხვალ დიდი დღეა დიდი
-უდიდესი -მაჯავრებს ნინო

დილით ადრე ავდექიი შხაპი მივიღე და მოვემზადე ნინომ ბარგის ჩატანაში დამეხმარა. სახლის გასაღები მას ჩავაბარეე და მშვიდობიანად დავადექი გზას.. გული სიხარულით მქონდა სავსეე... ალბად ასე მშვიდათვე განვაგრძობდი გზას მოულოდნელად მანქანა რომ არ გამოჩენილიყო არსაიდან ძლივს მოვასწარი მანქანის გვერდით გაწევა და დამუხრუჭება... აურზაურის გამომწვევ მძლოლს რათქმაუნდა არ გაუჩერებია ვითომც არაფერიო ისე გააგრძელა სწრაფად სიარული... მოულოდნელი დამუხრუჭებისგან ძირში ჩავარდნილი ჩანთისა და იქედან გადმოცვენილი ნივთების აკრეფა დავიწყე უცებ სავიზიტო ბარათი რომ დავლანდე და როგროც კი ავიღე მაშინვე კადრებად გაირბინა გონებაში ბარში დატრიალებულმა მოვლენებმაა...გამახსენდა ჩემი სიტყვებიი ..
ინსტიქტურად ავიღე ტელეფონი და ნომერი ავკრიფე.. მემგონი გავგიჟდიი მართლა შევიშალე... იმედი მქონდა რომ არ მიპასუხებდა... არმინდოდა მეფიქრა რა მოხდებოდა ყურმილში მის ხმას თუ გავიგებდი.

-გისმენთ-მესმი მისი ბოხი ხმა.
-მეთე ხალვაშს ვესაუბრები?-გამახსენდა სავიზიტო ბარატზე წაკითხული სახელი გვარი .
-დიახ მე ვარ .
-იცით დღეს 31 დეკემბერია.
-ვიცი გაგიკვირდება და ისიც ვიცი რომ კვირაა
-საოცრად ხუმრაა ხარ... რას ვრეკავდი საერთოდ საჭმელს როგორღაც თვითონაც მოვამზადებ-გაბრაზებული გათიშვას ვაპირებდი ყურმილიდან მისი სიტყვებიი გავიგეე
-შანსი არაა, შენ ის გოგო ხარ ბარიდან?
-კესანე მქვია
-ანუ არ ხუმრობდი?
-ანუ გცალია??
-რათქმაუნდა... მისამართიი მომწერეე... დედაა შენ აქ რასაკეთებ?..... ამდენი საჭმელი რად მინდა?.... დედა გაფუჭდება ყველააა.... როგორ შევჭამ სახლშიი არ ვიქნებიი.... ჩემნაირი გადარეული ვიპოვე მგონი..... -მესმის ყურმილშ და რატომღაც მეცინება.

მისამართს ვწერ და ლოდინის რეჟიმზე გადავდივარ და ხო გავგიჟდიი ... შეშლილიც ვარ... მაგრამ ჯანდაბა გული საშინლად სწრაფად ცემს...

პირველ რიგში მოგესალმებით. არვიცი საიდან დავიწყო წერა თუ საუბარი ამ შემთხვევაში რომელია სწორი ფორმა. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ერთ არც თუ ისე თბილ მაგრამ მზია დილას გამეღვიძა და მომინდა რაღაც დამეწერა. ხოდა მეც დავწერე. პირველად ჩემს ცხოვრებაში ისტორიის წერა დავიწყე. იმედია მოგეწონებათ. მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

Au magaria gaagrzele????❤❤❤❤

 


№2  offline წევრი ეველინა

სტუმარი ნინო
Au magaria gaagrzele????❤❤❤❤

მიხარია თუ მოგეწოდა. რა თქმა უნდა გავაგრძელებ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანია

საინტერესოდ დაიწყო პირველივე თავი, ველოდები განვითარებას და დიდი იმედიც მაქვს მეორე თავშივე სე*სით არ დაკავდებიან და მთელს რომააანწიკასს არ მოკლავენ :დდდ ეს ხუმრობით რა თქმა უნდაა, შენ როგორც გული გიგრძნობს ისე წარმართე ისტორია და მე მოგყვები

 


№4  offline წევრი Annia

კარგია და ველოდები, ჩემი დიდი მხარდაჭერა შენ, არ ვიცი კიდევ გაქვს თუ არა სხვა ისტორიები ამ კომენყარის შემდეგ გადავხედავ შენს გვერდს, მავრამ უკვე ვფიქრობ რომ საინტერესო ფანტაზია გაქვს

 


№5  offline წევრი ეველინა

სტუმარი ანია
საინტერესოდ დაიწყო პირველივე თავი, ველოდები განვითარებას და დიდი იმედიც მაქვს მეორე თავშივე სე*სით არ დაკავდებიან და მთელს რომააანწიკასს არ მოკლავენ :დდდ ეს ხუმრობით რა თქმა უნდაა, შენ როგორც გული გიგრძნობს ისე წარმართე ისტორია და მე მოგყვები

იმედი მაქვს შემდეგი თავი შენს თქვენს მოლოდინს გაამართლებს <3 მიხარია რომ მოგწონთ და მომყვებით <3

Annia
კარგია და ველოდები, ჩემი დიდი მხარდაჭერა შენ, არ ვიცი კიდევ გაქვს თუ არა სხვა ისტორიები ამ კომენყარის შემდეგ გადავხედავ შენს გვერდს, მავრამ უკვე ვფიქრობ რომ საინტერესო ფანტაზია გაქვს

ძალიან ძალიან დიდი მადლობა. სხვა ისტორია არ მაქვს. ეს პირველია... ვნახოთ სადამდე წავა ჩემი ფანტაზია <3 <3

 


№6 სტუმარი სტუმარი Lika

ძალიან მაგარია. იმედი მაქვს გააგრძლებებ. მეთე? მეუცნაურა სახელი მაგრამ მომწონს

 


№7  offline წევრი ეველინა

სტუმარი Lika
ძალიან მაგარია. იმედი მაქვს გააგრძლებებ. მეთე? მეუცნაურა სახელი მაგრამ მომწონს

მოხარული ვარ რომ მოგწონს. კი გაგრძელებას ვაპირებ.. მეთე არაა ქართული სახელი თურქული სახელია უფროო ვრცლად შემდეგ თავშიი ვისაუბრებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent