შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი {სრულად}


17-01-2024, 00:55
ავტორი ქეთათო4
ნანახია 22 675

სესო ორჯონიკიძის სიყვარულის ამბავი ყველამ იცოდა. დაწყებული ნახალოვკიდან დასრულებული ღრმა ღელეთი. მთელმა თბილისმა იცოდა ლურჯთვალება ანგელოზის ცალმხრივი გრძნობა აკა დადიანის მიმართ. იმდენად მტივნეული და ტოქსიკური ცალმხრივი სიყვარული, რომ ორჯერ სცადა ორჯონიკიძემ მის გამო თვითმკვლელობა. კარგად არ იყო. ბევრ ფსიქიატრთან სიარულის, ცარიელი დღეებისა და განადგურებული მშობლების მერე იყო ბედნიერებაც.
ორწლიანი ბერლინში ყოფნის შემდეგ, საქართველოს საჰაერო ზონაში მყოფი მხოლოდ იმას ფიქრობდა:რა იქნებოდა ამის მერე.
სადღაც ღრმად ჩამალულმა გრძნობებმა ისევ შეახსენეს თავი. ცრემლების ნაკადი უფრო დიდი გახდა, როდესაც აკა და მისი საცოლე გაახსენდა, ორი დღის უკან რომ აღმოაჩინა შემთხევით მისმა სოციალურმა ქსელმა და შეახსენა ,,შესაძლოა იცნობდეთო".
იცნობდა აკას სესო? არა!
მხოლოდ რამდენიმეჯერ წვეულებაზე და ერთხელ უნივერსიტეტში ნახვა აღმოჩნდა საკმარისი იმ დიდი და უძირო სიყვარულისთვის, რომელიც მთლიანად მოედო ორჯონიკიძეს და ჩაითრია. არ იყო მარტივი ეს ყველაფერი. თეთრად გათენებულ უამრავ ღამეს, ტკივილს, ცრემლებს და იმედგაცრუებას ინახავდა მისი გული. მიუხედავად ყველაფრისა, აკას არ ადანაშაულებდა. ან როგორ დაადანაშაულებდა, როცა არც კი იცნობდა დადიანი. მწარედ გაიცინა საკუთარ ფიქრებზე და კიდევ ერთხელ გადახედა ასანთის კოლოფისოდენა სახლებს. მოენატრა თბილისი. იმდენ კრგ მოგონებებს იტევდა თბილისის ქუჩები, შეუძლებელი იყო არ მონატრებოდა. ცუცა გაახსენდა, ერთადერთი და განუმეორებელი არაბული.
თვითმფრინავი ბერლინი-თბილისის მიმართულებით ოც დეკემბერს, ცამეტ საათსა და ცამეტ წუთზე დაეშვა წარმატებით. ჩემოდანს მოაგორებდა ორჯონიკიძე და ყველაფერ ცუდს ბერლინში ტოვებდა. დედის კივილმა და მამის შეძახილმა მაშინვე მოიყვანეს აზრზე.
მონატრება ახლა უფრო მეტად იგრძნო. მათკენ გაიქცა და პირველი ქალბატონ ეკას გადაეხვია.
-ჩემო სიცოცხლე.- ვერ წყნარდებოდა კირკიტაძე.
-მიმიშვი ქალო. -ქმრის ხუმრობაზე ორივეს გაეცინათ და მამის თბილ მკლავებში გაეხვია სესო.
-როგორ მომენატრეთ. -ვარსკვლავები კიაფობდნენ თვალებში.
-შენ ცუცა უნდა ნახო მამი. ისეთი აჟიტირებული გელოდება. წყნეთიდან ფეხით მოდიოდა, დათომ დამირეკა მიშველე რამეო.
-მაგის ამბები, რომ ვიცი. -ჩაიკისკისა და მამის კუთვნილ ავტომობილში მოთავსდა. სასიამოვნოდ თბილოდა ავტომობილში, მაგრამ ქუჩებში ყინვა გამეფებულიყო.
-სესო მამი.- წინიდან გადმოსძახა
-ვიცი, არ ინერვიულოთ, გაიარა ყველაფერმა.
-დედიკო...
-დე, არავის გამო არ ვაპირებ ერთხელ ნაჩუქარი სიცოცხლე გავწირო.
-გაგიჭირდება.
-თბილისი არ არის დიდი, უბრალოდ ყველაფრისთვის მზად იყავი რა, ძალინ გთხოვ. -
ყურადღება არ მიმიქცევია მათი დაძაბული მზერისთვის, მეგონა ისევ ეშინოდათ, რამე არ ჩამედინა.
სალონში ჩარკვიანის ,,ნუ უსმენ ხალხს" გაჟღერდა.
,,დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს"
გამეღიმა.
სიყვარულს არა კვახი.
----
ჩემი კორპუსის წინ ვიდექი. ორი წლის წინ რომ დავტოვე, მაგრამ ყველაფერი ისევ ისე დამხვდა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
-სესოო.- ვიღაც განწირული კიოდა. ვინ თუ არა ცუცა?
-ცუციიი! -ალბათ ყველაზე მეტად მისმა ნახვამ გამახარა. გამაფერადა..
-შენ თავს ვფიცავარ ჯოჯოხეთი იყო უშენოდ ნანუს კაფეში სიარული.
-მაპატიე.
-გაპატიე ყველაფერი, როცა გავიაზრე რა ცუდად იყავი. უბრალოდ გთხოვ მეორედ მსგავსი არაფერი.
-არ ვაპირებ ცუც. გეფიცები.-თითები გადავაჯვარედინე და ჩემს მონატრებულს ისევ გადავეხვიე.
-ცოლი მოიყვანა. -ვიგრძენი როგორ ჩამწყდა რაღაც.
-მიხარია.
-დეა ლომიძე, ჩვენი.
-ჩვენი არა, შენი და კიდევ იმ ორის.
-სესო როგორ გაუძლებ?
-ცალმხრივი იყო და გაქრა გვანც, დავასრულე დადიანი.
-კარგად უნდა იყო.
-ვიქნები.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტაც და ცრემლები გადმოკვეთდნენ ჯებირებს მაინც მტკიცედ ვიდექი. არ მინდოდა ისევ სტკენოდათ ჩემი ტკივილი.
სიყვარული ერთხელ მოდის და ჩემთვისაც ერთხელ მოვიდა. ვერ მოვერიე ამ გრძნობას. გადამყლაპა...
არ ვიცი, როდის გამიმხელდნენ, რომ აკა დადიანი ჩემს კორპუსში, ჩემივე სახლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ ფაქტია, არ აპირებდნენ. კიბეებზე ავდიოდი, დარდი ისევ მეწვა გულზე, ვიღაცას მთელი ძალით რომ შევასკდი.
-ფრთხილად!-ისეთი ბოხი ხმა იყო, მეგონა, რაღაც აპარატურით აძლიერებდნენ.
-ბოდიშით!-ავიწურე და გზას ვაგრძელებდი, ნაცნობი ხმა რომ არა...
-სანდრიკა, დაიცა რაა!-ბოხ ხმიანს ეძახდა. უნებურად გავატრიალე თავი და დადიანი დავინახე. არათითზე მორგებული ოქროს რგოლით. გული მტკივნეულად შემეკუმშა და მერე ბიჭს მოყოლილმა ლომიძემ დამასამარა. შორიდან იცოდე, რომ შენს საყვარელ ადამიანს ცოლი ჰყავს ხომ ჯოჯოხეთია, მაგრამ პირდაპირი ტრანსლაციით უყურებდე, კოშმარია. რომ არ წავქცეულიყავი, მოაჯირს დავეყრდენი. სულ ორი წამით გადააწყდა ჩემი მზერა დადიანისას.მერე კიბეებზე ჩავიდა.
ჩემი გული მე აღარ მეკუთვნოდა. აკას ჩაჰყვა პირველზე...
კარი ხმაურით გავაღე და ცრემლებს თავისუფლება მივეცი.
-ღმერთო!-მტკივნეულად მივიჭირე ხელი გულზე და საძინებლისკენ გავიქეცი. საკუთარ მონატრებულ ოთახს არც კი შევხედე. კარი გადავკეტე და საწოლზე პირქვე დავემხე.
ყველაფერი იმაზე რთული იყო, ვიდრე წარმომედგინა. თითქოს შევაჩვიე ჩემი თავი რეალობას, მაგრამ არა. არა კი არა ვერ... დადიანის მწვანე თვალები ახლაც თვალწინ მედგა და მინდოდა, მასში ჩემი სიყვარული დამენახა. ნეტავ ვყვარებოდი. ნეტავ ოდესმე ისე შემოეხედა, როგორც ლომიძეს უმზერდა. გამაკანკალა. საკუთარი თავი ისევ იმ მდგომარეობამდე მიმყავდა, რომლის მორევიდანაც ძლივს ამომათრიეს. გონების ერთი ნაწილი გაჰკიოდა: ,,სესო იფიქრე", მეორე კი:,,დებილი ხარ ორჯონიკიძეს" რომელი იყო მართალი? რა თქმა უნდა, მეორე.
დებილი ვიყავი...
ტირილში ჩამეძინა. კარზე ბრახუნი ატყდა და ზლაზვნით წამოვდექი. ზღურბლს იქთ გაფითრებული დედა დავინახე და თავი შემზიზღდა.
-სესო დეე.-კანკალებდა.
-მეძინა.-შეძლებისდაგვარად გავუღიმე.
-მე.. მე უბრალოდ...-ვერ იძახდა თავად რა იფიქრა, მაგრამ მე ვიცოდი.
-დამშვიდდი.-მისკენ გავიწიე და მოვეხვიე.
-მეორედ კარი აღარ ჩაკეტო რაა.-არც ბრაზი, არც ყვრილი უბრალოდ დიდი შიში იყო მის სიტყვებში.
-კარგი დე!-ვაკოცე. დამშვიდდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ მხრების თრთოლვით წავიდა სამზარეულოსკენ.
სარკეში ჩავიხედე.ვინ ვიყავი ან რატომ ვიყავი, არ ვიცოდი, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა. არ შეიძლებოდა ჩემი ტოქსიკური გრძნობის გამო მშობლები გამეჭაღარავებინა. დიდხანს ვუყურებდი ჩემს დანისლულ თვალებს. ტკივილი იღვრებოდა, მაგრამ უფრო მეტად-ბრაზი. ბრაზი იმისა, რომ საკუთარ თავს ვასამარებდი და ამით ვკლავდი მათ, ვისაც ვუყვარდი.
ძალა მოვიკრიბე, ოთახიდან გავედი და ჩემს მოსაცმელს დავწვდი.
-სუფთა ჰაერზე ჩავალ.-დედას გავძახე და კარი გავიხურე. აღარ შემიხედავს სახლისთვის, რომელშიც ადრე ზინა ბებო ცხოვრობდა და ახლა... ახლა ჩემი ტკივილი.
სწრაფად ჩავიარე კიბე და უკვე გასვლას ვაპირებდი დეას ხმამ შემაჩერა.
-სესო!-საიდან მიცნო? ფრთხილად შევბრუნდი და ახლოდან დავაკვირდი ლომიძეს.
-გამარჯობა!-ყალბი ღიმილი ავიკარი. ამ ქაჯმაც იცოდა მის ქმარს, რომ ,,ვქრაშავდი"
-როგორ ხარ?-თვალებიდან ირონია ეღვრებოდა.
-უკეთესადაც ვყოფილვარ!-ნიშნისგებით მივახალე და შეტრიალებას ვაპირებდი...
-აკა, მოდი ვინ გაგაცნო.-ცოცხლად დავიმარხე. მეთამაშებოდა ეს გომბიო.
-ხო დეა.-წელზე მოხვია ხელი. არ გავახარებდი ლომიძეს. გავიღიმე. რა მაცინებდა?
-აკას გაცნობა ჩემს ცხოვრებას არანაირ სიკეთეს არ მოუტანს.-მეტი ირონია სეს..-სასიამოვნოათქო ვერ გეტყვით, დიდად არ ვარ მოხიბლული სხვების ქმრებით და არც მათი გაცნობის პერსპექტივა მხიბლავს. ნახვამდის.-მე ხომ შინაგანად ვღრიალებდი, მაგრამ ლომიძის დაღებულ ყბად ღირდა. მხრებში გავსწორდი, დილის ინცინდენტის ,,მსხვერპლს" გავხედე და ისე დავტოვე შენობა.
****
შინაგანი ფორიაქი მმართავდა. მტკვრის სანაპიროს გავუყევი. ქურთუკი ვერ მათბობდა, ვერც ღუმელი. ვერაფერი... არ ვიცი, ამინდი რა შუაში იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ხელს მიწყობდა. დეკემბრის ცამეტში წვიმდა. დღეს დაბრუნებულის კვალობაზე, კარგად ვიყავი. ხო აბა, მგზავრობის დაღლას არ ვიმჩნევდი და ფიქრებით ისევ დეასა და აკას სარეცელს ვეტმასნებოდი.ცოტაც და გული ამერეოდა ჩემს თავზე. გადასასვლელთან მივედი. ჰაერში დავაბოტებდი. ამ ქვეყნად არ ვიყავი. მანქანის გაბმულ სიგნალზე შევკივლე და გავშეშდი. ჩემი ბავშვობის ფობია იყო ეს. ავარიის გამო სიკვდილი. ახლა ყველაფერი ნათლად დამიდგა თვალწინ. როგორ გადამივლიდა ეს შავი ავტომობილი. როგორ გადმოვიდოდა იქიდან მძღოლი ჩემი გინებით. უი მძღოლი... ახლაღა გავხედე შუბლშეკრულ ,,სანდრიკას" და გამეღიმა. არ იყო დადიანი, მაგრამ იყო კიდეც. ყველგან მახსენებდა საკუთარ არსებობას. გიჟივით გამოგლიჯა კარი და წინ გადამიდგა. ყელიანი ზედა ეცვა, ჩემი თვალებისფერი. მეც მომიხდებოდა სხვათაშორის.
-ბრმა ხარ?-ხელი ამიქნია და რომ დარწმუნდა არ ვიყავი, უფრო გაავდა.
-თუ სიკვდილი გინდა სხვა ადგილი მონახე.-ეს ხეპრე. გავგუდავდი ახლა ამას და ყველას ჯავრს მასზე ამოვიყრიდი.
-ტარება ისწავლე.-რას გავუთამამდი? ახლა რომ ამიღოს და გადამაგდოს მტკვარში, ხომ ვარ ღირსი. ხარ სესილია, ნამდვილად ხარ.
-შენნაირ გოგოებს ვერ ვიტან!-კიდევ ერთხელ მომავლო მზერა და სწრაფი ნაბიჯით მივიდა ავტომობილამდე.
-გამატარებ?-ნაგლი. უეჭველი დეას ტყუპია. უკან გავდგი ერთი ნაბიჯი.
-გაირე!-ორივე მნიშვნელობით ვუთხარი. გაბრაზებულმა გამომხედა და საბურავების ღრჭიალით დატოვა ტერიტორია. ამოვისუნთქე. ახლა უკვე ფრთხილად გადავჭერი გადასასვლელი და ცუცას კორპუსთან შევჩერდი. მობილური მოვიმარჯვე, ნაცნობ ციფრებს დავხედე და დარეკვის ღილაკს დავაჭირე.
-ხოო სეს!-ამოიკნავლ და მივხვდი, ვერ იყო კარგად.
-ამოვიდე?-უთქმელად მივხვდი, რა უნდოდა.
-კი რაა!-საცოდავად ამოილაპარაკა და მე რამდენიმე წამში გავჩნდი მის რძისფერ კართან. ზარი დავრეკე. კარს იქიდანაც კი ვგრძნობდი, რომ ცუდად იყო. მერე დავინახე კიდეც.
-დეპრესია.
-სანდრო გელოვანმა საგანი ჩამიტოვა.
-რა?-ცუცა და საგნის ჩატოვება იცით რას ნიშნავდა? აპოკალიფსს.
-იდიოტი.-პირდაპირ გავულანძღე ლექტორი.
-ერთი სემესტრია მოვიდა და გაგვამწარა სეს.-მომეხვია.
-რა ვუთხრა მამას?-მძიმე არტილერია იყო ცუცის მამა.
-დამშვიდდი, მოვიფიქრებთ რამეს.
-ლიკა ტალახაძემ ჩააბარა, მე ვერ.-ცოტაც და გასკდებოდა.
-დაველაპარაკები.-დიდი ,,საქმეების მომგვარებელი" ვიყავი რაა.
-ვის?
-გელოვანს.-კიდევ ერთხელ გააკანკალა ამ კაცის გვარზე.
-ნომერი მომწერე.-გზიდან მივაძახე და გაავებული ჩავედი ქვემოთ. მერე ჩემს თავზე გამებრაზა, თითქოს კანონიერი ქურდი ვყოფილიყავი. ღმერთო, ერთი დღისთვის ძალიან ბევრი იყო. მობილურმა დაიწრიპინა და მაშინვე დავრეკე გელოვანთან. მიპასუხა.
-ალო.-ნაცნობი ხმა იყო? საიდან მეცნობოდა, არ ვიცოდი.
-სანდრო გელოვანი ბრძანდებით?-დავიძაბე.
-დიახ.-გავიგე, როგორ გადაყლაპა რაღაც.
-თქვენი ნახვა სად შეიძლება?-თვალები ავატრიალე და ტაქსს დავუქნიე ხელი.
-უკაცრავად?-გაეღიმა. დებილი.
-თქვენს დასაკერად არ მოვდივარ. საქმე მაქვს, სად გნახოთ?-ამოვიოხრე.
-თარხნიშვილის ორში. ახალგახსნილი კაფეა.-გათიშა.
გაბრაზებულმა ტაქსის მძღოლს ვუკარნახე მისამართი და თავი მინას მივაბჯინე. მიყვარდა ეს ქალაქი ყველაფრით. ხალხიც კი მიყვარდა და საერთოდ ყველაზე კარგად აქ ვიყავი. შენობების თვალიერებაში ისე გავერთე, რომ ბოლოს მძღოლის ხმამაღალმა ნათქვამმა მომიყვანა აზრზე.
-უკაცრავად.-უხერხულად შევიშმუშნე და თანხა გავუწოდე. გადავედი. გარემოს თვალი მოვავლე და ახლად გახსნილ კაფესაც მივაგენი. წვიმამ იმატა. სწრაფი ნაბიჯით გადავკვეთე ქუჩა და რასაც ქვია, შევვარდი კაფეში. რამდენი წყვილი თვალი მიყურებდა, არ ვიცი, მაგრამ შემრცხვა.
,,აქ რას აკეთებ სესილია?"-საკუთარი თავი დავტუქსე და თავისუფალ ადგილზე დავჯექი. მობილური ამოვიღე და დავრეკე ლექტორთან. გვერდით მჯდართან აწკრიალდა ტელეფონი და რომ გადავხედე, გავშრი. სამი მუშკეტერი:დეა, აკა და ის სანდრიკა. ღმერთო, ოღონდ ეს არა. ოღონდ ეს არ იყოს ლექტორი... მიტკლის ფერი დამედო, ერთი-ერთში რომ დაემთვხა იმის პასუხი ლექტორისას. ავიწურე.
-ჯანდაბა.-ამოვიოხრე და მაქსიმალურად გავსწორდი.
-გვერდით მაგიდასთან ვარ!-უცბად მივაყარე და დავინახე, როგორ გამოესახა გაოცება. დიდებულად ადგა და თანაბარი ნაბიჯით მოვიდა ჩემამდე.
-წყევლა.-ამოიფრუტუნა და პირისპირ დაჯდა.
-ბატონო სანდრო!-უხერხულად გავიღიმე და იმ წამს მოტანილი წყალი მოვსვი.
-რა საქმე უნდა გქონდეს შენ ჩემთან?
-ჯერ ერთი, რამდენიმე სიტყვა თქვით და უკვე დამაკნინეთ, მეორე მე არ მაქვს. ჩემს დაქალს აქვს, რომელსაც საგანი შეტენეთ. ცოტა მეტად ლოიალური უნდა ბრძანდებოდეთ, მითუმეტეს არ იცით, რა ხდებოდა მის თავს.-ყელი გამიშრა. ვკანკალებდი. გვანცას ამბავი ჩემი ბრალი იყო.
-უკაცრავად?-შუბლი შეჭმუხნა.
-გვანცა ბერიძეზე გელაპარაკებით.
-ჩემს სტუდენტებზე უცხოებთან არ ვსაუბრობ.
-სესო ორჯონიკიძე. სამართლის სკოლა დამთავრებული. მიყვარს ზღარბები და არ მიყვარს შტერი ადამიანები. გამიცანით?-თვალები ავატრიალე და ძროხასავით მოცინარ ლომიძეს გავხედე. ლოგიკური კითხვა დამებადა. ,,ეს რატომ უყვარს დადიანს?" და სანამ პასუხს მივიღებდი გელოვანი ალაპარაკდა.
-სესილია, მისმინე.-მაჯის საათს დახედა.-მეჩქარება. გვანცას რაც შეეხება ქულა დაწერილია.-კუბო მომიტანეთ. თავად ჩავაწვენ.
-მანამ სანამ ვინმეს ნაშრომს გაანულებთ და ადამიანს გულს ატკენთ, დაფიქრდით. არავინ ხართ თავს ამდენის უფლებას რომ აძლევთ. გათამამებული ბავშვი, რომელსაც მამიკომ ყველა სურვილი შეუსრულა. სამწუხაროა, საქართველო ამდენ ნაგავს რომ იტევს-თვალი დეასკენ გავაპარე და ფეხზე წამოვდექი. არ მინდოდა საუბარი. ასეთი ადამიანები... ღმერთო, არ მითხოვია. მოვითხოვე. თავში ხელის წამორტყმის ემოჯი მინდა. ცოტაც და პატარა ბავშვივით ავტირდებოდი. ლომიძის ძახილი არაფრად ჩამიგდია. იქიდან მოვკურცხლე.
წვიმაში აბუზული მივაბიჯებდი და ვბრაზობდი. ყველაფერზე ერთად, მაგრამ ამავდროულად ჩემს თავზე. როგორ შეიძლებოდა? ღმერთო, ისე ქაჯურად მოვთხოვე, ჩემს დაქალს ქულა დაუწერეთქო... არ მაინტერესებდა, როგორი ადამიანი ვეგონებოდი, მაგრამ მე ხომ მქონდა ჩემი შეგნება. თანაც ვერც ქულა დავაწერინე. მეგობრის გამო ყველაფერს ვიზამდი. მითუმეტეს ვიცოდი, რომ ჩემ გამო იყო ასე.
სახლისკენ გავუხვიე. მეძინებოდა. ცუცას ხვალ ვნახავდი. კიბეები ავირბინე და ზარი დავრეკე. დედამ გამიღო. დაფეთებული იყო ისევ.
-მოხვედი დე?-ცდილობდა დაემალა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი.
-სულ მოვალ ხოლმე.-გავეკრიჭე და მოვეხვიე. მერე ოთახში შევედი. ზედმეტი ნაჭრისგან გავთავისუფლდი და როგორც მჩვეოდა, საცვლისამარა დავიძინე.
დილით სიცივემ გამაღვიძა. თვალდახუჭული წამოვდექი და ძირს დავარდნილ საბანში გავეხვიე. დიდხანს გაგრძელდებოდა ჩემი ,,ნეტარება" ტელეფონის წკრიალი, რომ არა.
-ჯანდაბა ყველას!-ამოვიზმუილე და ხელი ტუმბოსკენ ავწიე. მობილურს სანამ მივაგნებდი, ფოტო, ჭიქა და სანათი ძირს გადმოვყარე. ბოლოს მობილურსაც დავწვდი და სახესთან ახლოს მივიტანე, რომ შუქს გამოვეფხიზლებინე. ცალი თვალი გავახილე, როგორც იქნა. სენსორს თითი გადავუსვი და შეტყობინების წაკითხვისას მარტო მეორე თვალი კი არა, მთელი სხეული გამოფხიზლა.
-,,რა უთხარი ესეთი გელოვანს, რომ განმეორებითს მინიშნავს?!"-გვანცა (ცუცა) მწერდა.
მეც დამაინტერესა, რა ვუთხარი ასეთი? დავფიქრდი. არაფერი ისეთი, რაც ამ ნაბიჯამდე მიგვიყვანდა.
ცოტა გაურკვევლობაში ჩავვარდი, მაგრამ მთავარია, ცუცა იყო ბედნიერი.
-,,ეგეთები შემიშინებია"-შეტყობინებაში კი გავიჯგიმე, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რაც მოხდა? ხოდა საიდუმლოდ შემინახეთ.
ვერ გამეგო რა უნდა მექნა. მადლობა მომეხადა?- ცოტა გოიმობა იყო. უყურადღებოდ დამეტოვებინა?- უნამუსობა. ვერ გამეგო. ბოლოს უბრალოდ ფეხზე წამოდგომა და ყავის დალევა გადავწყვიტე. ჯანდაბას ლექტორი. მე არაფერ შუაში ვიყავი ამ საქმესთან. ხელები ავწიე და სააბაზანოში შევიკეტე...
დიდხანს გავაგრძელებდი ნებივრობას, დედაჩემის მომზადებულ ყავის სურნელს რომ არ შემოეღწია. სწრაფად ჩავიცვი თბილი ხალათი და ჩუსტები. ღიმილიანი სახით გავაჭერი მისაღებში და დივანზე ჩაძინებულ მამას ვაკოცე. შეიშმუშნა, ცალი თვალით გადმომხედა, ხელი ამიწია და ისევ განაგრძო მორფეოსის სამყაროში მოგზაურობა.
-დილამშვიდობისა დე.-სამზარეულოში ფუსფუსებდა.
-დილამშვიდობისა სესო.-ყავის ფინჯანი გამომიწოდა და თავადაც ჩემ წინ მოკალათდა. როგორ მიყვარდა ეს ყველაფერი და რა სულელი ვიყავი, როდესაც ხაზს ვუსვამდი ბედნიერებას.
-სესი, დიდი ხანია მინდა გითხრა, მაგრამ ვერ გეუბნებოდი.-დაძაბული საუბრობდა.
-მითხარი.-მეც დავიძაბე.
-აკა ჩვენ წინ ცხოვრობს.-შვებით ამოვისუნთქე. მეთქი რამე სერიოზული... რა? ჩემი თავი დავიჭირე. აკა ვერ აღვიქვი სერიოზულად? ღმერთო, კარგად ვიყავი? შუბლზე ხელი დავიდე. სიცხე ნამდვილდ არ მქონდა.
-კორპუსი მარტო ჩემი ხომ არაა. არაუშავს.-გულწრფელად გავუღიმე და ფანჯარას გავხედე. თოთხმეტ დეკემბერს ისევ წვიმდა.
ოხ, ეს ამინდი...
***
წვიმა მე და დეკემბერი განუყრელად ვიქეცით. ორი კვირა იყო გასული ჩემი ჩამობრძანებიდან და თითქოს ყველაფერს შევეგუე. მეტ-ნაკლებად შევძელი აკას ჩემი მეხსიერებიდან ამოშლა. ნუ, ყოველელ შემთხვევაში, ვცდილობდი. ამას ხელს მისი არ გამოჩენაც უწყობდა და არც დეა ჩანდა ჰორიზონტზე. მშვიდად დავაბიჯებდი თბილისში. კაფეებსა და ბიბლიოთეკებში. ძველ სესილის ვაბრუნებდი და ეს ყველაფერი მომწონდა.
ოცდაცხრა დეკემბერს გვიან მომიწია სახლში დაბრუნება. წიგნების კითხვას შევყევი და... ნუ მოკლედ, როგორც იყო. კიბეები ავიარე და შეციებულმა დერეფნის კარი გავაღე. ის იყო, კარზე ზარი უნდა დამერეკა, ნაცნობი ხმა, რომ შემომესმა და სმენად გადავიქეცი.
-ტყუიხარ!-გელოვანი იყო. ვიღაცას მოათრევდა კიბეებზე.
-ღმერთო მაპატიე. -ლიანას გამოწეულ კარს მივეფარე და გავიყურსე. დადიანის გინება მომესმა. დავიძაბე.
-გამოვ*ლევდი. ეგ ვაბშე როგორ მოვიყვანე?-ძლივს ლაპარაკობდა.
-გეყოს, შერიგდებით.-კედელზე ააყუდა და თავად გასაღები მოარგო საკეტს.
-აღარასდროს.!-ისეთი მტკიცე იყო ნათქვამი, გავშრი.
რა ხდებოდა? არ ვიცოდი და ვერც ვხვდებოდი, მაგრამ ორი კვირის ოჯახი როგორ დაინგრა? ლაბირინთში შევდიოდი. რაში მაინტერესებდა ანდაც. თავი გადავიქნიე და სიცივისგან გაყინული ფეხები ძლივს დავაშორე ერთმანეთს. სწრაფად მივედი სახლის კარანდე და კისრისტეხვით შევვარდი სახლში.
-მშვიდობა გაქვს?-ეჭვით გადმომხედა მამამ.
-კიი.-გავუღიმე და პირდაპირ ჩემს ოთახში შევედი. ლეპტოპი გავხსენი. დეას გვერდი მოვძებნე. არაფერი. ახლა აკასთან გადავედი. აქაც არაფერი. მერე ნუცა გამახსენდა ბერეჟიანი. მასთან იქნებოდა რაღაც. სთორების დედაა. სასწრაფოდ გადავედი და სთორებს ჩავუყევი. ობიექტივში სალფეთქების გროვით დაფარული ბერიძეც მოხვდა. დავიბენი. რა უნდა მომხდარიყო ასეთი? სხვის ცხოვრება იყო, მაგრამ... მაგრამ რავი. ტელეფონი აწკრიალდა. დაძაბულმა დავხედე ეკრანს და უცხო ნომრის დანახვაზე შევცბი. არასდროს მხიბლავდა პასუხის გაცემა, მაგრამ ახლა რატომღაც ვუპასუხე.
-ალო.-დავიძაბე.
-გავიგეთ, სესილია.-ათჯერ დავხედე მობილურს და რომ გავიაზრე, აკა დადიანი რეკავდა, პირზე ხელი ავიფარე.
-უკაცრავად?-რა გაიგო ნეტავ...
-არასდროს ვიქნებით მე და შენ-ჩვენ.-ისე ნაგლად მომახალა. თავი ვინ ეგონა?
-ღმერთმა დამიფაროს!-პირჯვარი გადავიწერე და მობილური მოვისროლე. არც ტირილს და არც გოდებას არ ვაპირებდი. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი დადიანს და მერე... მერე უბრალოდ დავბლოკე.
-სესო ორჯონიკიძე არ ვიყო თუ დორბლები არ გაყრევინო ჩემზე.-ლეპტოპი გვერდით გადავდე და სააბაზანოში შევიკეტე.
როგორ ვიფიქრე, რომ დადიანი კარგი ადამიანი იყო. ცინიკოსი, იდიოტი. და მე უტვინო, შტერი. ვის გამო ვწირავდი საკუთარ თავს და ოჯახს? სულელო სესილია. რამედ ღირდა? ჩემს ტკივილად ნამდვილად არ. გვიან გავიაზრე. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ორ დღეში ახალი წელი იყო. ახალ წელს ახალი ამბებით დავიწყებდი. ოცდაათში ჩემებს გამოვუცხადე ქირით გადავდივარ და პანიკების გარეშეთქო. მამა გადაირია, დედა კაპლებით დარბოდა. მაგრამ დრო იყო ცვლილებების. პიროვნული განვითარებისთვის. ორ წლიან ჩაგდებას ანაზღაურება სჭირდებოდა. ახალწელს ჩემთვის და ცუცასთვის ბაკურიანის სასტუმროში ნომრები დავჯავშნე და ამას მოჰყვა ვახვახა, გამყრელიძე და ბურდული.
ჩვენ, ხუთი განუყრელი, პირველი კლასიდან ერთად ვიყავით და ახლა 2021 წლის დადგომას ვზეიმობდით. ჯადოსნურია ახალი წელი.
ფოიეში ვისხედით, ჩაის ვსვამდით და ძველ ამბებს ვიხსენებდით.
-გახსოვს, წიკლაურს რომ უყვარდი?-კოტემ გადმომხედა და მერე ყველას ერთიანად გადაგვიარა სიცილის ტალღამ.
-ვენოკის ყვავილები მაჩუქა. ბაბუამისის გასვენებიდან მოუპარავს.-სულს ძლივს ვითქვამდი.
-დაუნახავი, ჩემთვის ეგეც არავის უჩუქია.-ცოტაც და დაბლა დაიწყებდა გორაობას ცუცა.
-ცუცა, ერმალოც გვახსოვს.-გამომესარჩლა საშა
-მაღრაძე?-ვერ გავიხსენე.
-რა მაღრაძე, ტყებუჩავა.-აქ ცუნამი წამოვიდა ჩვენი მიმართულებით.
ერმალო ტყებუჩავა ცალკე კლასიკა იყო.
-და ის ტიპიც, ვიკო ვიბლიანი.
-ვიკო კარგი ბიჭი იყო.-მართლა მომწონდა.
-ამან ხო დაიწუნა.-ცხვირი აიბზუა საშამ.
-იმიტომ რომ თავში ჰქონდა ავარდნილი.-თავი იმართლა გვანცამ.
-არადა მაგრად უყვარდი. ერმალო ხომ მაგრად გალახა და ბოლოს კახა სცემა. დირექტორის ძმისშვილი. მაგაზე ამბები ატყდაა...-თავი გადააქნია ვახვახამ.
-კარგი იყო სკოლა.-გავიღიმე და ფანჯრიდან დათოვლილ არემარეს გავხედე. მიყვარდა ბაკურიანი და ეს ადამიანები, რომლებიც მილამაზებდნენ ყველაფერს.
ოცდათერთმეტი თენდებოდა. ბოლო დღე ძველი წლისა. მონდომებით ავეხიკეთ საწოლებიდან და ადმინისტრაციის ნებართვით მთელი დერეფანი მოვრთეთ.
-ბურდული დაგივარდები.-ყვიროდა ბერიძე და ბოლო ხმაზე მოცინარ ბურდულს მუშტებს ურტყამდა.
-ორი ბატი შეხვდა ერთმანეთს და მერე რა მოხდა?-იკეცებოდა ვახვახა.
-გცემ!-იმუქრებოდა საშა.
ყველაფერი იდეალურად იყო. კედელთან ჩაკეცილები ერთმანეთს ვუყურებდით და საკუთარი ნახელავით ვტკბებოდით. მთელი დერეფანი გავაჭახჭახეთ. განწყობაც მოდიოდა.
-დღეს ვსვამთ.-ინიციატორი ყოფილი კახელი თავადი ვახვახიშვილი გახლდათ.
-ამას გენებში ლოთობა აქვს.
-სისხლი კი არა ღვინო უჩქეფს.
-ბურდულს ცხვირი გაუტყდება.-თავი გადააქნია ზურამ და მერე ჩვენ გადმოგვხედა.
-მაგრად უნდა დავთვრეთ.-ჩვენი თანხმობის შემდეგ ტაში შემოჰკრა და ფეხზე წამოდგა.
-მე გავივლი-გამოვივლი, იქნებ შემხვდეს ვინმე...-ნიშნისგებით ამოთქვა და ბოლოს სამივე გაიძურწა.
-დებილები არიან.-გაიღიმა გვანცამ და მომეხვია.
-კარგია, რომ დაბრუნდი სეს. ბოლოს ასეთი ბედნიერები როდის ვიყავით, არ მახსოვს.
-არც მე.-სინანულით ამოვთქვი და ფიფქებს გავხედე. მომსხვილებულიყო და უფრო სწრაფადაც მოსავდა თეთრად ბაკურიანს.
საღამოს კაბები არ მიყვარს. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, რომ ჩამეცვა. მაგრამ ვერცხლისფერ კაბაში გავეკვეხე და ოდნავ ქუსლებზეც შევდექი. ვაღიარებ ლამაზი იყო კაბა. მე-როგორც ყოველთვის თხა. ღიმილით ჩავიარე კიბე და ბიჭების სახეზე კიდევ უფრო გამეხა ბედნიერებისგან ბაგე.
-ამას უყარაულეთ არ აგვწკაპნონ.-აგენტი 007-ის პაროდია გააკეთა ვახვახამ და ისევ ყველას სიცილის ტალღამ გადაგვირბინა. პირველ სართულზე იქნებოდა საღამო. არ ვიცი რამდენი ადამიანი იყო იქ, მაგრამ მთავარია, ჩვენ ჩვენი მაგიდა გვქონდა.
ლურჯი განათება ჰქონდათ. თავიდან თვალები კი მატკინა და ძლივს მივაგენი ჩვენს მაგიდას, მაგრამ მერე თვალიც შეეჩვია და გარემოც უკეთ აღვიქვი. მრგვალი მაგიდა სასურველ რაოდენობაზე იყო გაწყობილი. შუაში სანთლები მისტიურ გარემოს ქმნიდა. შამპანიური პირდაპირ ყინულებით გვქონდა და კიდევ ბევრი დეტალი, რომლებიც დაუვიწყარს გახდიდნენ დღევანდელს. მშვიდი მელოდია უკრავდა და დარბაზიც ნელ-ნელა ივსებოდა სტუმრებით. სხვები რომ დავინახე მერე აღარ მინანია ამ კაბის ჩაცმა. ცუცას ველოდით. შემოსასვლელიდან ვიღაცამ გამოანათა და მერე კარგად აღვიქვი. ბერიძე იყო. შინდისფერ კაბაში. ისეთი ლამაზი. თმები მხრებზე ეყარა და დიდებული ნაბიჯით მოიწევდა ჩვენამდე. დაგვინახა თუ არა, ბაგე გაეხსნა და ხელი დაგვიქნია.
-ამასაც უდარაჯეთ.-დაუსტვინა საშამ.
დაუვიწყარი საღამო იწყებოდა. გარეთ ფიფქები კიდევ იფრო მატულობდნენ.
დასაწყისს ველოდით კარში რამდენიმე სილუეტი, რომ გამოჩნდა და მათ შორის დადიანი რომ ამოვიცანი, უსიამოვნოდ გამცრა. დეა ჰყავდა ახუტებული.
-სესო.-ზურა მომეხუტა. აქაც შემძულდა ჩემი თავი. როგორ ვძაბავდი ჩემი დებილური აკვიატების გამო ყველას.
-არ ვიცნობ, აზრზე არ ვარ ვინაა და არც სურვილი მაქვს.-მხრები ავიჩეჩე და მართლა, გულწრფელად გავიღიმე.
-თუ რამეა...-აღარ დაასრულა ბურდულმა. ვიცოდი, რასაც გულისხმობდა.
-არანაირი არაფერი.-ხელი ავწიე და მეგობრობის სადღეგრძელო ბოლომდე ჩავცალე.
-ვიკო.-ამოიჩურჩულა ცუცამ და ფეხზე მიჩმიტა.
-მოლანდებები დაგეწყო?-შუბლშეკრულმა გადავხედე.
-გელოვანი და ვიკო.-წვენი გადამცდა. ლურჯ განათებას გავაყოლე თვალი და... მერე გელოვანს, ვიკოს გვერდით რომ იდგა, მრგვალი ჭიქით და რაღაცაზე საუბრობდა. ალბათ არ დავუნახივართ, თავი დავიმშვიდე. ვიკოს რომ დავენახეთ, მოვიდოდა.
სიყვარულის სადღეგრძელო უბრალოდ მოვსვი. ამაზე საშამ შეუსტვინა და აქ დაგვერხა. ჯერ ვიკომ გადმოგვხედა მერე გელოვანმა და ამათ დადიანიც თან დაერთო.
-ვიმალებით.-გვანცას გადავუჩურჩულე, მაგრამ გვიან იყო. ვიბლიანი დასტოინი ნაბიჯით გვიახლოვდებოდა.
-მიშველე.-ამოიკნავლა გვანცამ.
-აქეთ საშველი ვარ.-შუბლზე ოფლის რგოლები ჩამომეკიდა. კიდევ კარგი ოდნავ მაინც მესვა ტონალური, თორემ ვიქნებოდი ჭარხლის ფერი.
-გამარჯობათ.-დადნა გვანცა ვიკოს ხმაზე.
-ვა ვიკი?-ფეხზე წამოდგნენ ბიჭები და სათითაოდ გადაეხვივნენ ვიბლიანს. მერე ჩვენ გადმოგვხედა. ჯერ მე, მერე გვანცას.
-როგორ ხართ?-ჩვენ გვეკითხებოდა. ხელით ვანიშნე, პასუხი დაებრუნებინა.
-კარგად შენ?-მსახიობი იყო ბერიძე.
-ვმოძრაობ.-ცერა გვაჩვენა და გვერდით ამომდგარ გელოვანს გახედა.
-ეს სანდროა გელოვანი.
-გვქონდა პატივი გაგვეცნო.-ენას ვერ აჩერებდა ცუცა.
-ხო...-სანდრომაც გაუღიმა-გვანცა ჩემი სტუდენტია.-ჯანდაბა შენ ხოდა.
-სულ ნაცნობები ვყოფილვართ.-გაიცინა საშამ და მერე მაგიდასთან, რომ მოიპატიჟა, წნევამ ამიწია. ვიკო ჯანდაბას, მაგრამ ეს ხეპრე? გაუთლელი იდიოტი.
-მეგობრებთან ვართ ჩვენც.-დეასკენ და აკასკენ ანიშნა.
-დაუძახე მათაც.-მოგკლავ საშა.
-კარგი.-ნუ ოღონდ გვანცასთან ყოფილიყო და დასთანხმდა ესეც.
საბოლოოდ ჩემს პირდაპირ აკა და გვანცა ისხდნენ. ცუცას მარცხნივ ვიბლიანი და თავში გელოვანი.
ბედი დამცინოდა? ნუ იტყვით.
-რას შვრები სესი შენ?-ვიკოსთან სულ კარგად ვიყავი, ნუ ცუდად არ ვყოფილვარ, ე.ი კარგად ვიყავი.
-არაფერს. ცალკე გადავედი, სამსახურს ვეძებ და ვმოძრაობ.-საკუთარ ფრაზაზე თავადაც გაეცინა.
-არ თხოვდები?-ლომიძემ ისევ უადგილოდ ისროლა რეპლიკა.
-ჯერ არ შეხვდა შესაფერისი.-ჩემს მაგივრად უპასუხა ბერიძემ.
-მართლა?-ამას ახლა გავგლეჯ და მერე არ დამიწყოთ რაღაცები.
-ყველას გათხოვება არ უტრიალებს თავში დეა, ზოგს გეგმებიც გვაქვს.-დიდებული აზრები მაწუხებდა. ცუცამ ჩაიფხუკუნა. გელოვანი წარბაწეული მიყურებდა.
-სამართლის მცოდნე ხარ ხომ?
-კი-თავი დავუქნიე ვიკოს.
-ხოდა ჩემს კომპანიაში მჭირდება ადვოკატი. გვი*რაკებენ ცოტა. თუ გექნება სურვილი...-გვანცას კერავდა? მგონი არა.
-სხვა შემოთავაზებებსაც გავეცნობი და თუ რამეა, დაგირეკავ.-რომელი შემოთავაზებები, CV-იც კი არსად გამიგზავნია.
-კიბატონო. იღონდ ცოტა მალე.
-კარგი.-უხერხულად შევიშმუშნე და ნაცნობ მელოდიაზე გამეღიმა. მე და ცუციკოსი იყო.
-ვცეკვავთ?-ახსოვდა ვახვახასაც.
-უეჭველი.-ფეხზე წამოდგა ბურდული.
საცეკვაო მოედანზე მე ბურდული გვანცა და ვახვახა ვიყავით. სასიამოვნო საღამო იყო და ამას ეს მელოდიაც ამტკიცებდა.
-ჩემი ძლიერი გოგო ხარ.-ყურთან დამიჩურულა ბურდულმა.
-მიყვარხართ ძალიან.-კიდევ უფრო მოვეხვიე.
საათმა თორმეტი აჩვენა.
-მალე მალე.-ვიკო იძახდა.
შამპანიურის ჭიქებით ხელში ვიდექით გარეთ. რა ირონიაა.
მე დადიანთან ერთად აღვნიშნე ახალი წელი და ამისთვის მნიშვნელობა არ მინინიჭებია.
ერთი რამ მაღელვებდა მხოლოდ...
გამოგიტყდეთ?
სანდრო გელოვანი და მისი ცისფერი თვალები....
ღმერთო მიშველე...-თავი გავაქნიე და ვეცადე სხვა რამეზე მეფიქრა.
***
ფეიერვერკების სილამაზით ვტკბებოდი. აივანზე მარტოდ მდგარი, მოშიშვლებული ზურგით და შამპანიურის ჭიქით. არ ვიცი, შორიდან როგორი დასანახი ვიყავი, მაგრამ სახარბიელო ნამდვილდ არ. ძველ წლებს გადავხედე. 2017 დიდი ტკივილი იყო. იმიტომ, რომ მაშინ პირველად ვცადე... მოკლედ, მაშინ თეკლა გასვიანმა მიწასთან გამასწორა. ,,შენნაირ მსუქანს აკა არც კი შეხედავსო"-პირდაპირ მომახალა. ოთხმოც კილოს ვიწონიდი. ამხელა ვიყავი და დადიანი მაინც ვერ მამჩნევდა. არ ვიცი, ბავშვურობას არ ვაწერდი აკას აკვიატებას. მეორედ რომ ვცადე... მაშინ დადიანის მამა ჩვენთან ახლოს მდებარე კლინიკაში მუშაობდა. გავიგე... მეგონა, მაშინ მამისგან გაიგებდა, რომ ერთმა სულელმა გოგომ თვითმკვლელობა სცადა. ეს მცდელობაც უშედეგო იყო. მახსოვს კიკვიძის ბაღში დავინახე. ხელები დაბინტული მქონდა. წონა შემცირებული. არ შევუმჩნევივარ. აკა იყო ყველგან ჩემთვის, მაგრამ მე არ ვიყავი არსად მისთვის.
არ ვიცი, რას ვუმტკიცებდი საკუთარ თავს. მიყვარდა? აკა ჩემი პირველი წრფელი სიყვარული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ამ წამს ვიცოდი, რა საშინელი იყო, მე ის მაინც მიყვარდა. შტერი სესილია, რომელიც მისტირის სხვის ქმარს. ალბათ ადამინის ბუნება ასეთია. როდესაც რაღაც არ გაქვს, სწორედ ის გინდა. მინდოდა თუ არა აკა? არ ვიცი! მხოლოდ ის შემეძლო მეთქვა, რომ დადიანზე ჯერ კიდევ შეყვარებული ვიყავი და ვინ იცის, როდემდე გასტანდა.
-სესო!-ჰორიზონტზე შეშინებული ცუცა გამოჩნდა და ჩემს დანახვაზე შვებით ამოისუნთქა. როგორ დავიღალე ამ ჟესტზე.
-აქ ვარ.-ცაში კვამლი ტრიალებდა და საშინელი სურნელი იფრქვეოდა ირგვლივ.
-გეძებენ.-თავით მანიშნა და ქვემოთ გამოშლილ ბიჭებს გავხედე. გელოვანი იყო, დადიანი არ. გული მტკივნეულად შემეკუმშა. კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ცალფეხზე ვეკიდე აკას.
-სესილია.-თვალები დამიბრიალა ბერიძემ და აზრზე მოვედი. მოაჯირს მოვშორდი და ნელი ნაბიჯით ჩავუყევი კიბეს.
-კარგად ხარ?-საშა წამოვიდა. როგორ მინდოდა, მეყვირა.
-კი.-თქვი დავუქნიე და მეტი დამაჯერებლობისთვის გავუღიმე.
-შევიდეთ.-ხელი მომხვია და ჩემიანად შევიდა დარბაზში. ისევ ჩვენს მაგიდასთან ისხდნენ. უხერხულად გავუღიმე ყველას და საკუთარი ადგილი დავიკვე.
-გეძებდით.-ზურამ გადმომხედა.
-ბოდიშით, ტერასაზე ვიყავი.
-სესილი.-ზურგიდან ნაცნობი ხმა მომესმა და მერე ნაცნობ სილუეტზე დავიძაბე. მთვრალი წიკლაური ნაკლებად სახარბიელოდ მეჩვენებოდა ამ მომენტისთვის.
-დემე.-ძლივს ამოვილუღლუღე.
-როგორ ხარ?-ჯერ მე შემათვალიერა და მერე სათითაოდ ყველა, ვინც ჩემ გვერდით იყვნენ.
-არამიშავს შენ?-მსუბუქი პასუხებით შემოვიფარგლებოდი. ყველა საეჭვოდ დუმდა.
-გავიდეთ?-ღმერთო დამიფარე. თვალები დავუბრიალე წიკლაურს, მაგრამ აზრი? სად მეპატიჟებოდა? დებილიი.
-ცივა გარეთ დემე.-ოღონდ ახლა წადი...
-ჩემს მოსაცმელს გათხოვებ.-დაიჟინა ბიჭმა.
-დემე....-სათქმელი ვერ დავასრულე ვახვახა რომ წამოიჭრა და უეცრად ჩემ წინ გაჩენილი ყელში დასწვდა დემეტრეს.
-ვერ გაიგე?-ამოიღრინა ზურამ.
-შენ არ გელაპარაკები!-ხელით გასწია წიკალურმა. არ ვიცი, მერე რა როგორ მოხდა. აზრზე მაშინ მოვედი გელოვანი, რომ ჩადგა შუაში. ჩადგა არა, მოუწია ჩადგომა. მარტო მე და გვანცა ვიდექით განზე.
-გეყოთ!-ამოვისლუკუნე და უკან დავიხიე.
-სესო!-კოტემ დამინახა.
-მხეცები ხართ!-ამოვიღრიალე და სწრაფად წავედი გასასვლელისკენ. ეს რა იყო? რა სიველურე? თავად ხომ მოვგვარდებოდი. რომც ვერ მოვგვარებულიყავი, არ უნდა ჩარეულიყვნენ. გაბრაზებულმა ავიარე კიბე და ოთახის კარი მთელი ძალით მოვიხურე. შიგნიდან გადავკეტე. ისეთი გამოფიტული ვიყავი... ესეც ახალი წელი.
ქუსლიანები კუთხეში მივყარე და კაბის შესაკრავი გავიხსენი. მძიმე ნაჭერი მაშინვე ქვემოთ ჩასრიალდა და საცვლების ამარა შევედი სააბაზანოში. ცხელი ჭავლის ქვეშ დავდექი... მთელი სხეული მიხტოდა. ყელში მიჭერდა დღევანდელი. პირველად ვიყავი მსგავსს სიტუაციაში და არ ვიცოდი, რა მექნა.
საერთოდ ვიყავი რამე? მითვალისწინებდა ვინმე? ვუყვარდი სხვებს?
ცრემლები ნაკადულებად ჩამომეღვარა ღაწვებზე.
-დებილი ხარ სესილია.-ხელის გულებით გავიმშრალე და კედელთან ჩავცურდი. მთელი ჩემი ცხოვრება უკუღმართობა იყო. სხვა მინდოდა და სხვა მქონდა.
-სესო.-კარს იქიდან გვანცას ხმა მომესმა, მაგრამ ლაპარაკს არ ვაპირებდი. არავინ მინდოდა. მხოლოდ სიმარტოვე. პირსახოცი შემოვიხვიე და სველი თმით შევწექი საწოლში. სითბო დატრიალდა და სხეულის გაყინულ ნაწილებს მოედო. მცხელოდა. სიცხე მქონდა. ჩემ წინ დადებულ სარკეს გავხედე და ჩაწითლებულმა თვალებმა დაადასტურა ვარაუდი. ნამდვილად სიცხე მქონდა.
ვგრძნობდი სისუსტეს. ფეხისთითებიდან რომ მოძვრებოდა და მთელს სხეულს ედებოდა. ძლივს გადავწიე ხელი, მობილური რომ ამეღო. თვალები მეხუჭებოდა. რა დროს სიცხე იყო? ჯანდაბა სესილი, მოგინდა ტერასაზე მოშიშვლებული ზურგით ყოფნა. აი, შედეგი. ცალტვინა გოგო. საკუთარ თავს ვტუქსავდი. გვანცას ნომერი ავკრიფე და დავრეკე. ცუდად ვიყავი. რამდენიმე ზუმერის შემდეგ ბერიძის დაძაბული ხმა მომესმა.
-ცუც.-სიცხისგან მეტირებოდა.
-რა გჭირს სესილია?-ხმაზე შემამჩნია, რომ ვერ ვიყავი კარგად.
-კარი როგორმე გააღე. გადასხმა მჭირდება.-ძლივს ამოვთქვი ბგერები და მერე თვალები დავხუჭე. ფერადი რგოლები, რომლებსაც ვხედავდი, სიშავედ გადაიქცა...
---
საავადმყოფოს დერეფანში ბერიძეს უკან იდგა. ღრმად სუნთქავდა და ქალის ცრემლებს ითვლიდა. გვანცას რომ საშა მოეხვია, უსიამოვნოდ გასცრა და სიგარეტის ღერი მოიქცია. ნერვიულობას ვეღარ მალვდა. ყბებდაჭიმული იდგა და თვალს ვერ აშორებდა ამ ორს.
-ვიკო.-გელოვანმა მოიყვანა გონს და დაფეთებული შეტრიალდა მისკენ.
-გეტყობა.
-რა?-დაბნეულმა გახედა.
-სიყვარული.-ჩაიცინა და ვიბლიანს დაჭიმულ მხრებზე გაშლილი ხელი დაარტყა.
-ანუგეშე.-ესღა ამოიჩურჩულა და გაუჩინარდა.
ვიკო ვიბლიანი მთელი შვიდი წელი ერთადერთ ქალზე იყო შეყვარებული. ვიკოს გარშემო ყველამ იცოდა, რომ თუ ვიბლიანი ცოლს შეირთავდა ეს უთუოდ, გვანცა ბერიძე იქნებოდა. ამიტომ ვერ ერეოდა ვერავინ მის ცხოვრებაში.
-გვანცა.-ქალის მხარს შეეხო და სხეულში დავლილი ჟრუანტელი დააიგნორა.
-სიცხეს ვერ უწევენ.-ბიჭისკენ შეტრიალდა და მოეხვია. მომენტით სარგებლობდა ვიბლიანი. მკლავები შემოაჭდო სუსტ სხეულს და ღრმად შეინუთქა სურნელი.
-ყველაფერი კარგად იქნება..-შუბლზე გადაატარა ბაგე.
-ჩემი ბრალია.-თავს ვერ ერეოდა. მხრები უთრთოდა.
-ჩხუბი შენ არ დაგიწყია ცუცა.-ცდილობდა დაემშვიდებინა. რაღაცნაირად ყველა დამნაშავე იყო.
ვახვახა ყველაზე მეტად განიცდიდა. დადიანიც იქ იყო. პირველად სესის გამო. რა თქმა უნდა, არაფერს ნიშნავდა ეს. ადამიანურ ვალს იხდიდა.
გელოვანი... გელოვანი სესოს კართან იდგა. თეთრ კედელზე იყო თავით მიბჯენილი. თვალები დახუჭული ჰქონდა და ფიქრებით ისევ თბილისის ახლად გახსნილ კაფეში იჯდა და სესილის ესაუბრებოდა.
მძიმე აურა ტრიალებდა. პალატიდან თეთრხალათიანის გამოსვლა პირველად სანდრომ შენიშნა.
-კარგადაა?-უემოციო სახით უყურებდა.
-გონს მოვიდა თქვენი ცოლი, შეგიძლია, ნახოთ.-არც დასცალდა, აეხსნა... რა უნდა აეხსნა? ოდნავ ჩაეღიმა და ვიკოს ანიშნა ხელით, წამოდითო...
---
თვალებს ჯერ ძლივს ვახელდი თვალებჩასიებული ბერიძე წინ, რომ დამიდგა.
-უნამუსო ხარ სესო.-ამდენი ადამიანის პირისპირ ჯერ ხომ მიმალანძღა, მაგრამ მერე მომეხვია. მე მაქვს სიცხე, თუ ამას?
-როგორ ხარ სესკა?-საშას ხმამ გამომაფხიზლა საბოლოოდ. ნასვამი იყო.
-მე კი კარგად, მაგრამ შენ სულ მთვრალი როგორ ხარ?
-დანაშაულის გრძნობამ მაიძულა.-დეპრესი ჰქონდა მგონი. მე მართლა არ ვიყავი კარგად, არც გაბრაზებას გაევლო, მაგრამ იმდენად თბილად იმზირებოდა ყველა, მივხვდი, ინერვიულეს. ჩემი პანიკა და ცხვირის აბზუება ყველზე უადგილო იქნებოდა.
-ბოლო იქნება.-ვიკომ გამომძახა და ხელის ჟესტიკულაციით დადო პირობა. კარგი ბიჭი იყო ვიბლიანი... გულწრფელად მეღიმებოდა მათ სახეზე. ,,მაპატიე" გამოსჭვიოდა თითოეულის გამომეტყველებიდან.
-რადგან ყველაფერი რიგზეა, დავიშალოთ.-გელოვანის მზერას რამდენიმე წამით გადავაწყდი და მის გვერდით მდგარი აკა ახლა შევამჩნიე. ტანში სასიამოვნოდ გამცრა.
-მადლობა.-გულიდან ამომივიდა ეს სიტყვა. უნებურად...
ცოტახანსღა იყვნენ და მერე ოთახი დაცარიელდა. საათს დავხედე. დედასთვის უნდა დამერეკა. უნდა მეთქვა, რომ მიყვარდა. ნომერი ავკრიფე და დედის ხმის მოლოდინში გავიყურსე.
-ხო სესო.-ისეთი მშვიდი იყო ხმა.
-დე.-ცრემლები მომაწვა.
-ხო სესი-ზუსტად ვიცი, წამოიწია და ნერვიულობამ იმატა.
-ახალწელს გილოცავთ შენ და მამას. მიყვარხართ.-სენტიმენტალური მე...
-ჩვენც გილოცავთ ჩემო ფერია.-ახლა ცრემლებს ღვრიდა და მამა ამშვიდებდა...
-საუკეთესო ადამიანები ხართ.-ბოლოს ჩავძახე და მანამ სანამ მის ტირილს გავიგებდი, გავთიშე..
ცხოვრებაში მე გამიმართლა... ამ წამს ვგრძნობდი, რა იდიოტი ვიყავი აქამდე... რა ვიქნებოდი, არ ვიცი, მაგრამ ის აღარ, რაც ადრე....
***
ჩაბნელებულ ქუჩას, რომელსაც მბჟუტავი ლამპიონი ანათებდა, ფეხით ჩავუყევი. ზამთრის სუსხი იგრძნობოდა. ბოლო დღეს ვატარებდი ბაკურიანში და გარემოთი ტკბობას ვაპირებდი. მაგრამ, არ ვიცი, ღამის პირველზე რატომ მომინდა ტკბობა. ძაღლების შორეულ ყეფაზე რეაქცია არ მქონია, ვიცოდი, რომ ახლოს არ იყვნენ. ახლად დადებულ თოვლზე მძიმე ნაბიჯით მივაბოტებდი და ხმაზე ტანში სასიამოვნოდ მივლიდა. ეს არის საუკეთესო ხმა, საუკეთესოთა შორის.
მოსახვევში გავუხვიე და მანქანის ფარებიდან გამოსროლილმა სინათლემ თვალი მომჭრა. უნებურად წავიღე ხელი და თავი დავხარე. ავტომობილი გაჩერდა. რაღაცნაირად ცუდად მენიშნა და როდესაც რამდენიმე მამაკაცის ხმა მისწვდა ყურთასმენას, კიდევ უფრო...
-ჭრელო პეპელა..-თავი ავწიე და ჩემთან ძალიან ახლოს მდგომ მამაკაცს თვალი გავუსწორე.
-ღამე საშიშია, იმდენი მანიაკია.-ტუჩები გაილოკა ერთ-ერთმა. ღებინების შეგრძნება ყელში მომაწვა.
-თენგო, ავიყვანოთ?-ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი, რა ხდებოდა. ჩემკენ, რომ გადმოდგა ნაბიჯები და ზურგზე ძლიერი მკლავი ვიგრძენი, წამი გაიყინა.
-რამდენჯერ უნდა გითხრა ასე გვიან ღამე არ იაროთქო.-გელოვანის ხმაზე სიხარულმა ამოხეთქა. გვერდით გავაბრუნე თავი და მის ცივ მზერას შევეფეთე. მკლავი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული.
-პრობლემაა რამე?-მანქანასთან მდგომებს გახედა. უარყოფის ნიშნად თავი გადააქნიეს. ისე შემატრიალა, ვერ მივხვდი. გაწონასწორებული მიდიოდა და მეც თან მივყავდი. ასეთი სიმშვიდე არსად მიგვრძნია. სასტუმრო რომ გამოჩნდა, მერე მიშვა ხელი... წინ წავიდა.
-მადლობა.-ჩემმა ხმამ შეაყოვნა. გადმომხედა.
-უფრო ჭკვიანი უნდა იყო.-კიდევ ერთხელ ამათვალიერა და სწრაფი ნაბიჯით დამტოვა. რა იგულისხმა სიჭკვიანეში? რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ყველაფერი წყნარად დასრულდა. შეციებულმა შევაღე სასტუმროს კარი. არავინ იყო. ამ დროს რატომ ეღვიძა ნეტავ გელოვანს. ოთახში შევედი. ემოციებით დატვირთულს სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა. უნებურად წელზე გადავიტარე თითები..რაღაც განსხვავებული ვიგრძენი იმ წამს.
თოვამ იმატა. აივანზე მდგარი თბილი პლედით გავყურებდი ფიფქებს. მიუხედავად სიცივისა, მე მაინც სითბოს ვგრძნობდი მთელს სხეულში...
---
ბაკურიანს ვტოვებდით. დამთხვევა იყო თუ განძრახვა, არ ვიცი, მაგრამ გელოვანის ჯგუფიც დღეს ტოვებდა აქაურობას. ბიჭების მანქანაში ვნაწილდებოდით, ვიკო რომ წამოგვადგა.
-აქ ისედაც ბევრნი ხართ, გოგონებს ჩვენ წავიყვანთ.-თავით მანქანისკენ გვანიშნა. გვანცა უემოციო სახით იდგა. მეც ასევე. არ მინდოდა ბიჭების უხერხულში ჩაყენება.
-მადლობა ვიკო, როგორც მოვიყვანეთ, ისე წავიყვანთ.-საშამ ცერი აუწია და თავით მანიშნა წავედითო. უთქმელად დავსხედით ავტომობილში. ვიბლიანმა თავი გადააქნია და საშას მკვლელი მზერა ესროლა. მეც ასე ვიზამდი საშიკოს ადგილას. ვინც მოგვიყვანა, ის წაგვიყვანდა. ერთხელ გავხედე დეას და აკას და სრულიად უემოციოდ გადავიტანე მზერა. გაორება მქონდა. ეს სიტყვა პირველად ვახსენე... ნამდვილად ასე იყო. ორი გზის გადაკვეთაზე ვიდექი. ერთ მხარეს იყო ჩემი მთელი წარსული, მეორე მხარეს-მომავალი.
მე ვიდექი გაშეშებული და არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. მიუხედავად ბევრი ტკივილისა, ვერ ვთმობდი ასე მარტივად წარსულს. აკას? ლოგიკური კითხვა იქნება ყველას მხრიდან. აკა მაშინ დავთმე, მასზე მეტად გელოვნის თვალებმა რომ ამაღელვა. მაგრამ ხანდახან გაორება მჭირდა. მინდოდა აკა... მაგრამ ეს ჩემს ეგოისტ მეს უნდოდა. ალბათ კომპენსაცია იქნებოდა აკა ჩემთვის. ალბათ უბრალოდ ჩავიხვიე ეს სახელი... რეალურად მის მიმართ სიყვარული არ იყო. რომ ყოფილიყო ასე მარტივად ვერ გადავიტანდი დეასთან მის დანახვას. არ მესმოდა ჩემი თავის. დაკარგული ვიყავი. ფიქრებში გართული, ჩემს თავს ვეკამათებოდი, მანქანამ საშინელი ხმით რომ დაიგრგვინა და ვირივით გაიჯგიმა შუა გზაზე. ამ ხმას ძლიერი მუხრუჭიც მოჰყვა.
ამ ყველაფერს ჯაჭვურად გადაება ვახვახას გინება და ასე. რასაც ჰქვია გამოგლიჯა კარი და თავით გვანიშნა, გადმოდითო. მორჩილად გადავბარგდით...
-გაფუჭდა.-ამოიოხრა ზურამ.
-ესე უცბად რა დაემართა?-კოტემ შეშფოთებული სახე მიიღო. იქიდან ჩვენი გმირი, ვიბლიანი მოდიოდა.
-მშვიდობაა?-ახლოს დადგა გვანცასთან და გეფიცებით, არ მომეჩვენა. ცუცას სურნელზე თვალები მოეხუჭა.
-წაიყვან ამათ?-თავით ანიშნა ჩვენზე. აი სამართალი. მგონი ღმერთის ხელი ერია ამ ამბავში და მალე გავიგებდით, ცუციკოს რძლობას ვიბლიანთა საგვარეულოში.
-აბა რას ვიზამ.-ახლად მოკიდებული ღერი თოვლში მოისროლა და პირველი გვანცას ჩანთას დასწვდა. მერე მე გამომართვა და ასე გაიკვალა გზა ჩვენიდან, მანქანამდე.
-ესღა გვინდოდა.-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა გვანცამ.
-ნუ ხარ დაუნახავი.-თვალები დავუბრიალე და სპეციალურად დავჯექი უკან.
-გვანც წინ აქვს მგონი ადგილი, მე ხომ იცი, მეძინება.-სახეზე დაეწერა, შემომაკვდებიო... უკმაყოფილო სახით დაჯდა ვიკოს გვერდით. სულ არ მოსწონდა ნეტავ? რა ვიცი...ამის სიუჟმურე ზღვარს სცდებოდა. ვიბლიანმა კმაყოფილი სახით გადახედა ბერიძეს და სწრაფი მანევრირებით მოსწვიტა ადგილს ავტომობილი. მე? თავი ზედმეტად ვიგრძენი. ვიკო არაფერს ამბობდა. ტელეფონის ზარმა კიდევ უფრო მოუქუფრა სახე. ცოტა არ იყოს მენერვიულებოდა. არა, მე რა მანერვიულებდა? უბრალოდ მშვიდობით მივსულიყავით... სიჩქარეს სულ უფრო უმატა. მერე სულ ერთხელ დარეკა.
-კაკი ავალიშვილთან დამხვდი, დიმაც იქ არის.-ესღა ამოილაპარაკა და საერთოდ გამორთო მობილური.
კაკი ავალიშვილი? იცოდა ყველამ. ის სამი მუშკეტერი და გიჟური ამბები მეც კი ზეპირად ვიცოდი. ამ სამეულიდან დათა მაჩაბელი იყო ჩემი კუმირი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი ბნელი საქმეებიც ცნობილი იყო. გვანცამ გადმომხედა. მზერით მანიშნა: ,,ეს არის კარგი ბიჭიო?" და მეც ვერაფერი ვუპასუხე. ცუცას სძულდა შავი სამყაროს წარმომადგენლები.
-ცუცა, ისევ იქ ცხოვრობ?-ვითომ არ იცოდა რაა.
-კი.-თავი დაუქნია.
ხმა აღარ ამოუღია.ჯერ ცუცა დატოვა და მერე მე. ბოლოს მომაძახა.
-ვაა გელოვანის კორპუსიი.-კმაყოფილმა ჩაიღიმა. ვერ მივხვდი და გავატარე...

არ ვიცი, იმ საბედისწერო დღეს რა მოხდა. მხოლოდ ფრაგმენტებად მახსოვს ცუცას კივილი განყოფილებაში და ვიკოს შეშლილი სახე.
-ესენი არაფერ შუაში არიან.-მილიონჯერ იმეორებდა უკვე ამ ფრაზას. აქ რა მინდოდა, არ ვიცი. ბნელ ოთახში მხოლოდ ერთი სანათი იდგა, რომელსაც საშინელი ნათება ჰქონდა. ჩემს წინ ორმოც წლამდე კაცი იჯდა და გაყინული მზერით მბურღავდა.
-აბა, სესილია.-ტაში შემოჰკრა და ზემოდან დამაჩერდა.
-საიდან იცნობ ვიკო ვიბლიანს?-ტვინში სისხლი ჩამექცეოდა თუ ასე გააგრძელებდა ჩემზე ზემოქმედებას.
-ბავშვობიდან. ერთ სკოლაში დავდიოდით. ვიკო ორი წლით უფროსია ჩვენზე, მაგრამ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა.
-ასე მჭიდროდ გრძელდებოდა ეს მეგობრობა?-მახვილი ბოლო სიტყვაზე ისე საშინლდ დასვა... უსიამუვნოდ გამცრა.
-არა, მერე სკოლა დაამთავრა და ჩვენი გზები არ გადაკვეთილა. მხოლოდ სამი დღის წინ ვნახე, ახალი წლის საღამოს.-ხელის გულები მიოფლიანდებოდა.
-ესეიგი არ იცი, ვისთან გაქვს საქმე?-მეშინოდა ამ კაცის.
-უკაცრავად?-ვერ მივუხვდი.
-მაგ ვიბლიანმა კაცი სასიკვდილოდ გაიმეტა. ილოცეთ, რომ გადარჩეს.-კიდევ ერთხელ გამისწორა მკვლელი მზერა და გავიდა.
ვიკოზე ვერ ვიჯერებდი. წინასწარი დაკავების იზოლატორშო იჯდა. გაავებული სახე ჰქონდა. ერთადერთს, ვისაც უყურებდა, გვანცა იყო.
ცუცა შემიშინეს...
ჰორიზონტზე გელოვანი გამოჩნდა. ვიკომ ანიშნა რაღაც და ცუცას გადახედა.
-გვანცა.-გვერდით დაჯდა სანდრო.
-პატივცემულო.-ძლივს მოუყარა ბგერებს თავი.
-მომისმინე, შენ და შენი მეგობარი..-ჩემზე გადმოიტანა მზერა, სულ ორი წამით...-არაფერ შუაში ხართ. სახლში წადით, დაისვენეთ.
-არ გვიშვებენ.
-გაგიშვებენ. არანაირი კავშირი არ გაქვთ თქვენ ამ საქმესთან.
-რა მოხდა?-გული მიკანკალებდა.
-არაფერი. უბრალოდ სახლში წადით.-
ყველფერი ისეთი არეული იყო. არ ვიცი, გვანცას რა უთხრეს, მაგრამ ძალიან შეშინებული ჩანდა. მამა გარეთ მელოდა. ჩემს დანახვაზე ჩემკენ წამოვიდა და მომეხვია. მერე ცუცასაც...
-მშვიდობაა?-კარი გაგვიღო.
-არ ვიცი.-თავი გავაქნიე.
-მამაჩემს არ გააგებინოთ რა.-მუდარით სავსე მზერა ჰქონდა გვანცას
-კარგი.-თავი დაუქნია და მე გადმომხედა.
-ჩემთან წამოხვალ თუ...
-ჩემთან წავალ, მოაგვარე დათო ძიასთან. ჩემთან დარჩეს დღეს.-მაგრად მოვეხვიე გვანცას.
-როგორც იტყვი.-შუბლზე მაკოცა და მანქანა დაძრა...
სახლის კარი გავაღე და ჯერ გვანცა შევატარე.
-მწვანე ჩაი?-ვცდილობდი მშვიდი ვყოფილიყავი.
-კი რა.-ამოისლუკუნა და დივანს მიაბჯინა თავი.
სამზარეულოში გავედი. იქნებ ცოტა დამშვიდებულიყო. უშაქრო ჩაი მოვამზადე და მალევე მისაღებში ვიყავი. ცუცას პირისპირ ვიჯექი და ვაცდიდი, როდის დაიწყებდა.
-იმ კაცმა...-ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.-ისეთი სისაძაგლეები მითხრა სეს. ჯანდაბა.-თავი ხელებში ჩარგო.
-დამშვიდდი გთხოვ.-მისკენ მივიწიე და მოვეხვიე.
-ქალის გამო დაჭრა. იცოდა, ვიკოს რომ მოვწონვარ. ნაგლად მათვალიერებდა. გული ამერეოდა, გესმის? ბოლოს მომაძახა, კარგი გემოვნება აქვს ვიბლიანსო.-არეულად ლაპარაკობდა.
-სისულელეა, პროვოკაციას ცდილობდა ცუც. დაელოდე ვიკოს, აგიხსნის...
-ამიხსნის? რისთვის? არავინ ვარ. ნეტავ არც ახლა მენახა.- თავი დამადო. ასე ცუდად არასდროს ყოფილა. მთელი სხეული უხტოდა.
-ხომ იცი ვიკოს გრძნობის შესახებ...-სიტყვა არ დამასრულებინა.
-ვიკოს შესახებ არაფერი ვიცი.-ხელის გულით შეიმშრალა ცრემლი.
ცუდად იყო. ვერ ვუყურებდი ასეთს... რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა თითქოს. ეს კიდევ უფრო მზაფრავდა.
როდის ჩაგვეძინა არ ვიცი, მაგრამ კარზე ბრახუნმა მომიყვანა გონს. დავიძაბე. ცუცას ბალიშზე დავადებინე თავი და ფრთხილად მივედი კართან.
-სესო, მე ვარ.-ვიკოს ხმაზე დავმშვიდდი და ფართოდ გამოვაღე კარი. მარტო ვიბლიანი არ იყო. სანდროც მასთან ერთად იყო.
-გვანცა აქაა?-ისეთი დაძაბული იყო.
-კი.-თავით ვანიშნე.
-უნდა ვნახო.-ესღა თქვა და მისკენ წავიდა. ამ ბიჭში სიყვარული ისეთი დოზით იყო და თანაც იმდენით, რომ ვერ აღწერდით.
ზემოდან დააჩერდა მძინარე ქალს. შუბლი ისევ შეჭმუხნილი ჰქონდა. თლილი თითები მის თმებში ახლართა და თავთან ჩაიმუხლა.
-ცუცა.-ხმა ჩახლეჩვოდა. პირველივე დაძახებაზე დენდარტყმულივით გაახილა თვალი ბერიძემ.
-ბოდიში გაღვიძებისთვის.-თმისთვის ხელი არ გაუშვია.
-წადი.-თავი გაატრიალა ქალმა.
-გთხოვ. დავიღალე. უბრალოდ ერთი მითხარი...
-არა.-მტკიცე უარზე იდგა.
-რა გითხრა ოთახში?
-ვიკო..
-მითხარი გვანც.-თმებიდან სახეზე გადაატარა თითები.
-გთხოვ წადი.
-გავიგებ, შენ თავს გეფიცები, გავიგებ და რას გავაკეთებ, არ ვიცი.-შუბლზე მიაწება ტუჩებიი.
-არაფერი გააკეთო.-ხელზე წაეტანა ვიბლიანს.
-შენს ცრემლებად არაფერი ღირს. ვერ ვისუნთქებ თუ მეცოდინება, რომ ტირი.-ღაწვზე აკოცა და მე გადმომხედა.
-მიმიხედე სეს.-გამიღიმა და წავიდა. კარში მდგომი გელოვანიც თან წაიყოლა. დატოვა სიყვარული, სიმშვიდე და ნერვიულობაც...
***
გვანცა ნერვიულობისგან თვალს ვერ ხუჭავდა, ვერც მე. აივანზე ვისხედით და მიუხედავად სიცივისა, მაინც გვცხელოდა. თბილისი დუმდა. დუმილი ჩემმა მობილურმა დაარღვია და უცხო ნომრის დანახვაზე, ავნერვიულდი. ფიქრს, ვუპასუხებდი თუ არა, აზრი არ ჰქონდა. თითი გადავუსვი ეკრანს და გავისუსე.
-სესილია, სანდრო ვარ.-ჩემ გარშემო მინიმუმ ექვსი სანდრო მაინც არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გამახსენდა. რა თქმა უნდა, გელოვანი.
-გისმენ სანდრო.-ხმა დამეძაბა.
-გვანცა ჩამოვიდეს.-დავიბენი.
-მშვიდობაა?
-მარტო მაგას შეუძლია, დააწყნაროს ვიკო. არ უნდა ვრეკავდე, უბრალოდ ვიცი, არც თქვენ გძინავთ. თუ უნდა ჩამოვიდეს, თუ არ უნდა, ძალით ნუ იზამს.-ესღა თქვა და გათიშა. ბერიძე კითხვისნიშნებით მიმზერდა.
-ცუცი.-მისკენ მივიწიე.
-მოხდა რამე?-ცუდისკენ წავიდა თვითონაც.
-შენმა ლექტორმა დარეკა.-ვცდილობდი მშვიდად მესაუბრა, მაგრამ ნერვიულობა ყელში მებჯინებოდა.
-სესილია!-დამიბღვირა.
-ვიკო გიჟს ჰგავს, ჩახვალ ქვემოთ?-ამოვიჩურჩულე და მის რეაქციას დავაკვირდი. ფერები გადაუვიდა. ეშინოდა ვიბლიანის. მხრები აუთრთოლდა და თავი დახარა.
-ცუცა.-თავი ავაწევინე და მისი ცრემლიანი თვალების დანახვაზე გავშრი.
-ის, ის ქალის გაუპატიურების ბრალდებით იჯდა სეს.-ამოიღრიალა და მკერდზე მომაბჯინა თავი. ცივმა ჟრუნტელმა დამიარა. ვერ გავიაზრე ნათქვამი.
-ნუ სულელობ!-მკლავები მოვხვიე. დღესაც ნალექიანი დღე იყო.
-ორი წელი იჯდა. უნივერსიტეტის ორი წელი. მერე მოაგვარა. ვიღაც ჩარია და მაშინვე გამოუშვეს, გესმის?
-ვიკო მასეთი არაა.-მინდოდა, დამეჯერებინა. არ იყო. არ შეიძლებოდა ყოფილიყო.
-დოკუმენტები ვნახე, ყველა ხელმოწერა, აღირება, იმ ქალის სარჩელი, დაწვრილებით აღწერა... ღმერთო სესილია, რომ წაგეკითხა, მოკვდებოდი. ყველა გაჩენილი ემოცია, რომლებიც მის მიმართ მქონდა, ჩაკვდა. მეშინია, ახლა ჩასვლა და მისი დამშვიდება. არ შემიძლია.-თავი გააქნია და აკანკალებული ხელები ერთმანეთში ახლართა.
-იქნებ...-სიტყვა გამაწყვეტინა.
-არანაირი იქნებ. მოძალდეა, ვიკო ვიბლიანი მოძალადეა.-ამოიყვირა და ფეხზე წამოდგა.
-ჩავალ.-ესღა ამოთქვა და კარისკენ წავიდა. გაშეშებული ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მაშინვე დავწვდი ქურთუკს და გიჟივით წინ წასულს, ავედევნე. ფარეხიდან მოდიოდა ხმაური. არც გვანცას გასჭირვებია ხმის გარჩევა. მის დანახვაზე რამდენიმე წყვილი თვალი ჩვენკენ მოტრიალდა და მოგვაშტერდა. ვიკო ნასვამი იყო. ხელებზე კანი გადასცლოდა.
-კარგია, ყველა აქ ხართ!-ტაში შემოჰკრა ბერიძემ.
-ცუცა.-ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა ვიბლიანს.
-მოდი, ყველას თანდასწრებით გეტყვი, არასდროს შემიყვარდება კაცი, რომელიც მოძალადეა. წერტილი.-ყველას სახე შეიცვალა. ვიკოს მზერაში მრისხანება გაკრთა და ისე დაავლო გვანცას ხელი, ვერ გავიაზრე.
-რას ბოდავ?-ზემოდან დაჰყურებდა ერთი თავით დაბალს.
-ვბოდავ? არა. ჩემი თვალით ვნახე შენი კაცობა, რომელიც იმაზე დაბლაა, ვიდრე ჩანს. ნაგავი ხარ ვიბლიანო.
-გვანცა!-ღრიალიც აღარ ერქვა ამას.-სახლში ადი!-თითით ანიშნა.
-დესპოტი, ნაბი*ვარი და არაადამინი ხარ! მეც მაგისთვის გინდოდი? მითხარი. მხოლოდ ეგ გსიამოვნებს? ქალების დაშტერება და მერე მათი გაუპატიურება?
-დედას შევე*ი!-ხელი კედლის მიმართულებით გაიქნია.-წაიყვანე შენი დაქალი სახლში.-თვალის თეთრი ნაწილი მთლიანად წითელი ჰქონდა.
სახე შეშლილი. წარბები, როგორც ყოველთვის, შეკრული.
-ჩემთან მოახლოებას გიკრძალავ!-თითი აუფრიალა და ისევ გიჟივით გამოვარდა. ერთხელ შევავლე თვალი იქაურობას და ისევ უკან გავყევი გვანცას. ეს რა დღე იყო. კატასტროფა.
კარი შეგლიჯა და მაშინვე პლედში გაეხვა. სხეული უხტოდა. თვალებიდან შეუჩერებლად სდიოდა ცრემლი. მე თავი ზედმეტად ვიგრძენი. მნიშვნელობა არ ჰქონდა ახლა რას ვეტყოდი. მაინც იმ აზრზე დარჩებოდა. ზედმეტი იყო უკვე ყველაფერი. ცუცას საქმე იყო და მე არ მქონდა ჩარევის უფლება.
გავატარე....
***
იანვარის უფერული დღეებიც გადავაგორეთ მე და ცუცამ ერთად. ვიკო არსად ჩანდა არც ცუცას-პატივცემული. ყოველ საღამოს მეგონა კარს შემოგლეჯდა ვიბლიანი და ცუცას მოეხვეოდა, მაგრამ არა. იყო დუმილი. ბერიძე იჯდა და ქვრივივით იცრემლებოდა დღედაღამ.
ასეთი იყო ორი თებერვალიც. მშვიდი საღამო იყო, თუ არ ჩავთვლით ჩემი მეზობლის კივილს. მწვანე ჩაის ვსვამდი და ჩემი აივნიდან ვიმზირებოდი. გვანცა იწვა.
სრულ სიმშვიდეში ცუცას კივილი იყო ყველაზე საზარელი რამ, რაც კი აქამდე მომესმინა.
-სესო.-გადაფითრებული მიყურებდა, მთლიანად კანკალებდა.
-რა ხდება?-მეც ამითრთოლდა სხეული.
-სესილია!-ჩემკენ წამოვიდა.
-ცუცა.-ხმა ამიკანკალდა.
-გეხვეწები, არ იდარდო.-ხელები წამოიღო ჩემკენ.
-რა ხდება?-კედელთან ჩავცურდი. ყველაფერი მომივიდა თავში, მაგრამ მამა? მამაჩემი არა.
-არ თქვა!-თითი დავუქნიე.
-გთხოვ, უბრალოდ...-მაღიზიანებდა. უეცრად მდუღარეს რომ გადაგასხამენ, ისე იყო ეს ამბავი ჩემთვის. იქ იმ წამს მივხვდი, რომ დრო და ცხოვრება გაჩერდა. მე და მამა, მამა და მე. ორი განუყრელი. სიშავეში მყოფს მამის ხმა მესმოდა. ეს შეგრძნება ჩემო ცხოვრების ყველა ლამაზ წამს უდრიდა. გადაფარა ყველაფერი. გაშეშებული ვიჯექი და არ მინდოდა, გამეაზრებინა. უძვირფასესი ადამიანი დავკარგე. მთელი ცხოვრება თავთან რომ მეჯდა, იავნანასაც მიმღეროდა და დასრვილ სამოსსაც მიცვლიდა. არასდროს შეუქცევია ზურგი ჩემთვის, ერთი წამიც არ ყოფილა ისეთი, რომ მამის იმედი არ მქონოდა. თუ მჭირდებოდა იყო ფარი, თუ არადა სულ მიმაგრებდა ზურგს. რომ დავიჯერე, მეტკინა. ტყუილი იყო. არ შეიძლებოდა წასულიყო და მე აქ, მარტო დავეტოვებინე. ცუცას გავხედე და მერე წამოვდექი. მაქსიმალურად შევიმაგრე თავი, არ წავქცეულიყავი.
-რა მოხდა?-გონებას ვკარგავდი უკვე.
-გული სესო.-ჩემი მამის გული გასკდა. გასკდა... ვეღარ დაიტია რაღაც. ჩემი საქციელით ამოვსებული იყო და რაღაც დაემატა. ვეღარ გაუძლო.
-წამიყვანე.-ამოვიტირე და კედელს ავეფარე.
იმ წამიდან სახლამდე არაფერი მახსოვს. სრული სიბნელე ტრიალებდა.
დედაჩემის კივილი ცხოვრებაში მეორედ მესმოდა. ერთხელ მე რომ ვცადე და მეორედ ახლა. მეზობლები, ახლობლები და საერთოდ ყველა იქ იყო. ცუცას მკლავებიდან ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი. არც შემიხედავს, არ მაინტერესებდა. ცოცხალ-მკვდარი ვიყურებოდი და მეზობლების ტირილზე ვგიჟდებოდი. არ მინდოდა, წასულიყვნენ. გვანცამ შეამჩნია ალბათ და გვერდით დამიდგა.
-გონს მოდი.-შემანჯღრია, მაგრამ არაფერი. მაინც შეშლილივით ვიყურებოდი. მერე სიცილი დამეწყო. განუწყვეტლივი სიცილი. ისტერიული. ბოლოს სახეში მძიმე ხელი და დედაჩემის გამორეცხილი თვალები. ღმერთო, სიზმარია? პირველად ვკითხე საკუთარ თავს და შემეშინდა. ახლა ნამდვილდ შემეშინდა უმამობის. ისევ ეგოისტი ვხდებოდი, მაგრამ მის გარეშე არაფერი იქნებოდა რიგზე.
-სესილია.-ეს ხმა, საიდანღაც ნაცნობი.
-ბატონო სანდრო.-ცუცა გვერდით გადგა და ჩემი ხელი გელოვანმა დაიჭირა. გრძნობა არ მქონდა.
-გავიდეთ?-თვალებჩამქრალი მიმზერდა. მართლა სევდიანი სახე ჰქონდა, მაგრამ იმ წამს, არ მადარდება არავინ. თავი დავუქნიე.ფაქტობრივად მასზე მიხუტებული გავედი აივანზე და თებერვლის სუსხმა გამყინა. მოსაცმელი მომაფარა. სიგარეტის ღერი აათამაშა და მოისროლა. მე შემომხედა, არ ვიცი რატომ, სახეზე გაეყინა მზერა. ვგრძნობდი...
-არ მითხრა!-გავაჩერე, როდესაც პირი რაღაცის სათქმელად გააღო. კიდევ ერთი ვწუხვარ გულს ამომგლეჯდა.
-არ ვაპირებ. ვერ გეტყვი ვერაფერს და არაფერს. აზრი რომ ჰქონდეს კიდევ ხოო. სისულელეა! ახლა გაიჭედები, მამაშენს ძებნას დაუწყებ. ხანდახან შემოსული გასძახებ, რომ მოხვედი და თუ თავადაც გავა გარეთ საწვიმარი ჩაიცვას. ცხელ ჩაიზეც დაუძახებ, ბლინებზეც, სულ სესილია, მაგრამ არ მოვა. ბოლოს იმედები გაგიცრუვდება, გაბრაზდები, ცას ახედავ და იტყვი, რომ აღარ დაელოდები, მაგრამ მთელი შენი ცხოვრება იქნება ლოდინი. კიდევ ერთხელ ნახვის ლოდინი, რომელიც არ გეღირსება. სიზმარში ნახავ და გაღვიძება არ მოგინდება. ვერ შეჭამ, მაგრამ მერე ამაზეც გაბრაზდები. ბოლოს? გადაიტან. ამ ჯოჯოხეთურ დღეებს გადააგორებ და გაანალიზებ, რომ აღარ არის აქ. მაშინ ნამდვილად მოკვდება...-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა.
-არ დავიჯერებ.-აივანს ჩამოვადე თავი და შორს გავიხედე. უკვე მენატრებოდა....
-უნდა გაუძლო.-შუბლზე მომაწება ტუჩები. უცნაური იყო. ვერც ახლა ვიგრძენი ვერაფერი. ქვემოთ თეთრი მანქანა დავლანდე და მერე გრძელი, ხის მასიური რაღაც. აქ უნდა ჩაეწვინათ მამა? თავი გავაქნიე. ყველაფერი ბნელდებოდა და გარჩევა მიჭირდა. დედაჩემის ხმა ყველას ხმას ფარავდა. ერთადერთი გულწრფელი ადამიანი ალბათ დედა იყო და ლამრო. ვერ ვუყურებდი როგორ გადასწიეს მამაჩემის სხეული ხის ვიწრო ყუთში. მეგონა, ადგებოდა და სიცილს დაიწყებდა. იქნებ ხუმრობდა... იმდენი აზრი იყო თავში, ოღონდ არ დამეჯერებინა, რომ მამა აღარ მყავდა. ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა, მაგრამ რეაქცია აღარ მქონდა. გავიყინე. გზაჯვარედინზე დავდექი. სიკვდილი იყო და სიცოცხლეც იყო. ახლა ყველაზე კარგად ვიგრძენი, რა ცუდად იყო, როდესაც თვითმკვლელობა ვცადე. უჩელობამ შეაშინა, ჩემმა არ ყოფნამ. რა უნდა მექნა? აღარ ვიცოდი. ბოლოს როგორღაც დამსვეს. სამძიმრებს ვიღებდი. შინაგანად ვღრიალებდი, რომ არ მინდოდა აქ. ნუ მოდიოდნენ. არ მჭირდებოდა. ერთი ცრემლიც არ გადმომვარდა. ხომ ვთქვი, გავიყინე.
დედაჩემი ადამიანს არ ჰგავდა. აბა როგორ? ქმარი დაკრგა თანაც საუკეთესო მთელ მსოფლიოში. რაზე ვფიქრობდი? რა მიშველიდა? არ ვიცი, მაგრამ სიკვდილი შემომიჩნდა. იმ წამს მინდოდა, ავმდგარიყავი და მეხუთე სართულიდან გადავმხტარიყავი. ეს მეგონა შვება.
ვიდანაშაულებდი თავს, რომ ყველაფერი იმ ამბების გამო მოხდა. ამდენს ვანერვიულებდი. იქნებ ჩემს წასვლაზე ინერვიულა? მხოლოდ საკუთარ მიზეზს ვხედავდი.
-სესი.-ვიბლიანი იდგა.
-მაგრად უნდა დადგე.-შუბლზე მაკოცა ვიკომაც და წითელი ვარდები კუთხეში დადო.
აქედან დაკრძალვის დღემდე იქ იყო. თუ რამე იყო საჭირო აგვარებდა, ყველას ყურადღება მიიქცია და ამხელა ჭირში, იმის ფიქრი დაიწყეს, რა კარგი სასიძო იყო ვიბლიანი. იმდენად საზიღარი იყო ეს ყველაფერი...
მამის სხეულს მიხუტებული ბოლო წამებს ვითვლიდი. ბოლოჯერ ვხედავდი. ბოლოჯერ ვეხებოდი. ბოლოჯერ ვკოცნიდი და საერთოდ, ყველაფერი პირველად და ბოლოჯერ იყო. პირველად იყო, რომ ის არ მიბრუნებდა პასუხს. გელოვანს ვეჭირე.
-მიყვარხარ და შევხვდებით მამი.-მაგრად მოვეხვიე მის ცივ სხეულს და მერე გამომიყვანეს. ფაქტობრივად გამომათრიეს. ის ხმა არასდროს დამავიწყდება. ვერანაირი სიხარული ვერ დამავიწყებს მამაჩემის გულზე მიყრილ მიწას.
უეცრად მოვარდნილი ქარიშხალი იყო ეს ამბავი. სახლში შესულს ისეთო სიცარიელე დამხვდა, გული შემეკუმშა. ცოცხალ-მკვდარ დედას გავხედე და კიდევ უფრო მომიჭირა ცხოვრების უსამართლობამ მარწუხები. უკიდურესობა იყო.
-სესი.-ხმა ჩავარდნილო ჰქონდა. თვალები ამოღამებული.
-ხო დე.-ვეცადე, ცრემლი დამემალა.
-უყვარდი სიგიჟემდე და ახლა მე ასმაგად მიყვარხარ, რადგან მისი დანატოვარი ხარ. მისი ნაწილი ხარ და ჩემთვის ბოლო ბედნიერება ამ ქვეყანაზე.-ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა. აქედან იწყებოდა მე და დედა, მამას გარეშე... თუმცა ის სულ იქნებოდა აქ, ამ კედლებში...
***
რამდენი ხანია საჭირო, გაიაზრო, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდით გყავდა, აღარ არის. აი ასე, ერთ დღეს ადექი და აღმოაჩინე, რომ ვერ ხედავ მას, ვერ ესაუბრები, ვერ ეხუტები და საერთოდაც ვერანაირ კავშირს ვერ ამყარებ. მე? მე დავიკარგე. სახლში შემოსული ხმამაღლა ვყვიროდი, რომ მის მანქანაზე მტრედებმა მოისაქმეს და გასაწმენდი იყო. არადა ერთი თვე იყო გასული, რაც იმ მანქანაზე არავინ მჯდარა. როგორც მან გააჩერა ისე იყო. ცხოვრება გაჩერდა. დედაჩემის ჩუმ ტირილს ყოველ ღამე ვდარაჯობდი და სულ ცოტახანს როლები გავცვალეთ. მე ვიყავი დედა და ის შვილი. ხანდახან მოვიდოდა, ჩამეხუტებოდა და დიდხანს იყო ასე. ჩემით ივსებდა ქმრის მონატრებას. რაღაც არსებობს. მივხვდი, რომ შვილებს მშობლების სურნელი გვაქვს და ენერგიაც. მე ვკვდებოდი ყოველ ღამე და დილით თავს ვაიძულებდი ფეხზე ადგომას. მამაჩემის უკვდავობისა და დედის დარჩენილი წლების გასალამაზებლად. უფლება აღარ მქონდა მეტკინა ან მეწყენინებინა მისთვის. ყველაზე მძიმე ის დღე იყო, ერთად რომ ავედით საფლავზე. როგორ ვცდილობდი, არ ჩავკეცილიყავი, მაგრამ ამაოდ. მუხლები მომეკვეთა და მამაჩემის გულზე ჩაჩოქილი, მიწას ავეკარი. ჯერ კიდევ ტრიალებდა სიცოცხლე ამ საფლავზე. გონება ღრიალებდა, გათხარე საფლავი და მოეხვიე სხეულს, რომელიც გენატრებაო. ვერ გავთხარე. ვერ ვშველოდი ამ მდგომარეობას, ვერ ვცვლიდი და ეს უფრო მაგიჟებდა.
ჭკუიდან გადავყავდი ფაქტს, რომ ვერ ვნახე, ისე წავიდა. ვერ შევეგუებოდი ვერასდროს. მთელი ცხოვრებაც კი არ იყო საკმარისი მისი არ ყოფნა გამეაზრებინა და დამეჯერებინა. ამ ამბავმა დამაყენა იქ, სადაც წლების წინ ვიდექი ჩემი ნებით. ჩემი სულელური ფიქრების გამო. ახლა ისევ დავდექი. მაგრამ აღარ იყო ჩემი ნება. იმ გზაჯვარადინზე სიცოცხლე და სიკვდილი ებრძოდა ერთმანეთს. აქეთ დედა მყავდა, ჩემი ტანჯული ანგელოზი, და იქით? იქით მამა, ნაადრევად გაფრენილი.
მე ჩემს ფიქრებში ვიყავი ძლიერი მკლავი, რომ მომეხვია და უთქმელად მივაბჯინე თავი. ისე მჭირდებოდა ვიღაც, ვინც ძალას მომცემდა, რომ გამეძლო.
-სესილია.-ნაცნობ ხმაზე შევცბი და ერთი თავით მაღალ სანდროს გავხედე. აქ რა უნდოდა?-ჩემ თავს ვკითხე და დისტანციის გაზრდას შევეცადე.
-უფრო ძლიერი უნდა იყო.-შუბლზე მაკოცა, სულ ორი წამით მოფრინდა სიმშვიდე და მერე თან წაიღო. შავ, გრძელ ქურთუკში იყო. უნებურად გავატრიალე თავი და საფლავის ქვაზე ამოკითხულმა თათა გელოვანმა გული შემიკუმშა. შარშან გარდაიცვალა. ჰგავდა, ნაქვთებით, ღიმილით, ყველაფრით. ნუთუ... ფიქრები უკუვაგდე. დედაჩემის ხელს ჩავებღაუჭე და ვეცადე ფეხზე დამეყენებინა.
-სულ ცოტაც სესი.-შემევედრა.
-კარგი.-თავი დავუქნიე და ცივ ქვას ტუჩები მივაწებე.
რაღაცის დაჯერება რომ გინდა, იცი არ მოხდება, მაგრამ გინდა დაიჯერო და მერე ჰალუცინაციები გეწყება, ასე დამემართა. თითქოს ლოყაზე ვაკოცე, თითქოს ქვაზე გამოსახულმა სილუეტმა გამიღიმა.
უფრო ცხადად ვგრძნობდი, რომ ის აქ იყო.
დედაჩემის სუსტი ხელები მომეხვია და ჩემზე მიყრდნობილი მივიდა მანქანამდე. სული ცარიელი მქონდა.
-გამზადებდა, იცოდა მალე მოკვდებოდა და ყველაფერი გასწავლა.-ცრემლი მოიწმინდა და უსასრულობას გაუსწორა მზერა.
-დედა.-ხმა ჩამეხლიჩა. ამდენი ემოცია უკვე მთელავდა.
-სესო, გთხოვ შვილო. დიდხანს იცოცხლე, რომ მამაშენი იქ მშვიდად იყოს.-ხელებზე მომეფერა. ჩემი თავი იმდენად შემზიზღდა... რა გავაკეთე? რა შტერი ვიყავი. ჩემი აკვიატებით რა ვუყავი მშობლებს. მამაჩემის გულის პრობლემები მე გავაღვივე. მე შტერმა ვიღაც უცხო ბიჭს შევწირე მისი ჯანმრთელობა. სხეული ამითრთოლდა, მაგრამ მალევე დავიმორჩილე. მაგრად ჩავებღაუჭე საჭეს და მანქანა ადგილიდან დავძარი.
ვიღაც იტყვის, რომ ორმოცი დღე ნელა გავიდა, მაგრამ ჩემთვის? ბოლოს დღეს ვითვლიდი და სული გაფრინდებოდა. არ მინდოდა გაშვება. ფანჯრები დავკეტე და მერე მოძღვარმა მაინც გახსნა. ცუდად ვიყავი. დედაჩემი უფრო გამხდარი და დაბერებული იყო. ეს რა მიყო მამამ? ხმა არ მემორჩილებოდა მებღავლა. ამ მძიმე წუთებში ჩემ გვერდით გელოვანი იდგა. ჩემი ხელი ეჭირა და მაგრძნობინებდა, რომ იქ იყო. მე თან ვიყავი და თან არა.
საღამოს ჩაის ვსვამდით ყველა. რატომღაც გვანცა და ვიკოც იქ იყვნენ, საეჭვოდ ჩუმად.
-დიდი ხანია მინდა, გკითხო, როგორ ხარ?-ვიბლიანმა ჩაი მოსვა და მზერა გამისწორა.
-ყველაზე ცუდად, ვიდრე ვყოფილვარ ან ვიქნები ოდესმე.-სევდა შემეპარა ხმაში.
-ცხოვრება გრძელდება სესო.-როგორ მინდოდა მეთქვა, რომ ვერ გრძელდება ცხოვრება.
-მაგრამ იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, როგორ გრძელდება?
-ბუნების კანონია ეს. ვერ შევეწინააღმდეგებით. ოდესმე შენც მოკვდები და არ მოგინდება, შენი შვილი ასეთ მდგომარეობაში.-ჩემს სახეზე მანიშნა ვიკომ.
-ჯანდაბა ბუნების კანონებს. რომ მენახა, რომ მოვხვეოდი და მეთქვა, როგორ მიყვარს, ხომ შეიძლებოდა?-ფეხზე წამოვდექი და აივანზე გავედი. ვერ ვიყავი კარგად. ალბათ ესეც ღლიდა ჩემ გარშემო მყოფთ, მაგრამ ვერ ვივიწყებდი ამ საშინელ ამბავს.
შორს გავიხედე. მარტის ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ. რა მახინჯი იყო სამყარო. აღარ და ვეღარ იყო ლამაზი...
ყველაფერი ისეთი ბანალური და ჩვეულებრივი იყო.
-ყველას აშინებ, განსაკუთრებით დედაშენს.-ეს ხმა დღეს უკვე მეორედ მესმოდა და ჩემში უჩვეულო სიმშვიდეს იწვევდა.
-არავის ვაშინებ.-მხრები ავიჩეჩე.
-ქცევა აკონტროლე. ყველზე მეტად მას ენატრება. იცი რატომ? ჯერ შეყვარებული იყო, მერე გახდა ქმარი. ეს სიტყვა უნდა გესმოდეს, უნდა გრძნობდე. მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე და სამზარეულოში ბზრიალი არაა ეს, უდიდესი რამაა. მერე შენი თავი აჩუქეს ერთმანეთს და მაგ ამბის შემდეგ უფრო გაღრმავდა მათი კავშირი. ახლა დედაშენი კენტად დარჩა, ვერ ამოუვსებს ვერცერთი ძალა იმ ორმოს. შენც კი ვერ შეძლებ სესილია.-სიგარეტს მოუკიდა და თვითონაც უსასრულობაში გაიხედა.
-ისე საუბრობ თითქოს...-ხმა ჩამივარდა და მის მწველ მზერაზე გავშეშდი. ტკივილი უციმციმებდა თვალებში...
-და დავკარგე. ერთი წელი და რამდენიმე თვე გავიდა. ტყუპის ცალი. ექვსი თვე ვიჯექი, ერთ ოთახში. ექვსი თვის შემდეგ ვიკომ მაიძულა, გარეთ გამეხედა. არაფერი აღარ იყო ჩემთვის. მეზიზღებოდა ყველა, მშობლებიც კი. რამდენიმე დღეში მამაჩემი მიჰყვა. იცი რა დამემართა? გავიყინე. დედაჩემი ცოცხლად დაიმარხა. ვერ შევძელი, ვერ ვუშველე. კიდევ ექვსი თვე გავიდა მამაჩემის ამბიდან, ვერ შეძლო გადახარშვა. ჩემი დის ამბავს ერთად ტიროდნენ. ხანდახან მამა მიეხვეოდა ხოლმე და მშვიდდებოდა. ახლა? ვერაფერი შველის. შვილიც კი ვერ არის მკურნალი, მაგრამ უნდა შეძლო. შენღა დარჩი და თუ ასე იქნები, დედაშენი ვერ გაუძლებს.-გამიღიმა და რამდენიმე წამის შენდეგ თვალმოუშორებლად მიყურა.
-ისეთი უცნაური და კარგი ხარ!-ჩემკენ გამოიწია, თმა თვალებიდან მომაშორა და მერე ისევ უკან დაიხია.
-არ ვიცი, რატომ მოგიყევი, მაგრამ მინდა, კარგად იყო.
-ვეცდები.-პირობასავით გაჟღერდა ჩემი ხმა და იმ წამს, მართლა დავდე პირობა, რომ დედაჩემისთვის კარგად უნდა ვყოფილიყავი...
მეორე დღეს თითქოს სულ სხვა ადამიანი ადგა საწოლიდან. სამზარეულოში გავიქეცი და მწვანე ჩაი მოვამზადე. მისაღებში გავიტანე და შავებში ჩაცმულ დედას გავუღიმე.
-დე, ნინას დავურეკე, ჩვენთან ჩამოვა ცოტახანს.-თვალები გაუფერადდა. ნინა იყო უკარგესი მეგობარი. დედაჩემის ყველაფერი იცოდა. ასეთი ადამინი იშვიათი იყო. გასათხოვარი იყო. სულ ამბობდა, რომ ცხოვრების მთავარი ვნება მარტოობა იყო.
-რა კარგია.-გულწრფელად გაიღიმა.
-ბებოსთან წავიდეთ, აბაშაში. მე, შენ და ნინა.
-სესი მამიკოს საფლავი...
-დე, არ წავა არსად. ერთი კვირით. გვჭირდება.-მივეხუტე.
-კარგი.-ვიცოდი მასაც სჭირდებოდა ახლა ახლობელი ადამინები.
-დედიკო, იქნებ შენს მეგობრებსაც უთხრა?-ეს იდეა ისე მომეწონა, ტვინში ჩამებეჭდა.
-ვნახოთ, გავუღიმე და ამწვანებულ ხეებს გავხედე. გამოიდარებდა... უთუოდ გამოიდარებდა..
***
თუ არსებობს სამთხე დედამიწაზე, მერწმუნეთ, აბაშა ერთ-ერთი სამოთხეთაგანია. გაზაფხულზე ამწვანებული ბუნება და ბებოს სიმწვანეში ჩაფლული სახლი უთუოდ დაგარწმუნებთ, რომ ეს უპირველესი ადგილია, სადაც ჩემი დარჩენილი ცხოვრების გატარებას ვისურვებდი. სევდა მაშინვე მომაწვა მანქანაში მხოლოდ მე, დედა და ნინა რომ ვიყავით. ვიცოდი, მამაჩემის სული მომყვებოდა იქ, რადგან გიჟდებოდა დედას სოფელზე.
გვანცასთვის უნდა გაგვევლო და მერე ბიჭებიც წამოვიდოდნენ. არ ვიცი როგორ, მაგრამ გელოვანიც დაამშვენებდა აბაშას და მე ერთიანად მოდუნებული ვიჯექი საჭესთან და ფიქრებით შორს, ცის კამარაზე ვიყავი. გვანცას მოსახვევში შევუხვიე და გადმოლაგებულ ბიჭებსა და ცუცას გავუღიმე. პირველი გულწრფელი ღიმილი... ზოგადად ტრაგედიის შემდეგ ყველაფერი პირველი გამახსოვრდება. როგორ შეჭამე პირველად, როგორ დაიძინე, როგორ გათენდა, მზე როგორ ამოვიდა და როდის გაიღიმე...
ჩემი სიმშვიდე ზენიტში ავიდა, გელოვანის გაშლილი მხრები რომ დავლანდე. ეს იყო რაღაც. უთქმელი სიხარული, ვერ გამოხატული...ყველაფერი იბრძოდა ჩემს შიგნით. ამ წამს დავიწყებული მქონდა, რომ ის იყო იმ ადამინის უახლოესი მეგობარი, რომლის გამოც... დავიღალე... ამაზე ფიქრის დრო არ იყო, მაგრამ მაინც მეფიქრებოდა. ვერ გავექცეოდი... კუდში დამსდევდა ეს ამბავი და ხანდახან ყელშიც მიჭერდა. ფიქრი შევწყვიტე. გელოვანმა თავი დამიქნია და თლილ თითებში სიგარეტის ღერი აატრიალა. საერთოდ სანდრო და სიგარეტი, სიგარეტი და სანდრო ერთი განუყოფელი ნაწილი იყო. თვალები ჩვეულებისამებრ უელავდა და საბოლოოდ ღელვასთან ერთად ჩემს ცნობიერებას სიმშვიდე და სითბო ეჯახებოდა.
-წავედით.-გვანცამ კარი მოიჯახუნა და დედას მოეხვია.
-მიხარია, რომ...-გულწრფელად გაიღიმა და აღარ დაასრულა. უხაროდა, რომ გზაჯვარედინზე მყოფებმა სიცოცხლე ვარჩიეთ. მეც მიხაროდა დედაჩემის სახეზე გამკრთალი ბედნიერება, ნინასთან მუსაიფში. ბავშვობას იხსენებდნენ. არ ვიღლებოდი მათ ისტორიებზე, მიუხედავად იმისა, რომ მილიონჯერ მქონდა მოსმენილი.
-დაღლილ გზას პატარა დოზით გაზაფხულების სიმღერა უხდება.-მე გადმომხედა, ალბათ ელოდა, რომ გავაჩერებდი, მაგრამ არაფერი ვთქვი. ,,გაზაფხული შემოსულა"-ზე ტკივილი ყელში გავაჩერე და გავიღიმე. მამას უყვარდა ეს სიმღერა.
-სესო, თუ ცუდად ხარ...-მხარზე დედას დამჭკნარი ხელი მომეხვია.
-კარგად ვიქნები.-თითებზე ვაკოცე და გზას გავხედე.
ყველა ადგილი რაღაც მოგონებასთან იყო დაკავშირებული და ერთიანად სასიამოვნო იყო ამ ადგილების თვალიერება. მახინჯი სამყარო აქეთ მელამაზებოდა. ადამიანებიც კი მეცნო. აი იმ კაცთან საქანელა მიყიდა მამამ, რომელიც გაწყდა, მაგრამ ბევრი ვიცინეთ და ჩაწოლილი დედა გამოვაკეთეთ. იქ საზამთრო იყიდა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ნესვი გამოდგა, რადგან სულ თეთრი იყო.
იქ კი ზაურას გოგომ პირველად აკოცა ვაჩეს-ქალაქელს.
მაშინ დავრწმუნდი, რომ ადგილები ყველაზე უკეთ ინახავენ ისტორიებს და სანამ მე ცოცხალი ვიქნებოდი და აქ ჩამოსვლას შევძლებდი, მუდმივად იცოცხლებდნენ მოგონებები.
ფიქრებში, ნინასა და დედას საუბარში და გვანცას დაძაბულ მზერაში, რომელიც ცდილობდა, დაენახა, როგორ ვიყავი, აბაშას მივადექით.
ჭიშკარში გახიდული ლენა ბაბო გვიმზერდა სითბოდი და შვილი რომ დაინახა, ატირდა.
-ჩემო ტანჯულო.-დაუძლურებული ხელებით მოეხვია დედაჩემს და სიმწრის ხმა ამოუვიდა პირიდან. ნინა მე მომეხვია, ნინას გვანცა...
-ბებიკო.-ახლა ჩემკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა. ამაზე უფრო თბილი ადგილი, ვიდრე ბებოს გული იყო, არ მეგულებოდა. ჩემი ბავშობის ტკივილები და იმედგაცრუებები ამ ადგილს არ გასცდენია. ბებომ იცოდა ყველაფერი. მაგიტომ მიყვარდა აქ ყოფნა. არ იყო ზღვარი, რომლის იქითაც საუბარი არ შემეძლო. დავსხდებოდით და მე ვემსგავსებოსი გადაშლილ წიგნს, ტკივილებითა და იმედგაცრუებებით, შიგადაშიგ იმედები რომ ერიათ.
უკნიდან მეორე მანქანაც მოვიდა და ლენამ ოფიციალურად შეგვიპატიჟა საკუთარ სამოთხეში.
-პაპა, რომ ცოცხალი იყოს უკეთესი იქნებოდა აქაურობა.-თვალებში ცრემლი უბრჭყვიალებდა.
-პაპას უყვარდა ლამაზი ეზო და ყვავილები. ბებოსთან ამოჰქონდა ხოლმე.-გავიღიმე ნოეს გახსენებაზე.
-მისი დარგული ყვავილები მაცოცხლებენ.-ბიჭებს გაუღიმა და სახლში შეგვიპატიჟა.
მზე ჩადიოდა. ბაღში ვისხედით და ვსაუბრობდით.
-შეიძლება რთულია, მაგრამ ადამიანები ვეჩვევით ტკივილთნ ცხოვრებას. თავიდან რომ გავიგე, აღარ იყო ჩემი ნოე, მოვკვდი. მე სიბერეში დვკარგე ქმარი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. მასთან თავი სულ ოცი წლის გოგო მეგონა. დილით საუზმეს მიმზადებდა. თუ შემთხვევით გამეღვიძებოდა, ბუზღუნს იწყებდა, გძინებოდა, რა იცი, რა უნდა მომხდარიყოო. სოფელში ამაყად დავაბიჯებდი. ყველამ იცოდა ნოეს ცოლი რომ ვიყავი და დიდი მოკრძალება ჰქონდათ. მეტი რა გინდა ქალს? სულ ვოცნებობდი, ჩემს შვილსაც ჰყოლოდა გვერდით ნამდვილი ადამიანი და ძლიერი პიროვნება. ასეც მოხდა. დემნა იყო კაცი, რომლის სიტყვა ფასობდა. დიდებული ადამიანი იყო და ჩემი მეორე შვილი. სულ პირველად რომ შემოდგა ფეხი იქიდანვე ვიცოდით, რომ ეს ადამიანი ბედნიერებას მოიტანდა ამ სახლში.-და მე ვიჯექი გარინდებული და დიდი სიამაყით ვუსმენდი ისტორიას მამაზე.
-ნოეს ერთი ცუდი თვისება ჰქონდა, რომ გაიგებდა ქეთი ვინმეს მოსწონდა, გიჟდებოდა. ბაღში ვისხედით მეზობლის ჭორიკნებმა ამბავი, რომ მოუტანეს. დემნა ორჯონიკიძეს შენი შვილი გაგიჟებით უყვარსო. გადაირია. ქეთის ხელი მოავლო და ერთი კვირა სახლიდან არ უშვებდა. ამასაც ჰყვარებია თურმე. რომ ჰკითხა, გიყვარსო? -დამალა.
მერე იჯდა და ცხარე ცრემლით ტიროდა. არ მავიწყდება დღე, დემნამ რომ შემოაღო კარი და უთქმელად მოეხვია. მაშინ დამშვიდდა ჩემი შვილი და მის მერე ცხოვრობდა მშვიდად.
-სამწუხაროდ, სიმშვიდე დიდხნიანი ვერაა.-თავი გააქნია ნინამ.
-უნდა შეიგრძნო სიმშვიდე შვილო. მე ორმოცდათხუთმეტი წელი ვიცხოვრე ქმართან. ახლა იტყვით, მაგდენ ხანს როგორ გაძელიო. სიმშვიდე შევიგრძენი და დრო გამეპარა. ერთ დღეს რომ ქეთის აკვანს ვარწევდი, მეორე დღეს სესილია მყავდა გულზე მიწვენილი.
-როგორი ბავშვი იყო სესილი?-ეს ხმა და გამოხედვა...
-მშვიდი. უპრობლემო იყო, ანებივრებდნენ დაბადებიდან. ერთადერთი შვილი იყო და წარმოიდგინე, დემნასთვის ვინ იყო და რას ნიშნავდა. ასეთ გარემოში ყველა რომ თავზე დაჰფოფინებდა, მეგონა, პრეტენზიული გაიზრდებოდა, მაგრამ არა. ყოველთვის თავმდაბალი ბავშვი იყო, კონფლიქტიც კი არ მახსოვს. სამაგიეროდ მახსოვს, წერეთლის ვაჟს თავი რომ გაუტეხა.
-რატომ?-ცუცა აღშფოთებული იყურებოდა.
-კოცნა უცდნია, ამან კიდევ ქვა ჩაარტყა. მაშინ მე კი ვეჩხუბე, მაგრამ პაპამ შეაქო.-გაეღიმა ლენას და ყველას ღიმილის ტალღამ გადაგვიარა. აი, მაცოცხლებელი ძალა. შვიდი წელი იყო გასული პაპას გარდაცვალებიდან. ყოველ წელს თავიდან იბადება, რომ ღირსეულად შეეგებოს იმიერში ქმარს.
არ ვიცი, რამ იქონია გავლენა ჩემზე, მაგრამ ღამე არ დამეძინა. დედას და ცუცას გადავხედე, შეძლებისდაგვარად მშვიდად ეძინათ. ფეხზე წამოვდექი და დერეფანს გავუყევი, რომლის ბოლოსაც გარედან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა.
ატლასის ხალათის ბოლოები ავიწიე და ცივ ბეტონს შევაგებე გახურებული ფეხის გულები. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. ავიხედე. იქ, რომელიღაცა ვარსკვლავი დაიბადა, როდესაც მამა გარდაიცვალა და სამარადისოდ დაიმკვიდრა ადგილი ცაზე. ვიღაცისთვის შეიძლება ეს სულაც არ იყო დამაჯერებელი, მაგრამ მე მჯეროდა. მჯეროდა, რომ მამაჩემი ყველზე ღირსეული და ალალი კაცი იყო... უფალი ასეთებს სამოთხეში აბინავებს.
-ვერ იძინებ?-გელოვანის ხმას დაჰკრავდა უძილობის, მაგრამ სიმშვიდის ელფერი და ეს ჩემთვის უკვე კომფორტის ზონა იყო. არ ვიცი, სად მოვასწარი მისი ასე ახლოს მოშვება, მაგრამ ერთადერთი ადამიანი იყო, რომლის სიახლოვეც მამშვიდებდა.
-ვერ მძინავს.-სულ ორი წამით გავხედე თხელ პერანგსა და ტილოს შარვალში. ფეხზე არაფერი ეცვა.
-ვარსკვლავების ყურება გამშვიდებს. მგონი ყველა ადამიანი, რომლებსაც ვიღაც ძვირფასი წაართვა ცხოვრებამ, ამით იკლავს მონატრებას.-სევდა გაერია ბგერებში და მაშინ ჩემი თითები უნებურად გაცოცდნენ მისკენ. თითებს მკლავები მიჰყვა და საბოლოოდ, ჩემი წვრილი მკლავები მისაში აიხლართა.
-არ ვიცი, მაგრამ, მგონია, რომ შენ იცი.-ზემოდან დამაჩერდა.
-რა?-გაოცებულმა ავხედე.
-გზაჯვარედინზე ვართ, იქით მე და შენ ერთად ვართ და აქეთ?-გამჭოლი მზერა მესროლა. ღმერთო, მე ამ თვალებში ვხედავდი უძირი ზღვას, რომლის ფსკერზეც უსაშველო ტკივილს დაედო ბინა.
-აქეთ?-მეც ავხდე.
-აქეთაც ერთად სესილია, უბრალოდ დროის საკითხია.-როგორც დაჩემებული ჰქონდა, ორ წამიანი კოცნა იყო შუბლზე და მერე უსიტყვოდ გავიდა.
მე დამიტოვა უამრავი კითხვის ნიშანი, მაგრამ დიდი დოზით სიმშვიდე, რომელიც იმ ღამეს მეყო დასაძინებლად....
***
აბაშაში მზე რომ ამოიწვერება, ხალხი უკვე ფეხზეა. ბალახს ამ დროს კიდევ აქვს შემორჩენილი ცვარი. ამ მომენტს ბავშვობაში გულის ფანცქალით ველოდი, რომ ფეხშიშველა გავსულიყავი და ნამიან ბალახზე მერბინა. სულ სხვა გრძნობაა. თითქოს ფეხის გულებზე მთელ სამყაროს გრძნობ.
ახლაც არ ვუღალატე ჩვეულებას. ლენას უკვე ეღვიძა და მიმიხვდა, რას ვაპირებდი.
-არ იზრდები სესილია!-გამიღიმა. კიბეები ჩავირბინე და მაშინვე ბაღში გავედი. ტანში სასიამოვნოდ დამიარა და თვალები დავხუჭე. პირველი შეხება იყო საოცარი. მიწის ენერგია ჩემში გადმოვიდა. შემდეგ უკვე მეორედ და ასე შემოვიარე მთელი ეზო.
-ბუნების წიაღში არ დაიკარგო ორჯონიკიძის ქალო.-ვიკომ გადმომძახა და გამიღიმა. ანალოგიურად გამეღიმა მეც და სახლისკენ წავედი.
გვანცა ფეხზე იყო და მომაკვდინებელი მზერით ბურღავდა ვიბლიანს.
ბოლოს მომხდარის შემდეგ არც გვანცა ელაპარაკებოდა, მაგრამ ვიკო არ იმჩნევდა.
-ასე ადრე რამ გაგაღვიძათ?-ხელები გავიმშრალე და მათ პირისპირ ჩამოვჯექი.
-ვიღაცის ხმამ.-მკვლელი თვალებით გახედა გვანცას.
-ვიღაცას ავიწყდება, რომ სოფელშია და არა თავის რეზიდენციაში.-მხრები აიჩეჩა ბერიძემ.
-ზოგს რა გრძელი ენა აქვს.-თავი გააქნია ვიკომ და ახლად გამოსულ გელოვანს ხელი აუწია.
-გელო.-ჩვენკენ ანიშნა.
-დილამშვიდობისათ.-თავზე ხელი გადაიტარა და ჩემ გვერდით დაჯდა. სიმშვიდე ვიგრძენი.
-შენ რამ გაგაღვიძა ასე ადრე?
-სოფელში ვართ ვიკო, ძილი ბინძურ თბილისშიც მყოფნის.-გადმომხედა-სესო მდინარე არის აქ?
-გაზაფხულია ჯერ, ცივა.
-გაზაფხულზე არ ცივა, ყველაზე მეტად თბილა.-ტუჩის კუთხე ჩატეხა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-ვანიკოს ეზოს გვერდით აქვს. პატარა მდინარეა, მაგრამ მერე გუბდება. სხვათაშორის ღრმაა.-ხელები გადავაჯვარედინე.
-დამრთავთ პატივს და წამიყვანთ?-ღმერთო, როგორ ახლოს მოდიოდა უკვე.
-კი.-თავი დავუქნიე და ოთახში შემოსულ დედასა და ნინას გავხედე.
-ბაღში გელოდებათ ლენა. საფირმო ხაჭაპურით.-ნინამ გადმომხედა და მერე გელოვანს გახედა. შეამჩნია რაღაც...
ყველა სათითაოდ გაიკრიფა ბაღში. ლენას გვერდით დავჯექი და ვაკოცე.
-ჩემი სუპერ ბებო.
-სუპერის გარეშე ბევრად უფრო მომწონს.-დამჭკნარი ხელები თმებზე ჩამომისვა და დიდი ნაჭერი ხაჭაპურიც წამებში გაჩნდა ჩემს თეფშზე.
-ბებო.-თვალები დავაკვესე.
-ჭამე.-წარბები ამიწკიპა და მერე შავი ღვინით სავსე დოქი სანდროს გაუწოდა.
-დაასხი ყმაწვილო-გელოვანს გაეღიმა და ყველას ჭიქა შეავსო.
-ჩემს სახლში სტუმარი ყველაზე ფასეული რამაა, ნოე უკეთესად დაგხვდებოდათ, მაგრამ მთავარი გულია და მე მთელ ჩემ გულს გიშლით. დიდხანს და ბედნიერად იყავით. სულ გამიხარდება თქვენი აქ ჩამოსვლა. ჯერ ვარ და რომ აღარ ვიქნები, იქაც ვიგრძნობ. დალოცვილები ხართ ბებიკო ყველა.-ლენამ ჭიქა ასწია და ის ხმა სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში.
-ქმარი როგორ გაიცანით?-სანდრო მემუარებს წერდა მგონი, თორე რაში აინტერესებდა?
-ნოე? მომიტაცა. მეგრელი ვარ შვილო. წალენჯიხაში ვცხოვრობდი. საიდან მოხვდა აქედან იქ? არ ვიცი. ერთხელ დამინახა და მეორედ ჩემი ხელი ითხოვა. მამაჩემმა არ ქნა, გაგიჟდა, ჯერ სწავლობსო. მახსოვს ნოე ბევრს ეწეოდა. უარი რომ თქვეს საბოლოოდ გადაირია. მამაჩემს მიაძახა-მე კი წავიყვან თქვენს შვილს ცოლად, მაგრამ სიმამრად არ გაღიარებთო.
-გიჟი იყო.-გაეღიმა დედას. ეს ის პირველი იყო, იმ ამბების მერე.
-ერთ თვეში კალანდიებმა ითხოვეს ჩემი ხელი. ნოეს გაუგია, რომ მამაჩემი დასთანხმდა და ერთი ამბავი ატეხა. საღამო იყო, გარეთ ვისხედით. მაშინ მანქანები უკვე იყო, მაგრამ ის გიჟი ცხენით დადიოდა. უუნაგირო ცხენზე იჯდა. ჩამოიარა და გაჩერდა. არ ვიცი, რატომ მაკვირდებოდა, თვალებით მბურღავდა, მაგრამ მერე ცხენიდან ჩამოხტა და, მაკოცა. იცით რამხელა თავხედობა იყო ეს? გოგონები დაიძაბნენ და მე უარესად. ვინმეს რომ გაეგო, მშობლების სახელს ლაფს დავასხამდი. მაშინ სხვა დრო იყო. ცხენზე დაჯექი ან შენი ნებით, ან მაინც დაგსვამო...
-ნებით დაჯექი?-გვანცა აღფრთოვანებული უყურებდა ლენას.
-ძალით დამსვა, მაგრამ მე პირველივე ნახვის შემდეგ ვიცოდი, რომ ის იქნებოდა ჩემი ქმარი. შერვაშიძეების რძალი გავხდი. პირველივე დღიდან ხელის გულზე მატარებდა. სიცოცხლის ბოლო წამამდე მის გვერდით თავი დედოფალი მეგონა. და არცერთი წამით არ გამნელებია სიყვარული. მე ახლაც შეყვარებული ვარ მასზე და ეს მარადიულია.
-გაუმართლა ნოეს.
-ნოეს? მეც გამიმართლა შვილო. ეს ისაა ორმა ნახევარმა ერთმანეთი რომ იპოვა და გახდა ერთი მთლიანი.-ლენას თვალზე ცრემლი აბრჭყვიალდა. ნოე ენატრებოდა...
-ჩემი აზრით, წიგნად უნდა დაიწეროს ეს ამბავი.-გელოვანი მონუსხული უცქერდა ლენას.
-ვერა. მე და ნოემ მხოლოდ ჩვენთვის დავწერეთ... არ მინდა, რომ ჩვენი სიყვარული იყოს სამაგალითო. როგორ შეიძლება, სესილიასთვის მე ვიყო სამაგალითო სიყვარულში?-ყველამ თავისი ისტორია დაწეროს მეორესთან ერთად.-ლენამ ბიჭებს გახედა კიდევ ერთხელ და ფეხზე წამოდგა.
-მე ნუ მალაქლაქებთ აქ, გაიარეთ.-ხელი აიქნია და გახალისებულებზე თავადაც გახალისდა.
მე? მე ამ დღეს საბედისწერო ნაბიჯი გადავდგი. სანდრო გელოვანი უკვე გულის ნაპირებს მიუყვებოდა. შემეშინდა. მაშინ პირველად შემეშინდა, რომ ისევ ცალმხრივი იყო უკვე რეალური ინტერესი. სიყვარული იყო თუ არა?-არ ვიცოდი. მაგრამ დიდი დოზით იყო. მდინარეზე წასვლის წინ მე უარი ვთქვი და გელოვანის გამორეცხილ თვალებზე გული გამიჩერდა.
-იქნებ..-დამაკვირდა-თუმცა იქნებ არ არსებობს.-გაიღიმა და წავიდა. არაფერი ზედმეტი, არაფერი თქვა, მაგრამ მე ცუდად გავხდი. ტუჩები ამითრთოლდა და თავის შესამაგრებლად სკამს დავებღაუჭე.
-სესო.-ნინა ამომიდგა გვერდით.
-წყალი ნინა.-ამოვიჩურჩულე.
-ჩემო გოგო.-მომეხვია და სახლში შევედით.
ორი საათი იყო გასული. თითქოს ის სიმშვიდე მაკლდა, რომელსაც ეს ორი დღე ვგრძნობდი. ჭიშკარი გვანცამ შემოაღო, ფერი არ ედო. უკან ვიკო მოჰყვებოდა, რომელსაც ვიბლიანის ხელი ჰქონდა მოხვეული და... სანდროს ფეხიდან სისხლი ნაკადულებად ასხამდა. აქ მეორედ შემიტოკდა გული და ინსტინქტების დონეზე მაშინვე მათკენ გავიწიე.
-რა დაემართა?-ხმა მიკანკალებდა.
-ისეთი არაფერი შენ რომ ინერვიულო.-თავად ამომხედა. წყენა იკითხებოდა მის თვალებში.
-სანდრო-ვიკომ დაუბღვირა, მაგრამ გელოვანი ზედაც აღარ მიყურებდა.
-წვერიან ქვაზე გაიჭრა. ღრმა არ არის.-დამამშვიდა ვიბლიანმა.
-არ იღელვო სესო, მაგან იცის ჭრილობების შეფასება.-სარკასტული მზერა ესროლა ვიკოს ბერიძემ.
-ვიღაცას ენას ამოვაჭრი.-დაიბღვირა და გელოვანს ფეხი შეუხვია.
დაძაბული ვუყურებდი მის სახეს. მხოლოდ ის მინდოდა, რომ მოვხვეოდი. სიგარეტის კვამლს ჩემი მიმართულებით უშვებდა, მაგრამ მე არ მიყურებდა.
-ბერიძე, ესენი გადამაყრევინე.-თავით ანიშნა და ისე გავიდნენ ეს ორი და ისე დავრჩით ჩვენ ორნი, რომ ვერაფერი გავიგე. ნამწვავი გვერდით მდგარ საფერფლეზე დადო და მეორეს მოუკიდა. გაბრუებული ვიჯექი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.
-შეგიძლია წახვიდე.-ერთი წამით შემავლო თვალი.
-საერთოდ რაზე ბრაზდები?-ყელში მომებჯინა უსუსურობა.
-მე? რაზე უნდა გავბრაზდე სესილია? უბრალოდ ნუღარ წუხდები აქ ჯდომით.-მხრები აიჩეჩა.
-სანდრო გთხოვ.
-ბატონო სანდროდან სანდრო გავხდი. რაღაც დავინახე, ვიფიქრე, რომ იყავი გოგო, რომელიც... შეგეშინდა. აქ მდინარეზე წასვლა არაა, სადაც არ უნდა წავსულიყავით, არ წამოხვიდოდი. სიყვარულის გეშინია სესო?
-სანდრო...-ხმა ჩამივარდა, მკითხულობდა და მე ეს არ მინდოდა.
-რის გეშინია? რომ ისე მოვიქცევი, როგორც ის ადამიანი, რომელმაც გაიძულა ეგ გაგეკეთებინა, რაც ხელებზე გაქვს? მიპასუხე! უკან ამიტომ იხევ?
-გთხოვ..-ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
-რას ელოდები? გითხრა, რომ აი მაშინ სადარბაზოში რომ გნახე იქიდან მაინტერესებ? იმ დღიდან გასცდა ჩემი გული ჩვეულ რითმს და შენს დანახვაზე ყველაზე კარგად ვარ? ეგ გითხრა? და რა შეიცვალა? შენ ჩემზე ამბობ უარს გამიზნულად. მე კიდევ არ ვარ ვიკო, რომელსაც ერთხელ უთხრეს არა და მაინც მთელი ცხოვრება დასდევს ერთს. არა ნიშნავს არას, წერტილი.-თითქმის არ მოუწევია მეორე ღერი ლაპარაკში ჩაეფერფლა და ისიც საფერფლეზე მიაგდო.
-და შენი აზრით ჩვენ შორის რამეა ან შეიძლება, იყოს რამე? არა!-თავი შევიმაგრე და ზურგი ვაქციე. გავიგე ხმა, როგორ გაჰკრა ხელი რაღაცას, მაგრამ ვეღარ მივბრუნდი. სახლში შესულს ლენამ მომხედა და თავი გააქნია.
-ვერ გაიზარდე სესილია.-ეს მომაძახა და სამზარეულოში გაუჩინარდა.
ყველაზე მეტად მაშინ მეტკინა გული საღამოს გელოვანი ჩანთით ხელში რომ დავლანდე. ბებოს ემშვიდობებოდა და ერთხელაც არ მოუხედავს ჩემკენ. სიმშვიდე მაშინვე გამომეცალა, როგორც კი კარი გაიხურა და მანქანის დაძვრის ხმა გავიგე. ვიღაცისთვის არაფერი არ იყო მე და გელოვანს შორის, მაგრამ ორივემ ვაწყენინეთ ერთმანეთს. მე უფრო ვიდანაშაულებდი თავს, ადამიანს ზურგი ვაქციე. არ მინდოდა სხვებს შეეტყოთ, მაგრამ ვიცოდი, ამჩნევდნენ.
იმ ღამეს კოშმარი მესიზმრა, გამოღვიძებულს აივანზე გელოვანი აღარ დამხვდა და ვერც ის სიმშვიდის დოზა მივიღე, რომელიც საკმარისი დასაძინებლად...
***
იცით რა მოხდა იმის შემდეგ, რაც სანდრო გელოვანი წავიდა აბაშიდან?-დაიკარგა. ის ხომ დაიკარგა, მაგრამ მე-უფრო. არ ვჭამდი, არ მეძინა. გალეული დავდიოდი და კიდევ უფრო ნერვიულობდა დედა. გვანცასაც კი აღარ ველაპარაკებოდი. ორი კვირა სრულ ჯოჯოხეთში გავატარე და, გეფიცებით, ისიც აღარ მახსოვდა, რომ მამა დავკარგე. გელოვანმა დამავიწყა ყველაფერი და ყელში ვგრძნობდი უკვე საცეცებს. ეს საცეცები არ ჰგავდა აკას მიმართ გრძნობებს. უფრო ღრმა, მტკივნეული და სასიამოვნო იყო. ამასობაში მარტიც მიილია და აპრილი, ჩემი თვე დადგა. ატმის ხეები გაყვავილდა და თავისებური ეშხი შემატა გარემოს. ჩემს სახეზე ღიმილი გაქრა, მაგრამ შინაგანად სავსე ვიყავი. დავუბრუნდი ნელიკოს, ჩემს ერთგულ მეზობელს და ხანდახან მაშინ, როდესაც უძილობა შემიპყრობდა, ვისხედით მე და ჩემი სამოცი წლის მეზობელი და ვსაუბრობდით. ეს იყო განტვირთვა..
ერთ ასეთ საღამოს, როდესაც კაეშანმა შემიპყრო და კვლავ ნელიკოს გავაკითხე ყავის ფინჯნებით, უჩვეულო ხმაური დამხვდა. შესასვლელში გოგონები ცეკვავდნენ, იქით მთვრალი ბიჭები, მეუცნაურა ცოტა.
-ჰეი!-ხელი დამიქნია ერთ-ერთმა და მეც მისკენ წავედი.
-ლერისგან ხარ?-თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.
-უკაცრავად?-სახეზე მეწერა-ლერი ვინ ჯანდაბაააა?
-კაი დაიკიდე.-ხელი აიქნია და ცეკვა განაგრძო. მივხვდი, აქ არაფერი მესაქმებოდა და კარისკენ წავედი. ფინჯნები ხელს მიშლიდა, ამიტომ სამზარეულოში შევედი და კუთხეში მდგარ წყვილს ყურადღება არ მივაქციე. იქვე დავალაგე ფინჯნები და რატომღაც წითელ ქურთუკიან ბიჭს გავხედე. გავშეშდი... გელოვანი ვიღაც გოგოსთან ერთად იდგა და იღიმოდა... უცბად დავატრიალე ყველაფერი, მე და ნელიკო, ნელიკოს სახლში გელოვანი, ანუ? მოვკვდები! ნელიკოს დის შვილიშვილი, სანდრიკა, ლექტორი... თავზე ხელი მივიჭირე და მაქსიმალურად ვეცადე, არაფერს დავჯახებოდი. თვალებზე ბინდი გადამეკრა, ვერაფერს ვხედავდი...ის ბიჭი, რომელზეც ნელიკო ამდენს მიყვებოდა, გელოვანია. ჩემი დაკრგული სიმშვიდე. სწორედ ის, ვის გამოც არ მეძინა და ნელიკოსაც ვაიძულებდი, გაეთენებინა. ღმერთო, დამცინი? არეულ ხალხში ძლივს გავიკვლიე გზა და ის იყო გასვლას ვაპირებდი, ნელიკოს ხმა რომ შემომესმა...
-აი სად ყოფილხარ!-თავი გადააქნია.-სად მიიპარები? მე შემიძლია, დავლიო ყავა შენთან. ამათ ყურადღება არ მიაქციო, სანდროსთან არიან. დღეს ლექცია გააცდინეს და როგორც წესი აქვთ, აქ ამოდიან.-ხელები გაასავსავა და აივნისკენ მიმითითა-მიდი სესილია, იქ დაჯექი, მე ორი ფინჯანი ყავით და ბევრი სასაუბროთი დავბრუნდები.-თბილად გამიღიმა და სამზარეულოს კრემისფერ კედლის მიღმა გაუჩინარდა.
ჯერ კიდევ ვერ ვაზროვნებდი, ფეხებს ვაიძულე ამოძრავებულიყვნენ და აივნისკენ ფრთხილი ნაბიჯით წავედი. არ ვიცი, რატომ ვრჩებოდი, მაგრამ სამკამირისი იყო, მეგრძნო. გეფიცებით, მის ჩაჩხვლეტილ ლოყაზე კოცნა ახლა ჩემი უდიდესი სურვილი იყო. მინდოდა თუ არა, რომ შევემჩნიე?-კი. ვიცოდი, მოვიდოდა, ისევ მეტყოდა რამეს და მე ეს მეყოფოდა ან ვიმყოფინებდი, მშვიდად დამეძინა.
ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ. ფეხები ავკეცე და ახლად გამოსულ ნელიკოს ფინჯნი გამოვართვი.
-ჩემო სესო, მეც რამდენი დამიგროვდა...-ღრმად ამოისუნთქა. არ ვიცი რა ჰქონდა სათქმელი, ზოგადად მე ვსაუბრობდი და ის მისმენდა.
-გისმენ..-თავი მისკენ გავატრიალე.
-ჩემი დისშვილი, მარიტა, სანდროს დედა, ავადაა.-დიდი სევდა ამოჰყვა მის ხმას და გულში რაღაც მეტკინა.
-რა სჭირს?-ხმა ამიკანკალდა.
-სიმსივნე აქვს, სანდრომ არ იცის, არ ეუბნება.-ხელები აიფარა და ჩამჩურჩულა-რომ გაიგოს დედამისს რამე სჭირს, მოკვდება. ვეღარ გაუძლებს. ისედაც სულ მარტოა.
-ძალიან ვწუხვარ, საშინელებაა.-ძალა არ მეყო, რამე უფრო სანუგეშო მეთქვა.
-ის ქალიც დაიტანჯა, ჯერ შვილი, მერე ქმარი ახლა თვითონ.-სიმწრის ცრემლი ჩამოვარდა თვალიდან და მაისურზე დაეცა.
-გამოსავალი...-როგორ მინდოდა, ეთქვა, რომ არსებობდა გამოსავალი... რომ მეტჯერ აღარ ეტკინებოდა გელოვანს.
-მცირეა.-ფინჯანი გვერდით გადადო და ჩემკენ მოტრილდა.
-სესილია, ჩემო გოგო.-ხელზე მომეჭიდა.-მიხარია რომ გიცნობ.-სევდანარევი ღიმილოთ გამიღიმა და ცას ახედა.
-სანდროს ტყუპისცალი ანგელოზი იყო. ისეთი ლამაზი და ფარფატა. თვალისჩინივით უფრთხილდებოდა დას. ვერ გამოსტაცა სიკვდილს ხელებიდან. გაგიჟდა. ნიშნობა ჩაშალა, საკუთარ თავს ბედნიერების უფლება აღარ მისცა, ჩაიკეტა...-ნიშნობის გაგონებაზე დავიძაბე, ჩემთან არ უხსენებია.
-რატომ ჩაშალა?-ენაზე ვიკბინე..
-არ ვიცი, ძალიან იმოქმედა დის ამბავმა, მერე იყო მამამისი. არ ვიცი შვილო, არ მჯერა ჯადოების და ასეთების, მაგრამ მგონი ჯადო აქვთ გაკეთებული.-ხელები აღაპყრო მაღლა და პირჯვარი გადაიწერა.
-საშინელებაა ნელიკო, არ ვიცი, რა ვთქვა.-დავპატარავდი.
-იქნებ გაგაცნო.-სახე გაუნათდა-ერთმანეთს გაუგებთ, იმეგობრებთ...
-მაგრამ...
-უნდა გაგაცნო.-ხელზე დამებღაუჭა და არ ვიცი, როგორ მოახერხა, რომ ათ წამში გელოვანის წინ ვიდექი და ვერ ვინძრეოდი.
-სანდრო, ეს სესილია.-ისე წარუდგინა ჩემი თავი, თითქოს დიდი ვინმე ვყოფილიყავი.
-სესილი?-წარბები შეჭმუხნა, თვალები დააწვრილ და მერე ხელი გამომიწოდა.-ადრე ვიცნობდი, ახლა აღარ...-მეტკინა.
-გამარჯობა.-ვეცადე გამეღიმა, მაგრამ ვერ გამოვიდა.
-იმედია, შენკენაც გამოგაზაფხულდა.-ეს იყო მისი მოკითხვა.
-ის მერცხალი არ მოფრენილა, რომელიც გაზაფხულს მოიყვანდა.-გავთამამდი.
-ის მერცხალი ერთხელ თუ გაუშვი, მეორედ აღარ მოვა.-ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და ნელის გახედა.
-მადლობა ნელიკო, კარგი მეზობლები გყოლია.-მერე მე გადმომხედა და დასრულდა. სიმშვიდის ერთი გრამიც კი ვერ ვიგრძენი, მეტად ავფორიაქდი. ეს ფორიაქიც კი მალამოდ მომედო.. იმიტომ, რომ ავტორი გელოვანი იყო და მე ისევ შტერივით შეყვარებული გახლდით.
ის დღე იქცა ტკივილების დასაწყისად. სამ აპრილს, გამთენიისას ნელიკოს კივილმა და არაამქვეყნიურმა ღრიალმა გამაღვიძა. ჩემი აივნის კარი ღია იყო და კარგად აღვიქვი, ნელიკოსთან ერთად მყოფის ხმა. თავს უფლება მივეცი, ხალათი ჩამეცვა და მეზობელთან გავსულიყავი. კარი ღია დამხვდა. ფრთხილად შევედი და კედელთან ჩაკეცილი გელოვანი დავლანდე. თავი დაბლა ჰქონდა და ხელები უკანკლებდა. ყოველ ორ წამში კედელს თავს ურტყამდა.
-სანდრო.-საიდან ამომივიდა ხმა, არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ვხვდებოდი, რა ცუდი ამბავი ტრიალებდა მის თავს.
-სანდრო გესმის?-მისკენ გავიწიე და მეც ჩავცურდი კედელთან.-სანდრო, ხმა გამეცი.-ხელები წავიღე მისკენ, მაგრამ ცხოველური მზერით გადმომხედა და მთელი ძალით ჩამაფრინდა.
-წადი!-ხმა ჩახლეჩილო ჰქონდა, ყელთან ძარღვები უხტოდა.
-გეხვეწები...-ხელების გათავისუფლებას ვეცადე, მაგრამ ამაოდ.
-წადი.-თავადვე შემიშვა ხელი.
-უბრალოდ...
-უბრალოდ ამ ცხოვრების დედაც სესილია, ყველაფერი მეზიზღება და გთხოვ, სანამ თავს ვაკონტროლებ წადი!
-ახლა გვერდით გჭირდება ადამიანი....-ვერ ვალაპრაკობდი.
-არ მჭირდება, ჩემი ოჯახის გარდა არავინ მჭირდება, მოიყვან?
-გთხოვ...
-გითხარი წადი, ამის დედაც...-მკლავში მაგრად დამებღაუჭა და გასასვლელისკენ გამიყვანა. კარები თითქმის გამოგლიჯა და მთელი ძალით გადამისროლა. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წავბარბაცდი. არ მოუხედავს, მთელი ძალით მიხურა კარი და თავის ტკივილთან ერთად გაუჩინარდა.სხეული მიხტოდა, სწრაფად გავირბინე დერეფანი და სახლში შევვარდი.
-მშვიდობაა სესო?-დედაჩემს ფერი არ ედო.
-არა.-თავი გავაქნიე და ტელეფონს დავწვდი, ვიკოს ნომერი მოვიძიე და ესევე დავურეკე. რამდენიმე ზუმერის შემდეგ ვიბლიანის ხმა გავიგე, რადგანაც ფხიზლად იყო, იცოდა.
-ვიკო.-ხმა ჩამიწყდა.
-სესო ნელიკოსთანაა. არ მიგიშვებს ახლა, არც ეცადო.-ხმაზე ეტყობოდა, რომ თავადაც არ იყო კარგად. ან საერთოდ სიტყვა კარგად ან ცუდად რატომ არსებობდა?
-კარგი.-ამოვიჩურჩულე და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. აპრილიც ნალექიანი იყო. დიდი ტკივილითა და ცრემლებით.
ის ღამე როგორ გათენდა, ვერ მივხვდი. მზის პირველი სხივები ჩემს ფანჯარას შემოეპარა და დერეფანში ხმაურზე გავედი.
ვიბლიანი, ნელიკო და გელოვანი იდგნენ. არცერთს არ ჰქონდა ადამინური სახე, მაგრამ სანდრო იყო სხვაგან. აქ არ იყო. ფეხს ვერ ადგამდა. ორი წამით შემომხედა.. თვალები წითელი ჰქონდა, ყელზე ძარღვი ისევ უთრთოდა. მკლავებს ჩავაყოლე მზერა და თითის საკეცებზე შემხმარ სისხლზე გავიყინე.
-სანდრო.-ხმა კი არ იყო, უფრო ხავილი, ბღავილი, არ ვიცი, რაღაც არაამქვეყნიური.
-მარიტა აღარ მყავს!-ალბათ მაშინ გაიაზრა, დედაჩემიც იქ იდგა, მთელი ძალით ვეკვროდი და ძლივს ვსუნთქვადი.
-სანდრო.-გელოვანი ვეღარ იყო- ცუდადაა. სესილია, მიშველე.-ინსტიქტურად გავიქეცი მისკენ და ჩავიმუხლე.
-გეხვეწები სანდრო.-ცივი წყალი სახეზე მოვუსვი და შუბლზე მივაწებე ტუჩები. არ იყო ამის დრო, ვიცი, მაგრამ მინდოდა ეგრძნო, რომ მის გვერდით ვიყავი.-თვალები გაახილე.-შევანჯღრიე და გელოვანის გაცრეცილ თაფლისფერებზე გული გამეხლიჩა.
-ჩემი გაზაფხული გარდაიცვალა სესო.-ხელზე ხელი მომიჭირა. იცით როგორ სტკიოდა? მე ვერ აღვწერ. ძალა არ შემწევს დაგანახვოთ, რა ცუდად იყო გელოვანი.
ბარბაცით გაუყვა დერეფანს, გვერდით ვიკო ედგა...
ღმერთო, რა უსამართლა ცხოვრება....
მთელი ორი დღე გაუნძრევლად იდგა და ხალხისგან სამძიმრებს იღებდა. უამრავი ადამინი ირეოდა. შავებში იყო, ხელში სიგარეტი ეჭირა და ყოველ ორ წუთში ახალ ღერს უკიდებდა. არ ჭამდა, სახლში არ შემოდიოდა, არავის უყურებდა. დაკრძალვის წინა დღეს ახლობლები რჩებოდნენ, მე არ ვიცნობდი დედამისს, მაგრამ იმდენად ახლოს მომეჩვენა თავი, მეც დავრჩი. გვანცა ვიკოს გვერდით იდგა. ჭირი ადამიანებს აახლოებს თურმე ერთმანეთთან.
სკამზე იჯდა და ისევ ეწეოდა. მისკენ წავედი და უსიტყვოდ მივუჯექი გვერდით.
-დარჩენა საჭირო არაა.-ჩამწვარი ღერი მოისროლა და ახალს მოუკიდა.
-როგორმე თავად გადავწყვეტ. -ვცდილობდი ძლიერი ვყოფილიყავი.
-ახლა ცდილობ, დამანახო, რომ ძლიერი ხარ? რომ ორივეს ტკივილს უმკლავდები? არ გინდა.-თავი გააქნია.
-არა, მე ვიცი რომ ამით მამაჩემის სულია მშვიდად, იფიქრე იმაზე, რომ დედაშენის სულიც მშვიდად იყოს ზევით.-თითი ცისკენ გავიშვირე.
-ბოლო იმედი, ბოლო სიცოცხლის წყარო წამართვა ცხოვრებამ. სულ ორ დღეში, არ ვიცოდი, ვერ გავიგე და აი. ამდენი ხანი ებრძოდა, იტანჯებოდა, სტკიოდა და... გავაფრენ სესო, გავგიჟდები.-ფეხზე წამოდგა და იქვე მდგარ ხეს დაეყრდნო.
-სიკვდილი არის გარდაუვალი.-უცბად შემობრუნდა, როლებს ვცვლიდით.
-სიცოცხლე კი შეუძლებელი, საყვარელი ადამიანების გარეშე.-ღრმად ჩაიუსუნთქა და მოწოლილი ცრემლი შეაჩერა.

სანდროს ახლობლები იყვნენ, კიდევ სხვებიც... არავის იკარებსო გელოვანი- ვიკომ დამირეკა. სწრაფად გადავიცვი ტანსაცმელი და გიჟივით გავვარდი სახლიდან.
გზად ყვავილები ვიყიდე და ტაქსიში ჩავჯექი. ის შეგრძნება, ტაქსიდან სანდროს სახლამდე, საშინელება იყო. სწრაფად გადავხტი მანქანიდან და სირბილით წავედი. გელოვანი კიდევ უფრო კარგავდა თავს. კარებში იყო ჩაკეცილი და ვერავინ აყენებდა.
-სესო.-ვიკომ ხელით მანიშნა. ყვავილები იქვე დავდე და მისკენ დავიხარე.
-სანდრიკა.-ყურთან დავუჩურჩულე და თითები მკლავზე შემოვაჭდე.
-გთხოვ, უბრალოდ წამოდექი.-ფაქტობრივად ვეჩურჩულებოდი.
-სესილია...-ღმერთო, როგორ მტკიოდა გელოვანი.
-გადავიტანთ!-მის სახესთან დავიჩურჩულე და ფეხზე წამომდგარმა ხელი გავუწოდე. მძიმედ წამოდგა. გვერდიდან არ მოვშორებივარ.
მარიტა ქმრისა და შვილის გვერდით დაკრძალეს.
ბოლოს მხოლოდ ოთხნი დავრჩით. გელოვანი გაყინული იდგა.
-დედას მიმიხედეთ.-მიწასთან დაიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა.
-მარტო ყოფნა მინდა.-ხელით გამაჩერა და თავად ბარბაცით გაუყვა გზას.
***
,,ღამის ორის ნახევარია სანდრო, მერამდენედ მიჭერს უშენობა საცეცებს, ვერ ვითვლი. ვერ ვითვლი დღეებს, რომლებსაც უშენოდ ვატარებ და საერთოდ არ ვიცი, როგორ მოვედი აქამდე. იმ დღის მერე სესო დაიკარგა, შენთან ერთად გაქრა, სიბნელეში ჩაიკარგა. უნდა გეძებდე, ქუჩებს ფეხით უნდა ვუვლიდე, მაგრამ ვზივარ. მგონია, მოხვალ და ამის იმდენად მჯერა, რომ შენ გელოდები. იმის წარმოდგენა მკლავს, რომ ახლა გიჭირს, ვერ სუნთქავ ან... ან სხვა ისმენს შენს დარდს და მე ამ დროს... არ მინდა. ვიკოსგან ვიცი... ვიცი, მაგრამ არ მჯერა. არ შეიძლებოდა გელოვანო! ვერ ვისუნთქებ, უშენობა არ შეიძლება!"-თითები უკანკალებდა. წერა ვეღარ შეძლო და იქვე დადო კალამი. ერთი თვე გავიდა. ბევრი ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ასე მძიმედ არ ყოფილა არასდროს. სულიერად იყო ცარიელი, ახლა იმის სურვილი არ ჰქონდა თავისთვის ევნო რამე. სულის სიმახინჯისთვის უნდოდა ბოლოს მოღება. სანდრომ წაიღო აყვავებული სული და დაუტოვა ისევ ის, რაც მაშინ ჰქონდა, გაცნობამდე...
გარეთ ატეხილ ჭექა-ქუხილს და ძლიერ წვიმას მოავლო მზერა. არსად არ იყო იმედის ნაპერწკალი, რომელსაც მოეხვეოდა, ჩაიხუტებდა, გაზრდიდა და კოცონად აქვევდა. საკუთარი უსუსურობა, ვერ გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო ურევდნენ ფიქრებს.
-სესო!-დედის ხმაზე სახე დაალაგა და ქალისკენ მიბრუნდა.
-ხოო დე.-მისკენ გაიწია. ყოველ გადადგმულ ნაბიჯს გულში ,,დავეცემი" ჰყვებოდა.
-ვიკო მოვიდა.-ერთადერთი იმედი. ერთადერთი პიროვნება, რომელიც გელოვანთან სიახლოვეს აგრძნობინებდა. ძალა მოემატა და სწრაფად დატოვა საძინებელი. ვიბლიანი მისაღებში იდგა. სესოს ხმაზე შემობრუნდა.
-ვიკო.-ხმა ებზარებოდა.
-დაბრუნდა! უფრო სწორედ დაბრუნდნენ.-სიტყვები კლავენ ადამიანს. ჭკუიდან გადავიდა. ხმა ვერ ამოიღო. ვიკოს უყურებდა, მერე დედას, მერე უსასრულობას და ბოლოს გაიქცა. თავი ვერ შეიმაგრა, ვეღარ ითამაშა მაგარი გოგოს როლი. თხელ ზედასა და შარვალში იყო. გარეთ საშინელი ამინდი მზვინვარებდა. კიბეები ჩაირბინა და წვიმაში გავარდა. შვება იგრძნო, მაგრამ რამდენიმე წამიანი. ფეხებში ძალა ერთმეოდა, თუმცა მაინც მირბოდა. სად ვერ ხვდებოდა. ტკივილი ელვისსისწრაფით ვრცელდებოდა მის სხეულში და ახლა აღარ ჰქონდა მნიშვნელობა არაფერს. ასე თვლიდა, მაგრამ ეს არ ჰგავდა სხვა ტკივილებს, ეს იყო ყველზე დიდი ტკივილი მის ცხოვრებაში. იმდენად ცუდად იგრძნო თავი, როდესაც გაიაზრა, რომ მამის დაკარგვამაც ვერ გამოიწვია მსგავსი ტკივილი, შედარებაც არ შეიძლებოდა, სულ სხვა იყო ეს ორი ტკივილი სესოსთვის, მაგრამ ნამდვილდ ფიქრობდა, რომ გელოვანმა სამუდამოდ დაასო მის გულს ხანჯალი. უკუნით სიბნელეში, თქეშ წვიმასა და ელვით განათებულ ქუჩაში მირბოდა. ცრემლი აღარ სდიოდა. ეს კიდევ უფრო ანგრევდა ორჯონიკიძეს.
-ჯანდაბა!-ბოლო ხმაზე ამოიყვირა და ტროტუართან ჩაიკეცა. ყველა ემოცია გაქრა წამის მეასედში და დარჩა ქვა. უგრძნობი, უყველაფრო ქალი. უცბად ვეღარ იგრძნო ვერც ტკივილი და ვერც იმედგაცრუება. თვალები მოპირდაპირე გზაჯვარედინს გაუსწორა, იქ შეხვდა გელოვანს, იქ იჩხუბეს, იქიდან დაიწყო. მზერით მოეფერა მოგონებას. თითქოს მაყურებელი იყო და შორიდან ხედავდა, როგორ ჩხუბობდნენ შავ ქურთუკში გახვეული გოგონა და მანქანის მძღოლი, რომელსაც თვალები უელავდა. ხელი გასწია, თითქოს ეხებოდა იმ წამებს. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ფეხზე წამოდგა. მთლიანად დასვრილი იყო. ტალახიანი წვიმის ნაკვალევი სახეზე ემჩნეოდა. შორს იყო წამოსული. ვერ გრძნობდა ვერაფერს, ვერც გადატყავებულ მუხლს, რომლიდანაც სისხლი ჟონავდა და ვერც ხელებს, რომელიც საშინლად ეწვოდა. თავად ვერ გრძნობდა...
სახლისკენ გაუყვა გზას. დაცლილი, დაღლილი... სხეული უკანკალებდა და ჯერ კიდევ ჩაესმოდა ვიბლიანის ნათქვამი. ერთმა თვემ... ერთმა არ გაყოლამ, ერთმა ტკივილმა გელოვანი წაიყოლა და მისი ცხოვრებიდან გააქრო. უნდოდა მის გვერდით ყოფნა, მაგრამ იმ დღეს მარტო დარჩენა ითხოვა და ეს სივრცე მისცა კაცს. ამ ყველაფერმა წერტილი დასვა იქ, სადაც მრავალწერტილი უნდა დაწერილიყო...
რთულ ცხოვრებას შეჩვეული იყო და ახლა ტკივილზე მეტად დაღლას გრძნობდა, რადგან ბოლო წლებში ერთხელაც ვერ შეძლო, მშვიდად ამოესუნთქა. ფიქრებში გაიარა მანძილი სახლამდე. კიბისთავთან შედგა, ღრმად ამოისუნთქა და სვლა განაგრძო. სახლიდან ხმაური ისმოდა. წამითაც არ უფიქრია, რომ იქ შეიძლებოდა, დახვედროდა ვინმე დედის გარდა. თვალები ჩამუქებული ჰქონდა, თმები აბურდული და მთლიანად სველი. კარი შეაღო. სითბო ნაწილ-ნაწილ მიეჭრა სხეულს და ნატკენი ხელები აეწვა. მისაღებისკენ გაიწია. გვანცას მზერას ვერ გაექცა, ვერც დედისას, მაგრამ... ერთი დიდი მაგრამ ახლა მის წინ იჯდა. იჯდა და ეწეოდა. ისე, როგორც ყოველთვის. თვალებზე ბინდი გადაეკრა, არც არაფრის თქმა, არც არაფრის მოსმენის სურვილი არ ჰქონდა. ჰაერი დაძაბულობით გაიჟღინთა.
გვერდი აუარა სავარძელს.
-სესილი!-ქეთის ხმაზე ოდნავ შეუტოკდა სხეული.
-დასვენება მჭირდება.-კიდევ ერთხელ შებრუნდა, დარწმუნდა, რომ არ ეჩვენებოდა და საძინებელში გაუჩინარდა.
გელოვანი იჯდა. იჯდა და არაფერს ამბობდა. სახლში ელოდება ქალი.. ქალი,რომელიც წლების განმვლობაში უყვარდა. მერე ჯაჭვი შეწყდა, მაგრამ ახლა, დედის დაკარგვის შემდეგ ფიქრობდა, რომ ის იყო ერთადერთი, ვინც გადაატანინებდა მძიმე წუთებს.
თეკლა მარიტასთან აკავშირებდა. აღარ იყო გრძნობა, მხოლოდ ძლიერი კავშირი, რომელსაც ებღაუჭებოდა.
-შეგიძლია წახვიდე!-ბერიძე ჯიქურად უმზერდა. ყველა წუხდა სესოს გამო, მაგრამ გვანცას ესმოდა ეს ყველაფერი.
-გვანცა!-ვიკომ დასწია უკან.
-მართლა მაინტერესებს. რა ნამუსით მოხვედი? გგონია, დავიჯერებ, რომ სესოზე ღელავ? არა, რა თქმა უნდა. სად იყო ის ყანჩა, სესილია შენს გვერდით რომ იდგა? წაქცეული რომ წამოგაყენა. გვერდიდან რომ არ მოგშორდა და არ ვიცი. ამას დანახვა უნდოდა. არც პატივცემული ლექტორი ხარ და არავინ საერთოდ! საკუთარი პიროვნება ჩამოშალე. ახლა მეცოდები. სესო ვერ შეამჩნიე, ვერ დააფასე და ეს იმდენად ამაზრზენად გააკეთე, ახლაც დიდი სურვილი მაქვს, რომ დაგახრჩო, პატივცემულო!-რევერანსი გაუკეთა და სესილიას ოთახს მიაშურა. სიტყვები... სიტყვები არის იარაღი. კლავს ადამიანს, ახლა სანდროც სხვანაირად იყო.
-ქეთი დეიდა, ბოდიშით!-ვიბლიანმა შავებში შემოსილ ქალს გაუღიმა და სანდროს მიუბრუნდა.
-წავიდეთ.-ხელით ანიშნა გასასვლელისკენ.
-წავიდეთ.-მირბოდა. ორჯონიკიძის სურნელს გაურბოდა. თავს ვეღარ ერეოდა. კარს შეამტვრევდა, ხელს მოჰკიდებდა და წავიდოდა. წავიდოდა, მაგრამ ახლა სხვა ქალი ელოდა. ელოდა, როგორც მარიტას დანატოვარი, როგორც დედის ბოლო სურვილი, როგორც ცოლი.... ცოლი, რომლის სხეულს ერთხელაც არ შეხებია, რომლის სურნელიც აღარ იყო სასიამოვნო. რომლის გვერდით ჰაერი იყო მძიმე, სუნთქვა უჭირდა. მიუხედავად ამისა, თავს მოვალედ თვლიდა, დედის გამო. მძიმე ნაბიჯებით გაიარა სახლი. კარი გაიხურა. ტოვებდა ყველაზე ძვირფასს, ყველზე მნიშვნელოვანს. ვერ გამოხატულ სიყვარულს ტოვებდა კარს იქით და მიდიოდა სხვა ქალთან.

,,თუ კი ცაზე შავი ღრუბელი გამოჩნდა, არ იდარდოთ, ქარი აუცილებლად გადარეკს..."

ოთახში იჯდა. ცხელ ჩაის ოხშივარი ამოსდიოდა, მაგრამ სესილიას ასეთი უყვარდა. გელოვანთან გასაგზავნ წერილებს კითხულობდა.
,,ვერ ვუძლებ უშენობას სანდრიკა"-ღიმილი შეეპარა.
,,როგორ მინდა, მოხვიდე და მომეხვიო"-გული აუჩუყდა.
,,ახლა ისე მენატრები, მგონია, რომ სადაცაა მოგწვდები"-ფურცლები მიმოფანტა. ჭეშმარიტი სიყვარული ერთხელ მოდის. ეს იყო ჭეშმარიტება. ამაზე დიდი სიმართლე აღარ არსებობდა.
თუ სიყვარული ტანჯვაა, მაშინ დაიტანჯება. ვერ წაუვა ბედისწერას ვერსად.ეს ბოლო წელი ემძიმებოდა. თითქოს მთელი ცხოვრების სიმძიმე ამ ერთ წელში დააწვა და ვეღარ იდგა მყარად. სული უმახინჯდებოდა. მერე ახსენდებოდა გელოვანის მზერა და თბებოდა. მხოლოდ კაცის კონტურებიც საკმარისი იყო ყველაფრის შესაცვლელად. ჩაფიქრებული ჩაის სვამდა და შორეულ წერტილს გაჰყურებდა.
აღარ იყო სიმშვიდე. ნამდვილი სიყვარული მაშინ იგძნო, როდესაც გაიაზრა, რომ თუ სანდრო სხვა ქალთან იყო ბედნიერი, აღარ გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში. ეს იყო მთავარი. მაშინ მიხვდა, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი სიყვარული და მანამდე იყო ახირება.
ლეპტოპი გახსნა და მონასტერის ძებნას შეუდგა. არ იყო ცხელ გულზე მიღებული ეს ყველაფერი. თუნდაც სულ ცოტა ხნით, აუცილებელი იყო. სული სჭირდებოდა. რამდენიმე დღით წავიდოდა, განთავისუფლდებოდა ყველა ტკივილისგან, იმედგაცრუებისგან და იქიდან წამოვიდოდა რწმენითა და იმედით სავსე. ბევრი აღარ უფიქრია. არჩევანი ხელედის მონასტერზე შეაჩერა. წავიდოდა, ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც საჭირო იყო. მთავარია, თანხმობა მიეღო. ოჯახის ახლობელი გაახსენდა. დედა ბარბარა. მისი ნომერი მოიძია. სასწრაფოდ აკრიფა და დარეკა. რამდენიმე ზუმერის შემდეგ მშვიდი ხმა მოესმა. ეს სიმშვიდე მასზეც გადმოდიოდა. მოიკითხა, ამბავი გამოკითხა, და ბოლოს მორიდებით უთხრა საკუთარ გადაწყვეტილებაზე. თანხმობა რომ მიიღო და თანაც ერთი კვირით შეეძლო წასულიყო სიმშვიდეში, გაგიჟდა.
მაშინვე გავარდა მისაღებში.
-დედა.-თითქოს ახლა გაიაზრა, რომ მარტო ტოვებდა დედას.
-გისმენ დედი.-ქალმა შუბლზე აკოცა და კერძის გაკეთება განაგრძო.
-ერთი კვირით მივდივარ ხელედში.-პირდაპირ უთხრა.
-კი მაგრამ, რატომ?-გაკვირვება გამოესახა ქალს. ჯერ კარგად ათვალიერებდა შვილს.
-მონასტერში. დედა ბარბარას დავურეკე უკვე, დამთანხმდა.
-სესო.-ქალის ცრემლებზე თავადაც მოიბუზა.
-მჭირდება დე, გეფიცები, ისე მჭირდება როგორც არასდროს.-ქალს მოეხვია.
-შენ უკეთ იცი დედიკო.-ხელები შეიმშრალა და გულში ჩაიხუტა შვილი.
ეს კიდევ სხვა ეტაპი იყო.
არავისთვის უთქვამს, დედაც გააფრხილა არსად ეთქვა. დილით ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. თბილისში ტოვებდა ყველა იმედგაცრუებას, ყველა ტკივილს და ერთი კვირით მიდიოდა სამოთხეში.
***
სვანეთი და მისი დიადობა უკვე საზღვრებს გასცდა. პირველად იყო სესილია ამ ბუნებაში და საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა. ხელედის მონასტერს ძლივს მიაგნო, სიმწვანეში ჩაფლული ისეთი ლამაზი ეჩვენა, წამით გაიფიქრა, აქ დავრჩები სამუდამოდო. თვალიერების შემდეგ ფრთხილდ შეაღო კარი და შავებში შემოსილ ქალს გაუღიმა, რომელიც მისკენ მოიწევდა.
-კეთილი იყოს შვილო!-დამჭკნარი ხელები თმებზე დაუსვა და თითქოს მთელი ტკივილი სადღაც გაქრა. სიმშვიდე მთელ სხეულს მოედო.
-რანაირად გტკივა შვილო!-ამოიკითხა. მთლიანად შეძლო დედა სიდონიამ სესილის წაკითხვა და ეს კიდევ უფრო ამშვიდებდა.
-არ ვიცი, როგორ გესაუბროთ. ჩვეულებრივი სიტყვები უფერულია თითქოს.-გაუღიმა ქალს. გულწრფელი ღიმილი დიდი ხნის შემდეგ.
-გულიდან ამოსული სიტყვა ჩვეულებრივი არაა შვილო. შენი გულიდან მესაუბრე და ეს იქნება ყველაზე შესაფერისი.-ჩანთა გამოართვა და წინ გაუძღვა. საოცარ სიმშვიდეში აბიჯებდა ორჯონიკიძე.
სულ სხვანაირი წარმოედგინა. ნერვიულობდა კიდეც, რომ აქ დახვდებოდა ის, რასაც ტელევიზიები აშუქებენ. ყველფერი სხვაგვარად იყო. სიყვარულითა და სითბოთი სავსე თვალებით უმზერდა ყველა.
-უფალი გფარავდეს სესილია!-ყველამ იცოდა მისი სახელი. მადლიერი იყო, რომ ეს ადგილი შეარჩია. სხვანაირი იყო აქ ყველაფერი.
-ეს ჩაიცვი.-სამოსი გაუწოდა დედაომ და გავიდა. ერთი ხმელი საწოლი იდგა ოთახის ცენტრში. შუქი მქრთალად ანათებდა. სწრაფად გადაიცვა მთლიანი შავი კაბა და მსუბუქად იგრძნო თავი. აქ ყველაფერი ემსუბუქებოდა. ჰაერიც კი სასიამუვნო იყო მისთვის. მთლიანად გაიხსნა და გადაშლილი წიგნი გახდა. ფეხზე არაფერი ჩაუცვამს. ასე უფრო მეტად იცლებოდა უარყოფითისგან.
მალევე დატოვა სამყოფელი და გარეთ გასული მომუშავე დედაოებისკენ დაიძრა. საქანელს აწყობდნენ. სესილიას კარგად ეხერხებოდა, ბაბუმ ასწავლა.
-დაგეხმარებით.-თოკს კვანძი გაუკეთა და გორაკზე მდგარ ერთადერთ ხეზე ჩამოკიდა.
-უნდა შევღებოთ.-ორჯონიკიძის იდეა იყო. გააფერადა იქაურობა, იქაურობამ სესილი გააფერადა და ასე გაცვალეს ენერგია.
ბოლოს სადილობდნენ. უსიტყვოდ აალგეს მაგიდა და ლოცვას შეუდგნენ. მხოლოდ სიდონია დარჩა. ქალის სახეზე აღბეჭდილი სიმშვიდე სესილიაზეც მოქმედებდა.
-შენ არ წამოხვალ?-გამოსძახა მერიმ
-ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ გოგონას ვესაუბრო.-თბილად გაუღიმა და გოგონას მოეხვია.
-მინდა მიამბო ყველაფერი და დაიცალო.-ხელი მოჰკიდა და იმ გორაკისკენ წაიყვანა, სადაც საქანელა იყო.
თმებს ქარი უწეწავდა. ფეხის გულებით გრძნობდა სამყაროს. წინ საუკეთესო მსმენელი ეჯდა და მოეჩვენა, რომ ეს მომენტი მის ცხოვრებაში იყო საუკეთესო.
-ცოლი მოიყვანა.-ეს ამბავიც მშვიდად მიიღო დედაომ.
-მაშ, ჯერ აკა იყო და შემდეგ სანდრო. მე არ განგსჯი, დროის ხაზს მივყვები, ჩემო გოგო.
-ასე იყო.-ნაღველი შემოაწვა.
-მე ერთი შემიძლია გითხრა, ტყუილად არაფერი არ ხდება. და იცოდე, სიყვარულს ვერავინ, ვერასდროს გაექცევა.-ეს სიტყვები აიტაცა. ამან დაამშვიდა.
,,სიყვარულს ვერავინ ვერასდროს გაექცევა"


სრულ სიმშვიდეში მივრბოდი. ფეხის გულებით წვიმიან ბალახს ვეხებოდი და დედამიწას ვუზიარებდი ჩემში დაბუდებულ ტკივილს. ეზო გავირბინე და შუაგულ მინდორზე დაკიდებულ საქანელაზე დავჯექი. ნიავი შავი კაბის ბოლოებს უსასრულობაში ექაჩებოდა. ზემოდან მთები ღრიალებდნენ, ქვემოდან მდინარის ხმა ისმოდა. თვალები დავხუჭე და საქანელის მოძრაობას მივანდე სხეული. თავიდან ნელა, მერე უფრო და უფრო უმატა და ბოლოს ჩემი თმები და კაბა ერთმანეთს ერწყმოდნენ. ეს იყო რაღაც საოცარი, აქამდე არ განცდილი სიმშვიდე. იმიტომ არა რომ მეგონა, უფალთან მხოლოდ აქ შემეძლო ახლოს ყოფნა, არა! იმიტომ, რომ აქ უფალთან ახლოს მყოფნი ცხოვრობდნენ და მე ბოლო დღეს ვატარებდი მათთან. არ ვიცოდი, რა ხდებოდა გარეთ, რა ხდებოდა დაბინძურებულ თბილისში, მაგრამ ვიცოდი, რა ხდებოდა აქ! აქ კი იყო მხოლოდ ბედნიერება, საკუთარი თავის ამოცნობა და იარების მოშუშება.
ჩემი მთელი ცხოვრება უდრიდა ამ ერთ კვირას. მე ახალი ემოციებით სავსე, მაგრამ ყველა სხვა ემოციით დაცლილი მივდიოდი აქედან. ბოლო ღამე იყო. რაღაცნაირად გათენება არ მინდოდა. სიმშვიდეს შერწყმული ნელა ვაქანავებდი საქანელას და ვფიქრობდი არაფერზე. ერთადერთი, რაც მაკლდა იყო დედაჩემის ხელები, მაგრამ გვანცაც მაკლდა. ვიცოდი, როგორ უჭირდათ ეს ერთი კვირა უჩემოდ...
წუთები ისე სწრაფად გავიდა, რომ საათებმაც მალევე გაირბინა. მზის სხივები შემოეპარა ხელედს და ისეთი სილამაზე შექმნა, აქამდე რომ არსად მენახა. გაუბედავად ციმციმებდნენ სხივები. დიდებულ სვანეთს ვერ უბედავდნენ თითქოს.
-სესილია.-დედა სიდონიას ხმა მომესმა, რომელიც წააგავდა უფრო ბულბულისას. ფეხზე წამოვდექი და ღიმილით გავხედე ქალს, რომელმაც მაჩუქა საკუთარი თავი. ჩემი დაცემული სული წამოაყენა.
-მოდი!-ხელი დამიქნია. მისკენ გავემართე. მის წინ მდგარს მიყურა და შემდეგ ხელები მომხვია. ვიყავი სახლში! ეს ქალი ჩემი სულიერება იყო და მე ის ვიპოვე. რაღაც დედობრივს ვგრძნობდი ქალისგან, რომელსაც შვილი არ ჰყავდა, მაგრამ ამავდროულად ჰყავდა კიდეც.
-დიდი ხანია აქ ვარ! დღეებს არ ვითვლი, არც მაინტერესებს, მაგრამ ამ ქვეყნისთვის დიდი ხანია! რამდენი შემხვედრია, რამდენი დარჩენილა, მაგრამ შენ ხარ ჩემი სულიერი შვილი. სულიერება კიდევ დიდი რამაა, უძირო ზღვაა და შენ რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მეტად გიჩნდება სურვილი. ეს არ დაივიწყო, რომ იარები, რომლებიც ახლა სხეულზე გაქვს, სულს ვერ მისწვდება. შენ სუფთა ხარ შვილო. დაიმახსოვრე, სხეულის დაზიანებით ვერ შეცვლი ვერაფერს, ვერც რეალობას, ვერც მომავალს! მჯერა, რომ აღარასოდეს გაუკეთებ შენს სულს ამას.-თვალებზე ცრემლი ედგა. არ ვიცი, როგორ მოვიდა ასე ახლოს, მაგრამ ფაქტია, ამ ქალის წინ შიშველი ვიყავი.
-მე ახლა ყველაზე მეტად მჯერა რუმისა და დავრიშის სიყვარულის.
-წაკითხული გაქვთ?-აღტაცება ვერ დავმალე
-არ შეიძლება ეგ არ წაიკითხოს ადამიანმა, რომლისთვისაც სული ყველაფერია.
-ამართლებთ ელას?-მაინტერესებდა პასუხი.
-ელა ყველაზე მართალია სესილია, სადაც სიყვარულია იქ ყველა მართალი ვართ!
-გყვარებიათ?-მეტი მინდოდა მცოდნოდა მის შესახებ. თვალები დახარა, სევდა გადმოეღვარა ბაგეებიდან.
-ქმარი მყავდა. კაცი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა.
-და მაშინ...-სიტყვა ვერ დავასრულე.
-ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. ვერ შეეშვა. ყოველ კვირას მძიმე დაზიანებით შევყავდი საავადმყოფოში. ფსიქოლოგიურად მოვინგრიე. თვითმკვლელობა ვცადე და ეს იყო ყველაზე კარგი ნაბიჯი, რადგან ამან მომიყვანა აქ!-თმებზე გადამისვა ხელი. ვფიქრობი, რომ ყველაზე მტკივნეულს მანდობდა ამ წამს სიდონია.
-შემიძლია გავიგო, რას გრძნობთ ახლა. სამუდამოდ დარჩებით ჩემს გულში, როგორც ჩემი სულის მშობელი.-ჩვენი საუბარი ხელედის ჰაერს მიჰყვებოდა. მწვანე ბალახზე ორივე ფეხშიშველი მივაბიჯებდით და ერთმანეთის შემორჩენილ ტკივილებზე უსიტყვოდ ვყვებოდით.
იმ დღეს სესილია ორჯონიკიძე თავიდან დაიბადა და ათასჯერ უთხრა მადლობა უფალს, აქ მოსვლისთვის.
დამშვიდობება!
ეს სიტყვა ბავშვობოდან მძულდა, მაგრამ ახლა მშვიდად წამოვედი. სათითაოდ დამლოცა ყველ დედაომ. დამლოცა სიდონიამაც. მანქანაში ჩავჯექი და ღრმად ჩავისუნთქე. არ ვღელავდი, რადგან აქ კიდევ მოვიდოდი. აუცილებლად დავწერდი აქაურობაზე, ჩემს განცდებსა და დამოკიდებულებაზე. იმაზე რომ ტაძარი გაახლოებს უფალთან! ტაძარში არიან ხალხი, რომლებიც ახლოს არიან უფალთან!
თუ ვინმე შემედავება, მე ვეტყვი მათ, წავიდნენ ხელედში. იქ, სადაც მდინარე და მთები ერთმანეთს ყოველ საღამოს ესაუბრებიან. სადაც სიმშვიდე იმდენადაა გამეფებული, შეუძლებელია, არ შემოაღწიოს შენში. და იქ, სადაც დედა სიდონია უმკურნალებს სულს, რომელიც დაავადებულია!

თბილისში დაბრუნებულს დედა კართან დახვდა. თითქოს საუკუნე გავიდა, ისე ენატრებოდა შვილი.
-ჩემო გოგო.-თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა და გულში ჩაიკრა სესილი.
-დე, დამშვიდდი.-ქალს გაუღიმა. ამით აგრძნობინა, კარგად ვარო.
-ტუტუცო ქალო.-გვანცას ხმაზე სულ გაიბადრა, მაგრამ მისაღებიდან ნელიკომ რომ გამოსძახა, გააფრინა.
-ჩაის გავაკეთებ.-ნელისთან საუბარი ენატრებოდა.
-ისეთი სახე გაქვს სესკა.-მეგობარს გაუღიმა ბერიძემ.
-მინდოდა მეთქვა, რომ საოცრად მშვიდი.-დააზუსტა გვანცამ.
-უმშვიდესი.-თავადაც დაეთანხმა მეგობარს და კარადა გამოაღო. მწვანე ჩაის ამზადებდა.
-შენ და ვიკო ბატონი რას შვებით?-სავარძელში ჩაჯდა.
-ბოლო ფაქტის მერე არ მელაპარაკება. მიყურებს დაბღვერილი. ვერ გავაგებინე, რომ მიშკა ახლობელია ძალიან.-მხრები აიჩეჩა. ცუცა გაიზარდა.
-მიეჩვევა!-ვიბლიანზე გამეღიმა. გიჟურად უყვარდა გვაცნა.
-შენ მოყევი ნელიკო რამე!-ახლ ნელის მიეჭრა ბერიძე
-მე?-გაიკვირვა.-რა მოგიყვე, ორი თვე სანდროსთან ვცხოვრობდი, მეგონა, ანუგეშებდა ჩემი იქ ყოფნა.
სანდროს ხსენებაზე გულში რაღაცამ გამკრა.
-ვერავინ უშველის და ვისაც უნდა ეშველა, ის თავად ვერ შეამჩნია!-მე გადმომხედა.
მართალია, ნელიკოც ასე თვლიდა.
,,ტყუილად არაფერი ხდება"
***
ვიკოს დაბადებისდღე იყო. გრანდიოზულად აღნიშნავდა ვიბლიანი თავის 27-ე დაბადეის დღეს. უამრავი ხალხი ირეოდა.
მათ შორის ბერიძე და ორჯონიკიძეც იყვნენ. გვანცა ისეთი ლამაზი იყო, ვიბლიანი თვალს ვერ სწყვეტდა.
თუმცაღა ვიკოსთვის იქ ყველასგან გამორჩეული იმიტომ იყო ბერიძე, რომ მის გული ჰქონდა დაპყრობილი.
სესილია იმ დღეს სხვანაირი იყო. სხვანაირად უფართხალებდა გული.
სვამდნენ, დარბაზში გელოვანი რომ შემოვიდა. გვერდით ულამაზესი ქალი მოჰყვებოდა. ფოტოებიდან კიდევ არ ჩანდა ასეთი ნაზი და დახვეწილი.
-გილოცავთ!-ვიკოს მოეხვია ჯერ თეკლა და შემდეგ სანდრო. არ უყურებდა ორჯონიკიძე. სხვა ქალის ქმარი იყო ახლა გელოვანი და უხერხულად იგრძნობდა თავადაც თავს.
მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ. სესილიასთან თორნიკე ხითარიშვილი რომ მივიდა.
-დამრთავს ნებას ამ საღამოს ყველაზე ლამაზი ქალი, ვეცეკვო?-გრანდიოზულად გასწია ხელი. უხერხულად კი შეიშმუშნა ორჯონიკიძე, მაგრამ უარის თქმა ქაჯობა იყო. ფეხზე წამოდგა და საცეკვაოდ გაჰყვა. სასიამუვნო მელოდია იყო. კაცის ხელები მოშიშვლებულ ზურგზე ეხებოდა. არაფერი ზედმეტი, უბრალოდ ცეკვავდნენ.
ჯერ ზურგით იდგა მაგიდიდან, მაგრამ შემდეგ დაატრიალდა და ახლა პირდაპირ უყურებდა გელოვანის აჭრილ სახეს. თეთრი პერანგის სახელოები ზემოთ აეკეცა. სვამდა და თვალს არ აშორებდა ორჯონიკიძეს. ცეცხლს ანთებდა მისი მზერით. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა. ვინ თუ არა სანდრომ იცოდა ხითარიშვილის ამბავი.
-გელოვანი!-გვერდით ვიკო მიუჯდა, გასანეიტრალებლად.
-ცოლი გიზის გვერდით!-შეუმჩნევლად შეანჯღრია, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ვერ წყვეტდა თვალს, სიცოცხლეს დათმობდა ახლა თავად რომ ყოფილიყო სესილის წინ. ქალის ჟასმინის სურნელის შეგრძნობა საშინლად მოუნდა. მის მოშიშვლებულ ზურგზე თითების აცეკვება.
-ჯანდაბა.-ძლივს გასაგონად ამოიხრიალა. მელოდია უფრო იწელებოდა და მოთმინების ფიალა ევსებოდა. ფეხზე წამოდგა, ყველას ყურადღება მიიპყრო. თეკლა გაოცებული უყურებდა.
-მოვწევ და..-ესღა მოიფიქრა. თვალი შეავლო წყვილს და სწრაფი ნაბიჯით გავიდა შენობიდან.
-ამის დედაც.-გარეთ გასულმა მთელი ძალით მოუქნია მუშტი კედელს. წამის მეასედში შესძულდა თავი საკუთარი ეგოისტობის გამო. ხელის კანკალით გაუკიდა სიგარეტის ღერს და ღრმად შეისუნთქა მხუთავი აირი.
ერთს ღერს მეორე მიჰყვა. ცდილობდა, სახე დაელაგებინდა და ისე შესულიყო.
ვერ გამოუვიდა.
აჭრილი იყო.
ნელ-ნელა ხალხი იშლებოდა.
გვიან შევიდა, ოდნავ დაწყნარებული. თეკლა სევდანარევი სახით უყურებდა ქმარს.
დაჯდა თუ არა გვანცამ აიტეხა, სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ, ყველა ნაცნობი დავრჩითო.
დასთანხმდნენ.
პირველივე კითხვა გვანცასა და ვიკოსი იყო. ქალბატონმა სიმართლე არჩია.
-გიყვარვარ?-თვალებში ვარსკვლავები ჰქონდა ვიბლიანს. ჯერ იუხერხულა ბერიძემ, მაგრამ მერე თითით ანიშნა.
-სულ ცოტათი ვიკაკო.-ენა გამოუყო და ყველა გაახალისა.
მეორე კითხვა თეკლასა და სესილიასი იყო. დაიძაბა ორჯონიკიძე.
-სესილია ხო?-გაეღიმა.
-კი.-თავი დაუქნია
-შეყვარებული ხარ?-წყალი გადასცდა. რა ეთქვა? კი, შენს ქმარზე გიჟივით შეყვარებული ვარო?
წამით გახედა სანდროს, რომელიც თვალებით ჭამდა.
ვერ მოატყუებდა აქ ვერავის.
-კი.-გაპარული ხმით ამოიჩურჩულა. გელოვანმა ტუჩის კუთხე ჩატეხა.
ასე გაგრძელდა.
ბოლოს გვანცა და თეკლა იყვნენ.
-შვილები გინდა?-ეს კითხვა მოულოდნელი იყო. თეკლა დაიბნა, მაგრამ სესილია ცოცხლებში აღარ ეწერა. უნდოდა, ამდგარიყო და წასულიყო. პასუხის მოსმენა არ სურდა.
-კი.-ღიმილით დაუქნია თავი და ქმარს გადახედა.
გულში რაღაც ჩასწყდა სესილიას. ცრემლები მოადგა, მაგრამ უკან მიაბრუნა.
,,თუ სიყვარული ტანჯვაა, მაშინ მზად ვარ, დავიტანჯო."-ეს ფრაზა იდო მის თავში.
-ორი თვეა ერთად ხართ ხომ?-გვანცა კითხვებს არ წყვეტდა. ეს ნიშნავდა, მტკივნეულ ადგილას ფეხის დაჭერას. ანუ ორ თვეში როგორ ვერ დაორსულდის?
-მესამე დაიწყო.-თავი დაუქნია ქალმა.
-მშვენიერი. -ორჯონიკიძეს გადახედა.
-აი ჩვენი სესო რომ გამითხოვდება, ზუსტად ვიცი, მალევე ეყოლება შვილი.-ძალიან პირადს ეხებოდა გვანცა, მაგრამ ყველამ იცოდა, რატომაც.
-თხოვდება?-თეკლამ გაოცებულმა გახედა.
-რა თქმა უნდა, ჩემო კარგო. ვინ დატოვებს ამას ასე?-ხელი დემონსტრაციულად გაიშვირა მეგობრისკენ.
გელოვანი ჩუმად იჯდა. ბოლო ამბავმა კიდევ უფრო აუჩქარა პულსი. თვალს ვერ სწყვეტდა სესილიას. შესამჩნევი ხდებოდა ყველასთვის.
ალბათ მშვიდად დაიშლებოდნენ, მთვრალი ხითარიშვილი რომ არა, რომელიც სანდროს გვერდით დაჯდა.
-ცოლი რომ არ გყავდეს, ვიფიქრებდი, რომ სესილიაზე გიდგება.-იმდენად ამაზრზენი იყო თორნიკეს სიტყვები დაგროვილი სიბრაზე ყელში მოაწვა გელოვანს.
-ნაბი*ვარო.-ამოიღრინა და ფეხზე წამომდგარმა თან წაიყოლა ხითარაც.
წაბარბაცებულს ზემოდან გადაჰყვა სანდრო და ძლიერად მოქნეული ხელით მაგიდას მიაჯახა.
-სანდრო.-თეკლამ ფერი დაკარგა. ვერ ეკარებოდა ქმარს. ვიკო არ ჩარეულა, რაღაცას ელოდა ყველა. ეს რაღაცაც მალე გაჩნდა.
მკლავზე წვრილი თითები რომ შემოეხვია, დეჟავუ ჰქონდა.
-გეყოს.-ზემოდან ორჯონიკიძე დაჰყურებდა. შეშინებული მზერა ჰქონდა ქალს. როგორ უღმერთოდ ლამაზად ეჩვენა ამ წამს. ტუჩიდან სისხლი სდიოდა. ზემოდან გადახედა თორნიკეს და მერე უხეშად უშვა ხელი.
სესილიას წვრილი თითები დივნამდე გაჰყვა.
იმ მომენტში არ ახსოვდა არც ცოლი და არც არავინ. ქალის ხელები სახეზე რომ იგრძნო, თვალები დახუჭა.
-სისხლი მოგდის.-მოგუდულმა ამოილაპარაკა და სალფეთქით მოსწმინდა. იმდენად ფრთხილად აკეთებდა ყველაფერს, ღიმილს ვერ იკავებდა გელოვანი. ბოლოს შუბლი შეჭმუხნა ტკივილისგან.
-მაპატიე.-ხელები აუკანკალდა ქალს.
-არაფერია.-დაამშვიდა, მაგრამ თავად იყო დასამშვიდებელი. ზიზღით გადახედა თორნიკეს, რომელსაც ვიკო მიათრევდა.
-სანდრო.-თეკლა რომ მივიდა, სესილიამ უკან დაიხია.
-კარგად ვარ.-მის გაწეულ ხელზე თავი გასწია და ფეხზე წამოდგა.
-მადლობა სესილია, ზოგადად მაგ დროს, ვერავინ ეკარება ხოლმე.-ცრემლები გააჩერა ჯავახმაც და ქმარს მიჰყვა.
სხეული აუკანკალდა. სუნთქვა შეეკრა. დივანზე ძლივს ჩამოჯდა და წყალი მოსვა.
-სესილია.-გვანცა შემოეხვია.
-ვერ ვუძლებ.-თავადაც მოჰხვია ხელები.-ვერ ვუძლებ გვანცა.-ვერ ტიროდა, ვერაფერს აკეთებდა.
-დამშვიდდი, გთხოვ.-თმები გადაუწია.-პანიკის გარეშე.-თითი დაუქნია.- სისუსტის დრო არაა.
-ისე მიყურებს თითქოს მე დავაშავე რამე.
-ის გოგო ცოდოა მაგ იდიოტის ხელში. უსიყვარულოდ მოიყვანა. ოჯახს ახსენებს თურმე.-გელოვანს გამოაჯავრა ბერიძემ.
-არადა როგორი საყვარელია.-თავი მიაბჯინა გვანცას.
-არანაირად. რომ იცი, ადამიანს არ უყვარხარ, სად მიჰყვები? მერე იტანჯებიან. ყინულის ლოდია თავის ცოლთან ეგ სანდრო. დაგენიძლავები სე*სიც არ აქვთ.-ყურში უჩურჩულ სესილიას და ამ დროს შემოსულ წყვილზე ფერები ეცვალა.
-ჩუმად!-ხელზე მიარტყა.
-ობიექტი შემჩნეულია.-ხელის ჟესტი გააკეთა ბერიძემ და ვიბლიანის გვერდით დაჯდა.
-კარგადაა თორნიკე?-მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იკითხა მისი ამბავი.
-შეგიძლია, გავხიდე და ნახო.-უხეში იყო გელოვანი.
-გელო.-მეგობარს შეუბღვირა ვიკომ.-კარგადაა, წაიყვანენ.
-ჩვენ წაგვიყვან ვიკაკო?-ქვემოდან უყურებდა კაცს და აგიჟებდა.
-მოდი ბაკურიანში წავიდეთ.-ვიბლიანის იდეით ყველაზე მეტად გვანცა მოიხიბლა. გვანცას ისე არ გამოუშვებდნენ, თუ სესოც არ იქნებოდა.
ბოლოს ბაკურიანის გზაზე იყვნენ. სესილია უკანა სავარძელზე იჯდა.
-სამწუხაროა, რომ ვერ მოდიხარ.-ვითომ დანანებით გააქნია თავი გვანცამ.
-სამსახურის ამბებია. დიდი სიამოვნება იქნებოდა თქვენთან.-გულწრფელი იყო ჯავახი.
-მე გავიყვან და დაგეწევით.
-აუ სანდრო.-გვანცამ გააჩერა.-მე სახლში ვერ გავალ, მამაჩემი დაკითხვის ოთახში ცხრა საათი დამსვამს. შეგიძლია სესო გაიყვანო სახლში? თბილებს ჩაალაგებს და...-მეგობრის ბრაზნარევი სახე არ შეიმჩნია.
-კი როგორ არა.-სიგარეტის ნამწვავი მოისროლა.
-შეგაწუხებთ, არაა საჭირო.-ხავსს ეჭიდებოდა.
-მაინც გადის იმ მხარეს და რა შეწუხებაა?-მხრები აიჩეჩა გვანცამ.
სხვა გზა არ იყო. თეკლა უყურებდა ფანჯრიდან.
თითი გამაფრთხილებლად დაუქნია გვანცას და ვიკოს მანქანიდან გადმოვიდა.
-მოგკლავ.-ამოიჩურჩულა და გელოვანის მანქანის კარი მიიხურა.
გზაში ხმა არ ამოუღიათ. თავს უხერხულდ გრძნობდა.
,,იქნებ რა უნდა ეთქვა ქმრისთვის"-თავს სწყევლიდა.
რატომღაც ელოდა, რომ ჯერ თავად ჩამოვიდოდა, მაგრამ ამაოდ. სახლის გზას დაასგა გელოვანი. სარკიდან უყურებდა სესილიას სახეს.
-ბედნიერად!-გადასულმა ჯავახმა გაუღიმა. -სანი, რომ ჩახვალ დამირეკე ან მომწერე.
,,სანი"-სახე დაებრიცა ორჯონიკიძეს.
წინარ გადაჯდებოდა. გელოვანი მაქნანას არ დაძრავდა.
-არ გადმოხვალ წინ?-მთელი ტანით შეტრიალდა.
-გმადლობ, მშვენივრად ვარ აქ.
-სესილია.-ამოიღრინა.
-არ ვაპირებ.
-მშვენიერი, მეც არ ვაპირებ ადგილიდან მანქანის დაძვრას.-თავი სკამზე დადო და სიგარეტს გაუკიდა. ნახევარი საათი გავიდა. მოთმინების ფიალ აევსო. გადავიდა და მთელი ძალით მიიჯახუნა კარი. შემდეგ წინ ჩაჯდა და აქაც იგივე ქნა.
-კმაყოფილი ხარ?
-თანაც როგორ.-არ ჩქარობდა გელოვანი.
-ახლა შეგიძლია, წახვიდე.-ღვედი შეიკრა.
მაქნანა დაძრა. სასიამუვნო მელოდია იღვრებოდა სალონში. წვიმის წვრილი წვეთები ზედმეტად რომანტიკულს ხდიდნენ ამ საღამოს.
ტელეფონის ზარმა მოიყვანა აზრზე. უცხო ნომერს დახედა. გვერდულად გამოიხედა გელოვანმაც.
-გისმენთ.-ხმა დაეძაბა სესილიას.
-მე ვარ, თორნიკე.-ბოხი ხმა მოესმა ყურმილის იქიდან. ამაზე ფერები გადაუვიდა.
-როგორ ხარ?-მაქსიმალურად ცდილობდა, არ შეემჩნია დაძაბულობა.
-კარგად ვარ. შეგიძლი ხვალ მნახო?-იერიშზე გადავიდა ხითარიშვილი.
,,ჯანდაბა. რა უნდა? რა ვქნა?"
-ხვალ?-საეჭვოდ გახედა სანდროს, რომელმაც მანქანა გააჩერა.-არ ვიქნები ერთი კვირით აქ.
გელოვანის მოთმინება ივსებოდა.
-რომ დაბრუნდები, დამირეკე.-ესღა გაიგო და მალევე გათიშა.
კაცის დაბინდულ მზერას ვერ გაექცა.
-ვინ იყო?-ფანჯარას ჩაუწია.
-უკაცრავად?-სახე დაებრიცა.
-არ გინდა მაგარი გოგოს როლი. გეკითხები, ვინ იყო?-ტონს არ უწევდა, მაგრამ ამის ტოლფასი იყო.
-რა უფლებით მეკითხები? სახლში ცოლი გყავს.
-ეგაა ერთადერთი პრობელა?
-ახლა რას მეტყვი? მაშინ დავშორდების? აზრი არ აქვს. ჩემს ცხოვრებაში ჩარევის არანაირი უფლება არ გაქვს.-წინ გასწია თავი. დაძაბული იყო.
-არ მაქვს?-ირონიულად გაიღიმა.-ნუ მომაკვლევინებ ნურავის ორჯონიკიძე.
-შეგიძლია გელოვანო!
-სესილიაა.-დაუბღვირა.
-სახლთან მიმიყვანე.
-გზაში იყიდი.
-გითხარი მიმიყვანე.
-გზაში ვიყიდით.-ერთხელღა გადახედა და შემდეგ ისევ დაძრა მანქანა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია. საიდან ნახა ტანსაცმლის მაღაზია ამ დროს თია, ვერ ხვდებოდა სესილია.
-გადმოდი.-მანქანის კარი გააღო.
-არ მინდა.
-ნუ გამაბრაზებ.-თითი გამაფრთხილებლდ დაუქნია.
-არ მაინტერესებს.
-ან შენი ნებით, ან...
-ცხოველი გახდი.-გვერდი აუარა.
-ალბათ.-თავი გააქნია და თავადაც მიჰყვა.
ორი თბილი სვიტერი იყიდა. ამაზეც დაუბღვირა გელოვანმა და ბოლოს მთელი ზამთრის საკმარი ტანსაცმლით მიდიოდნენ ბაკურიანისკენ.
თენდებოდა იქ, რომ ჩავიდნენ. მანქანა გააჩერა თუ არა სესილია გადახტა და სირბილით გაიქცა სასტუმროსკენ. ფოიეში დახვდა გვანცა.
-ნომერში მინდა.-სირბილით აიარა კიბეები და გვანცამ გააღო თუ არა კარი, შევიდა.
-ღმერთო ჩემო!-სახეზე ხელები აიფარა.
-რა მოხდა?-საწოლზე ჩამოჯდა ბერიძე.
ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, ყველა დეტალი.
-საყვარელია.
-ნუ გადამრევ გვანცა.
-სესილია, აღარ დაკრგო მეორედ ბედნიერების შანსი.
-იმ ადამიანს ცოლი ჰყავს, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს.
-სე*სიც კი არ აქვთ.-ხელები გაშლა ბერიძემ.
-საიდან მოიტანე?
-ვიცი.
-საიდან?
-ვიკოსგან!-ტუჩებზე მიიფარა ხელი.-ჯანდაბა.
-გვანცა ბერიძე.
-იმ დღეს, ცუდად რომ იყავი და ისიც რომ იყო. მოკლედ, გამოვლანძღე პატივცემული ლექტორი. მერე დალიეს თურმე. ალბათ გულის ტკივილი გაანდო ვიკოს. ესეც ნასვამი იყო. დამირეკა. ვბრაზობდი და მაშინ მითხრა. კი არ წამოსცდა ან რამე, მითხრა.
-არ მჯერა. ორი თვეა ცოლი ჰყავს გვანცა.-ხელები ჩამოიტარა სახეზე.
-ცოლი არაა ეგ. ეგონა, ამ ქალში იპოვიდა იმ დაკრგულ ოჯახურ სითბოს. და უფროა, ვიდრე ცოლი. -თავი გადააქნია.
-დავიღალე.-საწოლზე ჩამოჯდა და ფანჯარას გახედა. ლამპიონები წვიმაში ფრანებს ჰგავდნენ, რომლებიც გაფრენას ლამობდნენ.
,,ტყუილად არაფერი ხდება"-ეს ფრაზა ამოუტივტივდა.
,,მიენდე დინებას"-საწოლზე გადაწვა და თვალები დახუჭა.
,,გამოიდარებს..."
***
დილით მზის სხივებმა გააღვიძეს. შეიშმუშნა და თავი გვერდით გაატრიალა. თვალების გახელა არ უნდოდა, ფიქრობდა, ძილს შევიბრუნებო, მაგრამ არ დასცალდა.
თვალები გაახილა თუ არა მოულოდნელობისგან შეჰკივლა. გვერდით საწოლზე გელოვანს ეძინა. მშვიდი, გაწონასწორებული სახით იწვა.
-ჯანდაბა.-საკუთარ თავს დახედა. კიდევ კარგი პიჟამო ჰქონდა. გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და კარისკენ წავიდა. გიჟივით გამოგლიჯა და მოპორდაპირე ნომრის კარზე ხელების ბრახუნი ატეხა.
-უნამუსობაა გვანცა!-როგორც კი ბერიძეს ჰკიდა თვალი, დაუყვირა.
-რა ხდება?-წელს ზემოთ შიშველ ვიკოზე სულ აიჭრა.
-სეს, რა მოხდა?-გვანცას დაბნეულ სახეზე თავადაც დაიბნა.
-სესილია პანიკაშია, წყალი მიაშველე გვანცა.-გელოვანის დაბღვერილ სახეზე გაცეცხლდა. გვერდი აუარა და გაუჩინარდა.
-იმ ოთახში რა უნდოდა?
-და შენ რა გინდა ამ ოთახში?-თავი გადააქნია ორჯონიკიძემ.
-სიცხიანი ვარ ორჯონიკიძე, ცუდი არაფერი იფიქრო.-ვიბლიანმა ხელი ასწია იმის ნიშნად, რომ მხოლოდ იმიტომ იყო აქ ბერიძე, მისთვის მოეარა.
-შენს ძმაკაცს გადაეცი, არაა ნორმალური სხვის ოთახში ჩუმად შეპარვა.
-და თუ იმ ოთახში ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ქალი წევს?-გული აუჩქარდა გელოვანის ხმაზე.
-შენთვის ძვირფასი ქალი ახლა შენს სახლშია, შენს პერანგში გამოწყობილი და ელოდება შენს ზარს. მე არავინ ვარ!-თავი გადასწია. ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ არ იმჩნევდა. შიგნიდან ინგრეოდა.
-ხანდახან იმპულსურები ვართ!-ხელი გაიქნია სანდრომ.
-იმპულსების დონეზე თუ მოქმედებ, ეგ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა. მე და შენ არავინ ვართ. შეიძლება ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ მიგრძენი. მე შენ სივრცე მოგეცი, როდესაც მთხოვე მარტო მინდაო, დაგტოვე. გგონია მე მინდოდა ასე? არა, შენს გადაწყვეტილებას ვეცი პატივი. ერთ თვეში გავიგე, რომ ცოლი მოიყვანე. ხოდა ახლა შენს იმპულსურობაზე აგე პასუხი.-ერთხანს უყურა და ნომერში გაუჩინარდა.
მაქსიმალურად ცდილობდა, არ ეტირა, მაგრამ ამაოდ. კარი დახურა თუ არა ცრემლებმა ჯებირები გადმოკვეთეს. საწოლთან მივიდა და ვარსკვლავის ფორმაში დაწვა. ახლა სული მთლიანი ჰქონდა და არც სტკიოდა.უბრალოდ ეძნელებოდა ეს რეალობა, რომელიც ზღუდავდა. უფლებას არ აძლევდა, ხელი გაეწვდინა და საყვარელ მამაკაცს შეხებოდა.
გელოვანის სიტყვები ახლაც ტივტივებდნენ მის გონებაში. ,,ყველაზე ძვირფასი ქალი"-როგორ უთქვმოყვარეოდ ედებოდა ეს სიტყვები მის ნატკენ გულს მალამოდ.
მალევე გაიაზრა, რომ აქ წოლა და საკუთარი თავის თვითგვემა არ იყო ნორმალური და არაფერს იზამდა, სანამ გელოვანი არ გადადგამდა სწორ ნაბიჯს.
ეგოისტურად უნდოდა იმ ამბის გაგება, რომ ცოლს გაშორდა. ეს იყო სისუსტე და თავადაც ხვდებოდა, მაგრამ ბედნიერებას არ ანგრევდა. არც სანდროს იძულებას აპირებდა, უბრალოდ დაელოდებოდა, როდის გადადგამდა ამ ნაბიჯს კაცი.
-სესილია.-ცუცა ყავის ფინჯნებით ხელში ძლივს შემოვიდა და ორჯონიკიძეს ფეხებთან ჩამოჯდა.
-რომ მცოდნოდა...-თავი გააქნია.-ისევ აგრძელებს ლექციების წაკითხვას, მეგონა გადაიფიქრა. ცხოვრების იმ რიტმს უბრუნდება, რომელიც დედის გარდაცვალაბამდე ჰქონდა. იქნებ...
-იქნებ ცოლსაც გაშორდეს?-ღიმილით ახედა მეგობარს. არაფერი იკითხებოდა მის სახეზე.
-გაშორდეს ცუცა, ეს არაფერს შეცვლის. გული მატკინა და არ ვარ მზად, ასე მარტივად დავივიწყო.-ფინჯანი გამოართვა და ყავა მოსვა.
-მაგრამ ეს ყველაფერს შეცვლის.
-რას?-ირონია აეკრა.-რას შეცვლის? იმას რომ საკუთარი ხელით დაანგრია ყველაფერი? რას ფიქრობდა, როდესაც იმ გოგოსთან აწერდა ხელს? არ მაინტერესებს, რა აქვთ ან არ აქვთ. მე ერთს ვხდედავ, გელოვანმა გამცვალა სხვა ქალში. -ფეხზე წამოდგა და აბაზანისკენ წავიდა.
-როგორ იტანჯავ თავს.-მძიმედ ამოისუნთქა ბერიძემ.
-ტანჯვაზე შენ ნუ მეუბნები. -იქიდან გამოსძახა მეგობარს და გრილი წყლის ქვეშ დადგა.

საღამოს მოსალოდნელზე მეტად აცივდა. გელოვანის ნაყიდი ჰუდი ეცვა და სასტუმროს ეზოში სეირნობდა.
-გამარჯობა.-გვერდით ქერა, ხუთი წლის ოდენა ბავშვი ამოუდგა.
-გამარჯობა.-ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში.
-რა ლამაზი ხარ.-ბავშვის აღტაცებულ თვალებზე კიდევ უფრო გაუფართოვდა ღიმილი.
-შენთვისაც იგივეს თქმას ვაპირებდი.-მისკენ დაიხარა და აკოცა.
-შორიდან დაგინახე, ჩემსავით მოწყენილი ხარ.-ფეხები დააბაკუნა.
-მე?-ხო შეიძლება ასეცაა.-თავი დაუქნია ბავშვს.
-მე თინი ვარ.აქ მამას სასტუმროა და მაგიტომ ვარ.
-დედა სადაა?-სკამზე ჩამოსხდნენ.
-დედა და მამა ერთად არ ცხოვრობენ.-სესილიას უყურებდა.
ვერ მიხვდა, რა უნდა ეთქვა. დაბნეული უყურებდა.
-იმედია არ გეცოდები.-ფეხზე წამოდგა.
-არა.-მაშინვე იუარა ორჯონიკიძემ.
-მამას გაგაცნობ მერე.-ხელი დაუქნია და გაიქცა. ვერ მიხვდა, რატომ მივიდა მასთან ან რატომ უთხრა ეს ყველაფერი. დაბნეულმა გაიარა ეზო და სასტუმროში შევიდა.
-სესო.-ვიკოს ხმაზე უკან შეტრიალდა. ფოიეში ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. მათკენ წავიდა. ფიზიკურად არ იყო სხვა ადგილი, გელოვანის გვერდით უნდა დამჯდარიყო. ფეხზე მდგარმა აიღო ფინჯანი. არც კი გაუხედავს კაცისკენ.
-ვინ იყო ის ბავშვი?-ბერიძე ორცხობილას ჭამდა და ვიბლიანის მკლავებში განაბულიყო.
-თინი.-ისე ლამაზად ჟღერდა ეს სახელი.
-ყველაფერი გასაგებია.-გადაიკისკისა გვანცამ.
-სასტუმროს მფლობელის შვილია. მოვიდა, გამეცნო და წავიდა.-მხრები აიჩეჩა.
-საინტერესოა.-ამოიჩურჩულა.
-ხო.-მეგობარს დაეთანხმა და ოთახისკენ აიღო გეზი.
-დავისვენებ.-ბოლოსღა შეავლო თვალი გელოვანს და მალევე აქცია ზურგი.

ზედმეტი ემოციებისგან გადაღლილს როდის ჩაეძინა, ვერ მიხვდა, მაგრამ კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა. თავიდან ეგონა, რომ ელანდებოდა, მაგრამ რომ აღარ გაჩერდა, ფეხზე წამოდგა და ზლაზვნით მივიდა კარამდე. გამოაღო და უცხო მამაკაცს გაუსწორა მზერა.
-სესილი, შენ ხარ?-კაცის ბარიტონზე საბოლოოდ გამოფხიზლდა. ვიღაცას აგონებდა, მაგრამ ვის ვერ გაიხსენა.
-კი.-თავი დაუქნია.
-თინის მამა ვარ.-ახლა გაახსენდა ბავშვი და ნამდვილად დააკავშირა მამისა და შვილის მსგავსება.
-ააა, გისმენთ.-დაბნეული იყო.
-სიცხე აქვს, საკმაოდ მაღალი. შენს სახელს იძახის, იქნებ ცოტახანს წამოხვიდე.-აშკარად ეტყობოდა კაცს ნერვიულობა. აღარ უფიქრია, თავი დაუქნია და უკან მიჰყვა. ლურჯად შეღებილ კარს გაუსწორა მზერა, რომლის იქითაც სიცხიანი ბავშვი ბოდავდა. ვერ მიხვდა, რატომ ეძახდა ერთი დღის გაცნობილ ადამიანს თინი.
-მოვიყვანე მამი.-შვილის თავთან ჩამოჯდა და შუბლზე აკოცა.
-სესილი.-ქალს გაუღიმა-ეს მამაა.-ხელი კაცისკენ გაიშვირა.-მამაჩემი ვატო ახალკაცი.-გაიჯგიმა.
-არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა.-დაბნეული იდგა ორჯონიკიძე.
-მე ვკვდები.-გულმა რეჩხი უყო.
-თინი.-განრისხდა ვატო.
-უთხარი მამა. განუკურნებელი სენი მაქვს.
-ნუ ამბობ ამას.-ზემოდან დააჩერდა კაცი.
-ჯერ სულ ხუთი წლის ხარ.-ეცადა, თემა შეეცვალა.
-ექვსის ვხდები, მაგრამ მესმის ეს ყველაფერი. მინდა, რომ ხანდახან მამასთან მოხვიდე.
-ნუ ამბობ, ნუუ.-საწოლთან ჩაცურდა კაცი.
სესილი გაოგნებული იდგა.
,,ტყუილას არაფერი ხდება"
***
კიდევ ერთხელ თუ დაგკარგავ, ვერ ვიცოცხლებ"
,,სესო, ჩემი ვერ დამდგარი გაზაფხული ხარ"
,,როგორ მინდა, შეგეხო!"
,,თუ რამეს ვნანობ, ეს შენი დაკარგვაა. თუ ოდესმე რამეს ვინანებ, უშენოდ ცხოვრებაა"-წერილები, წერილები და ისევ და ისევ წერილები. ოთახის შუაგულში იჯდა და სანდრიკას წერილებს კითხულობდა. რამდენი თვე იყო გასული ბოლო ნახვიდან, ვეღარ იხსენებდა. დიდი ხანი რომ იყო, მხოლოდ ეს იცოდა და მთელი გულით უნდოდა, ეს დრო გაექრო. ყველა ის დილა, რომელიც ამ კაცის გარეშე იწყებოდა, არ გათენებულიყო.
ცრემლებს გასაქანი არ მისცა და ფეხზე წამოდგა.
ფანჯარასთან მივიდა და მოგონებებიც აირია.

2020 წელი. 25სექტემბერი. ბაკურიანი.

ფოიეში ჩასულს მაგიდასთან ცუცა და ვიკო დახვდნენ. ვიკოს სახე წაშლილი ჰქონდა, გვანცა აწყნარებდა. მათკენ წავიდა და ვიბლიანის ჩამქრალ თვალებზე უსიამუვნოდ გასცრა.
-კმაყოფილი ხარ?-სიგარეტის ღერი აატრიალა ვიკომ და ჯიქურად მიაშტერდა.
-ვიკო გთხოვ...-ცუცამ ხელი მოჰხვია.
-აბაროტს უღებ სესილი?-როგორ სტკიოდა ეს ყველაფერი. როგორ ვერ ამტკიცებდა, რომ ის სიტყვები, რომლებიც თინის ეკუთვნოდა, მხოლოდ ბავშვის ფანტაზია იყო და არა-რეალობა.
რომ არ აპირებდა, გაჰყოლოდა კაცს, რომელიც არ უყვარდა.
-ჩემი არ გჯერათ!-თავი დანანებით გააქნია.
-შენი არ გვჯერა?-ჩაიცინა ვიბლიანმა. -გელოვანი სავადმყოფოშია, ძლივს გადარჩა, ძლივს. ახლა მითხარი, რა დავიჯერო? სანდრიკას დავუჯერო თუ შენ? რომელს დაგიჯეროთ სესილი?-თითოეულ სიტყვაში დაბუდებულიყო ტკივილი. მზერა, მიმიკები-ყველაფერი ამბობდა, რომ ერთმანეთს სტკენდნენ.
-დავიშალოთ!-ძლივს ამოილუღლუღა ორჯონიკიძემ.
-სესო.-გვანცას გაბზარულ ხმაზე ცრემლები მოაწვა.
-არ გინდა!-ხელი ასწია და უკან გადგა ნაბიჯი. ვინ იცის, როგორ სტკიოდა. როგორ ჩამოიშალა, როდესაც მეგობრებს ზურგი აქცია. როგორ ვერ გაიაზრა, როგორ წამოვიდა სასტუმროდან. როგორ ალაპარაკდა ყველა, რომ ახალკაცს ხვდებოდა. როგორ ჩამოშორდა ყველა. როგორ გამორჩა საყვარელი კაცის ამბები. ვერაფერი გაიაზრა იმ დღეებში.
დღეები კვირებმა ჩაანაცვლეს, კვირები-თვეებმა.
მოგონებებში ახლართულს მხოლოდ გელოვანი ახსოვდა. არცერთი ზარი, არცერთი შეტყობინება, მხოლოდ წერილები. ეს იმ პერიოდს ჰგავდა, სესილი რომ უგზავნიდა სანდრიკას წერილებს. ახლა ყველფერი პირიქით იყო.
მობილურის ხმაზე გონს მოვიდა და ეკრანზე გამოსახულ ცუცაზე, გაეღიმა. მისგან იგებდა ამბებს.
-დრამა ქვინ.-მობილურში ომახიანად ჩასძახა მეგობარს.
-ცუცა.-უფრო მეტად გაეღიმა და ხასიათიც მაშინვე მოვიდა.
-დღეს ნამდვილი ვაკელების შეკრებაა, მაგრამ შენც ჩაგტენე.-მოწოდების სიმაღლეზე იყო ბერიძე.
-ყველაფერი იცვლება,მაგრამ ჩემი ვაკელებთან შეტენვა სამუდამოა.-საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დაწვა.
-იმიტომ, რომ ცუცას მხოლოდ შენთან ერთად უხარია.-ისეთი სასიამოვნო იყო ამის გაგება.
-მადლობა გვანც.-გულწრფელად მადლიერი იყო, რომ ეს ადამიანი არსებობდა.
-მადლობას მერე მეტყვი, მოემზადე, გამოგივლი.-ესღა ჩასძახა და ყურმილი გაუთიშა. აღარ აპირებდა სახლში დარჩენას. თავადაც ხვდებოდა, რომ უკეთესი იქნებოდა გარეთ გასვლა. სამოსზე ბევრი არც უფიქრია, მარტივად შეარჩია ჯინსისა და ნაქსოვი სვიტერის კომბინაცია. თმები უბრალოდ შეიკრა.
ისე აღმოჩნდა, რომ გვანცასთვის ლოდინიც კი მოუწია. სიმღერას უსმენდა, კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგო და ზლაზვნით გაემართა.
ვინ იქნებოდა თუ არა ბერიძე?
გაკრეჭილი იდგა ვინი პუჰის სამოსში.
-რა გაცვია?-თავი გააქნია ორჯონიკიძემ
-წამოდი რაა.-ხელი ჩაავლო მეგობარს და რამდენიმე წამში კიბის ბოლოს იდგნენ. ასეთი მომენტები ენატრებოდა თავის ცხოვრებაში.
-გაგიჟდი?-თავი გადააქნია და ნაცნობი შავი მანქანის დანახვაზე გაშეშდა. ყველაფერი დატრიალდა. ცუცას მკლავს მოეჭიდა.
-რა ხდება?-დაძაბულმა გახედა სესოს.
-სანდრიკაა.-ძლივს ამოიჩურჩულა და თვალი აარიდა ავტომობილს.
-მარტო მაგას ხომ არ ჰყავს ესეთი მანქანა?-შეეცადა მეგობრის დამშვიდებას.
-ხო მართალი ხარ!-ღრმად ამოისუნთქა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ეზო.
ვაკელების შეკრებაზე ირეოდა ყველა. ასე ცუცა ეძახდა, თორემ სამეგობრო იკრიბებოდა, სვამდნენ, ცეკვავდნენ და ერთობოდნენ. ეს სახელი კი მომდინარეობდა იქიდან, რომ უმეტესად ვაკელები იყვნენ.
ნიკოლეიშვილიც იქ ბრძანდებოდა. ბრძანდებოდაც გვანცას სიტყვაა. დასანახად ვერ იტანდა ცუცა თეონა ნიკოლეიშვილს. ბაღში შეყვარებულის წართმევის გამო.
-გავჩეჩავ ახლა ამას.-მისკენ მომზირალ გოგოს დაუბღვირა.
-რით ვერ დაივიწყე?-ფხუკუნებდა სესილია.
-დავივიწყე კი არა...-სიტყვა ყელში გაეჩხირა ნიკოლეიშვილის გვერდით ვიკო ვიბლიანი და სანდრო გელოვანი, რომ დალანდა. ჯერ თვალები დაახამხამა, მერე საკუთარ თავს უკბინა. გამოსახულება რეალური იყო.
-გავაფრენ!-სუნთქვა შეეკრა. ყელში გაეჩხირა სიტყვები. სესილია გაოცებული უყურებდა მეგობარს. არც კი უფიქრია, რომ ისევ ნიკოლეიშვილი იყო ამ ყველაფრის მიზეზი.
-გვანცაა!-ფერწასულს ზემოდან დააჩერდა. მართლა შეეშინდა
-გეხვეწები მითხარი რომ ისინი ისინი არ არიან!-თავით ანიშნა, გაეხედა.
ჯერ გაოცებული უყურებდა დაქალს, მერე მარჯვნივ გაატრიალა თავი და ყველაფერმა დაუარა. მონატრებამ უფრო ძლიერად მოჰხვია საცეცები. ისეთი შეცვლილი ეჩვენა ყველაფრის შემდეგ, ისეთი გაზრდილი. შორიდანაც კი იგრძნობოდა როგორ მშვიდად საუბრობდა. კვლავ დინჯი იყო გელოვანი, მიხვრა-მოხვრა. სიგარეტს ისევ ისე ეწეოდა. გრძელი თითები და მარლბოროს ღერი საოცრად ერწყმოდნენ კვლავ.
მზერა ყელთან ჩამოაცოცა. ტატუს ხაზი მოუჩანდა. შემდეგ მის მკლავს ჩამოჰყვა, მერე მზერა ისევ სახისკენ გააცოცა.
-სესო!-ახლა გვანცა ვერ ხვდებოდა, რატომ დამუნჯდა ასე ორჯონიკიძე.
-როგორ მენატრება, ღმერთო!-ძლივს გასაგონად ამოთქვა და იქვე მდგარი წყალი სულმოუთქმელად ჩაცალა.
-კარგად ხარ?-საწყალი თვალებით დაჰყურებდა ბერიძე მეგობარს. თავი დახრილი ჰქონდა სესილის და ფიქრებით ძალიან შორს იყო. მაშინ რომ მდინარეზე წასულიყო სანდრიკასთან ერთად... მაშინ რომ არ შეშინებოდა... ნერწვი მძიმედ გადააგორა და მოწოლილი ცრემლები სადღაც გააქრო.
-კარგად ვარ.-თავი დაუქნია გვანცას და ფეხზე წამოდგა.
-ჩვენ არ გვაქვს დასამალად საქმე.-თავი გააქნია და ხალხს გაერია. მერე თითქოს მასში ქალმა გაიღვიძა, რომელსაც საყვარელი მამაკაცის დაბრუნება სურდა. თმები გაშლილი ჰქონდა. ორჯონიკიძე თავის ჟასმინის სურნელს ჰაერში აფრქვევდა. მშვიდი მელოდია საკუთარ ბგერებს ჰაერში ფანტავდა.
შემთვრალი იყო, მაგრამ ძალიან არა. ყველაფერი ზომიერად იყო. ათას გოგონას შორის გამოირჩეოდა სესო. ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი.
უკნიდან ნაცნობი ხელების შეხებაზე სხეულში სასიამუვნო იმპულსები გავრცელდა. ზუსტად იცოდა, ვის ეკუთვნოდა ეს მკლავები. თავი უკან გადასწია, არ შეუხედავს. მაქსიმალურად ტკბებოდა ამ მომენტით. სიჩუმე ხმაურში, ქაოსში, საგიჟეთში ბევრად უფრო ღირებულია. კაცის სხეულს იყო მიყრდნობილი და მილიმეტრითაც არ შორდებოდა.
მის სუნამოს სუნსს შეერია საკუთარი სურნელი. ეს იმდენად ამაღელვებელი იყო. ძლიერმა ხელმა თავისკენ შეატრიალა და პირისპირ აღმოჩნდა ადამიანთან, რომელსაც გაუცნობიერებლად ეკუთვნოდა. მის თვალებში ჩაიკარგა სესილია.
-ჯანდაბა-ქვედა ტუჩს დააწვა კბილებით და სანდროს მზერაზე კიდევ უფრო გახელდა.
-გამარჯობა სესილია!-გელოვანის ,,სესილია" ისევ განსაკუთრებული იყო.
-გაგიმარჯოს!-გაუღიმა. აღარ აინტერესებდა არაფერი. აქამდე იფიქრებდა, რომ უთავმოყვარეო ქალი იყო, სხვის კაცს რომ ეხვეოდა, მაგრამ ახლა საკუთარ თავს ხედავდა, როგორც შეყვარებულ ქალს, რომელიც მზად იყო უსასრულობაში წაჰყოლოდა თავის რჩეულს.
-ცოტახანს გავიდეთ!-თანხმობას არც დალოდებია სანდრიკა. წელზე მოხვია ხელი და მისიანად გავიდა. ციოდა. შემოდგომის სუსხი ძვლებში ატანდა.
მანქანისკენ მიუთითა და თავად მეორე მხრიდან მოთავსდა. სალონში ისევ სიმყუდრივე იფრქვეოდა.
გელოვანის მძიმე სუნთქვა აგიჟებდა.
მისკენ გაიხედა. მის ყელს უყურებდა და საოცარი შეგრძნებებით იმუხტებოდა.
-ისე ნელა გიახლოვდები, რომ ვგიჟდები. თუ მოგიახლოვდი, ისე მალე ხდება ყველაფერი, ამაზე კიდევ უფრო ვგიჟდები.
-სანდრო..
-ჯანდაბა, სიგიჟემდე მენატრები.-ქალისკენ გადაიხარა და ერთი მოძრაობით აღმოჩნდა ორჯონიკიძე სანდრიკას მუხლებზე. პულსი აღარ ესინჯებოდა. თვალები მინაბა და კაცის ტუჩების შეხებაზე ამოფრქვეულ ვულკანს ტუჩებით ჩაუხშო ხმა. სრული სიგიჟე ხდებოდა სესილიასთან. აქამდე არასდროს უგრძვნია მსგავსი ლტოლვა მამაკაცისკენ. ათასი ბინძური აზრი ტრიალებდა მის თავში. სანდროს ხელი მის ზურგზე რომ ასრიალდა კვნესა არ შეუკავებია. თავი უკან გადააგდო და საკუთარი თავი მამაკაცს დაუთმო.
-აქ არა!-ყელზე გააცოცა ტუჩები
-სანდრო.
-წავიდეთ?-ახლა რომ არა ეთქვა, მოკვდებოდა გელოვანი. ბოლოჯერ მოკრებილ ძალას მიმოფანტავდა..
-წავიდეთ!-თავი დაუქნია და საკუთარი ხელი გელოვანისაში ახლართა. გული გაასმაგებული სისწრაფით უძგერდა. შესაძლოა სასმლის ბრალიც იყო, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, როდის გახდიდა კაცს პერანგს.
წყნეთისკენ რომ აუხვია, ოდნავ დაიძაბა, მაგრამ თავს უფლება არ მისცა, ცუდზე ეფიქრა.
შავად შეღებილ ჭიშკართან გაჩერდა და მალევე გადავიდა მანქანიდან. სიცივემ თითქოს გაანეიტრალა ვნებისგან ანთებული ალი.
წინ სანდრო მიდიოდა და უკან მისდევდა სესილი. კარი გახსნა თუ არა სითბო მთელს სხეულში გაუჯდა.
-შემოდი.-ხელი წელზე მოჰხვია და ერთად შევიდნენ.
მონატრება ისევ უსაშველო იყო.
-ჩაი გინდა?-ზუსტად არტყამდა მიზანში გელოვანი.
-კი.-თავი დაუქნია
-ჩაი უფრო გინდა თუ მე რომ ჩაგეხუტო?-ისეთი მოულოდნელი იყო გელოვანის კითხვა. მხოლოდ გაიღიმა სესილიამ.
-ვფიქრობ, შენი ჩახუტება ორი ერთშია. ტკბილიც არის და მათბობს კიდეც.-თვალებში უყურებდა.
-შენმა მონატრებამ გადამრია!-წამებში დაფარა მანძილი მათ შორის და ქალის ბაგეს დასწვდა.
კოცნაში აქსოვდა ყველაფერს გელოვანი. ტკივილს, იმედგაცრუებას, მონატრებას-სულ ყველაფერს...
-ვეღარ გაგიშვებ.-ესღა ამოიჩურჩულა და ხელში აიტაცა...
***
დილით სახეზე აცოცებულმა მზის სხივებმა გააღვიძეს. სახე დაებრიცა და გვერდი იცვალა. ყველაფერი ახსოვდა, ყველაფერი გაანალიზებული ჰქონდა. ხელი გვერდით გადასწია და საყვარელი კაცის სხეულის შეხებაზე, ტანში სასიამოვნოდ გასცრა. პირველი დილა იყო, როდესაც სანდროსთან ერთად იღვიძებდა, პირველი ნაბიჯები მათ საერთო ცხოვრებაში. თვალების გახელა არ უნდოდა, ეშინოდა, სიზმარი არ აღმოჩენილიყო. ხელის გულით უკავშირდებოდა გელოვანის გულს, რომელიც არანორმალურად სწრაფად ფეთქავდა. გაეღიმა... იცოდა, ამ ყველაფრის მიზეზი თავად იყო. გუშინდელი ფრაგმენტებად ამოტივტივდნენ...
-დილა მშვიდობისა სესილია!-ძილისგან ოდნავ დაბოხებოდა ხმა. ცალ მხარზე დაყრდნობილი ზემოდან დაჰყურებდა საყვარელი ქალს.
-დილა მშვიდობისა!-თვალები გაახილა და დარწმუნდა, რომ ყველაფერი სიმართლე იყო. მამაკაცის თვალებს ვერ გაექცა და მასში ჩაიკარგა.
-მეშინია უკვე.-ღიმილი შეეპარა კაცს და ოდნავ წამოიწია, უკეთ რომ დაენახა ორჯონიკიძე.
რის?-თავადაც გაეღიმა სესოს.
-რომ ადგები და გაიქცევი. ან მეტყვი, დაივიწყე ყველაფერი, ეს უბრალოდ წამიერი სისუსტე იყოო.-ისეთი მშვიდი იყო გელოვანი, ვერ იტევდა ოთახი მის ზეციურ სიმშვიდეს...
-ღმერთო, რა სისულელეა!-ოსტატურად შეიცხადა.
-რა სისულელეა.-გამოაჯავრა ქალს.
-ჯანდაბა ამის შემდეგ არსად არ მინდა წავიდე. მაგრამ არც ის მინდა, მესამე ვიყო შენს ცხოვრებაში.-განგებ სცდიდა. მთელი არსებით უნდოდა, გელოვანისგან მოესმინა, რომ ყველაფერი დასრულდა, რომ მის ცხოვრებაში სხვა ქალი არ არსებობდა.
-მესამე არასდროს არ ყოფილხარ სესო, გაცნობის დღიდან მეორე ხარ.-დაიხარა და მხარზე აკოცა.
სიტყვები... სიტყვები, რომლებსაც თითქოს შესაბამისი მოქმედებები არასდროს მოჰყოლია, მაგრამ ახლა სჯეროდა. სანდროს წრფელი თვალების სჯეროდა და არაფრის გამო არ აპირებდა ორჯონიკიძე ამ მომენტის გაფუჭებას. დაე, ახლა ასე ყოფილიყო. ხვალინდელ დღეზე დღეს წუხილი სისულელეა, რადგან არ იცი, რა შეიძლება მოხდეს. სჯობს დატკბე თითოეული წამით, რომელსაც ცხოვრება გაძლევს, ვიდრე გააფუჭო საუკეთესო მომენტები იმაზე ფიქრით, თუ რა იქნება ხვალ.

დამშვიდობება გაუჭირდა. ახლა დარჩენა არ გამოდიოდა. წასვლა არ უნდოდა, მაგრამ დედამისის ნერვიულობაც არ შეიძლებოდა. კიდევ ერთხელ მოეხვია საყვარელ მამაკაცს, დაჰპირდა, რომ დაურეკავდა და მძიმე ნაბიჯებით დატოვა სახლი, რომელშიც ცხოვრების საუკეთესო მოგონება დააკავშირებდა. დაღმართს ჩაუყვა, ნაცნობ ავტომობილს რომ მოჰკრა თვალი. შემჩნევას არ აპირებდა, მაგრამ აკამ დაასწრო და სანამ სესილია გვერდს აუვლიდა, წინ გადაეღობა. სახე დაებრიცა ქალს. ერთი თავით მაღალი, ნამთვრალევი მზერით დაჰყურებდა სესოს.
-გამარჯობა, სესილია!- იმდენად ამაზრზენად ეჩვენა მისი პირიდან წარმოთქმული ,,სესილია"
-გამარჯობა-მოვალეობის მოხდის მიზნით დაუბრუნა პასუხი და გვერდის ავლა სცადა. უხეშად რომ ჩააფრინდა მკლავში აკა.
-რას აკეთებ?-პანიკა დაეწყო კაცის შეხებაზე.
-მითხარი, რომ ჩემს ძმაკაცს არ ხვდები.-გაცხოველებული უყურებდა.
-შენი საქმე არ არის-თავი გადააქნია, მაგრამ კიდევ უფრო მოუჭირა ხელზე ხელი და სიმწრისგან ცრემლები წამოუვიდა.
-მიპასუხე.- დაუღრინა
-ან ახლავე გამიშვებ ხელს, ან ვიყვირებ და გაგაშვებინებენ!-მკლავი გამოსტაცა და გვერდი აუარა. ცოტახანს გაჩერდა, აკასკენ გატრიალდა, რომელიც გაურკვეველი მიზეზის გამო მთელი სხეულით კანკალებდა.
-ნაბი*ვარი ხარ!-ზიზღით სავსე სიტყვები მიაძახა და თითქმის სირბილით ჩაუყვა დაღმართს.
ცრემლები ყელში ეჩხირებოდა. ცოტაც და ჩაიკეცებოდა. ძლივს ადგამდა ნაბიჯებს. საშინელი შეგრძნება ეუფლებოდა. თითქოს იმ წამს განადგურდა ყველაფერი. აკას დანახვა იმდენად მტკივნეული იყო მისთვის, რომ ყველაფერს დათმობდა ოღონდ ის შეხვედრა არ შემდგარიყო.
ავტობუსში ცრემლებს ყლაპავდა. სახლში მისულმაც გადაყლაპა ცრემლები და ქეთის ჩაეხუტა. დედა მისთვის ნავსაყუდელი იყო, რომლის მკლავებშიც მშვიდდებოდა და სხვა ხდებოდა. ყველაზე ნაკლებად დღევანდელ დღეს ისურვებდა აკას ნახვას. ეს ადამიანი იმდენ ხანს იყო მისგან შორს, რომ საერთოდ დავიწყებული ჰქონდა მისი არსებობა. ახლაც ასე იყო. მისდამი არანაირი დადებითი გრძნობა არ გააჩნდა, მაგრამ დღეს მასთან შეხვედრამ ხასიათიც გაუფუჭა და თითქოს ლამაზი წამებით ტკბობაც არ აცადა.
-სესო, დეე კარგად ხარ?-ზემოდან დააჩერდა ქალი და თმებზე ხელი გადაუსვა. როგორ უნდოდა ეთქვა ყველაფერი, მაგრამ ქალის ნერვიულობა არ უნდოდა.
-კი დეე.-ეცადა მაქსიმალურად დამაჯერებელი ყოფილიყო. ფეხზე წამოდგა, ქურთუკი გაიხადა და ოთახში გაუჩინარდა. როგორც კი კარი მოიხურა სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა. ვინმე სჭირდებოდა, ვისაც ყველაფერს გაუზიარებდა და ეს ვინმე აუცილებლად ცუცა უნდა ყოფილიყო. მობილურს დასწვდა და შეტყობინება გაუგზავნა მეგობარს. იცოდა, ცუცა მარტო არ დატოვებდა. არც შემცდარა, ჯერ დაურეკა და ნახევარ საათში ოთახის კართან იყო ატუზული. ბერიძესაც ჩამქრალი ჰქონდა თვალები. ისეთი სხვანაირი ეჩვენა სესილის, რომ ჯერ თავად არაფერი დაიწყო.
-ცუც, მშვიდობაა?-კითხვა არ ჰქონდა დასრულებული გვანცამ, რომ ცრემლები გადმოყარა და მხრები აუთრთოლდა. ისეთი უმწეო იყო..
-რა ხდება?-მისკენ გაიწია და ხელები მოჰხვია.
-მასთან ერთადაა ვიკო!-საშინლად უჭირდა ამ ყველაფრის თქმა
-ვისთან?-დაიბნა ორჯონიკიძე
-ვისთან და იმ ყანჩასთან. ღმერთო, სესკა, იცი როგორ მიყურებდა? მე მიყურებდა და იმ ქალს არ აცილებდა მკლავს. ჯანდაბა, თუ ის მასთან წევს, ვერ გადავიტან. -ჩემს მეგობარსაც ისეთი დიდი პრობლემა ჰქონდა. რა გვჭირდა საერთოდ? ერთი დღე მაინც ჩაივლიდა პრობლემების გარეშე? ჩვენი ცრემლებისა და ტკივილის გარეშე.
-არც კი დამელაპარაკა. მოვიდა, ვაა ცუცა აქ ხარო და წავიდა. არც მომიკითხა. რაში მადანაშაულებს ვერ გამიგია. რა უნდა, როგორ უნდა, საერთოდ არაფერი ვიცი.
-იქნებ მოგეჩვენა ცუც?-ვიკოზე არ დამეჯერებოდა მსგავსი რამ. ამდენი წელი ელოდა ცუცას და ახლა რა გააგიჟებდა, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა.
-რა მომეჩვენა სესო? გგონია გავგიჟდი?-უფრო უმატა ტირილს და მე მივხვდი, რომ ყველაზე ალოგიკური რამ ვუთხარი.
-დამშვიდდი რაა!-მოვეხვიე და ვეცადე მენუგეშებინა. ხანდახან ძვირფასი ადამიანების პრობლემა და ტკივილი საკუთარს გავიწყებენ და ახლა ვხვდებოდი, რომ ცუცას პრობლემა და ტკივილი ყველაზე მაღლა იდგა ჩემთვის.
-იქნებ დაელაპარაკო?-ბოლოჯერღა ვცდილობდი, რომ რამე გონივრული მერჩია მისთვის.
-ვის? იმას? არ არსებობს-ცრემლები გადაყლაპა.-დაველაპარაკო და ვუთხრა, ჭკუიდან ვიშლები, როცა სხვასთან გხედავთქო?
-არაფერია აღიარებაში ცუდი გვანც!
-იქნებ მართლა უყვარს სეს. ვის ჩავეკვეხო შუაში? ერთი ზარი, ერთი ზარი მაინც რომ განხორციელებულიყო. ერთხელ მაინც რომ ეთქვა, რომ მოვენატრე, დავურეკავდი, მაგრამ არა!
-გვანცა, გაუგე! იმასაც ეტკინა, ვერ გადახარშა. ძლივს ერთად იყავით. შეუძლებელია, რომ ასე მალე დავიწყებოდი ვიბლიანს. შეუძლებელი კი არა, წარმოუდგენელია, გესმის? შენ მაინც ხომ იცი, როგორ გიჟდებოდა შენზე?
-როგორც ჩანს, აღარ გიჟდება.-სევდიანად გააქნია თავი და ცრემლები შეიმშრალა.-და საერთოდ შევეშვათ ვიკოს და მოყევი, სად აორთქლდი ჩემს ლექტორთან ერთად!-ეშმაკები აუთამაშდნენ თვალებში. არ ვიცი, ალბათ მზერაში შემატყო რამე და იმხელა დაიკივლა, მოსაბრუნებელი გავხდი.
-შე უწმინდურო ქალო! არ თქვა, რომ ქორწილამდე იმაიმუნე.-თვალებგაფართოებული მიყურებდა და ჩემს თანხმობაზე სიცილი ატეხა.
-რა მაგარიააა! სულ მალე პატარა სანდრიკოები გეყოლებიან.-აჟიტირდა.
-არ მგონია!-თავი გავაქნიე და სიხარულიც სადღაც გაქრა.
-რა ხდება, სესილია ორჯონიკიძე?-გვერდით მომიჯდა და ინტერესით შემომხედა.
-აკა ვნახე. -დასრულებული არ მქონდა სიტყვა, ბერიძე უკვე აჭრილი იყო
-ეგ ნაბი*ვარი
-სანდროსგან რომ მოვდიოდი, მაშინ შემხვდა.-ძლივს ვლაპარაკობდი
-მერე?-კიდევ უფრო დაიძაბა ცუცა
-მითხარი, რომ ჩემს ძმაკაცს არ ხვდებიო.
-და შენ ტ*რაკი რატო გეწვისთქო?-ბრაზდებოდა ბერიძე
-არ ვიცი, სანდროს რა რეაქცია ექნება, როდესაც გაიგებს, რომ ამ შრამების მიზეზი აკაა.
-თუ მაგის გამო ამ ყველაფერს გააფუჭებს, მაშინ დებილია ეგ სანდრიკაც.
-ხო მაგრამ მარტივი არაა. შენც ხო იცი ,რა რთულია მსგავსი ამბები!
-კიი, მარიამის ისტორიიდან ვიცი მსგავსი სიტუაცია.-ღმერთო, რა გიჟი მეგობარი მყავდა.
-ვინ მარიამის?-ვერ გავიხსენე.
-ხშირად შედი ხოლმე 4love-ზე და გაეცანი ნამდვილ კლასიკას.
-არ ხარ ნორმალური.
-სხვათაშორის მაქედან ვისწავლე რაღაც ხრიკები.-წარბები აათამაშა.
-ნუ გადამრევ.
-მართლა გჭირდება ეხლა შენ მარიამის ისტორიების წაკითხვა და ჩათვალე, რომ აზრზე ხარ ცხოვრების!- ისე დარწმუნებით იძახდა, მართლა მომინდა წამეკითხა.
-,,ცხელი სურნელი" წაიკითხე სესოო-გასვლის წინ მომაძახა.-არც სანდროა იოანე და არც შენ ხარ ტაისა, მაგრამ დიდებული ისტორიაა. ხოო. და ბოლოს არც ის სი*ი აკაა გიგი.- ღმერთო, მართლა მაგრად აფრენდა ჩემი დაქალი. მაინც მოახერხა ჩემი გაღიმება და მარტო დარჩენილმა მაშინვე მოვძებნე ,,ცხელი სურნელი"
იმდენად ჩამითრია ამ ისტორიამ, დამავიწყდა სად ვიყავი. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე ყველაფერი და დასასრულმა სასიამოვნო ემოციებით დამტვირთა. არაფრით ჰგავდა ეს ისტორია ჩემსას, მაგრამ საოცარი იყო. საათს გავხედე, ექვსი ხდებოდა, მერე ისევ ტელეფონს დავხედე და სანდროს არცერთი შეტყობინება რომ არ დამხვდა, გული შემეკუმშა. ოთახი დავტოვე და მისაღებში ჩამოწოლილი აუტანელი სიცარიელით მივხვდი, რომ დედა სახლში არ იყო. სამზარეულოში შევაბიჯე და ჩაის გაკეთებას შევუდექი. თან სიახლეებს ვეცნობოდი. კარზე ზარის ხმამ მომიყვანა გონზე და მისკენ გავემართე. რაღაცნაირად გათიშული დავდიოდი. სახელური ჩამოვწიე და კარში მდგარ მთვრალ სანდროზე თვალები გამიფართოვდა. ისეთი სახით მიყურებდა, ისე მათვალიერებდა, დავიძაბე.
-სანდრო.-ვეცადე არ შემემჩნია, როგორ მიკანკალებდა მტელი სხეული. არ მეშინოდა მისი, ვიცოდი, არასდროს გააკეთებდა ისეთ რამეს, რაც ფიზიკურად მატკენდა.
-სესილია.-ისევ საოცრად წარმოთქვამდა ჩემს სახელს. ჩემიანად შევიდა მისაღებში და სავარძელშიც ჩემიანად ჩაჯდა. ჯერ თვალებში მიყურებდა, მერე მზერა ჩემს მკლავებს ჩაატარა და მოსაცმელის საყელო ფრთხილად გადასწია.
-სანდრო-სხეული ამითრთოლდა.
-ჩშუუ-ბაგე მომაწება და თითქოს რეალობას მომწყვიტა. ისეთი სიფრთხილით დააცოცებდა თითებს სხეულზე, რომ ვეღარაფერს ვგრძნობდი, გარდა უსაზღვრო სიყვარულისა. ვერ გავიაზრე, როდის მომშორდა მოსაცმელი და მის წინაშე მხოლოდ ბიუსჰალტერის ამარა როდის დავრჩი. მოულოდნელად გაჩერდა და ისევ თვალებში შემომხედა. ჩემი მკლავები ეჭირა, რომელიც შრამს ჰქონდა დაფარული.
-სანდრო-მაშინ გავიაზრე, რომ იცოდა...
-თქმას აპირებდი ოდესმე?-ხმა შეეცვალა. ხმასთან ერთად მზერაც.
-ჯანდაბა-ამოვიკნავლე...
-აპირებდითქო?-ტონს არ უწევდა და ამით კიდევ უფრო მანადგურებდა.
-ვაპირებდი უბრალოდ მეც კი დამავიწყდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ეგ მომენტი იდგა.
-ამის დედაც... როგორ არ გავაფრინო, მეტყვი?-ერთი მილიმეტრითაც არ მშორდებოდა. თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა.
-სანდრო, გთხოვ... ხელები გავაცოცე მისკენ
-რას მთხოვ?
-ბავშვი ვიყავი
-შენს თავს ავნე ვიღაცის გამო, ხვდები? ვირაც ტიპის გამო, რომელიც არ გიცნობდა და ახლა, როცა მის ძმაკაცს სიგიჟემდე უყვარხარ, მოდის და მეუბნება, რომ შენ ის გიყვარს... ამის დედაც. გავგიჟდები.
-რა სისულელეა...
-რა არის სისულელე? რომ გიყვარს? თუ იმას რომ უყვარხარ?
-სანდრო...
-მიპასუხე სესილია..
-ეჭვი გეპარება, რომ მიყვარხარ?-გულში რაღაც ჩამწყდა.
-შენი აზრით?
-სანდროო
-მიპასუხე, შენი აზრით, ისეთი არაკაცი ვარ, რომ ეჭვი მეპარება შენს სიყვარულში და შენთან მაინც დავწექი?-იმედგაცრუება გადმოეღვარა თვალებიდან
-ეგ აარ მიგულისხმია-ვეცადე, სიტუაცია განმემუხტა.
-ეჭვი არაფერში მეპარება. არც შენს სიყვარულში. არაფერში გესმის, მაგრამ, არ ვიცი, რატომ დამიმალე ეგ ყველაფერი. ჩემი მეჯვარე უნდა იყოს, გესმის? გესმის, რომ ადამიანი ჩვენი შვილის ნათლია შეიძლება ყოფილიყო და ამ დროს ჩემს ცოლს მის გამო ჰქონოდა ვენები გადაჭრილი. აზრზე ხარ სესილია?-ყელზე ძარღვები დაბერილი ჰქონდა. სიბრაზე სისხლად დაუდიოდა.
-მაპატიე...-ისეთი უადგილო სიტყვა იყო ამ წამს...
-უბრალოდ მეგონა, ვიმსახურებდი მაგის ცოდნას.
-ასეცაა..-ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
-მაგრამ რეალობა სხვას აჩვენებს.-ჩემიანად წამოდგა ფეხზე, კარამდე ჩახუტებული მიმიყვანა. ღრმად ჩაისუნთქა, შუბლზე მაკოცა და გაუჩინარდა.
ღმერთო, რა საშინელი გრძნობა იყო... სიტყვებით რომ ვერ აღვწერ ვერასდროს... ჩავიკეცე... არ ვიცოდი ამ წასვლის შემდეგ რა იქნებოდა...
***

გარეთ გამოსულმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და სხეულში დავლილ ბრაზსა და იმედგაცრუებასმოძრაობის საშუალება აღარ მისცა. მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა და ის იყო უნდაჩამჯდარიყო, მაჯაზე მძიმე ხელი რომ შეეხო და მალევე მოშორდა. თავიდან დაიბნა. თავიგვერდით გაატრიალა და აკა, რომ დაინახა, დაიძაბა. დღეს ნამდვილად არ გეგმავდა აკასნახვას და მითუმეტეს მთვრალის.
-გელოვანი-ფეხზე ძლივს იდგა. პერანგის ღილები ნახევრად ჰქონდა შეკრული.
-აკა-ეცადა, მშვიდი ყოფილიყო. საერთოდ არ ხიბლავდა ქალის გამო მუშტების ქნევა და უაზრომუქარები. ისედაც გააზრებული ჰქონდა, რომ ყველა უჯრედით სესილი მას ეკუთვნოდა დაარავისთან ახსნას არ აპირებდა. არც აკასთვის აპირებდა რამის თქმას. თუმცა ამყველაფერზეც საზღვარი ჰქონდა დაწესებული სანდრიკას. მანამდე იყო მშვიდი, სანამსაყვარელ ქალს ოდნავ მაინც შეულახავდა ვინმე კომფორტის ზონას. სესილია, რომშეწუხებულიყო ამას არავის აპატიებდა და მეტიც, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცავდაორჯონიკიძეს.
-ალბათ გაიგე, რომ ცოლს დავშორდი-მანქანის კარს იყო დაყრდნობილი და მზერადაბინდული უყურებდა სანდროს.
-გავიგე.-აქამდე მეგობრად თვლიდა და შესაბამისად, იცოდა კიდეც მისი ამბები.
-მიზეზიც იცი ხომ?
-ვიცი-მართალია დაშორების ამბის გაგებისას მიზეზი არ იცოდა, მაგრამ ახლა ორი აზრი არიყო, რომ ორჯონიკიძე იყო მიზეზი.
-დაშორებას არ განიხილავ?-თვალებში უყურებდა .
-არასდროს, აკა!-თავი ოდნავ გადასწია. თვალები დააწვრილა და ისე შეხედა კაცს. იცოდა ესმზერა აკამ.
-არ დაგითმობ სესილიას სანდრიკ!-მანქანის კარიდან ხელი აიღო.
-არც გთხოვ! იმის დათმობას ვერ შეძლებ, რაც შენ არ გეკუთვნის! დააგვიანე აკა ბატონო დაახლა არც კი გაბედო, სესილია შეაწუხო! მერე დავივიწყებ, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარდა ყველფერს გადავაბიჯებ, დაიმახსოვრე!-კიდევ ერთხელ შეავლო მზერა და მანქანაშიჩაჯდა. ღრმად ჩაისუნთქა. ცოტაც და ფიქრები გააგიჟებდნენ. ელვის სისწრაფით მოსწყვიტაადგილს ავტომობილი და მოწოლილ ადრენალინში ჩაკლა ყველა ფიქრი.
წვიმის წვეთები ზანტად დაცოცავდნენ საქარე მინაზე. კიდევ უფრო უმატა სიჩქარეს... თავსკარგავდა... მხოლოდ მაშინ გაიაზრა ყველაფერი, როდესაც მეორე მანქანას მილიმეტრებითასცდა და დამუხრუჭება მოასწრო. ამოისუნთქა... არადა ამ მძიმე რეალობიდან გაქცევაუნდოდა.. დამალვა... ცოტახანს შორს ყოფნა. ცხოვრება უკვე ჯოჯოხეთი იყო მისთვის. ერთიდღეც არ იყო მშვიდი.. ერთი წამითაც ვერ სუნთქავდა მშვიდად. მხოლოდ რამდენიმე დღეჰქონდა, რომელსაც აღმერთებდა. ერთ-ერთი სესილიასთან შეხვედრა და ტროტუარზე. ამამბის გახსენებაზე გაეღიმა. აქამდეც გააზრებული ჰქონდა, მაგრამ ახლა უფრო მკაფიოდგაიაზრა, რომ სესილია მის ცხოვრებაში კაშკაშა ყვითელი იყო. ყვითელი კი მზესთანასოცირდება. დიახ, სანდრიკასთვის სესო მზე იყო, რომელიც უნათებდა და უთბობდარეალობას, როგორც სანდრო ეძახდა, ჯოჯოხეთს...
ფიქრებში დიდხანს იყო გაბლანდული. ბოლოს სახე დაალაგა და სახლისკენ აიღო გეზი. ცოტახანს დაძინება და ყველაფრის დავიწყება უნდოდა.
მანქანა გააჩერა და ფრთხილი ნაბიჯით აუყვა კიბის საფეხურებს. დაღლილობა სახეზე ეწერა..
კარი ღია რომ დახვდა, მიხვდა, ვინც იქნებოდა სახლში და უსიამოვნოდ ამოისუნთქა.
მძიმედ შეაღო კარი და სავარძელზე მჯდარი თეკლა არ შეიმჩნია. საერთოდ ვერ იტანდავერავის ორჯონიკიძის გარდა. თითქოს ყველა უფერული იყო სესილიას გარდა.
გვერდი აუარა და ნაყიდი ვისკი დახლზე შემოდგა.
-სანდრიკა-ეს სახელიც მხოლოდ სესილიასგან მოსწონდა. შუბლი შეჭმუხნა და აგრძნობინაქალს, როგორ ვერ გამოსდიოდა ეს ყველაფერი.
-გისმენ თეკლა-დივანზე დაჯდა თავი ხელებში ჩამალა.
-განქორწინების საბუთებია-თავადაც ხვდებოდა, რომ გელოვანთან მაშინ დასრულდა, როდესაც დაშორდნენ.
-ჩხუბს, ყვირილს და შანტაჟს არ აპირებ?-ქვემოდან ახედა.
-მგონია, რომ არ მიცნობ სანდრო!-ცრემლები მოაწვა ქალს
-ბოლო საუბარი მახსოვს უბრალოდ.-მაგიდაზე ქაოსურად მიყრილ ქაღალდებს დასწვდა და არც წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი.
-არ მეგონა, ასე მარტივად თუ დათმობდი წარსულს.
-პირიქით, თეკლა, წარსულს გავურბივარ. მხოლოდ მომავალი არსებობს...-ქალს გაუწოდა ფურცლები, რომელიც მისთვის არაფერს ნიშნავდა და საძინებლისკენ აიღო გეზი.
-რომ გახვალ კარი გადაკეტე რაა!-ერთხელღა შეავლო თვალი და კედლის მიღმა გაუჩინარდა.

კლუბში დაგროვილ მძიმე ჰაერს ვერ გაუძლო. სიმთვრალეც ნელ-ნელა ეპარებოდა და თითქოს თავს აკარგვინებდა. ფრთხილი ნაბიჯით დატოვა ტერიტორია და გრილი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. ალკოჰოლი კიდევ უფრო გაერია მის სისხლს და მიხვდა, რომ დოზაზე მეტი ჰქონდა დალეული. ქარი თმებს უწეწავდა. ტროტუარს ფეხით გაუყვა... სასიამოვნო საღამო იყო, მშვიდი. სესილისგან არაფერი ესმოდა და თავს ცუდად გრძნობდა, აქ რომ მის გარეშე წამოვიდა. ჯერ კიდევ იმ სცენის გადახარშვას ცდილობდა. ვიკო რომ სხვასთან დაინახა. ბრაზი და იმედგაცრუება თვალებს უწვავდა და ცრემლებამდე მიდიოდა საბოლოოდ. ჯერ კიდევ სწორად დადიოდა, ალბათ გარშემომყოფნი ვერც ამჩნევდნენ მის სიმთვრალეს. არასდროს შეშინებია მარტო სიარულის, მაგრამ ახლა შორიდან წამოსულ ორ სილუეტზე შეცბა და მაქსიმალურად შეეცადა, ფრთხილად აეარა გვერდი. არც მოკლე კაბა ეცვა, მაგრამ მის ფორმებს მაინც უსვამდა ხაზს. იგრძნო დაჟინებული მზერა და კიდევ უფრო აღელდა. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ფეხი უკანკალებდა. ის იყო გვერდი უნდა აეარა, ერთ-ერთმა რომ შეაჩერა.
-სიგარეტი გაქვს?-ცოტაც და იქვე გაუსკდებოდა გული.
-უკაცრავად, არ ვეწევი!-ეცადა აუღელვებლად ეპასუხა, მაგრამ ათრთოლებულმა სხეულმა გაყიდა.
-შენ ალბათ უფრო სხვა რამეს ეწევი ხომ?-ახლოს დადგა ერთ-ერთი. ცოტაც და ატირდებოდა ცუცა.
-პრობლემაა რამე?-ზურგს უკან გაგონილ ნაცნობ ხმაზე იმედის ნაპერწკალი კოცონად იქცა. კაცის ხელი წელზე რომ მოეხვია, კიდევ უფრო დამშვიდდა.
-არაფერი!-მხრები აიჩეჩეს...
-აქ სათვალთვალო კამერებია ბიჭებო, ხვალვე შეიძლება თქვენი იდენტიფიცირება, ამიტომ მოიხადეთ ბოდიში და დაახვიეთ.
-უკაცრავად!
-ბოდიში მოიხადეთ და დაახვიეთ!-ხმაში განრისხება იგრძნობოდა. ქალის წელზე მოხვეული ხელი სიბრაზისგან უკანკალებდა.
-ბოდიში!-ძლივს ამოილაპარაკეს და მალევე გაშორდნენ იქაურობას. ერთი თავით დაბალ ბერიძეს გადახედა და წარბები აზიდა.
-როდის მიხვდები, რომ საშიშია მარტო ქუჩაში?-ისეთი მზრუნველი თვალებით უმზერდა შემთვრალი ვიკო ცუცას.
-არ მითხოვია დახმარება!-ხელი ააშვებინა და წინ წავიდა.
-ცუცა... ჩემო ჯიუტო!-დაეწია და მისკენ შებრუნებულს გააზრებაც არ აცადა ისე დასწვდა ქალის ბაგეს. ამ კოცნაში აქსოვდა ყველა ემოციას და გრძნობას, რომელსაც ბერიძე იწვევდა მასში. კიდევ დიდხანს გააგრძელებდა, რომ არა უჰაერობა და ქალის თვალიდან წამოსული ცრემლები.
-ცუცა
-ვირი ხარ ვიბლიანო!-ბოლო ხმაზე ამოიყვირა.
-ცუცა-მეთქი-დაუღრინა ქალს და წასვლის უფლება არ მისცა.
-მაინც და მაინც იმ ყანჩასთან რატო გააბი რომანი? სხვა დაილია
-რას ამბობ ცუც?-ბაგე გაეხსნა ვიბლიანს.
-კარგად იცი ვისზეც ვამბობ.
-ნათია ჩემი დეიდაშვილია!-კიდევ დიდხანს აპირებდა ეწვალებინა, მაგრამ ვერ გაიმეტა.
-ჯანდაბა-ტუჩზე იკბინა და მერე სიმწრისგან შეჰკივლა.
-ღმერთო, რანაირი ხარ გვანცა, რანაირი... რა მოგიხერხო?-მკლავებში მოიქცია ქალის სუსტი სხეული.
-მაინც ვბრაზობ შენზე..-თავი გაატრიალა.
-ოღონდ დღეს არა, ოღონდ დღეს არა-გაუღიმა და წვიმის წვეთებზე სახე შეჭმუხნა
-წავიდეთ?-ქალს გაუსწორა მზერა.
-აუცილებლად.-აღარ აპირებდა შეცდომის დაშვებას.-მაგრამ სახლში დამტოვე-ენა გამოუყო და ვიკოს რეაქციაზე გაეღიმა.
-----
ფანჯარასთან იჯდა და ჩაის სვამდა. გარეთ ქარი ბობოქრობდა და წვიმის წვეთებს აქეთ-იქით ახეთქებდა. ფიქრის ბურუსში გახვეულს არაფერი ესმოდა. უხასიათობა დასჩემდა და ბოლო დროის ამბების შემდეგ საერთოდ ვერ იყო გუნებაზე. კარზე ზარის ხმამ მოიყვანა გონს და ზანტი ნაბიჯით გაეშურა გასაღებად. არ გაუხედავს, ვინ იყო, პირდაპირ გამოაღო. ჯერ ცუცას ჰკიდა მზერა და მის უკან ვიკოს დანახვაზე ბედნიერების ცრემლებმაც არ დააყოვნა.
-ვიბლიანოო!-მისკენ გაიწია და მოეხვია.
-სესკა!-თავზე აკოცა და ხელები მოჰხვია. ისეთი კარგი სანახავი იყო..
-როგორ მომენატრეთ!-ცუცასაც მოეხვია.
-ჩვენ გვკითხე-ხრემლები შეიმშრალა და ფრთხილად მიარტყა ხელი მხარზე.
-რას შვები სესო, ძმაკაცს მიკლავ? ზურგიდან გაგონებულ ნაცნობ ხმაზე სიხარულის ცრემლები გადმოყარა.
-პატივცემულო!-თავი დაუკრა ცუცამ
-რაღა პატივცემულო, მეჯვარეა ჩემი.-გაიცინა ვიკომ
-სესილიას წყალი მიასხით, არ სჯერა...
-არ მჯერა კი არა, მოდი გავიპაროთ...-ტაში შემოჰკრა და მთელი ძალით მიეკრა გელოვანს...
***

ოცნებებს ახდენა ყოველთვის უწერიათ. ეს კი იმ წამს გაიაზრა ყველამ, როდესაც თოვლის ფიფქების ქვეშ ოთხივე ერთად იყო და გულიანად იცინოდა. სანდრიკას თვალები ამდენი ხნის შემდეგ პირველად ბრწყინავდა ბედნიერებისგან. სესილიას სუსტი მკლავები ეხვეოდნენ...
-ყველაფერი ისე სრულდება, როგორც დაიწყო!-ზემოდან დააჩერდა ქალს.
-როგორ?-ქვემოდან ახედა და კაცის მზერაზე გაეღიმა.
-მოულოდნელად და ტკბილად-შუბლზე მიაწება ბაგე.
-არ მგონია, ტკბილად გახსენდებოდეს, როგორ გამოგლანძღე-თვალები მინაბა.
-არადა სასიამოვნოდ მახსენდება.-ფეხზე წამოდგა და სესილიაც თან წაიყოლა.
-მაინც ვისი იდეა იყო, ამ სიცივეში აქ წამოსვლა?-თვალები აატრიალა ბერიძემ.
-სულ ნუ წუწუნებ!-შუბლი შეკრა ორჯონიკიძემ.
-საცოდავი შენი ქმარი!-ხელები აღაპყრო ვიკომ.
-ხოო?-წარბები აზიდა ცუცამ და ერთ ადგილზე გაჩერდა.
-დიახ-სრული სერიოზულობით უპასუხა ვიკომ.
-ისედაც არ ვაპირებდი გათხოვებას.-ხელები გადააჯვარედინა და წინ წავიდა
-თხა!-ეცადა, ჩუმად გამოსვლოდა, მაგრამ ცუცამ მაინც გაიგო.
-თხის ხმა მესმის-გაჯავრებული წავიდა წინ. აღარც მოუხედავს უკან.
საღამო ხანს დიდი ფანჯრის წინ ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. ფიფქები შეუჩერებლად დაფარფატებდნენ.
-არ მჯერა, რომ აქ ვართ!-გულწრფელად გაიღიმა ვიბლიანმა.
-როგორ დაგეჯერება? შენნაირი თხა ადამიანი მეორე არ არსებობს. რომ გაიქეცი და ერთი არ დარეკე. არც უნდა დაიჯერო-ხელები გაასავსავა გვანცამ.
-სეს, გააჩუმებ შენს დაქალს?-სესოს გადახედა.
-პრივილეგიები დავკარგე, ვიკო-ჩაიფხუკუნა და ჩაის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა.
-პირი შეკარით?-გაავებულმა გამოიხედა ცუცამ.
-მაპატიე!-დამნაშავის გამომეტყველება მიიღო ორჯონიკიძემ.
-არასდროს!-ხელი აღმართა. იმდენად საყვარლად და სასახილოდ გამოუვიდა, ყველას ბედნიერების ტალღამ გადაურბინა. ვიკომ დრო იხელთა და მისკენ მოქაჩა ცუცა.
-საცოდავი ჩემი ქმარი-გამოაჯავრა კაცს.
-არ შემარჩინო!-ლოყაზე აკოცა და უკნიდან გაგებულ ნაცნობ ხმაზე დაფეთებული გატრიალდა. აკასა და რამდენიმე სხვა ბიჭის დანახვაზე დაიძაბა და მაშინვე გელოვანს გახედა, რომელსაც არანაირი რეაქცია არ ჰქონია. სესილიას ელაპარაკებოდა და არსადაც არ გაუხედავს, სანამ თავად აკამ არ იპოვნა ისინი და თავზე დაადგა.
-თქვენც აქ ყოფილხართ-მზერით ბურღავდა სესილიას.
-გამარჯობა, აკა!-ვითომც და არაფერი ისე ჩაილაპარაკა სანდრომ.
-გაგიმარჯოს-იგივე გააკეთა აკამაც.
-მარტო ხარ?-საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, ისე ესაუბრებოდა.
-არა, ყიფშო და მაზანა არიან.-ბიჭების ხსენებაზე ისინიც იქ გაჩნდნენ. ორივეს კარგად იცნობდა, როგორც სანდრო, ისევე ვიკოც. მიესალმნენ ერთმანეთს, გოგონები გააცნეს და საბოლოოდ ერთად დასხდნენ მრგვალი მაგიდის ირგვლილ.
-გავიგე თეკლას გაშორებულხარ!-აკამ დაიწყო ისევ საუბარი. თან თვალს არ აშორებდა ორჯონიკიძეს.
-მალე ვრცელდება ამბები.-სესილიას დახედა, რომელიც უხერხულად იშნუშნებოდა.
-რატო ტო? მაგრად უხდებოდით-ისევ სესილიას რეაქციას აკვირდებოდა.
-მხოლოდ მოხდენაზე რომ ვფიქრობდეთ, აკა, შენც უხდებოდი შენს ცოლს, მაგრამ დაშორდი.-თვალი ჩაუკრა და გააჩუმა. ხმა აღარ ამოუღია. ბიჭები საუბრობდნენ. ძველ ამბებს იხსენებდნენ.
-ისე, ცუცა, დაუსწრებლდ გიცნობთ ყველა-ყიფშომ გადაულაპარაკა.
-საიდან?-გაოცება გამოესახა სახეზე
-რა საიდან? ჩვენი ბიჭი ნაწუწნ კამფეტს დაამსგავსე.-ერთიანად გაიცინეს.
-ღირდა ყიფშო, ღირდა-ცერა თითი აუწია და უფრო მჭიდროდ აიკრა ქალის სხეული.
-თქვენ იკითხეთ, თორე ჩვენ გვყავს ჩვენი მეორე ნახევრები.-მაზოლზე ფეხი დააჭირა სანდრომ აკას.
-ქორწილს ველოდოთ?-მაზანა თან ჭამდა და თან სანდროს ესაუბრებოდა.
-აუცილებლად!-გაუღიმა და თმებზე ხელი დაუსვა სესილიას.
-ხანსახან ის რაც ბედნიერება გვგონია, უბედურების საწყისია სანდრიკ!-გაუღიმა, ფეხზე წამოდგა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქ მყოფთ და მერე ზურგი აქცია მათ. კიბეები აიარა და სულ მალე გაუჩინარდა. თითქოს იმ წამს ყველამ ამოისუნთქა.
-რაც დაშორდა, შეურაცხადი გახდა. არადა ორსულადაა დეა.-ამაზე ყველა დაიძაბა.
-იცის?-თავით ანიშნა აკაზე.
-არა! უმალავს. ჩემ შვილს მასეთი მამა არ უნდა ყავდესო, თითქოს შეუცვლიდეს. კაროჩე, მაგარი ჩამოუყალიბებლები არიან.-ხელი აიქნია მაზანამ.
-ის გოგო თავიდანვე ვერ იყო!-მხრები აიჩეჩა გვანცამ და ვიკოს დაბღვერილ სახეზე გაჩუმდა.
-თავისი საქმის თავად იციან-დაამატა ყიფშიძემ.
-ხოო, მაგრამ არ იმსახურებს ესეთ მოქცევას, ბავშვი უმამოდ ხომ არ გაიზრდება?-სესოზე გადაიტანა ყველამ მზერა.
-მართალი ხარ-ვიკოც დაეთანხმა.
-შერიგების შანსი აღარაა?
-სანდრიკ, არ იცოდე მაინც რომ სესილია აიკვიატა ახლა. არ უნდა ვამბობდე, მაგრამ დღე და ღამე ამის ფოტოს უყურებს და გაიძახის, თავის დროზე ვერ შევამჩნიეო.
-რა რთული მოსასმენია!-სიგარეტს მოუკიდა ვიბლიანმა.
-სულაც არა! მადლობა ღმერთს, ვერ შეამჩნია!-პირჯვარი გადაისახა გვანცამ და ისევ მიიღო პასუხად ვიკოს გაბრაზებული სახე.
-მესმის, რომ ძმაკაცია თქვენი, ნუ, თუ შეიძლება ეწოდოს, მაგრამ მახსოვს მის გამო კინაღამ დავკრგე მეგობარი ამიტომ ნუ მომთხოვთ, მეცოდებოდეს!-ფეხზე წამოდგა და უთქმელად აქცია ყველას ზურგი.
-ცუცა-ფეხზე წამოდგა სესილია, მაგრამ ვიკომ გააჩერა.
-არ გინდა!-თავი გაუქნია-გაბრაზებულია და ალბათ არავის მოსმენა არ უნდა!
კიბეები აიარა ბერიძემ. გრძელი დერეფანი გაიარა და აივანზე უცნაურად მდგარი აკას დანახვაზე დაიყვირა.
-რას აკეთებ? გააფრინე?-ხმა აუკანკალდა. წამებში გაჩნდა ყველა დერეფანში.
-აკა, რას აკეთებ?-წინ გადადგა ნაბიჯი სანდრომ.
-მომიყევი სესილია, რას გრძნობდი, როდესაც დანას ისვამდი ვენებზე. ჩემზე ფიქრობდი? გიყვარდი? გინდოდი?-ბასრ იარაღს მთელს სხეულზე დაატარებდა და შეშლილი თვალებით იყურებოდა.
-შეიშალე?-ხმას აუწია გვანცამ. მხოლოდ სესილია იდგა უემოციო სახით. არანაირი ემოცია არ ეტყობოდა.
-მიპასუხე ორჯონიკიძე, მითხარი, რომ გინდოდი, რომ გჭირდებოდი, რომ მხოლოდ ჩემზე ფიქრობდი და ახლაც ასეა!-ხელები უკანკალებდა.
-სესო-სანდრომ გახედა.
-რამე უთხარი, თორე გააკეთებს-ყიფშიძე დაუდგა წინ.
-წადი შენიც აკა! -მხოლოდ ერთხელ შეხედა, შემდეგ კი ზურგი აქცია.
-სესილია-გვანცა შეჩერებას ცდილობდა.
-ქალივით ტირილს და პანიკას რომ დაასრულებს, უთხარით, რომ მამა ხდება, მაგრამ ღორია და არ იმსახურებს.-თავს ძლივს იკავებდა. ნომრის კარი შეაღო და საწოლოსკენ წავიდა. ზურგით დაწვა და ცრემლებმაც არ დააყოვნეს. მტკივნეული წარსულის ფრაგმენტები ამოტოვტივდნენ. როგორ გადაიჭრა ვენები. მამამისის ღრიალი ჩაესმა. დედამისის განწირული კივილი...
-ღმერთო!-ამოიტირა და კიდევ უფრო ღრმად ჩამალა თავი ბალიშში. დერეფნიდან ხმა ესმოდა, რომელიც მალევე შეწყდა. ოთახის კარის ხმა გაიგო და მძიმე სუნთქვაზე მიხვდა, რომ სანდრო შევიდა. ერთხანს კარიდან უყურებდა, მერე საწოლოსკენ დაიძრა და მის წინ ჩაიმუხლა.
-რო გიყურებს, შენზე რომ ფიქრობს, რომ მეუბნება, თუ როგორ უყვარხარ, ეს ყველაფერი მშლის. გგონია ასეთი მშვიდი ვარ? გგონია არ მადარდებს მისი მზერა შენს თვალებზე, ტუჩებზე... ჯანდაბა, ვკვდები, როდესაც ვამჩნევ, როგორ სჭირდები. მაგრამ დღეს რაც მოხდა... რატომ არ უთხარი?შენი ერთი სიტყვა და პანიკა აღარ ექნებოდა.
-პანიკის არ ქონის გამო ჩემთან დაწოლა რომ მოინდომოს, დასთანხმდები?-სასოწაროვეთა ღრიალებდა.
-სესილია-ხმა ჩაეხლიჩა ონიანს.-რა სისულელეს ამბობ ხვდები?
-დამპალი, ნარცისი არარაობაა და იცი რატომ არ ვთქვი არაფერი? ვიცოდი რომ არაფერს იზამდა, მშიშარაა! მშიშარა, რომელმაც ცოლი მიატოვა.
-გთხოვ, დამშვიდდი.-მისკენ გაიწია, მაგრამ სესილი გვერდით გაწვა.
-მარტო დამტოვე.
-სესო
-მარტო დამტოვე-ხელი კარისკენ ანიშნა და თავად გვერდი იცვალა
-როცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა და კარგადაა, მაშინ ფუჭდება ყოველივე.-ღრმად ამოისუნთქა. თავადაც ძალიან უჭირდა მომხდარის გააზრება.
-როგორც ჩანს ჩვენი ერთად ყოფნაა შეუძლებელი!-ცრემლებს აკავებდა
-ნუ ამბობ...-ძალა ერთმეოდა
-მეტის ატანა აღარ მინდა, უბრალოდ მარტო დამტოვე
-ჯანდაბა-ღრმად ჩაისუნთქა და ზომიერი ნაბიჯით დატოვა ოთახი. დერეფნის ბოლოში მდგარ აკასკენ დაიძრა. ბრაზი ახრჩობდა. სხეული უთრთოდა. სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა. მალევე მიაღწია სასურელ ადგილს. ყელში დასწვდა კაცს და კედელზე ააკრა.
-გაქრი ჩვენი ცხოვრებიდან, თორე კარგად არ დასრულდება!-ჯერ თვალებში უყურებდა. მერე მზერა მის ნაკაწრზე გადაიტანა და ხელი უშვა.
ვეღარ სუნთქავდა.
აღარ შეეძლო....
კარისკენ მიდიოდა, თავში ახალი აზრი რომ მოუვიდა და უკან გაბრუნდა. თითქმის სირბილით მიაღწია სესილიამდე.
-ხომ გითხარი გადითქო
-ეგვიპტეში გეპატიჟები სესილია. მე შენ და მხოლოდ ჩვენი სიყვარული
-სანდრო-ხელი გასწია კაცისკენ.
-აეროპორტში დაგელოდები-ესღა უთხრა და გაბრუნდა. წასვლას აპირებდა ხმამ რომ შეაჩერა
-რა საჭიროა აეროპორტში მოსვლა, როდესაც შემიძლია, შენთან ერთად წავიდე?-მისკენ გაიწია და მოეხვია.
-უბრალოდ მინდა დასრულდეს!
-დასრულდა სეს! ყველაფერი კარგად არის-შუბლზე მიაკრო ბაგე და მერე მასთან ჩახუტებულმა დატოვა სასტუმრო.
ახალი ადგილი ელოდათ, სადაც ახალ მოგონებებს დაწერდნენ...
***


იმ საღამოს ყველაზე უფრო მშვიდად გრძნობდა თავს ორჯონიკიძე. ბუხართან მჯდომს გელოვანის მხარზე ედო თავი... თითქოს რაღაც ეტაპზე დრო გაჩერდა, ცხოვრებამ გაყინა, მაგრამ ახლა არაფერს ნანობდა. არც აკას სიყვარულს, რადგან სწორედ ამ აკვიატებიდან იპოვა ნამდვილი სიყვარული. ასე დაიწერა სესილი ორჯონიკიძის ბედი ზეცაში და ამ წამს მხოლოდ ის ეძნელებოდა, რომ მამა არ ჰყავდა გვერდით და შვილის ბედნიერებას ვერ ხედავდა.
-გჯერა?-მხარზე აკოცა სანდრომ.
-არა.-გაიღიმა და კიდევ უფრო მიეკრა კაცის სხეულს.
-ხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო, ერთმანეთი კიდევ უფრო მეტად რომ შეგვყვარებოდა. ახლა ზუსტად ვიცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არ გაგიშვებ.
-უპირობოდ შეგიყვარე და მინდა მთელი ცხოვრება ასე იყოს!-თვალები დახუჭა ორჯონიკიძემ და მთლიანად შეიგრძნო ის ბედნიერება, რასაც საყვარელი კაცის გვერდით ყოფნა ჰქვია.
***
-დროზე თუ არ მოვა ეგ ბატონი, მე ვიცი მერე.-ცუცა ჩვეულად იმუქრებოდა.
-ღმერთო!-კაბა გაისწორა სესილიმ და ფატის გაკეთებაში მიეხმარა მეგობარს.
-არა, ჯერ ხო ამდენი ხანი მოანდომა სიყვარულში გამოტყდომებს, ჩემს თანხმობას და ა.შ. ახლა ქორწილშიც იგვიანებს, იქნებ დროს ვერ აღიქვამს, ვაიმეე!-წამოიკივლა და სესოს თვალების ბრიალზე გაეცინა
-ვიბლიანს არასდროს ვეტყვი, მაგრამ სულ მინდოდა ჩემი ქმარი ყოფილიყო.-ჩაიფხუკუნა.
-ვიბლიანმა ეგ ისედაც იცის!-კარში მდგარ ვიკოზე, შეჰკივლა და სახეზე ალმური მოედო.
-ჯადო კაცო!-ენა გამოუყო.
-აბა მოყევი, როგორ ოცნებობდი ჩემზე?-ხარხარებდა
-ვიკოო!-იჭრებოდა ბერიძე
-ღამე თვალებს ხუჭავდი და წარმოიდგენდი როგორ იყავი ჩემი ცოლი?-ყურთან დაიჩურჩულა და აჭარხლებულ გოგოზე კიდევ უფრო გახალისდა.
-ჩემო სულელო!-თავზე აკოცა და შემდეგ ბიჭებს ანიშნა მოდითო.
ჩვეულებისამებრ დალოცეს წყვილი სახლში. ბედნიერი იყო ყველა. ცუცას მამაც კი, რომელსაც გელოვანმა მოუგვარა ,,ესეთ სიძეს სად ნახავთ ამ დროშიო". ამ ამბით აღფრთოვანებულმა დავითმაც ქორწილი დანიშნა და ასე გადაულოცა ვიბლიანს ერთადერთი ქალიშვილი.
ყველა იყო იქ, ყველა სანდრო გელოვანის გარდა. აგვიანდებოდა.
სახლიდან გასვლას აპირებდნენ უკვე, შავი აუდი რომ გამოჩნდა და საჭესთან მჯდარ კაცზე გაეყინა მზერა ორჯონიკიძეს.
,,ღმერთო, რა საოცარია"-ისე მოუნდა იქვე მანქანაში მოჰხვეოდა კაცს.
-ნუ გაძეგლდი!-გვანცამ მხარი გაჰკრა და აზრზე მოსვლა შეძლო.
-ამაღამ ვიკოს და შენი ამბების მერე ყოველ მის დანახვაზე რომ გაძეგლდები, მერე ნახე!-გასაუჩურჩულა დაქალს და წინ წავიდა. მანქანებში ნაწილდებოდნენ. გელოვანსა და ბერიძეს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, თუ სად დაჯდებოდა სესო. გადაწყდა, რომ ერთადერთ დაქალს ვეე უღალატებდა და მეფე-პატარძლის მანქანაში აღმოჩნდა, რომლის უკან გელოვანი მოდიოდა და თან მძღოლს აფრთხილებდა-ნელა იარე, ჩემი ცხოვრება გიზის მაანდო. ამაზე ყველას ბედნიერებისტალღა უვლიდა.
ჯვარი მცხეთაში დაიწერეს. იმ დღეს პირველად არ ქროდა ჯვრის მონასტერში საშინელი ქარი.
-ღმერთმაც კი ხელი შეგვიწყო, ცუცა!-უკვე კანონიერ ცოლს ეხვეოდა ვიკო.
ყველაფერი იყო იმაზე უფრო ლამაზი და სადა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მხოლპდ ძალიან ახლობელი ადამიანები იზიარებდნენ წყვილის ბედნიერებას.
იყო ორჯონიკიძისა და გელოვანის ცეცხლოვანი ცეკვა, რომლის შემდგომაც დარბაზი ფეხზე იდგა. იყო გულწრფელი სიცილი, უდიდესი სიყვარული სუფევდა.
მოცეკვავე ბიჭებს უყურებდნენ...
-რა ბიჭები ჩავიგდეთ!-ტაში შემოჰკრა ბერიძემ.
-რა გოგოები ჩაიგდეს!-შესწორება გააკეთა სესილიმ.
-ღმერთო, არ ვიცი როგორ გითხრა, მაგრამ ვნერვიულობ!-სახეზე ჭარხლისფერი დაედო. ამ თემაზე არასდროს საუბრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს უყვებოდნენ ერთმანეთს, ამ თემას ძალიან პირადულად თვლიდნენ.
-სანერვიულო არაფერია! მიენდე!-მხოლოდ ეს ფრაზა, მეტი არაფერი. თუმცა ყველაფერი ზედმეტად გასაგები გახდა ცუცასთვის.
იყო ბედნიერების ცრემლებიც.
წყვილმა ვალსი საოხრად იცეკვა...
ყველაფერი იმაზე უფრო ისეალურად იყო, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა.
მეფე-პატარძალი გააცილეს...
აეროპორტთან კიდევ ერთხელ დადგა გზაჯვარედინზე სესილი ორჯონიკიძე, როდესაც გელოვანმა ხელი სთხოვა.
-გახსოვს, გითხარი, გზაჯვარედინზე ვართთქო?-თვალები უბრჭყვიალებდა სანდროს.
-ორივე მხარეს ერთად კი არა, ოთხივე მხარეს ჩემი ქალი ხარ! სულ, სულ ჩემი ხარ სესილი ორჯონიკიძე!-ქალს მოეხვია. ეს იყო ყველაზე უფრო სანუკვარი რამ, რაც ცხოვრებამ აჩუქა ამ ორს....

,,ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება"

თუ კი მკითხველს აკა აინტერესებს, კარგადაა, კარგი მამაა... მართალია, როგორც წყვილი აღარ შედგა აკა და დეა, მაგრამ გახდნენ ცივილური მშობლები...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი.
---
ორი წლის შემდეგ დასასრული! მომენატრეთ და მინდა გაიხსენოთ, გამიხსენოთ!
ამ ორ წელში ჩემი ცხოვრება ნამდვილი ლაბირინთი იყო. ახლა კარგად ვარ, მართლა! ისევ მინდა ფრენა, როგორც ჩემი ერთგული მკითხველი მიწერდა ხოლმე!
იმედია, გამიხსენებთ, წაიკითხავთ!
გილოცავთ მოგვიანებით ახალ წელს! ჯადოსნური ამბების დასაწყისი ყოფილიყოს!



№1 სტუმარი ნი-კე

ყოველთვის დიდი ემოციით ვკითხულობდი შენს ისტორიებს..რაც არასდროს მომწონდა ეს იყო დიდი ინტერვალი თავებს შორის,ან დაუსრულებლად დატოვება..არა და ძალია კარგად წერ♥️საინტერესო და ემოციებით სავსე ისტორიები გაქვს..იმედს ვიტოვებ,რადგან დაბრუნდი აღარ დაიკარგები და გაგვანებივრებ სიახლეებით.განსაკუთრებით მაინტერესებდა ბოლოს დაწყილი ისტორიის ,,შეგიყვარდებ"-ის გაგრძელებაა..წარმატებები პირადსა თუ შემოქმედებით ცხოვრებაში♥️♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატალია

თუ მჯეროდეს :)
იმდენი ხანია ველოდები....
ჯერ წავიკითხავ და შთაბეჭდილებები მერე ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესოდ წერთ. მიხარია თქვენი გამოჩენა. აღარ დაიკარგოთ. იმედოა თქვენს მიერ დაწყებულ ისტორიას შეგიყვარდები გააგრძელებთ. მოუთმენლად გელით. თქვენ ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებთ თქვენი ისტორიებით

გთხოვთ გააგრძელეთ უკვე დაწყებული ისტორია შეგივარდები, საოცრად წერთ. საინტერესოა და მიიყვანეთ ბოლომდე. პატივისცემით

 


№4  offline წევრი Ninit

რამდენიმე ხაზი წავიკითხე და მომწონს ყოჩაღ!

 


№5  offline წევრი duchi_duchi

არ მჯერა რომ ეს ისტორია დაასრულეთ.უკვე აღარც გელოდით და გამიხარდა ძალიან რომ
დაბრუნდით.კარგი ისტორიააა სესილია ძალიან დაიტანჯა.უბრალოდ სანდროს ასე ადვილად ვერ ვაპატიებდი.

 


№6 სტუმარი Ana-maria

ძალიან გამიხარდა თქვენი დაბრუნება. ამ ისტორიას ველოდებოდი.უფრო გამიხარდა ყველაფერი კარგად რომ გაქვთ. იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდებით ახალი ისტორიებით. წარმატებები
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

უღრმესი მადლობა, თქვენ, ამ საოცარი ისტორიისთვის.

 


№8 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან კარგი ისტორია იყოო,წარმატებები თქვენ ♥️♥️♥️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარია როგორ ველოდი და შემთხვევით გადავაწყდი ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა დაიტანჯნენ მაგრამ დასასრული იყო უმაგრესი რა მაგარი წყვილი ისეთი სიყვარულით და ემოციებით უსასრულო სიყვარულით მომეწონა ძალიან მინდა კიდევ წავიკითხო მზგავსი ნაწარმოები ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????♥️♥️♥️

 


№10 სტუმარი მთვარო სვანი

უიმე რა საყვარლობა იყო.კიდევ მინდა ასეთი ტკბილ-მწარე ისტორია❤️

 


№11  offline წევრი მე♥უცნაურე

მამის სიკვდილის ემოცია ისეთი იყო, ვიტირე...
ისტორია კი შესანიშნავი!
აკასთვის ნამდვილად არ მემეტებოდა ჩვენი გოგო.

 


№12 სტუმარი სტუმარი მაო

ძალიან სასიამოვნოდ წერთ, ძალიან მტკივნეული ემოციები იყო და ძალიან ტკბილ სიყვარულსაც იმსახურებდა სესილი. სირთულეების შემდეგ, თქვენც დიდ ყოველდღიური ბედნიერების პოვნას გისურვებთ

 


№13 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან კარგი ისტორიაა,საინტერესოა.ემიციურია.დიდებულია.შესანიშნავად წერთ.წარმატებებს გისურვებ შემოქმედებით საქმიანობაში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent