სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე (ნაწილი 4)
მალე თვალები გაახილა . მე:გაიღვიძე? როგორ ხარ ? ის:მგონი უკეთ. ოდნავ წამოჯდა. და იმ ადგილას ხელი მიიდო. უნდა ვკითხო ვერ მოვითმენ. მე:რაღაცას გკითხავ და არ მომატყუო ხო? ეგ ადგილი რატომ გტკივა, შემთხვევით მათ შენზე ძალა ხომ არ იხმარეს? ის:არა, მსგავსი არაფერი. მე:აბა? ის:იცი რუსეთში დღემდე მოდაშია წვეტიანი ფეხსაცმელი. მე:რა?ფეხსაცმელი? ჯანდაბა არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. ის:შენ არაფერი დაგიშავებია .არც იფიქრო, რომ ეს ყველაფერი შენი ბრალია, არც ერთი წამით .შენ მე სიკვდილს გადამარჩინე, გუშინ უკვე მეორედ. შენი სიკვდილამდის მადლიერი ვიქნები .ეს გარდაუვალი იყო, შენ შეგეძლო მათ ხელში დაგეტოვებინე და ეს არ ქენი .ამისთვის მართლა უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა თითოეული იმ წამისათვის, რომელსაც ჩემთან ერთად ატარებ. მიღიმოდა.მისმა სიტყვებმა სხეულში სითბო ჩამიღვარა.გულიც კი ამიჩქარა. ამჯერად უკვე უნებართვოდ ხელები შემოვიხვიე და ჩავეხუტე. თვითონაც მომხვია ხელები და გაიღიმა. მე:მაგრამ მე უნდა დამეცავი ის:ამას პირნათალდ ასრულებ. მალევე მოვცილდი. გული ისე მიცემდა . ცოტა ვჭამეთ . მე: ჩვენი მიმართულება დროებით შეიცვალა. ბაჰარაში უნდა გავჩერდეთ, დროს ვკარგავთ ხამსადანი ფარაფრამდე მოგვატანს და დავიხოცებით. მის დამთავრებამდე ბაჰარაში უნდა ვიყოთ.ვიცი რომ მალე გინდა შენს სახლში დაბრუნება, მაგრამ გამოსავალი არ გვაქვს . ის:მე გენდობი, რაც გინდა გააკეთე ვიცი რომ სწორედ იქცევი. მე:მადლობა. ავიბარგეთ. ჩანთებს ცხენზე ვკიდებდი. უცებ გამახსენდა და ვკითხე. მე:რა გქვია? გაეცინა გულიანად კისკისებდა. მეც მეცინებოდა.ამდენი ხანია მთელ დღეებს ერთას ვატარებთ და სახლები არ ვიცით . ის: ელენე მქვია მაგრამ შენ ელი დამიძახე . მე:კარგი ე"ლი გაეღიმა. მე:მე ქარიმი მქვია.ალ ქარიმი. ის:სასიამოვნოა შენი გაცნობა, ქარიმ. გაეცინა. მე:ასევე ელი. ახლა რაც შეეხება მგზავრობას. გზას ბაჰარამდე „سرق”(სარაქ)ქვია . ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გზაზე ტურაგები არიან ჩასაფრებულები, ხუთიოდე ტომის გაერთინაება.იქ მარტო ქარავნები დადიან.მარტო გასვლა იქ სიკვდილის ტოლფასია.ისინი ქვიშაში იმალებიან და ხმაურზე ძვრებიან.მიუხედავ იმისა, რომ მათთან პრობლემები არ მაქვს, ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. იცი სანამ შენ გიპოვიდი, ჩემ ქარავანს ორი დღის სავალზე გამოვუსწარი.ჩვენ დრო დავკარგეთ, ამიტომ ვფიქრობ ჯობია მათ დაველოდოთ და ყველა ერთად წავიდეთ. დღეს ვიმგზავრებთ, რადგან რუსები ყველგან მოგძებნიან. იქ კი ვერ გამოგვყვებიან. იმ ადგილას გავჩერდებით და ქარავანს დაველოდებით.არ მგონია ერთ დღეზე მეტი დასჭირდეთ.თან ჩვენც დასვენება გვჭირდება. ამის მერე ბაჰარამდე ათი დღის სავალია. ძალიან ცხელი დღე იქნება, ღამე კი უფრო ცივი ვიდრე ახლაა. ასე რომ კარგად უნდა დაისვენო. ცხენზე დავსხედით და წავედით.ნაშუადღევს გავჩერდით. ვჭამეთ, შემდეგ გვაინ ღამემდე ვიარეთ და მივადექით იმ ადგილს. საშულაო სიმაღლის კლდეებს შორის საკმაო სივრცე იყო დარჩენილი და გარედან არ ჩანდა. შესასვლელი ერთი იყო და თითქმის შეუმჩნეველი მეც შემთხვევით აღმოვაჩინე.იქ შევედით კარავი გავშალე. დაბალი ცეცხლი დავანთე და ჩაი დავდგი. ბარგი ჩამოვალაგეთ. საკმაოდ გვიანი იყო უკვე. ცხენი შევიყვანე და ბარგი შევიტანე. ის ცეცხლთან იჯდა . მე:არ იძინებ? იქვე ჩამოვჯექი. ის:არ მინდა დაძინება, შეხედე რა ლამაზი ცაა. ჰო მართლაც რომ ულამაზესი იყო.მოწმენდილი ღამე იყო. უთვალავი ვარსკვლავი ანათებდა და მთავრე ცენტრში იყო. თვალს ვერ ვწყვეტდი ამ სილამაზეს თითქოს მაჯადოებდა. ის:იცი, მთელი ევროპა რომ შემოიარო ვერსად ნახავ ასეთ ცას. ის ისეთი ახლოა, თითქოს ხელს თუ გავიშვერ შევეხები. თვითონაც ცას აჰყურებდა. მე:რა სამწუხაროა რომ ასეთი უღრუბლო ღამეები იმდენად ცივია, რომ მასზე დაკვირვების საშულებას არ გაძლევს. ის:იცი ჩემს ქვეყანაში ასეთი გამოთქმა არსებობს .ერთმა დიდიმა პოეტმა დაწერა სხვა სიბრძნეებთან ერთად თავის კრებულში. „არ იცი?-ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია” განა ასე არ არის? მე:მართალია, იმისთვის რომ რამე მიიღო უნდა გასცს კიდეც.მე ბევრი კარგი რამ მივიღე მაგრამ მგონი ჯერ არ გადამიხდია.ოჯახი, ცხენი და... ბევრი რამ კიდევ. ის:ჯაფარა მართლაც შესანიშნავი ცხენია,ჭკვიანი და ერთგული. თითქოს ცხენმა გაიგოვო, აფრუტუნდა და კარვიდან გამოვიდა. ჩვენს ზურგს უკან ახლოს დაწვა. ის მიტრიალდა და მოეფერა. მერე თავი ოდნავ მიადლო და ცას ახედა. ხო ეს აშკარად ძალიან კომფორტული ჩანდა. ის:ჯაფარა ძალიან თბილია, ასეთ ღამეებშიც კი. მე:კი ასეა.არაბული ბედაურები ყველასგან გამორჩეულები არიან მათი ძალით.იცოდი რომ არაბული ბედაურის გული 5კგს იწონის? ცხენს ფაფარზე ჩამოვუსვი ხელი. მეც მივეყრდენი ზურგით. ის:ოდესმე ასეთი ცივი ღამე ღია ცის ქვეშ გაგიტარებია? მე :კი. ახლა ერთი გამახსენდა, მაშინ ჯაფარა რომ არა, დავიღუპებოდი.ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მეორე წელი იყო რაც მოგზაურობა დაწყებული მქონდა. მაშინ თავგადასავლების მოყვარული ვიყავი მარტო დავეხეტებოდი. ერთხელაც, ცხელი და დამღლელი დღის შემდეგ კარავი გავშალე. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი რომ არასწორად და ამას ამხელა ზარალი მოჰყვებოდა.იმ ღამეს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა.ხამსადანი მონაგონი იქნება. საშინელმა ზუზუნმა გამაღვიძა .ვეცადე კარავი გადამეკეთებინა, მაგრამ გვიანი იყო.ქვიშის მარცვლებს სულ დაეჩხვლიტა და ქარმა ააფრიალა. სამაგრებზე მიბმული არ მქონდა დამავიწყდა ალბათ.დავრჩი უჩარდახოდ. საშინლად ციოდა .უკვე ბოლო ლოცვებს ვამბობდი და ღმერთს ჩემი სულის შეწყალებას ვთხოვდი. ჯაფარამ იყოჩაღა, ძალით ამაყენა .მეც შევაჯექი.გზა საშინელი იყო, ქვიაშა სულ მკაწრავდა.სიცივისგან ძვლებში მამტვრევდა. უგონო მდოგომარეობაში აქ მომიყვანა ჩემმა ცხენმა.აქ ქვიშა ნაკლები ცვიოდა და არც იმდენად ციოდა. გონს რომ მოვედი, ცხენს მკერდზე ვიყავი აკრობული.ჯაფარა გვერდულად იწვა, რომ მე გავმთბარიყავი.მისი გული ისე სწრაფად ძგერდა, ეს საოცარი გრძნობა იყო.ასე რომ ჩემმა ცხენმა სიკვდილისგან მიხსნა. ის:მართლაც ჭკვიანი ყოფილა. ჯაფარას ფაფარზე ეთამაშებოდა. მე ცეცხლი ოდნავ გავახურე. ამასობაში ჩასძინებოდა. ცხენის ფერდზე ედო თავი, ძილში იღიმოდა.მეც ჩამეღიმა. იქვე დავჯექი. ცას ავხედე. ალბათ ქარავანი უკვე ხვალ ამ დროს აქ იქნება. მერე მას დავხედე.იმედია შეეგუება, ნუ მაინც მოუწევს გაძლება.ჩემი ქარავანი 15იოდე ადამიანისგან შედგება. ხანდახან, რომ ვუყურებ მგონია რომ მასზე რაღაცნაირად მიჯაჭვული გავხდი. ყოველდღე ვხედავ, დროს ერთად ვატარებთ, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.ეს ბუნებრივიც კია .მაგრამ ხვალის შემდეგ ასე აღარ იქნება. შეიძლება დღეში ერთხელაც ვერ ვნახო.არ ღირს მასზე ასეთი მიბმა, ეს ჩემთვის ცუდი იქნება. რათქამუანდა სანამ აქ იქნება ყურადღებას მივაქცევ, დავეხმარები, მაგრამ ამის მერე მხოლოდ ჩვენ ორნი აღარ ვიქნებით.ამ ფიქრებში მეც ჩამეძინა.მეორე დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა უბრალოდ ვისვენებდით .მზე ჯერ კიდევ ცენტრში იყო შორს რომ გამოჩნდნენ.არ ველოდი ასე ადრე მათ მოსვლას. ჩარდახი არ ამიღია, აქ შევისვენებთ საღამომდე. გავედი მათ დასახვედრად. ის ნელ-ნელა უკან გამომყვა და ქვიშის გორის წვერზე გაჩერდა.მე დაბალა დავეშვი და მათთან მივედი.ქარავანს წინ ჩემი მეგობარი და ძმასავით ალი მიუძღვებიდა .მივესალმე და მოვიკითხე. დანარჩენებიც ყველას ველაპარაკე ცოტა. და გზას დავადექით. მე:ჰო, ის იმ გორაკზე გოგო რომ დგას, ის ჩვენი მგზავრია ეცადეთ მიიღოთ, აქაური არ არის. ალი:ძმაო ქარიმ იქ არავინაა. გავიხედე მართალც არავინ იყო. მე:რანაირად, სულ რაღაც ორი წუთის წინ მანდ იდგა. ალი:იქნებ დაბრუნდა. მე:არა, არ დაბრუნდებოდა.ასე უცებ სად უნდა წასულიყო . ალის ჯაფარა შევატოვე და იმ გორაკზე ავედი. გარშემო არსად ჩანდა. ფეხის კვალი იყო, მაგრამ ერთ წერტილში ქრებოდა. იმ ადგილთან ძალიან ახლის უცნაური ხვრელი აღმოვაჩინე. მე:აქ რაღაც იყო.ალბათ ის დაინახა და მერე რა მოხდა.უკბინა, იქნებ უკან გაიქცა.უკან ნაბიჯები არ ჩანდა. არც ჩვენ მხარეს.უცებ ქარი ამოვარდა და დიუნას დაბლა ქვიშის მტვრის ნისლი დადგა. მალევე ჩაიწმინდა. ყველაზე ამაღლებულ წერტილზე ავედი.ალიც მოვიდა, დანარჩენები დასაბანაკებლად წავიდნენ. მთელ ადგილებს ვათვალიერებდი. ალი:ძმაო აი იქ, შავი წერტილი . გავიხედე და მოძრავი სილუეტი დავლანდე.მალევე გავარჩიე მისი ხელი, რომლითაც ჰიჯაბს იქნევდა. დაუფიქრებლად დავეშვი გორაკზე .მანაც შემნიშნა და აქეთ წამოვიდა. მალევ ჩავედი. სიჩქარისგან სუნთქვა ამიჩქარდა. მხრებზე მოვკიდე ხელები. მე:სად გაქრი?კარგად ხარ? რა მოხდა? ტანსაცმელი სულ ჭუჭყიანი ჰქონდა სახეზე ერთი ორი ნაკაწრი. ატირდა. მე:რა გჭირს ?თქვი რამე ? კარგი დამშვიდდი, დამშვიდდი. მიდი, მოყევი.ვაწყნარებდი. ის:გიყურებდით,უცებ ქვიშიდან კობრა ამოძვრა, შემეშინდა დაბლა გამოვიქეცი, მაგარამ ფეხი ამიცურდა და დავგორდი სულ სხვა მიმართულებით.მერე ნისლი იყო ვერაფერს ვხედავდი, მერე შენ დაგინახე.შემეშინდა, იმ კობრას რომ ეკბიბა უკვე მკვდარი ვიქნებოდი. მე:კობრა?კარგი დამშვიდდი მთავარია კარგად ხარ.ქარავანი უკვე მივიდა ჩვენც წავიდეთ.ავედით ალი მაღლა იდგა. მე:ეს არის ელი, კობრა ყოფილა და შემდეგ დაგორდა. ჩემს ენაზე ვუთხარი.ის ინგლისურად მიესალმა, მაგრამ ალი არ უყურებდა . მე:მას არ აქვს უფლება ასე შემოგხედოს, თმა უნდა დაიფარო.ჩვენ ქარავანში სახეს არ ფარავენ მაგრამ თმას კი. თავი დამიქნია და ჰიჯაბი მოიხვია.მაშინღა შეხედა. მე:ის ფარაფრამდე მოგვყვება. იქიდან თავის სამშობლოში მიდის. აქ დაიკარგა და ვიპოვე .გადავწყვიტე გადამერჩინა. ალი:კეთილი ხარ ძმაო ქარიმ.მთელი ეს დრო მასთან ერთად იყავი? ის უწესო ჩანს, გამეცინა. მე:არა ალი უწესო არაა, პირიქით .უბრალოდ ის ევროპელია. მათთან ეს ტრადიცია არ არსებობს, თანც ის ისლამის მიმდევარი არ არის.მაგრამმართლა არააა ცუდი გოგო. ალი:ძმაო ქარიმ მაგ ქალს შეჩვეულხარ. მე:ჰო ასეა. ამ დროს მივედით ქარავანი დაბინავებულიყო. კარვები გაეშალთ, ცეცხლი დაენთოთ, ჟრიამული იყო.მაგრამ ყველა ელის უყურებდა გაოცებულები. მე:ყველას გასაგონად, ეს ელია, და ჩვენთან ერთად იმგზავრებს. თუ დახმარება დასჭირდა, დაეხმარეთ. ბავშვები შემოეხვივნენ. თითებს ადებდნენ, ხო ნამდვილიაო. გამეცინა. მე ალისთან და სხვებთან ერთად ვიყავი . განვლილ გზაზე მომიყვნენ.მეც ვუთხარი როგორ ვიპოვე ის.ამის შემდეგ მე და ალი კლდეებზე ავედით აქედან ყველაფერი კარგად ჩანდა. მე:დიდი დრო გასულა მას შემდეგ რაც არ მინახიხარ ალი. ის:ასეა ძმაო ქარიმ ასე.მთელი ეს დრო უცხოურს კარგად გაივარჯიშებდი.გამეცინა . მე:ასეა. ნახე ქალის კარავი გაუშლიათ, მაგრამ ასე რატომაა, ვეტყვი გადაიტანონ. მე:არა, მე ვუბრძანე, ჩემ ჩარდახთან ახლოს გაეშალათ რამე რომ დასჭირდეს, ახლოს ვიქნები. ალი: კარგი ძმაო. როგორც შენ გსურს.რას გავივლით? მე:ბაჰარაში უნდა წავიდეთ და ხამსადანის გასვლას დაველოდოთ.გზად შენც ხომ იცი რა გველის. ალი: „سرق”. მე:ჰო უნდა გავიაროთ, იმედია უსაფრთხოდ გავალთ და სისიხლი არ დაიღვრება. ალი:ძმაო რაღაცას გეტყვი, აქეთ რომ მოვდიოიდით ტუარეგების ერთი ჯგუფი შეგვხვდა . მე:მერე მათ დაგაყაჩაღეს? იქნებ ვინმე აზიანეს? ის:ძმაო მცდელობა ჰქონდათ, რომ მოეპარათ, მაგრამ მალე გავუგეთ და ბრძოლა ატყდა.რამოდენიმე მათგანი მოკვდა .ვფიქრობ ამ გზის ტურაგები მათი თანამოძმენი არიან. გაიგებდნენ გაბრაზებულები იქნებიან, ისე ვერ გავალთ. მე:რაც გვიწერია დაე მოხდეს ალი. მათ ჩემი ქარავანი დააშინეს და კინაღამ გაძარცვეს. აქ ქალები და ბავშვები არიან, იმსახურებდნენ რაც მიიღეს. ალი:თანაც ძმაო ხომ იცი ტურაგები ხარბი და ველური ხალხია... მე:კი ვიცი, მაგრამ მაგით რას ამბობ? ალი:ქალი, ძმაო ეს ქალი, ტურაგები დაინახავენ თუ არა მის მოპარვას განიზრახავენ. შენც ხომ იცი, ყველაფერი რაც უცხო და ლამაზია თავისთვის უნდათ. მე:ეგ არ მოხდება. მე იმ გოგოს დავპირდი, რომ ფარაფრამდე ჩავიყვანდი. ასეც იქნება, ვერავინ გაბედავს მასთან მიახლოებას ამის პირობას მე გაძლევ.ის გოგო აქ დარჩება. ჩვენთან ერთად და ამას მთელი ტურაგებიც კი ვერ შეუშლიან ხელს . ალი:ნუ ფიცხობ ძმაო ქარიმ, დაწყნარდი .შენს თვალებს ცეცხლი უნთია.ეს მარტო პირობა არაა, ხომ ასეა? მე:ამაზე ნუ ვუსაუბრებთ. ალი:მაშალაჰ, ძმაო ნახე იმ ქალს . უკან გავტრიალდი, წამით გავშეშდი.კარვიდან გამოვიდა, ძალიან ლამაზი იყო, ანათებდა. მართლა მიწიერ ანგელოზს ჰგავდა. მოწესრიგებულიყო. თმა დაევარცხნა და აქა იქა წვრილი ნაწნავები დაჰკიდავდა.ლურჯი კაბა ეცვა კოჭამდე.ყურზე თავის ოქროს რგოლები ეკეთა .ყელზე მისი ჯვარი და ლურჯი ყელსახვევი.თვალს ვერ ვწყვეტდი ამ მოარულ ანგელოზს. წამით ამოიხედა და მზერა გამისწორა, თითქოს შევტორტმანდი და უკან დავიხიე.მანაც გზა გაარძელა და სხვებს შეერია. ალი:მგონი ეს ქალი ალქაჯია ძმაო, რომ დაინახე გაქვავდი .გამეცინა. მე:არა ალი, ალქაჯი არა ანგელოზია.მიწიერი ანგელოზი . ალი:ვინ გახდა ძმაო შენთვის ეს გადამთიელი? მე:ის ოაზისს გავს ალი, ოაზისს. მწვანეს, ხალისიანას და ნათელს.ჩემში უცნაურ გრძნობებს აღვიძებს. მისი დანახვისას გული მიჩქარდება სუნთქვა მეკვრის . ის:გყვარებია ძმოა ეგ ქალი. მე:არ ვიცი. ალი:სიყვარული სხვა რაღაა ძმაო, ისე აღწერე . მე:ალი მინდა ეს ჩვენ შირის დარჩეს. ალი:რა თქმაუნდა ძმაო, წამოდი ჩავიდეთ ქალები გაამზადებდნენ საჭმელს. მართლაც ნაჭერზე გაეშლათ საჭმელი და იქვე ცეცხლი ენთო. ბავშვები დარბოდნენ. ქალები დაფუსფუსებდნენ.მასაც მოვკარი თვალი, დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით. მერე ყველა დავსხედით, ვჭამეთ მე და დანარჩენმა კაცებმა ცოტა დავლიეთ კიდეც, რადგან ამ ღამის აქ გატარებას ვაპირებდით.ჩემს წინ იჯდა.ცეცხლის გადაღმა .თვალებში ალი უკიაფებდა. ბავშვების თამაშზე გულიანად იცინოდა. თითქოს მის გარდა ვეღარაფერს ვხედავდი, მის ღიმილს და ცისფერ აკვიატებულ თვლებს. თვითონ ვერც მამჩნევდა.გართული იყო სხვების ყურებით. ალიმ შემივსო და მეც დავლიე. ჯერ კიდევ ნათელი იყო. სუფრას ალაგებდნენ, ჩვენ იქით გავედით. ალი:ძმაო კარიმ კარგად ხარ? მე:კი, რატომ მეკითხები? ალი:ძმაო ასე აშკარად ნუ ამჟღანვნებ გრძნობებს, ყველა მიხვდება მათ შორის ის ქალიც . მე:ეს ასე აშკარაა? ალი:ალბათ არც იმდენად, მაგრამ ფრთხილად იყავი . თავი დავუქნიე. ელი კარავში მიდიოდა, მასთან მივედი. მე:მიხარია თუ მოწესრიგების საშუალება მოგეცა.ოდნავ გამიღიმა. ის:მალდობა შემ ამისთვის .იცი ეს ბავშვები ძალიან საყვარლები არიან და ცელქები.იღიმოდა. მე:ჰო ასეა, მეც მიყვარს ისინი. ის:იქ რა არის, კლდეზე? მე: არაფერი, უბრალოდ ლამაზია თან ყველაფერს ვადევნებ თვალს. ის:იქიდან მზის ჩასვლა ალაბთ რა ლამაზია, შენ გინახავს? მე:კი რამდენჯერმე მართლა ლამაზია. ახლა სწორედ ეს დროა.წამოდი ავიდეთ . ის:მართლა? ყურებამდე გაიღიმა.მეც გამეცინა. მე:კი მართლა, თან ცოტა დაძაბული მეჩვენები და მოდუნდები. ის:ხო ასეა. ავედით .მზე ნელ-ნელა ჩადიოდა. ერთ ქიმზე დავსხედით.მზე ზლაზვნით იძირებოდა უდაბნოს ქვიშაში.ოდავ მოწითალო ფერი დაჰკრავდა და თავის ბოლო სხივებს აფრქვევდა. ის:რა ლამაზია, არა? მე:კი ძალიან.იცი სჯობს დაძაბულობა მოიხსნა, ასე უფრო გაგიმარტივდება. ის:ჰო მართალი ხარ. ასეა, მაგრამ მათი არ მესმის და არც მათ ესმით ჩემი, ეს ძალიან ცუდია. მე:ჰო ასეა, მაგრამ მთავარია, ჩვენ გვესმის ერთმანეთის.მან გამიღიმა ის: ჰო ნამდვილად. მე:ეგ კაბა ძალიან გიხდება, შენი თვალების ფერია. ის:დიდი მადლობა შენც და შენს ქარავანსაც ჩემი დახმარებისთვის. მე:მადლობა საჭირო არაა. პირობა პირობაა.იცი ჩვენ გზაზე კიდევ შეგვხვდება სირთულეები, ასე რომ ამისთვის ფსიქოლოგიურადაც მოემზადე კაი? ის:იცი, მირჩევნია საშიშროებას თვალს ვუსწორებდე და ველოდე, ვიდრე არაფერი ვიცოდე მასზე. რას გულისხმობ? მე:შენ ვფიქრობ, უკევ იცნობ ტურაგებს. ჩვენ გზად მათ ადგილს გავივლით.გზად ქარავანს და მათ ერთერთ ტომს შორის დაპირისპირება ᲛᲝᲮᲓᲐ, სისხლი დაიღვარა. ამას ასე უბრალოდ არ დაივიწყებენ.თანც ალიმ თქვა რომ ტურაგები ხარბი ხალხია. ის:ანუ? მე:ანუ ისინი პატარა ბავშვებივით არიან ელი, რაც კი ლამაზია ყველაფერი თავისთვის უნდათ. ძვირფასეულობიდან დაწყებული ცოცხალი არსებრბით დამთავრებული... ის:ამაში მეც მგულისხმობ? მე:შენ ხარ ვინც ამ სიაში პირველი მოხვდა, მაგრამ მე გპირდები, რომ ისინი ვერ მოგიახლოვდებიან ვერასდროს ამას არ დავუშვებ . ის:მადლობა, რომ გამაბრთხილე და პირობის შესრულებისთვისაც მადლობა. მე:არაფერს. ისე ძვირფასეულობაზე გამახსენდა, შენი ნივთი დღემდე ჩემთანაა, რატომ არ იბრუნებ მას.? ის:იცი ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ის უსაფრთხოდაა შენთან. იმაზე მეტადაც კი ვიდრე ჩემთან.ამიტომ არ მომითხოვია. მე:მადლობა ნდობისთვის, მაგრამ ვფიქრობ, დროა დაიბრუნო. ის შენ ძალას მოგცემს და გაგამხნევებ. ის:მგონია ასეა. გულისჯიბიდან ამოვიღე . ზურგიდან მოვექეცი თმა გადავწიე და გავუკეთე. მე:ასე უფრო სრულყოფილია შენი სილამაზე ელი. მიუხედავად იმისა, რომ შენი თმა ასე ძალიან ლამაზია და მეც მომწონს. ასე უფრო გიხდება, იცი ჯობია, რომ დღისით მაინც დაიფარო. ასე ყველასთან ბევრად უფრო კომფორტულად იქნები, მაგრამ რაც მართალია, შენი თმა ასე ბევრად უფრო ლამაზი და შენც ლამაზი ხარ. ჩაფიქრდა. ის:მადლობა, რჩევისთვის. ვხედავ სასმელი მოგკიდებია ალ ქარიმ, შენი ნებართვით მე დაგტოვებ. გამოვიძინო მირჩევნია. მე:კარგი როგორც გინდა, თუ რამე დაგჭირდება, ჩემი კარავი შენს მოპირდაპირედ დგას. თავი დამიქნია და სწრაფად დაეშვა ნანგრევებზე. კარავში შევიდა.მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა.სასმელმა შემათრო და ყველაფერი გამოვთქვი, რასაც ვფიქრობდი. დაფრთხა ალბათ და შეეშინდა. ის ჩემგან ასეთ რამეს არ მოელოდა. ამ ფიქრებში ჩამეძინა.დილით ადრიანად დავიწყეთ აბარგება ყველა ფუსფუსებდა.აქა-იქა მოვკრავდი ხოლმე თვალს, ქალებს დაჰყვებოდა. უკვე ყველაფერი აკრეფილი გვქონდა და აქლემებზე დატვირთული .გზას დავადექით. მე და ალი ქარავანს წინ მივუძღვებოდით. ისიც ვერ დავინახე, სად წავიდა. ალი გვერდით აქლემზე იჯდა და მებაასებოდა. ალი:ძმაო ქარიმ, გუშინ თვალი მოგკარით შენ დ იმ ქალს, კლდეზე მერე ის გველნაკბენივით გამოვარდა. რა მოხდა.? მე:სიმთვრალემ ზედმეტები მათქმევინა და დავაფრთხე ძმაო. ამ დროს კაცი მოვიდა. მე:რა ხდება ადრარ? ის:ძმაო ის ქალი მე:რა დაემართა? ის:არვიცით ძმაო. რაც წამოვედით, სულ ტირის. ვერ ვაჩერებთ, რაღაცეებს გაჰყვიროდა და მხოლოდ შენი სახელი გამოვარჩიეთ. არ გაწუხებდით, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ გვეთქვა, ამდენი ტირილისგან ცუდად არ გახდეს. წინადადების დასრულება არ ვაცადე, უკვე იქით მივრბოდი.სადღაც ბოლოში იყვნენ.აქლემზე დაესვათ. მთელი სხეულით კანკალებდა, მოკუნტულიყო.გული შემეკუმშა ასე რომ დავინახე. მე:ელი, ელი შემომხედე, რა დაგემართა? რამე გტკივა? კარგად ხარ? უცებ ამომხედა.თვალები სულ ჩასწითლებოდა ამდენი ტირილისგან.ტირილი აუტყდა. მე:რა გჭირს, დამშვიდდი და მითხარი რა ხდება. ის:მე, მე ამ ხალხს ვეუბნებოდი, რომ აქლემზე ვერ დავჯდებოდი, რადგან სიმაღლის მეშინია, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე. მაინც დამსვეს. მეშინია, ეს რაღაც ძალიან მაღალია. ვერ ვაგებინებ რომ ჩამომსვან. არ მინდა მასზე ჯდომა, მეშინია. სლუკუნით ამბობდა, სიტყვების გარჩევა მიჭირდა. მე:კარგი, კარგი დამშვიდდი, ახლავე დააჩოქებენ აქლემს.ამაზე სულ გაგიჟდა. ის:რაა, არააა არავითარ შეთხვევაში, ჩამოვვარდები, მეშინია. არ დააჩოქონ უთხარი, არ დააჩოქონ ეს აქლემი არ მინდა, არაა. მე:კარგი, კარგი, დამშვიდდი, დაწყნარდი. ნუღარ ტირიხარ, არაფერი მოხდება. ახლა მე თვითონ ჩამოგსვამ ხო, ოღონდ დაწყნარდი კაი? ის:მართლა? მე:კი მართლა. ხელები წელზე მოვხვიე და ძირს გადმოვსვი. სხეულზე მეკვროდა.ქვიშას როგორც კი შეხო, ძირს ჩაიკეცა და მეც თან გამიყოლა, ტიროდა .ვცდილობდი დამემშვიდებინა. მე:ელი დამშვიდდი, მორჩა, ყველაფერი კარგადაა. ის:მე აღარ დავჯდები იმ რაღაცაზე. არ მინდა, მეშინია, ვერ დავჯდები. სულ ერთია ფეხით ვივლი, მაგრამ ამაზე აღარ დავჯდები. უთხარი აღარ დამსვან. თან ტიროდა. მე:კაი კაი აღარ დაგსვამენ, მორჩა აქლემზე აღარ დაჯდები. ის:იცი, გეძახდი და გელოდებოდი, მაგრამ შენ არ მოდიოდი. სლუკუნებდა. მე:კარგი დამშვიდდი, აღარ იტირო, გთხოვ ცუდად გახდები. გული გეტკინება, ცოდო ხარ ნუღარ ტირი. აღარ დაჯდები და მორჩა. ფეხზე ვიდექი . ის:სად მიდიხარ? აქ არ დამტოვო. კიდე დამსვამენ აქლემზე.არ მინდა არ წახვიდე. მე:არ მივდივარ არსად.მიდი ადექი შენც.ხელები მოვკიდე და ავყენე. მე:ეხლა დამშვიდდი და დაწყნარდი. ყველაფერი კარგადაა, მორჩა . მე შენთან ვარ კარგი? ის:აღარ დამსვავ ? მე:არა, აღარ. ის:დარწმუნებული ხარ? მე:კი, ხომ მენდობი? გულში იმხელა სითბო ჩამეღვარა, წინადადება არ მქონდა დამთავრებული, თავი რომ დამიქნია. აჰმედი:ძმაო ქარიმ, ქალი აქლემზე უნდა დავსვათ, ცხენებზე ბარგია ფეხით ვერ ივლის, დაიტანჯება. მე:ის აქლემზე აღარ დაჯდება და საერთოდ , რატომ თავიდანვე არ მითხარით, ნახევარი დღეა ტირის .ხმმაღალა ვუთხარი. ის:მათ არ ეჩხუბო. ჩემი ბრალია, ამათი ენა რომ არ ვიცი .თორე ესენი რა ვალდებულები არიან ჩემი ესმოდეთ. მე:ალი, გოგო ჩემთან ერთად მოდის . აჰმედი:კი მაგრამ, ძმაო. მე:გზა გააგრძელეთ, წამოდი ელი. უკან მომყვებოდა თან სლუკუნებდა.ცხენთან მივედით. მე:დამშვიდდი კაი? ყველაფერი მორჩა, აქლემზე აღარასდროს დაჯდები. თუ არ გენდომება .გპირდები.ჩვენ შუაღამემდე უნდა ვაიროთ, ჯერ კიდევ შუადღეა. შენ კი უკვე ასე დაიღალე, ცოდო ხარ. აღარ იტირო, გული დაგეღლება. შენც დაიღლები და ცუდად გახდები. ეს ხო არ გვინდა არაა? ასე რომ დაწყნარდი, მოდუნდი და დამშვიდდი. თავი დამიქნია. ის:მალდობა ალ ქარიმ, რომ მეხმარები, მართლა დიდი მადლობა . მე:არაა საჭირო. ცხენზე დავსხედით.ჩემს უკან იჯდა.ქარავანი დაიძრა .ცხელოდა, მისი სლუკუნი მესმოდა და აჩაქარებულ პულსაციასაც კარგად ვგრძნობდი. ალბათ ნახევარი საათი მაინც უხმოდ ვიმგზავრეთ.ვხვდებოდი რომ ეძინებოდა, მაგრამ თავს იფხიზლებდა. მე: გეძინება?თავი დამიქნია. მე:დაიძინე ელი უსაფრთხოდ ხარ, არაფერი მოხდება ასე რომ მშვიდად დაიძინე. თავი დამიქნია ისევ. მალე ხელები მომხვია და თავი ბეჭზე ჩამოამდო. არაფერი მითქვამს, მაგრამ სხეულში უცნაური გრძნობა მქონდა დენის დარტყმის ნაირი.მალევე დამშვიდებულმა სუნთქვამ და პულსმა მიმანიშნა რომ დაეძინა. ხელებიც მოუდუნდა ჩემს წელზე. შემეშინდა მოდუნებული არ ჩამოვარდნილიყო, ამიტომ მის ხელებს ხელი მოვკიდე და ადგილზე დავაბრუნე. გზა ასე გაგვაგრელეთ. ____________________________ გამარჯობა????????.ესეც მეოთხე ნაწილი.ბოდიში შეცდომებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.