შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფლებას ვნატრობ


23-10-2016, 19:02
ავტორი ერკე
ნანახია 1 640

თავისუფლებას ვნატრობ ოდითგან
სიკვდილს მსაჯულად დავუდგებოდი
ვერ მეკარება თავად ბუნების
გარდაუვალი ნაწილი კოცნის.

მის მისტერიას რაღაც ეშხი აქვს,
ვერ დაბრუნდები საწყისს ვერასდროს
გულს გადაუშლი, თუმც კი ვერ გიტანს
დაგანახშირებს, ცუდ ამბავს გამცნობს.

თავისუფლება ტყვეობას წაჰგავს
მუდმივ სიცოცხლეს გემოს უსინჯავ
სახე შეცვლილი ხელში გაქვს დანა
რომლით ტკივილით, შენსავ ყურს იჭამ.

ვერ მეკარება ძალა ცდუნების,
ფრთებით ვიფარავ სიკვდილს, სიშავეს
ერა მეფობის და გვირგვინების
ჩავა ჩაძირავს დრო მას მიწამდე.

მე სიყვარული მაძლევს უსაზღვროდ
ვთესო ლამაზი სიტყვები ხალხში
დამიმახსოვრებთ მკურნალს უწამლოდ,
ერთი შეხებით თქვენს კოშმარს წავშლი.

ალბათ გგონიათ სამარადისო
რომ ყველაფერი განწირულია,
რაც მოატყუებს კიდეც ცბიერსო
ეს სიბინძურით სავსე სულია.

თავისუფლება არის ტყვეობა,
მაგრამ სიკვდილის გარეშე წლები
თუ დაგეკარგა შენი მეობა,
მე რას ვიზამ მხოლოდ მენანები.

მე კი სიკვდილი არ მინდა სულით!
არ მსურს დავეცე უსამართლობად
წვიმის წვეთები იღვრება გულში
მაშინ იწყება სხეულის ფლობა.

გარდაუვალად გაწყდება წამი
უკვდავებისა, მზეზე სამოთხედ
თუ გარდაცვლილან ფოთლები ატმის
შენც სინათლეზე მინდა წამომყვე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent