...შენ მაიძულე მეცხოვრა... (მეთორმეტე თავი)
40 წუთი ველოდებოდი მეტროს ამოსასვლელში. ჩვენი შეხვედრის ამბავი იცოდა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა კესომ. გადავწყვიტე დროის გასაყვანად მისთვის მიმეწერა. -აუ კეს იცი რა დამემართა ?! თოკოს არ მივწერე თეკლას სახლიდან რომ გამოვედი და ახლა მე ველოდები შტერივით პაემანზე. ბევრი ვიცინეთ ჩემს საქციელზე. მეხუმრებოდა ყველა მოვუყვები რაც დაგემართაო. -წარმოგიდგემ წვიმაში გაწუწული, უმაკიაჟო და თან შენ ელოდები ბიჭს. არა ეს უკვე მომწონს. დამცინოდა კესო. -არაორდინალური პაემანია. ყველას პაემანისგან განსხვავებული. მეც და კესოც ბევრი ვხალისობდით. კესო რომ არა არ ვიცი რა გამაძლებინებდა ამ 40 წუთს... მომწერა მოვედიო და კესოს დავემშვიდობე. გული ამიჩქარდა. სხეული გამეყინა დაა ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა მუხლები. ველოდი და ისეთი განცდა მქონდა არასოდეს მყავდა თითქოს ნანახი და პირველად ვხვდებოდი . მოვიდა გამიღიმა, ჩამეხუტა და წავიდეთო ხელი ჩამკიდა. კიბეებზე ამოსვლისას ვგრძნობდი, როგორ ეშვებოდნენ წვეთები ჩემს სახეზე, მარა არ მადარდებდა. დავფრინავდი მეგონა და ფეხების მოძრაობას ვერც კი ვამჩნევდი. თვითონ ძალიან თავისუფლად იყო. მენიუ შევარჩიეთ და მაგიდისკენ წაავედით. ჩემი სითამამე გაქრა. თორნიკე იჯდა ჩემს პირდაპირ და მიყურებდა. მე კი ქუჩაში ვიყურებოდი. ვერ ვუსწორებდი მზერას. საოცარი წამები იყო. შეკვეთამ მოიტანეს და ყველაფერი თვითონ გააკეთა. საწრუპი გახსნა და ჩემს კოკა-კოლაში ჩადო. კეჩუპი გამიხსნა ფრისთვის და ბურგერს ქაღალდი ნახევრად შემოაცალა. გასინჯე, ვითომ არასოდეს გიჭამია ისე... გამიღიმა და ხელში მომაწოდა ბურგერი . გამოვართვი ჩავკბიჩე. მაგრამ მინდოდა ეს წამები გაყინულიყო. ახლა ამ წამს რომც მოვმკვდარიყავი მზად ვიყავი, ისეთი ბედნიერი ვიყავი. -შენი ნაყინი დადნა, არ აპირებ გასინჯვას? მითხრა და კოვზი ტუჩებთან მომიტანა, ოდნავ გავაღე პირი და ნაყინი გავსინჯე. კარამელის და ვანილის არომატი აირია ერთმანეთში. ყველაზე გემრიელი ნაყინი იყო რაც კი მეჭამა როდისმე... თორნიკე მთელი ის დრო მიყურებდა, მიღიმოდა , სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა. ხვდებოდა რომ ძალიან უხერხულად ვიყავი... საოცარი საღამო იყო.. ქუჩაში გამოვედით და მეტროსკენ წამოვედით. -გაგაცილოო? -არა. არ მინდა. - კაი. სწრაფად დამთანხმდა. მეწყინა მარა ასე მერჩია .ცოტა გონს მოვეგებოდი გზაში. კიბეებთან ჩასასვლელში ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა. რამდენიმე წამს ასე გაგრძელდა... მერე მე მეტროში ჩავედი ის კი გზას გაუყვა... როგორ მოვედი სახლამდე არ მახსოვს... ემოციების ზღვაში ვცურავდი... ვხვდებოდი, რომ ძალიან მომწონდა და თავს ვერ ვერეოდი. .... ისეთი განცდა მქონდა, ოთახში ვერ ვეტეოდი და აივანზე გავედი, პლედი მოვიხვიე და საქანელაზე ჩამოვჯექი. ტელეფონი ავიღე და ისევ დაჩვეულზე ინსტაგრამზე შევედი. თორნიკეს ფოტოებს დავუწყე თვალიერება... ამ დროს მოვიდა შეტყობინება.... -კიდევ როდის ვნახავ შენს ნაცრისფერ თვალებს, ასე ახლოს?! და აი ამ წამს ვიგრძენი რომ, მართლა ავფრინდი ჰაერში. ბედნიერების განცდა რა იყო ამ წამს ვიგრძენი პირველად. შევეცადე თავი მომეყარა ასოებისთვის და სიტყვებად მექცია გაყინული თითებით... -მაშინ როცა შენ მოისურვებ! კოცნის და გულის სტიკერი მივუწერე და გავუგზავნე. ტელეფონი გამოვრთე და თვალები დავხუჭე ეს მონეტარების განცდაა. ესაა ბედნიერების შეგრძნება ....ასეთ წამების აღსაქმელად ღირს სიცოცხლე! . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.