სიმართლის ტრიუმფი.თავი 1
მოგესალმებით, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ მე აქ ვარ და უნდა ვაღირო რომ ძალიან, ძალიან მომენატრა ეს საიტი და ჩემი ერთგული მკითხველი. ძალიან რთული იყო ჩემთვის ეს ერთი წელი, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება და მეც ვცდილობ ტკივილთან ერთად გავაგრძელო ცხოვრება.მიყვარხართ და არ მეთმობით, მიყვარხართ და ამიტომ ახალი ისტორიით დაგიბრუნდით. შავი ღრუბლით იყო ცა დაფარული, საათს შეხედა და ჯერ კიდევ 8 სთ იყო უნდოდა კიდევ დაეძინა, მაგრამ ტელეფონის ზარმა კიდევ უფრო დაუფრთხო ძილი და უხალისოდ უპასუხა. -გისმენთ. -როგორ ხარ ჩემო პრინცესა. -ძმაო, როგორ გამახარე აქამდე რატომ არ დამირეკე. -საქმეები მქონდა დაო და ვერ მოვახერხე, ისეთი დაღლილი მოვდიოდი რამდენჯერმე გაუხდელად დავწექი და დილამდე გაუნძრევლად მეძინა. -მართლა, ძალიან იღლები? -არა უშავს, რამდენიმე დღე და ისევ ერთად ვიქნებით, რამდენიმე ადგილზე ჩემი სივი გავაგზავნე და რომ ჩამოვალ სამსახურს ვიპოვი, რომ ამიერიდან სულ ერთად ვიყოთ. -რამდენიმე დღეში დაბრუნდები? -მეჩვენება თუ შიშმა გაიელვა შენს ხმაში, ლილე კარგად ხარ? -მე კარგად ვარ, მაგრამ დავიბენი ხომ მითხარი შესაძლებელია რამდენიმე წლით ვერ დავბრუნდეო. -შეიცვალა გეგმები, რამდენიმე დღეში თავისუფალი ვარ და დავბრუნდები. უნდა დავიძინო და მალე შეხვედრამდე დაიკო. -შეხვედრამდე. უხასიათოდ გაუთიშა ერთადერთ ძმას ტელეფონი და ხმით ატირდა, ყრუ ტკივილი იგრძნო მუცელში და ხელი დაიდო. -შენ ჩემზე მეტად შეგეშინდა, მაგრამ დამშვიდდი გპირდები პატარავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ადგა და ფანჯრიდან დაინახა ქარი ძლიერად რომ არხევდა მყარად მდგარ ხეებს, თითქოს ცა ჩამოიშალა და ჭექა ქუხილიც დაიწყო, რამდენჯერმე ელვამაც გაანათა ცა და უეცრად ჩამობნელდა, უყურებდა ამ ყველაფერს და ჩურჩულით თქვა. -ვერ მოგერევა ვერც ქარი და ვერც ელვა, შენი ფესვები მშობლიურ მიწაშია გართხმული და ეს შენც იცი, ამიტომ დგეხარ ასე მყარად და უშიშრად. უეცრად ძლიერი ტკივილი იგრძნო ამჯერად და წელშიც მოიხარა, გაჭირვებით ჩაიცვა და გარეთ გავიდა ბინას გაყვა კედელ-კედელ ხელის დახმარებით, სახეში წვიმა ასხამდა და თითქოს არც ადარდებდა რომ წვიმა მასზე გადმოვიდა იერიშით. მოულოდნელად გზიდან გადაუხვია, მთავარ გზაზე გადავიდა და რამდენიმე მანქანის გაჩერებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. -ღმერთო დაგვიფარე მე და ჩემი პატარა, თვალები ცრემლით აევსო ტკივილმაც უმატა და მუხლებზე დაეცა. -ცუდად ხართ? სასოწარკვეთილმა შეხედა მის წინ მდგარ გოგონას და ცრემლით სავსე თვალებით შეხედა მის გადამრჩენელს და ტირილით უთხრა. -მიშველეთ, ჩემს გადარჩენას არ გთხოვთ ჩემი პატარა გადაარჩინეთ. -ასეთ მდგომარეობაში და ასეთ ამინდში მარტო რატომ გამოდით, ბავშვის მამა სახლში არ არის? -ტკივილი უფრო და უფრო იმატებს, ვეღარ უძლებ ამ ტკივილს გთხოვთ გადამირჩინეთ ჩემი პატარა. -დამშვიდდით სასწრაფოს დაურეკავ ახლავეს. გოგონამ ტელეფონი ამოიღო და ანერვიულებული ხმით აუხსნა ექიმს რაც ხდებოდა. -არ მიატოვოთ, გამოვდივართ. -ღრმად ისუნთქე, ღრმად ისუნთქე გთხოვ. გოგონამ ცარიელი ქუჩას გახედა, ლილეს შეეშინდა და ხელხე ხელი მოუჭირა. -არ მიმატოვო, მარტო არ დამტოვო გთხოვ. -არ მიგატოვებ, დამშვიდდი სასწრაფოც მალე მოვა. -რა ხდება, ცუდად არის? გოგონას გვერდით ახალგაზრდა წყვილი გაჩნდა და მუხლებზე დამდგარ ლილეს უყურებდნენ გაოცებული. -მშობიარე არის, სასწრაფოს დაურეკე და ველდებით, მაგრამ აგვიანებს. -ჯიბეში ტელეფონი მაქვს, უნდა დავრეკო. გოგონამ ტელეფონო ამოიღო და მისცა, ნერვიულბისგან მთელი სხეულით ცახცახებდა, მაგრამ შეძლო სასურველ ნომერზე დარეკვა და გოგონას უთხრა. -უთხარი სად უნდა მოვიდეს და ისიც უთხარი, რომ ახლავეს წამოვიდეს. რამდენიმე ზარის მცდელობის შემდეგ დაბოხილი ხმით უპასუხა მოსაუბრემ. -გისმენთ. -თქვენი მეუღლე მშობიარობს, ის ძალიან ცუდად არის და საჩქაროდ უნდა მოხვიდეთ. -უკაცრავად? -თქვენი მეუღლე ცუდად არის, მშობიარობს. -ნომერი შეგეშალათ, მე მეუღლე მყავს და შვილიც. ტელეფონი გაითიშა და გოგონა გაოცებული დარჩა............. -რა გითხრა, მოვალო? -მოვა ქალბატონო, თქვენ არ ინერვიულოთ. გოგონამ იქვე მდგარ მამაკაცს შეხედა ცრემლიანი თვალებით და უთხრა. -სულ მარტოა, მას არავინ არ ყავს. -დრო არ იცდის, სასწრაფოც აგვიანებს ჩემი მანქანით გადავიყვანოთ საავადმყოფოში. მამაკაცის დახმარებით ლილე მანქანაში ჩასვეს და ტკივილისგან საშინელი ხმით იყვირა. -ვეღარ უძლებ, გთხოვთ ჩემი შვილი გადაარჩინეთ. დიდი სისწრაფით მიდიოდა და წითელზედაც გადავიდა რამდენჯერმე, საავადმყოფოში მივიდა თუ არა სასოწარკვეთილმა იყვირა. -ჩქარა საკაცე, მშობიარე ცუდად არის. ლილე სამშობიარო ბლოკში შეიყვანეს, მაგრამ უეცრად მამაკაცს ხელზე ხელი მოკიდა და უთხრა. -სულ მარტო დარჩება ჩემი შვილი, გთხოვ მომეცი პირობა რომ მას არ მიატოვებ და ღირსეულ ადამიანად აღზრდი. -თქვენი სახელი მითხარით............ -მე, მე, მე ლილე ვარ მიქელთაძე და როცა გაიზრდება უთხარით რომ მე ის ძალიან, ძალიან მიყვარს. -მამა, ვინ არის მამა. -მას მარტო დედა ყავს, არ მინდა მამამისივით არაკაცი გამოვიდეს. გთხოვ დამპირდი, გთხოვ. -გპირდები, გპირდები რომ არასოდეს მიგატოვებთ. ლილეს ღიმილმა გაუნათა ტკივილით სავსე სახე და შემდეგ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა. -მადლობა. -ალექსანდრე...................... ალექსანდრე იდგა და იმ დაეტილ კარს უყურებდა სადაც ასაკით პატარა გოგონა დედა უნდა გამხდარიყო. მკლავზე შეხება იგრძნო, თავი მოაბრუნა და შეხედა ნატას რომელიც ერთიანად ცახცახებდა. -ალექსანდრე ვინ არის ეს გოგონა.................. -ის არის ქალი და სულ მალე გახდება დედა, რომელიც შესაძლებელია ახლად დაბადებული შვილი ვეღარასოდეს ნახოს და ვერ შეეხოს, ვერც მისი სურნელი ვერ შეიგრძნოს. -დაურეკე მის ქმარს......... -ვფიქრობ ქმარი არ ყავს, ვიღაც ნაბიჭვარმა მისით გაერთო და აღარ უნდა შვილი აღიაროს, ასეთ ადამიანებს მამობრივი გრძნობა არ აქვთ და პასუხისმგებლობა საიდან უნდა ჰქონდეთ. იქვე მდგარ გოგონას შეხედა და უთხრა. -მე ალექსანდრე ვარ ხვედელიძე ეს კი ჩემი მეუღლეა ნატა. -მონიკა მონიავა. -ძალიან კარგი, ლილეს ტელეფონი სად არის. -მე მაქვს, დაურეკო კიდევ მის ქმარს თუ ვინც არის? -ვცადოთ ისევ. მონიკამ ნომერი მიუთითა ალექსანდრეს და ალექსანდრე გაოცებული დარჩა, როცა სცადა ნომერზე დაკავშირებას. -რა მოხდა, არ ღებულობს? -დაბლოკილია, ზარი არ გადის. -დაბლოკა რომ ისევ არ დაგვერეკა. -შენი ნომრით დარეკე ალექს. -ნატა მართალია, ჩემი ნომრით დავრეკავ. ტელეფონი ამოიღო ნომერი აკრიბა და გოგონებს ანიშნა რომ ზარი გადიოდა. -გისმენთ. -თქვენი მეუღლე თუ შეყვარებული ან უფრო სწორად თქვენგან გაუბედურებული ქალი სიკვდილს ებრძვის თქვენი შვილი რომ ამ ქვეყანას მოავლინოს და თქვენ მის ნომერს ბლოკავთ................. -მომისმინე, ზედმეტები მოგდით ჩემი მეუღლე სახლშია, თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს ან არ იცის ვისგან ელოდება ბავშვს. -ლილე მიქელთაძე არაკაცო, გოგონა მოატყუილე და ახლა აღარ იცნობ მას, მიწიდან ამოგთხრი, დაიმახსოვრე დღევანდელი დღე........... -მამა, მამიკო პარკში წამიყვან? მოესმა ალექსანდრეს ხმა და ირონიულად ჩაიცინა. -გასაგებია, ოჯახს უფრთხილდები, მაგრამ გპირდები სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევ ნაგავო. -მორიგი საყვარელი ხართ ალბად და თუ ასე შეგტკივათ გული მასზე თქვენი გვარი მიეცით პატარას. -მე მისი ძმა ვარ ნაგავო და მიფრთხილდი გზაზე არ გადამეყარო. ალექსანდრემ ექიმი დაინახა და ტელეფონი გათიშა, თეთხალათიანმა ახალგარდა მამაკაცმა კი მათ ელვის სისწრაფით ჩაუქროლა და ნატამ თქვა. -რაღაც მოხდა, ვგრძნობ რაღაც მოხდა. ლოდინი რამდენიმე საათი გაგრძელდა, არავინ არაფერს ამბობდა და სამივე მხოლოდ ლილეზე ფიქრობდა. -ნატა კარგად ხარ, გინდა რომ წავიდეთ? -არა, არა რას ამბობ აქედან არსად არ წავალ სანამ არ გავიგებ როგორ არის დედა-შვილი. -შიგნით რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ალექს. -დამშვიდდი, ექიმი გამოვა და ყველაფერს იტყვის. ნატა ვერ მშვიდდებოდა და ექიმის მოლოდინში კედლიდან კედლამდე ნაბიჯებს ითვლიდა. გაუსაძლისილოდინის შემდეგ, როგორც იქნა ექიმი გამოჩნდა. თვალებში უყურებდა ექიმს და პასუხის მოლოდინში ერთიანად ცახცახებდა. -დედა-შვილი როგორ არის ექიმო.... ალექსანდრეს ხმა გაებზარა და თვალები ჩაუწითლდდა. -ნაადრევი მშობიარობის შედეგად ბავშვი ჯამრთელია, მაგრამ.... -მაგრამ რა მოხდა, დედა როგორ არის......... -დედას გაუჭირდა, მაგრამ შევძელით და დავიბრუნეთ. ალექსანდრე დადუმდა, თვალები ცრემლით აევსო და ორი წლით უკან დააბრუნა მტკივნეულმა მოგონებებმა. -ექიმო როგორ არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი............... -ალექსანდრე ვწუხვარ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ბავშვი ვერ გადავარჩინეთ. -ნატა, ნატა როგორაა. -ნატა კარგად არის, თუმცა ძალიან ვწუხვარ ის შვილს ვეღარ გაგიჩენს მეგობარო. ნატამ მკლავზე ხელი მოკიდა ალექსანდრეს და თვალებში ჩახედა. -წარსულში დაგაბრუნა მტკივნეულმა მოგონებებმა, -შენ რას ფიქრობ ნატა. -შენ ხომ უქმელად ხვდები ყოველთვის მე რაც მინდა. -დარწმუნებული ხარ? ნატამ თვალები დახუჭა და უთხრა. -დარწმუნებული ვარ ალექსანდრე. -ერთი პირობით. -გისმენ. -რასაც გადავწყვეტთ, ამას ლილესთან ერთად გავაკეთებთ, ჯერ მას დაველაპარაკოთ. -თანახმა ვარ, მიყვარხარ. ალექსანდრემ ნატას შუბლზე აკოცა და ექიმთან წავიდა, მაგრამ უეცრად მიუბრუნდა ნატას და უთხრა. -ინდირას დაურეკე ის დაგვჭირდება. შემდეგ იქვე მდგარ მონიკას შეხედა და უთხრა. -დაგვჭირდები მონიკა შენ მთავარი მოწმე ხარ დღევანდელი დღის. -გასაუბრება მქონდა, მაგრამ ....... -მაგრამ აქ ხარ საჭირო და უარი არ გამოვა. ალექსანდრე წავიდა და მონიკა ნატას მიუბრუნდა. -თქვენ შვილი არ გყავთ? -მყავს 3 წლისაა ჩემი ლილიანა, მაგრამ მეორე შვილი დავკარგეთ. -ამიტომ ჰქონდა ალექსანდრეს ასეთი მძაფრი რეაქცია ლილეზე. -ლილიანა რომ დაიბადა რთული მშობიარობა მქონდა, ექიმმა გვითხრა რომ მეტი შვილის გაჩენა არ შემეძლო, მაგრამ როცა ორსულად დავრჩი მეორეზე გამიკვირდა და ექიმთან წავედი, ექიმმა კი სასწრაფოდ აბორტის გაკეთება მთხოვა, რადგან ეს სარისკო იყო ჩემს ჯამრთელობასთან მე კი არ დავიჯერე და ექვს თვემდე მივედით, მაგრამ ნაადრევი მშობიარობა დამეწყო და ბავშვი დაიღუპა, შემდეგ ჩემს გადარჩენაზე ბრძოლობდნენ, ამიტომ ძალიან მინდა ეს პატარა ჩემთან გაიზარდოს თუმცა არ ვიცი დედაჩემი როგორ შეხვდება ამ ამბავს. -იწუწუნებს, მაგრამ მიეჩვევა.უთხრა ალექსანდრემ და ნატას ხელი მოხვია. -როგორ ხარ, დამშვიდდი? -მე კარგად ვარ, შენ რა გითხრა ექიმმა. -დაველაპარაკე, მაგრამ ლილეს გამოღვიძებას უნდა დაველოდოთ და რასაც იტყვის ლილე ჩვენც ისე ვიმოქმედებთ. ადვოკატი გვჭირდება, რომ ოფიციალურად გავაფორმოთ საბუთები. შენ დაურეკე ინდირას? -დაურეკე, მაგრამ არ მპასუხობს და რა გავაკეთოთ? -მე წავალ და მოვიყვან თქვენ აქ დამელოდეთ. ალექსანდრე გაუთვუსწინეველი სისწრაფით მიდიოდა, წითელზედაც კი გაიარა სიჩქარის გამო და როგორც იქნა ინდირას ბინასთანაც მივიდა და კარზე მანამ აბრახუნა სანამ შეშინებულმა ინდირამ კარი არ გაუღო. -ალექსანდრე აქ რას აკეთებ, მოხდა რამე? ალექსანდრემ ინდირას შეხედა და გაბრაზებულმა კითხა. -კარგად ხარ? -კარგად ვარ რატომ მეკითხები, ნატას ან ბავშვს რამე დაემართა? ალექსანდრემ სახლს მოავლო თვალი და ისევ ინდირას შეხედა. -ამ სახლში ვინც შემოვა დარწმუნებით გეტყვი რომ ყველას ეჭვი შეეპარება შენს კარგად ყოფნობაში. -შუაღამეს შემომიხტი სახლში და რა გჭირს აღარ იტყვი? -კარგად ვარო და კარგად თუ ხარ ამ არეულ სახლში როგორ ზიხარ ან როგორ გძინავს ან როგორ მუშაობ ან საჭირო ნივთებს როგორ აგნებ. ინდირა ვეღარ გცნობ,თვეში ერთხელ გაქვს დასუფთავების დღე თუ წელიწადში ერთხელ. -ალექს მოთმინებიდან გამოგყავარ........ -არა, არ გამოვრიცხავ რომ წელიწადში ერთხელ ასუფთავებ. -როცა ახალ საყვარელს ვპოულობ, მაშინ ვალაგებ სახლს. -მაშინ რატომ, რომ არ გაგექცეს? უთხრა და გულიანად გაიცინა, მაგრამ ინდირას ხმამ შეახსენა მასთან რისთვის მივიდა. -მითხარი აქ რატომ მომაკითხე, მონატრებით გამორიცხულია არ მოგენატრებოდი და გისმენ. -ჯერ გეტყვი რომ რაც შეიძლება მალე იპოვე ახალი საყვარელი, თორემ ვირთხები წაგიყვანს ან მძინარეს შეგჭამს...... -მე არ ვიჭმევი მეგობარო...... -იჭმევი, მაგრამ ყველასთვის არა. -ალექს მეძინა..... -ჩაიცვი და წამომყევი, მჭირდები..... -სად, სად მივდივართ. მითხარი რა მოხდა, ალექს... -ტელეფონზე რომ გეპასუხა აქ არ მოვიდოდი, ახლა ჩაიცვი და დაბლა დაგელოდები. ალექსანდრე წავიდა და ინდირამ ბუზღუნით ჩაიცვა ტელეფონი აიღო და ნატასგან რანდენიმე ფგამოტოვებული ზარიც ნახა. -რაღაც მოხდა, კარგი მივალ და გავიგებ. სირბილით ჩაიარა კიბეები და ალექსანდრეს გვერდით მოკალათდა, მიუბრუნდა რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ალექსანდრემ გააჩუმა. -სანამ ადგილზე არ მივალთ არაფერი არ შემეკითხო ისედაც ნერვებზე ვარ. ინდირაც იჯდა და საავადმყოფოს ეზოში შესვლამდე ხმა არ ამოუღია. -რა მოხდა აქ რა გინდათ, ვერაფერი ვერ გავიგე. -გამომყევი. ინდირამ ნატა დაინახა თუ არა უთხრა. -შენი ქმრისგან ვერაფერი ვერ გავიგე და მითხარი აქ რატომ ხართ ხალხო. -გაიცანი ეს მონიკაა............ -ჩვენი იოანეს ნათლია იქნება შენთან ერთად. -იოანე ვინ არის, გთხოვთ ამიხსენით რა მოხდა ან რა ხდება. ალექსანდრემ ინდირას ყველაფერი აუხსნა, მაგრამ ინდირამ შეხედა და უთხრა. -დედა თანახმა არის ჯერ საბუთებს რომ აგვარებ? -დავითანხმებთ დედას, რადგან ის სულ მარტო არის და დამხმარე არავინ არ ყავს. -ბავშვის მამა დაგთანხმდება? -ის არაკაცია და არც ვკითხულობ ვინ არის, თუმცა მაინც მომიწევს გავიგო, რადგან თავისი ადგილი მინდა მივუჩინო იქ სადაც იმსახურებს ყოფნას. -ალექს როდის გავალთ აქედან, ექიმმა რა გითხრა. -ხუთშაბათამდე გაქვს დრო, რომ ყველა საჭირო საბუთი მოაგვარო ინდირა. -გასაგებია, ალექსანდრე ერთი რამ მაინტერესებს.... -რა ვერ გაიგე ინდირა..... -რატომ არ იჭერ ბავშვის მამას თუ იცი ვინც არის. -არ ვიცი ვინ არის, მაგრამ არც ისეთი სუფთა წარსულის უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ ოდესმე მოვა ჩემამდე ის არამზადა. -შენ უკეთ იცი რასაც აკეთებ. -შენ მხოლოდ საბუთების მოგვარება გევალება, სხვას მე პირადად მივხედავ. -გასაგებია უფროსო. -ახლა უნდა დაგტოვოთ რადგან მნიშვნელოვანი თათბირი მქონდა დილით და რამდენიმე საათით გადავდე, ნატა მოგვიანებით დაგირეკავ, მონიკა შემიძლია წაგიყვანო გასაუბრებაზე თუ არ ხარ დაგვიანებული. -არ მინდა ჩემს გამო გზიდან გადაუხვიოთ. -ეს არაფერია, მხოლოდ საკონტაქტო ნომერი დაუტოვე ინდირას რომ დაკავშირება შეძლოს. მონიკამ დაუტოვა ინდირას თავისი ნომერი, ნატას დაემშვიდობა და ალექსანდრესთან ერთად დატოვა საავადმყოფო. ორივე ჩუმად იყო თავიანთ ფიქრებში და ორივე ლილეზე ფიქრობდა, მაგრამ მონიკამ დაარღვია ეს სიმყუდროვე და ალექსანდრეს უთხრა. -აქ დამტოვე სადმე, იმედია ჯერ კიდევ ადრე არის. -უმუშევარი ხარ? -გუშინ დამირეკეს ჩემი სივი მქონდა გაგზავნილი, არ ვარ დარწმუნებული რომ აღფრთოვანებით შემხვდებიან. -რატომ? -ჩვენს ქვეყანაში თუ არ გყავს ცნობილი ახლობელი, ნათესავი და ძლიერი ზურგი არ გაქვს შეუძლებელია კარგი სამსახური იშოვო. -რა განათლება გაქვს, ასაკი? -28 წლის ვარ, განათლება კი სამართალმცოდნეობა. -ასეთი სივით და ასეთი განათლებით ამ პატარა სააგენტოში გინდა იმუშავო? -სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი საქართველოში და სიმართლე გითხრა მრცხვენია რომ ჩემს სამშობლოს არ ვიცნობ, არც ხალხს ვიცნობ და ვიცი რომ ძალიან გამიჭირდება, მაგრამ მინდა აქ ვიყო და ყველაფერს გავაკეთებ აქ დავიმკვიდრო ჩემი ბუდე. -რას იტყვი ჩემთან მუშაობაზე, მონიკა ძალიან გვჭირდება კარგი და ნიჭიერი კადრი. -მართლა გჭირდებათ თუ........ -დაგარწმუნო რომ ტყუილს არ ვამბობ? მონიკას გაეცინა, ალექსანდრემ კი მანქანა ადგილიდან დაძრა და განყოფილებაში მივიდა, მონიკას სივი კი ხელში ეჭირა. მონიკას გაუხარდა ალექსანდრეს შემოთავაზება, მაგრამ შინაგანი ხმა არ აძლევდა საშუალებას მასთან ახლოს დამდგარიყო. ალექსანდრემ მანქანა გააჩერა და მონიკას შეხედა. -ფერი არ გადევს რა მოხდა, გეშინია? -არა, არ მეშინია, მაგრამ თქვენი შემოთავაზება ძალიან მოულოდნმელი იყო და..... -არ ელოდი, გადავიდეთ და დღეიდან აყვანილი ხარ სამსახურში. -გასაუბრების გარეშე? -მონიკა ხუმრობ თუ მართლა მეკითხები რომ გასაუბრება გჭირდება. -არ ვიცი, მე............ -გადადი და დაიმახსოვრე, როცა საქმე სამსახურს ეხება მე არ ვხუმრობ. -გასაგებია. ოროივე ერთდროულად გადავიდა მანქანიდან. -მანქანა სადგომზე დააყენეთ ახლოში, ერთ საათში გავდივარ. -გასაგებია კომისარო. მონიკა აკვირდებოდა ალექსანდრეს და გაოცებული იყო, განყოფილებაში კომისარი ყველას ღიმილით ხვდებოდა და ესალმებოდა. ერთ ერთი კაბინეტის კარი გააღო და ყველა ფეხზე წამოდგა. -შმაგი. -გისმენ უფროსო. -ორ წუთში ჩემთან შემოდი. -მოვდივარ უფროსო. შმაგიმ მონიკას შეხედა და თვალი ჩაუკრა რაც მონიკას არ მოეწონა და წარბაწეული აედევნა უკან ალექსანდრეს. -აქ დამელოდე და დაგიძახებ. ალექსანდრე კაბინეტში შევიდა და შმაგიც მის უკან იყო. -მოვედი უფროსო. -მოდი, მოდი შმაგი. -როგორაა საქმე შეივსო კადრი? -არა უფროსო, დღეს არის დანიშნული გასაუბრება. -დარეკეთ და უთხარით რომ კადრი შეივსო და აღარ გვჭირდება. მონიკა მონიავა შმაგი ის კადრია ვინც ჩვენ გვჭირდება, უფრო სწორად ჩვენს განყოფილებას. -დარწმუნებული ხართ კომისარო. -წავიკითხე მისი სივი და გაოცებული დავრჩი იცი რატომ? ის ჯერ მხოლოდ 28 წლის არის და იცნობს იურისტის საქმიანობას ეთიკის ეთიკურ პრინციპებს. მოწოდებულია ემსახუროს სამართლიანობას ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით. -კომისარო...... -შესწევს უნარი გაითვალისწინოს სამართლიანი შენიშვნები და მკაცრი კრიტიკაც კი. -კომისარო ჩვენ გვჭირდება ისეთი კადრი რომ უცხო ენებიც იცოდეს ან ესმოდეს საუბრის დონეზე. -ოჯახი ინგლისურ ენაზე საუბრობს, რადგან ეს ენა პატარა ასაკიდან აითვისა. ასევე იცის გერმანული, ფრანგული, თურქული, ესპანური, აფრიკული და რა თქმა უნდა ქართული. შმაგი გვყავს ასეთი კარდი? -არა კომისარო.......... -დაუძახე მონიკას შემოვიდეს. შმაგიმ მონიკას დაუძახა და კომისარს უთხრა. -გავაფორმო უკვე? -მონიკა გილოცავ, დღეიდან აქ მუშაობ. შმაგი შენს კაბინეტში გამოუყავი მონიკას ადგილი, ჯერ ჯერობით ასე იყოს. -არის ჩემს კაბინეტში ცარიელი მაგიდა და ის მაგიდა იქნება მონიკასი. -კარგია, მონიკა მიაცილე მის მაგიდასთან და ისევ შემოდი ჩემთან. შმაგი მონიკასთან ერთად გავიდა და თავის კაბინეტში შევიდნენ. -ეს მაგიდა არის თავისუფალი, იქ საბა ზის და ამ ოთახში სამნი ვიქნებით. -გასაგებია. მონიკამ მაგიდას თითი გადაუსვა და შემდეგ შმაგის შეხედა. -არ ვიცოდი თუ მოხვიდოდი თორემ გავწმინდავდი, მაგრამ ეს ქალებს უფრო კარგად გეხერხებათ. მონიკას გაუცინა და ისევ ალექსანდრეს კაბინეტში დაბრუნდა. -მოდი, შმაგი ეს ნომერი გამომართვი და გაიგე ყველაფერი მასზე, მისი ყველა ნაბიჯი უნდა ვიცოდე, მისი ოჯახური, ეკონომიური და მატერიალური მდგომარეობა. დღესვე გაარკვიე და მითხარი, თავისუფალი ხარ. შმაგი კართან იყო მისული რომ ალექსანდრემ უთხრა. -ეს არავის არ ანდო, შენ გაიგე პირადად. -გასაგებია უფროსო. შმაგი წავიდა ალექსანდრემ კი ნატას დაურეკა. -გისმენ ალექსანდრე. -როგორ ხართ, ლილე უკვე ნახე? -არა, ჯერ ისევ სუსტად გრძნობს თავს. -კარგი, რომ ნახო უჩემოდ არაფერი არ უთხრა მოვალ და ერთად დაველაპარაკოთ. -ალექსანდრე ლილე დაგვთანხმდება? -დაგვთანხმდება, ნატა ის ჯერ კიდევ ბავშვია და მე როგორც მისი უფროსი ძმა ისე დაუდგები გვერდით და ის ჩვენი მხარდაჭერით და დახმარებით მყარად დადგება ფეხზე. -მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ ასეთი კარგი რომ მყავხარ და ჩემი ხარ. -მეც მიყვარხარ, მოიფიქრე დედაშენს რას ეტყვი ან როგორ აუხსნი ამ ამბავს. -დედაჩემი მე მომანდე, მას მე დაველაპარაკები. -კარგი, კარგად იცი რომ არ მინდა ჩავერიო თორემ იცი რომ რაც უფრო ჩუმად ვარ მით უფრო მევსება მოთმინების ფიალა. -პაციენტი გადავიყვანეთ პალატაში შეგიძლიათ მისი ნახვა. -მადლობა ძვირფასო, ალექსანდრე ლილესთან შევდივარ და კარგია თუ შენც მალე მოხვალ. -უკვე გამოვდივარ. ნატამ ტელეფონი გათიშა და ლილესთან შევიდა, ლილე ძალიან დასუსტებული იყო მაგრამ მის თვალებში შიში დაინახა, ნატას ცრემლები ახრჩობდა, ხელზე ხელი მოკიდა და უთხრა. -არ შეგეშინდეს რთული დღე იყო, მაგრამ შენც და შენი შვილიც კარგად ხართ. -ჩემი შვილი უკვე ნახეთ? -ვნახე, ძალიან საყვარელი პატარაა. -მადლობა, თქვენ რომ არა ჩვენ....... -დამშვიდდი, რამდენი წლის ხარ ლილე. -19 წლის ვარ, სტუდენტი. -გასაგებია, ფაკულტეტი? -იურდიულზე ჩავაბარე, მაგრამ მომიწევს სწავლა მივატოვო. -რატომ? -ჩემმა მშობლებმა რომ გაიგოს ბავშვის შესახებ არ მაცოცხლებს არც მამა და არც ძმა. -შენი ძმა რამდენი წლის არის. -28 წლის არის, ისიც უმაღლესი განათლებით არქიტექტორია და ჩემით ამაყობდა ჩემს ფირმას გავხსნი და ფირმის ადვოკატი იქნებიო, მე კი მისი იმედები დავამსხვრიე და გავანადგურე. -ყველაფერი გამოსწორდება ლილე. -როგორ, ბავში? -როგორ ხართ. პალატაში ალექსანდრე შემოვიდა ლამაზი თაიგულით და ლილეს გაუღიმა. -ეს თაიგული პატარა დედიკოს, შენს სილამაზეს უკეთესი თაიგული შეეფერება, მაგრამ შემდეგში გავითვალისწინებ. ლილემ ცრემლი ვერ დამალა და ხმით ატირდა, ალექსანდრე დაელოდა მის დამშვიდებას, ნატამ ცრემლი მოიწმინდა და ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა. -დაწყნარდი და მინდა იცოდე მარტო არ ხარ, შენს გვერდით ჩვენ ვართ. ნატამ წყალი მიაწოდა ლილეს და როცა დამშვიდდა ალექსანდრე მიუახლოვდა. -ლილე მინდა მოგისმინო, გპირდები რომ მე ძმობას გაგიწევ და არ მოგცემ უფლებას ცხოვრება გაიუბედურო, მინდა მომიყვე რა შეგემთხვა, რა გადაიტანე. -მე, მე........... ცრემლიანი თვალებით შეხედა ალექსანდრეს, ალექსანდრემ ცრემლი თავის ხელით მოწმინდა და გაბზარული ხმით უთხრა. -მომიყევი რა შეგემთხვა, მე გისმენ ლილე. -სკოლა დავამთავრე წითელ დიპლომზე და იმავე წელს იურდილზე მოვეწყვე, ჩემი ოცნება იყო იურისტობა და ეს ოცნება ავისრულე. ყველას უხაროდა ჩემი წარმატება და მით უფრო ჩემს ძმას. თავად მიქირავა თბილიში ბინა და იმედიანად დამტოვა თავად კი საზღვარგარეთიდან შემოთავაზება მიიღო და წავიდა რამდენიმე თვით თუ წლით ეს არ ვიცი, სწავლა დაიწყო და მეც ვმეცადინეობდი, მქონდა ჩვეულებრივი ურთიერთობა კურსელებთან და ბედნიერი ვიყავი, ერთ საღამოს კი ყველაფერი შეიცვალა როცა ბინასთან უცხო მამაკაცი დამხვდა და სცადა გამომლაპარაკებოდა რაც არ მომეწონა და პასუხი არ გავეცი, მე ბინაში შევედი და ასე გრძელდებოდა თითქმის ერთი თვე შემდეგ კი ბინის პატრონი მოვიდა და მითხრა. ერთი წლის ქირა წინასწარ არის გადახდილი, ეს თანხა ამოიწურება და ბინა დაცალე არ მინდა აქ იყო და ყოველ საღამოს სახლში მამაკაცები გაკითხავდესო. იმ ღამით მთელი ღამე ვტიროდი, გათენდა თუ არა ბინის ძებნა დავიწყე და ვიშოვე სასწავლებელთან ახლოს ბინის პატრონს უთხარი გადავდივარმეთქი და ექვსი თვის თანხა გამოვართვი თუმცა არ უნდოდა დაებრუნებინა. რამდენიმე თვე მშვიდად ვიყავი და ისევ გამოჩნდა ჩემთვის უცნობი მამაკაცი ჩემს ბინასთან, არ ვიცი რა მიზანი ჰქონდა, მაგრამ მისგან დამალვა ვერ შევძელი. ერთ საღამოს მეგობართან დავრჩი მხოლოდ მან იცოდა ჩემი მდგომარეობა და შემიფარა თუმცა იქაც მომაგნო, ისევ გამოვიცვალე ბინა და ისევ იგივე მოხდა და უკვე გაბრაზებული პოლიციაში მივედი, მაგრამ განყოფილებასთან მისულს ორმა უცნობმა მამაკაცმა იარაღი დამანახა და მითხრა -ვიცი შენი ოჯახი სადაც არის და თუ პოლიციაში მიხვალ მათ ამოვხოცავო. -შეგაშინეს და გამოგიყენეს. -შემეშინდა, შიშით ვცხოვრობდი და ერთ საღამოს არ ვიცი როგორ შემოვიდა სახლში და ჩემზე ძალა იხმარა. ვცადე, მაგრამ მეგობარმა გადამარჩინა. რამდენიმე კვირა არ მოსულა, ვიფიქრე მიიღო რაც უნდოდა და თავი დამანებამეთქი, მაგრამ ისევ გამოჩნდა ვერ შევძელი მისგან დამალვა და რამდენიმე თვე ჩემთან ცხოვრობდა. როცა ორსულობა გავიგე გაბრაზდა და მითხრა ბავშვი მომეშორებინა, ექიმთანაც წამიყვანა, მაგრამ ვერ შევძელი, ვერ გავბედე აბორტის გაკეთება ის ხომ სულ პატარაა და მხოლოდ დედაზეა მიჯაჭვული. -ლილე შენ მსხვერპლი ხარ ერთი არა ადამიანის, არა კაცის და ასეთები ადამიანები არ არიან, ამიტომ მინდა ძლიერი იყო, ძალიან ძლიერი და მე დაგეხმარები. -როგორ, თქვენ როგორ დამეხმარებით. -თუ შენი სურვილი იქნება შენი ძმა გავხდები, გვერდით დაგიდგები, მხოლოდ მითხარი რას ფიქრობ ბავშვზე გინდა შენ გაზარდო თუ...... -თუ გავაშვილებ? არა, მას ვერ შეველევი, მაგრამ როგორ გავზრდი მას მარტო ეს არ ვიცი ან სად წავიყვანო ჩემებს ვერ ვეტყვი ბავშვზე ვერაფერს. -სწორედ ამის თქმა მინდა, ლილე ჩემთან წაგიყვანთ ორივეს და ერთად გავზარდოთ პატარა. მინდა აკადემიური აიღო ან ონლაინით დაესწარი ლექციებს ამას მე მოგიგვარებ და ცოტა რომ წამოიზრდება მინდა საზღვარგარეთ გაგიშვა შენ გახდები წარმატებული და მინდა თავად აგებინო პასუხი იმ ნაბიჭვარს. -მაგრამ მე............. -მინდა რომ ძლიერი ქალი იყო ლილე. -რატომ... -რა რატომ, ვერ გავიგე შენი კითხვრა. -რატომ აკეთებთ ამ სიკეთეს, რატომ გინდათ დამეხმაროთ მე ხომ სულ უცხო ვარ თქვენთვის.. -ველოდი ამ კითხვას შენგან და ვიცი რომ უცნაურად მოგეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ კარგად მომისმინე. 13 წლის ვიყავი, როცა მშობლები დაიღუპნენ და დავრჩით მე და ჩემი უფროსი და მარტოები. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, ჩემი და მუშაობდა და ჩემზე ზრუნავდა ის ჩემზე 5 წლით დიდი იყო, როცა 17 წლის გავხდი ჩემი და უგზო უკვლოდ დაიკარგა. ლილე ჩემი და ჩემთვის დედაც იყო, დაც იყო და მეგობარიც იყო, მაგრამ ერთმა ნაბიჭვარმა სწორედ ისე მიექცა ჩემს დას როგორც შენ მოგექცა ის უცნობი არაკაცი, მაგრამ შენ ცოცხალი ხარ ჩემი და კი გააუპატიურა და ცოცხლად დაწვა. -ვწუხვარ, დიდი ტკივილი გქონიათ გულში. -ერთხელ გაუპატიურებას არ დასჯერდა, თვეების მანძილზე აუპატიურებდა და ჩემი მოკვლით აშინებდა, მაგრამ როცა პოლიციაში დააპირა მისვლა ტყეში წაიყვანა და ისევ ძალა იხმარა მასზე, შემდეგ იქვე დაწვა. დავიფიცე ჩემი დის საფლავთან რომ ასეთ არაკაცებს არ გავახარებ და შენი დახმარებით ჩვენ შევძლებთ მის განადგურებას. თანახმა ხარ? -თანახმა ვარ, რადგან მეც მინდა ძლიერი ვიყო. -რაც შეეხება ბავშვს, მას ჩემს გვარზე დავწერ რომ ბიოლოგიურმა მამამ ვერასოდეს ვერ იპოვოს მისი შვილი, ამიტო შენი თანხმობით პატარა დღეიდან ჩემი და ნატას შვილი გახდება, როცა შენ დაბრუნდები ნასწავლი, განათლებული, ძლიერი და თავდაჯერებული ჩვენ მას სიმართლეს ვეტყვით. -არ ვიცი რა გითხრათ, თქვენ რომ არა მე ვერაფერს გავაკეთებ და ჩემი შვილი შესაძლებელი იყო გამეშვილებინა უცხოზე, მაგრამ ის თქვენთან იქნება და მე ბედნიერი ვარ თქვენი არსებობით. -მაშინ ყველაფერი გადაწყვეტილია, დღესვე გავაფორმებთ საბუთებს შენს ძმას კი მე დაველაპარაკები როგორც კაცი კაცს. -ნაადრევი იყო ჩემი მშობიარობა, ჯერ არ უნდა მემშობიარა ალბად ეს შიშმა გამოიწვია მითხრა რამდენიმე დღეში დავბრუნდებიო და ვინერვიულე. -ყველაფერმა ჩაიარა და უფლის ნებით ორივე კარგად ხართ. ნატამ შვებით ამოისუნთქა და ალექსანდრეს მადლიერი თვალებით შეხედა, ლილემ კი მორიდებით შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -მომეცით უფლება მადლობის სახით პატარას თქვენი სახელი დავარქვა, მინდა ალექსანდრე იყოს მისი სახელი. -ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ხვედელიძე, ნატა რას იტყვი თანახმა ხარ? -მინდოდა იოანე გვყოლოდა, მაგრამ პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას. -მადლობას ასე გადაგიხდით, თქვენ ღმერთივით მომევლინეთ და მახსოვს კიდევ ერთი გოგონა იყო თქვენთან ერთად. -მონიკა ისიც მოვა თქვენს სანახავად, ექიმის თქმით ხუთშაბათს წავალთ აქედან. ალექსანდრემ ყველა საჭირო საბუთი მოაგვარა ინდირასთან ერთად და დამშვიდებული წავიდა, მაგრამ წასვლის წინ მან მკაცრად გააბრთხილა ექიმები რომ ლილეს სანახავად არავინ შეეშვათ მასთან. -გასაგებია, კომისარო ყველაფერს გავაკეთებთ რომ დედა და შვილი მშვიდად იყოს. ნატა ალექსანდრესთან ერთად მაღაზიაში წავიდა და ორივე დედა-შვილს უამრავი რამ უყიდა, სახლში მისულებმა კი პატარას ოთახის მოწყობაც კი დაიწყეს. ლილია დასდევდა დედას და ვერაფერი გაეგო რატომ ან ვისთვის აწყობდა მამა ახალ ოთახს, მაგრამ პატარა საწოლი რომ დაინახა თავისი პაწაწა ხელებით ტაში შემოკრა და ალექსანდრეს უთხრა. -ბაია? ალექსანდრემ ლილია ხელში აიყვანა და უთხრა. -ბაია მოვა ჩვენთან ჩემო პრინცესა. კარზე ზარის ხმა იყო და ნატამ ალექსანდრეს შეხედა -ვინმეს ელოდები? -არა, ალბად ინდირა მოვიდა. -მიდი კარი გაუღე თორემ ხომ იცი არ იცის ზარზე ხელის აშვება. -არ უნდა იყოს ინდირა რადგან ზარი შეწყდა. ალექსანდრემ და ლილიამ კარი გააღო და კართან მომღიმარი მერი დახვდა. -თქვენ არ გახსოვთ რომ მე ვარსებობ, ამიტომ ისევ მე მოგაკითხეთ. -მობრძანდით, ნატა სტუმარი გვყავს. -ვინ არის? -დედაშენი ვარ, ჯერ კიდევ თუ გახსოვს დედა რომ გყავს. -მე აღარ მახსოვხარ თუ შენმა დაქალუშკებმა დაგავიწყეს რომ შვილი გყავს და მხოლოდ მაშინ გახსენდები როცა ალექსანდრე და მისი სტატუსი დაჭირდებათ. -როგორ მელაპარაკები შვილო, გინდა მითხრა რომ მე ჩემს სიძეს ვაწუხებ? -მომისმინე დედა, ძალიან დიდია შენი სამეგობროს სია და გთხოვ შეწყვიტე მათი ქომაგი და დაცვა, დაიმახსოვრე რომ ალექსანდრეს თუ სტატუსი აქვს კიდევ უფრო დიდი სტატუსები აქვთ მის უფროსობას და მას ყოველთვის არ შეუძლია დაეხმაროს შენს დაქალებს და მათ თავხედ შვილებს. -შვილო.............. -რა შვილო, გუშინ კიდევ დაურეკა შენმა საუკეთესო დაქალმა, სწორედ იმან ალექსანდრეს გამო რომ გეწებება და ამიტომ მეგობრობს შენთან. -მე არ ვიცოდი, გეფიცები მთხოვა და უარი უთხარი.... -არ ვიცი უკვე მერამდენედ დაიხსნა ციხის გისოსებისგან ის თავზეხელაღებული ბიჭი, მაგრამ ამჯერად უარით გაისტუმრა. ამიტომ ვიკავებ თავს სახლში მოსვლაზე, ამიტომ არ მინდა ისინი ვნახო, რადგან ვიცი თავს ვერ შევიკავებ და მწარეს ვეტყვი. -ნატა ნუ ერევი ჩემს საქმეში. -ალექსანდრე ვიცი როგორ წუხარ როცა არ შეგიძლია დაეხმარო ვინმეს, როცა არ გამოგდის, გინდა დაეხმარო და ვერ ეხმარები და ეს უნდა შეწყდეს. -დამშვიდდი. მკაცრი იყო ალექსანდრეს ნათქვამი ერთი სიტყვა და ნატაც გაჩუმდა, ლილია ალექსანდრეს უყურებდა გაოცებული და შემდეგ სატირლად მოემზადა, მაგრამ მამამ მოეფერა და დაამშვიდა, ლილიამ ცრემლიანი თვალებით შეხედა მამას. -შენ მამას პრინცესა ხარ და მამა არასოდეს გიყვირებს. -ბაია? თქვა და ისევ ტაში შემოკრა, მერიმ კი გაოცებულმა შეხედა ნატას და შემდეგ ალექსანდრეს. -ორსულად არის? ალექსანდრე დაგავიწყდა რა გითხრა ექიმმა............. -ორსულად არ ვარ, გადაწყვეტილება მივიღე, რომ ლილია მარტო არ იყოს და ბავშვი უნდა ავიყვანო. -ღმერთო ჩემო, ასე ადვილია ბავშვის აყვანა? -რატომ არის რთული, რამდენი სითბოს და სიყვარულს მოკლებული ბავშვებია და ამიტომ ავიყვანეთ კიდეც ხუთშაბათს სახლში მოვიყვანთ. -არა, ვერ აიყვან ის ხომ სხვა სისხლის არის, არც მისი წარმომავობა იცით, არც ის ვინ არის დედა, მამა და მე წინააღმდეგი ვარ. -დედა მე მეორე შვილი მეყოლება და შენ მას მიიღებ ისე როგორც ლილია მიიღე, ისინი და-ძმა იქნება და ორივე ერთად კი შენი შვილიშვილები. -მას არასოდეს მივიღებ და არასოდეს შევხედავ ისე როგორც ლილიას. -ქალბატონო მერი ამ სახლში სულ მალე კიდევ ერთი პატარა შემოვა და ორი ბავშვი ერთად გაიზრდება, მას ისე გავზრდი როგორც ჩემი საკუთარი შვილი და თქვენ გინდათ თუ არ გინდათ მას უნდა მიეჩვიოთ, რადგან პატარას ჩემი სახელი და ჩემი გვარი ექნება. -მაგრამ არ ექნება შენი სისხლი შვილო........ -ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება, მაპატიეთ თუ გატკინეთ, მაგრამ ამ სახლში მე და ჩემი მეუღლე ვწყვიტავთ ჩვენს მომავალს. -გასაგებია, პირდაპირ მეუბნები რომ მე თქვენთვის ზედმეტი ვარ და აქ აღარ მოვიდე. -დედა................... -მე ეს არ მითქვამს, თქვენ გებულობთ ისე როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ვფიქრობ უკვე იმ ასაკში ვარ ჩემით მივიღო გადაწყვეტილებები თუ რა უკეთესია ჩემთვის და ჩემი მეუღლის ბედნიერებისთვის. ამ წლების მანძილზე პირველად ვარ უხეში თქვენს მიმართ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ გავჩუმდი, ბევრჯერ თვალი დავიბრმავე და დავყრუვდი კიდეც და ეს იმიტომ რომ არ მინდოდა ნატასთვის გული მეტკინა, მაგრამ საკმარისია ისე მკიცხავ თითქოს ერთი უნიათო ადამიანი ვიყო, მაგრამ დამიჯერე ვიცი რა მინდა და რას ვაკეთებ. ალექსანდრემ ნატას შეხედა, შუბლზე აკოცა და ყურში უჩურჩულა. -მაპატიე ჩემი სიუხეშე, მაგრამ როგორც შენ თქვი ყველაფერს საზღვარი აქვს. სამსახურში მივდივარ თუ რამე გინდოდეს დამირეკე. ალექსანდრემ არც კი დაემშვიდობა მერის და კარი ისე ძლიერად დაიხურა რომ მერი შიშისგან შეხტა, შემდეგ ნატას შეხედა და უთხრა. -ასეთი ალექსანდრე არასოდეს მინახავს. -შენი დაქალის დამსახურებაა დედა გუშინაც შეაწუხა და დღესაც, რადგან არ შემიძლია დაგეხმარო რომ უთხრა ეს ვერ გაიგო, რომ ალექსანდრე ღმერთი არ არის და ყველას ყოველთვის ვერ დაეხმარება. -არ ვიცოდი, მე შენი მეშინია, მეშინია არ დაგკარგო შვილო. -ვინ გითხრა რომ დამკარგავ, დამიჯერე დედა შენი შიში უსაფუძვლოა. -სულ ამ შიშით ვიღვიძებ და ვიძინებ, რომ ერთ დღეს ცუდს გავიგებ და არ მინდა ამ დღემდე ვიცოცხლო, არ მინდა უშენოდ ვსუნთქავდე შვილო. -დედა დაწყნარდი და თავი ხელში აიყვანე, შემომხედე მე აქ ვარ შენს გვერდით. კარზე ზარის ხმა იყო და ნატამ კარი გააღო, კარში ინდირა იდგა და გაოცებული უყურებდა აცრემლებულ დედა-შვილს. -რატომ ტირით, რამე მოხდა? -არა, არა არაფერი ვსაუბრობდით და ცოტა ცრემლი მოგვერია. -მერი დეიდა როგორც ყოველთვის ახლაც გვჩრდილავ თქვენი სილამაზით. -ჩემო გოგო, ჩემო ინდირა შენ ყოველთვის ასეთი თბილი და საყვარელი ხარ, მაგრამ დრო სწრაფად გადის შვილო და მერი დეიდაც ბერდება. -რა დროს სიბერეა, აქეთ გვჭირდები. -მე საჭირო აღარ ვარ უკვე მოვხუცდი. -შეიძლება ასაკი გაქვს, მაგრამ თქვენი საიდუმლო რეცეპტის წყალობით ძალიან ხალგაზრდად გამოიყურებით. -რა საიდუმლო, არანაირი საიდუმლო ..... -თქვენი სილამაზის საიდუმლო უნდა გვასწავლო რომ თქვენს ასაკში ჩვენც ასე ლამაზად და მხნედ გამოვიყურებოდეთ. -როგორ გამაცინე, არანაირი საიდუმლო არ არსებობს, შენ მითხარი როგორ ხარ. -კარგად ვარ, ვმუშაობ არასასურველ ქორწინებაში მყოფთ ვეხმარები განქორწინებაში. იცით ჩემი საქმიანობა. -ეს ყველაფერი შენი არჩევანია, მაგრამ როდის უნდა შექმნა ოჯახი შვილო. -ეს დროც მოვა, ჯერ არ ვჩქარობ. უნდა დაგტოვოთ, ნტა ეს საქაღალდე ალექსანრეს გადაეცი. ინდირამ პატარა ჩაკოცნა, ნატას საქაღალდე დაუტოვა და წავიდა, დედას გაუხარდა შვილის ნახვა და შეპარვით კითხა. -დღეს დარჩები, შენი საყვარელი გუფთა გავაკეთე რომ მითხარი მოვალო, მაგრამ თუ გეჩქარება და უნდა წახვიდე სახლში გაგატან. -არა დავრჩები, მამა სად არის. -აგარაკზე წავიდა, წვიმები რომ იყო თქვა ეზოს შემოვივლი წვიმამ რამე არ გააფუჭოს. შენსკენ რა ხდება, ახალი არაფერი არის? -არ მცალია დედა ჩემი თავისთვის დილას ადრე გავდივარ და საღაოს გვიან ვბრუნდები. -აქ დარჩი შვილო, ძალიან გამხდარი ხარ თბილ კერძს დაგახვედრებ და ადამიანურად შეჭამ. ინდირა იმ ღამით დარჩა დედასთან, კომპიუტერში იმუშავა და გვიან დაწვა, ყავის მძაფრმა სუნმა გააღვიძა და ფრთხილად ადგა, გაოცებულმა შეხედა მის სამუშაო მაგიდასთან მჯდარ მამას. -მამა? მამაკაცი შემობრუნდა და წარბაწეულმა შეხედა მის წინ მდგარ ერთადერთ შვილს და ნაწყენი ხმით უთხრა. -კარგია საკუთარი მამის სახე რომ გახსოვს შვილო. -გაბრაზებული ხარ, მაგრამ მე მომენატრე მამიკო. -არ მჯერა. -მართლა მომენატრე, გვიან იყო რომ დავწექი და რატომ ვერ გავიგე შენი დაბრუნება. -სარკე გაქვს სახლში და შენს თავს ხედავ, რითინ იკვებები ან როდემდე გაგრძელდება ასეთ რეჟიმში მუშაობა. -ჩემს საქმეს არ აქვს ამოწურული დრო, დაკითხვაზე ვარ უფროსო თუ რა ხდება. -არა, დაკითხვაზე არ ხარ და არც ის იფიქრო შენს პირადულში ვერევი, მაგრამ თუ ხვდები და აცნობიერებ რომ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით. -მამა გთხოვ, ნუ დაიწყებ ისევ საყვედურებს. -შენ ჩემი შვილი ხარ ერთადერთი შვილი და არასოდეს მინდოდა ამ სახლიდან შენი წასვლა, მაგრამ ხომ უნდა გესმოდეს რომ შენზე ვნერვიულობთ მეც და დედაშენიც. შენ ნორმალურად მიგაჩნია შენი მუშაობის რეჟიმი? -ვერ ვასწრებ მამა, გვიანობამდე ვრჩები რომ მეორე დღეს ყველა საბუთი მზად მქონდეს, შენც ხომ იურისტი ხარ და იცი თუ როგორი დაძაბული გრაფიკით ვმუშაობთ. -შენი არჩევანი ეს არის, მაგრამ შენი თავიც უნდა გახსოვდეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.