შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრუდე ბილიკები (თავი 6 )


13-02-2024, 21:42
ავტორი თუკა
ნანახია 2 470

საშინლად წვიმდა.
დედმიწას მქუხარე ცრემლებით დასტიროდა ცა..
შეშინებული და ერთიანად ოფლში გაწურული იწვა საწოლში ქეთო და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. მალულად მოუსვა ხელი ქმრის მხარე საწოლს და მხოლოდ შემჩნეული სიცარიელის მერე გაბედა დაძახება.
- აქ ვარ ქეთო, აივანზე ვარ- მოხდა რამე?-
- არაფერი. უბრალოდ რომ არ იწექი შემეშინდა.
- დაწექი და მოვალ.
- არ მეძინება, შენთან მოვალ.
- მოდი, უბრალოდ თბილად მოიცვი - მზრუნველი ქმრის როლი მოირგო და საკუთარ თავზე გაბრაზდა. -რანაირად ახერხებდა რომ ასე მოქცეულიყო. რანაირად გამოსდიოდა როცა ქეთო სიყვარულით არ მოუყვანია, მის დას კი სიყვარულით აშენებეული და ნანატრი ოჯახი ექცეოდა თავზე.
- გიგა, რამე ხდება? ორი დღეა ხმას არ იღებ. შენი და მწერს არ მპასუხობსო.
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი..
- გთხოვ. მოდი ვილაპარაკოთ. შენც დაიცლები, გულზე მოგეშვება , შემომხედე - მისი სახე პატარა ხელებში მოიქცია და ნაზად შეახო ტუჩები .- რომ იცოდე როგორ მიყვარხარ, რამდენი წელიწადია მიყვარხარ,
- ხო?- სიყვარული არსებობს? - დაეჭვებულმა ჰკითხა და მის წინ მჯდარ ცოლს ალმაცერად გახედა.
- რა თქმა უნდა არსებობს. მე ხომ მიყვარხარ.- შემომხედე ჩემთვის შენს იქით არასოდეს არავინ ყოფილა და არც იქნება გიგა. ახლავე რომ მიმატოვო მაინც მხოლოდ შენ მეყვარები. იმდენი წელიწადი ვოცნებობდი შენზე და რომ გაგიცნობდი , დაგინახავდი ..
- ასე გგონია? მეც ასე მეგონა , მინდიაც ასე ოცნებობდა თურმე ჩემს დაზე წლები და რა დაიჭირა ბოლოს? - ჩემი ფეხები !
- რაზე ამბობ? - ხელები შეუშვა ქმარს და განზე გაიწია.
- ჩემს დას განქორწინება უნდა.
- კი მაგრამ ახლა არ გვქონდა ქორწილი?
- და მაგას რა მნიშვნელობა აქვს ქეთო. არ უნდა მეტად მინდიასთან ყოფნა. ბიჭი ხელებში მაკვდება და ეს ლექციებზე დადის გაღიმებული სახით . როგორ გავულამაზო ის ლამაზი სიფათი, კაცი მაინც იყოს რა.
- მეგონა უყვარდა- დანანებით ჩაილაპარაკა და ცრემლები ვერ დამალა.- ახლა რა ეშველება მინდიას? პაპას რა უნდა უთხრა გიგა? შენ არ ითავე მათი სიყვარული?
- საქმეც ეგაა რომ არ ვიცი რა უნდა ვუთხრა !- არ ვიცი და ამიტომაა რომ მეც მინდიასთან ერთად ყოველ წუთს და წამს ვკვდები ქეთო. - არ ვიცი რა გავაკეთო , როგორ მოვიქცე, პაპასთან დარეკვაც კი მეშინია.
- არ ინერვიულო კარგი? მე და ბავშვს გვჭირდები ხო იცი.
- ვიცი , როგორ არ ვიცი.
- გიგა !- მოულოდნელად დაუძახა ქმარს და ფეხზე წამოდგა.- ახლა რომ სისხლის აღება დაიწყონ ამაზე? ან შური იძიონ შენც ხომ იცი პირველ რიგში ჩვენი შვილი იქნება მიზანში.
- დამშვიდდი კარგი? შური ვინ უნდა იძიოს, მინდიამ ჩემს შვილზე? თუ რას ამბობ?
- მინდია რა შუაშია?- მინდიას გარდა გიგაურებში არავინაა? მაგისი გადარეული ბიძაშვილი დაგავიწყდა?
- სისხლს არ აიღებს არავინ დამშვიდდი. პირველ რიგში ამას არ დავუშვებ, მეორეც მინდია ამას არ დაუშვებს და მესამეც კარგად იცი განქორწინებაზე სისხლის აღების წესი არ მოქმედებს. მითუმეტეს ახლა დრო შეიცვალა.
- დრო შეიცვალა? ხოდა ამ შეცვლილ დროში დაგაქორწილეს ძალით ჩემზე. რომელი დრო შეიცვალა. იმათთვის იქ დრო გაჩერებულია. ხო ერთიანად არ ამოგწყვეტავენ , თქვენ ხო მუცოს სათავეში მდგარი გვარი ხართ. მაგრამ ჩემს შვილს რა მოუვა?
- დამშვიდდი!- შენი შვილი ჩემიცაა და ისიც შათეკაურია. ისიც მუცოს თავში მდგარი გვარის გაგრძელებაა. რა ლოგიკაა ვერ გავიგე. - გაბრაზება გაერია ხმაში და ფეხზე წამოდგა.
- ერთხელ მაინც დასვი კითხვა რატომ დაგვაქორწილებს? - რატომ მაინც და მაინც მე და არა სხვა. რატომ არა ზვიადაურების და ოჩიაურების გოგოები? მე რატომ ამომარჩია პაპაშენმა?
- ეხლა ამაზე ლაპარაკის დრო არის?- როგორ გგონია არ ვიკითხე? ვკითხე და ჩუმადაა ხმას არ იღებს. არც ხევისბერი და არც მამაჩემი. რა გავაკეთო მითხარი. როგორ ვათქმევინო ძალით. და ისიც არ ვიცი რას არკვევ. შენ რატომ არ დაინტერესდი ? შენ რატომ არ იკითხე?
- იმიტომ რომ ჩემთვის სულ ერთი იყო და არის მიზეზი !- გადაჭრით უთხრა და ოთახში შევიდა..
სახეზე ირონიული ღიმილი გამოესახა გიგას და თავი ნერვიულად გაიქნია. როგორც ყოველთვის ყველა კამათში დამნაშავე იყო. მაინც ქეთოს გამარჯვებით სრულდებოდა ყველაფერი. ახლაც ასე მოიქცა. თავის დაწყებულ კამათში გამარჯვება მოიპოვა და ცარიელ მოედანზე დატოვა მამაკაცი.
მაგრამ ახლა სრულებით არ ადარდებდა მიზეზი გიგას.
მისი საწუხარი მხოლოდ მინდია და თაია იყო.
ვერაფრით იაზრებდა როგორ უნდა მოქცეულლიყო, რა უნდა გაეკეთებინა რომ პაპამისს არაფერი გაეგო.
**

ნერვებდაგლეჯილი შეყურებდა ნიკოლოზი გიგას და ხმას არ იღებდა. იცდიდა თავად როდის დაიწყებდა საუბარს, მაგრამ ამ მოლოდინში უკვე მესამე საათი იწურებოდა.
- რა ხდება შვილო, იტყვი თუ არა? - ბოლოს მაინც იკითხა და ჯერ ცოლს გახედა შემდეგ შვილს.
- რა ხდება ვერ გავიგე?- გაოცებულმა შეხედა მამას .
- რატომაა თაია აქ.
- მე რატომ მეკითხები, თაიას კითხე მიზეზი?
- კი, მითხრა ვიკამათეთო.
- აჰა, ესეიგი გცოდნია.
- გიგა-თქო !- ხმაში სიმკაცრე გაერია ნინოს და შვილისკენ მიიწია. - რა ხდება დედიკო. შენ ხომ სიმართლე იცი. ვიცით რომ მინდია არაფერს გიმალავს.
- დედიკო , მინდია ზუსტადაც რომ მიმალავს. ამბობს რომ მათი საქმეა და ასეცაა. აცადე რა თავად მოგვარდებიან.
- როგორ მოგვარდებიან შვილო, მთელი ღამე თაიას ტირილის ხმა გვესმის , დილით გადაღლილი გამოდის ოთახიდან და საუზმის გარეშე მიდის უნივერსიტეტში.
- კარგია. უნივერსიტეტში სიარულის თავი თუ აქვს. ესეიგი არც ისე ცუდად ყოფილა.
- რა საზიზღარი ბიჭი ხარ !- გამწარებული წამოხტა ნინო და შვილს წინ დაუდგა.- ის შენი დაა? სულ არ გეცოდება? ასეთი უგულო როდის გახდი?
- მე ვარ უგულო? - ამას მე მეუბნებით? ორივე თან. მე ვარ უგულო აბა რა. მე ვარ გულქვა. მე დავხარე თავი პაპას გულისთვის. მე მივიღე მორიგი დარტყმა თაიას გამო და მე ვარ უგულო. მადლობა დედა.
- გიგას ბრალი არაფერია- გადაჭრით თქვა ოთახში შემოსულმა თაიამ და დედას ალმაცერად გახედა. - სწორია ჩემი ცხოვრებაა ჩემი შეცდომებია და მე თავად უნდა გამოვასწორო. გიგა რა შუაშია?
- თაია შენ არ გესმის დედიკო ..
- ძალიან კარგად მესმის დედიკო. როცა ქეთოზე ქორწილი აიძულეთ ყველამ პაპას გული არ ეტკინოსო მაშინ ხომ არ იყო გულქვა, ახლა რატომაა ? მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი და მინდიას პრობლემეზე არ დაიწყო ჭორაობა? - ეს ჩემი ცხოვრებაა. დედა, მე თავად მოვაგვარებ. დამშვიდდი ხვალ სახლში ვბრუნდები ასე რომ პრობლემა აღარ არსებობს.
- როგორ მიხარია რომ შერიგდით - სიხარულით წავიდა შვილისკენ ნინო და გულში ჩაიკრა. თუდა გიგას დის თვალებში არსებული ტკივილის დანახვა უფრო მარტივად შეეძლო ვიდრე საკუთარ მშობლებს.
აივანზე ისხდნენ ისე როგორც ადრე.
სანამ საკუთარ ოჯახებს შექმნიდნენ ზუსტად ისე და ყავას სვავდნენ.
არ იცოდა როგორ ეთქვა ძმისთვის სიმართლე..
არც გიგამ იცოდა როგორ დაეწყო საუბარი...
ორივეს ერიდებოდა და ორივეს სტკიოდა. სცხვენოდა კიდევაც საკუთარი ძმის თაიას. მის გამო მერამდენედ იტანდა ლანძღვას.
მათი დუმილი ბოლოს ტელეფონის ზარმა დაარღვია და ერკანზე დაწერილი სახელის დანახვაზე ალმაცერად გახედა დას. კარგა ხნის საუბრის მერე ტელეფონი კუთვნილ ადგილს დაუბრუნა და ნელა შეახო დას ხელი ნიკაპზე და თავისკენ შემობრუნებას შეეცადა. აქამდე გაშტერებული რომ შეყურებდა მოციმციმე შუქნიშანს.
- ის რაც მინდიამ მითხრა სიმართლეა? - თაია შემომხედე.
- რა გითხრა რო ?
- სახლში მართლა ბრუნდები?
- კი..
- ანუ გაპატია? თაია შემომხედე ,თაია-თქო !- ბრაზი გაერია ხმაში და მის წინ დაიმუხლა. ლოყებზე ნაკადულად დადენილი ცემლების დანახვაზე გული მიეწურა და თავისკენ მისწია და. რამოდენიმე წამს აცალა ისე როგორც ბავშობაში მის მკერდს მიყუდებულს რომ ეტირა და ფრთხილად აკოცა შუბლზე.- მითხარი რა ხდება.
- არ მაპატია და არც არასოდეს მაპატიებს ხომ იცი. არც ველოდები მისგან პატიებას გიგა. უბრალოდ დროებით ისევ ერთ სახლში ვიცხოვრებთ მე სხვა ოთახში ის სხვა და ასე. არ უნდა რომ პაპამ ინერვიულოს. ამას ვერ გადაიტანსო ამბობს.
- არც კი ვიცი რა ვთქვა- გულგატეხილმა თქვა და იატაკზე მოწყვეტით დაჯდა. - რას ვიფიქრებდი ასე თუ მოხდებოდა. რომ მცოდნოდა. არადა მეგონა მართლა გიყვარდა თაია.
- რას იფიქრებდი არა? მე ამდენი ხანი მიყვარდა მინდია და ვუღალატე და შენ ერთხელაც არ გიღალატია ქალისთვის რომელსაც არც კი იცნობდი. ამიხსენი როგორ მოახერხე მისი ასე გათავისება, რა აქვს ამ გოგოს ასეთი? ან შენ რანაირად ხარ ასეთი ერთგული?
- რა სისულელეს ლაპარაკობ ახლა ხვდები?
- სისულელეა? უცხო ქალის ასე შეყვარება?
- თაია მორჩი. უკვე ნერვებზე თამაშობ. ჯობია წავიდე უკვე გვიანია. წამოდი გინდა შენც ჩემთან? ქეთოს გაუხარდება..
- არ მინდა, აქაც კარგად ვარ. მაგრამ სანამ წახვალ მაინც გკთხავ კიდევ ერთხელ.
- რა გინდა რა? რა არ გასვენებს გამაგებინე .
- გაარკვიე რატომ მოგაყვანინა პაპამ ქეთომ ცოლად.
- შენ რა იყო რამე იცი? მერამდენედ მეკითხები ამას.
- არაფერი არ ვიცი , მაგრამ მაინც იქნებ გაარკვიო რაღაცა ამბავი იქნება მანდ და როგორც ყოველთვის ახლაც გაგვასულელეს.
- ძალიან გთხოვ, დაიძინე კარგი?- დამშვიდდი და დაიძინე. - ნერვებზე აშლილმა უთხრა დას და აივანზე მარტო დატოვა.
**
- ოდესმე სიმართლეს გაიგებენ, და მერე როგორ შევხედო ჩემს შვილს თვალებში. მერე როგორ უნდა ვიმართლოთ თავი დავით. მერე რა პასუხი გავცე, როცა მკითხავს რატომ არ შეუშალე ხელი მათ ქორწინებას. - ქმრის მხარზე ქვითინებდა მარიამი და ნერვებს ვერაფრით იმშვიდებდა.
- ვერაფერს გაიგებენ, ან ვინ ეტყვით? მარიამ დამშვიდდი. და მეორეც ყველაფერი ხომ ისე არაა, როგორც ლაპარაკობენ
- და აბა როგორაა? შენ იცი გიგა რას იზავს? ცეცხლი დააქვს მაგ ბიჭს გულით დავით ამას ვერ იაზრებთ თქვენ ხო? ვერ ხედავ სადამდე დავედით? შენი შვილი უკვე შვილს ელოდება, ისე მოუწამლა გონება მისმა სიყვარულმა ყველაფერზე თანახმა იქნება.
- აზვიადებ- ამაოდ ესაუბრებოდა ცოლს და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. - ჩვენ ხომ ყველაფერი ასე არ გვინდოდა?! ეს ყველაფერი ხომ ხევისბერმა და მამამ მოიფიქრეს, ჩვენ მათ წინაშე არაფერი დაგვიშავებია მარიამ, შემომხედე, ცრემლები მოიშორე და შემომხედე. არაფერი არ ხდება.
- არ ხდება? ადამიანი მოვკალით . ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს !- მოვკალით და ხელი არ შეგვიშალეს, ხელი შეგვიწყვეს ამაში. ყველანი დამნაშავეები ვართ. ჩუმად არიან მხოლოდ იმიტომ რომ თავიაანთ სახელს უფრთხილდება ყველა, ამას ხვდები ?!
- ახლა მთავარია გიგამ არაფერი გაიგოს. ყოველთვის მხოლოდ ამისი მეშინოდა. თორემ დანარჩენი ჩვენთვის საფრთხეს არ წამოადგენს.
- იქნებ ჯობდეს ქეთოს სიმართლე ვუთხრათ, მზად იყოს ამისთვის
- რისთვის?- ერთიანად შეუშვა ხელები ცოლს და განზე გაიწია?
- იმისთვის რომ გიგა მიატოვებს!
- ქალო , შენ ხომ არ გადაირიე? რა იცი რომ მიატოვებს და მეორეც ორსულ გოგოს ეგ როგორ უნდა უთხრა?
- ნეტავ არც შემდგარიყო ეს ქორწინება. ნეტავ გიგას თანხმობა არ ეთქვა. მაგრამ ეგ საწყალი ბიჭიც ხევისბერის მსხვერწლია ისევე როგორც ჩვენ ყველანი. ცრემლით დანამული სახე მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა. - აი, ამიტომ არ მინდოდა მათი დაქორწილება. აიჩემეთ ეს ყველაფერი და ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს.
- ყველანი დამნაშავეები ვართ .
- ყველანი? ყველანი კი არა ერთადერთი დამნაშვე აქ ხევისბერია. - განა მისი იდეა არ იყო აკვანშივე დანიშვნა? მან არ მოიგონა ეს ყველაფერი?
- მარიამ საკმარისი !- გადაჭრით უთხრა ცოლს და დივანზე დააბრუნა. - დავიღალე გესმის? ყოველ დღე ამაზე ვსაუბრობთ , მას მერე რაც ქეთო გათხოვდა მარიამ. სულიერად დავიღალე. მეც ვნერვიულობ მაგრამ ხომ ხედავ არაფერს ვამბობ. იმას მაინც თუ ამჩნევ შენს შვილს როგორ უყვარს ქმარი?
- ხოდა მაგას ვამბობ! დააბრმავა ამ სიყვარულმა-თქო.
- სიყვარული აბრმავებს . ახლა მიხვდი? ჩვენს თავზე არ გამოვცადეთ ეს? რატომ გიკვირს ვერ ვიგებ !- გაბრაზება მოეძალა და ცოლის ხელები მუხლებზე დაიწყო.
- ნეტავ სხვას დაებრმავებინა ქეთოს გული და თვალები სიყვარულით დათო და არა შათეკაურების ბიჭს. ნეტამც ბიჭები დამეჩინა მარტო.
- რას ბოდავ ქალო!- უკვე ზედმეტია მარიამ. უკვე პათოლოგიურად ხარ დამოკიდებული ამ საკითზე. მორჩა დასრულდა ამაზე მეტად ხმა არ გავიგონო შენი - სწრაფად წამოდგა ფეხზე და რკინის მძიმე კარები გაიხურა ზურგს უკან..
გახევებული იდგა კედელს იქეთ თამრი და ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა გონს . ის რაც მშობლებისაგან მოისმინა. ის რაც გაიგონა რა უნდა ყოფილიყო.
რა დანაშაულზე და რა სიმართლეზე საუბრობდნენ .
რატომ უნდა მიეტოვებინა გიგას ქეთო . რას მალავდნენ ვერაფრით ხვდებოდა, მაგრამ როგორც დანარჩენი სხვა ამბები არც ამ ამბის გაგება გაუჭირდებოდა ზუსტად იცოდა.
**
ჩაფიქრებული იჯდა ნიკოლოზი , თავზე ძლიერი ხელები შემოეჭდო და ერთ ადგილს უყურებდა გაშტერებული. ოცდასამი წლის წინათ მომხდარი ამბავი ჯერ კიდევ უპობდა გულს შუაზე. ჯერ კიდევ არ უნელდებოდა ჭრილობა. ჯერ კიდევ არ აცდიდა ამოსუნთქვას და მშვიდად ძლს.
ყოველ ღამით უწვდიდა ხელებს ძმა საშველად. სულს უფორიაქებდა და მთებს შორის დაკარგული ვერ პოულობდა საშველს.
როგორც მაშინ ახლაც საშინლად წვიმა. ცა დედამიწას დასტიროდა თითქოს. უეცრად ჭექა-ქუხილმა გააყრუა მიდამო და კოკისპირულად დაეშა წვიმა ფერდობზე.. ქარმა ცაზე შავი ღრუბლები წამოლალა და ერთად შეაგროვა..
- რა ხდება? - აჭრილი თვალებით შეხედა ნინომ და მხარზე შეახო ტუჩები..
- ოდესმე დავძლევ და გადავლახავ ამ ტკივილს ალბათ.
- გადავლახავთ ერთად. მომისმინე- ნელა ააწევინა თავი და ცრემლით დანამულ თვალებზე აკოცა ქმარს. - დაბლა შენები ნერვიულობენ, ნუღად დავუმატებთ კარგი? ხევისბერს ისედაც არ ადევს ფერი დილიდან ხო იცი როგორი რკინის კაცია არაფერს იტყვის და გულს აიტკიებს. წამოდი ჩავიდეთ საუზმე მოვამზადე. სადაცაა ალბათ ჩვენებიც ჩამოვლენ.
- ამხელა გზაზე ქეთოც მოყავთ?
- არა ქეთომ დარეკა და ბოდიში მოიხადა. თბილისში დარჩა. დანარჩენები მოდიამ.
- კარგი, ჩავიდეთ . ნაზად შემოხვია ცოლს ხელი და კიბეებისკენ წავიდა.
ფეჩის წინ მდგარ კუშეტკაზე იჯდა ხევისბერი და პატარა ჯოხს დაყრდნობოდა ორივე ხელით. მოხუცის ჯაფისაგან დაკოჟრილი ხელები მთელს სამყაროს იტევდა ერთად. ნელა აატრიალა მზერა და ფანჯრებზე მოხეთქებულ წვიმას გაუქნია თავი ,შიგადაშიგ ხორხოშელას ურევდა და ხევისბერს აგრძნობინებდა თითქოს ჯერ კიდევ შემწევს ძალაო.
- როგორ ხარ მამა?- გვერდზე მიუჯდა და მუხლზე დაადო ხელი.
- არცრა - მშვიდად გაეპასუხა და მხრები აიწურა.
- დიდი დრო გავიდა, ძალიან დიდი დრო. მაგრამ ვიცი რომ შენ ყველაზე მეტად გტკივა. როგორც მაშინ ახლაც არ ვიცი რა უნდა გითხრა..
- არც რა შვილო, არც რა. ცხოვრება რთულია. ღმერთის ნებას ვინ გაქცევ რომ ჩვენ წავიდეთ. დიდი ხანი იმის შემდეგ რაც თორღვაი ...
- მოდი არ გვინდა კარგი? ვიცი რომ გტკივა, მეც ძალიან მტკივა მამა, მაგრამ ბევრმა წყალმა ჩაიარა მას მერე, მეტად ნუღარ გახსნი ისედაც გახსნილ ჭრილობას.
- მართალ ხარ ბალღო. ჩემ ტკივილ ჩემთვინ იყოს. ეგრე სჯობდეს. ძნელ არს ვიცი.
- მამა. დროა დავასრულოთ გლოვა. ძალიან დიდი ხანი გავიდა. შენც იცი რომ თორღვა მუდამ იქნება ჩვენს გულებში და ვერასოდეს სანამ ცოცხალი ვარ ჩემს თავს ვერ ვაპატიებ იმ დღეს მამა. ახლაც არ ვიცი როგორ ჩამეძინა, როგორ ვერ მივხვდი რომ ჩემი ძმა გასაჭირში იყო.
- სდექ ბალღო !- გადაჭრით წარმოთქვა ხევისბერმა და ბებერი ძვლებით წამოიმართა ზეზე. - შენი დანაშაული არც რა. განგების ბრალია . საკმარისია დღეისათვის.
უკანასკნელი სიტყვები დანანებით წარმოთქვა და ოთახიდან გავიდა.
მარტოდ დარჩენილს ერთიანად მოაწვა სევდა და ცხარე ცრემლები გადმოუგორდა .. იცოდა საკუთარი დანაშაულის შესახებ და ისიც იცოდა ამ ტკივილს ვერანაირი წვიმა ვერ წალეკავდა. ყელში ბურთად გაეჩხირა ტკივილი და თავი დანანებით გაიქნია. გავიდოდა დრო და ყველა გაიგებდა სიმართლეს. ყველა მის საფლავს ზიზღის გახედავდა და ვინ იცის დააფურთხებდა კიდევაც ზოგიერი იმის გამო რომ ამხელა დანაშაული ჩაიდინა ყველასათვის ზედმეტად სამართლიანმა კაცმა. იქნებ ნანობდა კიდევაც საკუთარ დაშვებულ შეცდომას, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი გვიანი იყო. ახლა სინანულსაც არ ჰქონდა აზრი.
ერთიანად გაიელვა ცაზე და მთებმა ბანი მისცეს მაშინვე მქუხარე ხმით. ერთიანად დასცხო წვიმამ და ეზოში შემოლაგებული ბიჭები თავიდან ფეხებამდე დაასველა. წვიმაში გალუმპულები შეცვივდნენ ოთახში და ფეჩის წინ მჯდარ ნიკოლოზს შეავლეს თვალი.
იმ დღეს ყველა ერთიანად დუმდა. ყველას ერთი ტკივილი ამოძრავებდა. არ იცოდა გიგამ რა უნდა ეთქვა არც მამისთვის არც პაპისთვის და არც ძმაკაცისათვის რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა და მაქსიმალურად არიდებდა თავს საკუთარ ცოლს.
- რატომ არ დამირეკე ?- ნაწყენი ხმა გაისმა ტელეფონში და სახეზე ღიმილი მოედო გიგას.- როგორ ახერხებდა ეს გოგო ასე მის სულამდე ჩასვლას და იქ დაბუდებას .
- არ იჭერდა ტელეფონი ქეთო, ხო იცი აქ როგორცაა.
- მთელი დღე გიგა? - ის მაინც გეთქვა რომ ჩახვედით .
- მართლა არ იჭერდა ტელეფონი. როგორ გგონია და დაგირეკავდი? როგორც კი დაიჭირა მაშინვე დაგირეკე. თქვენ როგორ ხართ? მოვიდა შენი და, მარტო ხომ არ ხარ? - სიყვარულით ჰკითხა ცოლს და გაუღიმა.
- კარგად. უბრალოდ მოგვენატრე.
- მეც ძალიან მომენატრეთ . ხვალ უკვე თბილისში ვიქნები არ მოიწყინო კარგი?
- კარგი , მაგრამ უკვე მოვიწყინე.
- ქეთოო - სიცილით უთხრა ცოლს და გული ერთიანად გაუთბა.
- კარგი არ ინერვიულო. მართლა, კარგად ვართ. თამარა დეიდა კარგად გვივლის შენს მითითებებს ასრულებს. დილიდან რა არ გვაჭამა.
- ჭკვიანი გოგოა აბა რა.
- როგორც დამარიგე ისე ვიქცევი სიძე - ტელეფონის ეკრანში უმალ შეყო თავი და გაიკრიჭა. ხო ხედავ რა კარგი გოგო ვარ.
- საოცრება თამრი. ლეგენდა ხარ. - არ მოაწყინო ჩემი ცოლი ამ ღამით და ისე არ დაგტოვებ.
- იცოდე ვიმახსოვრებ.
- რაზეა ლაპარაკი - ხევსური კაცის სიტყვას გაძლევ . - მიდით აბა ჭკვიანად და ხვალ საღამოს ჩამოვალ.
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სახლისკენ დატრიალდა რომ ადგილზე შეხტა მთასავით კაცი და სწრაფად მიიდო გულზე ხელი.
- შენ ხო არ გაჟრიალებს ძმაო? - გული გამიხეთზე, რას დგახარ მოჩვენებსავით ამ შუაღამეს.
- მისმინე. ამაღამ ჩემს სახლში წავალ.
- სად შენს სახლში წახვალ, ხო არ გადაირიე? წახვალ და შენს ცოლს აქ დატოვებ? ხევისბერს შენ გასცემ პასუხს მაშინ.
- აქ ვერ დავრჩები გიგა..
- ახურებ მინდი. ისეთი ნასვამი ხარ, ფეხზე ვერ დგახარ. სად შენს სახლში გადახვალ და რა ლაპარაკია. მიდი ადი დაწექი და დაგეძინება ეგრევე.
- ჩემი არ გესმის .
- მესმის ! - მაგრამ რა გავაკეთო. შენს ცოლს ჩემს ოთახში ხომ ვერ გავიყვან? მთაში ვართ მინდია !- ერთი ღამე აიტანე, ჩემი ხათრით რა. - წამო შევიდეთ მაგრად ცივა - ხელი შემოხვია მხარზე და სახლში ფეხების თრევით შეიყვანა. ნელა აუყვა კიბეებს და ოთახის კარი ფრთხილად შეხსნა . საწოლის კიდეზე იჯდა თაია და ცრემლიანი თვალბით ელოდებოდა ქმარს. - მიხედავ შენს ქმარს? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა დას და მინდია ოთახში შეუშვა.
- რა თქმა უნდა. შემოდი მოდი- მკლავში მოჰკიდა ხელი და საწოლისკენ წაიყვანა.
- თვითონ წამოვალ - ხელი აუქნია ცოლს და სახეზე ირონია გამოესახა. -თვითონაც მოვახერხებ უშენოდ.
- კარგი როგორც გინდა- ხელები ჰაერში ასწია და საწოლის კუთვნილ მხარეს მიწვა.
- აქ უნდა იწვე ? - მოულოდნელად წამოხტა ფეხზე და გაავებული მზერა შეავლო გოგოს.
- აბა სად წავიდე?
- სადაც გინდა. შენი ძმა სახლში არ მიშვებს. ეს ხომ შენი სახლია. შენ წადი სადმე. ისეთ ადგილას დაწექი რომ არ დაგინახო. რომ ყოველ შენს დანახვაზე თავიდან არ მოვკვდე გოგო. არ გამახსენდეს როგორ დამინგრიე ერთ წამში ნაფერები სიყვარული. - მოწყვეტით დაჯდა იატაკზე და საწოლს ზურგით მიეყრდნო. - როგორ გამიკეთე ასეთი რამე. რამდენი წელიწადი შენს გამოხედვაზე ვოცნებობდი. ჩემს ოცნებად გაქციე, გაგაღმერთე და მანდ დავუშვი შეცდომა..
- მინდია მაპატიე გთხოვ. - მის წინ დაიმუხლა და ლოყებზე ჩამოდენილი ცრემლი მოაშორა.- მაპატიე გეხვეწები. არ ვიცი რა დამემართა. ძალიან მიყვარხარ მართლა.
- გიყვარვარ? საყვარელ ადამიანს ასე არ ექცევიან თაია. ის რაც შენ გააკეთე. პირველ რიგში შენს თავს არ ეცი პატივი . და მერე მე. არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. ზედმეტად შეგიყვარე. ზედმეტად ვიოცნებე შენზე. მაგრამ იცოდე რომ ჩემსავით არავის ეყვარები. უბრალოდ ვერავინ შეძლებს სხვა ისე შეგიყვაროს როგორც მე.
- ვიცი, და მაპატიე თუ შეგიძლია. დაგელოდები რამდენი ხანიც გინდა. ოღონდ მაპატიე ეს შეცდომა. დავივიწყოთ , მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
- არ შემიძლია. გიყურებ და არ ვიცი ვინ ხარ. მეზიზღები. შენი მთელი სხეული მეზიზღება. შენი ლურჯი თვალების დანახვაზე სული მეხუთება გოგო. - გაავებულმა გამოსცრა კბილებზე და ძლივს წამოდგა ფეხზე. - რა იქნებოდა იმ ღამეს არდოტს არ გადავერჩინე! - რა იქნებოდა შავ მიწას ამოფარებული ვყოფილიყავი !
- ამას როგორ ამბობ. გთხოვ ასე ნუ ლაპარაკობ. გთხოვ. გპირდები არ შეგეხები. - აი აქ სავარძელზე ვიჯდები მთელი ღამე, შენ დაწექი და დაიძინე. ოღონდ არასოდეს თქვა რომ სიკვდილი გერჩივნა.
- მომეშვი . არ შემეხო , შენი ბინძური ხელები არ შემახო. ისედაც საკუთარი თავიც მძულს რომ შენს გვერდით მიწვს ისეც ცხოვრება. ნეტავ გიგას არაფერი გაეკეთებინა. ან ხევისბერს ეთქვა უარი. ასე მაინც არ ვიქნებოდი გულნატკენი. შორიდან მაინც მეყვარებოდი .
- კარგი დამშვიდდი და დაწექი მოდი აქ. - ფრთხილად დასვა საწოლზე და გვერდით მიუჯდა. ათრთოლებული ხელი ჩამოუსვა ქმარს სახეზე და ტკივილისაგან ერთიანად დაუარა ტანში ცივმა ტალღამ. - ოდესმე იქნებ მაპატიო რაც გავაკეთე. იქნებ ისევ შეძლო და გული მოიბრუნო ჩემკენ. იქნებ ისევ დაინახო ჩემს თვალებში მზე.
- ჩემთვის მზე დიდი ხანია ჩაესვენა - ჩუმად ჩაიფრუტუნა და ძილმა წაიღო ...
ერთიანად ტკივილს ატანილი იჯდა თაია და ჩამოქუფრულ ცას გაჰყურებდა. დილანდელ წვიმას გადაეღო აღარც ხორხოშელა მოდიოდა, მაგრამ ღრუბელთა ლეგას ისევ ერთიანად მოეყარა თავი. ისევ თავიდან აპირებდა წვიმის დაწყებას. თვალებში უმალ ჩაუდგა ცრემლი და ნახევრად მიწოლილ ქმარს გახედა. ნერვიულობისაგან სახე დალეოდა. მერამდენე დღე იყო ნახევრად არ ეძინა. ღამეებს თეთრად ათენებდა ტანჯვაში.
საკუთარ თავზე მოერია ბრაზი.
ასე როგორ მოიქცა. როგორ დაეცა აქამდე. ახლა სად იყო გაჩხერილი სადღაც შუაში. აღარც მოსიყვარულე ქმარი ჰყავდა და არც ძმა რომელიც კედელივით ედგა ზურგს უკან მუდამ.

**
მგზავრობისაგან გადაღლილი გადაწვა საწოლზე გიგა და თვალები მილულა. როგორ უნდოდა დაძინება. მერამდენე ღამე იყო წესიერად არ სძინებია.
საძინებელში შესული ქეთოს დანახვაზე სახეზე ღიმილი მოედო და საწოლის მეორე მხარეს დაურტყა ხელი.
ნელა მიიწვინა გოგო მკერდზე და ძლიერი ხელები შემოხვია.
- როგორ მომენატრე - ჩუმად უჩურჩულა და თავზე შეახო ტუჩები.
- ჩვენც ძალიან - აჟიტირებულმა უპასუხა და საკოცნელად აიწია. - გიგას ამღვრეული მზერის დანახვაზე ერთიანად აიტანა სურვილმა და ქმრისკენ გაიწია. - ისე მიყვარხარ. ხანდახან მგონია რომ გავგიჟდები - ტუჩებზე დააფრქვია და გამომშრალ ყელში ნელა გადააგორა ნერწყვი გიგა.
- დარწმუნებული ხარ რომ შეიძლება? - ფრთხილად დაუსვა ოდნავ წამოზრდილ მუცელზე ხელი და ცოლის პასუხის მოლოდინში ერთიანად გაეხვია ჟინმორეულ სურვილში. ფრთხილად წაატანა ხელი მაისურის კიდეში და ზედმეტი ტანსაცმლისაგან გაათავისუფლა.
გათეთრებულ ჭერს შეჰყურებდა და ნაზად უსვამდა თითის წვერებს ხერხემლის მიმართულებით გოგოს. გატრუნული იწვა და მაქსიმალურად ცდილობდა სიამოვნების ბოლომდე გათავისებას. ერთიანად იგრძნო გულზე რაღაცა სიმძიმე. ნელა გადასწია ქეთო მეორე მხარეს და საწოლში წამოჯდა.
- ცუდად ხარ? - ფერდაკარგული აეკრა მხარზე შიშველი მკერდით .
- არა. არაფერია. მისმინე- ნელა დატრიალდა მისკენ და უწესრიგოდ მიგდებული საბანი მხრებზე შემოახვია . სამსახურში რაღაც კორპორატიული გვაქვს. ცოტა ხნით წავიდეთ და მელევე წამოვიდეთ კარგი? გურამისთანაა პატარა წვეულება რომ არ მივიდეთ ძალიან ეწყინება.
- მეც მოვდივარ? იქ რა უნდა გავაკეთო?
- არაფერი , ყველა თავისი მეორე ნახევრით იქნება. არ გინდა რომ ჩემთან ერთად იყო?- დაეჭვებულმა კითხა და საწოლიდან წამოდგა. საწოლის ბოლოში უპატრონოდ დაგდებულ შარვალს სტაცა ხელი და სწრაფად ამოიცვა.
- მინდა. უბრალოდ მეგონა რომ შენ ასეთი რაღაცეები არ მოგწონდა.
- საიდან მოიტანე ქეთევან? აი უბრალოდ საიდან მოგაქვს ასეთი რაღაცეები არ ვიცი რა - გაცხარებულით უთხრა და აივანზე გავიდა.
- კარგი მაპატიე არ მინდოდა გწყენოდა.
- ხანდახან ისე იქცევი, და ისე საუბრობ ვინმემ რომ გისმინოს იტყვის რომ ფეხებზე და სულ ერთი ხარ ჩემთვის. - ძალიან გთხოვ ქეთო. ახლა ისედაც ძალიან მძიმედ ვარ. სახლში მოსვლა, შენი დანახვა და მოფერება მიხარია. გთხოვ ამას ნუ გადამაყვარებ რა.
- კარგი მართლა მაპატიე.
- საპატიბელი არაფერია, ნუ ნერვილობ, ვიცი რომ რთულია შენთვისაც რაღაცეები. უბრალოდ ზედმეტად არ იფიქრო რაღაცეებზე. მიდი ახლა გაემზადე , და წავიდეთ .
- კარგი - ღიმილით უთხრა და ვნებიანი კოცნა დაუტოვა ქმარს.
ოთახის კუთხეში მდგარი მაგიდისაკენ გააპარა მზერა მაიკომ და გულმა ნერვიულობისაგან დაუწყო ფართხალი. ელოდა რომ იქ იქნებოდა გიგა, მაგრამ არა ცოლთან ერთად. ამას ვერ აანალიზებდა. კაცი რომელიც სულ რამოდენიმე თვის წინათ მისი იყო ახლა სხვისი ქმარი ერქვა. გამომშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა და მაგიდისკანე დაიძრა.
- საღამ მშვიდობის- ომახიანად დაიძახა და ქეთოს წინ მდგარ სკამზე დაეშვა.
- საღამო მშვიდობის მაიკო- ღიმილით უთხრა გურამმა და ალმაცერად გააპარა მზერა გიგასკენ. გაახსენდა მისი ნათქვამი და თვალებით ანიშნა არაფერია სანერვიულოო.
უკვე კარგად გვიანი იყო, ანთებული ბუხრის წინ რომ მოიყარეს თავი გოგონებმა და ქეთოც გვერდით მოისვეს. მისი და გიგას სიყვარულის ამბავი, მთის ინტერესი მოსვენებას არ აძლევდა ხალხს და კითხვას კითხვაზე უსვავდნენ.
- რთული არაა უცხო კაცთან ცხოვრება? - როგორც კი მარტოები დარჩნენ მაშინვე ჰკითხა მაიკომ და წელში გასწორდა.
- რას ნიშნავს უცხო კაცთან , ვერ მივხვდი - წამიერად დაიბნა და ნერვიულად ჩამოისვა ხელები თმაზე.
- გიგა ხომ შენთვის უცხო იყო, როცა გაყევი.
- არა, საიდან მოიტანე. გიგას ბავშობიდან ვიცნობ. ჩვენი ნიშნობაც ადრიანად მოხდა. და უცხო ვერასოდეს იქნება ის ადამიანი რომელიც გიყვარს.
- ხო? არადა გიგა წინააღმდეგი იყო ამ ქორწილის. არ უნდოდა. შენგან და ამ ქორწილისაგან თავის დასაღწევად ჩემთან გამოიქცა. მაგრამ ხომ ხედავ იმ კაცმა თავისი გაიტანა და ახლა მისი ცოლი ხარ. ეს გინდოდა? ბედნიერი ხარ რომ სხვას ცხოვრება დაუნგრიე და სიყვარული წაართვი ?
- მართლა არ მესმის რაზე საუბრობ. - ნელა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
- მაშინ აგიხსნი - გაღიზიანება ვერ დამალა და წინ გადაუდგა. გიგას მე ვუყვარდი და ჩვენს ერთად გატარებულ პერიოდს თუ ჩავთლით ახლაც ვუყვარვარ. შეუძლებელია უბრალოდ, ასე მალე დაევიწყებინა ის ყველაფერი. იმ ბებერი კაცის გამო დათანხმდა შენთან ქორწილს, თორემ რა გგონია შენზე გიჟდება?
- საერთოდ არ მაინტერესებს შენი აზრები. პირიქით სულ ერთია რას ამბობ და რას ფიქრობ. ჩემს ქმარს რომ არ ვუყვარდე ამხელა სითბო და ზრუნვა არ ექნებოდა არც ჩემს მიმართ და არც ჩვენი შვილის მიმართ. მესმის რომ ეჭვიანობ და ჭკუიდან იშლები რომ გიგამ მე ამირჩია.
- ხო?
- მოდი სიმართლეს გეტყვი. უარის თქმა მარტივად შეეძლო გიგას. იმიტომ რომ ხევისბერი შვილიშვილს გულიდან არ მოიგლეჯდა. მაგრამ მე ამირჩია. ახლა კი დასკვნა შენ თვითნ გააკეთე- ღიმილით უთხრა და გიგას მიმართულებით წავიდა.
ამღვრეული მზერა მიაპყრო ცოლს და სახეზე ღიმილი გამოესახა. ნაზად დაუსვა ოდნავ წამოზრდილ მუცელზე ხელი და ფეხზე წამოდგა.
ფეხსაცმელები უწესრიგოდ მიყარა შემოსასვლელში და სამზარეულოსაკენ წავიდა პირდაპირ. ჩაიდანი შემოდგა გაზზე და მის უკან მდგარ გიგას გახედა. ცრემლები ერთიანად მოაწვა ქეთოს და ლოყებზე ჩამოუგორდა.
- რა ხდება?- შეშინებულმა და დაბნეულმა ჰკითხა და ცერა თითებით მოაშორა სახიდან მლაშე სითხე.
- რატომ არ მითხარი რომ მაიკო იყო ის ქალი ვის გამოც ზურგი მაქციე? მასთან რატომ წამიყვანე გიგა?
- შენ რა იცი? - გაოცებულმა დაიხია ორიოდე ნაბიჯით უკან და მაგრად მიიჭირა ხელები თავზე.
- თავად მითხრა.
- რა გითხრა , ის რომ მის გამო ვამბობდი უარს?
- კი.
- ღმერთო ჩემო როგორ დავიღალე , შენ არც კი იცი ქეთო.ხანდახან ვფიქრობ რომ საერთოდ გავიქცე ამ ყველაფრიდან. შენი ერთი და იგივე კითხვებიდან თავი ვერ დავაღწიე. უარს იმიტომ ვამბობდი რომ არ გიცნობდი, არ ვიცოდი ვინ იყავი. მოვიდნენ და ცოლი უნდა მოიყვანოო, რა უნდა მექნა? რას ელოდი? რომ ტაშის კვრით შევხვდებოდი ამ გადაწყვეტილებას? ვერც კი წარმოიდგენ როგორ დავიღალე. ყელამდე ვარ სავსე.
- გიგა .
- არავითარი გიგა. წადი დაწექი და დაიძინე. ოდესმე გაიგებ, მიხვდები ან გაიაზრებ ამ ყველაფერს.
- გააზრებული მაქვს!
- არ გეტყობა რაღაც!- გააზრებული რომ გქონდეს ამ დღეში არ იქნებოდი გოგო !- ხმას აუწია და გაბრაზებული მზერა შეანათა ცოლს. ნეტავ მე არ ვყოფილიყავი ხევისბერი შვილიშვილი, ნეტავ არასოდეს დავენიშნეთ პაპას. ნეტავ ეს ათასგვარი პასუხისმგებლობა არ აეკიდა ჩემთვის ზურგზე . ერთი დღე ვერ ჩავამთავრე შენთან ერთად ადამიანურად. წარსულიდან ვერ ამოხვედი. მთაში, ქორწილში, ამ დედა აფეთქებულ ფიქრებში დარჩი და ვერ გამოდიხარ. წინ ვერ მივდივართ არ გესმის? დავიღალე. დავიღალე !- დამარცვლით უთხრა ცოლს და აივნის კარები მთელი ძალით გაიჯახუნა.
რამოდენიმე წამს გახევებული იდგა ქეთო . სახეზე ცრემლიც კი არ ჩამოსდიოდა უკვე. რისი ეშინოდა ვერ ხვდებოდა. რა იყო მიზეზი მისი სიგიჟის.
ფეხაკრეფით გავიდა აივანზე და მოაჯირზე დაყრდნობილ ქმარს სევდიანი მზერა შეავლო. ნელა გაიწია მისკენ და თხელი მკლავები შემოხვია წელზე.
- ვიცი რომ სულ მე ვიხდი ბოდიშს, ეს ერთიც მაპატიე კარგი? მართლა ძალიან მიყვარხარ და ეჭვიანობა მკლავს - პირველად აღიარა და ცრემლები ერთიანად მოსწყდა მის თვალებს.
- არაა საჭირო ბოდიშის მოხდა. მართლა. - ისე უთხრა მისკენ არც კი დატრიალებულა.
- გიგა შემომხედე - ნელა მოიქცია მისი სახე პატარა ხელებში და თბილი ტუჩებით დაუკოცნა სახე.- მართლა გიხდი ბოდიშს, პირობას გაძლევ ასეთ სისულელებზე აღარ ვიკამათებთ. სხვა რამეს მოვძებნი საკამათოთ .
- მჯერა ქეთო რომ მაგას იზამ- ღიმილით უთხრა ცოლს და ხელი შემოხვია მხარზე.- ხანდახან , აი როდესაც ასე ჩუმად ხარ, ისეთი საყვარელი ხარ, ისეთი კარგი რომ შეიძლება შემომეჭამო.
- ვიცი - სახე გაებადრა და აკიაფებული თვალები მიანათა მამაკაცს.
**
დილით ადრიანად ნაცნობი ხმის გაგონებამ გამოაღვიძა. მალულად გახედა საათს და მოჭუტული თვალები ნელა გაახილა. უკვე ათი ხდებოდა ადრეც აღარ იყო.
ზლაზვნით გადმოსწია ფეხები და გრიალი იატაკის შეხებაზე მაშინვე საშინელმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში. სწრაფად ამოიცვა სპორტული შარვალი და სამზარეულოში გავიდა.
- მშვიდობაა?- დაეჭვებულმა იკითხა და ჯერ თაიას გახედა მერე ძმაკაცს.
- ოხ, მძინარე მძეთუნახავი გვესტუმრა
- კარი რა გიგა, რა ხდება ხო მშვიდობაა?
- მშვიდობაა კი. მშვიდობა. წადი გამოფხიზლდი და მოდი ერთი საქმე გვაქვს მე და შენ - მალე მოდი ოღონდ, ახლა იქ არ დაიძინო.
- ხანდახან რა აუტანელი ხარ რა- ალმაცერად გახედა ძმაკაცს და თვალი ჩაუკრა.
- დალია ისევ? - ჩუმად ჰკითხა დას და ნელა შეახო ხელზე ხელი. - როგორ მინდა დაგეხმაროთ , და არ ვიცი რა გავაკეთო.
- ყოველ ღამით სვამს. უბრალოდ არ ვიცი როდემდე აიტანს მისი ორგანიზმი და ჩემი ფსიქიკა.
- თაია.
- ვიცი გიგა. არ გამახსენო გევედრები. ისედაც ყველაფერი ვიცი. საბუთები გადამაქვს. მუშაობას დავიწყებ, ნაკლებად გავეჩხირები თვალში. ერთადერთი რაც მინდა ისაა რომ მაპატიოს.
- ამაზე აქამდე რატომ არ იფიქრე ადამიანო? ამიხსენი .
- არ ვიცი. ნეტავ პაპას უარი ეთქვა და შორიდან მყვარებოდა - დის ემოციურ სიტყვებში საკუთარი ფიქრები ამოიკითხა და ერთიანად გააცია ტანში.
- ჩვენ რაღაც მრუდე ბილიკები შეგვხდა დაო სავალ გზად.- ეცადა ტკივილი სიცილში გადაეტანა და დას ნელა შეახო ტუჩები თმაზე.
- მოვედი- ომახიანად დაიძახა და ნელა დაეშვა სკამზე.
- ყავა დაუსხი ამ უბედურს - სახე რას გიგავს ბიჭო! ლოთი ხარ?!- ბრაზი გაერია გიგას და მინდიას გახედა. - კიდევ ერთხელ დავინახავ შენს ამ საქციელს და ისე როგორც ბავშობაში გვერდებს დაგილურჯერ. დალევა რომ საქმეს შველოდეს ვინმე დამასწრებდა?
- კარგი ხო ! - ნერვიულად აუქნია ხელი და ყავის ფინჯანს გააყოლა მზერა.
- დაგტოვებთ მე - მშვიდად თქვა და გასვლა დააპირა რომ გიგამ გააჩერა.
- დაჯექი აქ.
- რამე ხდება?
- ხდება! ეხლა კარგად მისმინეთ. საერთოდ არ ვიცი რა პრობლემები გაქვთ და არც გეკითხებით - იმიტომ რომ თქვენი საქმის თქვენ უკეთ იკით. დასხედით და ილაპარაკეთ . ბოლომდე გაერკვიეთ.უკვე ყველამ დამღალეთ . ჩემი პრობლემები არ მეყოფა რომ ახლა თქვენიც მემატება?!
- ძმაო ხო იცი.
- მერე მინდია მერე ! მე არ ვარ შენი ცოლი. მე შენი ძმაკაცი ვარ. ვიცი, ვიგებ . მაგრამ ჩემიც გაიგეთ. ეს ჩემი დაა, შენ ჩემი ძმაკაცი ხარ. რა გავაკეთო? რამდენ ნაწილად გავიჭრა? იქ ცალკე ქეთოს პანიკები მწევს ჭკუიდან, მალე მე თვითონ დავიხრჩობ თავს არდოტში თორღვასავით .
- რამე ხდება?
- ქეთომ მაიკო ნახა. როგორ გგონია რა მოხდებოდა. მაგრამ ახლა ამაზე არ მინდა . საღამოს ჩვენთან მოდით. ჩავუსხდეთ. ჩვენებსაც დავურეკავ, თორემ მარტო ყოფნით შევიშლები მალე.
- კარგი . - მაგრამ საქმე იმაშია რომ, ჩვენ ..
- მინდი გთხოვ. თუ ჩემი ძმა ხარ. ახლა ყველაზე მეტად მჭირდები. ძმურად.
- კარგი ძმაო. არაა პრობლემა. - რვაზე მოვალთ მოსულა?
- მოსულა.. ზლაზვნით გავიდა გიგა სახლიდან და ერთმანეთის მზერას შეყინული ცოლ-ქმარი სამზარეულოში დატოვა.
მაგიდის გარშემო ისხდნენ და სიმშვიდეს მონატრებულები შეექცეოდნენ ვახშამს. ერთი რჯულის და ერთი ზნის ადამიანებისათვის იმაზე კარგი არაფერი იყო, ვიდრე თავიაანთ ადათებზე საუბარი.
შინაგანი ნერვიულობა არ ასვენებდა გიგას. ეჭვის თვალით უმზერდა ხან მამას და ხანაც სიმამრს.
ათი ხდებოდა მაგიდიდან დივანზე რომ გადაინაცვლეს ქალბატობენმა და სუფრასთან სმას აყოლიებული მამაკაცები დატოვეს.
სიმსუბუქე იგრძნო თუ არა გიგამ ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და მამას ალმაცერად გახედა.
- რატომ მე და რატომ ქეთო? - მოულოდნელად დასმულმა კითხვამ ფერი უცვალა სახეზე დავითს.
- ვერ გავიგე შვილო, მეგობრულად დაადო ხელი მხარზე ნიკოლოზმა ანერვიულებულ გიგას.
- რატომ აარჩიეთ ქეთო? და არა სხვა ვინმე? რატომ უნდოდა პაპას ასე ძალიან ჩვენი ქორწინება მამა?
- რა კითხვაა შვილო? რაღა დროს ეს ამბავია.
- მე სხვა რამეს ვკითხულობ და სხვა რამ მაინტერესებს. ხომ მაქვს უფლება ვიცოდე რატომ ქეთო?!- ხმაში სიმკაცრე შეერია და სიმამრს გახედა.- იქნებ თქვენ იცით სიმართლე ?
- რა სიმართლე შვილო? რაზე ლაპარაკობ? კარგად იცი მამაჩემი და ხევისბერი მეგობრები არიან. უბრალოდ მოინდომეს რომ ნათესავები გავმხდარიყავით გიგა. სხვა რა სიმართლის გაგება გინდა ვერ მივხვდი.
- რაღაცას მალავთ. ასე მგონია რო არსებობს სიმართლე და ამ სიმართლის ძალიან გეშინიათ.
- რა სიმართლე უნდა იყოს შვილო. კაცი არავის მოუკლავს და ცუდი საქმე არავის ჩაუდენია. კარგად იცი რომ ჩვენთან მსგავსი საქციელი ისჯება. არ ვიცი რისი გაგება გინდა გიგა.
- სიმართლის !- რომელიც ვერანაირად ვერ გავიგე!
- მართლა არ ვიცი რა სიმართლეზე ლაპარაკობ !- მხრები აიჩეჩა ნიკოლოზმა და დავითს გახედა.
- მაშინ მითხარი თორღვა როგორ მოკვდა? - მოულოდნელად დასმულ კითხვაზე ერთიანად დაასხა ცივმა ოფლმა დავითს და გადათეთრებულ ნიკოლოზს გახედა.
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი . გიგა შორს შეტოპე.
- მამა ამიხსენი ბიძია როგორ მოკვდა?
- მდინარეში დაიხრჩო. დიდი დინება იყო. გაზაფხულზე. თოვლი დნებოდა. იმ წელს საშინელი წვიმები იყო. მთაში ვიყავით. არც კი ვიცი როგორ და რანაირად. სულ რამოდენიმე საათით მოვადუნე ყურადღება. ბოლო პერიოდში კარგად არ იყო, სევდიანი დადიოდა. გვერდიდან არ ვიშორებდი. მაგრამ გამიძვრა. დაღლილზე ჩამეძინა. და ...
- როგორ დაიხრჩო მამა თორღვა?
- არ ვიცი შვილო ! არ ვიცი !- განერვიულებულმა უპასუხა და გამომშრალი ყელი გრილი წყლით დაისველა. - საით მიგყავს გიგა ლაპარაკი? ან ქეთო რა შუაშია, ან ბიძაშენის სიკვდილი. ქეთოს დაბადებამდე გარდაიცვალა თორღვა. თუ იმას ამბობ რომ ვინმემ დაიაურების გვარიდან ბიძაშენი მოკლა ხომ იცი ეს ასე არ დარჩებოდა. კარგად იცი ჩვენი ადათების და წესების შესახებ შვილო. ხომ იცი რომ ხევსურული სჯულით სისხლის აუღებლობა დიდი სირცხვილი იყო და მათი რწმენით მოკლული სასუფეველს ვერ ჰპოვებდა.
- ხო მაგრამ იცის ხომ კარგად ვიცით რომ დაიაურების გვარის ბოლომდე ამოჟლეტვა მოხდებოდა თუკი ამას ვინმე გაიგებდა? ასე არაა დავით?
- გიგა სად ურტყავ? - ბოლოს ძალა მაინც მოიკრიფა და სიძეს გაუღიმა. - მისმინე შვილო. ძმა არ მყავს რომ ეჭვი შევიტანო. მამაჩემს თორღვასთან გასაყოფი რა ექნებოდა. ერთი ციდა ბიჭი იყო. ანუ გამოდის რომ მე მოვკალი ?
- ამას არ ვამბობ!
- აბა რას ამბობ?
- იმას რომ რაღაც არის რაც შეიძლება არც თქვენ იცით. იმიტომ რომ მე მახსოვს პაპაჩემის ქცევა, სიტყვები , ემოცია როდესაც უარი ვუთხარი ქორწილზე. მაშინვე მეგონა ჩემმა უარმა კი არა სხვა რაღაცამ გაანადგურა მაშინვე.
- არ ვიცი რა გინდა შვილო, მაგრამ წადი და სიმართლე პაპაშენს ჰკითხე. მერე მამაჩემს და იქნებ დამშვიდდე. იმიტომ რომ მე არ ვიცი სხვა რა უნდა გიპასუხო .
- თქვენი წყენინება არ მინდოდა, მართლა. ბოდიშს გიხდით. უბრალოდ ამ ბოლო დროს იმდენმა მკითხა რატომ დაგაძალეს ასე ქორწილი და მაინც და მაინც ქეთოზეო, მეც ეჭვის ჭია შემიჩნდა უბრალოდ.
- ხანდახან რა უაზრო რაღაცაზე ფიქრში ვკარგავთ დროს . - დანანებით ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა და სუფრიდან ნელა წამოდგა.
მარტო იჯდა და ცარიელ ჭიქას დაყურებდა.
იცოდა , მთელი სხეულით გრძნობდა რომ რაღაც ისე არ იყო. რაღაცას მალავდნენ. მაგრამ ისიც იცოდა ამას არავინ გაამხელდა. თუკი ეს აქამდე ასე საიდუმლოდ მოიტანეს თუკი აქამდე ხმა არავინ გაიღო, ახლა ვინ რას იტყოდა.
სანამ მთელი ჩამოთოვდა. სანამ გზას ჩაკეტავდა და გაზაფხულის შუაგულამდე მთას და ბარს ერთმანეთს მოწყვეტდა, მანამდე უნდა გაეგო სიმართლე გიგას.
**
ადრიანად დაადგა გზას. დილის ნამი მოსდებოდა მიდამოს. ჯერ კიდევ არ ამოწვერილიყო მზე. ამ დროს ხევში მზე იშვიათი სანახავი იყო.
ტანზე დაყრილ ბუსუსებზე დაისვა ხელი და აქამდე დაწეული ფანჯარა ბოლომდე ასწია. გაახსენდა მუცოს მკაცრი ამინდის შესახებ და სახეზე ღიმილი მოეფინა.
შათეკაურების ციხეს სწრაფად ჩაუქროლა და გეზი პირდაპირ მივიწყებული საფლავებისაკენ აიღო. ბოლოს როდის იყო აქ, არც კი ახსოვდა. ალბათ რამოდენიმე წლის წინათ. არც მამას და არც პაპას არ უყვარდა საფლავზე მოსვლა. ყოველთვის თავიდან ირიდებდა ამ გზაზე დგომას ხევისბერი.
მიწაზე მოწყვეტით დაჯდა და მტვერმოდებულ სახელს ხელის გულის გადაატარა.
მიუხედავად იმისა რომ არ ახვსოვდა ბიძა, ყოველთვის ხედავდა მსგავსებას მათს შორის.
- რაის ადრიან მოსულხარ გიგია?-გამყინავ ხმაზე ერთიანად შეხტა და დაგვიანებული ღიმილით შეხედა ქალს.
- შუქია ბაბო. რად მაშინებ აგრედ- ღიმილით გადაეხვია და ქალი გულზე მიიკრა.
- რა ამბავია შვილო? პაპასთან იყოვ?
- არა პაპასთან ჯერ არა. აქეთ წამოვედი ...
- ოქრო ბიჭი იყო თორღვაი -ოქრო გულ ჰქონდ. მაგრამ რად გინდ. ბოროტ თვალს ვერ დეემალვის.
- კარგად გახსოვს ბიძაჩემი ?- ინტერესით ჩაეკიდა და ქალს დაჯდომაში დაეხმარა.
- რაის არ მახსოვს ბალღო? საცაა ასი წლისას შევიყრები. გეუბნებ ოქრო ბალღი იყო. მისნაირი არავინ იყო აქ მთას. ყველგან ჩანდა მისი ვაჟკაცობა, და კეთილი გული.იმ დღეს მაგრად წვიმდა, მერე გვიან მოვიდა ამბოვი ბალღი წყალს წაუღია. არ მჯეროდა და არც ახლა მჯერავს , თორღვაის ასე წყალში წაღება როგორ იქნებოდის.
- რატომ ბაბო?
- ბალღი აქ იყო გაზრდილ . მამაშენი ქალაქს იყო სულა. ეს კიდოვ აქ იყო. როგორ წაიღებდა წყალი. იქნებ თავი მოიკლა თქვა. ვიფიქრე, მაგრამ ყურად არ იღეს ჩემი სიტყვა შვილო. სიყვარული ოხერი რამეა გიგიავ. აგერ შენი და დაიაურების გოგოს ამბავი განა აგრე მარტივი იყო?
- თორღვას ვინმე უყვარდა? - აცახცახებული ხმით იკითხა და დაცვარულ შუბლზე გადაისვა ხელი. - ბაბო , შენი იცი ჩვენი ქორწინების მიზეზი ხომ ასეა?
- არც რა!- გადაჭრით თქვა და მზერა აარიდა. - მაგრამ მიყორდა თორღვა. ისეთი კარგი ბალღი იყო. მაგრამ არ უყვარდა ქალს და რა ექნება. ანდაც რა იყო საქმე მანდ. მაგრამ დამენანა ბალღი.
- ჩემები არ ლაპარაკობენ. არაფერს ამბობენ თორღვაზე. არც ის ვიცი ქეთოზე რატო დამაქორწილა ხევისბერმა ასე შუქია ბაბო, მითხარი რამე გთხოვ. სიყვარულის გამო მოიკლა თავი?
- არც რა ვიც ბალღო! სადან ვიცი ამდენ!
- გთხოვ.- მუდარით შეხედა გიგამ ამღვრეული თვალებით და ნერვიულობისა და სიცივისაგან ერთიანად აუცახცახდა ტუჩი.
- დადექ გიგია, ცოდვას ნუ ჩამადენინებ, ამ ხნის მოვიყარე თავი.- მაგრამ ერთს გეტყვი. ძალიან უყვარდა . აგრე თვალს რომ გავაყოლებდით გულს უხაროდა ხოლმე. მერე არ ვიც რა მოხდა. რა ამბავი დასტრიალდა გოგოს თავზე. თორღვას ზურგ აქცია.წავიდა სხვა კაცს ჩაჰკიდა ხელი. ნიშანი მაქვსო ამბობდა და ჩვენც ახლა რას ვიტყოდით ხალხი.
- ვინ იყო ის გოგო? ვინმე ჩვენიანია? შენც ამბობ რომ სიყვარულის გამო მოიკლა თავი? მეგონა რომ მოკლედ ბაბო.
- რას ამბობ ბალღო. როს ყოფილა სისხლის შერჩენა ჩვენსა. ასეთი არ შერჩებოდა არავის გიგიავ. ხევისბერი ასრე არ მოიქცეოდის. ხომ იცი მისი სიტყვა როგორ იჭერდა და დღესაც აგრეა. სისხლის აღებას ძველად სოფლებიც ეწირებოდა შვილო. ადრე აქ ხეობაში ჩვენსა, არხოტის ხეობაში გიგიავ, რამდენიმე სოფელი იყო: ორბეულთა, კვირიწმინდა, კალოთანა, თათხელი... დღეს ეს სოფლები აღარ არს, ახლა სამი სოფელია: ამღა, ჭიმღა და ახიელა. ასე რომ არ ვიცი რა გითხრა, ნუგეშ რით მოგცე, მაგრამ ვიცი რომ სიყვარული ხანდახან აგიჟებს ადამიანს. თავში პეპლები იწყებენ ფრენას..
- მეგონა პეპლები მუცელში იყო, მაგრამ როგორც ჩანს თავში ყოფილა- თავისთვის ჩაიბირტყუნა და მოხუცს ნელა შეახო მუხლზე ხელი.
- როს გავიგე დაიაურების გოგოზო დაუნიშნიხარ ჯერ კიდევ აკვანში ბაღათერას, ვიფიქრე გადაირია კაცი თქო. ამ ხნის ქალს თავში ამერია ყველაფერი. ვის გაუგონია თქვენი ნიშანი ბალღო.
- ვითომ რატომ არა? ქეთო ძალიან ლამაზი გოგოა. რა დაუწუნე ბაბო?- სიცილით უთხრა და მხარზე მიიკრა ქალი.
- რაღას რა გიგიავ. არც არაა.
- რაღაცას მიმალავ შენც ხო ? დღეს აქ იმისთვის ჩამოვედი რომ სიმართლეს გავარკვევ შუქია ბაბო. შენ თუ არ მეტყვი სხვას ვკითხავ.
- ლელას ჰკითხე .
- არ მეტყვის ! ხომ იცი რომ არ მეტყვიან !- გამწარებულმა იყვირა და ფეხზე წამოხტა. - მას მერე რაც ქეთოზე დამაქორწილეს სიმართლეს ვეძებ და ვერ ვიგებ, ვერ ვხვდბი, სრულიად უცხო ადამიანი რატომ მომაყვანინეს ცოლად ბაბო.
- არც რა ვიც გიგიავ. ხევისბერმა თქო, ასე იქნებისო და ასეცაა. თორღვას და იმ ქალის ამბების მერე, რა ჭკუამ უთხრა დღესაც არ ვიც ბალღო.
- მოიცა- ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე გიგამ და მის წინ დაიმუხლა. - ის ქალი სახელს რომ ასე ძალიან არ ახსენებ ქეთოს დედაა?
- არ გინდა ბალღო. არდოტს ნუ მისცემ ჩემს თავს.
- გპირდები რომ არაფერს ვიტყვი. ყველა წმინდას გეფიცები არაფერში გაგხვევ ბაბო, ხევსური კაცის სიტყვას გაძლევ, ოღონდ ერთხელ მითხარი სიმართლე .
- ეგრეა. ბიძაშენს ძალან უყვარდა მარიამ, გვეგონვის ქალიც არ იყო უარზე. აგრე შორიდან უყურებდა ბალღი და უყვარდა, მერე ხან სადა და ხან სად ვიხილე ერთად ტკბილად მოუბარნი. არ ვიცი მერე რა მოხდა. რა ამბავი შეიქმნა - თქო გიგიავ.
- ეხლა შენ მე მატყუებ რომ შეგეშვა?
- მატყუება როგორ შაიძლების შვილო !
- პაპამ იცოდა რომ თორღვას მარიამი უყვარდა. ბიძაჩემის სიკვდილის მერე როდესაც ქეთო გაჩნდა დაგვნიშნეს. მაგრამ რაღაცას ვერ ვხვდები. მიზანი რა იყო? თორღვა ცოცხალი აღარ იყო, საშიში არ იქნებოდა მარიამის ოჯახისათვის.
- არ ვიცი გიგიავ. მართლა არ ვიცი ბალღო. ერთ ვიცი რომ, რითაც სიკვდილ გიწერავ ის მოგკლავს.
- ვერაფერი გავიგე ბაბო. ვერაფერი. უარესად ავიხლართე. უარესად ამერია ტვინი.
- რას ეძიები. არ გინდა გიგიავ. შეეშვი ამ საქმეს. წადი უკან ქალაქს. ცოლთან იყავი. შეეშვი ამ ამბავს იცოდე . - გაფრთხილების ნიშნით დაუსვა დაკოჭრილი ხელი ლოყაზე და ნელა წამოდგა ფეხზე.
კიდევ კარგა ხანს იჯდა გიგია საფლავზე და დამწუხრებული შუქია მანამდე უმზერდა ბიჭს სანამ კარგად არ მიეფარა თვალს.
როგორ ეტყოდა სიმართლეს. საკუთარ ძმას ასე ვერ გაწირავდა. ვერ გაამხელდა რამხელა ცოდვას დაატარებდნენ. ვერაფრით მოიწამლავდა ცხოვრებას გიგას და ვერც ქეთოს. ან როგორ უნდა ეთქვა რომ თორღვა სასიკვდილოდ გაიმეტეს. როგორ იტყოდა რომ საყვარელი ძმის შვილი გულიდან და ხელიდან გააგლიჯეს ერთიანად ყორნებმა.
წესი წესიაო ხევისბერმა ბრძანა და საკუთარი სისხლი და ხორცი ვერ დაიტირეს . არ მისცეს უფლება ძველი ადათი თავისას მოითხოვსო და დღემდე გულში ჰქონდა დამარხული თორღვას ზღვისფერი თვალების ანარეკლი.
წელში მოხრილი, ჯოხის კაკუნით მიდიოდა გაკვალულ ბილიკზე და იცოდა რომ სიმართლე საფლავში უნდა წაეღო.

ლასლასით შევიდა სახლში და ფეჩის წინ მჯდარ პაპას უემოციოდ გახედა. მიხვდა ხევისბერი არ იყო კარგად მისი საამაყო ვაჟკაცი. ნელა წავიდა მისკენ . გამოფიტული ხელი შემოხვია წელზე და კუშეტკაზე დასვა.
- რა ბედენაა გიგიავ?- შეშინებულმა უთხრა და დაცვარულ სახეზე შემოატარა ხელი. - რასი მიხეთქავ გულს ბალღო, რა ამბავია სთქვი.
- რატომ მაიძულე ქეთოს ცოლად მოყვანა?- ცაზე მეხივით გავარდა გიგას სიტყვები და გულმა გამალებით დაუწყო ძგერა ხევისბერს.
- რას ამბობ ბალღო?
- რატომ მაიძულე ქეთოს ცოლად მოყვანა-თქო პაპა! ხმას აუწია და ქურთუკი მხრებიდან გადაიწია.- მითხარი უნდა მოიყვანოო, იცოდი არ მინდოდა და მაიძულე.
- ცუდი ბალღია განა ?
- ცუდი კი არა ძალიან კარგია. მაგრამ მიზეზი მითხარი რატომ გინდოდა ცოლად დაიაურების გოგო მომეყვანა და არა სხვა.
- რას ბოდავ ბალღო?- სიმკაცრე გაურია და ფეხზე წამოდგა. - რას სიმართლე გინდ? სიმართლე ეგაა, კარგი ბალღი იყო . მინდოდა ცოლად კარგი გოგო შეგერთო.
- რა იცოდი როგორ იქნებოდა ადამიანო? ჯერ კიდევ პატარას დამასვი დაღი , პატარას ამკიდე ტვირთად ეს ნიშანი. შემომხედე - მკლავში მოკიდა ხელი და მაღალი ტანის ხმელი კაცი თავისკენ დაატრიალა. - მიზეზი მითხარი თორემ წავალ და სხვასთან ვიპოვი პასუხს პაპა..
- არც რაა მიზეზი გიგიავ.
- თორღვას და მარიამის ამბის მერე ქეთო რატომ მომაყვანინე? - გაავებულმა იყვირა პირველად პაპის წინაშე და ორივე ხელი ერთიანად შეუშვა. - შენ ხომ იცოდი პაპა როგორ უყვარდა თორღვას ეს ქალი. რატომ მოიქეცი ასე?
- ვინ გითხრა?
- სულ ერთია! - მიპასუხე მიდი. როგორც სხვა ყველა სიმართლე ესეც ასე მომახალე სახეში მიდი ხევისბერო. არც ახლა დამინდო.
- გიგიავ შესდექ. ! - ვიცოდი როგორ არა. მაგრამ ქალს არ უნდოდა თორღვა.
- გავიგე! ეგ გავიგე. არც მე მინდოდა ქეთო , მაგრამ ხომ მომაყვანინე. შენი შვილის ბედნიერის გამო , რატომ არაფერი გააკეთე, რატომ არ წახვედი და არ შესთავაზე ბორჩაშვილებს შენი შვილი . ან ვინ გეტყოდა უარს.
- მისმინე ბალღო. ძველს ამბავს არ უყვარს ქექვა გიგიავ.
- არა? რატომ არა? იქნებ იმიტომ რომ სიმართლის გეშინია. შენც, ქეთოს მშობლებიც, მამაც, ბერდიაც- ერთანად ხართ გაჩუმებულები და ხმას არ იღებთ. აქედან სიმართლე კი ყველამ თუ არა შენ მაინც იცი.
- მისმინე მალღო. ბორჩაშვილების ქალის თხოვნა არ იყო მარტივი ამბავი. მათი შტო და გვარი დიდ იყო გიგიავ. ქალს არ უნდოდა თორღვა, რაის უნდა მექნა? მივედ და ვუთხარ მაგრამ არაო ქალმა, სხვა მიყორსო.
- და სიყვარულის გამო თავი მოიკლა არა?
- რად მახსენებ ჭრილობას ბალღო. რად არ მასვენებ ? რად გინდა გამახსენდეს ?
- იმიტომ რომ მატყუებ !- თვალებში მიყურებ და მატყუებ ხევისბერო!- შენ მე ამას არ მასწავლიდი, შენ მე სხვანაირად მზრდიდი! ახლა რას აკეთებ? აი ასე ჩემს წინაშე დგახარ და მატყუებ პაპა.
- გიგიავ , მოდი აქ ბალღო- დაყვავებით უთხრა და კუთნილ ადგილას დააბრუნა უკან. -რად არ ისმენ სიტყვას. სიმართლეს ვამბობ ბალღო. მარიამს არ უნდა თორღვა, ძალას ვერ დავატანდი.
- არც მე მინდოდა ქეთო ! არც მე ! და ძალა დამატანე, მაგრამ აქ ამაზე არ ვლაპარაკობთ პაპა, აქ სხვა რამეა საქმე. მე რატომ დამატანე ძალა, მე რატომ მაიძულე მითხარი. და მარიამს არ აიძულე შენი რძლობა.
- ბორჩაშვილების დიდი გვარია შვილო. არ იყო მარტივი მათი გადმობირება ჩვენსა. ის ციხე ხომ იცი მათი , ეს ციხეთ მათი აშენებულია, მათ შექმნილ გიგია. რაის ვეტყოდი სიტყვას. ჩვენი შათეკაურების ძველი კაციდან ციხე ვინც ააგო ჩვენი, იმას მათი გვარის კაცი ჰკავს მოკლულ ბალღო. სიმართლე მარტო ჩვენ ვიცით. ამიტომ ძალა ვერ დავატანე ქალს, თორემ გგონებ არ მინდოდა, თრღვას ბედნიერება გიგიავ?
- დაიფიცე რომ სიმართლეს ამბობ და მეტი არაფერია პაპა. დაიფიცე მიდი. ჩემი დარჩენილი სიცოცხლე დაიფიცე და გპირდები ხმას არ ამოვიღებ მეტად.
- საკმარისია!- გაბრაზებულმა იყვირა და შერჩენილი ძალით დააბრახუნა ჯოხი იატაკზე. - წადი და დაისვენე, წამოწექი. გონს მოდი და მერე ვილაპარაკოთ.
- სალაპარაკო აღარაფერია და ყველაფერი ისედაც ნათელია - რაც შეეძლო მშვიდად უთხრა პაპას და სახლიდან ელვის სისწრაფით გავარდა.



აუ, შემთხვევით დავაჭირე გაბრაზების ღიმილს და ვერაფრით ვაუქმებ pensive არადა ძალიან მომეწონა❤️

 


№2  offline ადმინი თუკა

რუსკიმარუსია
აუ, შემთხვევით დავაჭირე გაბრაზების ღიმილს და ვერაფრით ვაუქმებ pensive არადა ძალიან მომეწონა❤️

არაუშავს, შენ მაგაზე არ იდარდო.????????????????
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent