საფარი (სრულად)
საფარი ___ სიზმრების მჭიდრო მარწუხებში ერთიანად გახლართულს გული თითქმის აღარ მიცემს. ვგრძნობ,როგორ ებრძოლება გონება მორფეოსს,თუმცა,არ გამოსდის. სიმწრის ოფლში ერთიანად გაწურული ზეწარს ვეჭიდები და კბილებით ვიჭერ ჰაერში განიავებულ სულს.. მეშინია. სიცოცხლის დაუოკებელი სურვილით შებყრობილი მთელი ენერგიით ვცდილობ სიზმარს გამოვერკვე, მაგრამ, ურყევი ძალა უკან მითრევს და ომში მაბრუნებს. მთელი სხეულით ვეფარები გაფანტულ მეობას, მაგრამ, კანითაც კი ვგრძნობ,როგორ მიკვდება გულის მთლიანი ნახევარი ცხადად.. გამჭოლი ტკივილისგან როგორც იქნა უკუნით ღამეში ვახელ თვალს.. მარცხენა მხარე გამეტებით მიჭერდა და ვერც ამოვისუნთქე, ისე მტკიოდა.. კომოდზე მიგდებული დამამშვიდებლის ძებნაში ყურს ტელეფონის ზარიც მიწვდა.. ერთდროულად დამტყდარი ამდენი მოვლენებისგან სულ ერთი წამით ყურადღების მოკრებას ვცდილობ და, როგორც იქნა,ბალიშში ახლართულ მობილურს ვპოულობ. იოა. სანამ ავიღებ,თვალები წამში აფიქსირებს დროს. 03:50. სად არის აქამდე?! -იო,რატომ დაგაგვიანდა?სადხარ?!-არც კი ვაცლი ხმის ამოღებას,კითხვებს ვაყრი. სანათს ვანთებ და ფანჯრისკენ გამირბის მზერა. ელავს. გარეთ თავსხმა წვიმაა. -იო!-ხმას რომარ მცემს,უფრო ჟინით შევძახე და წამოვდექი. უყვარდა ჩემი გაწვალება,მისი ოთახისკენ ინსტიქტურად მივდივარ,თუმცა,ცარიელი მხვდება. ვბრაზდები. ტელეფონს ვუთიშავ და ხელთავიდან ვრეკავ. ამჯერად ხმა მკაფიოდ მესმის.. ქალაქის ბოლოდან, უცნობი ხმა ჩემს სახელს მიჯრით იმეორებს და წინადადებებს ცვლის. აბსურდს გარკვევით მიყალიბებს და ჩემგან პასუხს ელის. ვიყინები. კიდურებში წამოსული ერთიანი სისუსტე მთლიანად მწყვეტს ადგილიდან და იატაკზე ვცურდები. -გესმით?!-გოგონა მეათედ მაინც მეკითხება. არა,არ მესმის. არ და,ვერ.. რა გავიგო?! როგორ გავიგო?! ღმერთო,იო.. -ხომ ცოცხალია?!-უკანასკნელ იმედს ვებღაუჭები,გამწარებული.. -გადაუდებელი ჩარევა ესაჭიროება,ხელმოწერის გარეშე საოპერაციოდ ვერ გადაგვყავს..-ისევ მიმეორებს და უკვე ვუთიშავ.. არ ვიცი როგორ ვიცმევ ფეხზე, როგორ გავრბივარ და რა გონებით ვუჯდები საჭეს.. იოს სტკივა.. თან ისე,გონება აქვს დაკარგული და გადაუდებლად სჭირდება მის გვერდით ლილუ.. ვგრძნობ, ნიაღვარად წამოსული ცრემლებიდან როგორ მებინდება მხედველობა.. როგორ იცრიცება ერთმანეთში გამოსახულებები და მთლიანად უფერულდება.. თითქოს წვიმა რეცხავს ჰორიზონტზე ყველა ფერს და, მხოლოდ ბინდი ისადგურებს ირგვლივ.. ბინდი და უკიდეგანო შიში,რომ იოს ვერ მივუსწრებ.. ვედრებისგან მთლიანად მიწყდება ხმა და მიმღებში მივარდნილი,გაჭირდებით ვაგებინებ ექთანს,რა მინდა.. მთელი მარადისობა იწელება ხუთად ხუთი წუთი.. თეთრი სიკვდილის საქაღალდეზე გარკვევით მაწერინებენ ხელს და ერთ წვეთ იმედსაც კიარ იმეტებენ,სასიცოცხლოდ. ყველაფერი ჩერდება ირგვლივ.. მთელი სხეულით ვგრძნობ,როგორ მეყინება სისხლი ძარღვებში და როგორ მიკვდება გულის ის დარჩენილი ნახევარიც.. იო.. ჩემი მთლიანი გულის ერთი ფეთქვა.. სისხლი და სული ჩემი. ვკვდები ასე მგონია.. მთელი სამყარო ერთ დიდ ნახატად იქცა და, აღარაფერი აღარ არსებობდა ირგვლივ. საერთოდ აღარაფერი. გარდა ავარიისგან ერთიანად დაჩეხილი ჩემი ძმა.. -ნუ ნერვიულობ შვილი,კარგად იქნება..-შუახნის ქალი წელზე თბილხელს მისვამს და ერთიანად გაყინულს მათბობს.. მარტო ვარ. სრულიად მარტო და კაცად კაცი არ მიდგას გვერდით.. მთელ ძალღონეს ვახარჯავ ერთ გაღიმებას.. მოსაცდელს ამაოდ ვავლებ თვალს და ტაბლოზე ამონათებულ სამ გვარს გულში ვიზეპირებ. ყიფიანი, სინაურიძე და ჩემი იო, სანაია.. -თქვენ ყიფიანს ელოდებით?-თვალცრემლიან,მაგრამ,მყარად მჯდომს გავეპასუხე.. -არა,შვილი.. ყიფიანი და სანაია გადაუდებელის სტატუსით შეიყვანეს,მე სინაურიძის მომლოდინე ვარ.. უსიტყოდ მივენდე.. მივეყრდენი.. მხარზე ჩამოვესვენე და უკიდეგანოდ დავიწყე ყველა წუთის თვლა.. სული ხელებში მელეოდა.. საათები მილიცლიცებდა და, ღამეც მასთან ერთად,იცრიცებოდა.. თენდებოდა.. ორი გვარი ისევ დაუსრულებლად ანათებდა.. არ მთავრდებოდა გადაუდებელი პაციენტების სასწრაფო ოპერაციები.. გონებამ მხოლოდ მაშინ შემაფხიზლა, მიმღებში ყურისწამღები ჩოჩქოლი რომ ატყდა. მაღალ სხეულს უკან თეთრ ხალათიანი ექთნების ჯარი მოჰყვებოდა და გზას უკეტავდნენ.. გაავებული ახლადმოსული ყველა წინაღობას იგერიებდა და ჯიქურ მოაპობდა ფოიეს. შეშლილი სახე ჰქონდა.. სახეზე ყველა მიმიკა შეჰყინვოდა და არაადამიანურად გრგვინავდა. ყველა ხერხით ცდილობდა გზა გაეკვლია და საოპერაციო ბლოკისკენ წასულიყო.. -ვერ შეგიშვებთ ბატონო, თქვენ ოჯახის წევრს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება,ქირურგი უკვე ასრულებს პროცედურას და შემდგომ გაგესაუბრებათ,გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. -ის ჩემი ოჯახის წევრი არარის!-წინადადებას შუაში აწყვეტინებს და ზუსტად ჩემს გასწვრივ დგება.. პატარა,ციცქნა თოჯინას ჰგავდა მის წინ აწურული ექთანი.. -სანი ჩემი ძმაა! ძმა! და არა ოჯახის წევრი!-თითქოს გულიდან იგლეჯს და გამწარებული ისევ შეუპოვრად მიიწევს წინ.. სწორედ გადამწყვეტ წამს იღება ლიფტის კარები და ჭაღარა,მოღლილი ექიმი გამოდის,არაფრის მთქმელი მზერით.. წინ გადაშლილ სურათს წარბშეხრილი უყურებს და პირდაპირ უცნობისკენ მიდის. მოკლედ აბარებს ანამნეზს და დამაიმედებელ პასუხებს უბრუნებს დაუმთავრებენ კითხვებზე.. ჩავლილ საფრთხეს როგორც კი იაზრებს,მოსაცდელში ინაცვლებს და ჩემს პირისპირ ჯდება.. თავს ხელებში რგავს და თითქოს ცდილობს რეალობას გაექცეს.. მისი მოჭიმული სხეულით ვგრძნობ,როვორ ცდილობს თავის ხელში აყვანას.. გული მეწურება.. მთელი არსებით ვიცოდებ ისე, მისკენ წასვლაც კი გამიელდა გონებაში.. თუმცა,ვერ ვბედავ.. შემართულიაქვს სხეული საბრძოლველად,თუმცა,ვგრძნობ,ფრთები როგორ აქვს მოკეცილი.. კანით ვგრძნობ მის შეპარულ მზერასაც,თუმცა,ისე გადის კიდევ ორამდე საათი, მხოლოდ ტაბლოზე მიდის ცვლილებები.. ეკრანზე ერთადერთი გვარიღა ეწერა და,ისიც,აღარ ქრებოდა.. იოს გატანჯულ სხეულზე ისევ უწყვეტად მიდიოდა ოპერაცია და,არ სრულდებოდა.. არცერთი ძარღვი აღარ ატარებდა სისხლს.. უძრავად გაყინულს,მხოლოდ ის მინდოდა, ცოცხალი მენახა და გალეულიყო ტანჯვა.. მხოლოდ იო მჭირდებოდა.. მისი ცისკრის თვალების ერთი შემონათებადა იმედის მომცემი ღიმილი.. -რამე სიახლე ხომ არ გაგიგიათ?-შემთხვევით ჩავლილ ექთანს ფეხებში ავედევნე,უკვე ალბათ მეასედ უკანასკნელ საათებში. ერთი სიტყვა მჭირდებოდა, ერთად ერთი საიმედო სიტყვა, რომ ფილტვები გამეხსნა.. დარცხვენილმა მხოლოდ თავი გამიქნია უარყოფის ნიშნად და , ჩქარი ნაბიჯით გამეცალა.. გავტყდი.. ის ბოლო შეკოწიწებული მხნეობა ისე გამიფერმკრთალდა წამებში, მთლიანად ჩამოვდნი და იქვე, კედელთან ჩავიკეცე. ძვლების მტკივნეული ცახცახისგან მეგონა მთელ მიმღებს ვაზანზარებდი, სრულიად შეურაცხადი გავხდი.. მწარე ტკივილისგან ვერც კი ვიგრძენი,ისე დავიკაწრე კანი, სანამ პირისპირ უცხო არ დამიდგა და, უსიცოცხლო მტევნები კანიდან მომაშორა.. დიდ,ყინულივით ცივ ხელებში მოიქცია ჩემი და,მთელი გულით მომიჭირა წამით.. თითქოს,მისი ძალის გადმოსხმას ცდილობდა. ჩემს წინ ჩამუხლული,თვალებში მთელი თანაგრძნობით მიყურებდა და ეს თვალები,არცერთი წამით არ გავდა საათების წინ ცეცხლჩამდგარ ირისებს.. -ოპერაცია წუთიწუთზე დასრულდება.. ყველაფერმა ნორმის ფარგლებში ჩაიარა.. წინ რამოდენიმე კრიტიკული საათია და უნდა გამაგრდეთ,რომ თქვენი ძალა იგრძნოს და,რთული წუთები გადაატანინოთ.. გესმით?! თქვენი ძმა კარგადაა და მას სჭირდებით! -რამოდენიმეჯერ გამიმეორა და მაინც ვერცერთი სიტყვა ვერ გავიაზრე ერთიანად მოსული პანიკისგან, სანამ ცრემლებისგან აფორაჯებული სახე ხელებში არ მოიქცია.. კანიდან კანზე წამოსული გავარვარებული ენერგია მთელ სხეულზე მომედო და გამალღო.. დავიცალე.. გული თითქოს შვებისგან ერთიანად აძგერდა და ამოვისუნთქე.. ხელთავიდან დავიბადე.. ფენიქსივით ერთიანად აღვსდექი და დაგროვილი,გამოუთქმელი ემოციისგან ამომეტირა.. ხმა მთლიანად დამმსხვრეოდა.. უცხოს თითები ჯებირებად შემორკალოდა ცრემლებს და არ ანებებდა, გულთან მოეყარათ თავი.. წაბლისფერი მუქი თვალები უთქმელი ემოციებით ჰქონდა სავსე და საერთო ტკივილსა და დიდ იმედს მინაწილებდა.. ერთბაშად ახმაურებულ დერეფნებში მხოლოდ ახლა შევამჩნიე, როგორ მოეყარა თავი თითქმის იდენტურ ადამიანებს და, კანით ვიგრძენი,ყველა მასთან იყო და არცერთი ჩვენთან.. თითო წყვილი თვალი თითქოს არ გვიყურებდა, მხარი ეცვალათ,მაგრამ, თვალს არც მათი მზადყოფნა რჩება,ნებისმიერ წამს რეაგირებისთვის.. ინდივიდუალურად და ერთად,ერთიანი ძალით კლდესავით ამოდგომოდნენ მხარში და ეს იმდენად თვალშისაცემი იყო, თითქმის მეც მომეხსნა დარჩენილი შიში.. ამას მისი თითებიდან წამოსული მაცოცხლებელი ძალაც ემატებოდა, რომ წამოდგომა შემძლებოდა.. არ ვიცი, საიდან მოიპოვა ეს ინფორმაცია,თუმცა, მადლიერებით სავსევ უსიტყვოდ გავუცვალე სიტყვები მხოლოდ მზერიდან და იმწამის გამოსულ ქირურგს ვედრებით გადავეღობე.. ღმერთმა უწყის,ზურგსუკან მთასავით მყარად მდგომ გარეშეს როდის ჩავჭიდე ხელი ძალისთვის.. მაგრამ,არცერთი წამით არ გაუშვია მასაც.. -პაციენტი სტაბილურად მძიმეა.. კრიტიკული მდგომარეობიდან უახლოეს 4 საათში უნდა გამოვიდეს,თუმცა,ჯერ ვერ გეტყვით,როდის შევძლებთ მის გაღვიძებას.. ამ ეტაპზე, საჭიროდ ვთვლი,რომ პაციენტი უკონტაქტო იყოს,სანამ ორგანიზმი საკმარისად არ მოძლიერდება..შემდეგ კი, უკეთ შევაფასებთ შედეგებსა და,დავიგეგმებით მომავალი მკურნალობისთვის.. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ ღმერთს ორივე ყვარებია.. მათი გადარჩენა სასწაული იყო და ეს მოხდა.. სხვა,უამრავი კითხვებისგან დახუნძლულს უპასუხოდ მტოვებს და მძიმე ნაბიჯებით გვშორდება.. შვების და მცირე სიხარულის ცრემლებს მთელი წუთი უშედეგოდ ვიწმენდდი. გული მხოლოდ მაშინ ვიჯერე,როცა ემოციის ცვლილება ჩემი გვერდით მდგომისგან იმდენად შესამჩნევი იყო,რომ ჩემი ყურადღებაც მიიქცია.. მაღალი, მშვილდივით მოჭიმული სხეული ჯიქურ უყურებდა ბრბოში მასსავით შემართულ ქერა თმიან, მშვიდი სახის,თუმცა,ვეშაგი გამოხედვის მამაკაცს.. მისი სულ ერთი წამით გაქნეული თავი საკმარისი არ აღმოჩნდა,უცხოს ეგოს დასაკმაყოფილებლად.. ვგრძნობდი,ვულკანივით ადუღებული სხეული მალე ამოიფრქვეოდა თუ იმ კითხვაზე პასუხს არ გაიგებდა,მისი თვალები ასე დაჟინებით რომ სვამდა.. -გიგი!-გამაფრთხილებლად გაისმა მისი ხმა.. სუსხივით ცივი,გამყინავი ბგერები ჰქონდა.. ერთიანად გამაკანკალა და მოვიბუზე.. ჩამოწოლილი დაძაბულობა უკვე პიკს აღწევდა.. სუნთქვაც კი ჭირდა.. გაუაზრებლად მივუახლოვდი და გვერდით ამოვუდექი.. დამუშტული ხელები მთლიანად გათეთრებოდა და სისხლი გაყინვოდა.. რა ხდებოდა?! ყველა დაბლოკილი ემოცია თითქოს ნელნელა მწყობრში ჩადგა და სანამ მათშორის უხილავი ბრძოლა გრძელდებოდა, ფაქტები ერთმანეთს თავისთვის დაუკავშირდა.. ორი გადაუდებელი ოპერაცია.. სანაია და ყიფიანი.. ერთდროულად დაწყებული,მაგრამ,სხვადასხვა სირთულის ოპერაცია და, გადარჩენილი,ღმერთისგან კალთაგადაფარებული დაშავებულები.. გული მომეწურა.. დავპატარავდი.. გავქრი.. წინ მძიმე ნაბიჯებით წასულს ავედევნე და თავი უკაცრიელ, უსულო კუთხეში ამოვყავი.. ოთახში მხოლოდ სამნი ვიყავით და მხოლოდ იმ ერთისგან ველოდით პასუხს.. ერთადერთ სკამზე ძალამიხდილი ჩამოვჯექი.. ქერათმიანი ნერვიულბოლთას მიყვა და თითქოს სიტყვებს ეძებდა.. მხოლოდ ახლა დაეტყო ნერვიულობა,როცა უამრავი თვალი მოსწყდა და მხოლოდ ჩვენს გარემოცვაში დარჩა.. -გიგი!-მეორედ დაუძახა და ეს ნიშანი იყო,რომ მოთმინების აღარცერთი ძაფი აღარ შერჩენოდა ყიფიანს.. -ანდრო,არ ღირს ამაზე აქ საუბარი!-მაინც გაიბრძოლა და მალულად გამოაპარა თვალი ჩემკენ.. გაფაციცებულს არ გამომრჩენია მისი ქმედება.. თვალი ჯიქურ გავუსწორე და უთქმელად ვაგრძნობინე,რომ აქედან ფეხის გამდგმელი არ ვიყავი! საქმე ჩემს ძმასაც ეხებოდა და ,არცერთი წამით არ ვაპირებდი გაურკვევლობაში დარჩენას.. მტკიცედ წამოვდექი და გავუპირისპირდი.. უკვე ცნობილი,ანდრო ყიფიანის ნაბიჯებში ყოყმანი იგრძნობოდა,თუმცა, ჩემმა შეუპოვრობამ არ მისცა საშუალევა,მის აზრს აჰყოლოდა.. მთელი ტანით მზად ვიყავი სიმართლისთვის და ამის სრული უფლება მქონდა.. იმედგაცრუებულმა ჩაიქნია ხელი.. ზურგი გვაქცია და თითქოს მზერა აგვარიდა, არ ეყო გამბედაობა თვალებში შემოეხედა.. -ერთად იყვნენ მანქანაში,ავარიის დროს.. საჭესთან სანი იჯდა.. ბარიდან სამას მეტრში მანქანა ვერ დაიმორჩილა,მოსრიალდნენ და შენობას მთელი ძალით შეასკდნენ ანდრო.. ერთმანეთშია აზელილი სისხლი, მანქანა და შენობის ბათქაში.. არ ვიცი მანამდე რა მოხდა,თუმცა, კამერებში ვნახე, საათის წინ ბარის საპირფარეშოს ფოიეში როგორ კამათობდნენ.. შემდეგ დატოვეს ტერიტორია და..-აღარ დაასრულა.. ერთიანად გაფითრებული იყო,რომ გამოტრიალდა.. ხელში ტელეფონი გაყინვოდა და მისგან რეაქციას ელოდა.. შემეცოდა.. გული საცოდაობისგან გამისკდა.. ჩემი ძმა.. ჩემი იო.. რატომ არასდროს უხსენებია სანი?! უამრავი პასუხგაუცემელი კითხვისგან თავბრუდახვეული კედელს ავესვეტე და სულ ერთი წამით შევხედე ანდრო ყიფიანს.. ეჭვ ჩამდგარი თვალები გიგისთვის ქორივით მიებყრო და ხელი გაეწვდინა.. შორიდან, უკვე ძალიან შორიდან ვუყურებდი მომხდარ კადრებს და, არცერთი წამით არ მინდოდა,გამეაზრებინა.. -გიგი,ჩანაწერი მაჩვენე!-ყინულივით ცივი იყო მისი ხმა.. მტკიცედ უარობდა მესამე და, ჯიბისკენაც კი წაიღო ტელეფონი.. არ ვიცი,იქ რა იყო კამათის გარდა,რომ სიცოცხლესავით იცავდა მას ჩვენგან.. ან,უფრო მეტად,ყიფიანისგან.. -გიგი!ნუ მაიძულებ,თუ ძმა ხარ!-გაფრთხილებას ჰგავდა და ერთდროულად,თხოვნასაც მისი სიტყვები.. გაავებულ და ერთად,მთლიანად ჩამომსხვრეულ ადნროს ხელი გაეწოდებინა და მანამ არ დაუშვა,სანამ დანებებულმა ვიდეო არ ჩაურთო.. თვალები გამოსახულებას მკვეთრად აღიქვამდა, სმენა-ხმას.. სანის ვედრება და იოს გაბრაზებული თხოვნა ყურს ნაწილნაწილ ჩაესმოდა.. კინოს კადრებივით.. ერთმანეთს მიჯრით მისდევდა სცენარივით დაწერილი რეალობა.. კედელთან სანი ყიფიანია მიყრდნობილი.. მის წინ იოს თავი ხელებში ჩაერგო და მხრებაცახცახებული, თუმცა,გაბრაზებული სამართლიანობას მოითხოვდა მისგან.. გული ყოველ მის ამოსუნთქვაზე ნაწილ ნაწილ მეჩეხებოდა.. იო.. გულო.. გონება ვერც ხარშავდა მის სიტყვებს, მხოლოდ სული მეწურებოდა და ვკვდებოდი ყოველ წამს, რაღაც რომ უჭირდა.. -იო,ანდრო ვერასდროს გამიგებს..-ახალგაზრდა,ცასავით ლამაზსახიანმა ბიჭმა დანანებით რომ ამოხედა კამერას, შევატყვე,როგორ გაფითრდა ეკრანსმოცქირალი და როგორ გამოტოვა მთელი წუთით სუნთქვა.. თვალებში სევდა,გაუგებრობა,სიბრაზე,სიშმაგე და უსუსურობა ერთდროულად ჩადგომოდა და უსაშველოდ ითხოვდა შველას მისი ტელეფონსშემოჭდობილი უსისხლო კანი.. მისკენ სანუგეშოდ წაღებული ხელი ჰაერში გამიშეშდა მოულოდნელად კადრი რომ შეიცვალა და, იმას აღვუდექით წინ, გიგი რომ დაჟინებით სცდილობდა,მოერიდებინა.. გავშრი, მხოლოდ ერთი წამით და მხოლოდ წუთიერი შოკისგან.. გული მომეწურა.. იო მთელი გრძნობით შემოხვეოდა მის მხრებს.. სანის მთრთოლვარე ხელები იოს სახეზე შემოეჭდო და მღელვარებისგან დაუშრელად უკოცნიდა ცრემლიან სახეს.. ვუყურებდით ძმებს.. ყელშიმომდგარი დამახრჩობელი ცრემლებისგან გაბერილი და ვბრაზობდი.. უღმერთოდ ვბრაზობდი,რომ იოს საკმარისად არ ჰქონდა ჩემმიმართ ნდობა,რომ გაენდო და,ამოესუნთქა.. იქნებ როგორ ტანჯავდა უთქმელობა.. იქნებ როფორ უნდოდა მოეყოლა ყველაფერი და თანადგომა ეგრძნო.. გულო.. ასჯერ მწარედ შემენანა გატანჯული ტკივილისთვის და ბრძოლისთვის,რომელსაც გადიოდა აქამდე და, აწი.. თუმცა,ჩემს არცერთ განცდას არ იზიარებდა გარშემომყოფები.. ანდროს ამოუხსნელი ემოციით სავსე სახე გაქვავებოდა და ლომის მზერით უყურებდა გიგის.. -ვინ ნახა ეს კადრები შენს გარდა?!-კონკრეტულ კითხვას სვამდა.. მისი სხეულიდან გამოფრქვეული გაავება მაშინებდა.. პასუხიც კონკრეტული იყო-არავინ!-რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.. ყიფიანმა მთელი ძალით მოიქნია მობილური და კედელს შეანარცხა. გავფითრდი.. ისე დავრჩით მარტო, კუთხეში მომწყვდეულები, ვერც მივხვდი.. ნახევრამდე საათის შემდეგ, მე ისევ კედელთან ვიდექი,ბათქაშში შეზრდილი, ანდრო კი ჩამუხლულიყო და ხელის გულებში ჩაერგო ფიქრებისგან დახუნძლული თავი.. -იცოდი?!-ვერ ამომხედა.. მხოლოდ სიტყვები მესმოდა მისი.. ათასნაწილად დამსხვრეული ადამიანის. თავი უარის ნიშნად გავიქნიე.. აღარ მქონდა განცდილისგან საუბრის უნარი.. მინდოდა დამესვენა.. გონება ერთიანად გამეთიშა და როგორღაც დამელაგებინა მომხდარი ისე,თავი და ბოლო გამეგო.. უმთავრესი იოს ჯანმრთელობა იყო და ახლა უკვე სანისიც,მისი გულის დარაჯის.. გონებაში არცერთი მისხალით არ მქონდა პროტესტის გრძნობა.. ის ჩემი ძმა იყო და ამით მთავრდებოდა ყველაფერი.. მხოლოდ ვერ ვხვდებოდი,ზუსტად რა რეაქცია ჰქონდა მოპირისპირეს.. მიჯრით განვლილი წუთების შემდეგ, მთასავით მაღალი სხეული წამოიმართა.. თვალები ცეცხლივით უელავდა.. თითქოს თავებად დაეწყო განვლილი მასალა.. სახეზე აღარაფერი ეწერა და ისეთივე შეუვალი იყო,როგორიც სულ რამოდენიმე საათის წინ,როცა პირველად შემოვიდა ფოიეში.. მომიახლოვდა.. ერთი სრული ნაბიჯიც კი არ იყო ჩვენს შორის.. წაბლისფერი თვალები გაფართოებოდა და მათში თავმოყრილი გაუვალი ტყის ხეებს სათითაოდ დავუთვლიდი,რომარა გამოკვესილი სუსხი.. -ის რაც ამ ოთახში მოხდა, აქვე რჩება! -უსიტყვო თანხმობის შემდეგ,როგორც იქნა მზერა მომაშორა და მას სუნთქვაც მოსაყოლე.. ვიგუდებოდი.. კარებისკენ დაძრულმა კიდევ ერთხელ გამომხედა და,ამჯერად, ის,ერთ წამიანი ანდრო ყიფიანის სუფთა მზერა შევამჩნიე.. ყოველგვარ საფარს მოშორებული.. -თავს არ ვაპატიებ,რომ დამაკლდეს.. ვიცი,შენც იგივეს გრძნობ.. მათი სიცოცხლე შენს სიჩუმეზეა დამოკიდებული,ლილი! -მხრები ჩამოეყარა და სული მოეშიშვლებინა.. ვერცერთი შესაძლო ვარიანტი ვერ მომაგონდა,რა ხდებოდა.. ვუსმენდი მას და,ვერც ის ვიფიქრე,საიდან იცოდა ჩემი სახელი.. უკიდეგანო ნდობა,რომელიც მხოლოდ ამ წამს გაორკეცდა მის მიმართ,სხეულში შემომიძვრა და მთლიანად დამფარა.. ორსახოვანი ანდრო ყიფიანი კარებში გახიდულიყო და ჩემგან საბოლოო თანხმობას ელოდა.. -ანდრო,ჩემთვის მთავარი იოს და სანის სიცოცხლეა-მისგან ჩამონგრეულ ჯებირებს ჩემი მივაგებე..შევამჩნიე,როგორ დაუარა კანზე უცხო ემოციამ.. თავი მადლობის ნიშნად დამიკრა და ოთახში მარტო დამტოვა.. სული რომ მოვითქვი და გავედი, საავადმყოფოს შესასვლელთან პოლიციის დაბურულმინიანი შკოდას მარკის ორი მანქანა დავლანდე.. სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი, ავი მზერის ორი პირი უშედეგოდ ცდილობდა გალავანივით შემორტყმული ანდრო ყიფიანის თანმხლები პირების გარღვევას.. მას შემდეგ,რაც უკვე კარგად ნაცნობი ქერათმიანი,როგორც ჩანს,ადროს უახლოესი ადამიანი დალანდეს ,ტერიტორია ელვის სისწრაფით დატოვეს და , უკვე ჩამოღამებულ,თითქმის უკუნით ღამეში მარტო დაგვტოვეს.. მხოლოდ ახლა ვიგრძენი სიცივე და ერთად მომაწვა ადამიანური შეგრძნებები.. გაუწყლოებისგან ტუჩები დამსკდომოდა და ყელი მთლიანად ჩამხმარი მქონდა.. დისპენსერთან სულმოუთქმელად დავლიე რამოდენიმე ჭიქა და გულის მოსაბრუნებლად მიმღებიდან ორფრთიანი კარით,გარეთ გავედი.. ყინავდა.. როგორც ჩანს,გუშინდელიდან მოყოლებული მთელი დღე გადაუღებლად უწვიმია.. არასრული, აგონიაში გატარებული დღე-ღამის შემდეგ,მეგონა,ძვალ-რბილი გაერთიანებული მქონდა.. ყველა კუნთი დაჭიმულობისგან მტკიოდა და , ერთიანად მოვწყდი.. გადაქანცული, ემოციებისგან განულებული, გახლეჩილი გულის უმწეო ფეთქვისგან განახევრებული სუნთქვით და, ტკივილით სავსე სულის უგზოუკვლო კივილისგან, აღარცერთი ძალა აღარ შემრჩენოდა.. ვიჯექი სველ მოაჯირზე და გამეტებით მაწვიმდა.. ტელეფონს ამაოდ დავყურებდი.. ვისთვის დამერეკა საშველად?! ამ უზარმაზარ სამყაროში მხოლოდ იო მყავდა და ისიც, სარეცელზე მიჯაჭვული, გაუთქმელი გრძნობებისგან გატანჯული, სიცოცხლეს გლეჯდა ხელიდან ეშმაკს.. წვიმის წვეთებს ერეოდა უმწეო ცრემლები.. აღარც კი ვიცოდი,თუღა მქონდა შერჩენილი.. ვიღაც რომ გვერდით მომიჯდა, ამას მოტანილი სითბოთი და კანში შემომძვრალი მხნეობით მივხვდი.. მთლიანად სველი ვიყავი. თხემით-ტერფამდე.. ტელეფონს რომ დავხედე, თვალები გამიფართოვდა. საათი უძრავად ვმჯდარვარ და არც კი ვიცოდი.. ანდრო ყიფიანი წითელ მარლბოროს მთელი ჟინით ეწეოდა და თითქოს მასში ატანდა ყველა ტკივილს.. კანი ამეწვა,ისე მომინდა სულ რამოდენიმე ნაფაზი.. მიმიხვდა,კოლოფი გამომიწოდა და სანთებელა მოიმარჯვა.. მე თითებშორის მოქცეული ნახევრამდე დასული ღერი ავირჩიე.. მაბრუებელი კვამლი ღრმად ჩავუშვი ფილტვებში და ამოვისუნთქე.. -არ შემიძლია ექიმს ვკითხო იოს ამბავი.. სიკვდილივით მეშინია..-ვერ გავხედე.. ისიც ჰორიზონტს ჭვრეტდა.. რეამინაციულ განყოფილებაში სტაბილურად მძიმე, კრიტიკულად მონიშნული ჩვენი ძმები სიცოცხლეს ებღაუჭებოდნენ და ზუატად ვიცოდი,მასაც ისე ზაფრავდა რეალობა,როგორც მე.. გამორიცხულია დედმამიშვილის ტკივილი სხვადასხვა იყოს.. ყოველი გასული წუთი მასაც უღმერთოდ ესიკვდილებოდა.. მე გამოხატვა მაინც შემეძლო.. მე ტირილით მაინც ვიოხებდი გულს.. ერთბაშად სულამდე დაახლოებული ანდრო ყიფიანი მხოლოდ გახევებული იჯდა და ათასი ფიქრის თავმოყრას ცდილობდა,გამოსავლის ძიებაში.. ჯავრის ჯავრში.. -ლილი,სულ სველიხარ..-არ შემოუხედავს,ისე მითხრა.. შავი,გრძელი მანტო გაიძრო და ისე, რომ არცერთი მილიმეტრით შემხებია,მხრებზე მომაფარა. სხვა დროს,სხვა ვითარებაში ალბათ მისი გალანტურობით მოვიხიბლებოდი კიდეც,მაგრამ,ამწამს,სუფთა ადამიანური თანაგრძნობით და ზრუნვით იყო განპირობებული მისი ყოველი ნაბიჯი.. ხელებში პორშეს მარკის მანქანის გასაღები ჩამიდო და ოთახში განვითარებული სცენარის შემდეგ, პირველად შემომხედა.. მტკიცე, ურყევი, სანდომიანი და ამავდროულად,უღმერთოდ სუსხიანი იყო მისი მზერა. მუხის მერქნის ფერი სფეროები გრძნობებისგან დაეცალა.. თავი საფარისთვის შეეფარა.. -გპირდები,როგორც კი რამე ახალს გავიგებ,პირველს შენ შეგატყობინებ და, ყველა ღონეს ვიხმარ,გათენებისთანავე რომ შეგიშვან,მაგრამ,მანამდე , როგორღაც უნდა დაისვენო..ძალები აღიდგინო და ბრძოლისთვის მოემზადო..-დღის დასასრულს,უკვე მეორედ მაძლევს მომავლის იმედს.. შეწინააღმდეგების გამქრალი უნარით შენობის პირდაპირ, სადგომზე გაჩერებულ მის მანქანაში ვჯდები და , თვალმოუშორებლად ვუყურებ შესასვლელთან ჯარივით განლაგებულ ბრგე მამაკაცებს.. არცერთი სიტყვა არ მესმის,მაგრამ, ვხედავ,როგორ აძლევს მითითებებს ანდრო ყიფიანი გარშემომყოფებს და,ირგვლივ ფანტავს.. ათიოდე წუთის შემდეგ საავადმყოფოსთან მხოლოდ ანდრო და გიგი რჩება.. უკუნითი ღამეა.. სულიერის ნიშანიც კი არსად არაა.. კოკისპირულად წვიმს და ფრთებჩამოყრილი ანდრო შუბლით ეყრდნობა გიგის მხარს.. როფორც ძმა-ძმადნაფიცს და სანდო საფარს.. სულის სიშიშვლე მხოლოდ გრძელი,მტკივნეული წუთი გრძელდება.. სანამ გადაქანცული გონება ბოლომდე გაითიშებოდა, თვალწინ იოს სახე მიდგება და უკვე მერამდენედ დღეს, ხელთავიდან ვკვდები.. ჩემი გულის ნახევარი ფეთქვა.. ჩემი იო.. ერთი დაშვებული წუთითაც კი წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა,მაგრამ, ჰორიზონტამდე მჯეროდა, რასაც ანდრო განიცდიდა და, შიში,რომელიც ამ ამბის გახეთქვას ახლდა, ცოცხალივით მჭამდა სულის სიღრმეში.. -იო,რაში გაეხვიე?!-ისე ამოვიძახე,თითქოს პასუხს მივიღებდი.. მთელ ჩემს დარჩენილ სიცოცხლეს გავიღებდი,ოღონდ ის მყოლოდა უსაფრთხოდ.. მისი სიყვარული დაცული და, გული მრთელი.. მაგრამ ამწამს, ერთადერთი, რაც წყაროს წყალივით წმიდა იყო, საფრთხე და მომავალი რთული დღეები იყო, რომლის გადასალახავი ძალა არცერთ ვენაში არ მესხა.. ___ -ლილი..-თავდაუღწევი კოშმარისგან გარე ხმა თავდაუზოგავად ცდილობს გამომიყვანოს.. მეშინია.. უსუსურობისგან ოთხად მოკეცილი ამოუხსნელ ბოროტებას სულშეძრული ვებრძოდი და,კუთხეში მომწყვდეული,ბოლო წამებს ვითვლიდი.. მაღალი,ბრგე,დანაოჭებული სახე ნელნელა მიახლოვდებოდა და ჩემს შთანთქვას ლამობდა.. შეძრული მიწას მოვეპოტინე,მაგრამ,ღრიოკი ქვების ბღუჯა შემრჩა მხოლოდ გულებში. სასოწარკვეთილმა მისკენ გავისროლე,თუმცა,კანში გაიარა ყველა კენჭმა.. სულ ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა,მომაკვდავის ხავილისგან მთელი ყელი ჩამეხშო და , იოგები დამეკაწრა.. ბოლო წამს , როცა ჩემკენ იხრებოდა ,სახეზე ფრთხილ შეხებას ვგრძნობ და, მეღვიძება.. დაოთხილი ვარ.. ქანცგალეული.. მანქანის სავარძელზე ორად მოკეცილი.. კანი ოფლისგან მაქვს დაცვარული და თვალები მთლიანად ცრემლებით სავსე.. შიშისგან ჯერკიდევ ვცახცახებდი და რეალობას ვერ ვუბრუნდებოდი.. გვერდით სავარძელზე თვალებში სევდაჩამდგარი ანდრო მომლოდინედ მიყურებდა და დროს მაძლევდა,დავმშვიდებულიყავი.. სიწყნარისკენ რეალიბაც კიარ მაძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას.. გარეთ ღამე იცრიცებოდა.. რამოდენიმე საათის ძილისგან სხეული ოდნავ მოსვენებული მქონდა,თუმცა,სული ისევ გატანჯული.. წამით თავი დამნაშავედაც კი ვიგრძენი.. იო სარეცელს იყო მიჯაჭვული,მე კი ძილისგან თავის დაღწევას ვცდილობდი.. -როგორ არიან ანდრო?!-მხოლოდ კარგი პასუხი მინდოდა მომესმინა.. სავარძელზე შევსწორდი და მანტო გავუწოდე.. მანქანაში ჩართული გამათბობლის წყალობით ტანზე მთლიანად შემაშრა გუშინდელი სისველე.. იუარა ყიფიანმა.. -კრიტიკულმა საათებმა თითქმის ჩაიარა.. გარკვეულ მედიკამენტებზე წვდომა არ აქვთ და,ორ საათში მოუტანენ მთავარ ექიმს. დანარჩენი ჯერჯერობით სტაბილურად მიდის.. -მშვიდი ხმით მპასუხობს და თამბაქოს უკიდებს.. მეშინია.. მცირე დანაზოგი გვაქვს ბანკში შენახული,თუმცა,წარმოდგენა არ მაქვს რა თანხებს უკავშირდება ოპერაცია და შემდეგი მკურნალობები.. არც კი მინდა ფიქრი, გონებაში ვბლოკავ ყველანაირ შიშს და მხოლოდ შემართებით ვივსები.. არცერთი ნულის რაოდენობას აზრი არ აქვს .. სულ რომ მიწის მოთხრა დამჭირდეს, მაინც ბოლომდე დავაყენებ ფეხზე.. ამის ისე მჯერა,როგორც არასდროს.. ერთიანად მოცოცხლებულს მანქანიდან გადასვლამდე მაჩერევს ერთი წამით ანდრო.. სქელი მანტოს ნაჭერშიც კი აღწევს ის სიმხურვალე,მისი კანიდან უწყვეტად რომ მოდის.. თვალები სუფთა,კრიალა,თაფლისფერი აქვს და მასში მხოლოდ თანაგრძნობა იკითხება.. არ ვიცი,როგორ ახერხებს,ერთდროულად ათამდე პიროვნებააცოცხლოს მასში.. -შენ როგორ ხარ,ლილი?!-მეკითხება და მთლიანად,ერთბაშად მალღობს.. კითხვა იმდენად გულწრფელია , მინდა მთელი გული ამოვიღო და ვუთხრა,როგორ არ შემიძლია არცერთი გასავლელი წუთის გავლა,მაგრამ,ვერ ვუშვებ ემოციებს.. მინდა ძლიერი ვიყო, ურყევი ვჩანდე და მასავით ვასხივებდე უშრეტ ენერგიას.. ვცდილობ თავი შევიმაგრო,მაგრამ,მაინც არ გამომდის.. ჯერკიდევ ნამიან თვალებს ხელის გულებით ვიშრობ და უმწეოდ ვილაგებ მუხლებზე.. ვიცი,კოშმარსაც რომ გულისხმობს და, მთლიანად,ჩემს მდგომარეობას.. ამას მისი თვალები მეუბნება.. ვერ ვპასუხობ. არ მაქვს ის სიტყვები, მას რისი გაგონების იმედიც აქვს და, სულის ნაწილივით ხვდება.. მანქანიდან თავჩახრილი გადასული, კარებს მიღებს და ერთად ვიკვლევთ გზას. სუსხია.. ნოემბრის საშინელი ქარწვიმა და სასტიკი ყინვა.. აბუზული გვერდს ვუვლი კარებთან მდგარ უკვე ნაცნობ სახეებს და გიგის უხმო მისალმებას თავისდაკვრით ვპასუხობ. მარტივად ვამჩნევ,ყველას გამოუცვლია.. მხოლოდ მე და ანდროს შეგვყინვოდა განვლილი დღენახევარი ტანზე.. უთქმელად,თითქოს დაბარებულივით, ორივე შეთანხმებულად ექიმის კაბინეტისკენ მივიწევთ.. იმედით,რომ რამე სიახლე იქნებოდა,შევაღე კარები,თუმცა,არც კი ერთი სიტყვა უთქვამს სხვაგვარი.. -შემიძლია ერთი წუთით მაინც ვნახო?!-კაბინეტიდან გასვლამდე მოვუტრიალდი მთავარ ექიმს.. ვცახცახებდი.. უმწეობისგან სული მეკვროდა,მაგრამ,მტკიცე უარმა უფრო მომტეხა.. გამოსვლისთანავე სკამს დავეყრდენი სიმაგრისთვის,თუმცა,ყიფიანის ძლიერი ხელები უკეთესი საფარი ყოფილა.. ცივმა მკლავებმა მყარად შემაკავეს და მანამ არ დამცილდნენ,სანამ ჩემს უსაფრთხოებაში არ დარწმუნდნენ. უსულოდ ჩავხარე თავი.. მუხლებზე დაწყობილ, ამოტრიალებულ ხელისგულებს ძარღვებს დაუთვლიდი,ისე გამცლოდა ფერი.. შუა წერტილში წუთების შემდეგ ცხელ ცრემლებს თავი მოეყარათ და პატარა წყალსაცავი მოეკრიბათ.. ცხელ სითხეს წვეთები ხმაურით ეცემოდა და, ისე მაბრუებდა, თვალები მთლიანად ამიჭრელდა და მოვწყდი ფოიეს.. ექიმის კარები ხმაურით რომ მიჯახუნდა, მხოლოდ შემდეგ დავაკვირდი,ყიფიანი რომ აღარ მედგა გვერდით და,თან გაიყოლა ის სუსტად მონაბერი სიმშვიდეც.. სამოცამდე დათვლაც კი ვერ მოვასწარი, უკან რომ გამობრუნდა სუსხიანი ანდრო.. თვალები კაკლის მერქანივით ჩამუქებოდა და იმდენ სიშმაგეს გზავნიდა,ისედაც აღარ დარჩენილი,მთლიანად დამკარგა.. თითოდ ჩაეღვარა გრძელ თითებში კუმპალი ცრემლები, ხელი რომ ჩამჭიდა მოულოდნელად და,წამომაყენა.. მივყვებოდი მას, წინ მიმავალს.. მხრებში საოცრად გადაშლილსა და უდიდესი ძალის პატრონს.. ძვლებიდან ყვიროდა მისი სული, ასე მეგონა, მხრებს რომ ვუყურებდი.. თითო მარცვლად ჩამოწვეთილი ცხელი სითხე კვალად მოგვსდევდა და დაშანთულ ზოლს ტოვებდა საავადმყოფოს ფოიეეებში.. მივდიოდით და თითქოს, ცეცხლისა და წვიმის ორ მოციალე ნაკადულს მივაპობდით.. ცეცხლი-ანდრო და, ჩანჩქერივით მორიკრიკე ცხელი მწველი ცრემლის დენა-ჩემი.. მივყვებოდი და , გული არ მითმენდა,დამეჯერებინა.. შემპირდა და, აასრულა.. -ოღონდ ჯერ მე შევალ ლილი..-რეანიმაციული განყოფილების ექთნები თავზე დაეხვივნენ.. სტერილური ხალათი,პირბადე და ბახილები გაუწოდეს და სულ მარტო დამტოვეს.. საექთნოში არც კი რამე იყო ყურადღება რომ გადამეტანა გულის საშინელი ძგერისგან.. მეგონა ყელში მიცემდა, ამოხტომას ლამობდა.. სარქველისგან ამოგლეჯას.. ვეღარ ვსუნთქავდი.. ვეღარ ვითმენდი.. ჩემი იო. ჩემი გული.. ცრემლები დახჩობას მიპირებდა უკვე, ჰერმეტული კარი რომ გაიღო და, ანდრო გამოვიდა.. მკვდარი ჰქონდა თვალები.. უსიცოცხლო.. უარაფრო.. უფუნქციო.. უყველაფრო.. არსებობის არცერთი ნიშანწყალი არ ეწერა ნაკვთებზე.. სტერილური აღჭურვილობა ხელის ერთი მოსმით მოიგლიჯა და თითქოს კანიდან ამოძრომა სურდა,სახეზე გაუჩერებლად ისვამდა ხელის გულებს.. მეგონა უკვე კანი ეკაწრებოდა, ძლივს რომ შევწვდი მის მკლავებს და ხელის გულები მძლავრად დავუჭირე.. ამღვრეული ჰქონდა მზერა.. გაშავებულ სფეროებს მდინარის სტეკლოს ანარეკლი აკროდა და, შუშის თვალებით მიყურებდა.. სიკვდილს ნატრულობდა გაცარიელებული ირისები.. დავპატარავდი მისი ტკივილით.. მისი ყინულივით ცივი ხელისგულები გულის კოვზთან შევიკარი და კანით,კანზე გადავუსხი წვეთი იმედი.. ძლიერად გადავაჭდე მის თითებს ჩემი გალეული მტევნები.. სუროსავით ავიხლართეთ და,საერთო ტკივილისგან გავერთიანდით.. -არ შეგეშინდეს,ანდრო..-საკუთარზე მეტად,მისი სიმშვიდისთვის გავიბრძოლე.. ხელი არც კი ვუშვი, ისე შევიმოსე და მხოლოდ წამით დავეხსენი,ხალათი რომ მომეხურა.. ნაბიჯის გადადგმა დავაპირე თუარა, ძლიერად მომიჭირა ხელი თითებზე ყიფიანმა.. მხოლოდ თავი გამიქნია და საკმარისი იყო, წამეკითხა, როგორ მთხოვდა, იქ არ შევსულიყავი.. ვერ გავითვალისწინე.. ისევ გავიბრძოლე,თუმცა,ამჯერად უფრო მძლავრად დამიჭირა და მის მკერდს ამაკრა ზურგით.. გავცივდი , უნებურად და, ერთბაშად ცხელი წყალი გადამესხა სხეულზე.. -ლილუ,დამიჯერე,გთხოვ,იქ არ შეხვიდე.. -ნაწილ ნაწილ ამოუშვა ყინულზე ცივი სიტყვები.. ლილუ.. კანის ყველა მილიმეტრმა სამუდამოდ შეისისხლხორცა ანდროს მოძახილი-ლილუ.. მაგრამ.. ვერ დავყევი.. ექთანს ფეხდაფეხ ავედევნე და, ათიოდე საწოლის მიღმა,ფარდით გადაყოფილ ორ სხეულს მივუახლოვდი.. იქვე, იმავე წამს მოვკვდი, მათში რომ ჩემი ძმა, ჩემი იო ვერ გავარჩიე.. საწოლთან ჩავემხე და ყრუ ხავილის მაგვარი ღრიალი აღმომხდა სასოწარკვეთილს.. კანის არცერთი მისხალი თავისუფალი არ ჰქონდათ.. მილებში ახლართულები, ტკივილისგან გათიშულები, ორი ერთნაირად და,მაინც, სულ სხვადასხვაგვარად დასერილი, დაჩეხილი, შეკოწიწებული და, შეერთებული სხეული სიცოცხლეს წინა კბილებით ჩაბღაუჭებოდნენ.. გული გამისკდა.. ვიგრძენი,როგორ გადაიშალა ორად და, მხოლოდ მათთვის აძგერდა, მათ მაგივრად.. შეშლილივით დავყურებდი რკინის ვამთულებსა და თეთრ ბინტებში გადახვვეულ ორ სხეულს.. შეურაცხადივით გამეკრა ზურგსუკან ხელები, გაავებული რომ არ მივვარდნილიყავი და სათითაოდ არ ამეხსნა ყველა მტკივნეული ნაკერი კანზე.. კბილებით ვიჭერდი სულს, გამოქცეულს და, გადახლეჩილ გულს.. ფეხის ტერფიდან წამოსული უგრძნობელობა უკვე ხელებშიდაც გადმომდიოდა, ღმერთის ნიშანივით რომ გამონათდა მკლავზე იოს ციცქნა ნახატი.. ცერის გასწვრივ,მაჯაზე დაკოფსილი მძიმე-წერტილი..- ., თუკი ცოცხლად სიკვდილი მეტს ნიშნავდა, არც კი მიღირდა. მე უფრო მეტ ტკივილს ვერ განვიცდიდი. ის,რაც ახლა სულ-გულში ხდებოდა, ცოცხლად დაწვას უდრიდა და, კიდურების სათითაოდ მოჭრას.. -იო..-განწირულად აღმომხდა და,ვეღარც დავასრულე, გულისრევის შეგრძნებისგან უკანმოუხედავად გამოვიქეცი და, საექთნოშივე, ქაღალდის ურნაში ამოვუშვი უღმერთო, საზიზღარი ბედისწერის, უმოწყალო ფაქტი.. მთელი წუთი ვგრძნობდი ზურგზე მძიმე ხელის ცივ გულს.. თანაგრძნობით სავსე მკლავი იქამდე მამაგრებდა,სანამ,წელშიგაშლილი, თვალი არ მოვავლე დერეფანს და, თავბრუდახვეული, ანდრო ყიფიანს არ ჩავესვენე ხელებში.. ზუსტად სამჯერ შევიფხიზლე.. პირველად,შუადღის შუქი შემოდიოდა თეთრ პალატაში და, ზანტად ანათებდა მკლავზე დადგმულ გადასხმის სისტემას.. მეორედ,უკვე კარგად ნაცნობს პორშეს, ყავისფერი სალონში, ამჯერად, კუპრივით შავი ღამე ჩამოწოლილიყო.. საჭეს ანდრო ყიფიანი მართავდა და პირველად, სრული ორი დღის განმავლობაში,თავი იმდენად უსაფრთხოდ ვიგრძენი,რომ ერთიანად მოვუშვი გაძვალტყავებული სხეული და მხოლოდ რამოდენიმე უსიზმრო საათის შემდეგ დავუბრუნდი მესამედ საკუთარ თავს.. უცხო ოთახში,მთლიანად შეფუთული თანამგრძნობ ხელებს საბნის ქვეშ გავეხვიე და, კომოდზე რამოდენიმე ხელი სუფთა ტანსაცმელიც კი დაეტოვებინა.. სრული აგონიიდან მცირედ გამოსულს ერთიანად მატყდება მესამე დღის უჭმელობა,უწყლობა და საავადმყოფოს ნესტიანი მწლაკე სუნისგან გაწეპილი კანი.. ვინ იცის, იქნებრამდენი რამე უნდა გამესაზღვრა წინასწარ, თუმცა, ფორსმაჟორულ რეჟიმზე გადასულს,არცერთი წამის დაკარგვა არ მიღირდა იმად,საკუთარ სახლში წავსულიყავი. თითქოს მაგლეჯდნენ კანიდან ყველა იოს გარეშე გატარებულ წამს, სულშეკრული არც კი ამომისუნთქავს ჯეროვნად, სანამ გაშმაგებით არ ჩამოვიხეხე ყველა გატანჯული წუთი და მკვლელი წამი სხეულიდან.. სანამ სულმოუთქმელად არ ჩავიცვი და ჯერკიდევ სველი თმით, ჩაკეტილი საძინებლიდან, ფეხაკრებით არ გავიპარე.. მინიმუმამდე დაყვანილი ავეჯიდან მხოლოდ დიდი კუთხის დივანი და მასიური წაბლის ხის,ზუსტად ანდრო ყიფიანის თვალის ფერი მაგიდა მოხვდა თვალს.. ერთი შეხედვით, სახლში სრულიად მარტო ვიყავი.. უდიდეს ფართში, ასე პატარად თავი აქამდე არასდროს მიგრძვნია.. უგზოუკვლოდ ვათვალიერებდი და, მაინც ვერსად ვიგრძენი სულიერის ჭაჭანება.. ერთადერთი,რაც მის აქ ყოფნაში მარწმუნებდა, საჟურნალე მაგიდაზე დადებული საფულე,მანქანის გასაღები და ტელეფონი იყო, რომელიც უწყვეტად ზუზუნებდა.. ალბათ , ვერც კი გავბედავდი აღებას, ეკრანზე გიგის სახელი რომ არ ამომეკითხა.. იქნებ რა ხდებოდა.. იქნებ ვის უჭირდა.. იქნებ.. იო.. ღმერთო.. ხმის ამოღებაც კიარ დამჭირდა, აღებისთანავე აღელვებული ხმა ერთიანად მაყრის წინადადებებს.. პარალელურად, კუთხის ოთახიდან თმასველი ანდრო ყიფიანი გამოდის , გაურკვეველი სახით და, ხმამაღალ რეჟიმზე ჩართულ ტელეფონს თვალს არ აცილებს.. -ანდრო,გესმის?! -მას ჯერ არ გაუგია და ისე მინდა მოსალოდნელი ავაცილო.. ვიცი,იჯავრებს და გული ფეთქვას შეწყვეტს,სანამ არ მოაგვარებს.. თანაგრძნობით სავსემ ავხედე და ჩქარი ნაბიჯით მივუტანე ტელეფონი. -გიგი,გისმენ, რა ხდება?! გიგი!-მოუთმენლობისგან სახეზე ფერი ერთიანად დაეკარგა და უარესის მოლოდინში,სუნთქვა გაუწყდა.. -სანი დამძიმდა ანდრო, სისხლი გვჭირდება.. უახლოესი ბანკიდან მარაგი გზაშია. ბიჭები იტესტებიან,თუმცა,დროს ვკარგავთ.. პირველი ან მეორე ჯგუფის სისხლი..-და,აღარ ასრულებინებს.. არ ვიცი, ერთდროულად როგორ ვახერხებთ, რომ წამებში კარებთან ვჩნდებით და ერთმანეთის მიყოლებით,თითქოს თანწყობილივით ვაკეთებთ მოქმედებებს… ანდრო გაქვავებული სახით მისსავე თბილ,დუტის მოსაცმელს ჩემი მიმართულებით ისვრის და, მოხერხებულად ვიჭერ. საპასუხოდ მანქანის გასაღწბსა და საფულეს ჰაერში ხსნის და კარებიდან პირდაპირ კიბეებისკენ გავრბივართ. წარმოდგენა არ მაქვს რომელი სართულია,თუმცა,იმდენად მაღლა ვართ, რომ, მას ვეღარ ვეწევი რამოდენიმე სართულის შემდეგ და, რომ ამჩნევს, ხელს მიწვდენს.. ერთიანად გაყინულ თითებს ძლიერად ვახვევ ჩემსას და, სხეულში უცხოდ დავლილ სითბოს ცხრა კლიტურში ვკეტავ.. ვატყობ, ღმერთია მოწმე, როფორ ერევა სუნთქვა ყიფიანსაც და, მიხარია, თუ ერთი წამით მაინც შემიძლია მისი გამხნევება.. მე ხომ ვიცი.. ჩვენ ხომ ზუსტად ერთი ტკივილი გვაქ.. ძმების და თან, სისხლის და ხორცის.. -ანდრო, სანის და შენ ერთი ჯგუფი გექნებათ.. ასე ნუგანიცდი.. -გონებაში მიელვებს და მანქანის სალონში ინერციით წამებში დამჯდარს იმედით შევყურებ.. სულ ერთ დაკარგულ წუთს იმეტებს, სრულ სამოც წამს რომ მის თვალებში ყველა ის უსიტყვო ტანჯვა ამომეკითხა, რასაც საფარქვეშ მალავს ხოლმე.. ღმერთო.. ანდრო.. -სანი ჩემი ღვიძლი ძმა არარის ლილუ.. სანი ჩემი სისხლის ძმა არარის ლილუ.. სანის მთელ ჩემ სიცოცხლეს მივცემ,მაგრამ, მესამე სრულიად უმოქმედოა მის სისხლთან და, ამის დედას შევე*ი, ყელში მახრჩობს ბოღმა,რომ მე, არ შემიძლია ახლა მისი შველა! -სისხლისგან ცლისთქო ასე მგონია ვენებს, სახე ისე დაეღარა უჰორიზონტო ტანჯვით.. მთელი გზა, სულ ერთი ათეული წუთი, გონებაში უწყვეტად ჩამესმოდა ანდრო ყიფიანის ლომივით მობობოქრე ხმა.. “სანი ჩემი ოჯახის წევრი არაა! სანი ჩემი ძმაა! ჩემი ძმა” სრული ქაოსი დაგვხვდა მიმღებსა და დერეფნებში. თეთრხალათიანი ექთნები ბუმბულებივით დაქროდნენ სისხლის ნიმუშებით და , მუხლჩაუხრელად იღებდნენ სინჯარებში სმეწამულისფერ სითხეს. ვერც კი მივაწვდინე თვალი რიგს, თითქმის მთელი გასწვრივი სიგრძე დაეკავებინათ ბრგე მამაკაცებს და მარჯვენა ხელის მკლავები დაეკრიფათ. ქერა, მაღალი სხეული თითქოს ერთიანად მოეშვა, როგორც კი ანდრო შეამჩნია და, შვებით ამოისუნთქა.. შევხედე ,როგორ დაუთბა სახე ჩემი დანახვისასაც კი.. მკრთალად გავუღიმე.. ისევ მის, ანდრო ყიფიანის ფრთებქვეშ ვიყავი ამოკრული.. ერთმანეთში არეულ სხეულებში, მხოლოდ რამოდენიმე წუთი დამჭირდა,ექთნისგან გამეგო,რომ ჩემი სისხლიც გამოსადეგი იყო და,არც კი დავფიქრებულვარ, ისე წავედი საპროცედუროსკენ.. დიდხანს ცდილობდა ექთანი ფერმკრთალ კანზე ვენა ეპოვნა.. უკვე მოთმინება მეკარგებოდა, როგორც იქნა ჩხვლეტა რომ ვიგრძენი და, მილში მუქი ღვინისფერი სითხე გამოვიდა.. რამოდენიმე წუთის შემდეგ, უკვე ვგრძნობდი, ისედაც დასუსტებულს როგორ მეცლებოდა ის უკანასკნელი ძალებიც, ოთახში ანდრო რომ შემოვიდა.. არც კი შეუხედავს ვინმესთვის, არც კი უკითხავს რა, იქვე დადებული ხელთათმანები ოსტატურად მოირგო და წინააღმდეგობის მიუხედავად, კათეტერი უმტკივნეულოდ მომხსნა.. -სახეზე მიტკლის ფერი გადევს,ლილუ.. ისედაც ვერასდროს გადაგიხდი შესაფერის მადლობას.. გთხოვ, შენ მაინც ნუ მეყოლები სადარდებელი.. -არ შემოუხედავს, თვალი არ გაუსწორებია, ხმაც კი იმდენად ჩუმი ჰქონდა, კედლამდეც კი არ მისულა,სამუდამოდ რომ დარჩენილიყო მათ ბათქაშზე .. სამაგიეროდ,გულმა ფსკერზე ასო-ასო ამოიკაწრა ყველა ბგერა და, სამუდამოდ ჩაიბეჭდა მის ფიცარზე.. იოს ამბავი იმ აურზაურსა და გულის ძლიერ ფეთქვაში მთავარ ექიმს ძლივს გამოვძალე.. სტაბილურად მძიმედ მყოფ იოს, კრიტიკულად დაუმძიმდა მისი სწორი და ამ წუთებში, ჩემსავე სისხლს რომ უსხამდნენ სანის , ასე მეგონა, ამით ანდროს ვუხდიდი მადლობას ყველა იმ იმედისთვის, საშველად გამოწვდენილი ხელისთვის და, სასწაულისთვის,რასაც, სრულიად უცხო, სრულიად სხვა ლილუსთვის აკეთებდა.. აღარ მოახლოებულა იმ წამიდან -გამთენიის ხუთ საათამდე.. ყველა იქ მყოფისგან ენერგიით გამორჩეული, მძიმე,მტკიცე,ხმაურიანი ნაბიჯებით განსხვავებული ანდრო ყიფიანი ერთ ადგილას გახიდულიყო და მზერა სივრცისთვის მიეყინა. კანი მეწვოდა,ისე მინდოდა, ეგრძნო, რომ მის გვერდით ვიყავი, მაგრამ, საფარში ისე შემოსილიყო, მთლიანად შეუვალი იყო მისი სულიც, სახეც და, მტკიცედ დაშვებული ხელის ცივი გულები.. ანდრო ლილუსთან და, ანდრო მათთან სრულიად სხვა იყო და, ამას საფარი ისე ყოფდა, ისე მიჯნავდა, ორ სხვადასხვა ადამიანს ვიღებდი.. ორს,ათს და,კიდევ ათასს.. -მდგომარეობა შეძლებისდაგვარად დასტაბილურდა.. ორივე პაციენტი სტაბილურად მძიმეა,თუმცა, წინსვლაც სჩანს.. წინ დიდი ბრძოლაა.. -ჩოჩქოლი წამში მიწყდა, დერეფანში ექიმი რომ გამოვიდა და, ამდენი მომლოდინე ხალხის დანახვისას, თვალები გაუფართოვდა.. ანდრომ რომ შვებით სავსე მზერა პირველს მე მომაბყრო,სამი დღის შემდეგ, პირველად გამეღიმა.. ჩვენ ერთი ტკივილი გვკლავდა, მაგრამ, ერთი სიხარულიც გვაერთიანებდა.. ზუსტად ჩემსკენ მოდიოდა, იქნებ,უბრალოდ რაიმეს სათქმელად, ძლივს გაცრეცილი ღამე რომ ისევ ჩამობნელდა და, წვიმის თქარულს, უცხო ადამიანის შემოსვლა მოჰყვა.. სახეზე ვერ დავინახე,მაგრამ, ირგვლივ რომ ჰაერი დაძაბულობისგან გაიყინა, მარტივად შევამჩნიე.. ინსტიქტურად წავედი ანდროსკენ.. მტევნით მტევანს ვეხებოდი,იმდენად მომიახლოვდა ისიც.. ახალმოსულს გარს ანდრო ყიფიანის მხლებელი დამქაშენი შემოეხვია და, პატივისცემის გამოსახატად, ან , მოვალეობის მოხდის მიზნით,თავს უკრავდნენ. მხოლოდ გიგი და, კლდესავით მყარად მდგომი ყიფიანი იდგა მისგან მოშორებით.. გაუგებრობისგან და უარყოფითი ენერგიისგან დამუხტული უკვე თავს ცუდად ვგრძნობდი, ბრბო რომ გაარღვია ახლადმოსულმა და, შავი,ბნელი სახე გამოაჩინა.. გავიყინე.. შიშისგან ვიგრძენი როგორ დამეღარა სახე და როგორ ჩამომგორდა კანზე ცხელი, დამპალი ცრემლი.. ის აქ იყო.. გაცხადებული ჩემი საზარელი კოშმარი წინ მოიკვლევდა გზას და თვალს არ აშორებდა ფრთებგადაშლილ ანდროს. -გახსოვს იმ დღეს, ოთახში რა გითხარი ლილუ?!-ხმა მტკიცე ჰქონდა, ცივი, მაგრამ,იმდენად ჩუმი,მხოლოდ მე რომ გამეგო.. “ის რაც აქ მოხდა,აქვე რჩება” მომენტალურად ამომიტივტივდა და ყველაფერი თითქოს თავის ადგილას დალაგდა.. მიწა რომ გამსკდარიყო, მოსიარულე კოშმარს არ უნდა გაეგო სიმართლე.. ამაზე იოს და სანის გატანჯული სიცოცხლე იყო დამოკიდებული.. -შვილო! -სახესთან ერთად, ხმაც კი ამაზრზენი ჰქონდა, ისევე როგორც მზერა, რომელსაც ჩემი იქ ყოფნა არ გამორჩენია.. ცხლად დამიარა მთელს კანზე ზიზღმა.. ანდრომ რომ მის საფარქვეშ ამომიყენა, მხოლოდ შემდეგ უპასუხა.. -აქ რამ მოგიყვანა მალხაზ?! ___ სამარისებული სიჩუმე იყო ჩამოწოლილი ირგვლივ.. ჰაერიც კი არ იძროდა.. საათიც კი გაჩერდა, ასე მეგონა,იმდენად ლიმიტირებულად სუნთქავდა ირგვლივ ყველა.. ახლადმოსულის ენერგეტიკა საავადმყოფოს მძიმე ჰაერს ლოდივით დააწვა და იმდენად დამძიმდა, ხელშესახები გახდა.. თითებშიც კი ვგრძნობდი დიდ დაძაბულობას და, წუთითაც აღარ მინდოდა იქ გაჩერება, რომარა ანდროს თითქოს საბრძოლველად მოჭიმული სხეული.. არ უთქვამთ ზედმეტად ერთმნეთისთვის რამე.. ჩუმი ომი კიდევ უფრო მზაფრავდა და თავში უამრავ კითხვას მიჩენდა.. სულგანაბული ბგერას მაინც ველოდი,თუმცა, ისე წავიდა ყიფიანი მყუდრო კუთხისკენ, მხოლოდ ერთს გახედა, ისიც გიგის და, ხელის მარტივი ჟესტიკულაციით რაღაც ანიშნა.. შემდეგ მივხვდი, ქერათმიანი გვერდიდან რომ არ მომცილებია მთელი საათი,რომ ზუსტად ეს ანიშნა ანდრომ.. იმ პერიოდის განმავლობაში,როცა ყველა რაღაც უხილავის მოლოდინში იყო, იო მოვინახულე.. მძიმე იყო ყოველი წამი… მძიმე და აუხსნელად გადაუტანელი.. სხვა თვალისთვის საერთოდ შეუცნობელი და გაუგები,რატომ მეწვოდა კანი ისე სასტიკად,რომ ვერც კი ვახებდი ხელს.. არც კი ჰქონდა თავისუფალი ადგილი,რომ მის კანს შევხებოდი.. მის ფერმკრთალ,უფერო,უსისხლო ხელებს.. ყელში უდიდესი ბოღმა და უსამართლობის ისეთი წამლეკავი განცდა მქონდა გაჩხერილი,ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.. მენანებოდა იო ტკივილისთვის.. მენანებოდა უმისოდ დაღამებული ყოველინდღე და, უძმოდ,უსაყრდენოდ,უიმედოდ დარჩენა.. ის მზე იყო.. კაშკაშა, ბრჭყვიალა, მზესავით ნათელი და იმდენად თბილი,რომ მხოლოდ მისი ერთი ღიმილისთვის ღირდა ხოლმე მთელი დღის მუხლჩაუხრელი შრომა.. იო.. ჩემი დაუღალავი, თავგანწირული და მაინც, განწირული ძმა.. აკანკალებული გამოვედი რეანიმაციიდან.. ექთნების თანაგრძნობით სავსე თვალებმა კარებამდე მიმაცილეს,იქ კი, გიგი მელოდებოდა.. უხმოდ გამოვიარეთ დარჩენილი მანძილი.. ჩუმი,თითქმის ანდროს სიმაღლის ქერათმიანი,სანდომიანი,ძლიერი და თითქოს პირქუში გიგი იდენტურ ენერგიას ასხივებდა.. მისგან წამოსული სიმშვიდის განცდა რომ საფარს შეფარებული იყო მივხვდი,როგორც კი დაჩვენებულ ოთახს მივუახლივდით და მთელი ტორსი დაეძაბა.. ოდნავ შეღებულ კარებში ჩემი კოშმარული სიზმრის გაცოცხლებული სისასტიკე გაპირისპირებოდა ანდროს და, წარბებშეყრილი,წამოწითლებული სახით თვალს არ აცილებდა.. მიუხედავად მისი საშინელი მიმიკებისა, ანდროს ნულოვანი რეაქცია ჰქონდა.. მხრებში ამაყად გადაშლილიყო და ჯიქურ უყურებდა. სახეზე სარკასტული ღიმილი აკროდა და სულ ერთი წამით ვიგრძენი კიდეც,რომ მზერით რაღაცას აფრთხილებდა.. რაღაც იმდენად დიდს,რომ სიტყვით თქვა არ უღირდა.. თუმცა,არ ცხრებოდა მალხაზი.. ვგრძნობდი,როგორ ედებოდა მის სხეულს ცეცხლი და, როგორ ხვევდა მთლიან ოთახს ჯოჯოხეთის ალში.. -და შენ? შენ სად იყავი იმ დროს,როცა შენი ძმა სიცოცხლეს ებრძოდა?!რატომ არ იყავი მის გვერდით? რატომ დაგაგვიანდა? -მსაჯულივით მოეღერა თითი მისკენ და სიბრაზიზგან ნესტოები დაბეერვოდა.. გავირინდე.. თითქმის სუნთქვაც კი შევწვიტე.. საუკუნე გავიდა,სანამ პასუხი გასცა ყიფიანმა.. სახე უკონტროლო ირონიისგან მთლიანად შეცვლოდა.. ხელები შეკავებული სიბრაზისგან უცახცახებდა და ვგრძნობდი, იმ წამს, იმ ოთახში სარრთოდ აღარ იყო.. -სერიოზულად მალხაზ?!-სარკაზმისგან ხმა ყინულივით ცივი ჰქონდა .. ხელის გულები უკვე წამოზრდილ წვერზე ჩამოისვა გაპარული ღიმილი რომ დაეფარა და გულიანად არ გასცინებოდა.. ყალბი იყო მისი თითო ემოცია და შინაგანად უჭირდა სიმშვიდის შენარჩუნება.. წარმოდგენაც არ მქონდა რას მიანიშნებდა,თუმცა, წამოწითლებული სახე რომ მთლიანად გაუქვავდა ჩემ ღამეულ კოშმარს, მივხვდი, სწორედ ის მოაგონდა , ანდრო რომ მთელი ენერგიით სცდილიბდა, პირში არ მიეხალა.. თავი ჩახარა.. თითქმის მთელი წუთი აღარც კი აუღია.. მალხაზს ჰორიზონტამდე გადაშლილი მხრები ჩამოეყარა და გაცამტვერდა მის წინ.. საერთოდ დაეკარგა ფასი.. ნული გახდა.. ისე გამოვიდა ოთახიდან, ჩვენი იქ ყოფნა არც კი შეიმჩნია. საავადმყოფოს გასასვლელი უკანმოუხედავად გაიარა და მისი დამქაშებით, მთლიანად აორთქლდა.. დერეფნებში კი ის შავი ბურუსი დატოვა, ყოველ ნაბიჯზე თან რომ ახლდა.. -შვილი მაინც გენახა მალხაზ! -ანდროს ხმას მძიმე ფიქრებისგან ერთბაშად გამოვყავარ. რომ მოვიხედე, გიგიც კი წასულიყო.. ჰოლი ჩვეულ რეჟიმს დაბრუნებოდა. ექთნები დერეფანში მიმოდიოდნენ და თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, სახეზე სიმშვიდე ეხატათ.. ოთახის გასწვრივ, რეანიმაციულ განყოფილებაში ორი სხეული სიცოცხლეს ნატრულობდა, ბოლოში კი, ანდრო ყიფიანი ალბათ, სიკვდილს.. მომერიდა შესვლა.. მომერიდა არა საერთოდ ნაბიჯი ვერ გადავდგი.. კუთხესთან ჩამუხლულს თავი კედლისთვის მიეყრდნო და თვალები დაეხუჭა.. მისი ფიქრები სადღაც, ძალიან შორს დაცურავდა და არცერთი მისხალით აღარ იყო აქ, სიკვდილის სამყოფელში.. კარებთან ჩავცურდი მეც.. მესიამოვნა ცივი იატაკის შეხედა ხელის გულებზე.. თითქოს უფრო მომაცოცხლა.. მომასულიერა.. ოთხი დღის უძილოს, უჭმელს, უსმელს და ყველა ნერვის დაბოლოებამდე შერყეულს, უკვე ვატყობდი ჩემს თავს, ნელნელა როგორ ვკარგავდი რაციონალურ აზრს და, ვეთიშებოდი გარემოს.. სიცოცხლის გასაგრძელებლად იო მჭირდებოდა.. მისი შემოხედვა და იმედი, რომ კარგად იქნებოდა.. სხვაგვარად ვიცოდი, გაგრძელება გამიჭირდებოდა, ან საერთოდ ვერ შევძლებდი.. ამის წარმოდგენაც კი სიცოცხლის ძალას მაცლიდა.. -ლილუ..-ჩუმ ძახილს მძიმე ფიქრებიდან გამოვყავარ.. ანდროა.. უჩვეულოდ ჩუმი.. არ ვიცი, როდის შეამჩნია ჩემი იქ ყოფნა.. ანდა, როგორ, მაგრამ, იცოდა იქ ვიყავი და, გული მომეწურა,რომ დამიძახა.. თითქოს საშველად მიხმობდა.. იმედად და საყრდენად.. თითქოს ადგილებს ვცვლიდით.. მის გვერდით, კედელთან ჩავჯექი და, თვალდახუჭულს, მოურიდებლად დავუწყე ცქერა.. სულ სულ პირველ დღეს, როცა იგივე გარემოში, ჩემკენ დახრილმა მაცოცხლებელი იმედი მომცა, შევამჩნიე მოგრძო ტალღოვან თმაში შერეული, გაფანტული ჭაღარა.. დღეს და ამწამს, სულ ოთხდღიანი სხვაობით, თმა ისე შევერცხლოდა, თვალშისაცემიც კი იყო.. გული სევდით გამევსო.. ჯავრით და ორმაგი დარდით.. მკვეთრი, მტკიცე ნაკვთები ჰქონდა სახეზე.. მუდამ დაჭიმული ყბის ძვალი ახლა მოეშვა და სახე სულ სხვაგვარად დაუდგა.. მკაცრი შესახედაობის იქით, პროპორციული, სიმეტრიული ნაკვთები ჰქონდა. თუმცა, მუდამ შეყრილი წარბები და გაქვავებული მიმიკა მის სახეს მკაცრ იერს სძენდა.. არ ვიცოდი მის ზურგს უკან რა ხდებოდა, რას წარმოადგენდა, როგორ ცხოვრობდა, თუმცა, იმ საფარის მიღმა,რომელიც გამუდმებით ამოეფარებინა, ვიცოდი, სრულიად სხვა ადამიანი იყო და, სულ ერთ წამს, მიხაროდა,რომ შემეძლო, ეს ადამიანი მცოდნოდა და არა მშვილდივით მოჭიმული ანდრო ყიფიანი. -ჯოჯოხეთურად დავიღალე ლილი..-ფეხები გაასწორა და ხელები გულთან დაიკრიფა.. თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა.. ისევ რაღაცას გაურბოდა და,ისევ არ მიყურებდა.. მისკენ მივიწიე.. მკლავით მკლავზე ვეხებოდი.. თითქოს იგრძნო, რატომაც, ფიქრისგან დამძიმებული თავი მხარზე ჩამომადო და არც აღარაფერი უთქვამს.. დრო სჭირდებოდა. ის მცირე სიმშვიდის და სიჩუმის საათი, მოსაძლიერებლად რომ გვჭირდება ხოლმე და, იმ მცირე ძალისთვის, წამოდგომას რომ ეყოს.. მშვიდად სუნთქავდა.. უძალოდ.. მხრები ჩამოეშვა და მოდუნებულიყო.. თავს მყუდროდ გრძნობდა.. საფარში.. მხოლოდ ჩემი გული ცემდა იმდენად ძლიერად, რომ ოთახშიც კი ისმოდა და, ლოყებაფაკლული,მთელი ძალით ვცდილობდი,სუნთქვაზე მაინც არ დამტყობოდა აღელვება ისე, მისი სიმყუდროვე რომ ჩამოერღვია.. -იმდღეს დედასთან ვიყავი ლილუ..-ნახევრამდე საათის შემდეგ, როცა ძლივს დავიგულე თავი საგულეს, ანდროს ხმა მომესმა.. აღარ იყო მისი სუნთქვა რიტმული.. უკვე ჩემსას მისი გულის სწრაფი ცემა ფარავდა.. -წელიწადში მხოლოდ ამ დღეს ვაძლევ თავს უფლებას,მასთან ვიყო.. მის სულს გეფიცები, ლილუ,364 დღეს თვლაში და მოლოდინში ვატარებ, რომ მისვლის ღირსი ვიყო.. მაგრამ, არც ერთხელ-მერვე მისვლიდან,თავი მშვიდად არ მიგრძვნია და ვიცი, მარტო იმიტომ, რომ ის შვილი არვარ, ის რომ შენატროდა.. ახლა, ამწამს, როცა სანი ბეწვის ძალიან წვრილ ხიდს გადის, ყელში უდიდესი ბოღმა მაწვება და მახრჩობს,ლილუ.. მე რომ მის გვერდით ვყოფილიყავი, იმ დღეს იქნებ სულაც არ დამჯდარიყო საჭესთან.. სულაც, ასეთი მომთხოვნი რომარ ვყოფილიყავი მის მიმართ, იქნებ ეთქვა გულით ვინც უყვარდა და შევეგუებოდი კიარა, კაცობას გეფიცები, შუბლით გავიტანდი მის გრძნობებს.. თავს შევაკლავდი და მაინც უზიანოდ გამოვიყვანდი სანისაც და იოს.. მე რომ დედას თუნდაც ერთი დარიგება ყურად მეღო, იქნებ, ცოცხალი მყოლოდა და.. -ოხრავს.. გულში დაგროვილ მწარე ფიქრებს ჰაერს აყოლებს და, ფეხზე დგება.. -ყველაფერი ჩემი ბრალია..-ბოღმისგან ხმა ისე უბოხდება, გული მიჩერდება. მისი თვითგვემა სულზე ნაკაწრებად მედება და კანი მეწვის, ისე მინდა, უსაფუძვლო ფიქრები გონებიდან განვუდევნო,მაგრამ,იმასაც ვხვდები, ეს გარდამტეხი სისუსტე როგორ ჭირდება მის სულს,რომ განთავისუფლდეს და ამოისუნთქოს.. -მე რომ იქ ვყოფილიყავი, სანდროსთან, იმ დედა მო**ნულ დღეს, საჭესთან დავჯდებოდი და არ მომიცურდებოდა.. -ზუსტად იმ წერტილს, სადაც მაშინ, ტელეფონი გავეშებულმა მიახეთქა, შეკრულ მუჭს მთელი ძალით ურტყამს და მცირედ მოგვრილი შვებისგან სახე უნათდება.. ხელი დაუსკდა მოფრცქვნილი ბათქაშისგან, მაგრამ, არცერთი მისხალი ტკივილი არ ასახვია .. მოვიწურე.. გულით შემეცოდა.. ჯერკიდევ დამჯდარი ვუყურებდი როგორ იცლებოდა გულთან დახვეული ბრაზისგან და , ვკვდებოდი, ყოველ ახალ ბიძგზე, როგორ ემჩნეოდა კედელს სისხლის კვალი.. -ანდრი,გთხოვ..-ვეღარ დავითმინე.. თვალებში ერთიანად მოწოლილი ცხელი სითხე უკითხავად წამოვიდა და გაყინული ღაწვები სულ ერთიანად დამიწვა.. ეს არ იყო შიში.. არც სასოწარკვეთა, მისი სული მენანებოდა დამისიი ხელი, ასე მწარედ რომ სტკიოდა უკვე და არც კი ეტყობოდა.. და იმწამს მივხვდი, ზუსტად იმ ადგომის წამს, რომ ამას ცდილობდა.. -სულიერი ტკივილი როგორღაც ფიზიკურით ჩაენაცვლა,გული რომ აღარ გაჩერებოდა.. დავმუნჯდი.. ერთბაშად შეწყვიტა ყველა ქმედება ანდრომაც.. მოშვებული ხელი ძირს დაუშვა და თავი ჩახარა… ხელიდან წვეთწვეთად მოდიოდა ღვინისფერი სისხლი და, იატაკს ღებავდა.. ისეთი ხმაურით, ისეთი ყურისწამღები ზართქით ეხეთქებოდა ყოველი წვეთი, თითოდ მესობოდა გულზე მწარე იარად.. ფრთხილად ავიღე ხელი.. უცახცახებდა.. თვალებიდან მოწყვეტილი ცხარე ცრემლი სისხლს ნაკადულად შეუერთდა და, გააღიავა.. გაავარდისფერა.. -ასე აღარასდროს აღარ მოიქცე ანდრი..-ჯიბიდან აბრეშუმის , ღია ვარდისფერი ლილიებით გაწყობილი ბენდენა ამოვიღე და ფრთხილად გადავუხვიე ხელზე.. არც ირხეოდა.. არც კრთებოდა.. ვერცერთ მისხალ ტკივილს ვერ გრძნობდა.. ისევ სულის ტანჯვა ჯობნიდა ფიზიკურისას.. -შეგაშინე ლილუ?!-მკრთალად ჩაეღიმა,კანით ვიგრძენი.. ხელის გულზე იოს სახსოვარი ფრთხილად გავუკვანძე და თვალი ვერ გავუსწორე.. -არა ანდრი.. -ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.. ვეღარ ვჩერდებოდი მასთან ახლოს.. გული გამალებით მიცემდა და სუნთქვა მეკროდა..-არ მინდა მეორედ ვნახო, როგორ გტკივა.. იმდენად ჩუმი, იმდენად ჰაერში გაბნეული იყო თითო ბგერა, იქნებცვერც გაიგონათქო, მაგრამ, რომ ავხედე, ამდენი ხნის შემდეგ, პირველად ჩაუდგა თვალებში იმდენი სიმშვიდე,საფარის გარეშე, რომ მაისის თაფლის ფერი გაუხდა წყნარი ირისები.. იღიმოდა, ფარულად და ვიცოდი, დავიფიცებდი,მანაც გულის ქვის ლოდზე ამოიკაწრა ყველა ჩემი სიტყვა.. ალბათ, კიდევ რამეც მოხდებოდა , იმ ოდნავ შეღებულში გიგის სირბილი რომ არ აღექვა თვალს.. ანდრო ვერ ხედავდა, ზურგით იდგა, მე კი ყოველ მის ნაკვთს სულშეძრული ვუყურებდი.. მის ზურგსუკან, ექთნების ხმაური და ერთიანად მომწყდარი არეულობა ერთბაშად აღიქვა გონებამ და, სანამ მოვიდოდა, სანამ კარებს შემოგლეჯდა, უკვე ვიცოდი, მე რომ მეძებდა.. გარეთ მზე ჭახჭახებდა. ბუნება ხაროდა. ნოებრის უჩვეულო თბილი დარი დამდგარიყო. ჩემთან მისი შემოსვლისთანავე ერთიანად ჩამობნელდა და, ირგვლივ ყველაფერი გაიყინა. -ლილი,იოს მაჩვენებლები დაეცა.. -საკონტროლო ტყვიასავით ხმაურიანად გავარდა ოთახში მისი სიტყვები და, კედლის ყველა ღრიჭოს სამუდამოდ მიეხეთქა.. ___ აგონია.. როცა იცი, რომ გარდაუვალი კატასტროფა ხდება,თუმცა,გონებაში რეალობას იმდენად ბლოკავ, რომ ვერაფერს გრძნობ, გარდა გულის სპაზმის. ჯერ მაგრად მოგიჭერს, აგიწვავს სულს, შემდეგ ისე გაჩერდება,საერთოდ თუ არსებობს,არ გგონია. ერთიანად გაგაცხელებს.. და იმავწამს,გყინავს ადგილზე.. გულთან გამჭოლ წვასაც გრძნობ, მყისიერად რომ გითიშავს კუნთებს და, უფუნქციოს გხდის. აგონიაა, კუთხეში რომ ზიხარ, თვალები კედლისთვის მიგიყინია და ირგვლიც დედამიწა გემხობა თავზე.. ამ დროს რაღაცნაირად არ გეშინია ხოლმე. თითქოს უკვე გაიარე ეს გრძნობები და, უბრალოდ ელი, როდის დასრულდება.. არადა,კანი გეგლიჯება სიმწრისგან, მაგრამ, ვერ გრძნობ.. აგონია მთლიანად საფარში გახვევს და ისე გთოშავს, კიდურსაც ვერ არყევ.. ზიხარ და შენს ირგვლივ შენელებულ კადრებად მიდის მოვლენები.. ექთანი ერთ წუთს მაინც უნდება ნაბიჯის გადადგმას და საათს ალბათ რეანიმაციულ განყოფილებამდე მისვლაში. ვიღაც შენს წინ გაშლილ ხელის გულსაც კი აქნევს,რომ მოტორიკა შეგიმოწმოს, თუმცა,იმდენად შორიშორს იყურები, სახეზე ფერი ეკარგება და, მალე შენს წინ თეთრხალათიანი სანიტარი ჩნდება, ხელში შპრიცით. აქ კი, ერთიანად ცოცხლები და, საპირისპირო განცდები გიპყრობს.. ხელით ძლიერად იშორებ ახალგაზრდა გოგოს და ისეთ ველურ მზერას აბყრობ, მყისიერად გშორდება.. ყურებში ერთიანად მოდის გარშემო ხმაური და ისე გიწუის, მაგრად იჭერ ხელებს, რომ ბარაბანი არ გაგისკდეს. პარალელურად თვალებში გიბნელდება მჭახე,მკვეთრი შუქისგან და ცდილობ მოიჩრდილო,თუმცა, განათება უფრო იზრდება.. თავი გახეთქვას გაქვს.. შიგნიდან ვიღაც უროს გირტყამს გამალებით და არც ენანები, ისე გიდღვებს ქალას.. -არტერიული ჰიპერტენზია!-მკლავზე რომ გეჯაჯგურებიან, იბრძვი მოსაშორებლად,მაგრამ,შეშინებულ ნაცნობ თვალებს რომ ხედავ, ექთანს რომ გამალებით ევედრება გაურკვევლად,წყნარდები და, საშუალებას აძლევ, დერეფანშივე მოახდინონ შენი აგონიიდან გამოყვანა. -თავს ხელში თუარ აიყვან, ინსულტს მიიღებ!-ის ზანტი, ტლანქი ექთანი მწყრალად გიმოწმებს ისევ მოტორიკას და ამჯერად ნამდვილად გიკეთებენ ნემსს. მერე მშვიდდები. თავშიც ლაგდება ყველაფერი, ყურიც სმენას იბრუნებს, მაგრამ,გულთან დახვეული მძიმე კაეშანი უფრო იზრდება.. -ლილუ!-ჩემკენ დახრილ ანდროს შეშლილი მზერაააქ.. სახეზე ყინულივით ცივი მიმიკები შელღობია და, ერთიანად თეთრი იყო.. ვცდილობ გავარკვიო, ვინ ყვიროდა მთელი ღონით, ვინ ანგრევდა ირგვლივ ყველაფერს, თუმცა,ერთადერთი, ვისაც თავზე დახვეოდა მედპერსონალი,მე ვიყავი.. ვპატარავდები. ვქრები.. ჰაერს ვეზრდები.. კუნთების გაუსაძლისი ტკივილისგან სახე ერთიანად მეშლება და, ვიგუდები.. თვალებში ყველა განცდილი ერთიანად მაწვება და, უხმოდ, მთელი ტკივილითა და შიშით სავსე ვტირი.. გული მეპობა.. სული მეწვის.. -იო სადააა ანდრი?-იატაკზე ჩამუხლულს თვალებში ვერ ვუყურებ.. არასდროს შემიმჩნევია მის თვალებში შიში. ახლა და ამწამა, მხოლოდ ამას ვკითხულობდი წაბლისფერი ირისებში.. -ოცი წუთია საოპერაციოში გადაიყვანეს. მეტი არაფერი ვიცი ჯერ ლილუ,გეფიცები.. ფიცი არ მჭირდება ანდრო, შენი ისედაც მჯერა,მინდოდა მეთქვა,მაგრამ, ვეღარ შევძელი.. სისტემა,რომელიც არც კი მახსოვს როდის დამიდგეს, ვხვდები საჭიროდ მოქმედებს და ჩემი ემოციების კონტროლს ახერხებს.. თუმცა, არაფერს შეუძლია ის ტკივილი გამინელოს, მთელს შინაგანს რომ მისერავს.. უღმერთო სასოწარკვეთას მთლიანად ვყავარ შებოჭილი და, მკლავს ცოცხლად.. მჭამს და მანაწევრებს.. მაცამტვერებს.. საკუთარ ყველა დარჩენილ დღეს დავთმობდი, ოღონდ იო არ ყოფილიყო ახლა ცუდად და, ყოველ წამს უარესის მოლოდინში, გული არ მიკვდებოდეს.. შიში ვერაგია.. დამპალი და ეშმაკის მოციქული. მიჭამს ცოცხლად კანს და მფიტავს ისე, ვეღარც ვდგები, სანამ ანდრო ყიფიანი არ მაშველებს ხელს.. აქ გაჩერება არ შემიძლია.. სისტემის სადგამს ვეჭიდები და გაჭირვებით მივაგორებ გასასვლელისკენ.. შუადღე გადასულიყო.. საღამოვდებოდა.. ისევ გაგიჟებით მოეღო ცას პირი და, დილინდელი მზე შთაენთქა. თავსხმა წვიმა იყო. მეზიზღებოდა ყოველი მოსაღამოვება და განსაკუთრებით ამწამს, როცა არც კი ვიცოდი, ხვალინდელი დღე გამითენდებოდა თუ არა.. ცივ ჰაერს გონზე მოვყავარ.. წეღანდელ აგონიას მთლიანად ენერგია გამოწურული ვყავარ.. არც კი ვიცი რა დამემართა რეანიმაციიდან გამოვარდნილი ექიმი რომ დავინახე, შეშლილი სახით. მთელი ხმით რომ ყვიროდა და მთავარ ქირურგს იძახებდა. ექთნებს საოპერაციოს მომზადების განკარგულებას აძლევდა და შეურაცხადი სახით მიხმობდა, იმ დამპალ ქაღალდებზე ხელის მოსაწერად.. ზუსტად მაგ წამს გავითიშე და როცა ამაოებას დავუბრუნდი, თავზე ანდრო მადგა მიტკლის ფერით.. -ჰიპერტენზიული კრიზი გამოიარე ლილი,ახლა ფეხზე არც უნდა იდგე! მითუფრო წვიმაში და ხელზე გადასხმის სისტემით..-წარბშეხრილი დამყურებს და თან, უზომოდ დიდ თანაგრძნობას მიგზავნის.. არ შემიძლია.. -ანდრო,იოს რომ რამე დაემართოს , ვერ გადავიტან.. -შეკავებული ემოციები თავს მაინც მესხმის და მხრები რკივილამდე მიცახცახებს.. თავჩახრილი,უიმედო,ფრთებჩამოყრილი იქამდე მისველდება ბეჭები, სანამ ანდრო ყიფიანი მის საფარქვეშ არ მხიზნავს და, ერთიანად არ მათბობს.. მალღობს.. გულს მიფრთხიალებს.. იმედის იმხელა გორგალი მიჩნდება უცებ გულში, მთლიანად ვიმოსები მისით და, სული მევსება.. თითქოს მკვდარი ვცოცხლდები და, იმ სხივს მჩუქნის, გასაძლებად რომ მჭირდება. ფრთხილად ვყავარ ჩაკრული გულში.. იმდენად ფრთხილად, თითქოს არც კი მეხება, არადა, მის გულზე ვარ აკრული და ყოველ ფეთქვას ღაწვის კანზე ვგრძნობ.. აჩქარებულს, რიტმიდან ამომხტარს და, შკალიდან გამცდარს.. ანდრი.. ღმერთო, როგორ უცემს გული.. -ყველაფერს ვიღონებ,რომ კარგად იყვნენ,ლილუ! კაცობას გეფიცები! -ისეთი მტკიცე, ურყევი, ყველაფრის შემძლები ხმა ჰქონდა, უღმერთოდ ვიწამე მისი.. იმედმოცემულს ჩიტივით აღარ მეშინოდა ყოველი საათის, თუ ის მყავდა გვერდით, მაგრამ, მომშორდებოდა თუარა, გულში ისევ წამლეკავად ისადგურებდა სასოწარკვეთა.. როგორც კი სისტემა მომხსნენ, თავი უფრო ენერგიულად ვიგრძენი,მაგრამ, გამოფიტულ ორგანიზმს მაინც უჭირდა სხარტი მოძრაობა.. უკვე ხელის შეშველებაც კი მჭორდებოდა გადაადგილებისას.. სკამზე დამჯდარი,იმედიანი,მაგრამ,უღონოდ მისუსტებული თვალს ვერ ვაცილებდი ორფრთიან კარს.. ისევ მოსაცდელში ვიყავით.. ისევ მიმღებთან.. ანდრო ყიფიანი, ამჯერად ჩემს გვერდით ჩამომჯდარიყო.. ოთახის განაპირა კუთხეში მოღლილ გიგის თავი ჩაექინდრა და არათანაბრად სუნთქავდა.. საავადმყოფოს შესასვლელთან, რიგში ჩამწკრივებულ მანქანებში ანდროს ბიჭები ფეხის მოუცვლელად მსხარიყვნენ.. გული მეწურება წარმოუდგენელი თანადგომისგან.. მას ჯარი ყავდა უკან და, გვერდით ისეთი უღალატო, როგორიც გიგია.. არ ვიცი,რატომ მეღიმება ასე გულღიად.. ხუთიოდე დღის წინ,წარმოდგენაც კიარ მქონდა, რა მელოდა, ისიც კიარ მქონდა ფიქრში,რომ იოზე ლოცვაში გავლევდი დღეებს, ამწამს კი, წარმოუდგენელი იმედით ვივსებოდი, რომ გვერდით მყავდა თუნდაც ისეთი უცხო, რომ მხოლოდ სახელი ვიცოდი მისი. მაგრამ, იმდენად საკმარისი იყო ეს მომავლის რწმენისთვის,რომ მაძლიერებდა.. მაგრამ, დროს ვერ გავურბოდი.. გასულ საათებს ვერ ვეწეოდი, ვერ ვაჩერებდი.. დამპალ წუთებს ვერ ვყინავდი საათებზე,იოსთვის რომ მეტი სიცოცხლის დრო მიმეცა.. აბსოლუტურად ყველაფერი ჩამომენგრა ირგვლივ, ის სიძლიერეც, ის ურყეობაც, ის იმედიც, დროებით რომ შემომიძვრა გულში და, გამაღიმა.. ყველაფერი მიწასთან გამისწორდა, მიჯრით რომ მიეწყო ლიფტის კარებს ორი ექიმისა და ექთნების რიგი.. -იო!-მთელი გული ამოვაყოლე მოვარდნილ შიშს.. არ გამორჩენია ფოიეს ახმაურება ანდროსაც.. შევამჩნიე როგორ დაწვდა მომენტალურად ტელეფობს და მომშორდა.. წამში გაჩნდა ჩემს გვერდით გიგი.. არ გამიშვა მისკენ, გადამეღობა.. მიწა გამომეცალა ფეხქვეშ, ანდროს რომ სახე ერთიანად გაუქვავდა და, ზურგი მაქცია.. -იო..-გულგამსკდარმა ამოვიძახე.. ორივე მკლავით მიჭერდა გიგი, მაგრამ, მიწა მისკენ მითრევდა.. გავიყინე.. სხეულზე ერთბაშად გადმომესხა ყინულივით წყალი და გამაშეშა.. გაურკვევლობის შიშისგან მთელი ძალით გავებრძოლე და დავეხსენი გიგის.. მეგონა, საათი მივრბოდი,სანამ მივაღწიე ყიფიანთან.. გათიშა,როგორც კი მასთან დამიგულა.. -გთხოვ..-ვეღარ დავასრულე.. თვალებში ვერ მიყურებდა.. თვალებს ვერ მისწორებდა.. სახე შემიბრუნა და ამარიდააა ანდრიმ.. მოვკვდი.. -ვერ გადარჩებაო ანდრი?-ხმა ერთიანად ჩამწყდომოდა. სუნთქვა ერთიანად შევწყვიტე.. -იმედს ნუ კარგავ ლილუ! -მხოლოდ ერთი მითხრა.. გვერდით ამომიდგა, ხელი მაგრამ ჩამჭიდა, მაგრამ, მე უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი.. ნახევარი საათის შემდეგ, ისევ დაიძრა საოპერაციოსკენ ახლადმოსული ექიმები.. თითქმის მთელი საავადმყოფო დაიცალა და ყველა იქ გაჩნდა, ჩემს ძმასთან, ჩემს იოსთან და, ერთადერთი,ვინც იქ არ იყო, ღმერთი იყო.. მუხლებზე დავეცი.. საკუთარი ძვლების ტკივილმა შემარყია, ისე დავენარცხე იატაკს.. აღმოსავლეთით,კუთხეში დაკიდებულ ერთადერთ მაცხოვრის ხატს ვედრებით ავხედე.. გულზე ხელი მოვისვი, მაგრამ,ამაოდ, ჯვარი არც კი არასდროს მკეთებია და ახლა ისე მომინდა, სული ამეწვა.. სიმწრისგან ამოვიტირე.. როგორ დამეწყო, ღმერთო.. როგორ ამომეთქვა.. როგორ წამომეწყო.. როგორ შემევედრა.. იო მჭირდებოდა.. იოს სიცოცხლე სიცოცხლისთვის მჭირდება,ღმერთო! ისე ავძახე,თითქოს გაიგებდა.. ისე ავხედე,თითქოს მიყურებდა.. ერთმანეთზე მწარედ გადაჭდობილ ხელებში ანდრომ ხისჯვარი რომ ჩამიდო, ლამის უფალს გავუტოლე.. ცრემლები წამსკდა.. ნიაღვარად წამოსული ცხელი სითხე მლოცველის მტევნებში მენარცხებოდა და ჯვარს ეცემოდა.. ვლოცულობდი მთელი სულით.. გაყინული გულით.. მთელი ჩემი დარჩენილი გამწარებული სიცოცხლის დღეების გმობით და, ვედრებით, რომ იო მყოლოდა.. ჩემი იო.. ჩემი სული და ერთი მთლიანი გულის მთლიანი ფეთქვა.. შევიშალე.. ვგრძნობდი, როფორ შემოდიოდა სულში დაწყევლილი უჰორიზონტო პანიკა.. როგორ მეუფლებოდა და როგორ ცდილობდა ერთიანად შევეჭამე.. თუ სადმე იყო ღმერთი, თუკი სადმე მართლაც ესმოდა ჩემი, იოს გადამირჩენდა.. იოს შემინახავდა.. იოს აირჩევდა დედამიწისთვის და, მასთან მივიდოდა.. საფარად გადაევლებოდა და დამიტოვებდა. ჩემთან. ჩემს გვერდით. ჩემთვის და ერთმანეთისთვის.. იმედისთვის.. სიცოცხლისთვის.. ღმერთო, როგორ მტკიოდა გული.. როგორ მეწვოდა სული.. ალბათ არც არასდროს შევწყვეტდი ლოცვას, მოსაცდელში სამი სიკვდილის მახარობელი რომარ შემოსულიყო.. აღარც ავმდგარვარ. აღარც მიცდია.. მთავარ ექიმს სახე მთლიანად დაღარვოდა და ყველა ნაოჭს დავუთვლიდი მეგონა, ისე მოეყარა ეერთად თავი .. არ აუღია თავი არც კი ერთს.. -ვწუხვართ..გული საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა,დაეძლია.. და აგრძელებდნენ.. აგრძელებდნენ ალბათ მათი ეგოს დასამშვიდებლად, ჩემთვის კი, დანარჩენი სულეერთი იყო.. საავადმყოფოს გაყინულ იატაკზე, უფლის ვედრებაში მუხლევზე დაცემული, მთელი ხმით მოღრიალე, ცოცხლად გარდავიცვალე.. ვგრძნობდი, როგორ მეჭიდებოდა მკლავებში ანდრო.. და ვერ მძრავდა, ვგრძნობდი,როგორ მევედრებოდა ვიღაც უცხო, როგორ ჩადგომოდა თვალებში უკიდეგანო სევდა, გავჩერებულიყავი, მაგრამ, საავადმყოფოს სახურავს ხდიდა სულწასული გოდება.. ვბღაოდი.. ხმა მეცლებოდა და სუნთქვა მელეოდა.. ხელები გადამყვლეფოდა და მაინც გამეტებით ვურტყამდი მიწას, მისკენ რომ მიიზიდა და, არ გაიცილა ჩემი იო.. ჩემი სული.. ჩემი მკვდარი, ჩემი წასული, გაწამებული, გატანჯული, დასახიჩრებული იო.. ვინ იცის როგორ ტკიოდა.. ვინიცის როგორ ევედრებოდა იქნება ისიც უფალს, რომ არ მომკვდარიტო და მაინც, ისე უხეშად, ისე უცებ, ისე უგულოდ წამართვა იო, არც კი რამე დამიტოვა სანუგეშოდ.. სიცოცზლისთვის.. სუნთქვისთვის.. -იო!-ამომეგლიჯა მთელი სული. გულის ფიცარზე მწარედ ვირტყამდი ხელის გულებსდაა არცერთი მიხეთქავდა ისე ,როფორც ჩემს ძმას გაუსკდა დაუამებელი ტკივილისგან. როგორც ჩემს ძმას აეწვა ყველაფერი, ბოლო წამებში და დამტოვა.. როგორ ტკიოდა, როგორ ტანჯავდა, და როგორ არაფრად ღირდა ჩემი სიკვდილი მის გარდაცვალებასთან.. მომიკვდა.. სულის მთელი ნაწილი ორად გამიხლიჩა და მასთან ერთად წაიღო.. ვატანდი.. მთელ ჩემს სიცოცხლესაც გავატანდი თუ ის დაბრუნდებოდა.. ღმერთო.. ვკვდებოდი.. ნაწყვეტნაწყვეტი სუნთქვისგან ფილტვები დახეთქვას მქონდა.. თვალებში ბურუსი იყო.. უკიდეგანო ბურუსი და უსაშველობა.. რაც კი ძალა მქონდა, ერთიანად მოვიშორე ჩემკენ დახრილი სხეული, რომ ცდილობდა,წამოვეყენებინე .. ვერ ვიკარებდი ვერავის.. ვერ მიახლოვდებოდა მაინც ვერავინ.. ხელებზე წვეთწვეთ წამოსული მეწამული სისხლი სიმწრისგან ყველგან მესხა.. ვინ იცის,იქნებ სისხლის ბოლო წვეთი გაეყინა იოსაც.. -ლილუ!-მეძახდა შორიდან ხმა.. ვერ ვუყურებდი, თვალებში დიდი ბინდი იყო.. გულის ფსკერზე ვიღაც გაცეცხლებული მირტყამდა უროს.... ვიღაც მის სარქველზე ხელებს მთელი ძალით მიჭერდა და მიჭრიდა ძარღვებს .. ვიღაცას ჩემიც უნდოდა მოკვლა.. -ვკარგავთ!-ჩამესმა ისევ შორიდან ხმა. ვგრძონ, როგორ მეძგერა ერთიანად ათასი ხელი და ცივ,გაყინულ ზედაპირზე დამაწვინეს.. გამჭოლი, გაუსაძლისი ტკივილი ერთიანად მითრევს და მთიშავს.. მანამ,სანამ სრულიად მოვწყდებოდი სამყაროს, ანდრო ყიფიანის სახეს ვხედავ, სრულიად შეშლილს.. მთელი ძალით რომ მორბოდა ჩემკენ და, წინ იო გადაეღობა.. ჩემი მკვდარი, ჩემი საცოდავი, ჩემი ერთადერთი ძმა. ___ საშინელ, ბნელ, სულის შემხუთველ ბურუსში გახვეული მთელი ძალით ვცდილობდი, გავქცეულიყავი,თუმცა,ფეხებზე შემოკრული ჯაჭვები განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.. უღმერთო ძრწოლვა,შიში და გაურკვევლობა ერთიან ძალას მართმევდა და იქ,იმ უღრანში სასიკვდილოდ მწირავდა.. ვკანკალებდი.. სიცივის შეგრძლება ძვალ-რბილში ატანდა და, ირგვლივ ჰაერსაც კი ყინავდა.. ეს ადგილი ვიცოდი.. აქ უკვე ნამყოფი ვიყავი და, არც კი მახსოვს,თავი როგორ დავაღწიე,ან,ვინ გამომიყვანა.. ვცდილობ, მთელი ხმით ვბღავი, საშველად მინდა მოვიხმო ვინმე,მაგრამ, ყელს არ სცდება არცერთი ბგერა. მეტირება.. სასოწარკვეთისგან მუხლებზე ვეცემი და ცას ავყურებ გამოსავლის ძიებაში.. არსაით ხმა.. არც კი საიდან ძახილი.. ირგვლივ მხოლოდ შიშის მძაღე სუნი ჩემი პანიკა ტრიალებდა.. ხელშესახები,მძიმე და ფორმამიცემული უიმედობა.. -იო..-ისე ამოვიძახე,ვერც გავიაზრე.. სადღაც, მეორე სამყაროში გულზე გამჭოლი ტკივილისგან სახე დამეღარა.. -იოო!-მთელი ძალით ამოვიხრიალე,თუმცა,ბურუსი არც იფანტებოდა.. განმეორებითმა მწარე შეგრძნებამ, საერთოდ სხვაგან რომ ვითარდებოდა,ორად მომკეცა და შუბლით მიწას დავეყრდენი.. გაუსაძლისი ტკივილი ჩემს გამოსახულებას ნელნელა აფერმკრთალებს და, შვებაც დროდადრო მოდის.. პარალელური სამყაროდან,ვიღაც მთელი ადამიანობით ღრიალებდა ჩემს სახელს.. ბოლო წამს,როცა ვიგრძენი,რომ კოშმარი სრულდებოდა, თავაწეულმა ის დავინახე.. ბოროტი, სახემოქცეული, შემზარავი მალხაზ ყიფიანი, უღმერთო სახით რომ მოათრევდა რაღაც მძიმე, მაგრამ,კაშკაშა,ბრწყინვალე საგანს.. თვალებმოწვრილებული, შეძრული სახით წუთი ვცდილობდი მასში გამერჩია რამე, თუმცა, მხოლოდ თვალების საბოლოოდ გახელისას აღიქვა გონებამ გამოსახულება.. -იო!- გულგამსკდარი ერთიანად წამოვიჭერი ლოგინიდან.. პალატაში ჩამობნელებულიყო.. გარეთ ისევ თავსხმა წვიმა იყო და ცა ჩამოდიოდა ძირს.. შეძრწუნებულმა წამოდგომაც კი ვერ ვცადე, გულზე დამაგრებული მილები ლოგინზე უძრავად მაჯაჭვებდა.. თუმცა,ხმაურზე ჩქარი ნაბიჯით შემოსულმა ანდრომ რეალობაში ეეთიანად დამაბრუნა და თან მოიყოლა ყველა ის მოვლენა,რაც უგონოდ ყოფნისას გამოვტოვე.. დავპატარავდი.. გავქრი.. გული მომიკვდა.. ყიფიანის გაქვავებული ნაკვთები ცდილობდა,ფერი ეცვალა,თანაგრძნობისთვის,მაგრამ,ვიცოდი,მივთვისაც უკიდეგანოდ მტკივნეული იყო და ალბათ,სხვაგვარად არ შეეძლო.. მისთვის როგორი და, ჩემთვის რომელ შკალაზე იზომებოდა რკივილი, არ ვიცი. ის,რაც გულში და ერთიანად დანაწევრებულ სულში ხდებოდა, საერთოდ არ ჰგავდა ადამიანურ გრძნობებს.. დაფლეთილი გულიდან სისხლი და იოსთან დაგროვილი მთელი ცხოვრების მოგონებები უწყვეტად მოჟონავდა და მთელ სხწულში მეფანტწბოდა. მკაწრავდა.. სადაც კი მოედებოდა,უდიდეს ნაპრალს ტოვებდა და, ამოუვსებელი იარებისგან დატოვებულ ნახლეჩებში თითქოს მარილს მაყრიდნენ, მეტი სინწარისთვის, იმდენად გაუგონარი იყო.. ხელები მაგრად ავიფარე სახეზე.. მეცოდებოდა ჩემი თავი და ყველაზე მეტად,ყინულივით ცივი ჩემი იო.. -რა შემიძლია შენთვის გავაკეთო,ლილი?!-მხოლოდ ეს თქვა და ზუსტად ვიცოდი, მეტს რატომ ვერ ამბობდა მისი ხმა.. არ შემეძლო.. არცერთ კუნთში საიმისო ძალა არ მესხა, მაგრამ, ჩემსძმას ვჭირდებოდი, ისე,როგორც არასდროს.. -აქედან უნდა გავიდე, ანდრო,შეგიძლია ეს გააკეთო ჩემთვის? -თვალები ვერ გამისწორა.. როგორც კი გავხედე,მზერა ამარიდა და ისე დაიძაბა, შემამცივნა.. გულში რაღაც ჰქონდა, ეს რაღაც ერთიანად ეპოტინებოდა და, არ აძლევდა საშუალებას ჩემთვის გულმართალად შემოეხედა.. -ჩათვალე,მოგვარებულია.. ამას მაინც აგისრულებ..-ბოლო სიტყვებისას სახე ისე შეეცვალა,ისე გაბრუნდა და, ისე დამტოვა, მივხვდი, რა არ ასვენებდა.. ანდრო განიცდიდა.. თან ისე,ამ ჯავრს დაეპატარავებინა და ის ვეშაგი, ფრთებგადაშლილი ყიფიანი გამქრალიყო.. დამპირდა,მაგრან,ვეღარ მოასწრო აესრულებინა.. მის მეობას მძიმე ჯავრად აწვა ჩემი ძმის გარდაცვალება.. თუმცა,ერთადერთი,ვინც ამაში დამნაშავე იყო, უღმერთო მეამინენიყო, იოსთვის რომ ტანჯვის მეტი არაფერი დაუფერთხავს.. აღარ გამკვირვებია,ერთ საათში ექთანი ფორმა ასით რომ დაბრუნდა.. ყველა ძვალი და რბილი მტკიოდა.. გაუსაძლისი იყო აბსოლუტურად ყველაფერი ირგვლივ და, მითუფრო, პალატიდან გასვლა და რეალობის ერთიანად შეჯახება.. ორი ექთნის დახმარებით მოვწესრიგდი.. ფრთხილად მაცმევდნენ, თვალებით მეფერებოდნენ.. თანაგრძნობით მებყრობოდნენ, თუმცა,მაინც წინააღმდეგები იყვნენ, რომ საავადმყოფო დამეტოვებინა.. არ ვიყავი კარგად, ამას ისედაც ვგრძნიბდი, მაგრამ, ხორციელი ტკივილი არაფრად მიღირდა,როცა,მიწა დაუყრელი ძმა მეწვინა სარდაფში.. კარებთან მელოდა ანდრო.. თვალებში მზადყოფნა ეწერა, სრული მობილიზება და ამწამს, ზუსტად ამწამს დავრწმუნდი,რომ ყველაფერს გააკეთებდა ჩემთვის, მაგრამ,საერთოდ არ კი ვიცოდი,ეს განცდა საიდან მოვიდა.. უხმოდ დავიძარით მორგისკენ.. მინუს ერთ სართულამდე ლიფტი ალბათ ერთ საათს მაინც ჩადიოდა.. საუკუნედ გაიწელა დრო ,სანამ კარი გაიღო.. ზურგს უკან, ქვის საფარივით ამომდგარი ანდრო ყიფიანი წარმოუდგენელ ძალას მინაწილებდა, მაგრამ, სულ კენჭებად დაიშალა ყველა გალავანი, ორფრთიან კარს რომ მივუახლოვდით და იქ, გიგი დაგვხვდა.. მასსავით მაღალი, ჩემი ძმის მსგავსი, მისი ფერი გიგი.. გული მომიკვდა.. მხოლოდ ახლა როგორ დავინახე მისი სახე? მხოლოდ ახლა როგორ მივიმსგავსე გიგი?! თავი დამიკრა.. კანიდან ეღვრებოდა უკიდეგანო საფარი.. არ ვიცი,როგორ გაჩნდა ერთბაშად ორი დიდი კედელი ჩემს ირგვლივ,როცა ერთი მთლიანად ჩამომენგრა.. ერთი სიკვდილი გავათავე, გაყინულ, ბეტადინის სუნით გაჟღენთილ ოთახში რომ შევედი.. არაადროს მიგრძვნია სიკვდილის ასეთი მკვეთრი,მყრალი,მძაფრი სუნი.. ირგვლივ წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო და მხოლოდ სიკვდილის სურვილს მიღძრავდა.. შუაში,რკინის საწოლზე ესვენა იო.. თეთრი ზეწარი ერთიანად გადაეფარებინათ და გუდავდნენ თითქოს.. გული მომეწურა.. ერთ წამში დავფარე მთელი მანძილი და ზეწაეი გადავაძვრე.. იქნებ უჭირდა.. იქნებ ცოცხალი იყო.. იქნებ ვერ სუნთქავდა და ეს დამპალი ქსოვილი კლავდა ხელთავიდან.. ღმერთო.. იო.. ღმერთო.. იო! გულმა ისევ ისე,როგორც მისი გარდაცვალებისას, ძალიან მწარედ მომიჭირა და იქვე გამყინა.. არცერთი ნაკვთი.. არცერთი მისხალით ეს იო არ იყო.. გულო.. როგორ მომიკვდა.. როგორ დამისრულდა ჩემი სისხლი.. ჩემი ხორცი.. ჩემი ფერმკრთალი, შეშუპებული, დასახიჩრებული და სიცოცხლე წართმეული ძმა.. ამაზე მეტი ტკივილი წარმოუდგენელი იყო.. ამაზე მეტის გადატანა და, საერთოდ,ამის ჩამთავრებაც წარმოუდგენელი იყო, მუთუფრო, მისი იმ დამპალი ხის ოთხკედელში მოქცევა.. -იო,როგორ გცივა..-ხმა საერთოდ აღარ მქონდა.. ვერ ამოვიდა ხორხიდან.. ცრემლები ხმაურით ეცემოდა მის გაყინულ კანს და ისეთ ექოს ხდიდა ოთახში,ყურისწამღები იყო.. უკნიდან ერთბაშად, უწყვეტად წამოსულ უკიდეგანო ძალას ვგრძნობდი, მაგრამ,სადღაც შუა გზაში წყდებოდა და ჩემამდე არცერთი მოდიოდა.. ძალა კიარა, იო მჭირდებოდა.. იოს ვერავინ დამიბრუნებდა.. იო სულით ხორცამდე მკვდარი იყო.. მკვდარი, როგორც მე.. ფრთხილად გადავაფარე ნაჭერი ისევ.. არ ღირდა მისი უფრო გაცივება.. ისედაც ყინულივით უელავდა ლურჯი კანი.. უხმოდ დავტოვე ოთახი.. უხმოდ გავიარე მთელი დარბაზი. უზმოდ ავიარე სამი სართული ფეხით.. იმ დამპალ,ხმაურიან დერეფანში რომ გავედი, მხოლოდ მაშინ მოვიხედე ირგვლივ.. ყველაფერი ისეთი უცხო.. ისეთი სხვა.. ისეთი მახინჯი იყო.. ამ კედლებში მოკვდა ჩემი ძმა.. ამ კედლებმა შეიწოვა მისი სისხლი.. ამ კედლებში დაიხშო მისი გულის ცემა.. ვიგრძენი როგორ ამომიდგა გვერდით ანდრო ყიფიანი.. ვიგრძენი, როგორ გვედგა უკან გიგი.. მესიკვდილებოდა გარეთ გასვლა.. უკვე აღარცერთი ნაბიჯის გადადგმის თავი აღარ მქონდა. -სახლში უნდა მივიდე ანდრო და თანხა წამოვიღო,გავანულებ ყველაფერს და მერე,არ ვიცი რა უნდა გავაკეთო,არ ვიცი სად უნდა წავიდე..წარმოდგენა არ მაქვს ამ დროს რასაკეთებენ ხოლმე..ალბათ სასახლე უნდა შევუკვეთო არა?!-რომ ავხედე, წარბები შეეყარა და გაბრაზებული დამცქეროდა.. არაფერი უთქვამს, ისე შემიღო კარები და გამატარა.. ჩემი მანქანა ჯერკიდევ საავადმყოფოს პარკინგზე ეყენა ეულად.. თუმცა,ინსტიქტურად მაინც ანდროს მივყევი უკან, წინ რომ მიდიოდა,მხრებში გადაშლილი.. მტკიცე ნაბიჯებით.. სანამ საჭეს მიუჯდებოდა,რამოდენიმე ზარი განახორციელა.. კონკრეტულ მიმართულებებს აძლევდა ქალაქის სხვა მხარეს მყოფებს და, მყისიერად უთიშავდა.. მივხვდი,იმ დეტალებს აგვარებდა,მე რომ მეგონა,არასდროს მომიწევდა გავლა.. -ანდრო..-დავაპირე მეუარა,მაგრამ, მისმა თვალებმა გამაჩერეს.. დიდხანს მიყურებდა თვალებში. ალბათ,მთელი მარადისობა.. ხისფერ მუქ,ცივ თვალებში უამრავი რამ იკითხებოდა, მაგრამ,ამწამს,მასში მხოლოდ სიმტკიცე იყო.. -ვერ გადაგირჩინე იო,ლილი,ვერ მოვასწარი.. ვერ აგიხსნი,რას ნიშნავს ეს ჩემთვის და, ასე მგობია,უთქმელად გაიგებ.. ადამიანურად გთხოვ,გამითვალისწინე და მადროვე, ამ წამს მაინც გავაკეთო ის,რის მოვალედაც თავს ვთვლი..-უნდა დამარწმუნოს,თუმცა,არ შემიძლია.. ეს ბევრია.. ეს ცაზე მეტია და.. -ეს შენ არ გეხება ანდრო..-ვიცი,უხეშად გამომდის და ვნანობ,როგორც კი სახეზე ფერი ეცვლება.. მიმიკები ერთიანად ეყინება და თვალები უცივდება.. -ამას სანისთვის ვაკეთებ ლილი, სანის გულის სწორისთვის და ..-აღარ დაუსრულებია.. დაძრა და გზას იქამდე ჭამდა თვალებით, სანამ სადარბაზოსთან მყისიერად არ გააჩერა.. ყველაფერმა იქ დაკარგა აზრი, ბინაში რომ ავედი და, კარები შევადე.. ხუთი თუ ექვსი, ან იქნებ შვიდი სრული დღის წინ დატოვებული შუქი,სამზარეულოში ისევ ენთო.. სახლში სიცარიელის სუნი იდგა. გარიყულობის და მარტოოობის.. ვერ გადავაბიჯე ზღურბლს.. ვერ შევძელი.. ვერც მაშინ,ანდრო რომ შევიდა პირველიდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ,ხელი გამომიწოდა.. ჯერ კიდევ ცივი იყო მისი მზერა, მაგრამ,მიხაკისფერ სფეროებში მაინც გაუკრთა ის თანაგრძნობა,სულს მალამოდ რომ მოედო.. -მე შენთან ვარ,ლილუ..-მთელ სამყაროს უდრიდა იმწამს ეს სიტყვები.. გულმა იმ პატარა,ციცქნა წიგნაკში ამოიქარგა ეს სიტყვები,ასე ფრთხილად რომ ვმალავდი.. შევყევი.. გულის მწარე ფეთქვით, სულის გრძელი,უკიდეგანო ტკივილით გაჭირვებული ერთი საათი დამჭირდა მხოლოდ,ოთახი რომ დამეცალა მინიმალური ავეჯისგან.. შემდეგი ერთი,სააბაზანოში იმ სიკვდილის სუნს ვიხეხდი, კანზე რომ შემახმა და აღარ მომცილდა.. მეზიზღებოდა ეს სახლი უმისოდ.. ეს კედლები მისი ლაღი ლიცის გარეშე.. ჩემი სული და ჩემი გული ვერ იცოცხლებდა, ვერ გადაიტანდა, ვერ გაუძლებდა და ამას იმ წამს მივხვდი, უკვე ნაცნობმა სხეულებმა რომ შემოასვენეს სახლში.. მერამდენედ ვკვდებოდი და მაინც,რატომ მაცოცხლებდა ღმერთი?! სუნთქვა შემეკრა.. გული გამიჩერდა.. მაცივრის ზუზუნისგან ყურები დამეხშო და ერთიანად ამოვიღე ის ერთადერთი ლუკმა,ძლივს რომ გადამივიდა კისერში.. გავნადგურდი.. ადამიანობა დავკარგე.. თავს აღარ ვგავდი.. წუთების შემდეგ, მის სასახლესთან რომ დავენარცხე უღონოდ, მხოლოდ მესამე დღეს შევძელი, თავი ამეღო. არ ვიცოდი,ამდენს თუ უყვარდა იო.. არა,მე ის უფრო მიკვირდა,რატომ არასდროს არსად მინახავს ეს ხალხი, თორემ,იოს სიყვარული ყველაზე მარტივი რამ იყო ამ სამყაროში.. მთელი ეს დრო ერთმანეთს ენაცვლებოდა ორი სხეული,ჩემს ზურგსუკან.. ანდრო,რომელსაც მუდამ საქმიანი სახე ჰქონდა, მყარი ხიდი გაევლო საავადმყოფოსა და ჩემს სახლს შორის და, გიგი,რომელიც უღმერთოდ ჩამოჰგავდა იოს და უფრო მიკლავდა გულს.. უზღვავ თანადგომას თან მარტოდ გატარებული ღამეები ახლდა,რომელსაც სიკვდილი მერჩივნა.. გულამოსკვნილი იქამდე ვტიროდი,სანამ ცრემლი არ გამიშრებოდა ხოლმე და დაღლილს,იქვე არ ჩამეძინებოდა.. მესამე ღამეს, შუაღამით, იატაკზევე მიძინებულმა ხელის შეხება ვიგრძენი, ფრთხილი,თუმცა,მას ის არომატი რომ მოჰყვა, ყველასგან რომ გამოვარჩევდი, დამფრთხალი გული დამიმშვიდდა.. ვერცერთი წამით ვერ გავიაზრე, როგორ ამიტაცა ხელში და,გულზე მიმიყრდნო.. ჩქარი,რიტმიდან ამომხტარი იყო მის პულსი.. ამას სახის კანზე ვგრძნობდი,მარცხენა მხარეს რომ მიმეკრო.. გავირინდე. მის საფარ ქვეშ თავი ასე უსაფრთხოდ,ასე მშვიდად არასდროს მიგრძვნია და განსაკუთრებით, ყველაზე მძიმე კვირის მანძილზე.. ოთახიდან გამიყვანა.. დივანზე ფრთხილად ჩამოჯდა და,ფოთოლივით,მის კალთაში,მის გულზე აკრულმა, იქამდე მიფრთხიალებდა გული,სანამ პირველად არ ამოვისუნთქე მთელი ამხნის მანძილზე, ღრმად.. სიმშვიდე და იმედი,რომელიც ანდრო ყიფიანიდან მოდიოდა, ძალა იყო,უზღვავი ხვალინდელი დღის.. იცოდა,მეღვიძა,რადგან უკიდეგანოდ რბილად მეხებოდა თმაზე და, იქნებ, ჩემგანაც იმ წილ სიმშვიდეს იღებდა,მას რომ სჭირდებოდა.. -წეღან სანიმ გაიღვიძა და პირველი იო იკითხა ლილუ.. ყველა ის ჭრილობა ხელთავიდან განმიახლდა,სულ ხუთი წუთით რომ მეგონა,შეხორცდა.. ღმერთო,როგორი ხმა ჰქონდა.. როგორ ტკიოდა.. მოვიბუზე. მთელი ძალით შემოვხვიე ხელები წელზე და, ამეტირა.. მისი,ჩემი,სანის და,ჩვენი ყველას ტკივილით სასოწარკვეთილს.. მთლიანად ფრთებში შევეხიზნე ანდროსაც.. საერთოდ არ ვჩანდი მასში. გულზე,ბროშივით ვყავდი აკრული და , ისე,რომ მეგონა საერთოდ არც კი მეხებოდა, ზურგზე,მოტეხილ ფრთებთან ხელის ცხელ გულს დაატარებდა.. -ვიცი,შენ რომ ვერ ეტყვი,ანდრი..-ვერ დასრულებული წინადადება,მე გავაგრძელე.. გული დაუთვლელად მიცემდა ყელში.. არ მემეტებოდა მსგავსი ტკივილისთვისაც კი.. -არათუ,სანი.. არავინ! მითუფრო ანდრო.. -ვერ გავიმეტებ ამისთვის ლილუ.. მომიკვდება სანი.. -იო უკვე აღარ მყავს ანდრი, ღმერთი არ დაუშვებს სანის წაყვანას.. -არვიცი,ამ ყველაფრის ფონზე კიდევ როგორ გჯერა მისი განგების..-ხმა ისევ საშინლად ცივი უხდება,თუმცა, ხელის გული ისევ თბილიაქვს.. ისევ მის გულს ვუსმენ, ისევ მის საფარქვეშ, გახიზნული, ძლიერად ვეკროდი.. თვალები დახუჭული მქონდა, თუმცა,ვიცოდი,ტკივილისგან ყველა ღარს დავუთვლიდი სახეზე და, არ შემეძლო ამის ყურება. -მე ის დავკარგე ,მაგრამ,შენ უნდა გყავდეს გულში,ანდრო.. აი აქ!-ხელისგულს მარცხენა მხარეს ვადებ და გული მეწურება, მტევნის ზურგზე მისი ხელისგული რომ მეფარება.. სუნთქვა მეკვრება.. მთელი ღამე, გამთენიამდე და შუადღეს,გასვენების წამს, არ მომცილებია ყიფიანის მტკიცე საყრდენი გვერდიდან.. ისევ თავსხმა წვიმაიყო.. ისევ უსაშველოდ ციოდა.. ისევ უსაშველოდ ვკვდებოდი მე.. როცა ოთხი მთასავით კაცი შემოვიდა ოთახში და მხოლოდ ერთი მზერით მანიშნა ანდრომ,დრო იყო, არ ვიცი, რა სიმწარით დამეტაკა გულზე ტკივილი. არ ვიცი რა სიმწარით დავაყარე გულზე მიწა ყინულივით ცივს.. არ ვიცი,რა განგებით ვაგრძელებდი მე სიცოცხლეს,როცა ის მივაბარე საუფლოს.. ღმერთო, ყოველ წამს ტანჯვა იყო ცქერა,როგორ ჭრიდა ნიჩაბი ტალახს და, ზართქით ეხეთქებოდა ხის ფიცარს.. მთელი ჩემი სული დაგული ჩავაყოლე იოს.. მთელი ჩემი განცდა და გოდება.. ცას წვიმასთან ერთად, ყელიდან წამოსული უღმერთო ხავილი არღვევდა.. არცერთი წამით მემეტებოდა სიმარტოვისთვის იო.. მეგონა,მართლა გამიჩერდა გული, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, სასაფლაოზე, კიდევ ერთი, უცხო და თან ასე ძალიან ნაცნობი რომ მოვიდა. საღამოვდებოდა უკვე, ისევ მის მიწას რომ ვიყავი გადამხობილი.. საათის წინ დასაფლავებულს, მეგონა,გავაცოცხლებდი,თუ ვედრებას არ შევწყვეტდი.. მთელი ეს დრო, წვიმაში, საფარივით გადამფარებოდა ანდრო ყიფიანის ნაწრთობი ფოლადივით უდრეკი სხეული.. ყოველჯერზე,მუხლმოკეცილს,მაყენებდა და სახეზე იმ ტალახს მწმენდდა, ხელებით რომ ვფხოჭნიდი მიწას და სიმწრით ღაწვებზე ვისრესდი.. იმ წამს, იმ ერთ წამს, ჰული რომ მეგონა სულ მთლად გამიტყდა, სასაფლაოზე ისევ ის, ჩემი კოშმარებიდან მოყოლილი ბურუსი გაჩნდა.. შავ აურას, მწარე ჰაერს თან მალხაზ ყიფიანის სხეული მოყვა.. მოულოდნელობისგან ამოვიყვირე,ისე შემეშინდა.. ძლივს წამოვიმართე, სიმზრის ყველა დეტალი ხელთავიდან დამიტრიალდა გონებაში და, გამყინა.. რატომ არ მშორებოდა ცხადშიც მისი მჟავე სახე?! მომენტალურად ამომეფარა ანდრო.. სახე შეუვალი გაუხდა და, ფრთები განზე გადაშალა.. კითხვით სავსე თვალებით გახედა.. არც კი მინახავს მისი ირისები ამდენად მუქი.. -აქ მოსასამძიმრებლად მოვედი,ანდრო. ჭირისუფალთან მიმიშვი,შვილო.. არ ჩამომეცილა ყიფიანი, მაგრამ, მე გადმოვჭერი გზა. მე გადავაბიჯე მის საფარს.. კანით ვიგრძენი,როგორ დაიძაბა.. როგორ ჩამჭიდა ხელი მკლავში და შემაჩერა ანდრომ.. -ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ლილი! იმედია,ეს ბოლო ტკივილი იქნება..-ხელი გამომიწოდა და მარადჟამს გაიყინა ეს კადრი ჩემს გონებაში.. მერე მომხდარი კადრებად მახსოვს.. როგორ წავიდა მალხაზი.. როგორ ჩამჭიდა ხელი ანდრომ და, სახლში მისივე ძალით მიმიყვანა.. როგორ დასვა დივანზე და, კითხვით სავსე მზერა მანამ არ მომაცილა, სანამ ზაფრისგან არ დავაღწიე თავი და, კოშმარისგან გამოცოცხლებული ყველა კადრი არ გადავხარშე.. დიდხანს ჩავყურებდი მის ხისფერი, მუქ, წაბლისფერ თვალებს.. -იოს 23 წლის იუბილეზე სამაჯური ვაჩუქე ანდრი..- ხმა საერთოდ არ ჰგავდა ჩემსას. ეს უფრო მომაკვდავის ხრიალი იყო.. -ფსალმუნის წნულზე ოქროს პატარა გრავირებული კუბიკი ჰქობდა,სადაც ლილი ეწერა ასომთავრულით. იოს მოუხსნელად ეკეთა ხოლმე ანდრი, იცინოდა,ასეუფრო მისტიური ვჩანვარო. -სახე მანამ გაუქვავდა ანდროს,სანამ წინადადებას დავასრულებდი.. მე იმის გააზრევაც მიჭირდა რასაც ვყვებოდი, არათუ სიზმრისა და რეალობის ერთმანეთთან დაკავშირება. კანით ვიგრძენი,მიხვდა,რასაც ვიტყოდი და მანამ დაკარგა სახეზე ყველა ადამიანური ფერი.. -სხვა ისეთი არარსებობს ანდრი, ანალოგი არ აქვს, საკუთარი ხელით ამოვტვიფრე და,დავწენი ანდრი მე ის სამაჯე.. -ღმერთო! ვერ ვამბობდი.. ვერ ვასრულებდი.. საკუთარი თვალების წინ, ორივე, ერთ სიცოცხლეს ვასრულებდით, რადგან,ზუსტად ვიცოდი, ამის იქით, ძველებურად აღარაფერი იქნებოდა. -მალხაზს ხელზე იოს სამაჯური ეკეთა. ის,რომელიც ერთია და მევაჩუქე,ანდრი.. არ ვიცი, ეს როგორ აღმოჩნდა მასთან, რადგან ზუსტად ვიცი, სიცოცხლეს უფრო მარტივად დათმობდა იო,ვიდრე ჩემს ნაჩუქარ ნივთს.. ____ იმედგაცრუება.. უკიდეგანო სიბრაზე და, გაშმაგება.. ეს ის სამი ემოცია იყო, გაქვავებულ ანდრო ყოფიანს სახეზე რომ შეხმობოდა. იჯდა არანაკლები შოკით და, ხელები მთლიანად გასთეთრებოდა, იმდენად ძლიერად დაემუშტა.. ყელზე მეგონა ყველა ძარღვს დავუთვლიდი.. სახეზე ზუსტად ჩემს თვალწინ გაუჩნდა რამოდენიმე ნაოჭი და, თითქოს ერთიანად მოემატა რამოდენიმე წელი.. პანიკას,რომელიც სისხლში დამიძვრებოდა, მისი სულის ფორიაქი ემატებოდა. არ ვიცი, წარმოდგენა საერთოდ არ მქონდა, ამ ორ ფაქტს რა კავშირი ჰქონდა ერთმანეთთან, კიარადა,გული მწარედ მეხლიჩებოდა გავლებული ფიქრებისგან, მაგრამ,ვერ ვახმოვანებდი.. ისიც მკმაროდა,მით თვალებში ერთდროულად ქარიშხალივით რომ დაჰქროდა ათასი ემოცია და, მცდელობა, ეს ყველაფერი ისე შეენიღბა, მე არ შემემჩნია.. არვიცი,როდის ჩამოინგრა ჩვენს შორის უთხელესი კედელიც,რომ აბსოლუტურად ყველაფრის წაკითხვა შემეძლო.. თითქოს გადაშლილი წიგნი ყოფილიყო, მის სულს ვხედავდი ხელისგულებზე.. გაშიშვლებულს, დასახიჩრებულსა და, ბევრი ჭრილობით სავსეს.. ჩემი ტკივილი მკმაროდა, მისი კი, უფრო მკლავდა.. -ანდრი..-მისკენ გავიწიე.. დამუშტულ ხელებზე სუროსავით შემოვევლე და ძლიერად ჩავჭიდე.. სახე დაუთბა სულ ერთი წამით.. თუმცა,იმ ბურუსს, გარს რომ ერტყა მის სულს,ვერაფერი გაარღვევდა.. თავი ჩაექინდრა.. არ აცილებდა მზერას იატაკს. ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე, რომთვალის გასწორება ესიკვდილებოდა.. ჩემს ბნელ ფიქრებს კი, მხოლოდ მის თვალებში გამონათებული უარი სჭირდებოდა.. იმისთვის,რომ როგორღაც ძალა მომეპოვებინა ძმის დაკარგვის შემდეგ, ამ ფაქტის გაცამტვერება მჭირდებოდა, სულის სიმშვიდისთვის მისი თუნდაც გაცინება და უარყოფა მკმაროდა, მაგრამ, ანდროს თვალებში მხოლოდ უღმერთო სიბრაზეს რომ ვხედავდი, იმ ჩემს ჩახვეულ ფიქრს უფრო მიდიდებდა.. მიორკეცებდა და, ძალას მაცლიდა.. მხოლოდ ახლა ვიაზრებ ჯეროვნად ,გათქმულს.. სხეულში წეღანდელი ზაფრი ისევ მივლის და, შიშის განცდისგან ვპატარავდები. ერთიანად დავლილი ტრემორისგან ყველა ძვალი მტეხს და გაცივებული ვეკრობი დივნის საზურგეს.. ღმერთო.. პირზე ხელს მაგრად ვიჭერ,წამოსული ღრიალი რომ შევაკავო.. ცოცხლად მიკვდება თვალწინ ყიფიანიც.. ერთი წამითაც ვერ ვაჩერებდი სხეულს.. დაჭიმულიბისგან მთელი სახე მტკიოდა და, ღვარცოფად წამოსული ცრემლები მწვავდა. -რატომ ეკეთა ჩემი ძმის სამაჯე მალხაზს იო?!-ცხადი პასუხისგან თავის დასაღწევად უღმერთოდ მჭირდებოდა მისი თუნდაც ერთი არა.. მაგრამ ხმას ვერ იღებდა ანრო.. თითქოს მისი გარდაცვალება არ ყოფილიყო საკმარისად მტკივნეული.. თითქოს ცხოვრების გასაგრძელებლად საკმარისი მხნეობა მქონოდა, ისე გამასწორა ღმერთმა მიწასთან.. ჩემს ძმასთან ერთად დამაყარა გულზე ბღუჯად მიწა და დამასაფლავა.. რადგან,ზუსტად ვიცოდი, თუ ის გაცხადდებოდა, რაც სულს მიღრღნიდა, უბრალოდ ვეღარ ვიცოცხლებდი.. საამისოდ აღარცერთი მიზეზი არ მექნებოდა.. -გიგი!-მხოლოდ ხმის გაგონების შედეგ მივხვდი, ანდროს სხეული რომ განძრეულა.. ხმა კლდესავით მყარი და ბუბუნა ჰქონდა.. მასში მეტალის სიმტკიცე ჩაესხა და, შეუვალობისგან, ირგვლივ ათასი საფარი აღემართა.. -ბარიდან მინიმუმ სამი კილომეტრის რადიუსით, აბსოლუტურად ყველა კამერის ჩანაწერი მჭირდება ავარიის დღის. საღამოს ექვსიდან, გამთენიამდე რაც კი რამ არსებობს, ყველაფერი საავადმყოფოში მომიტანე უახლოეს რამოდენიმე საათში და გთხოვ, ლილისთან ორი გამოუშვი. ერთი სადარბაზოსთან,მეორე უშუალოდ სართულზე.-კონკრეტული მითითებები გასცა და წამოდგა. არ შემეძლო. ადგომანდა მითუფრო, ცარიელ კედლებთან მარტო დარჩენა ახლა ყველაზე მეტად არ შემეძლო,მაგრამ, იმასაც ვხვდებოდი, ამწამს ანდროს ერთ ადგილზე გაჩერება რამდენად უჭირდა.. არც კი მინდოდა გონებამდე დამეყვანა ფაქტი,რომ სახლის გასამაგრებლად ორი ახმახი უნდა მოსულიყო.. უსუსურობა და შიში ერთიანად მალურსმავს დივანს.. მგონია აღარ შემობრუნდება,მას შემდეგ,რაც ტყავის თხელი ქურთუკი მოიცვა, თუმცა, სულ ტყუილად.. მომიბრუნდა.. მესიკვდილებოდა მის სახეზე ამდენი გაყინული ფიქრი.. ჩაიმუხლა.. მხოლოდ იმწამს,როცა შემომხედა,სახეზე მიმიკები აღუდგა.. მთელი ცხოვრების სამყოფ ძალასა და სიმშვიდეს ღვრიდა მისი თვალები, მაგრამ,წინ ისეთი საფარი აღმემართა,ვეღარ დაძლია მისმა მზერებმა.. ფრთხილად მოიქცია აკანკალებული ხელი მის ძლიერ,ყინულივით ცივ გულებში.. -არც ერთი წამით,საერთოდ არც არაფერზე არ გაქ სანერვიულო, ლილუ!-იცოდა, როგორ მკლავდა ყოველი ფიქრი.. თავდაჯერებისგან იმდენად მსუბუქი ჰქონდა ხმა, ასე მეგონა წინ რაღაც საშინელი,წარმოუდგენელი არაფერი გველოდა.. უჰორიზონტო ნდობა ოთახში აბსოლუტურად ყველა კედელს მოედო და, მომადუნა.. მისი მჯეროდა.. მისი მწამდა.. მაგრამ,არც ამ გაურკვევლობისთვის მემეტებოდა.. ვგრძნობდი, ეს საფარი მხოლოდ ჩემთვის რომ აღემართა, ვგრძნობდი,მხოლოდ იმისთვის შენიღბულიყო, მე სიმშვიდე მომეპოვებინა, მაგრამ, არ კმაროდა.. მხოლოდ მისი აქ ყოფნისას შემეძლო თავი ჯებირებში მომექცია.. ჩუმი, ლოყაზე მალულად გამოპარული ცრემლი ცერა თითით ფრთხილად შემიმშრალა და გამიღიმა… მშვიდად, სუფთად,მაგრამ, მაინც,ამ ღიმილშიც იმხელა ძალა ჩაატნია, კედლებს გაარღვევდა,ვიცოდი.. -მპირდები,რომ დამელოდები?!-მე თუ სიმშვიდე,მას ჩემგან მხოლოდ ერთი უნდოდა.. ჩემი უსაფრთხოდ დაგულება.. მკრთალად დავუკარი თავი, თუმცა, როგორც კი ჩემი სახე ხელებში მოიქცია, მზად ვიყავი, არასდროს გამეშვა ის.. ამწამს,მე მსურდა მისი უსაფრთხოდ დაგულება.. გარდამტეხ წამს, როცა მხოლოდ კანით კანზე ვგრძნობდი მის ხელებს ღაწვებზე, ვიგრძენი, ერთადერთი,რაც სიცოცხლის გასაგრძელებლად მჭირდებოდა, მისი სიმშვიდე და, უსაფრთხოება იყო.. მეგონა,ჩემი სახის დამახსოვრებას ცდილობდა.. მზერით აბსოლუტურად ყველა წერტილი შემოიარა და, მტკიცეთ აღიბეჭდა გონებაში.. არ ვიცი, იქნებ გავაფრინე, იქნებ გავლილი სტრესისგან გონება აღარ ფუნქციონირებდა კიდეც, მაგრამ, საკუთარ ნატანჯ სახეს ვხედავდი მის თვალებში და ზუსტად ეს მარწმუნებდა ფიქრებში.. ანდრო ყიფიანი ჩემს დამახსოვრებას ცდილობდა.. დამახსოვრებას თითქოს ისე,რომ საზღვრების დრო,გავხსენებოდი.. მერე, ერთბაშად ადგა და ისე,რომ აღარ შემოუხედავს, ცარიელ კედლებში დამტოვა.. მარტოობა,ალბათ, გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე მტანჯველად გადასატანია.. ფიქრი,რომ ოთახიდან ოთახში,ააღარავინ გაივლის ძველებული ხალისით, მთრგუნავს და, თავიდან მიახლებს ტკივილს.. თითქოს სადმე წასულიყო, არადა, გულს ორად მიხლეჩდა.. სისხლისგან მცლიდა და მკლავდა, სრულიად მარტო, ეული, უძმოდ, უსულოდ, უგულოდ რომ დამტოვა იომ და, აქ, ამ სამყაროში თავდაყირა დაააყენა ყველაფერი.. როგორც მას შეეფერებოდა ისე, გრაციოზული არეულობა დატოვა და, სულის ფორიაქში გამახვია, დაუნანებლად.. სულ ტყუილად შემიპირა ანდრომ.. ერთი საათი რომ გავიდა, ჯრრ მხოლოდ ადამიანების ნაბიჯების ხმა მომეჩვენა, კიდევ რომ ნახევარიც დაემატა, ასე მეგონა კარებს ვიღაც გამეტებით უშენდა მუჭებს და, დაზაფრული მანამ ვიდექი სამზარეულოს დანით ხელში, სანამ ხმები ყურებიდან არ გაიფანტა.. ვერ დავძლევდი.. თვალებიდან კოკისპირულად მომდიოდა ცრემლები და საკუთარი უსუსურობა მჭამდა.. მეშინოდა.. უკიდეგანოდ მეშინოდა შავი ბურუსისა და, იოს სიკვდილის.. ამის გააზრების უჰორიზონტო შიშში ისე გავეხვიე, საკუთარი კანის ათლა მომინდა,რომ მომეშორებინა სიკვდილის განცდა.. მაგრამ, ისე შეეწოვა ფორებს იოს გულზე დაყრილი მიწა, ვეღარც ვგრძნობდი,თუ ვცოცხლობდი.. ჩემმა ვერცერთმა კუნთმა ვერ აღიქვა,როდის ავდექი ფეხზე და, როდის მოვიცვი ანდროს დატოვებული დუტის კურტკა.. როდის გამოვაღე კარები და, როდის გამისკდა მოულოდნელობისგან გული.. მწარედ რომ მომიჭირა სარქველზე ტკივილმა, ის დაუამებელი ღამე გამახსენა, იო რომ წავიდა.. შემეშინდა,თუმცა, მალევე გავიაზრე, უცხო ზუსტად ის იყო, ანდრომ რომ გამოგზავნა ჩემთან.. გოროზი გამოხედვის საშუალო სიმაღლის მამაკაცმა მკაცრად შემომხედა და არაფერი უთქვამს, ისე ამედევნა ფეხდაფეხ.. გავრბოდი და, არ ვიცოდი სად.. შიშს და იმ პანიკას გავურბოდი,სხეულში რომ დამიძვრებოდა და მღრღნიდა.. განცდა,რომელიც თან სრულიად ახალი იყო, წუთების მსვლელობისას უფროდაუფრო მიძლიერდებოდა და, ყველა დანარჩენს ფარავდა.. ამწამს,როცა ქუჩაში, თავსხმა წვიმასა და უკუნით ღამეში უკვლოდ გავრბოდი, მას დავეძებდი.. ჩემი დამარხული ძმის იქით, ანდრო ყიფიანზე ჯავრმა ისე შემშალა, ორად ორი საათიც კი არ გამაძლებინა.. ამას სანიზე უკიდეგანო ჯავრიც ემატებოდა, მთელი ეს დღეები ეგოისტურად რომ ვერ მახსენდებოდა.. ჩემ ტკივილს ისე გავეუცხოებინე, იოს სანი საერთოდ გამომეთიშა გონებიდან.. -საავადმყოფოში მიმიყვანეთ,გთხოვთ..შუა გზიდან უცებ მოვბრუნდი და უკან მწყობრი ნაბიჯით მოსიარულე მდევრებს გავუსწორდი.. მხოლოდ თავი დამიკრეს, ოც წუთში კი,უკვე შესასვლელთან ვიდექი.. ციხესიმაგრეს გავდა,გარეშე თვალისთვის ირგვლივ ის,რაც დამხვდა.. არ ვიცი როდის მოახერხა ანდრომ ამდენი ადამიანი აღემართა ჯარისკაცებად და, მათთვის მორიგეობა ეთხოვა.. მკაცრი შესახედაობის, საშიში გამომეტყველების მამაკაცები უკვე პალატაში გადმოყვანილ სანის კარებს ისე დარაჯოვდნენ, მეგონა უბატონოდ ჩიტიც ვერ გადაიფრენდა მათ თავზე.. მოვათვალიერრ, თუმცა, დავიფიცებდი, ანდრო ყიფიანი დღეს იქ ნამყოფიც არ იყო, რადგან , ჰაერის სუნთქვა შემეძლო.. გული მწარედ ჩამწყდა,მაგრამ, მაინც შინაგანი სიმტკიცით შევაღე პალატის კარი. არც გამკვირვებია,გაბრძოლება რომ არ დამჭირდა, აქ შემოსასვლელად.. ანდრომ იცოდა,მოვიდოდი და ისიც კი განსაზღვრა, ამას დღესვე რომ გავაკეთებდი, რადგან, ჩემი ნახვით გამოწვეული გაოცების მისხალიც კიარ აჩნდა სანის.. მთლიანად ფერმკრთალი იყო.. ჯერკიდევ გაჭირვებით სუნთქავდა.. მისი დანახვისას გაუცნობიერებლად იმსიმსხო სითბო ჩამეღვარა სხეულში, ძმის დაკარგვით გამოწვეული გაყინული გული გამილღო.. საკუთარივით მივიღეე.. საკუთარივით ამეწვა მისი ჩამქრალი მზერა და, გამოწვდილი ხელი.. -ანდრომ მითხრა რომ მოხვიდოდი,ლილი..-ნაწილნაწილ, წუთშესვენებით ამოთქვა სანიმ.. გული მომეწურა.. მის გამოწვდილ მტევანს ისე ჩავეჭიდე, სული ამეწვა.. სანი.. იმდენი სევდა, იმდენი ჯავრი, იმდენი ტანჯვა ჰქონდა ლამაზ,ცასავით ცისფერ თვალებში, გული მომიკვდა.. ჩემი იო.. ცრემლები დაუკითხავად ისევ წამოვიდა და მის გაცრეცილ ხელებს წრფელად დაეცა.. ვერაფერი ვუთხარი.. სანუგეშოდ ვერცერთი სიტყვა ვერ დამცდა.. ვუყურებდი მას, შეშინებულს, გამქრალს, დამფრთხალს და, მენანებოდა იმ ტკივილისთვის,მხოლოდ აწი რომ უნდა გაევლო.. ანდრომ ვერ უთხრა, მე კი საერთოდ არ მქონდა იმის ძალა,ხმამაღლა მეღიარებინა იოს წასვლა.. ვიჯექი მასთან, მყლიანად პანიკით მოცულ სანი ყიფიანთან და მთელი გულით მინდოდა, ის მცირედი ძალა მაინც გადამესხა მისთვის, რომ სჭირდებოდა ასადგონად, მაგრამ,თავადაც არ მქონდა მისხალი.. ვებღაუჭებოდი მის ხელს და, ასე მეგობა, მთელი ძალით თუ დავიჭერდი, მასში იოს შეხებას ვიგრძნობდი.. ღმერთო.. გული მეწურება.. სანის ამღვრეული ტალღები მთლიანად შტორმში ეხვევა და იქამდე მიყურებს გაუჩერებლად, სანამთვალებში იმას არ კითხულობს, ხმით რომ ვერ ამბობს. არ მინდა თავი ოდნავადაც კი რომ დაიდანაშაულოს.. ვერ გავუძლებ,თუნდაც წამით ჩათვალოს თავი მოვალედ მაშინ, როცა ჯერ წინ იოს დაკარგვა აქვს გადასატანი.. ვიწურები.. თვალს ვარიდებ, ვეღარ ვჩერდები, მაგრამ, მისი გატეხილი, დამსხვრეული, მკვდარი ხმა ისევ მაჯაჭვებს მასზე.. -ანდრო ისე მარიდებს თავს, თითქოს ის მჯდარიყო იმ დაწყევლილ დღეს საჭესთან და არა მე!-მთელი საუკუნის ღონედ უჯდება ერთადერთი წინადადება.. აპარატი ყურისწამღებად იწყებს წრიპინს და უჯვე მეშინია.. სანის ერთბაშად ეცვლება სახეზე ფერი და, მზერა ეყინება.. -იოს ვფიცავარ ლილი,მთელი ხუთი უღმერთო წუთი ვცდილობდი,დამემუხრუჭებინა,მაგრამ,არ იჭერდა ხუნდები..-გულის ცემა მას შკალაზე მაღლა ეწევა,მე კი საერთოდ მიჩერდება.. ღმერთო.. ანდრო.. -ჩვენ სახლში ვბრუნდებოდით ლილი, მეორე დღეს ვაპირებდით, გვეთქვა საბოლოოდ ყვრაფერი , მაგრამ, ღმერთო!-ხმა ერთბაშად უწყდება სანის და, ცდილობს,ამოისუნთქოს.. ვკვდები, ღმერთო, მერამდენედ ისე მწარედ ვკვდები, მთელი ძალა ხელებში მეცლება.. სანის არაადამიანური ტკივილისგან მთელ კანზე ცეცხლი ეკიდება.. ტანჯვისგან ხელები სახესთან მიაქვს და მგონია, კანის აცლა უნდა, ისე მწარედ იჭერს ღაწვებზე თითებს.. გული მეპოვა.. ოთხ ტოლ, სისხლიან ნაწილად.. ჩემი დარჩენილი ცხოვრების სამ ტკივილს დაენაწილებინა მათი კუთხეები და იმ, ერთადერთ,ჩემს პატარა ნაწილს უღმერთოდ უნდოდა,სანის ის ერთი არ ეთქვა,ძმას რომ საბოლოოდ მომიკლავდა.. მჯერდა, მთელი სულით მწამდა, თუ სანი არ იტყოდა,იო კიდევ იცოცხლებდა, მაგრამ, ალბათ, მისი დასაფლავების ღამეს, უნდა გაგვეშვა.. სხვაგვარად, იქ გავიყინებოდით, სადაც ჩავრჩით.. მე კოშმარიან, გაუკვალავ ღამეში.. სანი კი, იქ,ბარის ფოიეში, იოს გულზე აკრული.. -მის გარეშე მე როგორ ვიცოცხლო,ლილი?!-ათას ნაწილად დაიშალა ერთ წინადადებაში სანი.. ათას ნაწილად დავიშანთე მეც.. თითო ბგერა, თითოჯერ ჩამესო დასახიჩრებულ ჰულზე და, მისი კვალი დამამჩნია.. სანიმ იცოდა.. ალბათ,პირველივე წამს,როცა ანდროს ჩახრილი თავი ნახა, მიხვდა , მაგრამ, მე მელოდა.. მას ლილი სჭირდებოდა,ტკივილი ზუსტად ისე რომ გაეტეხა ორად, ერთნაირი ყოფილიყო.. მას სჭირდებოდა რომ სხვასაც ისე სტკენოდა,როგორც მას.. ანდროც კვდებოდა, მაგრამ მას ძმა არ გარდაცვლია.. ეს მხოლოდ ჩვენ, მე და სანიმ დავკარგეთ იო და, ყიფიანმა ზედმიწევნით გაგვინაწილა თანადგომა.. იო ჩვენ დავკარგეთ, როგორც ძმა და, როგორც ცხოვრების თანამგზავრი.. გაჭირვებით წამოვიმართე, სანის ისე უმძიმდებოდა მაჩვენებლები, ექთის გამოსაძახებელ ღილაკს დავაჭირე და მისი გაქვავებული, დატანჯული სახე ხელებში მოვიქციე. გული მომეწურა.. სანიში მას ვხედავდი.. ჩემს იოს.. ფრთხილად მოვეფერე წვერწამოზრდილ ღაწვებზე.. ვიგრძენი კანზე ცხელი ცრემლები და, გული მომიკვდა,სანუგეშოდ არცერთი სიტყვა რომ არ მომეძებნებოდა.. -გევედრები სანი, ანდროს ნუ გამოაცდევინებ იმას,რასაც ჩვენ განვიცდით.. -თხოვნებად დავიღვარე.. ვიცი,როგორ გაუჭირდება სანის,ამისრულოს,მაგრამ, მაინც მტკიცედ მიკრავს თავს.. -ოდესმე მაპატიებ ლილი?-სანამ ექთნის დამატებული დამამშვიდებელი საბოლოოდ მიაძინებდა, გამომხედა.. ღმერთმა იცის,როვორ ელოდა უარს და, როგორ ამოისუნთქა შვებით, რომ გავუღიმე.. -მხოლოდ მაშინ,თუ არ მიმატოვებ სანი.. კიდევ დიდხანს ვიცდი, სანამ საბოლოოდ არ ჩადგება მისი აპარატი ნორმის ფარგლებში.. რომ ვრწმუნდები, ღრმად სძინავს, ცოცხალმკვდარი გამოვდივარ პალატიდან და, კარებში გამავალი, გიგის ვეჩეხები,ჩქარი ნაბიჯით რომ ცდილობდა საავადმყოფოში შემოსვლას.. სახე გაუქვავდა,როგორც კი შემომხედა.. თვალით გარკვევით მანიშნა გავყოლოდი და მეც, მთელი ნდობით და, აჩქარებული გულით, იმ ნაცმობ ოთახამდე ავედევნე.. როგორც კი დამიმარტოხელა, სახე მთლიანად მოექცა გგიგის.. ის ქერა,მაღალი,მუდამ წარბშეყრილი მამაკაცი საერთოდ არ ჰგავდა ადამიანს,წინ რომ მედგა.. სახე ისე გაყინვოდა, ყველაზე უარესის მოსასმენად შევემზადე, თუმცა, არც ის ვიცოდი, რაუნდა ყოფილიყო იმაზე მწარე,ვიდრე ძმის გარდაცვალება. წუთით ბოლთას ცემას მოყვა, მაგრამ,როგორც კი საჭირო ძალა იპოვა , შემოტრიალდა.. დიდხანს, ძალიან დიდხანს მიყურებდა თვალებში.. თითქოს რწმუნდებოდა,ვიყავი თუარა ის ადამიანი,ვისაც გაანდობდა.. არ ვიცი, საპასუხოდ რა ამოიკითხა, თუმცა, ის,რაც შემდეგ მითხრა, იმაზე მეტი იყო,ვიდრე განვლილი.. რადგან წინა შემთხვევაში, საშუალება არ მქონდა ბედში გავრეულიყავი.. -ლილი,ანდრო უნდა გააჩერო!-კონკრეტულად მხოლოდ ოთხად ოთხს მეუბნებოდა, მისი თვალები კი გაცილებით მეტს.. გავშეშდი.. ვერ გავიგე.. ვერ ავეწყვე.. ვერ დავედარე.. რომ მიხვდა,საერთოდ დავიკარგე, ხელებში ტელეფონს მაჩრის და დროს მაძლევს, კადრები გავშიფრო.. ღმერთო.. პირზეხელაფარებული მანამ ვდგავარ, სანამ ჩემი ორგანიზმი მთელი ძალით ცდილობდა, ზიზღისგან ეღრიალა.. თვალებში მძიმე, მტანჯველი, გულის გამხეთქავი პანიკა მაწვება.. სანი მართალი იყო.. მისი მუხრუჭები ვერ დაიჭერდა.. საათით ადრე, სანამ ალბათ იო და სანი იმ სიყვარულს ეფიცებოდნენ ერთმანეთს,ვიღაცისთვის ასეთი მიუღებელი რომ იყო,დაბალ, შუბლამდე შეფუთულ ადამიანს მწყობრიდან გამოეყვანა დანისე გამქრალიყო წამებში კადრიდან,თითქოს არც არსებობდა.. გულის რევის შეგრძნებისგან სახე მექცევა.. სწრაფი ნაბიჯით კუთხისკენ გავრბივარ და სანაგვეშივე ვიღებ სასოწარკვეთილ ხავილს.. იქვე ვცურდები.. ღონემიხდილი სახეს ხელებში ვრგავ და ვტირი მთელი მოთქმით.. აღარ შემიძლია.. ღმერთო, აღარცერთი ძალით აღარ შემეძლო ამის ატანა.. ჩემი იო.. ღმერთო, ტანჯვას ისეთი ძალით ცვლის სიბრაზე, გაცხოველებული უსამართლობა და გაშმაგება, გიგის გულწრფელად ვებრალები.. ჩემწინ იმუხლება და, მუხლებზე შემოჭდობილ ხელებს მაშლევინებს.. იოს ძალა ჰქონდა მის მკლავებს.. ჩემი ძმის მსგავსი ნაკვთები შველას მთხოვდა.. მე ხომ მკვდარს მივტიროდი, ის კი, ცოცხალს ვერ იმეტებდა.. -ამ საქმეს ძალიან მძიმე,მწარე და სისხლიანი სუნი ასდის ლილი.. -ხმა მტკიცეაქვს,თუმცა თვალები ყიდის მის ტკივილს.. -ანდრო მანამ არ მოისვენებს,სანამ ბოლომდე არ გათხრის ამ ჭაობში ლილი და,იმას,რასაც იქ იპოვნის, ორი დასასრული ექნება.. ან მის სხეულს დავკარგავთ, ან მის სულს.. -და მე რა შემიძლია გიგი?!-გიჟივით ვაჩერებ.. ვერ ვითმენ.. ფეხზე წამოჭრილი უიმედოდ დავეხეტები ოთახში.. არ მიფიქრია აქამდე თუ რა მოსდევდა ჩემს გათქმულ ვარაუდებს.. მინდოდა მისი სამშვიდობოს დაგულება, მაგრამ, ამავდროულად, ისე ჩავსვი ყველაფერი კალაპოტში, მხოლოდ ერთი გასასვლელი დავუტოვე ანდროს.. არეულობისგან, დაუწყობლობისგან, გაურკვევლობისგან თავში ათასი ფიქრი ერთდროულად მაწვება და , მკლავს.. აღარც ვიცი, რა ვიჯავრო, ძმა, სანი, ანდრო თუ, სასიკვდილოდ განწირული ყველა ერთად.. ვიბოჭები.. რაღაც ერთი პატარა ბიძგი მჭირდება, რომ გონს მოვეგო და, ისიც არ აყოვნებს.. გიგი ვედრებად იღვრება.. -შენ ამწამს ღმერთზე მეტი ძალა გაქ ანდროზე,ლილი!დამეხმარე, ამ საქმიდან ისე გამოვიყვანო,რომ ცოცხალი დარჩეს.. ___ არავის ვუსურვებ, ოდესმე გამოცადოს იმდონის შიში,სასოწარკვეთა და ტკივილი,რასაც მთელი გულით დავატარებდი.. მოვლენებმა,რომლებიც მიჯრით მიწყობილიყო ერთმანეთს, გულის ის დარდი დაამძიმა, იოს გარდაცვალებას რომ მოჰყვა და, საერთოდ გამანადგურა.. ვიჯექი ცარიელ სახლში, სამყაროს წონა დარდით მოცული და, გამოსავლის არარსებობით შებყრობილი, კედლებზე დავაცეცებდი მზერებს.. იქნებ მათ მრავალჭირგამოვლილ გამოცდილებას მაინც ეკარნახა თუნდაც ერთი გზა, მაგრამ, ირგვლივ ისეთი ყურისწამღები სიჩუმე ჩამოწოლილიყო, მხოლოდ ჩემი ჯავრით სავსე გულის ხმაურიანი ფეთქვა ისმოდა.. მეოთხე სააათი იწურებოდა უკვე,რაც სრულიად განიარაღებული დავბრუნდი საავადმყოფოდან და თან გადაუწყვეტელი პრობლემების დასტები მოვიტანე.. წელს მწყვეტდა ყველა ფიქრი,გონებას რომ მოსდებოდა და უმოქმედობისგან,კუნთები მტკიოდა.. ანდრო.. მრავალწახნაგიანი ტკივილი სულიერის ფორმას იღებს და ყიფიანის სახედ მევლინება.. ის ბურუსი,რომელშიც დაურიდებლად გამოეხვია ცხოვრებას, ირგვლივ ყველაფერს ითრევდა და თან ისეთი ძალით, ვხვდებოდი, უკან დასახევი ყველა გზა იჭრებოდა.. წარმოდგენა არ მქონდა, რატომ ვეიმედებოდი გიგის იმ დონეზე, რომ საშველად მოსვლა გადაწყვიტა.. ან იქნებ იმდენად სასოწარკვეთილი იყო, ხავსებს ეჭიდებოდა, მაგრამ, მისი მტკიცე მზერისგან გავსებული სული დანებების საშუალებად არ მაძლევდა.. პირველ რიგში იოსთვის, სამართლიანობისთვის და, შემდეგ, დანარჩენი სამყაროსთვის ირგვლივ.. როგორ დამებალანსებინა ბურუსი და სამართალი?! ღმერთმაც არ უწყის, სად გადიოდა ოქროს შუალედი, არათუ მე.. მეშინოდა,საკმარისი ძალა არ აღმომჩენოდა,ამ ყველაფერში ანდრო ისე გამოთიშულიყო,რომ საკმარისი ადამიანობა შერჩენოდა.. ეს შიში ამწამს ყველა დანარჩენ ტკივილზე მეტი იყო.. ყველაზე მძიმე და გადაუწყვეტი.. ჰქონდა გიგის ჩემი იმედი?! ამწამს ისე ვიყავი, საკუთარი თავის რწმენა მე თავად არ მქონდა.. თუ ღმერთს სამართალი გააჩნდა, ისე წარმართავდა განგებას, სულის იმ ნაწილსაც დამიამებდა,რასაც ჩემი ძმის განზრახ მკვლელობა მიხლეჩდა და, ადამიანურ საზღვრებში მოგვაქცევდა, მაგრამ, ამ ბოლოში იმდენი უსამართლობა დამატყდა თავს, თუ კი არსებობდა,ისიც ვეღარ მწამდა.. __ -ლილი!-სამყაროს მეორე წერტილიდან იოს ხმა განწირული მეძახდა.. დავიზაფრე.. უკაცრიელ გზაგამტარზე,შუაში მოქცეული,ვიდექი და თვალებს ხმის მიმართულებით დავაცეცებდი.. არ ჩანდა.. მისი მესმოდა, თუმცა, სანატრელს ვერ ვუყურებდი.. ფეხებზე მძიმე ჯაჭვები შემომხვეოდა და ადგილზე მალურსმავდა.. სიმწრით გამოვქაჩე, თუმცა,ამაოდ, უკვე ეს ერთიდაიგივე უსუსურობა მკლავდა.. მაპატარავებდა. უჰოტიზონტოდ მაშინებდა.. ასფალტზე მუხლებზე ვეცემი და მთელი ხმით გავძახი, თუმცა, აღარ მეპასუხება.. აღარ შემიძლია.. მერამდენედ უნდა მომიკვდეს იო? მერამდენედ უნდა მეძახდეს საშველად და, ნერანდენედ ვერ უნდა შევძლო ?! ვკვდები.. ხელებგაწვდენილი ბურუსისკენ ვიქაჩები, მთელი ძალით, ჟინით, მაგრამ, დასაწყევლი რკინის მავთულები საპირისპიროდ მითრევდა.. -ლილი!-ხმა ისევ მეორდება, თუმცა მას ამჯერად სანის ტონალობა აქვს.. ისიც იოს საპირისპირო მხრიდან მოდიოდა და, საშველად მიხმობდა.. დავიტანჯე.. სიმწრით გაქაჩვისგან კოჭებზე კანი გადამეყვლიფა და, სისხლი წამსკდა.. სული ამეწვა.. ორად გახლეჩილი ვერცერთისკენ ვერ ვიწევდი და ეს განცდა მიწასთან მასწორებდა.. -ღმერთო! ტანჯვისგან ავძახე,თუმცა ცა მთლიანად მოქუფრულიყო.. შავი ღრუბელი ერთმუჭად მოქცეულიყო ჩემ თავზე და, ავდრისკენ ეცვალა სახე.. ისევ გავიბრძოლე, მაგრამ, ისევ უშედეგოდ.. გამჭოლი ტკივილისგან სახე მეშლება და ცივ ასფალტს ვეყრდნობი შუბლით. -ლილი!-მესამე ხმას თან ვიბრაცია მოყვება.. ეს ტემბრი ვიცი! მხოლოდ ერთს ეკუთვნის სამყაროში და, გამორჩეულს. თავი წამოვწიე.. ჩემკენ მოდიოდა, ხელები მთლიანად სისხლში ჰქონდა ამოსვრილი და სახე შერყეოდა.. თვალებში სამყაროს დასატევი სევდა ჩამოწოლოდა.. უკან კი,მის ნაბიჯებს დიდი შავი კვამლი მოყვებოდა. შემეშინდა.. წარმოუდგენლად შევძრწუნდი.. ფეხზე უმალ წამოვიჭერი და რომ მივრბოდი, შემდეგ მივხვდი , მხოლოდ რამოდენიმე მისხალი რომ მქონდა ანდრომდე დარჩენილი.. აღარაფერი მაჩერებდა.. აღარაფერი მაბრკოლებდა.. სული ერთიანად დაუმშვიდდა,როგორც კი მოტეხილ ფრთებზე მკლავები მთელი ძალით შემოვხვიე.. -ლილუ!-ხმა იაევ ისეთი მტკიცე გაუხდა. როგორც ყოველთვის.. ხელებიც კი სუფთა ჰქონდა,როფორც კი მოვშორდი.. აღარსად აღარ იყო მეწამული სისხლი.. ალბათ ამ სიმშვიდის განცდისგან იმ მისხალ ბედნიერებასაც ვიგრძნობდი,შვებას რომ მოაქვს, მაგრამ, არ დამცალდა.. იმედით სავსე სიზმრიდან კარზე კაკუნს გამოვყავარ და გამოფხიზლებასაც არ მაცდის,ხმა ისევ რომ მეორდება.. გაორებული ვარ.. არ მინდოდა, ის სიზმარი დასრულებულიყო,სადაც ჯავრი მომწყდა და, ის სიმშვიდე დამიტოვა, ბოლო პერიოდი ასე რომ დავეძებდი.. უხალისოდ მივდივარ კართან.. შუა ღამე ჩამოწოლილიყო გარეთ და, ნოემბრის მიწურულისთვის უჩვეულო სითბო იყო.. დივანთან ჩაძინებულს ფანჯარა შეღებული დამრჩენოდა და ოთახი სითბოთი გაევსო.. სამზერში გავიხედე, რატომღაც მეგონა, კართან ანდროს დადარაჯებული მამაკცი დამხვდებოდა, თუმცა,მკრთალ შუქზე მხოლოდ მის კონტურებს რომ ვამჩნევ, გულაჩქარებული ვაღებ.. რკინის ჩარჩოს მხრითაა მიყრდნიბილი. ისეთი დაღლილი, ძალაგამოცლილი და დაპატარავებული მომეჩვენა, გული მომეწურა.. -ლილუ..-მთელი სრული დღე არ მყავდა ნანახი და ეს ხმა ასეთი მონატრებით ჯერ არ მსმენია.. სიზმრისგან გამოყოლილი შვება მიორკეცდება.. ის უკიდეგადო დარდი,გულს რომ ჩახვეოდა, სულ ოდნავ მიფერმკრთალდება და, მსუბუქად ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევს.. როგორი სიმსუბუქის მოტანა შეეძლო მის მზერას და თან, რამდენად დიდი ჯავრის.. უხმოდ ვუშვებ.. მის ყოველ ნაბიჯს გამჭოლ მზერას ვაყოლებ.. მგონია,რომ ფრთები ისე მოკეცვია , უსაშველოდ ამძიმებს და ამიტომაქ ჩამოყრილი მუდამ გადაშლილი მხრები.. გულზე მალამოდ მედება, რომ აღარ იფარებს ჩემთვის საფარს.. მისი სული სარკესავით ირეკლავდა თვალებს და, საკმარისი იყონერთი შემოხედვა, მასში დაბუდებული ყველა ტკივილი დამენახა.. ანდრო თავს სამშვიდობოს გრძნობდა.. როცა სახლში ხარ, იქ საფარი აღარ გჭირდება.. ანდრო აქ იყო. ჩემთან და თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ საფარში. არასდროს ყოფილა ეს კედლები ამაზე მეტად მზადყოფნაში,რომ გულღიად შეეწოვა ჰაერში გაბნეული ტკივილი.. ის რომელიც ორივეს გვბოჭავდა და, ერთ ადგილას გვყინავდა.. ზუსტად იქ დაჯდა, სადაც ჯერკიდევ არგასული ხუთი წუთის წინ, სიზმრებს გავყოლოდი.. ტყავის ნაჭერზე ჩამოცურდა, ფეხები მთრლ სიგრძეზე გაშალა და, წამოზრდილი თმა თითებით გადაიწია უკან.. კეფაზე დაიკრიფა სუფთა, ალბათ ყინულივით ცივი ხელები.. თვები დაეხუჭა.. ღრმად სუნთქავდა და, ალბათ, ისვენებდა გარშემო დატრიალებული ქარბოლბალისგან.. ეს დრო სჭირდებოდა. ვინ იცის, რა გადალახა და რასთან გამკლავება მოუწია, მაგრამ,იმასაც ვხვდებოდი, ის , რაც მის სულს მთლიანად დააანაწევრებდა, ჯერ კიდევ უცნობი იყო მისთვის და, წარმოდგენაც არ მინდოდა, ამის შემდეგ,თუ ოდესმე მივახერხებდი მის ნახვას.. იქნებ, სულაც ბოლო იყო ეს ღამე და, გადამწყვეტი ირგვლივ ყვრლასთვის.. სუნთქვა მიმძიმდება. იატაკზე ჩამჯდარი კედელზე ვიმაგტებ თავს და ის, სულ პირველი დღე მახსენდები. იო რომ ჯერკიდევ ცოცხალი იყო და ეს ბურუსი, მიჩქმალული.. სამყატოს სიმახინჯეები ჯერ გამოვლენილი არ ჰქონდა და, მხოლოდ ის მქონდა სანატრელად, გადამრჩენოდა ძმა და არა ის, როგორმე შურისძიების მწარე სურვილი დამეჩრდილა სულში და, იმისთვის მებრძოლა,რასაც სუნთქვა შეეძლო.. სუნთქვა სუფთა და არა მხოლოდ იმისთვის,რომ მომდევლომდე გაგეძლო.. ვიბუზები.. მოკეცილ მუხლებს მკლავებს მჭიდროდ ვაჭერ და საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტები.. ჩვენ ჩვენ სამყაროში ფიქრებსნისე გავყოლოდით, ფორმაუცვლელები, საათის შემდეგ ავწიეთ თავი.. დაღლილი თვალებიდან ანდროს მთელი დედამიწის დადატევი მიწა მოუჩანდა.. ნაწვიმარი ნიადაგივით ჩამუქებული ირისები თვალს არ მაშორებდა და მეგონა, სულში იმ საიდუმლოს ამოხსნას სცდილობდა, ასე მწარედ რომ გამომეკეტა ცხრაკლიტურში. ვხვდებოდი, უფრო ვიცოდი კიდეც, ანდრო რომ ყველა წვრილმანს გრძნობდა და, იმასაც მარტივად შიფრავდა, რა წონის საიდუმლოს ვმალავდი, მაგრამ, ამიტომ ვაფასებდი, ზუსტად ჩემგან რომარ ცდილობდა ყველაფტის გაგებას.. ყველაფერს იღონებდა,არ გავესვარე, მაგრამ, მე არ შემეძლო ამ ბრძოლაში განზე გადგომა. ჯერ იოსთვის და, შემდეგ, ანდრო ყიფიანისთვის… სამართლისგან მიტოვებული ბზარგაჩენილი მთისთვის.. ვამჩნევდი, საკუთარი ორი თვალით ვუყურებდი როგორ განიცდიდა ყველაფერს და, როგორ ცდილობდა, გამოსავლის პოვნას.. მაგრამ, ამაზე მეტად, იმ გზის უცოდინრობა მკლავდა, მასთან ერთად,მეც რომ დამაყენებდა კალაპოტს.. ერთად თუ ცალცალკე , ეს მეათე ხარისხოვანი იყო, მთავარი აქ, ამ რეალობაში, მხოლოდ სულის სიმშვიდე იყო, რომელიც ქრა და არ დგებოდა.. -გადაშლილი წიგნი იყავი ლილი და ახლა ისე ამოფარებიხარ საფარს, შენს თვალებში მხოლოდ ფერს ვხედავ და არა, სამყაროს..-ხელს ჩემკენ იწვდის და მიხმობს.. საფარი.. გული მეწურება.. მეგონა,მხოლოდ მე ვამჩნევდი გასაყარ სფეროს , არადა, მისთვისაც როგორი ახლო ყოფილა,ჩემში.. გამოწვდილ მტევანს რომ ჩემსას ვაგებებ,სუნთქვა მომენტალურად მეკვრება.. გული იმწამს მიჩერდება, თითებს რომ ერთმანეთში ხლართავს და, ნაზად მეფერება ხელის ზურგზე.. არ მინდა ოდესმე დასრულდეს, მაგრამ, სინდისის ქენჯნა მაინც მიცრეცს სიმშვიდეს.. ფრთხილად მიზიდავს მისკენ.. დივანზე სწორდება და, ისე ბუნებრივად მისვამს ფეხებზე, თითქოს არ არსებობდა სხვა, რამე ადგილი დედამიწაზე.. ან,არ არსებობდა უფრო სანდომი და უფრო უსაფრთხო.. მასთან ყველაზე ახლოს , თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი.. თუმცა, ამ საფარშიდაც კი ატანდა ძმის სიკვდილით შეძრული დის ჯავრი.. ფრთხილად ვეყრდნობი მის გულს.. ძლიერს, რიტმულს, მაგრამ მაინც გატეხილს.. ვუსმენდი მის ჩუმ მდუმარებას და, იმ ხელებს აღვიქვამდი კანზე, ზურგს ჰორიზონტალურად რომ მითბობდა და მიძლიერებდა. ზუსტად იქ,სადაც ფრთები ჩამომატყდა იოს დასაფლავებისას და, სამუდამო იარა დამიტოვა.. -ნუ ელოდები კითხვებს ლილი..-ხმაში ღიმილი ეპარება და ზურგიდან თმაზე ისე ინაცვლებს, სითბო არსად ქრება.. მთელ სიგრძეზე მის ხელისგულებს მიყოლებს და, ჟრუანტელისგან უფრო მადუნებს.. უფრო ვეკვრი.. მის წელს მთელი ძალით ვეჭდობი და პირველად, ისე ძლიერად ვეხუტები, სული მილბება.. ვგრძნობ,როგორ აყრის კანზე ელვა.. როგორ ეღიმება ფართედ. გულს წამლად ედება მისი პირობა.. მე არ შემეძლო მეთქვა და არც მავალებდა, რადგან ზუსტად იცოდა, როგორ მატკენდა ეს . -განა რა უნდა დამიმალოთ შენ და გიგიმ ლილი ისე,რომ მე ვერ ვნახო?! -ისევ გულწრფელად ეღიმება და ცდილობს სახე ამაწევინოს, მაგრამ, ვერ ვბედავ.. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ერთიანად შეცვლილ განწყობას საფარში ვახვევ.. ცგრძნობ მისი ხელის შეხებას კანზე.. თითებით უფრთხილესად მეფერებოდა ღაწვებზე და, უცნაური მზერით დამყურებდა.. ვერ ვხედავდი,მაგრამ ვგრძნობდი,როგორ ცდილობდა დაემახსოვრებინა ყოველი ნაკვთი.. -შემომხედე,თუ შეგიძლია..-იმდენად ჩუმი იყო მისი ხმა, იმდენად თხოვნით სავსე, ვერ გავუძელი.. ღმერთო, მთელი სამყარო ჩანდა მის თვალებში.. ასე ახლოს არასდროს მეხილა მისი მზერა.. მისი გაღიავებული თაფლისფერი თვალები.. ვერ ვიჯერებ,ყოველ ჯერზე, ხასიათის ცვლილებასთან ერთად,როგორ ეცვლება თვალის ფერიც.. გულით მიხარია, მხოლოდ ჩემთან რომ აქვს იმდენად ღია, რომ მასში სულსაც ვხედავ.. ეღიმება.. ჯერკიდევ ვეხვევი,თუმცა, ვეღარ ვუძლებ ამწვარ კანს და, მარცხენა ხელით სახეს ვეხები.. კრთება. სულ ერთი წამით, შემდეგ კი, მაცლის, მისი სახე ნაწილნაწილ შევისწავლო.. მომწონს თმა რომ გაზრდია,მასში ვერცხლისფერ დარდთან ერთად.. სწორ ცხვირს მუდამ შეყრილი წარბები ერთვოდა და, თვალები,რომელში ჩახედვაც არაამქვეყნიური იყო.. ვხედავ,როგორ მოსწონს,რომ ვსწავლობ მას.. ტუჩებზე მკრთალი ღიმილი ეპარებადა მიუხედავად იმისა,სრულიად მარტო ვართ,მაინც ცდილობს არ შეიმჩნიოს. -შუბლთან ნაოჭი გაგიჩნდება ანდრი თუ სულ ასე წარბშეყრილი ივლი..-ისე გამომდის,თითქოს ცის ხელა პრობლემებიარ გვქონოდა მხრებზე აკიდებული. ამ ერთ წამს, ასე გულღიად რომ ეცინება, გულში რაღაც ისე მწარედ მიჭერს, სუნთქვა მეკვრის.. არასდროს მიხილავს მისი სახე ასე გაშლილი.. ისე,რომ არცერთი მისხალი ჯავრი არ ჰქონოდა ნაკვთებზე.. სულ ერთი წამით ბედნიერი ანდრო ყიფიანი სამყაროში ყველაზე ძვირფასი სანახავი იყო, რაც კი ცოცხლობდა.. არ ვიცი,რატომ მებურება მზერა ცრემლებით.. ალვათ იმდენად მწარედ მინდა, ეს წამები უსასრულობამდე გაგრძელდეს,რომ ტკივილად მეზრდება.. -მერე აღარ მოგეწონები ნაოჭიანი ლილუ?!-ხმაც ისე შეცვლოდა ღმერთო. არასდროს დასრულდეს,ეს,გევედრები.. თუმცა,რომ ვიაზრებ რას ამბობს, ვშეშდები.. თვალები დაულაგდა.. მასში მკვეთრი ცვლილება მოხდა ჩემს თვალწინ.. ფერიდან ფერზე ისე გადავიდა სფეროები,მეგონა მთელი ცხოვრება გაიარა.. არც ამ კითხვაზე მინდოდა პასუხი.. განა არ ვიცოდი რა მეთქვა?! უბრალოდ,სინდისი არ მაძლევდა გასაქანს, რომ ნაბიჯები ისე გადამედგა, უკან იოს საფლავი ბურუსში ყოფილიყო.. ეღიმება.. მთელი გულწრფელობით.. საფეთქელზე გადმოპარულ ცხელ ცრემლს ცერით მიწმენდს და, ისევ ჩემს სახეს უბრუნდება.. აღარ ვსაუბრობთ.. მაგრამ, არც მის შეხებას ველევი.. ისევ ძლიერად ვეკვრი და, აღარ ვუშვებ.. მის მხრებზე, ნაომარ ზურგზე ხელებს ვაწყობ და იმ ჭრილობას ვუამებ, ჯერკიდევ სისხლი რომ ჟონავდა. სიმშვიდე,რომელიც მისხალ მისხალ შემოდიოდა სხეულში, გადიდდა და დამფარა. უკვე აღარც კი მახსოვს,როდის ვიყავი ბოლოს ამდენად მშვიდად,რომ სუნთქვაშიც კი იგრძნობოდა. -წეღან სანისთან ვიყავი ანდრი..-მისი ხმა მომენატრა და გულმაც ვეღარ მოითმინა გაუთქმელობა.. კანით ვგრძნობ როგორ ეცვლება სახე.. -ვიცი.-მხოლოდ ერთს მეუბნება და ისე მეხვევა, თითქოს მადლობას მიხდიდეს. ვერ ვუძლებ მის სევდას.. არ შემიძლია.. გულიდან ოდნავ ვშორდები და თვალებით იმ თანადგომას ვუგზავნი , მთელი ეა დრო თვითონ რომ მინაწილებდა ხოლმე.. -სანი კარგად იქნება ანდრო, ნუ გეშინია..-ვცდილობ იმდენად მტკიცე მქონდეს ხმა, როგორც მას აქვს ხოლმე,მაგრამ,სათანადოდ არ გამომდის.. -სანის არ ახასიათებს ასეთი სიმშვიდე ლილი.. ეს სიჩუმეს ჰგავს ქარიშხლის წინ და ყველაზე მეტად არ მინდა, მართალი ვიყო.. სანის რადიკალური ნაბიჯების გადადგმის ძალა არ ეყოფადა თუ მაინც გადადგა, მერე მოკლავს ამაზე ფიქრი.. მას უნდა ეყვირა, გარეთ უნდა გამოეშვა იოს დაკარგვით გამოწვეული სიშმაგე, მაგრამ,გულში დაიტოვა.. ყველაზე მეტად,ამისთვის ვჩქარობ ლილი იმ სოროში შევძვრე, სადაც ვირთხა მიიმალა და მანამ ვიპოვო, სანამ სანი ფეხზე დადგომას შეძლებს.. ის სუფთა უნდა იყოს. უკან მოსახედი გზა უნდა ჰქონდეს ,თორემ ვერ გაუძლებს.. -ხმა ერთდოულად ხელშესახებად ცივი და, გაბზარული აქვს.. არ მინდა გავიაზრო არცერთი სიტყვა.. არ მინდა ამდენად რადიკალური იყოს.. -და შენ,ანდრო?! არც კი ფიქრობს და გული უფრო მიტყდება.. -ჩემთვის ცხოვრება ისედაც დიდი ხნის წინ დაემსგავსა მომაკვდავის ბორგვას ლილი.. არ ვაპირებ, სანისაც იგივე მომავალი მივცე.. ჩემი თავი ბოლოხარისხოვანია, აქ სამართალია მთავარსარდალი და არა, სურვილი.. არცერთი წამით არ დავიხევ უკან, სანამ ქალაქის ყველა თხრილს არ მოვივლი და იმისთვის არ ვაზღვევინებ შემოქმედს, რომლის შედეგადაც შენ ძმა მიწის ქვეშ გყავს და მე, მიწის ზემოთ,თუმცა მაინც მკვდარი.. -სახე მთლიანად უქვავდება და იმდენად შეუვალი უხდება, ვფითრდები.. კანი მეყინება.. მთელი ეს დრო დაამებული ჭრილობები ერთიანად მეხსნება და მეწვის.. გაორებული განცდებისგან ვიშლები.. უკვე ვეღარც ვიკავებ ცრემლებს,ისე ნიაღვარად მომდის.. ნუთუ ანდრომ იცოდა? რატომმომცა გიგიმ იმდენი რწმენა საკუთარი თავის,როცა ესმოდა რამდენად პრინციპული იყო ანდრო ყიფიანი?! გული მიკვდება.. ის მცირე მისხალიც მეკარგება იმედის,აქამდე რომ მიღვივდებოდა სულში.. გიგი შეცდა. ანდრო გზიდან არ გადაუხვევდა. მას ძმა ცოცხალი ჰყავდა.. მაას ძმა ცოცხაალი ჰყავდა! და ეს იმდენ ნაბიჯს ხსნიდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა გიგის.. მე იო აღარ მყავდა და ეს მაძლევდა იმდენ გასაქანს სულში,რომ ანდროს უსაფრთხოება მედარდა.. მას კი, ცოცხლად ჰყავდა და ეს იყო პრიორიტეტი.. სამართალისთვის პური მანამ ეჭამა, სანამ სანი ამის ცდაში,ადამიანობას დაკარგავდა. ცივად ვდგები მისი მუხლებიდან.. არ მოსწონს ანდროს და,ისიც უკან მომყვა.. გამიპირისპირდა.. გარდამტეხი წამი იყო.. ან ეს ამწამს, ან არასდროს… თვალებს მთელი ძალით ვხუჭავ და , ისე ვეკვრი მის ტუჩებს, თითქოს უკანასკნელი ყოფილიყოს.. ვშეშდები და შეშდება ანდროც.. მხოლოდ ერთადერთ წამს ინგრევა ირგვლივ იმდენი “არა” , რომ ბურუსში ვეხვევით, მაგრამ, როგორც კი მისი ხელები წელზე მეხვევა და უფრო ახლოს მიწევს, ცის კაბადონზე დიდი,მცხუნვარე მზე გამოდის. სხეულში ყველანაირი ძალა მეცლება, იმდენად მიღმიური იყო ამბორი და მისი სითბო,რომელიც კანის ფორებიდან უწყვეტად ეღვრებოდა. ირგვლივ ხელშესახები რაღაც უცხო გრძნობა ჩამოწვა და იქვე გაიყინა,მარად სამყოფად.. მისი გამთბარი ხელისგულები კანზე მთელი გრძნობით მეკვროდა და, თუ მე დავიწყე, ის არ ასრულებდა ამბორს.. მას აღარ ეთმობოდა აღარცერთი წამი.. სულში ის მწირე ნაკვერჩხალი ისევ გაღვივდა.. ისევ ვიწამე რაღაც მარცვალის.. ღმერთზე მეტი ძალა მე, ადნოსთვის?! თუ ამდენი სხეულს არა, ამბორს ჰქონდა იმდენად ფართო გავლენა, სახეზე დავინახე თითოდ,როგორც კი ტუჩებს შეელია.. ამოუხსნელი სიტყვების ჯარი ტრიალებდა ანდრო ყიფიანის თვალებში და მაინც, შუაში, მკვეთრად ჩანდა ჩემი სახე.. ალბათ რამდენ რამეს ვიტყოდით და, გავცვლიდით მზერით,რომარა ტელეფონის ხმა.. თითქოს მთელი მარადისობა ელოდა ამ ზარს.. წამიც არ დაუხარჯავს ფიქრისთვის, ისე აიღო. მოვასწარი თვალის შევლება, ქალაქის ღმერთმაც კიარ იცის რომელი გამოქვაბულიდან რეკავდა ვინმე ჯაბა შალიკიანი.. -ყიფო,გიპოვე!-მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა და ორივე საკმარისი იყო, ანდრო წამებში გამქრალიყო.. სახეზე აღარაფერი ეტყობოდა, ადამიანობის არცერთი კვალი სანამ ისევ არ შემოტრიალდა კარებში და შემომხედა.. არ ვიცი რა დაინახა ჩემს სახეზე და რამ გადააწყვეტინა, საბედისწერო სიტყვების თქმა.. გზიდან ასე ერთბაშად გადახვევა.. იქნებ გიგი მართალი იყო?! -ვერცერთ ნაბიჯს ვეღარ გადავდგამ ისე,ლილუ,ეს კოცნა მეორედ რომ აღარ დავიმსახურო.. და, მიდის.. ____ გააფთრებული დავეძებ ქალაქში ადგილს, რომლის არსებობაზეც წარმოდგენა არ მაქვს.. მას შემდეგ,რაც ანდრომ ბინაში დამტოვა, ზუსტად ხუთი წუთი დამჭირდა რეალობაში დასაბრუნებლად და იმ კატასტროფის აღსაქმელად,რაც შეიძლებოდა მომხდარიყო,თუარ ჩავერეოდი. განა რას შევცვლიდი?! განა რა შემეძლო?! მაგრამ, განვლილმა ერთმა საათმა იმდენი ძალა მომცა,რომ შიში ერთიანად გადამალახინა და საბრძოლველად მომმართა. ეს არ იყო ბრძოლა გადარჩენისთვის.. მე სიცოცხლე მინდოდა.. ცოცხალ მკვდარს ის ერთი მიზეზი მჭირდებოდა არსებობისთვის, ანდრო ყიფიანს რომ ჰქონდა თვალებში და, ამის გააზრება,იმაზე რთულად გადასატანი აღმოჩნდა სულისთვის, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა.. მითქვამს კიდეც, ბევრჯერ გამიელვა გონებაში,რამდენად დიიდი იყო სურვილი,ანდრო უსაფრთხოდ დამეგულებინა. ახლა და ამწამს, ეს იმდენად მინდოდა,მზად ვიყავი აბსოლუტურად ყველა შესაძლო სანგარი დამეარა და ისე მეპოვა თავყრილობა.. გულის ძალიან მწირ,მტკივნეულ სიღრმეში მიმალულ ლილის იმ შემოქმედის ნახვაც უნდოდა, ასე თავდაყირა რომ დამიყენა ცხოვრება და მთავარი მამოძრავებელი ძალის გარეშე დამტოვა.. არა, ანდროს უფლებაც არ ჰქონდა მხოლოდ ის ყოფილიყო ბრძოლის ველზე.. ძმა მე დავკარგე, მე მომიკლეს და, სამართლიანობა კიარა, ზუსტად მე უნდა ვყოფილიყავი მთავარსარდალი და არა, სამშვიდობოს დაგულებული ლილი.. წამით ისე ვბრაზდები ანდროს დაყენებულ დაცვაზე,რომლის გადმოსალახადაც მგონი ერთი საათი დავკარგე,რომ ყელში უზარმაზარი ბურთი მაწვება.. აღარ შემეძლო ერთიანად მოჭარბებული ამდენი გაორებული ემოციის გადალახვა.. ქალაქის ტერიტორიაზე უგზოუკვლოდ ტრიალის შემდეგ, მანქანას გულდამწვარი ვაყენებ გზიდან და, ჰაერის ჩასასუნთქად გადმოვდივარ.. ისევ წვიმდა. ისევ თავგამოდებით. მთელი გულით მეზიზღებოდა უკვე ნოემბერი და მას მოყოლილი ყველა ის გაურკვევლობა.. ღმერთო,ვინ იცის,ამწამს როგორ მინდოდა იო გვერდით მყოლოდა .. როგორ მინდოდა მასთან ერთად გადამელახა მისი სიყვარული და გამარჯვებული გამომეყვანა ბრძოლის ველიდან.. ყელში მაწვება საზიზღარი უსამართლობა. იო არ იმსახურებდა მიწის ქვეშ ყოფნას. დამსახურება კიარა, იმ სოციუმს არ იმსახურებდა, რაშიც ტრიალებდა და იძულებულს ხდიდა,დაემალა გრძნობები და ისე შეეფუთა,რომ წლები მეც კი ვერ ვხვდებოდი,როგორ იტანჯებოდა. ჭირივით მეზიზღებოდა მალხაზ ყიფიანის გახრწნილი სული, რომ მის სიამაყეს ვერ გადააბიჯა და შვილიც კი გასწირა იმისთვის,რომ მის სახელს ჩრდილი არ მოსდებოდა,ისევ მისი აზრით. ერთდროულად მომსკდარი ამდენი ფიქრისგან ცუდად ვხდები.. შუა გზაში, მთლიანად სველი მთელი ხმუთ ვღრიალებ.. ყელიდან არააადამიანურ ხმას ვუშვებ და ვხვდები, აქამდე როგორ არ მომეცა იმის საშუალება,ბოლომდე დავცლილიყავი.. ყვირილისგან ყელი მიშრება და ხველა მიტყდება.. სახეს ცას ვუშვერ, ალმოდებულ ღაწვებზე კოხის ხელა წვეთები მწარედ მეხეთქება და იმ აურაცხელ ტკივილს მრეცხავს, სახეზე რომ დამტყობია.. იო-მსხვერპლი და, მთელი სამყაროს სიბოროტის დამტევი მალხაზი.. ანდრო,რომელიც უკანდასახევ ყველა გზას შეიძლებოდა ამწამსვე იჭრიდა და სანი, რომელიც ღმერთმა იცის რა წონის ტკივილს იხვევდა გულში.. სასოწარკვეთა მიბრყრობს.. უფრო მეტად კი, იმის არ ცოდნა, როგორ დამეხსნა მომავალი უბედურებისგან ამსამყაროში დარჩენილი ორი სხეული.. ეს არ იყო არცერთი წამით თავგანწირვა და თავის მსხვერპლად შეწირვა. არ იყო არცერთ შემთხვევაში გმირობა და პასუხისმგებლობის მხრებზე აკიდება.. იმ გრძნობას,რაც ამწამს მამოძრავებდა, ანდრო ყიფიანი ერქვა და თუ ის აპირებდა,უკანასკნელი გაეღო სამართლიანობისთვის, სანის სულის გადასარჩენად, მე მის გაჩერებას ვაპირებდი.. მიუხედავად იმისა,რომ ერთადერთი,ვისაც ალბათ სიღრმისეულად სურდა მალხაზის გასრესა,მე ვიყავი და შემდეგ,დანარჩენი მსოფლიო.. -გიგი!-იმასაც კი ვერ ვიაზრებ,როდის ვიღებ ტელეფონს და როდის ვრეკავ.. პირველივე ზარზე ქალაქის მიკარგული ნაწილიდან ყინულივით ცივი ხმა მესმის,ფონზე კი ჩქარი ნაბიჯები.. რამოდენიმე წუთი სჭირდება გიგის,ჩემთან დალაპარაკება რომ შეძლოს და, გაერიდოს გარემოს.. -ანდრო ცოცხლად დამმარხავს ლილი!-როგორც კი მისამართს ვთხოვ, ცივი უარით ცდილობს გამითიშოს,თუმცა, იმ დღეს ვახსენებ ზედმიწევნით, დახმარებას რომ მთხოვდა.. მე არ ვიყავი ქაღალდის,ერთ მონაბერ ქარს რომ წავეღე და, ვერც ვერაფერი მოხდებოდა იოს გარდაცვალების შემდეგ მეტი,რომ ამაზე მეტად გავენადგურებინე.. არ ვიცი, რამ გადააწყვეტინა გიგის აზრის შეცვლა.. იქნებ ანდროს მიმართ იმ დოზის სიყვარულმა,რომ არ ემეტებოდა მომავალი წარღვნისთვის. იქნებ ჩემს შემართებას ვერ გაუძლო, მაგრამ, ხუთ წუთში რომ ლოკაციას მივყვები მაქსიმალური სიჩქარით, გულში უზარმაზარი მადლიერებით ვივსები.. ნახევარი საათის გზა, მეგონა საუკუნედ გაიწელა.. არ მთავრდებოდა ტყის მასივი.. არ იღებდა წვიმა და , არ ჩერდებოდა გული.. ტყეში ჩაფლულ ფინურ კოტეჯს რომ მივადექი, უკვე შუა ღამე იყო.. გარეთ არცერთი სულიერის ჭაჭანება არ იყო.. არსად ეყენა ანდროს ავტომობილი და, არც კი კაცი იცავდა გარემოს.. გულმა მიკარნახა და მერე მივხვდი,რომ სწორად, მანქანა მოშორებით,ხეებში ჩაფლულ ხეივანში მივმალე და ქურდული ნაბიჯით გადავჭერი ბილიკი.. მეგონა შეუმჩნევლად,თუმცა, კარებთან რომ გიგი დამხვდა მივხვდი,ნახევარ მიდამოს ესმოდა ჩემი ნაბიჯების და ყურისწამღები გულის ხმა.. არც არაფერი უთქვამს, უხმოდ გავყევი უკან.. მსუბუქად განათებულ პარმაღზე მხოლოდ ერთი წამით შევჩერდი სულის მოსათქვამად და, შეღებულ კარში შევაბიჯე.. ანდრო ყიფიანი აგიზგიზებულ ბუხართან ზურგით დამდგარიყო.. მის მარჯვენა მხარს მასსავით მაღალი, მშვილდივით მოჭიმული სხეული ამაგრებდა, კეფაზე შეკრული შევერცხლილი თმით. სწორედ ის იყო პირველი,მწვანე მზერა უცნაურად რომ მომაბყრო და, ხმაურზე შემოტრიალებულ წამში აფეთქებულ ანდტოს გადაეღობა.. არასდროს მინახავს ანდროს თვალები ასეთი ბრაზით ანთებული.. წამით არ შემოუხედავს ჩემთვის მტრულად, ერთადერთი,ვისაც ცეცხლის ალში ხვევდა,ეს გიგი იყო, თავი არცერთი წამით რომარ ჩაეხარა და, ჯიქურ უპირისპირდებოდა უხმო ომში. -ის მართალია ანდრო!-სიტყვაც კიარ თქმულა ყინულივით ცივ ხუთ წუთში,მაგრამ, უცხომ რომ ერთი სიტყვით დაამთავრა ყველაფერი, გაოცებულმა გავხედე. შუაში საფარივით ჩამდგარიყო და მშვიდი ხმით ანიარაღებდა დაძაბულ გარემოს.. ანდამატივით იმოქმედა მისმა ერთმა სიტყვამ ორი გაყინული სხეულისთვის.. თუმცა,მაინც კვესდა ყიფიანის თვალებში გაბრაზება. მომიახლოვდა.. მზერა მხოლოდ წამით დაუდგა.. თვალები ისევ მუქი მერქნისფერი ჰქონდა.. ყველა სიტყვის ამოკითხვა შემეძლო,ამწამს რასაც მისი თვალები ღვრიდა, მაგრამ, ყველა გულს მტკენდა.. სახე ხელისგულებში მოექცია და უთქმელად,იმდენ ტკივილს მისხამდა, სული შემეკრა.. -ეს არუნდა გაგეკეთებინა,ლილუ..-იმდენად ჩუმი იყო მისი ხმა,კანზე ელვამ დამიარა.. არ მივცემდი თავს სისუსტის უფლებას, თუ ანდრო შიშს შემატყობდა, პირველ რიგში გიგის ჩავაყენებდი გასაჭირში, მე კი, ჩემი ძმის მსგავსისთვის არ მემეტებოდა არცერთი წყენა.. -მე მომიკვდა ანდრი ძმა! მე დავმარხე იო და მხოლოდ იმისთვის , რომ სუსტი ვარ, არ უნდა გამარიდო.. ერთადერთი,ვისაც ყველაზე მეტად სიტყვა ეთქმის , მე ვარ და მხოლოდ იმიტომ, რომ საფრთხისთვის არ გემეტები, ვერ დაგელოდები სახლში.. მე უნდა ჩავხედო მალხაზს თვალებში.. მე უნდა მოვისმინო მიზეზი და, მევე გამოვუტანო განაჩენი.. მე ვარ მთავარსარდალი ამ ომში ანდრი და, ან გვერდით დამიდექი, როგორც საფარი, ან ამწამსვე დავასრულებ ყველაფერს და, იოს საფლავს გეფიცები, ეს ბოლო წუთი იქნება,როცა შენი თვალით მნახავ.. ვგრძნობ, როგორ იყინება ჩემს თვალწინ.. როგორ უქვავდება სახის ყველა ნაკვთი და, როგორ ავლებს ისევ გიგის უპატიებელ მზერას.. ხომ გულში რაც ნაგროვები მქონდა ამოვიღე, მაგრამ, მეორე, არანაკლები სიმართლე ვეღარ გავბედე პირში მეთქვა.. ვერ გავბედე, ასი პრიცენტით დაენახა, მასაც და სხვასაც,როგორ მინდოდა,ბოლო წეერტილი ისე დაესვა, რომ, როგორც მანმე თქვა, მეორე ამბორის დროც მოსულიყო.. გული მწარედ მეპობა,ყველაფრის მიუხედავად, ანდრო ხელს რომ მჭიდებს და, კარისკენ იწევს.. არგილიდანაც არ ვიძვრი.. ანდროს იმდენად არ ვეთმობოდი აქ ყოფნისთვის,ჩემი არცერთი სიტყვა გულთან არ მიეშვა და, ჯიქურ ცდილობდა, წავეყვანე.. ერთდროულად ათასი გრძნობით მევსება გული და თან, მემსხვრევა.. ვჯიუტდები.. ჯიუტი ცრემლებიც მიბინდავს მზერას.. ვხედავ,როგორ მოიმართება ჩვენკენ უცხო და როგორ ეუბნება მზერით ანდროს სიტყვებს,რომლებსაც მე ვერ ვარჩევ.. -მითხარი,ჯაბა,იდას ოდესმე მიცემდი საშუალებას, მსგავს სიტუაციაში გაჩერებულიყო?!-თვალები ისევ უღმერთოდ ეყინება ანდროს.. მათი მზერის პაექრობა ტიტანების ბრძოლას ჰგავდა.. არ დაუყოვნებია უკვე ცნობილ ჯაბა შალიკიანს.. ვიგრძენი ,ერთ გადამწყვეტ წამს როგორ ჩაეღიმა მასაც და, მივხვდი, უკვე ისიც მხარს უჭერდა ყიფიანს.. -ლილი იდაა ყიფო?!-უცნაური,გაუგებარი და მაინც, დიდი სარჩულის მქონე სამმა სიტყვამ დასვა იქ წერტილი. -იდაა ჯაბა!-ძახილის ნიშანი იმდენად მტკიცე იყო წინადადების ბოლოს, ოთახში ჰაერიც გაიყინა.. ალბათ, ერთდროულად კიდევ ბევრი რამ მოხდებოდა, მათი ყურადღება გალავანს მომდგარ შუქს რომ არ მიებყრო.. და შემდეგ, კარს მომდგარ მალხაზ ყიფიანს.. საფარივით ამომიდგა წინ ანდრო,გიგი და ჯაბა შალიკიანი.. შიშის გრძნობა,რომელიც სულ რაღაც ერთ წამს გულში მაინც მქონდა, მთლიანად ჩაბეტონდა წინ აღმართული საფარის სიდიდით.. ვერ ვიტყვი, რომ მოულოდნელი იყო სამი ახმახის დანახვა მალხაზისთვის , მაგრამ, მათ ზურგსუკან მეც რომ დამლანდა,გაოცების ფერმა გადაკრა.. მითუფრო, მზერა სწორედ ანდროს გადაჭდობის ხელს დაასო.. თვალს არც ის გამორჩენია, როგორ გააკანკალა იმის გააზრებისას, რას ნიშნავდა ეს ჯაჭვი.. ამას კი ნამდვილად არ ელოდა და გულში მწარედ გამიხარდა,რომ მოსალოდნელი საფრთხე ჯეროვნად გაიაზრა.. -სიმართლე გითხრა,არ ველოდი,ასე მალე თუ მიპოვნიდი,შვილო!-გამბედაობაც ჰყოფნიდა,მსგავსად მიემართა სისხლგაყინული ანდროსთვის.. ხელი ქვასავით გამიხდა,სიმწრისგან ისე მწარედ მოექცია ჩემი ხელი მასში და, ალბათ,ამ ძალით ცდილობდა ჩემს დაცვას და,იმ სიბრაზის შეკავებას, ყელში ასე რომ აწვებოდა.. არ ველოდი ამდენად მძიმე თუ იქნებოდა შეხვედრა და ადამიანობაწართმეული ანდროს ყურება.. ის,რაც ამწამს მის სხეულში ხდებოდა, ყველა მოლოდინზე მეტი იყო.. მეგონა კანი ეგლიჯებოდა სიმწრისგან, ისე უნდოდა ადგილიდან მოწყვეტა, მაგრამ, ადგილზე აკავებდა ჩემი იქ ყოფნა და, ზუსტად ისვიწამე, რამაც აქ მომიყვანა.. მე შემეძლო ანდროს ამ ჭაობიდან გამოყვანა.. გიგი ცასავით მართალი იყო.. თუმცა,იმასაც ვხვდებოდი, ეს რამდენადრთული იყო.. -სერიოზულად ეჭვი შეგეპარა მალხაზ,რომ სანისთვის ყველა სანგარს არ გავთხრიდი?!-ირონიისგან სახე ნაპრალებად დაეღარა ანდროს.. ხელი ცივად შემიშვა და, წინ წავიდა, მისი ადგილი ჯაბამ დაიკავა. ამჯერად ის ამომიდგა ფარივით წინ და, მთლიანად მის საფარში შემიფარა.. მეც წინ დავაპირე წასვლა, მაგრამ, ხელზე მომეჭიდა შალიკიანი,იმდენად ფრთხილად,რომ ვერც ვიგრძენი ძალა.. -ადროვე ლილი!-ხმაში იმდენად ბევრი თხოვნა იყო და თან ხმა,იმდენად ცივი, ადგილზე გამყინა.. მე თუარა,გიგი მიყვა ანდროს ფეხდაფეხ. ფიგურები ჭადრაკივით განაწილდა.. ჯაბა შალიკიანი მე მიცავდა.. გიგი ანდროს ამოდგომოდა მხარსუკან, მალხაზი კი, სრულიად მარტო დარჩენილიყო კედელთან მიმწყვდეული.. -სანისთვის ანდრო თუ, იმ *უკნისთვის?!-ხელი ჩემკენ გამოიწვდინა და ასე მეგონა, გამიზნულად გამომიყენა ანდროს ასაფეთქებლად.. ცეცხლზე ნავთი დაასხა მალხაზის გახრწნილმა პირმა.. გაცხოველებული ყიფიანი ერთ ნაბიჯში გადაევლო მის სხეულს და ადგილზე მოვკვდი, ანდრომ იარაღიანი ხელი მალხაზის შუბლზე რომ შემართა.. რეაგირებაც ვერ მოვასწარი.. საერთოდ, იმწამს რაც მოხდა, იმ დღეს და,შემდეგ განვლილი აგონიის მთელი კვირა ის კოშმარული სიზმარი მეგონა, სადაც ხშირად მსტუმრობდა ხოლმე მალხაზ ყიფიანი.. მახსოვს, ბოლო ზმანებიდან ანდროს სისხლიანი ხელები და, ნაწილნაწილ ახდენილი დღევანდელი რეალობა. მეზიზღებოდა მორფეოსი და მეამინე, ჩემს ცხოვრებას ასე სარკასტულად რომ ჩაჯდომოდა.. რამოდენიმე რამ მოხდა ერთდროულად. ერთმანეთის მიჯრით.. ანდროს მალხაზის შუბლზე დაემჯინა ლულა.. გიგი ყიფიანს ხელში ჩაფრენოდა.. მისკენ სიმწრით გაქცეული ჯაბას ჰაერში დავეჭირე და, ამაოდ ვცდილობდი გავქცეოდი.. თავზარმა ლამის იქვე გამანადგურა, ანდრო ყიფიანის სხეულზე რამოდენიმე წითელი წერტილი რომ ანათდა და, მას პარალელურად, გარედან ყურისწამღები სირენის ხმა მოჰყვა.. ეშმაკის სახე მიიღო მალხაზმა.. სულ რამოდენიმე წამი ჰქონდა,სანამ პოლიციის კორდონი კოტეჯში შემოიჭრებოდა. ყველა ეს წამი მალხაზმა სათავისოდ გამოიყენა და, ყველას იმ კითხვაზე გაგვცა პასუხი, სიცოცხლის გაგრძელების უფლებას რომ არ გვაძლევდა.. რეალობა ჯოჯოხეთური იყო. სიმართლე მწველი და მომაკვდინებელი. საკუთარი თვალით დავინახე, როგორ გამოეცალა სული ანდრო ყიფიანის სხეულს და, მოსმენილის შემდეგ, სანამ პოლიციელები ხელებდაბმულს გაიყვანდენ, როგორ გამომხედა უკანასკნელ წამს.. მის თვალებში წამლეკავი ბოდიშები იყო და არაფერი სხვა.. სიცოცხლის გაგრძელება?! ილუზია,რომ ამ ყველაფრიდან გამოსავალი იყო?! ყველაფერი თავზე ჩამომექცა.. პირველი დღიდან მოყოლებული,რაც კი რამ გამივლია გონებაში,რა ფაქტიც კი ერთმანეთთან დამიკავშირებია,ყველაფერი გაცამტვერდა. გაქნილ მალხაზს იმაზე ზუსტად ჰქონდა ყველაფერი გათვლილი,ვიდრე მეამინეს.. ყველაფერი ა დან ჰ მდე დაგეგმილი იყო და, ჩვენც,მარიონეტებივით, მის გაკვალულს გავყოლოდით.. იმედგაცრუებული ჩანდა ჯაბა შალიკიანი.. იმით არა, რაც მოხდა.. მას კლავდა, მალხაზს რომ ვერ აჯობა და, ვერ გათვალა მისი წამხდარი სულის სიგრძე.. ყველას და, ყველას, გიგისაც, შალიკიანსა და, ყველაზე მეტად, ანდრო ყიფიანს პატიების თხოვნებით ჰქონდათ სავსე თვალები.. სამმა უდრეკმა სხეულმა მხრებიდან ფრთები სათითაოდ ჩამოყარეს და თითქოს დამიჩოქეს,მათი მწუხარება სათანადოდ რომ გამეგო.. რაში მჭირდებოდა ფიცი და მტკიცი.. საკუთარი თვალით შევხედე,როგორ გაიყვანეს ცოცხალმკვდარი ანდრო.. მანამდე კი, ოთახს მალხაზის ის სიტყვები შეეყინა, დღეის შემდეგ ყველას რომ ცხოვრება გაგვინადგურა.. -არა,სიმართლე გითხრა, ანდრო, იმ ბიჭის მკვლელობა არცერთი წუთით არ მქონდა გათვლილი,მე მხოლოდ თქვენი ჩამოშორება მინდოდა გზიდან.. ბოლო წლები მხოლოდ იმას ვუყურებდი, როვორ ვკარგავდი ავტორიტეტს იმ ხალხში, მე რომ დავაყენე გზაზე და, როგორ ინაცვლებდი ხროვის თავში ისე,თითქოს არც ვარსებობდი.. ბრმა ცხვრებივით აგედევნა ჩემი ხელით შექმნილი და გამოწრთვნილი ამალა.. სანიც შენ კვალს მოყვა, აღარ მიჯერებდა, ენაზე მხოლოდ შენი სახელი ეკერა და ის ადგილი გეკავა მის ცხოვრებაში,რომელიც ისევ მე უნდა დამეკავებინა.. შენ მე ჩამანაცვლე ანდრო.. თან ისე,რომ ამის სურვილიც არ გქონია.. სამყარო ორ მთავარს ვერ აიტანდა,შვილო.. ხროვას წინ ერთი უნდა მიყვებოდეს და,მხოლოდ მე! ყველაფერი სწორად გაიშალა ანდრო. სანის ორიენტაციაზე ვეღარავინ წამომაყვედრებს, ვერავინ გამოიშვერს ჩემკენ ხელს და პატივისცემას არ დავკარგავ ხალხში,კადრები იდეალურად გაგიქვრია.. შენც რამოდენიმე წლით დაემშვიდობები თავისუფლებას და,ამასობაში ის რქებიც მოგტყდება,რისი იმედიც გაქვს.. სულ ესაა. ჯამი ჭურჭელია ანდრო. ხელები გამარჯვებულის ღიმილით გაასავსავა მალხაზმა და იმწამის შემოვარდნილ პოლიციას ყიფიანი ანდრო გადასცა. მთელი ამ სცენის შემდეგ, გაქვავებულმა ანდრომ ირონიით გახედა მამამისს. სახეზე არაადამიანური ზიზღი ჰქონდა.. -იცი რა ვერ გათვალე მალხაზ?!-ხელებზე ბორკილები დაადეს და, მაინც წელშიგამართულმა შემოხედა.. კითხვით ჰქონდა სავსე თვალები სულითწამხდარს.. სანამ რამეს იტყოდა, ანდრომ გიგის და ჯაბას გამოხედა მრავლისმთქმელი თვალებით.. მათაც თითქოს ზედმიწევნით გაიგეს ყველაფერი, საფარივით ამომიდგნენ ორივე მხრიდან.. მე აღარ ვსუნთქავდი.. -სახეზე ცხელი სითხე ლავასავით ჩამომღვენთოდა.. ანდრომ ბოლო სიტყვა დატოვა და ბევრი წერტილი დასვა. -ლილის არცერთ ცრემლს არ შეგარჩენ! __ მარტოობა.. უიმედობა და, შიში ხვალინდელი დღის. არ ვიცი,თუკირამ არსებობს ამქვეყნად,რაც ბოლო თვეში არ გამოვიარე.. ცხოვრება მხიმე,წვეტიანი ნაბიჯებით მივლიდა და ყოველ წამოდგომაზე, ისევ იქ,იმ ჭაობში მაბრუნებდა, იოს გადრაცვალების შემდეგ რომ მოვხვდი.. წარმიუდგენლად მტკიოდა გული,რომელიც ვინ იცის,რამდენჯერ გამიცოცხლეს უსიცოცხლო პალატაში.. მახსენდება ყველა განვლილი წერტილი და, არ ვიცი, მისხალითაც არ ვიცი, და არც კი მჯეროდა,რა ძალა მაყენებდა ჯერკიდევ ფეხზე.. უსამართლობა?! შიში?! თუ,ანდრო ყიფიანი?! საფლავში გაყინულ იოს ვგავდი ამწამს, სულიერად და მთელი სხეულით მას ვედექი გვერდით, რადგან,იმ წამიდან,ანდრო რომ გაიყვანეს, თავს ცოცხლად ვერ ვთვლიდი.. ვთლიდი და, არც ვიყავი.. მახსოვს როგორ გამომიყვანა ორმა წყვილმა ხელმა კოტეჯიდან და მომიყვანეს ცარიელ სახლში.. მახსოვს გიგის ჩახრილი თავი, გაუსწორებელი მზერა და ჯაბა შალიკიანის ცივი თვალები.. ანდროს მსგავსი,თუმცა,ხავსისფერი ყინულივით ცივი სფეროები.. -რამოდენიმე დღე მომეცი ლილი და, ჯაბა არ მერქვას, ანდრო თუ არ დაგიბრუნე! -მხოლოდ ეს მითხრა და, წავიდნენ.. ანდრო არ დამტოვებდა.. მის მკლავებში გამახვევდა და შემიფარებდა.. ის სასოწარკვეთა,სულს რომ ასე მიჭამდა,თითქოს უფერულდებოდა ჯაბას სუტყვების ფონზე,მაგრამ, სრულად მაინც არაფერი ამშვიდებდა აბობოქრებულ სულს.. მალხაზის ეშმაკზე მიყიდულმა სულმა მისი ორი ვაჟი არ დაინდო.. გზიდან კიარ ჩამოიშორა, მათი საერთოდ მოსპობა განიზრახა და ისე აასრულა, რეაგირებაც ვერ მოვასწარით.. ფიქრებში გახლართულს, გონებაში სანის სახე მომდის და ისე ვშეშდები, წუთები კიდურებს ვერ ვარყევ.. ღმერთო,როგორ ან ვის უნდა ეთქვა სანისთვის მისი ძმის ამბავი?! გული მომიკვდა.. ანდროზე უჰორიზონტო ჯავრს სანის მომავალი ტკივილი ემატება და სრულიად ვნადგურდები.. ეს არაა წამიერი ტკივილი, ის,რაც ამწამს სულში მიტრიალებს, ზუსტად ის იყო,რაც ყიფიანმა ერთხელ ახსენა.. მომაკვდავის ბორგვა. რა მქონდა მომავლის იმედად დარჩენილი?! შალიკიანის ერთადერთი ფრაზა,რომელსაც იმდენი ძალა ჰქონდა,რომ გავლენა მოეხდინა, მაგრამ, იმის ფონზე, რაც დატრიალდა, უკვე საერთოდ აღარაფრის მწამდა.. საერთოდ რომ ვცოცხლობდი და ვსუნთქავდი, ესეც კი სათუო იყო, რადგან, თავს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.. თითებს მწარედ ვიჭერდი მკლავებზე და, არაფერი, თითო ტკივილი კიარა, შეხებაც კი ვერ ვიგრძენი.. არ მასვენებდა მასზე ჯავრი და იმის ფიქრი,თუ რა ხდებოდა ანდროს გულში ახლა. რთულია?! რთული კიარა, უღმერთოდ ტკივილიანი იყო ახლა ანდროს ფიქრები და, დავიფიცებდი, არაფერზე არ დარდობდა სხვას, ერთადერთი,ვინც მის ფიქრებში ისახებოდა, სანი იყო და, ვამართლებდი.. წარმოდგენაც არ მაქვს, როდის დავიწყე ანდრო ყიფიანივით ფიქრი.. როდის მოხდა ის გარდამტეხი წამი, რომ შემეძლო დამეფიცა,რა ხდებოდა მის ფიქრში.. პირველ დღეს?! მეორე?! ან იქნებ იმ ამბორს მოყვა ჩვენი სულების გადაჭდობა და დაკავშირება?! მწარედ მაჟრიალებს .. კანი მეწვება განვლილის და გადატანილის გახსენებაზე.. დივანზე,სადაც ანდროს უკვე ჩვევად ქცეოდა ჩემი ჩაკვრა,ვიჯექი გაუნძრევლად და, ყოველ წამს იმ სასოწარკვეთილ ფიქრებს ვიგერიებდი გონებაში რომ მიტრიალებდა.. როგორ დავეჩემე ჩემს თავს ჯერ კიდევ ერთი დღის წინ, კლდეებს გადავდგამთქო და როგორ უძალო ვიყავი ახლა.. უმოქმედოდ ჯდომა არ შემეძლო არც მაშინ და ახლა მითუფრო, მაგრამ, ვიცოდი, არაფრის შეცვლა შეეძლო ჩემს მოძრაობებს.. იქნებ,ჩემი ყოველი ამოსუნთქვაც გათვლილი ჰქონდა მალხაზს.. ვერ ვიჯერებდუ, როგორ ჰქონდა სასაფლაოდან მოყოლებული ყველაფერი გათვლილი.. უფრო, საავადმყოფოში ვიზიტიდან მოყოლებული.. მამა ხედავს შვილის თვალებში გამკრთან შუქს,ყოველთვის.. მალხაზმაც შეამჩნია იმდღეს,ანდროს გადამეტებული მზრუნველობა და, ალბათ, ჩემი შეუპოვრობაც.. ამიტომ გამომეცხადა იოს სამაჯით და , მის გზაზე დაგვაყენა ყვრლა.. გარეწარმა.. სულგაყინულმა. სულგაყიდულმა. პირში ისეთ მწარე გემოს ვგრძნობ, სააბაზანომდე ძლივს ვასწრებ გასვლას,რომ იქვე არ ამოვიღო ეს ბოღმა.. ძალაგაცლილს მიჭირს წამოდგომა.. მგონია სხეულზე მანქანით გადამიარეს,იმდენად მტეხს ყველა ძვალი.. იქვე, კაფელზე ვჯდები და, დუშს ვუშვებ.. გულზე მოკიდებულ ცეცხლს ცივი,ყინულივით წყალი აცოცხლებს ,მაგრამ,ტკივილს არ აქრობს.. ანდრო.. ღმერთო.. სანი და, ჩემი მკვდარი იო.. ამ გულს მეტის გადატანა აღარ შეეძლო, ამაში ისე ვიყავი დარწმუნებული,როგორც საკუთარ ტკივილში.. განუზომელ ჯავრსა და, უჰორიზონტო სევდაზე.. გულმა იმ ლიმიტს მიაღწია, როცა მეტის ფეთქვა უბრალოდ აღარ გამოსდიოდა და მისიც მესმოდა.. ბოლო კვირეების მოვლენებს ვერცერთი სულიერი ვერ დაძლევდა, არათუ ისედაც გულგახეთქილი ადამიანი.. უკვე ვიყინები, მაგრამ,არც იმის ძალა აღარ მქონდა,გამეთიშა წყალი.. იქნებ,იქცეც დამესრულებინა ეს გატანჯული არსებობა, სააბაზანოს კარები საშუალო სიმაღლის, ჩემზე ალბათ ერთი ათეული წლით უფროსს გოგოს რომარ შემოეღო, გაფითრებული სახით.. უემოციოდ გავხედე,თუმცა,მის მზერაში გავლებულმა თანაგრძნობამ, მის ნდოვაში დამარწმუნა.. -იდა!-ოთახიდან ნაცნობი ხმაც დაერთო.. გიგის განერვიულებული ბგერები სულზე მალამოდ მედება.. ჩემი იოს მსგავსი.. მაინც შვებით ვივსები.. ეს სახელი კარგად მახსოვდა და,ის კონტექსტიც, რაშიც მოვისმინე.. “იდაა,ჯაბა”- ანდროს მტკიცე სიტყვები და ქვასავით მყარი არგუმენტი,რომელმაც ჯაბას უკან დაახევინა.. უკიდეგანო ნდობით მილღვევა სხეული.. მზურველი ხელები მთლიანად სველ სამოსზე თბილ ხელებს მაჭდობს და სახეს ხელებში იქცევს.. ვერ გადმოვცემ,რამდენ რამეს ამბობდა მისი თვალები.. თთითქოს ჩემი ზედმიწევნით ესმოდა.. თითქოს განვლილი ჰქონდა ყველაფერი და, იცოდა,როგორ მეწვოდა გული.. -ნუ გეშინია ლილი! მარტო არ ხარ! სამყაროს დამტევ სიტყვებს მეუბნება და, საკმარისია, რომ იმედი მომეცეს.. იოს გარდაცვალების შემდეგ,რთულად წარმოსადგენი იყო,თუ მეყოლებოდა გვერდით ვინმე, სანამ ანდროში დავინახავდი იმ-ერთს.. ამ წამს,როცა ყიფიანს ვჭირდებოდი უკვე საყრდენად, მე არ მეგულებოდა არავინ და, ერთბაშად, ერთში დანახული მთელი სამყარო, ყველაფერს ნიშნავდა.. გული მეწურება.. ვერ ვხვდები,როდის წამოვიდა თვალებიდან ერთბაშად ამდენი სითხე.. “მარტო არ ხარ” ვინ იცის, რა რთული იყო ამ სიტყვების მოსმენა მას შემდეგ,რაც,იო აღარ იყო და, ანდროც-ძალიან შორს.. ძლიერად ვეჭიდები გამოწვდილ ხელს.. თბილი თითები სველი ტანსაცმლის გაცლაში მეხნარება, რადგან არცერთ კიდურში არ მქონდა საკმარისი ძალა,სველ სამოსს მოვრეოდი.. ხალათს კანზე მახვევს და, საძინებელში გავყავარ.. გულწრფელი ზრუნვა,იდადან რომ მოდიოდა,გულს თბილად და პარალელურად,იმდენად მწველად ედება,რომ ისევ ვერ ვიკავებ თავს.. ჩემთვის არასდროს , არცერთ რეალობაში , თბილ თითებს არც ერთხელ ჩამოუვარცხნია თმა.. ამის გააზრება იმაზე მწარე იყო,ვიდრე წარმოვიდგენდი.. სული მეკვრება.. ვპატარავდები.. ვცოტავდები.. მეცოდება ჩემი თავი და, ის გაასმაგებული ფიქრები, გონებაში ძაფებად რომ ამხლართვოდა.. -მადლობა,იდა..-მთელ ძალას ვახარჯავ უკანასკნელ სიტყვებს.. მკრთალად მიღიმის.. ჩემს წინ ჯდება და, ვგრძნობ,იმის თქმას აპირებს,რაც სულზე მტკივნეულად შემეხება,რადგან,თვითონაც ეცვლება სახე.. უსევდიანდებ.. უფერმკრთალდება და, ფიქრებით ძალიან შორს, მტკივნეულ წარსულს უბრუნდება. -ვიცი რასაც გრძნობ ლილი.. -ხმა უტყდება,თუმცა,თავი ხელში მარტივად აჰყავს.. -ვერ გეტყვი,გამომიცდიათქო ძმის დაკარგვა,მაგრამ,ვიცი რას ნიშნავს იმ ადამიანის გარეშე დარჩენა,თან ასე მოულოდნელად,ვინც მთელ შენს სიძლიერეს,მთელ შენს იმედსა და ძალას წარმოადგენდა.. ვერ გეტყვი რომ მარტივი იქნება ეს დღეები.. პირიქით, სული ისე აგეწვება ლილი, კანის აგლეჯა მოგინდება სიმწრისგან, მაგრან,გპირდები,ყოველ ამ წამს ,შენთან ვიქნები და გაგაძლებინებ.. მე ძალიან,ძალიან პატარა ვიყავი ჯაბა რომ დაიჭირეს.. მაშინ იმდენი ლეგენდები დადიოდა მასზე, მეგონა მორიგი იყო, მაგრამ,უცებ, საერთოდ უჰაეროდ რომ დავრჩი,მივხვდი, ის გვერდით აღარ იყო.. ერთადერთი,რაც შემიძლია გითხრა ლილი, დარწმუნებით და მთელი რწმენით, ისაა,რომ ჯაბა არცერთ წამს არ დაისვენებს,სანამ ანდროს არ გამოიყვანს,რადგან, ზუსტად ის იყო პირველი,ვინც კლდესავით უმაგრებდა ზურგს მაშინ,როცა შალიკიანს უჭირდა. ჯაბას არ უყვარს ვალში დარჩენადა მითუფრო, უსამართლობა.. ანდროს მონატრებასაც ვერ მოასწრებ ლილი,უკვე შენს გვერდით რომ იქნება, მთავარია შენ იყო კარგად, რომ არ ეჯავრებოდე.. როგორ მეთქვა ამწამს იდასთვის, რომ იმწამიდან მაკლდა ანდრო, როცა გაიყვანეს?! თუმცა, მისი სიტყვები გულის ზუსტად იმ ნაწილს მოხვდა მაინც ,სადაც გამიზნული იყო.. ვმშვიდდები იმ დონეზე, რომ გონების გათიშვა შევძლო.. ძალა მჭირდებოდა, მაგრამ, ამის მისაღებად ვერაფერს ვიღებდი.. ისე ჩამოვხმი ბოლო პერიოდში, ნაკვთიც აღარ მიგავდა ძველებურ ლილის.. მეშინოდა სარკესთან გავლა და იქ იმ რეალობის დანახვა, რაც მოვლენებმა შექმნა.. ავადმყოფობამ, გულის რამოდენიმე მწვავე შეტევამ, იომ, და ანდრო ყიფიანმა ის ლილი გამოძერწეს, უკვე ყველა ნაოჭს რომ დაუთვლიდი სახეზე და, თმაზე გათეთრებულ ღერს.. მწარედ ვუღიმი საკუთარ ანარეკლს სარკეში.. დიდი ხვეწნის შემდეგ დავარწმუნე იდა და გიგი,რომ მარტო დარჩენისთვის მზად ვიყავი და მხოლოდ გამთენიისხანს დავხუჭე თვალები ისე,რომ მალხაზის გამოსახულებას არ დავეშინე.. ზმანება,რომელიც გონებაში შემოიჭრა, საერთოდ არ ჰგავდა წინა მორბედებს. ზაფრს შეჩვეულ გონებას წამლად მოედო ფერადი,მზიანი გარემოს ნახვა.. ხასხასა ბალახზე , მსუბუქად მოსიარულეს წინ რომ ანდრო მიდგება,ყიფიანი, ძილშიდაც კი ვგრძნობ სიხარულისგან მოწურულ გულს.. მიღიმის. რწფელად, ლაღად, ღია მერქნისფრად.. თვალებში უზარმაზარი ვარსკვლავი უკიაფებდა და არაფერი იყო იმწამს ამაზე ლამაზი.. -ლილუ!-ხმაც კი როგორი სხვა ფერის ჰქონდა.. კანზე ვგრძნობ აღელვებას.. მეღიმება.. არ მინდა რამემ დამირღვიოს ის წამი, ასე იშვიათი რომააა და, წარმოუდგენელი.. ხელს მჭიდროდ მკიდებს და ბილიკს უხმოდ მივუყვებით.. სიხარულის განცდა, ასე რომ გვეღვრებოდა, გარემოს ედებოდა და, ათბობდა.. -ანდრი..-მინდა შემომხედოს, მაგრამ,მის ყურადღებას სხვა რამ იბყრობს.. ხელი,რომ ჩაუჭიდია,ისე ეძაბება,სუნთქვა ეკვრის. ვფითრდები, მის მზერას თვალს ვაყოლებ და წინ სანის ვხედავ, იო რომ დადგომია თავს, მკვდარს.. ვშეშდები.. ცოცხლად ვგრძნობ კანზე მწველ აფეთქებას.. გული მისკდება.. ათას ნაწილად მეხლიჩება.. იოს ცოცხლად ხილვა იმდენად მტკივნეული იყო, სანის გონება ვერც აღიქვამს სათავისოდ, სანამ ანდროს ცხოველურმა ღრიალმა ცა არ გააპო.. -ღმერთო! მხოლოდ წამოყვირებას ვასწრებ,სანამ სიმწრისგან გამეღვიძება.. ბოლო წამს,როცა მორფეოსს ვეჭიდებოდი, იოს ხმა მევეჭდება გონებაში, მთელი ვედრებით რომ მთხოვდა, სანი დამეცვა.. სრულიად განადგურებულს მეღვიძება.. გული გარბის და ვერ ვეწევი.. სუნთქვა მეკვრის.. სიმწრისგან სველი სახე მთლიანად მეწვოდა და, სულთან ერთად, მიკვდებოდა.. ვპატარავდები.. მოვარდნილი სასოწარკვეთისგან გასაქცევად ვიბუზები და მჭიდროდ ვიკრავ თავზე ხელებს, თუმცა, რეალობას არაფერი მიქრობს.. ლოგინზე ვჯდები და მუხლებზე მწარედ ვიხვევ ხელებს.. აღარ შემეძლო.. ღმერთმა იცის, აღარ შემეძლო.. ტირილისგან ძალაგამოცლილი მაინც ვდგები და,ბოლო ძალებით ვიცმევ.. შუადღე გადადიოდა, მთელი დღე გათიშულს ისე გამეტარებინა კოშმარში, პირველი დეკემბრის თავსხმა წვიმაც ვერ გამეგო.. ვერც იმას გაიგებდი, გარეთ დღე იყო თუ ღამე, ისე ჩამოქუფრულიყო.. როგორც კი საჭეს ვუჯდები, პარალელურად უკან ადევნებულ კარგად ნაცნობ მანქანას მიმართულებას ვაჩვენებ და გზადკეცილზე გავდივართ.. მეამინემაც არ იცის, რას ვეტყოდი სანის, მაგრამ,ვერც იმას ვიზამდი,არ მენახა და,თუნდაც არაფერი მეთქვა, სულის სიმშვიდისთვის მჭირდებოდა ანდროს სმგავსის დანახვა,რომ ეს მწარე მონატრება,ძლივს რომ სახელი ვუწოდე,გამექრო.. საკუთარ გადაწყვეტილებაში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, გონებამ ზარი ოირველ ჯერზე ვერ აღიქვა.. საავადმყოფოში რომ შევედი, ერთ წამს გონებამ დაცარიელებული დერეფნები კი შეამჩნია,მაგრამ, ისე გადამატანინა ყურადღება ხელმეორე ზარმა, აღარ შევჩერდი.. ღმერთმა იცის,როგორ ზარებს სცემდა ორგანიზმი შიგნიდან, მაგრამ, აღარაფერი მესმოდა- გონებაში მხოლოდ ანდრო ყიფიანის ხმა მეფობდა.. სულ ხომ დღე და ნახევარი,ან ორიც გავიდა,მაგრამ,ისე დანატრებულის,რომ ვშეშდები.. ზუსტად იქ, სანის პალატასთან.. მეგონა სიზმარი მიხდებოდა, მაგრამ, საერთოდ სხვა ქალაქის მიყრუებული საკნიდან მხოლოდ ანდრო ყიფიანის გავეშებული ხმა მომესმა. ყინულივით ცივი და დავიფიცებდი, უღმერთოდ შეშინებულის.. სახელურზე შემეყინა ხელი.. -ლილი,სადხარ?! -საავადმ.. -უკან დაბრუნდი! სწრაფად!-არც მასრულებინებს,ხმაში იმდენი სუსხიაქ,გული მიჩერდება.. გახევებული ვაშორებ სახელურს ხელს.. ღმერთო,ოღონდ რამე არ მოხდეს.. ღმერთო,ოღონდ არ ამიხდეს .. ანდრო ყიფიანის ყვირილი, ღრიალი, რკინის გისოსებზე მუჭების რტყმევის და, ხელის ძვალის მსხვრევის ხმაც კი მესმის, სანამ ცდილობს, გათიშულ გონებას გააგონოს სათითაოდ ნასროლი ფრაზები.. “ვიღაცამ ბიჭები მოხსნა საავადმყოფოდან” “გიგი მალხაზს გაჰყვა და, სადღაც,მანდვეა” “თუ გიყვარვარ,წამოდი” თუ მიყვარხარ, წავიდე?! გული საერთოდ აღარ მიცემს.. მე საერთოდ აღარ ვარსებობ.. გარშემო ერთდროულად ტრიალდება ყველაფერი.. გიგის გაყინულ სხეულს ვხედავ,მთელი ძალით რომ მორბის.. გიგი გვერდს მივლის და წიხლით გლიჯავს სანის პალატის კარს.. დანახული სიზმარს გავს.. კოშმარულს და მომაკვდინებელს.. მერამდენედ, ვეღარც ვითვლი, მერამდენედ უნდა ვივსებოდე დღის ერთ მონაკვეთში ძალით და, მეორეში ვკვდებოდე,მწარედ.. -სანი,გევედრები , დაუშვი იარაღი..-არ ვიცი,როგორ ამომდის სიტყვები ყელიდან.. გაჭირვებით წამომჯდარი ყიფიანი მკვდარი მზერით შეჰყურებდა მის წინ დაჩოქილ მალხაზს.. ნუთუ აქ არ ჰქონდა პოლიციის იმედი?! ნუთუ იგრძნო რას ნიშნავ უიმედობა?! ძირს დახეთქებული ტელეფონიდან ანდროს ჩახლეჩილი,არაადამიანური ღრიალი ისმოდა. სიტყვები უცვლელი იყო და ვინ იცის,რად უჯდებოდა ამის წარმოთქმა.. “გიგი,სანის არ ასროლინო” “სანი,არ გაბედო” “ლილი,წადი!” მე ვერ ვიძროდი.. მე იომ მთხოვა, იომ შემომტირა.. იომ შემომჩივდა და, დამიიმედა მის სადარაჯოდ.. -სანი,იოს გაფიცებ!-ნახევარ ნაბიჯს ვახერხებ,მაგრამ, ხელით მაჩერებს.. მალხაზი შეშინებული მზერით ფორთხვით იხევდა უკან,მაგრამ,გიგის შეეჩეხა.. -თუ სიცოცხლე გინდა,მალხაზ,ანდრო გამოაშვებინე! -მკვდარ სიტყვებს მისკენ ისვრის ტყვიასავით სანი და, ყველაფერი მილაგდება გონებაში.. -ჩემი სიტყვა საჭირო აღარაა, შვილო , შალიკიანმა ისე გაჩარხა საქმე, ორ დღეში აქ გეყოლება შენი ბელადი!-ზიზღით სისინებს და გაქცევას ცდილობს, მაგრამ, გიგის მწარე წიხლი ადგილზე აბრუნებს.. პალატაში გულამოვარდნილი ჯაბაც შემორბის, მას უკან რამოდენიმე ახმახი მოჰყვება და იმედიც მიჩნდება სიმშვიდის, მაგრამ, სანამ შალიკიანი წინ მიდგება და მის საფარქვეშ მფარავს, ვხედავ,როგორ დგება ტკივილისგან სახედაღარული სანი საწოლიდან.. მანამ მიჩერდება გული,სანამ სანი რამეს მოიმოქმედებს.. მე ეს სახე ვიცი.. ეს იმ ადამიანის ტკივილით სავსე თვალებია,ჩემი ძმა რომ დაკარგა და,შემოქმედს არ აპატია.. -იო როგორ მომიკალი, ნაბი*ვარო!-სანამ გაუსაძლისი ტკივილისგან მუხლებზე დაეცემოდა სანი, მოასწრო და , მალხაზის მიმართულებით დაუშვა სასხლეტი.. ერთი ნაბიჯით დაასწრო ჯაბას,რომელიც იარაღის ჩამოსართმელად გაწეულიყო მისკენ .. ტელეფონიდან აღარაფრის ხმა აღარ ისმოდა.. როგორ თქვა იდამ?! მარტო არ ხარო?! ამწამს,უფლისგანაც კი ვიყავი მიტოვებული.. მანამ,სანამ გულზე მწარე ჭიდილს ვგრძნობდი და უღმერთო ტკივილისგან გავითიშებოდი, თვალი მაინც ამჩნევს ცვლილებას.. იქნებ,ეს სანის სულისთვისაც კი სასიკეთო ყოფილიყო.. ტყვიას მხოლოდ უმნიშვნელოდ გაეკაწრა მალხაზის მკლავი და კედელზე მოეფრცქვა ლურჯი ბათქაში.. საერთოდაც,ყველა ჩვენს წინ ომში ვიყავით ჩართული.. ყველა წინ დავდგომოდით ჯარს მთავარსადრლებად და, სამართლიანობისკენ მივიწევდით. რამდენიც არ უნდა ეცადა ანდროს, სანის მაინც ვერ დაიხსნიდა და ამას მხოლოდ ახლა მივხვდი, რადგან,მასაც მისი ომი ჰქონდა მოსაგები.. მერე რა,თუ ძალა არ ეყო.. მერე რა,თუ სისუსტემ სძლია.. ხომ ასცილმა მალხაზს, მაგრამ, საკუთარი შვილისგან გასროლილმა ტყვიამ მაინც მიაღწია მიზანს.. სანამ ხელებში ვუცურდებოდი უკან მდგომ უცხოს, მაინც შევამჩნიე, როგორ მოკვდა ცოცხლად მალხაზ ყიფიანი! ___ გულზე დამაგრებულ მილებში ახლართულს მეღვიძება, ალბათ მესამედ.. პალატა იგივეა,რაც წინა მორბედებისას.. მხოლოდ პატარა მაგიდა შეცვლილიყო, მზრუნველ ხელებს მასზე ლილიების ლამაზი თაიგული რომ დაედო.. ძალაგამოცლილი ვიყავი.. დამამშვიდებლების ფონზე, შფოთვა თითქმის უკუქცეულიყო და,მხოლოდ მსუბუქ თავბრუსხვევას ვგრძნობდი.. ეს განცდა მომნატრებოდა.. სიმსუბუქის და უტკივილო.. ფრთხილად ვავლებ პალატას თვალს.. მეშინია,არ ავიბურდო ამდენ სადენში.. ყველაფერი ისე დაემაგრებინათ მკერდზე, თავი რობოტი მეგონა და არა სულიერი.. გათენებულიყო, მგონი შუადღეც კი იდგა.. მოქუფრულიყო,მაგრამ,აღარ წვიმდა.. ფანჯარასთან ზურგშექცევით იდა იდგა და გარემოს გასცქეროდა. ჰაერში დატრიალებული სუნამოს არომატით ვხვდები,რომ აქ ძალიან დიდი ხანი იყო,რაც იდგა და, გული მეწურება.. თავს მარტოდ აღარ ვგრძნობდი.. და ეს განცდა რწმენაზე მეტი იყო.. ჩემი გულის ცემის ცვლილებით მარრივად მიხვდა ,რომ გამოვფხიზლდი.. მკრთალი ღიმილით მიახლოვდება და, სახეზე ჩამოყრილ თმებს ნაზად მიწევს.. მივლივ.. ზრუნავს.. ჩემზე დარდობს.. -თავს როგორ გრძნობ,ლილი?!-ხმაც კი ისეთიაქვს,როფორიც მზერა.. მეღიმება.. თვალები მადლიერებით მევსება,მინდა გამოვთქვა კიდეც,მაგრამ მეშინია,ხმის ამოღებისთანავე სასოწარკვეთილი ტირილი არ წამსკდეს.... ხვდება იდა,ლაპარაკი რომ მიჭირს და თვალებით დასმულ კითხვას,პასუხს უმალვე სცემს.. -სანი კარგადაა,ნუ იდარდებ.-ისე მიღიმის,ვხვდები,რეალობას კიარ მილამაზებს,სიმართლეს მეუბნება.. ვმშვიდდები.. ღრმად ვუშვებ ჰაერს და, ამოსუნთქვისას,მაინც მეპარება მოღალატე ცრემლი.. -მალხაზი?!-საუკუნე ვუნდები ერთი სახელის წარმოთქმას.. ეს ეპიზოდი არ ჰგავდა განვლილებს, მაშინ წამოდგომა შემეძლო, ახლა, ვგრძნობდი,რომ ნამდვილად არ ვიყავი კარგად.. გული გამყუჩებოდა,მაგრამ,ყველა ის სისხლძარღვი მტკიოდა ახლა,სადაც სისხლს გადაისროდა.. -ჯაბამ და გიგიმ გაარიდეს ქალაქს.. დანარჩენს ვერ გეტყვი,თავადაც არ ვიცი.. -სევდა უდგება თვალებში და ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას უცებ სცემს პასუხს.. უცნაურად ეღიმება.. -ანდრო როგორაა იდა?! -ხმა ისე მიკანკალდება, თავს ვეღარ ვიკავებ.. ჩემმა ორგანიზმმა საპასუხო რეაქცია გამოავლინა მოვლენაზე, საერთოდ მომწყვიტა რეალობას, მას კი,მთელი სიცხადით მოუწია დაჯახებოდა და ის პირობები მიეღო,რაშიდაც მოუწია ყოფნა.. გული მეწურება.. გამჭოლი ტკივილისგან სახეც მეცვლება და მას აწრიპინებული აპარატიც ერთვის.. საფეთქლების გავლით, ცხელი ცრემლები თეთრი გახამებული ბალიშის პირს ეცემა და, მას შანთავს.. მაგრად მეხვევა ხელზე იდას სუსტი,მაგრამ,სიძლიერით სავსე ხელები.. ვგრძნობ,როგორ ცდილობს ეს ენერგია როგორმე ჩემამდე მოიტანოს,რომ საკუთარი თავის ხელში აყვანა შევძლო, მაგრამ, აღარაფერი მაკავებდა.. პანიკას,რომელიც სისხლს მოყვებოდა ამწამს,ვეღარც დამამშვიდებლების დიიდი დოზა აკავებდა.. ვხედავ იდას,როგორ იღებს ტელეფონს და მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს.. “მოდი” და ვხვდები,ამის უკან რამდენი უთქმელი იმალება.. სხეულის უკონტროლო კანკალს იმდენად ვეღარ ვუძლებ,იდა დაუკითხავად იძახებს ექთანს და დამამშვიდებელთან ერთად ტკივილგამაყუჩებელსაც მიმატებენ,რადგან, ვგრძნობდი,გულის სარქველი როგორ მტკიოდა. ვიღაც როგორ აჭედებდა მასზე ათას ლურსმანს და, გამეტებით ურტყამდა უროს.. -ლილი,ანდრო კარგადაა,გთხოვ,დამშვიდდი..-მთელ მის სულს დებს ყველა სიტყვაში,მაგრამ, ვერ მეხმარება.. არ მიამდება ტკივილი.. მეტირება.. უკონტროლოდ მეტირება .. მე ხომ ვიცოდი,რას ნიშნავდა ძმის ტკივილი.. მერე რა,თუ სისხლი სხვა ჰქონდათ,სანი მაინც მისი იყო .. მისი ხორცი და ნახევარი გულის ფეთქვა.. ანდრო ვერ იქნებოდა კარგად, მას უკიდეგანოდ აეწვებოდა გულის ის ნახევარწრე,სანი რომ ეწერა და, მანამ მოეწურებოდა,სანამ საკუთარი თვალით არ დარწმუნდებოდა მის ყოფნაში.. -ლილი,გთხოვ..-ისევ იბრძვის იდა,თუმცა,მეტი ძალისხმება აღარ სჭირდება.. პალატაში ჩქარი ნაბიჯით, თმა სველი და, ერთი ფარატინა მაიკით ანდრო შემოდის, ყიფიანი.. გული მიჩერდება.. ცოცხლად გულის შეტევა ალბათ ზუსტად ასეთი იყო.. მწარე და თან, უკიდეგანოდ ძლიერი.. არ ვიცი როდის გადის იდა და, როდის ვრჩებით მარტო.. მთელი წუთები, ათი, ოციც კი,ანდრო ისევ კართან იდგა და, თვალებით მიგზავნიდა იმდენ გრძნობას, გულს მილბობდა და თან,მიყინავდა.. ღმერთო, გულმა მხოლოდ ახლა იგრძნო მონატრების მთელი ის ტკივილი, რასაც გარშემო იხვევდა.. სული მეწვება.. კანზე ერთდროულად ლავა და, ყინულივით ცივი წყალი მესმხმება.. ერთი.. ორი, თუ სამი დღე გავიდა?! რატომ მეჩვენა ანდრო იმდენად მოღლილი, თითქოს საუკუნე გაეტარებინა ოთხ ცარიელ კედელში?! ღმერთო, როგორ მიყურებდა.. როგორ დაემუშტა ხელები და,როგორ ვერ დგამდა ვერცერთ ნაბიჯს.. ნუთუ საკუთარ თავს ვერ აძლევდა უფლებას,მოახლოებულიყო?! ჯანდაბა! გული მიკვდება,თვალებში ზუსტად ამას რომ ვკითხულობ.. თხოვნას და, დასტურს,რომ მოვიდეს.. მომიახლოვდეს.. ვკვდები.. ცალ უძალო ხელს მისკენ გაჭირვებით ვაბყრობ და, ვიხმობ.. მხრებჩამოყრილი, ფრთებჩამოცვენილი, მძიმე ნაბიჯებით მოდის ანდრო ყიფიანი.. საუკუნე გადის სანამ საწოლამდე მოვა და, ჩამოცურებულ ხელზე ძლიერად შემადნობს ამბორს.. კანი მეწვება ზუსტად მისი ტუჩების რკალის ფორმით.. გულზე ერთი დიდი სითბო მეხება და, მალღობს.. ღმერთო,როგორ მომნატრებოდა.. ღმერთო,როგორ მაკლდა და მჭირდებოდა.. -გთხოვ,ლილუ,მაპატიე ყველაფერი..-გულს ასე მგონია ხელისგულებზე იდებს, ისე ტკივილით ეჟღინთება ხმა.. ფრთხილად ვიღებ მისი ხელებიხან,საკუთარს. სველი თმიდან ჩამოსული წვეთი შუბლზე ჩამოსულიყო და, თვალთან მოეყარა თავი.. ჩუმად ვპარავ ცხელ წვეთს და, სახეზე ვეფერები.. კანით ვგრძნობ ახალგაჩენილი ნაოჭის სიღრმეს.. თვალები ეხუჭება.. საწოლთან,მუხლებზე დგას და,კანზე მთლიანად ელვა მოდებოდა.. ყველა ჭრილობაზე მალამოდ მედება მისი სახის სითბო. მისი ყველა ნაკვთის ასეთი უკიდეგანო მონატრება.. -რატომ მგონია ანდრი,რომ საუკუნე გავიდა,რაც არ მინახიხარ?!-გული გასიებული მაქვს დაგროვილი ცრემლებისგან.. ხმა ისე დამბზარვოდა, ნაწილებით ჩამოეშალა ყიფიანს თვალწინ.. ლოყასთან მოქცეულ ხელს ისევ საკუთარში იბრუნებს და, ხელისგულზე მკოცნის, ამჯერად.. იქ მიტოვებს ცეცხლის კვალს.. ისევ მეპარება მოღალატე ცრემლი.. ხომ მთელი სიცოცხლით მენატრებოდა იო, მაგრამ, ანდროს მონატრება სულ სხვა იყო.. ცხოვრების არცერთ მონაკვეთში არ განმიცდია ამაზე მეტი სითბო, რაც მის გრძნობებით სავსე თვალებს გამოჰქონდა.. სულს აშიშვლებდა დაჩოქილი ანდრო ყიფიანი ჩემს თვალწინ.. თითქოს,უჰორიზონტოდ უნდოდა,რომ ის ბოდიშები ზედმიწევნით წამეკითხა.. არ მიღირდა არაფერი მისი თვალების გარდა.. ანდროს ისევ არუნდა სტკენოდა.. ხელზე ამჯერად მე ვებჯინებიდა, ჩემკენ ვიწევ. მყვება, დგება, თავზე დამყურებს.. მაგრამ,მზერა არ ეცვლება.. თავს ისევ არ აძლევს ჩემთან ყოფნის უფლებას.. -ვერ აგისრულე ლილუ,ვერც ვერაფერი,რასაც დაგპირდი..-ვინ მასწავლის,ამის გააზრება და, სიტყვით გამოთქმა როგორ ესიკვდილებოდა ანდროს და, მაინც როგორ ამბობდა.. ვიცოდი,სჭირდებოდა რომ ეს ყველაფერი ეთქვა, მაგრამ,სუსტ გულს აღარ შეეძლო მისი ტკივილის დანახვა.. -ანდრი,გთხოვ,თუ გიყვარდე..-ისე მცდება, სუნთქვა მეყინება.. მასაც ხომ წამოსცდა. მასაც ხომ დავეჩემე.. ეღიმება.. სახე სულ ერთი წამით უთბება და, ყველა იმ თითზე მკოცნის ფრთხილად, ხელებში რომ მოექცია.. მთელ სამყაროდ მიღირდა ეს სიმარტოვე ჩვენი და, მიღმიური მდუმარება.. ვუყურებდი მას, ჩემი ხელისგული სახეზე რომ მოემწყვდია და, წუთგამოშვებით, მის გულზე მიტოვებდა ამბორს.. სითბო, გულიდან გულზე ისე გადმოვიდა, მთელი ეს დაუამებელი ტკივილი გამიყუჩა.. ასე დაღლილი, ვუყურებდი მას, და მაინც ვერ ვივსებდი უღმერთო მონატრებას.. ხომ როგორ შეივსო ანდრო, მაგრამ, ის უკიდეგანო დაღლა, ჯავრი და ტკივილი მაინც ზედმიწევნით ეტყობოდა სახეზე.. -ანდრი,უნდა დაისვენო..-მტკიცედ ვეუბნები,თუმცა, უფრო მტკიცეა მისი უარიც.. -ორი დღეა ველი,როდის გაიღვიძებ ლილუ..-დაუჯერებელს მეუბნება, მაგრამ, თან ვხვდები, ყველაფრისგან დაღლილი სხეულისთვის რამდენად დიდი სტრესი იყო მომხდარიდა როგორ სჭირდებოდა თუნდაც უკანასკნელი ორი ღამის სიმშვიდე.. ვდუნდები.. ჩემს ხელს მოწებებული ანდრო დგება,მაგრამ,ვერ ვუშვებ.. სახე ტკივილისგან მეცვლება.. არ ვეთმობი მასაც,მაგრამ,თხოვნით ევსება მსოფლიოში ყველაზე თაფლისფერი თვალები.. -ისე ვერ დავასრულებდი ლილუ ვერაფერს,თუ შენ კარგად არ დაგიგულებდი..-ხმა ეცვლება, უცივდება.. მასში ისევ ის,ძველი ანდრო ყიფიანი იბუდრებს.. მაჟრიალებს.. -მხოლოდ ეს დღე მომეცი,რომ შევძლო,შენთან ისე მოვიდე,უკან უფსკრული არ მეთხრებოდეს.. -მთელი არსებით ცდილობს დამატწმუნოს,თუმცა, მაინც ვერ ვიმშვიდებ გულს.. მინდა ისევ რამე ვუთხრა, თუმცა,ფრთხილ კაკუნს თან ჯაბა შალიკიანი მოყვება,მორიდებული ღიმილით.. თავის დაკვრით მესალმება და მხოლოდ ერთ ნზერას უცლის ანდროს.. უხმო საუბარი წუთს გრძელდება და, იმდენად მრავლის მთქმელია, ანდროს სახე უქვავდება და, მყისიერად სწორდება მხრებში.. მხოლოდ წუთით მიყურებს,ხელის გულზე ისევ მკოცნის და ოთახიდან გადის.. გადამწვეტი წამი მაქვს და, იმ ბოლოს ვიყენებ.. -ჯაბა!-პირველად მივმართავ მას მთელი ამ დროის მანძილზე.. ვხედავ,როგორ ცივდება და ეჭიმება ტორსი.. ბრუნდება, ვგრძნობ,მთელი არსებით მისმენს.. -მე ძმა მომიკვდა-გამშლარ ყელში გაჭირვებით ვუშვებ სიკვდილის გემოს.. ხმა მებზარება და, ათას ნაწილაკად მემსხვრევა.. -დავმარხე,საკუთარი ორი ამ ხელის გულით ვაყარე მიწა..-მისკენ იმ მტევნებს ვიშვერ,წუთების წინ ანდრო რომ მიკოცნიდა სათითაოდ და მეგობა,ყველა ამბორი მაჩნდა.. -გევედრები..-ერთიანად ფითრდება სახეზე და,მხრებში ძლიერად სწორდება.. იმ პასუხისმგებლობას იკიდებს ბეჭებზე,რომელსაც ამწამს დაურიდებლად ვკიდებ,რადგან მისი მწამდა.. არც კი დაფიქრებულა შალიკიანი.. ყველაფრისთვის მზად იყო.. -ანდროს არ მისცე საშუალება საკუთარი თავი დაკარგოს.. ის სანიზე წირავდა თავს, მაგრამ,იოს საფლავს გეფიცები , ჯაბა! ცხოვრების ვეღარცერთ მონაკვეთში ვეღარ დავიბრუნებთ ანდროს,თუ ხელებს მამის სისხლში გაისვრის..-ვასრულებ და, მას თან ნიაღვარად წამოსული ცრემლებიც ერთვის.. არ შეცვლია სახე,მაგრამ, ხავსისფერი სფეორები ამბობდა სათქმელს.. -დამერწმუნე,ლილი,ყიფო ვეღარაფერს გააკეთებს ისეთს,რაც შენ გატკენს.. ამაზე საკუთარ სიცოცხლეს ჩამოვალ! დანარჩენი კი, დროის საკითხია.. მალხაზმა ქუჩაშიც და, სახურავქვეშ,მისი ცხოვრება დაამთავრა. ამის იქით, მისი ყოფა მხოლოდ მომაკვდავის ბორგვაა. გასასველისკენ დაიძრა,თუმცა,ისევ მოტრიალდა, ბოლო სიტყვის სათქმელად.. მერე,სანამ მშვიდად ჩაძინებულს ისევ კოშმარული სიზნარი გამაღვიძებდა, მთელი ეს დრო მის ბოლო სიტყვებზე ვფიქრობდი. რამდენად ღრმა ადამიანი იყო ჯაბა შალიკიანი?! ამაზე პასუხს ალბათ ოდესმე იმ ლეგენდებში ვიპივიდი,მასზე ისევ რომ დადიოდა. -რვა წლის წინ, ანდრომ რომ დედა დაკრძალა,მაგ წამიდან ირგვლივ ისეთი საფარი შემოიშენა ,დიდი ხანი აუღებელი ციხესიმაგრე მეგონა.. ვერასდროს წარმოვიდგენდი,თუ ოდესმე ვიხილავდი ყიფოს კედელის მიღმა.. იმ წამიდან,რაც მის ცხოვრებაში შენ გამოჩნდი, ამ საფარს თითო აგური აკლდება და,სულ ცოტაღაა დარჩენილი,რომ დაინგრეს.. ამწამს,სულ რომ არ გეთხოვა ლილი, მე არ მივცემდი საკუთარ თავს უფლებას, ანდრო ისევ იმ ბურუსში გამეხვია.. ცხოვრებამ შენ ჯერ არ მოგცა იმის საშუალება,მთლიანად დაინახო რა ადამიანია ანდრო ყიფიანი.. როცა ამას შეხედავ, მხოლოდ მაშინ მიხვდები,ამწამს რას ვგულისხმობ.. ანდრო ცხოვრებისთვისაა გაჩენილი. უბრალოდ,ჯერ არ მიეცა საშუალება, ფრთები მთელ სიგრძეზე გაეშალა.. წარმოიდგინე,მოკეცილი ფრთებითაც კი იმდენად საშიში იყო მისი არსებობა მალხაზისთვის,გაქრობას უპირებდა და, რა იქნება მაშინ,როცა საბოლოოდ გაშლის?! დამიჯერე, მეც შენთან ერთად მინდა ვნახო ცაში თავისუფლად აფრენილი ანდრო ყიფიანი.. და როცა ეს მოხდება, ზუსტად იმწამს ჩავთვლი,რომ დანაპირები შეგისრულე! ___ კარგად ნაცნობ, ჯოჯოხეთურად მოძულებულ გზაგასაყარზე ვდგავარ, ისევ ისე, გაჯაჭვული და, უღრანი ტყის შემოსასვლელიდან წამოსულ ბურუსს თვალს ვერ ვაცილებ. მეზიზღება, უღმერთოდ მძულს ეს ზმანებები და მასთან მჭიდროდ გადაჯაჭვული რეალობა.. უკვე აღარც ვცდილობ გავიქცე, ბედთან შეგუებული ასფალტზე ვჯდები და, ციდან წვეთებად წამოსულ წვიმას სახეს ვუშვერ.. სიცივეა.. კანში აღწევს წარმოუდგენელი სუსხი,მაგრამ,ისხარის დამკაწრავი ცრემლები მაინც მსიამოვნებს.. მწარე წვეთები კანს მისერავს და,ძირს ეცემა თითო მეწამულისფერი სფერო.. -ლილი..-ქარს ჩუმად მონაბერი ხმა მოაქვს და, უშედეგოდ ვიხედები ირგვლივ.. არსაით სხეული.. ხმა კი უფრო ახლოდან მესმოდა.. მონოტონური, მშვიდი,მაგრამ,მაინც , ირონიით სავსე ბგერები აღარ ჩერდებოდა და დაუღალავად მიხმობდა. წამოვიჭერი ფეხზე.. ნაბიჯი გადავდგი,თუმცა,ისევ დაბმული ვიყავი.. თავზე კონტროლს ვკარგავდი.. ეს ხმა,მალხაზ ყიფიანს ეკუთვნოდა და ჭირივით მეზარებოდა.. -რა! რა! რა?!-მთელი ხმით ვყვირი და ირგვლივ ვტრიალებ.. კანზე ისეთ ზიზღს ვგრძნობ, გულის რევის შეგრძნება მეუფლება.. -ლილი!-ტყისკენ შეტრიალებულს უჯვე ყურთან მესმის მისი ხმა და მსწრაფლ ვბრუნდები, იმედით,რომ ჩემივე ხელებით გამოვღადრიდი ყელს, მაგრან, დაზაფრული უკან ვხტები დანახულით თავზარდაცემული და, ყელიდან წამოსულ გლოვით ცას ვაპობ.. -სანი!-ვღრიალებ განწირული, მისკენ მთელი ძალით გავრბივარ და,ჯაჭვი ინერციით უკან მახეთქებს ისევ,ასფალტზე.. ვგრძნობ გამჭოლ ტკივილს თავის ქალაზე.. რუხი ზედაპირი სისხლით იღებება და, ბოლომდე მიჩერებს გონებაში კადრს.. შუა გზადკეცილზე, იოს საფლავია გათხრილი, ციდან დაშვებულ წნულ თოკზე სანის სხეულია უსულოდ ჩამოკიდებული და, ჰაერის მიმართულებით ქანაობს.. გულწასული, მკვდარ სანისთან ერთად, მეც სულის ბოლო ამოსუნთქვით ვასრულებ არსებობას და, შავ ბურუსს ვუერთდები, საბოლოოდ, დიდი ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებული ბოლი ჰაერში იჭრება და თან სამი სული მიაქვს. -იო!-ვყვირი გამწარებული და უკვე ვხვდები,რომ რეალობას მოვბრუნებოდი, რადგან, იქ,უკვე მოვკვდი.. ჩამობნელებულ პალატაში ლოგინზე გულგამსკდარი წამოვჯექი და, გაღვითქულ სახეზე მოვისვი ხელები.. ვერ ვიჯერებდი.. ვერ ვსუნთქავდი.. ვერ ვირყეოდი.. გაშეშებული სულს ძლივს ვიბრუნებდი და, ნიაღვარად წამოსულ მწარე ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.. არავინ შემოსულა ხმაურზე.. შუა ღამის ისეთი გასაყარი იყო გამთენიისხანს, მთელ საავადმყოფოს ეძინა და,მეც ფრთხილად წამოვდექი. ვერცერთი წამით ვერ გავჩერდებოდი ლოგინზე მიჯაჭვული,როცა მორფეოსი რაღაცას მანიშნებდა და ეს იმდენად საშინელი იყო,რომ ლომის ძალა ჩამისხა ძარღვებში.. ჩემი ძილის განმავლობაში ექთანს უკვე გავეთავისუფლებინე კარდიომილებისგან,მაგრამ,კათეტერზე ჯერკიდევ იყო დაერთებული წვეთოვანი.. უგრძნობად ვიგლეჯ მილს.. წამოსული სისხლის შესაჩერებლად ვხრი ხელს და, ფრთხილი ნაბიჯით მივუყვები დერეფანს. ერთ სიკვდილს ვათავებ,სანამ სანის პალატამდე მივაღწევდე.. გული საერთოდ აღარ მიცემდა და, სუნთქვაც გამიჩერდა,კარი რომ ჩამოვწიე. სული ხელებში ჩამომეცრა, ცოცხლად დამწვეს მეგონა, იმდენად აუტანლად ამეწვა კანი, ოთახი რომ ცარიელი დამხვდა.. ვერცერთი ნაბიჯი ვერ გადავდგი.. ვიდექი გაოგნებული, შეშინწბული, დაზაფრული და სიკვდილს დანატრებული.. -სანი..-ჩუმად გავძახი ბოლო იმედით, მაგრამ, შემოცრეცილი ღამის მკრთალ შუქზე განათებულ ოთახში არცერთი სულიერის ჭაჭანება არ იყო, გარდა ჩემი ნახევრად მკვდარი სხეულისა.. -სანი.-ღმერთს ვედრებით ვაბყრობ თეთრ კედელზე მზერას,თუმცა,როგორც ყოველთვის, არცერთ პალატაში არ იყო რწმენა.. ვკვდები. ღმერთო, გულზე ისეთ გამჭოლ ტკივილს ვგრძნობ, მწარედ ვიკიდებ ხელს და, თუ აქამდე უნაბიჯოდ გამოვიარე, ამწამს ისეთი ძალით გავრბივარ შემოსასვლელისკენ, ვერაფერს ვამჩნევ,გარდა სიზმრიდან გამოყოლილ ბოლო კადრს.. -მაპატიეთ.-ინერციით მოწყვეტით ვასკდები შემოსულ სხეულს და ინსტიქტურად ვებოდიშები,რადგან,ვერც კი ვხედავ სახეზე,ნამდვილად ადამიანია თუ განკაცებული ეშმაკი.. გავრბივარ.. ყელში სუნთქვა მელევა, მაგრამ, ვერ ვჩერდები სულის მოსათქვამად.. საჭეს გაფითრებული ვუჯდები და თითქოს წამზომი ჩართულიყო, აღელვებისგან დამსკდარი ხელებით ძლიერად ვეჭიდები წამზომს.. ათი.. მეამინე გონგს შემოჯდომოდა და გამაყრუებლად სცემდა ხის ლომს ფოლადის ზედაპირს.. ცხრა.. ღმერთს სახეზე აბრეშუმის შალი ჩმოეფარებინა და თითქოს ვერ ამჩნევდა რეალობას, საერთოდ მოწტყვეტილიყო მისივე შექმნილს.. რვა.. დეკემბრის უჩვეულო განთიადს პირველად ეგებება მზე ასე გამეტებით და თვები მეწვის ერთიანი შუქისგან, გული მერევა.. შვიდი.. სასაფლაოსკენ გაჭრილ ბოლო აღმართზე გაზის პედალს ბოლომდე ვაწვები და, ასე მგონია,ფეხით უფრო მალე ავივლიდი,იმდენად იწელება დრო.. ექვსი.. არც კი ვაქრობ,დაუდევრად პირველივე ვაკეზე ვაჩერებ და, ყელშიმფეთქავი გულით, ფეხით მივუყვები მკვდართა საუფლოს.. ხუთი. კანი მეწვის,ისე მინდა გავირბინო დაქსელილი ნავსაყუდლები,მაგრამ,გულზე ფეხის დასაბჯინებლად ვერავინ მემეტება,ისედაც ვინ იცის,როგორ ამძიმებდათ აყალო მიწა.. ოთხი.. ფეხი უსულგულოდ მიცურდება წინა დღის ნაწვიმარზე და თავს ვერ ვიკავებ, ინერციით ვენარცხები შინდისფერ მარმარილოს ზედაპირს და,თავს ვარტყამ.. გამოუთქმელი გოდებით ავყურებ მოთეთრებულ ცას.. ხელს თმებში ვიცურებ და, ყბებაკანკალებული დავცქერი წამის შემდეგ, შეღებილ ხელებს.. კანი მიწისფერია.. არა სისხლის.. სამი.. გაჭირვებით წამომდგარი ცრემლებმომდინარი ვეღარ გავრბოდი ძველი შემართებით, ისე მტკიოდა თავი და, გადაყვლეფილი ხელი.. -ღმერთო,აქ მაინც მომისმინე.. -ხმაჩახლეჩილი ვღრიალებ,მაგრამ, საპასუხოდ მხოლოდ მჭახე ხმა ისმის.. ორი.. ვიღაცამ,სადღაც,ძალიან ახლოს და თან,უკიდურესად შორს მიჯრით გაისროლა ექვსჯერ.. ერთი! იოს საფლავის თეთრ ქვასთან, სანის უსულო სხეული ჩამხობილიყო.. უჰორიზონტო ტკივილისგან გაჟღენთილ სხეულს, ხუთი ტყვია მიწისთვის დაუხლია, გამწარებულს კი, მეექვსე , გულზე.. სადღაც იქ, ჰაერში და არა უფალთან ახლოს, იომ როგორც იქნა მოისვენა და გულში ჩაიკრა მისი სანი.. მე კი, მთლიანად მკვდარს, შემატოვა ქვეყანაზე, ცოდვად დარჩენილი ანდრო ყიფიანი.. ___ -ანდრო ვეღარასდროს აფრინდება ჯაბა ჰაერში,არა?!-მთლიანად ძაძებში გახვეული, მხრებში გადაშლილ შალიკიანს ვუდგავარ გვერდით.. თავზე შემოხვეული აბრეშუმის თავშალი მთლიანად სველი მაქვს, ისე,როგორც გულის კიდე და, მთლიანად სული.. მხოლოდ ახლა შემოასვენეს სასახლეში ჩაწვენილი სანი.. ანდროს გაქვავებულ სახეზე არაფერი ეწერა, საერთოდ არაფერი.. მისი ცარიელი თვალები ოთახს თვალს ავლებდა დროდადრო და, თითქოს სხვისი ჭირი ყოფილიყო, ცივად იგერიებდა სამძიმრებს. აგონიაში მყოფს,საერთოდ არ მახსოვდა სასაფლაოზე გატარებული ბოლო საათები.. გონს რომ მოვედი, მთლიანად შავებში ვიყავი და, ჯაბა მიმაგრებდა მხარს.. ბუნდოვნად გამკრავდა ხოლმე გონებაში ანდროს დაღარული სახე. მისი საერთოდ უთქმელი,გაუსაძლისი ტკივილისგან მოკუმული პირი და, მოხრილი მხრები.. არც ის მახსოვს ჯეროვნად, როგორ დავურეკე გიგის.. როგორ დავცქეროდი სულგალეულ სანის და მთელი ძალით ვაჭერდი სისხლმჩქეფარე გულს ხელს,იმედით,რომ შევაჩერებდი.. გონების ერთ ნაწილს ახსოვს,როგორ მაგლიჯავს მის სხეულს ცოცხალმკვდარი ანდრო.. როგორ თხოვს გიგის,აქედან წამიყვანოს და, მომხედოს, რადგან, ერთადერთი, რასაც განუწყვეტლივ ვაკეთებდი, მთელი ხმით ხავილი იყო, რადგან ყვირილი აღარ შემეძლო.. მახსოვს იდა, დუშის ქვეშ რომ მაყენებდა და, მიმხმარ ტალახს მბანდა სახიდან ატირებული.. მახსოვს როგორ ჩამაცვა,როგორ მოვიდღლიზე კაბიდან ყველაფერი და, ის ძაძა შემოვიხვიე, იოს დასაფლავებაზე რომ მეცვა, რადგან, ზუატად იგივე იყო ამწამსაც ტკივილის დონე.. მერე მოვედით, ზუსტად იმ ოთახში შევდივარ,სადაც ერთადერთხელ ვარ ნამყოფი და, მაშინაც, სანის მძიმე მდგომარეობამ გაგვაცალა სული სხეულიდან.. ძალაგამოლეულს ჯაბა მიდგება გვერდით და, ყველაზე მტკივნეულ კითხვას ვუსმევ.. ვერ მეპასუხება.. მეც ზუსტად ვიცი,რა არის განაჩენი.. არც მჭირდება სხვისი ფიცი.. მის მხარდამხარ, ანდრო ყიფიანის საფარს მოფარებული ვატარებ მთელ გასალწვ წუთებს.. ვგრძნობდი, იმ კედლის მიმართ,ასე ოსტატურად რომ აღემართა, კანგაცლილი ცეცხლწაკიდებული სული იდგა, დამაშვრალი.. ხელი,რომელიც მოუშორებლად ჩამჭიდებოდა, არცერთი წამით მთმობდა და, ეს ჯაჭვი მეც მჭირდებოდა, სასუნთქად.. ვინ იცის,რა შკალის ტკივილისგან ეხლიჩებოდა ანდროს გული.. ხელს რომ მომიჭერდა ხოლმე დროდადრო, იმწამებში ვგრძნობდი,როფორ ცდილობდა არ ჩამომსხვრეულიყო და, არ დაშლილიყო ნაწილებად.. კანი ეგლიჯებოდა მეგონა ხელებიდან,ისე მოემუშტა ხელი და, დროდადრო რომ კანზე იკბენდა ხოლმე, ვიცოდი, თავის შეკავებას ცდილობდა, გააფთრებულს არ შემოელეწა ირგვლივ ყველა კედელი.. -ცოტაც,ანდრი..-გავამხნევებდი ხოლმე, მაგრამ, არ ილეოდა ხალხის ნაკადი ოთახში.. ერთმანეთზე უფრო მეტი ძალის, ავტორიტეტის, ენერგეტიკის მამაკაცები უწყვეტად მოდიოდნენ და ანდროსგან მხოლოდ ერთ მზერას ითხოვდნენ და ელოდნენ, გაფაციცებული, ის გაეჩინათ,რასაც ითხოვდა ,მაგრამ, მე ვიცი, ერთადერთი,რაც ამწამს ყიფიანს უნდოდა, ეს სანის სიცოცზლე იყო. ამას კი,მამაზეციერიც ვერ დააბრუნებდა.. არათუ, დროის უკან დახევა და წლებით წინ წასვლა.. ამწამს,როცა ტკივილისგან ვენები მეხსნებოდა, დარწმუნებით შემეძლო თქმა,როგორ იმალებოდა მომხდარიაგან თავზარდაცემული მალხაზი თხრილში და, იმწამს ელოდა, ავილი როდის მიაკითხავდა ცხელი ტყვიით. მე ხომ ვიცოდი და წყაროს წყალივით წმინდა იყო, ანდროს შეეძლო უკანდახევა, ჩემთვის, მისთვის, სანისთვის, მაგრამ, ახლა, როცა ძმა აღარ ჰყავდა, საკუთარი კანით და ჩაჭიდებული ხელით ვგრძნო დი, როგორ ითვლიდა მოვალეობების ბოლო წუთებს, რომ უკან დასახევი ყველა ხიდი დაეწვა.. ჯაბამ მხოლოდ ერთი წამით მოასწრო ეთქვა, როგორ მიატოვეს შუა ქუჩაში მალხაზი ჩემი ზარის პირველივე წამიდან და, გასაგები გახდა, რომ ვერც ვერაფერი დასრულდა,სანამ სანი დასრულდებოდა.. უკიდეგანო, წარმოუდგენელ ტკივილს თან უღმერთო შიში ემატებოდა და ეს იმდენად დიდი იყო ჩემში, ყველაფერს მიფარავდა.. ვერ ვბედავდი მეკითხა ანდროსთვის და, ცეცხლზე ნავთი დამესხა.. მის ისედაც ათასნაწილად გაჩეხილი სხეულიდან მომდინარე სისხლი გვფარავდა ყველას და, სიცოცხლის სურვილს გვიქრობდა.. მე აღარც ხვალინდელი დღის იმედი მქონდა.. ის სასოწარკვეთა,გულში რომ მიღვიოდა,ყველა ტკივილზე მეტი იყო და,ყველაზე საშიშიც.. საკუთარ თავს ვკარგავდი, ამდენი მოუშუშებელი ჭრილობის შემდეგ, ვეღარ ვცნობდი ვერაფერს.. რად მინდოდა სხვისი მითითება, ხომ საფარად ამოვდგომოდი ანდროს, ხომ არ ვშორდებოდი და ვერ მიცილებდა ისიც, მაგრამ, იოს საფლავზე, სწორედ სანის გულზე დავტოვე ჩემი ადამიანობა და ის ლილი,აქამდე რომ არსსბობდა.. -მგონი მორჩა..-შუაღამისას, კარი რომ გამოვკეტე, სიკვდილმისჯილით ავხედე სამ სხეულს.. ანდრო,ჯაბა და გგიგი თავჩახრილები დამდგარიყვნენ სანის სასვენებელთან და, ღმერთმა უწყის,რა ფიქრებისგან უსკდებოდათ გული.. მჯეროდა,ჯაბა დაუსრულებელ საქმესა და, გატეხილ სიტყვას დარდობდა,სანისთან ერთად.. გიგი ყიფიანის ტკივილს ისე განიცდიდა ერთიანად ჩამობერებულიყო.. ანდროს , დავიფიცებდი,უსამართლობისგან ძარღცები უსკდებოდა,მაგრამ, სისხლის გემოს გრძნობდა პირში, ისე უნდოდა,საკუთარი ხელებით ამოეგლიჯა მალხაზის გული, სარქველიდან.. საფარიდან გამოსული ანდრო საერთოდ აღარ ჰგავდა დღევანდელ,შემართულ,მოჭიმულ ყიფიანს.. მიუხედავად იმისა,რომ მხრები ბოლომდე გადაეშალა, გულზე იმსიმძიმე ჯავრი ეწვა, ფრთებს უკეცავდა.. მებრალებოდა, გული მისკდებოდა,ისე მეცოდებოდა ამ გაუსაძლისი ტკივილისთვის და მაინც,როგორ იკავებდა თავს,რომ არცერთი წამით არ გადამცდარა ჯებირებს.. ფრთხილად ვალაგებ ყვავილებს.. არ მინდა,მდუმარების ის საათი გავფანტო,ასე რომ ჩამოწოლილიყო და, გაადაწყვეტილებების მიღებაში ლომის წილს იღებდა.. ვერც კი ვხვდები, საათის შემდეგ, რა მზერას ცვლიან ერთმანეთში.. რა უთქმელ მითითებას იღებს შალიკიანი და, რა აიძულებს გიგის,ოთახი უმალ დატოვოს.. ვიბუზები გაურკვევლობისგან.. ჯაბას სრულიად ინერტულად მივყვები და, გასასვლელთან ვჩერდებით.. ორივე სასახლესთან ჩაჩოქილ ანდროს ვუყურებთ.. შალიკიანს წარმოუდგენლად უსევდიანდება მზერა.. პირველად ვხედავ მის თვალებში ხელშესახებ ტკივილს.. -ეს შენზეა დამოკიდებული,ლილი..-მიტოვებს და უკანმოუხედავად გადის. მე?! დაბნეული მის ნაბიჯებს ვუსმენ,სანამ სრულად გაიფანტება და მხოლოდ მერე ვხვდები, კარებს რომ ვხურავ,რას გულისხმობდა.. გამაკანკალა.. კანზე ერთიანად გადმომესხა ცივი წყალი და, ამეტირა.. “ანდრო ვეღარასდროს აფრინდება ჯაბა ჰაერში,არა?! ჩემუვე შეკითხვა მზაფრავს.. “ეს შემზეა დამოკიდებული,ლილი” გონება უწყვეტად მიმეორებს მის სიტყვებს, სანამ დაჩოქილ ანდროს არ ვუახლოვდები და, მასთან ერთად, მის საფარქვეშ, მუხლებზე არ ვვარდები.. მთელი დღის აგონიისგან ერთიანად მაწვება წარმოუდგენელი სევდა და, მაგრად ვეჭიდები მის აცახცახებულ ხელს.. რომ გავხედე, იქვე გავქვავდი, ყიფიანი თავჩახრილი, ღონემიხდილი, ფრთებდატეხილი ჩამჯდარიყო მის ძმასთან და, ისე ტიროდა, მისი ყოველი ცრემლი დანასავით მესობოდა გულზე.. -ღმერთო,როგორ ვწუხვარ ანდრი..-მკლავზე მთლიანად შემოვეხვიე და მეგონა მას შევეზარდე, ისე მიმიზიდა და, გამომაკრა მის გულზე.. ღმერთო, როგორ მენატრებოდა ეს გული.. ეს სარქველი და ეს საფარი.. ხელები მთელი ძალით შემოვაჭდე წელზე და მთლიანად შევისრუტე მისი ყველა ტკივილი, სახეზე ასე რომ ეღვრებოდა.. ყველა ცრემლით გაკვალული გზა სათითაოდ დავუკოცნე და, ის ძალა მივეცი,მას რომ საერთოდ აღარ ჰქონდა.. -ამის შემდეგ არსებობს ცხოვრება,ლილუ?!-ხმა არცერთი მისხალით არ უგავდა ანდროსას.. ამ სულ თითზეჩამოსათვლელი თვისა,პირველად ვხედავდი მას ისე განადგურებულს, რომ ირგვლივ ყველა კედელი შემოემსხვრია და, დაჩეხილი სული გამოეფინა.. დავმუნჯდი.. ვერცერთი სიტყვა ვერ ვთქვი.. მე ხომ ვიცოდი, ამწამს მისთვის სიცოცხლის გაგრძელებას მხოლოდ შურისძიების გემო რომ ჰქონდა.. მე ხომ საკუთარი თვალებით ვხედავდი, მაგრამ, ვერც იმას დავუშვებდი, სხვა ცხოვრების ალტერნატივა არ დაენახა.. -სანიმ ეს ცხოვრება,ამ ფურცელზე დაამთავრა ანდრი და დიდი წერტილი დასვა.. თუ გაგრძელება გინდა, მაშინ შენც უნდა ჩახურო ეს გვერდი,რამდენადაც არუნდა გიჭირდეს.. საკუთარ თავს უნდა მოერიო როგორმე.. უნდა დაიმორჩილო სისხლის ყივილი და, ნათელ ბილიკს წაყვე , თორემ, იოს და სანის სულს გეფიცები ანდრი, ეს ტყვიების უგზოუკვლო ფრენა მანამ არ დასრულდება, სანამ ჩვენც არ დავმთავრდებით და მერე, მერე ჩათვალე, სანის თვითმკვლელობა სულ ტყუილი ყოფილა, რადგან,იმ მიზანს ვერ მოარტყამს, რისთვისაც გაისროლა.. იმას ვერ დაამთავრებს, რასაც შეეწირა.. -ხმა მთლიანად მემსხვრევა და, თითო ბგერა ოთახში მძიმედ ეკიდება.. მე არ ვიცი როგორ იგებს ანდრო სიტყვებს.. მე არ ვიცი როგორ ესმის.. მის მკლავებში იქამდე ვარ გახვეული, სანამ ბოლო ბუმბულიც არ უმრთელდება და, ნელა შლის მის გატეხილ ფრთებს.. რომ გამოვფხიზლდი, დილა იწყებდა შემოსვლას.. ანდროს მთელი ძალით შემოეხვია ჩემთვის თბილი მკლავები და,მზერა სანის სასახლისთვის შეეყინა.. თვალები ჩასისხლიანებოდა.. მუქი მერქნისფერი ირისებს ქვემოთ ბალიშები გაწოლოდა და, ტკივილისგან,ერთ ღამეში მომატებოდა ათეული წელი.. ფრთხილად ვეფერები თვალებთან ჩაღრმავებულ ნაოჭზე.. ვერ ვიაზრებ,ისე ვკოცნი ყავისფერ ირისებზე და, კისერზე ვხვევ აკანკალებულ ხელებს.. საუკუნე გადის,სანამ მის სითბოს ველევი და, ისევ მის თვალებს ვუბრუნდები.. არასდროს ყოფილა ეს რფოლები ამდენად ღია, ამდენად თაფლისფერი.. ტელეფონში მხოლოდ ერთ სიტყვას ეუბნება,ჯაბა შალიკიანს და ამით ხურავს სანის დასმულ წერტილიან წიგნს.. -გაუშვი!-ალბათ მთელ სიცოცხლედ უჯდება ანდრო ყიფიანს ტელეფონის გათიშვა.. ვინ იცის,როგორ რსიკვდილება,როფორ ეგლიჯება კანი სიმწრისგან, მაგრამ,არცერთი წამით აღარ გადადის მის სიტყვას.. ისე ვკრძალავთ იოს გვერდით სანის, ჩემი საკუთარი თვალებით ვხედავდი ზუსტად იმას, რაც აშინებდა მალხაზს და, რამაც გადააწყვეტინა მთელი ამ ჯოჯოხეთის მოწყობა,დედამიწაზე.. ანდრო მთავარსარდლად ჩასდგომოდა უზარმაზარ არმიას,წინ! მთელი სადავეები ხელებში მოექცია და, ტოლად და სწორად, როგორც კაცი კაცს, გვერდით ამოეყენებინა ყველა.. ერთ მწკრივად, მაგრამ,მაინც,ერთი ნაბიჯით წინ.. ბელადივით ფრთებგადაშლილმა მიაყარა მიწა თუ სისხლით არა,სულით და გულით მისიან ძმას და, ვაჟკაცურად, მაგრამ მაინც, გაყინული სახით დაიტირა ბოლომდე.. ბოლო მოზიარემდე.. რომ მოვიხედე, დღის ბოლოს მხოლოდ ხუთნი ვიყავით ახალნაყარ მიწასთან, თავჩახფილები.. მე,ჯაბა,გიგი,იდა და,ანდრო ყიფიანი.. მათი თანდასწრებით, ჩემი ძმის საფლავზე, ანდრომ იოს ის სამაჯური რომ მომცა,მალხაზს რომ ეკეთა მისი დასაფლავების დღეს, გული მეწურება და, ცხლად მომდის დანაკარგისგან გამოწვეული ტკივილი.. დიდხანს აზანზარებს ცას ჩემი დაურიდებელი ზარი და, გლოვის ხმა.. ერთიანად ხლიჩავს ორად დაუამებელი ტკივილი და, დეკემბრის ცივი, ყინულივით ცივი წვიმა იწყება.. ფრთხილად მაყენებს საფლავებიდან ანდრო ყიფიანი.. ხელებში მსუბუქად მიქცევს და, მანქანაში მსვამს.. სასაფლაოებიდან რომ გამოვდივართ, დახშული გონება მხოლოდ ახლა აღიქვამს ირგვლივ გადაშლილ ხედს და ვშეშდები.. ჩემი სიზმრების დაჩვეული გზაგასაყარი იოს საფლავის პირდაპირ გადიოდა. გზის გადაღმა, მეჩხერი ტყიდან, აღარ გამოდიოდა შავი ბურუსი.. გაუაზრებლად ვაჩერებინებ.. გადავდივარ, იქ,სადაც ჯაჭვებით ვიყავი ხოლმე დაბმული, ვდგები და, მას ვიხმობ.. ანდროს.. ჩემს ყიფიანს.. ცამდე გაოცებულსა და, თან,უკიდეგანო ჯავრით სავსეს.. გაპირისპირებულს სველ თმაში თითებს ვუსრიალებ და, ისე ვუვარცხნი უკან,უღმერთოდ რომ უხდებოდა… იყო განუზომელი ტკივილის შემდეგ სიცოცხლე?! ამის პასუხი მის თვალებში იყო.. უღმერთოდ რომ გაღიავებოდა და, ის სხივი გაპარვოდა მასში, აქამდე რომ არასდროს მიხილავს.. -ანდრი..-გული მისკდება გამოუთქმელობისგან, მინდა ვიყვირო და, რაღაცით მაინც დავანახო, რომ მისი არჩევნით მე გამაბედნიერა. მიუხედავად უზარმაზარი ტანჯვისა, ცხოვრების გაგრძელების საბაბი მონცა და, იმ ათტომეულის გადაშლაში დამეხმარა, რომლის წერასაც ზუსტად ამ წამიდან დავიწყებდი.. ხომ პირველი წამიდან მისთვის ვიბრძოდი, ხომ ყველას იმედი ჰქონდა, რომ მე გავაშლევინებდი ანდროს ფრთებს, მაგრამ, აქაც მწარედ ხითხითებდა მეამინე.. ერთადერთი, ვისთვისაც იბრძოდა მთელი მარადისობა ღმერთი, მე ვიყავი და, ამწანს, ისე ვშლიდი ფრთებს, ალბათ,ჰაერში ირაოსაც კი შემოვკრავდი, რომარა ანდროს სიტყვები.. მეღიმება. გაფლეთილ გულს მალამოდ ედება ყიფიანის მზერა და თითო ბგერა.. სადღაც, სანი და იო ალბათ ერთად მსხდარიყვნენ და ხარობდნენ,რადგან,ჩვენ ვიწყებდით აქ იმას,რაც მათ ვერ მოასწრეს. მალხაზის ეშმაკზე მიყიდული სული ვერასდროს გამოყოფდა სანგრიდან თავს, მიუხედავად იმისა,რომ ანდრომ გაუშვა. ამაში ისე ვიყავი დარწმუნებული,როგორც საკუთარ თავში, რადგან, ქუდზე კაცი არ იყო,ვინც ამ ტრაგედიისთვის არ მოსთხოვდა პასუხს საბოლოოდ,თუ ისევ მოინდომებდა რამეს.. -ლილუ!-უცაბედად მოფრენილ,შეუსაბამო ფიქრებს ისევ ანდრო მწყვეტს.. პასუხს მომლოდინე თვალები გაღიავებულიყო.. ამ გზადკეცილს არ ახსოვს მისი ამაზე მეტად ბედნიერი და თან, ტკივილინი სახე.. -მეც მიყვარხარ,ანდრი.. გადამწყვეტ წამს, თავდაჯერებით მცდება ბოლო სიტყვები.. ანდრო ჭოჭმანობს, ვხედავ, მაგრამ, მეღიმება, ცამდე მეშლება ზურგსუკან ფრთები.. მის საფარქვეშ მხვევს ანდროც,დაცულად.. წვიმისგან სველ,მაგრამ,თბილ ხელისგულებს ღაწვწბზე მხვევს და, მანამ დამცქერის თვალებში,სანამ დასტურს არ იღევს.. -დავიმსახურე მეორე ამბორი,ლილუ?!-თვალებში პატარა,მაგრამ,კაშკაშა ვარსკვლავი უბრწყინდება.. საპასუხოდ მხოლოდ ფეხის წვერებზე ვიწევი და, იმ ბაგებს ვეგებები, ასე რომ მომნატრებოდა.. ახალი სამყაროს შემცნობ,ახალ გრძნობებს კარს ფართოდ ვუღებ და, ანდროსთან ერთად ვიწყებ სხვა სამყაროში საფარის შენებას, სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.. ___ დასასრული.. - პირველივე წამს,როცა ისტორიის პირველი სიტყვა დავწერე, ყველაფერი გაწერილი, ნაფიქრი და,გამჯდარი მქობდა.. ვერ ვიფუქრებდი მაშინ,დაწყებისას,ახლა,თვალებდასიებული,ნამტირალწბი და, გულგაჩერებუკი,მაგრამ,მაინციმედით თუ დავრჩებოდი და დაველოდებოდი თქვენს შეფასებებს.. ანდრო ყიფიანი.. ადამიანი,რომელმაც ყველა ეგოისტურ ფიქრებს აჯობა და, იმ გზას დაადგა,მხოლოდ ლილისთან რომ მიიყვანდა და, ლილი,ფარატინა,სიფრიფანა,მაგრამ, იმდენად ძლიერი,რომ ფრთები შეასხა და, ჰაერში თავიაუფლად ფრენის საშუალება მიაცა ანდროს,მაშინ,როცა თავადაც გაორებული რწმებისგან იტანჯებოდა.. მიყვარს ჯაბაც,გიგიც,იდაც ,იო და სანი და, ჭირივით მეზარება ნალხაზი, სადავეების მოშვება იმდონეზე რომ ვერ აიტანა,რომ ათამდე კაცია ცხოვრება დაანგრია.. ვერაფერს ვამბოვ… მადლობა,რომ პურველი თავიდან დღემდე,ჩემთან ერთად ათენებდით და, განიცდიდით ყველა დეტალს.. მე დავიცალე,თან ისე,რომ მიმყვება იოს და სანის ჯავრი.. მიყვარხართ! თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.