შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გემის ნაპირები!( თავი მეორე)


20-02-2024, 22:23
ავტორი TuToo
ნანახია 941

-ირინა ჟღენტი, სასიამოვნოა.-გაუღიმა თავადაც.
იმ ღამეს ნიკამ უთხრა დარჩენილიყო აქ რამდენი ხანიც მოუნდებოდა, ყველაფერი გექნება და ვერც ვერავინ მოგაგნებსო. იმ დღის მერე აკითხავდა ქალს, ორივემ კარგად გაიცნო ერთმანეთი. ერთ დღესაც ვისკის სვავდნენ, ისევ ისე ისხდნენ როცა პირველ ღამეს, შემთვრალი ირინა ისე მოუნდა კაცს, დაუფიქრებლად ეძგერა ტუჩებზე და სამუდამოდ დაისაკუთრა, ზუკას გარდა ვერ გამოუტყდა ვერავის, თითქოს არ ელოდა რომ გაუგებდნენ მასზე 5წლით უფროსი ქალის სიყვარულს.
ადვოკატთან საუბრის მერე, ნიკა პირდაპირ ისევ ირინასთან წავიდა.
-ნიკუშა-შეეგება ქალი, კარში შემოსულს და ტუჩებზე ეამბორა.
-ჩაიცვი ჩემი მეგობრების გასაცნობად მივდივართ!

მანქანაში ისხდნენ ქალი აშკარად ღელავდა. ნიკასაც არ გამორჩენია ეს ყოველივე.
-დამშვიდდი, ადამიანები არიან ჩემი მეგობრები, აფთრები კი არა!- გაუცინა გულიანად და მისი ხელი ხელში მოიქცია.
უეცრად რო საშინელი დაჯახების ხმა გაისმა და ირგვლივ ყველაფერი დაბნელდა, ბოლოს რაც გაიგო ირინას საშინელი ყვირის ხმა იყო.
-არ დამტოვო ნიკოლო!- ამის მერე არაფერი ახსოვს, მხოლოდ სიბნელე და სიცივე.

("საავადმყოფოში")
-გამარჯობა!-ზუკა შევარდა საავადმყოფოს კარებში თუ არა მაშინვე ოპერატორთან მივარდა და მას რამდენიმე ადამიანი შემოყვა უკან, მიმღებში იკითხეს ლიქოკელის მდგომარეობა და საოპერაციოსკენ დაიძრნენ.
-ირინა!- ზუკა იცნობდა უკვე ქალს, მივარდა და ეგრევე მოეხვია. ქალიც დაზიანებულიყო, თავზე ედო ნაკერი და ხელებზეც რამდენიმე, თუნცა საშიში არაფერი რადგან დერეფანში იცდიდა საოპერაციოსთან.
-ზუკა... ის.. მითხარი... მითხარი რომ იცოცხლებს- ტიროდა ქალი, საშინლად ტიროდა.- მაკა ელენეს ეხვეოდა, ანა ჯეკოს, კატო კი ცრემლიანი თვალებით უმზერდა ირინას.
გაიქცა წყალი მოუტანა ქალს.
-დალიეთ რა?-შეევედრა კატო, ქალმაც მოსვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-ნუ გეშინია ირინა, ლომივით ბიჭი გვყავს.-ექიმი გამოვიდა საოპერაციოდან და მაშინვე მივარდა ირინა, ზუკამ ისევ სკამზე დასვა და კატოს ანიშნა მიხედეო.
-როგორ არის? -შიშნარევი ხმა ქონდა ზუკას.
-ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა საშიშროებაა ხერხემლის დაზიანების, ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით!, ჯამრთელობას გისრუვებთ!-თავში ხელები შემოიცხო ზუკამ და სინამული თვალებით შეაცქერდა ირინას.
-ირინა რა გახსოვს მითხარი-ვედრებას გავდა მისი მათქვამი.
-იგორი!-ზუკამ იცოდა ისტორია და მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე.
-ამდენი ხნის მერე?- გაუტყდა ხმა.
-გამწარდებოდა ალაბთ რომ გაიგებდა, სხვა მყავს.-ტირიდა ისევ.
-ნუ გეშინია, ვერავინ მოგეკარება და ნიკაც იცოცხლებს.- მოეხვია ისევ.
-მე ვუქმნი საფრთხეს იქნებ?..-ათრთოლებული ხელი მიიდო ტუჩებზე.
-ახლა თუ მიატოვებ არასდროს გაპატიებს, შენც ხომ იცი ეს?-თავი დაუქნია ქალმა. ამჯერად კატომ მიიხუტა , ზუკა კი გაეცალა და ზარი განახორციელა.
ჯეკოც მას გაყვა.
-მინისტრს დაურეკე?- კითხა მეგობარს ჯეკომ
-ჰო, დაგვიცავს ყველას, გოგოებს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ! ვერცეთს!- ამოიხრიალა და უკან დაბრუნდნენ.
-დღეს დანიელი და ავგუსტი ჩამოდიოდა, ვიცი ამის დრო არარის მაგრამ იქნებ ვინმე წამომყვეთ დასახვედრად რა.- შეახსენა მაკამ ბავშვებს.
-მე და შენ წავიიდეთ დე, ზუკა შემეხმიანე თუ რამე სიახლე იქნება-ძმას დაუბარა და მაკა წაიყვანა.
დანიელი და აგუსტი სახლში დატოვა მაკასთან ერთად და უკან დაბრუნდა კლინიკაში.
მაკა ისედაც ეტყოდა ყველაფერს მის ოჯახს.
-ელე წაიყვანე ირინა, წადით თქვენც ყველანი, ჩემთან დარჩით, ერთად ვიყოთ, მე დავრჩები გავარკვევ ყველაფერს და მოვალ.-დას დაარიგა ზუკამ
-არა!, მეც დავრჩები!-შეეწინააღმდა ირინა, თუმცა კატომ დაიყოლია და გააყოლა ირინა ბავშვებს.
-ხომ არ დავრჩე საყვარელო?- მიანათა თავლები, მომავალ ქმარს.
-მოდი რა ჩამეხუტე-ხელები ბავშვივით გაუწოდა და მოეხვია კატოს.
-დავრჩები მე და ერთად წავიდეთ-არ შეწინააღმდეგებია ზუკა. უნდა ახლა მისი სიახლოვე თავს ცუდად გრძნობდა.
-ლიქოკელის ნათესავები ხართ?- ექიმი მოუახლივდათ.
-დიახ, როგორ არის?- დაბნეული საუბრობდა ზუკა.
-ყველა საჭირო ანალიზი და პროცედურა გავიარეთ, საბედნიეროდ არც ხერხემალი და არც ხერხემლის ტვინი არ დაზიანებულა, თუმცა მაინც გაუჭირდება ფეხზე დადგომა პირველი თვები, მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ, წარსულში დარჩეს.
-მადლობა ექიმო,- ხელი ჩამოართვა ზუკამ
-შეგიძლიათ წახვიდეთ, ძლიერი გამაყუჩებელი მივეცით ტკივილების გამო, ხვალ დილამდე არ გამოფხიზლდება.- თავი დაუკრა ზუკამ ექიმს, საცოლეს ხელი გადახვია და სახლისკენ დაიძრნენ.
სამი დღე გავიდა ავარიის მერე ნიკა ჯერ კიდევ სუსტად იყო, ყოველდღე მიდიოდნენ სანახავად მეგობრები, ირინა ჯერ კიდევ იქ იყო ნიკასთან.
-ზუკააა!- სახლში იყო კარში ველურივით რომ შემოვარდა, სიფრიფანა ანგელოზი, უალამაზესი იყო თამთა.
-თამთა- მტირალა ჩაიკრა გულში
-როგორ არის ჩემი ძმა?-არც მოშორებია ისე ჰკითხა.
-დამშვიდდი, გადავრჩით. კარგად იქნება. გონსაც მივიდა და მშვენიერ ხასიათზეა, უბრალოდ ჯერ კიდევ დრო სჭირდება რომ მოძლიერდეს- ყველაფერი აუხსნა გოგოს.
-შენ რაგინდა აქ?- მიმართა ზუკას უკან მდგომ დანიელს თამთამ.
-ეს ჩემი სახლია, ნაწილობრივ!- დამტვრეული ქართულით უპასუხაა, რომელიც თამთამ შეაწავლა.
- კაი თქვენ მერე განგიხილავთ, წადით ეხლა დაწყვილდით და დაიძინეთ, ჩემი საცოლე ჩემთან დალშე, მიხედეთ თავებს- ხელი დასტაცა ელენეს გულზე მიისვა და მისი საძინებლისკენ დაიძრა.

რამდენიმე თვის წინ თამთა, სასწავლებლად წავიდა ამერიკის ერთერთ უძლიერეს უნივერსიტეტში. დილის ლექცების მერე უნივერსიტეტის კაფეტერიაში ჩავიდა ყავის დასალევად. ტელეფონზე ესემესი რომ შემოუვიდა სადაც ეწერა რომ ლაშა ლიქოკელი ავარიაში მოყვა, განადგურებული უცებ გავარდა კაფეტერიიდან და ვიღაცის მკვრივ სხეულს შეასკდა.
- ჯანდაბა წინ არ იყურები!- ყავით დასვრილი
და დამწვარი ღრიალებდა უცხო და სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი.
-მაპატიეთ ვერ დაგინახეთ...მე... მეჩქარება ბოდიში-უხებ მოიტოვა ბიჭი უკან და საჩქაროდ წავიდა საქმეების მოსაგვარებლად რომ სამშობლოში გაფრენილიყო.

დილით ყველაზე ადრე ელენეს გაეღვიძა, სამზარეულოში ჩავიდა ყავის მოსადუღებლად.
ერთი ყლუპი რომ მოსვა ,კარგზე გაისმა კაკუნი. შემოსასვლელისკენ დაიძრა, კარი გააღო, კარში მაღალი სხეული იდგა, მოტკეცილ მაისურში კარგად ჩანდა რომ დასვენების დღეები ვარჯიში უნდა დაეხარჯა.
-დიახ?...-დაბენული მიაშტერდა პირქუშ სახეში ელენე.
-გამარჯობა, დეტექტივი ლაშა გველესიანი, ზუკა თაბუკაშვილთან ვარ, მინისტრმა გამომგზავნა- საშინლად ხრინწიანი ხმა ქონდა კაცს, ელენეს ჟრუანტლმაც კი დაუარა წამით.
-დიახ, გამახსენდა მობრძანდით-კარი უფრო ფართოდ გახსნა, გვერდზე გაიწია და სტუმარი შემოატარა, მისაღებში შეიპატიჟა და დაელოდება სთხოვა.
თავად მისი ძმის ოთახისკენ დაიძრა, ზუკაც 5 წუთში უკვე ლაშას წინ იჯდა და ყველაფერს განიხილავდნენ.
-ქალბატონ ირინას უნდა გავესაუბრო, მას მეტი ინფორმაცია ექნება-ზუკამ ირინას დაურეკე, ირინა მალევე მოვიდა თაბუკაშვილების სახლში. ირინამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო, რაც იგორთან აკავშირებდა და ამღვრეული თვალები დახარა.
-ანუ ფული რომელიც მოიპარეთ სინამდვილეში თქვენ გეკუთვნოდათ? ხომ ასეა?-პატარა წიგნაკში თითქოს რაღაც ჩაინიშნაო. უკვე ყველა გამოფხიზლებულები ისხდნენ მისაღებში და ინტერესით უსმენდნენ ყველაფერს.
-დიახ, მამაჩემის ვალი ქონდა იგორს... მამამ რამდენჯერმე მოსთხოვა, ერთერთი შელაპარაკების მერე კი მამაჩემი...-უჭირდა კადრების გახსენება ჟღენტს.
-მოკლა, მერე მე გამიტაცა ძალადობა სცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა სასწრაფო საქმეზე გეძახიანო უთხრეს და მეც შემდეგისთვის გადამდო მაგრამ ,მერე მე 15 000 დოლარი ცხვირწინ ავაცალე და იქედან გამოვიქეცი, მეც არ ვიცი როგორ, ალაბათ გამიმართლა, მერე ნიკას მანქანას შევუვარდი ფეხებში- ნიკას გაგონებაზე თამთამ ყურადღება დაძაბა.
-მანქანის კარი დაუფიქრებლად გამიღო, ჩამოსვა,წამიყვანა, გულახდილად მიმიღო და დამიჯერა, მენდო ყველაფერი კარგად იყო მაგრამ...-უკვე სლუკუნებდა ქალი.
-შენი ბინძური საქმეების გამო ებრძოდა ჩემი ძმა სიკვდილს?- ზიზღი იყო თამათას თვალებში.
-მე... არ მეგონა მართლა...მე..-ბლუკუნებდა ქალო.
-როგორი უნამუსო ხარ, ასე უტეხად ზიხარ აქ და თავს იმართლებ შენ...
-თამთა!-გაფრთხილებასავით გაისმა ზუკას ხმა.
-გაიყვანეთ თამთა დამშვიდება სჭირდება!- ნებისმიერის გასაგონად თქვაზუკამ და ლაშას მიუბრუნდა.
-Let's go out on the air (ჰაერზე გავიდეთ მოდი)-დანიელმა ხელები მოხვია და ეზოში გაიყვანა. ცოტახანს აცადა გოგოს, ცოტა დამშვიდება რომ დაეტყო, გულახდილად უთხრა.
-You are falsely accusing Irina, you have seen how she feels, she clearly loves your brother.(ტყუილად ადანაშაულებ ირინას, ხომ ნახე როგორ განიცდის, აშკარად უყვარს შენი ძმა)-თვალებში ჩააშტერდა გოგოს.
-კაი რა დანიელ! ეს რანაირი სიყვარულია?- მინდორზე ჩამოჯდა, ბიჭიც გვერდზე მიუჯდა
-აი ასეთი თამთა!-გატეხილი ქართულით მიმართა და გაუღიმა ნაზად.

-ლაშა უბრალოდ მინდა რომ მშვიდად ვიყო, კოტე მოვიცილეთ, ახლა ამ ნაბი*ვარი იგორის გამო ვერ შევუქმნი გოგონებს საფრთხეს, ისევე როგროც ირინას!-თითქოს ძალით თქვა ირინა ბოლოსთვის რომ გოგო მიმხვდარიყო მას არავინ ადანაშაულებდა და მათ სამეგობროს უკვე მიეღო ისიც მათ წევრად და მათ ნაწილად.
რამდენიმე თვე სიმშვიდეში გავიდა, კატომ და ზუკამ გადაწყვიტეს რომ ქორწილი რესტორნის გახსნაზე გაემართათ, დეკემბრამდე კიდევ 3თვე იყო დარჩენილი, მზადებაც მშვენივრად მიმდინარეობდა, გოგონები კოლეჯში დადიოდნენ, თამთაც მათ შეუერთდა, ირინა და ნიკოლო დაჩაზე იყვენენ, დასვენება სჭირდებაო ექიმმა და სუფთა ჰაერიო, დანიელი ბიჭებს დაუმეგობრდა, მოკლედ ყველაფერი მშვიდად მიდიოდი.
თბილისის ოქტომბრის სიცივე შემოპარვოდა, შემოდგომას ჩვეული სიყვითლე ნარინჯისფერებში გადასვლოდა, წვიმისგან გაღღენთილი მიწის სურნელი გამეფებულიყო ქალაქში, ელენე კოლეჯიდან ადრე გამოვიდა რატომღაც ბოლო დროს ვერ ახერხებდა კონცენტრაცია, ლაშას ხრიწიანი ხმა ესმოდა ხოლმე და გონება თითქოს იძირებოდა. მხოლოდ ამ ხმაზე ფიქრობდა. კაცები მათთვის მხოლოდ უპასუხისმგებლობასთან ასოცირდებოდა, ზუკასაც მუდამ ემუდარებოდა მამასავით არ მოეგცე გთხოვ ქალებსო, როგორიც არუნდა იყოს ქალი, შენ შენი კაცობა იქონიეო, ნეტა როგორ შეიძლებოდა საყვარელი ქალი ვინმე სხვაში გაგეცვალა? ეს იყო ზუსტად ღალატი, ერთი ღამის გართობა და უერთიერთობა კი არა, როცა გიყვარს და უეცრად მიატოვებ მას, წახვალ შორს სხვასთან, სხვას ეტყვი იმ სიტყვებს რომელსაც ერთ დროს საყვარელ ქალს ეუბნებოდი, გულში ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო. ცრემლები უნებურად ჩამოუგორდა თვალებზე და ტუჩები დაუსველა, ლამაზი იყო ელენე, ბავშური და ნაზი იყო, ლოყები სულ უწითლდებოდა როცა სციოდა, ცხვირიც სულ აწითლებული ქონდა ხოლმე ზამთარში, ზაფხულში კი ლამაზი და კოხტა ცხვირი ოფლის წვეთებით ენამებოდა.
ბევრი ისეირნა თბილისის ქუჩებში ფიქრობდა საფიქრალზეც და უცებ მოწოლილი ფიქრებზეც, აქა იქ ლაშაც ახსენდებოდა მაგრამ რამდენჯერაც ასე მოხდა იმდენჯერ თავი გააქნია, თითქოს აბეზარ ფიქრებს ასე მოიშორებდა, სახლამდე ისე მივიდა ვერც კი გაიგო, უცბად ნაცნობი ხრინწიანი ხმა რომ შემოესმა.
-გამარჯობა ელენე!-ტონიც კი საქმიანი ქონდა გველესიანს.
-გამარჯობა, ამდენი დაცვა რა საჭიროა?- თვალი მოავლო სამ ადამიანს მის კართან რომ იდგა დინჯი გამომეტყველებით.
-ზუკას უნდა რომ მშვიდად იყოს.-შეუმჩნევლად გაუღიმა.
-და თქვენც გევალებათ ჩემს სახლთან დარაჯი?-ირონია გაურა ხმაში ელენემ, რატომღაც ძალიან მოუნდა კაცის გამოწვევა.
-ჩვენ არ ვდარაჯობთ, გიცავთ!-გამოუვიდა, კაცს აშკარად არ ესიამოვნა დარაჯის პოზიცია რომ მისცა ქალმა.
-კარგი, დაგტოვებთ-კარში შესლა რომ დააპირა მობრუნდა- მშვიდობიანი დარაჯი, ლაშა!-გაუცინა და კარში გაუჩინარდა.
კაცი გამაგრებული სხეულით დიდხანს უმზერდა იმ ადგილს სადაც ელენე იდგა რამდენიმე წამის წინ და თითქოს შეუმჩნევლად იღიმოდა მაგრამ, იქნებ თავად ეგონა რომ ვერავინ ამჩნევდა ამ ჩაღიმებას.
ელენემ თეთრი საღებავებით მოსვრილი ტოპი, ჯინსის ასევე საღებავებით მოთხვრილი კომბინიზონი და კეტები მოირგო ფეხზე და მის პატარა სახატავ ოთახში გაუჩინარდა, მოლბერტი მოსახერხებლად დადო, სუფთა თეთრი დაფა, საღებავები და ფუნჯი მოიმარჯვა და ფიქრებს მისცა საშულება ნახატი მოიქსოვათ, 2საათიზე მეტი გაატარა ოთახში, უეცრად რომ კარზე ატყდა ბრახუნი, უეცრად გამოერკვია.
-გამოვალ ეხლავე!- ნახატს დააჩერდა, პორტრეტი დაუხატავს, პირქუში სახით იხიდებოდა კაცი ნახატიდან, მწვანე თვალები იმდენად კამკამა იყო სულს წვდებოდა, წამიერად ტუჩების მოძრაობაც კი დაინახა ელენემ და ის საშინელი ხრინწიანი ხმა მოესმა შორიდან.
-ჯანდაბა ელენე!- ნახატს თეთრი საღებავებით დასვრილი ტილო გადააფარა და სამზარეულოში ჩავიდა, ცივი წყალი დალია.
-ელენე, მაკა წავიდა ტყუპები წაიყვანა ბებოს სოფელში, ჯეკო და ანაც მათ გაყვნენ, ჩვენებსაც ვნახავთო ბარემ, მე და კატოს გვინდა გავისეირნოთ წამოხვალ?- უცებ მიაყარა დას და ათვალიერა საღებავებში მოსვრილი.
-არა, წადით მეზარება, ხომ იცი..
-ვიცი, გირჩევნია მოლბერტის წინ იჯდე და ფუნჯები დირიჟორივით აქნიო-სიცილით დაასრულა დის წინადადება და შუბლზე აკოცა.
-მალე მოვალთ... ალაბთ!-თითქმის კარიდან გასულმა მოაძახა და კატოსთან ერთად დატოვა სახლი. ელენე ისევ მის სამხატვრო ოთახში გაუჩინარდა. ეს ნახატი სადმე უნდა დაემალა, რომ ვერავის ვერ ენახა და თავადაც დაევიწყებინა მისი არსებობა. რატომ არ ხევდა? ან არაგდებდა ნაგვის ურნაში? ვინ იცის, ელენეს ფიქრები ჩუმია, ისეთივე ჩუმი როგორც სამერე. დიდი ხანი გაატარა ამ ოთახში, ოთახში სადაც ყოველთვის იმ საშინელი ფიქრებისგან უნდოდა თავი დაეცვა რაც წარსულიდან მოსდევდა, მაშინ როცა 15წლის იყო, სკოლის ეზოდან რომ გამოვიდა დაახლოებით შუადღის 3საათი იქნებოდა, გაზაფხულის ცხელება დაწყებულიყო, არდადეგები ახლოვდებოდა, მაგრამ შეძლებდა კი ამ არდადეგების ისე გამოყენებას როგორც სხვები? გაეყვანა დრო წიგნების კითხვაში და მეგობრებთან გართობაში, წავიდოდა სოფელში ბებიასთან და ბაბუასთან და იქ ნახავდა ნაცნობ სახეებს? უცნაურია ხანდახან ერთმა დღე შეიძლება შენი მთელი ცხოვრების გზა შეცვალოს და სულ სხვა მიმართულება მისცეს. რატომღაც მარტო იყო იმ დღეს, კატო არ ახლდა თან, დამატებით გაკევთილებზე მინდა დავრჩეო და ელენემაც გადაწყვიტა სახლამდე გაესეირნა, უბნის შესასვლელთან რო მოკრა თვალი გაბუნიას და კიდევ რამდენიმე მის ძმაკაცს, ძალიან მოსწონდა ლევანი ელენეს, მასე უფროსი იყო, შარშან დაემთავრებინა სკოლა ბიჭს. გვერდი ჩაუარა ყურადღება არ მიუქცევია.
-გამარჯობა, თაბუკაშვილო!- უკან აედევნა გაბუნია.
-გამარჯობა ლევან!- უემოციოდ მიესალმა თავადაც მაგრამ სვლა არ შეუნელებია.
-სად გეჩქარება ეს? - ხელი მაჯაში ჩაავლო და გააჩერა.
-რაგინდა ლევან? - თვალებში მიაჩერდა ბიჭს.
-ასე აგრესიით პასუხობ ყველას ვინც ყურებამდე შეგიყვარდება?-ირონია გაუარა ხმაში. ისე გაბრაზდა პატარა ქალბატონი, სულ გაწითლდა სახეზე, ბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ხელი ჰაერში აღმართა და იმხელა შემოცხო ბიჭს, კიდევ უფრო ირონიული ღიმილი დაეტყო სახეზე.
კარზე ბრახუნმა გამოაფხიზლა ვიღაც ყვიროდა კარს მიღმა.
-ელენეე! ელენე გამიღე კარი! არ გესმის??- აშკარად შეშინებული იყო ზუკა.
კარისკენ დაიძრა და გამოხსნა.
-რა იყო, რა გაღიალებს?- შეუბღვირა ძმა.
-გოგო ნორმალური ხარ შენ საერთოდ!- შეუტია მანაც.
-ხომ იცი როცა ვხატავ არ ვარ ამ საყაროში არა?- გვერდი აუარა და კიბეები ჩაირბინა. სამზარეულოში შევიდა, ჭიქაში ფორთოხლის წვენი დაისხა და იქვე ჩამოჯდა.
ზუკა აღარ დადევნებია დას, კატოს ხელი მოკიდა და ოთახში გაუჩინარდნენ. მაკა ტყუპებთან იყო ოთახში, ნიკუშა და ირინა ისევ სუფთა ჰაერზე ნებივრობდნენ.
ჯეკო და ანა? ეს ორი რაღაც სულ სხვა განზომილება იყო, ვერავინ იგებდა როგორ მოიგო ჯეკომ კაცთმოძულე ანას გული, როცა მთელი სკოლის პერიოდი ერთამნეთის გამწარებასა და გაღიზიანებაში გალიეს, მეთერთმეტე კლაში ხელჩაკიდებულემა რომ დაიწყეს მოძრაობა და მთელი სკოლა გაოცებული იყო, არავინ იცოდა როდის დაახლოვდნენ და შეუყვარდაათ ამ ორ არანორმალურს ერთმანეთი. მთავარი მაინც ის იყო რომ ჯეკომ და ანამ იცოდა და ესეც სრულებით საკმარისი იყო მათვით.
ნოემბერი დაიწყო, ნიკოლო და ირინა ქალაში დაბრუნდნენ, უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდა კაცი, ზუკა და კატო კიდევ და კიდევ უფრო დაახლოვდნენ, დანიელმა კიდე მეტი ქართული სიტყვა ისწავლა, თამათასთან ან სულ ჩხუბობდა ან უბრალოდ თავს არიდებდნენ ერთმენთს. ლაშა კვირაში ერთხელ მოიკითხავდა ოჯახს და მერე ქრებოდა, ელენე მუშაობდა , სწავლობდა ხატავდა და ლაშაზე ფიქრებს გაურბოდა. აღარ უნდოდა კიდევ ტკივილი , აღარ უნდოდა ისევე მოიქცეოდა ვინმე როგორც იმ წყეულ ღამეს მოექცა ბიჭი რომელიც ძალიან უყვარდა, მიუხედავად გულის ტკივილისა მაინც რომუყვარდა.
//წარსული"//
11 მაისი 16 წლის გახდა იმ დღეს ელენე თაბუკაშვილი, ულამაზესი დაბადების დღე გადაუხადა დედამ, ლამაზი ვარდისფერი კაბა ეცვა, გრძელი თაფლისფერი თმა კულულებად ექციათ თმაში ულამაზესი ვარდისფერი გვირგვინი ჩაემაგრებინა, ფერიას გავდა, კატო იქიყო, ანა და ჯეკოც, ნიკუშაც და თამთაც. მაკა და ტყუპები ტორტს რთავდნენ, საღამომდე ხალხი მოგროვდა ამხანაგები ვისათანაც კარგი უერთუერთიბა ქონდა ელენეს. გაბუნიაც მოვიდა. მიულოცა და ბიჭებს შეუერთთდა.
-ელო, დალიე თორე სახეზე გაწერია ყველაფერი.-ცივი წყლის ჭიქა გაუწოდა, ელენემაც უცებ გამოართვა და სულ ბოლომდე გამოცალა.
-ნეტა ოდესმე თუ შევძლებ მისთვის თქმას.-ოდნავ გაიღიმა და ოთახში ავიდა გამოსაცვლელად. საღამოზე რესტორანში გართობას დაპირდა ზუკა დას და უნდა გამზადებულიყო. გამოეცვალა ეს ფერიის კაბა.
ყველანი წასულები იყვნენ ნიკუშა ელოდა მხოლოდ მისაღებში.
გარდერობში ეძებდა შესაბამის ტანსაცმელს კარის სახელური რომ ჩამოიწია და ოთახში გაბუნია შემოვიდა.
-ლევან...-გაოცდა, არ ელოდა ბიჭს.
-პატარა იუბილარი, როგორ არის?-გოგოს ლოგინს მიუახლოვდა და ჩამოჯდა.
გაშტერებული ელენესთან პასუხი რომ ვერ მიიღო ისევ თავად გააგრძელა საუბარი.
-ელენე, მისმინე შეიძლება ძალიან ცუდი დაბადების დღეს გქონდეს დღეს მაგრამ, ჩემი სული ვერ პოვებს მოსვენებას იმ ქვეყნად როცა მეცოდინება რომ შენ აქ ჩემი სიყვარულით იტანჯები-გოგოს მოუახლოვდა.
-რა სისულელეს...
-ჩუუუ-ტუჩებზე აფარა ხელი გოგოს.
-ელენე, როცა პირველად დაგინახე სკოლის ეზოში, დიდი შავი თვალებით და ამ პაწაწინა ცხვირით... რაღაცაზე გულიანად იცინოდი და თვალი ვერ მოგაცილე, ღმერთო! როგორი საოცარი სანახავი იყავი.-ადგილზე გაქვავდა ელენე, არ ელოდა ამ აღსარებას ბიჭისგან რომელიც უყვარდა, ნუთუ მასაც ქონდა გრძნობები. რაღაც უნდოდა ეთქვა მაგრამ თითქოს ენა გადაყლაპაო.
-მე ცუდად ვარ ელენე !...-გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოწვა ირგვლივ, მერე ისევ ლევანმა დაარღვია სიჩუმე.
- არ ვიცი რამდენი ხანი ვიცოცხლებ მაგრამ, ბოლო ამოსუნთქვამდე და მის მერეც მეყვარები. ჩემო ფერია!-ტუჩებზე დაეწაფაა ბიჭი გოგოს და პირველი კოცნა გასტაცა, იმ ღამის მერე აღარსად უნახავს და აღარაფერი გაუგია ელენეს ლევანზე, არც კითხულობდა, მთელი არსებით ბრაზობდა რატომ გამიმეტა ამხელა ტკივილისთვისო, რატომ მითხრა და დამიმძიმა სულიო, ვუყვარდი და იმიტომ მექცეოდა ცუდად რო შემძულებოდაო, მაგრამ მაინცდამაინც იმ დღეს რატომ მოვიდა, რატომ მომტაცა ყველა გრძნობა და პირველი კოცნაც გამტაცაო.
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ლევანის სიყვარული ვერაფრით მოიშორა გულიდან, უყვარდა მაინც.
იმ ღამეს ნიკას სთხოვა ზუკას უთხარი ჩაეძინა რომ ვნახე ოთახშიო და გამომაძვრინე ამ სიტუაციიდან არ მინდა რესტორანში წამოსვლაო, კატოს დაურეკა გოგოც მაშინვე მასთან გაჩნდა და მთელი ღამე ტირილში გაატარა.
"მართალი იყავი გაბუნია, ყველაზე მწარე და ყველაზე ტკბილი იყო ეს დაბადებისდღე ჩემს ცხივრებაშიო" მაგ დღის მერე აღარ აღუნიშნავს აგერ უკვე მეხუთე დაბადების დღე და ალაბთ არც მომდევნოებს აღნიშნავდა.
/აწმყო/
სამხატვრო აკადემიაში პატარა "მხატვრებს" ასწავლიდა ელენე ხატვას, უნივერსიტეტის მერე კვირაში რამდენიმე დღეს უთმობდა სამსახურს. იმდღეს არ წასულა უნივერსიტეტში მთელი დღე აკადემიაში გაატარა.
თბილისში დეკემბერი იყო უკვე შემოპარული და ჰაერში თოვლის სუნი იგრძნობოდა, მაგრამ აშკარად არ აპირებდა მოთოვას. აკადემიიდან 17:56 საათისთვის გამოვიდა და სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა, მანქანა რომ მიუახლოვდა გვერდიდან და ნაცნობი სახე გამოჩნდა ფანჯრიდან, შეჩერდა.
-გამარჯობა ელენე- გაუღიმა გასვიანმა ქალს.
-გამარჯიბა ლაშა.-უემოციოდ მიესალმა როგორც ყოველთვის.
-შენთან მოვდივარ, დაჯექი!- აღარ გაუწვალებია, მანქანას წრე დაარტყა და უკან დაჯდომა სცადა ხმა რომ მოესმა.
-წინ დაჯექი, თუ არ გავიწყდება დეტექტივი ვარ და არ ვიკბინები!- ტუჩის კუთხე ჩატეხა გასვიანმა და გადაიწია კარის შესახსნელად. ელენეც ჩუმად ჩაჯდა სავარჯელში და ღვედი მოირგო.
-ისმის რამე იგორზე? 2თვე გავიდა და ისევ ისე გაქრა ვითომ არც არსებობდეს.- უკვე თაბუკაშვილების სახლში მისულმა და სავრძელში მოკალათებულმა იკითხა დეტექტივმა.
-არა, საეჭვოდ დუმს! ნეტა სადმე შემხვდეს ძვლებში დავამტვრევდი!- ცოფებს ყრიდა ნიკოლო და გულზე მიხუტებულ ირინას თმაზე უსმენდა ხელს. ქალის სხეული დაძაბული იჯდა, თითქოს რაღაც არ ასვენებდა შორიდან. ცოტახანს უსმინა ბიჭებს და ვეღარ მოითმინა.
-მე დამირეკა წყნეთში რომ ვიყავით მაშინ!..- ხმა სადღაც გაპარვოდა. ნიკას ვერ გაუსწორა მზერა და თავი დახარა. ძარღვები დაეჭიმა ლიქოკელს და ფეხზე წამოვარდა
-ეგ ნაბი*ვარი!! აქამდე რატომ არ ამოიღე გოგო ხმა!- შეუტია ირინას.
-შემეშინდა...-მძიმედ ამოთქვა და გააგრძელა- მითხრა თუ საკუთარი ფეხით არ მოხვალ ჩემმდე ეგ შენი ლიქოკელი ამჯერად ვეღარ გადარჩება სიკვდილსო,ძალიან შემეშინდა ნიკოლო რა მექნა??- ტირილი დაიწყო ქალმა , ხელები სახეზე აიფარა.
-გოგოები სად არიან?
-სახლშია ყველა, კატო ტყუპებს ამეცადინებს, თამთაც მათთან ერთად არის.-საუბრობდა ელენე და ირინას ეფერებოდა თან.
-თქვენები?- მზერა მოარიდა ელენეს ლაშამ და აქამდე ჩუმად მდგომ ზუკას გახედა.
-მაკა წავიდა სოფელში, ავგუსტი და დანიელი წაიყვანა, უნდა გავაცნოო ახლოდან ჩემებსო.-ზუკამ უპასუხა და ფანჯრის რაფას მიეყრდნო.
-გასაგებია!- ირინას მიუბრუნდა.
- მოკლედ შენ აუცილებლად დაგიკავშირდება და მე აუცილებლად უნდა ვიყო საქმის ყურში რომ შევძლო შენი დაცვა, ეს ჩემი ნომერია- პატარა ქაღალდი გაუწოდა ქალს.
-ნებისმიერ დროს დამირეკე! ახლა დაგტოვებთ.
-გაგაცილებ- ფეხზე წამოდგა ელენეც და უკან გაყვა კაცს, წამით დააკვირდა ზურგზე, როგორი მხარ ბეჭიანი იყო გველესიანი, კეფაზე შავი ხაზები რომ შენიშნა, თვალი გაუშტერდა.
-ტატუზე კი მიმზერ მაგრამ კეფას ნუ ამომწვავ!- ისე უეცრად შემობრუნდა გველესიანი რომ მკერდზე შეასკდა, კაცმაც უცებ მოხვია ცალი ხელი და დაიჭირა, ჩამოვარდნილი თმა ყურს უკან შუა თითით გადაუწია.
-რატომ მიმზერ ყოველთვის ისეთი მზერით თითქოს ჩემგან აუცილებლად რაღაც გატკენს გულს?- თვალებში ჩააშტერდა ელენეს.
-მე...უბრალოდ- განთავისუფლდა კაცისგან.
გული ამოუჯდა ქალს.



№1 სტუმარი Ana-maria

❤ აშკარად უკეთესი გამოვიდა პირველ თავთან შედარებით. ასე გააგრძელე. წარმატებები ❤❤❤

 


№2  offline წევრი TuToo

Ana-maria
❤ აშკარად უკეთესი გამოვიდა პირველ თავთან შედარებით. ასე გააგრძელე. წარმატებები ❤❤❤

მიხარია თუ მოგეწონათ????

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო123

Ნამდვილად უკეთესია. წარმატბები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent