შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მეთორმეტე)


19-04-2016, 18:18
ავტორი fireending
ნანახია 2 254

ბექა ეზოში იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა. მისი ფიქრები ახლა არეული იყო, აღარ იცოდა რა ექნა.ირინას ამბავს დიდად არც განიცდიდა, გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც ცოტათი, რადგან მოიშორა, თუმცა ახლა მას ხსვა რამე აწუხებდა. ის ისევ ლიზაზე ფიქრობდა. ამ სიყვარულის გამო თავს განადგურებულად გრძნობდა, რადგან იცოდა, რომ მას მომავალი არ ეწერა და ტანჯვისთვის იყო განწირული. თვალწინ კვლავ ლიზა ედგა, გაახსენდა ყველა ის მომენტი, რომელიც მის გვერდით გაატარა, ხშირად სეირნობდნენ ზღვის სანაპიროზე ერთად, ხელჩაკიდებულები. ენატრებოდა მისი ხელების სითბო, ლიზას ტუჩები. რას არ გაიღებდა მხოლოდ ერთხელ რომ ჩახუტებოდა. ფიქრებიდან დათოს ხმამ გამოაფხიზლა.
-ბექა
-ჰო
-აქ მარტო რას აკეთებ? კარგად ხარ?
-არ ვიცი დათო, არ ვიცი. თავს საშინლად ვგრძნობ.საშინლად და უხერხულად. ჩემს გამო შენ საფრთხეში ჩავარდებოდი.
-კარგი რას ამბობ, ეგ შენი ბრალი არაა. რა იცოდი რომ ის ქალი ასეთი გაიძვერა იქნებოდა.დამშვიდდი.
-არ შემიძლია დამშვიდება. ვცდილობ მაგრამ... ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ნაწილებად ვარ დაჭრილი.
-მესმის შენი. ახლა ცუდად ხარ, მაგრამ გავა ცოტა დრო და მიხვდები რომ ამაზე დარდი მართლა არ ღირს.
-დრო გავა, ჰო. დრო გადის, სწრაფად გადის და გართმევს ყველაფერს. ნეტავ შემეძლოს წარსულში დაბრუნება და შეცდომის გამოსწორება.
-მამა, ტელეფონზე გირეკავენ. უთხრა სახლიდან ახლადგამოსულმა ნინამ მამას.
დათო სახლში შევიდა, ნინა კი ბექას გვერდით ჩამოჯდა.
-თავს როგორ გრძნობ ბექა?
-როგორ უნდა გრძნობდეს თავს, მოტყუებული სულელი.
-ასე ნუ ამბობ, იმ დეგენერატი ქალის გამო თავს ნუ იდანაშაულებ.
-ადვილი სათქმელია. კინაღამ ჩვენი ოჯახის წევრი გახდა ჩემი წყალობით
-მთავარია სიმართლე ხომ გაირკვა.შენ დამნაშავე არ ხარ.
ბექამ ნინას ხელი მოხვია, ნინამ მას თავი მხარზე დაადო და ცოტა ხანს ასე ისხდნენ, მანამ სანამ ირინა არ შემოიჭრა ეზოში უნებართვოდ. ჩანდა რომ ძალიან გაბრაზებული იყო, ბექას და ნინას დანახვაზე კი სიბრაზისგან ლამის ბოლი გამოუშვა ყურებიდან.
-ერთი ამათ დამიხედეთ რა. სხედან ჩახუტებულები.
-აქ რას აკეთებ?კითხა ბექამ
-ჯერ შენ მითხარი ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ?
-ჯობია წახვიდე, შენი დანახვა არ მინდა, ამ სახლში შენი მოსვლა არავის სიამოვნებს.
-კი მაგრამ, რა ჯანდაბა გეტაკა.არ ამიხსნი?
-მიხეილმა აგიხსნას. უთხრა ბექამ.
-რა? რას ამბობ.
-ირინა, სანამ საღ გონებაზე ვარ აქედან წადი, შენი დანახვა არ მინდა.
-შენ ყრუ ხარ? გითხრეს აქედან წადიო, თუ დაცვას დავუძახო. უთხრა ნინამ.
-შენ არავინ გეკითხება მე რას ვიზამ, პატარა ძუკნა, ჩაიგდე არა ბექა ხელში.
-ირინა, იცოდე ერთი სიტყვაც აღარ დაგცდეს, ნინაზე წესიერად ილაპარაკე, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
ხმაურზე ლიზა და დათოც გამოვიდნენ. დათომ დაცვას დაუძახა და ირინა ეზოდან გაიყვანეს. წასვლის წინ ირინა ყვიროდა რომ ყველას პასუხს აგებინებდა.
-რა თავხედია, უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდა. თქვა ლიზამ
-ძვირად დავუჯენ ამ საქციელს. თქვა ბექამ და წასვლა დააპირა, მაგრამ ლიზამ ხელი მოკიდა და გააჩერა.
-რას აპირებ ბექა? რამე სისულელე არ ჩაიდინო. ჯობია სახლში დარჩე და დამშვიდდე. იმ ქალის გამო არ ღირს ნერვების აშლა.
-ლიზა მართალია უთხრა დათომ. სიბრაზეს ნუ აყვები.
-მამა მაგ ნაგავმა ქალმა ძუკნა დამიძახა. არ შევარჩენ
-კარგი შვილო, მის სიტყვებს არავითარი ფასი არ აქვს.
-ძუკნაა ვინცაა კარგად ჩანს. უთხრა ლიზამ.
* * *
ირინა მიხეილთან იყო სახლში.
-ესე იგი ყველაფერი გაიგეს არა ? მაგრამ როგორ?
-არ ვიცი. ბექამ შენი სახელიც მიხსენა. წარმოდგენა არა მაქვს საიდან გაიგეს ჩვენს შესახებ.
-ყველაფერი შენი ბრალია,უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყავი. ახლა უფრო გაძნელდება ყველაფერი.
-რა? ჩემი ბრალი?
-კარგი ახლა დაწყნარდი და ნუ ყვირი.რაღაც უნდა მოვიფიქრო.
-შეხედე. იმეილია, ლიზასგან გამოგზავნილი.
-იმეილი ლიზასგან? ჩქარა ნახე.
ირინამ იმეილი გახსნა, იქ მისი და მიხეილის საუბრის ჩანაწერი იყო.მიხეილი სობრაზისგან სახე გაუწითლდა, სკამს მთელი ძალით დაარტყა ფეხი და ოთახის მეორე ბოლოში მოისროლა.
-ესე იგი ლიზა არა? ძალიან კარგი. სიბრაზისგან ჩაიცინა მიხეილმა.
-რა მოხდა?
-რა და ჩიპს თავად ლიზა მოგვიტანს.
-როგორ ?
-ეგ მე ვიცი . დიდი კოზირი მაქვს ხელში.
-რას აპირებ?
-მალე ნახავ.
* * *
ლიზა თავისი ოთახის ფანჯარაზე იჯდა. თავში ათასნაირი ფიქრები უტრიალებდა.სულ ბექას სიტყვებზე ფიქრობდა. ვერც შეამჩნია დათო რომ შემოვიდა ოთახში.
-ლიზა კარგად ხარ?
-კი.
-ძალიან ფერმკრთალი ხარ.
-არაფერია.
-მართლა არაფერი გაწუხებს?
-არა, არაფერი. დათო, ლუკა მომენატრა, თუ გცალია მასთან წავიდეთ რა კაფეში.
-კარგი საყვარელო. გამოვიცვლი და წავიდეთ.
ლიზა ფანჯრის რაფიდან ჩამოვიდა და დათოს ჩაეხუტა. ცოტა ხანში ორივე მანქანაში ჩაჯდნენ და ლუკასთან წავიდნენ. ლუკას ძალიან გაუხარდა ორივეს დანახვა. სამივე მაგიდასთან დასხდნენ.
-ძალიან გამიხარდა, რომ მოხვედით. ქალბატონმა სულ დამივიწყა.
-აბა რას ამბობ ლუკა, შენ როგორ დაგივიწყებ.
-ოჰ კარგი ერთი. რას შეუკვეთავთ?
-მე მარწყვის ნაყინი მინდა.
-შენ დათო?
-მეც იგივეს.
ლუკამ მიმტანს დაუძახა და შეკვეთა მისცა.რამდენიმე საათი იჯდნენ და საუბრობდნენ. ლუკას და დათოს ბევრი საერთო აღმოაჩნდათ. ლიზაც გაერთო და ცუდმა განწყობამ გაუარა. ლუკას გვერდით ყოველთვის კარგად ხდებოდა.
* * *
ბექა თავის საძინებელ ოთახში იჯდა და წიგნს კითხულობდა.ამ დროს მის ტელეფონზე მესიჯი მოვიდა. ბექამ გახსნა. ირინასგან იყო, მისი და ლიზას ფოტო იყო, სათაურად კი ეწერა: "რას იტყვი ეს რომ დათომ ნახოს?"
ბექამ ირინას დაურეკა.
-რა ჯანდაბა გინდა?
-ნუ ყვირი ძვირფასო, შენი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
-იცოდე თუ რამეს იტყვი განანებ.
-შენ ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ რომ დამემუქრო ბექუნა. რასაც გეტყვი იმას გააკეთებ.
-მეტი საქმე არ მაქვს.
-კარგი , მაშინ ამ ფოტოს დათოც მიიღებს.
-რა ჯანდაბა გინდა?
-ჩიპი უნდა მომიტანო.
ირინამ ტელეფონი გათიშა. გაბრაზებულმა ბექამ მობილური მოისროლა და საწოლზე ჩამოჯდა.არ იცოდა რა ექნა. არ შეეძლო ჩიპი მოეპარა, მაგრამ იცოდა დათოს ძალიან ატკენდა გულს როცა ლიზას და მისი ურთიერთობის შესახებ გაიგებდა.ორივე შემთხვევაში დათოს გულს ატკენდა და არ უნდოდა ეს მომხდარიყო. არც ლიზასთვის უნდოდა ზიანის მიყენება.
* * *
უკვე საკმაოდ გვიანი იყო. დათო და ლიზა ჯერ კიდევ არ იყვნენ სახლში. ნინა სკაიპში ელეს და მარიამს ელაპარაკებოდა. იმ ამბებზე საუბრობდნენ,რაც ბოლოს მოხდა. სამივეს უხაროდა ირინა რომ მოშორდა ბექას, კიდევ ბანკეტზეც ლაპარაკობდნენ. ამ სამ გოგონას შეეძლოთ მგონი მთელი ორი კვირა ესაუბრათ გადაბმულად, არ ელეოდათ თემა სასაუბროთ. ნინას ოთახის კარი ღია იყო და მან შეამჩნია კიბეზე ჩამომჯდარი ბექა, რომელსაც თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ნინა გოგონებს დაემშვიდობა და ბექას გვედით ჩამოჯდა.ცოტა ხანი იჯდა მის გვერდით. ბოლოს სიჩუმე ნინამ დაარღვია.
-კარგად ხარ ბექა?
-კი.
ისევ სიჩუმემ დაისადგურა. კვლავ ნინამ დაიწყო ლაპარაკი.
-ჩემი ბექა მენატრება.არ მინდა ასეთ დადარდიანებულს გხედავდე.
-მგონი ის ბექა სამუდამოდ მოკვდა.
-არა, ამას ნუ ამბობ. ხომ იცი, ყველას ძალიან გვიყვარხარ და არასდროს მიგატოვებთ.
-ვიცი ნინა. მეც ძალიან მიყვარხართ, მაგრამ არამგონია მე თქვენს სიყვარულს ვიმსახურებდე.
-ასე ნუ ფიქრობ.
ნინამ ბექას მხარზე ხელი დაადო. ბექამაც მოხვია ხელი და ასე ჩახუტებულები ისხდნენ.
-ბექა, მოდი ბაღში გავიდეთ რა.
-კარგი.
ნინა და ბექა გარეთ გავიდნენ . ეკამ მათმა მოსამსახურემ ისინი სამზარეულოს ფანჯრიდან შეამჩნია, ჩუმად გავიდა გარეთ და მათ ფოტო გადაუღო, შემდეგ კი ირინას ნომერზე დარეკა.
-გისმენ ეკა.
-მესიჯი გახსენი ირინა. არ დაიჯერე რასაც ნახავ.
ირინამ მესიჯი გახსნა და ჩახუტებული ბექას და ნინას ფოტო ნახა.
-ჰა, რას იტყვი?
-მშვენიერია . კარგი რაღაც ჩამივარდა ხელში შენი წყალობით. ახლა მე ვიცი რასაც ვიზამ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent