შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინგრიდი


27-02-2024, 01:59
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 777

ზოგჯერ რა ძნელია ფიქრი, არა?!
ზოგჯერ იმდენად რთულიც კი, რომ სუნთქვას მიძნელებს, თუმცა ფიქრი ხომ ჩემი ერთადერთი დამამშვიდებელია ახლა ჩემთვის. იმ ყველაფრისგან მიცავს თითქოს, რაც ახლა ჩემს გონებაში ტრიალებს...
მიცავს, კი...სწორედ მაშინ ვიწყებ ფიქრს, როცა უკვე ჩემი ემოციები აფეთქების ზღვარს უახლოვდებიან და წამები რჩება გამოთავისუფლებამდე.
წვიმს...
ზეცას ნაცრისფერი შეჰპარვია და თავისი ნაცრისფერი საცეცები, დედამიწაზე ჩამოუშვა.
არასდროს მიყვარდა წვიმა.
ახლა კი...ახლა უბრალოდ მიყვარს.
რატომ? ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ წვიმიან დღეს, გარეთ თითქოს სიმშვიდე ისადგურებს.
იცით, როგორი?
საშინელი ქარის და გრიგალის შემდეგ რომ დგება, ისეთი.
წვიმასთან ერთად ნიავი, რომელიც ნაზად აფრიალებს ფოთლებს, იცით როგორი მშვენიერია? მიყვარს შემოდგომის წვიმა, წვიმის შემდეგ კი ნამის სურნელი. თითქოს სულს ამშვიდებს...
შენ? შენ გიგრძვნია, ან თუ გიგრძვნია-მოგწონს...?
იცი, მე რა მიყვარს? წვიმაში სეირნობა...
წვიმის წვეთი სხეულზე რომ გეცემა, თითქოს ბუნებასთან ურთიერთობ. წვიმასაც კი ელაპარაკები და იცი, რას ამბობს?
თავის ნაცრისფერ საცეცებს შემოგხვევს და გეუბნება: "არ იდარდო. მე წავიღებ და ჩამოვრეცხავ შენი სულიდან შავ ლაქებს და ისევ ისე გაანათებ, როგორც მზე-ჩემი წაბრძანების შემდეგ."
შემდეგ თვალებს ხუჭავ. მშვიდდები და ნებას აძლევ თავს, რომ ნოტიო ჰავამ მარწუხებში გაგახვიოს.

ნოემბერი იდგა.
ქალაქში ძალიან ხშირი იყო წვიმები.
მეც ყოველ დღე, საღამოობით დავდიოდი და ნებას ვაძლევდი წვიმის წვეთებს რომ ჩემს სახეზე ენარნარათ.
ერთ წვიმიან დღეს, როდესაც ვსეირნობდი, ქალი დავინახე.
მოხუცი, დანაოჭებული სახე და დაკოჟრილი ხელები ჰქონდა. თვალები იმდენად ღია თაფლისფერი იყო, შორი მანძილიდანაც ბრწყინავდა.
სკვერში იჯდა...სივრცეს გაჰყურებდა და ისიც ჩემსავით ტკბებოდა-ყოველ შემთხვევაში, მეგონა რომ ტკბებოდა.
მისვლა გადავწყვიტე. მოხუცებთან საუბარი, ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მათთან მეტი დრო გავატარო. არ აქვს მნიშვნელობა, უცნობია თუ ნაცნობი.
ძალიან ნელა მივუახლოვდი ქალს. საღამო ხანი იყო და არ მინდოდა შესშინებოდა.
ახლოს რომ მივედი, ვკითხე:
-შეიძლება, თქვენს გვერდით დავჯდე?-მისი ყურადღება მივიქციე. ამათვლიერ-ჩამათვალიერა ნახევრად დახუჭული თვალებით და მხოლოდ მაშინ დამრთო ნება.
-კი, შვილო, დაჯექი...
-მაპატიეთ, თუ უხეშად გამომივა, მაგრამ ამ წვიმაში, მარტო რას აკეთებთ აქ? არ გცივათ?-ვკითხე გაუბედავად, რადგან ჩემგან განსხვავებით, საკმაოდ თხლად ეცვა იმ სუსხის ფონზე, რაც ახლა სუფევდა დედამიწაზე თუ არა, ჩვენს ქალაქში მაინც.
-შენი სახელი, გოგონა?
დავიბენი. ასეთ უეცარ სვლას-ჩვენი საუბრისა, არ ველოდი. ენის ბორძიკით მივუგე:
-მე...მე ლილიანა მქვია. თქვენ?
-ინგრიდი...-ისეთი ღიმილი მოეფინა სახეზე, მეც გამეღიმა.-მე ინგრიდი მქვია.
-როგორი ლამაზი სახელია.
-დიდი მადლობა. ოდესღაც მეც მომწონდა და მელამაზებოდა.
-ახლა რა შეიცვალა?
-დრო გავიდა.-მიპასუხა მოკლედ.
-დრო? დრო რა შუაშია თქვენს სახელთან, ინგრიდ?
-მკითხე, თუ რა მინდოდა აქ, არა?!
-დიახ...
-ველოდები.
-ვის ელოდებით?
-იმ ადამიანს, ვინც წლის წინ დამპირდა რომ მოვიდოდა. ეს იყო ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩვენი საიდუმლოებების საცავი და აქვე იყო კარი, რომელსაც საცავისკენ მივყავდით.
-მაგრამ...თქვენ რამდენი წლის ხართ?
-მე? უკვე 74 წლის გავხდი...
-ვერ მიგიხვდით...51 წელია ელოდებით ადამიანს, რომელიც არ მოდის?
-დიახ, სწორია...
-ხუმრობთ? ეს ხომ ძალიან ბევრია...?!
-სიყვარულისთვის? ვინ განსაზღვრა სიყვარულისთვის ბევრი და ცოტა? რომელმა უვიცმა დააწესა, რომ სიყვარულს დრო აქვს?
-არ ვიცი, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ 51 წელი, ძალიან დიდი დროა ნებისმიერი საქმისთვის.
-ლილიანა, სიყვარული საქმე როდია...ეს არის გრძნობა, რომლისთვისაც მთელი საუკუნე შეუძლია ადამიანს რომ მოითმინოს, დაელოდოს, მაგრამ მხოლოდ მათ, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს.
-თუ ადამიანი არ მოდის, არ ჰყვარებიხარ და ეგ არის!-ვუთხარი გაბრაზებულმა, რადგან ამდენი წელი ელოდება და ის მაინც არ მოდის.
არ მოვიდა...
განა დასაშვებია მსგავსი რამე?
-მე ხომ მიყვარდა და მიყვარს, არა?! შეიძლება გადამეგდო ყველა მოგონება, დამეწვა ყველა ფოტო, მაგრამ გულიდან როგორ ამომეშალა ის რამდენიმე წელი, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო, მთელი ჩემი დაწყევლილი ცხოვრების მანძილზე?
-მან თქვენ დაგტოვათ, ინგრიდ. მარტოობისთვის გაგიმეტათ. ისევ როგორ ელოდებით და მით უარესი, როგორ გიყვართ?
პასუხი არ გამცა...სიჩუმე ნისლივით ჩამოწვა ჩვენს შორის და სულებამდე შემოაღწია.
სულის მელოდია მოგისმენიათ? მე სწორედ ახლა ვისმენდი და ვხვდებოდი, როგორი მტკივნეული იყო იმ ადამიანის სული, რომელსაც უყვარდა, ელოდა, მაგრამ უარი თქვეს მასზე. წვიმის ხმაც კი ვერ ახშობდა ტკივილის იმ მმუსვრელ ტალღებს, რომელიც ინგრიდის სულიდან მოდიოდა. სუსხიანი სიო, წვიმის წვეთებს ახევდრებდა ტალღებს და უფრო დიდი რაღაც ზვირთდებოდა...რაღაც, რაც შტორმზე უარესი იყო.
არასდროს ყოფილა სიჩუმე ასეთი აუტანელი. ირგვლივ ყველაფერი ქუხდა, მხოლოდ ჩვენთან იდგა სამარისებური სიჩუმე.
სიჩუმე, რომელიც ხმაურზე საშინელი მოსასმენი იყო.
ბოლოს...
ეს ჩუმი ხმაური, ცოტა ხანში ინგრიდის ხმამ დაარღვია.
იმ ისტორიის მოყოლა დაიწყო, რის გამოც მარტოობისთვის გასწირა თავი...
-როდესაც 17 წლის ვიყავი, ერთი ყმაწვილი გავიცანი...აბელი. ულამაზესი თვალ-წარბი და მსხვილი, ნახევრადვარდისფერი ბაგეები ჰქონდა. ჩვენს რაიონში გადმოვიდნენ მას შემდეგ, რაც ძველი სახლი გაყიდეს.
პირველივე დღიდან, ჩვენს შორის უხილავი ძაფი, წრფივად გაუყვა ჩვენივე სიცოცხლის ხაზს. ძალიან კარგი მეგობრები გავხდით...ერთი წლის შემდეგ კი სიყვარულში გამომიტყდა.
ხომ გაგიგია, პეპლების მუცელში აფრენა?-დასტურიდ ნიშნად, მხოლოდ თავი დავუკარი...-ზუსტად ეგ დამემართა.
შემდეგ...შემდეგ შეყვარებულებიც გავხდით. ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. ნახევარ წელიწადში, სამყაროში სულ ახალი ფერები შემოვიდა.
სიყვარულის ფერები, რომელიც ყველაზე მეტად ბრწყინავდა. თითქმის ხუთი წელი ვიყავით ერთად...და მერე...-გაჩუმდა. იმდენად მინდოდა მიზეზის გაგება, ვეღარ ვითმენდი.
-და? რა მოხდა? სად წავიდა? რატომ?
-მერე...წავიდა. წავიდა და აგერ უკვე 51 წელია წასულია.
-რაო?-იმაზე მეტად აღვშფოთდი, ვიდრე აქამდე ვიყავი.-რას ნიშნავს წავიდა? ყველაფერი ისე დატოვა, ახსნის ღირსადაც არ ჩაგაგდოთ და წავიდა?
-დიახ...უბრალოდ ადგა და წავიდა.
-არა, არა! რაღაცა მიზეზი ხომ უნდა იყოს? ღმერთო, მიზეზია საჭირო! ერთი მიზეზი მაინც, რომ ეს ყოველივე ახსნა! ჯანდაბა, ჯანდაბა და ჯანდაბა!-ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი. მახრჩობდა ბრაზი, ბოღმა...ყველაფერი ერთად და ვერ ვსუნთქავდი. ვგიჟდებოდი, რომ წარმოვიდგენდი ყველაფერ ამას და ყელში მებჯინებოდა ყველა ემოცია.
-დამშვიდდი, ლილიანა.-მითხრა და თვალები დახუჭა. გაოცებისგან, მეც დავმუნჯდი და გავჩუმდი.-დაჯექი, მოდი.
-ინგრიდ...-ძლივს ამოვილუღლუღე და დასჯილი ბავშვივით, გვერდით მივუჯექი.
-თავიდან, მეც ძალიან ვბრაზობდი. ღამეებს ვათევდი ამ ადგილას, რადგან ჯიუტად მეგონა რომ მოვიდოდა. გავიდა ერთი, ხუთი, ათი და ასე...უამრავი წელი.
იცი, მე მას ვაპატიე...
-რატომ?-უკვე ტირილს ვიწყებდი. ამდენ უსამართლობას, ტირილამდე მივყავდი,
-განა რა საკითხავი ეგაა? მიყვარდა და მიყვარს.
-ამდენი წლის შემდეგაც? ამდენი ტყუილად განვლილი წლის შემდეგაც?
-რა თქმა უნდა. კი, შეიძლება სისულელედ გეჩვენება ეს ყველაფერი, მაგრამ დაე იყოს. ახლა უკვე ეს ლოდინიც სიმშვიდეა ჩემთვის.
-ვერ ვხვდები..მართლა ვერ ვხვდები. არ შემიძლია.-დანანებით ჩავიქნიე ხელი და თავი ჩავქინდრე.
-არა უშავს, ჩემო კარგო.-მხარზე ხელი ვიგრძენი...-მეც ვერ გავიგებდი, შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი, თუმცა არ გისურვებ იმას, რომ ოდესმე წამით მაინც აღმოჩნდე იქ, სადაც მე ვარ.
-მაშ რისთვის იცხოვრე, ინგრიდ?
-რისთვის?
....ცოტა ხანს ჩაფიქრდა. ალბათ აწყობდა აზრებს იმისთვის, რომ კიდევ არ მოეხერხებინა ჩემი აღელვება და ასეთი რაღაც მითხრა:
-ვიცხოვრე იმისთვის, რომ სამყაროში არსებული სხვა ფერებიც მესწავლა და მათი დახმარებით, ახალი ნახატები შემექმნა. ნახატები, რომელიც ბილიკივით იქნებოდა იმ ცხოვრებაში, სადაც მე დავიკარგე.
-კიდევ?
-კიდევ...კიდევ მეპოვა თვალები, რომელიც მეტყოდა რომ დედამიწის ზურგზე, მარტო არ ვარ.
-მგონი ეს მისია ვერ შეასრულე.-ტკივილნარევი ღიმილი შემომეპარა სახეზე. ინგრიდსაც გაეღიმა...
-მგონი ჰო. აშკარად ჩავიჭერი!-გაეცინა კიდეც.
-ინგრიდ...სახლში რატომ არ მიდიხარ?-მისთვისაც მოულოდნელად ვკითხე, რადგან ტელეფონზე, 11:31 იყო.
-რატომ უნდა წავიდე?
-სახლში არავინ გელოდება?-გაოცებულმა ვკითხე.
-არავინ.
-სულ არავინ?
-სულ არავინ.
-ინგრიდ...-გულში რაღაც ჩამწყდა. თითქოს ჩამოიშალა ყველა აგური, რომელიც ერთ დროს ააგეს და ქვიშად იქცეოდა.
-არ იღელვო. არც პირველი და არც უკანასკნელი ღამეა, როცა ცივ სახლში შევაბიჯებ.-გამიღიმა, ლოყაზე მომეფერა და წავიდა.

ჰო, აი, ასე...
ადგა და წავიდა ისე, თითქოს არც ყოფილა. გაქრა, როგორც ღამის აჩრდილი და აღარ გამოჩენილა...

4 თვეა ყოველ საღამოს დავდივარ იმავე სკვერში და არ ჩანს. არ ჩანს ინგრიდი, თავისი საოცარი ღიმილით და თვალებით, რომელიც შორიდან ალმასივით ბრწყინავს. არ ჩანს მარტოობა, რომელიც დიდი ხნის წინ დაივიწყეს.
მხოლოდ ხეები და ბუჩქები დარჩა, რომლებმაც ალბათ დარწმუნებით იციან მიზეზი, თუ რატომ არ ჩანს ინგრიდი, მაგრამ მდუმარედ ყოფნას ამჯობინებენ.
შესაძლოა, რომ საბოლოოდ დაბრუნდა აბელი? ან თავისთან წაიყვანა?
ჯანდაბა! ის ერთი ეგოისტი კაცი იყო. არ დაბრუნდებოდა.
იმედი მაქვს, დავიწყება და აბელის გაშვება მოახერხა მან...
იმსახურებდა თავისუფლად არსებობას.

ოდესმე თუ გნახავ, იგრძნობ რომ დედამიწის ზურგზე, მარტო არ ხარ.
მომავალ შეხვედრამდე, ინგრიდ.







___________________________
გამარჯობა...)))
უბრალოდ კარგ დღეს გისურვებთ და მოხარული ვიქნები, თუ წაიკითხავთ, მიუხედავად შეცდომებისა.
მომენატრა კიდეც აქაურობა.

პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1  offline წევრი Ninit nini

სასწაულად არის დაწერილი, ადამიანი თუ მართლა გიყვარს დაელოდები კი არა და თავიც უნდა მოიკლა მის გამო რადგან ის ხომ გიყვარს ბოლოს და ბოლოს... მაგალითად ასე მოვიქცეოდი მე.

 


№2 სტუმარი ნანამია

ასეთი სიყვარული ალბათ ღვთის საჩუქარიცაა და თან ,,სასჯელიც', მშურს იმ ადამიანების ვისაც ასეთი უსაზღვრო სიყვარული შეუძლია... თითქმის ყოველგვარი ახსნის გარეშე... მადლობა...

 


№3  offline წევრი Chocolate from White Hell

Ninit nini
სასწაულად არის დაწერილი, ადამიანი თუ მართლა გიყვარს დაელოდები კი არა და თავიც უნდა მოიკლა მის გამო რადგან ის ხომ გიყვარს ბოლოს და ბოლოს... მაგალითად ასე მოვიქცეოდი მე.

ღმერთო...როგორ მახერებს ხოლმე იმის გაგება, რომ კარგია)))♡ამისთვის მადლობა.
რაც შეეხება სიყვარულს...სიკვდილს, არაფრის გამო ვამართლებ. ეს სისუსტე და პრობლემებისგან გაქცევის ყველაზე უსუსური გზაა.
ვფიქრობ რომ ყველაფერი უნდა გააკეთო სიყვარულისთვის ადამიანმა-სიკვდილი გარდა!

ნანამია
ასეთი სიყვარული ალბათ ღვთის საჩუქარიცაა და თან ,,სასჯელიც', მშურს იმ ადამიანების ვისაც ასეთი უსაზღვრო სიყვარული შეუძლია... თითქმის ყოველგვარი ახსნის გარეშე... მადლობა...

რას ამბობთ...მადლობა თქვენ, რომ წაიკითხეთ და აზრის დაფიქსირებაც მოისურვეთ...)))♡

ასეთი სიყვარული, მართლა სასჯელია, მაგრამ თუ გიყვარს, აღარ ფიქრობ სულიერ ჭრილობებზე...უბრალოდ ელოდები მანამ, სანამ შეგიძლია.
თუნდაც უსასრულოდ...

 


№4 სტუმარი სტუმარი Khatia

ზოგჯერ არ გვესმის ადამიანების,რომლებსაც ისინი უყვარს ვინც ამას არ იმსახურებს...
როგორ მომეწონა..♡
ჩემი აზრით ინგრიდის მარტოობის შესამსუბუქებელი სამწუხაროდ ეგ უსასრულო ლოდინი იყო და ალბათ ზუსტად იცოდა რომ არ დაბრუნდებოდა,მაგრამ ჯიუტად აჯერებდა საკუთარ თავს საწინაღმდეგოს.
მიყვარს შენი სიფრთხილე და ემოცია რასაც ამ პაწაწუნა ჩანახატებში ჩააქსოვ ხოლმე..❤️

 


№5  offline წევრი Chocolate from White Hell

სტუმარი Khatia
ზოგჯერ არ გვესმის ადამიანების,რომლებსაც ისინი უყვარს ვინც ამას არ იმსახურებს...
როგორ მომეწონა..♡
ჩემი აზრით ინგრიდის მარტოობის შესამსუბუქებელი სამწუხაროდ ეგ უსასრულო ლოდინი იყო და ალბათ ზუსტად იცოდა რომ არ დაბრუნდებოდა,მაგრამ ჯიუტად აჯერებდა საკუთარ თავს საწინაღმდეგოს.
მიყვარს შენი სიფრთხილე და ემოცია რასაც ამ პაწაწუნა ჩანახატებში ჩააქსოვ ხოლმე..❤️

ჰო, ზოგჯერ რთულია გაუგო მას, ვისაც უყვარს, რადგან ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის სიყვარული...♡
ალბათ სადღაც მართალიც ხარ...ინგრიდის მარტოობას, ლოდინი ავსებდა, თუმცა მხოლოდ ოდნავ...
ვცდილობ და თუ გამომდის, მიხარია♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent