შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მილიონ დოლარად *დასასრული*


1-03-2024, 18:24
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 737

ბაგეები ერთმანეთს კანკალით დააშორა მაშკამ,ყვითელი აბი ენაზე დაიდო და წყალთან ერთად გადაყლაპა.
- აი ასე,ყოჩაღ..დანარჩენები.. დროზე,ადექით,სცენაზე გასვლის დროა.. შენ კი პირველი ხარ,ქალბატონო!!!
ამრეზით დახედა მაშარელს და ფეხების ბორძიკით გაათრია ოთახიდან,სადაც მუსიკის ხმამაღალი ჰანგები ნელნელა მთელ სმენის არეალს მოეცვა.
ფერადი ნათურები ერთმანეთს ენაცვლებოდა,ხან სწრაფად ტრიალებდა,ხან ნელა,ხან კი უბრალოდ ჩერდებოდა ერთ ფერზე. შავებში გამოწყობილი,გოგონებს რიგის მიხედვით აყენებდა,ხმამაღალი მუსიკის ფონზე ძლივს ისმოდა მისი საუბარი. მაშარელმა დრო იხელთა,ნახევრად გამდნარი ტაბლეტი ენის სწრფი მოძრაობით გადააგდო,ტუჩები კი ხელის ზურგით მოიწმინდა. მიუხედავად ამისა,თავს მაინც საშინლად გრძნობდა,მსუბუქი თავბრუსხვევა და თავის ტკივილი თვალებში აწვებოდა ისე,რომ ფიქრის საშუალებას არ აძლევდა. სახე ოდნავ გვერდით მიატრიალა,გოგონებს გადახედა,რომლებიც თითქოს ამქვეყნიურები არ ყოფილიყვნენ,შავებში ჩაცმულის ბრძანებებს ზანტად,თუმცა უსიტყვოდ ასრულებდნენ.ბარბარასთან მხოლოდ ორი გოგონა დარჩა,ნაცნობი სილუეტი თმაში სწვდა,მის უკან დადგა და ყურთან ამოიჩურჩულა:
- ახლა გახვალ და რაც შეიძლება გამომწვევად იცეკვებ,ფეხი გადაადგი!!
გოგონები წინ წავიდნენ,მაშარელიც უკან მიჰყვებოდა და თვალებიდან გადმოღვრილ ცრემლებს ვერ იკავებდა,მორცხვად,თუმცა ამავდროულად მაინც გამომწვევად ჰყვებოდა მუსიკის ჰანგებს, ცდილობდა მამაკაცების დაგეშილი მზერისთვის აერიდებინა სახე.
ვერცხლისფერ ბოძზე გველივით ეხვეოდა წითელ საცვლებში გამოწყობილი,თავს უკან სწევდა და მისი დამყოლი თმაც მის მოძრაობებს ჰყვებოდა. ყოველ მოძრაობაზე დოლარები იფანტებოდა სცენაზე,ხანდახან იმდენი, რომ ქალის სხეული აღარც კი იყო გარჩევადი.თვალებს ჩუმად აპარებდა კულისებისკენ,კულისებიდან დარბაზისკენ,თუმცა არ ჩანდა ნაცნობი მზერა.

ღმუილით მიუყვებიდა ქალაქის ქუჩებს ავტომობილი,გაუთავებელი სიგნალები და ალბათ ათასობით აკრული ჯარიმა,თუმცა საჭესთან მჯდომს ეს სულ არ ანაღვლებდა. ტორპედოზე მიგდებულ ტელეფონს ყოველ წამს ამოწმებდა,თუმცა ზარის ხმა საერთოდ არ ჩქარობდა. ყოველი წამი მტანჯველი იყო მისთვის,რამდენჯერ გადაუსწრო წამებს გულის ფეთქვამ იმასაც კი ვერ გრძნობდა. დაჭიმული სხეულით მიკრობოდა სავარძელს,შუბლთან ამომჯდარი ძარღვი კი კანიდან გამოხტომას ცდილობდა.
- ამის დედაც.... დაიღრიალა და ხელი დაარტყა სიგნალს.
გვერდით მჯდომი სამხარაძე ხმას ვერ იღებდა,ნერვიულად იქცევდა ქვედა ტუჩს კბილებს შორის და თავზე ხელს ისმევდა.
ტელეფონი აწკრიალდა თუ არა,ვერცერთი მიხვდა როგორ აღმოჩნდა მანქანა ტროტუარზე,ხელი სწრაფად გადაუსვა სენსორს და ნაცნობი ხმია გაიგო თუ არა, ზიზღისგან საშინელმა გულისრევის შეგრძნებამ დაუარა მთელს სხეულში.
- გისმენ ნაბიჭ*ვარო.
- აბა,თაბაგირი.. გაანალიზე თუ ჯერ კიდევ გგონია რომ ჩემზე რამით წინ ხარ?სასმლისგან გაბრუებულმა,ძლივს გადააბა რამდენიმე სიტყვა ერთმანეთს.
გააკეთე არჩევანი? ვინ გინდა რომ იცოცხლოს, დედიკომ,დაიკომ თუ შენმა პატარა კახ*პამ? ნუთუ შენთვის ოჯახი არ არის მთავარი დიმიტრი? განსვენებული პრემიერიც ხომ ამას გიმოძღვრავდა? საწყალი.. ღმერთმა აპატიოს ცოდვები.. შენც მალე მის ბედს გამოსცდი,მერე ამ სამიდან რომელიმე ქალი დაგიტირებს,ამიტომ აირჩიე..
- მითხარი სად ხარ..სად მოვიდე ბენდელიანო?!
თაბაგირის შეკითხვაზე ხმაურიანად გაეცინა მამაკაცს,ამრეზით მიუბრუნდა ტელეფონს და დაიღრიალა:
- ჩემამდე სანამ მოხვალ ცოცხლად მოკვდები თაბაგირო,მას მერე რასაც შენი საკუთარი თვალებით ნახავ. ტელეფონზე სამი შეტყობინება მოვა!!! სამი მისამართი,სადაც შენი და, დედიკო და ბარბარაა!!! შენ ხომ გაგიჭირდა არჩევა?! ახლა კი ინსტიქტებს მიჰყევი პრემიერის ვირთხავ.. ვისაც მიუსწრებ,თუ რა თქმა უნდა უკვე ლეში არ დარჩა მათგან.. იმას გადაარჩენ.. წარმატებებს გისურვებ. ჩემი თამაში დაიწყო.
ალბათ როდესაც ცხოვრებაში დგება მომენტი, რომელიც შენს მოქმედებას არ ექვემდებარება,როდესაც კონტროლს სრულიად კარგავ და ყველაზე მნიშვნელოვანს ტოვებ,როდესაც დროს ვერ აპაუზებ და ვერც უკან ახვევ, სრულიად პარალიზებული ხარ და გონებაც კი აღარ გემორჩილება,ცდილობ ბრაზი და იმედგაცრუება ღრიალით გამოუშვა შენი სხეულიდან, თუმცა ამის საშუალებას საკუთარი ხმაც არ გაძლევს..
მანქანიდან გადმოსული სრულიად უკონტროლო იყო,ყვიროდა,ღრიალებდა,მოთქვამდა,ირგივ ვერავის ამჩნევდა,სხეული ისე უცახცახებდა,თავის დაჭერაც კი უჭირდა.
- მშვიდად!!!დაიყვირა სამხარაძემ!!!
აზრზე მოდი!! შემომხედე!!! სახეში ხელი შემოარყა და საყელოზე დაექაჩა:
თავი ხელში აიყვანე!!!! ყველანი წავალთ ცალცალკე ამ მისამართებზე!!! შენ კი უბრალოდ გმართებს თავი ხელში აიყვანო და ცივი გონებით იფიქრო!!!! თითები საფეთქლებთან მიიტანა და თვალები დაქაჩა.
- გესმის ?!!!!
კვლავ დაებღაუჭა საყელოზე,როდესაც მანქანების გაუთავებელმა სიგნალმა მოიყვანა კვლავ გონს. შავ პორშეს უკან მერსედესის მარკის ავტომობილები ამოდგომოდნენ, ჯანაშია და დგებუაძე მიუახლოვდნენ მამაკაცებს,სამხარაძემ თვალით ტელეფონისკენ ანიშნა,ხელით გაუწოდა ტატოს და ლოკაცია ჩააგდო ერთ-ერთი მისამართის.
- წავედით!!!
იარაღი ტყავის ქურთუქში მიიმაგრა ჯანაშიამცსაჭესთან ადგილი დაიკავა და ღმუილით მოწყდა ადგილს.
- მანქანაში დაჯექი.
სრულიად უემოციოდ აღმოხდა სიტყვები თაბაგირის ტუჩებს და იქაურობას გაეცალა.

*
- ნომერი გაამზადეთ. თქვა მამაკაცმა,ვისკის ჭიქა შუშის პატარა მაგიდაზე გაასრიალა და ხელით ბარბარასკენ ანიშნა, სცენიდან ჩამოეყვანათ.
მკლავებში მტკივნეულად ჩავლებულ ხელებს გრძნობდა და ისე სწრაფად გაჰყავდათ სცენიდან,მიწაზე ფეხიც არ ჰქონდა დადგმული.
- არა!!! დაიყვირა უმოწყალოდ,თუმცა ოთახში შესვლისთანავე კარი გარედან ჩაკეტეს,ის კი ოთახს მიღმა დარჩა.
,Please get ready in 30 seconds"
ქალის მონოტორულ,წვრილ ხმაზე შეხტა,რომელიც ყოველი 10 წამის გასვლის შემდეგ ოთახში მეორდებოდა. ყურებზე ხელებს იფარებდა,მუხლებში იკეცებოდა და ყვიროდა. გაჩუმდი!!!გაჩუმდი!!!
'10 seconds"
დროის ათვლა დაიწყო.გულის ცემა და წამების წიკწიკი ერთ რიტმში ფეთქავდა,ფეხზე წამომდგარი და კარს ოდნავ მოშორებული,თვალებით ეძებდა თავის გადასარჩენდ განკუთვნილ ნივთებს,თუმცა ვერაფერს პოულობდა.
საკეტი აწკრიალდა,კარი გაიღო,ნერწყვი კი ძლიერად გადაყლაპა.
დიმიტრი,გთხოვ,მიშველე.. ჩაიჩურჩულა და ნაცნობი სილუეტის მოლოდინში,თვალები ძლიერად დახუჭა.
ოცნებობდა,ეს კარი თაბაგირს გაეღო,მკლავები მოეხვია მისთვის და ის სიმშვიდე ეპოვა,რომელსაც ყოველთვის მის გვერდით პოულობდა,ეთქვა,რომ დასრულდა ეს ჯოჯოხეთი და სახლში წასვლის დროა,თუმცა ამაოდ.
- გამარჯობა.. უცხო ბარიტონმა მოიცვა მისი სხეული.. გონებაში ეს ერთი სიტყვა უტრიალებდა მხოლოდ,ის კი ინსტიქტურად უკან უკან მიდიოდა,მანამ სანამ ცივ კედელს ბოლომდე არ მიეყრდნო.
- ლამაზად ცეკვავდი,ნამდვილად აღაგზნებ მამაკაცებს.. ჩაილაპარაკა კაცმა და საყელო შეიხსნა,პიჯაკი საწოლზე მიაგდო და პერანგის სახელოები იდაყვებამდე აიწია. აცახცახებულ მაშარელის სხეულს მიუახლოვდა და მისი დასარტყმელად გამოწეული ხელი ჰაერში დაიჭირა.
- სიძლიერით არც მანამდე გამოირჩეოდი.. მის სახესთან ჩაილაპარაკა და მაშარელის სხეულიდან წამოსული მოტკბო სურნელი ხარბად შეისუნთქა..
- ნიკა ?!აქ რა გინდა?!
თვალიდან მარგალიტივით ჩამოუგორდა ცრემლი,რომელმაც ტუჩების მიმართულებით გაიკვლია გზა და მამაკაცმაც არ ადროვა,ცერა თითით შეუმშრალა ბაგეები.
- ხელები გასწიე!!
კიდევ ერთხელ სცადა გაწევა და წაბორძიკდა,რადგან ჯერ კიდევ მოქმედებდა წამალი მის მჩქეფარე სისხლში.
- ყოფილი შეყვარებული,ყოფილი მინისტრის საყვარელია..ნუთუ ეს ის სამომავლო მიღწევები იყო,რომელზეც მელაპარაკებოდი? აქ რა მინდა?შენ ამას მე მეკითხები?! ორაზროვნად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და თითები აასრიალა მის მკვრივ თეძოებზე.
ამის გამო დამშორდი, ამის გამო მიმატოვე ?
- არა,იმიტომ რომ ნაბიჭ@ვარი ხარ..
ზიზღით ამოილაპარაკა მაშარელმა და თვალები წამიერად დახუჭა როცა მისკენ წამოსული ხელი დაინახა.
მამაკაცმა ხელი ჩაწია,თვალები მოისრისა და ერთი ნაბიჯით უკან გადგა.. საწოლზე ჩამოჯდა,ზეწარი ორივე ხელში მოიქცია და მუშტები ძლიერად შეკრა.
- ფუ შენი..
- გთხოვ,დამეხმარე.. გამიყვანე აქედან.. ნიკა..
მამაკაცს მიუახლოვდა,მუხლებით დადგა ნიკას პირისპირ და მის მზერას გაუსწორა თვალები. აქ არ დამტოვო,აქ არ მინდა..ვედრებით შეხედა კაცის უემოციო სახეს.
- შენმა საყვარელმა გიშველოს,იმან ვისშიც გამცვალე, რის გამოც მიატოვე სწავლა და საერთოდ ყველა და ყველაფერი.. დაელოდე,იქნებ ბორ@დელში გასართობად შემოიაროს ოდესმე და თუ მაშინაც ენდომები ასეთი... იქნებ დაგეხმაროს?
მის სახესთან ამოილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. ქალის ლამაზი სხეული კიდევ ერთხელ შეათვალიერა და კარის სახელურს დასწვდა.
- არ წახვიდე.. ნიკა! გთხოვ. გთხოვ არ წახვიდე.
თვალებიდან ცრემლები სდიოდა და ძირს დაცემულს,ძალაც კი არ შერჩენოდა,ამდგარიყო.

მარმარილოს იატაკზე მამაკაცის ნაბიჯები ექოსავით ისმოდა.შიგადაშიგ იარაღიდან თითო ტყვიის გასროლა და ყრუ კვნესა,სისხლის პატარ პატარა გუბეები და ძირს მწოლიარე დაჭრილი დაცვის თანამშრომლები.
- სად არის შენი უფროსი?
საფეთქელზე იარაღის ლულა მიადო,არასასურველი პასუხის გაგებისთანავე კი ჩახმახს ხელი გამოჰკრა და ტვინი გაასხმევინა.
კარების სახელური ჩამოწია,თუმცა არ გაიღო,შემდეგ მხარი რამდენიმეჯერ მიარტყა და ძველებური საკეტიც მარტივად გატეხა.
- ქეთო... ნანა.... ბარბარა!!!! არის აქ ვინმე?!! სასოწარკვეთილი ხმით დაიღრიალა მამაკაცმა და ოთახის თვალიერება დაიწყო სიფრთხილით.
სად ხართ,ამის დედაც სად ხართ!!! სიმწრისგან შუბლი მიარტყა კედელს და ხელით ნელა მიეყრდნო,ღრმად სუნთქავდა,იმდენად უჭერდა ყელში გაჩხერილი ბურთი სუნთქვისას,ჰაერი საერთოდ აღარ ჰყოფნიდა.
- დიმიტრი..
ოთახში სამხარაძის ხმა გაისმა.
- აქ არავინაა,შემდეგ ლოკაციაზე წავედით.
გვერდი აუქცია სამხარაძეს,თუმცა ოთახიდან გასვლის საშუალება არ მისცა იასონმა,მხარზე ხელი მოხვია და შემოატრიალა.
- რა ხდება ?!
- შენი სიძე და ქეთო.. ისინი აღარ არიან. ვწუხვარ..
- რა თქვი?
ხმა აუკანკალდა მამაკაცს.
- ელენასთან არიან ბავშვები. დამშვიდდი,მათთვის არავის არაფერი დაუშავებია.. ახლა ნანა უნდა ვიპოვოთ,ან ბარბარა..გაყინული მზერით გახედა მეგობარს და დანანებით შემოეხვია.
- გლოვის დრო მერეც გექნება დიმი..ახლა ცოტახანს დაივიწყე ყველაფერი.. დედაშენს სჭირდები,შენს მაშკას..გესმის? ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.ვინც ცოცხალია,ის მაინც დავაბრუნოთ.. გთხოვ,გამაგრდი.
- სად არის ქეთო. მისი ნახვა მინდა.
სიტყვები ძლივს აღმოხდა პირიდან თაბაგირს.
- სად არის!!!!სად!!!! მანახე ჩემი და!!!!!
იღრიალა და ზიზღნარევი სახით გახედა სამხარაძეს.
- გამომყევი.
თავდახრილი გაიწია იასონი კარისკენ,ჯერ დიმიტრი გაატარა,შემდეგ კი ჯანაშიასკენ წავიდა,რომელიც გარეთ ელოდებოდა მის მეგობრებს.თაბაგირის გამოჩენისთანავე,ყველამ უკან დაიხია, თავები დახარეს და ქეთო თაბაგირის უსიცოცხლო სხეულს მოშორდნენ,რომელსაც ზემოდან თეთრი ზეწარი ეფარა.
თაბაგირმა თვალები ძლიერად დახუჭა.მუხლებზე დადგა და მისი დის სხეულთან ახლოს მივიდა,ზეწარი ოდნავ გადასწია და შუბლზე ბოლოჯერ აკოცა.
- შენი სიკვდილი უპასუხოდ არ დარჩება ჩემო ანგელოზო,გპირდები..
ცრემლები ვერ შეიკავა და უსიცოცხლო სხეულთან გართხმული ღრიალებდა და მოთქვამდა.
მის ცრემლებს კი წვიმის წვეთები ერეოდა,ცრემლებიც წვიმასავით იმატებდა, ტკივილი კი იზრდებოდა და ნისლივით ბინდავდა გონებას.

,უნდა მოკლა?'
ნატალია ბენდელიანის ბოლო ნახვისას ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა,თუმცა ახლა იცოდა,რაც უნდა გაეკეთებინა. შენობას მიახლოვებულმა ხელში არსებულ მოწყობილობას ღოლაკზე თითი დააჭირა,5 წამიანი წამზომი ავტომატურად ჩაირთო და როგორც კი კულმინაციას მიაღწია ბეტონის კედლები წამში ნაფლეთებად იქცა.სახეზე ნიღაბი აიფარა,იარაღი გადატენა და მტვრად ქცეულ ადგილას ფრთხილად გადადგა ნაბიჯები.
რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანს შეავლო თვალი, თუმცა აფეთქებისგან დაშავებულები უკვე სულს ღაფავდნენ.
- შენობაში არიან...გაიქეცით.. შეტყობინება გადასცა შავებში შემოსილმა სილუეტმა,რომელმაც თაბაგირისა და სამხარაძის დანახვისას მაშინვე დააგდო ზურგზე მოკიდებული ჩანთა და გასასვლელისკენ გაიქცა.
- ეს რა დედისტ...ნაა!!!
შავი სილუეტისკენ რამდენიმეჯერ გაისროლა,თუმცა ყველა ტყვია ააცილა.
- აქ სულ ფულია..
ელვა გადასწია სამხარაძემ და შეკრული მსხვილი კუპიურები ძირს დაყარა.
- წავედით,დავეწიეთ იმ ნაბი@ჭვარს,სწრაფად ფეხზე წამოდგა და დიმიტრის გაჰყვა უკან.
შენობიდან გაქცეულს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ცეცხლი გაუხსნეს,შავოსანმა იგრძნო,როგორ გაიარა ერთმა ტყვიამ მის ფეხში,შემდეგ მეორემ,მესამემ,საბოლოოდ კი მიწაზე წაბორძიკებულმა,ხოხვა დაიწყო,რომელიც მანქანამდე მიღწევას ცდილობდა.
- გამოგიჭირე,ნაბიჭვ@ვარო... საით გაგიწევია..
ქეჩოში ჩაკიდა ხელი თაბაგირმა,მისკენ მოატრიალა და შავი ნიღაბი ჩამოხსნა.
- ამის დედაც... შენ?!
- მია?!!
ლარივით დაეჭიმა სხეული სამხარაძეს.
- გამარჯობა ძვირფასო.. მიხარია შენი ნახვა ისევ...
ძლივს ამოილუღლუღა ქალმა და გონებადაკარგულმა თავი უკან გადაწია.
- შე ძუკნ@ა შენი დედაც!!!! არ მოკვდე!!! სად არის ბარბარა!!! სად!!
ღრიალებდა თაბაგირი და ადგილს ვერ პოულობდა; იასონ,გააკეთე რამე..
- რა ხდება?
იკითხა ჯანაშიამ და სისხლიან ახალგაზრდას დახედა.
- მია?
თავი უკმაყოფილოდ გააქნია;აი თურმე საიდან გადიოდა ჩვენი ამბები..
- მაგით რისი თქმა გინდა?!
აენთო სამხარაძე და მხრებში სწვდა მეგობარს.
- რა ?! რა გაგიკვირდა?! ეს ძუკ@ნა რომ არა ახლა ასეთი რამ კი არ მოხდებოდა.. აქამდე ეს საქმე მორჩენილი იქნებოდა,შენ კი თან დაათრევდი,ზედ ყვებოდი..
- ამ ყველაფერს სერიოზულად ამბობ?! გგონია მე მშვიდად ვარ ახლა ამ ყველაფერს რომ ვიაზრებ? თუ მარტო შენ და დგებუაძეს გინდათ მშვიდი ცხოვრება ჰა?!! მიპასუხე !!!!
- ამის დრო არარის
მათ შუაში დგებუაძე ჩადგა და თაბაგირისკენ მიმართა მზერა; ამ საქმეს მერეც გავარჩევთ,დიმიტრის ჩვენი დახმარება სჭირდება, ჩხუბის დრო არარის. წამოდი ტატო.
- დამშვიდდი,არ გადანაშაულებ.ბიჭები დაიღალნენ,მესმის. შენც დაიღალე,ამიტომ მალე დავამთავროთ ეს ყველაფერი. მანქანაში ჩასხედით
გასძახა მეგობრებს თაბაგირმა და საჭესთან მოთავსდა. ტორპედოზე მიას ტელეფონი და გადამცემი დაალაგა,უეცრად სენსორზე კი შემომავალი ზარის ხმა გაისმა.
- ლერი ჭიპაშვილი.

როგორც ჩანს დიმიტრი თაბაგირი უდანაშაულოდ სცნეს პრემიერის სიკვდილში,რას იტყვი ლერი?ბოროტი პერსონაჟის როლში ახლა მე ვარ? ჩაიქირქილა მამაკაცმა და ვისკით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოცალა; ისე,პატარაობაში ყოველთვის ბოროტი პერსონაჟები მომწონდა,იმიტომ რომ ისინი სულ იმარჯვებდნენ,მეც გავიმარჯვებ.. უფრო სწორედ მე და შენ..ჩვენ გაგვიმარჯოს, დამისხი კიდევ..
- საკმარისია... კბილებში გამოსცრა ლერიმ..
- პრეზიდენტს როგორ ელაპარაკები?
- ყოფილ პრეზიდენტს..
- მგონი რაღაც არ მოგწონს..ბიუჯეტიდან მოპარული თანხა მოგაკლდა? ჩაეცინა მამაკაცს და თავად დასწვდა ვისკის ბოთლს,რომელიც ლერიმ დაიჭირა და მაგიდიდან მოისროლა.
- ნატალია როგორ გაწირე? ის ხომ შენი ერთადერთი შვილი იყო?!
- ახლა არ მითხრა,რომ შენც ნატალიაზე გედგა თვალი,როგორც თაბაგირს.. რა იყო,შენც მისი გაჟ@იმვა გინდოდა?
- ეს რა შუაშია?
- აბა შენ უფრო შეგტკივა გული,ვიდრე მე, კიდევ აქეთ მეკითხები?! რაღაც არ მომწონხარ,ლერი ჭიპაშვილო.
- მთელი ცხოვრებაა შენს დავალებებზე მე დავძრწივარ ვირთხასავით.. ახლა აღარ მოგწონვარ? უბრალოდ,მეგონა ოდნავ მაინც შეგრჩებოდა,რაიმე ადამიანური,საკუთარი სისხლის მიმართ მაინც.
- გეყოფა,რა.. თავს ნუ მაჩვენებ ისე,თითქოს შენ არაფერი მიგიქარავს. დაჯექი და დალიე!! სოკოლოვის მოლოდინის დავლიოთ,რას იტყვი?მალე ამ ნეხვს მოვშორდებით ცოტახანში.. და ნელნელა აქაც დაავიწყდებათ ყველაფერი.. ხალხს ხომ იცი, ცუდი ამბავი მალე ავიწყდება, აი კარგი კი წლების განმავლობაში ახსოვს.. ხალხს გაუმარჯოს,სოკოლოვის დედაც.
- ძალიან მთვრალი ხარ,გეყოფა.
- წადი შენი,დარეკე და გაარკვიე სად დედისტ@@აში არიან!! დარეკე!
იღრიალა ბენდელიანმა და ტყავის სავარძელს კეფით მიეყრდნო..
- დარეკე?
კიდევ ერთხელ იკითხა ბენდელიანმა,სავარძლიანად მოტრიალდა ჭიპაშვილისკენ,თუმცა ის იქ აღარ დახვდა. ლერი?! სად ჯანდაბაში ხარ?! სავარძლიდან წამოდგა და ოდნაც წაბორძიკდა,ჯერ კიდევ ვისკისკან შემთვრალს ცოტა ფეხი ერეოდა. მაგიდის უჯრა გამოსწია,პისტოლეტი ამოიღო და სწრაფად გადატენა,კარს ფრთხილად მიუახლოვდა და ოდნავ დაბალი ხმით დაუძახა კვლავ ჭიპაშვილს;
- ლერი,აქ ხარ?!
თვალებს აცეცებდა შეშინებული და უკვე კარის გაღებას აპირებდა,როცა იგრძნო იარაღის ლულა როგორ მჭიდროდ ჰქონდა თავზე მიბჯენილი.
- იარაღი დააგდე.
ნაცნობმა ბარიტონმა გაიჟღერა,კაცმაც არ დააყოვნა,იარაღი დააგდო და ხელები ასწია.
- ერთი სიტყვა მითხარი,აქვე რომ არ გაგასხმევინო ტვინი,შე ნაბიჭ@ვარო.. თუმცა არა,ვერ ვითმენ..თავით მისკენ მიიწია და მთელი ძალით ჩაარტყა,ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს კი მეტი რა უნდოდა,წონასწორობა ვერ დაიჭირა და ძირს გართხმული,შიშით უყურებდა ზემოდან მდგომ თაბაგირს.
მამაკაცმა ორივე ხელი საყელოში ჩაავლო,მისკენ ასწია და ფეხზე დააყენა,კედელზე ისე ააკრო,სიმწრისგან ამოიღმუვლა ბენდელიანმა.
- გეყოფა.. შენი... გეყოფა..
- მეყოფა?! არა.. არ მეყოფა.. იმდენად მინდა დაგიშავო.. შენი სიკვდილი არ მეყოფა.. მინდა გტანჯო.. მოგკლა.. მერე ისევ,ისევ...გესმის?
- ავადმყოფი ხარ...
- კი.. ვარ.. მაგრამ მინდა გითხრა რომ ახლა,უარესი ვარ.. ამდენი ხანია ვეძებ შენს სოროს და აი , გიპოვე.
- გამიშვი.. თორემ ცოცხალი აქედან ვერ გახვალ... ამოულუღლუღა ბენდელიანმა და დიმიტრის უკან მდგომ მამაკაცებს გახედა.
- როგორ გამაცინე..ვინ გიშველის,რა საინტერესოა? ჯერ მკვდრეთით აღმდგარი მე არავინ მინახავს.. და შენს 50მდე დაქირავებულ კაცზე თუ მეუბნები,რომლებიც შენს სოროს ეხვია,ჩათვალე აღარ არიან.. არც შენი ლერი,შენი ყოვლისშემძლე სუპერმენი.. და დარჩი მარტო შენ.. და მე... როგორც ამას ამდენი ხანი ვნატრობდით...
- სოკოლოვი მოვა.. მის ხალხთან ერთად მოვა და მოგკლავს ნაბი@ვარო.. ცოცხალს გაგიშვებს გგონია... მაგრამ არა..
- შე სი@რო!!! საუბრის უფლება ვინ მოგცა?! იღრიალა თაბაგირმა,საყელოში ჩავლებული ხელით კვლავ მოქაჩა ბენდელიანი და თავი კედელზე ისევე მწარედ მიარტმევინა. სანამ თავის ქალა გაგიხეთქე,აიღე შენი ტელეფონი და დროზე დარეკე, დედაჩემი და მაშარელი ახლავენ გაუშვან... თორემ პირში ჩაგთხრი ამ იარაღს
სამხარაძემ ტელეფონი მიაწოდა,მამაკაცმა ნომერი აკრიფა და სპიკერზე მომლოდინე ზარმაც არ დააყოვნა.
- შეცდომების გარეშე,მიდი!!!!!
იღრიალა თაბაგირმა და ტელეფონის მეორე ხაზიდან წვრილი ხმაც გაისმა.
- გისმენთ ბატონო გიორგი
- თაბაგირის დედა.. გაუშვით.
- კი,მაგრამ..
- როგორც გითხარი ისე გააკეთე გაიგე? გაუშვი.. გაუშვი!!!! გაათავისუფლე!!!
- გასაგებია.
- მაშარელიც!!!!
კბილებში გამოსცრა დიმიტრიმ და მეორე ხაზიდან მამაკაცის პასუხს დაელოდა.
- ბატონო გიორგი,სამწუხაროდ,მაშარელს ვერ გავუშვებთ.
- რას ნიშნავს ვერ გაუშვებთ. ყველა გაუშვით. არ მაინტერესებს ყველა ყველა ყველა!!!!! შიშისგან აკანკალებული ხმით საუბრობდა ბენდელიანი.
- მაშარელი ბოლოს მაშინ ნახეს ჩვენებმა,როცა ბორდ@ერიდან გაპარვას აპირებდა,შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს როგორც თქვენ ბრძანეთ და.. შემდეგ აღარავის უნახავს..
- და და... ცოცხალი არის თუ არა? თქვი!!!!
- არ ვიცი ბატონო გიორგი,ვერ გეტყვით.
- კ-კარგი.. გასაგებია..
- შე ნაბი@ვარო... და წამართვი, და მომიკალი... ახლა მაშკა... მაშკაც მომიკალი..
ტვინს გაგასხმევინებ,შენი...
- დიმიტრი.. სამხარაძემ ხელი სწრაფად მოკიდა და იარაღი ბენდელიანისკენ ააცილებინა,ტყვიამაც არ დააყოვნა,შუშა გახეთქა და ნამსხვრევების გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა ოთახი.
- უნდა მოვკლა..გამიშვი!!! არ გაცოცხლებ ნაბიჭ@ვარო!!!
- დიმიტრი,ქვემოთ ხალხი გველოდება,ეს კიდე ქვემოთ უნდა ჩავათრიოთ,ვისაც საჭიროა იმათ უნდა გადავცეთ..გესმის?!
- მისი მოკვლის სრული უფლება მაქვს იასონ არ გესმის?!! ჩემი და მოკლა,ჩემი... ჩემი მაშკაც აღარ არის..რას მეუბნები, ხვდები მაინც?! გგონია ამის მერე თავს ვიცოცხლებ?! ეს ნაბი@ჭვარი თუ არ გავიყოლე იმ ქვეყნად ისე არ წავალ!!!
გესმის ბენდელიანოო?!! არ წავალ!!!
- გაიყვანე აქედან.. ჯანაშიას და დგებუაძეს ანიშნა და თავად ბენდელიანის უკან დადგა.
- ხელები უკან გამოწიე,სი@რო..
- რას აკეთებ?!
- ვიცი,რასაც გავაკეთებდი,მაგრამ შენ ის კაცი არ ხარ,რის გამოც ჩემს მეგობარს ცხოვრებას დავუნგრევ,არც მე დავინგრევ.. დაპატრიმრებული ხარ, ახლა კი ფეხი გაადადგი. ბორკილები ხელებზე მჭიდროდ მიაბჯინა და ხელის კვრით წინ გადაადგმევინა ნაბიჯი.
შენობიდან გამოსული ფორმიანი მამაკაცები ერთი მეორის მიყოლებით მიაცილებდნენ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს.არსაიდან გამოსული ჟურნალისტები და კამერები ცხვირწინ კვლავ უტრიალებდნენ თაბაგირსა და მის მეგობრებს,მიუხედავად აჟიოტაჟისა და ხმაურისა,მამაკაცი უემოციოდ მიემართებოდა კუთვნილი ავტომობილისკენ,როცა შემაძრწუნებელმა ხმამ ფეერვერკივით იფეთქა.
აჟიტირებული ჟურნალისტები კივილსა და პანიკას მოეცვა. მამაკაცის მზერა კი ნელნელა ბენდელიანისკენ გაპარულიყო,რომელიც ჯერ მუხლებზე ჩაიკეცა,შემდეგ კი ასფალტზე დაეცა და საფეთქლიდან გამოჟონილმა ალისფერმა სისხლმაც არ დააყოვნა,ის ადგილზევე გარდაიცვალა.
რამდენიმე კილომეტრის მოშორებით,სნაიპერს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა,ფეხზე წამოდგა, შარვალიც დიდი მონდომებით გაისწორა და ჩამოიფერთხა ტალახისგან. ავტომობილს მიუახლოვდა,იარაღი უკანა სავარძელზე გადადო თავად კი საჭესთან მოთავსდა.
სარკეში ჩაიხედა,კმაყოფილმა წითელი პომადა თითით გაისწორა,მანქანა აუღელვებლად დაქოქა და ტერიტორიას უკვალოდ გაეცალა.

- მე ის ვერ მოვკალი..ჩაილაპარაკა თაბაგირმა.
- მაგრამ მკვდარია.. თქვა სამხარაძემ.
- ვის შეეძლო ამის გაკეთება, ჩაეძია ჯანაშია,თუმცა კითხვა უპასუხოდ დატოვა მანქანაში მსხდომმა.
- არ ვიცით,გამოძიება მიხედავს,ალბათ.
- დიმიტრი.. კარგად ხარ?
- ჰო.. სახლში წავალ,ნანას ვნახავ მერე კი..
- მერე ?!
დაიძაბა სამხარაძე.
- დიმიტრი..სისულელეს ნუ გააკეთებ.. ჩვენ არ ვიცით ცოცხალია თუ არა მაშკ..
- იასონ. გზას უყურე. რაც გითხარი გააკეთე და ზედმეტი არავინ ილაპარაკოთ.
- ელენამ მომწერა, თქვა ტატომ და სამხარაძეს გახედა.
- რას გწერს?
- სახლშია,გველოდებიან..
- როგორც ჩანს კიდევ ერთი რთული დღის გავლა მომოწევს... ჩაილაპარაკა დიმიტრიმ,სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძრო,ღრმა ნაფაზი მოუკიდა და გადაეშვა უსასრულო ფიქრებში..

- დიმიტრი,შვილო. აცრემლებული ნანა შვილისკენ გაიწია და გულში პატარა ბავშვივით ჩაიკრა.ეხუტებოდა,კოცნიდა,თმას უსწორებდა,თვალებში უყურებდა,მონატრებას კვლავ ტირილი ანაცვლებდა,ტირილს კი ტკივილი,შვილის დაკარგვის ტკივილი. ერთადერთი გოგონასი,რომელმაც მხოლოდ შვილიშვილები დაუტოვა ობლად,ერთადერთი მისი ნაწილი დიმიტრი შერჩენოდა და ისე ეკროდა,თითქოს წაართმევდნენ. დედა გენაცვალოს, დიმიტრი შვილო.. აი ტასო და გუგა არიან აქ,ბავშვებისკენ ანიშნა თვალებით,რომლებიც გასუსულები ისხდნენ სავარძელში. თაბაგირი ნელნელა მიუახლოვდა,ორივე გულში ჩაიკრო და ქეთოსეული სურნელი შეისრუტა მისგან.
- ბიძია,დედა სად არის?
ამოიტირა ტასომ და თაბაგირის უძირო თვალებს ახედა.
კაცი გველნაკბენივით გადგა უკან,თავზე ხელები შემოილაგა,ცოტახანს ასე გაუნძრევლად იდგა,შემდეგ კი სახლიდან გავარდა და კარიც ძლიერად გაიხურა.
- მე მივხედავ.
თქვა ელენამ,სამხარაძემ კი წამით შეაჩერა.
- ახალი არაფერია მაშარელზე პატარავ?
- არის.
თავი დაუქნია ელენამ;უბრალოდ არ მომეცა საშუალება მისთვის ეს მეთქვა,ვხედავ რა მდგომარეობაშიცაა.
- შენ სად იყავი? როგორი გაფითრებული ხარ,დაღლილი.. ხელები სახეზე მოავლო,კოცნას აპირებდა,მისკენ ახლოს რომ მივიდა,თვალები დახარა და ტალახიან ფეხსაცმელებს მოკრა თვალი.
- პატარავ,სად იყავი? ეს რაარის.. სულ მტვრიანი და ტალახიანი ხარ..
- არსად,პატარები სადაც იყვნენ,ისეთი ადგილი იყო რომ.. მოკლედ,შენ დაივიწყე,მთავარია ერთად ვართ და ახლა ვერასდროს ვერ დაგვაშორებს,მიყვარხარ იასონ!
ტუჩებზე დაეწაფა და ვნებიანად აკოცა მამაკაცს; ახლა კი წავალ, დიმიტრის დაველაპარაკები,იქნებ ხასიათი გამოვუკეთო.
- მიდი,პატარავ... აქ დაგელოდები,მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ,დროებით.
კარი გაიხურა და სადარბაზოს კიბეები ჩაიარა,იქვე პორშესთან მდგარ თაბაგირს მოკრა თვალი და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- არ ვიცი,თუ ახლა საუბრის ხასიათზე ხარ,თუმცა ვიტყვი იმას,რომ შენ ეს შეძელი დიმიტრი..
- მე ის ჩემი ხელით ვერ მოვკალი.
- მაგრამ ხომ მოკვდა.
- მინდოდა ეს მე გამეკეთებინა,ისიც არ ვიცი ვინ დამასწრო,ან რატომ..
- ამას მნიშვნელობა აღარ აქვს,ისე მოკვდა,როგორც იმსახურებდა,ქეთოს გამო. შენ მას მოკლავდი,შემდეგ კი დანაშაულის ადგილზე დაგიჭერდნენ,მერე,ქეთოს პატარებს ვინ მიხედავდა? ვინ იზრუნებდა მათზე?
შენი აზრით ეს მას ენდომებოდა? ამით ბედნიერი იქნებოდა?
- ნანა იზრუნებდა.
- ნანაზე ვინ იზრუნებდა? ის ხომ დედაა,მასაც ხომ სტკივა?
- უკვე აზრი აღარაფერს აქვს.
- ექნება,თუ გეტყვი,რომ ბარბარა ვიცი სადაცაა?
- რა თქვი?!

2 საათით ადრე.

ხელი ხელზე ჩაავლო,წამოდგომაში მოეხმარა და თხელი პენუარა მოახურა მხრებზე,კარი ფრთხილად შეაღო,მიიხედ მოიხედა,როგორც კი დარწმუნდა რომ დერეფანში არავინ იდგა,თვალით ანიშნა უკან გაყოლოდა. მაშარელიც უკან მიჰყვებოდა ჩრდილივით,თუმცა,როგორც კი გასცდა რამდენიმე ნომერს,ხრინწიანმა ხმამ ორივე ადგილზე გააშეშა:
- ერთი წუთით.
შესძახა მომსახურე პერსონალმა:
- ბატონო...
მიუახლოვდა და თავი დაუკრა შავებში ჩაცმულმა,შემდეგ მაშარელს გახედა,მერე ისევ ნიკას და თვალები დააწვრილა,მიხვდა რაღაც რიგზე ვერ იყო და ხელი გადამცემისკენ წაიღო.
- მისი აქ ყოფნა არ შეიძლება,დროის დამატება თუ გსურთ,თანხა უნდა გადაიხადოთ. იცით ალბათ..
- ხო.. დროის დამატება მინდა.. ოღონდ ისე მინდა,რომ ქალბატონი თან მახლდეს.
- კი,მაგრამ ასე არ შეიძლება.. თქვენ ანგარიში გაასწორეთ, მე მას კუთვნილ ოთახში დავაბრუნებ,იქ დაგელოდებათ.. თუ გნებავთ კიდევ დავამატებთ რამდენიმე გოგონას.. უბრალოდ მათი უნებართვოდ ოთახიდან გასვლა სასტიკად აკრძალულია.
- კარგი,დაბრუნდი ოთახში ბარბარა.
- რა?თავი გააქნია მაშარელმა უარის ნიშნად; არა გთხოვ,ხელი ჩასჭიდა მამაკაცს,რაც არ უნდოდა ნიკას შეემჩნია თუმცა სხვა გზა აღარ დარჩენოდა,ხელის სწრაფი მოძრაობით შავოსანის იარაღს ხელი დასტაცა,სახე მის მკლავში მოიქცია და ოთახში შეათრია.
ბარბარას პენუარს დასწვდა,რომელსაც ნახევარი მატერია შემოახია და მაშარელმა პირის გაღებაც ვერ მოასწრო,ისე შეუხვია ხელ ფეხი შავოსანს ახალგაზრდამ.
- რას აკეთებთ,აქედან ცოცხალს არავინ გაგიშვებთ.გგონია მე გამაკავებთ? გარეთ ჩემნაირი იცით მაინც რამდენია?
ჩაიცინა შავებში ჩაცმულმა და მორიგი მატერია პირზე ააკრეს.
- ფუ ამის... შეიკურთხა ნიკამ.. ახლა რა ვქნათ,აქედან როგორ გაგიყვანო..იარაღის ხმარება არც ვიცი.. ჩაილაპარაკა და გიშრისფრად მოლიპლიპე პისტოლეტს დახედა..თვალები კედელთან ატუზული მაშარელისკენ გააპარა შემდეგ კი მის მიერ გაკოჭილ კაცს შეხედა. იარაღი იქვე დააგდო საწოლზე,ტელეფონი კი ჯიბიდან ამოიღო,თუმცა ტელეფონი ოთახში არ იჭერდა.
- რას აკეთებ?
- ვცდილობ დათოს დავუკავშირდე ან გიორგის.. მაგრამ როგორც ჩანს აქ არ იჭერს ამის დედაც. კბილები ერთმანეთს დააჭირა,ცდილობდა,რამე მოეხერხებინა,აზრად კი საერთოდ არაფერი მოსდიოდა,როგორ შეიძლებოდა ამხელა შენობიდან გასვლა ისე,რომ არავის არ შეემჩნია.
- კარგი,წამოდი.. დერეფნის ბოლოში გავიდეთ,რამენაირად მე ყურადღებას მივიქცევ,შენ კი ქვემოთ პირველ სართულზე გაიქეცი,სულ მარჯვნივ იარე და პირველივე კარიდან გადი. ვერცხლისფერ მერსედესთან მიდი,მანქანაში ჩაჯექი და იქ დაიმალე. ვეცდები რომ მალე მოვიდე. მანქანის გასაღები ხელის გულში ჩაუდო,საკეტი ჩამოსწია და ოთახიდან გავიდა.
- გამომყევი.
დერეფნის ბოლოს რამდენადაც უახლოვდებოდნენ,მუსიკის ხმაც უფრო მეტად მატულობდა,ნიკოლოზიც ზუსტად იმ სცენისკენ მიემართებოდა,საიდანაც ბარბარა გამოიყვანეს. ბართან მისულმა ფეხი წაიბორძიკა,მაგიდაზე არსებული ბოთლები ერთი ხელის მოსმით გადმოყარა და ძირს დაეცა.
- ბატონო,კარგად ხართ?
- მთვრალია..
ჩასჩურჩულა მეორემ და წამოდგომაში მიეხმარა თანამშრომელს.
- რა ხდება?!
იკითხა შავებში გამოწყობილმა და მის ხელქვეითებს დახედა,როგორ აყენებდნენ მთვრალ მამაკაცს.
- კარგი,აქედან მოაშორეთ,არ მჭირდება ზედმეტი ხმაური,სტუმრები წუხდებიან;რომელი ოთახიდან გამოვიდა?! წარბი ასწია და დერეფნისკენ გაიხედა.
- მე-12 ნომრიდან.
- კარგი,შევალ შევამოწმებ იქ რა ხდება.
- კარგით.
- ეგ გაიყვანეთ,ანიშნა კიდევ ერთხელ და დერეფნის ოთახებს გაუყვა.

ფეხშიშველი სწრაფი ნაბიჯებით ჩაუყვებოდა კიბეებს,ცდილობდა მოაჯირისთვის ხელი არ გაეშვა რადგან ყოველ წამს ფეხი უცურდებოდა სრიალა იატაკის ზედაპირზე. როგორც იქნა ფინიშს გასულმა დაინახა კარი,რომელზეც ნიკა ეუბნებოდა,სახელურის ხელი ჩამოსწია და კეფის არეში იარაღის გადატენვის ხმა შემოესმა.
- არ გაინძრე,შემობრუნდი.
აკანკალებული სხეულით შეტრიალდა და იარაღს სახე გაუსწორა.
- სად მიიჩქაროდი პატარა ძუკ*ნა?
თმაში ხელი ჩაავლო და კვლავ კიბეების მიმართულებით აიღო გეზი.- ფეხი გაადგი;მკაცრი ტონით იძლეოდა ბრძანებას,ქალიც მის მითითებებს ჰყვებოდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას,ფეხი უკან რჩებოდა.
კიდევ ერთხელ გადატენილი იარაღი,ჩახმახზე თითი და გამაყრუებელი ტყვიის ხმა.
იგრძნო კეფის არეში როგორ შეუმსუბუქდა ტკივილი,თმიდან როგორ დაეხსნა მამაკაცის ჩაბღაუჭებული ხელი და როცა უკან მიიხედა,ის უკვე სისხლის გუბეში ცურავდა.
ხელები პირზე აიფარა და სასოწარკვეთილმა მიმოიხედა.
- დამშვიდდი,ბარბარა..
ნაცნობი ხმა მოიცვა სმენის არეალმა. მე არაფერს დაგიშავებ,ხელები ასწია და გოგონას მიუახლოვდა.
- არ მჯერა.. არა.. თავი გაქნია და უკან დაიხია მაშარელმა. შენ ჩემი მოკვლა გინდოდა,შენ .. შენ ბენდელიანის მარჯვენა ხელი ხარ..თვალებიდან ცრემლები წასკდა და საავარიო სიგნალიზაციის ხმაზე წამიერად შეხტა.
- ახლა მთელ შენობას გადაკეტავენ,კამერებს ხედავ? თავით ანიშნა ოთხ კუთხეში მოქცეულ პატარა მოწყობილობებზე,იციან აქ რომ ვართ,30 წამში დაცვით გაივსება აქაურობა,მერე კი გიპოვიან და იქ დაგაბრუნებენ საიდანაც მოხვედი,რა გირჩევნია.. იქ წახვიდე,თუ მე გამომყვე? ხელი გაუწოდა კაცმა და იარაღი უკანა ჯიბეში ჩაიდო.
- აქ ყოფნას სიკვდილი მირჩევნია.
უყოყმანოდ თქვა მაშარელმა,დახეული პენუარის ქამარი მჭიდროდ შეიკრა და კიბიდან ჩამოვიდა.
- ფრთხილად,სისხლია,ფეხი არ მოგიცურდეს,ხელი მომეცი.
ლერი ჭიპაშვილის სიტყვებს დაჰყვა და მამაკაცს უკან აედევნა.

***
იქ,სადაც მზე ფორთოხალივით იწურებოდა,ნელი სიო ჰქროდა და თან მოჰქონდა ყვავილების ნეტარი სურნელი,ერთადერთი რაც ამ სიმშვენიერეს და ბუნების სიჩუმეს ფანტავდა,შავი პორშეს გამაყრუებელი ხმა იყო.საჭესთან მჯდომი მამაკაცი,რომელიც საყვარელი ქალის სანახავად მიჰქროდა ისე,რომ აღარ ახსოვდა საერთოდ სიჩქარის მანიშნებელი ხაზი როდის გადასცდა 200-ს,250-ს... ყოველ წამს ითვლიდა რომ მისი მშვენიერი სახე ენახა,ისევ იქ,სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

თითქმის მთელ კვამლში გახვეულიყო ავტომობილი სწრაფი მოხვევის მანევრით,რომელიც წამში ამოუდგა გვერდით მდგომ მანქანას. კარი ორივემ ერთდროულად გააღო და ნანატრი სხეული მთელი არსებით მიიკრო გულზე.
- ჩემო სიყვარულო.
ჩასჩურჩულა დაბალი ხმის ტემბრით და მთელი სახე დაუკოცნა.
- შენ ხარ,ნამდვილი ხარ.
ატირდა მაშარელი და მამაკაცის ვნებიან ტუჩებს დაეწაფა.თითები მის თმაში შეაცურა და საყვარელი მამაკაცის სურნელი ხმაურიანად შეისუნთქა.
- აღარ გაგიშვებ,გპირდები.
- აღარ გამიშვა.
აკანკალებულ,ნახევრად შიშველ სხეულზე თავისი ქურთუკი მოახურა,მანქანის კარი გაუღო და ფრთხილად ჩასვა.
გვერდით მდგომ მანქანაში საჭესთან მჯდომ ჭიპაშვილს მიუახლოვდა,მამაკაცმაც საქარე მინა ჩასწია,თაბაგირს ახედა და ხელი გაუწოდა:
- მხოლოდ ნატალიასთვის.
უპასუხა მამაკაცმა.
- მადლობა.
ხელი ჩამოართვა თაბაგირმა და გასაღები გაუწოდა. -იქ არის,ბენდელიანის ქალიშვილი,სახლში დააბრუნე.
თავი დაუქნია ჭიპაშვილმა,გაზს ფეხი მიადგა და სწრაფი მოძრაობით გაეცალა ადგილს.

* * *

პრეზიდენტის გარდაცვალების ინციდენტს შსს აუციელბლად გამოიძიებს.. თქვა ჟურნალისტმა და მიკროფონი მოიხსნა,ნაცნობ მზერას მოჰკრა თვალი და უყურადღებოდ არც დატოვა,დინჯად გადადგა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ნაბიჯი და ორაზროვნად ჩაეღიმა.
- ლანა?
გაიკვირვა თაბაგირმა,ერთ მომენტში აათვალიერა თავიდან ფეხებამდე და მზერა კვლავ კამერისკენ მიმართა.
- გილოცავთ,ბატონო პრეზიდენტო.
- გმადლობ,ლანა. ინტერვიუს სიამოვნებით მოგცემდი,მაგრამ ჩემი პირველი მიმართვა უნდა ჩავწერო.
- თუ გნებავს,ჩემთან ჩავწეროთ,რას იტყვი?
წარბი ასწია ქერამ და ყურებამდე გაიღიმა; კარგი,ვიცი რომ არ მიკადრებ,შენს გულში ის ვიღაც პატარა გოგოა ხოო? რიტორიკულად დასვა შეკითხვა და საათს დახედა.
- კი,ისაა.
ჩაეძია წკრიალაშვილი. პრეზიდენტს ხელი გადახვია,თვალი ჟურნალისტს გააყოლა და ცალი ხელით პიჯაკიც კი შეუსწორა.
- მას ბარბარა ჰქვია,ამიერად ხშირად გაიგებ მის სახელს,ის ხომ პრეზიდენტის რჩეულია და მომავალი პირველი ლედი. უი ხო,ყური მოვკარი შენს გადაცემას,რაო,ჯერ ვერ გამოიძიეს ვინ არის მკვლელი?!
- ვერაა...
ცალყბად უპასუხა ქალმა და თვალები აატრიალა,როგორც კი ზურგი შეაქცია წკრიალაშვილს მანაც არ დააყოვნა და შუა თითის იმიტაცია უჩვენა.
- გეყოს,სამხარაძე სად არის? ან მაშო სადაა,ამდენი ხანია ველოდები ყველას..
- კარგი ნუ ნერვიულობ,ყველა შენთანაა,ნანას გარდა.
- წავიდა?!
- ჰო,უფრო სწორედ,ჩავიდა..გერმანიაშია უკვე,თავის დასთან.
- ეს ნანას საქციელს შეეფერება.
- სარძლო დაგიწუნა,რას იზავ?
- გთხოვ,ნუ მახსენებ.. მითუმეტეს ეს პირდაპირი მიმართვა.. ამ საღამოს სერიოზული საუბარი მომიწევს ბარბარასთან.
- რატომ?
- ცოლად არ მომყვება,რაღა რატომ?!
- რა ცუდია რომ ახლა ამ საუბარს არ ვიწერ... დაიჯღანა წკრიალაშვილი და ენა გამოყო. ღმერთოო,ქვეყნის პრეზიდენტს ცოლობაზე უარს ეუბნებიან.. ჰაჰა! დიდი ამბავი,აუცილებელია მოიყვანო?! ხომ გიყვარს,ერთად ხომ ხართ?!
- ელენა... სადმე გინახავს პრეზიდენტი,რომელიც ამბობს სიტყვებს ,ჩემი შეყვარებული".. გინახავს?!!
- კი,შენ.. რადგან უარს ამბობს ცოლობაზე.. ჰაჰა!
- მაღიზიანებ. გაეთრიე და წადი შენს სამხარაძესთან,იმას მოუშალე ნერვები.
პირდაპირი ჩართვა დაიწყო,გთხოვთ ბატონო პრეზიდენტო,მობრძანდით.
ხელით სკამისკენ ანიშნა ჟღალთმიანმა და ახალი პრეზიდენტის სიტყვით მიმართვისთვის ხალხს აპლოდისმენტებისთვის მოუწოდა.
პირისპირ არსებულმა კამერამ თვალი მოსჭრა,ოდნავ პირი გაუშრა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
- მინდა,ყველას მადლობა გადავუხადო.. ნერწყვი ძლიერად გადაყლაპა და საუბარი გააგრძელა. თავისუფლება და თავისუფლების დაცვა,ეს ისაა,რაც ჩვენ გვჭირდება.. ეს ის განძია,რომელიც უნდა დავიცვა თქვენთვის.. სწორედ ამას ამბობდა პრემიერი..ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო,საამაყო პიროვნება და კაცი,რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დაუღალავად იბრძოდა,თუმცა ვერ შეძლო..მე,ამ პოსტს,ვიკავებ მისთვის,გავაგრძელო ის საქმე,რაც მან თქვენთვის წამოიწყო..არავის მივცემდი იმის უფლებას,მის სიცოცხლეს შეუმჩნევლად ჩაევლო,არც ახლა მივცემ. მე,დიმიტრი თაბაგირი,პირობას ვდებ,რომ ვიქნები პრეზიდენტი მხოლოდ თქვენი კეთილდღეობისთვის,თქვენი ოჯახებისთვის,შვილებისთვის,რომ ისეთ ქვეყანაში იცხოვრონ,სადაც მხოლოდ თავისუფლება და სიყვარულია.
- ბატონი დიმიტრი, დიდი მადლობა.
- ბატონო დიმიტრი,თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით გვიპასუხოთ...
ჟურნალისტებისთვის ყურადღება არც მიუქცევია,სწრაფი ნაბიჯით გამოემართა შენობიდან,გარეთ გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი და მანქანაში ჩაჯდა.
- აბა,როგორ ჩაიარა?
ღვედი გადაიკრა სამხარაძემ და მანქანა დაქოქა.
- საშინლად..ამისთვის მზად არ ვიყავი.
ამოიოხრა მამაკაცმა.
- ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა ძმაო,მთავარი ეს არის,მიეჩვევი ნელნელა,ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ.
- უბრალოდ გაზს მოუმატე და აქაურობას მომაშორე.
კეფა მანქანის სავარძელს მიადო,სენსორიანი მოწყობილობა თითებში მოიქცია და ნაცნობი ნომერი აკრიფა.


დღევანდელი ლექციის თემა იქნება,ხელოვნება და საზოგადოება...ხელოვნება რეალობიდან მომდინარეობს, მაგრამ ამავდროულად ირეალურ სულს ისხამს. რეალობის მიბაძვა ამყარებს ხელოვნების შესაძლებლობებს და ახდენს ადამიანზე მორალურ და ესთეტიკურ გავლენას, მოქმედებს მისი გრძნობების ხასიათის ფორმირებაზე. ამის დახმარებით მას შეუძლია გადმოსცეს მისი გრძნობები ტილოზე..ფუნჯებს შეუთავსოს მისი ფიქრები და მისცეს ნება,გადმოსცეს ის ყოველივე,რასაც ვერ იტყვის და ვერ მოისმენს ვერავინ..
უკაცრავად; აწკრიალებულ ტელეფონს დახედა მაშარელმა და ბოდიშის მოხდით აუდიტორია დატოვა.
- დიმი.. გისმენ
- უყურებდი ჩემს გამოსვლას?
ქალმა შუბლზე ხელი შემოირტყა,აუდიტორიის კარებს ოდნავ მოსცილდა და ჩურჩულით განაგრძო საუბარი.
- მაპატიე,ლექციაზე ვარ..მალე ხომ იცი ფინალურები მაქვს,მე კიდევ იმდენი ვაცდინე რომ..
- კარგი.. ამოიოხრა კაცმა; საღამოს ყველანი ერთად ვიკრიბებით,სახლში მალე მოხვალ?
- კი,მოვალ. ბოლო ლექციაა,მალე წამოვალ,გავიქეცი გკოცნი.
ტელეფონი გათიშა და თავი ასწია თუ არა მის წინ მდგომ ნიკოლოზს შეეჯახა.
- ბარბარა? ლექციაზე არ ხარ?
- ჰო.. უფრო სწორედ, ორი წამით გამოვედი,რაღაც საქმეზე და..
ტუჩზე იკბინა და მის წინ მდგომს თვალი აარიდა.
- ვიცი ხო,ალბათ შენი შეყვარებულის თუ საქმროს პირდაპირ ჩართვას უყურებდი,ასეთი რამის გამოტოვება როგორ შეიძლება?
- ნიკა ჩვენ ხომ გავარკვიეთ ყველაფერი..მაინც ბრაზობ. რა ხდება?
- არაფერი,ბარბარა.
- ხანდახან მგონია რომ ნანობ იმ დღეს,როცა ჩემს გადარჩენას ცდილობდი.
- რატომ გგონია?
- შენს თვალებში ვხედავ ბრაზს. ის ჯერ კიდევ არ გამქრალა.
- ბრაზი მაქვს,იმიტომ რომ მიყვარხარ ბარბარა. შენ სხვათან ხარ..
- და შენც სხვასთან.
შეეპასუხა ქალი. ნიკა,კარგი ადამიანი ხარ,მაგრამ სიყვარული არ შეგიძლია.. გულს ტკენ ყველას შენს გარშემო. იქნებ,ეცადო და ოდნავ მაინც შეიცვალო? შეცვალო ეს დამოკიდებულება,შენც გაგიმარტივდება და ცხოვრებასაც გაიმარტივებ.
- მაგრამ ეს არ მომცემს შენთან ყოფნის შესაძლებლობას.
- კარგი.. დავივიწყოთ. წავალ ლექციაზე,შენ კი თავს გაუფრთხილდი და მარიამსაც,კარგი გოგოა,გულს ნუ ატკენ...ბედნიერად.
- კიდევ შევხვდებით,დროებით.
ხელი დაუქნია ნიკამ და კიბეები ჩაირბინა.
უნივერსიტეტიდან გამოსულს შავი ფერის ავტომობილი დახვდა. როგორც კი მანქანას მიუახლოვდა, კოხტად გამოწყობილი მაღალი მამაკაცი დადგა მის წინ,კარი გაუღო და ხელით ანიშნა,ჩამჯდარიყო.
- ბატონი დიმიტრი გელოდებათ,ქალბატონო ბარბარა.
- გთხოვ,ქალბატონოს ნუ მეძახი.. და ნუ მიჩერებთ ყველას თვალწინ აქ მანქანას...ღმერთო ჩემო!!! დიმიტრი!
გაბრაზდა მაშარელი და წარბები შეკრა.
- მე მხოლოდ მოვალეობას ვასრულებ, ქალბ..
- არ დაასრულო! უბრალოდ ბარბარა!
თითი დაუქნია მაშარელმა საჭესთან მჯდომს.
- დიახ, ბარბარა.
გაეღიმა მამაკაცს და გზა განაგრძო სახლისკენ მიმავალმა.

* * *

უზარმაზარ ფილებით მოპირკეთებულ ეზოში ორ სართულიანი სახლი იდგა. მაღალი ხეებით დაჩრდილული,რომლებიც გაზაფხულის შესაბამისად ყვავილობდნენ და არაამქვეყნიურ სურნელს დაატარებდნენ სიოს საშუალებით. ეზოს შუაგულში პატარა ფანტანიც იწონებდა თავს,რომლის შხაპუნა წვეთები მზის სხივებს იტყორცნიდა.მიუხედავად იმისა,რომ ჯერ კიდე გვიანი გაზაფხული იყო,აბიბინებული მწვანე ხასხასა ბალახი თვალისმომჭრელს ხდიდა ეზოს.
მეორე სართულის ვერანდაზე,ყავით ხელში იდგა ახალგზრდა ქალი,შიშველ სხეულზე პლედი დაუდევრად ჰქონდა მოხვეული ,ყვავილებისა და ყავის სურნელით ტკბებოდა,როცა ნაცნობი ხელები წელზე გველივით შემოეხვია. მის კისერში ჩარგო თავი და ყელზე აკოცა.
- დილამშვიდობის.
- დილამშვიდობის.. მისკენ შეტრიალდა მაშარელი.
- დილით ულამაზესი ხარ.
- შენ კი მატყუარა ხარ.
გაიცინა ქალმა.
- მე შენს პასუხს ველოდები. ტუჩები კვლავ მიაკრო ყელზე და ხელები მისი სავსე მკერდისკენ გააცოცა.
- რა პასუხს..
თავი მოიკატუნა ბარბარამ და სიამოვმებისგან თავი ოდნავ გადაწია.
- იმას,რომ ცოლად გამომყვები..
- და თუ არა?!
გამომცდელად შეხედა თაბაგირს და მისმა პასუხმაც არ დააყოვნა.
- მაშინ პატარებისთვის ახალი დედიკოს პოვნა მომიწევს.
- მათ მხოლოდ მე ვუყვარვარ, ისევე როგორც შენ,იდიოტო.
მამაკაცის სახე ხელებში მოაქცია და მის გემრიელ ტუჩებს დაეწაფა.
- ეს თანხმობას ნიშნავს?!
- შესაძლოა..
თავი აღარ შეუკავებია თაბაგირს,ხელის სრაფი მოძრაობით გააძრო პლედი,ხელში აიტაცა მსუბუქი სხეული და ოთახისკენ აიღო მიმართულება.
- შენი აზრით ჩვენს ხმაურზე გაეღვიძებათ?!
- იმდენი დალიეს გუშინ,არ მგონია.
- მეც ასე ვფიქრობ,ჩემო მეუღლევ.
რბილმა ტუჩებმა მის მკერდამდე გაიკვლია გზა,შემდეგ კი ფეხებს შორის,რასაც ქალის კვნესა არ დაუყოვნებია.
- შენზე ვგიჟდები,დიმი.
სასიამოვნოდ ამოიკრუტუნა ლამაზმანმა.
- შენ კი ხარ თავად ჩემი სიგიჟე,ბარბარა მაშარელო!



№1  offline მოდერი Queenofmoon

მეგობრებო...3 წელი გავიდა და ასე მგონია ამ ისტორიას გუშინ ვწერდი..არ ვიცი ვის გახსოვართ,ან ეს ისტორია გახსოვთ თუ არა ვინმეს,მაგრამ მე მახსოვხართ,ყველანი...ძალიან მენატრებოდით და მაპატიეთ დაგვიანებისთვის,იმისთვის რომ არ ვჩანდი და ისტორიაც ასე დავტოვე. იმედი მაქვს მოგეწონებათ ამ ისტორიის დასასრული,მე დაგიბრუნდით და ისევ თქვენთან ვარ. <3

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

სამწუხაროდ აღარ მახსოვს ეს ისტორია და იქნებ მთლიანი დადოთ რომ წავიკითხოთ მთლიანი

 


№3  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნანა
სამწუხაროდ აღარ მახსოვს ეს ისტორია და იქნებ მთლიანი დადოთ რომ წავიკითხოთ მთლიანი

სრულად რომ დავდო,მაშინ თავებად დადებული უნდა წავშალო,ამის უფლება კი არ მაქვს სამწუხაროდ:( შეგიძლიათ წინა თავები წაიკითხოთ მხოლოდ 15-ია ბევრი არ არის<3

 


№4  offline წევრი Daldoni Daldoni

როგორ გამიხარდა... საუკეთესოა ყველა შენი ისტორია და მიხარია წერას ,რომ აგრძელებ ..სიამოვნებით წსვიკითხავ ყველა ისტორიას ისევ ,რომლებიც ჩემი ფაბორიტია... კომენტარი შემდგომში დარწმუნებულივარ ისევ ისეთი ემოციებით სავსე იქნება როგორც წინა ისტორიები..წსრმატებები..

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

Daldoni Daldoni
როგორ გამიხარდა... საუკეთესოა ყველა შენი ისტორია და მიხარია წერას ,რომ აგრძელებ ..სიამოვნებით წსვიკითხავ ყველა ისტორიას ისევ ,რომლებიც ჩემი ფაბორიტია... კომენტარი შემდგომში დარწმუნებულივარ ისევ ისეთი ემოციებით სავსე იქნება როგორც წინა ისტორიები..წსრმატებები..

ჩემო კარგო და თბილო,როგორ მიხარია ისევ შენი კომენტარის ხილვა<3 ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ისევ აქ ჩემი ერთგული მკითხველი <3

 


№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან კარგი ისტორიაა , საინტეტესოდ წერთ. ძალიან მინდა თქვენი სხვა ისტორიების წაკითხვა და გთხოვთ სათაურები დაწერეთ რომ მოვძებნო და წავიკითხო. დიდი პატივისცემით

 


№7  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი გვანცა
ძალიან კარგი ისტორიაა , საინტეტესოდ წერთ. ძალიან მინდა თქვენი სხვა ისტორიების წაკითხვა და გთხოვთ სათაურები დაწერეთ რომ მოვძებნო და წავიკითხო. დიდი პატივისცემით

უღრმესი მადლობა შეფასებისთვის<3. ,,შენს მკლავებში დავლევ სულს" ეს სულ პირველი ისტორიაა და ცოტა ძველი ბევრი შეცდომით:) მეორეა ,,სისხლიანი პაემანი "მესამე კი ,,ტირანის მახეში" რომელსაც წაიკითხავთ იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ <3 <3

 


№8  offline წევრი მარიამ. ნ

რამდენიხანია ველოდები ამისს დასასრულს ♥️ აღარც მეგონა თუ დამთავრდებოდა , გამიხარდა ძალიან რო დავინახე ♥️ იმედია კიდევ არ დაგვეკარგები და ახალი ისტორიებითაც გაგვანებივრებ .. ♥️

 


№9  offline მოდერი Queenofmoon

მარიამ. ნ
რამდენიხანია ველოდები ამისს დასასრულს ♥️ აღარც მეგონა თუ დამთავრდებოდა , გამიხარდა ძალიან რო დავინახე ♥️ იმედია კიდევ არ დაგვეკარგები და ახალი ისტორიებითაც გაგვანებივრებ .. ♥️


მადლობა დიდი <3 კი დავბრუნდი და მალე ახალი ისტორიითაც დაგიბრუნდებით და აღარ ვაპირებ დაკარგვას<3 მადლობა თქვენ პირიქით რომ მელოდებოდით და არ დაგვიწყებივართ, ესაა ყველაზე მეტად რაც მაბედნიერებს<3

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

წინა ისტორიებს ბევრად ჯობია. მომეწონა ძალიან.????

 


№11  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნანა
წინა ისტორიებს ბევრად ჯობია. მომეწონა ძალიან.????

დიდი მადლობა <3

 


№12  offline მოდერი abezara98

რა გითხრა? ძალიან, ძალიან მომენატრა შენი ისტორიები და გამოხარდა ამ ისტორიის დასასრულის დანახვაც. თან როგორი დასასრულის ❤❤❤ ამდენი ხნის მერე პირველ კომენტარს ვწერ საიტზე და ძალიან მიხარია, რომ ეს შენ ისტორიაზე ხდება ❤❤❤ სხვანაირი დასასრული უბრალოდ ვერ წარმომედგინა მაშკასთვის. ბე დელიანი ზუსტად იმ ადამიანის ხელით მოკვდა, ვისაც ყველაზე მეტად დაუშავა. ქეთი და მისი ქმარი ძალიან შემეცოდნენ, მაგრამ მგონია, რომ დილიტრი მათ შვილებს არაფერს არ მოაკლებს ❤❤❤
მოკლედ, ძალიან, ძალიან მიხარია შენი დაბრუნება სიხარულო ❤❤❤ და მოუთმენლად ველოდები შენ ახალ შემოქმედებებს ❤❤❤ love you ❤❤❤

 


№13  offline მოდერი Queenofmoon

abezara98
რა გითხრა? ძალიან, ძალიან მომენატრა შენი ისტორიები და გამოხარდა ამ ისტორიის დასასრულის დანახვაც. თან როგორი დასასრულის ❤❤❤ ამდენი ხნის მერე პირველ კომენტარს ვწერ საიტზე და ძალიან მიხარია, რომ ეს შენ ისტორიაზე ხდება ❤❤❤ სხვანაირი დასასრული უბრალოდ ვერ წარმომედგინა მაშკასთვის. ბე დელიანი ზუსტად იმ ადამიანის ხელით მოკვდა, ვისაც ყველაზე მეტად დაუშავა. ქეთი და მისი ქმარი ძალიან შემეცოდნენ, მაგრამ მგონია, რომ დილიტრი მათ შვილებს არაფერს არ მოაკლებს ❤❤❤
მოკლედ, ძალიან, ძალიან მიხარია შენი დაბრუნება სიხარულო ❤❤❤ და მოუთმენლად ველოდები შენ ახალ შემოქმედებებს ❤❤❤ love you ❤❤❤

იმედია ეგოისტი არ ვიქნები,რადგან ძალიან გამახარა შენმა სიტყვებმა????????❤და კიდევ რა მახარებს იცი? ხაზი რომ გაუსვი ზუსტად იმ ყველაფერს,რისი თქმაც ამ დასასრულით მინდოდა!????მადლობა დიდი ჩემო ტკბილო❤ბედნიერი ვარ ისევ აქ რომ გხედავ❤Love you too!!❤

 


№14 სტუმარი ქეთინო ჭ.

მე ვერ მივხვდი,თავების უმეტესობა 2020 წელს დაწერეთ და ბოლო სამი თავი წელიწადში ერთ თვეს წერდით?! ან სახელები არ აგერიათ,ან არ დაგავიწყდათ შინაარსი!? საინტერესოა.ისე კი კარგად წერთ...მომეწონა.

 


№15  offline მოდერი Queenofmoon

ქეთინო ჭ.
მე ვერ მივხვდი,თავების უმეტესობა 2020 წელს დაწერეთ და ბოლო სამი თავი წელიწადში ერთ თვეს წერდით?! ან სახელები არ აგერიათ,ან არ დაგავიწყდათ შინაარსი!? საინტერესოა.ისე კი კარგად წერთ...მომეწონა.

გამაცინა თქვენმა კომენტარმა:)) <3 საკუთარ ისტორიას ალბათ ვერ/არ დაივიწყებს ავტორი:) მადლობა რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent