სამოთხის მინდვრები 1 თავი
სამოთხის მინდვრები თავი 1 პირველი მოგონება, ან პირველ კოშმარი. სიმართლე გითხრათ, ეს ორი მცნება ჩემთვის ერთია და ჩემდა და კიდევ უამრავ ჩემსავით ჩაგრულთა საუბედუროდ საპირფარეშოს უკავშირდება. სწორედ სკოლის საპირფარეშოს სუნი ასდის ამ მოგონებას. იმის წარმოდგენას, თუ როგორი იყო ფრიადოსანი, ხუჭუჭა და შავგვრემანი ბიჭის ცხოვრება მშობლების მიერ შერჩეულ ელიტარულ სკოლაში, ჩემგან მოყოლა სულაც არ სჭირდება. ვინ იცის, რომ არა ის მდიდრების, ამაზრზენი სკოლა იქნებ მეც ჩეულებრივი, სტატისტიკური, ღარიბი მოსწავლის ცხოვრება მქონოდა და ასე თუ ისე ბედნიერი ბავშვობით მეცხოვრა. ცალკე იმის ყურება იყო სტრესული, თუ როგორ ცდილობდნენ ჩემი მშობლები საკუთარი ვალის პირწმინდად მოხდას ერთადერთი ვაჟის წინაშე და რად უჯდებოდათ იმ სკოლის ყოველწლიური საფასურის გადახდა, რომელშიც ჩემი პატარა ჯოჯოხეთი აღესრულებოდა ყოველდღიურ რუტინად. თუმცა სწორედ ამ ჯიუტი მონდომების ბრალი იყო სწორედ, რომ ხან ტუჩგახეთქილს, ხან წარბგაგლეჯილს, ხან საპირფარეშოს სიმყრალეში ამოსვრილს ასე მარიგებდნენ მზრუნველი მშობლები: _ გამოსავალი ორია, ან იბრძოლებ, ან შეეგუები!_ მე შევეგუე. მაგრამ შვეგუე მხოლოდ გარეგნულად. მორჩილების მიღმა ჩემს გონებაში მწიფდებოდა და ღვიოდა შურისძიების საშიში ნაპერწკალი. და სწორედ სკოლის დასრულების წელს ხანძარში გახვეული "ძვირფასი" შენობის ალზე გავითბე წლების მანძილზე დამცირებისგან გაყინული გული. ეს იყო პირველი მკვლელობა საკუთარი სინდისის. თუმცა ეს მაშინ, ახლა რომც ვაღიარო ამას არავინ დამიჯერებს. თუ ამ წამს ვაღიარე უკვე?! როგორც კი შევძელი სახლიდან წავედი. მშობლების გაწეული ამაგის სანაცვლოდ, არასდროს მავიწყდება მსუყე თანხის გაგზავნა ყოველთვიურად. მაგრამ... სულ ესაა და ეს. მე წარსულთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე. იბრძოლე ან შეეგუეო? და რა იქნება თუ შეგუებასაც ბრძოლად გადავაქცევ?! რა მოხდება, თუ იმ სტატუსისთვის, სადაც ვერავინ გაბედავს ჩემს დამცირებას, ცხოვრების ყველა სიმახინჯეს გამოვიყენებ ჩემსავე საკეთილდღეოდ? ნუთუ ეს მაქცევს ცუდ ადამიანად?! სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ შიშველ სხეულს დეტალურად ვათვალიერებ. მომწონს საკუთარი სიშიშვლე. ფარული ნარცისი ხარბად შემომყურებს ანარეკლიდან. სექსუალური? მარტივი ნათქვამია, ამ ფორმებისთვისაც არ მიმიღწევია ასე მარტივად. კარგად ვამჩნევ, როგორ მაყოლებენ თვალს ქალები. ვიცი რასაც ნატრობენ, როცა ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევენ. ასაკი? ასაკი ხომ მათთვის მხოლოდ ციფრებია?! მე კი ახლა მეთევზე ვარ და საჩემოდ ვცდილობ ლამაზ ლიფსიტებს გვერდი ავუარო. მე ოქროს თევზს ვეძებ. მსუყეს, ბრძენს, მაგრამ მარტოობისგან შეშლილს. ხომ გაგიგიათ, ვინც ეძებს ის პოულობსო?! ქორწილი? საერთოდ რა საჭირო იყო არ მესმის, მაგრამ არ მენაღვლებოდა. თეთრი კაბა? რაღაც ასაკის შემდეგ სულაც სასაცილოდ მეჩვენებოდა, მაგრამ არც ამას ვნაღვლობდი. დონ ჟუანი?! ჟიგოლო?! და თქვენ გგონიათ მე ეს მანაღვლებს?! დედაქალაქის ელიტურ უბანში ვხსნი სამხატვრო სახელოსნოს. ეს ერთადერთი სინამდვილეღა შემომრჩა ჩემი ფარსიდან. ვნება, რომელსაც რეალურად არავისმიმართ განვიცდი, მით უფრო ცოლის, სწირედ აქ იღვრება თეთრ ტილოზე. ახლა იმ მკერდს ვხატავ, ხშირად რომ მესიზმრება და ფუნჯის ყოველ ჩამოსმაზე მეხორკლება კანი. გრძელი წაბლიფერი თმის აწეწილ ბადეში ვხვევ მის წვრილ წელს და კანის მარმარილოს სიგლუვე დაუოკებელი სურვილით მავსებს. მისი წარმოსახვითი სხეულის სირბილე და სისპეტაკე ერთდროულად აღმაგზნებს და მაოცებს კიდევაც, ნეტავ თუ არსებობს? როგორი სურნელი აქვს? როგორი თვალისფერი? როგორი ღიმილი? მუხლებზე მდგარი, შემკრთალი და მორჩილი, ასეთია ის ჩემს წარმოსახვაში, იმდენად რეალურია, იმდენად ხელშესახები. თვალებს ვხუჭავ, რომ უკეთ წარმოვიდგინო თუ როგორ ვეფერები ჩემს წინ დაჩოქილს, თითებით ტუჩებზე... სწორედ ექსტაზის ამ ბოლო წამს მაფხიზლებს მობილურის ზარი. ცივად ვდებ ფუნჯს და საღებავით დასვრილ ხელს პირდაპირ შარვალზე ვიწმენდ. _ გისმენ! _ საყვარელო სახელოსნოში ხარ?_ მეკითხება ჩემი ძვირფასი სპონსორი, ანუ უფრო სწორად მეუღლე. _ კი აქ ვარ! _ხელი შეგიშალე? _აშკარად წუხდება _ მაგრამ უნდა მაპატიო, თხოვნა მაქვს შენთან, თათბირზე ვარ და ვერაფრით ვახერხებ. იქნებ აეროპორტში გაიქცე და ჩემს თუთიკოს დახვდე? _ "გაიქცე?!" ჰმ, რა პირდაპირი აღიარებაა ჩემი სტატუსის. _ რა პრობლემაა!_ ვეუბნები ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ყველა სამუშაოს აქვს თავისი მომაბეზრებელი მომენტები. მათ შორის ჩემზე 20 წლით უფროსი, გავლენიანი და მდიდარი ქალის ქმრობასაც. თუმცა სურვილები, რომლებასაც ვისრულებთ ხომ მსხვერპლს მოითხოვენ არა სანაცვლოდ?! ხოდა რა პრობლემაა?! სინანულით ვუყურებ სურათს და უკვე სრულებით დამშვიდებული ვტოვებ სახელოსნოს. მუხლებზემდგარ უსახო ქალს დროებით ვემშვიდობები. სახეს სხვა დროს დავუხატავ. რა უცნაური მომენტია, საკუთარ ცოლს საკუთარსავე წარმოსახვასთან კინაღამ ვუღალატე წამის წინ. თუთიკო, ელიზას ნათლულია. ნათლული კი არა ლამის დიშვილი, ან შვილი. ჩემი ცოლი გიჟდება თუთიკოზე. არ ვიცი, თუთიკო უფრო უყვარს თუ მე? ახლა სასწავლებლად ინგლისში ჰყავს გაშვებული. ჯერ ისევ ბავშვი ყოფილა თუთა, როცა მშობლები დაეღუპა და ელიზამ გაზარდა. მისთვის სულსაც არ დაიშურებს. მაგრამ ალბათ მაინც არის ზღვარი, რაც ადამიანმა არ უნდა გადაკვეთოს! არის თხოვნა, რაც არ უნდა მოითხოვოს! არის რაღაც, რასაც ვერავითარ შემთხვევაში დაუთმობ, თუნდაც ყველაზე ახლობელს! ფურცელზე ვწერ: " თუთიკო შელია" და მოსაცდელში ვდგავარ. ჩემთვის სულ ერთია, მისი არსებობა, ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ფიქრებში ისევ იმ უსახო ქალს დავრტიალებ, რომ უცებ ვხედავ ხორცშესხმული როგორ მოაბიჯებს ჩემკენ. თან ათასი ხარბი თვალი მოჰყვება. გამაჟრჟოლა. იქვე და იმ წამს მომინდა მისი სხეული, სხეული, თორემ სული სადა აქვს ილუზიას? მომიახლოვდა და ჩემდა გასაკვირად არ გაქრა, პირიქით გამიღიმა კიდეც, პატარა ლამაზი კბილები გააელვა. თურმე თაფლისფერი თვალები ჰქონია, მზით და ღიმილით სავსე. კუთხეებში აპრეხილი ტუჩები და ხალი მარცხენა საფეთქელთან. თავად სრულყოფილება! მეც კი ვერ დავხატავდი უკეთ. _ გამარჯობა რატი!_ მისმა ხმამ მთელი ჩემი სხეული ბობოქარი ტალღასავით მოიარა. და საფეთქელთან გამიელვა ცუდი წინათგრძნობის ტკივილმა. _ მე თუთა ვარ!_ პატარა ლამაზი ხელი გამომიწიდა და ინსტიქტურად შევაგებე ჩემი. სწორედ იმ წამს გავიაზრე, რომ ეს ქალი ჩემი სამოთხე იყო. უფრო სწორედ სამოთხის შუაგულში მდგარი აკრძალული ხილი. სიამოვნების, კმაყოფილების და ვნების, ცნობადის ხის აკრძალული ნაყოფი. და მასთან რომ მიმეღწია სამოთხის მინდვრები ბილწად უნდა გადამეთელა. როგორც კი შვეხე, იმ წამსვე გავიაზრე, რომ ჩემი პირადი ჯოჯოხეთი ზუსტად მაშინ დაიწყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.