შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ქარი გვირილებს მატანდა


2-09-2017, 00:37
ავტორი bla.ell
ნანახია 1 634

ფერები...ფერები სუნთქავდნენ ნახატზე,
ის იყო,მე ვეღარ ვსუნთქავდი.
ჰო ვიცი ბევრს ეს არ ადარდებს,
მაგრამ მე,უბრალოდ მიყვარდა!
მიყვარდა,სულ მთელი არსებით...
ღამეებს სევდიანს ვინ ხატავს...
ცრემლებით...წვიმებით დავსველდი,
და ქარი გვირილებს მატანდა,
ყვავილებს მაყრიდა სახეზე.
ამბობდნენ წვიმები დამთავრდა...
ფიფქებმა დაიწყო ფარფატი.
მაყრიდა სიცივე სხეულზეც,
თუ ირგვლივ ღიმილებს ვფანტავდი,
ეგონათ მოვყრიდი სიცილებს,
წყალს სიზმრებს ვერ გავატანდი.
მე გულში მინდვრები მიკრავდა,
ქარს სევდა მოჰქონდა კარამდე
ჩემს გარდა ვერავინ მიტანდა,
ვიჯექი მთელი დღე ვხატავდი...
ვდუმდი და ოთახებს ვავსებდი,
სიჩუმე კედლებში ატანდა,
კეტლებში გადაღლილ,დასევდილ.
და ბოლოს ავდექი ვიკადრე,
დაცვარულ მთვარის შუქს გავხედე,
დავხატე ღრუბლები მინაზე,
ვიცოდი...ვერასდროს გნახავდი...
გნახავდი ჰო მაგრამ,უვარგისს,
ტალახში ამოსვრილს პირამდე,
ვიოცნებებდი ცურავდე
იქნებ და გადარჩე ხვალამდე
სამოთხის მიგნება ძნელია...
თუ გინდაც უფალი გფარავდეს,
შენი ბედი თუ წერია
ვერ შეძლებ გამითანაბრდე.
თვალები დახარე გარდაცვლილ
ჩემს სულს ნუ შემოანათებ,
ზეციდან სითეთრე გადაცრილ,
სიცივით გამომაზამთრებს.
ერთხელაც დამღლის ფიქრები
მოვაგროვებ და გადაყრილ,
ისევ აღებულ სტრიქონებს ისევ თავიდან გადავყრი.
ფერები სუნთქავდნენ ნახატზე,
ის იყო,მე ვეღარ ვსუნთქავდი.
ჰო ვიცი ბევრს ეს არ ადარდებს,
მაგრამ მე,უბრალოდ მიყვარდა!მიყვარდა როგორაც აღვწერდი...
ღამეებს სევდიანს ვინ ხატავს...
მე ვხატავ...წვიმებით დავსველდი...

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ავირჩევ ჩემს დროდ,
შემოდგომას თუნდაც
ცივ ზამთარს...ლამაზი დროა...
წვიმიანი ქარია გარეთ,
ცას მივადგები,შევეჩვევი
მთვარეს ან ვარსკვლავს,
თვალებს არ დავხუჭავ,
უცნაურად გამოვიპარე

 


№2 სტუმარი nati-nati

მომეწონა ეს უხეში გრძნობები და ემოციები კარგი იყო

 


№3 სტუმარი i,m not sick

ჰმ
ისე'ვ წარსული
ისე'ვ ხელოვნებაა
ელ
მაგიჟებ

 


№4  offline წევრი sel

რაღაც ისეთია, აქ რომ იშვიათად შეხვდები, კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent