შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი თვალები (პირველი თავი)


8-03-2024, 19:25
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 6 335

ცოტა რამ ნიკოზე

ლიდია ბიძაჩემის ქორწილში გავიცანი. გაცნობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მე დავინახე, იმას ჩემი არსებობა არც კი შეუმჩნევია. პრინციპში, სიმღერა მოეწონა, თუმცა პიროვნულადაც რომ ვარსებობდი, მაგაზე არ უფიქრია. მრავალ მშვენიერ ადამიანში, ყველაზე უცნაური მიმზიდველობით გამოირჩეოდა. პატარძლის გვერდით იდგა და ერთადერთი იყო, ვისაც ყველაფერი შავი ეცვა, მათ შორის, შავი ტუჩსაცხი. ერთი-ორჯერ, ვიღაცამ იფიქრა, ამრეზით შევხედავო, მაგრამ არ გამოუვიდა. მაინც ბრწყინავდა. ადამიანებთან კონტაქტს ერიდებოდა. შორიდანაც შეატყობდი, კომუნიკაციის დიდი მოყვარული არ ყოფილა. პატარძლის მხრიდან, ერთადერთი მეჯვარე იყო და ამდენ ღიაატმისფერ, ფრიალა აბრეშუმში, მხოლოდ მას ეპატიებოდა წყვდიადის ფერები.
ერთი ნახვით სიყვარულს ვერ დავიბრალებ, მაგრამ როგორც ჩემი დრამერი ანიკო ამბობს, „ერთი ნახვით ბნედა“ ნამდვილად იყო. ბიძაჩმს 10 წლით უმცროსი ცოლი ჰყავდა, რომელსაც ბიცოლას ვეძახდი და მაგრად ბრაზდებოდა. ცხოვრების მწარე შურისძიება მაშინ ვიწვნიე, როცა ევა ბიცოლამ ლიდია თავის უახლოეს მეგობრად და ამავე დროს, ბიძაშვილად გამაცნო.
მეთქი დამერხა.
ჩემგან განსხვავებით, ლიდია თავს დარხეულად სრულებით არ გრძნობდა. რა იცოდა, რამდენი დრო გავატარე იმის გამოკითხვაში, ბიცოლის ბიძაშვილის მიმართ, ლტოლვა მანიაკური გადახრა იყო თუ ჩვეულებრივი ამბავი.
ჩვეულებრივი ამბავი გამოდგა.
მამაოები არ ამიწიოკებია კითხვებით და ვერც ბიძაჩემს შევბედე დალაპარაკება, მაგრამ სიტყვაზე დამეჯერება.
- ცოტათი, რუს ნაშას ჰგავს - ცხვირი აიბზუა ანიკომ. ყველაზე ბრაზდებოდა, ვინც ლამაზი იყო და თან ჰეტერო.
- ნაშობა არც მორალური მდგომარეობაა და არც ფიზიკური გარეგნობა. ნაშობა შენი დამოკიდებულებაა სხვა ქალების მიმართ - ნერვები მომეშალა - რუსობას რაც შეეხება, აქ დაიბადა და გაიზარდა. დიდი ბაბუა და გენეოლოგიური ხე არც ჩემი ვიცი, არც მაგისი.
ავტომატურად, ლიდიას დაცვაზე გადავედი, რომელსაც აქამდე, მხოლოდ გამარჯობა ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი.
ქორწილიდან, რამდენიმე კვირის შემდეგ, ბარში მოვიდნენ, სადაც ვმღეროდით. ბიცოლაჩემის თინეიჯერ დას ჩემი სიმღერები ძალიან უყვარდა. ეზოში დავხვდი, რომ არასრულწლოვანი ნეპოტიზმით შემეყვანა. ძველებთან ერთად, ერთი ახალი სიმღერაც ვიმღერეთ. მომდევნო კვირიდან, იუთუბზეც დავდებდით. ძალიან კარგი გამოხმაურება გვქონდა, ჯერ-ჯერობით, ყველანი კმაყოფილები ვიყავით. ყველაში სოლისტი - მე, გიტარისტი გეგა და დრამერი ანიკო შევდიოდით.
- რამეს ხო დალევთ ევა ბიცოლა?? - ვკითხე, თან საკუთარი თავის კონტროლი მიჭირდა, რადგან ვისთანაც არ უნდა მესაუბრა, მხოლოდ ლიდიას ვუყურებდი.
- ამდენ ხალხში, კიდევ დამიძახებ ბიცოლას და შენ ძვალსა და რბილს ვნახავ გაერთიანებულს! - შემომიღრინა - ლონგ აილენდი მინდა.
- ნუ იცი ეს გოიმური სასმელები რაა - ბარმენს მივუტრიალდი - გთხოვ, ჩვენი საფირმო გაუკეთე ორივეს. მესამე უალკოჰოლო, ბავშვისთვის მინდა.
- მეც უალკოჰოლო - ჩაიბურტყუნა ლიდიამ. - სპირტს არ ვსვამ.
- ეს ჩვენი ოჯახის უჟმური კუდიანია, რომელსაც დალევა, გართობა, სიცილი, ხუმრობა, ცეკვა და ბედნიერი ცხოვრება ჭირივით ეჯავრება - გამომიცხადა ევას უმცროსმა დამ, ბარბარემ ლიდიაზე.
- ტლიკინა! - ჩაირჩურჩულა ლიდიამ. ანიმეს პერსონაჟს ჰგავდა. ძალიან მაღალი იყო, ქერა თმა ჰქონდა და უცნაური მწვანე ფერის თვალები, თან დიდი. ერთ წერტილს ამოიჩებემდა, იმას აშტერდებოდა. კიდევ კარგი, ადამიანებზე მიშტერება არ ახასიათებდა, თორემ გაცნობის წამიდან ვიეჭვიანებდი. ამჯერად, ტუჩები იასამნისფრად შეეღება. ყოველი ნახვისას, გარდა იმისა, რომ მისი თვალთვალით ტკბობა მომწონდა, ასევე მისი პომპეზური სტილის ინტერესი მკლავდა - რა ეცმეოდა? რა ფერის ტუჩსაცხით გამოეცხადებოდა უცნობ ადამიანებს, რომლებიც ჩემ მსგავსად, გაუცნობიერებლად, მიაშტერდებოდნენ. გოთურად ეცვა. დიდი ბეჭდები ეკეთა თითქმის ყველა თითზე. მუდამ ყურადღების ცენტრში ხვდებოდა, მაგრამ ინტროვერტი იყო. თან საშინელი ინტროვერტი. ბარბარე ერთი კვირით ადრე უწყებდა ხვეწნა-მუდარას კინოში წასასვლელად. ახლაც. თავის ორ ბიძაშვილს წამოჰყოლოდა ხალხით სავსე ბარში, სადაც ერთმანეთის საუბარს ვერ იგებდა ხალხი და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ოცნებობდა, ჩვენ ყველას უეცარ ამოწყვეტაზე.
- არც მუსიკა მოგწონს? - გადავწყვიტე, ენა ამომედგა და ერთი წინადადება მაინც მეთქვა ქალისთვის, რომელიც სრულიად დაუგეგმავად, ჩემი ფიქრის ერთადერთი ობიექტი გამხდარიყო.
- მარტო მუსიკა მომწონს - სასმელი მოწრუპა. მერე დაიჯღანა და ევას გაუწოდა ჭიქა - ეს შენია... არაყი აქვს. კარგად მღერი, დიდი მომავალი გაქვს - მითხრა მოულოდნელად.
- ლიდია რასაც ამბობს, ყველაფერი ხდება - დაემოწმა პატარა ბარბარე. - გულთმისანია.
- არაა საჭირო ჩემი დაპიარება - შეუბღვირა ბავშვს - რეკლამა რომ მინდოდეს, ინსტაგრამ გვერდს დავბუსტავი.
- ინსტაგრამი გაქვს? - ვკითხე სასხვათაშორისოდ. ვიფიქრე, თემამ რახან მოიტანა, არ გაუკვირდება-თქო.
- არ ვიყენებ სოციალურ ქსელებს. მაქვს, თუმცა იშვიათად შევდივარ - ეგრევე მომიხაზა.
ნუ რა მექნა? მტრედებს გავწვრთნიდი საკომუნიკაციოდ, მაგრამ ლიდიას ტიპაჟის მიხედვით, ღამურების გაწვრთნა უფრო მომიწევდა. მოგვიანებით, ევა და ბარბარე საცეკვაოდ გავიდნენ. მე ლიდიასთან დავრჩი. მზერას ვარიდებდი. უფრო სწორად, ვდილობდი მისთვის არ შემეხედა, თუმცა გამომდიოდა თუ არა, თავს ვერ დავდებ.
- ღამურა მშვენიერი იდეაა, თუმცა ფაუნის მოშინაურებას მაშინ აქვს აზრი, როცა ვინმე დაგიფასებს - ჩემს ფიქრებს გამოეხმაურა და ადგილზე მიმყინა. - ბაბის ნათქვამს რაც შეეხება, მართლა ბევრს ტლიკინებს, თუმცა მუდამ სიმართლეს ამბობს. ცოტათი გულთმისანი ვარ. სიტყვა გულთმისანს ვერ ვიტან... რა გაეწყობა, რეალურად ჟღერს.
ენა ჩამივარდა. არაფერი მიპასუხია მისთვის. ჩემს ასეთ მდგომარეობას ტვინის გაცხელება დავარქვი. ეგ ტვინის გაცხელება, პირველად, ზუსტად ამ დღეს დამემართა, მაგრამ ლიდიას გადამკიდე, ძალიან ხშირ მეგობრად დამჩემდა.
რა უნდა ქნა, როცა გოგო, რომელიც ძალიან მოგწონს, ბიცოლაშენის ბიძაშვილია, მისთვის კაპიკია შენი ფასი და თან ჯადოქრისთვის დამახასიათებელი ყველა მონაცემი აქვს? სოციალურ ქსელებს არ იყენებს. მისწერ და... ან გიპასუხებს, ან არა. აა ჰო, გამახსენდა: ფიქრობს, რომ კარგად ვმღერი. ჩემი ოცდაშვიდწლიანი ცხოვრების მანძილზე, პირველი დიდი გამარჯვება მოვიპოვნე სიმღერით. ყველაფერს ის პლიუსი ჰქონდა, რომ მუზა გამეხსნა და სიმღერის წერა დავიწყე. წერა ყველაზე მეტად ჩემს პატარა ხის რიკულებიან აივანზე მიყვარდა. თავი მშიერი ხელოვანი მეგონა. მართალია, შიმშილი არ გამომეცადა, მაგრამ ჩვენი სახლი ნელ-ნელა მიწაში ჩადიოდა და ცოტახანში, ფიროსმანივით, სარდაფში გამოკეტილი ვიქნებოდი, რომელიც ქალს არ ხატავდა, თუმცა სიმღერას უძღვნიდა. ძაან ამბიციური შედარება კი გამომდიოდა.... ჩემი ბედი რო ვიცი, სახლს გავყიდდი, ვარდებს გავუგზავნიდი და ყვავილებზე ალერგია აღმოაჩნდებოდა.
სოციალურ ქსელში ვიპოვნე. ძირითადად, ევას და ბარბარეს ჰყავდათ მონიშნული სურათებზე. თვითონ სამი თუ ოთხი სელფი ედო და მაგ სელფებზეც ეტყობოდა, რომ საკუთარი თავისთვის, ვერ იტანდა გადაღებას. ერთი რამე მაინც ყველგან ცხადი იყო - ლიდიას ცივი მზერა ჰქონდა, ცივი თვალები. ასევე კატები მოსწონდა…
გამთენიისას, გეგა დამადგა. ჩემი გასაწვრთნელი ღამურების არ იყოს, მაგასაც არ ეძინა. აქეთ-იქით დაბორიალობდა მთელი ღამე.
- მუზეუმში ვიყავი - ღამის კლუბი იგულისხმა. - შენ გარეშე რომ ვიყავით მე და ანიკო, სულ გკითხულობდნენ.
ნაჯღაბნებს დასწვდა. „ცივი თვალების“ რამდენიმე ვარიანტი მქონდა. ხელით წერა მიყვარდა და ერთი და იმავე სიმღერის ოცამდე ვერსია მქონდა სხვადასხვა ქაღალდზე.
- ცივი თვალები - წაიკითხა ჩურჩულით და გაეღიმა. საკუთარი სიმღერის სათაური მსერავდა. განსაკუთრებით, როცა ხმამაღლა ვიგებდი. მაზოხისტი ხარო, ერთხელ ვიღაცამ მითხრა და ძალიანაც სწორი გამოდგა. დაწერილ ცივ თვალებს კიდე როგორღაც ვიტანდი, თუმცა ხმამაღლა გაჟღერებული იმაზე მაფიქრებდა, რომ პატარა დრამა ქინგად ვქცეულიყავი, ერთი ნახვით რომ გადაირევა ქალზე და სევდიანი მუსიკის ფონზე, მთვარიანი მთაწმინდის ქუჩებში გამო*ლევებული დაწოწიალობს.
მაგრად გამეცინა.
კაი ნიკო, დაწყნარდი. ჯერ არ გიყვარს. ეგრე შიგაც არ გაქ!
- მელოდია გაქ? - მკითხა გეგამ. სახეზე დაეტყო, ტექსტი მოეწონა.
- პიანინოზე ავაწყობ ხვალ.
- მიმღერე თუ ძმა ხარ რაა - ძაან მთხოვა.
- სტუდიაში გიმღერებ, პიანინოზე უნდა ავაწყო.. დილის 6 საათია. მეზობლები გადაირევიან.
- ვინ მეზობლები ნიკო? ავარიულ უბანში ცხოვრობ, ერთი 80 წლის მეზობელი გყავს საწოლად ჩავარდნილი და ყურში ვაფშე არ ესმის.
- აუ, კაი გამახსენე. უნდა დავხედო მანანა დეიდას. მაგისი შვილი დღეს მორიგეობს - მანანასთან გავვარდი. გათიშულს ეძინა. ოთახში შარდის სუნი არ იდგა. ანუ ამაღამ გადავრჩით. პამპერსიდან ზოგჯერ ჟონავდა და მაგის შვილს ვეხმარებოდი მოწესრიგებაში. საბანაოდ გაყვანაც რთული იყო მაგისი ოცი წლის გოგოსთვის.
სანამ ესე ჩავარდებოდა, ნამცხვრებს აკეთებდა და კაფეს აბარებდა, რომელიც მთლიან ტორტს ოც ლარად იღებდა და მერე ნაჭერს ყიდდა იგივე ფასში. ცენტრალური თბილისის ტრაგიკული სახე იყო მანანა დეიდა: პროფესორი, კულტურულ ძეგლად წოდებულ შენობაში დაბადებული, არისტიკრატი მშობლების პატრონი, სადილს არ აკეთებდა ჩემთან რო არ გამოეტანა.
ახლა თავისითაც ვეღარ ისაქმებდა, მისი შვილის შემოსავალი მომვლელის ხარჯს ვერ ფარავდა, ჩვენს კულტურულ ძეგლს კი ყოველ დღე, თითო აგური სძვრებოდა.
- ყველაფერი კარგადაა - შევბრუნდი გეგასთან - სძინავს. ცოტა გათიშული მეჩვენეა, მაგრამ ცხვირთან მივუტანე თითი და უბრალოდ ღრმად სძინავს, სუნთქავს.
გეგა ისევ ჩემი სიმღერის ტექსტს კითხულობდა გაღიმებული. სულ წიხლზე ეკ*იდა შენი საწყალი მანანა დეიდა.
- ძალიან მაღალი გოგოა. ერთად რო იდექით ბართან, ორი გენმოდიფიცერებული მუტანტის შთაბეჭდილებას ტოვებდით. ლამაზია. უხდებით.
- რას ვიზამ. სიმაღლე ჩემი არჩევანი არ ყოფილა. ძალით მატარებდნენ კალათბურდზე - ჩავუბურტყუნე. თინეიჯერობა გამახსენდა. მე რომ მუსიკალური შვიდწლედის დამთავრება მერჩივნა სპორტზე სიარულს და უბანში, ძველი ბიჭის ნიღაბს ამოფარებული, სახლში ჩემით ვსწავლობდი ნოტებს.
მერე სპორტი მართლა შემიყვარდა. მე და გეგა ბოქსზე შევედით. სკოლიდან ერთად მოვდიოდით, მაგრამ არ ვემეგობრებოდი. ცოტა ნაზი ტიპაჟი იყო და მაგის გამო, ყოველ დღე, აბუჩად იგდნებდნენ ჩემი ძმაკაცები. უნივერსიტეტში რომ ბიზნესზე ჩაბავარე და ნახევარი კურსი არ ჩამიხურავს, ისე გამოვიქეცი იქიდან, სწორედ მაშინ დავუახლოვდი გიგას.
ჩვენ ქუჩაზე ერთი პატარა სვარჯიშო დარბაზი იყო. ბუნაგს ჰგავდა და უბნის ელიტარული წარმომედგენლები თავს არიდებდნენ. ჩვენნაირი გზასაცდენილი ხალხის თავშესაფარი გახდა. მე და გეგამ ერთმანეთი თავიდან აღმოვაჩინეთ. მისთვის ბოდიშის მოხდა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ზოგჯერ რაღაცნაირად გერიდება კაცს იმის აღიარება, რომ თავის გადასარჩენად, უკანასკნელი სი*რივით მოქცევა გიწევდა ბავშვობაში.
გეგამ უთქმელად მიიღო ჩემი ბოდიში, როცა ვარჯიშისას, რამდენიმეჯერ შემთხვევით ხელი აუცდა და ცხვირი გამილამაზა. გამეხარდა. ვიფიქრე, ალბათ დაიცალა ბრაზისგან-თქო. სადღაც, მესამე ვარჯიშისას გამომიტყდა, ბიჭები მომწონს და ოჯახს რო მოვუყევი, სახლიდან გამომაგდესო. 1 წელი ჩემთან ცხოვრობდა. მერე ამ ცხოვრებაზე ბრაზმორეულები, ვარჯიშისას ვიქნევდით მუშტებს (ამჯერად, აღარ ვუთათქვივარ). საღამოს, სახლში მივდიოდით. ჩემს დივანზე, ერთწლიანი ძილის შემდეგ, თავის ბოიფრენდთან გადავიდა საცხოვრებლად. მაგ დროს, უკვე ისეთ ჯანზე ვიყავით ორივე, ფალავანდიშვილის მთელ სასტავს და ალტინფოს გავიგდებდით წიხლქვეშ. სამი წლის წინ, ღამის კლუბში ანიკოც გავიცანით და აქედან დაიწყო ჩვენი ბენდის დაარსების ისტორია. მაგის მერე, სექსუალურმა უმცირესობამ უმცირესობაში მომაყოლა.
- შენზე უფროსია ხო? - მკითხა გეგამ.
- მე რა ვიცი. ასაკს ხო არ ვკითხავდი.
- შენ კი არ გადარდებს, მაგრამ ქალებს არ უნდათ ხოლმე პატარა კაცები.
- ჩვიდმეტის კი არ ვარ , რა გჭირს? - ნერვები მომეშალა. ლიდია წარმოვიდგინე. ქალი, რომელიც ისეთი ლამაზია, ნებისმიერი გავლენიანი მილიონერი დაუფიქრებლად დასტაცებს ხელს და უცებ, ლუზერ მუსიკოსს ირჩევს. მეც კი არ მომეწონებოდა არჩევანი რომ ჩემზე გაეკეთებინა.
- კაი ვღადაობ. დებილი უნდა იყოს რო არ მოეწონო.
- ეგეთი ოცნების პრინცი ვარ?
- პრინცებს შევ*ეცი! წავედი მე. ხვალ ერთად ავაწყოთ შენი ქერა ლიდიას “ცივი თვალები” და მერე ექსკლუზივზე დავპატიჟოთ ჩვენს ბარში.
- ჩემი სიმღერა მოსწონს. თვითონ მითხრა - ვუთხარი გეგის. მასთან გაცილებით ადვილი იყო გრძნობებზე საუბარი, ვიდრე საკუთარ თავთან გამოტყდომა.
- ანუ გემოვნება გვაქვს. ეგეც ჩვენი პირველი გამარჯვება - გაეხრადა.
- მეც ეგ ვიფიქრე. ჩემი პირველი გამარჯვება სიმღერით მოვიპოვე-თქო.
- გავა დრო და დიდი ყ*ლითაც მოიპოვებ, დიდო ბიჭო!
- გაა*ჯვი!
იმ ღამით, ბევრი საინტერესო რამე გავიგე. როცა ფეხით სიარული მინდოდა, ხუთწრიან აღმართს ვადგებოდი და მთაწმინდის პანთეონიდან, თბილისს გადავყურებდი. მაშინ, მე და ლიდიამ პირველად აღმოვაჩინეთ, რომ ღამის ძველი თბილისი ორივეს ერთდროულად გვიზიდავდა. ისიც იქ იყო. გამიკვირდა, აქამდე როგორ ვერ დავმთვხეოდით ერთმანეთს-თქო, თუმცა ლიდიას მრავალჯერ ვყოლოდი ნანახი. მე ვერც ერთხელ ვერ შემეჩნია უცნაურად გამხდარი, მაღალი ქალი, რომელსაც სასაფლაო ძალიან უყვარდა. განსაკუთრებით კი ისეთი საფლავები, სადაც საინტერესო, ტრაგიკული ხალხი დაემარხათ.
- არ გითვალთვალებ, გეფიცები - ვუთხარი ლიდიას.
გაეცინა. სიცილი ისეთი ხელოვნური ჰქონდა, შემეშინდა. მგონი, შეჩვეული არ ყოფილა ბუნებრივ სიხარულს.
- ვიცი. ერთმანეთთან, ახლოს ვცხოვრობთ. შენ აქ მთვრალი დადიხარ, მე ფხიზელი. ამიტომაც ვერ მამჩნევდი.
“ლამპიონები ქვის კედლებს ანათებენ,.
ლამპიონები შენს თმას ანათებდნენ.
შავი ვარდები დაგიბნევია,
მზერა - სულივით ცივი.
სამარხებში ჩაძირული პოეტები გიჩოქებენ..
გაიღიმე - გამაცოცხლე.
გმიღიმე და მომკალი.
სილაღე თუ შეუძლია შენს ცივ თვალებს?
სიცივეში გამომწყვდეულ აჩრდილს ვებრძვი,
ქარი ქალის სურნელებას ცხვირთან მტაცებს.
შენს წინაშე უძლური ვარ,
შემიბრალე.
შემიყვარე!
სულს მომიკლავს შენი ცივი თვალები,
ქარწაღებული თმის შავ ვარდებს ავედევნე”.
- რომ შემემჩნიე, რამეს შეცვლიდა? - ვკითხე ლიდიას.
- არა - მიპასუხა ცივად. მეგონა, რომ ვეჯავრებოდი.
- მაინცდამაინც შენ არ მეჯავრები. სამყარო მეჯავრება - კვლავაც ჩემს აზრებს გამოეხმაურა. კვლავაც შემაშინა, ადგილს მიმაყინა ამხელა კაცი. აქ ტვინის გაცხელების მეორე შემთხვევა დააფიქსირა ჩემმა სხეულმა. ანუ იმდენად გაგაოგნებენ, რომ თავი გასკდომამდე გიხურს.
- რა დაგიშავა სამყარომ ლიდია?
- ყველაფერი - იყო პასუხი, რომლის წინაშეც უძლური აღმოვჩნდი - აქ, პანთეონში დიდი ქვა დევს, დახვრეტილების ვინაობები ამოუტვიფრავთ. მათი სხეულები მიმოფანტულია. ხომ ხვდები არა? ზოგი სად დახვრიტეს, ზოგი სად. ზოგი სად აწამეს, ზოგი სად, თუმცა ყველა დაბრუნდა - გასული საუკუნეების მოჩვენებასავით საუბრობდა.
- სად დაბრუნდნენ?
- სამშობლოში.
- საიდან იცი? - აბეზარი ბავშვივით, ყველა კითხვა მივაყარე.
- ბევრი რამე ვიცი. ჩემი წყევლაა ცოდნა - მიპასუხა ლიდიამ.
დახვრეტილთა ქვას მივუახლოვდი. ჩემმა გულთმისანმა ალქაჯმა მართლა ყველაფერი იცოდა თუ მისი მშვენიერების მსხვერპლი ვიყავი?
ქვისკენ ხელი გავიშვირე, ჩემი საყვარელი მხატვრის სახელი და გვარი ეწერა.
- ეგეც აქ დაბრუნდა, არ ინერვიულო- წარმოთქვა ლიდიამ. ისევ ფიქრები წამართვა და მიიისაკუთრა - მნიშვნელობა არ აქვს, სად მოკვები. მთავარია, სად გინდა, რომ მოკვდე.
- ლიდია, საშიშია ღამით სიარული - მართლა ავნერვიულდი მის გამო. ათასი გადარეულის ხელშია ღამით ქალაქი. ეს ერთი უცნაური, ლამაზი ქალი ამდენ მანიაკს ვერ შეეტაკება!
- წიწაკის სპრეით ვმოძრაობ - გაეცინა - მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ბოლოს მაინც რომელიმე კაცი გამომჭრის ყელს.
- რეებს ლაპრაკობ? - ნერვები მომეშალა.
- ქალებს ქმრებთან გაყრისკენ ხშირად ვუბიძგებ. რომელიმეს მეუღლე მომივარდება დანით, ადრე თუ გვიან.
- თუ გაგიმართლებს, შეიძლება, მოვარდნილ კაცს მე დავხვდე - გავთამამდი და ცოტა წავეფლირტავე. სანახევროდ, ჯერ კიდევ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი მეგონა ასე მოულოდნელად, ჩემთან ახლოს აღმოჩენილი ოცნების ქალი.
- ძალიან პატარა ხარ. ნათესავად მეკუთვნი და თან ჩემთან თუ აღმოჩნდი, შენი გამართლება უფრო იქნება, რაც სამწუხაროდ, შეუძლებელია - მერე სიგარეტს მოუკიდა. მომიახლოვდა და თითქმის სახეში შემაბოლა - ბევრ გოგოს მოსწონხარ. რომელიმეზე გააჩერე არჩევანი. კარგი ტიპები სულ არასწორ ქალებს ნუ ირჩევთ, ნუ უძღვნით სიმღერებს, სევდისგან ნუ ლოთდებით და თავს ნუ იკლავთ!
- ძაან სიმბოლურია გალაკტიონის საფლავთან მდგარი რომ ეგრე მარიგებ ჭკუას. მოიცა რამდენით პატარა ვარ? ხუთი წელი? მაგის გამო ვარდები პანიკაში? ან რანაირი ნათესავები ჩვენ ვართ ბიცოლაჩემის ბიძაშვილო?
- შენი მომავალი ბუნდოვანი და ტრაგიკული იქნება ჩემ მიმართ გრძნობებს თუ გაირღმავებ. გადამიწონე როგორმე. დამიჯერე. მეგობრულ რჩევებს უფასოდ არ ვიძლევი.
- შენგან ფულის სანაცვლოდ იღებენ რჩევებს?
- არის რაღაცები, რისი არცოდნაც შენთვის უკეთესი იქნება. უნდა წავიდე. ჩემზე აღარ იფიქრო, თორემ ბედის ბორბალი უკუღმა დაგიტრიალდება. შავი კატასავით ვარ.
- ჩემთვის ჯერ გზაზე არ გადაგირბენია, მაგრამ დაგელოდები. რისკიანი ბიჭი ვარ.
- ბავშვს უფრო ჰგევხარ. არ მიყვარს ბავშვები.
ჩვენი ბავშვი გეყვარება-თქო გავიფიქრე, მაგრამ მომაკვდინებელი პასუხის პერსპექტივამ შემაშინა. ლიდია წავიდა. დიდხანს ვუყურებდი, დახვეულ დაღმართზე ჩამავალს. განათებულ საფლავებს შორის შავი თმისსაბნევი დავარდნოდა - ვარდი. რატომ მიტოვებ ლიდია კვალს, რა გინდა, ჩემგან-თქო, გავიფიქრე და ჯიბეში ჩავიდე.

* * *

ბარში ახალი ივენთი რო დაანონსეს, ეგრევე ბაბიმ მომწერა, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ლიდიას თავს წამოვაყვანინებო. მაგრად გამეხარდა. ბაბის და საზღვარგარეთ იყო ბიძაჩემთან ერთად. ახლა ლიდია დაჰყავდა პატარა ბავშვს თავის ჭკუაზე. ბართან ჩემი ბლუჩუნა ძაღლი დამხვდა. ერთმანეთი აქ გავიცანით და უცნაური ტრადცია ჩამოგვიყალიბდა: ღამით მოდიოდა, მელოდებოდა, გამთენიისას, სახლში მომყვებოდა, ვაჭმევდი და აივანზე ვაძინებდი. დილას ერთად ვსაუზმობდით. მერე ორივე ჩვენს მაწანწალა ცხოვრებას ვუბრუნდებოდით და ღამით თავშეყრის ადგილას ვხვდებოდით.
სცენაზე რომ ავედით, ერთი-ორი სიმღერა ძველი რეპერტუარიდან შევასრულე. ლიდიას ველოდებოდი. დაცვა გაფრთხილებული მყავდა, აუცილებლად შემოეშვა უცნაური გოგო შავი, იასამნისფერი ან მწვანე პომადით და მასთან ერთად მყოფი 15 წლის ექსტროვერტი ბავშვი, რომელიც უკვე ყველას ჩემზე უკეთ იცნობდა ბარში.
ლიდია დავინახე. ყველაზე მაღალი და გამხდარი. ნელი მოძრაობა კი ჰქონდა, მაგრამ იმსიგრძე ნაბიჯებს დგამდა, მაინც სწრაფი გამოსდიოდა.
მიკროფონი ავიღე და სიტყვით გამოვედი:
- ჩვენს ახალ სიმღერას ჰქვია ცივი თვალები და ეძღვნება გოგოს, რომელიც ძალიან მომწონს და რომელსაც ყველაზე ცივი თვალები აქვს სამყაროში.
ტაში დაუკრეს.
ჩემ უკან, ანიკომ ისე ამოიოხრა, ლამის ლიდიამაც გაიგო.
სიმღერა მოსწონდათ. მაგაზე ვერ იცეკვებდი, ცოტა მელანქოლიური იყო, მაგრამ ძალიან მოსწონდათ. ლიდიას ვუყურებდი. სახეზე რა აეფარებინა, არ იცოდა. დახურულ სივრცეში, ლამის ვარსკვლავების დათვლა დაიწყო, ოღონდაც ჩემთვის არ შემოეხედა.
ბიზზე გავედით. მეორედაც ვიმღერეთ. ბაბიმ ლიდიას შეხედა, ორმეტრიანი ლიდია, სად გაპარულიყო, აღარ იცოდა.
ყველა რეპერტუარი რო ამოვწურეთ, ბარისკენ წავედი. მიყვარდნენ აქაური ბარმენები. ყველას ახსოვდა, რასაც ვსვამდი.
- ისევ უარს ამბობ სპირტზე? - ვკითხე ლიდიას. თავი დამიქნია. უალკოჰოლო და უგაზო კოქტეილი შევუკვეთე მაგისთვის და ბაბისთვის. არ ვიცოდი, რა მეთქვა. მასთან დგომა მსურდა. მსურდა, რომ რაღაც სისულელეები მელაპარაკა, ერთად გვეცინა, მერე ხელი ხელზე მომხვედროდა მისთვის სრულიად შემთხვევით, იმას ჩაეკიდა და ათასი *ლეობა.
მინდოდა, ბანალური ვყოფილიყავი, ყველას მსგავსი, რაც ამ ქალთან შეუძლებელი იყო.
ერთმა გოგომ ხელი დამიქნია. ვიცანი. მეც დავუქნიე. ადრე, ხშირად ვცეკვავდით ერთად. მერე ვთვრებოდით და ვცდილობდი, არაფერი მომხდარიყო. მთვრალ ქალებთან ურთიერთობის მეშინოდა. ასე მეგონა, რაღაცას ვაშავებდი, მიუხედავად იმისა, რომ მეც გაგლეჯილი მთვრალი ვიყავი.
- კარგი გოგოა, დაპატიჟე - მითხრა ლიდიამ. - მხიარულია, შენზე გიჟდება. შეეფერებით. თან შაგვრემნები მოგწონს და ჩემზე რატო გადაფიჩინდი, ვერ ვხვდები - ისეთი ტონი ჰქონდა, როგორც მზრუნველ დეიდას. გეგონება, მასზე გაცილებით პატარა ვიყავი და უფრო შესაფერისი მეწყვილე უნდა ეპოვნა, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭი გზას არ ავცდენოდი. იმის კითხვაც მინდოდა, თუ ასე ძალიან არ მოგწონვარ, მაშინ სულ აქ რატომ დადიხარ-თქო, მაგრამ თავი შევიკავე. მართლა რო აღარ ევლო, მერე სად მეპოვნა?
- ბაბის გამო დავდივარ ხშირად. წამოყოლას მეხვეწება ხოლმე. თან შენი სიმღერები ისე მომწონს, უკანასკნელ ერთი კვირაა, ჩავიხვიე. ყველა გადმოვწერე, რაც იუთუბზე იდო. ახლა მომიწევს, „ცივი თვალებ“ იჩავიხვიო და თან თავი ავარიდო ფაქტს, რომ ჩემზეა - ძაან შეწუხებულმა ამიხსნა.
- რანაირად შვრები? რაღაცას გავიფიქრებ და შენ მპასუხობ. უკვე მეშინია, თუმცა არ გაგეხარდეს. ეგრეც ვერ მაშინებ, რომ არ მომწონდე.
- ჩემი წყეული ნიჭია. ხშირად ვხვდები რასაც ფიქრობენ, რას გრძნობენ და რა მოხდება მომავალში. ბაბიმ ეგ აღარ გითხრა? ყველაფერზე ტლიკინებს და ნეტა როგორ გამორჩა, რომ მომავლის გაგება ჩემი პროფესიაა. ჩემს ენაზე მანტიკას უწოდებენ, თქვენს ენაზე მკითხაობას.
- მკითხაობ გოგო? - თვალები შუბლზე ამივიდა.
- მემგონი ამ ინფორმაციის გამხელით უნდა დამეწყო ჩვენი ურთიერთობა და სიმღერა „ცივი თვალები“, რომელიც იმ გოგოს ეძღვნება, რომელიც ცალმხრივად მოგწონს, არასოდეს დაიწერებოდა - მოკვდა სიცილით.
ქალს ეგონა, რომ აღარ მომწონდა და მის თვალებში ბედნიერების სხივი გაჩნდა. ნელ-ნელა, სუი*იდის მცდელობისკენ მიბიძგებდა.
- უბრალოდ გამიკვირდა. შენი პროფესიისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია - პატარა ბავშვივით დამაწყებინა თავის მართლება.
- რატომ? მკითხავები მუშათა კლასის წარმომადგენლებად ვითვლებით - ხუმრობა კი არ გამოსდიოდა, მაგრამ ისეთი აღადავებული იყო, რომ ცოტა დავეჭვდი და მის სასმელს ჩავყნოსე.
- ეთო, ამას სპირტი გაურიე? - ვკითხე ბარმენს - უალკოჰოლო გვინდოდა - ეთომ თავში ხელები შემოირტყა. - კაი არაუშავს, დაიკიდე.
- ანუ მთვრალი ვარ. მეც არ ვთქვი, რატო მეცინება-თქო? ბოლო ოცი წელია, ალკოჰოლი არ მიმიღია, თორე ზოგადად, ხუმრობა და კისკისი არ მიყვარს.
- წამოდი მუშათა კლასო. მდიდარმა მუსიკოსმა უნდა მიგაცილოს სახლში.
მანქანის გასაღები ამოიღო და გამომიწოდა. ბიცოლაჩემის მანქანით დადიოდა, სანამ ევა ბიცოლა ქვეყანაში არ იყო.
- იმედია, ტარება იცი.
- კი ლიდია, ზოგიერთ ბავშვს მართვის მოწმობა გვაქვს. - დილის სამი საათი იყო. კი მიკვიდრა, ბაბი რანაირად არ იღლებოდა. ჩემს ბლუჩუნა ძაღლს მივეფერე - პირდაპირ სახლშ წადი, იქ შევხვდეთ - გავაფრთხილე.
ლიდიამ მაგრად გადაიხარხარა. ბავშვი ხარო, მომაძახა, მაგრამ მერე ძაღლი რომ უთქმელად წამოდგა და გზას დაადგა, სახეზე შეაშრა ლამაზი სიცილი.
- ძაღლების ფიქრების ამოცნობაში მაგრად იკოჭლებ ალქაჯო - გავაჯავერე და მანქანის კარი გავაღე, ჩავსვი.
- ორივენი ეგეთი მაღლები რო ხართ და ბოლომდე უკან სწევთ სკამებს, მე მიჭ....ტილი უნდა ვიჯდე? - წუწუნებდა ბაბი. ლიდიას უკვე ეძინა. გამეცინა - ისე, ლიდიას მარტო მაშინ სძინავს, როცა თავს უსაფთხოდ გრძნობს - დაამატა კომენტარი ბავშვმა.
- ან როცა მთვრალია - იმედები არ ჩავისახე ტყუილად.
- ხო, მაგრამ მე მთვრალი არ მინახავს. ვერ იტანს ალკოჰოლს. მამამისი სვამდა.
- გასაგებია - ლიდიას ოჯახზე ბევრი არაფერი მსმენია. ერთხელ, ბიძაჩემმა თქვა, მამა ციხეში ჰყავსო - აწყენინეს მშობლებმა? - ვერ მოვითმინე, რომ არ მეკითხა.
- კი, მაგრამ საიდუმლოა.
- კარგი გოგო ხარ, საიდუმლოს შენახვა რომ შეგიძლია.
- ლიდია რომ მოგწონს, მაგ საიდუმლოსაც შევინახავ - წინა სარკიდან გავხედე. ისეთი ეშმაკური სახე ჰქონდა, ბავშვის ყოლა მომინდა.
- საიდან მიხვდი?
- ბავშვები იმაზე ჭკვიანები ვართ, ვიდრე უფროსებს გგონიათ. თან ცივი თვალები აქვს.... ლიდია ალბათ ფიქრობს, რომ შანსი არაა, თქვენს შორის რამე მოხდეს. დაჩენილი სამყაროც ეგრე ფიქრობს, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭი ხარ. თან ზოდიაქოც ხელს გიწყობს.
- ჩემი ზოდიაქო საიდანღა ნახა - მაგრად ვიცინე.
- ლიდიას ზოდიაქოს შევადარე. ერთმანეთს აბალანსებთ. ეს ჩაკეტილი, მუდო და სევდიანია. შენ - გულღია, კრეატიული და სიცოცხლით სავსე.
- მშვენიერი კომბო ვიქნებით ნამდვილად - ლიდიას შევხედე. თავი მეორე მხარეს შეეტრიალებინა. ძილიც კი ისე გათვალა, რომ არ მეყურებინა მისთვის.



№1  offline წევრი ფარვანა

აი, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი იყო ენ!
ისე გავერთე, იმდენად საინტერესოდ მიყვები, რომ მეწყინა რომ ჩამთავრდა. :დდდ
ენა ყველაზე მეტად მომწონს, მარტივი, ახლობლური…
საინტერესო ხაზია, საინტერესო წყვილით და ზოგადად პერსონაჟებით.
აურით…
მსგავსებებს რომ ვპოულობ ჩემსა და პერსონაჟებს შორის მიხარია ხოლმე და კაი იყო :დ ნუ, ყველა ინტრო ეგრე იქნება ლიდიასთან მიმართებაში ალბათ, მაგრამ
მაინც აღვნიშნე.
ძალიანნ საინტერესო პერსონაჟია, ნიკოც ასევე და იმდენად დავინტრიგდი როგორ განვითარდება მოვლენები..
და გეგი?! პატრიკი მომაგონა, არაფერი მარტოსულობის უპირატესობებიდან და ავტომატურად შემიყვარდა იმიტომ, რო უტკბესი და უსაყვარლესია მართლა.
ყველა და ყველაფერი მომეწონა ვსო. :დ
მიხარია რომ დაბრუნდი!!!
აბა, შემდეგამდე!
<3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ფარვანა
აი, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი იყო ენ!
ისე გავერთე, იმდენად საინტერესოდ მიყვები, რომ მეწყინა რომ ჩამთავრდა. :დდდ
ენა ყველაზე მეტად მომწონს, მარტივი, ახლობლური…
საინტერესო ხაზია, საინტერესო წყვილით და ზოგადად პერსონაჟებით.
აურით…
მსგავსებებს რომ ვპოულობ ჩემსა და პერსონაჟებს შორის მიხარია ხოლმე და კაი იყო :დ ნუ, ყველა ინტრო ეგრე იქნება ლიდიასთან მიმართებაში ალბათ, მაგრამ
მაინც აღვნიშნე.
ძალიანნ საინტერესო პერსონაჟია, ნიკოც ასევე და იმდენად დავინტრიგდი როგორ განვითარდება მოვლენები..
და გეგი?! პატრიკი მომაგონა, არაფერი მარტოსულობის უპირატესობებიდან და ავტომატურად შემიყვარდა იმიტომ, რო უტკბესი და უსაყვარლესია მართლა.
ყველა და ყველაფერი მომეწონა ვსო. :დ
მიხარია რომ დაბრუნდი!!!
აბა, შემდეგამდე!
<3



აუუ პიველი კომენტარი ამდენი წლის მერე ^_^
და თან შენი კომენტარები როგორ მომნატრებია, გულს რო მფხან ხოლმე.
მიხარია თუ მოფეწონა ფარვანჩიკ, იმედია, ბოლომდე ჩემთან იქნები და ბოლომდე მოგეწონება <3
მეც გადავეჩვიე ხალხთან კონტაქტს ლიდიასი არ იყოს. გეფიცები, ჩემი კომენტარებზე პასუხებიც გამოსწორდება დროთა განმავლობაში :დდდ

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ნამდვილად ძალიანსაინტეერესოდ დაიწყო დდა ველოდები შენებურ გაგრძელებას ❤️

 


№4 სტუმარი ე.ლ

ამათი ზოდიაქოები დაიდოს!!:დდ

 


№5 სტუმარი Random guest

თუ მჯეროდე
..

 


№6 სტუმარი Katee

ისე გამიხარდა შენი დაბრუნება თვალებს არ ვუჯერებ, მგონია ბავშობაში დავბრუნდი , როცა აქტიური მკითხველი ვიყავი, ძალიან ნოსტალგიურია კვლავ შენი წაკითხვა, მომენატრე მიხარია და გელოდები…მინდა იცოდე რომ საიტის ყველაზე სვეტი მწერლის სტატუსი ისევ შენია :))) <3 ძველ ისტორიებს რას უპირებ ან როდის დაასრულებ ან როდის დააბრუნებ საიტზე , გელოდები ენნ აღარ დაიკარგო გთხოვ ????????

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ablabudaa
ნამდვილად ძალიანსაინტეერესოდ დაიწყო დდა ველოდები შენებურ გაგრძელებას ❤️

მადლობა დიდი <3

ე.ლ
ამათი ზოდიაქოები დაიდოს!!:დდ


აი, შემდეგი თავისთვის შევეცდები, გავამხილო.

Random guest
თუ მჯეროდე
..

მეც თუ მჯეროდეს :დდ

Katee
ისე გამიხარდა შენი დაბრუნება თვალებს არ ვუჯერებ, მგონია ბავშობაში დავბრუნდი , როცა აქტიური მკითხველი ვიყავი, ძალიან ნოსტალგიურია კვლავ შენი წაკითხვა, მომენატრე მიხარია და გელოდები…მინდა იცოდე რომ საიტის ყველაზე სვეტი მწერლის სტატუსი ისევ შენია :))) <3 ძველ ისტორიებს რას უპირებ ან როდის დაასრულებ ან როდის დააბრუნებ საიტზე , გელოდები ენნ აღარ დაიკარგო გთხოვ ????????


ვაიმეეე, ისევ სვეტი ვარ? :დდდ მადლობა ძაან დიდი. მეც ბავშვობაში მაბრუნებს აქაურობა. ძველი ისტორიები მგონი ყველა დასრულებული მაქვს და ამ ახალს ნელ-ნელა მივუყვები.
ძალიან მიხარია რო ასე კარგად გახსოვარ. გკოცნი :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent