უსათაურო
ალესილ ცელით, დაღლილი ხელით, ნატანჯი სახით, ნატვრა - ვით ნახვით, სულის გალახვით, დარდის დანახვით, ჩურჩული ღამით - შხამით, ბალღამით. სევდა ჭრილობის - განდეგილობის. მწყემსი კეთილი და განკვეთილი, და გაკვეთილი(!) - მრუმე წყვდიადზე ამოკვეთილი. არ წყდება დარდი, წითელი ვარდი ვით ფერი სისხლის, სინდისის ქენჯნა - წონაა მისხლის! შავი და თეთრი, ფერები მკვეთრი, როგორც უსულო სხეულზე კეთრი, თვალები ცვილის - სახეშეცვლილის! გაყინე გული - შავი, ავგული, შორს ჩემგან სული! დროც - გარდასული. ბნელი წარსული, დამპალი აწმყო, ხვალ - დათარსული. და მაინც მჯერა, და მაინც ვიცი! მე არ მჭირდება ამისთვის ფიცი, რომ: ამოვა მზე და გაფანტავს წყვდიადს, მაჩუქებს სითბოს, ულევს და დიადს, შთამბერავს სულს და წაიღებს ტკივილს, და დამავიწყებს ამ უძლურ კივილს! და როცა მოვა ეს სითბო ჩემთან, ბატის ბუმბული ჩემს განაჩენთან: "..ის იყო შავი და გახდა თეთრი, მისგან განვდევნე ზიზღი და კეთრი, სული შთავბერე ფერადი, მკვეთრი." და ამას ბრძანებს დიადი ღმერთი: "ის ჩვენგანია, ობოლი, ერთი." [H] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.