შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

AND THEN,WE MET(I)


9-03-2024, 15:58
ავტორი cinnamongirl
ნანახია 1 718

-მაპატიე მამი.. მართლა მაპატიე ის საშინელი დღეები რაც ჩემ გამო გამოიარეთ. ყველაფერს დავთმობდი ახლა რომ რამის გამოსწორება შემეძლოს. ღმერთს მხოლოდ იმისთვის ვუხდი მადლობას რომ შვილები მყავს, მხოლოდ ამისთვის რადგან ცხოვრებაში სხვა არასდროს არაფერში გამმართლებია ლიტა.. რამდენი წელია მარტო ვარ ძაღლივით მიგდებული და ალბათ ერთი ადამიანიც კი არ არსებობს ვისაც ჩემი ბედი აღელვებს, არ ფიქრობ რომ საკმარისად ვაგე პასუხი ჩემს საქციელებზე?
-დღეს საკუთარი დედა მიწას უნდა მივაბარო ლაშა! დედა, რომელმაც 43-ვე წელი მხოლოდ ჩემთვის და ჩემი დისთვის იცოცხლა! ყველაზე ნაკლებად ახლა შენი აქ დანახვა და შენგან რამის მოსმენა მინდა!
მიუხედავად იმისა რომ თითქოს ანას სიკვდილში მის ბიოლოგიურ მამას საერთო არაფერი ჰქონდა, მაინც ყველაზე დიდ დამნაშავედ ის წარმოედგინა ლიტას და ნაზი ხელები კანკალისგან ეჭიმებოდა იმაზე ფიქრით თუ რამდენად ეზიზღებოდა კაცი , რომელიც რეალურად დედის შემდეგ მისთვის ყველაზე ახლო უნდა ყოფილიყო.. სხეულში ჟრუანტელი უვლიდა როცა მის თითქოს უცოდველ სახეს ხედავდა მაშინ, როცა თავიდან ბოლომდე იცოდა მისი ცოდვების შესახებ.
ნეტავ ანას რომ ის არ გადაეტანა, რისი გადატანაც მოუწია , მაინც 43 წლის ასაკში დაასრულებდა სიცოცხლეს? ალბათ არა!
ლიტა დარწმუნებული იყო რომ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა 100%ით ებმიან ერთმანეთს და სწორედ ეს იყო მიზეზი რატომაც მოტყდა ასე ნაადრევად მისთვის ერთადერთი სიცოცხლის წყარო..
ბიოლოგიურ მამას გვერდი ცივად აუარა , თვალებით ანიშნა კიდევ ერთხელ ჩემთან მოახლოება არ გაბედოო და საყვარელ მეუღლეს ამოუდგა გვერდით.
-ლილე სად არის?-ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა და ფიქრებისგან გახეთქვამდე მისული თავი მხარზე ჩამოადო.
-ძალიან განიცდის ლიტუ, ვერ წამოვიდა, ნუ დააძალებ ის გააკეთოს რაც თავს ცუდად აგრძნობინებს.
-ჩემი საბრალო გოგო..-მაქსიმალურად ხმადაბლა ამოისლუკუნა ლიტამ და ცრემლების შეკავებას კბილების ერთმანეთზე დაჭერით შეეცადა.

ოთხად მოკეცილი იწვა დედის საწოლზე ლილე.
კარს თვალს ვერ აშორებდა და იმის მიუხედავად რომ დედა სწორედ მას ჩააკვდა ხელებში , მაინც არწმუნებდა საკუთარ თავს რომ მხოლოდ ათამდე უნდა დაეთვალა და როგორც კი თვლას დაასრულებდა ყავისფერი ხის კარიდან ჩვეული ღიმილითა და სიმშვიდით შემოანათებდა ანა.
ერთი , ორი , სამი , ოთხი , ხუთი , ექვსი , შვიდი , რვა, ცხრა , ათი..
ვინ იცის უკვე მერამდენედ იმეორებდა გონებაში ციფრებს უშედეგოდ, თუმცა რწმენას მაინც ჯიუტად არ კარგავდა.
რამდენიმე წუთში ოთახის კარი მართლაც გაიღო.
სახე წაშლილმა, ტკივილით დამძიმებულმა მამაკაცმა ძლივს გადადგა საწოლამდე რამდენიმე ნაბიჯი, ლილეს ფეხებთან ბორძიკით ჩამოჯდა და მისი სახე ხელებში სიყვარულით მოიქცია.
-მაინც ელოდები?
-ზუსტად ვიცი რომ დაბრუნდება, ხომ იცი როგორ ვუყვარვართ , ჩვენ გარეშე ვერ გაძლებს.-ნერვიულად ამოილაპარაკა ლილემ და კიდევ უფრო მოიკუნტა.
-შეიძლება მეც დაველოდო შენთან ერთად?-ცრემლების შეკავება ვეღარ მოახერხა მამაკაცმა. თავის ტკივილზე უფრო მეტად ლილეს ტკივილი სტკიოდა იმ მომენტში..
-რა თქმა უნდა, მამა.
თუ სხვები ტირილში პოულობდნენ შვებას , ლილეს თვალიდან ერთი ცრემლიც კი არ ჩამოვარდნია.
არც საჭმელს ჭამდა, არც ყავას სთავაზობდა სამზარეულოში საჭორაოდ შეკრებილ ქალბატონებს, არც ღრიალი ან კივილი მოურთავს სტუმრების დანახვისას. პანაშვიდებზე უბრალოდ განუძრევლად იჯდა რომელიღაცა სკამზე, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა. იჯდა და სულ პირდაპირ , მაგრამ მაინც არსად იყურებოდა.
ლიტას დაჟინებული მზერა და მისი ძალდატანება რომ არა, იმ სკამზე თავისი სურვილით ერთი წუთითაც კი არ გაჩერდებოდა..

*
-ცოტახანი ჩემთან და ირაკლისთან გადმოდი ლილე, გთხოვ.. სამუდამოდ ამ ოთახში ვერ გამოიკეტები! ცხოვრება უნდა გააგრძელო ჩემო ლამაზო, წინ უნდა იყურო..
ლილეს უფროსი დისთვის ხმა სულ არ გაუცია,მისი სიტყვები გაგებისთანავე დააიგნორა და კვლავ ხის კარს მიაშტერდა.
-უკვე ერთი თვე გავიდა ლილე! საკმარისია!-ტონს აუწია ლიტამ და ფეხზე აკანკალებული წამოდგა.-მეც დავკარგე დედა , მეც მტკივა გული და შენ იმის საშუალებასაც არ მაძლევ რომ ჩემი ფიქრები მისკენ იყოს მიმართული! როგორ უნდა ვიფიქრო მასზე როცა აქ ცოცხალ-მკვდარი წევხარ და რაღაც სისულელეებს მელაპარაკები? მითხარი როგორ?
როცა ლიტას ხმამ მაქსიმალურს მიაღწია, ოთახში დაფეთებულები შეცვივდენ ტიტე და ირაკლი.
-სახლში წავიდეთ ლიტა! ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ რომ ეს სცენები დადგა.-ხელი მკლავში ჩაავლო და ოთახი წამებში დაატოვებინა.
უკვე მანქანაში ისხდნენ როცა ისტერიული ტირილი შეწყვიტა ლიტამ და როგორც იქნა თვალებშიც გამოიხედა.
-მადლობა რომ წამომიყვანე.-დამნაშავის და მადლიერების თვალებით ამოხედა მამაკაცს და მისი საყვარელი ღიმილით გაუღიმა.
-ვიცი როგორ გიყვარს ლილე და ვიცი როგორ შეგტკივა გული მასზე, მაგრამ ადამიანს რომ დაეხმარო , თავადაც უნდა უნდოდეს ლიტ, მარტო შენ ვერაფერს გახდები ხომ იცი?
-იცოდა ექიმთან რომ უნდა მივსულიყავი , დედას გარდაცვალებამდე ვუთხარი ტესტმა დადებითი მიჩვენა-მეთქი.. ერთი კითხვაც კი არ დაუსვამს.. არცერთი კითხვა დაუსვამს გესმის?!საერთოდ ვერ ვცნობ, ისეთი ცივი და გაყინული მზერით მიყურებს, წარმოდგენა არ მაქვს ვინ დგას იმ თვალების უკან..

*

საღამოს შვიდი საათი იყო ტიტემ რომ მეუღლის საყვარელი ტანისამოსი ჩაიცვა და გზას მის ახალ საცხოვრებლამდე ფეხით დაუზარლად გაუყვა.
ქუჩებში მდგარ სასიამოვნო სურნელს ისუნთქავდა ხარბად. გაახსენდა ანა რომ ეუბნებოდა ხოლმე მხოლოდ შენ შეძელი ჩემთვის გაზაფხულის მოყვანა მას შემდეგ რაც წლები ზამთარში ვიცხოვრეო..
ისევ გაზაფხულია.
ისევ იმოსება ბუნება ჭრელი ფერებით.
ისევ ისმის ქუჩებში ბავშვების ჟრიამული.
ისევ შხაპუნა წვიმა ახალისებს არე-მარეს.
ისევ ისე ივსება ადამიანების გულები იმედით მზის დანახვისას.
ისევ ისე სიყვარულით უცემს ტიტეს გული, თუმცა აქვს კი ახლა ამ ყველაფერს აზრი?!
რაღა მნიშვნელობა აქვს მისი გულის ფეთქვას?
რაღა მნიშვნელობა აქვს ამინდს , სეზონს ,ფერებს.. რას შეიძლება ჰქონდეს კიდევ მნიშვნელობა მას შემდეგ რაც საკუთარი ხელებით დააყარა სველი მიწა ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს..
რამდენი რამ გამოიარეს ერთმანეთის იმედად ,რამდენი ტკივილი , რამდენი დარდი , რამდენი შიში და ყველაფრის წინაშე მაინც უძრავად იდგა მათი სიყვარული.
ტიტეს არასდროს შეუწყვიტავს ანასთვის ყვავილების ჩუქება , მაშინაც კი როცა მისი ქალბატონი ავადმყოფობისგან დამძიმებულ თვალებს იმდენად ძლივს ახელდა რომ მათ დანახვას თითქმის ვეღარ ახერხებდა, ტიტე მაინც ჯიუტად ეზიდებოდა მისი ოთახისკენ ნაირნაირ ყვავილებს.
რამდენიმე დღით ადრე სანამ ანა სამუდამოდ დახუჭავდა თვალებს, გაუხეშებული ტუჩები ტიტეს სახესთან ახლოს მიიტანა , დამძიმებული სუნთქვით მიეფერა მის ნაკვთებს და ყურში ნაზად ჩასჩურჩულა, ნუ გეშინია, ჩვენი სიყვარულის დამარცხებას ვერც სიკვდილი შეძლებსო.. სთხოვა დიდხანს დარჩენილიყო ამქვეყნად რადგან თავად მის გონებაში და გულში მოეხერხებინა სიცოცხლის გაგრძელება.
ანას გულრწფელად სწამდა რომ ადამიანები იქამდე ცოცხლობენ , სანამ მათი საყვარელი ადამიანების გულები აგრძელებენ ფეთქვას..

‘’ლილე ისევ გელოდება.. ჩვენს პატარა გოგოს ისევ სჯერა რომ დაბრუნდები.. ოთახიდან ვერ გამომყავს, შენს ლოგინს არ შორდება.. ნეტავ მართლა დაბრუნდებოდე, ნეტავ მართლა შეგეძლოს დაბრუნება მხოლოდ მისთვის მაინც.
დარწმუნებული ვარ ჩემს ადგილას რომ იყო გამოსავალს იპოვიდი და მისთვის დარდის შემსუბუქებას შეძლებდი, მე კი საერთოდ ვერაფერს ვაკეთებ.
ასე ამბობს ისე ვუყვარვართ ჩვენს მიტოვებას ვერ შეძლებსო..
თავისთავს არ ჰგავს.
მეშინია.
მეშინია რომ აღარასდროს გაიღიმებს იმ ნამდვილი ღიმილით, მეშინია რომ ვერასდროს შეეგუება შენს დაკარგვას.
წარმოგიდგენია რამდენი ჩადე შენს შვილებში? შენ კიდევ ბოლომდე თავს იდანაშაულებდი მეტი შემეძლოო. მეტი რა უნდა გექნა?!
ჩვენი გოგონებისთვის მთელი სამყარო ხარ ანა.
გახსოვს პირველად რომ მამა დამიძახეს? სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ვიგრძენი იმ მომენტში.
სხეულის ყველა ნაწილი ამტკივდა აღელვებისგან. ალბათ ეს უფრო მეტია ვიდრე ის ,შენი ბიოლოგიური შვილის დაბადებას რომ უყურებ..
მაშინ არ დამიჯერე, მითხარი ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთო, არადა მე დღემდე მჯერა რომ სამყაროში სხვა ვერაფერი მომანიჭებდა იმ გრძნობას რაც მაშინ ვიგრძენი.
როცა საკუთარი შვილის დაბადებას ესწრები, ავტომატურად ელოდები რომ ოდესღაც როცა გაიზრდება და ენას აიდგამს აუცილებლად დაგიძახებს მამას, ავტომატურად ელოდები რომ უპირობოდ ეყვარები , ავტომატურად ელოდები რომ მაშინვე ზღაპრის გმირად იქცევი მისთვის როგორც კი პირველად შემოგხედავს. ჩემს შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა..
მენატრები.
ყველას გვენატრები.
გპირდები როცა დავრწმუნდები რომ ჩვენს გოგონებს აღარ ვჭირდები, მაშინვე ავიკრიბავ ჩემს გუდა-ნაბადს და შენკენ გამოვფრინდები..’’

*

-მე არ მინდა რომ წავიდეს! არ მინდა ჩემგან კიდევ უფრო შორს იყოს! არ მივცემ უფლებას ასე ეგოისტურად მოგვექცეს!
-ლიტა.. დამშვიდდი..-ხელები შემოხვია აღელვებულ მეუღლეს. შესვენებებით ხმამაღლა დაიწყო სუნთქვა , იცოდა ლიტაც რომ თავისდაუნებურად აჰყვებოდა და სულ ცოტათი მაინც დამშვიდდებოდა.
-არ მინდა რომ წავიდეს! გესმის? დედა უკვე დავკარგე , დის დაკარგვასაც ვერ გადავიტან!-აღელვება სევდაში გადაუვიდა და ყველაზე საიმედო მხარზე მოურიდებლად აქვითინდა.-იქ ვინ მოუვლის? ვინ აიძულებს ჭამას? ვინ გაახსენებს რომ წყალიც უნდა დალიოს? ვინ შეაშველებს ხელს როცა დაბუჟებული ფეხები აღარ დაემორჩილება?
-ლიტა, მთვარეზე ხომ არ მიფრინავს? თბილისიდან სულ რამოდენიმე საათის გზაზე იქნება.. გპირდები რასაც არ უნდა ვაკეთებდე და რა დროც არ უნდა იყოს , როცა ჩასვლა მოგინდება ნებისმიერ დროს ყველაფერს მივატოვებ და ჩემი ხელით ჩაგიყვან , ოღონდ ახლა დამშვიდდი და დამპირდი რომ ხელს არ შეუშლი!
-ანუ შენც ტიტესავით ფიქრობ რომ ეს უფრო დაეხმარება ვიდრე ფსიქოლოგთან ვიზიტი?
-შენ მიერ შერჩეული ფსიქოლოგი მართლა დაეხმარებოდა ლიტა, თავადაც რომ ეს უნდოდეს. სამი თვეა ძალით აცხოვრებ მის სხეულს და სამი თვის შემდეგ პირველად თავად მოიფიქრა რაღაც რაც თვლის რომ დაეხმარება, ამიტომ ვფიქრობ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ.
-ხო, ალბათ მართალი ხარ.. -მაქსიმალურად მოეშვა ლიტა და ტირილიც მომენტალურად შეწყვიტა.-თანაც ბიძია კახაც გვერდზე სახლში ცხოვრობს და რამე რომ გაუჭირდეს მისი იმედიც ექნება.
-გუშინ ზუსტად მაგას არ გეუბნებოდით? შენი აზრით ათასი პროცენტით რომ არ ენდობოდეს იმ ადგილს ტიტე ამაზე დათანხმდებოდა?
-ტიტეს საერთოდ არ იცნობ. რომც არ ენდობოდეს იმ ადგილს ლილეს უარს მაინც არ ეტყოდა, გაუშვებდა და მერე იქამდე გაათენებდა ღამეებს მისი სახლის კართან მანქანაში ჩუმად, სანამ ლილე არ მოისურვებდა უკან დაბრუნებას..

ტკივილის, ტირილის, ყვირილის და შეწინააღმდეგების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც დათანხმა ლიტა უმცროსი დის გადაწყვეტილებას და სრულებით აღარ გაუპროტესტებია.
თავად ჩაიყვანა ახალ საცხოვრებელში , სახლის დალაგებასა და ნივთების ამოლაგებაშიც დაეხმარა დაუზარებლად, საღამოს ვახშამიც გაუმზადა წამოსვლამდე და სანამ იქაურობას დატოვებდა მთელი ძალით შემოხვია დაჭორფლილი ხელები.
-დამპირდი რომ კარგად გახდები! დამპირდი რომ შენს წილ ბედნიერებას ისევ მიაგნებ! დამპირდი რომ მალე დამიბრუნდები!
-მიყვარხარ ლიტა. უფრო სწორედ მიყვარხართ შენც და ეგ პატარა ადამიანიც მუცელში რომ გიზის.

საღამოს ათი საათი იყო ძველისძველ პრუჟინებიან რკინის საწოლზე ოთხად მოკეცილი რომ წამოწვა და კვლავ ფიქრებმა შემოუტიეს.
ხელში ტელეფონი მოიმარჯვა და თვალცრემლიანი ჩააცქერდა დედის ფოტოებსა და ვიდეოებს. მთელი გულით უნდოდა გამოჯანმრთელებულიყო, კარგად გამხდარიყო და ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდა, თუმცა თავადაც გრძნობდა რომ ყველაფერი ისევ ისე ვეღარასდროს იქნებოდა..

“ბოლო პერიოდში რამდენჯერ მითხარი უკვე დიდი გოგო ხარ ლილე, ყველაფერს გაუმკლავდებიო, მე კიდევ ვერცერთხელ მოვასწარი მეთქვა რომ არც ისე დიდი ვარ შენ გარეშე ცხოვრების გაგრძელება რომ შევძლო-მეთქი..
დრო გადის, ის დრო გადის რომ ამბობენ ყველაფრის მკურნალიაო, მე კი ისევ ისე მტკივა შენი წასვლა როგორც იმ მომენტში თვალებში რომ ჩამხედე, მხოლოდ ჩემთვის რომ გაიღიმე და სამუდამოდ შეწყვიტე სუნთქვა..
ზუსტად ისე გულის შეკუმშვამდე მტკივა ახლაც.
რამდენი უბედურება და უსამართლობა გამოიარე დედი.. რამდენი ტკივილი და დარდი დაგქონდა მხრებით და როგორ არაფერი გემჩნეოდა..
სიკვდილის ბოლო წამსაც კი გაუღიმე სიცოცხლეს , რომელმაც ასეთი ტანჯვისთვის გაგიმეტა..
ახლა როცა შენ გარეშე დავრჩი მივხვდი როგორ გიჭირდა მაშინ როცა ყველამ ზურგი გაქცია. მივხვდი როგორ ნატრულობდი და ოცნებობდი დედასთან ჩახუტებაზე მაშინ როცა თავად იყავი დედა.. ჩვენ სულ დახმარებას გთხოვდით, სულ ჩვენ გვერდით ყოფნას გთხოვდით და ვერცერთი ვიაზრებდით რა იმალებოდა იმ შენი ბედნიერი სახის უკან..
როგორ არცერთხელ დაგიყვირია დედი?!
როგორ არცერთხელ გითხოვია შველა?!..’’



№1 სტუმარი სტუმარი ხათუნა

პირველი ნაწილი რომ წავიკითხე ანასთან ერთად მეც მიხაროდა მისი ბედნიერება, ეხლა ამ მეორე ნაწილის წაკითხვამ დამამძიმა. საწყალი ანა და მაინც ბედნიერი,ასეთი ტიტე რომ ჰყავდა. იშვიათია ტიტესნაირები, ქვეყანას ანათებენ თავისი დიდი გულით. ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი cinnamongirl

სტუმარი ხათუნა
პირველი ნაწილი რომ წავიკითხე ანასთან ერთად მეც მიხაროდა მისი ბედნიერება, ეხლა ამ მეორე ნაწილის წაკითხვამ დამამძიმა. საწყალი ანა და მაინც ბედნიერი,ასეთი ტიტე რომ ჰყავდა. იშვიათია ტიტესნაირები, ქვეყანას ანათებენ თავისი დიდი გულით. ველი შემდეგ თავს

მადლობა კომენტარისთვის❤️❤️❤️ვეცდები მაქსიმალურად მალე ავტვირთო მეორე თავი^

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

მეორე ნაწილში როგორ არ ველოდი ანას სიკვდილს???? როგორი და რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა ტიტე გოგონებისთვის ,,ტიტეს საერთოდ არ იცნობ. რომც არ ენდობოდეს იმ ადგილს ლილეს უარს მაინც არ ეტყოდა, გაუშვებდა და მერე იქამდე გაათენებდა ღამეებს მისი სახლის კართან მანქანაში ჩუმად, სანამ ლილე არ მოისურვებდა უკან დაბრუნებას..'' იმედია იპოვის ლილე სიმშვიდეს????
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი cinnamongirl

La-Na
მეორე ნაწილში როგორ არ ველოდი ანას სიკვდილს???? როგორი და რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა ტიტე გოგონებისთვის ,,ტიტეს საერთოდ არ იცნობ. რომც არ ენდობოდეს იმ ადგილს ლილეს უარს მაინც არ ეტყოდა, გაუშვებდა და მერე იქამდე გაათენებდა ღამეებს მისი სახლის კართან მანქანაში ჩუმად, სანამ ლილე არ მოისურვებდა უკან დაბრუნებას..'' იმედია იპოვის ლილე სიმშვიდეს????

ლანა❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი Ana-maria

ანას და მისი გოგონების მძიმე ისტორიის სევდიანი გაგრძელებაა. გული დამწყდა ანაზე. იმედია ლიტა და ლილეს ყველაფერი კარგად იქნებათ. წარმატებები

 


№6  offline წევრი cinnamongirl

Ana-maria
ანას და მისი გოგონების მძიმე ისტორიის სევდიანი გაგრძელებაა. გული დამწყდა ანაზე. იმედია ლიტა და ლილეს ყველაფერი კარგად იქნებათ. წარმატებები

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი Nida

There are presently no FDA-approved drugs to deal with sedative, hypnotic or anxiolytic
use disorder. There are presently no FDA-approved medications to deal
with stimulant use dysfunction. There are currently no FDA-approved
medications to deal with inhalant use dysfunction.
Nevertheless, you'll be able to velocity up the speed of muscular repair and development if you use steroid injections
like Deca, EQ, Test-E, or Tren. AASs travel via the bloodstream to
the muscle tissue, where they bind to an androgen receptor.
The drug can subsequently work together with the cell’s
DNA and stimulate the protein synthesis course of that
promotes cell development. For these of you in search of probably the greatest injectable steroids for building muscle and getting strong while staying lean within the course of, Dbol is ideal.
Now that we all know slightly extra about what steroids are, it’s time for us to talk to you about a number
of the injectable PED currently on the black market.
Insert the needle at a 90-degree angle to ensure deep
muscle penetration.
For this reason, it will be essential to comply with correct
injection procedure. Injecting into your veins can lead to horrific
consequences and as such there's completely no place for this method.

Beware; you will discover idiots who insist intravenous injections are the way in which to go.
Sadly in life every group of individuals has idiots however
remember, an idiot is simply that, an fool no matter what he says.

Trenbolone is a powerlifting Steroid cycles that lets you build muscle and lose fats simultaneously.
This simultaneous impact makes it a prime contest preparation compound, particularly as it’s a steroid that doesn’t aromatize, so that you won’t
be dealing with fluid retention. Tren is a steroid promoting hardness and a shredded physique
that’s dry, lean, and vascular. Still, if
Trenbolone Enanthate is all you probably can entry, there’s definitely no slouch within the slicing
division, significantly as we don’t have to worry about water
retention. So, we can anticipate the side effects
to be considerably magnified compared to what you’d expertise even at high doses
of testosterone.
The finest guess is to get involved in the community, including steroid customers,
most of whom in all probability aren’t openly boasting about using gear.

Private chats and boards will allow you to study one of the best and most secure method of buying for steroids
to reduce legal issues. Your dosage and how long
you use a steroid will determine your risk of voice
changes and, specifically, simply how deep your voice might
get. It starts slowly, with a noticeable however often intermittent crackling or hoarseness of the voice, which you might mistake for an illness.
But different individuals will quickly start to notice your vocal change if it
progresses with continued steroid use. This injection must be a little less painful, and the method is quick and straightforward enough
to make it a model new a part of your routine.
Do not use this formulation in sufferers with benzyl alcohol hypersensitivity.
When injecting answer drawn up from a single ampoule, take care not
to contact the needle tip to the underside of the glass vials.
Any contact on the needle tip will trigger it to turn out to be blunt
and this will result in issue and painful injections.
If you're sucking the answer up from a reusable vial or bottle, be certain to discard the needle used to interrupt by way
of the seal and suck up the answer. As far as the precise
syringe goes, most individuals use a standard 5ml injection, however a 2.5ml syringe also works fine.
Always use a syringe that will present you with at least 1ml leeway so you
probably can suck up the solution. If you are injecting 1ml,
use a 2.5ml syringe, and if you're injection 2ml use a 5ml and so forth.

So, you will need to have your technique of injecting intramuscularly all the means down to a T and really feel assured about what you’re doing.

The commonest muscle injection sites are those of the
larger, stronger muscles like the thigh and buttock.
Over time, you may develop a desire for which muscles
you inject in depending on which compounds you’re
using and the ache level. If you’re committed to utilizing
injectables for a full cycle and future cycles, you’ll need to refill on all of the necessities; this includes syringes, pins, and different supplies.

The cortisone calms your immune system’s response in that location. A cortisone shot would possibly sting when your supplier
puts the needle into your pores and skin, but it shouldn’t
trigger intense ache. Your supplier would possibly offer you
a neighborhood anesthetic to numb the area around the injection website.


In addition, counterfeit or sub-standard AAS have lengthy been recognized as a difficulty in IPED users in the UK and elsewhere [8, 14, 30–32].
Oral steroids, on common, have shorter half-lives compared to
injectables, so we see them kick in sooner, giving users leads to a
matter of days. For example, with Testosterone Undecanoate, serum
testosterone levels peak within the bloodstream 5 hours after administration. Consequently, orals
require more frequent doses to keep up high levels of sustained exogenous testosterone in the body.
Medical Doctors use these medicine to help deal with delayed puberty, and enhance muscle mass and energy in people who have conditions that cut back muscle tissue.

It will shut down testosterone manufacturing quite severely and shortly.

Still, Tren is well-known for its harsh and environment friendly ability
to shut it down fully, even should you solely take
low doses. Including exogenous testosterone at 100mg to 200mg
weekly in your Trenbolone cycle is important to avoid symptoms of low
testosterone. The greatest stacking technique is to decide out
steroids which have a half-life or release rate similar to
Parabolan, which suggests the slower release esters. This allows the steroids to have higher compatibility and in addition for the
comfort of administration, where you can maintain an injection schedule of simply twice weekly throughout all
the compounds in the stack. Equipoise and Dianabol, working alongside Parabolan and testosterone at replacement degree dosage, will provide one
of the most highly effective bulking combos potential.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent